შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! ( ნაწილი 2) დასასრული


10-04-2024, 00:15
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 4 174

"გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა"
......
-' ვიღაცას არ ძინავს '
მესიჯი გაგზავნა დემეტრემ ბარბარესთან სახლში მოსვლისთანავე და პასუხს დაელოდა, რადგან მწვანედ მანათობელი ბარბარე საიტზე აშკარად იყო. გვიანი იყო დემეტრესთან, ბარბარეს თან ახლა შუაღამე იყო, თუმცა მაინც ცადა
- 'მართალია არ მძინავს'
პასუხისგან გამოწვეულ წკარუნზე, უცებ დაავლო დემეტრემ ისევ ტელეფონს ხელი და მესიჯი გახსნა
- 'ნეტა რატო?'
ღიმილითვე გასცა პასუხი სწრაფად, ახალ მოსულ მესიჯს და უკვე იმასაც ხვდებოდა, რომ ბარბარე მის გამო თითქმის ყოველ ღამე არ იძინებდა ადრე სულ რაღაც ერთი კვირა იყო რაც გაეცნოთ ერთმანეთი, თუმცა ყოველ ღამეს დაუზარებლად საუბრობდნენ უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს და ზედმეტად დაახლოებულებიც კი იყვნენ მცირე დროის მიუხედავად, სამსახურის გამო დემეტრე გვიან მოსული წერდა მას და ბარბარეც ძლივს იკავებდა თავს რომ არ ჩასძინებოდა, დემეტრეს საქმიანობა არა თუმცა იცოდა რომ ზედმეტად გადატვირთული იყო ამიტომ უკვე მიჩვეული ელოდებოდა ჩვეულად
- 'ისე რავი არ დამეძინა'
ბარბარეს პასუხზე ხმამაღლა გაიცინა დემეტრემ და ცალიხელითვე გადაიძრო მაიკა,
- ცუდი მიზეზია მერწმუნე, რას ჩალიჩობდი დღეს აბა?
ვოისი გადააგზავნა სვლაშივე და საწოლზე უძალოდ დაეშვა ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო და ტელეფონს დააკვირდა,
- ' ვმუშაობდი როგორც ყოველთვის მოვატანე სახლამდე და ფანჯრის რაფაზე ვზივარ'
მესიჯი მალევე გამოაგზავნა და დემეტრემაც უცებ, დუყონებლივ წაიკითხა, ხვდებოდა როგორ ძალიან ეძინებოდა ბარბარეს, თუმცა თავადაც ძალიან უნდოდა მასთან საუბარი
- ვოისი გამოუშვი აბა
მისი სიტყვები დააიგნორა და ბრძანებასავით გასცა, გამოსაცდელად ზედმეტად ეძინებოდს თუ არა,
- 'ოო კაი რაა'
წარმოსადგენადაც სასაცილო იყო, როგორ გადაიქნია ბარბარემ თავი წუწუნით
- 'მიდი მიდი გელოდები'
მესიჯი გაგზავნა ისევ და ცოტახანში ვოისიც გამოიგზავნა,
- და რა გინდოდა მეთქვა ამ ვოისში?
ხმა ჩახლეჩვოდა და ძილისგან დაბოხებული ხმის შეცვლას ძალიან ეცადა, რომელიც საერთოდ არ გამოუვიდა. ღიმილი შეახმა დემეტრეს მართალია თავად არ ეძინებოდა და სურვილიც დიდი ჰქონდა ბარბარესთან საუბრის, თუმცა ხმაში იმდენად იკვეთებოდა ძილის სურვილი რომ ამას ნებისმიერი შეამჩნევდა,
- 'აუ შენ მოკვლას და უძილობისგან დამახინჯებას არ ვაპირებ ბეიბ! მიდი ბაბი დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ'
მესიჯად გაგზავნა ისევ და ბარბარესაც თან გაეხარდა და თან ეწყინა, ჯუჯღუნი დაიწყო ისე მოიფიქრა რა უნდა გაეცა პასუხად,
- 'აუ რავი ყოველ ღამე ვიძინებ მეე ზოგადად'
ნამიოკზე ისევ ჩაეცინა დემეტრეს, თუმცა უბრალოდ დააიგნორა
- 'წადი წადი'
- 'წავედი მაშინ'
- 'კარგად'
ბოლო მოკლე პასუხი საერთოდ არ სიამოვნებდა დემეტრეს და არც გაუტარებია, არასასიამოვნოც კი იყო მსგავსი დასასრული თითქოს რამეზე ეჩხუბათ
- ეეე გოგო წესიერად
უხეშად, შენიშვნის მისახვედრელი სიტყვები გააგზავნა დემეტრემ და ბარბარესაც უცებ აუჩქარდა გული ფიქრებით რომ რამე ცუდად გააკეთა ან მიწერა
- 'რა დავაშავე?'
- 'ტკბილიძილი დებილო,'
- 'მადლობა შენც'
მხრებ აჩეჩილი ემოჯი დააყოლა და რეალურად აღელვებული წავიდა საწოლისკენ, ჩათი არ დაუხურავს კიდევ ელოდებოდა დემეტრეს მესიჯს, რომელიც სულ ორი დღე იყო რაც გამოეცადა და მიჩვეულს ისევ ელოდა იმ ჯადოსნურ სიტყვებს, რომელიც მთელი ღამე ტკბილად ძილის საშუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ეს უბრალო მეგობრობისა და პიროვნების გამომხატველი გრძნობა იყო, რომ დაწვა და მესიჯი ისევ არ მისვლია სახე სრულად შეეცვალა ისე გადაიფარა პლედი, ტელეფონი ხელში აიღო და წარამარა შედიოდა და გამოდიოდა ჩათიდან
- 'არ გიყვარვარ?'
მესიჯზე პულს აჩქარებულმა გახსნა ჩათი და კითხვაზე ქვედა ტუჩზე იკბინა, ამავდროულად არც კი იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა, რომ ეთქვა რომ კი, დემეტრეს რეაქციის ეშინოდა და ანალოგიური პასუხ' არაზეც',
პასუხი რომ არ მიუვიდა დემეტრეს ისევ თავად მიწერა
- კაი მარტო მე მიყვარხარ მაშინ,
ბარბარეს ბაგეები ყურებამდე აუვიდა ისე გაეღიმა და კმაყოფილმა მიწერა მეც მიყვარხარო, დემეტრემაც დაუგულა მესიჯი და აცადა დაეძინა.
მიმოწერის შემდეგ გაღიმებულმა მიაგდო გვერდზე ტელეფონი და თავქვეშ ხელი ამოიდო, უცებ წავიდა ბარბარესთან ფიქრებში და ამ ფიქრებში ბაგეებიც გაეპო, მოსწონდა ბარბარე, მისი ხმაც და შეხედულებებიც, მისი ნახვის სურვილიც დიდი იყო და აუცილებლად აპირებდა კიდეც ახლო მომავალში...
- ვაახ ხვალ ბევრი საქმეა დაიძინე,
საკუთარ თავს უთხრა და სიტყვებშივე უცებ გადატრიალდა კომფორტულად მოეწყო ხელი გადაყო და სანათიც სრულად ჩააქრო .....
......
გვერდით რომ ვერავინ იგრძნო სწრაფად გადაყო ხელი საწოლის გვერდით და ხელის ფათურის შემდეგაც რომ ვერ შეეხო რატის სწრაფად წამოიწია მაშო
- სად გარბიხარ აბა,
მეორე ნაპირზე ჩამომჯდარმა გახედა და მაშომაც თვალები მოიფშვნიტა როცა იქ შეამჩნია, დაამთქნარა თუ არა უძალოდ გადაეშვა ისევ და თვალებიც ისევ დახუჭა
- რატო არ გამაღვიძე მეგონა ჩამეძინა,
თვალების ხუჭვით გადატრიალდა რატის მხარეს და კომფორტულად დაწოლილმა ნახევრად განაგრძო ძილი
- დაიძინე
- ვმუშაობ,
ამოიხავლა ნახევრად ძილში მყოფმა,
- ფეხსაცმელში ფეხს ვერ ჩადგამ, სახლში დაეტიე დღეს, მარტოობის ძაან არ ეშინიათ
მხრისკენ შეეტრიალებინა თავი ისე ხვდებოდა მაშო თვალში
- აუ არა, ვერა ვინ ჩამანაცვლებს,
ისევ თვალებ დახუჭულმა ნახევრად ძილში სიზარმაცის დაძლევით აღებდა ბაგეებს და ისე ამბობდა სიტყვებს
- შენი ჩამნაცვლებებლი არ არსებობს!
ფეხზე წამოდგა და უმაიკო რატის ზურგსაც მაშინ გაუშტერა მაშომ სწრაფად გახელილი თვალები,
- აუ არააა,
ისევ ამოიბუზღუნა მაგრამ ამავდროულად ვერ დგებოდა, იმდენად რთული იყო მისთვის ძილიდან გამოგლეჯა, როცა გვიან დაიძინა და ახლა ადრე უნდა ამდგარიყო, ისევ დახუჭა თვალები რატი რომ მოტრიალდა და რატის მიახლოებას თვალ დახუჭული გრძნობდა
- არ ვიცი როდის მოვალ, კარებს საკეტი თვითონ ჩაკეტავს პაროლი ციფრების ქვევით წერია თუ რამე პნოპკას დააჭირე, ფეხი ხელთავიდან შეიხვიე თუ დარიო მოვა ნახუიზე გაუშვი,
უკვე ყურთან გრძნობდა მაშო მამაკაცის სასიამოვმო ხმას, რომელშიც ზრუნვაც და ეჭვიანობაც შეინიშნებოდა, სიტყვის ბოლოს ყველაზე ნაზი და სასიამოვნოდ მაჟრიალებელი კოცნა აჩუქა კისერში და მშვიდად გავიდა ოთახიდან
- ოო არა რაა მოიცა
ჩურჩულით თვალებ დახუჭული კნაოდა, თუმცა მალე მიივიწყა და ძილიც ხელთავიდან და გულიანად განაგრძო......
....
- რატი ადგილს არასდროს მალავს, თავისუფალია, მიდი და გაუსწორდი,
კბილებში გამოცრა დარიომ, რომელსაც ორი მამაკაცი ჩაფრენოდა მკლავებში
ხოლო რატის ერთ-ერთი მოსისხლე მტერი ეტორე წყნარად იჯდა რბილ სავარძელში და სისხლიან დანას ატრიალებდა, მის წინ დაგდებულ აჩეხილ მამაკაცს უშტერებდა თვალს და ისე უსმენდა დარიოს, რომელიც დაიბარა იმის გამო რომ ეცადა მისი გადაბარება ან ცდილობდა გაეგო რატისთვის ღირებული რამ რისი განადგურებითაც შეძლებდა ასევე რატის განადგურებას, იმის მიუხედავად რომ იცოდა რატი ცდილობდა ჩამოშოროებოდა ამ ბინძურ საქმეს და როცა ცდილობდა რომ ახალი ცხოვრება დაეწყო, ეტორეს ჩადებული შურისძიება არადა არ შორდებოდა გონებიდან ყველაფერს აკეთებდა რატის განადგურებისთვის და რატისაც ისევ აიძულებდა ხელები გაესვარა წითელი სითხით, თუმცა უფრო და უფრო უმცირდებოდა ძალები ხალხთან ერთად, თავად ეტორეს რაზეც უფრო ცოფდებოდა
- ახლა რბოლის გამო ბრაზობ ეტორ?
ცინიკურად კითხა დარიომ და ჩაღიმებით გადაიწია უკან,
- ექვსი თვის უკან იყო, დაივიწყე წაგებაც და ხალხის დაკარგვაც, გაგაფრთხილა რომ არ ღირდა მასთან თამაში,
- ბევრს ლაპარაკობ, მსგავსი გინდა?
წამოდგომასთან ერთად თქვა ეტორმა და აჩეხილ მამაკაცზე ანიშნა თცალებით,
- რას გააკეთებ?...მიდი აბა!.. მოდი!
წინ წაეჯგიმა დარიო მამაკაცს და გაკავებული მკლავები ჩავლებისგან, რომ სტკიოდა მარტივად აიგნორებდა წვას
- მოდი!
კიდევ ერთხელ გაუმეორა და ახლოს გადაწეულმა მამაკაცს შუბლი შუბლზე მიადო,
- მოდიიი!
კიდევ ერთხელ უყვირა გაბედულად, რადგან იცოდა რომ მას ვერაფერს დაუშავებდა, მისი მოკვლით არაფერი არ შეიცვლებოდა გარდა ისევ საკუთარი თავის ზარალისა, იცოდა რომ რატი საბოლოოდ გაანადგურებდა რამე დაუფიქრებელი საქციელი რომ გაეკეთებინა, რატი კი არაფერს უშავებდა მას წყნარად იყო და ეს სიწყნარე აღიზიანებდა ეტორეს, ამიტომ ისევ ცდილობდა დაეგეგმა ხარისხიანი გეგმა რომელიც რატის არა მხოლოდ გულს ატკენდა არამედ ისე დაასუსტებდა რომ მასაც მარტივად მოიშორებდა თავიდან.....
.....
- ნანა ნი ნანა ნა ნა ნა ნა ნანანა ნინა ნანანინი ნანა ნა....
სიმღერით ჩაუარა მაშომ რატის ოთახს კოჭლობით და ოთახში შესვლაც არ აცადა კიბის თავში კედელზე დაკიდებულმა ტელეფონმა რომ დაიწყო რეკვა მასთან ერთად ერთ ხმაში რეკავდა დაბლა კარებთან დაკიდებული მსგავსი ტელეფონი, მაშოც ისევ კოჭლობით მიუახლოვდა ტელეფონს და უპასუხა,
- გოგო მე ვარ გამიღე რა
ნიკოლეტას ხმა იცნო მაშომ და ოდნავ დაბნეულმა შეხედა ტელეფონს, უცებ ამოუტივტივდა რატის სიტყვები, რომელიც დილას ჩაჩურჩულა და მის სიტყვებს მიყოლილმა დააჭირა პნობკას ხელი, კარები რომ გაიღო ქვევიდან კარებს ჩახედა და ტელეფონი ადგილზე დააბრუნა, ნიკოლეტა შემოვიდა თუ არა უცებ გაიძრო ფეხსაცმელები და კიბეებისკენ წავიდა, მაშოც შორიდანვე ღიმილით უყურებდა და კიბეებზე ასული მცირედ გადაკოცნა,
- როგორ ხარ აბა?
- რავიცი კარგად შენ,
- მეეც, დარიომ მითხრა სახლშიაო დაა რატო?
კითხვა დაუსვა და სხეული შეუთვალიერა დაზიანების საპოვნელად,
- აუ არა ფეხი ვიტკინე ცოტა და რატიმ დარჩიო,
გაუღიმა და კოჭლობითვე წავიდა წინ
- რა მოგივიდაა?
გაკვირვებულმა შეშშფოთებული სახით შეხედა ადგილზე გაჩერებულმა და ფეხზე დახედა, შემდეგ კი ნაბიჯი მისკენ გადადგა,
- ნამტვრევებს დავადგი ფეხი,
ღიმილით გახედა ოთახის კარი შეაღო და გვერდზე გადამდგარმა შეიპატიჟა,
- ვაიმე რა ცუდიაა,
მისი ყურებით შევიდა ოთახში გოგო, და შემდეგ მოავლო ოთახს თვალი,
- ეე რა საყვარლობაა,
იქით-აქეთ გაიხედა და ბუდე საქანელისკენ წასული უცებ მოთავსდა შიდ,
- აქამდე ეს ოთახი ნანახი არ მქონდა, არ ვიცი როგორი იყო მარა ახლა საყვარელია ძაან,
ღიმილით შეხედა მაშოს და გაქანავდა, მაშოც სიცილით წავიდა საწოლისკენ,
- აქ გძინავთ თუ რატის ოთახში
სალომეს დაბარებული კითხვის პასუხი დასვა ნიკოლეტამ და პასუხს დაელოდა,
- ხან აქ ხან იქ,
- ოჰოოო ესენი ნახე,
შეძახილთან ერთად უფრო გაქანავდა...
ყველა თემა მოილაპარაკეს იმდენად ღრმად ტოპავდა ნიკოლეტა მაშოს და რატის ბავშვობაზეც გაიგო რაღაც ამბები,
- ადრე სხვანაირი იყო ახლა აღარ არი მასე, ცდილობს პატივი სცეს ქალებს მაგრამ ჩვენ ვისაც გვიცნობს არა, სტრონგად გვექცევა, შეხედულებებიც შეეცვალა, ახლა ერთი ბარი გვაქვს ის ჩვენი ბარია ყველა თითქმის ყველას ვიცნობთ ხშირად უწევს იქ მისვლა, ზედა სართულზე მის მანქანას აწყობს რბოლისთვის,
სიხარულით თქვა და თან ხელები ერთმანეთს გაუხახუნა სანახაობის წარმოდგენაზე
- რბოლისთვის?
უცებ შეკივლა მაშომ რადგან სრულიად სხვა და ახალი რამ აღმოაჩინა რატიზე და უცებ ისიც კი იფიქრა რომ არასწორად გაიგო,
- კი ხშირად არ იღებს მონაწილეობას ფული ბევრი აქვს, თუმცა რამდენჯერაც კი ჩართულა ყოველთვის გამარჯვებით ასრულებდა, გამარჯვებასაც კი ცუდი რამ მოყვებოდა, თუმცა ხომ იცი როგორია ვერაფერს უშავებენ, ზედმეტად ძლიერი ძალების და ჭკვიან პატრონთან ხარ გოგონი, შენი ცოტა მშურს კიდეც
მაშოსკენ გადაიწია და უხაროდა კიდეც რომ შეძლო რატიზე საუბარი გამართულად ამით იმის იმედიც ჰქონდა რომ ნელ-ნელა უფრო ბევრსაც გააგებინებდა მაშოს და საბოლოოოდ სალომეს სურვილს აასრულებდა...
ჩაფიქრებული დარჩა მაშო ხვდებოდა რომ ნიკოლეტა ზოგჯერ ნამიოკებს ურტყავდა, თუმცა, როცა რაღაცაზე ფიქრობდა ზედმეტად არასასურველ ფიქრებამდე აღწევდა რაც ცუდად ხდიდა,
- იმ ბარში შენც უეჭველი უნდა წამოხვიდე, შენს გამოჩენამდე ბევრი მოხვდა რატის მკლავებში დროებითად იყო ხოლმე მეორე დღეს მაინც ყველა მას ეხვეოდა,
სიცილით აგრძელებდა ლაპარაკს და ბოლოს გახედა საათს რადგან, დროც დანიშნული ჰქონდა თუ რამდენი ხანი შეეძლო მაშოსთან საუბარი, დრო რომ გადამცდარი იყო უცებ წამოდგა და თავი მოიქექა, ჩაფიქრების შემდეგ
- აუუუ ბოდიშიი უნდა წავიდეეე გასასვლელი ვარრ და მოვალ მერე რაა,
ამოიწუწუნა და წინ წავიდა მაშოც ნელა წამოდგა მისი წამოფრენით გაკვირვებული
- თუ რამე და დამირეკეე, შემოგირბენ ხვალ,
უცებ გადაკოცნა და ოთახიდან გავარდა მაშოც კოჭლობით გაყვა
- იყავიი ჩავალლ კარები ხო იცი თვითონ იკეტება და მიდი
მიაძახა და კიბეებზე დაეშვა,
გაოგნებული უყურებდა მაშო უკვე ცარიელ კიბეებს და ოთახში ნელა შევიდა,
- რა ჯანდაბა ხდებაა?
ამოილაპარაკა და ეცადა ყველა ნიკოლეტას სიტყვა უკეთ გაეაზრებინა,
აღელვებული გაწვა საწოლზე და ბოლო სიტყვებზე სახე დამანჭა,
- ამის თქმა რა აუცილებელი იყო,
ამოიგმინა და უკმაყოფილო გადატრიალდა გვერდზე, კიდევ ერთხელ გაანალიზა რომ რატიზე თავადაც გიჟივით შეყვარებული იყო, ყველა გრძნობას თუნდაც მისი სურნელის გახსენებაზე მასთან სიახლოვეზე შეხებაზე გამოწვეულ ყველა გრძნობას რომ იხსენებდა ყოველი საქციელით ადასტურებდა გიჟივით შეყვარებას, უკვე ძალიან ელოდებოდა რატის, რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა როდის დაადებდა მკერდზე თავს და მის გულისცემას დაუგდებდა ყურს, მასზე ფიქრის დროსაც კი ბედნიერებისგან ეპობოდა ბაგეები და ნიკოლეტას საუბარს მხოლოდ კარგ რამეებს უკავშირებდა რბოლა და მანქანები თავადაც ძალიან მოსწონდა და სრულებითაც აკმაყოფილებდა რატის ეს საქმიანობა.....
......
სულ ახალი გამოსული იყო რატი ბარიდან, დედამისთან შევლილიც მალე გამოვიდა საჭირო ნივთებით მოამარაგა ქალი, რომელმაც მაშო იკითხა და სახლისკენ, მომლოდინე ცოლისკენ აპირებდა წასვლას, ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და ფიქრები რომ თითქმის მაშოს დაპყრობას მიაღწია უფრო მოითხოვდა სახლში მალე მისვლას უცებ მისი ტელეფონი ახმაურდა და მანაც მალევე უპასუხა ტელეფონს სადაც დემეტრეს ნომერი იკვეთებოდა,
- სახლში ხარ უკვე?
მაშინვე კითხვა დაუსვა დემეტრემ რატის და აღელვებაც ეტყობოდა ხმაში
- ახლა უნდა წავიდე რა არი?
- თუ ძმახარრ ვმუშაობ ჩემი და გაიყვანე სახლშიი, ბარშია ჩვენთან მაგარი მთვრალია რამეს მიქარავენ მიდი ძმობას გაფიცებ,
აღელვებულმა უთხრა თუ არა რატიმაც მანქანა დაძრა
- რა უნდა მარტო ბარში?
- არ ვიცი მე სახლში რო მივალ მივხედავ პროსტა უშველე ძმა, მაგრად გაუბერა ამ ბოლოს
- კაი კაი მივდივარ არ ინერვიულო შენ,
უთხრა და მალევე გაუთიშა კიდეც, უხმოდ და უსიტყვოდ მოატრიალა მანქანა და ბარისკენ წავიდა,
......
შესვლისთანავე დაავლო სალომეს მაჯაში ხელი უხეშად, რომელიც ბიჭს ზედ აკრული ეცეკვებოდა და წინ წასულმა გამოიყოლა,
- ცოტა წესიერაად,
ამოიკივლა მუსიკის ხმაში ხმამღლა ძლივს გასარკვევად და რატის შეხედა,
- გამიშვი ხელი,
ერთხელ დაუძახა, თუმცა რატის არც დრო ჰქონდა მაგდენი, რადგან სახლში ზედმეტად მიუწევდა გული და არც სურვილი
ხმის ამოუღებლად მიდიოდა წინ და მიიყოლებდა სალომესაც მანქანაში უხეშად ჩასვა და სალომეც უხმოდ უყურებდა მანქანა მოვლილ რატის, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში თუ არა სწრაფადვე მოწყდა ადგილს, ისე დარეკა მისმა ტელეფონმა და უკვე უხეშად უპასუხა
- სად გავარდი ეეე, დაგინახეე, რო მორჩები საქმეს ამო საქმეა,
მოკლედ უთხრა მამაკაცმა და გათიშა თუ არა რატიც შეიფურთხა, სალომე სახლში აიყვანა თუ არა ცინიკურობა დაიწყო სალომემ, რატიმაც უცებ წაავლო ფეხებში ხელი და მხარზე მოიკიდა ჩუმად იყო სალომეც რამდენჯელმე დაარტყა მხარზე ხელი რატის და უკვე თავის ოთახში რომ შეიყვანა საწოლზე გადააწვინა და საბანი უხეშად მიაფარა
- დაიძინე
უთხრა გამობრუნდა და შუქიც ჩააქრო,
- არა!
უცებ შეცვლილი ხმით უყვირა სალომემ რატის და რატიც მობეზრებულად მოტრიალდა ქალისკენ, საბანი გადაწია და უცებ წამოდგა სალომე
- ნუ მიდიხარ, ჩემთან დარჩი რატი, ჩემთან დაწექი, ჩემს გვერდით დაიძინე,
ახლოს მისულმა ნელ-ნელა მოკიდა სახეზე ხელები ღამეში და ნელა მოუსვა თითები, სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა იმდენად მთვრალი იყო და რატიც ცდილობდა ნელ-ნელა გაეშიფრა მისი საუბარი
- რატო მიდიხარ? რატომ ვერ მხედავ?
აქ ვარ გესმისს, აქ ვარ! მე მინდიხარ! მე ვარ ის ვინც გიცნობს და უყვარხარ,
საყელოში ჩაავლო ხელი და კბილებში გამოუცრა ბოლო სიტყვები, მაქსიმალურად მისკენ ხრიდა რატის, ნელა მიიწევდა თავისკენ
- შენ მე არ მიცნობ,
ღიმილით დახედა ახლოს მყოფ ქალს, რომელსაც სასმლის ძლიერი სუნი ასდიოდა
- შენ უბრალოდ ჩემი გარდაქმნილი სახე იცი
გაუღიმა და წყნარად დააკვირდა სალომეს, რომელმაც დეკოლტე სრულად გადაიძრო
- დაიძინე სალო ზედმეტად მთვრალი ხარ,
მისი ახლად შეხებული ხელები მოიშორა და უკან დაწია, სალომე ისევ მისკენ მიიწია
- რატო მშორდები? იქნებ იმიტომ რომ გეშინია,
უცებ შეეცვალა ტონი ისევ და უფრო მომთხოვნი გახდა მისი ხმაც და საქციელიც საუბარშივე დაუსვა რატის ხელი და სასქესო ორგანომდე ნაზად ჩაატარა ისევ მიიწია მისკენ ფეხის წვერებზე აიწია კისერზე წავლებული ხელით დაწია რატი მისკენ და დახრილზე მიწვდა მის ტუჩებს ხელი ჩაავლო და საწოლზე გადაეშვა ჩავლებული ხელის გამო რატიც მას მიყვა და დავარდნილ ქალს მოექცა ზედ, ხელები მისი თავის გვერდებზე მოათავსა და სალომემაც ღიმილით შეხედა, კმაყოფილი იყო თავის საქციელით და კიდევ ერთი ნაბიჯის შემდეგ დარწმუნებული იყო რომ რატი ვნებას აღარ გააკონტროლებდა, ისევ მიწვდა მის ტუჩებს და რატის ურეაქციობაზე ისევ მოშორდა, უხმოდ ჩახედა რატიმ თვალებში
- იცი სალო მისი სუნთქვა, სხეული, თვალები, თმა ყველაფერი როგორ მიყვარს?
ცალ ხელს დაეყრდნო და ცალი ხელით წყნარი ლაპარაკითვე გადაუწია თმა ყურსუკან,
- მისი სურნელი ტუჩები და ღიმილი ჰაერივით მჭირდება გესმის?! და ეს ახლა არა ეს მრავლი წლის წინაც იყო და შემდეგ ვერც კი მივხვდი, როგორ გაძლიერდა იმდენად რომ თითის გატკაცუნებით შეუძლია ჩამაძაღლოს
დაბალხმაზე ჩურჩულებდა მასთან ახლოს და მის დაწყებულ ლაპარაკზევე დაებრიცა სალომეს ტუჩები ისე გადმოუცვივდა ცრემლები, სიტყვებს რომ მორჩა სახეზე შეუცურა ხელი და ახლა დაიწია რატი სალომეს ბაგეებისკენ, თუმცა უცებ გადაატრიალა სალომემ გვერდზე თავი და ტირილის ჩაჩუმებას ცდილობდა, რატიმაც სევდიანად დახედა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი,
- მაშოზე გიჟივით შეყვარებული ვარ სალო, ისევ გადაუწია თმა სალომეს და წამოიწია,
- ეცადე დაიძინო, დემეტრე მოდის და ხვალ უკეთ იქნები,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და ოთახი აუჩქარებლად დატოვა და გამოსვლის თანავე გაადიდა ნაბიჯები
- ....ობა! დედამო*ყნული ბაზარი! "ხვალ კარგად იქნები" იდი ნახუი!
საკუთარ თავს გააჯავრა და გინებით დატოვა სახლი, ბავშვობიდან სხვანაირად იზრდებოდა სამივე, რატი და დემეტრე ყოველთვის ძმებივით იყვნენ და სალო მათი და იყო, ასე მიაჩნდა რატის, თუმცა ამჩნევდა კიდეც სალომეს უცნაურ გრძნობებს, ახლა აღიზიანებდა ის ფაქტი რომ ატირებული გოგო დატოვა სახლში გულის ტკენასთან ერთად, თავი დაიიმედა იმით რომ მალე გადაივლიდა, თუმცა მაინც არასასიამოვნოდ ხვდებოდა მის გულს..... მანქანაში მოთავსებული ისევ საქმისკენ წავიდა გინებითვე და მანქანაც უხეშადვე დააყენა გარეთ, სწრაფი ნაბიჯებით ავიდა ვიწრო კიბეებზე და მამაკაცის ნახვისას რომელმაც დაურეკა, დოინჯები შემოირტყა,
- აბა რა საქმე გაქ?
უცებ კითხა კაცს და კაცმაც ანიშნა ჩამოჯექიო, ხელში სასმლით სავსე ბოთლი ეკავა და ორი ჭიქაც უცებ დადო მოააჯირზე
- რავი დავლიოთ
მხრები აიჩეჩა და ჭიქებში უცებ ჩამოასხა სასმელი
- ოოოო რა დავლიოთ,
უცებ წამოიჭრა, რადგან მას ეგონა სალაპარაკო იყო რამე სერიოზულ თემაზე, კაცმა მისი დამშვიდება და ამავდროულად დალევაზე შებმა დაიწყო,
- დიდი ხანი არ დაგვილევია თან ბევრი საქმე გვაქ ვეღარ მოვიცლით, ამიტომ გამომართვი
უცებ მიაწოდა მამაკაცმა ჭიქა და რატიმაც ჯუჯღუნით გამოართვა
- ოო არა სახლში მეჩქარება რააა,
ისევ დააბრუნა მოაჯირზე ჭიქა
- მიდი ძმაო, რა ხდება ამ სახლში ჩემთვის ვეღარ მოგიცლია ამდენი ხანია ვძმაკაცობთ და ვერ გხედავ, კაი წადი მარტო დავლევ!
ნაწყენი ხმა ამოაყოლა მამაკაცმა და ბოთლი მაგიდაზე უხეშად დადო,
- კაი მაგის დედავატირე....
უცებ გამოცალა ჭიქა და მაგიდაზე ხმაურიანად დადო
- დაასხი!..
......
დრო უფრო და უფრო იწელებოდა, რაც უფრო ელოდებოდა დროც უფრო ნელდებოდა, რატი კი არ ჩანდა, არ ურეკავდა, რადგან თავად გააფრთხილა რატიმ რომ არ იცოდა როდის მოვიდოდა,
საწოლზე მიწოლილმა შეხვეული ფეხი გაინთავისუფლა სახვევებისგან, საწოლის გვერდითვე მიყარა და ჩახურებული ჭრილობებიც ისე ცუდად გამოიყურებოდა დანახვის დროს სხეულში ბუსუსებს იგრძნობდით, ჯერ ისევ ეწვოდა ფეხი, შუქები ჩააქრო და საწოლზე გაწოლილს დაუგეგმავად ჩაეძინა.....
- მაშააა,
ხმაურიანად სიცილითვე შეაღო რატიმ ოთახის კარი და მაშოც სწრაფად გამოღვიძებული წამოხტა,
- ჰიიიი
შეიცხადა რატიმ და ტუჩებზე ხელები აიფარა
- გეძინა ჩემო პატარაა?
სიტყვის გაწელვით გადაიწია წინ და უცებ წაბარბაცდა, ძლივს შეიკავა თავი რომ არ წაქცეულიყო, შეტრიალებულმა კარებს უცებ დაუწყო იქით-აქეთ ხელების მოკიდება რამდენი მიაწვებოდა კარებს დაკეტვისმაგივრად ხელახლად აღებდა
- ამას რა ჭირს?
ბურდღუნით ეჯაჯგურებოდა სახელურს რომ ვერ კეტავდა და კარგი მკეთებელივით ატრიალებდა, დაკეტავდა თუ არა ჯერ ისევ ჩამოწეული სახელურის დროს წაბარბაცდებოდა და კარებს ხელთავიდან აღებდა, მაშომ უყურა წყნარად და ბოლოსს ზედმეტად დატანჯვა რომ შეატყო ღიმილი შეიკავა უკეთ გამოფხიზლებული კოჭლობით წამოდგა და კარები თავად დაკეტა,
- უბრალოდ ხელი უნდა გეშვა და გეკრა ლოთო,
- ტვინი გამასხმევინე თუ ჩემი ხოდით დამელიოს,
ბურდღუნით ნათქვამი სიტყვის მერე, ტუჩებ გაპრუწული გადაიწია მაშოსკენ საკოცნელად და მაშომაც გაშლილი ხელის ტუჩებზე მიჭერით დააბრუნა უკან
- ბოდიში მოიხადე და მეძინება გადი,
- ოჰ არ გვძინებია ერთად ვაფშე არაა,
უკან გადაიწია ისევ შეცხადებით და ისევ უაზროდ დაიწყო სიცილი, იმდენად გულიანად იცინოდა მაშოს ლოყები კბილებით ეჭირა რომ არ გასცინებოდა,
- რა გაცინებს რატიი რაა?
სიცილი რომ ვერ შეიკავა, სიცილისგან გადახრილ რატის მხარზე დაარტყა ხელი და ვითომ ბრაზი გამოხატა,
- ვერ წარმოიდგენ მაშო, თუნდაც ამ მომენტში რა ბედნიერი ვარ, რეებს მეკითხები
წაბარბაცებულმა ძლივს დაიჭირა თავი და უცებ ისევ წასკდა სიცილი, გასწორებულმა ღიმილით ჩახედა მაშოს თვალებში და მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებს ძლივს ახელდა, თუმცა მისი სიმთვრალე ნამდვილად საყვარელი და 'უსაფრთხო' იყო
- ხო დედამოტ*ნული ცხოვრება მაქ მარა, შენ რო ისევ ჩემს გვერდით ხარ, ეს მკვდარი სახლი რო ანათებს, ყოველ ღამე რო მოვდივარ და აქ მხვდები, ყოველ დილით რო გიყურებ, იცი რა ბედნიერი ვარ მაშა? ყველა პრობლემის დედასშევე*ი მაშინ შენ რომ მყავხარ
ცალი ხელით მიიხუტა ცალი ხელით კი ისევ მისი სახე მოეთავსებინა ხელში,
- ხვდები ხო ბავშვობაში რო დამაბრუნე?
ისევ ღიმილით მოიშორა და თვალებში ჩახედა,
- ოჰჰ ეს ნახეთ,
გულზე მიიდო სამი თითი თავის გადაქნევით და რატისთან ერთად გაეცინა მაშოსაც
- შე დამპალო ბავშვო, მარტო ეს გაქ სათქმელიი?
უცებ წაავლო ფეხის მოსახარში და წელზე ხელი და წამში ააფარფატა მაშოს სხეული მკლავებში, მიუხედავად იმისა რომ ბარბაცებდა და ფეხზე ძლივს იდგა არც კი გაუფიქრებია მაშოს დავარდნის შიში, საწოლზე დააწვინა და იმდენი ძალა და სურვილიც არ ეყო რომ გვერდზე გადაწეულიყო, მაშოს მოექცა ზევიდან და ჩაბნელებულ ოთახში მაინც ხედავდა მის ლამაზ თვალებს, მკლავებით ეყრდნობოდა საწოლს და მაშომაც ღიმილით მოხვია კისერზე ხელები
- მიყვარხარ ჩემო პატარა რაა,
ამოწუწუნებით თქვა თითქოს დანაშაულს ჩადიოდა სიყვარულით და თმა გვერდებზე გადაუწია,
- მეც მიყვარხარ,
თამამად ამოილაპარაკა და მოხვეული ხელებითვე წაეთამაშა რატის თმებს, უცებ გაეპო ბაგეები რატის, ცალი ხელი შეუცურა წელს ქვეშ და მთლიანად რომ წამოწია მაშოს სხეული უკვე მის ტუჩებს მიმწვდარი ტკბილად დაეწაფა, უარესად მათრობელ გემოს, ნასვამზე იმდენად გაასმაგებულ გრძნობებს გრძნობდა თავი უდარდელ სამყაროზე ეგონა, ძალებიც უფრო და უფრო ემატებოდა და ამავდროულად უარესად თვრებოდა, მაშოც ზოოპარკ გამოშვებული ხვევდა ხელებს, ნელა ძლივს მოწყდა ბაგეებს ისე დახედა ისევ მაშოს,
- დაიძინეე და დამაძინეე,
ხელისკვრით გადააგდო მაშომ გვერდზე სიცილით და რატიც მძიმედ ხუჭავდა თვალებს, წამოწეულმა დაიწყო მაშომ რატის სხეულის ქვეშ მოქცეული ზეწარის გამოწევა რომ ვერ მოახერხა თავად წამოიწია რატი და ზეწარიც მაშოს ნახევრად მძინარმა მისცა,
- მადლობა
გაიცინა მაშომ და ზეწარი რატისაც მიაფარა, მისკენ გადაიწია რატი და დაბლა დაწეული მიწვდა მაშოს კისერს, ერთიანად გააჟრჟოლა ქალს, მთელ სხეულში გააცია და რატიც რომ კომფორტულად დაწვა მის მკლავებში სანამ მოექცეოდა მეორე დღეზე ზრუნვა დაიწყო სწრაფად წამოხტა და თავის ტკივილისთვის წამლები მიაწოდა, არც კი დაუხედავს რატის, ისე დალია მისი მიწოდებული წამლები და მაშოც რომ გვერდით მიუწვა ძლიერად მოხვია ხელები, მაშო რომ სხეულზე აიკრო მის კისერში თავ ჩარგულმა საოცარ სურნელზე ბაგეები ნელა მიაკრო მაშოს კისერს და მაშოც დაიჭიმა,
- ოოო გეყოფაა,
შეკავებული სიცილით მიარტყა მუხლზე ფეხი მთლიანად დაჟრჟოლილმა და რატისაც ხმამაღლა და ისე გულიანად გაეცინა, პირზე ხელი აიფარა მაშომ, მისი სიცილი რომ გადამდები იყო და მასაც უხაროდა რატის სიცილი, ისევ ღიმილით მოხვია ხელები და მშვიდად შეძლო დაძინება....
......
დიდ საწოლზე კომფორტულად და მაქსიმალურად გადაჭიმული იყო საწოლის თავიდან მის ბოლომდე და უშფოთველად სძინავდა მანამ სანამ, რახარუხმა არ გააღვიძა, კრუსუნით და გინებით ისროლა ბალიში კარებისკენ
- ჰმჰ დედა*ევეცი!
ამოტირებით გადატრიალდა და მეორე ბალიშში ჩაყო თავი დემეტრემ, გვიან დაძინებულს ისედაც ცოტა ხნით ეძინა ხოლმე ახლა კი უარესად შეუმოკლდა დასვენების საათები, საშინლად ხმამაღალი და შემაწუხებელი ხმა კი არ ჩერდებოდა, დანერვოზებული წამოხტა საწოლიდან და კარებს ეცა გახედვისთანავე ხმაზე კიბეებისკენ აიხედა სადაც სალომეს დიდი სამგზავრო ბორბლებიან ჩანთას კიბეებზე გორებით ატარებდა,
- ხელში მაინც აიღე ეგ დედამო*ყნული!
იღრიალა თავი შეყო ოთახში ისევ და ძლიერად მიკეტა კარი, სალომე უცებ მის ღრიალზე შეხტა მისი შესვლისას ჩანთას დახედა, რომელსაც ნამდვილად ვერ მოერეოდა, თუმცა ცდად ჩათვალა აწევის შემდეგ კი ინანა, რადგან ძლივს მოაშორა იატაკს ისევ უშვა ხელი და დარჩენილ საფეხურებს ჩახედა, ისევ რომ აეხმაურებინა დემეტრე სულ მთლად გაგიჟდებოდა საცვლებიდანაც ამოხტებოდა და თავზე ჰადესის მსგავსად წაეკიდებოდა ცეცხლი, დემეტრეც ღრმად ამოხვნეშით წავიდა ისევ საწოლისკენ და დამთქნარებისას გაახსენდა ნანახი სურათი კიბეებზე, უცებ დახურა პირი, სწრაფად გამოაღო კარები და ისევ თავგაყოფილმა გადიდებული თვალებით დახედა ჯერ ჩანთას შემდეგ ახედა თავის დას,
- რას აკეთებ?
გაკვირვებით დასვა კითხვა და სალომეს დააკვირდა, რომელმაც თმა ყურსუკან გადაიწია დემეტრეს ყურებით და წამწამები ააფახურა, დემეტრემ უცებ შეიხედა ოთახში და საათს ინტერესით დახედა,
- გამთენიისეული ხარ? მთვარე მოქმედებიდან გადავიდოდა, ექვსი საათიც არ არი ჯერ, რა ჯანდაბას აკეთებ?
კითხვაშივე გამოვიდა და კიდევ ერთხელ აათვალიერა და რომელიც ახლა შეამჩნია რომ გამოპრანჭულიყო,
- სალომე რას აკეთებ-მეთქი, პასუხისთვის მაგნიტაფონივით ჩავიხვიო?
ხმაში სიმკაცრე შეემჩნა და სალომეც ისევ წავიდა დაბლა ამჯერად გაბედულად აახმაურა ჩანთა ისე ჩავიდა კიბეების ბოლოში და დემეტრეც ხმის ამოუღებლად უყურებდა, უკვე ჩამოსულს და მის წინ მდგარ დას დახედა და პასუხს დაელოდა, სალომეც უკვე მიხვდა რომ პასუხი კითხვაზე უნდა გაეცა, რომელიც დემეტრემ თვალებით კიდევ ერთხელ დაუსვა, მას ხომ ყოველთვის გამოსდიოდა თვალებით საუბარი
- მისმინე ვიცი გუშინ გაგაბრაზე, გუშინაც ხომ მოგიხადე ბოდიში, უბრალოდ ეს ვეღარ გითხარი,
საუბარს დემეტრე ისევ თვალებით აგრძელებდა და თვალ დაუხამხამებლად დაყურებდა დაძაბულ სალომეს რომელსაც სიტყვების მარაგი ამოწურვოდა,
- კაი მისმინე დავიღალე აქ, საქართველოში წავალ ცოტახნით,
- დაასრულე?
თქვა თუ არა დემეტრემ სალომეს ჩანთას დაავლო ხელი და მძიმე რომ დახვდა კითხვაც ამოაყოლა,
- ამაში ვინმე გიდევს თუ ნივთებია მძიმე,
კითხვაც ირონიული იყო, თუმცა მარტივად დაძრა და კიბეებისკენ წავიდა
- არა მოიცა დემე მომისმინე გეხვეწები,
უცებ ახტა კიბეებზე და წინ ჩამოუდგა,
- სალომე უჩემოდ არსად არ წახვალ!
კბილებში გამოუცრა და სვლა განაგრძო,
- არა რა მომისმინე!
მიზეზი მხოლოდ ერთ რამეს თუ უკავშირდებოდა მისი წასვლის სურვილის, რის გამოც დემეტრეს უარზე გული უჩუყდებოდა, დემეტრე რომ წინ წაიწია მასაც მოუწია მაღლა ასულიყო უკანა სვლით, რადგან დემეტრეს წინ იდგა, დემეტრეს გაჩერების გამო ფეხი სწორად ვერ დადგა და უკან გადაწევასთან ერთად წაიქცა, დემეტრემ გვერდი აუარა თუ არა უცებ წამოხტა და ისევ გადაუდგა წინ,
- მომისმინე, ისევ ის პატარა ხომ აღარ ვარ ვა!
წინ ჩამოდგომასთან ერთადვე დაებრიცა ტუჩები, უცებ აუწითლა ცხვირის წვერი და ცრემლები გადმოუცვივდა
- დავიღალე რა აქ, ჩემ ქვეყანაში მინდა, მომენატრა, რამდენი წელია იქ არ ვყოფილვართ, მინდა რომ ირგვლივ ქართული ხმა მესმოდეს ქართული სიტყვები, ჩვენი სახლი მინდა ვნახო, ის პატარა ქოხი სადაც ადრე ვცხოვრობდით მინდა გავიხსენო ყველაფერი,
ტირილით ყვებოდა და თან ცრემლებს იწმენდდა დემეტრეც უკვე გაყინული უსმენდა და უყურებდა ისე დადო კიბეზე ჩანთა და კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გადააქნია თავი,
- გთხოვ რა გეხვეწები, მართლა დავიღალე მომბეზრდა აქ, გთხოვ
გულამომჯდარი დაბლა იყურებოდა თვალებში ვეღარ უყურებდა ძმას ისე ცვიოდა ცრემლები,
- რატო არ მიყვები რატო აღარ საუბრობ სალო? რატო არ მეუბნები რა გაწუხებს? რატო შეიცვალე ასე?
- საქართველოში მინდა, აქაურობამ დამღალა, მკვლელობებმა საზიზღობებმა დამღალა დემე, სულ ცოტახნით მაინც წავალ რა,
უკვე თითქოს დაწყნარებულმა მოიწმინდა ცრემლები ისე ახედა ძმას
- არ შემიძლია, ასე მარტო როგორ გაგიშვა, არავინ არ გვყავს, მარტო როგორ დაგტოვო?
თავზე წავლებული ხელით დაეყრდნო კიბის ხელის მოსაკიდს და უკვე აღარც შეეძლო უარი ეთქვა დისთვის, რომლის ცრემლებმაც ზედმეტად დაასუსტა
- კაი რა,
უცებ გაიცინა, მაჯით მოიწმინდა ცრემლები და მხარზე შეეხო,
- სულ ქუჩაშიც რომ დავრჩე ეს ის გრძნობა იქნება რომ სახლში ვარ და უბრალოდ ჩემს ოთახში არა, ქართველებს არ იცნობ გეუბნები მაგრები ვართ,
ისევ გაიცინა და დემეტრე რომ მოატრიალა მიეხუტა,
- აუ დამღალე სალომე! მართლა დამღალე!
- ხოდა უნდა დაგასვენო ძმაო ეგრე სად არი,
ჩახუტებულმა ახედა სიცილით
- ახლა რო უარესად მომიწევს დაღლა ეგ გკიდია ხო.....
......
მარტივად დაითანხმა ცრემლებით ძმა და თავად დემეტრემ გაიყვანა აეროპორტშიც, უცნაური გრძნობით იყო სალომე, თითქოს ეშინოდა თითქოს რაღაც აწუხებდა და თითქოს უხაროდა კიდეც, ვერ გაეგო რა გრძნობა ჰქონდა, მაგრამ უკვე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, თუმცა ადრეც კი იყო აეროპორტში მისული,
- დემე შეგიძლია მაშოს დაურეკო? მას მინდა რომ დაველაპარაკო,
- მაშოს?
უცებ შეიცხადა სალომეს ჩანთაზე მჯდომმა დემეტრემ და გაკვირვებულმა ახედა დას
- ჰოო და რატო შენი საქმე არ არი გოგოებმა ვიცით ეგ,
მხრის აქნევით უთხრა, ისე თითქოს ზედმეტად 'ჩადაქალებულებმა' სერიოზული საიდუმლო უნდა გაეთქვათ
- ძაან ადრეა გაღვიძებისთვის ტეხავს ეე, რატის ავაგდოთ
- არა! რატი არა, მაშოს დაურეკე,
უცებ შეკივლა ხელის გაშლით და ისევ ზედა ტუჩ დაბრეცილმა ახედა დემეტრემაც სალომეს, მისი მითითება შეასრულა და ზარის მერე ზედმეტად დიდხანს ლოდინიც არ მოუწია,
- აუ ბოდიში რაა პროსტა სალოს უნდა საუბარი რა ხოდა...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა სალომემ ანიშნა უთხარი რომ მოვიდესო, თავი რომ ვერ მოაბა დემეტრემ სალომემ გამოგლიჯდა ტელეფონი და გვერდზე გავიდა
- მაშო გამარჯობა,
მორიდებითვე დაიწყო და გულ აჩქარებული დაელოდა მაშოს პასუხს, რომელსაც ელოდებოდა რომ უხეშიც კი იქნებოდა,
- კარგად ხარ? რა მოხდა?
ძილისგან შეცვლილი ხმით ჩაჩურჩულა მაშომ, რადგან რატი არ გაეღვიძებინა, რომელიც მის ბარძაყს ჩავლებოდა და მის კისერში ჩაერგო ისევ თავი,
- მისმინე აეროპორტში შეგიძლია გამოხვიდე? ძალიან გთხოვ, რაღაც მინდა გითხრა,
- აეროპორტში ხარ? მიდიხარ სადმე?
- რომ გამოხვალ გეტყვი უბრალოდ რატი არ წამოიყვანო, მისამართს მოგწერ,
- ხო მაგრ....
სიტყვაც კი არ დაასრულებინა სალომემ ისე გაუთიშა და მაშოსაც სიტყვები პირზე შეახმა, ტელეფონს გაკვირვებულმა დახედა და ხელის გადაწევითვე დააბრუნა ტუმბოზე, ზარმაცულად ამოიხვნეშა და საათს შეხედა,
- ღმერთო რა ადრეა,
ამოიჩურჩულა და ეცადა ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად მოეშორებინა რატი და წამომდგარიყო, რაც თავის ჭკუით შეძლო, წამომდგარმა უცებ გამოხსნა კარადა სწრაფად აარჩია ტანსაცმელი და კარადაზევე გადაკიდა, იქვე მოიშორა ტანსაცმელი წყნარად და არჩეულიც გადაიცვა, გაუნძრევლად და წყნარად უყურებდა რატი მაშოს და ეღიმებოდა კიდეც მაშოს 'თამამ' საქციელზე, თმები გაიშალა და იქვე დაიხვია ხელზე კოსად მოიკრა და ქვედაბოლოს კაბის ზმეიკაც უცებ შეიკრა, კარადის კარები მიკეტა თუ არა ტუმბოზე დადებული საყურეების ასღებად წამოსული წააწყდა რატის თვალებს,
- შე ცუდო ადამიანო მიყურებდი?!
- არა
- არც მისმენდი ხო
გაცინებით კითხა და ცალ ყურზე უცებ გაიკეთა საყურე,
- ნწ
ღრმად შესუნთქვით და გაზმორვითვე გადატრიალდა და ზურგზე დაწოლილი კომფორტულად გაიზმორა,
- სად მიდის?
- არ ვიცი,
მეორეც გაიკეთა და თეძოების რხევით წავიდა კარებისკენ, რატიმაც თავქვეშ ხელებ ამოდებულმა გააყოლა მზერა და კარებთან მისულმა მაშომაც მაშინ გახედა,
- აბა გითხოვდები ჯიბო
კოცნა გაუგზავნა და ოთახიდან გავიდა, რატიმაც თავი გააქნია ისე გადატრიალდა მაშოს მხარეს მუცელზე დაწვა თან ცალი ფეხი მოხარა და მაშოს ბალიში მოიქცია მკლავში.....
აბაზანაში სწრაფი მოწესრიგების შემდეგ, ჩავიდა დაბლა რატისთან აღარ შეუხედავს ფეხზე ბოტასები ჩაიცვა და კარებს მანამ გააღებდა რატის შეხებაზე ახედა მის უკან მდგომ რატის, მოულოდნელობისგან შიში დააიგნორა მშვიდად შეანათა თაფლისფერი მზერა
- შენ სადღა მოდიხარ?
მისკენ შეტრიალდა და ჯერ ისევ სიბნელეში ჩააჩერდა რატის თვალებს რომელიც მაინც საოცრად ჩანდა,
- მოიცა უჩემოდ აპირებ წასვლას?
- დიახ ბატონო,
თამამად ამოილაპარაკა და კისერზე მოხვია ხელები,
- იმის გათვალისწინებით რომ ახლა არც ისე ადვილად ნახავ ტაქსს ან საერთოდ მანქანას, მოგიწევს მთხოვო კიდეც ლამაზო,
კარებს მიაჭირა ხელი და მაშოც ნელა მიეყრდნო კარებს
- ჰა ჰა ჰა,
მოჩვენებითად გაუცინა ირონიულად სწრაფად დაასერიოზულა სახე და ისე ახედა რატის
- შეგიძლია მომკლა,
სერიოზულად უთხრა და რატისაც ჩაეღიმა,
- წავიდეთ?
- ოოოხ რატიიი,
ბუზღუნით შეტრიალდა კარებისკენ გაჭირვებით და მანამ კარებს გააღებდა რატი უკნიდან აეკრო,
- რა?
უცებ ახედა ისევ მაშომ
- ჩემს გამო მიდის და ვიცი რაც უნდა მოგიყვეს
რატიმაც უცებ უშვა ხელი თან პირველი გავიდა კარიდან, გაკვირვებულმა გახედა მაშომ, ვერ მიხვდა უცებ რა დაემართა რატის, თუმცა უხმოდ გავიდა სახლიდან კარები ჩაკეტა და დაელოდა მანქანით როდის გამოვიდოდა......
- დარჩი რა გაუტყდება შენ რომ დაგინახოს,
მანამ გადავიდოდა რატიც რომ აპირებდა გადასვლას უცებ შეჩერდა,
- თან ხომ შენ გეხება, თან აშკარად კარგ რამეს არ ეხება,
ბოლოს რატის დაკვირვებითვე თქვა სიტყვები და თითქოს ეშინოდა კიდეც სალომესთან მისვლა, რატის კი არაფერს ეკითხებოდა, რადგან უკვე უნდა გაეგო,
- კაააიიიიი
ამოიწუწუნა და საჭეზე დააწყო ხელები
- ნუ ბრაზობ დებილო, შენ არავის გამოუძახებიხარ,
სწრაფ სიტყვებთან ერთად სწრაფად გადაიწია უცებ მიაკრო ლოყაზე ტუჩები და ხმაურიანი კოცნის შემდეგ სწრაფადვე გადავიდა მანქანიდან, ტელეფონი რომ მოიმარჯვა შესასვლელთანვე დალანდა სალომე და უფრო აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ გადაკოცნა თუ არა მისულ დემეტრესაც მოეხვია და ისევ სალომეს მიუბრუნდა,
- რა ხდება? სად მიდიხარ ასე უცებ?
გაკვირვებულმა შეხედა და სალომემაც უსიტყვოდ მოიქცია მისი ხელები ხელებში,
- ვილაპარაკოთ რა,
დემეტრეს ანიშნა თვალებით დარჩიო და მაშოსთან ერთად წავიდა უმისამართოდ, რომ მიხვდა რომ კარგად მოშორდა ხალხმრავლობას კედლის პატარა ნაშენებ მოაჯირზე ჩამოსხდნენ და სალომეც დიდ ნერწყვებს ყლაპავდა, ვერ გაეგო საიდან დაეწყო, ის რისი თქმაც სურდა, დაბნეულო იჯდა დიდხანს მაშოს რეაქციისაც ეშინოდა მათი ერთმანეთის მიმართ გრძნობების გაგების შემდეგ, მაგრამ იმასაც ეცდებოდა, ეომ ოსე მოეყოლა რომ მათ შორის პრობლემა არ შეექმნა
- მისმინე, მაშინ რატი რომ ვნახე ახალი ჩამოსული იყო იტალიაში, დემეტრესთან ერთად ჩამოვიდა, მომეწონა თავიდანვე სიმპათიური იყო, მერე გავიგე რომ შენ დაგტოვა, სულ შენზე თუ საუბრობდა, მას ჰქონდა მიზეზი რის გამოც ცადა რომ დაევიწყებინე, თუმცა მან ვერ შეძლო, დღე არ გასულა რომ გაფიქრება კი არა შენი სახელი არ ეხსენებინა...
- ამას რატომ მიყვები?
გაკვირვებულმა იკითხა, თუმცა სწრაფად გაააჩუმა
- არა, ჩუ, მაცადე, დრო რომ გავიდა ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო მომწონდა, იმიტომ რომ მამაკაცური იყო, მხიარულიც შიგადაშიგ დასტოინი დინჯი და უბრალოდ ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი იყო მაშინაც, ამას ვყვები იმიტომ რომ გითხრა, როცა შენ ჩამოხვედი, როცა გავიგე რომ ცოლი მოიყვანა, არ ვიცი რა დამემართა ალბათ ყველაზე საშინელი გასაგები რამ იყო, როცა ვუყურებდი როგორ ცვლიდი აი ამ მცირე ხანში ესეც მაცოფებდა, შენი სახელი თავიდან არავის მახსენებდა, გვიან გავიგე რომ შენ ხარ მაშო შენ ხარ ის პატარა რატის მაშო, გუშინ ბარში ძალიან დავთვერი, ვიცი რომ მაშინ რატი შენთან გამორბოდა, დემეტრემ დაურეკა, რომ წავეყვანე, სახლშიც ათასი რამ მოვაწყე,
სიტყვები რომელიც უწყდებოდა არ იმჩნევდა საუბარს აგრძელებდა თავ ჩახრილი, თუმცა ცრემლებს ვერ იკავებდა, ყველაზე ცუდად და დამნაშავედ გრძნობდა თავს,
- მე მას ვაკოცე მაშო,
ამოხედა, თუმცა თავად მაშოს ვერ ხედავდა რადგან თვალებში ცრემლები გუბედ ჩამდგარიყო და გვიან გადმოცვენილს ხელთავიდან უგუბდებოდა თვალები,
- ის რომ არა, არ ვიცი რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი, კოცნაც კი არ მაცადა
სიტყვებზე ჩაეცინა და ცრემლები მოიწმინდა
- ისევ შენზე დამიწყო საუბარი, შემდეგ კი მე მოვიშორე, მერე მივხვდი დანაშაულს, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია მაშო,
ხმამაღლა დაიწყო ტირილი თავ ჩახრილმა და მაშომაც მაშინვე მიიხუტა, არასასიამოვნოდ მოხვდა თავიდანვე მისი საუბარი თუმცა, ეცადა ამ ახალი გრძნობებით ემსჯელა, სინანულით და გამოსწორებით,
საერთოდ არ მოხვდა მის გულს სალომეს საუბარი ცუდი კუთხით, პირიქით გაუგო კიდეც მას, იცნობდა სალომეს იმ დონეზე, რომ არ ეფიქრა მასზე, რომ რატის მსგავსად სხვასაც უყურებდა ოდესმე, ხვდებოდა რომ ერთადერთი ამოჩემება იყო სალომესთვის
- კარგიი ჩუუუ, რა გატირებს გოგო ისე ვერ მეტყოდი?
ხელით წამოწია და რომ გაასწორა მხრებში ჩაავლო ხელი,
- მისმინე, ეს ჩათვალე რომ სიზმარი იყო, რომელიც არ უნდა დაგსიზმრებოდა, სიზმარი უფრო მარტივი გადასატანია ხო?
გუშინ რატი ჩემთან იყო, შენ უბრალოდ იმდენად ნასვამი იყავი რომ რაღაცეებიც გელანდება ხო ხედავ,
სიცილი დაიწყო მაშომ და თან ცრემლებს ისე წმენდა რომ მაკიაჟი ზედმეტად არ ჩამოეშორებინა მისთვის,
- მთელი ღამე ჩემს გვერდით იწვა რატი, თუ გინდა მას კითხე, კიი სახლში მიგიყვანა, მაგრამ ეგ შენი სულელური სიზმარი არ უნდა გაგემხილა,
ისევ გაიცინა
- აუ არა მაშო,
- არა კი არა გეუბნები და რა გავაკეთო ახლა, ცრემლები მოიწმინდე და წამოდი რომ არ დააგვიანო და საერთოდ თუ ამ უაზრო სიზმარის გამო მიდიხარ მე ისეთები მესიზმრება ჯობია ახლავე თავი მოვიკლა,
წამომდგარი შედგა მოაჯირზე იქით გადასახტომი რადგან იყო, თუმცა მკლავში ჩაჭიდული ხელით ჩამოაგდო სალომემ ძირს
- ნუ სულელობბ,
- ხო და ვსო მორჩა, წავედით სახლში,
ხელი მოხვია და მასთან ერთად დაიწყო სვლა, სიზმარს მიაწერა ეს ყველაფერი, სიზმრად გადაუკეთა სალომესაც, რადგან ის რაც მოხდა სალომეს ყოველთვის არასასიამოვნოდ და ამავდროულად შემარცხვენლად გაახსენდებოდა ხოლო სიზმარი, რომელიც, დაესიზმრა მხოლოდ მას ეცოდინებოდა,
- არააა მინდა წასვლა, მომენატრა იქაურობა,
- და მარტო?
- კაი რაა ქართველებს არ იცნობ?
- ხო მარა მარტო მაინც არასასიამოვნოაა, სად რჩები?
- მახსოვს ადრე სადაც ვცხოვრობდით პატარა ქოხი იყო, იქ მივალ ჯერ, ვნახო მაინტერესებს
- კაი რა დარჩი ცოტახნით და ერთად წავიდეთ თვის ბოლოს, თან მე და შენ ერთმანეთი წესიერად არ გაგვიცვნია,
ხანდახან გახედავდა ხოლმე გვერდზე
მოსიარულეს და თან გზას სადაც უკვე ჩანდა დემეტრე,
- კიდევ ბოდ....
- სალომე!
ხმამაღლა იყვირა მაშომ ისე გააწყვეტინა სიტყვა, რომელიც ისევ წეღანდელ თემას უკავშირდებოდა,
- არსად წამოგცდეს თორე დაგცინებენ, მითუმეტეს რატის არ უთხრა თორე მართლა ახარხარდება, და შემდეგში მასე არ დათვრე გოგო,
ისევ მიარტყა ხელი,
- შენ რომ არა ეგ სიზმარი მეც არ მეცოდინებოდა და მხოლოდ შენ დაგრჩებოდაა, თუმცაა სულელი ხარ, ამიტომ მხოლოდ მე და შენს საიდუმლოდ დარჩება,
მხრებში უფრო გაიშალა მაშო და ხელი მის ხელებში ახლართა,
- დაივიწყე არც კი გაიფიქრო,
მაშოს კარგი გამოცდილება ჰქონდა საკუთარ თავთან ფსიქოლოგიურ მიდგომაზე, რადგან ბევრი არასასიამოვნო რამ ჰქონდა ამოშლილი ცხოვრებიდან, დარწმუნებული იყო რომ სალომესაც მალე დაავიწყდებოდა უაზრო და გულსატკები 'სიზმარი, დემეტრესთან მისულებმა საათს დახედეს ჯერ ისევ ადრე იყო, თუმცა აღარც ისე, ვინაიდან შემოწმებებს ზედმეტად ბევრი დრო მიჰქონდა, შენობაში შესულები ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს,
- ეს ჩანთა თუ დაძრეს ხო კაი, თუ არადა ევაკუატორით თუ აიტანენ თვითმფრინავში,
ჩანთა გამოაცურა დემეტრემ და მაშოსაც სიცილი აუტყდა ისე დაავლო ჩანთას ხელი ვითომ ასეც არ იქნებოდა, როგორც დემეტრე ამბობდა,
- უი მართლა ევაკუატორი ჭირდება, ვინმე მიგყავს?
სიცილით იკითხა და თან შეუმჩნევლად გაუშვა რატისთან ზარი, ის ხომ მაშოს თხოვნას ასრულებდა და სალომე ქვეყანაში ბრუნდებოდა და დამშვიდობება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა,
- კიი ერთი ბიჭი მომეწონა ავიღე და ჩავდე, მიმაქ ახლა,
თვალების ატრიალებით თქვა და ჩანთას დახედა,
- უი წეღან ზედ ვეჯექი და აბა ჩახედე ხოარ დაკვერცხდა,
საჩვენებელი თითით მიანიშნა და წინ ახლართა ორივე ხელი ერთმანეთში,
- ოო დემეტრე წავედი მე ახლა,
შეტრიალდა და ისევ მოტრიალდა თითქოს წასვლა უნდოდა და ფეხები არ ემორჩილებოდა
- კაი წადი,
რატის ბოხი ხმა ჩაერთო თუ არა სწრაფად მოტრიალდა სალომე, ჯერ დემეტრეს ჩამოართვა დარტყმით, ძმაკაცურად ხელი, შემდეგ დემეტრეს და მაშოს შორის უნდა გასულიყო ამიტომ მაშოს წელსაც სასიამოვნოდ მოუსვა თითები, ღიმილით ახედა მაშომაც და წინ გასულს დააკვირდა,
- მე არ უნდა დამემშვიდობო?
კითხვაზე ჩაეღიმა სალომეს და რატიმ რომ ხელები გაშალა ღიმილით და მორცხვად წავიდა ჩასახუტებლად, ბაგეები გაეპო მაშოსაც ისე უყურებდა მათ
- ვითომ გაიზარდა მარტო რო უშვებ?
კითხვით გახედა დემეტრეს და დემეტრემაც კეფაზე მოისვა ხელი,
- ბიჭო რავიცი, მაგას რა გაზრდის მარა ვცადოთ, ნდობა და სიყვარული უპირველეს ყოვლისა,
საჩვენებელი თითი მაღლა აწია პირველობის გამოსახატავად და წინ წასული კიდევ მოეხვია დას,
- ოპა, გამატარეთ,
ფიარებში გართულს რაღაც გაახსენდა თუ არა მაშოს ორივე ბიჭი გადაწია და სალომეს თავად მიუახლოვდა,
- მოკლედდ რომ ჩახვალ, ახლა გამოგიგზავნი ნომრებს და დაურეკე, მოგწერ, რომელი რომლის ნომერი იქნება, ერთი ორი საათი ეძინოთ კიდე მერე დავურეკავ მეც მოგასწრებ და ეცოდინებათ, ვინც ხარ, ანანოს და ბარბარეს ვეტყვი, არ ინანებ საუკეთესო გოგონებს გიგზავნი, ბიჭებს გაგაცნობენ მერე,
- ვინ ბიჭებს?
უცებ ჩაერთო დემეტრეს ძმური ეჭვიანობა მათ უკნიდან და მობეზრებულად ამოხდა სამივეს ასევე მობეზრებული სიტყვები
- ოოოოოჰ,
უცებ გახედეს თან დემეტრეს ნიშნად თუ "რა კითხვა იყო ახლა ეგ" და დემეტრემაც პირზე ხელი აიფარა და არ არსებული ზმეიკით გადაკეტა, მათ მიანდო საქმე გამოცდილ ხალხს, თუმცა რატიმ მაინც იზრუნა მასზე და მისი ინტერესი დააკმაყოფილა გვერდით ამოუდგა ხელი გადახვია და ჩუმად დაუწყო ახსნა,
- არაა აეროპორტში არ მინდა მერე დავურეკავ ისე გავიცნობ,
- იცოდე მე მაინც ვეტყვი ხოდა შენ არ მოგერიდოს ნებისმიერ დროს დარეკე ნუ მერე ისინიც არ მოგასვნებენ მარა კაი,
გაიცინა და თან ტელეფონში იქექებოდა ისე უგზავნიდა ნომრებს,
- კაი ვსოო წავედი ახლა, თორე გაფრინდა ის,
- კაი ვსო მოგვარებულია მიდი,
ხელი უშვა მაშომ მერე ისევ მოეხვია უცებ და უკან-უკან დაიხია, ფიქრებით კიდევ რამე ავიწყდებოდა თუ არა
- ჭკვიანად სალო, ზემდეტების გარეშე,
- ხო ხოო ზედმეტების გარეშე, და ნუ ამაფეთქებ ძაან გთხოვ თვითმფრინავს ნუ მოაბრუნებ, მეთვითონ დაგირეკავ ხოლმე,
- იმდენი ჩამაფარეთ, წიხლი რამდენჯელაც შენ მე დამირეკავ,
ჩურჩულით თქვა თან სიტყვების არ შესამჩნევად გაიხედა უმისამართოდ, თუმცა გაგებულ სიტყვებზე სიცილით ახედა გვერდზე მდგომმა მაშომ, თბილი დამშვიდობება გამოვიდა მაგრამ დემეტრე ნამდვილად ვერ ისვენებდა, ახლა რა დააძინებდა ან საერთოდ რა მოასვენებდა, წუწუნით მოტრიალდა სალომე რომ აღარ ჩანდა და ბავშვურად ისე ჯუჯღუნებდა თითქოს ახლა ტირილი უნდა დაეწყო, მაშოც რომ ხვდებოდა ისე ესაყვარლებოდა ღიმილს ვერ იკავებდა,
- კაი რაიყო ბავშვი კი აღარ არი,
ხელი მიარტყა ზედმეტად ნერვიულობა რომ შეემჩნა დემეტრეს და რატისაც აღიზიანებდა დემეტრეს ასე ნერვიულობა, რადგან ზედმეტად გადამდებს ხდიდა დემეტრე ნერვიულობას, მითუმეტეს რატისთვის, რომელმაც მისი ყველა ქცევა და გრძნობა ზეპირად იცოდა
- 24 წლის გოგო იზავს უშენოდ ბევრ რამეს,
- უი ჩემზე ორი წლით დიდია?
რა გინდა დემე მაშინ? მართლა ბავშვი, ხო არ გგონია, თუ 24 წელს ბავშვს ეძახი აგერ,
რატისკენ გაიშვირა თითი,
- შეგიძლია ხელში აიყვანო და რძეც დაალევინო,
თავის დაქნევით თქვა და რატიმაც სწრაფად მიარტყა საჯდომზე ხელი, პროტესტის ნიშნად
- მეტკინა,
ჭყანვით გახედა და რატიც კმაყოფილი ყურებამდე გაეკრიჭა, აღარ გაჩერებულან სწრაფად დაიშალნენ, დემეტრეც ცდილობდა უაზრო ნერვიულობა მოეშორებინა და მიუხედავად იმისა რომ დიდად არც იგრძნობოდა სახლში სალომეს ყოფნა, ახლა სულ მარტოსულად გრძნობდა თავს, ბუზღუნით ფეხით შეაღო კარი და ფლატა ფლუტით სპორტული ნაჭრის შარვლითვე გადაეშვა საწოლზე, მაიკა მოიშორა და მუცელზე დავარდნილმა დაიწყო ფიქრი.....
.....
- ჯერ ისევ ადრეაა მე ვიძინებ არ იხმაურო რატი!
ყვირილით შევიდა ოთახში უკვე ღამეს დილა შემოპარვოდა და შუქიც მკვეთრად იწყებდა შემონათებას ოთახში, ფარდები ჩამოაფარა მაშომ აივანს, მისი აივანი სახლის უკანა მხარეს იყო, ლამაზი ბილიკის ჩასასვლელში სადაც ხშირი იყო ფეხით მოსიარულე ხალხი, რადგან ყველაზე წყნარი გასასვლელი იყო მთავარ გზამდე, უახლოეს გაჩერებამდე აივნიდან კი ყვავილების საოცარი სურნელი მუდამ იჭრებოდა მაშოს ოთახში, რადგან მთელი გზა ლამაზი ყვავილებით და მცენარეებით მორთული იყო, ჯერ ისევ ბინდი იყო ამიტომ ფარდების ჩამოფარებამ ოთახი კარგად ჩააბნელა, ტანსაცმლის ნაცვლად ერთი გრძელი მაიკა გადაიცვა და საწოლის ზევიდანვე მუცელზე გაწვა, თვალებს ძალით ხუჭავდა, საერთოდ არ ეძინებოდა, თუმცა თითქოს რატის გამოც უფრო მოიმიზეზა ძილი, ფიქრებით რომ მალე რატი მის გვერდით აღმოჩნდებოდა, თუმცა დიდი ხანი რომ არ შესულა ლოდინისგან დაიღალა კიდეც და ამასობაში ძილიც კი მორეოდა, უნებურად დახუჭულ თვალებს ისევ წამოახელდა ხოლმე შემდეგ კი ისევ თავისით ეხუჭებოდა, გონებაც ნელ-ნელა ეთიშებოდა
- კაი რა რადროს ძილია,
დაბოხებული დაბალი ხმა ჩაესმა ყურში მაშოს და რატის სუნთქვაც მალე იგრძნო კისერში, ძილისგან მინაბული თვალები უცებ ჭყიტა კოცნისგან გამოწვეული გრძნობისგან და კისერში მიკრობილი ბაგეებისგან გამოწვეული ემოცია არ შეიმჩნია,
- აუ ლამის ჩამეძინაა, რა გინდოდა
ამოიკნავლა და ღრმად ამოსუნთქვითვე გადატრიალდა, ზურგზე დაწვა და რატიც მის გვერდით აჩოჩდა, ბალიშზე იდაყვი ჩამოდო თავი მოიქცია ხელში ისე დახედა მაშოს გვერდულად დაწოლილმა და ცალი ხელიც მუცელზე მოხვია,
- რას მიყურეებ, მეძინება რატი
- უნდა დაგაძინო ხოდა რატო ჩხუბობ
- იავნანა უნდა მიმღერო?
სახე გაბრწყინებულმა ახედა მაშომ და რატისაც სახე უცებ შეეცვალა,
- იავნანა არა იის
ამოილაპარაკა წამით შეყოვნებით უზრდელობა, რომ ჩაანაცვლა და მაშოც უცებ წამოხტა, რატიმაც მიხვედრილმა აიფარა სახეზე ხელები და შეტრიალებულს უცებ მოხვდა მაშოს გაქანებული ბალიში,
- რატიიიი ძაან გაფუჭდიი,
წუწუნით დაალაგა ბალიშს ხელები ქვედატუჩ გამოწეული უყურებდა რატის, ისიც რომ მიხვდა მაშო აღარ ურტყავდა მშვიდად გახედა,
- ხოო ვიცი ბოდიში
სიცილით მიწია მაშო თავისკენ და ხელი მოხვია
- ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება
შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები და მაშოსთან ერთად გადაწვა, ორივე ხელს ხვევდა, მაშოს კი მის მკლავზე დაედო თავი თითებს მის პრესებზე ათამაშებდა და ხანდახან თუ იტყოდა რამეს
- ფეხმა გადაგიარა მგონი არა? ძაან აღარ გოჭლობდი დღეს,
- ხო ბოტასებში მარტივი იყო,
უცებ გააჩერა რატის საუბარზე თითები და მას ახედა, სიჩუმეში ეს ყველა მიხვრა მოხვრის ხმა სასიამოვნოდ ისმოდა, პასუხი გასცა თუ არა, რატის სახეს აკვირდებოდა, რატიმაც მას დახედა საყვარლად ხვდებოდა მათი მზერა ერთმანეთს და ჩუმად ხმის ამოუღებლად განაგრძეს საუბარი,
- მიყვარხარ,
ხმადაბლა რატის ყურებაშივე ამოილაპარაკა სიჩუმეში მაშომ და რატისაც შეუმჩნევლად გაეღიმა ზედმეტად სასიამოვნო მოსასმენი სიტყვების გაგონება ზედმეტად ბედნიერების მომნიჭებელმა გრძნობამ გაადიდგულა მეტად, ოდნავ წამოწეული თავით ნაზად აკოცა თვალზე და მაშოს ტუჩებსაც მიწვდა, განაბული ელოდა მაშოც რატის ამ საქციელს და თვალებ მინაბული შეიგრძნობდა რატის საოცარ შეხებებს,
- გეძინებოდა ლამაზო?
- მეძინებაა,
ამობუზღუნებით თქვა და რატის მოშორდა, გვერდზე გადაწვა და ჩვეულად მუცელზე დაწვა, რატიმაც წყნარად გადახედა ისიც ნაპირისკენ მიიწია და ზურგზე დაწოლილმა ხელები თავქვეშ ამოიდო, ალბათ რამდენი ხანი დაჰყვეს ასე, ერთმანეთის გვერდზე წოლით არცერთს არ ეძინებოდა, რატი უაზროდ უყურებდა ჭერს მაშოს კი ძალით დაეხუჭა თვალები და რატის სურნელით გაბრუებულიყო, ზედმეტად რომ დაიღალა, მაშოს გადახედა მისკენ გადაიწია, მაშოს ფეხებს შორის მოათავსა ცალი მკლავი ცალი კი წელზე შეუცურა ხელში აყვანილს კი მისამართი საწოლიდან თავის სხეულზე შეუცვალა,
მაშომაც არ შეიმჩნია ახალი კომფორტული ადგილი ხელი მოხვია რატის და თავიც კომფორტულად დაადო ლავიწზე თავი რატის კისრისკენ აეწია და ტუჩებით ოდნავ ეხახუნებოდა მამაკაცის ყელს, იმ წამსვე სახე დამანჭა რატიმ გამოწვეული გრძნობის გამო, მაშოც უფრო მკვეთრად გრძნობდა რატის გამაბრუებელ სურნელს და კიდევ უფრო კომფორტულს ხდიდა, ცალი ხელი მეორე ლავიწზე დაადო და რატის კისერზე დაიწყო თამაში,
- მომცემ საშუალებას რო ცოტახნით დავიძინო?
მაშოს დახედა თუ არა მის ბაგეებს წააწყდა და მაშომაც სწრაფად შეანათა უცოდველი მზერა,
- არ გაძლევ?
კითხვაზე უცებ გაეცინა რატის და თავი ბალიშზე გადააგდო,
- მომცემ?
სიცილითვე გადმოხედა მაშოს და მაშოც რომ მიხვდა რას გაუსვა ხაზი უცებ გაცოფდა,
- გარყვნილო ნაგავო,
ზიზღის მზერით თქვა და მაშოს რეაქციაზე კიდევ უფრო გახალისდა ისიც, გაბრაზებული წვდა მაშოც რატის კისერში და წამშივე შეეცვალა რატის სახე, ჰაერით ბლომად აივსო ფილტვები წამშივე და სუნთქვა გაუწყდა,
- ჯანდაბა,
ამოიგმინა გრძნობისგან დახორკლილმა და მაშომაც ნელ-ნელა ჩააჭირა კბილები კისერში, ტკივილს ან ვერ გრძნობდა ან უბრალოდ მაშო არ ტკენდა, რადგან რატის მთავარი არტერია "კბილებით ეკავა"
მაშოს წელს წვდა ემოციებისა და გრძნობების ფონზე და მაშოც მოშორდა, სწრაფად მოისვა რატიმ ხელი და თავი იქით გადაწია რომ კისერი დაემალა, წამომჯდარმა დახედა შემთხვევით რატის მკლავებს და კაკანი აუტყდა, რატის დახორკლილ მკლავებზე
- მგრძნობიარე რატი,
ხელები ერთმანეთს შემოარტყა და სიცილითვე გადაყირავდა საწოლზე, რატი კი ახლა იმის ფიქრებში იყო მიეხვედრებინა მაშო რომ თავად უარესი მოუვიდოდა თუ არა, ბარემ გადაყირავებულს მოექცა ზედ და ჯერ ისევ ახარხარებულის მაჯები დაიკავა, მაშოს თავს მაღლა ააწევინა და ცალ ხელშივე გააკავა, რატის ქცევაზე სწრაფად დაასერიოზულა მაშომ სახე
- კაიიი,
შეცხადებით თქვა და ნერწყვი გადაყლაპა, ახლა რატის გაეცინა მის საქციელზე,
- რა უცებ დასერიოზულდი ბეიბ,
წაეცინიზმა და ცხვირის წვერზე აკოცა,
- რატიი ბავშვები ხომ არ ვართ სამაგიეროები რომ ვუხადოთ ერთმანეთს,
ბავშვურად ამოილაპარაკა და რატის თავისუფალ ხელს დახედა,
- ეე მაშააა სამაგიეროების გამოო დაიცალა იტალია, აზრზე რო არ ხარ,
- ვაა მართლა აბა გამიშვი და მომიყევი,
წამოწევა სცადა რომ გაუშვებდა, თუმცა ვინ და სად გაუშვებდა ისევ გაეცინა რატის და მაშოს კისრისკენ რომ დაიძრა მაშომაც ლაპარაკით დაიწყო,
- არა, არა,
და სულ ახლოს რომ დაიწა უკვე ციმციმა ჩაერთო და აკივლდა,
- არა, არა,
მაშოს კივილით გახალისებულმა დახრილმა უბრალოდ თითი დაადო მაშოს კისერზე და ჯერ რომ მაშო აკივლდა და მერეე წამშივე ისე დაეხორკლა კანი, კანის ტკივილს გრძნობდა, არ ეგონა რატის ასე თუ იმოქმედებდა, დახორკლილი მაშოს მკლავების დანახვისას თვალები გაუდიდდა წამში უშვა ხელი და დანებების ნიშნად მაღლა აწია ხელები, მაშოს ეს გრძნობაც იქიდან გამოწვეულიყო, რომ ელოდა ცხწლ ბაგეებს და უკვე წარმოდგენილ გრძნობებზე მხოლოდ ერთი შეხება იყო საჭირო, უკან-უკან დაიწია და შემდეგ ამოასხა ნაკავები სიცილი რატიმ, მაშოც უცებ შეუტრიალდა ფეხები მიაჭირა და იატაკზე მოჯენილ რატის გადახედა, რომელიც იქაც ხარხარებდა,
- აიი იცი როგორ მძულხაარ?? აუღწერლად ვერ გიტან,
- მადლობა საყვარელო, ჩვენი გრძნობები ცალმხრივია,
სიცილით ამოაყოლა და ნელა წამოდგა თან ცდილობდა დაწყნარებულიყო,
- აღარ მეძინება, შენი დახმარებით მაგარი ხარ,
- რას დაგეძინება რვა საათია, სამი საათია რაც მოვედით, არ მაძინებ და შენს გამო გამოუძინებელი მიწევს მუშაობა,
- მეეც სხვათაშორის,
შეცხადებით თქვა და საათს დახედა საერთოდ არ ცდებოდა რატი, ამდენ ღლაბუცში ისე გაქცეულიყო დრო რომ ვერც კი შეემჩნიათ, ბუზღუნით წამოდგა მაშო და ახლა დახედა თავის გრძელ მაიკას,
- რამდენჯელ დახედე ჩემს მაღლა აწეულ მაიკას ცანცარის დროს,
ადგილზე გაყინულმა მხოლოდ თვალებით გახედა წელს ზემოთ შიშველ რატის,
- ვცდილობდი არ დამეხედა,
სერიოზულმა თქვა გამოუხედავად და შარვლის თასმების შეკვრის შემდეგ ღიმილით გახედა,
- თორე ხო იცი ასე არ დასრულდებოდა,
პასუხზე მაშო დაეჭყანა, დიდი ფანჯრებისკენ წავიდა მუქი ფარდები გვერდებზე გადაწია, თეთრი ფერის ფარდა გადააფარა და ოთახშიც სწრაფად შემოიჭრა მკვეთრი შუქი, სიბნელეში მყოფებს კი უცებ შემოვარდნილმა სხივებმა მოჭრა თვალები აივანსაც გადაუწია ფარდა და კარები გააღო, შემდეგ წავიდა კარადისკენ აივანზე მიმავალ რატის გახედა წამით და ტანსაცმელიც სწრაფად შეარჩია კარადას ამოფარებულმა შეიცვალა ტანსაცმელი და ცისფერ გრძელ ქვედაბოლოს დახედა, რომელსაც ცალ მხარეს მთლიან ფეხზე ჩაჭრილი ზოლი დაყვებოდა და მაშოს ლამაზი გრძელი ფეხიც მოჩანდა, წვრილი წელი კაბაში სულ რაღაც ' ერთი მტკაველი' მოჩანდა მაგრამ ჯამში, როგორც ყოველთვის ამ სანახაობას არაფერი არ სჯობდა, წელს ზემოთ შიშველი დილის სიგრილეს შეიგრძნობდა, ტუჩებს შორის მოუკიდებელი სიგარეტი მოეთავსებინა და მოაჯირებს ხელებით ჩაჭიდებოდა ჩამვლელებს დახედავდა ხოლმე რატი, დილით ბევრი მოსიარულე იყო, ჩვეულად ჩახედა გოგონებს, რომლებიც აშკარად უნივერსიტეტისკენ მიემართებოდნენ და რატის დანახვის მერე ერთმანეთს ღიმილით რომ ელაპარაკებოდნენ და ამ დროს ერთ-ერთი ლაპარაკში და სიარულისთანავე რატის არ აშორებდა თვალს რატიმაც, როგორც ყოველთვის თმის ღერებ წინ ჩამოყრილმა დამატყვევებლად ჩაუკრა თვალი, წამში გაჩნდა მაშო მასთან დაყრდნობილი მკლავის ქვეშ გაძვრა რატის და აივანის მოაჯირს შორის მოექცა და რატის ბაგეებიდან სიგარეტი ააცალა,
- ვიგრძენი რომ თვალი ჩაუკარი,
ტუჩებზე დახედა და შემდეგ გახედა გოგონებს, რომლებმაც ერთის მინიშნებაზე ორივემ რატის ამოხედა და შემდეგ მაშომაც ქმარს გახედა, წელზე წავლებული ხელით მიწია მაშო უფრო ახლოს და დახრილმა წაავლო მაშოს ბაგეებს ტუჩები, წამიერი კოცნის გეგმა ისევ ჩაეშალა და უფრო და უფრო მოსწყურდა წინ მდგომი,
- დაგვწყევლიან
სიცილით მოშორდა მაშო როცა გზა არც ისე ცარიელი იყო და ბევრის მზერაშიც ხვდებოდა 'აივნის წყვილი'
- ფურცელზე დაწერონ და ტრ*კში გაიკეთონ,
რეალური ემოციებითვე ამოიგმინა გაღიზიანებულმა დაუკმაყოფილებლობისგან და მაშოს ჩაჭრილ კაბაში შეაცურა ხელი ქალის ბარძაყი მჭიდროდ მოითავსა ხელში, მოტრიალებისთანავე შემოისვა მაშო მენჯებზე და ოთახში შესულმა კარები სწრაფად მიკეტა მუქ ფარდას ჩაავლო ხელი წინ წასულმა თან გადაწია და სწრაფად გადააწვინა საწოლზე მაშო
- დღევანდელ დღეს სხვანაირად დაწყება არ ეწერა,
ამოიგმინა და მაშოს ზედ მოქცეული ხელახლა ეცა ქალის სავსე ბაგეებს, ბაგეებიდან კისერზე ინაცვლა სველ სასიამოვნო კოცნის შრამებს უტოვებდა ქალს, ათას გრძნობას აყოლილი დამუნჯებულიყო, რეზინით გამოყვანილი მაიკა მხრებზე გადაუწია და ტანსაცმილსგან თავისუფალ ადგილებს შეიგრძნობდა, უცებ ინაცვლა დაბლა და კაბა ნელა ჩაასრიალა მენჯებამდე, ლამაზი ფორმის სხეულს ნელა შეახო ცხელი ბაგეები და მაშომაც მხრებში ჩაავლო ხელი როცა რატის ცალი ხელი ნელ-ნელა მისრიალებდა ბარძაყიდან მაღლა, კიდევ უფრო დარწმუნდა და კიდევ უფრო მისცა ფიქრებს გასაქანი ინანებდა თუ არა, მაშოს ბაგეებს წვდა ისევ და მაშოსაც ხელახლა დაეხშო ხმა, კოცნაშივე ისე გააცალა ტანსაცმელი ვერც კი გაიაზრა მაშომ,
- გიყვარვარ მაშა?!
წამით მომწყდარმა კითხა ღრმად სუნთქვით ვნებისგან 'შეშლილმა' და პასუხის ვერ მოთმენის გამო ნელა და უხეშად დაუყვა მაშოს მკერდს,
- სულის განადგურებამდე,
დახშული, მომთხოვნი ხმით პასუხში არაერთი რამ ჩააქსოვა მაშომ, არაერთი გრძნობა აუხსნა რატის და რატიმაც პასუხით კმაყოფილმა მის ფეხებს შორის მოთავსებულმა დახედა ლამაზ სახეს მისი სხეულის თრთოლვას ძლიერად გრძნობდა და თავადაც ძლიერად აეტაცებინა გრძნობას, თვალებით ნათქვამ პასუხზე კი მაშოს თითებში ძლიერად გახლართა თითები.......
........
მშვიდობიანი გზა, ის სურნელი, ქართული ხმა, ხალხი, ქართული ჰაერით ავსებული ფილტვებით აციმციმებული იდგა პატარა ხის ჩამონგრეული სახლის, ქოხის წინ გაუნძრევლად და ემოციებით გაბერილი აშტერდებოდა
" - დემეტრე გააჩერე-მეთქი!
სულ პატარა ეზოში, რომელიც ხის ტოტებით შემოღობილი იყო რკინის პატარა მრგვალი მაგიდა მხოლოდ ერთ ფეხიანი მიწაში ძლიერად ჩამაგრებული იყო, მის წინ იდგა ჯოხებით რვა წლის დემეტრე და რკინის მაგიდას ურტყავდა გრძელ ჯოხს, ცდილობდა მუსიკა დაეკრა, თუმცა ეს ხმები გამაყრუებელ ხმას გამოსცემდა, რის გამოც პატარა სალომე ბრაზდებოდა და დემეტრეს უკიოდა, დემეტრეც წაუყრუებდა სალომეს ღრიალს, დროებით სალომეც გაჩუმდა ისევ განაგრძო მოკლე კაბით სილაში ჯდომა და ფეხებზე სილის დაყრა, ფეხების სილაში ჩამალვით ერთობოდა, კიდევ რომ ძალიან შეაწუხა გამაყრუებელმა ხმამ ისევ უკივლა დემეტრეს და დემეტრეც რომ დაეჭყანებოდა იმხელა ხმაზე მორთო ტირილით ღრიალი მთელ უბანს გააგებინა, როგორც ყოველთვის მაშინ გამოვარდა დედამისიც ყვირილით
- რა არის?!რა გაღრიალებთ!
უხეშად თქვა თუ არა შვილები მოათვალიერა და დემეტრეს მკაცრად შეხედა,
- დემეტრემ მესროლააა,
აღნავლდა უფრო ხმამაღლა მატყუარა სალომე და გიგანტური ცრემლების ყრა განაგრძო, დემეტრესაც თავის მართლება არ დაუწყია მაინც იცოდა დასასრული, დედამისიც მიყუდებულ ხის პოლისჯოხს რომ დასწვდა, დემეტრეც უცებ მოწყდა ადგილს ტოტების ღობეებთან ისკუპა გადაახტა თუ არა შემოგლეჯილი შორტით გაიქცა გზაზე, უკვე შორს გაქცეულმა გამოხედა დედამისს, რომელიც ეზოს გამცდარი გაჩერებულიყო და შორიდან ემუქრებოდა შვილს, კეფაზე ხელი მოისვა ქვას გაკრა ფეხი და წყნარად ჩაუხვია ვიწრო ბილიკს რატისკენ მიმავალი გზით".....
- ღმერთო როგორ ცუდად ვექცეოდი,
დაბალხმაზე ამოთქვა და თვალ წინ წარმოდგენილი წარსულის ნახვისას წასკდა ტირილი, ისე მოუნდა ახლა რომ ჩახუტებოდა ძმას, როგორც არასდროს არაფერი, ტირილით შევიდა დანგრეულ მოუვლელ პატარა ეზოში და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისზე ოდნავ მაღალი სიმაღლის ქოხი, ხის ჩამოგდებული კარი შეაღო, გული ამოვარდნას ჰქონდა არა იმიტომ რომ რამის ეშინოდა ეს ყველაფერი იმდენ რამეს ახსენებდა, იმდენ მტკინვეულსა და ბედნიერ წუთებს რომ სულს ძლივს ითქვამდა, ჩუმად სცვიოდა ცრემლები, და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი მოგონება ახსენდებოდა, დედის სურნელი, რომელსაც სულ აიძულებდა ეცემა ხოლმე დემეტრე, ტყუილებს იგონებდა დემეტრეც ხმას არ იღებდა გაქცევის დროს დედა რომ თვალებს უბრიალებდა
"მოდი აქო" ვეღარსად მიდოდა, თავდახრილი პატარა ნაბიჯებით ჩამოუდგებოდა ხოლმე წინ და ელოდებოდა როდის მოხვდებოდა, მერე კი სლუტუნით გარბოდა ხოლმე სახლიდან უბნის ბოლოს ჩადიოდა ტბასთან, მაღალ თუთის ხეზე ძვრებოდა სქელ კომფორტულ ტოტებზე კომფორტულად ჩაჯდებოდა და ტუჩებ დაბრეცილს იქ თუ აუტყდებოდა ტირილი, თან ცრემლების ყოველ ახალ ნაკადს იწმენდდა ვინმე რომ არ მისულიყო და დაენახა, ასე იყო მანამ სანამ არ მოუწიათ წასვლა, იტალიაში ქმართან უნდა ჩასულიყო, მაგრამ საკმარისი თანხა არ იყო ყველა რომ წასულიყვნენ, მიდიოდა რადგან ემუშავა ქმართან ერთად და დაეხწიათ თავი ჯურღმულისთვის, სალომე პატარა იყო ვერ გაბედა მარტო დატოვება, ფულს ყველა მხრიდან სესხულობდა აგროვებდა და ძლივს შეაგროვა თანხა მისთვის და სალომესთვის, არ აპირებდა წასვლას დემეტრეს გარეშე, თუმცა დემტრეს უკვე გაეგო რისთვის მიდიოდა დედა და თანახმა იყო მარტო დარჩენაზე აცხადებდა მე უკვე დიდი ბიჭი ვარო, მიუხედავად იმისა რომ წასვლით ნამდვილად დიდი შანსი იყო, ცხოვრება ნელ-ნელა აეწყოთ, ვერ ბედავდა შვილის დატოვებას, თუმცა ბატონ პატრონად რატის დედა გამოჩნდა, რატის იცნობდა ამიტომ შეძლო ჩაბარება და დატოვა ქვეყანა, შემდეგ იყო, გართობაც მონატრება, მოწყენა და შემდეგ ამბავი რომ მამა დაიღუპა და არა მხოლოდ მისი, შემდეგ კი საბოლოოდ დატოვეს ქვეყანა, ყველაფერი ერთდროულად ამოუტივტივდა სალომეს პატარა ხის ვირთხებისგან შეჭმულ დივანზე ჩამომჯდარი ხმამაღლა ტიროდა და ის უფრო უჩუყებდა გულს თუ როგორ ცუდად ექცეოდა ძმას, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ არაფერი არ მოუკლებია მისთვის, პირიქით მან მისცა ყველაფერი, სახლიც, კარიც, ჩასაცმელიც, სითბოც და სიყვარულიც არასდროს მოკლებია, არც ზედმეტად შეუზღუდავს რამეში, ცდილობდა შეუზღუდავად ეკონტროლებინა, ხვდებოდა, რომ დემეტრე იყო მისი ანგელოზი, დიდხანს იჯდა სახლში დიდხანს მოთქვამდა, დიდხანს იხსენებდა ყველა განვლილ დღეს ბედნიერს თუ თაღლითურს თავის ძმის მიმართ, გარეთ გამოსვლის დროს თავი რომ არ დაეხარა კარებს აარტყავდა თავს, ქუჩას დაუყვა მონატრებულს და ხვდებოდა, როგორ ძლიერად შეცვლილი იყო, ახლა ახალი სახლები დაედგათ, კორპუსები იდგა რამდენიმე თუ იქნებოდა ისევ პატარა სახლი, თუმცა ისიც მიტოვებული, ქუჩაც გაელამაზებინათ ახლა ლამაზი ლამპიონები იდგა, "ტროტუარიც" გამოეყოთ, სიცოცხლე იგრძნობოდა უბანში მიუხედავად იმისა რომ დილა იყო, ბავშვები მაინც გამოსულები კატაობდნენ ველოსიპედებით, სწრაფად რომ ჩაუშხუილეს სალომეს მანაც გააყოლა თვალი ღიმილით, ვინმე ნაცნობის ნახვის შანსიც კიარ ჰქონია ან თუ ნახავდა ვერ იცნობდა, არ მობეზრდებოდა მთელი დღე რომ უაზროდ ევლო უხაროდა, ბედნიერი იყო და ახლა უნდდოდა ეს ბედნიერი გრძნობა დემეტრესაც განეცადა ამიტომ უკვე გეგმავდა როგორ ჩაეყვანა დემეტრეც სამშობლოში......
.....
მშვიდად მიწოლის ჩამოედო რატის მკერდზე თავი სხეულზე აფარებული ზეწარი ჩაეკეცა და რატის პრესებზე ათამაშებდა თითებს, უსიტყვოდ კიდევ აგრძელებდნენ ერთმანეთის სიახლოვით სიამოვნებას,
- ეეე მაცადე ერთი რახდება საქართველოში,
გახსენებულზე მოშორდა ცალი ხელით ზეწარი სხეულზე გააკავა და ტუმბოსკენ გადაიწია, მოშიშვლებულ ზურგს ღიმილით დახედა რატიმ და უკვე გასწორებულ მაშოს შეხედა, ღიმილით უყურებდა თვალ მოუშორებლად და კიდევ უფრო კარგად სწავლობდა მაშოს შეუდარებელ სილამაზეს,
დიდხანს რომ იგრძნო მზერა მანაც ღიმილით გახედა უკვე სალომეს ნომერ გამზადებულმა,
- რა?
ასევე ღიმილით კითხა და რატიც ნელა გადაიწია მისკენ ჯერ ლოყაზე მიაკრო ტუჩები შემდეგ ნიკაპზე და ბოლოს ისევ წვდა მათრობელ ბაგეებს,
- იმდენად ლამაზი ხარ ვერ ვკმაყოფილდები,
თვალებში ჩახედა მაშომ რომ ჩვეული ჰოლივუდის ღიმილით გაუცინა რატისაც ისევ გაეღიმა უცებ წვდა მომღიმარ ბაგეებზე და სწრაფადვე მოშორდა რომ ისევ დამტკბარიყო მისი ღიმილით,
- ღორი ხარ,
პასუხი გასცა და გვერდზე რომ გადაწია, მაშინ დაურეკა სალომეს, საუბარი არ აცადა რატიმ მისკისერში კომფორტულად მყოფმა ნაზად დაუწყო კოცნა და ვამპირივით ცდილობდა სისხლის ამოწოვას ქალის კისრიდან, მაშოც დაჭიმული და დახორკლილი იწყებდა საუბარს, როცა სალომემ გააგონა
- ჩახვედი?
მზრუნველად იკითხა და სალომესაც არ დაუგვიანია პასუხი დეტალურად მოუყვა ყველაფერი და მაშოც ცდილობდა მოესმინა მაგრამ ნახევარზე მეტი ვერაფერი გაეგო რატის შეხებების გამო, წამით გამორთო ხმა და რატის მაინც გადაჩურჩულა,
- დამეტყობააა!
მხარი ნელა აიქნია და მამაკაციც ძლივს მოწყდა კისერს,
- ცოტა ხო,
გაცინებით უთხრა და მანამ გაიხედებოდა მის ტუჩებს წვდა, მაშოც მაშინვე აზმუვლდა მოშორდა თუ არა ხმა ჩართო და პასუხი გასცა
- ხოდა ამაღამა მანდ ვერ დარჩებიი ვირთხები შეგჭამენ თან თუ კარები არ აქვს რატომ უნდა დარჩე მანდ, ვერ ხარ შენ, გამოგიგზავნი მისამართს ხოდა მიდი იქ, ბებიაჩემი დაგხვდება მარტო ცხოვრობს სანამ შენ მიხვალ ეცოდინება, არ ინანებ ზემდეტად არ შეგაწუხებს საჭმელებს უგემრიელესს აკეთებს, კითხვა გექნება კითხე მოკლედ ჩემი არ ყოფნა ჩაანაცვლეე,
ხელები გაშალა და რატის შეხედა, რომელიც წამოდგა დიდი ნერწყვი გადაყლაპა უცებ და თვალები აარიდა ისე დაუგდო სალომეს ლაპარაკს ყური
- ოო ახლა ის შევაწუხო კიდე, რას ამბობბ პროსტა კარგი იყო აქ გავიხსენე ბავშვობა და სასტუმროში ავალ,
- ეგოგოოო, რა სასტუმროო ადი ბებიასთაან გეუბნები ძალიან შეგიყვარდება ხოდა ჩემ ოთახში შედი მოწესრიგებული იქნება ეგ ისე არ დატოვებდა,
- კაი შევაწუხოოოო
- არ შეწუხდება გოგოო, მიდი რო ახვალ ბებიას უკვე ეცოდინება
- აუ მაშოო მადლობააა რააა,
ამოიწუწუნა ბოლოს და ისევ თავისი საქციელის სინანული ჩაერთო, აქამდე რომ ცუდად განწყობილი იყო მასზე
- რისი მადლობა მიდი მე ბებიას დავურეკავ....
მართლა იმდენად ღრმად ჩაერთო საქმეში მაშო რომ არ აპირებდა ასე უყურადღებოდ დაეტოვებინა, ნაზის რომ დაურეკა, გაოგნება ვერ დამალა ქალმა როგორ მოხდა დამირეკეო, მერე იმდენი კითხვა დაუსვა წამით გადაავიწყდა კიდეც რაზე დარეკა მანამ გათიშავდა მაშინ წამოახსენდა ისევ და კივილით გააჩერა ბებია ისე თითქოს იმ წამს უნდა გაეთიშა
- ბებია ცოტახანში მოვა გოგო სალომე ქვია ხოდაა ეგ არი ჩემი მეგობარი ძაან კარგი გოგოა გაიცნობ შენც და ჩამოვიდააა, მოკლედ საქართველოში წლებია არ ყოფილაა და ჩემ ოთახში დარჩებაა რაა, ვითომ მე ვაარრ,
- დარჩეს მერე რა ჯობია შე ქალო მარტო არ ამომხდება სული, მოლაპარაკე მეყოლება მაგ შენ ვაჟკაცსაც კვირაში სამჯელ თუ შემოვახსენდები,
უკვე აბუზღუნდა ნაზი მარტოობით მობეზრებული და თეოდორეს იშვიათ სტუმრობასაც გაუსვა ხაზი,
- ბებიააა საერთოდ რო მოდის ძაან მაგარი ბიჭია,
- მომწყდი ახლა აქედან თორე საერთოდ მოგიყვან მე შენ, ესეიგი შენ რო წახვედი მე აღარ უნდა მომინახულოოს? ერთად გაზრდილები მყავხართ,
- არა ბეე რას ლაპარაკობბ,
მაშომაც შეიფერა და ფეხები აათამაშა თან რატის გახედა, რომელიც ოთახში შევიდა ქამრის ასაღებად, დახრილმა თვალებით ანიშნა მაშოს ვინ არისო და მაშომაც ტუჩების მოძრაობით უთხრა,
- მომიკითხე ხოდა,
უკვე თავისუფლად თქვა და ქამრის გაკეთება დაიწყო, მაშომაც კმაყოფილმა გადასცა ნაზის მოკითხვა და ქალმაც ნასიამოვნებმა დაუბრუნა პასუხი, დიდხანს საუბარი აღარ გაუგრძელებია მალევე გათიშა და საათს ახედა, ორი საათი დაწყებული იყო, ტელეფონი გადადო და წამოჯდა თან ისევ ცალი ხელით იკავებდა ზეწარს,
- მაშა დამირეკეს, უნდა წავიდე
საწოლს საუბარშივე შემოუარა და მაშოს მიუახლოვდა,
- არ ვიცი როდის მოვალ, დარჩი შენ
სიტყვებშივე დაიხარა და შუბლზე მიაკრო ტუჩები,
- თუ რამე დამირეკე,
მოშორებულმა ჩახედა თვალებში ღიმილი ვერ შეიკავა მაშოს სილამაზეზე ისე დახედა ტუჩებზე და მაშოსაც რომ გაეღიმა მოწყვეტით აკოცა მომღიმარს ტუჩებზე,
- გარეთ თუ გახვალ დიდხანს არ იბოდიალო,
საქმიანად წავიდა კარებისკენ მაშომაც რომ თავი დაუქნია, თვალი ჩაუკრა და ისე დატოვა ოთახი......
..
თითქმის ოთხ საათამდე საწოლში იწვა ყველაფერი სტკიოდა კრუსუნით და სიცილით წამოდგა უკვე ხუთის წუთებზე, რატის შემოგლეჯილი ტანსაცმელი ჩაიცვა, ჯერ ოთახი მოაწესრიგა, საწოლს ზეწრები გამოუცვალა, შემდეგ თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩასულს გაახსენდა რომ შიოდა, ჯერ ისევ სველი თმა იატაკს ჩამომდინარი წვეთებით ასველებდა, თუმცა დიდად ამაზე არ ღელავდა, არ დამჯდარა, წესიერადაც არ უჭამია, უბრალოდ ბედნიერად დაიწყო დღე, ყველანაირი ნეგატიური ფიქრებისა და ემოციების გარეშე, ასევე ხალისიანად დატოვა სახლი და პირველი გეზი ნენესაკენ აიღო, ზედმეტად მონატრებოდა ქალი, რომელიც სულ რაღაც სამი დღე არ ენახა, მისთვის მისაღები საჭმელები და დესერტიც იყიდა და საავადმყოფოში ასულმა მხიარულად შეაღო კარი,
- მაშააააა,
ბავშვურად გაუხარდა ქალს ხელები ისე აწია ჰაერში და საკუთარ ქცევაზე გაეცინა, მაგრამ ემოცია, რომელიც წუთის წინ გამოხატა, დაუგეგმავი იყო
- ასეე უნდა მომანატრო თავი?
თვალებ გაბრწყინებულმა კითხა და ღიმილი ვერ შეაკავა
- ოოხხხ იმდენი რამ მოხდაა ვეღარ მოვდიოდი,
- მითხრააა რატიმმ, როგორ ხარ?
მანამ სრულად შევიდოდა, სანამ კარებს მიკეტავდა და საჩუქრად მიტანილ დესერტს მაგიდაზე დააწყობდა ერთმანეთის მოკითხვა მოასწრეს და უკვე ხელებთავისუფალი
რომ მიუახლოვდა მხიარულად მოეხვია ქალს, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და მის წინ ჩამოჯდა,
- ხომ არ მოიწყინეთ შემთხვევით!
კითხვასთან ერთად თვალი ჩაუკრა, უფრო ახლოს მიიწია და ნენეს ხელი მოითავსა თავის თლილ თითებში
- ოო აბა რა ვქენი, ამბებს ჩამორჩენილი ვარ არაფერი არ ვიცი მთელი დღე წევხარ ზიხარ, წევხარ ზიხარ დავიღალეე,
ამოიწუწუნა და მაშომაც თავგადახრილმა წარბებ შეხრილმა გაუღიმა, მისი გრძნობის ამომცნობმა
- წარმომიდგენია ხოდა შემიძლია ჯერ ყველა ამბავს დაგაწიოთ დააა შემდეგ რატი გამოვიძახოთ,
- შე გენაცვალეე, შენ რო არ მყავდე ვისღა ვახსოვარ,
ხელი აიქნია და მაშოსაც გულიანად გაეცინა, მის სიცილზე კი ნენესაც აუციმციმდა თვალები,
- პირველი ვისით დავ....
- რა თქმა უნდა ჩემი გვრიტების ურთიერთობით,
სიტყვა გააწყვეტინა და მაშოსაც რატის გახსენებაზე უცებ გაუბრწყინდა სახე, ამავდროულად დილას მომხდარ ცოლ-ქმრული ურთიერთობის გახსენებისას ისე შერცხვა და გაწითლდა, თითქოს ნენემაც იცოდა
- დედააა მაშო ცეცხლი გიკიდია,
შეიცხადა ქალმა და ღიმილით მიმოიხედა წყალის მოსაძებნად, მაშოც უცებ ახარხარდა და ხელებით ანიშნა, რომ არ იყო ისე, როგორც ნენე ფიქრობდა
- რეებს მაიმუნობთ მოყევი სასწრაფოდ,
ვითომ სიმკაცრით თქვა და ამავდროულად სიცილს ვერ იკავებდა,
- არა როგორ გეკადრებაათ, უბრალოდ გაუზრდელდა თქვენი შვილი მინდა გითხრათ, კიბატონო მაიმუნობა არ აკლია, თუმცა ჯამში ყველაფერი კარგადააა,
- აბა რა,
- დიახ, სალომემ მიგვატოვა, საქართველოში წავიდა
- მართლააა?
უცებ შეიცხადა, თითქოს რამე ცუდის მოლოდინში და თითქოს ნაკლიც იგრძნო
- დღეს ღამით, გაფრინდა მომენატრაო, უკვე იქ არის დავრეკეთ და ნამდვილად არ ვნანობოო, ერთი დემეტრე დაგვიტოვა ანერვიულებული,
- აბაა რა იქნებაა დეე, მაგის გაზრდილია, თუ რამეე აქვთ მაგათ და საერთოდ სალომეს, ყველაფერი დემეტრეს დამსახურებააა, რას აღარ აკეთებდა ხოლმე, როგორ თბილად ექცეოდა რომ იცოდე, უსაყვარლესები არიან,
თბილად გაიხსენა დემეტრეს მტკინვეული ბავშვობა და სევდანარევი ხმაც ვერ დამალა, ისე თბილად განაგრძეს საუბარი, მაშო უსმენდა ნენეს მოყოლილ ამბავს, ხან რატიზე, ზოგჯერ მასზე და დემეტრეზე ხან კი სამივეზე, მაშოც ღიმილით გასუსული უსმენდა, დიდხანს და მოუწყენლად ისეთ კითხვებს სვამდა ნენე სიცილს ვერ იკავებდა, მოგვიანებით ტკბილეულები მიაწოდა მაშომ ქალს თავად გარეთ გავიდა და ნენეს ექიმს გამოჰკითხა მისი მდგომარეობა, ისე დაძაბული ელოდა ყველა კითხვაზე პასუხს, თუმცა ამაოდ
- ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ძალიან ცოტა და მალე ბედნიერი დაბრუნდება სახლში მართალია სულ თუ ვერა ძალიან მცირე შრამად დარჩება და სიკვდილის საშიშროება დიდხანს აღარ შეგაწუხებთ, ძლიერი ქალია,
- როგორ გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა,
ბედნიერად გაუღიმა მაშომ თეთრ ხალათში გახვეულ მამაკაცს და ხელი თბილად შეახო მხარზე
- ჯანმრთელობას გისურვებთ,
კაცმა გაუღიმა და მაშოც ბედნიერი დაბრუნდა ოთახში, ბედნიერებისგან ემოციებს ვერ მალავდა, ისე აკოცა ნენეს ხმაურიანად შუბლზე,
- რახდება?
გაკვირვებულმა ახედა და მაშოს მიტანილი ტკბილი თხილი მოიქცია ლოყებში,
- აი აი ძალიან მაგარი ხართ,
ღიმილით უთხრა კიდევ მიაკრო ტუჩები ლოყაზე და ტელეფონი მოიმარჯვა,
- გადავრჩები?
- ოხხ რა კითხვაა ქალბატონო, საბოლოოდ დაამარცხებთ, მთავარი თქვენი იმედი და შემართება იყო,
ისევ გადაწვდა ქალის ლოყებს და ხმაურიანად დაუკოცნა სათითაოდ
- იცით რისი უფლება მაქვს? რომ სადაც გინდათ იქ წავიდეეთ, დროებით, თუმცა მაინც
გაეკრიჭა და ქალმა თავი ღიმილით გააქნია
- გიჟი ხარ მაშო, არა იცის ჩემმა შვილმა რაა,
ხელები ამაყად გაშალა და მაშოსაც გაეცინა, თან ყურზე მიედო ტელეფონი და ელოდებოდა რატი როდის უპასუხებდა,
- ჰო მაშა,
პასუხი შორიდან გასცა, თან ისმოდა მანქანების ხმა, რის გამოც მარტივი მისახვედრი იყო, რომ მანქანაში იჯდა,
- სად ხარ?
- გრძნოობ, რომ მოვდივარ ჩემო პატარა?
თბილ სიტყვებზე ჩაეღიმა მაშოს და ნენეს, რომელსაც ასევე ესმოდა უცებ შეწყვიტა ჭამა და მოსასმენად უცებ დაცქვიტა ყურები
- რა თქმა უნდაა,
შეიფერა უცებ მაშომ და იატაკს მიშტერებული, ღიმილით აწვალებდა ქვედა ტუჩს,
- სახლში არ ვარ,
- სად ხარ?
- ამმმ
- ეე გოგოო,
სწრაფად ამოთქვა და მაშოსთან ერთად აფხუკუნდა ნენე, რომელიც შვილის გარდაქმით თან ერთობოდა და თან მოსწონდა
- მე და დარიო ვართ გასულები, ხოდა ჩამოვალ მალე,
- მაშო ატრაკებ,
ნენემ სწრაფად შეხედა, გაფართოებული თვალებით, მაშოს ხელში მოთავსებულ ტელეფონს და ისევ გაეცინა,
- მართლა არ ვარ სახლში,
შეიცხადა და რატიც წამით გაჩუმდა,
- რატი,
ხმა რომ აღარ ამოუღია მაშომ დაძახებით შეახსენა თავი, ისე დახედა ტელეფონს სანახავად ზარი ისევ ძალაში იყო თუ არა
- ააა დედასთან ხარ ბეიბ?
ხმამაღლა 'გასწორებული' ხმით იყვირა და მაშომაც სიცილი დაიწყო, როცა რატის ხმა შეეცვალა მაშინ, როცა მიხვდა მაშოს ადგილსამყოფელს
- შტეროო, ხოდა გამოდი და თან ადგილი მოიფიქრე სად უნდა წავიდეთ ნუ ჯერ თავისი სურვილისამებრ,
- , დამელოდეთ გოგონებო,
ყვირილით თქვა და მაშომაც ხარხარით გათიშა,
- ეგ ჩემი შვილი იყო?
გაკვირვებულმა იკითხა ნენემ და ტაში შემოკრა,
- ცვალება ასეთი? ხო ჩემი შვილია მარა მსგავსი ტონით საუბარი, მსგავსი სიტყვები მე ჯერ არ მომისმენია,
მხრების აჩეჩვით თქვა ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია და ხმამაღლა ახარხარდა
- ოხ შენ რა ხააარ,
უცებ წაავლო მაშოს ხელი მოეხვია და თმები აუჩეჩა,
- ჩემი გოგო ხარ
გაუცინა და ნაზად მოეფერა სახეზე......
......
მორცხვად შეყვა ნაზის ოთახში სალომე მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გაიცნეს, ნაზის სითბოზე ეცადა გახსნილიყო და დაძაბულობა მოეშორებინა, თუმცა არც ისე მარტივი იყო, თავს ძალიან უცხოდ გრძნობდა, რასაც ქალი მარტივად ამჩნევდა,
- აი გენაცვალე მაშოს ოთახი სუფთა და გაკრიალებული, გელოდებოდი და ყველაფერი შეცვლილია, შენ გემოზე მოეწყე მოგშივდება გამოდი გამოაღე მაცივარი თუ რამეს ნახავ მოსაწონს მიირთვი
სიცილით უხსნიდა ყველაფერს და თან ნაზად ეხებოდა ხოლმე სალომეს,
- როცა გინდა გადი როცა გინდა მოდი ბე,
- დიდი მადლობა, ვატყობ აქედან აღარც არასდროს წავალ თქვენთან მიჩვევის გამო,
- ახლა ნუ გამალახვინებ თავს, მასე იყო ოთხი ბავშვი რომ დარბოდა აქ და სულ შენთან ვიქნებიო კი იძახოდა ყველა მარა გახედე აბა, ვინ შემომრჩა
მხრები აიჩეჩა ბოლოს და გულისწყრომა შეემჩნა ჩატეხილ ტუჩის კუთხეებში, მაშო, თეოდორე, ვაჟა და კიდევ მათი ერთი მეგობარი იგულისხმა ქალმა და შინაგანადაც ძალიან სტკიოდა გული ასე უცებ რომ შეიცვალა ყველაფერი
- სულ ცოტახანი ბებო და მერე ისევ ირბენენ, მომრავლებულები იქნებიან კიდეც,
- ეჰ ნეტა ისე იქნებოდეს, რომ ამბობ,
ხელი ჩაიქნია და დოინჯები შემოირტყა ისე დააკვირდა სალომეს თბილი მზერით
- გავალ თუ რამეა აქ ვარ ბებიკო დამიძახე,
- კიბატონო დიდი მადლობა, მივაწყობ ნივთებს და გამოვალ,
გაუღიმა ქალს და ნაზიც რომ გავიდა წყნარად მოათვალიერა მყუდრო და ლამაზი ოთახი, ძლივს შეაგორა ჩანთა და ამოლაგება დაიწყო, თუმცა დასვენება გამოუცხადა კიდევ ხანგრძლივად დემეტრემ და სალომეს ტელეფონიც რომ ამღერდა ისევ ჩამოჯდა რბილ საწოლზე, ძმის ნომერს დახედა და ღიმილით უპასუხა
- აუ რა ხშირად მკითხულობ შე გენაცვალეე, არ მაწუხებ წამში ექვსჯეეერრრ,
სიტყვები ჩხუბითვე გაწელა და სალომესაც გაეცინა, ესიამოვნა კიდეც ძმის ყურადღება
- ბიჭო მოვწესრიგდი დავათვალიერე გავიარ გამოვიარეეე რა გჭირს ჩანთაც კი არ ამომილაგებია,
- სად ხარ?
სწაფად დაუსვა კითხვა და თან ცალიხელით მუშაობა გააგრძელა
- მაშოს ბებიის სახლში,
- მაშოს?
შეცხადებით თქვა და არ მოწონებული იარაღი სახე დამანჭულმა მოისროლა
- ხოო დამირეკა, სასტუმროში უნდა ავსულიყავი მარა ბებიასთან მიდიო ჩემ ოთახში შედიოო და მართლა ძაან საყვარელი ბებო ყავს, საყვარელი ოთახი და ხედია და ძაან კომფორტულიც არი,
დააიმედა ძმა და მართლაც, რომ ღელვამ გადაუარა, მეტად დაიმედებული იყო, რადგან ყურადღება აუცილებლად მიექცეოდა,
- აუუ ვენაცვალე მაგ გოგოს, ძაან კაი, ბევრი არ იბოდიალო და არ შეაწუხო ბებო თორე დაგხვრიტავ,
- ოჰ, როგორ შემაშინე გამკეთებელი ხარ აი,
- შევცდი ასე არ უნდა გამეთამამებინე,
თავის გაქნევით თქვა და ახალ იარაღს დაავლო ხელი, თან მისი დაშლა დაიწყო
- მართალი ხარ, ხანდახან უნდა მოგეკლო რამე რომ მისი ფასი გამეგო,
- ნეტავ მეტი შემძლებოდა სალო,
თითქოს იმედგაცრუებული ხმა ამოაყოლა უეცრად
- იმაზე მეტი შეძელი ვიდრე შეგეძლო! ჯერ ისევ მახსოვს, დახეული შარვლით, გამურული კოჭებით ბიჭი და მახსოვს მშობლების დაკარგვის შემდეგ ბიჭი, რომელსაც დიდი ბლოკები ედო წელზე, რომ რამე ეშოვა, ჯერ ისევ მახსოვს გამურული ბიჭი და რომ გიყურებ საოცრებას ვხედავ, არასდროს ვამბობდი, ყოველთვის განებივრებული გყავდი და მეტყობა კიდეც, ძამიკოს ფულებით მობლატავე გოგოს, სახლში კი ისეთებს ვაკეთებდი და ისე გექცეოდი, მე შენს ადგილას უბრალოდ რამეს დავახლიდი საკუთარ თავს, ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მიყვარხარ და რეალურად შენ დემე, შენ ხარ ჩემი ანგელოზი და ახლა იმასაც ვხვდები რომ ძალიან რთულია უშენობა და მალე ჩამო გთხოვ,
გატრუნული და სახე გაბრწყინებული უსმენდა დემეტრე სალომეს, ყველაფერს ხელ გაშვებული უბრალოდ თვალ გაშტერებული უსმენდა დას და უხაროდა, რომ მისგან ამას ისმენდა და არა უკმაყოფილებას, თითოეულმა დის სიტყვამ გააბედნიერა და ბედნიერი ღიმილისგან აწვალებდა ქვედა ტუჩს,
- ჩემი პატარა ხარ, ჩამოვალ აბა რას ვიზამ თან მადაც მაქ ერთი პატარა საქმე რო იცოდე,
- ოუუუ ძამიკოოო რახდებაა
დემეტრეს შეცვლილ ხმაზე, მიხვდა კიდეც რას დაუკავშირა სიტყვები და უცებ დაიწვრილა ხმა,
- წესით უნდა გაიცნო,
- ვაიმე როგორ მაინტერესეეებსს,
- საინტერესო კი არა გადი გავაფუჭეე ბლიად, შენი ბრალია!
- ძმაო გოგოზე ფიქრი გაშტერებს?
ისევ დაიწვრილა ხმა და თან ეცინებოდა ძმის უეცარ ცვლილებაზე
- რა გოგო, შენ ლაპარაკში კისერ გადახრილი მიკავია ტელეფონი და გვერდულად ვეღარ ჩავსვი,
- ოოოო დებილო,
- წადი ჰვილო!
- ჰვილოო,
ჭყანვით გააჯავრა სალომემ და უხეშად გათიშა
- დებილია ეს ბავშვი,
სიცილით დახედა დემეტრემ ტელეფონს და მალევე მოისროლა......
.....
- ესეეეცც თქვენიი ლამაზობებიი,
ნენეს სავარძელი მიაგორა ყვავილების 'სათბურში' და ნენემაც პირზე ხელ აფარებულმა მოავლო თვალი თითოეულ ყვავილს
- არ მჯერაააა, რააა მოვლილები არიან ჩემი პაწუკებიი, ვაიმე როგორ ვნერვიულობდიი არადაა,
ღიმილით წარბებ შეხრილი აკვირდებოდა და ნაზად ეხებოდა თითოეულს, მაშოც ღიმილით დაცქეროდა ნენეს და მათ კი კარებიდან ღიმილით უყურებდა რატი,
- ეს თითქოს ჭკნებოდაა მარა ადგილი შევუცვალე უფრო მზის გულზე დავდე დაა ბევრი წყალი რომ დავასხი მოტრიალდა ნელ-ნელა სულ აღარ დამჭკნარა, ცოტა შეიხმო,
ერთ-ერთი ყვავილი გადმოაწოდა, რომელსაც ჭკნობის არაფერი ეტყობოდა იასამნისფერი ფურცლებით გაყვავებულიყო და გარე ნაწილში თეთრი ზოლი დაჰყვებოდა,
- მეხუმრებიიი ეს ვერა და ვერ გავახარეე და ნახე რა საოცარი ყვავილი აააქქვს,
ისევ პირზე აიფარა ხელი ისე დაყურებდა ყვავილს, ძალიან ნაზად ეხებოდა ყვავილის ფოთლებს, მაშომ ისევ გამოართვა და ახალი ქოთანი მიაწოდა,
- ვაიმე როგორი მადლობელი ვარ მაშოო, აი ძალიან მაგარი ხარ,
- რას ამბოობთ ამ სილამაზეებს როგორ დავაჭკნობდიი,
თავადაც გადახედა ყვავილებს კმაყოფილმა,
- აუ ეს პელარგონია ნახეე რაააა არ ბრდღვიალეებს?,
ბედნიერმა გახედა წინ ყვავილს და მაშომაც მაღლა ჩამოკიდებულ ყვავილებს დაუწყო თვალიერება თან ნენეს გადახედავდა სიმშვიდეს რომ ჰგვრიდა ყვავილებთან ურთიერთობა ისე მიეალერსებოდა ხოლმე, ყვავილიც სინაზისგან იწყებდა გაშლას,
- უი ის ნახეთ, ორქიდეა ფალენოპსისი მაღლა თეთრი ძააან ლამაზად გაყვავდა,
მაშოს მითითებაზე უცებ ახედა მაღლა
- უიიიიიი, რა საოცრებააა,
- მაშო ეს როდიდან?
რატის ხმაზე ორივემ მას გახედა და რატიც ერთ-ერთ საოცარი ფერების ყვავილს აკვირდებოდა ნაპირზე, რომელიც აშკარად არ ეცნო,
- უი ეეეგ, მე დავამატე აი მაშინ მარტო რომ გამომიშვი,
დამანჭულმა უთხრა ბოლო სიტყვები და ნენეც გაკვირვებული მიგორდა ყვავილისკენ ქოთანი აიღო და უკეთ დააკვირდა
- ცვილის სურო? ეს ნანახი რეალურად არ მქონდა, რა საოცარი ყვავილი აქ,
ღიმილით დააბრუნა ისევ ყვავილი და ჯერ რატის შემდეგ მაშოს გახედა
- სხვათაშორის არსებობს მოსაზრება, რომ ცვილის სურო გავლენას ახდენს ბინის მესაკუთრეთა ცხოვრების ინტიმურ სფეროზე და დაჟე გამოცადეს კიდეც ერთ გოგოზე მარა კი აღარ მახოვს რა მოხდა,
რატის ჩაეცინა ისე გახედა მაშოს და მაშომაც გაუნძრევლად მხოლოდ თვალებით გახედა რატის, დაბნეულმა მოისვა კეფაზე ხელი
- არ ვიცოდი,
გაეკრიჭა ნენეს და მისკენ წავიდა
- დედა კიდე რამე მსგავსი შესაძლებლობის ყვავილი ხო არ იცი?
კითხვა დასვა რატიმ და ნენემაც ღიმილით ახედა შვილს
- რატო მეკითხები ნეტა,
ისე ვერ იპყრობ ცოლის გულს?
სიცილით გახედა მაშოს და მაშომაც თავი დაუქნია, თავად რატის კი უცებ დაუსერიოზულდა სახე
- ეგ რა შუაშია?
- მართალი ხარ თავშია შუაში არა,
თავის დაქნევით თქვა და თან გარეთ გაგორდა,
- მაშო ძაალიან გამაბედნიერე მემგონი შენ მმატებ სიცოცხლეს,
ოთახში გასვლის დროს დააყოლა და მაშოც რომ კარებში უნდა გასულიყო, კარებში მოაჯირს მხრით მიყუდებული რატისთვის, გვერდი რომ უნდა აეარა, უცებ ჩაავლო რატიმ მაშოს მკლავში ხელი და მაშომაც ჯერ მის ხელს და შემდეგ ახედა მას,
- მიყვარხარ,
დაბალხმაზე უთხრა რატიმ და მაშომაც ღიმილით ააცალა ხელი, გვერდი რომ ჩაუარა უფრო გაეპო ბაგეები და რომ იგრძნო რატის მზერა საჯდომზე გაწმენდის მიზნით მოისვა ხელები,
- შემდეგი რეისიც თქვენი არჩევნით
ხელი მოხვია დახრილმა ქალს და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, რატიც ღიმილით უყურებდა ორ სუსტ წერტილს და მაშო კიდევ და კიდევ ბევრად უყვარდებოდა.....
......
- აბა რაში მოგეხმაროთ? დიდხანს კი ვალაგებდი კარგი დრო გასულა,
ღიმილით შევიდა სალომე სამზარეულოში და წაქცეულ სკამზე მჯდარ ქალს დახედა, რომელსაც დიდ გობზე მწვანე ტყემალი დაეყარა და არჩევდა,
- რაის მოხმარება გენაცვალე, გაიარე გამოიარე,
თქვა თან წამით შეისვენა გასწორდა და კალთაზე დააყრდნო მკლავები,
- აქ ჩვენ უბანში გასული იყავი?
კითხვაზე კრეჭვით გააქნია სალომემ თავი უარის ნიშნად და მისკენ წავიდა,
- ხოდა ჩადი ნახე რალამაზი უბანი გვაქვს გაიარე გამოიარე თან კარგს გაიცნობ ვინმეს, გზაზე კარგი ნაყინები იყიდება, უკვე ქუჩაში კაფეებია ჩადი, ჩადი ნახე,
საქმიანად მჯდარმა გაარკვია და დახრილმა ისევ განაგრძო საქმე,
- რომ მოვდიოდი შევამჩნიე ნამდვილად ლამაზი უბანია, მაგრამ სხვა დროს გავალ, აი საღამოს
სკამი აიღო და წინ ჩამოუჯდა, წინ რომ დაიხარა მოსახმარებლად სწრაფად გაწია ნაზიმ
- კაი ხელებს ნუ გაისვრი ახლა, ვიზამ მე,
- არა რატო, თან გეტყვით რომ ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია ტყემალი, დედა აკეთებდა ხოლმე მაგრამ აღარ მახსოვს, იტალიაში არც გვქონია ხოლმე, სახლში თუ გამოვაცხობდი ხაჭაპურს ეგეც იშვიათად ისეთი ცუდი ყველია იტალიაში,
- უჰ, დიდი ხანია არ ყოფილხარ საქართველოში?
უცებ შეიცხადა ნაზიმ ისე ახედა სალომეს და უფლებაც მისცა დახმარებოდა
- 6 წლიდან იტალიაში ვარ ახლა 24 ის ვარ 18 წელია არ გამისინჯავს ქართული არაფერი, ჩემი ძმა ცდილობდა ხოლმე რამის გაკეთებას მაგრამ დიდი შვილი კულინარი არ მყავს ამიტომ ვერ ვსინჯავდი ვერაფერს,
- ანუ ძმა დიდი გყავს,
- კიი თუმცა მხოლოდ ორი წლით, მისი წყალობით მაქვს ყველაფერი, საოცარ ძმობას მიწევდა სულ,
- გენაცვალეთ,
ჩაიღიმა ქალმა და უკვე ძალიან აინტერესებდა მისი ძმა, ცნობის მოყვერეობის გამო კიდევ ბევრი კითხვა დაუსვა სალომეს, ისიც ყველა კითხვაზე დაუზარებლად სცემდა პასუხს და მის ძმაზე ისტორიებს ყვებოდა, ამასობაში თან კარგად ხალისობდნენ, ტყემალი დიდი ქვაბით უნდა შემოედგათ გაზზე ვერცერთმა დაძრა რაზეც ორივეს ეცინებოდა
- მოდი ორივემ კიდევ ერთხელ
თავი აიქნია ნაზიმ და ღიმილით წაავლო დიდი ქვაბის ყურს თავი
- კიბატონო,
ასევე ღიმილით ჩაეჭიდა მეორე მხარეს სალომე ერთმანეთს რომ ანიშნეს კარგად მოვკიდე ხელიო ნაზიმაც თვლა დაიწყო
- ერთიი....ორიი დაააა....ოოოოპპპპააააა
აწევისგან გამოწვეული ხმა ამოაყოლა ძლივს მოაშორეს ქვაბი იატაკს და ისევ უძალოდ დაახეთქეს ძირს,
- რააა ჩავყარეთ ამისთანა
თვალიერებით აუყვა ქალი ქვაბს და დოინჯებ შემორტყმულმა გახედა სალომეს, რომელიც მხრების აჩეჩვით აჩვენებდა არ ვიციო, ცოტახანში ორივე კარებთან იდგა და აკვირდებოდა ჩამვლელებს მხოლოდ ერთი მიზნის გამო, ნაზიმაც რომ ნაცნობი მეზობლის ბიჭი შეამჩნია უცებ მიუხმო და ბიჭმაც სიარულისთანავე შეისწორა თმა
- გუგა შვილო, ქვაბი შემოგვადგმევინე გაზზე ვერაფრით ვერ ავწიეთ
სიცილით უთხრა მორცხვად და სალომეც ვერ იკავებდა ღიმილს, ისე ჯადოსნური გახდა ქვაბი, მართალია ქვაბი ისედაც დიდი იყო მაგრამ ორი ადამიანი ნახევრამდე მაინც აწევდა გაზამდე, ხოლო სალომე და ნაზი ძლივს ძრავდნენ ისე რომ იატაკისთვის მოეშორებინათ,
- რა პრობლემაა,
მხრები აათამაშა გუგამ და ნაზის შეყვა ქვაბის დანახვისას მოავლო ორივეს თვალი და ქვაბს დაწვდა, რომ ვერ დაძრა მასაც გაეცინა ისე გასწორდა და ერთხელ კიდევ უფრო ძალებ მოკრებილმა სცადა, თუმცა ამაოდ
- რა გიდევთ ამნაირი ევაკუატორი ხო არ გამოვიძახოთ?
- შენ არ დაწუხდი,
გაიცინა ნაზიმ და გუგამაც უხერხულად მოიქექა თავი ისე გახედა სალომეს,
- კაი დამიცადეთ და ლევანის დავუძახებ იქნებ რამე ვუქნათ მარა თქვენ ეს გაზი გაამყარეთ არ გაანახევროს ქვაბმა,
თითის ჩვენებითვე გავიდა და ნაზიმაც ღიმილით ჩაუქნია ხელი,
- ეე რაღაცაშია საქმე,
ფხუკუნით მოკიდა ცალი ხელი სალომეს ცალი კი პირზე აიფარა ქალმა, სალომესაც უფრო გაეცინა ქალის საყვარელ ქცევაზე და მანამ გუგა მოვიდოდა შეუმჩნევლად შეისწორა თმა,
დიდხანს არ დაუგვიანიათ ბიჭებს მალევე ორივე სამზარეულოში გაჩნდა ლევანის ხელში დომკრატი ეკავა (ამწე) და დანახვისთანავე ახარხარდა ნაზი
- ვაიი შენი ცანცარი რა ვთქვიი,
ახარხარდა ისევ და ლევანისაც გოგო რომ დახვდა სახლში სირცხვილი შეეტყო ისე დადო ძირს მანქანის ამწევი და წინ წავიდა
- გამარჯობა
დაბალხმაზე უთხრა სალომეს და გვერდი ჩაუარა,
- მოდი ბიჯო და საქმე მაქ უნდა გავიდე,
სწრაფად უხმო გუგას და გუგამაც სწრაფად მოკიდა ხელი სახელურს,
ათვლის გარეშე, სწრაფად აწიეს და უცებ შემოდგეს გაზზე,
- ოო დაილოცოს თქვენი ჯანი კარგი ბიჭები ხართ,
მხარზე დაარტყა გუგას ხელი და ბიჭებიც კრეჭვით გავიდნენ,
- შემოგვიარეთ ხოლმე,
კარებთან მიცილებულმა გაძახა და ბიჭებმაც ხელი აუწიეს, ერთხელ მოავლო სალომემ გუგას თვალი და გუგამაც რომ მისი მზერა დაიჭირა მორცხვად გაეხსნა ბაგეები, კარები დაკეტა ნაზიმ და თვალი ჩაუკრა სალომეს...
- ბიჭო,
- ხო
- სულ ანგელოზივით გოგოები რატო ყავს ამას სახლში?
ლევანიმ გადაუჩურჩულა და
გუგაც აფხუკუნდა
- რავიცი ყოველ შემთხვევაში მაგრად დავუახლოვდეთ ნაზის, საცოლე უეჭველი მაგ სახლიდან გვეყოლება
სიცილი ვეღარ შეიკავა თავ ჩახრილმა მოლაპარაკემ და ლევანიმაც მხარი მიარტყა სიცილით
- წატი შენი!........
.......
- კარგი დღე იყო,
ბედნიერმა ამოილაპარაკა მაშომ და თან ცას ღიმილით შეჰყურებდა
- დილა განსაკუთრებით
დააყოლა რატიმ და აჯიმანიების კეთება ღიმილით განაგრძო
- ხო არ გაგვემეორებინა?
ისევ ღიმილით დააყოლა და მაშომაც თვალები აატრიალა
- რა სითავხედეა, ჯობია ჩუმად იყო და შენი საქმე განაგრძო,
ამოიბუზღუნა მის ზურგზე დაწოლილმა და რატის ჩასვლა ამოსვლებზე მის სხეულზე დაკატაობდა
- მერამდენე იყო?
ინტერესით იკითხა და რატიმაც თავი გააქნია
- შენ ითვლიდი მაშო
- ხო ვიცი მარა უცებ ფიქრებში წავედი
ისევ არხეინად საუბრობდა ცას მაყურებელი და რატიმაც უცებ გადმოაგდო ბალახზე დავარდნილს ზევიდან მოექცა და მაშოსაც შეეცვალა ის არხეინი ხმა რომლითაც წეღან საუბრობდა
- რაზე ფიქრობდი ლამაზო?
კითხვასთან ერთად ჩახედა თვალებში და მაშოც უცებ დაიბნა,
- ეე რა შენი საქმეა? რატომ შეწყვიტე ვარჯიში?
უცებ აბუზღუნდა და რატიმაც მის ზევიდან განაგრძო აჯიმანიების კეთება
ყოველ ჩასვლაზე მაშოს კისერს მოინახულებდა ხოლმე და აწევაზე მაშოს ლამაზ ბაგეებს მოავლებდა თვალებს
- რა კარგად ვიწექი მაღლა არადა,
- მე ასე უფრო მომწონს,
აწევისდროს თქვა და ჩასვლაზე მოწყვეტით დაწვდა ბაგეებს
- გაფუჭებულო გამიშვი,
უცებ აწრიალდა და გვერდზე სახლს გახედა სადაც მეზობელმა ღიმილით გახედა წყვილს და ისე შევიდა სახლში
- იმედია შენი ერთ-ერთი კახპა არ ვგონივარ,
მაშომაც ინტერესით გააყოლა თვალი მეზობელს და შემდეგ შეხედა რატის ულამაზეს თვალებს,
- არა ნაშები სახლში არ მომყავდა ძესკ ადგილებში ვ.....
სიტყვა არ აცადა ისე ააფარა ტუჩებზე ხელი
- შე საწყალოოოო!
თვალები დაუწვრილა და რატისაც სიცილი წასკდა, მაშომ ხელი რომ არ მოაშორა ხმაურიანად აკოცა მაშოს ხელის გულს რატიმ და მაშინ მოაშორა სწრაფად თან მის მაიკაზევე გაიწმინდა ხელი,
- ტუჩებს რატო არ იწმენდ?
- აწი მოვიწმენდ,
ენა გამოუყო და რატიც ისევ წვდა მის ბაგეებს,
მანამ მაშო მოიწმენდდა ტუჩებს რატიმ მოიწმინდა და მაშომაც გაკვირვებულმა შეხედა, ფიქრები რატო მოიწმინდა რატიმ ტუჩები უცებ ჩაერთო
- ეე გაეთრიე
უცებ მიაჭირა ხელი გვერდზე გადააგდო სწრაფად წამოდგა და სირბილით შევარდა სახლში, არ გაჩერებულა სწრაფადვე წამოხტა რატი სახლში შევარდა და მაშოს წინ ჩამოუდგა,
- საით?
თავდახრილმა შეხედა თვალებში და მისკენ კიდევ წაიწია
- ოო გამატარე,
ხელით უნდა გადაეწია ვერ დაძრა ადგილიდან ამიტომ თავად უნდა ჩაევლო გვერდი, მაჯით დაიჭირა ადგილზე გაშეშებულმა რატიმ და მაშო ადგილზე რომ დაბრუნდა შემდეგ დახედა,
- ტუჩები უნდა მოგეწმინდა,
- ხოდა გაიწიე უნდა ვიბანავო,
- არ დამპატიჟებ?
მისკენ რომ ისევ შეამცირა ადგილი მაშოც უკან-უკან წავიდა უნებურად
- გაეთრიეეე,
- წამო,
- აუ რატიიი,
შეიშმუშნა უკვე კედელს აკრობილი და მას რომ რატი აეკრო დაბღვერილმა ახედა
- "აუუ"
გააჯავრა რატიმ და ცხვირის წვერზე აკოცა,
- შემეშვი,
-ვახ! როგორ არ შემიძლიააა
ხელები კისერში ნაზად შეუცურა და მისკენ დახრილი ტუჩებს მოწყურებული დასცქეროდა, ცალი ხელი ნაზად ჩააცურა მაშოს სხეულზე და კაბის ქვეშ ნაზად აატარა თითები, ისე ძლიერად უცემდა მაშოს გული მკერდით, რომ აკრობოდა მისი გულის ძლიერ ცემას იგრძნობდა რატი, ბარძაყში ძლიერად ჩაავლო ხელი და მაშოც უცებ შეკრთა, რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა მაშოს საქციელზე, სულ ორი სანტიმეტრი თუ აშორებდა მათ ტუჩებს ერთმანეთისგან, ხელი კიდევ უფრო მაღლა აასრიალა, ქალის მკერდს მისწვდა და ნაზად დაიწყო შეხებები, მაშოსაც ღრმად სუნთქვის გამო მკერდი ძლიერად ადი ჩაუდიოდა, ასევე ღიმილით დახედა მის მკერდს რატიმ და მაშომაც კედელს, რომ მიაჭირა თავი გამოჩენილ კისერზე ენა მოისვა ტუჩებზე რატიმ, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ნელა შეახო კისერს ტუჩები, მაშოსაც მაშინ ამოხდა დაუკავებელი ხმა და რატის მოთმინებაც უცებ გაქრა, ვამპირივით დააკვდა ქალის კისერს, ამავდროულად ცალ ხელს დაატარებდა მაშოს სხეულზე, ბაგეებზე ინაცვლა და ხელი ისევ ქალის ფეხს ჩაავლო, მაშოს მის ტუჩებთანვე გაეცინა და ოდნავ მოშორდა
- რატი ნუ ღორობ,
გაეღიმა ისევ და მის ხელს ხელი წაავლო ამავდროულად თავად არ შეეძლო სხეულით შეწინააღმდეგებოდა მის ქცევებს, მისის შეხებისთანავე იმონებდა რატი, უნებურად ალღვებოდა მკლავებში
- შანსი არ არი,
ამოიგმინა და ისევ წაიწია ტუჩებისკენ კარზე ზარის ხმამ რატის სმენამდე გამაყუებლად მიაღწია და მაშოც ღიმილით დაიწია უკან,
- აშკარად ღორობდი,
გაშტერებულ რატის უთხრა ღიმილით, მოშორებული ხელახლა აიწია ფეხისწვერებზე ყელში მოწყვეტით აკოცა და ხტუნაობით გავარდა ოთახისკენ, რატიმ სახე დამანჭა ისე მოისვა ენა ქვედა ტუჩზე და კედელს შუბლით წუწუნით მიეყრდნო
- დედაშევე*იი
ამოიტირა და გვერდით კარებისკენ გასაღებად ინაცვლა,
კარები უხეშად გამოაღო და დემეტრე რო შეხვდა თვალები აატრიალა
- აუუ
ამოიწუწუნა და კარებს ხელი ძლიერად კრა გაღების დროს
- რა გაკვნესებს ?
წარბებ შეხრილმა დაუსვა კითხვა ისე შევიდა სახლში
- ყ*ე ხარ! დამირეკე რო მოდიხარ ხო შეიძლება!
- ახსარებაც ხო არ ჩაგაბარო?
ცინიკურად გახედა რატის ხელში პარკით და მაშოს ხმამაღლა დაუძახა,
- დარიო რო ყოფილიყავი იმის დედაშევე*ი თუ ხელი არ მომეძრო
ისევ გააგრძელა ნეგატივის ფრქვევა, გაღიზიანებულმა და კარები ისე მიკეტა ლამის ჩამოიღო,
- ძაან სერიოზულ მომენტში მოვსულვარ,
სიცილით თქვა მიხვედრილმა და რატისაც რომ არ გაუპროტესტებია ირონიულად გახედა გაბრაზებულს
- ვაიმეეე ჩემი ბიჭიიი,
დაწვრილებული ხმით შეიცხადა სიცილით და მაშოც რომ კიბეებზე ჩამოვიდა დემეტრემ სავსე პარკი ძირს დადო და ხელები გაშალა
- მოდი ჩემთან სიხარულოო,
ხმამაღლა დაუძახა სიცილით გახედა რატის, დაიხარა რომ მაშო ჩახუტებოდა და რატიმაც წიხლი წელში ჩააჭირა
- გაა*ვი!
დააყოლა და წაქცეული დემეტრეც სწრაფად გასწორდა ისე მოეხვია მაშოც, მანაც ჰაერში აწია ისე დაატრიალა ქალის სხეული,
- შენზეე შეყვარებული ვარ იმენა, შენ რო არაა დღეს თუ არა ხვალ ჩავიდოდი უეჭველი,
- მეტი თავისუფლებააა სიყვარულოო,
გაუცინა დემეტრეს და ლოყები გაუწელა,
მაშოს ღიმილზე გაეცინა დემეტრესაც ისე დაყურებდა თვალებში და რატის ხმაზე გახედა მას,
- ძაან მოლაპარაკე თვალები გაქ შენ,
თითი დაუქნია ისევ მაშომ და გაუღიმა,
- ლაპარაკი მეზარება ხოლმე და ბარემ
გაიცინა დემეტრემ და პარკს დაწვდა
- მშია!
- რამე ტკბილი თუა მეც მშია
გაიცინა მაშომ და დემეტრეს ახედა
- ჩიფსი და ეგეთები გშია?
- უხხ,
მუცელზე მოისვა ხელი მაშომ და წინ წასულ დემეტრეს გაჰყვა უცებ ჩაავლო რატიმ მუცელზე ხელები და სხეულზე აიკრო
- მოდი აქ გოგო,
დააყოლა თუ არა მაშომაც თავი მიადო მის ლავიწს, ყურთან გრძნობდა რატის შეხებას ამავდროულად სუნთქვას და სხეულ დახორკლილმა ახედა ღიმილით
- რა გინდა?
- ჯერ არ დაგვისრულებია,
თვალები დაუწვრილა ისე დახედა და მაშომაც ენა გამოუყო,
- როდის უნდა შემეშვა?
- რო ჩამაძაღლონ, ჯოჯოხეთიდანაც შენ წვალებას დავიწყებ,
- მაგასაც ვნახავთ ვინ ვის აწვალებს,
კოცნა გაუგზავნა და დემეტრეს დაეწია.....
.....
- აუუ გავსინჯაავვვ,
ამოიწუწუნა სალომემ და ნაზიმაც სიცილი დაიწყო,
- დაიცა ბე ჯერ გემო არ ექნება ბარემ ბოლომდე ჩავხეხოთ და ეგ არი, ყველაფერი მზად გვაქ ჩავყაროთ და სუპერ,
თქვა და რკინის 'საცერზე' მორჩენილი ტყემლისკურკები ნაგავში ჩაყარა
- აბა შემდეგი,
თქვა და სკამზე მდგარმა სალომემაც უცებ ამოუსვა ქვაბს ჯამი, თუმცა ისეთი ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა და ამავდროულად იგრძნო სწრაფად ჩახედა ქვაბს, კიდევ ერთხელ მოუსვა ჯამი და თვალებ გაფართოებულმა და პირ დაღებულმა მიიხმო ნაზი
- ნახე ბებია უზარმაზარი ქვა დევს შიგნით,
სიცილით ჩამოხტა სკამიდან და ნაზის მიეხმარა რომ ენახა,
- უიმეეეეე ჯონჯოლის ქვააა,
სიცილი აუტყდა ნაზის ისე ნელა ჩამოვიდა სკამიდან,
- ჯონჯოლი მქონდაა... გაკეთებული ხოდა.... ქვას ადებენ ხოლმე რომ დაიწიოოსსს... გავრეცხე წყალი ჩავასხი და დავტოვე შიგნით
სულს ძლივს ითქვამდა და გუგას წვალება რომ ახსენდებოდა სულ უფრო ეცინებოდა,
- დავტანჯეთ ბიჭებიიი
ხმამაღლა გაიცინა სალომემაც და ბიჭების ხმაზე ფანჯრიდან გადაყო თავი,
სამი ბიჭიდან მხოლოდ გუგა ეცნო და ბარემ ახარხარებულმა რომ დაუძახა სწრაფად მოტრიალდა გუგა და მასთან ერთად ბიჭებიც, გოგო რომ ნაზად და საყვარლად იცინოდა აციმციმებულმა ახედა გუგამ
- ვაქებ შენს ძალას ყმაწვილო,
ისევ გადაიკისკისა ისე შეყო თავი და გუგამაც სწრაფად მიიქცია ძმაკაცების ყურადღება
- საღოლ ,
მხარი მიკრა ერთმა და გუგამაც ღიმილით აიჩეჩა მხრები, ისე განაგრძნო სვლა და გზად ორჯერ გაიხედა ისევ უკან....
- უხხხ რამდენი ვიცინეეთ,
დიდი ხის ჯოხი მოურია უკვე ჩამოდგმულ ქვაბს, რომელშიც უკვე მზად მყოფი ტყემალი ესხა,
- ცოტა დაამატე კიდევ ქინძი,
მითითებაზე სხარტად ჩააყარა სალომემ ქვაბში გატარებული ქინძი და ნაზიმაც ისევ განაგრძო რევა, მზად მყოფი ჯერ სალომეს ჩამოუსხა ჭიქაში და მანაც იმდენი სვა მაგაზეც ეცინებოდათ, ,
- ესეც ახალი ტყემალიი დავტოვოთთ ამას ასპირინი და ხელახლაა დადუღებააც უნდა გენაცვალეე,
კმაყოფილმა გადაიტანა კონტეინერში ტყემალი, სალომემაც ხელახლა ჩამოისხმა ჭიქაში თან გაკრეჭილი უყურებდა ნაზის, ნაზიც სიცილს ვერ იკავებდა, საბოლოოდ კიდევ ერთხელ შემოდგეს ამჯერად მარტივად გაზზე და დაელოდნენ დადუღებას, ამ ერთი რამის კეთებას მთელი დღე მოუნდნენ და ამავდროულად ისე გაერთნენ და დაახლოვდნენ რომ თავისუფლადაც კი იყო სალომე, დადუღებული ბოთლებში გადაიტანეს და უკვე შესანახად გამზადებულები გაფუთნეს, ნაზიმ დალაგება დაიწყო სალომეც მიეხმარა და ბოლოს ისევ თავისი ტყემლით სავსე ჭიქით გაყვა ზალაში,
- უჰჰ კაი საქმე ვქენიით, მარა გამიმწვანდები შენ,
ახარხარდა და სალომეც გაეკრიჭა,
- ძაან მომწონს,
- ხვალ აღარაფერი გაქვთ გეგმაში?
- ხვაალ რამე გემრიელობები გავაკეთოთ და ის მივირთვათ
- დიდი სიამოვნებით
გაიკრიჭა და ჭიქა გამოცალა, უცებ გაიქცა სამზარეულოში გამორეცხა ადგილზე დააბრუნა ჭიქა
- აგრილდა გარეთ რომ გავიდე ხომ შეიძლება
- როგორ შეიძლება! საერთოდ მაგ კითხვას რომ მისვამ არ გრცხვენია?
კოპები შეკრა უცებ ქალმა და სალომესაც უცებ გაუკვირდა
- გადი ბებო როცა გინდა რა დროსაც გინდა მარა ფრთხილად იყავი,
- კაი გავემზადები მაშ და გავალ,
გაუღიმა და ოთახში მხიარულად შევიდა, საშუალოდ მოკლე კაბა ჩაიცვა ბრეტელებიანი თეთრი მაიკა და ტელეფონი მოიმარჯვა პატარა ჩანთა მოიკიდა სადაც საფულე ედო და ტელეფონსაც მოათავსებდა, ნაზის რომ უთხრა სახლი დატოვა და აუჩქარებლად ჩაყვა უბანს, მობირჟავე ბიჭებში ორი ნაცნობი ამოიცნო და ღიმილით ჩაუარა ბიჭებს,
- საით?
სწრაფად ჩამოუდგა ლევანი წინ და უკან-უკან სვლა დაიწყო,
- გასასეირნებლად გამოვედი,
პასუხი რეალური გასცა და ცალ მხარეს თმა ყურსუკან გადაიწია,
- შენნაირი ლამაზი გოგო მარტო არ უნდა დადიოდეს,
- თვლი რომ საშიშია?
კითხვა ღიმილით დაუსვა და ბიჭმაც ხელები გაშალა ნიშნად მიმოიხედეო ამ ნიშანში ბიჭები უთუოდ მოიაზრებოდნენ,
- გასაგებია ანუ სახიფათოები ხართ, არაუშავს თუ რამე შემიძლია თავის დაცვა,
მხრების აჩეჩვით თქვა და ჩანთანს ხელი მოკიდა ნიშნით რომ რაღაც ჰქონდა რეალურად კი საერთოდ არაფერი არ გააჩნდა თანხის და ტელეფონის გარდა,
ტელეფონი რომ აწკრიალდა სწრაფად ამოაცურა ჩანთიდან და სწრაფადვე უპასუხა
- ხო დემე?, აქვე ვარ მეც,
პასუხი გასცა და ლევანიმაც სწრაფადვე მოავლო ბოლოჯერ თვალი
- მიდი აღარ მოგაცდენ გნახავ მერე,
სალომემაც გაუღიმა და ლაპარაკი განაგრძო,
- ხო მშვიდობა? საშიშროებას ხომ არ გრძობ
სერიოზულად კითხა ტელეფონში მაშომ და უკვე მზად იყო ხალხის აწიოკებისთვის,
- არა რიგზეა ყველაფერი,
- სად ხარ?
ინტერესით დასვა კითხვა და დემეტრეს მოტანილი ჩიფსის ფირფიტა შეჭამა,
- ახლა გამოვედი გარეთ
- ანუ ნაცნობი იყო ხო?
- რავი წესით კი ლევანი ქვია
- ბოლქვაძე? აუ როგორ არ მევასება, ბაბნიკი ტიპია მაგარი ნახევარი ცხოვრება მეჩალიჩა ბოლოს შეყვარებულით რო გავიჩითე აღარ გამოჩენილა
აფხუკუნდა და თან რატის დახედა რომელსაც მის კალთაში ჩაედო თავი და მაშოს მიწოდებულ ჩიფსის ფირფიტას ჭამდა თან გოგონებს უსმენდა,
- ანუ საშიშია?
- საშიში არ ვიცი ჩემთან საშიში არ ყოფილა მარა ფრთხილად
- ის მეორე როა? გუგა?
- ეეეგ ვაიმეე მორცხვი როჟაა, მარა ტიპი ძაან მაგარი "ჩათლახია"
სიტყვაზე რატიმ დაუქაჩა თვალები ისიც გაეკრიჭა და პირზე ხელი ააფარა ისე თითქოს რამე უნდა ეთქვა,
- ტიპს ლოყაზე რო აკოცო გაგიბაზრებს მაგარი გემრიელი ტუჩები აქო ყველას ეცოდინება მარა ის არა ლოყაზე რო აკოცე, ზოგი რას ფიქრობს ზოგი რას, მაგატო დებილია
- შენ ნაკოცნი გაქ?
ჩურჩულით უთხრა რატიმ და მაშომაც ჭყანვით დახედა,
- ლოყაზე არა,
ცინიკურად უთხრა და რატიმაც გადატრიალებული თავით სწრაფად უკბინა ბარძაყზე,
- ცხოველო,
ჩურჩულით უთხრა და სალომესაც თვალები გაუფართოვდა
- რაიო?
- შენთვის არ მითქვამს
გაეცინა მაშოს და ჭამა განაგრძო,
- სად მიდიხარ?
- დაბლა ჩავალ რავი, გავისეირნებ გამოვისეირნებ,
მაშოსაც მეტი რა უნდოდა მათი საყვარელი, კაფე მიასწავლა და ზეპირად აუხსნა ყველა ადგილი სად თუ რა იყო,
- არქი აწერია ერთს ცისფრად შორს არი მარა ისეც დაინახავ
- ხო უკვე ჩანს,
- აი მანდ ჩასახვევიაა მერე მყუდრო ადგილი იწყება და მანდ არი ბარიი მარა მანდ ისეთებიი მიდიის შენაირ გოგოს მანდ არ ეკადრება, ბიჭები მიდიან ხოლმე დასალევად მარა მერე უეჭველი ვიღაც კახპა უნდა გაიჩითოსსს და რეები აღარ ხდება მაგიტო მანდვეე მესამე სართულზე პატარა ოთახებია მარტო საძინებლით თან შიგნით რო შეხვალ ხმა არ ისმისს არაფრისს და დახმარება რო გინდოდეს ან რამე ვერ გააგებინებ ვერავის
- რა გამოცდილივით საუბრობ გოგო
სიცილი ვერ შეიკავა სალომემ და რატიმაც ანიშნა ეგ კითხვა უნდა დამესვა ახლაო,
- ეეე მე ისე მაფრთხილებდნენ ყველაფერი ვიცი,
- ძმა არი რა
ამოილაპარაკა რატიმ თავისთვის და მაშოს მუცლისკენ გადატრიალდა, მის წელს დაუწყო თამაში და მაშოც ლაპარაკში გართულს სიამოვნებდა რატის შეხებები,
- ააა ხედავ შენნ,
ამოილაპარაკა ღიმილით და მაშოს აღწერილი კაფის დანახვისას იცნო ის ადგილი,
- ვნახე, აგერ,
ბარემ გააგებინა და მაშომაც გაიცინა
- ხოდა მიდი ჩაუჯექი კაი რამეებია მანდ დააგემოვნე
- არაა ნაყინი უნდა შევჭამო მარტო, ხვალ მე და ბებიამ უნდა გავაკეთოთ ქართული რამე რუმეები დაა უნდა გავსკდეე დღესს ტყემალი გავაკეთეთ აუ რამდენი ვიცინეთ ქვაბი ვერ დავძარით გამოვიძახეთ ბიჭები წეღან რო გითხარი მაგედან ვიცი ჯერ ის გუგაა მოვიდა, აწია მარა ვერ შემოდგა რაა და მერე მაგ ძმაკაცს დაუძახა მერე შემოდგეს ხოდა ბოლოს აღმოვაჩინეთ რო ჯონჯოლის ქვა ედო შიდდ,
მოყოლის დროს ისევ ეცინებოდა სალომეს და თან გზაზე ყურადღებით დაიწყო გადასვლა მწვანედ ანთების შემდეგ,
- აუ გენაცვალეთ რაკარგად შეეწყვეთ თქვენნ
- აიიი მართლაა რამაგარი იყოო ძაან გავერთე,
- ძაან კარგიი ხვალაც გაერთობი და ზეგაც მიდი შედი აღარ მოგაცდენ და ბებია მომიკითხე მერე
გაიცინა მაშომ და თან უხაროდა მარტივად რომ შეეჩვია სალომე,
- კაი მოგწერ მერე,
- კაიიი
სიტყვა გაწელა და თავადვე გათიშა
- აი მესმის შეწყობა,
გაიცინა და ტელეფონი წვენის ბოთლს მიაყრდნო კამერა ჩართო და წინ გადაიწია, ეზოში მაგიდასთან მჯდომ სკამეიკაზე იჯდა მაშო რატიც სკამეიკაზე გადაწოლილიყო და მაშოს კალთაში ჩაედო თავი,
- მაცადე ბიჭო ფოტო უნდა გადავიღო,
- და ვიდეო ჩართე?
ქვევიდან ღიმილით ამოხედა რატიმ ვიდეოს დაწყების ხმის გაგების შემდეგ და მაშომაც ბუზღუნით დახედა,
- შენ ჩამართვევინე, არ ისვენებ
- ამან რომ მე არ გადმომაბროს არ შეიძლება,
სწრაფად წამოიწია და მაშოს გვერდით დაჯდა, ვიდეოში გამოჩენილი საკუთარი თავი შეათვალიერა და კმაყოფილი მიეყრდნო საყრდენს
- აუ რა გყავარრ,
ხელი გადახვია მაშოს და თან ღიმილით დახედა,
- ნუ იტყვი ჩემო ქმარო ღამეშიც კი ანათებ
ცინიკური ღიმილით ახედა და რატიც მის სახეს დაყურებდა თან მზერა ტუჩებზე გადაჰქონდა,
- მაშა, მოგხვდება,
წელზე ხელი მოუჭირა და მაშოც მის ჯინაზე არ აშორებდა თვალს,
- კაი ვსო გვიღებენ და ხო იცი რომ კარგად უნდა მოვიქცეთ,
გასწორდა მაშო თუ არა უცებ შეიცხადა რატიმ
- ჰიიი ხო მაშო, გვიღებენ,
სწრაფად ჩაავლო ნიკაპში ხელი თავი მაღლა ააწევინა და უცებ წვდა ბაგეებზე მეორე ხელით კისერი გაუკავა და მაშოც ღიმილით ურტყავდა ხელს ხელზე,
- აუუუ....რაატი,
ბუზღუნით ძლივს მოიშორა და რატიმაც კრეჭვით და კმაყოფილმა გახედა კამერას,
- სხვა დროს იყოს ნამდვილი კოცნა ამას რომ დავიყოლიებ,
- ვიდეოში კიი აუცილებლად
წაეცინიზმა ისევ და კამერას გადაწვდა უცებ დაიჭირა მისი ხელი რატიმ და მაშოც რომ მიხვდა კიდევ რას აპირებდა სრაფად წამოხტა
- სად გარბიხარ?
გაეღიმა და ისიც წამოდგა სკამეიკას მოუარა და მაშოც რომ გაიქცა სულ წამში ააფრიალა ჰაერში, მაშომაც სიცილითვე შეკივლა და რატის მკლავებში მოთავსებულმა მოხვია კისერზე ხელები,
- დამსვი,
- თუ აპირებ ჩემი სურვილი დააკმაყოფილო კიბატონო,
- არა დამსვიი,
- გირჩევნია პირდაპირი რეისით საწოლში ლამაზო?
- ბევრი მოგდის დღეეს,
- ნარკოტიკი ან სიგარეტი გაგისინჯავს? ერთს რომ მიიღებ მერე მეტი გინდა,
- მერე მე ნარკოტიკი არ ვარ,
- მართალია უარესი ხარ!, თავს დავდებ გრძნობისთვის შევეხო სხეულს რომლის სულიც მიყვარს,
სერიოზული ხმა ვერ შეცვალა ისე დასვა მაშო, მაგრამ თან ხელი არ გაუშვია, თვალებში ჩახედა თან მისი სახე ხელებში მოიქცია, ნაზად უსვამდა თითს ლოყებზე და ამავდროულად ისევ ჯიუტად ელოდებოდა მაშოს ქცევას,
- გამიშვი,
- არა მანამ ჩემი სურვილი არ დაკმაყოფილდება,
- გეყოფაა!
- გელოდები! ვერ იტყვი რომ უკვე გაწაფული არ ხარ,
ცინიკურად გადახარა თავი და მაშომაც კამერას გახედა,
- არ ჩანხარ თუ მაგაზე ღელავ,
ისე უთხრა არც კი გაუხედავს კამერისკენ, მაშოც სიჯიუტის გამო კოპებ შეკრული უყურებდა რატის და რატიც თვალებ დაუხამხაბებლად დაჟინებით უყურებდა ცოლდ, მაშოს მზერაზე ხელები უშვა და კიდევ დაიწია მაშოსკენ რომ თავადაც არ გამოჩენილიყო ტელეფონში მაშო უკან არ დაწეულა, თავი გვერდზე გადახარა და ჯერ მხრებზე შემოაწყო ხელები მერე სიტყვებთან ერთად მოიქცია მისი სახე თითებში, ხან ერთ თვალში ჩახედავდა ხან მეორეში,
- მიყვს შენი ჯინიანობაც კი, ალბათ არც კი შემიყვარდებოდი შენ რომ ჩემ სიტყვებზე მობზრიალე ყოფილიყავი ოდესმე,
რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა და დაბალ საფეხურიან კიბეზე შემოსვა მართალია ვერ გაუთანაბრდა მაშო, თუმცა რატის ბაგეებს მარტივად მიწვდებოდა,
- ისევ გელოდები,
მაშოს ტუჩებს დახედა, ენა მოისვა ტუჩებზე და მაშოც მისკენ ღიმილით წაიწია ნელა შეეხო რატის ცხელ ტუჩებს და გულიც ისე უცემდა თითქოს პირველად შეეხოო მის ტუჩებს, სირცხვილისგან აწითლდა კიდეც თუმცა არ შეუმჩნევია თვალებ მინაბული უფრო მგრძნობიარედ შეეხო ტუჩებზე და მალევე გაჩერდა არ მოშორებია ტუჩები სულ ოდნავ მოაშორა თვალების გახელაც ვერ შეძლო ღრმად დაიწყო სუნთქვა უბრალოდ ეს გამოწვეული ღელვისგან და იმ ათასი გრძნობისგან იყო, რომელსაც ჯერ ისევ ვერ შეჩვეოდა,
- ცოტა წახალისება გჭირდება?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მის ტუჩებთანვე და სწრაფად დაწვდა ,
უარესად აუჭრელდა მაშოს მუცელი და გასველებულ ტუჩებზე ენა მოისვა,
- ჰო?
კიდევ ერთხელ დააყოლა და მაშო წელზე მოკიდებული ხელებით რომ სხეულზეც აიკრო გახშირებულად მიწვდა მის ტუჩებს, სუნთქვის ამოწურვამდე ეცადა დაკმაყოფილებას ტკბილი ტუჩებით და ერთდროულად ღრმად სუნთქვით მოწყდნენ ერთმანეთს ტუჩები გაილოკა რატიმ და ღიმილით ჩამოსვა მაშო დაბლა, უხმოდ ახედა მაშომ უცოდველი მზერით და რატიმაც ღიმილით მიაკრო ტუჩები შუბლზე, წყნარად მიეხუტა მაშო და წელზეც საყვარლად მოხვია ხელები,
- გეძინება ჩემო პატარა?
თბილად მოხვია მანაც ხელები და მაშოს რომ პასუხად "მჰმ" ამოაყოლა მანაც უცებ ააფრიალა ხელში მაგიდისკენ წავიდა მაშომაც უცებ გადაყო ხელი და მაგიდაზე დადებული ნივთები ტელეფონის ჩათვლით ხელში მოითავსა და რატიც მისიანად შევიდა სახლში კარები ისევ მაშომ გადაკეტა სამზარეულოში შევიდა და მაშინ მიარტყა ხელი სიცილით რატის დამსვიო,
- ოო აჰა და მოისვენე, ავდივარ რო ამოხვალ დაწექი და მოვალ მეც,
- მაღლა არ ადიხარ?
გაკვირვებულმა იკითხა ისე გაუსვა ხაზი რომ მერე მოვალო
- კაბინეტში უნდა გავიდე,
თვალი ჩაუკრა და სწრაფად გავიდა სამზარეულოდან მაშომ ბარემ ბოლომდე გამოცალა გახსნილი ჩიფსის პარკი და მაღლა აუჩქარებლად ასული აბაზანაშიც მოწესრიგდა, ოთახში თავის მოკლე საღამურებში გამოეწყო და ბალიშ წამოწეული დაწვა, ტელეფონი მოიმარჯვა თუ არა ვიდეოს ყურება ინტერესით დაიწყო, გადახვევით უყურა და ბოლოს მართლაც რომ არ დახვდა მართლა არცერთი არ ჩანდა, რატის დაბალი ხმა ისმოდა თუმცა ისიც კი არ ირკვეოდა რა თქვა დახშული ბოხი ბარიტონით, თითქოს გულიც კი დაწყდა, თუმცა ვიდეო არ წაუშლია, საყვარელი ვიდეოების სიას მიაწერა და ტელეფონი გადადებული არ ქონდა სწრაფად დაიწკრიალა მესენჯერის ხმამ, თუმცა რატი რომ შემოვიდა წელს ზემოთ შიშველი აღარ აუღია ტელეფონი და რატიმაც შუქი რომ ჩააქრო მერეც ღამის სანათის შუქზე გაბრწყინდა რატის კმაყოფილი სახე,
- რაიყო?
- არ იძინებ?
- კი,
- მესიჯი მოგივიდა?
- კი რაიცი შენ
- ნახე,
- ვნახო?
- ხოო მაშო ნახე
გაიცინა და თან საწოლში შეწვა, მაშოც გაკვირვრბული გადაწვდა ტელეფონს და რატის მესიჯად გამოგზავნილი ფაილის ვიდეო გახსნა,
- არაააა როგორ ვერ გიტააან,
ამოიკნავლა მაშომ როცა გაახსენდა რომ რატის ეზოში კამერა დაყენებული ჰქონდა და საკუთარ საქციელზე უცებ დაიძაბა რომ აკოცა ტელეფონი უცებ გამორთო და გვერდზე გადადო
- მე არ ვუყურებ 18+-ს
თქვა თუ არა მისკენ გადაბრუნდა წარბებ შეკრული და რატის ვნებიანი კოცნის გახსენებისას სასიამოვნოდ გააცია,
- მე მომეწონა,
ასევე მისკენ გადატრიალებულმა ჩახედა თვალებში და წელზე დაადო ხელი
- დებილი ხარ,
სწრაფად უთხრა და რატიმაც 'კაიო' დააყოლა ხელი მოაშორა უკან დაიწია და მისგან გადატრიალდა, ზურგი შეაქცია მაშოს და მანაც უცებ წამოყო თავი, შემდეგ ტუჩებ გამოწეულმა უკმაყოფილოდ დააბრუნა თავი ბალიშზე და რატის ზურგს მიაშტერდა, ლოდინის მერე არადა არ გადმოტრიალდა წამით ეგონა რომ ჩაეძინა კიდეც და ღრმად ამოიხვნეშა, მაშინ წამოყო პატარაზე რატიმ თავი, თუმცა სწრაფადვე დააბრუნა და მაშოსაც გაეღიმა, კიდევ რომ არ გადმოტრიალებულა ფრჩხილები ჩააჭირა ზურგზე და რატიც სწრაფად დაწვა ზურგზე მაშომ ისევ კოპებ შეკრულმა შეხედა მის საქციელს და კიდევ ორი წუთი მისცა იმისთვის რომ მაშოსკენ გადაბრუნებულიყო, გაჯიუტებული იყო ორივე, თავად წამოიწია მაშო და სწრაფად შეუძვრა მკლავში მისკენ მიწეულმა მკერდზე დაადო თავი და ხელებიც მოხვია მაშინ დახუჭა თვალები და უცებ ისევ გაახილა რატის ხელებს რომ არ გრძნობდა, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ღრმად ამოისუნთქა რატიმ ისე მოხვია ძლიერად ხელები და გვერდულად დაწოლილმა მაშოს კომფორტზეც იზრუნა,
- დებილი შენ ხარ,
დაბალხმაზე დააყოლა და მოხრილი ფეხი მაშოს ფეხებში გახლართა მსგავსად დაწვა მაშოც და გატრუნულმა დაიწყო თითების წვალება რატის ზურგზე .....
..
' აკრძალულ ადგილას' იჯდა სალომე ყურებში დინამიკებიდან მაღალ ხმაზე 'მოღრიალე' ხმა ჩაჰკიოდა და ისიც ბართან მჯდომი სინჯავდა განსხვავებულ კოქტეილს, იმის მიუხედავად რომ მაშომ ყველაფერი უთხრა სურვილმა სძლია და გართობის მოყვარულმა მსგავსი შანსიც არ გაუშვა ხელიდან, მუსიკას მჯომარე ყვებოდა და ხანდახან თუ გახედავდა მის გასწვრივ შორს მჯდომ მომხიბვლელ მამაკაცს, რომელიც ხშირად ისვამდა ახალ წამოსულ წვერზე ხელს, თითქოს მისი მიმართულების შეცვლას შეძლებდა და ამავდროულად იმდენად უხდებოდა, ნებისმიერს დააჯერებდა ერთი ნახვით სიყვარულზე, ხალხისკენ მოტრიალებულს უკვე გოგონების ყურადღების ცენტრში მოექცია თავი და ერთის წელი ეკავა ხელში მეორესთვის კი მხარი ჩამოედო, რა თქმა უნდა გოგონები არ აძლევდნენ მოსვენებას ცხადი იყო, მისი უკმაყოფილო სახის 'სუნი' ყველგან, იგრძნობოდა სალომეს გაეცინა და ისევ ბარმენს გახედა,
- მარტო ხარ?
ყურთან ჩაძახა უცნობმა მამაკაცმა და მალვე გვერდზე მიუჯდა,
- ამ წუთში კი და ზოგადად არა
წყნარად გასცა პასუხი და წამით ისევ გახედა მის მომხიბვლელ 'კოვბოის'
რომელიც უკვე ვიღაცის ტუჩებს დამწვდარი ვნებიან ფიქრებშიც გადასულიყო, სწრაფად აარიდა თვალი და მზერა მოსაუბრე კაცისკენ ინაცვლა, წყნარად მოსვა ჭიქიდან სითხე ფიქრებში გართული წესიერად არც კი უსმენდა,
- რა გქვია?
ღიმილით შეათვალიერა გოგო და კმაყოფილმა მოსვა სასმელი, ისედაც სასმლით გაბრუებულს დალევის კიდევ დიდი სურვილი ჰქონდა,
- არ მითქვამს რომ თანახმა ვარ გაცნობაზე,
- გაცნობა არც შემომითავაზებია,
ჩაიცინა მამაკაცმა და მისკენ ახლოს მიიწია, მუსიკაზე გეგმები იცვალა და წამომდგარმა სალომეც უხეშად წამოაყენა
- რა თავხედობაა,
- ცოტა გართობა ლამაზო
დატრილებული გასწორდა თუ არა ძლიერად კრა მამაკაცს ხელი და ისიც უკან გადავარდა ნასვამმა თავის გამაგრება ვერ შეძლო და ძლიერად დაეჯახა მოცეკვავეებს, სალომეს თვალებშიც მხოლოდ გადავარდნილი მამაკაცი იყო, რომელიც თვალებით ნაპერწკლებს ყრიდა და ამავდროულად ისიც მსგავსად შურისმაძიებელი მზერით უყურებდა დაძაბულ ქალს, წამოიწია თუ არა მკერდზე მიჭერილ ხელს კოპებშეკრულმა დახედა და შემდეგ ახედა ბოროტი მზერით ხელის პატრონს სალომესთვის ნაცნობ კოვბოი თეოდორეს,
- შენი მხრიდან ტეხავს,
მის გასაგონად უთხრა სერიოზული ხმით უმისამართოდ მაყურებელმა და შემდეგ შეხედა ჯერ ისევ დაჭიმული ყბით მამაკაცს, არაფერი უთქვამს, მხრების აქნევით მოიშორა თეოდორეს ხელი და გვერდი ჩაუარა, გულ აჩქარებული უყურებდა სალომეც და უცნობი რომ წავიდა ერთხელ მოავლო თეოდორეს თვალი და ადგილს დაუბრუნდა, წყნარად განაგრძო სმა და სურვილი უკან გახედვის ძალიან ბევრს აკლებდა, რადგან იქ მისი "არაჩვეულებრივი ბიჭუნა" იდგა, ძალიან მალე სურვილი დაეხშო და თავად თეოდორე ჩამოჯდა მის გვერდით მისკენ არ გაუხედავს სასმელი ითხოვა და დაელოდა ბარმენის ყურებაშივე,
- არ გეჩვენება, რომ საშენო ადგილი არ არის?
კითხვაზე ყურები დაცქვიტა სალომემ და გაკვირვებულმა შეხედა ხომ მე მეკითხებაო, მამაკაციც მიხვდა პასუხი რომ დიდხანს არ დაუბრუნდა და მას შეხედა ნიშნად რომ პასუხს ელოდებოდა
- მე რომ გადავწყვიტო სად ვიყო და სად არა ხომ შეიძლება,
ირონიულად გასცა პასუხი და თეოდორემაც სავსე ჭიქას დაავლი ხელი
- კიბატონო, უბრალოდ პრობლემას ნუ ქმნი მაშინ როცა არასწორ ადგილს ირჩევ,
გასვლისთანავე მოასწრო სათქმლელის ბოლომდე თქმა და ხალხში ისე აირია წყნარი ნაბიჯებით რომ მალე საერთოდ აღარ ჩანდა, სალომესაც მაშინვე მის ბოლო სიტყვებმა დაუწყო ტრიალი და მაშინ შეამჩნია რომ როცა თეოდორე მასთან ახლოს იყო ზედმეტად ნერვიულობდა, ზედმეტად არ დამთვრალა, თუმცა ნასვამზე კარგად გაერთო კიდეც, ბიჭთან მოცეკვავე რამდენჯელმე წააწყდა 'მის არაჩვეულებრივი ბიჭუნას' მზერას და ისევ ღელვამ შებოჭა მისი სხეული, დიდხანს აღარ გაჩერებულა წამოსვლა ამჯობინა და შუა ღამეს წამოვიდა, დაცარიელებულ ქუჩაში აუჩქარებლად მიდიოდა და იშვიათად გააყოლებდა ხოლმე თვალს გზაზე რამდენიმე ავტომობილს, სახლში ჩქარა ავიდა განზრახ დატოვებულ ღია კარებში ჩუმად შევიდა დაღლილობა მაშინ იგრძნო და დიდხანს აღარ გაუწელავს მალევე ტკბილად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში....
.
მიუხედავად იმისა რომ სამი საათი იყო მოლოდინისგან ძილის სურვილსაც ვეღარ გრძნობდა საწოლზე იჯდა და ხასიათიც კი გაფუჭებოდა, დაგრუზული სქროლავდა უაზროდ facebook-ს და პოსტს წესიერადაც არ მოავლებდა თვალს და როცა საიტზე აჩვენებდა იმ კონკრეტულ ადამიანს ვისაც ელოდა ამდენი ხანი აცოფებდა, ბოლოს ტელეფონი გვერდზე დაიდო სიტყვებით და კომფორტულად დაწვა
- აი დარდი მოწერა რომ სდომოდა მომწერდა...
ამ დროს მოსული დემეტრე კი ლოგიკურად აზროვნებდა და რადგან გვიანი იყო ყველაფრისგან თავი შეიკავა ერთხელ გადაავლო ჩათს თვალი და საბოლოოდ მიაგდო ტელეფონი, ეს ყველაზე სწრაფი და შორეული მიკედლებაა ურთიერთობაში, როდესაც მისი ხმა სიცილი ტონი და მიმართვა მოგწონს, როცა ლაპარაკის დროს მისი მიმიმართვა და ბარიტონი შეგიყვარდა, ალბათ მარტივი მისახვედრიც კია.......

ისევ ტკბილად დაიწყო დღე პატარა ოჯახში, თუმცა საქმისა და სამსახურის გამო დროებით ერთმანეთის დატოვებაც მოუწიათ, ამდენი გაცდენების შემდეგ, მთელი ენერგია მიუძღვნა მაშომ კაბას, რომლის კერვაც პირველად დაიწყო, შესვენებების გარეშე მუშაობდა და პირველ დღეს დაწყებული საღამოს დაასრულა, შედევრი იყო, თავად მკერავიც კმაყოფილი იყო, როგორც გამოგონებით ასევე შეკერვით, მართალია ზედმეტად ბევრი ენერგია დახარჯა, მაგრამ შეძლო ჯამში საკუთარი ნაშრომით დაეკმაყოფილებინა თავი, გარკვეული დრო გამონახა იმისთვის, რომ ნენე გაეხარებინა და მასთან დატვირთული ავიდა, ქალს დაღლილი, გაფითრებული სახე გადაკვროდა, ნაწამებს ჰგავდა, დაღლილი იყო უაზროდ წოლითა და ექიმების მკაცრი ყარაულობით, მაშოც ეცადა სტიმული მიეცა, ეცადა უფრო გაემარტივებინა ნენესთვის ერთფეროვანი დღე იმის ფიქრით, რომ სულ მალე სახლში დაბრუნდებოდა, დარიოს მესიჯზე, რომ სამსახურის წინ ელოდებოდა ნენეს დაემშვიდობა და დარიოს თავისი ადგილსამყოფელის სწორი მისამართი მიწერა, დიდი დაშორება, რადგან არ იყო ჩასვლის დროს უკვე საავადმყოფოს წინ ელოდა მანქანიდან გადმოსული მამაკაცი, რომელიც ჩვეულად კლასიკურ სტილში არ გამოწყობილიყო და საკუთარი თავისთვის ახალი სტილი შეეფერებინა, შორიდანვე შეათვალიერა მაშომ და ღიმილით ჩამოუდგა წინ
- რა ხდება?
სიტყვებშივე ჩამოართვა ღიმილით ხელი და ჩანთა შეისწორა ისე მოავლო მანქანის უკანა სალონს დაბურული ფანჯრებიდან თვალი,
- რატისთან წაგიყვანო არ გინდა?
- თავად არ მოდის?
წარბები შეხარა და კიდევ ერთხელ გაექცა თვალები მანქანის დაბურული შუშისკენ, თითქოს უკან ვიღაც იჯდა და ხედავდა კიდეც,
- ჯერ არა, მითხრა რომ წამეყვანე,
გაუღიმა და კარები ჯელტმენურად გამოუღო, მაშინვე ნიკოლეტას შეანათა მაშომ თვალები, რომელიც უცნაური მზერით უყურებდა მაშოს და როცა მათი თვალები ერთმანეთს წააწყდა მაშინ გაუღიმა მაშოს
- მოდი გოგო დაჯე,
დააყოლა და გვერდით ხელი დაატყაპუნა ნიშნად რომ მაშო დამჯდარიყო, ღიმილით შეხედა ისევ მაშომ დარიოს და მანქანაში დაჯდა, ნაზად მიუკეტა დარიომ კარები მალევე მძღოლის ადგილი დაიკავა და წყნარად დაძრა მანქანა,
- ჩვენ კლუბში მივდივართ ხო იცი?
- არ ვიცოდი
მხრები აიჩეჩა ისე გახედა ნიკოლეტას და უხერხულად შეიშმუშნა, ცივ მზერას გრძნობდა გვერდზე მჯდომისგან და აღიზიანებდა კიდეც, რადგან ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა ან საერთოდ როდიდან გახდა მსგავსი გამოხედვის ნიკოლეტა
- რატიც იქ არის?
- კი რაღაც საქმე ქონდა და...
ღიმილით გასცა პასუხი დარიომ და თან სარკიდან მოავლო მაშოს თვალი,
- მაფიასთან დაკავშირებით შეხვდა ერთ კაცს, იარაღების ახალი ყუთი მოიტანა,
უკეთ გაარკვია ნიკოლეტამ და დარიომაც უხეშად ეცადა გაეჩუმებინა ნიკოლეტა, თუმცა სათქმელი ბოლომდე თქვა და შემდეგ აიფარა ტუჩებზე ხელი,
- მაპატიეთ,
დარიოს გასაგონად თქვა, კმაყოფილი დარჩა მაშოს რომ გააგებინა მიზეზი, მკაცრად გადაწყვეტილი ჰქონდა რატის წარსული რომ ყველანაირად ჩაეშვა, იცოდა რომ სულ რამდენიმე თვე იყო რატი ცდილობდა ყოველგვარი სისხლისმღვრელი თავგადასავლებისთვის აერიდებინა თავი, თუმცა ამის ხაზგასმას არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა რატის მთავარი დაუძინებელი მტერი ყველაფერს აკეთებდა რატის გამოსაწვევად, ძალ-ღონეს არ იშურებდა მიუხედავად წარუმატებლობისა, იმედს მაინც იტოვებდა, რომ ამდენი თავშეკავება საბოლოოდ ამოუვიდოდა ყელში,
- შეიძლება უკეთ გავერკვე?
დაბალხმაზე გადახედა ნიკოლეტას და უკან საზურგეს მიეყრდნო,
- რა თქმა უნდა,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მაშოს მიბაძა
- ახლა დრო არ არის და საერთოდ გასარკვევიც კი არაფერია, უბრალოდ საქართველოდან ჩამოგვივიდა ახალი წარმოებული იარაღი და შესამოწმებლად მოგვიტანეს, ამაში გასაკვირი არც არაფერია, ვიცი რომ რატის და მისი პარტიორის-ვაჟას ქარხანა იცი,
სწრაფად განმარტა დარიომ, ეცადა ყველაფრისთვის ისე მოეყარა თავი, რომ ზედმეტი კითხვა არ დაესვა მაშოს და არ ჩაჭრილიყო, ყველანაირად ეცადა აერიდებინა ფიქრები წარსულთან დამაკავშირებელი ისტორიის მოსაყოლად, უხმოდ ჩაფიქრდა მაშო და ფანჯრისკენ შეტრიალებულ ნიკოლეტას ჩაფიქრებულმა გადახედა, დაბნეულობისგან ღრმად ამოისუნთქა და თავის გაქნევასთან ერთად მოისვა ქვედატუჩზე ენა.....
- დაბლა არ იქნება,
ნიკოლეტას დაუბრიალა თვალები დარიომ და მაშოზე ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა,
- მაშო წამოდი მე ვიცი,
თავად ჩაკიდა ხელი წასულს ნიკოლეტა რომ გაჰყვა სწრაფად შეუტრიალდა,
- აქ დარჩი!
მკაცრად გამოუცრა ქალს, გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუწია და ბრაზისგან ადუღებულ ნიკოლეტას მოშორდა...
წვრილ წითელ ხალიჩიან კიბეს რომ აუყვნენ სიმღერის ხმაც ნელა მიდუმდა ერთი კარები იყო მხოლოდ,
- მაშო მანდ შედი, მანდ იქნება,
მიასწავლა და თავად სწრაფად ჩაირბინა კიბეები, დაბნეული უყურებდა მაშო ცარიელ კიბეებს და რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ პატარაზე შეაღო კარი, უცებ ჩასაფრებულივით ყელში ძლიერად ჩავლებულ ხელზე, ხელის მოკიდებაც ვერ მოასწრო ისე გაიღო ფართოდ კარი და წამში კედელზე აკრობილს აეკრო რატი, მაშოს რომ დახედა შეშფოთებულმა უმალ უშვა ხელი და ღრმად სუნთქვით ხან ერთ ხან მეორე თვალში დაბნეულმა ჩახედა
- მაშო?
გაკვირვებულმა თავგადახრით დასვა კითხვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მაშო ჯერ ისევ ყელს ისრესდა და შიშისგან აჩქარებული პულსითა და წამიერი ჰაერის შეკავების გამო ღრმად სუნთქავდა და ჯერ ისევ ძლიერად ჩავლებული თითების გრძნობის გასაქრობად ისვამდა ხელებს ყელზე, გონზე რომ მოეგო ფრთხილად შეეხო რატი და მაშომაც გაოგნებულმა ახედა,
- მაპატიე რა, შენ არ გელოდებოდი,
დაბალხმაზე ამოთქვა და სინანულის მზერით ააქნია თავი, ნერვიულობის ფერი ისევ გადაკვროდა, დაბნეულობისგან ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო,
- რა ხდება? ვინ იმსახურებდა ამ ყველაფერს?
რატის თითები რომ იგრძნო ყელზე ხელები ჩამოუშვა და ჯერ ისევ შიშის თვალები შეანათა რატის,
- უკვე იმდენჯელ შემოვიდა ტვინი წაიღო და სხვანაირად მიდგომას ვაპირებდი,
პასუხი გასცა და დახრილმა ჩაწითლებულ ყელს, წარბებ შეხრილმა სინანულის მზერა შეანათა
- კარგად ხარ?
კითხვა დაუსვა და ცალი ხელით მისი სახე მოიქცია ხელში,
- კი კარგად ვარ,
მცირედ გაუღიმა და მის ხელს ხელი ნაზად შეახო,
- აქ რა გინდა?
გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა და მაშომაც გაკვირვებისგან 'აწკიპა' წარბები,
- დარიოს შენ არ უთხარი რომ მოვეყვანე?
ბოლოს ცინიკურად ჩაიღიმა ეჭვებით, რომ დარიომ მოატყუა და ბრაზიც უცებ მოაწვა,
- არა, მარა რატომაც არა,
გაუღიმა და შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები, მაშოსაც სასიამოვნოდ დაუარა სხეულში თბილმა გრძნობამ და წამით თვალებ მინაბულმა უკეთ შეიგრძნო ცხელი ტუჩები,
- გავიგოთ ეგეც, მართლა კარგად ხარ?
- მართლა კარგად ვარ უბრალოდ შენი საქციელი მოულოდნელი იყო,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა
- კაიიი? ყველასთან ისეთი არ გეგონო როგორიც შენთან ვარ,
ჩაეცინა რატისაც და კიდევ ერთხელ მოუსვა ფრთხილად ყელზე თითები,
- ოჰ
მოშორდა შეცხადებით და წინ რომ წავიდა, რატიც ფეხებიდან აუყვა მზერით მაშოს სხეულს, მაშოც ინტერესით ათვალიერებდა დიდ "გარაჟს" სადაც ათასი ნივთი ელაგა, დიდ რკინისგან აწყობილ კარადას რომ გასცდა, თვალები გაუფართოვდა და მისმა პულსმაც უცებ მოიმატა, სახე კმაყოფილებისგან შეეცვალა და ემოციებისგან იკბინა ქვედა ტუჩზე,
- ჯანდაბაა, აი ეს მესმიის,
სიტყვები ხმამაღლა გაწელა და რატის გახედა რომელსაც ახლა შეამჩნია დიდი ზომის მუქი ლურჯი კრასკისგან დასვრილი შარვალი რომ ეცვა და გრძელ ხელთათმანს მეორე ხელიდანაც რომ იშორებდა,
- გიხდება,
სწრაფად შეაქო ისევ მანქანას გახედა, ჩანთა უმისამართოდ მოისროლა და მანქნას კრუგი თვალიერებით დაარტყა,
- ყოველთვის მომწონდა შენი გემოვნება,
კმაყოფილი მიუახლოვდა მანქანის წინ მდგომ მომღიმარს და ხელები კისერზე მოხვია,
- ანუ მოგეწონა?
კმაყოფილმა დახედა მაშოს და მაშომაც ხელები დანებების ნიშნად ჰაერში აწია, ზურგი აქცია რატის და მანქანის 'კაპოტი' ინტერესით აწია, მბზინავი ძრავის ნახვისას, უკან უძალოდ გადაეშვა და რატიმაც სიცილით დაიკავა, მანქანის ძრავის ხილვისგან ვითომ გულწასული
- აუ რამაგარია, დაასრულე?
სწრაფად შეუტრიალდა ისევ და რატიმაც ინტერესით ჩახედა ძრავს,
- აქ ყველაფერი მზადაა, უკანა ფარები აქვს გამოსაცვლელი,
თქვა და მაშოც რომ მოუტრიალდა წყნარად დააფარა ისევ კაპოტი თან მაშოს ინტერესიან თვალებს შეხედა
- ნიკოლეტა რომ არა ესეც არ მეცოდინებოდა რისთვის გჭირდებოდა ამის აწყობა ხომ ასეა,
ცალი წარბის აწევით შეხედა და რატიმაც ჩაცინებით ჩახარა თავი,
- მისმინეე,
- გისმენ,
თავის დაქნევით გადახლართა მაშომ მკლავები ერთმანეთში და პასუხს მოთმინებით დაელოდა, რატიც ნერვიულად ისველებდა ტუჩებს ისე იღიმოდა,
- ის საქმეები რაც მინდა რომ წარსულს მივაწერო, ვცდილობ რბოლის მეშვეობით ჩამოვიტოვო უკან, ვიცი ამას ახლა ვერ გაიგებ, ვერც ვხვდები როგორ აგიხსნა ყველაფერი, შენი რეაქციის მეშინია მაშო, ვიცი რომ წახვალ, ვიცი რომ ჩემი შეგეშინდება,
თავ ჩახრით თქვა და სიტყვის ბოლოს ისევ ნერვიულად გაისველა ბაგეები,
- მაშინებ,
გაიცინა მაშომ და ისევ მოხვია კისერზე ხელები,
- მეც მეშინია,
მანაც გაუცინა ახლოს მყოფს, სწრაფად ჩაავლო საჯდომზე ხელი და მანქანის კაპოტზე შემოსვა,
- რაშვები, ნუ მარცხვენ მანქანასთან,
უცებ შეიცხადა და თითებით მანქანას დაეყრდნო,
- მერწმუნე ახლა ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს
კმაყოფილი ჩადგა მაშოს ფეხებს შორის და ნაზად წაეტანა ბაგეებზე, ქალსაც მაშინვე სასიამოვნოდ გააცია და სასიამოვნო გრძნობებს ვერ მიჩვეული მთელ ფლორასა და ფაუნას გრძნობდა სხეულში,
- გეყოფა ახლა!
მკაცრად მოშორდა და მანქანიდან ჩამოხტა, სიმორცხვე არ შეიმჩნია როგორც ყოველთვის და წინ წავიდა
- როდის წავალთ? ფეხები მატკინა მაღლებმა,
ფეხები ბავშვივით ააბაკუნა და წამით გახედა რატის, რომელმაც სწრაფად გაიძრო შარვალზე ამოცმული დიდი შარვალი და სწრაფად მაშოს მივარდნილმა უცებ ააფრიალა ხელში,
- ცოტა დავასვენოთ ხოდა,
კომფორტულად დაიჭირა და მაშომაც უნებურად მოხვია კისერზე ხელები,
- იმედია ასე გასვლას არ აპირებ, რეები აღარ ხდება დაბლა,
- ოპააა არასწორ ადგილას მოხვდი პატარავ,
გაეკრიჭა და მაშო რომ აფართხალდა ბუზღუნით დასვა ძირს, დაბლა ჩავიდნენ თუ არა დარიო მოძებნა რატიმ ძლიერად ჩაავლო კისერში ხელი ისე გაიყვანა ოთახში,
- დარწმუნებული ხარ რომ მე დაგავალე მაშოს აქ მოყვანა?
ბრაზისგან გამოცრა სიტყვები შესვლისთანავე
- არა?
გაკვირვებულმა ახედა და რატიმ რომ ხელები მოაშორა ძლიერად მოისვა ნატკენ კისერზე ხელი,
- ცუდად ხო არ ხარ? როდის გითხარი?!
მკაცრად გამოუცრა კბილებში და დარიოსაც მეტად მოაწვა ბრაზი,
- ნიკოლეტამ მითხრა რომ მკაცრად დაავალე, მან წამომაყვანინა მეც მეგონა, რომ უნდა მოგვეყვანა,
მხრების აჩეჩვით თქვა და ჯერ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ნიკოლეტამ რომ გაასულელა და შემდეგ ნიკოლეტაზე,
- აუ!..
ამოიგმინა სიტყვები რომ ვერ გააგრძელა და საჩვენებელი თითი დაჭიმულმა გაიშვირა დარიოსკენ
- მეორედ შეიგნე და დაიმახსოვრე, რომ საქმე როცა მექნება ნიკოლეტას არაფერს ვაბარებ და პირდაპირ შენ გაბარებ,
მორჩილად დაუქნია თავი დარიომ და რატიც გაბრაზებული შეიფურთხა, ნიკოლეტა უკვე საფრთხედ მიაჩნდა და ვერც ხვდებოდა როგორ ჩამოეშორებინა თავიდან,
- რამე მოხდა?
ისევ გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა, მაშოს იქ მისვლაზე რომ ასე გაბრაზდა რატი ზედმეტად ეუცნაურებოდა
- ლამის ჩემი ხელით მოვგუდე, კიდევ კარგი იარაღი არ მეჭირა,
თავზე მოისვა ნერვიულად ხელი და ადგილზე ვერ ჩერდებოდა,
- მაგ შენ ნიკოლეტას ერთი მკაცრი საუბარი ჭირდება, ზედმეტად ატლიკინდა !
მკაცრად გამოცრა ისევ და საქმე დასასრულისკენ წაიყვანა,
- წავედი, შენ დაიმახსოვრე რაც გაგაფრთხილე!
თითი დაუქნია გამაფრთხილებლად ხელში მოთავსებული სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ოთახი დატოვა, მაშო მალევე მონახა ნიკოლეტასთან ახლოს და მკვლელი გაყინული მზერით ნიკოლეტას ყურებით რომ მიუახლოვდა მათ, მანაც მაშინ შეხედა რატის, უცებ შეეცვალა მხიარული სახე და შიშისგან ეცვალა ფერები, უხმოდ და უსიტყვოდ ჩახედა რატიმ თვალებში მაგრამ, იმდენად ცივი მზერა ესროლა, მთლიანად გაყინულიყო ნიკოლეტაც, უნებურად დაიხია უკან და რატიმაც მაშოს რომ დაავლო ხელი ისევ უსიტყვოდ დაატოვა ადგილი......
......
მთელი დღე ნაზის გაკეთებულ საჭმელებს ჭამდა, აღფრთოვანებული და ზედმეტად მონატრებული იყო ამ ყველაფერს, ბედნიერებისთვის ზედმეტად ბევრიც იყო, ნაზიც კმაყოფილი ეკითხებოდა თუ რას შეჭამდა კიდევ და შემდეგ დაუზარებლად აკეთებდა შეკვეთას, საღამოს გასასეირნებლად გასული, შემთხვევით შეუერთდა ნაცნობი ბიჭებისა და ორი გოგოს 'ბირჟას' და გაცნობის შემდეგ მაინც მორიდებულად გრძნობდა თავს,
- კაი მოეშვი ცოტა, რატო იძაბები
ღიმილით მოხვია ნიკამ ხელი და სალომეც მორცხვი ღიმილით წაიწია წინ რომ მოხვეული ხელი მოეშორებინა,
- ბავშვური თამაშები გავაგრძელოთ თუ
- გააგრძელე გელოდები,
გოგოს კითხვას პასუხი გასცა ლევანიმ და ბოთლი რომ ნიკასა და სალომეზე გაჩერდა თიკომაც ხმამაღლა გამოაცხადა,
- ნიკა ორი სიმართლე უთხარი სალომეს
- უეჭველი ორი?
კითხვა დასვა და ღიმილით შეხედა სალომეს,
- კაი ბაზარი არ არი, ერთი ის რომ, ძაან საყვარელი ხარ და სასიყვარულო ურთიერთობას შემოგთავაზებდი,
თავდაჯერებულად თქვა და გოგოებიც აფხუკუნდნენ
- ოჰ რა უცებ მონდომა ცაში ვარსკვლავი შეყვარებულიი,
თავი გააქნია ლევანმა და გულზე ხელის მიდებით ცინიკურად დამანჭა სახე,
- დავიმახსოვრებ
გაუცინა სალომემ და ბოთლი დაატრიალა, მალე მობეზრდა სახლში შეირბინა და დასაწოლად გამზადებულ ნაზის უთხრა რომ გვიან მივიდოდა და არ ენერვიულა ტკბილიძილი უსურვა და ნაზიც რომ დაწვა სწრაფად გაემზადა, კლუბის შესაფერისად ჩაიცვა თუ არა სწრაფად დატოვა სახლი და მალე მიადგა მისამართს, სადაც მისვლას დიდხანს ფიქრობდა, შესვლისთანავე ნაცნობმა სურნელმა აუწვა ნესტოები, თუმცა მარტივად გაატარა და ერთ-ერთი სკამი დაიკავა ბარმენის წინ, ბოლომდე გართობას აპირებდა, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, ეშინოდა კიდეც თავის საქციელის და გადაფიქრებაც სცადა, რამდენიმე ჭიქისა და ცეკვის მერე უკვე, შეზარხოშებული ხელთავიდან დაუბრუნდა ცეკვას მიტრიალებული შეასკდა მაღალ, ძლიერ სხეულს, მანამ პატრონს ახედავდა, სურნელი, რომელიც იგრძნო, რომელიც ამდენი სასმლის, მოსაწევისა და კიდევ მრავალი არეული სუნისგან, მაინც მკვეთრად გამოირჩეოდა ზედმეტად სასიამოვნო ეჩვენა, ისე დაიწია უკან და მაშინ ახედა თეოდორეს, რომელიც უკვე კარგა ხანს ათვალიერებდა სალომეს ნაკვთებსა და ბაგეებს,
- სხვა სამყაროს გოგო,
ჩაიცინა თეოდორემ და გვერდი ჩაუარა, მთელ სხეულში გაცრა სალომეს თეოდორეს დამცინავ ჩაცინებაზე და ბრაზისგან მოწოლილი ისევ დაუბრუნდა უკვე სავსე ჭიქას, რომელიც წამში დააცარიელა და ახალი მოითხოვა, ღიმილით შეუვსო ბარმენმა ისევ ჭიქა და გამოსაუბრება სცადა, თუმცა ჯერ ისევ თეოდორესთან ფიქრებში მყოფმა მოკლედ მოუჭრა პასუხი და გვერდზე ჩამომჯდარ მამაკაცს გახედა....
ახალ ნაცნობთან ერთად განაგრძო გართობა და შიგადაშიგ გრძნობდა კიდეც მზერას, მისკენ გახედვისას კი ყოველჯერზე თეოდორეს აწყდებოდა, რომელიც გაკვირვებული აკვირდებოდა ხოლმე მოცეკვავეს, უკვირდა არა ის, რომ ცეკვავდა არამედ სრულიად ეუცხოვებოდა, რადგან ნაცნობ ადგილას მეორედ ხედავდა და ამავდროულად საერთოდ არ მიაჩნდა ეს ადგილი მის სფეროდ, ისე ნელ-ნელა მიუახლოვდა თავად თეოდორეს თავადაც ვერ გაიაზრა, თანახმა იყო შეგებებოდა მამაკაცის ტუჩებს, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ცეკვის დროს დაასრიალებდა ხელებს ქალის სხეულზე, კმაყოფილი სახე აეკრო და უკვე თავისკენ მიზიდულისკენ ვნებიანად დაიხარა, სულ რამდენიმე დადებითი ფიქრები იყო საჭირო, ხელებით ძლიერად დაწია კაცი უკან და თმა ყურსუკან ნერვულად გადაიწია, ძლიერად რომ ჩაავლეს ხელი და ინერციით გაქანებული წამებში რომ აღმოჩნდა ვიღაცის მუხლებზე ანერვიულებულმა შეხედა უკვე მისთვის ნაცნობ სახეს და ეცადა ნერვიულობა დაემალა, თავისუფალი გოგოს როლი მოირგო მასთან და მის კალთაშივე გადაიდო ფეხი ფეხზე, ჯერ უხმოდ აათვალიერა ცინიკური ღიმილით მამაკაცმა და მოშიშვლებულ ბაყვებზე ნაზად აატარა მხურვალე თითები, მის კალთაშივე დაიჭიმა სალომე, სახე სრულად შეეცვალა დაძაბულობისგან და ზედმეტად რომ შეეტყო, თეოდორეს ისევ ჩაეცინა,
- ამდენ ხანში შენი სხეულის სურვილი გამიჩნდა,
კმაყოფილმა შეხედა მის კალთაში მჯდომს და თეძოზე ხელი მოხვია, ისე ინტერესიანი სახით აკვირდებოდა, თითქოს მასში რეალური ადამიანის ამოცნობას ცდილობდა, საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ეს სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ მისი ქცევები სულ სხვა რამეს მიანიშნებდა,
- გაბ....
სწრაფად წამოენთო ფიქრებში და ცხადად ჩხუბი უნდა აეტეხა, ისევ თეოდორეს სიტყვები ზოგადად ადგილი, ჩაცმულობა და მისი აქ მოსვლის მიზეზი რომ გაახსენდა, მის დაწყებულ სიტყვებზე უცებ აწკიპა თეოდორემ წარბები და უცნობი გოგოს მიწოდებული ჭიქა გამოცალა, არცერთი იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მართალია ორივეს შეეძლო აზროვნებია, თუმცა გრძნობების შეკავება არც თუ ისე ჩვეულებრივი იყო, სალომემ თავი აარიდა უცნობს, რადგან მის გემოვნებაში იმდენად არ ჩაჯდა კოცნაც კი დიდ თვითგანადგურებად მიიჩნია, მიზეზი რატომ ცდილობდა ვინმეს შებმას არც თავად იცოდა, თვლიდა რომ სწორი იყო, რადგან ეს თავად უნდოდა, მამაკაცის მუხლებიდან ჩამოვიდა უხმოდ ჩაავლო ხელებში ხელი და წამოაყენა, მაშინვე აუტრიალდა თეოდორეს მთელი კლუბი და წამიერი გაშეშების შემდეგ მოცეკვავე სალომე, რომ გასწორდა და მის თვალებში აღარ ტრიალებდა მისკენ მიახლოებულმა მიიზიდა სხეულზე, ჯერ მკერდზე დახედა შემდეგ კი კმაყოფილმა მოუსვა თითები ნიკაპზე, სიამოვნებდა მისი თითები და ზოგადად მამაკაცის თითოეული გამოხედვა ღიმილი და აღნაგობა მოსწონდა, ოდნავ დახრილ თეოდორეს თავად შეაგება ბაგეები და იმდენად ვნებიანად დაიწყო კოცნა თეოდორეს თვალები გაუფართოვდა, კისერზე მოხვია თუ არა ხელი ჰაერის ჩასასუნთქად წამით მის ტუჩებს მოშორდა,
- მაინც არ მიმაჩნიხარ ამ სამყაროდ,
დაბალხაზე უთხრა მის შუბლზე მიკრულ სალომეს და მის ბაგეებს კმაყოფილი დაჰყურებდა, ყველაზე გამორჩეულად მოხვდა ქალის ტუჩები, ყველაზე განსაკუთრებული და უცხო გემოს ბაგეები, რომელმაც ზედმეტად მიიზიდა კიდეც
- ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს
ამოილაპარაკა სალომემ და თეოდორეს ცხელი უხეში ხელების სხეულზე სრიალით გული გამალებით უცემდა, სხეულს არიდებდა თეოდორეს ხელებს და ამავდროულად სიამოვნებდა კიდეც, ნელა დაიხარა ისიც, რომ ხელახლა უკეთ დაეგემოვნებინა ტუჩები და თავად რომ მიწვდა ქალის ტუჩებს, მთელი სხეული დაეხორკლა სალომეს, გული იმდენად უცემდა ეგონა კიდეც, რომ რამის ეშინოდა, თუმცა იცოდა, რომ თეოდორეს უცხო შეხებებით გამოწვეული ემოცია იყო, ცალი ხელი საჯდომზე ჩაევლო თეოდორეს ისე იკრავდა ქალს სხეულზე ცალი ხელით კი მის სხეულზე დათარეშობდა, ნამუსი არ ასვენებდა სალომეს, სირცხვილისა და ვალდებულების გრძნობა უჭამდა გონებას, შემდეგ კი მის ფიქრებში გახსენებული ძმა ცდილობდა მოეყვანა გონზე, "ჭკვიანად, ზედმეტების გარეშე სალო!" "შენ იმედზე ვარ" თავად თეოდორეც კი ეწინააღმდეგებოდა მის სურვილებს ' ამ სამყაროსი არ ხარ' სწრაფად კრა ხელი თეოდორეს, სახეზე არამხოლოდ სირცხვილისგან არამედ სიმთვრალისგანაც აწითლებული იყო, გაკვირვებულმა დახედა მობუტბუტე ქალს თეოდორემ,
- საკმარისია! ასე არ უნდა იყოს,
- რა არ უნდა იყოს ასე?
ირონიული ღიმილით იკითხა და სალომემაც შეშინებული თვალებით ახედა, სწრაფად დაიხია თეოდორეს დანახვისას უკან, თითქოს ცოტახნის წინ რაღაც უცხო სულს დაესადგურებინა მისი ძალები, თითქოს სხვა მართავდა და ახლა შეძლო გათავისუფლება და შეძლო საკუთარ თავს დაბრუნებოდა, უმალ გამოიქცა კლუბიდან, თვალები გზაშივე უწყლიანდებოდა ჩადენილზე სირცხვილისგან და სრულად არ გასულმა ვიწრო გასასვლელში მკლავში ძლიერი ჩავლებისგან წამოიკნავლა და მალევე აეკრო კედელს, კედელს ძლიერად დაჯახებულს ცრემლებისგან სავსე თვალებიდან გადმოუცვივდა ცრემლები ისე ახედა უკვე უცნობ ნაცნობს,
- რა ხდება?!
მკაცრად ჩახედა თვალებში თეოდორემ და მის ლოყაზე ახლად ჩამოგორებულ ცრემლს გააყოლა თვალი,
- მეგონა ეს ერთ-ერთი საერთო სამყარო იყო,
ისევ ცინიკურად უთხრა და ამით ხაზი გაუსვა სალომეს სიტყვებს, როცა თეოდორე ეუბნებოდა რომ ეს სფერო მისთვის არ იყო ის კი ცუდად იღებდა,
- ახლა კი რადგან ბარემ კიბეებთან ახლოს ვა.....
- არც კი გაბედო, გეყოფა!
კბილებში გამოუცრა სალომემ და მასთან ახლოს მყოფი უკან დაწია,
- ეს შეცდომა იყო, ასე არ უნდა მომხდარიყო, დაივიწყე და საერთოდ იმედია მალე დაგავიწყდები,
სათქმელი თქვა თუ არა სწრაფად გაძვრა თეოდორეს მკლავებში და სირბილით დატოვა ადგილი, სახლში მისული საწოლზე მუხლებით აძვრა, ბალიშში ჩარგო თავი და ხმამაღლა ტირილით ეცადა ნეგატიური ემოციები მოეშორებინა, აბაზანაში გრილი წყლის ქვეშ კიდევ უფრო ეცადა ყველაფერი სწორად გაეაზრებინა, თუმცა თავის უაზრო და უმიზეზო საქციელს ვერ ამართლებდა, გახსენებისას კი ისევ ხელახლად სდიოდა ცრემლები,
" კახპა!" საკუთარ თავს ჩაძახა სარკეში და წყლის ქვეშ იატაკზე მოკუნტულმა განაგრძო ცრემლებისგან ბოლომდე დაცლა, მთელი საღამო დაძინებამდე მის საქციელზე ფიქრობდა, თეოდორეს სიტყვები და საერთოდ თეოდორე მეტად ამძაფრემდა მისი საქციელის სინანულს,
- წარსულის გამო ტირილი რა სისულელეააა
ჩაიცინა თმის მშრალებით და საწოლზე მუხლებით ავიდა, დავიწყებას ცდილობდა, თუმცა მთელ ოთახში თეოდორეს სუნამოს საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელიც მის ტოპს გამოჰყოლოდა
- აუუ
ამოიტირა დავიწყებაში თვით ადგილ სამყოფელიც, რომ არ უწყობდა ხელს და უძალოდ გადაეშვა საწოლზე......
......
- სად ხარ ბაბი?
საქმიანად გამოვიდა შენობიდან თეოდორე, ნასვამის არაფერი ეტყობოდა, დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა მანქანას და ბარბარეს ადგილსამყოფელისკენ წავიდა, უბნიდან გასვლისას, ბარბარეს სამსახურის წინ გზად წააწყდაა და ერთი სიგნალი საკმარისი იყო ბარბარეს შეემჩნია, სწრაფად ჩაუსკუპდა მანქანაში და მისკენ გადაწეულმა უხმაუროდ გადაკოცნა, ახლოს მიწეულმა მის სუნამოში გარეული სასმლის სუნი მკვეთრად ამოიცნო და ღიმილით შეათვალიერა
- ნასვამი ხარ?
- უმნიშვნელოდ,
ჩაიცინა მანაც და გზას გახედა,
- მამაჩემმა დაგირეკა? აქ რა გინდა?
კითხვით გახედა ისევ თეოდორეს ბარბარემ და მამამისის ხსენებაზე ცინიკური სახე ვერ დამალა,
- არა დედაშენმა, მამაშენი ნასვამი მივიდა და არ მოვიდესო, თვითონ ვერ დაგიკავშირდა,
მშვიდი საუბარით უხსნიდა თან ხშირად გახედავდა ხოლმე ინტერესით მაყურებელს, თვალს თუ მოავლებდა მის სიტყვებზე ჩანთაში მოქექიალე ბარბარეს, რომელმაც ტელეფონში გამოტოვებული ზარის ნახვის მერე პირზე ხელი აიფარა,
- ვაიმე, დაწეული მქონდა ალბათ,
დამნაშავედ ამოილაპარაკა და შუბლზე ნერვულად გადაისვა თითები, სახე დაძაბულობისგან შეცვლოდა და თითქოს სანერვიულო აზრებითაც ჩაფიქრებულიყო,
- დედაშენს ხო არაფერს დაუშავებს?
მის ნერვიულობაზე ჩუმად მოავლო თვალი, თუმცა კითხვა მაინც დასვა,
- არა, დედას არა
- და შენ რას გერჩის?
- არ ვიცი არაფერს უბრალოდ რაღაცას გამონახავს ისეთს, რაზეც მარტივად ამიშარდება,
გაიცინა და ჩართულ ტელეფონს ისევ ნერვიულად დახედა, ისე გამოსდიოდა თითქოს საათს დაყურებდა, თუმცა არცერთხელ დამახსოვრებია მოცემული ციფრები.....
- გვიანი რო არ იყოს ნაზისთან გავიდოდით, მაგრად გაგვინაწყენდება დიდი ხანია არ გვინახავს,
- მართალია ერთ დღეს უნდა მივიდეეთ,
თავი დაუკრა და ანთებულ ტელეფონს დახედა, რომელმაც შემდეგ გამოსცა ხმამაღალი მესიჯის ხმა,
- აი იგრძნო ნაზიზე, რომ ვსაუბრობდით
გაიცინა და თეოდორეს თითებს დააკვირდა, რომელმაც გაშლილი ხელითვე დაატრიალა საჭე და თავისუფალ ადგილას პარკთან ახლოს გააჩერა,
- ჯერ სახლში ხო ვერ მიდიხარ? წამო ხოდა გავიაროთ,
თვალი ჩაუკრა ღვედის მოხსნაშივე და მის ტელეფონს დახედა, წამში აუჩქარდა ზუზუნზე გული ბარბარეს, თუმცა მაშოს ფოტო რომ გამოჩნდა მესენჯერის ზარზე, რაღაც მხრივ ეწყინა მის მაგივრად 'სხვა' რომ არ იყო ერთი მხრივ კი უხაროდა მონატრებული მაშოს ხილვა,
- არ უპასუხებ?
გაშეშებულს დაუსვა კითხვა თეოდორემ დიდხანს, რომ არ უპასუხა და ბარბარემაც სწრაფად გასცა პასუხი , ისე გადავიდა მანქანიდან,
- ბაბიიი, აბა ვინ ვარ?
ცინიკურად დაუსვა ტელეფონიდან მაშომ კითხვა და კამერაში კოპებ შეკრული გამოჩნდა,
- კაი რააა
თავი გადაიქნია ბარბარემ და უახლოეს სკამეიკაზე ჩამოჯდა, მაშოც ინტერესით აკვირდებოდა მის ადგილსამყოფელს და როცა მიხვდა სახლში რომ არ იყო, კიდევ შეეცვალა სახე
- სად ხარ გოგო?
- ოოო რაა მკაცრი შეყვარებულივით მისვამ მაშო კითხვებს მოყევი როგორ ხარ,
ისევ მობეზრებულად გადაიქნია თავი და თეოდორეს შეხედა, რომელიც გვერდზე მიუჯდა, მაშომაც უცებ გაადიდა თვალები მის გვერდით რომ კიდევ ვიღაც აღმოაჩინა და ხელი რომ გადახვია ბარბარეს მამაკაცის ძლიერი მკლავიც რომ შეამჩნია სასაცილოდ ცვლიდა მიმიკებს
- კაიიიი?
გაკვირვებული გადაიწია უკან და მაშოს ფიქრების ' გასანიავებლად' სწრაფად მიატრიალა თეოდორესკენ კამერა
- ააა ჩემი ბიჭიც მანდ არიიიიის
სწრაფად შეიცხადა და ყურებამდე გაეკრიჭა თეოდორეს,
- ჯანდაბა, როგორ მომენატრეთ,
ქვედა ტუჩს იკბინა წარბებ შეხრილმა და ბარბარესაც ძლივს გაეხსნა მოქუფრული სახე,
- რატო არ ხართ სახლში?
კითხვაზე ბარბარემ გასცა პასუხი დეტალურად და ისევ ცხოვრებით მობეზრებული სახე მიიღო
- თედორეე, რანაირი სახე გაქ, რას გავხარ დაგაკლდა უჩემობა? მოუარე ბიჭო თავს,
ჩაძახა თუ არა უნებურად მოისვა თეოდორემ ახალ წამოსულ წვერზე ხელი,
- რას მერჩი?
დაბალხმაზე კითხვით მოისვა ნიკაპზე ხელი და ბარბარემაც ინტერესით შეათვალიერა,
- მართლა რას ერჩი?
მანაც გაკვირვებულმა დასვა კითხვა და მანაც ინსტიქტურად მოუსვა წვერზე ხელი,
- ისევ სიმპათიური ხარ არ დამახინჯებულხარ ნუ ღელავ,..... მაგრამ
სიცილით დააყოლა ბოლო სიტყვები
- ვსო წინა სიტყვებს ხაზი გადაუსვა ამ მაგრამით,
სკამის საზურგეს მიეყრდნო ბუზღუნით და თან თვალი შორიახლოს 'მობირჟავე სასტავს' მოავლო,
- ბიჭოოო არაა მარა ნაცემს გავხარ ისე ამოლურჯებული გაქ თვალებიიი, ძილი უნდა შვილო მაგას ძი ლი,
დაუმარცვლა ბოლოს და მზერაც წამით შეეცვალა,
ორივემ გაატარა მაშოს წამიერი სახის შეცვლა, რადგან მარტივი მისახვედრი იყო ახალ შესულ რატიზე გადაიტანა მზერა და მხრების აჩეჩვით მოიფშვნიტა თეოდორემ თვალები,
- მართალს გეუბნება,
გადაუჩურჩულა ბარბარემ და ბოლოს რომ ახედა გაეცინა, თან მის ახმაურებულ ტელეფონს დახედა ვაჟა რომ ურეკავდა და წამომდგარი ჩამოშორდა ბარბარეს
- სად წავიდა?
- ვაჟამ დაურეკა,
მოკლედ გასცა პასუხი და ღიმილით შეხედა ზურგით მდგომს,
- აუ ბაბი ბარემ,
გახსენებულზე სწრაფად წამოიწია და მის უკან კამერაში რატის თითებიც გამოჩნდა მხოლოდ თითების ქნევით და გამოჩენის გარეშე რომ ესალმებოდა ბარბარეს,
- რატია?
სიცილით იკითხა და მაშინ ამოყო რატიმ თავი მაშოს უკან მუცელზე მწოლიარე გასწორდა და კამერაში სრულად გამოჩნდა
- ბარბი რავა ხარ,
- ვაო სიძევ, ეს შენ ხარ?
უცებ ესხვანაირა რატის მიმართვაც, ხალისიანი ხმაც და მხიარული მოკითხვაც და გაკვირვებულმა დასვა კითხვა, ამავდროულად ღიმილი ვერ დამალა უცებ გამოჩენილი ბიჭის ხილვისას, რომლის სიმპათიურობაც საჭორაოდ ღირდა,
- ოდნავი ცვლილებები ცხოვრებაში,
მაშოსაც გაეცინა და რატის ხელი კრა სიტყვა, რომ გააწყვეტინა
- ჯერ მე მაცადეთ
მკაცრად და გამაფრთხილებლად თქვა და მის გაბრაზებაზე, საწოლზე გადაწოლილი, ღიმილით გადაიწია მაშოს ფეხებისკენ და ბარძაყზე უმტკინვეულოდ ჩაასო კბილები,
უხმოდ უბრწკინა მაშომ მხარზე და ლაპარაკი განაგრძო,
- დემეტრეს და ჩამოვიდა მანდ
დემეტრეს ხსენებაზე სწრაფად გაიმეორა მისი სახელი ბარბარემ და მისი სიტყვები გაახსენდა,როგორ მარტივად უთხრა რომ ადრე მიწერდა და შუაღამითაც კი არ მიუწერია და რომ ახსენდებოდა, როგორ ელოდებოდა, პატარა ბავშვივით, ნერვები ეშლებოდა მის გადამგდებ საქციელზე
- ხოო სალომე ქვია, ბებიასთან არი ჩემ ოთახში მე ვუთხარი, დიდი ხანია არ ყოფილა მანდ და რამე ხოდაა მიდიით შენ და ანანოო რაა ხოდაა ცოტა მიაჩვიეთ მანდ, 18 წელია არ ყოფილა და ძაან გაუცხოებულიაა, გაუგებთ კარგი გოგოა, უთხარი ანანოსაც და მერე თავად მოგიყვებათ დეტალურად,
ეცადა მოკლედ ეთქვა ყველაფერი და რატის მაიმუნობისთვის ყურადღება არ მიექცია,
- რააა პრობლემააა,
სიტყვა გაწელა და თან მოსულ თეოდორეს ახედა, კითხვის ნიშნად გაუქნია თავი
- შეგვიძლია წავიდეთ,
დაბალხაზე უთხრა თან ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩაიდო,
- აა კაი, მაშო წავალთ უკვე ჩვენც და მოკლედ დაგირეკავთ ხვალ,
- კაიიი,
სიტყვა გაწელა და მანვე გათიშა,
- დაიძინა იმედია და სხვა არაფერი,
დაძაბულმა თქვა და თეოდორემაც თავი დაუქნია
- კი კი სხვა არაფერი,
ხელი მოხვია დაძაბულს და ცალი მკლავითვე ახლოს მიწეულს შუბლზე აკოცა
- წამო,
ნაზად უბიძგა წინ და ბარბარეც ღრმად ამოსუნთქვით წავიდა მანქანისკენ...

სახლში ჩუმად შევიდა ჯერ ისევ მღვიძარ დედას მოხვია ხელები და რომ დარწმუნდა ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა ოთახში შეიკეტა, დროს ისევ უაზროდ წელავდა, წამდაუწუმ შედიოდა მესენჯერში, მესიჯი რომ არ გამოპარვოდა ამავდროულად სხვების, მესიჯს არ ხსნიდა ისე აიგნორებდა, რადგან საერთოდ არ ჰქონია სურვილი ვინმესთვის გაეცა პასუხი
- ფუ როგორ ვერ ვიტან,
ამოიგმინავდა ხოლმე საიტზე მწვანედ, რომ ანათებდა და ამავდროულად პირველი არც წერდა, ვერ ბედავდა, მიზეზი ის ჰქონდა, რომ არ უნდოდა დაესინა ან იგნორის 'მსხვერპლი' გამხდარიყო, ტელეფონი ისევ უაზროდ ბრაზისგან გაწითლებულმა მიაგდო და გაღიზიანება ნერვოზში გადასდიოდა, ძლიერად დაეხეთქა ბალიშზე და ნერვოზულად აფართხალდა საწოლზე,
- დებილი, გადამგდები იდიოტი!
გამოცრა კბილებში, გვიანობამდე ბოლთას სცემდა და ამ ბრაზში და დაღლილობისგან მისთვის გაურკვეველ დროს ჩაეძინა....
აი ამ ტკბილი ძილის წუთებიდან კი ხმამაღალი ტელეფონის ზუზუნმა გამოიყვანა, გაბრაზებაც კი ვერ მოასწრო იმდენად სწრაფად გაახსენა ტვინმა 'შუაღამის ბიჭი' და იმის აზრიც სწრაფად მიაწოდა, რომ შეიძლება ის ურეკავდა, სწრაფად წამოწეული სწრაფადვე გამოფხიზლებული არც შემცდარა, უცნაურად შეეცვალა ხასიათი, უცებ შეეცვალა აზრებიც და ბრაზიც, სწრაფად უპასუხა და წამით დუმდა, უმალ ააფარა კამერას ხელი, მალევე გამორთო და გამოჩენილი დემეტრეს დანახვისას ღიმილს მომუწული ტუჩებით იკავებდა, ეღიმებოდა იმაზე, რომ რამდენიმე დღის გაცნობილი, რომ ყავდა ინტერესით აკვირდებოდა მის ფოტოებს და ხმამაღლა ეკითხებოდა თავს მართლა ასეთი სიმპათიური იყო თუ უბრალოდ 'ფოტოშოკი' იყო, ახლა კი თვალებს ვერ უჯერებდა, აჟიტირებულ ხასიათზე მოვიდა მაშინვე და დემეტრეს აკვირდებოდა, რომელსაც ტელეფონი ხელში წესიერად არ ეკავა, ისე შერბოდა სახლში და რომ მიხვდა რომ უპასუხა, კრეჭვით ჩახედა კამერას,
- ბოდიში, ბოდიში, ხო იცი ეს საქმეები რა,
სწრაფად ამოილაპარაკა საქმიანი ტონით, მის კრეჭვაზე უფრო გაებადრა სახე ბარბარეს და გულს თავის ადგილზე ძლივს აკავებდა იმდენად უხაროდა,
ხმას ვერ იღებდა მეორე ხელს პირზე იფარებდა და დემეტრეც რომ ოთახში შევარდა შუქი ჩააქრო თუ არა უცებ შეხტა საწოლზე აღარ ჩანდა წამით, თუმცა მალევე სანათი აანთო და უმალ გაბრწყინდა ისევ ბარბარეს ეკრანი,
ღრმად ამოიხვნეშა დემეტრემ და ინტერესით ჩახედა უკვე წესიერად დაჭერილ ტელეფონს,
- რაშვები ჩემო პატარა?
ეს სამი სიტყვა საკმარისი იყო ბარბარეს სხეულში დამალული პეპლებისთვის, რომლებმაც სრულიად თავისუფლად დაიწყეს ფრენა, თუმცა ეცადა ემოციები მოეთოკა და ამავდროულად ხმა, რომელიც ბედნიერებისგან შეცვლილიც იქნებოდა,
- მეძინა და ახლა ერთ გადამგდებს ველაპარაკები,
ამოიხვნეშა სერიოზულად, უემოციო ხმით და ბალიში წამოწია თან საათს შეხედა და ლამის ყბა მოსძვრა 4-ს აკლდა 23 წუთი რაზეც თავი გადააქნია, როცა გაანალიზა რომ სულ რაღაც ორი საათი იყო რაც დაეძინა და დილას ადრე ვერ ადგებოდა, მაგრამ როცა გაანალიზა რომ კვირა იყო სახე ისევ გაებადრა და კომფორტულად წამოწეულმა განაგრძო სასიამოვნო ხმის მოსმენა,
- აუ კაი რა, მართლა არ მეცალა,
- ჰო რა თქმა უნდა,
შეიცხადა ბუზღუნით მაგრამ ამავდროულად კმაყოფილი უყურებდა დემეტრეს და მის მიმიკებზე საერთოდ არ აპირებდნენ პეპლები გაჩერებას, თითქოს დემეტრეც გრძნობდა ბარბარეს ღიმილს და კმაყოფილს გაეხსნა სულ ოდნავ ბაგეები,
- ე გოგო მართლა არ მცალია თორე შენზე უკეთესს ვის დაველაპარაკები,
- ვიცი რო არ გცალია გუშინ დაგირეკე და ქერა თმიანმა გოგომ მიპასუხა, არ სცალიაო
ისევ მომუწა ტუჩები ღიმილის შესაკავებლად და მოგონილი ტყუილი და ამავდროულად ხუმრობა რეაქციისთვის მოიგონა,
- ჰო მია იყო ალბათ
ვერ შეკავებული ღიმილით დააქნია თავი და ინტერესით ჩაფიქრდა ისე თითქოს იხსენებდა ნამდვილად ის იყო თუ სხვაში ეშლებოდა
- რა დროს დარეკე მითხარი
ინტერესით ჩახედა ტელეფონს და ღიმილს ისევ ვერ აკავებდა, ქალის ნაზ მშვენიერ ხმაზე ,
რაზეც ბარბარეც იღიმოდა თან უნებურად ჭიმავდა ხოლმე კისერს,
- საღამოსკენ,
- აა მაშინ ალისა იქნებოდა,
თითის დაქნევას ააყოლა თავი და წამოწეულმა ცალი ხელითვე გადაიძრო მაიკა, უმისამართოდ მოისროლა და ისევ მიეყრდნო წამოწეულ ბალიშს, ისე ინტერესით აკვირდებოდა ბარბარეც ყოველ მის ქცევას, ყოველი მისი სიტყვის მიმიკას წამში იზეპირებდა,
- შე საწყალოოოო,
სიცილით გაწელა ბარბარემ სიტყვა რომ ვეღარ შეიკავა და ასევე გაცინებულ დემეტრეს დააკვირდა ისევ, ორივე გაჩუმდა და არცერთს აღარ ამოუღია წამით ხმა, გამაღიზიანებელი სიჩუმე ჩამოვარდა და ბარბარემაც ძლივს დაასერიოზულა სახე, რომელიც ამდენი ღიმილისგან სტკიოდა
- რატო მაინცდამაინც ქერა ბარბარე?
ინტერესით იკითხა დაბოხებული ხმით და წამში დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში ბარბარეს, რომელიც ჯერ ბოხი დაბალი და სასიანოვნო ხმისგან და შემდეგ მისი სახელის სრულად თქმამ გამოიწვია,
- რავი ზოგადად შენნაირ ბიჭებს, მაღალი, გრძელ ფეხება, ქერა, გამხდარი გოგოები მოსწონთ
სწრაფად ჩამოურაკრაკა და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ისე აროხროხდა დემეტრე, სიცილის შესაკავებლად აიფარა ხელები ტუჩებზე ბარბარემ ისე დააკვირდა თამ საწოლზე გადავარდნილს
- რა ძაან სულელი და საყვარელი ბავშვი ხარ გოგო შეენ,
თბილი სასიამოვნო და განსხვავებული ხმით თქვა დემეტრემაც და ისევ ხელთავიდან აფრინდნენ პეპლები, რომლებსაც კიდევ ახალი სახეობა შეემატა, ხმა არ ამოუღია 'დებილივით' უაზროდ იღიმოდა ისე, რომ მალე ბაგეები ვეღარ გაუძლებდა და ან მთელი ცხოვრება მომღიმარი დარჩებოდა ან პირი გაეხეოდა,
- ყველა გრძელ ფეხება ქერათმიანს ჯობიხარ,
სერიოზული ხმით თქვა და წამით ისევ დუმილი ჩამოვარდა
- ჩამირთე გოგო კამერა ,
ისევ დემეტრემ დაარღვია სიჩუმე და დაღლილს მოთენთვაც შეპარვოდა რის გამოც ნელ-ნელა ხვდებოდა რომ უკვე ძილიც მეტად უნდებოდა, ბარბარე კი დემეტრეს დახმარებით ისე გამოფხიზლებული იყო, ძალითაც ვერ დაიძინებდა მისი სიტყვებით აჟიტირებულს კამერის ჩართვის წინადადებაზე უცებ შეეცვალა სახე და თმაზე დაიწყო ხელის სმა
- ოო არა მეძინა და წარმომიდგენია რას ვგავარ,
ამოიფრუტუნა და უკეთ წამოჯდა,
- ერთხელ გთხოვ კიდე და გამოვრთავ მეეც მერე,
ამოილაპარაკა თან სახეზე ჩამოისვა ცალი ხელი, უფრო გამოსაფხიზლებლად
ბარბარე წამით ისევ დუმდა ისე შეისწორა თმა ბრმად და წამოწეულმა თვალები ძლიერად დახუჭა ისე ჩართო კამერა, დაძაბულიც კი იყო დემეტრეს რეაქციით, მართალია ბნელოდა მაგრამ სანათი იმდენად ანათებდა რომ ბარბარე გარკვევით გამოჩენილიყო,
- შემომხედე ცუნცულ
კმაყოფილ ხმაზე ჯერ ცალი თვალი გაახილა ბარბარემ ისე შეხედა დემეტრეს კმაყოფილ სახეს, რომელიც ცალყბად იღიმოდა და ისე უყურებდა, ბარბარეც შეუჩვევლად და უნებურად კითხულობდა მისი მზერით ნათქვამ კომპლიმენტებს, მას რომ უყურებდა მეტად დაძაბული იყო, ყელიც უნებურად დაეჭიმა და მთელი სხეულით დაძაბული უყურებდა, ულამაზეს ყავისფერებს, რომელსაც მუქი გრძელი წამწამები საოცრად ამშვენებდა,
- ეხლა მომიყევი რაშვებოდი დღეს აბა, რა კერე,
ჩაიცინა და ბარბარესაც რომ გაეცინა მეტად კმაყოფილი დააკვირდა მომღიმარს, რომლითაც კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩა, მოკლედ მოუყვა მთელი დღე და ნელ-ნელა უფრო იხსნებოდა კიდეც თავისუფლად იჯდა და თავისუფლად აყოლებდა ხელს ამბავს, დემეტრეც გატრუნული ღიმილით უსმენდა და ყველგან ინტერესით აკვირდებოდა
- გვიან მერე თეოდორემ მომიყვანა სახლში
მხრების აჩეჩვით თქვა და საწოლში კომფორტულად ჩაწვა
- თეოდორე ვინ არი?
- ძმაკაცი
მოკლედ გასცა კითხვას პასუხი და ახალი თემა უნდა წამოეწყო ისევ დემეტრეს ეჭვნარევმა კითხვამ მიიქცია მისი ყურადღება
- ძმაკაცი?
- კიიი მაშო და ეგ იზრდებოდნენ ერთად კი არა თეოდორემ გაზარდასავით და მერე ჩვენც გავიცანით, მე და ანანომ
ისევ მოკლე ახსნით შემოიფარგლა და ისევ უაზრო სიჩუმე...
- არ გეძინება?
ამჟამად ბარბარემ გააპო სიჩუმის კარი და დემეტრემაც უხერხულად მოისვა კისერზე ხელი,
- შენ წარმოიდგინე და კი,
გაეკრიჭა და ბარბარესაც გაეცინა,
- ხოდააააა, დაიძინეე მეც მეძინებააა ვაა,
ამოიწუწუნა ვითომ გაბრაზებულმა ნიშნად რომ არ აძლევდა ძილის საშუალებას და რეალურად თანახმა იყო სულ არ გაეთიშა მისთვის
- კაი დავიშალოთ მაშინ რაა დაა ხვალ ვნახოთ,
გაეკრიჭა ისევ ბოლო სიტყვებზე უაზრო დაპირება რომ არ გამოსვლოდა და ბარბარემაც ღიმილით გააქნია თავი,
- კაი ტკბილი ძილიი,
თბილად უთხრა ბარბარემ და გვერდი იცვალა,
- ტკბილი ძილი ბარბი,
პასუხად თბილად გაუღიმა ბარბარემ აღარაფერი უთქვამს დაელოდა , როდის გათიშავდა დემეტრე
- მიყვარხარ,
თან დააყოლა დემეტრემ და კმაყოფილმა ბარბარემაც ვერანაირად ვერ დამალა ღიმილი, რომელიც ჩაცინებით არ შეიმჩნია რისგან იყო გამოწვეული და პასუხი 'მეც' მაშინვე დაუბრუნა დემეტრეს მეგობრულად ნათქვამ "მიყვარხარს"
ბოლოჯერ ჩაუკრა თვალი დემეტრემ და მალევე დასრულდა ზარიც, წუთით გაშეშებული გაშტერებული იწვა ბარბარე, ურეაქციოდ გადადო ტელეფონი გვერდზე და ვერ შეკავებული ემოციებით აჟიტირებულმა საწოლზე კლაკვნა დაიწყო, გვერდებზე დაგორაობდა ისე ამოტრიალდა ბალიშში ჩაყო თავი და ფეხები ჰაერში გააქნია,
- ღმერთოო რა საყვარელიაა
ბალიშს ჩაავლო ძლიერად ხელი და ყურებამდე იკრიჭებოდა, " ჩემო პატარა" "ბარბი" " შემომხედე ცუნცულ" "მიყვარხარ" ერთმანეთის მიყოლებით იხსენებდა საოცარ სიტყვებს, რომელზეც ჯერ ისევ ტაო უვლიდა, ბედნიერებისგან გრძნობდა რომ გული ადგილზე აღარ იყო და ამავდროულად იმაზე ხარხარებდა, რომ ეს ყველაფერი, ეს ბედნიერება, ქცევა და უცებ დათბობა, ერთმა ადამიანმა გამოიწვია, მიჩურინის ვაშლივით აწითლებული გასწორდა საწოლზე ზურგზე დაწვა ღრმად ამოისუნთქა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ჭერს, ისევ უმიზეზოდ ეღიმებოდა საკუთარ თავს მკაცრად შემოუძახა და საათს, რომ შეხედა კიდევ მეტად მიეცა ძილის მოტივაცია, ბურდღუნით გადატრიალდა კომფორტულად მოეწყო და იმდენად ბედნიერი განწყობით იყო მოცინარს მიენაბა თვალები........
....
- ნუ მიფათურეებ!
უხეშად ამოიკნავლა მაშომ ტკბილი ძილიდან შეხებებმა, რომ გამოიყვანა და იმდენად ეძინებოდა, ესიკვდილებოდა კიდეც თვალის გახელა, კიდევ სცადა რატიმ შეხებით გაღვიძება და მაშოს ზმუილზე სახე დამანჭა, საწოლზე გადაწვა და საათს წუწუნით შეხედა, წამით გაშტერებული უყურა საათს და კიდევ ახალ გეგმებს სახავდა გონებაში რომ მაშო ცოტა ადრე გაეღვიძებინა, რადგან დილას მასთან ლაპარაკი და ჩახუტება მოესწრო, თუმცა გვიან დაძინებულ მაშოს იმდენად ეძინებოდა სამსახურში არ წასვლაც კი გადაწყვეტილი ჰქონდა,
- 11 საათიიაა დაგვაგვიანდაა,
წამოიძახა აფორიაქებული ხმით და საერთოდ რომ არ განძრეულა მაშო თვალები აატრიალა, ბოროტულად უნდოდა მისი გაღვიძება, თუმცა მზად იყო ბოროტებისთვის მისი ჩახუტების მასთან ლაპარაკის და კოცნის სანაცვლოდ, გეგმა ბ-ც მალევე მოიფიქრა და მალე მის განხორციელებას შეუდგა, ტუმბოზე დადებული მაშოს ტელეფონი აიღო და თავის ტელეფონზე გაუშვა ზარი, ცოტახნიანი რეკვის შემდეგ ტელეფონი შეცვალა ხელში აიღო თავისი, მაშოს ტელეფონიდან გათიშა და არარსებულ ადამიანთან დაიწყო ჩურჩულით ლაპარაკი,
- ნიტა?
გაკვირვებულმა ამოიჩურჩულა და პარალელურად მაშოს გახედა, რომელიც ისევ არ განძრეულა და თავის გვერდზე გადაგდებით გააგრძელა ლაპარაკი იმედით 'ცდა ბედის მონახევრეაო'
- ხუმრობ? არა რა სახლში...
ჩურჩულით განაგრძო და ეცადა ნელა წამომდგარიყო ჩურჩულითვე, უკვე როლებში იმდენად იჭრებოდა, თითქოს მართლა საყვარელს დაერეკა მისთვის და მაშოს არ უნდა გაეგო, ნელ-ნელა წამოდგა ისევ ლაპარაკით თან მაშოს გახედა შეირხა თუ არა,
- მე თავად გამოვალ...
ჩურჩულით გასცა პასუხი არარსებულ კითხვას და ფეხისწვერებზე მოსიარულე ქურდივით წავიდა კარებისკენ,
- არ გეწყინოს რა ჩემო ლამაზო, ხო იცი დრო არ მაქვს...
უკვე თავის მართლებით გამოაღო კარები და თავისუფლად გავიდა თუ არა მობეზრებული სახით ჩამოწია ტელეფონი სახიდან,
- მეღადავებით?!....მართლა არ აინტერესებს? სერიოზულად ასე ძინაავს?
ბუზღუნს ვერ წყვეტდა, გაოცებისგან ბურდღუნებდა და თან ბრაზობდა კიდეც ასე მარტივად რომ შეეძლო მაშოს მისით თამაში
ტირილ-წუწუნით აეკრო ცივ კედელს წელს ზემოთ შიშველი და გიფსოკარდონივით გაკრული ურტყავდა გაშლილ ხელს მსუბუქად კედელს,
- რა ვქნააა?
ამოიწუწუნა ისევ და კედელს გაბერილი ლოყებით მოშორდა, იმ წუთში პირველად იქცეოდა ბავშვივით რატი, დაჩვეული ცივი გამოხედვა ზედმეტად შეცვლოდა, წყლიანი მწვანე თვალები ჰქონდა და ბავშვივით რომ ბუზღუნებდა თავად ვერც შეემჩნია, მარტივად დანებდა მაშოს და ოთახში მაიკის ასაღებად შეაღო კარი, მოულოდნელობისგან შეკრთა და ბავშვივით გაბრაზებულს დაბერილი ტუჩებითვე დახედა კარებში მკაცრი მასწავლებელივით მდგომ მაშოს, რომელსაც ცალ წელზე დოინჯი შემოერტყა და ცალით რატისკენ გაშლილი ხელი გაეშალა, ნიშნად ტელეფონი რომ მიეცა მისთვის
- ვინ იყო?
ცალი წარბის აწევით დასვა კითხვა და რატიმაც ხელი ჩაიქნია ისე გასცა პასუხი თან კმაყოფილებისგან გაებადრა გული, რომელიც არ შეუმჩნევია
- ისეთმა არავინ, უმნიშვნელოა,
გვერდი უნდა აეარა უცებ ჩამოუდგა მაშო წინ და ისევ ეჭვნარევი მზერა ესროლა
- დარწმუნებული ხარ?!
- რა თქმა უნდაა
შეცხადებით აუარა გვერდი და ადგილზე გაქვავებულ მაშოს გახედა და მალევე ქვედატუჩ კბილებში მოქცეულმა შეათვალიერა უკნიდანაც და როცა მიხვდა მაშო ტრიალდებოდა სწრაფად გასწორდა, მუშტების შეკვრით გადაასწრო რატის საწოლზე ჩამოჯდა წელში გასწორებული კედელს გაუშტერა თვალი და ფეხი ფეხზე გადაიდო,
- დღეს ერთად მინდა გავატაროთ დღე ამიტომმ...
თავდაჯერებულად ამოილაპარაკა ბოლოს მხრები აიჩეჩა რომ ანიშნა ბოლოს რითი მთავრდებოდა მისი სიტყვა და ეჭვიანობის ფონზე აფახურებდა წამწამებს ამავდროულად მზერა არც კი გაურბოდა რატისკენ,
- ჰო იცი, რატომაც არა, უბრალოდ დღეს არ მცალია ბეიბ
ნაზად აატარა ნიკაპის ქვეშ თითები რატიმ ჩავლასთან ერთად და კმაყოფილი აივანზე გავიდა, სწრაფად აუწყლიანდა მაშოს თვალები, დილიდან უცნაურ ხასიათზე მყოფს ეტყობოდა, როგორ გულჩვილ ხასიათზე იყო, ქვედა ტუჩ გამოწეული გაჰყვა მას და ჩვეულად ჩადგა რატისა და მოაჯირს შორის,
- გეყოფა ცუდად ვარ დღეს და დარჩენა მინდა,
არ შეიმჩნია უცებადი გულჩვილობა ისე ააცალა ჯერ ხელში მოთავსებული სიგარეტი შუაში გადახია ინსტიქტურად და ძირსვე მიაგდო, რატისაც არ ჰქონდა გეგმაში მოვლენების მსგავსად განვითარება როცა ხედავდა შარის ხასიათზე მყოფ მაშოს, თუმცა დაწყებულის თამაში არ შეწყვიტა გულში ხალისობდა მაშოს რეაქციით და ცდილობდა ზედმეტადაც არ აენერვიულებინა
- რა გჭირს?
მზრუნველად დახედა და მალევე უქრებოდა მისი წვალების სურვილი,
პასუხად ქვედა მუცელზე მიიდო მაშომ ხელი და თავი ოდნავ გადააქნია
- მტკივა უბრალოდ,
- შენ დარჩი თუ რამე მოგინდება დარიოს დავურეკოთ,
მის სახეზე ნაზად მოთამაშე ხელებითვე მოიქცია მისი ნიკაპი ხელში და სიტყვის დასრულებისთანავე მოწყვეტით აკოცა მუქ ვარდისფერ ბაგეებზე, კიდევ უფრო აუჩუყდა მაშოს გული და თან ბრაზიც აწვებოდა, მარტივად, რომ არ დათანხმდა რატი მასთან ერთად დღის გატარებაზე
- რატი! გეყოფაა! ვისთან მიდიხარ?!
ხელი უხეშად კრა და უკან დაწეულს მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა
- ეჭვიანობ?
ირონიული ჩაცინებით იკითხა ისე დახედა მკერდზე , რაზეც იმდენად გაბრაზდა მაშო რაც პირველი მოადგა აზრად ის წამოიძახა
- მეხუმრები? დილაუთენია გირეკავენ და ადგილს უთქვამთ! 'აქ არა' ' ლამაზად ჩაიცვი' ნაგავი ხარ! და თუ ფიქრობ ვინმეს შებმა არ შემიძლია ან არ შემიძლია ვინმესთან გავიმეორო ის რასაც .....
ზედმეტად მოწოლილი ბრაზის გაკავება აღარც უცდია მაშოს, გაგონილზე დაყრდნობით განაგრძო ლაპარაკი, თავიდან მის ლაპარაკზე ერთობოდა კიდეც რატი, თუმცა წამში იმდენად შეეცვალა თვალები გამოხედვა და თვალის ფერი, უცებ დაუბრუნდა ძველ სახეს, სიტყვის დასრულება არ აცადა ისე მოულოდნელად ჩაავლო ლოყებში უხეშად თითები და სწრაფად მიწია თავისკენ, მის მოულოდნელ საქციელზე ჩავლების დროს გამოწვეული ტკივილის გამო ამოიკნავლა და მოულოდნელ შეცვლაზე სწრაფად გადაურბინა შიშის ფერმა, გული შიშისგან აუძგერდა ისე შეხედა მის სახესთან ახლოს მყოფ მწვანე საშიშ თვალებს,
- მხოლოდ ერთხელ გავატარებ! მეორედ არც კი წამოგცდეს მაშო! შემთხვევითაც კი! უბრალოდ შენს სიახლოვესაც რომ ვინმე ვნახო, დაუფიქრებლად ავჩეხავ! მერე შენ დაგსჯი, რა დროც არ უნდა იყოს! ნუ მაიძულებ გამაკეთებინო ის რაზეც თავს დიდი ხანია ვიკავებ
ხან ერთ ხან მეორე შეშინებულ თვალში ჩახედავდა ხოლმე ახლოს მყოფს, კბილები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისთვის ისე უცრიდა სიტყვებს და მაშოც ჯერ ისევ მისი საქციელით შოკირებული ხელსაც ვერ წევდა რომ ენიშნებინა ჩავლებული ხელისგან გამოწვეული ტკივილი, ამავდროულად სწრაფად გააზრებაზე რა თქვა მაშომ, სიკვდილიც კი ერჩივნა ვიდრე ვინმესთან ერთად ენახა წინ მდგომი, თავად უშვა ხელი როცა მიხვდა რომ ბრაზისგან ზედმეტი მოუვიდა, საკუთარ თავზე გაბრაზებული დაეყრდნო მოაჯირს თავ ჩახრილი და ღრმად ამოისუნთქა, მაშოც რომ ადგილს მოწყდა წამოსულ ცრემლებთან ერთად ისევ სისანულის მზერით გახედა და გაბრაზებული გვარიანად შეიკურთხა,
მაშოც შევიდა თუ არა საწოლზე დაეშვა ბალიშში ჩარგო თავი გულ ამომჯდარი ცდილიბდა მოეთოკა ემოცია და ცრემლები შეეჩერებინა მუცელზე დაწოლილს მოეხვია თავისივე ბალიშისთვის ხელები და ჩაგუდული ხმით ზლუქუნებდა რატის ლანძღვასთან ერთად , საქციელის გამოსწორებისთვის ბევრი არც უფიქრია რატის ოთახში შესულმა ღიმილით დახედა საწოლშერწყმულ მაშოს და მუხლებით ნელა ავიდა საწოლზე, ფეხებზე აატარა თითები და მისი წელის გვერდით მოხვეული ხელით დაეყრდნო საწოლს,
- მაშა
დაბალხმაზე ჩაჩურჩულა, ფრთხილად წაეთამაშა თმაზე, რომ მისი პასუხი თუნდაც უხეში "რა?!" მოესმინა,
- შენ დამირეკე წეღან და სხვას როგორ დაველაპარაკებოდი,
ამ სიტყვებზე ხელის ფათურით მოძებნა მაშომ რატი და ძლიერდ კრა ხელი, მისმა ცალი ხელის ჯანმა ვერაფერი გააკეთა, თუმცა რატი მისი ხელის ძალას დაჰყვა და საწოლზე გადაწვა, წუთიერი დუმილის შემდეგ ისევ უსიტყვოდ გადაიწია მაშოსკენ ფეხებს შორის შეუცურა მკლავი მეორე ხელი წელზე და მალევე უცვალა ადგილი მაშოს საწოლიდან თავის სხეულზე,
- გამიშვი!.....ვირო!
მაშინვე წამოიწია და გაშლილი ხელი მკერდზე დაარტყა, იმდენად ძლიერად მოეხვია რატის მის წელზე ხელები რომ შანსი არ ჰქონდა თავის დახსნის,
- გამიშვი-მეთქი რატი!
ისევ გაბრაზებულმა დახედა წამოწეულმა და თან წელიც სტკიოდა იმდენად ზედმეტად წამოწეული იყო
- მაშო ნუ ბრაზდები! შენი ტელეფონით დავრეკე ჩემსაზე, არ იღვიძებდი და დრო რომ იყო მინდოდა წესიერად ჩამხუტებოდი დილით, გეკოცნა და ვინ იცის კიდე რა, მარა ხო უნდა ჩააბანძო ყველაფერი დებილო ბავშვო!
ხელები რომ არ გააჩერა მაშომ თავადვე გაუშვა ხელი ბოლოს და უხეშად გადააგდო საწოლზე,
- დაიძინე ერთი საათი გააქ კიდევ დრო,
თან დააყოლა და სწრაფად წამოდგა, პატარა ბავშვივით გალანძღა და ბუზღუნ-ბუზღუნით დატოვა ოთახი, გასულს ბალიში მოუქნია მაშომ და გახურულ კარებს ზედ შეახეთქა
- ნაგავო!
მიაძახა და ტუჩებ დაბრეცილმა ჩაყო რატის ბალიშში თავი ვერ გაეგო რატომ იყო მსგავს ხასიათზე, თუმცა რატის მსგავსი მოქცევა და ცუდი დილა ზედმეტად აღელვებდა, აშინებდა და თითქოს ამ ცრემლების ნაკადით ცდილობდა დღის ხიფათიდან ახსნას, ეცადა შეეკავებინა, რადგან ბავშვივით არ გამოსვლოდა, უხმოდ ჩაერგო რატის სურნელით გაჟღენთილ ბალიშში თავი, რომელიც საოცრად სიამოვნებდა და ელოდებოდა ისევ რატის, რომელიც არადა არ შემოდიოდა, გაღიზიანებული შეაცქერდებოდა ხოლმე მაშო საათს, რომ ხვდებოდა რომ რატისთან რაღაც მხრივ დამნაშავე იყო და ამავდროულად მისი ასე წასვლა სრულიად მისი დანაშაული იყო, სხეულის რაღაც მხარე არ ასვენებდა ტანჯავდა, ნამუსზე აგდებდა, რადგან ახლა ზედმეტადაც კი უნდოდა ჩახუტებოდა საყვარელ ადამიანს, რომელიც ჯინაზე არ შედიოდა, უფრო და უფრო უნადგურებდა ეს ნერვებს მაშოს და დილის გულჩვილობას ძლიერ გაღიზიანებას უმატებდა, ზუსტად ბოლო წუთებზე შემოვიდა მზად მყოფი რატი თმები ცალ მხარეს უჩვეულოდ გადაეწია და სხვანაირსაც კი ხდიდა, ახლა სხვანაირად სიმპათიური იყო, რომელიც უფრო თბილ იერს აძლევდა ვიდრე მისი ჩვეულად დაყენებული თმა,
- წესით უკვე უნდა გავდიოდეთ!
მკაცრი ხმა ვერ ჩაახშო წარბებ შეკრულმა ისე თქვა კარებში შემოსვლისთანავე და კარებს გაღება, რომ გაუჭირდა შემდეგ დახედა მისი გაღების ხელის შემშლელს, მაშოს ნასროლ ბალიშს,
- გადი!
თავის ფიქრების შემდეგ, სიჯიუტეს ვერ აჯობა ისევ დაიწყო შარის გაგრძელება
- გეყოფა ბავშვობა, ჩაიცვი
კეფაზე მოისვა ხელი ისე გამოაღო მაშოს კარადა ერთ-ერთ კაბას ბრმად დაავლო ხელი ისე გადაუგდო მაშოს,
- წადი-მეთქი!
მეტად ხმამაღლა და უხეშად თქვა მაშომ და რატის ნასროლი თავზე ჩამოფხატებული კაბა უხეშად მოისროლა ძირს, გაკვირვებულმა შეხედა მაშოს, მისი ასეთი უაზრო ქცევისგან გაკვირვებული ადგილზე გაყინული იყო რატი და ამავდროულად ფიქრებში გლოვობდა საკუთარ თავს რომ ყოველ თვე ექნებოდა ერთი შარის მომდები დღე, ვერ ხვდებოდა ვერც ის თუ რა სჭირდა მაშოს ისეთი რომ ასე მარტივად ნახულობდა საკამათოს და რატომ იქცეოდა ასე, თუმცა ჯინაზე არ ჩამოუვარდა, ხელები 'გაიბერტყა' მხრები გაშლილი ხელებითვე აიჩეჩა და დიდი ნაბიჯებით სვლა დაიწყო,
- როგორც გინდა,
დააყოლა ოთახიდან გავიდა და კარები ხმაურიანად გაიკეტა, იმდენად ხმამაღალ ხმაზე მოუვიდა ძლიერად შეხტა მაშო სხეულში წამიერად დააყარა ხორკლებმა და არასასიამოვნო გრძნობისგან მოისვა ხელები მკლავებზე,
- წავიდა?
საკუთარ თავს დაუსვა კითხვა სახე შეცვლილმა, დაბნეულმა და აწითლებულმა ტირილის შეკავებისგან, 5 წუთი უაზროდ იჯდა საწოლზე არაფერს ამბობდა არც ფიქრობდა გაშტერებული თვალებით იჯდა და საშიშიც კი იყო ისე შეეკრა კოპები თავის გაუაზრებლად, გააზრებისას წასკდა ნიანგის ცრემლები რატის საქციელზე და ნერვები ეშლებოდა თავის სიჯიუტეზე ბავშვივით მოექცია ხელში ზეწარი და ხმამაღლა ატირებულს თავი 'ჩაექინდრა' მალე ტბას დააყენებდა, რომ არა ისე რატი, რომელმაც ძლიერად შემოაღო კარი და წამით კარებთან დადგა, წასულმა ვერ შეძლო ასე უაზროდ მიეტოვებინა აშკარად დილიდან აშარებული მაშო მისი კუთხით მიუდგა ამ ყოველივეს და დაბრუნებულმა ტირილის ხმაზე შეშინებულმა შეგლიჯა კარები და შემდეგ უკვე მარტივი მისახვედრი იყო, რომ რატის საქციელის გამო ტიროდა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა
და წინ ფეხებთან ღრმად ამოსუნთქვით ჩამოჯდა,
- მაშო
დაბალმაზე ამოთქვა გაკვირვებული ხმა და ხელი მისკენ წაიღო ძლიერად დაარტყა მაშომ ხელი
- გაე თრიე!
ტირილისგან გაწყვეტილი ხმით ეცადა გაბრაზებულიყო თან ეცადა ცრემლები შეეკავებინა და ცრემლებისგან გასველებული სახე და წამწამები მაჯით მოიწმინდა, თუმცა მთელი სახე უარესად დაისველა ცრემლებით, რატიმ ჩაიცინა, მაგრამ ეს არ ყოფილა დამცინავი ან ბოროტული სიცილი, მისი სახე მოიქცია ხელებში და ცხელი მშრალი ხელებით ეცადა მოეწმინდა ცრემლები,
- რატო ილპობ ამ ლამაზ სახეს დილიდან?
კითხვასთან ერთად უფრო შესამშრალებლად ხელის ზურგით მოწმინდა და საბოლოოდ შეუშრო ლოყები და ახლად გადმოცვენილ ცრემლებს გააყოლა თვალი, რომელიც სწრაფად მოიწმინდა მაჯით მაშომ
- რა გჭირს მითხარი, რატო ხარ დღეს ასე?
მშვიდი და გაწონასწორებული ხმით ეცადა დაეწყნარებინა ცოლი და თან გაეგო შარი საიდან მოდიოდა
- არ ვიცი,
ამოისრუტუნა თავ ჩახრილმა და ისევ ხელახლა ააწევინა რატიმ ნიკაპზე ამოდებული თითებით თვალებ დახრილს თავი
- მომიყევი ვინ გაგაბრაზა, რა გაგიფუჭდა ან ვაფშე რამ გაგაღიზიანა?
- შენ გამაბრაზე!
სლუტუნისგან ხმა გაწყვეტილმა თქვა ისევ თვალებ დახრილმა და მაჯა ცხვირის წვერზე სლუტუნით აისვა, რატისაც გაეცინა ბავშვივით რომ სლუტუნებდა თითქოს 'ასლოკინებსო'
- მე კი არ.... კაი მოდი ჩემთან...ბოდიში
დაწყებული სიტყვა გაწყვიტა, რადგან აღარ აპირებდა მის გაღიზიანებულ ნერვებზე ეთამაშა და მეტად ნერვოზულად და ფსიქოლოგიურად არ გაენერვიულებინა, ხელით მიიხუტა და მაშოსაც ისევ რომ დაებრიცა ტუჩები თითქოს მიხვდაო ისე მოიშორა უცებ,
- კიდე ხო არ აპირებ ტირილს?
კითხვაზე ხელი კრა ისე მოშორდა მაშო და ნამტირალები სახის დასამალად საწოლზე გადაწვა თან ისევ ბალიშში ჩაყო თავი სიტყვის სათქმელად ამოყო წამით
- გეჩქარებოდა შენ
მიაძახა ამოისრუტუნა და ისევ ბალიშში ჩარგო თავი, ისევ ჩაიცინა რატიმ უცებ წამოხტა და მაშოს ზურგიდან აეკრო,
- ჩურჩუტა ბავშვოო,
ჩურჩულით ჩაძახა ყურში და მაშოს ურეაქციობის მერე საჯდომზე მოუჭირა ხელი, მაშინ მოიქნია მაშომ ხელი უმისამართოდ და მას რომ დაარტყა რატის ხმამაღალი გმინვა მოყვა
- ააა
უცებ წამოიძახა თუ არა მაშინვე გახედა შეშინებულმა მაშომ თუ რა დაემართთა რატის, რომელსაც სასქესო ორგანოზე აეფარებინა ორივე ხელი და წამით გაშეშებულიყო, უცებ წამოიწია მაშო შეშინებულმა რომ მისი ბრალი იყო
- უშვილოდ მტოვებ გოგო?
გაბრაზებულმა შეხედა წამომჯდარს,რომელსაც მართლა ეგონა რომ ძალიან მტკინვეულად ჩაარტყა და რატიმაც რომ შეხედა გაეცინა მის შეშინებულ სახეზე და უკვე მაშოც რომ მიხვდა არაფერიც არ სტკენოდა ხელის კვრით გადააგდო საწოლიდან ისევ თავის პოზაში დაწვა და უკვე რატის ცანცარით ხასიათზე მოსულს ჩაეღიმა კიდეც,
- უშვილო კი არა მაგის ღირსიც არ ხარ,
ამოილაპარაკა და თავი ბალიშზე გვერდულად დადო რატის საპირისპიროდ, უკვე იატაკიდან სხარტად წამომდგარს თვალები გაუფართოვდა მაშოს სიტყვებზე , ისევ მიუწვა აუჩქარებლად და წელზე მოხვია ხელი,
- ოოო ეს რომ არა მაშოოო....... ეს რომ არააა,
გაწელა სიტყვები ვერ შეკავებული სიცილით და მაშომ რომ ხელი გამოწია ისევ ნიშნად დაგარტყამო სწრაფად აიფარა ხელი ზემოთ ხსენებულზე,
მის მხარეს დაწვა ხელი მოხვია და შიშველ ზურგს გაუსწორა თვალი, რომელსაც მხოლოდ ბიუსჰალტერის შესაკრავი ეკვროდა, რამდენიმე წამით აკვირდებოდა ლამაზ ბზინვარე ნაზ კანს და ნაზად აასრიალა თითები, ნაზად გადაატარა წელზე, ნაზად და სასიამოვნოდ დაასრიალებდა თითებს და მაშოც მისი შეხებით გახურებულს გატრუნულს მიენაბა თვალები, წამით შეაჩერა რატიმ შეხებები და მაშომაც მაშინვე გაახილა თვალები, ისევ წამით იგრძნო შეხება და შემდეგ თავისუფლება, წამში გახსნა ბიუსჰალტერი რატიმ და მისი შესაკრავებიც უკვე თავად მოშორდა ზურგს
- რატიი!
საყვედურით ამოილაპარაკა მაშომ იმდენად დაბალხმაზე ძლივს თუ გაიგებდა რატი, ყურადღება არ მიუქცევია მაშოსთვის თავად სიამოვნებდა თავისუფალი სხეულის ნაწილის ხილვა და თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა ყოველ იმ ადგილს სადაც თითებს ნაზად აასრიალებდა,
- გაგვიანდება
ისევ დაბალხმაზე ამოილაპარაკა მაშომ და რატის ქვევით ჩასრიალებულ ხელზე თვალები უნებურად მინაბა,
- გინდა რომ წავიდე?
ყურთან ახლოს ჩაჩურჩულა და სიტყვებთან ერთად ჩაატარა ხელი მაშოს ფეხებს შორის, ერთიანად დაუარა ტაომ შეიშმუშნა ნაზად და უნებურად დაჰყვა მის თითებს, ფეხები ერთმანეთს დააშორა და ბალიშს კიდევ უფრო ჩაავლო ხელები,
- წავიდე?
ისევ გაიმეორა მის ყურთან ახლოს და ყურის ქვეშ მიაკრო მხურვალე ტუჩები, თითებს ჯერ ისევ ნაზად ატარებდა ფეხებს შორის და მაშოს გულისცემაც თანდათან იზრდებოდა, ნელა გადმოიწია მაშო ზურგით აეკრო რატის ისე გადმოხედა და მოშიშვლებული მხრიდან გახედა რატის, რომელმაც წამოწეულს მაშინვე შეხედა
- კი,
პასუხი გასცა, თუმცა რატის მისთვის ყურადღება ისევ არ მიუქცევია მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო ტუჩები და ნაზად ჩაუყვა შიშველ სხეულს, მაშომ მისი ხელი მოიქცია ხელებში, რომლითაც მაშოს დალღობას ცდილობდა რატი და მუცელზე მიიხუტა,
- ვერ წავალ
ძლივს მოსწყდა ქალის სხეულს წამოწეულმა დახედა მაშოს ახლოს მყოფ ლამაზ სახეს და საოცარ, ღრმა თვალებს ჩახედა, ცალი ხელის იდაყვით ეყრდნობოდა საწოლს, ცალით კი უკვე თავად დაეჭირა მაშოს თლილი თითები,
უხმოდ უყურებდა თვალებში, უსიტყვოდ სწავლობდა და მეტად იზეპირებდა მის ნაკვთებს და უხმოდ კმაყოფილდებოდა მისი ყურებით,
- ნეტავ შემეძლოს თავისუფლად გეხებოდე....
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და მისი სახე მოიქცია ხელში
- როცა გეხები, რაღაც ზედმეტად მძიმე მაწევს მაშო....., დაუძლეველია, იცი როგორი მძიმეა?!.....
ნაზად უსვამდა სახეზე ხელს ნაზად უწევდა თმას, ყველა მის სიტყვაზე გამოწვეულ საქციელს აკვირდებოდა, მისი შეხებებით თვალდახუჭულს დაჰყურებდა, სულ ოდნავ შეახო ტუჩისკუთხეში ტუჩები თავადაც თვალ დახუჭულმა და ღრმად შეიგრძნობდა მაშოს საოცარ გემოს,
- კიდევ უფრო მშიშარას მხდი,
მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა და მაშოც უხმოდ გადატრიალდა მისკენ, სხეულზე შიშველი სხეულით აეკრო და ხელები მოხვია, რატიც წამით დაელოდა როდის ჩაეხუტებოდა და უკვე მასზე აკრულს მოხვია ხელი
- ჩემი პატარა ხარ,
ისევ დაბალხმაზე ამოთქვა და შუბლზე მიაკრო ტუჩები, მოხვეულს უკვე ორივე ხელი ძლიერად მოხვია და ძლიერად მიიხუტა სხეულზე უკვე ორივეს სხეულში ორი გული ცემდა, მარჯვენა მხარეს ერთმანეთის გულები სცემდნენ და ორივე სასიამოვნოდ გრძნობდა ახალ გულს სხეულში, დიდი დრო დაუთმეს ერთმანეთს უბრალოდ ჩახუტებითაც კი, პოზა შეცვლილებს, მაშო ზურგით აკრობოდა რატის ისევ ნებიერად დაეხუჭა თვალები, ხოლო რატის ისევ მოეხვია მასზე აკრული მაშოსთვის ხელი და ცალი მკერდი ხელში მოეთავსებინა, მასაც მშვიდად დაეხუჭა თვალები, თითქოს სამყაროზე არაფერი არსებობდა და მოცლილებს წყნარადაც მიეძინათ.... რაღაც დროის შემდეგ რატის ტელეფონი არღვევს ყველანაირ სიმშვიდეს და მალევე აფორიაქებული ემშვიდობება ცოლს ისე ტოვებს სახლს....
.....
- ძალიან გვიან მოვდიოდი სახლში ამიტომ აღარ გამოვდიოდი ხოლმე, ბოდიშით
უკვე დიდი ხანი იჯდა ბარბარე ნაზის წინ დილა უთენია და თავის გასამართლებლად მრავალი არგუმენტი მოჰყავდა, ნაზიც სახე შეუცვლელად იჯდა დივანზე მის წინ და თითქოს არც კი უსმენდა მოქოთქოთე ბარბარეს,
- კარგიიი რა ნაზი ბებო, თან აი ეს მოგიტანეთ
ნაზისთვის დიდი შეფუთვით ლიქიორიანი 'ბამბანერკა' გადააწოდა თან გაეკრიჭა, მიხვდა რომ საბოლოოდ მაინც მოალბობდა და მოიგებდა ნაზის გულს, თუმცა არა ქრთამით, მაგრამ მაინც ცადა მისი შებმა 'ბამბანერკით' რადგან ნაზის სტუმრებისთვის ყოველთვის გადაენახა მსგავსი სასაჩუქრე ან გასამასპინძლებელი ტკბილეულები,
- შენი საჩუქარი რათ მინდა?! რო მოხვიდეთ და გამიღიმოთ და წახვიდეთ საკმარისია
სამი თითითის ქნევით ჩამოაყალიბა აზრი და წამოდგა, რომ მაგიდა გაეწყო,
ბარბარეც მასთან ერთად წამოდგა და ჩქარი ლაპარაკით იმდენი ქნა სანამ თავი არ გაიმართლა, სამზარეულოში რა მხარესაც წავიდოდა ყველა მხარეს დაყვებოდა ხელიდან საინს ართმევდა და ისე მიყვებოდა ოთახში თავად ალაგებდა მაგიდაზე სავსე საინს ინსტიქტურად და ბოლოს საუბარს, რომ მორჩა მაგიდასთან ჩამოჯდა,
- ენა არ გეტკინა?
სიცილით დაუსვა ნაზიმ კითხვა, დოინჯებ შემორტყმულმა და თან ზევიდან დაჰყურებდა ღრმად მხვნეშავ ბარბარეს
- ოო კარგით რააა,
თავი გადაიქნია და კარების ხმაზე უცებ გასწორდა, მაშოს ოთახის კარს გაუშტერა თვალი იქიდან, შავ თმიანი დიდი და ლამაზი თვალებით გამოვიდა ჯერ მისთვის უცნობი გოგო, რომელიც იცოდა ვინ იყო, სწრაფად წამოდგა ღიმილით მისი დანახვისას და მალევე მიუახლოვდა კრეჭვითა და ყურებამდე ღიმილით,
- გამარჯობაა, მე ბარბარე ვარ
სწრაფად გაუწოდა ხელი ღიმილით და სალომემაც უმალ შეაგება თლილ თითებს ხელი,
- რატომ არ დამირეკე, ვიცი რომ ჩემი ნომერი გქონია,.....თუ დაქალები და რამე არ გვინდაოოო,
ბოლოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და მაგიდისკენ წასულმა თან გაიყოლა სალომე,
- არა, უბრალოდ უხერხულია,
მხრები აიჩეჩა და ბარბარემ ისეთი გახედა უნებურად გაეკრიჭა სალომე,
- გოგო შენ ახლა ისეთ ოჯახში ხარ, რომ მსგავსი აზრები არ უნდა გაწუხებდეს, ნუ ახლა მაგრად გავფუჭდით სასტავი ბებია არ გვინახია დიდი ხანია მარა ახლა ყველას, რომ გავაცნობ შენ თავს ბებიაც დაიტანჯებაა, მოიცა ჯერ მაშო ჩამოვიდეს,
ისევ სწრაფად დაიწყო ლაპარაკი და ნაზი სიცილს ძლივს იკავებდა ცოტახნის წინ ენა უბუჟდა იმდენი ილაპარაკა და ახლაც დაუღლელად განაგრძო საუბარი, სალომეც ღიმილით უსმენდა ლაღად მოსაუბრეს და რატომღაც სიტყვა 'სასტავზე' კარგი და სასიამოვნო ფიქრები ააწყო,
- მოკლედ ყველაფერს მოგიყვები მერე თუ სადმე არ გადიხარ ჩვენ გავიდეთ ანანოს ვეახლოთ და მასთან ერთად მოგიყვები ყველაფერს რაც კი დაგაინტერესებს,
მაგიდას მიუსკუპდა და თვალებით ანიშნა დაჯექიო, ჭამის დროსაც არ გაჩუმებულა მთლად ახალი სტუმრის ნახვა უხაროდა, რის გამოც ცდილობდა მათი საყვარელი სასტავის შესახებ ყველაფერი გაეგო, რომ ახლიდან არაფერი დაწყებულიყო. დიდხანს არ გაუჩერებია სახლში, მალევე დაავლო ხელი და ანანოს მისამართით წავიდა.....
.......
რატის ღელვა იმდენად გადაედო, მთელ სხეულს მოსდებოდა, ვერ ისვენებდა სახლს ალაგებდა, თუმცა ფიქრები არ ასვენებდა, თუ რა მოხდა რატომ შეიცვალა ასე და რატომ გაიქცა მოულოდნელად, ზარზე ზედა სართულიდანვე გააღო კარი და თან მოაჯირებიდან შემოსულ ნიკოლეტას გადახედა,
- ოლაა ლამაზო,
შორიდანვე დაუქნია ხელი და კიებეებზე სწრაფად ავიდა, მიახლოვებულმა გადაკოცნა მაშო და მოკითხვაც არ დავიწყებია,
- წამო გავისეირნოთ
- აუ არა რაა, დღეს მაგრად მეზარებოდა სამსახურშიც კი არ ვარ,
მორცხვად გადაიქნია თავი უარი რომ თქვა და ჩვარი შეინახა,
- სამსახური დაიკიდე ხომ იცი დირექტორი ყავთ და შენ იმენა უფროსი გახლავთ
მხარი კრა და ხელი ჩაავლო, რომ დაბლა ჩაეყვანა, ზედმეტად აჟიტირებულიც კი იყო, მაშოც მის ქცევას დაჰყვა დაბლა ჩასულები დივანზე მოთავსდნენ და ნიკოლეტამ რომ საუბარი დაიწყო მაშოც მოსასმენად მოემზადა, ზედმეტად არ აინტერესებდა ახლა მისი უცნაური ოსტორიები, თუმცა ხათრის გამო ჩუმად დაიწყო სმენა, ისეთ უაზრო რაღაცეებს ყვებოდა მოსმენად ნამდვილად არ ღირდა ხან დივნის ფეხს აწვალებდა მაშო ხან რას და ხან რას და ბოლოს უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოახლოვება რატისთან და მაშოც გაკვირვებული შეხედავდა ხოლმე, ისეთ რამეებზე ელაპარაკებოდა უკვე რომ ღიზიანდებოდა კიდეც მაშო
- არ გეშინია?
მოულოდნელად დასმულმა კითხვამ თამაში შეაწყვეტინა მაშოს, გაკვირვებულმა ახედა სერიოზულ ნიკოლეტას და ხვდებოდა კიდეც რომ ეს თვალები ავის მომასწავლებელი იყო და უკვე მისი ისტორიებიდან სხვა რამისკენ მიიწევდა
- რისი უნდა მეშინოდეს?
გაკვირვებისგან გამოწვეული სიცილი ვერ დამალა მაშომ და დივანზე უკეთ მოეწყო,
- რატომღაც მგონია რომ არაფერი არ იცი,
ისევ სერიოზული ხმით განაგრძო საუბარი და საქმე ისე მიჰყავდა რომ მაშოს აუცილებლად თავისი მოთხოვნით აცნობებდა ყველაფერს და აისრულებდა უკვე თავის სურვილს, რომელიც სალომეს მოულოდნელად დაკარგვის გამო ჰქონდა ამოჩემებული
- და რა უნდა ვიცოდე ნიკოლეტა? რანაირად მესაუბრები ან რისი უნდა მეშინოდეს?
გაღიზიანება ვერ დამალა მის სიტყვებზე და ნერვოზულად ისევ შესწორდა, დაიძაბა კიდეც რადგან თავიდანვე აფრთხილებდა და ამზადებდა რატი მსგავსი დღისთვის
- მაფიოზთან ცხოვრობ, მაფიოზთან გძინავს რავი მართლა არ გაშინებს?
ადრეც კი გაეგო მაშოს ეს სიტყვები მაგრამ ბავშვობაში მის ერთ მეგობარსაც მსგავსად მიმართავდნენ და სულ არ უკვირდა მსგავსი წოდება არ მიიჩნევდა ის ამას, როგორც რეალურად, იღებდა ისე როგორც გამაბრაზებელი მიმართვა, მას ხომ არასდროს წარმოედგინა მაფიოზობა ვინმე მის ახლობელთან ახლოს,
- ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა
ისევ დაბნეულად თქვა და ნიკოლეტას მომავალი სიტყვების შიში შემოპარვოდა გულმა საგრძნობლად დაუწყო ცემა, წამდაუწუმ ყლაპავდა ნერწყვს ეშინოდა, ახლა მასაც ეშინოდა ნიკოლეტას სიტყვები და ამავდროულად რატის სიტყვები უტრიალებდა თავში " მეშინია მაშო" ისიც მარტივი მისახვედრი იყო რომ ეს ყველაფერი ხუმრობა აღარ იყო, ფიქრობდა რომ გაეგდო სახლიდან ან რომ გაეჩუმებინა ხომ არაფერს გაიგებდა ცუდს, მაგრამ იქნებ ასეთიც არ იყო, უნდა გაეგო, როდემდე უნდა ეცხოვრა ტყუილში, როდემდე უნდა ეცხოვრა თუნდაც რატის შიშში, ალბათ სწორი დროც კი იყო, არაფერი უთქვამს მაშოს ნიკოლეტასთვის დაელოდა რომ თავად იტყოდა,
- მაშო! რას ვერ ხვდები? დავიჯერო არ იცი, რომ მაფიოზ, სასტიკ მკვლელთან ცხოცრობ?! მართლა ახლა იგებ რომ რატი მაფიოზია?! თუ იმდენად შეცვალა ცხოვრება რომ საერთოდ არ ემჩნევა, მართალია ზედმეტად შეცვალე, ცხოვრება ზედმეტად შეიცვალა, მაგრამ ის მაფიოზური სული ხომ ისევ მისია ის მკვლელი და ბოროტი სული,
მაშინვე მთელ ფეხებში უძალობა იგრძნო მაშომ, მთელ ფეხებში ისე დაუარა თითქოს დამაბუჟებელმა შიშმა, ძალა წაერთვა,
კბილებს ერთმანეთს აჭერდა ისე ლაპარაკობდა ნიკოლეტა , ზიზღითა და შურისძიებით სავსე იყო, საიდან ამდენი ბოღმა, მაშომ კი სწრაფად შეწყვიტა სუნთქვა შიშის ფერებმა ჯერ რამდენიმეჯერ უცვალეს ფერი და საბოლოოდ ფერ წართმეული სუნთქვა გაკავებული მკვდრის ფერი დაედო, რატი მკვლელი? ვერც კი გაიაზრა წესიერად ისე სიტყვებზე დაუარა სხეულში შიშისგან გამოწვეულმა უძალობამ
- ვიცი ცუდი გასაგებია აშკარად ახლა იგებ მაგრამ, როგორ არ იცოდი? ცოცხლად მარხავდა ხოლმე ადამიანებს და მანამ იჯდა იქ სანამ მისი კივილი არ ჩაიგუდებოდა,
ახალ გაგებულ ფაქტზე თვალები გაუდიდდა მაშოს ვერ წარმოდგენილი რატის საქციელიდან და ღრმად სუნთქვისგან თავბრუს ხვევა დაეწყო
-ზოგჯერ აუჩეხავს კიდეც, უყურებდა, როგორ იწიწკნებოდა ადამიანი, როგორ ძვრებოდა ხელები და ფეხები,
თითქოს კონკრეტული ადამიანები თვალწინ გამოესახა ისე აიტანა მხრები კისრამდე სახე დამანჭულმა ტკივილისა და ჩადენილის სისასტიკის გაგონებაზე და წამით ხმაც კი წაერთვა
- კანიც ნაწილ ნაწილ დაუჭრია ცოცხალისთვის და მის თვალწინ უჭმევია ძაღლებისთვის, ღრმერთო ჩემო ვერც კი ჩამოვთვლი იმდენია,
საუბრობდა, თუმცა მაშო იმდენად გადათეთრებული იყო, ყოველ მის სიტყვაზე აჟრჟოლებდა ყოველ მის სიტყვაზე გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, ყურებზე აეფარებინა ბოლოს ხელები და ისე დაეჭიმა კისერი წამით მოადუნა შიშისგან თითქოს მალე რაღაც გაეკვანძებოდა ყელში, ვერ ხვდებოდა რანაირად უნდა დაეჯერებინა, ვერ დაიჯერებდა მსგავს რამეს თან ამ მოყოლილიდან გაგონილ ავადმყოფურ სისასტიკეს რატის ვერასდროს მიაწერდა,
- გაეთრიე!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მოსმენილისგან გაოცებული ხმით და ნიკოლეტას გაოგნებული სახე არც დაუნახავს ისე იკივლა ისევ
- რატომ მაგდებ?! სიმართლე რომ მოგიყევი?
ტონს აუწია ნიკოლეტამაც, მაშო წამოდგა მხრებში ჩავლებული ხელითვე წამოაგდო და კარებისკენ ხელის კვრით უბიძგა,
- ასეთ არაადამიანობას როგორ ამბობ!
ისევ ძლიერად კრა ხელი და ხვდებოდა რომ ძალა იმდენად წართმეული ჰქონდა უცებ რომ წამოდგა ფეხები უკანკალებდა
- მაშო გამიშვი, ეს უნდა გაგეგო!
- აქედან მოშორდი!
ზედმეტად ცუდადაც იყო იმდენად მარტივად მოხვდა ეს ყველაფერი, თუნდაც მხოლოდ სასტიკ და ბოროტი ემოციებით მოყოლილ ამბავზე , ტვინში სისხლის ჩაქცევას გრძნობდა,
- მაფიოზია მაშო ყველაფერს გეფიცები, გამოცდილი ავადმყოფი მკვლელია,
გაორებულად ხედავდა, ფეხები შიშისგან დაბუჟებოდა, ბევრი ეჯაჯგურა ნიკოლეტა რომ ხელი გაეშვა მაშოს მისთვის და ბოლოს ისევ მისი სიტყვებით დასუსტებულს ძლიერად კრა ხელები, მაშოც ძლიერად გადავარდნილი მიეჯახა დივანს და ტკივილი ვერც კი იგრძნო, რომელიც მთელ სხეულს მოედო,
- შეიგნე და დაიჯერე ადამიანო, შენი რატი აკეთებდა ამ ყველაფერს! არ იცი როდის აგჩეხავს არ იცი როდის დაგმარხავს ან შენ ან შენ ახლობლებს იქნებ უნდა კიდეც აგკუწოს, მაფიოზი და სიყვარული სად გაგონილა?!
ზევიდან დაძახოდა ატირებულ მაშოს, რომელიც ცივ იატაკს თავს ადებდა და ძლიერ ემოციებში მყოფი გაურკვევლი შეშინებული ტიროდა,
ნიკოლეტამაც კიდევ მეტად მოინდომა რატის შესახებ ფერადი ამბების მოყოლა, მასთან ჩამოჯდა მის გვერდით დივანზე ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ყველა რატის საქციელის დეტალურად მოყოლა დაიწყო დეტალურად აღწერდა ჩადენილ მკვლელობას, ყველა გადმოსული სისხლის გუბეს აღწერდა ხმამაღლა საშინელი გაფორმებებით და იმაზე სასტიკად აღწერდა ვიდრე მოხდა,
- წარმოდგინე რას გრძნობდა მაშინ ის პირუტყვი... მაშოს კი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, რამდენჯერმე შეძლო, მთელი მოკრებილი ენერგიით წამომდგარიყო და ნიკოლეტასთვის პირზე ხელები აეფარებინა, თუმცა შიშს და გაგებულ ამბავს იმდენად დაესუსტებინა, საკმარისი იყო მხოლოდ თითი გეკრა მაშინვე უძალოდ ვარდებოდა, ნიკოლეტაც ბოროტულად, იმაზე ბოროტულად იქცეოდა ვიდრე ოდესმე რატი, მოყოლას აგრძელებდა და მაშოც ყურებზე ხელ აფარებული მოკუნტული ეგდო ძირს, ნიკოლეტას დამადასტურებელი საბუთებიც მოჰყავდა რატის მაფიოზობის და მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, თავისთვის ბუტბუტებდა ქართულად მაშო, ტირილი კიდევ უფრო ასუსტებდა და თვალებს მძიმედ ხუჭავდა, გული ერეოდა რატის შეხებების გახსენებაზე წარმოედგინა რომ ყოველი შეხების დროს სისხლიანი ხელები ეხებოდა სხეულზე , მხოლოდ დაბურულად ხედავდა ყოველ წამს ტბა ჩამდგარი თვალებით
- დედა,... მიშველე....გევედრები, ახლა მაინც დამეხმარე
ტირილით ჩურჩულებდა ყურებზე აეფარებინა ხელები ნიკოლეტას არ უსმენდა ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეშველა ახლა, რადგან მალე გული გაუსკდებოდა, ყველაზე ძლიერად დაარტყა ნიკოლეტამ, აქილევსის ქუსლში მოხვედრილმა დარტყმამ მთლიანად ჩამოშალა მაშო, სულ აღარ გახსენებია რატის სიტყვები, არც მისი შიში არც მისი სინანული მასზე დადებითად აღარც კი გაუფიქრებია, მხოლოდ შიში და მისი საქციელის ზიზღი უღრღნიდა გულს, რომელიც ზედმეტად მარტივად მოეკიდა
- .... მთელი ეს დამპალი ცხოვრება ხომ მე დამიტოვე..... ხომ არაფერში დამხმარებიხარ.... .... გთხოვ, გევედრები ახლა მომეცი ძალა, რამე გააკეთე... გააჩუმე..... მოკალი.... მეტს ვეღარ გავუძლებ მოვკვდები, ....
ისტერიულად გააგრძელა ტირილი თმას ძლიერად ჩაბღაუჭებოდა მოკუნტული იქით-აქეთ ქანაობდა და ხმაც კი წასვლოდა, უხმოდ ტიროდა და თითქოს მხოლოდ დედა დაეხმარებოდა ახლა თითქოს მას, რომ გაუნდობდა კიდევ მარტივად შეძლებდა ძალების მოკრებას მოუშორებელი ნიკოლეტას გაგდებისთვის, რომელიც რამდენიმე ცდის შემდეგაც ვერ მოიშორა ჭირივით შემოვარდნილი სახლში
- არ მისმენ?
მოულოდნელად გადმოხედა ნიკოლეტამ და მაშომაც კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა
- გაქრი აქედან!
მკაცრად ჩახლეჩილი ხმით კიდევ ერთხელ ამოთქვა და წუთით ტირილი შეწყვიტა დამპალი სახე ცრემლებით ლოყები აწითლებოდა ტირილისგან ნატანჯი თვალები საცრის ოდენა გახდომოდა, ჩაწითლებულს თითქოს თვალებიდან სისხლი ედინა, მარტივად შეძლო დაენახა ნიკოლეტას სიბოროტე იმ წუთში და როცა წინ ჩამოუდგა კიდევ ერთხელ გაუმეორა სიტყვები,
- ნიკოლეტა! გაეთრიე აქედან-მეთქი!
გამოცრა ისევ და წამოდგომაც კი შეძლო, მთლიანად შეცვლილმა
- ჯერ არ დამისრულებია იცი კიდევ რამდენი რამ უნდა მოვყვე, სიმართლეში იცხოვრე ბოლოს და ბოლოს
თვალს თვალში უყრიდა გაკვირვებული მზერით და თან ხედავდა კიდეც უკვე რას გავდა მაშო, თუმცა მისთვის ჩვეულებრივი ემოცია იყო მაშოს საქციელი მსგავსი ამბის მოყოლის შემდეგ, უცებ ძლიერი ბიძგი იგრძნო ლოყაში და თავი გვერდზე გარტყმისგან გადააქნია,
- შენ ყრუ ხარ?!
კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი და თვალებიც სრულად შეცვლოდა მასაც იმდენად გაუცივდა არამარტო თვალები, სხეულიც მასთან ერთად, რომ კანკალებდა, კბილებს ერთმანეთს ძლიერად ურტყამდა და თანდათან მიიწევდა ნიკოლეტასკენ,
- ხომ გითხარი გაეთრიე-მეთქი!
მკაცრად ამოილაპარაკა შემდეგ ნიკოლეტას ერთი ცინიკური სიტყვა საკმარისი იყო, შეშლილივით დაიწყო ღრიალი და შუშის მაგიდას ჯერ წიხლი ჩაარტყა უკვე ნამსხვრევებად ქცეულს დაუწყო იდაყვების ქვედა მხარის მკლავების რტყმა
- გაეთრიე-მეთქი,....წადი! მოშორდი!
ღრიალებდა, კიოდა ბოლო ხმაზე ხრიალებდა, შუშის ნამსხრევებს მუჭში იგროვებდა და ისტერიულად ისროდა ნიკოლეტასკენ,
ნერვულად დაიწყო შუშის ნიკოლეტას მიმართულებით სროლა და ღრიალს არ წყვეტდა, ხმის ბოლო აწევამდე, ემოციებისგან იცლებოდა, თუმცა რომელ დაცლაზე იყო საუბარი, ნიკოლეტაც მალევე მიხვდა, რომ იმდენი ქნა ნერვულ სისტემაზე ზედმეტად იმოქმედა, შეეშინდა კიდეც, შორს წასული, რომ შუშები არ მოხვედროდა, შიშისგან სწრაფად წავიდა უკან-უკან, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ქალის, შეშლილის დანახვისას და სწრაფად გავარდა სახლიდან, მარტივად დატოვა მაშო, რომელიც ვერანაირ ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა, იმდენად ძლიერი იყო სულიერი ტკივილი ,ახლო მახლო რაც კი დასალეწს ნახულობდა ყველაფერს ლეწავდა, კიოდა, საგიჟეთიდან გამოქცეულს გავდა, გაორებულადაც ვეღარ ხედავდა, ყველაფერს უყურებდა და რომ ვერ ხედავდა მის დასანახად გვერდით ტრიალდებოდა, მისი ხედვით უყურებდა რაღაცას, თუმცა რეალურად ნერვოზულად ბრუნავდა რაზეც უარესად ეთიშებოდა გონება, სახლის ცენტრში იდგა და მოტრიალეს ისედაც თავბრუ რომ ეხვეოდა ახლა სულ მთლად არეული ვეღარც ჩერდებოდა, მობრუნავე სახლთან ერთად ბრუნავდა და უკვე ისტერიულადაც კი ეცინებოდა მოტრიალე სახლზე, მისი შეშლა მაშინ დასრულდა როცა გონება საბოლოოდ გადაეკეტა და იატაკზე უძალოდ დაეშვა....
......
- მეღადააავებიიით
სიტყვა ბოლო ხმაზე გაწელა სალომემ და ნამცხვრის მეორე დიდი ლუკმა ჩაიდო, ხელებს აქნევდა პირ გამოტენილი თვალების ხუჭვით, რომ აღფრთოვანებული იყო გასინჯულით და მის წინ მჯდომი ბარბარე და ანანო კმაყოფილები ფხუკუნებდნენ,
- ნელა ქალო,
გააფრთხილა ანანომ და წვენი ჩამოუსხა,
- ტყუილად კი არ ეკეტება ხალხს ამაზე,
ამაყად თქვა ბარბარემ და ხელი მოხვია
- ჩემი გოგოა რა
ამაყად დააქნია თავი და სიცილით გახედა ანანოს, რომელიც " ოჰ ოჰ კაი გაჩერდის" სახით უყურებდა
- რას უკეთებ ამნაირს
- ზომაზე მეტ შაქარს მწიკვი რაოდენობით
მხრების აჩეჩვით გასცა პასუხი სალომეს და სამზარეულოს კარებში ხელს რომ უქნევდნენ უცებ წამოდგა დანახვისთანავე
- ბოდიშიით არ მასვენებენ,
გაიკრიჭა უცებ და ბიჭისკენ გავარდა, რომელიც ხელს უქნევდა ნიშნად რომ საჭირო იყო,
- გეფიცები ამაზე გემრიელი თუ რამე მეჭამოს,
კმაყოფილმა თქვა და თითქმის ცარიელ თეფშს დახედა, გეგმაში კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ, საზაფხულო დასვენებები მალე დაიწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მათი დასვენება საუკეთესო უნდა ყოფილიყო რაც ჯერ გოგონებს უნდა დაეგეგმათ და მაშოსთან ერთად დაემთხვიათ. მალე ანანოსთან ერთად დაუყვნენ ქუჩებს და ერთი დღეც კი საკმარისი გახდა ერთმანეთისთვის ყველაფერი მოეყოლათ.....
.......
თავად მოვიდა გონს, თვალები გაახილა და წამით უაზროდ მიაშტერდა კედელს, წამში ყველაფერი გაახსენა გონებამ, ტუჩებ დაბრეცილმა ცრემლები ვერ შეიკავა და გონზე მოსვლისთანავე დაიწყო ტირილი, ამავდროულად ახლა გრძნობდა წვას მკლავებზე, ნელა წამოდგა ნელა შეათვალიერა დაკაწრული აქა-იქ სისხლიანი მკლავები და ნელა შეტრიალდა ოთახის დასანახად, ყველაფერი დალეწილი იყო, შუშის ნამტვრევებით იყო სავსე ოთახი, ტირილით ათვალიერებდა ამ ყველაფერს ისე მიეყრდნო კედელს და უძალოდ მიაყრდნო თავი, აბაზანაში ჩამოიბანა მკლავები, ჯერ ისევ გადათეთრებულ სახეზე შეისხა წყალი და აბურდული თმა შეიკრა, ტირილის თავიც აღარ ჰქონია, ზედმეტად შეცვლილი იყო, უფერო, უემოციო, არაფრის გამომხატველი მზერა, მკვდარივით დადიოდა, დივანზე გაწვა ხელი ძირს გადაყო და შუშით თამაში დაიწყო, ფიქრების გარეშე, ემოციების გარეშე იწვა და შუშის ნამსხვრევს ატრიალებდა თითებში, დროც უაზროდ იწელებოდა მაშო კი უბრალოდ იწვა,
- უნდა წავიდე,
მშვიდად ამოიხრიალა დაწოლილმა და შუშით შუშის ჩხაპნა დაიწყო, როცა გაახსენდა ვის სახლში იყო, მკვლელის სახლში, ჯერ ისევ, მაგრამ მის გარეშე არ წავიდოდა
- სად წავიდე? მკვლელთან ვცხოვრობდი?.. სისხლით დასვრილი ხელები მეხებოდა?
მშვიდად ლაპარაკობდა ხმამაღლა ხრიალით, საკუთარ თავსაც კი ვერ ელაპარაკებოდა, რადგან პასუხი არსაიდან ჩანდა, ამიტომ სვამდა უბრალოდ რიტორიკულ კითხვებს, ლაპარაკის დროს უცებ წამოვარდა საპირფარეშოში გავარდა და გულზე მოწოლილი გრძნობისგან, გულის რევის შეგრძნებისგან, დიდხანს იყო გადაყუდებული, ყოველ ფიქრზე რომ მორჩა ონკანისკენ ინაცვლებდა ხველებით რომ პირი მოებანა, თუმცა ყოველ ჯერზე ისევ უბრუნდებოდა, საზიზღარ გრძნობას გრძნობდა ყელში რის გამოც კიდევ მეტად ერეოდა გული, უკვე შიშშიც გადასვლოდა ისტერიულად ტიროდა და სახეზე ლურჯი ფერიც გადაკვროდა, მთლიანად გალურჯებული, თვალებს ძლივს ახელდა, როცა სუნთქვის საშუალება მიეცა მაშინ მოაწვა ისევ შიშის ტალღა და ხმამაღლა ატირდა, ყველაზე დიდი დამატებითი ტანჯვა იყო ყელში გამოწვეული საზიზღარი გრძნობისგან, პირი მოიბანა ონკანი არც დაუკეტავს კედელს მიეყუდა და პირითვე ღრმად დაიწყო სუნთქვა, ისე არ დაუტოვებია აბაზანა ყველაფერი მოაწესრიგა შედარებით უკეთ მყოფმა ტირილითა და გლოვითვე და ისევ დივანზე გაწვა
- მხოლოდ ამ ერთი ნაგავის გამო? ეს ყველაფერი?
სიცილი აუტყდა და დივანზე ხან იქით ხან აქეთ ბრუნავდა,
- ფილმებშიც კი არ მქონია მსგავსი რამ ნანახი
ისევ ხმამაღლა აგრძელებდა საუბარს, ფიქრობდა ხმამაღლა, აზროვნებდა, ლოგიკურად მსჯელობა შეეძლო, თუმცა იმდენად დამასუსტებელი იყო მსგავსი რამის გაგება ადამიანზე, რომლის გარეშეც უკვე სუნთქვაც უჭირდა, რომ წამში აგირევდა გონებას, იგებ რომ საყვარელი ადამიანი ბინძური მკვლელია იგებ როგორ საზიზღრად კლავდა და ავადმყოფივით უყურებდა ამ ყველაფერს, ავადმყოფივით? მაგრამ რატის ავადმყოფის არაფერი ეტყობოდა, ეს მარტივი საპატიებელი არ იყო, საერთოდ საპატიებელი იყო? იმდენი კითხვა შეიძლება გაჩნდეს ამ საკითხთან პასუხის გაცემა ძალზედ რთული იყო,
კარის ტელეფონის დიდმა ხმამ მოიცვა სახლი, ზედა სართულზე და ქვედა სართულზეც ერთი ხმით რეკავდა ტელეფონი, კანკალი აუტყდა უცებ, სხეული წამში დაეხორკლა, ისე წავიდა კარისკენ, ნელი ნაბიჯებით,
- ვიცი რომ ნიკოლეტამ ყველაფერი გააფორმა....ვიცი რომ ასეც არ იქნებოდა..... ვიცი რომ ასე რატი არავის გაწირავდა.......მისგან უნდა გავიგო, უნდა მოუსმინო მაშო!
ნელ სიარულს ყოველ სიტყვას დამაჯერებლად აყოლებდა, საკუთარ თავს ეხმარებოდა გადაწყვეტილებაში ისე მიადგა კარებს,
- ააჰჰ ღრმერთო,
წამით აუკანკალდა ყბა სახეზე ხელები ჩამოისვა ისე პატარაზე გააღო კარი, კარებში დარიო იდგა, მისი ნახვისას კიდევ უფრო გააღო კარი, მაშინ დახედა დარიომ ღიმილით, ღიმილი შეახმა სახე უცებ ეცვალა სახე , არც კი დაფიქრებულა ისე ეცა, მისი სახე ხელებში მოიქცია ამავდროულად შეშინებული ეკითხებოდა თუ რა მოხდა, პასუხს არც კი აცდიდა მკლავები უტრიალა, დაშავებულ ადგილებს ნახულობდა , უხეშად რომ გამოგლიჯა ხელები მაშომ,
- არაფერი არ ხდება, კარგად ვარ, გული ამერია და იმოქმედა ფერზეც,
მკლავზე მოისვა ხელები და კარებში თავად გავიდა,
- სერიოზულად? მკვდარს გავხარ მაშო, წამო ექიმთან, გთხოვ რა,
ხელში ხელი ჩაავლო და კიბეებისკენ წავიდა ისევ უხეშად გამოგლიჯა ხელი,
- საქმე გამოგელია? არ მინდა ექიმი კარგად ვარ, უფრო სწორად ასე კარგად არც არასდროს ვყოფილვარ, რამე გინდოდა?
მაშოს მკაცრ მაგრამ ამავდროულად ურეაქციო ლაპარაკზე გაკვირვება ვერ დამალა კაცმა, მისკენ კიდევ რაღაცის სათქმელად წავიდა მის კარგად ყოფნაში დასარწმუნებლად და თავი შეიკავა,
- მინდოდა გავსულიყავით, სულ ორი წუთით,
თავით ანიშნა და მოჭუტული თვალებით შეათვალიერა მაშო, თან გზაზე ლამპიონებს გახედა, რომელიც მალე აინთებოდა, შორს კი უკვე მოჩანდა მანათობელი ლამპიონები
- წამოდი რა, თან უკეთ გახდები ჰაერზე
ხმა არ ამოუღია მაშოს სახლში შევიდა კარები ცხვირწინ მიუკეტა დარიოს და კაციც გაოგნებული იდგა კარებთან,
- რა ჯანდაბა ხდება?
ამოიგმინა დაბალხმაზე და მერე რატის სიტყვები გაახსენდა რომ ახლა მაშო აუცილებლად უნდა გაეყვანა სულ ცოტახნით მაინც, კარებზე უნდა დაეკაკუნებინა თავად მაშომ გააღო კარი ფეხზე ჩაეცვა უბრალოდ, კარებიც კი არ გადაუკეტავს წამოდიო თავით ანიშნა და არც შორს გაყოლას აპირებდა, უბრალოდ არც თავად იცოდა სად, რატომ გაყვა, არც ისე დიდი მანძილი გაიარეს, თუმცა უხმოდ, უსიტყვოდ, არცერთს ამოუღია ხმა , დარიო მაშოს ელოდებოდა,რადგან ხვდებოდა რომ ის ის მაშო არ იყო როგორსაც ის იცნობდა ამიტომ თავშეკავებული იყო, მაშო კი თავის ფიქრებში გართულიყო,
- არ გინდა კაფეში დავსხდეთ?
უკვე კარგა მანძილის გავლის შემდეგ, მაღაზიებსა და ბევრ კაფეებს, რომ უვლიდნენ მაშინ ამოიღო ხმა დარიომ
- ყველანაირი საჭმელი და სასმელი მეზიზღება ახლა,
- ჰო მაპატიე,
გაცემულ პასუხზე უცებ გაახსენდა მაშოს მდგომარეობა და თავ ჩახრილმა მოიხადა ბოდიში, წყნარად მიყვებოდა გვერდით, თუმცა მაშოს არ მიესვლებოდა, ძლივს დგავდა ნაბიჯებს და ფიქრობდა თუ სად უნდა წასულიყო ამაღამ, სულ რომ უსახლკაროდ დარჩენილიყო იმ სახლში გაჩერებას არ აპირებდა და სულ ახლა მიხვდა ამას,
- ჩანთაა ჩანთა არ ჩამილაგებია,
ქართულად წამოიძახა და ისე ახედა დარიოს, თითქოს აქამდე დახშული გონებით ვერც კი გაეგო რას აპირებდა, ამავდროულად გული ისე სწრაფად აუძგერდა ხელი ძლიერად მიიჭირა გულზე , ჯერ უხმოდ განაგრძო სიარული, რადგან მივიდოდა თუ არა მაშინ მოასწრებდა ჩალაგებას, ნაბიჯი გადადგა, თუმცა გრძნობა რომელსაც გრძნობდა, არ ასვენებდა აქამდეც ძალით ნადგამი ნაბიჯები უფრო გაძლიერებულიყო და რეზინას გავდა, რომელიც ძალით გაწელეს და ახლა ხელს, რომ გაუშვებდნენ ელვის სისწრაფით მოსწყდებოდა ადგილს,
- უნდა წავიდე, არ მჭირდება გამოყოლა, აქ დარჩი დარიო
თითი მკაცრად დაუქნია და ადგილს მოწყდა, სიარულით განვლო ქუჩა და თავის უბანში გადაუხვია თუ არა სირბილით დაიწყო წყნარი უბნის გავლა, სახლის წინ ქოშინით ჩამოდგა და დაძაბულმა შეათვალიერა სახლი,
- სახლშია!....ის აქაა!
ამოილაპარაკა და ნელი ნაბიჯი გადადგა, ყოველ მიახლოებულ ნაბიჯზე დუნდებოდა სხეული, ძალა ეცლებოდა რაც უფრო უახლოვდებოდა კარებს, კარის სახელურს ჩაავლო ხელი, ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად შეაღო კარი, სახლში შუქი იყო მხოლოდ ანთებული, დანარჩენი როგორც დატოვა მსგავსად დახვდა ყველაფერი დალეწილი, საკუთარ გულისცემას მთელ სხეულში გრძნობდა, განსაკუთრებით კი თითებში, აბაზანის კარები, რომ გაიღო სწრაფად გახედა გამოსულ რატის და ნერვიულად დაიწყო ღრმად სუნთქვა კანკალთან ერთად, რატისაც უცებ ეცვალა ფერი მაშოს დანახვისას დაძაბულობა ეტყობოდა კიდეც და მაშოს აშკარა ზაქციელზე ვერ გაბედა მასთან მისვლა და მზრუნველად მისი ამბის გაგება
- მაშო?
კითხვის ხმით ამოთქვა სიტყვები ძლივს და მაშოს გადაფითრებულ სახეზე ნერვიულობა კიდევ მეტად შეეტყო,
- კარგად ხარ?
გაუბედავად დაუსვა კითხვა და ნელი ნაბიჯით წავიდა მისკსკენ,
- რა მოხდა?
კითხვით გახედა მაშოს უკან ნახევრად დალეწილ სახლს და ისევ შორიდან შეხედა მაშოს,
- სად იყავი?
აკანკალებული ხმა ვერ დამალა სველ ხელებზე დახედა მაშინვე რატის და ახლა მან გადადგა გაუბედავი ნაბიჯი მისკენ,
- აქედან შორს,
თქვა თუ არა მაშოსკენ ნელი ნაბიჯებით წასული ნელ-ნელა უახლოვდებოდა, მაშო კი ნერვოზულად ღრმად სუნთქავდა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, თუმცა ეს მხოლოდ მისი ნერვოზული წიკები იყო,
- რა მოხდა?
- კარგი არაფერი,
გულწრფელი პასუხი გასცა და საკმარისად რომ მიუახლოვდა გაჩერდა, უცნაური და საშიში დისტანცია იყო დაცული მათ შორის, ორივესგან იგრძნობოდა ის რომ მიახლოებაც კი ამაო იქნებოდა,
მაშომ უხმოდ დაიწყო თვალიერება, შიშით ათვალიერებდა, შიშით უყურებდა და არც კი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მანამ სანამ, რატის საშინელმა ბედმა მის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედა, კისერზე ჯერ კიდევ შერჩენოდა სისხლის პატარა შემხმარი წვეთები, რომელიც ხელების დაბანისას ვერ შეამჩნია სიჩქარეში,
უხმოდ ჩაიქნია მაშომ თავი თითქოს გული, რომელიც მოწყვეტილი ერთი პატარა უმნიშვნელო ძაფით ეკიდა, მის ჩარჩოს ახლა სრულად მოსწყდა მას, შეკავებული ტირილი, წასკდა, სახე სწრაფად დაემანჭა ტირილისგან და ხმმააღლა აკანკალებული ყბებით უკვე ღრიალებდა კიდეც, უხმოდ იდგა რატი უსიტყვოდ იდგა და მარტივი მისახვედრიც კი იყო მისთვის რა ხდებოდა, თუმცა არ იცოდა რა დონეზე საშიში იყო ეს, თავდახრილი ქვევიდან უნებური ბოროტი მზერით უყურებდა მაშოს და ამავდროულად შიში, რომელიც იმ წამს გამოსცადა არასდროს არ ჰქონდა გამოცდილი,
- ვინ?! ახლა ვინ?!
ამოიკანკალა ისტერიულად მოღრიალემ და ნერვულად იხოკავდა სახეს
- კისერზეც მოგებანა ეგ წყეული!
უცებ შეეცვალა სახე, ხმა, თვალები, ბოროტი და სიძულვილით სავსე გაუხდა მზერა, ყველა ნიკოლეტას სიტყვა უეჭვოდ დაიჯერა და კიდევ მეტად, შეშინდა
- ავადმყოფი ხარ!
ტირილი სიცილში გადაეზარდა ნერვოზულ გულიან სიცილში ამავდროულად ადგილზე ვერ ჩერდებოდა აცახცახებული
- რატო? რის გამო?
რაც კი შეეძლო, ბოლო ხმაზე უღრიალა და დივანთან ახლოს მყოფი უძალოდ ჩაიცუცქა ფეხებს მოხვია ხელები და ისევ წასკდა ისტერიულად ცრემლები
- მაშო,
თავი გადაიქნია სახე შეცვლილმა წარბებ შეხრილმა სინანულის სახით რატიმ ისე გადადგა მისკენ ნაბიჯი,
- არ მომეკარო!
ღრიალთან ერთად ნამტვრევი შუშა რომ მოხვდა ხელში სწრაფად ესროლა მთელი ძალით, გადარჩა იმ კუთხით რომ შუშა პატარა იყო და რატის მკლავში დიდად არც შეუღწევია, კანის ზედაპირი გადახია ძლიერად ვერ ჩაჭიდებული კანს, ძირს სისხლით მოსვრილი დავარდა და ისედაც გატეხილი კიდევ გადატყდა შუაზე,
- არასდროს გაბედო! არ გაბედო მომიახლოვდე გესმის?! თვალშიც კი არასდროს მომხვდე! ამაზრზენი ხარ!
თითის დაქნევით უთხრა ნელა გამოეცალა და კარებს გიჟივით მივარდა, მისი დაძახება არც გაუგია, არც კი დაფიქრებულა ისე გავარდა სახლიდან,
- ჯანდაბაში წასულხარ!
გარეთვე იკივლა და ქვას ძლიერად კრა ფეხი, ვინ იფიქრებდა თუ ერთ დღეს ასე მარტივად შეუძლია ყველაფრის რადიკალურად შეცვლა, თურმე მარტივია ერთ დღეს მოულოდნელად ჩამოგემხოს ყველაფერი თავზე, როგორც მაშო უაზროდ დახეტიალობდა მისთვის გაურკვეველ ადგილებში არავინ, რომ არ ჭაჭანებდა და თავისუფლად ღრიალებდა, გვიანობამდე ხეტიალობდა დრო უაზროდ გაყავდა, ჯერ ისევ აფექტურ მდგომარეობაში მყოფი აკეთებდა ყველაფერს გაუაზრებლად, აკეთებდა იმას რაც იმ მომენტში ტვინი მიაწვდიდა, ქუჩაში გასული ქუჩის მომღერლებთან შეკრებილ მოცეკვავე ხალხს შეუერთდა კიდეც, იმ წამს ისე ბედნიერს გავდა, მხოლოდ ადამიანს შეცნობილი ხალხი გაუგებდა იმ წამს, როგორც შორიდან მჯდომი მოხუცი ქალი ღიმილით უყურებდა განადგურებულ მაშოს და ეღიმებოდა იმიტომ, რომ ხვდებოდა ღიმილის უკან, უკვე უგულო ადამიანი სიმყარეს ვერ ინარჩუნებდა, იქიდანაც ისე გაქრა ვერც ვერავინ შეამჩნია და ბოლოს ყველაფრით დაღლილი ქუჩაში სკამეიკაზე უძალოდ იჯდა თავი საყრდენის უკან გადაეგდო, მკვეთრი მუხრუჭით მის წინ თეთრი მანქანა ტორმუზდება და ქალმაც სწრაფად შეხედა უემოციო მზერით წინ გაჩერებულს, მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და მაშოსაც უემოციო თვალები უცებ ბოროტად ექცა,
- დაჯექი!..
მძღოლმა თქვა და მაშოს თვალებს თვალი სწრაფად აარიდა.....
......
უკვე მშვიდად განვლო ერთმა დღემ მართალია იტალიაში სულ არ იყო ყველაფერი რიგზე, თუმცა საქართველოში იყო ბედნიერება, ოდნავი დაძაბულობით, დღე ისე ტკბილად დაიწყო მშვიდი გამოძინებით და დილიდანვე წამოხტა სალომე რადგან კაფეში, ახლად, თუმცა თითქმის სრულად გაცნობილ, გოგონებთან ერთად უნდა წასულიყო, ადრევე წამოდგა და ელოდა კიდეც მთელი გულით ყველას ნახვას და ყველას გაცნობას, გემოვნებიანად გამოეწყო მართალია ჯერ დილა იყო და გრილოდა, თუმცა შუადღეზეც იზრუნა და მწველი მზის შესაფერისად გამოეწყო,
გასულს ნაზი ამდგარი დახვდა, საჭმლის მზადება უნდა დაეწყო სტუმრისთვის ზუსტად გამოუსწრო სალომემაც
- მე და გოგოები გავდივართ ბებო და ალბათ მოვალ მალე,
- აჰაა კიბატონო ჭკვიანად იყავით
ნებიერად დაუქნია თავი როცა დილის ერთი საქმე ჩამოშორდა გაუღიმა და კარებამდე გაფრთხილებებით მიაცილა,
- კი გავითვალისწინებ
გაეკრიჭა გასული ხელი დაუქნია და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა აყვავებულ უბანს, ეზოს კედლებიდან ღობის ვარდები რომ გაფურჩქნულიყო და უკვე გზაზე გადმოსული ლამაზ სანახაობას ქმნიდა, ნაცნობი კაფის წინ იდგა ანანო და სალომე შეამჩნია თუ არა ხელის ქნევით ფართოდ მომღიმარი დახვდა, დიდიხნის უნახავივით მოხვია ხელები და თბილად მოიკითხა, ბარბარეს გარეშე არ შესულან, დრო საუბარით შეამცირეს და ლოდინიც გაუსაძლისი არ გამხდარა, მხიარული ამბის გახსენებაზე უკვე ხასიათ შეცვლილები ღიმილით საუბრობდნენ,
- ძლიივსს ეღირსაა,
თავი გადაიქნია ანანომ და სალომეს უკან მომავალ ბარბარეს გახედა, რომლის უკანაც სპორტულად გამოწყობილი თეოდორე დიდი ნაბიჯებით მოდიოდა შავი სათვალებიი დაეკოსა ცხვირზე გადასასვლელისკენ გაეხედა და შენელებულ "კადრში რომ ბედ ბოი-ები საოცარი გამოსვლით მოდიან" მსგავსს ჰგავდა, ალბათ იმ მომენტში აუცილებლად ოპერატორები უნდა შემოხვეოდნენ გარსს, სალომემაც სწრაფად გაიხედა უკან ღიმილითვე ბარბარეს სანახავად, თუმცა თვალში პირველივე გახედვაზე თეოდორე მოხვდა, სწრაფად გაუფართოვდა თვალები ისე უცებ მოტრიალდა დენდარტყმულივით, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩებ მომუწულმა ინსტიქტურად დაიწყო ფიქრებში საკუთარ თავთან ლაპარაკი,
"ღმერთო ის არის! აქეთ მოდის? აუ არა რა! იქნებ კაფეში უნდა შევიდეს, გავიხედო? რომ დამინახოს?..... რა სირცხვილიიააა....."
თვალებით ლაპარაკობდა, ყოველ 'ჩავარდნილ საქმეზე' ძლიერად ხუჭავდა თვალებს და ანანოც გაკვირვებული ღიმილით უყურებდა,
- სალოო,
პირდაღებულმა ჰკითხა და სალომემაც მაშინ დაცქვიტა უცებ ყურები
- ჰო? რა მკითხე?
დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება
- არაფერი ჯერ,
გაიცინა ანანომ და თმა გაუსწორა
- რა გჭირს ხოა მშვიდობა,
კითხა მზრუნველად შეცვლილს და ისევ ბარბარეს გახედა,
სალომემაც ისევ სწრაფად გახედა მომავალებს და თეოდორეც რომ ისევ აქეთ მოდიოდა უარესად დაიძაბა,
- ღმერთოო
ამოიწუწუნა დაბალხმაზე და სადაც იყო ბარბარეც მიახტებოდა სწრაფად გახედა ანანოს
სულლ დამავიწყდააა ნაზიიი ბებოსთვის უნდა მიმეცააა ჩამოტანილიიი, მზეზე მიდევს შეიძლება გაფუჭდეეს, მივცეემ და შემოგიერთდებით მერეე,
ერთმანეთს მიაყარა აფორიაქებული ხმით ნათქვამი სიტყვები და ადგილიდან წამში აორთქლდა,
კითხვაც კი ვერ მოახერხა ნორმალურად ანანომ რა ხდებოდა გაოგნებულმა გახედა და ასევე პირ დაღებული მოუახლოვდა ბარბარე მარტო დარჩენილ ანანოს
- რა მოხდაა? სად გავარდა,
გაკვირვებულმა გახედა უკვე გზაზე გადასულს, რომელსაც უკან არც კი გამოუხედავს და უკვე მოსული თეოდორეც, გაკვირვებულმა გადაკოცნა ქალმა,
- რას უყურებთ,
სათვალეების მოხსნით გაიხედა მათი მზერისკენ, თუმცა საინტერესო რომ ვერაფერი დაინახა ისევ გოგონებს დახედა,
- აბა ვინ უნდა გავიცნოთ?
ინტერესით იკითხა და ანანომ რომ ხელი ჩაიქნია გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები....
სამივე წყნარად საუბრობდა კაფეში, თუმცა თითქოს რაღაც აკლდა კიდეც,
- სად არისს ამდენხაანს,
ამოიწუწუნა ნახევრად მაგიდაზე დაწოლილმა ანანომ, მკალვები შემოეწყო მაგიდაზე და თავი ზედ დაედო, წუწუნით და ტელეფონს წვალება დაუწყო,
- ხალხოო ნაზი მაგარი გაბრაზებული იყო ჩვენზე წამო თავად ავაკითხოთ,
- ვის უნდა ავაკითხოთ ნაზი უნდა გამაცნოთ?
ხელების ტრიალით იკითხა თეოდორემ და ორივეს სახე დამანჭულმა გადახედა
- ბიჭოოო შენ რა ჩამორჩენილი ხარრრ,
ხელები გადაიქნია ბარბარემ და მაგიდაზე შემოდებულ იდაყვში მოიქცია თავი,
ანანომ აიღო ახსნა საკუთარ თავზე და სრული სიმშვიდით მოუყვა დეტალურად სალომეს შესახებ,
- და ახლა მაშოს ოთახშია?
ყველაფერი რომ დეტალურად მოისმინა გაკვირვებულმა დასვა კითხვა
- ჰო
- და თან ნაზისთან?
- ჰო,
- ეგ გოგო ხოა ჯანმრთელად?
ბოლოს იკითხა მაშოზე და მკლავები ერთმანეთში ახლართა,
- ხო რა მოხდა მერე, ისე არ იქცევა ღორი არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდაოო, რატომაც არა თანნ ღიიირს რა იმენა კაი გოგოა,
თავის ქნევით თქვა ბარბარემ, ბოლოს სამ შეკრულ თითს აკოცა და ბედნიერმა გაშალა,
- კაი წამოდი თუ მივდივართ ან ჩამოვიდეს თუ ჩამოდის,
უკმაყოფილოდ ამოთქვა, კისერი გაატკაცუნა და სკამის საყრდენს მიეყრდნო
- კაი როდის ეგ ჩამოვა ჯერ ახალი ასულია ფეხით დიდხანს უნდები ხო იცი, წამო აგვიყვანე შენ,
კრეჭვით გახედა ანანომ და თეოდორეც მაშინვე წამოდგა,
- დროზე დროზეე,
ტაშით შემოუძახა ორივეს და კითხვით გახედა ანანოს ძმაზე რომელიც ორი დღე იყო სახლში არ ენახა
- შენი ბიჭი სად გდია?
- მუშაობს და სხვა დროს გავიცნობო,
ღიმილით გასცა პასუხი ისე მოიკიდა ჩანთა მხარზე
- თავს იკლავს, კაბინეტში წევს და ხვნეშის კეთილძაღლი,
ამოიბურდღუნა ბოლოს სასაცილოდ და წინ წასულს აეკიდა ორივე....
სახლში შევიდა თუ არა გაკვირვებული წამოხტა ნაზი, ასე მალე არ ელოდა სალომეს და კითხვებიც არ დააკლო,
- აუუუ ძაან ცხელა გარეთ,
ამოიწუწუნა ისე შევიდა ოთახში მას შემდეგ რაც ნაზის კითხვებს გასცა პასუხი და შესვლისთანავე საწოლზე დაემხო,
- ესს რა იყოოო,
ამოიწუწუნა და ჭერს გაუშტერა თვალი თეოდორესთან გაქცეული ფიქრებით, ჯერ ისევ კადრებად თვალწინ ედგა მომავალი თეოდორე
- არადააააა,..... არადაააააა
გაწელა სიტყვები და იმაზე რის თქმასაც აპირებდა სიცილი აუტყდა, ისე გადატრიალ-გადმოტრიალდა საწოლზე კრეჭვით და სწრაფად წამოხტა, ფანჯარასთან მისულმა გაბადრული სახით გადახედა არემარეს სადაც მის ქვევით წითელი სახურავებით მოჩანდა სახლები, ყველა ერთ ფერში ჩამჯდარი ახლო-ახლოს და ბუნებით დაშორებულები ერთმანეთს ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნიდა, რაფაზე შემოდებულ გაყვავებულ მუქ იასამნისფერ ყვავილს დახედა თეთრი ზოლებით და მის მიწას გაუსვა თითი კარები უცებ, რომ შეიღო ნაზის მოლოდინით ღიმილითვე გახედა კარებში მდგომს და კარებში თეოდორეს ნახვისას წამში შეეცვალა სახე, შეკივლებით დენდარტყმულივით, ჩამოიფარა ფარდა,
- გაცვია!
მისი საქციელით გაკვირვებულმა შეახსენა რომ კივილი და ფარდის აფარება სახეზეც არაფერ შუაში არ იყო და ანანო და ბარბარე რომ უნდა შესულიყვნენ სწრაფად შეუტრიალდა ორივეს, ტუჩზე მიიდო თითი ნიშნად ჩუმადო გარეთ გაუძღვა და კარები მიუკეტა, თითით აჩვენა მათ ორი წუთი მიეცათ დრო მისთვის, ისინიც მუშტების ჩვენებით მუქარით დაყვნენ მის თხოვნას და მიკეტილ კარებზე მუშტები შეკრეს
- აქ რა გინდა?
ფარდის გადაუწევლად იკითხა და იმდენად დაიძაბა გულისცემას თითებში გრძნობდა, მის კითხვაზე ხმამაღლა და გულიანად გადაიხარხარა თეოდორემ და ირონიული პასუხიც არ დააყოვნა,
- სანამ შენ შენს წარმომავლობას გაარკვევდი, მე მანამდე მეძინა ხოლმე ამ ოთახში,
- ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა
ცინიზმი არც სალომეს დაუკლია რაფაზე დაყრდნობილი ხელებით ფარდის უკნიდან თავისუფლად საუბრობდა თან ფარდის ქვედა გაფორმებებისთვის გაეშტერებინა თვალები
- და გადაწიე ეს უპატრონო,
ხმამაღლა დაიწყო და სწრაფად რომ გადაწია ფარდა თეოდორემ, დენდარტყმულივით უცებ შეშინებულმა ახედა სალომემ და ზედმეტად ახლოს მყოფის დანახვისას ხმა უნებურად დაუდაბლდა თეოდორესაც,
- დილის სხივებით უფრო ლამაზი ყოფილხარ,
ნიკაპის ქვეშ მოუსვა თითები, პასუხად უხეშად აიქნია თავი სალომემ და ფანჯრისკენ გადაიწია ისე შეხედა ქვევიდან თეოდორეს ცინიკურ ღიმილს,
- დიდი ხანია არ ყოფილხარ,... რატომ?
მუხლებს დაეყრდნო ხელებით მოხრილი და მას რომ გაუთანასწორდა ღიმილით გაუქნია კითხვასთან ერთად თავი, თან სალომეს მოქუფრულ, კოპებ შეკრულ გაბრაზებულ მზერას არ აშორებდა თვალს,
- ვიღაცა მიხვდა, რომ ჯერ პოლნოებისთვის პატალააო?
ცალი ხელით გაუწელა ლოყა ენა მოჩლეფილი კითხვისას და სალომემაც ძლიერად კრა ხელი,
- თავხედი ხარ!
მკაცრად უთხრა უკან გადავარდნილს, რომელსაც ცინიკური ღიმილი უცებ ეცვალა და ახლა მას შეეკრა წარბები
- მე ვარ თავხედი შენი კოცნის შემდეგ?!
კითხვა ხმამაღლა დასვა და უარს არც კი იტყოდა სალომე იმ წუთში რომ სადმე ჩაეგუდა, ხმამაღლა ძალით ლაპარაკის გამო
- ძუკნასავით ელოდებოდი როდის წამოგარტყამდნენ ხელს,
თითის ჩვენებით თქვა და მის გასაჩუმებლად არც კი უფიქრია მოულოდნელად ისე გაარტყა სალომემ სილა და მის რეაქციაზე ქვედა ტუჩზე იკბინა,
- თავხედობასაც ზღვარი ქონდეს! შეიძლება ამ ოთახში ოდესღაც იყავი და გეძინა, თუმცა ახლა აქ მე ვარ და სრული უფლება მექნება თუ აქედან მოგისვრი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს!
- რომელსაც აკოცე,
სახე მხრებთან ერთად თავის აქნევის დროს ეცვალა ღიმილით, მორიდებული ბიჭის როლ მორგებულმა ღიმილშივე მოისვა ქვედა ტუჩზე ენა და მისი საუბარი მაინც ცინიკურად დაასრულა,
- დაივიწყე ეგ წყეული,
კბილებში გამოცრა ბრაზისგან აწითლებულმა ისე მიუახლოვდა საჩვენებელი თითის ქნევით და კარებს გახედა კაკუნის ხმაზე,
- შენ ტუჩებს ვხედავ და აბა როგორ?
თვალები აუფახურა და ისევ მორცხვად აქნევდა მხრებს იქით-აქეთ თან ისევ მოემუწა პირი და ხან ენას ისვამდა ზედ,
- გეყოფა!
ხელი კრა ისევ ძლიერად და ხმამაღლა იყვირა თავის დასახსნელი სიტყვები:
- მომაშორეთ ეს გაურკვეველი ჯიშის ცხოველი!
ყვირილზე მაშინვე შემოცვივდნენ გოგონები ნაზის წინამძღოლობით და არც კი მიუქცევია თეოდორეს ყურადღება
- ოპააა
გამაფრთხილებლად ამოიგმინა და კოპებ შეკრულმა რომ გადადგა ნაბიჯი მისკენ სწრაფად ჩაავლო ანანომ ხელი, თითქოს საცემრად მიდიოდა და გადაარჩინა
- შენ თუ მკლავებში არ გაგორაო!
გამოცრა თუ არა ძაან კარგად მიხვდა სალომე რას გაუსვა თეოდორემ ხაზი და გაკავებულ თეოდორესკენ გააფთრებული წაიწია ბარბარე გადაუდგა წინ გასაშველებლად
- ნაგავო, ცხოველო!
უღრიალა და ბარბარეს გამაკავებელ ხელებს იგერიებდა, რომ რამენაირად თეოდორესთან მიეხწია
- გამოუშვი აბა! გამოუშვი რა ვაჟკაცია!
აქედან თეოდორე იწეოდა და სახეზე ღიმილიც კი ეტყობოდა ისე კარგად ერთობოდა ამ ყოველივეთი, ანანოც და ნაზიც სიტყვებითაც და მათი გაკავებითაც ცდილობდნენ ერთმანეთი გაეშველებინათ,
- ტირანო!..... ვერ გიტან....სატანა....
ერთ ოთახში ორმა ადამიანმა სრული ალიაქოთი მოაწყო, ყვირილი ცალკე თეოდორეს გამოწვევა საჩხუბრად გაწეულები ისე შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ხელი რომ გაეშვათ ერთმანეთს გაბრდღვნიდნენ...
......
დასჯილი ბავშვებივით ისხდნენ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ და ხმას არცერთი იღებდა, თავად ანანო და ბარბარეც კი ჩუმად ისხდა გაწყობილ მაგიდასთან და ნაზის აკვირდებოდნენ, რომელიც კოპებშეკრული აწყობდა მაგიდაზე ახალ-ახალი საჭმელებით სავსე საინებს, ბოლო საინი ჩადგა თუ არა, სუფრის თავში მდგარ თავის სკამს დაეყრდნო ცალი ხელით და მათ მოავლო თვალი, ჯერ ისევ კოპები შეეკრა ისე გახედავდა ხან ერთ და ხან მეორეს, რომლებიც ჯერ ისევ მუქარის მზერით გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და მათ სახეებზე მოულოდნელად აუტყდა სიცილი ნაზის, გაკვირვებულებმა გახედეს "ბავშვებმა", ნაზიც სიცილით ჩამოჯდა და ეცადა დასერიოზულებულიყო
- იცნობთ მაინც ერთმანეთს?
მაგიდაზე შემოაწყო ხელები ისე გადახედა თეოდორეს და შემდეგ გახედა სალომეს,
- არა
ერთხმად წამოიძახეს და ერთდროულად ნათქვამი სიტყვის გამო ისევ სახის ჭყანვით მეზიზღების ნიშნად ახედეს ერთმანეთს,
- აბა რა გჭირთ?! რატომ შევარდი თეოდორე მის ოთახში?
ახლა მხოლოდ თეოდორეს მიაპყრო გამომძიებლური მზერა და ისიც სკამზე გადაწვა,
- მალე რომ გამოიქცა ამათმა წამომიყვანეს, ფანჯრიდან დავინახე და პირველი პირადი გაცნობა ვამჯობინე,
თავდაჯერებულად თქვა და სალომეს კოპებ შეკრულ თვალებს რომ შეხედა თვალი ჩაუკრა,
- ჩხუბი რას მივაწერო?
ისევ დასვა კითხვა და მოშიებულმა ანანომ ნაზის გადიდებული თვალებით შემყურემ გახედა,
- ცინიკოსი იდიოტია
წამოიძახა და მანამ თეოდორეც მწარედ მოფიქრებულ პასუხს დააბრეხვებდა მანამ მოასწრო ნაზიმ მისი გაჩუმება,
- არანაირი ბრაზი პატარა ბავშვები ნუ გგონიათ თავები ნახეთ რამხელები ხართ , გადაიღეთ ახლა და გაიცანით ერთმანეთი
ჩამომჯდარმა ანანოს თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
- ხოდა ეს თეოდორეა სალო და შენ უკვე იცი ეს ვინც არი,
- გავბედნიერდი
ცინიკურად ამოიბურდღუნა სალომემ და წამოდგა,
- რაღაცნაირად არ მშიიაა, თავი მტკივა და შევალ ცოტახანს,
სიტყვა თქვა თუ არა გულიანად და უკვე მხიარულად დაიწყო ჭამა თეოდორემ
- იმიტო გტკივა, რომ საჭმელი არ გაქვს ნაჭამი დაჯექი დროულად
გაუბრაზდა ნაზი და ისიც უხმოდ დაჯდა ხელიც არ გაუნძრევია, უბრალოდ იჯდა და უსმენდა თეოდორეს ძალით გამოწვეულ ხმებს
- მმმ.... რა გემრიელია,..... უჰჰ....
რომ არაფერი აუღია დიდი ხანი, ნაზიც ჩუმად უყურებდა არც აძალებდა თეოდორეს გახედავდა ხოლმე, რომელიც ირონიული მზერით გახედავდა ხოლმე სალომეს და უკვირდა კიდეც თეოდორესგან მსგავსი საქციელი, წამით უყურა თეოდორემ სერიოზული მზერით და თავად გადაუღო საჭმელი
- რაშვებიიი!
სწრაფად უნდა გაეჩერებინა, თუმცა რომ ვერ მოახერხა ხელში ჩაავლო ხელი, ლამაზ და ამავდროულად უხეშ ხელებში, რომ უნდა გაეწია ზედმეტი სიძლიერე იგრძნო და ზედმეტად მხულვარე ხელზე სწრაფად მოაშორა ხელი,
- ნუ გრცხვენია, ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში,
ისევ ცინიკურობას დაუბრუნდა და ბარბარეც აფხუკუნდა სალომემ კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გახედა და მკლავები ერთმანეთში ახლართა, ისევ ჩუმად იყო ნაზი ისე ეღიმებოდა მათ უაზრო ჩხუბზე, თავად თეოდორეც უაზროდ იჯდა და უყურებდა სალომეს, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე ლუკმა არ გადასვლოდა, არადა როგორ შიოდა, ჟინიანი მზერით არ აშორებდა თვალსაც თეოდორე, დაჟინებულ მზერას ესროდნენ ერთმანეთს თვალს თვალში უყრიდნენ და ზედმეტი ემოცია, რომ აუძლურებდა სალომეს სწრაფად აარიდებდა თვალს უკვე გამარჯვებულ თეოდორეს, ბოლოს თითქოს ადამიანობამ გაიღვიძა მასში ისე წამოდგა ფეხზე, სკამიც მაგიდას მიუდგა და სალომეს შეხედა წამით ნიშნად, წავალ და დაისვენებო
- საქმე მაქ სხვა დროს გნახავთ,
სერიოზული სახე აღარც შეუცვლია ისე მოავლო თვალი ყველას და ნაზის გახედა
- გემრიელი იყო ბეე,
თავი ააყოლა სიტყვებს და სიარულშივე ბოლომზერა აჩუქა სალომეს, თვალი ჩაუკრა და ირონიული ღიმილიც არ დაუმალავს,
- ნაგავო
ამოილაპარაკა დაბალხმაზე სალომემ და მაგიდას დაეყრდნო, ნაზიც ლაპარკით წამოდგა ისე მიაცილა თეოდორე კარებამდე რის გამოც თეოდორეს მისი ლანძღვა არ გაუგია
- რა გჭიირს?!
მხარი გაკრა ანანომ ჩურჩულით და ჯერ ისევ წარბებ შეხრილს შეხედა, რომელსაც ბრაზი გუდავდა,
- აღარასდროს მოიყვანოთ,
მსგავსად გადაჩურჩულა მანაც და ჩანგალს უხეშად დაავლო ხელი, თავისუფლაფ მომავალმა ნაზიმ შორიდანვე დასვა კითხვა და მოსული სკამს დაეყრდნო
- ყავა გოგონებო დალევთ?
- მე გავაკეთებ დავასრულე
უცებ წამოდგა ანანო მოსახმარებლად, რომ ნაზი არ გადატვირთულიყო, თუმცა ღიმილით დასვა ნაზიმ
- არა ერთი გამირკვიეთ ეს პირველი ნახვა რა იყოო რაა,
თვალი ჩაუკრა სალომეს და რომ გაუცინა მაშინ აარიდა სალომემაც თვალი ყველას მზერა რომ იგრძნო......
......
- მაშო რამე გინდა?
- არ მინდა!
უხეშად გასცა პასუხი და ტელევიზორის ყურება დივანზე ფეხებ აკეცილმა განაგრძო, მას შემდეგ რამდენიმე დღე იყო გასული, თუმცა ამ დღებს საერთოდ არაფერი შეუცვლია მაშოში, ფერი ჯერ ისევ არ დაბრუნებოდა, ღამე კოშმარების ნახვისგან არ დაძინებულს უკვე ჩალურჯებული, ამოწითლებული თვალები დასვენებას ლამობდნენ, მძიმედ ახელდა დაღლისგან და წვისგან დაპატარავებულ თვალებს. მთელი დღე უაზროდ იჯდა, ყველაზე ცუდი იყო ის რომ ის ნიკოლეტასთან იყო, ნიკოლეტას წამოეყვანა იმ ღამეს და მას მერე სრულიად შეეცვალა ცხოვრება, მისი სახელის გაგებაზეც კი ღრიალს იწყებდა, მოსული დარიო არც კი უნახავს არ მოუსმენია არავისთვის, თავად რატიც არ უნახავს არც დაინტერესებულა თუ როგორ იყო ახლა ის,
- დარწმუნებული ხარ? როდის უნდა დაიწყო ჭამა?
მობეზრებული თვალებით შეხედა მაშოს, რომელიც კოპებ შეკრული უყურებდა ტელევიზორს, ხმა არ გაუცია მისთვის ამიტომ ისევ თავისი მუცლის სურვილების ასასრულებლად უნდა ჩასულიყო მაღაზიაში, მაშოზე ხელი ჩაიქნია, გასასვლელისკენ გავიდა კარები გამოაღო თუ არა ბოროტი გამოხედვით ამომავალი დემეტრეს ნახვისას სახე შიშისგან შეეცვალა და უკან შებრუნდა კარები უნდა დაეკეტა ვერ მოასწრო, უხეშად შეაღო დემეტრემ თითქმის მოკეტილი კარები და ყელში ძლიერად ჩავლებული ხელით ააკრო კედელზე,
- როდემდე აპირებ გაქცევას!
გაველურებული ხმით დაკეტა კარები და 'შეშინებული თაგვის ფერის' ნიკოლეტას დახედა, რომელსაც დემეტრეს ხელისთვის წაევლო ხელი და ცდილობდა გაეშვებინა, რადგან იმდენად ძლიერად უჭერდა სუნთქვა თანდათან უჭირდა
- რა ჯანდაბის გამო გააკეთე?!
ხელთან ერთად გამოწია და პატარა მანძილზე, თუმცა ძლიერად მიანარცხა კედელზე
- რა ჯანდაბა არ გასვენებდა?
ხმაზე სწრაფად წამოხტა მაშო და სირბილით ჩადგა გასასვლელის გასასვლელში, შორიდან უყურებდა დემეტრეს საქციელს კედლისთვის დაედო ხელი და დაძაბულიც კი იყო სანახაობით,
- ჯობდა დამარხულიყავი, შეცდა რატი როცა იმ ორმოდან ამოგათრია, შენნაირი ნაგავი ისე ღრმად უნდა დაიმარხოს რომ ვერასდროს ვერავინ მიაგნოს, იმდენად ღრმად რომ შენი აყროლებული სუნი ვერასდროს ვერავინ იგრძნოს,
ნელ-ნელა მოწყდა ნიკოლეტა ადგილს და უკვე ყელით დაკიდებული იყო ჰაერში მაშოც დაძაბული უყურებდა, გაველურებულ დემეტრეს, შეხედავდა ხოლმე ნიკოლეტას ყელში ჩავლებულ დემეტრეს ხელს და ნიკოლეტას, რომელიც უკვე ჰაერში ეკრობოდა კედელს და მთლიანად გაწითლებულიყო, პასუხიც კი არ შეეძლო ხრიალებდა და მალე შიშისგან დალევდა სულს, სწრაფად მივარდა მაშოც გამორკვეული, რადგან დემეტრეს ლაპარაკი არ ესმოდა და მის ხელს ჩაავლო ხელი,
- გაუშვი!... გაიგუდება!
მაშოს დანახვისას მოულოდნელმა, გაკვირვებისგან უშვა ხელი ნიკოლეტას და ისიც ძირს დაშვებული ღრმად ისტერიულად სუნთქავდა ხველება აუტყდა და მოხრილი ისვამდა ყელზე ხელს, გაკვირვებული უყურებდა დემეტრეც შეცვლილ გაფითრებულ, თვალებ ჩამქრალ, ჯერ ისევ შიშით სავსე მაშოს და ხმა ჩაუწყდა ასეც არ ელოდებოდა მაშოს დანახვას და თან გაოგნებული იყო ნიკოლეტას სახლში რომ ხედავდა მას, რომელიც ეს დღეები გადაკარგული ეგონა, ბრაზი აწვებოდა, რადგან რატის მდგომარეობა იცოდა მხოლოდ, თუმცა მხოლოდ მაშოს დანახვა იყო საჭირო აზრები სრულად რომ შეეცვალა,
- წადი აქედან!
გაიმეორა მკაცრად მაშომ და მაშინ დაიხია დემეტრემ წარბებ აწეულმა უკან გაკვირვებისგან ჯერ მისი ფიზიკური ძლიერი შეცვლოს გაკვირვებისგან და შემდეგ მისი აქ ყოფნისგან
- აქ არა მაშო!.. აქ არა!.. ამასთან არ დარჩე,.... მე მოგიტან შენ ნივთებს და წადი,.... თავს კიდევ ნუ გაინადგურებ ამასთან არ დარჩე მატყუარაა! ახალ ამბებს შეგითხზავს სულ გაგაგიჟებს, დავილაპარაკოთ გთხოვ,
მისკენ გადადგა ბოლოს ნაბიჯი ხელები მაღლა აწია მაშომ და უცებ დაიხია უკან ნიშნად რომ არ მიკარებოდა
- დემეტრე წადი-მეთქი!
ისევ მკაცრად გაიმეორა, თუმცა დემეტრეს ანერვიულებული სიტყვები არ გაუტარებია თითქოს მისი რაღაც ნაწილი ეთანხმებოდა კიდეც, რადგან სწორედ მისი ავადმყოფური საქციელი იყო მათი ახლანდელი მდგომარეობა, ხვდებოდა კიდეც თავის სასტიკ შეცდომას, თუმცა სხვაგან რომ ვერ წავიდოდა არჩია კიდეც გამოჰყოლოდა,
- კაი წავალ...., წავალ, ოღონ გთხოვ აქედან წადი, ყველაფერს მოგიტან ახლავე გამოგიტან, გთხოვ მაშო, შეხედე რადღეში ხარ, უარესს გიზავს
ანერვიულებული ლაპარაკობდა ჩქარა და თან უკან-უკან მიდიოდა,
- დამიჯერე გთხოვ,
ისევ გაუმეორა მაშოც მისკენ რომ მიიწევდა და უკვე გარეთ გასულს უხეშად მიუკეტა კარები, უემოციოდ დახედა კედელს აკრობილ ძირს მჯდარს, რომელიც ჯერ ისევ ღრმად სუნთქავდა ნერვოზულად და სიწითლეც არ გადავლოდა, ყელზე ისვამდა ნერვულად ხელებს და ძლიერად ჩავლებულ თითებს ჯერ ისევ გრძნობდა, არაფერი უთქვამს გვერდი აუარა და ცოტახანში ისევ თავზე დაადგა წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქით, უხმოდ გაუწოდა შეშინებულს და მანაც ჯერ შეხედა და შემდეგ მასსავით უსიტყვოდ გამოართვა ჭიქა....
მართლა იმ საღამოსვე ყველა საჭირო ნივთი მისი ჩანთითვე მოუტანა დემეტრემ და სთხოვა კიდეც რომ თავად წაიყვანდა იქ სადაც ის იტყოდა, სადაც ცხოვრებას ისურვებდა, ერთ-ერთ სასტუმროში დარჩა მაშო და სასტიკად გააფრთხილა რომ არც კი მისულიყო მის სანახავად, ყველაფერი გააკეთა რომ სიტყვაც არ დაეძრა იმ დღეზე და საერთოდ იმ დღესთან დაკავშირებულ თემაზე, არაფრის მოსმენა არ უნდოდა, საერთოდ არაფრის.....
.....
- რაშვები ბაბი?
ისევ ჩვეულად გვიან დაერეკა ბარბარესთან დემეტრეს, თუმცა მის ხმას სულ არ ეტყობოდა სიკეთე, ეტყობოდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და დაღლილიც კი იყო
- რა გჭირს?
მაშინვე პირველი დაბადებული კითხვა დაუსვა და მანაც კამერაშივე აიქნია ხელი
- სად ხარ?
უკვე მეორე კითხვაც დასვა სახლში რომ არ იყო და მესამე კითხვაც მზად ჰქონდა
- გარეთ გამოვედი მომბეზრდა სახლში, რაშვები შენ
ხვნეშით გადააგდო თავი სკამეიკის საყრდენზე და ბარბარეს ახალ კითხვაზე სწრაფად დაძაბა გონება
- მისმინე, უკვე მეხუთე დღეა მაშოს ვერ ვუკავშირდებით ისევე, როგორც შენ გაქრი, ბებო ძალიან ნერვიულობს ტირის თავს იკლავს, რავიციი რატისაც გამორთული აქვს ტელეფონი და რა ხდება? ხომ მშვიდობაა დემე? ვნერვიულობთ,
მის ლაპარაკზე არ გასწორებულა ისე უსმენდა და თან გონებაში ადგენდა კიდეც რა უნდა ეთქვა მისთვის რომ კიდევ არ აენერვიულებინა
- აჰა ჰა ჰა,
გულიანი სიცილით წამოწია თავი სკამიდან და სწრაფად დასერიოზულდა
- სერიოზულად?
სერიოზულმა, თუმცა მობეზრებული მიმიკებით კითხა და ისევ განაგრძო
- არ უთქვამს არცერთს, რომ წასულები არიან? სოფელში ჩაიყვანა რატიმ, რამდენიმე დღეში მგონი ცხენების რბოლა იწყება და მაშომ აიჩემა წასვლა, იქ არ იჭერს ვაფშე არაფერი, მარა ძაან მოხოდილები არიან, გუშინ დარიო იყო,
ყველაფერს ისე ყვებოდა მალე თავადაც დაიჯერებდა თავის მხიარულ ტყუილს, თუმცა ეს სამი დღე, ეიმედებოდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა,
- აჰაამ, ხომ მარა რატო არ თქვეეს,
ეჭვნარევად იკითხა ისევ
- ალბათ იმიტომ რომ მაშოს წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რომ ტელეფონი და მსგავსი მოწყობილობები უსარგებლო იქნებოდა და ბედნიერი რომ ჩავიდა უკვე გვიან აღმოაჩინა ეგ,
ჩაცინებით თქვა და 'გარაჟში' შესული მამაკაცის ხმაზე სწრაფად გახედა კარებს, რომელმაც სასმლით სავსე ჭიქებთან ერთად ხმამაღლა და მხიარულად შემოაღო კარი, იტალიურად იყვირა, ჩვენი გართობის დროაო და უკვე კარგად ნასვამი ბარბაცით მივიდა დემეტრესთან ისე გაუწოდა ჭიქა, კამერაშიც გარკვევით გამოჩნდა ჭიქაც და დემეტრეც ძალით ღიმილით უყურებდა კამერას, დაძალებული ჭიქა ასევე ძალით ღიმილით გამოართვა და მომღიმარ ბარბარეს შეხედა,
- ისეთი არაფერი,
- მიდი მიდი არ გცალია, ბედნიერი გართობა,
გაეკრიჭა ბოლოს და სიტყვა არ აცადა ისე გაუთიშა,
- მომინდომა დალევა,
თვალები აატრიალა ღიმილით და მაშინვე თეოდორეს დაურეკა, რომ ყველაფრის კარგად ყოფნის ამბავი ეხარებინა......
კი ყველაფერს ცდილობდა დემეტრე რომ მისი სამი დღის წინ სვლა აესრულებინა, თუმცა ძალიან შეცდა პირიქით ყველაფერი უარესობისკენ იცვლებოდა, რატიც საკუთარ თავს არ გავდა, დღედადღე უყურებდა დემეტრე როგორ იფერფლებოდა მისი 'ძმა' და მასთან ერთად ეწვოდა სული, ' კარგი რა გოგომ როგორ უნდა ჩაგაძაღლოსო' ეტყოდა ხოლმე და ისეთ მზერას იღებდა ხმას ვერ იღებდა, არსად აღარ გასულა ხოლმე, დემეტრე ძალით თუ გაიყვანდა ნაცნობ კლუბში, გარაჟში ასულები ყველაფრის კარგად ყოფნაზე ესაუბრებოდა, რბოლაზე გადაჰქონდა ყურადღება, თუმცა სულ არ ესმოდა რატის, დედასთანაც კი არ ყოფილა არ უნახავს, ვერ მიდიოდა მისი რცხვენოდა, ეშინოდა კიდეც ასეთი რომ დანახვოდა, ასეთი მოუვლელიც, თითქოს ცხოვრების ყველა დეტალი ეკიდა, დილას აივანზე იღვიძებდა ნასვამი, ნაბახუსევზე და გასწორდებოდა თუ არა ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს წაუკიდებდა ცეცხლს და ღრმა ნაპასს დაარტყავდა, თითქმის ყოველ კუთხეში ჩამოდებულ სასმელს მუდამ ხელში მყოფი ჭიქისთვის, დაცარიელებულს შეავსებდა ხოლმე და გასართობად სვამდა კიდეც, არც კი უცდია თავად გასულიყო მაშოსთან არ უცდია დალაპარაკებოდა, ყველაზე ბინძურ არსებად გრძნობდა თავს, ნელ-ნელა იმდენად ღიზიანდებოდა სმისგან, რომ გულის რევა თუ მოუღებდა ბოლოს......
- შიგ ხო არ გაქ! დედაშენს რა ვუთხრა? ნერვიულობს ბიჭო ქალი დაილია მიდი და ნახე! ვერ გაიგე ექიმმა რა თქვა?! მოკვდები მალე! კიდევ რომ დალიო სულს დალევ!
ხელს ძლიერად კრავდა დემეტრე, ისევ ნასვამ რატის და თვალებიც კი უცრემლიანდებოდა კვირაზე მეტი იყო გასული, მისი დღე არ შეცვლილა წყალსაც კი არ სვამდა წყლის მაგივრად დააკვდებოდა ხოლმე სასმელს და სრულიად ჩვეულად მიაჩნდა კიდეც ეს საქციელი, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მაშო აღარც ახსოვდა ჩეულებრივ იყო უბრალოდ სვამდა და ეწეოდა ხოლმე, თვალები ამოშავებოდა, "დაშლილი, არეულ დარეული" მაგავსი განადგურებული თვალები ჯერ არასდროს ჰქონია, " ისეთი დაშლილი და გაარარავებული" იყო, სმა საერთოდ არ სიამოვნებდა, ჟინი ჰქონდა რის გამოც უნდა დაელია,
- დედაშენი ნახე შე სირო!
ყვირილშივე მოუქნია მუშტი დემეტრემ და მოწოლილ ცრემლებს ყლაპავდა, ნერვიულობდა კი არა სულს უწიოკებდა რატის ასე დანახვა, მისი ტკივილიც ისე გამჯდარიყო მასში რომ ვეღარ აუდიოდა, ვეღარც ტყუილებს რომ არ ენერვიულათ არავის და ვეღარც რატის მდგომარეობას, ყოველდღე ცდილობდა ჩხუბით მაინც ნოეყვანა აზრზე თუმცა ამაოდ.
- გუშინ აქ რომ არ ვყოფილიყავი, ოთხით გაგიყვანდნენ აქედან! არ გახსოვს? ზურგზე იწექი გულის რევის გამო არც კი წამოწეულხარ რამის გაიგუდე! გონებას მოუხმე შე დებილო! თორე მე არ ვიყო ადამიანი თუ ეგ შენი მაშო არ გავისტუმრო სამყაროდან!
კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე უჭერდა ყბებში ხელს მის წინ ჩაცუცქული და ბოლოს ვერ მოთმინა ისევ ძლიერად მოუქნია მუშტი,
- გააჯვი!
ამოიგმინა გადავარდნილმა და იატაკზე მოკუნტული დარტყმისგან იმანჭებოდა,
- წადი შენი ჩაძაღლდები მარტო! კიდე სვი!.....
.....
მაშო ყოველ დილით გულის რევით იწყებდა, საპირფარეშოში გადაყუდებული იჭერდა მუცელზე ხელს და ყოველ დღე თავი ძლიერად სტკიოდა, მარტო მყოფისთვის მეტად მარტივი იყო ცხოვრება, მხოლოდ ღამე თუ იყო კოშმარი, მიუხედავად ყველაფრისა ის უკვე ძველი დრო სიკვდილამდე ენატრებოდა, უნდოდა რომ ისევ დაბრუნებულიყო ის დრო, გამქრალიყო ყველა და ყველაფერი და მასთან ერთად ისევ ბედნიერი ყოფილიყო, უბრალოდ არ შეეძლო ცუდად ხდიდა ის ფაქტი როცა მოყოლილი ამბებიდან მის ავადმყოფურ საქციელებს იხსენებდა, თუმცა უმიზეზო ავადმყოფურ საქციელებს, მადა ნელ-ნელა ეძლეოდა, თუმცა გულის რევის გამო მთელი დღე უჭმელიც იყო ხოლმე, საკმარისი თანხის გამო არსად არ გასულა მხოლოდ რამდენიმეჯერ ელაპარაკა ნენეს არავიზე ლაპარაკი არ გადაუხვევია მხოლოდ მასზე და საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, თავად მადონა ცდილობდა მიეხედა მაშოსთვის, არაფერს ამბობდა ზედდმეტს გრძნობდა მაშოს ტკივილს, ცდილობდა შეუწუხებლად მიეხედა და მიექცია ყურადღება მისთვის, , დღეებიც კიდევ უფრო იმატებდა, მონატრებაც და სურვილიც, დროც უაზროდ იწელებოდა ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ისევ დაებრუნებინათ ძველი დრო... საღამოს მაღაზიიდან წამოსულს შესასვლელთან დახვდა დემეტრე და მშვიდი სახეც სწრაფად შეეცვალა, დემეტრეც დაძაბული სულ მთლად გადაღლილი სახით კედელს ეყრდნობოდა და მაშოს დანახვისას ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ,
- აქ რა გინდა?
ღელვა არ შეიმჩნია ისე დასვა კითხვა მაშომ და წამოსულს მიუახლოვდა,
- თავი რო მოიკლა, მაინც უნდა გითხრა, მაინც უნდა ვილაპარაკოთ! ვიცი რაც გითხრა ნიკოლეტამ,
ლაპარაკი დაიწყო თუ არა მაშინვე თავი გააქნია მაშომ და უკან დაიხია,
- არა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ!
თქვა ძირს მაყურებელმა გრძელი წამწამების აფახურებით და გვერდის ავლა სცადა ძლიერად ჩაავლო მხრებში ხელი,
- მაშო მალე ჩაძაღლდება და მომისმინე ბოლო ბოლო ცრემლი მაინც რომ გადმოგივარდეს! ეს დედა მო**ნული მთელი ცხოვრება შენ შეგალია და შენ გამო ძაღლდება ახლაც! ყველამ ვიცოდით რომ მხოლოდ შენს გამო დასუსტებოდა! შენს გამო ბევრ რამეს გააკეთებდა მარა კვდებაა! გესმიის კვდება! და მომისმინე!
იმდენად ნერვულად და აღელვებულმა უთხრა, თვალებში წყალიც კი ჩაუდგა, კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთზე და რომ მიხვდა რომ მალე ცრემლებს ბავშვივით გადმოყრიდა შეიკურთხა და მხრით მოიწმინდა თვალები, მაშოც სწრაფად დაიძაბა მის სიტყვებზე, ჟრუანტელი ერთიანად იგრძნო, სიტყვებზე გააკანკალა და ხელი რომ უშვა დემეტრემ უნებურად წაბორძიკდა,
- მომისმინე გთხოვ,
ისევ გამოხედა და თავისი პროდუქტებიანა მანქნისკენ ანიშნა.......
წყნარ და ბნელ ადგილში ჩამოსხდნენ თუ არა ბევრი აღარც გაუწელავს დემეტრეს, უკვე დარწმუნებული რომ მაშომ ზედმეტად ცუდად იცოდა ყველაფერი თამამად დაიწყო ლაპარაკი,
- ვიცი, რომ იმის ნახევარი იცი რაც რატიმ გააკეთა, თუმცა ის რაც გულს გირევს მართალი არ არის, არანაირი ძაღლები და არანაი ნაწლავების ჭმევა, კი ეგეც გაკეთებულა მაგრამ ეგ რატის არ გაუკეთებია! მისმინე!
უკეთესად დაჯდა და მაშოს ისევ აფორიქებული სახე ცალი ხელით მოიქცია შორიდანვე ხელში და გადმოვარდნილი ცრემლი მოწმინდა ხმა ჩაწყვეტილს
- რატი აქ რომ ჩამოვიდა მამამისი მოკლეს, ბინძურ საქმეებში გარეული იყო, მას შემდეგ დაიწყეს რატის ოჯახის აწიოკება, ამიტომ მოუწია ბევრი რამის გაკეთება, მისი დამსახურებაა დედამისი, ახლა რომ ცოცხალია, პირველად რომ მოუწია კაცის მოკვლა იმ დღიდან შეგეშვა, იმ დღიდან გააუქმა ყველაფერი, იმიტომ რომ ამბობდა მაშო მკვლელთან არ უნდა ურთიერთობდესო, მაგრამ იმის მერე სულ შენთან იყო მთელი არსებით! კი დაუმარხავს ცოცხლად, იმიტომ რომ სწორედ იმ კაცმა დამარხა გაუპატიურების მერე გათიშული გოგო, რატის დასავით უყვარდა ის გოგო, თუმცა რადგან მტრები ბლომად ჰყავდა, თავად რატის რომ ვერაფერს უშავებდნენ მის ახლობლებზე გადადიოდნენ, მის ახლობლებს როცა მართლა ავადმყოფური წამებით კლავდნენ აი სწორედ ისე, როგორც შენ ნიკოლეტა გიყვებოდა, შემდეგ რატი აცლიდა ყველა მის ხალხს თავს, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არა, რატის იმიტომ ემტერებიან, რომ თითქმის ყველანაირი სიძლიერე ამ ახვარშია, რომელიც ახლა ისე მარტივი ჩასაძაღლებელია ლიჟბი წვეთი სასმელი დალიოს ისევ წყლის და საჭმლის გარეშე მაშინვე მოკვდებაო, ექიმმა თქვა რომ ღვიძლს დაიზიანებს თვითმკვლელობა იქნება, ძლიერი იყო ვერაფერს უშავებდნენ, თან ბევრი რამის პატრონია რის გამოც ბრძოლა ღირს, ამიტომ აკეთებდნენ ამას ესეც იძულებული იყო ეპასუხა მათთვის, რაც შენ გნახა საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, ყველანაირად თავს იკავებდა, არავის სისხლით არ გაუსვრია ხელები,
ყვებოდა, ცდილობდა ყველაფერი მოეყოლა, ცდილობდა ყველაფერში გაერკვია, ცდილობდა ყველაფერი სიმართლე ეთქვა იმიტომ რომ სიმართლე მეტად ასატანი იყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეუძლია მსგავსი რამ როცა გიკლავენ ბოღმა გჭამს და შენც იგივეთი პასუხობ ხშირ შემთხვევაში, უყურებდა გაფითრებულ მაშოს, რომელიც უხმოდ ტიროდა და თან ცრემლებს იწმენდდა, ახალ ამბავზე აზრები არეოდა და დაბნეულობისგანაც ტიროდა
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯელ გაიწვიეს, ხელი არ გაუნძრევია, მაქსიმალურად ჩამოშორდა ძველ საქმეს და ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ ჩაითრიონ ხელთავიდან, სამ დღეში რბოლაა, თუ მოიგებს, ისევ ის მდიდარი იქნება და შეეძლება ბედნიერიც იყოს, თუ ჩაბანძდება, დაგვხვრეტენ ვისაც მოგვწვდებიან, ყველა მისიანს ჩაგვაძაღლებენ იმიტომ, რომ მარტივი იქნება მაშინ რატისთვის ყველაფრის წართმევა, რომ არ მივიდეს მაშინ ისევ სისხლის ზღვრა უნდა წავიდეს, ერთმანეთის კუწვა, ვინც მეტს დახოცავს ის გამარჯვებული,
ცინიკურად თქვა ბოლოს სიტყვები და ტაში დაუკრა ხვდებოდა, როგორ ღრმად აღწევდა მაშოს გულში მისი ლაპარაკი და ცდილობდა კიდევ მეტი ეთქვა, რომ უფრო ღრმად გაეგო რატისი მაშოს, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ისევ მოებრუნებინა რატი,
- ახლა არსად გამსვლელი ეს არ არის, ფიზიკურად ვერ შეძლებს იცი რას გაავს? წვერის გათეთრებაღა აკლია და გამხდარ თოვლის ბაბუად ვაქცევთ, თვალებიც ისე შეეცვალა, ჭირდები მაგრად ჭირდები, ოთხი დღის უკან კინაღამ გაიგუდა კიდე კაი იქ ვიყავი, ისევ დალევის გამო სასმელები შეურია მემგონი და შუა ღამე გუდვის ხმა მაღვიძებს ეს არწყევდა და ისევ ეძინა საზიზღარი მოსაყოლია რო მახსენდება მეც გული მერევა მარა გული გამისკდა მეგონა გაიგუდებოდა თავისივე..
ფუ, წამოვაგდე გადავაყუდე და მერე რო მოვიდა აზრზე მეკითხებოდა რა მოხდაო, ცოტა მეკლდა მეთვითონ არ მომეკლა, საჭმელს ვტენი პირში-მეთქი დამიჯერებ? ძალით ვაჭმევ ვიცი რო დალევს და არ მინდა რო მოკვდეს, არ მინდა რომ ასე მოკვდეს მაშო არაფრის მუღამი აღარ აქვს აკეთებს მაგრამ თან სვამს, ხო ხედავ იმ დონემდე მიმიყვანა მოვედი, რომ ყველაფერი მეთქვა მოვედი, რომ ყველაფერი მოგიყვე მაგაზე და ვიცი რო შეგეცოდება, ვიცი რო იმის ადგილას მარტივად წარმოიდგენ თავს და ისიც ვიცი რო ის ბრაზი გადაგივლის, მამაშენი რომ მოეკლათ და დედაშენზე რომ ძალა ეხმარათ და დაგენახა ხო ყველაფერს გააკეთებდი რო გადაგერჩინა თუნდაც იქვე მოგეკლა არა? არ ვიცი ორი კვირა გავიდა და ამ ორ კვირაში ერთი კვირაა ბარში სვამს, იქ ვერ ვაქცევ ყურადღებას ბავშვივით სათრევია, მაშოოო....
ბოლოს ამოილაპარაკა ხმამაღლა ატირებულ მაშოზე და წამოდგა, ისტერიულად ტიროდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა კიდეც იმის გამო რომ აქამდე, რომ მოესმინა ამ დონემდე არ მიიყვანდა, დემეტრეს ყველა სიტყვას თვალწინ უყურებდა, ხედავდა რატის სულელურ საქციელებს და როცა იგებდა რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო სრულიად ეკეტებოდა გონება, რაც არ უნდა გაეკეთებინა ასე ვერ გაუშვებდა და ამავდროულად კიდევ დაფიქრება სჭირდებოდა, ახლა მოისმინა სრულიად სხვა რამ და იმ დღეს როცა ყველაფერი დაიწყო სრულიად სხვა რამ მოისმინა, ახლა ისე იყო თავისი ხელით მოკლავდა ნიკოლეტას, პირდაპირ ის გაიფიქრა რომ მოკლავდა, ესეც დამაფიქრებელი იყო, თუ მას შეეძლო ნიკოლეტას მოკვლა, რატის გაგება კიდევ მეტადაც შეიძლებოდა,
- არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, რას უნდა დავუჯერო, ვის დავუჯერო?
ისევ გააგრძელა ტირილი და წამომდგარი მიეხუტა დემეტრეს,
- ნიკოლეტამ ის გითხრა როგორ აღმოჩნდა რატისთან?
კითხვაზე თავი გააქნია მაშომ და მანაც კიდევ ვრცლად დაიწყო მოყოლა ნიკოლეტას გადარჩენის შესახებ ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო პატიების, უყვებოდა თან მთელ ემოციებს აქსოვდა სიტყვებში, ზიზღს ,სიყვარულს, ყველანირ დამოკიდებულებას ხმაში გამოსცემდა
- მძულს საკუთარი თავიც და რატიც!
ამოიტირა ხმამაღლა მოსმენის შემდეგ
- ნეტავ მომესმინა აქამდე, ან ნეტავ მოსულიყო, მოთრეულიყო! ის ხომ შეძლებდა მარტივად ჩემს დაყოლიებას,
ხმამაღლა მოთქვამდა და სული სტკიოდა, ყველაფრის ტკივილს გრძნობდა თავი ადუღებამდე ჰქონდა და ყოველი რატის წარმოდგენისას მთელ სხეულში ცრიდა, დანაშაულის გრძნობისგან რომ ესეთი რატი სწორედ მისი ბრალი იყო და რატის სიკვდილიც სწორედ მისი ბრალი იქნებოდა, როგორი სუსტია ადამიანის ორგანიზმი ორი კვირა ჯანმრთელმა ორგანიზმა სმის გამო ადამიანი უკვე მოსაკლავად გაიმეტა,
- დამიჯერე კი იმსახურებს ცემასაც და წამებასაც, თუმცა ასე ნუ გაწირავ, უდედოდ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი იყო დედას რჩევები და დედასთან ლაპარაკი ყოველთვის ბევრს ნიშნავდა, ბევრი ტკივილი გამოიარა,
სიტყვაზე 'უდედოდ გაიზარდა' გაკვირვებული მოშორდა თვალებ დამპალმა ახედა დემეტრეს, რომელის თვალებშიც დიდი იმედი მოჩანდა და რაღაც ახალი სხივიც კი იგრძნობოდა,
- უდედოდ?
- ხო მაშო, 6 წელი დაკარგული იყო ნენე, რომ ჩამოვიდა და მაშინ ძალადობის დროს რომ შემოაკვდა ის კაცი, 8 დღეში 18-ის გახდა თუ არა დედამისი მაგის დაბადებისდღეზე დაიკარგა, 6 წელი ვერსად ვნახეთ, მის მერე ენზოს მიწებში თმაგაჩეჩილი ქალი გზაზე რომ გამოვარდა დარიომ ლამის გაიტანა და უკვე ვიცნობდით დარიოს, ჩვენთან მოდიოდა, მაშინ მოსულს მანქანიდან არ გადმოუყვანია შეშინებული დაღლილი ქალი, თუმცა თავად ნენემ იცნო რატი ისე გიჟივით გაექანა მისკენ შემეშინდა კიდეც მეგონა ვიღაც გიჟი მათხოვარი ეცა დანით და მერე ყველაფერი გაირკვა, მას შემდეგ არცერთხელ აუღნიშნავს კიდეც დაბადებისდღე, ეს არ იცოდი? მაგის მერე იყო უყურებდა, როგორ წიწკნიდა ადამიანსო, მთლად მასეც არ იყო კი ძვლებიდან ამოვარდა მარა კანიდან არ გამოწყვეტილა, ეგ იყო ის კაცი, რომელმაც დედამისი ამდენი ხნის მანძილზე ტანჯა, ძალასაც ხმარობდა და გამოკეტილი ჰყავდა, მექალთანე იყო და ხო იცი რატის დედა კარგი მოვლილი ქალი იყო და თაან ეს რატის მამას, რომ ეხებოდა მისი დანატოვარი ვალი ნენეთი გაისტუმრა. ფაქტიურად ყველაფერი მოგიყევი, თუ რამე არ გამომრჩა ამ ნერვიულობის ფონზე, ყველაფერი იცი ახლა რამე გააკეთე უშველე მაგ ძაღლიშვილს,
თავი გადაიქნია და წამით დავიწყებული ღელვა ისევ ორმაგად დაუბრუნდა,
- ასე სწრაფად არ შემიძლია მაგის გამო იცი რა გამოვიარე, ყველაზე საშინელებები ! დღემდე გულის რევით ვიღვიძებ, კი ყველაფერი მოყევი და ვერც გაამართლებ, მაინც მკვლელია!
- ხო მაგრამ ისეთი ავადმყოფობები, რომ არ აქვს გაკეთებული ხომ შეიძლება არა ისევ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნა, თან ხომ გაიგე უკვე რომ ყველაფერს სერიოზული მიზეზი ჰქონდა, ისე უაზროდ რატის არავინ მოუკლავს, აიიი არასდროს არავინ! ყოველთვის შველიდა და პატივს სცემდა ქალებსა და ბავშვებს, არასდროს არაფერი დაუშავებია არცერთისთვის და თან ხომ გაიგე რომ რაც გნახა არ გაუსვრია სისხლით ხელი,
ისევ მხრების აჩეჩვით დაიწყო და ნერვიულობამ ისე ძლიერად შემოუტია ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მაშოსაც ხელთავიდან წამოუვიდა ცრემლების ახალი ნაკადი,
- სწორედ ეგ კიდევ მაბრკოლებს,
- რა რომ თავი დაანება ყველაფერ მსგავს საქმეში გარევაას?
სიმკაცრე და სიუხეშე ვერ დამალა მაშოს სიტყვებზე, ბრაზობდა იმას რომ არ აფასებდა მაშო რატის მისდამი პატივისცემას
- ის ყველაფერი რაც ნიკოლეტამ მითხრა შეიძლება არც კი დამეჯერებინა სისხლიანი, რომ არ მოსულიყო იმ დღეს,
გახსენებულზე ისევ მაჯით იწმენდდა ცრემლებს,
- იმ დღეს?
კითხვა დასვა და სწრაფად შეეცვალა სახე,
- ააა არა, არა, მისთვის უნდა მოგესმინა, არავინ მოუკლავს, თუ არ გჯერა რამე მესროლე მომკალი თუ გინდა, იმ დღეს რენცომ დაურეკა, ის მართლა წამებით მოსაკლავია, უთხრა რომ რატის კაცი ჰყავდა და მასაც ელოდებოდა, მაშინ მასთან გავარდა ქალაქ გარეთ და იმდენი სროლების შემდეგ ძლივს გადარჩა შენი უიარაღოდ წათრეული რატი და ხელებშიც ჩააკვდა სწორედ ის ადამიანი ვის გამოც იქ წავიდა, დარიოს სთხოვა, რომ გაეყვანე სადმე, რომ სისხლიანი არ დაგენახა, იცოდა რასაც იფიქრებდი, მარა შენ კიდე უარესები იცოდი უკვე თან საშინლად გაფორმებული და საკმარისიც კი იყო,
- აუუ დემეტრე გეყოფა, ყველაფერს მის სასარგებლოდ ნუ ამბობ,
ამოიტირა თავის გადაქნევით, ერთიანად შეცვლილი ამბის მოსმენისას
- გეფიცები, თუ რამეს ზედმეტს ვამბობდე ზუსტად ისე იყო როგორც ვამბობ,
შეწუხებული სახით თქვა და მაშომაც ბოლოჯერ რომ ამოიხვნეშა მოულოდნელად დასუსტებულს თავბრუ ძლიერად დაეხვა, წაქანავდა თუ არა სწრაფად წაავლო მაჯაში ხელი დემეტრემ და დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო
- კარგად ხარ?
- აღარ შემიძლია,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და შეგრძნებისგან, რომ მალე გონებას დაკარგავდა ყველაფერს აკეთებდა, რომ მართლა არ გათიშულიყო,
- წამო, სახლში აგიყვან, ვიცი დაგღალე და ისიც ვიცი, რომ ახლა ყველაფერს სწორად გაანალიზებ, ვიცი რომ ძველი დრო დაბრუნდება,
ბუტბუტებდა ისე მიიყვანა მანქანამდე, ფრთხილად ჩასვა და სწრაფად გაიყვანა მანქანა, შიშით გადახედავდა ხოლმე სანახავად გაითიშა თუ არა და მშვიდობიანად, რომ მივიდნენ წყანარად აიყვანა ოთახში თავისი პროდუქტები სამზარეულოში დააწყო და წამოწოლილის წინ ჩამოჯდა,
- ასე უცებ ვერაფერს ვიზამ, დაფიქრებაც მჭირდება, მიყვარს, როგორაც არ უნდა ვუარყო, ამას მაინც ვერაფერს მოვუხერხებ,
- დიდი ხანია არა რა, ორი ვარიანტი ან პატიობ ან მითხარი და ბარემ მტრებს მივუქსიანებ, ასე წამებით სიკვდილი ცოდოა,
ამოილაპარაკა და თან ფსიქოლოგიური მიდგომაც კი გამოსდიოდა ხოლმე ორ არჩევანს შორის რა თქმა უნდა მის გადასარჩენად ყველაფერს იზამდა,
- მხოლოდ ერთი დღე, მანამდე კი ნენეთი უშველე.....
.......
სახლში რა გააჩერებდა, დემეტრეს თხოვნის გამო დატოვებული წამალი მანჭვით გადაყლაპა და ძლივს ფხიზელ მდგომარეობაში დატოვა სახლი, კლუბში ასულს გოგონები არ დაუნახავს მაშინვე სასმლის მანათობელ ბოთლს გააყოლა თვალი ლანგარით როგორ მიჰქონდათ და ცოტახნით თავის შეკავებაც სცადა, თუმცა ორი ჭიქის მერე ნამდვილად სცადა თავის შეკავება, ავტოფარეხში ასულმა ნელა მოავლო თვალი ყველაფერს და მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა, უყურებდა ლამაზ სახეს, რომელიც უღიმოდა მანქანის კაპოტზე ლამაზი კაბით შემომჯდარიყო, მონატრებული წვრილი წელი გამოკვეთოდა წელში გამართული ჯდომის გამო, თვალები ისე ლამაზად უციმციმებდა სულ არგავდა ბოლო ნახვას, ისევ ლამაზი ფერი ჰქონოდა, წითელ ტუჩებს ენით ისველებდა და გამომწვევი ღიმილით უყურებდა რატის, ხმა ჩაწყვეტილი, პირ ღია გაშტერებული თვალით მიიწევდა კაპოტისკენ,
- მაშო?
ნერვიულობისგან გული ისე ძლიერად აუჩქარდა, მთელ სხეულში იგრძნობოდა დარტყმები,
- ხო მეე,
გვერდზე გადახრილი თავით გაიპრანჭა ღიმილით და მანქანის კაპოტს მოუსვა ხელი,
- მაშო...
ისევ დაბნეულად გაიმეორა და მიახლოებულს ეშინოდა რომ შეხებოდა ეშინოდა, რომ მაშო ეთამაშებოდა, მისი ეშინოდა,
- ხოოო მაშოო,
გაეცინა მაშოსაც და რატიმაც გაკვირვებულმა გადახარა თავი გვერდზე , როგორ ძალიან უნდოდა შეხებოდა სიკვდილამდე მონატრებულს, თუმცა რაღაც აბრკოლებდა კიდეც
- აქ რა გინდა ბიჭო? სახლში წადი
საყვარელი კრიალა ხმით ანიშნა თავი წასასვლელად და მანქანიდან ჩამოხტა, გაკვირვებული უყურებდა რატიც მას დაყოლილ მბრწყინავ შუქს თითქოს კონტურად დაჰყვებოდა ყვითელი ბრწყინავი შუქი, როგორც მურთფილმებში ანგელოზებს, უხმოდ უყურებდა ჩამოსულს ვერც კი გაეაზრებინა რაზე ელაპარაკებოდა,
- სულ გამოშტერდი ბიჭო?
ხმამაღლა გადაიკისკისა მაშომ და რატისაც ღრმად წარბებ შეკრულს გაეხსნა სახე, თავგადაქნეული მოკისკისე მაშოს ნახვისას გაკვირვებისგან პირი ჯერ კიდევ ვერ დაეხურა, ისე გაეხსნა სახე, ნერვიული ღიმილით და ბედნიერებისგან გული სწრაფად უცემდა,
- სახლში წადი, სხვა დროსაც მოხვალ აქ,
ისევ უთხრა ღიმილით და მასთან ახლოს მივიდა მიუახლოვდა ისე ჩააჩერდა რატის, გაკვირვებულმა დახედა რატიმ, მისი სურნელი სულ თან დაჰყვებოდა, თუმცა ახლა მხოლოდ მას ხედავდა, მის საოცარ სახეს, რომელიც მონატრების გამო, ორმაგად ანგელოზად მიაჩნდა
- მომენატრე მაშა,
დაძაბულმა წაიღო ხელი მისკენ და მაშოც მომლოდინედ, ღიმილით უყურებდა, გადაღლილ ნატანჯ სახეს, რომელსაც წვერიც ვერ მალავდა, თვალებში ეტყობოდა ყველანაირი ტანჯვა, გადაღლა, ცხოვრების უხალისო განწყობა და განადგურებაც
- სიკვდილამდე მომენატრე,
ისევ გაიმეორა და ნელ-ნელა წაღებული ხელით მისი სახე უნდა მოექცია ხელებში შეეხო თუ არა მაშოც გაქრა, უცებ წაბარბაცდა რატიც, მანქანის კაპოტს გახედა, რომ ისევ იქ იჯდებოდა მაშო, კარებს გახედა, ოთახს სწრაფად მოავლო თვალი მაშოს სანახავად, თუმცა მაშო არსად არ ყოფილა არც მისი მომღიმარი სახე, არც მისი გულიანი სიცილი და არც მისი ღრმა და ლამაზი თაფლისფერი თვალები, ეს უკანასკნელიც განადგურებული სახით აეყრდნო რკნისი თაროს და სახე დაემანჭა
.......
ფლატუნით შეაღო კარი, სახე ჩამოსტიროდა, თავდახრილი შევიდა სახლში და ბარბაცს ძლივს იკავებდა, ცდილობდა სწორად გადაედგა ნაბიჯი, თუმცა არ გამოსდიოდა, წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვეღარ ინარჩუნებდა სწონასწორობას და უკან ვარდებოდა, მის საქცილებზე ქალის გულიანი დაცინვის ხმა გაისმა თუ არა სწრაფად გაიხედა ხმის მიმართულებით მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებთან თავის სავარძელში პატარა მაგიდასთან იჯდა ნენე და ხელების ერთმანეთზე შემორტყმით დასცინოდა შვილს, გვერდით სასმლით სავსე ჭიქა შემოედგა და რატის ბარბაცზე ხარხარებდა, ისევ ბარბაცით წავიდა დედისკენ და ახარხარებულთან ერთად დაიწყო ნერვულად სიცილი, ნელა წამოდგა ნენე და მიახლოებულ შვილს დაეყრდნო ისე იცინოდა, მათი ხარხარი ერთმანეთს ისე ავსებდა ყველანაირი ემოციით იგრძნობოდა რომ ეს სიცილი ბედნიერების არ იყო, ნელ-ნელა დაწყნარდა რატი ისე შეხედა ჯერ ისევ მოცინარ ქალს და გაკვირვებაც ვერ დამალა ნენე, რომ დაწყნარდა
- მთვრალი ხარ?
გაკვირვებულმა დაუსვა დედას კითხვა და მაგიდას დახედა სადაც სასმლით სავსე ჭიქა იყო
- გაგიკვირდა?
თავის დაქნევით უთხრა და მის ხელებში ღიმილით ახლართა თითები,
- შენ ხომ პრობლემების გამო სვამ არა? შენი პრობლემა შენი ტკივილი ჩემი ტკივილია, ამიტომ თავისუფლად შემიძლია მეც დავლიო,
ხელები ააყოლა ლაპარაკს და სიცილიც დააყოლა, სახე შეეცვალა რატის ისე წაბარბაცდა და ისევ გულიანად დაიწყო სიცილი ნენემ,
- აპ აპ აპ, არ დეე შენთვის არ შეიძლება,
სასმლის ბოთლი ხელში აიღო და გულზე მიიხუტა რატიმ ნიშნად რომ მას არ მისცემდა
- ეჰ! როგორ არა!
გაბრაზებულმა გამოგლიჯა სასმელი ხელიდან და რატიმაც მისი სახე, რომ ბარბაცით, ნაღვლიანი თვალებით ხელებში მოიქცია, მაშინ ვეღარ შეძლო ქალმა გაეძლო იმ ძლიერი ტკივილისთვის რასაც შვილისგან გრძნობდა, რასაც შვილის გამო განიცდიდა, ტირილი წასკდა ქალს ისე დადო სასმელი მაგიდაზე და რატის მკერდზე დაარტყა ხელები
- გაიღვიძე რატი! გაიღვიძე! ლოთობით რომ პრობლემები გვარდებოდეს მთელი სამყარო სასმელში ჩაიხრჩობოდა, ასეთი სუსტი როდიდან გახდი შვილო?
თუ სასმელი და მოწევა პრობლემას ჭრის მაშინ მეც გავლოთდები,
ნერვიულობისგან აუცახცახდა ხელები ტირილისგან ქალს
- დეე....დედა,
შეძახილებით ცდილობდა რატი მტირალი ქალი გაეჩერებინა, თუმცა ის არ ჩუმდებოდა მკერდთან მისი მაისურისთვის ჩაეკიდა ხელები და ხვეწნა მუდარის თვალებით შესცქეროდა ტირილით შვილის განადგურებით განადგურებულს
- მეც შენთან ერთად დავლევ, მეც თავისუფალი უფლება მაქვს,
მოდი!
სწრაფად დაავლო ხელი ჭიქას რატის მიაწოდა თავად თავ მოხსნილი ბოთლი დაიჭირა და რატის ჭიქას მსუბუქად მიარტყა,
- აბაა გაგვიმარჯოს შვილო,
ბოთლი მოიყუდა თუ არა წყნარად გამოართვა რატიმ და ძლიერად დააფშვნა იატაკს ისე რომ დედამისისთვის თვალი არ მოუშორებია,
ისევ წყნარად მოითავსა დედის სახე ხელებში მოსიყვარულე სახით სევდიანი, ტკივილის გამომხატველი ღიმილით და ნაზად შეახო ტუჩები შუბლზე, როგორ უნდოდა იმ წუთში დედასთან ერთად ეტირა, თუმცა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ცრემლებიც კი არ ჰქონდა
- გასაგებია,.....გავიგე დეე, ვიღებ შენს შენიშვნას,
ნელა მოხვია ხელი ისე მიიხუტა ქალი და ჩახუტებულს თავზე დაადო თავი, ატირებულ ქალს იხუტებდა და მის სხეულში ათასი რამ ბრძოლობდა რომ მასაც ბავშვივით არ დაეწყო ტირილი, ალბათ სწორედ ამის გამოც სვამდა ყოველდღე, რომ ემოცები ჩაეკლა მიუხედავად იმისა რომ ვიცით სასმელი გულჩვილს ხდის, თურმე მარტივად შეგიძლია სასმელს გაატანო ყველაფერი ცუდი
- არც მე ვსვამ და არც შეენ,
მოშორებულს დახედა და ხელახლა მიიხუტა ქალიც მის მარწუხებში ტიროდა და მის ხელებს კოცნიდა, სათბურში მჯდომ დემეტრეს კი თავი ქოთნების მაგიდაზე შემოწყობილ მკლავებში ჩაედო და მოწოლილ ცრემლებს რომ ვერ იკავებდა, ხმა ჩაგუდულს სდიოდა ცრემლები, ნელა რომ შეიყვანა ნენემ პირველივე სართულის ოთახში მობუტბუტე რატი, დემეტრეც გასწორდა და საკუთარი თავის საქციელზე შეიკურთხა , ღრმად შეისუნთქა და ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე, რომ ცრემლები მოეწმინდა და მალევე გამქრალიყო რომ არავის შეემჩნია, ბედნიერი იყო რომ შეძლო ნენემ მისი შეჩერება... იმ ღამეს დედის კალთაში ამდენი ხნის მერე ნორმალურად ჩაეძინა რატის, დედის სასიამოვნო ხელის ფერებაში მინაბა თვალები და მის სასიამოვნო ლაპარაკში დაასვენა გონება, კარგა ხნის მერე შეიხედა დემეტრემ ოთახში და ნენეს ანიშნა რომ მათი წასვლის დრო იყო, რადგან ნენეს დიდხანს გარეთ ყოფნა არ შეიძლებოდა ისედაც სულ რაღაც ერთი კვირის მკურნალობა ჰქონდა დარჩენილი, იქვე შეუტანა სავარძელი დემეტრემ და საავადმყოფოში რომ გაიყვანა, როცა მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა მაშინ დაემშვიდობა ანერვიულებულ ქალს და იმედი მისცა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა......
....
დადგა დღეც, როდესაც რატის ერთ მოგებას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა რბოლა საღამოს უნდა გამართულიყო დილა ისევ ძველებური შეგრძნებებით დაიწყო მაშომ და უკვე ვეღარაფერს აბრალებდა მის ყოველდღიურ ცუდად ყოფნას უძალობას და ხშირ გულისწასვლებს, ინება კიდეც რომ ექიმთან წასულიყო, რადგან გაუსაძლისი გახდა ყოველ დილას საპირფარეშოში გადაყუდებული დგომა, საავადმყოფოში დაძაბული უყურებდა ირგვლივ ხალხს, ზოგი ტიროდა კიდეც ცუდი ამბის გაგების გამო და მის გვერდით მჯდომი ექიმი ღიმილით აწყნარებდა, ატირებული ბავშვის ხმებზეც დაძაბული გახედავდა ხოლმე პალატებს, მისი დრო რომ მოვიდა დაძაბული შევიდა ოთახში მომღიმარი ქალი, რომ დახვდა და მანაც გაუღიმა გაოგნებული სცემდა პასუხებს ექიმს და რამდენიმე ხნის მერე მთელი სხეულით აბრწყინებული გამოვიდა საავადმყოფოდან, გული ძლიერად უცემდა, გაკვირვებული თვალებით იყურებოდა ირგვლივ და ტუჩებს იჭამდა, ექიმის უნდობლობა ერქვა ამ საქციელს ერთ-ერთ აფთიაქში შევიდა და საჭირო ნივთი იყიდა სახლში გიჟივით ავიდა მაშინვე დაყარა ყველაფერი და ტესტის გაკეთების შემდეგ ტესტი დადებითი, რომ აღმოჩნდა პირზე ხელი აიფარა
- ღმერთო,
ჭერს ახედა და ნერვულად მოისვა სახეზე ხელი,
- ორი კვირაა? ორი კვირაა ხდება?
ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი და მუცელზე მოისვა ხელი,
- დარწმუნებული ვარ რომ ჭამის გამო ვსუქდები, ორ კვირაში მუცელი იზრდება?
მაიკა აიწია და სარკეში უყურებდა მუცელს, რომელიც ჩვეულად გამხდარი იყო, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არც უნდოდა, თითქოს არც არასდროს უოცნებია და თითქოს არანაირი ემოცია ჰქონდა,
- რანაირად?
ისევ ხმამაღლა დაუსვა თავს კითხვა და მუცელზე დაიდო ხელი, წამით უყურა სარკეში საკუთარ თავს და ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე,
- არ მჯერა,
თქვა და მერე შეეპარა სახეზე ღიმილი ბოლოს რომ გაიაზრა წესიერად თუ რა ხდებოდა, რის გამო ჰქონდა გულისრევები და საერთოდ სისუსტე და თითქოს პეპლებიც კი დაფრინავდნენ მის სხეულში წამით ყველაფერი ცუდი გადაავიწყდა ოცნებებში გაფრინდა ცხრა თვის მერე თუ როგორი ბედნიერი ეკავა ხელში პატატა 'არსება'
- ღრმერთო დედობის უფლება მაქვს?
ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებში და ახტუნავდა, ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი პატიებისკენ გადასადგმელი ნაბიჯისკენ...
......
- ნასვამი ხო არ ხარ ?!
ნერვულად ისვამდა სახეზე ხელებს დემეტრე და ხალხის ყიყინით დანერვოზებული ჩამდგარიყო რატის მანქანის ღია კარებში ისე ელაპარაკებოდა რატის და საოცრად ღელავდა,
- მისმინე ცოტახანი დაიკიდე ყველა და ყველაფერი გევედრები, ახლა სერიოზულ გადასავალზე ხარ,
- ხო ვიცი, ვიცი,
უხეშად გადმოვიდა მანქანიდან და მისი მოწინააღმდეგესკენ დაიძრა, დემეტრე ადგილზე ვერ ისვენებდა, მაშოსაც დაურეკა, რომელსაც ხმა გათიშული ჰქონდა და ვერაფერი გაეგო, მეტად ნერვიულობდა, სახე ალეწილი დადიოდა იქით-აქეთ მანამ რბოლა დაიწყებოდა და უკვე აღარც იცოდა რატი სად იყო, ხუთ წუთში იწყებოდა რბოლა და მთავარი გმირები არსად არ იყვნენ, ყველგან ეძება დემეტრემ იმის შიშით, რომ ხელჩართულ ბრძოლაზე გადაინაცვლეს და ერთ-ერთ ფარეხში წააწყდა ხუთ მამაკაცს მათ შორის რატის და უნებურად შემოესმინა მათი ბოლო ლაპარაკი, რომელზეც საბოლოოდ გაუწოდა რატის მოწინააღმდეგემ ხელი რატის, თუმცა რატიმ მის ხელს ზიზღით აუარა და უშიშრად დათანხმებული გამოვიდა თუ არა, ძლიერად გაკრა დემეტრეს მხარი ისე აუარა გვერდი
- შენ ჯანმრთელი ხო ხარ? ფუ რა კითხვას გისვამ პრინციპში,
უკან აედევნა ნერვულად და გასაჩერებლად მხარზე რამდენიმეჯელ შეეხო
- აილეწები, ნაწილებად დაიშლები ბიჭო გასლოკინებს?! უტორმუზოოდ რანაირად მოუხვევ?! დებილი ხარ?!
- მოკეტე!
კბილების ერთმანეთის დაჭერით ამოიგმინა რატიმ და დიდი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მანქანას ,
- არ გახვიდე რატი! დაეტიე სადაც ხარ! გაწყდება ტორმუზი! ვერ გაუძლებს მოსახვევებს!
უხეშად მოატრიალა დემეტრემ და ძლიერი მუშტი მიიღო პასუხად,
- ნუ ერევი ამ ჩემ წყეულ ცხოვრებაში! არ მჭირდება ჩარევა! გააჯვი! ავილეწები და მერე რა?! გამიტანეთ ოთხით მაგის დედაც ვატირე!
უხეშად კრა დაგდებულს ხელი წამოდგა და სწრაფად სტვენასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში
- მოკვდები შე სირო!
უღრიალა დემეტრემ და ძირს გადაწვა, მისი სიტყვები არც კი გაუგია, მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონი დამჭერში მოათავსა სტვენა და საყვირის ხმა არ წყდებოდა, ხალხის შეძახილებიც ბლომად და გამაღიზიანებლად ისმოდა, გრძელი ფეხებით კუპალნიკებში გამოწყობილი მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგონა ღიმილით ჩადგა მანქანების შორის და რატიმაც ადგილზე დაიწყო მანქანის აბღუვლება,
- რაააშვებიიი!! რააას!
ჯერ ისევ ძირს მყოფმა ძლიერად დაარტყა მუშტი ასფალტს და აზუზუნებული ტელეფონი გიჟივით ამოიღო ჯიბიდან,
- ღმერთმა გადმოგვხედა,
ამოილაპარაკა და მერე მიხვდა, რომ მაშომ დააგვიანა კიდეც და ტორმუზებს ის ვერაფერს მოუხერხებდა,
- სად ხარ დემეტრე,
მისი აღელვებული ხმა გაისმა პასუხის შემდეგ, როცა იცოდა, რომ ამ საღამოს რბოლა იქნებოდა და დემეტრემაც წამში უთხრა ყველაფერი და რატის მანქანა რომ ადგილს მოწყდა გიჟივით წამოდგა ფეხზე,
- ამაღამ ვერ გადარჩება!
ამოილაპარაკა და თავზე ცალი ხელი ნერვულად გადაისვა, დემეტრეს ლაპარაკით შეშინებული ატირებული გამოვარდა სახლიდან, მისვლისას ტაქსი მოშორებით გააჩერა და გიჟივით გავარდა დემეტრეს აღწერილი შესასვლელისკენ, შესვლისთანავე, მოჩანდა ხალხი რომელიც გაჩერებული აკვირდებოდა ჯერ ისევ გამოჩენილ მანქანებს და მოსახვევში შესვლისთანავე გადაინაცვლეს ეკრანზე, ზედმეტად არ დაუგვიანებია, თუმცა ტაქსის მძღოლმაც დიდხანს მოანდომა სიარული, გიჟივით გავარდა მაშო წინ რაც შეეძლო წინ და ხალხში ძრომიალის შემდეგ მოპირდაპირე მხარეს წინ მდგომი დაძაბული დემეტრე რომ დაინახა სირბილით მივარდა, ისე მოხვია ხელები მასზე აკრულს და სახეზე ფერები შიშისგან ეცვლებოდა,
- რა ხდება?
- გვერდიგვერდ არიან,
ამოილაპარაკა დემეტრემ და შიშით განაგრძო, ყურება, რატისაც მთელი ბრაზი, ბოღმა და სიბოროტე მაშინ აწვებოდა, ბოლომდე ადგავდა გაზს ფეხს და თავიდან ორ მკვეთრ მოსახვევში ტორმუზის გარეშე შევარდა, ლამის აყირავდა ბოლოს, რომ არ გამოეყენებინა დახმარება, სწრაფად გახედავდა, ხოლმე მის უკან მომავალ მანქნას, რომლის მძღოლიც მეტად დაზღვეული იყო, ორივე ხელით ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს, ყველაზე საშიში იყო გზაც, რადგან მხოლოდ ერთი მოსრიალება და ხევიდან იყვნენ გადაცვენილები, ყოველი მოსახვევის დრიფტით გამოვლისას ხმაური ატყდებოდა ხოლმე გულშემატკივრების დახმარებით, ამ ყველაფერს ძაბავდა ისიც, რომ ზედმეტად თაღლითობდა რატის მოწინააღმდეგე, როგორც მოახერხებდა ან უკნიდან ეჯახებოდა, ან გვერდიდან ცდილობდა გადაეგდო და ჩამოეშორებინა, მაშინვე თავზე წაიჭერდა ხოლმე დემეტრე ხელებს და ყველაზე რთული მოსახვევიც გამოსავლელი იყო ყველაზე დიდი და საშიში მოსახვევი იყო, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა მაყურებელ დემეტრეს,
- ვერ გაუძლებს გაწყდება, დიდია!
თმებზე ისე იჭერდა ხელს ლამის თავი დაეწიწკნა, ჩამუხლული იყო მაშოც და ცრემლებს ვერ აკავებდა, მუხლებზე მყოფს შეეკრა ხელები და მთელი არსებით თვალებდახუჭული სთხოვდა ღმერთს დახმარებას ის ის იყო მოსახვევში უნდა შევარდნილიყვნენ ძლიერად დაეტაკა რატის მანქანა და უცებ მოცურდა რატის მანქანაც, უცებ წამოიკივლა მაშომაც და კიდევ უფრო ტირილით განაგრძო ლოცვა,
- ტელეფონი ააქვს?
დაძაბულ დემეტრეს ახედა უეცრად და დემეტრემაც თავი რომ დაუქნია ტელეფონი მოითხოვა, ინსტიქტურად მიაწოდა დემეტრემაც, ძლიერი ტორმუზი დაჭირდა რატის, რომ მანქანა დაემორჩილებინა და ხევიდან არ გადავარდნილიყო, გინებით დაძაბული ატრიალებდა საჭეს, კიდევ ხელახლა გადართო სიჩქარეში და უკვე გასწორებული საჭე მოსახვევისკენ აიღო, დაძაბულმა ღრმად ამოისუნთქა და ვერც კი ხვდებოდა დემეტრე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვა შეკავებული ჰქონდა, მაშომ კი ზარი გაუშვა მასთან,
- ჯააანდაბა! ახლააა ამის დროააა?!
იყვირა რატიმ და ხელახლა ეცა სიჩქარეებს, მოსახვევში შეუხვვია თავისუფლად, როცა ზარი გაითიშა, თუმცა ხელახლად, ტირილით, რომ რეკავდა მაშო სწრაფად გადაუსვა მანქანის დინამიკზე დაკავშირებულ ტელეფონს თითი, უხეშ მოტრიალებაზე ტორმუზის წყვეტის ხმაზე ხმამაღლა შეიკურთხა და დემეტრეს ხმას დაელოდა თან მთელი ემოციებით გადართული იყო, გზაზე,
- რატი,
გაუბედავად ამოიჩურჩულა მაშომ ნამტირალები ხმით და რატის სახეც უცებ შეიცვალა, თვალები გაუფართოვდა სახე გაკვირვებისგან ეცვალა, ისე დაუგდო ყური ტელეფონს, რომ ისევ გაიგებდა მონატრებულ ხმას, რომელიც ახლა ნერვიულობით იყო გაჟღენთილი,
- ვიცი, რომ შეძლებ! რაც არ უნდა იყოს, სულ რომ დაიშალოს ეგ მანქანა საკუთარ თავს უნდა უშველო, მშვიდობით უნდა დაასრულო გესმის?!
ტირილით ჩურჩულებდა, თუმცა გარკევით ესმოდა რატის მისი ხმა, გული ღელვისგან ძლიერად უცემდა და გაანალიზების დროს, რომ მაშო ახლა იქ იყო მეტად მიეცა გამარჯვების სურვილი,
- გვიყვარხარ!.... ორივეს გვიყვარხარ!
მაშომ კი სხვაზე იგულისხმა, თუმცა რატიმ სხვა გაგებით მიიღო მისი გვიყვარხარ, მიუხედავად ამისა გატრუნული, ნელ-ნელა ისე დაეწია მოწინააღმდეგეს ვერც გაიაზრა
- ამიტომ უნდა იყო ფრთხილად! გვჭირდები!
კიდევ ამოიჩურჩულა მაშომ და დემეტრეს ახედა, რომელსაც დიდი იმედებით შეეკრა მუჭები და ცოტაც რომ დარჩენოდა მოსახვევებში კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტორმუზი გაუძლებდა,
- მიდი, მიდი, მიდი ძმაო!
ყბებ დაჭიმული გაიძახოდა და მხოლოდ ერთი დრიფტიც და საჭე რომ სწრაფად გააასწორა რატიმ და მანქანაც უკვე ტორმუზის გარეშე წავიდა იმხელა ხმაზე იყვირა ყველას ხმას გადაასწრო ადგილიდან შეხტა და ბედნიერებისგან იმხელაზე შეხტა ფრენას დაიწყებდა ახლა იმის იმედიც ჰქონდა, რომ დატორმუზებას გაუძლებდა, ღრმად ამოისუნთქა მაშომ ისე გათიშა ტელეფონი და დემეტრეს მიაწოდა, ნერვულად წამოდგა და უკვე გამოჩენილებს შეხედა,
- გადარჩება, ვიცი რომ გადარჩება ხელები ერთმანეთს ძლიერად ჩაავლო მაშომ, რატიმაც საკმაოდ მკვეთრად გადმოუსწრო მოწინააღმდეგეს და შეძახილებსა და მოხტუნავე ხალხში წინ მდგომი ყველასგან მარტივად გამოარჩია, დანახვაზეც კი მთელი სხეული აუთრთოლდა რატის, სიცოცხლის სურვილი მიეცა იმედი, რომ მაშოს ღიმილს ისევ დაიმსახურებდა, გარკვეული მანძილის ხაზი გადაკვეთა და ძლიერი სტვენა არ შემწყდარა კმაყოფილები რატის გამარჯვებით, მისმა მოწინააღმდეგემ იქვე მოადრიfტავა თუ არა საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი და უკვე იმის იმედით გახედა რატის რომ მალე მის წარმოდგენებში აყირავებულ და აფეთქებულ მანქანასთან ერთად დაიწვებოდა, თუმცა დროულად დაიხმარა რატიმ ტორმუზი, მაგრამ უკვე ზედმეტად დატვირთულმა ვეღარ გაუძლო და ამაოც კი გახდა პედლის წვალება, მანქანის შენელება მოასწრო, თუმცა გაჩერება ვერა, მის წინ დიდი კედელი იყო მის გვერდით კი ბოძი,
"გვჭირდები" სიტყვები ამოუტივტივდა უცებ და საჭე სხარტად მოატრიალა გასაჩერებლად ბოძი ამოიღო თვალში და მისკენ აიღო გეზი,
- რაშვება?
ამოიგმინა დემეტრემ და ნერვულად ჩაიცუცქა,
მაშომ ყურებზე აიფარა ხელები და დაძაბულობისა და შიშისგან კანკალს ვერ წყვეტდა, რატიმაც მის გვერდით მხარე დაუმიზნა ბოძს და მალე ხმამაღალ ხმაზე, ყველა ერთდროულად შეხტა და მაშოც უძალოდ მუხლებით დაეშვა მიწაზე,
- გევედრები ღმერთო!..
ამოიგმინა და მიწას დაადო შუბლი კანკალით, დაძაბულს ტირილის დროც არ ჰქონია, თავს არ წევდა, ირგვლივაც დაძაბული სიჩუმე იყო, გულის ამრევი და საშიში სიჩუმე ან უბრალოდ შიშისგან ჰქონდა მაშოს დახშული ხმა, ხალხის წიოკზე წამოწია თავი და გავარდნილი გულშემატკივრებს შორის მოკრა თვალი მანქანიდან გადმოსულ საოცრად შეცლილ რატის, რომელიც თვალებით მხოლოდ მაშოს ძებნაში იყო, ისტერიულად აუტყდა მოკეცილს ტირილი და საკუთარი თავი აიძულა დაწყანრებულიყო, ცრემლები შეკავებულად მოიწმინდა და წამოდგა თუ არა მალევე წააწყდა რატის თვალებსაც, რომელიც ისე ეძებდა ისე შეშინებული იყო, რომ ისევ მოჩვენებასთვის არ მიეწერა მაშოს უცებადი გამოჩენა, რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა, მკვეთრად შეეცვალა გამოხედვაც და თვალებიც, რომელშიც ახლა სიცოცხლე იგრძნობოდა, მასზე დაკიდებულ გოგოს დახედა მომენტალურად შემდეგ გახედა ისევ იმ ადგილს სადაც მაშო იყო, თუმცა ახლა იქ აღარავინ იდგა, დემეტრეს მოავლო თვალი, რომელიც თავ ჩახრილი გადიოდა გასასვლელისკენ და ემოციებით ძლიერად დაღლილს მხოლოდ ძილი უნდოდა...
სწრაფად დაუსხლტა ყველას რატი ხელიდან და სირბილით ცადა დაწეულიყო გასულ დემეტრეს, რომელსაც რბოლამდე უხეშად ელაპარაკა და ახლაღა აწუხებდა ეს საქციელი, გარეთ გავარდნილს დემეტრეს მანქანა მოხვდა თვალში, რომელმაც სწრაფად ჩაუქროლა და კეფაზე გაურკვევლობისგან მოისვა ხელი....
......
- ნერვიულობა არ შეიძლებაო ექიმმაა!
საკუთარ თავს გაუბრაზდა ისე დაწვა საწოლში და რატი ამოუტივტივდა, რომელიც გრძელ წვერში სრულიად სხვანაირი იყო, შორიდან დანახული იმდენაც შეცლილი და სხვანაირი იყო, რომ ვერ ეცნოო გასაკვირი არ იქნებოდა,
- როგორ შეცვლილაა, როგორ მომნატრებია
ამოიწუნა სახე დამანჭულმა სატირლად და გვერდულად დაწოლილმა ეცადა ფიქრები გადაედო ისე დაურეკა ნაზის......
..
ხმაური დილაადრიან, ისე ცუდად ჩაესმოდა სალომეს, ზუსტად მისი ძმის სიტყვები თუ მოუხდებოდა ამ სიტუაციას, ყურებზე იჭერდა ხელებს რომ რამენაირად მამაკაცის ხმამაღალი საუბარი დაეხშო, რომლის ხმაც ამავდროულად ძალიან მოსწონდა და თან უკვე ხმამაღლა ილანძღებოდა ხმა რომ გაჩუმდა ნელ-ნელა ჩამოიხსნა ხელები და ჯერ ისევ ძილ ბურანში მყოფი რომ ნელ-ნელა ისევ უახლოვდებოდა მორფეოსის გზას კარების შემონგრევასთან ერთად შეხტა და ხმამაღალ ხმაზე აკივლდა,
- რა გაკივლებს გოგო?!
უცებ დასერიოზულდა ოთახში ხმაურიანად შესული თეოდორე და ქამარი შეისწორა რომელსაც მაიკა 'უშნოდ' ჩაეჭეჭყა,
- რა ჯანდაბას აკეთებ?!
ბრაზისგან წამოიწია სალომე და ხელში ჩავლებული ზეწარი აიფარა სხეულზე
- რას მალავ გეხვეწები საღამურს?
ცინიკურად იკითხა მაიკის სწორებით და მისკენ წასულმა ზეწარს ჩაავლო შორიდანვე ხელი
- გაეთრიე და დამაძინე!
უხეში ძილისგან შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით უთხრა და უხეშად გადაწვა ისევ საწოლზე და თან პლედს უკეთ ჩაავლო ხელები რომ თეოდორეს არ გადაეხადა,
- სალო, ჯიგარო ბევრს ნუ ტლიკინებ,
დასერიოზულებულმა გაუღიმა და ზეწარი ოდნავ მისკენ მიქაჩა
- გადი აქედან ვა! რა გინდა?!
ზეწარი დაიჭირა თეოდორეს მკაცრი და ამავდროულად სერიოზული ბარიტონის შემდეგ და უხერხულად მოხრილი
- აა არ მითქვია?
- ჰა ჰა თეოდორე როგორი სასაცილო ხარ
ცინიკურად გაიცინა სალომემ და ბოლოს სახე მკაცრად დაუსერიოზულა
- კაი, ადექი მივდივართ
- სად მივდივართ?
ხმა გაკვირვებისგან ეცვალა და ბალიშიდან წამოიწია,
- ეკლესიაში! ჯვარს ვიწერთ სალო!
მკაცრად ხმამაღლა წინ გადაწეულმა უთხრა და მაშინ გაუნათდა სალომესაც თვალები
- ჯანდაბაააა! დღეეს?! რა დღეაა?!
საწოლზე აწრიალდა და ამავდროულად ვერც დგებოდა ტელეფონს გადაწვდა ინსტიქტურად შეამოწმა მესიჯები და ბარბარეს მესიჯების კითხვისას ვერცერთხელ გამოიტანა აზრი, უცებ მიაგდო ტელეფონი საათის გაგების შემდეგ და ფეხები წამოსაწევად გადმოყო
- გადიიი რომ ჩავიცვა!
უხეშად შეანათა თვალები თეოდორეს როცა მიხვდა რა აწუხებდა და რა არ აძლევდა მოსვენების საშუალებას და თეოდორეც შეტრიალდა წასვლისთანავე გაიყოლა სიცილით ზეწარი, თუმცა სალომეს ლანძღვაზე უკან არ გაუხედავს კარებში გასვლამდე უშვა წაყოლებულ ზეწარს ხელი და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან, სალომეც უცებ გადმოხტა ზეწარი ისევ საწოლზე მიაგდო და კარადას ეცა, სულ დავიწყებული ჰქონდა რომ დღეს ვაჟას გამოსვლაზე უნდა წასულიყვნენ, რადგან ახალი ნივთებისთვის რეკლამა რეალური და უფრო გამოსადეგარი ყოფილიყო, ერთი საათი ემზადებოდა და თან გადარბენის დროს თეოდორეს მწარე საუბარს უტარებდა, რადგან იმის შნო სიჩქარეში არ ჰქონდა რომ მასაც მწარედ ეკბინა მისთვის...
- მზად ვარრ!
ხმამაღლა თქვა და ოთახის კარი გააღო
- ოჰო!
ხმადაბლა ამოხდა კედელზე მიყუდებულ ნაზის, რომელიც თეოდორეს ბუზღუნს დაღლილი სახით უსმენდა და ხანდახან ეცინებოდა, კმაყოფილი დარჩა გამოსულის ხილვისას და მზერა თეოდორესკენ იცვალა, რადგან მისი რეაქციიის დანახვა მოესწრო, სალომეს დანახვისას რომელსაც სადა, შავი, გრძელი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა წელში გამოყვანილი და მარცხენა ფეხთან ნაჭერი მთლიანად ჩაეხსნა, შავი ფერის მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო და სხვა კუთხით დანახული ჩაცმის სტილით სრულიად განსხვავებული და ულამაზესი იყო, შავი თმა დაეტალღა გაშლილი მხრებზე ლამაზად დაეყარა საშუალოდ გრძელი საყურეებიც ჩამოეკიდა და ჯამში საოცრად მომხიბვლელი იყო, ემოციების დამალვა თითქმის კარგად გამოუვიდა თეოდორეს, თუმცა თვალებმა გაყიდეს, რომელიც საოცარი მზერით უყურებდა გამოსულს და თვალიერებაში მის მზერასაც რომ წააწყდა კმაყოფილმა სალომემ გველური ღიმილით ჩაუკრა თვალი, მაშინ გაეპარა ტუჩის კუთხეში თეოდორეს ღიმილი და ნაზი რომ ყურებამდე გაკრეჭილი იდგა მაშინ გახედა სალომემ მას,
- კარგია? შეეფერება იმ წვეულებას?
პრანჭვით დატრიალდა, რადგან ყველა მხრიდან ენახათ მაყურებლებს და ინტერესიანი თვალები მიაბყრო გასწორებულმა ხან ნაზის და ხან თეოდორეს,
- რა თქმა უნდა შეეფერება, სუპერ გოგო ხარ,
- თეოდორე ბიჭო გოგოები სად გყვანან?
ნაზის ხმაზე სწრაფად ახედა გართულმა თეოდორემ ნაზის და წამით დაფიქრდა კიდეც გონება არეული, გასახსენებლად თუ სად ელოდებოდნენ უკვე კარგა ხნის მზად მყოფი გოგონები
- იქ რა ქვია,
- რას რა ქვია შვილო აბა
ალმაცერად გადახედა მოზმუილე თეოდორეს ნაზიმ და სალომეს თვალი ჩაუკრა,
- იქ კაცო,
ხელით ანიშნა სიტყვა დავიწყებულმა და როგორც კი ენის წვერზე მოადგა სწრაფადვე წამოიძახა,
- ვაჟას ყავს კაროჩე გაყვანილი რა,
თქვა თუ არა სიცილი არც შეუკავებია ნაზის, ხმამაღლა დაიწყო სიცილი და თეოდორემაც წინ წასულ სალომეს გააყოლა თვალი, რომელიც მაღალქუსლიანებზე მოსიარულე თეძოებს უნებურად და ლამაზად არხევდა,
- ამდენი ხანი მაგის სათქმელად ფიქრობდი?
- ოოო უცებ დამავიწყდა რა
თავზე ხელის სმით წამოდგა თან წუწუნით გაწელა სიტყვები და ნელი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ,
- სალომე დროზე გამოდი ნახევარ საათში ვერ გავალთ,
ხმამაღლა წყნარი სიტყვები დააყოლა და ის უკანასკნელიც თვალების ტრიალით წავიდა მისკენ,
- აი რომელმა ჭკვიანმა უნდა დაგეგმოს ამ დილა უთენია წვეულება ან რამე მსგავსი დებილობა,
ნაზის გასაგონად დასვა კითხვა, თუმცა პასუხის დაბრუნება თეოდორემ აიღო საკუთარ თავზე და ახლოს მისულს მიუტრიალდა,
- აქ ამ დროს მხოლოდ შენთვისაა დილა უთენია ცუნცულ
ლოყაზე უჩქმიტა და სალომემაც უხეშად მოიშორა მისი ხელი,
- გამოადგი დროზე ფეხი
გვერდზე გადაიწია და სალომეს თვალებით ანიშნა წინ წადიო, როგორი უხეში იყო თეოდორეც თითქოს მის ძმას რაღაცით დამსგავსებოდა და ძმების ერთმანეთისგან საოცარი განსხვავება ნელ-ნელა გაექრო,
- მალე მოვალ იმედია
ნაზის გახედა სალომემ ღიმილით და უმალ შეცვლილი სახით წავიდა წინ, მანქანაში წინ მოთავსდა და თეოდორეს დაელოდა როდის დაიკავებდა მძღოლის ადგილს, მანამ სალონს კმაყოფილმა მოავლო თვალი და ღვედიც აუჩქარებლად გაიკეთა,
უხმოდ დაიკავა საჭესთან ადგილი და ღვედის გაკეთებასთან ერთად უხმოდ შეათვალიერა სალომე მანქანა დაძრა თუ არა მაშინვე მუსიკების ჩართვა დაიწყო სალომემ და დაბალხმაზე ამოარჩია სასურველი სიმღერა, კმაყოფილმა ბოლომდე ჩაწია თავის მხარეს ფანჯარა და სახე გაბადრულმა გახედა გზას, კმაყოფილი უყურებდა გზას, ხან თეოდორეს გახედავდა ხოლმე და უკვირდა ხანდახან როგორი სერიოზული იყო, ზოგჯერ როგორი მხიარული და ამავდროულად ცინიკური, ზოგჯერ კი როგორი უხეში, ცვალებადი და ამავდროულად საინტერესო იყო მისთვის, უნებურად ჩაეღიმა მის ყურებაში და როცა მიხვდა რომ შეეტყო გზას გახედა,
- ღრმა ფიქრებში გადაეშვი ცუნცულ?
მაშინვე უხერხული კითხვა დასვა ისე რომ მისთვის არ შეუხედავს, თუმცა სალომემ შეანათა დაბნეული მზერა კითხვის გამო, რომელზეც არ იცოდა რა პასუხი გაეცა და ზმუილი დაიწყო
- მმმმ არა ეგ რა შუაშია,
უცებ მიხვდა რომ ბევრს ფიქრობდა და საკუთარი პასუხითაც სრულიად უკმაყოფილო დარჩა
- ჩემ ძმაზე ჩავფიქრდი უცებ
გადააკეთა სწრაფად სიტყვა თან თითები დაიტკაცუნა და თეოდორემაც ღიმილით გადახედა ჩვეული ცინიკურობით
- ძმაზე ფიქრობდი ჩემზე მოშტერებული და ალბათ იმაზეც ფიქრობდი როდის მოხვევდი ხელს და როდის აკოცებდი,
ღიმილით გახედა ისევ გზას და შუქნიშანის წითელ ფერზე მანქანა პირველივე ხაზში მყოფი შეანელა
- ჰა ჰა ჰა თეოდორე ჰა ჰა ჰა
ცინიკურად ამოთქვა ვითომ სიცილის ხმები და თმები გაისწორა კოპებ შეკრულმა გახედა ახლად გაჩერებულ მანქანას მის გვერდით და მძღოლს მოავლო თვალი, სახე რომ ეცნო სწრაფად დაუბრუნა უკვე გაკრეჭილ მამაკაცს თვალი, რომელიც მას უყურებდა და სწრაფად აარიდა თვალი და შუქნიშანს გახედა, რომელიც იცოდა რომ კიდევ დიდხანს არ მისცემდა წასვლის საშუალებას, რადგან გზაჯვარედინზე მყოფებს ჯერ მარჯვნიდან გამავალი მანქანები უნდა გაეშვათ და შემდეგ ზებრაზე ხალხი, მამაკაცმა მანქანა თეოდორეს მანქანას გაუსწორა და შუშა ბოლომდე ჩაწეულმა ერთხელ 'ფს' შეძახილით ეცადა სალომეს ყურადღების მიქცევას, თან გვერდზე მჯდომ ძმაკაცს გადახედა, სალომე კი თავბედს იწყევლიდა იმ მომენტში, რადგან ეცნო ბიჭი რომელსაც ბოლო დღეს კლუბში თავისი ნებით აკოცა,
- მე შენ გიცნობ,
ხმამაღალი კმაყოფილი ხმით გადმოძახა სალომეს უცნობმა ნაცნობმა და თეოდორეს ყურადღებაც მაშინვე მიიპყრო საჭისკენ გადაიწია რომ დაენახა უცნობი გამბედავი ყმაწვილი, რომელსაც თეოდორესკენ ოდნავ დარცხვენილი მოტრიალებული თავ დახრილი სალომე ეფარებოდა, უცნობს ინტერესით გახედა, რომელიც ძმაკსცისკენ შეტრიალებული ფხუკუნებდა და მისი დანახვის მერე ისევ დაიწია უკან და სალომეს ინტერესით შეხედა, ხმა არ ამოუღია რადგან სალომეს საქმეში ცხვირისჩაყოფა საჭიროდ არ ჩათვალა და გზას გახედა ისევ,
- გოგონი, საღამოს ჩემთან არ ავიდეთ?
ისევ შორიდანვე გაისმა ხმა და ამავდროულად გაბედულად საუბრობდა ბიჭიც, რომელსაც გვერდით თავის ჭკუით მცველი ეჯდა და სალომეს რომ მისთვის ნაკოცნი ჰქონდა მისი ფიქრებით ახლა მორიგი ნაშასავით ეჯდა სხვას, უკვე ბრაზმოწოლილმა გადახედა თეოდორემ სალომეს, რომელიც აწითლებული კბილებ ერთმანეთზე დაჭერილი თვალდახუჭული იჯდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაიძვრებოდა მანქანა,
- რა ტუჩები და გემო აქქ ხო აზრზე ხარ,
ხმამაღლა გადაულაპარაკა ძმაკაცს სიცილითვე და თეოდორემაც ნელი მოძრაობით გაიხსნა ღვედი,
- პროსტაა ისეთ მომენტში გაჩერდა როო უკვე მენძრეოდა,
მისი სიცილის ხმაც კი აღარ მოუსმენია ახლად ჩართულ ახალ მუსიკას ხმა აუწია მანქანის კარი უხეშად გააღო მანქანას უკნიდან მოუარა და სიცილით გართულ ახალგაზრდების მანქანას დაადგა თუ არა მძღოლის კარები უხეშად გამოაღო სწრაფად მოავლო თვალი მამაკაცს, რომელსაც ღვედი არ ეკეთა და გამარტივებული საქმის გამო ძლიერად ჩაავლო საყელოში ხელი და ერთი ხელის მოსმით გადმოყვანილი ააკრო მანქანას,
სიტყვის თქმა არ აცადა მაშინვე ძლიერად დააკერა მუშტი სახეში და ცალი ხელით გაკავებულ კაცს დარტყმის დროს რომ არ გადავარდნოდა ხელახლად მოუქნია მუშტი და უკვე ხელ გაშვებულს ძლიერად ჩაარტყა წიხლი,
- თეოდორე შეეშვი!
სწრაფად იყვირა სალომემ მისთვის მოულოდნელი საქციელის ხილვისას და ქამრის შეხსნამდე მამაკაცი რომ უკვე ძირს გადააგდო თეოდორემ, კარები სწრაფად გააღო სალომემ გადასასვლელად ჯერ არ გაღებული ისევ ძლიერად მიუკეტა თეოდორემ და საჩვენებელი თითის ჩვეებასთამ ერთად მკაცრად გააფრთხილა ადგილზე დარჩენილიყო, ისიც ადგილზე დარჩენილი გულ აჩქარებული უყურებდა ჩაწეული შუშიდან, თუ როგორ დაავლო ხელი წაქცეულს წამოაყენა და როცა დაინახა რომ ფეხზე დადგომა შეძლო მისი მოქნეული ხელი ძლიერად გააკავა თუ არა მანქანაზე აკრობილს ხელახლად დაუშინა მუშტი ნელა გადმოსული ჯერ ისევ დაბოლილი უცნობის მეწყვილე მაშინ მიუახლოვდა თეოდორეს უკნიდან და მისი გაშველება სცადა, თუმცა მალე მასაც რომ მიუტრიალდა ხელები დანებების ნიშანდ მაღლა აწია უცნობმა
- თეოდორე გეყოფა!
ხმამაღლა იყვირა სალომემ აღელვებულმა, იმის შიშით რომ ხალხმრავლობასა და ადგილს, ხიფათი არ მოეტანა მისთვის და შუქნიშანზე სტაფილოსფერი ფერის ნახვისას იყვირა რომ წასვლის დრო იყო, მაშინ გახედა წყნარად თეოდორემ შუქნიშანის ფერებს და ისევ უცნობს დახედა ტელეფონი აართვა მისი ტელეფონიდან თავისში მალევე გაუშვა ზარი, მის ტელეფონში ნომერი წაშალა და მას დახედა
- ამ საღამოს შენთან, სახლში! ახვარო!
ტელეფონი ზედ დააგდო და ჩქარი ნაბიჯებით მოუარა მანქანას, ღვედის გარეშევე სწრაფად დაძრა მანქანა და გადასახვევში სწრაფად და უხეშად მოუხვია, დაძაბულს ჩაეჭიდა მანქანის სახელურისთვის ხელი სალომეს და გზას თვალს არ აშორებდა მანამ სანამ თავისუფალ გზაზე არ გადავიდნენ, წყნარად სიარული რომ დაიწყო თეოდორემ ნელ-ნელა მოეშვა დაძაბულობა და გაუბედავად შეხედა,
- ნუ მიყურებ!
ეცადა წყნარად ეთქვა, თუმცა გამოყოლილი ბრაზი ჯერ ისევ იგრძნობოდა ხმაში
- ღვედი არ გიკეთია
დაბალხმაზე ანიშნა პატარაზე გაწეული საჩვენებელი თითით და თეოდორემაც მაშინ გახედა, წამში შეუთვალიერა ნახატი წმინდა სახე და ჯერ თვალებით ანიშნა ღვედის გაკეთებაზე თავის სხეულზე დახედვით და კმაყოფილმა უთხრა
- დაკავებული მაქვს ხელები
საჭეზე ანიშნა ისევ თვალებით და სალომემაც სწრაფად აატრიალა თვალები
- გამიკეთე
კმაყოფილმა უთხრა თან სკამს კარგად მიეყრდნო
- შეგიძლია შენითაც
სალომეც სკამს მიეყრდნო, თეოდორემ პასუხად მხრები აიჩეჩა ცალი ხელი საჭეს მოაშორა და ღვედისკენ წაიღო, ამავდროულად საჭე მოატრიალა ისე რომ მანქანა ძალიან სწრაფად გზიდან გადავარდა სალომემ მოულოდნელობისგან შეკივლა და შემდეგ თეოდორემაც ვითომ აღელვებულმა სწრაფად "ვოპ" შეძახილით დააბრუნა გზაზე მანქანა უკვე საჭეზე მოკიდებული ორივე ხელით,
- დებილი ხარ?
- ქამარს ვიკეთებდი!
მკაცრად გადმოხედა შეურაცხყოფაზე და ისევ გზას გახედა როცა სალომემაც დაიჭირა მისი მკაცრი მზერა, ჯუჯღუნით გადაიწია მისკენ სალომე ისე რომ ცდილობდა შორს დაეჭირა მისგან თავი და ამავდროულად ვერც წვდებოდა თეოდორეს მხარეს ქამარს, უხერხულად შეხედა თეოდორეს და კიდევ ერთხელ ეცადა მკვეთრად გადაწეულიყო რომ მიმწვდარიყო უხეშად დაამუხრუჭა თეოდორემ მანქანა რის გამოც თეოდორეს მკერდს ძლიერად აეკრო სალომე, შემდეგ სწრაფადვე დაძრა რის გამოც უკნიდან ერთი სიგნალიც მიაყოლეს პროტესტის ნიშნად და სალომეც სახით მის კალთაში შეკივლებით ჩავარდა, კმაყოფილმა დახედა თეოდორემ და მისი ზედმეტად მწარე სიტყვებიც არ შეუკავებია
- რა უხერხულია, პირველივე ჩაჯდომაზე მანდ ჩადიხარ?
კითხვის გამო მაშინვე აალებადი გახდა სალომე, წამში წაეკიდა ცეცხლი, თუმცა კიდევ შეიკავა ზედმეტი ლაპარაკისგან თავი, კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა ისე წამოდგა თმა მკლავით გადაიწია უკან და უხმოდ დაჯდა ადგილზე,
- მანქანა გააჩერე
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და გზას გახედა სადაც გასაჩერებლად არც ისე სახარბიელო ადგილი იყო
- დაგვაგვიანდება,
ოდნავი გაკვირვებით გადახედა სალომეს და მის სახეზე მიხვდა კიდეც რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ეს არც აღიარა და არც შეიმჩნია,
- მანქანა გა ა ჩე რე!
სიტყვები დამარცვლით გამოუცრა და თან ძლიერად უჭერდა კარის ხელის მოსაკიდებელს მუჭს,
- კარგად დაფიქრდი
კიდევ ერთხელ გადახედა და შანსების მიცემით ეცადა დანაშაული გამოესწორებინა, რომელიც ყველაზე ცუდი და შეუმჩნეველი გამოსწორების მცდელობა იყო,
- გააჩერე!
ხმამაღლა იყვირა სალომემ და თეოდორესაც მაშინვე ეცვალა სახე, გამოხედვაც საშინლად ცივი გაუხდა ყბები დაეჭიმა ისე მოუმატა გაზს გასაჩერებელ ადგილას რომ სწრაფად მისულიყო, ნაპირზევე უხეშად დაამუხრუჭა მანქანა და გაუხედავად დაელოდა როდის გადავიდოდა მანქანიდან სალომე, ისიც არ გაჩერებულა გაჩერდა თუ არა მანქანა მაშინვე გადავიდა მანქანიდან კარები უხეშად მიუკეტა და თეოდორემაც სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.... უკან მობრუნება აზრადაც არ მოსვლია მიუხედავად იმისა რომ ულამაზესი გოგო მაღალი ქუსლებით, ქალაქისგან შორს ჩამოსვა, ქალაქ გარეთ რადგან იყო დიდ რესტორანში წვეულება სალომესაც ძალიან ცუდი ადგილი მოუწია ჩამოსასვლელად, ცრემლები შეიკავა და უბრალოდ ბრაზი და ბოღმა გუდავდა, ხმამაღლა უკივლა თუ როგორ სძულდა და პატარა ხელში აღებული ქვაც მისკენ ისროლა თუმცა ის უკვე ძალიან შორს იყო,
- ნაგავო! ცხოველო! ვერ გიტან! იმდენად მძულხარ რომ ვერრ გადმოვცეეეეეემ სიტყვეეეებიიიით!
ბოლო ხმაზე წიოდა ისე რომ ხმაც ჩაეხლიჩა და გაუწყდა კიდეც კივილის დროს, ხველა აუტყდა ზედმეტი გადაჭარბებული ხმის გამოცემის გამო, თუმცა იმდენად ძალიან უნდოდა რომ ეს სიტყვები უკვე აღარ გამოჩენილს გაეგო რომ თანახმა იყო ხმის ჩახლეჩვაზე.......
წვეულება უკვე დაწყებული იყო ვაჟას მიყვანილი ჰყავდა გოგონები რესტორანში და ისინიც მოუთმენლად ელოდნენ სალომეს, მაღლა ავიდა თუ არა სწრაფად წამოვარდა ბარბარე ისე შეეგება თეოდორეს და მანაც თავზე კოცნით გამოხატა მისალმებაც და კმაყოფილება მისი დანახვისას,
- სადაა სალომე?
მაშინვე იკითხა ბარბარემ და კიბეებს ჩახედა შესამოწმებლად
- გზაშია
- გზაშია?
თვალები გაკვირვებისგან პრუჟინებივით გადმოუცვივდა ბარბარეს და შემდეგი დაბადებული მრავალი კითხვიდან რომელი დაესვა ვეღარ ფიქრობდა,
- შენ უნდა მოგეყვანა თედო რა გზაში
ნერვულად გაიცინა ბარბარემ და მისი მეწყვილე რომ მას უახლოვდებოდა წამით მოავლო თვალი,
- ვერ გეტყვი მოვა თუ არა მარა გზაზე როა ეგ დიდი ხანია ვიცი,
სწრაფადვე გაცა პასუხი და გვერდი აუარა ისე ჩამოართვა ბარბარეს მეწყვილეს ხელი ხმამაღალი მოკითხვით, გაოცებას ვერ მალავდა ბარბარე, მეწყვილეს უთხრა რომ მალე დაუბრუნდებოდა ისე ჩავიდა დაბლა, რადგან მუსიკის ხმამაღალი წყნარი ხმა ჩაეხშო და ჩასულმა გაუშვა ზარი სალომესთან, რამდენიმე წამში გასცა პასუხი კმაყოფილი ხმით სალომემ და ბარბარესაც ნერვიულობა მის თავისუფალ ხმაზე გადაუვიდა
- გოგოო სად ხარ?!
სწრაფად დასვა კითხვა თან საკუთარ ნიკაპსვე აწვალებდა
- მოვდივართ ბაბი რა ხდება?
- მოდიხართ?
- ჰო რა არი,
- თეოდორე აქ არი სალო
- ეგ ვინ არის?
მოკლე მოკლე პასუხებს სცემდა და სულ უფრო იბნეოდა ბარბარეც,
- რო მოხვალ ახსნი! დროზე დაიწყო დიდი ხანია ვაჟას გამოსვლაც იყოო უკვე
- აუუ რა ცუდია რომ ვერ მოვუსწარი მაპატიებს იმედია,
იმედია,
- გაპატიებს, დროზე მოდი,
სწრაფად უთხრა და გაუთიშა ფიქრის მერე ავიდა მაღლა რომ მეწყვილეს დაბრუნებოდა.....
კმაყოფილმა შეადგა დიდ დარბაზში ფეხი, მეწყვილესთან ერთად წყვილში დგამდნენ ფეხს და კარებთან შეჩერდნენ, ლამაზად მიიქცია ყურადღება კარებში მდგარმა წყვილმა, სალომეს მაღალი მამაკაცისთვის ხელკავი გამოედო და ლამაზად მომღიმარი ათვალიერებდა დარბაზს
- შევიდეთ?
ღიმილით გადახედა ილიამ მეწყვილეს და მანაც კმაყოფილმა დაუქნია ნაზად თავი, კიბეებზე ჩასვლისთანავე შეეგებნენ ილიას, რადგან ძალზედ ნაცნობი პიროვნება იყო ყველასთვის და ისიც კმაყოფილი აცნობდა ხალხს გზაში ნაპოვნ მეწყვილეს,
- კი რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება,
კაცის მობეზრებულ ლაპარაკს უკვე დაღლილი სცემდა პასუხებს ილია, თუმცა ამ ყოველივეს არ იმჩნევდა და ისევ მოწიწები აგრძელებდა ლაპარაკს,
- ძალიან ლამაზი მეწყვილე გყავს,
თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და სალომემაც გულწრფელი ღიმილით 'გადასცა' მადლობა, ძლივს გათავისუფლდა ილიაც მისგან და ახლა ძალიან ნაცნობ ადამიანისკენ აიღო თავად გეზი რომელიც იჯდა და შორიდან ათვალიერებდა ხალხს,
- ეს მარტო სული ვინ არი?
კითხვით და ღიმილით დაადგა ილია თეოდორეს თავზე და თან უკან მდგარ სალომეს არ უშვებდა ხელს, ჯერ სალომე შეამჩნია ამ უკანასკნელმაც შემდეგ ჩაჭიდებული ხელი და შემდეგ დაინახა წინ მდგომი ილია, ღიმილით წამოდგა ისე მოხვია ხელი და სიცილითა და მოკითხვით წაეთამაშა თავზე,
- აქ თუ გნახავთ შენ,
ამ სიტყვებით ბევრი რამე უთხრა ილიას რომელიც გააგებინა კიდეც და სკამზე ჩამოჯდა თან მასაც თვალებით ანიშნა დაჯექიო, სანამ ილია ჯელტმენურად სკამს უწევდა მეწყვილეს მანამ მოასწრო თეოდორემ თვალებით გოგოს 'შეჭმა', თავადაც ჩამოჯდა, თუმცა სალომე თეოდორესთან ახლოს უფრო რომ იჯდა არასასიამოვნოდ მოათვალიერა მანძილი და ღიმილით შეხედა თეოდორეს,
- როგორ მიდის საქმეები?
თეოდორემ დაიწყო კითხვის დასმა და უკან გადაწეულმა უნებურად დახედა სალომეს ფეხებს, რომელიც დაჯდომის გამო ჩაჭრილი ზოლი მეტად მაღლა ამოწეულიყო ზედმეტად მაღლა მოჩანდა ლამაზი ფეხები, სალომემ მისი მზერა რომ დაიჭირა მაშინ დახედა თეოდორეს წეღანდელ მზერას და უხერხულად აქაჩა გადახსნილი ნაჭერი, რომელიც ჩაჭრილ ზოლს ვერ წვდებოდა და წესიერად ვერაფერს მალავდა,
- რავიცი, ხანდახან კარგად ხანდახან პრობლემები,
- პრობლემებს რა გამოლევს,
ჩაიცინა თეოდორემ თან საზურგეს მიეყრდნო
- შეყვარებული რასშვება
კითხვა დასვა თუ არა ილიას ჩაეცინა ისე გახედა სალომეს და თეოდორეც უცებ გადმოიწია მაგიდისკენ, ინტერესით თუ რას იტყოდა პასუხად,
- ოოოოოო, ეგ ცოტა ისეთი საქმეა ახლა აღარც კი გამხსენებია,
ჩაიცინა ილიამ ისე მოკიდა მაგიდაზე დადებულ სალომეს ხელს ხელი და თეოდორესაც თავისი ფიქრების გამო გაეცინა
- ორი კურდღლის დაჭერა გინდა?
ცალყაბდ ღიმილით შეხედა ილიას და მერე მის ხელს,
- რატომაც არა
მხრების აჩეჩვით თქვა და შემდეგ გაახსენდა, რომ თეოდორესთვის სალომე არ წარუდგენია,
- აა და დამავიწყდა ჩემი ულამაზესი მეწყვილე გამეცნო, სალომე,
ხელი გაიშვირა სალომესკენ და შემდეგ სალომეს გააცნო კარგად ნაცნობი თეოდორე,
- ლამაზი მანდილოსანი გყავს,
- რა თქმა უნდა,
კმაყოფილმა გახედა ილიამ სალომეს და სალომეც გამარჯვებული მზერით უყურებდა თეოდორეს,
- მეც მყავდა ერთი ლამაზი გოგო,
- მერე სად არი? გამიკვირდა ცვეტში მეთქი თეოდორე მარტო ზის, არ მჯეროდა ძმობასგაფიცებ, ჩვენ რო ვაფშე მეწყვილეს ვერ ვნახულობდით შენ სამი გოგოთი გვეჩითებოდი და ახლა რა დაემართა მეთქი
ემოციების მოუთოკავად აბავდა მამაკაცი სიტყვებს ერთმანეთს და არც ისე კარგ მოგონებას მისთვის ასეთი კარგი მომენტით რომ ანაცვლებდა მისთვის ძალიან მაგარი გოგოს თანხლებით კმაყოფილი რჩებოდა სალომემ კი საკუთარ თავზე აიღო ეჭვნარები ფიქრებით მისი სიტყვები
- ცოტახნის წინ გავიდა,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მომარჯვებულ ტელეფონში რამდენიმეჯელ სწრაფად აკრიფა ასოები და მალევე დააბრუნდა ტელეფონი ჯიბეში
- აა მარტო ვინ დაგტოვებდა პრინციპში,
მხრების აჩეჩვით წარბების თამაშით უთხრა და თეოდორემაც ზარმაცულად შეიფერა, წინ მაგიდისკენ წამოწეულმა ერთხელ კიდევ მოავლო სალომეს ღრმად მოშიშვლებულ ფეხებს თვალი და წინ წაწევისთანავე მაგიდის ქვევიდანვე შეაცურა ხელი თავად ეცადა კაბით ფეხები დაეფარა, თუმცა მასაც არ გამოუვიდა ამიტომ ამაო მცდელობის გამო სალომე დაჭიმული იჯდა და მოფათურე ცხელ ხელებზე ახალ მიუჩვეველ შეხებისგან გამოწვეულ სიამოვნებების გრძნობისას უნებურად მოუჭირა ილიას ჩაკიდებულ ხელს ხელი
- რა გჭირს?
მისკენ წაიწია ილიაც, რადგან არ ელოდებოდა უაზროდ ამ საქციელს და როცა სალომე ადგილზე გაქვავებული იჯდა ფიქრიც შეიძლებოდა რომ ცუდად იყო,
- არაფერი,
შეძლებისდაგვარად გაუცინა ილიას და მეორე ხელით თეოდორეს ვენებდაბერილ ხელს წაავლო თითები თან მწარედ ჩქმეტაც მოასწრო,
მობეზრებულად შეხედა თეოდორემ და მეტად დახრილმა სალომეს კაბის შუა ნაწილს სწრაფად წაავლო ხელი უფრო განიერი და ფართო ნაჭერი მაღლა ამოწია და უკვე მოხერხებულად გადააფარა ლამაზ ფეხებს, ამ ქცევასთან ერთადვე წამოდგა ბოდიშის მოხდით ბრძანა რომ ისევ მოვიდოდა და გასასვლელისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა ბოლომდე გააყოლა სალომემ თვალი და გულში ლანძღავდა კიდეც....
მშვიდად მიდიოდა წვეულება დილის შუქი დარბაზს სულ ვერ ეკარებოდა, ჩაბნელებული ფანჯრებიდან მზის სხივი ვერ აღწევდა, სამი ფერით განათებულ დარბაზში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, წყვილები მშვიდ,წყნარ მუსიკაზე ერთმანეთს აკრობილები ნაზად აყოლებდნენ ტანს, ზოგს კი ერთმანეთი დიდი ხნის შემდეგ ენახა და ერთმანეთთან გატარებულ დროს იხსენებდნენ, ხან კი ბევრი კითხვაც მოდიოდა ახალ ქარხანასა და მის ამუშავებაზე. თეოდორე მართლაც საოცარ მანდილოსანთან ერთად დაბრუნდა დარბაზში მისი თითები ნაზად მოეთავსებინა ხელებში და წყნარად ყვებოდა მუსიკას, ზედმეტად "ფეშენ" სტილით იყო გოგო, ლამაზიც იყო თუმცა, ზოგი იფიქრებდა რომ გადაპრანჭულობის ფონზე ნამდვილად ბარბი ეკავა თეოდორეს,
დაბოღმილ მზერას ვერ იშორებდა სახიდან სალომე ზურგი შეაქცია მათი ყურებით რომ დაიღალა და ისევ ილიასა და ვაჟას საუბარს დაუგდო ყური,
- წამო ჩვენ ვიცეკოთ სალი,
ხელი ჩაავლო ვაჟას გვერდით მდგარმა ანანომ და კაკუნით წავიდა წინ, დადგომასთან ერთადვე მოუთმენლად დაუსვა კითხვები, რომელიც მისი დარბაზში მოსვლისთანავე აინტერესებდა და პასუხს მკაცრი სახით დაელოდა,
- თუ მაგისგამო გამომიყვნე საცეკვაოდ ასე გეტყვი, ცხოვრებაში თუ რამეს გადაწყვეტთ ჩემს მაგივრად, ის ცხოველი სამყაროდან გააქრეთ, ზედმეტი კითხვა თუ დაგებადება მას კითხე!
წყნარად გასცა მის კითხვას პასუხი თუმცა ბრაზი მაინც მოაწვა, მისი ხელიდან გაინთავისუფლა თავი და შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მოცეკვავე ხალხს შორის რადგან გასასვლელისკენ წასულიყო, ხელში მოეკუჭა კაბა ბრაზისგან ხალხში თითქმის გამძვრალი მაჯაში ხელის ჩავლებამ გააჩერა, მაშინვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ხელი და მობეზრებული სახით უნებურად დაყვა თეოდორეს ძალას, სწრაფად დაატრიალა თეოდორემ ხელი წელს უკან მოუქცია და მუსიკაში ჩამჯდარმა აიკრო მკერდზე,
- ახალ გაცნობილებს ასე არ ექცევიან დებილო,
კბილებში გამოცრა და თავის შეუტრიალებლად მოავლო თვალი ხალხს, ეცადა უკან მოყოლილი ხელი გაენთავისუფლებინა, თან ფეხი გაასწორა, რადგან მაღალ ქუსლებს მიუჩვეველს ფეხები ძალიან სტკიოდა,
- ზედმეტად მაიმუნი ხარ არა?
კმაყოფილმა დახედა თეოდორემ და ხელის გასწორების საშუალება მისცა წინ გადმოწეული ხელი თითებში მოიქცია და მუსიკას იძულებით ააყოლა,
- რა ჯანდაბა გინდა?! შემეშვი! ნუ მეხები საერთოდ!
გაღიზიანებული ვერ ისვენებდა ისე უხეშად იშორებდა თავიდან, მისი სიტყვების ჯინაზე წელზე ძლიერად მოჭერილი ხელით იმდენად ძლიერად აიკრო სხეულზე, უხერხულობისგან ბროწეულივით გავარდისფრდა, უხერხულად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას თან ხალხს გადახედავდა ხოლმე,
- გამიშვი ეს უპატრონო!
გამოუცრა ისევ, თეოდორემ მისი სიტყვები მუსიკის ხმებს შეუერთა რომელიც სულ არ წვდებოდა მის სმენას
- იცი როგორი სერიოზული ტიპი ააგდე,
მისი ფიქრები მხოლოდ იქ იყო სადაც სალომე უკანმოუხედავად დატოვა
- რა შენი საქმეა ვინ ავაგდე და ვინ არა ცხოველი, ნაგავი ხარ! რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზეა შეყვარებული, ვერგიტან! და ის რომ არა ახლა ღრმერთმა იცის სად ვიქნებოდი! და გამიშვი ეს დამპალი ხელები!
ძლივს სხეულიდან მოშორებულს დაბლა დაეხარა თავი და ორივე ხელით ცდილობდა თეოდორეს წელზე მოხვეული ხელი მოეშორებინა, ყბები ბრაზისგან დაეჭიმა თეოდორეს უხეში მოქაჩვით იძულებული გახადა გასწორებულიყო ისევ სალომე და მანაც ბრაზიანი მზერა ესროლა თეოდორეს მკაცრ თვალებს,
- რო არ ვიცოდე რისი მაიმუნობის სანაცვლოდ წამოგიყვანა, ალბათ დავიჯერებდი კიდეც შენს ანგელოზობას–
და ეს კიდევ მეორე ყველაზე უაზრო სიტყვები, რომელიც მისგან ვერასდროს ვერავის უნდა გაეგო, მართალია ის იცნობდა ილიას და მისი ყველანაირი ცუდი მსვლელობა იცოდა, თუმცა არ იცნობდა საკმარისად სალომეს, რომელსაც გულში რაღაც ჩაწყდა, თავი სამყაროს კახპა ეგონა, იმდენად დადაბლდა იმდენად დაამცირა ამ სიტყვებმა, გაუაზრებლად გაეჩხირა უზარმაზარი ბურთი ყელში,
- ხელი გამიშვი!
უემოციოდ ამოილაპარაკა აკანკალებული ხმის ძლივს გასწორებით და ხელები უშვა, ისე ეჭირა ჰაერში ხელები თითქოს ნაგავს ეხუტებოდა,
- მეზიზღები,
ძლივს გახსნა სახე რომ გაეღიმა, ღიმილთან ერთად გადმოუვარდა შეკავებული ობოლი ცრემლი, არავისი მორიდებია ისე უხეშად მოშორდა სხეულიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, შორიდან მაყურებელი ბარბარე სწრაფად გაეკიდა გასულს ხელში ჩაავლო ხელი, უხეშად გამოგლიჯა მასაც ხელი ფეხზე სწრაფად გაიძრო და კიბეებზე სწრაფად დაეშვა
- სალომეეე!
შორიდანვე დაუყვირა ბარბარემ, თავად რომ მარტივი გასახსენლი ფეხსაცმელები არ ჰქონდა ვერ გაეკიდა სალომეს და კიბის თავშივე დააბაკუნა ფეხები,
- სალომეეე!
კიდევ იყვირა და შორიდან ხალხის ყურადღება რომ მიიქცია შერცხვენილმა გააპარა ღიმილი, დიდი ნაბიჯებით მომავალ თეოდორეს გადაუდგა წინ ყბებ დაჭიმულმა შეხედა
- რა ჯანდაბას აკეთებ თედო?!
რატო უმწარებ ამ გოგოს სამშობლოში ჩამოსვლის დღეს!
რას ერჩი?!
თავს ბრაზისგან აყოლებდა სიტყვებს და გვერდიდან გასვლის მცდელობა ორჯერ გადაუკეტა მამაკაცს
- გამეცი პასუხი ადამიანო!
რას გიშავებს?!
კიდევ ერთი კითხვის მერე თითქოს უნდოდა კიდეც რაღაც ეთქვა, თუმცა თავი შეიკავა მხარი უხეშად გაკრა ბარბარეს და ზედა სართულზე აივანზე ავიდა,
- რა მოგიხერხოთ
ამოიწუწუნა ბარბარემ და სალომეს გავლილ გზას გახედა შემდეგ თეოდორეს.....
- მძულს ჩემი ბედი, ჩემ დაბადებასაც ვერ ვიტან!
ხმამაღალი ტირილით ფეხშიშველა კაბის ფხოკიალით უკვე კარგა ხნის გამცდარი იყო რესტორანს მცხეთის გზაზე მშვიდ, მანქანებისგან ცარიელ ხეებით სავსე ვიწრო გზაზე გადაეხვია და ისიც არ იცოდა სად მიდიოდა, მშვიდად რომ მიდიოდა მეტად აწყნარებდა და თავისუფლად იცლებოდა ემოციებისგან, ფეხის გულები იმდენად სტკიოდა გრძნობა, რომ ფეხის გულზე უზარმაზარი დაბერილი ჰქონდა, არ ასვენებდა, ხელით დაიზელდა ხოლმე და ისე აგრძელებდა გზას, გამოქცეულ პატარძალს გავდა, თუმცა არავის ეგონა თუ სადმე წავიდოდა, ხელახლად დახედა ტელეფონს, რომელიც კიდევ რეკავდა და ამჯერად თეოდორეს ზარი რომ იყო ტელეფონის მოსროლა მოუნდა, თუმცა დიდხანს არ ურეკია მალევე გათიშა, რესტორნის აივანზე მყოფები კი ბოლთას სცემდნენ და ბარბარე თეოდორეს გაგლეჯვამდე იყო, ვაჟა თუ გააშველებდა, თეოდორეც უხმოდ ეყრდნობოდა კედელს და ნამუსის ქენჯნა თუ აწუხებდა,
- ილია ეძებს და ნუ გაუტრაკეთ საქმე, რა იცით რო მაგასთან არ არი,
ბარბარე მის ლანძღვას რომ არ მოეშვა მაინც დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა
- ან სად უნდა დაიკარგოს პატარა ხომ არ არი, თან შეუძლია ხალხის მოსყიდვა,
- აუ მაგაზე თუ რამე უთხარი თავს გადაგხსნი,
მაშინვე ჩაეჭრა ვაჟა, რადგან ისიც გადასარევად იცნობდა ქალის უნახავ ილიას და ფიქრიც კი ვერ შეიკავა იმავე მოსახდენზე რაც თეოდორემ თითქმის უთხრა კიდეც სალომეს,
- გაიარე
დაბალხმაზე უთხრა ისევ და აივანზე ილია რომ შევიდა თავი მეტად უხერხულად იგრძნო სალომეს გარეშე რომ იყო კაცი
- ჩემი კაი, მეწყვილე გამიქრა,
გაიცინა და ბარბარემ თეოდორეს ზიზღის სახე რომ შეანათა ისიც ადგილს მოსწყდა........
- არა მალე ავალ სახლში
სიცილით ჩაძახა ტელეფონს სალომემ და ძმის მოკითხვა განაგრძო
- გოგო მაგრა არ მომწონს შენი ხმა და არ ჩამომიყვანო ნუ მატყუებ მაგრად მიტყდება,
კისერზე ხელი მოისვა დემეტრემ და დაღლილი რომ ჩამოჯდა სკამის საყრდენზე გადააგდო თავი,
- არაა დემე, დღესს რაა ვცანცარებდით და გულიანად ვუკივლეე ხოდა ხმა ჩამებრდღვნა მაშინვე მაგიტო მაქ დაბოხებული ჩაგლეჯილი ხმა,
- რა გაკივლებს გოგო მერე მანდ ხალხს ძინავს,
სიცილით თქვა დაბოხებული ხმით და სალომემაც ხმამაღლა გადაიკისკისა
- არ გაგიგონ, როდის ჩამოხვალ შენთან მინდააა,
სიტყვა წუწუნით გაწელა ბოლოს უცებ გადაცვალა თემა ისევ და წამით შუა გზაზევე ჩამოჯდა,
- ცოტა მიწყნარდეს ყველაფერი რაღაც პრობლემებიააა და მაშინვე დევეშვები რა, იმედია არ მოიწყინე,
- არა მიუხედავად ზოგჯერ დებილობებისა აქ მაინც სულ სხვა გრძნობით ვარ,
გულწრფელად თქვა და ცალი ხელით ფეხს იზელდა, მაღალ ქუსლიანებიც ძირს დაყარა და ძმასთან ლაპარაკი მაქსიმალურად გაწელა... გზაზე სიარულითაც იღლებოდა, ხან გვერდულად მიხტოდა ხან უკანა სვლით დადიოდა მაქსიმალურად ცდილობდა ნატკენი ფეხები ეტკინა, ისევე იყო კოღოს კბენის დროს ნაკბენს ფრჩხილებს რომ არჭობდა, ახლა ნატკენ ფეხებს კიდევ მეტ ძალას ატანდა რომ სტკენოდა , რომელიც ჯობდა რომ არ გაეკეთებინა, ფეხშიშველა გვერდულად მოხტუნავე ვინ იცის რამდენი ხნის დალეწილ შუშას დაახტა მარჯვენა ფეხით, ტკივილისგან ღრმად შესუნთქვითვე დაიჭიმა და ძალა რომ კიდევ აღარ დაეყენებინა მაშინვე ჩაიკეცა,
- ღმერთოოოო,
დაჭიმულმა ამოილაპარაკა და ძირს მჯდომმა დაჭრილი ფეხი მარცხენა ფეხზე დაიდო რომ შუშები ენახა,
- აუუფფ! ესღა მაკლდა!
ძლივს გადავლილი ცრემლები ხელახლა გადმოყარა და ერთადერთი კანში ჩარჩენილი შუშა მოიშორა, მაშინვე არა, თუმცა სისხლმა რომ დენა დაიწყო წვაც მაშინ იგრძნო თითებს შორის და ფეხის გულზე ღრმა ჭრილობის გამო ხმამაღლა ტიროდა და პატარა დაკარგული ბავშვივით წინ მიდიოდა კიდევ ერთ ზარზე ტელეფონი გვიან ამოიღო, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო თანახმა იყო ეპასუხა, ტირილისგან მოთენთილიც იყო ახლა ფეხი კიდევ მეტად სტკიოდა და სრულიად უბედო ფეხზე ამდგარი იყო,
- რა გინდა?!
ნაცნობ ნომერს გააგონა უხეშად ნამტირალები ხმით და ღრენა ვერ შეიკავა
- რა გჭირს?
სწრაფად წამოიწია საჭესთანვე მის ხმაზე და ანერვიულდა კიდეც, მისი ხმიდან გამომდინარე არც ისე ბედნიერად გრძნობდა თავს, რისი თავი და თავიც თეოდორე იყო, მართალია ბოდიშის მოხდა მას არ შეეძლო, თუმცა საკუთარ თავს ვერ აპატიებდა სალომეს რამე რომ მოსვლოდა,
- რა შენი საქმეა?!
- სად ხარ სალომე,
- არ არი შენი საქმე და ნუღა რეკავთ!
ისევ შეიღრინა და გადაიფიქრა კიდეც დახმარების თხოვნა მისთვის,
- სადხარ-მეთქი!
კბილებში გამოუცრა სიტყვები და იმ სიმკაცრეს და ბრაზს ვერ მალავდა ძლიერად უჭერდა საჭეს ხელს, სიჩქარის გამო მოსახვევიდან რომ გამოუვარდა მანქანა დამუხრუჭება მოასწრო, ძლიერად დაარტყა საჭეს ხელი ისე დაუსიგნალა წინ გადმოსულ თეთრ ტოიოტას და გვარიანად შეაგინა, გატრუნული თავად დაიძაბა ახლა სალომე და კითხვა, თუ რა მოხდა და ხომ ყველაფერი კარგად იყო, უხმოდ გადაყლაპა
- სალომე იტყვი თუ არა ამ დედაშე.... ოხ!
საკუთარ თავზეც ბრაზობდა თეთრ ტოიოტაზეც და სალომეზეც, უხეშად გადაიყვანა გზიდან მანქანა და კარები გააღო რამდენიმე წამი ისევ სალომეს სლუტუნს უსმენდა და შედარებით მშვიდად მყოფმა წყნარად დასვა კითხვა,
- ნერვიულობენ სალომე, თუ გინდა რომ შენს გამო მკვლელობა არ ჩაიდინონ ამავდროულად თუ ოდნავ მაინც გადარდებს ნაზი, რომელთანაც მივალთ უშენოდ მითხარი სად ხარ,
სრული სიწყნარით თქვა, სრულ სიჩუმეს მხოლოდ მანქანების გზაზე "გაშხუილება' უშლიდა ხელს, დიდი ხანი პასუხი არ გაუცია, თუმცა მეორედ არ ეკითხებოდა არაფერს.... ისევ სიჩუმე
- არ მინდა რომ შენ მოხვიდე,
ამოიწუწუნა ამდენი ხნის მერე და გზაზე ჩამომჯდარი ჯერ ისევ სისხლიან ფეხს დაჰყურებდა,
- მიდი მითხარი,
ისევ წყნარად უთხრა და სალომემაც ჩაწითლებული სველი თვალები მოიწმინდა, იქით-აქეთ მოიხედა და ცოტახნიანი გარემოს ყურების შემდეგ გაანალიზა, რომ არ იცოდა სად იყო,
- ააუუ
ატირდა ისევ და ხმა უწყდებოდა ტირილისგან,
- რა მოხდა?
- არ ვიცი სად ვარ,
თეოდორემ მის პასუხზე გაშლილი ხელი შუბლზე მიირტყა და ნერვულად ჩაიცინა,
- კაი რა გატირებს მერე, რას მიბოდიალებდი, რა ადგილას ხარ და საიდან წახვედი ეგ მითხარი მიუგნებელი არაფერია არ იტირო,
ისევ მშვიდად უთხრა და საჭესთან გასწორდა ფეხები მანქანაში შეყო საჭესკენ შეტრიალდა კარები დაკეტა და უკვე პასუხს ინტერესით დაელოდა,
- რომ წამოვედი მეორე შესახვევი რომ იყო იქ შევუხვიე, არ ვიცი რამდენი ხანია მოვდივარ ერთმა ორმა მანქნანამ გამოიარა მხოლოდ ვიწრო გზაა იყო, ერთი გადასახვევი იყო ეს კიდევ მეტად ვიწროა მანქანა ვერ შემოვა, არც აქ ვიცი რამდენი ხანი მოვდივარ
- ანუ გამოგცდი აღარსად წახვიდე დამელოდე აქვე ხარ,
სწრაფად გაიკეთა ღვედი მანამ გადაუხვევდა მანქნა გაუშვა და საჯარიმო მოსახვევიც გააკეთა, მხოლოდ ერთი მოსახვევით ამცდარი იყო და ამის გამო კრუგის დარტყმა უაზროდ მიაჩნდა, მითითებულ ადგილას გადაუხვია თუ არა ყურადღებით და ნელა მიდიოდა, რადგან ან ის არ გამორჩენოდა ან წვრილი, ვიწრო გზა, ნელა მიდიოდა და მანქანით სადღაც რვა წუთის სავალზე ვიწრო გადასასვლელში მართლა რომ ვერ შევიდოდა მანქანა ხეებში გააჩერა, წვალებით და წამებით თუ გავიდოდა მის გვერდით მანქანა, რომელიც იმედი ჰქონდა რომ მის ბედზე ახლა არ გამოივლიდა, ფეხით დაუყვა ვიწრო გზას დიდი ნაბიჯებით, მალე უკვე შუშებთან მისულს სისხლის წვეთებმა გაუკვალეს გზა და გზადაგზა იფურთხებოდა, 'ფეთხუმი სიარული არ იცის და ესეც ჩემი ბრალიაო' ათი წუთი ისე იარა უკვე ეგონა, რომ არასწორად მიდიოდა მკვეთრ მოსახვევში რომ გადავიდა არც ისე შორს ძირს იჯდა უკვე დაწყნარებული და თითქმის სისხლშეჩერებული ფეხიდან სისხლს იწურავდა, თავადაც რომ შეამჩნია თეოდორე, სწრაფად დაავლო ფეხსაცმელებს ხელი და წამოდგა, ნატკენი ფეხი ძირს ბოლომდე არ დაუდგამს არც ადგილიდან განძრეულა თეოდორე რომ მიუახლოვდა ხელი ძლიერად კრა და თეოდორესაც ხმამაღლა გაეცინა რეაქციაზე, ხასიათი გამოკეთებოდა სალომე რომ ნახა და უკვე მშვიდადაც იყო,
- რა გინდა გოგო?!
- ვერ გიტან,
ხმამაღლა უთხრა ხელახლა მიახლოვებულს და თეოდორემაც მისი სახე მოიქცია ხელებში ჯერ ისევ სრულად არ შემშრალი ტუშისგან გაშავებული სახიდან, ტუში რომ მოეშორებინა, თითები ნაზად მოუსვა სიცილით სახეზე თუმცა არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის მისი მოშორება, - ნუ მეხები!
უხეშად გააშვებინა ხელები ჰაერში გაჩერებული ფეხით სწონასწორობას რომ ვერ იცავდა ქუსლი დადო ძირს,
- სად მიდიოდი გთხოვ მითხარი
ისევ სიცილით გახედა წინ გზას როცა საინტერესოს ვერაფერს ხედავდა და სალომეს ბოროტ მზერაზე ისევ გაეცინა
- შენი საქმე არ არი!
თეოდორემ მის პასუხზე თავი გააქნია და მობეზრებულად აატრიალა თვალები,
- ხელში უნდა აგიყვანო და გინებას ნუ დამიწყებ,
ხმადაბლა უთხრა მის გვერდით დადგა, არაფერი უთქვამს სალომეს ის კომფორტულად იქნებოდა მკლავებში და წესით მის ფიქრებში თეოდორე უნდა დაღლილიყო, ისიცი ნელა დაიხარა კაბა ისე შეკეცა რომ ზედმეტად არ გადაცვენილიყო იქით-აქეთ და ნაზად ააფარფატა მკლავებში, ხელში აყვანისთანავე ჩაეცინა და სალომემ რო კოპებ შეკრულმა შეხედა თავი მაღლა გადაწია ისე ახარხარდა რომ მისი მზერა აეცილებინა
- რა გაცინებს?
კითხვასთან ერთად მოხვია კისერზე ხელები
- სახე გამძვრა ისე მძიმე ხარ,
სიტყვებს მაშინვე მიუხვდა რაზე დაცინოდა თეოდორე და სახე დამანჭა
- რა სასაცილო ხარ,
ჭყნანვითვე გასცა პასუხი და თეოდორეც დაეჭყანა პასუხად
- ბევრს ნუ იტლიკებ თორე ჰაერში რო აგაგდო, დაბერებაზეც ვერ ჩამომისწრებ,
- იუმორინა ხარ,
ტაში დაუკრა შეძლებისდაგვარად და მალევე გაიტრუნა მის მკლავებში.....
მანქანაში ჩასვა თავადაც დაიკავა მძღოლის ადგილი და წამით უხმოდ უყურა, მალევე ამოიღო ტელეფონი სალომეს მისკენ შეახედა და ფოტო გადაუღო, გაურკვევლობაში მყოფი სალომესკენ გადაწია ხელი სახეზე ნაზად მოეფერა და სერიოზული ხმა მიიღო
- მომაჯადოვებლად ლამაზი ხარ,
ბოლოს სიცილი რომ ვერ შეიკავა და ისე შეუტრიალა ტელეფონი სადაც ფოტოში გამოსახულ სალომეს თვალები ისე ამოშავებოდა ტირილისგან ჩაწითლებაც არ ემჩნეოდა, უცებ წამოიწია საკუთარი თავის დანახვისგან გაოცებული სარკე მოატრიალა რომ დაეჯერებინა საკუთარი თავის ასეთ დღეში ყოფნა და წუწუნით მიეყრდნო სკამს,
- არაფერი მაქვს ფეხს ვერ ვუშველით, ამის მერე მთელ სააფთიაქოს ჩავდებ მანქანაში შენი წაყვანა თუ სადმე მომიწევს პროსტა პირველი დღისთვის არ ვიცოდი,
ფეხზე მაყურებელმა თვალის დახამხამებასთან ერთად იცვალა მზერა სალომეს თვალებზე
- იმედია არასდროს მომიწევს,
ღიმილშივე დაეჭყანა სალომე და ხელების სმა დაიწყო სახეზე რომ მოეშორებინა ტუშის სიშავე თეოდორემ უცებ გადაყო ხელი უკან სალომეს სკამის უკანა ჯიბეში ბარბარეს სველისალფეთქი დაეტოვებინა და მანაც სალომეს გადმოაწოდა,
- მადლობა ბარბარეს გადაეცი,
ორ თითში მოქცეული პატარა პაჭკა კალთაში ჩაუგდო მანქანას ძრავა ჩაურთო და წამებური მოხვევის შემდეგ, ადგილი დატოვა, გზაზე რომ გადავიდა მაშინ გაიკეთა ღვედი ცალი ხელითვე მარტივად და ზიზღით გახედა სალომემაც, რომლის მზერაც თეოდორემ არ შეიმჩნია ისე გაუშვა ზარი ბარბარესთან, ისე სწრაფად უპასუხა თითქოს ელოდებოდა მის ზარს, სწრაფად და უხეში სიტყვებითვე გააგონა
- სახლში მივდივართ მანდ მოსვლის და დგომის თავი არამგონია ქონდეს და მითუმეტეს სახე,
ბოლოს ჩაახველა და ნახევარ სახე გასუფთავებულმა სალომემ ისევ ბოროტულად გახედა თეოდორეს
- ანუ შენთან არი?
- ხო ბარბარე და ხევში მიმყავს რომ გადავაგდო,
სწერვულად გასცა პასუხი, ბარბარეს რომლის კითხვაც უაზროდ მიიჩნია და უკეთ მოეწყო ადგილზე
- თეოდორე გეფიცები მოგკლავ კიდევ რომ რამე აწყენინო,
- დამინდე
ასოების გამოკვეთით ამოთქვა თეოდორემ და მაშინ გაეღიმა სალომესაც ჯერ ბარბარეს შემართებულ საუბარზე და შემდეგ გულიან პასუხზე,
- ჭკვიანად დანარჩენი კითხვები მერე და იმედია შენი ძმა ამ იარაღებით დახვრეტას არ გვიპირებს,
აშკარად დაღლილი ხმა ამოუშვა ბოლოს და სკამზე ხვნეშით ჩამოჯდა,
- ერიდეთ მაინც
სიცილით გასცა პასუხი......
....
- რაშვები მაშო,
- ვწევარ
გულწრფელად გასცა ჩაბნელებულ ოთახში დივანზე მწოლიარე მაშომ პასუხი
- ანუ გცალია, შენი ქმარი იცი სად არი?
პასუხი არ გაუცია მაშოს დემეტრეს კითხვისთვის, სულმოუთქმელად ელოდებოდა როდის განაგრძობდა დემეტრე საუბარს
- კაი, ანუ მე უნდა ვთქვა, შენი დებილი ქმარი ამ წუთებში ბარში იმყოფება და ის თუ სასმელს დალევს მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ,
ძალით გაიღიმა დემეტრემ სიტყვის ბოლოს, რასაც მაშო ვერ დაინახავდა
- აუ
- რა აუ?! როდემდე უნდა ტანჯო, ხო ხედავ რომ დიდად არც ნაწყენი ხარ და არც გაბრაზებული და ის ვაფშე კაცი აღარ არი ზომბად დადის, გეყოფა მაშო, არ ვიცი რა დავარქვა მაგ საქციელს მაგრამ თითქოს იმედს აძლევ და მერე იმედშივე უფურთხებ, რამდენი ხანია ასე გრძელდება, ვფიქრობ ახლა შენ უფრო ბოროტობებს მაიმუნობ ვიდრე ის ოდესმე,
ისევ ანერვიულებულმა დაიწყო ლაპარაკი ძმაკაცზე და თავადაც დაღლილი იყო ამ ყველაფრით, ხვდებოდა რომ უკვე დასასრულში იყო და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა ყველაფრის დალაგებამდე, რომელსაც უკუღმა დგამდნენ, მაშო ხმას ვერ იღებდა, მართლა ერთულებოდა ნაბიჯის გადადგმა, იმის ეშინოდა რომ ძველ დროს ვეღარ დააბრუნებდა
- ახლავე ადგები ჩაბარგდები და წახვალ ჯერ სახლში შენ ოთახში შეიტან ყველაფერს მოეწყობი მერე შენ იცი,
- ასე არ....
- მაშო! ადექი! ჩაიცვი და წადი! ქვევით გელოდება დარიო მზად რომ იქნები ჩადი და კარებშივე დაგხვდება, მორჩა ბაზარი!
სიტყვა თქვა თუ არა გათიშა, უხეშად მიაგდო მაშომ ტელეფონი და წამომჯდარმა ხელებში ჩარგო თავი,
- ღმერთო როგორ მოვიქცე
ამოიგმინა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ფიქრი განაგრძო, საკუთარ თავს უსვამდა კითხვებს შემდეგ პასუხს თავადვე სცემდა რაც მეტად უადვილებდა გადაწყვეტილების მიღებაში საქმეს,
ბოლოს სწრაფად წამოდგა სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მზად ჰქონდა ყველაფერი, ოთახი მოათვალიერა და კმაყოფილმა მაღალქუსლებზე შემდგარმა დატოვა ოთახი,
არც ისე დიდი დრო წაიღო სასტუმროში ნივთების ჩაბარებისა და მოულოდნელად წასვლის საკითხმა,
- და დაბრუნდება ჩვენი პრინცესა!
ხელების გაშლით შეეგება მისი დანახვით გაბედნიერებული დარიო და მაშოს დანახვაზე მაშოს გადაწყვეტილების მიმხვედრმა, ყველაფერი ბედნიერ დასაარულად აქცია ფიქრებში
- მეგონა არ გამოხვიდოდი,
ბედნიერი ხმა ვერ გააკონტროლა დარიომ და ბედნიერებისგან ხმა შეცვლილი საუბრობდა, ისე გადაკოცნა მაშო
- მემგონი ძალიან არაკომფორტულია მარტო ცხოვრება ხო?
სწერვა ქალივით გულზე მიიდო თითები გაიცინა და კარებ გამოღებულ მანქანაში ჩასკუპდა, თითქოს თავადაც უხაროდა, ის აბედნიერებდა რომ მისი გადაწყვეტილება ცუდად არ მოქმედებდა მასზე პირიქით და ეს ყველაფერი ახლავე ეტყობოდა, თუ როგორ ეჩქარებოდა რატის ნახვა,
- საით ჩემო ქალბატონო,
- ჯერ სახლში ნივთები დავაწყოთ დაააა
- დაააა
გაწელა დარიომაც ისე გახედა სარკიდან
- და შემდეგ მოვიფიქრებ
გაიკრიჭა ბოლოს მაშოც და საზურგეს აფორიაქებული მიეყრდნო.....

- უფრო მაღლა იქნება?
ინტერესით გახედა უკან მდგომ დარიოს და ხალხში წინ წინ მიძვრებოდა,
- არ ვიცი
მხრების აჩეჩვითაც ანიშნა ხმამაღალ ხმაში და რატის ძებნა თვალებით განაგრძო
- მოიცა, აქ დამელოდე
უცებ გაუნათდა მაშოს თვალები და სწრაფად აორთქლდა ადგილიდან მისი ფიქრები გამართლდა ზედა სართულზე ასული სიმშვიდეში აივანზე მდგარი მოაჯირებს დაყრდნობოდა ისე გადაჰყურებდა არემარეს, ადგილზე გაყინული უყურებდა ზურგით მდგარ ახოვან სხეულს მაშო და გული გამალებით უცემდა, ნელა მივიდა მასთან ახლოს და ტუჩებს შორის მოთავსებულ ანთებულ სიგარეტზე სახე ეცვალა სწრაფად ააცალა ტუჩებიდან და რატიმაც სწრაფად იცვალა მიმართულება, მაშოს დანახვისას გაოგნდა არ ელოდა ახლა აქ და უხსიტყვოდ დაუწყო ყურება,
- რას ხედავთ ამაში საინტერესოს,
ინტერესით ატრიალებდა სიგარეტს რომ საინტერესო მასში რამე ეპოვა, ტუჩებს შორის მოიქცია, თუმცა ვერ გარისკა მოწევა, ძირს დააგდო ქუსლითვე გაუჩეჩქვა ანთებული მხარე, დოინჯებ შემორტყმულმა ახედა რატის და ფიქრებში უსვამდა ხაზს რატის შეცვლას, წვერი სულ სხვანაირს ხდიდა მეტად აკაცებდა თან ამავდროულად მის დაღლას კვეთდა და თან მისი თანამდებობის მამაკაცს არ შეეფერებოდა შეუსწორებლად მოშვებული წვერი, თუმცა რატი სულ შეცვლილი მხოლოდ გარეგნობით არ ყოფილა მთელი ეს დრო,
- არ მოგენატრე?
ღიმილით გადაწია გვერდულად თავი და დაბნეულიც კი იყო, ვერ ხვდებოდა როგორ წამოეწყო საუბარი, როგორ ჩახუტებოდა მაშინ როცა ეს ძალიან უნდოდა და როცა უყურებდა და ხვდებოდა, როგორ ძლიერად ენატრებოდა მეტად იბნეოდა, რატი ურეაქციო გახდა გაკვირვების შემდეგ უბრალოდ უყურებდა ქალს ვისი ყურებაც მშიერზეც ანაყრებდა, პასუხი არ გაუცია რატის, შეტრიალდა და მოაჯირს დაეყრდნო, ახალი სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან ტუჩებს შორის მოიქცია და ცეცხლიც მალევე წაუკიდა,
- გეყოფა რატი!
ხელთავინ უნდა მოეშორებინა სიგარეტი მისთვის ხელით გაწია რატიმ
- ეს შენ გეყოფა,
დაბალხმაზე ძლივს ამოიღო ხმა სიგარეტი თითებს შორის მოიქცია და მაშოსკენ ნაბიჯი გადადგა, ვერც კი გაიაზრა მაშომ ისე გადადგა ნაბიჯი უკან, რატის ხმაზე უცნაური გრძნობისგან გაცრა და მოულოდნელად აეკრო კედელს,
- თუ ისევ თხოვნით აკეთებ ამას, ჯობია წახვიდე, ისიც ჯობია საერთოდ გაქრე, დავიღალე მაშო, ძალიან დავიღალე, მეიმედება ის დღე როცა დაგინახავ და როცა მხედავ ზიზღს არ გრძნობ, შეიძლება გამიღიმო კიდეც და მერე ქრები, თუ რამეს თამაშობ გამარჯვებული ხარ, დიდი ხანია გაიმარჯვე, შეწყვიტე გთხოვ,
საუბარში ხელის შეხება რამდენჯელ იფიქრა უბრალოდ მაინც რომ შეხებოდა კედელზე აკრულს, თუმცა ეს არ გააკეთა , ვერ გააკეთა,
- შეგიძლია დაასრულო, შეგიძლია საქართველოში დაბრუნდე, ან შეგიძლია....
ყველაფერი შეგიძლია მაშო ყველაფერი,
თავზე მოისვა დაბნეულმა ხელი და მაშოს სრულად მოშორდა, მოაჯირს დაეყრდნო ახლა იდაყვებით და თავი ჩახარა, წამით დაძაბული უყურებდა გადაღლილ რატის, თავადაც ხვდებოდა, როგორ დაღალა და ახლა გამოსწორების ჟამს ბრინჯივით იბნეოდა
- მომისმინე! შეუგნებელო!
მაჯით ეცადა გადმოეწია, თუმცა უბრალოდ ხელის გაამოძრავება შეძლო, რატი თავისი ნებით წამოიწია და ვითომ გაბრაზებულს დაღლილი თვალებით დახედა,
- ახლა კარგად მომისმინე!
რატისა და მოაჯირს შორის ჩადგა მკაცრი მზერით ისე ახედა რატის და ახლოს მდგომს სიგარეტის საშინელ სუნში რატის თავისებური გამაბრუებლად სასიამოვნო სურნელი რომ დახშულად იგრძნო წამში შეეცვალა სახე, ნაცნობ არომატზე ხელების მოხვევა მოუნდა ისე გაუხარდა, თუმცა ჯერ მისი წინადადება დააყენა წინა პლანზე, რადგან მის გეგმებში მთელი ღამე ამ საოცარ სურნელში უნდა გაეტარებინა,
- პირველი! ამას გააქრობ ცხოვრებიდან,
ხელიდან სიგარეტი აართვა და ისევ ძირს დააგდო,
- იმიტომ რომ, ვიღაც ვერ გაუძლებს, თან არც შეიძლება,
ბოლოს ჩურჩულით უთხრა,
- მეორე არანაირ ალკოჰოლურ სასმელს გაეკარები მანამ სანამ არ იმკურნალებ, ეს იმიტომ რომ მას არ უნდა დააკლდე,
წარბები გაკვირვებისგან შეხარა რატიმ ნიშნად რომ საერთოდ ვერ ხვდებოდა მასში ვინ იგულისხმებოდა და ვინ ეგულისხმა არც ეგ იცოდა,
- და მესამე! ერთად უნდა ვიყოთ, რადგან მე და მას გვჭირდები!
სათქმელი დაასრულა და მაშინ იგრძნო ფეხებში უძალობა, თუ რამდენი ძალის მოკრება დაჭირდა ეს რომ ეთქვა რატისთვის და ის ისევ ურეაქციოდ იდგა,
- ახლა სახლში წავიდეთ მშია,
მისი დაბნეულობის არ შესამჩნევად გვერდი უნდა აევლო, მკლავში ჩავლო რატიმ გვერდზე ამავალს და უკან დააბრუნა,
- მაშო....
- აი სად ყოფილხართ,
ღიმილით გამოჩნდა დარიო აივანზე და რატის სიტყვა პირზე შეახმა,
- სახლში უნდა წაგიყვანოთ, ყველაზე კარგი ადგილი სალაპარაკოდ იქ იქნება ახლა
მხრების აჩეჩვით თქვა და გასვლა დააპირა
- წამოდით უკვე
კიდევ ერთხელ მიუტრიალდა წყვილს და მათი ისევ ერთად დანახვით კმაყოფილი გავიდა,
- სახლში?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატიმ გაურკვევლობაში მყოფმა, თუმცა მაშომ არაფერი აუხსნა მკლავში ნელა ჩაავლო ხელი და წინ წასულმა გაიყოლა......
- მოიცა აქ გააჩერე რა,
დიდ მაღაზიასთან გააჩერებინა დარიოს და თან რატის გახედა,
- სახლში არაფერი იქნება და მშია,
ამოწუწუნებით შეხედა დარიოს და მანაც კარგი ადგილი მარტივად მოძებნა გასაჩერებლად,
- გამომყვებით რომელიმე თუ მარტო წავიდე?
ერთხელ იკითხა და რომ არავინ არაფერი თქვა მანქანიდან გადავიდა,
დარიო რა თქმა უნდა რატის ნაბიჯს ელოდებოდა, რომელიც არ ჩანდა
- ოე გამოფხიზლდი, შენი მაშოა ვინმე არ აეკიდოს, დღეს ძალიან ლამაზია,
მთელი სხეულით გადაიწია უკან რატის დასანახადვე, რომელიც სკამს უშტერებდა თვალს, პასუხი რომ არ მიიღო დარიომ გასწორდა ფანჯარაში გახედა მაშოს და ფიქრები ხმამაღალი გახადა,
- ვატყობ მალე თავისუფალი იქნება, და ოხხ დავლეწავ ამ ბიჭს,
მანქანის სახელურს ეცა რომ გადასულიყო დარიო, თუმცა სახელურის ხმა კი არა უკვე კარები ძლიერად მოჯახუნებულიც იყო, სულ მარტო იჯდა დარიო მანქანაში და კმაყოფილი ადევნებდა სარკიდან თვალს მიმავალ რატის, რომელიც მაშოს დაეწია, თუმცა მცველივით უჩინრად მიყვებოდა უკან...
პროდუქტებისთვის მეორე სართულზე ასულმა მარჯვნივ გადაწყვიტა შესვლა, თუმცა მარტივად გადაიფიქრა და მოტრიალებისთანავე შეასკდა რატის, უცებ დაიბნა, ცივ თვალებში მოუწია მისთვის ჩაეხედა და იმდენად ღრმად ჩამთრევი იყო შეეშინდა კიდეც, ნელა მოშორდა და თითების წვალება დაიწყო,
- ვერ მითხარი თუ მომყვებოდიი,
დაბლა ყურებითვე თქვა და ახალი მიმართულებით წავიდა... პროდუქტების არჩევის დროს რატის ათას კითხვას უსვამდა, ეკითხხებოდა ისე თითქოს რამეზე პასუხს იღებდა,
- ამას? ეს გემრიელია? კაი ესეც იყოს,
და რასაც აარჩევდა ყველაფერს რატის ხელში მოთავსებულ დამძიმებულ კალათაში აწყობდა,
კმაყოფილი გამოვიდა შენობიდან, თან რატის გვერდში მიყვებოდა და უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდნენ სახლში......
დარიომ დააწყობინა მაშოს ნივთები, პროდუქტებიც მან შეიტანა სახლში, მაშომ არ გაუშვა, კიდევ ერთი გეგმის ნაწილი ჰქონდა შესასრულებელი,რომელზეც იცოდა რომ რატი არაფერს იტყოდა, დემეტრეც მოიხმო მასთან, განაცხადა მარტო არ ვარო ამიტომ მეგობართან ერთადვე ელოდა დემეტრეს,
ზმუილით გამოვიდა სამზარეულოდან მაშო და შორიდან შემჩნეულ კიბეებზე ჩამომავალ რატის გადაუხტა წინ,
- დემეტრე მოვა, მომენატრა დაახლოებით ოჯახური სამაგიდო სხდომა, უფრო სწორად მგონი მისი სურვილიც კია,
დაბლა დაიხედა და ამდენი მინიშნებებით მეტად დაღლილიც იყო რატი, ისევ ვერაფერი გაიგო და ამ ყველაფერზე ფიქრისგან კერძოდ ვინ იყო ის ერთი, თავი მეტად აფეთქებაზე ჰქონდა ამავდროულად კითხვასაც ვერ სვამდა თუ ვინ იყო "ის"
- აბაზანაში უნდა შეხვიდე სასწრაფოდ,
- ახლა გამოვედი მაშო,
ისევ ძლივს ამოიღო ხმა და მაშომაც თვალები აატრიალა,
- დარიო! მიხედე მანდ გთხოვ,
ბოლოხმაზე ყვირილით მიაწვდინა სამზარეულოში მყოფ დარიოს ხმა, რატის დაავლო ხელი და ზედა სართულზე მასთან ერთად შევიდა აბაზანაში,
- ეს, ეს , ეს და ეს,
საჭირო ნივთები გადმოუწყო და ხელშიც მიაჩეჩა,
- რატისთან მინდა და არა უცხო მამაკაცთან, რომელიც ისე მიყურებს თითქოს ვძულვარ, რომელსაც საერთოდ ვერ ვცნობ და რატისიც არაფერი შერჩენია,
სერიოზული ხმით ესაუბრებოდა ისე ჩაყურებდა თვალებში და ისიც ძალიან უნდოდა მალე შეცვლილიყო რატის მწვანე საოცარი თვალები, რომელიც ახლა მხოლოდ ლამაზი და ცივი იყო, რადგან ყველაფერი გასარკვევად ანიშნა გამოსვლა დააპირა ისევ ძლიერმა ხელმა გააჩერა,
- რატო? რის გამო გადაწყვიტე?, ისევ აქ, ისევ ჩემთან,
დაბალი ხმითვე დასვა კითხვა და მაშოც ისევ ანერვიულდა უსიტყვოდ შეხედა, მის თვალებს კიდევ მოავლო თვალი, უხმოდ დააკვირდა ისევ
- იმიტომ რომ მიყვარხარ,
პასუხი გასცა თუ არა ხელი მარტივად გაინთავისუფლა, თავადაც ძლიერ უცემდა გული მისი გრძნობების გამხელის შემდეგ ისე გავიდა გარეთ, რატის გრძნობები კი ვერ დაელაგებინა იმდენად ახლართული იყო, ბედნიერება მოჰგვარა მაშოს სიტყვებმა და წამით გაუბრწყინდა კიდეც თვალები......

- ნაყიდი რომ არ იყოს ვიტყოდი ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი,
სიცილით ჩადო ახალი სავსე საინი მაგიდაზე მაშომ და შემდეგ სკამზე ჩამოჯდა, სწრაფად ამოღებული ტელეფონით გადაუღო დემეტრეს ფოტო სადაც მის გვერდით მიცუცქული ძალად მომღიმარი გოგონა იჯდა და ფოტოშიც ჩანდა, ისე გადაუგზავნა ბარბარეს მაშოს წარწერით " ხომ არ იცნობ? ნახე აქ ვინ მყავს"
- მაშო
ქართულ საუბარზე სწრაფად ახედა დემეტრეს მაშომ ინტერესით
- რატი საჭმელად არ ჩამოვა თუ არ ააკითხე,
უკვე გამოცდილმა, გამოცდილებიდან გამომდინარე გააფრთხილა მაშო, თუმცა უკვე პირშიშველი რატი წყნარი ნაბიჯებით რომ ჩამოდიოდა, სიტყვა გაწყვიტა,
- მოვა მოვა,
იმედიანად თქვა მაშომ და შემდეგ რომ გააყოლა დემეტრეს მზერას თვალი ჩაეღიმა, კმაყოფილმა გახედა კიდევ შეცვლილ რატის და მის სხეულში უცნაური არსებები სალტოებს აკეთებდნენ... მშვიდი გარემო იყო, დიდი ხანი რომ არ უგრძვნიათ მსგავს შეგრძნებებს გრძნობდნენ, მაშო ხანდახან ისე გაუშტერებდა ხოლმე თვალს რატის, შეწუხებული გადმოხედავდა ხოლმე ისიც, უხმოდ შეხედავდნენ ერთმანეთს და წყნარი საღამოთი, მშვიდდებოდნენ....
გვიანი, ძალიან გვიანი იყო, მაშო საწოლზე იქით-აქეთ ტრიალებდა, მისი გადაწყვეტილება, რომ რატისთან უნდა დაეძინა ამაღამ და ასე არ იყო ცუდად ხდიდა ერთ დღეშივე უნდოდა გამოსწორებულიყო ყველაფერი და უკვე თავისი დანაშაულიც გამოესწორებინა, რაც რთული იყო, საწოლიდან წამოდგა, ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან და თეთრ, მოკლე საღამურში გამოწყობილმა შეაღო რატის ოთახის კარი, სწრაფად იგრძნო მზერა მაშომ, საწოლზე ჩამომჯდარიყო რატი ხელებში მოექცია თავი და ფიქრისგან მალე გასკდებოდა კიდეც მაშო რომ არა,
- რატო არ გძინავს?
მეტად დაბოხებული ხმით კითხა რატიმ და ნელა წამოდგა,
- არ დამეძინა,
ხმადაბლა გასცა პასუხი და სიბნელეში მაინც გარკვევით მოავლო თვალი,
- ამ საღამოს ამდენი ხნის მერე ძლივს წესიერად ჭამე, მახარებს,
კმაყოფილი მიუახლოვდა ნელა, თუმცა ვერ გაბედა შეხებოდა, წინ ჩამოუდგა ისე დააკვირდა ისევ რატის, რომელიც ხმას არ იღებდა და მეტად უხერხულად გრძნობდა მაშო თავს
- თუ საკუთარ თავზე რამეს ფიქრობ ცდები რატი, მე შენზე ყველაფერი ვიცი, თითოეული დღე კარგად ვიცი, ყველაფერი გადახარშული მაქვს, საკუთარ თავს თუ ახლა შენ ადანაშაულებ ცდები, შენ ყველაფერი ცადე, ძველი ურთიერთობა მინდა, აქ მინდა შენთან და ახლა კიდევ გამარტივებული იქნება, იმიტომ რომ დასამალი არაფერი გაქვს, შეგიძლია შემეხო ისე რომ ხელი არანაირმა მძიმე ლოდმა შეგიშალოს, ის ჩხუბიც მენატრება, უაზრო კამათი, შენი ღიმილიც ცინიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, ვიცი ერთ დღეში არ დაბრუნდება ყველაფერი ასე მარტივი არ არის ეგეც ვიცი, მაგრამ ცდა ხომ შეიძლება არა? ხომ შეიძლება რომ სურვილი, რომელიც ძლიერია შევასრულო, რადგან ამის შესაძლებლობა მაქვს, არ მინდა გიყურებდე ცივ თვალებში, დამეხმარე რა, მჭირდება დახმარება, გვერდში დგომაც ძალიან მჭირდება უბრალოდ მხოლოდ შენი,
ჩაბნელებული ოთახი თითქოს ეხმარებოდა კიდეც ძალების მოკრებაში, რადგან მის სახეს სრულად ვერ ხედავდა ისეც აღარ იბნეოდა, ყველაფერს მოაბა თავი პასუხი რომ არ იყო ისევ რომ დუმდა რატი, ბოლოს ისევ წამოსვლა დააპირა,
- და ისევ გაქცევა,
ხმადაბლა ამოილაპარაკა რატიმ შებრუნებულ მაშოზე და ახლა სიტყვებით მოახერხა მაშოს ადგილზე გაშეშება,
- ახლახანს თქვი რომ გინდა სურვილი აასრულო, რომელიც ძლიერია და გარბიხარ, შანსს ხელიდან უშვებ ისევ და მე რა გავაკეთო მაშო, ჩვენი გრძნობები, ფიქრები ორ მხრივია, ისიც გაინტერესებს, როგორ შეუმჩნევლად მემატება ძალა როცა ამხელა სახლში მხოლოდ შენ ერთს ისევ გხედავ? ვლაპარაკობ, ერთ დღეში შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ თუნდაც შენმა აქ მოსვლამ თუნდაც შენმა წეღანდელმა სიტყვებმა ბევრი შეცვალა,
დაბალ ხმაზე მთელი გულწრფელობით ლაპარაკობდა რატი, შეცვლილი რატი, რომელიც მორიდებულიც კი იყო თითქოს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაშოს მანაც თითქოს იგრძნო მისი მოახლოვება მისკენ ნელა შეტრიალდა და ჩაბნელებულ ოთახში გაბრწყინებულ რატის თვალებს შეაჩერდა
- თუნდაც თვალები, როცა გიყურებდი და ყველაფერს ვიგებდი, ყველაფერი მესმოდა ყველაფერს შენი გამოხედვით ვგრძნობდი, მაჯადოვებდა, ყოველთვის დიდხანს ვფიქრობდი იმაზე თუ რა უცნობი და საოცარი არომატი ჰქონდა შენს ტუჩებს, შენი სხეულის სუნთქვა...... და შენ ხელიდან ამაცალე ყველაფერი, ჩემი ერთადერთი სიმდიდრეც ჩემი ერთადერთი ქონება და ძალაც,
რატი საუბრობდა, მაშო კიდევ მეტად გრძნობდა მის ტკივილს მის წამებას მის გარეშე, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ისე მოხვია ხელები, ხმა გაუწყდა რატის ერთი გულის ნაცვლად ორი გული ცემდა მასში, მარჯვენა მხარეს მაშოს ძლიერად მფეთქავი გული ცემდა რატის სხეულში, ტკივილმა თითქოს შეხორცება დაიწყო იმ წუთასვე და ეს მტკინვეული კი არა პირიქით სასიამოვნოც იყო მისთვის, ხელების მოხვევა ვერ გაბედა, უცნაური იყო ძალიან სხვანაირი იყო,
- რატიი
ამოიტირა ხელები რომ ვერ იგრძნო, თუმცა არ მოშორებია ძლიერად ხვევდა ხელებს და ჩუმად გადმოცვენილ ცრემლებს იწმენდდა,
- კარგი,
სწრაფად მოშორდა ცრემლები სწრაფადვე მოიწმინდა
- წამლები დალიე?
- კი
- აჰამ, ძალიან კარგი, ახლა ნუღა აჭიანურებ და დაიძინე
ჩამოშლილი თმა ყურსუკან გადაიწია, წამით მოავლო თვალი რატის და წასასვლელად შეტრიალდა, რატის კიდევ უნდა მიენიშნებინა მისთვის რომ ახლა არ უნდა გასულიყო და მასთან უნდა დარჩენილიყო, თუმცა ხმა აღარ ამოუღია, მაშოც ისე ნელი ნაბიჯებით გადიოდა მისახვედრი იყო როგორ ესიკვდილებოდა წასვლა, ოთახიდან გავიდა თუ არა ცრემლების ხელახალი ნაკადი მოიწმინდა და დაბლა სართულზე სწრაფად ჩავიდა, პირდაპირი რეისით სამზარეულოში შეაჭრა და მაშინვე მაცივარი გამოაღო, ნერვიულობის ფონზე გადაწყვიტა ჭამა, დიდხანს უყურა უზარმაზარ მაცივარს თითქოს დაავიწყდა რა უნდოდა და იქავე ცდილობდა გახსენებას, მისივე ნაყიდი ბანანის და ვანილის იოგურტი გამოიღო ბოლოს თავისი მოყოლილი კოვზით და გასული დივანზე ფეხებ აკეცილი ჩამოჯდა, ტელევიზორი ჩართო და ვიდეოების ძებნისას მაშა და დათვის გამოსახულებაზე თვალები გაუბრწყინდა თან გაეცინა საქციელზე რის გაკეთებასაც აპირებდა და დაუფიქრებლად ჩართო, მურთფილმიც მაშას ჯადოსნური სიცილით რომ დაიწყო ღიმილით უფრო მიჩოჩდა დივნის საყრდენისკენ და კმაყოფილმა გახსნა ერთი პატარა ჭიქა, ყურებაში მალევე მოითენთა ისე მიეძინა ვერც კი გაანალიზა რომ ეძინებოდა...

არც ისე ღრმა ძილში გრძნობდა ნაზ რხევას მკლავებში, ბნელ ოთახში შესვლა და რბილ, სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ საწოლში ნაზად ჩაწვენაც იგრძნო, გრძნობდა მზერასაც, რომელიც საოცრად სიამოვნებდა გრძნობდა მის იქ ყოფნას და აბედნიერებდა, ძილიდან სრულად გამოსვლას კი ვერანაირად ახერხებდა,
- ჩემთან დარჩი
ზმუილით ამოთქვა სიტყვები, რომლის წარმოსათქმელადაც უამრავ ძალებს უხმო, რომ მძინარს შესძლებოდა ხმის ამოღება,
- შეგიძლია შორტი გამხადო? მაწუხებს
ნელა უკვე გამოფხიზლდა კიდეც, თუმცა თვალებს არ ახელდა შიშით რომ მერე ვეღარ დაიძინებდა გვერდი იცვალა და ცოტახნით ელოდა კიდეც როდის შეუსრულებდა თხოვნას, ლოდინში ისევ წავიდა ტვინი ძილისკენ, თუმცა შეხებამ მხოლოდ გონება კი არა გულიც ძლიერად გამოაცოცხლა, შორტის საქამრე ფრთხილად გახნსა თუ არა რატიმ ისევე ფრთხილად ეცადა მოეშორებინა სხეულიდან, ქვევით ჩაცურებულ შორტზე თითები მაშოს სხეულს ნაზად ეხებოდა და ისიც უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობდა მონატრებულ თითებსა და შეხებებს, მთელ სხეულში დენის გავლას გრძნობდა, რატის ხელები რომ მოშორდა უკმაყოფილოდ გაახილა თვალები, ნარკოტიკივით მოედო, კიდევ მეტად უნდოდა შეხებოდა საყვარელი ხელები,
ნელა გადატრიალდა მის მხარეს და პატარაზე გახელილი თვალებით შეხედა მის გვერდით მჯომიარეს,
- თუ უკვე გადაგიყვარდი შეგიძლია შენ გახვიდე მე არ შემიძლია, მეძინება
თვალები დახუჭა ისე ამოილაპარაკა დაუფიქრებელი სიტყვები, ბალიშზე თავი კომფორტულად დადო და უკვე ელოდებოდა როდის მიუწვებოდა რატიც
ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა და შემდეგ კარების გაკეტვის, მაშინვე წამოყო მაშომ თავი
- არ მჯერა.... ნაგავო!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და მეორე ბალიშს მიმწვდარმა ძლიერად ესროლა ბალიში კარებს, ყურადღება არ მიუქცევია არც კი დაეჭვებულა
რატის გრძნობებში, ისიც ხომ სწორედ იმიტომ გავიდა რომ მაშოს სიტყვა სისულელედ მიაჩნდა, მის გამო რა აღარ გადაიტანა და ახლა გადაუყვარდა?....
დარჩენილი ერთი ბალიში კომფორტულად მოიწყო მუცელზე დაწოლილმა და თვალები მინაბა....
......
ხასიათი სრულად გამოსწორებოდა დემეტრეს, თითქოს ფრთები გამოეზარდა ისეთი ბედნიერი იყო უფრთებოდაც იფრენდა, ეს იყო დღე როცა დარწმუნებული იყო ყველანაირი ცუდი წარსულს ჩაბარდა, მართალია ბოლო ერთი კვირა უაზროდ ფიქრით აწვალა მაშომ ორივე ძმაკაცი, გამოჩენა გაქრობის როლის მორგებით, თუმცა დასასრულით კმაყოფილი იყო,
მთელი ათი წუთივე საოცარი კონცერტები მოაწყო აბაზანაში ბოლო ხმაზე და წელს ქვევით პირსახოც შემოხვეული თეძოების ჩატეხვით თავისივე ღიღინზე აყოლილი გამოვიდა აბაზანიდან, სარკესთან დამდგარმა დოინჯები შემოირტყა ღიღინშივე დაჭიმა პრესი კმაყოფილების ნიშნად მიირტყა ხელი და ახლა 'მუსკულები' დაჭიმა სარკისგან ზურგით შეტრიალებული კუნთებს სარკეში ითვალიერებდა, ზურგის კუნთებს, ბიცეფსებს კმაყოფილი აკვირდებოდა და თან ის მოსწონდა რომ ამ სიძლიერის ფონზე 'გაბერილი' არ იყო,
- შე*ემაა ნერვიულობის ფონზეც რა თე*ლი ხარრ...
კმაყოფილმა ესროლა ვითომ საკუთარ თავს იარაღი სარკეში და ტელეფონს დაავლო ხელი სარკისთვის არც კი შეუხედავს მაშინვე კამერით დაიწყო რეკვა და მანამ უპასუხებდნენ ტელეფონის ეკრანზე გამოჩენილ საკუთსრ თავს ეპრანჭებოდა, უპასუხა თუ არა ბარბარემ ჯერ დაელოდა როდის გასწორდებოდა ინტერნეტი
- ბაბი როგორ ხარ ჩემო სიცოცხლეე?
გაწელილ სიტყვებში ისე კარგად იკვეთებოდა მისი ბედნიერება უნდა მოგეჩვენებინა მაინც რომ შენც ბედნიერი იყავი,
- რავი კარგად შენ?
- რა გჭირს გოგო?
მაშინვე დასერიოზულდა დემეტრეც ისე ჩახედა ტელეფონს ბარბარეს უღიმღამო პასუხზე
- გეძინა?
- არა
- ოო ბარბარე თქვი რა გჭირს
თავი გადააქნია და საწოლზე მიაგდო ტელეფონი, სწრაფად გამოიცვალა და ბარემ საწოლზე დამხტარი ბარბარესთვის პასუხის გასაცემად მოემზადა
- თუ არაფერი მაშინ,...რაშვებოდი დღეს ჩემო პატარა?
ისევ კმაყოფილი ხმით ჩახედა ტელეფონს დემეტრემ და კამერაში გაიკრიჭა, ღიმილი ვერ დამალა ბარბარემაც დემეტრეს დანახვისას და ჯერ ისევ ჩქარა უცემდა გული როცა ძილისთვის მზად მყოფს ტელეფონზე ზარი დემეტრეს რომ ეკუთვნოდა,
- დღესს ვმუშაობდი მერე სალომესთან და ანანოსთან ერთად კაფეში ვიყავით, კიკვიძის პარკში გავედით აქედან ჩვენთვისაც იყო ადგილი, ტონა ვიდეოები და ფოტოები ვიღეთ და რავიცი რა ბავშვებიც ჩავრთეთ თამაშში და ძაან სულელებივით აღარ ვჩანდით, შენ ვიცი
- იცი?
ღიმილით უსმენდა ბარბარეს მთელ ამბავს და ძალიან აკმაყოფილებდა ის ფაქტი რომ ბარბარე სალომესთან საერთოს ნახულობდა
- ჰო ვიცი,
- მაშ გისმენ, თვალთვალი საქართველოდან,
ბოლოს გაიცინა და ბალიში უკეთ დაიდო
- არა რა თვალთვალი, ფოტოებიდან გამომდინარე არც ისე ცუდი დრო უნდა გეტარებინა,
შეფერებით თქვა, მალე დაიწყებდა ხაზის გასმას გოგოსთვის, რომელიც მაშოსთან ვახშამზე დემეტრეს გვერდით იჯდა,
- რომელი ფოტოები გოგო?
გაკვირვებული წამოიწია და გონება გადაატრიალა რომ გაეხსენებინა რაზე საუბრობდა,
- ვახშამზე მაშოსთან,
- აააააააა
უცებბ შეიცხადა და რომ გაახსენდა ამოილაპარაკა სერიოზულად, თუმცა ბარბარეს ხაზისგასმა ეჭვიანობაში რომ ჩაწერა ააას ძახილი უცებ გადაეზარდა ბოლოხმაზე ხარხარში,
- რა გაცინებს?
კოპებ შეკრულმა დასვა კითხვა, რადგან მისახვედრი იყო ან მას ან მის სიტყვებს დასცინოდა და თან მის სიცილზე მასაც ეცინებოდა
- ჩემი ასისტენტი, რომელიც ჩემთან ერთად იყო რადგან მშენებარე კომპანიიდან მოვდიოდით და მე რომ დამირეკეს ვერანაირად შევძლებდი გოგოს ჩამოგდებას, რატისგან რომ წამოვიდოდი მის სახლსაც მაშინ გავივლიდი და მაშინ ჩამოვსვამდი,
სიცილს ვერ იკავებდა სიტყვების თქმის დროს და ლოყები ებერებოდა ხოლმე,
- აი და საერთოდ არ მაინტერესებდა ახსნა?
- მაინც ბეიბბბ, მაგაზე ფიქრისგან რომ არ გაათენო ღამე,
თვალის ჩაკვრით უთხრა და ბარბარემაც ისეთი სახე მიიღო თითქოს წიწაკა აჭამეს
- ოჰ აიი უკვეეე ვგრძნობდი რომ ღამის თევა მიწევდა, მადლობა რომ გადამარჩინე, ამას არასდროს დაგივიწყებ,
თეატრალურად და ამავდროულად საოცარი შესრულებით წარმოთქვა სიტყვები დამცინავად და დემეტრემაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა,
- ბრავო უნიჭიერესი ხარ,
ღიმილს ვერ იკავებდა დემეტრე
- აუ გაეთრიე რა,
სახე დამანჭულმა უთხრა და მანქანის ხმაზე სწრაფად წამოდგა, ფანჯარას მივარდა მაშინვე და სახეზე ფერები ეცვალა,
- დემე უნდა წავიდე რა, ბოდიში,
- რა ხდება? რა ქცევა იყო ეგ ვაფშე რა სახე გაქ?
- მშვიდობააა კაცო სხვა დროს აგიხსნი რა მამა მოვიდა უბრალოდ
ჩქარ-ჩქარა სცემდა პასუხებს
- ბარბარე! ოხ! ამ ერთხელ გიშვებ და მეორედ ახსნას ველოდები, არ ჩაწვამ ამ საკითხს,
თითის დაქნევით შეკრა კოპები დემეტრემ და გამაფრთხილებლად დაუქნია თითი
- კაი კაი,
- წავედი
- ტკბილიძილი,
- მივდივარ!
- კარგად
ძაან კარგადაც ხვდებოდა რატო ემშვიდობებოდა ამდენჯერ დემეტრე მას, თუმცა სირცხვილის ფონზე ხმის ამოღება რთული იყო,
- ოო ახლა! წავვეედიი!
- ოოოოოოო წადიი მიყვარხარრ
სიტყვების გაწელვით ამოიჩურჩულა ბარბარემ და დემეტრესაც უცებ გაეხსნა სახე, ყურებამდე გაეკრიჭა ბარბარეს
- მეც მიყვარხარ ბეიბ,
გაეცინა ბოლოს და ბარბარემაც ხელის დაქნევის მერე გაუთიშა სწრაფად შეხტა საწოლზე ტელეფონი მეორე მხარეს ბალიშის ქვეშ შეაცურა და თვალები დახუჭა თუ არა მაშინ შეაღო კარები ბურდღუნით კაცმა, დიდხანს უყურა, თითქოს ელოდა როდის შეირხეოდა, თუმცა ბარბარე დაჭიმული და გაყინული იწვა, თვალები ძლიერად მოეხუჭა და ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა, სწრაფად შეაღწია სასმლის მძაფრმა სუნმა ოთახში და ბარბარესაც სწრაფად აუწვა ნესტოები, კარების გაკეტვის შემდეგ ისევ არ განძრეულა ბარბარე შიშისგან, ფიქრობდა რომ არ იყო გასული, დიდი ხნის მერე ნელა გადმოტრიალდა ისე მოავლო ოთახს თვალი და ღრმად ამოსუნთქვით გადაწვა წამოწეული ისევ საწოლზე, საშიშროებაზე ფიქრი რომ გადაუვიდა მაშინ დაუბრუნდა მთელი ფიქრებით დემეტრეს, რომელსაც ასე მალე გაუთიშა, თუმცა კმაყოფილი იყო და ისევე კმაყოფილი გადატრიალდა დასაძინებლად.....

მეხუმრები?
- რა თქმა უნდა არა,
სწრაფი ნაბიჯებით მიქროდნენ ქუჩაში ბარბარე და სალომე ისე რომ ერთმანეითს გვერდიგვერდ, მხარდამხარ დადიოდნენ
- ხომ გითხარი ძამიკოს განებივრებული გოგო ვარ-მეთქი,
თვალების ტრიალით ამოთქვა სალომემ და გზას გახედა მანქანების სვლაზე გაჩერდა და მის გაჩერებაზე გაჩერებულ ბარბარეს შეხედა
- მოდი ვაღიაროთ შენი ძმა
- მეხუმრები? დემეტრე ჩემი ანგელოზია
ხელების აწევით, დამადასტურებლად წარმოთქვა სალომემ და თავი უკან გადააქნია
- მომენატრა, ვხვდები რომ მის გარეშე არსად წასვლა არ ღირს,
- ოო რას მორბოდი მერე
სიცილით მიკრა მხარი და სვლა განაგრძო,
გზად სამსახურზე საუბრობდნენ გოგონები როცა ბარბარემ გაიგო რომ სალომეს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა გაოგნება ვერ დამალა, მას შემდეგ დადგინდა დემეტრეს საოცარი ზრუნვა სალომეს მიმართ, მიდიოდნენ იქ სადაც სალომე შეძლებდა პატარა გამოცდილება მაინც შეეძინა, ეს იყო კომპანია სადაც მალე მაშო წარუძღვებოდა, ბარბარე ხელმძღვანელობდა ნაჭრისა და დიზაინის სისწორეს, ხარისხიანობას სალომე მასთან ერთად იქნებოდა რაღაც გარკვეული დრო თუ შეძლებდა ნაჭრის სწორად შერჩევას მეტად გაუმარტივდებოდა საქმე არც გადატვირთული სამუშაო ექნება, ამავდროულად წარმატების კიდევ დიდი შანსი ექნებოდა , თუ რა თქმა უნდა მისი ძმა ძმურ რჩევებს და ზედმეტ მზრუნველობას არ გამოიჩენდა......
.....
მესამე გაბმული ზარის მერე დანერვოზებული უშვებდა ზარს ვაჟა ძმასთან, თუმცა ამაოდ.... საღამოს 9 ის წუთები იყო წესით სამსახურშიც კი უნდა ყოფილიყო თეოდორე, მაგრამ მასთან იმდენად სერიოზული საქმე ჰქონდა ახლა ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა, ერთადერთ გამოსავალს ჩაეჭიდა სიმშვიდით ვაჟა და ეცადა დაწყნარებული ხმით დალაპარაკებოდა ბარბარეს,
- ბაბიი ახლა მაშო აქ არ მყავს ამიტომ ჩამნაცვლებელი დამალაპარაკე ვიცი უსაქმურად არი
- მასე მეც უსაქმურად ვიყავი მანამ დედა არ დამირეკავდა,
მხრების აჩეჩვით გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს ნომრის შესამოწმებლად მშვიდ ხმაზე
- ხოდა საქმე გამოგჩენია ახლა მაგას გადაეცი, სად ხართ ვაფშე?
სიტყვა გაწყვიტა გასაგებად ღირდა თუ არა მისთვის საქმის დაბარება
- ჩვენთან ვართ კაფეში
- მთლად უკეთესი, მანდვე ხართ სალომეს ასწავლე სად უნდა წავიდეს თეოდორეს ააკითხოს სახლში თუ ძინავს დენის დარტყმით კანკალით წამოაგდოს ეგ ა*ვარი, ვურეკავ არ მპასუხობს სად აქ ტელეფონი ვაფშე, მივიდეს და ნახოს ხოა ცოცხალი,
გაკვირვებულმა უსმინა ბარბარემ და ჩუმად გააპარა თვალი სალომესკენ მანაც მაშინვე შეამჩნია ჩუმი მზერა და თავის აქნევით ანიშნა რა გინდაო,
- გამორიცხულია ეს არ წავა, მე იქით არ მივდივარ მეორე მხარეს უნდა გავიქცე სანამ მამა მივა,
- რას არ წავა!
სიტყვის თქმაში ლეწვა და ნგრევის ხმა რომ გაიგო მაშინვე სალომეს მიადო ტელეფონი ყურზე, თვალებ გადიდებულმა გახედა სალომემ ბარბარეს
- დაელაპარაკე,
ჩურჩულით უთხრა ბარბარემ და მანაც სწრაფად მიაჩეჩა ტელეფონი ისევ ბარბარეს
- ნერვოზ! გეყოფა,
გაბედულად ჩაძახა ტელეფონს და კისერი დაჭიმა დაძაბულობის ნიშნად,
- სასწრაფო საქმე მაქ ხოდა! მისმინეთ გოგონებო აქედან ვერ გამოვალ და მიპოვეთ ეგ და მერე მე მივხედავ რა პროსტა გადაეცით ვიცი რო სახლშია,
- რამეს მოვახერხებ დამშვიდდი,
- გენდობი ბარბარე!
- კაი კაი,
ბევრი აღარ გააგრძელებინა მაშინვე გაუთიშა ბარბარემ და ისევ ნელი მზერა შეაპარა სალომეს,
- აუ არაა, ის დებილი არ პასუხობს მე უნდა წავიდე ხო? ისე მიყურებ,
მიმხვედრი სწრაფად წამოდგა უკან უკან სვლით
- ხო გაიგეეე რადღეშია ვაჟა, გადაგვდგამს, თავებს მოგვაჭრის და აივანზე დაკიდებს, მე ვერ ვნახავ მიდი გეხვეწები
- ოოო ბარბარეე, მე არ ავალ იმასთაან......
.......
- ერთი. ორი. სამი. ოთხი.
მუქი ლურჯი კარები, დამშვიდდი სალომე, მჰჰჰჰჰჰ ფუუუუუუუ
საკუთარ თავს იწყნარებდა კარების წინ ატუზული და ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვებს აკეთებდა დასაწყნარებლად, ბედზე მოსინჯა სახელურის ჩაწევა და კარებიც გაიღო
- კარებს არ კეტავს? დებილი,
ჩუმად ამოიჩურჩულა სწრაფად შევიდა კარები დაკეტა და შეტრიალებული მაღალ სხეულს შეასკდა, მაშინვე სწრაფად მოშორდა თეოდორეს და თან სასმლის შერეული გამაბრუბელი სუნისგან დაიმანჭა,
- ოჰოოოოო,
ხმამაღლა შეძახა თეოდორემ და კმაყოფილმა დახედა სალომეს
- რა საოცარი დროა, აბაზანაში შევდიოდი შემომიერთდები?
წარბების თამაშით უთხრა ბურდღუნით ძლივს გამოსარჩევი საუბრით და წინ-წინ რომ წაბარბაცდა სალომეც უკან დაიწა, კარებს აეკრო თუ არა თეოდორემაც კარებზე ხელის მიჭერით გააკავა თავი რომ არ წაქცეულიყო,
- როგორ მძულხარ,
ღიმილით წამწამების ფახურით გულით მიუძღვნა ისე ახედა თვალებში
- გალეწილს რა ჯანდაბა გელაპარაკო,
- მესმის პატარავ მესმის, ვინ იცის რა სერიოზულ საქმეზე მოხვედი,
კარებზე ხელის კვრით წამოიწია და უკან გადაქანდა თუ არა ძლიერად დაავლო საყელოში სალომემ ხელი და ძლივს დაჭერილი თავისკენ გადააქანა თეოდორეც წაბარბაცებული ზედ ჩამოეფხატა სალომეს
- აუუუ ხო ვთქვი არ ღირსთქოო
ამოიღმუვლა სალომემ ძლივს გასწორდა თავადაც ჩავლებული ხელით ნელა თეოდორესთან ერთად ბარბაცში საწოლს მიუახლოვდა თუ არა უხეშად კრა თეოდორეს ხელი და საწოლზე გადააგდო, მანაც დავარდნის დროს გამოსცა ხმები
- ვუუუუუ
- მისმინე, შენი ძმა გირეკავდა მალე ჭკუიდან შეიშლება და გირჩევნია გამოფხიზლდე და მასთან გახვიდე,
თმის უკან გადაყრით თქვა და წამოწეულ თეოდორეს შეხედა რომელიც მაიკას იხდიდა,
- აბაზანაში შევალ და გამოვფხიზლდები,
- გამოფხიზლდები კი არა შე საწყალო ოთხით გაგიტანენ აქედან,
ცინიკური ჭყანვა-ღიმილით უთხრა და თეოდორეს მოსროლილი მაიკა რომ ზედ ჩამოეფხატა უხეშად მოიძრო თავიდან, მანამ რამეს იტყოდა გადაწოლილს ხარბად დააკვირდა პრესებსა და გარუჯულ საოცარ სხეულს უხმოდ და შარვლის გახდაც რომ დაიწყო სწრაფად შეხტა მუხლებით საწოლზე სალომე და სწრაფად წვდა თითებზე რომ გაეჩერებინა,
- შენ უნდა გამხადო?
მზრუნველობა გამოიჩინაო გაიფიქრა და ნაზად მოუსვა სახეზე თითები ისევ უხეშად მოიშორა სალომემ,
- დაგფუშავ თეოდორე! მოკეტე, სად ჯანდაბაში გაქ ტელეფონი?!
ისევ წამოხტა საწოლიდან და თეოდორეს ტელეფონის ძებნა დაიწყო, ხან ტელევიზორთან ყველა ტუმბოს თავზე მოათვალიერა ყველგან ნახა სამზარეულოშიც კი, არსად არ იყო დაიქანცა კიდეც სწრაფად ყველგან ძებნისგან, ფლატუნით შევიდა ოთახში და თეოდორეს ბუზღუნით დახედა
- სად გადააქაჯეე!
- ჩემთან მოდი და გეტყვი,
ხელები გაშალა და სალომემაც მობეზრებულად აატრიალა თვალები,
- ნასვამი ხარ და ნუ მაიძულებ ჩაგგუდო
დოინჯების შემორტყმით უთხრა თან თმა ყურსუკან გადაიწია,
- რაო?
სწრაფად წამოყო თავი, სალომე შეათვალიერა და როხროხით გადაწვა ისევ
- ესსს რა მელაპარაკებაა,
ხარხარში ამოთქვა და საწოლზე ძლივს წამოჯდა, საწოლზე მუხლებ მიყრდნობილ სალომეს ინტერესით შეხედა ღიმილით მოსწონდა თავბრუსხვევისგან მოტრიალე სალომე, მეტიც, მეტად მიმზიდველად აღიქვამდა მოკლე ქვედაბოლოში, ხარბად დააკვირდა სწორ გრძელ ლამაზ ფეხებს, სწრაფად წაავლო ხელი მაშინვე შეკივლა სალომემ და ეცადა თეოდორეს მორეოდა რომ საწოლზე არ გადაეგდო
- გამიშვი! დროზე!
თავის ხელს ეწიკებოდა, თან არ იმჩნევდა როგორ ნელ-ნელა მიიწევდა მომღიმარი თეოდორესკენ, რომელიც სწრაფად გადაწვა, სალომეც გაიყოლა და დაწოლილს სალომე ზევიდან დაეცა,
- ოხ შე ვირო!
შეკრული მუშტი დაარტყა მკერდზე ისე დაიწყო ბრძოლა წამოდგომისთვის და სხეულის დავარდნისგან ტკივილს აიგნორებდა
- უფლებას გაძლევ ჩამგუდო
კმაყოფილმა უთხრა სწრაფად გადატრიალდა მისიანად და წამის მეასედში ზედ მოექცა, მისმკერდზე აჭერდა ხელებს სალომე ისე უყურებდა გულ აჩქარებული და თან ეშინოდა კიდეც თეოდორესი, არც ისე საკმარისად იცნობდა რომ 'გალეწილ 'მთვრალთან' უნდა ყოფილიყო,
- ოჰო ჰო ჰო ჰოო,
კმაყოფილმა აატრიალა თავი სწრაფად ამოქოთქოთებით და ისევ სალომეს დახედა
- როგორ მიყვარს შეშინებული კრავის თვალები,
ღიმილით დაიწია და სალომეც ისე ცდილობდა უკან უკან წასვლას მალე საწოლს გაარღვევდა შიშისგან, თეოდორეც ნელა დახრილი სალომეს თვალებს ნაზად მისწვდა,
- რამე გააკეთე თავს არ უნდა უშველო?
ინტერესით ტუჩებ გამოწეულმა დახედა და თავის დაბლა დაწევით უკვე სალომეს სხეულის თვალიერება დაიწყო,
- აუ გეყოფა! გადაეთრიე და შენ ძმას დაურეკე თეოდორე,
უხეშად მიაწვა მკერდზე და იმდენად ძლიერად სცადა მიწოლა ლამის მკლავები გადაემტვრა,
- არ მცალია,
- გეყოფა მანიაკი ხომ არ ხარ არა?
გამიშვი! ყველამ იცის სად ვარ,
ანერვიულებული ლაპარაკობდა თან ბედს იწყევლიდა და თან შემოსვლისას მარცხენა ფეხს,
- მაგით რას მეუბნები?
სიცილით თქვა და კომფორტულად მოწყობილმა სალომეს სახე ცალ ხელში მოიქცია, ხმა არ ამოუღია სალომეს დიდი ნერწყვი გადაყლაპა ხან ერთ ხან მეორე თვალში უყურებდა თეოდორეს
- იმ დღეს ჩემი ჟინი გქონდა არა?
კითხვაზე თავიდან ოდნავ დაიბნა სალომე, მის შეხებაზეც ცხელ ხელზე და უცებ შეცვლაზე, თუმცა მალევე მიხვდა რომელ დღეზე იყო საუბარი
- ახლა რატომ იხსენებ?
- იმიტომ რომ მაღიზიანებს, მართალია ახლა მას ვერ ემახსოვრება ვეღარც კოცნა და ვეღარც შენი სახე, მაგრამ მე მახოვს,
მშვიდი საუბარით ეფერებოდა სახეზე, წამში გადაავიწყდა ყველაფერი მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ დღეზე ფიქრობდა და ახლა ეშლებოდა ნერვები როცა გახსენების დროს უყურებდა სალომეს როგორ კოცნიდა სხვას,
- არააა! მასთან იყავი?! გზაში რაც მოხდა მის მერე!
სწრაფად მოიშორა მისი ხელი ისე გადაიწია გვერდით,
- ადგილი უკვე დათქმული გვქონდა ტეხავდა რომ არ მივსულიყავი,
- ოოო კარგი რა! აი კარგი რა! და მე ვინ დამეხმარება რომ შენ გცემოს?!
წამოწევა როგორ უნდოდა ახლა ბრაზის ფონზე, თუმცა გაკავებულს არც ეგ შეეძლო
- გოგო მე სხვა ვარ,
- სხვა კი არა ცემაში მოსაკლავი ხარ,
ბრაზით ამოილაპარაკა და ხელები შეძლებისდაგვარად ახლართა ერთმანეთში
- არადა როგორ გსიამოვნებს როცა გეხები,
ღიმილით ამოილაპარაკა და სალომემაც შეცხადებით კრა ხელები
- ღმერთო ჩემო!
მოთენთილიც მოულოდნელად გადაეშვა საწოლზე და წამომდგარი სალომე მანამ თეოდორე ისევ დააწვებოდა საწოლზე დაგდებულ ტელეფონს სწრაფად გამოაცალა წელიდან,
- აი სად ყოფილხარ,
ტელეფონს დახედა და სწრაფად ჩართო,
- თედორეეეე პაროლიი?
- ო.მ.რ.ჩ.ხ. ანუ 3718
- ჰააა და რას ნიშნავ ეგ?
დაინტერესდა კიდეც რაღაც ახალი და უცნაური პაროლით ჯერ სწრაფად შეიყვანა ციფრები ტელეფონში და გაუკვირდა კიდეც ასე მარტივად რომ უთხრა,
- რას ნიშნავს ომრჩხ?
- მე გითხარი და შენ გაანძრიე ტვინი,
ნელა წამოდგა, ბარბაცით და სალომეც სწრაფად დაეჭყანა, ნომრებში გამოტოვებულ ზარს დაურეკა და ყურზე მიდებული ტელეფონით ელოდებოდა როდის უპასუხებდა ვაჟა, კარებზე დარეკილი ზარისას გაკვირვებულმა გახედა ჯერ ოთახის კარებს სალომემ და შემდეგ თეოდორეს, რომელიც კარის გასაღრბად გავიდა ოთახიდან ისიც ნელა გაყვა რომ არ წაქცეულიყო,
- აჰჰ ვაჟაა ძლიივს,
კმაყოფილმა ჩაძახა ტელეფონს სალომემ და ნახევრად შიშველ თეოდრეს გახედა,
- ჩაიცვი ადამიანო კარებს აღებ!
თვალების ტრიალით შეძახა გაღიზიანებულმა, თეოდორემ ხელი ჩაიქნია ნიშნად დაიკიდეო
- მაინც გახდა მიწევს,
კმაყოფილმა თქვა და წყნარი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარებს ადამიანის მოლოდინში, რომელიც სადღაც ნახევარი საათის წინ ახალი შეთანხმებით მიიხმო
- სახლშია?
- სახლშია კი არა გალეწილია, საერთოდ ვერაფერს შეძლებს მერწმუნე ძლივს ლაპარაკობს, მადლობა რომ ასეთ უაზრო ადამიანთან მომიყვანე მე ჩემი საქმე გავაკეთე სახლშია კი გალეწილი მთვრალია არაფერი შეუძლია ახლა მე შემეშვით,
ერთმანეთს მიაყარა ყველაფერი რომ მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და თან თეოდორეს დააკვირდა, რომელმაც კარები გამოაღო, ნაცნობი სახის გოგოს კმაყოფილი შეეგება ახლოს მისულს წელში ჩაავლო ხელი ახლოს მიიზიდა და სწრაფად დაწვდა ბაგეებზე, გაკვირვებისგან ყბა ძირს დაუვარდა სალომეს უნებურად ხმამაღლა ამოილაპარაკა 'ფუუუ'-ო სახე დამანჭულმა ზურგი აქცია
- ოხ მე მაგის, მერე არ დატოვო მარტო ეგ კარგძაღლი,
- მარტო აღარ არი და უკვე იმდენად ზედმეტი ვარ აქ ვერც კი წარმოიდგენ,
შუბლზე მოისვა ხელი და ცუდად ხდებოდა იმაზე თუ რა ხდებოდა ახლა მის უკან, კიდევ ერთხელ იყვირებდა სიტყვებს თუ როგორ ძულდა თეოდორე, მთელ სხეულში არასასიამოვნო გრძნობებს გრძნობდა,
- ქერა ხო არ არი ეგ გოგო
- კიიი
მაშინვე დაუდასტურდა ვაჟას როცა იცნო და მიხვდა კიდეც ვინ ესტუმრა თეოდორეს მაშინვე შუბლზე მიირტყა ვაჟამ ხელი
- მისმინე რაც არ უნდა მოხდესსს ეგ გოგოო მოაშორე მაგედანნ, გააგდეე დრამები მოაწყე ან რავიცი, რამე გააკეთე,
- რა გავაგდო მალე ერთმანეთს შეერწყმებიან,
- გოგო დასახვრეტი გამიხდება ორივე გააფსმევინე მაგ გოგოს, ორ კვირაში მოვა ორსულობას მიტენის მაგას არ ვიცნობდეთ მაინც,
- ყველა ასეთ დებილებს თქვენ რატო იცნობთ
ხმამაღლა ამოილაპარა, ტირილი უნდოდა იმდენად ნერვოზს მართებდა ჯერ ისევ კოცნის ხმა, რომელიც გაგრძელებული მისალმების ნიშანი იყო, ნერვოზულად მოისვა კისერზე ხელი ისე შეტრიალდა მათკენ
- ორი წუთი დამაცადეთ ეს დედა აფეთქებული,
შეტრიალებულმა უკივლა ორივეს ხმამაღლა და ვაჟამაც კი ხმა ჩაიგდო,
- და რა ჯანდაბა ჭირს ამ შენ დებილ ძმას გოგოს არჩევა რით ვერ ისწავლა!
- მიდი ჯიგარო, შენ იცი მე შემეშვით უკვე აღარ მჭირდება ეგ,
თავად ვაჟამ აწია დანებების ნიშნად ხელები და მალევე გათიშა, ტელეფონი უხეშად მოისროლა სალომემ და წყვილისკენ უნდა შეტრიალებულიყო ხელახლა თეოდორე თავზე ედგა, უხეშად გადაწია გვერდზე თავისივე დასახული გეგმების შესასრულებლად
- მერე მოგხედავ,
მკაცრად გამოუცრა კბილებში და გოგოსკენ წავიდა,
- შენი ლამაზი გაჯიანი სახის ჭირიმე, გახვალ თუ მოგეხმარო?
ბარემ კარებთან მდგარს ღიმილით ანიშნა კარებზე და წინ წინ რომ წავიდა გოგოსკენ ისიც უნებურად გავიდა გარეთ უკან დახევით, სულ ოდნავ გასცდა კარებს,
- ჯერ ერთი ამ თავხედობას არ მოვით.....
სიტყვა არ დაასრულებინა კარებს ძლიერად ჩაფრენილმა ძლიერად მოიქნია და ლამის სახეზე შეალეწა გოგოს კარები,
დიდი ნაბიჯებით დაუბრუნდა თეოდორეს და სიარულშივე ჩაავლო ლოყებში ძლიერად ხელი
- როგოოორრ მძულხარ რომ იცოდე, ვერრ გიტან ადამიანო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ!
კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე უჭერდა თითებს, უხეშად რომ აიქნია თეოდორემ თავი მანაც უნებურად მოაშორა თითები,
- ეგ შენი ჰორმონები ცოტახანი დაიწყნარე ან წესიერად ამოარჩიე დებილო გოგო, ფუუუუუუ ვერ გიტააან
ბოლო ხმაზე ამოილაპარაკა ბოლოს და ხელი ისე ჩაავლო ამჯერად ხელში პატარა ბავშვივით მიაფორთხიალებდა ისე თითქოს დასაჯა,საწოლზე ჩამოსვა და ბალიში ზედ დააგდო ვითომ გადააფარა
- დაეგდე და დაიძინე როცა გამოფხიზლდები მიხვდები რა შარში ყოფ თავს,
ისიც თავიდან წყნარად უსმენდა სალომეს გაბრაზებულ საუბარს დაასრულა თუ არა ნელა წამოდგა, უშიშრად მდგარს ჩაავლო ხელები მხრებში, თუმცა ის ისევ უშიშრად შეყურებდა თვალებში
- ჯერ იმას გავუსვათ ხაზი რომ ვის.....
სიტყვის დასრულება არ აცადა ისე ააფარა ტუჩებზე ხელი,
- შენთან ვარ შე ავადმყოფო და იმდენი ნამუსი მაინც გეყოს რომ მიხვდე რა დროს რა უნდა გააკეთო, შენ ძმასაც არაფერში გამოადექი,
მთელ გრძნობებს აყოლებდა ყვირილს სალომე, მას შემდეგ რაც ნერვებმა უმტყუვნა თეოდორე აქეთ რომ ბრაზობდა მასზე
- ჩემთან რომ ხარ შენ უნდა მიხვდე რომ ჩემთან ყოფნის დრო არ არი მაშინ როცა, საქმე მაქვს და უნდა გაანძრიო ეგ ლამაზი და გახვიდე,
ტონს აუწია თეოდორემაც და სალომემაც ნერვოზულად მოისვა თავზე ხელები, ამოტირებით
- მძულხარ!
ემოციებისგან დასაცლელად ძლიერდ კრა ხელები მკერდზე, შეძლებისდაგვარად დაუწყო ძლიერი დარტყმა
- ვერ გიტან
მუშტები შეძლებისდაგვარად ძლიერად დაარტყა ისევ და ცოტა აკლდა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა,
- ჩვენი გრძნობები ორ მხრივია პატარავ,
ირონიულად გასცა პასუხი
- ამაზრზენიი ხარ!
კიდევ ერთხელ უნდა დაერტყა მისთვის მაჯებით დაუკავა ხელები თეოდორემ, აღარც იმის ძალა ჰქონდა რომ დაერტყა და აღარც იმის საშუალება რომ გაენთავისუფლებინა ხელები მისგან, მისკენ მიქაჩა თეოდორემ სწრაფად ინერციითვე შეატრიალა საწოლზეც ინერციით გადააგდო თუარა თან გადაყვა და ბრაზისგან სავსე თვალებით დახედა ქვევით მოქცეულს,
- რა ჯანდაბა გინდა სალომე?
ბოხი ცივი ბარიტონით ამოილაპარაკა თუ არა დიდი ნერწყვი გადაყლაპა ქვევით მოქცეულმა რომ მოწოლილი ცრემლები თან გაეყოლებინა,
- დავიღალე, მხოლოდ შენთან ვჩხუბობ, მხოლოდ შენ მიმწარებ ჩამოსვლის დღეს არადა არაფერი დამიშავებია შენთვის! სულლ მუდამ დამცირებული გყავარ, დავიღალე დამცირების ატანით, შემეშვი გევედრები და გააფრთხილე შენებიც რომ მე არასდროს არაფერი მთხოვონ შენთან დაკავშირებით!
ლაპარაკშივე გადმოყარა ცრემლები ხელგაკავებულმა ისე სლუტუნებდა, ცრემლების მოწმენდა უნდოდა, რომელსაც გაკავებული ხელებით ვერ შეძლებდა, თვალებ დახრილი ლაპარაკობდა და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, როდის ექნებოდა საშუალება იმისთვის რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო,
- უცნაურია
ხმადაბლა ამოთქვა თეოდორემ და მშვიდად გადაწვა გვერდზე, გადაწოლილს მკლავი სალომეს მუცელზე ედო
- რა არის უცნაური,
მანაც მაშინვე ცრემლების მოწმენდასთან ერთად დაუსვა კითხვა და ისე გახედა გვერდზე გადაწოლილს,
- რა?
კითხვით შეხედა თეოდორემაც და შემდეგ გაჩუმდა, სალომეს თვალებს მიაშტერდა აწყლიანებულ სველ თვალებს, რომელიც იმდენად უცოდველად იყურებოდა იმდენად ლამაზად, რომ წამით მასში ჩაიძირა კიდეც , ძილი მორეოდა და თან თვალების დახუჭვაც კი არ უნდოდა, რადგან მანამ შესაძლებლობა ჰქონდა მისი ყურების, უნდოდა ბოლომდე გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა,
სიმშვიდე ტელეფონის რეკვამ დაარღვია, სწრაფად წამოდგა სალომე და ნომერზე სწრაფად სრულადვე შეიმშრალა ცრემლები, თითქოს დაინახავდა კიდეც დემეტრე მის ცრემლიან თვალებს,
- დემეე,
ბედნიერი ხმით უპასუხა ტელეფონს და თეოდორემაც ინტერესით შეხედა სალომეს, ჯერ მის ცვლას დააკვირდა და შემდეგ მას, მაღლა აიწია, ბალიშს მიეყრდნო და კომფორტულად მყოფმა განაგრძო მისი ყურება,
- არა და ნეტავ ვიყოოო.....
წუწუნით გადაიწია თმა როცა სახლზე დაუსვა დემეტრემ კითხვა და თავისებურად სიტყვიერ მოფერებაზე, სალომესაც ბედნიერს გაეხსნა ბაგეები,
- რაღაც მთხოვესსს და მეც ხომ უნდა შემესრულებინა არა?
თვალების ტრიალით გახედა თეოდორეს , რომელსაც სასმელი მეტად მოკიდებოდა და სიმშვიდეში თვალებს ძლივსღა ახელდა,
- იცი რააა, სახლში რომ მივალ მერე შეიძლება დაგირეკო?
თეოდორეს დანახვაზე მიხვდა კიდეც რომ ახლა მთლად კარგი დრო არ იყო ლაპარაკისთვის და დემეტრესაც ბევრი ლაპარაკი არ დაუწყია სალომეს თხოვნა მაშინვე გაითვალისწინა და მალევე დაემშვიდობა კიდეც გაფრთხილებებით დას, მაშინვე კამუთზე მიაგდო ტელეფონი ისე აბობღდა საწოლზე,
- ჩამოიწიე დაბლა თავი ცუდად გიდევს,
ნელა შეუცურა კისერში ხელი რომ ბალიში გაესწორებინა, რადგან ძილის დროს ცუდად არ დაწოლილიყო, ისიც უხმოდ დაემორჩილა სალომეს სიტყვებს დაბლა ჩაწეული სალომეს მხარეს, ცალი მხრით დაწვა და ბავშვივით ისე შეიკეცა ხელები თითქოს სციოდა კიდეც,
- ცუდად ვარ,
დაბოხებული ხმით დაბალხმაზე ამოიბუტბუტა ისე მოუსვა სალომემ შუბლზე ხელი
- როცა არ შეგეძლო რატომ სვამდი?
თავის გაქნევით ამოილაპარაკა , კომფორტულად დაჯდა, საწოლს მიეყრდნო თითქოს ყველაფრისგან დაღლილი, ისე წამოიწია თეოდორეც, სალომეს კალთაში ჩადო კომფორტულად თავი ხელები მენჯებზე მოხვია და ძლივს წარმოთქმული სიტყვებით ეცადა გაეცა პასუხი სალომესთვის
- ზოგჯერ დალევით ცდილობ სალო მძიმე ლოდი მოიშორო ზურგიდან,
სიტყვებზე ხმა აღარ ამოუღია სალომეს, ან რა უნდა ეთქვა, თითქოს შეებრალა კიდეც იმ წუთას თეოდორე გაუბედავად ახლართა თითები მის თმაში და ნელა დაიწყო ფიქრებითვე თამაში
- აქ უნდა დავრჩე მანამ შენი ძმა მოვა,
ისევ დაბალხმაზე თქვა სალომემ ისე დახედა თეოდორეს, რადგან მის მაყურებელს გადაწყვეტილი ჰქონდა დარჩენა რომ ცუდად არ გამხდარიყო,
- დარჩი, სულ ჩემთან დარჩი,
ისევ ბურდღუნით გაურკვევლად ამოილაპარაკა თეოდორემ და გაიტრუნა, საოცრად სიამოვნებდა სალომეს ნაზი თითები, ნაზი შეხებები და საერთოდ მასთან სიახლოვე, სალომეც ფრთხილად გადაწვდა მეორე ბალიშს მხარზე დაიდო ისე რომ კედელს მიყრდნობოდა, ისე მიადო თავი და ისევ ფრთხილად დაიწყო თეოდორეს თმაში თამაში.....
......
- ჰეეი, კისერი გეტკინება
ნაზი შეხება რომ იგრძნო ძილშივე ნელა ეცადა თავი დაეხწია ძილისგან ისევ ფრთხილი შეხებებით ცდილობდა ვიღაც სალომეს გასწორებას, თუმცა ამას ისე ვერ იზამდა რომ სალომე არ გამოეფხიზლებინა, ცდად ჩათვალა სალომეს გასწორება, მაშინ გაახილა თვალები სიბნელეში, ვერავინ დაინახა უცნაურად სასიამოვნო სურნელს გრძნობდა მხოლოდ, რომელიც ძალიან ნაცნობი და სასიამოვნო იყო,
- დაწექი, მასე კისერი გეტკინება,
მზრუნველი, მშვიდი დაბალი და სასიამოვნო ხმით უთხრა თეოდორემ მის გვერდით წამომჯდარი ცდილობდა მის გაღვიძებას, თეოდორე ჯერ ისევ ვერ გამოსულიყო სიმთვრალიდან, თუმცა იმდენადაც აღარ იყო, როგორც რამდენიმე საათის წინ
- რომელი საათია
ნამძინარები ხმით ამოილაპარაკა მანაც და თვალები რომ სიბნელეს მიეჩვია თეოდორეს სილუეტიც მალევე შეამჩნია მასთან ახლოს, წელს ზემოთ შიშველი წამომჯდარიყო თეოდორეც მის გვერდით ცალი ხელით საწოლს ეყრდნობოდა , ისიც ახალი გაღვიძებული იყო,
- არ ვიცი,
პასუხი გასცა თუ არა ხელებით დაიწყო სალომემ საწოლზე ტელეფონის ძებნა, თეოდორეს მიგდებული ტელეფონი მოხვდა ხელში და საათისთვის ჩართო, სიბნელეში სწრაფად გაბრდღვიალებულმა ტელეფონმა ორივეს ხელახლად დაახუჭინა თვალები, თვალები წამით აეწვა სალომეს და ნელ-ნელა ეცადა შეეჩვია თვალები სინათლისთვის, საათის ქვეშ მოსული მესიჯებიც იკითხებოდა, რომელიც უნებურად მოხვდა სალომეს თვალში საათის ნახვის შემდეგ და თითქოს წყენაც კი იგრძნო
"ეგ გოგო როდის უნდა მოიშორო? შენი არ იყოს ვიტყვი რომ ძაან კახპაა" ამას წერდა ის ვინც რამდენიმე საათის წინ სალომემ თეოდორეს სახლიდან მოიშორა, თეოდორემაც წაიკითხა მესიჯი ისე შეხედა სალომეს ისევ მშვიდად, ტელეფონი ხელში ჩაუდო, მესიჯის მერე გული ეტკინა კიდეც, მისი მესიჯიდან გამომდინარე დაადგინა სალომემ რომ ზუსტად მასავით ფიქრობდა მასთან მყოფი თეოდორეც, საწოლიდან გადავიდა და ტელეფონი მოძებნა
- რას აკეთებ?
- უნდა წავიდე,
ხმადაბლა გასცა პასუხი, თუმცა ხმაში წყენაც იმდენად კარგად იკვეთებოდა ნამდვილად ვერ გამორჩებოდა თეოდორეს, რომელიც არც გამორჩა და "აუუუ" ს ძახილით მობეზრებულად გადაწვა საწოლზე
- სად უნდა წახვიდე 4 ის ნახევარია
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,
მოუტრიალებლად გასცა პასუხი და ტელეფონი რომ იპოვა სწრაფად ჩართო გამოტოვებული ზარების შესამოწმებლად, რომელიც არ იყო, მას შემდეგ დაიწყო კარებისკენ სვლა
- გირჩევნია წამალი ახლავე დალიო რომ დილას არ გასკდე,
სარკაზმით დააყოლა სიტყვები დიდი ნაბიჯებითვე გავიდა ოთახიდან,
- აუ სალომეე,
თავისთვის ამოიწუწუნა თუ არა სწრაფად აანთო შუქი ისე წამოხტა საწოლიდან, ოთახიდან გავარდნილმა მისი კარები ღია დატოვა და მეორე ოთახშიც გავარდნილმა სწრაფად წაარტყა ხელი დენს ასანთებად
- იმ მესიჯის გამოა ეს ყველაფერი? ხომ შეგეძლო დაგეძინა არა?
დიდი ნაბიჯებით სიარულშივე გაეკიდა მიმავალს
- ჯანდაბაში წასულხარ შენ კახპებთან ერთად,
მწარე სიცილს ამოაყოლა დაბალ ხმაზე სიტყვები, ისე გავიდა ისევ ჩაბნელებულ ოთახში სადაც შესულმა თეოდორემ ისევ კარები დატოვა ღია და ოთახიდან შესული შუქი ნორმალურად ანათებდა ჩაბნელებულ ოთახს, რომელიც საძინებელი იყო და არასწორი მიმართულებით შევიდა ლაბირინთის მსგავს სახლში, ხელების დაქნევით გაჩერდა ისე მოტრიალდა, თეოდორეს აუარა გვერდი,
- კარგი რა გეყოფა,
დაღლილმა ამოილაპარაკა თეოდორემ და ჩქარი ნაბიჯებით დაეწია, სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი ისე მიატრიალა მისკენ და უკვე რომ წინააღმდეგობა უნდა გაეწია სალომეს მეორე ხელი ძლიერად მოხვია გასაკავებლად,
- გეყოფა გთხოვ
ისევ დაღლილი ტონით ამოილაპარა ისე დახედა სალომეს, სალომეც ძალიან ახლოს მყოფი აიწია ცერებზე
- მძულხარ!
თეოდორეს ტუჩებთანვე, გამოუცრა სიტყვები და მასაც წამით დაეჭიმა ყბები წესიერად მოშორებულიც კი არ იყო სალომე სწრაფად დახრილი წვდა თეოდორე ბაგეებზე და სალომეც მოულოდნელობისგან შეხტა, წამში შეეკრა სუნთქვა ისედაც გაკოჭილი სულ მთლად შეიბოჭა, მუცელში თითქოს პეპლები გაფრინდენ, მაგრამ ვერც ამას არქმევდა გრძნობას, რომელიც ცხელმა ვნებიანმა ტუჩებმა აგრძნობინეს, მომთხოვნიც კი იყო ცხელი ბაგეები, უნებურად აიყოლია ქალი კოცნაში, მთელი ოთახი ანათებდა, მთელ ოთახში თვალის მომჭრელად ბზინავდა მათი გულები, წინ გადადგა თეოდორემ ნაბიჯი და სალომეც უკან დახევით აეკრო კედელს, დარწმუნებული რომ არაფერს გააკეთებდა ნელა მოაშორა ხელები თეოდორემ, მისი კისერი მოიქცია ცალ ხელში და უკვე ვნება არეული მიწვდა ქალის კისერს, დახშული კვნესა აღმოხდა ქალსაც, წელზე შეცურებული ხელით უხეშად მიიზიდა ქალი სხეულზე ორივე ხელით დაეუფლა მის სხეულს ტანსაცმლის შიგნით შეცურებული ხელით და ისევ ღიმილით წვდა სალომეს ათრთოლებულ ტუჩებს, რომელსაც ეტყობოდა კიდეც შიში, რომელსაც 'ზედმეტებში' გადასვლის შიში ერქვა, ამავდროულად იმდენად საოცრად სიამოვნებდა ცხელი ხელები და მისგან გამოწვეული საოცარი შეგრძნებები არ უნდოდა დასრულებულიყო, იმდენად ძლიერი იყო გრძნობა მუცელში გადარეული ფლორა და ფაუნა ფეხზე დგომის ძალას უქვეითებდა, ფეხზე ჩაცურებული ხელით შემოიდო მენჯზე სალომეს შიშველი ფეხი და კედელზე აკრულს კიდევ მეტად აეკრო, საჯდომზე ჩაცურებული ხელით მოითავსა ხელში და კისერიდან სველი კოცნით წამოწეული კიდევ ერთხელ წვდა საოცრად არომატულ ბაგეებს, ძლივს მოწყდა ღრმად სუნთქვით გულ აჩქარებული, მის ბაგეებთანვე ღრმად სუნთქვით დააჩერდა მის ტუჩებს, მოწოლილი ვნების დახშობა იმდენად რთული იყო ვერ ხვდებოდა როგორ ჩაექრო, ტუჩებს წვდა ხელახლა მოწყვეტით, ხმამაღლა ამოგმინა ისე გადაწია თავი მაღლა, სალომემაც მის კისერშივე ჩარგო თავი და ისევ კედელს მიაყრდნო ისე დახედა თეოდორემ, ცუდად ხდიდა გრძნობა რომელსაც გრძნობდა, თუმცა თავს იიმედებდა რომ მალევე გადაივლიდა, ნელა გადაუსვა ცერა თითი ტუჩებზე ისევ ღიმილითვე წაეტანა ისევ,
- გძულვარ?
მის ტუჩებთანვე ამოილაპარა და მენჯებზე შემოსმული ააკრო კედელს ისე შეუცურა თითები მაიკის ქვეშ,
- გაჩერდი უკვე,
დახშული ხმით ამოთქვა მანაც და ახლა მის მენჯებზე შემოსმულმა მის სიმაღლეზე მყოფმა დახედა თეოდორეს, მან მოიქცია მისი სახე ხელებში, ხან ზედა ტუჩი მოიქცია ტუჩებში ხან ქვედა, ,
- საშინლად მძულხარ
მანაც მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა ისე მოეხვია, კისერში ჩაურგო თავი, თეოდორემაც კმაყოფილი სახე ვერ დამალა მის საქციელზე მოხვეულს თვალებით დახედა და ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ, შუქების ჩაქრობის შემდეგ გადააწვინა საწოლზე ფრთხილად
- ჩემთან დარჩი
ყურში ჩაჩურჩულა და ისევ ცხელი კოცნა დაუტოვა ყურთან, საწოლს მკლავებით დაეყრდნო ისე დახედა ზევიდან მთლიანად ინტერესით შეუთვალიერა სახე და როცა გაანალიზა რომელი სიტყვების მერე მოხდა ეს ყოველივე, სარკასტულად ჩაიღიმა იმდენად გამაბრაზებლად მოხვდა სალომესაც სწრაფად კრა ძლიერად ხელი და ისიც თავისუფლად გადაწვა საწოლზე ხელებ გადაშლილი,
- მართლა ვერ გიტან
ბრაზისგან თვალებ გადიდებულმა ამოთქვა სიტყვები ისე უნდა წამომხტარიყო მაჯაში ჩავლებული ხელით დააბრუნა ისევ საწოლზე თეოდორემ
- კაი გავიგე რომ გძულვარ, რა გავაკეთო მუხლებზე დაჩოქილმა ფეხები გიკოცნო შემიყვარე-მეთქი?
თავ წამოწეულმა უდარდელი სიტყვების მერე გაშალა ხელები ინტერესის გამოსახატავად პასუხის მოლოდინში,
სალომეც ისევ წამოხტა სახეზე ჩამოისვა ხელები ნერვიულობის ფონზე და იქით-აქეთ სიარულს მოჰყვა,
- ამ ყველაფრის მერე ასე.....
- კაი რა, აღიარე რამდენი ხანია გინდოდა შენთვის უბრალოდ მაინც რომ მეკოცნა,
ისევ უდარდელად დადო თავი საწოლზე და ჭერს 'შეაჩერდა'
ბრაზის ფონზე ხმა არ ამოუღია გვერდითა მხრიდან ბალიშს დაავლო ხელი და ძლიერად ჩაარტყა მუცელში,
- აუ.....
დაიწყო სალომემ თუმცა ხელის ჩვენებით გააჩერა თეოდორემ ისევ თავ წამოწეულმა თავი გაუქნია შენ არ თქვაო და ხელით საკუთარ თავზე ანიშნა თვალების დახრით რომ თავად იტყოდა
- გძულვარ
კმაყოფილმა გაიღიმა ბოლოს რომ გამოიცნო სალომეს სიტყვები და ისევ გადაწვა საწოლზე
- ასეთი საზიზღარი რატო ხარ?!
ტირილ-წუწუნით ამოთქვა და საწოლს დაემხო
- არ თქვა რომ ვიძალადე
ხელის მაღლა აწევით დააქნია თითი გაფრთხილების ნიშნად მისი წუწუნის მიზეზის მიმხვედრმა,
- მომისმინე!..
უცებ წამოუხტა ისევ, მუქარის სათქმელადაც მზად ჰქონდა სიტყვები ისევ გააჩერა თეოდორემ, ისე წამოდგა,
- მოგისმენ ლამაზო მოგისმენ, მაშინ როცა იმას აღიარებ რომ შენი პატარა წინააღმდეგობაც რომ მეგრძნო შეგეშვებოდი და ასევე ნებითა შენითა მოხდა ეს ყველაფერი და არა ძალითა ჩემითა ,
საჩვენებელი თითის დახმარებით მიიწევდა სალომესკენ სიტყვის დასასრულს ისე ჩამოკრა პატარა კურნოსა ცხვირზე თითი,
- კეთილი, სამაგიეროდ ისევ მოგიწევს ამ უაზრობის დავიწყება,
- მაგას მე გადავწყვეტ, ხარაშო?
თვალის ჩაკვრით გასწორდა და ნიკაპის ქვეშაც ნაზად აკრა თითები, სალომეც ცეცხლ მოკიდებული იდგა მის წინ კბილს კბილზე აჭერდა, ისე შეამცირა თავად ადგილი, ფეხისწვერებზე აიწია ისევ ტუჩებთან მიუახლოვდა ისე გამოუცრა კბილებში
- მეზიზღები,
უკან მანამ დაიხევდა მანამ წვდა თეოდორე ბაგეებზე ხელახლა, ეს უკანასკნელიც სწრაფად დაიწია ფეხის წვერებიდან, თუმცა თეოდორეც თან გაყვა თითქოს მალე ერთმანეთს მიეკრობიანო, ძლიერად რომ კრა ხელი მას მერე მოშორდა თეოდორეც და უკვე ძლიერად გაქანებული გაშლილი ხელიც ხმამაღალი ხმის გამოცემით მოხვდა სახეში, თვალების დახუჭვით ეცადა ბრაზი დაეხშო,
- მე მივდივარ ჯანდაბამდე გზა გქონია,
დააყოლა ისევ ზიზღით მაშინ გახედა თეოდორემ, ისიც ადგილიდან მოწყდა ისევ დაავლო ტელეფონს ხელი, თეოდორეც უდარდელად ჩახტა ფაფუკ რბილ საწოლში თავის ჩარგვით
- კარგააადდ
დახშული ხმით ამოთქვა, ხელიც ხელის ზურგით დაუქნია შორიდან და ზიზღით შეხედა სალომემაც, მას შემდეგ რაც გაანალიზა, რომ არ მიჰყვებოდა
გაყოლის და ნერვიულობის რომ ვერაფერი შეატყო ბრაზისგან ძლიერად გამოიკეტა კარები ისე გავარდა გარეთ,
- რა გავაკეთოო
ამოტირებით ჩამოისვა ისევ სახეზე ხელები, გასვლის თანავე და უკვე იმაზე ფიქრობდა შემდეგი ნახვის დროს რა მოხდებოდა, ნერვოზს მართებდა თეოდორეს მსგავსი დამოკიდებულება, მსგავსი საქციელი და ახლა იმის ფიქრებშიც კი იყო რომ მალე ყველა გაიგებდა ამ საღამოს შესახებ და თეოდორეს ტაში დაეკვრებოდა იმის გამო რომ მისი გული მოიგო,
- საღოლ ერთხელ გაკოცა და ისევ მკლავებში ჩააკვდი,
ზიზღითვე გაუცინა საკუთარ თავს სწრაფად ჩამოირბინა კიბეები და დიდი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას საკუთარი თავის ხან თეოდორეს ლანძღვით, მანქანებიც შუაღამისთვის საკმაოდ ბევრი დადიოდა, სალომეც ყურადღების გარეშე მიაბიჯებდა, თუმცა იმას კარგად აკონტროლებდა რომ ბრაზისგან ცეცხლ მოკიდებულს გიჟივით არ უნდა ევლო, მთავარ გზაზე გადავიდა თუ არა წამით გააყოლა მანქანებს თვალი ზებრაზე გადასასვლელად მწვანედ ანთებულ კაცს დაელოდა ისე მოისვა კისერზე ხელი წამით მთლიანად შეიბოჭა და უკვე ჰაერშიც რომ აღმოჩნდა ანერვიულებულმა შეკივლა
- დამსვი!
იყვირა მაშინვე და ფეხების ქნევით ეცადა განთავისუფლებულიყო მაღალი და ძლიერი სხეულისგან, ნაცნობ სურნელზე წამით გაჩერდა ისე მიადო ლავიწზე თავი ღრმად ამოსუნთქვით, რომ თეოდორე იყო და არა სხვა და ნაცნობი მანქანისკენ მისულმა თეოდორემაც სწრაფად გამოაღო კარი, სავარძელზე უხეშად დასვა, შენი ნერვები არ მაქვსო კარები მიუკეტა ისე ჩაუკეტა კარები და წყნარი ნაბიჯებით რომ მოუარა მანქანას სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი, უხმოდ მოწყვიტა მანქანა ადგილს და სალომეს რომ გადახედა მანაც ბრაზის ნიშნად ახლართა მკლავები ერთმანეთში....
ყველანაირი სიტყვის გარეშე უბრალოდ ფანაჯარა ჩამოწეულ კარებს ეყრდნობოდა სალომე, თმაც სასიამოვნოდ უფრიალებდა და ისიც კმაყოფილი უმზერდა გზას, თეოდორეც თვალის სურვილებს აკმაყოფილებდა ხოლმე ისე გადახედავდა, მიიყვანა თუ არა, მანქანა კარებთანვე გაუჩერა და ისიც-ისევ უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან, უხეშად მიუკეტა კარები და შესასვლელისკენ წავიდა
- სხვა დროს ცეცხლოვანი ღამით დამშვიდობებას ველი ლამაზო,
გაკრეჭვით და კისერის დაჭიმვით დაასრულა სიტყვები რომ იცოდა რასაც ეუბნებოდა და სალომემაც მოუტრიალებლად მიუძღვნა შუა თითი პასუხად, სიცილით დაძრა მანქანა და ახალ ახალი გეგმების დასახვით წავიდა წინ,
- ხვალ დიდი დღე გვაქვს პატარავ....
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და სწრაფად გადაჭრა სვეტაფორი......

თვალების გახელისთანავე წამოდგა და სწრაფად დავლილი უძალობის, თავბრუსხევისა და თვალებში ჩაბნელებისგან ისევ უძალოდ გადაეშვა საწოლზე მაშო, ხელახლა ადგომა დაეზარა კიდეც, თუმცა სწრაფად წამოდგა ისევ და ოთახიდან გასულმა ინტერესით დაუწყო ძებნა რატის, რომელიც არცერთ ოთახში არ იყო, დაბლა ჩასულმა ისევ ყველა ადგილას დაიწყო ძებნა, ყველა ოთახში შევიდა და გამოსულმა ხმამაღლა ბრაზისგან შეცვლილი ხმით დაუძახა გაუჩინარებულს,
- დილიდან შენ ძებნაში რატო უნდა ვიყო იდიოტო!
აჩქარებული ნაბიჯებით ავარდა ოთახში გამოსაცვლელად და ტელეფონს დაავლო ხელი, რამდენჯერმე გადაურეკა რატის რომელსაც ტელეფონი მიგდებული ჰქონდა და ამავდროულად ხმაც დაეხშო მისთვის, ფეხზე ამოცმასთან ერთადვე მარტივი ხერხი მოძებნა მის მოსაძებნად, თასმების შეკვრასთან ერთად გაუშვა ზარი დარიოსთან, რომელმაც ისე სწრაფად უპასუხა თითქოს მზად ჰქონდა ტელეფონი
- დილამშვიდობისს, რატი ხომ არ იცი სად იქნება? ან ხომ არ უთქვამს?
მისალმებაც არ აცადა მაშინვე საქმეზე გადავიდა და ყური მოთმინებით დაუგდო პასუხს, ამავდროულად ტელეფონიდან ამომავალი ხმით მარტივი მისახვედრი იყო რომ საჭესთან იჯდა დარიო,
- სალამი სინიორიტა, არ ვიცი არ დაურეკავს მარა ვარაუდით ვიცი მგონი სადაც არი,
კრუსუნით ამოთქვა ბოლო სიტყვები და ეჭვნარევი ფიქრები გაამჟღავნა
- აუუ მითხარი რაა
გაკრეჭვით წამოიძახა მორიდებით და კარები გამოაღო
- სად ხარ შენ მაგეთ მოვდივარ და გაგიყვან საქმე მაქვს მაგეთ
- გარეთ ვარ ეზოში
- დამელოდე სადღაც ხუთ წუთში მანდ ვარ
გზის კონტროლითვე მოაბრუნა მანქანა და მზრუნველი ტონით ამოილაპარაკა, მაშომაც მის სიტყვებს დაუჯერა, ეზოში დაიწყო ლოდინი და თან აწყობდა კიდეც დარიოს გაეყვანა, რადგან თავად არც იცოდა სად შეიძლებოდა ყოფილიყო ასე ადრე რატი, მანქანა რომ ქუჩის შესაფერისად წყნარად გამოჩნდა ხტუნაობით გავიდა ეზოდან მაშო მისალმებასთან ერთად ჩახტა მანქანაში და სწრაფადვე გამოკითხა როგორ იყო,
- რატო ეძებ მოვიდოდა სად წავა?
ღიმილით გახედა უკანა ხედვის სარკიდან დარიომ ქალს და მანაც ჩაფიქრებასთან ერთად გადაიწია ყურსუკან თმა,
- ჰო მაგრამ გეგმებიც მქონდა და როგორც ყოველთვის უნდა გამიფუჭოს,
თვალები აატრიალა ისე გაიკრიჭა და წინა სკამებს შორის მჯდომი ნაპირზე ჩამოჯდა,
- ოხ ოხ ოხ ნეტა რა გეგმები,
ღიმილით გახედა ისევ და მაშომაც რომ ჩაიცინა, მის ღიმილზე წარბების აწევით შეხედა დარიომ ისევ, პასუხად ხელი ჩაუქნია მაშომ არაფერი ისეთიო და საუბარიც აღარ გაუგრძელებია, დიდხანს არ უვლიათ მალევე გააჩერა დიდ შენობასთან დარიომ და მაშომაც დაბნეულმა ახედა ისე გადმოვიდა მანქანიდან,
- არ შეგეშინდეს, აი წინ რატის მანქანას ხო ხედავ?
მანქანიდანვე დაიწყო მინიშნებების მიხედვა და მაშომ რომ ჩქარა დაიწყო რატის მანქანის ძებნა, თვალის მოკვრისთანავე დააქნია თავი კის ნიშნად
- მანქანის წინ დიდი მუქი მწვანე კარებია მანდ შედი მეორე სართულზე ადი მარტო ეგ იქნება სხვა არავინ რინგზე მოძებნე თავს დავდებ მანდ ვარჯიშობს, თუ მანდ იყო ზარი გამომიშვი თუ არ იყო გელოდები, მოსწრებაზე ვარ სასწრაფო და ბედბიერი საქმე მაქვს,
ახსნაც დააყოლა ბოლოს რატო იქცეოდა სხვანაირად და პასუხად მაშომ გულზე მიიდო ხელი დაჭყნავით "ოჰ ოჰ საქმიანი ბიჭიო" და დიდი ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ, რადგან მანქანა იქ იყო ანუ რატიც იქ იქნებოდა, თუმცა სიფრთხილე და ყურადღება მაინც აუცილებელი იყო დარიოს მხრიდან, დაძაბული ათვალიერებდა მაშო დარბაზის პირველ სართულს სადაც მხოლო რამდენიმეგან ენთო შუქი და ჩანდა ყველა სახის სავარჯიშო ნივთი ბოქსიორებისთვის და ზოგადად კარგი ფორმების დასაყენებლად, დარიოს მითითებულ სართულზე სანამ ავიდოდა მაშინვე ჩამოდიოდა ძლიერი დარტყმისგან გამოწვეული ხმები, ჩქარი და ძლიერი დარტყმის ხმები, ამავდროულად ღრმად სუნთქვის ხმაც, რომელიც დაუზოგავი ვარჯიშის ნიშანი იყო, მანამ ავიდოდა მანამ მოძებნა დარიოს ნომერი მაშომ და როგორც კი რატი გამოჩნდა მაშინვე გაუშვა ზარი დარიოსთან, მანაც მალევე გაუთიშა ტელეფონი ისე ჩაიბრუნა მაშომ ჯიბეში და მაღალზე დაყენებული რინგი მოათვალიერა სადაც ერთი დიდი გრუშა ჩამოკიდებულიყო, რომელსაც მთელ ენერგიას ახარჯავდა რატი, უზარმაზარი ადგილი იყო, დიდი და მოქუფრული შენობა,
მაშო ვერც კი დაინახა ისიც თვალიერებასთან ერთად უახლოვდებოდა მაღალი რინგის სივრცეს და ნელა რომ შეძვრა მაშინ გააჩერა დარტყმები რატიმ, გაკვირვებულმა გახედა უკნიდან შემძვრალ მაშოს, რომელიც ხელების გასუფთავებით წამოდგა და კმაყოფილმა ხარბად აათვალიერა რატი, წელს ზემოთ შიშველი სრულიად გასველებულიყო ვარჯიშისგან, ხელებზე ბოქსის ბინტები შემოეხვია, სველი თმის ღერები წინ ჩამოყროდა და დაღლილი დაშორებული ბაგეებით ღრმად სუნთქავდა,
- აქ რანაირად?
ღრმად სუნთქვას ამოაყოლა და ისევ დასარტყმელად მომზადებული ხელები ჩამოუშვა გასწორებული წავიდა შემოღობილი რბილი რეზინებისკენ სადაც შესამშრალებლად 'პირსახოცი' მიეტოვებინა და თან სიარულშივე დაიწყო შავი ბინტის მოხვევა ხელებიდან
- გრძნობამ აქ მომიყვანა
თვალების ატრიალებით თქვა და რატიც რომ მიხვდა მის ნათქვამს მაგ თემაზე კითხვები აღარ დაუსვამს,
- რატო არ გძინავს ჯერ ძაან ადრეა
მეორეც მოიხსნა თუ არა მაშინვე სახეზე ჩამოისვა მშრალი ნაჭერი
- ამას ვინ მეუბნება? შინაური ტარზანი, რომელმაც გადაწყვიტა დილა უთენია ახალი ფიზიკური აღმოჩენა, 'კუნთები' გაიუმჯობესოს?
შეცხადებით წარმოთქვა და წინ წავიდა გრუშას ჩამოუდგა წინ, რომელიც ჯერ ისევ ქანაობდა და მუშტი მიარტყა, მუშტი მტკინვეულად რომ დაარტყა დაჭყანვით გახედა რატის და ძირს ჩამოჯდა, თავის მშრალებითვე წავიდა რატიც მისკენ კისერზე მოიხვია ნაჭერი ისე ჩამოუჯდა გვერდით საპირისპიროდ მაშოს და თვალებში შეაჩერდა, ორივე ჩუმად იყო ხმას არცერთი იღებდა უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ერთმანეთის ცვლას აკვირდებოდნენ, ამ დროს მონატრება კიდევ მეტად იღვიძებდა მათში, სურვილი ერთმანეთის გულში ჩაკრობის,
- რატი 6 დღე დარჩა ხელშეკრულებამდე, მე და ნენეს თბილისში გვინდა, არ ვიცი გცალია თუ არა მაგრამ მანამ ეს ტყუილი დასრულდება მინდა რომ ჩემები ვნახო, იქ მინდა რომ ვიყო, ვილაპარაკეთ მე და ნენემ მას ბებია უნდა რომ პირადად გაიცნოს, მე მომენატრნენ, მათთან მინდა და ისიც მინდა, რომ დასრულდეს უაზრო ტანჯვა, არეული ვარ.... ვერ ვიგებ რა უნდა გავაკეთო ახლა... მაშინ როცა ცხოვრების კიდევ ერთ ახალ ეტაპზე ვდგამ ფეხს....
თავ ჩახრილი ცდილობდა მოება თავი სათქმელისთვის, რომელიც უკვე ძალიან აწუხებდა, ვერ ხვდებოდა თან სწორად საუბრობდა თუ არა, არ უნდოდა რამე შეშლოდა რატისთან, თითქოს უფრთხილდებოდა კიდეც რომ რატის მასზე არასწორად არ ეფიქრა და იმისიც კი ეშინოდა თითქოს ასე უემოციოს მის მიმართ გრძნობები ისევ ღრმა ჰქონდა თუ უბრალოდ ილუზია იყო. უაზრო ფიქრები დასჩემდა მაშოს, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა უკვე მასში არსებულ მეორე სიცოცხლეზეც ეფიქრებოდა,
- მაშო ვეღარ გიგებ.... შენი არ მესმის.... იმ დღიდან როცა პირველად გავიგე შენი ხმა რბოლის დროს.... ვერ ვხვდები, ვინ არის 'ის', ვიზე მესაუბრები ვერ ვხვდები, რომელი ახალი ეტაპი? წასვლას აპირებ? თუ იმაზე ფიქრობ რომ შენს მიმართ რომელიმე გრძნობა განელდა გაგიჟებულხარ მაშო, სულ მთლად გაფრენილხარ აქედან მაშინ როცა იცი რომ რამდენიმე კვირა დამარხული ვიყავი, ცოცხლად ვკვდებოდი და ისევ შენ ამომთხარე, ამომთხარე და ახლა ვერ ვხვდები რას ცდილობ, მას შემდეგ რაც გაიგე ვინ ვარ და რა ვარ ცდილობ უარესი გამიკეთო და ცოდვებისთვის დამსაჯო? თუ ვერ ვხვდები, ამბობ რომ გიყვარვარ და შემდეგ ამბობ რომ ექვსი დღე დარჩა და საქართველოში გინდა რომ ჩვენ დაშორებას შეაგუო ნაზი, რომელი ახალი ეტაპი?...... გაშორება და შემდეგ ყველაფრის დავიწყება?...... რას ცდილობ?
შესვენებებით საუბრობდა ისიც, ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, გულწრფელ კითხვებს სვამდა, რომელიც მართლა აინტერესებდა, როცა მართლა ვერაფერი გაეგო და ეს ყველაფერი აბნევდა,
- რომელი გრძნობების განელება? მაშინ როცა ყოველ ნახვაზე, სხეული მეჭიმება როცა არ გეხები, შენ საერთოდ აზრზე ხარ რა მემართება? არ ხარ რა თქმა უნდა, ვერ ვბედავ შეხებას მგონია გაქრები, შეგრძნება რომ თითქოს რაღაც წამართვეს არ მასვენებს, ავადმყოფ ს*რს ვგავარ, ვიცი მაგრამ ჩემი სურვილით არა!
რატის სიტყვები ზედმეტად ღრმად წვდებოდა მაშოს, მაშინ როცა ყოველ მის სიტყვაში და ყოველ მის მდგომარეობაში დამნაშავეს საკუთარ თავს ცნობდა, წესიერად ვეღარც უყურებდა, რატის აღელვებულ სიტყვებს სადაც ბრაზი, სიმკაცრეც, სიყვარულიც და სინანულიც იგრძნობოდა, ტონისთვის აეწია და მაშოსაც აწყლიანებული თვალებიდან რომ ცრემლები ვერ შეკავების შემდეგ გადმოუვარდა, მას მერე აღარც უცდია შეკავება, უსმენდა და ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა ცრემლები,
- გუშინ, მაშინ როცა ჩამეხუტე მეგონა პატარა უსუსური რაღაც ვიყავი და უცებ გავიზარდე, ოთახიდან რომ გადიოდი, თანახმა ვიყავი მთელი ოთახი ამეტრიალებინა და მაშინ როცა მე გამოვედი შენი სიტყვების მერე ოთახიდან, დაა საერთოდ რომ არ შეგეხე, ვნანობ თან იგივეს გავაკეთებ, ვაფშე რატო უნდა ვყვებოდე ამას, ისევ ზედმეტად გულჩვილი გამოვდივარ და ეგეც იცი რო მხოლოდ შენთან ხდება და ისევ შენს გამო,
მუხლებს ეყრდნობოდა იდაყვებით ისე საუბრობდა და კიდევ მეტად კლავდა სურვილი ატირებული მაშო ჩაეკრა გულში, რომელიც ბავშვივით წამოიწია მუხლებზე დადგა საკუთარ ფეხებზე ჩამოჯდა და შეკრული მუშტი ჩაარტყა რატის მხარში, პატარა ბავშვს გავდა, რომელიც გააბრაზეს და ისიც თავისებურად გულს იჯერებდა ცემით, გაკვირვებულმა შეხედა რატიმ თან დარტყმის მერე უკან გადაწეულმა გახედა ქვედა ტუჩ გამოწეულ მაშოს, რომელმაც კიდევ ხელახლა დაარტყა ხელები
- ვერ გიტან,
კიდევ მეტად გადმოყარა თავდახრილმა ცრემლები, და მუხლებით მისკენ მიჩოჩებულმა კიდევ ჩაარტყა უძალოდ მუშტები,
- რა გინდა?
წყნარი უცოდველად იკითხა რატიმ უკან ძირს დაყრდნობილი ხელებით და მაშოს ვერ აშორებდა თვალს, რომელიც იმდენად მოსწონდა იმდენად იწვოდა მის სილამაზეში რომ მის ცრემლებს წამით ვერც აღიქვამდა, მეტად ელამაზებოდა ბავშვივით ატირებული მაშო და თან დამნაშავედ გრძნობდა თავს რომ აატირა,
- დამპალი ხარ!
კიდევ ჩაარტყა მუშტი თან სლუტუნებდა,
- ვიცი,
- იდიოტი მაფიოზი ხარ
ყოველ სიტყვას უძალოდ ჩარტყმულ მუშტს აყოლებდა თან სლუტუნებდა თან ცრემლებს ყრიდა, რომელიც რატის ეცემოდა,
- ვიცი
სინანულით ამოილაპარაკებდა ხოლმე რატიც,
- ვერ გიტან
კიდევ ჩაარტყა მუშტი და რატისაც მომდგარი სიტყვები 'ვიცი' მაშინვე შეეყინა პირზე,
- არ მჯერა
გულწრფელად ჩახედა თვალებში და თან მაშოც მეტად სუსტად და უძალოდ გრძნობდა თავს მაშინ როცა აანალიზებდა რომ მის დარტყმულ მუშტს რატი წესიერად ვერც კი გრძნობდა
- არ გიყვარვარ,
კიდევ დააყოლა მაშომ და მუშტები რომ კიდევ აწია დასარტყმელად, გამეტებით მოუქანა რატის, რომელმაც მაჯები დაუკავა, მაშოც წამოწეული ტირილით დაეშვა ისევ საკუთარ ფეხებზე, ცრემლებს ბაგეებიც გაესველებინათ სახესთან ერთად და რატიც ხან მას ხან მის თვალებს უყურებდა
- საიდან?
მოკლედ კითხა, როცა იცოდა რომ მაშო მის კითხვას სწორად გაიგებდა და ხელები ნელ-ნელა ჩამოაწევინა,
- "ვერ გეხები" "მგონია რომ გაქრები"
ჭყანვით გააჯავრა ისევ ქვედატუჩ გამოწეულმა და როგორ უნდოდა კიდევ მეტი რამ ეთქვა მისთვის,
- მე რატომ არ მეკითხებიი?! როცა შენ ერთ დამპალ ნაბიჯს ველოდები....თუ გინდა რომ მაკოცო, ჩამეხუტო, მომეფერო, გააკეთე რა ჯანდაბას ელოდები
თავდახრილმა ამოიტირა და ხელის განთავისუფლება ცადა, რომ ისევ ჩაერტყმა მისთვის, საკუთარმა სიტყვებმა, რომლის თქმაც ასე უძნელდებოდა, გული კიდევ მეტად აუჩუყა,
- მაშოო
თეძოებში ჩაავლო ნაზად თითები ისე მიაჩოჩა მისკენ და ნელა შეახო თითები სახეზე, მისი სახე მოიქცია ხელებში, წამით დააკვირდა თვალებ დახრილს, რომელსაც ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა, მის ყველა ნაკვთს მოავლო თვალი, ბაგეებს გაუშტერა თვალი, რომელზეც ყველა ჩამოვარდნილი ცრემლი მასზე გადიოდა დაბლა მიმავალ გზას, ნელა წაიწია მისკენ, თითქოს მაშოს უარს ელოდებოდა, რომ გადაიფიქრებდა კიდეც, რაც უფრო მიუახლოვდა მეტად მიხვდა, რომ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, მაშოს აზრი სულ აღარ აინტერესებდა, შეეხო თუ არა, თითქოს მაშინვე ცეცხლი წაეკიდა სხეულზე , გრძნობა რომელსაც ვერასდროს მოკლავდა ეს ის გრძნობა იყო, შეეხო და რაც მეტად გაუგო გემო, კიდევ მეტი უნდოდა, თვალის გახელა ვერ შეძლო მაშომ, უნებურად მიეხუჭა თვალები, იმ სხვადასხვა მხურვალე გამოწვეული გრძნობით, რომელსაც ახლა მთლიანად შეებოჭა, საოცარი სინაზით და სიფრთხილით კოცნიდა რატიც და თან მაშოს ცრემლები მის ბაგეებსაც მიწვდომოდა, ალბათ არასდროს მოშორდებოდა, რომ არა გამოლეული ჰაერი,
- კიდევ ვერ მიტან?
მის ტუჩებთან ამოილაპარა რატიმ, ისე მოკიდა ხელები ბავშვივით წამოწია ისე ჩაისვა კალთაში და მკლავზე გადაწვენილი მიიხუტა მკერდზე,
- ნეტავ ვერ გიტანდეე,
უცოდცელი თვალებით ახედა რატის, მანაც ცალი თავისუფალი ხელით დაიწყო მის სახეზე ფერება, მის თითებში თამაში და ხვდებოდა, რომ ასე მეტად მარტივად მოიშორებდა იმ წყეულ გრძნობას, რომელსაც თავის შეკავება ერქვა.
ძირს გადაწოლილი მაშოს მუცელზე მოეთავსებინა რატის თავი მის სუნთქვას უსმენდა მის თითებზე თამაშობდა და ხშირად კოცნიდა ლამაზ თითებზე, ხან მუცელზე შეახებდა ხოლმე ცხელ სასიამოვნო ბაგეებს,
- ნეტავ რა მოხდება მაში როცა გეტყვი......
მშვიდად დაიწყო მაშომ საუბარი და მშვიდად დაიწყო თითქოს გამხელა იმის რასაც რატის უმალავდა, თან ვერ ჩამოყალიბებულიყო როგორ უნდა ეთქვა მისთვის ბავშვის შესახებ, სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რატის ტელეფონი აზუზუნდა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია რატის, წამოწეული უყურებდა მაშოს, რომ სიტყვა გაეგრძელებინა
- გირეკავენნ რატიი,
სწრაფად წამოყო მაშომ თავი და ზუსტ დროს გაწყვეტილ აუცილებელ სიტყვაზე მერე აღელვდა,
- დაასრულე!
თვალებით ანიშნა ისევ რომ მისი სიტყვები მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის,
- სახლში გეტყვი, მიდი უპასუხე,
წამოდგომა დაიწყო და რატიც იმედგაცრუებული უყურებდა, მაშო რომ წამოდგა სწრაფად წამოხტა თვითონაც, რინგიდან ჩახტა და ტელეფონს მანამ უპასუხა სანამ გაითიშებოდა,
- სად ხარ ?
გაკვირვებულმა დასვა კითხვა დემეტრემ ტელეფონიდან და რატიმაც თავზე მოისვა ხელი,
- რა ხდება?
მისი პასუხი დააიგნორა პირდაპირ საქმეზე გადავიდა რატი და მაშოსკენ წავიდა, რომელიც ნელა ჩამოჯდა "სცენაზე" რომ რბილად გადმომხტარიყო ძირს,
- ორივე რომ გაქრით დროზე მოდით გელოდებით ხალხი,
- ვინ ხალხი?
ისევ საქმიანად იკითხა და მაშოსთან მიახლოვებულმა ცალი ხელით ჩამოსვა,
- მოდი დროზე! წუთში!
მბრძანებლურად წამოიძახა დემეტრემ და სიტყვის თქმა არ აცადა ისე გათიშა, ბევრი ფიქრი არ დაუწყია რატის, მაიკა გადაიცვა და მაშოს გახედა,
- აშკარად სერიოზული საქმე აქვთ,
გაიღიმა მაშომ და წინ წავიდა, კიბეებზე ჩაირბინა თუ არა რატის მანქანას მიუცუცქდა უცებ, რატიმაც შორიდანვე გააღო კარებები, მაშოც უმალ ჩახტა მანქანაში, მანამ რატი მოვიდოდა ღვედი მოირგო და რატიც ჩაჯდა თუ არა გასაღები მოარგო მანქანას და მაშინვე ადგილს მოწყვიტა, გადახვევასთან ერთად გადმოწია ღვედი ცალი ხელითვე გაიკეთა და წყნარად გზაზე გასულმა მაშინ მოუმატა გაზს. სანამ ეზოს მიუახლოვდებოდნენ მანამ მოკრა მაშომ თვალი დემეტრეს და დარიოს, რომელთან ერთადაც ნენე იდგა ყველანაირი დახმარების გარეშე, სახე გაუბრწყინდა მაშინვე,
- რატიიი ნენეე,
მხარზე მიარტყა ხელი თითქოს მას ვერ დაენახა და მაშო მიანიშნებდა მასზე,
ტაში შემოკრა ისე ახტუნავდა სავარძელზე მაშო და რატისაც მაშინ გაეპო სახე,
- იცოდი?
ღიმილით გადახედა მაშოს ისე მოუმატა გაზს რომ რაც შეიძლება მალე მისულიყო მასთან,
- არაა მითხრა რომ ოთხშაბათს გამოწერდნენ,
- ვიღაცას სურპრიზები მოუნდაა,
ამოილაპარაკა რატიმ და ეზოსთან მისულმა გაუჩერა მაშოს, ისიც სწრაფად გადახტა მანქანიდან და რატიმ რომ ჩაიარა თავისუფალ გზაზე 'ფეხი არ დაუდგამს' ისე გაიქცა გაბადრულ ნენესკენ, სიტყვაც კი არ აცადა ისე ჩაეხუტა,
- არაა, რატოომ მომატყუეეთ?
კითხვაშივე დაადო მხარზე თავი ქალს და მის მოხვეულ თბილ ხელებს სასიამოვნოდ შეიგრძნობდა,
- ოჰ მომინდომა გოგომ ცოდნა,
შეიცხადა ნენემ სიცილით და მაშო მოიშორა ისე მოათვალიერა მოსიყვარულე მზერით გოგო და ხელახლა ჩაიკრა გულში,
- ჩემი ლამაზი,
ტკბილი სიტყვებით მიეფერა ისევ და ნაზად მოუსვა ხელები ზურგზე, სანამ რატი არ მოვიდა მანამ არ მოშორებია მაშო, მონატრებას ჩახუტებით და კოცნით ჩახშობას ცდილობდა თან ჩხუბსაც აყოლებდა შიგადაშიგ, თუ რატომ არ უთხრა მას, ბიჭებიც სიცილით უყურებდნენ მაშოს ბავშვურ საქციელს, რომელიც აქამდე არ ენახათ და მომავალ რატის გახედეს, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ისე მოაბიჯებდა, როგორც სჩვევია დინჯად და მოსვლისთანავე შორს ჩამოდგა, მაშინ გახედა მაშომ რატის როცა მიხვდა, რომ მოვიდა და გვერდზე გადაიწია, ელოდებოდა როდის ჩაეხუტებოდა ნენე და როდის მიულოცავდა რატი დედას სახლში დაბრუნებას ჯანმრთელად, სწრაფად მივარდა კარებს მაშო ისე გააღო და ისევ მათ გამოხედა, რომლებიც ისევ შორ შორს უხმოდ იდგნენ
- რახდებაა?
ამოიკნავლა მაშომ და მაშინ გაიძრო ნენემ ფეხსაცმელი,
- გამოკეთდაო და ვსო აღარ ჭირდება ჩემი ყურადღებაო?
ერთი დაიძახა ნენემ და რატიმაც ცალი სახის დაჭყანვით გადადგა უკან ნაბიჯი თან ნენეს ვითომ გაბრაზებაზე ეცინებოდა,ავის მომასწავლებელ ქალის ნაბიჯებზე იხევდა უკან უკან
- დედაა, ჩემი იქ მოსვლა არ ღირდა მართლა,
თავის გამართლება დაიწყო ისე წავიდა უკან-უკან, მაშინ როცა ნენე მისკენ მიიწევდა,
- აღარც დარეკვაო! არც მოკითხვაო ეგ არი შვილობა?!
დაბალი ფეხსაცმელი ესროლა თუ არა ისიც უცებ ჩაიკუზა თავზე ხელებ აფარებული ისე აიცილა გაქანებული ფეხსაცმელი,
- არა, ხო იცი ყველაფერი ვიცოდი,
- რა იცოდი იქნებ ისე ვერ გეუბნებოდნენ, როგორც საჭირო იყო,
მეორე ჩუსტიც სწრაფად მოუქანა, რომელიც რატიმ დაიჭირა, ისე წავიდა მისკენ და იქით-აქეთ მოიხედა რომ რამე სასროლი ენახა კიდევ, უკან უკან მოსიარულემ ბარემ მეორე ჩუსტიც მოითავსა ხელში კრეჭვით და კიდევ ცდილობდა რამე თავის გასამართლებელი ენახა,
- დემეტრე ხო მოდიოდა,
სწრაფად გაიშვირა ხელი დემეტრესკენ და ნენემაც ერთი რომ შეიცხადა მხარზე შეხების გამო გახედა გვერდზე მდგომ მაშოს, რომელმაც პოლის მჩატე ჯოხი ყურებამდე გაკრეჭილმა მიაწოდა და ნენემაც რომ გამოართვა რატიც ადგილს მოწყდა ისე გაეკიდა ნენე პოლისჯოხით თან ნელა ცდილობდა ერბინა ისე რომ ზედმეტად არ დატვირთულიყო, რატიც დიდი ნაბიჯებით მიდიოდა უფრო, რომელსაც სირბილს არქმევდა,
- დედა, კაი რაიყოო,
სირბილშივე იძახდა და ნენემაც რამდენიმეჯელ რომ მოცხო საჯდომზე ჯოხი რომ გაანალიზა რომ თურმე მტკინვეული ყოფილა სიცილით უმატა სირბილს, ნენეც რომ გაჩერდა და პოლისჯოხს დაეყრდნო ნელა გაჩერდა ისიც და ჯერ ნენეს უკან ჩამორჩენილ ეზოში მდგარ მოხარხარე 'ბავშვებს' გახედა და შემდეგ ნენეს,
- მაშო შე მოღალატე,
შორიდან გაძახა მაშოს და ნელ-ნელა წავიდა ნენესკენ,
- დაიღალე დეე?
თავზე რომ დაადგა მზრუნველად მოუსვა ხელი,
- ბოდიში.... მართალი ხარ,.. ცუდი შვილი ვარ, უნდა მოვსულიყავი,
ისევ ცალი სახის დამანჭვით, დანაშაულის აღიარების გამო მოისვა კისერზე ცალი ხელი და ნენემაც ნელა და უმტკინვეულოდ დაარტყა ხელი თავზე
- შვილო ჩემო როდის უნდა მიხვდე რომ გეხუმრები და რაც არ უნდა გააკეთო შენზე ვერასდროს გავბრაზდები, შენ იმდენი რამ გაქვს გაკეთებული ჩემთვის მის ნახევარსაც ვერასდროს გავისტუმრებ,
ნელა ჩამოუსვა რატის ხელები სახეზე და ძლიერ მხრებზე დაადო ხელები,
- აუ დეე რა სიმპატიკა ხარ
ფეხზე მდგარმა ამდენი ხნის მერე რომ დააკვირდა შვილს, რომელიც დარბაზში მომხდარის გამო და შემდეგ დედის ნახვის გამო სრულიად შეცვლილიყო ბედნიერების სხივი უკრთოდა თვალებში და უკვე იმედიც 100 (%)პროცენტიანი იყო იმის რომ მალე ყველაფერი იმაზე უკეთ იქნებოდა ვიდრე ოდესმე, ეს იმედი კიდევ მეტად ახარებდა და აბედნიერებდა,
- ჰაჰ მეე გოგო? მეე?.....შემომხედეე
სწრაფად დატრიალდა, რომ ნენეს თვალი შეევლო მისთვის
- მე აბა არ ვიქნები სიმპატიკა?
- ჩემი ცანცარა ხარ
გაეკრიჭა ნენე ისე ჩაიხუტა დახრილი რატი,
- მაშინ,
სიტყვის დაწყებისთანავე მოშორდა ისე შეხედა ნენეს, ფეხსაცმელები წინ ლამაზად დაუდო და ნენემაც უცებ ჩაიცვა, წამომდგარმა ჰაერში ააფრიალა წელს მაღლა ჩავლებული ხელებით და ჰაერში დაატრიალა, ფრთხილად დასვა გახალისებული ნენე ძირს და ცალი ხელი გადახვია
- მაშინ კეთილი იყოს,
მასთან ერთად გადადგა ნაბიჯი წინ და გადამწვდარმა თავზე მიაკრო ტუჩები.....
მართალია ბედნიერების დრო იყო ოჯახში, თუმცა საქმე მაინც ჩაერია ბედნიერებაში, წყალი გადაივლო თუ არა რატიმ, იძულებულები გახდნენ სახლი დაეტოვებინათ ბიჭებს, მხოლოდ ნენე და მაშო დარჩნენ სახლში, ყვავილები ხან სად გადარგეს ხან სად გადმორგეს, დრო გაჰყავდათ თან სალაპარაკო თემა არ ჩერდებოდა, მადონაც მიიხმო თავისთან დაუზარებლად გამოვიდა ქალი, ნენეს უყვებოდა აცნობდა, როგორ ედგა მთელი ეს დრო გვერდში ერთად გაატარეს მხიარული დრო, თუმცა მალევე მოუწია წასვლა ქაალს, მალე მაშოს იმის იმედი ჰქონდა რომ თბილისში დაბრუნდებოდნენ და ყველას აცნობდა ნენეს სიტყვიერად ვინ ვინ იყო და ვისთან, როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ნენესაც არ ბეზრდებოდა მაშოს საუბარი პირიქით მეტ კითხვას სვამდა რომ უკეთ გაეგო ყველაფერი, თითქმის მთელი დღე ხან ეზოს ყვავილებს ხან სახლში მოწყობილი ყვავილების გადარგვა გადმორგვას მოუნდნენ, რა თქმა უნდა მაშო არაფერს რგავდა, რადგან ეს მხოლოდ ნენეს სურვილისამებრ უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ეხმარებოდა ყვავილების გატანაში და სრულიად კმაყოფილი იყო გატალახიანებულიც, საჭმელზე უარს იძახდა ნენე ჩემ ბიჭებთან ერთად უნდა მივირთვა ოჯახში პირველად საჭმელიო და მაშოც წუწუნით დახედავდა ხოლმე აბღუვლებულ მუცელს, სამჯერ დაურეკა რატის, სამჯერვე ისეთ სერიოზულ დროს დაამთხვია სხვა რომ ყოფილიყო ტელეფონს გამორთავდა და სახლში მოსვლის დროს კარგადაც გამოლანძღავდა, თუმცა ეს ხომ რატია, ცოლზე ავადმყოფურად შეყვარებული, ისე მშვიდად სცემდა პასუხს იქვე 27 ვე მამაკაცს შეაწყვეტინა თათბირი მაშოს პასუხი გასცა და შემდეგ დართო გაგრძელების უფლება, ყვავილებმაც იმხელა დრო წაიღო უკვე რომ არ დაბნელებულიყო ვერც კი მიხვდებოდნენ რომ უკვე გვიანი იყო,
- დედააა დრო მიფრინავს მაშუნაა კი არ გადის
ტალახიანი ხელებით წამოდგა ნენე ყვავილების ყურებაშივე ამოთქვა და მიუხედავად იმისა რომ კიდე ორი ყვავილის ჩარგვა უნდოდა დროის გამო შეჩერდა
- კმაყოფილი ვარ რძალით ძალიან კმაყოფილი,
სიცილით გახედა მაშოს და მოშიებულს, რომელიც სახეს ძლივს ხსნიდა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა, იმის დროც ჰქონდათ, რომ მტვრიანებს წყალი გადაევლოთ, აბაზანიდან რომ გამოვიდა მაშო უკვე მოსულები დახვდნენ, ისევ ესტუმრნენ დარიო და დემეტრე, მართალია იცოდა რომ ნენე დემეტრეს შვილად თვლიდა, თუმცა ხშირად არ ელოდა ხოლმე მასთან, ოთახში შესულმა გამოცვლა დაიწყო წესიერად არ ჰქონდა გადაცმული ბიუსჰალტერი დაუკაკუნებლად შევიდა რატი, სწრაფად აიფარა ხელები მაშომ და რატი რომ ამოიცნო თვალები აატრიალა
- დიდი ხანია რაც მოხვედით?
ინტერესით იკითხა და მოურიდებლად ჩაიცვა შებრუნებულმა ბიუსჰალტერი
- არც ისე
თვალებ გაშტერებულმა ამოილაპარაკა და მაშოს თამამ საქციელზე გაკვირვებაც ვერ დამალა, თვალ მოუშორებლად დააკვირდა
- ანუ გშიათ ხო?
უკვე ჩაცმული მოტრიალდა და პირსახოცი მოიშორა თავიდან სწრაფად გაიმშრალა შეძლებისდაგვარად თმა სკამზე გადაკიდა და სწრაფად გავიდა ოთახიდან....
....
- შეხედე შეხედე რა ხელი ჰქონიააა მაშუნას,
კმაყოფილი შევიდა სამზარეულოში ნენე მობზიალე მაშოს დასანახად, რომელმაც სულ რაღაც ერთ საათში საოცარი მაგიდის გაწყობა მოახერხა,
- დაგეხმარო?
- არა რა უნდა დამეხმაროთ, ყველაფერი მზად მაქვს, ამას გადმოვიღებ და მოვალ მეც, მიდით მიირთვით თქვენ,
თბილი ღიმილით დააჯილდოვა მაშომ ნენე და შეყოვნების შემდეგ რატიც რომ შემოვიდა სამზარეულოში მაშინ დაიწყო გასვლა შემოსულ შვილს თითებით ანიშნა საუკეთესოაო და კმაყოფილმა ჩაუარა შვილს ისე მიარტყა საჯდომზე ხელი რატის და რატიმაც თვალების ატრიალებით გახედა დედას, რომელმაც კმაყოფილმა გამოხედა, ლამაზი იყო ნენე, ახალგაზრდა იყო ჯერ, გამხდარი,ლამაზ გოგონას გავდა, მართალია 38 წელი სულ არ არის დიდი, თუმცაა ნენე კიდევ ახალგაზრდა გახლდათ,
- დაგეხმარო მაშა?
ახლა მან კითხა მზრუნველად და საინი დაუკავა,
- არაა არ მინდა ჭამე მიდი,
სწრაფად გაუქნია თავი თან მეორე ხელითაც დააჭერინა საინი და ტაფიდან საჭმლის გადმოღება დაიწყო, სიცილი ვერ შეიკავა რატიმ,
- რა გაცინებს?
ვერ მიმხვდარმა ახედა უცებ და რატიმაც მის ხელებს დახედა
- არა რა დახმარება ვჭამ წავალ,
თქვა თუ არა მერე გაეცინა მაშოსაც
- ოო კაი რა იყო, თუ არ გინდა დადე უფ,
ვითომ გაბრზაბეულმა დაიწყო ამოღება და რატიმაც ღიმილით დაიწყო მისი დაკვირვება,
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ საოცრად მიხარია ნენეს დაბრუნება..., მადლობა ღმერთს ყველაფერი რიგზეა..... ახლა ერთად წავალთ საქართველოში ხო?.... ისე ყვავილებს რა უნდა ვუყოთ?.....რომ დაჭკნეს? ........სახლიც კი მენანება მისატოვებლად,
თან ხორცს ალაგებდა მეორე საინზეც თან საქმიანად საუბრობდა, რატიც უსიტყვოდ და უხმოდ უყურებდა სწრაფად მბზინავ მაშოს, რომელმაც ცხელი ტაფის გარეცხვა დაიწყო, საუბარშივე ჩადო გასამშრალებლად და ხელების შემშრალების მერე გამოართვა საინები რატის, რომელიც ისევ ჩუმად იყო ისე ახედა მაშომ,
- არ მისმენდი?
გაკვირვებულმა კითხა და ესეც უცებ დააიგნორა რატიმ
- მაშო მანქანაში რატო არ დებ ჭურჭელს? გარეცხავს და ჩაალაგე მერე,
თავისი კითხვა დასვა და მაშოსაც უცებ გადაერთო გონება
- ოო ხელით მირჩევნია,
თავი აიქნია და წინ რომ წავიდა მერე გაახსენდა რომ წინსაფარი არ ჰქონდა მოხსნილი,
- ჰიიიი რატიიი, ლამის ასე გავედი მომხსენიი რა,
სწრაფად შეუტრიალდა რატის იქით აქეთ დაკავებულ ხელებ გაშლილი და თავი უკან გადაწია,
- ჯერ წელიდან ხო?
- ჰო
არამცოდნესავით იკითხა ისე შეტრიალდა მაშო და რატიმაც ნელა დაიწყო მისი გახსნა,
- აუუუ რატი დროს ნუ წელავვვ,
წუწუნით თქვაა ხელებ გაშლილმა ისევ,
- მაშო მახსოვს რომ ყველაფერი უნდა გამოსწორებულიყო და შეხებაც თავისუფლად შემეძლო,
ისევ ფიქრებში გადაქროლებულმა წამოიწყო საუბარი რატიმ და მაშომაც გაკვირვებულმა გადახედა მართლა ამბობდა ამას თუ არა,
- ახლა?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- გახსენი თუ ძმა ხარ
თავის აქნევით შეტრიალდა და იქაც მხოლოდ ერთ თასმაზე იყო გამოსაკვრელი თითი, ზუსტად ასე წამში შეეხსნა მაშოს ბიუსჰალტერი მაიკის გარედანვე და მაშომაც უცებ დაქაჩა თვალები,
- რაშვები??!
სწრაფად წამოიძახა ისე გადახედა და რატიმაც მაშინვე გამოკრა თითი თასმას მაშოც მოუტრიალდა თუ არა თავიდანაც წამოაძრო და სრულად მოშორებული წინსაფარი სკამზევე გადაკიდა მაშოც თითქმის გასასვლელში მდგარი იყო და ვერსად შეძლებდა დაედო საინები
- რატი შეკარი გეხვეწებიი,
- რა შევკრა?
ისე იკითხა თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა და მართლა უცოდველი იყო ამ საქმეში,
- ის რაც გახსენი!
მაშინვე სხარტად გასცა პასუხი,
- აქედან ვერ შევკრავ,
- რატიიიიიი!
ბრაზისგან წამოიძახა მაშომ და წინ წასვლა დააპირა მაგიდაზე რომ ჩამოედო სავსე საინები რატი ჩამოუდგა წინ,
- მაშინ აწიე მაიკა და შეკარიი!
უცებ დაებღვირა მაშო და რატიმაც კმაყოფილმა შეუცურა ხელები მაიკის ქვეშ, განზრახ უსვამდა თითებს სხეულზე და მაშოსაც გატრუნულს მიეხუჭა თვალები, იმდენად გართული იყო სასიამოვნო გრძნობებით ვერც კი გაიაზრა და გაიგო როდის შეკრა რატიმ ბიუსჰალტერი,
- ვიღაც ძალიან გაერთო,
ყურში ჩაჩურჩულა და მაშოც კოპებ შეკრული მოწყდა ადგილს, მაგიდას მიახლოებულმა გახსნა სახე და ნენეს მიუჯდა გვერდით,
- სად ხართ ჩემი კაი მეე მაგრად 'ვჭამე' წავედი,
წამოხტა უცებ დემეტრე და მაშომაც კისკისით დააბრუნა ადგილზე
- ძალიან გთხოვ დემე მსახიობობას შევეშვათ და უკვე გემრიელად მივირთვათ,
კრეჭვით ჩადგა მის გვერდით საინი და ისევ ჩამოჯდა,
- ისე ქორწილის არა მარა ნათლობის გადახდა შეიძლება ამ სუფრით
თავისებური კომპლიმენტი მოახვია თავს მაშოს დემეტრემ და რატის მის გვერდით თავისუფალი სკამი გაუწია,
ღიმილით ჩამოჯდა რატიც და მხარზე დადებული ხელით, რომელიც ოდნავ დაუტყაპუნა, დიდი ბედნიერება და სიყვარული გამოხატა, რომელსაც ძალიან კარგად ხვდებოდა დემეტრეც ,
- ხალხოო დარიო დაჩაგრული ბავშვივით გვყავსსს და თუ შეიძლება გადმოვერთოთ აქეთ,
ინგლისურად წამოიძახა მაშომ და დარიომაც უცებ წამოწია თავი ძლივს ნაცნობ ენაზე, დემეტრემ ბოდიშის მოხდით აუწია ხელი წინ მჯდომს და საფერავი ხუთ ლიტრიანით ამოაცურა მაგიდიდან,
- დღეს ვსვამთ ბოლომდე?
- საფერავიიი?
უცებ წამოხტა მაშო თვალებ განათებული კარგი ლოთი ქალივით და დემეტრემ და რატიმ ერთმანეთს რომ გახედეს ერთხმად დაიწყეს ხმამაღლა სიცილი, რომელიც ძალზედ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყო, სახლმა ახალი ფერები შეიძინა სიცილის ხმაზე და ნენეც მაშხალებ გაშვებული უყურებდა ლამაზ ოჯახს, რომელიც სრული შემადგენლობაც არ იყო აქ,
- ეს ნახე რა გამოზრდილია,
ისევ სიცილით შეხედა რატის დემეტრემ და ჭიქაში ჩამოასხა,
- სუფთააა,
კმაყოფილმა ჩაცინებას ამოაყოლა და ეს უფრო ისეთი სიცილი იყო, 'ნაჭყამპალებს' (წყალგარეულს) როგორ გაკადრებთო,
- აქ რამ მოიყვანა ეგ მადლიანი ეგა ჰა?
- ნაზიმ გამოაგზავნინა სალომეს, რავი თეოდორეს დაყენებულიაოო სამი წლის გახდაო და გავუსინჯოთ მამაპაპურად,
თვალის ჩაკვრით ჩამოასხა ყველა ჭიქაში და თამადობაც საკუთარ თავზე აიღო დემეტრემ,
- მე პირველივე სართულზე ვიძინებ
პირდაპირ დააყოლა დემეტრემ როცა სერიოზული ქეიფი ჰქონდა ჩაფიქრებული და დარიომაც წარბის აწევით გახედა,
- მეორეზე ასვლის მაინც არ გექნება და,
სიცილით გახედა რატიმ და დემეტრემაც სხარტად აუწია საპასუხოდ შუა თითი
- მართალს ამბობს დემე, თეოდორეს გაკეთებული ღვინოო? თან სამ წლიანიი გაგვაგორებს, მაგდენსაც ვერ დავლევთ შანსი არ არი,
დაუდასტურა მაშომ, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა დემეტრეს ისევ არ დაუჯერებია სავსე ჭიქები დაარიგა და პირველი ოჯახური ერთიანობის სადღეგრძელო წარმოთქვა, დარიო ძალიან ხალისობდა და ძალიან მოსწონდა ' მამაპაპური' ქეიფი და როცა უხსნიდნენ რეალურად კიდევ, როგორ ხდებოდა მეტად ინტერესდებოდა და მოსწონდა საქართელო... ორი ჭიქა საკმარისი იყო მაშოსთვის ჩუმი ქეიფიც არ ყოფილა დინამიკები, რომელიც ტელევიზორს მცველებივით გვერდით ედგა, ტელეფონი დაეკავშირებინა დემეტრეს და დიჯეიც თავად ის იყო, ' თუ მამა-პაპაა მამაპაპური იყოსო' და ქართულ სიმღერებს ბოლო ხმაზე ამღერებდა, ნენეც ორ ჭიქაში დამთვრალი კისკისით უკრავდა ტაშს კმაყოფილი უსმენდა დემეტრეს სადღეგრძელოებს და ხმამაღლა ხარხარებდა, მაშომ თავი შეიკავა სმისგან და ნენემაც მას მიბაძა, რადგან მაშოსთვისაც არ იყო მთლად კარგი ღვინით გამოძღომა და არც ნენეს დააყენებდა საშველს, ისედაც უკვე მთვრალები კისკისებდნენ ბიჭებზე და ხან კი უაზროდ ახარხარდებოდნენ ერთმანეთს რომ გადახედავდნენ,
შვიდი - რვა ჭიქაც და დემეტრეც ვეღარ საუბრობდა წესიერად, მაშო რატისკენ გადაჯდა და მანამ მერვე ჭიქას დალევდა მანამ წაავლო ხელში ხელი
- აპ აპ აპ ჩემო ქმარუკ, ექიმმა დალიეო მარა გამოსკდიო არა
თავის გაქნევით თქვა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
- ჩემით შეგიძლია დათვრე ჯიგარო და ღვინით არა,
თითიც გაუქნია გამაფრთხილებლად, ხასიათზე მოსულსა და აშკარად ღვინო მორეულს, ღიმილით უყურებდა, როცა აანალიზებდა რომ თვითონ მეტად ფხიზელი იყო ვიდრე მაშო
- შენ გამო ისედაც გალეწილი ვარ ყოველდღე, მაცადე ახლა ღვინითაც
ხელი აიქნია რატიმ და ღვინით სავსე ჭიქა სრულად გამოცალა,
- ოხ შე ვირო!
სწრაფად დაარტყა მხარზე ხელი და ტელეფონს დაავლო ხელი მესენჯერში შესულმა გაერთიანებულ ჯგუფში გაუშვა ზარი და შუაღამის ჭიებმაც მალევე გასცეს პასუხი ჯგუფში სალომეც დამატებული ჰყავდათ ისე უცებ გასცეს პასუხი თეოდორემ სალომემ და ბარბარემ და ვინ იცის ის ორი დარჩენილი გვრიტი სად იყო ახლა,
- ჩემოო ცხოვრებებოო,
ჩაყვირა მაშომ ტელეფონს და დემეტრემაც უცებ ჩაყო თავი მაშოს ტელეფონში,
- მაცადეე ბიჭოო
გაწელა მაშომ სიტყვები და თეოდორემაც რომ გარკვევით დაინახა მაშო გაკვირვებულმა დააღო პირი
- ჯერრ ხო საღოლ ძლივს გხედავ და ვერ გიცანი არასწორი ვიყო, მერე ეგ სილურჯე ტუჩებიდან ხო უეჭველი ღვინის ბრალია და რა გალეწილსგავხარ გოგო,
საბოლოო დასკვნის მერე გაბრაზებულმა ჩაძახა ტელეფონს და სალომეს შეხედა კამერაშივე რომელიც პენუარით გამოჩენილიყო, თუმცა მალევე მაშოს დაუბრუნა მზერა, რომელთანაც სრულიად სხვანაირი იყო და ამავდროულად სიგიჟემდე ენატრებოდა ,
- მიყვარხარრ ,
ჩაძახა ისევ და ბარბარემაც ხმამაღლა დაიწყო სიცილი მაშოს გვერდით დემეტრე რომ გაფართოებული გაკვირვებული თვალებით იყურებოდა,
- ეეე ჩემი პატარები ტო,
მაშოს აართვა ტელეფონი ბარბარეს სიცილის ცნობაზე და თავის დასაც ჩახედა
- რაშვებით გოგონებო? ამ საღამოს რას აკეთებთ?
ძლივს მოაბა თავი სიტყვებს გაკრეჭილმა და ბარბარეც ვერ იკავებდა სიცილს, გალეწილი და ამავდროულად ბედნიერ ხასიათზე მყოფი დემეტრეს ნახვისას
- ბაბი ჩამოვალ და დაგერხევა არასწორი ვიყო,
ღიმილით ამოილაპარაკა დემეტრემ ისე დააკვირდა ბარბარეს გულიან სიცილის და ისიც კმაყოფილი გაეჯგიმა ტელეფონიდანვე,
- სწორი როდის ხარ დემეტრიუს,
კმაყოფილი ახარხარდა ისევ და დემეტრეც კმაყოფილი ღიმილით უყურებდა, გოგოს რომლის ყურებაც ძალიან მოსწონდა,
- სხვათაშორის თედორე, შენი საფერავით ვლოთაობთ,
დემეტრეს ჩამოადო მხარზე თავი ისე გამოჩნდა კამერაში და დემეტრემაც მაშოს დახედა,
- ესაა თეოდორე?
ინტერესით იკითხა და მაშომ რომ თავი დაუქნია მერე შეამჩნია ტელეფონის კამერაში რომ ბიჭიც იყო, სალომე გაკვირვებული იყო ჯერ ისევ მისი ძმის და ბარბარეს დიალოგის მოსმენის გამო და უხმოდ ადევნებდა თვალს მოვლენებს
- იმენა ასწორებს ძმაო რა, იმენა ასწორებს,
ხელის აწევით ჩაძახა ტელეფონს და კამერა ისე ცუდად ეკავა ნახევრად ჩანდა,
- მარტო იმიტო ჩამოვდივარ რო კაცური კაცი გავიცნო ,
- მოიცა ჩამოდიხარ ?
სწრაფად ჩაძახა ბედნიერმა სალომემ, თითქოს სიტყვაში გამოიჭირა ძმაო
- ახლა არა ლამაზო მარა ოდესღაც კი,
თვალი ჩაუკრა და მაშოს მისცა ტელეფონი ახალი სადღეგრძელოს თქმის მუზა რომ მოუვიდა,
- ეგ ორ გოგოს ერთად აბავდა თუ რაია?
გაკვირვებულმა იკითხა თეოდორემ ღიმილით და თან დაევასა კიდეც კამერაში დანახული ბიჭი, რომ არა ეჭვიანობა,
- გოგო რო იყო სამს შეაბამდა ხო?
სიცილით ამოილაპარაკა მაშომ და ბარბარემაც მასთან ერთად დაიწყო სიცილი,
- სალომე მაგის და არი ბიჭო და დას შეაბამდა?
სიცილით ახსნა ბარბარემ და თან დემეტრეს ხმამაღალ სადღეგრძელოზე, რომელსაც ძლივს ამბობდა სიცილით იგუდებოდა
- არადა ძაან ბრძნულ სიტყვებს ბაზრობს,
ბარბარეს გასაგონად ამოილაპარაკა სიტყვებს ჩამწვდარმა თეოდორემ,
- მართალი ხარ ძმა გენაცვალე,
სადღეგრძელოს შესაფერისი სიტყვები იყვირა ბოლოს რომ დემეტრეს გაეგო და მართლაც არ გამორჩენია დემეტრეს, ჭიქა გამოცალა თუ არა კამერას ჩახედა ჯიგარი ხარო და მუსიკები ისევ ჩართო,
- მეგობრუნიებო აღარ მესმის, კარგად ვარ ყველაფერი ბედნიერად მიდის, ძაან ძაან მიყვარხართ, ბებია და დანარჩენები მომიკითხეთ აწი ხშირად დაგირეკავთ,
ყვირილით ეცადა გაეგებინებინა ბავშვებისთვის სათქმელი და რომ მიხვდა ალაპარაკდნენ ვერ ხვდებოდა რომლის ტუჩებისთვის ეყურებინა რომ გაეგო რას ეუბნებოდნენ, ბოლოს ხელი აიქნია არ მესმისო და გათიშა....
მთელი საღამო სმას აგრძელებდნენ დარიო და დემეტრე, შიგადაშიგ სვამდა რატიც, მაშო და ნენე ერთმანეთზე ხელ ჩაკიდებულები ცეკვავდნენ ხან ტანგოს გადააბამდნენ ხან დისკოტეკას, რას აღარ ცეკვავდნენ მთავარი იყო ხელები ექნიათ და ეხტუნავათ, მუსიკებიც თავად ირთვებოდა სხვა და სხვაზე
- ლამბადააა
ისე გაბრწყინებულმა იყვირა და შეატყობინა ყველას დაწყებული მუსიკის შესახებ თითქოს მხოლოდ მას ესმოდა, მის მხიარულებას ჩამწვდარმა ღიმილით გახედა რატიმ და მაშომაც თითით, დამანჭული სახით ანიშნა მოდიო, რატიმაც უბრალოდ ჩაიცინა და დემეტრეს სადღეგრძელოს დაუგდო ყური, რომ არ ადგა ერთხელ გამოწია ქვედა ტუჩი წყენის გამოსახატავად და ნენეს მიუბრუნდა, რომელიც ლამის დაჯდა,
- ამას ბავშვობაში მე და რატი ვცეკვავდით ხოლმე მე თეთრი ზუსტად იმ გოგოს მსგავსი კაბა მქონდა დედას შეკერილი, კარგად ვიქნევდი ხოლმე კურტუმს და რატიც ყოველთვის ნიჭიერი იყო ცეკვაში კარგ პარტნიორობას მიწევდა,
კმაყოფილი იხსენებდა ამ ცეკვასთან დაკავშირებულ ლამაზ მოგონებას და ნენეს ასწავლიდა ფეხი როგორ უნდა დაედგა რომ მათაც აეწყოთ
- ერთი, ორი სამი
ფეხს აყოლებდა რიცხვების წარმოთქმას და ნენეც უცოდინრად ადგამდა ფეხებს, მაშოს ხელს ჩაავლო რატიმ ხელი და სწრაფადვე მიატრიალა თავისკენ ღიმილით
- წაგართმევ
დააყოლა და ნენეც კმაყოფილი დაიწია სკამისკენ როცა მიხვდა რა მოყვებოდა მაშოს ხელიდან აცლას, რატის მზერას, რომელიც მაშოსკენ უზარმაზარი ქიმიით ანათებდა და გაბადრული მზერით ჩამოჯდა სკამზე,
- ამას დიდი ისტორია ქონიაა
ხმამაღლა ყვირილით გადაძახა ბიჭებს ნენემ მათთვის ხმა რომ მიეწვდინა და მოყოლა დაუზარებლად დაიწყო, მოყოლის დროს კი ერთმანეთის ფეხებს შორის ჩადგეს ფეხები სხეულზე ნაზად აიკრო რატიმ მაშო ცალი ხელი მის თითებში ახლართა და სოლოს მუსიკაზე მაშოს აუწყო ფეხები ღიმილით, მაშოც სწრაფად და კმაყოფილი, რომ მუსიკაში სრულად ჩაჯდნენ აყოლებდა ფეხებს რითმებს და ამავდროულად საჯდომს, დემეტრეც უკვე სახე გახსნილი აკვირდებოდა წყვილს და ტაშს ვერ იკავებდა, შეძახილებს არ აკლებდა დარიოც, რომელიც ფეხზეც ვერ იდგა და დამჯდარი მოჭუტული თვალებით ცდილობდა დაენახა მონატრებული წყვილის არათუ ერთად ყოფნა არამედ ცეკვა,
- აი აი აიიი,
მომღერალს აყვა დასასრულს მიახლოების დროს ნენე ხმამაღლა და მუსიკის ფონზე სწრაფადვე მოქნილად გადაწვა მაშო რატის მკლავზე, მუსიკის შესაფერისად სამჯელვე სხარტად და მოქნილად გაიმეორა ილეთი, წესიერად დასრულებაც არ აცადა რატიმ ისე ააფრიალა მაშო ჰაერში და სწრაფად წამოვარდა ნენე როცა იცოდა რომ რატი საკმაოდ მთვრალი იყო, თუმცა ამას მიჩვეული მაშო ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს ჰაერში და საერთოდ არ ჰქონია იმის შიში და არც ეჭვი რომ წაიქცეოდნენ, ჩამოსვა თუ არ ღიმილით დახედა ისევ და მაშოც რომ დასაჯდომად წავიდა, დედას მიუახლოვდა რატი, რომლის მზრუნველად წამოხტომაც არ გამორჩენია ისე მოხვია მკლავი,
- ნერვიულობ დეე?
ძლივს თქვა სათქმელი ისე აკოცა თავზე,
- ჩემ დებილ ცოლს გავაგდებდი? როგორ ფიქრობ შენ? იმ ჩერჩეტს, სულელივით რო იქნევს ხელებს?
ღიმილით ანიშნებდა მაშოზე ლანძღვით, თუმცა მზერა, თვალები და ღიმილი ამ ყველანირ სალანძღავ სიტყვას აუჩინარებდა, ყველანაირ თბილ და სასიამოვნო სიტყვებად აქცევდა, რომელიც საბოლოოდ სასიამოვნო მოსასმენი ხდებოდა,
- არა დეე რას ამბობ,
შეიცხადა ნენემ ისე შეეხო თმაზე და თან მის მზერას ვერ აშორებდა თვალს, იმდენად ეუცხოებოდა მსგავსი თვალები, მსგავსი მზერა და მსგავსი სიყვარული, არასდროს არსად არ ჰქონია ნანახი, არათუ გამოცდილი, მართალია ფილმებში ყველაფერი იდეალურად გადმოცემულია, თუმცა მსგავსი ფილმებიდანაც კი არაფერი იცოდა, სიყვარულის ცეცხლში გახვეული იყო რატი და ალბათ მაშო რომ არა ამ ცეცხლში დამწვარი მალე ფერფლად იქცეოდა, ახალი საფიქრალიც იყო ეს ნენესთვის შეიძლებოდა კი ამ დონეზე სიყვარული? მაშოც მზერას მგრძნობი გახედავდა ხოლმე რატის ისე თითქოს ჯერ ერთმანეთს არ დაახლოებოდნენ და შორიდან ეპრანჭებოდა, რომ რატის ნაბიჯი გადაედგა და მისი გაცნობა მოესურვებინა, ისე გაეპარებოდა ხოლმე მზერა ჩუმად თითქოს ვინმე უშლიდა ყურებას, რომელიც არასდროს მობეზრდებოდა, ისე ხტუნაობით მიუახლოვდებოდა ახალ ახალი კითხვის მოფიქრებით რომ შეხებოდა ან ახლოს მდგარიყო ხოლმე მასთან შეყვარებულ ბავშვს გავდა, თუმცა იყო რაღაც ისეთი რომ ვერ ბედავდა, ორი რომ დაიწყო ნენესაც ძალიან მოერია ძილი ისევე როგორც მაშოს, თუმცა არ იმჩნევდა, დარიოს მაგიდაზე ეძინა ნახევრად და ხუთი ლიტრაც დაცლილი იყო, მაშოც ლოთები ხართო გაჰკიოდა ხმამაღლა სამ კაცს რატომ უნდა დაგელიათ ამდენიო გაიძახდა, თუმცა არც ბევრი გამოსულა, უბრალოდ საკმაოდ ძლიერი მათრობელა გამოდგა თეოდორეს ღვინო და მიუჩვეველი დარიო მალევე გადააგდო სკამიდან, კი არ შევიდა ოთახში შეიტანეს ბიჭებმა საწოლზე მიაგდეს და შემდეგ მაშომ აიღო თავზე მისი წესიერად დაწვენა, თუმცა რატის არ მიუტოვებია იქვე იჯდა და ხანდახან თუ მიეხმარებოდა,
დარიოც რომ დააწვინეს და ღვინოც გაცალეს აღარც მათ გაუგრძელებიათ,
დემეტრემაც გარკვევით იცოდა თავისი ოთახი და ბარბაცით შევიდა ისიც, დიდი დაზარების მიუხედავად სწრაფად შეჰქონდა სამზარეულოში მაშოს საინები, გადმოღებულ კონტეინერში ათავსებდა თან და საინებს მანქანაში აწყობდა, სულ თუ არა ახლა ისე დაეხმარა მისი მადლიერი იყო, ყველაფერი მოაწესრიგა, თან იქვე მჯდომ რატის ღიმილით გახედავდა, რომელიც არადა არ მიდიოდა,
- წავიდეთ?
ნელა შეახო ხელი ნახევრად მძინარს და მანაც სწრაფად წამოყო მაგიდიდან თავი,
- მორჩი?
- კი წამო
თავის დაქნევით დაუდასტურა და დაელოდა როდის წამოდგებოდა, რატისაც კიდევ მეტად მოკიდებოდა სასმელი, რატის ოთახი იყო ბოლო გაჩერება, უფრო მკაცრი ოთახის შეხედულება კი ჰქონდა, თუმცა ორივე ერთად სიმკაცრეს აქრობდა,
- ჩემთან იძინებ ცუნცულ?
საწოლზე გადაეშვა სიცილით რატი და დავარდნის დროს დენდარტყმულივით გახედა მაშომ, საწოლზე რომ აღმოაჩინა გულზე ხელი დაიდო რომ დაეწყნარებინა და თავი გააქნია, ისედაც მთელი ღამის ეშინოდა არ უნდოდა ამდენი დაელია, თუმცა არც დაუშლია, გადმოღებული მზადი წამლები გაუწოდა და ისე ცოტა წყალი ჩამოუსხა სამი ყლუპიც არ გამოვიდოდა,
- მაპატიე მაგრამ ვერ გაგწირავ,
გაეკრიჭა მაშო რატიმ რომ სერიოზული სახით შეხედა ჭიქის გაწოდებაზე და კიდევ ცოტა დაუმატა, მანაც დაუფიქრებლად დალია მაშოს გაწოდებული წამლები ისე, რომ არც უკითხავს რისი იყო, ჭიქა გადადო ისე მიუჩოჩდა საღამურებში გამოწყობილი რატის და სპორტული შარვლის თასმების გახსნა დაიწყო, ღიმილი გაეპარა გადაწოლილს მხოლოდ და წამოწევით მიეხმარა მაშოს რომ მარტივად გაეძრო მისთვის შარვალი, მაიკა თავად გადაიძრო რატიმ და მაშომაც უმტკინვეულოდ დაარტყა ხელი,
- ჩართულიაა კონდიციონერი და გაცივდები!
- არ გავცივდები
მზადი პასუხი გასცა სწრაფად და მაჯით მიზიდული მაშო ჩაიხუტა,
- ასე თუ იზავ არ გავცივდები,
ნახევრად მიიხუტა და მაშოსაც გაეცინა
- ასე კი არა სულ რომ შეგერწყა თანახმა ვარ
სიცილით მიეხუტა მთელი სხეულით და კისერში ჩაურგო თავი, ისე ძლიერად მოხვია ხელი თითქოს ვინმე ართმევდა,
- ტკბილიძილი მაშა,
- მიყვარხარ,
პასუხი არ დაუყოვნებია მაშოს, რომელზეც ვერ ისვენებდა რატი მისი პასუხი იმდენად სასიამოვნო იყო რამდენ რამეს გააკეთებდა ახლა, რომ მისი ძლიერი სიყვარული გამოეხატა და მონატრება ჩაეხშო, თუმცა ამავდროულად თავი არ ჰქონდა ისე ეძინებოდა თავს რომ დებდა სიზმრებში მიდიოდა,
- მიყვარხარ მეც ჩემო პატარა...
 დილით მზის სხივებს არ გაუღვიძებია რატი, რადგან მაშომ მასზე იზრუნა და მუქი ფარდებით დაფარა მზის ამომავალი ბრწყინავი შუქები, თუმცა წამლის დალევის მიუხედავად თვალის გახელისთანავე თავის ტკივილმა შეაწუხა და ისევ მიხუჭა თვალები
- აუუ მაშოო
დაბოხებული ხმით ამოიგმინა თვალების გაუხელავად ისე გადატრიალდა კრუსუნით გვერდით სადაც მაშო ეგულებოდა, ისე ამოიწუწუნა თითქოს მაშოს დაძახებაზე თავი სწრაფად გაუვლიდა და პახმელიაც გაქრებოდა, გაუნძრევლად იწვა ისევ და წესიერად გამოფხიზლებას ელოდა....

- რა თქმა უნდა გავრბოდით მერე....
სამზარეულოში ცხელი ტაფის შრიალის ხმაში ისმოდა ნენეს ხმამაღალი სიცილი და მაშოს სასაცილო და საინტერესო ისტორიის მოყოლის ხმა,
- მერე ვერ ასწრებდნენ გამოსვლას?
ინტერესით იკითხა ნენემ და ყურებამდე გაკრეჭილმა ჩამოდო მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობილ ხელზე ნიკაპი,
- ვერაა დიდი ეზოები იყო ხოლმე და მე და რატიც თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით მერე ბავშვებიც ავიყოლიეთ ხოლმე,
ტაფის ამორევასთან ერთად გასცა პასუხი ნენეს, თან ყურადღებას არ აკლებდა გაზზე დადგმულ ტაფას და თან ნენეს გასართობად იხსენებდა ძველ მხიარულ ამბებს, ამორევასთან ერთადვე გახედა შემოსასვლელს კოპებ შეკრული რატი რომ სრულად გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი, თმა აბურდული, ჯერ ისევ მოჭუტული თვალებით შემოვიდა და იმდენად საყვარელი და ლამაზი სანახაობა იყო მაშოს ჩაეღიმა მისი დანახვისას, თვალის სრესვა დაიწყო რატიმ და ადგილზე შემდგარმა ბავშვივით გახედა მაშოს, ნენემაც რომ შეამჩნია უხმოდ შემოსული ბრაზიანი ბავშვივით მდგარი რატი სწრაფად წამოდგა,
- ლაოო დეე,
ენის მოჩლეფით ჰკითხა ისე ახედა და თან თავის მოფერებით შეცვლილ ხმაზე გახედა მაშოს, რომელიც იცინოდა, თავადაც მიხვდა ნენე რომ ისე გამოუვიდა თითქოს 4 წლის ბავშვს ეფერებოდა, თუმცა სხვანაირად არც შეეძლო,
- რა უკმაყოფილო სახე გაქ რა არი,
წინ ჩამოუდგა და ნაზად მოითავსა რატის სახე ხელებში ისე მოეფერა ისევ თავისებურად და რატიც ნელა გადაიწია მისკენ ისე აკოცა უცებ შუბლზე და ფლატუნით წავიდა მაცივრისკენ,
- ჰმჰ ეს ნახეთ ხმასაც რო არ მცემს რაა, გაკვირვებულმა გახედა ისე შეიცხადა ნენემ, მან კი სიარულშივე დიდ ჭიქას დაავლო ხელი და მაცივრის "ენას" მიადო რომ გაციებული წყალი ჩამოესხა მაცივარს,
- აუ მაშო
წუწუნით დაელოდა წყლის ავსებას და თავით მიეყრდნო მაცივარს
- უჰჰ პახმელია პახმელიიია
მიხვდა ნენე იქით-აქეთ გადააქნია თავი და მაშომაც ლოყების დაბერვით გახედა რატის
- აუუ
გააჯავრა და მზად მყოფი ქაბაბი დიდ ფიალა საინზე გადააწყო,
- რა გინდოდა შვილო რა თავს იკლავდით, საფერავი არი წამალი ერთიდან სამ ჭიქამდე და ეს გამოსკდომაა რაღა იყო,
სიცილით იკითხა ნენემ თან მაგიდაზე თითები აათამაშა და რატის აკვირდებოდა, რომელმაც მაცივარი კარგა ხნის წინ გამოაღო და უაზროდ მიშტერებოდა,
- ბიჭო სამი კაცი ვსვავდით ხო? თქვენც ხო დალიეთ რამდენიმე ჭიქა, რამდენი გამოგვივიდოდა? ლიტრა ნახევარი, დაჟე არც კი, არ სვავენ საფერავს მაგდენს ზოგადად მარა, ყოველ შემთხვევაში კარგად გამოვედით რა,
უკვე დაფიქრებულმა მიკეტა მაცივრის კარები და მოტრიალებულმა ხელებთან ერთად იატაკზე მიშტერებულმა დაიწყო გუშინდელი საღამოს გამოკვლევა
- ჯერ ნუ ჩქარობ შვილო ჩემო,
ღიმილით მიანიშნა ნენემ რატის ნაადრევ განაჩენზე და ფეხზე წამოდგა, რატიც თვალების ატრიალებით მიუტრიალდა ისევ მაცივარს ისევ ინტერესით დააკვირდა შიგნით არსებულ პროდუქტებს, რომელსაც ისევ ვერ აღიქვამდა და მაცივრის კარის გაღებაც ინსტიქტური საქციელი იყო
- შეეშვი რატი მაცივარს, ყველაფერი მაგიდაზეა დალაგებული შეგიძლია გახვიდე,
მის საქციელებზე მომღიმარმა გახედა მაშომ ქმარს და ნენეს გაშლილ ხელებს სავსე თეფში გაუწოდა, რომელსაც თავად ნენე ანიშნებდა რომ გარეთ გასულს თან გაეყოლებინა,
- წამალი ხო დამალევინე მაშო?
- არ გიშველაა და რა გიყო, არ უნდა დაგელია მაგდენი,
თავისუფალი ხელებით წავიდა მისკენ და უკვე მარტო რომ დარჩნენ სამზარეულოში თავისუფლად და უსიტყვოდ მიეხუტა რატის, მანაც გაკვირვებულმა დახედა და ქვედა ტუჩ გამოწეულმა მოხვია მანაც ხელები....

- დილა მშვიდობისს
კმაყოფილი მიუჯდა მაშო დივანზე მიწოლილ დემეტრეს და ისიც მაშოს დანახვისთანავე გასწორდა,
- რავახარ მაშუნა,
თმაზე წაეთამაშა და რატის გააყოლა თვალი, რომელიც კეფაზე ხელის სმით წავიდა 'გაშლილი' მაგიდისკენ
- მშვენიალურად,
- ოხ ეს ახალ-ახალი სიტყვები,
თმაზე გადაისვა ხელი და მაშოსკენ ოდნავ მიიწია
- აუ მიდი რაა თუ გიყვარვარ თავის გამაყუჩებელი მომიცუნცულე
გაკრეჭვით ეცადა ბოლოს მაშოს მოთაფვლას და თავისი პატარა სიმორცხვის დამალვას და მაშოც სიცილით წამოხტა მოსატანად ....

უხმოდ და ტკბილად მიირთვეს საუზმე და მანამ სანამ დაიშლებოდნენ სამზარეულოში გაქცეულმა მაშომ დასაყოლებლად ცივი ყავის დამზადებაც მოასწრო, რადგან 'ოჯახური' ტკბილი საუბარი და ერთიანობა დიდხანს შენარჩუნებულიყო
- აიიი მოვედიი
სამი ჭიქით ნელა გამოვიდა მაშო და ჯერ ნენესა და ორ სტუმარს მიაწოდა შემდეგ გაიქცა დანარჩენის მოსატანად და გამოსულმა მათ წამოწყებულ საუბარს დაუგდო ყური,
- ბარემ მოხვედი და მე ჩემსას ვიტყვი,
ხელიდანვე გამოართვა რატიმ ჭიქა მაშოს და როგორც ჩვევია საქმიანად მოეწყო, ყველას გადახედა მზად იყვნენ თუ არა მოსასმენად და მაშოც რომ დაჯდა ხმამაღლა დაიწყო
- ზეგისთვის, ნუ ჯერ იმას ვიტყვი რომ თეოდორე, ყიდულობს ძაან სერიოზულ სახლს აღარ ხუმრობს კორპუსი და ერთ ოთახიანები იუკადრისა და პარასკევს ანუ ხუთ დღეში საღამოს აწყობს წვეულებას ანუ აღარ ხუმრობს მოხოდილია და გულაობს
სიცილი ვერ დამალა რატიმ ისე გადახედა მაშოს, რადგან იცოდა ყცელაზე მეტად მას გაუხარდებოდა თეოდორეს კარგი ამბავი
- ხოდა ზეგ ვგეგმავდი წასვლას თუ რა თქმა უნდა თანახმა ხართ და სურპიზის პონტში პირდაპირ წვეულებაზე დავადგეთ,
ხელები მიარტყა ერთმამეთს დასასრულს და ერთმანეთზე გაუხახუნა,
- აუ ძააან მაგარი იქნებააა ერთი სული მაქვს
მთელი გულით და სულით
მაშხალებს უშვებდა ნენე ისე ბედნიერად გრძნობდა თავს და ღიმილის შესაკავებლად ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის,
- რატი თუ ზეგ წავალთ პარასკევს საღამოს იქ რანაირად ვიქნებით?
ჩაფიქებულმა დასვა კითხვა და რატიმაც პასუხის დასაწყისშივე გადახვია ხელი
- ზეგ დილას წავალთ, მანქანით ჩემი მანქანით და გზაში დასვენებაც მოგვიწევს და იმ დროისთვის თითქმის იქ ვიქნებით
- აუუუ რამდენიმე დღით მგზავრობა?
წუწუნით ახედა და თან მეტად ეკომფორტულებო მანქანით სიარული, რადგან როგორც უნდოდა და სადაც უნდოდა იქ გააჩერებინებდა,
- უფრო ადრე გავიდეთ და ბევრ რამესაც ნახავთ,
საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები და მაშომაც წამიერადვე ღრმად შეიგრძმო დახუჭული თვალებით კოცნისგან დატოვებული ძლიერი სიყვარული
- აუ დღესს მოვაგვარებ ბარემ საქმეს გავწყვეტ ვაფშეე გადავწყდები დღეს და მეც დავეშვები ერთი მაგისიც,
დემეტრემაც გამოთქვა აზრი, რომელიც შეუდარებელი იყო მაშოსთვისაც და დარიო ხან ერთ მოსაუბრეს ხან მეორეს შეხედავდა ხოლმე
- ჩემი მანქანით წამოვალ მე დროებით იმას ჩავაბარებ ყველაფერს ჩვენ რომ ვიცით და ეგ არი რა,
თვალი ჩაუკრა რატის დემეტრემ პიროვნების მინიშნების გასაუმჯობესებლად და დარიოს გახედა
- წამოდი შენც,
- იქიდანაც მარტივი მოსაგვარებელია ჩვენთვის ხო იცი, მთელი იტალია იზვერება,
სიცილით გაუშალა ხელი რატიმ დემეტრეს ჩაარტყიო და მანაც ხმამაღალი სიცილით ჩაარტყა გაშლილ ხელს ხელი,
- აუ წელს ვერაა მარა ოდესღაც გესტუმრებით რა
- ანუ თანახმა ვართ დანარჩენები ხო?
გაკრეჭვით გადახედა რატიმ ყველას და მაშოც სწრაფად ახტა
- კიიიიი........
მთელი დღეები "ზეგინდელი" დღისთვის მზადება მიდიოდა თუ სადმე გადასაბარებელი იყო ან კომპანია დასატოვებელი ყველაფრის მოგვარებას სწრაფად ცდილობდნენ ყვავილები წინასწარ გააგზავნეს ქვეყანაში და ეს სალომეს მიაწერეს, მაშოს სახლზე უფრო ეფიქრებოდა იმდენად არ უნდოდა ამხელა სახლის მარტო დატოვება, უპატრონო და მოუვლელის ხილვაც კი არ წარმოედგინა, რაღაცით დარწმუნებულიც იყო რომ იქ ოდესღაც დაბრუნდებოდა, თუმცა მისი ფიქრები მაინც სულ სხვა იყო, სრული ალიაქოთი იყო, გადარბენა გადმორბენა დარიოსაც ჩაბარდა კომპანიის უფროსობა და ახალ თანამდებობას თავიდანვე კარგად ჩაუდგა სათავეში, ნენე და მაშო საყიდლებზე წასულიყვნენ და ნახევარი მაღაზია გამოეტანათ ხელში პარკები რომ არ ეტეოდათ ტაქსის მძღოლიც მათი პარკების თრევაში იყო, მართალია რატი ყველაფერს დატოვებდა, თუმცა ნენეს რაც კი შეეძლო თეთრეული ყველაზე ძვირიანი სამზარეულო ნივთები და მისთვის ძვირფასი ნივთები ყველაფერი წინასწარ მოაგროვა....
ისე არ გამოსულა ყველაფერი რომ რატის მაშო ასე უაზროდ ჩამოეყვანა იტალიაში სახლში გამოეკეტა და ჩაეყვანა, რადგან ერთი დღე კიდევ ჰქონდათ დილა ადრიან ააყენა მანდილოსნები, ჯერ წესიერადაც არ შემოსულიყო ოთახებში დღის შუქი, თუმცა მანამ სანამ მოემზადნენ სინათლემაც საკმაოდ მოიმატა, იტალიის დასათვალიერებლად ერთი დღე სულ არ იყო საკმარისი, თუმცა მილანის და რომის დათვალიერება, თუნდაც ცოტახნით აუცილებელი იყო, დასვენებისთვის უამრავი ადგილი აღმოჩნდა პლაჟები, ღვინოები, გასეირნება სანაპიროებზე, ადგილობრივების გაცნობა, ატრაქციონების დიდი რაოდენობა, ველოსიპედით სეირნობა სანაპიროებზე ერთი დღე, რომელიც მაშოს მთელ ერთ კვირად დაამახსოვრდა, ერთი საუკეთესო დღის სახით იტალიაში,
- მაშა ბოდიში რა
თავი მოიქექა რატიმ ჩვეული დამნაშავე სახით ისე დახედა წინ მდგომ მაშოს
- აქამდე რამდენი დრო გვქონდა და ერთი დღე ძლივს მოვიფიქრე რომ გამეყვანე, მარა გპირდები შემდეგ ჩამოსვლაზე სადაც გინდა იქ წავიდეთ,
თითქოს დანაშაულს ამ სიტყვებით გამოასწორებდა ისე გაბადარა სახე და მაშომაც რომ სიცილით მიარტყა მხარზე ხელი მიხუტებასთან ერთად მასთან ერთად დაიწყო სიარული....
საღამო მაშოს თხოვნით კაფეში გაატარეს და არა რესტორანში, თუმცა ეს მეტად სასიამოვნო იყო მაშოსთვის, ეცვა ის რაც სურდა, მხიარული საღამო გაატარეს ერთად რა თქმა უნდა ნაცნობი სასიამოვნო ამბებით და დაღლილები დაბრუნდნენ სახლში ერთი შთამბეჭდავი დღის კადრების დამახსოვრებით....

- დედააა ამდენი სად ჩავდო? სახლიც წავიღოთ?
დილის აჟიოტაჟის მერე სახლში შემოსულმა რომ ნენეს ჩალაგებული ბარგი ნახა გაკვირვება ვერ დამალა,
- თითქმის ისინი ჩავდე რაც ორ-ორი გვქონდა,
მხრების აჩეჩვით თქვა და შემოსულ დემეტრეს ღიმილით დაუქნია ხელი...
შემდეგ ბარგის გაზიდვამაც იმდენი დრო წაიღო ლამის შემოაღამდათ, ნენეს დაჟინებული სიქოფაკის შემდეგ არა მხოლოდ რატის არამედ დემეტრეს მანქანაც დაიტვირთა ნივთებით...
- აბა გაკოცეთ ორივეს, თქვენზე უკეთესისთვის ვისთვის დაგვეტოვებინა, იმ ქვესკნელს ჯობია, თან ბავშვიც მეტად უკეთ გაიზრდება, დედაშენ მიხედე ერთმანეთს გაუფრთხილდით და თუ რამე დარეკეთ,
დიდი დამშვიდობების შემდეგ გადაეხვია მაშო მადონას და ატირებული ბავშვის ხმაზე ანიშნა შედი აღარ გცალიაო,
კმაყოფილი იყო იმით რომ სახლს პატრონი ჰყავდა და ამავდროულად სანდო პატრონი, იმითაც კმაყოფილი იყო რომ ახლა გამოფატრული ქოხის მაგივრად სახლში აცხოვრებდა ბავშვიან ქალს და კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა ამისთვის, თითქოს მაინც ვერ ტოვებდა უკვე მიჩვეულ სახლს ისე ჩაჯდა მანქანაში,
- ხომ არაფერი გვავიწყდება?
ისევ დაპანიკებულმა წამოძახა მაშომ და დემეტრეს სიგნალზე გახედა მის მანქანას, რომელმაც რატის ანიშნა მე წავედიო
- რავი მაშა სახლი გვრჩება მხოლოდ აბა შიგნით არსებული ყველა ნივთი დედამ ჩადო არ გამორჩენია არაფერი,
თვალების ატრიალებით დაეწია დემეტრეს და სარკეში გამოჩენილ გამოსულ მადონას დასამშვიდობებელი სიგნალი დაუტოვა,
- ეე დამპალო, რატო უნდა დამეტოვებინა რავიცი კიდევ როდის ჩამოვალთ,
თავი გაიმართლა ნენემ და ფეხი ფეხზე გადადებული მიეყრდნო სავარძელს
- რატიი მე და შენი საბუთები?
ისევ აღელვებულმა გახედა რატის მაშომ და მაშინვე მიხვდა რატიც რომელ მათ საბუთებზე იყო საუბარი, ეს სწორედ ის იყო სადაც მათი ორ თვიანი ქორწინების დამადასტურებელი ხელ-წერილი ეწერა, რომლის თანახმადაც უკვე სამ დღეში ერთმანეთს დაშორდებოდნენ,
- აა იის, იცი რაა?
ცალი ხელით დაჭყნაული სახით "მოიფხანა" თავი და ცალი თვალით გადახედა მაშოს
- შემთხვევით წყალი გადავასხიი და დაიხა, დამნაშავე, კმაყოფილი და ამავდროულად განზრახ გაკეთების გამოაშკარავების ღიმილით გადახედა და მაშომაც მაშინვე გადააჯვარედინა მკლავები,
- შემთხვევით ხო?!
ვითომ გაუბრაზდაო ისე გახედა და გულში ფეიერვერკებსაც კი უშვებდა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება რომ გაანალიზა........
დაწყებული გზა ლაპარაკით დაფარეს განა რა ჰქონდათ ამდენი სასაუბრო, უბრალოდ ერთ თემას ახალ-ახალი სასაუბრო მოყვებოდა და რატიც გატრუნული უსმენდა ლაპარაკით არ დაღლილებს
- რამდენხანში მოგვიწევს ჩასვლა ანუ რამდენი ხანი უნდა ვიმგზავროთ?
მაგისტრალზე გასულებმა სიჩქარესაც რომ მოუმატეს მაშინ დასვა მაშომ კითხვა და რატიმაც ფიქრის გამო შეფერხების ხმები ამოუშვა
- მმ რამდენიი დაა, ესეიგიი მანძილი რუკაზე გათვლილია 2869 კმ, თუ ჩვენ საშუალოდ ვივლით ანუ საშუალო სიჩქარე 70 კმ/ სთ თუ იქნება მოგვიწევს ჩავიდეთ ერთ დღეში და შვიდ საათში ზუსტად გვაწყობს, მაგრამ თქვენი ცხოვრების ერთი საათი, რადგან სარკესთან უნდა გაატაროთ მაშინ მეტად ადრე უნდა ჩავიდეთ კიდევ ანუ ჩვენ რადგან საშუალოზე ჩქარა დავდივართ, კერძოდ მაქსიმალური სისწრაფით და დიდად ხშირად გაჩერებები არ გვჭირდება თქვენთვის სასურველ დროს ჩავალთ და შეგიძლიათ ორი საათიც იდგეთ სარკესთან
ბედნიერი ხმით დაასრულა ლაპარაკი და ამავდროულად გამოთვლები, ფიქრებით რომ სრულიად გააბედნიერებდა ორ მანდილოსანს, რომელიც დაბღვერილი შესცქეროდა საჭესთან მჯდომს,
- მომისმინე! ჯერ ესერთი სარკესთან ერთი საათი არ ვდგავარ! მერე მეორე თუ ვდგავარ იმიტომ რომ ჩემი თავი სასურველ მომენტამდე გავალამაზო...
- აი აქ შეგაწყვეტინებ
თითის აწევით გააჩერა მაშო და სიტყვაში ჩაეჭრა
- ვიცი ზოგადად მაკიაჟს არ ისვამ მაგრამ მერწმუნე, მხოლოდ ტუჩებზე რომ ისვამ ხოლმე იმ რაღაც ბრჭყვიალას კაი გემო რო აქ...
- გლოსია ეგ
ღიმილი ვერ შეიკავა მაშომ ისე ჩაეჭრა ახლა თვითონ საუბარში და ნენეც სწრაფად ჩაეჭრა სიცილით შუაში,
- მაშო თან კარგი გემო რო აქვსო
რატის სიტყვა რომ დაიჭირა ახლა მხოლოდ მასზე ეფიქრებოდა და ხმამაღლა და გულიანად სასაცილოდაც ჰყოფნიდა, მის სიცილზე ეცინებოდა უფრო მაშოს ისე გახედავდა ხოლმე ნენეს
- მე ზოგადად დაცინვისა და ბულინგის წინააღმდეგი ვარ,
დაბალხმაზე თავის დაქნევით ამოილაპარაკა რატიმ რომლის ხმასაც ნენესა და მაშოს სიცილი ფარავდა,
- ოხ რაღა ვქნა
უკან გადაიწია ნელ-ნელა დამშვიდებით ნენე
- გავარგრძელო?
იკითხა და სანამ ნება არ დართეს ხმაც არ ამოუღია
- ხოდა ეგ გლოსი, თვალებზე რო ისვამ ხოლმე რაღაცას და ვსო მეტი არ არი საჭირო და აი რასაც დაგაკვირდით ზოგადად გოგოებს ანუ ეგ რაღაც რასაც სახეზე ისვამთ ასაკს გმატებთ გამიგეე?
ყველა არ ვიცი მარა,
- მოიცადე ვერ გავიგე რას გვიკონტროლებ?
ინტერესით ახედა მაშომ და საჩხუბრად მოემზადა, თავიდან წყნარად დაელოდა მის პასუხს და არ მოწონების შემთხვევაში ენაზე მომდგარ სასტიკ სიტყვებს მიუძღვნიდა
- გიკონტროლებთ არა..... იის, გეუბნები სხვა არ ვიცი, მე თქვენ გეუბნებით, არც გიკრძალავთ და არც გიკონტროლებთ დაარქვით რჩევა კაცის თვალით, გეუბნებით იმას რომ წამწამებზე რო ისვამთ ეგ და ტუჩებზე რაც გინდათ ყველაზე სადაა, სრულად ბუნებრივია და აბსოლიტურად ყველა ქალს უხდება, სელენა რო მოდიოდა.... აუუუუუ გაგაჯული და თავისი რეალი სახე არ უჩანდა ვაფშე, მაგას ვერ ვიტან აქვე ვიტყვი,
- ხო მაგას ვერც მე ვიტან, მაკიაჟის გარეშე სულ სხვა იყო ყოველთვის,
ნენეც ჩაერთო საუბარში და მაშომაც ინტერესით გახედა
- დაჟე მაკიაჟის გარეშე უფრო ლამაზი იყო მანამ ზედმეტად დაიბერებოდა
რატიმ გააგრძელა დედასთან საუბარი ახლა და მაშოც ჩუმად უსმენდა მათ დიალოგს
- კიი ბროლივით გოგო იყო...
- ხო მარა რა ოქროც არ უნდა იყო მარტო სილამაზე ცხოვრებაში წინ მარტო დებილებთან წაგიყვანს და დაჟე ეგეც დებილი იყო რო იბერებოდა, ხოდაა მცირედი მაკიაჟით აფსოლიტურად ყველა ლამაზია
დაადასტურა და წინ მაღალი სიჩქარით წასულ დემეტრეს დაუსიგნალა ისე მოუმატა თავადაც გაზს
- ჯობია ყველამ ჩვენ ტაკოს მივხედოთ ხო მაშო?
წამოწეულმა გადახედა მაშოს და მაშოც მაშინვე დაეთანხმა,
- ყველას თავისი ერთი სიცოცხლე აქვს და როგორც მას უნდა ისე გაატარებს
ნიშნის მოგებით ახედა მაშომ რატის და მანაც ცალი თვალით რომ გადახედა სიცილი აუტყდათ.....
თითქოს თავიდან ადვილიც კი იყო, თუმცა მეორე დღეს უკვე გაუსაძლისიც კი გახდა მხოლოდ ჯდომა, მართალია ხშირად აჩერებდა რატი, თუმცა მაინც ზედმეტად მოსაბეზრებელი იყო, მხოლოდ მუსიკები საუბარი და მუდმივად ჯდომა, საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს თუ არა საერთოდ არცერთს ახსოვდა ზედმეტი დაღლა, ჰაერი მონატრებული და თითქოს ახალი სხივის სამყარო შეიქმნა მაშინვე, თითქოს სულში რაღაც შეიცვალა თითქოს რაღაც ახალი შეემატა სხეულს, თითქოს მზეც კი სხვა იყო, განსხვავებულად საოცარი სინაზით საოცარი ფერებით და სილამაზით ჩადიოდა, ფანჯარაში გადაეყო ნენეს თავი და ახმაურებულ ძლიერად მიფრქვეულ ჟანგბადს თვალებ დახუჭული შეიგრძნობდა, ეს იყო ახალი მაცოცხლებელი ძალა ახალი სიცოცხლე და სრულიად განსხვავებული ბედნიერება. ერთი სული ჰქონდათ როდის მიახწევდნენ სახლში მარტო დარჩენილ ნაზისთან, როდის მოხვევდა მაშო ხელს მონატრებულ ქალს და უკვე წარმოედგინა კიდეც ეს ბედნიერება, "ფართი" ზე მისულს ნაცნობების რეაქცია და თავად თეოდორეს სიხარულიც წარმოედგინა, როგორ ჩაიკრავდა გულში და ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა,
- დემეტრე სად წავიდა? საერთოდ აღარ გამოჩენილა
- მისამართი აქვს ნაზის დაადგება სხვაგან არ წავა
სწრაფად გასცა რატიმაც პასუხი და ნენეს გახედა სარკიდან, გაეღიმა მის საქციელზე და გზას მიაქცია ისევ ყურადღება.....

- ღმერთო და ეს კი ტანჯვა იყო მაგრამ არ მჯერაა, არ მჯერა რომ ახლა სახლში ვარ
ყველაფერი დაყარა რაც გზად კალთაში ეყარა მაშოს ისე გადახტა მანქანიდან, რომელიც სახლის ზედა გვერდზე დაეყენებინა რატის და დემეტრეს მანქანაც მას რომ მიუცუცქდა სიცილით გადაყვა მაშოს,
- ვთქვი რომ სახლები აერევა მეთქიი?
დაცინვითვე გახედა დემეტრეს მანქანაშივე და მაშოს დააკვირდა, რომელიც თავის ფიქრებში გაშეშებული იდგა და უყურებდა სახლს მის მონატრებულ, 'პატარა' და მოგონებებით სავსე სახლს, იმდენი რამ ახსენდებოდა და ისე სწრაფად უნდოდა შესვლა გული მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა მათ გარეშე მაინც არ აპირებდა, დემეტრეც უკვე მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან უბანი მოათვალიერა ხალხის შესამოწმებლად და რამდენიმე სახლის ფანჯრიდან გადაწეულ ფარდაში ინტერესით სავსე ორი თვალის დანახვისას სიცილს ვერ მალავდა,
- ახლა ფიქრობენ ვისთან არიან მსგავსი მანქანის პატრონები თუ მსგავსი სიმპათიურობის პატრონი?
ინტერესით დასვა კითხვა დემეტრემ, ისე ჯიბეში ხელ ჩაყოფილი მიუახლოვდა მაშოს და რატის სხარტი მზერაც არ გამოეპარა
- მოიცა სიმპათიურობის პატრონში მხოლოდ შენი თავი იგულისხმე?
- ჰო რა თქმა უნდა
უდარდელი მზერით გახედა უკვე გვერდზე მდგომს და მაშოს ყურადღებაც მათ მიიპყრეს, მოვლენების განვითარების ინტერესით ახედა ორივეს ისე შეუტრიალდა მათ
- ვაღიაროთ რომ ყოველთვის შენზე სიმპათიური ვიყავი,
სერიოზული თან მკაცრი ტონით აუწია ცხვირწინ თითი დემეტრეს რატიმ და გამაფრთხილებლად დაუქნია, მაშომაც შეცხადებით და ისე თითქოს შოკის მომგვრელი ფაქტი გაიგო მის შესახებ ისე აიფარა ტუჩებზე თითები და მაიმუნობაში აყვა მათ, სანამ ნენეს ელოდებოდნენ მანამ ის ნაზისთვის გამზადებულ საჩუქარს გადმოაწყობდა,
- ჯანდაბაა,
ხმამაღლა შეიცხადა მაშომ თან და მისკენ ნელა გადაიწია
- შენს ადგილას არ ვაპატიებდი დემე,
ვითომ ჩურჩულით ამოთქვა სიტყვები და დემეტრემაც გაბუტული მზერით მოავლო თვალი, რატის ატრიალებული თითს ხელი დაარტყა ისე დააწევინა
- ვინ მოგატყუა? ბავშვობის ტრამვა გაქვს აშკარად,
- რა ტრამვაა ხო არ დაგიცურდა?
პასუხს მოყოლილ ახალ თემაზე გაკვირვება ბრაზთან ერთად ვერ დამალა რატიმ და ხმამაღლა ახარხარებულ მაშოს მკაცრად შეხედა
- ტრამვაა
ხმამაღლა ამოილაპარაკა მაშომ ისე გააგრძელა სიცილი და როდესაც რატიმ მკაცრი და ამავდროულად მძიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ დასერიოზულებასთან ერთად დაიხია უკან,
- ვსო შევედით,
დიდი ქაღალდის პარკებით გამოძვრა ნენე მანქანიდან და კარები იდაყვით მიკეტა,
- მოდი დაგეხმარებიი
წინ წაიწია რატი რომ მისთვის პარკები გამოერთვა, თუმცა უკან შეძლებისდაგვარად დაწია ნენემ
- არაა მეთვითონ......
კარები შეაღო თუ არა ხმამაღლა დაუძახა ნაზის მაშომ გული თავადაც ძალიან უცემდა ნერვიულობისა და მონატრებისგან, სამზარეულოში მყოფმაც სწრაფად დაყარა ტილო რომ სტუმრისთვის გაეხედა, მანამ გავიდოდა მეორედ გაიგო ხმა დაძახების და ადგილზე გაქვავდა წამით ხმა ეცნო ძალიან მონატრებულ ხმას მიამსგავსა, თვალების ცეცებასა და ღრმად სუნთქვასთან ერთად მოუარა მაგიდას ფეხიც კი აღარ დაუდგამს ძირს ისე გავიდა ოთახში, კარებში წინ მდგარი მონატრებული ნახატი დახვდა, მისი ხმაც რომ სწორად იცნო ახლა რომ მის წინ ხედავდა ემოციურობის ფონზე დაემანჭა ქალს სახე სწრაფად აიფარა ხელები ტუჩებზე და ცხელი და ამავდროულად ბედნიერი ცრემლები გადმოყარა, სირბილითა და სიცილით მიუახლოვდა მაშო ბებიას დანახვისთანავე გულში უნდა ჩაეკრა, თუმცა მოეხვია თუ არა მოუწია დაეწყნარებინა ატირებული ქალი და თან მის რეაქციაზე ბედნიერ ღიმილს ვერ იკავებდა,
- ბებო,.... ჩემო გოგო,....ჩემო განძო,..... ჩემო ედემის ვარდო,.....
ტირილით უსვამდა თავზე თბილ, დანაოჭებულ, ლამაზ თითებს და გულში იკრავდა ჯერ მისთვის ისევ პატარა ცელქ მაშოს, ჩვეული თბილი სიტყვებით ეფერებოდა, რომელიც მაშოს იმდენად მონატრებოდა გულიც კი აჩუყებოდა, შუა ოთახში უხმოდ იდგნენ დანარჩენებიც და ნენეც ცდილობდა ნაზის რეაქციაზე ცრემლები არ გადმოეყარა,
- გენაცვალა ბებომ,.... მოხვედი....
- მოვედი ბეე მოვედი....
- შენ შემოგევლოს ჩემი თავი...
წყნარებაში მოიშორებდა ხოლმე მაშოს ისე შეხედავდა, მთელ სახეს უკოცნიდა აკანკალებული ხელებით, ბედნიერებას ვეღარ ტევდა გულში ჯერ შუბლზე აკოცა შემდეგ ნიკაპზე შემდეგ მარჯვენა ლოყაზე და ბოლოს მარცხენაზე, ტუჩებითვე გადასახა პირჯვარი და ხელახლა მიიხუტა, ღიმილით უყურებდნენ ბიჭებიც და ნაზიმაც რომ უკვე შეამჩნია რატი, ცალი ხელით მიიხმო ისიც, ღიმილითა და დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა რატიც
- შე კაცოო, რა ხარ ამისთანა
გზაშივე შეაქო თავისი უცნაური შექებითვე და მის ღიმილს ღრმად დააკვირდა ისე ჩაეხუტა დახრილს და მისი სახე ხელებში რომ მოიქცია ისე დააკვირდა,
- ასე არ ჯობია? მეტად სიმპათიური ხარ, მეორე სხივი ხარ ოჯახში, გენაცვალე
ისევ შეაქო, თუმცა ვერავინ მიხვდა რატომ იყო რატი უფრო სიმპათიური, რადგან არაფერი შეცვლილა,
- ბებია ისევ ისეთია,
სიცილით შეხედა მაშომ რატის ფიქრებით რამე გამორჩა და ვერ შეამჩნია თუ იმდენად მიჩვეული იყო მის ყურებას ვერ ამჩნევდა
- როგორ არი ისევ ისეთი აბა თვალებში ჩახედე, რა ღრმად ჩანს სოცოცხლე, აქედან რომ წახვედით მაშინ მსგავსი არ ყოფილა,
თითის დაქნევით დაუტყაპუნა ხელი მხარზე რატის და ცოლ-ქმარი ერთად შეათვალიერა, ისევ აიფარა მათ დანახვაზე ტუჩებზე ხელი და ცრემლების შეკავებაც შეძლო რადგან ორი უცნობის შერცხვა, რომელიც მათი ნახვის გამო უნებურად დააყენა სტუმრები ფეხზე
- ბოდიშით დაგაყენეთ ფეხზე,
სწრაფად დაფაცურდა ისე წავიდა მათკენ
- მოიცა ბებია თან გაგაცნოოო დაა მერე დავსსხდეეთ,
- ეს ქალბატონი ნენეა რატის დედაა და ეს ჩვენი დემეტრეაა შენი სალომეს ძმა,
დემეტრეც ღიმილით მიესალმა თავის დაკვრით და ნაზიმაც სწრაფად მიანიშნა დივანზე გაცნობის შემდეგ,
- ეს თქვენნ, ოჯახში პირველად ვარ, თან ისეც მოხდა რომ იმ დღეს როცა მე აქ უნდა ვყოფილიყავი მათ გვერდით, ვერ მოვახერხე მათი გვერდში დგომა,
თბილი და მშვიდი საუბარით გადააწოდა პარკები ნენემ და ნაზიც უხერხულად წაიწია მისკენ თავად რომ მოუმზადებელი დახვდა,
- ბებია სპეციალურად არ გითხარით ნუ ხარ მსგავს გრძნობებში,
მიხვედრილი გაეკრიჭა მაშო ბებოს და სწრაფად წამოხტა
- უღრმესი მადლობა, არ ვიცოდი თორე არ მიყვარს მსგავსი დახვედრა,
მაინც ვერ დამალა უხერხულობა და ისე მოისვა ხელზე ხელი,
- რას ლაპარაკობთ, ერთი ოჯახი ვართ, მიუხედავად იმისა რომ ახლა გაგიცანით პირადად მე თქვენზე ბევრი რამ ვიცი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ხმამაღლა ვიტყვი, რომ მსგავსი პიროვნება აღზარდეთ! მაშო არის ჩემი დამატებითი სიცოცხლე
ღიმილით გახედა მაშოს გულწრფელი თბილი მზერით და თვალი ჩაუკრა
- ძალიან დიდი ბოდიში თან გაგაწყვეტინებთ, ჩვენ დავაგვიანებთ ასე თუ ვიჯდებით ამიტომ თქვენ ყავას მოგართმევთ და ბებია მერე ჩვენ მივდივართ თეოდორესსს წვეულებაზე ,
ადგილზე წაიცეკვა მაშომ ისე წამოხტა და სამზარეულოსკენ გავარდა
- უი ისე კი წავიდნენ ბავშვები უკვე,
ნაზის სიტყვები მაშოსაც მიწვდა სამზარეულოში და იქიდანვე ხმამაღლა გაძახა
- ხო აბაა ახალი უბანი, ამხელა სახლი აუზით, ახალი თანამდებობა, შეიცვალა ჩემი თედორე,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა თან მეტად ამაყი იყო თეოდორეს თანამდებობის შეცვლით
- ჯერ არ ჩამოსულხარრ და უნდა გაიქცე ისეევ?
ინტერესით ახედა ნაზიმ და მაშომაც სამზარეულოში მიმავალმავე გასცა პასუხი
- სულ ცოტახანს ბეე....
.....
თან ნაზისა და ნენეს საუბარს უსმენდა და თან ყავას აკეთებდა, უცებ გახსენებაზე გაყო თავი სამზარეულოდან და ბიჭებს გადახედა
- ძაან დიდი ბოდიში რაა ბებია დემეტრეს შეგიძლია ოთახი აჩვენო? რომ მოწესრიგდეს,
გაკრეჭვით თქვა და ნაზიც რომ უცებ წამოდგა უკვე დაიმედებულმა განაგრძო ყავის 'ამოყვანა',
- მაშა და მე რა ვქნა
დაბალი, ამავდროულად თბილი და წყნარი ხმის მერე იგრძნო სასიამოვნო ხელების მოხვევა წელზე მაშომ და თავადაც თავისუფლად აეკრო უკან მდგარ ძლიერ სხეულს,
- რა უნდა ქნა?
ინტერესით ახედა მის ყელზე თავ მიკრობილმა და მისი მზერაც პირველად ტუჩებს ეკუთვნოდა შემდეგ შეხედა თვალებში რატის, რომლის მზერაც მხოლოდ ბაგეებზე მიმართული იყო,
- მეც მინდა მოწესრიგება ცუნცულ,
სანამ მაშო გასწორდებოდა ვერ შეკავებული კოცნა აჩუქა მაშოს მოწყვეტით და მანაც ჭიქა რომ დადო ხელახლად მოხვია წელზე ხელი,
- აიი გავამზადე გავიტანოთ და მე მოგხედავ,
ადუღებული წყლით შეავსო ჭიქები უხმაუროდ მოურია სწრაფადვე გადარეცხა კოვზი და ორივე ჭიქას ერთდროულად დაავლო ხელი,
- მომე მომე დაგეწვება,
სწრაფად გამოართვა რატიმ ერთი ჭიქა და მაშოც კმაყოფილი წავიდა წინ...
- გემრიელად მიირთვით
- ხოდა ამას მისაყოლებელიც უნდა ბებო,
ნაზიმ ახედა ღიმილით და მისწავლება დაიწყო თუ სად ჰქონდა გადანახული ტკბილეულობა, პირველად გაუმხილა ბებიამ თუ სად ინახავდა ტკბილ შოკოლადებს, რომელიც მაშომ ძალიან დიდი ხანია იცოდა და გველური ჩაღიმებით წავიდა სამზარეულოსკენ
- უიმეე ისევ მანდ ინახავვვ ბეეე,
სიცილით დააყოლა ისე რომ არ გამოუხედავს ნაზისკენ
- ჰმჰ შეხედე ამას,
გული მოუვიდა ნაზის ისე გახედა უკვე სამზარეულოში შევარდნილს
- ნუ გეშინია ბებო აწი აღარ მოგპარავ ქმარი მიყიდის,
თავი გამოყო სამზარეულოდან, უცოდველი ღიმილით მოჭუტა თვალები და სწრაფი და საყვარელი ხმის მიღებით დააწყნარა ნაზი, ჩაღიმებით მოისვა რატიმ კისერზე ხელი და თავი შეუმჩნევლად გააქნია.......
დიდად არავინ გამოკაზმულა სპორტულად გამოიყურებოდნენ ბიჭები ტყუპებივით შეერჩიათ ტანსაცმელიც შავებში გამოწყობილებს ძლიერი და იდეალური სხეული კარგად გამოკვეთოდათ ამავდროულად მაშოს არც ისე მოკლე, მაღალწელიანი, თეთრი ქვედაბოლო ამოეცვა ისე თითქოს ლამბადის საცეკვაოდ მიდოდა, ბრეტელებიანი ღია ცისფერი თეთრ ყვავილებიანი ტოპი და მაღალწელიანი ფეხსაცმელები ეცვა, თმა გაეშალა და ეს ტალღოვანი თმაც უკან საჯდომს სრულად ფარავდა, ულამაზესი იყო მცირედ მაკიაჟში, ამავდროულად ბიჭების ჩასაცმელსაც კი ძალიან შეეფერებოდა,
- წავედით,
ოთახიდან გამოხტა მაშო და მხოლოდ ნენე და დემეტრე რომ დახვდა იმედგაცრუებულმა მოიკითხა დანარჩენი,
- რატი გარეთ გელოდებათ და ნაზი სამზარეულოშია ვერ ისვენებს,
ღიმილით წამოდგა ნენე
- აა კაი,
მოკლე პასუხით შევარდა სამზარეულოში და ბებია ლოყების წელვით გააწვალა,
- წავედით ბებია, მიყვარხარ და მოვალთ მალე,
- ჭკუით იყავი,
საჯდომზე მიცხო ხელი ნაზიმ უკან გამოსულს და მაშომაც კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი,
- წავედით დეე და მოვალთ მალე,
სიხარულის ფონზე წამოიძახა სიტყვები ისე მოეხვია თითქოს შემრკთალ ქალს, მოშორდა თუ არა ნენეს გაოცებული მზერა არ გამოპარვია ვერც კი მიხვდა რამ გააოცა ასე ნენე, თავადაც გაკვირვებული მიტრიალდა და მისი ნათქვამი სიტყვები გულში გაიმეორა, ისევ ვერაფერი აღმოაჩინა გასაკვირი,
- ერთმანეთს ყურადღება მიაქციეთ დეე,
თბილი სიტყვები დააწია მაშოს ნენემ და მაშოც კოცნის გაგზავნით მიუტრიალდა,
უკვე დაბნელებული იყო გარეთ ლამპიონები ანათებდნენ ლამაზად ქუჩებს, დემეტრემ დაუთმო მაშოს კარები, მაშომაც სწრაფად გამოაღო კარი და მომავალი რატის წინ კიბის მაღალ საფეხურზე დახტა ისე მოხვია ხელები რამდენიმე სანტიმეტრით დაპატარავებულ რატის და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა
- აბა სად მიდიხარ?
ღიმილით დააკვირდა ოდნავ მოშორებული და რატისაც უნებურად გაეპო ბაგეები მაშოს საქციელზე, სწრაფად წაავლო ხელები წელზე ისე ჩამოსვა ძირს და ახლა თავად დახედა მას,
- ვიღაც ძალიან ბედნიერია,
სიცილით ჩაუარა წყვილს დემეტრემ და მაშოც უცებ დაუსხლტა ხელიდან რატის, მანაც სახე უცებ დაასერიოზულა და თვალებ დახუჭულმა ამოიხვნეშა,
- შენი მანქანით დავეშვათ რა,
რატის მანქანას მიუახლოვდა თუ არა დემეტრე მაშინვე გააღო რატიმ მანქანის კარები და დემეტრემაც უკანა კარები რომ გამოაღო სწრაფად შეხტა მაშო,
- მადლობა ჯელტმენო,
თავის დაკვრით თქვა და კარები მიიკეტა,
- ჯელტმენო?
გაკვირვებულმა დასვა რიტორიკული კითხვა და ხელებიც გაკვირვებისგან აატრიალა ისე ჩაჯდა წინ, ისე ბედნიერი იყო ვერ ზომავდა მაშო ვერანაირ ემოციას მოთმენლად ელოდა მთავარ მომენტს
- არადა გითმობდი,
- აქაც კომფორტულად ვარ,
ყურებამდე გაეკრიჭა მაშო და რატიც რომ ადგილზე მოკალათდა მათ სკამებს შორის შუაში ჩაჯდა მაშოც......
- ესს ნახეეე სუფთაა კლუბიაა, კარებიი ღიაა შედი გამოდი ვისაც უნდაა,
ღია კარები შეაღო მაშომ უკმაყოფილოდ თეოდორეს საქციელზე და სახლის თვალიერება დაიწყო, სადაც არავინ არ ჭაჭანებდა შუქებიც ჩამქრალი იყო პირველ სართულზე და ზევიდან მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკების დახშული და ამავდროულად ხმამაღალი ხმა ისმოდა,
- არაჩვეულებრივი არჩევანი, მაშა სადმე აქ ხო არ გვენახა სახლი?
ინტერესით მოავლო წამში თვალი პირველ სართულს რატიმ და მაშოს ხელში ახლართა თითები
- აუზი თუ ექნება კი,
- სერიოზულად? აუზს ისეც ჩავდგამთ, სახლი აუცილებელია თან კარგი დასახლებაა არ გევასა?
ინტერესით დახედა ისე წავიდა მაშოსთან ერთად კიბეებისკენ
- ხოო აშკარად მდიდრები არიან რა იცი იქნებ ერთ ორ მდიდარსაც გამოვკრა ხელი
ამ სიტყვების მერე მაშინვე უხეშად უშვა რატიმ ხელი მაშოს და კიბეებზე წინ ავიდა, მეორე სართულზე ნახევრად ღია კარების გამო მისახვედრი იყო სადაც იყო მოწყობილი ფართი და რატიც სანამ კარს შეაღებდა მანამ გააღო ჰორიზონტიდან შორს კარები თავიდან უცნობმა ადამიანმა, რომელიც ოთახში შემოვიდა, თავიდან უხერხულად გადაიწია თმა უკან წინ თავდახრილი წამოვიდა და მალულად მოავლო თვალი ადგილზე გაშეშებულ სამეულს, რომელიც არაჩვეულებრივად ცნობდა სალომეს,
- მართლა ვერ მიცნო?
ხმადაბლა გაუხედავად იკითხა დემეტრემ და სალომეც რომ ადგილზე გაქვავდა ისევ ინტერესით დააკვირდა
- ძმა ზურგი გამიმაგრე,
სწრაფად გადაჩურჩულა რატის სალომეს შეცვლილი სახე რომ შეამჩნია დემეტრემ და ისიც ძმის სახელის ძახილით, ქარიშხალივით გამოქროლდა, წამის მეასედში ძმის მენჯებზე მოთავსდა და რატიც სიცილით ედგა დემეტრეს უკან,
- ჯანდაბააა როგორ მომნატრებიხარ,
ძლიერად მოხვია ხელები დემეტრემ, ღრმად შეისუნთქა მისი მონატრებული სურნელი და საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები,
- დამპალოო და თან ჩემო სუნთქვააა,
მის კისერშივე ამოილუღლუღა სალომემ და მის შეცვლილ ხმაზე ფერებაც შეწყვიტა დემეტრემ,
- სალო,..... ტირიხარ?
ინტერესით იკითხა გაშეშებულმა და სალომესაც ხმამაღლა რომ წასკდა ტირილი რატისთან ერთად აუტყდა დემეტრეს სიცილი,
- ეე დამპლებოო ნუ დასცინით,
მაშინვე მხარზე მიარტყა მაშომ რატის ხელი და თან მათ საყვარელ სიცილზე კმაყოფილმა ჩაიღიმა, მხარი გვერდზე გაწია რატიმ დასერიოზულებული, გაბუტული სახით დახედა მაშოს
- შენ ნუ მეხები!
გამაფრთხილებლად უთხრა და წინ წაიწია, დემეტრემ კი ატირებული სალომე მოიშორა, ძირს დასვა რომ უკეთ ენახა მონატრებული, ატირებული დის სილამაზე და მანაც თავი რომ ჩახარა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე ისე გაუწელა ლოყები,
- რა გატირებს? თუ ასე არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა შემიძლია უკან გავბრუნდე
თითით ანიშნა კიბეებისკენ და სალომემაც ძლიერად დაარტყა მხარზე ხელი,
- დამპალოო რატომ არ მითხარი?
- სიურპრიზი ლამაზო,
ისევ უჩქმიტა ლოყაზე სალომეს, რომელიც დაწყნარებული ცრემლებს იწმენდდა და ისე აეკრო მკერდზე
- რა რთული იყო უშენოდდ
წუწუნით აეკრო და სრულ სიმშვიდეს გრძნობდა, ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნო თავი და უფრო მეტი სითამამე შეემატა მაშინვე,
- ხოო არაა? რას მორბოდი?
თან მიხუტებულს თავზე თავი თბილად დაადო ისე მოხვია ხელი თან მზად პასუხებს კითხვის ფორმითვე უბრუნებდა
- რაღაც უშენოდაც ხომ უნდა შევძლო?
- ხოდა ხომ შეძელი
თავზე აკოცა ისევ და უკან მხარზე დატყაპუნებულ თითებს არ იმჩნევდა,
- დემეტრეეე მიგვიშვი ჩვეენც
მაშო ეცადა მხრით გამოწეულს მოეშორებინა და-ძმა ერთმანეთს, თუმცა ისევ ვერ შეძლო
- თვითონნ არ მშორდებაა
თავი გაიმართლა და გადააბრალა თუ არა სალომეს, სალომემაც მაშინვე უშვა ხელი სიცილით
- მოდი გოგონი ახლა ჩემთააან
ხელები გაშალა მაშომ თავის აწევით და მანამ წინ წავიდოდა და მოეხვეოდა სალომეს მანამ ჩაავლო რატიმ სალომეს ხელს ხელი და თავად გადაეხვია სახე გაბადრულს, რომელიც რატისთან ძალიან უხერხულადაც კი იყო, მაშოსაც სწრაფად დაებერა გაბრაზებისგან ლოყები ისე შემოირტყა დოინჯები, უხერხული ღიმილით მოშორდა სალომე ისე წავიდა მაშოსკენ ბოლოს და ისიც ღიმილით მოეხვია
- აბა როგორია აქ?
მოშორებისთანავე იკითხა და სალომემაც მაღლა აღაპყრო ხელები,
- მიუხედავად ეერთი რამისაა მაინც საოცარია, შენ რო არა ნაზი ბებოსაც ვერ გავიცნობდი და ვერც მსგავს საოცარ გოგოებს, ძალიან დიდი ვალი მაქვს,
გულწრფელი საუბარითა და ღიმილით მოეხვია კიდევ და გვერდში ამომდგარ ძმას მიეხუტა,
- არა ახლა ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ ბევრი საუბარის გარეშე კეთილი იყოს ჩვენთან,
ლოყაზე უჩქმიტა მისკენ გადაწეულმა მაშომ და ახლა თავის შეხვედრას ელოდა,
- სად არის ჩემი ბიჭი?
კითხვით გახედა კარებს, რომელსაც რატი ჩამოფარებოდა და გვერდზე გულაჩქარებულმა გადაწია,
- თუ შეიძლება საჯდომი გაწიეთ მიშლის,
წაეცინიზმა მაშო და კარებში შევიდა, ხალხს აერია სანახაობით გაკვირვებული, რადგან ბევრ უცნობს ხედავდა და თითქმის ნაცნობს არც არავის, მაშინვე თეოდორეს ძებნა დაიწყო ყველა კუთხე მოათვალიერა ვერსად რომ ვერ ნახა სახე უცებ მოეღუშა მაღალი მოაჯირისკენ წავიდა სასმელების მაგიდისკენ და დახრილი თეოდორეც რომ გასწორდა ჭიქით ხელში ხტუნვით წავიდა მისკენ, შეტრიალებულს უბრწკინა წელზე
- დებილოო,
საყვარელი ხმით დაუძახა მაშომ და ზურგზე შემოლაგებული ხელებით დაიწყო ლოდინი
- მომენატრე თედო,
მანამ მოტრიალდებოდა კიდევ ერთხელ
მოასწრო თქმა
- მეღადავები?
შემოტრიალებისთანავე ჯერ უცნაურად დააკვირდა შემდეგ პირზე აიფარა ცალი ხელი თეოდორემ და თავი უკან გადაწია,
- მაშოოო,
პირი მომუწა ჰაერშივე ისე დახედა მაშოს შემდეგ დახედა სასმლით სავსე ჭიქას სადაც ისევ მაშოს გამოსახულებას ხედავდა ჯერ ისევ უხეშად დადო სამზარეულოს გამოტანილ 'მოაჯირზე' ჭიქა და წინ მდგომ გოგოს გახედა ვინც სხვა ეგონა მაშოს წარმოდგენით,
- თედოო
ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა თვალებ დახრილმა და ქვევიდან ქვედატუჩ გამოწეულმა ახედა , სწრაფად წაავლო თეოდორემ წელზე ხელი და ჰაერში დააბზიალა, ხმამაღალი ბედნიერების სიცილმა მიიქცია ხალხის ყურადღებაც და შორიდან ღიმილით წავიდა მათკენ რატიც, ღიმილით დასვა თეოდორემ ისე მიიხუტა
- ასე ჩუმად?
თან კითხვა დასვა და თან ისე ეხვეოდა მაშო ლამის მოგუდა,
- მოიცა შემომხედე,
სწრაფად მოიშორა ისე შეუთვალიერა სახე ნელა დაატრიალა ისე დააკვირდა სრულად და ისევ ბაგეებ გახსნილმა წარბებ შეხრილმა აიფარა ხელი პირზე,
- მართლა შენ ხარ!
ისევ ამოილაპარაკა და ხელთავიდან მიიკრო მაშო თავის თმიანა,
- რა დღეში ხარ უჩემოდ თედო?!
ვითომ გაბრაზებული მოშორდა ისე ანიშნა ყველაფერზე და რატიც რომ მოვიდა ღიმილით გადაეხვია თეოდორეც,
- ბედნიერ და წარმატებული ცხოვრება ძმა
პირდაპირ მილოცვით დაიწყო რატიმ და კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი
- კეთილი იყოს
მხარზე ნაზად დაარტყა ხელი და შორიდანვე ხმამაღალ მაშოს სახელის კივილზე მაშოც რომ ხტუნვით გავარდა ორი გამოქცეული გოგოსკენ სიცილით გახედა რატიმ.....

- მიხარია რომ ჩამოხვედით და ისიც მახარებს რომ მაშო ბედნიერია,
ისევ მხარზე დაარტყა ხელი ნაზად და მაშოს გახედა, რომელიც გოგონებს ერთდროულად ეხვეოდა ხან რომელს კოცნიდა ხან რომელს
- ჰო დაიღალა კიდეც ერთი პერიოდი, თუმცა დამაჯერა კიდეც რომ ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებს არ აქვს
ღიმილით უყურებდა რატიც მაშოს და ეცინებოდა კიდეც მის ბედნიერებაზე, რომელსაც ვერ თოკავდა და ბავშვივით დახტოდა ისე მიეხუტა ვაჟასაც, რომელიც ნამძინარებსა და ახლად გაღვიძებულს ჰგავდა,
- როგორ ჩაიარა ყველაფერმა? როგორ გაატარეთ დრო?
მშვიდად მიუტრიალდა თეოდორე რატის ისე დაეყრდნო მოაჯირს და ინტერესით დააკვირდა მაშოს მაყურებელ რატის
- ვნანობ! ......ძალიან ბევრს ვნანობ, იმის გარდა რომ ცოლად ის მოვიყვანე
გულწრფელად აუციმციმდა თვალები მაშოს ყურებისას და მანაც რომ ღიმილით გახედა მეტად ფართოდ გაეხსნა არა მხოლოდ ბაგეები არამედ გულზეც ძლიერად იმოქმედა,
- ის ნახე რა
დაბალხმაზე ამოიგმინა თეოდორემ მომენტალურად რომ გახედა შემოსულ სალომეს დემეტრესთვის ხელი რომ ჩაევლო ისე გამოიყვანა აივანზე ბედნიერი შეუტრიალდა სახით არ გამოჩენილ დემეტრეს თეოდორეს მხრიდან და ისევ ბედნიერმა მოხვია ხელი ლაპარაკშივე, რომელიც თეოდორეს სულ არ ესმოდა, მის მზერაზე გახედა რატიმ სალომეს და სიცილით შეხედა თეოდორესაც
- რა გინდა? რას ერჩი?
ცერად გადახედა ეჭვნარევი ღიმილით და თეოდორეც რომ წამოიწია თავად ისევ სალომეს გახედა
- რა დღეშია
- რა დღეში შენ ხარ, ძმა ჩამოუვიდა და გოგო დაფრინავს რა გაეჭვინებს
სიცილით შეხედა ისევ თეოდორეს რატიმ და უკვე მათი ისტორიით დაინტერესდა კიდეც, რადგან თეოდორე ასე უბრალოდ არ წამოიწყებდა მსგავს საქციელს
- ძმა? დემეტრე როა წინაზე მესენჯერში რო გვქონდა პატარა დიალოგი?
- ჰო ეეგ
ტაშის შემოკვრით დაუდასტურა და დემეტრემ რომ უნებურად გახედა მისკენ მიიხმო
- ეგ მაგარი ჯიგარი კაცია
კმაყოფილს ჩაეღიმა თეოდორეს და მომავალს დააკვირდა
- ადგილებს ცვლით მაშინ ის იყო მთვრალი ახლა შენ, ვერ არჩევ ძმას და საყვარელს
ღიმილით მიარტყა მხარი და უკვე მოახლოვებულს გახედა
- ხოდა კიდე რა ეჭვიანობა ეე,
კისერზე მოისვა ხელი გახსენებულზე თეოდორემ და რატიმ რომ ღიმილით გახედა თეოდორემ უკვე ძლიერად ჩამოართვა ხელი მოსულს
- კეთილი იყოს ძმა საქართველოშიც და ჩემთანაც
ძლიერად ჩამორთმეულ ხელზე მოეხვია თეოდორე და უკეთ მოახერხა მისი გაცნობა,
- ეს? ჩემი ძმაა, ძმა კი არა ეს რო არ მყოლოდა ძაან ბევრჯელ გადავიჩეხებოდი,
ხელი მოხვია რატიმ დემეტრეს მადლიერი მზერით შეხედა და მალე მოუწია თეოდორესაც მისი ძმის გაცნობა დემეტრესთვის,
შუა საუბარში ჩაეჭრა ბიჭებს შორის მაშო რატისთან მიირბინა ღიმილით და ყველას ყურადღება მან მიიქცია, რადგან საუბარი შეაწყვეტინა მაშომ ყველას,
- დაბლა ჩავდივაართ დამირეკე თუ რამე,
გააფრთხილა ყოველი შემთხვევისთვის ფეხისწვერებზე აწეულმა სწრაფად აკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და სწრაფადვე გავარდა ისევ გახარებული გოგოებისკენ,
თეოდორესაც და ვაჟასაც ზედ დარჩათ თვალები თავად რატიც გაკვირვებული დარჩა წამით, რადგან არ ელოდა მსგავს სითამამეს და მისი წასვლის მერე იატაკს მიშტერებულს ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში,
- რა გააკეთა?
ინტერესით იკითხა ვაჟამ და მაშოს გახედა რომელიც მაშინ ამოეფარა თვალს,
- სხვა დროისთვის იყოს და ეს ცვლილება მემგონი მაგრად მახარებბს
ხელები მოისვა თავზე და ყველას ჭიქა სასმლით შეავსო.......
გოგონები ახალი დაბრუნებულები იყვნენ წვეულებაზე ისე მოავლეს თვალი ნაცნობებს და სალომეც დემეტრესკენ გაიქცა, რომელიც უცნობ მამაკაცს ელაპარაკებოდა შორიდან აკვირდებოდნენ სალომეს მაშო ბარბარე და ანანოც, როგორ უცებ მორიდებით ჩაეჭრა საუბარში სალომე, თუმცა დემეტრემ დაინახა თუ არა მაშინვე თბილი მზერით დახედა დას,
სალომეც რომ ისევ სწრაფად ბავშვივით წამოვიდა გოგონებისკენ, დემეტრემაც გოგოებს მოავლო თვალი და მათგან მხოლოდ ერთ-ერთს გაუსწორა მზერა, ტუჩის კუთხე ჩატეხა ვერ შეკავებული ღიმილის გამო და შორიდანვე ჩაუკრა თვალი, ამდენი მოთმენის მერე რომ მისგან რაღაც რეაქცია დაინახა ბარბარესაც გაეღიმა და სიხარული რომ ზედმეტად არ შემჩნეოდა სალომესკენ წავიდა ღიმილით......

- მოიცა მოიცა სად გარბიხარ
აივნიდან სახლში შემავალ ბარბარეს უცებ ჩაავლო ლაპარაკით დემეტრემ ხელი და ოთახში შეყვა, ღიმილით შეტრიალდა ბარბარეც მისკენ ისე მოითავსა ორივე მისი ხელი ხელებში დემეტრემ და თავადაც ღიმილით დახედა
- რატომ არ მოხვედი?
- საუბრობდი და რანაირად?
თავის დახრით ახედა ბარბარემ, დემეტრემ მანძილი რომ შეამცირა და ამავდროულად ღიმილის ვერცერთი იკავებდა,
- ახლოსაც არ მოსულხარ თორე ასე შენი გამოჭერა არც მომიწევდა,
- ოჰ ოჰ,
ღიმილით ამოილაპარაკა ბარბარემ და თავის ხელებს დააკვირდა, რომელიც ღიმილითვე შემოიწყო დემეტრემ წელზე,
- როდის უნდა ჩამეხუტო ბარბი?
- და დაიმსახურე?
ღიმილით ახედა ისევ მას და დემეტრემაც რომ მისკენ მიიახლოვა მალევე მოხვია ღიმილით ხელები
- რა თქმა უნდა ბიზნესი მივატოვე აქ რომ ჩამოვსულიყავი...
ღიმილით მოხვია ბარბარემაც ხელები და ძლივს აისრულა ის ერთი ნატვრა და დღე რომელზეც დიდი ხანია 'ოცნებობდა' ჩამოსვლის თანავე მისი მზერიდან არ ამოსულა დემეტრე რომელიც პრინცივით საოცნებოდ გამოეცხადა......
თეოდორემ წვეულება ძალიან მალე დაასრულა და ხვდებოდა იმაზე მაგარი დღე გამოუვიდა და იმდენად მნიშვნელოვანიც რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა ამ დღისთვის მათ გარეშე ამას ვერ შეძლებდა, გეგმები სრულიად შეეცვალა და არც გამოუვიდა, თუმცა ამაზე სულ არ ბრაზობდა, პირიქით მსგავსად გეგმის ჩაშლამ გააბედნიერა კიდეც,
- დაა აი ისიიც....
დიდი ქაღალდის პარკი ჩადო მაშომ მაგიდის შუაში კიდევ ერთი შენამატი და სალომეც ინტერესით წამოდგა,
- ეს რა არის?
- სუშიი
მხიარულად გასცა პასუხი, რადგან ეს მას უნდოდა და სალომეც ადგილზე დაჯდა უკმაყოფილოდ ისევ, ზედმეტად შეჩვეული იყო ნაზის გემრიელ ნახელავს, ახლა რომ სუში არ ეჭამა
- მონტე კარლოო ეწერა ამას, კალიფორნია კრაბით, სალმონ ტერიაკი, სიაკე მაკი და იასაი მაკი 42 ნაჭერი ეწერა ამას და კიდევ იყოო მაკი სეტიიო დაა აქ იყო ავოკადო მაკი, კრევეტები მაკი, კიტრი მაკი, სიაკი მაკი და კრაბი მაკი და აქ აზრზე არ ვარ რამდენი ნაჭერი ეწერა ბევრიი ჩანდა,
გაზეპირებული შეკვეთა სწრაფად ჩამოარაკრაკა თან სწრაფად ამოაწყო მაშომ შეკვეთილი სუში და ბიჭებსაც სულ არ მიუქცევიათ ყურადღება მისთვის, რადგან სმითა და ლაპარაკით ახალი ამბებით გართულებს ყურადღება სხვაგან არც გაურბოდათ
- და დემეტრეს გამახსენდაა რომ უნდოდა ქართული კერძები ამიტოომ ცოტა ხნის წინ ლევანიმ მოგვიტანა თავად ბებიას გამზადებულიი ჯერ ისევ ცხელი ხაჭაპური, ქათმის ცხარე ფრთებიი ძაან ცხარეს არ აკეთებს ხოლმე, სალათი შუბა, ქათმის სალათიც მანდ არი კიდე რაღაცეები იყო ამოალაგე რა მაგეთ დევს ახალიაო უთქვამს,
კიდევ ახალი გაუხსნელი დიდი პარკისკენ ანიშნა დანარჩენებს და ინტერესით დაჯდა მაგიდასთან თან ბარბარეს დაელოდა, რომელიც ბებიას გაგზავნილ საჭმელებს მაგიდაზე ალაგებდა, მათი ზედმეტი მზადების გარეშე სულ რაღან ოც წუთში დამაკმაყოფილებლად მზად იყო მაგიდა და ყველაფრის ამოლაგების შემდეგ კმაყოფილი მაშო მიისვა თეოდორემ გვერდით, კმაყოფილი იყო უბრალოდ გვერდითაც რომ ეჯდა საუბარში გართული ისე შეჭამდა ხოლმე ერთ ორ ლუკმას, რომელსაც მაშო აწვდიდა, თავად მხოლოდ სასმელს სვამდა ერთმანეთს მიყოლებული ჭიქებით, სალომეც უცნაურად გახედავდა ხოლმე მათ, მაშო რომ ხელით მიაწვდიდა ხოლმე თეოდორეს ნაჭრებს და მერე რატის გახედავდა ხოლმე რომ რეაქცია ენახა, თუმცა ვერანაირ სერიოზულ რეაქციას ვერ ხედავდა და ამის შემხედვარე გატრუნული იჯდა და გეგმაშიც ჰქონდათ მასზე საუკეთესო იმფორმაცია ბარბარესგან მოეძიებინა
- ოდესმე მსგავს საოცარ რამეს თუ გავსინჯავდი აღარ მეგონა, ან ძაან მონატრებული მაქვს ან უმაგრესი ბებო გყავს მაშო
დიდი ლუკმის გადაყლაპვის მერე ნახევარი ემოცია აღნიშნა დემეტრემ და იმ ნახევარი ემოციის გამოხატვა ვეღარ შეძლო, ყველანაირ მონატრებას ატანდა ქართულ კერძებს და რამდენიმე ჭიქის მერე გამოხატა ის ემოციებიც რომ საოცრად ბედნიერი იყო ახლა ჭიქას თავის მიწაზე რომ წევდა, ჭიქის გამოცლის მერე ღიმილით გადახედავდა ხოლმე სალომეს ფეხზე ნაზად დაარტყავდა ხოლმე ხელს და ისე მიიხუტებდა ღიმილით, თავზე აკოცებდა და ისევ საუბარში ჩაერეოდა, გოგოებიც ნელ-ნელა ეპარებოდნემ აქეთ გადმოდგმულ შამპანიურს, თუმცა თითქოს შეუმჩნეველი იყო რომ მაშო უკვე გაფრთხილებაზე იყო და სასმელს არ ეკარებოდა, ვაშლის წვენი ჩამოესხა ჭიქაში ისე მოწრუპავდა ხოლმე კმაყოფილი, იტალიისს დროც და საქართველოში მომხდარი ამბებიც დაწვრილებით მოიკითხეს, მაშო და რატის ურთიერთობა ხომ ყველაზე მეტად საინტერესო იყო, რომელიც ახლა მალე სრულდებოდა ერთი დღეც და იცოდნენ რომ ურთიერთობაც დასრულდებოდა, მაგრამ ამავდროულად 10% ითაც კი არ ეფიქრებოდათ ამ ყველაფერზე. დიდხანს არ მჯდარა რატი მარტო, მაშოს გვერდით ინაცვლა მალევე და მისკენ მიჩოჩებულმა საუბარში გართულ თეოდორეს მაშო სრულად მოაშორა, წამით გახედა მოსაუბრე თეოდორემ როგორ ჩამოშორდა მაშო და ლაპარაკში გართულს არაფერი უთქვამს, რატიმაც წყნარად მოხვია მაშოს ხელი კმაყოფილი სახით და მის ჭიქას თვალი, რომ მოავლო ღიმილით დაიწია ყურთან
- არ სვამ?
დაბალხმაზე კითხა და მაშომაც უარის ნიშნად გაუქნია თავი წვენი გახსენებულზე მოსვა და მასაც მიაწოდა, იუარა რატიმ მაშოს წვენი ღიმილით დახედა ერთადერთ წვენით გამორჩეულს და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, მაშომაც სკამითვე შეაქცია ზურგი ისე მიუახლოვდა კიდევ და რატის ზურგით გულზე მიეყრდნო, ღიმილით დახედა რატიმ და მაშოს ხელში მოქცეულ მტევანს ნაზად აკოცა
- ხო არ გეძინება მაშა?
თითქმის მის სიმაღლემდე დაწეულმა უთხრა მაშოს ისევ დაბალხმაზე და მაშომ რომ ისევ უარი უთხრა ჭიქების ხელახლად ავსებისას ვაჟას თავისი ჭიქაც გაუწოდა....
წყნარად აღნიშნეს მათი ჩამოსვლა მუსიკები, ცეკვა, მხიარულ ამბებზე სიცილი დალევა და მაქსიმალური გართობა მხოლოდ მათ წრეში, იმდენად ზედმეტი მოუვიდათ ბიჭებს საუბარზეც ეტყობოდათ რომ მათვის მეტი დალევა არ შეიძლებოდა და არა მხოლოდ ბიჭებს, გოგონებიც ისე უაზროდ იცინოდნენ სიცილისგან უწყლიანდებოდათ თვალები, მაშო კი მათ საქციელებზე იცინოდა ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ მერე მათი საქციელების ყურების დროს კარგად ემხიარულა, რატის ბებვრი არ დაულევია, თუმცა ხასიათის ცვლაში მასაც ეტყობოდა დათრობა,
- აბაა ცეკვის დროოაა
სიცილით ჩართო მაშომ ხმამაღალ ხმაზე ახალი მუსიკა და გოგონები სათითაოდ წამოაყენა, ლამის იქით-აქეთ გადაცვივდნენ უცებ წამოყენებულზე, თუმცა არც ცეკვის გარეშე დამსხდარან ცეცხლოვანი გახადეს საღამო მთვრალებმა, მაშო რატის ეყრდნობოდა საწრუპი მოეთავსებინა ტუჩებს შორის და ხმამაღლა ახარხარდებოდა, რომელიმე რომ ბარბაცს აურევდა ცეკვაში,
- ეე ბოროტო, ადექი და შენც იცეკვე
ყურთანვე უთხრა რატიმ ღიმილით დახედა და მაშოც სწრაფად მოშორდა ისე ახედა თითქოს მზერითვე უთხრა " ეს რა მაკადრეო "შეცხადებული მზერის მერე სიტყვები საჭირო აღარც ყოფილა, ისევ მიეყრდნო და რატიმაც ხელები ისევ მხრების აჩეჩვით მოხვია
- არ მინდა ყურება მეტად სახალისოა,
ამოილაპარაკა და მაშინ დასრულდა სიმღერაც გოგოებიც ერთდროულად მოიხარნენ წელში თავის დაკვრის ნიშნად და სიცილით წამოვიდნენ მაგიდისკენ, სალომეს გარდა თითით ანიშნა აივანზე ავალო და მაშომაც თვალების დახუჭვით რომ ანიშნა თანხმობა სალომეც თითქმის უჩინრად ავიდა კიბეებზე, ვერავინ შეამჩნია თეოდორეს გარდა, ინტერესით გააყოლა მზერა და თვალს რომ ამოეფარა ჭიქა შეავსო,
- რატი შენ ნუ ჟოშკავ სასმელს
- ხო მეც რამდენჯერ უნდა შემევსო და სავსე აქვს სულ
თეოდორემ დაუდასტურა დემეტრეს და რატისაც გაეცინა მათ ბურდღუნზე
- სახლში ხო უნდა გავიყვანო ესენი, მაშა დაიღალა თან და თქვენ ვაფშე რო ვეღარ ლაპარაკობთ თუ ხვდებით?
ღიმილით გადახედა ბიჭებს და მათაც ხელი აიქნიეს პასუხად,
- ფააარშევაააანგიიიი, ფარშშევანნნგიიიი,
დაბოხებული ხმით გაიჯგიმა ვაჟა და ხმამაღლა დაიწყო პირველად გაფიქრებული სიმღერის სიმღერა
- ფარშეეევააანგი გგაალიიაშიიიი
განაგრძო და მაშომაც რომ ვეღარ შეიკავა სიცილი მის ღმუილზე და მთელი სახლი მისმა სიცილმა რომ მოიცვა სწრაფად გაჩუმდა ვაჟა შემდეგ გახედა სატრფოს, რომელიც მაშოს აყოლოდა ხარხარში და მას რომ დაუბღვირა ანანომაც გაგზავნილი კოცნით მოისყიდა
- რა?
თან ნაწყენი თან გაბრაზებული ტონით დაუსვა მხოლოდ შემორჩენილ მაშოს კითხვა და ფეხზე წამოუდგა
- რა გაცინებს გოგო?
- რა გაყროყინებს ბიჭო?!
გაბედულად წამოუდგა მაშო და მსგავსად დაეყრდნო მაგიდას,
- ე რამდენს ბედავს ეს ნახეთ!
- ჰოოო რა თქმა უნდა,
კმაყოფილი დაჯდა რატის მუხლებზე და ვაჟამაც მაგიდის მოვლა რომ დაიწყო მაშოც სწრაფად წამოვარდა
- ქმარმა გაგრყვნა ასე? მე ასეთი არ გამიზრდიხარ,
ინტერესით აეკიდა სიარულითვე და გზის მოჭრას ეცადა,
- არა შენ გბაძავ ვაჟუულ,
ჩხუბში გამოიწვია მაშომ და ვაჟაც რომ გაეკიდა დივანს კრუგი ხტუნაობით დაარტყა, მეორე კრუგზევე ნასვამი დივანზე გადაწვა ვაჟა და გრძნობა რომ ძალიან ცუდად იყო ეცადა გაეფანტა... მათ სიცილში და ერთმანეთის დევნაში ღიმილით ჩამოშორდა მაგიდას თეოდორე შეუმჩნევლად და მისამართი აივნისკენ დაგეგმა...
აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა სალომე ისე ივსებდა ფილტვებს სუფთა ჰაერით, ღიმილით უყურებდა შორი ახლოს გამოჩენილ გზას და ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდა და ვერც იჯერებდა, რომ ახლა მისი ძმა მასთან ერთად იყო, ღიმილით ჩახარა თავი ამ ყველაფრის გააზრებაზე და მოულოდნელ ბოხ ბარიტონზე შეხტა
- რაზე ფიქრობდი?
ხმაზე სწრაფად შეტრიალდა ხმის მიმართულებით და თეოდორეს დანახვისთანავე გულზე მიიდო ხელი
- შემაშინეე
ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე აათვალიერა თეოდორე და ისევ მოაჯირისკენ მიტრიალდა, მშვიდად მიუახლოვდა თეოდორეც მოშიშვლებულ მხარზე ნაზად აკოცა და სალომემაც პროფილში გახედა ღიმილით,
- ჩემ ძმაზე ვფიქრობდი, არ მეგონა თუ ასე მალე ჩამოვიდოდა,
თეოდორეს კითხვას მაშინ გასცა პასუხი, როცა თეოდორე გვერდით დაუდგა, რომელიც მოაჯირებს მკლავებით დაეყრდნო და სალომეს მოსმენასთან ერთად გახედა, მანაც მშვიდად ახედა მამაკაცს
- ჰო მთელი საღამო გეტყობა ცვლილება,
- ვაა....და რა შემეცვალა?
სწრაფად შემოტრიალდა, წელითა და საჯდომით მიეყრდნო მოაჯირს მკლავები ერთმანეთში ახლართა ისე გახედა გვერდზე მდგომს
- მეტად თამამი და უშიშარი გახდი
პასუხითვე გადაიწია მისკენ ისე მიკრა მხარი, სალომემაც სიცილით, როცა თავადაც ამჩნევდა რომ თეოდორე ნამდვილად არ ცდებოდა, ჩახარა თავი და თავბრუს ხვევის გამო ცოტახნით დახუჭა თვალები, უხმოდ დააკვირდა თეოდორეც შეცვლილი მზერით სალომეს და ფიქრების საშვალებაც კი არ ჰქონია უბრალოდ მისით გართული აკვირდებოდა ლამაზ სახეს, რომელსაც ოდნავ მომღიმარი თანაბრად გამოყვანილი ლამაზი ტუჩები ამშვენებდა,
- ასე წაიქცევი,
სალომეს წინ ჩამოდგა უცებ თეოდორე და მოაჯირს ჩაავლო ხელები ისე რომ მოაჯირსა და თავის შორის მოაქცია სალომე და გვერდითა გასასვლელებიც ჩაუკეტა, მისკენ დახრილიყო ისე რომ არ გადავრდნილიყო ნასვამი სალომე და თავადაც მთვრალი ცდილობდა ზედმეტად არ შეემჩნია დათრობა, მის ხმაზე გააცილა სწრაფად თვალები სალომემ და ამავდროულად მიახლოვებაც და მისი სურნელიც მეტად მკვეთრად და სასიამოვნოდ იგრძნო
- ისევ შემაშინე
მის ხმაზე თვალებ გახელილი სწრაფად დაიძაბა ახლოს მყოფის გამო და უკან უნდა გადაწეულიყო სწრაფად წაავლო ზურგზე თეოდორემ ხელი
- სიკვდილი მოგინდა ამაღამ?
- ხომ იცი რომ გაგიყოლებდი
ღიმილით დახედა მისკენ წაწეულს ბაგეებზე სალომემ, როცა მისი მზრუნველობა იგრძნო დაჭერის გამო და კმაყოფილი დააკვირდა, გამომწვევად მოიქცია ქვედა ტუჩის კუთხე კბილებში და ნაზად გამოაცურა
- ხომ იცი რომ არ გაგიშვებდი?
კითხვა ჩვეულებრივ დასვა, თუმცა ქალის საქციელი ზედმეტად გამომწვევი იყო მისთვის, რომელიც სალომეს ნამდვილად არ გაეკეთებინა იმისთვის, რომ თეოდორეს გრძნობებს მიახლოვებოდა
- არ ვიცი
ღიმილით წაიწია თავადაც მისკენ ისე რომ ლამის ტუჩებს მისწვდა, თეოდორესაც მის სითამამეზე მეტად უკმაყოფილდებოდა მზერა და ვნებაც თანდათან აწვებოდა
- გინდა ვცადოთ?
თქვა თუ არა გაბედულად წაიწია მიზნად ამოღებული ვარდისფერად მბზინავ ტუჩებისკენ, სალომეც ღიმილით დაელოდა მისკენ მიახლოვებულს, როდის შეახებდა თითქოს მონატრებულს, სულ ცოტაც და ხელახლად დააგემოვნებდა თეოდორე განსხვავებული არმოატის ბაგეებს, როცა ღიმილითვე გაიწია სალომე და სიტყვებშივე დააპირა გვერდის ავლა
- მოდი სხვა დროს იყოს
დაბალხმაზევე შეუკავებელი ღიმილით ეცადა გვერდის ავლა, მაშინვე გეგმების წყალში ჩაყრით ჩახარა თეოდორემ თავი ღიმილით და გაუხედავად მოასწრო სალომეს მაჯით დაჭერა, ინსტიქტურად გახედა სალომემაც და თეოდორეს ხელს მიყოლილო დაბრუნდა ისევ უკან
- მოიცა მაგით რას მეუბნები?
ისევ წინიდან მოექცა თეოდორე კმაყოფილი ღიმილით და მისკენ ნელა დაიხარა ისევ
- იმას რომ არასწორად გამიცანი.....
ხან ერთ ხან მეორე თვალში უყრიდა მზერას სალომე და ცდილობდა არ დაბნეულიყო, რადგან მამაკაცის სიახლოვე მისი ღიმილი და საერთოდ ის სიახლოვე და მომენტი რაც მას ხდებოდა თავს, ძალიან ძაბავდა და აბნევდა,
- არასწორ მომენტში, არასწორი აზროვნებით.... არ მინდა ვიღაც კახპა გეგონო, არ მინდა ფიქრობდე ისე რომ თუნდაც გზაში დარჩენილი ნებისმიერ რამეზე წამსვლელი ვარ რომ იდიოტურ წვეულებაზე გამიყოლონ, ან ბარში გამოლაპარაკების შემდეგ ვინმეს საწოლში ჩავუგორდე! არ მინდა რომ ფიქრობდე მაინც, ამაზე ფიქრიც კი საზარელია გესმის? შეუძლებელია!
თემიდან თითქოს გადაუხვია, მაგრამ არა, სწორედ აქამდე მიყავდა თეოდორეს სასაუბრო და უკვე დასერიოზულებულ ნასვამს და მთელი გულით მოსაუბრეს, რომელიც თავის ტკივილის მცირედს ამჟღავნებდა კმაყოფილი ღიმილით დაჰყურებდა თეოდორე, კმაყოფილი უსმენდა და აკვირდებოდა მის საუბარს, რომელსაც ხელებსაც აყოლებდა, წარბებს სახის ყველა ნაკვთს ასაუბრებდა ტუჩებთან ერთად სალომე და სევდიანი წარბების შეხრით ახედა დასასრულს გაბადრულ თეოდორეს, რომლის ღიმილიც ეცადა დაეიგნორებინა
- და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიფიქრებ მაშინ როცა სხვა ამას არ ფიქრობს?
ნიშნის მოგებით დახედა ისე გასწორდა და სალომემაც მზერა მისკენ ინაცვლა
- ვაი რომ აქვს! დიდი მნიშვნელობა აქვს თეოდორე!
- და რა მნიშვნელობა?
კიდევ გაუმეორა კითხვა და აღელვების ფონზეც მაშინვე დაიბნა სალომე ხელებიც, რომლითაც საუბრობდა კითხვისგან დაბნეულს ჰაერშივე გაუქვავდა და დაწყებული სიტყვის გაწყვეტის გამო პირ ღიავე ცდილიბდა მოეფიქრებინა პასუხი, რომლის ფიქრიც ძალიან გაუგრძელდა და ღრმად ამოსუნთქვით ჩამოუშვა ხელები
- უბრალოდ მინდა იცოდე რომ მასეთი არ ვარ, არ მინდა რომ ვინმეს მითუმეტეს შენ გეგონო ისეთი, როგორიც ახლა გგონია, ისეთ მომენტში მნახე როცა არ უნდა გენახე და ისეთივე პერიოდში, როცა საკუთარი თავიც კი მძულდა! საკუთარი თავის დამდაბლებას და ტკივილის მიყენებას ვცდილობდი რაღაც ახალი, სულელური კუთხით....არ მინდა რომ ჩემზე ცუდს ფიქრობდე....
სიტყვის დაუსრულებლად ამოიოხრა ბოლოს, ხელახლა ეცადა გაეგებინებინა თეოდორესთვის ის რაც მას დიდი ხანია აწუხებდა და საუბარშივე აწვალებდა ტუჩებს, ხან ენას მოისვამდა ქვედა ტუჩზე ხან კი ნერვოზულად მოისვამდა ხოლმე ხელს კისერზე, თეოდორეც ინტერესით აკვირდებოდა უსმენდა და თან მის ქმედებებს სათანადოდ ინახავდა გონებაში,
- ...მაშინ როცა არ ხარ,
მისი სიტყვები განავრცო, ისე დაასრულა თეოდორემ სალომეს სათქმელი და ფართოდ გაღიმებულმა გაუცინა წარბებ შეხრილს, რომელიც ახლა იმაზე დაიბნა თუ რატომ იცინოდა თეოდორე, როცა სასაცილო სულ არაფერი უთქვამს
- მერწმუნე არაჩვეულებრივად გაგიცანი ამ მოკლე დროში იმისთვის, რომ გავიგო რისი გამკეთებელი ხარ და რისი არა, ამ პატარა დროში იმაზე მეტად გაგიცანი ვიდრე შენ ფიქრობ და თან შენში ეჭვი არასდროს შემპარვია სალო, უბრალოდ ყოველთვის არასწორად ადგავდი ნაბიჯებს, იცი რატო?
ბოლოს კითხვის დროს იმდენად სერიოზულად იკითხა სალომემაც დაძაბულმა გააქნია თავი ნიშნად თუ რატო, თეოდორეც სწრაფად დაიწია მისკენ ძალიან ახლოს ისევ სერიოზული მზერით
- იმიტომ რომ შტერი ხარ,
თავის დაკვრით დაუსაბუთა და ცხვირზე აკრა ნაზად თითი,
- ოხხ!..თავხედო!
მაშინვე ხელი მოუქნია გაბრაზების ნიშნად და თეოდორეც უკან დაიწია კმაყოფილი სიცილით, რომ ხელი აცდენოდა, უკვე გახსნილ გზაზე კი სწრაფად შევიდა სალომეც სახლში.....
....
დიდხანს აღარც გაუგრძელებიათ მისახვედრი იყო რომ უკვე საკმარისი იყო ყველასთვის დალევა, რატიმ წამოაყენა ყველა მაშომაც მოიხვია დემეტრეს მკლავი ისე წავიდა ნელ-ნელა წინ და რატიც ეცადა სამივე გოგოს დახმარებოდა, თუმცა ბარბარე თავადაც მშვენივრად დადიოდა ოდნავი წაბარბაცებით, სასაცილოც კი იყო მათი აკრეფა, კუბიკებივით ელაგნენ ერთმანეთს, მაგრამ საუბრის და ფეხზე დგომის თავი ჯერ ისევ საშუალოდ შეეძლოთ
- ვაჟას შემოვუვლი,
სწრაფად გახედა ვაჟას რატიმ ის ერთადერთი რომ რჩებოდა, რომელიც დივანზე იწვა და საცერივით დაწვრილებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა, ღიმილით გადახედა თეოდორემაც ვაჟას და სალომეს გახედა, რომელიც დემეტრეს წაბარბაცების შემდეგ, იმდენად გულიანად და ხმამაღლა კაკანებდა უკან გადაწეული თავით, ყველას ყურადღების მიქცევის შემდეგ გააცინა ყველა, წინ წასული მაშოც მხრების აჩეჩვით იყურებოდა უკან ისე დახედა ძირს დაკეცილ დემეტრეს,
- გამივარდა,
გაიკრიჭა და ხელთავიდან ეცადა დემეტრე ძლიერად გაეკავებინა ხელში რომელიც განზრახ იმჩნევდა სიმთვრალეს,
- გიჟია ეს გოგო,
სიცილით ამოიჩურჩულა თეოდორემ და რატიმაც ჩაცინებით რომ გახედა შემდეგ დაუბრუნა ღიმილით პასუხი ვაჟაზე
- იყოს.... ჩემთან იყოს
პასუხი გასცა რატის ისე გადახედა ძმას და ნელ-ნელა გაყვა ეზოში სტუმრებს, ისევ მშვიდად დააკვირდა მათ როდის მოთავსდებოდნენ მანქანაში და სანამ მაშოც ჩაჯდებოდა ღიმილით გახედა მაშომ თეოდორეს დამშვიდობების მიზნით
- მაშო...
უნდა დამჯდარიყო სწრაფად დაუძახა და მაშომაც ღიმილით გახედა ისევ შორს მდგარს
- მოდი ჩემთან,
მაშომაც ღიმილით შეასრულა თეოდორეს სიტყვები და მიახლოებული ჩამოუდგა წინ,
- კიდევ უფრო
მასაც გადაედო მაშოსგან ღიმილი ჯერ ისე დააკვირდა უზომოდ მონატრებულ ჰოლივუდის საოცარ ღიმილს და მაშოც რომ კიდევ მიუახლოვდა ხელებიც თან მოხვია,
- აი ასეეეე,
კმაყოფილმა მოხვია თავადაც ხელები ისე აკოცა თავზე და მაშოს თმას დაუსვა ნაზად ხელი, რომელზეც ისევე აბოდებდა, როგორც მაშოს ღიმილზე
- აწი არსად აღარ წახვალ! და ხვალიდან იწყება დრო როცა მოგიწევს ყველაფრის დეტალურად მოყოლა, ყველაფერზეე....
გამაფრთხილებლად დაუწყო საუბარი და მაშომაც თავი დაუქნია ღიმილით, ჩაფიქრების შემდეგ შეცვლილი ხმით განაგრძო თეოდორემ საუბარი
- ხვალ არის დღე როცა შენი და რატის ხელშეკრულება სრულდება, თქვენი დაშორება კიდევ......
ახალი თემის წამოჭრისთანავე ეცვალა მაშოს სახე და ბოლოს რომ თეოდორემ წამოიწია შიშით ჩახედა თვალებში, იცოდა რომ მათი ურთიერთობა არ დასრულდებოდა და ვერც დაასრულებდა შეუძლებელი ხდებოდა უკვე ეს ყოველივე და თეოდორეს დასამთავრებელი სიტყვების მოლოდინში გული ძლიერად უცემდა, წყნარად მოიქცია თეოდორემ მისი სახე ხელებში და უხმოდ ჩახედა თვალებში,
- თქვენი დაშორება ყველაზე დიდი ცოდვაა მაშო,
ხმადაბლა თქვა, თუ არა მაშინვე ეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა მაშოს, რომელსაც პასუხის მოლოდინში სუნთქვაც დავიწყებოდა, ნერვიულობდა თეოდორეს შეხედულებაზე რატის მიმართ მიუხედავად ამდენი ხნის გატარებული ცხოვრების გამო ფიქრობდა რომ თეოდორე ამას არც დააკვირდებოდა რაც ძალიან ანერვიულებდა ფიქრობდა, რომ ძალიან მარტივად გადაუსვამდა ამ ყველაფერს ხაზს, მან ხომ არ იცოდა თუ რა გამოიარეს ერთად მათ,
- ასე არ უნდა გენერვიულა
ღელვაც მაშინვე შეატყო ისე ჩაუცინა და საკოცნელად მიხუტებულს თავზე აკოცა, დადუმებული უსმენდა მაშო დაწყნარებული და უკვე მშვიდად აგრძელებდა თეოდორეს სმენას
- ამ მცირე დროში მაშო ამ ჩამოსვლის დღისთანავე, იცი რა შეცვლილიაა?
ნასვამ ტონს ვერ მალავდა თეოდორეც ნასვამზე ლაპარაკის ხასიათზე მოსულს დაეყენებინა მაშო მოშორებით და გულწრფელად ესაუბრებოდა. რატიც უხმოდ ელოდა მანქანაში და ხანდახან გახედავდა ხოლმე შორს მდგომებს, უსიტყვოდ ელოდა და არც საუბარს აწყვეტინებდა ერთმანეთს მონატრებულებს,
- ჩამოსვლის დროს რომ გოგოებს ნახულობდი ის მზერა თავიდან არ მშორდება მას მერე რაც ვნახე, შენ სიცილს როგორ უყურებდა.... გვერდზე რომ მოგიჯდა ის მზერა მაშო......არ ვიცი რა გაუკეთე, მაგრამ მას თუ ოდესმე ვინმე იმ დონემდე შეუყვარდებოდა რომ თვალებით მთელ სამყაროს გააგებინებდა არასდროს წარმომედგინა და საერთოდ ეს მზერა პირველად ვნახე, იცი რა საყვარლები უყურებდით ერთმანეთს?. თავი რომ დამადებინო იმ აზრზე ვიქნები რომ ერთიც და მეორეც ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულები ხართ.....
მორჩა თუ არა თვალები დახარა მაშომ სირცხვილის დასამალად და სიმშვიდე კიდევ მეტად შეეტყო, სიამოვნებდა თეოდორეს სიტყვები და ამბავიც მათზე, ძალიან ახარებდა კიდეც ეს ამბავი
- გიყვარს მაშო?
ხელახლად დაუსვა კითხვა თეოდორემ წინ მდგარს, განა იმიტომ რომ არ იცოდა მაშოს გრძნობები, არამედ იმიტომ რომ თავად მისგან გაეგო სიტყვები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, დაბნეულმა ახედა მაშომ, უხმოდ დააკვირდა ხან ერთ ხან მეორე თვალში, იმის ამოსაკითხავად თუ რატომ ეკითხებოდა თეოდორე ამას, იმის შემდეგ რაც მან ისაუბრა და არა მხოლოდ ისაუბრა არამედ იხილა, თუმცა პასუხი არ დაეზარა თვალი არ მოუშორებია მისთვის ისე გასცა პასუხი
- მიყვარს თედო, ძალიან მიყვარს!
გულწრფელი პასუხის მერე გაშალა თეოდორემ ხელები და მაშოც მის საქციელს მიხვედრილი მიეხუტა მას, უხმოდ მოეფერა თეოდორეც რატის მანქანას გახედა, როცა ისედაც ზედმეტად დიდხანს შეაჩერა მაშო, იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხალხი ელოდებოდა, ახლა თავადვე უშვა ხელი უხმოდ მოავლო ისევ თვალი და ლოყაზე ნაზად უჩქმიტა
- მიდი გაიქეცი ახლა,
თავით ანიშნა თუ არა მაშოც კმაყოფილი დაიხია უკან და ისე მიაშუქა გაბრწყინებული მზერა უკან-უკან სვლით
- კარგი, მიყვარხარრ
უკვე ხმამაღლა უყვირა, შეტრიალდა თუ არა სწრაფად მიირბინა მანქანასთან და უკანა კარების გამოღებასთანვე სწრაფ შესკუპდა
- ბოდიშიი და მადლობა,
ღიმილით შეხედა რატის, რომელმაც ინტერესით გამოხედა და მაშოს თბილ მომღიმარ მზერაზე მასაც სწრაფად დაუთბა ირგვლივ არემარე, წინ დემეტრე იჯდა უხმოდ თავბრუსხვევას გაეჩუმებინა და უსიტყვოდ ელოდა მანქანის დაძვრას რომ სასტუმროში მისულს შესძლებოდა დასვენება, რატიმაც მშვიდად დაძრა მანქანა და პირველივე რეისი ბარბარეს სახლს ეკუთვნოდა,
- გოგონებო ხო ხართ ლომებივით?
ინტერესით გადმოძხა რატიმ უკნიდან და მშვიდად შევიდა მოსახვევში
- კიიი,
ერთხმად წამოიძახეს პატარა ბავშვებივით და ისევ უაზროდ აუტყდათ სიცილი, მომენტალურად გახედა მაშომ მათი სიცილით გახალისების მერე წინა სარკეს სადაც მხოლოდ რატის საოცრად ლამაზი თვალები ჩანდა რომელმაც 'მწვანე' მზერა მაშოს თვალებზე გადაიტანა, უცებ დაიბნა კიდეც მაშო, ღიმილი შეახმა სახეზე მოულოდნელი მზერისგან და მალევე ჩაუკრა თვალი რატიმაც, ღიმილით გადაიტანა მზერა გზაზე და მანქანაში ჩართულ მუსიკებზე აყოლილ გოგონების სიმღერით გაერთო.....
- დარწმუნებული ხარ? წამოდით ეს ერთი დღე მაინც ბარემ ერთად,
დემეტრეს წინ იდგა მაშო ნაწყენი და წარბებ შეხრილი და ხან სალომეს ხან დემეტრეს გადახედავდა წუწუნით
- სულ ერთად ვიქნებით კაცო მაგაზე ნუ ნერვიულობ შენ
სიცილით რომ ამოილაპარაკა უცებ წაბარბაცდა დემეტრეც და სალომეც მის დასაჭერად წავიდა, თუმცა თავადაც ძლივს იდგა ფეხზე,
- თან ისეთი ნასვამები ხართ ხომ უნდა ააგნოთ ოთახს,
კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა მაშომ იმის რომ სასტუმროში არ უნდა დარჩენილიყვნენ
- თაან მანქანა ბარგი ორივესი ჩვენთან არი,
- მაშოო! მაცადეეე!
მკაცრად დახედა დემეტრემ და მაშოს ნაწყენ სახეზე ხელების უკან გადაქნევით დაიწყო სიცილი,
- ბებიაას რა ვუთხრაა სალომეს რომ ართმეევ?
ისევ არ აცადა მაშომ და დემეტრეც წყნარად დაიწია მისკენ ისე ჩაავლო სახეზე ნაზად ხელები,
- მე თუ სალომეს ვართმევ, სამაგიეროდ მაშო ჩამოვუყვანე, მისი მაშო ჩამოუვიდა და სალომე ჩემია გამიგეე?
გახედა თუ არა გაკრეჭილ სალომეს სიცილით მიიხუტა ცალი ხელითვე და ისევ მაშოს გამოხედა
- ხვალ დილით გამოვდივართ წამოვიღებთ ყველაფერს თუ რატიმ არ დამასწრო ხვალვე გავალ თეოდორეს უბანში მართლა მაგარი საკაიფო სახლები იჩითეებაა და იმის ყიდვას რაღა უნდა ბოლო ბოლო და ვსო მეზობლები გავიჩითებით,
ტაში შემოკრა ბოლოს და მაშოც მარტივად დააწყნარა
- აიი რა მარტივად ლაპარაკობეეენ სახლიის ყიდვაზეეე, რაკაია! და მე ბავშვობაში სათამაშო კარავი მინდოდა და სამი თვე აგროვა ბებომ იმის ფული რომ ჩემთვის ეყიდა ის სისულელე და ეგეც გაჭირდა მერეე,
გაოცებულმა აატრიალა მაშომ თვალები ისე დაიწია უკან მანქანაზე მიყრდნობილი რატისკენ და მასაც წამით მოავლო თვალი, შემდეგ გახედა ისევ დემეტრეს, რომელმაც პასუხად ცერა და საჩვენებელი თითის რბილები გაუსვა ერთმანეთა მოჭუტული თვალებით
- ' მანი მაანიი'
გაწელა სიტყვა და ისე ჩამოუშვა ხელები
- ფულიი სამოთხესაც აღებს მაშუნა,
- კიი ელოდე,
მკლავები გადააჯვარედინა მაშომ და მერე წავიდა სალომესკენ ჩასახუტებლად
- ერთად გავიდეეთ ბიჭო, დაველაპარაკები თეოდორეს და დაგირეკავ მერე,
- ხარაშო ძმა წავედი ავედი ეხლა მე და აბა ჰეე,
დასამშვიდობებლად დაარტყეს ხელები ერთმანეთს ისე ჩამოართვა ხელი ძლიერად დემეტრემ,
- ხვალ გამოდით დროულად ხოდა
ბუზღუნით დააყოლა მაშომ ბოლოს და ისე დააკვირდა დემეტრეს, რომლემაც დას მოხვია ხელი შენობაში შემავალმა კიდევ ეერთხელ აუწია წყვილს ხელი და აღარც მოუხედავს....
....
- მოხვედით დეე,
ღიმილით დახვდა ნენე ახლად შესულებს სახლში და ღიმილით წამოდგა ფეხზე მასთან ერთად ელოდებოდა ნაზიც ბავშვებს და თვალები მონდომებული ძილისგან სულ დაპატარავებოდა შემოსულებს გადახედა და გულში უბედნიერესი იყო რომ კიდევ არ დააგვიანეს,
- ჰიი გღვიძააავთ? რატომ არ დაიძინეეეთ,
შეცხადებით შევიდა მაშო სახლში და ჯერ წამომდგარ ნენეს აკოცა შემდეგ ბებიას გვერდით ჩამოჯდა მისი კოცნითვე,
- გელოდებოდათ და მეც აღარ შევსულვარ
გულწრფელად გასცა პასუხი ნაზიმ მაშოს და შემდეგ მოავლო თვალი შემოსასვლელს
- სად არიან ბავშვები?
ინტერესით დასვა კითხვა და ნენესაც იგივე კითხვა რომ უნდა დაესვა სწრაფად შეახმა სიტყვა პირზე,
- დემეტრე დარჩა სასტუმროში და სალომეც მასთან ერთად არის
რატიმ გასცა მშვიდად პასუხი ჯერ ისევ შემოსასვლალში მყოფმა ფეხზე გაიძრო და მშვიდი ნაბიჯებით წავიდა მათკენ
- მოიცა ნივთების გარეშე?
გაოგნებულმა იკითხა ნენემ ისე გახედა ხან რატის ხან მაშოს
- ხო ხვალ გამოვლენ წაიღებენ დილიდანვე და მერე ხვალ სახლზეც გავდივართ დედა,
მშვიდად სიარულშივე გასცა პასუხი ისე აიღო აბაზანისკენ გეზი, მისი გასვლის მერე შეხედა ნენემ მაშოს, როცა ზედმეტად ეუცნაურა რატის მოკლე პასუხები უხასიათობა, მისალმების გარეშე შესვლა სახლში და გასვლაც
- რა სჭირს?
გაკვირვებულმა იკითხა და ჩაფიქრდა კიდეც მის მოწყენილ ხმაზე
- დაიღალა ალბათ
მხრები აიჩეჩა მაშომ და ჩანთა, რომელიც ჯერ ისევ მხარზე ეკიდა შესასვლელში ჩამოკიდა
- აბა როგორ გაერთეთ? ბევრი ხალხი იყო?
ინტერესით იკითხა ისევ ნენემ და თან თვალებს ისე მძიმედ ახელდა ეტყობოდა, როგორ ძალიან ეძინებოდა მასაც ამავდროულად კი ნაზი რომელიც უკან ზეზეულად მძინარი იდგა ხმას ვერ იღებდა,
- კიი იყო თავიდან მარაა რა დროს ხალხი იყო მონატრებულებს სხვები არც გაგვხსენებია,
მხიარულად გასცა პასუხი და ჩამოჯდომაც დააპირა ყველაფერი რომ დაწვრილებით მოეყოლა, თუმცა ნაზის დანახვისთანავე ეცვალა აზრი
- და ბებიააა წადი დაიძინეეთ რაა და ხვალ ვისაუბროოთ,
ბებიას რომ შეხედა ლაპარაკში ვეღარც მოითმინა სიტყვები, იწვოდა მისი ცოდვით ამ დრომდე რომ ფეხზე აყენებდა, კითხვებსაც კი ვეღარ სვამდა, არადა მისი კითხვები ყოველთვის უზარმაზარ ფურცელზე ჩამოსაწერი იყო, საუბარშივე გახედა გამოსულ რატის აბაზანიდან ოთახში უხმოდ რომ შევიდა ისე რომ არავისკენ გაუხედავს ტკბილიძილიო ყველასთვის ამოაყოლა და ოთახში შევიდა, ისევ გაკვირვებულმა გახედა ნენემ ქვედატუჩ გამოწეულმა და ისევ საშინლად არ მოეწონა რატის საქციელი
- მაშოო რა ჭირსს რატიის?
ისევ ამოიწუწუნა ქალმა და მაშოსაც გაეცინა ნენეზე ადგილზე რომ დააბაკუნა ფეხები,
- აი გაგირკვევთ და გეტყვით ხვალ
სიცილით უთხრა ისევ და ბებიამისს ხელი მოკიდა ისე უბიძგა ოთახისკენ,
- ახლა თქვეენც, ძილის დროაა როგორ შეიძლება ამდენი ხანი ფეხზე ყოფნა
თან ბრაზობდა მათ საქციელზე და ორივე რომ თავიანთ ოთახის კარამდე მიაცილა მოშორებით დადგა
- ვსოო ტკბილიძილი! დაკეტეთ კარები,
ტაში შემოკრა და ნენემაც თავი გააქნია,
- დამიძახეთ თუ რამე
ძლივს ამოილაპარაკა ნაზიმ და მაშომაც წარბები შეხარა მის ნატანჯ ხმაზე ძილისგან,
- კი ბებო დაგიძახებთ მიდი, ტკბილიძილი მეც დავიძინებ,
უკან-უკან წავიდა და ნენემაც კოცნა რომ გაუგზავნა თვალების დახუჭვით გაუღიმა მაშომაც, უკვე ოთახში მარტო დარჩენილმა ჩააქრო შუქი თავადაც მალევე მოწესრიგდა აბაზანაში და უხმოდ შევიდა ოთახში, ღამის სანათი ენთო მხოლოდ, ზურგზე იწვა რატი და მაშომაც წამით მოავლო მზერა უსიტყვოდ გამოაღო კარადა ნახევრად ისე ამოეფარა და საღამურები რომ გადაიცვა ტანსაცმლის მილაგების მერე გახედა ისევ რატის, რომელიც ჩუმად აკვირდებოდა ისევ, მუხლებით აბობღდა მაშოც საწოლზე და უკვე რომ უნდა დაწოლილიყო რატის გადმოწეულ მკლავზე მიხვდა რა ანიშნა რატიმაც, კმაყოფილმა ჩამოდო მის მკლავზე ხელი უფრო მიიჩოჩა მისკენ შიშველ მკერდზე დაადო თავი ისე მოხვია ხელი,
- რა გჭირს?
მშვიდად დასვა კითვა მაშომ და კარგად მოკალათებულმა რატის პრესებზე დაიწყო თითებით თამაში,
- დავშორდეთ ხვალ მაშო?
დაბალი ბოხი ბარიტონით დასვა კითხვა რატიმ და ჩაფიქრების მერე მშვიდად ახედა მაშომაც ისე დააკვირდა ბაგეებზე დიდხანს და უხმოდ,
- თუ გინდა დავშორდეთ,
დაბალხმაზე გასცა პასუხი მანაც და რატიც რომ წამოიწია მისი მკერდიდან წამოყო თავი, მისკენ გადატრიალდა რატი ისევ მისკენ გადაწია მკლავი და უკვე მას დააკვირდა, უხმოდ და უსიტყვოდ აკვირდებოდა, სახის ყველა ნაკვთს დეტალურად ისწავლიდა, ტკბებოდა და კმაყოფილდებოდა მისი ყურებით, მაშოც ღიმილით უყურებდა თან მის თბილ თითებზე სახეზე რომ სასიამოვნოდ გრძნობდა გატრუნულიყო...
- საბოლოოდ რა გჭირს?
ისევ დაბალხმაზე დაუსვა მაშომ კითხვა, თუმცა აშკარად არ ჰქონდა საუბრის სურვილი რატის, მისკენ მიწეულმა ბაგეებზე მოწყვეტით მიაკრო ტუჩები და ისევ უხმოდ დააკვირდა, ნელა შეუცურა მაიკის ქვეშ ხელი რატიმ და მოურიდებლად დაიწყო სხეულის თითებით კიდევ 'შესწავლა'
- ძილის დროა მე ვფიქრობ,
ღიმილით დაიწია მაშო უკან თავის ბალიშზე ინაცვლა და რატის ხელიც ღიმილითვე ჩამოიშორა, ზურგზე დაწვა და ღრმად ამოიხვნეშა ისე მიაპყრო ჭერს კმაყოფილი მზერა და როცა რატის მწვანეებს ჯერ ისევ დაჟინებულად გრძნობდა ისევ მას გახედა
- რა?
მოკლედ იკითხა თუ არა მაშინვე წამოიწია რატი,
- ჰო მაგრამ მე არ მეძინება
პასუხი გასცა მაშოს პასუხს უარის ფორმით და ზევიდან მოექცა, მაშინვე ხელახლა წვდა ქალის სხეულს თითებით და მაშოსაც მალევე დააცხრა ბაგეებზე მანამ სანამ რამეს იტყოდა, მანაც მოუთმენლად შემოხვია კისერზე ხელები და რატის ტუჩების მიმართულებამაც მის კისერზე რომ იცვალა მრავალი ემოციის ფონზე დახშული გმინვა აღმოხდა, იმდენი ემოციით და მონატრებით ვნებიანად კოცნიდა რატი არა მხოლოდ დახშულ ხმას არამედ სასიამოვნო შეხებებისგან გამოწვეულ სხეულის ემოციებსაც ვერ თოკავდა, რის გამოც ერთდროულად ცრიდა, აციებდა, ხორკლავდა და ჯამში საოცარს ხდიდა
- სიგიჟემდე მომნატრეებია,
ისევ მის ბაგეებს დაუბრუნდა თუ არა მის ტუჩებთანვე დახშული ხმით ამოთქვა და მაშოს საღამურისგან ლამაზი სხეული ნახევრად გაანთავისუფლა.......
......
ძალიან ადრე გაღვიძებული წამოხტა მაშო დილიდანვე მოფხიზლებული დილის გეგმებისთვის მზად მყოფმა გადაიცვა საღამურის მაიკა ისე გავიდა ჩუმად ოთახიდან, ბებიას დიდი და ძველებური ზარდახშა კმაყოფილმა გახსნა, მოჭრაჭუნე თავი ახადა და მაშინვე წააწყდა ვარდისფერ ბაჩაჩებს, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა 'სკივრში' კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი იდო, თუმცა სრულიად კმაყოფილი იყო ბაჩაჩებით მაშო მასთან ერთად დაბრუნდა ოთახში და ბალიშისქვეშ დაიდო მშვიდად დაწვა ისევ და ღიმილით გაუშტერა თვალი მშვიდად მძინარ რატის
- მიყვარხარ
დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატისთვის განკუთვნილი სიტყვები და მშვიდად დახუჭა თვალები ძალიან ადრე რომ იყო დაუგეგმავადაც ჩაეძინა....
.....
მხოლოდ ერთი ცხელი კოცნა საკმარისი იყო მაშოსთვის მაშინვე სწრაფად გაახილა თვალები და საწოლი რომ მოათვალიერა ღრმად სუნთქვა ამოაყოლა გაღვიძებას, რატის მკერდიდან წამოყო თავი ისე ახედა მას და რატიც რომ თბილად აკვირდებოდა ბაგეები ჯერ ისევ თვალებ მოჭუტულს გაეხსნა, ისევ კომფორტულად დადო თავი მაშომ მამაკაცის მკერდზე და მისი ცხელი თითების თამაშით, რომელსაც მაშოს წელთან ათამაშებდა, მალევე გაიტრუნა,
- დილამშვიდობისა?
კითხვა ნარევი ტონით დასვა ღიმილით კითხვა რატიმ, ისევ რომ მინაბა თვალები მაშომ და მაშოც ხელთავიდან წამოიწია,
- დილამშვიდობის,
პასუხი გასცა და სულ ახლახანს გაახსენდა დილის გეგმები, წამით დაიძაბა ყველფერი ისე რომ არ წასულიყო, როგორც გეგმავდა, თუმცა დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა,
- დღეს რას ვშვებით აბა
დაბალ ხმაზე იკითხა ისე რომ ღიმილსაც ვერ მალავდა ისე მიუწვა ისევ რატის, უცებ წამოიწია ისევ, რატის კისერში ჩარგო თავი ისე მოხვია ხელები და ღიმილის შეკავების მერე სველი და ცხელი კოცნები დაუტოვა მთავარ არტერიაზე, დილის გეგმების გახსენებაზე უკვე სწრაფადვე კარგი ხასიათით გამოფხიზლებულიყო და თამამი ქცევებით უსვამდა კითხვებს რატის
- ოხ შენი,
ამოგმინებასთან ერთად ვერ გააკავა ემოციები მამაკაცმა ისე წამოიწია მაშოიანად და წამის მეასედში მოექცა ზედ, უკვე ქვევიდან უყურებდა კრავისთვალებით მაშო და რატიც ღიმილით დაჰყურებდა
- ვიღაც ცუღლუტობის ხასიათზეა,
- სანამ დავშორდებოდით რაღაც დასამახსოვრებელი ხომ უნდა გქონოდა?
უცოდველი თვალებით ახედა და თლილი თითები ნაზად დაუსვა პრესებზე რატიმაც მაშინვე დახედა მის თითებს და ღიმილით გააყოლა თვალი, ისევ მაშოს ახედა ჩატეხილი ტუჩის კუთხეებით და მაშომაც დამნაშავესავით რომ ახედა ისე, რომ ქვედა ტუჩი კბილებს შორის გამოაცურა, რატიმაც სწრაფად გაუკავა მკლავები თავს მაღლა,
- და მე თუ ამასაც ვიზამ.....
მოქმედებასთან ერთად ამოილაპარაკა და თავად დააცხრა მაშოს კისერს, მაშოსაც მოულოდნელობისგან დაეჭიმა კისერი ზედმეტად მწველ ტუჩებზე, მჩხვლეტავ არსებებზე სხეულში, რომელიც სველი ვნებიანი კოცნისგან დარჩენოდა, მკლავები ერთიანად დაეხორკლა და სუნთქვის საშუალება რომ მიეცა ეცადა ხმა ამოეღო,
- და ამასაც?
გაწყვეტილი სიტყვა დაამთავრა და მაშოს მაიკის ქვეშ შეცურებული ხელებით მოიქცია მკერდი ხელებში,
- რატიიი,
გაცინებაც ვერ შეძლო ისე წაავლო მის ხელებს ხელები გარედანვე და რატიმაც რომ ღიმილით დახედა მთელი სახე აუხურდა, წამში ისე მოებრაწა ლოყები თურაშაულის ვაშლს დაემსგავსა, გაკვირვების ფონზე უშვა რატიმ ხელები და ღიმილი გაოცებისგან პირის დაღებაში ენაცვლა,
- მაშა?
ლოყებში ჩაავლო ხელები და სანამ მაშო ხმას ამოიღებდა გაკვირვებასაც ვერ მალავდა,
- არ მჯერა
ხმამაღლა ამოილაპარაკა რატიმ და მაშოც უხერხულად რომ შეიშმუშნა ' აუუუ' ს ამოძახებით ხმამაღლა ხარხარით გადავარდა უკან, მაშოც უკვე გაბრაზებული და ამავდროულად გაბუტული გადატრიალდა რატისგან ზურგით, მკლავები ახლართა ერთმანეთში და ზეწარი თავზეც გადაიფარა, ისე უსმენდა რატის გულიან დაცინვას, რომელიც თითქოს გაჩერებას საერთოდ აღარ აპირებდა
- აუ წარმომიდგენია, გუშინნ.... როცა ვკოცნიდი რა ფერი გედო.....
სიცილისგან წესიერად ვერც კი ამოთქვა სათქმელი, თუმცა საოცრად კარგი დასაცინი აღმოაჩინა და დილა უთენია კუჭის ტკენამდე ხარხარებდა, პრესებიც იმდენად დაეჭიმა ხელებს ვერ იშორებდა ,
- ააა მაშოოო მუცელიი,
პრესებზე იჭერდა ხელებს დაწყნარების ჟამს ისე ქოთქოთებდა და მაშოს რომ გადახედა ყურებამდე გაიკრიჭა, მაშოც პლედის ქვეშ ლანძღავდა მოხარხარეს და თავქვეშ ამოდებული ხელებით ელოდებოდა როდის გაჩუმდებოდა,
უცებ გადაძვრა საბანი და ისიც მაშინვე შეხტა მოულოდნელობისგან
- ჭიტაა!
სწრაფად დახედა და მაშოს მისკენ გადატრიალებას ნაზად ეცადა, თუმცა მაშოც რომ ჟინიანად იქნევდა მხარს უკვე იძულებით მიაბრუნა მისკენ,
- კაი რა იყო
უკვე დამნაშავეს ხმით ამოილაპარაკა მაშოს გაბრაზებულ სახეზე და კეფაზე მოისვა ხელი,
- შემეშვი!
მკლავები გახლართა ისევ ერთმანეთში, წამით ჩაფიქრდა რატიც და თითქოს გაბრწყინებული გონებით წამოენთო ისევ, სწრაფად წაავლო ხელი მაშოს მკლავებს და მკერდზე დაიდო თუ არა აწითლების როლიც მაშინვე მოირგო, სწრაფად მოიშორა მაშოს ხელები და მკერდზე წაივლო ხელები, შეძლებისდაგვარად ქალის ხმებით გადატრიალდა მაშოსგან ზურგით და ტირილის ხმებიც მალევე გამოუშვა,
- ააა, მაშოო, თავხედოო! როგორ შემეხე!..
მკერდზე იჭერდა ხელებს წუწუნით სწრაფად რომ მოუტრიალდა მაშოს, ბალიშზე ჩამოდებულ იდაყვზე ჩამოდო თავი ისე დახედა მაშოს და ცალი თავისუფალი ხელით მისი ნიკაპი მოიქცია თითებშიი
- გუშინ ხომ ცხელ, სველ კოცნებს მიტოვებდი,
ისევ ბოხ ბარიტონში ეცვალა ხმა და მაშომაც მაშინვე აატრიალა თვალები
- მართლა თავხედი ხარ! საოცრად უზრდელი იდიოტი!
გაბრაზებული მზერა ესროლა რატის ისე ახედა მას შემდეგ რაც გადაწყვიტა დაცინვა ეპატიებინა და ხელახლად ეცვალა სახე
- თუ ამას ქალბატონი მაშო მიდასტურებს ვიქნები,
ღიმილით თქვა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე,
- აუ გაეთრიე რა,
ხელის კვრით მოიშორა და ასადგომად წამოიწია, სწრაფად ჩაავლო რატიმ მკლავში ხელი, მაშომაც მკაცრად გახედა საპასუხოდ,
- კიდევ ცოტახანს რა,
თხოვნის თვალებით ანიშნა მკლავზე და ხელი უშვა ისე გაამზადა მკლავი და სრულად მაშოს გადაწყვეტილებას მიენდო, რომელიც საერთოდ არ იძვროდა
- მოდი რა ხო ვშორდებით დღეეს,
ამოიწუწუნა და მაშომაც ჩაშლილი გეგგმა ისევ აღიდგინა, გეგმის განხორციელების მიზნით მიუწვა ისევ და რატიმაც რომ ჩვეული მხურვალე ტუჩები შეახო თავზე, სიამოვნებისგან მინაბა წამით თვალები, მოუხერხებლად შეყო ბალიშის ქვეშ ხელი ისე გამოაცურა 'ბაჩაჩები' და ღიმილით შეხედა,
- ხო საყვარელია?
იმდენად თბილი ხმით იკითხა მის სითბოზე დათბა რატიც, მანაც ღიმილით დახედა თავის პრესზე დადებულ ბაჩაჩებს და მაშოს ხელში მოთამაშეს თავადაც შეეხო,
- კი, მარა ეს ვის უნდა ჩაეტიოს,
სიცილი ვერ დამალა რატიმ და მაშომ რომ ახედა ტუჩები მომუწა,
- მას ვინც მუცელში ეტევა,
ტუჩებ დაბუშტულმა გასცა პასუხი და რატიმაც ღიმილით დახედა ისე მოეფერა მოხვეული ხელით და მიმწვდარს შუბლზე აკოცა, მაშომაც ისევ ბაჩაჩებზე გადაიტანა მზერა,
- იქნებ ცისფერი გვეყიდა? ან ღია ვარდისფერი?
გაუბედავობის მერე დასვა კითხვა და რატისაც უნდა გაცინებოდა კითხვის მერე სახე სრულად დაუსერიოზულდა, თუმცა არც იჩქარა მაგრამ ამავდროულად ფიქრები თუ სხვა რისთვის დასჭირდებოდა მაშოს ჩვილის ფეხსაცმელები გონებიდან არ შორდებოდა
- რათ გვინდა მაშო?
დიდი ნერწყვი გადაყლაპა ისე დასვა კითხვა და მაშოც უკვე გაძლიერებულად გრძნობდა რატის გულისცემას, რომელიც რამდენიმე სიტყვამ გამოიწვია, იმდენად მკვეთრად შეეტყო რატის გულის აჩქარება, მაშომაც დაიწყო ნერვიულობა, მარტივად ჩაწვდა რატის გულს ბაჩაჩების ყიდვის იდეა ვინაიდან საყურებლად ნამდვილად არ იყიდდა მაშო
- არა ჩვენ არ გვინდა....
თავადაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ისე ახედა რატის და ახლა თითქოს სინანულიც კი დაიწყო რომ ასე ეუბნებოდა, იქნებ მოეთმინა კიდეც და სხვანაირად ეთქვა,
- მაგრამ მას ხომ უნდა?
პასუხზე დახედა რატიმ მაშოს ისე თითქოს ელდა ეცა, გაკვირვებული წარბებ შეხრილი მზერით უყურებდა და ხელთავიდან გაიმეორა მაშოს სიტყვები გულში, მისმა სიტყვებმა კიდევ ბევრი მაშოს მსგავსი სიტყვა ამოუტივტივა,
"გვჭირდები" " მასაც ძალიან უყვარხარ" " მაშო ვინ მას! ამიხსენი" "მე და მას გვჭირდები რატი" ყველა "მასზე" ნახსენები სიტყვები ამოუტივტივდა რატის ისე ამოუწითლდა თვალები,
- რატი
მაშოს დაძახებაზე კი დენდარტყმულივით მოშორდა მაშოს, უცებ შეკრთა მაშოც
- მაშოო, მას?... ორსულად ხარ მაშო?
დაჭიმულმა იკითხა უკვე მის წინ მჯდომმა და მაშოსაც იმდენად შეშინებული სახე ჰქონდა მალე გული გაუსკდებოდა,
- მაშოო!
ნერვიულების ფონზე თითქოს ამოიტირა და მაშომაც ისევ შეშინებულმა ხმა რომ ვერ ამოიღო ნერვოზულად დააქნია სწრაფად თავი,
- კი , კი? ეს თანხმობა იყო? კი? ორსულად ხარ?...
კითხვების ნერვოზულად დასმის მერე წამოხტა საწოლიდან ისე მიუახლოვდა ფანჯარას მოტრიალებულმა ჩამოისვა სახეზე ხელები ისე შეხედა მაშოს,
- პატარა ხო? ანუ ბავშვი ხო?
ხელებით ანიშნებდა ბავშვის ფორმას, პატარა ფორმებს და ისევ ნერვოზულად ისვამდა სახეზე ხელებს, წინდა უკან სიარულთან ერთად,
მაშოც ისევ ნერვოზულად უქნევდა თავს, ისე სწრაფად მიუახლოვდა რატი მაშოს უცებ წაიწია მაშოც უკან,
- მამა უნდა გავხდე?
სწრაფად აიფარა სახეზე ხელები, ისე დაემანჭა სახე, კოპები სატირლად შეეკრა და მაშოც უკვე გაკვირვებული აკვირდებოდა, ვერ გაეგო მისი რეაქცია, ისევ თავი დაუქნია მაშომ და რატიმაც ხელები რომ ჩამოიშორა და სახე რომ ისე გაებადრა ვერც იკავებდა ღიმილს მაშოსაც მთელი გულით მოეშვა დაძაბულობა, ხელებს ისვამდა რატი სახეზე ისევ და ისევ უცებ ეცვალა სახე ქვედატუჩს იქცევდა კბილებს შორის ნერვულად და თვალები რომ ამოუწითლდა მაშოს კალთაში ჩადო თავი,
- მეე მამა?
ისევ წამოყო თავი ბედნიერი ღიმილით და მაშო მოიქცია მკლავებში, მისიანად წამოდგა ისე დასვა ძირს,
- მაშოოო, მამააა,
მისი სახე მოიქცია ხელებში და მაშოსაც უკვე ეცინებოდა მის მსგავს რეაქციაზე, როცა უკვე ყველანაირი დაძაბულობა მოეხსნა
- ჩემი პატარა ხარ, მიყვარხარ მაშო! ჩემი ცხოვრება ხარ!
ხელებში მოქცეულ სახეს დაჰყურებდა ისე უკოცნიდა ლოყებს და ბედნიერება სად ჩაეტია ვეღარ ხვდებოდა, ჯერ ისევ წესიერად ვერც გაეანალიზებინა რა ხდებოდა, ისევ უცებ წამოენთო ისე დაავლო მაშოს ხელი ჰაერში დაატრიალა და საწოლზე შემოსვა,
- კიდევ თქვიი როგორ ხარ?
ყური მიუწია ისევ და სუნთქვაც კი შეიკავა რომ კარგად გაეგო,
- ორსულად ვარ რატი
ღიმილით წამოიძახა მაშომაც და ისე უცებ დაავლო მაშოს ხელი უცებ წამოიკივლა,
- დამსვიი,
სიცილი ვეღარ შეიკავა მაშომ ისე დასვა რატიმ ფრთხილად და მუცელზე დახედა,
- აქამდე რატო არ მითხარი! ახლა რატომ მეუბნებიი?!
უცებ გაახსენდა რომ ეს ახალი არ იყო ისე დახედა ღრმად სუნთქვითვე და წელზე წაავლო თითები,
- არ ვიცი, მაპატიე, თითქოს დრო მიჭირდებოდა, მომენტი, არ ვიცი,
დაიბნა კიდეც რა უნდა ეპასუხა იატაკას უყურებდა ისე დაბნეულად დამნაშავედ საუბრობდა ისე აცეცებდა თვალებს და რატის ხმადაბალ გულიან სიცილზე ახედა გაკვირვებულმა,
- ჩემო პატარა,
თბილად წაავლო ისევ ხელები,
- ამდენი გაკეთებული ჩათლახობების მერე ცხოვრებაში არასდროს მგონებია, რომ ოდესმე გავხდებოდი, თუნდაც შენი და მერე მამობის ღირსი! ბავშვობაში გახსოვს ხშირად მითქვამს რომ ცოლი უნდა მომეყვანა, პატიოსანი ცხოვრება მქონდა არჩეული, ბევრი შვილიც მინდოდა, მერე მიტირა ცხოვრებამ დედა, აღარასდროს მიფიქრია არც ცოლზე და არც შვილზე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველაფერს დამსახურება უნდა მაშო,
შუბლი შუბლზე მიადო თვალებ მინაბულმა, ხელებს ვერ აჩერებდა თბილად ეფერებოდა მაშოს სახეს საუბარშივე ამოწითლებოდა თვალები და მისი ბედნიერების მისი დაბნეულობის მიზეზსს ხსნიდა,
- ახლაც ვერ გავიგე, ჯეკპოტი არ მომიგია, ან მაგარი ბედი მაქ ან ღმერთმა მაგრად დამინდო, არასწორი ვიყო დანდობა იქით იყოს რომელ დანდობაზე მელაპარაკები შენ მყავხარ,
ისევ დახედა ისე დაუკოცნა მომღიმარს თვალები, თვალებიდან ასხივებდა გრძელ უფერო მბრწყინავ შუქს რატი
- გახსოვვს რა მაგრად ვღადაობდით ჩემო ცხოვრება სიცოცხლეებს რო ეძახდნენ ერთმანეთს,
გახსენებულზე ხმამაღლა დაიწყო ისევ სიცილი და მაშოს ღიმილიზე ტუჩები ვერ გააკონტროლა ისე წვდა ლოყებზე ხმაურიანად დაუკოცნა და ბაგეებზეც სწრაფად ინაცვლა,
- ისიც ხო იცი რო მართლა ჩემი ცხოვრება რო გახდი?
სწრაფად დაუქნია ღიმილით თავი მაშომ
- და იმაშიც ხო დარწმუნებული ხარ, უშენოდ რომ ჩავძაღლდები?
ქვედა ტუჩის გასველებით დახედა ღიმილით ხან ერთ ხან მეორე თვალში, მაშომაც თავი დაუქნია ისევ,
- არა უშენოდ არა მაშა უთქვენოდ,
სწრაფად დაწვდა ფეხებში ისე ააფრიალა მკლავებში და მისკენ რომ აწია ხმაურიანად აკოცა მუცელზე ხმამაღლა ახარხარებულ მაშოს, რომელიც რატის მხრებს ებღაუჭებოდა გადავარდნის შიშით,
- დამსვი რატიი,
სიცილით დაძახა მაშომ და რატიმაც ისევ ინსტიქტურად შეუსრულა თხოვნა, ისევ საწოლზე დასვა ბურდღუნით და უხმოს შეაჩერდა
- მამა უნდა გახდე რატი გილოცავ,
კიდევ გასამხიარულებლად ღიმილით უთხრა და რატიმაც ისევ მიმწვდარმა აკოცა ხმაურიანად მუცელზე
- რა თქმა უნდა,
წამოიძახა და კარებისკენ გავარდა სწრაფად ეცვალა მაშოს სახე ბაგეები ერთმანეთს დააშორა რატის საქციელზე სწრაფად ჩამოხტა საწოლიდან და კარები გააღო თუ არა სწრაფად ჩაავლო მაშომ მის ტანზე ერთადერთ საცვალს ხელი, სწრაფად მოუტრიალდა რატი, ღიმილით,
- რატიიი
გაფართოებული თვალებით დაუძახა და მის გაბადრულ სახეზე ისევ ღიმილით ეცვალა სახე
- რა მოხდა?
ისე მოუტრიალდა თითქოს მაშოს რამე სტკენოდა,
- ჩაიცვიიი,
ღიმილით დახედა საცვალზე და რატიმაც უკვე ღიმილით გადადგა მისკენ ნაბიჯი, ისე დაიხია მაშომ უკან,
- მიყვარხარ
ხმამაღლა უთხრა და ისე წვდა ტუჩებზე, სიარულშივე ისე მოულოდნელად წამოდო საწოლს ფეხი მაშომ და რბილად გადაეშვა საწოლზე, ღიმილით მოექცა რატიც ზედ კიდევ ერთხელ დაწვდა ბაგეებზე და სწრაფად მოშორდა, მიგდებული სპორტული შარვალი ამოიცვა და ეცადა თავი ხელში აეყვანა, ყველაზე ბედნიერი იყო, ბედნიერებაშივე სახავდა ბედნიერ მომავალს და გეგმებს ისე გავიდა ოთახში, მაშომაც უცებ გადაიცვა პირველივე შემხვედრი კაბა და ფეხშიშველი გაყვა რატის სიცილით, - ააუ ახლა არ ძინავდეთ ამათ თორე გამო....
და უცებ რომ მაშო ამოუდგა გვერდით ღიმილით გადახედა, პირზე შემხმარი სიტყვებითვე
- მაშო ფეხზე ჩაიცვიი!
სწრაფად ეცვალა სახე ისე დაავლო ხელი და ისევ ოთახში შეიყვანა, საწოლის გვერდით ჩუსტებთან ჩამოსვა და მაშომაც გაკრეჭვით წაკრა ფეხები ჩუსტებში.....
სამზარეულოში აღმოაჩინა თუ არა ნენეც და ნაზიც რატიმ ხელახლა გაებადრა სახე , ნაზიმაც სწრაფად მოისვა თვალებზე ხელი ღიმილით დახედა წყვილს, სკამზე ასულმა, რომელიც მაღალ საინებს იღებდა,
- თვალები მომჭერი რატი!
ღიმილით მოისვა ისევ მაჯა ნაზიმ თვალებზე და სიცილით შეხედა ნენემაც რატის
- მართლა რა გაბრწყინებული ხარრ , მართლა სათვალეები დაგვჭირდება, თაან ჩაცმა დაგავიწყდა აშკარად
სიცილით მოიკითხა ამბავი ნენემ და მერე მიესალმა ორივეს, რატიც წყნარად წავიდა ნაზისკენ ლაპარაკშივე ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის რომ წელსზემოთ შიშველი იყო
- აი თქვენ თუ მეტყვით ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ კიდევ არსებობს, მიზეზს გაგიმხელთ,
საუბარშივე გაუაზრებლად წაავლო ნაზის ხელები ისე ჩამოსვა ძირს რაზეც მაშომაც და თავად ნაზიმაც ყბა ძირს დააგდო და თვალები უკვე ნენეს ჩათვლითაც ყველას დაექაჩა, ისე აწია ხელი რატიმ ისევ ინსტიქტურად ჩამოუღო საინები კარადიდან და სკამიც მაგიდისკენ დააბრუნა, წარბებ აქაჩული უყურებდა ნენე მის საქციელს ისე წავიდა რატი ცოლისკენ ისევ,
- არა ვერაფერს ვიტყვი, აშკარად მართლა არ არსებობს,
გაოგნებული ხმით ამოილაპარაკა ნენემ და რატიმაც ტაში შემოკრა, ისე დაავლო მაშოს ხელი,
- ჯერ ის მითხარით ამ პატარა საყვარლობაში ორი გული რანაირად უნდა ცემდეს,
წინ დასვა მაშო და მაშომაც თვალები ააფახურა, რატი გართული იყო პასუხის მოლოდინში და მაშოც რომ უკან დაბრუნდა ისე ამოეფარა რატის,
- ორი გული?
- ხოო დედააა ორიი გულიიი,
ყურებამდე მომღიმარმა სიცილიც ვეღარ დამალა და ნაზისაც უცებ დაუსერიოზულდა სახე,
- მაშო!
ნაზიმ მიიხმო, თუმცა სადღა იყო მაშო, რატის ამოფარებული სულ მთლად აორთქლებულიყო სამზარეულოდან ისე წაიღო რატიმ ხელი უკან რომ გამოეყვანა და ხელი რომ ვერ მოკიდა სწრაფად გაიხედა უკან,
- ოხ მაშოო,
ამოილაპარაკა და თან გაჰყვა, სწრაფად წასულს დაეწია თან ახალ შემოსულ სალომეს გახედა ისე დაავლო ხელი მაშოს ხელში ააფრიალა და ისევ დააბრუნდა სამზარეულოში,
- გისმენთ,
ხელახლა წამოიძა ნენემ და მაშომაც სახეზე აიფარა ხელი ღიმილით,
- ორსულად ვართ,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და სიცილი რომ წასკდათ მერე გაანალიზა რა თქვა,
- არა მე არა, მაშა,
ისევ კმაყოფილმა თქვა და მაშოც მაქსიმალურად მიტრიალდა ისე აეკრო რატის თითქოს იმალებოდა და კიდევ ერთხელ ახმაურდა სახლი ბედნიერებისგან, მაშო მალ-მალე ქრებოდა ხოლმე სახლიდან, ნაზიც სწრაფად დატრიალდა ორმაგად ძალ-ღონე მომატებული აკეთებდა საჭმელებს, მოესწრო იმას რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა, სულ გაიძახდა სიცოცხლეში მომასწრეო და ახლა ბედნიერებას გულშიც ვეღარ ტევდა,
- აააა შეჩეემაა,
ხმამაღლა ყვირილით მიუახლოვდა დემეტრე რატის, მის ხელს დაარტყა ხელი,
- მამააა? ხო არ ღადაობბ
ორივე ერთად ხარხარებდა სახლში და რადგან შეასწრო ამ ამბის გაგებას მაშოს წინაშე ქედრს იხრიდა,
- აწი უკვე შენ იქნები ქალი, რომელიც ძალიან დიდ რესფექთს იმსახურებს,
უკვე რვა თვის შემდეგ მომხდარზე დაიწყო ლაპარაკი დემეტრემ და დივანზე მსხდომები საყვარლად ჭუკჭუკებდნენ, მაშო კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს, ეს არ იცოდა თეოდორემ, თეოდორეს გარეშე მოლხენა არც შეეძლო, რატის სთხოვა დაერეკა მისთვის ისიც ყოყმანის გარეშე მალევე გაჩნდა ოჯახში და ახლა ხმის ამოღებასაც ვეღარ ბედავდა, ისე მიეხუტებოდა ხოლმე მოსულს და რატიც გაბუტული დაქაჩავდა ხოლმე მკლავზე, ნაზიც ცრემლების ცვენით შლიდა მაგიდას და კიდევ მეტად უღმავდებოდა მაშოს ბედნიერებას, ამავდროულად მაშოს იმის შიშიც არ ჰქონია რომ ცუდი რეაქცია ექნებოდა თეოდორეს, რადგან იცოდა და სრულებითაც აკმაყოფილებდა ის პასუხი სიყვარულში, რომელიც თავად ენახა
- ბებო რა გატირებს?
სიცილით მივიდა მაშოც მისკენ საინები რომ ჩადო და ნაზიც თვალებ დახრილი ჩამოდგა მის წინ,
- ძლივს არ მომასწარი შე ქალო?!
- უიმეეეე
სიცილით მოეხვია მაშო და თეოდორეც ღიმილით უყურებდა ბებია-შვილიშვილს მაგრამ თან გაურკვევლობაში იყო,
- რა ხდება? რა გამოვტოვე?
ღიმილით დაბნეულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში მოავლო თვალი ყველას,
- ოო შენ ისეთი რამ გამოტოვე ჩემო ბატონო,
ღიმილით შემოიტანა ხილი ნენემ დივნის შორის მაგიდაზე დადო თმა აუჩეჩა მის გვერდით მდგომმა და მანამ სანამ თეოდორეც გაირკვა თუ რა ხდებოდა, მაშო ისევ გაქრა,
- მაშოოო
და ისევ მისი სახელის ძახილი სახლში რომ მაშო გამოეყვანათ და ენახათ
- სად გაქრა?
გაკვირვებულმა იკითხა სალომემ და ხელახლა უნდა ენახა საწოლის ქვეშ მის წინ მდგომმა თეოდორემაც მაშინ გადაწყვიტა იგივე ადგილას მოძებნა, ერთდროულად დახრილებმა თავები მიარტყეს ერთმანეთს და ტკივილის ხმებით გასწორდნენ სწრაფადვე
- აააააჰ
- სსსსსს
- რამხელა თავი გაქ
თავზე ხელის სმით დახედა თეოდორემ სალომეს და სწრაფადვე აქცია ზურგი რომ არ გასცინებოდა შეტრიალებულმა უხმოდ ჩაიცინა და სალომეს 'თავხედოს' ყურადღება არ მიაქცია წინ წასულს უნდა გაყოლოდა სალომე თეოდორე სწრაფად მოტრიალდა და ეს უკანასკნელიც ხელახლა შეასკდა თეოდორეს, ინერციით გადავარდებოდა უკან რო არა თეოდორეს ძლიერი მკლავი და უკან გადაქანებული ხელახლა აიკრა სხეულზე, სალომემაც უნებურად ჩაავლო მის მაიკას მუჭები და ოთახში რომ ნენე შევიდა უხერხულად და სწრაფად მოშორდა,
- ჩამოყალიბდი საით მიდიხარ!
მკაცრად ამოილაპარაკა, ეცადა მაინც რომ მკაცრად ეთქვა ისე აუარა გვერდი, მშვიდი ძებნა მიმდინარეობდა ოჯახში უკვე გამოცდილი შევიდა რატი საპირფარეშოში და მაშოც მაშინვე დაიჭიმა, რატის აღმოჩენის მერე კედელს აეკრო ისე მოიქცია საჩვენებელი თითი კბილებს შორის და თვალები კედლისკენ გადაწია,
- ვიღაც ძალიან მორცხვობს დღეს,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა ისე წავიდა მისკენ და რამდენიმე ნაბიჯში აეკრო მაშოს,
- აუუ რატიი დავიღალეე აბაა,
ამოიწუწუნა ჩურჩულითვე და იმდენად უცოდველი თვალებით ახედა მართლა უცოდველი ანგელოზი გეგონებოდა,
- მიყვარხარ,
- აუ რატიიი,
პასუხზე ისევ ამოიწუწუნა მისკენ ნელ-ნელა დახრილს დააკვირდა და მოუთმენლად ელოდა როდის დააცხრებოდა რატი მის ტუჩებს
- უკვე მომენატრე,
დაბალხმაზე ამოიჩურჩულა და მოლოდინშივე დააშორა მაშომ ბაგეები ერთმანეთს რატის ხელს ჩაავლო ხელი, რომელიც საჯდომის მიმართულებით წასული თანდათან მაღლა წევდა კაბას,
- ახლა არა რა,
შეხებისგან დახშული ხმით ამოილაპარაკა იმდენად მოქმედებდა რატი მასზე წინააღმდეგობის გაწევა არც ისე მარტივი ყოფილა,
- რა მნიშვნელობა აქვს სად და როდის?
ბაგეებიდან უკოცნელად იცვალა მიმართულება და მაშომაც უნებურად გადაწია თავი უკან ცხელი სველი ბაგეები რომ შეეხო მთავარ არტერიაზე, პარალელურად კაბის ქვეშ შეეცურებინა ხელი ისე შემოიდო მაშოს ფეხი მენჯზე და წელვადი კაბა დაბლა დაწია ცალი ხელითვე კოცნით დაუყვა ლავიწებს,
- რატი გეყოფა,
- ეს თხოვნაა თუ მოთხოვნა?
კამყოფილი გასწორდა ისე დახედა ბაგეებზე და სანამ რამეს იტყოდა მანამ დააცხრა ტუჩებზე,
- რატიი...
დაძახებულ, დახშულ, ინტერესიან ხმას რომ დაკაკუნება მოჰყვა ხელისკვრით მოიშორა მაშომ რატი,
- მაშოო
ტუჩებზე ენა მოისვა გაკვირვებულმა რატიმ და სიცილი ვერ შეიკავა, ისე დენდარტყმულივით მოიშორა მაშომ თითქოს მალულ სიყვარულში გამოიჭირესო
- მოდი....., მოდი ჩემთან,
ისეთი სახით თითქოს ეცოდებოდა ისე მიწია მისკენ და თვალების ფახურით მიიხუტა გულზე, ეს იმის ნიშანი იყო რომ რატის საქციელით არცერთი ზარალდებოდა და ვერც ვერავინ ვერაფერს იტყოდა ვინაიდან რატი მაშოს ქმარი იყო, უკვე უკითხავად გააღეს კარები იმის ფიქრით რომ იცოდნენ რატი მოსაძებნად შევიდა იქ და მათი პოზის დანახვისას გაკვირვებულმა აატრიალეს ხელები,
- მემგონი ვერ არი,
ჩურჩულით ამოილაპარაკა რატიმ და ცალი ხელით, საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაატრიალა,
- არც მოგილოცო ცქნაფო? არ გინდა რომ გაზრდა მოგილოცო ჩემო პატარა?
შორიდანვე დაუძახა თეოდორემ და ნენემაც და სალომემაც მშვიდად ჩაავლეს ხელები ისე გაიყვანეს თეოდორესკენ, დემეტრე კი ისევ ინტერესით ათვალიერებდა რატის,
- რას მომაშტერდი,
გამოსვლისთანავე დაბღვერილმა გადაძახა ჩურჩულით და სიარულშივე ამოუდგა დემეტრეც გვერდით ისე გაკრა მხარი
- მოსაძებნად შეგიშვეს ,
მიხვედრილმა გადაჩურჩულა და რატიმაც კმაყოფილმა მოისვა ხელთავიდან ბაგეებზე ენა
- ხოდა მოვძებნე,
თვალის ჩაკვრით გახედა და წინ წავიდა, ისე დააკვირდა ჰაერში მყოფ მაშოს თეოდორეს მკლავებში და კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე.....
....
დროს ტარება ისევ საღამოსთვის შემოინახეს მაშოს თხოვნით ოჯახშივე დაგეგმეს კარგი ამბის აღნიშვნა მათ " ოჯახურ" გარემოში და მანამდე დაგეგმილი ამბებისთვის იყვნენ გასულები, ყველაზე კარგი ის იყო რომ იმ უბანში ოთხი სახლი გაყიდვით იყო, ერთ-ერთი თეოდორეს მოპირდაპირე მხარეს იყო დანარჩენი მართალია ოდნავ მოშორებით იყო, თუმცა მის გვერდითვე სახლი, რომელიც ასევე მწყობრში იყო და ახალი აშენებული გახლდათ მართალია არ იყიდებოდა მაგრამ, ეს ხომ რატი იყო, სულ რაღაც სამ დღეში სახლს გადაიფორმებდა, მარტივი მოსაგვარებელი გახდა ყველაფერი, ზედმეტი წვალებების გარეშე, პლიუსს იწერდნენ იმით რომ მაღალ თანამდებობას იკავებდნენ ყველაფერი მარტივად მოსაგვარებელი გახდა, რადგან დროის ცვლასთან ერთად " ფულს ჯოჯოხეთის განათებაც შეუძლია"....
- რა ბარი ? ბარში რა მინდა სახლში ცოლი მელოდება,
გაკვირვებულმა ამოთქვა და თეოდორეს შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს გართობა თავისთვის აწყობდა, ხელი აიქნია,
- რა ბარი მანდილოსნები წვალობენ სახლში, ტრაკები აწიეთ ისევ თქვენთვის და მოდით ვისაც არ უნდა დაახვიოს, ჩვენ ვინც ვიქნებით ჩვენ პონტში მოვილხენთ,
გაღიზიანებული საუბრობდა ვაჟა და თეოდორეც მის საუბარზე იცინოდა,
- რას იკრიჭები ეე?
თეოდორეზე ინაცვლა რატიმ და მანაც ძმას გახედა
- აშკარად მაგარი აძაღლებულია ,
- მთელი დღეა ცოლი არ უნახავს და მონატრება უტევს ძმა
ვაჟამ დააბოლოვა თეოდორეს ნათქვამი სიცილით და უკვე ძმების სიცილზე წინ წასულ დემეტრესკენ დაიძრა რატიც, რომელსაც რამდენიმე ბიჭის წინ მდგარს აშკარად შეკამათება მოსვლოდა ქუჩაში მუდმივად მდგარ 'სასტავთან' და ჯერ ისევ ცდილობდა მშიერს ფსიქოლოგიური მიდგომებით დაემშვიდებინა საკუთარი თავი,
- ხელებს რატო მიშლი ბიჭო?! გელაპარაკები!
წყნარად დასვა კითხვა ჯერ ისევ თავშეკავებულმა და წინ მდგარ "ლაპარაკისგან დაქოქილ" ბიჭს უსმენდა, რომელიც ყოველ მეორე სიტყვაში შეურაწმყოფელ სიტყვებს იძახდა და ამავდროულად ცენზურას აცდენილი საუბრით მეტად აღიზიანებდა დემეტრეს
- რა ხდება?
ინტერესით წყნარად ჩაერია რატი და მოწინააღდეგეების გუნდს მოავლო თვალი, სადაც აშკარად "დიდი" ვერავინ დაინახა, ჯერ ახლად ეცადათ დაკაცება სკოლა დამთავრებულებს და ჭკუაც მკაცრად მოეთხოვებოდათ, რადგან ბავშვის ასაკიდან უკვე კარგად გამოსულები იყვნენ
- რა ხელებს გიშლი ტოო მოდიხარ ერევი რა შენი ტ*აკის საქმეა გაირე მეთქი გითხარი! თუ რამე საჭიროდ ჩავთვლიდით მოვიდოდი კაროჩე და გეტყოდი მომეშველე-მეთქი ხო? ან ის გთხოვდა დახმარებას, მამენტ ასე არ ყოფილა და მოისვენე რო კაი ჩიტი არ დაიჭირო ტო,
ხელების დახმარებით ამოთქვა სათქმელი, რომელიც გაფრთხილებაში გადაეზარდა, თამამად აათვალიერა სიტყვებში დემეტრე და გაბზარული ფიქრები სიტყვებში გაამყარა, რომლითაც არაჩვეულებრივად იცოდა რომ დემეტრეს გამოხედვა სულის შებერვით გამაქრობელი არ ყოფილა, იმასაც ხვდებოდა, რომ შეიძლებოდა თავად გამქრალიყო, თუმცა რადგან დაიწყო უკან არც დაიხევდა, საუბარშივე ახედა დემეტრეს და ხელების საშუალებით დაუსვა წერტილი საკითხს
- მოვედი ვცდილობ კაცური რჩევა მოგცე, რომ მეორედ სირ*ვით აღარ მოიქცე, ქუჩაში პატარა გოგონებთან იგინები დავიკიდოთ, შეურაწყოფას აყენებ ხელითაც ეხები და ყველაზე ცუდი ის არი რომ ამ გოგოს ვაფშე არ იცნობ და ერთი ორჯერ გყავს ნანახი, როგორ ფიქრობ კაცობას აწვები?
- ბიჭო გითხარი მახატია შენი რჩევები-მეთქი და გაიარე ბოლო-ბოლო
ხელის კვრით დაწია დემეტრე უკან და მასაც უნებურად შეეკრა მუშტები ბრაზისგან, ნერვოზულად მოისვა ენა ქვედა ტუჩზე და სიტუაციის გასამუხტად როცა მიხვდა, რომ დემეტრეს მოთმინება საკმარისად სავსე იყო სწრაფად ჩადგა შუაში რატი,
- მოიცა მოიცა,
მომკსმინე!, შენიშვნას ისევ შენთვის გაძლევენ რო არავინ შეამჩნიოს რა ყლ*ც ხარ! ისევ შენთვის იქნებოდა უმჯობესი გათვალისწინება, გარდა ამისა გოგოს რო ნამუსს ხდი მაგაზე სხვა სასჯელებია მარა ამ შემთხვევაში ის გოგო ბოდიშსაც იკმარებდა რაღაც დოზით,
წყნარი საუბარით ჩაერია მშვიდად ცადა ხელახლა აეხსნა გადიდგულებული ახალგაზრდასთვის სიტყვები და აშკარად ზედმეტად ანერვიულებულ ბიჭს მშვიდად დახედა, რომელმაც კიდევ ერთი რჩევა არასწორად მიიღო
- შენ რაღა ჩემი ყ*ე გინდა? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე ვბაზრობდი ამასთანაც!
ზიზღით ახედა რატისაც და დემეტრემაც ხმის ამოუღებლად გაატკაცუნა კისერი, იმის ნიშნად რომ უკვე რატი კი არა ვეღარავინ შეძლებდა მის ჭკუაზე მოყვანას, ჩაცინებით გაატარა რატიმ მისი სიტყვები, თავადაც საკუთარი თავის დასაწყნარებლად მოისვა ცხვირის წვერზე თითი და კიდევ ერთხელ მშვიდად ეცადა საქმის მოგვარებას ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე,
- კაი! კაროჩე, კაცურად ჩავუჯდეთ ხელთავიდან
ისევ მშვიდად ამოილაპარაკა და შეიძლება მცდელობა მალე გამოსულიყო კიდეც, ისიც შეიძლებოდა კიდევ მეტად სიმშვიდით კარგი სამაგალითო რჩევებიც კი ესწავლებინათ ამბიციური ბიჭებისთვის მაგრამ, მეტად გაღიზიანებულმა დემეტრემ სწრაფად აიკაპიწა საათი უფრო მაღლა, მარჯვენა ხელზე ხელი მოისვა დაბალხმაზე უცენზურო ბრაზი ამოუშვა, უხეშად გადაწია წინიდან რატი
- მოდით თქვენი დედა....
ბრაზის ფონზე ამოილაპარაკა და უკვე მზად მყოფმა ძლიერად მოუქნია მუშტი...
რატიმაც ნერვოზულად მოისვა შუბლზე ხელი, რადგან ჩხუბის სურვილი არანაირად არ ჰქონია და მისკენ გამოქნეული ხელის დაჭერის მერე თავადაც მოუწია ჩარეულიყო გამოუცდელთა გუნდის ჩხუბში, და არა მხოლოდ ის მათკენ მშვიდად მიახლოვებულისკენ რომ მათკენაც წავიდა შეტევა გაურკვეველი მზერით დაიწყეს უტექნიკოდ მოქნეული მუშტების აცილება.......
- სულ გამოშტერდიი?!
ისევ ხელახლა დაარტყა ანერვიულებულმა მაშომ მუშტი მკერდზე რატის დიდ დარბაზში ხალხმრავალ ადგილას ჩურჩულით და ეცადა ხმადაბლა გამოეხატა ბრაზი რატის მიმართ, რატიმაც ღიმილით დაუკავა მოქნეული ხელენის მაჯები, გაკავებულისკენ ღიმილით დაიწია, ისე მიადო შუბლი შუბლზე
- ჩშშშშ, დაწყნარდი ხო იცი ტყუილად არ მიჩხუბია არა?
- რატი მათ შეხედეეე?! სიკვდილამდე ნაცემს ჰგვანან,
- გეფიცები თუ რომელიმესთვის სამჯელ მეტი დამერტყასს არც კი,
სწრაფად ამოაყოლა მანაც დაბალხმაზე უკვე დასეეიოზულებული სახით ისე წაიწია უკან, რომ მისი სიმართლე მაშოს სწრაფად დაეჯერებინა
- რატიიი!
ეჭვით ბრაზიანი მზერით ანიშნა წყენა ჩხუბის გამო და ხელები გაინთავისუფლა
- ჩშშშ
მხრების აჩეჩვით დახედა ღიმილით ნერვიულობისგან შეცვლილ მაშოს ცალი ხელით მიიხუტა და მალევე მოხვია ორივე ხელი რომ აფორიაქებული დაემშვიდებინა ისე მოავლო პოლიციის შენობაში, კომპოუტერთან მომუშავე ოფიცრებს თვალი,
- კიბატონო იმ ადგილას ხართ სადაც ორი კამერა იმ ადგილს აკონტროლებს,
განაცხადა კომპიუტერთან მჯდომმა მამაკაცმა დემეტრეს კითხვის შემდეგ და მაშოც უცებ წამოიწია ისე დააკვირდა პოლიციის ოფიცრის ხელის მოძრაობას და მალევე შეხედა მონიტორს ინტერესით, მერე გადახედა ბიჭების მწკრივს, რომლებმაც ჩხუბში მიიღეს მონაწილეობა, მათ დალეწილ სახეებთან ერთად თეოდორესაც გახეთქვოდა ტუჩი, თუმცა ახლა სულ არაფერი ეტყობოდა ვაჟას სახეზე არა თუმცა რამდენიმეჯელ მოხვედრილი მუშტის გამო ფერდებში, არც ისე მშვენივრად გრძნობდა თავს, მხოლოდ მოწინააღმდეგე ახალბედა უცოდინარი მოჩხუბრები იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, რომლებმაც ვერ გათვალეს ვისთან ჰქონდათ საქმე, დაბღვერილმა გახედა მაშომ თეოდორესაც და მანაც უცებ აარიდა თვალი, მაშოც მონიტორს დააკვირდა სადაც კამერაზე ჩაწერილი ვიდეო გაიხსნა და ჩხუბის მომენტებს იმდენად ემოციებით უყურებდა რატიც ღიმილით აკვირდებოდა მას, მაშო კი თავად რატის აკვირდებოდა, რომელიც ზედმეტს არც არაფერს აკეთებდა უბრალოდ დასარტყმელად გამოქნეულ ხელებს იჭერდა და ერთი მუშტის მოქნევით ცდილობდა მოეშორებინა თავდამსხმელი, რომელიც გამეტებული მიექანებოდა მისკენ
- თქვენი ჩვენების მიხედვით მიმდინარეობს ყველაფერი მართალია, მაგრამ ჩხუბიც თქვენ დაიწყეთ,
მშვიდად მოუტრიალდა ოფიცერი და დემეტრემ აიღო პასუხი თავის თავზე
- სამაგიეროდ ისიც ნაჩვენებია რომ ზედმეტი არცერთისთვის დაგვირტყამს, უბრალოდ გამოვიწვიეთ და შეიძლება ითქვას ხელი მოგვიხვდა კიდეც,
დემეტრეს ბოლო სიტყვებზე ნაცემ სასტავს გახედა ოფიცერმა და თავის გაქნევით შეხედა ისევ დემეტრეს,
- ეცადე აღარასდროს მოგიხვდეს,
გულწრფელად უთხრა და ეს იმის ნიშანიც იყო რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, რადგან მხოლოდ ჩხუბზე არ ყოფილა ჩხუბის მიზეზიც სერიოზული იყო, რადგან გოგონას შევიწროვება დიდი დანაშაული იყო, მშვიდად დატოვეს პოლიციის შენობა და გარეთ გამოსვლისთანავე ახმაურდნენ, წინ წასულებს გვერდებზე ამოდგომოდათ ანანო და მაშო და წინ გადადგმული ნაბიჯის მერე ჩამორჩენილი წყვილის შემდეგ უნებურად მხრებით შეასკდნენ ერთმანეთს სალომე და თეოდორე,
- სიარულიც გასწავლო?
პრეტენზიებით გაჩერდა თეოდორე ისე დახედა ცინიკური კითხვით, რამაც სალომესაც აიძულა გაჩერებულიყო
- რა მასწავლე სიარულიც რო მასწავლო?!
მაშინვე ბრაზიანი მზერით შეუტრიალდა გაჩერებულს დოინჯები შემოირტყა და ინტერესიანი მზერით შეაჩერდა თვალებში, ბრაზსა და კითხვებში ისე ჩამორჩნენ დანარჩენებს არც გახსენებიათ მათ წინ მიმავლები, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ წყვილს
- რა გასწავლე? სერიოზულად ამ კითხვას მისვამ?
ბრაზიანად დახედა თეოდორემაც და ისე თითქოს მართლა მისი გამოზრდილი ყოფილიყოს ისე შეიცხადა სალომეს ნათქვამი,
- საერთოდ არ მეხუმრებაა!
დოინჯები ჩამოუშვა სალომემ უფრო გაღიზიანებისგან და იმ გახეთქილი ტუჩის მეორე კუთხესაც დიდი სიამოვნებით გაუხეთქავდა, წამით ბრაზისგან უყურებდა უხმოდ არც გახსენებია რომ წინ წასულებს ძალიან ჩამორჩნენ
- თუნდაც ის რომ ახლა შეპასუხება შეგიძლია და ყველას თავს აღარ უხრი,
კმაყოფილმა აკრა თითები ნიკაპ ქვეშ და წამით ხმაც ვერ ამოიღო სალომემ, მართლა იმდენად ბევრჯერ ჰქონდათ ნაჩხუბი, გამოცდილების ფონზე უკვე შიშიც გამქრალიყო სალომეში, მეტი სითამამეც ეტყობოდა და მისი დამცველობითი მექანიზმებიც მეტად მომუშავე გამხდარიყო
- აუ რამდენიაა,
შეიცხადა ხელების აქნევით
- და ჯერ ერთი ეგ არ გისწავლებია იძულებული გამხადე მომებაძა
- ხო და ეგ სწავლებაა პატარავ,
კმაყოფილმა გაუღიმა ისე დახედა სალომეს ჟინიან თვალებს თავადაც ჯიუტად და უკვე წინასწარვე ყველა მის კითხვსზე ჰქონდა პასუხი მზად
- ძალიან გთხოვ შენი თავი ვინმე ნუ გგონია
- რატო კოცნა უკვე ნასწავლი გქონდა და მხოლოდ ფეხების შეკვრაში დაგეხმარე?
მისკენ გადაწეულმა დაბალხმაზე უთხრა ისევ მის გასაბრაზებლად და ამავდროულად ვერც კი ხვდებოდა რატო ცდილობდა მის გამწარებას ყოველთვის მისთვის შეურაწმყოფელი სიტყვებით, უცებ გაეჩხირა დიდი უზარმაზარი ბურთი სალომეს ყელში, ადგილიდან ვერ გაინძრა უცებ და წამში მოწოლილი ბრაზის ფონზე დაავლო ქვას ხელი არც კი დაფიქრებულა ისე მოუქანა ქვიანი ხელი
- ვოოპ
შეძახილით დაიკავა სალომეს მაჯა ისე გახტა უკან თეოდორე და მის გმინვაზე როგორც იქნა გამოიხედა მაშომ და ვაჟამ, არა იმიტომ, რომ ხმა მოესმათ არამედ იმიტომ რომ აშკარად მოაკლდნენ გუნდს
- შენ ჯანმრთელი ხო ხარ?
ბრაზისგან შეცვლილი ხმით დახედა თეოდორემ თვალებ აწყლიანებულ სალომეს, რომელსაც ქვა ძირს გაუვარდა
- ყველაზე კარგად იცი?! მშვენივრად იცი! სიკვდილამდე მძულხარ! გულის ამრევი ხარ!
მთელი ემოციური ზიზღი ამოანთხია მასზე ისე მოიწმინდა გადმოცვენილი ცრემლები და ძლიერად კრა ხელი, წუხანდელი საღამოს სიტყვები წამოაძახა, რომლის შემდეგ თითქოს ურთიერთობის ადამიანურ ეტაპზე გადასვლაც კი ეგონა, თუმცა ისევ იდიოტივით მოიქცა თეოდორე , ისევ უაზრო დამამცირებელი ლექსიკონით გამოევსო მასთან გონება, რითიც შეძლო სალომეს გულში რაღაც ნაწილი ჩაეწყვიტა,
- მძულს ყველა ის მომენტი როცა შენთან ერთად მიწევს ყოფნა!
მძულხარ გესმის?! ამაზრზენი ხარ!
- ერთხელ თქმაც საკმარისი იყო,
ირონიული უკმაყოფილოდ დახედა სალომეს, რომელსაც მის საყელოში ჩაევლო ხელი და მისი მოკვლის გადაწყვეტილებასაც დიდი სიამოვნებით განახორციელებდა, უხეშად მოიშორა მისი ხელი თეოდორემ, და თეოდორეს მოშორებულ სალომეს სწრაფად დაავლო გამოქცეულმა მაშომ ხელი,
- რა გჭირთ რა ბავშვებივით ჩხუბობთ,
ხმადაბლა მკვეთრად მოაშორა ერთმანეთს და მოახლოვებულ ვაჟას ანიშნა სალომე წინ გაიყვანეო,
- თეოდორეეეე რა გჭირსსს?
- არაფერი არ მჭირს,
წყნარად დაიწყო სიარული ისე გააყოლა თვალი სალომეს, რომელიც ვაჟამ ხელის მოხვევით გაიყვანა
- გოგო ტიროდა თედო და ასეთი რა უნდა გეთქვა ამ მოკლე დროში და საერთოდ შენგან მსგავსი ქცევა არ გეუცნაურება? რამე დაგიშავა?
- კაი რა მაშო ლექციების დრო არ უნდა იყოს წესით,
ხელი მოხვია სიტუაციის შეცვლით, სწრაფად რომ მოიშორა მაშომ,
- ძალიან შეიცვალე უჩემოდ და ეს მაშინებს,
ნაწყენმა აუჩქარა ნაბიჯებს ისე წავიდა წინ სალომესკენ
- და იქნებ სულ ასეთი ვიყავი
ხმადაბლა ამოილაპარაკა და მაშომაც ინტერესით გახედა, რადგან თეოდორეს დაბალხმაზე ნათქვამი სიტყვები გასარკვევად არ გაუგია
- რა?
- არაფერი,
თავის გაქნევით უარყო სიტყვები და ისევ ჩუმად დააკვირდა წინ წასულ სალომეს....
......
- ბარბი სად ხარ აბა?
მესიჯი გახსნა თუ არა სწრაფადვე ეცადა გაეცა პასუხი ბარბარეს, რომელიც აქამდე 'ბავშვებთან' ერთად არ ყოფილა და დემეტრეც მის წასაყვანად წასული გაურკვეველ ადგილას იდგა, ისე ათვალიერებდა გამვლელებს ბარბარეს მათში პოვნის მიზნით
- აი საშიში გამოსასვლელი როა ნასვამ კაცებს თუ ხედავ შემოსასვლის დასაწყისში მაანდ მოვალ მალე, ქვედა მხარეს ხეების ქვეშ აუ ძალიან გვიანია და შეიძლება ვერც წამოვიდე,
სწრაფად გასცა პასუხი ხმოვანი შეტყობინებით და თავდახრილი ეცადა გაეარა ბნელი, ნაგვის ბუნკერით სავსე ადგილი, სადაც არც ისე მარტივი იყო გასვლა, სხვა დროს არც უწევდა ეს გზა, თუმცა დემეტრეს გზაზე გადასასვლელად ბარემ აქეთ წამოსვლა ამჯობინა, ამავდროულად დაძაბული მოავლებდა ხოლმე თვალს ყველას სანახავად ვინმე მიყვებოდა თუ არა, მოულოდნელად მოხვდა ძლიერად თხელი ' საგანი' და ტკივილისგან და წვისგან ხმამაღლა წამოიკივლა ისე ჩაიკეცა, სწრაფად გაიხედა უკან დამანჭული და სახეზე შიშისგან ეცვალა ფერები, ღრმად სუნთქვისგან დააშორა ბაგეები ერთმანეთს და მიწაზე შეკრა მუშტები, მამაკაცის დანახვისას, რომელსაც ქამარი ორად გადაეკეცა და თავზე დამდგარს ხელახლა გადასარტყმელად მოემზადებინა ქამარი,
- გამოგიჭირე! შე პატარა ძუკნა! რამდენჯერ გითხარი რომელ დროს არ უნდა გადასცდე- მეთქი? რამდენჯერ გითხარი მხოლოდ მუშაობა-მეთქი?!
ხმამაღლა გამოუცრა და ამავდროულად ნასვამმა არეული სიტყვებით ამოთქვა სათქმელი,
- დიდხანს მომიწია დღეს მუშაობა,
უკან გახოხდა შეშინებული და ხმის ამოღებაზე ძლიერად მოქნეული ქამრისგან ამოიკივლა ისევ, აკანკალებული ყბებით ახედა ისევ მამაკაცს და ხელების აფარებით ცდილობდა დაეფარა სხეული
- გთხოვ სახლში წავალ, სამსახურიდანაც ადრე წამოვალ, წავალ გევედრები,
ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და პასუხად რომ ისევ რამდენიმე ქამრის მოქნევა მიიღო მიწაზე გაწოლილი ღვრიდა ცრემლებს ქამრისგან ამწვარ სხეულზეც ვერ ისვამდა ხელებს იმდენად ძლიერად ეწვოდა მიწაზე გადაწოლილი ზედ რომ აწვებოდა საშინელი ტკივილისგან სუნთქვა ეკვროდა ცდილობდა ზედმეტად ცოტახანს მაინც არ შეხებოდა, ყოველ მოქნეულ ქამარზე გმინავდა,
- აწი ისწავლი თუ არა ჭკუას?
თავზე დაადგა, ისე აიძულა წამომჯდარიყო, ბარბარემაც მაშინვე დაუქნია თავი და უკან ნასვამ კაცებს მოავლო თვალი რომ ენახა დახმარების მსურველი იქნებ ვინმეც კი იყო,
- ვერ გაიგე?!
ყვირილით აწია ისევ ქამარი ჰაერში და სწრაფად თავადვე ძლიერად მიენარცხა ნაგვის ბუნკერს და არ მხოლოდ გადააყირავა არამედ თავადაც მას გადაყვა, ყურებიდან ბოლს უშვებდა დემეტრე ისე მიუახლოვდა მძიმე ნაბიჯებით, მოუტრიალებელსვე დაავლო ხელები ისე გადმოაგდო მიწაზე და ერთადერთი ლამპიონის შუქზე დანახული მამაკაცის გამო ადგილზე გაშრა,
- შეენ?!
ხმადაბლა ამოთქვა უნებურად სიტყვები მიღებული შოკისგან უცნაურად ეცვალა მზერა და არ აპირებდა დაეჯერებინა საკუთარი თვალებისთვის, ლანდად დაუდგა თვალწინ დედამისი, რომელსაც ღია პიჯაკში გამოწყობილი კაცი ედგა წინ, ღიმილით საუბრობდა ქალის სხეულის სილამაზეზე და გაწეული წინააღმდეგობის გამო მის ძლიერად გაქნეული ხელის შემდეგ დედამისი პატარა დემეტრეს, გამურულ, შიშველ ფეხებთან ატირებული დაემხო, ბუნდოვნად აგონდებოდა მომენტი, ბუნდოვანი იყო მამაკაცის სახეც აქამდე, მანამ სანამ ზედმეტად ნაცნობი არ გახადა გონებამ დაუვიწყარი წარსული, ახსენსებოდა როგორ ხშირად მოდიოდა და როგორ ხშირად ამცირებდა დედამისს სიტყვიერად, ბუნდოვანი მოგონებები იმდენად ამაზრზენი გახდა იმდენად მოუთოკავი ემოცია იყო თავიდან დაბნეული უყურებდა,
- შენ იყავი შე ახვარო!
დარწმუნების მერე ჩაავლო საყელოში ხელი ძლიერად დაჭერილს ძლიერად სავსე მოგონებებით მოუქნია მუშტი და გადავარდნილს ხელახლა დაავლო ხელი, ტკივილისგან დამანჭული ატირებული სახით ცდილობდა ბარბარე ტკივილი მოეშორებინა და შიშიც, რომელიც ცოტახნის წინ გამოსცადა, ისე გახედავდა ხოლმე დემეტრეს, რომელიც ძლიერად და ზიზღით დაუნდობლად ურტყავდა დასისხლიანებულ მამაკაცს, უკვე დემეტრეს გამეტებული დარტყმებისიც კი ეშინოდა, დარტყმის და მამაკაცის სასტიკი გმინვა დემეტრეს ერთმანეთს მიყოლებული გამტებული მუშტები უარესად აფორიაქებდა, ყურებზე იფარებდა შიშისგან ხელებს შიშისგან არიდებდა თვალსაც დასისხლიანებულ მამაკაცს
- დემეტრე გეყოფა!
შორიდანვე დაუძახა გაცხოველებულს, კაცი ხმას რომ ვერ იღებდა და დარტყმისგან უნებურ ხმებს უშვებდა, სულ უძალო რომ გახდა ხელებიც აუკანკალდა ბარბარეს შიშისგან, რომ დემეტრეს მსგავს ცვლას საშიში ან ტრაგედიული დასასრული არ ჰქონოდა, საერთოდ არ გაუგია დემეტრეს ბარბარეს დაძახება ცელოფანი მოახვია თავზე თვალებ არეულ ცხვირ გატეხილ კაცს საიდანაც ყველაზე მჩქეფარედ მოსდიოდა წითელი სქელი სითხე და საკუთარ ტანსაცნელთან ერთად დარტყმის დროსვე სვრიდა დემეტრესაც, ცელოფნით უჰაეროს ურტყავდა მუშტს სახეში ძლიერად, ისტერიულად კივილი დაიწყო ბარბარემ არაადამიანურ საქციელზე ჯერ იმაზე რომ დემეტრეც სისხლანი იყო და შემდეგ უყურებდა როგორ უმოწყალოდ ურტყავდა დემეტრე ' მამამისს' და უყურებდა ცელოფანს, რომელიც ისე გასისხლიანებულიყო
სისხლის გარდა აღარაფერი ჩანდა, მთელ სხეულში შიშის გრძნობები დათამაშებდა სახეზე ფერები შემსამჩნევად ეცვლებოდა ისე სთხოვდა დემეტრეს, რომ გაჩერებულიყო
- შეწყვიტე!
ბარბარეს კივილზე ჰაერშივე გააშეშა დემეტრემ მუშტი, სწრაფად წამომდგარმა წაქცეულ ნაგავს მოავლო თვალი გრძელი წვეტიანი პლასმასის ნატეხს დაავლო ხელი და ბარბარეც შეძლებისდაგვარად წამოდგა სწრაფად დემეტრემ ძლიერად მოუქნია პლასმასი მამაკაცს და პირდაპირ შუბლში უნდა ჩაერსო მივარდნილი ბარბარე ჩაიმუხლა მის წინ, ამოკივლებით აიფარა სახეზე ხელები შიშით რომ ვერ მოასწრებდა გაჩერებას და მალევე რომ ვერაფერი იგრძნო სწრაფად ახედა სახეზე სისხლის წვეთებით დასვრილ დემეტრეს, აკანკალებული ფეხებში ძალა გამოცლოდა და ამ ყველაფერს ერჩივნა ისევ თავად ამოხდომოდა სული ქამრით ცემაში,
- შეწყვიტე!..მამაჩემია....
დამნაშავედ ამოიტირა ძლივს რომ ამოისუნთქა და დემეტრეს ფეხებთან ჩაიკეცა,
- გეყოფა....
ტირილისგან შეცვლილი ხმით გაიმეორა ისევ ჩაკეცილმა და დემეტრეც კიდევ ერთხელ ჩავარდა შოკში, ისევ გაიყინა გაურკვევლობისგან, მის ფეხებთან დამხობილ გაყინული უყურებდა და ცდილობდა წესიერად გაეაზრებინა ბარბარეს სიტყვები, ისე გააგდო ხელიდან პლასმასი და უკვე გონზე მოსულმა ბარბარეს მკლავებს ჩაავლო ხელი ისე წამოაყენა უცებ, ისიც ძლივს დადგა წამოყენებული ფეხზე თავდახრილი ახედა, მკლავებზე სისხლიანი ხელების ნაკვალები დაეტყო
ბარბარეს და თან დემეტრე ჯერ ისევ გაურკვევლობაში იყო, როგორ იყო ბარბარეს მამა, როგორ შეიძლებოდა მამა შვილს მსგავსად მოქცეულიყო და საერთოდ ეს ყოველივე ძალიან აბნევდა
- ვიცი მისნაირ მამას ჯობია სულ არ მყავდეს, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავიი, ღმერთო ძალიან შემეშინდა,
მისთვის არც კი აუხედავს ძირს დავარდნილ მიწაზე აკრულ მამაკაცს გახედა წამით ისე ამოილაპარაკა ტირილით და დემეტრეს მიადო თავი ისე მიეყრდნო აკანკალებული, დემეტრემაც მას შეხედა წამით ისე მოისვა ქვედატუჩზე ენა და მამაკაცს დახედა, მერე გაანალიზა რომ ზედმეტად ბევრი მოუვიდა, ზედმეტად ძლიერად იმოქმედა წარსულის ბრაზმა და შურისძიებამ, ბარბარეს შიშსაც იმდენად ძლიერად გრძნობდა უცნაური გრძნობით იბოჭებოდა, ბარბარე რომ მოშორდა ფრთხილად ჩამოშორდა მამაკაცისკენ დაიწია და სისხლისგან გაჟღენთილი ცელოფანი გადააძრო ნაგვის ბუნკერში მოისროლა და ისევ მტირალ ბარბარეს დახედა,
- არაფერი დაემართება დამშვიდდი
ბარბარე რომელიც ახლა მისი საქციელით შეშინებული იყო ცდილიბდა არ შეემჩნია დემეტრესგან გამოწვეული შიში, მისი დაუნდობლობითა და სისასტიკით აკანკალებული ჯერ ისევ ვერ წყნარდებოდა
- მაპატიე...
ხმადაბლა ამოილაპარაკა მანაც ისე ეცადა მიახლოვებულს ჩახუტებოდა, მაგრამ თავადაც მორიდებულად იდგა ვინაიდან ვერ გაეგო ახლა ბარბარე შეიძულებდა თუ არა, მასზე გაბრაზებული იყო და ეზიზღებოდა თუ არა, პასუხი ბარბარეს ჩახუტებაში რომ ამოიკითხა თავიდან გაუკვირდა კიდეც და შემდეგ თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა მხრებიდან, სისხლიანი ხელები არ მოუხვევია მისთვის გულზე აკვრით გრძნობდა მის სწრაფ გულისცემას შიშისგან კანკალს და დამნაშავედ დახუჭა თვალები წარსულის ფიქრებშივე, ჩაკლულ ბრაზთან ერთად, რომლის ნაწილის გადმონთხევაც შეძლო
- წამოდი,.... წავიდეთ,
თავად მოშორდა ნელა უხმოდ ჩააჩერდა და მალევე თავადვე აარიდა თვალი და ნელა წავიდა წინ, როდესაც მიხვდა რომ ბარბარე არ მიყვებოდა სწრაფად გაჩერდა ისე გახედა უკან მდგომს გაკვირვებული, კითხვის ნიშნის მზერით
- მე ვერ წამოვალ
სლუტუნით ამოთქვა დაბალხმაზე ისე დააკვირდა დემეტრეს, რომელიც კიდევ უფრო წინ წავიდა ბარბარეს პასუხზე გადიდებული ნაბიჯებით, ჯერ ისევ იქვე ახლოს მსხდომ დამთვრალ და ყურებისგან გასუსულ მამაკაცებს მიუახლოვდა წამით ისინიც უკან დაიწნენ, თითქოს მზადაც იყვნენ რომ იქიდან აორთქლებულიყვნენ
- ცოტას გამოვიყენებ რა,
შორიდანვე დაწვდა ბოთლს სადაც უფერო სითხე დაინახა და შორიდანვე გადაისხა ხელებზე ისე ჩამოიშორა სისხლი სანამ შეახმებოდა და მწველი სუნიც რომ მალევე იგრძნო გვარიანად შეიკურთხა, თითქმის დაცლილი არყის ბოთლი ერთ-ერთს მიაწოდა და ბარბარესკენ სუფთა არყიანი ხელებით დაიძრა, რომელიც შარვალზე შეიწმინდა,
- წამოდი რაა მიხედავენ ამას,
მშვიდად ჩამოუდგა წინ და უგონო მდგომარეობაში მიგდებულ კაცს დახედა, რომლის მდგომარეობაში დანახვაც ბარბარეს ზარავდა
- მხოლოდ ეგ არ არის,
ისევ დახედა მოჭუტული თვალებით "მამამისს", რომელიც ღრმად სუნთქავდა და ხოხვის ძალას იღდგენდა ცოტახნიანი მითიშვითა და პარალიზებით, ცოცხალი იყო რაღაცით აწყნარებდა კიდეც ეს საკითხი მაგრამ ის მეტად აშინებდა რა ელოდა ახლა მას, მითუმეტეს ახლა რომ წასულიყო სიკვდილამდე ცემა არ აცდებოდა, ახლა რომ მიეტოვებინა ხომ კიდევ მეტი დასჯა,
- კიდევ რა? ზედმეტად დაშინებული ყავხარ ბაბი ისევე, როგორც დედაჩემი, წარმომიდგენია აქამდე რა ცხოვრებით ცხოვრობდი მაგრამ, პირობას გაძლევ დასრულდება,
გაურკვევლად გადააბა ერთმანეთს სიტყვები, თუმცა ბარბარემ შეძლო დაბნეულის საუბრისგან აზრის გამოტანა გაკვირვებულმა ახედა დედამისის ხსენებაზე და წარბები გაკვირვებისგან შეკრა,
- მას ვერ ავცდები დემე, ვერც იმ ცემას, რომელიც ჩემთვის მზადდება,
ისევ ამოიტირა მოსალოდნელი საფრთხის გააზრებაზე ისევ აწყლიანებული თვალებით ჩახარა თავი და დემეტრემაც მისკენ დახრილმა ნაზად ააწევინა თავი ისევ, ისე რომ აიძულა მისთვის თვალებში შეეხედა
- მოიცა,...მოიცა რა,... მაგარი გოგო მეგონე გეფიცები და ახლა რა გჭირს ეე,
გაკვირვებული დაბალი ზედმეტად წყნარი ხმით მოიქცია მისი სახე ხელებში ისე დახედა თვალებ დახრილს, რომელზეც მიწისგან დასვრილ ლამაზ სახეზე დაგორავდნენ ცრემლები და გამხნევებისთვის ახალი იმედებისთვის მომზადებული სიტყვებით დაიწყო მისი გამხნევება მას მერე რაც მის თვალებში მამაკაცის ძლიერი შიში ამოიკითხა
- ფაქტიურად შენთვის ჩამოვედი ჩათვალე, დღეიდან თუ კიდევ დაგაკარებს ხელს, მირეკავ ან მწერ ან რაც გინდა ლიჟბი გამაგებინო.., გაიგე?
დაკითხვის მერე დაუქნია თავი ბარბარემ და დემეტრემაც ხელთავიდან მიიხუტა, საკმაოდ კარგად იცნობდა იმისთვის, რომ არ ცოდნოდა მამამისის ბინძური საქციელები ბარბარეს მიმართ, არასდროს ეგონა მსგავსი ცხოვრება თუ ექნებოდა, თუ მსგავსი ტანჯვით გაიზარდა, ისე იკრავდა გულში თითქოს ცდილობდა მისი ტკივილის წართმევას, თავად გრძნობდა, თუმცა ვერ ახერხებდა ბარბარესთვის მოეშორებინა ეს ყოველივე....
- გინდა ხელში აგიყვანო?
კითხვა დაუსვა როცა შეამჩნია, რომ სიარული უჭირდა და ბარბარემაც უარის ნიშნად გაუქნია თავი, უხერხულობისგან ისე განაგრძო შეძლებისდაგვარად სიარული, ჯერ ისევ შოკირებულმა
- იცოდე მანქანა შორს დგას,
გამაფრთხილებლად გადახედა დემეტრემ და ისევ თავი რომ გაუქნია ხელიც გაუშვა, სიუხეშეზე გაკვირვებულმა ახედა ბარბარემ ქვედატუჩ გამოწეულმა და ისევ გაჭირვებით განაგრძო სიარული, გაჩერებული დემეტრესთვის არც კი გაუხედავს წინ წინ წავიდა, უცებ დაავლო ფეხებში და წელზე დემეტრემ ხელი და ხელში ფრთხილად ააფრიალა, დარტყმული ადგილების ტკივილისგან დამანჭა წამით სახე ბარბარემ და კისერზე მოხვია უხერხულად ხელები,
- ხომ გითხარი არ მინდა-მეთქი
- მაშინ მე მინდა,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა მანქანის მიმართულებით, მშვიდად მიადო ბარბარემ გულზე თავი და მისგან წამოსული სურნელისგან ნაზად მინაბა თვალები... მისვლისთანავე თავად ჩასვა მანქანაში, ღვედი გადმოწია მალევე გადააკრა ფრთხილად რომ ზედმეტად არ მოეჭირა, მისკენ გადაწეულსაც უხერხულად აკვირდებოდა ბარბარე, თვალის არიდებით გადაწეულს მის კისერთან ისე ახლოს ჰქონდა ბაგეები უხერხულად ეკრობოდა სკამს, გაკეთების მერე მოშორდა თუ არა ფრთხილად მიუკეტა კარები დემეტრემ და მანქანას მოუარა, მანამ კი ბარბარეც ეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა აღელვებულს
- დარწმუნებული ხარ რომ ასე მისვლა არ შეაშინებთ?
უკვე მის გვერდით რომ დაჯდა დემეტრე მაშინ იკითხა ბარბარემ ისე გახედა და გრძელ მიწიან კაბაზე დაიხედა და შემდეგ ანიშნა სახეზე დემეტრეს, რომელსაც სულ არ ახსოვდა რომ სახეც სისხლის წვეთებით მოსვრილი ჰქონდა, ინტერესით მიატრიალა სარკე ბარბარეს მზერაზე და საკუთარი თავის დანახვისთანავე ამოიგმინა
- ფუ შენი
- სახლში გავალ რა გთხოვ,
ისევ ამოიწუწუნა და დემეტრემაც ღრმად ამოსუნთქვით გახედა, როცა აქამდეც ნახსენები ჰქონდა სახლი, სადაც ყველაზე მეტად არ უნდოდა დემეტრეს, რომ გასულიყო
- ასე გინდა ეს სახლი?
გაღიზიანებულმა ამოთქვა როცა იმ საუბრის მერე ისევ სახლს გაიძახოდა ბარბარე და პასუხად რომ ამოიტირა, სწრაფად ჩაურთო მანქანას ძრავა და მკვეთრად მიადგა გაზს ფეხი
- წავიდეთ! მაგ შენ სახლში ბარბარე!
უხეშად გახედა მთავარ გზაზე გავიდა თუ არა კიდევ მეტად მიადგა გაზს ფეხი და ბარბარეც მთელი გზა ძლივს იკავებდა სლუტუნს ისე ხმადაბლა ყრიდა ცრემლებს, ორჯერ ანიშნა საით უნდა გადასულიყო და სახლიც რომ თითით ანიშნა უხეშად დაამუხრუჭა დემეტრემ
- აჰაა შენი სახლი!
ისევ უხეში მიმართვით გახედა თავ დახრილს, რომელიც დამუხრუჭების გამო ძლიერად დაეჯახა საყრდენს და ნერვიულობის ფონზე ღრმად მსუნთქავს დააკვირდა დემეტრეც,ქალს რომელსაც მკერდი მკვეთრად ადი ჩაუდიოდა, გადასვლა ვეღარ შეძლო ბარბარემ, იმდენად უხეშად მოყვანილი და ისეთი მკაცრი მზერით გაჩერებული იყო ახლა გადასვლაც კი ესიკვდილებოდა
- აღარ გინდა სახლი?
- დემეტრეეე....
წუწუნით ქვედატუჩ გამოწეული შეუტრიალდა სწრაფად ისევ მის სიუხეშეს, თუმცა დემეტრემ საუბარიც არ აცადა მშვიდად ჩაეჭრა საუბარში მისი ღელვის გამო დამშვიდებული, რომ კიდევ მეტად არ აეტირებინა ბარბარე, რომლის შიშიც უკვე კარგად გაეზიარებინა, აღარ სურდა კიდევ მეტად დაესტრესა ან დაეძაბა მისი გონება,
- ადი ბაბი 15 წუთი გაქვს! მოწესრიგდი გამოიცვალე და ჩამოდი
მისკენ შეტრიალდა დემეტრე და ბარბარესაც ხელახლა რომ გადმოცვივდა უხმოდ ცრემლები ცალი ხელით მოიქცია მისი სახე ხელში
- ჰო მაგრამ....
ისევ დაიწყო ისე მოკიდა დემეტრეს თბილ მაჯას ორივე ხელი და წარბებ შეხრილი ანიშნებდა როგორ ზედმეტად ეშინოდა უახლოესი მომავლის განვითარების, დემეტრეც სევდიანად უყურებდა მისი სახიდან ჩამოგორებულ ცრემლებს, რომელიც მის ხელზე ეცემოდა...
- არანაირი მაგრამ, ნუ გეშინია!..
მიდი ადი და გელოდები,
მშვიდად უშვა ხელი და საშუალება მისცა წასულიყო, ბარბარემაც სლუტუნით მოიწმინდა ცრემლები, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გაჭირვებული სიარულით შევიდა სახლში, მისი შესვლისთანავე ნერვოზულად დაადო საჭეს თავი დემეტრემ და ხელებიც ნერვოზულად ჩამოისვა სახეზე წამოწეულმა, ,
- მამა? მაშ არც ისე მარტვადაა საქმე,
საკუთარ თავს უთანაგრძო და ისევ საჭეს დაადო თავი, რადგან მამა ერქვა ისე მარტივი ჩამოსაშორებელი არ იქნებოდა, როგორც სხვა ნებისმიერი დემეტრესთვის, იცოდა რომ სხვანაირად უყურებდა ბარბარეს, მაგრამ არ იცოდა რა გრძნობა იყო ეს, უყურებდა ისე როგორც პატარა უსუსურ გოგოს, როგორც პატარა საყვარელ მეგობარს, თუ გოგოს რომლის დაცვაც მთელი ცხოვრება ენდომებოდა, რომლის გულუბრყვილობაც და ბავშვურობაც სიგიჟემდე მოსწონდა, ეს კიდევ მეტად ურთულებდა საქმეს....
.....
- გამომართვი და სახე მოიწმინდე თორე ზედმეტად საშიში ხარ, ფანჯარაშივე შეყო ბარბარემ ხელი და დემეტრემაც უცებ წამოყო საჭიდან თავი
- მალე ჩამოხვედი,
ინტერესით ახედა უკვე დაწყნარებული სახით სუფთათ გამოწყობილს და კარების გაღება, რომ დააპირა ბარბარეც გვერდზე გაიწია, თავისუფლად გადმოვიდა დემეტრე ხელთავიდან აათვალიერა მშვიდი ბარბარე, რომელიც ჩვეულად უღიმოდა და ხელიდან სველი სალფეთქის შეკვრა გამოართვა,
- ისე შეიცვალე ვერავინ იფიქრებს, ცოტახნის წინ რაც მოხდა,
ხმადაბლა სერიოზული მზერით უთხრა და ერი სალფეტკი ამოაცურა,
- ვფიქრობ არც არის საჭირო ვინმემ იცოდეს რამდენი ქამრის ნაკვალი მაქვს სხეულზე,
ისევ ღიმილით უთხრა და დააკვირდა, როგორ მობეზრებულად ისვამდა სალფეტკს სახეზე,
- თუ დაკეცავ უფრო მარტივად მოშორდება,
მორცხვად ახედა და დემეტრემაც რომ ინტერესით შეხედა, თავი ისევ დაბლა დახარა, მისი მითითებით კეცვა დაიწყო დემეტრემ უკუღმა აკეთებდა ყველაფერს და სიცილით გამოართვა ბარბარემაც,
- ასე არაა, აი ასეე,
თავად გადაკეცა ისე რომ ხელშიც კომფორტული დასაჭერი ყოფილიყო და დემეტრეს გაუწოდა, რომ არ გამოართვა გაკვირვებულმა ახედა და მის თვალებს რომ წააწყდა აღელვებისგან შეეცვალა სახე, უხმოდ და უსიტყვოდ აკვირდებოდა დემეტრე ფიქრებში გართული, თავად დაიწყო ბარბარემ მისი სახის ფრთხილად გაწმენდა და თან დემეტრეს გაშეშებულ მზერაზე უხერხულად გრძნობდა თავს
- ხშირად გირტყამს ხოლმე არა?
ისევ წყნარად იკითხა და ბარბარეც წამით გაშეშდა, თავის დახრით ეცადა მისი მზერა მოეშორებინა და ახალი სალფეთქის ამოღება დაიწყო,
- არც ისე, გააჩნია მის ხასიათს,
მხრების აჩეჩვით გასცა პასუხი და ახალი სველი სალფეთქით საბოლოოდ ჩამოაშორა სისხლი,
- შენს ტანსაცმელს ვერაფერს მოვუხერხებთ,
დამნაშავეს სახით ახედა და დემეტრემაც მაიკას რომ დახედა სადაც რამდენიმე სისხლის ლაქა უკვე კარგად ჩაჯდომოდა მშვიდად შეტრიალდა ნაგვის ბუნკერისკენ, ნაგავი გადააგდო და მშვიდად ჩამოდგა ისევ დემეტრეს წინ
- ძეგლობას აპირებ?
სიცილით იკითხა და ახალ შემოსულ მანქანას გახედა, შავი მაღალწელიანი პრიუსის ხილვისას სახე შიშისგან ეცვალა ისე ამოეფარა დემეტრეს, მანაც გვერდულად გახედა მის უკან კრავივით ამოფარებულ ბარბარეს,
- რა ხდება?
კითხვის დასმა საჭირო აღარ იყო ორმა მამაკაცმა ბარბარეს მამა გადმოათრია მანქანიდან და ბარბარემაც შეშინებული სახით ახედა მეორე სართულის ფანჯარას სადაც დედამისი კარგა ხანი აკვირდებოდა, ერთადერთხელ გახედა გადმოსულმა მძღოლმა დემეტრეს ბევრის მთქმელი მზერით და რატიც მკაცაცრად დახვდა, ბარბარეს მამაც შედარებით მომჯობინებულს წამოეხილა თვალები, ცხვირში ქაღალდი გაეკეთებინა სახე მობანილს ჯერ ისევ ლაქად ეტყობოდა სისხლი,
- მალევე მოუხოდიათ,
გაკვირვებულმა ამოილაპარაკა ისე შეუტრიალდა ბარბარეს, რომელსაც დაწყნარებული სახე ისევ შეშინებულ გაფითრებულ სახედ ექცა და ნერწყვებს დაჭიმული ყელით ნერვოზულად ყლაპავდა
- ნეტა წავსულიყავით დემე, ნეტა წავსულიყავით,
ამოიჩურჩულა და ნერვიულად მიადო თავი მკერდზე,
- მოიცა მოიცა, შენ კიდევ გეშინია?
მისი სახე მოიქცია ხელებში ისე მოიშორა და შეშინებულ თვალებში ჩახედა, სანამ კიდევ რამეს იტყოდა, მამაკაცის მკცარმა ხმამაღალმა ხმამ არ აცადა ხმის ამოღება
- ბარბარე სახლში გაჩნდი!
მკაცრად ამოთქვა კაცმა და სწრაფად გახედა დემეტრემ მამაკაცს, რომელიც ცოტახნის წინ საჭესთან იჯდა, ახლა პატარა კიბის თავში შემომდგარიყო და ბრძანებით იხმობდა ბარბარეს
- მოიცა ჯერ ის მითხარი ვინ არის,
ისევ დახრილმა დახედა ბარბარეს წყნარი მშვიდი ტონით, რომ კიდევ არ აღელვებულიყო ისედაც დაბნეული,
- გამიშვი დემეტრე,
დაბალხმაზე ჩამოაწევინა ხელები, ისე უნდა აევლო გვერდი თავდახრილს
- ბარბარე! ვინ არის?!
- ბიძაჩემია დემე ბიძაჩემი,
უხეშად მოუტრიალდა და მისი ჩავლებული ხელი უხეშად მოიშორა, შიშის ფონზე ანერვიულებულმა
- მანქანაში დაჯექი ბარბარე,
მკაცრად გამოუცრა ხმამაღლა და ბარბარეც კიდევ მეტად დაიძაბა
- მეორედ არ გამამეორებინო! გეფიცები მერე უფრო შეგეშინდება ჩემი,
მკაცრად გადახედა და ბარბარემაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ცალკე დემეტრეს ტელეფონმა დაიწყო რეკვა, რომელიც მანქანაში იდო და ცალკე კარებში მდგომმა მამაკაცმა ხელახლა გაიმეორა მკაცრად სიტყვები,
- თვალს არ აშორებდა დემეტრეც მკაცრად დაყურებდა ბარბარეს და ნერვები კბილებით ეკავა,
- არ მენდობი ეს დედა ატირებული?! დაჯექი რა!
ბრაზისგან გამოცრა ისევ და ბარბარეს დაკვირვებულმა რომ მიხვდა, რომ მალე გული გაუსკდებოდა უბრალოდ ხელი გაუწოდა,
- ინანებ ბარბარე! მერამდენედ მამაორებინებ! გითხარი სახლში ამოდი-მეთქი!
უხეშად დაიწყო ბრაზის გამომჟღავნება მამაკაცმა კარებიდან და მძიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ ხმა აღარ ამოუღია დემეტრეს ბარბარეს გადაწყვეტილებას მიენდოდა და ამავდროულად გამოცდასავითაც კი ჟღერდა, ამ რთულ გადასაწყვეტ დროს რომელხარეს აირჩევდა, შიშს თუ იმედს,
- ბარბარე, თუ გინდა რომ ამაღამ გადარჩე გითხარი მოდი სახლში!
კიდევ ერთხელ გაიმეორა კაცმა და ბარბარემაც უკვე გამყარებული თითები შეაგება დემეტრეს გაწვდილ ხელს, ღრმად ამოსუნთქვასთან ერთად და ის ყველაფერი ფიქრები იყო, რომ მძიმე ნაბიჯებით ჩამოშორდა დემეტრეს და კანკალით შევიდა სახლში, არ შეიმჩნია დემეტრემაც მისი გადაწყვეტილება რამდენად ესიამოვნა და რამდენად კმაყოფი დარჩა იმით რომ ბარბარემ ნდობა გაამყარა მის მიმართ, უბრალოდ უხმოდ მოუარა მანქანას ისე გამოუღო კარები და ბარბარეც მანქანაში რომ ჩაჯდა, ხმამაღლა იღრიალა მამაკაცმა მისი სახელი,
- უპასუხე და მე მალე მოვალ,
ფანჯარაშივე უთხრა ტელეფონზე ნიშნებით ისე ჩაუკრა თვალი და წინ რომ წავიდა ბარბარეც სწრაფად დაწვდა რეკვისგან გადაბჟირებულ ტელეფონს,
- ჩემთან ერთად მოდის! თუ რამე პრობლემაა შეგიძლია მითხრა სანამ აქ ვარ!
უდარდელი მკაცრი ტონით წავიდა მამაკაცისკენ და ისე მშვიდად მიიწევდა მისკენ თითქოს გაფრთხილებითაც კი შემოიფარგლებოდა მისი ნაბიჯები
- ორივე ინანებთ,
თავადაც ზიზღით გამოუცრა დემეტრეს,
- ააა ჰოოო დამავიწყდა ჯერ თავიც კი არ წარმიდგენია,
ჩაცინებით დააქნია საჩვენებელი თითი და მისკენ კიდევ ახლოს მიიწია......

- მალე მოვალთ....
- ყველაფერი კარგად არის?,
რატიმაც ახმაურებული სახლიდან დაუსვა კითხვა და ბარბარემაც დიდი ნერწყვის გადაყლაპვით გახედა დემეტრეს,
- კი კარგადაა,
თამამად უთხრა დემეტრეში დარწმუნებულმა
- უბრალოდ სახლში მისვლა მივასწარიი და გამოვდივართ უკვე,
- თავად სად არის?
- კაცს ესაუბრება,
- კაი მოდით მალე მაგიდასთან ვართ უკვეე,
დაეჭვებით ამოილპარაკა რატიმ ბარბარეს ხმაზე და ისევ მას დაელოდა როდის გათიშავდა......

- ...წარმოგიდგენია მასთან შედარებით შენი მოშორება რა უმარტივესი იქნება?
ისევ ჩაცინებით შეადარა ერთ-ერთი მაფიის ბოსი, ,რომელიც კარგად ცნობილი იყო თავისი სისასტიკით, და მამაკაცი შეადარა ერთმანეთს და შედარებით დაწყნარებულს ჩახედა თვალებში,
- მთავარია დააყენო, მთავარია წინ არ ჩამომიდგე და თვალშიც ზედმეტად არ მომხვდე, გპირდები ფრჩხილიც არ მოგძვრება,
გულზე მიიდო ხელი კაცური პირობის ნიშნად და მამაკაცისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ნელა დაუტყაპუნა ხელი მხარზე კმაყოფილი წამოვიდა და ახალი გახსენებული თემისთვის ისე სწრაფად მიუბრუნდა, იარაღის ამოღებას გავდა რის გამოც უცებ გახტა კაცი უკან დაბღვერილი სახით და დემეტრემაც ქცევა რომ ჩაღიმებაში გაუტარა თითის აწევით შეხედა
- და კიდევ შეიძლება ბარბი ამაღამ ვერ მოვიდეს და გააფრთხილე დანარჩენებიც,
ბევრი სალაპარაკო გაქვთ და ბარბისთან ტეხავს,
საჩვენებელი თითის დაქნევით ანიშნა შეტრიალდი და წადიო და თავადაც მობეზრებული სახით მობრუნდა...ბარბარეს მიუჯდა გვერდით და კომფორტულად რომ დაჯდა სიჩუმეში შემდეგ გახედა ბარბარეს, გაკვირვებულ მზერას
- წავიდეთ?
კითხვაზე უბრალოდ მკვეთრად დაუქნია ბარბარემ თავი და მის გაწოდებულ ხელში გახლართა თითები,
- კიდევ ცოტაც და საბოლოოდ გავანადგუროთ,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე აკოცა თავის ხელში გახლართულ ბარბარეს ხელს, მისიანად გადართო სიჩქარეში ერთხელ მოავლო ფანჯარაში მაყურებელ დედამისს თვალი და მანქანა ნელა დაამუხრუჭა
- ის ხო დედაშენია?
თვალებით ანიშნა და ბარბარემაც სწრაფად გახედა დედამისს
- კი,
- მერე სახიფათო ხელში არ ვაგდებთ?
- უკვე გამოიარა მან ეს ხიფათი, აღარაფერს უშავებენ,
სევდანარევი ხმით ამოთქვა ბარბარემ დედამისს შემყურემ და ისევ გასწორდა სკამზევე ისე დახედა მათ ერთმანეთში ახლართულ თითებს და მშვიდად გახედა გზას
- ასეთი რა უთხარი?
ინტერესი ვერ დამალა როცა დემეტრეს სიტყვებზე მამაკაცის ცვლილება ახსენდებოდა ისე გახედა ისევ ინტერესით
- მოდიი კაცების პირადში ნუ ჩავერევით ცუნცულ,
ღიმილით გადახედა და როცა ბარბარემ უხერხულად ყოფნის მერე ხელის მოშორება სცადა კიდევ უკეთესად გახლართა მის თითებში ხელი.....
- რასგავხარ
შესვლისთანავე ხმამაღლა აათვალიერა რატიმ და დემეტრემაც სწრაფად წამოაგდო, ისე რომ ტანსაცმელი დიდად შესამჩნევი არ ყოფილიყო ყველასთვის ზურგი შეექცია მათთვის და გაკრეჭილი უყურებდა რატის
- ადე ადე მომეცი ტანსაცმელი,
- რა შარში გაეხვიე?
- სანამ ეს ვნახე პატარა აშარებულ ტიპებს რა დალევს,
ბარბარეს გახედა წამით და მასაც რომ გაეღიმა ისე გაყვა რატის ოთახში, ფაქტიურად ბარბარეს საიდუმლო შეინახა, რომელიც ყველაზე მცირე ხანში გაიგო....
სალომეს გარდა ყველა მაგიდასთან ისხდა, ახლა კიდევ მეტნი იყვნენ ლევანიც მათთან ერთად ჩამომჯდარიყო, ხელში განსხვავებულად დიდი ჭიქა ეჭირა და სასმლის მოყვარულიც ყველაზე მეტ სასმელს სვამდა, ვერცერთ შესვლაზე გამოიყვანა დემეტრემ სალომე ოთახიდან და მალევე შეეშვა გაბრაზებულიც, მუსიკებს მუსიკები მიჰყვებოდა, სადღეგრძელოს სადღეგრძელოები, ცეკვას კიდევ ცეკვა და ჯამში ყველა სახე გაბადრული ისხდა, ბიჭები სვამდნენ მხოლოდ და მაშოც სულ არ იღლებოდა ამ ყოველდღე აღნიშვნებით, პირიქით ყველას ერთად ხედავდა და ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა, უყურებდა ვაჟას და ანანოს ერთმანეთის გვერდით მსხდომებს, რომლებიც ერთმანეთს წამდაუწუმ აწვალებდნენ სიცილით, უყურებდა ბარბარეს და თეოდორეს, რომლებიც სიცილით კვდებოდნენ სულ პატარა უაზრო თემაზე, დემეტრეს და ლევანის უყურებდა, რომლებიც ყოველ ახალ თემაზე ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და წარამარა კამათობდნენ, ნენე და ნაზი, რომლებიც მშვიდად ისხდნენ სახე გაბადრულები უსმენდნენ ბიჭებს და მაგიდას თუ რამე დააკლდებოდა ხან ერთი ამატებდა ხან მეორე და გახედავდა ხოლმე რატის, რომელსაც მის თითებში გაეხლართა თითები და ღიმილით დახედავდა ხოლმე, სავსებით ბედნიერი იყო მაგრამ აკლდა თვალს ერთი, წამომდგარს ახედა რატიმ ინტერესით,
- სად მიდიხარ?
- აუ სალომეს დაველაპარაკები რა უნამუსოდ ვერთობით,
ამოწუწუნებით თქვა მისკენ შეტრიალებულმა და რატიმაც მუცელზე, რომ აკოცა ღიმილით ახლართა მის თმაში თითები ისე მოავლო დანარჩენებს თვალი.... ნელა შეაღო ოთახის კარები და სწრაფად დახედა საწოლზე ემბრიონის პოზაში მწოლიარეს
- აუ სალომე, ასე თუ არ გაგიხარდებოდა ჩემი 'ბედნიერება' არ მეგონა მართლაა,
ნაწყენი და დამნაშავესავით წავიდა მისკენ და სალომემაც სწრაფად გახედა, მაშოს დანახვისას საწოლზევე წამოჯდა და მაშოს სიტყვებს რომ ჩაუღრმავდა სახე დანაშაულის გრძნობით ეცვალა,
- რეებს იძახი მაშო?! საერთოდ ეგ როგორ უნდა გეფიქრა მაინც?
გაბრაზება ვერ დამალა ისე გადმოვიდა საწოლიდან და მაშომაც მის გამოწეულ ხელებს რომ ჩაავლო ხელები, ერთად ჩამოსხდნენ საწოლზე,
- რატომ არ გამოდიხარ? ცეკვავენ მხიარულობენ და შენ აქ ზიხარ მტერივით ისე თითქოს საერთოდ არ გიხარია ჩვენი თუნდაც ერთად შეკრება,
მის ხელებს დახედა სალომემ მაშოს საუბარზე ისე მოუსვა თითები
- მაშოო, ხომ იცი რომ ეგრე არ არის არაა? უბრალოდ მიზეზები რაღაცის ხომ იცი ყველას გვაქვს,
თავდახრილმა ამოილაპარაკა ისევ
- და არ გინდა, რომ ეგ მიზეზი გამინდო?
მშვიდად იკითხა, თუმცა ისე აღელვებული და სწრაფი არა მოყვა წამით ორივე გაჩუმდა, სალომეც მიხვდა, რომ ძალიან ემოციურად გამოუვიდა უარის თქმა და უხერხულად შეხედა
- ხოა მშვიდობა?
ინტერესით დახედა ისევ თავჩახრილს,
- კიი უბრალოდ ეგ შენი თეოდორე, ვაიმეეე! მძულსს! აიი ვერ ვიტან საერთოდ არ გამიხარდება მის გვერდით არაფერი,
თავისი ჭკუით რეალური ემოციები ამოთქვა და არ გასვლის მიზეზიც ამ სიტყვებს ამოაყოლა, რომელიც სულ არ გახარებია მაშოს, იმდენად ეშხიანად წამოიძახა ეჭვი იმაში შეგეპარებოდა, ოდნავ მაინც გრძნობდა რაღაც თბილს მის მიმართ თუ არა,
- რატო? რა დაგიშავა?
მწარე სიცილი ამოაყოლა და თან გაკვირვებულიც იყო რა უნდა გაეკეთებინა თეოდორეს ისეთი რომ ასე შეეძულებინა მისთვის თავი, როცა მასთან სრულიად ანგელოზი იყო,
- რა დამიშავა? ხუმრობ? პირველივე შეხვედრიდან ნერვების შლა დაიწყო და საერთოდ შენი მიკვირს, ვიცი არც ახლა გსიამოვნებს რასაც ახლა ვიძახი მაპატიე,
ისევ დამნაშავედ ამოილაპარაკა ისე გადაიწია ყურსუკან თმა, მაშოც უკვე ჩაფიქრებული იყო და ვერ შეეძლო თეოდორესთვის ისეთი რამე მიეწერა რაც შეგაძულებდა მის თავს
- დაივიწყე თეოდორე, შენ ჩემთან მოხვედი და კეთილი ინებე ჩემი ბედნიერება გაიზიარე,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და წამომდგარმა სალომეც წამოაყენა,
- აუუ
- აუ? ანუ არ გინდა?
გაბრაზებული მზერით გახედა და სალომემაც უხმოდ დასჯილი ბავშვივით თავისი ნებით დაიწყო სიარული,
- ვსო ახლა გაიღიმე და გავედით,
მისკენ შეტრიალებულმა ძალით გააღიმა კარები გამოაღო და ხელი ხელ ჩაკიდებული გავიდა, ღიმილით გამოხედა დემეტრემ და კმაყოფილიც იყო მაშოს საქციელით, სალომეს მის გვერდით დაუტყაპუნა ხელი სკამზე და ისიც ფართხა-ფურთხით წავიდა მისკენ
- ოჰ გვიკადრეეე?
ნაზიმ გაშალა სიცილით ხელები და სალომემაც გაპარული ღიმილის დამალვას ეცადა,
- მოდი ჩემთან ჩემო პატარა,
ბავშვივით დაისვა დემეტრემ გვერდით და ჩვენებები დაიწყო არ გშიაო?
- ვინმემ ხო არ გაგაბრაზა გოგო შეენ?
ინტერესით მისკენ დახრილს ისე ჰქონდა ხელი მოხვეული თან შუბლზე მიაკრო ტუჩები,
- ერთად ვცემოთ?
- აუ დემეტრეეე
ვერ შეკავებული სიცილით გაკრა მხარი სალომემ და დემეტრემაც კმაყოფილი გახედა წინ მჯდომებს დის გაცინება რომ მოახერხა, ბარბარეც ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა დემეტრეს სითბოს დის მიმართ და დემეტრეს მომღიმარი მზერა მასაც რომ 'ესტუმრა' უხერხულად შეიშმუშნა, დემეტრემაც უცებ ჩაუკრა თვალი და სალომეზე გადაიტანა ისევ ყურადღება, რომელიც ქვევიდანვე ბოროტი მზერით უმზერდა თეოდორეს ისიც ცინიკურ მზერას არ აშორებდა......
- შენ სახლში არ მიდიხარ დაგავიწყდა?
სალომე, რომ სახლში დატოვა დემეტრემ მარტო დარჩენილ ბარბარეს გადახედა მანქანაშივე და გეგმებს სახავდა, თუ რას გააკეთებდნენ, ბარბარემაც გულწრფელს თბილად გაუღიმა თვალებ დახრილმა ისე ახედა შეზარხოშებულს,
- ჯერ ნასვამი, რომ საჭესთან ზიხარ ეს ერთი დარღვევა, მერე მეორე შუქნიშანზე მწვანეს ანთებას ელოდები და ღვედი არ გიკეთია,
ღიმილით დახედა, თუ არა მაშინვე სიცილით გადაიკრა ცალი ხელითვე დემეტრემ,
- და მესამე, სახლშიც აღარ მიგყავარ,
თითის დაქნევით ამოილაპარაკა და მწვანე, რომ აინთო დემეტრეს დააკვირდა, რომელიც სერიოზული სახით მიუბრუნდა საჭეს
- მაგას თუ სახლი ქვია
- უკმაყოფილოდ ამოილაპარა და ბარბარემაც გაკვირვების ნიშნად გაადიდა თვალები,
- სად წავიდეთ აბა?
- აუ დემეე, ვიცი შენიაზრი ახლა მაგრამ, სახლში უნდა წამიყვანო, სახლში აუცილებლად უნდა მივიდე
დამნაშავეს ხმით ამოილაპარაკა ისე უყურებდა დაძაბული დემეტრეს და ელოდა მის რეაქციას,
- რატო ბარბარე რატოო? შეირგე ეს ერთი დღეე,
- ვიცი რომ ამის მერეც შევირგებ შენი ძალებით, მაგრამ ახლა დედასთან უნდა ვიყოო
ისევ დაიწყო საკუთარი თავის გამართლება
- ხომ თქვი რო არაფერს დაუშავებდნენ?
გაკვირვებულმა გადმოხედა და მის დაბნეულ სახეზე ისევ გახედა გზას,
- არა არაფერს დაუშავებენნ უბრალოდ სახლში მირჩევნია,
იმდენად დაჟინებულად ითხოვდა, სხვას ვერაფერს გახდებოდა დემეტრეც,
- დარწმუნებული ხარ?
კითხვით გახედა და ბარბარემაც სწრაფად ფიქრის გარეშე დაუქნია თავი,
- კიი სავსებით,
ფართოდ გაუღიმა და თითქოს ამოისუნთქა კიდეც დემეტრე, რომ დაიყოლია.....
- ვსო მირეკავ, თუ რამეა! და დაფიქდი რაა დარწმუმებული ხარ მართლა? ხო იცი შეგვიძლია ძალიან მარტივად გადავჭრათ ეს საკითხი,
თითქოს არც შეეძლო მისი გაშვება, ხელახლა ეკითხებოდა აზრს მას მერე რაც მისი სახლის წინ დაეყენებინა მანქანა,
- კიი დარწმუნებული ვარ,
- ნერვებს მიშლი! მარა კაი!
ხელი აიქნია, რომ ვერაფერი შეაგნებინა და ბარბარეც ღიმილით აკვირდებოდა გაღიზიანებულს,
- მადლობა, მთელი დღისთვის უღრმესი მადლობა,
ღიმილით დაუსერიოზულდა ხმა ბარბარესაც და დემეტრესაც მაშინვე დაუწყნარდა სახე ისე გახედა გვერდით მჯდომს
- შენი მჯერა დემე, მჯერა რომ ყველაფერი გამოსწორდება,
ისევ ღიმილით გადაწვდა მის ხელს ფრთხილად შეახო თითები საჭეზე ჩაბღაუჭებულ დემეტრეს ხელს და მანაც უცნაური მზერით დახედა მათ ხელებს, როცა ბარბარეს ცივი თლილი თითების შეხება საოცრად ესიამოვნა,
- ღამე მშვიდობის,
სიტყვასაც არ დაელოდა დემეტრესგან, ისე გადავიდა სწრაფად მანქანიდან სწრაფად ეცადა გადასულიყო დემეტრეც, სიჩქარეში წესიერადაც ვეღარ გააღო კარი, ქამარში ახლართულიყო
- ფუ შენი!
ამოიგმინა და ბარბარეც რომ სირბილითვე შევიდა სახლში და დაყვირებაც ვერ მოასწრო რომ გაეჩერებინა, აღელვებულ ფონზე მოისვა ენა ქვედატუჩზე ისე დაარტყა კარებს ხელი
- რატომ გაიქცაა?!
საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ისე ჩაჯდა განერვიულებული მანქანაში და ჩაფიქრების შემდეგ გახედა ადგილს სადაც ცოტახნის წინ ბარბარე იჯდა,
- აუ რა ძაან საყვარელი და სულელი ბავშვია...
შეცვლილი ხმითა და ღიმილით ამოილაპარაკა ისე ეცვალა თვალები, მანქანას ძრავა ჩაურთო და მანამ დაძრავდა ერთხელ კიდევ მოავლო სახლს თვალი...

.........
დემეტრემ მეტად მალე მოახერხა სახლში გადასვლა ვინაიდან მან თვით გასაყიდი სახლი იყიდა, თეოდორეს მოპირდაპირე მხარე, რომლის უზარმაზარი აივნებიც ერთმანეთს უყურებდნენ, თითქმის ერთიდაიმავე, პროექტებით იყო ნაშენები, აივნის გასასვლელი ოთახი სრულად შუშის იყო და მხოლოდ მუქი ფარდების ჩამოფარება თუ შეიძლებოდა რომ ოთახი დაემალა, სალომემაც საუკეთესოდ არჩია ის ოთახი აივანზე გასასვლელით, თუმცა მისი ხედი პირისპირ თეოდორეს აივნის ოთახს რომ უყურებდა დიდად არ ახარებდა, მაგრამ აწყნარებდა ის ფაქტი რომ თეოდორეს ოთახი პირველივე სართულზე იყო, რომელიც აივნიდან გადახედვის შემთხვევაში ფანჯარასთან ახლოს მყოფი იდეალურად გამოჩნდებოდა, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა სალომესაც და ნელ-ნელა ცდილობდა სახლი ახალი და საჭირო ნივთებით აევსო, ვინაიდან ახლა შვებულებაში იყო სამსახურიდან, რომელიც დემეტრემ არც კი იცოდა, აღებულ თანხას უფრთხილდებოდა, თუმცა დემეტრე კიდევ მეტად უწყობდა ამაში ხელს ვინაიდან ყველა სალომეს სიტყვით წამოცდენილ სურვილს, რომლის თანხით შეძენასაც შეძლებდა ყველაფერს ასრულებდა...
- სალო გავდივარ და ხო არაფერი გინდა?
სწრაფად კარებზე მოკაკუნებისთანავე შეაღო კარები დემეტრემ დილიდანვე სალომეს ოთახში და აშკარად წასასვლელად გამზადებული აათვალიერა,
- სად მიდიხარ?
სწრაფად მოტრიალდა სარკიდან სალომეც და ძმის მზერაზე თვალები მოჭუტა
- ანგელოზი არ გინახავს?
ცინიკური კითხვის მერე აიყარა გაშლილი თმა მხრებიდან და თავისივე სიტყვებზე გაეღიმა
- რქებით არა,
კოცნა გაუგზავნა სალომეს კარების სახელურზე ნახევრად დაკიდებულმა და წეღანდელი დის კითხვა ამოუტივტივდა
- სამუშაოდ გავდივარ, ოთახის ვარდივით რო დევხარ სახლში სულ ვინმემ რამე ხო უნდა აკეთოს,
- შენ რა კბენის ხასიათზე ხარ, ეცითქო თითი რო გავიშვირო ყეფით გაიქცევი, რა გჭირს?! და ჯერ ესერთიც შვებულება მაქვს აზრზე რო არ ხარ,
ისევ გადაიქნია თმები უკან საღეჭი რეზინის მკვეთრი პირღია ღეჭვით და საჩვენებელი თითის დახმარებით გასცა პასუხი, სიტყვის ბოლოს შეიცვალა პოზა და პასუხს დაელოდა,
- ვაიმე 12 სანტიმეტრიანებს გაფიცეეებ
კარის სახელურს ხელი უშვა დემეტრემ, კარებშივე ეცადა გოგოს მსგავსი სექსუალური პოზა მიეღო და დაწვრილებული ქალის ხმითვე გააჯავრა სალომეს არ არსებული კევის ხმაურიანად ღეჭვაში და საჩვენებელი თითიც მსგავსად დაიხმარა საუბარში, როგორც სწერვულად სალომემ,
სიცილი ძლივს შეიკავა სალომემ ისე ეცადა ხარხარი პირდაკუმულს ჩაეხშო,
- ხო! ბარბარესთან ერთად ვარ რო არ იცი! ნაჭრების ხარისხსს ვაკონტროლებ! და ნაადრევი შვებულება მაქვს,
ხელთავიდან წამოიწყო მსგავსად სწერვულად ლაპარაკი სალომემ და დემეტრეც სწრაფად დასერიოზულდა სახის შეცვლასთან ერთად ისე წავიდა მისკენ
- მოიცა მართლა მუშაობ?
ბოხი და ამავდროულად რბილი ბარიტონით იკითხა ისე ჩახედა თვალებში,
- ჰო მართლა, არ მითქვამს იმიტომ რომ შენ ჩამოსვლას ველოდი და პირადად მინდოდა გაგეგო, აიი რატის ქარხანაში ბარბარე ხო ნახატებს ანუ მოდელებს ქმნის მე ნაჭრებს ვყურადობ ყველაზე იოლი საქმეა და ხშირად არც მიწევს და ახლა მაშო რომ გამოვა უფრო მაგარიც იქნება, სანამ რამეს მეტყვი, უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი თანხაც მქონოდა, გამენძრია ერთი ადგილი და მხოლოდ ძამიკოს ფულებით არ მემარიაჟა და ამავდროულად ძამიკოსთვისაც მეჩვენებინა, რომ თუ მოვინდომე მილიარდელიც გავხდები, გასაგებია?
გულდასმით უსმინა დემეტრემ მის საუბარს, გონებაში ხარშავდა, სამუშაო ადგილს პატრონს დირექტორს თანამშრომელს და რაც მთავარია ადვილ სამუშაოს, თუ მართლაც თავისი სურვილი იყო თანახმაც იყო, ეს ხომ იძულებითი არ ყოფილა, ბოლო სიტყვებზე უკვე ღიმილიც კი ეპარებოდა სახეზე
- იი რამხელა წარმოდგენა აქ ამ მიწაზე ძლივს გამოჩენილს,
წკლიპურტი უთავაზა შუბლზე და სალომემაც სწრაფად დაბუშტა ტუჩები ისე მოისვა წამით ნატკენ შუბლზე ხელი
- დაღლა არ გვაწყობს, სალომე უხასიათობაც ასევე რომელიც დაღლას მოყვება, და სიჭკვიანეც გვმართებს
დარიგებები დაიწყო სამსახურთან დაკავშირებით და სალომემაც სწრაფად დაიწყო თავის წინასწარ დაქნევა თანხმობის ნიშნად,
- თუ სურვილი აღარ გექნება შეეშვები, სანამ ცოცხალი ვარ არაფერი არ მოგაკლდება ისედაც ცალკე შენ რომ არ იტანჯო,
თითის დაქნევით ანიშნა გაფრთხილება და სალომეც მორჩა თავის ქნევას,
- რა თქმა უნდა ჩემო ცხოვრებავ
გაბადრულმა მოხვია კისერზე ხელები ისე დაეკიდა მას და დემეტრემაც მასზე დაკიდებულს დახედა,
- აუ გამიყოლე რა მაშოსთან,
გაკრეჭვით გასწორდა უცებ და დემეტრემაც სწრაფად რომ მოიშორა მისი ხელები და კარებისკენ სწრაფად წავიდა ტუჩებ დაბერილმა გახედა,
- დაბლა გელოდებიი
სიტყვები მიაწვდინა გამოსულმა და სალომესაც სწრაფად გაეხსნა ისევ სახე.......
- მეღადავებიი რა სამი დღე თუ წავალთ ნორმალური დროით, რომ გართობაც მოვასწროთ
რესტორანში ანანოსთან მისულები ისხდნენ გოგონები და დასვენებისთვის რამე გასართობ ტურს გეგმავდნენ, ერთადერთი მხოლოდ ანანო მუშაობდა ისევ და მაგისთვისაც ცალკე გეგმებს სახავდა ბარბარე ვაჟას დახმარებით
- სადმე მაღალ მთიან ადგილას რაა და მერე გადავისეირნოთ ზღვისთვისაც თორე გადავიდა ზღვის სეზონიი უკვეე,
ყურსუკან გადაიწია მაშომ თმა და გოგონების თათბირზე ახმაურებულებს ინტერესით დაუწყო მოსმენა
- კაი მასეც მაწყობს მე მარა ის ორი დასასვენებელი საზღვაო თვე შენ წაგვართვი მაშო და შენთვითონ გაიქეციი მაინც რო იცოდე,
ანანომ გასცა პასუხი, თითქოს ბრაზნარევი და გამაფრთხილებელი თითის დაქნევით და მაშომაც თვალები აატრიალა საპასუხოდ
- მისმინეეთ ბიჭებისთვის რამე მწარე დაა ბრაზიანი სურპრიზი ხო არ მოგვეწყო?
ბარბარემ ახალი იდეა წამოიწყო და მოჭუტული თვალებით გაუხახუნა ხელები ერთმანეთს
- როგორ რანაირად?
წარბების აქაჩვით იკითხა სალომემ
- ეგ არც მე ვიცი
სიცილით აათამაშა თითები და დაელოდა კიდევ რას იტყოდნენ
- მემგონი ჯობია დავყენდეთ მაგათი წასაყვანები ვართ ისედაც და გამოგვაცუნცულებენ უკან
თვალის ჩაკვრით დაადასრურა მაშომ თავისი სიტყვები რატის ხასიათის მცოდნემ ისე დადო იდაყვი მაგიდაზე და ხელში ნიკაპი ჩამოდო,
- კლუბი, წვეულება, ბიჭები და რამე კაი გართობა უეჭველი თორე მომბეზრდა ეს ერთიდაიმავე,
თვალები აატრიალა სალომემ ისე გადაიწია სკამის საყრდენისკენ წამით მოავლო შემოსასვლელს თვალი და სახეც უცებ ჩამოეშალა,
- ღადაობ? ამათ აქ რა უნდათ?
თვალებ დაქაჩული გადაიწია ისევ მაგიდისკენ და გოგონებმაც გაკვირვებული მზერით გაიხედეს იქ სადაც სალომეს მზერა ასხივებდა,
- ესენი სულ ასე ერთად დადიან?
ინტერესით დასვა ბარბარემ კითხვა ნაცნობი ბიჭების დანახვისას და სრულად შეეცვალა სახე არა მხოლოდ მათი 'სასტავის' ნაცნობს რომ არ მოკრა თვალი, ორი უცნობი მამაკაცი ჩამომჯდარიყო შორიახლოს, ერთმანეთის პირისპირ და კმაყოფილი სახით საუბრობდნენ იყვნენ ისინი ვინც ერთი პერიოდი ბარბარეს გულის დაპყრობას ცდილობდნენ, მას შემდეგ რაც ბარბარემ საცხოვრებელი შეიცვალა თავიდანაც მარტივად მოიშორა, ახლა კი სწრაფად მოაშორა მზერა რომ არ დაენახათ რადგან მათთან საუბარი საერთოდ არ სურდა
- არა სულ ერთად არ არიან მარა ვფიქრობ ვაჟამ დაიბარა,
მათი უფრო ხშირად სამსახურში ხილვის ოსტატმა ამოილაპარაკა ანანომ და თეოდორემ რომ შეამჩნია მათი გუნდი, გაუხედავად სახე გაბადრულმა მიცხო მუჯლუგუნი გვერდზე მდგომ დემეტრეს, მანაც სწრაფად შეხედა თეოდორეს და მის ნიშანზე გახედა გოგონებს
- ეე ჩემი ცუნცულები,
სახე გაებადრა უცებ და თამამი ნაბიჯებით წავიდა მათკენ,
უკმაყოფილო სახით იყურებოდა სალომე და ისე იწეოდა სკამიდან დაბლა დაბლა თითქოს სადმე ჩაიმალებოდა,
- რა ნაგავი თვალები აქვს,
ხმადაბლა ამოილაპარაკა მკლავებ ერთმანეთში ახლართულმა და გოგონებიც რომ ისევ გასწორდნენ ისე თითქოს არავინაც არ ენახათ კოპებ შეკრულმა იკითხა
- ახლა აქ უნდა მოვიდნენ?
- არა ვფიქრობ შუშებისკენ უნდა გადავჯდეთ, აქ ამდენი ხალხი არ შეიძლება,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ანანომ და საკუთარ საინსა და ჭიქას დაავლო ხელი, თვალით ანიშნა იგივე გაეკეთებინათ მათაც და ერთდროულად წამომდგრებმა გაასწორეს სკამები, წინ წავიდა დაულოდებლად სალომე ანანოს მითითებულ გრძელ მაგიდასთან მყუდრო ლამაზი ხედით შუშებიან ადგილზე და ისე მიყვნენ დანარჩენებიც, თავითვე ანიშნა ანანომ ბიჭებს წამოდით იქითო და თავადაც ნელი ნაბიჯებით აედევნა გოგონებს,
- რა სერიოზული შეეკრებაა გოგონებოო, უჩემოდ რა პონტში ეე?
მისული მაშოს და ბარბარეს შუაში ჩაჯდა დემეტრე, ჯერ მაშოს აკოცა ხმაურიანად ლოყაზე გადაწეულმა და შემდეგ მეორე გვერდზე ბარბარეს, დანარჩენებს ჰაეროვანი კოცნა აჩუქა და დაბღვერილ სალომეს თვალი ჩაუკრა,
- რას იჯღანები შენ?
მისი სახით შეწუხებულმა მაგიდაზე ხელების დაწყობის მერე დაუსვა კითხვა სალომეს
- აუცილებელი იყო მოსულიყავით?
- ამას რამე ხო არ მოაწევინეთ?
გაოგნებული სახით გახედა ბარბარეს,
- ჯანმრთელად ხო ხარ? აბა სად უნდა წავსულიყავი?! ბაზარი არ არი მივუჯდებით სხვა გოგონებს და ჩემნაირ სიმპათიურს რო გამაზავთ და მინუსებს დაიწერთ არ გაგიტყდეთ მერე,
თამამად ამოილაპარაკა ისე მიეყრდნო სკამის საზურგეს და გოგოებს მოავლო თვალი, მართალსაც კი ამბობდა დემეტრე, რადგან მათი სრული შემადგენლობიდანვე ერთიც კი დიდი ნაკლი და ყველასთვის სასურველი იყო,
- ეს საკუთარი თავის ქებაა რა იცის ამან
სიცილი ვერ შეიკავა ანანომ ისე გაუწია მუშტი დაარტყიო და დემეტრემაც სწრაფადვე მიარტყა საპასუხო 'ძმაკაცობის' მუშტი, სალომე კი ხმას აღარ იღებდა ვინაიდან თეოდორეს წინამძღოლობით დანარჩენებიც მისულიყვნენ ' გოგონების კრებაზე'
- ზოგჯერ საჭიროა არა?
კითხვით გახედა ისევ ანანოს და მანაც თავი სწრაფად დაუქნია,
- კი და მინდა გითხრა მართალიც კი ხარ,
თამამად დააქნია თავი დასტურის ნიშნად და გვერდზე ჩამომჯდარი ვაჟას კოცნა ღიმილით შეიფერა,
- ყველანი ვართ დავიწყოთ თათბირი,
კმაყოფილმა დააკაკუნა თითები მაგიდაზე
- დამსვავ?
სერიოზული ტონითვე იკითხა თეოდორემ და დარჩენილ ერთადერთ ადგილას, სალომეს გვერდით ჩამოჯდა,
- დავიწყოთ!
თავადვე გასცა ბრძანება და წამით ყველა დუმდა, ერთმანეთს გადახედეს დუმილშივე თუ ვინ ამოიღებდა ხმას და დაიწყებდა საუბარს და ჯამში მაინც ყველა დუმდა,
- სიჩუმობანას ვთამაშობთ?
გაკვირვებულმა აწკიპა წარბები მაღლა დემეტრემ ისე აათამაშა თითები,
- ვაიმეე მე ვიტყვიი,
სწრაფად წაიწია წინ ბარბარე და მაგიდაზე სკოლის მოსწავლესავით შემოაწყო ხელები
- მოკლედდ სანამ ყველას გვაქვს შვებულება ნუ ანანოს გარდა მარა მოაგვარებს ვაჟა, გვინდა რომ სადმე მაღალ მთიან ადგილას წავიდეთ დასასვენებლად, რაჭა ვთქვით წეღან და ბათუმშიც გვინდა თავისთავად, ხოდაა ნუ უთქვენოდ არ წავალთ ხო იცით და ხო წამოხვალთ, რო რამე?
თითების მეშვეობით ეცადა ჩამოეყალიბებინა აზრი მას მერე რაც 14 დაუხამხამებელი ინტერესით მომზირალი თვალი მას უყურებდა,
- მე თანხმა ვარ,
მაშინვე თახმობა განაცხადა დემეტრემ ისე მიეყრდნო სკამის საზურგეს და კმაყოფილმა გადახედა ბარბარეს,
- მეც მარა ჯერ ბათუმში რაა მოვიხოდოთ და რამეე და მერე დათვალიერება მაღალმთიანობა და ახალ-ახალი ამბები მერესთვის იყოს
განაცხადა თუ არა ვაჟამ ისე აკოცა თავის ხელში მოთავსებულ ანანოს ხელს,
- კაი მასე იყოს,
- თავის დაკვრით დათანხმდა აზრის მომგონი ბარბარე და დანარჩენებს გადახედა, პასუხად ყველას თანხმობა მიიღო და კმაყოფილმა შემოკრა ხელები ერთმანეთს,
- ვსო დღეს მაგასაც მოვაგვარებთ გოგონებიი დაა ზეგ წავიდეთ,
ისევ ახალი აზრი დააფიქსირა და ყველა დათანხმდა გარდა რატისა აქამდეც ჩაფიქრებული იჯდა, თუმცა ფიქრების დალაგებასთან ერთად ახალი აზრის დაფიქსირება გადაწყვიტა, ცალკე ლაპარაკის გარეშე ვინაიდან იცოდა მაშოს დამოკიდებულება თითოეული იქ მჯდომის მიმართ
- მე ოდნავ სხვა აზრი მაქვს წასვლასთან დაკავშირებით,
ხმამაღლა რომ თქვა წვენის ბოთლზე თვალგაშტერებულმა, ყველამ შეწყვიტა საუბარი
- როგორ აბა,
ინტერესიანად გახედა დემეტრემ და რაღაც კარგსაც ელოდებოდა რატისგან
- თუ მაშოს უნდა იასნად,.....ხვალ მოგვარდებოდაა ხალხის პრობლემა.....და ბარემ ტაძარში ღმერთის წინაშე დავადასტურებდით ცოლ-ქმრობას რა ანუ უფრო რეალ დასაბუთებას ბარემ ზეგ, ანუ ჩვენ ხო როგორც ყველას ჯვარი არ დაგვიწერია?
გაიკრიჭა ბოლოს დაბალხმაზე მშვიდი საუბარით ჩამოაყალიბა აზრი და დენდარტყმულივით რომ ახედა მაშომ მისკენ არ გაუხედავს, ისე აარიდა მზერა, რადგან თავადაც იცოდა ისეთ რამეს ამბობდა რაც მისგან მოულოდნელიც და არ არსებულიც იყო,
- რა?
გაკვირვებული თვალებგაფართოებული მზერით შეანათა მზერა მაშომ და რატიც ისევ ცდილობდა მისთვის არ დაეხედა
- ძაან ბანძი ხარ,
გაბადრული სახით ისე თითქოს კომპლიმენტი ეთქვას ვაჟას მისთვის ისე შეხედა რატის თან და თითი დაუქნია
- რა გინდა?
ბიჭო ცოტა რომანტიკა, ბუშტები დაჩოქვა კოცნა, ღიმილი და სექსუალურად შეპარებული ყველაფერი უნდა ყოფილიყო მანდ
- ოოოოოოო
ერთხმად წამოიძახეს დემეტრემ და რატიმ და ერთმანეთს სიცილით გახედეს, რადგან ორი რომანტიკას ჩამოშორებული ადამიანისთვის ვაჟას ჩამოთვლილი რამ ყველაზე უაზრო საქციელად მიაჩნდათ
- და ეს სექსუალური შეპარება რა არი ეგ მითხარი თუ ძმახარ,
შეფერებულად სამი თითის შეკვრითვე იკითხა მხრებ აჩეჩილმა მისი სიტყვების მნიშვნელობა და ვაჟამაც იგივე კომპლიმენტი რომ მიუძღვნა რაც ცოტახნის წინ სახე დამანჭულმა აუწია შუა თითი,
- მოიცადე ამან საერთოდ ეს რომ ახსენა მადლობა უნდა ვთქვა
სიცილით ჩააწევინა მაშომ თითი ისე ახედა რატის უკმაყოფილო სახეს, რომელსაც მაშოს სიტყვების მერე ისევ გაეხსნა სახე,
- იცის რა,
კმაყოფილმა დახედა და მაშომაც ხელახლად ახედა მომღიმარს, მისი აზრი ძალიანაც მოეწონა, ყალბი საბუთების ნაცვლად მტკიცე საბუთი რომ ჩაანაცვლებდა
- საიდან მოგაგონდაა გეხვეწებიი?
- კაი მოიცა ნაზი მაგის გამო ყელს გფატრავდაა აქედან რომ წავედით,
გახსენებულზე არასასიამოვნოდ აიქნია ხელი თითქოს თემის შეცვლა უნდაო და მაშომაც სიცილი დაიწყო,
- ხო ჩემო გვრიტო სახლში რომ მივალთ ნახევარი სამეზობლეთია გადმოსული შენს სანახავად, ვინც ვერ დაესწრო დიდებულ ქორწილს
კმაყოფილი სახით 'გაახარა' რატი და გოგონებმაც სიცილით რომ აიფარეს ხელი ტუჩებზე რატის დამანჭულ სახეზე კმაყოფილმა გახედა მაშომ მათ,
- დაიწყებენ დაკითხვას ახლა
თეოდორემ შეკრა კოპები რატის მდგომარეობაში შესულმა და მეზობლების იდეალურად მცოდნემ მისკენ გადაიწია და ხელის ჩამორთმევითა და სოლიდარობით გამოუცხადა მწუხარება,
- მოკლედ, როგორც რატიმ განაცხადა მე სრულიად თანახმა ვარ პირიქით მაგრად ასწორებსს დაა რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ მსგავსად,
ტაშის შემოკვრით განაცხადა ვაჟამ რატის წინადადების მომხრემ და ანანოს ნამცხვრის ჭამა განაგრძო,
- მეეეცცცც რა თქმა უნდა ხალხოო მაგაზე მაგარი რავიი,
ანანომ შემოკრა ტაში და დანარჩენებმაც თუთიყუშებივით იმეორეს თანხმობა
- ხო მაგ დროისთვის ახალ სახლში გადასულებიც ვიქნებით და ეგ არიი დავმეზობლდებით,
ისევ რატიმ განაცხადა და მერე დახედა მაშოს მას შემდეგ რაც ყველა თანახმა იყო მათ ჯვრისწერაზე
- მაშო ყველასთან დავიწერე ჯვარი შენ გარდა და თქვი მეცც რაღა იყოო,
ბრაზი რომ შეეტყო მის საუბარზე აუტყდათ გოგონებს სიცილი სალომეს გარდა, რომელიც ყველაფერს უხასიათოდ აკეთებდა,
- მეეც თანახმა ვარ რა თქმა უნდაა
ხელები გაშალა სიცილით ისე შემოაწყო მაგიდაზე და კრეჭვით გახედა რატის
- ზეგ მორჩება ბარემ გადახვალ დაა მეორე დღესვეე დავეშვათ ბათუმშიიი?
კმაყოფილმა კრეჭვით იკითხა ბარბარემ
- ხო აბა
სწრაფად დაუდასტურა ვაჟამ პირგამოტენილმა და სიცილით გადახედა ანანომ,
- ბევრიი კონცერტეებიია იქქ საღამოს ბარებიც, აუ ძაან მაგარი იქნება, ზღვა, თქვენ და მერე იქაური გართობა ვსო უკვე ერთი სული მაქვს,
ადგილზე ცქმუტავდა ბარბარე იმის ფიქრში რომ შეიძლებოდა მისი რამდენიმე დღე საოცარი ერთადერთი დასამახსოვრებელი და უბედნიერესი მომენტი იქნებოდა იმის შემდეგ, რომელი ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობდა,
- რა ბარი გოგო,
დასერიოზულებული ხმით გადახედა დემეტრემ და სწრაფად გადაწეულმა უჩქმიტა წელზე, ბარბარეც გაკრეჭვით შეხტა მისი ჩქმეტის გამო და ხელი მტკინვეულ ადგილას მოისვა
- ბარში თქვენნაირი გოგოები ნწ
ხელის აქნევით ამოილპარაკა თეოდორემ და სალომემაც კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გახედა ის რომ ლაპარაკობდა ამ თემაზე
- ცოტაა დალევა და რავი გართობა,
- ცოტა დალევის მერე ხდება ხოლმე რაღაცეებიც
ისევ თქვა თუ არა თეოდორემ, თვალები ვერ გააკავა ისე გაექცა მზერა სალომესკენ მანაც საკუთარ თავზე დაცინვად მიიღო მაშინვე პირველივე დღეები ამოუტივტივდა თავში გაბერილი, ეკლიანი თევზივით წამოდგა უცებ უხმოდ აიღო ჩანთა და სწრაფად დატოვა ადგილი
- სად მიდიხარ?
ხმამაღლა დასმული კითხვა დააწიეს, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია, სწრაფად წამოდგა მაშო, რომ გაყოლოდა აშკარად გაბრაზებულს უცებ ჩაავლო დემეტრემ ხელი მაჯაში
- შეეშვი, მიაგნებს სახლს,
სერიოზული მზერით ახედა გაკვირვებულს, რომელიც დამნაშავედ გრძნობდა თავს
- ხო მაგრამ....
ისევ ვერ შეაკავა ნერვიულობის ემოციები სწრაფად გააჩუმა დემეტრემ
- მაშო დაჯექი, ისედაც რაც მოვედით მაგრად ცინიკური უკმაყოფილო სახით იჯდა და თუ ჩვენთან არ უნდა ჩვენზე უკეთესებს თუ ოდესმე ნახავს მათთან მიცუნცულდეს,
უკან დააბრუნა მაშო და მაშომაც ისევ ნერვულად მოისვა შუბლზე ხელი, მაშო კი გააჩერა, თუმცა თავად კლავდა ინტერესი რა სჭირდა მის დას, რა სტკენდა გულს, რა უჭირდა და საერთოდ რა ცვლიდა ასე ძალიან
- რა სჭიირს?
გაკვირვებულმა იკითხა ბარბარემაც და მაშომ რომ თეოდორეს გახედა უცებ წამოდგა ისიც,
- შენ რაღა გჭირს?
გაკვირვებულმა იკითხა ანანომ დაღლილი ხმით სალომესგან რომ უკვე მიჩვეული იყო მსგავს საქციელებს
- დამელოდეთ,
ერთი მხოლოდ ეს თქვა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა 'ბავშვები'
- ებიჯო ბოლოს მაინც ხო უნდა ჩაბანძდეს რაა
ხელში გაწვალებული სალფეთქი დააგდო მაგიდაზე დემეტრემ დაღლილი შეცხადებული ხმით და ბარბარეს ჭიქაში ჩამოსხმული წვენი სულ გამოცალა ვინაიდან მას არ ჰქონია ჭიქა......
.....

გადასასვლელზე მანამ გადავიდოდა სალომე იქ სადაც მანქანებს სწრაფად და უყურადღებოდ მართავდნენ ხალხის მიმართ მანქანებს, შუქნიშანის გარეშე გადაჭრა მოინდომა სალომემ მანქანებისგან სავსე გზაზე გამოქანებულ მანქანას ლამის გადაუხტა წინ სწრაფად დაიჭირა მკლავში ჩავლებულმა ხელმა და უხეშად მიატრიალა თავისკენ
- სიკვდილი მოგინდა?
მკაცრი ხმით გამოუცრა კბილებში დაჭიმული ყბებით დახედა და სალომეც ზიზღის მზერით შეხედა ხან ერთ ხან მეორე თვალში, უხეშად გააშვებინა ხელი და უხეშადვე კრა ხელები,
- რა ჯანდაბა გინდა? მომასვენე რა! ვაფშე გაიარე შენ ცხოვრებას მიხედე ხო შეიძლება?! ნუ მრევ შენ ნურცერთ ბინძურ სიტყვაში, შემეშვი თეოდორე შორს დაიჭირე თავი ჩემგან! მაღიზიანებ! ვერ გიტან და შეიგნე?!
შუა გზაშივე უხეშად გამოუცრა მანაც კბილებში და სულ არ აინტერესებდა არავის აზრი, ყველანაირად ცდილობდა ბოღმა ამოენთხია, ისე რომ ცოტა მაინც ეგრძნო შვება
- კიდევ! შენი საქმე არ არი მე სად წავალ ვის ვაკოცებ ან ვისთან დავწვები დაწყ.....
ისევ უხეშად დაიწყო ლაპარაკი ძლიერად ჩაავლო თეოდორემ მკლავში ხელი და მისკენ ახლოს უხეშადვე მიწია, ისე გააწყვეტინა სიტყვები
- სიტყვები აკონტროლე ეს ერთი, მერე ნუ ფიქრობ რომ გრძნობები მხოლოდ შენიდან მოდის მეც ვერ გიტან და ყველაფერს შენ თავზე ნუ იღებ ან ნუ იმჩნევ მაინც! დამალე შენი ვინაობა!
მწარე სიტყვებს უარესად მტკინვეულ სიტყვებს უნაცვლებდა, ამავდროულად მკლავში ისე უჭერდა ხელს ცალკე სატირლად გამზადებულს ისიც უწყობდა ხელს, რაც კი ძალა და ღონე ჰქონდა ისე მოუქნია ხელი სახეში, მაშინვე ძლიერი წვა იგრძნო თეოდორემ შიგნიდანვე მოისვა ენა ლოყაზე და სსკუთარი თავის დაწყნარებით დახედა ისევ სალომეს,
- სცენებს მოეშვი სალომე! არ დაგღალა თამაშმა?
კიდევ ერთი კითხვაც და არც კი დაფიქრებულა ისე გატრიალდა ისე მოულოდნელად გავარდა შუა გზაზე დაჭერა კი არა ნერვიულობაც კი ვერ მოასწრო თეოდორემ, მანქანას რომ წინ გადაუხტა მაშინვე სიგნალის და მუხრუჭის ხმები გაისმა და უვნებელი რომ გადავიდა სალომე მაშინ ამოისუნთქა თეოდორემ, ნერვულად დახარა თავი ისე მიიდო გულზე ხელი და ღრმად სუნთქვის დაწყნარებას ცდილობდა
- ეს ძუკნა!.. ლამის მოვკვდი!
უმისამართოდ მოსიარულემ ამოილაპარაკა და კიდევ ნერვოზულად გახედა სალომეს განვლილ მანძილს,
- აახ!.... ჯანდაბა!
სწრაფად მოისვა გულზე ხელი და დიდი ნაბიჯებით წავიდა ისევ რესტორნისკენ, მანამ შევიდოდა კიდევ უაზროდ იდგა დერეფანში თავის დამშვიდების მიზნით და უკვე დაწყნარება რომ შეეტყო ტელეფონში ჩახედვისას სახეზე სიწითლეც, რომ გადასულიყო თავისუფლად შევიდა...
- ტყუილად ვიფიქრეთ დებილობები საპირფარეშოში გავიდა და იქ რომ დავხვდი გადმომცა, ბარემ რაღაც ვერ ვარო და თუ რამე სახლში ვიქნები და დამირეკეთო .
მოგონილი ინფორმაცია რეალური ამბითვე გადმოსცა და ყველას გული მოულბო სალომეს მიმართ
- ხო მარა ეს გაქცევა უპასუხოდ რაღა იყო?
უკმაყოფილოდ და ინტერესით ამოიკითხა მაინც დემეტრემ,
- იჟოგა ძმაოო, მაგარი ცუდი რამეა,
კიდევ ერთი მიზეზით გამართლდა სალომე და ჩხუბის და სხვა ნებისმიერი ფიქრების გარეშე უცოდველად და "მოწმენდილი პირითვე" წავიდა სალომე....
სახლში მისვლისთანავე ყველაფერი ძირს დაყარა ხმამაღალი ყვირილით ღრიალებდა ნერვოზულად, ყველაფრის დალეწვა უნდოდა, იმდენად ემოციურად იმდენად გულიანად ტიროდა, სულს ვერ ითქვამდა, იატაკზევე დაემხო მუხლებით ისე 'ღნაოდა', მთელი სახლი მის ტირილს განიცდიდა, მისი ემოციები გაეზიარებინა სახლსაც კი და ზოგადად გარემოსაც კი ეტყობოდა, როგორ ტანჯულ მომენტში იყო ახლა სალომე, ტირილითვე წამოდგა უძალოდ გადაეშვა სახით საწოლზე და ბალიშში ჩაგუდული ხმით კიდევ ერთხელ ბოლო ხმაზე იღრიალა ისე, რომ ეგონა თითქოს ყელში კანი ჩახეოდა და ახლა კანი იქით-აქეთ დაქანაობდა, ხველა აუტყდა უცებ ისე ამოტრიალდა უცებ შეცვლილი სახით შეწყვიტა ტირილი, დამპალი სველი სახე, ამოწითლებული თვალებით, სველი ერთმანეთს მიკრობილი წამწამებითა და დამძიმებული დაღლილი თვალებით ახედა ჭერს
- სიძულვილი, ბოღმა და აუტანლობა, ყველაზე მტანჯავი გრძნობაა
ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და ჩახლეჩილი ყელის გამო დალაპარაკების დროს ისევ აუტყდა ხველა......
......
- მობრძანდით გენაცვალეთ,
სახეზე ღიმილი აეკროთ კარებში მდგომ ნენესა და ნაზის და შემოსულ ასაკიან ქალბატონებს უღიმოდნენ,
- რატი შეეშვი ცოტახნით,
ხელი მიკრა მაშომ სიარულშივე დივანზე მჯდომ რატის, რომელსაც 'ლეპტოპი' დაედო მუხლებზე და უკვე კარგა ხანი იყო ონალაინ უძღვებოდა სამუშაო საბუთებს, მობეზრებული მზერით ახედა შემოსულებს რატიმ და მისკენ, რომ დაიძრნენ აუჩქარებლად გადადო ლეპტოპი მაგიდაზე,
- აი სიძეც ამას ქვია,
- შხვართი,
- მაშო ყოჩაღ გენაცვალე,
მაშოს გადაკოცვნაშივე აქებდნენ ახლად ნახულ სიძეს და რატიც უკმაყოფილო სახეს ვერანაირად მალავდა, ოჯახში შემოსულებმა სათითაოდ გადასცეს პარკი ნაზის და მანაც ჩვეულად შეიფერა
- რატო შეწუხდით, მოდით დაბრძანდით,
დივნისკენ მიანიშნა, თუმცა ჯერ წამომდგარი რატისკენ დაიძრნენ ქალები, მიუხედავად იმისა რომ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად რატიმ, ქალმა ჩვეულად დაწია მისკენ და ორივე ლოყა ღიმილით დაუკოცნა, მსგავსად დაწვდა მის უკან მდგომებიც რატის და ისიც მძიმე ნერწყვის ყლაპვით კრავდა მუშტებს, ძალიან უცხო იყო მისთვის მსგავსი მისალმებაც და საქციელიც ამიტომ იმდენად ძლიერად აღიზიანებდა მაშოს თვალების ბრიალიც კი ვერ შველიდა მის ბოროტ მზერას...
ქალბატონებმა ყავაც გემრიელად მიირთვეს რა თქმა უნდა ყველაფრის გამოკითხვით და სრულიად დაკმაყოფილდნენ მისი ამბის სრულად გაგებით, მაშო რომ არა ალბათ ოთხივეს სახლიდან მოისვრიდა რატი, თანახმა იყო უდიერ საქციელზეც კი იმდენად ანერვოზებდა მათი საჭორაოდ დაცქვეტილი ყურები, თითქოს ყველაფერს ზუსტად იბეჭდავდნენ ისე რომ ხმა რომ ამოეღოთ აქედან გასვლის მერე ამ მოსმენილ თემაზე თავად მასპინძლების ხმით ისაუბრებდნენ, მაშო სცემდა ხოლმე ხშირად პასუხს და მისი ნიჭიც, რომელიც კარგ სიტყვა-პასუხში მოიაზრებოდა, უზომოდ გვერდში ედგა, სხარტად, მათთვის არადამაკმაყოფილებელ პასუხებს იძლეოდა, მაგრამ ამავდროულად ისე, რომ მასზე მეორედ კითხვა არ დაესვათ, ხვდებოდა, როგორ ძალიან აღიზიანებდა რატის მათი საუბარიც კი და თავადაც ცდილობდა, რომ მის დამაკმაყოფილებლად ესაუბრა, დივნის სახელურზე ჩამომჯდარისთვის მოეხვია რატის ცალი ხელი ისე ათამაშებდა მის ფეხზე ხელს
- და აქ საცხოვრებელი არ გაქვთ?
კითხვა, რომლითაც თითქოს ეცადა ნაკლი ეპოვა რატისთვის, სიძე, რომელიც ქალთან ცხოვრობდა და არა პირიქით, ესეც კი საჭორაოდ კარგი თემა იყო, ნაზიმ დაამატა მაგიდას ნამცხვრები და ბარემ ღიმილით ჩამოჯდა მანამ სანამ რატი დაიწყებდა საუბარს და არა საუბარს არამედ მწარე და საწყენი სიტყვების სროლას მათთვის,
- მთელი ორი თვე მაშო ჩემთან არ ყოფილა და ეს იყო არ ვიცი,....ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ორი თვე, რომელიც ორ საუკუნედ გამიგრძელდა, ჩამოვიდა და ისევ შორს გამეშვა?! სულ რომ ხშირად გამოსულიყო ასე მაინც ვერ მოვისიყვარულებდი, ერთი კვირა არაფერი არ არი მარა აიი ის გაგრძელებული ორი საუკუნე შემიმცირდა ჩემს გვერდით, რომ ვხედავ და გახსენებულზე რათ გინდა,
ხელები დაარტყა ერთმანეთს ნაწყენი სახით დაიწია კაბა ქვევით და კალთა გადაიფერთხა ისე განაგრძო საუბარი
- ხვალე ან ზეგ, მე ვეღარ შევაკავებ ამათ , მიდიან საცხოვრებლად ჩემი თეოდორე სადაც ცხოვრობს თუ იცი, მაგის მეზობელია და ეგ კი ძაან მიხარია ერთად მაინც მესტუმრებიან,
ისე ხელების სმით დაასრულა საუბარი და ნენეც კმაყოფილი უსმენდა თან ეცინებოდა მის მოყოლილ ამბავზე,
- ბებია შენ მოკიდე ხოლმე მათ ხელი და გვესტუმრეთ
მაშოც გამხიარულებული ჩაერთო ბებიას მოყოლილ ამბავზე და რატიმაც წელზე რომ მოუჭირა ხელი სიცილით დახედა, რატი აქ ვერ უძლებდა მათ და საკუთარი სახლიდან ნამდვილად გამოყრიდა,
- ოოო შეხედე შენ,
გაკვირვებული სახით გადახედეს რატის და მანაც ძალდატანებულად ჩაიღიმა, უკვე მისი ცოდვით იტანჯებოდა მაშო, იმასაც ვერ ამბობდა რატი რომ წასულიყო, თემასა და კითხვას ერთმანეთზე აბავდნენ, ცოტახანში ვითომ ტკბილეულისთვის გავიდა მაშო სამზარეულოში, სიწყნარეში გასულმა უკან რომ გაიხედა სანახავად ხომ არავინ მიყვა, სწრაფად დაურეკა რატის კმაყოფილი სახით და ცალი ხელით საინები აახმაურა,
- ბოდიში უნდა ვუპასუხო,
მოწიწებით წამოდგა და ისევ მკაცრი მზერით დატოვა ოთახი გარეთ გავიდა ბარემ და სანამ გავიდოდა ოთხივეს მზერას არასასიამოვნოდ გრძნობდა,
- იტალიაში დატოვებული კომპანიების გამო ურეკავენ ხშირად, დარიოს ჩააბარა ყველაფერი და ისიც ძალიან ღელავს,
სიცილით განმარტა ნენემაც მისი გასვლა და ახალი თემისთვის მოემზადა, მაშინ როცა თავადაც ამოისუნთქა რატის წასვლის მერე, მასაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე გასკდებოდა რატი....
გავიდა თუ არა მშვიდად უპასუხა ტელეფონს,
- მიყვარხარ,
პირდაპირ გრძნობების გამჟღავნებით დაიწყო და მაშოსაც გაეცინა,
- აღარ შემოხვიდე უბანს დაუყევი ცოტახნით და დაგირეკავ მერე,
ღიმილით მაგიდას მიყრდნობილმა დაიწყო მაშომ საუბარი და მალევე ფანჯარასთან მივიდა, ბადეც გამოაღო და რატიც მალევე მოძებნა თვალებით
- აქეთ გამოდი სამზარეულოსკენ
ღიმილით უთხრა თან მას აკვირდებოდა და რატიმაც მას რომ გახედა წყნარი ნაბიჯებით წავიდა ფანჯრისკენ ზარი სიარულშივე დაასრულა და ტელეფონიც ჯიბეში ჩაიცურა, ფანჯრის რაფაზე გადმოყუდებულ მომღიმარ მაშოს დააკვირდა უხმოდ და თავადაც ხელებ აწეულმა, მიწვდენილმა ჩამოდო თითები რაფაზე,
- ესენი მეორედ აღარ შემახვედრო მაშო!
ბუზღუნით ამოთქვა და მაშოს სიცილს დააკვირდა, რომელიც მის ბუზღუნზე ერთობოდა
- დღეს გიწევდა ბუზღუნ,
სიცილით დახედა რატის რომელიც გაბრაზებული მზერით იყურებოდა გზაზე და შემდეგ ახედა ისევ მაშოს
- წავედი მე შევიტანოო რამე,
- მეც წავედი მარა ასე უბრალოდ არ წახვიდე,
მის სიტყვებზე სწრაფად ჩაეღიმა მაშოს, რაფაზე მაქსიმალურად მიიწია ისე დაეკიდა, რატის ხელებსაც მაშველად ჩაავლო ხელი და ფანჯრიდან ნახევრად გადმოსული მიწვდა რატის ბაგეებს,
- მაშო?
შეცხადებულ ხმაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოიწია მაშო და კარებში ახლად შემოსულ ნენეს შეანათა მზერა,
- რას აკეთებდი?
ისეთი კითხვა დაუსვა თითქოს მაშო ღალატში გამოიჭირა ადგილიდან არ იძვროდა თავად და მაშომაც ღიმილიანი სახე შეიცვალა, სახე დაძაბული შიშის ემოციებით იცვალა
- რატის...... რატის არ უთხრათ გთხოვთ,
დამნაშავესავით ამოთქვა და ფანჯრიდან ხელი გადაყო უცებ რომ ჩაეჭიდა მის ხელს ნენეს დასანახად ძლიერი ხელი, მაშინვე ეცვალა სახე ნენეს
- მე და მას გვიყვარს ერთმანეთი, მას ნუ ეტყვით,
მსახიობური ნიჭის გამოვლინებით აცანცარდა და ნენემაც სწრაფად აატრიალა თვალები, როცა რატის ლამაზ თითებს ყველგან ნებისმიერ მომენტში ამოიცნობდა
- მაშოო სერიოზულად ძლიერი ნიჭი გააქვს,
გაბრაზებული მზერით წავიდა დიდი ნაბიჯებით მისკენ და ფანჯრიდან გადაიხედა, რატის დახედა რომელიც ძირს იყურებოდა ცალი მაღლა ამოწეული ხელით მაშოს ხელს ებღაუჭებოდა ცალი ხელით მოკრული მუშტი პირზე აეფარებინა და ცდილობდა ხმამაღლა არ გაეცინა, ხმა არ ამოუღია მისი დანახვისას ნენეს , გასწორებულმა სწრაფად დაავლო ხის პატარა კოვზს ხელი და ისევ გადაწეულმა სწრაფად ჩაარტყა თავში,
- აუჩ
მაშინვე დასერიოზულებულმა მოისვა ხელი თავზე ისე ახედა მის გონენაში ჯერ ისევ მდგომ მაშოს და დედმისის დანახვისას კიდევ ეცვალა სახე
- ჩემ გოგოს თავი დაანებე და აორთქლდი აქედან,
მკაცრად ანიშნა თვალებით ნენემ წასვლაზე
- ჯერ ეს ერთი შენი არა ჩემი! და მეორე კიბატონო ისედაც მაგას ვაკეთებდი,
გაკვირვებულმა უშვა რაფას ხელები და მოუტრიალებლად დინჯი ნაბიჯებით დაიწყო სვლა, უკვე სიცილით გახედა ნენემ და მაშოს მოუტრიალდა,
- ვინ დაურეკა?
ინტერესით იკითხა და მაშოც რომ უცებ კითხვაზე დაიბნა ხელით ანიშნა რომ აღარ ეთქვა,
- უწყინარი მეთოდია ნამდვილად,
კმაყოფილმა ჩაუარა და ოთახში გავიდა.......
....

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად სიამოვნებდა ბარბარეს მასთან ერთად ყოფნა და ხედი, რომელსაც ახლა გადაჰყურებდა, მაინც აწუხებდა ის ფაქტი, რომ ახლა სახლში არ იყო, მართალია ბნელი წყნარი ადგილი იყო, თუმცა ხედი უბრალოდ აუღწერლად საოცარი იყო, განათებული თბილისი თითქმის ყველაფერი მოჩანდა, ღიმილს ვერ იშორებდა ბარბარე და ცოტახნიანი დუმილის გამო უხერხულადაც არ ყოფილა,
- სახლში რომ გამიყვანო არა?
დაძაბულად გაიკრიჭა წამით ისე გახედა დემეტრეს, რომელიც მანქანაზე მიყუდებულიყო და მკლავები აეხლართა ერთმანეთში
- არა მარა, თუ შენ გინდა დაგთანხმდები,
წყნარად ამოილაპარაკა და ბარბარეც უცებ წამოხტა ისე მივარდა დემეტრეს მისი სიტყვები რომ გაუხარდა და ამავდროულად არც ელოდა,
- კი, მინდა ცხადია, მართლა ძალიან ლამაზია არ შეცდი, კიდევ ერთი ულამაზესად დასამახსოვრებელი მომენტი შესძინე ჩემ ცხოვრებას და დიდი მადლობა,
გაეკრიჭა ბოლოს და სმენით გართული, რომ აკვირდებოდა დემეტრეც სიტყვის ბოლოს გაშლილი ხელები მოუჭირა ლოყებზე უნებურად დაბერა ბარბარემაც ლოყები და ეცადა ჯერ მისი ტუჩებისთვის დაეხედა და შემდეგ ახედა გაკვირვებულმა დემეტრეს, რომელიც იცინოდა,
- საყვარელი ხარ,
გვერდზე გადახრილი თავით დააკვირდა ისევ, ისე წარმოთქვა გაფიქრებული სიტყვები და ბარბარემაც სწრაფად ააფახურა თვალები შეძლებისდაგვარად წამოიძახა მადლობაო და
სიმყუდროვე და საყვარელი მომენტიც მოულოდნელმა შრიალმა დაარღვია, შრიალზე ორივეს მზერა გვერდზე გადავიდა, ბარბარეს შეეშინდა კიდეც აქ სიბნელეში კიდევ ვინმე თუ იყო არ ეგონა,
- მშვიდად,
დაბალხმაზე უთხრა და მაჯით უკან, რომ წაწია ისე ამოეფარა ბარბარეც მას, შრიალიც მალევე შეწყდა, რომელიც აშკარად შორიდან ისმოდა
- წავიდეთ რა,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა ბარბარემ და იქით-აქეთ აცეცებდა თვალებს, წამით ისევ ჩუმად მოათვალიერა დემეტრემ არემარე, მალევე დაარღვია სიმყუდროვე ისევ ქალისა და მამაკაცის ვნებისგან დახშულმა გმინვამ, დენდარტყმულივით გახედა დემეტრემ ბარბარეს მიხვედრისთანავე, ბარბარე კი წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ქალის ხმა მეტად რომ გამძაფრდა მაშინ წაივლო ტუჩებზე ხელი , სწრაფად მოუარა მანქანას დაძაბულმა ისე ჩაჯდა და დემეტრემაც შეუკავებელი სიცილით გააყოლა თვალი, მუცელზე ხელის მიჭერით მოუარა მანაც სიცილით მანქანას და მოთავსდა თუ არა მძღოლის ადგილას მაშინვე შეწყვიტა სიცილი, სწრაფად დაძრა მანქანა და სანამ გზად გავიდოდნენ პირ გაბერილი ცდილობდა შეეკავებინა სიცილი, ბარბარე უხერხულ მდგომარეობას ვერ იშორებდა, ჯერ ისევ გაოგნებული იჯდა, დემეტრეც ცდილობდა მისთვის არ გაეხედა თორემ არც ისე მარტივ გზაზე, მისი მანქანისთვის, სიცილისგან ვერ გააკონტროლებდა, გზაზე გავიდა თუ არა ერთიანად 'ამოხეთქა' შეკავებული ხმა და მის გულიან სიცილზე ბარბარე ვერ აკეთებდა ვერაფერს მასაც უნებურად ეცინებოდა და თან ცდილობდა არ გაეცინა
- ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ბარბი?
სიცილით გახედა და ბარბარემაც უცებ გადაიჯვარედინა მკლავები ისე გაიხედა საპირისპირო მხარეს ფანჯარაში
- ეს რა იყოოო,
- ეს იყოო რაც იყოო,
პასუხზე გაფართოებული თვალებით გახედა ბარბარემაც და ძლივს დაწყნარებულს ისევ აუტყდა სიცილი, რომელსაც ისევ უნებურად აჰყვა ბარბარე,
- ნუ იცინიხარრ
მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და გაბრაზებული სახით გასწორდა
- სასაცილო იყო შენი რეაქციაც და სიტყვებიც რაც მოყვა
გაკრეჭილმა გადახედა და მშვიდად განაგრძო საუბარი.... სახლის წინ ძრავის გამორთვის გარეშე გადაყვა ბარბარეს მანქანიდან და ბარბარემაც, რომ მოუარა ღიმილით დახვდა წინ,
- წამო ჩემთან რა,
წუწუნით ამოილაპარაკა დემეტრემ და კიდევ უფრო შესაცოდებლად ქვედა ტუჩი გამოწია წინ,
- ოო დემე,
ხელი მსუბუქად კრა მორცხვად და დემეტრესაც მის სიმორცხვეზე ჩაეცინა, თავადაც ხვდებოდა რომ ძალიან მხიარულად და უბრალოდ შეუდარებლად გრძნობდა თავს ბარბარესთან, თუმცა ვერ ხვდებოდა რომელი გრძნობისთვის მიეწერა ეს ყოველივე, უყურებდა ისე, როგორც ქალს თუ ისე, როგორც დაუცველ, საყვარელ, მხიარულ გოგონას, ყველაზე მეტად უნდოდა გრძნობების გარჩევა, რადგან დღითი დღე ჰქონდა სურვილი მისი გრძნობების შესახებ ეთქვა ბარბარესთვის მაგრამ ეს გრძნობა რომ მცდარი აღმოჩენოდა ბარბარეს იმედის გაცრუებასთან ერთად გაუტეხავდა გულს მას შემდეგ რაც თავადაც ხვდებოდა დემეტრე რომ გულ გრილი არ ყოფილა მის მიმართ ბარბარე,
- ვსო წავედი, მშვიდობიანი საღამო,
ღიმილით დაემშვიდობა ფიქრებში გართულს და წასასვლელად ხტუნაობით შეტრიალდა დაძახებასთან ერთად სწრაფად ჩაავლო დემეტრემ მაჯაში ხელი ისე მოასწრო მისი გაჩერება
- ბაბიი....
ნელა მობრუნდა დაძახებაზე ბარბარეც და მომლოდინე თვალებით შეხედა
- გისმენ
ოდნავ ჩაიღიმა და დემეტრეც დაბნეული ხან ერთ ხან მეორე თვალში უყურებდა, ისევ ფიქრებში გადაეშვა წამით უხმოდ და ბარბარეც თითქოს ხვდებოდა, როგორ უჭირდა რაღაცის თქმა ამიტომ უბრალოდ უხმოდ ელოდებოდა მას,
- ტკბილიძილი,
გაუბედავობისგან ამოიხვნეშა და თითქოს სევდანარევად გაუღიმა ისე უშვა ხელი,
- შენც
გაუღიმა ისე შეტრიალდა წასასვლელად და თავადაც იმედგაცრუებული იყო, რომ ვერ მოისმინა დემეტრესგან სიტყვები, რომელიც ძალიან აინტერესებდა, კოპებ შეკრული აკვირდებოდა ბარბარეს ბიძა მათ ფანჯრის კუთხიდან თვალ მოუშორებლად და ზიზღით ათვალიერებდა დემეტრეს ამავდროულად ათასი კითხვა უტრიალებდა, თუ როგორ შეეძლო ახალგაზრდა ბიჭს მსგავსი საქმეები ჩაედინა, როცა მხიარული მოსიყვარულე და ამავდროულად ძალიან ცივი გამოხედვაც ჰქონდა,
- ცხოვრება ყველასთვის სასტიკია....
დაბალხმაზე ამოილაპარაკა იმის ფიქრებით რომ მასაც რაღაც მწარე ჰქონდა გამოვლილი და ბარბარე რომ სახლში შევიდა ცივად მოშორდა ფანჯარას....
- სად იყავი?
გამოჩნდა თუ არა მომღიმარი ბარბარე კიბეებზე ამომავალი მაშინვე ცივი მკაცრი ხმით დაუსვა კითხვა
- სასეირნოდ ვიყავი
სახე სწრაფად ეცვალა დაძაბულობისგან და ზიზღის ფერიც მკრთალად გაეკრო სახეზე
ხმა აღარ ამოუღია ამ თემაზე ისე გაუტარა მამაკაცმა
- დედაშენს უნდა შენთან ლაპარაკი,
თვალის არიდებით უთხრა და ზურგი რომ აქცია გაოგნება ვერ დამალა ბარბარემ, ერთადერთი მომენტი იყო როცა გვიან მივიდა მან კი მხოლოდ ერთი რამ კითხა არც გაულანძღავს არც რამე უსვრია და არც დაურტყამს მისთვის გაოგნებას ვერ მალავდა ისე ავიდა თავისუფლად კიბეებიდან და დედამისის ოთახში შევიდა გაკვირვებული
- მოხვედიი
დივანზე მჯდომმა სწრაფადვე ახედა შემოსულს
- კიი, თიკო რა ჭირს იმას?
გაკვირვებულმა დაბალხმაზე იკითხა ისე ანიშნა თავით ბიძამისზე,
- როგორც ჩანს ეგ ბიჭი მოქმედებს მაგაზე
ღიმილით დაუქნია საჩვენებელი თითი
- და უნდა მომიყვე ვინ არის,
- დემეტრეზე ამბობ?
შეფერებით იკითხა ისე გადაიწია ყურსუკან თმა და დივანზე ნაზად ჩამოჯდა,
- ეს საუკეთესოს ნიშანია ასეა? იწექი მასთან?
კითხვაზე სრაფად ეცვალა ბარბარეს სახე და პოზაც,
- დედაა, ღმერთო! რეებს იძახი?!
სწრაფად ჩამოისვა სახეზე ხელები და მაშინვე მომენტი გაახსენდა ხედზე დემეტრესთან ერთად, უცნაური ხმები და დემეტრეს სიცილი, შემდეგ კი სახეზე სრაფად ახურდა დედამისის კითხვაზე და თან ჩურჩულით ბრაზობდა, რომ გარეთ არ გასულიყო ხმა,
- რაიყო?
- მორჩიი! მსგავსი კითხვა აღარასდროს დასვა რა გჭირს?!
კოპებ შეკრულმა გააფრთხილა მკლავებ ახლართული მოეწყო დივანზე
- ანუ ფული არ აქვს,
დანანებით ამოილაპარაკა და ბარბარესაც სიცილი აუტყდა კინაღამ
- მეხუმრები? გაიტალიელებული მილიონერია....
მაშინვე უცებ აიფარა ქალმა პირზე ხელი,
- აუ ხო ახლა გამახსენდა მაგის მანქანა ეგ კითხვაა რამ დამასმევინა, და იცი რა?
- რა?
- უბრალოდ შეუდარებლად ეშხიანი და სიმპათიურია
- იცი რა საყვარელიააა რომ იცნობდე ორმაგად ხვთაება იქნება, ნაკლიც კი არ აქვს,
სწრაფად გადაეშვა ფიქრებში მასთან და მერე გაანალიზა, რომ მასზე ამდენი ლაპარაკით შეიძლებოდა გრძნობებიც კი წამოსცდენოდა
- კარგი გვეყო, მითხრეს რაღაც უნდა გეთქვაა მითხარი უკვეე
სწრაფად დასერიოზულდა და დივანზე გადაწვა, დედამისთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერ დედა-შვილს აქვს, მათ უფრო დაქალური ურთიერთობა ჰქონდათ დედამისი მასზე არც ზედმეტად დიდი იყო ახალგაზრდა გაუთხოვებლად ცხოვრობდა მამაკაცთან ვისგანაც დარჩა ფეხმძიმედ მას შემდეგ გათხოვდა მოძალადე მამაკაცზე, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე გაუმწარა, თუმცა მიეჩვია კიდეც ამ ყველაფერს, ცდილიბდა ბარბარეს დაცვას ყოველთვის მაგრამ პატარა ასაკის გამო დედობას ვერასდროს უწევდა, ხშირად ქურდობაც კი უწევდა იმისთვის, რომ ბარბარეს ჭამა-სმა არ მოკლებოდა, თავის დაცვა კი უკვე კარგადაც შეეძლო, რომელიც თითქმის აღარც კი სჭირდებოდა, დედობას სხვა საჭირო აღზრდაც სჭირდრბა რომელიც მას არ ჰქონია, არ ჰქონია ოჯახი სადაც ისწავლიდა როგორი უნდა ყოფილიყო დედა
- იცი რა ამერიკაში უნდა წავიდე და მინდოდა გცოდნოდა,
ხმადაბლა უთხრა ისე გადაიდო ფეხი ფეხზე
- ხუმრობ? ისევვ?! კარგი რა!
- მაშინ ერთ კვირაშივე ჩამოგაკითხე
სწრაფად გაიმართლა თავი როცა ასევე პატარაობაშიც დატოვებული ყავდა ბარბარე მარტო მამობილთან
- ხოო და ლამის მოვკვდი,
- ახლა დიდი ხარ ბარბარე! საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლო! თან ისეთი ბიჭი გიდგას გვერდით სულ არ უნდა გეშინოდეს,
ყველანაირად ეცადა გამოესწორებინა მისი წასვლა და ასევე იმედებიც კი ჩაესახა
- ეგ საერთოდ არ მამშვიდებს თიკო, სახლში ამ ორთან ერთად? რეალურად აპირებ ამას?
- იძულებული ვარ ბარბარე! ვიღაც შემომტანი წყარო უნდა იყოს, ხო ხვდები რო ის აქეთ გვართმევს?!
- ვერ ვხვდები უბრალოდდ აქამდე რატომ არ დაასრულე!
ნაწყენი ხმით ამოილაპარა იმედგაცრუებული მზერით უყურებდა დედამისს, რომელმაც სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და ღრმა ნაპასი დაარტყა
- მეგონა რომ მიყვარდაა
გაურკვევლად აწწია ხელები მხრების აჩეჩვასთან ერთად და ბარბარემაც ძლიერად მიირტყა შუბლზე ხელი
- გეყოფა! საკმარისია ამდენი სისულელე! გიყვარდა მოძალადე?! სამარცხვინოა
- ჩემთან არ იყო მასეთი
ისევ გასამართლებელი საუბარი რომ დაიწყო კოპებ შეკრულმა გახედა ბარბარემ
- გეყოფა! გევედრები! როდის მიდიხარ?
- 5 ისკენ გავალ,
დამნაშავედ ახედა წამომდგარს, რომელმაც ირონიულად დაიწყო ტაშის დაკვრა
- მაგარია ჯობდა ოთხ საათზე გაგეღვიძებინე და მაშინ გეთქვა,
თვალების ტრიალით ვეღარ იმშვიდებდა ნერვებს ისე დადიოდა იქით-აქეთ
- გეყოფა ბუზღუნი წადი დაიძინე წასვლის წინ გაგაღვიძებ, იმ ბიჭთან დაწექი, თავი შეაყვარე ისე რომ მალე წაგიყვანოს აქედან,
- მორჩი სისულელეებს
უხეშად უთხრა ისე გამოაღო კარი და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან,
საწოლში დაწვა თუ არა მაშინვე ტელეფონი აიღო ხელში სანახავად მიწერა თუ არა დემეტრემ, მისი მესიჯი მართლაც რომ დახვდა გაეღიმა და პასუხის გასაცემად გახსნა ჩათი, დემეტრემ მასზე უკვე ბევრი რამ იცოდა, საღამოს ერთად ყოფნისას ახალი გაგებული ჰქონდა დედამისის და ბარბარეს ურთიერთობაც სხვა დანარჩენ ყველაფერთან ერთად, პასუხს დააყოლა რომ დედამისი მიდიოდა, ნაწყენმა გამორთო ტელეფონი და მესიჯი რომ მოუვიდა სწრაფად მოიმარჯვა ხელახლა ხელში
" როდის?"
"დღეს 5 ისკენ"
" გინდა გამოვიდე ერთად გავიდეთ აეროპორტში"
" ბიძაჩემი გაიყვანს ხომ ვიცი"
" ანუ თუ რამე მომწერ"
" კი" ....
მშვიდად განაგრძეს საუბარი და მალევე რომ ძლიერად მოერია ძილი, დემეტრესთან დამშვიდობების მერე გადადო ტელეფონი.....
......
ჭრიჭინების ხმა ახმაურებდა მშვიდ საღამოს, თუმცა ძალიან სასიამოვნოც კი გამოსდიოდა, ჭრიჭინების ხმას კი ეზოში მშვიდად მსხდომი დემეტრესა და თეოდორეს დაბალ ხმაზე მშვიდი საუბარი შეხამებოდა, დემეტრეს ოთახში შესულიყო ჩუმად სალომე ფანჯრიდან გადაყუდებული უსმენდა ბაღში მსხდომ ბიჭებს და ამავდროულად ზევიდან აკვირდებოდა თეოდორეს, როგორი მშვიდი გაწონასწორებული და ადამიანური იყო ყველასთან მაგრამ მასთან სრულიად ახვა ადამიანი სახლდებოდა, ამის გარკვევაც ყველაზე მეტად სურდა სალომეს, რადგან ქვევით მოსაუბრე თეოდორე იდეალურიც კი იყო, უხმოდ შეეშვა მათ სმენას ისე გავიდა ოთახში საწოლში რბილად ჩაეშვა და ფიქრები ისევ თეოდორესკენ გაექცა.....
......
- მივდივარ ბარბარე,
ნელა შეარხია თიკომ მძინარე ბარბარე და მანაც მაშინვე გაახილა თვალი, ჯერ წესიერად ვერ გამოფხიზლებულიყო ისე აცეცებდა თვალებს,
- უნდა წავიდე, დაგირეკავ ხოლმე
ისევ გაუმეორა და ბარბარეც სწრაფად წამოიწია ისევ დააბრუნა თიკომ საწოლზე
- არ ადგე იწექი და მშვიდად განაგრძე ძილი,
- კი მაგრამ
- არანაირი მაგრამ, თუ რამე გაგიჭირდეს დამირეკე, დამცირებას აღარ გაუძლო აჩვენე ვინ არის ყველაზე ძლიერი, წავედი
ჩურჩულით დაიწყო დარიგებების მიცემა ისე მოეხვია ჯერ ისევ მძინარს
- იცოდე მომწერე ხოლმე ყველაფერი მომიყევი გოგო
- კარგიი, რო ჩახვალ მომწერე დედა
- ჰო აბა რას ვიზამ წავედი, მიყვარხარ
ხმაურიანად აკოცა ლოყაზე ისევ ჩურჩულით საუბარის მერე და მალევე მოშორდა
- მეც მიყვარხარ მალე ჩამოდი გთხოვ
- არ ვიციი
კიდევ ერთიც დაა ისევ აუქნია ხელიი
- ვსოო წავედიი
უკვე კარებიდან დაუქნია წამოწეულს ხელი და ანიშნა დაწექიო, ახლა იწყებოდა ბარბარეს ბრძოლა და მისი ცხოვრება მისივე კისერზე......
......
მზადებაც წარმატებით ჩაატარეს და ასევე ჯვრისწერაც, მხიარული გამოუვიდათ, მართალია არ ყოფილა იმდენი ხალხი რამდენიც იყო ქორწილში, თუმცა ამ ყოველივეს აღნიშვნისთვის ნაცნობებისთვისაც ძალიან ბედნიერი და მხიარული საღამო გამოვიდა, ლამაზად დაცქრიალებდნენ გოგონები და ნენეც ბედნიერი იყო რომ ახლა მაინც იყო მათ გვერდით, დემეტრე გაკვირვებული გახედავდა ხოლმე შეცვლლ, უფრო გარდაქმნილ ბარბარეს, რომელიც კლასიკურად გამოწყობილი ტანზე გამოყვანილი კაბით ულამაზესი ქალი იხატებოდა, სერიოზულობაც ეტყობოდა ხოლმე და სიმკაცრეც კი გამოამჟღავნა რამდენიმეჯერ, მის თითოეულ ქცევას აკვირდებოდა ხოლმე და ნანობდა იმას როდესაც თქვა, რომ ის საყვარელი მხიარული ბავშვი იყო, ახლა ქალი იდგა მის წინ საოცრად გამოწყობილი ნაზად არხევდა ტანს უცხო მამაკაცების მკლავში და ასევე თბილად უღიმოდა, ჯერ ფიქრებით გართული უყურებდა მხოლოდ ბარბარეს მაგრამ ფიქრების გაფანტვის მერე შეამჩნია მასთან მოცეკვავე მამაკაცი, რომლის დანახვისთანავეც სახე უსიამოვნებისგან დაემანჭა,
- ბარბიი რას მიკეთებ?!
უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა თავისთვის და ეცადა არ ჩამდგარიყო მათ შორის, თვალის არიდებაც ცადა თითქოს მაგრამ თვალები იმდენად დაჟინებულად აცქერდებოდნენ რთული იყო მისი სხვაგან გადატანა, სხვა რომ ჩაეჭრა მათ და ახლა სხვამ რომ დააბზრიალა ბარბარე სკამზევე შეიშმუშნა , ჭიქა სრულად გამოცალა და ხალხს ვენებ დაბერილმა გადახედა,
- რას უყურებ ასე ემოციით?
მაშო დაეყრდნო მხარზე ღიმილით მცქმუტავ დემეტრეს და მის ხმაზე ისევ ბარბარეს გახედა დემეტრემ
- ბარბარეს,
სწრაფად გასცა მოურიდებლად პასუხი
- ოო კარგი საყურებელია, ულამაზესია ნამდვილად,
რეალური ემოციის გამოხატვით ახედა მანაც ბარბარეს და კმაყოფილიც იყო მისი თამამი ცეკვით, რადგან ის იწვევდა და იყო მომავალი, უმაგრესი ნაბიჯების დამფუძნებელი და ამას ერქვა ის რომ მალე დემეტრე თავად ჩაიგდებდა ხელში, რაც მაშოს წინასწარმეტყველება იყო რომელიც ძალიან მოსწონდა, რომელიც აქამდეც გამოცდილი ჰქონდა
- მაღიზიანებს, რა პონტში ეცეკვება ყველას?!
გაკვირვებულმა დასვა კითხვა და მაშოსაც უცებ ჩაეცინა რატის გახედა ისე დაუქნია ხელი მოდიო და ისევ დემეტრესკენ დაიწია
- იმიტომ რომ იმდენად ლამაზია, ძალიან ბერს აქვს სურვილი გაიცნოს და ზედმეტად დაუახლოვდეს,
მშვიდად გასცა პასუხი და მომავალი რატისკენ თავად წავიდა ისე ჩაკიდა ხელი და ცეკვითვე შეუერთდა ტრიალით სხვა წყვილებს, ნელა შემოაწყო რატის კისერზე მკლავები და ღიმილით ახედა კმაყოფილს,
- წეღან რომ გოგო გეცეკვებოდა რა უნდოდა?
ცინიკური ღიმილით დაუსვა კითხვა და რატისაც უნებურად გაეცინა მაშოს ეჭვიან კითხვაზე
- ცეკვა უნდოდა მაშო,
- უბეში ჩაძრომით ცეკვა არ უნდათ ხოლმე და ამავდროულად 'ჩვენ' დღეს, მე უნდა მეცეკვებოდე
სწრაფად დაიწყო მკაცრად საუბარი და რატიც კმაყოფილი მზერით დაჰყურებდა, ღიმილით გადაუწია ყურს უკან თმა და ნელა მოავლო მზერა ბაგეებზე
- ნუ ამუქებ
- მაშინ მასთან იცეკვე და მან გაგიფერადოს!
ხელები, რომ უშვა ხელახლა შემოიდო კისერზე რატიმ მისი ხელები და წელზეც ძლიერად ჩაავლო თითები,
- ეჭვიანობას საზღვარი უნდა ჰქონდეს,
ღიმილით დახედა ისევ და ასევე თავის ქნევით მოშორდა მაშო მომავალ ბიჭს მოავლო თვალი, ერთ დატრიალებაშივე აეკრო მამაკაცს და მასთან ერთად განაგრძო ცეკვა, ღიმილით ჩამოდგა რატი და მის წინ მოცეკვავეებს კისერზე ხელის მოსმით დააკვირდა, უკვე თამამად რომ შეახო ბიჭმა მაშოს წელზე ხელი სწრაფად ჩაავლო ისევ მაშოს ხელი, ცალი ხელი მამაკაცს აუწია და უხეშად აიკრო სხეულზე მაშო
- არაჩვეულებრივი სანახავი იქნებოდა ეს მაყურებლებისთვის! და ეგეთებს არ ვიყოთ!
- უბრალოდ ვცეკვავდით!
- გამაღიზიანებლად გეხებოდა!
თქვა თუ არა უხმოდ ააფახურა მაშომ თვალები მის სიტყვებზე და ირგვლივ, სახეზე ჩავლებული თითებით მიმოახედა,
- ვინმეს ორ მეტრაზე მდგომ მოცეკვავეებს ხედავ?! ან ხელშეუხებლად მოცეკვავეებს? ეგეთებსაც არ ვიყოთ თქვენო უდიდებულესობავ,
- ხანდახან მინდა დასჯისთვის კანონები შემოვიღო ოჯახში
- რატიიიი....
საყვარელი ხმითა და ღიმილით გაწელა სიტყვები ისე წაიწია მისკენ,
- ჰოოოო
მსგავსი ხმით გაწელა სახელი რატიმაც თავადაც დაიწია მაშოს სახისკენ
- ნუ იძაბები სიხარულო,
სიცილი ვერ შეიკავა მაშომ ისე უთხრა და ნიკაპზე მიაკრო ტუჩები, მის ჩაცინებაზე
გაეხსნა რატისაც სახე და მაშოც რომ მიეხუტა ღიმილით აკოცა თავზე.....

ცეკვისგან დაიღალა კიდეც და სიმღერაც არ ჩუმდებოდა, მართალია სასიანოვნო მოსასმენი გახლდა მთელი დარბაზისთვის, მაგრამ ბარბარესთვის გაუსაძლისიც კი გახდა...
სულ ახალი განებებული ჰქონდა ცეკვისთვის თავი დიდი ბოდიშის მოხდით წავიდა მაგიდისკენ, მაღალ ქუსლიანებს არ მიჩვეულს დიდხანს დგომისგან ფეხებიც გახურებოდა და დგომისგან ტერფებზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი წყლულოვანი დაბერილები ჰქონოდა, ტკივილს პროფესიონალურად არ იმჩნევდა, თუმცა უკვე კბილებს ერთმანეთზე აჭერდა....
- სანამ დაჯდები სულ ორი წუთი რომ ვიცეკვოთ არ შეიძლება?
მორიდებითა და მოწიწებით ჩამოუდგა ბიჭი წინ უფრო 'ბეწვზე' მიუსწრო ბარბარეს, რომელიც წამით გაიყინა, ბიჭს დიდი ნერწყვის გადაყლაპვით ახედა, რომელიც იმდენად გულწრფელი სურვილით თხოვდა ცეკვას, რომ ფიზიკურადაც ძალიან ეტყობოდა, სიტყვა 'არა' დიდ ნერწყვს გადააყოლა და გამოწეულ ხელს მორიდებით და საკუთარი თავის გლოვით შეაგება თითები, ის ხომ ტაძარშიც ფეხზე იდგა....
ნელა ცდილობდა აეყოლებინა სხეული, ცდილობდა ტკივილი დაეფარა და ამავდროულად ის დაჭიმულობაც მოეხსნა რასაც ტკივილი იწვევდა....
მიუხედავად იმისა, რომ თავად გოგომ სთხოვა დემეტრეს ცეკვა, მასთან მოცეკვავემაც ისევ შეამჩნია შორს მოცეკვავე ბარბარე, ისევ ეცვალა სახე უკმაყოფილობისგან, ნერვოზულად გაისველა ენით ქვედა ტუჩი და გოგო დაატრიალა, იმდენად მკვეთრად აცეკვებდა თთქოს ამით მის თხოვნას სწრაფად აანაზღაურებდა და მალევე გაიქცეოდა, მართალია ლამაზიც გამოსდიოდა, თუმცა სულ არ იცოდა მისმა პარტნიორმა ცეკვა, თვალები და მზერა სულ ბარბარესკენ მიმართული იყო ნებისმიერ მომენტში, უკვე ბარბარესაც ძალიან უჭირდა დგომა და დემეტრეს ძალიან უჭირდა ასე უმოქმედოდ ყოფნა, ნელა მოშორდა გოგოს ისე დახედა და წამით კიდევ გადაამოწმა გონებაში ნამდვილად აპირებდა თუ არა იმ ყველაფერს რასაც გეგმავდა
- დიდი ბოდიში, დაგტოვებ შენის ნებართვით,
თავის დაკვრით გადადგა კიდევ უკან ნაბიჯი და გოგომაც პასუხად დაუკრა თავი
- კარგად გამოიყურები,
თვალი ჩაუკრა ისე გატრიალდა და ამით ეცადა და ჩათვალა კიდეც, რომ მისი შუაცეკვის დროს მიტოვების დანაშაული ამით აანაზღაურა, სწრაფი ნაბიჯებით წასულმა ისე დაავლო ბარბარეს ხელი ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო ბარბარე,
- მოგტაცებ,
გზადვე ბარბარეს პარტნიორისთვის ამოილაპარაკა მისთვის გასაგებად და წინ წასულმა გაიყოლა გოგოც, რომელიც გაჭირვებით მიჰყვებოდა, დარბაზის გასასვლელისკენ აიღო გეზი და დარბაზის შესასვლელში გავიდა თუ არა მაშინ უშვა ბარბარემ ხელები, წინ რამდენიმე ნაბიჯით გადასულმა გახედა უკან გაჩერებულს ტკივილისგან გაქვავებულს და გაკვირვებულმა გახედა, წინააღმდეგობად ჩათვალა მისი გაჩერება, რომელსაც ბარბარესგან არ ელოდა,
- რა მოხდა?
ნელა დაიხია უკან ისე მიუახლოვდა მუჭებ შეკრულს და უცნაურად დახედა,
- აღარ შემიძლია, ცრემლები თვითონ გადმომცვივდება,
დაჭიმული ხმით ამოილაპარაკა ისე თითქოს სატირლად მზად იყო და მხოლოდ ერთი ნებართვა იყო საკუთარი თავისგან საჭირო, უცებ ვერ მიხვდა დემეტრე დაბნეულმა აათვალიერა და აღელვდა კიდეც მის ხმაზე
- ბაბი ვერ მივხვდი
დამნაშავე ბავშვივით ამოილაპარაკა ხელთავიდან აათვალიერა ისევ რომ დაშავებული ადგილი ენახა ან მიზეზი რაც აძლევდა საშუალებას რომ მსგავსი რამ ეთქვა,
- ფეხები, აღარ შემიძლია, ვერ ვდგავარ,
წინ მდგომს ჩაავლო ვენებ დაბერილ გამაგრებულ მკლავებში ხელები ისე ჩახარა თავი ტკივილისგან დამანჭული სახის დასამალად და მაშინ გაიაზრა დემეტრემ რომელი საათიდან იდგა მასზე, რაც ფეხზე ეცვა, მართალია არ იცოდა, როგორ სტკიოდა მაგრამ მასზე დგომა ვერასდროს წარმოედგინა, ისიც კი უკვირდა, როგორ დადიოდნენ გამართულად,
- ჯანდაბა, გაიხადე გოგოო
ხელები შეაშველა, რომ თავად დაეჭირა ხელით ისე დახედა მაღლებზე,
- კიდევ უარესიაა,
ამოიტირასავით და მალე კუბიკ-რუბიკივით დაიშლებოდა
- მისმინე, შენობის უკან სკამეიკებია არავინ არი ხოლმე და დაასვენე ფეხი,
უთხრა თუ არა მისივე საუბარში ხელებს აქნევდა ბარბარე ნიშნად, რომ ვერ შეძლებდა და სუნთქვა შეკავებული ცდილობდა ნერვოზულად ემყოფინა ჰაერი,
- მოვკვდებიი
არაამქვეყნიული ხმით ახედა და რაც მეტად ჩაუღრმავდა ტკივილის გრძნობას მით უფრო უჭირდა დგომა არ მიჩვეულს, არც კი დაფიქრებულა მის გვერდით ჩამოდგა, კაბა ნაზად დაწია რომ არ დაეჭმუჭნა, ნელა და კომფორტულად ააფარფატა გამხდარი ლამაზი სხეული და მალევე სუნთქვის საშუალება მიეცა ბარბარეს, მალევე ფეხს რომ აღარ დააწვა იმდენად მწველად მოშორდა თითქოს ტერფი ტუფლებს ჰქონდა აკრობილი, საყელოში ჩაევლო დემეტრესთვის ხელი და ისიც ეზოს წითელ გადაშლილ ხალიჩაზე ლამპიონების ნათებაში კვალავდა გზას.....
ფრთხილად ჩამოსვა მოხერხებულ საბაღე სკამზე და თავადაც მიუჯდა გვერდით, ისე დახედა ფეხზე და შემდეგ ახედა მას,
- მოიშორე ეგ ცოტახნით, არავინ არ არი და დაასვენე,
თითქოს თან ბრაზი შეენიშნებოდა ხმაში თან თხოვნაც, თან კი ღელვა მის მიმართ,
- ჰო რავი მართალი ხარ
ჩაცინებით გაიძრო ფეხზე და ხელახალი შვება იგრძნო კიდევ უფრო მიიწია დემეტრესკენ თავისუფლად, ფეხები თავისუფალ ადგილზე სკამზე შემოაწყო და გრძელი კაბის დახმარებით ფეხები სრულად დაფარა დემეტრეს მიადო მხარზე თავი და წამით მინაბა თვალები, ღიმილით დახედა დემეტრემ სასიამოვნოდ ჩაეღიმა კიდევ მის საქციელზე და ადგილზე გაშეშებული გაიტრუნა, რომ კომფორტულად ყოფილიყო ბარბარე ისევ,...
- დავიღალე...
დაბალხმაზე ამოილაპარაკა ყველაფრისგან დაღლილმა წუწუნით და მერე უცებ გაახსენდა სადაც იყო, "ერთი ბედნიერი დღე წუწუნის გარეშე" საკუთარ თავს შემოუძახა და მალევე სიტყვის გადასწორება დაიწყო,
- დაიძინებდა კაცი გრილ ოთახში და თბილ ფაფუკ თეთრ საწოლში,
- ანუ ჩემთან მივდივაართ?
ნიშნის მოგებით გადახედა დემეტრემ და მანაც ჯერ გაკვირვებულმა ახედა შემდეგ კი უცებ მოშორდა და გამეტებული სახით მიარტყა მხარზე ხელი
- ყველაფერი როგორ გაქვს!
- ყველაფერი არ მაქვს
ღიმილით გასცა პასუხი ისევ და ისევ წინანდელ პოზას რომ დაუბრუნდნენ საზურგეს მიეყრდნო ისე გაჩერდა, რომ ბარბარე კომფორტულად ყოფილიყო
- არაა რა ყველაფერი, რაც მოგინდება თითის დატკაცუნებაა საჭირო, ვინმე თუ გაგაბრაზებს მუშტის დატკაცუნება ან არ ვიცი მაგრამ რაღაც ამბების მოყოლა და ვსოოო! ხანდახან მგონია რომ ყველაფერი შეგიძლია,
გაკვირვებული საუბარი აღმოხდა ბარბარეს და ამავდროულად ყველაფერს მსგავსად ფიქრობდა,
- რადგან ფული გაქვს ყველაფერს ვერ იშოვი და რადგან ფიზიკური ძალა გაქვს ყველას ვერ დააშინებ,
ხმადაბლა ჩაეჭრა საუბარში ისევ გადახედა წყნარად, რომელიც არ განძრეულა,
- ახლა ფულია ყველაფრის თავი, თუ გაქვს ყველაფერს შეძლებ,
- კიდევ ცდები
- რატო?!
ბრაზნარევი მზერით ახედა დემეტრეს და მანაც მშვიდი ღიმილით დახედა უხმოდ ჩახედა ბრაზიან თვალებს, რომელიც მართალს იძახდა მაგრამ ამავდროულად ცდებოდა კიდეც
- ფულით შენ მოპოვებას შევძლებ?
ხმადაბლა მომთხოვნად დაუსვა კითხვა ისევ ისე მოუშორებლად უყურებდა მის თვალებს, რომელიც ბრაზისგან სწრაფად იცვალა და გაკვირვება შეერია, იმდენად დაიბნა, რომ პასუხი არ იცოდა რა უნდა გაეცა, ვერ გაეგო ეს უბრალოდ კითხვა იყო თუ ამავდროულად ნამიოკი, სწრაფად მოაშორა თვალები,
- რამდენსაც გინდა იმდენს გადავიხდი, რამდენსაც ჩათვლი რომ ღირხარ, მაგრამ სამაგიეროდ მე შენ თავს და სიყვარულს ვითხოვ ჩემ მიმართ,
ისევ გაჩუმდა ისევ ადროვა ბარბარეს პასუხი მოემზადებინა, რომელიც სულ აღარ ინძრეოდა თავ ჩახრილი
- მე თანახმა ვარ,
ნელა წამოდგა ისე ჩაიცუცქა ბარბარეს წინ რომ მას მისთვის შეეხედა, ქვევიდან ახედა ხან ერთ ხან მეორე თვალში და კიდევ მეტად უჩნდებოდა სურვილი თავისი გრძნობები კიდევ მეტად გაემჟღავნებინა მასთან,
- შენ უბრალოდ თანხა დამისახელე და შემიყვარე, უბრალოდ უნდა გიყვარდე.....
კიდევ გაუმეორა და ბარბარეც ისევ თვალების არიდებას, რომ ცდილობდა ხელზე ჩაავლო ხელი, პასუხად სწრაფად ააცალა ხელი ისე დაწია უკან ლამის ძირს დაჯდა დემეტრეც ხელები რომ არ მიეშველებინა გადავარდნილს წაიქცეოდა,
- გეყოფა დემეტრე,
- რატო? შენი და შენი სიყვარულის ყიდვა მინდა, ნებისმიერ თანხაში, რასაც იტყვი უბრალოდ შენი თავის ფასი უნდა იყოს გამიგეე
ისევ წამოიწია და ახლა მის მთავარ პასუხს ელოდა
- ნუ სულელობ! ამას ვერ იყიდი,
ისევ გადაწია ხელით და იმითაც უკმაყოფილო იყო რომ დემეტრემ აღმოუჩინა ის ერთი შეცდომაც, რომელიც მას არც კი გაუფიქრებია და ჯერ ისევ დაბნეული ცდილობდა არ ახურებულიყო,
- ეე რატო?! მე ხომ უზომოდ ბევრს გადავიხდი, რა გახდა ერთი სიყვარული?
თითქოს ბრაზიანი ხმით წამოდგა და ამავდროულად ნაწყენი, ისე ჩამოწია ფეხები
- სიყვარული არ იყიდება!
მკაცრად ახედა და უკვე მეორე "ქუსლიც" რომ ჩაიცვა შედარებით დასვენებული ფეხებით წამოდგა, მისთვის არ შეუხედავს ისე მობრუნდა და სვლა დიწყო, უნებურად დააკვირდა ღიმილით დემეტრე, მთელი სხეული ხარბად შეათვალიერა წინ წასულის დეტალებს ისე აკვირდებოდა, ფეხების მაგივრად წელი ეწვოდა ბარბარეს, გრძნობდა მის ცხელ მზერას და უხერხული გრძნობის მოშორებას ცდილობდა,
- ბაბი...
დაძახებაზე ისევ არ გაჩერებულა თავად ამოუდგა გვერდში სირბილით დემეტრე ისე შეატრიალა მისკენ მშვიდად დახედა მაღალ ქუსლიანებისგან გამაღლებულს და მისი სახე თბილად მოიქცია ხელებში,
- უნდა მოგეცადა,
- რომ პირადად დაგეცინა?..
- ნწ,
ღიმილით დახედა ბაგეებზე და ბარბარესაც უფრო აუჩქარდა გული ხვდებოდა მის მზერას და ნერვიულობა ბოლოს უღებდა
- კიდევ რაღაც მქონდა შენთვის სათქმელი,
ისევ თვალებში ახედა და კიდევ მეტად დაიბნა ბარბარე ისე გადადგან ნაბიჯები უკან, რომ ეს დაბნეულობა მანძილის გადიდებით შეემცირებინა, მაგრამ თან მიჰყვა დემეტრეც და კიდევ უკან რომ არ დაწეულიყო ბარბარე, ცალი ხელი ნაზად წაავლო წელზე,
- დემეე...
პროტესტის ნიშნად ამოაყოლა ბარბარემ ისე დახედა შეძლებისდაგვარად ჯერ მის წელს და შემდეგ ახედა მას
- და მე რომ ყველაფრის გარეშე შემიყვარდი?
ბარბარეს დაძახება დააიგნორა ისე ამოთქვა კითხვა და არც თავად იცოდა როგორ უნდა ეთქვა, მიუხედავად ამისა პირდაპირ ცდიდა საკუთარ თავს, უფრო აჩქარებოდა სუნთქვა ბარბარეს მკერდი სწრაფად ადიჩაუდიოდა და ამავდროულად მაშხალებს აფეთქებდა მისი გული, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ახსნას ძალიან შეჩვეული იყო, განსაკუთრებული გრძნობა და განსაკუთრებული ემოცია იყო დემეტრესგან ამ სიტყვების თქმა მას მერე რაც ფიქრობდა, რომ დემეტრე მას მეგობრობის გარდა სხვანაირად არასდროს შეხედავდა, სიხარულისგან ნერვიულობდა თუ ისე ესეც კი ვერ გაეგო და ახლა არ იცოდა ის თუ რა უნდა ეთქვა ახლა,
- მიყვარხარ ბარბარე!
გაბედულად გაიმეორა დემეტრემ და მოეშვა, შვება იგრძნო, ეშინოდა იმის როდესაც ამ სიტყვებს იტყოდა, რომ არ ენანა, ამბობენ გული ყოველთვის გრძნობსო და ისიც ამას აყოლოდა, ისეთი გრძნობის ეშინოდა, რომელიც ამ სიტყვებს ანანებდა, მაგრამ ასე არ იყო, პირიქით თანახმა იყო კიდევ ბევრჯელ ეთქვა მისთვის, თავადაც თითქოს ანერვიულებული უყურებდა ბარბარეს მისი პასუხის მოლოდინში და როცა ბარბარემ სიხარული გულში ვეღარ დატია ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, მასზე დაკვირვებულს არ გამორჩენია თავადაც გაეხსნა ბაგეები და ნელ-ნელა ჩამოხსნა ხელები,
- დაფიქრება თუ გინდა არ არი პრობლემა, მართლა, ცხოვრებაში თუ რამეზე მიფიქრია ყველაზე დიდხანს ვფიქრობდი, ყველაზე დიდხანს მოვანდომე გრძნობებს,–
სახეზე ჩამოისვა ხელები ისე დატრიალდა ჩაცინებით
- ჰა ჰა ყველაზე დიდხანს...
ისევ გაიმეორა დატრიალებაშივე სწრაფად მოუტრიალდა გაქვავებულ ბარბარეს და ხელახლა ჩამოუდგა წინ ისე წაავლო სახეზე ხელები ისევ, დაბლა დაიხარა რომ მისთვის შეეხედა დახრილ თვალებში
- ბაბი, თუ გეტყვი......რომ..... მიყვარხარ, შენ მოპოვებას შევძლებ?
კითხვაზე ისეთი მზერით ახედა ბარბარემ, თითქოს გულში სარი ესროლაო, ნაზად დაუქნია თავი და ღიმილის გასაკავებლად ბაგეები მოკუმა, ხმის ამოღება ისე ერთულებოდა, ძლივს ამოაყოლა თავის დაქნევას ' შეძლებ'
- ვააააახხ,
გაკვირვებულმა ამოიგმინა თავის ღელვაზე ისე მიწია ცალი ხელით ბარბარე და მასზე მიკრულს მოხვია ხელები,
- და მე ეს შევძელი?.... ვააახ!
ისევ ამოიზმუვლა და ყურებამდე იკრიჭებოდა ისე ხვევდა ხელებს, მისგან ის სიტყვები არ მოუსმენია რაც თავად გაბედა, მაგრამ არც აპირებდა დაძალებას, ამას მხოლოდ ერთ ნაბიჯად თვლიდა და ერთ ნაბიჯს ყოველთვის მეორე მოჰყვება.... უსიტყვოდ დაავლო ხელი ისე ააფრიალა ისევ ხელში და სიცილით მოხვია ხელები კისერზე ბარბარემ
- საიით?
გაკრეჭილმა ახედა ყელზე და თავისუფლა დადო თავი მის ლავიწზე
- დასვენებას გიცხადებ ფეხზე დგომის მერე,
სიცილით ჩამოჯდა და თავის კალთაშივე ჩამოისვა ბარბარეც,
- ეეე ასე არ შეიძლებაა,
მორცხვად ამოილაპარაკა ისე წამოხტა გვერდით მიუჯდა, უსიტყვოდ ღიმილით დააკვირდა დემეტრეც და კმაყოფილმა ახედა ცას მას შემდეგ რაც ბარბარეს მოხვია ხელი და მასთან ერთად კომფორტული სკამის ასევე კომფორტულ საყრდენზე გადაწვა,
- ჩემი საქმიანობა გაინტერესებდა ხო?
ძველი კითხვა დაუსვა, რომელიც ადრე ჩატში კითხა ბარბარემ და გადაწყვიტა კიდეც ეთქვა, რბილად მოეყოლა ეს ყოველივე, რომ რატის მსგავსად არ მოსვლოდა, დიდი გამოცდილება ჰქონდა მას ამაში უკვე და ორივე, ' ნახევარძმა' რატიც და დემეტრეც ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სადაც ერთი იყო, იქ იყო მეორეც ესეც კარგად დაგეგმილი ჰქონდა თუ როგორ გააცნობდა საკუთარ თავს ყოფილი მაფიოზის კუთხით......
.....
- მთავარია არ ამჩეხო,
სიცილით გადახედა ბარბარემ საჭესთან მჯდომს და დემეტრემაც მკაცრი მზერით რომ გადახედა ბოდიშების ძახილით გაჩუმდა,
- მაგიტო არ მომიყოლია ხვდები შენც,
- მე და მაშოს ბევრი საერთო გვაქვს,
ღიმილით გადახედა ისევ და დემეტრემ ხელახლა აატრიალა თვალები
- რატო მეგონა რო ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა დამთავრდებოდა?
ინტერესით გადახედა ბარბარეს და მანაც სიცილი დაიწყო,
- თავიდან მეც ცუდად გავხდი, მკვლელ ავადმყოფ იდიოტად წარმოგიდგინე, უბრალოდ მოყოლის დაჯილდოვებული სწორი მანერა გაქვს და თან ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე რა მსგავს რამეებს და მომწონდა ხოლმე ფილმის მსგავსი პერსონაჟი, ერთი პერიოდი ვიძახდი მაფიოზი უნდა გამოვიდე-მეთქი, და მერე რომ გამძუყნეს უბრალოდ ვუყურებდი ტომას შელბთა ტომს თან მეშინოდა ხოლმე მათი სისასტიკის
სიცილით ყვებოდა თავის ამბავს და მართლაც რბილად მოყოლილ ამბავს და რაც მთავარი იყო ძველ ამბავს იმ კუთხითაც მიუდგა რომ ეს ძველი იყო, არ უხაროდა ის რომ დემეტრე რაც არ უნდა "ბოროტებს" ებრძოდა მაინც მკვლელი იყო, პირიქით ყველაზე მეტად აწუხებდა კიდეც მაგრამ იმის დიდი იმედიც ჰქონდა, რომ დარჩენილ სიცოცხლეს სწორად წაიყვანდა სწორი ბედნიერი გზით
- გოგო მაფიოზი მაგარი იქნებოდა,
სიცილით გადახედა დემეტრემაც,
- ფილმებში ყველაფერი სხვანაირადაა, ისე არ არის როგორც რეალურად, რეალობაში მსგავსად მარტივად არ ხდება ყველაფერი, აიღე, გაუყარე, მოკალი, აქ ბევრი რამის მოგვარება გიწევს მანამ სანამ მაგ ნაბიჯს გადადგავ, ამიტომ ყველაფერს ორი თვალი ორი ყური და ტვინის 180° შერყევა გჭირდება, რომ რამე არ შეგეშალოს და აქეთ არ ჩაგაძაღლონ,
მარტივად აუხსნა ყველაფერი და ისევ თვალებ დაქაჩულს გახედა, რომელიც დემეტრეს ადვილი ლაპარაკით მკვლელობებზე ბურძგლავდა,
- როგორც ვთქვი მსგავს საქმეში არ ვარ გარეული და არც გავერევი, ხო იცი არა?
თავის გამართლებით გადახედა ხელახლა,
- გზას უყურე და ჰოოო,
ღიმილით გახედა თავადაც გზას და ფანჯარას თავით მიეყრდნო ისე უყურებდა დემეტრეს, გვერდიდან სწავლობდა ყველა ნაკვთს და არ ჯეროდა ის რომ ასე მარტივად მოხდა ყველაფერი, იმაში კი ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ დემეტრეს თუ რამე მოუნდებოდა თითის დატკაცუნებაშივე ასრულებდა თავის სურვილს.....
როგორც ყოველთვის მანქანიდან გადასულს გადაჰყვა წინ ჩამოუდგა და ჩვეული დამშვიდობებით მოშორდა ბარბარეც, მშვიდობიანი საღამოს სურვების შემდეგ შეტრიალდა წყნარი ნაბიჯებით და ჩვეულად დააკვირდა დემეტრეც შორიდან აივნიდან კოპებ შეკრული მომზირალი მამამისი რომ შეამჩნია დოინჯებით ახედა ქვევიდან კმაყოფილმა და ხელახალ გეგმაზე ბარბარეს დაუძახა, ისიც ღიმილით მოუტრიალდა და უკვე მიახლოვებულ დემეტრეს ახედა,
- წესიერად არ უნდა დამემშვიდობო?
დაბალხმაზე კითხა ისე მოიქცია მისი სახე ხელებში მისკენ დაიწია ისე თითქოს ახლა მის ბაგეებს დააკვდებოდა, აივნიდანაც მოაჯირებს უჭერდა მამაკაცი ხელს, ისე აკვირდებოდა შურისმაძიებელი თვალებით წყვილს, დემეტრემაც მისკენ დახრილმა ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში და რომ მოშორდა მომღიმარს დახედა, თვალებით ანიშნა შეგიძლია წახვიდეო და ბარბარეც პეპლებთან ერთად შევარდა სახლში, კმაყოფილმა ახედა დემეტრემ მამაკაცს და საყელო შეისწორა, დენდარტყმულივით მოშორდა ისიც მოაჯირს შურისძიების განზრახვით შევიდა სახლში და ამავდროულად დემეტრეც მშვიდად მოტრიალდა გამარჯვებული მზერით წინ ბარბარეს ბიძას ლამის შეასკდა ღიმილით შეუსწორა მასაც პიჯაკი ისე აუარა უხმოდ გვერდი, კმაყოფილი მოთავსდა მანქანაში და სწრაფად დაძრა მანქანა, გაკვირვებულმა გააყოლა თვალი კართან მდგომმა კაცმაც ისე შევიდა სახლში....
ბარბარემ ოთახში შესვლა შეასწრო მამამისს და სანამ ისიც შეყვებოდა ჯერ ისევ გაკვირვებული სახით ამოუსწრო ძმამ, რომელმაც აიძულა დროებით შეეჩერებინა მზერა
- ადრე მოხვედი,
- ისევ უნდა წავიდე ცოტახანში.....
.......
უკვე გვიანი იყო სახლში დიდი ხნის მისულებიც იყვნენ, სალომეს ფარდები გადაეწია ოთახში და მოწინავე სახლის მსგავსივე ოთახს გაჰყურებდა წამით, დაძინებას რადგან არ აპირებდა აივანზე გავიდა და ქვევით ჩართული წყნარი მუსიკების ფონზე აარხია ტანი, გვერდზე მეზობლის ეზოს გადახედა, რომელიც წესიერად არ ჩანდა, თუმცა ფერადად განათებული ეზოს გამო აშკარა იყო რომ მაშოსა და რატისაც არ ეძინათ, ეზოში იყვნენ ან შეიძლება ნენეც კი იყო, მის ჰორიზონტზე ოთახში, რომ სწრაფად აინთო შუქი მზერაც ინსტიქტურად ეცვალა სალომეს, ფარდებ გადაწეულში გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი თეოდორე თავზე შემოეწყო ხელები და იზმორებოდა ისე ჩამოდგა შუშის წინ, სალომეს მზერას შეაგება მზერა და სალომემაც ურცხვად დაიწყო მისი თვალიერება, მკლავების სიძლიერე თავზე შემოდებული ხელებისგან მეტად გაზრდილი კუნთების მეშვეობით კიდევ უფრო ეკვეთებოდა, აშკარად სველ სხეულზე კი პრესებიც გამომწვევად ბზინავდნენ, მისი სხეული, რომ კარგად დამახსოვრებული ჰქონდა, მას მერე წარმოედგინა სალომეს თეოდორეს სხეულზე ნეკნთან პატარა შრამი, რომელიც აშკარად დანისგან იყო მიყენებული და შორიდან არ ჩანდა, უცვლელი მზერით უყურებდა თეოდორეც აივანზე მდგომს არც ცინიკური მზერით, არც თბილი და არც გაბრაზებული, უბრალოდ თვალს არ აშორებდა სალომეს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ იმჩნევდა, ზედმეტად აჩქარებოდა გული მისი მზერისგან და სწრაფად იცვალა მზერა ქუჩისკენ სადაც საერთოდ არავინ არ "ჭაჭანებდა" ყველა საკუთარ დიდ ეზოში ერთობოდა, ბავშვების ხმამაღალი თამაშის ხმაც ჯერ ისევ ისმოდა შორიდან, ისევ უნებურად ეცვალა სალომეს მზერა თეოდორესკენ, რომელიც ამჯერად მარტო არ იყო, უკნიდან ეკრობოდა მასზე დაბალი სხეული წინ თეოდორეს პრესებზე მოეხვია ხელები ისე დაატარებდა რბილ თითებს და ზურგზე უტოვებდა მამაკაცს სველ კოცნებს, შიშველი სხეულის დასაფარად გადაეცვა თეოდორეს მაიკა და წინ სახლიდან მაყურებლის შეუმჩნევლად თამამი საქციელებით იწვევდა ხელახლა მამაკაცს, წამით შეკრთა სალომე, არ ელოდა მსგავს სანახაობას, ვერც კი იაზრებდა, ეგონა ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს, სიკვდილამდე არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, ღრმად სუნთქვას შემოეტია ისე ჭიმავდა ხელებს, თეოდორე კი ისევ მსგავსი უთქმელი ემოციით უყურებდა, ისე ჩამოუშვა ხელები და წინ ჩამომდგარს დახედა, რომელმაც რაღაცის თქმასთან ერთად ჩაუცურა თითები შარვლის ქვეშ, მაშინ გადაიტანა მზერა თეოდორემ გოგოზე, მანაც ურეაქციოდ გასცა პასუხი და ხელითვე ანიშნა ოთახზე, ისევ გაყინული უყურებდა სალომე, გოგომაც კმაყოფილმა მოუსვა წელზე თითები და ფეხისწვერებზე აწეული წაწვდა თეოდოღეს ბაგეებს, წამით დაუარა სხეულში სალომეს მწიწკვნელმა ხორკლებმა უკან დაიხია უცებ, თეოდორემ რომ მოიშორა სიცილით ახტუნავებული გავიდა ოთახში და თეოდორეს მზერაც მაშინვე სალომესკენ გადავიდა, იმდენად არასასიამოვნოდ გრძნობდა თავადაც თავს ვერ ხვდებოდა მიზეზს, ვერ პოულობდა, საძებნელიც კი არ ჰქონდა,
- მძულხარ შე აუტანელო!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა სალომემ ისე მოტრიალდა, თითქოს არც კი შეუმჩნევია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იყო ღია ფერის ფარდა ჩამოაფარა თუ არა მაშინვე გადაიძრო მაიკა, უკვე წელს ზემოთ შიშველმა ჩამოაფარა მუქი ფარდებიც შუქის ჩაქრობასთან ერთად გადმოცვივდა ცრემლები და საწოლში შემძვრალმა დაიწყო ტირილი, ვერც კი ხვდებოდა რაზე ტიროდა, რომ გაიაზრა რის მერე დაიწყო ტირილი სწრაფად მოიწმინდა ცრემლები,
- ნერვოზი მაქვს! გაქანებული ნერვოზი! რა ჯანდაბა მატირებს?!
საკუთარ თავს დაუსვა ისევ სლუტუნით კითხვა და წამოწეული ისევ გადაქანდა საწოლისკენ ხელახლად მოწოლილი ცრემლების ნაკადის გამო....
გვიან ღიმილით დარეკა დემეტრემ ბარბარესთან, აბაზინად გამოსულმა აზუზუნებული უხმო ტელეფონი აიღო და დემეტრეს ნომერზე ღიმილი ვერ შეიკავა სწრაფად უპასუხა და ყურთან მიტანაც კი ვერ მოასწრო ტელეფონის, ქამრისგან დარტყმული ძლიერი წვის გამო შეეკრა წამით სუნთქვა და დარტყმის ინერციისგან გადავარდნილი დაემხო საწოლს, ტელეფონი იატაკზე საწოლის ქვეშ შევარდა და დემეტრეც უკვე მის ამოგმინვაზე დადუმდა,
- სახლში მოყვანა! კოცნა! ფეხების გადაშლა!!..... კახპა!
ხელახლად მოუქნია ქამარი და ტკივილისგან წამოკივლება ვერ გააკავა ისე დაიკლაკნა და ხელების აფარებასაც ვერ ასწრებდა, ხელახალი დარტყმის ბიძგებისგან გმინავდა, ნერვოზულად კრა სკამს ფეხი ამ ყველაფრის" უკან" მდგარმა დემეტრემ, რომელსაც ქამრის მოქნეულ ხმებთან ერთად ესმოდა ბარბარეს გმინვა, ამასთან ერთად კი შეურაწმყოფელი სიტყვები, რომელსაც მამაკაცი ბარბარეს მიმართ იყენებდა, არ გაუთიშავს ისე გავარდა ოთახიდან, ჩასვლის დროს მდივანზე მჯდარმა პირ გამოტენილმა სალომემ გახედა ძმას მობეზრებული დაღლილი ნამტირალები თვალებით და მის სახეზე ეცვალა მასაც სახე,
- რა გჭირს? სად მიდიხარ ამ შუაღამისას?
დაბალხმაზე დაუსვა დიდი ნაბიჯებით მოსიარულეს კითხვა დივნისგან შემოტრიალებულმა და უცნაურად მოსიარულე მზერის ძმას დააკვირდა
- ბარბარე უნდა მოვიყვანო
ხმამაღლა გასცა პასუხი და სწრაფად გაანგრია კარი, დაძაბული წამოხტა სალომეც და ხვდებოდა რომ აშკარად ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო ძმას გაყვა სწრაფად გასასვლელშივე მოყოლილი გასაღებით გადაკეტა კარი, გიჟივით გაიქცა გარეთ და უკვე დაქოქილი მანქანის წინ ჩამოდგა, რომ გაეჩერებინა
- მეც მოვდივარ,
სწრაფად მიყვირა ისე ჩახტა მანქაბაში წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო,
- გათიშა?
თავის ტელეფონი გაუწოდა სალომეს, ისე ანიშნა და მანაც ყურზე მიიდო ტელეფონი, უცებ ეცვალა სახე
- ჯანდაბა რა ხდება?
გაურკვევლად იკითხა ისევ მიიდო ტელეფონი ყურზე და შიშისგან ეცვალა სახე, ნომერს დახედა უცებ და ხმებისგან გამოწვეულ ფიქრებზე ნერვოზულად დაიწყო სუნთქვა
- დემე რას უშვება? სად არის?
აფორიაქებულმა მოიშორა ტელეფონი ისე გახედა ძმას, რომელსაც კბილები ერთმანეთზე დაეჭირა და სწრაფად მიაქროლებდა მანქანას.....
კარებთანვე ძლიერად დაამუხრუჭა მანქანა მისვლისთანავე და ორივე და-ძმა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,
კარები, რომ ჩაკეტილი იყო ბრაზისგან შეანგრია კარები ისე მიყვა კიბეს, უკვე დივანზე იჯდა მამაკაცი, დარტყმებისგან დაღლილი ქამარი ტუმბოზე მიედო დასასვენებლად და ბარბარეს ტელეფონს ატრიალებდა ხელში, რომელიც მას ჩამოართვა მას მერე რაც სალომემ გათიშა, დემეტრეს დანახვისთანავე სწრაფად ეცვალა სახეზე შიშისგან ფერები და დივანზე წყნარად ჩამომჯდარი დენდარტყმულივით წამმოხტა უცებ
- შენ?
ერთხელ ამოაყოლა მხოლოდ და დემეტრეს ზიზღის, შურისმაძიებელ, მკვლელ, თვალებს მოაშორა მზერა, რომელმაც შეაშინა, მზერა მაშინვე ბარბარეს ოთახისკენ აიღო შიშისგან მიხვედრილმა თუ ვისთან იყო და დემეტრემაც, იმ ოთახის კარები ჩამოიღო პირველივე, დაძაბული მიჰყვებოდა მას სალომეც და კარებში მდომმა ძირს საწოლთან ძირს მიწოლილი ბარბარე რომ იხილა სწრაფად მივარდა შეშინებული თვალებ აწყლიანებული თვალებით,
- ბაბი, ჩემო ლამაზო,
სწრაფად ჩამოუსვა სახეზე ხელი, სრულად გადაფითრებოდა სახე, მთელი სხეული ეწვოდა, სუსტმა სხეულმა ძლიერად მოქნეული ქამარი ნამდვილად ვერ აიტანა, არც ტიროდა არც წუწუნებდა, უხმოდ ეგდო ძირს და ცდილობდა მოეთმინა იმ დრომდე სანამ წვა არ გაუყუჩდებოდა, სალომეს ატირებულ სახეზე გაეიღიმა სიმწრისგან ისე გახედა შეძლებისდაგვარად კარებში მდგარ დემეტრეს,
- გელოდებოდი,
გაუღიმა ისე შეხედა ისევ სალომეს,
- ასეთ დღეში თუ ოდესმე იყავიი მე რატომ არ მითხარი ბაბი?! დემეტრე, რომ არა?! ასე აპირებდი ტანჯვას?! რატომ არავინ იცოდა,
- ხანდახან რაღაც უნდა დამალო
ღიმილით ჩაეჭრა საუბარში ისე წამოხტა სალომე,
- ჩანთა სად გაქვს? ხვალინდელი არაა მეტი დიდი ჩანთა მინდა ბარბარე
მკაცრად დახედა და ბარბარეს ნიშანზე გამოაღო დიდი კარადა დიდი ჩანთა ამოაცურა და მანამ დემეტრე ოთახიდან გავიდა, ტანსაცმელებთან ერთად მის ყველა ნივთს უკითხავად ყრიდა ჩანთაში, თავადაც შეძლო წამოდგომა ტკივილისგან იგრიხებოდა მხოლოდ და უნებურად მიეხმარა სალომეს როცა მან უბრძანა,...
მშვიდად ჩამოდგა დემეტრე მამაკაცის წინ
- ანუ ბიძამისმა მე და მისი საიდუმლო არ გაგინდო ხო ასეა? არადა დიდი იმედი მქონდა რომ ჩამიშვებდა,
სიწყნარე რომ შეინარჩუნა ნელა წაიღო თავის ტყავის ქამრიკენ ხელი,
- ჩვენი პირველი შეხვედრა მეგონა გამაფრთხილებელი იქნებოდა და მაგაშიც შევცდი,
სიტყვის ბოლოს გამოაცურა დამჭერებიდან ქამარი და ხელში მოთავსებული გაუწოდა წინ მდგომს
- გამომართვი ახლა!
მკაცრად უთხრა როცა მინიშნებაზე უბრალოდ დაბნეული კრავისთვალებით იყურებოდა მამაკაცი და დემეტრეს შეძახილზე შეკრთომასთან ერთად გამოართვა გაწოდებული ქამარი,
- ახლა შეგიძლია დამარტყა,
ნებადართულად აუწია ხელი და დაელოდა, როდის მოუქნევდა ქამარს, კიდევ მეტად დაიბნა კაცი გაკვირვებული უყურებდა ხან ქამარს ხან დემეტრეს,
- რამდენჯერ უნდა გაგიმეორო რომ გაიგო?
მობეზრებულად დახედა და მანაც მოუხერხებლად შიშითა და მორიდებით მიარტყა ქამარი,
- არაა! არაა! არ მომეფერო აი ისე, როგორც ბარბარეს ცემდი,
საჩვენებელი თითით გაიხედა ოთახისკენვე და უკვე ძლიერად მოქნეული ქამარი დაიჭირა,
- გაები!
წყნარად ჩამოართვა, გრძელი ქამარი ორად გადაკეცა, მშვიდი შესავალის შემდეგ კისერი გაატკაცუნა და ძლიერად მიარტყა სახეში გასქელებული ქამარი,
- ყველაფერს თავისი წესი აქვს, ისევე როგორც დარტყმას,
პირველ კურსებს გადიოდა დემეტრე ისე აღმუვლებდა კაცს, რომლის სხეულიდანაც ადგილი არ გამორჩენია ძლიერად ურტყა ყველა ნაკვთსა და ადგილას, მის ღრიალზე აიფარებდა ხოლმე სალომეც შიგადაშიგ ხელს და როგორც კი ბარგი შეკრა ხელი დაავლო ისე გავიდა გარეთ,
- ხვალინდელი შენ წამოიღე და გამომყევი,
თავით ანიშნა ისე გაძვრა სახლიდან და ხმაურიანად ჩაიტანა ბარგი, დაძაბული მიტრიალდა ბარბარე ჩანთისთვის, შუშის დალეწვის ხმაზე სწრაფად გაიხედა ისევ ოთახში, ყელზე მიებჯინებინა გადამტვრეული შუშის ბოთლის ნამსხვრევები დემეტრეს აკანკალებული კაცისთვის და საყელოშიც ძლიერად ჩაბღაუჭებოდა, სწრაფად გაიქცა მისკენ ისე ჩაავლო მის ხელს ხელი
- საკმარისია, გეყოფა გთხოვ,
ხმადაბლა თხოვნით ეცადა ხელები მისი სისხლით არ გაესვარა დემეტრეს და მანაც ერთხელ შეხედა, წამით უყურა უხმოდ და მისი გულწრფელი თხოვნა გაითვალისწინა, საბოლოოდ დააფშვნა ბოთლი თავზე, ჩანთის გამოტანისთანავე გამოართვა დემეტრემ ბარბარეს და ხელი ისე დაავლო თითქოს წასვლაზე ეწინააღმდეგებოდა, ჩასვლისთანავე უშვა ბარბარემ ხელი და დემეტრეც სწრაფად შემოუტრიალდა, როცა ხელის გაშვება აშკარად რაღაც მიზეზის გამო იყო,
- სად მივდივართ?
- ჩემთან
მოკლედ მოუჭრა პასუხი და მისი ხელისკენ წაიწია ისევ რომ ჩაეჭიდა, თუმცა მან ისევ უკან დაწია ხელი
- ხო მაგრამ.....
- მისმინე! დღეიდან მე ავიღებ შენზე პასუხისმგებლობას და შეგიძლია მშვიდად იყო, დედაშენი ხო წავიდა, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი რო ამ ყველაფერს ჩამოშორდე, არ აპირებ იმედია მთელი ცხოვრება ქამრით ცხოველივით ქცემონ ბაბი, ახლა წამოხვალ ჩემთან და დღეიდანაც ჩემთან იქნები, თან სალომეა სახლში და უხერხულად არ იქნები, ჩემთან არა სალომესთან მიდიხარ
სალომესკენ ანიშნა, რომელიც მოშორებითვე უქნევდა თავს მართალიაო
- ხო მაგრამს სხვები რას იფიქრებენ, თან რაღაცნაირ.....
- ცოლად მომყავხარ! დაწყნარდი ახლა და დაჯექი,
- ვერ ხარ
სწრაფად ააფახურა წამწამები გაბრაზების ნიშნად ისე გახედა სალომეს, რომელიც გაყინული იდგა და მხოლოდ წამწამებს აფახურებდა, ხმა არ ამოუღია ხუმრობაში გაუტარა მანაც, თუმცა ბარბარე რძლად ყველანაირი კუთხით შეუდარებლად მოსწონდა,
- რძალო მანქანაში,
თავით ანიშნა მანქანისკენ როცა დემეტრე ადგილზე მოთავსდა და ბარბარეც გაბუტული მზერით სხეულ მტკივანი წავიდა კარების გამოსაღებად
- მანდ არა რძალო წინ,
დემეტრეს გვერდით წინა სავარძელისკენ უბიძგა და ბარბარემაც ნელა გახედა
- გეყოფაა!
სწრაფად ამოიჩურჩულა, თუმცა სალომე ისევ არ გაჩერებულა წინა კარები გაუღო და ხელთავიდან ანიშნა დაჯექიო,
წამით უყურა გაჩუმებულმა და მიზეზიც სწრაფადვე მოიფიქრა,
- ქამარს ვერ გავიკეთებ მეწვის,
სხეულზე დაიხედა და სალომესაც სწრაფად ეცვალა მზერა
- კაი მაპატიე დაჯექი უცებ და წავიდეთ
თავისუფალი ნება დართო და ბარბარეც უკან რომ დაჯდა სწრაფად მოეწყო სალომეც, უნებურად გახედავდა ხოლმე ბარბარე სარკეს და იქიდან მაყურებელ თვალებს რომ აწყდებოდა მორცხვად გადაჰქონდა მზერა გზისკენ....
....
- შედი ბარემ მოწესრიგდი და დაიძინე გვიანია, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ ხომ იცი?
გაფრთხილებით დახედა სალომემ და კარებისკენ წავიდა ნელ-ნელა
- კი დავიძინებ მადლობა
მორცხვად დაუკრა თავი და სხეულზე ხელის მოსმისგან დაიმანჭა
- აუ რამეთი ხო არ დაგვეზილა ან წაგვესვა? ძაან აგეწვება ძაან დაგეტყო,
სხეულზე ანიშნა მის დამანჭვაზე ფიქრებში გადაეშვა შეიძლებოდა, თუ არა რამეს ეშველა მისთვის,
- იყოს გამივლის ბოლო ბოლო,
შეძლებისდაგვარად გაუღიმა და დამშვიდობების მერე მარტო დარჩენილი ჩამოჯდა საწოლზე, უხმოდ გახედა სარკეს სადაც ჩანდა და ასევე უხმოდ გადმოყარა ცრემლები, ვერ ხვდებოდა რისი ცრემლები იყო, სხეულის ტკივილის, დაღლილობის, თუ სიხარულის, წამომდგარმა აიწია, მაიკა ნახევრად გადაიძრო და სარკეში შეათვალიერა ქამრის ზოლად დაყოლილი სიწითლეები იქ სადაც მეტად ძლიერად მოხვდა ქამარი, ენანებოდა კიდეც სხეული მსგავსი დალურჯებებისთვის, სწრაფად მოკაკუნებაზევე შემოიღო კარები ჩაცმა კი არა დაყვირებაც ვერ მოასწრო სწრაფად აქცია ზურგი კარებს,
უკან გაბრუნებას აპირებდა დემეტრე მისი ზურგის დანახვა მოასწრო მოსაკეტად მზად მყოფი კარები შეაღო ისევ, სწრაფად ეცადა გადაეცვა ბარბარესაც მაიკა ისევ,
- ჯანდაბაა, ბაბიი ეს რა იყოო?
გაკვირვება ვერ დამალა ისე მიუახლოვდა, თითქოს მისი ტკივილიც კი გაიზიარა ისე დამანჭა სახე
- გამივლის
- მაპატიე რომ უფრო ადრე ვერ მოვედი,
სინანულის გრძნობით დახედა სხეულზე ისე თითქოს მაიკას გამტარს გახდიდა და მის ყველა დალურჯებასა და დაწითლებას ნახავდა,
- ნუ სულელობ რა,
ჩაიცინა თუ არა ისე გაისწორა მაიკა, უხმოდ შეამცირა მანძილი დემეტრემ ისე მოხვია ხელები ფრთხილად რომ მისთვის რამე არ ეტკინა და ტკბილი ძილის სურვების შემდეგ დატოვა ისევ მარტო.....

........
- ყველა ვართ?
ტაშის შემოკვრით დასვა კითხვა ანანომ, დილა უთენია ჩამომდგარიყო მაშოს სახლთან და ყველას ათვალიერებდა, ჯერ შვიდი საათიც არ იყო, თუმცა მალე ჩასვლა ჰქონდათ გეგმაში, პირველ დაჯავშნილ ადგილას ცხელ ბათუმში სადაც უკვე წინასწარ დაგეგმილი საკონცერტო და საზღვაო გართობები ელოდათ
- აი სალომე და თეოდორე, დემეტრეც და ეგ არი
კმაყოფილმა გახედა ანანომ თითქმის ერთდროულად ეზოდან გამოსულებს, რომელმაც წამით მოავლეს ერთმანეთს თვალი და ჯერ ისევ ნამძინარები თვალებით დაიძრნენ ნაცნობების თავშეყრის ადგილას,
- რავახართ?
ჩვეულად მოიკითხა თეოდორემ ყველა და უხასიათობაც ზედმეტად მოზდებოდა
- რა გჭირს თედო?
თბილად მოეხვია მაშო და თეოდორემაც რომ თბილად აკოცა თავზე თბილი მზერით მოშორდა, ისე ინაცვლა სალომესკენ
- ჩემო ლამაზო დილამშვიდობისა
მასაც თბილად მოეხვია ისე შეხედა ეჭვნარევი მზერით
- რა გჭირსს? თვალებზე რას გავხარ?!
ბრაზნარევი ხმით დახედა ვაჟამ სალომეს ამოწითლებულ დაწვრილებულ თვალებზე, რომელსაც დამსკდარი ვარდისფერი ტუჩები ამშვენებდა, მისი ვიზუალი მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ თვალები ტირილისა და უძილობისგან დაწითლებულიყო, ტუჩები კი ცრემლებისგან და მხურვალებისგან დასკდომოდა, მიუხედავად იმისა რომ მისი ვიზუალი, მძიმე ღამეს მეტყველებდა, მაინც ძალიან უხდებოდა გადიდებული ვარდისფერი დამსკდარი ტუჩები, რომელსაც ხშირად აწვალებდა, დაწითლებული დაღლილი თვალებიც სულ სხვანაირად ლამაზს ხდიდა,
- წესიერად ვერ იკითხავ?
ძლიერად მიარტყა ანანომ ხელი ვაჟას სიუხეშის გამო და სალომესაც გაეღიმა ისე ეცადა მზერა გაეკავებინა
- რატომ არ გეძინა? და არამარტო არ გეძინა რატომ ტიროდი?
დაბალხმაზე დაუსვა მაშომ კითხვა და მის გვერდით სალომეს ზურგით მდგომმა თეოდორემ, დამნაშავედ გადმოხედა მაშოს ისე რომ სალომე ვერც დაინახავდა,
- ზოგადად სუსტი გული მაქვს,
სიცილით გაუკეთა პროლოგი სალომემ საკუთარ ამბავს
- ვერ ვიძინებდი და ფილმი ჩავრთე ზედმეტად მძიმე ფილმი იყო, ჩემი საყვარელი მსახიობი მონაწილეობდაა და რამე ცუდად რომ წავიდოდა მეტირებოდა
იმ მომენტშივე ახალი მოგონილი არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოყვა ისე გახედა ბარბარესაც, თუმცა მის ძველ რეალიბასთანაც ასოცირდებოდა მისი ამბავი
- და მე არ დამიძახე?
ინტერესით ჰკითხა, რადგან ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ იტყუებოდა,
- მეგონა რომ გეძინა
ღიმილით გახედა და აღარაფერი უთქვამს, მისი ძმის ხმაზე შეტრიალდა იმ მხარეს სადაც თეოდორე ედგა გვერდით წამით შეაჩერა მასზე მზერა და მხოლოდ ის მოგონება მათი მზერა, ტივტივებდა, ქალი, კოცნა, შიშველი სხეული და ღამე, სწრაფად აარიდა მზერა და მის ძმაზე გადაიტანა ყურადღება, რომელიც ახლოდან არ უნახავს, შორიდან გაძახა დემეტრემ და მოსამზადებლად გასულს გამოასწრო კიდეც გამოსვლა, მოახლოვებულმა დაუხედავად აკოცა შუბლზე ისე მიეფერა სახეზე და წამით მოავლო მზერა,
- რა გჭირს გოგო?
მისი სახე არ გამორჩენია ისე იკითხა ხმამაღლა და მაშო გადაკოცნა,
- ოო არ მომაყოლო ისევ მოვყევი უკვე,
წუწუნით წავიდა მანქანისკენ და დემეტრემ ყველა, რომ ნახა ბოლოსკენ მოიტოვა ბარბარე,
- ძაან გტკივა?
დაბალხმაზე კითხა ისე აკოცა შუბლზე და ნელა შეახო წელზე ხელი
- დალურჯდა,
ჩაცინებით ჩახარა თავი და დემეტრეს ხელახალ კოცნაზე გაიტრუნა,
- სალომე რა გჭირს შენ?
ხელახლად მოუბრუნდა დილიდანვე აშარებულს, რომელიც გაურკვევლად ხან იქით ხან აქეთ დადიოდა,
- არაფერი ცუდ ფილმს ვუყურე და მეტირებოდა ვაა
ბრაზ მოწოლილმა მოკლედ მოუჭრა და დემეტრემაც წამით უყურა ჩუმად ისე არ განძრეულა სალომეც თვალს ვერ უსწორებდა თვალში, ცდილობდა აერიდებინა, რომ მის ზემდეტად ჩაწითლებულ თვალებს არ ჩაძიებოდა თვალებით მოსაუბრე დემეტრე,
- მოატყუე ბებიაშენი, ლაწირაკო,
თვალებ მოჭუტულმა დახედა გაბრაზებულმა, ტყუილში რომ გამოიჭირა და თითქოს უნდა ეცემა ისე წავიდა მისკენ ვაჟამ, რომ გამოწია
- წავიდეთ ახლა, რაც მალე მით უკეთესი, ისევ ვაჟამ დააჩქარა რადგან უაზრო ლოდინს ვერასდროს იტანდა და მაშოც ეზოში შევარდა ნენესთვისა და რატისთვის რომ დაეძახა, სწრაფად მოიყარეს თავი მანქანებთან და ერთმანეთის გაყოფაზეც კი გადავიდნენ,
- კაროჩე ბარბარე, სალომე და თეოდორე ჩემთან, მოვდივართ ასეა?
ხმამაღლა იკითხა დემეტრემ და უკვე წინ წასულიც კი იყო სალომე, წინ უნდა დამჯდარიყო ბარბარეს მოავლო თვალი და შემდეგ გახედა თეოდორეს მასთან ერთად ჯდომა კი არა მისი დანახვაც კი არ სურდა, თუმცა ხმას არ იღებდა ცდილობდა არც შეემჩნია არაფერი, რაც კი თეოდორესთან აკავშირებდა
- მოდი რძალო გითმობ,
წინა კარები გაუღო და მასაც ბევრი რამ არ დაუწყია უპრობლემოდ დაჯდა წინ, თავიდან გაუკვირდა კიდეც სალომეს ისე დაჯდა უკან და მაქსიმალურად კარებს ეკვროდა, თეოდორეც რომ დაჯდა კიდევ მეტად ცელოფანივით გადაეკრა კარებს, გაკვირვებულმა გახედა თეოდორემ ინტერესით მიიწია მისკენ სალომეც კიდევ შეიშმუშნა რაღაც მილიმეტრით კიდევ შეამცირა ჭირვეულად ადგილი, შუაში დაჯდა თეოდორე მასზე ექსპერიმენტების ჩატარებითვე და უხეშად კრა სალომემ ხელი,
- წესიერად დაჯექი რა!
უხეშად საუბარზე გამოხედა დემეტრემ გაოცებული მზერით პასუხად ფანჯრისკენ გაატრიალა თავი და კარების სახელურზე ჩამოდო იდაყვი, რატის არ დალოდებია იცოდა, რომ რატის ნენე უნდა გაეყვანა ნაზისთან, რადგან მარტო დარჩენა არ სურდა და გარდა ამისა ნაზის, რომ შესძლებოდა მისი ძველი მისი წვალებით ნაშენები სახლის დატოვება ისინი ისედაც ერთად იცხოვრებდნენ ნაზისთან ერთთადვე მშვიდად და ბედნიერად უბრალოდ ძალიან რთული აღმოჩნდა მიატოვო და ხელი აიღო იმაზე რაც შენი პატარა დეტალებით ნაკეთებია, რაც დიდი ხანია შენია და მისი ყველა წერტილი გიყვარს რადგან შენია.....
მშვიდობიანად და ხალისიანად დატოვეს ნენე ასევე მხიარულად წავიდნენ თავადაც და მშვიდობიანად მგზავრობდნენ, როგორც ყოველთვის ცოტა სწრაფად მაგრამ "ლამაზად"....
ცალი თვალით გახედავდა ხოლმე თეოდორე მოქანავე სალომეს, რომელსაც თავი გვერდზე გადმოკიდებოდა თვალები მშვიდად მიეხუჭა დაღლილს და აუჩქარებლად სუნთქავდა, ჯერ ისევ შეეძლო თავის შეკავება, რომ არ წაქცეულიყო მაგრამ მოუხერხებლობის გამო დასვენებაც ჭირდა, ერთი მიწევა და სალომესთან ოდნავ დაშორებულმა გადმოწია მოქანავე ჟაკეტი თბილი კუთხით დაიფინა მუხლებზე ისე გადმოწია სალომე, რომელმაც უკვე თავადვე კომფორტულად მოიწყო ბალიშად მისი მუხლები და მშვიდად გააგრძელა დასვენება, თითქოს გაუაზრებლადაც კი გააკეთა ეს ყოველივე იმდენად ძლიერად უნდოდა დასვენება, ძილიც იმდენად მორეოდა თვალები ეწვოდა ამიტომ არჩია დასვენება მის მუხლებზე...
მშვიდად დახედა თეოდორემ, სახეზე ჩამოფარებული თმები მხრებისკენ ზედმედი შეხებების გარეშე ნაზად გადაუწია და უკვე გამოჩენილს დააკვირდა უყურებდა და ვერ გაეგო მასთან რა ემართებოდა ფიქრებით შორს წასულიყო, უკვე ღრმად გაფანტულიყო ფიქრებში, ყოველი თავისი სიტყვა ახსენდებოდა სალომეს მიმართ წარმოთქმული, ყოველი საქციელი მეორე შეხვედრა და მისი განსხვავებულად არომატული ბაგეები, სალომეს ღელვა მის მიმართ როცა ნასვამი იყო და საერთოდ ის საღამო, მისი ბევრჯერ ატირირებული თვალები, რომელსაც ის იწვევდა და გამოსვლა, შუაღამით აივანზე მისი მზერა და უცებ ცვლილება შემდეგ კი გაქრობა, წამით მოვლებული თვალი, ნატანჯი ნამტირალები, დაწითლებული თვალები, ვარდისფერი დამსკდარი ლამაზი ტუჩები და ისევ მისი ბრალი და არა ფილმის, რომელიც არც კი ჩაურთვს, ახლა კი დაღლილს მიენაბა თვალები მისივე მუხლებზე და მშვიდად სუნთქავდა.....
......
- გვეღირსააა ღმერთო რა კარგიაა,
სიცილით გადმოხტა ანანო მანქანიდან და სიხარულის ფონზე მოხვია ხელები ვაჟას,
- ხალხო ზედმეტი დასვენება არ გვინდა რა გთხოვთ, ადით დაალაგეთ გამოიცვალეთ და გავიდეთ სადმეე
- 12 საათზე რა ჯანდაბა მინდა გარეთ,
თვალების ტრიალით გახედა სალომემ ისე მიეყრდნო მანქანას,
- გოგოო შენ მომისმინე, თუ შენი მაგ შეცვლილი ხასიათებით აპირებ ყოფნას ჯობია გამოსწორდე,
თითის დაქნევით უთხრა ანანომ გამაფრთხილებლად, მას მერე რაც მისი უხამსი ხასიათის გადამკიდე იცოდა როგორი რთული იქნებოდა
- და შენ რომ დაგვიგეგმო დღე იქნება ასეთი, იჯდე სასტუმროში იწვე და უყურებდე ფილმებს რომელზეც ტირიხარ, წამოვედით რომ გავერთოთ, რომ ერთმანეთთან ვიყოთ კიდევ რამე ახალი გავიგოთ გარდა იმისა, რომ ბარბარე და დემეტრე უკვე ერთად არიან,
- ეგ უკვე მოძველდა,
ხელი ჩაიქნია მაშომ სიცილით გახედა დემეტრეს, რადგან უკვე იმ საღამოსვე გაიგეს, როცა ერთად იყვნენ, სალომეს კი თავი ჩაეხარა და ისე უსმენდა საყვედურებს, რომელიც სავსებით რეალური იყო
- მართალია, მაპატიეთ,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და წინ წავიდა, შორიდან გააყოლა დემეტრემ თვალი ნივთები სრულადვე გადმოაწყო და მშვიდად ჩამოდგა დანარჩენებთან.....
ყველა თავის ოთახში განთავსდა, ყველას ოთახებში ლაგების პროცესი მიმდინარეობდა, სალომე კი შესვლისთანავე დანახულ საწოლზე გაწვა და მიუხედავად შეკავებული ცრემლებისა ობოლმა ცრემლმა მაინც გაუსველა ლოყა,
კარებზე კაკუნის გაგებისას სწრაფად ჩამოისვა ხელი სველ ლოყაზე და უკვე შემოსული ძმისკენ გადატრიალდა რომ დაენახა, საწოლთან უხმოდ მივიდა დემეტრე ასევე უხმოდ დახედა სალომეს
- მიიწიე
ხელით ანიშნა გვერდზე და მანაც უცებ შეასრულა ძმის სიტყვები, უხმოდ მიუწვა გვერდით და მკლავი რომ მისკენ გადაწია ანიშნა რომ ჩახუტებოდა, თუმცა ამას ისედაც აპირებდა სალომე მისკენ ახლოს მიჩოჩდა და ძლიერად მოხვია ხელები, იმდენად ძლიერად რომ გაეგებინა დემეტრესთვის როგორ ძლიერად უყვარდა,
- ახლა გისმენ,
ბრძანება გასცა დემეტრემ და სალომეც გაიტრუნა, წამით ახედა დემეტრეს გაურკვევლად
- რაზე მისმენ,
- მოყევი სალო რა ხდება შენს თავს, რატო არაფერს მიყვები? რატო ჩამომშორდი ასე ვერ ვხვდები, ან რატო შეიცვალე, სადაა ის თუნდაც ცინიკური მაიმუნობებით სავსე გოგო? რატო ჩაანაცვლე ამ განადგურებული სახით მოწყენილი, უღიმღამო ხასიათით, სხვასაც რომ სდებს, წარმოიდგინე ყველა მხიარულს გიცნობს და შენ კიდე იმდენად შეიცვალე რო გამაღიზიანებელიც კი გახდა შენი ცვლილება, რატო?!
მშვიდად უსვამდა კითხვებს ისე უყურებდა თვალებში მანამ სანამ სალომემ არ მოაშორა მზერა და ისევ მის მხარზე არ ჩამოდო თავი ფიქრებთან ერთად
- ვინმე გჩაგრავს? გაწყენინა? რა ხდება
- არა დემე რა სისულელეა,
ჩაცინებით ამოილაპარაკა ისე მოკიდა ხელზე ხელი,
- შეყვარებული ხარ?
მისი ცვლილების კიდევ ერთი ეჭვნარევი მიზეზი გაამხილა თუ არა მაშინვე სწრაფად აუძგერდა გული სალომეს ისე ახედა უნებურად სწრაფად
- არა გაგიჟდი? არავის არ ვიცნობ ჯერ მასე რომ სადმე გავსულიყავით ან რამე მსგავსი და შემყვარებოდა, საიდან მოიტანე?
ჩაცინებით დაადო თავი მკერდზე და გაფიქრებაც კი არ უნდოდა ამ ყოველივესი,
- უბრალოდ ზიზღი და ბოღმა მჭამს უცნაური შემოტევები მაქვს, მუდმივი გაღიზიანება, მხოლოდ ამის გამო,
სწრაფად ამოილაპარაკა თავისი ჭკუის მიზეზები, რომ ძმისთვისაც ის ფიქრები რომ შეყვარებული იყო სწრაფად მოეშორებინა, თუმცა სიცილი რომ დაიწყო დემეტრემ კიდევ გაოგნებულმა ახედა მას,
- ვინ გიყვარს სალო?
სიცილითვე დასვა კითხვა და სალომემაც უცებ შეკრა კოპები
- ხომ გითხარი რომ ეგ არაფერ შუაშია მეთქი,
- ჩემო პატარა, დამშვიდდი ჯერ,
მშვიდად მოუსვა სახეზე ხელი წამოწეულს და მისი სახე მოიქცია ხელებში,
- სიძულვილი ვერასდროს ვერ გაგხდის მსგავსს სალო, სიძულვილი გაგაბოროტებს და გულჩვილს არ გაგხდის, შენთვითონ ვერ გარკვეულხარ შვილო შენ თავში, ერთადერთია სამყაროზე სიყვარული, რომელიც დაგტანჯავს და ამავდროულად ყველაზე ძლიერი მუხტის გრძნობაა, გულჩვილსაც მშიშარასაც გაგხდის და შეიძლება ისე პატარა გაგხადოს სამყაროზე ვერავინ შეგამჩნიოს და ამავდროულად შეიძლება ისე ძლიერი და დიდი გაგხადოს, რომ სამყაროზე მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდე, ბევრი რამ შეუძლია სიყვარულს, შენ თავთან ბრძოლას კიდევ არ გირჩევ, ბოლოს მაინც დამარცხებული დარჩები, კარგი არჩევანი გაქვს მაგრამ ისიც დებილია შენსავით,
ბოლოს სწრაფად გადააგდო სალომე გვერდზე და სწრაფადვე წამოდგა,
- გეყოფა დემეტრე! ნუ სულელობ! მოიშორე ეგ უაზრო ფიქრები,
სწრაფად წამოხტა სალომე ისე აედევნა მას მერე რაც დემეტრე თავის აკვიატებულ აზრს არ იშორებდა
- ან საერთოდ ღმერთმა იცის ვიზე ფიქრობ! ვინმე წესიერზე მაინც იფიქრე!
დემეტრე!
ყვირილით დაეწია და ცდილობდა დემეტრეს მისთვის რამე ეთქვა,
- დემეტრე!
კარები გააღო თუ არა დემეტრემ სწრაფად ჩამოუდგა წინ,
- გეყოფა! მოიშორე ეგ უაზრო ფიქრი! მასე არაა! გეფიცები მოგკლავ!
- უწიპუწი,
ღიმილით გაუწელა ლოყები დემეტრემ წინ მდგომს ისე გადაწია ცალი ხელით გვერდზე,
- ნუ ვირობ, მსგავსი სისულელე არსად მოროშო,
ისევ აედევნა თან ხელით ხელზე ექაჩებოდა, რომ გაეჩერებინა,
- დემეტრე გეყოფაა!
მის ხელზე დაკიდებული დავარდა ძირს და გულ აჩუყებულს აუტყდა ტირილი სწრაფად გახედა დემეტრემაც და წეღანდელი სიჯიუტე უცებ ეცვალა, არ ელოდა ასე მარტივად თუ ატირდებოდა, მის წინ ჩაიუმხლა ისე მოწმინდა ჩამოცვენილი ცრემლები
- ოხ სალომეე,
სწრაფად წამოაყენა ისე შემოისვა მენჯებზე პატარა ბავშვივით და ოთახში შეიყვანა, ფრთხილად ჩამოსვა საწოლზე და მის წინვე ჩამოჯდა,
- ნუ ტირიხარ თორე გეფიცები შენ თვალწინ ვაწამებ თითოეული შენი ცრემლის გამო,
- დებილი ხარ! ვის? შენ თავს? შენი ბრალია!
- რა არი გოგო ჩემი ბრალი?
- დებილობებს ლაპარაკობ
- მაშინ დებილობას დაიკიდებდი ლამაზო და ნიანგის ცრემლებით არ გაიშლებოდი იატაკზე,
- ისევ დაიწყე!
მაჯით იმშრალებდა ცრემლების ახალ ახალ ნაკადს თან დემეტრეს უყურებდა
- კაი ბოდიში, მიყვარხარ ხო იცი, საერთოდ არ მსიამოვნებს შენი გაბრაზება,
ნაზად მოუსვა სახეზე ხელი თავად მოწმინდა ცრემლები თბილი ღიმილით
- არა საერთოდ! ვირი ხარ!
ლანძღვით ამკობდა წინ მჯდომს და თან მისი თბილი თითები სიამოვნებდა
- შენ შტერი, მარა მიყვარხარ,
სწრაფადვე გასცა არანაკლებად სალანძღავი პასუხი და სალომეც სლუტუნითვე მიჩოჩდა მისკენ ისე მიეხუტა,
- შტერო,
კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა დემეტრემ სრულად ჩაიკრა გულში, ძლიერად მოხვია ხელები ისე მიაკრო საფეთქელზე ტუჩები....
.....
- პირველი ჯავშანი...
ხმამაღლა წამოიძახა დემეტრემ ყველას გასაგონად
- მშია ხალხო
უცებ ჩაეჭრა უკან მდგომი მაშო უცოდველი ხმით, წამით გახედა ყველამ სიცილით და მაშომაც მაშასავით ააფახურა წამწამები უეცრად, თითქოს მათ მოსყიდვას ასე ეცადა,
- კაი მაშოს შია წამო ვჭამოთ მეც მშია
სიცილით დაისვა პრესებზე ხელი დემეტრემ და წინ წავიდა
- ხო ოღონდ ნუ გარბიხართ ერთად ვიაროთ ხალხო, ვერ დავდივარ შპაკატებით,
სალომეც ჩაეჭრა პროტესტით საუბარში ისე გამოუდო ხელკავი მაშოს და ბოლოები ნელა მისეირნობდნენ ისევ ,
- რა გვშია?
სიარულშივე მოტრიალდა დემეტრე ყველას გადახედა სათითაოდ, ყველას აზრით დაინტერესებულმა
- მე აჭარული მშია,
ხელის აწევით წამოძახა მაშომ და სალომემაც ტაში დაუკრა
- ბოლოს 11 წლის წინ ვჭამე გემო არ მახსოვს ამიტომ მეც მშია
თვალის ჩაკვრით გაიზიარა მაშოს აზრი დემეტრემ
- აუუ ძაან გემრიელია
თვალები დახუჭა მაშომ გემოს წარმოდგენისას და კიდევ უფრო ძლიერად მოუნდა
- მეც მინდა,
- მეც
- კაი აჭარულში შევდივართ რა ვისაც სხვა რამე უნდა და არ თქვა კარგად იყავით,
თითით ანიშნა ისე წავიდა ისევ წინ, სასტუმროში, რადგან საუზმობის დროს ვერ ჩამოუსწრეს, არც ჰქონდათ გათვლილი, სასტუმროდან გამოსულებმა თავად დაიწყეს კაფის მოძებნა,უხმაუროდ ჩამოსხდნენ კაფის წინ 'სუფთა' ჰაერზე ცხელი და უგემრიელესი შეკვეთის გაგრილებას ცდილობდნენ,
- ბიჭო ჰო გჭირდება ჰაერიი! ნუ მოკვდებიიი
სიცილით ურტყავდა მაშო დემეტრეს ხელს, რომელიც ვერ ითმენდა აჭარულის გაციებას და ფილტვებიდან ბოლო წვეთამდე ცლიდა ჰაერს ისე უბერავდა სულს,
ამავდროულად ვაჟას პირი ჰქონდა ღია ისე ცდილობდა გაეგრილებინა ლუკმა, რომელიც დიდის ამბით გაიქანა,
- ააა, ჰა, ჰა, ჰა, ჩხე ლი ა
დამწავრი პირით ცდილობდა გაეციებინა ლუკმა და ასევე ჩლიფინითვე ამოთქვა სიტყვა
- ვაიმეე რა სულელიაა
სიცილის შეკავებაც კი რთული იყო ისე უყურებდნენ დამწვარს, მას კი ახლა იმის დარდი ჰქონდა, რომ ახლა დამწვარი პირით საერთოდ ვეღარ გაუგებდა გემოს,
ძლივს გადაყლაპა თუ არა ჩამოსხმული წვენი დააყოლა კოპებ შეკრულმა გადახედა ბავშვებს
- სად გეჩქარებოდა?
ინტერესით დაუსვა კითხვა რატიმ ღიმილით ისე ჩამოუსხა ხელახლა ცივი წვენი
- 6 საათიდან მშიერი ვარ რა გენაღვლება შენ
- მტყვანს? სამჯერ გაგიჩერეთ გზაში,
- დაახვიე რა, ის სათამაშოები დამანაყრებდა?
- იმხელა ხარ სპილოც ვერ გაგაძღობს,
ხელის ჩაქნევით გადაიწია უკან და ვაჟას შუათითს სამი თითის კომბინაცია შეაგება, მოხრილი საჩვენებელისა და შუა თითის შორის გაყოფილი ცერა თითი
- უზრდელები ხართ,
წყნარად გადარია მაშომ აჭარულის გული ერთმანეთში და ჩამოაჭრა თუ არა ერთი სულის შებერვა საკმარისი იყო გაგრილებისთვის, მისი მოწონება ხმამაღალი კრუტუნით გამოხატა და დანარჩენებსაც ანიშნა გაგრილდაო
- წესიერად ჭამეთ და არ დაიფუფქებით, ძაან გემრიელია ან ისე მშია მეგემრიელება,
- ერთი ორი ერთი ორი,
სწრაფად დაიწყნარა დემეტრემ თავი, რომ მაშოს მსგავსად მშვიდად გაეკეთებინა ეს ყოველივე აუჩქარებლად.......
დრო სასტუმროში თითქმის არ გაუტარებიათ, რამდენიმეჯერ მოუწიათ ტანსაცმლის გამოცვლა, რის გამოც რამდენჯელმე ესტუმრნენ მას, ანანოს ისე უხაროდა, თითოეული ნაბიჯები, ის რომ ყველას ერთად ხედავდა, მათთან ერთად დადიოდა, ეს ყოველივე ძალიან აბედნიერებდა, როგორც თითოეულ მათგანს, თუმცა ეს ბედნიერება მას ძალიან ეტყობოდა.....
- ააუ მეც მინდოდა მსგავსი რაა
წუწუნით უყურებდა ბარბარე სალომეს კუპალნიკს, რომელიც ყვითელი იყო ქვევიდან ჩვეულებრივი, თუმცა წელზე მოსახვევი მოკლე წინ საფარი მოჰყვებოდა და მისი მოხვევის შემდეგ ძალიან მოკლე კაბას ჰგავდა, რომელიც ძალიან უხდებოდა მაღალწელიან ძალიან მოკლე ქვედაბოლოს ჰგავდა, წყალში წინსფარი ტივტივებდა და ქალთევზასაც კი წააგავდა
- შენ ხო ეგ დაჭრილი წინსაფარი გინდოდა ხოდააა გშურდეს ახლა,
იმედიანად გაიკრა ისე დახედა ბარბარეს წვრილად დაჭრილ წინსაფარს , ისიც ლამააზი იყო, თუმცა განსხვავება იმაში იყო რომ მისი ფუშფუშა იყო,
- არ მშურს მომწონს ესეც,
- ხოდა წამო,
ხელი გაუშალა, ნიშნად რომ წყალში შესულიყვნენ, მანაც სწრაფად ჩაავლო სალომეს ხელს ხელი რამდენიმე მტკინვეული გარბენა წვრილ ქვებზე და ტალღებს შეურთდნენ,
მაშო უყურებდა ღიმილით პლიაჟზე გაწოლილი მათ, ცურვა არ იცოდა ამიტომ ფრთხილობდა კიდეც, ზღვის სილამაზეს და უსასრულობას გაჰყურებდა და ამავდროულად მის მღელვარე და სასიამოვნო ტალღების ჩხრიალს უსმენდა, ცალ ფეხ მოხრილს გულ-მკერდი მზისკენ მიეშვირა ცოტახნით და ისედაც მბზინავი კიდევ მეტად ასხივებდა, ცოტა თუ გაივლიდა, რომელიც არ მოიხიბლებოდა, შორიდან მაყურებელი, რომელიც დიდი ხანი აკვირდებოდა მაშოს გამბედავად მიუახლოვდა ცოტახანში
- გამარჯობაა
ღიმილით ჩამოჯდა მამაკაცი მაშოს გვერდით სალომეს შეზლონგზე და თავაზიანად მიესალმა მაშოს და ამავდროულად ფიქრში იყო თუ როგორ დაეწყო მისი გაცნობა
- როგორ განწყობაზე ხარ აბა?
მოკითხვითვე დაიწყო ღიმილით აუწია თითები მაშომ, რომ თავადვე დაენახა მამაკაცს ასევე მბზინავი საქორწინო ბეჭედი,
- აა უი
სიცილით წამოდგა ფეხზე უცებ
- მაპატიე,
სიცილითვე ჩამოშორდა ისე წავიდა ძმაკაცებისკენ და ახლოდან დანახული სილამაზის ჩამოშორების გამო კიდევ გახედავდა ხოლმე, ღიმილი ვერ შეიკავა მაშომაც კმაყოფილი დაელოდა რატის, რომელმაც არც ისე დაგვიანებით ჩამოსასხმელი ლამაზად დახვეული ნაყინი აუწია ცხვირწინ, კმაყოფილმა აათვალიერა მაშომ წელს ზემოთ შიშველი და ამავდროულად მკაცრი მზერით მომზირალი რატი, რომელიც უზომოდ ესიმპათიურებოდა
- მადლობა,
ღიმილით ჩამოართვა და ისევ გაექცა წამით მისკენ მზერა, რატიც მშვიდად ჩამოჯდა მის შეზლონგზე და მაშოს ფეხებს შორის მოათავსა ხელი ისე დაეყრდნო იმავე ხელს
- არ შედიხარ წყალში?
- დავიხრჩობი
ღიმილით შეხედა ისე დააგემოვნა ნაყინი და სიცხეში იმდენად ესიამოვნა, წამით მთელი სხეულით მოდუნდა,
- რა გემრიელია
ტუჩებ დასვრილმა ამოილაპარაკა მანამ ხელახლად დააგემოვნებდა
- მართლა?
- გასინჯე,
სწრაფად მიწია მისკენ მაშომ ნაყინი, ისე გადაწია რატიმ და ნაყინი მაშოს ბაგეებიდანვე დააგემოვნა
- მართლა გემრიელი ყოფილა,
- მმმ ვირო,
ვითომ არ მოეწონა მისი საქციელი გაბრაზებული ვერ შეკავებული ღიმილით მოუჭუტა თვალები და რატიმაც იმ მიმართულებით გახედა ბიჭებს უნებურად სადაც წეღან მაშოსთან მისული მამაკაცი დაინახა, ბიჭებიც მაშინ იყურებოდნენ მისკენ, არაფერი უთქვამს რატის, სრულიად ნორმალური და წესიერი იყო მამაკაცის რეაქცია მას შემდეგ რაც გაიგო რომ მაშო 'გათხოვილი' იყო
- შედი ბიჭო ზღვაში არ მომიტაცებენ,
- ოო მოიცა რა სასტუმროშიც და სახლშიც აუზების მეტი რა გვაქ,
- აბა რისთვის წამოხვედი,
გაკვირვებულმა დაუსვა შეკითხვა ისე მოავლო თვალი,
- მარტო რა მეკეთებინა,
- წამო ხოდა ვისეირნოთ იქით სულ თავისუფალია სანაპირო,
სწრაფად წამოიწია ისე ჩაყო claudia ghizzani-ს რეზინის ჩუსტებში ფეხი,
ფეხზე წამომხტარმა მოიცვა ლურჯი ბადე მოსაცმელი ისე წამოწია რატი,
- ადექიი,
კიდევ ერთხელ მოქაჩა და მას მერე წამოდგა რატი,
- წამო ნახე ძაან ლამაზია, თან ნაყინს გაჭმევ ცოტას, თუ გინდოდა შენთვის გეყიდა,
- ნუ ჟოშკავ, თუ მაჭმევ მაჭამე
სიცილით გადახედა გვერდში ამომდგარს ხელკავი რომ გაეყარა მისთვის და ნაყინის ჭამით მიაბიჯებდა,
- იცი რა,
ხმამაღალი შესავალით დაიწყო ისე გაუწოდა ნაყინი რატის, პასუხი ზმუილით გასცა რატიმ და მაშომაც საუბარი განაგრძო
- სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია,
დამადასტურებლად ამოთქვა მაშომ, თუმცა ეს თემა მას არა სალომეს ეხებოდა, მისი ყოველი ფიქრი გამართლდა და ასევე ყოველი ფიქრის ასრულება უხაროდა, ეს ყოველივე მეტად მჭიდროდ აკავშირებდათ ერთმანეთთან და უფრო დიდ ოჯახს კრავდნენ,
- როგორი განსხვავებაა მე და შენ შორის,
მობეზრებულად აატრიალა თავი მაშოს სიტყვებზე, რომელიც ზღაპრებში ჩაუთვალა,
- მართალია შენ სიბნელიდან ახლა გამოანათე საყვარელო და მე ისედაც ნათელში ვცხოვრობდი,
ჭყანვით ახედა თუ არა რატიმაც ღიმილით დახედა და აღარაფერი უთქვამს
- და ასევე პირველად, რომ გნახე მეგონა მძულდი, შენი უაზრო სიუხეშე, გამოხედვა ურეაქციობა, ღიმილიც კი არ არსებობდა შენში, ბედნიერება იცოდი რა იყო? არავისი ამ სამყაროზე, არავისი მეშინოდა გარდა შენი, ყველას დანახვას ავიტანდი მაგრამ შენ რომ გხედავდი ძალები მემშვიდობებოდნენ...
კიდევ იმას ფიქრობ რომ, სიძულვილიდან სიყვარულამდე არ არის ერთი ნაბიჯი?
ინტერესით ახედა ისევ და მშვიდად გააყოლა მზერა ბიჭებს, რომლებმაც გვერდი მისი თვალიერებით აუარეს, პლიაჟზე მწოლ მათკენ მომზირალ გოგონებსაც დახედა, სიარულშივე ათვალიერებდა ხალხს, რომლის მზერასაც მათკენ გრძნობდა,
- მაშინაც გიყვარდი ლამაზო,
თავის ქნევით დახედა მანაც ჩვეულად, ჯერ მის თვალებს შეაჯახა მზერა და შემდეგ ინაცვლა მათრობელი ბაგეებისკენ,
- ოჰ საიდან დამიდგინე,
- ადამიანი, რომელიც სძულთ მათ არ ივიწყებენ,
- ეგრე თუ ვიმსჯელებთ რანაირად უნდა დაივიწყო ადამიანი, რომელიც გიყვარს,
- არც დაგივიწყებივარ, დროებით ამომაგდე ცხოვრებიდან, რადგან ტკივილი შეგემსუბუქებინა,
ყველაფერზე ჰქონდა მისთვის პასუხი რატის ისე გადახედავდა ხოლმე სიარულშივე, მაშო კი მშვიდად ჩაუფიქრდა მის სიტყვებს
- მას მერე რაც გაგიხსენე მას მერე რაც გამოვიარეთ, მას მერე რაც ერთმანეთს ვხედავდი და ბოლოს ამდგარიყავი და უჩემოდ წასულიყავი, ღმერთო წარმოდგენაც არ მაქვს რა დამემართებოდა,
სიცილით მოხვია ძლიერად ხელი ისე თითქოს სიზმარი იყო და ახლა გაქრებოდა, რომლის გაშვებაც არ უნდოდა
- შენთვის ჩამოვედი და ბედზე პირველივე დღეს გნახე, ვერ გიცანი, არ ველოდი, სცენიდანვე იმდენად გამორჩეულად მომაკვდინებელი იყავი, იქიდანვე შენ ფეხებს დავაკვდი-მეთქი რა მაშო ანგელოზი მიდგას წინ
მაშომ, რომ ხელი მხარზე დაარტყა სიცილით გადახედა და გაბუტულზე გულიანად სიცილი დაიწყო, ,
- როგორ შეგეძლო ჩემი გადაგდება
წუწუნით ახედა ისე დაარტყა ხელახლა ხელი და დასაწყნარებლად ნაყინის ხრაშუნა ჭიქის ჭამა დაიწყო,
- მიყვარდა ბავშვი მაშო აზრზე არ ვიყავი, როგორი იყავი სად იყავი თუ მსგავსი საოცარი დალალები გქონდა, ტუჩები მაგის გემო თვალები და საერთოდ შენ, წარმოიდგინე ჯერ ისევ იმ პატარა მაშაზე შეყვარებული ვიყავი, რომელიც საერთოდ არ იყო დიდი შვილი შეხედულებით,
გულწრფელად ლაპარაკს მორჩა თუ არა ისე დახედა მაშოს, რომელმაც შეცხადებული, ნაწყენმა, ქვედატუჩ გამოწეულმა ახედა, ისე აახრამუნა ნაყინის ჭიქაც, რატიმაც ჩვეული საოცარი ხმით რომ გაიცინა მაშოსაც მაშივე ჩაენაცვლა წყენა უზარმაზარი პეპლებით, რომელიც მისი სიცილის საყვარელმა ხმამ გამოიწვია,
- გეყოფა ამდენი დამცირება, ღმერთო ჩემოო
ხელი მოაშორა ისე გახლართა მკლავები ერთმანეთში ნაყინის გაქრობის შემდეგ და მისი სალფეთქი მუჭში მოიქცია,
- არა ჩემო პატარა, რას კადრებ თაავს,
ღიმილით ჩამოაშვებინა ხელები ისე გახლართა მის ხელში ხელი
- გააგრძელე მაინტერესებს
მკაცრად აუქნია ხელი და რატიმაც მას დაუჯერა
- თეოდორეს შეყვარებული მეგონე და მეთქი კაი ბიჭი ჩანს ხო არ წავართმევ, მერე შენი სახელი რო გავიგე მაშინვე დავეჭვდი-მეთქი ის ჩვეულებრივი საყვარელი ბავშვი მსგავს საოცრებად, როგორ იქცაა, ნუ გაკითხვა გამოკითხვა მერე იქავე საგამოძიებო ცენტრი შევკრიბე და კაროჩე გაირკვა რო შენ ის მოცუცნული ბავშვი, ახლა თეოდორესთან ერთად იდექი და მანდ დავიძაბე გეგმები უნდა დამესახა თეოდორესგან როგორ ამეწაპნე,
- ვაიმე რა შტერი ხარ რატიი,
სიცილით უსმენდა მის მოყოლილ ამბავს ისე ეხვეოდა მის მკლავს ორივე ხელით,
- მერე შეყვარებული, მართლა რომ გყავდა, ხელიც ჩავიქნიე თუ სიყვარულს შევამჩნევდი არ ვაპირებდი შუაში ჩავმდგარიყავი ან რამე მსგავსი, ვაჟას შეთავაზებითვე დავავლებდი ნებისმიერს ხელს და მოვხევდი იტალიაში,
- და ისევ ვაჟას შემოთავაზებული გოგო აღმოვჩნდი,
სიცილით ახედა და რატიც ღიმილით შეუტრიალდა,
- ჰჰოო და აი ასეე მოვედით აქამდეე
სწრაფად დაავლო ხელები წელზე ისე აწია ჰაერში და მაშოც ყურებამდე გაღიმებული დაჰყურებდა......
.....
ზღვისკენ იყო შეტრიალებული სალომე, ყოველ ტალღას უცქერდა და წამით ისეთ შეგრძნებას იტოვებდა თითქოს შუა გულ ზღვაში შესული მხოლოდ ის ერთი იყო და გაჰყურებდა ზღვას, რომელიც უსასრულო იყო, ახალი ტალღების ნაკადი, რომ წამოვიდა, თითქოს ძალიან ედიდა, ისე ჩაყვა ტალღებს წყალში, წყალიც, რომ დამშვიდდა წყლის ზევით ამოყო თავი და კისერზე ძაფები, რომ ვერ შეამჩნია თვალები გაუფართოვდა, სწრაფად გაუდიდდა თვალები ისე ჩაყვინთა ისევ წყალში, ახალი მომძვრალი კუპალნიკის ბიუსჰალტერი ჯერ ამოტივტივებას არ აპირებდა, სწრაფად დაავლო ხელი ისე აიფარა მკერდზე, მაგრამ მისი შეკვრა მას არ შეეძლო, განსხვავებულად სქელი ნაჭერში გასაყრელი თავი ჰქონდა რომელსაც დანახვის გარეშე ვერ კრავდა, გული ნერვიულობისგან უცემდა ისე მოავლო თვალი ბავშვებს, ყველა დაფანტული იყო, თეოდორე ღრმად შესულიყო ზღვაში და ხელახლად ბრუნდებოდა აშკარად ნაპირზე, ყველაზე ახლოს იყო, ნერვიულობისგან სწრაფად ცდილობდა გასულიყო ნაპირზე ისე რომ ფსკერზე დაედგა ფეხი და ამავდროულად ცდილობდა, რომ თეოდორეს მისთვის არ გაესწრო, ერთადერთი იმედი იყო იმ მომენტში და ამავდროულად მისთვის სახიფათო იმედი, ისიც იცოდა, რომ მშვიდ სიტყვებს არ მოაყოლებდა ამ ყველაფერს თეოდორე, მაგრამ თანახმა იყო, სხვა შემთხვევაში არ იცოდა რამდენი ხნით მოუწევდა წყალში შიშველს ყურყუტი.... რამდენიმეჯელ ცადა თავად შეკვრა, თუმცა ხელიდან სრულად უვარდებოდა დამძიმებული კუპალნიკი.... თითები მიწას შეახო თუ არა სახე გახსნილი ეცადა კიდევ მკვეთრად დაედგა ფეხი, თეოდორეს მიმართულებისკენ ეცადა წასვლა თან ძლიერად იჭერდა მკერდზე მიდებულ ნაჭერს, უკვე რომ გასვლა აპირებდა ხმამაღლა დაუძახა ანერვიულებული ხმით და მანაც სწრაფად, რომ გახედა თითქოს შედარებით მოეშვა კიდეც ღელვა, თეოდორეც წავიდა მისკენ და მეტად მარტივად შეამცირეს მანძილი ერთმანეთს შორის...
- დამეხმარე გთხოვ, გაიხნსა მე ვერ ვკრავ, წყალიც არ მაძლევს ამის საშუალებას, თოკებს თავად მოვახვევ, უბრალოდ შეკარი რა გთხოვ
დაბალხმაზე სთხოვდა ისე, რომ თვალებშიც კი ვერ ახედა თავდახრილი სთხოვდა ნერვიულობისგან კიდევ მეტად უჭერდა ნაჭერს ხელს და უხეხულად მყოფი იწევდა წარამარა ყურსუკან თმებს,
- მოგძვრა?
როცა გაიგო რას სთხოვდა მაშინ იკითხა და სალომემაც თავი დაუქნია
- კი უბრალოდ მაშინვე დავიჭირე
- კაი შებრუნდი
ბევრი გაგრძელების გარეშე შეატრიალა თავად წყლიდან შედარებით ავიდნენ ისე მიუახლოვდა უკნიდანვე ძალიან ახლოს, რომ დაეფარა ის რასაც აკეთებდა, მალევე შეკრა უკვე იმედიანად და უხმოდ დახედა მოშიშვლებულ კისერზე თმა, რომ ცალ გვერდზე გადაეწია იმისთვის, რომ შეკვრის დროს არ შეეშალა თეოდორესთვის ხელი, ცალი მხარე კი დასველებულს მანათობლად უბზინავდა,
- შეკარი?
დაბალხმაზე გახედა პროფილით და ფიქრები მაშინვე მოიშორა თეოდორემ
- კი,
სწრაფად გასცა პასუხი ისე მოშორდა და ზედმეტი სიტყვებისა და მადლობის მოსმენის გარეშე წავიდა ნაპირისკენ, გაკვირვებულმა გახედა სალომემ ასეთი ხასიათით მყოფს, არ ელოდა რომ ასე უბრალოდ მწარე სიტყვების გარეშე გააკეთებდა კეთილ საქმეს, თუმცა ზედმეტი ფიქრის გარეშე მოიხვია თოკი წელზე ისე მოიხვია კისერზეც და თავადაც ნაპირზე ტანჯვით გავიდა, ჯერ ისედაც სიარულ დავიწყებული ჰქონდა წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო ამას კენჭებიც ხელს უშლიდა, რომელიც ფეხებს სტკენდა და ძლივს ადგამდა და ამ ყველაფერს ემატებოდა ძლიერი ტალღები, რომელიც ფეხზე დგომის საშუალებას არ აძლევდა, მთელი ძალების გამოყენებით მოასწრო გასვლა ტალღებს და თავისი შეზლონგისკენ წავიდა, მაშო რომ იქ აღარ დახვდა გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა ისე მაინც რომ მოეკრა თვალი, თუმცა ვერსად, რომ ვერ ნახა მის უკან გახედა თეოდორეს შეზლონგზე, რომ ჩამოჯდა და წინ გადმოყრილ თმებში გაათამაშა თითები, ისე გადაიწია უკან, შემდეგ მზერა მისკენ მომავალ გოგონებზე გადაიტანა და ინტერესიანად დაიწყო მოსმენა
- უკაცრავად, ხომ არ იცით საით შეიძლება გამოვიცვალო?
თავაზიანი კითხვით ჩამოდგა გოგონა მის წინ გვერდით აშკარად დაქალი ელოდებოდა და თეოდორემაც ფეხებიდან დაიწყო გრძელი ფეხებით, ქერათმიანი, გამხდარი გოგოს ათვალიერება, უხმოდ ანიშნა საჩვენებელი თითით ჯერ და გოგომაც მისი თითის მიმართულებით გაიხედა,
- სანაპიროდან, რომ ახვალ ისედაც ნებისმიერ ადგილას ნახავ და დაჟე იმდენად ხშირად დგას თვალები უნდა გაახილო რომ თავი არ მიარტყა,
ეცადა მოკლედ მოეჭრა ზედმეტი მინიშნებების გარეშე და გოგოებმა ღიმილით, რომ გადახედეს ერთმანეთს დიდი მადლობის შემდეგ ნელი ნაბიჯებით დაიწყო წასვლა, მაშინვე სალომეს შეზლონგს გახედა თეოდორემ სადაც თავად სალომეს მზერას წააწყდა, მანაც უცებ მოაშორა მზერა ისე გასწორდა და თითქოს კმაყოფილიც იყო მსგავსი თეოდორეს პასუხით, რომელიც საერთოდ არ შეარგო თეოდორემ,
- სახელი?
ხმამაღლა დაუსვა ნელა წასულ გოგოს კითხვა და მანაც სწრაფად გახედა ღიმილით, საბოლოოდ ის რომ მოისმინა თეოდორესგან რისი მოსმენაც თავიდანვე უნდოდა
- მილანა ,
სწრაფად გასცა პასუხი და ნელი ნაბიჯებითვე დაბრუნდა უკან ფეხზე, რომ წამოდგა თეოდორე, თავადაც გაეცნო მოკლედ და ჩართული ნომერ გახსნილი ტელეფონი გაუწოდა, ღიმილით ჩამოართვა ისე გადახედა კმაყოფილმა დაქალს სწრაფად აკრიფა თავისი ნომერი და ზარი გავიდა თუ არა სწრაფადვე გათიშა,
- ახლა უნდა გამოვიცვალო,
ღიმილით მიაწოდა ტელეფონი კმაყოფილმა და ქვედატუჩ კბილებში მოქცეულმა ახედა, თითქოს გამოსაცვლელშიც ეპატიჟებოდა
- გნახავ,
თვალი ჩაუკრა ბიუსჰალტერის ბრეტელი გაუსწორა და თავადაც მხიარულად გაუშვა 'ქერა' რომელმაც ღიმილით გამარჯვებული მზერით გადახედა დაქალს და გვერდში ამოდგომისთანავე გახედა თეოდორეს, აშკარა იყო რომ ლამაზმანი ქართველიც არ იყო, გამბედავი, მამაკაცის მაძიებელი უცხოელი გახლდათ, რომელმაც ნაზად დაუქნია თითები, სალომეც ნერვოზულად წამომჯდარიყო, ისე მოეხვია ლურჯი კუპალნიკის მოსაცმელი, ისე აკვირდებოდა თეოდორეს საქციელს,
მისი მოტრიალებისთანავე 'შლოპანცებში' შეაცურა ფეხები ისე წამოდგა
- იდიოტი მექალთანე,
ზიზღით ამოილაპარაკა ისე წავიდა ფლატუნით გაურკვეველი ადგილისკენ, კმაყოფილმა გააყოლა თვალი თეოდორემ შეზლონგზე წამოწოლასთან ერთად და კომფორტულად მოკალათებულს ჩაეცინა მის გაქცევაზე, ასევე კმაყოფილმა დახედა ტელეფონში ნომერს მშვიდად გახსნა 'სამი წერტილი' და 'ქერას' ნომერი აუჩქარებლად დაბლოკა.......
.....
პირველივე დღემ მშვიდად ჩაიარა, ფეხით სიარული არჩიეს ახლომახლოს კაფეში სხდებოდნენ, საუბრობდნენ თითქმის ფეხით შეისწავლეს ყველა ახალი უბანი, ღამით უკვე საყვარლად ცვიოდა ციდან წვეთები, არა ძალიან წვრილად, ისე თითქოს საცერში იცრებოდა წვიმა, ნელა და აუჩქარებლად მოფარფატებდა, ლამპიონების შუქზე ისე საყვარლად მოჩანდა ეს ყოველივე მშვიდ წყნარ უბანში მოსეირნეებისთვის უბრალოდ მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელ სიმშვიდედ აღიბეჭდებოდა მათ გონებაში, შორიდან ისმოდა გამართული კონცერტებისგან, მუსიკების დიდ ხმაზე მოღრიალე ხმა, თუმცა ეს ხელს საერთოდ არ უშლიდა უბნის სიმშვიდეს,
- დავიღალე ხალხო ძაან ბევრი ხო არ ვიარეთ?
კრეჭვით ჩაერია საუბარში ანანო და უხერხულად გადაისვა თავზე ხელი
- დაიღლებოდი ანო რაც შენ იხტუნავე და იმაში დახარჯე ენერგია ჩვენთვის იდეები მოგეწოდებინა კიდე კარგად ხარ,
სიცილით გადახვია ხელი დემეტრემ და მშვიდად გადაჭრეს გზა სახლისკენ თეოდორე და მაშო მოგვიანებით ჩამოშორდნენ მათ, მაშომ შეძლო თეოდორეს ხასიათის გამოსწორება, სიცილით მიაბიჯებდნენ ქუჩებში ისე ახსენებდა მაშო ათას სისულელეს და ისიც გამხიარულებული ხარხარებდა სიარულშივე მაშოსთან ერთად,
- რა კარგია, რომ მყავხარ,
ღიმილით მოხვია ხელი ისე აკოცა თავზე და მაშომაც სიარულში მოხვია წელზე ხელები,
- თედორე არ გინდა მომიყვე რა ხდება შენ თავს?
- რა უნდა ხდებოდეს მაშუნა?
- შენც შეიცვალე, თან ძალიან შეიცვალე, არ მკითხო რაზეო, ყველანაირად შეცვლილი ხარ ხანდახან ვეღარ გცნობ არც არაფერს მიყვები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
წუწუნით უყურებდა მას ისე ადგავდა მასთან ერთად დიდ ნაბიჯებს
- გეჩვენება,
ღიმილით დახედა და მაშომაც მობეზრებულად აატრიალა თვალები
- ოო გეყოფააა!
ადგილზე გაჩერდა ისე ამოიწუწუნა და თეოდორე რომ დიდი ნაბიჯებით ჩამოშორდა სირბილით დაეწია.....
......
მშვიდად დაასრულეს დღე და მეორე დილაც განსხვავებულად დაიწყეს, ახალ-ახალი ადგილები მოინახულეს მშვიდად დასეირნობდნენ ისევ ბიჭების გარეშე ისხდნენ გოგონები ეშმაკის ბორბალზე და მათ ტელეფონს საუბარი რომ შესძლებოდა აუცილებლად გამოლანძღავდა პატრონს, სასაცილო დასამახსოვრებელი ვიდეოების გადაღებასაც ასწრებდნენ და ეს ყოველივეც ძალიან აბედნიერებდათ, დილა, რომ ერთად გაატარეს საღამოს ჩვეულად გამართულ ღია კონცერტს, რომ გადააწყდნენ მათ შეუერთდნენ, თუმცა ყველა ერთად არ ყოფილა, გოგონები იყვნენ და მათთან მხოლოდ ვაჟა იყურებოდა დასჯილი ბავშვივით, რამდენიმე გადარეკვა და თითქმის ყველა იქ იყო თეოდორეს გარდა, არც მოსულა....,
სიმღერები, დალევა, ცეკვა ყველაფერი ერთდროულად იყო და ყველაფერს ერთდროულად ირგებდა სალომე სხვა კუთხეში მყოფი ისე უაზროდ სვამდა ვერც თავად ხვდებოდა, ყოველ ჯერზე ამოწმებდა თეოდორეს მოვიდა თუ არა და შემდეგ ისევ აგრძელებდა ცეკვას დალევასთან ერთად, ზედმეტადაც დაღალა დიდხნიანმა ცეკვამ და დალევამ, ერთხელ დაენახა ბავშვებს, რომ მისი ძებნა არ დაეწყოთ და ბარბაცით გაძვრა ქუჩაში, სანაპიროსკენ ჩაუხვია იქით სადაც სულ სიბნელე და მხოლოდ ტალღების ხმა იყო, ციოდა კიდეც, თუმცა გადიდებული თვალებით ფრთხილად ჩავიდა კიბეებზე სალომე და სანაპიროსთან იქ სადაც წყალი ვერ მიწვდებოდა ფრთხილად ჩამოჯდა, წამით გადაწვა ძირს თავბრუსხვევის გამო დახუჭა დასასვენებლად თვალები და სწრაფად წამოჯდა, უხმოდ და უსიტყვოდ ისროდა პატარა ქვებს ზღვაში, თითქოს თავისი ტკივილის მისთვის გადაცემას შეძლებდა, თითქოს უხმოდ უყვებოდა მის სევდას და ტალღებიც სალომეს ამბით აღელვებას, ტალღების გადიდებით ანიშნებდა, შორს მჯდომსაც კი აწვდა წყლის სანაპირო ქაფი ხოხიალით წავიდა უკან-უკან წყალმა ფეხები, რომ გაუსველა სწრაფად წამოხტა, რომ სრულად არ დასველებულიყო და უკან დახეული შეასკდა ძლიერ სხეულს, დენდარტყმულივით შეტრიალდა მისკენ და ნაცნობი ადამიანის დანახვისას ნერვოზულად აუტყდა სიცილი,
- მთვრალი ხარ?
ბოხი ბარიტონით დაუსვა კითხვა და სასმლის სუნი მკვეთრად რომ იგრძნო თავადვე დააქნია თავი ისე გაისველა ბაგეები,
- ვაახ ვაახ, ბატონოო თეოდორეე,
სიცილს მორჩა თუ არა დოინჯები შემოიწყო ღიმილით ისე ახედა მამაკაცს,
- აქ რას აკეთებ? ჯერ ძალიან ადრეა,
- გამოიპარე?
თეოდორე თავის კითხვების დასმას აგრძელებდა, თუმცა მისი კითხვები საერთოდ არ ესმოდა სალომეს
- კონცერტზე რატო არ ხარ?
უხეშად დაავლო მკლავში ხელი ისე ეცადა იძულებული გაეხადა პასუხისთვის,
- და შენ რატომ არ იყავი?
სწრაფად დასერიოზულდა სალომე, მისკენ წაწეულმა შეხედა თვალებში ინტერესით და თეოდორეს ძლიერად მოჭერილი ხელი მის მკლავზე არ შეიმჩნია
- ააა უკაცრავად, მე ვიცი,
ცინიკური ღიმილით გადაიწია უკან ისე წაბარბაცდა
- ახალი გაცნობილი ქერა ხომ უნდა გენახა არაა..... აა და მოიცა , ვფიქრობ იმასაც გააჩნია სად ნახავდი არა?
ისევ სიცილი ჩურჩულით გადაიწია მისკენ თავის ქნევით უთხრა და ახარხარებული გადაქანდა უკან, მკლავით იკავებდა თეოდორეც, რომ არ წაქცეულიყო,
- ნუ ბოდავ და წამოდი,
მშვიდად უშვა ხელი ისე აკვირდებოდა სალომეს რომელსაც ცოტა აკლდა ტირილამდე,
- ვბოდავ? იმ გოგოს ადგილას მეწყინებოდა, ბედნიერად დაძვრებოდა მკლავიდან მკლავში და შენთვის ვბოდავ? რა მოსაწყენი ხარ,
სხეულზე ჩამოუსვა გოგოს გაჯავრებით თითები ისე აუტყდა ისევ სიცილი უხეშად რომ მოიშორა მისი თითები თეოდორემ,
- გამოადგი ფეხი რა,
მკლავში ჩაავლო ისევ ხელი ისე უბიძგა გასასვლელისკენ, სახე სრულად ეცვალა სალომეს კოპებ შეკრულმა გახედა უხეშად აიქნია ხელი მისი ხელის მოსაშორებლად და სრულად ჩამოშორდა
- გაეთრიე და თუ წასვლა გინდა შენთვითონ წადი მე შემეშვი,
შეცვლილი სახით აუარა გვერდი ისე დააპირა ისევ ჩამოჯდომა სანაპიროს წინ, სწრაფად დაავლო თეოდორემ ხელი ისე წამოაყენა და მისკენ შეტრიალებული სწრაფად მოიკიდა მხარზე,
- ვირო! დამსვი!
მაშინვე აფართხალდა მის ლანძღვასთან ერთად და მუშტებს ძლიერად ურტყავდა მხარზე,
- დამსვი-მეთქი! იდიოტო!
ხმამაღლა უყვიროდა არ აჩერებდა ხელებს, თეოდორეც დიდი მშვიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ისე თითქოს არავინ ლანძღავდა და არც არაფერი ხდებოდა, მშვიდად გადავიდა ასასვლელისკენ და კიბეებისკენ დაიძრა
- ოხ! ვერ გიტან! ცხოველო!
საბოლოოდ ამოიგმინა ისე დაარტყა შეკრული მუშტი და თეოდორეც უკვე კიბეებთან მყოფი გაჩერდა, უხეშად დასვა ძირს და მანაც ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო, სწონასწორობა რომ დაიჭირა სანამ ცივი გამოხედვით მაყურებელი თეოდორე რამეს ეტყოდა, მანამ მოუქნია ძლიერად სახეში ხელი, ძლიერი წვისგან დახუჭა წამით დასამშვიდებლად თვალები ისე ჩაავლო მოულოდნელად კისერში ხელი და ძლიერად ააკრო კედელს,
- მომისმინე! ს ქნევას მორჩი! მადლობა თქვი მე მოვედი და არა ვიღაც დედამო*ყნული უცხოელი, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაგაქრობდა აქედან, ახლა დააყენე და უხმოდ გამომყევი უკან!
კბილებში გამოუცრა ბოხი მკაცრი ბარიტონით ნათქვამი სიტყვები, ისე ეკვროდა სხეულზე და სალომეც მისი სწრაფი რეაქციით შეშინებული ღრმად სუნთქვით უყურებდა მთელი სხეულით დაჭიმული მამაკაცს, რომელმაც სიტყვის დასასრულშივე ძლიერად დაარტყა კედელს ხელი ისე მოშორდა და კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით სვლა დაიწყო, დიდი ნერწყვის ყლაპვით მოშორდა კედელს სალომე, ისე ამოისუნთქა შიშისგან და ჩამოგორებული ობოლი ცრემლი სწრაფად მოიშორა
- გაინძერი!
უხეშ ხმაზე ეცადა ფრთხილად ასულიყო კიბეებზე კედლის დახმარებით
- მძულხარ!
დაბალხმაზე ამოიგმინა, ეცადა თეოდორეს არ გაეგო, თუმცა ვერც გამოაპარა
- მიხარია!
მკაცრად ჩამოდგა კიბის თავში ისე აატარა წინ და წინ წასულს წყნარად აყვა მისი დაკვირვებითვე.....
...
- სად იყავი გოგო?
სალომეს დანახვაზე სწრაფად ეცა ანანო დანახვისთანავე, თვალს რომ ძალიან მოაკლდა მისი ძებნაც დაიწყეს,
- გავისეირნეთ და მოვედით,
მკაცრად გასცა ანანოსაც პასუხი ისე დაავლო სალომეს მაჯაში ისევ ხელი
- ჩვენთვის გეთქვა, მერე
- სწრაფად გავიყვანე და ვერ მოასწრო თქმა, სად არიან დანარჩენები?
სალომეს არ აცდიდა ხმის ამოღებას თავად სცემდა პასუხებს ანანოს
- აქ არიან, სალომემ რომ მომწერა მოვდივარო, აღარსად წასულან,
- ეძინება სალომეს გაყევი სახლში რა,
წინ წასული ხელახლად მოუბრუნდა ანანოს თხოვნით ანიშნა სალომეზე
- არ მეძინება დარჩენა მინდა
- გეძინება-მეთქი!
მკაცრად რომ დახედა უხეშად ჩაიქნია სალომემ ხელი ისე გავარდა გზისკენ
- გაყევი რა შორს არ არი,
თხოვნით დახედა ისევ ანანოს და მანაც გაკვირვებული მზერით დაუქნია თავი ისე მოავლო თეოდორეს თვალი და სირბილით დაეწია სალომეს.....
.......
კიდევ ორი დღით გაილამაზეს ბათუმსა და ქობულეთში დღე, ერთად იყვნენ, ერთად ერთობოდნენ და ერთად აღამებდნენ კიდეც, თითქოს ყველა ერთმანეთთან ახლოს იყო გარდა თეოდორესა და სალომესი მათ შორის უზარმაზარი კედელი იდგა თითქოს ერთმანეთს თუ გახედვადნენ თითქოს ერთმანეთს ვერა და მათ შორის ჩამდგარ უზარმაზარ კედელს უმზერდნენ, რომელიც ყველაზე მტკინვეული იყო, თითქოს ერთობოდნენ მაგრამ გართობის დროსაც კი რაღაც ძლიერ უსიამოვნებას გრძნობდნენ ერთად არ იყვნენ და მაინც მოუშორებელი ხდებოდა ის ერთი და საშინელი გრძნობა, ზღვიდან მთაში იცვალეს, სადაც ყველაფერი განსხვავებული იყო, სრულიად განსხვავდებოდა გარემოც, ხალხიც, ჩაცმაც, ბუნებაც და ჰავაც, მეტი საოცარი ბუნება ხშირი ტყე, პატარა მშვენიერი ბილიკები და მათი ხის ორ სართულიანი ულამაზესი კოტეჯი, რომელსაც უმშვენიერესი ფანჯრები ჰქონდა, მის რაფაზე ჩალაგებული სხვა და სხვა სილამაზის ყვავილებით, ქვედა სართულზე პატარა აივანი სადაც ცივი ამინდისთვის დაჭრილი შეშა ლამაზად ელაგა კუთხეში, რომელიც იმდენი იყო, რომ ჭერს წვდებოდა, მართალია კოტეჯი ხის უმშვენიერესი ნაწილებისგან შედგებოდა, თუმცა მისი დიზაინი სრულიად განსხვავებული იყო ფიზიკური შეხედულების შემდეგ, სახლს სრულად ექვსი ოთახი ჰქონდა, თუმცა ეს მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენდა, კოტეჯში თავადვე აიტანეს პროდუქტები ერთ სრულყოფილი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ასეც იყო, სამზარეულოში დატრიალებდნენ გოგონები დილაუთენია სალომე, როგორც ყოველთვის მაგიდასთან ჩამომჯდარიყო და მათ საუბარს უსმენდა, ანანო რომელი მისაყუდებელი ადგილიც განთავისუფლდებოდა, გაზქურა, ონკანი თუ კარადა, ყველაფერს ეყრდნობოდა, ბიჭები მისაღებში მაგიდასთან მსხდომები თამაშობდნენ დროის გასაყვანად კარტს, ხოლო მაღლა, ერთ მშვიდ ოთახში, ორ საწოლიან საწოლში, რომელსაც ფუმფულა საბანი ჰქონდა მასში ახლართულიყო წელსზემოთ შიშველი თეოდორე მუცელზე დაწოლი, თითქმის მთელ საწოლს ავსებდა, გვერდულად მწოლიარეს საბანი ალაგ-ალაგ ეფარა და ნავარჯიშები ზურგი მთლიანად მოშიშვლებოდა, მისთვის არ იყო რაჭაში გატარებული მეორე დღე მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ტყეში ბავშვებივით ბამბიქტონსაც, წრეშიბურთსაც და ფეღბურთსაც მხიარულად თამაშობდნენ, დღეს არანაირ თამაშსა და ბავშვობის გახსენებას არ გეგმავდა, თვალები დაეხუჭა და თითქოს თავსაც კი ატყუებდა, რომ ეძინა.....
- არ მოხვალთ? ვჭამოთ და გავიდეთ მერე,
ერთი სული ჰქონდა ბარბარეს, როდის გავიდოდნენ ისევ რაღაც ახალის სანახავად და მას ყველაზე მეტადაც კი ეჩქარებოდა საუზმობა, ღიმილით კითხა ბიჭებს და ნელ-ნელა რომ აიშალნენ თეოდორე იკითხა,
- საწოლშია,
მოკლედ მოუჭრა ვაჟამ და კარტის ალაგება დაიწყო, მშვიდად გადახედა ყველას, მშვიდად აიარა კიბეები და თეოდორეს ოთახის კარების წინ, რომ ჩამოდგა რამდენიმე მიკაკუნების შემდეგ შეაღო კარი,
- თედო, არ გამოხვალ?
ფრთხილად შეიხედა, რომ გამოცვლის პროცესს არ დამთხვეოდა და ჯერ ისევ მწოლიარე, რომ იხილა თავისუფლად შევიდა ოთახში,
- რა გჭირს?
გაკვირვებულმა იკითხა ისე ჩამოჯდა მის გვერდით საწოლზე, მშვიდად გადმოტრიალდა ისიც ისე დაწვა ზურგზე და ხელები ამოიდო თავქვეშ,
- არაფერი, რა ხდება?
გაზმორვასთან ერთად შეხედა და ბარბარეც მის ჩვეულებრივ პასუხზე დამშვიდდა
- არ ჩამოხვალ? ვჭამოთ და გავდივართ,
- ვაა სად გავდივართ?
სწრაფად დაუსვა კითვა ისე დახედა თითებზე,
რომელსაც ნერვოზულად აწვალებდა ბარბარე
- რავი ტყისკენ ჯერ სასეირნოდ გავალთ მერე რავი რამე ახალსაც ვნახავთ,
- ვააა მაგარია თქვენ წადით,
მშვიდად გასცა პასუხი და ისევ წყნარად გადატრიალდა ისე აქცია ზურგი,
- ოო რა ვირივით იქცევი რაა! ადექი და გაიარე, ბოლოს დასვენებები როდის გვქონდა არც კი გვახსოვს, ძლივს ერთად ვართ და შენ კიდე წესიერად ვერც ირგებ,
ბრაზი ვერ დამალა ბარბარემ ისე დაარტყა ხელი ზურგზე და თავადვე ეტკინა ხელი
- მშვენივრად ვირგებ საკმარისია ყოველდღე ბოდიალი, დღიურ დასვენებას ვიწყობ,
- ვირი ხარ! საჭმელად მაინც არ ჩამოხვალ?
წარბები უნებურად შეკრა ბარბარემ ისე აღიზიანებდა მისი ჩამოშორება და მისი გამოკლება,
- ჩამოვალ მოგვიანებით,
ისევ ჩვეულად მწოლმა გასცა პასუხი და მაშინვე ნაწყენი და ამავდროულად გაბრაზებული წამოდგა ბარბარე,
- რამდენს იკლებ და ვერ ხვდები,
თვალების ტრიალით დახედა ისევ გაუნძრეველს და უხეშად გამოიხურა კარები....
ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაგეგმეს ახალი დღე ერთად, ყველას აზრის გათვალისწინებით, ღიმილით გადააწვდიდნენ ხოლმე ერთმანეთს საწებელას და არცერთს სურდა ოდესმე ეს ერთობა დასრულებულიყო,
- ძალიან გემრიელი იყო, მადლობა და კიდევ თუ არ გამიბრაზდებით გუშინ თითქოს არ მეძინა და შუადღისკენ შემოგიერთდებით რა უჩემოდ წადით და გნახავთ მერე,
- აუ სალომე კარგი რაა!
ბარბარემ ვერ მოითმინა ემოციების გამოხატვა მას მერე რაც მეორე ადამიანიც ჩამოაკლდა და სწრაფად წამოიყვირა,
- კაი რა, გთხოვ ხომ ხედავ მოვიშორე ცუდი ხასიათი და მაქსიმალურად ვერთობი და ერთი დასვენება გთხოვ, ნუ ბრაზდები ოღონ,
ყელზე წაივლო ხელი თხოვნის ნიშნად და ძმას გადახედა, რომელიც თითქოს ნებას რთავდა კიდეც, ხმა რომ არავინ ამოიღო ღიმილით მიუდგა მაგიდას სკამი
- ძალიან კარგი ბედნიერი გართობა მიყვარხართ,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ღიმილით დატოვა ოთახი, კიბეებზე ასვლა, რომ დაიწყო ღიმილი გაუქრა მას შემდეგ რაც კიბეებზე ჩამომავალ თეოდორეს აუარა გვერდი, ვიწრო კიბეების გამო კი უხეშად გაკრა თეოდორემ მხარი
- ვირი!
დაბალხმაზე ამოილპარაკა სალომემ ისე გააგრძელა გზა,
- მესმის,
მკაცრად ამოთქვა დაბლა ჩასულმა ისე შეუხვია სამზარეულოში, მის ხმაზე მიტრიალებულმა წამით დახედა იმ ადგილს სადაც რამდენიმე წამის წინ შევიდა სამზარეულოში თეოდორე და სახე სასაცილოდ დამანჭა
- მესმის!
თეოდორეს გააჯავრა მკლავები სხეულს დააშორა ისე თითქოს დიდი კუნთები არ აძლევდა საშუალებას მკლავები სხეულისთვის შეეხო, მხრებში გაიმართა და თეოდორესავით დაბღვერილი მზერით წავიდა ოთახისკენ, მართალია როგორც სალომემ გააჯავრა მსგავსად გორილა არ ყოფილა თეოდორე, თუმცა დაბღვერილი მზერა ერთი ერთში დასვა....
- ვსო ემზადებით?
ოთახიდან გამოსული სალომე რომ წააწყდა ანანოს, სწრაფად ჰკითხა ინტერესით
- არა გოგო მივდივართ უკვე
- აა კაი ბედნიერად აბაზანაში შევალ მე გაკოცეთ,
მხიარულად დაემშვიდობა და ანანო რომ კიბეებზე დაეშვა სწრაფად შევიდა ოთახში ხალათის ასაღებად, მარტო სიწყნარეში, უხაროდა კიდეც და დიდი იმედი ჰქონდა რომ სრულიად დამშვიდდებოდა, გამოსული იმედიანად შევიდა აბაზანაში ისე, რომ კარი არც ჩაუკეტავს, ცხელი წყლის ქვეშ დამდგარი, ფიქრებს სწორად ალაგებდა, ცდილობდა, სურვილები დაელაგებინა ისე თითქოს მალე ახდებოდა კიდეც, ფიქრს, ღიღინსა და ცხელი წყლის ქვეშ დგომას ერთდროულად მშვიდად აკეთებდა, საათი მაინც იდგა სასიამოვნო ცხელ წყალში და ძლივს მოწყდა აბაზანის სიამოვნებას, თავზე პირსახოცი შემოიხვია თუ არა სწრაფად ამოიცვა ერთადერთი შეტანილი საცვლები, ამის გამო გრძელი სხეულის თეთრი ტილო მაინც შემოიხვია სხეულზეც და თავისუფლად ღიღინით გავიდა ოთახში, სხეულის დანახვისთანავე მოულოდნელად შეხტა, მოღიღინე მშვიდად მყოფი სახე სწრაფად გაუფითრდა და შიშისგან დაიწყო მისმა გულმა ძგერა,
- ჯანდაბა! ჯერ არ წასულხართ?
გაკვირვებულმა კითხა ადგილზე გაქვავებულ თეოდორეს, რომელიც მის თვალიერებას ხარბად მოჰყვა,
- რა სასაცილოა, მეგონა მარტო ვიყავი,
იმედგაცრუებულმა ამოილაპარა თეოდორემ ისე გადაისვა თმაზე ხელი და სალომეც ეცადა თეოდორეს მზერისგან გამოწვეული უხერხულობა არ შეემჩნია
- ნეტა წასულიყავი,
თვალების ტრიალით დაიძრა სალომე,
- რა გინდა? არაფერს არ გიშავებ და ახლა მეწყინა რომ არ დამპატიჟე,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა აბაზანაში დაპატიჟება რომ იგულისხმა, სალომეც წამით გაშეშდა, ისე მოუტრიალდა
- მარტო ვართ და ისევ იწყებ ამ საზიზღარ საუბარს? არ შეგიძლია ერთხელ მოკეტო?
- რანაირად ჩემ წინ პირსახოც შემოხვეული გოგო დგას, რომელიც უხერხულად საერთოდ არ გრძნობს თავს, ეს ალბათ მიჩვევის გამოა ხო?
დანანებით ამოილაპარაკა და კმაყოფილმა ახედა მას, რომელიც მაშინვე გაღიზიანდა, რომელმაც უკვე იცოდა, რომ თეოდორე არ გაჩერდებოდა და კიდევ უარესებსაც ეტყოდა,
- საზიზღარი ხარ იმდენად საზიზღარი რომ რთულია ვინმე შენს მახლობლად იყოს
- სამაგიეროდ შენ ხარ პატარავ იმდენად კარგი, რომ ყველა შენი სხეულის ფარვის ქვეშ გყავს,
ხელების გაშლით დაადასტურა თავისი სიტყვები და ხელები შორიდანვე ააყოლა სხეულზე, ბრაზისგან ღრმად სუნთქავდა სალომე, სიტყვებსაც კი ვერ აბამდა მის ცინიკურობას და სითავხედეს, მთელი სხეულით ზიზღისგან უდუღდა ისე მოიშორა თავიდან პირსახოცი და სწრაფად ესროლა,
- არ გრცხვენია მაინც? რით ვერ დაიღალე,
მისკენ მიახლოვებულმა კრა ხელები ძლიერად, აყვირებული ცრემლებსაც, რომ ვეღარ იკავებდა და ცდილობდა ნერწყვებისთვის გადაეყოლებინა ყოველი მომდგარი ცრემლები
- და რა გაწუხებს სიმართლე? სამსახური დაიწყე? ყოველ საღამოს სხვა და სხვა ნაბი*ვარი გაცილებდა ბედნიერი მზერით და სამსახურიდან მოდიოდით თუ სახლიდან? გთხოვ გაგვინდე ოჯახს!
ძლიერად უთავაზა სილა სალომემ მის სიტყვებზე და ნერწყვებმაც კი ვერაფერი უშველა უნებურად გადმოყარა ცრემლები, საერთოდ ვერ აკავშირებდა მის გახსენებულ დროს ამ მომენტთან და საერთოდ მსგავსი აზრიც კი ძალიან სწყინდა მისგან მას მერე რაც თეოდორე, მის გამცილებლებს საშუალო დონზე იცნობდა
- ბინძური იდიოტი ხარ! მექალთანე დეგენერატი, რომელსაც ყველა ისეთივე კახპა გონია როგორებსაც იყენებს, ჭურში გძინავს ნაგავო თვალები გაახილე! შემეშვი ხო შეიძლება? რა დაგიშავე! გგონია შენ გგავარ? სპეციალურად აკეთებ და რის გამო? გგონია დავნებდები თუ არა?! აა გამახსენდა თუ შენ წინ სხეულზე შემოხვეული პირსახოცით ვდგავარ, მექალთანე იდიოტზე იმოქმედა ამ ყოველივემ?!
დაჭიმული ყბებით ცრიდა სიტყვებს თვალები ზიზღსა და ბრაზს შავ ფერში ეცვალათ და მძიმე სისხლისფერი ცრემლები ცვიოდა დაუნახავად, პირსახოც მოშორებულს ჩამოცვენოდა წინ სველი თმები, ხელს კრავდა წინ მდგარს ძლიერად, სიტყვებში ატანდა დაღლასა და ტკივილს, მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი თეოდორეს ცინიკური დამღლელი საქციელის გამო, სიტყვის ბოლოშივე ღრიალით ჩამოგლიჯა პირსახოცი და ხელებშივე მიაჩეჩა თეოდორეს,
- რა ჯანდაბა უნდა გამიკეთო იმაზე მეტი რასაც ახლა მიკეთებ?!
ჰაერიც აღარ ყოფნიდა ისე ამოიტირა დამანჭული სახით და მთელი სხეულით დაჭიმული ჩამოდგა მის წინ შიშველი
- დამშვიდდები ოდესმე?!
ზიზღით დააჭირა კბილები კიდევ მეტად ერთმანეთს ისე კრა ძლიერად ხელები, ვეღარაფერს აკონტროლებდა, ვერც ცრემლებს ვერც ძალებს ვერც ტკივილსა და ვერც საღად აზროვნების უნარს
- რას იზამ
ბოლოჯერ ძლიერად დაარტყა მუშტები შეძლებისდაგვარად და ბოლოს რომ ძლიერად მოუქნია სწრაფად დაუჭირა თეოდორემ მაჯებით, ისიც ძალა წართმეული ყველანაირი შემოტეული ემოციისგან ძლივს იდგა ფეხზე სწრაფადვე მოადუნა მკლავები და წინ გადმოყრილი თმებით თავდახრილი ცდილობდა დაემალა სხეული, რამდენიმე წამში სრულად შეწყვიტა სუნთქვა, ხმასაც არ იღებდა აღარ ტიროდა უბრალოდ გაჩუმდა გაშეშდა თითქოს ძეგლად იქცა კიდეც ისევე როგორც თეოდორე იმ წამს სალომეს მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგ
- რატომ იქცევი ასე?
მშვიდად დაიწყო სუნთქვა და მშვიდად სუნთქვას ამოაყოლა სიტყვებიც ისე ახედა თეოდორეს თვალებში, თითქოს თავად ეძებდა პასუხს თეოდორეს სინანულითა და ბრაზით სავსე თვალებში, თუმცა იმდენად სავსე იყო ბრაზით ვერაფრის ამოკითხვა შეძლო და ეს კითხვა სრულადაც გაატარა პასუხის არ გაგების შემდეგ
- რას ელოდები? ჩემი ნაბიჯები უკვე ხომ იყო?
სწრაფად გაინთავისუფლა ხელები ისე მოიწმინდა მაჯით ცრემლები და ინტერესით ახედა თეოდორეს, არაფრის მთქმელი თვალებით, წამში ისე შეცვლილიყო მისი მზერა საერთოდ აღარაფერი იკითხებოდა სალომეს თვალებში
- რას გაშედი, ხვალ კი შეგიძლია ძმაკაცებში ისაუბრო და ახსენო რომ შენსას მიაღწიე და შენი სამიზნეც მარტივად მოინადირე,
უფრო მეტად მიუახლოვდა, მეტად შეამცირა მანძილი ისევ არაფრის მთქმელი მზერა ჰქონდა, უბრალოდ საუბრობდა და თითქოს რაღაც გადატრიალებულიყო მასში,
- ნუ სულელობ!
ხმადაბლა ამოილაპარაკა თეოდორემ, უხეშად მოიშორა სალომეს ნელა შეხებული ხელები
- ნუ ვსულელობ? მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?
ჩაცინებით მოშორდა ინტერესით შეანათა მზერა თვალებში და განზრახ წარმოდგელი ვნებიანი მზერით დახედა ტუჩებზე, მძიმედ გადაყლაპა თეოდორემ ნერწყვი, ყველაზე რთული მომენტი იყო მისთვის, ვერ იკრებდა იმის გამბედაობას, რომ ხელი მოეკიდა გულში ჩაეკრა და ეთქვა, იმდენად ძლიერად შეცვალა საკუთარ თავს თავად ვერ ცნობდა და იმდენად ძლერად უყვარს რომ მისი გამოხატვის უნარი დაეკარგა, ვერ ბედავდა ეთქვა რადგან ხვდებოდა როგორი სხვანაირი როგორი უხეში და სატანა იყო სალომეს წინ, ვერ შეძლებდა ეთქვა მიყვარხარ მაშინ როცა სალომეს ათასჯერ მაინც ჰქონდა ნათქვამი მისთვის სიტყვა "მძულხარ" კიდევ მეტად სულელურად იქცეოდა, თუმცა იმდენად დაბნეული, არეული და უცნაური გრძნობით შებოჭილი იყო თითქოს ცხოვრებას ახლა ნულიდან სწავლას იწყებდა
ფრთხილად დაიხარა ისე აიღო ძირს დაგდებული თეთრი 'პირსახოცი' და წინიდანვე ფრთხილად მიაფარა სალომეს
- ჩაიცვი!
დაბალხმაზე უთხრა ისევ და მერე შეძლო წესიერად დაეხედა მისთვის
- კი მაგრამ.....
დაბალხმაზე ამოიზმუვლა და სწრაფად გააყოლა თვალი ადგილს მოწყვეტილ თეოდორეს, რომელიც კიბეზე აუჩქარებლად ჩავიდა, ადგილზე გაყინული დარჩა კარების გაკეტვის ძლიერ ხმაზე მთელი სხეული დაეხორკლა, ისე დახედა მკლავს, ღრმად ამოისუნთქა მარტო დარჩენილმა და სურვილი რომ ეკივლა, ეღრიალა, ყველაფერი დაელეწა და თვითონაც სადმე გადამხტარიყო ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს გადააყოლა, ერთი ცრემლის გადმოგდების უფლებაც კი აღარ მისცა საკუთარ თავს, კანკალი რომ შენიშნა და როცა მიხვდა, რომ არც ციოდა უხეშად მოიშორა პირსახოცი აკანკალებული ნაბიჯებით შევიდა ოთახში,
- ამას ვეღარ შევცვლი,..... უკვე მოხდა,
დაბალხმაზე ბურდღუნით საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ამ ყველაფერთან ერთად ფიქრობდა, თითქოს გაქცევაზე, რომ ჩაელაგებინა ყველაფერი და წასულიყო, თან ისე შორს რომ ვერავის ეპოვნა, თუმცა ამ ფიქრებსაც გადაუსვა ხაზი, გაქცევას არ აპირებდა, თითქოს თვალებში ხშირად უნდოდა ჩაეხედა თეოდორესთვის,მართალია სიკვდილამდე ძლიერ ერთულებოდა მაგრამ ამავდროულად თითქოს ცდილობდა ამ მზერით დაეტანჯა თეოდორე, სწრაფად გადმოაწყო ტანსაცმელი და მალევე აარჩია მოკლე ქვედაბოლო, ბრეტელებიანი საშვალო ზომის ტეკოლტით თეთრი მაიკა და როგორც ყოველთვის იდეალური იყო, მცირედ გაიკეთა მაკიაჟი, ავარდისფრებულ ტუჩებზე ყავისფერ კონტურთან ერთად, საზამთროს გლოსი გადაისვა და საოცარ სურნელს საოცარი გემოც მოჰყვა, საშუალო სიმაღლით ამოიცვა დახურული ფეხსაცმელი და ხმაურიანად ჩავიდა დაბლა სართულზე, იმდენად თავისუფლად იქცეოდა, თითქოს დავიწყებოდა კიდეც ყველაფერი, თუმცა უბრალოდ მასზე დაყრდნობით არ აპირებდა გაეტარებინა დრო, ამავდროულად საკუთარ თავში ეძებდა პრობლემას მათი ირთიერთობის გამო და ამის შეცვლასაც იმ წუთიდანვე ცდილობდა, სამზარეულოში შეიარა წყლისთვის და ხმაურიანი სიარულითვე მიუახლოვდა გასასვლელს, სწრაფად რომ შემოაღო თეოდორემ კარი, გეგმაში ისიც ჰქონდა, რომ სალომესთან ავიდოდა ბოდიშს მოუხდიდა და ეცდებოდა ყველფრის გამოსწორებას, ატირებული გოგონას წინ, თუმცა სრულიად სხვა სურათის დანახვისას ღია კარიდანვე გაკვირვებულმა აათვალიერა, ფეხებიდან თვალებამდე
- სად მიდიხარ?
სწრაფად მოაყოლა გაკვირვებულმა სიტყვები და სალომემაც კმაყოფილმა აუწია გასაღები ცხვირწინ, რადგან აღარ მოუწევდა იმაზე ზრუნვა სახლში ვინ როდის მივიდოდა, რომ კარი გაეღო,
- სადმე გასართობად,
უპრობლემოდ გასცა პასუხი და გასაღები რომ არ გამმოართვა კედელზე ჩამოსაკიდისკენ მისულმა თან დაკიდა,
გვერდი უნდა აევლო თეოდორესთვის ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და მის წინ ჩამოაყენა,
- აქ ახლოს გასართობი არ არი!
- სამწუხაროა,
უხეშად მოიშორა მისი ხელი და დანანებით ამოაყოლა
- მაგრამ არაუშავს შორს წავალ,
ხელთავიდან კმაყოფილი მზერით დაიწყო ჩავლა თავად შეუტრიალდა თეოდორე ისე ჩაავლო მხრებში ხელი და კარებს უხეშად ააკრო, მკლავებში ჩავლებული ხელებით, მკაცრ, გაბრაზებულ მზერას ვერ აშორებდა ისე უყურებდა თვალებში და მისი მსგავსად შეცვლა საერთოდ არ მოსწონდა, რადგან მეტად აღიზიანებდა
- ჯანმრთელი ხო ხარ! რანაირად იქცევი?!
ბრაზით შეხედა მომღიმარს და სალომემაც ფრთხილად ნაზად მოხვია კისერზე ხელები აღელვების გარეშე
- არა, კარგა ხანია უკვე არა,
ნაწყენმა და ამავდროულად უდარდელი ტონით ახედა თვალებში და მზერა ისევ მის ბაგეებზე გადაიტანა, თითქოს ცდილობდა ისიც ნელ-ნელა გამოეყვანა წყობიდან
- რატომ აკეთებ ამას?!
გაკვირვებულმა დახედა და ცდილობდა დაეიგნორებინა სალომეს მოთამაშე თითები, რომელიც იმდენად ხვევდა ხელებს, რომ მისკენ უნებურად მიიწევდა
- იქნებ იმიტომ, რომ გართობა მომენატრა?... მომბეზრდა ერთიდაიგივე,... ჩემი ძველი ცხოვრება მომენატრა... აქ უნდა იჯდე იმუშაო, დამცირება აიტანო, და იქ ასე არ ყოფილა, ჩვენს კლუბში ყოველ საღამოს, ახალი მანქანები, რბოლები და მეტი გართობა,
დაბალხმაზე საუბრობდა, თეოდორეს თმაში ხლართავდა თითებს და იმდენად იზიდავდა მისკენ იმდენად დაწია მისკენ რომ მის ტუჩებთან საუბარი განაგრძო, თითქოს ცდიდა კიდეც მის მოთმინებას და თავის თამაშში თავადვე დაიწყო დამარცხება, გრძნობდა როგორ ფორიაქობდა სხეული, ათრთოლებული ტუჩებით მისკენ მეტად იზიდავდა თეოდორეს და ის სიახლოვე ის უცნაური სიმხურვალე რაც მამაკაცისგან მოდიოდა სხეულს მეტად უფორიაქებდა,
- რას ცდილობ? ხმადაბლა თეოდორესაც შეცვლოდა ხმა იმდენად ახლოს იყო ტუჩებთან იმდენად საოცარ არომატს გრძნობდა შეუხებლადვე, რომ ზედმეტად ცვლიდა სალომეს სითამამე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი მოაჯირს ძლიერად დაარტყა ხელი სწრაფად გამოძვრა სალომეს ხელებიდან ისე აეკრო ღია კარს, ისე სწრაფად უცემდა გული თითქოს დიდი ლოდები სირბილით ატარა, სახეზე ჩამოისვა ხელები ისე დახედა წინ მოაჯირს აკრობილს, რომელიც არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა,
- მისმინე,.... ჩემი ბრალია.... ვიცი
ნერწყვების ყლაპვით დაიწყო და ისე საუბრობდა თითქოს განსაცდელს ახლახანს დაეხსნა და ჯერ ისევ ეშინოდა იმის რომ იგივე დაემართებოდა
- რა არის შენი ბრალი?
ტუჩების დაპრუწვით წაიწია მისკენ წამწამების აფახურებით მეტად უკან რომ დაიწია თეოდორე, გაკვირვებულმა დახედა სალომემ ტერფებზე
- რაიყო თეოდორ ჩემი გეშინია?
ღიმილით აეკრო ზედ და თეოდორეც შეშინებული ბავშვივით რომ გადაიწია კედლისკენ სალომეც თან მიჰყვა, მაისურის ქვეშ შეუცურა თლილი თითები ისე მიეხუტა და ახურებულ სხეულზე დაასრიალა თითები
- რას აკეთებ?!
კედელზე კაფელ-მეტლახივით აკრულმა დახედა დაჭიმულმა და ხელებს ისე შორიდან კიდებდა თითქოს ცდილობდა მოეშორებინა
- ვცდილობ დაგამშვიდო ზედმეტად აღელვებული ხარ
ხმადაბლა ამოილაპარაკა და კარებს ფეხი მიარტყა ისე მიკეტა ხმაურიანად დარტყმისგან გაქანებული კარები
- ცუდად ხარ სალო! მომშორდი!... გინდა თბილისში დავბრუნდეთ? ახლავე წაგიყვან სადაც გინდა იქ წადი მერე,
სწრაფად ამოთქვა სიტყვები და სალომე რომ მოშორდა ღრმად ამოისუნთქა, მოეშვა და შედარებით მშვიდად დახედა
- სერიოზულად?
- ჰო, ხო დაიღალე აქ არა? ხოდა წავიდეთ შენ შენთვის მე ჩემთვის,
სწრაფად ჩაუღიმა და სალომეც კიდევ უფრო მოშორდა,
- ჩავალგებ და ჩამოვალ
სწრაფად მოშორდა სრულად ისე ავარდა კიბეებზე და ოთახში შევარდა თუ არა გადმოღებულ ჩანთაში დაიწყო ნივთების ჩაულაგებლად ჩაყრა.....
შუბლზე ისე მოისვა ხელი თითქოს ღელვისგან სხეულიდან გამოდენილი სითხე ჩამოიშორა, კედელზე აკრობილი ნელ-ნელა დასრიალდა დაბლა და ძირს ჩამომჯდარმა ქვედატუჩის გასველებით მოიქცია ხელებში შუბლი,
- რას ვაკეთებ რაას?!
დაბალხმაზე ამოიგმინა ისე მოისვა ძლიერად მუშტი შუბლზე და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა, რამდენიმეჯელ შეჩერდა ნომრებში შესული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით სწრაფად დარეკა დემეტრესთან, მანაც გვიან გაიგო ტელეფონის ხმა და მანამ სანამ უპასუხებდა რამდენჯელმე მოასწრო კიდეც გადაფიქრება, ტელეფონში პასუხის მერე ცნობილი შეძახილის შემდეგ "ალო" სწრაფად გამოფხიზლდა ჩაფიქრებული და დაბნეულობის ხმები გამოსცა ისე მოისვა თავისუფალი ხელი შუბლზე
- კაროოჩე....
დაწყებისთანავე გაწყვიტა სიტყვა და კისერი გაატკაცუნა
- თბილისში უნდა წავიდე დამირეკეს.....
- ახლა ?
- ჰო რა ახლა...
კისერს აწვალებდა ტყუილის თქმის დროსვე და გულში საკუთარ თავს ლანძღავდა
- ოოო დაიკდე რა ცოტახანი და გამოდით
- ბიჭოო მართლა უნდა წავიდე რა ძაან საჩქაროა პროსტა ერთი პრობლემააა რაა.....
ტუჩების გასველებით წამოდგა ისე დაარტყა ნელა კედელს მუშტი და გახურებული შუბლით აეკრო ცივ კედელს
- ახლა რაღა ხდება?
- სალომეც მომყვება დავიღალეო დაა კაროჩეე....
სიტყვა ვერ დაასრულა ისე ირტყავდა შეკრულ მუშტს მცირე მანძილიდან ნელა კედელს და დემეტრეც რო დადუმდა წამით აფორიაქდა
- წაიყვანე
სიჩუმეში ექოსავით გაისმა დემეტრეს სერიოზული ხმით ნათქვამი სიტყვები და თეოდორემაც ბოლოჯერ დაარტყა მუშტი კედელს,
- მარტო არ დატოვო და ზედმეტი არ მოგივიდეს,
ისევ მკაცრად ამოილაპარაკა და წამით ინტერესით მსმენელ
თეოდორეს უცნაურად ჩაეცინა
- ძაან აცანცარებულია ეგ და ძაან ჩაკეტილიც ყველაფერს იდეალური დასასრული უნდა ქონდეს!
აშკარად მარტო მყოფი თავისუფლად ესაუბრებოდა თეოდორეს იმ თემაზე რაც უკვე მან არაჩვეულებრივად იცოდა მართალია ყველაფრის ვრცლად და დეტალურად თქმა პირადად უნდოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, მისი ბრძნული სიტყვები მაინც შემოინახა, რადგან დარიგებებს თეოდორეს აუცილებლად დაუწყებდა მის დაზე, თითქოს ისიც იცოდა რა მოხდებოდა შემდეგ, თუმცა ეს მასზე არ მოქმედებდა "ძმაკაცის და შეუყვარდა" ყველამ იცოდა რომ ეს ასე არ იყო და გვიან გაიცნო თეოდორემ დემეტრე, მშვიდად უსმენდა დემეტრეს დარიგებებს ნაწილს ვერ ხვდებოდა, თუმცა დემეტრეს სიტყვებით იმას კარგად ხვდებოდა რომ ძალიან ბევრი რამ იცოდა დემეტრემ მათ გრძნობებზე, შეიძლება ითქვას რომ მან უფრო კარგად იცოდა ამ დროისთვის როგორ უყურებდნენ ისინი ერთმანეთს,
- გასაგებია?!
საბოლოოდ ამოილაპარაკა და მდუმარე თეოდორეს დაუგდო ყური
- ნაწილო კი მარა ნაწილზე აზრზე არ ვარ რა იბაზრე,
გულწრფელად გასცა პასუხი დაბნეულმა და კიბეებზე დამშვიდებულმა დაიწყო სვლა
- გაიგებ მაგასაც, ჭკვიანად იარეთ და დამირეკე რო ჩახვალთ, რითი წახვალთ
- ტაქსი მყავს რაა და ჩაგვიყვანს უპრობლემოდ
- კაი დავაი მაშინ
მოკლედ დაემშვიდობა იმედიანად და ღელვაც კი შეჰპარვოდა ხმაში როგორ ურთულებდა ყოველთვის სალომე ცხოვრებას, თუმცა ეს სირთულე და ის რომ არა შეიძლებოდა ასეთი მონდომებული არ ყოფილიყო და ახლა ისევ ჯურღმულში ან პატარა ქოხში ფიცრებისგან გაკეთებულ ლოგინზე წოლილიყო წელ გაშეშებული და დილას ტუჩის კუთხეში ახალ-ახალი ნათაგურები გასჩენოდა,...
დამშვიდებულმა ჩაიძვრინა თეოდორემ ტელეფონი ჯიბეში ისე ახედა კიბეებს და სამი საფეხურის გამოტოვებებით ავიდა მეორე სართულზე ისე შევიდა თავის ოთახში და მანაც სალომეს მსგავსად ჩაყარა ყველაფერი ზურგზე მოსაკიდებელ ჩანთაში, თუმცა მან უფრო სწრაფად შეძლო ეს ყოველივე, ძალიან მალევე უკვე მზად მყოფი ჩანთითვე დაბლა სართულზე ჩამომჯდარიყო ისიც იცოდა რომ ტაქსი სახლის წინ ელოდებოდათ, თუმცა სალომეს თავად არ უძახდა, ისევ თვითონ გამოვიდა მომზადების მერე და უხმოდ აედევნა თეოდორეს, კარების გადაკეტვის მერე მალევე მოთავსდნენ მანქანაში და პირვეად ხალხს დაშორებულ დემეტრეს სანახავად წავიდნენ გასაღების გადაცემის შემდეგ პირდაპირი რეისით თბილისისკენ დაიძრნენ....
როგორ ხშირად ამყარებდნენ თვალებით კონტაქტს სარკეში და ამავდროულად ორივე ფიქრობდა განვლილ დროზე, სალომეს კი ჯერ ისევ მისი სიშიშვლე ედგა თვალწინ, რომელიც უზომოდ არცხვენდა, კომპლექსიან გოგოდ აქცევდა ამიტომ კი სწრაფად გადაცვლილი ბუნებითა და ქცევებით ცდილობდა მის დაფარვას, ამავდროულად თავადაც ვერ ამჩნევდა როგორ ნელ-ნელა ითრევდა საკუთარ თავს ამ თამაშში, მთელი გზა ტაქსის მძღოლისა და თეოდორეს საუბარს უსმენდა, თან თითქოს ნანობდა კიდეც წამოსვლას, მას უნდოდა, რომ თეოდორეს გაქცეოდა ახლა კი მასთან ერთად ბრუნდება....
..
ერთადერთი შესვენებით ჩავიდნენ მხოლოდ ქალაქში და ის მეტად ახარებდა სალომეს რომ მისთვის ძალიან ჩქარა ჩავიდნენ ვინაიდან ნახევარი გზა ჩასძინებოდა. თვალების ფშვნეტით გადმოვიდა მისი სახლის წინ გაჩერებული მანქანიდან ისე გამოართვა თეოდორეს საკუთარი ჩანთა და საკუთარ ფიქრებში ბოლოჯერ მოავლო თვალი, ნელი სიარულით შევიდა ეზოში და თეოდორემაც უხმოდ გააყოლა შესულს თვალი.....
...
ცოტახნით მარტო დარჩენილიყო ბარბარე ხალხმრავალ პარკში მშვიდად ღიმილით აკვირდებოდა ბავშვებს სანამ დანარჩენები მოვიდოდნენ და მხიარულად ჩაიცინებდა ხოლმე ბავშვების ცელქობაზე... დემეტრე რომ მასთან ბრუნდებოდა უკვე მარტო აღარ იჯდა ღიმილით ჩამომჯდარიყო მის გვერდით ბიჭი და აშკარად რაღაც ამბის
მოყოლასთან ერთად მხიარულად იცინოდა, ბარბარესაც გულიანად აცინებდა მისი მოყოლილი ამბით, მარტო მისი დანახვა სიცილის დროს საყვარელ კადრადაც აღიბეჭდებოდა დემეტრეს გონებაში მაგრამ ახლა უცნარად დაუარა სხეულში ბიჭის შეხებაზე, რომელმაც ბარბარეს ხელი მოიქცია ხელში, ისე თითქოს მისი ბედი ხელზე უნდა ამოეცნო მის ხელის გულის ჭრილ ხაზებს დააყოლა თითები და შორიდანვე მაყურებელს ცრიდა არასასიამოვნოდ სხეულში,
დიდი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ სწრაფად მიუჯდა მეორე გვერდით ბარბარეს და ხმაურიანი კოცნით დააჯილდოვა, მის საქციელზე გაკვირვებულმა ახედა უცნობმა დემეტრეს და უნებურად გაუშეშდა თითები ბარბარეს ხელის გულზე, თუმცა მასაც მხიარულად რომ ახედა ბარბარემ, მარტივად მიხვდა რომ იცნობდა და უცხო მხოლოდ თვითონ იყო,
- აშკარად ზედმეტად დიდხანს დაგტოვე მაპატიე,
ხელახლად მიაკრო ტუჩები საფეთქელზე და უცნობს შეხედა ინტერესიანი მზერით, შემდეგ დახედა მათ ხელებს და უცნობმაც უხერხულად მოაშორა ხელი,
- არც ისე,... გაიცანი პატაა, ძალიან მხიარულია,
სიცილით ანიშნა უცნობზე და ღიმილით მიიწია დემეტრესკენ მხიარული მზერითვე, კმაყოფილმა დახედა მის საქციელს და ახლოს მიწეულს დემეტრემ და ნაზად მოხვია წელზე ხელი,
- დემეტრე,
თავადვე გაუწოდა ხელი დემეტრემ და ღიმილით ჩამოართვა ხელი,
- ერთად ხართ ალბათ ხო?
თითის გაშვერით ანიშნა ერთმანეთზე და დადებით პასუხზე თავზე უხერხულად მოისვა ხელი,
- ძაან დიდი ბოდიში არ მიკითხავს
ჩაცინებით დახედა დემეტრეს მოხვეულ ხელს ბარბარეს წელზე და კიდევ მეტად დარწმუნდა თავის სიტყვებში
- დაჟე სახელიც არ მიკითხავს, ცუდად არ ჩამითვალოთ, უხდებით ერთმანეთს მაგრად ,
ყურებამდე გაეკრიჭა და ნელა წამოდგა,
წყვილიც მასთან ერთად წამოდგა და უკვე ისიც მისახვედრი იყო რომ დამშვიდობების მომენტი ახლოვდებოდა,
- მაშინ დაგტოვებთ რა და ბედნიერებას გისურვებთ,
ძმაკაცურად ჩამოართვა ხელახლად ხელი დემეტრეს დამშვიდობების მიზნით და ბარბარეს მხოლოდ თბილი მზერა შეავლო
- გაიხარე
ღიმილით დაემშვიდობნენ თავადაც ყოველგვარი უთანხმოების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს რაც ძალიანაც გაუკვირდა დემეტრეს თან დააფასა კიდეც ბიჭის მსგავსი საქციელი, მშვიდად მობრუნდნენ და ღიმილით ახედა ბარბარემაც
- კარგი ბიჭი იყო,
გულწრფელი ღიმილით გახედა გზას და დემეტრემაც თბილადვე დახედა
- ნამდვილად
ხელი მოხვია მხარზე და ისევ მიაკრო ტუჩები საფეთქელზე ბარბარემაც თვალებ დახუჭულმა მეტად შეიგრძნო დემეტრეს სითბო და სიარულშივე მოხვია ხელები.....
......
ხმა უკვე ჩახლეჩილი ჰქონდა სიმღერისგან მარტო მყოფს მთელი სახლისთვის ხმამაღლა მიეწვდინა მუსიკის ხმა და ყოველ ახალ სიმღერაზე ყვებოდა ნაცნობ სიმღერებს, დივანზე დაღლილი ჩაწოლილიყო მშვიდი მუსიკის ფონზე და თვალი მის წინ შუშის მაგიდაზე დადებული ვისკის ბოთლისთვის გაეშტერებინა,
- სად ჯანდაბაშიაა....
ნორმას გადაცდენილი არეული სასმლის გამო საკუთარი თავი დაეკარგა ან პირიქით საკუთარ თავსაც კი დაბრუნებოდა, ყველანაირი წყენა და დაღლა ამოეგდო რაციონიდან მუსიკის ფონზე თავისთვის ხალისობდა და ხშირ მუსიკის მოსაწყენ კლიპზე ღვიარებით სდიოდა ცრემლები ამასობაში კი მისი ოთახში მიგდებული ტელეფონი 34-ედ რეკავდა, სულ ცოტა აკლდა დემეტრეს იმისთვის, რომ მანქანაში არ ჩამჯდარიყო და სახლში არ დაბრუნებულიყო.....
- დაააავყყრუვდიიი,
წუწუნით დააპაუზა მოსაწყენი მუსიკა და ახალის არჩევასთან ერთად წამოხტა თვალებ გაფართოებული ნაცნობი მუსიკა რომ დაინახა ის რომელსაც ერთი პერიოდი დიდი სიამოვნებით უსმენდა მაგრამ შემდეგ დაკარგა, ემოციებისგან სწრაფად ახტუნავდა და დივნის წინვე დაიწყო ხტუნაობით ტრიალი, მისმა სიმთვრალემ კიდევ მეტად მოიდო მის სხეულში ბინა, თავბრუ უარესად დაეხვა რის გამოც სწონასწორობა სრულად დაკარგა და წინ გადავრდნილმა წაკრა ვისკის ბოთლს ხელი მასთან ერთად გადავარდა და უკვე ძირს ხმაურიანად დავარდნილი დაფშვნილი ვისკის ბოთლის გვერდით მუხლებით დავარდა, ხელები მიაშველა უცებ თავი რომ არ დაერტყა და ხელები, რომ ვისკით დაუსველდა გაკვირვებულმა დახედა ბოთლს,
- ჯანდაბა!
სწრაფად დაავლო ბოთლის დასადები მხრის შერჩენილ ნაწილს ხელი და შიგნით ჩაიხედა შესამოწმებლად კიდევ იყო თუ არა შიდ რამე, თუმცა ბოთლი თითქმის ბოლო წვეთამდე გამოცლილი იყო,
- გადტყდა,..... დაიქცა....
ქვედა ტუჩი სატირლად რომ დამანჭა არც დაუგვიანია ცრემლებს, ნიანგის ცრემლები გადმოყარა და ყურადღება არც მიუქცევია დაქცეულმა სითხემ ტანსაცმელიც რომ დაუსველა, ხმამაღლა დაიტირა დაქცეული ვისკი სწორედ მაშინ შემოაღო კარი ფერწასულმა თეოდორემ ძლიერად, ტელეფონ ყურზე მიდებულმა და სალომეს დანახვისას თითქოს ფერი დაუბრუნდა მაშინვე შემდეგ კი ატირებულის დანახვისას, რომელიც მის დანახვაზე სწრაფად გაჩუმდა ისევ ეცვალა სახე და დიდი ნაბიჯებით წავიდა მისკენ ტელეფონზე ძლივს ამოღებული ხმით
- არა სახლშია ძმა, დამშვიდდი,
დემეტრე სწრაფად დააიმედა და თვითონაც სამსახურიდან გამოქცეულმა თავზე მოისვა ცალი ხელი შედარებით დამშვიდებულმა
- კარგად არი პროსტა აშკარად ტელეფონი არ აქვ აქ, კაროჩე გაგითიშავ ახლა გავიგებ ყველაფერს დაა დავრეკავ ისევ,
კარგად რომ ამოიცნო სალომეს მდგომარეობა გალურჯებულ ტუჩებზე და მის სახეზე არჩია არც გაეგო ანერვიულებულ დემეტრეს,
- მაცადე ბიჭო რას მოკლავ გავიგებ რა ხდება და მერე რაც გინდა ის ქენი,
ჩაცინებით გაანეიტრალა ღელვა თეოდორემ და კიდევ ერთხელ ეცადა სწრაფად დამშვიდობებოდა, გათიშიშვის შემდეგ სწრაფად ჩაიცურა ტელეფონი შარვლის ჯიბეში და ხელახლა ატირებული სალომეს წინ, რომ ჩამოდგა ფრთხილად ჩაიმუხლა მის წინ, ატირებულის დანახვისას სიუხეშეც სრულად გამქრალიყო ყველანაირად მშვიდად შეხედა უხმოდ ისე დაუსვა კითხვა
- რა ხდება შენს თავს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და სალომეს ხელებს დახედა სულ რომ გასველებულიყო თეთრი კაბის ჩათვლით
- აუუ თეოდორ,
ხმამაღლა ამოიტირა ისე მიჩოჩდა მუხლებით მისკენ და კისერზე ჩამოკიდებულმა მოხვია ხელები ქოთქოთით, გაკვირვებულმა მოისვა თეოდორემაც ქვედა ტუჩზე ენა მისი საქციელის შემდეგ და ხელის მოხვევა დააპირა, თუმცა თითქოს რაღაცამ ძლიერად შეაკავა და ჰაერშივე გაეყინა ხელი,
- რა მოხდა?
კითხვა სხვაგვარად დასვა და სალომეც რომ მოშორდა მის წინ მუხლებზე მდგომს შეხედა, ისე დახედა დაფშვნილ ბოთლს და საუბარი რომ დაიწყო სალომემ ისევ მასზე გადაიტანა მზერა
- ბოლო ბოთლი იყოო,....დაიმსხვრაა
თვალები მოიფშვნიტა ისე წამოდგა და ტირილი სწრაფად შეწყვიტა, მისი საქციელით მომღიმარე წამოდგა თეოდორეც მისი დაკვირვებებითვე და მის სწრაფ ცვლაზეც ჩაეღიმა საყვარლად
- ამდენი რატომ დალიე?
ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი და ენერგიულად მომოძრავე სალომეს თვალს არ აშორებდა, თან ცდილობდა ზედმეტად არ მიექცია მისი ქვედა ნაწილის გამჭვირვალე კაბისთვის ყურადღება, ფეხები რომ იდეალურად ჩანდა
- მეე?
ხმამაღლა შეიცხადა გაოგნებული სახით მიიდო გაშლილი თითები გულ-მკერდის არეში მას ეკითხებოდა, თუ არა, მცირედ რომ დაუქნია თავი თეოდორემ, სწრაფად ეცვალა სახე თვალებთან ერთად, რომელიც ვნებიანად იქცა უეცრად, ნელ-ნელა მიიწია მამაკაცისკენ და კისერზე ხელის სრიალით მოხვია ხელები
- ალბათ შენც ხარ ნასვამი ჰომ,
საჩვენებელი თითი გადაუსვა ტუჩებზე ისე დაჰყურებდა მის ბაგეებს და მცირედ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, ნელ-ნელა რომ უფრო აანალიზებდა რა ხდებოდა სწრაფ-სწრაფად იცვლებოდა და გაკვირვებულ სახეს იღებდა
- მოიცა!
კარებს გახედა დაწვრილებული თვალებით და შემდეგ შეხედა თეოდორეს, შემდეგ ისევ კარებს, შემდეგ გაკვირვებულმა აათვალიერა სახლი სანახავად მის სახლში იყო თუ არა
- შენ ხარ ჩემს სახლში არა?
საჩვენებელი თითის დახმარებით იკითხა და სწრაფად მოშორებული გახტა უკან
- თავხედო! ვიცი რისთვისაც მოხვედი!
სწრაფად წამოიძახა ახალი იდეა ძლივს წარმოთქმული სიტყვებით და თეოდორემაც შუბლზე მოისვა ხელი უკვე მიხვედრილმა, როგორ დაიტანჯებოდა ნასვამი სალომეს ახირებებით, ისე ჩაეშვა დივანში და დასვენებისკენ მოუწოდა საკუთარ თავს, თვალები რამდენიმე წუთით მიასვენა და უცებ მოულოდნელად თვალ დახუჭულს ჩაუხტა სალომე კალთაში, დივანზე შემოდო ფეხები და ინტერესით დააკვირდა თეოდორეს, რომელსაც უნებურად გაეხილა თვალები,
- ამდენი რატო დალიე?!
მობეზრებული სახით შეხედა ისე დაავლო ფეხების მოსახარში და წელზე ხელი, გვერდზე რომ ვადაესვა, თუმცა უცებ, რომ მოხვია სალომემ ხელები კისერზე, ღრმად ამოხვნეშით უშვა ხელები თეოდორემ და სალომეს უცოდველ მზერას რომ შეხვდა უცებ შეცვლილ ხასიათზე ყველანაირად ეცადა არ გაღიმებოდა
- იმიტომ რომ მინდოდა
კმაყოფილმა გასცა პასუხი თეოდორეს კითხვას ისე ააქნია ფეხები ბავშვივით
- ყველაფერს აკეთებ რაც გინდა?
- არა
- აბა მაინდამაინც ეგ რატო გააკეთე?
- იმიტომ რომ გამეკეთებინა ის რაც მინდა,
- და რა გინდა?
სრაფათ გაცემულ პასუხზე სწრაფად დასმული კითხვის გამო წამით დაიბნა სალომე, თითქოს ჩაფიქრდა კიდეც და მალევე მოახერხა თემის შეცვლა უცებ წამოხტა თეოდორეს კალთიდან ისე დაავლო ხელში ხელი და მისკენ მიქაჩა რომ წამოეყენებინა, თუმცა ძვრა ვერ უყო,
- წამოდი წავიდეთ რა
თვალების გადიდებასთან ერთად გამოწია ქვედა ტუჩი თხოვნის ასრულების მეტი შანსებისთვის და რომ ვერ დაძრა მის წინ მისი ხელით ხელში ჩამოდგა,
- სად მიდიხარ?
- გავერთოთ ადამიანო, მე საბოლოო ვისკი გამიტყდა აღარ არის, წამო იქ სადაც მეტი სხვადასხვა სასმელი იქნება,
თვალებ გაბრწყინებული საუბრობდა სასმლის მოყვარულივით სასმელებზე, თითქოს დალევა დიდი სიამოვნებით დაეწყო და არა სახის მანჭვით, თუმცა რაც უფრო მეტი დალია მით უფრო მეტს სთხოვდა ორგანიზმიც
- ადექი დროულადდ,
კიდევ ძლიერად მოქაჩა და თეოდორემ თავად რომ დაქაჩა თავისკენ, უნებურად ჩაუხტა კალთაში ხელახლა,
- შარს აიკიდებ და ვერავინ გიშველის,
ღიმილით და კმაყოფილი მზერით დახედა ბაგეებზე და საერთოდ არ აწუხებდა მთვრალი სალომე, მოსწონდა კიდეც მისი სითამამე და ესაყვარლებოდა კიდეც
- კარგი რა! შენ ხომ იქ იქნები ვიცი რომ მიშველი, ღიმილით და იმედიანი მზერით გადაიწია მისკენ ისე მოხვია ხელი კისერზე და ქვედა ტუჩი ღიმილითვე გამოაცურა კბილებში, ნელა დაიწია ტუჩებისკენ და თეოდორეც უფრო და უფრო აეკრო დივანს, მაინც ვერსად გაექცა სალომეს, თბილად მიაკრო ტუჩები და მის მხარზე მშვიდად რომ დადო თავი ცხვირის წვერს ფრთხილად უხახუნებდა კისერზე და თითქოს ძილ მორეული უკეთ ეწყობოდა მის მხარზე
- მე ვერ გიშველი, მსგავს რამეებს თუ იქ გააკეთებ ვერცერთი აღგზნებული ნაბი*ვრისგან ვერ დაგმალავ,
უხეშად მოიშორა მისი ხელი, რომელსაც სახეზე ნაზად უსვამდა სალომე, თითქოს თითებით სწავლობდა მის ყველა ნაკვთს მის მხარზე გატრუნული, თეოდორეს სიტყვებზე სწრაფად წამოიწია დაბუშტული ტუჩებით და არეული მზერა ძლივს გაუსწორა თეოდორეს,
- მოიცა მაგით რას მეუბნები,
- რაც ვთქვი იმას,
- კარგი რა ვიცი, რომ შენ მათ არ გავხარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბოროტი ყველაზე თავხედი და გარეწარი ხარ, ვიცი რომ შენ მათ არ გავხარ,
საკუთარ თავში დარწმუნებული საუბრობდა, სიმთვრალეს ყველანაირი კომპლექსი და მორიდება მოეხსნა მისთვის და ისიც გულწრფელად ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა, თითქოს ამუქებდა კიდეც თეოდორეს მიმართ შეხედულებებს, რადგან იმასაც იდეალურად ხვდებოდა როგორ სურდა მასთან სიახლოვე და როგორ მოსწონდა ის თბილი და მშვიდი თეოდორე ახლა რომ ეკვროდა
- ყველა ნაგვურად უყურებს ქალს და იმის სურვილი კლავთ როდის ჩაიგდებენ ქალს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.... და მერე?.. მერე უბრალოდ ქრებიან, .....არ ფიქრობენ რა დაემართება შემდეგ გოგოს, რას განიცდის და საერთოდ რა ყველაზე მნიშვნელოვანი იმედი წაართვეს კაცებმა, ქალები კი ყველაზე უცნაურები არიან თავის ძლიერ გრძნობებს ეყრდნობიან და ჰგონიათ რომ მისი პარტნიორისგანაც მსგავსი გრძნობა და სიყვარული მოდის, თუმცა ეს იშვიათია მოკლე დროის გაცნობილთან გადაგხდეს, სულელებივით მიენდობიან მამაკაცს და შემდეგ ყველაფერი სანანებელი უხდებათ
თავის სიტყვებს ყველა იმ თავისი დანახულიდან გამომდინარე აზუსტებდა რაც კი ახსოვდა, თითქოს გულსაც უჩუყებდა ეს ყოველივე თეოდორეს მხარზე დაედო ისევ თავი და საკუთარ საუბარში ფიქრებთან ერთად მიგორავდა ჩამოვარდნილი ცრემლები მის ღაწვებზე
- მამაჩემიც ასეთი იყო....ჩემი მეგობრის ქმარიც.... მაგრამ შენც? შენ მათნაირი არ ხარ ხომ ასეა?
ხელახლად წამოწია თავი ისე ჩააჩერდა წარბებ შეხრილი თვალებში და თითქოს მისი პასუხი ბევრს გადაწყვეტდა უყურებდა გაჩუმებულს და დიდხანსაც დაელოდებოდა პასუხი რომ გაეგო, სახე შეცვლოდა თეოდორესაც მას მერე რაც გრძნობდა, როგორი ემოციითა და გრძნობით საუბრობდა სალომე, მშვიდად აკვირდებოდა მის ცრემლიან, ნაღვლიან სახეს და მომლოდინე თვალებს პასუხის გაგებისთვის,
- შენ მსგავსად არ იქცევი ხომ ასეა? მათნაირი ხომ არ ხარ?
ისევ გაუმეორა კითხვა მდუმარეს და ფრთხილად შეახო სახეზე ხელი
- არა... არ ვარ...
მის თვალებში მაყურებელმა ამოთქვა სიტყვები და სალომეს ყველაზე გულწრფელი და ბედნიერი ღიმილიც იხილა ამდენი ხნის შემდეგ, სიტყვებისთანავე მოეხვია სწრაფად აცეტებული ხელახლად სალომე და მხიარულად მოშორდა ისევ, სწრაფად წამოხტა თეოდორეს მუხლებიდან ისევ და მის ხელში ჩავლებული ხელით მოქაჩა რომ წამომდგარიყო, ისიც დაჰყვა სალომეს ძალას და წამდგა
- არ გინდა ვიცეკვოთ?
სწრაფად შეტრიალებულმა უცებ ჩართო დაპაუზებული მუსიკა და თეოდორემაც სწრაფად დამანჭა სახე ზედმეტად მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო, ახტუნავებულ სალომეს დახედა და აცეკვებულზე იქით-აქეთ რომ იქნევდა თეძოებს ღიმილი ვერ დამალა, ხტუნვითვე შეუტრიალდა სალომე და ღიმილით მოხვია კისერზე ხელები, იქით-აქეთ აქნევდა თავს გაბადრული მის მკლავზე თავად დატრიალდა ისე გადაწვა თამამად, ვერანაირად შეძლო აეყოლებინა თეოდორე ცეკვაში და ისევ კისერზე შემოხვია ხელები, წამით უხმოდ უყურებდა მის ბაგეებს და თანდათან მიიწევდა თეოდორესკენ ფეხისწვერებზე დამდგარი, თეოდორეც საკუთარ გრძნობებთან ბრძოლაში დაჰყურებდა სალომეს მოშიშვლებულ კისერს, მხურვალ ბაგეებს, რომელიც თვითონ მიიწევდა მისკენ, ძლიერად სურდა შეხებოდა კიდეც, მეტად ძლიერად მოეხვია ხელი სალომესთვის, ეკოცნა მოფერებოდა და ბევრი რამეც კი ეთქვა მისთვის, თუმცა ბრძოლაში ჩარეულიყო ეს გამბედაობაც, მილიმეტრებიღა აშორებდა სალომეს თეოდორეს ბაგეებამდე, ძლიერად აუძგერდა მამაკაცს გული სწრაფად ჩამოიხსნა სალომეს მკლავები კისრიდან მაგიდისკენ დაიწია ისე აარიდა თავი და სიმღერა დააპაუზა, სალომესაც წამით ადგილზე გაყინულს ჩაეცინა სიმწრის სიცილით უფრო თეოდორეს საქციელზე და სწრაფად მიუტრიალდა გვერდზე გადაწეულს
- რატომ გამომირთე?
- სველი ხარ წადი გამოიცვალე და დაიძინე
სიმკაცრე გაერია ხმაში სალომესთვის თვალიც აერიდებინა ტელევიზორი სრულად გამორთო და მალე სალომეს თითები რომ მაჯაზე იგრძნო სწრაფად დახედა სალომეს ჩავლებულ თითებს,
- ანუ უნდა გამომყვე რომ არ დავეცე?
მოუთოკავი სიცილით შემოიდო თეოდორეს ხელი მხარზე და წინ ბარბაცით წავიდა თავადაც არ იცოდა რაზე იცინოდა, მხოლოდ ორი რამ შეეძლო ან უაზროდ სიცილი ან ტირილი და მოთქმა თუ როგორ დაიღალა ყველაფრისგან,
- ჩვენ მივდივართ რათა გამოვიცვალოთ,
ხმამაღალი სიმღერის რითმებით დაიწყო ჯარისკაცივით სიარული და თან თეოდორეს ხელს არ უშვებდა ხელს, უეცრად გაჩერდა დასერიოზულებული მზერით სწრაფად მიუბრუნდა თეოდორეს და მისკენ მიიწია
- უნდა გამოვიცვალო?
ხელახლად ახარხარდა და სწრაფადვე შეტრიალდა თეოდორეს ხელით მხარზე,
შეკავებული ღიმილით მოისვა თავისუფალი ხელი შუბლზე თეოდორემ და პატარა ნაბიჯებით მიმავალს ფლატა ფლუტით გაყვა რომ მისთვის "ფეხი არ დაებიჯებინა" სიმღერ სიმღერითვე დაიწყო კიბეებზე ასვლა და სწონასწორობის დაცვაც მეტად ურთულდებოდა სალომეს, რამდენიმე არეული ნაბიჯიც და უკან გადმოვარდნილი ზურგით აეკრო თეოდორეს წამოკივლებასთან ერთად, დაბლა დაწეულს დახედა თეოდორემ სწრაფად რომ დაეჭირა და სიცილი რომ დაიწყო სალომემ ფრთხილად წამოაყენა მასზე ორი საფეხურით მაღლა მდგომი, რომელიც მასზე რამდენიმე სანტიმეტრით გამაღლებულიყო,
- ფრთხილად,
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა თავის გაქნევით და იმის ფიქრში რომ სვლას განაგრძობდა სალომე, ასასვლელად შემდეგ საფეხურზე დადგა ცალი ფეხი, ფრთხილად შემოუტრიალდა სალომე იმის შიშით რომ კიდევ აღარ წაქცეულიყო,
- რა მნიშვნელობა აქვს ჩემო 'ჰირო' შენ ხომ დამიჭერ არა?
საყვარელი ღიმილით დაეყრდნო მხრებზე და მეტად ფართოდ გაუღიმა დაწვრილებული თვალებით, მისკენ გადაწეულმა აკოცა ცხვირის წვერზე და კმაყოფილი შეტრიალდა გზის გასაგრძელებლად,
- ვათ?
რიტორიკულად ამოილაპარაკა თეოდორემ და კმაყოფილი ღიმილით დააკვირდა წინ წასულს, მისი საქციელის ავტომატურად განმეორებით ფიქრებში და აივანზე გასულს გაკვირვებული დაეწია, გაკვირვებულმა მიიხედ მოიხედა აივანზე და მშვიდად დახედა გაშეშებულ სალომეს
- აქ აპირებ გამოცვლას?
თავის გატრიალების გარეშე მოავლო იქაურობას თვალები და შემდეგ შეხედა რობოტივით მდგარ სალომეს, რომელსაც არ გამოსდიოდა გაჩერება და იქით-აქეთ ქარიან ამინდში მდგარი ხესავით ქანაობდა
- აი იქ იდექი ბოლოს,
თითი გაიშვირა მისი ოთახის მოპირდაპირე ოთახზე ხელი თეოდორეს სახლისკენ და უკან მდგომს ბარბაცით მიეყრდნო,
- როგორ მძულხარ რომ იცოდე,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე რომ ოთახისთვის არ მოუშორებია თვალი, მის მოგონებებში იქ იდგა წელს ზემოთ შიშველი თეოდორე და მის შრამზე დაატარებდა თითებს უცნობი ქალი, თვალს არ აშორებდა თეოდორეს მზერას ჯიუტად უყრიდა მზერას და გული სათითაოდ ეშლებოდა,
- ვერ ვხვდებოდი რატომ,
საკუთარ ფიქრებთან დაიწყო საუბარი მოულოდნელად და თეოდორეც დადუმებული უსმენდა, ყოველ მის სიტყვას მრავალი გაგებით უღრმავდებოდა, რომ სალომეს გრძნობებში მისი სიტყვებითვე შეეღწია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ახლა,
- რატომ მიყურებდი?
სწრაფად მოაგონდა თუ არა ახალი კითხვა აუჩქარებლად შეუტრიალდა და დაღლილი თვალებით ახედა, ინტერესით და მომლოდინედ
- მაშინ როცა შენს უკან ქალი იდგა, რომელიც გელოდა, მაშინ როცა შენს გვერდით იდგა და საერთოდ მაშინ როცა გესაუბრებოდა, რატომ მიყურებდი? რატომ აკეთებდი ამას?
გახსენებითვე თითქოს გულნატკენი უყურებდა ხან ერთ ხან მეორე თვალში დაბნეული არეული მზერით და პასუხი უზომოდ აინტერესებდა,
- მაშინ როცა ცდილობდა შეგხებოდა იქ სადაც ვიცი რომ არავის ჰქონდა უფლება შეგხებოდა რატომ არ უშლიდი?
ჭრილობაზე ანიშნა კითხვებში ისე დახედა დამახსოვრებული ჭრილობის ადგილას,
- რატომ არაფერს ეუბნებოდი? ვაჟამ მითხრა რომ არავის არ ჰქონდა უფლება შეხებოდა შენს ჭრილობას ისიც მითხრა რომ იმდენად ვირი ხარ რომ შენით გაკერე, რადგან ექიმი არ შეგხებოდა, ამ ყველაფრის მერე ჩუმად რატომ იყავი?
დიდი ნერწყვის გადაყლაპვითვე ახედა ისევ და პასუხის მოლოდინშიც იმდენად ღელავდა ფიზიკურადაც შეტყობოდა ანერვიულებული მზერით, არ უნდოდა გაეგო სიტყვები, "რომ იმ ქალს ჰქონდა ამის უფლება"
- მან იცოდა, რომ არ უნდა შეხებოდა! გამოიცვალე,
მაჯაში დაავლო ხელი რომ თემა სწრაფად შეეცვალა სალომეს და მის ოთახში უხეშად შეიყვანა, ხელი რომ უხეშად უშვა სალომეც წაბარბაცების მერე გადავარდა საწოლზე და ნელა წამოჯდა მის ნაპირში,
- სწრაფად გამოიცვალე და დაიძინე!
ხელთავიდან გაუმეორა მკაცრად და მოტრიალება დააპირა სწრაფად ჩაავლო სალომემ ორივე ხელი ხელში, ისე გააჩერა და თეოდორემაც შუბლზე მოისვა ტუჩების გასველებით ხელი ამოხვნეშის მერე ფრთხილად მიუტრიალდა და ჩამომჯდარს ჩამოუდგა წინ, რადგან სალომემ ხელის მიწევითვე აიძულა და ისე დახედა ბრაზნარევი და კითხვის ნიშნის მზერით,
- და რომ შეხებოდა? შემდეგ?
მის ბოლო პასუხს დაუსვა კითხვა და მშვიდი, გადიდებული, საყვარელი თვალებით ახედა,
- არ გააკეთებდა, იცოდა რაც მოყვებოდა, საქციელს, რომელიც ჩემი სიტყვების საპირისპიროდ მოიმოქმედებდა
თავის დაქნევით გასცა მკაცრად პასუხი და მის ბოლო სიტყვას დაელოდა, რომ იქიდან მალე გასულიყო, რადგან სალომეს მზერას გამომწვევი და ზედმეტად ჩამთრევი საქციელები მოჰყვებოდა, ის ჩვეულებრივი მზერაც გაექრო კითხვის ნიშნის და ბევრისმთქმელი თვალებით შეჰყურებდა თეოდორეს, ისიც ცდილობდა მალ მალე აერიდებინა თვალი მისთვის,
- მე რომ გავაკეთო? მეც დავისჯები?
უცოდველის თვალებით ახედა, თუმცა იმდენად დახშული წკრიალა ხმით იკითხა წამით გაცრა კიდეც მამაკაცს, ფრთხილად დაავლო სალომემ თეოდორეს მაისურის ბოლოს ხელი და ნელ-ნელა აწია მაღლა-მაღლა
- გეყოფა!
შეძლებისდაგვარად მკაცრად ამოილაპარაკა და მარცხენა ხელის მუშტს ისე კრავდა ბრაზნარევი დაბნეული და ამავდროულად საკუთარ თავთან წაგებული მოავლებდა მზერას გაურკვეველ ადგილებს, ჯერ კიდევ ცდილობდა გამარჯვებას საკუთარ ემოციებთან.
მაღლა აწეული მაისურიდან დაუფარავად მკვეთრად ინათა დანის ჭრილობის შრამმა და თეოდორეც ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს, ამავდროულად არ შეეძლო წესიერად გაეწია წინააღმდეგობა თითქოს ადგილზე გაქვავებულიყო,
- გტკივა?
ხმადაბლა იკითხა და თლილი გაყინული თითები მკრთალად ჩამოუსვა ჭრილობაზე, შეხებისთანავე ძლიერად დახუჭა თეოდორემ თვალები ღრმად ამოხვნეშასთან ერთად და სწრაფად წაავლო სალომეს ხელს ხელი, მშვიდად ახედა სალომემ წამით მთელ კისერ დაჭიმულს, ცდილობდა კიდეც არ შეშინებოდა მისი, ისიც იდეალურად იცოდა, რომ დასჯა ნამდვილად არ უწევდა, თეოდორეს ძლიერ ჩავლებულ ხელს დახედა ფრთხილად რომ მოაშორა ჭრილობას, თუმცა მას შემდეგ ისევ გაბედულად გადაატარა მეორე ხელის თითები ნაზად,
- მე ხომ შემიძლია მოვარჩინო არა?
ხმადაბლა ამოილაპარა და წამით გააპარა თეოდორესკენ თვალები
- სალომე, გეყოფა
ისევ ამოილაპარაკა თეოდორემ შეცვლილი დაბოხებული ხმით ძალების გამოყენება ვეღარანაირად შეძლო თითქოს სალომემ შეძლო კიდეც მისი გაქვავება, მხოლოდ სიტყვიერად ეცადა გაეჩერებინა სალომე, რომელმაც იმდენად ნელა და ნაზად შეახო ჭრილობას ახურებული ბაგეები, მთელს სხეულში წამიერად დაუარა თეოდორეს სასიამოვნოდ მწიწკვნელმა გრძნობამ, აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ცდილობდა და ამავდროულად ძლიერად კრავდა მუჭებს, ხანგრძლივად მიკრობილი ტუჩების მოშორების შემდეგ წამოდგა ფრთხილად სალომე, მის შარვლის ქამრისთვის ჩაევლო ხელი ისე ეჭირა საკუთარი თავი წაქცევისგან და თავადაც მოწოლილ ვნებას უფლებას აძლევდა ემოქმედა თავისებურად, თავისუფალი ხელი მშვიდად ჩაავლო კეფაში და ფრთხილადვე აიწია ფეხისწვერებზე, ისე მიწვდა მამაკაცის ძარღვებ დაბერილ კისერს მეტად სასიამოვნოდ შეახო გასველებული ტუჩები და ისევ ფრთხილად მოშორდა, აუჩქარებლად ინაცვლა ბაგეების წინ, მისთვის თვალებშიც კი არ აუხედავს მის ბაგეებს დაცქეროდა და ხვდებოდა კიდეც როგორ ძლიერი ნდომა გაეღვიძებინა წინ მდგომის სხეულში, მაიკის ქვეშ თითები შეეცურებინა მამაკაცის სხეულზე ნაზად დაასრიალებდა ხელებს,
- რატო არ ისვენებ?
შეცვლილი ხმით იკითხა და ხვდებოდა როგორ აგებდა საკუთარ თავთან ბრძოლაში,
- შენ მშვიდად ხარ ხოლმე როცა გრძნობები გიტევს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და ახალი წინადადების სათქმელად ახედა თვალებში,
- შენს ჭრილობას შევეხე, დამსჯი?
ხმადაბალი დახშული ხმით ამოილაპარაკა მის ტუჩებთანვე და უკვე დანებდებოდა კიდეც თეოდორეს წვალებას, მტკინვეულად ჩაავლო კისერში ხელი თეოდორემ ძლიერად მიწია მისკენ და წამში ტკივილი სასიამოვნოდ გაშმაგებულმა კოცნამ ჩაანაცვლა, მოულოდნელი ემოციებისგან ახალი ძალებით შეივსო სალომე, მუცელში თითქოს რაღაც უცნაური სითხეც ჩაქცეოდა და პეპლებთან ერთად აბრჭყვიალებოდა ნასვამს გული, ტუჩებიდან კისერზე, რომ ინაცვლა მასთან ერთადვე გადაეშვა საწოლზე, სალომეს თითები უნებურად ათავისუფლებდა თეოდორეს ტანსაცმლისგან და ისიც თითქოს მას მიჰყვებოდა, მის სურვილს მიჰყვებოდა, წამის მეასედში გადააძრო ისედაც სველი კაბა და ხელახლად მეტად განთავისუფლებულ კისერს დააცხრა მხურვალედ, ძლიერად ხვევდა და დაასერალებდა მის ზემოთ მოქცეულის ზურგზე სალომე ხელებს და გამოუცდელი სასიამოვნო შეხებებისგან ვერ აკავებდა გმინვას, ლავიწებზე, მკერდზე მუცელზე, ყველგან სასიამოვნოდ ეხებოდა ენასთან ერთად ისე ეკვროდა სხეულით და თავისუფალი ხელითვე ნაზად დასრიალებდა ქალის სხეულის თითოეულ წერტილში ხელს.......
.......
სუსხიანი იყო დილა, გადაწმენდილი ცა და მშვიდი დილა ჯერ ადრე იყო, სასიამოვნოდ გრილოდა, ქუჩებიც მშვიდი და უხმაურო იყო, თეოდორე კი ეზოში სკამზე წელს ზემოთ შიშველი უძალოდ ჩამომჯდარიყო, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა მასზე გადაეგდო უძალოდ თავი ხელები იქით-აქეთ ჩამოეშვა და ფეხებიც დატვირთვის გარეშე გაეშალა, თითქოს მთელი სხეულით იწვოდა ისეთი შეგრძება ჰქონდა კონდიციონერიც არ შველიდა და არც ცივი წყალი, უბრალოდ იჯდა და ფიქრისთვის მიეცა თავი, ჯერ ისევ თვალწინ ედგა თვალ გახელილს დილიდანვე მშვიდი და ლამაზი სახე თლილი თითები, რომელიც მის წელზე მოხხვეულიყო დილიდანვე ისე თითქოს გაშვებას არ აპირებდა, შიშველ სხეულზე პლედი გადაეფარებინა და თითქოს ყველანაირ დარდს მოშორებული იყო, ახლა კი თავად დაეხუჭა თეოდორეს მოწმენდილი ცის ქვეშ თვალები და ვერ ხვდებოდა უნდა ენანა წუხანდელი თუ არა, თითქოს გრძნობდა კიდეც, როგორ მეტად გაღვივებულიყო ღრმად გრძნობები და ისიც იცოდა, რომ სალომეს პირველივე სიტყვები იქნებოდა ვერ გიტან, ვერ წარმოედგინა რამდენ რამეზე უნდა ეფიქრა, ან როგორ მოხდებოდა ყოველივე, მიუხედავად ამისა არსად წასულა, ეზოში იჯდა საათობით და ელოდა როდის გაიღვიძებდა სალომე.....
....
თვალის გაუხელავად მოფხიზლდა თუ არა მაშინვე დაემანჭა სახე თავი იმდენად ძლიერად სტკიოდა, გამოფხიზლებისთანავე უფრო და უფრო რომ გაუძლიერდა ტკივილი რამდენიმეჯელ მოჭუტულმა გაახილა დღის შუქზე თვალი და წუწუნ ტირილით დაიმხო ბალიში თავზე, თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო მანამ სანამ გონებამ წუხანდელი საღამოს ნაწილ-ნაწილ დაფლეთილი კადრები არ ამოუტივტივა გონებაში, გიჟივით მოიქნია ბალიში სწრაფად წამოხტა საწოლზე, საწოლის შესამოწმებლად იწვა თუ არა ვინმე და რომ არავინ დახვდა კიდევ მეტად ანერვიულდა, ახსოვდა საუბარი, სიცილიც, თეოდორეს შემოსვლაც და ისიც თუ როგორ შეეხო მის ჭრილობას, ახსოვდა რაღაც მომენტები მაგრამ ყველაფერი ვერ გაეხსენებინა, რამაც სწრაფად აუძგერა გული, ყველაზე მეტად შეეშინდა საკუთარი საქციელის ისე აიწეწა თმა ტირილით და სხეულზე თითქმის აკრობილი ზეწარი რომ ჩამოვარდა სხეულიდან, საკუთარი თავის შიშველის დანახვისას ელდა ეცა, სწრაფად ეცვალა სახეზე შიშისა და ნერვიულობის ფერები, თითქოს გონებაც გადაეკეტა უცებ, მოხრილმა მუხლები სხეულზე აიკრო ისე წაივლო თმებში ხელი და ყველაფრის გახსენების ცდებთან ერთად დაიწყო ტირილი, ამავდროულად თეოდორეს ვერც კი ადანაშაულებდა, საკუთარ თავს ლანძღავდა მაგრამ მასთან ერთად თეოდორესაც, გაახსენდა ყოველი დეტალი ყოველი საოცარი შეხება და გაფიქრებაზეც კი ისევ ეხორკლებოდა სხეული სასიამოვნოდ, თითქოს არ უნდოდა ენანა, თუმცა ფიქრები რომ უბრალოდ ასე მარტივად მიატოვა თეოდორემ თავიდან არ შორდებოდა, ან რომ მისი სიტყვები ანანებდა მის საქციელს , რომ ცხოვრება მართლა გაუმწარდებოდა ახლა ვერ იშორებდა ამ აზრებს, ღელვისგან იხოკავდა სახეს ფრჩხილებით და ნერვოზულად ქანაობასთან ერთად ტიროდა უხმაუროდ, თითქოს მისი დანაშაულის გლოვასთან ერთად არავის უნდა გაეგო ეს მისი საქციელი და მაინც როდემდე გააგრძელებდა ამოწითლებული თვალებით შიშველი წოლას, ნელა წამოდგა საწოლიდან ისე მოიხვია თეთრი, თხელი, გრძელი ხალათი ცრემლებიც კი არ მოუწმინდავს მრავალი ცვალებადი ფერებით გავიდა ოთახიდან და სხეულზე ისე იფარავდა ხელს თითქოს შიშველი ყოფილიყო, თითქოს ხალხი ჩამომწკრივებულიყო დერეფანში და წარბ შეკრული თვალით უყურებდნენ გამოსულს, კიბეებზე სვლასთან ერთად არ შეეძლო გაჩუმებულიყო უნებურად ებრიცებოდა ტუჩები და ცრემლებიც ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა, ისე ნელა და აკანკალებული ჩადიოდა არც თავად იცოდა სად მიდიოდა, თუმცა წყლის დალევა თითქოს აზრზეც კი მოიყვანდა, აკანკალებული ნაბიჯით ჩადგა ბოლო საფეხურზე ფეხი და კედელს რომ გასცდა ხმაურზე გაიხედა წინ, წამით შეცბა თეოდორეს დანახვისას წყლის სავსე ჭიქით ხელში, უცნაურად აათვალიერა მას რომ არ ელოდა და ხელახლად დაებრიცა ტუჩები მისი დანახვისგან თან შეშინებული და ამავდროულად ბედნიერიც,
- სალო?
გაკვირვებული, შეშფოთებული და მღელვარე ხმა ერთდოულად ამოუშვა თეოდორემ, ჭიქა სწრაფად დააბრუნა მაგიდაზე, უმალ წამოდგა და შეცვლილი ტირილისგან შეცვლილსა და დაღლილისკენ სწრაფად დაიძრა,
- რა მოხდა?
მის წინ ჩამომდგარმა სწრაფად მოიქცია მისი სახე ცალ ხელში ცალი ხელით კი მხრებზე მოხვია ისე თითქოს მალე წაიქცეოდა
- შე....მეშვი...
ტირილის სლუტუნისგან გაწყვეტილი ხმა ამოუშვა სწრაფად ისე ჩამოიშორა გვერდიდან და ახლა ტიროდა, მოწოლილი ემოციისგან წასული რომ არ უნახავს თითქოს გაეხარდა კიდეც მისი დანახვა
- რა მოგივიდა?
კიდევ ერთ ნერვიულობის კითხვაზე შეუტრიალდა სალომე თავ ჩახრილი და გაუაზრებლად მიარტყა ხელი მკერდზე, რაც უცებ მოაგონდა რომ უნდა ეთქვა ის ამოისლუტუნა სავსე თვალებით
- ეს არ უნდა გაგეკეთებინა!..
ხელთავიდან დაარტყა ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვის მერე და თან ხმა არ ამოუღია თეოდორეს თბილ ხელზე, რომელიც ცრემლების მოსაწმენდად შეეხო,
- რა გავაკეთე?
წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა
- ასე არ უნდა ვიქცეოდე, ცხადია ეს მინდოდა მაგრამ არ შემიძლია! მას მერე?! იმის შემდეგ რაც მითხარი რომ მათ არ გავდი? სერიოზულად?!
ხმამაღლა ამოიტირა დამანჭული სახით ტირილისგან და სულს ძლივს ითქვამდა ბოლო ხმაზე ღრიალის შეკავებისგან, თავ ჩახრილი ცდილობდა სათქმელის თეოდორესთვის მიხვედრას და ცდილობდა მოეშორებინა შიში, რომლისაც ისედაც მთელი ცხოვრება ეშინოდა " მიტოვების შიში"
- მოიცა, მოიცა,.... დამშვიდდი ნუ ტირიხარ,
მას შემდეგ რაც მიუხვდა სალომეს, უკვე თავისუფლად მოუსვა სახეზე თბილად ხელები და ეცადა დამშვიდებულისთვის შეეხედა, რადგან ნერვიულობა მოეშორებინა მისთვის, აღარ აპირებდა რამის ზედმეტად გაწელვას ისედაც დიდხანს წელავდა ისედაც დიდხანს აწვალებდა მის წინ მდგომს, გარდა ამისა მისი სიტყვების მიუხედავად "მძულხარ" თითქოს იცოდა კიდეც სალომეს გრძნობები და ამაში მეტად დარწმუნებასაც აპირებდა,
- კარგი რა!
უიმედოდ გადააქნია თავი როცა თეოდორემ აიძულა თავი აეწია და მისთვის შეეხედა,
- მომისმინე გოგო! აქ ვარ ვერ მხედავ?
მკაცრად გააჩერებინა თავი და ხმა გაკმენდილს, რომელიც ტირილთან ერთად ჰაერსაც იკავებდა მშვიდად ჩახედა თვალებში,
- შენ თუ იმაზე ღელავ გუშინ მიქარე თუ არა, შეგიძლია დაწყნარდე! უბრალოდ გკოცნიდი ეგ იყო და ეგ,
მშვიდად აუხსნა მოკლედვე და სალომეს თვალებიც წამშივე იცვალა გაკვირვებული მზერით, ხან ერთ ხან მეორე თვალში ახედავდა ხოლმე თეოდორეს და ცდილობდა აუჩქარებლად ესუნთქა შეკავებისგან დაგროვილი ჰაერის გამო, არაფერი არ მოხდა მას შემდეგ რასაც ის აკეთებდა? უფრო გაუკვირდა თეოდორეს სიტყვები ვიდრე ეთქვა, რომ ამას ვერ შეძლებდა
- არ გეტყვი შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა, მაგრამ....
ღიმილი გაეპარა ლაპარაკშივე და სალომემაც დიდი ნერწყვის გადაყლაპვით გადაიქნია ისევ "აუუს" ძახილით თავი, ამავდროულად მისი რაღაც ნაწილი დაწყნარდა კიდეც ისე განაგრძო სლუტუნი
- კაი კაი მისმინე, არ იტირო ოღონ დავსხდეთ რა და ისე
ფრთხილად ჩაავლო ხელი ძლიერად შეკრულ ხელში და წინ წასულმა თან გაიყოლა, დამჯდარს გვერდით ახლოს მიუჯდა და ეცადა ფიქრებში დალაგებული სიტყვებით გაეგრძელებინა,
- კაროჩე, გუშინ....
..
- გუშინ გუშინ, ცუდად იწყებ ძალიან ცუდად,
სახის დამანჭვასთან ერთად ამოიტირა ისე აარიდა მზერა და ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები
- გოგო ნუ ტირიხარ ესე უაზროდ! ვაფშე რას სვამდი? ჩემთან რა დღეში ხარ არაფერი არ მომხდარა და გასართობად წასული რო უკან არაფრის გარეშე არ გამოგიშვებდა მაგას ვერ ხვდებოდი?!
გაბრაზება ვერ დამალა ისე გადაიწია წინ და ფეხებ გადაშლილი მჯდომი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო,
- სხვასთან არაფერს არ ვიზამდი
შეყვირებასავით გამოუვიდა ისე წამოიწია თავადაც
- მაინდამაინც ჩემი შეცდენა გინდოდა?
- აუ დაახვიე
- უზრდელისგან სხვას რას უნდა ელოდო!
უკმაყოფილო მზერით გახედა და წარბების აწევით გაუქნია თავი
- მიხარია ქალის უნახავად რომ არ იქეცი წუხელ და ისიც გამიხარდება თუ საერთოდ ამოიგდებ თავიდან,
ცრემლების მოწმენდით წამოდგა სწრაფად და თითქოს ჩამოშორებაც უნდოდა, სწრაფად ჩაავლო წამოწეულმა თეოდორემ მაჯაში ხელი და დივანზე დაბრუნებულმა ინერციით ჩაისვა კალთაში,
- ჯერ მოიცა,
ყურთანვე ჩაჩურჩულა და სალომეც უხეშად და სწრაფად რომ წამოდგა მისი კალთიდან ისევ მის მკაცრ ზიზღის მზერას გაუსწორა თვალი,
- რა ჯანდაბას აკეთებ?!
უხეშად დახედა ისე თითქოს მისთვის სახეშიც უნდა გაერტყა, მშვიდად წამოდგა თეოდორე და სალომეს მზერამაც ქვევიდან ზევით გადაიტანა მიმართულება, სწრაფად იცვლიდა მზერას ხან მამაკაცის ერთ ხან მეორე თვალში
- ასე იცით გოგოებმა, გააკეთებთ და მერე ფიქრობთ რომ დავიწყებაც მარტივია მითუმეტეს ამის,
მშვიდად დახედა სალომეს და მანაც ძლიერად ჩამოისვა სახეზე გაღიზიანებულმა ხელები
- ახლა მეტად მარტივად შეძლებ ცხოვრება გამიმწარო გილოცავ, იცი რა?!
- რა?
კმაყოფილმა გაუქნია თავი კითხვის ნიშნად და მის პასუხს დაელოდა, ამავდროულად კი საერთოდ არ აძლევდა სალომე იმის საშუალებას რომ რისი თქმაც სურდა საბოლოოდ ეთქვა
- რაც შენ გამოჩნდი მას მერე! ისეთ სისულელეებს ვაკეთებ რასაც არასდროს გავაკეთებდი! ვერ გიტან იმიტომ რომ შემცვალე! ვერ გიტან იმიტომ რომ არ შემიძლია მაგ შენ დამპლურ ცინიკურობაში მოგიგო, ვერ გიტან იმიტომ რომ შენთან ბევრი მივქარე და ვერ გიტან იმიტომ რომ.....
- იმიტომ რომ სიმპათიური ვარ და მოგწონვარ!
თითქოს გულწრფელად გაუღიმა, თუმცა ის ცინიკურობა რაც იმ ღიმილში იყო ზედმეტად აღწევდა სალომემდე
- ვერ გიტან!
ისევ ბრაზისგან ამოთქვა იმის მოლოდინში, რომ კიდევ ზედმეტი დამცირებების ატანა მოუწევდა,
- რა დამთხვევაა,
შეცხადებით დახედა მის ბრაზიან მზერას ისე მოიქცია მისი სახე ხელებში უხეშად
- მეც იმდენად მძულხარ, რომ ზედმეტის უფლებას გაძლევ, აიი იმდენად ვერ გიტან რომ სიჯიუტეში, ეჭვიანობაში და ს*რობაშიც კი გადამდის,
თავად იზიდავდა სალომეს თავისკენ და იმდენად გულწრფელად საუბრობდა სალომეს სასაცილოდ გაოგნებული მზერაც კი არ მოქმედებდა მასზე, დაიბნა სალომე, რადგან მისი 'მძულხარ' ძალიან უცნაური იყო და საერთოდ არ გავდა იმ ემოციით ნათქვამს, რომლითაც ზოგადად ხმარობენ
- იცი როგორ დავიღალე? მართალია მომწონდა ხოლმე შენთან ჩხუბი, მაგრამ ბოლოს როცა ვიცოდი როგორ გტკენდი, ეს მძულდა, დავიღალე მსგავსი ჩხუბებით აი იმითაც ისე შეხება რომ არ შემიძლია, როგორც რეალურად მინდა,.....
იცი როგორ მინდა?
თავის გაქნევასთან ერთად დაუსვა კითხვა სალომეს, რომელიც ანერვიულებული იდგა და ახლა იმაზე ნერვიულობდა რამე არასწორად არ გაეგო, ამავდროულად კი გული ამოვარდანზე ჰქონდა, ფიქრები, რომ ახლა მისი საოცნებო დღე დგებოდა თავიდან არ შორდებოდა
- ვერ.... ვერ ვხვდები.... ან რა ან როგორ?
ბლუყუნით დაიწყო საუბარი გაურკვევლობაში მყოფმა და მაშინ გაეღიმა თეოდორესაც,
- როგორ? აი ასე....
ფრთხილად დაიხარა მისკენ ისე მიაკრო ტუჩის კუთხეში ტუჩები, ფრთხილად გადაინაცვლა თვალებზე, შუბლზე, საფეთქელზე, კისერზე და ახურებულ ტუჩებზეც ფრთხილად შეახო ბაგეები,
- აი ასე,
ტუჩებთანვე ამოილაპარაკა დაბალხმაზე და სიტყვების გაგრძელება დაეზარა მის ბაგეებს, რომ შეეხო, თუმცა იძულებული იყო ბოლომდე ეთქვა, კიდევ ერთხელ დააცხრა ბაგეებზე ნაზად დახორკლილ სალომეს და ეცადა თავი მოეთოკა
- სხვათაშორის ისიც მინდა ხოლმე გითხრა როგორ მძულხარ,
მორცხვად ჩაიღიმა ისე აარიდა თვალი სალომეს და ეცადა ისევ გაეგრძელებინა
- გუშინ მეკითხებოდი მაშინ როცა შენს უკან გოგო იდგა მე რატომ მიყურებდიო,
ვერ წარმომედგინა შევხებოდი სხვას როცა ის ვინც მიყვარდა და ის ვინც მინდოდა ჩემს მოპირდაპირედ იდგა, შეხებაც კი ვერ შევძელი ის ღამეც ტანჯვა იყო, შენი მზერის მერე.....
ყველა მის სიტყვას ისე დეტალურად უსმენდა, მისი ერთი სიტყვისგან სამ წინადადებას აწყობდა, მაგრამ ყველას მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაუკარგა აზრი, "მიყვარხარ" მძულხარს მაგივრად, აუღწერლად უცნაური შეგრძნებებით შეივსო დიდ ნერწყვებს ყლაპავდა და წარბებიც ბედნიერების შეკავებისგან შეეხარა, არც თავად ეგონა ოდესმე კიდევ თუ გაახარებდა რამე, არა გააბედნიერებდა უფრო, კიდევ მეტად დარწმუნდა თავის გრძნობებში მას მერე რაც დემეტრემ აუხსნა, რომ კი არ სძულდა არამედ უყვარდა, მხოლოდ ის ერთადერთი უტრიალებდა გონებაში სიტყვა "მიყვარხარ" ისე გაეხსა წარბები უნებურად თვალებიც მეტად ეცვალა, ისე აცეცებდა მის თვალებში სწრაფად
- გუშინ მინდოდა მეთქვა, მაშინ როცა არ მაცადე და ისე შეიცვალე წამით გადავიფიქრე კიდეც, ვაფშე ვერც ვამბობდი,
უხერხულად მოისვა კეფაზე ხელი და სალომეს თავჩახრილ ჩაღიმებას დააკვირდა, რომელიც კარგის ნიშანი იყო და თავადაც მეტად მოიპოვა სიმშვიდე მას მერე რაც ძლივს გამოტყდა გრძნობებში
- ამბობენ მთვრალი ხალხი ყველაზე გულწრფელები და რეალურები არიანო...
- ანუ რას მეუბნები?
ძლივს ამოიღო ხმა სალომემ და ინტერესით შეხედა თვალებ შეცვლილმა, უფრო გადიდებულიყო, სითბოთი და სიყვარულით შეცვლილიყო ისიც და სულ აღარ ახსოვდა თავის ძლიერი ტკივილი, არანაირი დილის ნეგატივი, ფრთები გამოეზრდებოდა მალე და უმისამართოდ გაფრინდებოდა
- მიდრეკილება ვნებიანი ურთიერთობისკენ გქონია და არცერთხელ არ შევმცდარვარ,
სიცილის ამოაყოლა და მოსალოდნელი საფრთხისგან თავ დასაცავად წაიწია უკან, თუმცა ერთ კაციანი დივნის უკან დგომა ვერ გათვალა და უნებურად გადაეშვა მასზე,
- გაები? თავხედო!
კმაყოფილმა შემოიწყო დოინჯები, ისე დახედა წარბების ათამაშებით და უწინდელი ღელვაც სულ გაქრობოდა ყველანაირი შიშიც მასთან ერთად და უბრალოდ ბედნიერიც იყო იმ ყოველივეთი რაც მოისმინა,
- არა, შენი დასჯა მაქსიმუმ კოცნა იყოს, ან საწოლში ჩათრევა და მე თანახმა ვარ
ღიმილით გასცა პასუხი და სალომესაც უცებ ჩამოეშალა სახე,
- ამ ყველაფერს ის კომპლექსიანი ბიჭი მეუბნება ვინც სიტყვა მიყვარხარსაც ვერ ამბობს?
სახის დამანჭვით უთხრა ისე გადაიწია შორიდან მისკენ სიტყვერი დაცინვით და მის სიტყვებზე უმალ წამოდგა თეოდორეც,
- გითხარი რომ მიყვარხარ, ვერ დაკმაყოფილდი?
მშვიდად შეამცირა პატარა ნაბიჯებით მანძილი და სალომემ რომ თავი უარის ნიშნად გაუქნია ნაზად დაიხარა მისკენ, ყურთან ნელა მიუტანა ტუჩები და დაბალ ხმაზე დაბოხებული ხმით გამოცრა სიტყვები
- მიყვარხარ!
ჯერ თბილი ჰაერისგან, რომელიც მის ყურს მისწვდა, მთელი სხეული დაეხორკლა და შემდეგ თბილ ჰაერს მოყოლილი სიტყვებისგან ისე გააცია და გაახურა ერთდროულად ძლივს შეაკავა სხეული რომ მასში აფრენილი პეპლები გარეთაც არ გამოფრენილიყო,
- მიყვარხარ ლამაზო, მიიყყვვააარხაარ,
თვალებში ჩახედა თუ არა ღიმილით გაუმეორა კიდევ ბევრჯერ სიტყვები და სალომემაც ვერ შეძლო ღიმილის დამალვა, ყურებამდე გაკრეჭილი უსმენდა თეოდორეს და მისი სიტყვების დამთავრებისთანვე დაბალი ნოტით დაწყებული სიტყვები სწრაფად აამაღლა
- მეც, მეც, მეეც
სრაფად გადაიქნია თავი უკან სიცილით და თეოდორეც ღიმილით აკვირდებოდა შეცვლილს
- თურმე რა მარტივი ყოფილა,
თქვა და ღიმილით გაშალა ხელები სალომეც მაშინვე ფრთხილად მოეხვია ისე აეკრო სხეულზე ღიმილით და დიდხანსაც გასტანდნენ რომ არა თეოდორეს ტელეფონი, უკმაყოფილოდ მოშორდა სალომე და არც შეუმჩნევია უკმაყოფილება, ღიმილით შეხედა მის ტელეფონს, თეოდორემაც უხერხულად უპასუხა, მის ყურებასთან ერთადვე ჩამოჯდა სალომე დივანზე და მკლავებ ახლართული დააკვირდა ღიმილით
- ქალაქში არ არი ვაჟა, შეეშვით და რო ჩამოვა მიხედავს ხვალ ჩამოდის ისედაც...
მის საუბარსაც მშვიდი მზერით აკვირდებოდა სალომე და თან აზრი გამოჰქონდა, თან იმაზე ფიქრს ვერ წყვეტდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა
- დრო თუ მქონდა გამოვალ,
მოკლედ გასცა ისევ პასუხი ტელეფონში მოლაპარაკეს და რამდენიმე მისი სიტყვის მერე დაემშვიდობა, საქმიანად ჩაიდო ტელეფონი შარვლის ჯიბეში და მაყურებელ სალომეს შეუტრიალდა,
- არ წახვიდე რა,
უხმოდ მაყურებელს უთხრა თხოვნის მზერით სალომემ და თეოდორეც ღრმად ამოსუნთქვასთან ერთად მიუჯდა გვერდით ისე მოხვია ხელი,
- არ წავალ,
დასტურად ამოილაპარაკა და სალომე რომ მიეხუტა კომფორტულად გადაწვა მასთან ერთად, ხელები ძლიერად მოხვია და თბილად შეახო ბაგეები თავზე......
......
- რატი გაიღვიძე რა!
დაბალხმაზე შეარხია ისე გააღვიძა მაშომ ქმარი, რომელიც კრუსუნით გამოხატავდა გაღვიძებისგან უკმაყოფილებას და ეცადა გამოფხიზლებულიყო, ამავდროულად უცებ მომდგარი ფიქრებიც განზრახ აასრულა დაუფიქრებლად
- რა ხდება ლანა?
თითქოს ძილ-ბურანშივე ამოიგმინა და გვერდი იცვალა
- ვინ?
კბილებში გამოცრა შეცხადებული მზერით და სწრაფად ჩაავლო თმაში ხელები მაშომ ისე მოწიწკნა თმაც და მასთან ერთად აღმუვლა რატიც
- გაიღვიძე-მეთქი!
თვალები რომ დააქაჩინა ტკივილისგან სწრაფად ჩაძახა ყურში უხეშად უშვა ხელი დაბღვერილი მზერით წამოდგა და ბაჯბაჯით გამოაღო კარი..
- დროზე მოწესრიგდი!
უხეშად მიაძახა ისე გაიხურა კარი ძლიერად და ბაჯბაჯით ჩავიდა კიბეებზე,
- ღმერთო, რა მინდოდა?
თავ წამოწეული გაკვირვებული აკვირდებოდა მაშოს გაბრაზებას და სინანულისგან იწვოდა,სულ რაღაც ათ წუთშივე მოწესრიგდა, დაბლა ჩასული სამზარეულოში მყოფებს შეუერთდა და ღიმილით მიესალმა ყველას თან თვალი დაბღვერილ მაშოს გაუსწორა, რომელიც სპეციალურად მისთვის ცხარე სპაგეტს პამიდვრითა და პანჩეტით აკეთებდა,
არაფერი უთქვამს უხმოდ დაჯდა ადგილას სადაც ანიშნეს შენი ადგილიაო და ისიც უსიტყვოდ აცეცებდა თვალებს მას შემდეგ რაც მის ადგილას არც საინი არც ჭიქა და საერთოდ არაფერი იდო, გემრიელად მიირთმევდნენ დანარჩენები ბარბარეს გარდა რადგან ისიც რაღაც ახალს აკეთებდა, რატი კი უხმოდ იჯდა და მაშოს ელოდებოდა, ლამაზად მოახვია მაშომ ისე გადაიღო საინზე მზადი სპაგეტი და უხეშად დაუდო რატის წინ,
- მაშო?
მორიდებით იკითხა ისე გახედა მის გვერდით ჩამომჯდარს და მაშომაც უხმოდ შეხედა მკაცრი მზერით "გისმენს " გამომეტყველებით
- მხოლოდ მე რატომ ვჭამ ამას?
წამწამები ნერვოზულად ნელა ააფახურა მამკაცმა, მორიდებით მოავლო თვალი მაგიდას, ტუჩების დაბრეცვით და დემეტრეს ფხუკუნზე მას გახედა,
- ცოლმა შენთვის სპეციალურად გააკეთა განსაკუთრებული საჭმელი და უკმაყოფილო ხარ?
ცალი წარბის აწევით იკითხა ანანომ და რატიმაც სწრაფად გააქნია თავი უარის ნიშნად, რომ ცალკე შარი არ მოედო მაშოს ამაზე
- არა რა სისულელეა, მადლობა,
ძალდატანებით გაუღიმა მაშოს და ისევ აფხუკუნებულ დემეტრეს გახედა, რომელსაც პირი საჭმლით გამოეტენა ღიმილს ვერ აკავებდა ისე დასცინოდა, მცოდნემ მისი ჭამის შემდეგ რა მოუვიდოდა რატის, წინასწარ ვერ იკავებდა ხარხარს,
რატიმ კი იდეალურად იცოდა რამე კარგი რომ არ მოხდებოდა, თუმცა ხმას ვერ იღებდა, დემეტრეს მიწოდებული ჩანგალი გამოართვა და აუჩქარებლად ჩაარჭო ჩანგალი სპაგეტს ისე დაატრიალა და უკვე მასზე დახვეული აკანკალებული ხელით წაიღო პირისკენ, დემეტრე უფრო და უფრო უმატებდა სიცილს და ცდილობდა სწრაფად გადაეყლაპა რომ არ გაგუდულიყო, მაშო უბრალოდ მშვიდად იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს უშიშრად გასინჯა რატიმ სპაგეტი და ცოტახანში ისეთი სიცხარე იგრძნო ნერვოზულად ხველა აუტყდა, წყალიც კი არსად იდო, რატი ხველებისგან იგუდებოდა დემეტრე კი სიცილისგან, მის გულიან სიცილზე ძლივს იკავებდნენ თავს დანარჩენებიც და მთელი ძალით ცდილობდნენ არ გასცინებოდათ, რადგან მაშოს თხოვნა იყო, რომელიც დემეტრესთვის შეუსრულებელი აღმოჩნდა,
- არ მოგწონს?!
წარბების აწევით გახედა ძლივს გასწორებულს თვალები რომ ჩაწითლებოდა და სახეც სწრაფად ახურებოდა პომიდორივით აწითლდა ისე დაუწვრილდა თვალები და ნატანჯი მზერით გახედა მაშოს კითხვისას
- უგემრიელესია,
ძალდატანებით გაიცინა და ჰაერით ცდილობდა წვის დახშობას,
- მიირთვი,
მშვიდად მიუთითა საჭმელზე მაშომ და მანაც უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა ყელში,
- მაშო ძაან გემრიელია მაგრამ, სხვა....
სიტყვის დასრულება არ აცადა მაშომ ისე მიუტრიალდა
- ანუ არ მოგეწონა და არ ჭამ?
კიდევ ერთხელ იკითხა და მოქმედებესითვისაც მზად იყო რომელსაც წინასწარ გეგმავდა,
- არა, არა ასე არ......
ისევ არ დააცადა სწრაფად გადამრჩენელი სიტყვების წამოძახება საინი წინიდან აართვა და მთელი სპაგეტი თავზე დაამხო, ცარიელი საინი წინ დაუდო და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, დემეტრე კვდებოდა სიცილით მხოლოდ და რატის ნერვებზეც ზედმეტად მოქმედებდა მისი დაცინვა, ღრმად ამოიხვნეშა ისე მოიშორა თავიდან საჭმელი და დემეტრეს ბოროტი მზერით შეხედა, ნელა წამოდგა მობეზრებული მზერით და სპაგეტიც ხელში კარგად მოეთავსებინა, კარგ მომენტში ძლიერად წაავლო დემეტრეს ცალი ხელი კისერში და ცალი ხელით სპაგეტი ძალით ჩაუდო პირში, სწრაფად ეცვალა დემეტრესაც ხასიათი წინააღმდეგობაც გვიანი აღმოჩნდა ისე აფურთხებდა სპაგეტს და ახლა რატი ახარხარდა ძალით რომ მისთვის დაეცინა ისე გაყვა მაშოს,
- ახვარო!
ბრაზისგან დააწია სიტყვები დემეტრემ და ამწვარი ენის სალფეთქით წმენდა დაიწყო....
მათი ოთახი რომ ჩაკეტილი დახვდა, ჯერ აბაზანაში შევიდა ისევ ხელთავიდან მოსაწესრიგებლად და უკვე მზად მყოფმა ძლივს გააღებინა ხვეწნის მერე მაშოს კარები,
- თავადაც ხომ მიხვდი რო განზრახ ვთქვი ის სახელი?
მისი დანახვისთანავე დილის ამბავი გაახსენა და საწოლზე ჩამომჯდარ მაშოს გვერდით მიუჯდა,
- რა მნიშვნელობა აქვს?!
- მაშო კაი რა როდიდან გახდი ასეთი მძიმე?
- კიდევ მე გავხდი? რა ლანა მეღადავები?
- შენ გვერდით ვარ და როგორ ეჭვიანობ მე რო სადმე წავიდე აზრზე ხარ რა მოგივა?
- ხოდა არ წახვიდე და არ ვეჭვიანობ
მშვიდად გახედა და რატიმაც მაშინვე მოხვია ხელი ისე გადაწვა მასთან ერთად საწოლზე,
- შენც წაგიყვან
მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და მაშოსგან ნაზად გარტყმული სილაც მიიღო, გაკვირვებისგან ეცვალა სახე წამით გადიდებული თვალებით დახედა ცოლს
- მომინდომა ლანა,
მაშოს სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა და კომფორტულად მოიმწყვდია მკლავებში.....
.....
ყველაფერი იცვალა თითქოს, სამყაროსაც შეეცვალა ფერები და საერთოდ სრულიად შეიცვალა შეხედულებებიც და ამისთვის ბევრი რამე არც ყოფილა საჭირო, იმისთვის რომ ახლა დივანზე მშვიდად ერთმანეთზე ჩახუტებულები მსხდარიყვნენ, მხოლოდ რეალური ემოციების გამჟღავნება იყო საჭირო,
დივანის საზურგეს კომფორტულად ეყრდნობოდა კმაყოფილი თეოდორე და მასზე მიხუტებული სალომეს თითებს აწვალებდა, რამდენი ხანი ისხდნენ მშვიდად და რამდენჯერ გაპარვიათ ბედნიერების ღიმილი ახალი ურთიერთობის გამო...
- მშია,
სწრაფად წამოიძახა სალომემ ისე ახედა თეოდორეს და ფრთხილად წამოიწია,
- შემჭამე რავი,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა მოულოდნელ სალომეს სიტყვებზე და სალომეც მაშინვე დაეჭყანა სრულად მოშორდა და ფიქრებთან ერთად წამოდგა, თუ რა გაეკეთებინა,
- ფრიტატას გავაკეთებ კარტოფილის ჭიქაში დაააა ქათამსაც მონადირულად სუპერი იქნება
გემრიელად გააწკლაპუნა პირი და საყვარელ ემოჯს დაემსგავსა,
- ეს იტალიელობა ვერ ჩამოგშორდათ,
ბუზღუნ წუწუნის ხმით წამოდგა თეოდორეც და წინ წასულს მიყვა
- გინდა დაგეხმარო?
სამზარეულოში შემავალს დააწია სიტყვა და სალომემაც უცებ აჩვენა თითებით გაკეთებული გული
- მინდა,
კმაყოფილმა გასცა პასუხი და უკან გამოვარდნილმა თმის წკაპის ძებნა დაიწყო, სრაფად მოიხვია თმა ისე აიწია მაღლა, მზარეულობისთვის ყველანაირად მოემზადა და მშვიდად შევიდა სამზარეულოში,
- ხალათი მომაწოდე რა,
თითის გაშვერით ანიშნა სად იყო დაკიდებული და თეოდორემაც სწრაფად ჩამოხნსა თუ არა მალევე მიაწოდა,
- ვსო უნდა დაიწყო?
- ჰო აბა დაიცა ჯერ ფილე გავალღო, ცხელ წყალში,
თითის დაქნევით დაფიქრებასთან ერთად სწრაფად მივარდა მაცივარს და ქათმის დიდი გაყინული ფილე გამოიღო,
თეოდორეც წამით მოსაწესრიგებლად გავიდა და შემოსულს სალომემ მაშინვე ხალათი ჩამოაცვა კისკისით თავზე,
- აუ გიხდებაა,
კეთილი შურის თვალებით აათვალიერა და სიცილიც არ შეუკავებია, თეოდორეს შეფერებაზე....
კარტოფილის გათლით დაიწყეს ჩვეულებრივ, მზადება და გათლილ კარტოფილს თეოდორეს აწვდიდა სალომე რომ სქლად გაეხეხა, ამავდროულად თეოდორე იმას ყვებოდა როგორ ჭამდა მთელი ბავშვობა შესაწვავ დამარილებული კარტოფილის ნაჭრებს,
სალომეც კისკისით უსმენდა და თან აკვირდებოდა სწრაფად რომ გამოსდიოდა თეოდორეს მზადება,
- ლიმონის წვენიც რა და სითეთრეს არ დაკარგავს,
უკვე მზად დახეხილ კარტოფილზე ანიშნა და შორიდანვე ესროლა ლიმონი ისე მიენდო გამოუცდელს, თავად კი შემდეგში დაჭირვებადი პროდუქტების გამოლაგება დაიწყო, თეოდორეს არაამქვეყნიურ ხმებზე გახედა სახედამანჭულს, რომელიც პირს ამჟავებისგან აწკლაპუნებდა და თვალებს ძლივს ახელდა,
- მჟავეაა,
- შენ ენას კიდევ ეგ უნდოდა?
სიცილით მიუახლოვდა სალომე ისე აართვა ლიმონი და ბარემ წვრილ წვრილებად დაჭრა, კიდევ მიაწოდა ნაჭერი თეოდორეს
- არა ჯიგარი ხარ არ მინდა,
ჯერ ისევ წესიერად ვერ გაეხილა თვალები დამანჭულმა იუარა და ლიმონის წამოსულ სუნზეც კი ჟრჟოლავდა უკვე
- ოოო მიდიი,
ძალით შეუძვრინა ნაჭერი ტუჩებს შორის და ხელთავიდან აამჟავა სიცილით , თავადაც გემრიელად შეექცა ისე თითქოს მანდარინს მიირთმევდა
- გაყინული იცი რა გემრიელია?
გაკრეჭვით გახედა და ფილე ცხელ წყალში აატრიალა,
- თურმე რატო გაქ მწარე ენა,
ხელების გატკაცუნებით ჩამოაყალიბა აზრი თითქოს საიდუმლოს ფარდა ახადა და სალომემაც სწრაფად მიარტყა თეძო,
- მაგდენ ლაპარაკს გირჩევნია ფქვილი შეურიო მაგას,
ღიმილით ანიშნა გახეხილ კარტოფილზე და ფქვილის პაჭკა გადმოიღო
- ლეს გო,
მოკლედ მოუჭრა ისე გაეცალა თეოდორე სალომეს და სალომემაც თვალის ზომით დაიწყო ფქვილის ჩაყრა, ხელის შეშლა მარტივად გამოუვიდა თეოდორეს და მანაც ჯამის ნაცვლად ნახევარი ჯამის გარეთ დაყარა, სამზარეულოს ნაწილი ააფქვილიანეს და ესეც კისკისში გაატარეს
- უიმე მოუხერხებელი,
- შემიძლია გაჩვენო რა გამომდის მოხერხებულად,
ფრთხილად დადო პაჭკა მაგიდაზე ისე შემოიწყო დოინჯი,
- რა აბა?
ძალაზე დაყრდნობით გაეჯგიმა თეოდორეც, სალომემ დაყრილ ფქვილს მოუსვა მუჭი და რაც ხელში მოყვა სრულად ჩამოუსვა თეოდორეს სახეზე, ისიც პირ მომუწული გაუნძრევლად იდგა, წამით და ამ საქციელს არც ელოდა ისე გაახილა თვალები, გათეთრებულ სახეზე ვარდისფერი ტუჩები და მხოლოდ მუქი თვალები იმდენად სასაცილო ხდებოდა, ათეთრებული წამწამების ფახურით, რომ შეუკავებლად ახარხარდა სალომე მანამ სანამ, თეოდორემ სული არ შეუბერა და ფქვილი, რომელიც ტუჩებზე ჩამოყროდა სალომეს შეეყარა,
სწრაფად დახედა საკუთარ თავს, რომ ენახა გაფქვილიანდა, თუ არა და ზემდეტი რომ არაფერი ეტყობოდა ენა გამოუყო,
- მახინჯოოო
მიაყვირა თუ არა საჭმელს შეუტრიალდა ღიმილით,
- კვერცი გაკლია და შემდეგ ცხელი ტაფა უნდა დაგადო სახეზე
ახალი მოგონილი საჭმლის რეცეპტი გაუნდო სალომემ ისე გახედა და ხელახლა აუტყდა სიცილი,
- რა მაგრები ხართ ეს და-ძმა,
- ჩემი ძმა რა შუაშია?
- ლიჟბი ხალხი აწამოთ,
- შენ დაიწყე მაინც რო იცოდე,
გაკრეჭილი წაიწია მისკენ და ძლიერად შეუბერა სული, ისევ ხარხარს მოჰყვა და თეოდორეც ეცადა ჯერ არაფერი გაეკეთებინა...
მანამ სანამ კარტოფილის ჭიქების ცხობა მიმდინარეობდა, ფრიტატას გაკეთება დაიწყეს, სალომეს, რომელიც ხახვის დაჭრაზე ტიროდა თავის ქნევით ააცალა თეოდორემ დანა
ისე გადაწია გვერდზე და თავად დაიწყო დანის სხარტად ხმარება,
- აქამდე გექნა დამპალო,
სლუტუნით ამოაყოლა და თავად კვერცხის გათქვეფა დაიწყო,
- მოდი ერთი შენთვისაც მაქვს,
კვერცხიანი საინით დაიძრა მისკენ ისე თითქოს მისი მასკა უნდა გაეკეთებინა მისთვის და ისიც უკან უკან დაიძრა,
- ოო მომშორდი,
- მოდიი, უნდა შეგჭამოო,
გაქცეულს აედევნა ისე დაარტყა კრუგი მაგიდას და თეოდორეც დანითვე ურბენდა კრუგებს, მერე გაანალიზა რომ დანა ეკავა და მუქარის მზერით აუწია ცხივრწინ,
- თითებს მოგაჭრი,
თავზე რომ დაადგა, მუქარის შემდეგ აუარა გვერდი, ქვედატუჩ გამოწეულს და ცხელ ტაფაზე დაყარა ხახვი,
- მზაარეეეუუულლლლ,
ხმამაღალი წაღიღინებით დატრიალდა სალომე და სულ არ ადარდებდა რა დღეში ჩააგდეს იქაურობა, თეოდორემ ხახვი ხალაპენიო და წითელი ბულგარული წიწაკა ერთ ჩაის კოვზ ზეთთან ერთად კარგად მოთუშა და სალომე მიუშვა შემდეგ,
- მწიკვი მარილი,
დაბოხებული ხმით ორი თითით რამდენიმე მარილის შეუმჩნეველი კუბიკი მოიქცია თითებში და შორიდანვე მოხრილი ხელით დააყარა, თითქოს,
- რა დააყარე გაფიცებ?
მაყურებელმა სალომემ ამოთქვა და სიცილი ძლივს შეიკავა
- მარილი
გულწრფელად გასცა პასუხი და ახარხარებულს გაკვირვებულმა შეხედა
- უნდა დაგეყარა თედო და შენ იმდენი ამოიღე თითებიდან არც მოგშორებია
- ოო გააფსი,
უკმაყოფილოდ დააყარა ხელახლა, საბოლოოდ შეწვის მერე გამოიღეს კარტოფილის ხრაშუნა ჭიქა და შერეული სუნელებიანი კვერცხით კარტოფილია ჭიქები ისევ მაიმუნობით შეავსეს,
- ვსო?
სწრაფად იკითხა ხელებ დასვრილმა და კმაყოფილმა გაატკაცუნა კისერი, ფიქრებით რომ დასხდებოდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ,
- არ რა ვსო, შედე ისევ ღუმელში 10-15 წუთი რომ კვერცხი გამყარდეს,
სწრაფად მიუთითა და თავად ხელები გაიწმინდა,
- რაამბავია,
წუწუნით შეასრულა სალომეს სიტყვები და ადგილზე გაყინულმა დაუწყო ღუმელს ყურება თითქოს მაშინვე გავიდოდა დრო და სწრაფად გამოიღებდა,
- თედორეე, მიდი რააა დადგი ფილეეც,
წუწუნით არ აცადა შესვენება თეოდორეს თავად კი მკლავებ აკაპიწებული რეცხავდა დაგროვილ ჭურჭელს, ბუზღუნითვე შემოდგა პატარა ქვაბი და ბუზღუნითვე გადაატრიალა ქურის პნოპკა ისიც სწრაფად აინთო და უკვე განთავისუფლებულმა მშვიდად დაუწყო ყურება სალომეს
- ბოლოს სამზარეულოში მუსიკების გარეშე როდის ვიყავი არ მახსოვს, საქმეს ამოაყოლა სალომემ ისე გახედა თეოდორეს,
- რატო საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გეშინოდა?
- არ ნიშნავს მუსიკების მოსმენა იმას, რომ რამის შიში მაქვს,
- ერთი პერიოდი მეც მასე ვფიქრობდი,
ღიმილით წავიდა მისკენ ისე შეამცირა მანძილი და საუბართან ერთად აეკრო სალომეს ზურგიდან, ნაზად მოხვია ხელები, რომ თან შეძლებოდა საქმის კეთება და დახრილი მის კისერთანვე საუბრობდა
- არაფერს რომ არ ვუსმენდი, ერთადერთი საკუთარ თავთან დიალოგი მიწევდა და საშინელება იყო ყოველთვის, იმდენ რამეს გიჩიჩინებს ეშმაკივითაა ჩემი მეორე მე და ყოველთვის ვცდილობდი ამერიდებინა თავი რამე ნებისმიერით,
- ალბათ მეც მასე ვიყავი,
- და კიდევ, საკუთარ თავს არასდროს ებრძოლო, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები,
ნაცნობ სიტყვებზე სწრაფად ახედა სალომემ გაკვირვებული კითხვის ნიშნის მზერით და თეოდორემაც მშვიდად დახედა ჯერ პირდაპირ შემხვედრ ბაგეებს და შემდეგ მის ლამაზ თვალებს ჩააჩერდა,
- საიდან ეგ?
სწრაფად დაუსვა კითხვა და მანამ არ მოაშორა მზერა სანამ პასუხი არ გასცა,
- გამოცდილი მაქვს,
მშვიდად დაუბრუნა პასუხი და სალომემაც უხმოდ მოაშორა მზერა ისე განაგრძნო ჭურჭლის რეცხვა, თეოდორეს ხელებს დახედა ღიმილით მუცელზე რომ ძლიერად შემოეჭდო მალევე თეოდორეც რომ მიეხუტა და ნაზად აეკრო, გატრუნული აქაფებდა ჭურჭლის ღრუბელს.....
- მშია
ახლა თეოდორემ ამოიწუწუნა ისე ეკვროდა ისევ სალომეს
- შემჭამე რავი,
მზგავსად გაიმეორე თეოდორეს სიტყვები სალომემ და ღიმილით ახედა ისე გამორთო ონკანი
- შეგჭამო?
კითხვაზე ისევ ჩვეულად დახედა ბაგეებს და პასუხად რომ სალომემ გაუღიმა, ნაზად წაავლო ყელში ხელი ისე წვდა ტუჩებზე, უნებურად შემოტრიალდა სალომე და უნებურადვე საცრის ოდენა გაუხდა თვალები, თეოდორეს ვნებიან კოცნაზე სხვადასხვა გრძნობის მოთოკვა შეუძლებელი უხდებოდა, კოცნასთან ერთად დაასრიალებდა ცალ თავისუფალ ხელს თეოდორე მის შიშველ ზურგზე და უკვე თხელი ხალათიც მალევე გაიხსნებოდა მის ტუჩებთანვე ჩაეცინა სალომეს, ისე დაიწყო ზმუილი, რომ თეოდორე მოშორებოდა,
- გეყოფაა,
წამით რომ მოსწყდა მის ტუჩებს სწრაფად ამოაყოლა სიტყვები, თუმცა ისევ დაკავდა, მკლავზე რომ რამდენიმეჯელ ისევ ზმუილით დაარტყა ხელი, ბუზღუნით მოშორდა თეოდორეც და ყურადღების და ემოციების გადასატანად კისერში დაწვდა უეცრად,
- გადაგცდები,
სიცილით ამოაყოლა სალომემ და ღრმად სუნთქვას მოჰყვა, ამავდროულად კი კისერზე დატოვებული სველი კოცნისგან მთელ სხეულში გააცია....
საჭმლის სრულად გაკეთებამდე მიალაგა სამზარეულო, იმედიანად დაწმინდა ყველა კუთხე და ხელახლად მზად მყოფმა ქათმის მოქაფვა დაიწყო, თეოდორეც დიასახლისივით ტრიალებდა სალომეს მითითებებით, ღუმელიდან გამოღებულმა საჭმელმა სწრაფად შეავსო ოთახი ორთქლითა და უფრო მკვეთრი სურნელით, სპეციალურ ლანგარზე ჩამოდო თეოდოდორემ ცხელი კარტოფილიანი კეცი, რომ მაგიდა არ დაეწვა და იმის ლოდინი თუ როდის გაცივდებოდა უზომოდ ეზარებოდა,
- აუ ეგ როდის მოიხარშება, რა ძალა გედგააა?
სალომეს მაგივრად მობეზრდა თითქოს კეთება და წუწუნიც ამოაყოლა ამ ყოველივეს,
- რაიყო, ესეც იყოს ჩემი თავის ხო ვიცი არაა?...
მხრების აჩეჩვით დახედა ქვაბს და მისი კეთება განაგრძო, რაღაც დროც გამონახა რომ გემრიელი ნახელავი გაესინჯათ, მხიარულად ერთმანეთის წინ ჩამომჯდრები, სინჯავდნენ მათ შედევრს და თეოდორეს კრუტუნზე სიცილს ვერ იკავებდა სალომე.... ღიმილით გაუწოდებდნენ ხოლმე ერთმანეთს ჩანგალზე წამოცმულ ლუკმებს და ღიმილითვე აკვირდებოდნენ ერთმანეთს, სასიამოვნო საყურებელიც კი იყო, მათ თითოეულ მზერაში რომ იკითხებოდა ძლივს გამოხატული სიყვარული..... შემდეგი საჭმლის კეთებაც არ აცადა თეოდორემ, ხშირად შემოხვევდა ხელებს და უხმოდ ეხუტებოდა ხანგრძლივად, ხან სალომეს ლამაზ კისერს დაწვდებოდა ხოლმე ხან ერთ ხან მეორე მხრიდან.....
......
სახეზე ისვამდა თეოდორე დამანჭული სახით ხელებს და ადგილები სტკიოდა სადაც ცოტახნის წინ დემეტრეს გაქანებული მუშტი მოხვდა, თავად დემეტრე კი მშვიდად იწმენდდა მუშტს და მშვიდად ათვალიერებდა თეოდორეს
- ესეც იმისთვის, რომ დიდხანს დატანჯე,
- მეც დავიტანჯე ა?
შეპასუხებასავით გამოუვიდა და დემეტრემ თვალები რომ დაუქაჩა ისევ ნატკენ ადგილას მოისვა ხელი,
ზოგადად ბიჭები ხომ რთულად იტანენ დის ახალ საფეხურებს სიყვარულის მხრივ, მითუმეტეს დემეტრეს მსგავსი ძმა რომ გყავს ნერვიულობაც კი შეგბოჭავდა მისთვის ეს ყოველივე აგეხსნა, მაგრამ წყვილის შემთხვევაში მეტად გამარტივებულიც კი იყო საქმე, რადგან მან უკვე იცოდა და თითქოს ნელ-ნელა ეგუებოდა კიდეც, მიუხედავად ამისა მაინც ვერ შეიკავა ის მისთვის შემონახული მუშტები, მთელი საათი და 10 წუთი ედგა და ესაუბრებოდა, ყველაფერზე რაც სალომეს უკავშირდებოდა, თუ აწყენინებდა რა დაემართებოდა, თუ მოწყენილი იქნებოდა და კიდევ მსგავსი ათასი თემა მოუყვანა მაგალითად, ისიც უხმოდ უსმენდა ისე ეთანხმებოდა ყველაფერზე გატრუნული მაგრამ ფიქრებით სალომესთან იყო და ნაწილს ვერც გებულობდა არც ესმოდა რას ეუბნებოდა, თემას გადახვეული დემეტრე.....
.....
ამასობაში კი მოლაპარაკეებმა გადაწყვიტეს კიდეც შესულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ ახმაურებულებთან, ეზოში მწკრივზე ჩამოდებულ პუფებზე წყვილებად მსხდომები, ძველ თემებს იხსენებდნენ ცუდსაც თუ კარგსაც და ზედმეტადაც მხიარულობდნენ ან ერთადვე სწყინდათ კიდეც, ისევ და ისევ საყვარელი კადრი იყო, შესვლისთანავე ღიმილით ეცვალათ ბიჭებს სახე და თეოდორეც თავისუფლად ჩაეფლო სალომეს პუფში, ზედმეტი დაკვირვევებებით ჩაჯდა დემეტრეც და ბარბარეს რომ დახედა ეცადა ზედმეტი კონტროლიც მოეშორებინა,
- აუ გამახსენდა და ბარემ ვიტყვი რა,
ხმამაღლა, რომ დაიწყო რატიმ, სიჩუმით ჯერ ისევ წინა მხიარული ისტორიისგან გაკრეჭილები, დადუმდნენ და მხიარული მზერით დაიწყეს ახალი ისტორიის სმენა
- მაშინ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა მე და მაშოს რა და ვაჟამ სთხოვა საბუთები რო მოეტანა, კაბინეტში დავხვდი მე და რო არ მელოდა ჯერ ხო ფერი ეცვალა და სწრაფად გარდაისახა,
- ყურებს რო ჩამოყრის უცებ ხოლმე ხო?
წარმოდგენაზე სიცილით ჩაერთო ვაჟა, როცა გაიხსენა ამბის ნაწილი და ღიმილით განაგრძო მოსმენა რატის თავის დაქნევაზე,
- ნუ იქ რა მოხდა არ მოგიყვებით ყველაფერი თავზე დამაფარა, მარა იქიდანაც რო გამოვიდა წარმომიდგენია რა ცეცხლს ყრიდა, ნუ მეც გამოვედი, თან ღრმა ჩასუნთქვებს ვაკეთებ ლამის ვშობე, რო დავწყნარებულიყავი, ძაან გავღიზიანდი იმ მომენტში.... იქით-აქეთ დავდივარ რაღაცა....
ღიმილით ყვებოდა და ამავდროულად ხელებს აყოლებდა მოყოლას და მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდიდა ამბავს,
- მე მოვდივარ მაგ დროს, იმან ცხოველივით ჩამიქროლა და ეს იქით-აქეთ დადის და სახეზე წითელი ფერი ადევს თაან,
სწრაფად ჩაეჭრა ვაჟა ღიმილით მომენტის გახსენებაზე და მეტადაც დაინტერესდა რა მოხდა იმ დღეს
- ხო ნუ წავედი მეც აღარ ვაპირებდი დარჩენას და ვაჟას რო რაღაცეები ვთხოვე წამოვედი, მარა კიბეებზე მხვდება ჯერ ისევ მაშო და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი, დოკუმენტების კარგი მცოდნეა ეგ, მარა მშვიდობა არ ყოფილა, საჭმელი მოქონდა იმას აშკარად და ამან გააყრევინა, იატაკზე ეყარა ყველაფერი და ის ქალიც ჩხუბობდა, ამან საკუთარ თავზე აიღო გადავიხდიო....
თავიდან მშვიდად განაგრძო მოყოლა რატიმ და მოყოლის პროცესში საკუთარი საქციელი რომ ახსენდებოდა თანდათან იცინოდა,
- ჩავერიე, როგორც უფროსი, ზევიდან გადმოვყურებ ვაკონტროლებ რაღაცა და მერე ის ქალი დუმდა, ეს უსვამს კითხვას თუ რა იყო შეკვეთილი თანხა მითხარიო რომ აენაზღაურებინა რა, არ ვაცადე იმ ქალს რაც პირზე მომადგა ის წამოვიძახე,
ხელი დაირტყა მუხლზე დასტურის ნიშნად ისე გააპარა მაშოსკენ თვალი და მაშოც უკვე აღარ იღიმოდა, ამაზე მეტად მოუნდა სიცილი და სიცილითვე განაგრძო მოყოლა,
- დამრგვალებულად 60 ლარი ჩამოვართვით იქაურობის მოწესრიგებაც გადავეცით და არც გავჩერებულვართ იქ....
ეცადა მცირედი სიცილი შეეწყვიტა რადგან, მხოლოდ ის იცინოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა რაზე უნდა გაეცინათ, რადგან სასაცილო ვერაფერი გაიგეს ისტორიის გახსენებაში, მაშო უსმენდა მხოლოდ მომლოდინე მზერით და კარგს არც არაფერს ელოდებოდა,
- ხოდა, თქვენთან ერთად ბოდიში მინდა მოვუხადო, ჩემ ცოლს...... რადგან, 28 ლარის ნაცვლად 60 ლარი ავაწაპნე,
გაკრეჭვით წამოიძახა და მოულოდნელობისგან აიფარეს ხელები გოგონებმა პირზე ამავდროულად ეცადნენ სიცილი შეეკავებინათ მაშოს ძირს დაგდებულ ყბაზე და თან ხელს იფარებდნენ ტუჩებზე,
- შეეენ რაააა მზეეეე ხააარ!
თვალები მოუჭუტა ვაჟამ ისე დაუქნია საჩვენებელი თითი რატის,
- მაშო მართლა ბოდიში,
მაშოს რომ სახე არ ეცვლებოდა გარდა გაკვირვებული სახისა მას დახედა ისე დაიწყო კრეჭვა,
- შე დეგენერატო! მჭირდებოდა მე ის თანხაა.....ბოროტო, დამპალო,
- კაი რა ხო ხედავ საქვეყნოდ მოგიხადე ბოდიში,
- შემეშვი,
მაინც უხეშად კრა ხელი ისე წამოხტა პუფიდან წარბებ შეხრილი აპირებდა ადგილიდან მოცილებას, სიცილით ჩაავლო რატიმ მაჯაში ხელი და მისკენ დაქაჩა თუ არა, სწრაფად ჩაისვა კალთაში,
- სხვანაირად აგინაზღაურებ რამდენიმე დღეში გაწყობს?
მკლავზე გადაიწვინა ისე დახედა ყურებამდე გაღიმებულმა და მაშომაც პასუხი თვალის დახამხამებით რომ გასცა , თბილად მიიხუტა მკერდზე......
საღამო იდეალურად დამთავრდა, იდეალური წყვილებითა და საოცარი ურთიერთობით, მართალია ჯერ ისევ უწევდათ რამდენიმეს, ერთმანეთისგან შორს ყოფნა, თუმცა ესეც დროებითი იყო, ყველა ახალი ურთიერთობის საფეხური გამაღლდა დაიხვეწა და მეტად გამაგრდა, რაც ბედნიერების მომტანი ხდებოდა.....
- სახლში წასვლას, როდის შევძლებ ბატონო?
კბილებში გამოაცურა ქვედა ტუჩი ანანომ წელში გამართული ჩამომჯდარიყო საწოლზე და ღიმილით ელოდებოდა ვაჟას, მას შემდეგ რაც სახლში გაიყოლა ვაჟამ მერე გაგაცილებო იმედის მიცემით, ახლა კი ელოდა, რომელსაც უნდა გაეცილებინა, თუმცა მის სიტყვებზე კრუსუნით შემოვიდა ვაჟა ისე მიუჩოჩდა ანანოს, კრუსუნითვე მოხვია ხელი ისე გადააწვინა საწოლზე და მუხლებით ასულმა უფრო მაღლა აწია ქალი,
- ოხ ვაჟაააა!
პროტესტის ნიშნად ამოიძახა ისე იცინოდა ვაჟას კრუტუნზე,
- დავიღალეთ, ხოდაა.....
სწრაფად გადაწვდა შუქს ისე გამორთო და კმაყოფილი მიიწია ანანოსკენ,
- გეყოფა, სახლში უნდა წავიდე,
ეცადა წამომდგარიყო, თუმცა ვაჟას საგულდაგულოდ ჩავლებული ხელისგან განთავისუფლება არც ისე მარტივი იყო, რის გამოც მალევე დანებდა,
- სახლში ხარ, ანანო სახლში!
მკაცრად დახედა და სიბნელეში კარგად, რომ ვერ დაინახა წელზე უკეთ მოხვია ხელი,
- ოხ ვაჟაა,
- რა ბედი მაქვს, ჩემ ბედზე ჩამოვარდნილი რომ ხარ,
თავი გააქნია კმაყოფილმა ისე მიაკრო ტუჩები ყბის ძვალთან და ხელებითაც ნაზად მიეფერა საყვრელ ქალს ხშირად კოცნითვე.....
......

ბიჭების საუბარს ჩვეულად ზევიდან ჩუმად უსმენდა სალომე დემეტრეს ოთახში შეყუჟული, ზევიდან ადევნებდა თვალს თეოდორესაც და ღიმილით ჩამოედო რაფაზე იდაყვი, ხელში ნიკაპი მოექცია და აციმციმებული თვალებით იღიმოდა..... თეოდორე, რომ წამოდგა დასამშვიდობებლად წამში მოსწყდა ადგილს, სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე, კარები გიჟივით გამოაღო და ეცადა დაწყნარებული მზერით გასულიყო გარეთ, ისე თითქოს არც იცოდა, რომ მიდიოდა, გაზმორვასთან ერთად გავიდა გარეთ და შორიდანვე მოავლო ბიჭებს თვალი, მათაც ყურადღება სალომესკენ გადაიტანეს და უხმოდ დააკვირდნენ მოულოდნელად გასულს,
- არ გძინავს შეენ?
დაბალხმაზე შეათვალიერა დემეტრემ და უხმოდ დააკვირდა პასუხის მოლოდინში,
- არა, ვიდეოს ვუყურებდი....
ჩამოშლილი თმა ყურსუკან გადაიწია ისე წავიდა მათკენ და ახალ ხმაზე, რომელიც ბარბარეს ეკუთვნოდა ხმის მიმართულებით აიხედა მეორე სართულის ფანჯარაში, სადაც ბარბარე ღიმილით იყურებოდა,
- ბაბი შენ გამო ჩამოვედი, მეგონა დემეს გვერდით იქნებოდი,
სიცილით ახედა ახარხარებულ ბარბარეს და ადგილიდან არ განძრეულა,
- ხოდაა, დემეტრეს გამოძახებაზე ვარ მარა თუ არ გცალიათ კაიი,
გაიკრიჭა უცებ და ნელა გადაყო თავი ისევ,
- ვინ გითხრა, რომ არ მცალია, დამელოდე ამოვალ,
სწრაფად გასცა დემეტრემაც პასუხი და ბარბარე კმაყოფილი, რომ შევიდა ოთახში სრულად, თეოდორეს შეხედა
- ავედი კაროჩე და გნახავ ხვალ,
- დავაი, წავედი მეც,
ძლიერად ჩამოართვა თეოდორემ დემეტრეს გაწეულ ხელს ხელი და სწრაფად წასულს გააყოლა თვალი,
- მალე დაიძინე,
გვერდის ჩავლასთან ერთად ნაზად აკრა ნიკაპზე თითები დას დემეტრემ და სწრაფად აუარა გვერდი.... უკვე მარტო დარჩენილები შორიდანვე უხმოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს, ისე თითქოს არ იცნობდნენ ერთმანეთს ან უბრალოდ გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე, არცერთი ინძრეოდა და არცერთი ცვლიდა უემოციო სახეს, ორივე მაქსიმალურად ცდილობდა არც შეეცვალა, თუმცა თვალები ძალზედ გამყიდველი, რამ აღმოჩნდა, წამში ჩანაცვლდა უემოციო მზერა წვრილი და მხურვალე მანათობელი სიხარულით და ერთდროულად დაიწყეს სიცილი, არაფრის გამო რომ იცინოდნენ ეს კიდევ მეტად სასაცილო აღმოჩნდა ხარხარითვე მიიწევდა თეოდორე, მოხრილი სალომესკენ, რომელსაც მუხლებზე დაეწყო ხელები მოხრილს და სიცილის შეკავებას ცდილობდა,
- რა გაცინებს?
სიცილით გასწორდა სალომე, თეოდორე რომ მიუახლოვდა და ეცადა მეტად დაწყნარებულიყო, მანაც ღიმილით შემოაწყო მკლავები მხრებზე სალომეს და საუბარშივე დახედა
- მე შენ სიცილზე მეცინება,
- კი მაგრამ შენ გაგეღიმა,
- მე მახსოვს, რომ შენ ღიმილზე გავიღიმე,
ღიმილით გასცა პასუხი, სალომეს და მის თითებს დააკვირდა, როგორ ნაზად ჩაავლო მკლავებში ხელი,
- ნუ კაი,
- კაი,
მოკლედ დაასრულეს თემა და ერთმანეთის ყურებაშივე ღრმად ერთდროულად ამოისუნთქეს,
- მიყვარხარ,
თბილად დაწეულმა მისკენ, ნაზად მიადო შუბლზე შუბლი თეოდორემ და სალომეს მის წელზე შემოხვეულ ხელებზე ჩაიღიმა,
- მეც მიყვარხარ თედორე,
ღიმილით მინაბა სალომემ თვალები და არც კი სურდა, რომ დასრულებულიყო ოდესმე ეს მომენტი, მიუხედავად ამისა თავადვე გაახსენა, რომ წასასვლელი იყო და ფრთხილად მოშორდა
- ახლა აღარ მინდა წასვლა, რატო
ჩამოხვედი,
- არსად არ გავრბივარ აქ ვიქნები ხვალაც წადი ახლა,
ღიმილით შეატრიალა, მობუზღუნე და შეძლებისდაგვარად მიაწვა, რომ კარებისკენ წაეყვანა,
- სალომეეეე
ხმამაღლა ამოიწუწუნა და კარების წინ ჩამომდგარმა თავადვე გააღო კარი, პასუხად ბარემ გააგდო სალომემ 'ჭიშკარს' გარეთ და ხელის დაქნევის შემდეგ აპირებდა უბრალოდ მიეკეტა კარები, სწრაფად ჩაავლო ხელში ხელი თეოდორემ და ინერციით სწრაფად გაყვანილი ფრთხილად და სწრაფად ააკრო გარეთ გაყვანილი დიდ კარებზე,
- ჰი! რაშვებიი?
თვალების გაფართოებით შეიხედა ეზოში და თეოდორემ რომ დაქაჩა სწრაფად გახედა ისევ მას, ღიმილს ვერ აკავებდა თეოდორე მისი ყურების შემდეგ, რომელიც ისე იყურებოდა სახლისკენ და გზაზე თითქოს ვინმე გამოიჭერდა, მის საქციელზე ფრთხილად დაიხარა მისკენ და მხურვალე ტუჩები, იმდენად ნაზად შეახო უკვე ათრთოლებულ ბაგეებზე, თითქოს ეშინოდა არ დაშლილიყო, ნაზად ეხებოდა ზედა-ქვედა ტუჩზე და სალომემაც უნებურად მოუჭირა მის წელზე ჩავლებულ მაიკას თითები, სხეულში უამრავ პეპელას გრძნობდა, გულიც ამ ყველაფერს მეტად აეძგერებინა და იმდენად შეეცვალა ძლივს აკავებდა თავს არ ეხტუნავა სიყვარულისგან, ღიმილით მოშორდა თეოდორეც და ნაზად წაკრა თითი ცხვირისწვერზე,
- სახლში ადი,
ხმადაბლა უთხრა მომღიმარს, რომელიც ძლივს აკავებდა ბედნიერებისგან გამოწვეულ ემოციებს და პეპლებს, რომ არ გამოფრენილიყვნენ,
- მშვიდობიანი ღამე,
თვალების დახრით ამოილაპარა სალომემ ისე მოშორდა და კარებისკენ წაიწია,
- შენც
სერიოზული ხმით გასცა პასუხი და მომღიმარს დააკვირდა, ზედმეტების გარეშე, მარტივად მიკეტა კარები სალომემ და ცოტახანს დაელოდა თითქოს, როდის გაიგებდა ხმას რომ წავიდა თეოდორე და სწრაფადვე ააბაკუნა ფეხები სიხარულისგან, ყურებამდე გაკრეჭილიყო ხტუნაობით დაიძრა სახლისკენ და ტუჩებს კბილებით აწვალებდა გაკრეჭილი......

ასულმა დემეტრემ დახმარება მხოლოდ ბარბარეს წერილებით სავსე ქილის გახსნაში შეძლო, ისედაც ამისთვის ეძახდა ბარბარე, ძლიერად მოჭერილი ჩაჭედილ თავსახურს ძვრა, რომ ვერ უყო, იძულებული გახდა მისთვის ეთხოვა, ახლა კი მასთან ერთად ალაგებდა წერილებს და მასთან
ერთად იცინოდა თავის სასაცილო წერილებზე, რომელიც იშვიათად ხვდებოდა, ამავდროულად დემეტრეს ფიქრები ხშირად გარბოდა ხოლმე შორს და იმაზე ფიქრით თუ როგორ მოეწყო მისთვის სასიამოვნო დღე და როგორ ჩამოეცვა მისთვის თითზე ბეჭედი ისე, რომ ყველაზე დამასამახსოვრებელ და ბედნიერ მომენტად დარჩენილიყო მის ცხოვრებაში,
- დემე აქ ხარ?
ღიმილით აუქნია ბარბარემ ხელი, ცხვირწინ კითხვა, რომ დაუსვა და დემეტრე აშკარად იქ არ იყო და ისიც წამშივე გამოფხიზლდა,
- ბოდიში, რა მკითხე?
- დაიძინე
სიცილით გადააწყო ყველაფერი გვერდზე ბარბარემ ისე მიიჩოჩა მისკენ და მისი ხელი ნაზად და აუჩქარებლად მოიქცია თბილ ხელებში,
- არ მეძინება, უცებ ჩავფიქრდი და,
- მე ვფიქრობ ზედმეტად გადატვირთული ხარ ყველანაირად,
მშვიდად მოუსვა თითები ხელზე და ღიმილით შეანათა თბილი მოსიყვარულე მზერა,
- მთავარია გვერდს შენ მიმშვენებ,
თბილად მოუსვა თავისუფალი ხელი სახეზე ნაზად და იმავე თბილი სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით ჩააჩერდა მის ლამაზ თვალებს, თითქოს სიტყვებიც კი აღარ იყო საჭირო, ყველაფერს იგებდა ბარბარე, ყველა მის ფიქრებს მის სათქმელს დეტალურად და დაწვრილებით იგებდა დემეტრეს მოსაუბრე თვალებიდან, ისევე როგორც დემეტრე არკვევდა ბარბარეს ბედნიერებით მანათობელ თვალებს, თუნდაც იმიტომ რომ ახლა ერთად იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და მის უხეშსა და თბილ ხელს გრძნობდა სახეზე, რომელიც უზომოდ სიამოვნებდა, მის ყურებაშივე თბილად მოხვია ხელი დემეტრემ და ბარბარეც თავისუფლად მიიჩოჩა მისკენ მეტად ისე მიეკრო მკერდზე ღიმილით,
- უბედნიერესი იყო ის დღე, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და უბრალოდ სამოთხეა ის დანარჩენი დღე როცა ჩემს გვერდით ხარ...
გულწრფელად ამოილაპარაკა ბარბარემ, ეკვროდა სხეულზე, უსმენდა მის გულისცემას, რომელიც უზომოდ სიამოვნებდა და ამშვიდებდა, სიამოვნებდა მისი სიახლოვე სურნელი და ამავდროულად ფიქრები არ ასვენებდა მათი გაცნობის პირველი დღიდან დღემდე,
- უღრმესი მადლობა თითოეული დღისთვის დემე, იმისთვის, რომ შენს გვერდით ვარ...... იმისთვის, რომ მონობიდან გამომგლიჯე, იმისთვის, რომ ნდობის ფასი მასწავლე.... ვერც კი აგიღწერ,
უნებურად ახედა, თითქოს ვერ ეტყოდა იმ ყველაფერს, ისე, როგორც ამ ყველაფერს დემეტრე მის მზერაში ამოიცნობდა, იმ ძლიერ სიყვარულს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გიჟივით შეყვარებული იყო ბარბარე ადამაინზე, რომელიც ახლა თითებით ნაზად ეხებოდა მოშიშვლებულ კანზე მას კი ბედნიერებისა და სიამოვნებისგან დახორკვლოდა სხეული,
- მართლა სიგიჟემდე შეყვარებული გავხდი,
სიცილით მოშორდა ფრთხილად, თითქოს დემეტრეს მდუმარება აბნევდა და აშინებდა კიდეც, ამდენი რამის თქმის მერე სიჩუმე, თითები გააწვალა წამით ისე დაუწყო ლოდინი იქნებ მის, სიყვარულით გაჟღენთილი მზერის მერე სიტყვა "მეც" მაინც გაეგო, ისევ რომ ვერაფერი მოისმინა დაბნეული, დაძაბული მზერით ახედა თვალებითვე და მაშინ გადაიწია მოხერხებულად დემეტრეც თავისუფლად ფრთხილად, ნაზად და მადიანად დაწვდა ბაგეებზე, მოულოდნელობისგან შეეკრა ბარბარეს სუნთქვა, მასთან ერთადვე აუძგერდა გული გამალებით, კისერი იმდენად დაჭიმვოდა ტკივილსაც კი გრძნობდა და ვერ ხვდებოდა, მუცელში რაღაც ახალი გრძნობა, პეპლებისთვის უნდა მიეწერა თუ მთელი ფლორა და ფაუნისთვის, ეს ხომ მისი პირველი და დაუვიწყრად საოცარი გრძნობა იყო, უზომოდ სასიამოვნო და სიყვარულის ნაწილაკებით გამოვსებული აზრზე სანამ მოვიდოდა ვერც კი ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა დაბნეულს, უნებურად აყვა კოცნაში, გაუაზრებლად და დემეტრეც მეტად თბილად შეეხო სახეზე ორივე ხელით, მეტად ძლიერად მიიზიდა მისკენ და ცდილობდა მისთვისაც პირველად ნაგრძნობი უცნაურად სასიამოვნო გრძნობა მეტად შეესწავლა და დაემახსოვრებინა, რადგან ეს ყველაზე სასიამოვნო კოცნა იყო მის ცხოვრებაში, ყველაზე უცნაური არომატით, რომელსაც ისე მიეზიდა, რომ მოშორება უზომოდ გაუჭირდა, ნელა მოშორებულმა მაშინ როცა ჰაერი გამოლეოდა ფრთხილად მიადო შუბლზე შუბლი და მასთან ერთად ეცადა დაერეგულირებინა სუნთქვა, ამავდროულად კი ცერა თითით ნაზად ეფერებოდა სახეზე,
- როგორი გემრიელი ხარ რომ იცოდე....
სუნთქვას ამოაყოლა ისე მოშორდა და უკეთ მიიხუტა სხეულზე,
- მართლა უზომოდ შეყვარებული ვარ...
თავზე თბილად აკოცა ისევ და ბარბარეც გულის დაწყნარებას ვერ ახერხებდა იმდენად ორმაგად განიცდიდა მომხდარს მომღიმარი აციმციმებული მინაბული თვალებით.....
......
სამზარეულოში დაყო რაღაც გარკვეული დრო, მომღიმარი იჯდა სალომე და წითლად მბზინავ ვაშლს ნაწილ-ნაწილ ჭრიდა ისე მიირთმევდა, მხოლოდ ერთადერთ ადამიანთან იყო ფიქრებით ისევ და მასზე ბედნიერიც კი არავინ იყო, ზედმეტად რომ ბევრი მოუვიდა ფიქრებში გართულს სწრაფად დააგდო დანა, წყალი დააყოლა ჩვეულად და თითო საფეხურის გამოტოვებით აირბინა კიბეები, ისე შევიდა ოთახში, მანამ დაწვებოდა უნებურად გაიხედა გადაწეულ ფარდაში მის მოწინავე აივნისკენ და შეკრული წარბები წამში გაეხსნა, თითქოს ელოდა კიდეც თეოდორეს მზერას, რომელიც აივანს მკლავებით დაყრდნობოდა და ასევე ელოდა სალომეს, თითქოს კიდევ ერთხელ უნდოდა კიდეც დანახვა, რომ შეძლებოდა დაეძინა მშვიდად,
ღიმილით გავიდა სალომე აივანზე და მოაჯირთან ძალიან ახლოს მივიდა, ლამის ზედ დაეკიდა კიდეც,
- ფრთხილად,
გამაფრთხილებლად შეათვალიერა მშვიდად თეოდორემ და კმაყოფილი დააკვირდა,
- მეგონა უნდა დაგეძინა,
ღიმილით და ამავდროულად ხმამაღლა ამოილაპარაკა სალომემ და უკან გაიხედა თითქოს ამოწმებდა ვინმე ხომ არ იყო,
- არა მარა დაღლილი ვარ,
- ხოდა დაისვენე და ნუ მალაპარაკებ სირცხვილია ხალხთან
შედარებით დაბალხმაზე ამოილაპარაკა სალომემ და უხმოდ გააყოლა თვალი დაბლა ქუჩაზე ჩამვლელს და შემდეგ შეხედა თეოდორეს რომელმაც სახე "აი დარდის" გამომეტყველებით დამანჭა და გაშლილი ხელებით სასქესო ორგანოსკენ ანიშნა, თვალები დაუბრიალა სალომემ უზრდელობაზე და ხელი აიქნია
- წავედი მე ვიძინებ,
ღიმილით მოტრიალდა, დინჯი ნაბიჯებით შევიდა ოთახში და დიდი შუქი აანთო ერთხელ მოავლო თვალი თეოდორეს, რომელიც თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა და შუშის წინ ჩამომდგარმა ნაზად დაუქნია თლილი თითები, ნელა ჩამოაფარა ღია ფერის ფარდა და ისიც იდეალურად იცოდა შუქი რომ მას ანათებდა, ისე რომ გარედან მისი მოქმედება შავი ჩრდილით იდეალურად ჩანდა, ისევ მშვიდად აკვირდებოდა თეოდორე, რადგან ისევ შეეძლო დაენახა მისი მოქმედებებიც,
სალომემაც მშვიდად გადმოიღო საღამურები საწოლის წინ ჩამოდგა და თავისუფლად გადაიძრო აუჩქარებლად მაიკა, თვალები ეცვალა თეოდორეს, ისე თითქოს სურდა ფარდის შიგნით შემძვრალიყო თვალებითვე, მშვიდად მოისროლა სალომემ მაისური სკამზე და ნახევრად შიშველი წელი ბიუსჰალტერისგანაც გაინთავისუფლა მშვიდად გაშალა საღამური და მისი გადაცმა დაიწყო, მასთან ერთად მისმა ტელეფონმა დაიწყო ხმამაღლა სიმღერა, წამით გაშეშდა ჰაერშივე და რომ მიხვდა, რომ მისი ტელეფონი რეკავდა მშვიდად გადაიცვა საღამური, საწოლზე მიგდებულ ტელეფონს გადაწვდა და ნომერის დანახვისთანავე უნებურად გაეღიმა, წყნარად უპასუხა და აუჩქარებლად მიიტანა ტელეფონი ყურთან, წამით ხმას არავინ იღებდა და მალევე გაისმა მოგვიანებით მამაკაცის ზედმეტად სასიამოვნო მშვიდი ხმა,
- ან ეგ ფარდა ჩამოხსენი ან შუქი ჩააქრე,
სიტყვებზე უნებურად ჩაეღიმა სალომეს და კმაყოფილი ჩამოჯდა საწოლზე
- ჩემს ოთახში ვარ და რატომ არ შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა?
მშვიდად დასვა კითხვა და კისრის გადაწევით გადაიწია ნელა საწოლისკენ ისე გაწვა ზედ,
- ვფიქრობ გველური საქციელები უფრო ჩართული გაქვს,
მშვიდად აკვირდებოდა ისევ და ისევ სალომეს მის გამოჩენილ სხეულს ჩრდილში და ნაზ მიხვრა მოხვრას, რომელიც აგიჟებდა კიდეც,
- კარგი რა გველობებიც შემიძლია, ახლა რომ ის გავაკეთო რაც რეალურად გველობაა ახლა მანდ არ იდგებოდი,
მშვიდად გადატრიალდა ისე დაწვა მუცელზე და მშვიდად ააქნია ფეხები,
- ძლიერი მოთმენის უნარი მაქვს,
- ჩემთან არ გამოგივა,
- შენთვის უარესი,
- მეძინება,
სწრაფად შეცვალა თემა ისე წამოხტა უცებ საწოლიდან და შუქისკენ წავიდა
- დაიძინე,
დაბოხებული და ისევ ის წყნარი მშვიდი ხმა არ ეცვლებოდა და ეს ყოველივე ძალიან სერიოზულობას მატებდა, უბრალოდ ძალიან სასიამოვნო ხდებოდა მისი მოსმენა
- ტკბილიძილი ისევ,
- ჭკვიანად,
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა და სალომემაც მაშინვე მოიშორა ტელეფონი სწრაფად გათიშა და შუქსაც სწრაფად წაკრა ხელი, უნებურად გაიხედა ფარდიდან და თითქოს დაპირებულიც ჰქონდა თეოდორეს წასვლა და მისმა გახედვამ შეაჩერა ისევ, უსიტყვოდ შეაჩერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის გაუგებარი სიტყვების შემდეგ "მიყვარხარ" უხმოდ აქციეს ერთმანეთს ზურგი.....
....
- ხვალისთვის საროჩკა გავაუთოე და შენს კარადაში დევს ამიტომ მე ნუ დამადგები თავზე,
წუწუნით შევიდა მაშო ოთახში საქმის მოთავების შემდეგ და სავარძელში ჩამჯდარს შეხედა წინ შუშის მაგიდაზე ლეპტოპი დაედო და ჩვეულად მუშაობდა რატი, თითქოს არც გაუგია მაშოს სიტყვები საქმით გართულს, "ჰმ" ამოიზმუვლა მხოლოდ და ისევ მშვიდად განაგრძო საქმე, ერთხელ აატრიალა თვალები მაშომ ისე ჩამოდგა სარკის წინ და ინტერესით დახედა მუცელს, ხვდებოდა როგორ ყოველდღიურად იმატებდა შეუმჩნევლად, ლოყებ დაბერილი ისვამდა ხელს მუცელზე და ხან გვერდულად დადგებოდა სარკის წინ ხან წინიდანვე შეხედავდა ხოლმე, ღრმად ამოსუნთქვით ჩამოყარა ხელები დაბლა ლოყებ ჩაფუშულმა და საკუთარ თავს ჩახედა თვალებში,
- რას ვგავარ,
უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა, სახის დამანჭვით უკმაყოფილებისგან და სულ არ ელოდა სარკეშივე გამოჩენილ რატის, რომელიც მალევე აეკრო ზურგიდან,... თბილად მოხვია ხელები და დახრილი ვამპირივით დააცხრა მის კისერს,
- დედამიწაზე ერთადერთ საოცარ ქალს, რომელიც შეუდარებელია,
მაშოს წუწუნს გასცა პასუხი და ხელთავიდან დაიწყო მის კისერში ცხელი კოცნების დატოვება, არ შეიმჩნია მაშომ როგორ უნებურად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე მისი სიტყვებისგან,
- ჩემი ანგელოზი ხარ, ფრთებითვე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაინახავს ჩემს გარდა,
მშვიდად გასწრდა ისე შეხედა სარკეში და ნაზად მოუსვა მუცელზე ხელი,
- რომელიც მალე კიდევ ერთ ანგელოზს მაჩუქებს,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მაშოსაც სწრაფად შეეცვალა სახე, ღიმილი გაკვირვებასთან ერთად, სწრაფად შეტრიალდა რატისკენ ისე ახედა და რატიმაც სწრაფადვე შეაგება კითხვის ნიშნის მზერა, ,
- რატომ გადაწყვიტე, რომ გოგოა?
კითხვაზე უცებ დაიბნა რატი, თვალების ცეცება დაიწყო და მოფიქრებაც გაუჭირდა თუ რა უნდა ეთქვა,
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი,
სიცილით ამოილაპარაკა, მხრების აჩეჩვასთან ერთად და მაშოს მოჭუტულ მზერას დააკვირდა
- ნუ რა მნიშვნელობა აქვს
მხრები აიჩეჩა უცებ, ისე ჩამოეკიდა კისერზე,
- არანაირი,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე დაავლო წელზე ხელი და მასთან ერთად გადაწვა მისული საწოლზე,
- შენ რომ არ მყავდე, ახლა სადმე ისეთ ადგილას ჩამარხული ვიქნებოდი სადაც ვერავინ მიპოვიდა ვერასდროს,
თბილად აკოცა თავზე მის გულ მკერდზე დაწოლილს და სწრაფად კოპებ შეკრულმა რომ ახედა ღიმილითვე წაწვდა ტუჩებზე,
- ცუდად მხდის მსგავსი საუბარი რატი,
რატის კოცნაზე წარბები გაეხსნა და ბრაზი მაინც ვერ დამალა ტუჩები დაებერა გაბუტულის მსგავსად და ხელები კომფორტულად შემოაწყო მკერდზე ისე დაეყრდნო თავით ხელებს, რომ რატისთვის ეყურებინა,
- მაპატიე, მარა ხო იცი რო რეალობაა არა?
- შენ იმაზე მეტად ძლიერი იყავი, შენს საქმეში, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერავინ გააკეთა და მერე რა შეიცვლებოდა? გარდა იმისა, რომ საშინელი ცხოვრებით იცხოვრებდი?
- თუნდაც იმიტომ რომ საშინელი ცხოვრება მომბეზრდებოდა და მეთვითონ დავუშვებდი საკუთარი თავის დასჯას,
- თემის შეცვლა მინდა,
ბრაზისგან შეცვალა თვალები გამოხედვასთან ერთად უცებ და რატისაც უმალ გაეცინა,
- მემგონი უკვე გეწყება ორსულობის წიკები ამჩნევ?
სიცილით შეხედა მაშოს და მაშოც ღიმილით გადაწვა გვერდით ისე დახედა მუცელს,
- რო რამე ჩემი ბრალი არ იქნება,
გაკრეჭილმა ახედა რატის და მუცელზე ხელის სმა დაიწყო,
- რო რამეეე....
სიტყვა დაიწყო უცებ წამოიწია, დაბლა დაწეულმა წელვადი მაიკა მოაშორა მაშოს მუცელს,ისე შეახო ცხელი ბაგეები,
- მას დავაბრალოთ,
კმაყოფილმა დაასრულა დაწყებული სიტყვა ნელა მოეხვია წელზე, ღიმილით შეუცურა მაშომაც თითები თმებში და ღიმილით თამაში დაიწყო თითების რატის თმაში,
- რატიიი..
ღიმილითვე დაუძახა მაშომ და თბილი მზერით აკვირდებოდა მის მუცელზე თავდადებულსა და გატრუნულს
- ჰო ჩემო პატარა,
თბილადვე გასცა მანაც პასუხი და თითებით ნაზად ფერება დაიწყო მის წელზე,
- მიყვარხარ!
მაშოს სიტყვებზე სწრაფად წამოიწია რატი, ისე აიწია მაღლა, ზედ მოქცეული ხანგრძლივად დააცხრა ბაგეებზე იმდენად ემოციით, რომ სიყვარულის აუხსნელი გრძნობა და ემოცია, მხურვალე კოცნას გააყოლა, უნებურად წაავლო მაშომაც თითები კისერში თავადაც ვნებიანად აყვა კოცნაში, უნებურად მიჰყვებოდა მის ქცევებს, რამაც საბოლოოდ უბრალოდ კიდევ ერთი სასიამოვნო ღამე შეჰმატეს ერთმანეთს, მხურვალე, ვნებიანი და იმდენი ძლიერი სიყვარულით სავსე ემოციით, რომ ირგვლივ მთელ სამყაროს ცეცხლი მოსდებოდა.......
......
უმშვენიერესი დილა გათენებულიყო სოფელში, ჩიტები ჩვეულებრისამებრ ხმაურიანად ჭიკჭიკებდნენ და სოფლის საოცარ სიმშვიდეს მათი სასიამოვნო გალობა და ჭიკჭიკი ახმაურებდა, იქაური ჰაერიც ძალიან განსხვავებულად სასიამოვნო იყო, მაშო ჩვეულად იდეალურად გამოიყურებოდა, ვაშლის გლოსი გადაესვა ბაგეებზე და ისედაც მანათობელს კიდევ რაღაც ახალი მბრწყინავი რამ შეჰმატვოდა, ახალი ჩასულები იყვნენ სოფლად, სტუმრად ზემო იმერეთში რატის არ დალოდებია მაშო სათვალეები მოიხსნა მანქანაშივე დატოვა და მანქანიდან გადმოვიდა, ღიმილით გააყოლა, ქალს თვალი, რომელიც გაკვირვებული მზერით ათვალიერებდა მაშოს, განსხვავებულ ჩაცმულობას, განსხვავებულ სილამაზეს მანქანას საიდანაც ის გადმოვიდა და უკვე რატისაც, რომელმაც წამით გადახედა მაშოს, ზედმეტად დაიბნა კიდეც ქალი, უკვირდა ვისთან იყო წყვილი, რომელიც უკმაყოფილოს არავის დატოვებდა, საოცრად შესრულებულ უნაკლო ნახატიდან გადმოსულებს ჰგავდნენ, მშვიდად წავიდა ღიმილით მაშო დიდი მწვანე 'ჭიშკრისკენ' და ნელა პატარაზე შეაღო კარი, შიშით, რომ ძაღლი არ ჰყოლოდა მასპინძლებს, თავი შეყო ჭიშკარში ისე მოავლო ეზოს თვალი და შორსვე, რომ დაინახა მოხუცი ამავდროულად ძალიან ნაცნობი, თუმცა მეტად შეცვლილი მამაკაცი ასაკისგან სიხარულისგან გაუბრწყინდა თვალები,
- ძაღლი ხომ არ გყავთ?
ხმამაღლა დაიძახა მაშომ და მსხლის ხესთან ჩამომჯდარმა მოსულმა შევსებულმა მამაკაცმაც დაწვრილებული თვალებით გახედა ჭიშკარს, შორიდან წესიერად ვერაფერი გაარჩია სწრაფად დაუძახა, რომ არ ჰყავდა ეზოს დარაჯი და გაჭირვებით წამოდგა დაბალი ხის მორიდან, იქით-აქეთ გადაწევ გადმოწევით აუჩქარებლად წამოვიდა სტუმრისკენ და ცდილობდა გაერკვია ვინ იყო კარებში სრულად შემოსული მომღიმარი ლამაზმანი, კარგად, რომ მიუახლოვდა სახეზე ცვლილება ვერ დამალა აღრფრთოვანებაც არ დაუმალავს იმდენად მოეწონა მაშო,
- გისმენთ ჩემო ქალბატონო,
ხელები გაშალა ისე დაუკრა თავი თავისი მხიარული ხასიათიც ჩააქსოვა სიტყვებში და კიდევ მეტად ფართოდ გაეცინა მაშოსაც ჩვეული ჰოლივუდის ღიმილით,
- ჯიბო პაპა არ გახსოვართ?
ღიმილით იკითხა მაშომ და კაცი უცებ გაშეშდა საოცრად დაიბნა მაშოს სიტყვებზე და მეტად დააკვირდა ქალს, ვერაფრით ხვდებოდა სად ჰყავდა მსგავსი სილამაზე ნანახი, ვერც ვერავის ამსგავსებდა ვერც ვერავის ადარებდა,
- მსგავსი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავს გენაცვალე,
გულწრფელად გასცა პასუხი და ამით ისიც თქვა, რომ საერთოდ ვერანაირად იხსენებდა, ყველა წერტილში აკვირდებოდა მაშოს, რომ იქნებ რამით გახსენებოდა, ამავე დროს შემოვიდა ეზოში რატი, მოხუცი უკან დაიწა უცებ და ახლა რატის თვალიერებას მოჰყვა, ისინი ისე განსხვავდებოდნენ ყველასგან, რომ უბრალოდ ზედმეტად საოცარ დასანახად აღიქვამდა, მასაც წერტილებში დაუწყო თვალიერება, კმაყოფილიც კი დარჩა რატის შემოსვლით, მაღალი, ახოვანი, ცივი და ამავადროულად მკაცრი მზერაც, იდეალური მწვანე თვალები, რომელსაც თმის რამდენიმე ღერი კიდევ მეტად ამშვენებდა, ტანსაცმელი უბრალოდ იმდენად იდეალურად ედგა ტანზე, რომ იდეალურად გამოკვეთოდა მამაკაცის ახოვან საოცარ სხეულს, დანახვისთანავე გახსნა სახე და ცივი მზერა მომხიბვლელმა ღიმილმა რომ ჩაანაცვლა კიდევ მეტად დაიბნა კაცი, სანამ რატი რამეს იტყოდა გაუხედავად დაძახა უცებ
- ქალოოო, გამოდი ჯეკპოტი მოვიგეთ გონია,
მის ხმამაღალ ხმაზე შორიდანვე გააგონა ქალმა, ჩვეული უხეში სიტყვით,
- ჰოო, ჰოო, მაცადე კაცო, მოვდივარ,
აშკარად დაძახებებით შეწუხებულმა ამოიფლუტუნა ქალმა და სწრაფად ეცადა გაენთავისუფლა ხელები საქმისგან,
- მართლა ვერ მცნობ ჯიბო პაპა? მაშო ვარ, ისს მაშო სულ შენთან რო იყო ხოლმე,
- მაშო?
უნებურად გაიმეორა სიტყვა კაცმა ისე შემოიწყო ხელები ზურგს უკან და მაშოს თვალიერებით დაიწყო გახსენება,
- ვერც მე მიცანი?
რატიმ დაუსვა ახლა ღიმილით კითხვა და დაბნეულ მამაკაცს ჩააჩერდა თვალებში, დამნაშავედ ნაზად რომ გააქნია უარის ნიშნად თავი,
- რატი ვარ ბაბუ, არ გახსოვს მაშო, რომ დამყავდა ხოლმე შენთაან? ერთადერთი მაშა სამყაროზე,
ღიმილით ეცადა გაეხსენებინა უფრო მარტივად და მამაკაცსაც უცებ ეცვალა ჩაფიქრებული მზერა, სრაფად გაუდიდდა თვალები ისე შეხედა ხან მაშოს ხან რატის,
- რატი და მაშო? პატარა ონავრები!
სწრაფად შეხტა კაცი ბედნიერებისგან ისე გაშალა მათკენ ხელები, წამით გაქვავდა ასე შოკირებული
- ხოოო აბაა პაპას მხოლოდ მე არ გეძახდიი? როგორ დაგავიწყდიი?
სიცილი დაიწყო მაშომ და მასთან ერთად ახარხარდა მოხუციც უბრალოდ იმისგან გაბედნიერდა, რომ ოდესღაც ისევ ნახა ბავშვები, რომლის დანახვასაც ნატრობდა, რომლის მომავალიც აინტერესებდა ადარდებდა, რომლებიც უზომოდ ენატრებოდა, ულვაშებიც მასთან ერთად ხარხარებდა, ისე შეხტებოდა ხოლმე, პატარა ბავშვივით ვერ ატევდა სიხარულს გულში, ისე იკრავდა მაშოს გულში და თავზე გახშირებულად კოცნიდა,
- გენაცვალოს შენი პაპა,
ტკბილი სიტყვებით ეფერებოდა ძლიერად მოხვეულს და ხან რატისკენ გაშლიდა ხელს, რომ ისიც ბავშვივით ჩაეკრა გულში
- ორივემ ერთად?.. ქაალო! გამოდი მართლა ჯეკპოტი მოვიგეთ,
უცებ შეტრიალდა სახლისკენ მათ რომ მოშორდა, შეძლებისდაგვარად ასწრაფებული ნაბიჯებით გაიქცა, რომ თავად გამოეყვანა ცოლი,
- შემოდით , მოდით , მოდით დასხედით.... შემოგევლოთ ჩემი თავი,
სწრაფად დაფაცურდა კაცი და ვერ ხვდებოდა ბედნიერებისგან რა უნდა გაეკეთებინა რა უნდა ეთქვა და რა უნდა მოემოქმედებინა,
- ჯერ კიდევ ჩაგეხუტებით რაა,
წარბების შეხრით მიირბინა მაშომ კაცთან ისე მოეხვია ბედნიერი და გამოსულ ქალს დააკვირდა, რომელიც აშკარად ქმარზე უკეთ გამოიყურებოდა, ჯერ ისევ შემორჩენოდა ახალგაზრდული სილამაზე და ეშხიანობა, ხელში დაჭერილი ტილოთი შეიმშრალა ხელები ისე შეათვალიერა შორიდანვე მისთვის უცხო ხალხი და მაშოც მშვიდად მოშორდა ჯიბოს.....
ყველაზე გულის ამაჩუყებელი შეხვედრა შედგა, ცრემლებიც კი წასკდა ნინელის, წყვილმაც უამრავი საჩუქარი გადასცა მასპინძლებს და მათ უხერხულობას ყველანაირად აშორებდნენ, ჯიბომ სიხარული სრულადვე ამოაფრქვია, ბავშვივით მიიჯინა მაშო ლამის კალთაში ჩაესვა ძველებურად, ისეე გულიანად საუბრობდა ბავშვებთან, ყველაფერი გამოეკითხა მათთვის, ძველებურად ჩამოესხა მისი დაყენებული ღვინო ჭიქაში და რატის ღიმილით ანიშნებდა "ღვინო დამიჭაშნიკეო",
- თქვენი საქციელი ისეთი, დასაფასებელია თქვენ შემოგევლეთ, ისე არ უნდოდა მომკვდარიყო, თქვენ რო არ ენახეთ, ვერ ისვენებდა, ისე ხშირად ვიგონებდით ხოლმე თქვენს ამბავს , გახსოვთ რა მაიმუნები იყავით?
ღიმილით ბედნიერად საუბრობდა ქალი მაგიდასთან მოსვლისას ხოლმე და ვერ ისვენებდა, რაც კი გააჩნდა ყველაფერი გამოჰქონდა, რომ ეზოში ჩამომსხდრებისთვის არაფერი დაეკლო, მაშოს ხვეწნაც არ გაუგია, ისე დაფაცურდა ხაჭაპურებისთვის, მაგიდასთან რომ მოვიდოდა ახალი საჭმლის დასამატებლად ახალ-ახალ ამბებს იტყოდა ხოლმე ჯიბოზე ან მათზე და ხელახლად გაბრუნდებოდა საქმისკენ, მაშოც გაკრეჭილი უსმენდა რატისა და ჯიბოს საუბარს და ხშირად გააყოლებდა ხოლმე თვალს მოტრიალე ქალს, ცოტახანი რომ ჩამოჯდა მათთან ერთად მაშინ შეათვალიერა ორივე ჯიბომ,
- ასე თუ შეიცვლებოდით რას ვიფიქრებდი, იმდენად დახვეწილები ხართ ორივე, გაზრდილები შეცვლილები, უჩვეულო სილამაზით დაჯილდოვებული ხართ, პირველად ვნახე გვერდიგვერდ ასეთი უნაკლოები,
- ოჰ ოჰ, ჯიბო პაპა ძაან ხო არ გვაქებ,
სიცილით შეხედა მაშომ სერიოზულად მაყურებელ ჯიბოს,
- აგერ მომაჭერი თავი, თუ რამეს ვამბობდე არასწორს,
- არა დედა მართალს ამბობს ეს კაცი, ვარსკვლავებივით ბრჭყვინავთ, როგორ შეიცვალეთ ასე არ ვიცი, რატი ბავშვობიდან ეტყობოდა კაი სიმპატიური გაიზრდებოდა მარა შენ თუ ოდესმე ანგელოზად იქცეოდი, რას ვიფიქრებდი,
გულწრფელად გახედა ქალმა ხან რატის ხან მაშოს და ბოლო მის სიტყვებზე ქვედა ტუჩი გამოწია მაშომ ვითომ წყენის გამოსახატავად სიცილით გადახედა რატიმაც,
- ანუ მახინჯი ვიყავი?
ვითომ სატირლად გაადიდა თვალები და ქალმაც მკლავები ახლართა ერთმანეთში მაშოს სიტყვებზე როცა, მისი წინადადება არასწორად მიიღო მაშომ
- აბა რას ამბობ ფითქინა გოგო იყავი, მარა უწინდელის არაფერი გიგავს, შემოგევლე.... ანგელოზს გავხარ ორივე იმდენად ნახატს გავხართ, უხერხულად ვარ, ასე, რომ გიმასპინძლდებით,
- ეგეთებბს არ ვიყოთ ბებო, მართალია მას მერე იმდენი წელი გავიდა ვერც კი გვიცანით მაგრამ, ის ბავშვობა აქ დავტოვეთ ის არც გამქრალა ჩვენში ის უფრო რეალური ცხოვრება იყო, თქვენთან გატარებული წამიც,
თბილად მოხვია მაშომ ჯიბოს ხელი და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე,
- ისევ ის ჩემი ჯიბო პაპა ხარ, რომ ვაწვალებდი ხოლმე,
კიდევ ერთხელ აკოცა მაშომ და ჯიბომაც ბედნიერად ჩაიცინა ულვაშებში, ისე უთამაშებდა გული, ბავშვივით უნდოდა ეხტუნავა, გულში ძლივს ტევდა იმ მონატრებასა და სიყვარულს, გვერდიდან არ იშორებდა მაშოს ისე მიურტყავდა ჭიქას ჭიქაზე რატის, ბავშობას იხსენებდნენ და მაშოც გაკვირვებული უსმენდა პაპას, როგორ დეტალურად ახსოვდა ყველა მომენტი წამიც და წუთიც,
- სად წახვედი იმ დღეს ბიჭო! რატო გაქრი, რატო დამიშალე ჩემი მაშოს გული! ეს იყო შენი კაცობა?
მესამე ჭიქაში უკვე შეეტყო კიდეც ჯიბოს დალევა ოდნავ შეფერებოდა და მეტად ალაპარაკდა ჩუმად მყოფი, გახსენებების მერე დამშვიდობების დღემდე მიიყვანა მოყოლა და თითქოს გახსენებულზე ხელახლა ჩაეწვა გული,
- პირობა მიეცი და გაიქეცი, არ იყო სწორი საქციელი ბაბუ, რაც წახვედი მას მერე თვალებ მშრალი მე ის არ მინახავს, მერე ბებიამ წაიყვანა და ჩვენც წამოსვლა მოგვიწია, ყველამ ერთად მივატოვეთ ის პატარა გოგო, როგორ ვბრაზობდი შენზე, ისე არაკაცურად რომ მოიქეცი....
საჩვენებელ თითს აუქნევდა ხოლმე, მოყოლისთანავე გადახედავდა ხოლმე მაშოს და ობოლ ცრემლსაც სწრაფად იწმენდა, შეუმჩნეველი რომ გაეხადა,
- მართალი ხარ, მარა ხომ ჩამოვედი, მოვძებნე და ვიპოვე კიდეც,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე გახედა მაშოს თბილი მზერით,
- გენაცვალეთ,
თბილად ამოილაპარაკა მათმა მაყურებელმა ნინელიმ შორსვე მჯდარმა და მაშოს თვალების დახუჭვით ანიშნა "გენაცვალეო" ჩვეულად
- აბა მოყევით რა ხდება, შენნაირ ქალს არ ეყოლება ცოტა მთხოვნელი მაშო და გყაავს უკვე ძლიერი შესაფერისი მცველი?
ღიმილით წამოდგა ქალი და მაგიდასთან ახლოს ჩამოჯდა მაშოს გვერდით ისე მოუსვა წელზე ხელი,
- კიიი აბა არ მყაავს?
გაკრეჭვით ამოილაპარაკა და ჯიბოს თითქოს ეცვალა კიდეც თვალები ისე გახედა რატის, ღიმილი არ შეცვლია მაგრამ თვალები ხომ ყოველთვის გამყიდველია, წამით რომ ყველა დადუმდა გაკვირვებული უყურებდა მაშო პაპასა და ნინელის,
- მთავარია გიყვარდეს და დანარჩენს არაუშავს,
მკვეხად გასცა პასუხი ქალმა, რადგან რატის შემყურეს საერთოდ აღარავინ წარმოედგინა მაშოს გვერდით ისეთი ვინც მაშოს შეეფერებოდა,
- იდეალური ბიჭია სხვათაშორის
სიცილით გასცა პასუხი მაშომ და ჯიბოს შეხედა ხმას, რომ არ იღებდა
- და არა მხოლოდ შეყვარებული.....
პასუხის გასაგრძელებლად ბეჭედ წამოცმული ხელი დასანახად აწია მაშომ და რატისაც ისე ეჭირა სახე თითქოს არ ეღიმებოდა, უცებ შემოკრა ტაში ქალმა მხიარულად და ჯიბოს გადახედა, რომელიც მხოლოდ იღიმოდა ჩუმად
- აა შე კაცო გესმის? რა დრო გასულა მის გათხოვებასაც მოვესწარით, გენაცვალე, ბედნიერებას გისურვებ დედა, ეჰჰ რატი რა დრო გასულა გენაცვალე,
ღიმილით გადაწვდა რატისაც ისე მოუსვა მის ხელს ხელი და ისე სევდიანად დაიწია უკან მაშო ვერ ხვდებოდა უხაროდა ეს ყოველივე თუ გლოვობდა უფრო,
- ამოიღე კაცო ხმა რას გაიტრუნე,
უცებ გადახედა ქმარს და პროტესტის ნიშნად დაუბრიალა თვალები,
- რაღა ვთქვა მთავარია შენ იყო ბედნიერი ჩემო გოგო,
თბილად მოხვია ხელი ჯიბომ და აშკარად რაღაც არც მოსწონდა და ვერც ამბობდა,მორიდებული უყურებდა მაშოს
- შენ რაშვები დედა შენც ვერ იქნები მარტო, ვინ დაგტოვებს მარტო ამნაირ ღვთაებას,
ხელები ააყოლა შორიდან ტანზე და რატისაც ჩაეცინა ისე ჩახარა თავი და მაშოც ღიმილით აკვირდებოდა მის საყვარელ ღიმილს შორიდანვე,
- მე მარტო რანაირად უნდა ვიყო ქალბატონო ნინელი.....
დაწყებული არ ჰქონდა უცებ ჩაეჭრა ისევ ქალი,
- მეც მაგას ვამბობ, მარა ახლა რთულია შენი შესაფერისი ნახო ვინმე...
- რატოა რთული ლამაზი გოგოების მეტი რა დადის ქალაქში
ღიმილით გასცა სწრაფად პასუხი და მაშოს მოავლო თვალი უცებ რო ეცვალა სახე სწრაფად დააწვრილა თვალები,
- ახლა თუ ვშმუთე ამას ორი თვე ვერავის დაინახავს
ხმადაბლა ამოიჩურჩულა თავისთვის და რატი კი მიხვდა, რომ კარგი არც არაფერი უთქვამს და ხელი აიფარა სახეზე თავჩახრილმა ისე ეცადა დაემალა სიცილი, მაგრამ მასპინძლებს არ გაუგიათ მაშოს ბუტბუტი,
- შენც მართალი ხარ მარა, რო გიყურებ ანგელოზის მეტი არ მემეტება არავინ,..... ისე დედა დიდი ხანია რაც დაოჯახდი?
სკამიდან ოდნავ წამოიწია ისე შეუტრიალდა ბოლოს ხელთავიდან მაშოს
- გეყოფა ქალო ახლა ნუ შეაწუხე ბავშვები,
- კაი პაპიკო რა, ჩამოვედი რო ყველაფერზე ვილაპარაკოთ მოვისიყვარულოთ ერთმანეთი და აქამდე რო ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით ის გაცდენილი დღეები ცოტა მაინც ამოვინაზღაუროთ,
სიცილით გადახვია მაშომ ხელი ჯიბოს ისე მიეხუტა,
- მარა შენ არაფერს გვეუბნები გეწყინა რამე?
- არა ბაბუ რა მეწყინებოდა შენი ბედნიერება? მარა არ უნდა წასულიყო ეს მამაძაღლი, არ უნდა მიეტოვებინე,
თავის გულისტკივილს ვერ იშორებდა კაცი მას მერე რაც მაშოზე შეიტყო,
- მართალიხარ პაპა და არც ისე დიდი ხანია ბებო ჯერ ახალი ვარ ისევ
ნინელის გადახედა მაშომ და მერე რატის, რომელმაც ცარიელ ჭიქებში ხელთავიდან ჩამოასხა ღვინო
- რატი დღეს წასვლას არ ვაპირებთ? ბევრს სვამ,
- ქალთან ერთად არსად არ უნდა წახვიდე,
დაბალხმაზე ამოიბურდღუნა რატიმ მაგრამ ყველას გასაგონად და მაშომაც ძალით კრეჭვით გახედა ნინელის,
- დარჩით დედა ორი ოთახი ქე მოიძებნება ძლივს გვესტუმრეთ და რა იქნება, აგერ კაცი ხმას ვერ იღებს სიხარულისგან და ნუ შეუმოკლებთ სიხარულს დარჩით რამდენიმე დღე რა იქნება,
გულწრფელად ალაპარაკდა უცებ ქალი მართლა არ უნდოდა ასე უცებ გაეშვა ჩამოსულები, ისე აინტერესებდა, ორივეს ამბავი მასაც და ჯიბოსაც, რომელიც ძალიან შეცვლილიყო, შემოპარვოდა სიბერე ისეთი საყვარელი იყო, ულვაშებში რომ ჩაიღიმებდა სწრაფად მიაკრობდა ხოლმე მაშო მჩხვლეტავ თოვლივით თეთრი წვერით დაფარულ ლოყაზე ტუჩებს, ბავშვივით უხაროდა მასაც,
- მართლა ნუ წახვალთ ასე უცებ, ამ დღეს მაინც დარჩით თუ რამე მე დაველაპარაკები შენ ქმარს და ეს ერთი დღე დაგტოვებს შევეხვეწოთ,
ძლივს ამოიღო ხმა ჯიბომ თბილად გადახედა მაშოს და რატის დათანხმებას მერე იღებდა საკუთარ თავზე, მაშომ რატის გადახედა რომ მისი პასუხი გაეგო თუნდაც მზერით და რატიმ რომ გაუღიმა მაშოსაც უცებ გაეპო სახე, ისე მოეხვია ჯიბოს,
- ისე მომენატრეთ აბა რას ვიზამ, როგორ ვნანობ რომ აქამდე ვერ მოგძებნეთ, როგორრ ვნანობ რომ იცოდეთ, რომ ბევრი ძებნა არ დამიწყია, დიდ ბოდიშს გიხდით და იმედია მაპატიებთ,
თვალები დაუსევდიანდა მაშოსაც ისე ეკვროდა ჯიბოს თან ხელს ხვევდა თბილად
- გაპატიებთ დედა გაპატიებთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ბედნიერება შემოიტანეთ, თქვენ იყავით ჩვენი შვილებიც და შვილიშვილებიც დედა, აქაც თქვენი სახლია ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე ქმარიც წამოიყვანე შემოგევლე, აგერ რატი თავის რჩეულს გაგვაცნობს, მართალია სხვა ოცნებებში ვცხოვრობდით მე და ბაბუაშენი მარა, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა თურმე,
- რაზე ოცნებობდით ბეე, ოცნებები რომ სრულდება არ იცი? და შეიძლება მაშინვე არა მაგრამ ბოლოს აუცილებლად ასრულდება,
ღიმილით მოხვია ხელი ნინელის მაშომ და ახლა მისკენ მიჩოჩდა
- ახლა დაგვიანებულა ჩემო გოგო,
ღიმილით მიადო თავი მაშოს ნინელიმ და ჯიბოს აწეულ ჭიქას, რომ რატიმაც შეაგება ჭიქა ღიმილით დააკვირდა,
- ამ ჭიქით თქვენს სიყვარულს გაუმარჯოს ონავრებო, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ვგეგმავთ მაგრამ ახლა ჩემთან ხართ ორივე, ვინც გულში გყავთ და ვის გვერდში ყოფნასაც საკლისობთ ახლა მათაც გაუმარჯოთ,
მოკლედ თქვა ისე მიარტყა რატის ჭიქაზე ჭიქა და ბოლომდე გამოცალა სავსე ჭიქა,
- როგორ ცხოვრობდი დედა იტალიაში მოგვიყევი რას მოღვაწეობდი.....
ისე მშვიდად გააგრძელეს საუბარი რატის ცხოვრებაც გამოიკითხეს მაშოს ცხოვრებაც განიხილეს. ძალით მიუსვამდა ხოლმე მაშოს გვერდით რატის, ისე უმზერდა ხოლმე თვალ მოუშორებლად ან ხშირად ეტყოდა ხოლმე რატის მაშოსთვის რამე მიეწოდებინა და მერე ხელებში უყურებდა, როგორ ნაზად მიეფერებოდნენ ხოლმე ერთმანეთს თითებითვე და გული ეწვოდა თითქოს, მთელი ცხოვრება ბავშვობიდანვე აკვირდებოდა მათ და მხოლოდ ერთი რამ ეწერა პირზე, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, ჯიბოსაც მხოლოდ მათი სიყვარული წარმოედგინა ბავშვობიდანვე ამიტომ ვერ იღებდა ხმას ფიქრები, რომ მაშო სხვისი ქალბატონი იყო, იმდენად წყვეტდა გულს, რომ არც კი უნდოდა რამე ეთქვა, არც ის სურდა მათ ცხოვრებაში, "ონავრების" სამყაროში კიდევ ვინმე შემოსულიყო, თუნდაც მაშოს მეუღლე ან რატის რჩეული, მხოლოდ ის ორი უნდოდა ერთად, ბავშვივით ჰქონდა ამოჩემებული...
შუადღისით ჯიბოს დაყვებოდა რატი, ვენახი აჩვენა დიდ ნაკვეთში გაჭიმულიყო და სავსე ბარაქიანი მტევნები დაეკიდებინა ზედ, დასანახად ღირდა,
- სიმინდი ვერ მოვჭერი წელს, იობიჩმა გამიკეთა კაი საქმე, კარგი ვაჟკაცი გაგვეზარდა, კაი ბიჭია, გვეხმარა წელსაც, დაილოცოს მისი ხელები
ღიმილით გადახედა კაცმა ნაკვეთს, რომელიც თითქმის სულ მოშიშვლებულიყო მოსავლის აღებისგან და წინა მხარეს გადახედა კმაყოფილმა ვენახს,
- მალე დაიწყება ახლა რთველი, რაღა დარჩა უკვე მწიფდება ყურძენი,
მშვიდად ახედა რატის ისე შემოიწყო ღიმილით წელზე ხელები
- მალე გადის ჩემო ვაჟკაცო დრო! თუ ჭკვიანად არ გამოიყენე, რთულია სწორად გაატარო დარჩენილიც.....
ისევ მშვიდად გახედა დიდ სივრცეს, მოსავალი რომ მოჩანდა, კმაყოფილმა გახედა სივრცეს, მზერით რომ ტკბებოდა სიცოცხლით, მზერით რომ უხაროდა ყოველი გათენებული დღე და უხაროდა ის რომ ახლა მის გვერდით იდგა ადამიანი, რომლისთვისაც უნდოდა დაეტოვებინა სახლ-კარი, ჯიბო და ნინელი უშვილოები იყვნენ, მოკლებულნი იყვნენ შვილისგან წამოსულ სითბოს და საერთოდ შვილის დიდი სიყვარულიც არ გამოეცადათ, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ აკლებდნენ ყურადღებასა და დროს, თბილები იყვნენ ყველა ბავშვის მიმართ და რატის მათი პირველი შვილიშვილი შეარქვეს, განსაკუთრებული სიახლოვისა და სიყვარულის გამო, მათთან იზრდებოდა რატი, როგორც ბებია და ბაბუა ხშირად მათთან რჩებოდა ნარდით ერთობოდნენ ხოლმე რატი და ჯიბო ნინელი კი ჩვეულად მის უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურს დააცხობდა ხოლმე უცებ, ბედნიერ წუთებად აგონდებოდა ყველაფერი ჯიბოს და უხაროდა რომ ახლა ის პატარა ბიჭი, უმშვენიერეს მამაკაცად ქცეულიყო და არა მხოლოდ ფიზიკურად,
- სულ პატარა მახსოვხარ მაშოსთან ერთად რო შემოვარდებოდი ხოლმე, ონავრობებს ასწავლიდი და ისიც გიჯერებდა, პატარა ოინბაზები....
სიტყვები გულიანი ჩაცინებით დაასრულა ჯიბომ, თვალწინ ედგა სეტკიან საწოლზე შემომხტარი მაშო ეზოში დამდგარ ჯიბოს მოსასვენებელზე, მთელი ძალით დახტუნაობდა ზედ და რატი წინ დაძაბული ედგა რომ არ გადმოვარდნილიყო, თან უყვიროდა ჩამოდიო მაშო კი განზრახ ყვიროდა ბოლო ხმაზე, რომ რატის სიტყვები არ გაეგო....
- ამდენი ხანი როგორ არ გამოჩნდი ბიჭო მაშოს ცხოვრებაში? როგორ გაძელი მის გარეშე?! რა მოთმინება გაქ...
ისევ მწარედ ჩაიცინა ჯიბომ ისე აათვალიერა ქვევიდან და მუცელზე მიარტყა ხელი სიცილშივე, დაჭიმულ ნავარჯიშებ სხეულზე უცებ გაადიდა თვალები ულვაშებსაც სწრაფად ეცვალა ფორმა, ისე შემოიწყო დოინჯები
- ყოჩაღ შენ! არ მომცდარხარ,
კმაყოფილმა შეაქო და რატისაც უნებურად ჩაეცინა ისე გააქნია თავი თავჩახრილმა,
- არც მე ვიცი, როგორ შემეძლო მის გარეშე,
გულწრფელად ჩაიცინა ისევ თავჩახრილმა და ჩაფიქრებულმა ახედა არემარეს, მოშორებით ტყე რომ საყვარლად მოჩანდა,
- გიყვარდა, ძალიან გიყვარდა...
ჯიბოც ფიქრებითვე საუბრობდა ისე გაეშტერებინა მასაც თვალი ტყისთვის,
- სიგიჟემდე....
უნებურად გასცა პასუხი ფიქრებში მყოფმა და ფიქრებშიც მხოლოდ მაშო ტრიალებდა მისი საფირმო ღიმილით
- ახლაც გიყვარს...
რატის გულწრფელ სიტყვებზე ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვა კაცი ისე იცვალა მზერა რატისკენ და შემდეგ პასუხს დაელოდა,
- ახლა სიკვდილამდე!
ისევ გულწრფელი სიტყვები ამოთქვა და მოურიდებლად დახედა მამაკაცს, უხმოდ უყურებდა ჯიბო და უსიტყვოდ ეძიებოდა რატის თვალებს იმდენად ღრმად შეიჭრა მასში, რომ სიტყვები საჭირო არც იყო, ყველანაირი რატის გრძნობა ამოიცნო იმაზე მეტიც კი ვიდრე იმ წუთში რატი ხვდებოდა, საერთოდ ვეღარაფერი თქვა, უხმოდ გახედა ისევ სიმწვანეს,
- კი მოსაღამოვდა ისე, ჩავიდეთ დაბნელებას ჩავასწროთ, საღამოს ნისლი ჩამოწვება და აღარაფერი აღარ მოჩანს, ისე კი მიყვარს... ქალი გიჟდება ნისლი რა შესაყვარებელიაო....
გულიანად ჩაეცინა წინ წასულს ჯოხიც რომ მოემარჯვებინა ხელში დასახმარებლად
- რომ გიყვარს რას უზამ გულს ვერ უბრძანებ, მიყვარს მე მისი სიმშვიდე, ვითომ წვრილად ცრის ისე რომ არ მოჩანს და ისე დაგალპობს, თავსხმის დროს დაგრჩება მშრალი ადგილი და ნისლის დროს აღარ, ისევ დროს გააჩნია ჩემო რატი, არ უნდა დაგაგვიანდეს, არ უნდა გაწელო, თავისდროზე ყველაფერი კარგია.....
საუბარ საუბარშივე მიდიოდა წინ ჯიბო რატი კი წამით იდგა უხმოდ, ინტერესით გააყოლა თბილი მზერა წასულს და ღიმილით გადადგა მშვიდად ნაბიჯი, ჯიბოსავით შემოიწყო ხელები წელს უკან და მშვიდად ჩამოუდგა გვერდში მოლაპარაკეს.....
.....
სიცილ-ხარხარით ისხდნენ მაშო და ნინელი წაქცეულ სკამზე ძირს გაშლილ, მოფენილი კაკლისკენ დახრილიყვნენ და სათითაოდ ტეხავდნენ ნიგოზს, გარჩეულს კი მზად თასში ყრიდნენ, სასიამოვნო წუთები იყო მაშოსთვის, ღიმილით მიაშტერდებოდა ხოლმე ქალს და უცებ მოუნდებოდა დაეკოცნა მისთვის ლოყები,
- როგორ მიხარია რომ ერთად გნახეთ ისევ,
უნებურად წამოიძახა ქალმა, ჩაფიქრების შემდეგ და თითქოს წყენაც კი იგრძნობოდა ისევ და ისევ მის ხმაში, თვალწინ ედგა ბავშვები რატის მზერა ბავშვობიდანვე და თვალწინ ედგა დილა , როგორ შეხედავდა ხოლმე რატი მაშოს, თითქოს ცდილობდა დაემალა კიდეც რომ არ ეთქვა, პატივს სცემდა მაშოს გადაწყვეტილებას მაგრამ ამავდროულად ვერ წარმოედგინა მაშოს გვერდით სხვა ადამიანი,
- მაგრამ, თქვენ.... მაშო რა თქმა უნდა გიყვარს ქმარი, მაგრამ ჩემი ფიქრები რო არ ვთქვა დედა, ამაღამ არ დამეძინება,
სწრაფად დაყარა ხელიდან ყველაფერი ისე დაიწყო კალთაზე ხელები და საქმიანად შეხედა მაშოს,
- გულსაც მოატყუებ და აიძულებ, გონებასაც და სხეულსაც, ..... თვალებს შვილო ვერაფერს ვერ უზამ, ვერცერთ გამოხედვას ვერ მოიტყუები
- ამას რატომ მიყვებით?
ღიმილი ვერ შეიკავა მაშომ გაკვირვებულმა დასვა კითხვა და ფრთხილად დადო ჩაქუჩი, ხმაზე ჭიშკარს გახედა ნინელიმ და ჯიბოს ხმა რომ ამოიცნო სწრაფადვე მიახალა მაშოს,
- გიყვარს დედა გიყვარს!
სწრაფად ამოილაპარაკა და ნიგოზის ტეხვა განაგრძო, აღარ გაუხედავს შემოსულებისკენ, არც მაშოსთვის შეუხედავს, მაშოსაც არაფერი უთქვამს ღიმილით გახედა რატის და მის თვალისჩაკვრაზე მორცხვად სასაცილოდ აუწითლდა ლოყები,
- მაშო შენი მოტანილი წყალი მიყვარსს ბაბუ,
შემოსვლისთანავე დაიძახა ჯიბომ, ძველებურად და მაშოც უცებ წამოხტა, ჯიბო ყოველთვის მაცივრის ცივ წყალს სვმადა და არც არასდროს ჰქონდა გამოლეული ცივი წყალი, მაშოც სწრაფად გავარდა და რკინის დიდ ჭურჭელში ჩამოუსხა ბლომად ცივი წყალი, მალევე მიურბენინა და უკვე მაგიდასთან ჩამომჯდარმა მოწყურებულმა მოიყუდა ჭიქა, წამში გამოცალა და ხმამაღლა ამოაყოლა წყურვილის მოკვლისგან გამოწვეული ხმები,
- ოხ, ოხ, ოხ, რა კაი იყოო,
ღიმილით აკვირდებოდა მაშოც და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,
- შენ არ გინდა?
უკან მდგარს დაბალხმაზე კითხა მაშომ ბარემ და რატიმაც მცირედ გაუქნია არას ნიშნად თავი,
- მე სხვა რამე მინდა,
- მეც ბევრი რამე მინდა,
- რა გინდა?
- არ გეტყვი,
ენა გამოუყო სწრაფად და ჯიბოს ხმაზე სწრაფად მას გახედა
- რას ჩურჩულებთ ერთი მანდ?
გასველებული ულვაშები მოიწმინდა ჯიბომ და მაშოს ანიშნა მის გვერდზე ხელის დატყაპუნებით მომიჯექიო......
არაჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი, საღამოს თავი არ დაუზოგავს ნინელის, ყველანაირი საჭმელი დაამზადა, ყველაფრით სავსე მაგიდა გააწყო, მათი ჩამოსვლა იობიჩსაც გააგებინეს, ლევანისაც ორივე ახლაგაზრდა მოიხმეს და რა თქმა უნდა ჯიბომ მის საყვარელ მეზობელსაც დაუძახა, ბატონ ტარიელს, მისთვისაც მოეყოლა "ონავრების" შესახებ და იცოდა რომ გულწრფელად აღნიშნავდა ისიც მათ ჩამოსვლას ჯიბოსთან ერთად, მორიდებულად იყო მაშო ნაცნობ ბიჭთან, რომელსაც ბავშვობაში მოსწონდა კიდეც მაშო, ახლა რომ ენახა სულ აღარ ამოვარდნოდა თვალიდან, ნინელიც სულ ლევანის ქებაში იყო, თუ როგორი მშრომელი ბიჭი იყო მაშოც ღიმილით გახედავდა ხოლმე მოციმციმეს და მორიდებას არ იმჩნევდა, რატის გვერდით ჩამომჯდარს აეხლართა მის თითებში ხელი მაგიდის ქვეშ ისე მიედო მის მხარზე თავი, დაღლილს, მაშოსა და რატის ქება დიდება იყო, მათი ჩამოსვლა, ნინელისა და ჯიბოს დახვედრა, შემდეგ მშრომელი ბიჭების დღეგრძელობა კარგი მეზობლობა, არცერთი სადღეგრძელო გამოუტოვებიათ შემდეგ დედებზე გადავიდნენ, როგორც ყველა სუფრაზე და მაშოს მომავალი დედობა დალოცეს და ის არ იცოდნენ რომ მაშო უკვე ძალიან მალე გამოცდიდა ამ ყველაფერს, უნებურად მოხვია რატიმ ხელი წელზე და არც მორიდებია ისე მიაკრო ტუჩები საფეთქელზე, მის თამამ საქციელზე უცნაურად გახედავდა ნინელი, შემდეგ მაშოს ადანაშაულებდა ფიქრებით " გათხოვილი ქალი ასე არ უნდა იქცეოდესო" და შემდეგ ისევ ბრძოლით ყრიდა ამ ფიქრებს, "რომ ისინი უზომიდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მერე რა, თუ მხარს ჩამოადებდა, თუ ხშირად მოხვევდნენ ერთმანეთს ხელსა და ხშირად მიაკრობდნენ ერთმანეთს მხურვალ ტუჩებს, არც ჰქონიათ მაშოსა და რატის გეგმაში რომ მათი ერთად ყოფნა დაემალათ, თავიდანვე ისე დაიწყეს, რომ ზედმეტადაც კი შეყვნენ ამ ყოველივეს, შემდეგ ერთობოდნენ კიდეც მოხუცების "წვალებით" რომელსაც დიდხანს არ აპირებდნენ უბრალოდ მათი აზრიც უკეთ გაიგეს, როგორ მიიღებდნენ მათ ერთად ყოფნას და ეს უკვე იდეალურიც კი ხდებოდა, გვიანობამდე ისხდნენ მაგიდასთან, ხან ყველა ერთად მღეროდა ხან სასაცილოდ შლიდნენ ხელებს მჯდომარეები ჯიბოს სკამზე დაკრულზე ,
- ცანგალა და გოგონა და ცააანგალა გოგონაა.....
ნინელი აყოლოდა ტაშით ჯჯიბოს და მაშოც უწინდელად შლიდა ხელებს სიცილ კისკისით, უკვე მთვრალი რატი კი მუშტს ასობდა კბილებს ისე ქანაობდა წინ და უკან, ზედმეტად საყვარელი მაშოს დანახვისას რომ შეეკავებინა ის საქციელი რასაც მაშოს დაჭერას და მთლიანად დაკოცნას იწვევდა..... .
...
- ვჰუჰ კარგი იყო,
სიცილით შეყვა ნინელის მაშო ოთახში და ღიმილით მოათვალიერა მოწყობილი ოთახი, ხის კარადით ხის ორსაწოლიანი საწოლით მის გვერდით ხისვე ტუმბო მასზე დიდი სარკე, ერთ კაციანი დივანი და ერთი მოქანავე სკამი მდგარიყო, საყვარელი და მყუდრო გარემო იყო,
- მადლობა ბებო, გამოვალ ორ წუთში,
- კი გენაცვალე, ჩაცმული აქ ჩიხოლი, თუ შეგცივდეს დამიძახე დედა,
ღიმილით ჩამოუსვა გრძელ თმაზე ხელი და უცებ მოიხვია ხელში ისე გამოაცურა ფრთხილად....
- გაიხარეე,
ფართოდ გაუღიმა მაშომ და ცოტახნით მანამ სანამ ქეიფს დააამთავრებდნენ წამოწვა, ღიმილით მიაპყრო ჭერს მზერა, უნებურად მოისვა მუცელზე ხელი და უნებურად დაიწყო მოყოლა თუ როგორ ბედნიერად გრძნობდა თავს.....
....
უკვე გვიან ნინელიც აშკარად დაღლილი იყო, მაშო დატრიალებდა ის ალაგებდა მაგიდას, დასვრილ ჭურჭელს ერთმანეთში აწყობდა და დამატებითაც თუ შეეძლო კიდევ გაჰქონდა ერთდროულად სამზარეულოში, შემდეგ ხელთავიდან კრიფავდა ჩალაგებულ საინებს,
- მე წავიღებ,
ბოხ ბარიტონზე სწრაფად ახედა მაშომ მის უკან მდგარს, ნელა რომ აეკრო უკნიდან და ხელში დაგროვილი ღრმა თავისუფალი საინები მასში ჩადებული ჭიქებითვე გამოართვა, ღიმილით შეხედა მაშომ,
- ნასვამი ხარ,
ღიმილით შეახსენა მაშომ და რატისაც ეცვალა თვალები,
- და რა? საჭესთან ვზივარ?
- არა, მთვრალი ხარ და არ მინდა რამე დალეწო
- რამდენს ტლიკინებ რაა,
ხმამაღლა ამოიზმუვლა ისე შევიდა სახლში, ღიმილით გააქნია მაშომ თავი ისე გახედა მიწოლილ ჯიბოს, რამდენიმე საინი აიღო და რატის გაჰყვა, სამზარეულოშივე აწყობდა რატი საინებს და მაშო მიალაგებდა ხოლმე, თან ეღიმებოდა რატის დახმარებაზე, ყველაფერი მოვიტანეო, რომ უთხრა თავისუფლად გახსნა ონკანი რომ ჭურჭელი დარეცხა, უხმოდ გადმოაწყო საინები და რატიც მის გვერდით მჯდმომი წამით უხმოდ აკვირდებოდა, ღიმილით გახედავდა მაშოც მის მზერას, რომ გრძნობდა და ღიმილით მოავლებდა ხოლმე თვალს
- მომენატრე დღეს,
სწრაფად წამოიწია სკამიდან, უკნიდან ნაზად აეკრო მაშოს ისე მოხვია მუცელზე ხელები თბილად და დახრილმა მშვიდად ჩაურგო კისერში თავი ისე მინაბა თვალები,
- დაიძინე წადი,
ღიმილით წაუსვა ქაფი ყველა ჭურჭელს და დარეცხვაც უკვე ემარტივებოდა,
- წამო ხოდა თუ არ ვუთხარი, რომ ჩემი ხარ შემაგდებენ მარტო ოთახში,
ბურდღუნით წამოიძახა და ძლივს გასწორდა,
- მერე რა ერთი დღე გაუძლებ,
- შანსი არ გაქ, ხშირად მოგიწევს აქ ჩამოსვლა და მაინც მოუწევთ გაგება,
- აუ ნინელიი რა ცუდადააა რომ ვთქვი გათხოვილი ვარ-მეთქი,
სიცილი ვერ დამალა მაშომ გულიანად ჩაეცინა და რატიც ღიმილით აგრძელებდა მის მოსმენას
- ყოველ სიტყვაში ქმარს მიხსენებდა, მერე შეეფერებითო ისო ესო,
- ჯიბომ გიყვარსო დამიდგინა-მეთქიი რასმელაპარაკები გამორიცხულია
სიცილით იცვალა რატიმ ადგილი, მაშოს გვერდით კარადას მიეყრდნო მისთვის რომ ეყურებინა და თავადაც გახსენებაზე ჩაიცინა
- ნაკვეთიდან რომ ჩამოხვედით მაგ დროს მომაძახა მეც ნინელიმ, თვალებს ვერ დამალავო,
სიცილით გამოავლო ბოლო ჭიქაც ონკანიც მოასუფთავა და გამორთო თუ არა ხელების გასაწმენდად მიტრიალებაც არ აცადა რატიმ, მომღიმარს სწრაფად ჩაავლო სახეზე ხელები სწრაფად დაწვდა ბაგეებზე და მაშოსაც ისე უცებ აუძგერდა ჩვეულად გული თითქოს შეაშინესო,
- ჩემი სიკვდილი!
შეცხადებულ ხმაზე სწრაფად გახედეს კარებში მდგომ ნინელის სახეზე, რომ შემოირტყა ხელი სანახაობაზე და შეშინებული გახედავდა ხოლმე შემოსასვლელს რომ ენახა ჯიბო ხომ არ მოდიოდა, თავადაც ეცვალა ფერები სახეზე და ისე დაიბნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ეშინოდა ჯიბო არ შემოსულიყო, მაშო რატის ისე ჩუმად ამოეფარა რატიც ვერ მიხვდა, სიცილის დამალვას ეცადა ისე აიფარა ხელი ტუჩებზე და რომ შეძლო დაწყნარება და სიცილის შეკავება უცებ გამოიწია
- გეეეცი ახლა პასუხი!!
სწრაფად გადმოიწია ისევ მაშო და ნინელისკენ გაიშვირა თითი ისე უსაყვედურა თითქოს რატის, მომთხოვნი, კოპებ შეკრული მზერით
- ბეჭედის მაინც შეგრცხვენოდა ამხელა კაცს! შენგან არ ველოდებოდი რატი,
არ არსებული ცრემლი მოიწმინდა ისე გაიქცა ნინელისკენ, ცხოვრებით მსახიობმა გადაწყვიტა ისევ ემსახიობა, მოულოდნელობისგან დაიბნა უცებ რატი და შემდეგ თავისუფლად ახლართა მკლავები ერთმანეთში
- ვიღაცას მართლა უჩემოდ ძილი მოუწეეევს,
ხმამაღლა ამოილაპარა და ნინელისაც კიდევ ერთხელ ეცვალა სახე
- ბიჭო! რას იძახი! არ გრცხვენია ბიჭო?! ეს რო ჯიბომ გაგიგოს,
დაბალხმაზე ამოიჩურჩულა ნინელიმ და ისევ შემოსასვლელს გახედა ნერვოზულად შესამოწმებლად
- ბებია ქმარს რა ვუთხრა? როგორ ფიქრობ დამტოვებს კიდე ააქ?
გააგრძელა მაშომ და რატი რომ მისკენ ბრაზიანი მზერით დაიძრა უცოდველივით ამოეფარა ნინელის,
- რატი ბიჭო, რა გიყო?
სახეზე ჩამოისვა ქალმა ხელები ფიქრებით, რითი დაევიწყებინა ეს ამბავი, ან რითი დაებრუნებინა მათ შორის მშვიდი ურთიერთობა ისე რომ ეს ყველაფერი ჯიბოს არ გაეგო, ცუდად გააგრძელა მაშომ, რადგან ნინელის გულს ზედმეტად მიწვდა მომხდარი,
- რა უნდა მიყო ბებია, ვეღარც მიკოცნიააა?
- გაჩუმდი ბიჭო გაჩუმდი!
- რა გავჩუმდე, ამაღამ ერთად ვიძინებთ,
- გაჩუმდი ბიჭო!
სწრაფად დაარტყა მხარზე ხელი ჯიბო რომ შეამჩნია კარებში და მაშოს ისე გახედა თითქოს სთხოვდა არაფერი ეთქვა მისთვის, მაშო კი ისე უაზროდ ახარხარდა, მეტად დააბნია ქალი
- მაშო ძაან ცუდი გოგო ხარ ჯიგარო,
სწრაფად დაწვდა მაშოს მაჯაში რატი ისე მიწია მისკენ, ჯიბოც რომ გამოჩნდა და წელზე შემოიწყო ჩვეულად ხელები, ორივეს გადახედა,
- რა ხმაურია?!
- არაფერი გენაცვალე,
კრეჭვით ჩამოუსვა გულზე ხელი ნინელიმ, რომ ყველაფერი გაენეიტრალებინა, თუმცა რატიმ არ აცადა ეს ყოველივე
- ამის ბეჭედს რო ხედავთ, ჩემი ზანგი კი არ არიი!
ჯერ მაშოს ხელი ააფრიალა ბეჭედის დასანახად და შემდეგ გაუშალა თავისი ბეჭდიანი თითიც,
- ძალიან გთხოვთ მომცეთ უფლება, რომ ჩემ ცოლს ვაკოცო და ამაღამაც მასთან ერთად დავიძინო, ვინაიდან მის გარეშე თვალიც ჩემ ფეხებს მომეხუჭება...
ბოლომდე დაასრულა სათქმელი ისე მოხვია მაშოს ხელი და კმაყოფილიც იყო საბოლოო სიტყვებით, მოულოდნელი ამბისგან ყველაფერი, რომ გაიაზრა უცებ დაკარგა ძალა ნინელიმ ისე ჩაიკეცა, თუმცა მოასწრო კიდეც რატიმ დაჭერა სანამ დავარდებოდა, მკლავებში მოიქცია და ოთახში გასულმა ფრთხილად ჩამოსვა დივანზე, ჯიბო ვერც კი მიხვდა რაზე იყო საუბარი, გაკვირვებული დაყვებოდა მათ, მაშომ წყალი მიაწოდა ქალს და მანაც რამდენიმე ყლუპი მოსვა, ცოტახნით დაელოდა კიდეც საკუთარ თავს, როდის მომჯობინდებოდა და შემდეგ დასვა კითხვა
- ვერ გავიგე დედა.....თქვენ გადამრევთ
- რა ვერ გაიგე ბებიააააა?
ხმამაღლა ამოიზმუვლა ისე ჩამოსვა ჯიბოც ნინელის გვერდზე თავად კი მათ წინ მაგიდაზე აპირებდა ჩამოჯდომას ნინელის სიტყვები ამოუტივტივდა ბავშვობაში რომ უმეორებდა ხოლმე " მაგიდაზე ნუ ჯდები სიღარიბე იცის"-ო და უცებ გასწორდა ისევ, მაშოს კი მზად ჰქონდა სკამი მისთვის,
- ოო გენაცვალე,
სწრაფად გამოართვა რატიმ და ჩამოჯდა თუ არა ხელებთან ერთად დაიწყო უკეთ ახსნა,
- ანუ ბებია უყურე, ცოტა ხნის წინ ნახე როგორ კოცნიდა ქმარი ცოლს....
განმარტებაზე ახარხარებულ მაშოს ახედა უცებ მზერით მაწყვეტინებ და გაჩუმდიო, თუმცა მაშოს ზედმეტადაც გაუჭირდა გაჩუმება ისე მომუწა პირი და ხელებიც უცებ აიფარა, რომ გაჩუმებულიყო,
- მაშო ჩემი ცოლია!
მოკლედ დაუდო დასკვნა ამ ყველაფერს და ერთი ხელის მოსმით ჩაისვა გაკრეჭილი მაშო კალთაში, ნინელი ხელახლად გადაქანდა დივანზე და ჯიბოც ისე უცებ დაწვდა ჯოხს ვერც კი მოასწრეს დანახვა, რატის წინააღმდეგ რო აღმართა სწრაფად წამოხტა რატი მაშოსთან ერთად,
- შე ვირიშვილო! ასე უნდა მოხუცის გაცურება?!
გაქცეულს გაეკიდა შეძლებისდაგვარად და მაშოც ცდილიბდა არ გასცინებოდა ისევ, წყალი მიაწოდა ნინელის გვერდით მიუჯდა და თავადვე მოასმევინა წყალი, ამავდროულად ოთახის გარეთ გავარდნილებს გახედა წამით
- კარგად ხარ?
- წნევა დამივარდა ალბათ ვერ ვარ
- არ შეიძლება ასე ყველაფრის გულთან მიტანაა ბებო, თაან ფაქტია მთელი დღე ამაზე მესაუბრებოდი სურვილები ხდება-მეთქი ხომ გითხარი,
ღიმილით მოხვია ხელი ისე მიეხუტა, რომ დაემშვიდებინა,
- რომ იცოდე გულის სიღრმეში, როგორ ბედნიერი ვარ, როგორი მადლობელი ვარ რომ იცოდე,
ხმა რომ გაუწყდა სწრაფად შეხედა მაშომ
- კაი ბებია ტირილი არ დაიწყო ახლა სირცხვილიაა, რა ვიფიქრო გაგიხარდა თუ გეწყინაა,
- არა ბებო არა.... არ ვიტირებ, აწი რაღა ამატირებს, თქვენ მაცოცხლებთ, თქვენ შემოგევლეთ,
აწუწუნებულმა ახედა და მისი ფიქრებითვე მიეხუტა მაშოს, დაღლილი რომ შემოვიდა ჯიბო შორიდანვე მიაგდო ჯოხი, რატისთვის გადაეხვია ხელი დაღლილს და ისიც რომ მშვიდად ჩამოსვა რატიმ დამნაშავედ მოისვა ხელი კეფაზე,
- გეფიცებით ჩემი ბრალი არ ყოფილა.... აი
მაშოსკენ გაიშვირა თითი მისი დადანაშაულებით და ისევ უხერხულად მოისვა ხელი კეფაზე
- მე რო შემოვსულიყავი პირდაპირ გაგაცნობდით ჩემ ცოლს და მერე გეტყოდით ვინ ვიყავი ან მე ან ის,
წუწუნით ჩამოჯდა მათ წინ სკამზე და მაშოს ენის გამოყოფა დააიგნორა,
- მთელი ცხოვრება ამას ვოცნებობდი, რაც გაგიცანით ერთად რაც იზრდებოდით რაც გაქრით, მხოლოდ ეს წარმომედგინა.....
გულწრფელად ალაპარაკდა, ჯიბო და გადაწეულმა ბედნიერების გამოხატვის ნიშნად დაარტყა რატის მუხლზე ხელი,
- სხვა ადამიანებთან ერთად ვერც ვერასდროს გნახავდით შვილო, ეს იყო დაწერილი აი იქ,
მაღლა აიხედა ისე აიშვირა თითიც და ულვაშების ცმაცუნით გახედავდა ხოლმე მაშოსაც,
- ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ, ერთმანეთი რომ გიყვართ და სურვილებს რომ მისრულებთ, რომ მცოდნოდა მთელ სოფელს დავუძახებდი....
ხელით მონიშნა მთელი სოფლის რუკა და ბედნიერად ჩაიცინა ისევ
- უკეთესი ამბავიც მაქვს,
კმაყოფილმა გაატკაცუნა რატიმ კისერი, მხრებში გასწორდა, თითქოს ყველანაირად შეემზადა სათქმელად და უკვე ინტერესიანი მდუმარე მზერა რომ იგრძნო თავისუფლად გადახედა ხან ერთს ხან მეორეს
- შვილიშვილი ხო გინდათ?
დასრულებული არ ქონდა ნინელი სწრაფად მოშორდა მაშოს ისე აათვალიერა,
- ხოდა გილოცავთ! აქედან რომ ჩავალთ სქესსაც გავიგეებთ,
კმაყოფილმა მოუსვა ხელები ერთმანეთს და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდნენ უკვე, ან როდის ჩაიგდებდა მაშოს ხელში რომ ძლიერად მოეხვია ხელები და დაეკოცნა მისთვის ყველა ნაკვთი, განა მუცელი არ ეტყობოდა უბრალოდ სამოსიც იმდენად იდეალურად ჰქონდა შერჩეული დიდად თუ არ დააკვირდებოდი არც კი შეემჩნეოდა,
- ორსულად ხარ დედა?
დასამტკიცებლად კიდევ იკითხა ნინელიმ და მაშომ რომ ღიმილით დაუქნია თავი, ხმამაღლა წასკდა ტირილი ქალს, იმდენად გულით ტიროდა რომ არ სცოდნოდათ ვერც გაიგებდნენ ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ არა, მაგრამ ეს მართლა საოცნებო იყო მისთვის, თავად ჯიბოსაც კი გადმოსცვენოდა ცრემლები, რადგან მას მერე ის იცოდნენ რომ ახლა მათ ოჯახშიც ირბენდა პატარა 'ონავარი' და ეს პირველი იყო მათთვის, უპირველესი იქნებოდა მათ ოჯახში ბავშვი, თითქოს უბრალოდ ისხდნენ, თუმცა ოთახში იმდენ ბრჭყვიალა ფერს დაინახავდით შეხედვისთანავე რომ მოგჭრიდა თვალს,მთელს ოთახში მაშხალები ფეთქდებოდა სიხარულის გამოხატვის,
თითქოს თავიდან ძილი თავისას შვებოდა, თუმცა ყველაფერს დაწვრილებით ისმენდნენ მოხუცები ისე რომ თვალიც კი არ მოუხუჭავთ, ინტერესით უსმენდნენ მობურდღუნე რატის, რომელიც ძლივს მოვიდა დღემდე მოყოლით და პირ გამომშრალი დაწვდა წყალს, მაშო დივანზე გადაქანებულიყო ისე მიეხუჭა თვალები და მშვიდად სუნთქავდა,
- გენაცვალეთ მე თქვენ,
ღიმილით ამოილაპარაკა ნინელიმ ისე მოუსვა რატის თბილი ხელები სახეზე,
- თქვენადა აქ უკვე გრილა საღამოს და ზამთარში იმ გაყინულ წყალში რეცხავთ ხოლმე?
უცებ გადაუხვია თემას, ცივი წყალი, რომ გაახსენდა ნინელის პასუხის მერე ისევ ჩვეულად მოისვა კეფაზე ხელი,
- ზამთარში, რო ჩამოვიდე წამომყვებით ჩემთან? ერთი ორი თვე აი ძაან რო ყინავს ის პერიოდი და მერე ჩამოგიყვანთ ისევ,
შეთავაზებაზე პასუხი კი იცოდა, თუმცა თავისი მაინც უნდა გაეტანა,
- ეე რაღა დროს ჩვენი სადმე წასვლაა, მიხედვა უნდა ყველაფერს,
- მერე სადმე კი არ გაიქცევა ეს აქ დაგხვდებათ ისევ
სიცილით ანიშნა სახლზე რატიმ და მაშოსკენ გააპარა მზერა
- როგორც დავტოვებთ დაგხვდებათ ისევ, თოვლის თუ გეშინიათ არც ეგ არარი პრობლემაა, არ ჩატეხავს არაფერს, ჩატეხავს და გავაკეთებთ, დრო კი გაქვთ ხოდა მოიფიქრეთ, რაღაცეები დავამატოთ მერე სახლსაც სართული თუ თანახმა იქნებით, მე მრავალშვილიანობას ვაპირებ ბიძია და ყველას თავისი ოთახი ხო უნდა ქონდეს,
სიცილით მოხვია ნინელის ხელი ისე წამოდგა მასთან ერთად,
- ჰოო მაგაზე ვილაპარაკოთ სხვა დროს კაცო, საქმეს რა გამოლევს აქ, ყველაფერი გასაკეთებელი მაქ,
- აბა რაა დასვენებებზე აქ უნდა ჩამოვიყვანო ბავშვები,
გაეკრიჭა თუ არა ნინელიმაც სწრაფად შესციცინა უცებ გაკრეჭილმა
- ვუი შე გენაცვალე,
ღიმილით ჩამოუსვა თბილად სახეზე ხელები და უფლება მისცა მაშოსთვის მიეხედა,
- წავედი ეხლა ეს ბავშვი დავაწვინო და ხვალ გავაგრძელოთ,
ფრთხილად დაწვდა მაშოს, ნელ-ნელა შეუცურა ხელები ფრთხილად მოქცია ხელებში და კიდევ ერთხელ დაემშვიდობა მოხუცებს, ისე ტკბილად აკვირდებოდნენ მაშოთი ხელში გასულს, თითქოს წლები შეემატათ, ძალების აღდგენასთან ერთად, იმდენი იმედი ჩაესახათ, რომ ცუდად ვერანაირად იქნებოდნენ, ფიქრები რომ უპატრონოდ არ იქნებოდნენ, ფიქრები რომ მათ ეზო-ბაკეში სიცოცხლე იგრძნობოდა ეს ყველაზე საბედნიერო იყო მათთვის და რაც მთავარი იყო ეს ის წყვილი იყო ბავშვობიდან რომ დაწერეს მათზე სიყვარულის ისტორია,
.....
ფრთხილად ჩააწვინა საწოლში ფრთხილად გაანთავისუფლა ზედმეტი ტანსაცმლისგან რატიმ მაშო და ცივ საწოლში ჩაწოლილმაც
უცებ დაიწყო კბილის კბილზე დარტყმა, თვალი არ გაუხელია, იქით-აქეთ ტრიალი დაიწყო გაყინულ საწოლში და რატიც მალე მიუწვა, ახურებული სხეულისგან შორიდანვე სითბო რომ იგრძნო დაწოლაც არ აცადა მაშომ, სწრაფად მიჩოჩდა ისე მიეკრო წელსზემოთ შიშველს, სხეულზე ძლიერად მოხვია ხელები და თითქმის გამოფხიზლებულმაც მძიმედ გაახილა თვალები, რატიმ კარგად რომ გადააფარა მასზე მწოლიარეს ღიმილით დახედა მაშოს, თბილი მზერით რომ შეჰყურებდა,
- გცივა კიდე?
დაბალხმაზე დაუსვა კითხვა მისკენ აწეულს და მაშომაც უარის ნიშნად გაუქნია თავი,
- უზომოდ მიყვარხარ,
უნებურად ამოილაპარაკა მაშომ ისე დახუჭა მძიმედ თვალები და პასუხად ცხელი ტუჩები რომ იგრძნო მთელი სხეული აუხურდა ისე ლამის დაიწვა, ცხელი ხელებიც იგრძნო მაიკის ქვეშ და უკვე თავისუფალმა დაადო მკერდზე თავი, ისე მინაბა თვალები.....
....
ყოველდღიური ბედნიერება, ყოველი ახალი ამბავი, რომელსაც მთელი ოჯახი, ყველა წყვილის ოჯახი ერთად აღნიშნავდა, შემდეგ ქორწილი და ახალი ბედნიერი ოჯახი ბარბარესა და დემეტრეს სახით, რამდენიმე თვეში კიდევ ახალი ოჯახი, რომლის დღეც იმდენად ხალისიანი და ბედნიერად ჩატარდა ვერცერთი მომენტის დავიწყებას შეძლებდით,
- მზად ხართ?
ხმამაღლა დაიყვირა ანანომ მაღალზე შემდგარმა გრძელი თეთრი კაბით ისე შეტრიალდა და გოგონებს გადახედა დადებითი პასუხი, რომ გაიგო ღიმილით გახედა ისევ და სალომეს შეხედა გოგონების უკან სასმლით ხელში რომ იდგა მაგიდებთან, ძალით დაყენებულსაც კი ჰგავდა, მოშორებით ინტერესით იჯდა თეოდორე ისე აკვირდებოდა გოგონებს, მიკროფონი ითხოვა წამით
- სალომე თავს ნუ არიდებ,
უბრალოდ ამოილაპარაკა სიტყვები სიცილით და მზად მყოფმა თაიგული ისროლა თუ არა სწრაფადვე მოტრიალდა, რომ დაენახა ვინ შეძლებდა დაჭერას, ერთი ორი და თამადის ხარხარს ვერ გადაუსწრო ვერავინ, იმდენად გაოგნებული სახით ჩაუვარდა ხელებში სალომეს თაიგული თვალებ გაფართოებული დაჰყურებდა
თაიგულს და ახარხარებულ დარბაზს უსმენდა, ლამის სული დალია თამადამ სიცილისგან, უნებურად გახედა სალომემ ახარხარებულ თეოდორეს და ისიც უცებ წამოხტა ადგილიდან, თავ ქუდ მოგლეჯილი გავარდა დარბაზიდან ისე სასაცილოდ დაწვდა თაიგულიანი ხელითაც სალომე იქით-აქეთ კაბას და ნაზად გაეკიდა, დარბაზიდან არც გასულა თავადაც ხარხარით გაჩერდა სირცხვილით აწითლებული, ხუმრობა რომ განაგრძო და მთელი დარბაზის ყურადღების ქვეშ რომ იყო, ისე მოუტრიალდა დარბაზს და თაიგული უმისამართოდ ისროლა, მხიარული თამადა ხელახლა რომ ახარხარდა დარბაზთან ერთად ისე გაიხედა უკან და თავადაც უნებურად დაიწყო სიცილი, თეოდორეს რომ დაეჭირა ნასდოლი თაიგული...
- გაიხარეთ ამდენი არ მიცინია,
სიცილით ამოილაპარაკა ხმამაღლა მიკროფონშივე თამადამ და ჩამოცვენილი ცრემლები მოიწმინდა ისე გახედა წყვილს, სიცილით რომ მიუახლოვდა სალომეს თეოდორე, ღიმილით გადასცა თაიგული და ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში გაკრეჭილ სალომეს მის წელზე ხელ მოხვეულმა შემდეგ კი ისევ და ისევ მხიარულად და ბედნიერად გაგრძელდა ახალი ოჯახის დღე,....
შემდეგ რამდენიმე დღის მერე ისევ და ისევ ბედნიერი ქორწილი, ბოლოს ვინც უნდა გულს ის მაინც შენთან იქნებაო, მართლაც ასე იყო, უბრალოდ ბედნიერებას ქმნიდნენ სიყვარულით....
იყო შავ-თეთრი სიყვარული, მაშინ როცა მაშომ შეძლო რატის შეცვლა, შემდეგ იყო ერთი ნახვით სიყვარული, მაშინ როცა პირველი დანახვისთანავე სიტყვები შეახმა ვაჟას, შემდეგ იყო მიჩვევა და ნდობით გაღვივებული, გადამრჩენელი სიყვარული, მაშინ როცა ძლიერად ჩაჭიდა ბარბარემ დემეტრეს ხელი, შემდეგ კი ჯიუტი სიყვარული, რომელიც ცდილობდა ნელ-ნელა გამოეფატრა სალომე და საბოლოოდ დამარცხდა, ეს იყო ოჯახი ყოველდღიურად დაგეგმილი ახალ-ახალი გეგმებით, რომელსაც ერთად მიუყვებოდნენ.......
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი თი კა

საიდან რა დავიწყო არ ვიციი. აზრები მერევა ერთმანეთში ამიტო მოკლედ ვიტყვი ძაან კარგი იყო მადლობა❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

თი კა
საიდან რა დავიწყო არ ვიციი. აზრები მერევა ერთმანეთში ამიტო მოკლედ ვიტყვი ძაან კარგი იყო მადლობა❤️❤️❤️

მმმადლობა თქვეენ❤️❤️ რომ გამაგებინეთ ემოცია, ბევრს ნიშნავს ძალიან ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან კარგია მაგრამ ეს სიტყვების მიმართვა ცოტა ყვირის ( დებილო, შტერო). ცოოტა კიდევ დასახვეწია , ბავშურობაშიც გადადის

 


№4  offline წევრი ანნა ანუკი

სტუმარი სოფო
ძალიან კარგია მაგრამ ეს სიტყვების მიმართვა ცოტა ყვირის ( დებილო, შტერო). ცოოტა კიდევ დასახვეწია , ბავშურობაშიც გადადის

კი მინდოდა ცოტა თავისუფალიც ყოფილიყო, ამიტომაც, მაგრამ დასახვეწია ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და მიხარია თუ ცოტა მაინც ისიამოვნეთ❤️❤️

 


№5 სტუმარი Ana-maria

როგორ მივხვდი პირველი ისტორიაა. მიუხედავად შეცდომებისა კარგი დასაწყისია. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤

 


№6  offline წევრი ანნა ანუკი

Ana-maria
როგორ მივხვდი პირველი ისტორიაა. მიუხედავად შეცდომებისა კარგი დასაწყისია. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤

წესით არც ახალი, მადლობა ძალიან დიდი❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent