შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ჩრდილები 2 თავი


10-04-2024, 12:17
ავტორი salvatore_n
ნანახია 454

მილა და თომა დარბაზში დაბრუნდნენ, განსხვავებით მეორე სართულისგან აქ ისევ მოციმციმე ჭაღები და არეულობა დახვდათ.
- აქ ჩვენი ნებით მოვედით, ხო?
მილამ საპასუხოდ თვალები მხიარულად აატრილა.
დეტექტივმა გარემოს გადახედა, ვიქტორი არ ჩანდა. მილას ხელი მოჰკიდა და ბრბოს შეუერთდნენ.
ცეკვავდნენ, მაგრამ გარემოზე კონტროლს არ კარგავდნენ, ხალხს უნდა ეფიქრა, რომ მათი ნაწილი იყვნენ და უცნაური არაფერი ხდებოდა.
მოულონელად უცნობი მიუახლოვდათ:
- როგორც ჩანს, თქვენ ორს აქ ძალიან მოგწონთ! მე მაშო ვარ, - გაეცნო უცნობი გოგო.
- სასიამოვნოა, მაგრამ მეგობრებს არ ვეძებთ - უხეშად უპასუხა მილამ და ისიც მაშინვე გაუჩინარდა.
- ასე უხეშად რატომ გააგდე, რაც მეტი ვიქნებოდით უკეთესი, არა?
- ნუ გავიწყდება აქ რისთვის ვართ! პირიქით, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა უნდა დაგვიმახსოვროს.

თომამ გაუაზრებლად იმ მომენტზე დაიწყო ფიქრი, დღეს რომ მილა დარბაზში შემოვიდა, თან ამ კაბით. ხალხით და დეკორით გადაჭედილ დარბაზში მაინც მხოლოდ მას ხედავდა. პირველად დააკვირდა მილას თვალებს, ვერ ხვდებოდა აქამდე როგორ ვერ შეამჩნია. მართალია, აქამდე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ, მაგრამ არც ახლა იყო შესაფერისი მომენტი. ახლა, ამხელა საფრთხის მოლოდინში მილაც მიხვდა თომას მზერას, მაგრამ ზუსტად ამ დროს მოულოდნელი აურზაური ატყდა სტუმრებში.
- მიდი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა გავიგოთ რა ხდება, - უთხრა გოგონას და თვითონ დარბაზის მეორე მხარეს დაიძრა.
გარშემო ყველას აკვირდებოდა, სანამ ნაცნობი სახე არ დაინახა,
- მაშო, რა ამბავია, რა ხდება?
- მგონი დარბაზი დაკეტილია და ვეღარ გავდივართ. - მოკლედ უპასუხა გოგონამ და უწინდელივით გაუჩინარდა.
- თომა, ძლივს გიპოვე ამდენ ხალხში, კარი ჩაკეტილიაო ასე გავიგე, ხალხი ვერ გადის.. ვიქტორის გაქრობა და ეს ამბავი დამთხვევა ვერ იქნება.
- ის მეორე ტიპი საერთოდ ვინ იყო, არც იქამდე და არც იმის მერე რომ არ შეგვიმჩნევია, - ფიქრობდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო.
- შენც იმას ფიქრობ რომ სპეციალურად მოწყობილი ამბავია? Მაგრამ რანაირად, ჩვენზე არავინ იცის..
- იმედია მილა, იმედია..ჩვენი გეგმა მაგაზეა დამოკიდებული.



№1 სტუმარი suga and me

"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი-ო" კი გამიგია, მაგრამ ეს ძალიან მოკლეა, თავების მოცულობა გაზარდე თორემ მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ამ ფრაზას პირდაპირი გაგაებით პირველად ვიყენებ. მესამე პირში წერ ისტორიას რაც ცალკეულ დატვირთვას მოითხოვს, ზოგადად პირველი პირში წერა უფრო მარტივია. ისტორიის დასაწყისი კარგია მომწონს მაგრამ გავრცობა სჭირდება, ემოციებიც დამაკლდა, სად იყო შიში? ნერვიულობა? გაურკვევლობა? მოკლედ ახალი თავი ვაზივით დახუნძლული უნდა იყოს ემოციებით მერე კაი კომენტარი ჩემზე იყოს. იდეა კარგია მომწონს, წარმატებები და ველი ახალ თავს, მინდა ჩემი კომენტარი მოტივაციის მომცემი იყოს ნუ მიწყენ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent