შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

AND THEN WE MET(IV)


10-04-2024, 18:51
ავტორი cinnamongirl
ნანახია 918

-ამდენ ხანს სად იყავი?-ანერვიულებული მივარდა მეგობარს კოსტა, იცოდა მასზე ნაკლები საფრთხე რომ ემუქრებოდა, თუმცა მაინც გამუდმებით ღელავდა იმაზე რომ ვინმე რაიმეს დაუშავებდა მაშინ, როცა მის გვერდით არ იქნებოდა..
-გამოსვლამდე ცხრა თავიანი გველეშაპის, ანუ დედაჩემის დამარცხება მომიწია.-ხმით ჩაიცინა ლუკამ და ზურგიდან მძიმე ტვირთი კოსტას დახმარებით მოიხსნა.
ლილეს სახე მოეღუშა ლუკას სიტყვების გაგონებისას , თუმცა ხმა არ ამოუღია, კოსტამ მაშინვე შენიშნა მისი სახიდან გამქრალი სინათლის სხივი , არ იცოდა ეს რას უკავშირდებოდა , თუმცა ლუკას თვალებით ჯიუტად მაინც ანიშნა სიცილს მოუკელიო.

-შენ რა აქ გადმოხვედი?-როგორც კი საშუალება მიეცა მაშინვე იკითხა ლუკამ.
-ხო ეგრე გამოვიდა.-მხრები აიჩეჩა კოსტამ და კვლავ იმ წამის ცეცხლზე შემოდგმულ ჩაიდანს მიუბრუნდა.
-ლილე?
-რა ლილე?
-ლილეც აქ იცხოვრებს?
-ხო ლილეს სახლია და რა თქმა უნდა, აქ იცხოვრებს.
-ასე შეგაშინა ამ ხალხის მუქარამ?
-ეგ რა შუაშია?-თავი დამცირებულად იგრძნო კოსტამ და მხოლოდ მაშინ შემობრუნდა უკან ლუკასკენ.
-აბა სულ იმას იძახდი ვინმესთან ერთად ცხოვრებას ვერასდროს შევძლებო და ახლა რას აკეთებ?
-არ ვიცი.-გულიანად გაიღიმა საკუთარ პასუხზე, თუმცა წვერებმა არ გასცეს და მის წინ მდგომმა ვერაფერი შეამჩნია.
-რა არ იცი , გააფრინე?
-სუნს გრძნობ?
-რა სუნს?-კიდევ უფრო დაიბნა ლუკა.
-ეს სუნი ჭკუიდან მშლის, მხოლოდ ეს ვიცი.
როგორც კი საძინებლის კარის ხმა გაიგეს , ორივემ ისე შეწყვიტა საუბარი და ისეთი სახე მიიღეს, თითქოს ცხოვრებაში არ დაულაპარაკიათ.
უცნაურად ეჩვენა ლილეს მათი სიჩუმე,რამდენჯერმე აათვალიერ-ჩაათვალიერა ჯერ ერთად, შემდეგ ცალცალკე და როცა მიხვდა მაინც ვერაფერს გაიგებდა სკამზე ჩამოჯდა და მაღალყელიანი ბათინკების შეკვრას გულმოდგინედ შეუდგა.
-სადმე მიდიხარ?-მოურიდებლად იკითხა კოსტამ და სამი ფინჯანი ყავა მაგიდაზე სრული სიფრთხილით გადმოალაგა.
-აფთიაქში.
-ამ დროს?-გვერდზე ჩამოუჯდა მასპინძელს ლუკა.
-ამ დროს? ჯერ მხოლოდ რვა საათია.-სიცილის ემოციებმა სახეზე წამიერად გადაურბინეს ლილეს.
-ჩვენი სოფლის აფთიაქი ახლა დაკეტილია და ყველაზე ახლომდებარე აფთიაქამდე ფეხით რომ წახვიდე სადღაც ერთ საათი ან საათი და ოცი წუთი მაინც დაგჭირდება.-სრული სერიოზულობით უპასუხა კოსტამ და უკითხავად გაუკიდა სიგარეტის ღერს.
-მაშინ საათში და ოც წუთში დავბრუნდები.
-დაჯექი.-როგორც კი ლილე წამოდგა ფეხზე, მაშინვე ადგა კოსტაც და ხის სკამზე შემოკიდებული ტყავის ქურთუკი ისეთი სისწრაფით შემოიცვა, დაწვას ძლივს გადაურჩა.
-აფთიაქში უნდა წავიდე-მეთქი , შეგიძლია შენ დაჯდე.-არც ლილემ შეიკავა თავი და მანაც დაუფიქრებლად გაუყარა ხელი მოსაცმელს.
-მითხარი რისი ყიდვა გინდა და მე მოგიტან.
-მეგონა აქ დარჩენაზე იმიტომ დამთანხმდი რომ საფრთხისთვის თავის არიდება გინდოდა.
-საფრთხე ახლა მხოლოდ შენ დაგემუქრება გარეთ თუ გახვალ, დარწმუნებული ვარ აფთიაქამდე გზაც კი არ იცი.
-საბედნიეროდ გუგლ მეფი არსებობს, რამენაირად მივაგნებ.
-ლილე დაჯექი და მითხარი რა გჭირდება აფთიაქში.
-ვერ ვხვდები ეს რატომ უნდა გავაკეთო , თავადაც შემიძლია წასვლა!-სიჯიუტემ ბოლომდე დაამარცხა ლილე.
-გთხოვ უბრალოდ უთხარი რა გინდა, წავა იყიდის და მოიტანს, ვიცი გამაღიზიანებელია, მაგრამ შანსი არაა გადააფიქრებინო, მაინც თვითონ წავა და თუ არ ეტყვი, ყველაფერს იყიდის რაც აფთიაქში იყიდება.-სიცილით ამოილაპარაკა ლუკამ, თუმცა თავის სიტყვების სერიოზულობაში ათასი პროცენტით იყო დარწმუნებული.

ლილე დანებდა, თუმცა მამაკაცის ყურადღებით სულაც არ დარჩა ნასიამოვნები. პირიქით, გაბრაზდა მის სიჯიუტეზე, იმაზეც გაბრაზდა თავისი რომ ბოლომდე ვერ გაიტანა და ბოლოს დაბღვერილი ,დოინჯით ჩაესვენა ძველისძველ სავარძელში.
-მართლა ერთი საათი და ოცი წუთი უნდა იაროს ფეხით?
-ფეხით რომ მიდიოდეს ეგრე მოუწევდა, სადღაც აქვე ბაიკი ყავს დატოვებული და იმით წავა, არ იდარდო.-თბილად გაიღიმა ლუკამ.
-ეგ უფრო საშიში არაა?-კიდევ უფრო აწრიალდა ლილე.
-საშიშია , მაგრამ ხომ გითხარი ,შეუძლებელია რამე გადააფიქრებინო.


თავისივე შემალულ ბაიკს თვითონვე ვერ აგნებდა კოსტა.
ხან აქედან უტრიალა აწ უკვე ჩაბნელებულ ტყეს, ხან იქიდან უტრიალა და მაინც ვერსად დალანდა ის, რასაც ასე ეძებდა.
მეხსიერების დაკარგვაც იმ სურნელს დააბრალა და თან მომენტალურად გაეღიმა, როგორც კი სურნელის ავტორი წარმოიდგინა..
მეტი კონცენტრაციისთვის ფიქრები თავიდან მოიშორა და როგორც კი უფრო მეტად დაძაბა გონება, მაშინვე მიაგნო მის შავტუხასაც. მონატრებით გადაუსვა ხელი და გაჭინაურების გარეშე გაეშურა დანიშნულების ადგილისკენ.
ჩქარობდა, როგორც ყოველთვის.
ნელა არასდროს არაფრის კეთება გამოსდიოდა.


*

მიუხედავად იმისა რომ ლუკა იშვიათად იხსნებოდა ვინმესთან და მითუმეტეს იშვიათად საუბრობდა თავის გრძნობებზე, ლილემ ცდის გარეშე მაინც მოახერხა მისი ალაპარაკება. იმხელა საფორთს გრძნობდა ლუკა მისგან რომ არ შეეძლო მასთან მაინც რომ არ დაცლილიყო.
ბევრ თემას შეეხნენ, ბევრი რამ განიხილეს და ბოლოს სადავეები ლუკამ მის ხელებში მოიქცია და საინტერესო დიალოგი სრულად მონოლოგად აქცია.

-მთელი ცხოვრებაა იმ განცდით ვიტანჯები რომ ვიღაცას იმედებს ვუცრუებ. სადაც არ უნდა წავიდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ.. ისიც არ ვიცი ვინ დააწესა სწორი და არასწორი , არც ის ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს ფიქრები მოვიშორო თავიდან.
როცა აღმოვაჩინე ჩემი თანაკლასელებისგან რითი განვსხვავდებოდი, როცა პირველად ჯერ მხოლოდ ეჭვის დონეზე გავიაზრე რომ ჩემი საპირისპირო სქესით დაინტერესებული არ ვიყავი, საათობით დავიწყე ხატებთან დგომა და საკუთარი თავისთვის ლოცვა.. ვლოცულობდი იმისთვის რომ ეს ეჭვი არ გამართლებულიყო, ვლოცულობდი რომ სამყაროს ამისთვის არ გავეწირე..
ღმერთს ვთხოვდი მოსალოდნელი ტანჯვები აერიდებინა ჩემთვის და მეც ყველასნაირი გავეხადე.. ღამეებს ვათენებდი საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებაში რომ ვცდები, რომ რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა და უბრალოდ მეჩვენება..
ჩემს თანატოლებთან საერთო ენას ვერ ვპოულობდი , მუდმივად თამაში და ტყუილი მიწევდა. ვიტყუებოდი ჩემს ინტერესებს, ჩემს განცდებს, ჩემს სურვილებს, საერთოდ ყველაფერს ვიტყუებოდი.. მერე ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩვენმა დამრიგებელმა დასვენებაზე ყველანი კლასში შეგვკრიბა, ახალი კლასელი გეყოლებათ და უნდა გაგაცნოთო, ჩემს მერხზე მოვთავსდი და მის გამოჩენას დაველოდე, თავის საფირმო ღიმილით შემოანათა ნიკომ და იქ ჩამოწოლილი სინაცრისფრე ერთი შემოხედვით გააფერადა სხვადასხვა ფერად.
მახსოვს ყველას როგორ მოავლო თვალი და მზერა მხოლოდ ჩემზე შეაჩერა.. მე დავიმორცხვე, სახე ჭარხლისფრად შემეღება და თავი მაქსიმალურად დაბლა ჩავხარე, არ დამინახავს, მაგრამ ვიცი გულით გაეცინა ჩემს საქციელზე..
ნიკო ის სინათლეა ჩემს ცხოვრებაში, წლები რომ მაკლდა.. ის ჩემთვის მხოლოდ მეორე ნახევარი არ არის, ის ჩემი სულის ნაწილია, ჩემი მეს ნაწილი..
-ღმერთო ლუკა.. როგორ ვწუხვარ ყველა იმ შენი ტანჯვის გამო, რომელიც გამოიარე.. როგორ ვწუხვარ რომ ისეთ სამყაროში მოგიწია დაბადება სადაც არ გპატიობენ იყო ის, ვინც ხარ.. შენ ისეთი გულრწფელი ხარ! ისეთი სუფთა!-ხმა აუკანკალდა ლილეს, სიბრაზისგან დაეძაბა მთელი მისი დიდი ხნის მოდუნებული სხეული.. ბრაზობდა ადამიანებზე, გარემოებებზე, მთელს სამყაროზე ბრაზობდა და უსამართლობის განცდა ახრჩობდა გაუჩერებლად.-მიხარია რომ ყველაფერს გაუძელი, მიხარია რომ გადარჩი და ახლა აქ ხარ! არ ვიცი რისი გაკეთება შემიძლია შენთვის, მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს..
-შენგან ამას რომ ვისმენ, ჩემთვის ესეც საკმარისია..-ხელი ხელზე ჩამოადო და თავი მხარზე მიაბჯინა.-ადამიანებისგან იმას არ ვითხოვ საუკეთესო მაგალითად მაქციონ, არც იმას ვითხოვ ყველას ვუყვარდე და ჩემზე გიჟდებოდნენ.. უბრალოდ მინდა ცხოვრების საშუალება მომცენ.. აი შენ ხომ ცხვირის წვეთების გარეშე ვერ სუნთქავ, იმდენად რომ მზად იყავი ახლა საათზე მეტი გევლო ფეხით , ოღონდ გეყიდა.. მარტივად რომ წარმოიდგინო ,ჩემი მთელი ცხოვრება ცხვირის წვეთების გარეშე ყოფნას გავს , მე ყოველთვის მივდივარ აფთიაქისკენ , თუმცა ყიდვას ვერასდროს ვახერხებ. ვერც კი წარმომიდგენია რა გრძნობაა როცა თავისუფლად სუნთქავ.. ადამიანებს გონიათ ჩვენ ვაზვიადებთ, გონიათ ყველაფერს ვიგონებთ და რეალური საფრთხე ჩვენს წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის მოიგონეს რომ საკუთარი ბოროტება გაემართლებინათ, რადგან ჩვენ მართლა ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე. მე მუდმივად შიშით გადავაადგილდები ქუჩაში , მუდმივად ველოდები რომ ვიღაც ყელს გამომჭრის მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის მისაღები არ ვარ..
ხანდახან ისიც მგონია რომ ერთ დღეს უბრალოდ ვეღარ გავუძლებ ამ ყველაფერთან გამკლავებას და იმას გავაკეთებ რისკენაც ჩემი მთელი ორგანიზმი მექაჩება.. ოდესმე ალბათ მართლა დავიღლები ბრძოლით, დამალვით, თავის მართლებით..
ვიღაცები უბრალოდ ჩნდებიან და იმ წამიდანვე იმსახურებენ მშობლების სამუდამო , უპირობო სიყვარულს, მე კი ამ ასაკშიც ყოველდღე ვცდილობ მათთვის თავის შეყვარებას და თან ვიცი რომ ეს მხოლოდ მაშინ გამომივა, როცა ვიღაც გოგოს ცოლად მოვიყვან და სახლში დავუჯენ.როცა ისინი დარწმუნდებიან რომ ჩვენს არც თუ ისე სახარბიელო გვარს, გამგრძელებელი აუცილებლად ეყოლება , ყველაფერი მხოლოდ მაშინ ‘’დალაგდება’’.. მაგრამ გეფიცები , მაგას მირჩევნია ისე გავქრე რომ ყველას ეჭვი შეეპაროს ოდესმე საერთოდ თუ ვარსებობდი..
-არ ვიცი შენს მშობლებს როგორ შეუძლიათ შენ გიყურებდნენ და არ უყვარდე.. მაგრამ ის ვიცი , რომ მშობელი ყოველთვის არ ამართლებს იმ მოცემულობას , როგორც ეს სიტყვა ჟღერს. კაცს ჩემი წარსულიდან, მხოლოდ იმიტომ უნდოდა ჩემი მუცელშივე მოშორება რომ გოგო შვილი უკვე ყავდა , ხოლო მისი ფიქრები მხოლოდ მემკვიდრის ყოლისკენ იყო მიმართული.. დედაჩემს აიძულებლდა აბორტი გაეკეთებინა და როცა დარწმუნდა რომ ის ამას არ გააკეთებდა , საკუთარი ძალით ცდილობდა ჩემს გაქრობას.. იცი რა არის ამ ამბავში ყველაზე სევდიანი? ის რომ ის კაცი , სახელად მამაჩემი, კიდევ დიდხანს ცდილობდა მემკვიდრის ყოლას, თუმცა ვერაფერს გახდა, მერე ბევრი წელი გაატარა ციხეში და იქიდან გამოსულმა მუხლის ჩოქებზე დამხობილმა მოგვაკითხა მე და ჩემს დას, სიტყვებით ვერ აღგიწერ რა ძალით ცდილობდა ჩვენს იმაზე დაყოლიებას რომ მასთან გადავსულიყავით, არ მინდა ძაღლივით მარტო ვეგდოო პატარა ბავშვივით ქვითინებდა, აი მანდ მივხვდი რომ ტყუილი ყოფილა რომ ამბობენ მშობლებს არ ვირჩევთო, რადგან მე მაშინ ჩემს გონებაში საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ის კაცი , არასდროს იქნებოდა მამაჩემი, მე მის გარეშე ცხოვრება ავირჩიე და ამას ოდნავადაც არ ვნანობ ახლა. არ მინდა რამისკენ გიბიძგო , მაგრამ მინდა იცოდე, რომ ვალდებული არ ხარ მხოლოდ შენ დაუთმო, ვალდებული არ ხარ მთელი შენი ცხოვრება შეწირო.. თუ მათ არ შეუძლიათ შენი მიღება, ესეიგი მათი შენდამი სიყვარული იმ ეგოიზმზე მაღლაც კი ვერ დგას, რაც ამოძრავებთ..


**

ბინძურ სახლში, ბინძურ საწოლში, ბინძური სულით იწვა ლაშა.
საკუთარ სიმარტოვეს, საკუთარ თავს ნანობდა , თუმცა თავში ერთი წამითაც კი არ გაუვლია საკუთარი საქციელების სინანული..
“აბა რისთვის გინდა კაცს შვილები ასეთ დროს მაინც თუ არ მოგივლიანო..” -ფიქრობდა დაუსრულებლად და სიბრაზესთან გასამკლავებლად ერთი მეორეზე მიყოლებით სვამდა სხვადასხვა სასმელს.
ფანჯრის შუშები ვეღარ აკავებდა ოთახებში გამეფებულ მძიმე ჰაერს ისე, როგორც ლაშას სული ვეღარ იტევდა ამდენ ბოროტებასა და ღვარძლს.
რამდენი ხანი გაატარა ციხეში სრულიად მარტომ და მაინც არცერთხელ დაფიქრებულა იმაზე თუ რით დაიმსახურა იქ ყოფნა.
არასდროს დაუშვია გონებაში რომ შეცდა, არასდროს უღიარებია მხოლოდ საკუთარ თავთანაც კი რომ ის რასაც აკეთებდა არასწორი იყო და ცხოვრებამ სწორედ ამისთვის გადაუხადა სამაგიერო.
ეზიზღებოდა ანა.
ეზიზღებოდა იმის მიუხედავად რომ წლების განმავლობაში მისთვის თვალიც კი არ მოუკრავს.
ეზიზღებოდა მაშინაც როცა მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო.
ეზიზღებოდა მკვდარიც კი რადგან მისი უბედურებების ერთადერთ მიზეზად სწორედ ის წარმოედგინა.
როგორც კი შორეული ნათესავისგან მისი სიკვდილის ამბავი შეიტყო , მაშინვე იმ ადგილისკენ გაემართა სადაც ანას უპირებდნენ დაკრძალვას. დარწმუნებული იყო რომ ლილეს და ლიტას მხოლოდ იმის გამო არ უნდოდათ მამასთან ურთიერთობა რომ დედა უშლიდათ ამას, ამიტომ ჩათვალა რომ ანას სიკვდილის შემდეგ შვილების ცხოვრებაში დაბრუნებას მომენტალურად შეძლებდა, თუმცა ამაოდ. ვერც ანას სიცოცხლეში შეძლო შვილების დაბრუნება და ვერც მისი სიკვდილის შემდეგ.
ვერაფრით ხსნიდა გონებაში გოგონების გულგრილობას და საკუთარ თავს იწყევლიდა იმის გამო რომ თავის დროზე სწორედ ანას ცოლად შერთვა განიზრახა..



№1 სტუმარი Ana-maria

იმედია ლილე და კოტეს ყველაფერი კარგად ექნებათ. ლუკაც შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას. მგონი ლაშა თავის ტკივილი იქნება გოგონებისთვის...

 


№2  offline წევრი cinnamongirl

Ana-maria
იმედია ლილე და კოტეს ყველაფერი კარგად ექნებათ. ლუკაც შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას. მგონი ლაშა თავის ტკივილი იქნება გოგონებისთვის...

მადლობა კომენტარისთვის და მოტივაციისთვის❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მგონი შემეცოდა ლუკა. რთულია დედისთვისაც ასეთის მიღება. მაგრამ ის ხომ ეგეთი დაიბადა. ტიტე რა კარგი ადამიანია. მაინც ბედნიერი ყოფილა ანა- ესეთი ტიტე რომ ჰყავდა გვერდით.

 


№4  offline წევრი cinnamongirl

სტუმარი ხათუნა
მგონი შემეცოდა ლუკა. რთულია დედისთვისაც ასეთის მიღება. მაგრამ ის ხომ ეგეთი დაიბადა. ტიტე რა კარგი ადამიანია. მაინც ბედნიერი ყოფილა ანა- ესეთი ტიტე რომ ჰყავდა გვერდით.

❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Reyes

Thus, erections could turn out to be much less frequent or tougher to realize or maintain. One reason why
Deca Durabolin could have a particularly adverse effect on sexual libido and performance is that it significantly
will increase prolactin levels in the bloodstream.

We usually see patients’ testosterone operate recuperate within several
weeks post-cycle (without a PCT). In comparability,
a small dose of Dianabol (15 mg) taken for eight weeks
may cause testosterone to drop by 69% (6).
For people looking for the most effective leads to muscle building, this
secure alternative also aids in sustaining optimum body
fats ranges, supporting weight loss, and contributing to general
well-being. Other authorized dietary supplements like whey
protein, branched-chain amino acids, and nitric oxide boosters also contribute to muscle progress.
Understanding the importance of legal dietary supplements in boosting testosterone levels and selling muscle development is important
for anyone looking for to reinforce workout efficiency and
achieve the best outcomes. The search for authorized dietary supplements to aid muscle growth and recovery is essential.


Impotence, or Deca dick, is a typical facet impact reported by bodybuilders in our
clinic. This occurs due to a scarcity of nitric oxide production (4), mixed with extreme
prolactin in the bloodstream on Deca Durabolin. Deca Durabolin doesn’t just produce spectacular features in mass but in addition drastically will increase intracellular fluid, leading to distinctive muscle fullness and
thickness. Dr. O’Connor has over 20 years of experience treating women and men with a
historical past of anabolic steroid, SARM, and PED use.
He has been a board-certified MD since 2005 and offers steerage on harm discount
methodologies.
Whereas legal steroids are considered safer compared to anabolic steroids side effects male (jbhnews.com),
they are not for everyone. Sure individuals ought to avoid them
at all costs and should seek the assistance of a doctor earlier than taking any of those
merchandise. Anabolic steroids are the artificial testosterone,
the male intercourse hormone. They are designed to enhance performance and recovery, improve muscle mass,
and enhance strength. Equally, when you wanted to do
a lean bulk and didn’t wish to gain any water
retention or fats from your cycle; trenbolone could be an acceptable compound (possibly deca durabolin too).

These supplements come within the form of pure pills and are designed to
offer comparable advantages without the worry of unfavorable side effects.
Beginner bodybuilders may notice they will push themselves more durable and recuperate faster, giving them a aggressive edge or just accelerating
their journey in course of their fitness targets.
It Is essential, though, to recollect the importance of accountable use of steroids.
Newbies ought to at all times prioritize safe dosages and cling strictly to
cycle guidelines to ensure they're fostering their health alongside their
muscle features and athletic prowess. As an expert in the fitness industry, I typically get requested about one of the best authorized alternatives to anabolic steroids for muscle growth.
If you combine sustanon 250 with different bulking
compounds such as anadrol or dianabol, then muscle and strength gains might be enhanced even more.
Such a stack may produce 30+ lbs of weight acquire from a 4-6
week cycle.
However, it's necessary to notice that there are legal guidelines that regulate the sale and use
of those supplements. Be sure to buy solely from a reputable supply and pay consideration to the authorized
rules in your space. Moreover, unlike anabolic steroid
injections, a dose of Trenorol is in capsule kind and are before or after
exercises.
Nevertheless, you must take your time and think about whether or not the unwanted effects are worth it to
find a way to experience the positive aspects you’re after.
These steroids are permitted by bodybuilders and from varied
laboratories as totally secure merchandise to make use of.
With every product of crazy bulk, there is a 100% working assure that what this product is claiming is 100 percent true.
This Anadrole product is a authorized alternative that replaces anabolic-steroid Oxymetholone.

The primary job of this steroid is to increase the manufacturing of red cells
within the physique that provides a massive pump-up boost while doing workouts.
It is principally helpful for the sports activities
aspirants & bodybuilders for growing highly effective and
sharp and powerful physique.
Clinical trials and anecdotal evidence counsel that stacking SARMs can also improve physical perform and recovery.

This strategy allows users to faucet into various
mechanisms of action, corresponding to enhancing protein synthesis and promoting total muscle improvement.

ACP-105 supplies superior benefits, helping
customers obtain expert-level results in each muscle mass and muscle
function. This SARM enhances muscle power and performance, making it
ideal for individuals who are already pushing their
bodily limits. It helps with muscle gain and improves overall workout effectiveness.

We counsel consulting a well being care provider before you're taking any dietary complement.
Free testosterone and anabolic testosterone have a big danger of damaging the liver
and different inner organs. Tetstomax manages to achieve related outcomes with out causing any
hurt.
It is believed that it prompts and will increase the variety of muscle fiber
satellite cells. These satellite tv for pc cells then get incorporated into existing muscle fiber to make
the muscle bigger. Nevertheless, women shouldn’t expect to get up trying like she-hulk; nonetheless, they will add a considerable amount of muscle tissue, giving them a strong/lean/athletic look.
Testosterone is also an efficient chopping agent; nonetheless, fluid retention can accumulate
(unless an anti-estrogen is taken). This is because of a lower in nitric oxide, a
molecule that promotes vasodilation and blood circulate to the penis.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent