შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 18 თავი


12-04-2024, 03:10
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 183

-რას აპირებ?- ჩურჩულით მკითხა მიამ როცა გეგამ ხელი ჩაკიდა ნიცას და მანქანისაკენ წაიყვანა
-ჯერ არ ვიცი
-როგორი ბედნიერია
-ძალიან უყვარს მამასი
-დარწმუნებული ვარ შენს საყვარელ ტკბილეულს უყიდის ნიცას-გეღიმა მიას
-ნუ სულელობ!- დავუბღვირე
-არ წავა! ამაღამ აქ დარჩება აი ნახე თუ არა
-უფლებას არ მივცემ
-ბოლო სიტყვა ქალბატონ მარინაზეა რომელსაც სამწუხაროდ ჩვენზე მეტად შენი ქმარი უყვარს
-გინდოდა გეთქვა ყოფილი ქმარი?- ჩავეკითხე
-არ ფიქრობ რომ შეცდომა დაუშვი?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა
-არა!
-დარწმუნებული ხარ?
-კი-მტკიცედ ვუთხარი და გავუღიმე.
იმ ღამეს გეგა, ჩვენთან დარჩა სახლში იმის
მიუხედავად, რომ ვთხოვე წასულიყო.
-ასე რატომ იქცევი?-ვკითხე როცა დილაუთენია აივანზე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად
-როგორ ვიქცევი?!-ინტერესით მკითხა და ნელა მომიახლოვდა
-უფლება არ გაქვს რომ აქ მოხვიდე და...
-ნინი! უფლებებზე ნუ მელაპარაკები!- გამაფრთხილებელი ტონით მითხრა- ნუ გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ
-განცხადება უკან რატომ გამოიტანე?
-იმიტომ რომ განქორწინება არ მინდა
-მაინც გაგშორდები-დავემუქრე
-20 000 დოლარის გამო მშორდები?-ირონია გაერია ხმაში
-არა! იმიტომ გშორდები რომ დავიღალე შენი დაუსრულებელი გართობით და ვალებით
-შევიცვლები! გპირდები!- მტკიცე ტონით მითხრა და სახეზე ხელი ნაზად შემახო
-შენი არ მჯერა-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და უხეშად მოვიშორე მისი ხელი სახიდან
-სხვა შეგიყვარდა?-ხმა დაეძაბა და მომენტალურად შეეცვალა სახის გამომეტყველება
-მინდა რომ წახვიდე!-ხმას ავუწიე
-გგონია უფლებას მოგცემ რომ ბედნიერი იყო?- ცინიკურო ტონით მკითხა და სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი ჩემსკენ მომართა- ნიცას წაგართმევ- დამემუქრა და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ჩემი აწყლიანებული თვალებისთვოს ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა- ან ახლავე ჩაალაგებ ბარგს და ჩემთან ერთად წამოხვალ ან!...
-ან რა?- ხმასთან ერთად მთელი სხეული ამიკანკალდა
-ან ნიცას ვეღარასდროს ნახავ-ისე მშვიდად და უემოციოდ მითხრა რომ თავი ვეღარ შევიკავე და ავფეთქდი
-რას ბოდავ ავადმყოფო
-მოსაფიქრებლად სულ რამდენიმე დღეს გაძლევ
-ვერ დაგვაშორებ-აღმომხდა ხმა აკანკალებულს
-თქვენი დაშორება ჩემს ინტერესებში არ შედის
-რა გინდა?-ამოვილუღლუღე
-შენ მინდიხარ-დაუფიქრებლად მომახალა და წელზე უხეშად მომხვია ხელი, თავისკენ მიმიზიდა და გამომწვევი მზერით ჩამაცქერდა თვალებში
-გამიშვი-ვუთხარი ზიზღით როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი
-ახლა წავალ, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდები და მშვიდად მოვისმენ შენს საბოლოო პასუხს რომელიც არამარტო შენი არამედ ნიცას მომავალსაც გადაწყვეტს
-მემუქრები?- ავღელდი
-როგორც გინდა ისე გაიგე-მხრები აიჩეჩა
-რა გინდა ჩემგან? რა?-ხმას ავუწიე, ამ დროს დედაჩემი გამოვიდა სახლიდან და აგრესიული ტონით მკითხა
-რა გაყვირებს გოგო ამ დილაადრიან?!
-შენს საყვარელ სიძეს ჰკითხე და ის გეტყვის!-დავუყვირე და მისაღებ ოთახში შევვარდი ატირებული
-ისევ იჩხუბეთ?-ნიცას ხმამ შემაკრთო
-არა დე არ გვიჩხუბია
-მაშინ რატომ ტირი?
-უბრალოდ... მე...
-გაიღვიძე პრინცესა?-ოთახში გეგა შემოვიდა კმაყოფილი სახით და ხელში აიყვანა- ჯერ ძალიან ადრეა, გინდა დაგაძინო?-ნიცამ თავი დაუქნია და კისერზე ხელები შემოხვია. ამ დროს კიდევ უფრო მეტად შემძულდა გეგა.
-ნუ ჯიუტობ-სადღაც შორიდან ჩამესმა დედას ხმა-ჩაალაგე ბარგი და უკან გაყევი!
-გინდა რომ წავიდე!-თვალები ისევ ცრემლებით ამევსო
-საკუთარ თავზე კი არა ნიცაზე იფიქრე
-ვფოქრობ
-მაშინ გეგას გაყევი
-არ მინდა! მასთან ყოფნა არ მინდა! არ მიყვარს! გესმის?-ბოლო ხმაზე ვუღრიალე
-დედა-შეშინებული ნიცა ფეხშიშველი გამოვარდა ოთახოდან და ჩემეხუტა
-ესე იგი ჩემთან ყოფნა იმიტომ არ გინდა იმიტომ რომ არ გიყვარვარ არა?-თავზე წამომადგა განრისხებული გეგა და ნიკაპზე უხეშად წამავლო ხელი თავი ამაწევინა თვალებში ჩამაცქერდა
-წადი ჩემი სახლიდან-ზიზღით ვუთხარი და ატირებული ნიცა ჩავიხუტე.
-კარგი-საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და გიჟივით ეცა კარს გასვლისას ისეთი ძალით მოაჯახუნა რომ მინა ჩაიმსხვრა.
მე და მიამ წებოვანი ლენტით ვცადეთ დარჩენილი მინის გამაგრება
-კმაყოფილი ხარ?-აგრესიული ტონით მკითხა დედამ როცა ნიცას ჩაეძინა- ბიჭი მოვიდა, სცადა შენი ნდობა და პატივისცემა დაემსახურებინა, ზედმეტი არაფერი უთქვამს და გაუკეთებია თვალებში შემოგციცინებდათ ცოლსაც და შვილსაც, შენ რა გააკეთე? გააგიჟე და სახლიდან გააქციე
- რატომ გინდა რომ შენსავით უბედური ვიყო ?- გაუაზრებლად ვკითხე. არაფერი მიპასუხა ნელა მომიახლოვდა და სახეში მთელი ძალით გამარტყა.
....
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ გეგას ნაცვლად სოფო მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ. არ გამკვირვებია. მეტიც, მის მოსვლას ველოდი, რადგან ასეთ რთულ და მძიმე ვითარებაში ყოველთვის სოფო იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს. როგორც ადრე არც ახლა იკადრა სახლში შემოსვლა. 9 წლის მანძილზე მხოლოდ 5 ჯერ იყო ჩვენთან ნამყოფი და მხოლოდ ერთადერთხელ ილადრა სახლში შემოსვლა. ისეთი ზიზღით ათვალიერებდა გარშემო ყველაფერეს რომ საჭიროდ არ ჩავთვალე ყავა შემეთავაზებინა მისთვის.
-ალბათ ჩემმა დანახვამ გაგაკვირვა
-სულაც არა- გამეღიმა გეგას ნაცვლად ხომ ყოველთვოს თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს
-ირონია საჭიროა არაა-ხმა გაიმკაცრა
-რატომ მოხვედით?
-მინდა რომ დაგელაპარაკო
-რაზე?
-შენზე და გეგაზე
-სალაპარაკო არაფერია
-ვიცი რაც გააკეთა, ნიცას წართმევით დაგემუქრა
-თქვენს ვაჟს გადაეცით რომ მისი არ მეშინია
-არც უნდა გეშინოდეს შვილო გეგას შენც და ნიცაც ძალიან უყვარხართ
-იმიტომ არ იმჩნევდა ჩვენს არსებობას მის ცხოვრებაში?
-გეგას რთული ბავშვობა ჰქონდა... ხომ იცი...
-და ამისგამო მე უნდა ვაგო პასუხი?
-არა რა თქმა უნდა! უბრალოდ... ეცადე გაუგო...
-არ შემიძლია მისი გაგება
-ნიცა აქ უნდა გაზარდო? ამ სახლში?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა- ამ ძველ, ნეტიან, ბნელ, უსახურ კედლებში? -სახლზე მიმითითა- რა ელოდება აქ? ამ ატალახებულ სოფელში?-ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოსთქვა- მის მომავალზე საერთოდ არ ფიქრობ? გგონია გეგა ნიცაზე იზრუნებს თუ მასთან არ დაბრუნდები? არ იზრუნებს! შენ თუ მისი ცხოვრებიდან წახვალ ნიცასაც ამოშლის გულიდან, ორივეს დაგიკიდებთ
-დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება- ტირილის ნოტები შეპარა ხმაში
-გეგა კვირაში 4 დღე აქ არ ივლის იმის გამო რომ ნიცა ცეკვაზე და ცურვაზე ატაროს
-ვიცი!-ხმა ამიკანკალდა
-არაფერს გააკეთებს მისთვის, თუ შენ არ იქნები მის ცხოვრებაში
-ალიმენტის თანხაზე ვაჭრობასაც აპირებთ?- ავღელდი
-გეუბნები რომ გეგას უყვარხარ, რომ შენთან ყოფნა უნდა, რომ შენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, რომ შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მოიხსნის თუ შენ ზურგს შეაქცევ რადგან უშენოდ არ შეუძლია, შენ კი ალიმენტზე მელაპარაკები. ნუ გეშინია როგორმე გადაგიხდით იმ 500 ლარს
-არ მჭირდება, თქვენი არაფერი არ მჭირდება! მშვიდად იყავით არ მოგთხოვთ ალიმენტის ფულს, როგორმე შევინახავ ჩემს შვილს.
-რატომ არ გესმის?-წამოენთო
-გეგას ცოლად რომ გამოვყევი მისით აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა კარგი ადამიანი იყო მაგრამ როგორც კი გავაცნობიერე რომ თამაშობდა და მოსაწ*ვს ეწეოდა მაშინვე დავკარგე მის მიმართ ნდობა და პატივისცემა. ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი იცით რა არის? იმედგაცრუება!
-ჩემი შვილი არასდროს გყვარებია
-ასეა-დაუფიქრებლად ვუპასუხე- რადგან ჩემა სიყვარულს არ იმსახურებდა! არარაობა იყო და-ამ დროს ხმა ჩამიწყდა- მეც არარაობად მაქცია...
-შეცდომას უშვებ-მხოლოდ ეს მითხრა გაცოფებულმა სოფომ და წავიდა.
დღეები დღეებს მისდევდა, ფერადი ოქტომბერი ნაცრისფერმა ნოემბერმა შეცვალა. საშინლად აცივდა. ძალიან უჭირდა ნიცას ამ პორობებთან შეგუება, მითუმეყეს სკოლაში ამიტომ მალევე გაცივდა. წამლის ფული დედამ მომცა რადგან მე ისევ არ მქონდა სამსახური, შესაბამისად არც ფული.
-თბილისში რა გინდა?-აგრესიული ტონით მკითხა დედამ როცა ავუხსენი ჩემი დილით ადგომის და თავის მოწესრიგების მიზეზი
-ადვოკატს უნდა შევხვდე-სწაფად ვუპასუხე და სახლიდან ნაჩქარევად გამოვედი, რადგან აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკი და ნეგატიური ემოციებით დასტრესვა. დიდხანს ძალიან დიდხანს ველოდი მიკრო ავტობუსის გამოჩენას არასებულ გაჩერებაზე და ვნატრობდი მაინცდამაინც ის იმ მარშუტკას არ ჩამოევლო რომელსაც გათბობა ჰქონდა გაფუჭებული. ისეთი შეციებული ვიყავი რომ ერთიანად ვკანკალებდი. უეცრად ჩემს წინ მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა, რადგან გეგასი არ იყო შვებით ამოვისუნთქე და ყურადღება აღარ მივაქციე. მეგონა მოუცურდა მოყინული გზის გამო და ასე უხეშად იმიტომ გაჩერდა.
-



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გაგრძელებას .გთხოვთ ცოტა გაზარდეთ თავები არ გვყოფნის

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ამ ისტორიას დაწყების დღიდან ვკითხულობ. საოცრად ჩამითრია და დამაინტერესა. მალე დადეთ გაგრძელება

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

როდის დადებთ გაგრძელებას?მოუთმენლად ველოდებით

 


№4 სტუმარი ნია

გააგრძელეთ გთხოვთ. მაგრამ გაზარდეთ თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent