შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოშა ქალი


13-04-2024, 01:54
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 892

იმ ადგილას, სადაც ფოთოლი ცეკვავს ღვივის ცეცხლიც.
იქ, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს ხვდებიან და მზის სხივებს ეგებებიან, ამოდის სინათლე, რომელიც ყველა სიბნელეს ათასფერად ანათებს.
იქ, სადაც მუსიკა ხმამაღლა უკრავს და სხეულის ყველა ნაწილში ინექციასავით შედის, ცეკვავენ ბოშები...
ბოშა ქალები, რომელთაც თავისუფლებას გაუგეს გემო და მზად არიან ლაღად იფრინონ.
ბოშები მზად არიან ცაში კამარები შეკრან, მიწაზე ფერხული გამართონ და სამყარო შემოიარონ...
გზად შემხვდა ფეხშიშველა ქალი, რომელმაც წამით ჩამიქროლა და თან წამიყოლა...
ეს იყო ბოშა ქალი.

მე ბოშა გავიცანი.
მას ზორა ერქვა.
ის შავითმიანი, ხუჭუჭა ბოშა იყო-შავი თვალებითა და გრძელი წამწამებით.
მსხვილი, სავსე და ვარდისფერი ბაგებიით...
მე ბოშა გავიცანი.
მას ზორა ერქვა.

Სამშაბათი იყო...
Რიცხვს ვერ ვიხსენებ...
Ოქტომბერი...
Ოქტომბერისთვის შეუფერებლად ციოდა იმ დღეს...აივანზე მოსაწევად რომ გავედი, სიცივე დემონივით შემომეჭრა, ხელები ჩამჭიდა გაყინულ სხეულზე და თავისკენ წაღება დამიპირა.
შევეწინააღმდეგე და სიგარეტი ხარბად შევისუნთქე ფილტვებში. შემდეგ სწრაფად გამოვდევნე კვამლი და ბურუსში გავხვიე დემონი.
ცოტა ხანში, მისი ხელებისგან განვთავისუფლდი.
წამით სითბოც ვიგრძენი ხელებში. გამეღიმა...
მეგონა რომ მზე აპირებდა გამონათებას, თუმცა ტკივილმა დამიმსხვრია ილუზიები.
სიგარეტი ბოლომდე ჩაიწვა და ხელის დაწვასაც აპირებდა, თურმე.
Ხანდახან როგორ ძალიან მოგვწონს ის ილუზიები რომლებსაც საკუთარ თავს თავად ვუქმნით, არა?!
ზოგჯერ, იმდენად მოგვწონს ეს ილუზიები, გვიზიდავს და გვიმონებს კიდეც, რომ ვცდილობთ არაფერმა დასხვრიოს, არაფერმა შებღალოს.
ამასობაში კი...
ამასობაში, რეალობასა და ილუზიას შორის გადებულ ხიდზე, ერთი ადგილი ტყდება, ვვარდებით ბნელ, უძირო უფსკრულში და უსასრულო ბურუსში ვიძირებით, რომელიც არაფერია-გარდა სიცრუისა.

სასწრაფოდ დავუბრუნდი რეალობას, სადაც სამსახური მქონდა და უკვე ვაგვიანებდი კიდეც.
მიუხედავად დაგვიანებისა, სამსახურში წასვლა, მეტროთი გადავწყვიტე.
ნელა მივუყვებოდი ქუჩებს, რომლებსაც სისველე შეჰპარვია. ადამიანები ბუზებივით ირეოდნენ. მიიჩქაროდნენ ზოგი სამსახურში, ზოგი უნივერსიტეტში და ზოგიც სკოლაში.

დღეს ოქტომბრისთვის შეუფერებლად ციოდა.
თითოეული ხელი, მეორე ხელს ეძებდა გასათბობად...როგორი სასიამოვნო და ლამაზი სანახავია შეყვარებული გულების შეერთება.
გინახავთ ისინი?
მათ არ ვგულისხმობ, სკვერში რომ სხდებიან და ყველას თვალწინ სჩადიან „სიყვარულს“.
მე ისინი მყავს მხედველობაში, ვინც ან შენობის ქვეშ აფარებენ თავს, ან გაჩერების, ან სულაც ქოლგის ქვეშ და თვალებით საუბრობენ.
დიახ, თვალებით.
ნეტავ განახათ, რამდენ სიყვარულს იტევენ თვალები, რამდენ სიტყვას-ვერ გამოთქმულს და ემოციას-გაუმხელელს და შენახულს.
აი, მე სწორედ ამ ადამიანებს ვგულისხმობ...
მათთვის ასეთი ცივი ამინდი არაფერია.
ერთი რიგითი დღეა სეზონის და არ უშინდებიან თავსხმა წვიმასაც კი, რადგან მათ ყველაზე მთავარი აქვთ-ერთმანეთის სიყვარული, რომელიც ყველა სტიქიურ უბედურებაზე მეტად აციებთ, ან სულაც ათბობთ.

მეტრომდე მალე მივედი.
ალბათ იმიტომ რომ სახლიდან ხუთ წუთშია და ბევრი ნაბიჯის გადადგმაც არ მჭირდება.
ჩავედი თუ არა, მეტროს სურნელი სახეში შემომეფრქვია, მაგრამ ძალიან უცნაური იყო.
ეს მხოლოდ მეტროს სურნელს არ ჰგავდა...
რაღაც სხვა იყო.
არა, არც სუნამო, არც სხვა პარფიუმი.
ბუნებრივი სურნელი იყო თითქოს.
ექსკალატორს ჩავუყევი, თან ირგვლივ ვიყურებოდი. ვერავის ვხედავდი, რამდენიმე ადამიანის და ბოშების გარდა.
ბოშები?
ჰო, ბოშები...
თითქმის არავინ იყო მათ გარდა...ისხდნენ ცივ ფილაქნებზე და რაღაცებს ბუტბუტებდნენ.
ამ დროს, მეტროც მოვიდა და თან მოიტანა სურნელი...
თვალები მაგრად დავხუჭე და ვიგრძენი.
ვიგრძენი სურნელი, რომელიც თავბრუს მახვევდა, მაჯადოებდა.

ბუნების?
იქნებ წიწვების?
არა, ახლადაყვავებული ატმის ხის ყვავილების სურნელი იყო.
წვიმიან გაზაფხულზე რომ ნელი სიო დაბერავს და სიგრილეს შენამდე მოიტანს...
აი, სწორედ ისეთი.
ნელი სვლით წავედი ბოშებისკენ.
არა, უფრო მისკენ, თან თვალს არ ვაშორებდი.
შემდეგ გავიგე ხმა, პატარა ბავშვის ხმა:
„ზორა, გავიქცეთ. ჩქარა, წამოდი.“

ზორა...
სახელიც შესაფერისია.
და გაიქცა ზორა...თავისი გრძელი კულულები ააფრიალა და მეტროს კარებში გაუჩინარდა.
მთელი დღე, მასზე ფიქრები მიკარგავდა მოსვენებას. ვისღა ახსოვდა მუშაობა, როდესაც ზორა ტრიალებდა ნელი სიოსავით ყველა ფიქრში, ყველა გაღიმებაში და ყველა სიტყვაში.

-ნიკო, მოჩვენება ხომ არ ნახე?-ფიქრებიდან, ჩემი ძმაკაცის, სანდროს ხმამ გამომიყვანა, რომელიც ჩემს სატანჯველად შექმნა უფალმა და სამსახურშიც კი მისი ყ*ეობის ატანა მიწევდა.
-სანდრიკ, გამიხარდა შენი ნახვა. მთელი ხუთი წუთია ტვინი არ წაგიღუნია.
-შე*ჩემა, ჭამე დილით რამე?
-არა.
-გეტყობა! მშიერ, წიკვინა გოგოს გავხარ და წამო, შოკოლადს გიყიდი.
-მოდი, იდი ნა*უი, კარგი?!
-კაი, ჩემო ძმაო. მხოლოდ შენთან ერთად.-ტუჩი ვნებიანად მოიჭამა და თვალი ჩამიკრა.
-ჩემი ძმაკაცი რომ არ იყო და არ ვიცოდე რა ს*რიც ხარ, ვიფიქრებდი რომ პიდარასტი ხარ.-გადაიხარხარა ისეთი, რომ ყველას მზერა მივიპყარით.
-ში*გ არ გქონდეს, ნეტა! კაროჩე, ვიფლირტავეთ და ახლა თქვი, რა გჭირს?
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
-რავი, ძმაო... წეღან ისეთი გოგო იყო მოსული შენთან, გოგოებმაც კი თვალებით შეჭმა დაუპირეს და შენ წარბიც არ გაატოკე. ახლაც მეტყვი რომ სიცხე, ან წნევა არ გაქვს?
-ისეთი არაფერი, პროსტო დილით რაღაც ვნახე.
-რა, შე*ჩემა?
-რაღაც კი არა, უფრო ვიღაც.
-ვა, და ვინ იყო?
-ბოშა.
-ვინ?
-ბოშა ქალი.
-რა ბოშა ქალი, შე*ჩემა...არ გამომაშტერო.
-ჰო, ბოშა ქალი...ყველაზე ლამაზი, თვალწარმტაცი და ნაზი. გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი და ანცი... გიშერზე შავი, ციმციმა თვალებით.
-ნეტავ განახა როგორი ხარ ახლა...მაგრად გაგეცინებოდა.
-იმედი მაქვს, კიდევ ვნახავ სადმე მაინც.
-არ მისმენ?
-არა.
-აბა როგორ მიპასუხე?
-არა.
-მადლია შენზე ერთი კარგი შემორტყმა, მაგრამ ვერ გამცირებ ამდენ ხალხში.
-არა.
-წადი შენი! გამაღიზიანებელია ასეთი გაშტერებული რომ ხარ.
-არა.
-კაროჩე, რა...

წავიდა და დამტოვა ჩემს ფიქრებთან, სადაც მხოლოდ მე და ბოშა ვიყავით...ბოშა ქალი, ყველაზე ლამაზი და ნაზი.
ღმერთო, განა ასეთი რამე შეიძლება?!
თავიდან ვერ ვიგდებ მასზე ფიქრებს.
ყველგან მელანდება მისი ხვეული, ფარფატა და საოცრად ლამაზი თმები. ყველგან მისი სურნელია, სადაც არ უნდა წავიდე.
ყავასაც კი ისეთივე სურნელი აქვს, როგორიც მას.
ვგიჟდები?!
ჯანდაბა!
მეცინება.
15 წლის ბიჭივით მიჩქარდება გული, მას რომ წარმოვიდგენ.
როგორი თავისუფალი და შინაგანად ლაღია...ყველა მოძრაობაზე ეტყობა.
ზორა...
დამელოდე, სადაც არ უნდა იყო.
შენთან მოვფრინავ, როგორც ფოთოლი, როგორც გაზაფხულის გრილი სიო...

საღამომდე სამსახურში ყოფნამ, გაუთავებელმა ხმაურმა და ყველა თანამშრომელის კითხვებმა, თუ რა მჭირდა და რატომ ვიყავი ფიქრებისგან სადღაც გატაცებული, თავისი გააკეთა და იმდენად დავიღალე, თვალებს ძლივსღა ვახელდი.


-ბიჭო, ნიკო, არ წავიდეთ? მე გაგიყვან.
-არა, სანდრიკ...ისევ მეტროთი მინდა წასვლა.
-გინდა რომ ნახო?
-იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, თუმცა მეეჭვება.
-თუ მაინც გეეჭვება, ადე და მე წამომყევი. სადმე ბარში დავსხდეთ, დავლიოთ, ან მთვარეს ვუყუროთ... მთაწმინდაზე აგიყვან, ძმაო!
-ნეტა ყ*ე არ იყო!-გამეცინა. მართლა გამეცინა, რადგან მთელი სერიოზულობით ამბობდა ამ ყველაფერს და რომ მეთქვა კი, წავიდეთ-თქო, მართლა წამიყვანდა ეს ერთუჯრედიანი და მთვარეს დავუწყებდით ყურებას.
ჭკუა დაგვიშლიდა?
არანაირად.
-კაი, თუ არ გინდა, არც გეტყვი მეორედ.
-გამიბრაზდი, პატარავ?
-სანამ სახე გაგილამაზე, მოკეტე. შენს ძუკნებს მიმართე ეგრე!-ცხვირი ამიბზუა და წავიდა.

ისევ გამეცინა....
არა, ავხარხარდი. გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს...
აღარ გავაგრძელებ, ცხადია ისედაც.

გარეთ გამოვედი...დრო იყო სახლში წასვლის და იმედი მქონდა, რომ ბოშა ქალსაც ვნახავდი.
როგორც კი გამოვედი, ცივი სიო ავი სულივით ჩამისახლდა სხეულში და ჩემი გაყინვა დაიწყო.
მზის სხივები აღარ ათბობდა დედამიწას, ამიტომ ყველა ცივ და ბოროტ ძალას, სადავეების ხელში აღება განეზრახათ.
მე კიდევ...
მე უჩვეულო შეგრძნება მეუფლება, როდესაც სიცივე კანს მისერავს. მთელი ძალით ვებღაუჭები ქურთუკს და სითბო მაინც არ მოდის.
მივაბიჯებ ვიწრო ბილიკებზე და ვუყურებ ჭიანჭველებივით არეულ ხალხს.
მათ შორის გეძებ, ზორა...
მაგრამ იცი რა?
მათ არ ჰგავხარ. სრულიად სხვანაირი ხარ...
ბორკილებდადებულ საზოგადოებაში, შენ ვერასოდეს გიპოვი. იქ უნდა გეძებო, სადაც თავისუფლებაა, სადაც სილაღეა და სრული სიმშვიდე. ველად გავიჭრე?
იქნებ იქ იყო, ზორა?!
კი...კი...
სწორედ რომ ეგეთი ხარ.
ყველაზე თავისუფალი და ლაღი.
ვიცი, გული მიგრძნობს რომ გნახავ და ისევ ჩაგხედავ დიდრონ თვალებში...

„ზორა, გავიქცეთ, წამოდი!“
რა?
მეჩვენება?
ზორა?
„წამოდი, ზორა...მალე.“
უკა გახედვაც ვერ მოვასწარი, ისე შევეჯახე გაზაფხულის სურნელს.
-უკაცრავად.-მითხრა ხმამ და გაქცევა დააპირა.
ჩემმა გონებამ, მაშინვე დაიჭირა მისი ხმა, იცნო და იყვირა: „ის არის!“
ხელი უეცრად ჩავჭიდე და მკლავებში ისე სწრაფად მოვიქციე, ვერც კი გავიაზრე.
-რას აკეთებთ? ხელი გამიშვით!
გაუთავებლად მეჩხუბებოდა...თავის ენაზე მლანძღავდა, რაღაცებს მეუბნებოდა, მაგრამ მოჯადოებულივით ვიდექი და ვუყურებდი.
ვიდექი და მეღიმებოდა.
პატარა ბავშვივით, თავისი საყვარელი შოკოლადის, ან რაიმე სხვა ნივთის დანახვაზე რომ სახე ებადრება, მსგავსად ვიყავი.
-გთხოვთ, ხელი გამიშვით.-ფართხალი შეეწყვიტა და მის თვალებში, მხოლოდ ახლა შევამჩნიე ვედრება.
გავიაზრე რომ ხელს ძალიან ვუჭერდი სიფრიფანა სხეულზე და ვტკენდი.
-მაპატიე, გთხოვ...-ფრთხილად გავუშვი ხელები.-არ გაიქცე...
-ვინ ხართ? რა გნებავთ?
-მინდა რომ ჩაი დავლიოთ. უარი არ მითხრა, ზორა.
-ჩემი სახელი საიდან იცით?-გაუკვირდა.
-შენი სახელი? საკმარისია რომ ერთხელ გაიგოს ადამიანმა, ერთხელ გნახოს და აღარ დაავიწყდე.
ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს? ალბათ შენც გახსოვს...
-მეტროში, არა?!
-კი, მეტროში...მთელი დღე ვფიქრობდი, რომ სადღაც გნახავდი და ასე მალე თუ ახდებოდა ეს ყოველივე, არ მეგონა.
-მანიაკი ხართ?-ძალიან გულწრფელი იყო მისი სიტყვები. მგონი შევაშინე კიდეც...
-არა, რას ამბობ,-გავუღიმე-მანიაკი არ ვარ, უბრალოდ სურვილი მაქვს რომ გაგიცნო.
-ჩემი სახელი ხომ იცით? არაა საკმარისი?
-რომელი ჩაი გიყვარს, ზორა?-მის შეკითხვას, თითქოს არც მივაქციე ყურადღება.
-მანგო. ერთხელ ჩემმა ძმამ მოიტანა... უფროსწორად...-არ დაასრულა. დაიმორცხვა.
-წავიდეთ, დავლიოთ. ხელი ჩამკიდე, ზორა.

ხელი თავისი ნებით ჩამკიდა და წავედით.
1...2...3...
ყველას ეჩქარება, რადგან ღამეა.
1...2...3...
ყველა გარბის, რადგან ნელ-ნელა წვიმის წვეთები ეცემა დედამიწაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ცა, მალე ცხარე ცრემლით იტირებს.
მე კიდევ მხოლოდ იმ ქალის ჩრდილს ვუყურებ განათებების ქვეშ, რომელიც ნახევრად გაკვირვებული და ნახევრად შეშინებული მომყვება გვერდით და ხელს არ მიშვებს.
ნელ-ნელა თვალს ვაპარებ მისკენ, ვუყურებ დახრილ თავს, გრძელ წამწამებს და ბაგეებს...
ყველაზე ლამაზია, ვინც კი აქამდე მინახავს.

მის თვალიერებაში, დრო სწრაფად გადის და მალევე მივდივართ ჩემს საყვარელ კაფემდე.
-მოვედით, ზორა.
თითქოს გამოფხიზლებასავით იყო ჩემი ნათქვამი.
როგორც კი შევედით, მუსიკის ხმა მთელ სულს მოედო, შეუერთდა ჩემს სუნთქვას და დავმშვიდდი. ირგვლივ მტვრის ნაწილაკებია, რომლებიც თითქოს მუსიკის ხმებზე რიტმულად დაფრინავენ.
მშვენიერია ყოველივე, რასაც ჩემი თვალები აღიქვამენ.
სასწაულია ყოველი წამი, რომელსაც აქ ვატარებ, მაგრამ ამ დრომდე, სრულიად მარტო ვიყავი, ახლა კი...

-ზორა, დავსხდეთ.-ფანჯარასთან, პატარა კუთხის მაგიდა იდგა, სპეციალურად ჩემთვის. იმ ადგილისკენ წავედით და ჩაი შევუკვეთე.
-მე თქვენი სახელი არ ვიცი.-მითხრა ზორამ.
-მე ნიკო მქვია.
-სასიამოვნოა...შეიძლება გკითხოთ, აქ რატომ ვარ?
-სანამ საუბარზე გადავიდოდეთ, მინდა რაღაც გთხოვო.
-მე? რა უნდა მთხოვოთ?
-თქვენობით არ მელაპარაკო. სამსახურში მგონია თავი და მარწუხებში ვეხვევი.-გაეცინა...პირველად დავინახე ასე ნათლად მისი სიცილი. არა, მანამდეც შემიმჩნევია, თუმცა მისი ღიმილის, არა თუ სიცილის მიზეზი, მე არ ვყოფილვარ.
-კარგი, ნიკო...მარწუხებში აღარ გაგახვევ, გპირდები.
-ორაზროვანი ლაპარაკიც გცოდნია, პატარა ქალბატონო.-მეც გამეღიმა. თითქოს ეშმაკურად მეთამაშებოდა, თუმცა მომწონდა კიდეც. მეტად მიზიდავდა.
-არა, მხოლოდ ერთი აზრის მატარებელია ჩემი სიტყვები და ის პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ მარწუხებში არ მოგაქცევ.
-მაშინ დავმშვიდდები. ნამდვილად არ მსურს რომ სუნთქვა გამიჭირდეს.-კიდევ გაეცინა.
-მე კიდევ მაინტერესებს რაღაცა, ნიკო.
-გისმენ, ზორა...და რომ იცოდე, მეც ბევრი მინდა გესაუბრო.
-მე? რაზე, კი მაგრამ?
-მკითხე და მეც გეტყვი ყოველივეს, რაც მაინტერესებს.
-კარგი...გამიტაცე?-კოპებშეკრულმა, იმდენად სერიოზულად მითხრა, რომ გამეცინა. არა, ავხარხარდი და ყველამ ჩვენ გამოგვხედა.
-რას ამბობ, ზორა?! როგორ თუ გაგიტაცე?-სიცილს ვერ ვწყვეტდი.-არა და არა, უბრალოდ ჩაიზწ დაგპატიჟე და მე თავადვე გაგაცილებ, სადაც არ უნდა მიდიოდე.
-გასაგებია...-უხერხულად გაეღიმა.-კარგი, ახლა მკითხე, რაც გაინტერესებს.
-პირველ რიგში, მინდა ვიცოდე...
-რა გინდა რომ იცოდე?
-გყავს ვინმე?-ეა უფრო იმისთვის ვკითხე, რომ მინდოდა სრულიად გამექარწ....ბინა ზედმეტი ფიქრები იმაზე, რომ შეიძლება მისი გონება სხვაგან ქროდა, ჩემთან არ იყო.
-რას გულისხმობ?
-შეყვარებულს, ან სულაც ქმარს, ზორა.
-ო, არა...ჯერ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ და მას შემდეგ, რაც ჩემი და გათხოვდა, თითქმის სულ გიქრა სურვილი.
-შეიძლება ვიკითხო?
-კი, როგორ არა...
-რა შეემთხვა შენს დას?
-იცი, ეს ძალიან ოჯახურია...-მზერა ამარიდა. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, თხრობა დაიწყო.-ჩემი და, 15 წლის ასაკში გაათხოვეს ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში. საკმაოდ კარგი ოჯახი იყო და ვაჟიც კარგი ჰყავდათ. რამდენიმე წელი, ჩემი დისთვის საოცეი მეუღლე იყო, თუმცა ცოტა ხანში, სერიოზული პრობლემები შეექმნა მათ ურთიერთობას.
-მაინც რა პრობლემები?
-ის ბიჭი, სასმელს დაეჩვია და მოძალადე კაცად იქცა. ჩემი და, ყველას ემუდარებოდა რომ მისგან დაეხსნათ, თუმცა არავის სურდა მისი მოსმენა. -როგორ, არც დედა უჭერდა მხარს და იმ მოძალადე არაკცთან აჩერებდა?
-კი, ეგრეა...როცა ოჯახში კაცები არიან, თან უხუცესები, მათი სიტყვაა მნიშვნელოვანი. სხვა ყველა, უბრალოდ ეთანხმებიან...იცი, განქორწინებები თითქმის არ არის ჩვენთან...თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქალები ქმრის ოჯახიდან გარბიან და ჩემი დაც გამოიქცა.
ძლივს, მაგრამ მოახერხა მაინც.
-ძალიან კარგი! არავის აქვს უფლება, რომ ქალზე ხელი აღმართოს. მეტიც, მოძალადე ისე უნდა სცემო, რომ მეორედ აღარ მოუნდეს ხელის აღმართვა.
-არის კიდევ ერთი რაღაცა...ქალი, როდესაც ნაბიჯს გადადგამს, მას არც ერთი ბოშა არ იღებს. ამიტომ მან თავშესაფარი სხვაგან, სხვა ტომში უნდა ეძებოს...
-რას ამბობ...-შოკირებული ვიყავი. ვერ ვუჯერებდი ყურებს.-მსგავსი რამე, უბრალოდ როგორ შეიძლება, ზორა? სად არის ახლა შენი და?
-არ ვიცი...სწორედ მაგიტომ დავდივარ ყოველ დღე გარეთ და ვეძებ. მას ვეძებ...იმედი მაქვს, რომ ცოცხალია და კარგად არის, თუმცა მეშინია რომ ვერ ვნახავ.-გიშერივით შავი თვალებიდან, ეულად ჩამოგორდა ორი პატარა ცრემლი და ღაწვებზე გაიკვლიეს გზა ყელამდე. მომინდა რომ შევხებოდი, გულში ჩამეკრა და მისი ტირილისთვის მესმინა, მაგრამ არ მინდოდა მისი შეშინება, ამიტკმ უბრალოდ ხელი ხელზე დავადე და ვუთხარი:
-დამშვიდდი, შენი და კარგად იქნება, მაგრამ ვთვლი რომ ამ ეტაპზე, მისთვის ყველასგან შორს ყოფნა უფრო კარგია.
-კი, ალბათ მართალი ხარ. იქნებ ასე უფრო მშვიდად არის, არა?!-აწყლიანებული თვალები შემომანათა.
-რა თქმა უნდა. ის კარგად არის და იქნება, ხოლო როცა დრო მოვა, აუცილებლად დაბრუნდება შენთან.
-მართლა, ნიკო?
-კი, მართლა... უბრალოდ დაელოდე.
-მისი წასვლის შემდეგ, ძალიან დიდი ბზარი გამიჩნდა აქ...აი, აქ.-გულზე ხელო მიიდო და თვალებში შემომხედა. ასეთი მეტყველი თვალები, არასდროს მენახა. თვალები...ყველა ემოციას თვალების მეშვეობით ვიგებდი.-ეს ბზარი, იცი რამხელაა, ნიკო?
-არ ვიცი...მითხარი, ზორა.
-აი, ამხელა.-ხელები დემონსტარიულად გაშალა რამხელაზეც შეეძლო.-და მისი ამოვსება ვერ შევძელი. მეშინია, რომ ვერც ვერასდროს შევძლებ. შენს გულსაც აქვს ბზარები? გეშინია მათი?
-არ ვიცი, ზორა. ვერ ვგრძნობ... შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ მეშინია.
-არა, ნიკო...ბზარების ყველას ეშინიაზ ყველა სულიერს. როდესაც ხედავენ, მის ამოვსებას ცდილობენ და თუ ვერ ხედავენ რომ შედეგი არაა, მიდიან და დასანგრევად იმეტებენ ყველაფერს.
ერთი თვის წინ, პატარა ქოხი ვნახე. შორს გაქცევა რომ მინდოდა, იქ მივდიოდი, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ცოტაც და დაინგრეოდა, მაგრამ ჩემთვის საკმარისი იყო. რამდენიმე დღის წინ, იქ მუშები ვნახე და გუშინ რომ მივედი, ქოხი აღარ იყო, ნიკო. დაანგრიეს...არც ეცადნენ რომ შეეკეთებინათ.
-რისი თქმა გინდა? ვერ ვხვდები...
-არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ ყველა გაურბის ბზარებს და მათ შორის შენც, როგორც ჩანს. ნგრევის შეჩერებას, არავინ ცდილობს და ნებას აძლევენ ყველაფერ ძვირფასს რომ დაიშალოს, უბრალო ქვის გროვებად იქცეს.
ნუთუ ეს სწორია?
-არ არის სწორი, მაგრამ მიზეზი ყველს აქვს. ავიღოთ ადამიანები...ყველა ცდილობს, უმეტესად მაინც, რომ ურთიერთობაში ხელი შეუშალონ ყველაფერ ცუდს, მათ შორის ბზარებსაც, მაგრამ პირიქით ხდება ხოლმე. ერთმანეთს ტკივილს ვაყენებთ, თითქოს ვერ ვხედავთ, ისე ვაყრით ჭრილობაზე მარილს და ვიმეტებთ ყველაზე ცუდისთვის. განა გვინდა? არა, ზორა...
ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, როცა მართლა გვიყვარს, მაგრამ ზოგისთვის, ეს სიამაყესაც წარმოადგენს. ზოგს უხარია, როდესაც სხვას სტკივა, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს. ვაყენებთ ყველაზე ღრმა ჭრილობებს, რომელთა მოშუშება ყველას შეუძლია, თუმცა იცი რა ხდება?
-რა ხდება?
-ყველაზე მტკივნეულია შეხორცება. რამდენად ბოროტები ვართ ადმიანები, ხვდები?
-ხანდახან კი...მე ბევრს არ ვიცნობ. მხოლოდ ჩემს ხალხს ვიცნობ და მათთან ვარ...და ბავშვები. ისინი ყველაზე კარგები არიან, ნიკო.
-მართალი ხარ... ბავშვები, ყველაზე სუფთა ფურცლები არიან ამ ბინძურ და მტვრით მოსილ სამყაროში. სწორედ ისინი არიან უდიდესი სინათლის მატარებელნი.
-გიყვარა ბავშვები?-შაქრის შეკვრა ხელასი აათამაშა და ეშმაკური, ანცი ღიმილით შემომხედა.
-ძალიან. პატარა ძმა მყავს და ყოველი დღე მიხარია, როცა მას ვხედავ.
-მეც მყავა ბევრი და და ძმა. ისინიც ჩემები არიან, ვისთანაც ყოველ დღე ვარ, ხომ ასეა?
-ეგრეა...
-ხშირად ვართ ჭუჭყიანები და ვხალისობთ ამაზე.
-როგორ? ტალახში გორაობთ?-თითქოდ დაძაბულობაც მოიხსნა, რაც რამდენიმე წამის წინ იყო და ორივეს ღიმილი მოგვეფინა
-ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს...“ჭუჭყიანი ბავშვი-ბედნიერი ბავშვია“. მართლაც ასეა...ტალახში რომ ვთამაშობთ, იცი როგორ ვხალისობთ?! ამ დროს სამყარო ჩემი მგონია და მიხარია ყველაფერი.
-ალბათ, როგორი სასაცილო სანახავი იქნებით შორიდან.-გამეცინა, თუმცა იმავე ემოცია, ზორას სახეზე ვერ დავინახე.
-არა, ნიკო... უმეტესად აგრესიას და ზიზღს ვხედავ ადამიანების თვალებში, მაგრამ ეგ არ მანაღვლებს. ჩემთვის მთავარია რომ ვიფრინო და ლაღად ვიყო, როგორც ალბატროსი.
-ალბატროსი?
-ხო, ალბატროსი...
-რატომ მაინცდამაინც ალბატროსი?
-მიყვარს ეგ ფრინველი. ერთხელ ვნახე ტელევიზორში და მას შემდეგ, სულ ვფიქრობ მასზე.
-და რას ფიქრობ ხოლმე?
-რა იქნებოდა, მეც რომ ალბატროსი ვყოფილიყავი...?
მუდამ ვიფრენდი იქით, სადაც ქარი წამიყვანდა და სადაც მოლოდინი იქნებოდა. ვიფრენდი და ქარს გავატანდი ყველა წუხილს, დარდს, რაც კი თავზე დამატყდებოდა.
რა იქნებოდა, მათსავით თავისუფლად რომ მეფრინა?
ალბატროსები, ყოველთვის სადღაც მიფრინავენ. ერთ ადგილას დიდ ხანს არ არიან და მგონია, რომ ბევრ ისეთ ადგილას მიდიან, სადაც ჩვენი-ადამიანების თვალიც კი ვერ სწვდება.
ყოველთვის სადღაც მიდიან და უკან იტოვებენ ყველაფერ ცუდს.
სულ სადღაც მიფრინავენ ალბატროსები...
მეც მინდა, ფრენა ვიცოდე, ნიკო.
-შენი გონება მაოცებს...იცი როგორი მშვენიერი ხარ, როდესაც რაღაცაზე ასე აღტაცებით საუბრობ?! საოცრად ლამაზი სული გაქვს, ზორა.-შევატყვე აღელვება...წამში ყველა ემოცია გაუქრა და დასერიოზულდა. მეც ისე აღმომხდა ეს სიტყვები, რომ ვერ გავიაზრე...მასთან საუბარმა, ჩემი ისედაც აფეთქებული ემოციები, ვულკანს დაამსგავსა და ამოხეთქა.
-ნიკო, არ შეიძლება...
-რა არ შეიძლება? იქნებ მითხრა?!
-ასე რომ მელაპარაკები.
-რამეს ვაშავებ? ცუდად გესაუბრები?
-მე ბოშა ვარ, ნიკო. ბოშასთან ურთიერთობას, არავინ მოგიწონებს. ახლაც კი...გახედე სხვებს. იმ გოგონებს, გვერდით რომ სხედან...მათი მზერა, მარჯვენა ლოყას მიწვავს, მაგრამ შენთან ყოფნა იმდენად მომწონს, არ ვაქცევ ყურადღებას ამდენი ხანია, მაგრამ ალბატროსსაც შეიძლება მოტყდეს ფრთა...
-ზორა, ადამიანები იცი რამდენჯერ იტყვიან ცუდს?
-რამდენჯერ?
-რამდენჯერაც შენი სიხარული, მათ ბოღმას და მწუხარებას გამოიწვევს. არ დაიშურებენ ცუდის თქმას. ერთი გამოთქმა გვაქვს...“ენას ძვალი არა აქვს“.
იცი რას ნიშნავს?
-არ ვიცი, ნიკო.
-რომ ადამიანი, იმას იტყვის, რაც ენაზე მოადგება, რადგან ენას ძვალი არ აქვს და არაფერი აკავებს სიტყვებს.
ამიტომ, სამყაროში ასეთ წვრილმანებს არ უნდა მიაქციო ყურადღება, თუ გინდა რკმ ბედნიერი იყო, გესმის?
-მესმის...შენ ძალიან კარგი ხარ.
-ზორა, ბანალური ნათქვამი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ეს შენ ხარ კარგი და გგონია რომ ყველა კარგია.
-არა, არა...შენ მართლა ხარ. ბოშების გარდა, არასდროს მილაპარაკია სხვასთან ამდენი და მითუმეტეს არც ჩაი დამილევია. მადლობა, ნიკო.
-რას ამბობ...მიხარია, რომ დამთანხმდი და წამომყევი. ჩემთვის მართლა დიდი სიამოვნება იყო შენთან ახლოს ყოფნა.
-როგორი საყვარელიც ხარ, იცი?!-ისევ ეშმაკური ღიმილი, რომელიც ყველა უჯრედში იწყებდა ფესვების გადგმას.
-არ ვიცი. მხოლოდ ახლახან გავიგე შენგან.
-მირო დეველი(ღმერთო ჩემო)! რა სულელი ხარ, ნიკო.
-რაო, დამწყევლე ახლა?
-არა, სულელო...შენ მაგას ვერასდროს გაგიკეთებ.
-აბა რა მითხარი?
-არაფერი ისეთი...-აკისკისდა.-არ წავიდეთ? საკმაოდ გვიანია...
-კი, წავიდეთ...ახლავე გადავიხდი და გავიდეთ.
-გარეთ დაგელოდები მაშინ...

კიდევ უფრო ციოდა გარეთ. სიცივეს ქარიც ემატებოდა და საკმაოდ გვისუსხავდა სახეს.
იცით, რა ვიგრძენი?
სიმშვიდე, ოღონდ სულიერი....ვუყურებდი ზორას და მშურდა მისი სილამაზის, რომელიც სულიდან მოდიოდა.
მშურდა მისი სილაღის, მაგრამ თან ვბრაზობდი, რადგან მახსენდებოდა ადამიანები, ვისაც სურდა რომ მასში ყველაფერი ლამაზი ჩაეკლა, მიწა მიეყარა და სამუდამო მარტოობისთვის გაეწირა.
-ნიკო, რამე ხდება?-ფიქრებიდან, წამში გამომიყვანა მისმა ხმამ.
-რა? არა, რა უნდა ხდებოდეს?
-მაშინ რატომ მიყურებ ეგეთი სახით?
-იმდენად ლამაზი ხარ, უბრალოდ ვერ ვახერხებ რომ თვალი აგარიდო. არა, ვახერხებ, მაგრამ როგორც კი ისევ დაგინახავ, გული მიჩქარდება.
-ეგ კარგია?
-გასაოცარია, კარგი კი არა.
-რა ხდება ხოლმე ასეთ დროს?
-ალბათ გაბრაზდები კიდეც, ეგ რომ გითხრა.
-არა, ნიკო, მე არ გავბრაზდები. გეფიცები...მაინტერესებს.
-მენდობი?
-შენ?-ცოტა ხანს დაფიქრდა. ალბათ გონებაში აწყობდა ყველა შესაძლო ფიქრს და შემდეგ სათქმელს...-კი, მე შენ გენდობი, ნიკო.
-თვალები დახუჭე და არ გაახილო.

როდესაც დაემორჩილა ჩემს ნათქვამს, მისკენ ნელა დავიხარე. შუბლი შუბლზე მივადე და სურნელი, რომელიც თმებისგან მოდიოდა, ხარბად შევისუნთქე.
ვიგრძენი, როგორ გაიმეორა იგივე და უფრო გავთამამდი. ცხვირზე წავეთამაშე და სახე დავუჭირე. ჩემმა ტუჩებმა, მისი ტუჩები იპოვეს...მხურვალე ბაგეები, ერთმანეთს შეუერთდა.
მთლიანად ჩემს ხელში აღმოჩნდა.
ამ დროს რა ვიგრძენი, ვერ აღვწერ, მაგრამ ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა. თითქოს ელექტრული ენერგია ჩემზე გადმოვიდა და გული ამიჩქარდა.
ზორას აცახცახებული სხეულიც ვიგრძენი...ისე თრთოდა, როგორც შეციებული კატა, მაგრამ ეს სიცივის ბრალი არ ყოფილა...ეს იმ ემოციების აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც ჩვენს სულში სუფევდა.
ისიც იმავეს განიცდიდა, რასაც მე. ამის წარმოდგენა, უფრო მეტად მაგიჟებდა და მახელებდა...
სანამ სისხლის გემო არ ვიგრძენი ჩემს ენაზე და ყრუ კვნესის ხმა არ მომესმა, იქამდე არ გავუშვი.
თითქოს ჰაერიც კი აღარ იყო.
დამავიწყდა რომ ქუჩაში ვიყავით, რომ ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა.
იმ მომენტში, არ მაინტერესებდა ვინ შეგვამჩნია და ვინ არა...
თითქოს უეცრად დრო გაჩერდა, სამყარო გაქრა და მხოლოდ ეს მომენტი არსებობდა...
მხოლოდ მე და ზორა...
მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით ამ ყვეყანაზე-მზისა და მთვარის მსგავსად.
წამიერად, მოვშორდი და უბრალოდ თვალებში ჩავხედე.
ამღვრეული შავი თვალებიდან, ცეცხლი იფრქვეოდა.
შავი თვალები, უფრო მეტად შეგრძნობას მთხოვდნენ და მეძახდნენ...

ამ დროს, იცით კიდევ რა ვიგრძენი?
ვიგრძენი რომ მე, ბოშა ქალი შემიყვარდა.
ბოშა ქალი, რომელიც სამყაროში მხოლოდ ჩემთვის იარსებებდა და ჩემთვის იგაზაფხულებდა.
სამუდამოდ.

დასასრული...





__________________
გამარჯობა....)))
ვიმედოვნებ, რომ დაიმსახურებს ჩემი პატარა ისტორია თქვენს მოწონებას და ისიამოვნებთ კითხვის პროცესით))
ბოლომდე არ გადმომიცემია ყოველივე, თუმცა არც ეს უნდა იყოს ურიგო...^_^

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent