შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი და ეკუნა (3/3) დასასრული


13-04-2024, 17:39
ავტორი Basil II
ნანახია 1 423

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ :)
ზუსტად ვერ ვიტყვი ექნება თუარა ამ ნაწარმოებს part 2 მაგრამ იმედი მაქვს რაც დაწერილია უკვე იმით ისიამოვნებთ :)



***
ნიკას ტელეფონი ჩავრთეთ, უამრავი გამოტოვებული ზარი იყო დედამისისგან და ეკუნასგან. ორივეს ესემესი გავუგზავნეთ ნიკას სახელით, რომ დამშვიდებულიყვნენ და ტელეფონი მაშინვე გამოვრთეთ, რომ რომელიმეს არ დაერეკა.
- ამდენი ხანი თუ მობილური არ ქონდა ვერც დაგვირეკავდა ძაანაც რომ ნდომებოდა, - დანანებით ვთქვი.
- ამხელა კაცი ბოთე ხოარაა ბიჯოოოოს, - გადარეული იყო დათო.
- რა ცხენი და ლაქშერული ცხოვრება ოუტყდა, - არც ნიკუშა აკლებდა.
- რა უნდა ვქნათ ახლა? - თავი ხელებში ჩარგო ნინიკომ, - მაგას ვინ ეძებს ახა, რა იცი სად წეიყვანა იმ ცხენმა.
- ყოველ შემთხვევაში, რო არაფერი უჭირდეს, უეჭველი მიაკითხავდა ტელეფონს, ან ბოლობოლო იქ მოვიდოდა, სადაც თავიდან ვიყავით, რაღაცას მოახერხებდა რა, - გატეხილი ხმით ვთქვი.
- ვახ ბიჯოოო, პროსტა ეგ დამანახია ახა და თუ სიტყვა ვუთხრა გადაბრუნებულად, მომკალით ადგილზევე.
- არა, არა ხალხო ეგრე არ შეიძლება, - თავი გავაქნიე, - იმას სერიოზული რამე რო უჭირდეს შარს ავიკიდებთ უდიდესს. იქნება მოწია იმ ცხენმა რამე. ჰოარ დავურეკო დედამისს ჰა?
- მგონი, ეგრე აჯობებს, - ტუჩები მოკუმა ნიკამ.
- აუ, მართლა ეგრე ჯობია.
- ჩვენი ძალებით მოგვარებადი პრობლემა აღარაა უკვე, - თავი გააქნია დათომაც.


***
ის იყო ნიკუშას დედის ნომერი ავკრიფე, რომ შემოვიდა კიდეც უცხო ზარი. წარბები შევჭმუხნე, ნომერი აშკარად არ იყო ნაცნობი.
- ვინაა? - გამომხედა ნინიმ.
- აზრზე არვარ დაიცათ, - ხელით ვანიშნე ჩუთთქო და სენსორს თითი გადავუსვი, - დიახ, გისმენთ.
- ვაიმე ლიზიიი, - დაიცაათ ეს ქურას ხმა არააა?!
- ნიკაა ხალხო, - თვალებგაფართოებულმა გადავხედე ბავშვებს და სპიკერზე ჩავრთე.
- ვაიმე. არ გადამრიო, - სიხარულისგან ლამის ცრემლები გადმოცვივდა ნინის. არც სხვები იყვნენ ნაკლებ დღეში. ყველა დაძაბული ვუყურებდით ტელეფონს.
- სად ხარ ნიკუშა? ხო ხარ კარგად?
- თუ ამას კარგად ყოფნა ქვია რავიცი, - ლამის ჩურჩულებდა.
- რატო ლაპარაკობ ბიჯო მასე? სად ხარ? როგორ ხარ? - საუბარში ჩაგვერთო დათო.
- აუ, რადა ვიღაცა გიჟმა ქალმა და მამისმა მომიტაცეს, - დაძაბული ლაპარაკობდა, - ახსნისთვის ახლა დრო არ მაქვს. ძლივს ვიპოვე ეს ტელეფონი. მიშველეთ რაა.
- ვინ მოგიტაცა ბიჯო, რას ბჟუალობ.
- სად ხარ შეგიძლია აგვიღწერო ადგილი? - ტელეფონი ამართვა ბალანჩივაძემ.
- აზრზე არ ვარ ვაიმე, სხვენში გამომკეტეს იმ ავანტყოფებმა გონია.
- კი მარა, რა უნდათ. იცნობ რომელიმეს?
- არა რა ვიცნობ. დეტალებს ვერ გეტყვით ახლა. ნორმალურად მეც ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგან.
- ნიკა, მისმინე, - შიშისგან ჩვენც ვჩურჩულებდით უკვე, - რაიმე ხელჩასაჭიდი უნდა გვითხრა. ვისი ტელეფონით რეკავ, რა ნომერია ეს?
- არვიცი, არა. აქ ვიპოვე შემთხვევით.
- შეგიძლია ლოკაცია გამოგვიგზავნო? - იდეა დაებადა ნინის.
- რაის ლოკაცია გამოგიგზავნო გოგო, - სიმწრის სიცილი გაისმა ყურმილს იქიდან, - ფარნიან ნოკიაზე უკეთესი არაფრითაა ეს ტელეფონი. რო გელაპარაკებით იმაზეც მადლობელი. ამ კაცის სახელი თქვეს მართლა, რომა ქვიაო თუ რაცხა. სხვა არაფ....
- დაიცა რატო გაითიშა, - დაბნეული დავაჩერდი მობილურს.
- დაჯდა იმისი ალბათ, - ჩაილაპარაკა ნიკამ.
- ვაახ, ბიჯო რეები ხდება თურმე, - საფეთქლები ხელებით დაიზილა დათომ.
- გამოსასყიდს არ ითხოვენ, - გაკვირვებულმა ავღნიშნე, - ანუ ფული არ აინტერესებთ. ან მანიაკები არიან ან სხვა ინტერესები აქვთ.
- მეტი უკეთესი მოსატაცებელი ვერავინ ნახეეს?! - სიმწრით ჩაიცინა ნინიმ.
- ყველაზე სწრაფი კარმაა, რაც კი ოდესმე მინახავს, - ჩაიქირქილა დათომ.
- კაით, დრო შეიძლება იმაზე ცოტა გვაქვს ვიდრე გვგონია, - შეგვაფხიზლა ნიკამ, - არ ვიცით რაზე არიან წამსვლელები ამიტო რაც შეიძლება მალე უნდა ვიმოქმედოთ.
- არა ბიჯო, რამეს დამართება რომ ნდომოდათ იზამდნენ ამდენ ხანს, - დაფიქრდა ნინი, - არამგონია ბევრი რომა ცხოვრობდეს ამ მხარეში. ანიტას უნდა გავაგებინოთ რა.
- ანუ, მშობლებს აღარ ვურეკავთ? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
- დაიცა, დაველაპარაკოთ ანის და შევხედავთ სიტუაციასაც. ახლა სიჩქარე არ გვარგებს.

***
რასაც ქვია შემოვარდა ანიტა ოთახში.
- თქვენ ხო არ გაჟრიალებთ, - არც კი მოგვესალმა, პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა, - ბავშვი თუ დაკარგული იყო, ამდენი ხანი ხმა რაფერ არ ამეიღეთ ჰა?!
- ბოვშია გოგო ამხელა კაცი? - ხელი ჩაიქნია დათომ.
- ბაღნები სად გყავს? - პატარები მოიკითხა ნიკამ.
- ბაღანა შენ ხარ იმათთან შედარებით. ტვინით ქე გჯობიან, - თმა უკან გადაიყარა ანიმ, - იმათ ქმარუკა მიხედავს, სანამ აქ სამკვდრო-სასიცოცხლო საქმეს ვწყვეტთ.
- მოკლედ.....
ამ ორ დღეში რაც კი მოხდა ყველაფერი დეტალებში მოვუყევით.
- რომა?! - ცოტა ხანს ჩაფიქრდა, - ეგეთი არის რამდენიმე აქ, მარა ბევრი რომ არ ვიწვალოთ, - ტელეფონი იპოვა და ნომრების ბაზაში უცებ ნახა ჩვენს მიერ ნაკარნახევი ნომერი.
ჯანდაბა, ეს როგორ ვერ მოვიფიქრეთ.
- რომა დადიანი?! - ვითომ მომეჩვენა, თუ არც ისე გაუხარდა ამ სახელისა და გვარის ამოკითხვა?!
- რა ხდება ვინაა ამნაირი? - ჩაეძია დათო.
- ერთი შერეკილი კაცია, ასევე შერეკილი ოჯახით, - ჩაფიქრებულმა თქვა, - მარა ვერ ვხვდები რა საქმე აქვს ნიკასთან. ან ნიკას რა საქმე ქონდა ამათთან.
- სახლი იცი სადაც ცხოვრობს? - იმედიანად კითხა ნინიმ.
- კი როგორ არა. მაგრამ პირდაპირ შეჭრას არ გირჩევთ ჯერ დავაზუსტოთ, რომ ნამდვილად იქაა.
- რავა რაია რო? - დაინტერესდა ნიკუშა.
- ოოო, რომა ტყუილად არ უნდა გადაიმტერო ძმა. როგორც წეღან ვთქვი, მთელი ოჯახი შერეკილია. ნაღდი სვანები არიან, აი ნაღდი რასაც ქვია რა.
- ოხ, ფეხები ვერ მოგვჭამოს მაგ ვიღაცა რომამ რა, - უდარდელად ჩაილაპარაკა ბალანჩინმა.
- ფეხებსაც მოგაჭამსაც და თავსაც, თუ მოინდომებს ბრატ.
- ისე, ნიკასთან დაკავშირება ხომ არ გვეცადა? ჰა?!
- არა. ზედმეტად საშიშია. თან აზრი არააქ. თუ გაუგეს რო დაგვირეკა უარესია, ამიტო გავჩერდეთ.

***
მოვილაპარაკეთ და შებინდდა თუ არა, დრაკონის კოშკში გამოკეტილი მეგობრის გამოსახსნელად გავეშურეთ სრული შემადგენლობით. ჯერ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ სვანი ნამდვილად იქ იყო და მერე კიდე მოვიფიქრებდით რამეს.
სამიზნის სახლი რაღაც მხრივ მართლაც მოგაგონებდათ დრაკონის ბუდეს. მთის გორაკზე საშუალოზე დიდი და მაღალი ოდა წამოეჭიმათ. გარშემო ასევე ხის ჯებირებით აწყობილი ღობე ჰქონდა შემორტყმული, რომელსაც ძნელად თუ გადააცოცდებოდი. ამ ყველაფერს ემატებოდა სამივე მხრიდან შემორტყმული ნაძვისა და წიწვის ხეები. მოკლედ, ირგვლივ ისეთი ატმოსფერო სუფევდა, აქ ნორმალური ადამიანი საკუთარი ნებით არ მოადგამდა ფეხს.
- უკანა მხრიდან ღობე მოხსნილია და უფრო იოლად მივუდგებით სახლს, - გადმოგვიჩურჩულა ანიტამ.
გვერდიდან ავედით, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიგვექცია.
ხეებს შორის ვიკვლევდით გზას და თან ვცდილობდით დანამულ ნიადაგზე ფეხი მყარად დაგვედგა.
კარგად დავინახეთ განათებული სხვენი და შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს.
- ხალხო, ეს ნახეთ, - გადავულაპარაკე იმათ და გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა.
სახლის კუთხეში ნენსი დამჯდარიყო და კუდს აქიცინებდა.
- ვა, ნენსი ტოო, - გაიკვირვა ნიკამ.
- ხო ვიძახდი ეს ძაღლი პატრონზე ჭკვიანიათქო, - ჩაიქირქილა ნინიმ.
- ნუ, აწი ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს, რო ნიკა აქაა, - თქვა დათომ, - მაგრამ მოდით ბოლომდე დავრწმუნდეთ. ძირიდან პატარა კენჭი აიღო და სხვენის სამკუთხედ ფანჯარას ესროლა.
- ვინმე თუ გამოვიდა გავრბივართ, - გაგვაფრთხილა ანიტამ.
ის ის იყო ხელი ჩავიქნიეთ, რომ ზემოდან რაღაცა ჩამოაგდეს. დაკუჭული ფურცელი ავიღე და ვეცადე გამესწორებინა.
"აქ ვარ.
სვანი" _ ეწერა გაკრული ხელით.
იმ საღამოს უკან გავბრუნდით და გადავწყვიტეთ, რომ მეორე დილით დავდგომოდით თავს დრაკონს(რომას). ასე აჯობებდა მასპინძლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც და ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაც.
ის ღამე ყველამ იმაზე ფიქრში გავატარეთ, თუ რას მოვიმოქმედებდით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პირველ ჯერზე "ტკბილი სიტყვა" არ გაჭრიდა და უფრო მკაცრი ზომების მიღება გახდებოდა საჭირო.

***
მეორე დილით რომ გავიღვიძე, სხვები უკვე საერთო ოთახში იყვნენ და რაღაცეებს განიხილავდნენ.
- როდის გავდივართ? - ვკითხე შეკრებილებს.
- თორმეტისკენ ასე, შუადღით გადის სახლიდან ის კაცი თურმე და ეგ ხელს არ გვაძლევს.
- და რო მივალთ რას ვეუბნებით. ჩვენი მეგობარი გყავთ ვიცით და დაგვიბრუნეთთქო?! პოლიციას ვერ მივუყვანთ და ვერავის, - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი.
- მაგრამ მან ხო ეგ არ იცის, ამიტო ძაან იოლად შეგვიძლია დავაშინოთ, - მოიფიქრა ნინიმ.
- არაა რომა ისეთი კაცი პოლიციასთან კონტაქტი გაუხარდეს, - აღნიშნა ანიტამ, - ამიტო ვფიქრობ გამოვა ეგ ამბავი.
- ნეტამც...

ვისაუზმეთ, ძალები მოვიკრიბეთ და ჩვენს წითელ "რაშში" ჩავლაგდით. ანიტამ იმდენი იცინა ამ მანქანაზე, ნიკამ ლამის შუა გზაში დატოვა.
მტრის ბანაკს რომ მივუახლოვდით, ფერი აშკარად ყველა ჩვეგანმა დაკარგა სახეზე. ამ ადგილის ჰავა აშკარად ცუდად მოქმედებს. ნიკამ ჭიშკართან მიაყენა მანქანა და ნელ-ნელა გადმოვედით ყველანი. "დრაკონმაც" ჯერ თავი გამოყო კოშკიდან, შემდეგ კი მთლიანად გამოძვრა და მოწკურული თვალებით წამოვიდა ჭიშკრისკენ.
- შენებურები არ დეიწყო ახა აქანა, - ხელი გამაფრთხილებლად დამიქნია ნიკამ, - მშვიდად ველაპარაკოთ ჯერ და მერე ვნახავთ. და სახე გაასწორე იეჭვებს ის კაცი რაღაცას.
- ნუ მარიგებ რა შენი ჭირიმე ჭკუას, - ჩავიდუდუნე და რომას გავხედე.
როგორი სახელიც ჰქონდა, ზუსტად ისეთი იყო გარეგნულადაც.
ჯმუზი, ჩაფსკვნილი, სვანი.
ეს სამი სიტყვა ეყოფა მის დახასიათებას. თავზე სვანის ქუდიც კი დაეკოფსა ამაყად.
- ხოჩა ლადა̈ღ, - მოგვესალმა სვანურად და უნდობლად შეგვათვალიერა.
- გამარჯობა, - უემოციოდ უთხრა დათომ.
- რამ შეგაწუხათ ახალგაზრდებო? - გვკითხა და კარებში მდგარ გოგოს გახედა, რომელიც დაკვირვებით გვიმზერდა. დაახლოებით ჩვენი ასაკის, ან ცოტა უფრო უფროსი იქნებოდა.
- ეს ბიჭი ხომ არ გინახავთ? - ტელეფონი გაუტრიალა დათომ და ფოტო აჩვენა.
- არა, არ მინახავს, - თვალსა და ხელს შუა გვატყუებს ტიპი. ახა ამას თავში ვეცემი!
- დარწმუნებული ხართ? - ჩაეკითხა ნიკა.
- ერთხელ როგორც ვიტყვი, ისეა, - ამჯერად გაბრაზებით ჩაილაპარაკა.
- ჩვენ სულ სხვა რამ გავიგეთ, - ახლა უკვე უტეხად მიუგო დათომ.
- გირჩევნიათ სიმართლე თქვათ, თორემ მეორედ უკვე სამართალდამცავებთან ერთად მოვალთ, - თვალი თვალში გაუყარა ნინიმ.
რაზეც უკვე კბილები გაახრჭიალა სვანმა.
- სადაა ნიკა? - კითხვა გაუმეორა ანიტამ.
- ნიკა არა, რაც ჩვენ ოჯახში შემოადგა ფეხი, მას შემდეგ უკვე ნიკანორი ჰქვია, - ნიშნისმოგებით თქვა, - არ შეეფერება სვანს და მით უმეტეს ჩემი ოჯახის სიძეს ჩვეულებრივი სახელი.
ახლა მართლა დამასხა ოფლმა. ერთმანეთს გადავხედეთ. ყველას კითხვის ნიშანი ეწერა სახეზე.
- მაგით რისი თქმა გინდათ, - წარბშეკრულმა ვკითხე.
- ის ჩემი ქალიშვილის საქმროა, - ხელი გაიშვირა გოგოსკენ, რომელიც მამას ამოუდგა გვერდით.
ნუუუ, მთლად გოგოსაც ვერ დაარქმევდი. წარბების მაგივრად ერთი გრძელი წარბი ჰქონდა მთელი შუბლის გასწვრივ გადაჭიმული. ლოყაზე უშველებელა ხალი და არწივული გამოხედვა ისეთ იერს სძენდა, რომ გული პირდაპირი მნიშვნელობით გადამიტრიალდა. ვაი საცოდაო საქართველო.
- კი მაგრამ, - ხმა ძლივს ამოიღო დათომ, - ნიკას ყავს საცოლე ქუთაისში.
- მისი ცოლი მე ვარ, - ნუ ამ გოგოს ხმაც აშკარად მასქულინური უფრო აქვს.
- უკვე გვიანია, - ირონიულად გადმოგვხედა კაცმა, - ბიჭი ჩვენთან დარჩება ნებისმიერ ფასად. ჩემს გოგოს უნახავს ცხენზე ამხედრებული და მოწონებია. ენაცვალოს მამა.მაგაზე ვაწყენინებდი?! თან გავიგე რომ გვარიც არ ჰქონია ცუდი.
- ადამიანის გამოკეტვა თავისი ნების საწინააღმდეგოდ დანაშაული რომ არის ვერ ხვდებით?! - კბილებს შორის გამოსცრა ნინიმ.
- და ვინ თქვა რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდაა აქ? - წარბი აგვიწია კაცმა.
რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ნიკამ მანიშნა არ გინდაო და გავჩუმდი უარესი არ გამოვიწვიოთქო.
- მაშინ გვანახეთ და თავისი პირით გვითხრას ეგ სიტყვები, - თვალებდაწვრილებულმა გახედა დათომ.
რომამ მუშტები მომუჭა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად წინააღმდეგობა არ გამოუხატავს.
- მზექალა, - მიმართა ქალიშვილს, - გამოიყვანე შენი საქმრო.
გოგომ ჯერ გაბურძგნულ წარბებს ქვემოდან მტრულად გამოგვხედა, მერე სახლისკენ შებრუნდა და სულ მალე კარში გამოჩნდა ჩვენი სვანის სახეც. ზედმეტად შესამჩნევი იყო მისი ნახევრად უძილარი თვალები და წაშლილი სახე. მზექალას ისე ჩაევლო მისთვის ხელი, აშკარად ეშინოდა არ წაგვერთმია.
- ნიკანორ, მეგობრები გესტუმრნენ, - მიმართა სიმამრმა და ირონიული მზერით გაუტრიალდა.
ქურამ "მიშველეთ" მზერა მოგვაპყრო. მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ამ გარემოში ვერაფრის გაკეთებას შევძლებდით.
- ნიკანორ, რაიმეს თქმას ხომ არ ისურვებდი მეგობრებისთვის, - ცალი წარბი აუწია და ირონიული ჟღერადობა არ დაუკარგავს სიტყვებისთვის.
ნიკამ ჯერ კაცი შეათვალიერა, მის ქამარზე ჩამოკიდებულ ხმალსაც მოავლო მზერა, რაც ,რა თქმა უნდა, არ გამოგვპარვია და მერე ჩვენ შემოგვხედა გაყინული მზერით.
- ხვალ ნიშნობაა, ერთ კვირაში კი ქორწილი. შეგიძლიათ გვესტუმროთ, - ამოთქვა გატეხილი ხმით.
მამა-შვილმა ირონიულად და ნიშნის მოგებით გადმოგვხედეს. ისე გავმწარდი მზად ვიყავი თმებისგან გამეპუტა ის ბოსტნის საფრთხობელა, მარა ბალანჩინი ცალი ხელით მე მაკავებდა, მეორეთი ნინის. ანიტა ხელებგადაჯვარედინებული იდგა და მშვიდად აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.
- მაშ რა გაეწყობა, გესტუმრებით აუცილებლად, - ყალბი ღიმილი და ირონია არ დააკლო დათომაც. ნიკას კი იმ ქაჯებისგან შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა. ქურამ ამოისუნთქა, მიხვდა რო ამას ასე არ დავტოვებდით და იმედი მიეცა.
- ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა, - კბილებში გამოცრა რომამ და ხის მაღალი ჭიშკარი ცხვირწინ მიგვიჯახუნა.

***
- ესეიგი, ეს არის ქურა, იგივე ნესტანი, - პატარა კაცუნა დახატა დათომ დაფაზე, - რომელიც უნდა გამოვიხსნათ ქაჯეთის ციხესიმაგრიდან და დავუბრუნოთ ტარიელს, ანუ ეკუნას. აბა რაიმე იდეა გაქვთ როგორ მოვახერხოთ ეს?
- ნიშნობა სახლში იქნება. ხვალინდელი შანსი თუ გავუშვით ხელიდან, მერე გაგვიჭირდება, - თქვა ნინიმ.
- არა მერე უკვე ჯვარდაწერილის გამოპარებას აზრი არააქ, - დაეთანხმა ანიტაც.
- ის დამპალი კაციც ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენს რომ ვერაფერი მოვახერხოთ, - ავიბზუე ცხვირი მეც, - მაშინ უნდა დავარტყათ, როცა ყურადღება ექნებათ მოდუნებული, ანუ ხვალ.
- მე ვიცი, - ხელი აწია ბალანჩინმა, - ციხე შიგნიდან უნდა გავტეხოთ. მივალთ, ცოტას გავუღიმებთ, საჩუქრებს მივუტანთ, დავაჯერებთ რომ ბედს შევეგუეთ, მივუჭახუნებთ მერე ჭიქას, დავათრობთ და გამოვაპარებთ ქურასაც. ჰა რავარია?!
- არა ნიკუშა, თუ მოინდომებ აშკარად გიმუშავებს ტვინი, - აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა დათომ.
- აფერისტული სახეები დაკერეთ და საჩუქრები გაამზადეთ ხალხო. ჰე დროზე!

***
მანქანებით გადაჭედილ ეზოში გაუბედავად შევაბიჯეთ და სახლისკენ წავედით. მასპინძელმა შეგვამჩნია თუ არა, ჯერ სიძულვილ და ირონია შეზავებული მზერით განგვგმირა. მერე რა დაინახა ჩვენი ყურიდან ყურამდე გაღიმებული სახეები და ხელებში საჩუქრები, ჯერ გაოცება და ეჭვი გამოესახა სახეზე, მერე კი მზერა მანაც შეარბილა. ვსო, თეთრი დროშა აწეულია.
გულში ვქირქილებდი და ჯერ კიდევ გუშინ გაწერილ გეგმას დეტალებში ვიმეორებდი გონებაში.
- კეთილი იყოს თქვენი ფეხი, - ესღა გაიმეტა და ხალხით შევსებულ ოთახში შეგვიძღვა.
საჩუქრები აგვართვეს და ხალხით გადავსებულ მაგიდასთან ადგილები მოგვიჩინეს. ბიჭები ცოტა ჩამოგვშორდნენ, მაგრამ დიდი არაფერი შავდებოდა მაგით. თვალებით ქურას ძებნა დავიწყე. სუფრის თავში ისხდნენ ბრაკი ბრატყები, უფროსწორად ნიკა და ბრაკი სარძლო. ამ არასწორებს საწყალი ქურასთვის სვანის ქუდიც კი ჩამოეფხატათ. დაგვინახა თუ არა, მხნეობა შეემატა, აშკარად დაწვა სიტუაცია. აი, მისი საცოლე კი არწივის მზერას ისევ და ისევ არ იშურებდა.
მთელი საღამო გვერდიდან არ მოშორებია. არც ადგომის საშუალება მისცა, რამაც გვაიძულა ცოტა დაგეგმილი ნაბიჯებიდან გადაგვეხვია და შექმნილ პირობებთან ვადაპტირებულიყავით, მარა მაგისთვისაც მზად ვიყავით. სადღეგრძელო-სადღეგრძელოზე ისმოდა. გაუმარჯოს ნიკანორსა და მზექალასო, ყვიროდნენ ღიპიანი და სვანის ქუდებიანი ბიძიები ყველა მხრიდან.
ჩვენი ბიჭებიც თითქოს ჩართული იყვნენ ამ ამბავში, მაგრამ რამდენჯერმე შევამჩნიე როგორ გადაღვარეს სასმლით სავსე ჭიქა. სიფხიზლე უნდა შეენარჩუნებინათ და საკმაოდ წარმატებულადაც იმთვრალუნებდნენ თავებს, ამიტო ამაზე ნამდვილად არ ვდარდობდით.
გამთენიისას ყველა კაი დღეში იყო. სტუმრების უმეტესობას სკამებზე ეძინათ. ჩვენი ნიკანორიც ძლივს ახელდა თვალებს, მაგრამ რამდენჯერმე ვანიშნე დაძინება არ გაბედოთქო და იმდენჯერ ქაჩავდა თვალებს.
პრობლემად მხოლოდ ავჩალკასავით მჯდომი პატარძალი რჩებოდა, თორე მამამისი უკვე კარგა მთვრალი ეკონწიალებოდა დათოს მხარზე და ფეხზე ძლივს იდგა. მაგრამ ,რა თქმა უნდა, ესეც გავთვალეთ.
სიძე-პატარძალს დავადექი თავზე და მზექალას გადავულაპარაკე წამო რაღაც უნდა გაჩვენოთქო. ჯერ უნდობლად შემომხედა, მაგრამ მერე როგორც ჩანს ინტერესმა სძლია და გამომყვა. ბატი.
წამო თქვენი ოთახი დამათვალიერებინე ძალიან მაინტერესებსთქო და ისიც თავაწეული გამიძღვა წინ. ქლოროფილის შუშა დავაძრე და ამჯერად ცხენის არა მარა კამეჩის დოზა კი გადმოვასხი ბინტზე. რა იცი, რა ხდება.
მოკლედ, ჩემი საქმე მოვილიე, ღრმა ძილში გადაშვებულ პატარძალს კარი საიმედოდ გამოვუკეტე და სტუმრების ოთახში დავეშვი. სუფრაზე მარტო ბატონი რომა იყო დარჩენილი ისეთი, ვისაც ჯერ კიდევ არ ეძინა. ჩემებს შეუმჩნევლად ვანიშნე ყველაფერი მოგვარებულიათქო. სასიმამრომ და დათომ ბოლო სადღეგრძელოც გადაკრეს და კიც გადაუვარდა კაცს თავი გვერდზე.
- ჰე, ჩქარა წევეით, - უჯიკა დათომ ქურას და ფეხაკრეფით გავიპარეთ სახლიდან. დილის ხუთი სრულდებოდა. კიდევ კარგი თადარიგი დავიჭირეთ და გვერდზე მივაყენეთ მანქანა, თორე აქედან ვერ გავაღწევდით.
ჩვენი მონაპარი სიძე უკანა სავარძელზე შევაგდეთ და გოგოებიც მივუსხედით.ის იყო კარის დაკეტვას ვაპირებდი, რომ ნენსი შემოხტა და პირდაპირ კალთაში ჩაუხტა პატრონს. საჭესთან ჯდომა ბალანჩინმა ითავა, შედარებით ფხიზელი იყო.
- ჰე, ხო ვართ ყველა, - გადმოგვხედა დათომ და გადაგვითვალა, - არავინ დაგვრჩეს ხალხო, თუარა მე აქანა ამომბრუნებელი აღარა ვარ, - ჩაიქირქილა.
- ნიკა, რაშობი რატო არ ქოქავ? - გადაძახა ანიტამ.
- ამმმმ, არიქოქება...
- რაააა?!
- დედა რაღავქნა?!
- რა სიკვტილი ვქნათ ახა?
- გადადი მიდი მოაწექი, დაღმართია და გაიშვებს, - ის იყო უთხრა დათოს, რომ სულის შემძვრელი კივილი გაისმა.
- ნიკანოოორ, - პატარძალი ჯერ აივნიდან ჩხაოდა, მერე შეგვამჩნია და ჩვენკენ დაეშვა.
- ვაიმე დათო ჩქარა, - თვალებდაქაჩულმა ვუბიძგე.
რასაც ქვია გადახტა მანქანიდან და მთელი ძალით მოაწვა.
- ჰე, შემოხტი, - დაუყვირა ნიკამ, - დეიქოქე შენი დედა.
მანქანა გორაკზე ჩაგორდა და გაიშვა, ძლივს. ექვსმა კაცმა შვებით ამოვისუნთქეთ და ჭიშკარში მდგომ გახევებულ პატარძალს სიცილით გავხედეთ.


***
....ერთი წლის შემდეგ


- გისმენ სიძე ბატონო, - სიცილით ავიღე ტელეფონი.
- ვაი ბასილაძე რას გიზააამ, - დაიმუქრა ყურმილს იქიდან ქურა, - რას შვებით ხო მოდიხართ დღეს?
- კი აბა?! შენს ქორწილს გავმაზავთ შენი აზრით? - შეურაცხყოფილმა შევუბრუნე კითხვა, - მართალია ძაან გაბრაზებულები კი ვართ ეკუნა რომ არ გაგვაცანი ამდენ ხანს და ქორწილში ვნახავთ გოგოს პირველად, მარა ჯანდაბას გაპატიებთ.
- ვაიი. გადამირევდით რო ვიცი. ამიტო არ იყო საჭირო.
- რა იყო, გეშინია რო იმ ამბავს მოვუყვებოდით და მონატაცებს ოჯახში აღარ შეგიშვებდა? - ჩავიქირქილე.
- დიახაც. თქვენ სანდოები ხართ?! რისი თხოვნა მინდოდა მართლა.
- გისმენ ჰოუ.
- დათოს ან ნიკას, სულერთია რომელიმეს, უთხარი თუ შეგიძლიათ ეკუნას გამოუაროთ სალონში და ეკლესიამდე მოიყვანოთ. მე დროში ვიწვი, - შეწუხებულმა თქვა.
- კი კაცო, რა პრობლემაა. შენ მისამართი ჩამიგდე უცბად და დანარჩენს მივხედავ, - დავაიმედე და გავუთიშე.
ჩემს ფეხებთან ისევ წითელი ნივა რომ გაჩერდა და ფანჯრებიდან ნიკამ, დათომ, ნინიმ და ანიმ გადმოყვეს თავები, კინაღამ სიცილისგან შევწუხდი.
- ბალანჩივაძე, კიდე შუა გზაში უნდა დაატოვებინო თავი ამ ჯართს?!
- აღარ იზავს ატვეჩაი ვარ, - საჭეს დაკრა ხელი.
- მოკლედ ეკუნას უნდა გავუაროთ, ვერ ვასწრებ ნიკამ მეო, - გავაფრთხილე ბალანჩინი და მისამართი ვუკარნახე.
მალე დავინახე სალონის კარებში მდგომი პატარძალი. ხელი ისე გამეტებით დავუქნიე, თითქოს მიცნობდა. შენმა მეუღლემ გამოგვაგზავნა შენი თავი უნდა მივგვაროთთქო რომ ვუთხარი, ჯერ მე მიყურა გაკვირვებით, მერე წითელ ნივას, მაგრამ საბოლოოდ კი მოგვიჯდა გვერდით.
რასაც ქვია ბრწყინავდა.
- ეს ფატა გადაიფარე ჯერ. ძაან ლამაზად ხარ. გააოცე ქმარუკელა, - ჩავუჩურჩულე და გამჭირვალე ნაჭერი ლამაზად გადმოვუფინე წინ.
- ოჰჰ, სიძე ბატონს გაუმარჯოოს, - მხარზე დაუტყაპუნა და გადაკოცნა ორივემ.
- ქორწილი არ ჩამიშალოთ მეორედ, თორე სახით გახოხიალებთ უნამუსო ვიყო, - დაემუქრა ბიჭებს და პატარძლისკენ დაიძრა.
ღიმილით მიუახლოვდა და ხელის კანკალით გადაუწია ფატა, მაგრამ სახეზე აუხსნელი გამომეტყველება დაეხატა.
- ვინაა ხალხო ეს?!...






The End



№1 სტუმარი Ana-maria

ისტორია მომეწონა. იუმორიც მომეწონა. ოღონდ პაწა შეცდომებია?რომელთა გამოსწორება ძნელი ნამდვილად არ იქნება. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

შენ გაიხარე რა კარქათ მაცინე )))))კარგი იყო მადლობა ასეთი პოზიტივისთვის.

 


№3 სტუმარი ნესტან

კი მაგრამ ვინ მოიყვანეს ამ საწყალ ბიჭს ძლივს ეშველა სვანეთიდან გამოიქცა და კიდევ სხვა მოიყვანეს????????????????კარგი იყოომეწონა მხიარული მადლობა წარმატებები ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ელა

ვაიმეეეეე ღმერთოჩემო მეორეთაც ჩაეშაკა ქორწილი საწყალს?

 


№5  offline წევრი Basil II

Ana-maria
ისტორია მომეწონა. იუმორიც მომეწონა. ოღონდ პაწა შეცდომებია?რომელთა გამოსწორება ძნელი ნამდვილად არ იქნება. წარმატებები

უდიდესი მადლობაა:)))

სტუმარი მაკა
შენ გაიხარე რა კარქათ მაცინე )))))კარგი იყო მადლობა ასეთი პოზიტივისთვის.

მადლობა თქვენ ;დ

 


№6 სტუმარი Მანჩო

Რა the endი კაცოოო ???? გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent