შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 19 თავი


14-04-2024, 10:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 208

საშინლად დავიძაბე როცა მანქანიდან ჩემთვის უცნობი მამაკაცი გადმოვიდა და მომღიმარი სახით პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, ნაცნობი იერი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო.
-ლევან? როგორ ხარ?-მოახლოებისთანავე თვალებით ვიცანი
-კარგად შენ?-ისევ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. სასიამოვნო და გრილი სურნელი ჰქონდა. დასამახსოვრებელი.
-კარგად-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და უხერხულობისგან თავის დასაღწევად მზერა
-საით?
-თბილისში
-მართლა? მეც თბილისში მივდივარ- უემოციო ტონით მითხრა და მანქანის წინა კარი გამიღო
-მადლობა-ძლივს გასაგონად ვუთხარი და მანქანაში მოკრძალებით ჩავჯექი. თავს უხერხულად ვგრძნობდი რადგან ჩემთვის უჩვეულო იყო ეს ყოველივე. ერთადერთი ადამიანი ვის მანქანაშიც ოდესღაც ასე გაბედულად ჩავჯექი თან სრულიად მარტო იყო გეგა, რომელმაც დანიშნულების ადგილზე მიყვანის ნაცვლად საკუთარ სახლში წამიყვანა და გამომიცხადა რომ იმ დღიდან მისი ცოლი ვიყავი. ისეთი სითბოთი და სიყვარულით შემხვდენენ სოფო და დანარჩენები, რომ გეგაზე გაბრაზებამ უცებ გამიარა. იქიდან წამოსვლა არ მიცდია, ამაზე არც კი მიფიქრია. ჩემს ბედს შევეგუე. ბავშვობოდან ვიყავი მოჩვეული მორჩილებას, ალბათ ამიტომ...
-ნინი-სადღაც შორიდან ჩამესმა ლევანის მშვიდი ხმა, ინსტიქტურად მისკენ მივიხედე. ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა- რაღაც გავიგე- ხმა დაბალი ტონით მითხრა და იქამდე არ გახედა გზას სანამ მზერა არ ავარიდე
-სიმართლეა-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუპასუხე და აწყლიანებული თვალები საქარე მინას მივაყინე
-სამწუხაროა-უემოციო ტონით მითხრა და ცივი მზერა სახეზე მომაყინა. თავი უხერხულად ვიგრძენი ამიტომ მისკენ გახედვა ვერ გავბედე. -ხომ არ შეგაწუხებს?- მკითხა მოულოდნელად და როცა გაოცებულმა მისკენ მივიხედე სიგარეტის ანთებულ ღერზე მიმანიშნა.
-არა-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუპასუხე და ამღვრეული მზერა ისევ საქარე მინაზე გადავიტანე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ტელეფონის ზარის ხმამ დაუნდობლად გაკვეთა. მაშინვე ვუპასუხე.
-მია!
-დედიკო!
-გაიღვიძე დედას სიხარულო?- ღიმილი ვერ შევიკავე
-სად ხარ?
-თბილისში მივდივარ დედიკოს სიყვარულო, გუშინ ხომ გითხარი დაგავიწყდა?
-მალე მოხვალ?
-ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიდე
-შენთან მინდა
-მიას დაუჯერე კარგი დე?
-კარგი
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ!-ტირილის ნოტებშეპარული ხმით მითხრა და გამითიშა. ავნერვიულდი მაგრამ როგორც კი მიას შეტყობინება მივიღე ,,ნუ ღელავ ყველაფერი რიგზეა" მაშინვე დავმშვიდდი.
-ძალიან ლამაზი გოგონა გყავს- მოულოდნელად მითხრა ლევანმა და როცა მისკენ მივიხედე აღელვებულმა მშვიდად დაამატა -შენ გგავს!
-მადლობა-ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დავიჩურჩულე და უნებურად მზერა მის პროფილს მივაყინე
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები?- ისე მკითხა რომ ჩემთვის არ შემოუხედია და სენსორულ ეკრანზე მიმითითა.
-არა, რა თქმა უნდა-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუპასუხე და ფანჯრის მინა ოდნავ ჩამოვწიე მაგრამ ჰაერი მაინც არ მეყო. ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა. თითქმის ყველა ის სიმღერა ჩართო რაც მეც ძალიან მიყვარდა. თავისუფლება შევიგრძენი და იმ წუთებში თავი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად ვიგრძენი, მაგრამ როგორც კი გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი თბილისში ჩასვლისთანავე დასრულდებოდა თვალები ცრემლებით ამევსო. აღარ მინდოდა დაბრუნება იმ სასტიკ რეალობაში რომელიც სევდით ტკივილით და იმედგაცრუებით იყო სავსე. ხმაურიანი სიჩუმე ამჯერად ლევანის ტელეფონის ხმამ გაკვეთა. მაშინვე გამორთო მუსიკა და საჩქაროდ უპასუხა
-ხო მა.... მოვდივარ მა....გზაში ვარ... არ დავაგვიანებ ნუ ღელავ... მიდი დედიკო დამალაპარაკე ახლა... როგორ ხარ?.... გზაში ვარ...მალე მოვალ... ღელავს?... ხო მალე მოვალ არ ინერვიულო- გათიშა თუ არა ტელეფონი მაშინვე აღელვებით მითხრა
-ჩემს უმცროს ბიჭს დღეს თამაში აქვს და...მგონი მასზე მეტად მე ვნერვიულობ
-წარმატებებს ვუსურვებ პატარა ფეხბურთელს-ღიმილით ვუპასუხე. სახეზე აშკარა გაოცება გამოეხატა-დარწმუნებული ვარ მისი საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია-ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან
-ჩემიც- გაეღიმა-საამაყო ქართველია ისევე როგორც ბუდუ, მამარდა და ჩვენი ნაკრების დანარჩენი ბიჭები.
-26 მარტს თამაშს ვუყრებდით მთელი ოჯახი, ბებოს ცხოვრებაში ფეხბურთისთვის რომ არ უყურებია ისეთ ემოციებში იყო რომ ნერვიულობისგან წნევამ აუწია
-26 მარტს სტადიონზე ვიყავით მე და ჩემი ბიჭები. პენალტების სერიის მერე ისეთი ემოციებში ვიყავი წესიერად არაფერი მახსოვს- ფეხბურთზე საუბარმა ჩვენს შორის არსებული კედელი დაანგრია. საუბარი ისევ ტელეფონის ზარის ხმამ შეგვაწყვეტინა
-ხო მა... არა მამიკო... ჯერ არა...ძალიან მალე ვიქნები თბილისში... არ დავაგვიანებ გპირდები-გათიშა თუ არა ტელეფონი მუსიკა ჩართო და სიჩქარეს მოუმატა- ისე შენ რომელი სიმღერა გიყვარს?-მოულოდნელად მკითხა და ჩემსკენ მოიხედა
-აკო ჯოხაძის ,,ფიქრებში დაიკარგა ჩემი გრძნობები"
-,,როგორ შემოდგომის ქარის დროს ფოთლები"-სიმღერის ტექსტი გააგრძელა და სენსორულ ეკრანზე ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა ჩართო, რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიქრებში დავიკარგე მაგრამ წარწერა ,,თბილისი"-მა მაშინვე მწარე რეალობაში დამაბრუნა.
-ძალიან დიდი მადლობა-ვუთხარი მანქანიდან გადასვლის წინ მომღიმარი სახით მისკენ მივიხედე
-იმედია ისევ შევხვდებით-საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა მანქანიდან გადასვლისთანავე მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
ადვიკატთან შეხვედრამ არც ისე კარგად ჩაიარა. ძალიან გულდაწყვეტილი და განერვიულებული დავბრუნდი სახლში.
-რა გჭირს?-დაძაბული ტონით მკითხა მიამ როცა ყველამ დაიძინა
-ადვოკატმა მოთხრა რომ ძალიან დიდია ალბათობა იმისა რომ ნიცაზე მეურვეობა გეგამ მოიპოვოს
-რა სისულელეა
-სისულელე არაა
-ჩვეულებრივი მარკომანია
-სასამართლოზე მაგის დამტკიცება ძალიან გამიჭირდება.
-იმის დამტკიცება ხომ შეგიძლია რომ თამაშობს?
-კი! მაგრამ შეუძლია განცხადება დაწეროს საშემოსავლო სამსახურში
-ეგ რას ნიშნავს?
-ანუ მაგ განცხადებას რომ დაწერს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ვერცერთ კაზინოში ვერ შეძლებს შესვლას და თამაშს.
-ეგ ონლაინ კაზინოებსაც ეხება?-დაინტერესდა მია
-კი!
-ანუ გეგა განცხადებას თუ დაწერს და სახელმწიფოს ძალით თამაში აეკრძალება, შესაძლებელია რომ სასამართლომ ეს გარემოება უმნიშვნელოდ მოიჩნიოს და ბავშვი მიაკუყვნოს-გაბრაზდა მია
-არა აქ კაზინო, მარიხ*ანა და სასმელი არაფერ შუაშია... შეიძლება თავად ნიცამ მოინდომოს მასთან ცხოვრება და ამ შემთხვევაში სასამართლომ მისი სურვილი გაითვალისწინოს- ვუთხარი ტირილის ნოტები შემეპარული ხმით
-რა სისულელეა-ავარდა მია- ნიცას შენ ძალიან უყვარხარ
-ხო მაგრამ მე არ შემიძლია შევთავაზო ისეთი ცხოვრება, როგორიც გეგას შეუძლია
-ნინი
-ვიცი! დედა-შვილობაში ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ნიცა ჯერ ბავშვია! შეიძლება დაიბნეს. გეგამ და სოფომ თავბრუ დაახვიონ საჩუქრებით...ხვდები?
-წიმასწარ ნუ ინერვიულებ იმაზე რაც შეილება არ მოხდეს
-მია ჩემო პატარა-სახეზე მოვეფერე- ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ქალისთვის პროფესიის არ ქონაა. როცა ქალს არ აქვს საკუთარი შემოსავალი იძულებულია თავი დაუხაროს ჯერ მშობლებს, შემდეგ ქმარს, ბოლოს კი შვილს, ამიტომ ჩემი შეცდომა არ გაიმეორო! აუცილებლად მიიღე პროფესია და იმუშავე და საკუთარი თავი განავითარე. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას აირჩევ, ადვიკატი იქნები თუ ფრჩხილის სპეციალოსტი მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და გულმოდგინედ გააკეთო.
რამდენიმე კვირა ისე გავიდა ჩვენს ცხოვრებაში არც გეგა გამოჩენილა და არც სოფო. მათი უმოქმედობა მაშინებდა, ამიტომ ისევ შფოთვები და უძილობა დამჩემდა. ზოგჯერ წამლებიც ვერ მეხმარებოდა დეპრესიასთან გამკლავებაში. ერთადერთი ადამიანი ვაჩე იყო ვისაც ხალისი და სიხარული შემოჰქონდა ჩვენს ცხოვრებაში. სამსახურის უშედეგო ძებნამ დამღალა. არაერთხელ შემოვიარე ფეხით სიღნაღი მაგრამ ამაოდ. ტურისტულ ქალაქში, დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა უცხო ენის ცოდნა იყო სხვა წვრილმანებთან ერად ამიტომ მუდამ იმედგაცრუებული ვრჩებოდი. დიასახლისის ვაკანსაც არსად ჰქონდათ... ისეთი განცდა მქონდა თითქოს ცხოვრება მეწინააღმდეგებოდა.. რამე განსაკუთრებულს არ ვეძებდი, ჩემთვის მთავარი სამსახურის და ფულის შოვნა იყო მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი სამსახურის შოვნას, ამიტომ თავს ამ ქვეყნად ყველაზე უიღბლო და უბედურ ადამიანად ვგრძნობდი. დედას მორიდებით ვართმებდი გზის ფულს და თითოეულ თეთრს ვუფრთხილდებოდი. წყალი სახლიდან მიმქონდა ხოლმე რომ ფული ზედმეტად არ დამეხარჯა. ნიცა ძალიან მგულშემატკივრობდა მაგრამ დღეში ათჯერ მირეკავდა და მეკითხებოდა სახლში როდის მივიდოდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან გამიხარდა თქვენი ისტორია რომ დავინახე კიდევ უფრო დაინტერესო გახდა, იმედია ლევანის გმირის უფრო განავრცობთ, ველით გაგრძელებას, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იმედია ნინისაც გაუმართლებს

 


№2 სტუმარი ნია

ერთი ამოსუნთქვით გადავიკითზე. ძალიან ცხოვრებისეული ისტორიაა. ლევანის გმირი მომწონს. ველით გაგრძელებას. ცოტა გაზარდე თავები და ნუ წელავთ

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესო და ცხოვრებისეული ისტორია. ველით გაგრძელებას

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

აღარ აგრძელეებთ?როგორ დამაინტრიგა. საინტერესოა ლევანის პერსონაჟი. იმედიაგაზრდით თავებს

ძალიან დამაინტრიფლგა ამ ისტორიამ ლევანის გმირის გამოჩენით, გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება და ცოტა დიდი. არ გვყოფნის

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
ძალიან გამიხარდა თქვენი ისტორია რომ დავინახე კიდევ უფრო დაინტერესო გახდა, იმედია ლევანის გმირის უფრო განავრცობთ, ველით გაგრძელებას, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იმედია ნინისაც გაუმართლებს

მადლობა ასეთი თბილი კომეტარისთვის❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ნია
ერთი ამოსუნთქვით გადავიკითზე. ძალიან ცხოვრებისეული ისტორიაა. ლევანის გმირი მომწონს. ველით გაგრძელებას. ცოტა გაზარდე თავები და ნუ წელავთ

ძალიან გამახარეთ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა ამ კომენტარისთვის

სტუმარი გვანცა
საინტერესო და ცხოვრებისეული ისტორია. ველით გაგრძელებას

მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინა
აღარ აგრძელეებთ?როგორ დამაინტრიგა. საინტერესოა ლევანის პერსონაჟი. იმედიაგაზრდით თავებს

ძალიან დამაინტრიფლგა ამ ისტორიამ ლევანის გმირის გამოჩენით, გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება და ცოტა დიდი. არ გვყოფნის

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის❤️❤️❤️❤️ შესაძლებლობა როგორც კი მომეცემა წერას ვიწყებ ხოლმე❤️ სამწუხაროდ გარემოპირობები არ მიწყობს ხელს თორემ რომ შემეძლეს არასდროს დავტოვენდი საიტს ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent