შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდიფერი ქალბატონი (pink lady 8)


15-04-2024, 22:19
ავტორი ეველინა
ნანახია 864

-მაშინ ვინ შეუკვეთა?-ვკითხულობ გაკვირვებული
-არ ვიცი-ცივად მპასუხობს ალექსანდრე და ამ ბიჭის ასეთ საქციელი კითხვის ნიშნებს მიჩენს, მაგიდიდან ვდგები და ბართან ვინაცვლებ
-რამე პრობლემა გაქვს?- ვეკითხები უკვე დახლთან მყოფი
-არა
-ალექსანდრე ბავშვი არ ვარ ვხვდები რომ ჩემდამი ცუდი დამოკიდებულება გიყალიბდება და სულაც არ მინდა ეს ასე იყოს ‘
-ალექს რა ხდებ?-ერთვება იო
-არაფერი-პასუხობს ცივად- წამოდი გარეთ ვისაუბროთ-მეუბნება და კარისკენ მიდის
-ალექსანდრე იქნებ ამიხსნა რა ხდება?
-არ მომწონხარ
-რას გულისხმობ?- საკუთარი ყბა ხელში მიჭირავს გაოცებისგან
-ხო არ მომწონხარ, ყველაზე მეტად ის არ მომწონს რომ იოს გვერდით ხარ, მას შენზე უკეთესი შეეფერება
-მაგალითად შენ ხო
-კი მაგალითად..-სიტყვა უწყდება და სახეზე შიში ესახება როცა აცნობიერებს რას ამბობს
-ასეც ვიცოდი
-არაფერიც არ იცოდი და არ იცი
-იოანე მოგწონს და ეჭვიანობ ჩემზე?
-არ მომწონს, ნუ მომწონს მაგრამ როგორც ადამიანი
-ალექსანდრე ვის მოტყუებას ცდილობ ჩემი თუ საკუთარი თავის?
-ორივეს
-არცერთი არ გამოგდის როგორც ვხედავ
-შენც ავადმყოფი გგონივარ არა?
-რატომ?
-მამაკაცები რომ მომწონს მაგიტო,
-კარგი რა ასე სულაც არ ვფიქრობ, მომწონხარ და გაფასებ, რგორც ადამიანს და ჩემთვის სულერთია ქალები მოგწოს თუ კაცები, შენი ორიენტაცია მეგობრობას ხელს არ უშლის
-იცი საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემს ორიენტაციას, მამაჩემი ექიმია საკმაოდ ცნობილი, ჩემი ორიენტაციის შესახებ რომ გაიდო მაშინვე წამლის ძებნა დაიწყო, მითხრა რომ ეს ავადმყოფობა იყო და მიშველიდა, საზოგადოება ჩემნაირებს ვერ იღებს, არ იღებს. იქამდე ვმალავდი ამას სანამ შენ გამოჩნდებოდი, შენ გვერდით რომ ვხედვ მას თავს ვერ ვიკავებ
-არ ვიცი რა ვთქვა, მე ვერ გაგკიცხავ ამის უფლება არ მაქვს, ვერც თავზე ხელს გადაგისვამ და გეტყვი რომ კარგია მამაკაცები რომ მოგწონს, ხანდახან მეც ვფიერობ რომ ეს ყოველივე ოცდამეერთე საუკუნის სენია, ფილმებს და სერიალებსაც კი იღებენ თითქოს ამით ხალხს ახალისებენ და აპიარებენ ამ ყოველივეს, ამიტომ გეიობა ტრენდში შემოვიდა და დღეს ყველა მეორე გეია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს გვერდით ყოფნა და შენი არსებობა მაღიზიანებს.
-არვიცი შეიძლება მამაჩემი მართალია და ეს რაღაც მართლა დაავადებაა, შეიძლება რაიმე ფსიქიკური პრობლემაა, არც მე მინდა ასეთი ვიყო მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვშველი, ეს ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული, თავი კოშმარში მგონია რომლიდანაც ვერ ვიღვიძებ არადა საშინლად მინდა გაღვიძება.
-დაფიქრებულხარ რომ ერთ დღეს იოანემ შეიძლება ცოლი მოიყვანოს, მერე რას იზამ
-ალბათ გავგიჟდები-გავშრი არ ვიცოდი რა მეთქვა
- იოანე არ მომწონს მითუმეტეს არც მას მოვწონვარ, მხოლოდ წმინდა მეგობრული ურთიერთობ გვაკავშირებს და შეგიძლია მშვიდად იყო.
-მიხარია ამის მოსმენა-ამბობს და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად წამიერად იღიმის, მე კიდევ არ ვიცი შემებრალოს თუ გავბრაზდე მასზე. სიბრალული ის გრძნობაა რომელსაც ვერ ვიტან არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე დამარტო ამიტომ აკეთებდეს ჩემთვის რამეს, ის გრძნობა გმიჩნდა ალექსანდრეს მიმართ რასაც ვერ ვიტან შემეგრალა, ამიტომ ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლებმა მარჯვენა მხარი.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ-არსაიდან ჩნდება იოანე
-არა -მაშინვე მშორდება ალექსანდრე- აქ ცივა შიგნით შევიდეთ-ამბობს და ისევ პირველი მიიწევს კარისკენ
-რაზე საუბრობდით ასე თბილად ?
-არა საჭირო ყველაფერი იცოდე იო
-შენი დუმილი ეჭვებს მიჩენს
-ეჭვმა შიგნიდან იცის ადამიანის შეჭმა და უფრთხილდი
-რომ შემეძლოს ენას ამოგაძრობდი
-სწორად აღნიშნე რომ შეგეძლოს,
-ალექსანდრე რატომ ტიროდა?
-ძალიან დაკვირვებუი ყოფილხარ
-არ მიპასუხებ?
-თავად რატომ არ კითხავ?
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს კერკეტი კაკალი ხარ
-შეგიძლია გაიწიო შესასვლელს ფარავ
-უკულტუროც ყოფილხარ
-შენც არ მყავდე ზრდილობის განსახიერება-ვეუბნები და კარებში შევდივარ. არ ვაპირებ ამათ საქმეში ჩარევას და ტვინის ჭ....ტას ჩემიც მეყოფა. ჩემი ვერ დამილაგებია ამათ ურთიერიერთობა მითუმეტეს ვერ დავალაგებ, თუ საერთოდ ამას ურთიერთობა ჰქვია. ნინო ბარში დავტოვე და სახლში წავედი. ~
********************
მაღვიძარას ხმამ გათენების შესახებ მამცნო მაგრამ გონებას ამის გააზრება არ უნდოდა, ვერ ველეოდი ბალიშს და იმდენჯერ დავიძინე კიდევ ხუთი წუთით სანამ არ დავაგვიანე, დღეს ნინო ისვენებდა რატომღაც საბაც არ გამოცხადებულა, ეს უკანასკნელი კი ცუდად მენიშნა, კაფე გვიან გავხსენი. კაბინეტში შევედი და საბუთების მოწესრიგება დავიწყე, მეორე კაფეს გახსნას ვგეგმავდი და ყველაფერი აქედანვე უნდა მომეგვარებინა, იდენად შევყევი საქმეებს რომ ვერ მივხვდი როდის მოსარამოვდა, ცირამ მამცნო რომ უკვე კაფის დახურვის დრო იყო , ვუთხარი რომ წასვლა შეეძლოთ. ყველა მალევე წავიდა მე კი ისევ საქმეს დავუბრუნდი. საბუთების შედგენას გვიან მოვრჩი, კაფე დავკეტე და ტაქსი გამოვიძახე. ჩაჯდომას ვაპირებდი წელზე ხელების შეხება რომ ვიგრძენი ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი ვიღაცის მხრებზე
-შეკვეთას ვაუქმებთ-გავიგე საბას ხმა
-რას აკეთებ დამსვი, ბიძია არ წახვიდეთ მოვდივარ
-არსადაც არ მიდიხარ მე მომყვები
-არა
-ბავშვებო მე წავალ-ამბობს ტაქსისტი და მანქანას ძრავს
-შეკვეთა არ გამიუქმებია გიჩივლებთ აუცილებლად
-ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები
-ვინ გთხოვა მხარზე გადამიკიდეო ან რამდენის უფლებას აძლევს საკუთთარ თავს, ვინ ხარ რომ ასე იქცევი ?
-შენი მომავალი შეყვარებული
-რაღაც ძალიან თავდაჯერებული საუბრობ
-აღარ ფართხალებ მგონი მოგწონს ჩემს მხრებზე ყოფნა
-არაფერიც ძირს დაცემის მეშინია
-აქ დაჯექი და არ გაინძრე-მოტოციკლზე მსვამ და ჩაფხუტს იღებს. ერთს მე მაფარებს თავზე მეორეს კი თვითონ ირგებს, მოტოციკლს ადგილიდან წყვეტს, ხელებს წელზე ძლიერად ვხვევ და ვინაბები, საბა სიჩქარეს უმატებს და მეც შიშ მიპტრობს
-საბა ძალიან სწრაფად მიდიხარ
-ვიცი
-არ გინდა რომ შეანელო
-არა
-ასე თუ გააგრძელებ ორივე დავიხოცებიტ
-შენთან ერთად თუ მოვკვდები მაშინ არ მადარდებს
-მკითხე აბა მე თუ მინდა შენთან ერთად სიკვდილი
-სხვა გზა არ გაქვს-ამბობს და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს
-საბა შეანელე გთხოვ
-მითხარი რომ გიყვარვარ და შევანელებ
-ამას არ ვიზამ
-კარგი მაშინ მოდი ერთად დავიხოცოთ-აგრძლებს სიჩქარის მატებას
-კარგი გეტყვი, მიყვარხარ
-არ მესმის
-მიყვარხარ
-უფრო ხმამაღლა
-ჯანდაბა მიყვარხარ საბა-ვყვირი ბოლო ხმაზე ალბათ
-ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდე
-სიკვდილზე ნუ საუბრობ როცა ის ასე ახლოსაა, ახლა კი შეანელე
-ჯერ არა
-ხო დამპირდი
-არაფერს დაგპირებივარ
-საბა მეშინია-ხმა მიტყდება
-მითხარი რომ ჩემი შეყვარებული იქნები და სხვა არცერთი საპირისპირო სქესის წარმომადგენლისაკენ არ გაიხედავ
-კიდევ რა გინდა
-ჯერჯერობით მხოლოდ ეს დანარჩენი თავისთაად იქნება მერეც
-იდიოტო
-ვერ გავიგე რა მითხარი
-ვიქნები შენი შეყვარებული და სხვა არცერთი მამაკაცისკენ არ გავიხედები
-მპირდები ?
-გპირდები ახლა კი გააჩერე ეს ეშმაკის მანქანა
-ჩემს მოტოციკლს ეგრე ნუ მიმართავ
-ეწყინება თუ რატო
-იცი პატარავ მეც მიყვარხარ და გპირდები შენს გარდა არცერთი ქალისკენ არ გავიხედები-ამბობს და სიჩქარეს ანელებს მერე კი საერთოდ აჩერებს მოტოციკლს
-გაიხედები და ამ ხელებით მიგახრჩობ-დემონსტრაციულად ვუტრიალებ ხელებს ცხვირწინ
-ეს ხელები მხოლოდ უნდა მეფერებოდეს-ამბობს და ჩემს ხელებს მის ლოყებზე ათავსებს
-კიდევ რა გინდა
-მინდა რომ ჩაგეხუტო და გაკოცო, კიდევ რაც შეიძლება მალე ჩემი ცოლი გახდე, გამიჩინო ხუთი შვილი და იქამდე ვიყოთ ერთად სანამ ამას განგება მოისურვებს
-მოდი ჯერ ჩახუტებით შემოვიფარგლოთ-ვამბობ და ვეხუტები -საბა აქ როდის მოვედით -ვამბობ როდესაც არემარეს თვალს ვავლებ
-მაშინ როცა სიყვარულს მეფიცებოდი
-ვერც კი შევამჩნია
-არც იყო საჭირო, მინდა მხოლოდ მე მამჩნევდე.
საბამ მისი მოსასხამი მიწაზე დააფარა და დაჯდა მერე კი მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო, არც მიყოყმანია ისე დავიკავე მის გვერდით ადგილი, თავი მხარზედავადე და გავირინდე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ არა საბას ეს საქციელი ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდი მასზე გაბრაზებული.
-საბა დღეს მთვარე ლამაზია არა
-მეც მიყვარხარ
-რას ამბობ? მემგონი შენმა ორგანიზმმა იმდენი ენდორფინი გამოიმუშავა რომ ტვინის მუშაობა შეაფერხა
-ასე საყვარლად სულელი არავის უწოდებია ჩემთვის, არსებობს ასეთი თქმულება, რომ ძველად იაპონელი მამაკაცები ზედმეტად მორცხვობდნენ თავიანთი მიჯნურებისთვის "მიყვარხარ" ეთქვათ, ამ სიტყვის ნაცვლად ისინი ამბობდნენ "მთვარე ლამაზია, არა",
-არ მეგონა მსგავსი რამეებით თუ ინტერესდებოდი
-სოციალურ ქსელში წავიკითხე და ახლა რომ თქვი უბრალოდ გამახსენდა, ანუ შენც გიყვარვარ
-კი
-სანახევროდ ნუ მეუბნები
-მეც მიყვა....-სიტყვის დასრულებას არ მაცდის ისე ეტანება ჩემს ტუჩებს
-ესეც კოცნა, შემდეგი ჩემი ცოლობა-მეუბნება და აგრძელებს რაც შეწყვიტა. ზოგჯერ საჭირო არაა ბევრი იფიქრო თუ რა მოხდება მომავალში, უბრალოდ დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერე, რადგან ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს. ნუ დახარჯავთ დროს ერთმანეთთან ჩხუბში, ჩაეხუტეთ მეოფერეთ, სითბო გაეცით, მიეცით თავს ბედნიერების უფლება.
**********************************************
-რამდენი ხანია რაც მოგწოვარ?
-სამი წელია, და ეს მოწონება სიყვარულად როდის გადამექცა ვერ გეტყვი
-რატომ არასდროს მინახიხარ დათას გვერდით
-დაკითხვაზე ვარ-ამბობს და დივნიდან დგება
-დიახ, სჯობია დაჯდე და კითხვებზე მიპასუხო
-კარგი-ხელებს წევს და ადგილს უბრუნდება
-პასუხს ველოდები
-მესამე კურსზე ვიყავი დათა რომ გავიცანი. მშობლების ერთად არასდროს მინახიხარ ვიდეო ზარის დროს, კი მეუბნებოდა რომ და ყავდა, მაგრამ მაშინ ეს სულ არ გამხსენებია, ყოველთვის სხვა დროს და მარტო ურეკავდი, დათასთან არ ვიყავი ისე ახლოს რომ მეკითხა ვინ იყავი. ამიტომ ისე აგაკარი შეყვარებულის იარლიყი, თავიდან ეს პრობლემა არ იყო, როცა რეკავდი ვცდილობდი რომ დათა მარტო დამეტოვებინა, ან კამერაში არ ვჩნდებოდი, მოკლედ ისე აეწყო ყველაფერი რომ შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა. თავი საშინლად ვიგრძენი, ვფიქრობდი რომ ძმაკაცის შეყვარებული მომწონდა და ამას გადავყავდი ჭკუიდან, საერთო საცხოვრებელში თითქმის არ ვრჩებოდი დათას თავს ვარიდებდი, საკუთარი თავის მცხვენოდა. ამიტომ ვერ მხედავდი მასთან
-მერე რა მოხდა როგორ გაიგე რომ მისი და ვიყავი
- როგორც ჩანს შენს ძმას ყელში ამოუვიდა ჩემი ასეთი საქციელი აუდიტორიაში დამადგა თავზე და სულ საყელოთი გამათრია გარეთ, მკითხა რა მეტაკა, თავიდან ვყოყმანობდი სიმართლის თქმაზე, ბოლოს მაინ ვუთხარი, ისეთი სიცილი აუტყდა კინაღამ დაიხრჩო, ძლივს მოვასულერე. მიტხრა რომ შეყვარებული არ ყავდა და შენ მისი და იყავი, მერე იმის გამო მითავაზა მუშტი რომ ჩემს დას სხვა თვალით რანაირად შეხედეო, მეთქი არ ვიცოდი შენი და რომ იყო შენი შეყვარებული მეგონათქო, ამაზე ხომ საერთოდ გაჭედა, ბოლოს ორივე ძალა გამოცლილები ვეყარეთ ძირს და ვიცინოდით იმ გაუგებრობაზე, რომელიც შეიქმნა. შენ რაღა გაცინებს?
-არ ვიცინი ყოველთვის ასეთი გამომეტყველება მქონდა
-მიდი მიდი დამცინე, მე სიყვარულის ცეცხლში ვიწვოდი ეს კიდევ დამცინის
-ჩემთან სამსახურში რატომ მოხვედი
-საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავდი, შენი დანახვის მერე ყველაფერი აირია, დათა რომ დაბრუნდა, ისე ხშირად ვერარ ვხედავდი შენს სახეს. მოკლედ მისი წასვლიდან ერთი თვის თავზე მეც ჩამოვედი, შენებთან ხშირად დავდიოდი იმ იმედით რომ იქ გნახავდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, თურმე კნეინა მარტო ცხოვრობს და სახლში ხშირად არ დადის, მერე შენს ძმას ვთხოვე დამხმარებოდა, შენი განაცხადი ვაკანსიის თაობაზე ტუზის დაცემას გავდა, როგორც კი ვნახე არ მიფიქრია ისე მოვედი, დანარჩენი უკვე თავად მოგეხსენება.
-სიმართლის თქმას როდის აპირებდი
-ყელი გამიშრა იქნებ წყალი მაინც დამალევინი
-მე წყალს მოგიტან შენ კი საუბარი გააგრძელე
-როცა შენს გრძნობებში დავრწმუნდებოდი მაშინ მინდოდა ყველაფრის თქმა, შენამდე მოსვლა გამიჭირდა, ჯერ ის გამო*ირებული ვახო, მერე ოდნავ უარესი იოანე, ეს ნინოს არ უთხრა მისი ახლობელი ასე რომ მოვიხსენია. ვახოს შანსი არ ქონდა რასაც იოანეზე ვერ ვიტყვი, იმდენად გავბრაზდი კლასელების შეკრებაზე შეყვარებულის რანგში რომ მოდიოდა მზად ვიყავი მიმეხრჩო, საბოლოოდ ისევ საკუთარ თავს ვავნე,-ამბობს და ხელზე მიმანიშნებს
-სულელო ბავშვო
-ეგრე კიდევ დამიძახებ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
-კარგი ჩუმად ვარ, გააგრძელე
- როცა მეგონა აჰადა მის გულამდე მივაღწიეთქო ისეთ რაღაცას იტყოდი მიწაზე მთელი ძალით ვეცემოდი, კაცს აღარ ვგავდი, რეანიმაციიდან ახალ გამოწერილი ადამიანის სახე მქონდა.
-მეტი დრამატიზება აღარ გინდა
-ჩემს გრძნობებზე გესაუბრები შენ კი დამცინი
-მიყვარს შენი შეკრული წარბები
-მარტო წარბები?
-თვალები, ცხვირი ლოყები შუბლი...-ვაგრძელებ ჩამოთვლას და პარალელურად ვკოცნი ყველა ჩამოთვლილ ადგილზე
-ასე თუ გააგრძელებ კარგად არ დაასრულებ-ამბობს დაბოხებული ხმით და ვხვდები ჩემის საქციელით რასაც მოვიმკი
-ნუ მემუქრები სულელო ბავშვო
-მე გაგაფრთხილე-ამბობს და ზემოდან ექცევა
-საბა რას აკეთებ?
-შენ არ იცი ამ ბავშვს რისი გაკეთება შეუძლია-ამბობს და მაისურის ქვეშ მიცურებს ხელს, უსირცხვილოდ დაატარებს ხელს მუცელზე მერე ზევითკენ იწევს და მკერდთან ჩერდება და ხელში იქცევს,
-საბა.. მეე....
-ესეც შენი სასჯელი, ბავშვს თუ ისევ დამიძახებ სასჯელს გავამკაცრებ-ამბობს და მკერდიდან ხელს მაშორებს შემდეგ კი მთელს სხეულზე მავლებს თვალს.
-კარგი, საერთოდ ამოვიღებ ლექსიკონიდან, ახლა კი გადადი მძიმე ხარ
-შენ კი წითელი ხარ და მომწონს ამის ყურება.
-იდიოტო, სულ შენი ბრალია
-ვიცი და ეს უფრო მაგიჟებს
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო ეგრე
-მთელი ცხოვრება
-საკმარისია-ხელ ვკრავ და პირდაპირ იატაკზე ეცემა
-მგონი ხერხემალი დავიზიანე სულ გაგიჟდი
-შენ გამაგიჟე ძვირფასო.
-შეიძლება დღეს შენთან დავიძინი?
-საბა
-უბრალოდ დავიძინებ მეტი არაფერი, მინდა დილით თვალებს რომ გავახელ პირველი შენ დაგინახო
-კარგი, სააბაზანო იქითაა შეგიძლია შხაპი მიიღო, პირსახოცს მოგიტან
-არ გინდა შემომიერთდე
-გარყვნილო-ვეუბნები და პირსახოცის მოსატნად გავდივარ. საბასთვის გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვეძებ მაგრამ ვერაფერს ვპოულობ მის ზომას, რატომ ასეთი მოგოზილი 24 წლის ბიჭი, სპორტდარბაზში დადის თუ რა უბედურებაა ბოლოს ყველაზე დიდი რაც მქონდა ის ავიღე და მივაწოდე
-დამცინი-პირსაცოც შემოხვეული გამოდის სააბაზანოდან
-რატომ
-გინდა ეს ბარგის ტოპი და მოკლე ვარდისფერი შორტი ჩავიცვა
-სხვა ვერაფერი ვიპოვე
-შიშველი დავიძინებ
-შანსი არაა
-ამას არ ჩავიცვამ
-ან ჩაიცვამ ან სახლში წახვალ და იქ როგორც გინდა ისე დაიძინე-ვამბობ და საძინებელში შევდივარ. ხუთი წუთის შემდეგ კარის გაღების ხმა მესმის და თვალებს ვახელ, სიცილს ძლივს ვიკავებ საბას შემყურე. ტელეფონი მისაღებში დავტოვე თორემ ფოტოს გადავუღებდი
-მაისურს მაინც გავიხდი მიჭერს თან მკერდსაც ძლივს მიფარავს
-მხოლოდ მაისური
-კარგი -მაისურს იხდის და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს
-საბა მცელა ნუ მეწებები
-საოცარი სურნელი გაქვს
-საბა ხელები მომაშორე
-ჩშშ პატარავ დავიძინოთ
-ტკბილი ძილი
-დღეს იმდენი ტკიბილი მივიღე დიაბეტს ამკიდებ
-დოზას შეგიმცირებ
-წინააღმდეგი ვარ შეგიძლია გაზარდო, ამბობს და ჩემს კისერში რგავს თავს
-საბა ასე ვერ დავიძინებ.
-დაიძინებ-ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ ჩამეძინა.


****************************
დავბრუნდი ახალი თავით, იმედია მოგეწონებათ, ველოდები თქვენს შეფასებებს. სულ რაღაც ერთი თავიც და დასრულდება ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
<3 სიყვარულით ევაკო <3



№1 სტუმარი სტუმარი Lika

სამსახურისკენ მიმვალ გზაზე წავიკითხე და ძალიან გამოხარდა. გული მიგრძნობდა რომ ალექსანდრე გეი იყო. მოდი ამ თემაა არ შევეხები.
ჩვენი მორა გოგო გატყდა. საოცარი თავი იყო და საოცარი სიყვარულის ახსნა ???????? ყოჩად. არ მიმდა დასასრული მაგრამ გაჰრძელებაც მაინტერესებ. ველი ახალ თავს.

 


№2  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
სამსახურისკენ მიმვალ გზაზე წავიკითხე და ძალიან გამოხარდა. გული მიგრძნობდა რომ ალექსანდრე გეი იყო. მოდი ამ თემაა არ შევეხები.
ჩვენი მორა გოგო გატყდა. საოცარი თავი იყო და საოცარი სიყვარულის ახსნა ???????? ყოჩად. არ მიმდა დასასრული მაგრამ გაჰრძელებაც მაინტერესებ. ველი ახალ თავს.

მიხარია რომ მოგეწონა და ამდენიემოცია მიიღე. დასასრულიც მალე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent