შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მეშვიდე თავი)


21-04-2024, 12:07
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 611

ლიდია
ჩემთან გაგვეღვიძა. ნიკო მკერდით საწოლს მიჰკრობოდა და მე მკერდით მის ზურგს მივკრობოდი. მგონი, ერთმანეთს მივეწებეთ, ადგომისას ავეხიე და გულ-მკერდი მაგრად მეტკინა. ეგეც შენი ერთი ღამე, ლამის ორმოცად გადაიქცა. სარკეში ჩავიხედე და გული გამისკდა. თუ მინდოდა, რომ გადავყვარებოდი, ასეთი უნდა ვენახე. არა. შეძულება უფრო გამოვიდოდა. არ მაწყობდა. ვერ ვიტანდი, მაკიაჟით ძილს. მგონი, ცხოვრებაში არასოდეს მიძინია. გუშინ ისე გამთიშა ამ ბიჭმა, მაკიაჟის მოხსნა კი არა, ლამის ფეხსაცმლის გახდა დამავიწყდა.
ხელოვნური წამწამები ცალ თვალზე ნახევრად მომძვრალი მქონდა, თვალის უპეებზე ტუში გამდღაბვნოდა. პარიკი ალბათ ძილში მომძვრა. გუშინ ნიკომ მითხრა, ანიმეს პერსონაჟს ჰგევხარ და ცოტახანს გეკეთოსო. ნეტა ის პერსონაჟი მანახა... არ ვიცი, მაგის ბრალი იყო, ჩემი თუ ამ ბიჭის ახალგაზრდობის, მაგრამ რაც მართალია, მართალია, უშრეტი ენერგია ჰქონდა.
აბაზანიდან გავიჭყიტე. ძალიან საყვარლად ეძინა. მერე ისევ თავი შევყავი აბაზანაში. ასეთი არ დავენახე. ახლა სამჯერ უნდა გამეწმინდა სახე მიცერალურით, მერე სახის დასაბანი გელით დამებანა ორჯერ, რადგან ერთხელ არ მიშველიდა, აბაზანაში ჯერ ცოტა უხეში ღრუბლით და საპნით დამებანა ტანი, მერე რბილი ღრუბლით და მანგოს არომატიანი ტანის ლოსიონით, დაბლა ინტიმგელი, ფეხზე სამნაირი დაბანა, პლიუს ფეხის დეზადორანტი, პლიუს დამატენიანებელი, ტანზეც დამატენიანებელი (სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ჯიშის და წარმომავლობის), სახეზე შვიდნაირი სერუმი, მკვებავი, მზისგან დამცავი. პირში სპეციალური კბილის პასტა, სავლები.... ბოლოს ისევ ძველებური ლიდია გავხდებოდი.
აი ნიკო ზუსტად იგივენაირი იყო, როგორც გუშინ და ეს ყველაფერი ძალიან მიშლიდა ნერვებს. ივენთზე გაიოფლა, ყირაზე გადავიდა, თავით იბზრიალა სცენაზე და ზურგზეც კი კარგი სუნი ჰქონდა.
ამდენი აქტივობის მერე საკუთარი თავი წარმომიდგენია. ქერა ნაშობაზე ვიოცნებებდი. ჩვენი უბნის ბომჟ ვალოდია ბიძიასგან ვერ გამარჩევდა ვერავინ.
ცხოვრება რთული იყო ქალებისთვის. მამაკაცისა და ქალის ხელფასებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როცა ჯერ მარტო საკუთარი თავისთვის გქვონდა „დო ხუი“ მოსავლელი საშუალებები საყიდელი. თუ შვილი გვყავდა ან შვილები ხო საერთოდ. მერე საკუთარი თავისთვის ვეღარაფერს ვყიდულობდით და აგერ, ჩემი მეზობელი ლაურა გუშინ წინ დაშორდა ქმარს. მესამე მშობიარობის მერე დაუშნოვდი და სხვა შმეიყვარდაო, კაცმა გამოუცხადა.
ან შენ იმშობიარე ჩემო ძმაო ან ყოველი მშობიარობის მერე უკეთე ტანის კორექცია და ყველანი ბედნიერები ვიქნებით. ძაან მაინტერესებს, მაგის ახალ საყვარელს რო გაუჩნდება შვილი და მისი ტანიც დაუშნოვდება, მერე თუ გადახარშავს, თურმე ლაურაში არ ყოფილა პრობლემა. თურმე თვითონაა სი*რი.
კაი, რამ გამამწარა დილაუთენია. მითუმეტეს, გუშინდელი ღამის მერე, ნერვები ისე დამვარცხნა ამ ბიჭმა, ჩემი თმა ვერც იოცნებებდა ეგეთ სავარცხელზე. ვაუ, ფიქრებშიც კი ხუმრობები მეპარება. მაგარი ყოფილა ს*ქსი.
ნიკოს გვერდით ჩემი ფისო იწვა. იმასაც ეძინა. და ძაღლი.... ძაღლი როდისღა შემოგვყვა?
ჩემმა მენეჯერმა დამირეკა. კლიენტი მყავდა. ადამიანური კლიენტი. რა ბედნიერებაა.
სახე ისევ შევიღებე. ახალი წამწამები მივიწებე თვალზე, ტუჩსაცხის თავი აღარ მქონდა, თუმცა მაქსიმალურად გოთურად ჩავიცვი. იმდენად გოთურად, კაცი რო იკითხავდა, ეს გოგო ლამაზია თუ ძალიან უცნაურიო და ბოლოს, უცნაურზე შეაჩერებდა არჩევანს. ჩემი სახლიდან გავედი, მოპირდაპირე ერთოთახიანში შევედი, სადაც მხოლოდ კლიენტების ჩასაწერი სივრცე, ჩემი სამუშაო ოთახი და ტუალეტი გვებადა.
- გუშინ სადარბაზოსთან ბიჭს ეზასავებოდი? - მკითხა ჯილდამ. წყალს ვსვამდი და ლამის გადამცა.
- ჰო. არ ვიცი, რა მეტაკა - გამოვუტყდი.
- ადრე ნამყოფია ეგ ბიჭი აქ. კლიენტთან გძინავს? - გაოგნდა.
- კლიენტი არაა, ნათესავია - თითქოს ჩემი შეცდომა გამოვასწორე. თვალები შუბლზე აუვიდა. - ნათესავ „ნათესავს“ არ ვგულისხმობ. სისხლით საერთო არაფერი გვაქვს.
- არავის საქმეში მე არ ვერევი - მზერა ამარიდა. არადა, კარგად აინტერესებდა ყველაფერი დეტალებში.
- გთხოვ, არავის უთხრა. ევას ქმრის ძმის შვილია. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია.
- არაუშავს. შენგან არც არავინ მოელის ჩვეულებრივ რომანს - მერე გაეცინა - პოლიტიკოსები გეძლევიან და შენ სიძის ძმის შვილს ვერ გაცდი.
- ჯილდა, ჩემო ძვირფასო - ამოვიოხრე. მიდი და აუხსენი რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ღირს ამ ბიჭის ფრჩხილად. თან ფრჩხილებიც კარგი აქვს. მართლა კარგი. – NEVERMIND.
დილის კლიენტი ერთი კაცი იყო. უკვე კარგად ნაცნობი. წამშივე ვინანე, აქამდე რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ვნატრობდი. ჩემთან პირველი ვიზიტის მერე, ისე მოუხშირა... თითიდან გამოწოვილ შეკითხვებს მისვამდა თავის მომავალზე. ბევრი არაფერი პრობლემა ჰქონდა, ბევრი არაფერი აინტერესებდა. მხოლოდ ჩემი ნახვა უნდოდა.
მიდი და აუხსენი რომ კარგი კაცია, მშვენიერი, თუმცა ჩემნაირ ქალს მართლა ვერ აიტანს. ბევრი ცხოვრებისეული ბარგი დამიგროვდა. კაცები მაგის ზიდვაში ვერ დამეხმარებიან და თან სახლში შიშველი ბიჭი მიწევს საწოლზე.
- სადმე მინდოდა თქვენი დაპატიჟება. მადლობის გადახდა ყველაფრისთვის - მითხრა ბოლოს. ამოღერღა როგორც იქნა.
- სეანსებში ფულს იხდით, მადლობა საჭირო აღარაა. თან სიმართლე გითხრათ, ჩემს ქმარს მაინცდამაინც არ მოსწონს, როცა რესტორანში სხვებთან ერთად დავდივარ - გამეცინა. იმედია, დამაჯერებელი ვიყავი. აქამდე რატო არ მომაფიქრდა, რომ გათხოვილი ქალის სტატუსით დამეფრთხო ესენი.
- არ ვიცოდი - ნიკოსი არ იყოს, ამასაც გული გავუტეხე. უბრალოდ, ნიკოს მერე როგორღაც გავუმთელე ისევ. ამ კაცს ვერ გავუმთელებდი.
- ახლახანს ვიქორწინეთ.
- გილოცავთ. რა ბედნიერია - უსუსურად ამოიკვნესა და წავიდა.
- ასე თუ გააგრძელებ, კლიენტებს დაკარგავ - მისაყვედურა ამ კაცის წასვლის შემდეგ.
- ბარემ, პირდაპირ ხო არ მივცე, ვისაც მოვეწონები და კლიენტები გაგვიმრავლდება - წავესწერვე და სახლში გამოვედი. ნიკოს ისევ ეძინა.
მაგის ძაღლი მომიცუცქდა. თან უკმაყოფილო სახე ჰქონდა, თან მშიერი.
- კატის საჭმელს ჭამ? - ვკითხე. არ მიპასუხა. - სუპი მაქვს. ძალიან გემრიელი, ჯილდამ გააკეთა. არ შეგეშინდეს, ჩემი გაკეთებული არაა. სანამ ნიკო გაჭმევს, მანამდე დანაყრდები.
ძაღლთან საუბარი ნიკოსგან გადმომედო ეტყობა. ცოტა შევათბე და ფიალაში ჩავუსხი. გემრიელად ჭამა. საძინებელში შევედი. ნიკო გაიზმორა. შემომხედა.
- როდის მოასწარი, რო ისევ ფილმიდან გამოქცეულ დედოფალს ჰგევხარ.
- კიდევ კარგი, ფერია ან პრინცესა არ თქვი.
- მაგას როგორ გაკადრებდი.
- კლიენტი მყავდა - საწოლზე ჩამოვჯექი. - პაემანზე უნდოდა ჩემი დაპატიჟება და მოვატყუე, ქმარი მყავს-თქო. ერთი ბეჭედი მეც უნდა ვიშოვნო.
- ბეჭედი არ გინდა. ერთი-ორჯერ ტრუსიკით შემოგიჯლაგუნდები კლიენტთან და ეგაა.
- მთლად უშემოსავლოდ ნუ დამტოვებ.
საწოლზე წამოჯდა. კარგად შემათვალიერა და მერე ჩვენი კნუტი აიყვანა.
- ჩემს ბლუჩუნას შია - გამომიცხადა.
- ვაჭამე. სუპი.
- კარგი, წავალ ნელ-ნელა. ჯერ ნორმალურად ვერ გამოვფხიზლდი.
- არ წახვიდე. - ვუთხარი და ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მარტოობის გაზიარება ნიკოსთან მინდოდა. ეს არასოდეს მომხდარა. ხშირად მსმენია, რომ მარტოობას მხოლოდ სხვასთან ყოფნისას გრძნობდნენ და ჭეშმარიტი ბედნიერება მარტო ცხოვრებაში იყო. ვეთანხმებოდი. პანიკურ შეტევებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგად ვიყავი სამოთახიან სახლში მარტო. დილაობით, აივანზე გავდიოდი. ნეტავ, ვინმეს თუ დავუნახივარ, ნახევრად შიშველი, დილის ოთხ საათზე, როცა მთელი უბნის დასანახად, საკუთარ აივანზე ვიჯექი და ყავას სვამდი?
არავის.
ნორმალურ ხალხს მაგ დროს ეძინა.
შეიძლება, ბედნიერი ვერ ვიყავი, რადგან წარსულის მოუშუშებელი ტრავმები მუდამ სახეში მილაწუნებდა, თუმცა კარგად ვგრძნობდი თავს მარტო.
ახლა უფრო უკეთ ვიგრძენი თავი, როცა ნიკო იწვა ჩემს საწოლში. თითქოს არაფერი შეცვლილა. თავისუფლება არ შემზღუდვია, ნებისმიერი საქმის გაკეთება შემეძლო მისი თანდასწრები. სხვა კაცებს მარტო ყოფნის დროსაც არ ვიკარებდი. არა იმიტომ, რომ პატიოსნების განსახიერება მეთქმოდა. უბრალოდ, მძულდა კაცთა მოდგმა.
ნიკო საწოლიდან გადმოვიდა.
- ფურცელი და პასტა გაქვს?
- კი - სასწრაფოდ დავფაცურდი. მივხვდი, მუზა მოუვიდა და დროს ვერ დავაკარგვინებდი. მორჩილი ცოლივით მივურბენინე. მუხლზე დაიდო და წერა დაიწყო.
- ჩემზე წერ? - ვკითხე ჩურჩულით.
- ჩშშშშ - გამაჩერა. მგონი ორი გვერდი მაინც გაავსო იმ დუმილში, რომელიც შიშში გავატარე, რომ ხელი არ შემეშალა. ფურცლები დაკეცა და თავისი პერანგის ჯიბეში ჩადო.
- რატო არ მაკითხებ?
- პირდაპირ სცენიდან მოსმენა არ გირჩევნია?
მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ სიმღერას „შენი თბილი მკერდი“ ერქვა და მართლა პირდაპირ სცენიდან მოვისმენდი მის ტექსტს იმის შესახებ თუ როგორი კარგი მკერდი მაქვს, მხურვალე სხეული, რბილი ტუჩები და რა კარგია, ჩემში ყოფნა.
მომინდა, საწოლში შევწოლილიყავი, ნიკოს მკერდზე დამედო თავი. მასთან უსაფრთხო იყო. რაღაც უცნაური აუტორიტეტი იგრძნობოდა - მის თავისუფლებას ვერავინ დაჩრდილავდა, საზღვარი არ ჰქონდა, ბორკილს არასოდეს მოირგებდა და ეს აუხსნელი ძალაუფლება, სურვილს მიჩენდა, მეც ნიკოს ნაწილი ვყოფილიყავი. ნიკოს თავისუფლების ნაწილი.
- ისევ კლიენტი მყავს ნახევარ საათში. მშია.
- მე რო არ გყავდი, რას ჭამდი? - წამოდგა და სამზარეულოში გავიდა - სენდვიჩებსაც კარგად ვაკეთებ. მიდი, შენ ისევ ცივ ყავას შეუდექი.

ნიკო
ნაშუადღევს, სახლში დავბრუნდი. ბლუჩუნაც უნდა გამესეირნებინა, ცოტა აზრზე მოვსულიყავი და ახალი სიმღერა დამემუშავებინა. ლიდიასაც კლიენტები ჰყავდა საღამომდე. სიმართლე რომ ვთქვა, მასთან ერთად, თავი სიზმარში მეგონა, კონცენტრაცია მიჭირდა. სულელივით მივჩერებოდი. ტანსაცმელიც გამოსაცვლელი მქონდა.
უკან დაბრუნება მომინდა. გამოვედი თუ არა, ვიფიქრე, ლიდიასთან შევბრუნდები-თქო. ასე ერთი ხელის გატკაცუნებაზე ვისნმესთან მივრბოდე, ცხოვრებაში არ მახსოვს.სახლთან თინანო შემხვდა. გუშინ ეტყობა ვჭირდებოდი და არ დავხვდი. დღეს დავეხმარე დედამისის ბანაობაში.
- შეყვარბეული გყავს? - მკითხა. თან კარგა ხანი უნდოდა თითქოს ამ კითხვის დასმა და სწორ ფორმულირებაზე წვალობდა.
- არა. უბრალოდ, ერთი გოგოა და... მეტი არაფერი - სახლში შევბრუნდი.
Being inside you, compels me wanna life forever.
Can I stay in?
Can I stay in?
When you’re coming, you’re cunning,
Feel your tongue around my ear,
It’s so delicious down there,
There is no pain, no fear.
Only your voice, sreaming my name.
Can I stay in?
Can I stay in forever?
Your wet body,
YouR blonde hair,
Your breast makes me stop and stare.
We feel pleasure,
without pressure…
- ბევრი გაქვს დასამატებელი, მაგრამ კაია - მითხრა ანიკომ, როცა ტექსტი ვანახე.
მალე ლიდიამაც მომწერა.
„როდის მოიცლი?“
„ ცოტხანში განვთავისუფლდები. სადმე ვჭამოთ და გავისეირნოთ. გინდა?“
„კი“.
- დღეს მალე დავამთავროთ რა - დავიწუწუნე - ლიდიასთან მინდა.
- სიყვარულის გამო, რეპეტიციებს ენერგია არ მოაკლდეს იცოდე. პირველად გაპატიებ - თვალები დამიბრიალა გეგიმ.
ცოტა კი შემრცხვა. რვა წელია, შეყვარებული ჰყავს და ერთხელ არ უთქვამს, ტ*აკი ამითამაშდა, უნდა წავიდეო.
ლიდიას მივაკითხე და კაფეში წავედით. აქვე, ინგოროყვაზე, ერთ მყუდრო ადგილი ვიცოდი. გარეთ ჯდომა მომწონდა. მართალია, ვერანდის სკამები არც ისე კომფორტული იყო, მაგრამ ძალიან თბილოდა, თან ოდნავ გრილი ნიავი უბერავდა და ორივეს ღია ცის ქვეშ მოგვინდა. ჩემ წინ არ დამჯდარა, გვერდზე მომიჯდა. ხელი გადავხვიე. სადმე, ხალხმრავალ ადგილებში რომ თავს ვერ იკავებდნენ და ერთმანეთს ეთომარებოდნენ, ეგეთ წყვილებს აქამდე მაგრად დავცინოდი.
თინეიჯერობისას, მიმტანად ვმუშაობდი და ყველაზე მეტად, შუა რესტორანში მოზასავე ხალხი მამწარებდა. შე კარგმო*ტყნულო, სკვერი რო სკვერია, იქ მაინც დაჯექი, ჭამისას რო არ აყურებინო ხალხს როგორ ატრიალებ ენას.
ახლა ცოტაღა გვაკლდა მაგათ დავმსგავსებოდით.
- ვიღაცას უყვარხარ. - მითხრა ლიდიამ - ვიღაცას მთელი გულით უყვარხარ, ამას ვგრძნობ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, ვინაა. თითქოს ჩემ არსებობას ხვდება და ვძულვარ.
- რა ვიცი, რომელი ერთი. ბევრს ვუყვარვარ - ვთქვი სასხვათაშორისოდ და აქაური სახლის ლიმონათი დავლიე. კენკრის ძალიან გემრიელი იყო.
ლიდიას თვალის ფერი შეეცვალა. აქამდე მეგონა, ამინდის, ჩრდილების, დღის ან ღამის მიხედვით ეცვლებოდა, რადგან ჭაობისფერი შეიძლება ძალიან მკვეთრ მწვანეში გადასვლოდა ან რუხი ფერი გამხდარიყო.
ახლა მგონი დავრწმუნდი, რომ ემოციის ცვლილების ბრალი იყო.
- რამდენად ბევრს? - მკითხა და ქვევიდან ამომხედა. ეს ქვევიდან ამოხედვა ისეთი იცოდა, ცოცხალს მოკლავდა და მვდარს გააცოცხლებდა. ვერ მოვითმინე. წამით ტუჩებში ვაკოცე.
- ძალიან ბევრს - ჩავჩურჩულე ყურში და ისევ ვაკოცე.
- ცდილობ, მაეჭვიანო?
- რას ამბობ, დიდი ლიდია ვინმეზე ეჭვიანობას როგორ იკადრებს. მიდი ეხლა, ჭამე. ხო ვიცი, თუ არ დაგაძალე, იჯდები მშიერი - აღმოჩნდა, რომ ორივე ვგიჟდებოდით ქოთნის პილმენზე. ხინკლის მოყვარულ ქალს არ ჰგავდა, თუმცა ეგეც ჰყვარებია. რა კარგია. მართალია, ლუდს ვერ მივაყოლებდი, სუნი ეზიზღებოდა და მერე მეც შევზიზღდებოდი ლუდიანი, მაგრამ ხინკალს მაინც შევჭამდით ერთად.
მე და ლიდიამ თამაში მოვიფიქრეთ. ნუ მოფიქრებული რამდენად იყო, არ ვიცი, ერთმანეთს უბრალოდ ცხოვრებისეულ კითხვებს ვუსმევდით უკეთესად გასაცნობად.
- ბავშვობიდან გქონდა ნიჭი? - ვკითხე პირველმა.
- მანამდე, უბრალოდ ინტუიციით გამოვირჩეოდი. თხუთმეტი წლისას გამიძლიერდა. ამბობენ, ბებიაჩემისგანაა მემკვიდრეობით. ძალიან ძლიერი ტრავმის გადატანისას გაუჩნდა იმასაც. მეხი დაეცა სხვათაშორის და გადაურჩა. მაგის მერე, ნიჭი ჰქონდა. ოღონდ ბებიაჩემი უბნის გიჟად შერაცხეს და მე ფულს მიხდიან.
- რა ტრავმა გადაიტანე? თუ ძალიან პირადული არაა.
- პირადულა, მაგრამ ჩემს ვაგ*ინაში ხარ ნამყოფი - გაეცინა - ლოთი მამინაცვალი მყავდა და ასევე ლოთი დედა, რომლებიც ხან ერთმანეთს სცემდნენ, ხან მე. იქამდე მიბრახუნეს, სანამ გამორჩეულად ნიჭიერი არ გავხდი.
- ჩემო პატარა - თავზარი დამეცა. მერჩივნა, მე ვყოფილიყავი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე გამეგო რეალური მიზეზი იმის, თუ რატომ აქვს სევდიანი თვალები გოგოს, რომელზეც ვგიჟდები.
- კარგი, არ გვინდა ახლა შეცოდებები. ორივე ამოშლილია ჩემი ცხოვრებიდან. ბიძაში გამიმართლა. შენ ის მითხარი, პირველად, როდის შეგიყვარდა გოგო - ყურადღება გადაიტანა. მივხვდი, უმძიმდა ამაზე საუბარი, ამიტომ აღარ ჩავაცივდი.
- ცხრამეტის ვიყავი. კირა ერქვა. მართლა ძალიან მიყვარდა, უბრალოდ დაქორწინება უნდოდა. მე მაგ ნაბიჯის გადამდგმელი არ ვიყავი.
- შენ დაშორდი?
- ეგრეც ვერ ვიტყვი. მე მზად არ ვიყავი, დავილაპარაკეთ და დავიშალეთ.
- იმასაც ისევ უყვარხარ. ქერა თმა ჰქონდა, ოღონდ ჭუჭყიან ქერას რო ეძახიან. მისი სახე დავინახე.
- არ, ვიცი შენს საუბარს ასე წყნარად როგორ ვეგუები - გამეცინა - თითქოს შევეჩვიე, რომ ვიღაცას ვახსენებ თუ არა, ეგრევე მისი სიმაღლე, წონა და თვალის ფერი იცი.
- მაგარი ბიჭი ხარ რო არ ფრთხები.
- ვინმე დამფრთხალა? მოიცა, არა, არ მიპასუხო. იმაზე მიპასუხე, შენ ვინ გყვარებია.
- სამი წელი ვიყავით ერთად - ამოიოხრა - საკმაოდ გავლენიანი ოჯახისშვილი იყო, მდიდარი, მაგრამ ცოტა უქნარა. მნიშვნელობა არ აქვს. მიყვარდა. მერე ოჯახმა ჩემთან ურთიერთობა დაუშალა, მკითხავთან რა ჯანდაბა გესაქმებაო.
- და დაგშორდა?
- არა ბიჭოს, მამიკოს მილიონებს დათმობდა ჩემ გამო. ცოლი მოიყვანა გარიგებით. დედამისის დაქალის შვილი, რომელზეც მიმტკიცებდა, მეგობარიაო.
- სი*რი! მე შენ გამო მამიკოს მილიონებს დავთმობდი - ქულები დავიწერე.
- შენ მამიკოს მილიონების გარეშეც მდიდარი ხარ. ის მილიონებითაც ღარიბი იყო. მაშინ შენი ხნის ვიქნებოდით ორივე - თვალები ისევ დაუსევდიანდა. მივხვდი, რომ ძალიან ატკინეს. ალბათ იმაზე მეტადაც, ვიდრე დედამ და მამინაცვალმა. შეიძლება, მასზე მეორედ თქვეს უარი და ამან საბოლოოდ დაამსხვრია - ჩემი პანიკური შეტევების ეშინოდა. სხვა ოთახში გარბოდა.
- რო ვიპოვნო და ვცემო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- ნუ ბავშვობ!
- ერთი დარტყმით გავთიშავ ნებისმიერს - წავიტრაბახე.
- ეჭვი არ მეპარება.
- ისე, ვარდისფერი პარიკი ძალიან გიხდებოდა.
- შავიც მაქვს. შენ ხო შავგვრემნები მოგწონს. აღიარე! - გაეცინა და თავი მხარზე დამადო.
- არა, რატო.
- აღიარე ნიკო! ხო იცი, ვერ მომატყუებ. შავგვრემნები მოგწონს, მაგრამ რატომღაც, ქერებს ირჩევ საბოლოოდ.
- ქერა ქალები მირევენ ტვინს - ენა გამოვუყავი.
- თან უფროსი ქალები ხო? ეჰ, პატრონი არ გყავს რომ გიშველოს - თავი გააქნია.
- ერთი გიჟური იდეა მომივიდა და რადგან პატრონი არ მყავს, რომ მიშველოს, შენც უნდა გაგაფუჭო.
- უკვე მეშინია.
იმ სახლთან ჩავედით ორივეს რომ გვიყვარდა. გვერდზე შენობას მაღალი კიბე ჰქონდა, კიბიდან, პირდაპირ სახლის ეზოს გადაჰყურებდი. ლიდიამ ეჭვისთვალით შემომხედა. მიხვდა, რა ოხრობასაც ვგეგმავდი და გაეცინა.
- სხვის საკუთრებაში უკანონოდ უნდა შევიჭრათ?
- არავინ ცხოვრობს. მიტოვებულია - თავი ვიმართლე - გარისკავ? - პასუხს არ დაველოდე, იქაური ეზოს ხეს ჩავეჭიდე და პირდაპირ დაბლა ჩავხტი. მერე მკლავები გავიშვირე ლიდიასკენ.
- მაგ შიშორედან როგორ დამიჭერ?
- გამომცადე. უარესი სიშორიდანაც დამიჭერიხარ. არ გჯეროდა, მაგრამ მაინც დაგიჭირე.
- მართალია - ჯერ დაჯდა, ფეხები ჩემკენ გადმოსწია და შემახტა. მაგრად გამეცინა. ლიდიასაც ეცინებოდა და თან ვცდილობდით, მეზობლებს არ შევემჩნიეთ. ფეხაკრეფით, აივანზე ავედით. დიდი სახლი იყო, ერთი მაგდენი რაც გარედან ჩანდა, გვერდით ჰქონდა კიდევ მიდგმული, უბრალოდ შენობის მეორე ნაწილი მთლიანად დანგრეული იყო. იმდენად დანგრეული, რომ მისი ნანგრევებიდან შეგვეძლო, საღსალამათ ოთახებში გადავსულიყავით.
ქურდებივით შევიპარეთ. ორი უზარმაზარი ოთახი იყო პირველ სართულზე და დიდი ადგილი აბაზანისთვის.
- სამზარეულო და მისაღები - წარმოთქვა ლიდიამ - უბრალოდ, შიგნიდან კიბე არ აქვს და საძინებელ ოთახში, გარედან უნდა გადავიდეთ? ზამთარში გავიყინებით.
- ანუ უკვე ჩემთან ერთად გეგმავ გადმოსვლას? - სიტყვებზე გამოვეკიდე. გაწითლდა. მგონი, უბრალოდ შემთხვევით წამოსცდა და ახლა ძალიან შერცხვა. გამეცინა. ლოყაზაზე ვაკოცე - იმხელა სარდაფი აქვს ამ სახლს. სულ მინდოდა ღვინის მარანი მქონოდა. დანგრეულ მხარეს აღვადგენდი და სტუდიაც გამოვიდოდა ჩემი ჯგუფისთვის, ცალკე შენც შეძლებდი კლიენტებისთვის სივრცის გაკეთებას.
- ლამაზი ოცნებაა - ამოიოხრა - მინიმუმ ერთი მილიონი ამის შეძენა დაჯდება და ორი მილიონი ახლიდან აშენება. ჩვენ ნახევარი მილიონიც არ გვაქვს.
- ნახევარი მილიონის ნახევარი გვაქვს?
- არც მაგ ნახევრის ნახევარი.
- ერთი ხუთასი ლარი მაქ თუ რამეში გამოგვადგება.
- ყოველთვის ვიცოდი რო მდიდარ კაცს დავითრევდი - ორივეს მაგრად გაგვეცინა. მერე ლიდია დასერიოზულდა. თვალებში შემომხედა - შენ პოტენციალი გაქვს. დიდი შანსი, რომ ამ ქვეყნის კვალობაზე, გასაოცარ წარმატებას მიაღწიო. უბრალოდ, ცხოვრებაში, როცა ერთისთვის იბრძვი და მოულოდნელად, მეორე სურვილიც გიჩნდება, სამყარო იბნევა, ზოგჯერ ორივეს გართმევს. ჩემი გამოჩენდით, ძალიან შეფერხდები ნიკო, ძალიან.
- მაგრამ შენ უკვე გამოჩნდი, დაგინახე. ანსინს ვეღარ მოვახერხებ.
- ნუ ბავშვობ! ორივე ერთად არ გამოდის. სამწუხაროდ.
- შენ ვერ მეტყვი, რა გამოდის და რა არა - სახე ახლოს მივუტანე და ყურთან ვაკოცე - მე ნიკო ვარ და როცა არჩევანის წინაშე ვდგები, ყველაფერს ერთად ვირჩევ. თუ აქამდე, არასდროს არავის გამოსვლია ყველაფერი ერთად, პირველი ვიქნები - უკანალზე ვუჩქმიტე. ჩემს ტუჩებთან ამოიკვნესა - ახლა სახლში წავიდეთ, თორე მომიწევს ჩვენი მომავალი სახლის ეზოში გაგაშიშვლო!



№1 სტუმარი სტუმარი თათა

არ დააშოროთ ესენი ერთმანეთს რაა ❤️

 


№2 სტუმარი Kattie

აი რა გავაკეთო რომ ძაან კარგი ხარ???? შენი ნიშა გაქვს სადაც ვერავინ ვერ იჭრება, შენ ნაწერს 100 ისტორიაში ვცნობ სულ რომ არ ვიცოდე ავტორი❤️ ძველებზე რა გვითხარი რას ვაპირებო :დდ მოდელი გოგოების ამბავი მაინტერესებს ყველაზე მეტად ❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი თათა
არ დააშოროთ ესენი ერთმანეთს რაა ❤️

ვერ დაგასპოილერებ თათა :დ

Kattie
აი რა გავაკეთო რომ ძაან კარგი ხარ???? შენი ნიშა გაქვს სადაც ვერავინ ვერ იჭრება, შენ ნაწერს 100 ისტორიაში ვცნობ სულ რომ არ ვიცოდე ავტორი❤️ ძველებზე რა გვითხარი რას ვაპირებო :დდ მოდელი გოგოების ამბავი მაინტერესებს ყველაზე მეტად ❤️

ძალიან დიდი მადლობა <3 მოდელი გოგოების ამბავზე რა გაინტერესებს? აღარ მახსოვს ძველი დაპირებები :((

 


№4  offline წევრი Firefly

მომწონს კარგიაა
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი ფარვანა

ვაიმე მე სად მძინავს?!
მოსულა ჩემი გოგო, ქალბატონი დივა და ეს სითბო კაცი და მე სად ვარ... :დ
რანაირად არიან ერთდროულად თან ამდენად ნამდვილები და თან ირეალურები?! როგორ აკეთებ?!.. მართლა ვგიჟდები მე ამათ არსებაზე და დამოკიდებულებაზე ერთმანეთისადმი.
აი, თითქოს ნავსაყუდელი რომ არიან ერთმანეთისთვის და ამდენად დიდ კომფორტს, სიმყუდროვეს რომ
უქმნიან ერთმანეთს…
თან იმდენად ბუნებრივები არიან… ისე გვიყვები, რომ როგორც არ უნდა ვცადო ვერ ავხსნი რამდენად სასიამოვნოა შენი კითხვა. მაგრამ იმას მაინც კი გეტყვი სულ, რომ იმდენად ახლობლური, იმდენად თითქოს მარტივი, მაგრამ თან მაინც ძალიან სხვა, ძალიან შენი სტილი გაქვს რომ… და მთავარი ხიბლიც და ისიც, რაც შეუძლებელია შენი ამბების კითხვისას კაცს არ შეუყვარდეს და არ მიიზიდოს ზუსტად ეგ არის.
წყალში რომ ჩაყვინთავ და ისე რომ გითრევს ტალღები, იქ ყოფნა, რომ
ვერც კი იაზრებ რამდენად შორს მიცურავ აი ეგრე ვარ ხოლმე, და მერე მესიკვდილება ნაპირზე გამობრუნება და ბოლოს დასმული წერტილის აღიარება. :დდდ

კიდე იცი რა მიყვარს? სიმართლე გითხრა საუკუნეა ალბათ რაც აქ არაფერი წამიკითხავს. რაც შენ დაიწყე ატვირთვა იმის შემდეგ მოვუხშირე საიტზე სტუმრობებს, მაგრამ რაც აქ ძალიან ახლოს მოვიდა და მომწონს არის ის, რომ ლიდიასა და ნიკოს შორის რაღაც უფრო ღრმა იკითხება.
კავშირი, რომელიც ერთმანეთის მოსმენაზე, გაგებაზე, უბრალოდ გვერდი-გვერდ ყოფნაზე გადის და არა თუნდაც მარტო სექსზე რაც ძალიან მომწონს.
“- არ წახვიდე. - ვუთხარი და ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მარტოობის გაზიარება ნიკოსთან მინდოდა.”
და
“უკან დაბრუნება მომინდა. გამოვედი თუ არა, ვიფიქრე, ლიდიასთან შევბრუნდები-თქო. ასე ერთი ხელის გატკაცუნებაზე ვისნმესთან მივრბოდე, ცხოვრებაში არ მახსოვს.”

რა თქმა უნდა აქაც ხდება რაღაცები, თან ძალიან ცეცხლოვანი რაღაცები, :დ მაგრამ მარტო მაგ რაღაცაზე რომ არაა “ურთოერთობა” დაშენებული რაც მერე სიცარიელეს არ ქმნის ეგ კიდე ცალკე მომწონს აქ.

ისეთი ურთიერთობა და რაღაცნაირი ოდილია აქვთ, რომ კითხვის დროს ჩზეც გადმოდის ეგ აურა რომელიც იმდენად თბილი და გადამდებია მართლა, რომ მიყვარს.

“- ჩემზე წერ? - ვკითხე ჩურჩულით.
- ჩშშშშ - გამაჩერა. მგონი ორი გვერდი მაინც გაავსო იმ დუმილში, რომელიც შიშში გავატარე, რომ ხელი არ შემეშალა. ფურცლები დაკეცა და თავისი პერანგის ჯიბეში ჩადო.”..

გთხოოოვთ…
თან რა საინტერესო სახელი აქვს სიმღერას, “შენი თბილი მკერდი” :დდდ მიყვარს რა, ეს ბიჭი გთხოვთ… შემიფუთეთ! :დ
მართლა მესმის ლიდიასი, მისი ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირნან არც ერთიო… ტიპი იმდენად უშუალოა, შეიძლება გაგიჟდე კაცი…
ყველაზე ნამდვილია.
ლიდიასაც რომ ამხელა სილაღეს ანიჭებს და თავის სიმძიმეს, მელანქოლიას ავიწყებს?!… როგორი დარდიანი იყო მშობლებზე და ნიჭის გაჩენის მიზეზზე რომ ყვებოდა..
მაგრამ ნიკონროგორ აფერადებს..
“- მართალია - ჯერ დაჯდა, ფეხები ჩემკენ გადმოსწია და შემახტა. მაგრად გამეცინა. ლიდიასაც ეცინებოდა”
“- ანუ უკვე ჩემთან ერთად გეგმავ გადმოსვლას? - სიტყვებზე გამოვეკიდე. გაწითლდა. მგონი, უბრალოდ შემთხვევით წამოსცდა და ახლა ძალიან შერცხვა. გამეცინა. ლოყაზაზე ვაკოცე.”
და
“- მაგრამ შენ უკვე გამოჩნდი, დაგინახე. ანსინს ვეღარ მოვახერხებ.”
ოხხხხ!!!

უთბესი თავი იყო!!
და ხო, ბლუჩუუუ მიყვარხარ!!!
საოცარი ხარ ენ ჯეინ, მადლობაა!!
--------------------
Phanessa Psykhḗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent