ზღვისფერები ( ნაწილი პირველი სრულად )
ზღვის ტალღები უცნაურად ბობოქრობდნენ, ვიდექი სანაპიროზე ლურჯი ფრიალა კაბით და თმებს ქარი მიწეწავდა,ვუყურებდი მზეს რომელიც იკარგებოდა, იძირებოდა ზღვაში ისე როგორც მე შენი ლურჯი ზღვისფერ თვალების სიღმეში. შენ შორს უამრავი ქვეყნის და ზღვის იქით. თითქოს სამყაროს ერთ კიდესთან მე ვდგევარ, მეორე კიდესთან კი შენ. თითქოს ეს კილომეტრები არც ისე შორის და არც ისე ახლო. გავყურებ ამ სილამაზეს და ვფიქრობ,რას აკეთებ ახლა შენ?! ნეტავ შენც ფიქრობ ახლა ჩემზე? და თუ ფიქრობ ნეტა რას? ან თუ გახსოვარ საერთოდ? სახეზე სითხე, ტუჩებისკენ მიიწევენ და მინამავენ ბაგეებს, ბაგეებს რომელზეც შენი ალუბლების არომატია შემორჩენილი. ცა იწყენს, კოპებს კრავს და ტირილს იწყებს, თითქოს ბუნება ჩემს სულთან გაიგივდა და ჩემს შინაგან ტკივილს ბათუმს უზიარებს. ზაფხული დამთავრდება ხვალ, მიილევა აგვისტო და შემოგდომა ჩაგდება რიგში. ზღვა დათბება და ცა გაიყინება, ადგილებს გაცვლიან მზე და მთვარე, მე და შენ კი ისევ იქ დავრჩებით სადაც ვიყავით! წარსულში! სახლისკენ ნელა მივაბიჯებ, არ ვფიქრობ არაფერზე. ერთი სული მაქვს ოთახში გამოვიკეტო და ჭრილობები მოვირჩინო. თუმცა უკვე მერამდენე წელია ვერაფრით ვერ შევიხორცე ჭრილობები, ვერაფერი ვუშველე სულის ფორიაქს, ვერაფრუთ დავიბრუნე თვალებში ვარსკვლავები. ყველა დღე ერთნაირია და ყველა ღამე მტკივნეული. მახსენდება ყველა სიტყვა და მოქმედება რაც კი დამრჩა შენგან. ოთახში შევედი, ლოგინზე შეციებული მოვიკუნტე, დავპატარავდი, თვალები დავხუჭე და აი შენც მოხვედი. "- როგორ გიხდება ჩემი მაისური!- ოთახიდან გამოსულს მომაძახა და ლოგინში გვერდი იცვალა." ნეტავ ის მაისური მაინც მქონდეს, თუმცა ალაბთ აღარც არსებობს, მას ხომ ჩემი სურნელი უფრო ექნებოდა ვიდრე შენი და ალბათ არ გაიჩერებდი! ცრემლები... ტკიბილი... გული მიცემს მაგრამ ვერ ვცოცხლობ.. ვსუნთავ მაგრამ ფილტვებს ჰაერი არ ყოფნის... დაღამდა... გათენდა... დაღამდა.. გათენდა უკვე მერამდენედ, მე კი ისევ ისე ვწევარ ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე და ვიცდი... ვიცდი მაგრამ რისთვის?.. რას ველოდები?.. შენ... შენ.. შენ გელოდები... "-მიყვარხარ!" "-მომრნატრე!" "-რა ლამაზი ხარ!" "-პატარავ!" ჩამესმის უსასრულოდ შენი ხმა! წყეული მოგონებები! ვგრძნობ შენს სურნელს! წყეული არომატი! მგონი ვგიჟდები... არა! ნამდვილად ვგიჟდები! დიახ! მე უკვე გიჟი ვარ! სად ხარ?.. სად ხარ?.. დაბრუნდი! დაბრუნდი გთხოვ! ტელეფონის ხმა შორიდან ჩამესმის, მძინავს მაგრამ ეს უკანასკნელი კი არ ჩერდება. რეკავს! რეკავს და რეკავს! -გისმენთ?- ნელა წამოვდექი, მობეზრებულად ვუპასუხე გაგიჟებულ ტელეფონს. -სად აგდიხარ?! ავადმყოფი ხარ?? ხატია სულ გაგიჟდიი??-ნახნობი ხმა, უამრავ კითხვას მაყრის და უცნაურად მივლის სიამოვნება რომ ვიღაცას ვჭირდები! ამ წყეულ დედამიწაზე და მეღიმება. -ცოცხალი ვარ! ბათუმში. ჩემს სახლში!- შესვენებებით ნელა ვეუბნები, აღარ ველოდები რას მეტყვის და ვუთიშავ, მოწესრიგებას ვიწყებ ვიცი, რომ მომაკითხავს და ძილის გაგრძელებას აზრი არ აქვს! მოწესრიგებული ლოგინზე ვჯდები, ჯინსის შარვალი და უზარმაზარი ჰუდი მაცვია. ტელეფონს დავხედე! 5 სექტემბერი, კვირა 12:45. უამრავი გამოტოვებული ზარი! უამრავი შეტყობინება ჩემი ძმისგან, ელენესთან და მაკოსგან. "ხატია, რატომ არ პასუხობს, თუ ირაკლის ჩამოსვლის გამო რამე გააკეთე იცოდე ძმა აღარ გყავს! " "სად ხარ?" ელენე "ხატია შენ თუ რამე აუტეხე თავს გაგატყავებ იცოდე! ირაკლისაც მოგაყოლებ ზედ! " მაკო "ელე მეშინია სად ხარ?" და უამრავი მსგავსი შინაარსის ტექსტი. ჩამოვიდა! ჩამოვიდა! ჩამოვიდა! ისევ ჩემი ძმის ესემეს ვხსნი და ტვინი განგაშის სიგნალს რთავს! ვიყინები! კარზე მოულოდნელი ძლიერი დაკაკუნება მაშინებს და ოდნავ ვხტები ადგილზე. ვდგები, ოთახიდან მისაღებში გავდივარ, კარს ვაღებ და ელენეს გაცეცხლებულ სახეს ვეკრიჭები. -შენ გოგო სულ გარეკე??- მიწიბის ბოლო ხმაზე და მისაღებში შედის, ჩანთას დივანზე გაბრაზებული ისვრის და ისევ მე მიმზერს. -კარგად ვარ ხომ ხედავ?- ხელებს ვშლი, თვალებს ვატრიალებ მობეზრებულად და უდარდელად ვჯდები სავარძელში. -გიჟს გავს ერეკლე, რა არ ვიფიქრეთ, მაკო ტირილით კვდება, მე ადამიანს აღარ ვგევარ, რა გემართება ხატია!-ნაწყენმა გამომხედა და თავადაც ჩამოჯდა. -გაიგე?..-დუმილის მერე ფრთხილად მკითხა. -კი, ერეკლეს ქონდა მოწერილი- ეს უარაფრო ხმა ვერ აგიღწერთ რამდენი მიჯდება. -მერე?.- გავჩუმდი რა უნდა მეპასუხა? მერე? მერე რა? არც არაფერი! 6 წელი გავიდა ! 6 წყეული წელი! რაღა მერეე? რა?? მერე რაა??!!! -გისმენთ- ნახევარი საათი ელენეზე მიხუტებული ვიტირე, მერე ტელეფონზე დაურეკეს. -დიახ, დილით უკვე მანდ ვიქნები!- გაუთიშა, ამოიოხრა და ნაღვლიანად შემომხედა. -წადი! როგორმე ცოცხალი გავძლებ!- გავეკრიჭე ისევ, მან კი ბალიში მესროლა და სახლი დატოვა. მერე ისევ ტირილი.. ცრემლები.. ტკივილი.. რათქმაუნდა დაბრუნდებოდა, მას ხომ არც დრო და არც საათი არ ქონდა არასდროს! თავში როცა მოაწვებოდა მაშინ ჩნდებოდა და მაშინ ქრებოდა. 26 წლის იყო ბოლოს, რომ ვნახე ნეტავ, როგორია ახლა? მისი მაისური რომ მეცვა მაგ დღის მერე ნეტა როგორია? ზღვისფერი თვალები.. ალუბლისფერ ბაგეები.. კუპრივით შავი თმა... ხორბლისფერი კანი.. ლამაზი თითები.. მომენატრა! ტელევიზორი ჩავრთე ყურადღების გადასატანად. სამზარეულოდან ჭიქით ყავა გამოვიტანე და ისევ სავარძელში ჩამოვჯექი. "ცნობილი ბიზნესმენი და ყოფილი სპორცმენი ირაკლი ფაჩულია დღეს დილით ჩამოფრინდა სამშობლოში!" სმენა დამეხშო, თვალები ცრემლით ამევსო. ეკრანზე ნაცნობი ზღვისფერები გამოჩნდა. ის იყო ნამდვილად? იგივე... ზღვისფერები... ალუბლის ფერი ბაგეები.. იგივე.. შავი კუპრივით თმა.. ხორბლისფერი კანი.. იგივე.. იგივე... ის არის! შეცლილა, დაკაცებულია, გაზრდილა. ღმერთო როგორ მომნატრებიხარ! წყეულიც იყავ ფაჩულია! ტელევიზორი უცებ გავთიშე და პულტი ჯანდაბაში გავისროლე. აივანზე გავედი და სიგარეტს გავუკიდე. წვიმდა ბათუმში. ნერვიულად მოვწიე ორი ღერი ზედიზედ და ოთახში შევედი. ეს წყეული ტელეფონი ისევ რეკავს! დავხედე.. მაკოა, გავუთიშე და ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. პასუხი აღარ მიმიღია. ახლა რა იქნება? დავწექი და დავიძინე, ფხიზლად ყოფნის აზრს ვერ ვხდები. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,თუმცა გარეთ საკმაოდ ბნელოდა. მაღაზიაში ჩავედი. ალკოჰოლი.. სიგარეტი.. მუსიკა... ტკივილი.. გათენდა.. ისევ გათენდა ეს წყეული ღამე!... -ხატიაა! ხატია გამოფხიზლდი!- მთელი ძალით მაფხიზლებს ჩემი ძმა. -ეკე მაცადე რა!- ჩურჩულით ამოვიწუწუნე ისე რომ თვალები არც გამიხელია და შევიშმუშნე. დისკომფორტმა მიმახვედრა რომ სავარძელში მეძინა. -სულ გაგიჟდა ეს!- ელენეს წიკვინი მომესმა. -დაულევია- მაკოც აქ იყო. თვალები მოვისრისე და ამღვრეული მზერა მოვავლე ოთახში შეკრებილებს. მაკო და ელენე მიბღვერდნენ, ჩემი ძმა კი ისე იყო ნაწყენი ზედაც არ მიყურებდა. ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდა. -ხატი რა გემართება?- მაკო მომიახლოვდა და ჩემთან ჩაიმუხლა, ელე კი სამზადეულოში გავიდა. -კარგად ვარ ცოტა დავლიე, დარდი მოვიკალი! რაიყოთ? თავი ხოარ მომიკლავს?!- გავიკრიჭე როგორც მჩვევია, რა რთული იყო ამ ყველაფერის თამაში, ისინი დაღლილი ჩემი ვითომ კარგად ყოფნით და ჩემი სხეული ჩემი დამპალი გონებით რომელიც ჯერ კიდევ არ ჩქარობდა აზროვნებას. -თავი ხოარ მოგიკლავს არა?- ეკეს ნებისყოფა აღარ ეყო და იღიალა. -შენ გოგო თავი ცოცხალი გგონია?- თვალები ჩაუსისხლიანდა და ტკივილი დაეწერა სახეზე. -ეკე.. -გაჩუმდი!.. რაგინდა? მოვკლა? მითხარი შენ თავს თუ არ იცოდებ ჩვენ რა დაგიშავეთ? დედას ასეთი არ ენდომებოდი! ამის გამო არ მომკვდარა!!- რა იგულისხმა? -რას გულისხმობ?- ფეხზე ავდექი და ეჭვიანი მზერა მივაპყარი. -იმ კაცს სულ სირზე კიდიხარ! შეიგნე ბოლოს და ბოლოს!- წაუყრუა ჩემს კითხვას და მისი გააგრძელა. -ერეკლე! -ხატია როდემდე აპირებ ასე??? სახლი, ზღვა და ლოთაობას!!! -ასეთი გაცეცხლებული ჯერ არ მინახავს. -რად გიღიირს?? სამსახურიც კი მიატოვე , ამისთვის იწვალე ამდენი ? ხომ მუშაობდი რატომ შეისვენე? - ცოტა რომ დამშვიდდა მერე მკითხა. -შვებულებაში ვარ, კოტეს არჩეულმა "საქმრომ" მომაკითხა კლინიკაში და ცოტახანს წამოვედი...- თვალებში ისევ აენთო ზიზღი. -ეგ როგორ ბედავს!- შეიკურთა და ისევ სიგარეტს გაუკვიდა. მართალი იყო. ჩემს სიცოცხლეს არ ერქვა სიცოცხლე, ექვსი წელი გავატარე ამ მდგომარეობაში, სახლი სამსახური და ისინი იყვნენ მხოლოდ. დედას საფლავზე ვათენებდი და ვაღამებდი, მერე სამსახური დავიწყე და ცოტა გამოვედი მაგრამ როგორც კი ის გამომეცხადა კლინიკაში ისევ თავდაყირა დადგა ჩემი გონება, ვცოცხლობდი კი არა არც კი ვარსებობდი. ვსუნთქავდი მაგრამ არ მყოფნიდა... როდემდე?? გამოფხიზლების დროა! ორშაბათი 19:50 -ჩაი გამიკეთე რა გხთოვ!- ტუჩი გადმოვწიე და თვალები ავუფახულე მაკოს, ელენე ჩემს ძმას უყურებდა გაგიჟებით და მე ამით ვერთობოდი. -ხატია, თვალებს ამოგთხრი!- ჩუმად გადმომიჩურჩულა და სამზარეულოდან გამოსულ მაკოს გაუღიმა. ეკე ტელეფონზე საუბრობდა. -თვალები შენ გაქ დასათხრელი- ჩაიხითხითა მაკომ. მეც ჩამეცინა. ჩაი მოვსვი და ეს წყეული ტელეფონიც ისევ აზუზუნდა. ირინა? ნეტა რახდება? -გისმენ ირი?- დაძაბულად ჩავსძახე ტელეფონში. -ხატია ვიცი შვებულებაში ხარ მაგრამ რთული შემთხვევააა! გვჭირდები!-მისალმების გარეშე მომაყარა. -გია არარის?-ნამდვილად არ მინდოდა ამხელა შესვენების მერე რთული ოპერაციის ჩემს თავზე აღება. -ქვეყნიდან არის გასული, მხოლოდ შენ დამრჩი!- ამოვიოხრე, კარგი თქო და გავუთიშე. -ეკე კლინიკაში წამიყვან? სასწრაფოა!- ჩავიცვი.მაკო და ელენეს ვუთხარი დარჩით აქ გვიან მოვალ თქო და ჩემს ძმასთან ერთად გავედი სახლიდან. 2 საათის წინ შავი მერსედესი გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და მგზავრს კარი გაუღო. მაღალი კაცი გადმოვიდა მანქანიდან, სმოკინგში გამოწყობილი, შავი კუპროვით თმა და ხორბლისფერი კანით, ზღვისფერ თვალებში ზიზღი უკრთოდა, ყბები დაეჭირა ერთმანეთზე და მკაცრი იერით მიიწევდა შენობისკენ. -ირაკლი ფაჩულია..-ოთახში შესულს უამრავი მამაკაცისგან ერთერთი მიესალმა და ეშმაკის ღიმილი უბოძა. -კოტე ისევ ფინიებით დადიხარ?- ჩაიცინა კაცმა. -ჩემს ტერიტორიაზე ხარ!- სახე ზიზღით აევსო ამაშუკელს. კოტემ ოთახიდან დაითხოვა კაცები და მხოლოდ ორი პიჯაკიანი დააყენა კართან. -საკუთარი ფეხით მოვედი, შენი რომ მეშინოდეს ამას არ გავაკეთებდი!- მოთმინება ეკარებოდა ფაჩულიას. -ხომ გაგაფრთხილე არ გამოჩნდე მეთქი? ხატია თითქმის თანახმა მამის ბიზნესი გადაარჩინოს- ავისმომასწავლებმად გაიცინა კაცმა. -ისევ ყიდი ქალიშვილს კოტე ? მე მომყიდე რამდენი გინდა?- თვალები აენთო ირაკლის. -დაგაგვიანდა, 6წლის წინ გეთქვა და გავსწორდებოდით თემურს უკვე დავპირდი! შენგან ახლა მხოლოდ შენი სიცოცხლე მინდა!- ღვარძლიანად ამოილაპარაკა და იარაღი მიადო შუბლზე, წარბიც არ შეუხრია ირაკლის. -მოდი მესროლე! - მშვიდად ამოილაპარაკა და ჯიქურ შეხედა თვალებში. -რას მთავაზობ სხვას?- იარაღი მიაჭირა შუბლზე. -70% მოგცემ ჩემი "იმპერიიდან" თუ ხატიას არ გარევ და თემურის ნაცვლად მე მომათხოვებ!- ხელები ჯებეებში ჩაილაგა ირაკლიმ. -ვერ დაივიწყე არა?-საძაგლად ჩაიღიმა კოტემ. -მე პირობა შევასრულე წავედი, ხატიამ არიცის რომ დედა მისი მის გამო მოკალი! და მე რომ წავედი რა შეიცვალა?გაპატია დედის მკვლელობა?-მოთმინება დაეკარგა ირაკლის და აყვირდა, იარაღის წართმევა სცადა თუმცა კოტე გაუძალიანდა და საზარელი გასროლის ხმაც გაისმა. გაირინდა სამყარო. კოტე გაფითრდა და ძირს დავარდნილი ფაჩულიას დახედა. სისხლის გუბეში იწვა კაცი. კლინიკაში შევედი და ირინა მოვძებნე. -ირინა მომახსენე!-გვერდით ამოვუდექი და დერეფანში სვლა დავიწყეთ საოპერაციოს მიმართულებით. -ოპერაცია უნდა გაკეთდეს, პაციენტი უკვე საოპერაციოშია, 30 წლამდე მამაკაცია ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი მხარში, რთული ადგილია ხატია შეიძლება მხარი პარალიზებული დარჩეს ძალიან საფრთხილოა!-საოპერაციოში ვიყავი უკვე და ვემზადებოდი. საოპერაციოში შევედი! კუპრივით შავი თმა! სამყარო გაჩერდა! გულიც... სუნთქვაც... საოპერაციო მაგიდაზე ექვსი ტანჯული წელიწადის მიზეზი უგონოდ იწვა მილებში ახლართული. -ხატია?..-ირინას ხმა მაფხიზლებს. -კარგად ვარ დავიწყეთ!- იმ წამს მარტო მისი გულის ცემის მოსმენა მინდოდა. მისი ზღვისფერების დანახვა .. მისი ხმის გაგება! მისი არომატი! როგორი ტკბილი იყო მისი არომატი!! რამდენი საათი დასჭირდა ვერ გეტყვით, რადგან უსასრულოდ, უსაათოდ არ გადიოდა დრო. ტყვიას შევხედე რომელიც ხელში მეჭირა და თვალებიდან ცრემლი გადმომცვივდა. საქმის დასრულება ირინას მივანდე და საოპერაციო სასწრაფოდ დავტოვე, გავრბოდი და გზად ვიცილებდი მთელ ატრიბუტიკას, საპირფარეშოში სარკეში შევხედე გიჟი ადამიანს, მერე სისხლიან ხელებს დავხედე, სასწრაფოდ გავიძრე ხელთათმანები და სანაგვეში ჩავტენე, ნიჟარას ხელებით დავეყრდენი და საშინელი ხმა აღმომხდა პირიდან, ჩავიკეცე და ხელებში ჩარგე თავი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა! წარმატებით! წარმატებით! -ელენე მე მას ოპერაცია გავუკეთე..- დიდი ხნის მერე პალატაში შევედი, ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება გავაგზავნე და დივანზე მოკეცილ ფეხებს ხელები მოვხვიე. -ხატი!- ელენე და მაკო მოვიდნენ, მე მათზე მიხუტებული ვიცლებოდი ტკივილისგან და ცრემლებიც კი ვერ მგვრიდნენ შვებას. სიმშვიდეში ვიჯექით სამივე, ისინი უსიტყვოდ იზიარებდნენ ჩემს ტკივილს, მათ ესმოდათ ჩემი დუმილი. ეს სრულებით საკმარისი იყო ჩემთვის. ცოტა აზრზე მოვედი, ყავა დავლიე და თავი ხელში ავიყვანე. რამდენჯერმე დავაპირე რეანიმაციაში შევსულიყავი მაგრამ ვერ გავბედე. დილამდე კართან ვიყავი ჩამომჯდარი და ფიქრებს წავეყვანე შორს. ასე ბოლოს მაშინ მეტკინა დედა რომ დავკრძალე. მამა რომელიც მძულდა რომელმაც გამყიდა და რომელმაც დედა მომიკლა! მისი ბინძური საქმეების გამო დედა იტანჯებოდა, ვერ გაკეთებული საქმის ბრაზს დედაზე ანთხებდა, მაშინ 18 წლის ვიყავი, დედის დაკრძალვაზე შევხვდი პირველად ირაკლის მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ პირველად არ მინახავს, ვგრძნობდი რომ მე მას ვიცნობდი მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან, ისე დედაჩემი მეგობრის შვილი აღმოჩნდა. მაშინ 24 წლის იყო, ერთი წლის მერე თავი გამოვიჭირე რომ მიყვარდა, სულ ერთად ვიყავით დედის დაკარგვის მერე სულ ჩემთან იყო და სულ ცდილობდა გავეხარებინე, 19 წლის რომ გავხდი პირველი კოცნაც მომპარა და გამომიტყდა მიყვარხარო, მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ აღიგწერთ, მეგონა სამყაროში მხოლოდ მე და ის ვიყავით! მერე კი როცა მე მისი მაისური მეცვა და ჩვენ ღამე ერთად გავატარეთ დილით აღარ დამხვდა. ასე უსიტყვოდ უწერილოდ წაიღო ჩემი კოცნა, სული და სხეული და წავიდა. გაქრა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი? არ ვიცი მაგრამ, მე რომ ახლაც გაგიჟებით მიყვარს ეგ კი ვიცი. ერთი კვირა ასე გავიდა, სახლი და სამსახური, სახლში ელენეს და ეკეს დამწვარი სიყვარული მტანჯავდა და სამსახურში ჩემი ნატანჯი! რეანიმაციაში ისევ ვერ ვბედავდი შესვლას, დღეს მოროგე ვარ და გადავწყვიტე შევიდე მაინც უგონოდ არის დავხედავ და გამოვალ. სკამი საწოლთან მივაჩოჩე და ჩამოვჯექი. ნეტა შენც თუ ვერ შეძელი ჩემი დავიწყება? ნეტა თუ შენც ვერ იპოვე ის ვინც გახდებოდა შენი? თუ ვერსაც ვერ გაგიგეს შენც, იცი მე მახსოვს ყველაფერი. მე ხო უშენობა მკლავდა! მახსენდება რაც გვინდოდა თავიდან და ვერ ასრულდა! რამდენი დრო გავიდა! რაც წახვედი იმის მერე ყველგან შენ გხედავდი ! შენ გეძებდი! სიცოცხლის ხალისი დავკარგე! თავი ჩავხარე და ცრემლებმაც გზა გაიკვლიეს. -წყა..ლი-ბუტბუტი მომესმა, შევხედე. -წყ..ალი-ტუჩების მოძრაობით მივხვდი რომ არ მომჩვენებია, ფეხზე წამოვხტი და წყალი მოვიტანე, თავ ქვეშ ხელი ამოვდე და წყლის დალევაში დავეხმარე. თვალების გახელას ცდილობდა, შიგადაშიგ მისი ზღვისფერები გაიელვებდნენ და სუნთქვა მავიწყდებოდა. -ძალა არ დააყენო!-მშვიდად ვუთხარი. გული გამალებით მიცემდა.. ავფორიქდი.. მუცელში რაღაც გაფართხალდა და ფეხები მომეკეცა. სწრაფად ჩამოვჯექი სკამზე. -სად ვარ?- ოდნავ გაახილა თვალები და მზერა მომანათა. სახეზე გაკვირვება დაეტყო, მერე ტუჩი გაექცა და თვალები დახუჭა. -მეჩვენები?- საშინლად სევდიანი მომეჩვენა მისი ხმა. -აარა. მე ვარ..- სად ჯანდაბაში წავიდა ეს ჩემი ხმა! -ხატი!- ხმა დაუთბა. გული გამიგიჟდა. სუნთქვა დაავიწყდა ისევ.. -ირაკლი..-გავუღიმე როგორც შევძელი. -რა მოხდა?- სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -დაჭრილი მოგიყვანეს, ოპერაცია გაგიკეთდა- არ დავაკონკრეტე ვინ გაუკეთა. მადლობა ღმერთს თეთრი ხალათი არ მეცვა. -როდის?- ჯამრთელი ხელით შუბლი მოისრისა, ტკიოდა ვიცი და მეც მტკიოდა მისი ტკივილი. -ერთი კვირის წინ, ჟურნალისტებით სავსეა კლინიკის ეზო, შენ კი აქ მშვიდა ფშვინავდი- ვცადე მეხუმრა. კოპები შეკრა და მიმანათა მისი ზღვისფერები. მისი არამოტით ვიყავი გაბრუებული! ეს არომატი რამ მწარე და რა ტკბილი იყო ერთდორულად! -რა მოხდა გახსოვს?-თვალი ამარიდა, აშკარად არ უნდოდა ამ ინფორმაციის ჩემთვის გაზიარება. -მითხარი!- გონებამ როცა გადახარშა და გაიაზრა ვინ შეიძლება ყოფილიყო მიზეზი კატეგორიულად ვუთხარი. -შემთხვევით მოხდა!- ისევ შუბლი მოისრისა. -რა გინდოდა მაგ მკვლელთან??- გავცხარდი და ფეხზე წამოვდექი. ირაკლი უკვე ტკივილს ვეღარ უძლებდა. უცებ გამოვერკვიე, გამაყიჩებელი გავუკეთე და დაველოდე სანამ ჩაიძინებდა, მერე კი ეზოში გამოვედი. თბილი სიო მესიამოვნა, სიგარეტს გავუკიდე. წყეული კოტე! დედა არ იკმარა! ახლა უნდა ირაკლიც წამართვას! არ დავუშვებ ამას! -რა გინდა ბოლოს და ბოლოს!- როგროც კი მიპასუხა ეგრევე მივახალე! -მამას პრინცესა გაგახსენდა მამა?-ირონია ჩართო კოტემ. - ირაკლის არ შეეხო, გავყვები თემურს ცოლად!- ტელეფონი მივუთიშე და იმწამსვე ამიტყდა ქვითინი. დედა მაპატიე! მის სიკვდილსაც ვერ გადავიტან! 3 თვის მერე გავწერე ირაკლი სახლში, რიგში ზამთარი ჩამოდგა. შემიყვარდა ზამთარი, სითეთრე და სიცივე. აქამდე არასდროს იყო ჩემი ზამთარი, მე მზეს ვეტრფოდი მაგრამ ირაკლის წასვლის მერე ჩემს სულშიც თოვდა ხოდა ასე შემიყვარდა ზამთარიც. ბარდნიდა ჩემს სულში უზარმაზარი ფიფქებით. არასდროს არავინ არ მყვარებია ისე როგორ ირაკლი, ისე როგორ მისი ზღვისფერები. მისმა თვალებმა შემაყვარა ზღვა და ამიტომაც გადმოვცხოვრი ბათუმში. აქ ვისწავლე და გავხდი ქირურგი. მოსაყოლი ჩემზე ბევრი არაფერი, დედაჩემი ჩემი მთელი სამყარო იყო. ალბათ გაინტერესებს რა მოდა იმ წყეულ ღამეს. რატომ ვადანაშაულებ საკუთარი მამას დედის მკვლელობაში. კოტე ამაშუკელი ერთ-ერთი ბიზნესმენი და სახელიანი კაცი იყო მთელ თბილისში. მისი ბინძური და საეჭვო საქმეები სულ გვაშინებდა მე და დედას. მისი სიტყვა კანონი იყო ოჯახში, ეკე ყოველთვის გარბოდა სახლიდან და საზღვარგარეთ დადიოდა. ერთ დღეს როცა სახლში "მშვიდად" ვახმშობდით კოტემ გამოგვიცხადა. -ჩემი ბიზნესი გაკოტრების საფრთხის ქვეშა ამიტომ ხატია თემურს უნდა გავყოლოდი ცოლადო!-თავზარი დამეცა ჯერ ირაკლის წასვლა არ მქონდა გადატანილი. კოტე კი ამ ყველაფერს ისე ამბობდა თითქოს რომელიმე გამოუსადეგარ ნივთზე საუბრობდა და არა ერთადერთ ქალიშვილზე. დედას ფერი დაეკარგა, აშკარა იცოდა ვინ იყო თემური. -რას ამბობ კოტე?- ხმა წაერთვა დედას, მე კი ვდუმდი და კოტეს ვუმზერდი, მინდოდა მის ცივ სახეზე რაღაც მაინც ამომეკითხა მაგრამ ამაოდ. მხოლოდ მხეცს ვხედავდი. -მარიკა თემურს ხომ იცნობ? კარგი კაცია- უდარდელად მოიწმინდა ტუჩები და დედას ხელი ხელზე დაადო. -შენი ტოლია კონსტანტინე!-გაბეაზდა დედა, თვალები და ხმა გაეყინა. -თქვენი თანხმობდა და ისტერიკა არ მჭირდება არფერში!- აყვირდა. -როგორც ვთქვი ისე იქნება!- ხელი მაგიდაზე დაარტყა და სახლიდან წავიდა. დედამ ხელი დამავლო, ოთახში ამათრია და ჩემი ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. -დედა.. -ბათუმში წადი არ დავუშვებ იმ ბებერ ნაგავს მსხვერპლად შევწურო ერთადერთი ქალიშვილი!- ვერ ვაზროვნები. -მარტო არ დაგტოვებ!-ხმა გამიტყდა. -ხატი! წადი დე გთხოვ! კარგად ვიქნები, იცოდე რაც არუნდა მოხდეს არასდროს არ გახდე არავის მონა!- ამას ისე ამბობდა ვიფიქრე გამოცდილება აქვს თქო , ასეც იყო როგორც ჩანს.მაკოსთან ჩავედი ხულოში და სწავლა დავიწყე. მე რომ წამოვედი იმ საღამოს კოტე მთვრალი მისულა სახლში რომ არ დავხვდი გაცეცხლებული, კამათის შემდეგ დედასთვის ძლერად დაურტყავს სახეში, დედა წაქცეულა და თავი შუშის მაგიდაზე ჩამოურტყავს, 6თვიანი კომის მერე მე ობოლი დამერქვა. დედა წავიდა. დამტოვა მარტო ამ წყეულ სამყაროში! მარტი ჩემს ტკივილთან! კოტემ აღიარებით ჩვენებაში ხალხი დაიხმარა და უბედური შემთხვევით გამართლა ცოლის მკვლელობა! 2 წლის მერე გამოუშვეს ციხიდან. დაკრძალვაზე ჩამოვიდა ეკეც და მის მერე ჩვენ ცხოვრება ბათუმში გაგრძელდა. ტელეფონის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. -გისმენთ- სამზარეულოში გავდივარ. -ხატია გამარჯობა, ირინას ვერ დავუკავშირდით თქვენი საკონტაქტო მოგვცეს- სასიამოვნო ხმა ქონდა ქალს. - დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?- გავიოფიციალურე. -მე ირაკლის დეიდაშვილი ვერ, ხელი აწუხებს დღეს ირინა უნდა მოსულიყო მაგრამ როგორც გითხარი ვერ ვუკავშირდებით. -კარგით მისამართი მომწერეთ ვეცდები დაგეხმაროთ ან თავად მოვალ!- მინდოდა მენახა, რომ არ მენახა გავგიჟდებოდი. ნახევარ საათში სახლთან ვიდექი, კარი ანასტასიამ გამიღო.ასე გამეცნო მისი დეიდაშვილი, ოთახამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. კარზე დავაკაკუნე და შევაღე. შევედი. ლოგინზე იჯდა წელზემოთ შიშველი, სახეზე ტკივილი ეწერა. -ხატია?- გააკვირვა ჩემმა ნახვამ. -როგრო ხარ?- თამამად ჩამოვჯექი მასთან და ხელის დამუშავება დავიწყე, გეფიცებით დავინახე როგორ დაუარა ჟრუანტელმა, ბუსუსებმა როგორ დააყარა და მკერდი აუჩქარდა. გული ამიჩქარდა! ნუთუ მასაც ისევ ვუყვარდი? -მტკივა!- ამოიგმინა. -ეს არ უნდა გტკიოდეს- არ შემიხედავს ისევ ხელს ვუმასაჟებდი. -ხელი არც მიგულისხმია- თითები ნიკაპზე მომადო და სახე ამაწევინა, მისი ზღვუსფერები ისევ ელავდა. სუნთქვა შევწყვიტე! ხელები დამიბუჟდა! შენ ადექი და წახვედი! მე კი დამტოვე უამრავი დარდით და ტკივილით. გულზე ჭრილობა მე მქონდა! მე მტკიოდა! მე ვიტანჯებოდი! -არ გაყვე თემურს...-თვალები სითხით აევსო. ღმერთო ის ტიროდა! ტიროდა ჩემთვის? -ხატია..- დუმილი რომ გაგრძელდა ხელი დამავლო და კალთაში ჩამიჯინა. -რასაკეთებ!- ხელი წელზე ძლიერად მომიჭირა როცა ადგომა ვცადე, ერთუიხელითაც კი 8ჯერ ძლიერი იყო ჩემზე. -ყველაფერს აგიხსნი, ყველაფერს გამოვასწორებ, გთხოვ...-მეჩურჩულებოდა ტუჩებზე და მთიშავდა ამ წყეული სამყაროდან. ჯანდაბა! ყველაფერს დავიკიდებდი და ამ წამიდან აღარსად გაგიშვებდი! მაგრამ შენს სიცოცხლეს ვერ დავდებ სასწორზე ირაკლი! მიყვარხარ! მიყვარხარ! მაკოცა. საშინლად ცხელი და სველი ტუჩები ქონდა. ალუბლის არომატით! -ირაკლი..- ძლივს ამოვთქვი ეს ერთი სიტყვა. თითი ტუჩებზე მომადო. -არაფერი მოხდება! ჩემგან ვერავინ წაგიყვანს- ისევ მაკოცა. საწოლზე დამაჯინა, პერანგი ჩაიცვა და ოთახი დატოვა. ვზივარ ლოგინზე და ვფიქრობ! ახლა რა ვქნა? ჯანდაბა! თემურის ცოლობა არ მინდა! მაგრამ ირაკლის ისევ რომ ავნონ?ღმერთო გავგიჟდებიი!! 2 საათის მერე დაბრუნდა ისევ, აივანზე ვეწეოდი ოთახში რომ შემოვიდა, დაღლილობა ეწერა სახეზე. -გამარჯობა!-გამიღიმა და გულზე მიმიკრა. -ამიხსნი რახდება ჩვენს თავს?- მოვიცილე. -ჩვენს? ეს უკვე კარგია.- გაიცინა ეშმაკურად და ჩემი გულიც გააგიჟა. -მოდი აქ!- ხელი ჩამკიდა და ლოგინზე შემაგდო. კარგად მოკალათდა, საწოლის თავს მიყრდნო და ფეხებს შორის ჩამიჯინა. -მოგიყვები ყველაფერს ცოტახანი მაცადე ოღონდ კარგი?-ისეთი ტკბილი და ისეთი თბილი იყო ამ დროს უარი ვერ ვუთხარი მხოლოდ თავი დავუქნიე კარგი თქო. მიმიხუტა და თმაზე დამიწყო ფერება. -ერთ კითხვაზე მიპასუხე და მერე მოგიყვები კარგი?- შევხედე. -ცოლად გამომყვები?- დავდუმდი. ვუყურებდი ზღვისფერებში. ტუჩები.. მერე ეს ტუჩები, ჩემს ტუჩებზე!.. თითები .. მერე ეს თითები ჩემს სხეულზე!.. "ვიქორწინოთ ფაჩულია!" სიტყვები... კმაყოფილი მზერა.. მერე ისევ ტუჩები, თითები და.. მისი სიტყვები.. "მე ერთი ქალი მიყვარს და ეს ქალი შენ ხარ" მერე ვიყავით მხოლოდ მე და ის. მერე ვიყავით ჩვენ.. მიყვარხარ ირაკლი. დილით თვალები რომ გავახილე, პირველი რაც გონებამ აღიქვა ის იყო რომ მე ირაკლის გულზე ვიწექი, ხელი წელზე შემოეხვია ჩემთვის, მეორე თავქვეშ ამოედო და ეძინა. ფრთხილად ვცადე გავცვლოდი მაგრამ ხელი უფრო მომიჭირა და წამებში გავცვალეთ ადგილები. ახლა ის მომექცა ზემოდან და ზღვისფერები მომანათა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და მითხრა: -სად მიიპარები ახლა უკვე ფაჩულიას ქალო?-ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. არ მჯეროდა. ექვსი წლის მერე... ჩვენ.. ღამე ერთად.. დილა ერთად.. ამეტირა. -ხატი??- დაიბნა. -არაფერია უბრალოდ..- არ მაცადა სიტყვის დასრულება ტუჩებზე დამარცხრა, ხანგრძლივი კოცნის მერე მითხრა. -მორჩა ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება.-გულზე მიმიკრა და ორივე დავდუმდით. -გისმენ?- მე ვიწექი ისევ ის კი უკვე ჩაცმული იყო და ტელეფონზე საუბრობდა. -კარგი, მალე მოაგვარეთ ყველაფერი და ისე აორთქლდეს თითქოს არც უარსებია!-გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მშვიდი იყო მაგრამ თვალებში მაინც უკრთებოდა სიბრაზე. -კოტეს 70% მივეცი, ყველაფერი დამთავრდა ვერავინ ვეღარ შეგვიშლის ხელს!- მშვიდად მითხრა და საათი მოირგო მაჯაზე. -მიყიდე?-ცინიზმით შევხედე. გული მეტკინა.პირი გამიშრა.. -ხატია!- წარბები შეკრა და თვალები ბრაზით აენთო! -ჩაიცვი! მიდი დროზე და გავიდეთ, ყველაფერს რომ გიამბობ მერე გადაწყვიტე გიყიდე თუ სიყვარულით გავგიჟდი!- შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. გამზადებული ჩავედი მისაღეებში, დივანზე მის წინ ჩამოვჯექი და თაველბში ჩავაჩერდი. " სინამდვილეში ყველფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მე და შენ არც კი ვარსებობდით, მამაჩემს და დედაშენს ერთამენთი უყვარდათ, მაგრამ კოტემ მოიტაცა მარიკა და ცოლად მოიყვანა. მამაჩემი გიჟივით იყო შეყვარებული მაგრამ კოტესთან ვერაფერს გახდებოდა და უფრო მეტად რომ არ დაეტანჯა საყვარელი ქალი შეეშვა, გართობა და სმა დაიწყო, ამ ერთერთი გართობის შედეგი ვარ მე, დედაჩემს შეუყვარდა მამაჩემი და გადაწყვიტა ეთქვა ჩემი არსებობის შესახებ, მამამ კი ის ცოლად შეირთო, მერე გავჩნდი მე, 3წლის რომ ვიყავი მაგ პრეიოდში მაკა ორსულად იყო და რამდენიმე თვის მერე დაიბადა ერეკლე სამი წლის მერე კი შენ. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით თუმცა როცა შენ 6 წლის გახდი მე უცხოეთში წავედი და მერე 12 წლის მერე პირველად შევხვდით ერთმანეთს მარიკას დაკრძალვაზე. საზღავრგარეთ იმიტომ წავედი რომ დედამ ვერ გაძლო მამაჩემის გარეშე ამ ქვეყანაში. კოტემ მაშინ გამაფრთხილა მამაძენის გზას გავუყოლებ ყველას ვინც გიყვარსო და ვერ გავრისკავდი ამიტომ დედას ხელი მოვკიდე და წავედი." -რა მოუვიდა მამაშენს?-უკვე ვგრძნობდი ცრემლებს და ყელში მართულხლართებს, სუნთქვა და საუბარს რომ მიკრძალავდა. " მამაჩემს დედაშენი უნახავს შემთხვევით, ეს კი კოტემ გაიგო და ეჭვიანობის ფონზე სასიკვდილო გასროლის მერე მამა მძიმედ დაიჭრა, ოპერაციის მერე გარდაიცვალა. დედა ამბობს ხოლმე იმედია იქ მაინც იქნებიან ერთადო. მარიკამ იმ დღეს იმიტომ გაგიშვა მაკოსთნ ბათუმში რომ არ უნდოდა შენც ასე უსიყვარულოდ გეცხოვრა. მე კი 12 წლის მერე მივხვდი რომ ძალიან მიყვარდი, დაგინახე და იმ წამსვე გამახსენდა შენი პატარა ნაწნავები ბოლო შეხვედრისას ჩემკი ხელით რომ დაგიწანი, რომ ვერ იგებდა რატომ და სად მივდიოდი. მაშინ დაგპირდი რომ დავბრუნდებოდი ხოდა მე ორჯერ დავდე ეს პირობა და ორივეჯერ შევასრულე." ღმერთო ჩემო ყველა კადრი ენაცვლება ერთმანეთს, თითქოს დაკარგული მეხსიერება მიბრუნდება. მახსოვს! ეგ პირობა მახსოვს! "მერე დაკრძალვა, მთელი ის რთული ერთი წელი ვიყავით ერთად, მე მამას შენ კი დედას გლოვობდით, მეორე წლის დასაწყისში კი მოგპარე პირველი კოცნა შენივე დაბადების დღეზე 26 თებერვალს. მერე წავედი და მამას ბიზნესი გავაძლეირე შევქმენი "იმპერია" რომელიც დღეს დღეობით ერთ ერთი უძლეირესი კომპანია და ახლა მისი 70% კოტეს აქვს, თუმცა ერთი არასწორი ნაბიჯი და ჰაერში აღმოჩნდება, სრულიად ჩემს ხელებშია მისი სადავეები, მე არ მიყიდიხარ მე მიყვარხარ და ვცდილობ დავიცვა ჩვენი მომავალი და საყვარელი ადამიანები. სიმართლეს გეტყვი სხვა გეგმა მქონდა, მინდოდა კოტე მომეკლა მაგრამ შენმა ძმამ დამირეკა რამდენიმე თვის წინ და პირში მომაყარა მთელი მისის ამ წლების დაგროვილი ზიზღი.და ფიქრები ჩემზე თუ როგორი არაკაცი და ნაგავი ვარ და მართალიც იყო და მე ეს ძალიან მეტკინა, მითხრა თუ როგორ დაგტანჯე და გაგაუბედურე, მივხვდი რომ 6 წლის მიუხედავად შენ ისევ ისე გიყვარვარ როგორც მე და არ უარყო! მე და შენ ცოლ-ქმარი ვიქნებით და მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მაგ ლამაზი ტვინით ახლა გგონია! დაამთავრა სიტყვა და ტუჩებზე გაგიჟებით დამარცხდა! დიახ, ეს არის ის რაც ღირდა 6 წელიწადად. 6 ზამთარი! 6 ზაფხული! 6 შემოდგომა! 6 გაზაფხული! დიახ ეს არის მთელი იმ ჯოჯოხეთური ღამეების საფასური! მისი ალუბლისფერი ტუჩების ტკბილი არომატი! მიყვარხარ! 3 წლის მერე -დედა მამამ შენი ჯმა არ ჩანშ და დედაშ კითე ლატომ აგვიანებშო?- ზღვისფერები მომანათა 3 წლის მართამ და მუცელზე მომეფერა. -ირაკლიიიიი! ჩქარააა! დამეწყოოოო!-გიჟივით შემოვარდა კარებში და ჩემს ფეხებთან დაღვრილ წყალს რომ მოკრა თვალი გიჟივით დაავლო ჩამთებს ხელი და კარში გავარდა. -რამე ხოარ გრჩებაა საყვარელო??- ხარხარით მივაძახე და სული ძლივს მოვითქვი! -ხატიაა!-ღრიალით შემოვარდა ისევ უკან. მერე გაბუტული კოცნით შემოვირიგე. -გილოცავთ მამიკო, ბიჭია!- ეკემ ბავშვი ირაკლის გადაულოცა და ელენეს რაღაც ამიშნა ეს სულელიც პომიდორს დაემსგავსა. მართა გულზე მივიხუტე. რამდენი წელიც არ უნდა ღირდეს ლოდინი საბოლოოდ მიხვდებით ნამდვილი სიყვარული რომ შეუფასებელია, მერე შეიძლება იფიქროთ რომ იქნებ ცოტაც კი იყო ეს დრო! ექვსი წლის განშორების მერე, თექვსმეტი წელია ერთად ვართ და მე მჯერა რომ კიდევ უამრავი თექვსმეტი წელი გავა ერთად! -ეს რა გაცვია გოგო!- თვალები დაუქაჩა დაჩიმ მართას. -შენ რა გინდა პატარა ბიჭო? - მუხლამდე რომ ძლივს წვდებოდა ის შორტი შეისწორა და ცხვირი აიბზუა ძმას. -ელე ბიცო სად არიან საბა და ანი?- ხო მართლა დაჩის დაბადებიდან ერთ წელწადში იქორწინა ჩემმა ძმამ ელენეზე და ორი შვილი ყავთ. -მამააა!-დაჩიმ მამას შესჩვლა მართას მოკლე შორტზე. -რაო საყვარელო უხდებაო ხო ძალიან?- თვალებით ვანიშნე ირაკლის არც გაბედო თქო და ირაკლიმაც დანანებით ჩაიფრუტუნა. -აუუ კიდე! დავიღალეე დებილების ცემით!- დაჩის წიწინზე ყველას გულიანად გაგვეცინა. მერე დაჩი აკისკისებულ მართას დაეკიდა ეზოში. ამ ორ გიჟს კი ჩემი ძმის ორი გიჟი შეუერთდა, ჩვენ დიდები წყვილებად ვიდექით ერთმანეთზე ჩახუტებულები და ეზოში მორბენალ მოკისკისე ბავშვებს ვუმზერდით. სანაპიროზე ვიდექით მე და ირაკლი. ტალღები საშინლად ბობოქრობდნენ, ჩემს ზურგზე იყო აკრული ირაკლი და ზღვას უმზერდა . იგივე ფიქრი გვქონდა ორივეს. ამას ვგრძნობდი. ჩვენ ჩვენი ვიცხოვრეთ! ახლა თქვენი ჯერია! "დე ჩავედით!' ბავშვები ამერიკაში სასწავლებლად! ჩვენ კი ბათუმში! -მიყვარხარ ირაკლი! -მიყვარხარ ხატია! 00:00 26 თებერვალი ლამაზად შეფუთული ყუთი მომაწოდა. -გახსენი!- ფრთხილად გავხსენი ყუთი. ღმერთო ჩემო! "-როგორ გიხდება ჩემი მაისური"- მაისური წარწერით და გაჟღენთილი მისი არომატით. დიახ! ეს ის მაისურია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.