შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი უღელი (4)


22-04-2024, 21:32
ავტორი Firefly
ნანახია 1 129

თინათე დილიდან კარგ ხასიათზე იყო და საქმესაც ხალისიანად მიუდგა. მართალია მისმა ძმამ მოშხამა ალბათ კარგად არ გიცნობს ის ვინც ეს ყვავილები გამოგიგზავნა, თორემ აუცილებლად კაქტუსს გამოგიგზავნიდაო. 
ქორწილამდე ერთი კვირა რჩებოდა და გოგონები მაქსიმალურად ცდილობდნენ არაფერი გამორჩენოდათ. ლილატში მისვლამდე, თინათემ თავიანთ პარტნიორ ყვავილების მაღაზიაში შეიარა რათა შეკვეთა მიეცა რომ  ერთ კვირაში ადრიანად მოეტანათ , რომ დადუნას მოესწრო დიზაინის გაკეთება.
თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა, წასულიყო საღამოს თუ არა? საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო. დიახ, ნამდვილად უნდოდა დავითის ახლოდან გაცნობა მაგრამ უხილავი ძალა და სიამაყე არ აძლევდა უფლებას რომ გულს დაჰყოლოდა. გონება ამბობდა არა, როგორ უნდა გაყოლოდა კაცს რომელზეც თითქმის არაფერი იცოდა გარდა სახელისა. იქნებ სერიული მკვლელი იყო, ან მოძალადე ან ვინმე საძაგელი. როგორ უნდა გამოეცხადებინა არსაიდან დამსახურებული ნდობა და მიჰყოლოდა ურთიერთობის განვითარებას.
ალბათ საკმარისი იყო ის ფაქტი რომ ცხოვრებაში პირველად მოეწონა იმდენად რომ ყველა აზრმა რაც გონება კარნახობდა  დატოვა და ფიქრი იმაზე დაიწყო რა ჩაეცვა...


***
   საღამომდე თინათემ რასაც შეიძლებოდა ყველაფერს მოედო. გავიდა ბაღში უამრავ ყვავილს მოეფერა და წყალი დაალევინა.მერე სალომეს დაურეკა და დეტალები შეუთანხმა, ქორწილი კარს იყო მომდგარი და გოგონებიც შესაბამისად ღელავდნენ. დემურ გვასალია ცნობილი პერსონა იყო და მათ კარგად იცოდნენ რამდენად ცნობილი სტუმრები ეყოლებოდათ 29 აპრილს.
-ასეთი სისწრაფით იმიტომ აკეთებ ყველაფერს რომ რომეოსთან მიგეჩქარება?-იკრიჭებოდა ანუკი.
-არ ვიცი ჯერ წავალ თუ არა-მოწყენილი იყო თინათე.
-რატომ? რამე სხვა გეგმა გაქვს?
-არა, უბრალოდ არ ვიცი სწორია თუ არა რომ უცნობ ადამიანს გავყვე პაემანზე.
-გოგო მაინც და მაინც მთელი შთამომავლობა და ოჯახის ხე უნდა იცოდე რომ უბრალოდ ივახშმოთ ერთად?-გაოცებული იყო დადუნა.
-არა არ გესმის. აზრზე არ ვარ რა ვილაპარაკო როგორ მოვიქცე არ ვიცნობ ვახ!
-რავიცი რომ უყურებ ნაყინივით კი დნები და იშაქრები.
-აუუუ გაჩუმდით რაა-სულ აილეწა გოგონა.
-მოკლედ ასე ვქნათ, შენ გამოეწყვე კოხტად, გაყევი ჩვენს დავითას-ხელები გაატკაცუნა ანუკიმ-არამგონია ქალებთან საერთოს გამონახვა გაუჭირდეს, ისაუბრეთ  , მიირთვით . შემდეგ, შენს სიმპათიას თუ კიდევ დაამატა ამ საღამომ სიმპათია მაშინ ბედი გაგეხსნა და ეგაა!
-ანუ წავიდე?-მაინც ორჭოფობდა თინათე. სწორად იმ წამს აზუზუნდა მისი ტელეფონი .
უცხო ნომერი იყო.
-დიახ?
-როგორ ხარ პატარა?-თინათე ყურებს ვერ უჯერებდა, სახეზე წამოახურა და გამწარებული მიეჭრა ფანჯარას.
-რომელი ხარ?-ეცადა ხმაზე აღელვება არ დატყობოდა.
-ისევ მსახიობობას ცდილობ თინათე?-გაეცინა დავითს.
-არაფერსაც არ ვცდილობ -ხელით დაინიავა გოგონამ, გვერდზე ანანო და დადუნა სიცილით იგუდებოდნენ მის გაწითლებულ სახეზე.
-იმისთვის გირეკავ რომ გამოგივლი საღამოს და არ დაიწყო პრანჭვები, დაგვიანებაც მეზიზღება.
-ჯერ გეკითხა მოვდივარ თუ არა!
-ვიცი რომ მოდიხარ-თავდაჯერებული ხმა ჰქონდა კაცს.-შეხვედრამდე.
საუბარი შეწყდა და თინათე მოწყვეტით დაეცა დივანზე. ვერ ხვდებოდა ეს მართლა მის თავს ხდებოდა თუ არა. სულ წარმოედგინა რომ როცა ვინმე შეუყვარდებოდა ან მოეწონებოდა როგორც სმენოდა ხოლმე ისე, დრამებში და ცალმხრივი გულისტკენებით იქნეობოდა  დაკავებული. ახლა კი რაღაც უცხო შეგრძნებას ჰყავდა ატანილი, ცახცახებდა და უაზროდ ნერვიულობდა რასაც მისი მეგობრები თვალებგაფართოვრბული უყურებდნენ.
-ცოცხალი ხარ გოგო? ა კაცი ლაპარაკით ამას უშვება და ცოტა იქეთ რომ წავა საქმე მაშინ არ ვიცი რა ეშველება.
-სად უნდა წავიდეს საქმეე რეებს ბოდიალოობ-უარესად გაწითლდა თინათე.
-ვაიმე ცუდად ვარ -სიცილით იგუდებოდა დადუნა.
-რატომ მექცევით დაუნდობლად ? პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე.-ამოიწუწუნა საცოდავად.
-კარგი პატარა-ხმა დაიბოხა ანუკიმ რასაც თინათეს გაბრაზებული სახე მოყვა.-ახლა წადი სახლში მოემზადე და დამშვიდდი, პამანს კაცი არ მოუკლავს, ნუ თუ მანიაკთან არ გვაქვს საქმე.
-ანუკი საკმარისია, ისედაც ღელავს. თინ , ჩემო ლამაზო არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება ასე თუ უნდა ინერვიულო სულ არ წახვიდე!
-არაა-წამოიყვირა გოგონამ-რაზეც სამივეს გაეცინა.
მართლა სასაცილო იყო შეყვარებული თინათე.

***
გოგონა ძალიან ეცადა გრანდიოზულად არ მოსვლოდა გაპრანჭვა. მერე თავს უხერხულად იგრძნობდა და ამიტომ არჩია უბრალოდ ჩაეცვა როგორც ყოველთვის. დათქმულად, შვიდს ათი აკლდა როცა სახლიდან გავიდა, არ უნდოდა მთელ ოჯახს  დაენახა როგორ მოაკითხავდა ვიღაც მამაკაცი ძვირადღირებული მანქანით.
  გოგონამ შორიდანვე დაინახა მამაკაცის შავი ავტომობილი და სვლას შეუნელა. კი აინტერესებდა საიდან იცოდა მისი ნომერი და სახლის მისამართი მაგრამ კითხვას ვერ გაუბედავდა. ალბათ არ იყო მისთვის ამ ინფორმაციის გაგება რთული დავალება.
დავითმა მანქანა გააჩერა და მოხდენილი  მოძრაობით გამოვიდა, ნელა მიუახლოვდა შუაგზაში გაყინულ თინათეს ნაზად მიიზიდა მისკენ და საფეთქელზე აკოცა.
-ტუჩები მგონი ნამეტანი გაგირბის-გაუბრაზდა გოგონა.
-ცოტა ფრთხილად პატარა, ესენი რომ გარბოდნენ მერე შენი დაჭერა დამჭირდებოდა-გაუცინა კაცმა და მანქანისკენ წაიყვანა.
-ვაუ, რა თამამი ხართ.
-რა არის ამაში ცუდი?-კარი გამოუღო და ჩაჯდომისკენ უბიძგა.
-უხერხულია ცოტა.
-საერთოდ არა, აქ იმიტომ ვართ რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ -გვერდით მოუჯდა დავითი და მანქანა დაძრა.
-აქ იმიტომ ვარ რომ ჩემი კლიენტის ნათესავი ხარ და არ მინდა ურთიერთობა გავაფუჭო.-სისულელე მოჩმახა გოგონამ. დავითმა ხმამამღლა გადაიხარხრა და თბილი მზერა შეავლო ლოყებ შეფერადებულ გოგონას.
-ეჭვი არ მეპარება, აქ ჩემი შარმი და სიმპატიურობა არაფერ შუაშია.
-დიახ, რა შუაში უნდა იყოს აქ შენი სიმპატიურობა და ლამაზი თვალები.
-არ მეგონა თვალებიც თუ მოგეწონდა.- ვითომ გაიოცა  კაცმა.
-ნამდვილი ნარცისი ხარ!
-შენ კი ულამაზესი, მართლა და ნუ გაბრაზდები თუ ჩემი სიმპათია შენდამი,  ზედმეტად გამოვხატე.
-კარგი-სითბო ჩაეღვარა გულში თინათეს, დავითს ის მოსწონდა.


***
საღამო იმაზე კარგად მიდიოდა ვიდერე თინათე ფიქრობდა. დავითი ძალიან მზრუნველი და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თითქმის ყველაფერი გამოკითხა გოგონას თავის შესახებ, პრალელურად ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე.
-მე დაკითხვა მომიწყვე , შენ კი არაფერს მიყვები შენზე-გაიბუტა თინათე.
-რა მკითხე და არ გითხარი?-გაეღიმა დავითს, გოგონა ძალიან მორცხვი იყო და ცდილობდა მისთვის კომფორტი შეექმნა.
-მაგალითად რა გიყვარს რა არა?
-სეირნობა მიყვარს და თუ გინდა ერთად გავისეირნოთ.
-ოოო ნუ ცდილობ ყველა სიტყვაში გამეპრანჭო-გაეკეკლუცა გოგონა თუმცა ფეხზე წამოდგა რესტორანში ყოფნას ნამდვილად ერჩივნა სადმე გაესეირნათ.
გარეთ სითბო იყო და სასიამოვნო იყო ფეხით სიარული, დავითი თავის ბავშვობაზე უყვებოდა და გოგონა გაოცდა როცა უთხრა რომ სალომე მისი ბიძაშვილი იყო ,ანუ დემური მისი ბიძა გამოდიოდა.
-თინათე იმედია მიხვდი რომ ერთჯერადი არ არის ჩვენი შეხვედრა და მე მინდა კიდევ გნახო ხოლმე.
-ვიცი ხო, ისეთი ლამაზი ვარ პირველსავე შეხვედრაზე სათვალე იმიტომ გაიკეთე რომ ჩემმა სილამაზემ მოგჭრა თვალი და მერე ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებდი ხოლმე-გაეპრანჭა გოგონა, ორ ჭიქა თეთრ ღვინოს სითამამე მოემატებინა და აღარ მორცხვობდა.
-პატარა მსახიობი ხარ, მოგვიანებით ოსკარს გადმოგცემ-გაუცინა კაცმა და ხელი ჩაჰკიდა.
-არ მინდა ოსკარი ბანალურიაა უკეთეს დაჯილდოვებას ვიმსახურებ!
-ნამდვილად უკეთესს იმსახურებ-თბილად გაუღიმა კაცმა და ნაზად მოეფერა სახეზე. თინათეს ჟრუანტელმა დაუარა მის შეზხებაზე , ძალიან უნდოდა თვითონაც თუნდაც ხელი ჩაეკიდა ან მოხვეოდა მაგრამ ვერ ბედავდა. მოულოდნელად დავითმა ლოყზე მიაწება ტუჩები, შემდეგ შუბლზე, ტუჩის კუთხეში და ისე თითქოს არაფერიაო ჰაეროვანი და მსუბუქი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.
თინათეს უნდოდა ეთქვა გაჩერდი რას აკეთებო მაგრამ ხმა არ გაუღია მორცხვად მიატრიალა თავი მის მხარს იქეთ და ოდნავ მიეხუტა.


***
მეორე დღეს დადუნა ცოტა უცნაურ სტატიას წააწყდა ფეისბუქზე ,ბმულზე გადასვლის შემდეგ კი წამოიყვირა.
"დემურ გვასალიას ძმისშვილი კვალვ არ კარგავს აქტუალობას .ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ ის მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორნიდან გამომავალი დააფიქსირეს" წერდა ერთერთი ყვითელი ჟურნალი და თან თინათესა და დავითის ფოტოს აზიარებდა. გოგონამ ეგრევე გაუგზავნა სტატიის ლინკი მეგობარს და ტელეფონზე გადაურეკა.
-თინათე შენ და რომეო პატარა გაუგებრობაში გახვეულხართ და წინასწარ გაფრთხილებ ცივი გონება მოიკრიბე.



№1  offline წევრი Firefly

ვიცი რომ პატარაა ძალიან მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ დღეს ამეტვირთა. გამიზიარეთ თქვენი აზრი
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

უფროოოო დიდი თავებუ რა❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაუ რა კარგია, დავითი მიყვარს, ძალიან რომანტიულია, გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება პატარა თავებია და არ გვყოფნის

 


№4  offline წევრი Firefly

სტუმარი ნანა
ვაუ რა კარგია, დავითი მიყვარს, ძალიან რომანტიულია, გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება პატარა თავებია და არ გვყოფნის

მალე დავდებ , ალბათ ხვალ ♡
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი ნია

როგორ გვახარებ შენი ისტორიით, მალმალე დადეთ გთხოოვთ

 


№6  offline წევრი Firefly

ნია
როგორ გვახარებ შენი ისტორიით, მალმალე დადეთ გთხოოვთ

მიხარია რომ მოგწონთ, მალე დავდებ ♡
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ უფრო დაძაბეთ და გაამრავალფეროვნეთ ისტორია, დავითის პერსონაჟი უფრო გაშალეთ, ველოდებით დიდი ინტერესით

 


№8  offline წევრი Firefly

სტუმარი გვანცა
გთხოვთ უფრო დაძაბეთ და გაამრავალფეროვნეთ ისტორია, დავითის პერსონაჟი უფრო გაშალეთ, ველოდებით დიდი ინტერესით

იქნება ყველაფერი ♡
--------------------
M.T

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

ხვალისთვის დადებთ? მოუთმენლად გელით

 


№10  offline წევრი Firefly

სტუმარი ნინა
ხვალისთვის დადებთ? მოუთმენლად გელით

ხვალ საღამოს ♡
--------------------
M.T

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ გაზარდეთ თავის მოცულობა თან ისეთ დროს წუვეტავთ

 


№12 სტუმარი ნია

აღარ აგრძელეებთ? ერთნაირად დადეთ რაღას წელავთ, ნაშრომს ხომ არ წერთ

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინა

შეწყვიტეთ? აღარ აგრძელებთ?

 


№14  offline წევრი Firefly

გავაგრძლებ მეგობრებო რამდენიმე დღეში ავტვირთავ, ვინც ვერ ეკიდებით გაგებით სულ ნუ წაიკითხავთ.
--------------------
M.T

 


№15 სტუმარი სტუმარი მარინა

გააგრძელე რას წერ ისეთს ბოლობოლო. გეკიდებით გაგებით

 


№16  offline წევრი Firefly

როგორსსაც დავწერ და როცა დავწერ მაიშინ ნახავთ, ცოტა ზრდილობის ფარგლებში გამოხატეთ აზრი.
--------------------
M.T

 


№17 სტუმარი სტუმარი მარინა

გმადლობთ მწერალო

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

თქვენ რაღა გეწყინათ რატომ აღარ დებთ, მაშ რისთვის დაიწყეთ საოცრებაა პირდაპირ, თუ არ გააგრძელებთ არც ეგააპრობლემა

ამ საოტზე ხშირად ხდება როცა იწყებენ რაღაცას და მერე მუზა აღარ აქვთ და ტოვებენ შუა გზაზე, იმედია თქ ენც ასე არ მოიქცევით

 


№19  offline წევრი Firefly

მეგობრებო მეუღლე მყავდა ცუდად და არც დრო მქონდა და არც სურვილი რამის დაწერის. ვეცდები დღეს საღამოს ან ხვალ ავტვირთო
--------------------
M.T

 


№20 სტუმარი სტუმარი ნანა

გიორგობას გილოცავთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მაშინ ქალბატონო შეწყვეტას ერთნაირად დაწერეთ როცა სურვილი და დრო გექნებათ და ისე დადეთ, აბა ასე ნაგლეჯ ნაგლეჯ უნდა დადოთ და გაწყვიტოთ? ისე არავინ გაძალებთ რამის დაწერა, საოცრებაა პირდაპირ რისთვის დაიწყო ან თუ ბოლოში ვერ გავიდოდა

ამ საიტზე ხშირად იციან დაიწყებენ ისტორიას და თვეები გადის და აღარ ამთავრებენ ეს მმითხველის უპატივცემულობაა, ბევრია ასეთი შემთხვევები, მაგალითად ფეფო ამირეჯიბი. დაიწყო ისტორია 6 თავი დაწერა და ნოემბრის ბოლოდან გაქრა, არც გვპასუხობს, ასე არ შეიძლება, ეს მკითხველის უპატივცემულობაა

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინა

დადეთ რაა ბოლოსდაბოლოს გულს რად გვტკენ

რამე დაგიდავათ მკითხველმაა, ეს ჩვენი უპატივცემულობას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent