დიდი აღმოჩენა(ნაწილი ხუთი)
ერთი კვირა გავიდა რაც გეგა სიყვარულში გამომიტყდა და ერთი კვირა ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა თუმცა ამაოდ,გეგას ყველგან თან დავყავდი,ყოველ დილით მაღვიძებდა და ფეხბურთის პრაქტიკებზე მივყავდი, ვაღიარებ სასწაული იყო მისი ყურება, იმდენად კარგი იყო ამაში...ისე მოქნილად ართმევდა ბურთს მეტოქეს,იმდენად ლამაზად თამაშობდა შეუძლებელი იყო მისთვის თვალის მოწყვეტა,თითქოს მინდორი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და სხვას არავის,ფორმა ყველაზე მეტად გეგას უხდებოდა,მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვისას ყველა ფეხქვეშ ეგებოდა,მაგრამ მისი ყურადღება მთლიანად ჩემსკენ იყო მომართული რაც ძალიან მსიამოვნებდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია...საშინელი ამინდი იყო,წვიმდა და ქარი ხის ტოტებს ჩემს ფანჯარაზე ანარცხებდა,თუმცა ეს არ იყო ჩემი გაღვიძების მიზეზი,ჩემი საძინებლის კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა,თვალები მოვიფშვნიტე და თბილი ლოგინი როგორც კი დავტოვე მაშინვე გამაჟრიალა,კარი გავაღე და ფეხბურთის ფორმაში გამოწყობილი გეგას დანახვისას მაშინვე გამოვფხიზლდი, -დილა მშვიდობის,-გამეკრიჭა და კარებს მიეყრდნო -მიდი გაემზადე ვარჯიშზე მივდივართ,-დავამთქნარე და ჯერ კიდევ დაღლილმა თავი დავუქნიე -კარგი,ახლავე,-კარის დახურვას ვაპირებდი გეგამ რომ გამაჩერა, დაბნეულმა შევხედე,სპორტული ჩანთიდან მაისური ამოიღო და გამომიწოდა, -ეს ჩაიცვი,ქვემოთ დაგელოდები-თეთრი მაისური გამოვართვი და დავხედე,მისი მაისური მაშინვე ვიცანი ,10 ნომერი,ქვემოთ კი წარწერა "აბაშიძე". გამეღიმა გეგა აბაშიძე...შავი ელასტიკი ჩავიცვი, თეთრი ბოტასები, რადგან ძალიან ციოდა მაისურის შიგნით შავი გრძელსახელოებიანი თხელი ჯემპრი ჩავიცვი,გეგას მაისური ჩემთვის გრძელი გამოდგა მაგრამ ძალიან მომწონდა,კარადისკენ მივბრუნდი და თეთრი კეპი გამოვაძვრინე,თმა ავიწიე,კეპიც დავიფარე და სარკეში ჩახედვისას კმაყოფილმა გავიღიმე. ქვემოთ ჩავირბინე,გეგა მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა და მელოდებოდა,ჩემი დანახვისას წამოდგა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. სპორტული ჩანთა აიღო,ხელი მომკიდა და მანქანისკენ წავედით. ***** ძალიან ციოდა,წვიმა არ ჩერდებოდა ბიჭები კი ყველაფრის მიუხედავად ვარჯიშს არ წყვეტდნენ,მოვიბუზე,ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და გაყინული თითებით შევეცადე ანას გამოგზავნილი ხმოვანი მესიჯები გამეხსნა. გამეცინა მისი აჟიტირებული ხმა რომ მომესმა,წვეულებაზე ვიღაც ბიჭს შეხვდა და ყველაფერს დეტალებში მიყვებოდა,მეც პასუხი დავუბრუნე და მინდორს გავხედე,გეგას ძებნა დავიწყე თუმცა ვერსად დავინახე,უცნაურია,ორი წუთის წინ სტადიონზე იყო....ისევ ტელეფონს დავხედე ზმუილის ხმა რომ გავიგე, ანონიმური ადამიანისგან იყო მესიჯი გამოგზავნილი,გავხსენი და ფოტოზე გეგა დავინახე....ბიჭთან ერთად რომელიც მე ძალიან მგავდა შეუძლებელია,ეს ვინ არის? რატომ მგავს ასე ძალიან? ნუთუ მეჩვენება? სურათი გავადიდე და ქერა ბიჭს დეტალურად დათვალიერება დავუწყე, სურათი ცოტათი ბუნდოვანი იყო და სახეები კარგად არ ჩანდა,თუმცა ქვეცნობიერი მეუბნებოდა რომ ბიჭი ძალიან მგავდა,არა შეუძლებელია მე მგავდეს,აშკარად მეჩვენება, თანაც სურათი უხარისხოა და შეიძლება ვცდებოდე,კარგად დავაკვირდი და მივხვდი რომ...აქ იყო გადაღებული,გადავწყვიტე მაინც შემემოწმებინა,წამოვხტი და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება,გეგა ისევ არ ჩანდა,ბიჭები ვარჯიშობდნენ,მეც ავდექი და პირველი რაც თავში მომივიდა ის გავაკეთე,ბიჭების გასახდელისკენ წავედი...კარს რომ მივუახლოვდი ჩუმად გავაღე,შიგნით შევიჭყიტე,თუმცა არავის ხმა არ ისმოდა არც არავინ ჩანდა,თამამად შევაბიჯე და ოთახის დათვალიერება დავიწყე, საეჭვო არაფერი აღმომიჩენია,ბიჭების ნივთები იყო ყველგან მობნეული,სრული ქაოსი...ამოვიოხრე, აშკარად რაღაც მომეჩვენა,მაგრამ სურათი ვინ გამომიგზავნა? ის ვიღაც აქ იყო და არც იმას გამოვრიცხავდი რომ ბიჭებიდან ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო,მაგრამ არ შემიმჩნევია რომ რომელიმეს გეგას გარდა სტადიონი დაეტოვებინოს. უცებ ხმა გავიგე,ვიღაც მოდიოდა...არა ვიღაც არა,ბიჭები მოდიოდნენ...ჯანდაბა,გასასვლელისკენ გავექანე მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,კარი რომ გავაღე ხელში ბექა შემრჩა, რომელმაც გაკვირვებულმა შემომხედა და მაშინვე მკითხა -ვაა ლილუსკას სალამი,აქ რას აკეთებ?-უკან ლუკას და საბას მოვკარი თვალი, დანარჩენებიც ცხვირწინ ამესვეტნენ და პირზე პირველი რაც მომადგა მეც ის ვთქვი -მე...გეგას ვეძებდი,-დერეფანში გავაბიჯე,ბექამ ეშმაკურად გამიღიმა,უკან ბიჭები აფხუკუნდნენ და რომელიღაცამ წაიბურდღუნა -განმარტოება თუ გინდათ მაგისთვის სახლი არსებობს,-ლუკამ გვერდით რომ ჩამიარა ხუმრობით ცხვირზე ჩამომკრა თითი,საბა გამეკრიჭა და თვალი ჩამიკრა,ადგილზე გავშეშდი და სულ გავწითლდი,რომ არა გეგა ალბათ სირცხვილისგან ცუდად გავხდებოდი. -ლილე,აი თურმე სად ყოფილხარ,მე კი ყველგან გეძებე,-გამომიცხადა გეგამ და ახლოს მოსვლისას წელზე ხელი შემომხვია და თავზე მაკოცა. სუსტად გავუღიმე ჯერ კიდევ ეჭვებში მყოფმა და მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო. -რამე მოხდა?-ჩამჩურჩულა, სხვებს რომ არ გაეგოთ,და თვალებში შემომხედა გამომცდელი მზერით -არა, არაფერი,-მოვატყუე და დავაყოლე-უბრალოდ სტადიონზე ვერ დაგინახე და შენს საძებნელად წამოვედი,-ისეთი სახით შემომხედა მივხვდი ჩემი არცერთი სიტყვის არ სჯეროდა,ხელი გამიშვა და გამომიცხადა -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ,-კარს სანამ შეაღებდა შემომიბრუნდა და ცივად მითხრა-მეორედ ბიჭების გასახდელში არ დაგინახო!-ეს იყო და კარს მიღმა გაუჩინარდა, საშინლად მეშლებოდა ნერვები ესე რომ მბრძანებლობდა,მართალია ტყუილს არ ამბობდა,რა მესაქმებოდა ბიჭების გასახდელში,მაგრამ ამისთვის კარგი მიზეზი მქონდა,ფოტო, რომელიც ვიღაც უცნობმა გამომიგზავნა,ტელეფონს დავხედე და გული ჩამწყდა როცა დავინახე რომ ფოტო წაშლილი იყო.... ******* საშინლად დარცხვენილი გავედი გარეთ და ჩემს ადგილს დავუბრუნდი ქურთუკი რომ ამეღო,სკამს რომ მივუახლოვდი ქურთუკზე რაღაც თეთრი შევამჩნიე. ფრთხილად მივუახლოვდი და შევამჩნიე რომ ვიღაცას პატარა ფურცელი ჰქონდა დატოვებული. მეც მაშინვე ავიღე და ორად მოკეცილი ფურცლის გახსნისას გაკვირვებისგან თვალები ავახამხამე. "სიმართლეს ძალიან მალე გაიგებ",წარწერის ბოლოში პატარა გულიც იყო მიხატული. ქურთუკი ჩავიცვი და ფურცელი ჯიბეში ჩავიდე. გეგა დავინახე,რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა ჩემსკენ,რომ მომიახლოვდა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო -რამე მოხდა?-მკითხა და მომიახლოვდა. დაუფიქრებლად ამოვიღე ფურცელი ჯიბიდან და გეგას გავუწოდე,გამომართვა და რომ წაიკითხა მაშინვე გარემო შეათვალიერა. -კარგი, მანქანაში ვილაპარაკოთ,-ხელი ხელზე მომკიდა,მეც არ შევწინააღმდეგებივარ ისე ჩავებღაუჭე ხელზე და უკან გავყევი. -სად იპოვე ეგ ფურცელი?-პირველი ეს მკითხა მანქანაში ჩაჯდომისას -ქურთუკის ასაღებად რომ დავბრუნდი დავინახე რომ ზემოდან ეს ფურცელი იდო,-ვუპასუხე და თან ღვედი შევიკარი. გეგას ყბა დაეჭიმა -ამის დედაც!-შეიღრინა უცებ და საჭეს ხელები ისე მოუჭირა თითები გაუთეთრდა. კარგა ხანს ჩუმად ვიჯექი,შემდეგ კი არ ვიცი რატომ,მაგრამ გადავწყვიტე სურათის შესახებაც მეთქვა მისთვის... -გეგა...ვიღაცამ სურათი გამომიგზავნა, -რა? რა სურათი?-გაკვირვებულმა მკითხა და ჩემსკენ მობრუნდა პასუხის მოლოდინში. ნერწყვი გადავყლაპე და გავაგრძელე -სურათზე შენ იყავი...და კიდევ ვიღაც ქერა ბიჭი რომელიც ძალიან მგავდა... შეიძლება მომეჩვენა კიდეც რადგან სურათი ცუდი ხარისხის იყო,მაგრამ შიგნიდან რაღაც მკარნახობს რომ არ მომჩვენებია....-გეგას თვალებში შევხედე და ვკითხე-მითხარი ის ბიჭი ვინ იყო? ვიცნობ მას?-რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ცივად მიპასუხა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. -რომელიმე გუნდელი იქნებოდა და სულაც შეიძლება ძველი ფოტო იყოს და ახლა გიგზავნიან იმისთვის რომ დაგაბნიონ.-დავფიქრდი, სრულიად მართალია, ყველაფერს იღონებენ იმისთვის რომ გეგას ჩამომაშორონ....გამაჟრიალა... ვერ ვხვდები ვის უნდა ასე ძალიან ჩემთვის რაიმეს დაშავება,არავის ვიცნობდი ამ ქვეყნად ანას და სოფოს გარდა,თუ არ ჩავთვლით ახლანდელ სიტუაციას როცა გეგა და მისი თანაგუნდელები გავიცანი...გეგამ მანქანა დაქოქა და ტელეფონში ნომრის აკრეფა დაიწყო,თვალი გავაპარე და მოვასწარი სახელის დანახვა "ნიკა". ტუჩები მოვმუწე და ფანჯარაში დავიწყე ყურება,ეს ნიკა ვინ არის? და რატომ მგონია რომ ჩემთან რაღაც კავშირი აქვს? -მისმინე,რაღაც მოხდა და სასწრაფოდ უნდა გნახო,-გაისმა გეგას ხმა,მისკენ თვალი გავაპარე,ტელეფონს ხელს ისე უჭერდა მეშინოდა არ შემოფშვნოდა. მერე კი როგორ უცებაც დარეკა,ისე უცებ გათიშა და ხმის ამოუღებლად გააგრძელა გზა სახლამდე... ***** სახლში მისვლისას გეგამ გამომიცხადა კარი ჩამეკეტა და რომ მალე დაბრუნდებოდა. მარტო დარჩენილს ფიქრისთვის დიდი დრო მქონდა. ინტერესი მკლავდა,მინდოდა გამეგო ეს ნიკა ვინ იყო,რა აღარ ვიფიქრე,იქნებ მისი თანაშემწეა? გუნდელი? თუმცა პრაქტიკაზე ყველას ვიცნობ და იქიდან ნიკა არავის ქვია,იქნებ ბავშვობის მეგობარია? მაგრამ მაშინ აუცილებლად გამაცნობდა,არა აქ რაღაც საეჭვო ხდება. კიბეებთან მისვლისას გავჩერდი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს გადაწყვეტილებაზე,ეს ერთადერთი გზა იყო სიმართლის გასაგებად,თანაც სახლში მარტო ვიყავი,ხელს ვერავინ შემიშლიდა,ტუჩზე ვიკბინე,არ მინდა ვიფიქრო რომ გეგა რაღაცას მიმალავს,მას ვენდობი და არ მინდა ეს ნდობა მის მიმართ დავკარგო,მაგრამ ამავე დროს მინდა გავიგო რას მიმალავს,აქ ყოფნისას ბევრჯერ შევამჩნიე რომ როცა ნიკა ურეკავს, ყოველთვის ცალკე გადის და ცდილობს რომ მე მათი ლაპარაკი არ გავიგო,შეიძლება ჰგონია რომ აქამდე ეს ვერ შევამჩნიე მაგრამ ძალიან სცდება, ერთი ორჯერ მოვკარი თვალი ტელეფონმა რომ დაურეკა ეკრანზე ნიკა რომ დაეწერა....ღრმად ამოვისუნთქე და გეზი გეგას ოთახისკენ ავიღე,დროა გავიგო რას მიმალავს.... ******* გეგას საძინებლის კარი ფრთხილად გავაღე და ოთახში შევაბიჯე. მიმოვიხედე და გადავწყვიტე ჯერ საწოლის ორივე მხარეს მოთავსებული ტუმბოები შემემოწმებინა, ერთ-ერთის უჯრა გამოვაღე, რომელიც სავსე იყო საბუთებით და რაღაც ფაილებით, სავარაუდოდ სამსახურიდან ჰქონდა მოტანილი,მაგრამ მაინც გადავწყვიტე შემემოწმებინა,სათითაოდ ყველა ფურცელი დავათვალიერე,თუმცა საეჭვო ვერაფერი ვნახე, მეორე ტუმბოს გავხედე და როცა ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე წამოვდექი,სანამ ტუმბოს მივუახლოვდებოდი ნაბიჯების ხმა გავიგე,ადგილზე გავიყინე, -ჯანდაბა!-შევიკურთხე და სანამ კარებს გავაღებდი მანამდე გეგამ დამასწრო ჩემი დანახვისას გაკვირვებულმა დამხედა -აქ რას აკეთებ?-მკითხა, დაბნეულობისგან ხმა წამერთვა,არ ვიცოდი რა მეთქვა,სიტყვებსაც კი ვერ ვაბამდი ერთმანეთს -მე...მე უბრალოდ...-ვბურტყუნებდი,გეგა კი პასუხის მოლოდინში კარებში იდგა და ცდილობდა არ გაცინებოდა ჩემს აწითლებულ სახეს რომ უყურებდა -აქ რას ეძებდი?-მკითხა ისევ,მომიახლოვდა და თვალი ტუმბოსკენ გააპარა, გავშრი...საიდან მიხვდა -უბრალოდ რაღაც მაინტერესებდა,-ვუპასუხე და უკან დავიხიე,გეგამ კარი მიხურა და ისევ შემომიბრუნდა. თავიდან ფეხამდე შემათვალიერა და მშიერი თვალებით დამიწყო ყურება. ამის დანახვაზე სულ გავწითლდი და ხელები ლოყებზე ავიფარე დარცხვენილმა. გაღიმებული მომიახლოვდა და ხელები სახიდან ჩამომაწევინა,მერე კი თავისი ძლიერი ხელი ლოყაზე მიმადო,დაიხარა და მაკოცა. მისი ტუჩების შეხებისას ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა ტანში,მაგრამ ახლა... ახლა სულ სხვა რამ ვიგრძენი,თავბრუ დამეხვა როცა მისი მეორე ხელი ჩემს წელზე ვიგრძენი. გეგა წამიერად მომშორდა და როცა მისი ტუჩები ყელზე ვიგრძენი ფეხებში ძალა წამერთვა. რომ არა მისი ძლიერი ხელები ალბათ იატაკსაც ჩავეხუტებოდი. ფრთხილად შემიცურა ხელი მაისურის ქვეშ და ისევ ტუჩებზე დამაცხრა,მისი შეხებისგან სულ მთლად ვცახცახებდი და რატომღაც წინააღმდეგობასაც არ ვუწევდი. -ლილე...ახლა თუ არ გამაჩერებ მერე ვეღარ შევძლებ...-წაიჩურჩულა და შუბლი შუბლზე მომადო პასუხის მოლოდინში. არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ მისი ტუჩებისკენ რომ გავიწიე მისთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ ჩემი ტანსაცმელი წამის მეასედში იატაკზე აღმოჩენილიყო. ხელში ამიყვანა საცვლების ამარა და საწოლამდე ასე მიმიყვანა. წამითაც არ მქონია წინააღმდეგობის სურვილი,თვალებიც კი მიმეხუჭა სიამოვნებისგან,ჭკუიდან გადავყავდი მის ხელებს,სურნელს და მისი ცხელი სუნთქვის შეგრძნებას ჩემს ისედაც გახურებულ კანზე. -როგორი ტკბილი ხარ...-მიჩურჩულა კიდევ ერთხელ,ვერაფრით მშორდებოდა,სწრაფად გადაიძრო მაისური და აცახცახებულს ზემოდან მომექცა. ვხვდებოდი რომ არ ჩქარობდა,თითქოს დროს წელავდა. ღმერთო რას ვაკეთებ? ვერც კი ვხვდებოდი,თვალები დავხუჭე რომ როგორმე აზროვნების უნარი დამებრუნებინა მაგრამ ამაოდ,ისევ გახელა და იმ ბიჭით ტკბობა გადავწყვიტე ამდენ ხანს ასე შორიდან რომ მიყვარდა. კიდევ ერთხელ შემახო ტუჩები ყელზე,ხელები მის შიშველ ზურგზე ავასრიალე და გამეღიმა როცა რეაქციაც მივიღე. -გეგა....მე...ეს....-სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი მიჭირდა ისე მეხვეოდა თავბრუ,გეგამ თვალებში შემომხედა აქოშინებულმა -შენ რა?-მკითხა და ისევ მაკოცა, -ეს პირველია,-წავიჩურჩულე და მორცხვად დავხუჭე თვალები, -ლილე...შემომხედე-მისი ერთი სიტყვა საკმარისი იყო რომ ის გამეკეთებინა რაც მას სურდა, -ნუ გეშინია,არ ინანებ,-წარმოთქვა ვნებიანად,მხარზე მაკოცა და ჯიბეების მოქექვა დაიწყო რაღაცის მოსაძებნად,შემდეგ კი უკმაყოფილოდ შეიკურთხა შენი დედაცო და უკმაყოფილო სახით შემომხედა აღელვებულს, -მანქანაში დამრჩა,მაგრამ ფრთხილად ვიქნები კარგი?-მითხრა იმედიანად და მეც თავი დავუქნიე. ტუჩზე ვიკბინე და დაუფიქრებლად ვუთხარი ის,რისი თქმაც აქამდე მეშინოდა -გეგა....მიყვარხარ,-მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალს რომ მოვკარი თვალი გული გამითბა, -კიდევ ერთხელ მითხარი,-ამოთქვა და მომაჩერდა მეც ახლა უკვე თამამად გავუმეორე -მე შენ მიყვარხარ გეგა! -ძალიან,ძალიან კარგი გოგო ხარ პატარავ,-კიდევ ერთხელ ჩაიღიმა კმაყოფილმა და ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს შეეხო.... ******* თვალები ნელ-ნელა გავახილე და რამოდენიმეჯერ დავახამხამე რომ გამოვფხიზლებულიყავი. წამოჯდომა ვცადე,თუმცა საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ცრემლები წამსკდა,გეგას მძიმე ხელი,რომელიც წელზე საგულდაგულოდ ჰქონდა შემოხვეული,განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. როგორღაც მოვახერხე და მისი მჭიდრო ჩახუტებისგან თავი დავაღწიე,რაღაც წაიბუზღუნა და გვერდი იცვალა,გამეღიმა,თმაზე ხელი გადავუსვი და მომხდარზე დავფიქრდი....არ ვიცი ასე თამამად როგორ მოვიქეცი,შემეძლო მისთვის წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ არ მინდოდა,თითქოს მინდოდა კიდეც რომ ეს მომხდარიყო. თვალი პატარა კომოდისკენ გავაპარე, რომლის შემოწმებაც ვერ მოვასწარი,ამოვიოხრე და ფრთხილად წამოვდექი,ჩემი საძინებლისკენ ფეხის წვერებზე შემდგარი გავიპარე,გეგას რომ არ გაეღვიძა,პირდაპირ აბაზანაში შევედი და როგორც კი ცხელი წყალი სხეულზე მომხვდა,მაშინვე ყველა კუნთი მომიდუნდა,ყველაფერი მტკიოდა,მაგრამ იმას მაინც არ ვნანობდი რაც მოხდა,ვიცოდი გეგას როგორც ვუყვარვარდი,ამას ვგრძნობდი,არც კი გამიფიქრია რომ ჩვენ ოდესმე ერთად არ ვიქნებოდით,ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო,ზრუნავდა ჩემზე,ახსოვდა ყველა პატარა დეტალი,ისიც კი იცოდა ყავა როგორი მიყვარდა,რომელი ფილმი მომწონდა,რომელი იყო ჩემი საყვარელი წიგნი და სერიალი...გამეღიმა,ალბათ ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი. შხაპიდან გამოსულმა პირსახოცი შემოვიხვიე და გადავწყვიტე პირველად,გეგას თანდასწრებით ჩემი შრამები გამომეჩინა,ტოპი გამოვიღე,შორტები,რომ ჩემი გრძელი ფეხებიც გამომეჩინა,თმა ოდნავ შევიმშრალე და ვაცადე რომ ბუნებრივად გამშრალიყო, სახლში საკმაოდ თბილოდა. კმაყოფილმა ჩავიჭყიტე სარკეში და ისევ გეგას ოთახისკენ ავიღე გეზი,კარი ფრთხილად გავაღე და დავინახე რომ ჯერ კიდევ ეძინა. ფეხაკრეფით შევედი და არ ვიცი რატომ,მაგრამ ისევ კამოდთან ამოვყავი თავი,სანამ გავიაზრებდი რას ვაკეთებდი უჯრა ჩუმად გამოვაღე და გულის ცემა ამიჩქარდა როცა ფოტოებს მოვკარი თვალი. ყველა ფოტო ამოვყარე და თვალიერება დავუწყე,გეგას პატარაობის სურათების დანახვისას გამეღიმა,იყო კიდევ ერთი,სადაც გეგას შარვალ კოსტუმი ეცვა,გვერდს ლამაზი გოგო უმშვენებდა წითელი ბრჭყვიალა კაბით,გეგას ეხუტებოდა და კამერას ეკრიჭებოდა,აი გეგას კი შეწუხებული სახე ჰქონდა,ჩავიფხუკუნე,შემდეგი ფოტო ვნახე,აქ უკვე დიდი იყო და გვერდით მისი ძმა იდგა,ირაკლი,გეგასთვის მხრებზე ხელი ჰქონდა გადახვეული და გვერდულად იღიმოდა. მოკლედ უმეტესად გეგას პატარაობის და ოჯახის სურათები იყო,მაგრამ ბევრი თვალიერების შემდეგ ვიპოვე ერთი, ფეხბურთის გუნდის სურათი იყო,ყველა ვიცანი,ლუკა,საბა,ბექა,გეგას გარშემო იდგნენ,დანარჩენებიდან ყველა ვიცანი ერთის გარდა... წამოვდექი და ფოტოს კარგად დავაკვირდი. არა,შეუძლებელია....ფოტოდან ჩემსავით ქერა,მოთეთრო თმიანი ბიჭი მომჩერებოდა,ჩემსავით ლურჯი თვალებით,სახის ნაკვთებიც კი ერთი გვქონდა,გეგას გვერდით იდგა,და მასზე ხელი ჰქონდა გადახვეული. ფეხქვეშ თითქოს მიწა გამომეცალა,ნუთუ ეს ის არის რაც მე მგონია,ნუთუ გეგამ მის შესახებ იცოდა და მიმალავდა,ან საერთოდაც ვინ არის? შეუძლებელია ნათესავი იყოს,ასეთი მსგავსება ნათესავებს შორის გამორიცხულია,ნუთუ....ნუთუ ჩემი ძმაა? არა რაღაც მეშლება. წავბარბაცდი და კამოდს დავეყრდენი წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა,სწორედ ამ დროს გაიღვიძა გეგამ და როცა დაინახა ხელში რა მეჭირა მაშინვე წამოხტა. -ლილე,ყველაფერს აგიხსნი,-გაოცებულმა და გულაჩქარებულმა შევხედე -ეს...ეს რა არის? ეს ბიჭი ვინაა? ასე ძალიან რატომ მგავს?-ვკითხე და სურათს ხელი უფრო ძლიერად მოვუჭირე. გეგამ ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ,მეც ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი -კარგი რა პატარავ,მომისმინე გთხოვ,-მაგრამ უკვე არაფერი არ მესმოდა,თავბრუ მესხმოდა,მაგრამ მაინც ჯიუტად ვიდექი ფეხზე და ერთი და იგივეს ვუმეორებდი -ვინ არის ეს ბიჭი? მიპასუხე!-დავუყვირე და სულ ავკანკალდი. გეგა მიხვდა რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა,სახეზე ხელი ჩამოისვა და ამოიოხრა -ნიკა,-მიპასუხა და შემომხედა,ნერწყვი გადავყლაპე და ისევ ვკითხე -და ეს ნიკა ასე ძალიან რატომ მგავს? ან რატომ არ ვიცოდი აქამდე მისი არსებობის შესახებ? -იმიტომ რომ ასე მთხოვა,-ამ სიტყვების გაგებისას ძარღვებში სისხლი გამეყინა...გეგამ იცოდა....იცოდა და მიმალავდა -შენ...შენ იცოდი,იცოდი და მიმალავდი!-აღმომხდა შოკირებულს,გეგამ ჩემთან მოახლოება სცადა,მაგრამ ბოლო ხმაზე ვუყვირე -არ მომეკარო! შენი დანახვაც კი არ მინდა!-დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება და საშინლად ცივი ტონით მიპასუხა -ლილე,ერთხელ უკვე გაგაფრთხილე ამაზე, -ფეხევზე რაზე გამაფრთხილე,-ვუყვირე-შენ იცოდი,იცოდი და მიმალავდი,რატომ? რატომ არ მითხარი? ვინ მოგცა უფლება ჩემთვის დაგემალა? რატომ?-ტირილი წამსკდა და ჩავიკეცე,გეგა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და ჩანეხუტა,მის მოშორებას ვცდილობდი მაგრამ ხელებს ისე მიჭერდა შეუძლებელი იყო,მუშტებს ვურტყავდი მკერდზე და ვსლუკუნებდი რომ არ ჰქონდა დამალვის უფლება... -ლილე დამშვიდდი გთხოვ,-ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,ვხვდებოდი ძალა როგორ მეცლებოდა და თვალები მიბნელდებოდა,გეგა რომ ამას მიხვდა მაშინვე სცადა ჩემი გამოფხიზლება მაგრამ ამაოდ,ბოლო რაც გავიგე გეგას ანერვიულებული ხმა იყო -პატარავ ჩემთან დარჩი,თვალები არ დახუჭო,-შემდეგ კი სიბნელეში დავიკარგე.... ******* თვალები რომ გავახილე გეგას საწოლში ვიწექი,შევიშმუშნე და ოდნავ წამოვიწიე. -ლილე, როგორც იქნა გაიღვიძე,-გეგა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა,საწოლზე ჩამოჯდა,ჩემი ხელი მის ძლიერ ხელებში მოიქცია და აკოცა,დაბნეული ვიყავი,რაღაც უცნაურს ვგრძნობდი,საოცარ სიმშვიდეს და კომფორტს, -რა მოხდა?-ვკითხე და სანამ გეგა მიპასუხებდა ექიმის ხმა გაისმა -სტრესისგან გული წაგივიდათ,მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზე გაქვთ,-ექიმს შევხედე,ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა,აქ საიდან აღმოჩნდა...ბალიშს მივეყუდე და გეგას უცნაურად შევხედე, -დიდხანს ვიყავი უგონოდ?-ვკითხე -რამოდენიმე საათით,-გაისმა ისევ ექიმის ხმა,მომიახლოვდა და პატარა სანათით თვალები შემიმოწმა,გაეღიმა -აი ხომ გითხარით რომ მისი აქ ყოფნით უკეთ იქნებოდა, -ვისი აქ ყოფნით?-ვიკითხე და ოთახს მოვავლე თვალი,მხოლოდ მაშინღა დავინახე რომ ოთახის კუთხეში ვიღაც იდგა და აღელვებული მიყურებდა, მომენტალურად მეც ავღელდი და ბიჭის სილუეტს მივაჩერდი,წამოვჯექი და გარშემო ყველა და ყველაფერი დამავიწყდა მისი სახე რომ დავინახე. ფრთხილად მომიახლოვდა -გამარჯობა ლილე,-მისი თბილი ხმის გაგონებისას ავფორიაქდი და მივაჩერდი. გეგამ ადგილი დაუთმო და მანაც არ დააყოვნა,მაშინვე ჩამომიჯდა ცხვირწინ. არც კი მომრიდებია ისე გავიშვირე ხელი და სახეზე მის ყველა ნაკვთს მოვატარე,ჩუმად იჯდა და ჩემს ყველა მოძრაობას აკვირდებოდა,ვხვდებოდი რომ არ უნდოდა რაიმე ზედმეტის გაკეთება,თითქოს ჩემი დაკარგული ნაწილი ვიპოვე,გული გამიმთელდა და მარტო მისი დანახვისგან გავხდი კარგად. -ნიკა...-წავიჩურჩულე და ყურიდან ყურამდე გაღიმებული ისე ჩავაფრინდი მეშინოდა რაიმე არ დამეშავებინა მისთვის. მაშინვე შემომხვია ხელები და თვითონაც ისე ძლიერად ჩამეხუტა როგორც მე. მისი სითბო და სიახლოვე ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი იყო,ვგრძნობდი იმას რასაც იმ მომენტში ნიკა გრძნობდა და ეს იყო ბედნიერება,შვება,სევდა და ბრაზი? ხელები რომ გავუშვი და უკან დავიხიე კიდევ დიდხანს ვუყურებდი,ღმერთო,თითქოს ჩემს თავს ვუყურებდი სარკეში,უბრალოდ ბიჭის ვერსიას...პირდაპირ სასწაული იყო -იდენტურები არიან,-გავიგე გეგას ხმა,მაგრამ ნიკას თვალს არ ვაშორებდი და არც ის არ მარიდებდა თვალს,ჩემს ყველა ნაკვთს ათვალიერებდა,ხელით რომ ცხვირზე შემეხო მეგონა დავდნებოდი, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი. -ტყუპების დაშორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,-დაიწყო ექიმმა,-ეს მათთვის შეიძლება ფატალურად დამთავრდეს,დაშორების შედეგად გამოწვეული დეპრესია და მარტოობა მათზე იმდენად ცუდად მოქმედებს,რომ ხშირ შემთხვევაში ამას ვერ უძლებენ და თუ ერთს დაუშავდა რამე....-პაუზა,მე და ნიკამ ერთდროულად გავხედეთ,-მაშინ მეორეც განწირულია-დაასრულა ექიმმა. ნიკამ შემომხედა და ხმის ამოუღებლად მივხვდი რისი თქმაც უნდოდა,გავუღიმე და თავი დავუქნიე, აშკარად არ ელოდა ამას და ჩაიღიმა. გეგა გაოცებული გვიყურებდა და ხმასაც კი არ იღებდა. იმდენად ვიყავი ნიკას თვალიერებით გართული,რომელიც ექიმს რაღაცას უხსნიდა,ისიც კი დამავიწყდა რომ გაბრაზებული ვიყავი. წამოდგომა ვცადე თუმცა ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი და სანამ დავეცემოდი ნიკა ჩემს გვერდით აღმოჩნდა -ფრთხილად,დაწექი,ჯერ კიდევ სუსტად ხარ,-დაწოლაში მომეხმარა,ბალიშიც გამისწორა,შემდეგ კი სანამ ექიმს გაყვებოდა დერეფანში შუბლზე მაკოცა. ჩუმად ამოვიოხრე და გეგას გავხედე რომელიც კარებთან იდგა და ნიკა სანამ ოთახიდან გავიდოდა რაღაც ჩაუჩურჩულა. ნიკამ რომ გაიგოს რატომ ვარ სუსტად წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება,თავი გავიქნიე და თვალები დავხუჭე...ძალიან ბევრი რამის ახსნა მოუწევთ ჩემთვის... ******* ნიკა მალევე დაბრუნდა ოთახში,ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი ამდენი სტრესისგან და მისი ახლოს ყოფნა დადებითად მოქმედებდა ჩემზე,გეგა იქვე ტრიალებდა,ჩემი დატოვება ერთი წამითაც კი არ უნდოდა. -რამეს არ შეჭამ?-მკითხა ნიკამ -ჭამის ხასიათზე არ ვარ,-ვუპასუხე,თვალს არ ვაშორებდი,ნიკა კი ჩემს ხელს ხელიდან არ უშვებდა,მიყურებდა და უბრალოდ ესე იჯდა ჩემთან, არაფერს აკეთებდა, მაგრამ თან ყველაფერს, -ლილე ძალიან დიდი ენერგია დახარჯე,რამე უნდა შეჭამო რომ ცოტა მოძლიერდე,-გამომიცხადა აღელვებულმა გეგამ. -გინდა რამეს მოგიმზადებ,-მითხრა ნიკამ და წამოდგომას აპირებდა ხელზე რომ მოვქაჩე -არა წახვიდე გთხოვ,-შევეხვეწე შეშინებულმა,თითქოს ისევ ჩემს დატოვებას აპირებდა,ავფორიაქდი და ნიკამ მაშინვე ჩამიხუტა -ნუ ნერვიულობ,არსად აღარ წავალ,დღეიდან სულ ერთად ვიქნებით,-თითქოს ჩემს გონებაში იყო და იცოდა რაზეც ვფიქრობდი,თავი მის მაისურში ჩავმალე და ხელებით ჩავებღაუჭე რომ ხელი არ გაეშვა. -იცი კარგი იდეა მაქვს,-დაიწყო ნიკამ,უკან გავიწიე და შევხედე -რა იდეა?-ვკითხე -მოდი სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ,ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო,-სწორედ ამ დროს გეგას ტელეფონმა დარეკა,მე და ნიკამ ერთდროულად გავხედეთ,სამსახურიდან ურეკავდნენ,აშკარად რაღაც სერიოზული იყო რადგან გეგას სახე შეეცვალა -მალე მოვალ,-ეს იყო და ტელეფონი გათიშა -რამე მოხდა?-ერთხმად ვკითხეთ მე და ნიკამ,გეგამ ჯერ მე შემომხედა მერე ნიკას -ძალიან უცნაურები ხართ,-თქვა და თავი გაიქნია,შემდეგ გააგრძელა-ისეთი არაფერი მომხდარა,უბრალოდ აუცილებლად უნდა წავიდე,თქვენ კი მანამდე თქვენს საქმეებს მიხედეთ.-თქვა და მომიახლოვდა,შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი წარბშეკრულ ნიკას გახედა -მერე აგიხსნი,-ნიკამ თავი დაუქნია და მთელი ყურადღება ისევ ჩემსკენ მომართა. -მიდი გაემზადე,მე ქვემოთ დაგელოდები,-თავზე მაკოცა ნიკამაც და გეგას უკან გაყვა. ამოვიოხრე,ამათი კინკლაობაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ფრთხილად წამოვდექი და საძინებლისკენ გავემართე... ***** წყნარი ადგილის პოვნა რთული არ იყო,რადგან ქალაქგარეთ ვიყავით ნებისმიერ პარკში შეგვეძლო დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მოკლედ ნიკამ მანქანა ერთ-ერთ პარკში გააჩერა,რადგან ძალიან ციოდა,მანქანიდან არ გადამიშვა,არ მინდა რომ გაცივდე და ჯობია მანქანაში თბილად ვისხდეთ და ვილაპარაკოთო. გამეღიმა,ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ ერთად ვიყავით,მასზე საერთოდ არაფერი არ მახსოვდა, სავარაუდოდ ძალიან პატარები ვიყავით როცა ერთმანეთს დაგვაშორეს. აი ნიკას კი ჩემგან განსხვავებით ჰქონდა ინფორმაცია. -მოკლედ,5 წლისები ვიყავით როცა ერთი მდიდარი კაცი მოვიდა თავშესაფარში და რადგან მემკვიდრე არ ჰყავდა გადაწყვიტა მე წავეყვანე,-მშვიდი ტონით დაიწყო ნიკამ,მეც ყურებად გადავიქეცი,მასზე ყველა დეტალი მაინტერესებდა. -უშენოდ წასვლა არ მინდოდა და მახსოვს როგორ ტიროდი როცა მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს,-გამომხედა და მკითხა-არ გახსოვს?-თავი გავიქნიე,არ მახსოვდა,არ ვიცი რატომ,იქნებ სტრესის გამო? -სტრესისგან ხანდახან გონება მეთიშება და შეიძლება ელემენტარული რაღაცაც კი დამავიწყდეს,-ვუთხარი და ხელებს დავხედე. სიჩუმე ჩამოწვა მაგრამ ისევ ნიკამ გააგრძელა. -მოკლედ,ამ კაცმა ყველაფერში ხელი შემიწყო,მათ შორის იმაშიც,რომ ფეხბურთის საუკეთესო გუნდში მოხვედრილიყავი,სწორედ მანდ გავიცანი გეგა, სულ შენზე ვფიქრობდი, რამოდენიმეჯერ ვთხოვე კიდეც დავითს რომ შენთან მოვეყვანე,მაგრამ მითხრა რომ უკვე ახალ ოჯახში იყავი,-წამიერად გაჩუმდა და შემომხედა -ლილე გეფიცები ყველგან გეძებე,არასოდეს დამვიწყებიხარ, ყოველთვის ჩემს ფიქრებში და გულში იყავი,როცა გეგამ პირველად დამირეკა და მითხრა რომ გიპოვა სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა,შენს კვალს რომ მივაგენი იმის მერე თვალს გადევნებდი,შენთან სამსახურშიც კი ვიყავი და გიყურებდი როგორ მუშაობდი,ყოველთვის ახლომახლოს ვიყავი,მაშინაც კი როცა აივნიდან გადმოხტი....-გამაჟრჟოლა და უცებ გამახსენდა -სილუეტი....გეგას გვერდით სილუეტი შენ იყავი,-აღმომხდა და მივხვდი რომ თვალები ამიცრემლიანდა. თავი დამიქნია და გააგრძელა -იქ ვიყავი,როცა დავრწმუნდი რომ კარგ ხელში იყავი იმ გამო**რებულების მოსაძებნად წავედი, ყველაფერი გადავატრიალე მაგრამ ვერსად მივაგენი. შენთან რომ მოვედი,გეგას ვთხოვე მასთან წაეყვანე სანამ მათ დავიჭერდით....-გავაწყვეტინე -მოიცა დაიჭერდით რას ნიშნავს?-გამიღიმა -მე და გეგა ამ საქმეში ერთად ვართ,პარტნიორები ვართ იმის მერე რაც მის ფეხბურთის გუნდში გადმოვედი.-უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა -ჩემთან უსაფრთხოდ ვერ იქნებოდი,ჩემზეც ნადირობენ ეგ ნაბო**რები....-საჭეს ხელები მოუჭირა და ყბა დაეჭიმა. გავისუსე ყველაფერს გონებაში ვხარშავდი -ამიტომაც არ მინდოდა რომ ჩემს სიახლოვეს ყოფილიყავი,არ მინდოდა ერთად დავენახეთ....ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ხარ ლილე,-შემომხედა და მივხვდი როგორ ამიჩქარდა გული როცა შემდეგი სიტყვები მითხრა -იციან რომ შენით შეძლებენ ჩემს მართვას და ისიც იციან რომ შენს გამო მზად ვარ მოვკვდე კიდეც და სანამ ცოცხალი ვარ არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს,ოჯახიდან მხოლოდ შენ დამრჩი...-ავსლუკუნდი და მაშინვე ნიკას მკლავებში აღმოვჩნდი. -არ იტირო mi alma,ახლა ჩემთან ხარ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.-უარესად ავსლუკუნდი მისი სიტყვების მოსმენისგან,პირველი იმიტომ,რომ ესპანური მანაც იცოდა,ამაშიც კი ვგავდით ერთმანეთს და უფრო იმიტომ,რომ "mi alma" ქართულად ჩემს სულს ნიშნავდა.... ******* მოკლედ კიდევ ერთხელ რომ მოვიოხე გული ტირილით ნიკას მოვშორდი და თვალები მოვიწმინდე. თავზე ხელი გადამისვა გაღიმებულმა და ღიმილი სახეზე მიეყინა როცა მარცხენა საფეთქელთან თითებით ჩემი დიდი შრამი იგრძნო. -ეს რა არის,-მაშინვე მისკენ მიმწია და საგულდაგულოდ შემათვალიერა -ისეთი არაფერი,-ვუთხარი და ისევ თმა ჩამოვიფარე,მოკლედ მისგან რაიმეს დამალვა შეუძლებელი იყო. -ლილე, მითხარი რა მოხდა...-მთხოვა და მომაჩერდა. მეც ამოვიოხრე და დავიწყე -შენგან განსხვავებით მე ოჯახის პოვნაში არ გამიმართლა,დაახლოებით 7 ან 8 წლის ვიქნებოდი როცა ცოლ-ქმარი მოვიდნენ თავშესაფარში და წამიყვანეს. თუმცა იმ საღამოსვე მათი ნამდვილი სახე გამოაჩინეს....-დავაპაუზე და გავაგრძელე -ჩემზე ძალადობდნენ, როგორც ფსიქოლოგიურად,ისე ფიზიკურადაც,გელა ყოველთვის ნასვამი იყო,მისი ცოლი ეკა ყოველთვის უკმაყოფილო ამით და მთელი მათი აგრესია ჩემსკენ ჰქონდათ მომართული,მახსოვს ერთხელ ვუთხარი რომ ფრენბურთზე მინდოდა შესვლა,დამთანხმდნენ და შემიყვანეს,პირველი მატჩის შემდეგ რომ გაიგეს რომ ჩემმა გუნდმა წააგო გელა საშინლად გაბრაზდა,სახლში რომ მივედი ცემა დამიწყო,შემდეგ კი პატარა შუშის ვაზა მომიქნია,თავი შევატრიალე და ვაზა საფეთქელზე მიმემსხვრა,სწორედ ამის გამო მეთიშება ხანდახან გონება,თუმცა ექიმმა თქვა რომ რაღაც დროის მერე ყველაფერი ძველ რითმს დაუბრუნდება,მახსოვს ეკას როგორ შეეშინდა,წივილ კივილი ატეხა და სასწრაფოში დარეკა,როცა მოვიდნენ და დაინახეს რა სიტუაცია იყო,მკურნალობის შემდეგ,ისევ უკან,თავშესაფარში დამაბრუნეს,იმის მერე არავის არ გამოუთქვამს ჩემი წაყვანის სურვილი,ყველას ასაკით პატარა ბავშვი უნდოდა,მე კი უკვე 12 წლის ვიყავი. 16ის რომ გავხდი თან სკოლაში დავდიოდი და თან მიმტანად ვმუშაობდი,რომ წამოვიზარდე შევძელი იმდენი მომეგროვებინა რომ პატარა ბინა მექირავებინა,შემდეგ კი....შემდეგ სიმღერა დავიწყე და უკვე უკეთეს ადგილასაც გადავედი საცხოვრებლად და სწავლაც დავიწყე.-გავჩუმდი და რომ დავფიქრდი რამდენი რამ მქონდა გამოვლილი და რამდენად გამაძლიერა ამ ყველაფერმა და რამდენს მივაღწიე ჩემით, სრულიად მარტომ,გამეღიმა,ნიკას ყბა დაეჭიმა და საჭეს ხელებს ისე უჭერდა სულ მთლად დაძარღვული ჰქონდა. -შემდეგ კი გეგას შევხვდი და ჩემი ცხოვრებაც თავდაყირა დადგა,-ვთქვი და ნიკას შევხედე როცა მივხვდი რომ საშინლად ბრაზობდა და ნერვიულობდა. ხელი ხელზე მოვკიდე და გავუღიმე -ნიკა,ეს ყველაფერი სანერვიულოდ აღარ ღირს,ამ ყველაფრის დამსახურებაა რომ მე დღეს აქამდე მოვედი, ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი.-გამომხედა და სრული სერიოზულობით მკითხა -შენსა და გეგას შორის რა ხდება?-ნერწყვი გადავყლაპე და თვალი ავარიდე,ისე მიყურებდა მეგონა შუბლს გამიბურღავდა -მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ,-წავიჩურჩულე,ვიცოდი მისთვის რამის დამალვას აზრი არ ჰქონდა,ერთმანეთის ემოციებს ვგრძნობდით და როგორც არ უნდა ამერიდებინა ამ კითხვისთვის თავი მაინც ყველაფერს მიხვდებოდა. თვითონაც თვალი ამარიდა და ამოიოხრა. -ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ამით დამთავრდებოდა,ამის წინააღმდეგი არ ვარ ლილე მართლა,მაგრამ დამპირდი,რომ შენს კარიერას და წინსვლას პირველ რანკზე დააყენებ,-გამომცდელი მზერით შემომხედა,მე კი სუსტად გავუღიმე და თავი დავუქნიე -კარგი,-ნიკამ ხელზე მაკოცა და შემდეგი კითხვა დამისვა -ხელებზე შრამები რატომ გაქვს? -საიდან გაიგე?-ვკითხე დაბნეულმა და ისედაც გრძელი ჯემპრის სახელოები უფრო მეტად ჩამოვიქაჩე ქვემოთ. -ტყუპები ვართ mi alma,შენზე ყველაფერი ვიცი,-ტუჩზე ვიკბინე და ფანჯრიდან გავიხედე -ამაზე ლაპარაკი არ მინდა,-ნიკა ჩემსკენ მობრუნდა და ისეთი ცივი ტონით მიპასუხა რომ ადგილზე გავქვავდი. -კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ მსგავს რამეს,გპირდები,მეც იგივეს ვიზამ,-გაფითრებულმა გავხედე -რა...რას ამბობ...-ენა დამება -ლილე, ერთადერთი ხარ ვინც ამ ქვეყნად დამრჩა,ყველა სხვა ფეხებზე ,შენ უნდა იყო ჩემი საყრდენი,მე კი შენი,შენ უნდა იყო ჩემი სიძლიერე მე კი შენი ვიქნები,შენ რომ რაიმე დაგემართოს ვერ ვიცოცხლებ...ამიტომ ან ერთად ვართ....-შემომხედა და გაღიმებულმა გააგრძელა -შენ ხარ ჩემი სახლი,ჩემი ბედნიერების მიზეზი,ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული,მთელი ჩემი სამყარო შენს გარშემო ტრიალებს,ასე რომ თუ შენ რამე დაგემართება,ჩათვალე რომ არც მე აღარ ვიარსებებ.-ამის თქმა იყო და ნიკამ მანქანა დაძრა -ახლა კი წავიდეთ რამე ვჭამოთ.-სულაც არ ვიყავი ჭამის ხასიათზე,მაგრამ ნიკასთან ერთად მზად ვიყავი ქვეყნის მეორე ბოლოშიც კი წავსულიყავი,ნიკა მთელი ჩემი სამყარო იყო და კი,შეიძლება ცხოვრებაში პირველად ვნახე,მაგრამ ის კავშირი რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვქონდა არ მაძლევდა უფლებას სხვანაირად მეფიქრა. გამეღიმა და ამოვისუნთქე. აი ახლა უკვე კარგად ვარ,რადგან ის ვიპოვე რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაკლდა...ეს კი ჩემი ნიკა იყო... ******* მაკ დონალდსიდან რომ გამოვედით კიდევ რამოდენიმე ადამიანმა გაგვაჩერა რომ ეკითხათ მართლა ტყუპები ვიყავით თუ არა,ცოტა სულელურად მომეჩვენა ეს შეკითხვა, ისედაც ხომ ცხადი იყო,რამოდენიმემ სურათიც კი გადაგვიღო. უცებ ნიკამაც გადაწყვიტა რომ სელფი უნდა გადაგვეღო,ბევრი პროტესტის მიუხედავად მაინც დამითანხმა, თვითონ ჩამეხუტა,მე წინ დავდექი ტელეფონით ხელში,ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე,გავიღიმე,თვალები დავხუჭე და წკაპუნის ხმა რომ გავიგეთ ორივემ ტელეფონს დავხედეთ,ყურებამდე გაღიმებულები კმაყოფილებისგან ავხითხითდით როცა ნიკას ტელეფონმა დარეკა,გეგა იყო... -გისმენ,-სრული სერიოზულობით უპასუხა ნიკამ,მხრებზე ხელი გადამხვია და ისე წამიყვანა მანქანისკენ. -კარგი,ლილეს სახლში მივიყვან და წამოვალ.-მანქანაში რომ ჩავსხედით მითხრა რომ პრაქტიკაზე უნდა წასულიყო,რადგან დაღლილი ვიყავი ჩემი წაყვანა არ უნდოდა და მთხოვა მათ დაბრუნებამდე კარგად გამომეძინა,რადგან საღამოსთვის გეგმები გვქონდა. სანამ მანქანიდან გადავიდოდი ნიკამ გამაჩერა, -ლილე,ეს შენ მინდა რომ გქონდეს,-ოქროსფერი კარტა გამომიწოდა მე კი მაშინვე თავი გავიქნიე -არა,ვერ გამოგართმევ,-პროტესტის მიუხედავად კარტა მაინც ხელში ჩამიდო -საღამოსთვის რამე ლამაზი იყიდე კარგი? კარტა ულიმიტოა,ახლა ის შენ გეკუთვნის,ვიცი რომ დამოუკიდებლად გინდა ყველაფრის გაკეთება და რომ ასე ხარ დაჩვეული,მაგრამ ეგ იქამდე იყო სანამ ჩემთან იქნებოდი,ახლა მე ვარ შენს გვერდით და გთხოვ,ნება მომეცი შენზე ვიზრუნო.-კარტა გამოვართვი,ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. -გმადლობ "mi salvavidas",-ისე გულიანად გაიღიმა ყველა კბილი უჩანდა,აშკარად არ გაკვირვებია რომ ესპანური მეც ვიცოდი. სანამ სახლში არ შევედი მანამდე იდგა მანქანით ეზოში და მიყურებდა. სახლში შესვლისას ისევ სიცარიელე ვიგრძენი,როგორც კი ნიკას მოვშორდი მაშინვე დავცარიელდი,არ ვიცი აქამდე მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი,მის გარეშე სუნთქვაც კი აღარ შემეძლო და იმდენად მოუსვენრად ვიყავი მივხვდი ვერანაირად ვერ შევძლებდი დაძინებას,ამიტომ გადავწყვიტე საღამოსთვის რაიმე მეყიდა,მანამდე კი გემრიელი ვახშმის მომზადებას შევუდექი.... აბაზანიდან რომ გამოვედი მაშინვე ტელეფონს ვეცი,ეკრანი რომ აინთო და ჩემი და ნიკას პირველი სელფი დავინახე სიხარულისგან ლამის ვიტირე. მართალია არ მინდოდა მისი ფულის დახარჯვა,ეს ჩემში არ ჯდებოდა,მაგრამ ისე მთხოვა რომ მისთვის მიმეცა უფლება ჩემზე ეზრუნა იმედს ვერ გავუცრუებდი,ონლაინ მაღაზიაში შევედი და რადგან არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავით გადავწყვიტე რამე ლამაზი,სადა კაბა მეყიდა,მივაგენი კიდეც,თუმცა სანამ ფოტოს გავხსნიდი ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო,გეგა იყო... -გისმენ,-გაბრაზებულმა ვუპასუხე,მაგრამ მისი ხმის გაგონებისას მაშინვე გადამიარა სიბრაზემ... -გამარჯობა პატარავ, -გამარჯობა,-ვუპასუხე მეც და დაველოდე კიდევ რას მეტყოდა -უკვე ძალიან მომენატრე,-მითხრა ჩურჩულით და გამეცინა როცა მივხვდი რომ ასე იმიტომ ჩურჩულებდა,ბიჭებს რომ არ გაეგოთ, -მეც მომენატრე,-ვუპასუხე და წარმოვიდგინე ამ სიტყვების გაგონებისას როგორ ჩაიღიმებდა, -შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, -და რა არის ეს რაღაც?-ვკითხე მე და გაღიმებული ველოდებოდი პასუხს -იმის,რომ ძალიან მიყვარხარ,-გული გამითბა,ასე როგორ გამიმართლა, -მეც მიყვარხარ გეგა,-ვუპასუხე და მივხვდი რომ სიხარულისგან თვალები ისევ ისე აენთო როგორც მაშინ,პირველად რომ გამოვუტყდი სიყვარულში. -ახლა უნდა წავიდე,მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში შენზე ვიფიქრებ-პირდაპირ მაგიჟებს მისი სიყვარული,მისი მზრუნველობა,მისი ბოხი,მაგრამ ძალიან რბილი ხმა, ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასე ყურებამდე შეყვარებული და ეს გრძნობა ძალიან მომწონდა. -ფრთხილად იყავით კარგი?-ვუპასუხე და რათქმაუნდა ნიკაც ვიგულისხმე,გეგამ ჩაიცინა, ღმერთო ვგიჟდები მის სიცილზეც კი... -ნუ გეშინია,ცივ ნიავსაც კი არ მივაკარებ ჩემს პატარას.-გავიგე ნიკა როგორ ეჩხუბებოდა და ავხარხარდი და კიდევ უფრო მეტად გამეცინა რომ გავიგე როგორ ჩაერთო ლუკა ამ ყველაფერში და მთელი გუნდი მის წინააღმდეგ განეწყო. საწყალი ბიჭი,რა ქნას თუკი ენერგიას ვერ ხარჯავს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.