შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady) (სრულად)


25-04-2024, 23:26
ავტორი ეველინა
ნანახია 6 934

„დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი
მე კი ისევ მარტო ვარ და გელი
დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელს ველი
როგორ მინდა, მოფერება, კარგო შენი“- თებერვლის სუსხიან ამინდში სამსახურისკენ მიმავალი ვერც კი ვაცნობიერებ ისე ვაყოლებ ხმას ყურსასმენებიდან გადმოღვრილ გელაშვილის სიმღერას. ბათუმში დღესაც წვიმს, როგორც ყოველთვის. ქალაქს სევდის ფერი დაჰკრავს, ირგვლიც სიცივეა გამეფებული.
მე მირა სამნიძე ვარ 25 წლის, პროფესიით ფილოლოგი, მაგრამ მასწავლებლობა არასდროს ყოფილა ჩემი მოწოდება. მაშინებს ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, პატარა საქმე არაა მომავალი თაობის აღზრდაში წვლილის შეტანა, სწორედ ამიტომაა რომ დიპლომი დღემდე თაროზე მაქვს შემოდებული შეიძლება მტვერიც კი დაედო. გათხოვილი არ ვარ და როგორც ჩემი უბნის ქალთა უხუცესი საბჭო ამბობს უკვე შინაბერა ვარ არაფერი მეშველება, ამდენი ხანი რომ არ ვთხოვდები თურმე ჩემში ყოფილა პრობლემა და ბევრი მსგავსი აღარ გავაგრძელებ. შეყვარებულიც კი მხოლოდ ერთი მყავდა და მანაც კი მიღალატა, როგორც ჩანს მამაკაცებს განვიზიდავ. ჩემი რა ბრალია თუ არავინ მომწონს და არავის მოვწონვარ, ეს უკანასკნელი ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ჩემნაირი საყვარელი წითურთმიანი გოგო არ მოგწონდეს, არვიცი. პატარა ტკბილეულის კაფეს ვხელმძღვანელობ, რომელიც მამაჩემისგან საჩუქრად მერგო. ვერ გეტყვით რომ საჩუქარმა აღმაფრთოვანა მაგრამ ნათქვამია „ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ დაუთვლიანო“ ვინ თქვა ეგ კი აღარ ვიცი.
კაფესთან მისულს ნინო უკვე იქ დამხვდა ვინ იცის რამდენი ხანი მელოდებოდა, მგონი დროა გასაღები მას გადავცე, მაინც ჩემზე ადრე მოდის
-დილა მშვიდობისა ნი
-დილა მშვიდობისა, სად ხარ აქამდე გავიყინე
-დიდხანს მელოდე?
-ასე მგონია ნახევარი საათი კი არა მთელი საუკუნე
-კარგი შევიდეთ
-მირაააააააა
-რა ხდება?
-ნიკას დაბადებისდღეა საღამოს მასთან სახლში ვიკრიბებით და ხომ მოხვალ?
-ნიკა ვინაა?
-ჩემი შეყვარებული
-ჩერდები მაგაზე თუ ?
-მირა ეგრე ნუ ამბობ
-კარგი ხო მოვალ სულ არ მინდა მაგრამ მაინც
-გელოდებით მაშინ
-რა ვაჩუქო
-რაც გაგიხარდება
-კარგი.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, მომხმარებელთა ნაკლებობას არ ვუჩივით ადგილიდან გამომდინარე ჩემს პატარა კაფეს ხალხი არ აკლია. უფრო ხშირად ახალგაზრდები გვსტუმრობენ. კაფე ადრე დავკეტე და საჩუქრის შესაძენად წავედი. დიდხანს არ მიფიქრია არჩევანი სუნამოზე შევაჩერე და ნიკას სახლისკენ დავიძარი. შენობას რომ მივუახლოვდი და გავაანალიზე მეცხრე სართულამდე ფეხით უნდა ავსულიყავი რადგან ლიფტების შიში მაქვს მემგონი ათი წლის სიცოცხლე მომაკლდა.
ნუ მკითხავთ როგორ ავედი მეცხრემდე, კარზე ზარის დარეკვა ძლივს მოვახერხე,
-თვით იუბილარი მიღებს კარს რა პატივია
-რა დღეში ხარ
-მესამე სართულზე მაღლა თუ იქნება შენი ახალი ბინა იცოდე დამკარგავ
-22-ზეა
-მშვიდობით. გამომართვიი-ვეუბნები და სუნამოს ვაწვდი
-კოლექციის შეგროვება დავიწყო არვიცი, ყოველ წელს სუნამოს რატომ მჩუქნი?
-მეტის ღირსი არ ხარ, ნინო მომაშორე შენი მეორე ნახევარი
-მიხარია რომ მოხვედი, შემოდი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთრ სახლში
-დივანზე წამოვწვე და ჩიფსის ჭამა დავიწყო?
-არა
-ისე შენ უკვე სახლში გრძნობ თავს, როგორც ჩანს ხშირად სტუმრობ აქაურობას
-სტენკა დადგა უკვე-ერთვება ნიკა და იცინის
-რამდენი წლის გახდი ნიკა ბატონო ?
-25
-ამ მოხუცს მიყვები გოგო?
-5 წელი არაფერია-ამბობს ნიკა
-უკვე ის დრო გაქვს მომვლელი აიყვანო, ჩემს ნინოს შეეშვი
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გოგო გიყვარს და გინდა შენი დაქალი იყოს?-მიუბრუნდა ნიკა ნინოს
-კი რა კითხვაა
-მარტო ამის გამო ხარ ცოცხალი-ამბობს და იცინის
-გამანებე თავი -ვამბობ და მოწყვეტით ვეცემი სავარძელში. ახლაღა ვკადრულობ ოთახისთვის თვალის მოვლებას და ჩემსკენ მომზირალ 24 თვალს რომ ვხედავ უხერხულად ვიშმუშნები. ნიკას სამეგობროს არსებობა სულ გადამავიწყდა-თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ახლა ვერ ავდგები და სათითაოდ ვერ ჩამოგართმევთ ხელს, ცხრა სართულის კიბეებ ამოვლილი ქალი
-ადრე სუნამოებს გზავნიდი მარტო და დღეს მოხვედი? მირა კარგად ხარ?-ამზერით მეუბნება დავითი
-დღეს თავისუფალი კურიერი ვერ ვიპოვე-ვიმართლებ თავს
-ანუ გაგვიმართლა
- დღეს თქვენთვის უბრალო მოკვდავთათვის გავიღე მოწყალება და გეახელით
-ჩვენ ვსვამთ და ეს თვრებაა
-მოძვენლდა ეგ ფრაზა განვითარდით, მაგრამ სანამ სასმელში იხრჩობით როგორ განვითარდებით
-მოდი ერთად ჩავიხრჩოთ სასმელში-ჭიქას მაწვდის ვახო
ვერ გეტყვით რამდენი დავლიე მაგრამ ის კი ვიცი რომ ზედმეტიც კი მომივიდა, დაბადებისდღემ შესანიშნავად ჩაიარა, დავფიქრდი და ვერ ვიპოვე პასუხი აქამდე რატომ არ დავდიოდი ჩემი კლასელის დაბადებისდღეზე, ნიკას ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი იმათგანია ვისაც სიცოცხლეს ვანდობ.
საკმაოდ მთვრალი ვიყავი ნიკას სახლიდან რომ გამოვედი რა თქმა უნდა მარტო არ ვყოფილვარ ვახომ მოისურვა ჩემი გაცილება. სანამ ისტორიას გავაგრძელებ უნდა აღვნიშნო რომ ლოთი ვარ. შეიძლება ყოველდღე არ ვსვამ , მაგრამ თუ ვსვამ ბოლოს საავადმყოფოთი ვასრულებ ხოლმე. იმედია არ გგონიათ რომ ახლაც საავადმყოში ამოვყოფ თავს. სადაც ვინმე სიმპათიური ექიმი მომეწონება და ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად. ეგეთი ბანალურიც არ ვარ. ვახოს მანქანაში დავიჭირე ადგილი.
-მირა ძალიან მთვრალი ხარ
-არცისე ჯერ კიდევ საღად ვაზროვნებ
-შენთან საუბარი მინდა
- საუბრისთვის ზედმეტად მთვრალი ვარ
- ალბათ უკვე იცი რომ...
-აქ ჩამოვალ, სახლამდე ფეხით გავისეირნებ
-ძალიან გვიანია, ამ დროს მთვრალი სად დაგტოვო
-ყველაზე ნაკლებად ახლა შენი მზრუნველობა მჭირდება
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-მე? გაბრაზებული? რატომ გგონია? უბრალოდ მეცოდები ასეთი სამარცხვინო რომ ხარ
-შენც ხომ იცი რომ ის გოგო იტყუებოდა
-არაფრის ახსნა არ მჭირდება, უბრალოდ გააჩერე ეს წყეული მანქანა
ვახო მანქანას აჩერებს და მეც მალევე ჩავდივარ, სუფთა ჰაერი ნამდვილად მჭირდება. ალბათ უკვე მიხვდებობოდით რომ ვახო ჩემი ყოფილი შეყვარებულია, რომელსაც დღემდე ვუყვარვარ, მაგრამ მოღალატე კაცთან ყოფნას მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა მირჩევნია. სწორედ ვახოა მიზეზი იმისა რომ ნიკას დაბადებისდღეზე არ დავდიოდი და საჩუქრებს ნინოს ვატანდი. გზას ჩუმად მივუყვებოდი და ვამჩნევდი როგორ მომყვებოდა ვახოს მანქანა უკან ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო. ვახოს მიმართ გრძნობები აღარ მაქვს თუმცა მას ამის გაგება არ უნდა. ვიცოდი სახლამდე რომ გამომყვებოდა ამიტომ გზად არსებულ პირველივე კლუბში შევედი, ბართან ახლოს დავიკავე ადგილი
-რას ინებებთ?-მეკითხება ბარმენი
-pink lady
-უკაცრავად
-ვარდისფერი ქალბატონი
-ვერ მიგიხვდით
-კოქტეილს ქვია ასე
-პირველად მესმის
-მივხვდი
-სხვა რამეს ხომ არ ინებებთ
-ყველაზე ძლიერი რა გაქვთ ?
-ნეგრონი?
-ძალიან ძლიერია რამე ისეთი მინდა სახლამდე რომ შევძლო მისვლა
-მაშინ თქვენ მოიფიქრეთ
-ალექსანდრე
-გისმენთ-ტრიალდება ჩემსენ ბარმენი-ჩემი სახელი საიდან იცით?
-თქვენი არ ვიცი კოქტეილის სახელი გითხარით
-ბოდიში მეგონა რომ მეძახდით
-ახალი ხართ ალბათ
-ერთი კვირაა რაც დავიწყე პრაქტიკაზე ვარ
-ვინმე კომპეტენტურს რომ დაუძახოთ
-სიგარეტის მოსაწევად გავიდა მალე დაბრუნდება
-კარგი-ვეუბნები და უკან ვტრიალდები, მაშინვე ვამჩნევ შორიდან მომზირალ ვახოს, როგორც ჩანს არ წასულა და ჩემს ჩრდილად იქცა, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად მივახრჩობ
-ბატონო იოანე კარგია რომ დაბრუნდით
-რა ხდება -მესმის ბოხი ბარიტონი და ტანში ჟრუანტელი მივლის, ვტრიალდები და ვხედავ საკმაოდ სიმპათიურს მამაკაცს, ხვეული თმითა და წარბზე პირსინგით
-თქვენს წინაა რაც ხდება
-გისმენთ-ახლა ჩემსკენ ტრიალდება და მანათებს შავ სფეროებს ინსტიქტურად ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხეს კბილებს შორის ვიქცევ, ალბათ სიმთვრალის ბრალია
-ვარდისფერი ქალბატონი მინდა
-საკმაოდ ძველი სასმელია თან არაპოპულარული, არ ვამზადებთ-მიჭრის მოკლედ
-კარგით რა
-არ მითქვამს რომ არ მოვამზადებ
-ანუ მოამზადებთ
-არც ეგ მითქვამს
-სიტყვებით ნუ მეთამაშებით
-მირა სახლში წაგიყვან -როგორც ჩანს შორიდან ყურებას არ დაჯერდა ვახო, არადა როგორ მინდოდა დღეს მშვიდად ჩაევლო
-ვახო მოშორდი ჩემი თვალთახედვის არედან
-სახლში უნდა წახვიდე, ისედაც მთვრალი ხარ მეტს ნუ დალევ
- რა უფლება გაქვს აქ რომ მოდიხარ და მეუბნები რა გავაკეთო
-მე შენი შეყვარებული ვარ
-თქვენი კოქტეილი მზადაა-მატყობინებს ბარმენი კოქტეილს ვიღებ და ვახოს სახეში ვასხამ
- შესწორებას შევიტან შენ არავინ ხარ ჩემთვის დამავალებ თუ გაუჩინარდები ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს გამოჩნდები-ვეუბნები და ახლაღა ვამჩნევ ვარდისფერ ფერს. ჯანდაბა ჩემი საყვარელი კოქტეილი ვიღაც იდიოტს გადავასხი
-შენც ჩემთან ერთად წამოხვალ- მეუბნება და ძლიერად მავლებს მკლავში ხელს
-ხელი გამიშვი-ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო
- არ გაგიშვებ-ცხოველივით მიმათრევს ვახო კარებისკენ,
-ხელი გაუშვი-მესმის ბოხი ბარიტონი, იოანე ხელს მკიდებს და თავისკენ მქაჩავს მალე კი მის ზურგს ამოფარებული მადლობით აღსავსე თვალებით ვუყურებ
-ნუ ერევი
-ნუ მაიძულებ პოლიცია გამოვიძახო,
-გამოიძახე, მაინტერესებს რას ეტყვი
-ჩემს კლუბში შემოიჭერი, არეულობა ატეხე გავაგრძელო თუ საკმარისია
-დღეს წავალ, მაგრამ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ -ამბობს ვახო და უჩინარდება
-მადლობა-ვეუბნები იოანეს
-არაფრის, ტაქსს გამოგიძახებ კოქტეილი საჩუქრად ჩათვალე -ამბობს და თავის ადგილს უბრუნდება
ტაქსში ვჯდები და სახლში მივდივარ, რა კარგად დაიწყო დღე და რა ცუდად დასრულდა. ცრემლებს გასაქანი მივეცი, როგორ შევრცხვი. ხალხის თვალწინ როგორ მიმათრევდა თავი საცოდავად ვიგრძენი, ვერ მოვერიე. ფიქრებში ჩაძირულს ვერ გეტყვით როდის ჩამეძინა, დილას საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა, ნაბახუსევის გამო თავი მისკდებოდა, აფთიაქში ხალათით ჩავედი და ნაბახუსევის წამალი ვიყიდე, გზად არც მარკეტში შევლა დამვიწყებია. ნაბეღლავი ავიღე და სალაროსკენ მიმავალმა იოანე რომ დავლანდე თვალები შუბლზე ამივიდა, ჩიფსების სექციას ავეფარე იმიმედით რომ ვერ დამინახავდა. ამ ადამიანთან ერთხელ უკვე შევრცხვი მეორედ შერცხვენას ვერ გადავიტან ვამბობ და საკუთარ თავს ვათვალიერებ. არეული თმა ჩაშავებული თვალები, შესიებული სახე, ღმერთო ჩემო საშინლად გამოვიყურები
-ქალბატონო დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მესმის კონსულტანტის ხმა და მოულოდნელობისგან გვერდით ვხტები
-შემაშინეთ, არა მადლობა არ მჭირდება- ვამბობ და სალაროსკენ ძალით მივათრევ თავს სადაც მომღიმარ იოანეს ვხედავ-რა გაცინებს
-შესანიშნავად გამოიყურები
-მადლობა- ვეუბნები და ვუბღვერ
-ბატონო თქვენი ხურდა-ისმის მოლრის ხმა, იოანე ხურდას იღებს და მარკეტს ტოვებს, წინა ცხოვრებაში ალბათ რაღაც ცუდი ჩავიდინე და ასე ვისჯები. მარკეტიდან გავდივარ და ჩემი ბინისკენ ვიღებ გეზს
-ეგრე სწრაფად თუ ივლი შეიძლება ფეხი მოიტეხო, მერე ისევ შენი დახმარება მომიწევს, ამდენად ქველმოქმედი ადამიანიც არ ვარ
-ვინ გთხოვა დახმარება
-ამის მერე მიდი და გაუკეთე ადამიანს სიკეთე
-რა გინდა პირდაპირ მითხარი
-არაფერი სიგარეტს ვეწეოდი და გამიხარდა ნაცნობი სახის დანახვა, ვარდისფერი ქალბატონი.
-ნეტა არ დაგენახე
-სხვანაირი მახსოვდი და დღეს სხვანაირი ხარ, როგორც ჩანს შუაღამის მერე ჯადოქრობა ქრება
-თავხედი, ყეყეჩი უტაქტო, იდიოტი
-ამდენი კომპლიმენტი ერთად ჩემთვის არავის უთქვამს
-უფრო მეტი აქვთ ნათქმი დარწმინებული ვარ
-შეიძლება
-არ მაინტერესებს ნახვამდის- ვეუბნები და სადარბაზოში შევდივარ- ჯანდაბა ჯანდაბა და ჯანდაბა, საიდან გამოჩნდა, ან აქ რატომაა, აქ ცხოვრობს სადმე, მარცხენა ფეხზე ავდექი როგორც ჩანს, ჯადოქრობა ქრებაო იდიოტი, თვითონ არ მყავდეს ალენ დელონი, კვაზიმოდო, როგორ მინდა მივტრიალდე და ვუთავაზო ერთი მაგრად . ირონია მივაყინო სახეზე.
სახლში ავედი გამოვიცვალე წამალი დავლიე მოვწესრიგდი და ნაბეღლავით ხელში დავადექი ნაცნობ გზას სამსახურისკენ. კაფესთან მისულს იქ უკვე უამრავი ხალხი რომ მხვდება ვხვდები რომ კარგად მოვიქეცი ნინოს გასაღები რომ მივეცი.
-როგორც იქნა დამეხმარე-მეუბნება და წინსაფარს მაწვდის
-დღეს რა ხდება
-არვიცი მემგონი მთელი ბათუმი აქაა
-ეს აიღე და მეორე მაგიდასთან მიიტანე -ლანგარს მაწვდის ნინო, ოფიციანტობაც დავიწყე
- ახალი თანამშრომელი გვჭირდება, ვაკანსიის შესახებ გამოვაქვეყნებ ჩვენს გვერდზე
-დავიჯერო ნაბეღლავმა გაგიხსნა გონება
-ნაბეღლავი არაფერ შუაში მე დაბადებიდან თვით ნიჭიერება და სიჭკვიანე ვარ,
-ქალი ვუნდერკინგი თაროზე შემოდებული დიპლომით.
-დიახაც
-ცოტა დაბლა დაეშვი თავი ჭაღს არ მიარტყა ახალია
-ნწ არ ინერვიულო
-დღეს ტკბილი არ ჭამო ისედაც მაღლა ხარ
-კარგი საქმეს მივხედოთ.
დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. დღის ბოლოს ქანცგაწყვეტილი ჩავესვენე სავარძელში. სოციალურ ქსელში ვაკანსიის შესახებ ავტვირთე პოსტი.
-გუშინ რა მოხდა
-რას გულისხმობ
-ვახომ წაგიყვანა სახლში და რაღაც ნამდვილად მოხდებოდა, მშვიდად არ ჩაივლიდა ხომ ვიცი
-მაგ ცხოველზე ნუ მესაუბრები თუ შეიძლება
-ცხოველებს შეურაწმყოფას ნუ აყენებ
-ხანდახან მიხარიხარ
-მხოლოდ ხანდახან
-კი სულ არშეიძლებაა, სახლში წადი დაისვენე
- ნწ ჩემს ბიძაშვილს უნდა შევუარო ბარში. ორი დღის წინ გვიკადრა და დაბრუნდა ბათუმში
-აქედან წასული ბევრი მინახავს დაბრუნებული არავინ
-წამოდი შენც თან დავლიოთ ორი ჭიქა
-კარგი ხო
-ოღონდ დალევა უხსენე რაა, ალკოჰოლის გამო სულსაც გაყიდი ხომ
-თუ დამჭირდა შეიძლება
კაფედან გავედით ნინოს მანქანში მოვთავსდით ნინო მანქანას ძრავს მე კი მანქანის ფანჯრიდან ბათუმს გავყურებ, სხვანაირად ლამაზია ღამის ბათუმი, სხვანაირად რომანტიკული, სხვანაირად მშვიდი. ნინომ ნაცნობ ადგილთან რომ გააჩერა მანქანა თვალები შუბლზე ამივიდა ჯერ კლუბს შევხედე მერე ნინოს და ეს მოქმედება ათჯერ მაინც გავიმეორე
-გადმოდი-მეუბნება ნინო
-არა გადავიფიქრე სახლში წავალ დავიღალე დღეს რთული დღე იყო
-ან გადმოდიხარ ან ძალით გადმომყავხარ
-ბიძაშვილია დიდი ხანია არ გინახავს ხელს არ შეგიშლით შენ წადი
-მირა ნუ მაწყენინებ
-რომ დაურეკო და სხვაგან შეხვდე რატომ მაინცდამაინც აქ
-აქ მუშაობს
-რა დამთხვევაა
-ან მოდიხარ ან გიბრაზდები
-კარგი მოვდივარ-ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ, ცხოვრებაში პირველად ვითრევ ფეხს კლუბში შესვლისას. შესვლისთანავე ვამჩნევ იოანეს შავს სფეროებს ისიც მხედავს და ეღიმება
-იოოოო როგორ მომენატრეე -მესმის ნინოს აქამდე უცნობი ხმაა
-მეც ძალიან მომენატრე, ნუ დამახრჩობ, აქ დაჯექით
- მირა გაიცანი იოანე ჩემი ბიძაშვილი, იო ეს მირაა ჩემი უფროსი
-სასიამოვნოა-ვამბობ და ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე
-სასმელს მოვიტან -ამბობს იოანე
-მე წავალ კარგი
-მირა დაჯექიი
-განწირული ვარ ხოო
-ვხვდები რომ რაღაცას მიმალავ და მერე მომიყვები აუცილებლად
- არაფერს გიმალავ-ვამბობ და თვალებს სწრაფად ვახამხამებ
-ტყუილიც კი არ გამოგდის
-არ გატყუებ
-მაშინ თვალებს ეგრე სწრაფად რატომ ახამხამებ, ცოტა შეანელეე მიბერავს არ გამაციოო თხლად მაცვია
-როგორ გავხართ ბიძაშვილები მკვლელი იუმორით ერთმანეთს
-სასმელიც მოვიდა -ამბობს იოანე და მაგიდაზე ორ კოქტეილს ვარდისფერ ქალბატონს და გრეიფრუტ სფლეშის დებს
-ვარდისფერი ქალბატონი?-კითხულობს ნინო და მე და იოანეს რიგრიგობით გვიყურებს-საიდან იცი რომ ეს მირას საყვარელი კოქტეილია, დამთხვევების არ მჯერა
-დღეს ალექსანდრეს ამ კოქტეილის მომზადებას ვასწავლი სულ ესაა-ნახა გამოსავალი
-ჩაძიება მეზარება ამიტომ ვიჯერებ, დავლიოთ
-ვინმემ ჩემი სახელი ახსენა
-ბავშვი მოვიდა
-ნინო დეიდა ეგრე რატომ მომმართავთ
-ალექსანდრე იცი ვარდისფერი ქალბატონი რას ნიშნავს
-ვერ მივხვდი
-მოდი განგანათლებ, ყველა კოქტეილს რაღაც მნიშვნელობა აქვს მაგალითად მარტინი ნიშნავს „მეტი საუბარი მინდა“ ზოგს ერთი ღამის, ცეცხლოვანი ღამის ან სიყვარულის მოლოდინში ეს მნიშვნელობები აქვს. კარგად ვერ ვერკვევი. ასევე ვარდისფერი ქალბატონი ამ კოქტეისაც აქვს მნიშვნელობა და ის ნიშნავს
-„მე შენ მომწონხარ“-ცდება ფრაზა ჩემსა და იოანეს ბაგეებს
-თქვენ ერთმანეთი როდიდან მოგწონთ?-კითხულობს ალექსანდრე, სურვილი მიჩნდება ვუთავაზო
-ღმერთმა დამიფაროს, ხე სადაა სამჯერ უნდა დავაკაკუნო, მეორედ ეგეთი რამ არ თქვა საშინელი მოსასმენია-ვამბობ და სახეს ვმანჭავ
-ჩემო სულელო შეგირდო მე შენ მომწონხარ კო..
-ბატონო იოანე მაშინებთ-ამბობს აექსაანდრე და ისეთ სახეს იღებს მეცინებაა ვხვდები რომ ყველაფერი გაოგო და უბრალოდ მასხარაობს
-იქნებ დამასრულებინო წინადადება-ბრაზი ეპარება ხმაში
-სანამ დაასრულებთ გეტყვით რომ მე გოგოები მომწონს
-ალექსანდრე გამასწარი აქედან თორემ შეძლება საავადმყოფოში აღმჩნდე
-პოტენციური მოძალადის ერთად რატომ ვსვამ ნეტა
-მირა შენი ტელეფონი რეკავს-ტელეფონს ვიღებ ვინ იქნება თუ არა ვახო გარეთ გვდივარ
-გისმენ
-მინდა ვისაუბროთ
-მე არ მინდა საუბარი შენთან ყველაფერი გავარკვიე
-ახსნის საშუალებას არ არ მაძლევ ისე უჯერებ ვიღაც კახპას
-ეგ კახპა როგორც შენ უწოდებ შენი შვილის დედაა
-მერამდენედ უნდა გითხრა რომ ის ბავშვი ჩემი არაა
-მა ზღაპარს წამიკითხავ-მესმის პატარ ბავშვის ხმა
-არარაობა ხარ- ყურმილს ვკიდებ
როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი გულისამრევი იყოს, არვიცი. იმის ნაცვლად რომ პატიება ითხოვოს მიმტკიცებს რომ ბავშვი მისი არაა. რა ამაზრზენია იძახდე ბავშვი ჩემი არაა და მეორე წამს სახლში გყავდეს და მამას გეძახდეს, როგორ შეიძლება საკუთარი შვილი უარყო, არ მესმის. ნინოს ვწერ რომ სახლში მივდივარ და იქაურობას ვშორდბი. სახლში მისული მაშინვე ვიძინებ.
დღე სასიამოვნოდ დაიწყო. თვალები რომ გავახილე და ვიგრძენი სახეზე მზის სხივების სითბო ძალიან გამიხარდა. უამინდობების შემდეგ მზე ნამდვილად სჭირდბდა ქალაქსაც და მეც. შხაპი მივიღე მოვემზადე და სამსახურში წავედი. იქ მისულს ნინო უკვე განადგურებული მხვდება
-რა სახე გაქვს ნიკას ეჩხუბე
- 10 ადამიანი გელოდება
-რატომ-შევიცხადე მე
-ვაკანსია რომ გამოაცხადე როგორც ჩანს ბევრმა ნახა
-ამ დილა ადრიან? ყავაც კი არ დამილევია
-არაუშავს, საუბრის დროს გამოფხიზლდები
-სივი რომ გამოეგზავნათ არა? ვინც მომეწონებოდა მერე დავიბარებდი გასაუბრებაზე
-მეილიც სავსეა არ ინერვიულო
-ნინოო მე მიკეთებ მაგას
-დიახაც
-გულს მტკენ
-თავს ნუ ისაწ....ბ არ მოქმედებს
-კარგი შევალ და შემოუშვი ვინმე- ვამბობ და კაბინეტში შევდივარ სავარძელში ვჯდები და უფროსის როლს ვირგებ. კარებზე კაკუნის ხმა მესმის- შემოდით
-გამარჯობა მე გიორგი ჯაში ვარ
-დაჯექი გიორგი, კომფორტულად მოეწყვე
-მადლობა
-რამდენი წლის ხარ გიორგი ?
-19
-სწავლობ ?
-კი
-ნახევა განაკვეთზე გინდა ალბათ სამსახური
-სწორად მიმიხვდით
-სამწუხაროდ ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლებს არ ვეძებთ
-კარგი მაშინ დაგემშვიდობებით
-წარმატებული დღე, თუ არ შეწუხდებით შემდეგს უთხარით შემოვიდეს

-შეიძლება?
-შემდი, დაჯექი. შენი სახელი
-ცირა
-რამდენი წლის ხარ ცირა ?
-22
- ნახევარ განკვეთზე ხომ არ ეძებ სამსახურს ?
-არა
-რაიმე გამოცდილება გაქვს?
-არა
-რომელიმე ენას თუ ეუფლები
-ინგლისურს
-კარგი რაც შეეხება სამსახურს, კაფე დილის ათიდან საღამოს ექვსამდე მუშაობს ზაფხულიდან რა თქმა უნდა სამუშაო საათები გაიზრდება, კვირაში ორი დღე დასვენება,
-ხელფასი?
-800 ლარია
-კარგი თანახმა ვარ
-კარგი ხვალიდან შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ორი ახალი თანამშრომელი ავიყვანე ცირა და საბა . ოროვე საკმაოდ პასუხსმგებლიანი და ენერგიული მეჩვენა. იმედია ჩემს იმედებს გაამართლებენ. აღარ მინდა კიდევ ამდენ ადამიანთან გასაუბრება. დამღლელია მეტისმეტად, თანაც უარის თქმაც მეუხერხულება, რომ შემეძლოს ყველას ავიყვანდი სამსახურში, მაგრამ ასე რომ მოვიქცე სამწუხარდ გავკოტრდები და ლოგიკურია ისინიც სამსახურის გარეშე დარჩებიან.
საბა საკმაოდ კარგი ბიჭი აღმოჩნდა, საოცრად მოტივირებული, როგორც გავიგე დიზაინერობას აპირებდა, ჩვენი კაფის დიზაინზე რაღაც რჩევებიც კი მივიღე და ძალიან მომეწონა, ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევს, ეს ბავშვი შორს წავა, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნო რომ ჩემს კაფეში გოგონათა რიცხვი გაიზარდა, იმ გოგონათა რიცხვი რომელიც მის სანახავად და ფოტოების გადასაღებად მოდიან, დარწმუნებული ვარ რამე გვერდიც აქვთ უკვე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ცირას, ცოტა მორცხვია, ვამჩნევ რომ ძალიან გულჩათხრობილია, საქმეს იდეალურად აკეთებს მაგრამ საუბრით თითქმის არავის ესაუბრება, იშვიათად იღიმის, მისი სიცილი არც კი მინახავს,საინტერესოა. ვფიქრომ ყველაფერთან შესაგუებლად დრო სჭირდება, მარტივი არაა უცნობ გარემოს და უცხო ადამიანებს შეეჩვიო და ენდო მითუმეტეს გული გადაუშალო.
იგივეს ვერ ვიტყოდი ნინოზე, რომელიც პირველივე დღიდან შემომიჩნდა, იმდენად შემაყვარა ამ ერთი ციდა გოგომ თავი რომ მის გარეშე რა უნდა ვქნა არ ვიცი, ნიკას არ მივცემ მისი წართმევის უფლებას ძალიან ეგოისტი ვარ. ერთი ციდა იყო მაგრამ ენა ჰქონდა მტრისას, უამრავი საყვედური შემოდიოდა მის სახელზე, მაგრამ ისე მიხსნიდა ყველაფერს შეუძლებელი იყო რამე გეთქვა, ბევრი არ მაკლდა ბოდიში მომეხადა კაბინეტში რომ დაგიბარეთქო. ნიკასაც ეჩხუბა იმ იდიოტს კი მაშინვე ჩაუვარდა გულში.
საოცარი კადრები მყავს და საოცარი უფროსი ვარ. აქ აბლოდისმენტბი მჭირდება.
-საბა რას აკეთებ
-ლაივში ვარ ჩემს ფოლოვერებს ამ კაფის შესახებ ვუყვები,
-გვაპიარებს-ერთვება ნინო და იცინის
-სულ კარგ რაღაცეებს ვიძახი
-მე გავაფრთხილე -ერთვება ნინო რაზეც ყველას გვეცინება
-გაიცანით ჩვენი მშვენიერი უფროსი-საბა ჩემსკენ ატრიალებს კამერას-ქალბატონი მირა, რომ იცოდეთ მისი კაფის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის ისე როგორც გულის-ამბობს და ნინოსგან ხვდება კიდეც
-სამაგიეროდ ნინო დეიდას გულის კარი დახურულია თანაც მწარე ხელი აქვს-აგრძელებს საბა და ვხვდები რომ ეს ბავშვი მომწონს.
-ვგონებ ვიღაცას მეორედაც მოხვდება
-ხელთან ერთად ენაც მწარე აქვს
-ნინოო მის ფოლოვერევს სძულხარ უკვე- ვეუბნები და ვიცინი
-სამაგიოროდ ჩემს ფოლოვერებს თქვენ მოსწონხართ უფროსო
-საბა ჩვენ რაზე შევთანხმდით
-კარგი მირა
-ასე უკეთესია
-მეგობრებო მირა ვერ იტანს უფროსს რომ ვეძახი.
- მორჩი მაიმუნობას და საქმეს მიხედე, ცირას დაეხმარე
-ახლა დაგემშვიდობებით არ დაგავიწყდეთ კაფეში გვეწვიოთ სადაც ძალიან ბევრი გემრიელობების დაგემოვნებას შეძლებთ.
-მირა მასხარა თუ აგყავდა სამსახურში ვერ მითხარი -არ ცხრება ნინო
-ნინო დეიდა ვიცი რომ ძალიან გიყვარვართ და ეგრე სიყვარულს გამოხატავთ
-ესეც უთხარი
-მე არა, ამ წამს შენ უთხარი
-ცირა რას აკეთებ, რამის თქმა გინდა?
-მირა დედაჩემს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა უნდა გავიდეს და შეიძლება რომ ბავშვი აქ დატოვოს
-მოიცა ბავშვი გყავს
-კი სამი წლის
-შეიძლება რათქმაუნდა, მოიყვანოს
-ძალიან დიდი მადლობა
პატარა თაია სულაც არ გავს დედას როგრც აღმოჩნდა დედამისისგან განსხვავებით ენაჭარტალაა და ყველაფერი მოსწონს რაც იჭმევა, განსაკუთრებით ტკბილეული. სწორ ადგილასაა მოსული. ადამიანებსაც მარტივად ეჩვვა და სულარაა მორცხვი. ისე მარტივად მოკალათდა ჩემს კალთაში თითქოს მთელი ცხოვრება მიცნოდეს.
ბავშვები ღვთისგან მოვლენილი ანგელოზები არიან ნათელი თვალებითა და უმანკო სულით. მათზე უარი როგორ უნდა თქვა, როგორ უნდა გაიმეტო მარტოობისთვის, მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვობაში დაგვაბრუნონ. ვახოს არ მესმის, მისი შვილიც სამი წლის უნდა იყოს როგორ უარყოფს მას.
პატარა თაიასთან ტიტინით გართულმა ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა
-ძალაინ საყვარელი შვილი გყავს- მესმის იოანეს ხმა და მისკენ ვიხედები
-ნამდვილად, რას მივაწერო თქვენი აქ ვიზიტი
-ლაივი ვნახე და მომინდა საოცარი უფროსის ნახვა
-უკაცრავად
-ჩემს ენა მწარე ბიძაშვილს მოვაკითხე
-მირა წავიყვან თაიას, მადლობა რომ აქ დატოვების უფლება მომეცი-მეუბნება ცირა და ბავშვს მართმევს
-მადლობა არაა საჭირო შეგიძლია ნებისმიერ დროს მოიყვანო ,თან ჩვენ უკვე დაქალები ვართ-თაიასკენ ვანიშნებ და ვიღიმი. ცირა წავიდა და ბავშვიც წაიყვანა
-იოოოო როდის მოხვედი-შემოდის ნინოო
-სახელს ნუ მიწელავ, ახლახანს მოვედი
-ნინო დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე
-რატომ რა ხდება
-ერთი სულიერი აურას მიბინძურებს, როგორც თქვა შენს წასავანად მოვიდა
-ეს ყოველთვის ასეთ ხასიათზეა როგორ უძლებ
-ყოველთვის არა შენ რომ გხედავს სწერვა მირა ერთვება.
-მგონი მართალი ხარ
-აღარ მიდიხართ?
-ნწ ჯერ არაა რაღაც საქმე მაქვს
-მაშინ კაფე შენ დაკეტე
-მირა სახლამდე გაგიყვან-მეუბნება საბაა
-არა არ შეწუხდე
-მოტოთი ვარ
-მოვდივარ-არასდროს ვმჯდარვარ მოტოციკლზე და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი, საბას გარეთ მივყვებიი აქამდე არ შემიმჩნევია ასეთი ძვირადღირებული მოტოციკლი რომ ჰყავდა
-ჩაფხუტი გამომართვი
-დარწმუნებული ხარ რომ 800 ლარიანი ხელფასი საკმარისია შენთვის
-სრულებით
-მემგონი 800 ლარის მარტო საწვავს ასხამ
-მთლად მაგდენსაც არა
-მდიდარი მამიკოს შვილი ხარ რომელიც მშობლებს გაუბრაზდა და სახლიდან წამოვიდა
-შეიძლება, დაჯექი და კარგად მომეჭიდე
-მუცელზეც ხომ არ შემოგხვიო ხელები.
-შენთვის იქნება კარგი
-კარგი
მოტოციკლზე ვჯდები და საბას ვხვევ ხელს. ბაიკს როგორც თვითონ უწოდებს ადგილიდან წყვეტს, საოცარი შეგრძნებაა შიში და ადრენალინი ერთანად გიპყრობს, საბას უფრო ძლიერად ვეჭიდები ისიც არ აყოვნებს
-მირა თუ გეშინია შევანელებ
-არა მომწონს
-თან იმდენად მოგწონს რომ ვერც კი შეამჩნიე შენს სახლს რომ გავცდით
-მართლაც,
-როცა მოგბეზრდება მითხარი და სახლში დაგაბრუნებ
-მემგონი ეს არასდროს მომბეზრდება-სიცილით ვამბობ, იმდენად ვთამამდები რომ ხელებს ჰაერში ვწევ ძალიან მინდაა ვიყვირო მაგრამ თავს ვიკავბ
-პატარა ბავშვივით ხართ ახალ სათამაშოს რომ უყიდიან და უხარია
-მადლობა ამ შეგრძნებისთვს დაღლილობა მომეხსნა დღის იდეალური დასასრული იყოო
საბა სახლთან მტოვებს რაც რათქმაუნდა არ გამორჩენია ჩემი უბნის უხუცესთა საბჭოს, ალბათ როგორ უხარიათ საჭორაო თემა მიეცათ, ხვალ უბანში ძალიან პოპულარული ვიქნები.
ხვალ ვისვენებ ამიტომ გადავწყვიტე სახლში ჩემებთან წავსულიყავიი
-მამა უძლები შვილი დაბრუნდა-კარებთნ მეგებება ჩემი ძმა
-შეგიძლია ჯერ ჩამეხუტო, პატარა ხისთავიანო მომეატრე-ვეუბნები და ძალიტ ვხვევ ხელებს
-პატარა არ ვარ 23 წლის ვარ და მითუმეტეს არც ხისთავიანი, ხითავიანებს დიპლომს არ აძლევენ
-ნუ მეტლიკინებიი, სადარიან
- სავახშმოდ შევიკრიბეთ შემოგვიერთდი
-დათა როდიდან ვახშმობთ სახლში?
-საძმოს არეცალა დღეს
-დედა მამა როგორ ხართ
-კარგად შვილოო
-ეს ბავშვი თქვენი გაფუჭებულია, ჯერ ამერიკაში რომ გაგზავნეთ სასწავლებად, და სამითვეა რაც დაბრუდა ბაიკიც აჩუქეთ, ახლა საძმოც ყავს სად შეგვძლია
-ნუ გშურს ძვირფასო დაო
-სულაც არ მშურს, იმედი მაქვს სადმე არ აილეწები მაგ მოტოთი და საავადმყოფოში არ მოგვიწევს სირბილი
-სასმელით მოწამვის გამო ხომ გვარბენინებ
-ჩემი ბრალი არა სუსტი ორგანიზმი რომ მაქვს
-ალბათ გინდოდა გეთქვა ღორივი რომ ვსვამ და გაჩერებას ვერ ვხვდებიოო
-საკმარისია კინკლაობა, რას შვრებ როგორ მიდის კაფის საქმეები -მეკითხება მამაჩემი
-კარგად, მომხმარებელთა რიცხვმა იმატა ორი ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ
-კარგია ზაფხულში უფრო მეტი კადრის აყვანა მოგიწევს
-მორჩსთ საქმეზე საუბარს და მიირთვით სანამ ყველაფერი გაცივდა-გვაჩუმებს ყველას დედაჩემი
-აშკარაა სახლში ძალაუფლება ვის ხელშიცაა- იცინის დათა
-დათა გასაგებია ჯერ პატარა მისთვს დაოჯახება ადრეა და შენ არაირებ ოჯახის შექმნას შვილიშვიები მინდა-აი რატომ არ მოვდიდიოდი სახლში
-დედა გეყოს ყველა ვახშამზე ჩემი გათხოვების გეგმის შედგენა, დათა რატოაა პატარა წეღან თვითონ ქვაა 23 წლის დიდი ბიჭი ვაროო
-თემას ნუ ცვლიი
-როგორც კი იგებენ რომ დედაჩემი ნელი სამნნიძეა ყველა ბიჭი მშორდება,
-ანუ ჩემი ბრალი ყოფილაა
-რავქნაა ბიჭებს აშინებთ პოტენციური სასიდედროები
-რაც უფრო იზრდები ფანტაზია რომ გიქვეთდება ხვდები-მკბენს დათა
-შენ შენს ფანტაზიას მიხედე

ვახშმა იდეალურად ჩაიარაა ვერაფერს ვიყვიი, მომნატრებია დედაჩემიის ქოთქოტი ჩემს გათხოვებაზე, ჩემი ხისთავანი ძმაც, რომელსაც სახლში იშვიათად ვხედავ ხოლმე და მამაჩემი ბატონი გურამი რომელიც საოცარი მამა და ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას. ვერსად ვერ იგრძნობ თავს ისე დაცულად როგორც საკუთარსახლში. ადამიანებს ოჯახების არჩევა რომ შეგვეძლოს მე ისევ მათ ავირჩევდი, მათ გარეშე სამყაროო ვერ წარმომიდგენია. არამგონია ვინმეს თვალებში დავინახო ის სიყვარული რომელიც მათი თვალებიდან იღვრება.
სახლში მისულმა ვერ გადავწყვიტე ხვალ რა გამეკეტებინა. ბოლოს ქააქ გარეთ გასვლა გადავწყვიტე, ადამიანი სიმშვიდეშ პოულობს ძალას და ბედნიერებასო, მაინტერესებს ეს ვინ თქვა. სრული აბსურდიაა, მე რარომღაც მოწყენილობა უფრო მიპყრობს ვიდრე ედნიერება.
დამავიწყდა მეთქვა ხატვა მიყვარს, ერთგვარი ჰობია, ინტერნეტში რაღაც საოცარი ადგილი ვნახე და მისი დახატვა მომინდა ამიტომ ავიღე ჩემი გუდა ნაბადი ტაქსი გამოვიძახე და გზა გავუდექი, ფეხით შორია.
ადგილზე მისულს მართლაც საოცრება დამხვდა უამრავი ფოტო გადავიღე რომელსაც ტილოზე აუცილებლად გავაცოცხლებდი. ფეხით სიარულისგა დაღლილმა როგორც კი ბარში ჩამოვედი განსატვირთად ბარს მივაშურე, ასეთი შრომის შემდეგ ჯილდოს ნამდვილად ვიმსახურებდი. მიმტანს ვთხოვე მარტინი მოეტანა.
ორი ჭიქა მარტნისდალევის შემდეგ ვიგრძენი რომ თავიდან დავიბადე, დაღლილობაც მომეხსნა, შეგიძლიათ ალკოჰლიკი მიწოდოთ ან თნდაც ლოთი შეიძლებამართლაც ვარ. უკვე წასვლას ვაპრებდი მიმტანმა კიდევ ერთი სასმელი რომ მოიტანს
-ვარდისფერი ქალბატონი?
-დიახ
-კი მაგრამ მე არ შემიკვეთავს
-მთხოვეს მომეტანა
-ვინ გთხოვათ
-ამას ვერ გეტყვით
-კარგი მაშინ ანგარიში მომიტანეთ
-უკვე გადაიხადეს
-და ვინ გადაიხადა მაგასაც ვერ მეტყვით ხომ
-სამწუხაროდ ვერ
ბარიდან გაბრაზებული ვბრუნდები, ვინ იცოდა რომ ეს კოქტეილი მომწონდა, ვის შეეძლო მისი გამოგზავნა. ნინოს? სამსახურშა და არ იცოდა სად მივდიოდი. იოანე? შეუძლებელია დასანახად ვერ მიტანს ალბათ. ვახო? დავიჯერო სადმე აქაა, შეუძლებელია. სად მოვდიოდი მხოლოდ ჩემმა ძმამ იცოდა, მას კი დამალვა სულაც არ დასჭირდებოდა. მაშინ ვინ?

კლასელების შეკრება დღე, რომელიც ჩემთვის დადებით ემოციებას არასდროს აღძრავდა და რატომღაც არც ახლა მომგვარა ბედნიერება. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით შემატყობინეს რომ ამჯერად ნამდვილად იკრიბებოდნენ. დიდი ხნის შემდეგ კლასელების შეკრებას ორი უკიდეურესობა აქვს; პირველი მათ უნდა დაუმტკიცო რომ ისევ ის ლუზერი არ ხარ რაც სკოლაში იყავი და შეიცვალე და მეორე შეგიძლია ისევ ლუზერად დარჩე და ნება მისცე გააგრძელონ შენი დაჩაგვრა და დამცირება. ვიცი რომ ჭორაობის საგნად ვიქცევი, საშინელებაა.
-ნინო მიშველე იქ წასვლა არ მინდა
-გინდა წამოგყვე ?
-ნიკას მარტო უშვებ , ყველა მეორე ნახევრის ერთად იქნება
-დარწმუნებული ვარ შენსა და ვახოზე იქნება მთელი საღამო საუბარი
-მგლების ხროვაში მიშვებ ?
-მათი ლუკმა გახდები, ვიცი როგორც უნდა აიცილო ვახოზე საუბარი თავიდან
-გული მიგრძნობს რაღაც სისულელეს მეტყვი მაგრამ ამერთხელაც მოგისმენ
-ახალ შეყვარებულთან ერთად უნდა მიხვიდე
-და იქნებ ამიხსნა ერთ ღამეში სად ვნახო შეყვარებული
-მე იდეა მოგაწოდე დანარჩენი შენ თვითონ მოიფიქრე.
-მირა მე შემიძლია დახმარება-არსაიდან გამოჩნდა საბა
-ჩვენს საუბარს უსმედი?-წარბს მაღლა ვწევ
-ჩავიარე კაბინეტთან კარი ღია იყო და შემთხვევით მოვისმინე
-კარგი არაუშავს შეგიძლია წახვიდე
-ჩემს წინადადებაზე რას იტყვი ?
-საბა ბავშვი ხარ,
-23 წლის ვარ
-ეს არაფერს ცვლის
-იოანეს რომ დავურეკო?-აჟღერებს ნინო ხმამაღლა ფიქრებს
-ხომ იცი რომ შეიძლება შემომაკვდეს
-სანამ შეიძლება ურევია მაგ წინადადებაში არაუშავს
-არმინდა
-კარგი რა რამოდენიმე საათი შენი ტყავის გადასარჩენად შენივე ტყავიდან რომ გამოძვრე არ შეგიძლია, თან ცუდი ადამიანი არაა
-მე დაგტოვებთ-საბა წარბშეკრული ტოვებს კაბინეტს საოცარი თაობა მოდის
-კარგი სხვა გზა მაინც არ მაქვს-ვამბობ და საკუთარ თავზე მეცინება. რატომ მაღელვებს რას იტყვიან ჩემზე ან რას საუბრებენ, ეჰ ისევ ბავშვი ვარ არამგონია ოდესე გაზრდა შევძლო.
ნინოს და იოანეს საუბარმა 20 წუთი გასტანა, ამ ბიჭის თავდაჯერებულობა და ეგო იმდენად მაღიზიანებს რომ ლამისაა გადავფიქრო მასთან ერთად წასვლა . ბოლოს როგორ იქნა დაკიდა ყურმილი, მამცნო რომ ხვალ შვიდი საათისათვს გამომივლიდა. ნინო ცირას დასახმარებლად გავიდა და კაბინეტში მარტო დავრჩი, საქმეში ჩაფლულმა ვერც კი შევამჩნიე დრო ისე სწრაფად გავიდა

-საბა რა დაგემართა სისხლი მოგდის-მესმის ცირას ხმამაღალი ხმა. სისხლის გაგონებაზე ერთიანად გავიყინე, ვერ გეტყვით როგორ მოვახერხე გარეთ გასვლა. ათასი საშინელი სცენა წარმოვიდგინე გონებაში.
-არაფერია უბრალო ნაკაწრია-ამბობს და უხერხულად იშმუშნება
-საბა ვინმეს ეჩხუბე?-მზრუნველი დედასავით გამომივიდა შეკითხვის დასმა
-არავისთან მიჩხუბია მირა დეიდა
-უკაცრავად
-მე ხომ ბავშვი ვარ, და თქვენ ზრდასრული ქალბატონი პატივსცემის ნიშნად დეიდათი მოგმართავთ
-მეორე ხელსაც დაიზიანებ ვატყობ, გამომყევი-კაბინეტში ჭრილობას ვამუშავებ
-მადლობა მირა დეიდა
-საბა ვერ ვხვდები შენი ასეთი საქციელის მიზეზს მაგრამ დიდად დამავალებ თუ ისევ მირათი მომმართავ და კოპებს გახსნი, არ მინდა მეორედ ასეთ მდგომარეობაში გნახო-ვამბობ და ხელზე გადამაქვს მზერა
-გასაგებია მირა-მომიგდო ორიოდე სიტყვა და წავიდა, გასაგებია მირა, ვაჯავრებ საბას და ამაზე მეცინება.

******************
რესტორანში წასასვლელად ისე გამოვეწყვე რომ გენახეთ გეგონებოდათ ოსკარის დაჯილდოვებაზე მივდიოდი სადაც უეჭველი ოსკარს მე გადმომცემდნე და მადლობის სათქმელად სცენაზეც ავიდოდი. ისე კი აიღებდა ერთ ოსკარს კაცი, სადაც ლორენს ოლივიეს ოთხზე მეტი აქვს, მე ერთი რატომ არ უნდა მქონდეს. ღმერთო ჩემო რა ამბიციებია. ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე მაგრამ იოანე დაპირებისამებრ შვიდ საათზე ჩემს კორპუსთან იყო, ჩანთა ავიღე და ქვევით ჩავედი. მანქანისკენ მიმავალი ვხედავ მის გაოცებულ სახეს თვალებს არ მაშორებს და ვხვდები რომ შეუდარებლად გამოვიყურები.
-რას უყურებ?
-შუაღამემდე სახლში უნდა მოგიყვანო თორემ ჯადოქრობა გაქრება
-დიახ მეეტლევ, სანამ თაგვად გადაიქცევი იქნებ მორჩეთ ღლიცის და საქმეს მივხედოთ
-მე პრინცობას ვაპირებ ამაღამ
-ხოდა მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი შეგრჩება ხელში
-ჩემი ცეკვა გმართებს არ დაგავიწყდეს
-არ მეგონა ზღაპრებსაც თუ კითხულობდი
-მეც ბავშვი ვიყავი, პირდაპირ ზრდასრული კი არ დავბადებულვარ
- მოხუცი ბენჟამინივით ხო-ვამბობ და მეცინება
-მოიცა ეგ ფილმი იცი
-მიყვარს ფილმების ყურება
-კიდევ რა გიყვარს
-არაა შენი საქმე
-როგორც შენმა შეყვარებულმა არ ფიქრობ რომ შენზე რაღაცეები უნდა ვიცოდე რომ მკითხონ რამე
-ეგ სტატუსი თავში არ აგივარდეს
-შეგიძლია დროებით შენი ჩემდამი სიძულვილი გვერდით გადადო და ნორმალურად მესაუბრო
-რასთან დაკავშირებით
-სად გავიცანით ერთმანეთი, პირველი ვინ გაამხილა გრძნობები
-ბარში გავიცანით და სიყვარული შენ ამიხსენი
-აბა პირველი შენ ხომ არ ამიხსნიდიი მკლავს ეს სტერეოტიპი
-მე შენი სუნამოს სურნელი მკლავს მაგრამ ვამბობ რამეს
-რას უწუნებ
-არაფერს ზედმეტად მომწოს, მთლად უგემოვნოც არ ყოფილხარ
-ხანდახან სურვილი მაქვს რომ მიგახრჩო
-ეგ სურვინები სხვა დროისთვის შეინახე რესტორანს ვუახლოვდებით, უბედნიერესი კაცის ნიღაბი უნდა მოირგო
-არ მეტყობა ბედნიერი რომ ვარ
-ისეთი სახე გაქვს ვიღაცას ეგონება ჩანთაში იარაღს ვმალავ და ამით გაშინებ
-მართლა მალავ ჩანთაში იარაღს?
-იოანე
-კარგი ხო-მანქანას აჩერებს და ხელებს მაღლა წევს რაზეც ორივეს გვეცინება
რესტორანში შესულებს ყველა ადგილზე გვხვდება, რამდენი გამარჯობა და როგორ ხარ ვთქვი აღარ მახსოვს. იყო გულთბილი მოკითხვები, როგორ შევცვლილვარ და მეორე ნახევარიც როგორ შემიცვლია, როგორ გული წყდებოდათ თურმე რომ ასე მოხდა. ვუყურებდი მაგიდასთან შეკრებილთ და ზოგიერთში ადამიანის ნიღაბს ამოფარებულ გველს ვხედავდი, გველს რომელიც სხვისი უბედურებით იკვებება. ახლაც ცდილობენ შხამი ვინმეზე გადმოანთხიო თორემ შეიძლება თავისისე შხამში ჩაიხრჩონ. „ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს“.მახსენდება ამირეჯიბის ეს სიტყვები და ბნელ აზრებს ვფანტავ გონებიდან. ნინოს და ნიკას რომ ვხედავ დაძაბულობა მეხსნება. ვიცი რომ ჩემს გამო ყველას გადაუვლიან
-საოცარია შენნაირ ქალს კაცმა როგორ უღალატა მირა-ამბობს მარი
-ხდება ხოლმე,ამისგან დზღვეული არავინაა
-არადა როგორი კარგი წყვილი იყავით, მთელი ქალაქი თქვენზე გიჟდებოდა
- ეტყობა ვიღაცეების „თვალი გვეცა“
-ალბათ როგორ გრცხვენია ამის გამო-აგრძელებს მარი როგორი უსირცხვილოა ნეტა თვითონ არ რცხვენია ასეთ კითხვებს რომ მისვამს
-მირას რატომ უნდა რცხვენოდეს არ მესმის? სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია. ეს მას უნდა რცხვენოდეს ვინც ასეთ ქალს უღალატა, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ მახარებს იმ კაცის ასეთი საქციელი, რომ არა ის მე მირას ვერ გავიცნობდი თავისთავად ვერ ვეზიარებოდი გრძნობას, რომელმაც მთლიანად მომიცვა, სიყვარულს-ამბობს იოანე და მისი სიტყვებით აქამდე მისდამი არსებული ყველა ბრაზი იფარება, გულწრფელად ვიღიმი-მინდა სულ ასე მიღიმოდე
-მიხარია რომ ასეთი მამაკაცი იპოვე-მარი
-მეც მიხარია, მან სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი-ვამბობ და მორცხვად ვიღიმი, სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა
-მიხარია რომ იმ არამზადას მანამდე დაშორდი სანამ ღრმად შეტოპავდით-ახლა ლანამ რამ მითხრა რომ ჩემი უბედურება გაუხარდა, ღმერთო ნეტა ამას ვინმე გამხნევებას ეძახის, ან უცებ რატომ გახდა არამზადა, იმიტომ რომ ერთხელ შეეშალა, შეცდომა დაუშვა, როგორ მარტივად შეუძლია ადამიან იარლიყი მიგაკრას, შემდეგ კი დაგცინოს, აი სკოლის მოსწავლეების მსგავსად რომელიც მათ თანატოლს ფარულად სტიკერს აკრავენ და მერე დასცინიან.
-ლანა გახსოვს გიომ ბურთი რომ მოგარტყა შემთხვევით სახეში-მეც გავიხსენე რა
-რა დამავიწყებს გასიებული ტუჩებით დავდიოდი
-და გატეხილი ცხვირით, როგორ ეჩხუბე
-მაშინ არ ვიცოდი ტუჩების დაბერვა ასე თუ გაპოპულარდებოდა თორემ არ ვეჩხბებოდი
-მაგის გამო ლევანი როგორ დაგშორდა დღემდე ვერ ვხვდები, ისე ეგეც კარგი არამზადა იყო, მასთან ბედნიერი ვერ იქნებოდი-ვამბობ დს ვხედავ ლანას როგორ ეცვლება სახე, ათიანში მოვარტყი.
-ვიცეკვოთ-მეკიტხება იოანე და ხელს მიწვდის
-არ მიყვარს ვალში ყოფნა-მის ხელს ჩემსას ვაგებებ
სხეულს მელოდიას ვაყოლებდი და არაფერზე ვფიქრობდი. გამიხარდა რომ შეკრება იმაზე მშვიდად მიმდინარეობდა ვიდრე ველოდებოდი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად იყო სიმშვიდეს მაინც ვერ ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა და ეს რაღაც რა იყო ვერაფრით გამეგო. ნიკას და ნინოს სახეებს ვამჩნევ გაოცებული მიყურებენ. არასდროს არავისთან მიცეკვია მამაჩემის გარდა და ალბათ უკვირთ.
საღამომ შესანიშნავად ჩაიარა, იოანემ სახლამდე მიმაცილა. გზად სიტყვა არცერთს არ დაგვცდენია, უსიტყვოდაც ნათელი იყო ყველაფერი. კორპუსთან დათა დამხვდა კი გამიხარდა ჩემი ძმის დანახვა მაგრამ ასეთ დროს მეუცნაურა
-აქ რას აკეთებ ისევ საძმოს არ სცალია
-ეს კაცი ვინ იყო
-მეგობრის ნათესავი
-რატომ გაცილებს მეგობრის ნათესავი სახლში
-დათა ისევ გააგრძელებ მაგ სახით სულელური შეკითხვების დასმას და ვერ გადამირჩები
-კარგი ხო როლში შევიჭერი, დღეს უნდა შემიფარო
-სახლიდან გამოგაგდეს?
-განვერიდე იქაურობა აღარ იყო უსაფრთხო
-ისევ იჩხუბეს?
-კი
-ამჯერად რა საოცრება ჩაიდინა გურამმა
-მამას დაავიწყდა ამ დღეს ერთმანეთი პირველად რომ ნახეს მან და დედამ
-მეც ვეჩხუბებოდი არ ვამტყუნებ
-კარგი რა
- ძამიკო ქალები ასეთ წვრილმანებს ყურადღებას ვაქცევთ. პატარა რჩევა დისგან გამოგადგება სამომავლოდ
-ამწამს შემეცოდე ძმაო-ჩაილაპარაკა თავისვის
-მე მითხარი რამეე?
-არა ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც
*************************
-მირა თვალები გაახილე არ მოკვდე-ძილბურანში მყოფს მესმის უცნაურად წვრლი ხმა
-მმმმმ-ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვტრიალდები საწოლის მეორე მხარეს
-მირა ვახო მოვიდა-წამის მეასედში იაზრებს გონება გაგონილ სიტყვბს და მაშინღა ვკადრულობ თვალების გახელას. საოცარი სანახაობის მომსწრე ვხდები ჩემი იდიოტი ძმა რომელსაც დარჩენის უფლება მივეცი საწოლთან დგას და ბოლო ხმაზე იცინის, გვარში ერთი ორი შტერი ყველას გამოერევა, ჩვენთან ეს შტერი ჩემი ძმა აღმოჩნდა. ჯერ არ იცის ვუმალავთ
-იდიოტი რომ იყავი ვიცოდი მაგრამ თუ დაამტკიცებდი არ მეგონა
-უფროს დას დავემსგავსე სულ
-გაეთრიე ჩემი სახლიდან
-მშია იქნებ მაჭამო რამე
-არ მოკვდები უჭმელობით
-წყალი მაინც დამალევინე
-გზად იყიდე
-სახლიდან მაგდებ
-დიახაც
-სტუმართმოყვარეობაც ასეთი უნდა
-გამასწარი სანამ რამე გესროლე
-ჩემი ძმაკაცების მშურს ანგელოზივით დები ყავთ სულო გულო ყველაფერს უსრულებენ, ჩემი და რატომ არის ანაბელი-არა მსახიობური ნიჭი სისხლში გვაქვს ისეთი კარგი პერფორმანსი ქონდა სიცილი ძლივს შევიკავე
-მეტი ეფექტისთვის შეგიძლია სახე ლეხებში ჩარგო და მოწტვეტით დაეცე სავარძელში
-ეგრე ნაწყენიც არ ვარ ანაბელ
-ვინაა ანაბელი?- ვეკითხები და ბალიშს ვისვრი მისი მიმართულებით, ავაცილე
-სარკეში ჩაიხედე დანახავ, მოიცადე მოგიტან-დათას სარკე მოაქვს, შემდეგ კი დემონსტრაციულად ტოვებს ოთახს. სარკეში ვიხედები, ჩვენში დარჩეს და რაღაც სიმართლის მარცვალი კი ერია მის სიტყვებში...
დათა წავიდა. მეც ვიკადრე საწოლიდან ადგომა და თავი მოვიწესრიგე. დილით ვერაფერს ვჭამ ხოლმე ამიტომ ისე რომსამზარეულოშიც კი არ შემივლია სამსახურისკენ გავეშურე.
სამსახურში დღემ იდეალურად ჩაიარა, მომხმარებელთა რაოდენობა იმატებს და ეს ნაწილობრივ საბას ლაივების დამსახურება, შესვენების დროს ყოველთვის ლაივშია და ჩემს კაფეს აპიარებს. ცირას სახეზე საოცარი ღიმილი დასთამაშებს რაც ძალიან მახარეს. მაინტერესებს ამ ღიმილის მიზეზი მაგრამ არფერს ვეკიტზხები, საჭიროდ თუ ჩათვლის თვითონ მოგვიყვება.
სამუშოა საათები თითქმის დასრულებული იყო, ნინოსთან გუშინდელი საღამოს ამბებს განვიხილავდი ვახოს მოსვლის შესახებ ტომ მამცნო ცირამ. გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ მშვიდად მესაუბრა ამ ადამიანთან და გარეთ გავედი
-რას მივაწერო თქვეი აქ ვიზიტი
-შენთან საუბარი მინდა
-კარგი ვისაუბროთ
-აქ არა-ამბობს და ხალხს ავლებს მზერას
-კარგი გარეთ გვიდეთ-ვეუბნები და კაფის წინ მდებარე პატარა სკვერში გავდივართ-აბა რაზე უნდა ვისაუბროთ?
-შეგიძლია ეგ ირონია მოიშორო
-მაგაზე გინდოდა საუბარი?
-მირა მიყვარხარ და ვიცი რომ შენც გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები
-შესწორებას შევიტან მე აღარ მიყვარხარ ვახო, არ გეგონოს რომ ამას ბრაზი მალაპარაკებს ან თუნდაც წყენა. დიდი ხანია აღარ მაქვს შენდამი გრძნობები
-ანუ შანსი აღარ მაქვს
-საოცარი შვილი გყავს, დედამისიც საოცარი ქალია, არ გინდა ახალი ცხოვრება დაიწყო? მათთვის გულის კარი გააღო?
-არ შემიძლია ჩემი გული შენ მოგიძღვენი მთლიანად
-უნდა სცადო, რამდენჯერაც გიახლოვდებიან იმდენჯერვე ხელს კრავ მათ
-მათ გამოამბობ უარს ჩემზე ხომ ასეა?
-ვახო ისინი არაფერ შუაში არიან გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, უბრალოდ ჩემთვის აღარ ხარ ის ადამიანი ვინც იყავი, არანაირი გრძნობა არ მაქვს შენს მიმართ, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყე შენს გარეშე და შენც იგივეს გირჩევ, ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით, ვერც ახალა და ვერც მომავალში
-ერთი შეცდომის გამო უბრალოდ ადექი და ხელი მკარი, ეს იყო შენი სიყვარული რომელსაც მეფიცებოდი? ერთი შეცდომა ვერ მაპატიე
-შეცდომა? შენ მიღალატე. ადამიანები სიყვარულს ღალატით არ გამოხატავენ, შენ კი ჩვენს სიყვარულს გადააბიჯე, შენიყავი პირველი ვინც ბზარი გააჩინა, ამის შემდეგ ასე უსირცხვილოდ მოდიხარ და დამნაშავედ მე გამოგყავარ
-როგორც ჩამს ისე ძლიერ არასდროს გყვარებივარ როგორც მე მიყვარხარ
-როგორც ჩანს. აღარ მინდა რომ აქ მოხვიდე, არც ის მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდე იმედია გაიგებ და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემ, მშვიდობით ვახო- წასვლას ვაპირებდი მკლავებში რომ მწვდა
-ასე ვერ წახვალ ასე ვერ გაგიშვებ
-ვახო მტკივა-ვგრძნობ როგორ ძლიერად მიჭერს ხელებს
-ჩემ უნდა იყო გისმის
-შეშლილი ხარ ხელი გამიშვი-ვცდილობ თავის დაღწევას მისი მარწუხებიდან მაგრამ ჩემზე ძლიერია, თვალებიდან ცრემლები იწყებს დენას, მეტირება
-ხელი გაუშვი-ზურგს უკან მესმის საბას ხმა და ვხვდები რომ გადავრჩი- მეორედ ნუ გამამეორებინებ
-თორემ რა
-გამომცადე-ვახო ხელს მიშვებს მე კი საბას ზურგს უნავ ვექცევი. ისევ სხვის ზურგს ამოვეფარე ისევ ვერ შევძელი საკუთარი თავის დაცვა
-ამით არაფერი დასრულებულა ჩვენ ისევ შევხვდებით
-მოუთმენლად ველოდები შეხვედრას-კბილებიდან ცრის საბა მის ხმაში ბრაზი ერევა. ვახო გვტოვებს
-მადლობა რომ დამეხმარე
-ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა ამიტომ არაა მადლობა საჭირო-საკმაოდ ცივი მეჩვენა მისი ხმა, არ მომეწონა ვერ გეტყვით რატომ. 23 წლის ბიჭი ჩემს წინ ზრდასრული მამაკაცივით იდგა, კოპებშეკრული მიყურებდა და მაინც მისგან რაღაც უხილავი სიმშვიდე მოდიოდა, ვგრძნობდი რომ მისი სიბრაზე ჩემკენ არ იყო მომართული, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა
-მე სახლში წავალ, ნინოს უთხარი კაფე დახუროს
-დამელოდე მე გაგიყვან- საბა მიდის და მალევე მოტოციკლით ჩნდება ჩემთან-მოდი
-კარგი-ვეუბნები და ადგილს ვიკავებ
-ჩაფხუტი გავიწყდებათ ქალბატონო-ჩემსკენ ტრიალდება და ჩაფხუტს მახურავს
- მადლობა
-დღეს ბევრი მადლობა მივიღე, კარგად ჩამეჭიდე-მეუბნება და მოტოციკლს ადგილიდან წყვეტს, მის ზურგზე აკრული სიმშვიდეს ვპოულობ, არვიცი რატომ მაგრამ საბასთან ყოველთვის ამოუხსნელი სიმშვიდეა.
-საბა სად მიდიხარ?-ვეკითხები როცა ვამჩნევ რომ ჩემს სახლს გავცდით
-იქ სადაც სიმშიდეა და ფიქრს შეძლებ-ქალაქს გავცდით და სოფლში შევედით, ნელნელა უფრო და უფრო ზევით ავდიოდით და ბოლოდ როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს, ამ ნაწილში არასდროს ვყოფილვარ ადგილი არ მეცო, მაგრამ ძალიან მომეწონა ბათუმის საოცარი ხედი იშლებოდა. იქაურობამ ნანდვილად დამამშვიდა
-მეათე კლასში ვიყავი ვახო რომ გავიცანი-ვიწყებ ამბის მოყოლოს არვიცი რატომ ვერ გეტყვით რა ძალა მიბიძგებს ამისკენ
-მირა თუ გინდა ნურაფერს მომიყვები
-ვახო სხვა სკოლიდან გადმოიყვანეს დამამთავრებელ კლასში, საოცარი ბიჭი იყო, საოცრად სიმპათიური, პირველი დანახვისთანავე მომეწონა. თავიდან მეგობრობით დავიწყეთ ბოლოს გრძნობებში გამომიტყდა, მეც არ ვიყავი გულგრილი მის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ სკოლა დაამთავრა მაინც ყოველდღე მოდიოდა და სახლადე მაცილებდა, ყოველდღე თითო ვარდი მოჰქონდა ჩემთან, ოთახში ვარდების ბაღი მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე ქორწინება შემომთავაზა მაგრამ დედაჩემს რომ მოვუყევი ლამის მცემა დღემდე მეცინება ამაზე, ვახომ დედაჩემი გაიცნო, დედას ძალიან მოეწონა მაგრამ თქვა რომ ქორწინებაზე მხოლოდ მაშინ განაცხადებდა თანხმობას როცა უნივერსიტეტს დავასრულებდი, თითქოს რაღაცას გრძნობდაო, მახსოვს მაშინ დედაჩემზე გავბრაზდი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, ვახო ჩემს გვერდით იყო, ვიცოდი რომ ვუყვარდი და მისი სიყვარული არ შეიცვლებოდა, მეც ძალიან მიყვარდა, რას წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე თუ შეიცვლებოდა. ერთ საღამოს მასთან გაუფრთხილებლად ასვლა გადავწყვიტე გზად სასუსნავები ვიყიდე. მისი სახლის გასაღები მქონდა ამიტომ ტაქსი გამოვიძახე და მასთან წავედი,იქ მისულმა საშინელი სცენა დავინახე, ვიღაც ქალთან ერთად საწოლში ნებივრობდა, დამინახა მიხვდა რომ იქ ვიყავი. ჩემი შეჩერება სცადა, გაქცვა მოვასწარი, მას შედეგ გავრბივარ, ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ ეს გოგო გამომეცხადა და მითხრა რომ ვახოსგან ორსულად იყო, გავნადგურდი, ნაწილებად დავიშალე, ჩემში რაღაც მოკვდა. გამახსენდა როგორ ვგეგმავდით მომავალს, როგორ მეუბნებოდა რომ მხოლოდ მე ვიქნებოდი მისი შვილების დედა და დიდი ოჯახი გვექნებოდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მას შემდეგ ცოცხალმკვდარი დავდიოდი, ვერ ვაპატიებდი, ჩემი ოცნების სხვისთვის განხორციელებას ვერ ვაპატიებდი. ყველაზე რთული იცი რა იყო, ბავშვით ხელში მათი დანახვა, მან ის ოჯახი შექმნა სადაც მე არ ვიყავი მის გვერდით, მე არ ვიყავ იმ ბავშვის დედა რომელიც სულ რამდენიმე წელში მამას ძახილით გაიქცეოდა მისკენ. ამ კადრმა მისდამი სიყვარული სამუდამოდ ჩაკლა გულში, მას შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებდი, მის გარეშე ცხოვრება ვისწავლე, მიუხედვად იმისა რომ ჩემს დაბრუნებას ცდილობდა, ყოველ ჯერზე გავრბოდი, ისევე როგორც დღეს გავიქეცი
-ნუ ტირიხარ-მეუბენბა და მეხუტება, მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ალბად მოვიშორებდი მაგრამ მისი მკლავებიდან თავის დაღწევა არ მიცდია-ის არამზადა აღარ შეგაწუხებს,გპირდები-არვიცი რატომ მაგრამ მისი სიტყვები დავიჯერე. მის მკლავებში მოქცეულმა რაღაც ამოუცნობი სითბო ვიპოვე
-მის გამო არ ვტირი, ჩემი უსუსურობის გამო ვტირი.მინდა ჯადოსნური საშლელი მქონდეს და ეს ადამიანი უბრალოდ წავშალო ჩემი ცხოვრებიდან, ვიცი რომ ეს შეუძლებელია
-ისევ გიყვარს?-ისევ მის მკლავებშუ მყოფი თავს მაღლა ვწევ და მის ნაცრისფერ სფეროებს ვაწყდები
-არა, მის მიმარ არაფერს ვგრძნობ
-მიხარია-ზემოდან დამყურებს და მიღიმის
-ვფიქრობ ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვიქნები
-იმედი ყოველთვის მე ვიქნები შენს გვერდით
-რა თქმა უნდა, მძღოლი მჭირდება-ვამბობ და ვიცინი
-მძღოლი,.. ცოტახნით ავიტან მაგ სტატუს
საუბარი ნინოს ზარმა შეგვაწყვეტინა, საბას მკლავებიდან თავს ვითავისუფლებ და ნინოს ვპასუხობ
-რა მოხდა? სად წახვედი ? რამე დაგიშავა? გინდა მივიდედა თავი გავუტეხო? ხმიცი შემიძლია....
-ნინო დამშვიდდი კარგად ვარ, ცუდი არაფრი მომხდარა
-სახლში რატომ არ ხარ, არ მითხრა რომ სადმე ბნელ ადგილას მარტო ხარ და ტირი
-დამშვიდდი ეგრე არაა მალე დავბრუნდები დამელოდე
-კარგი- ყურმილს ვკიდებ და საბასკენ მივდივარ
-სასწრაფოდ უნდა დამაბრუნო სახლში
-ნინომ იცის როდის უნდა დარეკოს-ამბობს აშკარად უკმაყოფილო
-ნადვილად ეხერხება დროის შერჩევა
-წავიდეთ
-წავიდეთ
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ვახო უკანასკნელად ვნახე, ამ ერთი თვის განმავლობაში სულ იმის შიში მქონდა რომ სადმე დამხვდებოდა ან უკან ამედევნებოდა, მაგრამ არა. ნიკასგან გავიგე რომ მისი შვილის დედას შეურიდგა ხელიც კი მოაწერეს ახლა კი ბარგს ალაგებენ და თბილისში გადადიან საცხოვრებლად. შვება ვიგრძენი. ჩემი ცხოვრების წიგნში ვახოს თავი დასრულდა. დრო ელვის სისწრაფით გადის, ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი არაფერი მომხდარა, ცირა ამ ბოლო დროს ძალიან ბედნიერი დაიარება, საბა ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად დაეთრევა არ ვიცი ეს ფაქტი რატომ მაღიზიანებს, ნინოს როგორციქნა ეშველა და ნიკამ ხელი სთხოვა, ბევრი არუფიქრია ისე დასთანხმდა, რაც მაგას ნაფიქრი ქონდა მეტი აღარ უნდოდა. ჩვენ კი გავწყდით დილიდან ხამ დიზაინერებს ველოდეთ ხან რა გავაკეთეთ ხან რა, მათ გამო კაფეც კი დავხურე.
ძალიან გამიხარდა მათი ამბავი, ნინომ მეჯვარეობა მთხოვა და რათქმაუნდა დავთანხმდი, გამიფრინდა ჩემი ჩიტი ბუდიდან სხვა ბუდეში. ქალაქგარეთ ვიყავით რესტორანში და ამ ამბავს აღვნიშნავდით
-კარგი რა მირა ტირი?-შემომიჩნდა ნინო
-თქვენი ბედნიერება მახარებს იმდენად რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ- მართლაც გული სიხარულით მქონდა სავსე.
-მაინც’ რა არის სიყვარული არა? დიდხანს ვერ დამალავ, პირზე ხელი რომ აიფარო თვალები გაგცემენ, ისინი არასდროს ტყუიან-ამატებს საბა სიყვარულში გამოცდილი კაცივით,
-ირგვლივ სიყვარულის სურნელი ტრიალებს
-მერე შენ რას ელოდები?-მეკითხება ნიკა
-მე მირჩევნია სხვისი სიყვარულის დანახვამ დამახვიოს თავბრუ,
-ვფიქრობ მალე ეგრე აღარ იჭიკჭიკებ
-ნინო რამე იცი და მიმალავ
-ბავშვები სწრფად იზრდებიან არაა ძვირფასო
-ნინო რას გულისხმობ
-ყურადღებას ნუ მომაქცევ ბედნიერებისაგან რას ვსაუბრობ ვერ ვაცნობიერებ
-მირა ის დათა არაა?-მეკითხება ნინო და შემოსასვლელისკენ მანიშნებს
-კი ის არის, აქ რა უნდა
-მოდი გავარკვიოთ-ამბობს ნინო და დათასკენ მიდის, მერე კი მასთან ერთად ბრუნდება მაგიდასთან
-თქვენ აქ რას აკეთებთ?-თვალები უფათოვდება დათა
-ჩემს ზარებს რომ პასუხობდე გეცოდინებოდა-ეუბნება ნიკა. თვალები მიფართოვდება როცა საპირფარეშოდან გამოსული ცირა დათას მიმართულებით მიდის და ეხვევა
-მეგობრებო გაიცანით ეს დათაა ჩემი შეყვარებული- გვაცნობს ცირა და უხერხულად ვიშმუშნებით ყველა
-აბა მეგობრებთან ერთად ვარ რესტორანშიო?-ხმა უტყდება ძამიკოს
-ხო ისინი ჩემი მეგობრები არიან-შეცბუნებული პასუხობს ცირა
-და თანამშრომლები ესეც უნდა დაგემატებინა-ამბობს დათა და ნაძალადევად გვიღიმის ყველას
-ვინმემ წყალი მომაწოდეთ-ვამბობ და სკამზე ვჯდები
-აი ამბავიც ასეთი უნდა-ჩემს გვერდით იკავებს ადგილს ნიკა
-წყალი მეც არ მაწყენდა-არ ჩამოგვრჩა ნინოც
-საინტერესოა-საბა რატომღა შემოგვიერთდა ეს ვერ მივხვდი მაშინ ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია
-წყალს მოგიტანთ- განაცხადა ცირამ
-შენ არა დათა მოიტანს- ვამბობ და წარბს ვუწევ დათას ისიც მაშინვე მიდის წყლის მოსატანად დაბნეული ცირა ყველას თვალს გვავლებს, სახე უფითრდება. დათას წყალი მოაქვს და ყველას სათითაოდ გვაწვდის. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა მეც კი შევწუხდი
-მირა იქნებ რამე თქვა თორემ სადაცაა გოგოს გული წაუვა-ვეღარ გაუძლო სიჩუმეს დათამ
-ისე თამამად შემოაბიჯე როგორც ჩანს აქ არ გველოდი და გამოგიჭირეთ
-დათა რა ხდება შენ მაინც ამიხსნი?-ვხვდები რომ ცირამ არაფერი არ იცის და სურვილი მიჩნდება ჩემი ძმა ჩავაკლა
-არ გამიბრაზდები იმედი მაქვს
-ბავშვობაში უფრო მაგრად უნდა მეცემე-ერევა ნიკა
-დათა შენ მათ იცნობ?
-მირა ჩემი უფროსი დაა, ნიკა მისი კლასელი მასაც ბავშვობიდან ვიცნობ, ნინოსაც ნიკასგან ვიცნობ
-რაა?... მე.. მე მაპატიეთ უნდა დავფიქრდე-ცირა ადგილს სწყდება და გარეთ გარბის
-თუ არ დააბრუნებ ფეხზე დავიკიდებ შენს ასაკს და მაგრად გცემ-ამბობს ნიკა
-დავაბრუნებ
-მეც მაგის იმედი მაქვს- ძლივს ვახერხებ ოთხი სიტყვის თქმას ჯერ კიდევ შოკი მაქვს
-დაგვშოკა ბიჭმა
-ცირა და დათა ვერ წარმომიდგენია
-მირა ჩუმად რატომ ხარ
-ვცდილობ სიტუაციას ცივი გონებით შევხედო, ეს პატარა ლაწირაკი,
-ახლა რა იქნება
- არ ვიცი, ნელი გაგიჟდება მამაჩემი რას გააკათებს ვერ გეტყვი, მეც შოკი მაქვს , საბოლოოდ ისეც ცირა აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, ეს უკანასკნელი კი არ მინდა.
-ცირას რომ სცოდნოდა შენი ძმა იყო მასთან ურთიერთობას არ გააბამდა ხომიცი
-სამაგიეროდ დათასთვის ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია,
-იმედია კაცურად მოიქცევა დრო რომ მოვა
-მირა იმედი მაქვს ცირას მხარს დაუჭერ და მარტო იმიტომ რომ შვილი ყავს შენს ძმასთან ურთიერთობის გაწტვეტას არ მოსთხოვ
-რა უფლებით, სიყვარულს ვერავის დავუშლი
დათა ცირასთან ერთად დაბრუნდა გამიხარდა, თითქოს გულზე რაღაც მომეშვა, თავდახრილი დამნაშავესავით იდგა დათას გვერდით და თვალს ვერ გვისწორებდა, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, მხოლოდ ცრემლები უსველებდა სახეს და ვერ ვხვდები რა ატირებდა, ყველაფერში დამნაშავე ხომ ჩემი ძმა იყო.
-არაფერს იტყვი-მეკითხება დათა
-სათქმელი შენ გაქვს მე რატომ მაიძულებ საუბარს
-ცირა მიყვარს და მას არ დავშორდები
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ საერთოდ იცი სიყვარული რა არის
-ვიცი და შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს შენც ბავშვი იყავი
-იმედია იცი ამ ყველაფერს რაც მოყვება
-ვიცი და მზად ვარ, მასთან ურთიერთობის დაწყებამდე ვიცოდი რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა
-ცირა შენ რას იტყვი?
-მეც მიყვარს მაგრამ ჩემს მისდამი სიყვარულს თუ ვერ მიიღებთ და მეტყვით რომ უნდა ჩამოვშორდე გული ძალიან მეტკინება მაგრამ ამას გავაკეთებ-სულელი გოგო როგორი მეამიტია რა მალე თმობს ყველაფერს
-არსად წასვლის უფებას არ მოგცემ, არც გაიფიქრო- ეუბნება დათა და ხელს კიდებს, მიხარია მაგრამ არ ვიმჩნევ
-ამბობ რომ ჩემს ძმას პირველივე წინააღმდეგობისას მიატოვებ?
-თუ ეს უკეთესი იქნება კი
-ამის შემდეგ როგორ ამბობ რომ ის გიყვარს ?
-მირა !
-რა მირა? ვისაც უყვარს არ ტოვებენ, ეშინიათ, სტკივათ, ადამიანებს კარგავენ მაგრამ ერთმანეთს არ ტოვებენ. კითხვა რომ დავსვი არ მეგონა რომ ამგვარ პასუხს მივიღებდი
-მირა დაშვიდდი-ხელს მკიდებს საბა
-იცი სულ რაღაც ოთხი წლის ვიყავი რომ გავაცნობიერე სიტყვა ძმის მნიშვნელობა, ისიც გავაცნობიერე რომ უფროსი და ვიყავი, მაშინ ეს ბიჭი ახლა შენს გვერდით რომ დგას მთელი გულით შევიყვარე, ბავშვური სიყვარულით შევიყვარე და ჩემი სულის ნაწილად ვაქციე, იმ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი რომ არაფერი სტკენოდა არავის დაეჩაგრა, სიცხე რომ ქონდა დედასთან ერთად მეც ვათენებდი ხოლმე მის საწოლთან, მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი მახსოვს, ყველა მოცვლილი კბილო რომელსაც სახელებს ვარქმევდით, ყველა „ომობანა“ „კლასობანა“ მახსოვს, ვერ ვიჯერებ რომ ასე სწრაფდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი კაცია და ჩემი დაცვა არ სჭირდება ახლა თვითონ მიცავს დღესაც იმ ბავშვური სიყვარულით მიყვარს როგორც მაშინ და არავის მივცემ უფლებას მას ატკინოს მათ შორის არც შენ
-მე სულაც არ მიფიქრია მისი წყენინება
- როგორ ფიქრობ შენი წასვლით ვის ეტკინება ყველაზე მეტად? შენი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, უბრალოდ იმდენად მოულოდნელი იყო თქვენი ამბავი რომ გავითიშე, მესმის რატომ გაიქეცი, უკან რომ დაბრუნდით ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება რომ შენს გერდით ჩემი ძმა ბედნიერი იქნება,
-მირა რას ამბობ
-რაც გაიგეთ მანამ არ მივიღებ ამ ურთიერთობას სანამ არ დავრწმუნდები რომ შეგიძლია ჩემი ძმა გააბედნიერო. ხვალ შეგიძლია სამსახურში არ მოხვიდე დასვენების დღე აიღე, ყველაფერზე კარგად დაფიქრდი.
-მადლობა
-საბა შეგიძლია წამიყვანო დავიღალე
-შემიძლია-რესტორანს ვტოვებთ
-სად მივდივარ?
-სადაც ფიქრს შეძლებ
-ჩვენს ადგილას - ჩვენი როდის გახდა ეს ადგილი არვიცი.
დანიშნულების ადგილას მივედით ქარი ქროდა და საკმაოდ ციოდა საბამ მისი მოსასხამი მომახურა, მოსასხამს საბას სურნელი ასდიოდა და მეც ასე უსირცხვილოდ ვივსებდი ფილტვებს მისით.
-რაზე ფიქობ?
-ძალიან გაუჭირდებათ
-შენ მათ გვერდით იქნები და დაეხმარები
-მაგრამ მაინც გაუჭირდებათ ცირას შვილი ყავს ხალხი იჭორავებს ათას საზიზღრობას იტყვის, „ს“ იარლიყს მიაკერებენ. შენც ხომ იცი არა რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ? დღემდე რაღაც სულელური წესებით აქვთ გამოტენილი თავი, რაღაც ხაზები აქვთ გონებაში გავლებული და მას ვერ კვეთენ.
-ბოლოს შეეგუებიან, მობეზრდებათ
-მანამდე ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს დათა, ის ჯერ კიდევ პატარაა, არ მინდა ეტკინოს, ცირასკენ მიმავალი ყველა ტყვიისთვის გულმკერდის მიშვერა მოუწევს, მეშინია ამდენი ჭრილობით როგორ იცხოვრებს,
-ერთად ყველაფერს გადალახავენ დამიჯერე
-ჩემი ძმის სიტყვების მჯერა ის ყველაფერზეა წამსვლელი მაგრამ ცირა? მას კარგად არ ვიცნობ, მასზე არაფერი არ ვიცი, რადგან არასდროს არაფერი მოუყოლია. მას ვერ ვენდობი. ხომ გაიგე რა თქვა
-მისი მხრიდანაც შეხედე ყოველივეს, შენი აზრით მისთვის მარტივია, ამდენი წლის შემდეგ ვიღაცისთვსის გახსნა გული და ეს ვიღაც სულ არ იცოდა რომ შენი ძმა იყო. შენ ძმას ხომ იცნობ? მანამ არ გაჩერდებაა სანამ თავისას არ მიაღწევს. მათ ახლა ყველაზე მეტად შენი გვერდში დგომა სჭირდება ისედაც ყველა გადაუვლის და შენც ნუღარ დაუმატებ.
-საბა შენ როგორ ფიქრობ მე მახარებს ეს მდგომარეობა? როგორ ფიქრობ მარტო ჩემს ძმაზე ვღელავ? ცირა ჩემს კაფეში შემოვუშვი გულის კარი გავუღე, მისი ბედნიერება მახარებდა, ვიცი რომ მისი ბრალი არაა, ვიცი რომ ცუდი არაფერი დაუშავებია, მე უბრალოდ მისმა სიტყვებმა გამაგიჟა, ნელიმ რამე მწარე რომ უთხრას ადგება და წავა ვერ გაუძლებს . ის სიყვარულიც არ შეაჩერებს რასაც გრძნობს,
-საოცარი ქალი ხარ
-საბა მე მათი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
-მოდი ჩემთან-მეუბნება და ხელებს შლის ჩასახუტებლად, მეც უყოყმანოდ მივდივარ მისკენ და მის მკლავებში ვექცევი, მესმის მისი აჩქარებული გულისცემა, რომელსაც ჩემი გულიც უწყობს ფეხს, მგონი გავგიჟდი, მირა გონს მოდი ის ხომ ბავშვია ასე არ შეიძლება ეს არუნდა მოგწონდეს, ამაოდ ცდილობს გონება. გული ამ პატარა ბედნიერებაზე უარის თქმას არ აპირებს.
-შენ როდის გაგვაცნობ შეყვარებულს?- ვერ მივთმინე მაინც ვკითხე ის რაც ამდენ ხანს მაწუხებდა
-შეყვარებული არ მყავს
-მაშინ ის ქერა გოგო ვინაა? ხშირად გხედავ მასთან ერთად
-ჩემი და არის-ამბობს და იღიმის
-რა გაცინებს
-არაფერი-თავს იკატუნებს. ღიმილი არ შორდება სახიდან და ახლაღა ვამჩნევ თუ როგორ უხდება ღიმილი. საბას სახლში წაყვანა ვთხოვე, გზად მაღაზიაში შევიარეთ. მან სიგარეტი იყიდა, არ მომწონს ეს ბავშვი რომ ეწევა. მე კი არაყი ვიყიდე იქვე სკვერში ჩამოვჯექით და დალევა დავიწყე, ბოთლში ნახევარიც არ იყო დარჩენილი წუწუნი რომ დავიწყე
-დალევა მინდა
-მირა ისედაც მთვრალი ხარ
-ვარდისფერი ქალბატონი მინდა
-წადი ბარბი იყიდე თოჯინების მაღაზიაში
-საბა მართლა ძალიან მინდა
-ნუ მანანებინებ ესეც რომ გიყიდე, წამოდი სახლში წავიდეთ სადაცაა გათენდება
-არ მინდა სახლში, კიდევ ერთი ბოთლი ვიყიდოთ რა
-არანაირი კიდევ ერთი ბოთლი- მეუბნება ბოთლს სანაგვეში ისვლის ჩაფხუტს მახურავს და სახლში მივყავარ გზად ვიღაცას ურეკავს და რაღაცას ეკითხება, უკვე ძილბურამში მყოფი ვერ ვარჩევ სიტყვებს
გონს მოსულს საშინელი თავისტკივილი მაწუხებს, მახსენდება წუხანდელი ჩემი საქციელი და უკვე მეასედ ვამბობ რომ მეტს აღარ დავლევ, რატომღაც საკუთარი სიტყვების არ მჯერა. საათს ვუყურებ თვალები მიფართოვდება უკვე შუადღეა. ამდენ ხანს მეძინა. მაღაზიაში ჩავდივარ ნაბეღლავისთვის. იქედან გამოსული ტელეფონს ვრთავ გამოტოვებული ზარების მთელი სია მხვდება დღეს დასვენებისდ დღეს ავიღებ, სამსახურში მისვლა ნამდვილად არ მინდა. აზრების დალაგება დავიწყე.
საღამოს დათამ დამირეკა მაგრამ მასთან საუბრის სურვილი არ მქონდა ტელეფონი საერთოდ გავთიშე. მარტო დარეკვით როდი შემოიფარგლა ვაჟბატონი სახლში დამადგა თან ცირასთან ერთად.
-ტელეფონზე რომ არ გიპასუხე ვერ მიხვდი რომ საუბარი არ მინდოდა
-მირა ეს მე ვთხოვე შენთან მოვეყვანე
-რა ხდება?
-საუბარი მინდა
-მოდი დაჯექი ვისაუბროთ დათა კი მანამდე ყავას მოადუღებს
-მოსამსახურის აყვანა არ გინდა
-სანამ შენ მყავხარ ეგ არასდროს დამჭირდება
-განწირული ვარ
-სიცოცხლის ბოლომდე უნდა მემსახურო მონავ
-როგორც მიბრძანებ ანაბელ
-კარგი აბა რაზე გინდოდა საუბარი?
- 17 წლის ვიყავი რომ მომიტაცეს, მათ არ ვიცნობდი, ბიჭი რომლისთვისაც მეუღლე უნდა დამეძახა თვალითაც არ მყავდა ნანახი, ლევანი არც კი შემხებია ჩემთვის თითიც კი არ დაუკარებია, ჩემთან ერთად ოთახშიც კი არ იძინებდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებდა რადგან მაშინ იმ კაცს ვერ ვიტანდი მან ხომ ცხოვრება დამინგრია. მშობლებმა ჩემი სახლში დაბრუნება არ ისურვეს მიუხედავად იმისა რომ ვეუბნებდი არავინ შემხებია. ყველაფერს შევეგუე სხვა გამოსავალს მაშინ ვერ ვხედავდი. საბოლოოდ ისე მოხდა რომ შემიყვარდა, თაიაზე ორსულად ვიყავი სამუშაოდ საზღვარგარეთ რომ წავიდა. თავიდან ასე მეგონა შემდეგ, როგორც გავიგე საყვარელთან ერთად გაქცეულა, მიუხედავად ყველაფრისა ვაპატიე ღალატი, თაია რომ დაიბადა ხელშიც კი არ აუყვანია ისე მომაძახა, ეს ჩემი შვილი არაა სხვის ნაბიჭვარს შვილად არ მივიღებო, გული მომიკვდა. ბავშვით სახლში მისულს კარი ცხვირწინ დამიხურა და მომაძახა იქ არასდროს დავბრუნებულიყავი, ისევ დედაჩემს შევეკედლე. ორი თვის შემდეგ განქორწინების საბუთები გამომიგზავნა, ხელი მოვაწერე და მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. გავნადგურდი, დეპრესიაში ჩავვარდი, თვითმკვლელობაც არაერთხელ ვცადე მაგრამ არცერთხელ გამომივიდა. ს
-ცირა დამშვიდდი და წყალი დალიე
-დათა საავადმყოფოში გავიცანი, თაიას ბრონხები ქონდა გაღიზიანებული. სიცხეები ქონდა ამიტომ მისი საავადმყოფოში დაწვენა მოგვიხდა, დათა კი იქ იმიტომ აღმოჩნდა რომ მისი და სასმელის ზედმეტი დოზისგან მოიწამლა
-რა სირცხვილია
-მაშინ არ გიცნობდი არც კაფეში ვმუშაობდი.
-ერთი ნახვით შემიყვარდა მისი მწვანე თვალები
-დათა ხმა ჩაიწყმიდე
- დათას გაცნობიდან ერთ თვეში კაფეში დავიწყე მუშაობა. არც მაშინ ვიცოდი არაფერი, დათას ჩემი პირველი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი მოვუყევი, თაიას შესახებ თავიდანვე იცოდა, მისდამი გრძნობი მაშინ გამიჩნდა პირველად რომ აიყვანა თაია ხელში და უთხრა რომ უმამობას არასდროს იგრძნობდა. დათა რომ გავიცანი მაშინ მივხვდი რომ ჩემი პირველი ქმარი არ მყვარებია და გრძნობა რომელიც მასთან მაკავშირებდა უბრალოდ შეჩვევა იყო. ვიცი რომ ჩვენს მხარეში ბავშვიანი ქალზე დაქორწინება რთული საკითხია მაგრმ მან დამარწმუნა რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით და მეც მივეცი გულს გაფართხალების საშუალება, ნუთუ რამე ცუდი გავაკეთე
-გუშინ ის სიტყვები რატომ მითხარი
-ვიცი რა არის მარტოობა, არ მინდა ეს დათამ გამოსცადოს, არ მინდა ჩემ გამო მშობლები და და დაკარგოს ამას ვერ დავუშვებ, იმდენად მიყვარს რომ მისი ბედნიერებისთვის მზად ვარ ჩემსაზე ვთქვა უარი
- რატომღაც გავიწყდება რომ ჩემი ბედნიერება შენ ხარ
-რა ბანალური ხარ ძმაო ახლა გული ამერევა
-სააბაზანო იქითაა აქ რამე არ ქნა სუნი დადგება
-თქვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მხარს დაგიჭერთ მაგრამ ერტი პირობით , მისგან წასვლაზე არასდროს იფიქრო, არავის და არაფრის გამო.
-კარგი
-მოდი ჩაგეხუტო-ვეუბნები და ცირას ვეხვევი
-მეც მინდა ჩახუტება-გამორბის დათა
-მიყვარხართ სულელო ბავშვებო
-დაო ადრე ჩახუტება არ გიყვარდა მეც კი არ მეხუტებოდი ახლა რა გეტაკა
-დათა ყავაზე რა ხდება
-ჯანდაბა გადმომიარა-ამბობს და სამზარეულოში გარბის ბოლოდ კი გადადუღებული ყავით ბრუნდება
-მე ამას არ დავლევ
-შეყვარბულის ხელით მორთმეული შხამიც კი უნდა დალიო
-კარგი მომეცი -ცირა დათას ფინჯანს ართმევ და დალევას აპირებს
-შეიშალე ეს არ დალიო ახალს მოგიდუღებ-ამბობს დათა და ფინჯანს ართმევს
-ჩემზე რას იტყვი
-შენ საბამ მოგიდუღოს, იდეალურ ყავას აკეტებს
-დათა შენ საიდან იცი ეგ
-მე.... მე ცირამ მითხრა
-ცრემლები შეიმშრალე, ჩემთვის არაფრის ახსნა არ გჭირდებოდა, არაფრის მოყოლა არ იყო საჭირო, ერთადერთი ადამიანი ვისთნაც მართალი უნდა იყო საკუთარი თავია.რაც შეეხება თაიას კაფეში ხშირად მომიყვანე, ჩემი ძმიშვილის ნახვა ხშირად მინდა- ვამბობ და ვხედა როგორ ესახეა სახეზე ღიმილი. ეს გოგო გამაგიჟებს, საოცრად თბილი და გულუბრყვილოა.
-მოგიყვან აუცილებლად მადლობა რომ გაგვიგე
-დამშვიდდი წაკლა მული არ ვიქნები, დათა მაქაურობას თუ არ მიალაგებ და ისე წახვალ დაგაკლავ ყავიან გასქურაზე
-დავეხმარები
-მიდი
დათა და ცირა სავახშმოდ ჩემთან დავტოვე საღამომ შესანიშნავად ჩაიარა, ბედნიერებას ასხივებდნენ, ყველაფერს გავაკეტებ რომ მათში ეს ბედნიერება არ ჩაქრეს, მათი საყრდენი კედელი ვიქნები, ხანდახან ფარი, გააჩნია სიტუაციას.
*******************************

მიუხედავად იმისა რომ საღამომ შესანიშნავად ჩაიარა და ერთმანეთს ყველაფერი გავუზიარეთ იყო საკითხები, რომელზედაც ცირას თანდასწრებით ვერ ვისაუბრებდით. არა იმიტომ რომ რამის დამალვას ვცდილობ, არამედ იმიტომ რომ მას გული არ ეტკინოს. დათამ ცირა გააცილა და გვიან დაბრუნდა სახლში. ძლიერად მხვევს ხელებს, მის მკლავებში მოქცეული მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ტირის
-მადლობა ყველაფრისათვის, და განსაკუთრებით ამ საღამოსთვის, მიხარია რომ ჩემი და ხარ ეს არ დაგავიწყდეს
-სულელო ბავშვო ასე გაზრდა როდის მოასწარი ?
-ხომ გითხარი უკვე დიდი ბიჭი ვარმეთქი
-დიდი ბიჭი, რომელსაც სისულელეების კეთებაში ბადალი არ ჰყავს
-კიდევ ერთი სისულელე გავაკეთე და იმედი მაქვს როცა გაიგებ არ მომკლავ
-გამიშვი ხელები დავიხრჩე რას მომეწებე, ვერ ვიტან ჩახუტებას
-ახლა ისევ ანაბელი გახდიი
-დათა იმედია იცი რასაც აკეთებ ?
-ვიცი, მაგრამ ნელის რეაქცია მაშინებს
-საბრალო ნელი, პოტენციური რძლების სია აქვს ქალს ჩამოწერილი, გული გაუსკდება
-გეყოს
-ხომ იცოდი ცირას შვილი რომ ყავდა, ისიც იცოდი ნელი რომ გადაირეოდა, მაგრამ მაინც გააგრძელე მასთან ურთიერთობა
-შემიყვარდა გესმის! საავადმყოფოში რომ ვნახე იმდენად მომეწონა რომ მინდოდა უფრო ხშირად მენახა, გაცნობის დღიდანვე ვიცოდი რომ შვილი ყავდა, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, მერე რა რომ შვილი ყავს, იცი თაია რა საყვარელი ბავშვია, იცი რომ სიტყვა მამა არასდროს უთქვამს, იცი რომ პირველი ვიყავი ვისაც პირველად დაუძახა მამა, ვერ აღვწერ რა ვიგრძენი, იმ წამს და მერეც მომინდა რომ მართლა მისი ბიოლოგიური მამა ვყოფილიყავი.
-როგორ დამიმალე
-არც შენ მიყვები შენს რომალტიულ ურთიერთობებზე
-მე შენს თანამშრომლებთან ან ძმაკაცებთან მაინც არ ვაბამ ურთიერთობას
-მოვა დრო მაგ სიტყვებს უკან წაიღებ, თანაც ცირა რომ გავიცანი ჯერ კიდევ არ იყო შენი თანამშრომელი
-დრო მიდის ძამიკო, ჩემი სიტყვები არასდროს წამიღია უკან ახლაც ასე იქნება
-ვნახოთ
-რა დარწმუნებით საუბრობ რა ხდება ?
-სრულიად არაფერი მეძინება დავიძინოთ
-დათა სამნიძე ახლავე თუ არ დაფრქვავ ყველაფერს იცოდე ხვალ შენს ნაწილებს ნახავენ გაშლილს გაფანტულს ველადა
-ყვავ-ყორნებში გერევი დაო
-წადი დაიძინე

****************************
-მირა შეგიძლია მოხვიდე-მეძახის ნინო
-მოვდივარ, აბა რა ხდება
-ხვალ საბას დაბადებისდღე რომ იყო იცოდი?
-საიდან უნდა მცოდნოდა
-საბუთებს რომ ავსებდი არ დააკვირდი
-კარგი რა ნინო საიდან უნდა მახსოვდეს რა შევავსე, რამდენი დრო გავიდა
-მართალია
-შენ საიდან გაიგე?
-ცირამ მითხრა, ცირა და საბა დაახლოვდნენ ეს ბოლო ერთი კვირაა ალბათ უთხრა
-არ გამოვრიცხავ, მაგრამ მათი ძალიან დაახლოება არ მაწყობს. ჩემი ძმის ეჭვიანობის ყურებაღა მაკლია
-კარგი რა, დაივიწყე შენი ძმა და რამე მომაფიქრებინე
-მისი სახლის მისამართიც ეცოდინება ცირას, ეგრე თუ დაახლოვდნენ ვკითხოთ მერე კი სახლში დავადგეთ
-საბუთებში იქნება მისამართი მითითებული და ვნახოთ
-მე რატომ არ მომაფიქრდა
-იმიტომ რომ მე შენზე ჭკვიანი ვარ
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საბას მისამართი მალევე ვიპოვეთ. საკონდიტროში გავიარეთ ტორტი ვიყიდეთ გზად ცირასთან დავრეკეთ
-საღამო მშვიდობისა ცირა როგორ ხარ
-კარგად მაგრამ ხო მშვიდობაა მირა ასე გვიან რატომ მირეკავ
-გცალია რამოდენიმე საათი ჩვენთან ერთად რომ გაატარო
-იცი დათასთან ერთად ვარ მისი მეგობრის დაბადებისდღეზე მივდივართ სურპრიზს უწყობენ ბიჭები
-კარგი მაშინ აბა კარგი გართობა
-მადლობა-მეუბნება და ყურმილს კიდებს
-აუუ ნინოო სანთლები და შუშხუნები სადაა
-ჯანდაბა დამავიწყდა
-სადმე გააჩერეთ და ვიყიდოთ
ყველაფერი ვიყიდეთ ქუდების ჩათვლით გზაში უამრავ რამეზე ვიხუმრეთ, ისიც კი ვიფიქრეთ იქ მისული ვინმე ქალის ერთად რომ დგვხვედროდა და ცოდვაში ჩაგვედგა ფეხი, ნინომ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა როგორ გვისვრიდა საბა სახლიდან.
-ნინო სად ვართ-ვეკითხები როცა ქალაქს ვცდებით
-რუკაზე ასე აჩვენებს
-საბა ყოველდღე თუ აქედან დადის ხელფასი უნდა მოვუმატოო
-საბა თუ აქ ცხოვრობს პირიქით სამსახურში რატომ დადის მაინტერესებს
-რას ამბობ?
-სახლებს შეხედეე გოგონი და მერე ისაუბრეე
-მდიდრების დასახლებაა?
-მგონი ეს სახლია
-მგონი გეშლება, ადამიანი ასეთ სახლში ცხოვრობდეს და 800 ლარიანი ხელფასის გამო მუშაობდეს არალოგიკურია არ მესმის
-ეს საბას მოტოციკლი არაა-სახლის ჭიშკართან მისული მართლაც ვამჩნევ საბას მოტოციკლს, მართლა მისია, ჩაფხუტზე ის სტიკერებიც ვნახე რომელიც მე დავაკარი
- კარგი შევიდეთ
-სახლიდან ხმაური გამოდის როგორც ჩანს სტუმრები ყავს
-ხომ არ დავბრუნდეთ უკან
-კარგი რა მირა აქამდე მოვედით-ამბობს ნინო და ზარს რეკავს ამასობაში
სანთლები და შუშხუნები ავანთეთ კარს თვით იუბილარი გვიღებს
-თქვენ აქ რას აკეთებთ-გაოცებისაგან თვალები უფართოვდება
-რა ლამაზი ღამეა რა ნათელი მთვარეა იმიტომ რომ დღეს საბას დაბადების დღეა - ვმღერით და სიცილს ძლივს ვიკავებთ,
-რას უყურებ ჩააქრე სანთლები-ეუბნება ნინო
-მირა ნინო შემოდით-რატომღაც ხმამაღალი ხმით გვეუბნება საბა. სახლში შესულებს იქაურობა სავსე გვხვდება მე და ნინო უხერხულად ვესალმებით ყველას ამას არ მოველოდიი
-ერთი ტორტი გქონია უკვე და მეორე ტორტს რა ვუქნათ-ამბობს ნინო და ტორტზე არსებულ კრემს ხელში ინაწილებს’
-ნინო არ გაბედო-ამბობს საბა და უკან იხევს
-ჩემს ხელებს ვერსად დაემალები-ამბობს ნინო და ელვის სისწრაფით მასთან ჩნდება მერე კი იწყებს სახეზე კრემის შეზელის ნატიფ ხელოვნებას, თავს ვერ ვიკავებ და გულიანად მეცინება, არ გამომპარვია საბას დაჟინებული მზერა.
-საოცრად გამოიყურები-ვეუბნები და სიცილს ვაგრძელებ
-მოდი უნდა ჩაგეხუტო
-არ მომეკარო- ვამბობ და ნინოს ზურგს უკან ვიკავებ ადგილს
-ისევ სხვის ზურგს ეფარები თავის დასაცავად
-საბა სააბაზანო საითაა-ეკითხება და ხელებს აჩვენებს დემონსტრაციულად
-პირდაპირ და მერე მარჯვნივ-ნინო სააბაზაბოში მიდის მე კი მაგიდასთან ვუერთდები ხალხს საბას დაჟინებული თხოვნის შემდეგ
ცოტა ხნის შემდეგ ნინოს კივილის ხმა მესმის და მაშინვე ადგილს ვწყდები. ნინო მალევე ჩნდება სახეზე ფერდაკარგული
-ნინო რა მოხდა
-მირა ობობა დავინახე თან ორიი ძალიან დიდები იყვნენ
-კარგი რა ნინო შემაშინე
-მეც შემეშინდა
ამის შემდეგ დიდხანს არ გავჩერებულვართ საბას ვემშვიდობებით და სახლში მივდივართ, ნინო მთელი გზა ჩუმად იყო ჩაფიქრებული, დავიჯერო ასე შეეშინდა ობობის, არასდროს უთქვამს რომ რამის ეშინოდა, ეგ კი არა კალიებს ხელით ვიჭერდი სოფელშიო ესეც აქვს მოყოლილი, სოფელში გაზრდილ გოგოს ობობების შეეშინდა, მეღიმება,
*********************************
-ნინო შიეიძლება ვისაუბროთ-ვეკითხები სამსახურში ახლახანს მოსულს
-რა ხდება?
-ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ, შემოდი დაჯექი
-რაზე უნდა ვისაუბროთ
-საბას მოტოციკლი დასახელება არ მახსოვს
-BMW G310GS
-ხო ეგ დაახლოებით ოციათასი მაიც ღირს ხომ ასეა
- კი
-სახლი სადაც ცხოვრობს, აშკარად მდიდრულია,
-ეგეც მართალია
-ყოველდღე ბრენდული ტანისამოსით დადის
-მირა რის თქმას ცდილობ
-საბა აქ რატომ მუშაობს,
-რა მნიშვნელობა აქვს, კარგი რა მირა ცუდია ადამიანი თუ მუშაობს იმისდა მიუხედავად რომ ფული აქვს ?
-ცუდი არაა, იმას ვიძახი რომ მისნაირი ბიჭი სხვა უკეთეს სამსახურში უნდა მუშაობდეს უკეთესი ხელფასით
-ჩემნაირი ბიჭი? მაინც როგორი ქალბატონო მირა-მესმის საბას ბრაზნარევი ხმა და კარებისკენ ვიხედები, მისი გამომეტყველაბიდან ვხვდები რომ ყველაფერი მოისმინა
-საბა აქ რა საკეთებ? დღეს ხომ დასვენების დღე გაქვს
-რაღაც საქმე მქონდა აქვე ვიყავი და გამოვიარე,
-მირახია შენი დანახვა-ვპასუხობ შეცბუნებული
-კითხვაზე პასუხი არ გაგიცია-ჩემსკენ ტრიალდება საბა
-რა კითხვაზე?
-ჩემნაირი? მაინც როგორი ბიჭ ვარ
-მე დაგტოვებთ-თავი დაიძვრინა ნინომ, მეგობარი გასაჭირში იცნობაო
-საბა ყველაფერი მოისმინე არა?
-საინტერესოა მაინცდამაინც ფული უნდა მჭირდებოდეს რომ ვიმუშაო? დახეული ტანისამოსი უნდა მეცვას რომ თქვენში რაიმე ეჭვი არ აღვძრა?
-საბა არასწორად გაიგე
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის რა მაცვია, მთავარი ხომ ის უნდა იყოს საქმეს ვაკეთებ თუ არა, ან სწორად ვაკეთებ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს ფული თავზე საყრელად მაქვს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ათასიანი მოტოციკლით დავდივარ
-საბა ლოგიკურია რომ დამაინტერესა, ამაში ცუდი რა არის
-ის რომ ზღვარს სცებით, როგორც ჩანს აქ მომუშავე ადამიანის კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ და ჯობია წავიდე
-საბა იმედია ხუმრობ
-როგორც ჩანს შენში შევცდი, იმედია ჩემს შემცვლელს მალე იპოვით
-შეუცვლელი არავინაა
-ისევ გაინტერესებს აქ რატომ ვმუშაობდი
-მაინტერესებს
-დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას-ამბობს და ჩემსკენ მოდის, ჩვენს შორის მანძილს ნელ ნელ ამცირებს და ვგრძნობ როგორ გამელებით იწყებს გული ცემას
-საბა რასაკეთებ ?
-პასუხი ხომ გაინტერესებდა-ჩვენს შორის მანძილი მთლიანად დაფარა
-საბა ძალიან ახლოს ხარ-მიუხედავად მისი სიახლოვისა რატომ არ ვცდილომ მის მოშორებას ნუთუ მისი სიახლოვე მომწონს
-იცი აქ შენს გამო ვმუშაობდი-ამბობბს და გააზრებას ვერც კი ვასწრებ ისე მკოცნის, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა მგონი, სისულელეა რომ ამბობენ ადამაანები კოცნის დროს თვალებს ხუჭავენო. მაოცებს ფაქტი რომ მისი კოცნა მომწონს და სულაც არ ვცდილობ თავის დაღწევას.
-საბა მე...
-არაფრის თქმა არაა საჭირო, ყველაფერი გასაგებია-ამბობს საბა და მიდი
მე კი გაუნძრევლად ვდგავარ ერთ ადგილას თითქოს მიყინული ვიყავი, გოონებას ჯერ კიდევ არ ქონდა გადახარშული რაც მოხდა, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ მგონი აზროვნების უნარი დავკარგე. აზროვნების უნართან ერთად კი თანამშრომელიც. რმოდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვდივარ და გარეთ გავდიარ მაგრამ სულ ტყუილად საბა უკვე წასული მხვდება
-მირა რა სახე გაქვა-ნინო
-საბა წავიდა
-ვიცით დავინახეთ
-სამსახურიდან წავიდა
-გაგიჟდა
-კი და მეც გამაგიჟა
-რას გულისხმობ
-საღამოს დასალევად წავიდეთ
-კარგი
საღამომდე დრო ოგორ გავიდა ვერ გეტყვიტ, მთელი დღე საბა ტრიალებდა ჩემს გონებაში, მემილიონედ გამიელვა გონებაში კოცნის სცენამ, გონებიდან ვერ ვიგდებ.
საღამოს სად წავიდოდით თუ არ იოანეს ბარში,
-გისმენთ მშვენიერო ქალბატონებო რას ინებეთ-გამოგვეცხადა იოანე
-თვით მეპატრონე რომ გემსახურება სხვა ხიბლი აქვს ყველაფერს-დასცინის ნინო
-აბსენტი მინდა
- რამ გაგაგიჟა-იოანე
-გამიკეთებ?
-კი მაგრამ...
-შეეშვი იცის რასაც აკეთებს-ნინო
დღეს ალექსანრე არ მოგვსალმებია ეს ახალგაზრდობა გადამრევს, შორს იდგა კუთხეში და თვალს არ მაშორებდა, ასე მგონია ამ ბიჭს ვეზიზღები. აბსენტს ვსვამ მერე კი არაყის ბოთლის ერტად კუთხეში მაგიდისკენ ვინაცვლებ.
-მირა მეტი აღარ გინდა ცუდად გახდები -ბოთლის წართმევას ცდილობს ნინო
-კარგად არც ახლა ვარ დამაცადე
-მირა სახლში წავიდეთ
-არ მინდა სახლში
-ყველა წავიდა სადაცაა ბარი დაიკეტება
-იოანეს უთხარი არ დაკეტოს ცოტა ხანი
-მეზიზღება შენი სიმთვრალე
-მეც მიყვარხარ
-რა სჭირს-კითხულობს იოანე
-არც მე ვიცი-ამბობს ნინო და ტელეფონზე რეკავს მაგრამ ვისთან რეკავს და რას ეუბნება არ ვიცი რადგან ვითიშები, გონს მაშინ მოვდინარ როდესაც ვიღაცის შეხებას ვგრძნობ, ცდილობს ხელში ამიყვანოს, თვალებს ძლივს ვახელ და საბას ვხედავ
-არ მინდა დამსვი ძირს-ვლუღლუღებ მის მკავებში მოქცეული ჯერ კიდევ მთვრალი
-ამდენი არუნდა დაგელია
- შენ კიდევ არ უნდა გეკოცნა
-ვერ ივიწყებ არა
-სამსახურიდან არ წახვიდე
-ახმა ამაზე საუბრის დრო არაა
-საბა მართლა ძალიან ვწუხვარ ცუდი განზრახვა არ მქონიაა
-მირა მთვრალი ხარ სხვა დროს ვისაუბროთ
-იცოდე სამსახურიდან თუ წახვალ სახლში მოგივარდები არეულობას მოგიწყობ
-დარწმუნებული ვარ მოახერხებ, ჩემს ცხოვრებაში უკვე შემოიტანე არეულობა
-მესიზმრები არა
-სიზმრებშიც მხედავ
-ნწ დღეს პირველად მესიზმრები
-ვაპირებ ამის მერე ხშირად დაგესიზმრო
-საბა სად მიგყავარ
-ზღვაში უნდა გადაგაგდო
- ცურვა არ ვიცი, ეგ არ ქნა რა, მართლა მოვკვდები
-არ მოკვდები გამოფხიზლდები
-არ მინდა გამოფხიზლება მერე თავი მტიკვდება და ცუდად ვარ
-სახლში მიმყავხარ, დაიძინე-ამბობს და მანქანაში მსვამს
-უკვე მძინავს ეს ხომ სიზმარია სულელო
-კაი მე ვარ სულელი-ამბობს და სიცილს ძლივს იკავებს.
-საბა მგონი მომწონხარ
-რა თქვი?
-მგონი მომწონხარმეთქი, არუნდა მომწონდე ბავშვი ხარ მაგრამ შენს სიახლოვეს გული სხვანაირად მიცემს
-24 წლის ვარ უკვე, ბავშვს რა უფლებით მეძახი
-ჩემი ნათქვამიდან მარტო ეგ გაიგე?
-მგონი ხშირად უნდა დაგალევინო-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-შუბლზე ნელი მკოცნიდა ძილის წინ- ვეუბნები და მის ტუჩებს ვეტანები -ეს უკვე სხვა დონეა. თვითონაც მყვება კოცნაში ჩემს კაბინეთში კედელთან მიმწყვდეულმა ვერაფრი ვიგრძენი გაოცების გარდა ახლა ყველაფერს ერთად ვგრძნობ, მთელს სხეულში ჟრუანტელს, მუცელში პეპლებს
-ძილინებისა

******************************
საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს, ქუთუთოებს ძლივს ვაშორებ ერთნამეთს, ჯანდაბა ამდენი არ უნდა დამელია, ნეტა სახლამდე როგორ მოვედი? გამახსენდა საბამ მომიყვანა. საწოლიდან ვდგები და პატარა კარადის თავზე დადებუნლ ნაბეღლავს და წამლებს ვიღებ, საყვარელი ბავშვი , ჩემთვის ნაბეღლავიც კი იყიდა. წამლებს ვსვამ თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ, ვიტრინაში ვხედავ მოფუსფუსე საბას და მემგონი ამდენი სმისაგან გონება გადამეწვა და ჰალუცინაციები დამეწყო
-უკაცრავად გოგონა-ვაჩერებ გამვლელს
-გისმენთ
-უკაცრავად ვიტრინაში იმ ბიჭს თქვენც ხედავთ?-ვეკითხები და ხელით მივანიშნებ
- კი ვხედავ
-ანუ ჰალუცინაცია არაა, მადლობა
-ასეთი სიმპათიური ბიჭი ჰალუცინაცია ვერ იქნება
-ხო მეც ეგრე ვიფიქრე
-ნეტა შეყვარებული თუ ყავს
-ყავს, მისი შეყვარებული თქვენს წინ დგას- ვეუბნები და წარბს ვწევს, შეცბუნებული აგრძელებს გზას
აწ უკვე ნირწამხდარი კაფეში შესვლაზე ფეხს ვითრევ. თურმე სიმპათიური, ის როგორ იკითხა შეყვარებული თუ ყავსო, მოკლედ ბოლოს მაინც შევდივარ, ისე რომ არავის ვესალმები ჩემი კაბინეტისაკენ მივდივარ . უკან მომყვება საბაც
-საბა აქ რას აკეთებ?
-რას გულისხმობ ?
-გუშინ ხომ წახვედი სამსახურიდან?
-არაფერი გახსოვს?-მეუბნება და მიახლოვდება
-რა უნდა მახსოვდეს- ვამბობ თვალწინ გუშინდელი საღამოს კადრები მიდგება
-საერთოდ არაფერი?- მეკითხება და კიდევ უფრო მიახლოვდება
-არა არაფერი-შევჯექი ვირზე
-ანუ არაფერი?-მეკითხება და საერთოდ ფარავს მანძილს ჩვენს შორის
-არაფერი
-მაშინ ვფიქრობ საჭიროა გახსენებაშ დაგეხმარო-ამბობს და ჩემს ტუჩებს აგემოვნებს- დილა ასე ტკბილად არასდროს დამიწყია
-მაინც ვერაფერს ვიხსენებ მგონი შენი ტაქტიკა არ მუშაობს
-კიდევ ერთხელ ვცდი-აგრძელებს კოცნას , მეც ვყვები
-მგონი რაღაც გამახსენდა
-მაინც რა
-მემგონი სიზმრად გნახე გუშინ და ჩემს მოკვლას გეგმავდი, მეტს ვერაფერს ვიხსენებ
-როგორც ჩანს საკმარისი დოზა ვერ მიიღე-ამბობს და კვლავ ჩემი ტუჩებისაკენ მოიწევს
-ყველაფერი მახსოვს- ვეუბნები და ტუჩებზე ხელს ვაფრებ
-ვიცი რომ ყველაფერ გახსოვს
-დღეიდან ნიღბით უნდა იაროო
-ვერ მიგიხვდი
-შენზე შეყვარებული გოგოების რიგრბის გარღვევისთვის არც ძალა მყოფა და არც დრო
-შენ რა ეჭვიანობ
-რა სისულელეა, შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო
-მაშინ ის ქერა გოგო ვინიყო ხშირად ხარ მასთან ერთად-მაჯავრებს საბა
-იდიოტო ხარ
-იდიოსტს ძალიან უყვარხარ
-შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე- ვეუბნები და კარისკენ ვუბიძგებ ხელებით
-მოიცა სხვა პასუხს ველოდებოდი
-საბა საქმე მაქვს- ხელებით მკერდზე ვაწვებ და ისე ვცდილობ მის კარამდე მიყვანას გამომდის კიდეც
-შენ არ გიყვარს იდიოტი- მეკითხება უკვე კარებში მდგარი
-არა-ვეუბნები და კარებს ვხურავ
-გიხდება აწითლებული ლოყები-ამბობს კართან მყოფი და მერე ალბათ იქაურობას შორდება.
ვცდილობ სახეზე სიწითლე და აჩქრებული გულისცემა გავიქრო, რას ვაკეთებ? ან ეს ბავშვი რას მიკეთებს? ისევ უნდა გადავეშვა თავით მორევში?, შიში მიპყრობს, მწარე გამოცდილება მახსენებს თავს. მეშინია, არ მინდოდა საბასთვის გულის კარების გაღება თითქოს გასაღები კარგად გადავმალე, მაგრამ მან მაინც იპოვა, ისე გააღო კარები და შემოიპარა ვერაფერს მივხვდი, ასე ქურდივით შემომიჩნდა, ახლა კი ჩემი გული მოპარვას ცდილობს, ვხვდები მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერს ვაკეთებ. არ მინდა საბასთანაც იგივე განმეორდეს რაც ვახოსთან მოხდა. უბრალო მოწონების გამო არ მინდა ფანტაზიები შევიქმნა და მასაც გული ვატკინო. ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩვენს შორის არსებული ზღვარი უკვე გადავკვეთეთ, ჩემგან განსხვავებით საბამ იცის რა უნდა ამ ურთიერთობისაგან, მე კი ურთიერთობის დაწყებასაც შეცდომად ვთვლი. ამდენი ფიქრისგან მართლა გადავიწვები. კაბინეტიდან გავდივარ და სამზარეულოში შევდივარ
-ლილი დეიდა შემომიშვებთ?
-მოდი გენაცვალე
-რას ამზადებთ?
-მარწყვის ტორტს
-არ მიყვარს -ვბრიცავ ტუჩებს
-შენ არა მომხმარებლების უმეტესობას უყვარს
-რაში დაგეხმაროთ-ვამბობ და წინსაფარს ვიკეთებ
-მიქსერი აიღე და კრემს მიხედე
-კარგი
-არვიცი რატომ მეხმარები მაგრამ იმედი მაქვს კარგად ხარ
-ამას რატომ ამბობ ლილი დეიდა
-პირველად დასახმარებლად ბაბუაშენის გარდაცვალების შემდეგ შემოხვედი, მეორედ ძაღლი რომ მოგიკვდა, მესამედ ვახოს რომ დაშორდი, დარდის გაქარწ....ბას ასე ცდილობ, არ ვიცი ახლა აქ რატომ ხარ მაგრამ ვიმედოვნებ ყველაფერი რიგზე გაქვს
-ასე კარგად მიცნობთ,
-ჩახუტება არ გიყვარს თორემ ჩაგეხუტებოდი
-აქ რომ შემოვდივარ თითქოს სხვა სამყაროში ვარ, ჩემს ფიქრებს და დარდებს თითქოს შემოსასვლელ კართან ვტოვებ და გასვლისას ზურგზე მოკიდულს მიმაქვს
-ხომიცი რომ ყოველთვის მზად ვარ შენს მოსასმენად
-ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხა და პირველი მიზეზი ესაა რატომაც დღემდე აქ ვმუშაობ
-მეორე?
-მეორე საქმისადმი სიყვარული და ბოლო მიზეზი ხელფასია
-ლილი დეიდა ჩემმა გულმა ისევ სწრაფად დაიწყო ფეთქვა
-ექიმთან მიდი შვილო გულთან ხუმრობა არ შეიძლება
-კარგი რა ლილი დეიდა მე სერიოზულად გესაუბრებით თქვენ კი დამცინით
-აბა რა მხატვრულად მეუბნები სათქმელს პრდაპირ მითხარი რომ ვიღაც გიყვარდება
-ლილი დეიდა მეშინია, არ მინდა იგივე განმეორდეს
-სამწუხაროდ ჩვენი ადამიანის გონება ასეა მოწყობილი ბედნიერების ჟამსაც კი უბედურებაზე გვაფიქრებს
-თან ის ჩემზე პატარაა
-ირაკლიზე 7 წლით უფროსი ვარ შვილო, ჩემ ცხონებულ დედამთილს ვუმალავდით თავიდან, მერე რომ გაიგო კი დაიწყო ჩემი ერთადერთი შვილი იმიტომ არ გამიზრდია ვიღაც ბებერი რომ მოეყვანა სახლშიო-იხსენებს ლილი დდეიდა და ეცინება
-არ მინდა ჩემზეც თქვან „ჩემი გაზრდილი შვილი მოხუცს დაუთრევიაო“
-ნუ სულელობ, კარგად მომისმინე, ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ ცუდად იყო, ვიცი ახალი ურთიერთობა გაშინებს, სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები რომლებთანაც ურთიერთობა შიშს გვიტოვებ, შენთვის ასეთი ვახო აღმოჩნდა, სანამ ძველო ურთიერთობის ზეგავლენის ქვეშ ხარ ყოველთვის შეგაშინებს ცვლილებები. ნუ მისცემ წარსულს უფლებას ბედნიერება წაგართვას, რამდენადაც არ უნდა გექაჩებოდეს წარსული სცადე გაქცევა თავის დაღწევა თუნდაც სხვის ზურგს ამოფარებულმა, ეს ლაჩრობა კი არ არის ეს იმ ადამიანისთვის ნდობის გამოცხადებაა ვის ზურგსაც ეფარები, ეს ნიშნავს რომ შენ მას ეყრდნობი.
-იმას მეუბნებით რომ ვინმეს დავეყრდნო
-სულელო ბავშვო იმას გეუბნები რომ არავის და არაფრის გაამო არ თქვა უარი სიყვარულზე, ზოგი ისე კვდება ამ გრძნობას გემოს ვერ უსინჯავს, შენ კი უკვე მეორედ გეწვია, ნუ იქნები უმადური
-უბრალოდ მზად არ ვარ
-საბრალო ის ვისაც უყვარხარ,
-ლილი დეიდა
-რა ლილი დეიდა მართლა მეცოდება ის ადამიანი, იმხელა კედელი გაქვს აშენებული მის დანგრევას შეეწირება
-სულაც არ უჭირს დანგრევა-ვამბობ ჩემთვი და მიქსერს ვრთავ, კრემი ამომყავს
-შენ გგონია მეხმარები ?-მიწყრება ლილი დეიდა მე კიდევ კრემისგან მოთხვრილ სამხარეულოს რომ ვუყურებ მეცინება
-დალაგებაშიც დაგეხმარებით
-შენ როგორც ამზადებ ისე თუ ალაგებ არ მინდა
-არა მართლა ვამბობ-მიქსერს მაგიდაზე ვდებ და დასალაგებლად ვაპირებ წასვლას უცებ ფქვილით სავსე თასს ხელს ვკრავ, სამზარეულოში თეთრი ნისლი ჩამოწვა
-ახლავე გამასწარი აქედან -მომსდევს ლილი დეიდა და საცილს ძლივს იკავებს
-მივდივარ მივდივარ-სიცილით ვტოვებ სამზარეულოს
გარეთ გასულს ოცდახუთი წყვილი თვალი რომ მიყურებს მერე ვიაზრებ რომ საოცრად გამოვიყურები და მეცინება, ეს ქალი მართლა კარგად მოქმედებს ჩემზე, დღეს პირველი იყო შესასვლელთან დატოვებული დარდების აკრეფადა მხრებზე მოკიდება რომ დამავიწყდა, ნინო როგორც კი მხედავს მაშინცე ფოტოს მიღებს
-შენ თუ ასე ხარ წარმომიდგენია ლილი დეიდა რა დღეშია-მთელ ხმაზე იცინის
-ნუ ხარ ტუტუცი- ვამბობ და საპირფარეშოსკენ მივდივარ საბაც უკან მედევნება-რატომ მომყვები
-საოცრად გამოიყურები- მუბნება და მისკენ მატრიალებს
-ხო მიდი შენც დამცინე
-ჩემი ვარდისფერი ქალბატონი თეთრი გამხდარა-ამბობს და მის თვალებში მოციმციმე ჭინკებს ვხედავ
-შენი როდიდან ვარ
-პირველად რომ გნახე იმ დღიდან
-გასაუბრების დღიდან
-ნწ არა -ამბობს და ცერა თითს ლოყაზე მისვამს
-რასაკეთებ?
-კრემს გაშორებ- მეუბნება და კრემიან თითს მაჩვენებს რომელსაც შემდეგ პირისკენ მიაქანებს-გემრიელი ხარ
-იდიოტი ხარ- ვეუები და საპირფარეშოში შევდივარ კარს ვკეტავდა გულზე ხელს ვიბჯენ. ღმერთო ჩემო რას მიკეთებს. მახსენდება მისი თვალები, როგორ მიმზერდა, ასე მგნია ჩემი შეჭმა უნდოდა. მირა გონს მოდი. შემოვიძახე საკუთარ თავს და ნეტა შემოძახება შველოდეს, შტერის გამომეტყველებით ვიყურები სარკეში და გონებაში მიტრიალებს ორი სიტყვა „გემრიელი ხარ“.

******************************
-მოგესალმებით მეგობრებო თქვენი მონა მორჩილი საბა და ენამწარე ნინო დეიდა
-ვინაა ენა მწარე
-მეტკინა ნინო დეიდა მწარე ხელიც გაქვთ ყველაფერთან ერთად, მეგობრებო მიშველეთ ძალადობის მსხვერპლი ვარ
-თუ სისულელეების საუბრას გააგრძელებ მართლა გახდები, ვიღაც ნინა წერს ჩემს ბიჭს არ შეეხოო-ამბობს ნინო და იცინის
-მეგობრებო არ ინერვიულოთ ნინო დეიდას ვიყვარვარ და კარგად მეპყრობა
-მარიამი წერს სამსახურის მერე ჩემთან ხომ არ ავსულიყავითო, საჯაროდ ამის დაწერა შეიძლება? რას იფიქრებს შენი შეყვარებული
-შეყვარებული არ მყავს-ამბობს საბა კი მართალია და ჩვენს ურთიერთობას სტატუსი არ აქვს ჯერ მაგრამ მაინც გავბრაზდი
-მეც ჩიტივით თავისუფალი ვარ და ხომ არ გადავიკვეთოთო გეკითხება ინგა-აგრძელებს კომენტარების კითხვას და ასე მგონია ჩემს ნერვებზე მოქმედებს
-არამგონია შევძლო საშინელი გრაფიკი მაქვ-ამბობს საბა და ნინოსგან კიდევ ერთხელ ხვდება
-საბა ვირაც ნინი მასთან მუშაობას გთავაზოს რა სახის სამუშაოა მაგას ვერ გეტყვი-ამბობს ნინო და იცინის
-უკვე მაქვს სამსახური თან არამგონია ჩემმა უფროსმა წსვლის უფლება მომცეს-ამბობს საბას და იღიმის მღიმილით რომელიც მარტო ჩემია
-თუ ძალიან გინდა მაშინ შეგიძლია წახვიდე, გაძლევ წასვლის უფლებას-როგორც იქნა ხმას ვიღებ
-უკვე მეორედ ამბობ ჩემზე უარს მირა
- შენს ფოლოვერებს ხომ ვერ ვაწყენინებ-ვამბობ და გუნებაწამხდარ საბას შევცქერი
-ჩემნაირ თანამშრომელს ვეღარ იპოვი
-არაუშავს შეუცვლელი არავინაა
-ვიღაც ნიკა წერს მეც მინდა მირა ჩემი უფროსი იყოსო-ამბობბს ნინო და იცინის
-ახალი თანამშრომლები არ აგვყავს-მოკლედ პასუხობს საბა
-შეუძლია გასაუბრებაზე მოვიდეს-რა არ მასვენებს არ ვიცი
-მირა გიორგის აინტერესებს ურთიერთობაში ხარ თუ არა-მეუბნება ნინო
-არა ღია და თავისუფალი ვარ ახალი ურთიერთობებისთვის-ვამბობ და საბას შეკრულ წარბებს არ ვიმჩნევ ესეც სამაგიერო, თურმე ბიჭს შეყვარბული არ ყავს
-მირა ვიღაც გოგა წერს რომ შენისთანა ლამაზი გოგო მარტო არ უნდა იყოს და მას შეუძლია შენი სიმარტოვის დასრულება, ძალიან ფრთიანი ნათქვამი კი გამოუვიდა-ნინო ერთობა როგორც ჩანს
-დღისთვის საკმარიასია ლაივი
-კარგი რა საბა ახლახან არ ჩავერთეთ- წუწუნებს ნინო და კომენტარების კითხვას აგრძელებს
-ჩემი სამუშაო დრო ამოიწურა უნდა წავიდე-ამბობს საბა და ლაივს თიშავს მერე კი სწრაფდ ტოვებს კაფეს
-რა ეტაკა-მეკითხება ნინო
-მე საიდან უნდა ვიცოდე-მხრებს ვიჩეჩავ და კაბინეტში ვბრუნდები. რამოდენიმე წუთის შემდეგ შეტყობინება მომდის
<<შენს სახლთან გელოდები, უნდა ვისაუბროთ>>
<<დღეს დათა მომაკითხავს, ჩემებთან ვრჩები >>
არაფერი არ მოუწერია, სამსახურიდან ყველა წავიდა და დავრჩი კაფეში სულ მარტო, საბუთებს გადავხედე შეკვეთები გავაკეთე და უკვე დაღლილი კაფის დაკეტვას ვაპირებდი ვიღაც რომ შემოვიდა
-უკაცრავად უკვე დავიკეტეთ
-მე ნიკა ვარ დღეს ლაივში გნახეთ და თქვენ მითხარით რომ გასაუბრებაზე მოვსულიყავი-ამბობს და იცინის მეც მეცინება
-ალბათ მიხვდი რომ ვიხუმრე
-მივხვდი მაგრამ მაიც მოვედი
-ყავას დალევ რახან გასაუბრებაზე დაგიბარე გაგესაუბრები
-არა ყავას არ ვსვამ ფორთოხლისწვენი იყოს-მაცივრიდან ფორთოხლის წვენს ვიღებ და ჭიქებში ვასხამ თეფშებზე მარწყვის და შოკოლადის ტორტის ნაჭრებს ვალაგებ და მაგიდასთან მიმაქვს
-გემრიელად მიირთვი
-მადლობა
-მაშ ასე დავიწოთ, შენს შესაზებ მომიყევი
-ნიკა კაკაბაძე 26 წლის ბათუმიდან, არ ვსწავლობ ვმუშაობ პროგრამისტად
-უკვე გქონია სამსახური თან მშვენიერი
-უფროსიც მშვენიერი მინდა მყავდეს-ამბობს და უკვე ვნანობ აქ რომ შემოვიპატიჟე
-ალბათ იცი რომ ადგილები არ გვაქვს და უკვე საკმარისი პერსონალი გვყავს
-ვიცი, იქნებ სადმე წავსულიყავით დასალევად -ისე მიყურებს სურვილი მიჩნდება რამე მაგარი და მძიმე ვესროლო თავში
-მადლობა ნიკა მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე რთულ დღე იყო
-სასმელი განტვირთვაში დაგეხმარება-არ იშლის თავისას, მემგონი იდიოტების მაგნიტი ვარ
-ნიკა მართლა არ ვაპირებ დღეს დალევას, უკვე გვიანია სახლში ვაპირებ წასვლას-ვუჭრი მოკლედ იმ იმედით რომ წასვლას მიხვდება
-მე კიდევ ვიფიქრე კარგ დროს გავატარებდით და ჩვენს გაცნობას აღვნიშნავდით-ეს ბიჭი ნამდვილი მანიაკია მგონი არ ესმის რასაც ვეუბნები. ნიკა სკამს ჩემს აჩოჩებს და ჩემს გვერდით ჯდება
-ძალიან ლამაზი ხარ-მის სუნთქვას ყურებთან ვგრძნობ და გულს რევის შეგრძნება მიჩნდება, ხელს ჭიქას ვკიდებებ
-იცის რომ ლამაზია-მესმის საბას ხმა და მაშინვე მისი მიმართულებით გავრბივარ
-მე წავალ სხვა დროს ვისაუბროთ
-სხვა დრო აღარ იქნება
-რა ხდება საბა?- კითხულობს კაფეში შემოსული დათა
-მაგას მიხედე-ანიშნებს საბა ნიკაზე
-წამოდი ძმაო ვისაუბროთ-ხელს მხარზე დებს დათა და გარეთ მიჰყავს
-ჩხუბს თუ აპირებ შეგიძლია შენც მათ გაყვე-ვეუბნები მარტონი რომ ვრჩებით
-ჩემტან ერთად კარატეზე ივლი გადაწყვეტილია-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-არაფერს მეტყვი
-წყალი დალიე და დამშვიდდი მალე დავბრუნდები
-მშვიდად ვარ რასაც შენზე ვერ ვიტყვი
-აქ დამელოდე-ამბობს და დაგარეთ გადის. 20 წუთის შემდეგ ჩემი ცხოვრემის ორ მნიშვნელოვან მამაკაცს ვხედავ ერთად მომავალს, თუ როგორ კვეთენ ქუჩას და გული უცნაური შეგრძნებით მევსება, მათი შემხედვარე სერიალი მახსენდება, ორი შავებში ჩაცმული მამაგაცი როგორ გამოდიან გვირაბიდან გოგოს გადასარჩენათ, საბა და დათაც მათ ჰგავს ოღონთ ერთს ხმალი აკლია მეორეს კი ქუდი.
-იმედი მაქვს არ გიცემიათ
-იმედი გქონდეს
-საბა შენ მაინც მიპასუხე შეკითხვაზე
-გული შეგტკივა ნიკაზე? ეგ რომ მცოდნოდა ხელს არ შეგიშლიდით
-მოიშორე ეგ ირონია და ისე მესაუბრე
-ჩემთვის ყავაც არ შემოგითავაზებია გასაუბრებაზე და ამისთვის გაგიშლია სუფრა
-ბავშვივით იქცევი
-სამაგიეროდ ნიკა არ იქცევა ბავშვივით და შეგიძლია მას ესაუბრო
-რომ არ გაგექციათ ვესაუბრებოდი
- წარმოდგენაც არ მინდა როგორი საუბრები გექნებოდათ თქვენს შორის მანძილს თუ გავითვალისწინებთ აშკარად საინტერესო თემაზე საუბრობდით
-სამწუხაროა რომ ვიღაცეების გამო საუბარი ვერ გავგრძელეთ
-მირა ჩემი მწყობრიდან გამოყვანას ნუ ცდილობ, ისედაც ტვინში სისიხლი ჩამექცა შენს გვერდით რომ დავინახე, რომ შეგხებოდა ყველა ძვალს სათითაოდ დავამტვრევდი.
-საკმარისია, ვინ ხარ რომ ჩემს დას ასე ესაუბრები? მადლობელი ვარ რომ დაეხმარე მაგრამ ზღვარ ნუ გადახვალ. წავედით მირა ნელი გველოდება- დაა ხელს მკიდებს და მივყავარ
-იმედია ნელის არაფერ ეტყვი თორემ დაცვას ამიყვანს
- ეგ მართალია-ამბობს და იცინის
-დათა საბასთან უხეშად გამოგივიდა
-არაუშავს ძლიერი გული აქვს გადაიტანს როგორმე
-მაინც ცუდად გამოგივიდა
- შენ ჩემი და ხარ და არავის მივცემ უფლებას ცუდად გესაუბროს ჩემი თანდასწრების თუნდაც ეს ჩემი ბეგობარი საბა იყოს
-დათა ახლახანს რა თქვი
-რა ვთქვი?
-რას ნიშნავს თუნდაც შენი მეგობარი საბა იყოს?
-მირა არ გაბრაზდე რა-მანქანას აჩერებს დათა
-შენ და საბა მეგობრები ხართ?-ვეკითხები და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი მავიწყდება
-მირა ნუ ბრაზობ კარგი
-დათა ერთხელ და სამუდამოდ მიპასუხებ კითხვაზე?-მოთმინებას ვკარგავ მგონი ისედაც სუსტი ნერვებ მაქვს
-კი ვმეგობრობთ-იყო პასუხი
-როდიდან?
-ჯერ კიდევ ამერიკადან საერთო საცხორებელში ერთად ვცხოვრობდით
-ხშირად გესაუბრებოდი რატომ არასდროს მინახავს?-მართლა გამიკვირდა დათას ამერიკაში წასვლის შემდეგ დღე არ გავიდდა არ დამერეკამისთვის და არ მომეკითხა მაგრამ საბა არასდროს შემინიშნავს
-ისეთ დროს რეკავდი ან ეძინა ან დასალევად იყო წასული
-აქამდე რატომ არ მითხარი?-ეს ნამდვილად მაინტერესებდა, სიმართლის თქმით რა დაშავდებოდა?
-მან მთხოვა რომ არაფერი მეთქვა
-კიდევ რამდენ ხანს აპირებდით ამის დამალვას ჩემთვის?
-სანამ თვითონ არ მოისურვებდა თქმას
-დღე არ გავა რამე რომ არ მოხდეს , ჩემთან რატომ მუშაობს ?
-არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხო
-აუცილებლად ვკითხავ, შეგვიძლია წავიდეთ
-როგორც მიბრძანებთ-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან
სახლში მისულს დღევანდელი დღის ყველა ემოცია დამავიწყდა, ნელის ვეხუტები მომენატრა დედაჩემთან გულახდილი საუბრები, ჩემს ოთახში ავდივართ და ყველაფერს ვუყვები მათ შორის საბაზეც და დღევანდელ ინციდენტზე. დედაჩემი ის ადანიანია ვისთვისაც არასდროს არაფერი დამიმალავს, და ალბათ ყველასთვის ასეა, დედა ხომ ჩვენი პირადი მფარველი ანგელოზია დედამიწაზე.
-მცველებს აგიყვან!-ამბობს დედა და მეცინება
- სახლშიც გამომკეტე ბარემ
-არაა ცუდი აზრი
-დედა!- დედაჩემს ჩემი სახლში გამოკეტვა რომ შეეძლოს მართლა გამოკეტავდა ასე ყველა საფრთხიგან დამიცავდა
-კარგი ხო, მაგრამ ფრთხილად იყავი, საბას უთხარი სახლამდე მიგაცილოს -ნებდება ბოლოს
-საბას რატომ უნდა ვუთხრა ?
-კარგი ბიჭია თან უყვარხარ
-ჩემი მონაყოლიდან როგორ შეგიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება
-შენი მონაყოლიდან არ გამიკეთებია
-დედა საბას იცნობ?
-კი, დათას რომ ვესაუბრებოდი მაშინ გავიცანი, ჩვენთაც იყო სტუმრად რამოდენიმეჯერ დათას მოაკითხა-უკვე ვბრაზდები იმ ფაქტზე რომ ჩემგარდა საბას ყველა იცნობდა
-ჩემს გარდა ყველა რატომ იცნობდით?
-შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მან თანხმობაც კი აიღო ჩემგან
-დედა რა თანხმობა ნუ გამაგიჟეთ
-შენთან ურთიერთობის დაწყების
-როგორც ჩანს მიუღია
-კი მივეცი, იმსახურებდი ახალი ცხოვრების დაწყებას
-და მე არ მკითხეთ მინდოდა თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება?
-როდემდე უნდა იტანჯებოდე ვახოს აჩრდილის გამო? არ შემეძლო შენი ყურება ისე იტანჯებოდი, შენი აზრით ვერ ვხედავდი ღიმილს უკან რამდენ დარდს მალავდი, შეგიძლია ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერ მომატყუებ, შენი ყველა მიმიკა შესწავლილი მაქვს, მთელი ცხოვრებაა თვალი მხოლოდ შენზე და შენს ძმაზე მიჭირავს, შენი აზრით ვერ ვხვდები რაღაცის თქმა რომ უნდა და ორჭოფობს.
-დედა ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი რამდენი რამეც არ უნდა დაგიმალო ბოლოს მაინც შენს კალთაში მყოფი დავფრქვავ ყველაფერს, დღევანდელის მსგავსად
-საბას თანხმობა რომ მივეცი არ ვიცოდი ის ბიჭი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ შენს გულში რომ შემოაღწია დაუჯერებელია
-მეც არ ვიცი დედა ეს როგორ მოხდა
-შვილო, ნუ იტყვი სიყვარულზე უარს, ადამიანები არ მეორდებიან არც გრძნობები, ახლა თუ ხელს გაუშვებ შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო შენი გადაწყვეტილება
-დე მამა როგორ გაიცანი?
-უნივერსიტეტში გავიცანი. ის დამამთავრებელ კურსზე იყო, მე კი პირველკურსელი გახლდით, მაშინ გრძელი თმა მქონდა, ახლა რომ მაქვს ისეთი კი არა, რა ვუქენი თმას დრემდე მეჩხუბება მამაშენი. იმ დღეს, როცა მამაშენი პირველად ვნახე დილით სემინარი მქონდა და ვაგვიანბდი, შენც გიკვირს ხომ მე ადამიანს, რომელსაც არასდროს არსად დამიგვიანებია იმ დღეს პირველად დავაგვიანე, ალბათ ბედისწერა იყო, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეცნო, მადლობელი ვარ ამისთვის. მას შემდეგ თუ სადმე ვაგვიანებდი არ ვწუხდი, რადგან ვიცოდი რომ ბედისწერა რაღაც სასწაულს მიმზადებდა, სად გავჩერდი ?
-სემინარზე აგვიანებდი
-ხო სემინარზე ვაგვიანებდი, ელვის სისწრაფით ავირბინე სამი სართულის კიბეები, მას შემდეგ ვერ ვიტან კიბებბს-ამბობს დედა და მახსენდება ჩემი კიბეებისადმი დამოკიდებულება. მას ვგავარ და ეს ძალიან მახარებს დედაჩემი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია ვისაც მინდა რომ დავემსგავსო-მირა მისმენ ?
-კი კი გააგრძელე
-სამი სართულის კიბეები ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე, აუდიტორიაში შესულმა დავინახე მამაშენი დაფასთან მდგარი ალბათ სემინარს ყვებოდა, მაგრამ ჩემი შემოსვლის შემდეგ საეჭვოდ დადუმდა, ლექტორმა ორჯერ ჰკითხა სამნიძე რა ხდებაო, მესამე შეკითხვაზე კი უპასუხა რომ ანგელოზი დაინახა, რომელმაც მეტყველება დააკარგვინა, ეს ჩემზე თქვა, გაწეწილ თმიან და აწითლებულ სახიან გოგოზე ალბათ მაშინ ანგელოზს კი არა ალქაჯს უფრო ვგავდი. სიტყვები აერიათქო ვიფიქრე, მას შემდეგ ყველა გურამის ანგელოზს მეძახდა, ლექტორებმაც კი ასე დამიწყეს მომართვა, თავიდან არ მომწონდა ეს სტატუსი, მახსოვს ხშირად ვეჩხუბებოდი გურამს, ბოლოს იმდენად შევეჩვიე რომ თუ არავინ მეძახდა დისკომფორტს ვგრძნობდი.
-მერე რა მოხდა
-მამაშენმა უნივერსიტეტი დაასრულა, მე გურამის ანგელოზს აღარავინ მეძახდა, უნივერსიტეტში ვეღარ ვხედავდი, საერთოდ ვერსად ვხედავდი, მაშინ გავაცნობიერე ჩემი გრძნობები, ის რაც ხუმრობა მეგონა, თურმე ჩემი გულისთვის ხუმრობა არასდროს ყოფილა, ყველა გაღმებას და გამოხედვას ინახავდა და იყვარებდა, რომ ბოლოს ერთიანად მთელი ძალით ამოხეთქილიყო. მირა იცი ყველაზე საშინელი გრძნობა რომელია
-იმედი?
-არა
-მოლოდინი ?
-ეჭვიანობა, იმედი ადამიანს აცოცხლებს ისევე როგორც მოლოდინი, ის არ გაძლევს სიკვდილის საშუალებას. ეჭვიანობა კი შიგნიდან გრგღნის აზოვნების უნარს გაკარგვინებს და გაკეთებინებს იმას რასაც არასდროს გააკეთებდი, ეჭვიანობა გკლავს,
-დედა გინდა თქვა რომ გურამი აეჭვიანე ?
-მე არაფერი გამიკეთებია საერთოდ არ დამჭირვებია რამის გაკეთება, გურამის ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ, ჩვენს უნივერსიტეტში ვიღაც ირაკლი გადმოვიდა, ძალიან კარგი ბიჭი
-დედა ბიძია ირაკლიზე ამბობ?
-კი
-აი მესმის ამბავი,
-გაინტერესებს თუ არა
-კი კი მიდი გააგრძელე
-ირაკლი ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა, რამდენადაც კარგი იყო იმდენად ნიჭიერი, ხშირად ლექციების შემდეგ რჩებოდა და მეცადინეობაში მეხმარებოდა, დავმეგობრდით, დროს ყოველთვის ერთად ვატარებდით, ერთხელ მითხრა რომ მასზე უფროსი ქალი უყვარდა, მაშინ ვუთხარი რომ მე ჩემზე პატარა ბიჭი არასდროს მემეწონებოდა, ძალიან ბავშვი ვიყავი -ამბობს დედა და მე უკვე მეორე მსგავსებას ვპოულობ მასთან . მეც ვფიქრობდი რომ არასდროს მომეწონებოდა ჩემზე პატარა ბიჭი-საბრალო ირაკლი ალბათ იფიქრა ის ქალიც ასე ფიქრობსო მაგის გამო ერთი კვირა მოწყენილი დადიოდა
-ნატომ იცის ეგ ამბავია?
-ნატოა ის ქალი ვინც საბას უყვარდა
-მოიცა ნატო ირაკლიზე დიდია?
-კი მთელი 6 წლით, როგორც ჩანს ნატო ჩემნაირად სულაც არ ფიქრობდა, დავუბრუნდეთ ამბავს, მოკლედ იმდენად კარგად ვიყავით რომ ხალხმა ჭორების აგორება დაიწყო თითქოს ერთად ვიყავით, ეს ჭორი მთელ უნივერსიტეტში გავრცელდა, არვიცი როგორ მაგრამ გურამის ყურამდეც მიაღწია. ერთ საღამოს სამეცნიერო ნაშრომის წერას იმდენად შევყევი რომ როდის ჩამობნელდა ვერ მივხვდი, ავტობუზე დავაგვიანე და ფეხით მომიწევდა სახლში წასვლა. მაშინ ეს პატარა საქმე არ იყო, ძალიან საშიშიც კი იყო. სახლში ისედაც დაფეთებული მივდიდოდი რომ შევამჩნიე უკან თეთრი ჟიგული მომყვებოდა, უფრო სწორად მე ვიფიქრე რომ მომყვებოდა, პანიკიორი მე. უკვე სირბილზე გადავედი გურამის ხმა რომ გავიგე, არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისკენ და ავეკარი სხელზე.
-ჟრუანტელმა დამიარა
-ნუ მასხარაობ, როგორც კი დავინახე შეკრული წარბებით და შუბლზე პატარა ნაოჭით მივხვდი რომ ეჭვიანობით იყო დაღლილი, მერე მეჩხუბა ირაკლის გამო, როგორც ჩანს ყველა გრძნობის ჩახშობას ახერხებდა მასში მაგრამ ეჭვიანობის ვერა, ფაქტი რომ მე შეიძლება სხვისი მრქმეოდა ნელ-ნელა აგიჟებდა და ბოლოს გაგიჟებული აღმოჩნდა ჩემს წინ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იმ დღე მამაშენმა პირველად მითხრა რომ ვუყვარდი, იმ დღეს ამ სახლში პირველად შემოვდგი ფეხი და მას შემდეგ აქედან დიდი ხნით არასდროს არსად წავსულვარ
-მოიცა შენ არ გითქვამს რომ გიყვარდა?
- სახლში რომ გამოვყევი ეგ მაგას არ ნიშნავდა?
-კარგი რა, მამასთვის რამდენჯერ გაქვს ნათქვამი რომ გიყვარს?
-...........
-დედა იმედია ითვლი
-არცერთხელ მითქვამს
-ამდენი წლის მანძილზე არცერთხელ ?
-არა
-დედაჩემო ბრძენი ქალი მეგონე, იცი ხანდახან საჭიროა შენი გრძნობების ხმამაღლა თქმა. არასდროს გიფიქრია რა რეაქცია ექნებოდა მამას ეგ რომ გეთქვა, დამიჯერე მასზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
-მირა შემეშვი, ისედაც იცის რომ მიყვარს
-მე ვიცი რომ ხვალ გათენდება, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი თუ მეტყვის ამას მაშინ ხვალინდელი დღის გათენება უფრო მეტად მომინდება, შენი დავალებაა მამას უთხრა რომ გიყვარს
-ნუ სულელობ
-არ ვსულელობ, კარგი რა მამამ ამდენი რამე გააკეთა შენთვის შენ კიდევ ამ პატარა ბედნიერებას არ იმეტებ მისთვის
-კარგი ხო ვეტყვი
-კარგი მაშინ ქვევით ჩავიდეთ- ოთახიდან გავდივართ და სამზარეულოში მოფუსფუსე მამა შვილთან შევდივართ
-საჭმელი მალე მზად იქნება-გვამცნობს დათა
-გურამ შეიძლება ვისაუბროთ-იწყებს დედაჩემი
-კი გარეთ გავიდეთ-ამბობს გურამი და გარეტ გადიან მე კი ფანჯრის მინას სახით ვეწებები
-რას აკეთებ?-მეკითხება დათა
-მოდი თორემ ისტორიულ მომენსტს გამოტოვებ- ვეუბნები და ფანჯარასთან მოვათრევ
-ვერ ვხვდები- დათას არაფერს ვუხსნი მხოლოდ მშობლებს ვუყურებ. ტუჩის მოძრაობით ვამჩნევ რომ ნელიმ მართლა უთხრა „მიყვარხარ“. გურამის რეაქცია საოცარი იყო. 50 წლის მამაჩემი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ალბათ ნელის პირველი დანახვის მსგავსად.
-მირა რა ხდება მამას რატომ აქვს ისეთი სახე თითქოს ალქაჯი დაინახა- დათას ნათქვამზე ხმამაღალი სიცილი მიტყდება
-დათა რაღაც სუნი მცემს
-რა სუნი გაგიჟდი
-დათა არ გავგიჟებულვარ დამწვრის სუნი მცემს
-ჯანდაბა საჭმელი-ამბობს და გარბის
-მოკლედ რა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია სასწრაფოდ უნდა მოიყვანო ცირა
-მე ახლაც მოვიყვან თვითონ არ მომყვება
-მოყვანამდე ნელის უთხარი რომ ნაადრევად არ დააქვრივო ის გოგო
-ვეტყვიი
-როდის იქნება ნეტავ ეგ
-მაგაზე ფიქრს მაგიდის გაშლაში დამეხმარე
-მითხარი და უარი გითხარი
-თეფშები დაალაგე
-აბა რაზე საუბრობთ?-შემოდის ნელი
- საჭმლის დაწვის ნატიფ ხელოვნებაზე
-დათა ხორცი დაწვი ?-ერთვება გურამი
-არა მამა კარგად შეწვა- დავცინი მე
-ამოგაცლი ენას- მჩხვლეტს დათა მე კიდევ ძველი დრო მახსენდება და ენას ვუყოფ ამაზე მასაც ეცინება
არსად არასდროს არ იქნები ისე ბედნიერი როგორც სახლში სადაც მშობლები გელოდებიან, სახლში სადაც ყველაფერს ბავშვობის სურნელი აქვს, ვუყურე მათ და ვხვდები რომ ისინი ჩემი ადამიანები არიან. თუ სხვა ცხოვრება არსებობს ვისურვებდი რომ სხვა ცოვრებაშიც მათთან ერთად ვიყო.
რამოდენიე დღით მშობლებთან დარჩენა გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოდ ყველაფერზე უნდა მეფიქრა და თან დედას უნდა დავლაარაკებოდი დათასა და ცირაზე ეს კი პატარა ამბავი სულაც არ იყო. დღეები გადიოდა მე კი საბას ზარებს არ ვპასუხობდი არც შეტყობინებებს მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი. დრწმუნებული ვარ ჩემზე ამბებს ისედაც იგებდა ინფორმატორები ყავდა სახლში დედაჩემის და ჩემი ძმის სახით.
ერთკვირიანი იგნორის შედეგ მივხვდი რომ სამსახურში წასვლის დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავბრუნებოდი ყოველდღიურობას, მთელი ცხოვრება მაინც ვერ შევძლებდი ყველაფრის დაიგნორებას არადა დიდი სურვილი კი მაქვს. სახლიდან გამოვედი ავტობუსს ველოდებოდი გაჩერებასთან ჩემს წინ თეთრი მერსედესი რომ გაჩერდა დედას „თეთრი ჟიგული“ გამახსენდა გამეცინა. მანქანიადან იოანე გადმოვიდა და სამსახურამდე გაყვანა შემომთავაზა, უარი არც მითქვამს, გადაჭედილ ავტობუსში ჯდომას და ხალხის საუბრის მოსმენას მანქანის წინა სავარჯერში მშვიდად ყოფნა ვამჯობინე
-გზად ალექსანდრე შემოგვიერთდება პრობლემა ხომ არაა?
-არანაირი იო
-იო?
-არ მითხრა არ მომწონს ეგრე რომ მეძახიო
-როგორც გინდა ისე მომართე -გზად ალექსანდრე შემოგვიერთდა წინა სავარძელში მჯდომი რომ დამიანახა გამომეტყველება შეეცვალა, ამ ბიჭს მართლა ვეზიზღები მგონია. უკანა სავარძელზე მოთავსდა და მთელი გზა წარბშეკრული გვიმზერდა მე და იოანეს, გოგო რომ ყოფილიყო ვიფიქრებდი ეჭვიანობსთქო. იოანემ მანქანა ჩემი კაფის წინ გააჩერა
-მადლობა იო-ვეუბენები და მანქანიდან გადავდივარ
-საღამოს ბარში გელოდებით შენ და ნინოს
-მოვალთ აუცილებლად
-კარგი მაშინ საღამომდე
კაფეში შესული ყველას ვესალმები ვეუბნები რომ საქმე მაქვს და არ მინდა ვინმემ შემაწუხოს, მერე კი ჩემს აბინეტში ვუჩინარდები. რა თქმა უნდა ჩემი სიტყვები ყურად არ უღია საბას რომელიც შესვლისთანავე მიღებს კარს
-საბა ვერ გაიგე რა ვთქვი ?
-გავიგე, მაგრამ არ გავითვალისწინე , უნდა ვისაუბროთ
-ახლა შენთან საუბრის სურვილი არ მაქვს
-როდის გექნება ?
-არვიცი
-მირა მესმის რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ მთელი ცხოვრება აპირებ ჩემს დაიგნორებას?
-შეიძლება
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ
-მე არაფერს ვაკეთებ
-მირა ...
-რა მირა... საკმარისი არაა რომ მომატყუეე, ახლა რის თქმას აპირებ? რომელი ახალი ტყუილით უნდა გამომიჭედო თავი? გგონია მოგისმენ, სიმართლის თქმის ღირსადაც არ ჩამთვალე და თურმე ჭკუიდან გადაყავხარ ჩემს იგნორს -ხმას ვუწევ
-მირა არ მომიტყუებიხარ უბრალოდ სიმართლე დროებით დაგიმალე
-ლამაზი სიტყვებით ნუ ფუთავ შენს საქციელს
-მირა შენთან ჩხუბი არ მინდა
-მაშ შეგიძლია გახვიდე ჩემი კაბინეტიდან
-ასე მალე დაგავიწყდი ? ეს ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი ჩემს გასაქრობად?
-მე ეს არ მითქვამს
-შენი საქციელი ამბობს, უკვე სამსახურშიც გაცილებს
-საღამოს მასთან ბარშიც მივდივარ
-ამის დედაც-მაგიდაზე არტყამს ხელს და გარეთ გადის, ჯანდაბა ნამდვილად შემიძლია ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა
-მირა რა ხდება?-მეკითხება კაბინეტში შემოსული ნინო რომელსაც უკან ცირა მოსდევს
-ცირა იცოდი არა დათა და საბა რომ მეგობრობდნენ?
-ვიცოდი. მაგრამ მთხოვეს საიდუმლოდ შემენახა, უნებართოდ თქმის უფლება არ მქონდა
-მესმის შენი, შენზე რას იტყვი ნინო, გაოცებას ვერ გატყობ სახეზე
-ვიცოდი, საბას დაბადებისდღეზე სააბაზანოდან რომ გამოვდიიოდი გზად დათა და ცირა დავინახე, მაშინ ჩემი კივილის მიზეზი ეს იყო და არა ობობა, დათამ მთხოვა არაფერი მეთქვა
-ანუ მე ყველაფერს ყველაზე ბოლოს ვიგებ. შეგეძლოთ არც არაფერი გეთქვათ, მარტო მინდა ყოფნა. იქნებ მაცადოთ ცოტახანს გაბრაზება.
არ ვაპირებდი მაგრამ საღამოს ნინოსთან ერთად მანც წავედი ბარში, ცოტა გულის გადაყოლება მინდოდა. ბარში შესულს ალექსანდრეს გამოხედვა არ გამომპარვია, რატომღაც მხოლოდ ჩემი გამოჩენის შემდეგ იცვლის მიმეკებს. ამ ბიჭს უნდა დაველაპარაკო მაგრამ დღეს არა. სასმელი შევუკვეთე დალევა მინდოდა, მაგიდასთან ვარდისფერი ქალბატონი რომ მომიტანეს მაშინვე იოანეს გავხედე
-მადლობა ამიისთვი
-მე არფერ შუაში ვარ
-მაშინ ვინ შეუკვეთა?
-არ ვიცი-ცივად მპასუხობს ალექსანდრე და ამ ბიჭის ასეთ საქციელი კითხვის ნიშნებს მიჩენს, მაგიდიდან ვდგები და ბართან ვინაცვლებ
-რამე პრობლემა გაქვს?- ვეკითხები უკვე დახლთან მყოფი
-არა
-ალექსანდრე ბავშვი არ ვარ ვხვდები რომ ჩემდამი ცუდი დამოკიდებულება გიყალიბდება და სულაც არ მინდა ეს ასე იყოს ‘
-ალექს რა ხდებ?-ერთვება იო
-არაფერი-პასუხობს ცივად- წამოდი გარეთ ვისაუბროთ-მეუბნება და კარისკენ მიდის
-ალექსანდრე იქნებ ამიხსნა რა ხდება?
-არ მომწონხარ
-რას გულისხმობ?- საკუთარი ყბა ხელში მიჭირავს გაოცებისგან
-ხო არ მომწონხარ, ყველაზე მეტად ის არ მომწონს რომ იოს გვერდით ხარ, მას შენზე უკეთესი შეეფერება
-მაგალითად შენ ხო
-კი მაგალითად..-სიტყვა უწყდება და სახეზე შიში ესახება როცა აცნობიერებს რას ამბობს
-ასეც ვიცოდი
-არაფერიც არ იცოდი და არ იცი
-იოანე მოგწონს და ეჭვიანობ ჩემზე?
-არ მომწონს, ნუ მომწონს მაგრამ როგორც ადამიანი
-ალექსანდრე ვის მოტყუებას ცდილობ ჩემი თუ საკუთარი თავის?
-ორივეს
-არცერთი არ გამოგდის როგორც ვხედავ
-შენც ავადმყოფი გგონივარ არა?
-რატომ?
-მამაკაცები რომ მომწონს მაგიტო,
-კარგი რა ასე სულაც არ ვფიქრობ, მომწონხარ და გაფასებ, რგორც ადამიანს და ჩემთვის სულერთია ქალები მოგწოს თუ კაცები, შენი ორიენტაცია მეგობრობას ხელს არ უშლის
-იცი საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემს ორიენტაციას, მამაჩემი ექიმია საკმაოდ ცნობილი, ჩემი ორიენტაციის შესახებ რომ გაიდო მაშინვე წამლის ძებნა დაიწყო, მითხრა რომ ეს ავადმყოფობა იყო და მიშველიდა, საზოგადოება ჩემნაირებს ვერ იღებს, არ იღებს. იქამდე ვმალავდი ამას სანამ შენ გამოჩნდებოდი, შენ გვერდით რომ ვხედვ მას თავს ვერ ვიკავებ
-არ ვიცი რა ვთქვა, მე ვერ გაგკიცხავ ამის უფლება არ მაქვს, ვერც თავზე ხელს გადაგისვამ და გეტყვი რომ კარგია მამაკაცები რომ მოგწონს, ხანდახან მეც ვფიერობ რომ ეს ყოველივე ოცდამეერთე საუკუნის სენია, ფილმებს და სერიალებსაც კი იღებენ თითქოს ამით ხალხს ახალისებენ და აპიარებენ ამ ყოველივეს, ამიტომ გეიობა ტრენდში შემოვიდა და დღეს ყველა მეორე გეია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს გვერდით ყოფნა და შენი არსებობა მაღიზიანებს.
-არვიცი შეიძლება მამაჩემი მართალია და ეს რაღაც მართლა დაავადებაა, შეიძლება რაიმე ფსიქიკური პრობლემაა, არც მე მინდა ასეთი ვიყო მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვშველი, ეს ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული, თავი კოშმარში მგონია რომლიდანაც ვერ ვიღვიძებ არადა საშინლად მინდა გაღვიძება.
-დაფიქრებულხარ რომ ერთ დღეს იოანემ შეიძლება ცოლი მოიყვანოს, მერე რას იზამ
-ალბათ გავგიჟდები-გავშრი არ ვიცოდი რა მეთქვა
- იოანე არ მომწონს მითუმეტეს არც მას მოვწონვარ, მხოლოდ წმინდა მეგობრული ურთიერთობ გვაკავშირებს და შეგიძლია მშვიდად იყო.
-მიხარია ამის მოსმენა-ამბობს და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად წამიერად იღიმის, მე კიდევ არ ვიცი შემებრალოს თუ გავბრაზდე მასზე. სიბრალული ის გრძნობაა რომელსაც ვერ ვიტან არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე დამარტო ამიტომ აკეთებდეს ჩემთვის რამეს, ის გრძნობა გმიჩნდა ალექსანდრეს მიმართ რასაც ვერ ვიტან შემეგრალა, ამიტომ ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლებმა მარჯვენა მხარი.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ-არსაიდან ჩნდება იოანე
-არა -მაშინვე მშორდება ალექსანდრე- აქ ცივა შიგნით შევიდეთ-ამბობს და ისევ პირველი მიიწევს კარისკენ
-რაზე საუბრობდით ასე თბილად ?
-არა საჭირო ყველაფერი იცოდე იო
-შენი დუმილი ეჭვებს მიჩენს
-ეჭვმა შიგნიდან იცის ადამიანის შეჭმა და უფრთხილდი
-რომ შემეძლოს ენას ამოგაძრობდი
-სწორად აღნიშნე რომ შეგეძლოს,
-ალექსანდრე რატომ ტიროდა?
-ძალიან დაკვირვებუი ყოფილხარ
-არ მიპასუხებ?
-თავად რატომ არ კითხავ?
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს კერკეტი კაკალი ხარ
-შეგიძლია გაიწიო შესასვლელს ფარავ
-უკულტუროც ყოფილხარ
-შენც არ მყავდე ზრდილობის განსახიერება-ვეუბნები და კარებში შევდივარ. არ ვაპირებ ამათ საქმეში ჩარევას და ტვინის ჭ....ტას ჩემიც მეყოფა. ჩემი ვერ დამილაგებია ამათ ურთიერიერთობა მითუმეტეს ვერ დავალაგებ, თუ საერთოდ ამას ურთიერთობა ჰქვია. ნინო ბარში დავტოვე და სახლში წავედი. ~
********************
მაღვიძარას ხმამ გათენების შესახებ მამცნო მაგრამ გონებას ამის გააზრება არ უნდოდა, ვერ ველეოდი ბალიშს და იმდენჯერ დავიძინე კიდევ ხუთი წუთით სანამ არ დავაგვიანე, დღეს ნინო ისვენებდა რატომღაც საბაც არ გამოცხადებულა, ეს უკანასკნელი კი ცუდად მენიშნა, კაფე გვიან გავხსენი. კაბინეტში შევედი და საბუთების მოწესრიგება დავიწყე, მეორე კაფეს გახსნას ვგეგმავდი და ყველაფერი აქედანვე უნდა მომეგვარებინა, იდენად შევყევი საქმეებს რომ ვერ მივხვდი როდის მოსარამოვდა, ცირამ მამცნო რომ უკვე კაფის დახურვის დრო იყო , ვუთხარი რომ წასვლა შეეძლოთ. ყველა მალევე წავიდა მე კი ისევ საქმეს დავუბრუნდი. საბუთების შედგენას გვიან მოვრჩი, კაფე დავკეტე და ტაქსი გამოვიძახე. ჩაჯდომას ვაპირებდი წელზე ხელების შეხება რომ ვიგრძენი ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი ვიღაცის მხრებზე
-შეკვეთას ვაუქმებთ-გავიგე საბას ხმა
-რას აკეთებ დამსვი, ბიძია არ წახვიდეთ მოვდივარ
-არსადაც არ მიდიხარ მე მომყვები
-არა
-ბავშვებო მე წავალ-ამბობს ტაქსისტი და მანქანას ძრავს
-შეკვეთა არ გამიუქმებია გიჩივლებთ აუცილებლად
-ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები
-ვინ გთხოვა მხარზე გადამიკიდეო ან რამდენის უფლებას აძლევს საკუთთარ თავს, ვინ ხარ რომ ასე იქცევი ?
-შენი მომავალი შეყვარებული
-რაღაც ძალიან თავდაჯერებული საუბრობ
-აღარ ფართხალებ მგონი მოგწონს ჩემს მხრებზე ყოფნა
-არაფერიც ძირს დაცემის მეშინია
-აქ დაჯექი და არ გაინძრე-მოტოციკლზე მსვამ და ჩაფხუტს იღებს. ერთს მე მაფარებს თავზე მეორეს კი თვითონ ირგებს, მოტოციკლს ადგილიდან წყვეტს, ხელებს წელზე ძლიერად ვხვევ და ვინაბები, საბა სიჩქარეს უმატებს და მეც შიშ მიპტრობს
-საბა ძალიან სწრაფად მიდიხარ
-ვიცი
-არ გინდა რომ შეანელო
-არა
-ასე თუ გააგრძელებ ორივე დავიხოცებიტ
-შენთან ერთად თუ მოვკვდები მაშინ არ მადარდებს
-მკითხე აბა მე თუ მინდა შენთან ერთად სიკვდილი
-სხვა გზა არ გაქვს-ამბობს და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს
-საბა შეანელე გთხოვ
-მითხარი რომ გიყვარვარ და შევანელებ
-ამას არ ვიზამ
-კარგი მაშინ მოდი ერთად დავიხოცოთ-აგრძლებს სიჩქარის მატებას
-კარგი გეტყვი, მიყვარხარ
-არ მესმის
-მიყვარხარ
-უფრო ხმამაღლა
-ჯანდაბა მიყვარხარ საბა-ვყვირი ბოლო ხმაზე ალბათ
-ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდე
-სიკვდილზე ნუ საუბრობ როცა ის ასე ახლოსაა, ახლა კი შეანელე
-ჯერ არა
-ხო დამპირდი
-არაფერს დაგპირებივარ
-საბა მეშინია-ხმა მიტყდება
-მითხარი რომ ჩემი შეყვარებული იქნები და სხვა არცერთი საპირისპირო სქესის წარმომადგენლისაკენ არ გაიხედავ
-კიდევ რა გინდა
-ჯერჯერობით მხოლოდ ეს დანარჩენი თავისთაად იქნება მერეც
-იდიოტო
-ვერ გავიგე რა მითხარი
-ვიქნები შენი შეყვარებული და სხვა არცერთი მამაკაცისკენ არ გავიხედები
-მპირდები ?
-გპირდები ახლა კი გააჩერე ეს ეშმაკის მანქანა
-ჩემს მოტოციკლს ეგრე ნუ მიმართავ
-ეწყინება თუ რატო
-იცი პატარავ მეც მიყვარხარ და გპირდები შენს გარდა არცერთი ქალისკენ არ გავიხედები-ამბობს და სიჩქარეს ანელებს მერე კი საერთოდ აჩერებს მოტოციკლს
-გაიხედები და ამ ხელებით მიგახრჩობ-დემონსტრაციულად ვუტრიალებ ხელებს ცხვირწინ
-ეს ხელები მხოლოდ უნდა მეფერებოდეს-ამბობს და ჩემს ხელებს მის ლოყებზე ათავსებს
-კიდევ რა გინდა
-მინდა რომ ჩაგეხუტო და გაკოცო, კიდევ რაც შეიძლება მალე ჩემი ცოლი გახდე, გამიჩინო ხუთი შვილი და იქამდე ვიყოთ ერთად სანამ ამას განგება მოისურვებს
-მოდი ჯერ ჩახუტებით შემოვიფარგლოთ-ვამბობ და ვეხუტები -საბა აქ როდის მოვედით -ვამბობ როდესაც არემარეს თვალს ვავლებ
-მაშინ როცა სიყვარულს მეფიცებოდი
-ვერც კი შევამჩნია
-არც იყო საჭირო, მინდა მხოლოდ მე მამჩნევდე.
საბამ მისი მოსასხამი მიწაზე დააფარა და დაჯდა მერე კი მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო, არც მიყოყმანია ისე დავიკავე მის გვერდით ადგილი, თავი მხარზედავადე და გავირინდე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ არა საბას ეს საქციელი ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდი მასზე გაბრაზებული.
-საბა დღეს მთვარე ლამაზია არა
-მეც მიყვარხარ
-რას ამბობ? მემგონი შენმა ორგანიზმმა იმდენი ენდორფინი გამოიმუშავა რომ ტვინის მუშაობა შეაფერხა
-ასე საყვარლად სულელი არავის უწოდებია ჩემთვის, არსებობს ასეთი თქმულება, რომ ძველად იაპონელი მამაკაცები ზედმეტად მორცხვობდნენ თავიანთი მიჯნურებისთვის "მიყვარხარ" ეთქვათ, ამ სიტყვის ნაცვლად ისინი ამბობდნენ "მთვარე ლამაზია, არა",
-არ მეგონა მსგავსი რამეებით თუ ინტერესდებოდი
-სოციალურ ქსელში წავიკითხე და ახლა რომ თქვი უბრალოდ გამახსენდა, ანუ შენც გიყვარვარ
-კი
-სანახევროდ ნუ მეუბნები
-მეც მიყვა....-სიტყვის დასრულებას არ მაცდის ისე ეტანება ჩემს ტუჩებს
-ესეც კოცნა, შემდეგი ჩემი ცოლობა-მეუბნება და აგრძელებს რაც შეწყვიტა. ზოგჯერ საჭირო არაა ბევრი იფიქრო თუ რა მოხდება მომავალში, უბრალოდ დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერე, რადგან ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს. ნუ დახარჯავთ დროს ერთმანეთთან ჩხუბში, ჩაეხუტეთ მეოფერეთ, სითბო გაეცით, მიეცით თავს ბედნიერების უფლება.
**********************************************
-რამდენი ხანია რაც მოგწოვარ?
-სამი წელია, და ეს მოწონება სიყვარულად როდის გადამექცა ვერ გეტყვი
-რატომ არასდროს მინახიხარ დათას გვერდით
-დაკითხვაზე ვარ-ამბობს და დივნიდან დგება
-დიახ, სჯობია დაჯდე და კითხვებზე მიპასუხო
-კარგი-ხელებს წევს და ადგილს უბრუნდება
-პასუხს ველოდები
-მესამე კურსზე ვიყავი დათა რომ გავიცანი. მშობლების ერთად არასდროს მინახიხარ ვიდეო ზარის დროს, კი მეუბნებოდა რომ და ყავდა, მაგრამ მაშინ ეს სულ არ გამხსენებია, ყოველთვის სხვა დროს და მარტო ურეკავდი, დათასთან არ ვიყავი ისე ახლოს რომ მეკითხა ვინ იყავი. ამიტომ ისე აგაკარი შეყვარებულის იარლიყი, თავიდან ეს პრობლემა არ იყო, როცა რეკავდი ვცდილობდი რომ დათა მარტო დამეტოვებინა, ან კამერაში არ ვჩნდებოდი, მოკლედ ისე აეწყო ყველაფერი რომ შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა. თავი საშინლად ვიგრძენი, ვფიქრობდი რომ ძმაკაცის შეყვარებული მომწონდა და ამას გადავყავდი ჭკუიდან, საერთო საცხოვრებელში თითქმის არ ვრჩებოდი დათას თავს ვარიდებდი, საკუთარი თავის მცხვენოდა. ამიტომ ვერ მხედავდი მასთან
-მერე რა მოხდა როგორ გაიგე რომ მისი და ვიყავი
- როგორც ჩანს შენს ძმას ყელში ამოუვიდა ჩემი ასეთი საქციელი აუდიტორიაში დამადგა თავზე და სულ საყელოთი გამათრია გარეთ, მკითხა რა მეტაკა, თავიდან ვყოყმანობდი სიმართლის თქმაზე, ბოლოს მაინ ვუთხარი, ისეთი სიცილი აუტყდა კინაღამ დაიხრჩო, ძლივს მოვასულერე. მიტხრა რომ შეყვარებული არ ყავდა და შენ მისი და იყავი, მერე იმის გამო მითავაზა მუშტი რომ ჩემს დას სხვა თვალით რანაირად შეხედეო, მეთქი არ ვიცოდი შენი და რომ იყო შენი შეყვარებული მეგონათქო, ამაზე ხომ საერთოდ გაჭედა, ბოლოს ორივე ძალა გამოცლილები ვეყარეთ ძირს და ვიცინოდით იმ გაუგებრობაზე, რომელიც შეიქმნა. შენ რაღა გაცინებს?
-არ ვიცინი ყოველთვის ასეთი გამომეტყველება მქონდა
-მიდი მიდი დამცინე, მე სიყვარულის ცეცხლში ვიწვოდი ეს კიდევ დამცინის
-ჩემთან სამსახურში რატომ მოხვედი
-საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავდი, შენი დანახვის მერე ყველაფერი აირია, დათა რომ დაბრუნდა, ისე ხშირად ვერარ ვხედავდი შენს სახეს. მოკლედ მისი წასვლიდან ერთი თვის თავზე მეც ჩამოვედი, შენებთან ხშირად დავდიოდი იმ იმედით რომ იქ გნახავდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, თურმე კნეინა მარტო ცხოვრობს და სახლში ხშირად არ დადის, მერე შენს ძმას ვთხოვე დამხმარებოდა, შენი განაცხადი ვაკანსიის თაობაზე ტუზის დაცემას გავდა, როგორც კი ვნახე არ მიფიქრია ისე მოვედი, დანარჩენი უკვე თავად მოგეხსენება.
-სიმართლის თქმას როდის აპირებდი
-ყელი გამიშრა იქნებ წყალი მაინც დამალევინი
-მე წყალს მოგიტან შენ კი საუბარი გააგრძელე
-როცა შენს გრძნობებში დავრწმუნდებოდი მაშინ მინდოდა ყველაფრის თქმა, შენამდე მოსვლა გამიჭირდა, ჯერ ის გამო*ირებული ვახო, მერე ოდნავ უარესი იოანე, ეს ნინოს არ უთხრა მისი ახლობელი ასე რომ მოვიხსენია. ვახოს შანსი არ ქონდა რასაც იოანეზე ვერ ვიტყვი, იმდენად გავბრაზდი კლასელების შეკრებაზე შეყვარებულის რანგში რომ მოდიოდა მზად ვიყავი მიმეხრჩო, საბოლოოდ ისევ საკუთარ თავს ვავნე,-ამბობს და ხელზე მიმანიშნებს
-სულელო ბავშვო
-ეგრე კიდევ დამიძახებ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
-კარგი ჩუმად ვარ, გააგრძელე
- როცა მეგონა აჰადა მის გულამდე მივაღწიეთქო ისეთ რაღაცას იტყოდი მიწაზე მთელი ძალით ვეცემოდი, კაცს აღარ ვგავდი, რეანიმაციიდან ახალ გამოწერილი ადამიანის სახე მქონდა.
-მეტი დრამატიზება აღარ გინდა
-ჩემს გრძნობებზე გესაუბრები შენ კი დამცინი
-მიყვარს შენი შეკრული წარბები
-მარტო წარბები?
-თვალები, ცხვირი ლოყები შუბლი...-ვაგრძელებ ჩამოთვლას და პარალელურად ვკოცნი ყველა ჩამოთვლილ ადგილზე
-ასე თუ გააგრძელებ კარგად არ დაასრულებ-ამბობს დაბოხებული ხმით და ვხვდები ჩემის საქციელით რასაც მოვიმკი
-ნუ მემუქრები სულელო ბავშვო
-მე გაგაფრთხილე-ამბობს და ზემოდან ექცევა
-საბა რას აკეთებ?
-შენ არ იცი ამ ბავშვს რისი გაკეთება შეუძლია-ამბობს და მაისურის ქვეშ მიცურებს ხელს, უსირცხვილოდ დაატარებს ხელს მუცელზე მერე ზევითკენ იწევს და მკერდთან ჩერდება და ხელში იქცევს,
-საბა.. მეე....
-ესეც შენი სასჯელი, ბავშვს თუ ისევ დამიძახებ სასჯელს გავამკაცრებ-ამბობს და მკერდიდან ხელს მაშორებს შემდეგ კი მთელს სხეულზე მავლებს თვალს.
-კარგი, საერთოდ ამოვიღებ ლექსიკონიდან, ახლა კი გადადი მძიმე ხარ
-შენ კი წითელი ხარ და მომწონს ამის ყურება.
-იდიოტო, სულ შენი ბრალია
-ვიცი და ეს უფრო მაგიჟებს
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო ეგრე
-მთელი ცხოვრება
-საკმარისია-ხელ ვკრავ და პირდაპირ იატაკზე ეცემა
-მგონი ხერხემალი დავიზიანე სულ გაგიჟდი
-შენ გამაგიჟე ძვირფასო.
-შეიძლება დღეს შენთან დავიძინი?
-საბა
-უბრალოდ დავიძინებ მეტი არაფერი, მინდა დილით თვალებს რომ გავახელ პირველი შენ დაგინახო
-კარგი, სააბაზანო იქითაა შეგიძლია შხაპი მიიღო, პირსახოცს მოგიტან
-არ გინდა შემომიერთდე
-გარყვნილო-ვეუბნები და პირსახოცის მოსატნად გავდივარ. საბასთვის გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვეძებ მაგრამ ვერაფერს ვპოულობ მის ზომას, რატომ ასეთი მოგოზილი 24 წლის ბიჭი, სპორტდარბაზში დადის თუ რა უბედურებაა ბოლოს ყველაზე დიდი რაც მქონდა ის ავიღე და მივაწოდე
-დამცინი-პირსაცოც შემოხვეული გამოდის სააბაზანოდან
-რატომ
-გინდა ეს ბარგის ტოპი და მოკლე ვარდისფერი შორტი ჩავიცვა
-სხვა ვერაფერი ვიპოვე
-შიშველი დავიძინებ
-შანსი არაა
-ამას არ ჩავიცვამ
-ან ჩაიცვამ ან სახლში წახვალ და იქ როგორც გინდა ისე დაიძინე-ვამბობ და საძინებელში შევდივარ. ხუთი წუთის შემდეგ კარის გაღების ხმა მესმის და თვალებს ვახელ, სიცილს ძლივს ვიკავებ საბას შემყურე. ტელეფონი მისაღებში დავტოვე თორემ ფოტოს გადავუღებდი
-მაისურს მაინც გავიხდი მიჭერს თან მკერდსაც ძლივს მიფარავს
-მხოლოდ მაისური
-კარგი -მაისურს იხდის და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს
-საბა მცელა ნუ მეწებები
-საოცარი სურნელი გაქვს
-საბა ხელები მომაშორე
-ჩშშ პატარავ დავიძინოთ
-ტკბილი ძილი
-დღეს იმდენი ტკიბილი მივიღე დიაბეტს ამკიდებ
-დოზას შეგიმცირებ
-წინააღმდეგი ვარ შეგიძლია გაზარდო, ამბობს და ჩემს კისერში რგავს თავს
-საბა ასე ვერ დავიძინებ.
-დაიძინებ-ვერ გეტყვით როგორ მაგრამ ჩამეძინა
დილით პირველს მეღვიძება და საბასკენ ვტრიალდები რომელსაც მშვიდად სძინავს, მისი სახის შესწავლას ვიწყებ, თითებს უგზოუკვლოდ დავატარებ სახეზე, შავი წარბები, სწორი გამოყავანილი ცხვირი დაბურცული ტუჩები, გამოკვეთილი ყვრილალის და ყბის ძვლები,
-თავიდან ხომ არ გიყვაარდები ?
-როდის გაიღვიძე-ვამბობ თითებს ვშორებ სახიდან
-ახლახანს- თითებს სახეზე აბრუნებს-გააგრძელე
-არა, არ გშია? შენ წყალი გადაივლე მე კი რამეს მოგიმზადებ
-საერთოდ მომზადება იცი? დათამ თქვა ბოლოს მისი მომზადებული რომ ვჭამე რეანიმაციაში ამოვყავი თავიო
-იდიოტი, ეგ ორი წლის წინ იყო და რეანიმაციაში სულაც არ მოხვედრილა
-კარგი კარგი მომიმზადე რამე
სამზარეულოში გავდივარ და ყველაზე მარტივი ომლეტის მომზადებას ვიწყებ, მზარეულობა ჩემი მოწოდება ნამდვილად არ არის მაგრამ ცუდათაც არ ვამზადებ, ხო რაც შეეხება დათას ინციდენტს, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიდე საჭმლის მომზადება და რატომღაც სოკოთი დავიწყე, იუთუბი ჩავრთე და ზუსტად ისე გავაკეთე როგორც ქალი ხსნიდა, საბოლოოდ დათას გავასინჯე და ჭამიდან რამოდენიმე საათში საავადმყოფოში გავაქანეთ, ძლიერად იყო მოწამლული. ეს იყო და ეს, მას შემდეგ დათას ჩემი მომზადებული არაფერი გაუსინჯავს.
ომლეტი მოვამზადე მაგიდა გავშალე და და საქმის პროცესში აღმოაჩინე რომ ეს ყველაფერი მომწონდა, ალბათ ერთგვარი სიამოვნებაა საყვარელი მამაკაცისთვის რამის მომზადება. საბა მომზადებას დიდ დროს ანდომებს ამის მერე ისევ ქალებზე ამბობენ ბევრი დრო სჭირდებათ მოსამზადებლადო, უსამართლობაა.
-საოცარი სურნელია
-მოსაძებნად მოვდიოდი
- ვიღაცას პირსახოცის მოცემა დაავიწყდა და ვეძებდი
-მაპატიე, დაჯექი მიირთვი
-შენ არ შეჭამ
-დილით ვერ ვჭამო ხოლმე, შენ მიირთვი მე კი მოვემზადები და ერთად გავიდეთ
-კარგი.
სამსახურში ორივე ერთად მივედით რაც სულაც არ გამოპარვია ნინოს, იყო კითხვები რომლებსაც საბა სიამაყით პასუხობდა, ნინომ მართლაც რომ დაკითხვა მოუწყო, ბოლოს მისგანაც მიიღო ჩემთან ყოფნის ნებართვა და ასე ჰეფიენდით დასრულდა დიალოგი.
საღამო იყო, უკვე სახში წასვლას ვაპირებდი დათას ზარი რომ შემოვიდა.
-რა ხდება ძამიკო
-მინდა ჩვენებს ცირაზე დაველაპარაკო დღეს საღამოს, მინდა შენც ჩემს გვერდით იყო
-კარგი მაგრამ ასე სწრაფად რამ გადაგაწყვეტინა
-რაღატომ უნდა გავწელო დრო ამით რა შეიცვლება? მინდა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარო ეს ამბავი
-მოვდივარ დამელოდე
კაფეს ვხურავ, საბა სახლამდე მაცილებეს. იქ შესულს ატმოსფერო უკვე დაძაბული მხვდება, ვამჩნევ დათა როგორ ნერვიულობს და მასთან მივდივარ
-დამშვიდდი მე აქ ვარ
-მირა შვილო რაზე უნდა დათას საუბარი შენ ხომ არიცი?
-მამაჩემო ნუ ხარ მოუთმენელი გაიგებ ცოტახანში-ვეუბნები და დივანზე მათ გვერდით ვიკავებ ადგილს
- დათა რა ხდება- ნერვიულობს ნელი
-მე შეყვარებული ვარ-იწყებს დათა
-ეგ ხომ კარგია შვილო-ამხნევებს მამაჩემი
-გოგო რომელიც მიყვარს გათხოვილი იყო
-ესაა სერიოზული სალაპარაკო მაქვსო-არ ცხრება მამაჩემი მე კი ნელის სახეს ვაკვირდები რომელსაც წარბები აქვს შეკრული
-მას ცირა ქვია, და ბავშვი ჰყავს პატარა გოგონა თაია, მასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად თქვენი ნებართვა არ მჭირდება, ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით რომ მინდოდა გცოდნოდათ და ეს ყველაფერი ჩემგან გაგეგოთ, ასევე მინდა მხარი დამიროთ და გვერდში დამიდგეთ, მინდა ცირა მიიღოთ და ისე შეიყვაროთ როგორც მე და მირა გიყვარვართ, ვიცი რომ ხალხი ბევრს ისაუბრებს ათას სისულელეს იტყვის, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, ყველაფერს გავუმკლავდები.
-გგონია ხალხის შეხედულებისამებრ ვიწყობ ცხოვრებას? ფიქრობ მათი შეხედულებიტ გაგზარდეთ?
-დედა
-გგონიათ აქამდე არ ვიცოდი ეს ამბავი? შვილო ბათუმი პარატა ქალაქია, არაფერი დაიმალება, გგონიათ ისეთი სასტიკი ვარ რომ უარს ვიტყვი ის გოგო ჩემი რძალი გახდეს მარტო იმიტომ რომ შვილი ყავს? ან მარტო იმიტომ რომ ხალხი ათას საშინელებას ისაუბრებს?
-დედა ანუ წინააღმდეგი არ ხარ?
-ეს მაბავი რომ გავიგე ვაღიარებ თავიდან არ მომეწონა, იმ გოგოს ვინაობის გაგება გადავწყვიტე, მთელი ისტორია რომ მოვისმინე ამ ამბავმა შემაძრწუნა, არ ვიცი რატმო მაგრამ წარმოვიდგინე მირასაც რომ მსგავსი რამ შემთხვეოდა როგორ მოვიქცწოდი მაშინ როგორ შევხედავდი ყოველივეს და მაშინ გამოჩნდა სინათლის სხივი ჩემს გონებაში, სამწუხაროდ ამ საუკუნეშიც არსებობს მოტაცება, არვიცი ამას რა ვიწოდო, ქალის ნება სურვილის გარეშე ისაკკუთრებ მას, ართმევ ცხოვრებას და ოცნებებს, ფერად სამყაროს უბნელებ და თითქოს ესეც არ გყოფნის მერე გაუბედურებულ და ცხოვრება წართმეულ ქალს კარებს ცხვირწინ უჯახუნებ
-დედა ეს ამბავი როგორ გაიგე
-რა მნიშვნელობა აქვს? თუ იმ გოგოს გაბედნიერება შეგიძლია და ამით შენც ბედნიერდები, მე რა უფლება მაქვს ამის წინააღმდეგი ვიყო, თქვენი ბედნიერებით მეც ვბედნიერდები მეტი არაფერი მჭირდება.
-მიყვარხარ დე-უებნება დათა და ეხვევა
-მე უფრო მიყვარხარ-არ ჩამოვრჩი დათას და მეც ვეხვევი
-მიყვარხარ ნელი-ამბობს მამა და ისიც გვიერთდება. ამაზე ყველას გვეცინება
-აჩვენე ცირას როგორ უყვართ ნამდვილ კაცებს-თითქოს ჩუმად ეუბნება მამა დათას მაგრამ მაინც მესმის.
-ცირა და დედამისი ჩვენთან დაპატიჟე მგონი დროა გავიცნო ის გოგო-ამბობს ნელი
-ვერ ვიჯერებ
-როდის მოახერხებს მოსვლას მითხარი რომ ყველაფერი ვიყიდო და მომზადება შევძლო-იწყებს ნელი ჩვეულ ქოთქოთს
-თქვენს ყურადღებას მოვითხოვ-ვიწყებ საუბარს
-შენ რაღა გინდა-უკვირს დათას
-მინდა განვაცხადო რომ შეყვარებული ვარ, ჩემს მიჯნურს ყველა იცნობთ საბა ქვია, არც მე ვაპირებ მასთან დაშორებას და უბრალოდ გაგაგებინეთ
-ანუ მოაბა თავი ბოლოსდა ბოლოს და მოგამტვრია რქები-ამბობს დათა
- დათა გამასწარი
-ისე შენნაირი ალქაჯი რამ შეაყვარა. რა მოეწონა შენში
-ჩემმა შინაგანმა სილამაზემ მოხიბლა
-სულიერებამ -დამცინის დათა
-დიახაც
ბევრი რომ აღარ გავაგრძწლო საღამომ იდეალურად ჩაიარა. ბევრი ვიცინეთ ვიხალისეთ, საბოლოოდ ყველაფერი ისე დასწულდა როგორადაც ვერ წარმომედგინა მაგრამ ძალიან მინდოდა.

*******************************************
მოვლენები ერთმანეთს მიეწყო, იჯახების გაცნობამ იდეალურად ჩაიარა, ყველა ძალიან ბედნიერი იყო და მათ შორის მეც. ნიკამ და ნინომ ქორწილის თარიღი დათქვეს და რათქმაუნდა გოგოს მეჯვარე მე გახლდით. ნიკამ სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა მეჯვარედ ვიღაც გიორგი დაეყენებინა რომელიც მისი კოლეგა იყო და რომელიც თვალით არ მენახა. ქორწილი აგვისტოს ბოლოს გაიმართა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით საბას ეჭვიანობას.
-არ მომწონს ეს კაცა-მიცხადებს ცეკვის დროს და დაჟინებით მომზერალ გიორგიზე მანიშნებს
-შენ ეგრე იოანეც არ მოგწონდა, მაგრამ ახლა მოგწონს
-რა შედარებაა
-ჩვეულებრივი
-იოანე გეია, ეს გამო*ირებული კი ისე გიყურებს რომ შეეძლოს შეგჭამდა, მინდა ძველში დავამტვრიო
-მოიცა რას ნიშნავს იოანე გეია, საიდან იცი?
-შემთხვევით დავინახე როგორ კოცნიდა ალექსანდრეს-ლამის ყბა ჩამომივარდა, როგოც ჩანს ალექსანდრე არასწორად შევაფასე
-შეიძლება მეწყვილე მოგტაცოთ-არსაიდან ჩნდება გიორგი
-არ შეიძლება-მოკლედ უჭრის საბა და ცეკვას აგრძელებს
-იქნებს მას გადაეწყვიტა-არ ჩამორჩა ისიც
-მგონი შეკითხვა მე დამისვი, პასუხი მიიღე ახლა კი ხელს ნუ გვიშლი-ამბობს ძარღვებდაჭიმული საბა და ვგრძნობ როგორ იძაბება სიტუაცია,
-ვინ ხარ რომ მის მაგივრად წყვეტ
-მისი შეყვარებული, მემგონი სტატუსი მაძლევს უფლებას მის მაგივრად გაგცე პასუხი, გზიდან ჩამოგვეცალე-კბილებს შორის ცრის საბა
-კარგი ამჯერად დაგტოვებთ-დანებდა გიორგი
-ნინოს და ნიკას ვცემ პატივს და იმიტომ არ ვუერთიანებ თავყბას
-საბა ცუდი არაფერი გაუკეთებია
-ვერ ვიტან ვინმე ჩემი საკუთრების წართმევას რომ ცდილობს
-მე არავის საკუთრება არ ვარ
-მარტო ჩემი ხარ -ამბობს და კოცნას მპარავს
-შენ კი ჩემი.
-წამოდი პატარძალი ყვავილს ისვრის-მექაჩება აწ უკვე მაგიდასთან მყოფს და ყბაში ქაბაბ მოქცეულს ცირა სცენისკენ, მეც დაუღეჭავად ვყლაპავ ლუკმას იმ იმედით რომ არ დავიხრჩობი და სცენისკენ მივყვები
-კარგი რა ცირა, პატარძლის ნასროლი ყვავილი არაფერში მჭირდბა
-საბას რომ შეეძლოს დღესვე მოგიყვანს ცოლად
-აბა დათას სად ეჩქარება-ვეუბნები ნიშნის მოგებით და მეცინება
-ასე მგონია ხელს არასდროს მთხოვს
-ალბათ არ უნდა დაგაჩქაროს
-ასე მგონია აღარ ვუყვარვარ
-ღმერთო დაეხმარე ჩემს ძმას ნამდვილად სჭირდები-ვამბობ და ხელებს დემონსტრაციულად ზევით ვწევ, თვალები მიფართოვდება თაიგული რომ მივარდება ხელებში. თაიგულს დემონსტრაციულად ვაფრიალებ და საბასკენ ვიხედები შემდეგ კი თვალს ვუკვარ. ვხედავ ბიჭები როგორ არტყამენ მხარზე ხელს.
********************************
ქორწილიდან ერთი თვე გავიდა ნიკა და ნინო თაფლობის თვიდან დაბრუნდნენ და მათთან სახლში ქეიფს ვგეგმავდით დათას ზარი რომ შემოვიდა
-გისმენ დათა
-მირა რას აკეთებ
-ნინოსთან წასასვლელად ვემზადები თქვენც ხომ მოდიხართ
-მირა რაღაც უნდა გითხრა მაგრამ გთხოვ რომ დამშვიდდე
-დათა ნუ მაშინებ ნელის ხომ არ დაემართა რამე
-არა ნელი კარგადაა
-მაშინ მამას
-არც მამას
-ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა მოხდა
-საბა...
-საბას რა დაემართა
-მთხოვა არაფერი მეთქვა მაგრამ ვფიქრობ უნდა იცოდე
-ჩემი სიკვდილი გინდა? ნუ წელავ სათქმელს
-ავარიში მოყვა
-რა
-დამშვიდდი მძიმე ავარია არ ყოფილა
-ახლა სადაა
-ხელი მოტეხილი აქვს ექიმმა თაბაშირი გაუკეთა და სახლში წავიდა ქალაქგარეთ
-აქამდე რატომ არ მითხარი
-ჩემს გვერდით იყო და რანაირად მეთქვა
-კარგი- ყურმილს ვკიდებ და გარეთ გავდივარ პირველივე შემდვედრ ტაქსში ვჯდები მისამართ ვკარნახობ და იქ მისვლამდე ვცდილობ დავმშვიდდე, არაფერი გამომდის.მასთან დარეკვას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ.
როგორც კი მძღლი აჩერებს თანხას ვიხდი და ელვის სისწრაფიტ მივექანები სახლისკენ. კარზე ვაკაკუნებ მაგრამ არავინ მიღებს
-საბა ვიცი რომ აქ ხარ კარი გააღე- ვყვირი ხმამაღლა მაგრამ უშედეგოდ, სახელურს ვწევს და კარიც ეღება როგორც ჩან ჩაკეტვა დავიწყებია. სახლში შესულს სრული სიმშვიდე მხვდება
-საბა აქ ხარ?-ვაგრძელებ ძახისლ მაგრამ ისევ უშედეგოდ. თითქმის მთელი სახლი მოვიარე მაგრა ვერსად ვიპოვე, კიდევ ერთხელ ავიღე ტელეფონი და მის ნომერზე დავრეკე. ზარის ხმა გავიგე, ის გარედან მოდიოდა. მაშინვე ეზოსკენ წავედი. იმ იმედით ეომ ვნახავდი მაგრამ ამაოდ, ტელეფონი მაგიდაზე დამხვდა, მის გვერდით ჩემი საყვარელი სასმელი ვარდისფერი ქალბატონი იყო ჭიქაში, ჭიქის გვერდით კი პატარა ფურცელი რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა „დაილიე“ წერია
ჭიქას ვიღებ და ვსვამ, დალევის პროცესში ვაჩნევ მასზე დამაგრებულ წითელ ძაფს და ვქაჩავ, მაგრამ უშედეგოდ რაღაცაზეა მიმაგრებული,სიბნელის გამო თითქმის ვერაფერს ვხედავ. ძაფს მივყვები ეზოს სიღრმისაკენ და ნელ ნელა ვამჩნევ ადამიანის სილუეტს
-საბა შენ ხარ?-ხმას არ მცემს მე კი ისევ წინ მივიწევ და უკვე მის წინ მყოფი მთლიანად ვათვალიერებ, ვერსად ვხედავ თაბაშირს და ვხვდები რომ დათამ მომატყუა
-როგორც იქნა მიპოვე
-საბა რას მეთამაშები
-არაფერს
-აქ ასე რატომ ბნენა შეგიძლია სინათლე გაანთო
-ითხოვე და მოგეცემა-ამბობს საბა და ირგვლის უამრავი განნათება ირთვება-თვალს ვავლევ ყველაფერს და ვხედავ ჩემი და საბას უამრავ ფოტოს, იგვლისვ მიმოფანტულ ვარდის ფურცლებს. და უზარმაზარ გულს რომლის შუაგულშიც ვდგავარ საბასკენ ვიხედები რომელსაც უკვე მეოსწრო მუხლებზე დადგომა
-მირა ცოლად გამომყვები?
-აქ რომ მოვსულიყავი დათს ტყუილი ათქმვინე
-მაპატიე
-იცი როგორ შემეშინდა
-მაპატიე
-უამრავჯერ დაგირეკე
-მაპატიე
-გეძახდი და ხმა არ გამეცი
-მაპატიე
-ახლა კი მთხოვ ცოლად გამოგყვე
-კი, გპირდები აღარ მოგატყუებ, არც განერვიულებ, შენს ყველა ზარს ვუპასუხებ და ყოველ დაძახებაზე შენთან გავჩნდები, გახდები ჩემი ცოლი?
-კი,
-ანუ თანახმა ხარ?
-კი
-თავი სიზმარში მგონია
-ხელი მომეცი-ვეუბნები და ისისც მაწვდის ხელს მე კი პირთან ახლოს მიმაქვს მერე კი ვკბენ
-გაგაიჟდი
-კი სამაგიეროდ იცი რომ სიზმარი არაა.
- შამპანურს გავხსნ თქვენის ნებართვით-მესმის ნიკას ხმა
-ნამდვილად აღსანიშნი ამბავია როგორც იქნა ჩემს დას ეშველა და თხოვდება-დათაც აქ ყოფილა
-ყველაზე მეტად მე მიხარია თქვენი ამბავი მული სახლში არ მეყოლება-იცინის ცირა
-სამაგიეროდ სამსახურში გყავარ და შენს ადგილას მშვდად მაინ არ ვიქნებოდი-არ ვაკლებ მეც
-გილოცავთ განსაკუთრებით შენ საბა არ მეგონა ეს ოდესმე კაცდა მოგმისენ თუ მობრუნდებოდა - გაილექსა ნინოც
********************************
-ჩახუტება კოცნა და ცოლობა შესრულებულია ახლა მხოლოდ ბავშვები და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნა დაგვრჩა-მეუბნება საბა ქორწინების სახლიდან გამოსულს
-გეგმას მიყვები ხოო
-კი და მოდი დროს ნუ დავკარგავთ ახლავე დავიწყოთ
-საბა შეიშალე
-რაც უფრო მალე ირბენენ შენნაირი ან ჩემნაირი ბავშვები სახლში მით უკეთესი.
-მემგონი აზროვნების უნარი დაკარგე
-არ მინდა ნიკამ მაჯობოს, მალე ტყუპების მამა გახდება
-დათა მომაშორე შენი ძმაკაცი
-ახლახან შეუღლდით და უკვე მოშორებაზე ფიქრობ განწირულია თქვენი ქორწინება
-ნუ ითარსები თუ ძმა ხარ
********************************
-დე დე დე
-რახდენა ელენა?
-დე ბავშვები როგორ ჩნდებიან
-მამაშენს კითხე მე საჭმელს ვამზადებ
-მა მა
-მოდი ჩემო პრინცესა
-მა როგორ გავჩნდი?
-მე და დედაშენმა დაგხატეთ
-ფუნჯით ?
-ხო ფუნჯით დაგხატეს ოღონდ მაგ ფუნჯის ნახვას ნუ მოთხოვ- ცისილით იჭოჭება დათა
-ბიძია შენ და ცირა ბიცოლამაც დახატეთ თაია
-ჩვენ ხატვა არ ვიცოდით და წერომ მოგვიყვანა
-ელენა შენი ძმა სადაა
-თაიას ეთამაშება მა
-კარგი მიდი ყურადღება მიაქცია
-მირა მაგხელა მუცლით რომ დაგორავ სამზარეულოში არ გიჭირს
-სულაც არა-ვეუბნები და ენას ვუყოფ
წლები გადის, ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცლება ჩვენც ვიცვლებით სახეზე ნაოჭები გვიჩნდება თმაში ჭაღარა გვეპარება, ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ეს სიყვარულია. „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“
-საბააააა-ვაღვიძებ შუაღამით საბს
-მმმმ-ამოიღმუვლა ნამძინარევმა
-საბა გაიღვიძე რააა
-რა ხდება მირაა გტკივა რამე-შეშფოტებული წამოჯდა საწოლზე
-დალევა მინდა
-წავალ წყალს მოგიტან
-ვარდისფერი ქალბატონი მინდა
-მირა ორსულად ხარ
-საბა ძალიან მინდა
-მირა შენს მდგომარეობაში არ შეიძლება
-ვარდიფერი ქალბატონი მინდა ან მოგაქვს ან გიბრაზდები
-კარგი მოვიფიქრებ რამეს
საბა საწოლიდან დგება და გარეთ გადის ცოტა ხნის შემდეგ კი უკან ბრუნდება
-აი შენი ვარდისფერი ქალბატონი-მეუბნება საბა და ელენას ბარბის თოჯინას მაწვდის რაზეც მეცინება
-საბა-ვემზადები სატირლად
-იოანეს დავურეკავ
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
-ვარდისფერი ქალბატონი მაიც მინდა
-შენ ხარ ჩემი ვარდისფერი ქალბატონი-მეუბნება და მანქანს გასაღებს იღებს



№1 სტუმარი სტუმარი Lika

საოცარი გოგო ხარ შენ???????? ძალიან მომეწონა. მირა და საბა დამაკლდებიან მათ გარეშე როგირ ვიცხოვრი. წარმატებები ჩემო კარგო.

 


№2  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
საოცარი გოგო ხარ შენ???????? ძალიან მომეწონა. მირა და საბა დამაკლდებიან მათ გარეშე როგირ ვიცხოვრი. წარმატებები ჩემო კარგო.

მადლობა მართლა ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ ასე მოგეწონა ჩემი "ნაჯღაბნი". შენც წარმატებებს გისურვებ

 


№3 სტუმარი სტუმარი ანნა

ძალიაან კარგი იყოოო, ბრავო ❤️ იმედია მალე წავიკითხავ ახალ ისტორიას

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ არ მინდოდა დასასრული რითი გავეთო ძალ8ან ვიმხიარულე მომეწონა წყვილები საოცარი და საინტერესო წასაკითხი იყო ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები♥️????❤️❤️

 


№5  offline წევრი ეველინა

სტუმარი ანნა
ძალიაან კარგი იყოოო, ბრავო ❤️ იმედია მალე წავიკითხავ ახალ ისტორიას

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 მიხარია რომ მეგეწონა, ახალ ისტორიას რაც შეეხება დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ

სტუმარი ნესტანი
აუ არ მინდოდა დასასრული რითი გავეთო ძალ8ან ვიმხიარულე მომეწონა წყვილები საოცარი და საინტერესო წასაკითხი იყო ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები♥️????❤️❤️

როგორ მახარებს მსგავსი კომენტარები ვერ წარმოიდგენთ<3 <3 მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვი <3 <3 ახალი ისტორია როდის იქნება არ ვიცი, ან იქნება კი ეგეც საკითხავია

 


№6 სტუმარი suga and me

მიყვარს დასრულებული ისტორიების კითხვა.
რაც შეეხება შენს ისტორიას, გამიხარდა რომ ვახომ საბოლოოდ მიიღო შვილი და დაახვია მირას ცხოვრებიდან, ბოდიში უხეშობისთვის
მომწონს საბა თავისი ამოუცნობი ხასიათით, ჯერ უჩინარდება მაგრამ საბოლოოდ ელვასავით მოულოდნელობებით აღსავსე გატყდება თავს, სიყვარულის ახსნა ჩემთვის საუკეთესო მომენტი იყო, ასევე ლილისთან საუბარიც, დასასრულზე რომ აღარაფერი ვთქვა, მომწონს ეს კოქტეილების მნიშვნელობებიც, სხვათაშორის მეც ჩავიხედე ამ ისტორიის მერე ბარებში,
იოანე და ალექსანდრე, შენც კაი პიარივით გამოგივიდა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ვფიქრობ ვერ გაიმეტე ეს ორი ცუდი დასასრულისთვის.
#ნინონიკა, უფრო მეტი მინდოდა ამათი მომენტები ცოტა დამაკლდა,
დაკლებასთან დაკავშირებით ემოციების ნაკლებობაც ვიგრძენი, ვიცი რთულია ემოციების სიტყვებით გამოხატვა, მაგრამ შეუძლებელიც არაა, თანაც გამოგდის, რამოდენიმე ნაწილში კარგად იყო ემოციები გადმოცემული. დახუნძლე ემოციებით ისტორიები, ათამაშე სიტყვები, მაგათ დიდი ძალა აქვთ
არის მექანიკური ხარვეზები, ასოთა არასწორი მიმდევრობა, შეჭმული ასოები, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად ბეჭდვის დროს ხდება, გადახედე ხოლმე როცა რამეს ატვირთავ.
საბოლოო ჯამში კარგი იყო, ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები იმედი მაქვს, ნიჭს მიეცი გასაქანი.

 


№7  offline წევრი ეველინა

suga and me
მიყვარს დასრულებული ისტორიების კითხვა.
რაც შეეხება შენს ისტორიას, გამიხარდა რომ ვახომ საბოლოოდ მიიღო შვილი და დაახვია მირას ცხოვრებიდან, ბოდიში უხეშობისთვის
მომწონს საბა თავისი ამოუცნობი ხასიათით, ჯერ უჩინარდება მაგრამ საბოლოოდ ელვასავით მოულოდნელობებით აღსავსე გატყდება თავს, სიყვარულის ახსნა ჩემთვის საუკეთესო მომენტი იყო, ასევე ლილისთან საუბარიც, დასასრულზე რომ აღარაფერი ვთქვა, მომწონს ეს კოქტეილების მნიშვნელობებიც, სხვათაშორის მეც ჩავიხედე ამ ისტორიის მერე ბარებში,
იოანე და ალექსანდრე, შენც კაი პიარივით გამოგივიდა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ვფიქრობ ვერ გაიმეტე ეს ორი ცუდი დასასრულისთვის.
#ნინონიკა, უფრო მეტი მინდოდა ამათი მომენტები ცოტა დამაკლდა,
დაკლებასთან დაკავშირებით ემოციების ნაკლებობაც ვიგრძენი, ვიცი რთულია ემოციების სიტყვებით გამოხატვა, მაგრამ შეუძლებელიც არაა, თანაც გამოგდის, რამოდენიმე ნაწილში კარგად იყო ემოციები გადმოცემული. დახუნძლე ემოციებით ისტორიები, ათამაშე სიტყვები, მაგათ დიდი ძალა აქვთ
არის მექანიკური ხარვეზები, ასოთა არასწორი მიმდევრობა, შეჭმული ასოები, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად ბეჭდვის დროს ხდება, გადახედე ხოლმე როცა რამეს ატვირთავ.
საბოლოო ჯამში კარგი იყო, ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები იმედი მაქვს, ნიჭს მიეცი გასაქანი.

ხო მეც გამიხარდა რომ მირას მოვაშორე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ვახოს ერთადერთი სიყვარული მირა იქნება უკნასკნელ ამოსუნთქვამდე.
საბას პერსონაჟს რომ ვქმნიდი თავიდანვე გათვალისწინებული მქონდა როგორი უნდა ყოფილიყომაგრამ წერის პროცესში ყველაფერი აირია. ხო ბარებში ჩახედულ ხალხთა სიაში გაგაწევრიანებ. იო და ალექსანდრე ცუდი დასასრულისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტე. არვიცი პიარი გამომივიდა თუ არა მაგრამ მე ჩემი სათქმელი მირას სიტყვებით ვთქვი ამ თემასთან დაკავშირებით. შენიშვნები მიღებულია, მაქსიმალურად შევეცდები გავითვალისწინო. მიხარია რომ საბოლოო ჯამში ისტორია მოგეწონა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის შენ.

 


№8 სტუმარი ქეთო✨️

ძალიიანნ კარგი იყო❤️✨️თავიდან ისე დაიწყე ,იოანე მეგონა მთავარი პერსონაჟი და საბა წინასწარ გამოვიგლოვეე????ყოჩაღ✨️✨️

 


№9  offline წევრი ეველინა

ქეთო✨️
ძალიიანნ კარგი იყო❤️✨️თავიდან ისე დაიწყე ,იოანე მეგონა მთავარი პერსონაჟი და საბა წინასწარ გამოვიგლოვეე????ყოჩაღ✨️✨️

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 ხო დასაწყისი ისეთია გაფიქრებინებს ეგრე, კი მირას და იოანეს შორის ქიმია იგრძნობა, მაგრამ მათი ურთიერთობა საზღვარს ვერ კვეთს. საბა საოცარი ვინმეა თავისი ექსცენტრიულობით. მადლობა შენ შეფასებისთვის

 


№10  offline წევრი Annia

კარგი იყო და თბილი, მეგონა საბასთან არიქნებოდა რადგან ძირითადად იოანესნაირ ტიპებთან რჩებიან ხოლმე და გამიკვირდა საბოლოოდ საბასთან ყოფნა, გეი თემაც საკმაოდ გასაკვირი იყო ძირითადად მაინც არ მხვდება ასეთი ისტორიები და საინტერესო იყო ამის ჩაქსოვაც.

 


№11  offline წევრი ეველინა

Annia
კარგი იყო და თბილი, მეგონა საბასთან არიქნებოდა რადგან ძირითადად იოანესნაირ ტიპებთან რჩებიან ხოლმე და გამიკვირდა საბოლოოდ საბასთან ყოფნა, გეი თემაც საკმაოდ გასაკვირი იყო ძირითადად მაინც არ მხვდება ასეთი ისტორიები და საინტერესო იყო ამის ჩაქსოვაც.

სიმართლე რომ ითქვას თავდაპირველად მეც მინდოდა იოანესთან დამეტოვებინა მირა, მაგრამ წერის პროცესში ყველფერი შეიცვალა, იოანეს და მირას ჩხუბი დაძმურ კინკლაობას უფრო გავდა ვიდრე წყვილის, საბას პერსონაჟი ნაჩქარევვად შევქმენი ეტყობა ისტორიასაც მაგრამ მგონი კარგი გამოვიდა. რაც შეეხება გეი წყვილს, ამ საკითხზე მინდოდა ყფრო ვრცლად მესაუბრა, მინდოდა მათი ისტორიაც ჩამერთო მაგრამ მივხვდი რომ ამბავი ძალიან გაიწელებოდა. შეიძლება მათზე რამე დავწერო, მათი ისტორია საინტერესო იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent