შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი (III თავი)


28-04-2024, 02:24
ავტორი tasusuna
ნანახია 1 006

თავგამოდებით ბარდნიდა ცოდვით სავსე ქალაქში..
სამყაროს კანი ფიფქისფერი საბურველისთვის გამოემზიურებინა და,
ისე გაეშალა ხელები,
თითქოს,სხვისთვის არ ემეტებოდა სითეთრე.
რძისფერ განთიადი ქალაქს მთელ სიგრძეზე გადაფენოდა და,ახალი სიბინძურისთვის ამზადებდა მის მრავალჭირგამოვლილ ქვაფენილებს..
თენდებოდა..
ახალ ფურცელს შლიდა ბედის ირონიული მწერალი და,
მის ძაფებქვეშ გამობმულ ადამიანებს ცირკისთვის ამზადებდა..
კუთხეში მოხითხითე ავხორცს საზარლად დაღარვოდა სახე და,ერთი სული ჰქონდა,როდის ჩამოჰკრავდა საათი კონკრეტულ დროს და,კანქვეშ შეუძვრებოდა მისით მოცულ სულს.
ხარობდა ზნეწამხდარი ბოროტება.
ვენები ერთიანად გადაეხსნა და სისხლის მაგივრად,ცოდვებით ასაზრდოებდა ყოველ უჯრედს..
თითქოს,ახალი სიცოცხლე შესძენოდა მალხაზ ჭყონიასაც.
მხოოლოდ ერთი მიზნისკენ მიცეცებული თვალებით ყოველ თხრილს დარაჯობდა.
საქმეში გამოცდილი ყნოსვით გრძნობდა ყოველ კუთხეში ჩამალულ საფრთხეს და უკიდურესს აკეთებდა,მის მკვლელ ფხვნის ზიანი რომარ მიდგომოდა. სისხლით ცდილობდა დაეცვა სტატუსი,
მაგრამ,
მუდამ ნახევარი ნაბიჯით წინმსწრები უთურანისთვის რთული არიყო,
ჭყონიას შემდეგი ნაბიჯების გათვლა..
ყოველი ფიქრი,მალხაზის გონებაში დახაზული გეგმა თითქოს პირველად ივერის გონებაში მწიფდებოდა..
მოპაექრის ტყავში გახვეული არწივისთვალა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ფულით შებყრობილს..
ქუჩის ბნელ კუთხეებში დატრიალებული არეულობა არც ქალაქის მაღალ,ეშელონებში მსხდომ ზემდგომ ორგანოებს გამორჩენიათ..
ნაწილი,რომლითაც სკამს ითბობდა ჭყონია,
ღია უკმაყოფილებას გამოხატავდა და,
საქმის ჩაფარცხვისკენ ანიშნებდა მალხაზს.
უმცირესობა კი,
პირდაპირ უთურანისკენ იშვერდა ხელს და,
მასში ხედავდნენ დასასრულს.
მის ოთახში,
ფიქრებში ჩაძირულ ივერის არ გაჰკვირვებია,
აწკრიალებულ ტელეფონზე გამოსახული სახელის ხილვა,
მას შემდეგ,რაც ქალაქში საავადმყოფოში წამლის ზემოქმედებისქვეშ მყოფი მენაბდის ამბავი გავარდა.
უკმაყოფილო სახით მანამ დასცქეროდა ეკრანს,სანამ ქალაქის მეორე მხარეს მჯდომ მთავარ პროკურორს ნერვებმა არ უმტყუნა და, უპასუხო ტელეფონი კედელს მიანარცხა.
მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა სასურველი ზარი დამსხვრეულ ეკრანზე..
-დიდი ბოდიშის მოხდით,იოსებ,შენი გასაკეთებელი საქმის კეთებაში ისე ვიყავი გართული,ზარს ვერ ვუპასეხე.-დაგესლილმა სიტყვებმა ბრაზი მოგვარა პროკურორს,თუმცა,
თავი შეიკავა გამოხატული აგრესიისგან.
-ჩემს ადგილს ხომარ დაიკავებდი,ივერი,რაღაც ისე ჩაგითრია იარაღითა და ხელბორკილებით სირბილმა,მგონი,პოტენციალს არუნდა კარგავდე სოროების თხრაში.-ვალში არც თვითონ დარჩა..
თვალი ჩაუკრა მის წინ მოკუნტულ სიბნელეში ჩაფლულ სტუმრად წვეულ მალხაზს...
ირონიისგან სახემოღრუბლულ უთურანს ჩაეღიმა..
-მე მხოლოდ ნაძირლებს ვუშვებ ჩემო იოსებ სამ ასოზე,მაგალითად ისეთებს,როგორიც წინ გიზის და არა პატიოსან ხალხს.ამიტომ,გადავდოთ თანამდებობების გაცვლა და პირდაპირ საქმეზე გადადი. რა უნდა მაგ სი*ს?!-სიტყვებით თამაშში გართულ პროკურორს მტკიცედ მოუსხიპა ივერიმ და თამბაქოს ღერს ცეცხლის ალი წაუკიდა.
-შენთან შეხვედრა უნდა "სარდაფში" გვიან ღამით და გარანტიებს ითხოვს.-აღარც მას გაუმახვილებია ყურადღება აშკარა მუქარაზე.
თხოვნა,რომლითაც მალხაზ ჭყონიამ იოსებ მარუაშვილს მიმართა,გადასცა და,
პასუხის მოლოდინში ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე დააყენა.
ივერის ყინულივით ცივი ხმა მალხაზსაც კარგად ესმოდა.
-მე სავაჭრო ცენტრი არ ვარ,*ლეო,გარანტიები ვარიგო ქუჩა-ქუჩა.
თუ საკუთარი ტყავის იმედი არ გაქვს,ტყვიის წინ ნუ დამიდგები!-იგრძნო თუარა,ადრესატამდე ხმა მივიდა,გათიშა და ღრუბლებს მიღმა ამოწვერილ დღის სუსტ სხივებს ფიქრიანი მზერა მოავლო..
მსხვილ,
ქათქათა,
ცრემლებისხელა ფიფქებს ისროდა ცის კაბადონი დედამიწაზე..
მთელი დღის თავგანწირვისგან,
დღის ბოლოს,
ხის მწვანე შეფერილობა აღარც კი ჩანდა ნაძვებზე,
იმდენად გადაპენტილიყო გარემო.
სვიმონის აგარაკიდან მომავალი ივერი უთურანი ფარების მჭახე განათებით მიაპობდა ტოიოტას ყველგანმავალს ცოდვის ქალაქში და
ასფალტს თვალს არ აცილებდა..
შედეგები,რომლებიც მათ მიეღოთ უცოტავესი დღეების განმავლობაში,
თვალსაჩინო იყო და ამას აწერდნენ მალხაზის დათქმულ შეხვედრას..
მალევე მიადგა ვერცხლისფერი ავტომობილი ხის ორფა კარებს..
კარგად ნაცნობი დერეფნები მამაკაცმა მხრებშიგაშლილმა გაიარა.
მისი მძიმე,მტკიცე ნაბიჯები ოთახში მდუმარედ მსხდომთ არ გამოპარვიათ.
-მოდის!-ხმაში მაინც გაეპარა მღელვარება მალხაზ ჭყონიას,მიუხედავად იმისა,დარწმუნებული იყო,უთურანთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნებოდა.
ოთახში შესულმა ივერიმ უსალმოდ დაიკავა მისი ადგილი და იქ მსხდომებს მტრული,ზიზღით სავსე მზერა მიაბყრო.
კანით იგრძნო ჭყონიას შენიღბული მღელვარება ხელოვნური გამბედაობით და მწარედ ჩაეღიმა.
-იმ დღეს ცუდად დავიწყეთ ივერი..-მსუქან კისერზე პერანგის ღილი შეიხსნა მალხაზმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
ჰაერი არ ყოფნიდა,თუმცა,არ დაიტყო.
გრძელ,კუბურ სიგარას ბოლო მოაკვნიტა და,სქელი,მძიმე კვამლიი გამოუშვა ფილტვებიდან.
იგრძნო,მამაკაცი მხოლოდ მოსასმენად რომ იყო მოსული და,აღარ დალოდებია მისგან რეპლიკას.
-მაშინ კარგად ვერ გაგაცანი გეგმა.-ცბიერად ჩაიცინა და დაგრეხილი წარბები აწკიპა.-ზედმეტი დამსწრეები გვყავდა.-ივერის სახეზე გამოხატულმა აშკარა უკმაყოფილებამ ხმაში სიმტკიცე გაუქრო,მაგრამ,აღარ შეჩერდა.
ვა ბანკზე სიმწრის ოფლდასხმული წავიდა.
-ცოტა ფიცხი ხარ,არ მიკვირს,ჯერ სისხლი გიდუღს ვენებში!-ძლივს გახსნა მოწურული ტუჩები მალხაზმა.
ირონია აკრულ სახეზე ყველა მიმიკა ჩამოერეცხა ივერის.
ყოველი განვლილი წუთის ხარჯზე შეიკავა თავი,დენთივით არ აფეთქებულიყო და მალხაზის დამპალი სული მაგიდაზე არ დაელია..
მტრული,არწივის ავი მზერით გახედა და,
ფერდაკარგულ მალხაზს მწველი მზერა აააყოლა..
აღარ ხედავდა მასში ადამიანს..
წინ პოტენციური გვამი საუბრობდა,
რომელიც,ღატაკი იუმორით სცდილობდა მისი ლეში გამოეგლიჯა ბედისთვის.
-40% წილს გთავაზობ,პირადად შენ! თითოეული გაყიდული გრამის თითქმის ნახევარს და ჩემს კავშირებს,რომ შენი ბიზნესიც გააფართოო,მშვიდობის სანაცვლოდ!-თეატრალურად გაშალა ხელები,ისევ,იმ დღის მსგავსად,თითქოს,ტაშის კვრით უნდა შეხვედროდა შეთავაზებას ივერი..
გაეცინა.
უფრო სარკასტულად ვიდრე გულით.
ცივი ხელისგულები მოცინარ სახეზე ჩამოისვა უთურანმა და,
სულ წუთით გადაწყვიტა თამაშში აყოლოდა.
-მერე და,სვიმონს რას ეუბნები?! ლექსოს?!იურის?!-ინტერესით დაეკითხა და სიგარეტს მოუკიდა.
ცირკს გავდა მალხაზის ყოველი მიმიკა და მოქმედება..
-ერთი მაგათი დედაც,ივერი! სვიმონი უკვე სამარის კარს უკაკუნებს.-ხელი ჩაიქნია და თავი ისე გააკანტურა,თითქოს,მართლაც ჩალის ფასი ჰქონოდეს მოხუცს.-ლექსოს ამბავს კი გაიგებდი,წამალზე დაჯდა ეგ სი*ი და,თვეები დარჩა,თუარ გადააგდო.-ამრეზით აბზიკა გრძელი ცხვირი და მხრებში გადაიშალა.
ტყავის სავარძელზე კომფორტულად გადაწვა და გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევად დაიწყო,
სანამ წინადადებას დაასრულებდა,ღილაკით ბარიდან მიმტანი იხმო და ბავარიული გაუფილტრავი შავი ლუდი შეუკვეთა სამი პირისთვის.
-გვერდით შენნაირი ბიჭი მჭირდება.
სისხლის,ტყვიის,სიცივისა და ფხვნილის რომარ ეშინია!გამომყევი და,ვალში არ დაგრჩები..
დავივიწყოთ ის ძველები,
კარგ საქმეს გთავაზობ,დიდი წონის მოგებით.-ხელები გაასავსავა და,გამშრალ ყელში ცივი,ქაფქაფა ლუდი გადაუშვა.
წამხდარს გულით სჯეროდა,რომ ივერი უთურანის ჯინში ჩამდგარი ქმედებები მხოლოდ ფულით იყო გამოწვეული და,
საკუთარი თავით ამაყობდა,რომ მიუგნო ზრახვას.
ალბათ,მთელი ღამე მოანდომებმა ივერი სპექტაკლის თამაშს,
დეტალებზე აჭიჭკიბებულ მალხაზს სიურპრიზი რომ არ მოეწყო..
მეხუთე ბაკალს სცლიდა,უთურანი,
გონებაში ყოველი მისი წამომცდარი დეტალი ჰქონდა ჩაბეჭდილი,
დარბაზში სიმყუდროვე რომ ჩამოწვა და,
მხოლოდ მისთვის კარგად ნაცნობი ძელი განათდა..
ადგილზე გაიყინა.
გული თითქოს გაუჩერდა.
წამით შეევედრა ღმერთს,
დონკა არ გამოსულიყო,
მაგრამ,
სულ ტყუილად..
სიბრაზისგან ყელში იმდენად დიდი ზიზღი მოაწვა,ვეღარ ამოისუნთქა..
ცოდვის ქალაქის დაუწერელი კანონი სიტყვა-სიტყვით შეასრულა "სარდაფის" მფლობელმა..
ჭყონიას ტომრით ფულზე გაყიდა მისი სიტყვა,ტკაჩენკოს ერთადერთი სტუმარისთვის ეცეკვა...
მთელი სიცოცხლის ფასად დაუჯდა ივერის,მიმიკა არ შეცვლოდა და,
წამითაც არ დატყობოდა მღელვარება.
ფეხებგაშლილ,თრობამორეულ მალხაზს ვნება კუნთებში მოაწვა,
შავ თეთრეულში გამოკვეთილი ქალღმერთის სხეულმა სურვილი აღუძრა და დუჟმომდგარმა დასცხო გვერდიდმჯდომ უთურანს ტორი ფეხზე.
-ქალი კიარა,წყევლაა!წარმომიდგენია,ზემოდან რა სასწაულებს ჩაატარებს!-თვალი ვერც კი მოაშორა უძრავად მდგომ,გაძეგლებულ დონკას,ისე გადასძახა სახეშემშრალს.
ოთახში შესვლისთანავე იგრძნო ნაცნობი არომატი ტკაჩენკომ და მხოლოდ წამით ამოუხტა გული საგულედან უცაბედი აღტაცებით,სანამ მასთან ერთად შეკრებილ,უცხო,არასანდო პიროვნებებს არ დალანდავდა.
გაიყინა..
ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა სურვილი გამქრალიყო,
ძელთან არ მდგარიყო და,
ორ ცეცხლშუა არ დამწვარიყო..
სურვილისგან წამონთებული გაქსუებული კაცის თვალები ისე წვავდა კანს,
კიდურები ატკივდა და,
ძლიერად მოეჭიდა საყრდენს..
მის სანდომს,
ერთსა და განსაკუთრებულს მზერა ისე გაჰყინვოდა,
თითქოს,დროის გაჩერებას სცდილობდა..
ოთახში დაძაბული გარემოსგან სუნთქვაც კი გაუჭირდა,მითუფრო ამწამს,
ივერიმ მხოლოდ ერთი მითითება რომ მისცა თვალით და,
წამის მეასედში,
სრულიად ამოყირავდა მის თვალწინ გადაშლილი სურათი..
იგრძნო..
ძლიერი,
ყოვლისშემძლე,
ყინულივით ცივი ხელი,
რომელმაც მის ზურგს გააკრა და,
წამებში შემოახურა ბალოტისფერი ბალადა მხრებზე.
-გასახდელში დამელოდე!-მტკიცე ხმით გადაულაპარაკა უთურანმა ტკაჩენკოს და მომხდარით წამით დაბნეული ჭყონიას მდგომარეობით უსწრაფესად ისარგებლა..
ხის მასიურ მაგიდას წიხლი მთელი ძალით დაჰკრა და ვერცხლისფერი,სასროლად შემართული იარაღის ლულა გაღეღილი მკერდის შუა მონაკვეთზე მიუბჯინა.
-ჩვენი შემდეგი შეხვედრა ტყვიით დასრულდება,ნაბი*ვარო და თუ ეს სიტყვა არ ავასრულო,
სახით მიწისკენ მახოხე მთელი ქალაქის დამპალ ალფალტზე!
ეს ერთი!
-გააფთრებულმა პროკურორის გაფრთხილებაც არ გაიგონა,ხელებში რომ ჩაფრენოდა და,საპასუხოდ,მასაც საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა იარაღი.
-ეგ შენი პროცენტები და,სასიკვდილო განაჩენი *რაკში კარგად გაირჭე და,ზედ შენივე საწამლავი დაიყარე,კარგად რომ შეგალპეს!
ეს ორი!-შოკისგან თვალებდაქაჩულ მალხაზს ზიზღით ჩასძახა და ლითონის ნაჭერი დაზაფრულს მოაშორა..
წამიერი უმოქმედობით გონსმოგებულმა ჭყონიამ გაბრძოლება სცადა,
თუმცა,
ძლიერმა ხელმა ისევ ადგილს მიაყინა.
გარტყმისგან გამსკდარი ღაწვიდან წამოსულმა სისხლმა ივერის მუჭსაც დაატყო კვალი.
ცხოველივით აღრიალებულ აფთარს ვეღარაფერი აკავებდა..
გონება მხოლოდ მალხაზის ზნედაცემულ სიტყვებს და ვნებამორეულ მზერას უტრიალებდა უთურანს და მხოლოდ ის უნდოდა,
მის ხელებში დაელია სული ჭყონიას.
მხოლოდ წუთების შემდეგ გამოაფხიზლა იოსების ბრმად ნასროლი მაყუჩიანი იარაღის ხმამ.
-"სარდაფი"ალყაშია,ივერი,თუ მალხაზს ოთხით გავიყვან კარიდან,მთელი უშიშროება ქალაქს ჩაკეტავს და მაინც აგიყვანენ!
პასუხი გაიგო,დანარჩენი მაშინ გაარკვიეთ,როცა მე არ ვეყოლები გარანტად.-მტკიცედ მოუსხიპა და ხელებიდან გამოსტაცა დაოთხილი ჭყონია,გაავეშებულ მამაკაცს.
-თუ ოდესმე კიდევ აგიდგება დონკაზე,სანამ დაან*რევ,მანამ დაგმარხავ!
ეს სამი!-კარებში გასულს მიაძახა ბოლო სიტყვები ძალისაგან ვენებგადამსკდარმა ივერიმ და,
სუნთქვაარეული ჩაეფლო ტყავის სავარძელში..
გული ამოვარდნოდა ადრენალინისგან..
ხელები უკანკალებდა დაუკმაყოფილებელი სურვილისგან..
სახეს ვერ ალაგებდა..
სისხლი წყუროდა..
კბილებში ჟანგის გემო დარჩენოდა მალხაზის საპასუხოდ მოქნეული მუშტისგან..
ზიზღით გადმოაფურთხა სისხლი...
ბრძოლის ველს გავდა ოთახი..
ათი სრული წუთი დასჭირდა გონს მოსაგებად არწივისთვალას.
ჩაუდგა თუარა გული მწყობრში,
სანამ დონკას სამყოფელს გაივლიდა,
"სარდაფის" უფროსის კაბინეტი უკითხავად შეაღო.
ფერი დაჰკარგვოდა სახეზე 60 წელს გადასულ მამაკაცს.
რამოდენიმე ეკრანზე გადაშლილ ბრძოლის ველს გაფითრებული დაჰყურებდა და,ალბათ ნანობდა წუთს ,ტკაჩენკო რომ გამოუყო ჭყონიას..
უთქმელად ჩამოჯდა მის წინ მამაკაცი..
ფრთაგაშლილ არწივს ჰგავდა..
რისხვისგან თვალებიდან ცეცხლებს აკვესებდა და თავს იკავებდა,
იგივე არ გაემეორებინა მასპინძელისთვის..
-რამდენი გადაგიხადა მალხაზმა ბოშაში?!-ღრმად ამოისუნთქა ივერიმ და,ტყავის საფულე მაგიდაზე დადო..
-ორი ათასი მთელი ღამით..-სუსტად უპასუხა..
-აქ მაგაზე ოთხჯერ მეტია,იმისთვის,რომ ცოტა ხანი სული და სახელი არ გაყიდო და კაცის სახე შეინარჩუნო!-მშვიდად მიუთითა ფულზე და კომპიუტერს გახედა.
-კიდევ ხუთს მიიღებ უახლოეს წუთებში ანგარიშზე იმ შემთხვევაში,თუ შენი ნებით მომცემ ჩანაწერს.-აუღელვებლად შესთავაზა და წუთითაც არ მოუწია ლოდინი,ისე გადასცა მიკრო მეხსიერების ბარათი მასპინძელმა.
უემოციოდ ჩამოართვა ივერიმ.
-ამ წუთიდან ახალი მოცეკვავე ეძებე! დონკა ბოლოჯერაა "სარდაფში"!
-ბოლო სიტყვები დაუტოვა და როგორც იქნა,
მასთან მივიდა..
დამფრთხალი,
და არა შეშინებული ქალი მოთმინებით იჯდა საგრიმიორო სკამზე და,ელოდა,
როდის გაიღებოდა კარი..
გუმანით ხვდებოდა ოთახში დატრიალებულ ამბავს და ერთადერთი,რისიც თითქოს ეშინოდა,
მისი შესაძლო არდაბრუნება იყო..
უსიტყვოდ ჩასჭიდა სუსტ მტევანზე ივერიმ ხელი და მხოლოდ წამით მისცა ორგანიზს უფლება,სრულად შეეგრძნო მისი სხეულის მხურვალება.
ავტომობილი სასწრაფოდ მოსწყვიტა დანაღმულ ველს და "სარდაფს" სულისმოუთქმელად გასცდა.
მიაქროლებდა ფაფარაშლილი ცხენივით ტოიოტას ჯიპს და პარალელურად,გიგისთან მოკლე შეტყობინებებს აგზავნიდა.
რამოდენიმე ზარი შემოვიდა სვიმონიდანაც.
-დაიწყო! -მოკლედ აცნობა და ქალაქიდან,მკვეთრად გადაუხვია გზას დასავლეთისკენ.
სრული საათის გაუჩერებელი სიარულის შემდეგ,
ავტომობილი ქვითნაშენ ღობესთან შეაჩერა ივერიმ..
დახურული რკინის კარი წვალებით გააღო და,
წინ შეატარა ქალის მხრებშიგადაშლილი სხეული..
მიუხედავად იმისა,სახლს სიძველე ეტყობოდა,
მაინც იგრძნობოდა მზრუნველი ხელის ფუსფუსი ეზოსა და ხის ერთსართულიანი ბელეტაჟის ოთახებში.
სანამ მასპინძელი პარმაღზე გაცხარებით საუბრობდა,
დღევანდელი საღამოს სრულად გადახარშვა მოახერხა ქალმა..
არასდროს ყოფილა მიჩვეული,წყნარ,დაწყობილ ცხოვრებას.
მუდამ მძაფრი შეგრძნებებისკენ მიდრეკილი სული თითქოს ანდამანტივით იზიდავდა ივერი უთურანის აშლილ ცხოვრებას.
სპონტანურ გადაწყვეტილებებს არასდროს გაუცრუებია მისთვის იმედი!
ის,რაც ვენებში სისხლად დაუდიოდა,
ადრენალინი და უცხო კაცისადმ უკიდეგანო ნდობა იყო,
რასაც ვერ გაურბოდა და,
არც კი უნდოდა..
იზიდავდა,
თუნდაც სისხლიანი,
ხელებგადაყვლეფილი,
ბრაზისგან შეშლილი,
მაგრამ,
ამავდროს,
მისთვის თავდადებული..
მისი სიმშვიდისთვის,
მისი უსაფრთხოებისთვის,
მისი პირადი სივრცისთვის მებრძოლი ივერი უთურანი დონკა ტკაჩენკოს სიცოცხლეზე მეტად სურდა და,
არ აინტერესებდა არცერთი შედეგი,
თუ დღეს და ამწამს,
მასთან იქნებოდა..
მალევე დაბრუნდა მამაკაცი ქალთან..
სახე დალაგებოდა..
ემოციები დაბრუნებოდა..
საღ აზრს მისი გონება მთლიანად გაეწმინდა და,
რიგებად აწყობდა ყოველწამს გეგმებს.
ტყავის რბილ დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა ყველაფრისგან დაღლილი და,
მის წინ დამჯდარ ქალღმერთს შეფარული მზერით გახედა..
დრო იყო იმაზე მეტი ესაუბრათ,ვიდრე სხეულის ენა იყო..
-ან ყველაფერი უნდა ვიცოდე,ან არაფერი რომ გამოგვივიდეს..-ხურჯინის მოხსნა დონკამ დაიწყო..
ხმაში იმდენი სითბო,ნდობა და თანაგრძნობა იყო,სიმტკიცესთან ერთად,
გულწრფელად გაეღიმა ივერის..
-რა გაინტერესებს?!-მოკლე იყო მისი პასუხი..
თვალებში ამოიკითხა უთურანმა ქალის მზადყოფნა,სრულად გაცნობოდა მის ბნელ მხარეს..
თითქოს თვითონაც სჭირდებოდა ყველაფრის ამოლაგება სულიდან..
წლობით ნაგროვები განვლილი დღეების გახსენება მარტივი არ იყო,
თუმცა,გრძნობდა როგორ უმარტივდებოდა დროდადრო სუნთქვა და ეს ამხნევებდა,
ბოლომდე დაცლილიყო..
სმენად გადაქცეულ ქალს გონება მთლიანად ისტორიული წიგნის ფურცლებისთვის დაეთმო და ზედმიწევნით იმახსოვრებდა ყველა სახწლსა თუ სახეს..
ყოველი თავის შემდეგ ემატებოდა უღმერთო ნდობა მის მიმართს და მოწოლილი ემოციისგან როგორ განეთავისუფლებინა თავი აღარ იცოდა..
მის თვალწინ იცლებოდა,
ივსებოდა და ისევ,
წრეზე,
ათასი ემოციისგან იწურებოდა ივერი უთურანი.
მთელი გამთენიისხანი დასჭირდა ხურჯინს,ბოლომდე ჩამთავრებულიყო და,
დაჩუტულიყო..
-შენი "სარდაფში" ყოფნა უკვე შეუძლებელია,დონკა..
მალხაზმა იყნოსა და არ გაჩერდება,სანამ მუხლებზე არ დამაყენებს..
რაღაც პერიოდი უნდა გაყვე ჩემს ნაბიჯებს..
როგორც კი სიტუაცია ჩაცხრება,კალაპოტს დავუბრუნდებით.
მანამდე დიდი ომია გადასატანი და არ მინდა მედარდებოდე..
-სითბოშეპარული მზერა მოატარა მის შემცივნებულ,
აბუზულ სხეულს..
როგორც კი იგრძნო,თანახმა იყო ქალი განდეგილი ყოფნისთვის,
ხელით იხმო და მივიდა თუარა,
მუხლებზე დაისვა სასურველი.
ჯერკიდევ მისი ლაბადა ჰქონდა მხრწბზე მოსხმული..
მშვიდი,თუმცა,ბევრი დამალული ემოციებით სავსე თვალებით დაჰყურებდა ენერგიაგამოცლილს..
-ერთ რამეს ვერ ვგებულობ ივერი..-ეჭვი,გულს რომ უღრღნიდა,აღარ ასვენებდა დონკას.-ბევრი უკანონო ბიზნესია მიწისქვეშ,რატომ მაინცდამაინც ნარკოტიკი?!-ჰკითხა და მოსასმენად მოემზადა..
გრძნობდა,გული მთავარს მალავდა და,
მარტივი მოსასმენი არ იქნებოდა სიმართლე..
ღრმად ამოისუნთქვა მამაკაცმა..
თითქოს,მთელი დღის დაღლილობა ამოაყოლა ნახშირორჟანგს..
-7 წლის წინ,18 წლის ბიჭი ჩამაკვდა ხელებში გადაჭარბებული დოზისგან..
დედამისს უკანასკნელ დღეს შევპირდი,მასზე სიცოცხლის ელექვით ვიზრუნებდი და,
არ გამომივიდა..
ათასი კაცისთვის გამიწვდენია დახმარების ხელი და მხოლოდ მას,
იმ ერთადერთს ვერ გავუფრთხილდი,საკუთარ სიცოცხლეზე მეტად რომ მიღირდა..
-სიტყვა გაუწყდა მღელვარებისგან ივერის..
თვალები ჩასისხლოდა..
სულ აღარაფერი სჩანდა მასში,გარდა უკიდეგანო სევდისა და სინდისის უმოწყალო კივილისა..
ზუსტად ამ წამს მიხვდა დონკა,
უთურანი ვიღაც,სხვა,უცხოზე არ საუბრობდა..
ადამიანი,რომელიც მის ხელებში დარჩა,
მისი სისხლი და ხორცის ნაწილი იყო..
გული მოეწურა..
დაპატარავდა..
ისე ჩაეკრა გულს,უნდოდა შეზრდოდა და მისი ტკივილი გაეყო ორად..
-მე ვიცი რას ნიშნავს თეთრი სიკვდილი..
არ მინდა სხვა დედამ,სხვა ძმამ,სხვა ადამიანმა მხოლოდ იმიტომ დამარხოს მისიანი,რომ ჭყონიას სხვისი სიცოცხლის ხარჯზე მოუნდა მუცლის ამოვსება..
ყველაფრის თავიც და ბოლოც ესაა..
იქნებ,ასე მაინც დავიმშვიდო სინდისი..
ჩემის თუარა,სხვისი მაინც გადავარჩინო სიკვდილს..
გაჩერდა..
მეტი აღარც შეეძლო..
თითქოს,განთიადს შემოყვა ოდნავი სიმშვიდე და სანატრელი იდილია..
ისევ ბარდნიდა ცოდვის ქალაქში..
ისევ თავაწყვეტილი ცდილობდა კედელზემიმხმარი სიკვდილის ჩამოფხეკას თოვლი,
მაგრამ,ისევ ვერ გამოდიოდა მის სპეტაკ ფიფქებს..
კალთაში ჩაძინებულ მისი გულის მოზიარეს მანამ დაჰყურებდა ივერი,
სანამ,
საბოლოოდ არ გათენდა და,
ახალი თავი არ დაიწყო განგებამ..
გაეღიმა მის მშვიდ სახეზე..
ამორძალის ველური გამოხედვა გამქრალიყო დროებით და მისი ადგილი მშვიდ,თბილ მზერს დაესადგურებინა..
ზანტად წამოიმართა თბილი გულიდან დონკა,ესიკვდილებოდა მასთან დაცილება,იმდენად წყნარი იყო ორი საათის მშვიდი ძილი..
-დონკა ტკაჩენკო.-ალმაცერი ღიმილით გაუწოდა ხელი მოღიმარ ივერის ქალმა და თვალი კეკლუცურად ჩაუკრა..-გუშინ ღამემდე ძელზე მოცეკვავე.
დღეს დილიდან კრიმინალის ტუსაღი.
გულწრფელად არ ახსოვდა უთურანს,ბოლოს როდის დაიწყო დილა ასეთი სილაღით.
გამოწვდილ მტევანს მისი შეაგება და წინ ასვეტილი კედელთან ორი ნაბიჯით მიიმწყვდია.
სიამოვნებისგან ხელებში ჩაადნა სავსე სხეული..
მოქარგულ ტუჩებს წამიერად ეამბორა და დიდ ვნებაში გახვევამდე,
თამაშში აჰყვა.
-ივერი უთურანი..
მოკლედ მოუჭრა..
სურდა,გაეგრძელებინა,მაგრამ,
მის ცხოვრებაში,
ერთ ღამეს არაფერი შეუცვლია,
გარდა იმისა,რომ
ჭყონია მალხაზს შავზე თეთრით დაანახა მისი სუსტი მხარე.
ეშინოდა?
ეშმაკმაც დასწყევლოს მალხაზ ჭყონიას დამპალი სული,
შიში ახლოსაც არ იყო ივერის გრხნობებთან!
ერთადერთი,რაც ამწამს სისხლად დაუდიოდა ვენებში,
ეს უკიდეგანო,
წამლეკავი ბრძოლის სურვილი და ჟინი იყო,
ისე დაეცვა სასურველი,
რომ მალხაზს მეტი განზრახვები გულში აღარ ჩასახვოდა.
როგორ მოწყვეტდა მის გონებას მზაკვრულ ფიქრებს?!
პასუხი ცასავით კამკამა იყო:
გავარვარებული ცხელი ტყვიით,რომელზეც უთურანს უკვე ამოეტვიფრა ჭყონიას სახელი.
_____
გელით,
სანამ მოტივაცია გამომლევია :დდ
მომიყევუთ,როგორ ფიქროვთ და რას ხედავთ მომავალში..
მიყვარს თქვენთან საუბარი,ხომ იცით.
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

ცეცხლი ხარ ანასტასია მომწონს ეს რა კარგ რამეს ქმნი ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი One

Es cecxli qali ar damitovo marto da codvis qalaqi iveris gareshe, icode, gaxsovdes, gaotvaliswine qalbatono dramaqueen)) ❤️
Vxumrob tasuna, shen rogorc, mec ise momewoneba))
Uuff ar meyo, dzaan boy gvyavs iveri(( igrdznoba qalaqis gavlena:d))
Chemi gogo xar, ese avighe da migitvise❤️❤️
Xvalamde)):)

 


№3 სტუმარი Елка

Малхазис наиреби дгесац бевриа самцухарод. Рогорц квела тквени историа есец дидебулиа. Мадлоба

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მაკა
ცეცხლი ხარ ანასტასია მომწონს ეს რა კარგ რამეს ქმნი ❤️❤️❤️❤️

უუუუჰჰ რპგორ
მიხარიააააა ♥️♥️♥️♥️♥️♥️
One
Es cecxli qali ar damitovo marto da codvis qalaqi iveris gareshe, icode, gaxsovdes, gaotvaliswine qalbatono dramaqueen)) ❤️
Vxumrob tasuna, shen rogorc, mec ise momewoneba))
Uuff ar meyo, dzaan boy gvyavs iveri(( igrdznoba qalaqis gavlena:d))
Chemi gogo xar, ese avighe da migitvise❤️❤️
Xvalamde)):)

აუ არ თქვააა ქეთუუ :დდ პროსტა კაროჩე და სიმონ ვერ ვათქმევინე თორე,მაგარი ტიჯია ::დდდდდდ
მადლიბა შეენ რომ
სულ
მახარებ მეეეე ♥️♥️♥️♥️♥️ცოდვის ქალაქს არ ვიხი მართლა ვის გარეშე დავტოვებ,თუმცა, ვნაცოთ ☺️♥️♥️
Елка
Малхазис наиреби дгесац бевриа самцухарод. Рогорц квела тквени историа есец дидебулиа. Мадлоба

როგორც ყოველთვის,არ გავიწყდებით ♥️♥️♥️♥️ დიდი მადლობა!

 


№5 სტუმარი Ana-maria

ეს ისტორია თქვენს არცერთ ისტორიას არ გავს.ძალიან მძაფრი სიუჟეტია.პირველად გამიჩნდა ეჭვი - ნუთუ ივერის ყველაფერი კარგად ექნება? წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ეს ისტორია თქვენს არცერთ ისტორიას არ გავს.ძალიან მძაფრი სიუჟეტია.პირველად გამიჩნდა ეჭვი - ნუთუ ივერის ყველაფერი კარგად ექნება? წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

გელოდით ანამარია ♥️♥️♥️♥️ მიხარია რომ უცვლელად მიდგახართ გვერდით ♥️♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი penguin

გული ცუდს მიგრძნობდა და აჰააა????ეს მალხაზი რომ ,,ის" იყო ვიცოდი მარა ეგეთიც არ მეგონა,როგორ ვერ ხვდება რა მიქარა,ნუ შეიძლება ხვდება მარა არ დანებდება????ვამბობ მოვკლათ ეგ კაცი თორე გამიჩინა უარესი ნერვოზი????მარა ეგ რომ მოკვდეს ისტორიაც უნდა დამთავრდეს ამიტომ იყოს ჯერ ცოცხალი ჯანდაბას????????‍♀️დოვერი ძაან,ძაან მიყვარს????(მოკლე სახელი მოვიფიქრე ცალ-ცალკე რომ არ ვწერო????????)და არ მოკვდეს რა არცერთი????ცალი თვალით ვწერ კომენტარს ამიტომ რა მოვიბოდიალე მეპატიება????????ნუ შენზე აღარ ვამბობ არაფერს უსასწაულესი ხარ❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
გული ცუდს მიგრძნობდა და აჰააა????ეს მალხაზი რომ ,,ის" იყო ვიცოდი მარა ეგეთიც არ მეგონა,როგორ ვერ ხვდება რა მიქარა,ნუ შეიძლება ხვდება მარა არ დანებდება????ვამბობ მოვკლათ ეგ კაცი თორე გამიჩინა უარესი ნერვოზი????მარა ეგ რომ მოკვდეს ისტორიაც უნდა დამთავრდეს ამიტომ იყოს ჯერ ცოცხალი ჯანდაბას????????‍♀️დოვერი ძაან,ძაან მიყვარს????(მოკლე სახელი მოვიფიქრე ცალ-ცალკე რომ არ ვწერო????????)და არ მოკვდეს რა არცერთი????ცალი თვალით ვწერ კომენტარს ამიტომ რა მოვიბოდიალე მეპატიება????????ნუ შენზე აღარ ვამბობ არაფერს უსასწაულესი ხარ❤️❤️

დოვერი ძალიან მომეწინა :დდ მალხაზი ისეთი გაქნილია,ვინ იცის რამდენს იკადრება კიდე და როდის.. ამ
დროს ივერის ფსიქიკა არ შეირყეს მე ის მანერვიულება :დდდდ შენ კი,მადლობა ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent