ოიზისი (I თავი)
წითური კუთხეში იჯდა და ბიჭს, რომელიც მას ვერ ხედავდა, ზიზღით უყურებდა. როგორ უნდოდა მივარდნოდა და თავის ხელებით დაეხრჩო, ან იმ ჩანგლით დაეთხარა ბიჭისთვის თვალები წინ რომ ედო. ამ ყველაფრის ნაცვლად კი ზიზღით სავსე უყურებდა. ყველაფერი მისი ბრალი იყო... ის რომ არა ახალ ისევ ბედნიერი იქნებოდა. უცბად დაინახა, როგორ შემოხვია მის გვერდით მჯდომ შავგრემანს ხელები და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო ,ან უნდა წასულიყო, ან არა და ბიჭს ადგილზევე ნაწილებად აკუწავდა. ფეხზე წამოხტა და მის ზურგს უკან გადაკიდებული პალტო მოხრილ მკლავზე გადაიკიდა. არავისთვის აღარ მიუქცევია ყურადღეება. გასასვლელისკენ იმაზე ფიქრში წავიდა რომ აქ ყველას თვალწინ არ ეტირა. გარეთ გასულს სახეზე გრილი ჰაერი შეეფრქვა და თვალებდახუჭულმა თავი ცისკენ ასწია. როგორ ეზიზღებოდა ახლა საკუთარი თავი და უფრო მეტად სანდრო. -დამშვიდდი. მის სისხლში ხელის გასვრა არც კი ღირს, მაგდენ სიმაოვნებასაც ვერ მიიღებ. ღრმად ჩაისუნთქა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. სახლი არც ისე შორს იყო, ამიტომ ფეხით მივიდა. თან როგორღაც დამშვიდება მოახერხა, მაგრამ მაინც ვერ იშორებდა თავიდან იმ სურათს როგორ კოცნიდა სანდრო შაგვრემანს. -მოვედი შორე. -ასე მალე რატომ მოხვედი დედი? სამზარეულოდან ქალი ხელების მშრალებით გამოვიდა და შვილს გაოცებულმა შეხედა. - მოვიწყინე, ბესიკა არ იყო მამამისს გაჰყვა სოფელში და ხომ იცი დიდად გულზე არ მეხატებიან ქალბატონის მიერ ჩემთვის გაცნობილი ხალხი. სნობები არიან და მათი ატანა ფიზიკურად არ მაქვს. წყალს გადავივლებ და დავიძინებ მე. -მიდი საყვარელო. უი მეგიმ მომწერა გამოგივლითო. -ბავშვსაც გამოიყვანს ? სიხარულისგან სახე გაებადრა. -ალბათ , არ ვიცი. -ოკი. აუ მე რო ხვალ მივდივარ? -არაუშავს მერე ჩვენ გავუაროთ მაშინ. -კაი ძილინებისა დე. ლოყაზე ხმაურით აკოცა დედას და ჯერ საძინებელში შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა. მათე არსად ჩანდა ან მეგობრებთან ერთობოდა ან კიდევ ვინ იცის. სააბაზანოში ძალიან დიდხანს იდგა გაუნძრევლად, ერთ წერტილს მიშტერებული და უბრალოდ წყალი ესხმებოდა. რა კარგად იყო ყველაფერი სკოლის პერიოდში, მერე პირველ-მეორე კურსებზეც , ახლა კი რა ? გამოჩნდა სულელი სანდრო და ყველაფერი შეიცვალა. მაინც ვერ იგებდა როგორ მოახერხეს ჩეხეთში წასულმა მან და მისმა ორმა მეგობარმა გაეცნოთ ბიჭი, რომელიც იმავე უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე ისწავლიდა და ყველაფერითან ერთად მოახერხებდა საგნებზე დამთხვეოდათ. -შე**ცი. ჩუმად იყვირა და კაფელს მუშტი რამდენჯერმე ისე ძლიერად მიარტყა რომ დაიბზარა და ნამსხვრევებმა ხელი გაუჭრეს. გაეცინა და გაიფიქრა შორენა მომკლავსო. კარზე მოუკაკუნეს. - მალე გამოხვალ? -ცოტახანიც მათე და გამოვალ. ივლისი( 7 თვით ადრე) ქეთი მარიტა და ბესო მეთორმეტე კლასიდნა მოყოლებული აგროვებდნენ ფულს რომ სადმე სამოგზაუროდ ერთად წასულიყვნენ და როგორც იქნა მეორე კურსის ბოლოს მოახერხეს. ჩეხეთში იყვნენ, პრაღის ქუჩებს ათვალიერებდნენ და ფოტოებს იღებდნენ. შიგადაშიგ ბესო მარიტას გაეკიდებოდა და უცბად ხელში აიტაცებდა , რაზეც სამივე ხითხითებდა. იმ დღეს წმ. ვიტუსის ტაძრის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც ბესომ გოგოებს უამრავი ფოტო გადაუღო, თავადაც ხან მარიტასთან იღებდა ხან ქეთისთან, თუმცა მერე ბესომ სამივეს ერთად ფოტო არ გვაქვსო და ტაძრიდან რომ გამოვიდნენ პირველივე შემხვედრი გააჩერა თავის დამსხვრეული ინგლისურით. -შეგიძლიათ რომ.... ქეთი მიხვდა რომ მთელი დღე ლოდინი დასჭირდებოდათ ამიტომ მარიტას ცინიკურად გადახედა და ორივეს ჩაეცინათ, მერე ბესოს და იმ ბიჭს მიუახლოვდა ვინც გააჩერა და მეგობარს თვალები დაუბრიალა. -გამარჯობა, ინგლისური არ იცის არ მიაქციოთ ყურადღება. შეგიძლიათ ფოტო რომ გადაგვიღოთ. ბიჭი ერთხასნ ქეთიზე მიშტერებული იდგა , მერე გამოერკვა და ამოილაპარაკა -დიახ რა პრობლემაა. ბესომ თავის მობილური მიაწოდა. ბიჭს რომელსაც ფოტოების გადაღება სთხოვეს წამით არ მოუშორებია თვალი ქეთისთვის. ავალიანი კი იღიმოდა და მარიტას ეხვეოდა, რაზეც ბესომ გაბრაზებულმა ქართულად დაიდუდღუნა. -შეყვარებულებივით რატო ხართ? მურმანის ეკალი ვარ იმენა. -ნუ ბრაზდები ბესიკა. -გცემ მარიტ. ბიჭმა ,რომელიც ფოტოებს იღებდა, საუბარს რომ ყური მოჰკრა გაეღიმა,რაც ნამდვილად არ გამოჰპარვია მარიტას. რამდენიმე ფოტოს შემდეგ ბავშვებთან მივიდა და ტელეფონი ბესოს გაუწოდა. -ტყუილად იწვალე ინგლისურად თხოვნით. სიცილით უთხრა ბესოს ქართულად და პირდაღებული ბიჭიდან მზერა ქეთიზე გადაიტანა, რომელიც ძლივს შესამჩნევად უღიმოდა. გოგოს რაღაცნაირი დადებითი აურა მოსდიოდა უცნობისგან თანაც საოცრად ქარიზმატული და შარმიანი ბიჭი იყო. ნერვიულად იკბინა ტუჩზე ქეთიმ. -მოკლედ მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. ქეთის მარიტამ დაასწრო და დაქალს ხელი წელზე შემოხვია. -არანაირი შეწუხება. მაგრამ ნამდვილად სასაცილოა ამხელა ჩეხეთში ისევ ქართველებმა რომ გამაჩერეს. ყველას ერთხმად გაეცინა, და სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებდა ქეთიმ უცბად უთხრა. -სადმე ბარში ვაპირებდით ლუდის დასალევად წასვლას ხომ არ შემოგვიერთდებოდი? ბესომ და მარიტამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შემდეგ მათ შორის მდგომ მეგობარს ,რომელიც ძალიან ბევრს იღიმოდა და თან ორი წამის წინ გაცნობილ ბიჭს დასალევად წასვლას სთავაზობდა. -მგონი უხერხული იქნება. ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და ბესოსა და მარიტას გადახედა. მათაც მხრები აიჩეჩეს. ორივეს უყვარდა ახალი ხალხის გაცნობაც და უცხოებთან ერთად დალევაც. მარიტამ ხელი გაუწოდა. -მარიტა, ეს უმშვენიერესი შავგრემანი ქეთია, ის ცანცარა კი ბესო. -სანდრო. ხელი ჩამოართვა და წითურსაც გაუღიმა. -მოკლედ მოდიხარ დასალევად ხო? ქეთი თუ გპატიჟებს ანუ ყველა გპატიჟებთ. იმედია არ გეჩქარება. ბესომ უცბად ჩამოარაკრაკა. -არა, მაგრამ დღეს ბოლო დღე მაქვს აქ ყოფნის ასე რომ ძან გვიანობამდე ვერ გავჩერდები. -წავედით ანუ. ქეთი ბიჭს თვალებში შესციცინებდა. მარიტა კი გვერდულად უყურებდა, დიდად არ ადარდებდა, რადგან იცოდნენ ამ ერთ ბიჭსაც ისე გაისტუმრებდნენ ცხოვრებიდან როგორც დანარჩენ სხვა ადამიანებს და ისევ მიიღებდა ქეთის ყურადღებას. იმ საღამოს დიდხანს ისხდნენ ბარში და საუბრობდნენ, მეგობრებზე ჩეხეთზე და მსოფლმხედველობებზე. მარიტამ როგორღაც მოახერხა რომ ბიჭთან საერთო ენა გამოენახა, მაგრამ შიგადაშიგ ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე ან სექსუალურ უმცირესობებზე ან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებზე რომ ბესოს შეხედავდა, ისიც ხვდებოდა რომ თუ თემას არ გადაიტანდა მარიტა ძალიან ეჩხუბებოდა. ბარი რომელშიც ისხდნენ საოცრად მყუდრო იყო, ქეთი ბიჭთან საუბრით ისე იყო გართული მას რომ ჩახუტებოდა უხერხული იქნებოდა არა და ისე უნდოდა ახლა ვინმეს მხრები მოეხვია, სიმთვრალეში კიდევ უფრო მეტად სენსიტიური ხდებოდა ხოლმე. -ბესიკა. მისკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა. -ხო მარო. -ჩამეხუტები? -მოდი შე სულელო. ნახევარი ტანით მისკენ შეტრიალდა და კედელს ზურგით მიეყრდნო. მარიტაც ანალოგიურად, მერე ზურგით ბესოს მკერდზე აეკრა და მანაც ხელები ძლიერად შემოხვაი, ნიკაპი კი თავზე დაადო. სანდროს მზერას მათი ეს ქმედება არ გამორჩენია. მარიტა კი ლუდით სავსე ჭიქას იყუდებდა და სვავდა. ქეთიმ მის წინ მჯდომ მეგობრებს სიცილით შეხედა. -გამცვალე ხო? -შენ არ გეცალა მე კი შევთვერი ლამაზო.-გაუცინა და თვალი ჩაუკრა.- ხო მართლა არ გისმენდით რაზე საუბრობდით? -სანდრომ ძალიან კარგი მუზეუმია ქალაქშიო. -მართლა? აქამდე სად ხართ ხალხო. წითურმა გახარებულმა დადგა ჭიქა მაგიდაზე და ბესოს მკლავებში უფრო კომფორტულად მოკალათდა ,თან სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. -ასე თუ გაგიხარდებოდა აქამდე ვიტყოდი. სანდრომაც გაუცინა. -რა თქმა უნდა გაუხარდება, ხელოვნების სტუდენტია მარიტა. -მართლა? -კი, უფრო სწორად სამივე უბრალოდ მე და ბესო ხელოვნების ისტორიას ვსწავლობთ აი ეგ ქალბატონი კი თავად არის ჩვენი შესასწავლი ობიექტი, ნუ მომავალი ხელოვნების ისტორიკოსებისთვის მაინც. -ძალიან მაგარია. და თქვენ...-ხელით წრე მოხაზა ჰაერში, მარიტასა და ბესოს ირგვლივ-ანუ ერთად ხართ? -ა? არა-მარიტას გაეცინა და ბესოც სიცილში აჰყვა. -ოჰ პირველად ვანხე მარუსი ვინმეს მე და შენ წყვილი ვგონებოდით.-ბესოს უფრო მეტად გაეცინა და მაგიდაიდან ბოკალი აიღო თან მოსვა თან სანდროს შეხედა- ძირითადად მარიტა და ქეთი ჰგონიატ ხოლმე წყვილი. -რანიარად? ვგულისხმობ ისინი ხომ გოგოები არიან. მარიტამ ღიმილი შეწყვიტა და ხელი აიქნია. -კარგი ნუ ვუხვევთ თემიდან, მუზეუმზე ვსაუბროდით ჰა წავიდეთ ხვალ? ქეთიმ სიტუაციის გამოსწორება სცადა და საკმაოდ შემთვრალ მარიტას ჭიქა ააცალა.რაზეც გოგომ დაუბღვირა და ბესოს გამოართვა მისი. -შენ გგონია ვერ დავლევ?-დაეტლატა და ბავშვივით გაებუტა.-წავიდეთ რატომაც არა. შენ არ წამოხვალ სანდრო...უი ბოდიში დამავწიყდა რომ ხვალ მიდიხარ. -არაუშავს. მე ვიყავი უკვე, ძალიან საინტერესოა მართლა. -მაშინ აუცილებლად წავლათ არა ქეთ? ბესიკა? -რა თქმა უნდა სიყვარულო დღევანდელი დღე -ჯანდაბა მწარეა. ხელი უცბად გამოსწია უკან. წყალი რომ პატარ-პატარა ნხეთქებსა და ნაკაწრებზე ხვდებოდა საშინლად ეწვოდა. სააბაზანოში ფეხებმოხრილი წყლისგან გამთბარ მეტლახზე იჯდა და ზურგით ცივ კაფელს ეყრდნობოდა. დუში ხელში ეჭირა და მკერდზე წყალი ესხმეოდა. როგორ უნდოდა ახლა უკან სანდროს სახლში ავარდნილიყო და ბიჭი თმებისგან გაეცალა. მთელი სხეული სტკიოდა, ყველაზე მეტად კი მუცელში გრძნობდა სპაზმებს. ასე არასდროს არავინ შესზიზღებია და არც არასდროს უეჭვიანია ვინმეზე ასე ძალიან. სანდრო ყველა სხვა მონაპოვართან ერთად მდიდარიც იყო და მისი სამეგობრო წრე ზოგჯერ ისე დამამაცირებლად უყურებდნენ ან ნამიოკს ურყავდნენ წითურს თავის საშუალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ ხშირად მარიტა თავს ვერ იკავებდა და გველურად ჩაისისინებდა მდიდარ და უგულოს ისევ ნაკლებად შეძლებულობა და ადამიანების მიმართ კეთილი დამოკიდებულება მირჩევნიაო. სააბაზანოდან ტანზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა, ტანსაცმელი როემლიც მოსაწევის სუნად ყარდა( ყოველშემთხვევაში მარიტა ასე ფიქრობდა) სარეცხმანქანაში შეუძახა და საძინებელში შევიდა. მათე მის საწოლზე გაწოლილიყო და ლეპტოპში ფილმს უყურებდა. -რას შვები ? -ესაა მალე გამოვალო მარიტ? -მიდი გადი მხიედე შენს დიად საქმეს-მარიტამ სიცილის შესაკავებლად ხელის მტევანი პირზე აიფარა-გამოვიცვლი მე მანამდე. -შეიძლება ამაღამ შენთან დავიძინო? -მოხდა რამე? -ისეთი არაფერი რაღაცაზე მინდა საუაბრი. -კარგი მიდი. მარიტა ერთხანს პირსახოცის ამარა იყო საწოლზე გაშოტილი და ფიქრობა როგორ ეზიზღებოდა საკუთარი თავიც და მის ირგვლივ არსებული სიტუაციაც. მერე წამოდგა, საღამურები ჩაიცვა და საწოლში შეწვა. პირველი იწყებოდა ოთახის კარი რომ გაიღო და მათე შემოვიდა. -გძინავს? მარიტამ საბნის ქვეშ უცბად შეიმშრალა ცრემლები და ძმისკენ გადაბრუნდა. -არა მოდი მათე. ბიჭმა კარები მიხურა, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და შეწვა, მარიტა წამოჯდა და ძმას მომლოდინე მზერა ესროლა. -აღარ მოყვები რა მოხდა? - შენი და ბესოს საუბარი გავიგე. -მარიტა გაშრა, მათე კი ცოტახანს გაჩუმდა-როგორ გგონია მხოლოდ მასთან შეგიძლია საუბარი? მართლა გული დამწყდა საკუთარი ტყუპისცალი თავს რომ არიდებს ჩემთან პრობლემებზე საუაბრს. -მე... -სულელო როგორ გგონია ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ვინ როდის და რატომ შეგიყვარდა? ანუ მართლა ფიქრობ რომ ეგეთ რამეზე გაგიჭედავ? ან შენს გაკიცხვას დავიწყებ? მე ყველაფერს ისე ვგრნობ როგორც შენ და კარგად ვიცი სანდროს გამოჩენის შემდეგ როგორი არეული ხარ, როგორ ცუდად გრძნობ თავს. -არ მიბრაზდები რომ...ის რომ მიყვარს? -რა სულელი ხარ მარიტა, მოდი ჩემთან.-მარიტა ძმის მკლავებში გაეხვა და გაინაბა. ისევ სევდას გრძნობდა, მაგრამ ახლა როცა თავის ტყუპისცალთან ერთად იწვა და ძმა მკლავებში იხვევდა ყველაფერი ბევრად მარტივი ეჩვენებოდა. ცოტახანში მათემ განაგრძო- სხვათაშორის ...მგონი ბესო მომწონს. -ჰააა? მარიტა ძმას მოშორდა და გიჟივით წამოხტა საწოლზე, მათე დის რეაქციის გამო იცინოდა ,მარიტა კი გაოგნებული სიტყვებს ვერ პოულობდა. არა და ტყუპისცალი ბესოს გამუდმებით ამრეზით უყურებდა ან მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა, რაზეც ბესო თვალებს ატრიალებდა და იძახდა ახლა ამას გაგილახავო. -მეხუმრები ხო? -არა. მართლა ვგრძნობ რაღაცას მის მიმართ. -მაშინ რატომ უყურებ ხოლმე ასე ზიზღით? გაოგნებულმა იკითხა და ძმას გულხერდაკრეფილი მიაჩერდა პასუხის მოლოდინში. -ზიზღით? რეებს ბოდავ , მე ყველას mean face-ით ვუყურებ თითქოს არ იცოდე. დავიძინოთ რა და ხვალ გააგრძელე დაკითხვა. -ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე მე. -რატომ ახლა ხომ არდადაგებია? -ბაკურიანში მივდივარ. -სანდროს მეგობრებთან ერთად? -ხო ოღონდ ბესოც ჩამოვა- საწოლში შეწვა და ფეხები ძმის ფეხებსშორის შეაჩოჩა რომ გაეთბო, მათემ ორივე ხელი მოჰხვია და გულზე მიიკრა, უცბად მარიტამ ქვემოდან ახედა-გინდა წამოხვიდე? -უხერხული არ იქნბეა? -ვისთან ქეთისთან თუ ბესოსთან? ორივეს ბავშვობიდან იცნობ -სანდროსთან -სანდრო ფეხებზე და მისი უაზრო ხუთი მეგობარიც. იცოდე თუ მისმა სიყვარულმა დაქალმა ლიზიმ შენი დაკერვა დაიწყო დაიკიდე. -რა თქმა უნდა მე სხვა მომწონს. -ვერ ვიჯერებ გაიცინა და თავი ისე დადო რომ ძმის თვალებს გასწორებოდა მისი თვალები. -მოგიწევს მათემ შუბლზე აკოცა წითურ გოგოს და ძლიერად მოეხვია. -კითხვა მაქვს... სიძე რომელი გამოდიხართ? ანუ ბესოს სიყვუს სიძეს დავუძახებდი, შენსასაც და აი ახლა რა ხდება? -ვერ ხარ შენ ცოტა.- დასცინა, მაგრამ შემდეგ წამს თავადაც ჩაფიქრებლმა თქვა- ალბათ ის გამოდის სიძე, მე ხომ ძმა ვარ. -აჰა ოქეი, კაი ახლა ჩამეხუტე- ძმას კისერში ჩაურგო თავი და თავის სხეულის მსგავსი სურნელი ხარბად შეისუნთქა.-მთელი ღამე ასე ჩამეხუტები? -რა თქმა უნდა ალუბალო. -იდიოტო. მათემ მაინც მოახერხა რომ ხასიათზე მოეყვანა ტყუპისცალი. ..... საერთო ჯგუფი მარიტა: ჩემი ძმაც რომ წამოვიდეს პრობლემა ხომ არ იქნება? ქეთი:OMG როგორ დაითანხმე? მარიტა: მარტივად ვუთხარი რომ ვიღავ მისთვის საინტერესო იქნებოდა ჩვენი ჩასვლისთვის ბაკურიანში. მარი:მაჭანკლობაც დაიწყე უკვე? წამოვიდეს რა პრობლემაა. უბრალოდ ძან ბოლო წამს იძახი. მარიტა:ხო წუხელ ვლაპარაკობდით და გვიანი იყო ვეღარ მოგწერეთ. სანდრო: მხოლოდ ერთი კითხვა მაქ. შენი ძმა ჩვენზე ძალიან პატარაა? მარიტა:ნწ. მოკლედ წამოვიყვანო ? სანდრო:კი რაც მეტი მით უკეთესი. ........ დილით მათემ ნაუცბათევად ჩაალაგა ბარგი და კარებში მდგომ მოთმინება დაკარგულ დას გაეკრიჭა. -რატომ ხარ ბუნდალა. -რავი შენ ხო ძან სწრაფი ხარ, ვინმემ უნდა დაარეგულიროს. -წამო რა წამო. ხელზე დაექაჩა და გაათრია. -ოჰ ეს სად მიდის? -მე მიმყავს დე. -როგორ მოხდა? -მოვიწყინე შორე აქ და მივყვები ჩემი სულის ნახევარს. -ნუ იცი ხოლმე მათე დებილობების დაბრეხვება. მარიტამ თავში წამოარტყა და თვალები აატრიალა. შორენა ერთმანეთისგან ძლივს შესამჩნევად გასარჩევ შვილებს უყურებდა და ეცინებოდა. მათი ურთიერთობა აგიჟებდა, ხან ერთმანეთს ხოცავდნენ ხან კი ღმერთების ნაცვლად ერთმანეთს აღმერთებდნენ. ტყუპები ერთი სიმაღლის იყვნენ, ორივე წითური და ჭორფლიანი იყო. მარიტას საკმაოდ გრძელი თმა ჰქონდა, მათე კი მხრებამდე თმას ატარებდა, რომელიც ეგრედწოდებული “wolfcut” -ის სტილში ჰქონდა შეჭრილი. ერთი სიტყვით სქესის გარდა ერთმანეთს ყველაფრით ჰაგვდნენ ,ხშირად ხასიათითაც. მათეს ნაკვთები საკმაოდ ფემინური იყო და იმ პერიოდში როცა ერთნაირ თმის სტილს ატარებდნენ და- ძმა ხშირად არევიათ ერთმანეთში ბესოს. მათე სადარბაზოს წინ იდგა და სანდროს მანქანას ელოდებოდა, რომელსაც არც კი იცოდა როგორ აპირებდა რომ ეცნო. მარიტას მობილური დარჩა ამიტომ რამდენიმე წამის წინ კიბეებისკენ გიჟივით გაქანდა. გარეთ საშინლად ციოდა, მათეს ხელები ჯიბეებში ელაგა და თავჩახრილი ადგილზე ცმუკავდა, როდესაც მის ფეხებთან მანქანამ დაატორმუზა. ყურადღება დიდად არ მიუქცევია ელოდებოდა როდის ჩამოვიდოდა მარიტა. უცბად გოგოს წკრიალა ხმა მოესმა. -მარიტა, მოდი დაჯექი ჩაწეული მინიდან ქერა უყურებდა. მათემ გაოგნებულმა შეხედა უცნობს, არა საიდანღაც ეცნობოდა. გოგოს სახე გაოგნებამ ჩაანაცვლა, მანქანის კარი გიჟივით გააღო და გადმოხტა, მძღოლის მხარესაც ჩამოიწია მინა, მის გვერდით მათემ ქეთი დაინახა და ხელი სიცილით დაუქნია, თუმცა გაშეშდა როცა ქერათმიანმა მისი თმა ხელებში მოიქცია. -რა უქენი თმას გოგო . -მარი ის არ... სწორედ ამ დროს სადარბაზოს კარი გაიღო და აქოშინებული მარიტა გამოვიდა. -მოვედი. მათე დისკენ მობეზრებული შეტრიალდა, ახლა სანდრო და მარი გაოცებული უყურებდნენ ხან მარიტას ხან მათეს. -რა? თავის თავი შეათვალიერა მარიტამ, რამე ხომ არ მჭირსო. -სანდროს და მარის შენ ეგონე. დაჯექით მალე თორე გაგვასწრეს იმათმა. მარიტამ გადაიკისკისა. -ეგრე ძალიანაც არ ვგავართ. -იმიტომ გგონია მარიტა ეგრე რომ 21 წელია მათეს უყურებ. და-ძმა მანქანაში ჩასხდნენ და ყურადღება არ მიაქციეს ჯერ ისევ გაოცებულ მარის და სანდროს. ცოტახანში მარიმ ხელები ჰაერში აიქნია და მთელი ტანით მის გვერდით მჯდომი მარიტასა და მათესკენ მიბრუნდა. -მოიცა შენ თუ მარიტა ხარ მაშინ ეს...ეს ვინაა. -მარი ეგრე ძალიან არ ვგავართ არც ესაა ქალი და არც მე კაცი.-ხლეები მობეზრებულმა ჩამოაწევინა- ხო გაიცნაით ეს მათეა ჩემი ტყუპისცალი. -აქამდე რატომ არაფერი გითქვამს? -არ გიკითხავთ. მხრები აიჩეჩა რაზეც მათემ მოჩვენებითი წყენით ჰკითხა დას. -ანუ გრცხვენია და მმალავ? -კი ზუსტად ეგრეა გმალავს მათუს. -ნწ ნწ ხედავ რა დღეში ვყავარ შენ დაქალს ქეთი. ისე მგონი ეშინია რო დავჩრდილო და მაგიტო უფრო... -ახლა გაჩუმდი თორე დაგტოვებ თბილისში და შენ სიყვუს ვეღარ ნახავ. მარიტამ თითი დაუქნია და თვაალები დაუქაჩა. -მოიცა მართლა ვინმე გეგულება იქ? სანდრომ სარკიდან გამოხედა მათეს რაზეც ბიჭი მოიბუზა და ამოიდუდღუნა ხოო. სამაგიეროდ ქეთი მოტრიალდა მთელი სხეულით და სკამის საზურგეს ხელებით მოეჭიდა. -ვის ? -რა შენი საქმეა?-მათემ წარბი აუწია. -ოოო დიდი უჟმური ვინმე ხარ ,ბესოს ისევ არ უნახავს ესემესები და იქ რო გნახავს გადიარევა. -რატო? -ჩემგან განსხვავებით ბესიკა ვერ იტანს ამის უჟმურ ხასიათს. ერთიანად მიტრიალდა და სანდროს კითხვას უპასუხა. მერე სანდრომ მოურიდებლად მოახერხა მისკენ გადმოწევა და ტუჩებში კოცნა რაზეც მარიტამ თავი ძმისკენ მიატრიალა და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. -მეზიზღება. სიტყვები ლამის კანით იგრძნო მათემ და დის ხელს თავისი მოუჭირა, მერე კი ქურთუკის ჯიბეში თავის ხელთან ერთად ჩაიდო. -ვიცი ალუბალო. შედარებით ხმამაღლა უთხრა. -მიყვარს მაგას რო ეძახი. ქეთიმ ძლივს გაიგონა მათეს სიტყვები მაგრამ მაინც გაამახვილა ყურადღება. -მარიტასაც რომ უყვარს მაგიტო ვეძახი. -ნუ ენაგლები ქეთის თორე გიკბენ. სანდროს მარიტას სიტყვებზე გაეცინა და სიცილში ყველა აიყოლია მარიტას ჩათვლით. მთელი გზა სანდრო რაღაც ამბებს ყვებოდა, მათეს მარიტას მხარზე თავჩამოდებულს ეძინა, წითური კი სანდროს და ქეთის თვალს არ აშორებდა,მარი დროდადრო ელაპარაკებოდა მერე მიეძინებოდა და ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა მარიტას თითქოს სამყაროში უსასრულოდ გაიჭედა სანდროს და ქეთის ყურებისგან დასატანჯად. ისე უხერხულად გრძნობდა თავს მაგრამ თან არაფერს იმჩნევდა. არც უნდა შეემჩნია,თორემ მერე ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდოდა. სულ რომ არაფერი ის და ქეთი ერთად გაიზარდნენ და ამდენ წლიან მეგობრობას სანაგვეში ასე უბრალოდ ვერ მოისროდა. -რამე ჩართეთ რა. -რას ინებებ ჩემო დედოფალო. ქეთიმ მობილური ავტომობილს დაუკავშირა და სიამაყით გახედა მეგობარს. -რამე საახალწლო მადამ? ეს უკვე სანდრო იყო. -არა,ახალიწელი უკვე გასულია, თან ხომ იცით არ მიყვარს. -მაინც ვერ ვიგებ რატომ. -იმიტომ რომ ადამიანები იძახიან ახალი წელი ახალი შანსიაო, მაგრამ შანსი ყველა წამს გაქვს, არასოდეს მინახავს ვინმეს ახალიწლის შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. თანაც არ მიყვარს ფეიერვერკები და ეს გადაბმული 20 დღიანი ლოთი მამრები. კი ქეიფი და დროსტარება მიყვარს, მაგრამ ეგეთი არა. სანდრომ პირი გააღო რამის სათქმელად მაგრამ ქეთიმ დაასწრო. - ტყუილად გაირჯები სანი, ბავშვობიდან ასეა. - გამახსენე ქეთი ხელში ლამის მე ამიფეთქდა საახალწლო ასაფეთქებელი? -რა? სანდრომ ჯერ მარიტას გახედა მერე შეყვარებულს/ -ხო 9 წლის ვიყავით. მამამისმა მოგვისწო და გადააგდებინა. კი ეგც იმ მიზეზთაგანია რაც ჩამოგითვალე. -მე მგონი კიდევ არის რაღაც მიზეზი. -არის, მაგრამ არ გეტყვის. ნამძინარევი ხმით ამოილაპარაკა მათემ. მარიტას სახეზე წამით ტკივილმა გადაურბინა და მერე ნაძალადევად გაიღიმა. -მოკლედ fletcher- ის sex(with my ex) მინდა. -რეებს უსმენ?-სანდრომ სახე დამანჭა რაზეც მარის და მათეს გაეცინათ ქეთიმ კი ეჭვით გახედა მეგობარს. -რა მიქარე? -მე?- ხელი დრამატულად მიიდო მკერდზე, მერე კი მხრები აიჩეჩა- არაფერი. -დარწმუნებული ხარ? -ვაიმე ჩართე და შემეშვი თუ შეიძლებოდეს. სიცილით აატრიალა თვალები მარიტამ. არდა და იცოდა ქეთის ეჭვები ბოლომდე უსაფუძვლო და არასწორი არ ყოფილა. ორი წლის წინ ქეთის ბინაში მის საწოლზე იყვნენ გაწოლილო ორივე. ბესოს ლექცია ჰქონდა და გოგოებს დაუბარა ვეცდები მალე შემოგიერთდეთო. ქეთი ლეპტოპში გახსნილ იუთუბში ალალბედად გადადიოდა სიმღერიდან სიმღერაზე. მარიტამ რომ სიმღერის სახელი დაინახა წამოიწია. -არ გადართო რა. -რატო? -რავი მაინტერესებს. ფეხები მოხარა და ახალ საწოლის მეორე მხარესთან ისიც ქეთივით მუცელზე იყო გაწოლილი. სიმღერის ტექსტს რომ უსმენდნენ თან ეცინებოდათ. იმ დროისთვის ქეთის თავი მარიტას წელზე ედო და გრძნობდა მოუხერხებლად როგორ ეფერებოდა მეგობარი თმაზე. მარიტამ სიცილით უთხრა. -ირაკლის თუ შევურიგდები და მასთან სექსი მექნება ამ სიმღერით გაგაგებინებ. -მეგონა იმიტო დაშორდი რომ მასთან სექსი არ გინდოდა. -გადი რა. -იცოდე გაგლახავ რო შეურიგდე. -თანახმა ვარ. ორივეს გაეცინა. საწოლზე წამოჯდნენ და ერთმანეთს სცილით უყურებდნენ რაზეც ორივეს უფრო და უფრო მეტად ეცინებოდათ. მერე ორივე ერთბაშად გაჩუმდა და ერთმანეთს ძალიან ძალიან დიდხანს უყურებდნენ თვალებში. ქეთის ხელი მარიტას მოხრილ ბარძაყზე ესვენა, წითური კი ორივე ხელით საწოლს ეყრდნობოდა. ბაკურიანამდე ორი კვირით ადრე. მარიტას ქეთის სიტყვებზე გაახსენდა რა მოხდა იმ დილამდე ორი კვირით ადრე. სიმართლე ითქვას ყველაფერი იანვრის ბოლოს დაიწყო როცა კომპიუტერზე ვინდოუსი გაუხდა გადასაყენებელი მისი სიძე კი მთელი კვირით ქალაქიდან იყო გასული. ვისთან არ დარეკა, ვის არ მისწერა, ყველაზე შორეულ კურსელებსაც კი ,მაგრამ ამაოდ არავინ იცოდა მისი გადაყენება და არც ვინმე ვისაც შეეძლო, სანდროსაც კი სთხოვა მაგრამ ბიჭმა ჩემი ბიძაშვილი ახლა აქ არ არის თორემ ვეტყოდი რაზეა პრობლემაო. ერთი სიტყვით სამყაროში ყველა იმ წუთას გაწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ ინსტაგრამი გახსნა და მოგონებების გრაფაში მისი და ირაკლის ფოტო ამოუგდო, რაზეც გაახსენდა რომ მას შეეძლო ამ საქმის მოგვარება. ასე პირდაპირ ყოფილს ვერ სთხოვდა , ამიტომ იმ ერთადერთ ნაცნობს მისწერა რომელიც მოეპოვებოდათ. ბიჭმა მე არა მაგრამ ირაკლის შეულძია და თუ გინდა ვეტყვიო, მარიტამ თავი დაიფასა,მაგრამ თან ლოცულობდა კდიევ ერთხელ მკითხოს ვარ თუ არა დარწმუნებულიო. საბოლოოდ მარიტა ირაკლის კაფეში შეხვდა და ლეპტოპი მისკენ გააცურა. ღია სივრცეში ისხდნენ და მიმტანს ელოდნენ. -გამიკვირდა რომ დათანხმდი. -მე კი ის რომ დაგჭირდი. -ასე ნუ ამბობ-გოგო მხრებში მოიბუზა- ძალიან უხეშად ჟღერს. -ხო მაპატიე.-მიმტანი მოუახლოვდათ და ირაკლიმ მას შეხედა- ერთი ორმაგი ესპრესო,მისთვის ალუბლის წვენი და ორი ბრაუნი ალუბლით. მიმატნი რომ წავიდა მარიტამ გაოცებული ღიმილით შეხედა ბიჭს. -რა? -სერიოზულად? რატო გახსოვს? - დიდი ამბავი. ძალიან უხერხულად ხარ რაც არ გჩვევია და არ მითხრა რომ ისევ ნიკუშას დაბადებისდღის გამო. -ხო რავი. ხომ იცი არ მიგულისხმია. -რა არ გიგულისხმია. -გადი როგორც მომშორდი. -ვიცი, ისედაც მართლა ამერიე თორემ ვიცი შენ რომ არ ეწევი. -საიდან იცი? საზურგეს მიეყრდნო და გამომწვევად შეხედა. -რა ეწევი? ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. ერთი ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მოუკიდა, თან მარიტას გამომწვევ მზერას არ აშორებდა. -ზოგჯერ. -აიღე. გახსნილი კოლოფი გაუწოდა, წითურმა იცოდა რომ იწვევდა და ამ თამაშში დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ერთი ღერი ამოაძვრინა. მარიტა მაგიდას ხელებით დაეყრდნო მისკენ გადაიხარა და ისე რომ ბიჭის თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია მისი სიგარეტიდან თავის კბილებს შორის მოქცეულ ღერს მოუკიდა. ირაკლის სუნთქვა შეეკვრა, სკამზე დაბრუნეუბლომა მარიტამ კი ცალი წარბი მაღლა აუწია. - მადლობა. -არა და მახსოვს მისი სუნი გეჯავრებოდა. -2 წელზე ცოტა მეტი გავიდა ირაკლი, ადამიანები კი ვერც კი წარმოიდგენ ისე იცვლებიან. -მაგრამ შენ არა, შენ... -მეც. მე მუდამ ისეთი არ დავრჩებოდი, მართლა რამდენი უნდა გადაგიხადო? -რა? -ვინდოუსისთვის, არ მინდა ისე ჩანდეს რომ გიყენებ. -არ მინდა ფული ნუ სულელობ. -მაშინ რა? -მმმ შეგიძლია ზეგ კონცერტზე წამომყვე? -ისევ მე გამოვდიავრ მოგებაში ხვდები ხო? გაიცინა და მხრები აუთამაშდა, რაზეც ირაკლის ძლივს შესამჩნევად ჩაეცინა. -რატომ? კონცერტზე შენ ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო. -ფილმში ვართ? იუ. -ისევ ისეთი არარომანტიული ხარ. -რა თქმა უნდა. -და ამბობდი არ შევცვლილვარო. ირაკლიმ მიმტანი რომელმაც შეკვეთა მოიტანა და მაგიდაზე ალაგებდა არ შეიმჩნია და საუბარი გაუგრძელა ყოფილ შეყვარებულს. -მოკლედ შევთანხმდით? -ვინ უნდა აეჭვიანო? -არავინ. -დარწმუნებული ხარ? -ყოფილი. -ის გოგო? -არა კიდევ სხვა. -კაი ჯანდაბას წამოვალ, მისამართი მომწერე და დრო. -გამოგივლი. -მათემ რომ დაგინახოს მოგკლავს-ამის თქმა და ძმის ზარი ერთი იყო რაზეც ორივეს გიჟივით გაეცინათ. გაახსენდათ წლების წინ როცა ერთად იყვნენ როგორ რეკავდა მათე ყოველჯერზე როცა მის სახელს ახსენებდნენ.-ხო მარწყვო? -სად ხარ? -მალე მოვალ არ იდარდო. -კაი, მე ბიჭებთან გავდიავრ და გასაღებს მეზობელთან დაგიტოვებ. -ოკეი. -მოკლედ გამოგივლი. შაბათ საღამოს მოკლე ვარდისფერ კაბაშიი გამოწყობილი გაყვა კონცერტზე სადაც სასმელითა და მუსიკით მშვენივრად ერთობოდა ირაკლის სამეგობროსთან ერთად.იქ მყოფებიდან მხოლოდ ნიკუშამ იცოდა რომ მათშორის ყველაფერი რაც იყო ან არ იყო წარულს ჩაბარდა. ირაკლი ხელს ხვევდა შუბლზე კოცნიდა და ცდილობდა რომ მისი “სიყვარული” კანზე ზედმეტი შეხების გარეშე გამოეხატა. ახსოვდა დაშორებამდე როგორ უხსნიდა მარიტა რომ არ მოსწონდა სხეულზე სხვისი სხეულის აღქმა. მოკლედ კარგად გაერთნენ, დალიეს , იცეკვეს და ბოლოს როცა მარიტა სახლში უნდა წაეყვანა, როცა წითური მანქანაში ჩაჯდა და ისიც საჭეს მოუჯდა,მოულოდნელა გოგოს ტუჩები თავისზე იგრძნო, იგრძნო როგორ მოუხერხებლად კოცნიდა გოგო. მარიტას მაშინაც კი არ მიუცია ირაკლისთვის კოცნის უფლება როცა ერთად იყვნენ და ახლა ის კოცნიდა. -მარიტა მთვრალი ხარ. -კარგად იცი რამდნეიც არ უნდა დავლიო ჩემს ქმედებებს ვიაზრებ და ახლა მე შენ გკოცნი იმიტომ რომ ასე მინდა და არა იმიტომ რომ მთვრალი ვარ. -და რატომ? -არ ვიცი უბრალოდ მინდა. შეიძლება ფხიზელზე ვერ გამებედა მაგრამ მაშინაც მენდომებოდა. იმ დღეს მარიტა “ქეთისთან დარჩა”, ყოფილსი მკლავებში მოქცეული ცდილობდა როგორმე მისგან ის სიამოვნება მიეღო ფილმებსა და სერიალებში რომ ხედავდა. მეგობრები და ნაცნობები რომ უყვებოდნენ, მაგრამ დიდად არაფერი გამოსდიოდა. პრინციპში ირაკლი მისი პირველი ბიჭი იყო და უნდოდა ყველანაირად პირველად დარჩენილიყო(კოცნას თუ არ ჩავთვლიდით) ყველა ისეთი გამოცდილების წამოღება უნდოდა მისგან რაც შეიძლება ქალმა კაცისგან აიღოს. -სერიოზულად? -რა? -ჩემს მერე არავინ გყოლია? -ნწ, სიყვარულისთვის არ მცალია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.