ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 14)
ქებურია ბინდბუნდში გადაეშვა და თეოფილეც დაინახა ამ პორტალის მეორე მხარეს. არ მესიზმრებაო გაიფიქრა, ან ყველაფერი ეს სიზმარია და საერთოდ ჩემს გამონაგონ სამყაროში აღმოვჩნდი სადაც ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს და ძლიერ სიგიჟის სიმპტომებს გავუხურებივარო. თეოფილემ ღრმად ჩაისუნთქა მხარზე ხელი დაადო და წაქცეულს ხელი გაუწოდა. -როგორ ხარ? - ჰკითხა დარდიანი მზერით, თითქოსდა მთელი ამ სამყაროს საკაცობრიო ცოდვა მხრებზე დასწოლია და მთლიანად ანადგურებსო. - რა საოცრად ჰგავხარ დედაშენს... - დანანებით ჩაილაპარაკა. -უკეთ. - უპასუხა დაგვიანებით ირაკლიმ და ეჭვნარევი მზერა შეაგება კვლავ. -სიყვარულს რა უდგას წინ შვილო, სიყვარულის რაობა გრძნობის უწინდებურად ჩასახვის საწინდარია და სიცოცხლის აღმოცენების საიდუმლოს ისახავს მიზნად. ამ სიყვარულმა დამაბრუნა კვლავ სიცილიაში და ამ სიყვარულმა მომანიჭა ძალა გამარჯვების მერწმუნა და ბრძოლაში წაგების მსხვერპლთა სახელით არ შევსულიყავით. ეს ბრძოლა მარადიულად გრძელდება და დასრულების ნაცვლად შესაძლოა მხოლოდ მცირე ხნით გადაიდოს, თუმცა... ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ დავასრულოთ და სამარადისოდ განვდევნოთ ბოროტება სიცილიიდან. -არც კი ვიცი ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა, სიმართლე გითხრა ყველაფერი ამერია თავში. ყველა ამ სიყვარულის და ბოროტების ბრძოლით მიჭედავთ ტვინს და თავადაც ვერ გაგიგიათ რა ხდება სინამდვილეში. ყველა სხვის იმედზე ხართ, ხან ვინ იცის საიდუმლოს გასაღები ხან ვინ... და რეალურად კი არც არავინ არაფერი არ იცის. მეთამაშებით. თამაშობთ პატარა ბავშვებივით ომობანას და გგონიათ წაგების შემთხვევაში კვლავ ახლიდან დაიწყებთ, კვლავ სულ დასაწყისში დაბრუნდებით და უკვდავობანას თამაშით არ დაიღლებით. ვინა ხარ სინამდვილეში? თეოფილე ქებურია? მამაჩემი? თუ უბრალოდ უცნობი მანიაკი სხვისი გრძნობების წამებით რომ იღებს სიამოვნებას. ამიხსენი ვინ ხარ? სანამ მასტერთან მივალთ იქამდე ყველაფრის ცოდნა მინდა და მოვითხოვ რომ ეს ვიცოდე! ბინდდებოდა, მზე საოცრად ლამაზი ფერებით ჩადიოდა და ჰორიზონტიდან ცალი თვალით იჭყიტებოდა მხოლოდ. ირგვლივ ყაყაჩოთა ჰანგების ხმა ისმოდა აშრიალებულ ქარში და ბულბულთა გალობანი ატყვევებდნენ არემარეს. ისე საამოდ ჟღერდა თითქოს ბეთჰოვენის ნაწარმოებს ან მოცარტის სიმფონიათაგან ერთ-ერთს უსმენდნენ. -საერთოდ ნორმალურ სამყაროში გიცხოვრიათ? თუ ამ არანორმალურ ადგილას დაიბადეთ? -კარგი, შვილო. - თითქოს ბოლო კითხვა დააიგნორა სიარულისას ხელით გააჩერა იგი და იქვე დაგდებულ მომცრო კუნძზე დასვა. თავადაც ჩამოჯდა ბალახთა გროვაზე და თვალები დახუჭა. - ხელი მომეცი. - ირაკლი შეტოკდა და უნებურად მზერა გადაუსხვაფერდა. - მომეცი ხელი და ყველაფერს გაჩვენებ მამი. - ისე ეუცნაურა ბოლო სიტყვა თითქოს თავში აგური ჩასცხეს და სულ გარეტიანდა, თუმცა მშვიდად გაუწოდა მაინც ხელი. თვალები ინსტიქტურად დახუჭა და ორივე ხელით ჩაეჭიდა „მამას“. თეოფილემ რამდენიმე სიტყვა თქვა, თუმცა მათი მნიშვნელობა ვერ შეიცნო ირაკლიმ. თვალებში სიბნელის ნაცვლად სიკაშკაშე აუკიაფდა და გონების დაკარგვის მანიშნებელი იმპულსი მიუვიდა მის ტვინს. ტვინმა რეაქცია მაშინათვე მისცა და თვალწინ დაუდგა ყოველი დეტალი. დაინახა როგორ დაიბადა თეოფილე პატარა ბაგაში, როგორ გახდა 5 წლის, ცელქი და მოუსვენარი, დედა საოცრად ლამაზი და თავაზიანი, როგორ უვლიდა ბიჭს, მამა კი მუდმივად უკმაყოფილო სულ ჩხუბითა და აყალმაყალით ბრუნდებოდა სახლში, მუდამ შარი მოჰქონდა და რამდენჯერმე ხელიც მოხვდა მისგან მეუღლეს და თეოფილე ამ კამათის მომსწრე სტრესში იზრდებოდა. როდესაც შვიდი წელი შეუსრულდა მას კიდევ ერთი ბიჭი დაბადა დედამისმა და მშობიარობას გადაჰყვა. გრძნობდა აღელვებას მამისას და თავადაც დათრგუნული ძლივს მოიბრუნა სული. მისთვის ძმის დაბადება დედის სიკვდილს ნიშნავდა და მაშინათვე შეიძულა იგი. წლების შემდეგ კი დალაგდა მათი ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ისინი რძიან დიდ ქვაბში ერთად ჩავარდნენ, დამდუღრულები და დამწვრები სასტიკად ტანჯულობდნენ. 21 ისა იყო თეოფილე, 14 ისა კი ლავრენტი, როდესაც პირველად შენიშნეს უცნაური ძალის გამოვლინება მათში და მამას ლოთსა და სასტიკს აქეთ აშინებდნენ. დამწვრობები 1 დღეში მოურჩათ ისე რომ აღარაფერი ეტყობოდათ და ლავრენტს კი ცნობიერების დაკარგვები უხშირდებოდა. ხშირად კარგავდა მეხსიერებას, არ ახსოვდა რას აკეთებდა ან რა უნდა გაეკეთებინა. რამდენჯერ ხელში რაღაც ნივთები ეჭირა და საიდან გაჩნდა ისინი ვერ ხვდებოდა. თეოფილეს კი განკურნების ნიჭი მიეცა და თავადაც შეატყო რომ ხელის დადებით შეეძლო მკვდარი ჩიტი, კატა თუ სხვა ნებისმიერი მწერი გაეცოცხლებინა ან ჭრილობა შეეხორცებინა მათთვის და მალევე გამოეკეთებინა. მამამისს უხაროდა თეოფილესაც რომ გამოუვლინდა რაც მას შეეძლო, ხოლო ლავრენტის ამბავი აფიქრებდა. მას თითქოს რაღაც ძალა დაჰპატრონებოდა და რომ არ შეეძლო ამ მოქმედებების ახსნა ეს აშინებდა. როდესაც ოცდახუთი წლის გახდა ლავრენტი, მამასთან მივიდა და გაუკრიტიკა მის მიერ ნაბოძები სახელი. არ მომწონს სახელი რაც დამარქვიო და ამიერიდან ბელადი დამიძახეთო. -რა შვილო? -ბელადი... მე ბელადი მქვია. არანაირი ლავრენტი. ეს სახელი მძაგს და შენც მძულხარ მამა. არასდროს გამოგივლენია სიყვარული ჩემ მიმართ და ყოველთვის თეოფილესადმი უფრო მეტ სითბოს და ყურადღებას იჩენდი. მძულხართ ორივე. - თქვა თუ არა მამას ძლიერად დაარტყა და სახლიდან გაიქცა. მამა განცვიფრებას იყო, კარგად ხედავდა ირაკლი მის სახეს, ვინაიდან თეოფილე უყურებდა მამას გაუცნობიერებლად რაც მისმა ძმამ ჩაიდინა. გაკიდება სცადა, მაგრამ მამამისი სწვდა ხელში და შეაჩერა. -გაუშვი, წავიდეს... მისთვის არსებობს სხვა გზა და იმ გზაზე სვლა მისი ბედისწერაა. ხელს ვერ შეუშლი შვილო, ამჯერად ვერა... მაგრამ დაიხსომე მოვა დრო და თავად შეგეძლება ამ ყველაფრის შეცვლა, მოვა დრო და იქნებ ყველაფრის გამოსწორება მოახერხო. მე არ ვიცი, რა სჭირს შენს ძმას, მაგრამ მას ბნელი ძალა დაჰპატრონებია და მის ავსულ ბუნებას თავიდანვე ვგრძნობდი, დაბადებიდანვე. მას ვერ გავექცევით და აუცილებლად წამოგვედება კუდზე... დაიხსომე. არაფერი დაუშავო შენს ძმას. გიყვარდეს და შეიცანი მისი ბუნების მიზეზი. ცხოვრება არასდროს გვაძლევს მეორე შანსს, სასტიკია და მარად გაგრძნობინებს რომ მარტო ხარ, თუნდაც ეს ასე არ იყოს. მარტოობა სისუსტე არაა, შვილო, ეს ის ფარული ძალაა რომლისაც უნდა გეშინოდეს. წლები მარტო ცხოვრობდნენ მამა-შვილი. და ათასი ჭორები მოსდიოდათ უცნობ სასტიკ მკვლელსა და ბოროტების მარადიულ გამოვლინებაზე, თუ როგორ გაჩნდა სრულიად უცხო არსება, საშინელი სახითა და უცხო იერით. დანაოჭებული კანით, ადამიანსაც რომ არ ჰგავდა და ნელ-ნელა იმასაც არკვევდნენ რომ საკუთარ თავს ბელადს უწოდებდა. მხოლოდ თეოფილე და მისი მშობელი მამა ხვდებოდნენ ვინ და რას წარმოადგენდა ეს ახალი ძალა, თუმცა ხმას ვერ იღებდნენ. მამას ძალა აღარ შერჩენოდა. ყოველია ახალი ამბავი, ყოველი ახალი მკვლელობა და სისასტიკე თავისი შვილისა კიდევ უფრო ასუსტებდა და ძალას ართმევდა. საკუთარ თავში წონასწორობას ვეღარ პოულობდა და ცდილობდა შეენარჩუნებინა იმედი, სულ მცირე გამოსხივება იმ პატარა იმედისა რასაც მისი სიყვარულისკენ შემოტრიალება ედო საფუძვლად. თუმცა ბელადს სისასტიკე სულ უფრო ემატებოდა, მოისმოდა ხმები არათუ მკვლელობის, არამედ თუ როგორ კრებდა პატარა ლაშქარს და მისი ძლევამოსილების საზრდოს როგორ იშენებდა თავად. ერთხელაც ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა აფეთქება არ მომხდარა. ყველამ დაინახა როგორ დაეშვა სიცილიაზე გუმბათი და ჩაკეტა გზები. დღის განმავლობაში გამჭვირვალე იყო და არ ჩანდა, თუმცა ყოველმა მაცხოვრებელმა იცოდა სად გადიოდა სიცილიის საზღვრები და როგორც კი მიუახლოვდებოდნენ ამ მაგნიტურ ველს, მაშინვე თავის ძლიერი ტკივილი შეაწუხებდათ და გონების უცაბედი დაბინდვა. ახლოს ვერ უახლოვდებოდნენ თუმცა ეს ველები თავისებურად მოქმედებდნენ, შესვლაც არ შეეძლო ნებისმიერს და არც გასვლა. ბელადის დამქაშები მარტივად კვეთდნენ ამ საზღვარს ორივე მხრიდან თითქოს არც არსებულა საერთოდ, თუმცა ჩვეულებრივი მაცხოვრებლები ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ მას. მხოლოდ ბევრი ფიქრის შემდეგ, თეოფილეს მამა იმ აზრამდე მივიდა რომ გარე ძალების დახმარება დასჭირდებოდათ და წერილი აგზავნა. რამდენი მცდელობა ჰქონდა, თუმცა ამაოდ. ისინი არ მოდიოდნენ. შემომავალ ჭიშკართან ელოდებოდა, საიდანაც ერთადერთი გზა შემოდიოდა, ყოველდღე, ყოველ კვირა მაგრამ არავინ ჩანდა. ნელ-ნელა ამ დაკვირვების შედეგად რაღაცები გაარკვია, ხედავდა როგორ გადიოდნენ ბელადის კლანის წევრები და როგორ შემოდიოდნენ უკან. ერთ კონკრეტულ დროსაც ირჩევდნენ გასასვლელად, შემოსასვლელად კი ყური მოჰკრა მხოლოდ იმას შემოუშვებდა გუმბათი ვისაც მცირე რამ მაინც აკავშირებს ამ ადგილთან, ვინც ერთხელ მაინც გადაიკვეთა სიცილიასთან ან ვისაც ღრმად სჯერა ფანტაზიებისა და მორიგი სისულელეების, რაც შესაძლოა სავალალოდაც დასრულდეს. როგორც კი გადახარშა იგი მან, დასახა გეგმა და თეოფილესა და უკვე მის მეუღლეს, ძვირფას ელეონორასთვის აპირებდა თქმას, თუმცა შეჩერდა. ამას ვერ გააკეთებდა. ერთ საღამოს გვერდით თეოფილე მოისვა და ყველაფერი უამბო, რაც კი გუმბათის შესახებ გაარკვია, თეოფილეც დახმარებისთვის მზად იყო და გაიხსენეს ერთადერთი ადამიანი, ვისაც დიდი ხნის კავშირი ჰქონდა ამ ადგილთან, თეოფილეს მამის და, რომელმაც გაზრდისთანავე შეიძულა ეს ადგილი, რადგან მისი დეფექტის გამო, უსწორმასწორო ცხვირით რომ დაიბადა, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, სასწავლებელშიც და მის გარეთაც. ამიტომ სიცილიას თავი დააღწია პირველივე შანსის გამოჩენისთანავე და ერთ მამაკაცთან ერთად შორს გადაიხვეწა. როგორც ყურმოკვრით იცოდნენ, შვილებიც გაუჩნდათ, ორი ბიჭი და ერთი გოგო, უფროსი ბიჭი იყო დაოჯახებული მხოლოდ, რომელიც არ გამოადგებოდათ და უმცროსი ბიჭი კი პილატე დაცვის უფროსი იყო ერთ უზარმაზარ კომპანიაში. მას წერილი გაუგზავნეს ბიძის სიკვდილის შესახებ და თხოვნით რომ მხოლოდ ის ჩამოსულიყო და არავისთვის არ ეთქვა ეს ამბავი. შესაძლოა უცნაურად მოსჩვენებოდა მაგრამ რამდენიმე კვირის ლოდინის შემდეგ საზღვარი გადმოკვეთა და პილატე სიცილიაში აღმოჩნდა. დაინახა ფარული მოქმედებები. როგორ ეხმარებოდა პილატე ოჯახს და ბელადის წინააღმდეგ ცდილობდნენ წასვლას. ასევე თვალწინ დაუდგა ირაკლის გუგას დაბადება, შემდეგ კი მისი, დაინახა როგორ უბრძანა ბებიაქალს ბაბუამ რომ მეორე ბიჭი სიცილიის გარეთ გაეშვათ. თუმცა მის გაზრდას დაელოდნენ, ირაკლი იზრდებოდა და დაახლოებით იგივე სიცელქეს ავლენდა რასაც მისი ბიძა ლავრენტი, თუმცა თეოფილე ამას არ იმჩნევდა. რამდენჯერ დაელაპარაკა მამა მას თუმცა უარზე იყო და არაფრის გაგონება არ სურდა, ბოლოს სხვისი სახელითაც რომ მოისმინა იგივე დარწმუნება გაჭირდა, წინააღმდეგობას უწევდნენ თეოფილე და ელეონორა. გიჟს ჰგავდა ქალი, ჩემი შვილი ჩემთან დარჩებაო, თუმცა ერთ დღეს ის მაინც წაართვა ოჯახს ბაბუამ და ეს იმით ახსნა რომ მათივე სასიკეთოდ მოიქცა ასე. წლების შემდეგ საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს მოხუცი და თეოფილემ ეს ბელადს გადააბრალა. პილატეც სადღაც გაქრა. არავინ უწყოდა სად, გაიქცა თუ ისიც მოკლეს, თუმცა ეს სისასტიკე კვლავ მღვიძარე რჩებოდა და დღითიდღე ცხოვრებას უმწარებდა მაცხოვრებლებს. თეოფილემ ხელები გაუშვა ირაკლის. მანაც თვალები გაახილა და საბოლოოდ ყველაფერს მიხვდა. -შენი ნების წინააღმდეგ გააკეთა არა მამაშენმა? გუგა რომ მიყვებოდა თუ როგორ მოკლა ბელადმა იგი, როგორ ცდილობდა მის მოშორებას ეს მართალია? -მამაჩემი მის მოშორებას არ ცდილობდა. მუდამ მიმეორებდა ოჯახის ნაწილია, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ოჯახის წევრიაო, როგორც შენი ძმაა ჩვენი ოჯახის წევრი და მისი დაკარგვის უფლებას ამ სასტიკ სამყაროს არ მივცემ. -შენ მკვლელობაზე რას მეტყვი? ბელადმა შენც მოგკლა... -არა, მას ამის ძალა არ ეყოფოდა ჩემს მოსაკლავად მეტია საჭირო. მას შესაძლოა ეგონა რომ მომკლა ასევე გუგასაც, მაგრამ სინამდვილეში შორეულ საპყრობილეში გადამაგდო, საიდანაც მხოლოდ საჭირო მომენტში შემეძლო თავის დაღწევა, როდესაც ეს ჭიშკარი გაიღებოდა და როდესაც დავინახავდი რომ თქვენთვის საჭირო ვიყავი. და ესეც მოხდა. -გამოდის რომ მთელი ოჯახი დაწყევლილები ვართ. -ასე გამოდის. - გაეცინა თეოფილეს. მხარზე ხელი დაადო და მაგრად ჩაიკრა გულში. - ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, ყოველ ჩვენგანში ბუდობს კეთილისა და ბოროტის საწყისი და მხოლოდ გარკვეულ ნაბიჯებს შეუძლია ამ საწყისების გადაწონვა. ხშირად ვკარგავთ წონასწორობის შეგრძნებას და ამ დროს ბოროტი საწყისი გვძლევს, თუმცა ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას ეს ბალანსი. როგორც მივხვდი, როდესაც თქვენ დაამარცხეთ ბელადში ეს საწყისი, ბოროტების, და ის უბრალო მოხუც კაცად იქცა მაშინვე რაღაც მოხდა გუგასთან, მან დაკარგა ბალანსი და მას დაეპატრონა ის საწყისი, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. წამოდგნენ და გზას დაადგნენ. საუბრისას ისე მალე გავიდა დრო ვერც მიხვდნენ და მალე ჭიშკარს მიადგნენ. თუმცა სანამ დააკაკუნებდნენ კარზე და მასტერს შეეჩეხებოდნენ, ირაკლიმ შეაჩერა თეოფილე. -მაშასადამე ბაბუაჩემის ზრახვები ჩემთვის ცნობილი გახდა. მას იმის გამო არ უნდოდა ჩემი აქედან განდევნა რომ ბოროტებას ვასხივებდი, მან იცოდა რომ აქ გაზრდა შემცვლიდა და შესაძლოა ჩემზეც ცუდად ემოქმედა, გუგას შემთხვევაში კი არ უმოქმედია, თუმცა მაინც სარისკო იყო. ვფიქრობ რომ ამით ჩემი დაცვა უნდოდა, გარესამყაროში გაზრდამ ახალი შესაძლებლობები მომცა და იქ ბელადის ხელი ვერ მომხვდებოდა. მხოლოდ საჭირო დრო იყო გამოსაძებნი, როდესაც გუგამ მომიხმო აქ. თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები ეს როგორ გააკეთა, რა მისწერა ჩემს უფროსს რომ მე გამაგზავნა, სწორედ რომ მე მიხმო სასწრაფოდ იმ დილით და დავალებაზე გამიშვა. -გუგას განათლებულობაში ეჭვი არასდროს შემპარვია და დარწმუნებული ვარ ზუსტად იცოდა ვის გამოგზავნიდა შენი უფროსი, რადგანაც შენ კი არა პირდაპირ მას მიწერა. - კარზე დააკაკუნა თეოფილემ და პასუხს დაელოდა. ჯერ არავინ გამოხმაურებია, კიდევ ერთხელ დააკაკუნა და შიგნიდან ჩხუბის თუ რაღაცების მიყრა-მოყრის ხმა გაისმა. -ახლავე. - დაიძახა ვიღაცამ და მამა-შვილმა ერთმანეთს გადახედეს. თეოფილე მშვიდად გამოიყურებოდა, ხოლო ირაკლი იყო აფორიაქებული. მას თავისი ალღო რაღაც ცუდს ეუბნებოდა თუმცა ცდილობდა უკუეგდო და მამის გვერდით თავი მშვიდად ეგრძნო. მასტერის ამბავი არ მოსწონდა თუმცა ამას არ ეუბნებოდა მას. ერთადერთ თავის ინტერესის ობიექტის გახსენებას ცდილობდა. ლი...ლი... რა ერქვა? ცდილობდა სახელი მაინც გაეხსენებინა თუ სახე ვერა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ლილიანა... ბოლოს ჩაითქვა გულში და კმაყოფილმა ჩაიღიმა. „ჩემი ლილიანა მენატრება. ჩემი ღვთაება, როგორ მინდა რომ მალე დავასრულო ეს ყოველივე და მასთან დავბრუნდე.“ -მამა, - პირველად მიმართა მას ამ სახელით და თეოფილესაც ესიამოვნა. - თუ ყველაფერი კარგად დასრულდა მინდა გითხრა რომ... -აუცილებლად კარგად დასრულდება ჩემო ბიჭო. შენ ძმასაც დავიბრუნებთ და ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. -თუმცა... თუ ასე არ მოხდა მინდა იცოდე რომ გარეთ, ჩემს ადრინდელ საცხოვრებელში საყვარელი ადამიანი მელოდება. მინდა რომ მას მიხედო, იპოვო და უთხრა რომ მიყვარდა. -გაჩუმდი. ცუდად არაფერი დასრულდება. ეს ფიქრები თავიდან ამოი... კარის გაღებამ შეაწყვეტინა თეოფილეს სიტყვა. როდესაც მან მზერა შვილიდან კარისაკენ გადაიტანა ღიმილი სახეზე შეახმა და მოულოდნელობისგან გაშეშდა. -გამარჯობა მამა. სალამი ძმაო. - კარის ზღურბლს იქით გუგა იდგა. - ცოტა დაიგვიანეთ, ადრე გელოდით. შემოდით. - გუგამ ორივეს საყელოში დაავლო ხელი და ჯერ მთელი ძალით სახლში შეათრია შემდეგ კი ისე მოიქნია, კედელს მიანარცხა ორივე. - აქა მშვიდობა არა მამა? თუმცა.. მე მკვდარი მეგონე, შენ კი ისევ აქ ხარ. რამდენ რამეს გვატყუებენ უფროსები თურმე, ეს ამაზრზენია... მოდით ვითამაშოთ. გზა ბოროტებას დავუთმოთ და ხელი გავუწვდინოთ სისაძაგლეს, მივესალმოთ ახალ იდეას, გულისამრევს და სასტიკს. გაუმარჯოს სიმარტოვის შეგრძნებას, ეს ძალას მმატებს და საოცრად მაგრძნობინებს თავს. -შვილო, აქ შენს დასახმარებლად მოვედით. ზიანის მოყენებას არ ვაპირებ. - დაიწყო თეოფილემ თუმცა გუგამ იქვე მდგარი ტუმბო ხელის შეუხებლად ესროლა მამას და თავში მოარტყა. გონება დაკარგა და ის და მისი ძმა კვლავ პირისპირ დარჩნენ. ირაკლიც წამოდგა გუგა თვალი თვალში გაუყარა და გრძნობდა ძმის მრისხანებას. გრძნობდა რომ თეოფილეს თუ არა, ირაკლის შეეძლო მისთვის ზიანის მიყენება და ხელები გაშალა ძალის მოსახმობად. ..... გამოვჩნდი, მომილოცეთ. საპასუხისმგებლოა მამობა რას ვიზამთ ვეღარ ვჩანვარ ჰორიზონტზე, მაგრამ ამ ისტორიას აუცილებლად დავასრულებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დასრულება, მისი წერა. მაწუხებს მთელი ეს დრო მუზები და ვერაფერს ვუხერხებ ხოლმე, თუმცა შიგადაშიგ როცა ვაძინებ ჩემ ბიჭს და დროს ვნახულობ ვწერ... აბა ისე როგორ გინდათ. თუ გინდათ რომ დასასრული გაიგოთ უნდა ელოდოთ კიდეც :დ <3 ჩემ ბიჭს ფრენა ძალიან უყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.