შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი ( IV თავი)


30-04-2024, 02:19
ავტორი tasusuna
ნანახია 1 024

არც ახსოვდა ცოდვის ქალაქს თოვა და თან,ასეთი შმაგი.
ბილიკებზე გაკვალულ ნაბიჯებს წუთები სჭირდებოდა,სისხლის კვალი დაეფარა და,
ხელახლა აეთვალა მორიგი ცოდვის ნიშანი.
ლღობასაც ვერ ასწრებდა უძალო მზე,
ისე იჩრდილებოდა ღრუბლის მიღმა და მის თავგანწირვას ამაოდ წყვეტდა.
წვიმას პირი თითქოს სამუდამოდ შეეკრა და,აკლდამაში ამოეკეტა მისი დაუღალავი სურვილი,
ერთიანად ჩამოერეცხა ბნელი მხარე.
თეთრ საბურველს ოხრად გადმოეყარა მისი პატარა შვილები და,მიზნადაც კიარ ჰქონდა,შორეულ ფიქრებში,სხვა,უფრო სარგო ამინფისთვის დაეთმო ასპარეზი.
ზუსტად ასეთი იყო დეკემბერი,
როგორც მისი უძღები შვილი-თოვა!
დაუმარცხები და მიზანსწრაფული-მოეყინა ირგვლივ ყველა,ვინც კი გაივლებდა ფიქრად ტელპერატურის შეუფერებლად გამოსულიყო ცოდვით სავსე ქალაქში.
ბალოტისფერ ლაბადაში თავდაცულ ივერი უთურანს არ აშინებდა სიცივე,
მისი მუდამ ცეცხლში გახვეული სხეული ალღობდა ყოველ ფიფქს და ძირს მხოლოდ სუფთა ნაბიჯებს ტოვებდა.
ალბათ,მხოლოდ მისი განზრახვების დამალვა გაუჭირდებოდა შემოქმედს,რომ არა სურვილი,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი ფრთხილი ნაბიჯები.
მუდამ ამაყად მოარულს,ჭირივით ეზიზღებოდა ჩრდილს ამოფარება,თუმცა,სანამ მის განახლებულ გეგმას ფრთებს არ შეასხამდა,
თავს უფლებას არ აძლევდა,მზის შუქზე გამოელვებულიყო..
ერთადერთი ტყვია,ვერცხლისფერ ცეცხლსასროლში გამიზნულად რომ დაეტოვებინა,მის პატრონს დათმინებით ელოდა და ერთი სული ჰქონდა,
კიდევ უფრო ჩუმად,შიშით სოროში შემძვრალ მალხაზს როდის დაედევნებოდა..
დღეების მსვლელობა მხოლოდ მოშვებულ წვერზე დატყობოდა უთურანს.
გრძელი თმა უხეშად გაეკრა და პირი ისე მოეკუმა,ჰაერსაც კი იშვიათად უშვებდა ფილტვებში..
სვიმონის სახლიდან მომავალს,მხოლოდ ის ადარდებდა ამწამს,სახლამდე რაც შეიძლება მალე მისულიყო,რომ შინ დატოვებულ დონკას ზღვირთრბისფერ თვალებში ის იმედი ამოეკითხა, ძარღვებში ამხელა ძალას რომ უსხამდა..
შებინდებული იყო.
საქარე მინის საწმენდი ვერ ასწრებდა ფიფქების მოგერიებას,
ისე გამეტებით ეხეთქებოდა მის ზედაპირს..
მძიმე ატმოსფეროში ტელეფონის ზარი რომ გაისმა,
წამებში უპასუხა ივერიმ.
ელოდა ამ ზარს.
და თან მთელი მოთმინებით.
იცოდა,დიდხანს არ დააყოვნებდა.
გულის სიღრმეში კი,იმის იმედი ჰქონდა,რომ მისი ფიქრების საპასუხო დასტურს მოისმენდა..
-ალექს.-ძალიან მხიმედ დაეკიდა ხმა ჰაერს..
იყო მასში წყენის,იმედგაცრუების,მაგრამ,მაინც პატარა იმედის ნოტები..
ქალაქის სართოდ სხვა მხარეს ,ოთახში გამომწყვდეულ ახალგაზრდა,ფერმკრთალ სხეულს მჭიდროთ მოექცია ფარატინა გოგონას მტევანი ხელებში და,
ერთადერთ იმედს ჩაბღაუჭებოდა.
-ივერი..-მხოლოდ ერთ წამოძახილში ჩანდა ყველა ის უთქმელი სიტყვა,ყელში რომ გაჩხრროდა ბიჭს..
პირწინ რომ ჰყოლოდა,ალბათ თვალებში შუქივით გაკვესებულ შიშსაც ამოიკითხავდა ივერი,ასე რომ მოეცვა მენაბდის სხეული.
გაჭირვებით გადაყლაპა ყველა ბოდიში და მაპატიე ალექსმა..
მასზე უკეთ არც არავინ იცოდა,რა შესცოდა და,როგორ უმძიმდა,
მაგრამ,
არც მის სიტყვას ჰქონდა ნაკლები წონა,
რომ არ მოესმინა უთურანს..
თითქოს კანით იგრძნო,მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და,
თუ აქამდე,
მთელი ორი კვირა შორიდან უცქერდა მის ბრძოლას მწველ ნარკოტიკთან,
ახლა,მის ხმასაც დაელოდა..
-მჭირდები..-იყო პასუხი და ყველაზე მყარიც.
გაბედული და კაცის ფასი..
არ უჭოჭმანია ბევრი,
როგორც კი გაუთიშა,
მხოლოდ მისთვის გასაგები მინიშნებებით ადგილმდებარეობა ჩაუგდო და მანქანა ასფალტს მოუთმენლად მოსწყვიტა..
ბარდნიდა ციდან გაშმაგებით და,
თან მიჰქონდა ქარბუქს ივერის ფიქრები,
თუ რა მოხდა..
აარავის შეუმჩნევია გზად მისი აღელვება.
ცოდვებში მოლივლივე სხეულებს ძაღვები დაეხსნათ და მათ იქით ცეცხლში გახვეულ ქალაქს არაფრად აგდებდნენ,ოღონდ ავის მსურველი სულისთვის ლუკმა ეჭმიათ.
შუქებჩამქრალმა შეაყენა მანქანა ივერიმ.
გაკვალულ ბილიკს ჩაფიქრებული მიყვა და,
მის მოლოდინში,სარკმელთან აწურულ სხეულს მანამ არ მოსცილდა,სანამ ის დრო არ გამოელია ხელებში,
რაც ალექსის მასთან მოსასვლლად სჭირდებოდა.
-დაღლილხარ..-მხრებიდან სამყაროს წონა ტვირთს შეეჭიდა დონკა მოსახსნელად,თუმცა,ძვრაც ვერ უყო..
გაცრეცილ სახეზე თხელი თითები ჩამოატარა და ფიფქისგან დასველებული თმები გადაუწია..
უყვარდა მისი სახე.
მის სახეზე აღბეჭდილი ყველა ემოცია და ის ისტორია,
თითო ნაოჭში რომ იმალებოდა..
ყორნისფერი თვალები მხოლოდ წუთით კვეთდა გრძნობებს, შემდეგ კი,ისევ ქვესკნელში კეტავდა მათ.
წელზე ძლიერად შემოეხვია საპასუხოდ ივერი.
სხეულში ცეცხლივით დავლილი ჟრუანტელი ახსენებდა,რომ ჯერკიდევ ცოცხალი იყო,ადამიანი და უფლება ჰქონდა,წამით მაინც მოდუნებულიყო მის კანქვეშ.
ხერხემალზე საჩვენებელი თითი სურვილისგან გაშმაგებულმა ჩამოატარა და ყველა ნეკნი დაუთვალა,მიმზიდველად შეფარული მაისურის ქვეშ.
ქალი ,ტანკერანი,რომ ხელებში ჩაადნა,ჩაეღიმა მის კისერში თავჩარგულს..
გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ფრთებმოკეცილი დონკა მხოლოდ მასთან თუ იხარებდა ისევ ისე..
ეძნელებოდა მის გარეშე და,არ ეთმობოდა არცერთი წამი,მასთან..
კისერზე სუროსავით შემოხვეოდა და იმ ძალას უნაწილებდა,ასე ჭარბად რომ
ჰქონდა მასაც..
წელიდან ხელები კაცმა ქალის მიმზიდველი,გამოკვეთილი ნაწილისკენ წაიღო და წამებში აიტაცა ჰაერში..
ზრახვით აღტკინებულმა ბოშამ წამში შემოაწყო გრძელი ფეხები წელზე და,
მის ქარცეცხლში გახვია მამაკაცის უსაშველოდ დაღლილი გონება და სხეული..
მიუყვებოდა მის რბილ კანს კოცნით უთურანი და,
ყოვრლ ამბორზე ხვდებოდა,როგორი ძვირფასი იყო თითო წამი და თავად შემოქმედი მისთვის..
დონკას სიამოვნებისგან დაწითლებული ტუჩები სამყაროდ უღირდა და იმ შემართებით ავსებდა,
ყველაფერზე გასამარჯვებლად რომ
კმაროდა..
-ივერი,გთხოვ!-მეტისკენ ილტვოდა სხეული და სადავეების ხელში აღებისკენ იწევდა,მაგრამ,კაცს აღარ ჰქონდა მეტის დრო..
დამაშვრალივით დაეწაფა მის ტუჩებს და, მანამ არ მოსცილდა,სანამ სუნთქვა არ გამოელია..
დამშვიდებულ გულისცემას თან ფანჯარაში არეკლილი მანქანის შუქიც მოჰყვა.
კითხვით გახედა ქალმა,თუმცა,
ივერიში ცვლილებები რომ ვერ დაინახა, მოდუნდა.
უყურებდა როგორ გააღო რკინის მასიური ჭიშკარი უთურანმა და სახლში მანქანა მხოლოდ მას შემდეგ შემოატარა,რაც სალონში ჩაიხედა.
დონკას მახვილ თვალს არ გამორჩენია ივერის უცებ შეცვლილი სახე და ფერი,რომელიც საერთოდ დაეკარგა მას შემდეგ,რაც ალექსის მხლებელი დალანდა.
გახევდა.
თუმცა მხოლოდ წამით..
მის ხელში გაზრდილის მიმართ ჯერ უზღვავი სიამაყე იგრძნო,
შემდეგ კი,
იმ უკუნითში გახვეული მომავლის სისასტიკე,რომელიც მის გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვებოდა..
აღარ დაელოდა მენაბდეს..
სანამ ბიჭი მანქანას ჩააქრობდა,
მანამ გააღო მეგზურის კარი და იქიდან პატარა,სუსტ სხეულს გადმოსვლაში დაეხმარა..
მიტკლის ფერი ჰქონდა ანნა ჭყონიას..
მალხაზის ხელის გულზე ნაზრდელ გოგონას.
ჯავრისგან მთლიანად გამოლეულიყო და მიწას აღარ აჩნდა..
-მამა მომკლავს..-მხოლოდ ესღა თქვა და მის ხელს მოეჭიდა..
სულ ერთი წამით ინანა ის ფიქრები ივერიმ,და გადაჭრილი გზა,მალხაზს რომ დაემუქრა..
სხვა თუარაფერი,ალექსის მადლიერი იყო,რომ იმ ცოდვას აარიდა,რაც მის ყოველ ქმედებას მოყვებოდა.
მიუხედავად იმისა,რომ ჭყონიას დამპალი სული ყველა უკიდურესის ღირსი იყო.
-შენ თანახმა ხარ?!-ლექსოსთვის არც კი გაუხედავს,ისე ჰკითხა გოგონას..
დარცხვენილმა მხოლოდ თავი დაუკრა და,
სისუსტისგან გამოპარული ცრემლი ხელისგულებით შეიშრო..
-ჰოდა,სანამ შენამდე მოვა,მანამდე ჩემს გვამზე მოუწევს გადმოვლა,ანნა.-წამიერად გაუღიმა და ლექსოს გახედა.-ეს ბიჭი კიდევ, თავს ისე არ შეაკლავს არავის,რომ შენ მარტო დაგტოვოს.-მისი სათქმელი უთხრა და თვალებში იქამდე უყურა,
იქამდე გახვრიტა მისი ფსკერი,
სანამ ზუსტად,
ანალოგიური ზრახვები არ ამოიკითხე მენაბდის თვალებში.
დონკას ძლიერ მკლავებს გადააბარა ივერიმ ანნას სუსტი სხეული..
ეზოში,
ძელსკამზე ჩამომჯდარ ლექსოს მიუახლოვდა და, წინ ჩაიმუხლა.
იქამდე ჩაქინდრა თავი ,სანამ ძალა არ ეყო,მისთვის შეეხედა..
არ იყო უბრალო კაცი უთურანი,რომ თავი მოეღერა და მისი დაშვებული დეცდომის შემდეგ,
მზერა ჯიქურ გაესწორებინა..
ხვდებოდა ივერიც.
ზუსტად ამიტომ ელოდა აქამდე და უყოყმანოდ შემოუშვა..
-ერთ წამში შემიყვარდა ივერი!არ დამიგეგმავს და არც ხორცისთვის სარგოდ შემიხედავს..
კაცობას გეფიცები,მე რომ დარწმუნებული არ ვიყო იმ გრძნობაში,რაც გულში მაქვს,ხელს არ დავაკარებდი..
არ წამოვიყვანდი..
მაგრამ..
-ლექსო!-აღარ დაასრულებინა ივერიმ.
-სიყვარულს ახსნა-განმარტება როცა დაჭირდება,მაშინაა ის უკვე ლპობაშეპარული და,გამოუსადეგარი.
მე არ დამიყენებია ეჭქვეშ შენი გრძნობები..
შენმა სავალმა გზებმა დამაეჭვა,მაგ სიყვარულამდე მისასვლელად..
ამ წამამდე არაფერი მაინტერესებს,
თუ თავი გიყვარს,
მანამ არ შეეხო,სანამ საბოლოოდ არ გამოდევნი სისხლიდან საწამლავს..
თუ დავინახე,გავიგე და გამაგონეს,რომ შემოუბრუნდი მალხაზის მკვლელ წამალს,
აი მერე,
ღირსებას გეფიცები,
საკუთარი ხელით გაგიკეთებ სასიკვდილო დოზას,ჯერ ამ გოგოს გაუბედურებუსთვის და მერე,ჩემი უპატივცემულობისთვის.
სხეული შენია,შენ ხარ უფალი,
მაგრამ,ზნეობის წრთობაში ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის ..-ხმა ჩაიწმინდა და ყელში მოწოლილ დიდ სევდას გაჭირვებით გადაახდა-და პირველ რიგში ,არ მინდა მეორე ძმა დავკარგო..-მტკიცედ გაუმხილა მისი გულის ყველაზე დიდი ნადები და საბოლოოდ დაარწმუნა ლექსო,რომ არ ღირდა გზიდან გადაცდენა..
ყველაზე მეტად ივერის ალბათ მალხაზის ჩაქნეული ხელი ენანებოდა ლექსოზე.
ის პატივისცემა,რასაც ხალხში დაატარებდა ჯერკიდევ ახალგაზრდა ბიჭი,არუნდოდა ხელში შემოცლოდა და,დაეკარგა მისი თავი..
არ უნდოდა და მაინც,როგორ არაფერი შეეძლო ამის შესაჩერებლად,გარდა მცდელობისა,ჭაობიდან ამოეყვანა.
კიდევ უფრო დამძიმებული მისი ბედი ფიქრებს ერთიანად უწამლავდა ივერის.
ცხოვრებაში ალბათ პირველად შეეპარა უთურანის სხეულს მცირე შიში..
უფრო ზუსტად,ეს შიში არა,
უდიდესი პასუხისმგებლობა იყო,
რომელიც გარშემომყოფების უსაფრთხოებით ისაზღვრებოდა..
როგორ დაეხსნა მალხაზის რისხვისგან ალექსი ივერის?
ცხელ ტყვიას გადაუდგებოდა,
თავს შეაკლავდა,
მაგრამ,შემდეგ?!
იცოდა,
ზუსტად იცოდა გათენება რა ჯოჯოხეთსაც მოიტანდა და,
მთელი სხეულითაც მზად იყო,
მაგრამ,
ისიც ცალსახა იყო,არ ღირდა ანნასი და დონკას მის სიახლივეს ყოფნა..
ზემდეტი აღარ უყოყმანია..
ღამის 4 სრულდებოდა,
კიდევ ერთხელ რომ აბრწყინდა თოვლი უთურანის ეზოში..
გიგიმ მტკიცედ გადმოჭრა ბილიკი და პარმაღზე თავჩაქინდრულ ივერის ამოუდგა გვერდით..
რამოდენიმე კვირის უნახავი ჰყავდა გიგის და,
იმდენი ცვლილება დეამჩნია მასში,
დიდხანს ვერ მოაცილა თვალი..
ბევრი ვარამი გამოუვლიათ,
ბევრ ტყვიას გაეკაწრა მათი ფოლადის კანი,
მაგრამ,
არასდროს უნახავს ამაზე მეტად ჩაფიქრებული ივერი მას.
-ივა!-მხარზე ძმურად დაჰკრა ხელი,აზრებიდან მოწყვიტა.
მზერით ის უთქმელი სიტყვები გაუცვალა,რასაც ასე ვერ ამბობენ ხოლმე და,
მხრებში გაიშალა..
მზადყოფნა აგრძნობინა..
სანამ საქმეზე გადავიდოდა,ჯერ დიანას ამბავი გამოჰკითხა დაწვრილებით..
მას შემდეგ,რაც სვიმონს გაეხიზმა მისი ერთი გოგო, აღარ უნახავს ივერის და,იმდენად იკავებდნენ თავს ზარებისგან,რომარა გამოუვალი სიტუაცია,არც ახლა ჩამოიყვანდა გიგის..
-მარტო მოდი,მაგრამ,სამი თანამგზავრი უნდა გაგაყოლო გიგი.-პირდაპირ გადავიდა სათქმელზე..-აღარ ჩათვალა საჭიროდ,დაეყოლებინა,ტომ თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა მათ,რადგან ზუატად იცოდა,გიგი ასეც იქცეოდა.-ოთხივე ერთად გყავდეს ოღონდ იქ,მეც რომ არ მინდა ვიცოდე.-მრავლისმთქმელი მზერა გაუცვალა და უთქმელად მიიღო მისი სიტყვები მსმენელმაც.-რაცარუნდა მოხდეს გიგი,
თუნდაც ხვალ ტყვია დახლილი მიპოვონ,
აქ არცერთს მოახედო..
-კლდესავით მტკიცე,ყინულივით ცივი მზერა მიაბყრო სიტყვების გასამყარებლად ივერიმ და,ძირს დაყრილ თოვს ძლიერი წიხლი გაჰკრა.
გიგიმ ჯერკიდევ არ იცოდა ბოლო სიახლე და,
სანამ წარუდგენდა,
მანამ ახედა დამძიმებულ ყრმობის ძმადნაფიცს..
-ლექსომ ანნა მოსტაცა მალხაზს გიგი.-განაჩენივით ჟღერმა მისი ხმა.
სახეც კი ირონიით ჰქონდა სავსე..
ბედის მწარე ირონიით.
სიახლისგან თავზარდაცემულ გიგისაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.
იქვე ჩაიმუხლა და ხელებში ჩარგო აფეთქებული თავი..
-ერთმანეთზე დაგვადუღებს-სიცილით ახედა ქვემოდან გიგიმ.
შექმნილი რეალობით იმდენად გამხიარულდა,მთელი ხმით ახარხარდა და ივერიც აიყოლა.
-ფეხებსაც ვერ მოგვ*ამს გიგი,ეჭვი გეპარება ძმურად?!-მის გვერდით ჩაიმუხლა და გადათეთრებულ ეზოს მზერა ფიფქებივით შეაყინა.
უცებ ჩამოაწვათ კაცებს ღრუბელი..
დიდხანს ფიქრობდნენ და,
მხოლოდ ერთს..
არცერთს არ ჰქონდა ნაცხოვრები იმდენი და ისე,მალხაზის ხელიდან რომ დაელიათ სიცოცხლე.
-ღმერთს ჯერ არ ჩამოუსხამს ჩვენთვის ტყვია ივა.. -სახლში შესვლამდე გახედა გიგიმ უთურანს..
ჩაეცინა ივერის..
სახეზე სარკაზმი აუთამაშდა და ბეჭებზე გადახვია ხელი.
-ღმერთს ჩვენთან რა დარჩენია გიგი?!-იმდენად გაუცივდა ხმა,
ჰაერსაც კი გამოეყო და ცალკე თავებად დაეკიდა გარემოს.
-ტყვიას შაითანი ასხამს და სახედაღრეცილი აწერს მასზე დამპალ სახელებს..
საჩვენო ლულა ჯერკიდევ მაშინ გამოჩარხა,ამ დამპალი ცხოვრების ფერხულში რო ჩავებით.
წყნარად,მხართეძოზე წამოწოლილი მხოლოდ იმას ელოდება ჩვენგან,როდის შევუხვევთ ცოდვით სავსე ქალაქის ერთ ბნელ მოსახვევში,შუბლზე დიდი ნატყვიარი რომ დაგვამჩნიოს.
არ ჩამოუსხამს კიარა გიგი,აგერ,ყოველ ერთ ნაბიჯზე მოგვდევს ორივეს ცხლად ტყვია,
უბრალოდ,ჩვენ გამოგვდის რაღაცები კარგად,მაგალითად,კვალის არევა..-თვალი თვალში მძიმედ გაუყარა და,ჩაეღიმა..
ორი ერთმანეთზე მაღალი,
სიმტკიციდან ვენებდახეთქილი გამბედაობით,სიძლიერითა და სახელით სავსე რომ სახლში შევიდა,
დონკას მუხლებზე ეძინა ანნას და,
ლექსო ნერვულად ეწეოდა ღერს,ღერზე.
გაუხარდა ივერის გვერდით გიგის ხილვა.
თითქოს უფრო მოემატა ის მცირე იმედიც,უთურანის გვერდში ყოფნას რომ მოჰყვა..
მტკიცედ ჩამოართვა ხელი.
-კაცად გაგიცანი და კაცი ყოფილხარ!-მხარზე ძლიერად დაჰკრა ახლადმოსულმა მენაბდეს და ანნასკენ ანიშნა.-მაგრამ,უფრო მეტი კაცობა მის შენარჩუნებას სჭირსება..-ახლოს დაუდგა და მხოლოდ მის გასაგონად განაგრძო გიგიმ.-მალხაზი იქამდე არ მოისვენებს სანამ ანნას არ დაიბრუნებს..
მზად ხარ,ბოლომდე გაყვე შენს გზას?!-იცოდა პასუხი,თუმცა,პირით თქმული ერჩივნა გიგის..
-ისე,როგორც არასდროს!-ქვაზე მტკივედ დაუბრუნა მენაბდემაც..
ერთადერთი მოსახურით გამოქცეული ანნასთვუს არ ყოფილა რთული ისევ ჩაბარგება და ამჯერად,გიგის მანქანაში მოთავსება.
ერთადერთი,ვინც გაჯიუტებულიყო,
ბოშა იყო,რომლის გადარწმუნებაც ომს უდრიდა.
-მე შენ გითხარი ივერი,ტყვია კიარა,ტანკი არ მაშინებს,ჩემკენ წამოსული! ნუ შემომხედავ როგორც ფაიფურს! თუ ჩემი წასვლა სხვა მიზნისთვის გჭირდება,გაგიგებ,მაგრამ მხოლოდ იმისთვის გავერიდო,რომ რამე არ დამიშავდეს,ჩემთვის ძილის წინ მოსაყოლი ხღაპარია.-მშვილდივით მოჭიმული გულმკერდი უშიშარივით გამოაჩინა და მამაკაცს მხნედ წარუდგა,
მაგრამ,საერთოდ სხვა სარჩული ჰქონდა უთურანის გადაწყვეტილებებს..
უკმაყოფილოდ გააქნია თავი,მზერა გაუსწორა და დიდხანს აცქერდებოდა თვალებში.
-არ მინდა მალხაზმა ჩემი მანიპულირრება შეძლოს შენით!-მოკლედ მოუჭრა,თუმცა,მზერა უფრო მეტს უყვებოდა ჯეირანივით შემართულ ქალს.
-ვერ მოახერხებს,რა ზღაპარია,ივერი!-გაცხარდა,თუმცა,როგორც კი მის თვალებში ამ სიტყვების სრული სერიოზულობა ამოიკითხა,გაქვავდა..
თვალი ვერ მოაცილა,არადა,შერცხვა..
იგრძნო,როგორ აუხურდა ღაწვები და,
საერთოდ მიკარგული ნაზი ხასიათი ყვავილივით აღმოცენდა მეორედ..
გაირინდა მისდაუნებურად.
ვერაფერი ვერ უთხრა..
არადა,როგორ იცოდა ყოველი მისი ქმედების მეორე მხარე,მაგრამ,პირით წარმოთქმულს საერთოდ სხვა ხიბლი ჰქონდა..
თან ისე თქმულს,რომ პირველი მნიშვნელობა ერთი შეხედვით ამოუცნობი ყოფილიყო.
-იქნებ..-გაბრძოლება დააპირა,მაგრამ,
შეაჩერა უთურანის სიტყვებმა.
-დონკა!-მოსწონდა მისი სახელი და ის ემოცია,სახეზე რომ აესახებოდა ხოლმე მომენტალურად ქალს..
მისი ლამაზი,თუმცა წარბშეყრილი სახე ხელებში მოიქცია და მოეფერა,როგორც შეეძლო..
ალბათ,პირველი შემთხვევა იყო,როცა სული ასე მოეშიშვლებიბათ და,ორივე იმას ხედავდა,რაც იყო.
არა ვნება და არა ცხოველური ჟინი.
მხოლოდ დონკა და ივერი უთურანი.
-თუ ახლოს მეყოლები და მუდამ საჯავრო,ბოლომდე ვერ მივიყვან საქმეს.-მაინც შეინიღბა თავი,თუმცა,თუ ივერის დონკას სიშორე სჭირდებოდა ფინალისთვის,ტკაჩენკო საეერთოდ არ იყო მზად,მის დასატოვებლად.
მზადყოფნაც რთული საათქმელი იყო,
უბრალოდ,გრძნობდა,ამ საქმეში მის წინ პასუზიამგებლობას და არ აპირებდა დანებებას.
მტკიცედ გააქნია თავი..
ამჯერად,დონკა შემოეჭდო თხელი თითებით მის სახეს..
შევერცხლილი გრძელი თმა გადაუწია და ძქლიან ფრთხილად აკოცა ტუჩებზე..
ყველაზე ქალური სინაზით.
მარტივი გასაგები უყო ივერისთვის მისი ჟესტი,
გულის ძალიან ღრმა,მივიწყებულ კუნჭულში გამოკეტილ სულ სხვა ივერის ესიამოვნა ქალის მხარდაჭერა,მაგრამ,
მაინც ვერ დაიმშვიდა გული სათანადოდ..
როფორც კი გზას გაუყენა ანნა,გიგა და ლექსო,
მის ფიქრებს კიდევ უფრო მეტი ჯავრი შემოესხა..
უყურებდა ეზოს,
გადაპენტილს,
თეთრსა და ბრწყინვალეს და,
საერთოდ ვერ ხვდებოდა,როგორ შეეძლო ბუნებას,კარის იქით ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყო,
უსეთი ცეცხლი შემოეკიდა შემოგარენისთვის,
ზამთრის სუსხი მუხლებზე დაეჩოქებინა.
ხომ მოჰქონდა თავი კაბადონს,
ხომ ჩამოემხო დედამიწისთვის მთელი უბედურება,
მაგრამ,
ჯოჯოხეთის ცეცხლს ვერაფერს უშვებოდა.
ვერ იმორჩილებდა მეორე სტიქიას..
-ივერი!-ფიქრებში გართულს ტელეფონმა გამოაფხიზლა..
წარმოდგენა არ ჰქონდა,როდის გაიგო სვიმონმა ახალი ამბავი,თუმცა,როგორც კი წყვილიი მოკლედ მოიკითხა და დარწმუნდა მათ სამშვიდობოს ყოფნაში,
მთავარ საქმეზე გადავიდა.
ჯერ კიდევ გამთენიისხანი იყო და უკვე მოესწრო ქალაქის მთავარ პროკურორს გაღვიძება,მალხაზთან მძიმე საუბრის გადატანა და,სვიმონთან შეთანხმებაც კი.
მოხუცს აზიდებდა იმის წარმოდგენაზეც ,
რა მდგომარეობაში იქნებოდა ახალგაღვიძებული ჭყონია იმის გააზრებისას,რომ მისი შვილი წასულიყო.
-პროკურატურას მისი ძალების აღარ სჯერა და ამჯერად, ჩემგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები,რომ მალხაზს შევხვდეთ.
თან უნდა გვახლდეს თურმე ანნა,წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენი ბოლო დღეების ათვლას დაიწყებს -ზიზღისგან სახე დაეღარა სვიმონს და,
კილომეტრების მოშორებითაც კარგად მიხვდა ივერი,რა განწყობით ითვლიდა ხელზე დაკიდებულ ფსალმუნზე გიშრებს.
მათი კაკუნი ქალაქის სხვა მხრიდანაც კი ესმოდა უთურანს.
ჩაეცინა.
-ჰოო?!-რიტორიკულად უპასუხა.
იცოდა,ვალში არ დარჩებოდა სვიმონი მის ბრძანებას.-და რა უპასუხე?
-განსაკუთრებული არაფერი ივერი,იმ მიწის მისამართი ჩავანიშნინე შეხვედრის ადგილად,სადაც მათთვის საფლავია გათხრილი.-ირონიულად ჩაიცინა და, გაუღიმა შორს მყოფს.
-როდისთვის?
-ხვალ,ღამის 12 ზე.-მოკლედ მოუჭრა და გაუთიშა.
დარწმუმებული იყო მოხუცი ახალგაზრდის შეუპოვრობაში.
მის მიზანსა და სწრაფვაში.
საკუთარი შვილივით გაზრდილში ისე იყო დარწმუნებული,
მისი სახელის წინაც კი დააყენებდა.
უყურებდა მის დაუღალავ ბრძოლას,ბოლომდე აღმოეფხვრა ცოდვის ქალაქიდან თეთრი სიკვდილი და,
უძილო ღამეების თენებებს,რომ ერთდროულად მოეგვარებინა წინ აღმართული პრობლემები.
მანამ,სანამ შინ ალაგებდა ,
გარეთ ყველა თხრილი ამოეგმანა მალხაზისთვის ეს კვირები.
სანამ ანნას მიმალავდა,მანამ დაერეკა სვიმონისთვის ივერის და,ბოლო ცნობები გაუზიარებია.
მისი ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯი სვიმონის მორიგი გამარჯვება იყო,
რადგან არ ყავდა სხვა არავინ,
ვინც ასე აამაყებდა,დიანას შემდეგ.
სწორედ შუა ღამე აპირებდა შემოსვლას,
ორი გალავანი რომ გაიღო და რამოდენუმე საათით ადრე დაიძრნენ ავტომობილებით შეხვედრის ადგილზე ივერი და სვიმონი.
მთელი დღე და,გასავლელი გზა გული ძალიან ცუდს უგრძნობდა უთურანს.
მისი დღის განწყობა არც ყურადღებიან დონკას გამორჩენია.
წარბშეხრილი არწივისთვალა ცდილობდა განეჭვრიტა მალხაზის ფიქრები,მაგრამ,იმდენად შეურაცხადი იყო,მძიმედ შეიძლებოდა მისი წაკითხვა.
გზის მხოლოდ ნახევარი ჰქონდა ჯერ გავლილი,გზაში სწორედ ის ცნობები რომ მიწვდა მის ყურს, თურმე ასე რომ
მალავდა ჭყონია..
-ამწამს გადმოაქვთ საწყობებიდან დიდი საწვავის ავზები ჭყონიას დამქაშებს,ივერი.-ქალაქის გასასვლელიდან ცნობებს აწვდიდნენ უთურანს.
მანქანა გზიდან გადაიყვანა და სიბრაზისგან მძიმედ ამოიოხრა.
კარგად იცოდა ნაბი*ვარმა,მათი ყურადღება მთლიანად შეხვედრაზე რომ იქნებოდა მიმართული და, ამოქმედდა მთელი კვირის უმოქმედობისგან გაწუხებული.
მწარედ დასცხო ხელის გული საჭეს.
სახე ტკივილისგან ერთიანად გაუქვავდა.
სანამ დრო ხელიდან გამოეცლებოდა,
მანამ მოასწრო და თითქმის დათქმულ ადგილზე მისულ სვიმონს დაურეკა.
-მოტრიალდი , გვაჭამა იმ ნაბო*არმა!-აღარ დაუწყია განმარტება,
საჭე სახლისკენ მომართა და გაზს მთელი ძალით დააწვა..
ცხოველის ღმუილით გაიჭრა უთურანის ყველგანმავალი გზადკეცილზე და უკან ყინულის ნატეხებივით მოიტოვა გაუგებარი აზრები.
-ასეთი ცივსისხლიანი როგორაა,შვილი რომ *ირზე კიდია?!-ნაკლები რეაქცია არც სვიმონს ჰქონია,
გეზი პირდაპირ უთურანისკენ აიღო და სულ მალე წამოეწია.
ტელეფონი გათიშა და ჩაწეული მინიდან გასძახა ივერიმ.
-ბიჭები სატვირთოს აედევნენ და იცი სად ამოყვეს თავი?!-სარკაზმისგან სახე და ყველა მიმიკა ისე გაქვავებოდა ივერის, სვიმონს ეჭვიც კი შეეპარა წამით, იყო თუარა საღ აზრზე.
კბილები ერთმანეთისთვის მწარედ დაეჭირა და ცრიდა ზიზღისგან.
მიხვდა სვიმონი,ზუსტად იქ,სადაც მათ უნდა შეხვედროდნენ.
-იცი,ავზებში რა ჰქონდათ?!-კიდევ უფრო მეტი ზიზღით აუელვარდა თვალებში უთურანს მწველი ცეცხლი.
ყველაფრის მშთანთქმელი.
ისევ მიუხვდა სვიმონი.
-ასაფეთქებელი მასალები.
მწარედ გამოსცრა.
გზა უკან მოიტივა და ხეში ჩაფლულ ბილიკს გაუყვნენ ამჯერად რიგში.
აღარ ესმოდა ივერის უკვე მოხუცის,
მაგრამ,
მის გაააფთრებას კი გრძნობდა,
ზუსტად მისი შესაფერილი აღელვებით.
საათზე მეტი გასულიყო მათი წასვლიდან და,ამიტომ გაუკვირდა ივერის ჭიშკართან ახალგაკვალული მანქანის საბურავების კვალი.
იქვე მიავდო ავტომობილი.
ჩქარი ნაბიჯით,
გულაჩქარებით შევარდა ეზოში და
სიკვდიკებივით დამჩნეული უცხო ნაფეხურებისგან გაბინძურებული თოვლი თავზარდამცემად შემოასკდა სახეში.
ცარიელი იყო სახლი..
გაცარიელდა მისი სულიც.
ბრძოლის კვალისგან დამსხვრეული ჭურჭელი ივერის ენიშნა,რამდენად გაუჭირდათ დონკას წაყვანა..
ზიზღისგან შეეცვალა სახე.
სიძულვილისგან ენერგია ერთიანად გამოეცალა და,
იმ ძალით შეევსო მომენტალურად,მთების გადადგმასაც რომ ეყოფოდა.
ჰქონდა მალხაზს ამის შემდეგ უკან დასახევი გზა?!
გამორიცხულია.
იბრძოლებდა ივერი უთურანი დონკას დასაბრუნებლად?!
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
დაიბრუნებდა მას საღსალამათს?!
უსიკვდილოდ.
ყველა კითხვაზე პასუზი წყაროს წყალივით სუფთა იყო,
გარდა ერთისა,
საიდან იცოდა ჭყონიამ უთურანის ეს მისამართი?!
პირში დატრიალებული სისხლის მჟავე გემოსგან გულარეული თავს ძლივს იკავებდა,იქვე არ შეეჭამა ყველაფერი,რაც წინ გადაეღობებოდა.
არ უგრძვნია ერთდროულად ამდენი ზიზღი და ძალა აქამდე ივერის.
დახეთქვამდე მისული ძარღვებში სისხლის მაგივრად შურისძიების მწარე სურვილი უტრიალებდა.
ვერცხლისფერ ცეცხლსასროლში დატოვებული ერთადერთი ტყვია გაგიჟებით მოითხოვდა მის წილ სისხლს.
-კარებთან ეს ბარათი იყო,ივერი..-შექმნილი ვითარებით დამძიმებული სვიმონი თანაგრძნობით მიუახლივდა,მაგრამ,შეხება ვეღარ შებედა გამძვინვარებულს.
“საყვარელი- შვილის წილ”-პატარა,დაკუჭულ
ფურცელზე ჭყონიას ომის დამწყვები სიტყვები დაეწერა..
სისასტიკისგან იმდენად ვეღარ მოთოკა თავი ივერიმ,გაეცინა და თან ისე მწარედ,მასში სვიმონიც აიყოლა.
-აი,ასეთი თავზეხელაღებული ჯერ არ მინახავს მე კაცი და თან თავი ისე სძულდეს,რომ ბოშას მართმევდეს.-შუბლზე მომდგარი ცივი სიმწრის ოფლი შეიწმინდა და , კარებისკენ დაიძრა.
მის ნაბიჯებს მიყვა ხანშიშესულიც.
მიდიოდნენ და ღმერთმა უწყიდა,სად.
მტკიცე,ყინვის გალმღობი ნაბიჯებისგან შეძრული დედამიწა ბოლო ამოსუნთქვას ასრულებდა თითქოს, ისე შეეკრა საავდროდ პირი.
შემოქმედს სულ სხვა ბედი გადაეწეერა მათთვის.
მამა-შვილივით მოსიარულეებს მხოლოდ ის ადარდებდათ,დაებრუნებინათ ბოშა და,მის თავს დაბრუნებოდა ივერი უთურანიც.
გონებიდან მთლიანად ამცდარ მამაკაცს მზოლოდ ვიზუალი მიუგავდა პატრონისას..
საერთოდ სხვა,რადიკალური ცვლილებელი მომხდარიყო მასში ზუსტად ხუთ წუთში.
ალბათ,რა ძვირფასი იყო უკვე მისთვის დონკა,რომ მზად იყო,
ამწამსვე დაეთმო ყველაფერი,ოღონდ ის ეხილა..
ცოცხალი და საღსალამათი.
____
გაააგიიიჟებიიით გელით
მელაპარაკეეეთ
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობ შემდეგი თავი ამ თავზე მძაფრი იქნება. იმედია ივერის და დონკას ვერ მოერევა არაკაცი მალხაზი. წარმატებები

 


№2 სტუმარი One

მალხაზი მოკლედ ვერ ისვენებს)))
უუფფ როგორ არ მეყო, რომ იცოდე))
ძალიან საინტერესოა ტასი და როგორ ველი მოვლენების გამვითარებას))
ოქრო ხარ❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ვფიქრობ შემდეგი თავი ამ თავზე მძაფრი იქნება. იმედია ივერის და დონკას ვერ მოერევა არაკაცი მალხაზი. წარმატებები

იმედიმაქვს მეც,ვერ მოერევათ ვერაფერი ♥️♥️♥️♥️
ანამარია ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️
One
მალხაზი მოკლედ ვერ ისვენებს)))
უუფფ როგორ არ მეყო, რომ იცოდე))
ძალიან საინტერესოა ტასი და როგორ ველი მოვლენების გამვითარებას))
ოქრო ხარ❤️

ქეთუუუუუ ლააააავ. ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი ნი-კე

მთელი ემოციით მოგყვები..ასეთი მეგობრობა, ძმობა და სიყვარული მიყვარს..ნამდვილი ურთიერთობების ფასი რომ იციან ისეთი ადამიანები მიყვარს....ამ ისტორიის სათანადოდ დასასრულს ველოდები...წარმატებები♥️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
მთელი ემოციით მოგყვები..ასეთი მეგობრობა, ძმობა და სიყვარული მიყვარს..ნამდვილი ურთიერთობების ფასი რომ იციან ისეთი ადამიანები მიყვარს....ამ ისტორიის სათანადოდ დასასრულს ველოდები...წარმატებები♥️

დიდი მადლობა! ❤️❤️❤️❤️იმედია,იმედებს გაამართოებს ♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი penguin

ოოოჰ ანასტასია!ავტობუსში დავიწყე კითხვა????????ჯერ ხომ მთელი ემოციით ვკითხულობდი????მერე რომ დაიძაბა გინებაც შევაპარე და ხალხის მზერა რომ დავინახე 2გაჩერებით ადრე ჩამოვედი????????????‍♀️ეს მალხაზი ნახეე რაა,მაინც რომ არ ნებდება????მადლობა ანასტასიაა რომ არსებობ და გვანებივრებ მსგავსი ისტორიებით❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
ოოოჰ ანასტასია!ავტობუსში დავიწყე კითხვა????????ჯერ ხომ მთელი ემოციით ვკითხულობდი????მერე რომ დაიძაბა გინებაც შევაპარე და ხალხის მზერა რომ დავინახე 2გაჩერებით ადრე ჩამოვედი????????????‍♀️ეს მალხაზი ნახეე რაა,მაინც რომ არ ნებდება????მადლობა ანასტასიაა რომ არსებობ და გვანებივრებ მსგავსი ისტორიებით❤️❤️

მადლობააა თქვენ როო ხართ და ასეთ მოტივაციას მაძლევთ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი ნესტან

დედა რა იყო ეს შოკის მომგვრელი ამბავი დონკა როგორ აცალეს ივერის...ემოციებს ვერ ვიმორჩილებ მალხაზი ხომ სიკვდილის ღირსია ..ივერი ღირსეული და დაიბრუნებს თავის ბოშას ....♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდები ახალ თაცს მადლობა წარმატებები ♥️♥️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნესტან
დედა რა იყო ეს შოკის მომგვრელი ამბავი დონკა როგორ აცალეს ივერის...ემოციებს ვერ ვიმორჩილებ მალხაზი ხომ სიკვდილის ღირსია ..ივერი ღირსეული და დაიბრუნებს თავის ბოშას ....♥️♥️♥️

დაივრუნებს დაიბრუნეეებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ დიდი მადლონა ნესტააან ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent