შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ოდისეა(ნაწილი I)


30-04-2024, 08:10
ავტორი Wooden Monkey
ნანახია 2 616

გამარჯობათ:)))
არ არის მთლიანად დარედიქტირებული,ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის, ვერ მოვითმინე და ამიტომ ვდებ. იმედი მაქვს თქვენთვის ნაცნობი იქნება ამ ისტორიაში შეტანილი თბილისური ურთიერთობები. უდიდესი იმედი მაქვს მოგეწონებათ, საცდელია, ვნახოტ როგორ განვითარდება წერის პროცესი:))))
მადლობა რომ კითხულობთ!
1...2...3...
იწყება.

***

თბილისის ჰაერი ხარბად შეისუნთქა, და დიდი ხნის უნახავ ქუჩას გახედა. არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ სახეები. დამძიმებულმა აიარა აღმართი და სუნთქვა შეკრული შევიდა ეზოში, ბავშვობის მოგონებებთან ერთად რომ დამარხა ათი წლის წინ. ერთი კვირა იყო გასული რაც თბილისში ჩამოვიდა, და მხოლოდ ახლა შეძლო მისვლა იქ, სადაც დიდი ხნის წინ გაიხურა კარი, და მის თინეიჯერობას დაუსვა წერტილი, რადგან ზღურბლს აქეთ თვითონ იყო, სისხლის სუნით აყროლებული, ერთადერთი სურვილით დარჩენილი, სურვილით რომელსაც ყოველთვის ერიდებოდა…

***

აივანზე ვიჯექი, და დილის თბილისს ზემოდან გადავყურებდი. მორბენალი ადამიანები, ბავშვების ხმაური, და ზაფხულის ცხელი ამინდი, სიამოვნებას მანიჭებდა, ეს იდილია იყო, რომელსაც თბილისს ვუწოდებდი. ყავა და სიგარეტი კი უბრალოდ ამ იდილიას უხდებოდა. მზის სხივებს ვგრძნობდი სახეზე და მისგან დამალვას არ ვცდილობდი. მიყვარდა დილა, და მასში შემავალი ყოველი ნაწილი, მათ შორის მზეც.
ყავის სმა რომ დავასრულე, სახლში შევედი. სამზარეულოში შესულმა, დახლზე მიყუდებული, ახალ გაღვიძებული იო, რომ დავლანდე, გამეღიმა. თვალდახუჭული, თმა აჩეჩილი, ტუჩებ დაბუსხული ელოდებოდა ჩაიდანს.
-დილამშვიდობისა - გავუღიმე, თმა უფრო ავუჩეჩე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-ირა, კაი რაა… - ხმა დაბოხებულმა დაიწუწუნა, და სახეზე ხელი ჩამოისვა
-ირა კაი რაა.. - გამოვაჯავრე, და შენახული ბლინები მაგიდაზე დავდე - მე ბლინები გაგიკეთე, შენ კი დილამშვიდობისაც არ მაკადრე შვილო - სკამზე ჩამოვჯექი, “ნაწყენი” სახით შევხედე, ჩვიდმეტი წლის შვილს.
-მიყვარხარ ირუშკა ხო იცი - გაღიმებულმა მაკოცა, ბლინებს იქვე დადებული შოკოლადის კარაქი გადაუსვა, ჩაკბიჩა და ნეტარმა სახემ არ დააყოვნა - ყველაზე მაგარ ბლინებს აკეთებ ირა - პირგამოტენილი საუბრობდა, მე კი ღიმილით ვუყურებდი, ჩემს თვალში ისევ პატარა იოს, რომელიც ახლანდელზე ხუთჯერ დაბალი იყო, კულულა ნახშირისფერი თმით, და ამავე ფერის თვალებით.
-გადაყლაპე იო…და ნელა ჭამე, არსად არ მიდის ბლინები - თვალები სიცილით ავატრიალე, და “აკივლებული” ჩაიდანი გამოვრთე.
-მე მივდივარ სამაგიეროდ - მესამე ბლინს დასწვდა
-სად მიდიხარ? - გამიკვირდა ამ დილაადრიან სად მიდიოდა
-გიორგიმ ფეხი მოიტეხა
-რას ამბობ? - მისი მეგობრების ასეთი ამბები ყოველთვის მწყინდა ხოლმე, მითუმეტეს ისეთების როგორიც გიორგია, თვალსა და ხელ შუა გაზრდილი ბავშვი, რომელიც ისე მიყვარს როგორც იო. - კი მაგრამ როგორ? - ჩაის ვასხამდი და თან ველაპარაკებოდი
-ძაღლი გამოეკიდა მაგ საწყალს და დაეცა - გაიცინა, თუმცა დასერიოზულდა, სერიოზული სახით რომ შევხედე - დაწყნარდი ირა, გაიხსენე მერამდენე ფეხის და ხელის მოტეხვაა? შეჩვეულია, გიორგიც და ძვლებიც - გაიკრიჭა, და მიწოდებული ჩაის ჭიქიდან ცხელი სითხე მოსვა. მაინც გამეცინა
-არ წახვიდე ისე, ბლინებს გაგატან, უყვარს გიოს - სიყვარულით მოვიხსენიე მისი სახელი, და თაროდან კონტეინერი ჩამოვიღე
-კაი, წავალ ჩავიცვამ - ბოლო ლუკმა გადაყლაპა, და სამზარეულოდან გავიდა.
ოთახიდან გამოსულ, მოწესრიგებულს და ჩაცმულს გავხედე. გაღიმებული მივეყუდე სამზარეულოს კარებს მხრით, და მშვიდად მივადევნე თვალი სარკის წინ რომ ისწორებდა პერანგის საყელოს.
-დღეს ივამ დამირეკა - მითხრა და შემომხედა. გამეღიმა მის შეპარვით ტონზე
-მერე? რაო? - ხელები გულზე დავიკრიფე, და უდარდელად შევხედე ჩემზე ოდნავ მაღალს
-ხვალ გამოგივლი და ლილისთან ავიდეთო, წყნეთში - ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და კარგად დააკვირდა ჩემს სახეს, ცდილობდა გაეგო ჩემი რეაქცია. არაფერი ვთქვი, გვერდზე დადებულ კონტეინერი მივაწოდე, და ლოყაზე ვაკოცე. გზა სასტუმრო ოთახისკენ გავიკვლიე, და იქვე სავარძელში ჩამოვჯექი
-ირა…
-იო, მართალია მამაშენი, აჰყევი ლილისთან - გავხედე ღიმილით
-ლილისთან ისედაც ავდივარ ხოლმე, შენც კარგად იცი… ივა ცდილობს შეცდომა გამოასწოროს, ჩემთან უფრო მეტი დრო გაატაროს და ამ შემთხვევაში მანქანით ამიყვანოს ლილისთან - ახლა ის იყო ჩარჩოზე მიყუდებული, და სერიოზული სახით მომჩერებოდა
-ხოდა მიეცი შანსი მას, მიეცი შანსი იმისთვის რომ გამოასწოროს შეცდომა - ფეხები ავიკეცე
-ირა…შენც ხომ იცი, რო არ იმსახურებს? - იმედგაცრუებულმა გამომხედა. ვიცოდი, როგორ განიცდიდა თვითონაც, გული სწყდებოდა უმამოდ გატარებულ ბავშვობაზე, და უპატიებელ თავის მამაზე. რაც არ უნდა მეცადა ამომევსო სიცარიელე, რომელიც ივას უნდა დაეკავებინა, ვერ ვახერხებდი, ვერ ამოვავსებდი ის ადგილს, რომლის როლიც მხოლოდ და მხოლოდ მამისთვის იყო განკუთვნილი.
-ივა…შენ…იო ყველა იმსახურებს პატიებას, რთულია ვიცი - სევდიანად გავუღიმე - მაგრამ…მაგრამ შეგიძლია, მთავარია ძალა იპოვო იმისთვის რომ აპატიო, უშეცდომო არავინ არის.
-შენ? - მუქი წარბებიდან ამომხედა
-რა მე? - სევდიანი ღიმილი სახიდან მოვიშორე
-შენ აპატიე? - თავ გადახრილი მაკვირდებოდა, ცდილობდა კარგად დაჰკვირვებოდა ჩემს სახეს
-დიდი ხნის წინ - გავუღიმე ისევ.
-მიყვარხარ ირუშკა - ჩემსკენ დაიხარა, და შუბლზე მაკოცა ყოველთვის მისი საქციელებით ცდილობდა გამოეხატა ხოლმე მისი სიყვარული, უბრალოდ არ უყვარდა სიტყვებით თქმა, ამას უკვე დიდი ხნის შეგუებული ვიყავი.
-მეც იო - თმები ავუჩეჩე
-წავედი - კარი გაიხურა და ბინიდან გავიდა.
ღრმად ამოვისუნთქე, აივნისკენ გავემართე თავმოყრილი მოგონებებით სავსე გონებით.
პირველად მაშინ ვაპატიე ივას, ის და მისი მომავალი მეუღლე რომ ვნახე ერთად. ჩემთვის ვაპატიე, ჩემი გასაგრძელებელი ცხოვრებისთვის, კიდევ, კიდევ იოსთვისაც ვაპატიე. გარეთ მდგომი, მეორე ქუჩიდან ვუყურებდი სიცილში გართულ წყვილს. არაფერი მიგრძვნია. არც ტკივილი, არც ბრაზი, წყენა, არაფერი. უკვე იმედგაცრუებულს აღარ გამიცრუვდა ერთხელ ნატკენი გული, სკოლიდან გამოსულ იოს შევეგებე და დაღმართზე დავეშვი მასთან ერთად ისე, რომ არ დაენახა “სანახაობა”, ვიცოდი ბავშური გული ეტკინებოდა, და ეს ტკივილი უფრო ბევრს იზამდა ვიდრე წასული მამა, რომელიც სინამდვილეში გაქცეული მამა იყო პასუხისმგებლობებიდან.
ფიქრებში გართულმა, ალბათ კარგა ხნის აზუზუნებული ტელეფონი ავიღე
-უფრო გვიან აგეღო ირინა - გაისმა ნერვებმოშლილი ხმა ტელეფონში, რომელიც ჩემს ბავშვობის მეგობარ ეთოს ეკუთვნოდა
-ჩავფიქრდი უბრალოდ და არ მესმოდა ეთერ რა გჭირს - გამეცინა, და აივანზე გავედი
-ესეიგი ეთერ ხო?…გამიღო იქნებ კარი? - ქვემოდან ამომძახა, გაბრაზებული სახით, სადარბაზოს კარებთან იდგა, და ფეხის დაბაკუნება აკლდა სრული სანახაობისთვის
-მოიცა - სიცილით ჩავძახე, და თავის ქნევით წავედი გამღებისკენ.
სამზარეულოში გავედი, და კიდევ ერთხელ დავდგი ჩაიდანი გაზზე. ფანჯარასთან დავჯექი, და სიგარეტს მოვუკიდე
-ირინაა - სიმღერით დაიძახა შემოსასვლელიდან ახლახანს შემოსულმა
-სამზარეულოში ვარ - გავძახე, და ბოლი ფანჯრისკენ გავუშვი
-დილიდან იწყებ? ფილტვები დაასვენე გოგო, მე მესმის მაგათი ხმა - ხელის ცხვირთან ქნევით გამოაღო მეორე ფანჯარაც
-ხოო? რაო მერე, რას ამბობენ? - ახლადმოკიდებული ღერი საფერფლეში ჩავწვი, და თითქოს აფორიაქებულ მეგობარს გავხედე
-გვიშველე ეთოო, შენმა მეგობარმა გაგვგუდაო…სძინავს იოს? - თავით ოთახისკენ მანიშნა
-ნწ, გასულია - სიცილით ვუპასუხე, და თან ჩაის გამზადება დავიწყე
-როგორ მოხდა და ბლინები დატოვა? ან ამ ზაფხულის ცხელ დილას სად გაწანწალდა? - ბლინი ჩაკბიჩა და დილიდანვე დაიწყო ლიტერატურული ენით საუბარი
-გიორგიმ ფეხი მოიტეხა და… - ჭიქა წინ დავუდგი, და დახლს მივეყრდენი - შენ რატომ ხარ აფორიაქებული? მოხდა რამე?
-ახვლედიანები თბილისში დაბრუნდნენ - ჩაი მოსვა - სიცხეში ჩაის რატომ მასმევ? - თითქოს მერე გაიაზრაო ჩაი რომ ესხა ჭიქაში
-სხვა რამე გინდოდა და არ გაგიკეთე? - გავიკვირვე სიცილით
-მასპინძლობის არაფერი გაგეგება ჩხეიძე, არაფერი…არადა ლევანი და ციცი რას არ შემომთავაზებდა ხოლმე, და შენ? შენ ვის დაემსგავსე ასეთი უზრდელი - ცხვირი აიბზუა
-წვენი მაქვს გინდა? - მაცივარი გამოვაღე
-აღარ მინდა! - ნაწყენი სახე მიიღო, და ბლინის ჭამა განაგრძო
მაინც დავუსხი მისი საყვარელი წვენი ჭიქაში, და მისკენ გავაცურე
-რა თქვი ვინები დაბრუნდნენო? - დაწვრილებული თვალებით გავხედე
-ახვლედიანები
-ქეთევანი - გამეღიმა ქალის გახსენებისას რომელიც ახვლედიანების გვართან ასოცირდებოდა ჩემთვის - ბოლოს ათი წლის ვნახე, მაგის შემდეგ არც აჩი მინახავს და არც მათი შვილი - ჩავფიქრდი - აკა - მოგონებების გახსენებას მოვყევი - ბოლოს, რომ ვნახე იოს წამოსაყვანად ვიყავი, ციცისთან ავდიოდი, ქეთევანი რომ შემხვდა, ყოველთვის კარგი ქალი იყო - გამეღიმა ქეთევანის გახსენებისას. პირველად მაშინ ვნახე ათი წლის ასაკში, მთელ თბილისმა რომ გაიგო, აჩი ახვლედიანმა ცოლი მოიყვანაო. მახსოვს ეზოში ფეხის შემოდგმის წუთებიდან, ისეთი ლამაზი იყო. შავი, გიშერივით თმა მოშიშვლებულ მხრებზე დაეყარა, ლამაზი ნაკვთებით და ღიმილით შემოგვცქეროდა ბურთით მოთამაშე ბავშვებს. ბავშვობის გახსენებისას გულში სითბო ჩამეღვარა.
-ირა მისმენ? - ხელი ამიქნია სახესთან
-ჩავფიქრდი უბრალოდ, რას ამბობდი? - ინტერესით გავხედე.
-რა და, ციციმ დღეს დილით დამირეკა ჩემთან მოდიო მერე როგორც ვიცით, მომიყვა ამბები, მეც მოვუყევი…ხოდა დღეს საღამოს ავიდეთ - დააბოლოვა ბოლოს
-კარგი - მხრები ავიჩეჩე, და ჭურჭელი ნისარაში ჩავდე - დღეს არამგონია იო მოვიდეს, ლილისთან ავა წყნეთში, მეც ავალ ციცისთან თორემ ამ ბინას გადამიწვავს
-ახვლედიანების ჩამოსვლა ისე არ დარჩება - ჩაფიქრიანებულმა თქვა
-ანუ? - ვერ გავიგე რას გულისხობდა
-რა და შენი აზრით ათი წლით გადაკარგული ოჯახი რომ ბრუნდება თბილისში რაღაც არ მოხდება? - ჩურჩული დაიწყო ინტრიგიანი სახით , და სკამზე გადაწვა
-არ იცვლები - თვალები გადავატრიალე - იქნებ უბრალოდ მოენატრათ თბილისი და დაბრუნდნენ? ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდე შეიძლება?
-არაფრით რატომ არ ინტერესდები? ათი წლის წინ დაგავიწყდა რა მიზეზით წავიდნენ და დატოვეს თბილისი? - ჩემკენ გადმოიწია შეთქმულივით. ეს ქალი არ ივლებოდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან არა მაინც
-არ დამვიწყებია ეთო, კარგად მახსოვს სანის სიკვდილი - გავიხსენე სანი, სკოლაში ჩვენი პარალელი იყო, ყველა იცნობდა ახვლედიანს. ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა ყველას, მათ შორის მე და ეთოსაც. მახსოვს ყველა გოგონა, ჩვენი ტოლი თუ პატარა მასზე იყო შეყვარებული, კარგი ბიჭი იყო სანი, არავინ იცოდა ვინ ან რატომ გაიმეტა სიკვდილისთვის სანისნაირი ადამიანი, არ გჭირდებოდა გაგეცნო ისეთი იყო…სუფთა.
-ხოდა… - წინადადება ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა - დიახ…დიახ მაია მასწავლებელო…ისევ?...კარგით, მოვდივარ - სერიოზული სახით დააბრუნა ტელეფონი თავის ადგილას
-ისევ ნატა? - ღიმილით მოვიხსენიე ნათლული
-ნეტავ როდის მოვა პარასკევი რომ დავისვენო სამი თვით მასწავლებლებისგან და მშობლებისგან? რა მოვუხერხო? შვიდი წლის ბავშვი რატომ არის ასეთი ფემინისტი? არა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაგრამ ყველაფერში სექსიზმს რატომ აღიქვავს ეს ბავშვი? - მისაღებისკენ მიდიოდა ხელების ქნევით, მეც ღიმილით მივყვებოდი უკან - მერამდენე მშობელს უნდა მოვუხადო ბოდიში? წინაზე ბიჭს იმხელაზე დაარტყა, ბავში მეთვითონაც შემეცოდა ისე ცხარე ცრემლებით ტიროდა, ღირსი კი იყო მაგრამ, რამდენჯერ ვასწავლე, ნატალი შვილო, უნდა ისწავლო კონტროლი, მაგრამ რად გინდა?! მესამე დღეს კიდევ “გარჩევაზე” მივდივარ მორიგ მშობელთან - ქოთქოთით მიდიოდა კრისკენ
-ეთერ - ჩუმი სიცილით გავაჩერე
-რა? - გაბრაზებულმა გამომხედა
-ამოისუნთქე და არ გაუბრაზდე, ნატა არავის ჩაარტყამს უმიზეზოდ - დავიცავი შვიდი წლის ნატა, და გულში ხმამაღლა გამეცინა კიდევ ერთხელ
-წავედი! ციცისთან ამოვიყვან შენ ნათლულს და შენ მაინც დაელაპარაკე, გიგი არაფერს ეუბნება, იცინის.შენნაირად! - ხმამაღალი სიცილი, რომ ვეღარ შევიკავე დაიყვირა, და წავიდა
-გიჟი - გამეცინა, და აბაზანაში შევედი.
საღამო იყო, ღიმილით დავასრულე ლაპარაკი იოსთან, სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე, კოჭებამდე, ბრეტელებიან ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილმა, კისერზე წვრილი, ნაზი თეთრი შარფი მომეხვია, და ბალეტების ამოცმას გაჭირვებით ვცდილობდი.
გარეთ გასულმა ბარნოვის ქუჩისკენ დავიძარი. არ მიყვარდა მანქანით სიარული, მეტიც საჭიროება თუ არ იყო არ ვიყენებდი.
თბილისი. ბევრი რამ მაკავშირებს თბილისთან, ყველა ქალაქს თავისი ესთეტიკა აქვს, თბილისს გამორჩეული, ურთიერთობების ესთეტიკა აქვს. თბილისი ადამიანების გარეშე არაფერია და პირიქით, ხიბლი აქვს ყველაფერს. თითოეულ ქუჩას, შენობას, აივნებს, მომაბეზრებელ საცობსაც კი.
ავიარე თუ არა პატარაობის დროინდელ ქუჩაზე, სახეზე ღიმილი გამომესახა. მიყვარდა ყველაფერი რაც პატარა მესთან იყო კავშირში, მათ შორის ეს ასახვევი.ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა თავში ეზოში ფეხის შედგმისას, პატარები ისევ ბურთს დასდევდნენ, ისევ ჰქონდა ამ ეზოს ის ხიბლი რაც ეთოს და მე გვქონდა წლების წინ.
სადარბაზოში შევედი, და კიბეებს ავუყევი. ნელა ავდიოდი, ვიღაცამ რომ მხარი გამკრა
-ბოდიში - ხმის გაგონებისას პატრონს ავხედე, ნაცნობი სახე მოვათვალიერე, ვერ ვიხსენებდი მის ვინაობას, თუმცა მის თვალიერებას ვერ ვწყვეტდი თითქოს ეს უკანასკნელი რაიმე სახის ექსპონანტი ყოფილიყო. თვითონაც გაჩერებულიყო და რაღაცნაირი, ოდნავი ღიმილით მიმზერდა. წაბლისფერ თვალებში ვერ მიხვდებოდი რა ეწერა, სევდა, ტკივილი, ანცობა, ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო, და არ მაძლევდა საშუალებას ამომეცნო ადამიანი. თვალს ვერ ვწყვეტდი, მისმა მზერამ თითქოს ამაფორიაქა, ვიგრძენი ცხელი სითხის ჩაღვრა სხეულში, რომელიც ერთიანად მოედო ყველა უჯრედს.
-არ…არაუშავს - რამ დამაბნია? ჩემი თავდაჯერებულობა თითქოს ჯანდაბაში მქონდა მოსროლილი საუბრის მანერასთან ერთად. დავინახე როგორ ჩაიღიმა, შემდეგ კი რამოდენიმე წამში გაქრა. კიბის საფეხურები კითხვის ნშნებით სავსე გონებით ავიარე, რატომ მეცნობოდა ასე ძალიან? ის ჩაღიმებაც და პატარა ანცი ჭინკები თვალებში.
სახლის კარი დაბნეული სახით შევაღე.
-ირა შენ ხარ? - გამომძახა დედაჩემმა ციციმ
-ხო, ციცი - ჩანთა იქვე, შემოსასვლელში დავტოვე
-სასტუმრო ოთახში ვართ - გამომძახა შორიდან, გამეღიმა ციციზე, ძალიან უყვარდა სტუმრები და გამასპინძლება, ამის გამო ოჯახში ყოველთვის ჟრიამული იყო, სიცილთან და სიყვარულთან ერთად. ღიმილით გავიარე გზა სასტუმრო ოთახამდე. შესვლისთანავე მომხვდა თვალში, ჩემსკენ ზურგით მჯდომი ქალის სხეული, შავი, ოდნავ შევერცხლილი თმით
-მოდი ირა, მოდი, ვინ ჩამოვიდა ნახე - ხელით მანიშნა ციციმ, ქალიც შემობრუნდა ჩემსკენ.
-ქეთევან - მისკენ წავედი, და დიდი ხნის უნახავს ქალს გადავეხვიე
-როგორ გაზრდილხარ, დაქალებულხარ - სახეზე შემახო ორივე ხელი, და თმაზე მომეფერა.
-ოცდათხუთმეტის ხდება, დრო იყო დაქალების - სიცილით თქვა ციციმ, და ღიღინით შევიდა სამზარეულოში. ორივეს გაგვეცინა ციციზე
-არ შეცვლილა საერთოდ… - ღიმილით ჩაილაპარაკა ოთახიდან გასულზე, და აბრჭყვიალებული თვალებით გამომხედა - შენ როგორ ხარ ირა? იოანე როგორ არის, ალბათ ისიც შენსავით გაიზარდა… - პირისპირ დავსხედით
-სკოლა დაამთავრა, გაზრდილია, ჩემთან ერთად - მხრები ავიჩეჩე. მართალი იყო,მეც იოსთან ერთად დღითი-დღე ვიზრდებოდი, ალბათ ესეც განაპირობებდა იმ ურთიერთობას ახლა, რომ გვქონდა ჩამოყალიბებული მე და იოს.
-მთავარია რომ შეძელი… - ხელზე მომეალერსა, გამამხნევასავით.
-შენ როგორ ხარ? აჩი როგორ არის? - წარსულში ბიძიას და დეიდას არ ვეძახდით ბავშვები, უბრალოდ სახელით, ახლობლურად. ამდენი წლის შემდეგ, თითქოს ისევ დავიბრუნეთ ის მეზობლური ხიბლი, ამ ქუჩაზე, ამ ძველ კორპუსში რომ იყო, სადაც, რეალურად სადარბაზოს კედლების გარდა არაფერი ძველდებოდა.
ის ის იყო უნდა ეპასუხა, ვიღაცამ კარები რომ შემოაღო, მოვედის ძახილით. რამოდენიმე წამში გაჩნდა პატარა, გამხდარი სხეული მაგიდასთან.
-გამარჯობათ… - ქეთევანს გაუღიმა, შემდეგ მე მომიტრიალდა - ირინკა - წვრილი მკლავები კისერზე შემომახვია
-ვინ ცემე? - ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე, და ბავშურ კანზე მივაწებე ტუჩები
-დემეტრე - დედასავით შეთქმულივით გადმომილაპარაკა
-მერე მომიყევი…ქეთევან ეს ნატალია, ეთოს შვილი - გავუღიმე და ჩემს გვერდის სკამზე შემოსკუპებულ სხეულისკენ ვანიშნე, რომელიც მოწიწებით უყურებდა მისთვის უცნობ ქალბატონს
-როგორ გავს… - ღიმილით შეათვალიერა პატარა
-ქეთოო - ყვირილით შემოვარდა ეთო ოთახში, და გადაეხვია ქალის სხეულს.
-შენ ისევ გიჟად დარჩი - სიცილს მოვყევით, ეთოს გავხედრ “ხომ გეუბნებოდის” სახით.
-რა თქმა უნდა, შეცვლას არ ვექვემდებარები - ამაყად აწია თავი - ციცი, ასე თუ იქნები სამზარეულოში, აღარ მოვალ ხოლმე - “გაბრაზებით” გახედა ნამცხვრებუთ ხელში მდგარ ციცის
-ოოო, ნატალი ბებო, შეხედე რა მაქვს, შენი საყვარელი ნამცხვრები - მაგიდაზე დადო სხვადასხვანაირი ნამცხვრით სავსე თეფში, და ლოყაზე მოეფერა ნატალის
-დე - ეთოს გახედა - შევჭამ კაი? - ეშმაკურად აწია წარბები. ეთომ სიცილით დაუქნია თავი. კარგი ბავშვი იყო ნატალი, ისეთი, გაუღიმებელს რომ არ დაგტოვებდა.
საუბარში დაღამდა კიდეც. სავსე მთვარე გამოჩნდა ისევ ლურჯ ცაზე, და ისევ ისე დაჰყურებდა ჩვენს ეზოს, როგორც მე და ეთოს გვახსოვს, აივნიდან ვუყურებდით ხოლმე ცას პატარაობაში, დაღლილები ვიჯექით, და ციცის გამომცხვარ ნამცხვარს ვჭამდით ხოლმე. კარგი იყო ბავშვობა.
-სულ ამის ბრალი იყო - თავით ანიშნა ჩემსკენ ეთომ - მეც რა გამეკეთებინა? წავყევი, მეგობრობას ვერ ვუღალატებდი, იმის მიუხედავად, რომ იმ საღამოს კინაღამ ავბღავლდი ოთხჯერ რომ მივედით ერთი და იგივე ჩიხთან და ბარნოვს ვერ მოვაგენით - ყველანი ცრემლებს ვიწმენდით, და “ხმადაბლა” ვკისკისებდით, ნატალი უკვე კარგა ხანს ჩაძინეულიყო საძინებელ ოთახში
-დამაბრალა მე - თავი გავაქნიე
-ქეთევან უნდა გენახა როგორები იდგნენ ამოსახვევთან, წიგნებით ხელში გალუმპულები, აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს - კისკისებდა ციცი. ლამაზი იყო დედა გაცინებისას, ის ჭაღარაც უხდებოდა თმაში მრავლად რომ ჰქონდა, და თვალებთან ნაოჭებიც, რომლებიც ღიმილისას ეკვეთებოდა ხოლმე. სკამიდან წამოვდექი სიცილით, და ციცის გადავხვიე ხელი, ციცისთან ვპატარავდებოდი, ის გოგო ვხვდებოდი მეგობართან ერთად გაწუწული რომ იდგა წიგნებით ხელში, და დედ-მამას მაინც ძლიერი იმედით ელოდა.
-მე წავალ ციცი, გოგონებო რა კარგია რომ გნახეთ, ისე მომენატრეთ, ყველაფერი მომენატრა…თბილისი…ის დროც - სევდიანად ჩაილაპარა, და ისევ გადმოგვხვედა - კარგია რომ მოხვედით, მადლობა ციცი ყველაფრისთვის, იოც მოიყვანე შემდეგ მოსვლაზე - გამიღიმა. ყველას გადაგვეხვია.
-აჩის გადაეცი მანამდე ვარ გაბრაზებული სანამ არ გვესტუმრება მე და ლევანის - “მუქარით’ უთხრა, და გასასვლელისკენ მიაცილა
-გადავცემ ციც, გადავცემ…უნდოდა მოსვლა, მაგრამ…
-ვიცი ქთევან რას მიხსნი? - თავისთვის საუბრობდნენ კარებთან
-წავედი მე, აბა თქვენ იცით გოგონებო, გნახავთ ისევ - გაგვიღიმა, და წავიდა.
მაგიდის ალაგებას მოვყევით სამივე.
-როგორი კარგია რომ დაბრუნდნენ - თითქოს სინანულით ჩაილაპარაკა ციციმ
-ასეთი ხმით რატომ ციც? - ეთომ გახედა დანაღვლიანებულს
-არ სჩანს კარგი ამბავი…ქეთევანმა თქვენთან არ შეიმჩნია თუმცა ისეთი სევდიანია…გული მიგრძნობს კარგი ამბავი არ დატრიალდება - თავი აქეთ-იქით გააქნია, და სამზარეულოში გავიდა
-ხომ გეუბნებოდი - ჩურჩულით მითხრა ეთომ და ციცის კვალს გაყვა სამზარეულოსკენ. არ ჩავძიებივარ ციცის, ალაგება განვაგრძე.
ვიცოდი ლევანი შუაღამემდე რომ არ დაბრუნდებოდა, ამიტომ ეთოს წასვლის შემდეგ მეც გავუდექი სახლის კარს, ბუზღუნა ციცი დავტოვე, და წამოვედი.
ქუჩაში სიჩუმეს ჩემი ნაბიჯების ხმა არღვევდა, ის იყო ფალიაშვილზე შევუხვიე, სადარბაზოს კარებთან ორი სხეული რომ დავლანდე. სიბნელეში ვერ ვარჩევდი სახეებს, ლამპიონის შუქი კი ვერაფერს ანათებდა. გულმა საშიშად გამიელვა, თითქოს ცუდის სუნს გრძნობდა ჩემი სხეული და უკვე რეაგირებდა. სადარბაზოს მივუახლოვდი თუ არა, დავლანდე უცნობ სხეულზე ჩამოკიდებული იო. მომენტალურად ვიგრძენი ცრემლები სახეზე
-იო…ღმერთო ჩემო, იო…ეს რა…რა ჯანდაბაა - სახეზე ხელი შევახე თუ არა ვიგრძენი ბლანტი სითხე თითებზე, სხეული ვეღარ დავიმორჩილე ავკანკალდი, თითქოს გონება დამიბინდო
-დამშვიდდი - ნაცნობი ხმა რომ გავიგე აცრემლებულმა ავხედე ერთი თავით მაღალს - სერიოზული არაფერი სჭირს…სადარბაზოს კარი გააღე - ისეთი მშვიდი ხმით მესაუბრებოდა თითქოს მასე დაკიდებული ჩემი შვილი არ ყოფილიყოს. ხელის კანკალით ამოვიღე გასაღები ჩანთიდან
-ჯანდაბა, რატომ არ იღები…გაიღე, გაიღე - გასაღებდა ვუჩიჩინებდი საკეტს, გონება გადაკეტილი მქონდა, იმის ფიქრში რომ იოს რამე მოსვლოდა ვერაფერს ვშვებოდი - გამოფხიზლდი მიდი - თავს ვეჩურჩულებოდი, ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და სადარბაზოს კარები გავაღე. ფრთხილად ეზიდებოდა ჩემი შვილის სხეულს კიბეებზე
-მესამე სართულია - ექოდ გაისმა ჩემი ჩურჩული სადარბაზოში. საკუთარ სხეულს მივათრევდი კიბეებზე, თითქოს საფეხურ-საფეხურ ჩემს თავს ვაძლიერებდი, ვერ ფიქრობდი, იმ მომენტში სიძლიერეს ვერსად ვპოულობდი, თითქოს ცნობიერება დავკარგე. კარი გავაღე
-საით? - არ გამოუხედავს ისე მითხრა, ხმა უგავდა უცნობს ციცის კიბეებიდან, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა
-იქით, ახლავე მოვალ - ბალეტები ფეხებიდან გავიძრე, და ფეხშიშველა გავვარდი სააბაზანოში, აფთიაქის ყუთის გამოსატანად.
სასტუმრო ოთახში შესულს, დივანზე დამხვდა იო, ტირილს მთელი ძალით ვიკავებდი, არ შემიხედავს უცნობისთვის, მხოლოდ იოს სახეს ვუყურებდი, აღარ უჩანდა არცერთი ნაკვთი, თითქოს სულ წიხლები ურტყეს სახეშიო. გვერდზე ჩამოვუჯექი, და სახის წმენდა დავუწყე, ნელა ვატარებდი სპირტიან ბამბას სახეზე, სისხლით სასვე ჰქონდა მთელი სახე.
-ირა… - ამოიჩურჩულა გასიებული ტუჩებიდან, და თვალის გახელას შეეცადა, დაიჭყანა, მივხვდი ეტკინა
-ჩშშ…ნუ ილაპარაკებ - სახის გაწმენდას მოვრჩი, მადლობა ღმერთს არ იყო არაფერი სერიოზული. ტკივილ გამაყუჩებელი დავალევინე, ცოტა ხანში კი ჩაეძინა.
თავჩახრილი ვიჯექი მის გვერდით, და თითებზე შემხმარ სისხლს ვუყურებდი, პირველად იყო ასეთ დღეში იო, დასისხლიანებული, პირველად მისი დედობის განმავლობაში.
-მადლობა - იქვე კედელთან მიყუდებულს ავხედე. მთვარის შუქზე ვხედავდი მის პროფილს, ის იყო, ბიჭი კიბეებიდან. ზურგით ეყრდნობოდა კედელს, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მიმზერდა. არაფრის ნიშნად თავი დამიკრა
-შენ…თქვენ ხომ არ იცით რა მოხდა? - დავინახე ჩაეღიმა ჩემივე სიტყვების შესწორებაზე
-პატარა შეკამათება მოხდა - ხმადაბლა საუბრობდა, შესაშურ სიმშვიდეს არ კარგავდა
-პატარა? - ირონიულად ჩამეცინა, წამოვდექი, შარფი მოვიხსენი და იქვე დაბალ მაგიდაზე მივაგდე, თითქოს მახრჩობდნენ ისე მოვისვი ხელი ყელზე - არ ვიცოდი პატარა შეკამათების გამო ასე თუ იმეტებდნენ ადამიანები ადამიანს - მის პირისპირ დავდექი, თუმცა ერთი სანტიმეტრის რადიუსითაც არ მივახლოვებივარ
-როგორც ჩანს იმეტებენ - კედელს მოშორდა - ის არ იყო დამნაშავე - თავით მძინარე იოსკენ მანიშნა
-არ აქვს მნიშვნელობა…
-აქვს, ის მართალი ნაცემია, ისინი კი ნაბო*რები, რომლებიც არასამართლიანი წესებით თამაშობენ - თავი გადახარა, და ოდნავ მომიახლოვდა, შემათვალიერა, ბოლოს თვალები სახეზე მომატარა, ისევ ჩაეღიმა, ზურგი მაქცია - კარგად ი-რა - ჩემი სახელი გამოკვეთა, და ოთახიდან გავიდა. კარის დახურვის ხმა გავიგე თუ არა, ნელი ნაბიჯებით გავედი აივანზე, ნამტირალევს სახეზე გრილი ნიავი მომელამუნა, თვალებ დახუჭული დავეყრდენი მოაჯირს, და ქუჩაზე გადავიხედე, სადარბაზოდან რომ გამოვიდა, ნელი, მოხდენილი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს, უკან არ გამოუხედავს, და თვალს მიეფარა კიდეც.
იოს გვერდით, სავარძელზე ჩამოვჯექი, ფეხები ავიკეცე, და შვილის ყარაულობა დავიწყე. გულში მაინც მესიამოვნა, ის რომ იო მართალი იყო, მაგრამ როდესაც შვილს ასეთს ხედავ, ასე უმოწყალოდ ნაცემს, იქ აღარაფერია საინტერესო, შენი შვილის სისხლის გარდა, დასახიჩრების და ასე გამეტების გარდა.
დილა იყო.
-ირაა - წამღერება რომ ჩამესმა ყურში, თვალები ზანტად გავახილე, ატკიებულ კისერზე ხელი მოვიკიდე, და იო რომ დავინაზე სავარძლიდან წამოვხტი
-რამე გტკივა? - ზემოდან დავაჩერდი და ნაზად შევახე თითები ჩალურჯებულ სახეზე, რომლის ნახევარიც ბამბებით იყო სავსე
-ნწ არაფერი - შეძლებისდაგვარად გამიღიმა. ოდნავ მოვუჭირე თითები სახეზე - აუ, აუ, აუ…ირუშკა! - სახე მოეღრიცა
-კარგია? გტკივა? ძალიან კარგი! - გაბრაზებულმა შევხედე და მოვცილდი - მე ლილისთან ახვედი მეგონა, შენ კი ლამის ცოცხალ მკვდარი იყავი გადაკიდებული იმ ბიჭზე, თავხედო ბავშვო - აქეთ-იქით სიარულს მოვყევი, იოს საცოდავი “ღიმილი” რომ შევნიშნე უფრო გავბრაზდი - გეცინება კიდეც?
-ირა, იმ შიშს, რომელიც გუშინ არ მიგრძვნია ახლა ვგრძნობ - ეღიმებოდა, და სახეს გვერდზე ატრიალებდა “შიშით”
-ძალიან კარგი… - თავი ავწიე, და ალმაცერი სახით დავაჩერდი. რამოდენიმე წამში ისევ სავარძელში ჩავჯექი, და თვალებში ჩავხედე, უფროსწორად თვალში - რა მოხდა იო? ისეთი რა მოხდა გონზეც რომ ვერ იყავი ისე გცემეს? ან საერთოდ სად იყავი?
-არაფერი ირა… - წამში დაუსერიოზულდა ჩალურჯებული სახე. ჯიუტად რომ გავაგრძელე ყურება თავი გაადაქნია
-იო, გელოდები - წარბის აწევა მაკლდა
-ლილისთან ასვლას ვაპირებდი, დათასთან ერთად ვიყავი. მერე დათა წავიდა,გაჩერებაზე მივდიოდი
-ეგ სად? - ჩავეკითხე
-ირა სად შენ და სად FBI - გაიცინა, ყბის ტკივილის გამო წარბები შეკრა და ამოიკვნესა
-კვნესა ვერ გიშველის - მკაცრ ტონს არ ვაქრობდი ხმის დემპრისგან, კრუხს ვგავდი, რომლის წიწილასაც ატკინეს
-კაი ხო, ჭავჭავაძეზე…ბევრნი იყვნენ, სახეზე ვერ დავინახე, ნუ მოკლედ გოგოს…ხომ გესმის - თავი დახარა. გამეღიმა, სიამაყის შეგრძნებამ არ დააყოვნა და ერთიანად გაიფრქვა ჩემში
-ვიცი, რომ ასეთი არ ხარ იო და ამიტომაც ვარ ახლა მშვიდად, ამ ყოველივეს ვერ მოგიწონებ არ მაქვს უფლება უბრალოდ, მაგრამ…დაუმსახურებიათ - გავუღიმე, თვითონაც შემომაგება ოდნავი ღიმილი - ვინ მოგიყვანა ის მაინც იცი? - თემა გადავიტანე უდარდელად ვკითხე კარში მდგომმა, მაინტერესებდა უცნობის სახელი და გვარი, მაგრამ ამას საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი.
-აკა ახვლედიანმა - სახელი და გვარი თითქოს ექოდ ჩამესმა ისედაც გადაღლილ გონებაში. - აი, ციცის მეზობელი რომ იყო… - უკვე აღარ მესმოდა რას მელაპარაკებოდა. მივხვდი საიდან მეცნობოდა უკვე “უცნობი”, ის ხომ ჩემი მეზობელი იყო. დატოვებულ სახლს, რომ ვსტუმრობდი ხოლმე, ხშირად იოს გამოსაყვანად მხვდებოდა ახვლედიანების ერთადერთი შვილი-აკა. ერთიანად ამომიტივტივდა მოგონებები, თითოეული თავის დახრა მისალმებისას, მაშინ ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის ყველას უყვარდა, დიდი ზრდილობით და გამოირჩეოდა, სიმშვიდეს არც მაშინ კარგავდა, სანის გავდა, ეტყობოდათ რომ ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ყოველი შეხვედრისას უფრო და უფრო იზრდებოდა, ახლა კი ზედმეტად შეცვლილიყო, ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა მისი ვერ ამოცნობის.
-ირა - იოს ხმა რომ გავიგე გამოვფხიზლდი - კარგად ხარ?
-კი, მანდ მაგიდაზე წამალი დევს, იმედი მაქვს აღებას შეძლებ - მზერა მოვარიდე, და აბაზანაში შევიკეტე.
წ*ლის გრილი წვეთები დაღლილობას თანდათანობით აქრობდნენ, აკაზე მეფიქრებოდა, ვერ ვხვდებოდი რატომ ჩარჩა ჩემს გონებაში ასე საზიზღრად, თითქოს შემომიძვრა და საბოლოოდ დარჩა იქ.

***
გარდაცვალება.
10 წლის წინ, ტკივილით გაჟღენთილ წარსულში.

მაშინ, ქალბატონი ანანიას კივილმა შეძრა მთელი ტაბიძის ქუჩა, კივილმა ყველა კუნჭულს დაუარა, და სუროსავით მოედო ქალაქს.
იმ საღამოს თბილისის ქუჩებს წვიმა ასველებდა, თითქოს დედამიწაც ტიროდა კიდევ ერთ უსულო სხეულს, მიწაზე დაგდებულს, ტყვიებით სავსეს, უკვე უსულოს და ცარიელს.
იქ იყო ისიც, მასზე დაწოლილ უკვე მკვდარ სხეულს ვერ სწევდა, ვერ სუნთქავდა, ყოველი ამოსუნთქვისას გრძნობდა სისხლის სუნს, რომელიც ერთიანად იყო გაჟღენთილი მანქანაში.
იმ საღამოს სანი ახვლედიანი დახვრიტეს.
ყველა გლოვობდა სანის, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი. ყველა დასტიროდა სასაფლაოზე ღრმად გათხრილ მიწაში ჩასაწვენ სანის სხეულს, რომელზეც შეხედვასაც კი ვერავინ ბედავდა, სახეც აღარ უჩანდა, არადა ახსოვდა ხალხს როგორი ბიჭი იყო სანი, თვალს ვერ მოსწყვეტდი ისეთი, ახლა კი, ახლა კი შეხედვაც კი მოგზაფრავდა არათუ მისი უკვე, სამი დღის უსულოდ დატოვებული სხეული რომელსაც ძლიერად ეჭიდებოდა ანანია.
-რას შვებით? გაუშვით… - იოგების ჩაწყვეტამდე კიოდა ანანია. თითქოს სამ დღეში დაჩაჩანაკდაო, იქ შეკრებილ საზოგადოებას გადაავიწყდა ქალი, სულ ღიმილიანი, მხიარული, ისეთი რომელზეც შეგეძლო გეთქვა ასაკის მომატება ვერაფერს აკლებსო, ერთიანად გადაავიწყდათ ის სილაღით ავსებული ანანია სანი ახვლედიანის შვილობით, რომ ამაყობდა. გაქრა, შვილის სიკვდილმა მთლიანად მოსპო, ახლა ვეღარ იყო ის ქალი და დედა სამი დღის წინ შვილს რომ მაგრად იკრავდა გულში, ახლა ის იყო შვილმკვდარი დედა, რომელიც ვერაფრით უშვებდა შვილის სხეულს მკლავებიდან, ვერ ატანდამესაფლავეებს, რომლებსაც მისი საკუთარი შვილი მიწასთვის უნდა მიებარებინათ.
-ხელი გაუშვით, ის ჩემია გესმით? ჩემია… - განწირული ხმით ჰყვიროდა ქალი, და სხეულისკენ იწეოდა, მისი მეუღლე, დუდუ, განადგურებული სახით იჭერდა გააფთრებულ ქალს, და ხელებში მწარედ ჩარჭობილ ცოლის ფრჩხილებს არ იმჩნევდა, აქა-იქ ნაკაწრებს რომ უტოვებდა. - რამე გააკეთე, მიჰყავთ გესმის? სანიკო მიჰყავთ, რამე გააკეთე დუდუ, გამიშვი უნდა ვუშველო… - ხმა ჩაუწყდა, ეჩურჩულებოდა უემოციოდ მდგარ მამაკაცს, რომელიც ბოლო ძალებით ცდილობდა დაეჭირა ახლა უკვე, დანებებული ანანია.
-ნანი - სითბოთი სავსე სიტყვა ჩასჩურჩულა ქალს თვალ დახუჭულმა, ქალსაც დაეხუჭა თვალები - ვერ ვუშველით ნანი…გთხოვ ნანი…- შეევედრა, და თავზე აკოცა.
***
ღამით, ეთოსთან ერთად ვიჯექი აივანზე, და მასთან ერთად ამ იშვიათ შემთხევაში ვეწეოდი.
ეთო ახვლედიანებზე მიყვებოდა, თითქოს შეპყრობილი იყო ამ ოჯახით.
-ბიჭს ერთი ადგილიც არ დაუტოვეს ტყვიის გარეშე, ესეთი სისასტიკე…რისთვის? ასეთი რაღაც, როგორ? - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ეთო - ტყუილად არ დაბრუნდებოდნენ ახვლედიანები
-კარგი რა ეთო - უკაყოფილო სახე ივიღე, და ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავაჭ*ლიტე
-ბიჭს უტყვიოდ სხეულზე ადგილი არ დაუტოვეს მეთქი, რა კარგი რა ეთო? - გადმომხედა გაღიზიანებულმა - იო სად არის?
-დათასთან სახლში - წამოვდექი და აივანს მივეყუდე ზურგით - იოს გამო ცალკე მეშინია…უნდა გენახა რას უგავდა სახე - გვერდით გავიხედე, და განათებულ ქალაქს გავუსწორე მზერა
-არც ახლა აქვს დაკლებული კარგად ვნახე… - გახუმრება სცადა, თუმცა ჩემი უცვლელი სახე რომ შენიშნა, ისიც წამოდგა და გვერდით ამომიდგა - კაი რა, ხო იცი არ არის იო ეგეთი - მხარზე დამისვა ხელი, გამეღიმა მის მხარდაჭერაზე
-იო არა, სხვები არიან…- შევხედე სევდიანი ღიმილით, და იმის წარმოდგენისას, რომ იოს რამე მოუვიდოდა უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
-იო არ გააკეთებს ისეთ რაღაცას რაც შენ გატკენს, ყოველ შემთხვევაში იმას არა რისი გაკონტროლებაც შეუძლია…შენთვითონაც ხომ იცი? იდიოტებით სავსეა თბილისი…
-კიდევ ისე რომ დავინახო, როგორიც ვნახე…არ ვიცი ეთო - თავი აქეთ-იქით სინქრონულად გავაქნიე
-სახლში ვერ გააკავებ, იო კიდევ არ არის ხიფათიანი ბავშვი, ბავშვიც აღარ არის ისეთი აყლაყუდაა - თვალები გადაატრიალა სასაცილოდ. ყოველთვის “გვაწუხებდა” და არ გვსიამოვნებდა მე და ეთოს ის ფაქტი, რომ ჩვენს გონებაში ჯერ კიდევ სულ პატარა იო, ჩვენზე მაღალი იყო.
მაინც გამაცინა ეთომ, მერამდენე იყო ეს? რამდენჯერ გავუცინებივარ ეთოს ასე?
შემოსასვლელში გავყევი ეთოს, უკვე მიდიოდა, რომ დავუძახე
-ეთო…
-ხო ირ… - გამომხედა ღიმილით
-კარგია რომ ხარ - გავუღიმე
-ვიცი - ხმამაღლა გადაიკისკისა, ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, და წავიდა.
-გიჟი - გამეცინა, შუძლებელი იყო სიტყვას ასე კარგად დაეხასიათებინა ადამიანი, სინონიმები იყვნენ ერთმანეთისთვის გიჟი და ეთო.
თერთმეტი სრულდებოდა, ზაფხულში ჩემს ერთ თვიან დასვენებაში აივანზე ჯდომის მეტს არაფერს ვაკეთებდი. არც ეს ღამეც იყო გამონაკლისი. ყველაზე ლამაზი თბილისი მაინც ღამით იყო, ლამპიონები რომ ანათებდა ქალაქს, და ყვითლად გამომავალი შუქი კორპუსებიდან.
თვალებდახუჭულს ტელეფონის ხმა რომ მომესმა თან გაუჩერებლი, სწრაფად დავტაცე ხელი “ეშმაკის მანქანას”
-ხო ციცი
-აკა ვარ, ციცი ცუდად გახდა, და თუ შეგიძლია რომ მოხვიდე - ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში, გაოგნებულმა მობილურს დავხედე. - აქ ხარ? - მკითხა, დაბნეულმა ხმა რომ ვერ გავეცი
-მოვდივარ, ათ წუთში ვიქნები, თუ შეგიძლია…
-ნუ ნერვიულობ, დავრჩები - დამამშვიდა ისე როგორც მაშინ. წარმოვიდგინე მისი გაღიმება, და თან სარაფანი გადავიძრე სხეულიდან. ხელში პირველი რაც მომხვდა გადავიცვი, კარი გავიხურე, და წავედი.
მანქანას რაც შეიძლება სწრაფად ვატარებდი, ციცი ცუდად არ ხდებოდა, შემეშინდა, ნერვიულად ვატარებდი მანქანას რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი, მგონი წითელზეც გავიარე, არ ვიცი.
მანქანიდან გადმოსულმა სწრაფად ავიარე კიბეების საფეხურები, და გულ აჩქარებულმა შევაღე ბინის კარი.
სასტუმრო ოთახში იყო ციცი, დივანზე წამოწოლილი გვერდზე იყურებოდა და ოდნავ იღიმოდა. მის მზერას გავაყოლე თვალი, აკა იყო. სკამზე მჯდომი იდაყვებით ეყრდნობოდა მუხლებს, და ქვევიდან მიყურებდა, თვალები უფრო დასევდიანებული ჰქონდა, თუმცა ის ჭინკები არ ქრებოდნენ წაბლისფერებიდან.
-დედა მოხვედი? - ახლა მე შემომხედა - არაფერი არ მჭირს, ოდნავ წნევამ დამიწია, აკაც მაშინ ჩამოდიოდა კიბეებიდან მე რომ გამოვდიოდი სახლიდან. ინერვიულე? - გამიღიმა ციციმ
-ხო ციცი ვინერვიულე - აკასკან მზერა დედაზე გადავიტანე, და ციცისთან ახლოს ჩამოვჯექი - ახლა როგორ ხარ? - საყვარელ თმებზე მოვეფერე, და თითებზე გადავუსვი ხელი
-კარგად ვარ…ლევანს ხომ არ ეტყვი? - ბავშური სახით შემომხედა
-ციცი, ლევანი ცოტახანში რომ მოვა რას ეტყვი მერე? - ინტერესით ვკითხე, და აკას მოტანილი თვალები ჩემზე, დავაიგნორე
-რა უნდა ვუთხრა? ვეტყვი, რომ აკა მოვიდა ჩვენთან, ძალიან გაუხარდება…ხომ დარჩები აკა? - ახლა აკას შეხედა
-მე მართლა გასასვლელი ვარ ციცი დეიდა - უხერხულად გაუღიმა, მაგრამ უდიდესი სითბოთი
-შვილო, სულ რაღაც სამოცის ვარ, დეიდა არ მიხდება - წარბაწევით უთხრა, და ოდნავ წამოიწია - ნუ გაქვს ასეთი სახე ირა, კარგად ვარ წნევამ დამიწია-თქო ხომ გითხარი? - შეწუხებულმა გამომხედა ახლა მე - ასაკის ბრალია ალბათ - ჩურჩულით მითხრა
-ცოტახანი კიდევ იწექი…ციცი! - გაბრაზებულმა შევხედე უკვე ამდგარს, თმების სწორებით რომ გავიდა სამზარეულოში.
უხერხულად ავიწურე ერთ ადგილზე, მაკვირდებოდა, მე კი პატარა გოგოსავით მაყრიდა ტაო სხეულზე, უკუმოქმედება კი სამწუხაროდ არ ქონდა ამ ყოველივეს!
-მადლობა - იქვე ჩამოვჯექი, და უხერხულობის გასაფანტად სიჩუმე დავარღვიე. არაფრის ნიშნად თავი დამიკრა უხმოდ. მზერას არ მაშორებდა, მე კი ვიძაბებოდი,ხან სად ვიყურებოდი ხან სად. ნერვებ მოშლილი გავუსწორე მზერა მომღიმარს
-რა იყო? - გაღიზიანებულმა ვკითხე
-არაფერი - მხრები აიჩეჩა, და სკამის საზურგეს მიეყუდა.
ოთახი აივნიდან შემოსული გრილი ჰაერის მიუხედავად, ჩახუთულიყო, და თითქოს სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. აივანზე გავედი, და მოაჯირს დავეყრდენი. ვიგრძენი როგორ დამიდგა უკან, თუმცა ღამის ნიავს ხარბად ვისუნთქავდი, და მისკენ არ ვტრიალდებოდი. გვერდით რომ ამომიდგა ვიგრძენი რაღაც განსხვავებულის მოზღვავება, მას შევხედე, ზურგით იყო მიყუდებული აივნის მოაჯჯირს. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ მიყურებდა. ცისფერი პერანგი ეცვა, რამოდენიმე ჩახსნილი ღილიდან თეთრი მაიკა და მუქი ხორბლისფერი კანი მიმზიდველ შერწყმას ქმნიდა. სიმპათიური იყო აკა ახვლედიანი, არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული, ისეთი უბრალოდ მზერას, რომ ვერ აარიდებდი. ჩემი ფიქრების გააზრებისას, ჩემს თავთან შერცხვენილმა, ისევ ხედზე გადავიტანე თვალები. მივხვდი სიგარეტს რომ უკიდებდა. ახლოს რომ მომიტანა კოლოფი, ჯერ კოლოფს დავხედე შემდეგ კი მას, თვალები მომენტალურად გამექცა მისი ტუჩებისკენ, რომლებს შორიც სიგარეტის ღერი გაერჭო, და ბოლისგან ამწვარი თვალები ოდნავ მოეხუჭა. ერთი ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან, და მადლიერების ნიშნად თავი დავუკარი, თითქოს ამით რაიმე სახის სამაგიერო გადავუხადე. სანთებელა ახლოს მომიტანა, ცოტაც და თითებს შემახებდა.
-მადლობა - მომიკიდა თუ არა ნაპასი დავარტყი, და ბოლი ჰაერში გავუშვი.
-როგორ არის იო? - მოულოდნელად მკითხა, ეჭვნარევი მზერით გავხედე
-კარგად…შენ იოს იცნობ? - დავუსვი ლოგიკური შეკითხვა
-შორიდან…
-შორიდან - ჩემთვის მაგრამ მის გასაგონად ჩავიჩურჩულე და თითქოს სიმწრით ჩამეცინა - წავალ ციცის მივეხმარები - შესვლა დავაპირე ბინაში, თბილი თითები რომ ვიგრძენი გაგრილებულ კანზე, ოცდათხუთმეტის წლის ასაკში საკუთარ სხეულს ვერ ვაკონტროლებდი, შეხებისას სხეულში გამცრა
-არ არის საჭირო, ისედაც წასვლას ვაპირებ - თითები შემიშვა, და თავით ბინისკენ მანიშნა. აღარაფერი ვუპასუხე სახლში შევედი, ისიც უკან გამომყვა.
ნერვები მეშლებოდა, რომ მოქმედებდა ჩემზე, მისი მშვიდი ხმაც და შეხებაც მაღიზიანებდა, არ ვიცი რას მოველოდი ათი წლის უნახავისგან და სამი დღის თავიდან გაცნობილისგან.

***
მანქანაში ჯდებოდა კოტე მიქელაძე ტელეფონმა რომ დაურეკა
-ხო - სერიოზული სახით მიიდო ტელეფონი ყურზე
-სად ხარ? - გაისმა მობილურში ბავშვობის მეგობრის, გურიელის ხმა
-სახლში მივდივარ ეხლა, რა გინდა?
-ესეიგი არ იცი? - დაბნეულმა ჰკითხა
-დღეს ყავა დალიე გურიელი? რაღაც არ მეჩვენები ენერგიაზე, თორემ შენ დალაგებული არასდროს ყოფილხარ - დასცინა მეგობარს, და მანქანა დაძრა
-ესეიგი არ იცი… - დანანებით ჩაილაპარაკო ისეთი ხმა ჰქონდა
-ბიჭო, რას ბლუყუნებ? რა არ ვიცი? - ნევრები მოეშალა - თუ ისევ მეღადავები…
-დამიჯერე, ისეთი დღე მაქვს რომ თვით მეც არ მაქვს ღადაობის თავი, ამო ჩემთან. - ესღა უთხრა და დაუკიდა ყურმილი. პირველად ენახა გურიელი ასეთი სერიოზული ამდენი წლის განმავლობაში. დაძაბული ატარებდა მანქანას, სანამ ნაცნობ კორპუსთან არ გააჩერა. სწრაფად გადმოვიდა, და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსკენ.
თედოს ბინის კარები დაუკაკუნებლად შეაღო, და სახლში შევიდა. შესულს სავარძელში მჯდარი გურიელი რომ დახვდა ვისკით ხელში ფეხი-ფეხზე გადადებული, ჯერ უყურა შემდეგ კი სიცილი მორთო.
-მაპატიეთ დონ კორლეონე სიმშვიდის დარღვევისთვის - თავი დაუკრა, და სიცილ-სიცილით დაჯდა მის გვერდით.
-ეს ხომ არაფერს დაგაცდის… - ჩაიფრუტუნა თედომ, ვისკის ჭიქა დაბალ მაგიდაზე დადგა, და ფეხზე წამოდგა - მართლა არ იცი?
-მართლა გინდა რომ გცემო? - სერიოზული სახით კითხა მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა
-არა, უბრალოდ ვაზუსტებ. შენი ძალა ჩემმა მტერმა…არა, ჩემი მტერიც მეცოდება შენი ძალისთვის - ჩაფიქრებულმა თქვა, და ბარის დახლს მიეყუდა
-იტყვი ბოლოსდაბოლოს?
-ახვლედიანი ჩამოვიდა - უთხრა პირდაპირ, და მეგობრის რეაქციას დაელოდა
არ განძრეულა მიქელაძე, წარბიც კი არ შეუხრია, თუმცა მაინც შეამჩნია მეგობარმა სევდა და მონატრება მის სახეზე, განსაკუთრებით კი თვალებში. დაიძაბა კოტე ამ სახელის და გვარის გაგონებისას, რომელიც ატასჯერ განმეორდა მის გონებაში, ვერ იჯერებდა, ათი წლის შემდეგ, ასე მოულოდნელად, რატომღაც ის ხმები ასეთი სიჩქარით რომ ვრცელდებოდა მასთან ვერ მივიდნენ, ან არ.
-მერე? - თავი მოთოკა და მშვიდი, დინჯი ხმით ახედა თავზე წამომდგარ გურიელს.
-აკა ახვლედიანი ჩამოვიდა, ის აკა… - გაიმეორა ისევ თედომ, და გვერდით ჩამოუჯდა მიქელაძეს
-გავიგე თედო, გისვამ კითხვას, მერე? - გახედა მეგობარს
-ნუ იზამ ეგრე კოტე - დამრიგებელი ტონით უთხრა
-ეგრე როგორ თედო? მითხარი - თვალებში ჩახედა მის ბავშვობას
-ნუ გადაუსვამ ხაზს - არ მოუშორებია თვალი ტკივილით სავსე მეგობრისკენ
-ცდები თედო, მე დიდი ხნის წინ გადავუსვი ხაზი მას, ნუ დაგავიწყდება რომ პირველი ის იყო რომელაც ჩვენ ორს ხაზი გადაგვისვა, გახსოვს? - ოდნავ ტონს აუწია
-მახსოვს კოტე მახსოვს, თუმცა მისი მდგომარეობაც მახსოვს - მის პირისპირ დადგა
-მდგომარება რომელშიც გვერდით ვყავდით, მან კი, მან რეები…საერთოდ რატო ვლაპარაკობ ახვლედიანზე? არ მინდა გახსენება, ვსო, მორჩა! - სახე ბრაზით აევსო მიქელაძეს, და ფანჯარასთან დადგა.
რამოდენიმე წუთი იდგა თედო, და უყურებდა მეგობარს, ნერვიულად რომ ეწეოდა სიგარეტს.
-მაშინ სულ ბავშვები ვიყავით კოტე, უფროსწორად დიდი ბავშვები… - ჩაეღიმა თინეიჯერობის გახსენებისას - რეებს ვაკეთებდით ხოლმე, უფროსწორად რას არ ვაკეთებდით…გახსოვს, თამრიკოს გაკვეთილიდან გამოპარულები ნოდარს რომ შევეფეთეთ - სიცილით მოაყოლა ერთ-ერთი მოგონება, და გვერდით დაუდგა მიქელაძეს, რომელსაც ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე - შემდეგ წიხლის კვრით შეგვაგდო ლიანასთან…კინაღამ ჩავიფსი შიშისგან - უკვე ორივე ხარხრებდნენ - მერე სანი მივიდა და მოთაფლა, ლიანას ძაან უყვარდა - სანის გახსენებისას ღიმილი სევდიანი და ტკივილნარევი გაუხდათ ერთსაც და მეორესაც.
-სანი ვის არ უყვარდა? - თავი ჩაღუნდა მიქელაძემ. სიჩუმე მოედო ოთახს, გურიელი ფანჯარაში იხედებოდა, და ცას აჰყურებდა, თითქოს ზემოთ ხსენებულს უყურებსო, იღიმოდა. - მომენატრა - გამოუტყდა მეგობარს კოტე, და მომღიმარს შეხედა
-რომელი?
-ორივე. - ამდენი წლის შემდეგ პირველად თქვა ეს სიტყვები, და პირველად გამოხატა სიტყვებით მისი ემოციები მიქელაძემ, რომელიც მის ბავშვობას და საუკეთესო წლებს ვერ ღალატობდა.
-წამო, წამო გავიდეთ სადმე, შენს ზლუქუნს ვერ ავიტან ჩემს გაწმენდილი აურით სავსე ბინაში - ხელი გადახვია
-გილოცავ დაბრუნებას - სარკაზმით გაუღიმა, და თავში წამოარტყა
-აუ…ბიჭო, ხელი გაქვს თუ ქვა? - თავზე მოიკიდა ხელი, და “ტკივილიანი” სახით შეხედა კოტეს
-მიდი, მიდი - სიცილით გააგდო კარში გურიელი, და თვითონაც მიიხურა კარი.
ორივემ იცოდა რაღაც, რომ აკლდათ…აკა ახვლედიანი.

***
-ციცი, ნუ შეწუხდები, მივიდვარ უკვე - გაუღიმა თეფშებით ხელში გამომავალ დედაჩემს, რომელსაც უკვე დაეტყო სახეზე მწუხარება
-კარგი რაა - თეფშები მაგიდაზე დადო, და აკას მიუახლოვდა
-არ გეწყინოთ - ღიმილს არ იშორებდა სახიდან
-კიდევ მოდი იცოდე, თორემ მართლა გავბრაზდები, ხმას არ გაგცემ - “დაემუქრა” და ფუმფულა მკლავები მოხვია მასზე მაღალს
-ქეთოს დაბადებისდღეზე ხომ მოდიხართ? - ამდენი წლის განმავლობაში მაინც არ აშორებდა ყოველ სიტყვას თ’ს, თითქოს ამით პატივისცემას იჩენდა ციცის მიმართ, თავს უფლებას არ აძლევდა შენობით მიემართა მასზე უფროსი ქალბატონისთვის. გამეღიმა მათ ჩახუტებაზე.
-კი, ამოხვალ იქ?
-არ ვიცი, ვნახოთ - გადაკოცნა ისევ, დამშვიდობების ნიშნავ თავი დამიკრა, მეც იგივე გავიმეორე. ციციმ გააცილა, მე კი სამზარეულოში გავუჩინარდი.
-ნწ, რამდენი რამ გადაიტანა ამ ბიჭმა და ოჯახმა - თავი გააქნია სევდით ციციმ, და თეფშების შეწყობა დაიწყო
-რა? - შანსი მომეცა გამეგო რაღაც მაინც აკაზე, ან რატომ მაინტერესებდა ასე ძალიან? ტოვებდა ახვლედიანი რაღაც იდუმალს ჩემში, კითხვის ნიშნებს, რომლებიც მრავლად იყვნენ ჩემს ტვინში
-მაშინ შენ რთული პერიოდი გქონდა - ამით ივას ხსენებას თავი აარიდა - სანი ხომ გახსოვს? აჩის ძმისშვილი - თავი დავუკარი, და სანის გახსენებისას ოდნავ გამეღიმა, სევდიანად მაგრამ მაინც - ყველას უყვარდა ისეთი კარგი იყო, ყველას ისეთი სიძე უნდოდა როგორიც სანი იყო, მისი ერთი გამარჯობაც და გოგონები არავის შეხედავდნენ მის გარდა, ყველას უყვარდა იმიტომ რომ…იმიტომ რომ პატიოსანი იყო, ყველას პატივისცემით ეპყრობოდა, სუფთა სულის იყო - დასევდიანებული ლუჯი თვალები ერთ წერტილს გაუშტერა და დანანებით ჩაილაპარაკა - მანქანაში დახვრიტეს…ხალხი დასაფლავებაზე სხეულს ვერ დაჰყურებდა იმდენი ნახვრეტი ჰქონდა ბიჭს - მივხვდი უკვე მოსმენილს, რომ ვისმენდი, თუმცა მაინც ჩუმად ვუსმენდი ტკივილგაზიარებულ დედას - უღმერთოებმა დაასახიჩრეს სანი და მისი სიკვდილის შემდეგ ახვლედიანებიც…სასაფლაოზე მიწაზე დამხობილი ანანიას კივილი ერთი უბედურება იყო, მესმის მისი, ვერ უშვებდა ერთადერთ შვილს, ვერ ელეოდა - დაზაფრული ვიჯექი, და ჩამოგორებულ ცრემლს არ ვიშორებდი სახიდან - საშინელი სანახავი იყო როგორ ეხუტებოდა სანის სხეულს, დუდუს გარდა ვერავინ ეხებოდა, ვერავინ ბედავდა…ასეთი ძლიერი ოჯახი თითქოს, სანის სიკვდილმა ძირებიდან ამოთხარა.
-აკა…- პირი გამიშრა
-აკა სანისთან ერთად იჯდა მანქანაში. - პირზე ავიფარე ხელი, რთული იყო ამ ამბის გააზრება, ნახვა ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. - ხო, თხუთმეტი წლისამ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა, საშინლად რთული პერიოდი იყო. შემდეგ, ქეთევანმა და არჩილმა შვილი გაარიდეს თბილისს, ეშინოდათ რაიმე არ ექნა გაგიჟებულს, ამიტომაც გადავიდნენ გერმანიაში. - ხმამაღლა ამოიოხრა ციციმ, და ცრემლები მოიწმინდა - ისე გავს სანის… - სევდიანი ღიმილით თქვა, და ალბათ სანის სახე წარმოიდგინა - ზოგი ამბობს აკამ იცის ვინც ის უბედურება დაუკვეთაო, დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, როგორია ამ მდგომარობაში მყოფებს რაღაც კითხო? - ხმას ვერ ვიღებდი, ციცისთვის გამეშტერებინა მზერა, და ვერაფერს ვამბობდი, თითქოს ენა ამომაცალესო.
ბინის კარი, რომ გაიღო დედისგან მზერა კარებზე გადავიტანე
-ოჰ, ვინ მოსულა - მამაჩემის ხმა რომ გავიგონე გამეღიმა, და ციცის გადავხედე, თმებზე რომ გადაისვა ხელი, და ტუჩებზე თითი მიიდო, მანიშნა არაფერი უთხრაო, მეც თავი დავუქნიე.
ლევანი გადამეხვია
-მომენატრე მამა - თავზე დამჩურჩულა, და იქვე მაკოცა
-მეც მომენატრე მა - როგორც ბავშვობაში ისე ვაკოცე ლოყაზე. ყოველთვის, როდესაც ლევანის მკლავებში ვექცეოდი ისევ პატარა ირინკად გადავიქცეოდი ხოლმე, რომლიდანაც გამოსვლა არასდროს მინდოდა, ლევანის ერთ გამოხედვასაც კი არაფერი და ვერაფერი ჯობდა.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ციცინო? - სიცილით დახედა მასზე დაბალს, და ხელი გადახვია. არ ბერდებოდნენ.
-ივახშმე სადმე? - ნაძალადევი ღიმილით ახედა ლევანს
-ნწ - ღიმილის არც ლევანი და მე ვიშორებდით სახიდან
-უი რა სამწუხაროა, მგონი მშიერი რჩები - “საწყალი” სახე მიიღო ციციმ, და გადახვეული ხელი ჩამოაღებინა ლევანს
-კაი, კაი ციც მაპატიე - გადაიხარხარა, და თავზე აკოცა ციცის
-მარტომ უნდა ივახშმოთ, მე წავედი, იოც მივიდოდა სახლში
-ერთხელ დარჩი მამა - უკვე მჯდომმა დამდგარს ამომხედა ლევანმა
-კოჯორში რომ ახვალთ მე და იოც ამოვალთ, და დავრჩებით - უკნიდან მოვეხვიე
-რამე ხომ არ გჭირდება მამა? - ყოველთვის ასე იყო, კითხვა არაფერ შუაში იყო ალბათ უფრო ხმა, ტონი რომლითან მეკითხებოდა ხოლმე ამ კითხვას, ამ კითხვით მაგრძნობინებდა, რომ ყველაფერში დამიდგებოდა გვერდზე, უპირობოდ, გამიგებდა, მხოლოდ ამ კითხვის გამო ვერ დავუმალავდი მამაჩემს ვერაფერს.
-არა, მა - ბოლოჯერ ვაკოცე, და ციცის გადავეხვიე.
-იჯექით თქვენ, მე წავალ…მიყვარხართ - ბოლოჯერ ვუთხარი ორივეს, და სახლის კარი გამოვიხურე.
ბინაში შევდგი ფეხი, დაღლილმა ფეხსაცმელები იქვე გავიხადე, და სამზარეულოდან გამოსულ ხმებს მივყევი. შიგ შესულს მაგიდასთან მსხდომი “საზოგადოება” რომ დამხვდა გამეღიმა
-ირა - გამიღიმა დათამ, და გადამეხვია.
-რამდენი ხანია არ ამოსულხარ, ამას ნახულობ და მე დაგავიწყდი? - თავით იოსკენ ვანიშნე
-რავი ირა… - “საბოდიშო” სახე მიიღო
-ვიცი, ვიცი ვხუმრობ - გავიცინე, და მხარზე დავეყრდენი - ფეხი სად მოიტეხე გიუშ? - ვიცოდი იოს და დათას ეცინებოდათ, მესმოდა მათი ჩუმი ფხუკუნი
-არა, არაფერი ისეთი ხომ იცი… - თავი მოიქექა, თითქოს სიტყვებს ეძებდაო
-რა არაფერი ბიჭო? მოყევი, მოყევი ნუ გრცხვენია - გააწყვეტინა სიცილით იომ
-ოოო - ხელი აუქნია თაბაშირიანმა - არაფერი ისეთი…ძაღლი გამომეკიდა - ჩაიჩურჩულა ბოლო ორი სიტყვა, ამ წამების განმავლობაში იო და დათა ლამის იატაკზე იყვნენ გაწოლილები
-ნუ იცინით, ბიჭებო… - ორის შემხედვარე მეც მეცინებოდა - დიდი ძაღლი იყო გიო თუ რატომ შეგეშინდა ასე? - თვალით ფეხზე ვანიშნე
-კი, ძალიან დიდი იყო, ძალიან. უზარმაზარი იორკი - დათა კისერზე ჩამომეკიდა და ისე ამოაყოლა ეს ორი სიტყვა.
-გიო… - შევაპარე ფეხმოტეხილს - რომ გავიცინო გეწყინება?
-კარგი რა ირა, შენც? - დაიწუწუნა, და ჩვენ სამის შემხედვარე მასაც გაეცინა - ნუ იცინით…გეყოთ ვახ…იცით რა საშიში ძაღლი იყო? მე ეგეთი “სწერვა” ძაღლი არ მინახავს ჩემს განვლილ ცხოვრებაში…მორჩით… - გადავბჟირდით. კარგი ბიჭები იყვნენ გიო და დათა, პირველი კლასიდან მოყოლებული მახსოვს ისინი, იოსგან ვერცერთს ვარჩევდი, მიხაროდნენ ისინი იოს ცხოვრებაში, რადგან ვიცოდი ისინი იყვნენ იოსთვის ადამიანები როგორიც ჩემთვის ეთო იყო.
ვისაუბრეთ, შემდეგ ისევ დავცინეთ საცოდავ, ფეხმოტეხილ, მხოლოდ ამ წელს თაბაშირით ათასჯერ ნატარებ გიოს. შემდეგ ისევ მათი ბავშვობა გავიხსენეთ, ის ბავშვობა დღედაღამ ერთად რომ იყვნენ. ბავშვობას ყოველთვის დაჰკრავს სევდა, ხან ბავშვობიდან გამოყოლებული ხან იმითი, რომ ბავშვობა უკვე წარსულია, მოგონებად გადაქცეული.
-გიო ადე, წავედით კოტე მოვიდა - სკამიდან წამოდგა დათა
-უკვე მიდიხართ ბავშვებო? - არასოდეს მბეზრდებოდა მათი ყოფნა ჩემთან
-ხო ირა, გამოგივლით გპირდები მეც და…არა, გიორგი ვერ გამოგივლის, მე ამოვიტან ხოლმე თუ არ დამეზარა - სწრაფად შეცვალა წინადადება, და ბავშვობის მეგობარი წამოაყენა - მერამდენედ უნდა ეკიდო ჩემს მხარზე ტუღუში? - თავი გააქნია მობეზრებით
-რა იყო მიქელაძე? მხარს მამადლი? - დათაზე დაყრდნობილი გავიდნენ სამზარეულოდან - ცოტა ნელა ბიჭო, უხეშად ნუ მიმათრევ - კარებთან გაცერდნენ
-ღმერთო ძალა მომეცი…კარგად ირა, მიყვარხარ ხო იცი - თავი მოაბრუნა ჩემსკენ
-მეც მიყვარხართ. ფრთხილად ჩაიყვანე ეგ…კოტე მომიკითხე - კოტე დათას ბიძაშვილი იყო, მასზე უფროსი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე, მახსოვს უფროსი ძმასავით რომ ედგა სამივეს გვერდში,ხანდახან იქ ყოფილა კოტე სადაც სინამდვილეში იოს მამა, ივა უნდა მდგარიყო - ხიფათიანი - ჩავიცინე
-მგონი სერიოზულად უნდა ვიფიქრო სამეგობრო წრის შეცვლაზე ირუშკა, შენ რას იტყვი? - სასტუმრო ოთახში გამომყვა, თავი კარებზე მიყრდნობილმა - სად იყავი ირუშკ?
-ციცი გახდა ცუდად… - ფერი შეეცვალა სახეზე - ნუ გეშინია კარგად არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ლევანს ისევ უსწორდება - სიცილით გავხედე
-ხვალ ავაკიტხავ ციცის - გამიზიარა ხვალინდელი გეგმა - წავედი მე ირუშკ, დავიძინებ - თავზე მაკოცა.
მეც იოს მივბაძე, და საძინებელში შევიკეტე. ფიქრებიდან აკა ვერ მოვიშორე, თითქოს ტვინში შემომიძვრა და გასასვლელი აღარ აქვსო. ვგრძნობდი მკლავზე მის ნათითურებს. ბოლოს ჩამეძინა.

***
მზე ამოვიდა თუ არა და ბიჭის ოთახში უკითხავად შეიჭრა, მოჭუტულად გაახილა თვალები იომ. საძინებლიდან გამოსულმა სახლს თვალი მოავლო, ირას ხომ არ ღვიძავსო იფიქრა, და სააბაზანოში შეიკეტა.
რვა საათი გამხდარიყო, უკვე ბარნოვზე რომ იყო ციცის კარებთან, და მშვიდად ელოდა კარის გაღებას.
-იო? - გაკვირვებული შეჰყურებდა უკვე მოწესრიგებული ციცი შვილიშვილს, დილაადრიან რომ იდგა მის კარებთან - აქ რას აკეთებ ბებო? თან ასე ადრე? - ეჭვისთვალით აათვალერა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი
-არ მიმიღებ? - გაუღიმა ქალს
-შემოდი, შემოდი - გაიცინა ციციმ და შეატარა სათაყვანებელი შვილიშვილი - ამ ბოლო დროს სულ ასე ადრე მოდიხარ ხოლმე, რაშია საქმე ბატონო იოანე? - ეშაკურად გახედა შვილიშვილს სავარძელში რომ მოკალათებულიყო უკვე
-არაფერი ციც, უბრალოდ მოვედი არ შეიძლება? - მხრები აიჩეჩა, და ოთახს მოჰკრა თვალი, საიდანაც პიანინოსთან მჯდომი გოგონა მოჩანდ. ჩაეღიმა იოს.
-როგორ არ შეიძლება ბე, მიკვირს უბრალოდ საათსა და დღეს როგორ ამთხვევ ხოლმე - თვალი ჩაუკრა ქალმა ეშმაკურად - მოსწავლე მყავს, მოვრჩებით მალე და მოგხედავ - კარისკენ წასული არც შემობრუნებულა ისე გასძახა შვილიშვილს, და კარი ოდნავ ღია დატოვა. მიუხვდა იოს ბებია, ან ბებია რისი ბებიაა ასეთი რამ გამოეპაროს?
გაეღიმა ბიჭს ბებიის საქციელზე, და მზერის ასარიდებლად ოთახს მოავლო თვალი. მაინც გაექცა თვალი ოთახის შუაგულისკენ, სადაც მონოდმებით დაატარებდა გოგონა თითებს კლავიშებზე და აჟღერებდა სასიამოვნო მელოდიას ოთახში. ეღიმებოდა იოს, პირველად ასე, რაღაცნაირად.
მელოდია შეწყდა თუ არა, რამოდენიმე წუთში გაჩნდა გოგონა კარებთან. კარში მდგომი აათვალიერა, მოკლე თითქის ბიჭურად შეჭრილი თმები ყურებზე გადაეწია, თხელ, ლამაზ სახეზე ოდნავი ღიმილი გადაჰკვროდა, და გახევებული უყურებდა სავარძელში მჯდომს. ნოტების წიგნაკით ხელში მდგომს გაუღიმა, და სავარძლიდან წამოდგა.
-გამარჯობა - მიესალმა, და გადაკოცნა
-გამარჯობა - თითქმის ჩურჩულს ამოაყოლა სიტყვები, და ბიჭის სურნელს თითქოს თავი აარიდა - მე წავალ ციცი მას, დროებით - შებრუნდა უკან მდგარი ქალისკენ, და გაუღიმა საყვარელ მასწავლებელს
-კარგი ანო - გოგონას წინ გაუძღვა
მზერა აარიდა ბიჭს, და ქალს უკან გაჰყვა
-კარგად ან-ო, - უკან მიჰყვა მისი დამშვიდობება მარცვლებად
-ნახვამდის იო. - შებრუნდა მისკენ, უფრო თამამად, თითქოს საკუთარ თავში ხმა იპოვაო.
კარის დახურვის ხმა რომ გაიგო, აივანზე დააპირა გასვლა ბებიასთან მოსალოდნელი საუბრის თავიდან ასარიდად.
-ნუ მიიპარები, მოდი აქ, მაინც ვერ გადაურჩები ჩემთან ლაპარაკს - თითით მისკენ ანიშნა, და სიცილით გაიკვლია გზა სამზარეულოსკენ
-აუ, ციცი - ბუზღუნით გაჰყვა ბებიას უკან
-აბა იოანე ბატონო, გთხოვთ ჩამოჯდეთ მაგიდასთან - ხელით სკამისკენ ანიშნა, და სპეციალურად მისთვის გაკეთებული ბლინები გამოიღო კარადიდან
-ოპაა, ეს სულ სხვა საუბარი ყოფილა - ხელი ბლინისკენ გასწია ოდნავ რომ დაარტყა მტევანზე ციციმ - რა იყო? - “შეწუხებული” სახით შეხედა
-მე არ მითქვამს უფასოდ გაჭმევ თქო… - წარბი აუწია ბებიამ
-კაი რა ციცი, ბავშვი ვარ? - გაიცინა ქალის ქცევაზე
-ოხ, რატომ 17 წლის დიდი ხარ? - დასცინა ციციმ - იმ გოგოსთან რა გინდა? - თავით კარისკენ ანიშნა, საიდანაც რამოდენიმე წუთის წინ მისი მოსწავლე გავიდა
-რა უნდა მინდოდეს ციცი? ან რანაირი კითხვაა? - მიიწია ბებოსკენ
-ძალიან კარგად იცი რაც ვიგულისხმე. იმას აღარ გკითხავ მოგწონს თუ არა, ფაქტია დილის შვიდზე მისთვის დგები, რომ ერთმანეთში კარგად და ნახვამდის გაცვალოთ. რა იყო ბე? გამარჯობას და ნახვამდის მეტი არაფერი იცი თუ, “ნამეტნავად” ჰყვარობ და ვერ ბედავ? - უბრჭყვიალებდა ლურჯი თვალები მომცინარ ქალს, შვილიშვილის მდგომარეობა რომ უხაროდა
-ციცი ხომ არ მივახტები? ან საიდან იცი რომ ვყვარობ? უბრალოდ… - სიტყვა გაუწყდა, თითქოს საკუთარი თავი გამოიჭირაო, თითქოს ყოველ შაბათს შვიდ საათზე ადგომა უბრალოდ მისი ცხოვრების იდილიის ნაწილი ყოფილიყოს, არადა ეს უკანასკნელი მაშინ დაიწყო, ორი წლის წინ რომ შეამჩნია მხარზე გადაკიდებული ჩანთით გამომავალი გოგო, სულ რომ ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე.
-ჭამე ეს ბლინი, და ნუ გავიწყდება რომ 60 წლის ვარ და ეგ ყოველივე 40 წლის წინ გამოვიარე, ბაბუაშენი ჯერ კიდევ რომ უჭაღარო დადიოდა - სიყვარულით მოიხსენია მეუღლე, და ბლინების თეფში წინ დაუდო ბიჭს - არავის ვეტყვი ნუ გეშინია - ესღა უთხრა და სამზარეულოს კარისკენ დაიძრა - ხო მართლა, ოთხშაბათსაც მოვა, დავამატეთ ერთი დღე, ამიტომ გილოცავს ბებო და არაფრის, კიდევ ერთი დღე ნახავ ანოს კვირაში. ისე, საუკეთესო გოგოა ბე, ისეთი უბრალო და თან განსაკუთრებული - მისკენ შებრუნდა და თვალი ჩაუკრა შემდეგ კი ღიღინით შევიდა საძინებელ ოთახში.
თავი გააქნია ბებიას სიტყვებზე, და გოგონაზე გაფიქრებისას ჩაეღიმა. ისე როგორც იღიმიან ხოლმე, აი მაშინ, “ნამეტნავად” რომ ჰყვარობენ ვიღაცას.
***
დილით გაღვიძებული ფეხშიშველა დავდიოდი სახლში. იოს ვეძებდი, რომელმაც იმ მომენტში შემოაღო კარები მე, რომ უკვე მასთან დარეკვას ვაპირებდი
-სად იყავი იო? - ვკითხე, და სამზარეულოში შევედი
-ციცისთან - ისიც შემომყვა
-ასე ადრე? - კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე და საეჭვოდ ავათვალიერე შვილი
-მერე ვეღარ მოვასწრებდი და - თითქოს თავი აარიდაო შეკითხვას
-წინა შაბათსაც ასე ადრე არ იყავი ციცისთან? - ახლა გამახსენდა წინა შაბათს სახლში ჩუმად შემოსული იო
-კი - თვალები ამარიდა.
-კარგი,კარგი - არ ჩავაცივდი, როცა მოუნდება მაშინ აუცილებლად მეტყვის.
-ნუ ნერვიულობ ირა - მაკოცა, და სამზარეულოდან გასასვლელ გზას გაუძღვა
-სად მიდიხარ? - უკვე გასულს მივაძახე
-უნდა დავიძინო, ძაან ადრე ავდექი - მაისურის ხდით წავიდა ოთახისკენ
-ძილისგუდა - გამეცინა.
აივანზე მჯდომი ვსვამდი ჩაის, ტელეფონმა რომ დარეკა, ვინ იქნებოდა თუ არა ეთო
-გისმენ - ღიმილით ვუპასუხე
-მოდიხარ დღეს?
-სად, ქეთოს დაბადებისდღეზე? - ჩაის ჭიქა მაგიდაზე დავდე და აივნის მოაჯირს დავეყრდენი
-ხო, გიომ ნატა წავკისში აიყვანა ლალიკოსთან
-არ ვიცი - აკას “ვნახოთ” გამახსენდა
-ეწყინება ქეთოს, არაფერი არ უნდა ქნა ისეთი, როგორც მაშინ იყო პატარა წრეში ციცი დაუკრავს, ლიქიორს დალევენ და ისაუბრებენ ახალგაზრდობაზე, მაშინდელ თბილისზე, ვიღაც-ვიღაცეების გამოკლებით ოღონდ, ამჟამად - ჩაილაპარაკა, ვიცოდი მის დედ-მამაზე საუბრობდა, რომლებიც შვიდი წლის წინ გადაცვლოდა, უფროსწორად ბიძია თემო, რომელიც სიმსივნის გამო გარდაიცვალა. დედა ბავშვობაში დაჰღუპვოდა ეთოს. ვერასდროს შეატყობდით ამ დანაკარგს ეთოს, რომელიც ხალისის ნატამალს არასდროს კარგავდა, ვერც დაკარგავდა ეს მისი ხიბლი იყო, რომელმაც როგორც ეთო ამბობდა, მოსახიბლი მოხიბლა.
-წამოვალ, საღამოთია ხო? - მისი მოწყენა რომ გამექარწყლა
-ხო, გიგი და მე გამოგივლით და წავიდეთ
-გიოც მოდის? - გამეღიმა და ქუჩას დავხედე
-ხო, ქეთომ გამაცანიო…წავედი მე, მიყვარხარ - ესღა მითხრა და გამითიშა.
საღამო იყო უკვე, იო უკვე გასულიყო სახლიდან. საცვლების ამარა ვიდექი სარკესთან, და უყოყმანოდ არჩეულ ტანსაცმელს ვიცმევდი. ზურგამოღებული, ღია ყვითელი, არა მოტმასნილი კაბა გადავიცვი. ვერ ვიტანდი როდესაც ნაჭერი ზედმეტად მეხებოდა სხეულზე, განსაკუთრებით ზაფხულში. მუქი ყავისფერი, მხრებამდე თმა, სამაგრით კეფაზე დავიკოსე. შავი ბალეტებით გავფრატუნდი შემოსასვლელში, და საკუთარი თავი შევათვალიერე, შავი პატარა ჩანთა მხარზე ჩამოვიკიდე, და სახლიდან გავედი.
რამოდენიმე წუთში სადარბაზოსთან გიგის მანქანაც გაჩერდა.
-გთხოვთ მის - მანქანიდან გამიღიმა გიგიმ. ჩავჯექი თუ არა ჩემზკენ გამოიხედა
-რას ვშვებით ირა? ნწ, არასწორი შეკითხვაა…როგორ ვუძლებთ ჩემს საყვარელ მეუღლეს? - ეთოს მოქნეული ხელი შთამბეჭდავად აიცილა
-რა მჭირს მე თქვენი გასაძლები? - გაკაპასებულმა ჩემმა მეგობარმა გადმოგვხედა ორივეს
-არაფერი ეთო არაფერი, თუ არ ჩავთვლით შენს სიგიჟეებს - ხელები ავწიე, და გიგის გამოწვდილ ხელს საკუთარი შევუშვირე. გიგის დიდი ხანი ვიცნობდით მე და ეთო, უნივერსიტეტიდან, ახლა რომ ვუფიქრდები ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ხო, 15 წლის წინ გავიცანით გიგი, ხანდახან მე და ეთო იმ ქალებს ვემსგავსებით დილით რომ ვახსენეთ. გიგი ყოველთვის იყო და იქნება, ეთოსავით, გვერდში დამიდგა ეთოსავით, ოჯახის წევრივით გვერდში, როდესაც მე და იო მარტო დავრჩით. ალბათ, მისნაირი მამაკაცი რომ მყოლოდა არც იო გაიზრდებოდა მარტო და არც მე. ყოველი დღე მახსოვს, გიგი რომ იტოვებდა იოს, რადგან მე ღამის ცვლაში უნდა მემუშავა, მახსოვს მისი ყოველი მოვედი და იოს ყვირილიც, ის ბიძასავით იყო იოსთვის, და ალბათ არის კიდეც…
-ჩემი სიგიჟეები უფრო საინტერესოს ხდის თქვენს ცხოვრებებს, და საერთოდ მადლობლები უნდა იყოთ ეთო დანელიასნაირი ადამიანი რომ გყავთ გვერდით - თითი ორივეს ცხვირთან მოგვიტანა
-მადლობლები ვართ უდავოდ, არა ირა? - გამომხედა სიცილით და უკვე ფანჯრისკენ გახედილ ეთოს მოშიშვლებულ მხარზე აკოცა
სანამ ბარნოვზე მივიდოდით მათ “კამათს” ვუსმენდი, რომელიც არ იცვლიდა თავის იერს, როგორც მაშინ, ახლად დაწყვილებულებივით “კამათობდნენ.”
პატარა სუფრა ჰქონდათ გაკეთებული. ლევანს და ციცის გვერდიგვერდ დაეკავებინათ ადგილები, და გულიანად რაღაცაზე იცინოდნენ. დედაჩემის კისკისი ალბათ მთელ სახლში ისმოდა. ნაცნობებს მივესალმე, ის იყო სუფრისკენ დავაპირეთ წასვლა ეთომ იდაყვი რომ გამკრა
-მერე აღარ იკითხო ნატა ვის გავსო, რა გინდა - ჩურჩულით ამოვთქვი
-ანანიაც აქ არის - შეუმჩნევლად მანიშნა მამაკაცის გვერდით მჯდარ ქალბატონზე, ნაღვლიანი თვალებით რომ იღიმოდა, ღიმილი იყო გულწრფელი, მოსიყვარულე, და სევდაშეპარული. ლამაზი იყო, შვილის სიკვდილისთვის ზედმეტად ლამაზი, დაინახავდით მის ტკივილს, უბრალო შეხედვითაც კი, მაინც იღიმოდა ანანია, თითქოს პირველად.
-გოგონებო - ჩვენსკენ მოაპყრო ქეთევანმა მზერა, და გაგვიღიმა, როგორც მაშინ, ყველამ ჩვენსკენ გადმოიტანა თვალები
-ოჰ, ვინ მოსულა, ვინ მოსულა - აჩის ხმის გაგონებისას გამეღიმა მონატრებისგან. ვუყურებდი იქ მყოფ საზოგადოებას, რომლებიც იყვნენ ჩემი ბავშვობის ის ნაწილი, ასე კარგად რომ დამამახსოვებინა საუკეთესო წლები.
-აჩიი - ეთო ისევ ათი წლის ბავშივით წავიდა მისკენ, ხელებგაშვერილი.
-რამხელა გაზრდილხარ გოგო, მე ამ სიმაღლე დაგტოვე - ხელით დაადაბლა ეთო, და გულში ჩაიკრა - მოდი შენც - ხელით მანიშნა გხევებულს ყურებამდე რომ გამეღიმა.
მკვლავები რომ შეგვიშვა აჩიმ, სხვებს გვერდით მივუჯექით მაგიდას. მისალმების ნიშნად თავი დავუკარი იქ მსხდომებს. ყველა ერთობოდა, იცინოდნენ, აჩის გიგი მის გვერდით ჩამოესვა და ლევანთან ერთად ესაუბრებოდა, დუდუც მათთან ერთად იყო, თუმცა შეამჩნევდით დუდუს დიდ ყურადღებას ანანიასადმი, მაგიდაზე დადებულ ქალის ხელს თავის ხელს არ აშორებდა, ქალებთან მოსაუბრეს მზერას აპარებდა, და ამოწმებდა ქალის მდგომარეობას. უხაროდა ქალის ყოველი ღიმილი და მის ღიმილზე ეღიმებოდა, თითქოს ამ წუთებს დიდი ხანი ელოდაო.
ციცი უკვე პიანინოსთან იყო მიმჯდარი, ქეთევანი პიანინოზე იდაყვებ დაყრდნობილი მთელი მონდომებით უსმენდა გაჟღერებულ მელოდიას, აჩი რომ მიუახლოვდა, და თავზე აკოცა. კარგ გარემოს ადამიანები ქმნიან.
იქ მყოფების თვალიერებაში ვიყავი გართული, ღვინის ჭიქით ხელში ვიცინოდი, ოთახში ნაცნობმა სხეულმა რომ შემოადგა ფეხი. ნელა ავაყოლე თვალი მუქ ჯინსებში, გამოწყობილს. ლურჯი პერანგი უფრო მიმზიდველს ხდიდა, ან მე მეჩვენებოდა ასე, გადაპარსული თმა მის იერს უხდებოდა და მაცდურს ხდიდა, სიმპათიური იყო, კი, საშინლად სიმპათიური, ისეთი ყველა ჰორმონს და ქიმიკათს რომ აუმღვრევდა ადამიანს სხეულში. ერთ ადგილზე მიყინული იხდებოდა რაღაცისკენ, უფროსწორად ვიღაცისკენ. მის მზერას გავაყოლე თვალი. ანანიას უყურებდა, არც ქალი არიდებდა თვალს, ღიმილით უყურებდა მაგიდასთან მოშორებით მდგომს, ბიცოლას რომ მიშტერებოდა. არ იყო ეს ჩვეულებრივი მზერა, დედასავით მისჩერებოდა ბიჭს ანანია, მონატრებული შვილივით, რომლის გულში ჩაკვრაც ყველაზე ძალიან სჭირდება დედას. თითქოს ჰაერი დამძიმდა ოთახში, ყველამ შეწყვიტა სიცილი, ოდნავი ღიმილიც კი, მხოლოდ ანანია არ იშორებდა იმ ღიმილს, რომელსაც ასე მისჩერებოდა ახვლედიანი.
-აკა… - ქეთევანი მისკენ დაიძრა. არ გატოკებულა, თვალის მოუშორებლად უყურებდა ქალს.
-მოდი დაჯექი აკა - აჩის ხმა გაისმა და ჩემს გვერდით სკამზე მიუთითა. თითქოს აჩის სიტყვებმა გამოაფხიზლაო, თავი დახარა და ისე მოვიდა სკამამდე. ერთი გამომხედა გამიღიმა, ისე როგორც აქამდე არა, და მოთავსდა. სიჩუმე იყო მოდებული ოთახში, ყოველივე ჩვენგანში.
-ციცი შეგიძლია ჩემი საყვარელი დაუკრა? - ღიმილიანი მზერა მოაცილა ანანიამ აკას, და პიანინოსთან მჯდარ ციცის გახედა
-რომელი, აზარაშვილი? - გაეღიმა დედაჩემს, მიუხვდა ანანიას, და სიტუაციის განსამუხტად დაიწყო დაკვრა. მელოდიამაც არ დააყოვნა, დაარღვია ის სიჩუმე ასე რომ იყო გავრცელებული თითქოს და ჭირისუფლის ოთახში.
ვუყურებდი აკას, ელიკოსთან მოსაუბრე მასაც ვაპარებდი სასმლისგან ამღვრეულ თვალებს. აიგნორებდა ანანიას, არ იხედებოდა მისკენ, იმ სითბოთი სავსე თვალებისკენ მის ერთ გამოხედვას რომ ელოდნენ და იმსახურებდნენ კიდეც, ალბათ.
აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად, თითქოს ჰაერივით მჭირდებოდა.
ვიგრძენი უკან რომ გამომყვა, თითქოს არაფერი ისე მოვუკიდე სიგარეტს, და აივნის მოაჯირს ცალი იდაყვით დავეყრდენი. არ ვუყურებდი.
-ვის გამოექეცი? - მკითხა და ჩემსავით დაეყრდნო მოაჯირს. მისკენ შევატრიალე თვალი, და წაბლისფერ თვალებს ჩემი თაფლისფერები გავუსწორე. ოდნავ ჩამოყრილ, ჩემს თმის ღერებს ნაზი სიო მის სახეს ახებდა, მივხვდი რამდენად ახლოს ვიყავი მასთან, არ დავწეულვარ უკან.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სხვებივით არ გავრბივარ ხოლმე - ირონიით გავუღიმე, და ნაპასი დავარტყი
-შენ დაასკვენი? - ჩაიღიმა, სიწყნარე შენარჩუნებულმა, ისეთი იმ მომენტში ნერვები რომ მომიშალა
-რა?
-რომ მე გავრბივარ - თითებს ნიკაპი დააყრდნო და წარბებიდან ამომხედა
-ჩემს უთქმელადაც გეცოდინება ეგ… - სახე ისევ მივატრიალე - ჩემი საქმე არ არის…
-მართალი ხარ, არ არის - სერიოზული სახით ამომხედა - მაგრამ მაინც გაინტერესებს ხო? - ეშმაკურად გამიღიმა.
-და ეგ შენ დაასკვენი? დასკვნაში გვიჭირს აშკარად - საფერფლეში ჩავაჭ*ლიტე სიგარეტი, აბურდული თმები ყურებზე გადავიწიე, და აივნის კარისკენ მივბრუნდი
-არ გინდა ირა კაი? - სუსხიანი ხმით გაისმა ჩემს ზურგსუკან. მისკენ შევბრუნდი - ნუ გაინტერესებ, თავის შეკავება ისედაც მიჭირს - სევდიანად გაეღიმა, დაბნეული ვუყურებდი ჯიბეებში ხელებჩაწყობილს
-ვერ გავიგე - თვალებში ჩავხედე
-შედი, მიდი - თავით კარისკენ მანიშნა და ოდნავ მიბიძგა, ცივი ხელებით დახორკლილ კანზე შემეხო. თვალები მოვაცილე და დაბნეული შევედი სახლში.
-ირა, ლალიკომ დაგვირეკა ნატა ცუდად არის და უნდა ავაკითხოთ ჩვენ, თუ გინდა ახლა გაგიყვანთ - ანერვიულებული ეთო მომიახლოვდა
-რა დაემართა ნატას? - ნერვიულობა მეც გადმომედო მეგობრისგან
-სიცხე აქვს მაღალი, გვთხოვა ამოდითო - ამიხსნა
-წადით თქვენ მე ცოტას ალაგებაში მივეხმარები ქეთევანს - გავუღიმე და გადავეხვიე დამშვიდობების ნიშნად მასაც და გიოსაც
-დამირეკე როგორ იქნება ნატა, გადაეცი რომ მიყვარს - ვუთხარი და ქეთევანთან ერთად გავაცილე
-გაგვაგებინე ჩვენც როგორ იქნება ბავშვი - სითბოთი სავსემ უთხრა ქეთევანმა ეთოს.
-მადლობა ქეთ, და აჩის გადაეცი ბოდიში რომ ვერ დაგემშვიდობა თქო - შეწუხებული ჩაეხუტა ქალს.
-რა თქმა უნდა.
თანდათანობით იცლებოდა ბინა ადამიანებისგან, იქამდე მანამ სანამ ბინაში, ძმები ახვლედიანები და ლევანი არ დარჩნენ. ვეხმარებოდით ქეთევანს მაგიდის აწყობაში, ანანია უხმოდ იღებდა თეფშებს მაგიდიდან, მე საუბარს ვერ ვბედავდი, ვერ ვიწყებდი…
-იო როგორ არის ირა? - ნაზი ხმა რომ გავიგე გვერდიდან, ქალისკენ მივიხედე. არ ველოდი.
-კარგად არის, მადლობა - გავუღიმე
-შენც როგორ გაიზარდე ირა, მართალი იყო აჩი - მომითვალიერა სახე, და სამზარეულოსკენ წავიდა თეფშებით ხელში.
დუდუ და ანანია მიდიოდნენ, შემოსასვლელში იდგნენ ყველანი აკა რომ დადგა შორი ახლოს კედელთან და მხრით მიეყუდა ამ უკანასკნელს.
ის იყო კარში უნდა გასულიყო ანანია, რომ შემობრუნდა და კედელთან ატუზულს გაუღიმა
-მომენატრე აკა - ესღა უთხრა და კარი გაიხურა.
ყველა მას შეჰყურებდა, აჩიმ შვილს თავით აივნისკენ ანიშნა, ქეთევანი და ციცი კი სამზარეულოს გზას გაუყვნენ.
მაგიდის ალაგებისას მესმოდა მათი ხმა
-გამარჯობა აკა, გამარჯობაც არ გითქვამს ანანიასთვის - თითქოს ტუქსავდა მის წინმდგომს - იცი როგორ გელოდა? შენი ეგოიზმის გამო, შენი ტკივილების გამო რომელსაც ასე მალავ იცი რომ შენს გარშემო ადამიანებს ვნებ? არ იმსახურებდა ანანია შენგან ამას მამა, გონს მოეგე აკა, მე ასე არ გამიზრდიხარ გესმის?
-და ამისთვის გამზარდე? - ხელები გაშალა. გაყინული თვალებით შეხედა მამას, რომელსაც მის კეფაზე ჰქონდე ხელები მოხვეული
-იმაში თავს ნუ იდანაშაულებ რაშიც ბრალი არ მიგიძღვის, სანი შენს კისერზე არ არის აკა - თავ გააქნია კაცმა
-ვის კისერზეც არის ის…
-არ თქვა აკა, არ თქვა და არ გააკეთო ის რასაც ინანებ…ახლა სუნთქვა გიჭირს, იმის შემდეგ რის გაკეთებასაც ფიქრობ უფრო გაგიჭირდება გესმის? ნუ დაემსგავსები საცოდავ ადამიანს, რომელმაც ღმერთი დაკარგა.
ჭურჭელს ხელს ვუჭერდი, გაშეშებული ვუსმენდი მამა-შვილს, და დანაშაულის გრძნობას ვაიგნორებდი
-ირა - დივანზე მჯდარმა ლევანმა დამიძახა - ჭურჭელი არ გატეხო მამა, და გამოდი მანდედან - თან ტელევიზორს შეჰყურებდა, და თან მელაპარაკებოდა. ჩამეღიმა მის კომენტარზე, და ყური მოვწყვიტე აივანზე გამართულ დიალოგს, რომელმაც ასე ძალიან გამიტაცა, სულ შემთხვევით.
-მე…
-ვიცი, ვიცი სულ შემთხვევით მოუსმინე, ახლა გამოდი, ეთო გადმოგედო? - გაიცინა, და ჩემისფერი თვალებით გამომხედა
სიცილით შევუერთდი ქეთევანს და ციცის.
ისინი არაფერს ამბობდნენ, ალბათ უფრო ვერაფერს, აწესრიგებდნენ ჭურჭელს, რომელიც ვერა და ვერ მთავრდებოდა.
-ციც და ქეთევან მე წავალ, გვიანია და იოც სახლში იქნება - საათს შევხედე, რომელიც ლამის უკვე ორს აჩვენებდა
-მიდი დე, მე ცოტას კიდევ მივეხმარები ქეთოს და გადავალთ მე და მამაშენი სახლში - ონკანი დახურა
-ბოდიში ქეთ კიდევ რომ ვერ ვრჩები - შეწუხებული სახით გავხედე ჩემსკენ წამოსულ ქალს
-რას ამბობ ირა, პირიქით მადლობა რომ მომეხმარეთ შენ და ციცი, რითი წახვალ? - ინტერესით შემომხედა, და შემოსასვლელისკენ მიმაცილა - აჩი ირა მიდის - გასძახა მეუღლეს
-ფეხით ჩავისეირნებ - მხრები ავიჩეჩე და მკვლავები მოვხვიე
-რითი მიდიხარ ირა? - ინტერესით ჩამეკითხა აჩი, გამეღიმა მის მზრუნველობაზე
-ფეხით და არა აჩი არ მინდა წაყვანა, ზედმეტად დიდი ვარ მაგისთვის - იქვე მდგარ აკას რომ შეხედა ვიგრძენი რასაც ეტყოდა და მაშინვე გავაწყვეტინე ფიქრიც კი, არ მინდოდა აკასთან ერთად წასვლა.
-ფალიაშვილზე აქედან ფეხით როგორ წახვალ?
-ნუ ნერვიულობ აჩი სანამ ფეხით სიარული შემიძლია მაქამდე გზა ხსნილი მაქვს - გავუცინე, და დედ-მამას ჩავეხუტე. უმცროს ახვლედიანს თავი დავუკარი დამშვიდობების ნიშნად, და დავემშვიდობე ოჯახს.
დაღმართზე ჩავდიოდი, ნელი ნაბიჯებით. ტყუილია რომ ამბობენ ნიუ-იორკია ღამის ქალაქიო, თბლისს ამ წოდებას ვერ ჩამოვართმევთ და ალბათ თბილისს უფრო უხდება ღამე ვიდრე მეტად ხმაურიან, უფრო განათებულ ნიუ-იორკს, ქალაქს რომელსაც არასდროს ძინავს.
ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაზე შევუხვიე, უკან ნაბიჯები რომ მომესმა, ოდნავ შევკრთი, თუმცა ისევ ჩვეულად გავაგრძელე სიარული, თიტქოს არაფერი.
-ნუ გეშინია მე ვარ - ხმა რომ გავიგე რამოდენიმე წამით გავჩერდი, შემდეგ კი გზა გავაგრძელე
-არ მეშინია, შეგიძლია მანდვე გაჩერდე, ზედმეტად დიდი ვარ იმისთვის რომ პატარა ბიჭებმა სახლამდე მიმაცილონ - ცინიზმი არ დავიშურე
-ესეიგი პატარა ბიჭი… - თავისთვის ჩაიცინა
-კი, პატარა ბიჭი - არ ვჩერდებოდი, მივდიოდი და მივიდოდი ისიც მომყვებოდა, თითქოს ჩემი “მანდვე გაჩერდი” არც გაუგონია.
-არ მისმენ? - მისკენ ნერვებ მოშლილი მივბრუნდი, არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა, თითქოს აკრძალული იყო მასთან ყოფნა
-პატარა ბიჭიო და რაღაცო - გაეღიმა
-ასე გეწყინა? - ირონიულად გავიღიმე, და მის წინ ჩამოვდექი
-ვერც წარმოიდგენ ისე - სახე ახლოს მომიტანა და ეშმაკურად გაიღიმა - ახლოს არ უნდა მოდიოდე იმის შემდეგ რაც აივანზე გითხარი, შენ კი მოდიხარ და მოდიხარ
-რა გინდა? - თვალებში შევხედე, ფერს რომ კარგავდა ღამეში
-არ მოგეწონება ის რაც მე მინდა, ამიტომ ჯობს წყნარად განვაგრძოთ სვლა სახლისკენ, კაი? - ისეთი ღიმილი ჰქონდა, ყველაფერს რომ იტევდა, თითქოს დამცინოდაო
-აკა - მშვიდად დავიწყე ახსნა
-ირა - ეშმაკურად გამიღიმა, მივხვდი ლაპარაკს არი არ ჰქონდა, ამიტომ შევბრუნდი, ღრმად ამოვისუნთქე და სიარული განვაგრძე, ჩემი სიმშვიდის დამრღვევთან ერთად.
ჩემს სადარბაზოს რომ მივუახლოვდი მისკენ შევბრუნდი, დინჯად დადგა ჩემს წინ ისევ ჯბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი, თითქოს უბრალოდ არ იცოდა ხელები სად წაეღო
-კარგად აკა - უემოციოდ დავემშვიდობე და ზურგი ვაქციე
-შეხვედრამდე ი-რა. - როგორც იცოდა ისევ ისე გამკვეთა ჩემი სახელი. ჩამეღიმა, და ჩქარი ნაბიჯებით შევედი სადარბაზოში.
ვიცოდი არ იყო კარგის მომასწავლებელი ყველაფერი, მაგრამ ისეთი იყო თითქოს მისკენ მქაჩავდა, და ღრმად მითრევდა სიღრმისკენ, სადაც არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, ვიცოდი არ ვიყავი მზად იმ ემოციებისთვის რომლებიც იქ დამხვდებოდა სადაც მისი მიახლოვებისას მოვხვდებოდი. ახვლედიანი სულიერად არ უნდა მომეშვა ჩემთან, კიდევ ერთხელ ვერ განვიცდიდი იმ ყვველაფერს რაც ჩვიდმეტი წლის ასაკში განვიცადე.
მეოთხე სართულზე ასულს, სიბნელეში, კიბის საფეხურზე მჯდომი სხეული რომ შევნიშნე, შევცბი, თუმცა ავტომატურად სინათლე რომ აინთო მზერა გამისწორდა.
-შენ აქ რას აკეთებ? - დავხედე თავ ჩაქინდრულს
-შენთან მოვედი - იოსნაირი შავი თვალები გამისწორა, მუდარით შემომხედა
-ივა, სახლში წადი, გელოდება… - არ მივაქციე მის ნათქვამს ყურადღება - ჩემსავით ლოდინით არ ატკინო - სევდიანად გავუღიმე, და გვერდი ავუარე
-შემომიშვი რა - ფეხზე წამოდგა და უკან დამიდგა.
-შემოდი - არ შემიხედავს ისე შევედი ბინაში.
***
ტკივილითა და ღალატით სავსე წარსულში.

საწოლზე იწვა, გვერდზე შვიდი წლის იო ჰყავდა მიწვენილი, ღრმად ეძინა თმახუჭუჭას, დედის თითებს ხელს რომ არ უშვებდა. შვილის სურნელს ღრმად ისუნთქავდა და შიგადაშიგ გიშრისფერ კულულებს ეთამაშებოდა.
კარის გაღების ხმა რომ გაიგო თვალები გაახილა, გამოფხიზლებული ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, და ფეხშიშველმა გაიარა ჭრიჭინა იატაკზე.
-სად იყავი? - სასტუმრო ოთახის კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო, და გულზე ხელებდაკრეფილმა შეხედა სავარძელში მჯდომ, თვალებდახუჭულ “ქმარს” - იოს გამოყვანა მესამეჯერ დაგავიწყდა ივა
-გამომრჩა…საქმე გამომიჩნდა რაღაც - თვალები არ გაუხელია ისე ალაპარაკდა ბიჭი
-გამოგრჩა? და რომელი საქმის გამო გამოგრჩა ბავშვი? - მრისხანებით აევსო თვალები გოგოს
-ნუ დაიწყებ ირა კაი?
-მე არაფერი დამიწყია ივა…შვიდი წლის წინ ყველაფერი ერთად დავიწყეთ. ცოლად გამოგყევი, რადგან მე შენ გენდე, გენდე და დავიჯერე რომ ორივე ავიღებდით იმ პასუხისმგებლობას რაც ოჯახს ჭირდება და განსაკუთრებით ბავშვს ივა, შენ კი იო გამოგრჩა? ვერ ხვდები რომ ამით ჩემში კლავ ყველანაირ იმედს და ნდობას შენს მიმართ? რატომ იქცევი ასე? თითქოს ცივდები ყველაფრის მიმართ…გელოდები, გელოდები, გელოდები შენ კი სახლში მოსული ორ სიტყვას მიგდებ, იმ დონემდე დაეცი რომ ფურთხის ღირსადაც არ მაგდებ, თითქოს პატივისცემა დაკარგე ჩემს მიმართ, მე კი ამას ვეღარ ვიტან გესმის? დავიღალე ყოველ ღამით დალოდებით, დავიღალე მასწავლებლებთან თვალის არიდებით და სირცხვილის გრძნობით, როდესაც უამრავჯერ დავიწყებული იო სკოლიდან მომყავს - მიუახლოვდა, ვერც კი იაზრებდა როგორ დაიწყო ყველაფრის ამონთხევა, იმ ყველაფრის ასე ძალიან რომ აწუხებდა თითქმის ერთი წლის მანძილზე, ახლად გააზრებული ვერ იტევდა ამდენს, ვერ შეეძლო - შენ მე მაიძულებ გაუთავებლად ვიმართლო თავი მასწავლებლებთან, მაიძულებ მოვატყუო იოს, როგორ შეიძლება მამას დაავიწყდეს საკუთარი შვილი ივა? - თაფლისფერ თვალებს არ აშორებდა გაუძრევლად მჯდარ ბიჭს, უემოციოდ რომ შეჰყურებდა გოგოს, რომელიც ჰაერში სინქრონულად იქნევდა ხელებს - ნუ მაფიქრებინებ რომ შენში შევცდი, და ცხოვრებაში ის შეცდომა დავუშვი, რომელიც იოსაც გადაედება გესმის? ნუ მაიძულებ ვიფიქრო რომ არასწორი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, არასწორად არჩეული, ჩემით შემოყვანილი ადამიანი - ცხელ სითხეს იშორებდა ნაზი კანიდან.
უღონოდ ჩამოუჯდა “ქმარს” ირა, იგრძნო მონატრებული მკლავები მის მხარზე, გრილი სურნელი რომელიც ასე ძალიან უყვარდა, თვალები დაეხუჭა ემოციურად დაღლილს, და მხარზე ჩამოადო თავი ქმრად წოდებულს.
-სხვა მიყვარს ირა… - ჩამწყდარი ხმით ამოიჩურჩულა ქალის თავზე და იქვე აკოცა, დაგორდა გოგოს თმაზე ეული ცრემლი, თითქოს ამან გააგონაო კაცის ნათქვამი, რომელიც ექოსავით გავარდა გონებაში, და გოგოს ყველა კუნჭულს სუროსავით მოედო.
ძლივს აზიდა თავისი თავი, ნატკენი სულით დაიძრა კარისკენ, ღალატისთვის განწირული მიათრევდა სხეულს გასასვლელისკენ
-წადი. - კარებთან ამოიხრიალა, და ოთახში შებრუნდა. მიუწვა ისევ იოს გვერდით, ცხვირი ჩაყო კულულებში, და მარილიანი სითხე კისრისკენ მიმავალი დააიგნორა, ხელი მოჰხვია მის მეორე სიყვარულს, და ღრმად ჩაიკრა გულში ბიჭის პატარა სხეული.

***
ახლანდელი დრო.

-ჩაის დალევ? - სამზარეულოში გასულმა გავძაღე სასტუმრო ოთახში შესულს, და მაცივარზე აკრულ “ირუშკ გიოსთან ვრჩებით ბიჭები, მარტო არის და ნუ დამტოვებთო ეულადო”-ს შევხედე, გამეღიმა.
-კი, მადლობა - უხერხულად გამომძახა
ცხელი სითხით ავსებული ჭიქებით გავედი ოთახში, აივანზე რომ დავლანდე მისი სხეული, დანანებით ჩამეღიმა, და გარეთ გავედი.
-მადლობა - კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა და მიწოდებული ჩაის ჭიქა გამომართვა
იქვე, სავარძელზე ჩამოვჯექი, და ჯერ კიდევ განათებულ ბინებს გადავხედე, თვალს არ ვუსწორებდი, თითქოს არ იმსახურებდა, ან უბრალოდ მე არ ვთვლიდი მას ჩემი გამოხედვის ღირსად. ვგრძნობდი მიყურებდა, მე კი ვეღარაფერს ვგრძნობდი, ვერ ვიგრძენი ის ჟრუანტელი ათი წლის წინ რომ მივლიდა, ვერც გულის განელება, ვერც ის უცნაური გრძნობა მუცელში, ის სიცარიელე იყო უკვე ჩემში, მისივე შექმნილი სიცარიელე.
-რატომ მოხვედი ივა? - შევხედე
-იოს სძინავს? - სახლისკენ გაიხედა
-გიოსთან რჩება დღეს, და კი, დიდი ალბათობით სძინავს - ვუთხარი და მომლოდინე მზერით დავაკვირდი
-არასოდეს მაპატიებს - თავი გააქნია სინანულით
-აქვს უფლება არ გაპატიოს ივა - სიმწრის ღიმილით შევხედე - შენ ჩემთან ერთად იოც ამოშალე შენი ცხოვრებიდან…
-ვიცი - თავი ჩაღარა
-არა, არ იცი ივა - არ დავანებე თავი - შენ არ იცი როგორი გრძნობაა მამა რომ გჭირდება რჩევის მოსაცემად, მამის მაგივრად კი დედის მეგობარი ან ბავშვობის მეგობრის ბიძაშვილი გაძლევს რჩევებს, არ იცი როგორი გრძნობაა კალათბურთის თამაშისას უყურო გუნდელების მამებს, როგორ აქომაგებენ თავის შვილებს შენ კი გული გწყდება იმ ცარიელი სკამის დანახვისას დედის გვერდზე რომ არის მიტოვებული, არ იცი როგორი გრძნობაა უსმენდე კლასელების თემებს მამებზე შენ კი დასაწერი ვერაფერი გაქვს, რადგან მამამ არაფრის გამო დაგტოვა… - თვალებს არ ვაცილებდი მას, იდაყვებ დაყრდნობილი თავის ფეხსაცმელებს რომ უყურებდა
-იცი რამდენად რთული იყო მეყურებინა ჩემი შვილი როგორ ფიქრობდა რომ საკმარისი არ იყო მამის სიყვარულისთვის? იცი როგორი რთული იყო ყოველი “მამა სად არის?” - სწრაფად მოვიშორე ცრემლი რომელიც ნელა მოლასლასებდა ლოყაზე - იოს არ ეზიზღები ივა, უბრალოდ უმამოდ გატარებულ დღეებს ვერ გპატიობს, რომლების ამოვსებას ხან ვინ და ხან ვინ ცდილობდა, არ ეზიზღები რადგან მას არ უნდა გამოეცადა მამის მიმართ ზიზღი…შენი აყვანა ლილიკოსთან იოს არ სჭირდება ივა - ივას დედა თბილად მოვიხსენიე - მას მამა სჭირდება, დაელაპარაკე, იმ დღეებს ვერ დააბრუნებ, თუმცა მას შეიძლება დაუახლოვდე - დავაყოლე, თითქოს იმ სიტყვების მერე გავამხნევე და იმედი მივეცი
-მადლობა ირა - მხოლოდ ახლა გამომხედა, იოსფერი თვალები ცრემლებს დაებურათ - იმისთვის, რომ იო მოიყვანე აქამდე, მარტომ და მაპატიე - ამდენი წლის შემდეგ პირველი მაპატიე გაჟღერდა მისგან
-უკვე გაპატიე ივა - გავუღიმე - სახლში წადი ივა, გელოდება ალბათ… - მხოლოდ ახლა მივხვდი რომ “მისი” სახელიც არ ვიცოდი
-რუსა - მომაშველა სახელი
ოდნავ გავიღიმე და უკვე წამომდგარს ავხედე
-მასაც არ ატკინო ივა, კაი?
-კაი. - თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად, და წავიდა.
ღრმად ჩავისუნთქე ივნისის ღამის ჰაერი, და გადავხედე ქუჩას, დავინახე სადარბაზოდნ გასული ივა როგორ ჩაჯდა მანქანაში. ის იყო სახლშI შესვლა შევაპირე, იქვე მდგარი სხეული რომ დავლანდე, სიგარეტს ეწეოდა, თვალებ მოჭუტული დავაკვირდი, და თვალებ გაფართოებულმა შევხედე. აკა იყო. ლამპის შუქზე გამოვიდა, გავარჩიე მისი თვალის ჩაკვრა და ღიმილი.
ესღა ქნა და წავიდა
-იდიოტი - ჩავიქირქლე ჩემთვის, და წარბებშეკრული გავუჩინარდი აბაზანაში.
***
საფლავებს შორის მიაბიჯებდა, და იმ “ერთთან” მიდიოდა. ჰაერი აყროლებულიყო მიცვალებულების სუნით, ისიც ამ ჰაერს ისუნთქავდა და ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა წვრილ გზას. თითქოს, ისიც იზიარებდა იმ წუთისოფელს რომელიც იქ მყოფებს ჰქონდათ გაზიარებული. ქვით შემოღობილ სასაფლაოსთან გაჩერდა, და პატარა რკინის ჭიშკარი გამოაღო. სასაფლაოს ქვაზე გამოსახულ სახელ და გვარს თვალი აარიდა, და იქვე ჩამოჯდა. თავ ჩახრილი დაჰყურებდა თეთრ კენჭებს, რომლებიც მთლიანად ფარავდნენ მიწას, თიტქოს მასში მყოფს მალავდნენ, და კარგად ინახავდნენ.
-გამარჯობა სან - იყო პირველი მისალმება ათი წლის წინანდელი დამშვიდობების შემდეგ - მოვედი, ყვავილების გარეშე… - ღრმად ისუნტქავდა ჟანგბადს, რომელიც ამოწურულიყო მისთვის - ნეტავ არ გადმომფარებულიყავი და მეც შენთან ერთად დავეხვრიტე იქ, იმ წყეულ ადგილას, ნეტავ საერთოდ…- ცხელი სითხე კენჭს დაეცა, გეგონებოდათ ექოსავით გავარდა წვეთის ხმა და მიცვალებულებმაც კი გაიგეს - ალბათ აქ რომ იყო, ასეთი ბანალური ლაპარაკისთვის თავში წამომარტყამდი და მაგრად დამცინებდი… - ცრემლებშორის გაიცინა - ნეტავ აქ იყო და შენს დაცინვასაც კი ავიტანდი…მენატრები სან, კოტიკოც და თედოც მენატრებიან, მაგრამ…ვერ მოხერხდება მათთან, ვერ ერქმევათ მათ… - თვითონაც ვერ გაბედა იმ სიტყვის თქმა, ასე რომ სძულდა, ახლა კი მისი მიზანი გამხდარიყო, არადა ათი წლის წინ ამ სიტყვასთან ერთად მის თავს არასოდეს წარმოიდგენდა, მაგრამ მაშინ სანი იყო, მაშინ ის თხუთმეტი წლის აკა იყო თავისი ბიძაშვილი რომ მის თავზე მეტად ეამაყებოდა, ის აკა სანისნაირად კალათბურთელი რომ უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც, აკა, უბრალოდ აკა, ახლა, ახლა ვეღარ იყო ის ახვლედიანი საკალათბურთო ოცნებები რომ ჰონდა, ახლა მას ერთი მიზანი ჰქონდა, ეს მიზანი კი, მარტო ტოვებდა სამყაროში, არაფერ კარგთან ერთად. ახლა მხოლოდ აკა იყო, ღმერთს რომ თანდათან ივიწყებდა და საცოდავს ემსგავსებოდა, თითქოს სანის ნასწავლი ღმერთი დაავიწყდა, კარგად იცოდა მასში მცხოვრები ღმერთი იმ ნაბიჯის გადადგმის უფლებას რომ არ მისცემდა, ამიტომ მისი დაიგნორება დაიწყო, მისი ჩაქრობა საკუთარ თავში, მისი “მეს” დაცარიელება და განწირვა სიცარიელისთვის, რომელიც სჭირდებოდა ყველაზე ცუდისთვის.
-გახსოვს მაშინ, ბოლოს რა გითხარი სანამ სრულიად მოგაშორებდნენ ამ სამყაროს, გითხარი, “შენს გამო შენივე ნასწავლ ღმერთსაც დავივიწყებ” - თქო, ასეც ხდება - ცრემლები მოიწმინდა, და ქვას გაუსწორა მზერა - თანდათანობით ვივიწყებ სან, არავინ უნდა მოვუშვა, არ უნდა გამახსენონ დავიწყებული, თორემ მერე, მერე… - ვეღარ დაამთავრა, ცას ახედა, სიმწრით ჩაეცინა საკუთარ, საცოდავ თავზე, და ბოლოჯერ შეხედა ქვას, ზურგი აქცია საფლავს, და ნელი ბანიჯებით, ჯიბეებში ხელჩაწყობილი გაუდგა გზას სახლისკენ.
***
ოთხშაბათი იყო უკვე, საათის ისრები უკვე ათ საათს აჩვენებდა. როგორც ყოველთვის აივანზე მჯდომი, ჩაის ვსვამდი, ვტკბებოდი მზით და თვალდახუჭული ვირებდი სიამოვნებას დილით.
-ტელეფონი რათ უნდა ამას, არასდროს ირებს მაინც
-ადი მერე, ხო ხედავ რომ არ იღებს? - ნაცნობი ხმები რომ ამომესმა ქვემოდა, თვალები გავახილე და გამეღიმა
-ნუ დაიწყებთ თქვენებურად, და დილით ტვინისჭამას, დათა ადი და გააღვიძე იო, მიდი - ამის თქმა იყო და გორგის ყროყინი.
-იოო… - თავი ვერ შევიკავე, ხმით გამეცინა, ჭიქა მაგიდაზე დავდე და აივნის მოაჯირს მივუახლოვდი, ღიმილით გავხედე კარის მეზობელს, მარინას ღიმილით რომ გადაჰყურებდა ბავშვებს
-ბიჭო რა გაყვირებს? შეყარა მთელი სამეზობლო…ბოდიშით მარინა დეიდა - თავში წამოარტყა დათამ გიორგის და უხერხულად გაუღიმა დათამ ხანში შესულ ქალბატონს
-არაუშავს შვილო - სიცილით უთხრა მარინა დეიდამ და თავი აქეთ-იქით გააქნია
-გამარჯობა კოტე - თბილად გავუღიმე
-როგორ ხარ ირა? - მზისგან დასაჩრდილად თვალებზე ხელი აიფარა
-კარგად, შენები რგოგორ არიან? - მოვიკითხე მისი ოჯახი
-აუ ირა, გააღვიძე შენი შვილი, რა ვერ “გაძღა” ძილით რა არის - წუწუნით გამაწყვეტინა და ამომხედა მანქანაზე მიყუდებულმა გიომ, რომელსაც სხვა გზა არ ჰქონდა გარდა ასე დგომისა
-კარგით, კარგით მოიცადეთ - სიცილით შევედი სახლში და იოს ოთახისკენ გავიკვლიე გზა - იო გაიღვიძე, გელოდებიან ქვემოთ ხიფათიანები - ფარდები გადავწიე, და მზის სხივებმაც არ დააყოვნეს, შემოძვრნენ ოთახში
-მოვკლავ - ბალიშიდან ამოიზმუილა, და თავი გაჭირვებით ამოწია, აბურდულ თმებზე გამეცინა
-ადექი თორემ შეყარა ტუღუშმა მთელი ფალიაშვილი - გამეცინა წინანდელ გიოს “ძახილზე”
-ყავარჯნით ვცემ, მეორე ფეხს მოვტეხ - ბუზღუნით წამოდგა, და წავიდა აივნისკენ, მეც უკან გავყევვი სანაზაობის საყურებლად
-კოტე გამარჯობა - მიესალმა აივნის მოაჯირზე დაყრდნობილმა ქვემოთ მდგარ უფროსს, და ახლა მეგობრებს გადახედა - რომელი საათია? მამალმა მაინც იყივლა?
-მამალმაც იყივლა ჩემო იოანე ბატონო და აგერ გიომაც, და იქნებ ჩამოხვიდე სანამ წაგვერთვა ყველას ყურის ბარაბანი? - იორნიით ამოხედა მიქელაძემ იოს
-იო, ჩამო თორემ ამ ორმა ჯერ გზაში წაიღო ტვინი და შემდეგ აქ - უკვე ხვეწნაზე იყო გადასული კოტე
-ჩამოვდივარ - ძილისგან ხმა დაბოხებულმა უპასუხა, და სახლში შებრუნდა
-ბიჭებო, არ გინდათ ამოხვიდეთ და ერთად ვისაუზმოთ…ან სად მიდიხართ ასე დილაადრიან? - ამოვიპატიჟე ბიჭები და ლოგიკური კითხვა დავუსვი
-კალათბურთის თამაშია, “სერიოზული” პირები თამაშობენ, თედო ხომ გახსოვთ? - დატამ ახსნა დაიწყო
-შენი მეგობარი ხო? - კოტეს გავხედე ახლა
-ხო, გურული გურიელი, ჩვენი - გაეცინა დათას, ბიძაშვილის მეგობრის გახსენებისას - ეგეც თამაშობს, ხოდა ჩვენ როგორც დიდი ფანები, დიდი თავადის “საბალეშიკოდ” მივდივართ
-სერიოზული თამაში ყოფილა - გამეცინა - თედოს მოკითხვა გადაეცით, თითქოს მეც იქ ვარ - ესღა გადავძახე და დავემშვიდობე ორ მუშკეტერსა და დარტანიანს. მესამე მუშკეტერი პერანგის შემოცმით შემოვიდა ოთახში
-ირუშკ, გავედი მე - მომიახლოვდა მაკოცა - რომ მოსაღამოვდება ციცისთან ავალ
-კაი…წადი თორემ შეიძლება, გამწარებული გიო ასკინკილით ამოვიდეს მეოთხე სართულზე - გამეცინა და თმები ავუჩეჩე, როგორც ვიცოდი ხოლმე.
აივნიდან ვიყურებოდი ისევ. დავინახე როგორ გადაეხვია კოტე დათას, გულში ჩამწყდა რაღაც, ივა გამახსენდა. მოვარიდე თვალი, ღიმილით დავუქნიე ხელი და სახლში შევედი.
***
საღამო იყო უკვე, სიცილით გადმოვიდა კოტეს მანქანიდან იო
-ჭკვიანად - მიაძახა კოტემ სადარბაზოსკენ წასულს, ხელი დაუქნია თანხმობის ნიშნად ავალიანმა, და სადარბაზოში შევიდა.
ღიღინით აუყვა კიბეებს, და ნაცნობი ხის კარი ნელა შეაღო
-ისევ არ კეტავ კარებს - თავი ჩაიქნია მომღიმარმა და თავისთვის ჩაიჩურჩულა. მელოდიით სავსე ბინაში შეაბიჯა და კარი ზურგსუკან მიიკეტა.
-ვინ არის? - მელოდია შეწყდა და ქალის ხმა გაჟღერდა
-მე ვარ ბე - გასძახა, და ნელი ნაბიჯებით გაუყვა მისაღებს
ოთახში შესული კარის ჩარჩოს მხრით მიეყუდა და შეპარული ღიმილით შეხედა ბებიას.
-ოჰ, ვინ მოსულა - გულწრფელი ღიმილით გახედა შვილიშვილს ქალმა, და ფორტეპიანოსთან ახლოს მდგარ სავარძლიდან წამოდგა - დამელოდები? ნახევარ საათში ვამთავრებთ მე და ანო - გახედა მის მოსწავლეს სიყვარულით. ასეთი იყო ქალბატონი ციცო, ყველა უყვარდა, განსაკუთრებით მისი მოსწავლეები.
-დაგელოდებით - ისე უთხრა გოგოსთვის მზერა არ მოუშორებია, არც პიანინოსთან მჯდარი არ აშორებდა თვალებს, თავაწეული იჯდა, და თვალს ადევნებდა მასწავლებლის და მისი შვილიშვილის საუბარს.
სამზარეულოში გავიდა და ფანჯარასთან ჩამოჯდა. ნახევარი საათი ნახევარ თვედ მოეჩვენა. ოთახიდან გამომავალი ორი სხეული რომ დალანდა თვალები საათის ისრებიდან მათზე გადაიტანა.
-ანო მოდი მე და იოსთან ერთად ჩაი დალიე - თავით სამზარეულოსკენ ანიშნა ქალმა და სათნოდ გაუღიმა
-ციცი მას, იცით, მე - წამებში ვერაფერი მოიფიქრა, მაინცდამაინც დღეს არ გადიოდა არსად მის მეგობრებთან ერთად - კარგით ცოტახნით დავრჩები - ღიმილით დაუკრა თვალი, და სამზარეულოდან მომზერალ ბიჭს თვალები აარიდა. ჩაეღიმა ავალიანს.
ბოლოს ორივე იჯდა სასტუმრო ოთახში მაგიდასთან, და ციცის ელოდა. მტევანზე დაეყრდნო სახე გოგოს, და კარს მისჩერებოდა, აჩქარებულ გულს გულმოდგინედ აიგნორებდა, ფიქრებში ღმერთს სტხოვდა მალე დაბრუნებულიყო მასწავლებელი, თუმც ქალი არადა არ ჩანდა. უხერხულობის განცდა პიკს აღწევდა
-კარგად ხარ? - ოდნავ მისკენ გადაიხარა იო და გოგოს სახე აათვალიერა
-რატომ მეკითხები? - თვალები გაუსწორა
-არ ვიცი, მგონი ცოტა ნერვიულობ - მხრები აიჩეჩა და გულ-მკერდზე ანიშნა
-რაზე უნდა ვნერვიულობდე? - ჩაიცინა და ისევ შეხედა იოს
-არ ვიცი, რაზე უნდა ნერვიულობდე ანო? - კითხვა შეუბრუნა. მისკენ უფრო გადაიხარა, იგრძნო ჩარკვიანმა წამოხურება სახეზე და გულის აჩქარება, არ შეუხრია მაინც წარბი, ასეც უნდა ყოფილიყო. ბიჭმა სახელი გამოკვეთა, ჭინკები აუკიაფდნენ თვალებში ეშაკურად მომღიმარს, რომელიც უკვე ღიმილ შეწყვეტილ გოგოს მისჩერებოდა. ვერაფერი რომ ვერ იპოვა სათქმელად, თავის თავზე გაბრაზებულმა სიმწრით გაუცინა, და სახე აარიდა.
-მეც მოვედი - ღიმილით და დატვირთული ლანგრით შევიდა ციცი ოთახში. - ანო, ეს ორცხობილები მე გავაკეთე, გასინჯე ძალიან გემრიელია - შვილიშვილის გვერდით დაჯდა, და სიყვარულით სავსე გადახედა ბავშვებს.
-ოოო, ციცი ქოქოსით არის? - თითქოს ისევ იმ ხუთი წლის იოდ გადაიქცა ბაღიდან მასთან დატოვებული, ქოქოსიან ორცხობილებს რომ უცხობდა. თავი დაუკრა შვილიშვილს, და ჩაი მოსვა ჭიქიდან - ყველაზე გემრიელი ორცხობილაა ციც - გახედა ბებიას
-მართლა ძალიან გემრიელია ციცი მას, სად ისწავლეთ?
-ლევანის დედამ, მარიკამ, რამდენი ხნის რეცეპტია იცი? ეჰ… - ღიმილი სევდიანმა სახემ შეცვალა. - რა ქალი იყო იცით მარიკა? ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გულჩვილი. ქუჩაში გასვლისას, არ არსებობდა ვინმე არ მისალმებოდა, ყოველთვის თავაწეული დადიოდა ხოლმე, ყველას ეშინოდა, მაგრამ ყველას უყვარდა, პატივსცემდა. მთელ ბარნოვზე საუკეთესო ხელი ჰქონდა, ხოდა მეც მერგო პატივი და საუკეთესოსგან ვისწავლე. - ხელები ოდნავ გაშალა და გაუღიმა წინ მჯდომებს, რომლებიც მთელი გულისყურით უსმენდნენ ქალს.
-კარგი ქალი იქნებოდა, ალბათ როგორ უყვარდით - გაუღიმა მოსწავლემ
-დიდი გული ჰქონდა მარიკას, შვილივით მიმიღო, ლევანისავით მიკრავდა გულში მეც, მეც მასსავით ჩამომისმევდა ხოლმე მხარზე ხელს. ერთი წამითაც კი არ შემოუხედავს უკმაყოფილოდ, ყოველთვის დედობრივ სიყვარულს მაგრძნობინებდა… - ეტყობოდა თვალებში ციცის როგორ უყვარდა მარიკა, მისთვის კი “მარუშაკა.”
რამდენჯერ ჰქონდა ეს მოსმენილი იოს, თუმცა მაინც იჯდა და უყურებდა ბებიას, ნაოჭებ შერეულს, აქა-იქ ნაცრისფერი თმის ღერებით, თუმცა მაინც ლამაზს, ახალგაზრდობის ესხს რომ არ კარგავდა ისეთს. მაინც იჯდა და უსმენდა უკვე კარგად ნაცნობ ისტორიებს, თითქოს ისევ პირველად უსმენდა ციცის ახალგაზრდობის ამბებს. ანო მონუსხული თვალებით უყურებდა მასწავლებელს, ხელის მტევანზე დაეყრდნო სახე, და უსმენდა ქალბატონი ციცის ამბებს, დროში უკან რომ აბრუნებდა ოთახში მყოფებს, განსაკუთრებით კი მის მასწავლებელს.
ბევრი უამბო შუახნის ქალმა ჯერ კიდევ თინეიჯერებს.
სიცილით იკლებდნენ მთელ ოთახს, მათი ხმები გადიოდა აივნიდან, და თბილისის ზაფხულის ქუჩებს ნაზი ნიავივით ედებოდა.
-ხოდა, ასე იყო ბავშვებო, ასე ამიხსნა სიყვარული ლევანმა, რომელსაც მისი ფეხი შეეწირა. - კისკისით ყვებოდა მისი სიყვარულის ისტორიას.
-ციცი მას ბოდიშით, წავალ მე თორემ ძალიან ინერვიულებს ლიაკო - ტელეფონზე დაიხედა და უხერხულად გახედა ქალს
-მართალი ხარ ანო, ინერვიულებს - დაეთანხმა სათნო ღიმილით და მოსწავლესთან ერთად წამოდგა, უკნიდან იომ რომ შემოჰხვია მკლავები და თავზე აკოცა საყვარელ ქალს. - იო, ბებო მიაცილე ანო სახლამდე კაი?
-არ არის საჭირო ციცი მას, მე… - ჩანთა გადაკიდებულმა გახედა ციცის
-შენ კი ვიცი რომ კარგად იქნები ანო, მაგრამ მე დაგაკავე გვიანობამდე, ხოდა მე ვერ მაგრამ ჩემი შვილიშვილი მიგაცილებს ხო იო? - ახედა უკან მდგარ, ერთი თავით მაღალ შვილიშვილს. თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და გოგოს შეხედა, რომელსაც სახეზე ეწერა დიდი “არა,” ჩაეცინა მის რეაქციაზე, ბებოს კიდევ ერთხელ აკოცა, ამჯერად ლოყაზე და გასასვლელისკენ წავიდა.
-კარგით - ოდნავ გაუღიმა - დიდი მადლობა ციცი მას - გადაეხვია მასწავლებელს
-მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ - თავზე დაუსვა ნაოჭებიანი, თლილი თითები - ჭკვიანად, ლიაკო მომიკითხე ანო - ყველას გასაგონად წამიმღერა, შემდეგ ანოს გადახედა ისევ და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი კართან მდგომ შვილიშვილს, რომელსაც ბებიის ამ ქცევაზე ჩაეცინა, და თავი აქეთ-იქით გააქნია.
გვერდი აუარა კართან მდგომს, და გამოღებულ კარში გავიდა.
ჩაუყვნენ ერთად დაღმართ, გოგოს დაწეული იო, გვერდში ამოუდგა და ნელი ნაბიჯებით გააგრძელა გზა მასთან ერთად.
-თუ გინდა წადი სახლში, არ არის მიცილება საჭირო - ისე რომ არც გაუხედავს ბიჭისკენ თქვა, და შესახვევში შეუხვია.
-ციცის შევპირდი - თქვა და მიჰყვა ჩარკვიანს
არაფერი არ უთქვამს, გააგრძელა ისევ გზა ბიჭთან ერთად, ან რა უნდა ეთქვა? ამიტომ ისევ სიჩუმე ამჯობინა.
მიაბიჯებდნენ ორივენი ჩუმ ქუჩაზე.თითქოს სამყარომ იგრძნო რაღაც ახალის დაბადება, რაღაც უჩვეულოს და ლამაზის. გვერდიგვერდ მიჰყვებოდნენ ქუჩებს, ორი თინეიჯერი, ორი სიცოცხლით სავსე სული, რომლებიც უბრალოდ მდუმარებით აფრქვევდნენ სიყვარულის სურნელებას.

***

ესეც ასე, ეს იყო პირველი ნაწილი "თბილისური ოდისეის"
მოხარული ვიქნები თუ გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს:)))



№1  offline წევრი Wooden Monkey

asiiluss
ძალიან საყვარლობაა, განაგრძეთ წერა❤️

ძალიან დიდი მადლობა!!! შევეცდები მალე ავტვირთო მეორე ნაწილი:)))

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკა

ოოოო, დოდო ხანია აქ, ამ ზაიტზე ასეთი კარგო არაფერი დაწერილა..მიყვარს ასეთი წერის სტილი. არაა ბანალური სიუჟეტი. საინტერესო, გამართული. დიდი სიამოვნებით დაველოხებო შემდეგ თავებს. რაც მთავაროა იყო დიდი და ამომუწურავი თავი.
გავიცანით. გმირები და ცოტათი ჩვენი აზრიც ჩამოვაყალიბე მათზე.
დიდი მადლობა.
გელოდებით....

 


№3  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი მარიკა
ოოოო, დოდო ხანია აქ, ამ ზაიტზე ასეთი კარგო არაფერი დაწერილა..მიყვარს ასეთი წერის სტილი. არაა ბანალური სიუჟეტი. საინტერესო, გამართული. დიდი სიამოვნებით დაველოხებო შემდეგ თავებს. რაც მთავაროა იყო დიდი და ამომუწურავი თავი.
გავიცანით. გმირები და ცოტათი ჩვენი აზრიც ჩამოვაყალიბე მათზე.
დიდი მადლობა.
გელოდებით....


არ ვიცი როგორ ავღწერო სიტყვებით ემოცია, რომელიც მაქვს. ძალიან დიდი მადლობა!!! შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო მეორე ნაწილი და ისიც პირველივით ამომწურავი იყოს. მიხარია რომ მოგეწონათ, მადლობა აზრის გაზიარებისთვის:)))))

 


№4 სტუმარი One

Dzalian sasiamovnod ikitkheba,abba gelit,
Warmatebebi❤️

 


№5  offline წევრი Wooden Monkey

One
Dzalian sasiamovnod ikitkheba,abba gelit,
Warmatebebi❤️

მადლობა ძალიან დიდი!! მალე მინდა დავარედაქტირო რომ შეცდომებმა არ გადაფაროს ის, რაც აძლევს მკითXველს საშუალებას კარგად და სასიაmოვნოდ წაიკითხოს:))) უდიდესი მადლობა აზრის გაზიარებისთვის!

 


№6 სტუმარი სტუმარი Ups

ველი მოუთმენლად :)

 


№7 სტუმარი Елка

Дзалиан момецона саинтересо историаа танац диди тави . Мадлоба

 


№8  offline წევრი Wooden Monkey

Елка
Дзалиан момецона саинтересо историаа танац диди тави . Мадлоба

მaდლობა თქვენ!!

სტუმარი Ups
ველი მოუთმენლად :)

ვეცდები რაც შეილება მალე დავდო:)))

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მიყვარს თბილისური ისტორიები, თბილისური ურთიერთობები. ძალიან კარგად წერთ, ასე ახალგაზრდა და უკვე ჩამოყალიბებული წერის მანერა გაქვთ.
იმედია, მალე გააგრძელებთ. აკა მეცოდება რაღაცნაირად. იქაც...გულს ვერ უბრძანა, აღარც მოატყუა- სხვა მიყვარსო და წავიდა. რამდენი უღირსი და არაკაცი ვიცი - წლობით რომ ატყუებენ ცოლებს. ნიანია და დუდუ სხვა დონეა... სხვანაირი ვერ გაიზრდებოდა მათი ერთადერთი.
მოკლედ, ველი გაგრძელებას. მადლობააა

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან სასიამოვნო და კარგად წასაკითხი ნოველაა. როგორ გამომრჩა აქამდე, რომ არ წამიკითხავს .. საინტერესო პერსონაჟებია.. როგორი სასიამოვნო იყო თბილისური საღამო... ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები❤️წარმატებები❤️

 


№11  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი ხათუნა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მიყვარს თბილისური ისტორიები, თბილისური ურთიერთობები. ძალიან კარგად წერთ, ასე ახალგაზრდა და უკვე ჩამოყალიბებული წერის მანერა გაქვთ.
იმედია, მალე გააგრძელებთ. აკა მეცოდება რაღაცნაირად. იქაც...გულს ვერ უბრძანა, აღარც მოატყუა- სხვა მიყვარსო და წავიდა. რამდენი უღირსი და არაკაცი ვიცი - წლობით რომ ატყუებენ ცოლებს. ნიანია და დუდუ სხვა დონეა... სხვანაირი ვერ გაიზრდებოდა მათი ერთადერთი.
მოკლედ, ველი გაგრძელებას. მადლობააა


მადლობა ძალიან დიდი ასეთი შეფასებისთვის!!

სტუმარი ნინო
ძალიან სასიამოვნო და კარგად წასაკითხი ნოველაა. როგორ გამომრჩა აქამდე, რომ არ წამიკითხავს .. საინტერესო პერსონაჟებია.. როგორი სასიამოვნო იყო თბილისური საღამო... ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები❤️წარმატებები❤️


მოტივაციაა ჩემთვის ასეთი კომენტარი და მადლობა ამისთვის!!!

 


№12 სტუმარი ნესტან

ძალიან მომწონს საინტერესო სასიამოვნო ნაწარმოებია განსხვავებული მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent