შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი თერთმეტი)


1-05-2024, 09:57
ავტორი Olivia255
ნანახია 679

ვერ ვხვდებოდი ჩემგან რა უნდოდათ. რა აღარ ვიფიქრე,მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ ნადირობდნენ ჩემზე. გეგა მალე დაბრუნდა ყავით ხელში, რათქმაუნდა ტელეფონის ზარის შესახებ არაფერი მითქვამს. გადავწყვიტე რომ არ ღირდა მისთვის გამემხილა. საშინლად დაღლილი და განადგურებული ვიყავი,ნიკას ხელზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, ვხვდებოდი რომ დაღლისგან ვითიშებოდი,ძალიან მეძინებოდა და მეც თავი საწოლზე ჩამოვდე და ძილმა წამიღო....
არ ვიცი რომელი საათი იყო, თვალები გავახილე და პირველი რაც დავინახე ნიკა იყო,ჯერ კიდევ ეძინა. გეგა და ირაკლი დივანზე იყვნენ მოკალათებულები და ეძინათ. ტელეფონს დავხედე რომ საათისთვის დამეხედა და გაკვირვებისგან წარბები შევკარი როცა მესიჯი დამხვდა. მაშინვე გავხსენი და ხერხემალში სიცივემ დამიარა როცა გავაანალიზე ვისგან იყო მესიჯი. შეუძლებელია,ის ხომ დაიჭირეს,ეს როგორ მოხდა? ნუთი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს?
*ხვალ საღამოს 9 საათზე საავადმყოფოს ეზოში ჩამოხვალ, ყველანაირი პოლიციის და მეგობრების გარეშე,თეთრ პრიუსში ჩაჯდები და გამოყვები,თუ ზუსტად 9 საათზე ქვემოთ არ იქნები შენს ძმას და მერე გეგასაც სიცოცხლეს გამოვასალმებ. გკოცნი ლევანი*-ცრემლები წამსკდა,ვერ ვიჯერებდი ჩემს თავს რა ხდებოდა,რაღაც ნაწილი მთხოვდა გეგასთვის ყველაფერი მეთქვა,მაგრამ რაღაც ნაწილი მაიძულებდა რომ ჯობდა ნიკას,ირაკლის და გეგას უსაფრთხოებისთვის ლევანის გავყოლოდი. საბოლოოდ მეორე ნაწილმა გაიმარჯვა და გადავწყვიტე ის გამეკეთებინა რასაც აქამდე ვერც კი გავიფიქრებდი. ლევანის მივწერე და დავთანხმდი მასთან ერთად წასვლას,მხოლოდ ერთი პირობით,რომ ჯერ ჩემი ძმის გაღვიძებას დაველოდებოდი. დამთანხმდა და კიდევ ერთხელ გამაფრთხილა,რომ თუ გადავაგდებდი ჩემი ჩათვლით ყველას ნაკუწებად აქცევდა. ჩუმად ამოვიოხრე და განათებულ დერეფანში გავედი წყლის მოსაძებნად...
*******
ძილი აღარ მომეკარა და მთელი ღამე გავათენე. დილის 7 საათი იქნებოდა კაფეტერიაში რომ ჩავედი ყავის საყიდლად, პალატაში რომ დავბრუნდი ჭიქა ლამის ხელიდან გამივარდა,ნიკა საწოლზე წამომჯდარიყო და აშკარად გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქეთ. მაშინვე დავიყვირე დერეფანში ექიმს დაუძახეთ მეთქი,ნიკასკენ გავქანდი და ისე ძლიერად ჩავეხუტე როგორც არასდროს. ჩემს ყვირილზე გეგა და ნიკაც წამოხტნენ და შვებით ამოისუნთქეს როცა ნიკა გაღვიძებული დაინახეს.
-როგორ შემაშინე,-წავილუღლუღე და მისი დაღლილი სახე ხელებში მოვიქციე. გამიღიმა და ხელით რომელიც შეხვეული არ ჰქონდა ჩამიხუტა.
-ხომ გითხარი რომ სულ შენთან ვიქნებოდი,პირობას ვასრულებ.-ჩემმა ტელეფონმა დაიზმუვლა და ღმერთს მადლობა გადავუხადე რომ ვერავინ გაიგო. ნიკას მოვშორდი და შუბლზე ვაკოცე. მერე კი გეგას და ირაკლის გავეცალე რომ ნიკა ენახათ,ამასობაში ექიმიც შემოვიდა და ნიკა გასინჯა, როგორც კი გავიგე რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა მაშინვე გამოვუცხადე ყველას რომ ორ წუთში დავბრუნდებოდი უკან. გეგა გამოყოლას აპირებდა,მაგრამ დავამშვიდე და ვუთხარი რომ საფირფარეშოში საფრთხე არ მემუქრებოდა,სანამ პალატიდან გავიდოდი ძლიერად ჩავეხუტე
-ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ასე ძლიერად მეყვარები,-ჩემი საქციელი რათქმაუნდა გაუკვირდა,მაგრამ ალბათ იფიქრა რომ სიხარულისგან ვიქცეოდი ასე უცნაურად,არაფერი უკითხავს,თვითონაც ჩამეხუტა და მითხრა
-მეც მიყვარხარ პატარავ,მალე მოდი კარგი? ნიკა უშენოდ ხომ იცი ერთ წამსაც ვერ ძლებს,-ძალით გავუღიმე და საპირფარეშოსკენ წავედი,თუმცა როგორც კი დავინახე რომ გეგა პალატაში შებრუნდა,მაშინვე შევცვალე მიმართულება და სწრაფი ნაბიჯით გავემართე მთავარი გასასვლელისკენ,ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და მესიჯის გახსნისას ზიზღით შევიკურთხე.
*გარეთ გელოდები,ჯობია იჩქარო და ტელეფონი სადმე დატოვე.*-არ ვიცი საიდან გაიგო ნიკას ამბავი,მაგრამ აშკარაა საავადმყოფოშიც ყავდა ხალხი,სანამ გარეთ გავიდოდი ბოლოჯერ ავკრიფე ნიკას ტელეფონის ნომერი.
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს,სამაშველოს გამოგზავნას ვაპირებდით უკვე,-მხიარულად მიპასუხა. ვეცადე არ მეტირა,სიმწრისგან გავიღიმე და რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი
-ძალიან მიყვარხარ და იმედია ოდესმე მაპატიებ იმას,რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ.-ანეევიულდა და შეკითხვები მომაყარა
-ლილე რა ხდება? სად ხარ? ახლავე გამოვალთ...-გავაწყვეტინე
-არა,სადაც ხართ იქ დარჩით, უფლებას აღარ მივცემ თქვენ ისევ გავნონ. მაპატიე გთხოვ,გეგას უთხარი რომ ძალიან მომენატრება და რომ ძალიან მიყვარს.-სანამ რამეს იტყოდა ტელეფონი გავთიშე,წინასწარ გამზადებული მესიჯი გავუგზავნე ირაკლის და გოგონას რეცეფსიონში დავუტოვე ტელეფონი და ვთხოვე ბიჭებიდან რომელიმესთვის მიეცა,მერე სწრაფად გავედი საავადმყოფოდან,ლევანი უკვე ადგილზე იყო და მოუთმენლად მელოდა,მანქანაში რომ ჩავჯექი ბოროტულად გაიღიმა...
-და აი ჩვენ ისევ შევხვდით...-ღვედი შევიკარი და ყველანაირად შევემზადე იმისთვის რაც წინ მელოდა.....
*******
ლევანი ძალიან კარგ ტალღაზე იყო,მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია და ყურიდან ყურამდე გაღიმებული მიაქროლებდა მანქანას. მე კი ვიჯექი ჩუმად და ვფიქრობდი წინ რა მელოდა. მშვიდად ვიყავი რადგან ვიცოდი ნიკა კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ფანჯრიდან ვიყურებოდი თუმცა გონებაარეული ვერც კი ვხვდებოდი სად მივდიოდით. ბეჭედს ხელს არ ვუშვებდი,ერთადერთი იყო რაც მაგრძნობინებდა გეგას სიახლოვეს,ლევანის ეს არ გამოპარვია და ზიზღით მკითხა
-იმან გაჩუქა?-ცარიელი გამომეტყველებით შევხედე და მოკლედ ვუპასუხე
-იმას სახელი აქვს და ჩემი საქმროა.-საჭეს ხელები მოუჭირა და დაისისინა
-ახლავე მოიხსენი და მომეცი.-ხელები მოვმუშტე და ირონიულად გავიღიმე
-ჩემი მოკვლა მოგიწევს,სხვაგვარად ბეჭედს ხელიდან ვერ მომაშორებ.-წითელზე რომ გააჩერა აშკარად გაბრაზებულმა მითხრა
-ისე ძალიან გიყვარს რომ მზად ხარ სულელური ბეჭედის გამო თავი გაწირო,მხოლოდ იმიტომ,რომ გეგამ გაჩუქა?-ზიზღით ვუთხარი
-შენ სიყვარულის რა გესმის,უგულო არსება ხარ,რომელიც პატარა ბავშვებს ძარცვავს და სხვის საცოლეებს იტაცებს.-გაიცინა და მანქანა ისევ დაძრა
-ცოტა დაფიქრდი ლილე,საიდან გიცნობს გეგა? ასე თვალდახუჭული როგორ ენდობი? ნუთუ არასდროს მოგდომებია გეგასთვის გეკითხა თუ საიდან გიცნობდა?-გავჩუმდი და წამიერად დავფიქრდი,ასე რამ დამაბრმავა,ნუთუ იმდენად შემიყვარდა,რომ არც კი გამიფიქრია საიდან იცოდა ამდენი რამე ჩემგან. ჩემი სიჩუმე ვერ აიტანა და ისევ დაიწყო
-ვიცი ვიღაც მონსტრი გგონივარ,მაგრამ შანსი უნდა მომცე,მომეცი უფლება დაგიმტკიცო რომ ის არ ვარ ვინც შენ გგონია.-თვალებით შემეხვეწა,მე კი თვალი ავარიდე. ვაღიარებ რომ ძალიან სიმპატიური და დახვეწილი იყო,მაგრამ ეს  იმას არ ცვლიდა რომ მე უკვე გეგაზე ვიყავი დანიშნული,ძალიან დააგვიანდა და დროულად რომც მოსულიყო მას ალბათ მაინც ვერასდროს შევიყვარებდი. ალბათ იმიტომ,რომ საერთო ენას ვერ ვპოულობდით,სხვა თუ არაფერი ის კრიმინალი იყო,ახლა კი ციხიდანაც მოახერხა გაქცევა
-ციხიდან როგორ გამოხვედი?-ვკითხე ისე რომ არ შემიხედავს.
-ბევრი ნაცნობი მყავს,ერთ-ერთმა დიდი ფული გადაიხადა ჩემს გამოყვანაში.-საინტერესოა რაში სჭირდებოდათ ლევანის ციხიდან გამოყვანა ან ვინ იყო ის ერთი ვინც ეს გააკეთა. ისევ ჩავფიქრდი მან კი გააგრძელა.
-წესით არაფერს არ უნდა გიყვებოდე,არ ვიცი შენ რომ გხედავ რა მემართება,მაგრამ აგიხსნი სიტუაციას. ვინც ციხიდან გამომიყვანა,თავისი შავი საქმეების გასაკეთებლად ვჭირდები,ჯგუფში სხვებიც არიან თუმცა უმეტესად ყველაფერს მე ვაკეთებ,მასთან ვალში ვარ,ბევრჯერ გადამარჩინა და ვალდებული ვარ დავეხმარო.-წარბშეკრულმა გავხედე
-არავისი ვალდებული არ ხარ,არ ხარ ვალდებული ვიღაცის გამო ცხოვრება აირიო,რას მოგიტანს მისთვის მუშაობა? ციხეში ჯდომას? იმას რომ შენთან ლაპარაკიც კი არავის არ მოუნდება? თავს საფრთხეში იგდებ მხოლოდ იმის გამო რომ ის ვიღაც რამოდენიმეჯერ დაგეხმარა?-ყბა დაეჭიმა და მკაცრი ტონით მითხრა
-შენ არ გესმის,არ იცი რას ნიშნავს როცა მარტო ხარ,დამცველი არავინ არ გვყავს და ოჯახი შენზე უარს ამბობს მხოლოდ იმის გამო,რომ შენი მოვლა არ შეუძლიათ.-თვალები გამიფართოვდა და პირველად ცხოვრებაში მის მიმართ სიმპათია ვიგრძენი.
-ჩემზე კარგად მაგას ვერავინ გაიგებს,-წავიჩურჩულე და ისევ ფანჯრიდან გავიხედე
-რას გულისხმობ? შენ ხომ ოჯახი გყავს?-დაბნეულმა გავხედე და ავუხსენი
-ნიკა ერთადერთია ვინც დამრჩა,ძალიან პატარა ვიყავი მშობლები ავარიას რომ ემსხვერპლნენ,თავშესაფარში ამოვყავით თავი და მალევე დავშორდით ერთმანეთს. ახლახანს ვიპოვეთ ერთმანეთი.-აშკარად დაიბნა და კიდევ ერთხელ მკითხა
-მშობლები არ გყავს?-ისევ გავუმეორე რომ არა,მანქანა შუა გზაზე გააჩერა და მოაბრუნა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,თან გაზს ფეხს არ უშვებდა,
-რას აკეთებს,შეანელე!-ვუყვირე და თვალები დავხუჭე ძალიან სწრაფად რომ ჩავუქროლეთ ძალიან დიდ მანქანას და საშინელი ხმა რომ გავიგე როცა ლევანიმ მანქანა გაკაწრა. ტელეფონზე რომ უპასუხეს ყვირილი დაიწყო
-შენ მე მომატყუე! თვალითაც კი ვერ ნახავ!-ტელეფონი ფანჯრიდან გადაისროლა და ცხოველივით ააღრიალა მანქანა...
*******
ძველ შენობასთან გააჩერა მანქანა და მითხრა გადმოვსულიყავი. მოკლედ მეც გადავედი მანქანიდან. შენობის კარი გააღო და შიგნით შევედით. თვალი მოვავლე ინტერიერს,ყველაფერი ძალიან ძველი და დამტვერილი იყო. შიგნით მხოლოდ ერთი საწოლი,დივანი და მრგვალი ხის მაგიდა იდო ორი ხის სკამით. გაზქურა და პატარა მაცივარი. არაფერი მითქვამს,დივანზე მოვთავსდი და ლევანის მივაჩერდი,რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა. შემდეგ მე შემომხედა და დაიწყო
-იცი შენზე ვინ ნადირობს ან რატომ?-თავისი დიდი მწვანე თვალებით მომაჩერდა,თავი გავუქნიე და ვუთხარი
-არა,არაფერი არ ვიცი,-ამოიოხრა,გვერდით მომიჯდა და დაიწყო.
-მისმინე,მე მომატყუეს,მითხრეს რომ შენს მშობლებს ძალიან ბევრი ფული მართებდათ და რომ შენი გატაცებით სხვა გზა აღარ დარჩებოდათ და გადაიხდიდნენ. მოკლედ დამავალეს შენი შეშინება და დაყოლიება რომ ჩემთან ერთად წამოსულიყავი,მათთან უნდა მიმეყვანე და მერე ისინი მოგხედავდნენ. მითხრეს რომ შენ ისეთი რამ იცოდი რაც მათ ძალიან უნდოდათ.-შოკში ვიყავი რა ვიცოდი ისეთი რაც მათ უნდოდათ. შემომხედა და ფრთხილად გააგრძელა
-ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ შენი მშობლებიც მათ მოკლეს,ახლა კი შენ დაგდევენ იმისთვის რომ ის მიიღონ რაც უნდათ.
-ვინაა ეს ხალხი? ან ამ ყველაფერს რატომ მიყვები? შენ ხომ მომიტაცე?-გაიღიმა და მიპასუხა
-ლილე არ ვიცოდი რომ მშობლები არ გყავდა,მე მითხრეს რომ შენი გატაცებით შენი მშობლები ყველაფერზე წავიდოდნენ და მისცემდნენ მათ იმას რაც უნდათ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ამდენ ხანს ტყუილში ვცხოვრობდი,შენ გეგონა რომ იმიტომ დაგდევდი მაშინ ის ბავშვი რომ გავძარცვეთ და შენ ეს დაინახე? არა ცდები,სწორედ იმ დღეს გაიგეს რომ შენ ცოცხალი იყავი და იმ დღის მერე ნადირობენ შენზე. მე კი მათი მარიონეტი გავხდი,ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები რომ იმსახურებ სიმართლე იცოდე და მინდა ერთი რამ მაინც გავაკეთო სწორად.-თავი ხელებში ჩამალა და ჩაფიქრდა. მერე უცებ გამახსენდა მანქანაში რაც მითხრა
-საიდან იცის გეგამ ამდენი ჩემს შესახებ?-ლევანიმ ცერად შემომხედა
-შენ რა არ იცი?-თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად
-ლილე გეგა პოლიციელია,ძალიან დიდი ხანია ის და შენი ძმა შენს საქმეს იძიებენ...-გავაწყვეტინე
-შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? ნიკამ ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ არ იცოდა,პირველად გეგას სახლში ვნახე,გეგა კი ავტობუსში შემხვდა პირველად...
-ოხ ლილე როგორი მიამიტი ხარ,გეგას სანამ შეხვდებოდი მანამდე გიცნობდა,შენი აზრით სამსახურში შენთან მოსვლა რატომ შევწყვიტე? ყველგან აჩრდილივით დაგყვებოდა,შენი ძმა არ ვიცი პირველად როდის ნახე მაგრამ გეგა დიდი ხანია შორიდან გიცნობს,ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ შენ უსაფრთხოდ ყოფილიყავი და ყველანაირად გვიშლიდა ხელს რიმ შენთან ახლოს მოვსულიყავით.-დავფიქრდი,ნუთუ მთელი ამ დროის განმავლობაში გეგა მიცნობდა და ჩემს ძმას არ უმხელდა ჩემს ადგილმდებარეობას? ეს ხსნის მაშინ ჩემს კორპუსთან რომ მოვიდა როცა პოლიცია 10 წუთში მოვიდოდა. ის მანამდე მოვიდა და ჩემი ძმაც მაშინ მოიყვანა პირველად ჩემთან....მთელი ამ დროის განმავლობაში მატყუებდა,ნიკას თავს აჩვენებდა რომ პირველად ავტობუსში მინახავს და რომ მანამდე არ იცოდა სად ვიყავი....ყველა მე მატყუებდა და ახლა დრო იყო ყველას აეხსნა ჩემთვის ეს ყველაფერი რისთვის დასჭირდათ.....
*******
დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ლევანისთან ერთი წამითაც კი არ მინდოდა გაჩერება მაგრამ იმაზეც ვფიქრობდი სახლში რომ დავბრუნებულიყავი რა მოხდებოდა. არ მინდოდა ჩემს გამო ვინმე ისევ დაშავებულიყო,არ ვიცოდი ეს ხალხი ვინ იყო მაგრამ აუცილებლად გავიგებდი. უკვე ძალიან გვიანი იყო,ლევანი სადღაც წავიდა და მე სახლში დამტოვა,კარი ჩაკეტილი ჰქონდა რომ არსად წავსულიყავი,მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ვეძებდი საიდან შეიძლებოდა სახლიდან გავსულიყავი. ფანჯრებს გისოსები ჰქონდა. კარები დიდხანს ვაწვალწ თუმცა ბოლოს დავნებდი და დივანზე ჩამოვჯექი გაღიზიანებული. მალე კარი გაიღო და ოთახში ლევანი შემოვიდა,მისთვის არც კი შემიხედავს,არ მადარდებდა გამოსწორება უნდოდა თუ არა,ის ჩემს თვალში კრიმინალი იყო და მან მე გამიტაცა,რომ იმ ხალხთან მივეყვანე ვინც სავარაუდოდ მოკვლას მიპირებდა. ტვინი ვიჭლიტე იმაზე ფიქრით,თუ როგორ დამეღწია მისგან თავი. მაგრამ არანაირი აზრი არ მომდიოდა თავში...
ლევანი საჭმელს ამზადებდა,ხმას არც ის არ იღებდა და არც მე,ვიფიქრე კარისკენ გავქცეულიყავი,მაგრამ ვიცოდი ჩემზე სწრაფი იყო და დამიჭერდა. ამიტომ დაველოდე როდის დაიძინებდა რომ ჩემი გეგმა განმეხორციელებინა. დიდხანს მომიწია ლოდინი,ლევანი თვალს არ მოშორებდა,რამოდენიმეჯერ სცადა კიდეც ლაპარაკი წამოეწყო მაგრამ სრულიად ვაიგნორებდი,ამიტომ დანებდა და  გვერდით მომიჯდა,მისგან მოშორებით ჩავიჩოჩე და გავიგე როგორ შეიკურთხა. პატარა ტელევიზორი ჩართო და ინტერესით დაიწყო რაღაც ფილმის ყურება,ცოტა ხანში კი მისი ხვრინვის ხმა რომ გავიგე ფრთხილად წამოვდექი და კარისკენ წავედი,ჩაკეტილი იყო,ამიტომ გასაღების ძებნა დავიწყე,ვიფიქრე შარვლის ან ჟაკეტის ჯიბეში ექნებოდა ამიტომ ფრთხილად გავუჩხრიკე ჯიბეები,მოულოდნელობისგან შევხტი როცა ლევანი შეიშმუშნა და ადგილზე გავშეშდი,თუმცა როცა მივხვდი ისევ ღრმად ეძინა ჟაკეტის მეორე ჯიბე მოვუჩხრიკე და გასაღებიც ვიპოვე,ფეხაკრეფით მივედი კართან და როგორც კი გავაღე და გარეთ გავადგი ფეხი მაშინვე გავიქეცი,არ ვიცოდი სად ვიყავი ან სად მივრბოდი,მაგრამ არ გავჩერებულვარ მანამ,სანამ გზას არ მივუახლოვდი და ჩემს ბედზე ტაქსიმ ჩამოიარა,წინ გადავუხტი და ხელებს ვუქნევდი რომ გაეჩერებინა,ინტერესით გააჩერა მანქანა და ჩემი შეშლილი სახე რომ დაინახა მაშინვე მითხრა დავმჯდარიყავი,წინ დავჯექი ქოშინით და ღვედი როგორც კი შევიკარი მაშინვე ვუთხარი
-პოლიციაში,უახლოეს პოლიციაში წამიყვანეთ გთხოვთ.-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მანქანა სწრაფად დაძრა. არაფერი უკითხავს და მადლობელი ვიყავი,დაახლოებით ნახევარი საათით მივდიოდით როცა წითელზე გააჩერა მანქანა და მომიბრუნდა
-ზუსტად 10 წუთში ვიქნებით ადგილზე....-სანამ რამეს ვუპასუხებდი საშინელი ხმა გაისმა და სახეზე რაღაც მიმეწუწა,შოკირებული ვერ მივხვდი რა მოხდა,სახეზე ხელი მოვისვი და დავხედე,ავკანკალდი როცა რაღაც წითელს მოვკარი თვალი და ფრთხილად გავხედე მძღოლს რომელიც სისხლში იყო ამოსვრილი,პანიკის დრო არ იყო სწრაფად შევიხსენი ღვედი,მძღოლს ხელი დავავლე და ვცდილობდი ჩემსკენ გადმომეყვანა,რაშიც თვითონაც ცდილობდა დამხმარებოდა,ღვედი შეიხსნა და ლასლასით გადმოვიდა ჩემს ადგილას,მაშინვე მის მხარეს გადავედი და როგორც კი მოვთავსდი მანქანას მოვკარი თვალი,რომელიც ჩვენგან მოშორებით იდგა,გაზს ფეხი მივაჭირე და გეზი პოლიციისკენ ავიღე,რადგან ტაქსიში ჯიპიესი იყო ჩართული მარტივად მივაგენი,ხმაურით შევვარდი პოლიციის შენობის ეზოში და მანქანა რომ გავაჩერე მაშინღა გავიაზრე რომ ბარდიულზე ავედი,გიჟივით გადმოვხტი და შენობისკენ სრული სისწრაფით გავიქეცი,შიგნით რომ შევვარდი ყველა მე დამეხვა თავს მე კი ბოლო ხმაზე ვიყვირე
-დაეხმარეთ კვდება!-რამოდენიმე პოლიციელი გარეთ გაიქცა რამოდენიმე მე მომვარდა და რადგან სისხლში ამოსვრილი ვიყავი,იფიქრეს რომ მე ვიყავი დამნაშავე,სანამ რაიმეს ავუხსნიდი ნაცნობი ხმა გავიგე,წყლიანი თვალებით გავიხედე იმ მიმართულებით და როგორც კი გეგას მოვკარი თვალი მაშინვე მისკენ გავიქეცი...



№1 სტუმარი ნესტან

რა იყო ეს ვერაფერი გავიგე ისე დაძაბული ვკითხულობდი ხელახლა უნდა წავიკითცო ისევ...ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი Olivia255

ნესტან
რა იყო ეს ვერაფერი გავიგე ისე დაძაბული ვკითხულობდი ხელახლა უნდა წავიკითცო ისევ...ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

მადლობა,მიხარია რომ თქვენს აზრებს მიზიარებთ,მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწორო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent