ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (3)
თავი მესამე – ძალიან საინტერესო თემა წამოიწყე დეა, სამწუხაროდ არსებობენ ასეთი ჩამორჩენილი გონების ადამიანები, ასეთი მენტალიტეტით. ამიტომ არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებები. გვითხრა, ბატონმა გიორგიმ. ლექცია საღამოს 20:00 დაგვისრულდა. გარეთ უკვე მობინდენულიყო ქუჩები. სწრაფად ჩავირბინე კიბეები, გარეთ გავედი, მანქანაში ჩავჯექი, ღვედი შევიკარი, შემდეგ ძრავი ავამუშავე და ადგილს მოვწყდი, თუმცა დაახლოებით 20 კილომეტის მოშორებით ძრავი გამოირთო, გასაღებს ვატრიალებ, მაგრამ არ იქოქება მატორი, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის წამოვიძახე და მანქანიდან გადმოვედი. ახლა რა უნდა მექნა, არ მინდოდა ვინმეს შეწუხება და მითუმეტეს ჩემი ძმის, ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოებრივ ტრანსპორტით წავსულიყავი შინ. მანქანა პულტით დავბლოკე და გზის მეორე მხარეს ვაპირებდი გადარბენას, როცა მოულოდნელად დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დამეჯახა, ეს არ ჰგავდა უბედურ შემთხვევას, ეს უფრო განძრახ გაკეთებული იყო. – გოგონა, კარგად ხართ?!- ჩამესმოდა ყრუდ ბიჭის ხმა, ცდილობდა ჩემს გონზე მოყვანას, მაგრამ არაფერი შემეძლო, თავს ძალა დავატანე, თვალები მოვჭუტე და ოდნავ გავახილე, მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი სიბნელეში მის სახეს, მერე კი უკუნით სიბნელეში ჩავიკარგე. ****** მანქანით შინ ვბრუნდებოდი, შუქნიშათან შევჩერდი, დავინახე როგორ დაეჯახა მთელი სიმძლავრით ავტომობილი გოგონას, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო საბრალო ჰაერში აიტაცა და შემდეგ ძირს დაენარცხა, ის ნაძირალა კი, ადგილიდან მიიმალა. იმ წამსვე გადავედი და მასთან მივედი, სახე სულ სისხლით ჰქონდა დასვრილი. ხელი მოვკიდე და ჩემსკენ გადმოვაბრუნე. –გოგონა, კარგად ხართ?!- ვუთხარი მას შემდეგ, რაც მას დავხედე, ვუყვიროდი, სახეზე რამდენჯერმე შემოვარტყი, რომ გონს მომეყვანა, ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ არ რეაგირებდა, ოდნავ თვალები მოჭუტა, შემომხედა, შემდეგ კი, გაითიშა. სწაფად ავიტაცე ხელში, მანქანის უკანა სავარძელზე მოვათავსე, საჭეს მივუჯექი და საავადმყოფოში წავიყანე. ხელში აყვანილი შევვარდი დერეფანში და შველა ვითხოვე. – დამეხმარეთ, არავინ ხართ აქ?!- დავიყვირე, ჩემს ხმაზე კი ექთნები მოვიდნენ. – რა სჭირს? – ვერ ხედავთ რა სჭირს?! ავარიაში მოყვა.- ნერვებმა მიმტყუნეს. – საკაცე მოიტანეთ სასწრაფოდ!- დაიძახა მორიგე ექიმმა და ინტესიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. საბრალო გოგონა, ნეტა გამაგებინა ვინ არის ის ნაძირალა, ვინც ამ დღეში ჩააგდო. ტელეფონი აწკლიალდა ჩემი ნამდვილად არ იყო ალბათ იმ გოგოსია გავიფიქრე და ჩანთიდან მობილური ამოვიღე, ეკრანზე ,,ერეკლე “ ეწერა ყურმილს დავაჭირე და ვუპასუხე. – სად ხარ ,გოგო, ამდენ ხანს? – უკავრავად თქვენ ვინ ბრძანდებით ამ ტელეფონის მფლობელის?- ვიკითხე მე. – მე მისი უფროსი ძმა ვარ და თქვენ ვინ ბრძანდებით? – იცით, სამწუხაროდ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ… – რა ხდება? სად არის დეა?!- დაიყვირა აღელვებულმა. – თქვენს დას მანქანა დაეჯახა ცოტახნისწინ. – რაა?! სად ხართ ახლავე მოვდივარ. ადგილმდებარეობა ვუთხარი, შემდეგ კი, მათ მოსვლას დაველოდე. მალე ისინიც გამოჩნდნენ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო ის ძმა იყო ალბათ, დანარჩენი ორი კი მშობლები. – სად არის ჩემი და? - ყვირილით მომიახლოვდა. – ახლა საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი. – დედა, შვილოო! ჩემო პატარა გოგონავ.- აქვითინდა გოგონას დედა და უღონოდ ჩაეშვა სკამზე. – რა მოხდა? რანაირად დაეჯახა მანქანა, ან თქვენ როგორ დაინახეთ? – შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული, ამ დროს თქვენმა დამ გაირბინა გზაზე, მოულონელად არსაიდან დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დაეჯახა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ თითქოს განზრახ იყო დაგეგმილი და ჩასაფრებული იყო, როგორც კი დაეჯახა ადგილიდან მიიმალა ის ნაძირალა. – არ შევარჩენ, ვინც არ უნდა იყოს მიწიდან ამოვთხრი და გავანადგურებ! - გამწარებული საუბრობდა დეას ძმა. – უკაცრავად, არ გაგეცანით ამდენ ხანს, მე დანიელ კეკელიძე ვარ. - წარვიდგინე ჩემი თავი. – მე ერეკლე ვარ დეას ძმა, მადლობა მინდა გითხრათ ჩემი დის დახმარებისთვის. საშინლად გაიწელა დრო, ექიმები კი ჯერაც არ ჩანდნენ, ყველა საოპერაციოს თავზე წითელ ნათურას შევყურებდით. მალე ექიმიც გამოვიდა დაღლილი სახით და ჩვენკენ წამოვიდა. – ექიმო, როგორ არის ჩემი შვილი?- იკითხა სასოწარკვეთილებაში მყოფმა ქალმა. – ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ გოგონამ ბევრი სისხლი დაკარგა და სასწრაფოდ გვჭირდება რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი. - აგვიხსნა ექიმმა. - კარგი, მე გადავუსხავ ჩემს დას სისხლს - წამოიძახა ერეკლემ. – კარგი, მედდა მოვა და გეტყვით რაც უნდა ქნათ. - თქვა და საოპერაციოში შევიდა. – მეც გადავუსხავ სისხლს, თუ გამოდგება ჩემი. - გამოვთქვი სურვილი და მედდას გავყევით, ჯერ ანალიზები აგვიღეს, იმის გასაგებად ემთხვევა თუ არა სისხლის ჯგუფი. 15 წუთში ანალიზის პასუხებიც მოვიდა. ერეკლეს სისხლი არ გამოდგა, რადგან პირველი დადებითი აღმოაჩნდა, ჩემი კი რეზუს უარყოფითი იყო. შიგნით შემიყვანეს სისხლოს ასაღებად, სადღაც ასე 20 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი საოპერაციო ოთახში და ჩემს გვერდით მწოლიარე გოგონას ვაკვირდებოდი გვერდიდან, ახლა ჩემი სისხლი მის ძარღვებშიც იჩქებდა. გადასხმებიც მორჩა, ხელიდან მომხსნეს წვეთოვანის შლანგი, მითხრეს ცოტახანი ვწილოლოყავი მერე კი ალუბლის წვენი მიმეღო გემოგლობინის ასამაღლებლად, როდესაც გარეთ გავედი ერეკლეს ყვირილის ხმა შემომესმა. მშობლებს ეჩხუბებოდა რაღაცაზე. – ეს, როგორ დამიმალე დედა, დეა ჩემი და არ არის?! – ის შენი დაა, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს… – მაგრამ ნაშვილებია ხო? – ბავშვთა სახლიდან აყვანილი არ არის, ის ჩემი დისშვილია გესმის? ჩემმა დამ სიკვდილის წინ მე ჩამაბარა და მას შემდეგ მე ვზრდი. ის შენი დეიდაშვილია.- ქვითინებდა ქალი. – დედა, ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, დეა ისევ ჩემი თვალის ჩინია, მაგრამ ეს რატომ დამიმალე?! – ჩემი დის სურვილი იყო, შვილო. კიდევ გააგრძელებდნენ კამათს, მაგრამ მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ. – დანიელ რა ქენი? – სისხლი გადაუსხეს. მე გავალ და მალე მოვალ. - ვუთხარი და გარეთ გავედი. არ ვიცი რატომ არ მივდიოდი საავადმყოფოდან. ეს უცნობი გოგონა რატომ მაღელვებდა ასე, თან საიდანღაც მეცნობოდა მისი სახე.გარეთ გავედი და ახლო მდებარე მაღაზიაში შევედი, რომ ალუბლის წვენი მეყიდა, ჯერ კიდევ სისუსტეს ვგრძნობდი, დახლებს ჩამოვუარე და წვენების სენქციასთან მივედი, იქიდან დიდი ყუთუთ ნატურალური ალუბლის წვენი ავიღე, სალაროსთან მივედი და წვენი ვიყიდე. ცოტახნიში ჰაერზე გადავწყვიტე გაჩერება, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ათი წუთის შემდეგ უკან დავბრუნდი. – დანიელ, მე მეგონა შენ უკვე წახვედი. -მკითხა გაკვირვებით ერეკლემ, როდესაც ფოიეში დამინახა. – არა, არ წავსულვარ, მაღაზიაში ჩავედი წვენის საყიდლად ექიმის მითითებით. – გასაგებია, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ მიდიხარ შინ, შენი საქმე უკვე გააკეთე. რისთვისაც მადლიერი ვარ შენი. – დაველოდები საბოლოო პასუხს და წავალ. - ესღა ვუთხარი და სავარძელზე ჩამოვჯექი. ჩემი ტელეფონი აწრკიალდა, ღმერთო, სულ დამავიწყდა დამერეკა ჩემემებისთვის. – გისმენ ლაშა? – ბიჭო, სად ხარ ამდენ ხანს?! - მითხრა ყვირილით. – მოვალ მალე და მოგიყვები, ახლა უნდა წავიდე, ექიმი გამოვიდა. - ყურმილი გავუთიშე და ინტერესით გავემართე მათკენ. – როგორ არის ექიმო?- შეეკითხა ერეკლე. – ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გაღვიძებას, რადგან შესაძლოა რაიმე ტრავმები აღმოაჩნდეს კიდურებში. – რას ამბობთ ექიმო?- შეიცხადა ერეკლემ. – ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, დაველოდოთ მის გაღვიძებას და შემდეგ ტომოგრაფიას გადავუღებთ ზუსტად გავიგებთ მიზეზს. – როდის შევძლებთ მის ნახვას? _ შეგატყობინებთ. - გვითხრა და წავიდა. ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, რა თქმა უნდა, ჩავარდებოდა ვის გაუხარდებოდა იმის გაგება, რომ მისმა საყვარელი ადამიანმა სიარული ვეღარ შეძლოს, ეს ხომ სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. დაახლოებით ოც წუთში ექიმმა ნება დაგვრთო, რომ დეა მოგვენახულებინა. – მხოლოდ ხუთი წუთით შეგიძლიათ მოინახულოთ, ძალიან ნუ გადაღლით. - გაგვაფრთხილა, მე სახლში დავაპირე წასვლა, მაგრამ ერეკლემ მითხრა მეც შევსულიყავი. პალატაში საწოლზე უღონოდ იწვა, დეას სახეზე ფერი დაკარგვოდა და თვალებზე სისხლჩაქცევები ქონდა, ერეკლემ მისი სუსტი ხელი თავის მტევნებში მოიქცია, შემდეგ კი სახეზე მოეფერა. დედა ჩუმად ქვითინებდა და მის სასთუმალთან იჯდა. შეხებაზე თვალები სუსტად გაახილა, ჯერ ოთახს მოავლო თვალი და შემდეგ მის გვერდით მყოფ ძმას. – ერ…ეკლ...ლე.- ენის ბორძიკით წარმოთქვა მისი სახელი. – ჩემო ბაჭიავ, როგორც იქნა გაიღვიძე. -ამოთქვა ერეკლემ. – რა მოხდა? სად ვარ? - წამოიძახა და წამოდგომა სცადა, თუმცა ვერ წანოდგა. – რა ხდება? რა მჭირს? _ დამშვიდდი, სიხარულო, ახლა ყველაფერი კარგად არის, საშიშროებამ უკვე გადაიარა. ავარიაში მოყევი და ღვთის წყალობით ცოცხალი და უვნებელი ხარ. – ავარიაში?... -ხო, გამახსენდა, გზაზე გადმოვდიოდი და ვიღაც არანორმალური დამეჯახა, მეგონა ვეღარ გნახავდით.- თვალები აუწყლიანდა. პალატაში ექიმი შემოვიდა და დეას გასინჯვა დაიწყო, ჯერ თხოვა ფეხის თითები გაემოძრავებინა, მაგრამ რომ ვერ მოახერხა, პატარა ჩაქუჩით ნერვის შენოწმება დაუწყო. არაფერზე არ ქონდა რეაგირება, აქ უკვე ყველაფერი გასაგები იყო. – ექიმო, რა ხდება? რატომ ვერ ვგრძნობ კიდურებში ძალას? - პანიკებში ვარდებოდა. – დამშვიდდი, შვილო ეს ანესთეზისგან არის გამოწვეული, სხეული ჯერ გაბუჟები გაქვს. დრო უნდა რომ ჩვეულ ფორმაშ დაუბრუნდე.- ცხადია, მის დასამშვიდებლად ამბობდა ამას. – ახლა ექთანი მოვა და გამოკვლევებზე წაგიყვანს. ექთანმა გამოკვლევებზე წაიყვანა დეა, ყველა დაძაბული იყო და ნერვიულობდნენ. ტომოგრაფია გადაუღეს, შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს. – ექიმო, რა ხდება? – გამოკვლევებმა აჩვენეს რომ…. ....... მოკლედ მეგობრებო, თქვენი თხოვნით ავტვირთე გაგარძელება.ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ და დააფიქსიროთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად თავების ატვირთვას დროის უქონლობის გამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.