ცივი თვალები (მერვე თავი)
შუღამისას გამოეღვიძა, ხელი გვერდზე გადმოყო. ჩემი მკერდი მოხვდა. ჯერ თვალები არ ჰქონდა გახელილი რო უკვე ეღიმებოდა. გამოფხიზლება უჭირდა, მაგრამ პროცესში ისეთი საყვარელი სანახავი იყო, ვგიჟდებოდი. - ძალიან საყვარლად გძინავს - ვუთხარი. - შენც ძალიან საყვარლად გღვიძავს. - ხო იცი, მიჭირს ჩაძინება. როცა ჩემთან ხარ, შედარებით იოლია, მაგრამ მაინც მეღვიძება ხოლმე - თმა ავუწეწე. მიყვარდა მისი წვალება. ბასტეტი ამოხტა. მისმა ძაღლმაც არ დააყოვნა და პირდაპირ მკერდზე დაახტა. ამ სახლში, სამი ქალიდან, სამივე ნიკოს ვუხტებოდით საწოლში. - მეც მგონია, რომ ყველაზე მეტად გამიმართლა - საწოლზე წამოჯდა და თავზე მაკოცა - გინდა, გავისეირნოთ? - ღამის ორი საათია. - პაემნების საათი თორმეტიდან იწყება - ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და გამიღიმა. ცოტახანს დავფიქრდი. მერე თავი გავაკანტურე, ცოტა ვიბუზღუნე და მეც გავემზადე. - სად მიგყევარ? ჩემი ნაჭრის ჩანთაში პლედი ჩადო. რამდენიმე ბოთლი წყალიც და მხარზე გადაიკიდა. თვალებდაწვრილებულმა შევხედე. ეგეთ დროს, ნუ გაგველდებიო, მეუბნებოდა, მაგრამ თან მოსწონდა ჩემი გველური იერი. მაინც დავყევი მის ნებას. პატარა ბავშვი ეგ იყო, მაგრამ მაინც მე დამატარებდა თავის ჭკუაზე. აბანოთუბანში წამიყვანა. აღმართს დავადექით ბოტანიკურამდე. ლინზები კი მეკეთა, მაგრამ ღამით მაინც ცუდად ვხედავდი, ფაქტობრივად, მხარზე ვეკიდე. - გიჟი ხარ! ჰარმონიული ცხოვრება ამირია ამ ბავშვა და შუა ღამისას, დამაბოდიალებს - ვწუწუნებდი. ნიკო იცინოდა. მიყვარდა მისი ხითხითის ხმა. - ახალგაზრდობა ვის შევწირეო, მაგას მაინც ვერ იტყვი. ეგ ჩემი ტექსტია - დამეჯღანა. უკანა შესასვლელიდან შევიპარეთ. ამ ბოლო დროს, გადაძრომა, შეჭრა და შეპარვა ჩვენი სტიქია გახდა. იასამნების ყვავილობა იყო, ჰაერში საოცარი სურნელი ტრიალებდა. პატარა აბიბინებულ მდელოზე ავედით. პლედი გაშალა, წამოგორდა და თავის მკლავებში ჩემი ადგილი დატოვა. მკერდზე დავაწექი. სახე მის კისერში ჩავრგე. ისეთი სიმშვიდე იყო, მხოლოდ ხევში მომსკდარი მდინარის ხმა, ბუნების ხმა. - რაღაც უნდა გითხრა - თვალები შემომანათა და ცხვირზე მაკოცა. გავიტრუნე. ისე, ცოტა კი შემეშინდა, ახლა ცოლობა არ მთხოვოს-თქო, თორე გაგვიფუჭდებოდა მთელი რომანტიკა. - მითხარი. - საფრანგეთში მიწევს წასვლა. სამდღიანი კონცერტი გვაქვს - თავზარი დამეცა. ძალიან გამეხარდა, მისი წარმატების ამბავი, თუმცა თავზარი ისე დამეცა, ვერც გავაცნობიერე. საკუთარ თავს ვებრძოდი. ასე არ უნდა დამმართნოდა. ეს არ იყო სანერვიულო, პირიქით, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი მისით - წაგიყვან. - ხო იცი, რო ვერ წამოვალ - თავი ისევ კისერში ჩავურგე. შუაღამისასაც შეამჩნევდა, რომ ძალიან აწითლებული ვიყავი ემოციების გამო. არ მსურდა, წასულიყო. მსურდა, წარმატებისთვის მიეღწია, მასთან მინდოდა, ვერ წავყვებოდი. ამდენი ერთმანეთის საპირისპირო სურვილი, შუაზე მხლეჩდა. რო წავყოლოდი, ევასთვის რა მეთქვა? მთელი ცხოვრება, სულ ორჯერ მყოლია კაცი და მესამედ, მაინცდამაინც შენი ქმრის ძმის შვილს მივახტი-თქო? - შენი გადასაწყვეტია. პლიუს ერთ ბილეთს ყველას გვაძლევენ და სასტუმროს ნომერშიც მარტო ვარ. - გააგიჟებ ფრანგ გოგოებს - ნერვები მომეშალა. ხო ვიცოდი, დაინახავდნენ თუ არა, ყველას ამის ტანზე გორაობა მოუნდებოდათ. განა საფრანგეთმა რამე დამიშავა. აქაც უნდებოდათ. ყველგან მოუნდებოდათ, პრობლემა ქალებში კი არა, ნიკოს სრულყოფილებაში იყო. თან სხეულს თავი დაანებე, ისეთი მზერა ჰქონდა ამ ეშმაკ ბიჭს, ერთი შემოხედვა და ლიფს ძირს გაგდებინებდა. - ფრანგი მსმენელის გაგიჟება მისურვე - გაეცინა - ჩვენებს თუ დაველაპარაკებით, მერე წამოხვალ? - ჩვენებთან დალაპარაკებას არ ვაპირებთ - თვალები დავუბრიანე. - ლიდია, ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობთ. არ ვიცი, თუ დააკვირდი, მაგრამ უკანასკნელი ერთი თვეა, ცალ-ცალკე არ გვძინებია. ოდესმე აუცილებლად მოგვიწევს დალაპრაკარება. - დასერიოზულებას ხო არ ვგეგმავთ, რა საჭიროა? - ვიცოდი, რომ მაგრად გავაბრაზებდი, მაგრამ იმის ენერგია არ მქონდა, ოჯახის წევრებისთვის მეხსნა, რა ურთიერთობაში ვიყავი ამ ბიჭთან. სახელი არ გვერქვა. არაფერი გვერქვა. - მართალია. რა საჭიროა - ხმამაღლა ჩაისუნთქა - ანუ ჩვენ არ გვაქვს ხო სერიოზული ურთიერთობა? გავითვალისწინებ - ძალიან წყნარად მითხრა. - რას გაითვალისწინებ? - ზოგადად. როცა ვინმე მკითხავს, ვეტყვი, რომ single ვარ. ხო ესეა? - ენა ჩამაკმინდინა. ბრაზისგან, ლამის საკუთარი თავი გავხეთქე - ნუ ცოფდები, თორე თავი მტკივა - სრული სიმშვიდით გამომიცხადა. შევეცადე, დავწყნარებულიყავი. როცა ვინმეზე ვბრაზდებოდი, ძალიან ძალიან ცუდი ამბები ემართებოდათ. ნიკოზე გაბრაზების მიზეზი კი თავად ვიყავი. ჩემი ბრალი იყო. ჩემი სიტყვების ლოგიკური ახსნა გაახმოვანა და მაგაზე ვიყავი ახლა მოსიარულე ბრაზის გუნდა. - ვინმესთან თუ დაწვები, ორივეს მოგკლავთ! - წარმოვთქვი. ხმამაღლა უფრო საშინლად გაიჟღერა, ვიდრე ჩემს ფიქრებში. ამ წამს, ყველაზე უცოდველ ბიჭს დავემუქრე, ვინც კი ოდესმე მენახა. თან რაც არ უნდა მიექარა, მისი მოკლვლა არ შემეძლო. შემომხედა. გულზე ხელები დაიდო და ახარხარდა. მთელი გულით, ისე ალალად იცინოდა, მეც გადმომედო. - ანუ ჩემთან ყოფნა არ გინდა, მაგრამ სხვათან თუ ვიქნები, მომკლავ? - შენთან ვარ თუ დააკვირდი - შევუბღვირე. ორივე დავდუმდით. ზედმეტი მომივიდა. მასთან ადეკვატურობას ვკარგავდი. თმაზე მოვეფერე. მსურდა, ბოდიში მომეხადა, რომ გავბრაზდი, ისიც გავაბრაზე და მერე ჩემმა დაძაბულმა ენერგიამ თავი ატკინა - გადაგიარა? - კი - მაინც რაღაცნაირად გამებუსხა. როგორი საყვარელი იყო. ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე. მოლბა. როგორ მინდოდა. სულ მინდოდა. მანიაკივით. ასეთი სურვილი არავისი არ მქონია. მხოლოდ მასთან სექსი არ კმაროდა, მისი კანის შეგრძნება რაღაც არაამქვეყნიურ დონეზე - მის კანში უნდა მეცხოვრა, მისი სუნთქვა სულ ჩემს ბაგეებთან მქონოდა. ერთმანეთს ვაკოცეთ. გაბრაზებული შეყვარებულების პოზიდან, სიყვარული ვენახშის პოზაში გადავედით. შემეშინდა, ვინმეს არ გაეგო ჩემი ხმა, მაგრამ შიში სიამოვნებამ გადაწონა და კვნესას ვერ ვაჩერებდი, საკუთარ ხმაზე გონებამ წვდომა დაკარგა და ახლა მხოლოდ სხეულს, ნიკოს ემორჩილებოდა. ღმერთო, ეს როგორ უნდა გამეშვა. თუნდაც რამდენიმე დღით. რანაირად გამეძლო ამ ალერსის გარეშე. ჩაგვეძინა. ცოტა ხნით. მერე აგრილდა, ირიჟრაჯა და ორივეს გამოგვეღვიძა. - ნიკო ჩაიცვი, სასწრაფოდ ჩაიცვი - დავფაცურდით. გიჟებივით წამოვფრინდით და დაღმართიდან ხელიხელჩაკიდებულები დავეშვით. თან გვეცინებოდა, თან ისე გვეძინებოდა, აქ სადმე ფეხზემდგრებიც მივიძინებდით. ნიკოსთან ავედით. იმისი სახლი უფრო ახლოს იყო და რამდენიმე მეტრი ფეხის გადადგმა დაგვეზარა ჩემამდე.ლოგინზე დავენარცხეთ. ჩავეხუტე. - როდის მიდიხარ? - კვირის ბოლოს. - რა ცოტა დრო გვაქვს - არ მსურდა, უკან მოეხედა ჩემკენ, არ მსურდა, დამებრკოლებინა, მაგრამ მაინც მინდოდა, მოვნატრებოდი. წასვლაზე მეტად, დარჩენა სდომებოდა. - იქიდან ძალიან მალე ჩამოვალ - მკერდზე მაკოცა - შენ დრო გექნება, სიგიჟემდე მოგენატრო და საკუთარ თავთან მაინც აღიარო, რომ უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია. - ჭკვიანად იყავი პატარა ბიჭო! - თვალები დავუბრიალე. - ისე, სულ მაინტერესებს, რანაირი იქნებოდა ცხოვრება, პირველად რომ შენ გადარეულიყავი ჩემზე, გულში ჩაგვარდნოდი და გასაქანი არ მოგეცა. - ალბათ ერთი-ორჯერ დაწვებოდი ჩემთან და ეგ იქნებოდა. - ოო, რამე დიდი სიუჟეტი მინდა - აბუზღუნდა - და ეგეთი ტიპი არ ვარ, ვინმეს გრძნობებით რომ ვითამაშო. - კარგი. აბა როგორ მიდის სიუჟეტი? ევას ქორწილში დაგინახე, მღეროდი. მე შავები მეცვა ჭირისუფალივით და ყველა ამრეზით მიყურებდა. ჯერ შენი სიმღერით მოვიხიბლე. მერე დავფიქრდი, როგორ უხერხულად გრძნობდი თავს პიჯაკში და გამეცინა, ჩავთვალე, რომ ძალიან საყვარელი ხარ. - მაგას როცა ყვები, ისევ თავიდან ვიქრაშები, ისევ მე. - ნუ მაწყვეტინებ! ძალიან მომეწონე და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს ავედევნო, თუმცა ვითომ დაგსდევ. ოღონდ მანიაკურად არა. ბარში გაკითხავ, შენს სიმღერებზე ვცეკვავ, ჯანდაბას, დეკოლტეებს ვიცმევ და ცეკვისას კარგად მოგეხსენება, როგორ ირხევა. შენ ზედ არ მიყურებ. - უკვე ტუალეტში შემყევხარ და გხდი! - მაინც ვერ მოითმინა. - არა, არ მოგწონვარ. უფროს ქალებზე არ გაფეტიშებს ჩვენს პარალელურ სამყაროში. - გადამაყოლა შვიდ წელიწადს - თვალები გადაატრიალა. - სადმე გეპატიჟები. არც მანდ მიყვარს დალევა, მაგრამ შენ გიყვარს და დასალევად გეპატიჟები - მკერდზე მკერდი დავადე და მისი სუნთქვა შევიგრძენი - მტკვარზე მაინც გავისეირნეთ, როგორც პირველ ჯერზე. მე ვცდილობ, თავი მოგაჩვენო, თითქოს ლუდს ვსვამ. ღამეა და არ ჩანს, სავსე ბოთლი რომ მიჭირავს. - აუ მეცოდები - ამოიოხრა - აღარ მომწონს, მაგრამ მაინც გააგრძელე. მაინტერესებს, ხელს როდის მთხოვ. - იმ სახლთან მიმყევხარ, რომელიც ორივეს მოგვწონს. შენ ყოველ წუთში ინსტაგრამზე გწერენ გოგონები და ზოგჯერ პასუხობ, ამიტომ იმისი ატანა მიწევს, რომ როცა გელაპრაკები, ზოგჯერ არ მისმენ, ტელეფონში იჭყიტები. - ისეთი ვარიანტი მინდოდა, სადაც ცალმხრივად მოგწონდი. აქ კიდე, უკულტურო და ბოროტი ვჩანვარ - გაიბუსხა. - ბოროტი არ ხარ. უბრალოდ, ძალიანაც არ გიზიდავ და ყურადღება ადვილად გეფანტება. - გეი ვარ ეტყობა. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ამას შეხედე - ჩემს მკერდზე მიმანიშნა - როგორ შეიძლება, დეკოლტე გეცვას და კაცი თვალს გარიდებდეს? - შენი იდეა იყო ამ ამბის აღწერა, ამიტომ გაჩერდი და მისმინე! - ტუჩებზე თითები გადაიტარა, ვითომ ელვა შეიკრა - მერე ვიშლებით. მერიდება, ამიტომ არ გკოცნი. განმეორებით, სასტუმროს რესტორანში ვნახულობთ ერთმანეთს, სადაც კლიენტთან ერთად ვარ და თვალები ბუდიდან გიცვივა. მე არ გიკონკრეტებ, რომ კლიენტია. კაცებს კონკურენცია მაგრად გახელებთ. შემდეგში, ერთმანეთს კახეთში ვხვდებით. ფანტაზია ამომეწურა. კახეთში რა ხდება, არ ვიცი. - წითელი კაბა გაცვია და ჩემი დანახვისას, საკუთარ ტუჩებს კბენ. როგორც იცი ხოლმე და ვხვდები, რომ ამ ღამით, აუცილებლად ჩაგიგორებ. - დიდი მადლობა. - რა დამთხვევაა, ჩემს ფანტაზიებშიც მაგას ამბობდი: გმადლობ ნიკო, ნიკო, რა კარგია, დიდი მადლობა. ოღონდ შენი ხმით უფრო სექსუალურად ჟღერს. ხო ესე გვეძინებოდა, მაგრამ იმდენი მალაქლაქა, მაინც ვერ დავიძინეთ. ნიკოს კარზე დააკაკუნეს. დილის ცხრა საათი იყო და ავტომატურად, ნერვები მომეშალა, რომ ჩემ გარდა, რომელიმე სხვა სულიერი თავს უფლებას აძლევდა, ასეთ სისხამ დილას ენახა ნიკო. - თინანო იქნება - ჩაილაპარაკა და წამოდგა. - იმედია თინანო შენი ძმაკაცის სახელია - უკვე გავბრაზდი. მეც ავდექი. ცხოვრებაში, ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისიც ნერვებს მიშლია, უცხო გამვლელები რომ უყურებდნენ. ნეტა ნიკო თუ ეჭვიანებოდა, როცა კაცები თვალს მაყოლებდნენ? არა, ეჭვიანობა ცუდი სიტყვაა და მაგისი საფუძველი მაშინ გაქვს, როცა ეჭვი ორივე მხრიდან საპასუხოა ანუ, როცა შენი მეორე ნახევარი, უცხოს შემხვედრ თვალს მზერითვე პასუხობს. დანარჩენ შემთხვევაში, გაბრაზებას ვუწოდებდი. ჯანდაბა, მეორე ნახევარი დავუძახე. პარტნიორი! პარტნიორი შეესაბამება ჩვენს ურთიერთობას, რომელსაც ურთიერთობა არ ვუწოდე, როცა მასთან ერთად ვიყავი და ახლა ოფიციალურად მარტოხელად ითვლება. ამხელა ფილოსოფია იმას მივაყოლე, რომ ვიღაც თინანოს წამოუხტა. კარი გააღო. გოგოს ხმა იყო. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ცოტა მშფოთვარე. შფოთვა ასე ხმაში არ იგრძნობოდა, მაგრამ მე ბგერებით ვცნობდი ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი უბედურება გამოევლო. ხმის ენერგიაში ეტყობოდა - ლამაზი, თუმცა ოდნავ ძველბიჭური, მუდმივ მზადყოფნაში, საკუთარი თავის დასაცავად, რადგან ამის მეტი, არაფერი იცის. ამის მეტი არც არაფერი დასჭირვებია. ჩემნაირი უდღეური მებრძოლი, რომელსაც ერჩივნა, მებრძოლი აქტივისტი კი არა, მამიკოს პრინცესა ყოფილიყო და ბედნიერად ეცხოვრა. ჯანდაბა! ყველას მამიკოს პრინცესობა გვერჩივნა, ტრა*კში პეროს გაყრა და ჩუპაჩუპსის გაწუწვნა... პრინციპში, ნიკოს ჩუპაჩუპსი კი ეთქმის, რა მაქვს საწუწუნო. ნიკოს ამოვუდექი. გოგოს ლამის გული გაუსკდა, როცა დამინახა. მეცნო. ჩემთან ნამყოფი იყო, მაგრამ აღარ მახსოვს, რაზე. იქნებ ნიკოს ამბავზე? გული მოუკვდა, ჩემი დანახვისას და კი შემეცოდა, თუმცა სიბრალულის გამო კაცს ვერ გადავულოცავდი. ნიკომ ერთმანეთი გაგვაცნო. ლიდია - თინანო. სხვა არაფერი დაუმატებია. შეყვარებულიო, არ უთქვამს ჩემზე. არც თინანოზე - მეგობარი. ამითი ალბათ სამაგიერო გადამიხადა. სულელი ბავშვი! თითქოს ხო უცოდველ ბატკანს ჰგავდა, რომელსაც მანიპულაციის არაფერი გაეგება, მაგრამ მშვენივრად დამაჭირა მაზოლზე ფეხი. ლიდიაც უსახელო ურთიერთობის და თინანოც. - თინანოს დავეხმარები დედამისის მოწესრიგებაში და მოვალ. კაი? - კარგი - ლოყაზე მაკოცა. გავუღიმე. ისე მკითხა, პატივისცემის ნიშნად, თორე ნებართვა კი არ აუღია. უარს ისედაც ვერ ვეტყოდი. კიდევ კარგი, ეგ მაინც მკითხა. ეტყობა, მაინც დამინდო და უცხო თვალში, ჩემი ძალაუფლება ცოტათი გამოაჩინა. ჩემზე მეტად უყვარდა. ამ გოგოს ჩემზე მეტად უყვარდა. გიჟდებოდა. კვდებოდა ნიკოსთვის. ნიკოს ბედი იყო. ორი შვილი ეყოლებოდათ, ორივე ბიჭი და ძალიან ბევრჯერ ისურვებდნენ გოგოს, თუმცა ვეღარ. მაინც ნორმალური ცხოვრება ეფქნებოდათ. ღმერთო, რა კოშმარია. გული ამიჩქარდა და პანიკური შეტევის მოახლოება ვიგრძენი. ასე ძალიან არასოდეს დავმფრთხალვარ, როცა ნიკოს ცხოვრება უჩემოდ წარმოვიდგინე, სხვა ქალთან, სხვის მკლავებში, მის საწოლში. მე - შეუფერებელი ქალი. ქალი, რომელსაც შეიყვარებს, საოცრად მაგარი სექსი ექნება, მაგრამ საბოლოოდ, განშორებაა ამ ქალის ბედი. ეგეთია. ეგრე ჩაუწერა ვიღაცამ ცხოვრების წიგნში. საბედისწერო ქალი უნდა იყოს ლიდია, ლიდიას შეიყვარებენ, ლიდია გულს ატკენს, ლიდიას შორდებიან. თინანო - გოგო, რომელთან ერთადაც კომფორტულად დაბერდები. როცა შემოვიდა, ძირს ვიჯექი და ვკანკალებდი. თვალის გუგები ალბათ ძალიან გაფართოებული მქონდა. - რა გჭირს? - დაფეთდა. - პანიკური შეტევა. გადამივლის, არ შეგეშინდეს - ვუთხარი კანკალით. - მე რა უნდა შემეშინდეს - ძირს დაჯდა და თავის კალთაში გადამისვა - შენ რამ შეგაშინა? - არ ვიცი - ვიცრუე. ვერ ვუთხარი, უშენობამ შემაშინა-თქო. ყელში კოცნა დამიწყო. ნელა და შეუჩერებლად მკოცნიდა. აქ იყო. ჩემთან იყო კოშმარების დამაფრთხობელი - რამეზე მელარაპაკე რაა. - სანამ წავალ, ჩაქაფულს დაგიტოვებ დიდი ქვაბით. ჩამოსვლისას, შეჭმული დამხვდეს! საჭმელიც გამოიძახე. ჩემს ბარათს დაგიტოვებ. ადამიანურად იკვებე იცოდე! საუზმე არ გამოტოვო, უზმოზე მხოლოდ ყავას და სიგარეტს არ ვართ! დე ვიტამინს, ბე ვიტამინების კომპლექტს და ომეგა სამს გიტოვებ, ყოველ დილას, 12 საათამდე მიიღე. - თურმე რა კარგი ყოფილა მამის ყოლა - მაგრად გამეცინა - ისე, ჩემი შემოსავალიც მაქვს რომ იცოდე. - ხო, მაგრამ არასდროს მქონია ისეთი ურთიერთობა, გოგოს რო ფულს მივცემდი და ვეტყოდი, იგულავე-თქო. შემარგე! ბლუჩუნას თინანოს დავუტოვებ, ის მოუვლის. თქვენ ცოტა დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. - როგორ? მე რატომ ვერ მოვუვლი ვითომ? - მეგონა, არ გინდოდა - გაუკვირდა. - ბოლო თვეა, მასთან ერთად ვცხოვრობ. თუ დააკვირდი, ზოგჯერ დილაობით ვასეირნებ, რადგან ვიღაცას შუადღემდე ძილი უყვარს. - კარგი, ბოდიში. შენთან დარჩება. - როცა შენ არ ხარ, ლილიტს ვეძახი. ხალხში ბლუჩუნას ძახილი მერიდება - გამოვუტყდი, რომ მის ძაღლს თავხედურად შევუცვალე სახელი. - რა კომპლექსიანები ხართ ეს უფრლოსი თაობა. - კომპლექსიანს განახებ თუ შეგიწყვიტე ჩემს მკერდთან წვდომა! - ენა გამოვუყავი. - ნუ უსმენთ - ჩამძახა მკერდში - მამიკო არასოდეს მიგატოვებთ. ცოტა ხნით წავა, მაგრამ სულ თქვენზე იფიქრებს. ჩემ არყოფნაში, ლიფით გატარებთ ეს სასტიკი ქალი... მერე მოვალ და მოგხსნით - გაოგნებული შევყურებდი, მის დიალოგს ჩემს მკერდთან, მაგრამ მგონი ესენიც პასუხობდნენ. მერე სიცილით ამომხედა. თავისი ბავშვური, გულწრფელი სიცილით. - უკეთ ხარ? - კარგად ვარ. - არც კი ვიცი, როგორ დაგტოვო - ამოიოხრა. - ნუ გეშინია - ტუჩებში ვაკოცე - ამდენი წელი, მარტო ვცხოვრობდი. - ორი წამით გავედი ლიდია და ცოცხალ-მკვდარი დამხვდი. - ვიღაც გოგოსთან გახვედი! - მაინც წამომცდა. არადა, ადამიანში, ყველაზე მეტად უსაფუძვლო ეჭვიანობა მეჯავრებოდა. იმ გოგოს მხრიდან კი მქონდა ეჭვის საფუძველი, თუმცა ეგ მხოლოდ იმიტომ ვიცოდი, რომ სხვათა გრძნობებსა და გონებაში ხელების ფათური შემეძლო. სხვა შემთხვევაში, ნიკო რა შუაში იყო? - ჩემი ბავშვობის მეგობრის დედასთან, რომელიც საწოლადაა ჩავარდნილი და კი, სამწუხაროდ, შიშველიც მინახავს. იმიტო რო დაბანაში ვეხმარები თინანოს. ხო ძაან რომანტიკულია? - კაი, ნუ გამომიყვანე მონსტრი - ცოტა სინდისმა შემაწუხა. - ჩემი მონსტრი ხარ - ყურთან მაკოცა - და არ ვიცოდი ეჭვიანობის უნარი თუ გქონდა. - ბევრი უნარი გამიჩინე. კარზე ისევ კაკუნი გაისმა. ვიფიქრე, რომ ამ თინანოს შუაზე გავგლეჯდი და მერე ლილიტს შევაჭმევდი, მაგრამ ჩემი მხრიდან შუაზე გაგლეჯვის უფრო დიდი შანსი იყო, ვიდრე მართლა იმ ბლუჩუნას რო შეეჭამა. ანიკო ყოფილა, ნიკოს მეგობარი. გაუკვირდა ჩემი დანახვა. გეგონება არ იცოდა, რომ სულ ერთად ვიყავით. - ვა, ცივ თვალებს გაუმარჯოს - მერე ნიკოს ჩასჩურჩულა მართლა მაგარი მკერდი აქვსო და ამ სულელს გაეცინა. ძმაკაცს რომ იგივე ეთქვა, ფანჯრიდან გადააგდებდა. ეგეც ერთგვარი სექსიზმია, როცა ქალს რაღაცებს უტარებ და კაცს არა. ანიკოს ისედაც ყველაფერს გაუტარებდა. შეიძლება, ჩემზე მეტადაც უყვარდა ის და გეგი. მაგას შეჩვეული ვიყავი. სამში - ერთი. სამ ხორცში გადანაწილებულ ერთ გიჟ სულს ჰგავდნენ. ეგრეა. მე მოგვიანებით შემოვედი მის ცხოვრებაში. ჩემამდე რაც იყო, იმას პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი, როგორ უხერხულადაც არ უნდა მეგრძნო თავი. - გამარჯობა ანა - გავუღიმე. არ უყვარდა, როცა უცხოები ანიკოს ეძახდნენ. ანას დაძახილზე შედგა. მოეწონა. ზოგჯერ, მადლიერი ვიყავი საკუთარი ნიჭის. ნიჭი მიმითითებდა, როგორ მესაუბრა ადამიანებდან, რადგან ყოველდღიური, ჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარი საოცრად დაქვეითებული მქონდა. - ტელეფონი დამიჯდა, კლუბში ვიყავი და ვეღარ დაგირეკე. დღეს საღამოს ჩემთან შევიკრიბოთ, ცოტა დავლიოთ, აღვნიშნოთ ჩვენი ამბავი - მერე მე შემომხედა - შენც გეპატიჟები ლიდია. თუ არ მოხვალ, მაგასაც გავიგებ. ნიკოსგან ვიცი, რო ახალი ხალხი დიდად არ გიყვარს. მე ზოგადად, მაგარი ინტროვერტი ვარ, მაგრამ რატომღაც, ყოველ დღე, ასობით უცხო ხალხის წინაშე გამოსვლა გადავწყვიტე. ამიტომ შენი მესმის. - წამოვალ - ეგ რანაირად ვუთხარი, თავადაც არ ვიცი. საერთოდ, კარგია, როცა ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, თავისუფალი სივრცეც გაგაჩნია. ნიკოს რეპეტიციებს არ ვესწრებოდი, არც მეგობრებთან დავყვებოდი. იგივენაირად, ნიკო სეანსებისას არ მივარდებოდა. ზოგჯერ, გადაბმულად, 7 საათს ვერ ვნახულობდი და ერთხელ არ დასცდენია, უყურადღებო ხარო. ჩვენი საქმე გარკვეული ხნით გვაშორებდა ერთმანეთისგან, ეგ მხოლოდ ჩვენი იყო, ძალიან ინტიმური და ხელშეუხებელი. ახლა მომინდა. მომინდა, წამით მაინც ვყოფილიყავი მისი ამ ინტიმური სამყაროს ნაწილი. მენახა, როგორია ბევრი მეგობარი, გართობა, დალევა, სიცილი, სისულელეებზე საუბარი, თუმცა ყველაზე მეტად, ნიკოს სამყაროსთან გაცილებით მჭიდრო კავშირი მსურდა. - სერიოზულად? - გაოგნდა ნიკო. - თუ არ გინდა, პირდაპირ მითხარი - დავუბღვირე. - ძალიანაც მინდა - ცხვირზე მაკოცა. სულელვით გავცხელდი და დარწმუნებული ვარ, ლოყებიც ამიღაჟღაჟდა. - არ მჯერა, რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან უხდებით - მითხრა ანიკომ და წავიდა. არც ისეთი ადვილი იყო მისი მხრიდან, კომპლიმენტის თქმა. - მგონი შენს მეგობარს მოვწონვარ და არ უარყო, რომ მისი მოწონება აუცილებელი კომპონენტია - საჩვენებელი თითი დავუქნიე. - სასურველი. - რო არ მოვწონებოდი? - თავიდან არც მოსწონდი, მაგრამ მე მაინც ვერ მოგიშორე გონებიდან. არც მიცდია - ტანზე გაიხადა და საწოლში შეგორდა - მოდი ახლა დავიძინოთ, თორე ისეთი გაბრუებული ვარ, სექსის თავიც არ მაქვს, რაც ძალიან უჩვეულოა ჩემი მხრიდან. - მოტყდა ჩემი ჯენზი? - გადავიხარხარე. - მოტეხვას განახებ თუ აგაწიოკე! კივილის რო გრცხვენია ხოლმე და საკუთარ პირზე ხელს იფარებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.