შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა'ჩვეულებრივი


6-05-2024, 22:41
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 985

ბოლო დროს დამჩემდა დაუგეგმავი დაბრუნებები...
მუზა გამოვიჭირე და იმედია თქვენც ჩემთან ერთად დაელოდებით განვითარებას.
დაბრუნება წარსულში ,ბევრისთვის უცნობ დროში
ბევრი უარყოფითი და ცოტა დადებითი ადამიანური სახეებით, ამბებით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე იქნება ეს ისტორია
მომენატრა თქვენთან კომუნიკაცია
გელით სულმოუთქმელად

სიმაღლიდან ვარდნა, ფეხქვეშ სიცარიელე , ნაცნობი ,საყვარელი თითქმის დავიწყებული ხმები, მშობლები . სითბო რომელიც ჰაერში გაიფანტა ,სამუდამოდ გაუჩინარდა ,სიცივე, რომელიც მოვიდა და სიზმრიდან გამოფხიზლებულსაც თან გაჰყვა მოსასხამივით .
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ჭერს მზერა გაუსწორა და კარზე ატეხილი კაკუნის ხმაზე ზანტად წამოდგა
_მოვდივარ ნატო ,ნუ ჩამოიღე კარი _ ხალათი გზაში ჩაიცვა ,კიბე ჩაირბინა და შემოსასვლელ ,ხის მასიურ კართან მივიდა. ფანჯარაში ჩანდა ქალი , ეზოში დაუკითხავად რომ შესულიყო და ძილიც არ ადროვა
_რა დროს ძილია , სამსახურში წასვლის დროს ხუთზე დგები შე ქალო და ახლა რა გჭირს ?
_წვიმს,საქმე არ მაქვს და ერთი დღე ვისვენებ . შენ საწოლიდან ვინ გადმოგაგდო გელა წასული არ არის ?
_შენი ამბავი რომ ვიცი მერე ვეღარ გნახავდი და მოვედი. რა სიცივეა რა ჯანდაბაა რა არის. შეშა არ გგაქვს შემოტანილი?
_შენ ისეთ ენერგიაზე ხარ ფეჩსაც დაანთებ სანამ მე ჩავიცვამ და მოვწესრიგდები
_ეს ხალათი როდის იყიდე ... ებრაელებთან იყავი გასული?
_დედასია ... არ იცვამდა შენახული ჰქონდა _ ჩუმად თქვა და ნაჭერს ხელი ჩამოუსვა
_ღმერთმა აცხონოს ... იმდენი რამე ჰქონდა ჩაცმას ვერ აუდიოდა. ზოგჯერ ბრაზის გამო არ იცვამდა ეგეც ალბათ მამაშენის ნაჩუქარი იყო _ქალის ხმა ესმოდა. უკანა კარი გაეღო და დაჩეხილ შეშას ყუთში ალაგებდა. ხმა მიიკარგა , ხის კარადის კარი გამოაღო ტანსაცმელი აიღო და იქვე გამოიცვალა. დედის ნივთები ერთ თაროზე დაელაგებინა, ხუთი წელი იყო გასული მისი გარდაცვალებიდან და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე დაბრუნდებოდა,ოთახში ჩვეული ნარნარი ნაბიჯებით შევიდოდა ,მოეფერებოდა ,თავზე ხელს გადაუსვამდა,ლოყაზე აკოცებდა და შავი თვალებიდან სითბო გადმოეღვრებოდა „დღეს არ ისვენებ დე? რა გინდა რომ მოგიმზადო ,რომელ საათზე დაბრუნდები ? ცოტა დაისვენე“ და არასდროს ისვენებდა,სახლში არ რჩებოდა , სულ მარტო იყო წიგნებით გარშემორტყმული შემდეგ კი სამუშაოზე გადართული ,დამღლელი მორიგეობიდან მოსულს ისე ეძინებოდა ქალს ნორმალურად ვერც ელაპარაკებოდა . დაკარგულ დროს ნანობდა ,დროს რომელიც ნამდვილად არ ჰქონდა არც მაშინ და არც ახლა.
_შაქარი არც შენ გაქვს?მეთქი დავესესხები_თქო ... სახლში რომ მივალ პეროგს გამოვაცხობ. რძე კი მაქვს და კვერცხიც _ქალს ღუმელი უკვე დაენთო, კოპლებიანი ჩაიდანიც დაედგა და საამზარეულოში ისე ფუსფუსებდა თითქოს საკუთარ სახლში იყო.
_მაქვს ,საშაქრეში არ ჩამიყრია პარკშია ქვედა თაროზე . ემალის კოპლებიან ქვაბში დევს
_ვიპოვე ... რამდენი კოვზი ჩაგიყარო?
_3 კოვზი,მაგრამ ჩაი სად იპოვნე
_ტყის ჩაი მოგიტანე ... ჩემებმა ჩამოიტანეს_თქო არ გითხარი? რა ყველაფერი გავიწყდება ამ ბოლო დროს იმ შენი პაციენტების გარდა _ გამოვიდა,ცხელი წყალი გაიტანა და უკან წითელკოპლიანი დიდი ჭიქებით დაბრუნდა _შეყვარებული ხომ არ ხარ გოგონი_დივანზე ჩამოჯდა, შალის თავშალი მოიშორა და ფეხი ფეხზე გადაიდო _ ხომ არ გაალღო ვინმემ შენი ყინულად გადაქცეული გული
_რა ჭორი გაიგე ამჯერად
_არაფერი ,არ ამოვგლეჯ ენას ყველას ?
_კარგი დამშვიდდი
_ჩემთან ვინ გაბედავს რამის თქმას... თავის ბავშვებს და დებილ ქმრებს მიხედონ . რაღაცას გეტყვი ახლა ,მაგრამ არ გაგიჟდე
_ამ დილაადრიან იმიტომ წამომაგდე ლოგინიდან რომ გამაგიჟო?
_არ გაგიჟდე_თქო ხომ გეუბნები... ყურადღებით მომისმინე ახლა და მორჩი რქებით მოწოლას
_კარგი გისმენ _ დანებდა,ჩაის სურნელმა გააბრუა . უყვარდა და სიამოვნებით შეექცეოდა.
_ მე შენთვის მყავს ერთი კარგი ბიჭი ,შენ რომ შეგეფერება ზუსტად ისეთია. ჩემი მეზობლის, ლიას დის ქმრის ძმაკაცია. ადრე გავიცანი,მაგრამ მაშინ ბავშვი იყო და ახლა გაზრდილი,დაკაცებული ისე მომეწონა ,ისეე გამოვიძიე ყველაფერი , ცოლი არ ჰყავს არც ჰყოლია. საქმიანი ,ჭკვიანი, მაღალი ,მხარბეჭიანი
_მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი... ასეთები ხომ ვიცით მე და შენ
_სერიოზულად გეუბნები . მე ხომ იცი სხვებს ვაჩუმებ ,მაგრამ ის მართლა არაა დასაკარგი ბიჭი. შენზე ველაპარაკე, კი გაიცინა გარიგებას მიპირებ თუ რა ხდებაო ,მაგრამ მოვაგვარებ. არაა ის ბიჭი დედა რომ ურჩევს ქალს და მის არჩეულს თანხმდება . ისეთია შენი ბედია ზუსტად. ისიც შენნაირი სხვანაირია ,განსხვავებული და კარგი . დროა უკვე გათხოვდე და ჩააგდებინო ამათ ენები რომ იძახიან დარჩა შინაბერაო . პირველ ბავშვს მე მოვნათლავ სამაშვლო არაფერი მინდა სხვა
_აჰაა,ანუ უკვე საჩუქარზეც მელაპარაკები... ყველაფერი სხვა მოგვარდა
_რომ შეხვდები დარწმუნდები ... მამიდაშენმა კი იცის
_მამიდას ელაპარაკე?
_იქ იყო ისიც... ხომ იცი ნათესავები არიან. რა გჭირს გოგო ეს ჩემი მეზობელი იმ შტერს მამიდაშენმა არ გაურიგა?მერე ეს რომ ახტა დახტა და გაყვა ორ კვირაში?
_დამავიწყდა ,მაპატიე
_ა ხო ხედავ უკვე დაგეწყო გულმავიწყობა. სანამ მთლად დაგავიწყდა ყველაფერი მოშორდი ამ ნერვიულობას გაიხალისე გული გაიფურჩქნე და აყვავდი ქალო ანგელოზივით ხარ . ახლა ცოტა კი გახდი და დარჩი ძვალი და კანი ,მაგრამ რომ გათხოვდები მოფერიანდები,შეივსები დაემსგავსები ქალს . ბავშვს გააჩენ,დედობაზე დიდი სასწაული არაფერია. შტერმა_შტერმა ხალხმა გააჩინეს ამდენი ბოვშები და შენ არ უნდა გყავდეს? შენნაირ ჭკვიანს,ლამაზს,ზრდილობიანს და გამოსადექ გოგო_ბიჭებს გაუზრდი ქვეყანას . აცხონოს ღმერთმა ანდროს სული ,როგორ უნდოდა ამ ეზო_კარში მომრავლებული და მოშენებული ენახე _მეზობელ ოთახში კაბინეტი იყო , ანდრო ექიმს მისაღები რომელიც ისევ ისე ხელუხლებლად გამოიყურებოდა . კვლავ იგრძნობდით იქ შესვლისას კლინიკის სუნს . ცარიელი ტყავის სავარძელი არავის დაუკავებია ევას გარდა და ისიც ისე ეხებოდა თითქმის არ ტოვებდა კვალს . კაცის ფოტო კედელზე იყო ჩამოკიდებული ,თეთრი ხაალათით, სათვალით მაგიდასთან მჯდომი,პირადი და პროფესიული დარდებით გადაღლილი მზერით
_კარგი ვნახავ _ საკუთარი ხმა რომ გაიგო შემდეგ გაიაზრა ნათქვამი. უარს აზრი აღარ ჰქონდა ნატო უკვე დახტოდა _დაიცადე და ის ბიჭი თანახმაა?
_თანახმაა ,აბა ჯერ შენ ხო არ დაგითანხმებდი ... როგორი ბიჭია რომ ნახააავ გონებას დაკარგავ

აღარ უსმენდა. ფიქრობდა როგორმე დავიძვრენ თავსო ,მაგრამ არ გამოვიდა. არამიწიერი ძალებისა და მიწიერი დეიდა ნატოს დამსახურებით დათქმული ადგილზე აღმოჩნდა.
......................
_მამიდა ... რა ხდება შენ და ნატო გაერთიანდით?
_არანაირი გაერთიანება ,ვიცოდით დაგავიწყდებოდა ან რაღაცას მოიმიზეზებდი ამიტომ პირდაპირ მოგიყვანეთ . წაისვი ახლა ეს წითელი პომადა , მოიხვიე ეს შარფი გულზე რა იცი ეს მოხდილი სიარული_ ხელში მიაჩეჩა წითელი ტუჩსაცხი,ჭრელი აბრეშუმის კაშნე ყელზე ლამაზად შემოახვია _ბიჭი გელოდება ალბათ უკვე
_ქალი ასე იმართლებდე თავს... მოხვედით მითვალთვალებთ
_აბა მარტოს ხომ არ გამოგიშვებდით ბიჭთან შესახვედრად. ვინმე ნაცნობი რო გამოჩნდეს ვეტყვით ჩვენც იქვე ვიყავით_თქო სულ აღარ ფიქრობ ამ ბოლოს მართლა კაცის გაგიხდა აზროვნება რაა
_უკანასკნელია იცოდეთ _ ნატო გასუსული იჯდა ფაქტზე წასწრებულს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა მეორე დამნაშავისგან განსხვავებით
_კი კი აბა?ამაზე უკეთესს ვერ ვნახავთ. ქორწილი გადავიხადოთ ივლისში . ჩემი და რომ გხედავდეს უბედნიერესი იქნებოდა,მისი ხათრით არ გადარიო ის ბიჭი გთხოვ. იქამდე მიდი,დაენახე
_მივდივარ ...

ცხელოდა,გაზაფხულის მიწურულისთვის ზედმეტად თბილი დღე იყო. მთელი ქალაქი გამოფხიზლდა,აფუსფუსდდა . გზად ისე იყიდა იების კონა თითქოს თავად მიდიოდა შეყვარებული გოგოს სანახავად. ეზოში შესულს უკან გაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაინც განაგრძო გზა უცნობისკენ ,რომელიც არც იცოდა როგორ გამოიყურებოდა. თვალი რომ მოავლო მაგიდებს ერთადერთი მარტო მჯდომი ახალგაზრდა დაინახა და რატომღაც გადაწყვიტა ,რომ ის იყო მისი სამიზნე. მისვლამდე უყურებდა , გულისცემა აუჩქარდა , უცნაური დაძაბულობა და აღელვება იგრძნო. უამრავი ემოციური მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში გადატანილი და ამჯერადაც შეინარჩუნებდა სიმშვიდეს,მაგრამ განცდილი გრძნობა კვალს დატოვებდა.
_გამარჯობა , სულ რამდენიმე წუთი მაქვს მეტს ვერ დაგითმობთ . ყველაფერს მოკლედ გეტყვით და წავალ _ ბიჭმა ქვემოდან ამოხედა,თავის დაკვრით მიესალმა მან კი სწრაფად განაგრძო საუბარი_არ ვიცი თქვენ როგორ დაგიყოლიათ ნატომ და ელისომ,მაგრამ წარმომიდგენია როგორ წარმადგინა. სიმართლეს გეტყვით რას უნდა ელოდოთ ჩემგან _სათვალე მოიხსნა,იების კონის გვერდით დადო და ბიჭს მზერა გაუსწორა _ დედისერთა განებივრებული გოგო ვარ, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა . პროფესია მაქვს ისეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. მე არ ვიქნები ოჯახის ქალი, რომელიც თქვენს ნებაზე ივლის , სახლში იფუსფუსებს, დაალაგებს,მოამზადებს,ბავშვებს აღზრდის და ისე განაგრძობს არსებობას როგორც ტიპიური დიასახლისები იქცევიან. თქვენ თუ მეტყვით იმუშავე, პრობლემა არ მაქვსო მე ფიზიკურად არ მინდა სურვილი არ მაქვს დაღლილ_დაქანცულს კიდევ ვინმე დამემატოს საზრუნავი თუ ანგარიშგასაწევი. ცუდად არ გაიგოთ,მაგრამ არც ისეთი კაცი მჭირდება ჩემს სახლში რომ იცხოვრებს. თავადაც მშვენივრად ვუმკლავდები საგვარეულო ქონებას და არ მჭირდება დამხმარე, რომელსაც ქმრის სტატუსი ექნება. საკმაოდ არიან მუშები ვისაც ვაგვარებინებ იმ საქმეებს რასაც მე ვერ ვერევი. არც ხასიათი მაქვს სათნო ქალური , გარეგნულადაც ხედავთ როგორიც ვარ . ნუთუ გინდათ კაცის ბუნების მქონე ქალთან თანაცხოვრება. რაღაც არ მგონია ასეთი მორჩილი კაცის იერი გქონეთ,არა თუ დამითმობთ სადავეებს და თავად გადმოეწყობით ჩემ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ... მოკლედ მე არც ცხრა შვილის გაჩენას და მოვლას ვაპირებ,არც ქმრის ღრეობების ატანა შემიძლია,ფქვილიანი ხელებით სირბილი და წუთების განმავლობაში ცხელ_ცხელი კერძებით სუფრის დატვირთვისთვის შევიწუხებ თავს. მე ახლა უბრალოდ შევუკვეთავ ,ვისადილებ იმიტომ რომ 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ დაქანცული და დამშეეული ვარ. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ,ან დარჩეთ დამეწვიოთ,მე გეპატიჟებით . შემდეგ იტყვით,რომ ვერ შევთანხმდებით, არ შევეფერებით ერთმანეთს. თუ ამას არ გააკეთებთ თავად მოვიგონებ თქვენს ისეთ თვისებებს რაც უარს ახსნის და არ მგონია გაწყობდეთ ქორწინებისთვის მოწადინებულ სასიძოს სხვა გოგონების დაფრთხობა _ ბიჭი მანამ უსმენდა სანამ საუბრობდა. ჩქარა ამბობდა სიტყვებს,თმას სიო ურევდა და ხელით ისწორებდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ნელა არხევდა მაგიდის ქვეშ , ბოლოს ყელსახვევიც მოიშორა და ყულფისგან გათავისუფლებულივით ამოისუნთქა
_არ ვიცი ვისში აგერიეთ , მაგრამ ვწუხვარ მის გამო . რაც არ უნდა ეპასუხა თქვენს მონოლოგზე ,რომელიც მუქარით დაასრულეთ შანსი ყველა შემთხვევაში დაკარგა _ ძლივსშესამჩნევად ჩაიცინა,მხოლოდ თვალები უნათებდნენ მკვეთრად, ქალისკენ სულ ოდნავ მიიწია , პოზა შეიცვალა და თავისი ხავერდოვანი ხმით გაჟღერებული წინადადებით ნამდვილად აურია გონება
_ვერ მიგიხვდით ... თქვენ გიორგი არ _ვერც დაასრულა საუბარი _ შეუძლებელია _ ირგვლივ მიმოიხედა ისევ ვერავინ დაინახა_ ქარმა შარფი აართვა ,მაგრამ ყურადღებაც არ მიუქცევია ბიჭმა როგორ დაიჭირა და თავისთან დაიტოვა
_თადა მერლანი, თქვენ? _ხელი გაუწოდა და დაელოდა. მზერას არ აშორებდა ქალის არეულ სახეს
_ევა , ევა ფხაკაძე_ხელი ინსტიქტურად შეაგება
_სასიამოვნოა ,ევა _ თავი დახარა და ხელზე აკოცა .თითებს არ უშვებდა,ქალის დაბნეულობით სარგებლობდა _ მე უკვე შევუკვეთე სადილი, დამეწვიეთ ,გთხოვთ
_არა,ღმერთო ჩემო როგორ წაგართვით დრო ... უკაცრავად
_ამ გაუგებრობას ხომ სჭირდება გამოსყიდვა ნუთუ თქვენ ხართ ის ქალი , რომელიც ვალს დაიტოვებს ... დარჩით , ვისადილოთ შემდეგ კი დაუბრინდით თქვენს ძვირფას საქმიანობას _ხელი ისე გაშალა რომ სკამი გააჩერა და ადგომის საშუალება არ მისცა _ვინ ხართ პროფესიით,მეხანძრე _მაშველი თუ ასეთი არაქალური რა არის კაცს რომ უარს ათქმევინებდით თქვენისთანა ქალის ქმრობაზე_ისე განაგრძო საუბარი ევაც შეიტყუა და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება წაართვა
_ექიმი ვარ
_პირველად მწყინს რომ ჯანმრთელი ვარ ... მშურს თქვენი პაციენტების ყველაფერზე წინ მათ თუ აყენებთ _ მიმტანი უკვე ალაგებდა მაგიდაზე კერძებს _ გთხოვთ ,მიირთვით თუ სხვა რაიმე გგნებავთ შეუკვეთეთ
_ვინმეს ელოდით ?
_არა, დიდი ხანია ქართული კერძები არ მიჭამია და მადასაც არ ვუჩივი
_საზღვარგარეთ იმყოფებოდით?_ რატომ განაგრძო საუბარი ვერ გეტყვით. უბრალოდ მოდუნდა, სადილობა დაიწყო .ჭიქა წყლით აავსო და ნახევრამდე დაცალა
_სამწუხაროდ . აქ თითქოს არაფერი შეცვლილა
_იქ სადაც მე ვარ ნამდვილად არაფერი იცვლება ...
_რომ შეეჩვევი მაშინ მარცხდები და ანადგურებ ყველაფერს. არ უნდა შეეგუო მოცემულობას და რაღაც აუცილებლად შეიცვლება პირად სამყაროშიც და ქვეყანაშიც _ ჭიქა ღვინით გაავსო და ევასაც შესთავაზა _დალევთ ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს ?
_სიამოვნებით ეგ ღვინო რომ ნამდვილი ქართული იყოს და არა რაღაც უბედურება
_სპირტის სუნი ნამდვილად იგრძნობა ... მეც გადამაფიქრებინეთ დალევა . არადა მომენატრა
_ოჯახში თუ იპოვნით ნორმალურ ღვინოს თორემ ისე ყველგან ყველაფერი გადაგვარებული და სახეშეცვლილია
_ხაჭაპური ხომ არის ნამდვილად იმერული
_აქ არის . სხვაგან მაკარონით შემოგთავაზებენ
_სამწუხაროდ სოფლის სახლი დავკარგეთ თორემ აშკარად იქ უფრო მოვიკლავდი ნოსტალგიას ... ქუთაისი ძველებურად ურყევი ჩანს ,რიონიც ისევ ისე ბობოქრობდა წვიმის დროს . ჰაერში დატრიალებულ სუნსაც ვერავინ შეცვლის _ ხედს გახედა ,მერე ღრმად ჩაისუნთქა _ დაბრუნებამდე ვფიქრობდი იქ აღარავინ მყავს და რატომ მივდივარ_თქო, ახლა ზუსტად ვიცი რატომაც დავბრუნდი . აქაურობა მახსენებს ყველაფერს
_მშობლიური ადგილები ადამინივით დგანან შენს გვერდით ...რაც უფრო მეტი მოგონება გაკავშირებს მით უფრო მეტად ახლოა ყველა ვინც დაკარგე. გილოცავთ დაბრუნებას _წასვლას აპირებდა და ისევ გადაიფიქრა,ბიჭი ყველა ჯერზე აჟღერებდა რაღაც ისეთს რაც დარჩენას აიძულებდა. ამჯერად კი იყო სიტყვები, ევასთვის ნაცნობი „აღარავინ მყავს“ _საბაგიროთი გაისეირნე უკვე ?
_მარტო ვერ შევალ ... შუქი ისეთი სიხშირით ითიშება არ დავრჩე ჰაერში . არა ,არ გეგონოს მეშინია ...კარგი მეშინია ,ტეხავს ხომ? მარტო მართლა ვერ შევალ . თუ ვინმე ისეთი იქნება ჩემ გვერდით მასთან ცუდად გახდომის რომ არ შემეშინდება. ვინც ჩემ მოსულიერებას შეძლებს
_სჯობს ჯერ მიწაზე იარო და შემდეგ ახვიდე ცაში გამოკიდებულ საბაგიროში
_წამსვე შეგეცვალა ხასიათი...გამოდის ყველა შემთხვევაში ეცდებოდი უცნობი ბიჭის მოშორებას და პრობლემა ჩემში არ არის . დავმშვიდდი,ვიფიქრე რომ დამინახა იმდენად არ მოვეწონე უცებ მოიფიქრა ყველაფერი_თქო
_არაფერი მომიფიქრებია ის ვთქვი რაც სიმართლეა... როგორც სჩანს მან თავიც არ შეიწუხა და რადგან არ მოვიდა ე.ი ეს ამბავიც დასრულდა. მგონი უკვე გადავიხადე იმ რამდენიმე წუთიანი გაუგებრობისთვის . დროა დაგემშვიდობო _ჩანთიდან ფული ამოიღო და იქამდე მშვიდად მჯდომი ბიჭიც წამოდგა
_არ გინდა, ნუ მაწყენინებ და ამ ჩვენს მხიარულ გაცნობის ისტორიას ასე ნუ დაასრულებ
_კარგი, გმადლობ სადილისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბრუნებას და გისურვებ არ გაგჩენოდეს სინანულის შეგრძნება _ქვემოდან უყურებდა თავისზე მაღალს და მშვიდად აპირებდა წასვლას ყველაფერი კიდევ ერთხელ რომ წავიდა გეგმის საწინააღმდეგოდ.
_ევა _ ელისო და ნატო გამოჩნდნენ ბიჭთან ერთად. დაბნეული იყურებოდა, ქალებს მიჰყვებოდა და იმდენად სასაცილო სანახაობა იყო ვერცერთმა შეიკავა თავი
_ეს თუ ის არის არ მისცე უფლება შენ გამოგიყვანოს დაწუნებულად. ჩემთან ნათქვამი ტექსტი მასთან არ გაიმეორო _თავი ოდნავ დახარა და ჩუმად ელაპარაკებიდა
_მგონი თქვენი წასვლის დროა ,თადა _ უფლება არ მისცა ჩარევის. გარდაიქმნა, გამომეტყველებაც შეეცვალა და იქცა ყინულის ქანდაკებად
_დააგვიანეთ , ჩემი თავისუფალი დრო ამოიწურა. შეგიძლიათ თქვენ სამმა გაატაროთ დრო ერთად
_ვერ გავიგე რას ნიშნავს დავაგვიანე ... მე დროულად მოვედი შენ შეხვდი ვიღაც სხვას . ესაა წესიერი გოგოა თავმოყვარე და ზრდილობიანიო? _უკვე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ქალებსაც ტოვებდა და მიდიოდა ბიჭის ხმა რომ გაჟღერდა.
_რაღაც გაუგებრობაა... ჩემი ევა ამ ბიჭს არ იცნობს
_არ იცნობს და ისე იჯდნენ ერთად ათი წლის ცოლ_ქმარივით?რაც დავინახე იმას ვამბობ. დედაჩემი ისე გენდობოდათ ... სირცხვილია .
_სირცხვილი გაგაჩინა დედაშენმა _ თადას ხმა ,მისი სახე ,ანთებული თვალები და დაძაბულობა, რომელმაც მისი ბრაზიც კი გადაფარა.
_რა მითხარი ბიჭო? რა იყო შენ ქალთან ერთად დადიხარ პაემნებზე? შენიანად ათხოვებ თუ რა ხდება
_წამომყევი და გიპასუხებ _ ქალებს გადახედა , ირგვლივ მყოფ ადამიანებს და მერე კბილებსშორის გამოსცრა
_სად უნდა გამოგყვე ბიჭო ... სამარცხვინოები ხართ ყველანი. შენ კიდე კაი ხარ ასე უპატრონოდ დარჩენილი ქალი კაცივით რო იცხოვრებს რას უნდა ელოდო . მე ვარ სულელი რომ მოვედი,დედაჩემმა შემჭამა თორემ არ ვიცოდი რაც იქნებოდი ?თბილისიდან ჩამოვედი, ამხელა გზაზე ამ შეურაწყოფის მისაღებად?
_მე რომ ახლა ენა მოგაჭრა და უკან ორგანიზმში დაგიბრუნო ყველა არსებული ხვრელიდან რა იქნები მერე... ისევ კაცის ვიზუალით არაკაცი თუ რამე სხვა. მიყურე ,მე შემომხედე სხვასთან საქმე არ გაქვს ,ჩემზე საუბრობ და იცოდე დღეს დრო არ მაქვს შენთვის, მაგრამ სადმე ვინმესთან რომ გაიმეორო ამ შინაარსის წინადადება ახლა რასაც ბოდავდი მამაჩემის სულს გეფიცები ყველა ბგერას სათითაოდ გაზღვევინებ _ თადას წინ დადგა ,ბიჭს თვალებში უყურებდა და ყველა სიტყვას შესაშური სიმშვიდით ეუბნებოდა. ისეთი მზერა ჰქონდა, იმ წამს ნამდვილად არაფრით ჰგავდა სუსტ ქალს _ წახვალ თუ გამომცდი_ ახვეული თმიდან სამაგრი ამოიძრო, ნაზი მოძრაობით თითქოს უბრალოდ თმა გაისწორა . ისე მოიქცია თითებსშორის ბასრი წვერით მისკენ მიმართული თითქოს უვნებელი ქალური ნივთი როგორც გამოცდილმა მკვლელმა
_მივდივარ
_ბოდიში დაგრჩა
_არასწორად გავიგე და ემოციებს ავყევი ... ვწუხვარ
_ევა... ევა რა იყო ეს_ ნატო და ელისო ორივე ერთად ალაპარაკდა ბიჭი რომ წავიდა
_თქვენ ორი რამდენიმე თვე არ დამენახოთ !
_ევა ,დეიდა ...
_იქნებ სამუდამოდ გაქრეთ და თავი დამანებოთ მეც და ჩემ მარტოობასაც ! _ კბილებსშორის გამოსცრა,თმა ისევ აიხვია დაიმაგრა და თადასკენ ისე შებრუნდა თითქოს ქალებს ვეღარ ხედავდა _ ალბათ ესეც ნოსტალგიურია ,არსაიდან მოსული გაუგებრობა,შარი და ჩხუბის მიზეზი. ნახვამდის ,თადა გმადლობ ჩემი დაცვის მზადყოფნისთვის
_ის ნამდვილად გაჩუმდება ?
_აუცილებლად და თუ არ , მიიღებს დამსახურებულ სასჯელს
_მოიცადე _ უკვე შორს იყო ქალებისგან თადა რომ დაეწია და წინ გადაეღობა ,ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ,მაგრამ მანძილის გაზრდა არცერთს უცდია _ ის ყველაფერი ჩემთვის რომ გეთქვა, იმ არგუმენტებს ყველას პლიუსად ჩაგითვლიდი და საუბრის დასასრულს ქორწილის თარიღს დავთქვამდით
_როგორც აღმოჩნდა შენთვის არ იყო განკუთვნილი
_ მე რომ ვიყო ჩემი თავის ხანუმა და როგორც სამყაროში მარტოდ დარჩენილმა თავად გავაკეთო შემოთავაზება ერთ პაემანს ვერ დავიმსახურებ? როგორ გგონია
_გამომიგზავნე მაშვალი და ვნახოთ როგორი პროფესიონალი იქნება ,როგორ წარმიდგენს შენს თავს სასურველ სასიძოდ _ გაიცინა,იების კონა ცხვირთან მიიტანა ,თვალი თითქმის შეუმჩნევლად ჩაუკრა და წავიდა იმ იმედით რომ ბიჭი ვერ იპოვნიდა .

კლინიკაში დაბრუნდა. ფორმა მოირგო და მუშაობა განაგრძო. საღამოს მანქანაში ჩაჯდა და სოფელში წავიდა. მთელი კვირა მუშაობდა,მორიგეობები ისე ჰქონდა გადაბმული მერე დასვენება რომ შესძლებოდა.

იმ თვის ბოლო მორიგეობის შემდეგ პროდუქტები იყიდა, მოემზადა სოფლის საქმეების მოსაგვარებლად და გზას გაუდგა. დამღლელ გზაზე მგზავრობას შეჩვეული იყო, ორმოებს როგორღაც უმკლავდებოდა თეთრი ნივით.
სულ მარტო იყო ,უზარმაზარი სახლის სიცარიელეში .
კარის საკეტი რამდენჯერმე გადაატრიალა , გასაღებების აცმა იქვე დატოვა და ფანრით განაგრძო გზა ლამფამდე. შემდეგ გაზის ქურა აანთო და ჩაიდანი დადგა. გვიანი იყო მაგრამ სულ ამ დროს უხდებოდა ვახშმობა. აუტანელი სიჩუმის ჩასახშობად რადიო ჩართო, მუსიკის ხმამ გამოაფხიზლა.
მაგიდასთან იჯდა ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა ხელში . გარედან შემოსულ ძაღლებისა და ტურების ხმას მანქანაც რომ დაემატა. ჩიხის ბოლოში ცხოვრობდა, მანქანა არავის ჰყავდა და აშკარად მასთან მიდიოდნენ. კარაქი ჩამოჭრა, პურის ნაჭერზე დაადო და მშვიდად ჩაკბიჩა საბამ კარი რომ გაიღო და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში რამდენიმე უცნობი კაცი შევიდა . დანაზე ხელი ედო და მშვიდად უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
_ხელები ასწიე
_საღამომშვიდობის ... სტუმარი ღვთისაა . მობრძაბდით ,დამეწვიეთ
_დაგვცინი? შენ გინეკოლოგი არახარ?
_გინდა გაგსინჯო?_დარჩენილი ლუკმაც ჩაიდო და სკამს მიეყრდნო _ძალიან დაღლილი ვარ . თუ გშიათ გაჭმევთ და პროდუქტსაც გაგატანთ, ავად თუ ხართ ან ვინმე ოჯახისწევრი გყავთ ავად დაგეხმარებით . იარაღს თუ არ დაწევთ და რამე დამიშავდება ცოცხლად ჩამოგატყავებენ . ისიც არ იცით ვის სახლში შემოხვედით,ნაკოლი ვინ მოგცათ აშკარად გიჩალიჩათ . მითხარით რით დაგეხმაროთ და წადით .
_გიჟი ხარ ქალო? ფული მოიტანე
_არ მომიახლოვდე ... _ დანა ყურადღების გასაფანტად ჰქონდა ,იარაღი აიღო და დაუმიზნა_დანებით ხართ თუ მე ვერ ვხედავ... თუ იცით სად მოხვედით საერთოდ ან გვარი თუ გითხრათ იმ ვიღაც ბოროტმა აქ რომ მოგაგზავნათ . მითხარით რა გითხრათ და ვინ მოგაგზავნათ მე მოგცემთ ფულს ან ვერ მიიღებთ ვერაფერს _ წამოდგა კარადიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო _ დააგდე ეგ დაანა თორემ გავბრაზდები და გესვრი. ისედაც ყველანაირად ჩაიჭერით კაცურ,ქურდულ,ადამიანურ საქმეში და სულ ნუ გაიფუჭებთ თავს.
_დატენილი არ იქნება, გვეთამაშება რაღაცას
_ნუ გამომაცდევინებ რომ ვისროლო ხუთ წუთში სახლი გაივსება და მერე თავს ვეღარ გამოყოფთ გარეთ ისეთ დღეში ჩავარდებით
_არავის უთქვამს. მანქანას გამოვყევით მარტო იყავი და სახლშიც არავინ დაგხვდა
_მატყუებთ
_არ გატყუებთ ... გეფიცები . ფული გვინდოდა მხოლოდ სხვას არაფერს ვაპირებდით. რაღააც ვალი გვქონდა, დაგვაწერეს ,გვცემეს და აქვე ჩამოგვყარეს. შენ რომ გამოიარე ვიფიქრეთ გვეშველა_თქო
_მოიხსენით ეგ ქუდები და დაჯექით ... რამდენი წლისები ხართ
_16
_ტყუპები ხართ?_ სახეები რომ დაინახა გაუკვირდა _სად ცხოვრობთ
_ვანში ...
_იქედან აქამდე ადგილი არ იყო სხვაგან რომ ეცემეთ? რა დააშავეთ რისთვის გთხოვდნენ ფულს... მამა არ გყავთ რომ დაგხმარებიდათ?
_ბებია გვყავს მხოლოდ. მამა ციხეშია არც გვინახავს ,დედა წავიდა გათხოვდა. ბებია ავად იყო, ვალი გვქონდა და ორმაგი მოგვთხოვა. ვიღაცები ჩარია მერე და იმ ვიღაცამ გვცემა . გრძელი ამბავია... შენ პოლიციელი ხარ?
_მე ახლოსაც არ ვარ პოლიციელთან ... გურამ გაგუას იცნობთ?
_გაგვიგია...თქვენ იცნობთ?
_ეს წერილი მიუტანეთ და დაგეხმარებათ. თუ მატყუებთ ეგეც გამჟღავნდება და პასუხს აგებთ _ რვეულიდან ფურცელი ამოხია,წერა დაიწყო და მერე მაგიდის ბოლოში დადო ფულთან ერთად _წადით და რომ ნახავთ უთხარით ევამ გამოგვგზავნა_თქო.

მარტო დარჩა, გაურკვევლობაში მყოფი ხელში იარაღით ,რომლის ჭერაც ჯერ კიდევ პატარამ ისწავლა. იძულებული იყო გაესროლა კიდეც. ყოველ ჯერზე ახსენდებოდა როგორ გამოჰკრა სასხლეტს და გასროლილი ტყვია ცოცხალ მიზანს მოარტყა. ღმერთმა დაიფარა მაშინ მსხვეროლისგან. ახსოვდა სისხლმა როგორ იწყო დენა კაცის სხეულიდან, მაგრამ არ მომკვდარა. დედა დაიცვა , სულ პატარამ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.
მაგიდა ისე აალაგა თითქოს მშვიდი ვახშამი ჰქონდა . ცივ წყალშიც ურეაქციოდ დარეცხა თეფშები . მოაწესრიგა ყველაფერი ,იარაღიც დააბრუნა კუთვნილ ადგილას და ზანტად გაუყვა დერეფანს .
რადიოდან ისევ ისმოდა არა’ჩვეულებრივი ჩარკვიანის ხმა „ მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს, მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს, შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს. მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს, მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ, მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს, ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას, მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას, მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს, და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა, თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს, ჩვენ მოვიგებთ ომს!
სა ქა რთვე ლო
პატარა გოგო დამეკარგა ცისფერ პერანგა ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ
სა ქა რთვე ლო „
ისმოდა ხმა და უჭირდა სუნთქვა
იდგა სარკის წინ და ტიროდა
_დავიღალე ,ღმერთო ... დავიკარგე ღმერთო



№1  offline წევრი Mmarriamkk

როგორ მიხარია რონ დაგინახე მარიააამ❤️❤️ უკვე ვხვდები როგორი საინტერესო იქნება და მოუთმენლად ველი გაგრძელებას!! წარმატებებიი❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Mmarriamkk
როგორ მიხარია რონ დაგინახე მარიააამ❤️❤️ უკვე ვხვდები როგორი საინტერესო იქნება და მოუთმენლად ველი გაგრძელებას!! წარმატებებიი❤️❤️❤️

მადლობაა ♡ თქვენ არ იცით მე როგორ მახარებთ რომ კითხულობთ ♡♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი დიანა

აუუუუ, აუუუუუ!!! აი ეს არის რაღაც ახლის დასაწყისი,რომლის ლოდინიც ალბათ შემშლის! ❤️????????‍♀️

 


№4 სტუმარი სტუმარი Yavisfertvala

უკვე იმდენად მომენატრა შენი ისტორიები კიდევ მეათასკერ გადავიკითხე ახლიდან ყველა. ძალიან კარგია იმედია მალე დადებ შემდეგსაც♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

სად დაგვეკარგეთ მარიამ♥️♥️????

 


№6  offline წევრი duchi_duchi

მარიამო გამიხარდა შენი დაბრუნებაა,ეს ისტორია რაღაც განსხვავებულს გვპირდება ვატყობ და როგორც ყოველთვის ესეც სასწაული და შენეული იქნება.

 


№7 სტუმარი სტუმარი გურანდა

მარიამ აი ეს არის ნამდვილი დაბრუნებაა, როგორი ემოცების ზღვა დაგვიტოვე, უკვე ველი შემდეგს, და ეს პროცესიც მომენატრა, ერთად რიმ გავდივართ ყველა თავს♥️♥️

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დიანა
აუუუუ, აუუუუუ!!! აი ეს არის რაღაც ახლის დასაწყისი,რომლის ლოდინიც ალბათ შემშლის! ❤️????????‍♀️

მაქსიმალურად ვეცდები დიდხანს არ დავაგვიანო ხოლმე ♡♡♡♡

სტუმარი Yavisfertvala
უკვე იმდენად მომენატრა შენი ისტორიები კიდევ მეათასკერ გადავიკითხე ახლიდან ყველა. ძალიან კარგია იმედია მალე დადებ შემდეგსაც♥️♥️

კვირაში მინიმუმ სამ თავს დავდებ ყოველდღე ატვირთვას ვერ დაგპირდებით ♡ მადლობა რომ დაიწყეთ და მომყვებით

 


№9 სტუმარი სტუმარი Ups

უუფ მუზაცაა და მუზაც მართლა სასწაული საკითხავია ????

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
მარიამო გამიხარდა შენი დაბრუნებაა,ეს ისტორია რაღაც განსხვავებულს გვპირდება ვატყობ და როგორც ყოველთვის ესეც სასწაული და შენეული იქნება.

ჩემებური იქნება ნამდვილად
სასწაული გამოვა თუარა ჯერ არ ვიცი ვნახოთ ♡♡♡ მადლობა ამჯერადაც რომ კოთხულობ და ისევ მოგვყვები მე და ჩემ გმირებს♡♡♡♡

სტუმარი გურანდა
მარიამ აი ეს არის ნამდვილი დაბრუნებაა, როგორი ემოცების ზღვა დაგვიტოვე, უკვე ველი შემდეგს, და ეს პროცესიც მომენატრა, ერთად რიმ გავდივართ ყველა თავს♥️♥️

მეც ძალიან მომენატრა თორემ ვფიქრობდი სრულად რომ დავწერ მერე ავტვირთავ_თქო მაგრამ ვერ გავუძელი ცდუნებას ♡♡♡♡ მადლობა და იმედია გაგრძელებაც მოგეწონებათ

სტუმარი Ups
უუფ მუზაცაა და მუზაც მართლა სასწაული საკითხავია ????

♡ძალიან დიდი მადლობა ♡ იმედია გაგრძელებაც მოგეწონებათ ♡♡

 


№11 სტუმარი ეთო

მარიამ, გამიხარდა შენი და შენი მუზის დაბრუნება. საინტერესო ისტორიის სუნი მცემს,ისეთი ჩანს, როგორც ყველა შენი ისტორია.მოუთმენლად გელი. ძალიან მაინტერესებს სიუჟეტის შემდგომი გავითარება. წარმატებები.????????????

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ეთო
მარიამ, გამიხარდა შენი და შენი მუზის დაბრუნება. საინტერესო ისტორიის სუნი მცემს,ისეთი ჩანს, როგორც ყველა შენი ისტორია.მოუთმენლად გელი. ძალიან მაინტერესებს სიუჟეტის შემდგომი გავითარება. წარმატებები.????????????

მადლობა ♡ ძალიან მინდა ემოციური გამოვიდეს და იმედია შევასრულებ გეგმას ♡♡♡♡

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ევას გამოსვლა ძალიან მომეწონა თადასთან:) :) როგორი განვითარება ექნება მათ ურთიერთობას ამას ისტორიის მსვლელობა გვიჩვენებს, მაგრამ ევა მართლაც რომ სამართლიანია ეს ბოლო ეპიზოდში გამოჩნდა,ბავშვები რომ შეიცოდა და სავარაუდოდ სწორ გზაზეც დააყენა.როგორ შემიყოლა იცი ამ ისტორიამ ორი გაჩერების მერე ჩამოვედი :):) ისეთი საინტერესოა. გამიხარდი❤️❤️სულს მოგცემს ვკითხულობდი უკვე მერამდენედ არ ვიცი და უცებ ახალი ისტორიის დაწყებამ გამაბედნიერა❤️❤️❤️
--------------------
ლანა

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ევას გამოსვლა ძალიან მომეწონა თადასთან:) :) როგორი განვითარება ექნება მათ ურთიერთობას ამას ისტორიის მსვლელობა გვიჩვენებს, მაგრამ ევა მართლაც რომ სამართლიანია ეს ბოლო ეპიზოდში გამოჩნდა,ბავშვები რომ შეიცოდა და სავარაუდოდ სწორ გზაზეც დააყენა.როგორ შემიყოლა იცი ამ ისტორიამ ორი გაჩერების მერე ჩამოვედი :):) ისეთი საინტერესოა. გამიხარდი❤️❤️სულს მოგცემს ვკითხულობდი უკვე მერამდენედ არ ვიცი და უცებ ახალი ისტორიის დაწყებამ გამაბედნიერა❤️❤️❤️

ლანა ♡ მადლობა რომ მორიგ ისტორიას მოყვები ჩემთან ერთად ხარ და მიზიარებ ემოზიებს ♡♡♡ იმედი მაქვს დამთავრებამდეც გაგყვება ეს ემოციები

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიკა

მიყვარს Თქვენი ისტორიები. გამიხარდა რომ დაბრუნდიᲗ.გელიᲗ...

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიკა
მიყვარს Თქვენი ისტორიები. გამიხარდა რომ დაბრუნდიᲗ.გელიᲗ...

მადლობა ♡ ვეცდები საინტერესო გამოვიდეს ♡

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ჩვენც მოგვენატრე თვალს ვერ უჯერებდა თქვენი ნაწარმოები რომ ვიპოვე იმედის ხშირად დადებთ ნაწარმოებს ძერ არ წამიკითხია წავიკითხავ და მოვბრუნდები♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ ეს რა კარგი ნაწარმოები ჩანს ძალ8ან მომეწონა შოკი იყო ნამდვი სასიძოს გამოჩენა რამდენი ვიცინე ძალიან განსხვავებული ნაწარმოებია საოცარი ქალია ევა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️❤️

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნესტანი
აუ ეს რა კარგი ნაწარმოები ჩანს ძალ8ან მომეწონა შოკი იყო ნამდვი სასიძოს გამოჩენა რამდენი ვიცინე ძალიან განსხვავებული ნაწარმოებია საოცარი ქალია ევა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️❤️

მადლობა ♡♡♡ იმედიაგაგრძელებაც ასევე მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ მალე დავდებ შემდეგს ♡♡♡

 


№20  offline წევრი დარინა

რა კარგია მარიამ რომ დაბრუნდი და არსებობ შენი დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებააა, ხომ იცი როგორი განსაკუთრებული ხარ, შენთან ერთად იმდრნი ტკბილი მოგონება და ბედნიერი წუთები მაქვს დაგროვებული და განცდილი მიხარიხარ რომ ხარ და ბედნიერებაა შენი წაკითხვა, ჯერ პერსონაჟებზე ვერაფერს ვიტყვიი მაინტერესებს ვინ მომეწონბა მეე და ჩემ განსაკუთრებულ ალექსანდრეს თუ დაუდგება გვერდით ვინმეე ???????????? ხომ იცი როგორი სტანდარტები მაქვს მეეე.

 


№21  offline წევრი Mariammmo

ღმერთოო!!!!
ნეტავ ვინმემ იცოდეს როგორ მიყვარხარ მარიამ და როგორ მაბედნიერებს შენი სახელის სიახლეებში დანახვა ^^
უკვე ძალიან საინტერესო იყო და დაიწყო დღეში რამდენიმეჯერ გვერდის დარეფრეშების რეჟიმი ახალი თავის მოლოდინში blush heart_eyes

P.S. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ heart_eyes

 


№22  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, გამიხარდა შენი დაბრუნება❤️
პირველი თავისთვის საკმაოდ საინტერესო ჩანს❤️ განსაკუთრებით ევას "გამოსვლა" მომეწონა :) საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი ჩანს ევა. და არც თადა აკლებს.
დაველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
რა კარგია მარიამ რომ დაბრუნდი და არსებობ შენი დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებააა, ხომ იცი როგორი განსაკუთრებული ხარ, შენთან ერთად იმდრნი ტკბილი მოგონება და ბედნიერი წუთები მაქვს დაგროვებული და განცდილი მიხარიხარ რომ ხარ და ბედნიერებაა შენი წაკითხვა, ჯერ პერსონაჟებზე ვერაფერს ვიტყვიი მაინტერესებს ვინ მომეწონბა მეე და ჩემ განსაკუთრებულ ალექსანდრეს თუ დაუდგება გვერდით ვინმეე ???????????? ხომ იცი როგორი სტანდარტები მაქვს მეეე.

დარინა ♡ მეძვირფასები მე შენ და სასწაულად მახარებს რომ არ გავიიწყდები და ყოველთვის ჩემთან ხარ ეს ისტორია აუცილებლად უნდა გამომივიდეს და გამოვა კიდეც განსხვავებული არა'ჩვეულებრივი პერსონაჟებით. შენ ისეთი გემოვნება გაქვს თადა მოგეწონება თუ არა ჯერ არ ვიცი როგორც უმრავლესობა ჩემი პერსონაჟებისა იდეალური არ არის ბევრი ცუდი თვისება აქვს მაგრამ მე მაინნც მიყვარს და ვნახოთ შენც შეეგიყვარდება თუ ვერ

Mariammmo
ღმერთოო!!!!
ნეტავ ვინმემ იცოდეს როგორ მიყვარხარ მარიამ და როგორ მაბედნიერებს შენი სახელის სიახლეებში დანახვა ^^
უკვე ძალიან საინტერესო იყო და დაიწყო დღეში რამდენიმეჯერ გვერდის დარეფრეშების რეჟიმი ახალი თავის მოლოდინში blush heart_eyes

P.S. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ heart_eyes

მეც გილოცავ ♡♡
მიხარიხარ და იმედი მაქვს ბოლომდე ინტერესით წაიკითხავთ ამ ისტორიას ♡

რუსკიმარუსია
მარიამო, გამიხარდა შენი დაბრუნება❤️
პირველი თავისთვის საკმაოდ საინტერესო ჩანს❤️ განსაკუთრებით ევას "გამოსვლა" მომეწონა :) საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი ჩანს ევა. და არც თადა აკლებს.
დაველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

შემდეგი თაავი განსააკუთრებული იქნება
ამ ისტორიას ბერვვრი უცნაური დეტალი ახლავს თან და ისეთი ჯერ რომ არ მქონია არცერთგაან. ეს პატაარა დეტალები იმედია შექნიან საინტერესი ისტორიას ♡ მადლობა რომ მომყვები,ამჯჯერადაც ჩემთან ხარ და არ მივიწყებ ♡♡♡ უმნიშვნელოვანესი მოტივატორები ხართ ჩემთვის ♡♡♡

 


№24 სტუმარი T e T

ყველაზე ყველაზე ავტორი <3 ერთადერთი და განუმეორებელი :*** დიდხანს არ გვალოდინო გთხოოოვ *^*

 


№25 სტუმარი სტუმარი Lusi

ისეთი დასაწყისია თქვენს გარდა რომ არავის შეეფერება,ძალიან გამიხარდა თქვენი გამოჩენა.წარმატებები

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Lusi
ისეთი დასაწყისია თქვენს გარდა რომ არავის შეეფერება,ძალიან გამიხარდა თქვენი გამოჩენა.წარმატებები

უღრმესი მადლობა ♡ მეც მახარებს თქვენი დაამოკიდებულება

T e T
ყველაზე ყველაზე ავტორი <3 ერთადერთი და განუმეორებელი :*** დიდხანს არ გვალოდინო გთხოოოვ *^*

მადლობაა ♡♡♡♡♡ დიდხანს არ გალოდინებთ ვეცდები დღეს დავდო

 


№27  offline აქტიური მკითხველი La-Na

sameone crazy girl
La-Na
ევას გამოსვლა ძალიან მომეწონა თადასთან:) :) როგორი განვითარება ექნება მათ ურთიერთობას ამას ისტორიის მსვლელობა გვიჩვენებს, მაგრამ ევა მართლაც რომ სამართლიანია ეს ბოლო ეპიზოდში გამოჩნდა,ბავშვები რომ შეიცოდა და სავარაუდოდ სწორ გზაზეც დააყენა.როგორ შემიყოლა იცი ამ ისტორიამ ორი გაჩერების მერე ჩამოვედი :):) ისეთი საინტერესოა. გამიხარდი❤️❤️სულს მოგცემს ვკითხულობდი უკვე მერამდენედ არ ვიცი და უცებ ახალი ისტორიის დაწყებამ გამაბედნიერა❤️❤️❤️

ლანა ♡ მადლობა რომ მორიგ ისტორიას მოყვები ჩემთან ერთად ხარ და მიზიარებ ემოზიებს ♡♡♡ იმედი მაქვს დამთავრებამდეც გაგყვება ეს ემოციები

მაგაში არასდროს შემპარვია ეჭვი.ყველა შენი ისტორია ისეთია ემოციებს და განცდებს მოდუნების საშუალებას რომ არ აძლევს.
--------------------
ლანა

 


№28  offline წევრი Daldoni Daldoni

რა კარგია,რომ აქ ხარ და რა კარგია ,რომ ახალი შენეული საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდა ..მიხარია რომ წინ სასიამოვნო ემოციები გველის...

 


№29 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მომნატრებია შენი ისტორიის მოლოდინი როცა იცი რომ რაღაც კარგი და განსაკუთრებული გელოდება წინ .როგორ გამიხარდა ისტორიას რაც შეეხება ძლიერი ქალი ჩანს ევა საკმაოდ და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Daldoni Daldoni
რა კარგია,რომ აქ ხარ და რა კარგია ,რომ ახალი შენეული საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდა ..მიხარია რომ წინ სასიამოვნო ემოციები გველის...

მადლობა თქვენ რომ ისევ ჩემთან ერთად ხართ♡♡♡

სტუმარი თამო
როგორ მომნატრებია შენი ისტორიის მოლოდინი როცა იცი რომ რაღაც კარგი და განსაკუთრებული გელოდება წინ .როგორ გამიხარდა ისტორიას რაც შეეხება ძლიერი ქალი ჩანს ევა საკმაოდ და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები

ევა ნამდვილად არ არის სუსტი ქალი მაგრამ აქვს თაავისი დაფარული სისუსტეები ვნახოთ ბოლოს როგორი იქნება ცხოვრებისგან დარტყმების სერიას რომ მიიღებს .
მადლობა ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent