შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი (III თავი)


8-05-2024, 15:24
ავტორი ნაამა
ნანახია 619

2 წლის წინ
ქეთის ხელი მარიტას მოხრილ ბარძაყზე ესვენა, წითური კი ორივე ხელით საწოლს ეყრდნობოდა. ერთანეთს თვალებში უყურებდნენ, მარიტმ მზერა გოგოს ტუჩებისკენ გააპარა და უნებურად უკბინა თავის ქვედა ტუჩს.
-ეს რა იყო?
გაოცებულმა ქეთამ სიცილით ჰკითხა,თან საჩვენებელით მის ბარძაყზე წრე მოხაზა.
-პირველი კოცნა არც შენ გქონია ხო?
ქეთამ თავი გადააქნია და ტუჩები ენით დაისველა. იმ წამს ორივე ერთსა და იმავე რამეზე ფიქრობდნენ, მაგრამ მხოლოდ მარიტამ გაბედა ეს ხმამაღლა ეთქვა.
-გინდა?
ქეთას რამდენიმე წამი დააცადა, ხმა რომ არ ამოიღო ტანი გაასწორა და სახე მისას გაუთანაბრა. მალევე ქეთიმ და მარიტამ ერთმანეთის თბილი და რბილი ტუჩები იგრძნეს. პირველი კოცნა. არა მხოლოდ ერთმანეთთან არამედ ზოგადად პირველი. ქეთის რომ ჰკოცნიდა ზუსტად მაშინ გააცნობეირა მარიტამ, როცა ვინმესთან თავად უნდოდა შეხება ეს სულაც არ იყო უსიამოვნო, პირიქით სხეულში ათასობით სასიამოვნო ელექტრული ტალღა უვლიდა და თავი ზღაპარში ეგონა. ქეთიმ კი თავის მხრივ მარიტასთვის კოცნით დაიწყო თავის იდენტობაზე ფიქრი, მაგრამ მხოლოდ თავისთვის და ყველაზე ბნელ ღამეებში. მარიტა მის კოცნას ვერ წყვეტდა, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, თანაც იმდნეი დრო დასჭირდა სხვისი შეხებისგან სიამოვნება რომ მიეღო. კოცნამდეც კი ქეთა იმ რამდენიმე ადამაინს შორის ერთ-ერთი იყო ვისაც საერთოდ უფლებას აძლევდა შეხებოდა, ჩახუტებოდა, თუმდაც ლოყაზე ეკოცნა. ბავშვობის ტრავმის შემდეგ შეხება მარიტასთვის ერთდროუალდ love language და საშინლად არასასიამოვნო სიტუაცია ერთდროულად იყო. მეცხრე ან მეათე კლასიდან წითურმა ნელ-ნელა დაიწყო ჯერ ქეთისთან შემდეგ ბესოსთან ჩახუტება და საბოლოოდ ეს მისთვის ყევლაზე კომფორტულ მომენტებად იქცა.
კარი ხმაურით გაიღო და ერთმანეთს დაფეთებულები მოშორდნენ. ბესო ჯერ ისევ კარის სახელურს ჩაფრენილი და რაღაცის სათქმელად პირდაღებული იდგა.
-whaaaaat? თქვენ ... რა... რა ჯანდაბა ხდება ?
მარიტას და ქეთის ხარხარი აუვარდათ, საწოლზე გადავარდნენ და უცნაური ხმების გამოშვება დაიწყეს, რომელიც სიცილის გარდა ყველაფრის ხმას განასახიერებდა. ქეთი საწოლზე გვერდს იცვლიდა სიცილით და მარიტას სხეულს ეჯახებოდა. ბესოსაც სიცილი აუვარდა შექმნილი სიტუაციის გამო და კარებთან სახეზე დასამშვიდებლად აფარებული ხელებით ჩაიმუხლა.
-ღმერთოოო ხუთი წუთი ვერ დაგტოვებთ ... კაცი მარტოს- სიცილის დროს ძლივს ამბობდა სიტყვებს ბიჭი.
მარიტა მუხლებზე წამოიწია , წინ გადაიხარა და საწოლზე დაყრდნობილი ხელებითა და მუხლებით ფაქტობრივად ოთხზე მდგომი გაჩოჩდა საწოლის კიდისკენ.
-რა იყო ბესიკა გეწყინა რომ შენს ნაცვლად ქეთის ვაკოცე?
-დიახაც.
მარიტა ისე ძალიან ხარხარებდა რომ საწოლიდან გადავარდა , რაზეც ბესო ფაქტობრივად იატაკზე გაწოლილი , მუცელზე ხელებმოჭერილი იცინოდა. ქეთი კი ცრემლებს იწმენდდა.
-ღმერთო ყველაფერი მტკივა.
-მეტის ღირსი ხართ მრუშებო.
-გააფსი ბესიკა.
ქეთი საწოლზე წამოჯდა და ჯერ ისევ ღიმილიანი სახით გაუწყრა მეგობარს.
-აბა ისეთი აღმოჩნდა როგორსაც ელოდით?
-თუ სულ ქეთი იქნება მაშინ ნორმ.
-აჰა ნორმალური რამეაა, დიდად ვერ აღმაფრთოვანა. მაგრამ ამ ქალბატონივით თავს არ გავიგიჟებ შეყვარებული რომ მეყოლება არ მომეკარო-თქო. თან თუ გრძნობები მექნება ვინმეს მიმართ უფრო სასიამოვნო იქნება.
მარიტამ გაიღიმა, მაგრამ გული დაწყდა. ქეთი კი რეალობას მალავდა, იცოდა რომ მარიტას კოცნა იამზე სასიამოვნო იყო ვიდრე აღწერა და იმ ერთი წუთის მანძილზე განცდილ ემოციებს, როცა გოგოს ბაგეებს თავისით გრძნობდა , ვერცერთი მომდევნო კოცნა ან სიყვარული ვერ შეუცვლიდა.

ზაფხული ჩეხეთის შემდეგ.
ჩეხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სამივენი გალდავასთან მარტვილში წავიდნენ. მათე შორენასთან ერთად უკვე დიდიხნსი ჩასული იყო და თან მეგობარიც ახლდა. სახლის ეზოში მარიტა სირბილით, მაღლა აწრული ხელებით შევარდა.
-მარწყვოოო!
-ჩემო პატარა შეშლოლო ქაჯო.
მათემ და მთელი ძალით ჩაიკრა მკერდში და დააბზრიალა. გოგომ გადაიკისკისა და ძმას ლოოყაზე ხმაურით აკოცა.
-როგორ მომენატრე.
-მეც. ქეთი ,ბესო. როგორ ხართ?
-კარგად მათუს შენ?
-მშვენივრად
ბესომ ნაკვთის შეუტოკებლად გასცა პასუხი.ქეთა კი ბიჭს გადაეხვია. მათემ ქეთას მხარსზემოთ უკმაყოფილოდ გახედა ბესოს. სახლიდან ქერა ქალი გამოვიდა და ბავშვებს ხელებგაშლილი ღიმილიანი სახით მიუახლოვდა.
-ბავშვებო! როგორ იმგზვარეთ აბა ჩემო ლამაზებო?
-კარგად დე.
-არაფერიც, შორენა დეიდა თქვენმა ქალიშვილმა მაიძულა უკან დავმჯდარიყავი.
ბესომ ვითომ გაბუტულმა უთხრა შორენას და ქალს ლეკვის თვალებით შეხედა , რაზეც მათემ თავის mean face-ით შეხედა და გულხელლდარეფილმა თავი გადააქნია.
-ნწ როგორ შეგეძლო მარიტა.
-დამცინით არა?
-რა თქმა უნდა დაგცინის.
ტყუპებმა ერთდროულად წამოიძახეს, მარიტამ სიცილით , მათემ კი მობეზრებით. მერე ერთმანეთს გადახედეს და მათემ ისევ მკერდში ჩაიკრა საკუთარი ნაწილი.
მეორე დღეს ნაშუადღევს მათე და მისი მეგობარი მდინარეზე მიდიოდნენ, სახლის აივნიდან მარიტა რომ გადმოეკიდა და ძმას გასძახა.
-საით?
-მდინარეზე.
-წამოხვალ შენც?
ცოტნემ სახე ხელით მოიჩრდილა და გოგოს ახედა. მარიტა ერთხანს ჩუმად იყო და ჩაფიქრებული ტუჩებს ბრიცავდა.
-ბავშვებს ვეტყვი თუ წამოვლენ კი დამლეოდეთ 5 წუთი.
-მალე რა მარუს.
-ნუ მეძახი მაგას ვირო
.............
მდინარის ნაპირზე გაწოლილი მარიტა მზის მწველ სხივებში ნებივრობდა უეცრად მუცელზე წყლის წვეთები რომ იგრძნო.
-არ ჩამოხვალ ?
თვალები რომ გაახილა მის თავზე წამომდგარი ქეთი დაინახა.
-აუ რავი.
-იცოედე ძალით ჩაგათრევ.
-კარგი რა ქეთა...
-ო მიდი რა ნუ წევხარ აქ მუდუსავით.
საბოლოოდ ქეთამ იმდნეი მოახერხა რომ მარიტა წყალში ჩავიდა და აკანკალებული მეგობრის სხეულს მთელი ტანით შემოეხვია.
მათემ სწორედ იმ დღეს დაიწყო ბესოს მოწონება. ცივ წყალში თავისთვის ცურავდა და ცოტნეს შიგადაშიგ ესაუბრებოდა, ბესო არც ისე მაღალ ციცაბო კლდის თავზე ავიდა და გადმოხტომას აპირებდა. მათემ ბიჭს რომელიც იცინოდა ქვემოდან ახედა. ბიჭის სხეულზე, რომელსაც მხოლოდ საცურაო შორტები უფარავდა, მზე ოქროსფრად ბრწყინავდა. ბესოს შავი კულულები თაფლისფრად ბრდღვინავდნენ და თვალები ლაზურის ლურჯივით უბრწყინავდა. მათემ ნერწყვი გადაყლაპა როცა არცისე შორს მყოფი ბიჭის სხეულზე წყლის წვეთები შეამჩნია. სველი თმიდან წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა წყალი, ზოგი ურჩი წვეთი კისერზე უსრიალებდა და მკერდს უსველებდა, ნაწილი ხერხემალს მიუყვებოდა, მაგრამ ამას მათე ვეღარ ხედავდა. იმ მომენტში როცა ბეოს მსგავსად დაცვარული, მზისგან განათებული სხეული დაინახა ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტა ბესოს ტანის, მისი პრესის, სახის, თითებისა და ღიმილის გარდა. ავალიანი წყალში დგაფუნით ჩახტა და გალდავა ერთიანად დასველდა მისი ნახტომის წყალობით. შავგრემანმა წყალში ბრმად გაცურა და ზედაპირზე რომ ამოვიდა მილიმეტრებით აცდა მათეს სხეულს. მათე მის სხეულს მიაშტერდა, მზერა უცბად ჩააყოლა სველ სხეულს და ისევ სახეს დაუბრუნდა.
-რას უყურებ?!
ბესომ სიცილით ჰკითხა და წყალი შეასხა, რაზეც მათე დაიჯღანა.
-ოოო გაეთრიე ლაწირაკო.
ბესომ ისევ შეასხა წყალი იმ იმედით რომ ბავშვურ თამაშში აჰყვებოდა, მაგრამ მათემ იგრძნო როგორ უხურდა ბესოს სიახლოვისგან სხეული და დასამშვიდებლად გაეცალა. ბესომ ხელი ჩაიქნია და გოგოებისკენ გაცურა. რომლებიც წყალშI ცურავდნენ და ერთმანეთს მაინც არ სცილდებოდნენ.
-შენი ძმა ყოვლად უჟმურია, რანაირი ტყუპები თქვენ ხართ.
-რას ერჩი რა დაგიშავა ბესიკა.
სიცილით კითხა და ქეთის ზურგით აეკრა. გოგომ წყალსქვემოთ მუცელზე შემოხვია ხელი და კისერში კოცნა დაუტოვა. მარიტას წყლისგან გაცივებულ კანზე ცხელი ტუჩების შეხებისას თვალები მიენაბა და ქეთას ხელებზე თავისი შემოაწყო.
- გავეხუმრე რას უყურებთქო და წავიდა იმ თავის ძმაკაცთან. რატო ვერ მიტანს?
-ნუ ბოდავ რა, ეგეთია უბრალოდ. თითქოს არ იცნობდე.
-კარგი რა ძალიან საყვარელია მარიტა, ნუ აბუქებთ თქვენ ორნი.
-ანუ ეს გასაგებია ტყუპისცალია და იცავს , მაგრამ შენ რა ჯანდაბად მოგწონს ქეთი გაამგებინე!
-ოოო მოკეტე და ჩაყვინთე.
მარიტა ბესოს კისერზე ძლიერად დააწვა და თავი წყალში ჩააყოფინა. მოშორებით მყოფმა მათემ და ცოტნემ ჩაიცინეს და ერთმანეთს ცურვაში გაეჯიბრნენ.
მოგვიანებით ხუთივე მდინარის პირას ბალახზე გაფენილ უზარმაზარ პლედზე ისხდნენ,ან იქვე დიდ ლოდზე, სხეულზე პირსახოცები ჰქონდათ შემოხვეული და შორენას მიერ გამოტნეულ ხემსს შეექცეოდნენ. მარიტა ,რა თქმა უნდა, სიცხის მიუხედავად ქეთის არ შორდებოდა. გალდავა პლედზე იყო გაწოლილი და თავი ქეთის კალთაში ისე ედო რომ მისი ჩრდილი სხეულზე არ დასცემოდა. ცოტნე წითურ გოგოს ელაპრაკებბოდა და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მეგობრისთვის რომელიც ბესოსთვის თავის კუთვნილი მილქშეიქის წართმევას ცდილობდა. ბესო მათესგან ზედა ტანით იწეოდა და მარწყვის სასმელს საწრუპიდან სვავდა. გოგოებისა და ცოტნესგან განსხვავებით ისინი ლოდზე ისხდნენ.
-მომეცი. ბესო ავალიანო გაგლახავ მოემცი მეთქი...
-მმ რა გემრიელია.
ბესო მათეს ნევრებზე თამაშს არ წყვეტდა. საბოლოოდ გალდავას ამოასხა და ავალიანს ხელი ძლიერად კრა, ბიჭი ქვიდან გადავარდა და გაბრაზებულმა შეხედა.
-არანორმალური ხარ გეფიცები.
-ვაიმე დაწყანრდით ახლა ორივე თორე ძაღლებივით დაგაბავთ ეზოში მსხლის ხე რომ გვიდგას იმის ძირში.
მარიტა იდაყვებით წამოიწია და ბიჭებს დაუყვირა. ცოტნე ახარხარდა და თან გაბრაზებულ წითურ გოგოს უთხრა.
-უფრო მეტად ვერ დაკონკრეტდი?
-გინდა შენც მიგაყოლო?
ცოტნესკენ ისე გაიხედა თავი მისკენ არც კი გაუტრიალებია. შავგრემანი გოგო ბიჭისკენ გადაიხარა და უჩურჩულა.
-ჩშშ მართლა გამკეთებელია.
ქეთიმ ჩაიფხუკუნა, რაზეც მარიტას მოჭუტული თვალები და შეკრული კოპები მიიღო. ამაზე უფრო ფართოდ გაეცინა და ხელები გაშალა.
-მოდი ჩემო ლამაზო. გაბრაზებენ არა ეს ვირები?
-აუ ქეთუს- გოგო წამში მოლბა და მეგობრის სხეულს თავისით აეკრო. თავი რომ დაქალის კისერში ჩარგო მერე ამოთქვა- შენც ხო დამეხმარები ამათ გაკოჭვაში?
-რა თქმა უნდა ჩემო ვარსკვლავო.
-ნუ გადადიხარ ქეთი მაგის მხარეს რა, ხო ხედავ ბესოშიც კი მცვლის ზოგჯერ.
-დყენდით რა მართლა ამოხვედით ყელში.
ყველანი მიჩუმდნენ და ხემსი უხმოდ განაგრძეს.
საჭმლით გული რომ იჯერეს ისევ წყალში ჩავიდნენ. ცოტნემ საიდანღაც ფენრბურთის ბურთი იშოვნა და წყალში ბადის გარეშე თამაშობდნენ. რადგან ხუთნი იყვნენ მათემ მე თამაში მაინც მეზარება და 2-2ზე ითამაშეთო, რაცეც ბესომ თვალები აატრიალა და ნაპირისკენ მიმავალს მიაძახა.
-უჟმურს ტყუილად არ გეძახი შე სულით მოხუცო.
-მორჩი თორე მარიტამ რაც დაგაკლო წყალში ყურყუმალაობა მე დაგიმატებ.
-ბოროტოოოოოოოოოოო!
წამოიკივლა და წყალს ხელი აჰკრა რომ მისთვის შეესხა, მაგრამ ამაოდ წვეთები მათეს სხეულამდე ვერ მივიდნენ.
-პატარა ბავშვი ხარ.

ბაკურიანი.

:როგორ ხარ?
:გააჩნია შენ როგორ გინდა რომ ვიყო.
:უკვე მითქვამს რომ სრულიად შეშლილი ადამიანი ხარ?
:კი მაგრამ მაგ კომპლიმენტის მოსმენა არასოდეს მომბეზრდება.
:ერთი მიზეზი მაინც მითხარი შეშლილობა და არანორმალურობა რატომ არის კარგი?
:იმიტომ რომ სხვების მსგავსად ყოფნა მოსაწყენია. მე კიდე მაგ სიგიჟით გამოვირჩევი. მოკლედ უცნაურად ვარ შენ?
:რავი მგონი კარგად. უცნაურში რას გულისხმობ?
:არ ვიცი. ბოლო დროს მგონია რომ ჩემი ცხოვრებიდან ჩემი ცხოვრება გაქრა.
:ძალიან სევდიანად ჟღერს. რამით შემიძლია დაგეხმარო?
მარიტას გვერდით, სკამზე, ვიღაც მოულოდნელად დაჯდა და თავით გოგონას მობილურში შეძვრა, თან ჰკითხა.
-ვის წერ?
მარიტამ გახედა, ქეთი იყო რომელსაც ირაკლის სახელის წაკითხვისთანავე სახე აერია და მარიტას “მოგკლავ “ სახით გახედა.
-არ მითხრა რომ ეს ის ირაკლია...
-ვინ ის?
-შენი დიადი ყოფილი ირაკლი!
მარიტამ მაგიდაზე დადგმული ყავის ჭიქა აიღო და ისე მოსვა ქეთისთვის არც შეუხედავს. ქეთი მის ყველა ქმედებას თვალს ადევნებდა, მერე სახეზე ორივე ხელი წაავლო და აიძულა მისთვის შეეხედა.
-არ მითხრა რომ შეურიგდი.
-არ გვილაპარაკია მაგაზე.
-მაგრამ მასთან იწექი ხომ ასეა?! ის სიმღერა ტყუილად არ ჩამართვევინე.
-ხო მასეა.
-მოგკლავ მარიტა!
მეგობარს შეუღრინა და თავში ხელი წამოარტყა.
-შემეშვი ქეთი ბესომ და მათემ ცადეს უკვე...
-ანუ მათ იცოდნენ და მე არა?
წამოიყვირა და კიდევ ერთხელ დაარტყა მეგობარს, ამ ჯერად მხარზე წაჰკრა ხელი.
-შეწყვიტე ჩემი ცემა.
-რატომ არ მითხარი.
-არ შევრიგებულვართ-თქო უბრალოდ ვმესიჯობთ ადამიანო!
-თავიდანაც უბრალოდ მესიჯობდით როგორც მახსოვს.
-აუ ქეთი ნუ ჭამ ტვინს რა.
ხელი აუქნია და ფეხზე წამოდგა. აივნის რიკულს რომ მიუახლოვდა უცბად მიტრიალდა მეგობრისკენ და ხელი გაუწვდინა.
-სიგარეტი მომე რა.
-აღარ ვეწევი.
ქეთიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და გულხელი დაიკრიფა, მარიტამ დაეჭვებული მზერით შეხედა.
-როდიდან?
-ეს კვირაა.
-გასაგებია.
ცოტახანს ასე მოაჯირს მიყუდებული იდგა და ქეთის უყურებდა. შიგ ცისფერ სფეროებში აშტერდებოდა მეგობარს, მერე მისკენ წავიდა ცალი ფეხი ერთ მხარეს მოიქცა მეორე მორე მხარეს და კალთაში ჩაუჯდა. ქეთის გაეღიმა და მარიტას ხელები წელზე მოხვია.
-კოალავ. რატომ ვერ გიბრაზდები დიდხანს?
-იმიტომ რომ გიყვარვარ- გაუცინა და ლოყები დაუკოცნა.-მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარხარ.
ქეთის გაეღიმა თუმცა გულში რაღაც ღრღნიდა, არ უნდოდა მარიტა ირაკლის შერიგებოდა. ცოტახანს ასე ისხდნენ, მერე ტერასის კარი გაიღო და სანდრო გამოვიდა. მეგობრებმა ერთდროულად გაიხედეს ქერა ბიჭისკენ და მანაც ქეთის კალთაში მჯდომი მარიტა რომ დაინახა სახე დამანჭა.
-ამასთან მღალატობ?
-ეი ფრთხილად შეარჩიე სიტყვები ეს ხომ ჩემი საყვარელია.
ქეთიმ მარიტას ხელი კისერზე აუსრიალა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა წამით მაინც გააპარა მზერა დაქალისკენ რომელსაც სანდროს გარეთ გამოსვლის წამიდან ხასიათი შეეცვალა. ბიჭს უყურებდა, მხოლოდ იმ წამს გამოერკვია ინსტაგრამზე მიბმით რამდენიმე მესიჯი რომ მოუვიდა. ქეთის მუხლებიდან სასწრაფოდ ადგა და მობილური მაგიდიდან აიღო.
:ცოცხალი ხარ?
:რატო არ მპასუხობ სევდის ქალღმერთო?
:მარიტა მართლა მაშინებ უკვე.
:დამსინე მაინც ადამიანო!!!
:არანორმალურთა მბრძანებელო ცოცხალი ხარ თუ არა?!
:რა თქმა უნდა სულელო.
-მართლა გაგლახავ მარიტა.
-ბოდიში მაგრამ შენი საქმე არაა ქეთი.
მაინც თბილად გაუღიმა.
-დიახაც ჩემი საქმეა იმ გოგოსთან რომ გააბა რომანი ჩემთან ტიროდი და არა მასთან!
-ჯერ ისევ არ არის ეგ ამბავი გარკვეული.
-რა ხდება გოგოებო?
სანდრო მათთან უფრო ახლოს მივიდა და ქეთის ხელი გადახვია.
-აარაფერი - ყოფილს ურიგდება
ერთდროულად წამოიძახეს ორივემ. მარიტამ ქეთის პასუხზე ტუჩები ნერვიულად დაისველა ენით და თავი წამით სხვა მხარეს მიატრიალა.
-გითხარი უბრალოდ ვკონტაქტობთ თქო.
-და როდიდან?
-ორი კვირაა სადღაც.
-ღმერთოოო!
-მორჩი წივილ-კივილს შევალ მე შიგნით.
-და რატომ არ უნდა შეურიგდეს?
უკვე კარებისკენ მიდიოდა როცა სანდროს ხმა გაიგონა, თავი გააქნია და ოთახში შევიდა. მათე ბესოს გვერდით იჯდა და ცდილობდა როგორმე ბიჭისკ ხელისგან თავისი ლოყა ეხსნა. თან ბანქოს მალავდა ბესოს რომ არ დაენახა, მარი და ლიზი მათ დასცინოდნენ. დანარჩენი სამი ბიჭი კი იქვე დივანზე ჩამომსხდარები ეწეოდნენ. მარიტა ილიას მიუჯდა და თან ძმასა და მეგოაბრს გახედა.
-მორჩით რა ამ უაზრო კინკლაობას.
-შემეშვას მაშინ შენი ძმაკაცი.
დაბღვერილმა გახედა დას და თან კიდევე რთხელ დაარტყა ბესოს ხელზე ხელი.
-გეყოს ავალიანო უკვე.
-კარგი ხო კარგი.
-დედიკო ხარ იმენა
ლაშამ დივანზე თავი გადააგდო და ისე გამოხედა გოგოს.
-რას ვიზავთ , თქვენ არ ამოგივიდათ ყელში ამათი კინკლაობა?
-სხვათაშორის ძმის წამოყვანა შენი იდეა იყო.
-ნუ ახლა რას ვიზავთ ყველა ვცოდავთ ხოლმე- სიცილით უთხრა ლაშას და ილიას ხელი გაუწოდა-მომეცი რა ერთი ღერი. ქეთის ვთხოვე მაგრამ აღარ ვეწევიო.
-აიღე.
ილიამ პარლამენტის ახლად გახსნილი შეკვრა გაუწოდა და გაუღიმა, მარიტამაც საპასუხო ღიმილი დაუბრუნა. ტელეფონზე ისევ ირაკლის მესიჯი მოუვიდა.
:რაღაც მაიგნორებ.
:აჰა სექსისთვის გამოგიყენე და მიგაგდე.
მესიჯის გაგზავნისას გაეცინა და მერე პასუხზეც.
:ყველა ქალი ერთნაირია მოკლედ. მხოლოდ სექსი გინდათ.
-ვის წერ?
-ირაკლის წერს ალბათ გაანებე თავი უფრო მეტად აგეშლება ნერვები.
მათეს პასუხი მარიტას მაგივრად ბესომ გასცა და გოგოსკენ არც კი გაიხედა.
:დაგირეკვ რა.
:არ მცალია ახლა.
:მაშინ საღამოს გამოგივლი.
:არ ვარ იკა სახლში, მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვარ.
:ოჰო, გინდა ამოვიდე?!
:არა, გამიჭედეს სათითაოდ რომ გეკონტაქტები აქ რომ რომელიმემ დაგიანხოს თავს წამაძრობენ.
:ოოოო ახლა მართლა გამოყენებულად ვგრძნობ თავს.
:ღმერთო საშინლად ჟღერს. მოდი რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ.
:როდის მოდიხარ?
:სამშაბათს.
:კარგი მაშინ სამშაბათამდე.
:დროებით
ტელეფონი გევრდზე გადადო და მისკენ მიშტრებეულ შვიდ წყვილ თვალს გაუღიმა.
-ვსო ვსო თქვენი ვარ ისინი რომ შემოვლენ მაფიოზობანა გინდათ?
-აუ კი.
-ხო მართლა როდის მერე დაიწყე მოწევა?
მათემ ცალი წარბი მაღლა ასწია და დის პასუხის მოლოდინში ბანქო მაგიდაზე დადო.
-რა იყო დედიკოსთან ჩამიშვებ?!
-ეჭვია არ შეგეპაროს იზავს, დემონაი ხო გახსოვს.
-ენა მიიდგე ღლაპო თქო.
-ღმერთო ისევ დაიწყეს.
მარიტამ თავი უიმედოდ გადააქნია და ფილტვები სიგარეტის კვამლით აევსო. ბოლს რომ უშვებდა ზუსტად იმ წამს შემოვიდნენ ქეთი და სანდრო. წამში შეამჩნია წითურმა ქეთის და სანდროს დასივებული ტუჩები და პატარა სილურჯე სანდროს კისერზე. ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩასრისა და გულხელდაკრეფილი საზურგეზე გადაწვა.

მეორე დილას ყველანი რესტორანში სასადილოდ ისხდნენ, წინა ღამეს ბევრი დალიეს და ზოგს პახმელია ჰქონდა, ზოგს კი ჯერ ისევ ეძინებოდა.
-ჭამას რომ მოვრჩებით დიდველზე სასრიალოდ ვაპირებ ასვლას და წამოხვალთ ვინმე?
ბესოს შეკითხვაზე უმრავლესობამ ამოიოხრა.
-მე და ქეთი კაფეში ვაპირებთ გასვლას.
-აუ მე და მარიც წამოვალთ რა.
-კი ბატონო.
ლიზის თავი დაუქნია და ილიასა და ლაშას გადახედა.იმის მიუხედავად რომ სანდროს სამეგობრო დიდად გულზე არ ეხატებოდა ეს ორი ყველაზე მეტად მოსწონდა.
-თქვენ რას იზავთ?
-მგონი სასტუმროში დავრჩებით საღამომდე.
სანდრომაც მხარი აუბა და ბესომ ამოიოხრა.
-მკვდრებო ანუ მარტოს მიშვებთ?
-მე წამოვალ.
თეფშში თავჩარგულმა უთხრა მათემ და ბესოს მხიარული შეძახილიც გაიგონა.
-ზოგჯერ მიყვარხარ მათუს.
-მაგრამ შენ..
გაოცებულმა მარიტამ მათე დიდველზე ასვლის შეწინააღმდეგება სცადა რადგან ძმა სულ ოთხჯერ იდგა თხილამურებზე ერთხელ ღრმა ბავშვობაში ერთხელ 3 წლის წინ , ორჯერ კი გასულ წელს და თითქმის არ იცოდა როგორ ესრიალა.
-მარიტა.
მათემ დას თვალები დაუქაჩა და ძალიან სწრაფად ანიშნა თვალებით ბესოსკენ შემდეგ კი მობილურისკენ.
:თუ დიდველიდან დაშვება შენ ძმაკაცთან დაახლოებაში დამეხმარება თანახმა ვარ ყველა ძვალი მოვიტეხო.
:მათე არ გაბედო! რამე რომ მოგივიდეს უარესს გიზავ იცოდე.
:არაფერი მომივა ადრეც ხომ ვმდგარვარ.
:მაგრამ უფრო მოკლე ტრასებიდან ეშვებოდი და არა დიდველიდან!
:არაფერი მომივა საყვარელო დამშვიდდი.
-ირაკლის თუ წერ გეფიცები ღერებად დაგაპუტავ თმებს.
ქეთიმ გველურად გაუღიმა და მაგიდის ქვეშ მუხლზე ფეხი მიარტყა , რაზეც მარიტამ შეჰკივლა და ატკიებული ფეხი ხელით მოისრისა.
-ნუ ხარ ცხოველი !
-მაშინ მოეშვი ყოფილთან არშიყს.
-არ ვწერ ირაკლის დამანებე თავი ! და სანამ აქ ვართ არც ვაპირებ მიწერას ახლა კმაყოფილი ხარ?!
-რა თქმა უნდა, არა. მაგ ბიჭმა ვიღაც ქერაში გაგცვალა და შენ კიდე ვერ ეშვები.
-ვოუ რა ამბებში ხარ მარიტა.
სანდროს პირმა O -ს ფორმა მიიღო და შემდეგ დამცინავი მზერით შეხედა. მეგობრის გვერდზე მჯდომ ბიჭს ბრაზით სავსე მზერით შეხედა და ღრმად ამოისუნთქა. მერე ხელი ილიასკენ გაიწვდინა, რომელიც მის მოპირდაპირე მხარეს მოშორებით იჯდა.
-ძან ხოარ შეჯექი.
-არა ნუ ნერვიულობ, შენი ძმაკაცისთვის დაცინვის გამო ძვლების დამტვრევას ჩემი ფილტვების განადგურება ჯობია.- გაეკრიჭა , მერე კი სანდრს “გირჩევნია ხმა არ ამოიღო” მზერით გახედა. ილიამ ამოიოხრა და შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. თავიდან ჩვეულებრივად გაუწოდა , მერე როც აუკვე უნდა მიეცა ხელი უკან წაიღო და გამაფრთხილებლად შეხედა.
-არ გეგონოს რომ მენანება წითურო, უბრალოდ არ მინდა ჩემსავით შეჯდე ხომ გესმის არა.
-მესმის ილია მესმის, მომცემ ? გპირდები ზაფხულამდე აღარ მოვწევ.
-მე რომ რამე მეთქვა თავს წამაძრობდა.
გველივით ჩაისისინა მათემ და ტყუპისცალს შეხედა. უმცროს წითურს ძმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იცოდა თუ რამეს ეტყოდა ერთმანეთს მეგობრებისა და იმ შემთთხვევით ხალხის წინაში ჩაქოლავდნე ვინც მათთან ერთად რესტორანში იმყოფებოდნენ.
-ვიმახსოვრებ იცოდე
ილიამ გაუღიმა და სიგარეტის შეფუთვა მიაწოდა. მარიტას ცივ ჰაერზე გასვლა რამდნეიმე წამს ესიამოვნა, მერე იგრძნო როგორ უშესდებოდა გრძნობები. როგორ ერეოდა გონება და არ უნდოდა რამეზე ეფიქრა. ფილტვები კვამლით ევსებოდა და ყოველ ამოსუნთქვაზე გრძნობდა როგორ ტოვებდა მისი სხეულს გამოუთქმელი აზრები. ოცნებებისგან იყო შექმნილი, მის მიერვე აგებულ ლურჯ სამყაროში ცხოვრობდა და იქიდან ყველა გამოღწევის მცდელობა ტკივილით სრულდებოდა. ადრე, სანამ სანდრო გამოჩნდებოდა, ყოველთვის ჯეროდა რომ სიყვარული საოცარი გრძნობა იყო და ტკივილზე მეტი სიამოვნება მოჰქონდა. სანდროს გამოჩენის წამიდანვე, იმ წუთიდანვე ქეთის რომ შეხედა და გაუღიმა სხეულში ნაცრისფერი ეჭვი ჩაუბუდდა და მის გაგდებას ვერ ახერხებდა. ახლა ირაკლი რომ აქ ყოფილიყო რამეს ეტყოდა, რაღაც ისეთს რაც დაამშვიდებდა და თავს ნაძირალად აღარ აგრძნობინებდა. სიმართლე ითქვას იმის გამო არ გრძნობდა თავს ვინც უყვარდა, უფრო ის აზრი ანადგურებდა რომ მასთან არასოდეს იქნებოდა. სხვებმა ის მაინც იცოდნენ შანსი რომ ჰქონდათ ან არც იცოდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენი იყო იმის ალბათობა მათ მიერ მოწონებულ ადამაინს საპასუხო გრძნობებით რომ ეპასუხათ, მარიტა კი თავს განწირულ არსებად გრძნობდა. კარგად იცოდა არანაირი შანსი, არცერთ პროცენტიანი ალბათობა არ არსებობდა რომ ერთად იქნებოდნენ. სასაცილოა იცოდა რომ ამ გრძნობაში ბოლომდე მარტო არ იყო, რომ ისიც გრძნობდა მის მიმართ სიყავრულს, ან თუ არ უყვარდა მოსწონდა მაიცნ , მაგრამ მაინც მარიტა მარტოხელა იყო , მას კი სხვა ჰყავდა.
მხრებზე ქურთუკი შემოეხვია.
-გაცივდები და შორენა დეიდა მოგვკლავს.
-არაუშავს ქეთუს. ჩამეხუტები?
-მოდი სულელო. არ გეგონოს რომ არ მინდა ბედნიერი იყო, უბრალოდ ირაკლიმ გული რომ გატკინოს ვიცი კიდევ ერთხელ ვერ გაუმკლავდები.
-არ მატკენს!
-რა იცი?
-რწმენის შესახებ გსმენია? მხოლოდ ის სჭირდება რომ ვინმესი თვალახვეულს გწამდეს. რელიგიის მსგავსად არ მწამს ამიტომ ირაკლი ავირჩიე.
-კარგი, მაგრამ მაინც არ ვენდობი.
ქეთიმ შუბლზე აკოცა და ხელები მთელი ძალით მოჰხვია.მარიტამ ლამის სუნთქვაც კი შეწყვიტა ახლახანს მიღებული სითბოსაგან.
-გაცივდები შევიდეთ.
-მე გავცივდები თუ შენ გცივა.
ღიმილით ჰკითხა და გაყინული ცხვირი კისერზე გაუხახუნა. ქეთის შეხებისგან ღიტინის შეგრძნება გაუჩნდა და გაეცინა.
-ხო მე მცივა, შევიდეთ რა ,თან ხომ მორჩი მოწევას.
-კაი ხო შევიდეთ.
-მოდი პაწკა მოდი.
-------------
კაფეში ისხდნენ და ცხელ შოკოლადს შეექცეოდნენ, მარი მის კიდევ ერთ situetionship-ზე უყვებოდა გოგოებს. მარიტას შიგადაშიგ ეცინებოდა , გოგოს სასიყვარულო ურთიერთობები არასოდეს სცილდებოდა მეგობრობასა და შეყვარებულობას შორის გაჭედვას და საბოლოოდ მარი მათ იმაზე მარტივად უშვებდა ვიდრე წესით უნდა გაეკეთებინა.
-მარიტა შენ როდის უნდა მოგვიყვე ვინმეზე?
ეს უკვე ლიზას ბრძნული კითხვა იყო. წითურმა მხრები აიჩეჩა და კუთვნილი ცხელიშოკოლადი მოსვა.
-როცა საჭიროდ ჩავთვლი.
-და ირაკლი ვინ არის? ორი დღეა მისი სახელი მესმის.
-ჩემი ყოფილი. 2 წლის წინ დავშორდით, ვსო დავაკმაყოფილე ინტერესი?
ღიმილით იკითხა თუმცა გრძნობდა როგორ აღიზიანებდა გოგოების ირაკლით დაინტერესება.
-რატომ დაშორდით?
-ვიღაც გოგოს გაუბა ფლირტი.
-გითხარი ჯერ არაფერი გამირკვევია თქო!
-2 წელი ვერ გაარკვიე შენი ბედოვლათი ყოფილი იმ ქერასთან გღალატობდა თუ არა? ვოუ მარიტა .
-ნუ მეგველები ქალბატონო ქეთი.
-ბესომ მაინც წაიყვანა შენი ძმა?
მარი ტელეფონში იყურებოდა და ისე ჰკითხა მარიტას. მარიტამ კი თავი უხალისოდ დაუქნია, ძმაზე ღელავდა რამე რომ მოსვლოდა მერე რა ჯანდაბა უნდა ექნა,თანაც შორენა ორივეს მოკლავდა. მარიმ ტელეფონი გაუწოდა და გოგომაც გამოართვა. ბესოს ინსტაგრამის ლაივი ჰქონდა ჩართული.
-...იმას ვამბობდი რომ არავინ გამომყვა დილას, მადლობა ძვირფასო მეგობრებო არ იყო ასეთი სიკეთე საჭირო.B ნუ აცოდებ ხალხს თავს რაM ახლა ამას კარგ პასუხს დავუბრუნდებდი, მაგრამ მეშინაი რომ კურუპირაც მიმატოვებს და დავრჩები ამ გამყინავრება ამინდში სითბოს გარეშე.-მათემ ბესოს თავში წამოარტყა-ნუ მეძახი მაგასM მაცადე ადამაინო, და ნუ მირტყავ თქო რამდენჯერ უნდა გითხრა! მოკლედ მერე მათუსამ გადაწყვიტა ცხოვრებაში პირველად კეთილი ყოფილიყო და დიდველზე ამომყვა თხილამურებით სასრიალოდ.B ხო და კეთილი ინებე და დასრიალდი უკვეM არაფერიც ჯერ ჩემს გამომწერებს უნდა ვანახო ეს უჟმური არსება როგორი სიმპატიურია რეალურად, მოიხსენი ეგ სათვალე და ნიღაბი სამი წამითB- მათეს ძარღვებში სისხლი გაეყნია, ბესო ფიქრობდა რომ სიმპათიური იყო. ასე ის ფიქრობდა ,უკვე მნიშვენლობა არ ჰქონდა რა მოხდებოდა, ამ სიცივეშიც კი ბესოს ნათქვამის გამო ისე დასცხა ლამის ტანსაცმელი შემოეხია. სათვალე ქუდზე აიწია და ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამოიხსნა ცვირსა და პირზე აფარებული ნაჭრის ნიღაბი.- ხედავთ , უსიმპატიურესია-ბესო ეკრანისკენ გადაიხარა და მარჯვენა ხელი ტუჩის მარცხენა კუთხესთან მიიტანა , აქაო და საიდუმლოს გეუბნებითო- თქვენ უნდა ნახოთ რა საყვარელია თავის წითურ თმებს რომ იმ ქუდის ქვეშ არ მალავს, მაგრამ ეგ რომ ვუთხრა მარიტა ძმის და ძმაკაცის გარეშე დარჩება, მე ხო მოვკვდები და მაგის ძმას დაიჭერენ, ხო ხო მარიტას ძმაა მაგიტომ გეცნობათ.B მორჩი უკვე მაგ სისუელლეს თორე ზურგზე შეგახტებიM მაგ თხილამურებით?B დიახაც ამ თხილამურებითM მიდი, ვინც არ ქნას...B შენი არჩევანი იყო M- მათე, რომელიც ისკედაც ბესოს ზურგსუკან იდგა შეახტა და ფეხები სასაცილოდ გაშალა ჰაერში.-ა ვაიმე ნუ მეჭიდები კისერზე ეგრე ძალაინ დავიხრჩობიB ღირსი იქნები იმ რაღაცას რომ მეძახი.M ვსო ვსო გნებდნები ჩამოხტი და დავეშვათ. - მათე ბესოს ზურგიდან ჩამოფოფხდა, ნიღაბი და სათვალეები გაისწორა და ბესოსთან ერთად მთიდან დასაშვებად მოემზადა, ბესომ კი ლაივი გამორთო.
-შეშლილები არიან ორივე.
მარიტამ გადაიკისკისა და ქეთის მხარზე თავი ჩამოადო. ლიზამ ცხვირი აიბზუა.
-რავიცი უცნაურად იქცევიან შეიძლება ხალხმა სხვანაირად შეხედოს მათ ურთიერთობას.
-სხვანაირში რას გულისხმობ.
_როგორც წყვილს ისე.
-მორჩი რა ლიზი, ნუ ხარ ჰომოფობი, ბესო ან მათე რომც იყვნენ გეები ეს შენი საქმე არც იქნებოდა.
მარიმ დაქალი დატუქსა და მარიტას უცნაურად გაუღიმა, რაზეც გოგო დაიბნა, თუმცა თავის ხელში აყვანა მოასწრო და მარის სუსტად გაუღიმა. ვერ ხვდებოდა მისი ბოლო სიტყვების შემდეგ სწორედ მას რატომ შეხედა, არა და მარი ჰეტეროსექსუალი იყო, თანაც იმდენად რომ გოგოებისკენ არასოდეს გაუხედავს.
ცოტახანს ისევ კაფეში ისხდნენ,ფოტოები გადაიღეს და რამოდენიმე საერთო ნაცნობი გაჭორეს. მარიტა გამუდმებით ტელეფონს უყურებდა, იქნებ ქვემოთ ჩამოსულ ბესოს კიდევ ერთხელ გადაეწყვიტა ლაივში გასვლა და მათეს კომპლიმენტებით შემკობ, მაგრამ ამაოდ.
კაფიდან რომ გამოვიდნენ სუსხმა სახე წააყინა. სასტუმროსკენ გზაზე მარიტამ თოვლის მოზრდილი გუნდა ესროლა ქეთის, მანაც საპასუხო დაუბრუნა და ასე გუნდაობითა და სიცილ კისკისით მივიდნენ ოთხივენი სასტუმროს ფოიემდე, შემდეგ კი ნომრებში ავიდნენ. ოთახში შესულ მარიტას არავინ დახვდა ამიტომ საერთო სასტუმრო ოთახში ჩავიდა. ილია და სანდრო გვერდიგვერდ ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, მარიტა ილიას მიუჯდა და ორივეს ერთდროულად მოავლო მზერა.
-გაერთეთ?
-რავი კი, თქვენ გამოხვედით თუ ისევ ნაბახუსევზე ხართ?
-ნუ დაგვცინი .
სანდრომ სიცილნარევი სიმკაცრით უთხრა.
-არ დაგცინით გკითხეთ. ბექა და მათე არ დაბრუნებულან?
-არა, ისე რაღაც დიდხანს გაუგრძელდათ სრიალი.
-ალბათ კიდევ ზევით ადიან.
-რა განერვიულებს?
-არ იცის მათემ სრიალი, ნუ კარგად არ იცის
-რაააა?? -რა?
ორივემ ერთდროულად წამოიძახა და გოგოს სეხედეს.
-ხო , არ დამიჯერა და წვაიდა თქვენც ხედავთ იმედია დედაჩემს ცოცხალი გადავურჩები.
სამივეს გაეცინათ, მაგრამ მარიტას სულაც არ ჰქონდა საქმე სასაცილოდ. შორენა აუცილებლად ეჩხუბებოდა როცა თბილისში დაბრუნდებოდა, რადგან მათეს თხილამურებით სრიალის ნება მისცა. გოგოები უკვე კაფეში ისხდნენ როცა მათე და ბესო სასრიალოდ გამოეწყვნენ და საბაგიროთი ზევით ავიდნენ. ლაივის გათიშვის შემდეგ მათემ ბესოს სხეულს თვალი შეავლო და დაშვებისთანავე უკან მიჰყვა, ცოტახანს ყველაფერი კარგად მიდოდა, მაგრამ მერე წაიქცა და მთიდან დაგორება დაიწყო სანამ ბესოსაც არ დაეჯახა. საბოლოოდ როცა ბესო ფეხზე წამოდგა და სათვალე ქუდზე აიწია აღმოაჩნია რომ თოვლზე გაშხლართული მათე წვივზე ხელს ძლიერად იჭერდა და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა. მის წინ ჩაიხარა .
-რა მოგივიდა.
-მგო...ნი ფეხი მ..მოვიტეხე.
-ღმერთო რა სულელი ადამიანი ხარ. როგრ მოახრეხე მათუს- ანერვიულებული საყვედურობდა და ცდილობდა წამოდგომაში მიხმარებოდა
-კარგი ესეც ასე, კარგად მომეჭიდე. სიარუსლ შეძლებ?
-არ მგონია.
-კარგი...კარგი ...ყველაფერი კარგად იქნება. აქ მოდი.
და ბესომ მათე ხელში აიყვანა, ბიჭიც შეძლებისდაგავრად მხრებზე მოეწიდა რომ ხელიდან არ გავარდნოდა ბესოს.
-რასაკეთებ?!
-აბა აქ დაგტოვო? ნუ ხვანცალებ დამივარდები და მეორე ფეხსაც მოიტეხავ.მერე მართლა მოიწევს შენი ხელით ტარება.
-შეშლილი ხარ.
-ხმა გაიკმინდე.
სასტუმრომდე ასე ხელში ატატებული მიიყვანა, შიგადაშიგ ისვენებდა მათეს თოვლზე სვავდა და სულს ითქვამდა , ამ სუსლელურ სიტაუაციაზე ძალაინ ეცინებოდათ ორივეს, მაგრამ მეორე მხარეც იყო, მათეს მხარე რომელიც ითხოვდა რაც შეიძლება დიდხანს ჰყოლოდა ბესოს საკუთარ მკლავებში მოქცეული და დიდხანს ეტარებინა ხელით , ასე უფრო მარტივი იყო მის სიახლოვეს ყოფნა, მისი კანის ტანსაცმლის ზემოდან შეგძნება და მისი სურნელის გარჩევაც კი.
-შებმა არ დამიწყო იცოდე.
-ნუ ბოდიალობ ბესიკა რაღაცეეებს.
-რა ვიცი ამ ტყის დემონს რა მოგივა თავში აზრად კურუპირავ.
-ნუ მეძახი!
-თორე? მკლავებიდან გადამიგორდები და გორავ-გორავით მიხვალ სასტუმრომდე რომ ვინემს მანქანა ეთხოვი და საავადმყოფოსი წახვიდე?
-მოკეტე.
-აპ არ დამარტყა.
მალევე მოასწრო თავის გვერდზე გაწევა და ორივეს სიცილი აუვარდათ. სასტუმროს კარი რომ სეხსნა ბესომ და მათე შეიყვანა ყველა მათ უყურებდათ. ყველა მარიტას ჩათვლით რომლის სახეზეც სასოწარკვეთა და შიში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ბესო მარიტას სანდროსა და ილაის მიუახლოვდათ და ბიჭი მათ გვერდით დივანზე ჩამოსვა.
-რა მოუვიდა?
-მგონი ფეიხი მოიტეხა. ნახევარიზეც არ ვიყავით ჩამოსრიალებულები, იმის მერე ხელით მომყავს გამძვრა სული.
-არანორმალურო ხო გითხარი არ წახვიდე თქო.
-დაწყნარდი ალუბალო მხოლოდ ფეხია.
-გაგჩეჩააავ! აი რატო ვნერვიულობდი- სანდროს და ილიას ხელით მის ფეხზე ანიშნათ და შუბლი ხელით მოისრისა. ცოტახნით ჩუმად ისხდნენ და მათეს გამკიცხავი მზერით უყურებდნენ, მერე ბესომ ბიჭი ნომერში აიყვანა და გამოცვლაში დაეხმარა. მარიტამ ბევრი იწუწუნა მეც წამოვლ საავადმყოფოშიო, მაგრამ ბესომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო და ჩავფლავდი ასე რომ საავადმყოფოშიც მე გავყვები შენ დარჩი და ეცადე გაერთოო. ასე რომ იმ საღამოს მარიტა ძმისა და საუკეთესო მეგობრის გარეშე მეგობრებთან იჯდა და სვავდა. სასმლის ყველა ყლუპი ახსენებდა რამდენად ზედმეტი იყო აქ, ყველა სანდროს მეგობრები იყვენ სანდრო კი ქეთის შეყვარებული, მას აქ არაფერი ესაქმებოდა. ქეთი და სანდრო ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ლიზა ლაშას ეარშიყებოდა და ყველანი ვიღაცით ან რაღაცით იყვნენ დაკავებულები. ამ სამეგობროსთან გატარებული ყველა წამი მარიტას თავს საკუთარი ცხოვრებიდან გაძევებულ ადამიანად აგრძნობინებდა და ეს არ მოსწონდა,არ მოსწონდა როგორ ავიწყდებოდათ ადამიანებს მისი არსებობა.
ირაკლოი მართალი იყო სევდის ქალღმერთი იყო, ყველას ტკივილის მიღება შეეძლო და თავისას ვერავის უზიარებდა , საუბრობდა მაგრამ ეს არ შველოდა, ამის ნაცვლად ყველა სიტყვსი თქმისას უფრო დიდი და უფრო მუქი ტკივილი გროვდებოდა მის სხეულში და შიგნიდან სჭამდა.
უყურებდა როგორ კოცნიდა ქეთი სანდროს, როგრო ეხებოდა ბიჭის ტუჩებს, ლოყებს სხეულის ყველა ნაწილს და უნდოდა იქიდან მართლა გამქრალიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent