შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ორი [ თავი VI ]


15-05-2024, 02:54
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 072

#6

- ანუ შენ ნიკეს დასთან იწექი? - მჭახედ გაისმა ანას კითხვა. ნინომ მარტივად იმშობიარა და ანამ ლექსოს მონაყოლის მეორე ნახევარს მოუსწრო.
- ანა…
- რა, ანა? რა, ანა? ანუ გამოდის, რომ ნიკემ კი არა, შენ უღალატე. თან ვისთან? საკუთარ დასთან! - თვალი თვალში გაუყარა ლექსოს. ის-ის იყო კაცს ხმა უნდა ამოეღო, რომ ნიკამ დაასწრო.
- ღალატის ტკივილით დაბრმავებული ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ბრმა. - ლექსომ მზერა ნიკაზე გადაიტანა და ეჭვი ძალიან მკაფიოდ ეწერა სახის თითოეულ ნაკვთზე. აქაოდა, შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი, არ დაგეხმარებოდიო.
- მეღადავები? რა ღალატი? - გაცეცხლდა ანა. - ლექსოს ვინმესთან უღალატე და მე არ ვიცი? - მომმართა. მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო ჯერ ლექსოს, შემდეგ ნიკას.
- ანა, როგორაა ბავშვი? - თემის გადატანა ვცადე. ძალიან მიჭირდა იმის გააზრება-გაანალიზება, რომ ლექსოს, ჩემს მზეს, ერთადერთ ვარსკვლავს ჩემს გალაქტიკაში, სექსი ჰქონდა ჩემს ღვიძლ დასთან. ჩემი შინაგანი, მრავალფეროვანი და ოდესღაც დიადი სამყაროს უსახური და შემგლისფერებური ნანგრევები მახრჩობელა მტვრად იქცა, რომელიც თითოეულ ნატანჯ ატომს შეერია და შიგნიდან გამაქვავა. ვიდექი ურწყულ უდაბნოში და თაკარა მზე როგორც ადრე კი არ მათბობდა, ცოცხლად მწვავდა გეენის ცეცხლში.
- ვაიმე, იცი როგორი მახინჯია? - მომვარდა და თვალები დაჭყიტა. - აი, რომ ამბობენ, ჩვილები მახინჯები არიან, მაგრამ ჩემი ძალიან ლამაზი გამოვიდაო, არ დაუჯერო!
- ვაი, ანუ ტიპი ორი საათის დაბადებულია და ამან უკვე გააპარტახა. - ახორხოცდა ნიკა.
- მისთვის არ მითქვამს, რომ მახინჯია! - გაწიწმატდა ანა.
- აა, მას უთხარი - ულამაზესი ხარ, ბიცო გენაცვალოს კუტუნებშიო? - უარესად ახარხარდა.
- გოგოა!
- მითუმეტეს!
- ახლა თუ არ გაჩერდები, გისვრი ფორთოჩკიდან! - საჩვენებელი თითი მოუღერა.
- მანდ ცალი ბაყვი არ გამეტევა, ტო. რანაირად მისვრი?
- მთავარია სხვა რამე გაშპება, როგორც დაგიბარებია!
- ჩემს პატარა ნიკოლოზზე ამბობ? - თქვა ნიკამ და მზერა შარვალზე გადაიტანა.
- ნიკე! - შემომჩივლა ანამ.
- რა დაარქვეს? - გავიღიმე რამდენადაც შემეძლო.
- ოლივია.
- ლამაზი სახელია.
- კი, ნამდვილად. - თავი დამიქნია ნიკამ. - მასკოვსკი სალათს რომ დაუძახებენ სკოლაში, ამაზე არ უფიქრიათ მშობლებს.
კიდევ დიდხანს ბჭობდნენ ბავშვზე, მის სახელსა და გარეგნობაზე. ლექსო კი რაღაც მომენტში აორთქლდა. ნახევარი საათის განმავლობაში არ ჩანდა, დაბრუნებისას კი მომმართა.
- კამერების ჩანაწერები ამოვაღებინე. რა პერიმეტრზეც აქვს ამ ბარს ყველაფერი გამოგიგზავნე.
- შენ ბანკირი ხარ თუ ძაღლი? - მიუბრუნდა ანა.
- პრეზიდენტი. - გაღიზიანდა ლექსო.
- მადლობა. - ამოვიკნავლე. მბგერი იოგები არ მემორჩილებოდნენ.
- მადლობა… - ჩაეცინა. - უნდა მლანძღავდე, რომ მეტის გაკეთება არ შემიძლია.
- აზრი აქვს?
- მართალი ხარ, არ აქვს. - თავჩაქინდრული იდგა. სიკვდილმისჯილს ჰგავდა, რომელიც ელოდებოდა ჯალათი გილიოტინას როდის აამუშავებდა. - ნიკ, გთხოვ… - მეხის დაცემას ჰგავდა მისი სიტყვები. თავი მისკენ შევაბრუნე და თვალები დავუბრიალე.
- აღარასოდეს-მეთქი! - შეკრთა. ხელები მომუშტა და კარისკენ დაიძრა.
- აქვე ვარ. - მოკლედ მომიჭრა და გავიდა.
- წიგნში რა წერია? - დავასწარი ანას, რომელსაც ლექსოს გასალანძღად ხმალივით აელესა ენა და მორიელის შხამში ამოევლო.


06.07.97
გამშვილებელი
კახა და ელზა ბერულავები - ტყუპი გოგონები. უმცროსი გაშვილდა. გამოცხადდა მკვდრადშობილად.
გართულება არ მოჰყოლია.

მშვილებელი
იენიფერ და ბობი თომპსონები (კანადა)
ცხრა წელი უშვილოდ.
მიიღეს ბავშვი.
იციან, რომ ბავშვის დედა გადაყვა მშობიარობას.

კურატორი: როზა ზედგინიძე.

- ოხ, როზა! რა დონის ნაბი’ჭვარი უნდა იყო, რომ ასე და თან ამდენი?! - სხეული უთრთოდა ბრაზისგან ანას.
- ათეულობით არიან, ასეულობით თუ არა… - დაძაბული ხმა გასცემდა ნიკას შინაგან ფორიაქს.
- ვიდეოზე რა არის? - მკითხა ანამ.

სტრესის ინტენსივობიდან გამომდინარე, ვიდეოს არსებობა დამვიწყებია. ვით ასწლოვან მუხას შემოაძარცვეს დამცავი ქერქი, ვგრძნობდი დაუცველობას, სიშიშვლეს. ჩემი ტკივილის კარტის სახლი ბევრად მყარად იდგა, ვიდრე შეჰფერვოდა. ურყევი, დაუნგრეველი კონსტრუქცია იყო, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და არ უდრკებოდა ჩემს უბადრუკ შეტევებს. ხელში მეჭირა მახვილი, რომელზეც ამოტვიფრული იყო “ყველაფერი კარგად იქნება”, თუმცა მათი სიმრავლის მიუხედავად, ასანთის ღერებივით ტყდებოდნენ ისინი შეჯახებისას.
ვხედავდი ჩემს დას, რომელიც ბარში შევიდა. ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი. ვერ ვხედავდი ჩვენ შორის მსგავსებას, იდენტური ტყუპობის მიუხედავად. გამომწვევად ეცვა, მიმზიდველი იყო. აი, ისეთი, ნებისმიერს რომ აურევს თავგზას, ვენებში სისხლის აუდუღებს და თითოეულ ატომს აღაგზნებს, რომელიც ორგანიზმში უმისამართოდ დაძრწის.
სული უმოწყალო სიცარიელით ამევსო. იმ სიცარიელით, რომელიც მთელი ცხოვრება ფეხდაფეხ მომდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა და კანს მიხეთქავდა სხეულზე, როცა სისავსეს ერწყმოდა და იღვრებოდნენ ისინი ვნებიან ტანგოში. ამ პერფორმანსის შემყურე, ჟანგბადი ატმოსფეროში ნახევრდებოდა, ფერები იცრიცებოდნენ, სიშმაგე კი გამალებით ძიძგნიდა ჩემს ნახევარგვამს.
ვუყურებდი ჩემს სისხლს და ხორცს და ახლა ვხვდებოდი, რას ნიშნავდა - გენატრებოდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, თვალით არ გინახავს და მის არსებობაზეც არ გაქვს არანაირი წარმოდგენა.
ყოველთვის მეგონა, რომ ნახევარი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. მყავდა მშობლები, ძმა, მეგობრები, საყვარელი ადამიანი, სამსახური… მაგრამ სარკეში ჩახედვისას ამ მწველ განცდას ვერაფერს ვუხერხებდი. ყოველთვის ცოცხალი მეგონა ანარეკლი, რომელიც მიმზერდა და თვალებით მჭამდა. ზოგჯერ, მეგონა, რომ არ იმეორებდა იგი ჩემს მოქმედებებს და შიშის ხითხითი ისმოდა, ექოს სახით, ჩემში.
ახლა ვიგრძენი ეს მძაფრი შიმშილი ესოდენ ნათლად. აქამდე ვერ ვიაზრებდი ბოლომდე - რა ხდებოდა. მაშინ, როცა ლექსო გვერდით მიუჯდა, მაშინ, როცა ლექსომ იგი გაიყვანა, მაშინ, როცა შელახული კაბითა და გადღაბნილი ტუჩსაცხით გამოვიდა საპირფარეშოდან და ამრეზით უყურებდა ჩემს მზეს…
ვიგრძენი, რომ მძულდა და მიყვარდა, ერთდროულად.
მაცარიელებდა და მავსებდა, ერთდროულად.
მისი დანახვა ჩემში სევდასა და სიხარულს, ერთდროულად, იწვევდა.
“ნეტავ, რა გქვია? როგორი ხარ? მართალია, რომ ტყუპები მაინც ერთნაირები არიან, თუნდაც ათასობით კილომეტრი აშორებდეთ? შენც გიყვარს ბამბის ნაყინი? შენც გრძნობდი ამდენი ხანი სიცარიელეს? ოცნებობდი ხელოვნებაზე? ერთნაირად ვგრძნობთ ემოციებს? არსაიდან მოსული სევდა, რომელიც პერიოდულად მიპყრობდა შენი იყო, დაო? ნეტავ, რის მიღწევას ცდილობ?”
ვუმზერდი მას და თვალზე ლიბრი მეკვრებოდა.
“როგორ ვუთხრა დედას შენი არსებობის შესახებ? როგორ ვუთხრა, რომ მთელი ცხოვრება იტანჯებოდი, დედი და აჰა, შენ კიდევ ერთი სატანჯველი-მეთქი? როგორ ვუთხრა, რომ დედის კალთას მოსწყვიტეს შვილი და ოცდაექვსი წელიწადია სხვაგან იზრდება, სხვას ეძახის დედას, სხვა უყვარს, სხვანაირია… პირველი “დედა”, პირველი კბილი, პირველი დაცემა და ადგომა, პირველი კლასი, მეგობარი, სიხარული, სევდა, დარდი… როგორ ვუთხრა დედაჩემს, რომ ეს ყველაფერი გამოტოვა? რომ ვიღაც ექიმის ხელის მოთბობა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დედისა და შვილის ერთიანობა! ჩემივე ხელით და პირით, როგორ მივცე დედას სიკვდილის მიზეზი, მითხარი!”

- ანა, ორგანიზატორებს დაუკავშირდი, გთხოვ და გადავცეთ ეს წიგნი. ჩემს მონაცემებს ამოვიწერ და დანარჩენი ოჯახები გავაბედნიეროთ.
- კარგი, ფურცელი და კალამი სად გაქვს? - წამოხტა ანა და უჯრებში ქექვა დაიწყო. - ვიპოვე!
- როგორ ხარ? - რიტორიკული კითხვა დამისვა ნიკამ.
- როგორ ვარ? ჰო, როგორ ვარ… როგორ ვარ! ყველაზე კარგად! ტყუპი და მყოლია, დედაჩემმა არ იცის, ლექსომ ჩემს დასთან მიღალატა, ონლიფანსზე არ წყდება ჩემი შიშველი ფოტოების ფრიალი, ცხოვრება თავზე მენგრევა და შენ მეკითხები - როგორ ვარ! რას ნახავ უკეთესს! - ნერვიულად მეცინებოდა, ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და ცრემლები თვალებიდან ღაპაღუპით მცვიოდა. - როგორ ვარ, ნიკა! როგორ!
- ჩუ, მოდი ჩემთან. - ჩემკენ გამოიწია და გულში ჩამიკრა. თმაზე მეფერებოდა და ჩემს სლუკუნს უსმენდა. მე კი ვიმეორებდი…
- როგორ ვარ? კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა. კარგად. - ანამ პიტნის ჩაი გამიკეთა და გვერდიდან არ მომშორებია.
მე კი ეს სიტყვა შემზიზღდა. როგორ უნდა იყო კარგად, როცა ცუდად ხარ? ან ეს კარგი და ცუდი რა არის? ვინ მოიფიქრა? რატომ უნდა ვიყო ან კარგად, ან ცუდად? თან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს თითოეულ ცნებაზე. რა აბსურდია! ჩემ მიერ წარმოდგენილი სკამი ზურგიანია, სხვა უზურგოს წარმოიდგენს! ჰო, შეიძლება დააკონკრეტო, მაგრამ ამ კონკრეტიკისთვისაც საჭიროა იმ სიტყვათა წყობის გამოყენება, რომელთაც თავად სჭირდებათ კონკრეტიკა. მაშინ რაღა აზრი აქვს საუბარს, თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ იმას, რასაც რეალურად ვგულისხმობთ? რა აზრი აქვს ასოების სიტყვებად ამოქარგვას? მითუმეტეს, როცა გრძნობებს აღწერ? როგორ შეიძლება შებღალო დიადი გრძნობები აზრსმოკლებული, ცარიელი სიტყვებით? რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს თუ ვერ შევწვდებით ერთმანეთს?
ნიჰილიზმმა დამრია ხელი და მექანიკურად ვმოქმედებდი.
ნიკაც და ანაც ჩემ გვერდით იყვნენ მთელი ღამე, საღამოსკენ კოსტაც შემოგვიერთდა. შოკში იყო, ჩამოყალიბებული სიტუაციიდან გამომდინარე. დიდხანს ვბჭობდით და ღამის სამისკენ დასაძინებლად წავედით.
ცოლ-ქმარი მომცრო საძინებელში დავაწვინე, მე და ნიკა კი დიდში დავრჩით.
ვიწექი და ვერ ვაანალიზებდი - რა ხდებოდა. გონებაში ფიქრთა უწყვეტი ნაკადი ეხეთქებოდა ცნობიერების უზარმაზარ გალავანს, თუმცა ვერ აღწევდა მიზანს. ვფიქრობდი, მაგრამ რაზე? ვერ გამერკვია. ვერ ვიჭერდი ვერც ერთ მათგანს, უხილავი და ონავარი ფერიებივით იყვნენ, რომელნიც ცელქობდნენ და შეუმჩნეველი რჩებოდნენ.
- რაზე ფიქრობ? - ნიკას ხმა დაბოხებოდა. ზურგზე ვიწექით და ჭერს მივშტერებოდით. ერთადერთი სინათლის წყარო ძლივს მბჟუტავი სიგარეტის ალი იყო, რომელიც ნიკას ეჭირა ხელში.
- არ ვიცი. - თავი გავაქნიე. - ვფიქრობ, თან ვერც.
- სავსე ხარ და ცარიელი თან, ხო? - შევატყვე, ცალყბად იღიმოდა.
- ჰო. შენ გქონია ეგეთი რამე?
- კი.
- მომიყვები?
- უარესად გინდა, რომ დაგგრუზო? - თქვა და პერიფერიული მზერით შევატყვე, რომ ჩემკენ გადმობრუნდა.
- ახლა ყურადღების გადატანა, წამალი იქნება ჩემთვის. - თავი მისკენ შევატრიალე. თითქმის, ვერ ვხედავდი. ერთადერთი, მისი თვალები იყო, რასაც უკიდეგანო სიბნელეშიც კი დავინახავდი. მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა და მამშვიდებდა.
- იცოდი, რომ ფსიქოლოგები არ ცხოვრობენ იდეალურად სწორად?
- მაგრამ ისინი ნაკლებ შეცდომებს უნდა უშვებდნენ.
- გააჩნია, ვინ რას თვლის შეცდომად. - მისი ხმა ნელ-ნელა სევდის ტყვეობაში ვარდებოდა.
- გეთანხმები. მაგრამ მათივე გადმოსახედიდან უნდა უშვებდნენ ნაკლებს.
- როდის ხვდება ადამიანი, რომ შეცდომა დაუშვა? - ნაფაზი დაარტყა.
- მაშინ, როცა დაუშვებს. - ვერ ვხვდებოდი, რატომ მამეორებინებდა ამას.
- ბინგო! მაშინ, როცა დაუშვებს. ანუ, ჯერ უნდა გააკეთო, რომ მიხვდე სწორია თუ არა, შედეგიდან გამომდინარე. - გაეცინა. უხერხულად შევიშმუშნე. თავი სულელი მეგონა, რომ ვერ ჩავწვდი ასეთ ელემენტარულ ლოგიკას.
- და?
- და… მე პირველად მაშინ დავცარიელდი, როცა მამინაცვალმა დედაჩემზე ხელი ასწია. თორმეტის ვიყავი. პირველად მაშინ ავივსე, როცა ვცემე. მაგრამ, ერთდროულად, ეს ორი გრძნობა მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემი და დავინახე გვერდებდალურჯებული. აი, მაშინ მოვკვდი მე. - ისე ყვებოდა, ვითომც არაფერი. არ სტკიოდა, არ დარდობდა, თამაშობდა…
- ვწუხვარ…
- კაი, არ გვინდა. იცი, რა ლამაზი და მყავს? - თქვა და ტელეფონს დასწვდა. - აი. - ფოტო მაჩვენა და მართლაც, ძალიან ლამაზი გოგო მიმზერდა ეკრანიდან. კუნაპეტი შავი, ხავერდის თმა ჰქონდა, თლილი თითები და მოღერებული ყელი. თვალები ჰქონდა ოღონდ სხვა… ნიკას არ ჰგავდა.
- მართლაც, ძალიან ლამაზია. - ვუთხარი და თვალი გავუსწორე.
- ჰო, უბრალოდ, არ აღიარებს თავის სილამაზეს, შენსავით. სულელები ხართ, ოდინს გეფიცები. - თქვა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
- მე ადეკვატურად ვაფასებ, აი, შენი და ცდება. - გამეღიმა.
- ადეკვატურობა რა ხილია ეგეც არ იცი შენ და გაჩე. - კბილებს შორის მოიქცია სიგარეტი. ტელეფონის მკრთალი შუქი ეცემოდა სახეზე და მის მომნუსხველ ნაკვთებს საოცრად მიმზიდველად აჩენდა. სახეზე ჩამოვარდნილი ორიოდე კულული მეტისმეტად მომხიბლავს ხდიდა.
- ხო, განსაკუთრებით ახლა ვარ ულამაზესი პრინცესა ჩავარდნილი თვალებით, დათვლილი ნეკნებით და ავიტამინოზით დამტვრეული ფრჩხილებით. - თვალები ავატრიალე და ის-ის იყო ზურგზე უნდა გადავბრუნებულიყავი, რომ ნიკას გავარვარებული ხელი ვიგრძენი გაყინულ სახეზე. მომიახლოვდა და თვალი თვალში გამიყარა. ცხვირის წვერები ერთმანეთს ეხებოდნენ და მისი გრილი სუნამოს სურნელი მოხერხებულად ერწყმოდა მისი კანის სუნს. ერთად კი ქმნიდნენ ისინი მათრობელა არომატს, რომელმაც გამაბრუა.
- მზერა უძირო, ასე მგონია, დიდხანს რომ გიყურო თვალებში, დავიკარგები. როცა წითლდები თინეიჯერ გოგოს ჰგავხარ, როცა იცინი ლოყები საყვარლად გეჩვრიტება, ფერმკრთალი ტუჩებიც კი მარწყვივით გაქვს და… - თვალები გამიფართოვდა. არ ველოდი ნიკასგან ამ სიტყვებს. - ისე ლამაზად გაქვს გამოკვეთილი ლავიწის ძვალი, მისი ფოტო პინტრესტზე უნდა იყოს გამოჯგიმული! - რამდენიმე წამი სერიოზული სახით მიყურებდა, შემდეგ კი ლოყები დაებერა და ფხუკუნი ატეხა.
- იდიოტო! შენ ოღონდ ფოტო გადაუღო ყველაფერ უცნაურს! - ვთქვი და მეც გამეცინა.
- უცნაურს არა, ლამაზს! სილამაზის ხამი ვარ! - თქვა და ლოყაზე მომეფერა.
- ოჰ, ღმერთებო! არაა ეს ბიჭი ნორმალური!
- არც შენა ხარ დალაგებული, დეი!

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ლექსომ მიღალატა.
ჩემი დის ასავალდასავალი არ ვიცოდი. კამერების ჩანაწერები არაფრისმომცემი აღმოჩნდა, მათგან არანაირი სარგებელი მიმიღია. მხოლოდ ის დავაფიქსირე, როგორ მდგომარეობაში გამოვიდა ჩემი და, ლექსოსთან გატარებული დროის შემდეგ.
ყოველ დილით იჯდა სადარბაზოში, შემოსასვლელ კართან. ყოველ საღამოს სამსახურიდან მოდიოდა და უბრუნდებოდა თავის ადგილს. არ ცდილობდა გამოლაპარაკებას, სახლში შემოსვლას და თავის გამართლებას. ხვდებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა.
მიცნობდა და ვიცნობდი.
- არ გეცოდება? - მკითხა ნიკამ და მარილიანი ჩხირი ჩაკბიჩა.
- ვინ?
- შენი ტურფა.
- არ არის ჩემი ტურფა.
- მაგრამ მაინც მიხვდი, ვისზეა საუბარი. - ნიშნისმოგებით მითხრა.
- ფაქტია, იყო. - მხრები ავიჩეჩე და მუხლებს მოვეხვიე.
- ე.ი. ძალიან სასტიკი დეიდა ყოფილხარ. - ზაზუნას ჰგავდა, წინა კბილებით ღეჭავდა.
- რომ გაიზრდები მიხვდები, ბავშვო. - მუხლზე თავი ჩამოვდე და გავუღიმე.
- არ იცოდა. - ამართლდებდა ლექსოს და ამ ფაქტმა გამაღიზიანა. კოსტაც ცდილობდა ლექსოს პოზიცია ეჩვენებინა ჩემთვის სხვა რაკურსით, თუმცა მისი სიტყვები ამდენად არ მოქმედებდა ჩემზე, რამდენადაც ნიკას.
- ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩემს დასთან ჰქონდა სექსი! - ამოვიღრინე.
- მესმის, თუმცა მან რა იცოდა? ჰგავხართ ერთმანეთს.
- შენ შეგეშლებოდა? - შევუტიე.
- ა…
- თუმცა, რას გეკითხები. ორი წელიწადი ლექსოსთან ვიყავი და ეგეც ვერ მიხვდა. - დანანებით ამოვილაპარაკე.
- მითუმეტეს, თუ ორწლიანი ურთიერთობის შემდეგაც ვერ მიხვდა ე.ი. თითქმის შეუძლებელი იყო თქვენი გარჩევა. - ჯიუტად აგრძელებდა მტკიცებას.
- უკეთ უნდა გავეცანი!
- ადამიანმა სამ თვეში სტილი თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს.
- გეთანხმები, მაგრამ…
- ჰოდა…
- ჰოდა, არ ცვლის ეგ იმას, რომ უბრალო გამვლელმა მეტი თანაგრძნობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, ვიდრე ლექსომ.
- შენ არ დაშორდებოდი, შიშველ ქალთან ერთად რომ გენახა ფოტოზე? - თვალებში ჩამაშტერდა.
- გავბრაზდებოდი, ვიკივლებდი, სახეს ავახევდი, მაგრამ მერე მოვუსმენდი!
- ეგ შენ ხარ, მაგრამ მასაც სავსებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. - მხრები აიჩეჩა ნიკამ.
- ადეკვატური რეაქცია ჰქონდა ანას, გქონდა შენ. - ლამის, დუჟმორეული ვუმტკიცებდი. - ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი, რომელიც, გავიმეორებ, იყო უბრალო გამვლელი!
- ახლა, ხომ, არაა უბრალო გამვლელი? - გაიკრიჭა.
- ნუ ამართლებ! ლექსო ჩემთვის შენზე ახლო ადამიანია და უნდა დამდგომოდა გვერდით! - ვეღარ ვაკონტროლებდი სიტყვებს.
- მართალი ხარ. - ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა. - უფრო ახლოა და როგორც მინიმუმ, უნდა დაელაპარაკო.
- არ მინდა! - კუთხეში მიმწყვდეული მხეცს ვგავდი.
- საჭიროა. გიყვარს. - კიდევ ერთი მარილიანი ჩხირი შესანსლა უგემურად.
- მე… - სახტად დამტოვა მისმა სიტყვებმა. გამაბრაზა, მაგრამ ვერ მივხვდი - რატომ. ნუთუ, ისევ შემრჩა სიყვარული ლექსოს მიმართ?
- ჰო, შენ. ის, ვინც ფეხებზე ჰ’კიდიათ, ამდენ ემოციას არ იწვევს. არათუ სხვა, ვინც მასზე ნაკლებს ნიშნავს შენს ცხოვრებაში. - თქვა და წამოდგა. მის ხმაში წყენის მკრთალი ნოტები შევამჩნიე და მივხვდი, რომ ზედმეტი წამოვროშე.
- ნიკა, მე…
- და’იკიდე. ყველაფერი კარგადაა. დაელაპარაკე და მოგვარდით, თორე მალე ზამთარი მოვა, შენს ბებერ ძვლებს ეს ადიალა ვეღარ გაათბობს. - ბინიდან გავიდა და მარტო დამტოვა.
გასვლისას მის სახეზე იმედგაცრუება შევამჩნიე, რომელსაც ზოლად გასდევდა გაურკვევლობისა და სევდისფერი. დაჭიმული ყბების თამაშს, თან ერთვოდა ჩამუქებული თვალები, თუმცა ვერ გავიგე მისი ხასიათის მყისიერი ცვლილების მიზეზი.
რატომღაც, მომინდა, რომ დაბრუნებულიყო და ფაცხაფუცხით გავყევი უკან, თუმცა საუბარი მომესმა და მივაყურადე.
- უნდა დაილაპარაკოთ.
- შენ რა იყო, მშვიდობის მტრედი ხარ? - უხეშად უპასუხა ლექსომ.
- არა. ჩემი ნება რომ იყოს, მისი ცხოვრებიდან საერთოდ ამოგშლიდი, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს.
- ნამდვილად, - თავი დაუქნია. - არ გაქვს. - კარის ვიწრო ჭრილიდან ვხედავდი მათ.
- მაგარი სულელი როჟა ხარ, ასეთ ქალს რომ უშვებ ხელიდან. - კბილებს შორის გამოსცრა ნიკამ.
- შენ გგონია, რომ მე მინდა მისი გაშვება? - თვალები ბრაზისფრად აუელვარდა კაცს. - გგონია, ჩემივე ხელით მოგიყვან და დაგითმობ? - საყელოში ხელი წაავლო. ცოტაც და მრისხანების ნაპერწკლები აალდებოდნენ ლექსოს ხორბლისფერ კანზე.
- ახლა რას აკეთებ, შენი აზრით? - დამცინავი მზერა შეანათა ნიკამ.
- ახლა? ახლა არ ვეპყრობი ნივთივით, არ ვუძვრები სულში და არ ვაწუხებ ზედმეტად, მინდა დაინახოს, რომ საქციელით ვამტკიცებ და არა უბრალო სიტყვებით. - თვალი თვალში გაუყარა.
- არ ეპყრობი ნივთივით? შენ არ თქვი, ჩემი ხელით არ მოგიყვან და დაგითმობო? მართლა გგონია, რომ ადამიანი შეიძლება მისი ნების გარეშე აიღო, წაიღო და ვინმეს დაუთმო? - ჩაეცინა. - საქციელით ამტკიცებ? აქ ჯდომით და პირში წყლის დაგუბებით მე ვარ დაკავებული?
- შენ პატარა ბიჭო, რომ გესმოდეს და იცნობდე ნიკეს ისე, როგორც მე ვიცნობ, ამ *ლეობას ნამდვილად არ მეტყოდი.
- ამას მეუბნება ადამიანი, რომელმაც ნიკე და თავისი და ვერ გაარჩია ერთმანეთისგან. - ხელი აუქნია და გზიდან ჩამოიშორა.
- ბარემ, ისიც თქვი, მე გავარჩევდიო. - დაცინვა სურდა, თუმცა მწარე ჩაცინება გამოუვიდა.
- გავარჩევდი. მე არ შემეშლებოდა. - კიბეებს მიუყვებოდა ნიკა, თუმცა მისი ხმა მაინც გავიგე.
- წადი შენი! - მიაძახა ლექსომ და საფეხურზე ისევ ჩამოჯდა. ეს ადგილი დაისაკუთრა და შეეზარდა თითქოს მას.

უკან დავიხიე და შევტორტმანდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და თავბრუსხვევას ორგანიზმმა ვერ გაუძლო - იატაკზე მოწყვეტით დავემხე.
ეს დიალოგი არ უნდა მომესმინა… თითოეული ბგერის გაჟღერების შემდეგ, სხეულში ემოციების სიმები იჭიმებოდნენ და საბოლოოდ, ვერ გაუძლეს წნეხს, რომელიც უმოწყალოდ წყვეტდა სათითაოდ ყველას.
აქაფებული ტალღებივით ეხეთქებოდნენ ჩემი სიმტკიცის კლდეს მათი ახლართული წინადადებები და ჩამოშალეს იგი.
- ნიკ, ნიკ, ნიკი… - მესმოდა ლექსოს ხმა, რომელიც სახეში მირტყამდა გამოსაფხიზლებლად.
- გამიშვი. - უხეშად მოვიშორე მისი ხელი და რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი.
- კარგად ხარ? - ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
- კარგად ვარ. - გავაჩერე და შევუღრინე. - აქ შემოსვლის უფლება ვინ მოგცა?
- გრუხუნი გავიგონე და მეგონა დახმარება გჭირდებოდა, ჰოდა არ შევმცდარვარ.
- შეცდი! არ მჭირდება შენი დახმარება.
- როდემდე უნდა მაწვალო? - ყველა ნაკვთი ასხივებდა დაძაბულობას მის სახეზე.
- გაწვალო? აბა, წვალება? - ხელები დემონსტრაციულად გავშალე.
- ირონია საჭირო არაა, ისედაც ხვდები, რომ შენთვის და შენთან მოვდივარ ყოველდღე, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ. - შემომიტია.
- ვაი, ვაი, საწყალი ლექსო, ყურით მოგათრიე ხო და დაგსვი სადარბაზოში, ატატა, აქ უნდა იჯდე, რომ გაპატიო-მეთქი? - ცინიზმმა იფეთქა ჩემში და მოიცვა ყველა ატომი.
- ნიკე, მესმის შენი მდგომარეობა, შენც გამიგე…
- იცი, რა, პატარა ბიჭო? არ მინდა შენი გაგება, არც ის მინდა, შენ მიგებდე, გზა ოთხივ კუთხით ხსნილია. - ვთქვი და ტუმბოზე ჩამოვჯექი.
- ახლა ბრაზი გალაპარაკებს. - ჯიუტად არ სურდა გაეგო ის, რასაც ვეუბნებოდი. თუმცა კი მიხვდა, რომ მათი საუბარი მოვისმინე.
- რაც არ უნდა მალაპარაკებდეს, ეს შენი საქმე უკვე აღარაა.
- აბა, იმისაა? - სახე ცალყბა ღიმილში მოეღრიცა. ნიკაზე მიმითითებდა.
- თქვენ ორს გგონიათ, რომ თქვენ გარდა ქვეყნად კაცი აღარ დადის? - გადავიხარხარე.
- აბა, მოდი ადეკვატურად დავილაპარაკოთ.
- ადეკვატურად გელაპარაკები, ალექსანდრე. მე აქ ნადავლი არ ვარ, რომ საბოლოოდ ან ერთს დაგრჩეთ, ან მეორეს. ამიტომ, აიკარი გუდა-ნაბადი და როგორც კახი იტყოდა, დაეშვით ორივე მთაწმინდიდან! - სახეში მოხვედრილი ცინიზმით გაჟღენთილი სველი ტილოსავით ვესროლე ეს სიტყვები და კარისკენ მივუთითე.
- ვიცი, რომ არასწორები ვართ, მაგრამ…
- არასწორების მერე “მაგრამ” არ უნდა დაისვას, შენ ვითომ მოშავო ელემენტო! - ვხითხითებდი.
- ნიკ, ვეღარ გცნობ, რა დაგემართა? - ვგრძნობდი ლექსოს შინაგან დუღილს.
- უი, პატარა ბიჭმა დეიდა ვეღარ იცნო, რა სევდიანია! - ხელის ზურგი შუბლზე თეატრალურად მივიდე და თავი უკან გადავაგდე. - აჰ, ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი…
- ნიკე! - აფეთქდა და ბინგო, ეს იყო ის, რასაც ველოდი.
- ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ხმას უწევ და ღრიალებ ჩემს სახლში? - ახლა მე ავუწიე ტონს, რასაც ლექსო აშკარად არ ელოდა. - გაეთრიე ჩემი სახლიდან და ახლოს მოსული არ დაგინახო, თორემ თავ-ბედს გაწყევლინებ, ჩხენკელო!
- შენ სულ შეიშალე? - სახტად დარჩენილმა ლექსომ მხოლოდ ესღა ამოთქვა და ხელები ჩამოუშვა.
- გაეთრიე-მეთქი! - ვთქვი და პირველი, რაც ხელში მომხვდა მისი მიმართულებით ვისროლე. მერეღა გავაანალიზე, რომ ჩემი და ლექსოს სიყვარულის სიმბოლო იყო ის თიხის ნაკეთობა, რომელიც ლექსოს გვერდით კედელს შეეფშვნა და ათას პატარა ნაწილაკად დაიმსხვრა. - მიცნობს თურმე ბიჭი! - კარში გასულს მივაძახე და გინებაც გავიგონე.

პ.ს. მოვედი ახალი თავით და ვერ შეგპირდებით, რომ არ გამეწელება წერა. გადატვირთული ვარ პირადი საქმითაც და ქვეყნის საქმითაც.
მომდევნო თავი, ვფიქრობ, ცოტა გაგაოცებთ. მე კი გამომაშტერა და რა ვიცი. :დ მეც თქვენთან ერთად ვკითხულობ და თვალები შუბლზე ამდის ხოლმე წერისას.
მადლობა შეფასებისა და მოთმინებისთვის



№1  offline წევრი ვიპნი

წინა თავიდან როგორც მახსოვს ტყუპისცალმა იცის ყველაფერი მის შესახებ,საინტერესოა მისი მხრიდან დანახული ისტორიაც

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ვიპნი
წინა თავიდან როგორც მახსოვს ტყუპისცალმა იცის ყველაფერი მის შესახებ,საინტერესოა მისი მხრიდან დანახული ისტორიაც

მეც მაინტერესებს რა ქარი ქრის მის გონებაში:დდ
მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ლექსო თან მეცოდება თან არა,მაგრამ ის ფაქტი რომ ნიკეს ტყუპისცალთან უღალატა,მიუღებელია.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
ლექსო თან მეცოდება თან არა,მაგრამ ის ფაქტი რომ ნიკეს ტყუპისცალთან უღალატა,მიუღებელია.

გეთანხმებით, თუმცა მაინც დამსჯელი საკითხია, მე რომ მკითხო.
მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი ნესტან

ნიკეს უთანაგძნობ მართლა იმდენად არ უნდა იცნობდე საყვარელ ქალს რომ სხვაში ვერ ამოიცნო...რავიცი რა ვიცი... თვითონ უღალატა თავის დასთან უმტკიცებდა შენ მიღალტე არაქცხვენიაო არ უნდა აპატიოს ნიკემ ასეგონია ამ თავმა ძან ამრია ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ნესტან
ნიკეს უთანაგძნობ მართლა იმდენად არ უნდა იცნობდე საყვარელ ქალს რომ სხვაში ვერ ამოიცნო...რავიცი რა ვიცი... თვითონ უღალატა თავის დასთან უმტკიცებდა შენ მიღალტე არაქცხვენიაო არ უნდა აპატიოს ნიკემ ასეგონია ამ თავმა ძან ამრია ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ქრონოლოგიურად, ე.წ. ნიკეს ღალატის შემდეგ იყო ლექსო მის დასთან, ამიტომ მართლა საორჭოფო საკითხია.
ვწერ მომდევნო თავს, ვწერ და მგონი ჩავეტევი გრაფიკში ასე დუჟმორეულმა თუ ვწერე :დდდ
მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№7  offline წევრი Life is beautiful

დავბრუნდით? :)
ლექსოს სიტუაცია მესმის, უბრალოდ ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც ქალებს ჩვრებთან აიგივებენ და თვლიან, რომ შეუძლიათ გათელონ, თუნდაც იმსახურებდნენ.
ნიკაზე ვღელავ...
ნიკე მაშფოთებს. (ყველას ამოგვდის ერთ დღეს ყელში და ჰოპ!)
ველოდები შემდეგ თავს♡
სიყვარულით ცხოვრრბა მშვენიერია.
პს. მთავრობას არ შველის არაფერი თორე.

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

Life is beautiful
დავბრუნდით? :)
ლექსოს სიტუაცია მესმის, უბრალოდ ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც ქალებს ჩვრებთან აიგივებენ და თვლიან, რომ შეუძლიათ გათელონ, თუნდაც იმსახურებდნენ.
ნიკაზე ვღელავ...
ნიკე მაშფოთებს. (ყველას ამოგვდის ერთ დღეს ყელში და ჰოპ!)
ველოდები შემდეგ თავს♡
სიყვარულით ცხოვრრბა მშვენიერია.
პს. მთავრობას არ შველის არაფერი თორე.

დაბრუნებას პირი უჩანს :დ
არამხოლოდ კაცები, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სხვას ნივთად აღიქვამს ერთი კატეგორიაა.
მთავრობასაც ეშველება, თუ არადა წავეხმარებით ❤️
მადლობა, ცხოვრება მშვენიერია. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent