შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 4)


11-04-2015, 00:34
ავტორი llella
ნანახია 7 111

-აუუუ შენ გოგო წლები გემატება და ჭკუა არა ხოო?-გამიცინა და საჭმელს შეექცა.
-რას ვიზამთ ყველა შენსავით „ვზროსლი“ კი არ დაბადებულა- ენა გამოვუყევი და წყალი მოვსვი. ჩემს ნათქვამე ლელუკას გაეცინა.
-რა გაცინებს?!-დაუყვირა ლექსომ და დაუბღვირა, ამ ჩემ ისეც გულჩვილ ლელუკას ლექსოსგან ეწყინა ესეთი ნათქვამი, მაგიდას მოშორდა და ჩემ ოთახში ავიდა.
-რა გჭირს?!!!-დავყვირე ჩემ ძმას- რა გემართება ადამიანო რა დაგიშავა ვააახ, ვინმემ თუ გაგაბრაზა წადი და იმას მოსდე ყბაში!
-ხმას დაუწიე თამუნა!-მისი ხმა ექოსავით გაისმა მთელ ოთახში.
-რა ხმას დავუწიო, როგორ იქცევი რაარის-ნაწყენმა ვუპასუხე.
-როგორ ვიქცევი და ჩვეულებრივად!-დაუწყნარდა ხმა.
-შენ ნორმალურად მიგაჩნია ის რომ ლელუკას ატირებ, ყველაფერზე უბრაზდები და შენიშვნას აძლევ?!-ისევ ავუწიე ხმას.
-ხმა აკონტროლე თამუნა!-დამიყვირა-შენიშვნას იმიტომ ვაძლევ რომ საჭიროა
-ხო მისი ტირილიც საჭირო იყო?!
-მის ტირილს არ ვაპირებდი, რა ჩემი ბრალია თუ ყველაფერი წყენს...-შევამჩნიე როგორ გაებზარა ხმა და მეც დავწყნარდი.
-ლექსო შენ თავს ვფიცავარ კიდევ ერთხელ რომ ატირო, ჩათვალე რომ ტრუპი ხარ-ვუპასუხე და კიბეებზე ავედი.
ოთახში შესულს ლელუკა საწოლზე ჩამომჯდარი დამხვდა, სახე ხელებში მოექცია და საცოდავად სლუკუნებდა.
-ლელუ კაი დაწყნარდი რააა...-გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე.
-თამუ რატო მიყვირის... რა უნდა... გე..გეგონება რამე დავუშავე... ყველა..ფერზე მეჩხუბება და შენი...შვნას მაძლევს-სლუკუნებდა ლელუკა და მებღაუყებოდა.
-კაი ლელუ ვსო ვეჩხუბე მე უკვე... დაწყნარდი, კიდე რო გაგაბრაზოს მოვკლას მაგას!-თავზე ხელი გადავუსვი და ლოგინზე მივაწვინე, ნერვიულობამ და დაღლილობამ მისი ქნა და ლელუკას მალე ჩაეძინა.
ოთახიდან გამოსულს უცხო ხმები შემომესმა, გავიფიქრე ლექსოს ძმაკაცები არიან თქო და ჩემი თავი შემეცოდა, ჯერ არ შემდგარი დასვენება ჩაშლილად რომ შევრაცხე... ერთი ღრმად ამოვიოხრე და კიბეებზე დავეშვი.
ქვემოთ ჩასულს ნაცნობი სახეებისკენ გავემართე და გადავკოცნე. ისე უნდა ვაღიარო ჩემ ძმას მაგარი სიმპატიური ძმაკაცები კი ყავს, სასტავში 5-ნი არიან. ნუ ლექსოს ისეც იცნობთ უკვე.
უჩა ნიკოლავა, მაღალი,ყოველთვის მოკლე შავი თმით, თაფლისფერი თვალებით, და თხელი ტუჩებით, ბიჭი მოსიარულე ანეგდოტია, ყველაფერზე ღადაობს და ძმაკაცებს ნერვებს აწყვეტს, მათ დარიგებას რომ „ყვეკაფერზე ღადავი როგორ შეიძლება ბიჯო, დასერიოზულდი ცოტა რაა“ ის დაკრეჭილი პასუხობს „აუუუ, თქვენი მჟავე რჟების შემხედვარე კაცმა თუ არ გავიცინე, ისე მოვკვდებიო“.
ბესო დვალი, ესეც მაღალია, ქერა თმით, დიდი წითელი ტუჩებით და მწვნე თვალებით,და მუდამ დაბალზე დაყენებული წვერით, ეს კიდე ადამიანი გოგოების ჩიჩიაა, ისე რო ვუკვირდები ეს რო გოგო იყოს მაგარი ნაშა იქნება თქო და გულშივე ვხარხარებ ჩემ სულელურ აზრზე.
ზურა კახიძე, საშუალო სიმაღლის ცოტათი ჩაფსკვნილი ინდივიდი, ქერა თმებით, და თხელი ტუჩებით, ადამიანი სერიოულობა, სულ სერიოული სახე აქვს, იშვიათადაა ისეთი როგორებიც ესენი არიან ისიც და ისიც მარტო მაშინ როცა მათთანაა.
აი მეხუთე წევრზე კი არაფერი არ ვიცი, მხოლოდ მის სერიოულობისა და უდრეკ ხასიათზე მსმენია, მისი სახელიც კი არ ვიცი,სიმართლე რომ ვთქვა, არც კი დავვინტერესებულვარ.
ყველა მოვიკითხე და სამზარეულოში შევედი ყავის მოსამზადებლათ როცა ბიჭების როროხი შემომესმა, რომელიც ვიღცის მოსვლით იყო გამოწვეული, ჩემთვის ვიყვი როცა ლექსოს ხმა მომესმა.
-თამუ-გამომძახა მისაღებიდან ლექსომ
-ხოო
-მოდი ერთი წუთით-მეც გავედი და როცა ბიჭების ინტერესეს ქვეშ მყოფ პიროვნებას შევხედე გაკვირვება სახეზე დამეტყო და გონებამ მხოლოდ 2 სიტყვა წარმოთქვა „ბოროტი უცნობი“... ჩემი უცნობი ლექსოს ძმაკაცი იყო... მალევე მოვეგე გონს და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე, მის უზარმაზარ დაძარღვულ ხელში ჩემი ერთიციდა ხელი აღარც კი ჩანდა. როცა თავი მაღლა ავწიე, დავინახე როგორ მომჩერებოდნენ შავი სქელი წარბებიდან ორი სფეროს ფორმის, შავი მარგალიტები და როგორ სწავლობდნენ ჩემს სახის და სხეულის ფორმებს... მისი უძირო შავი თვალების დანახვისასაც კი შეგეშინდებოდათ ხმაც რომ არ ამოეღო ისე, მისი დაძარღვული ხელები კი პატრონის ულევ ძალაზე მიგითითებდათ.ხორბლისფერი კანი, წარბზე და კისერზე შრამი, დიდი სქელი ტუჩები და მამაკაცური სახის ნაკვთები მას სრულიად იდეალურს ხდიდნენ. ამ ფიქრებიდან კი ლექსოს ხმამ გამომიყვანა.

- - - - -
ბავშვებო ესეც დაპირებული თავი. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი მოთხრობა. love თქვენ არ იცით როგორი დადებითი ემოციებით ვივსები როცა კომენტარებს ვკითხულობ. love
P.S. ესაა რაც გამომივიდა და არ გამიბრაზდეთ, შემდეგს გაცილებით დიდს დავდებ...



№1  offline წევრი llella

nino-28
Ar daagviano gtxov, dzalian kargia <3 <3 am ucnobze varaudebi maqvs da sainteresoa ra iqneba :D
ყველა დღე ვდებ ახალ თავს და ვეცდები რომ აღარ დავაგვიანო <3 <3 და მადლობა რომ აქტიურობ <3

 


№2  offline წევრი Green eyes

კარგია <3

 


№3  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№4  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მალ დადე

 


№5  offline წევრი Niacule

ძაან კაია მაგრამ ძალიან პატარა,კარგი რააა(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent