შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე წიგნი2


17-05-2024, 15:52
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 556

ელი

ასე ტკბილად მართლა დიდი ხანია არ მძინებია. გასულ კვირას ხომ რამოდენიმე საათი ძილიც სანატრელი იყო ჩემთვის. ახლა კი მზის სხივები რომ არა, ალბათ შუადღემდე მეძინებოდა. ზლაზვნით წამოვჯექი თბილი ლოგინიდან და მიმოვიხედე. ალ ქარიმს კარადა გამოეღო და ბარგს უყურებდა.

მე: ამოლაგება გეზარება?

ქარიმი: უი გაიღვიძე? მე ხო არ გაგაღვიძე?

მე: არა.. ამ დრომდე ბოლოს დიდი ხნის წინ მეძინა.

ქარიმი: გამიხარდა... ხო მეზარება ცოტა.

მე: მეც დაგეხმარები... ოღონდ ჯერ ყავა დავლით რა?

ქარიმი: ხო, ახლა დავრეკავ და მოგვიტანენ. ერთად ვისაუზმოთ..

მე: კაი.. მე საპირფარეშოში შევალ მაშინ.

მალევე მოვწესრიგდი და ისევ ოთახში დავბრუნდი.

ქარიმი: ყავა მოიტანეს... მოდი აივანზე გავიდეთ, ისეთი კარგი ამინდია.

მე: ხო... მალე აქ ისე დაცხება, ნამდვილად უნდა დავეშუროთ კარგ ამინდებს.

აივანზე მდგარ მრგვალ მაგიდას მივუსხედით. ლამაზი იყო თბილისი, დილის შემდეგ ბევრი მანქანაც აღარ დაქროდა და სიმშვიდე იყო. ჩვენც ვტკბებოდით ამ სიჩუმით. ფიქრებში წავედი, რომელმაც რატმღაც შალვამდე მიმიყვანა. ნეტავ სულ ჩამოვიდა? იქნებ მალე ბრუნდება? ყოველ შემთხვევაში მისი თბილისში ყოფნა სიმშვიდეს მაკარგვინებს. ის არ მომასვენებს, ყველანაირად მომწამვლავს და რისიც ძალიან მეშინია, ჩვენ ორს შორის ჩადგება. მე სულაც არ მინდა ალ ქარიმის ამ ლაბირინთში შემოყვანა. ღრმა ფქრებიდან ჯერ ესემესის მერე კი ქარიმის ხმამ გამომიყვანა.

ქაერიმი: ელი რაზე ფიქრობ? მესიჯი მოგივიდა და შენ მგონი ვერც გაიგე.

მე: უი ხო...

უცხო მაგრამ ნაცნობმა ნომერმა მთლიანად ამაფორიაქა და ოხვრის ფონზე გავხსენი მესიჯი. სადაც სულ ორი წინადადება ეწერა. ''აქ შემხვდი'' და მისამართი. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა ვნახო შალვა და ერთხელ და სამუდამო ვაიძულო ჩემი ცხოვრებიდან წასვლა. ის არ მიმსახურებს. დროა წერტილი დავსვა.

ქარიმი: ელი რა სახე გაქვს? ყველაფერი რიგზეა?

მე: ნუ მთლად ყვეაფერიც ვერა, მაგრამ მალე იქნება.

ქარიმი: რამე ხდება? გუშინაც ახსენე, რომ მძიმე კვირა გქონდა.

მე: ხო, მართლა ცუდი კვირა მქონდა. ისეთი არაფერი, რომ ნერიულობად ღირდეს. უბრალოდ ყავა დავლიოთ, ვისაუზმოთ, შემდეგ მე ცოტა ხნით გავალ და მერე ისევ გნახავ.

ის: კარგი,როგორც იტყვი. ჩემო ფერია, თუ რამე პრობლემა გაქვს, ან რამეზე ნერვიულბ, მითხარი კარგი? მე სულ შენს გვერდით ვიქნები...

მე: ვიცი ქარიმ და მადლობა. მოდი ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, დილის ნეგატიურად დაწყება არ მინდა.

ქარიმი: რათქმაუნდა. მე სულ მოგისმენ და გაგიგებ.

მე: ვიცი, მჯერა მაგის.

ჩავეხუტე, მისი ხელები ისე მამშვიდებს, სულ მოვდუნდები ხოლმე. ამიტომაც მასზე მიხუტებულმა გავგარძელე ყავის სმა. შემდეგ ერთად ვისაუზმეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ. ფსიქიკურად ვემზადებოდი შალვას სანახავდ. წინ რთული საათი მელის. თითქოს სპეციალურად ვუნელებდი ნაბიჯებს, რომ იმ კაფეში მისვლა გამეწელა, მაგრამ მაინც მივედი. თვალი უგულოდ შევავლე ძალიან ნაცნობ, თან ოდნავ შეცვლილ ექსტერიერს. მას შედეგ რაც დავშორდით, აქ აღარ მოვსულვარ. რაღაცნაირად მზარავდა ეს ადგილი. ''ჩვენი კაფე". შიგნით უკვე მელოდა მისტერ პუნქტუალურობა. ისე გამიღიმა, ერთ წამს ვიფიქრე, რომ ისევ სამი წლის წინ დავბრუნდი. უღიმღამოდ მივესალმე და გადასაკოცნად გადმოწეული ხელით დავაბრუნე ადგილზე. ვერმივართვი... უკმაყოფილოდ გაწელა ტუჩები, როგორც სჩვევოდა ხოლმე და მეც მივხვდი, რომ არც ერთი მისი მიმიკა არ დამვიწყებოდა. ან როგორ უნდა დამევიწყებინა მიუხედავად იმისა, რომ ასე ვეცადე.

მე: აბა, რისთვის დამიბარე?

შალვა: არ მეგონა, რომ მოხვიდოდი.

მე: კარგი, სათქმელი თუ არ გაქვს მე დავიწყებ.

შალვა: კარგი გისმენ.

მე: მოკლედ შალვა, შენ ჩემ ცხოვრებაში დღეის შემდეგ აღარასდროს გამოჩნდები. აქ ამის სათქმელად მოვედი. აღარასდროს დამირეკო, მომწერო და გამანერვიულო. შენ მე არ მიმსახურებ. მოკლედ, შემთხვევითაც თუ შევხვდებით, მოდი ისე მოვიქცეთ, ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობთ კარგი? დამიჯერე ასე აჯობებს. მე დავამთავრე.

შალვა: ვხედავ თვითშეფასება აგიმაღლებია. გილოცავ.. ახლა მე მომისმინე ელე... მოკლედ, მე შენი ცხოვრებიდან წასვლას არ ვაპირებ პირიქით _ მინდა უფრო აქტიურად დავბრუნდე მასში. აქ მაგისთვის ვარ. მოკლედ მე ძალიან ვნანობ და ვაპირებ ისევ დაგიბრუნო.

ამაზე მთელი გულით გამეცინა.

მე: ვხედავ არც შენს თვითშეფასებას მოჰკლებია არც ერთი გრამი. დაგაგვიანდა შალვა, თანაც როგორ დაგაგვიანდა. მე შენს შემოშვებას აღარ ვაპირებ ასე, რომ ბოლოჯერ გეუბნები _ ნახვამდის.

მისი ძახილის მიუხედავად მთელი სიჩქარით დავტოვე კაფე. თითქოს სიკვდილი მომდევდა უკან. ჩემი თავით კმაყოფილი კი ვიყავი, მაგრამ მაინც მეტირებოდა. ის ისეთი საზიზიღარია, ჩემი თავი მეცოდება მასთან რომ ვნადგურდებოდი. თავს რომ ვამცირებინებდი და სულელივით მეგონა ვუყვარდი.. ეს რამ დამაჯერა, ალბათ იმან, რომ სიყვარული ბრმაა. მე რაც შემეხება მართლა მიყვარდა, მაგრამ არა ისე ძალიან, რომ თავი გამეწირა გასანადგურებლად. სწორედ მისი მიზეზით იყო ჩემი თვითშეფასება მინიმუმზე დავარდნილი. ახლაც თავში მიტრიალებს ყოველ სიტყვაზე როგორ მამცირებდა, თან ამას ისე ფარულად აკეთებდა, ეჭვსაც ვერ აიღებდი. მიწასთან შეეძლო ჩემი გასწორება ერთი ჩაცინებითაც კი და მე მაინც დებილივით მჯეროდა, რომ ვუყვარდი. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ შალვას ვუყვარდი და ვერ გამოხატავდა. რა სისულელეა... თუ გიყვარს მზად ხარ მთელ დედამიწას გააგებინო, რომ შეგიყვარდა და შეუყვარდი. ეს ალ ქარიმმა დამანახა. ის იმდენად ძვირფასია ჩემთვის, მზად ვარ მთელ ხმაზე ვიკივლო, რომ მიყვარს. პირდაპირ სასტუმროსკენ წავედი, ახლა მხოლოდ ქარიმი მჭირდება. ის თუ დამამშვიდებს, თორემ ლამის თბილისი წავლეკო ისე ვიცრემლები. რეგისტრატორის სალამს ყურადღება არც მივაქციე და კიბეებზე ავირბინე. კარზე მანამ ვაკაკუნებდი სანამ არ გამიღეს. მაშინვე მივეხუტე ქარიმს. მთელი ძალით მოვეხვიე და უარესად ავტირდი. მაშინვე ვიგრძენი მზრუნველი ხელები ჩემს გარშემო, რომელმაც თითქოს ყველა ბოროტებისგან დამიცვა. აშკარად გაოცებული იყო.

ქარიმი: ელი, შენ რა ტირი? ჩემო ფერია რა გჭირს? რამე მოხდა? ვინმემ გაწყენინა?

მე: ჩამეხუტე რა...

ლოგინზე ჩამომსვა და მაშინვე ხელები შემომხვია. მეც მივეხუტე და მთლიანად მის მკლავებში ჩავიმალე. არაფერს მეკითხებოდა, მშვიდად და რიტმულად მისვამდა ხელებს ზურგზე, თმაზე და ხელებზე დასამშვიდებლად. არ ვიცოდი ზუსტად რამდენი ხანი, მაგრამ ალბათ ერთი საათი მაინც ვსრუტუნებდი მის მკლავებში გახვეული. შემდეგ ცოტა გონზე მოვედი და ტირილი შევწყვიტე. გულზე საოცრად მომეშვა. ქარიმი რომ მიხვდა დავმშვიდდი, წყალი მომწონდა ჭიქით. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა. ეს უფრო პანიკური შეტევას ჰგავდა, ვიდრე წარსულთან გამომშვიდობების განცდას. კომფორტულად მოვკალათდი ლოგინზე და საბანში სანახევროდ გავეხვიე. თვითონაც გვერძე მომიწვა და მიმიხუტა. ცრემლები ფრთხილად მომაცილა ლოყებიდან და თმაზე კოცნა დამიტოვა.

ქარიმი: ჩემო ლამაზო უკეთ ხარ?

მე: კი ბევრად. გულზე მომეშვა და დავიცალე. მადლობა, რომ დამაცადე ცრემლებად დაღვრა.

ქარიმი: მეტყვი რა ხდება? არ მომწონს შენი ასე ყურება. იცი როგორი რთულია გიყურო მთელი საათი როგორ ტირი?

მე: მადლობა ქარიმ. იცი ეს გრძელი თემაა, მაგრამ მოკლედ მოგიყვები. მოკლედ სანამ შენ გაგიცნობდი, ერთი წლით ადრე დავშორდი ჩემს შეყვარებულს, რომელთან ერთადაც პირველი კურსიდან ვიყავი. მიზეზად კი ყველასთან ვერ შეწყობა დავასახელე. რელაურად ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი. ნუ ვერც შევეწყვეთ, მაგრამ ალბათ ამის გამო არ დავშორდებოდი. ის კანადაში იყო და გასულ კვირას დაბრუნდა. მე და ნინის კაფეში შემთხვებით შეგვხვდა. მას მერე ცუდ განწყობაზე ვარ. დილით მომწერა და შეხვედრა მთხოვა, იქ წავედი. ვეცადე ყველაფერი დამესრულებინა, იმედია გამომივიდა კიდეც.

ქარიმი: გასაგებია. აბა რატომ დაშორდით?

მე: იცი, ის ძალიან ცუდად მექცეოდა და ამის ატანა უკევ შეუძლებელი იყო. როცა გავიცანი და შემიყვარდა ასეთი არ იყო, ან მე ვიყავი ბრმა. უფრო მეორე.. ის ისეთი საყვარელი, კეთილი და თბილი იყო... სულ მანებივრებდა, ჩემზე ზრუნავდა. მალე კი საპირისპიროდ შეიცვალა.

ის: რას გულისხმობ ცუდად მოქცევაში? რამეს გაძალებდა? გირტყამდა? რას აკეთებდა?

მე: არა, მსგავსი არაფერი. მაგას ნამდვილად არ მოვითმენდი...ან მოვითმენდი იმდენად ბრმა ვიყავი. ის ისეთი დამცინავი გახდა ჩემს მიმართ, ისე მამცირებდა თავისი სიტყვებით და ქცევებით, რომ ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც მიწევდა ცრემლებად დაღვრა. მას მანიპულირება შესანიშნვაად გამოსდის...დღემდე. მის ამ ქცევებს სიყვარულს ვაწერდი, რომელსაც ვერ გამოხატავდა..მაგრამ არ ვყვარებივარ და ცხადია არაფერი ჰქონდა რასაც გამოხატავდა. მეგობრებთან ერთად სულ კარგად მექცეოდა, ისევ ისეთი იყო..მერე კი მამცირებდა ხოლმე..თანაც არა პირდაპირ, შეფარვით მაგრამ ზუსტად მიმანიშნებდა, რომ ჩემზე მაღლა იდგა. მეორე წელს გაუარესდა, ეჭვიანობა დაიწყო სრულიად არაფერზე და მეჩხუბებოდა, ყოველთვის ყველაფერზე მეჩხუბებოდა. ლამაზ კაბაზე, გაშლილ თმაზე, მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომზე. კარგად დაწყებული დღეები ვიცოდი, რომ უნდა ჩამშხამებოდა. შემდეგ ვუთხარი რომ ვშორდებოდი და მის ზარებს მთელი კვირა არ ვპასუხობდი. შინაგანად ამით თავი უფრო დავისაჯე იმიტომ, რომ მაინც მიყვარდა ,მაგრამ უკვე იმდენად აღარ როგორც თავიდან. მაშინ რაც შალვამ ყვავილები, საჩუქრები და სუნამოები მიგზავნა, ალბათ მთელი წელი ვერ შევაგროვებდი. შემდეგ დამპირდა როგორც იცოდა ხოლმე თავისი კონცერტების შემდეგ, კარგად მოგექცევიო და მეც შევურიგდი. იქნებ შეცვლილიყო, რათქმუნდა არ შეცვლილა. მისი საჩუქრები სულ ყელში ამომადინა. ერთხელაც, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედია გამოსწორდება მეთქი, საღამო იყო, სახლში მარტო ვიყავი და ამომივარდა. რასაც ქვია კარი შემომიგლიჯა და ტრადიციული კონცერტი მომიწყო. თურმე სამსახურიდან ლანჩზე გასული, თანამშრომელ ბიჭთან ერთად დავუნახივარ და მომიწყო დრამა. ისე მეჩხუბა, ისე შემაშინა, ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ტირილი შემეძლო. მთვრალი იყო, ძალიან მთვრალი. ყავის ჭიქა კედელს მიანარცხა და დალეწა. როგორ მეშინოდა სიტყვებით ვერ ავღწერ, ცხოველს ჰგავდა, უკონტროლო ცხოველს. შევეხვეწე დამშვიდი, დაწყნარდი არაფერი მომხდარა და ტყუილად მეჩხუბებითქო. როგორ ბედავ ჩემს მოტყუებასო მიღრიალა და გამარტყა. იმ მომენტში თითქოს სამყარო თავზე დამეცა. მისგან ამას არ მოველოდი. მაგრამ ჩემი ძმა, რომ არ მოსულიყო, შეიძლება ვეცემე კიდეც, მაგრამ გადავრჩი. გარეთ გააგდო და დამამშვიდა. არაფერი არ უთქვას არც დაშორდაი, არც შეურიგდი, უბრალოდ დამამშვიდა. მეორე დღეს თავისი ყველა საჩუქარი, ყვავილებიც კი გავუგზავნე და ყველა სოციალურ ქსელში, ნომერზე ყველაგან დავბლოკე. მაგის მერე ეს პირველი შეხვედრა იყო. პირველი და იმედია უკანასკნელიც.

ქარიმი: ყველაფერი გასაგებია. მესმის და ვამართლებ შენს ამ გადაწყვეტილებას. შენნაირი გოგონები და საერთოდ არც ერთი ქალი არ იმსახურებს ამას. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი, ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას არ იმსახურებენ. ქალი ის არსებაა რომელიც უნდა გიყვარდეს და იცავდე და არა ურტყმადე და ავიწროვებდე. მე ვიცი, რომ დღეს მთელს მსოფლიოში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მუსლიმები ასე ექცევიან ცოლებს. ისე თითქოს ისინი ცოლები კი არა მონები არიან. ვერ ვიტყვი ეს ასი პროცენტით ტყუილიათქო, მაგრამ კაცს, რა მნიშვნელობა აქვს რა რელიგიისა, თუ ქალო უყვარს ვერ დაარტყამს, მარტო მას კი არა ვერცერთ ქალს ვერ დაარტყამს. ყოველ ცუდ საქციელზე იმ ქალის თვალებს დაინახავს, დამნაშავედ რომ აღიქვამენ და ვერ გაბედავს. შენ მარათლი ხარ ელი, მისნიარებს სიყვარული ნამდვილად არ ამოძრავებთ.

მე: როგორ მიხარია, რომ ასე ფიქრობ ქარიმ. ძალიან მიხარია. სრულებით მართალი ხარ. შალვას მსგავსი კაცები პატიებას არ იმსახურებენ. ამაზე აღარ ვილაპარაკოთ კარგი? აღარ მინდა ისევ ტირილი.

ქარიმი: აღარასდროს იტირო მის გამო ელი, საერთოდ არავის გამო არ იტირო.

მე: მართალი ხარ. ის ამას არ იმსახურებს.

ის: მოდი რამით გავერთოთ კარგი? ასეთს ვეღარ გიყურებ. გინდა სადმე გავიდეთ?

მე: არა რა, აქ მინდა, შენთან მინდა.

უფრო მაგრად მივეხუტე და სრულიად კომფორტულად მოვეწყვე. თვითონაც შემომხვია ხელები და თავი დაცულად ვიგრძენი. გავიაზრე, რომ შალვასთან ასე არასდროს ყოფილა. მისი ხელები პეპლებს მუცელში და გულის აჩქარებას იწვევდნენ. ქარიმს კი სიმშვიდე და უსაფრთხოება მოაქვს.

ის: გინდა რამეს ვუყუროთ?

მე: კი ვნახოთ რამე.

ფილმი ავარჩიეთ და კარგადაც გავხალისდით. აქედან ადგომის არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო და ჩემს სიამტკბილესაც. გამოძინების პერსპექტივა შიმშილის გამო გვერდით გადავდე და ორივენ ცავედით სასტუმროს პირველ სართულზე სასადილოდ. მასთან ყოფნამ მთლიანად გამომიკეთა ხასიათი და ყავის მადაც აღდგა ჩემს სხეულში. ის ისევ საჰარაზე მიყვებოდა და მეც დაუღალავად ვუსმენდი. მინდა საჰარაში წასვლა, ოდესმე. ეს მგონი ცუდი იდეა არაა.

მე: ქარიმ ახლა ვფიქრობდი და ფარაფრაში მომინდა ყოფნა.

ალ ქარიმი: ახლა იქ ძლიან ცხელა, მაგრამ ოაზისში ალბათ ოდნავ მაინც გრილა. ელი მოდი ერთად წავიდეთ საჰარასი მე და შენ.

მე: წავიდეთ, მაგრამ ამას კარგი დაგეგმვა სჭირდება.

ის: შვებულეა როდის გაქვს?

მე: მე მთელი ზაფხული შვებულეა მაქვს ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

ის: ხოდა ამ ზაფხულს წავიდეთ, ჩემებს ძალიან გაუხარდებათ შენი გაცნობა.

მე: იმედია. რამდენი ხნით შეგვიძლია?

ქარიმი: შენ როგორც გინდა. ალბათ მაქსიმუმ ერთი თვე.

მე: რა მაგარია. ბევრი საჩუქრები ვიყიდოთ და წავიდეთ.

ის: შენ როგორც იტყვი, უი მართლა საჩუქარზე გამახსენდა, რაღაც მავს შენთვის.

მე: მართლა? რა არის?

ქარიმი: წამოდი და გაჩვენებ, თან ბარგსაც ამოვალაგებ.

მე: კაი, წავედით.

ქარიმი თან ბარგს ალაგებდა თან წინასწარ დაგეგმილ არდადეგებზე ვლაპარაკობდით.

ქარიმი: აი ისიც, ვიპოვე.

თეთრი უბრალო ყუტ დამანახა.

მე: მაგაში რა დევს?

ქარიმი: ამაში ერთი ნივთი დევს, როელიც ჩემთვი და არა მარტო ალიან ძვირფასია, მაგრამ სანამ მოგცემდე არ მინდა, რომ ეს რამედ ჩათვალო და დაიძაბო, კაი? უბრალოდ ჩემი ოჯახის საჩუქარია შენთვის.

ყუთიდან ძალიან ლამაზი ბეჭედი ამოირო, მწვანე ყვავილის ფორმის ძვირფასი ქვა ამშვენებდა და პატარ–პატარა ფოთლები ჰქონდა ორნამენტებად. მარჯვენა ხელის შუა თითზე გამიკეთა, ესეც სპეციალური ჟესტი იყო.

მე: ქარიმ, რა ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მართლა.

ქარიმი: მიხარია, თუ მოგწონს ჩემო ფერია.

მე: ძალიან მომწონს, გპირდები თვალის ჩინივით გავუფრთხილდები.

ის: ვაფასებ ამას.

ქარიმმა ტანსაცმელი ამოალაგა და შემდეგ ცოტა ხნით აივანზე ვისხედით, ვსაუბრობდით და სიმშვიდით ვტკბებოდით. შემდეგ სანამ ახალ გასარტბს მოვიფიქრებდით ნინიმაც დარეკა. სახეზე ღიმილმა გადამირბინა და ვუპასუხე.

''– ნინი, როგორ ხარ?

–რავი კარგად. რაზე გირეკავ, მიკლედ ყველანი ცმთან ვართ და თქვენც მოდით რა. რაღაც გეგმა გვაქვს და უთქვენოდ არ გამოგვივა.

–მართლა? სწორედ ახლა ვფიქობდით რით გავრთულიყავით.

–ჰოდა მე უკვე ვფიქრე ყველას მაგივრად და გელოდებით.

–კაი, გინდა რამე მოგიტანოთ?

–რავი, ნაყინი წამოიღე, სხვა არაფერი.

–კაი, გამოვალთ ეხლა.''

ქარიმი: ვინ იყო ელი?

მე: ნინი იყო, შენ და ქარიმს ჩემთან გელოდებით ყველანი აქ მოვლენ და კარგი იდეა მაქვსო.

ქარიმი: კარგია, წავედით?

მე: კი წავედით.

როგორც ყოველთვის თითქმის ბოლოები მივედით ჩვენ. ნაყინები ჩამოვარიგე და დავსხედით.

მე: აბა რა მოიფიქრე ქალბატონო?

ნინი: წვენებს მოვიტან და მოგიყვები მერე.

წვენბი მაგიდაზე დააწყო და მოსაყოლად მოემზადა.

ნინი: მიკლედ სანამ გეგმას გაგაცნობთ, ამინდები ვნახე და იდეალურია. აღარ გავწელავ, მოკლეს ყველანი სამი დღით მივდივართ კოჯორში. დასწრება სავალდებულოა.

მე: ვაა, კაი იდეაა.

საბა (ჩემი ძმა): სახლი უკვე მოძბნე?

ნინი: არა იმიტომ, რომ კარვებში ვრჩებით.

ნიტა (საბას შყვარებული): კარვებში? რა მაგარია.

ნინი: შენ რა იტყვი ქალბატონო?

მე: რავი რატომაც არა.

ნინი: ჰოდა გადაწყდა. სვალ დილით ადრე გავალთ, ორი დღ დავრჩებით და მესამე დღით წამოვალთ.

მე: შევთანხმდით. მოდი ჩავიწერ რაც დაგვჭირდება.

საბა: კარვები დაგვჭირდება. სულ ვართ შვიდნი. მე მაქვს ერთი ორ კაციანი, ანდროს სამკაციანი აქვს, ერთი კარავი კიდე გვინდა.

ნინი: რო ვიყიდოთ?

ქარიმი: მე მაქვს ორ კაციანი კარავი.

ნინი: ძალიან კარგი. კიდე გვინდა წყალი, საჭმელი, რამოდენიმე წყლის ჭურჭელი და შაქარი და მარილი. ეგაა.

მე: პროდუქტები და წყალი საღამოს ვიყიდოთ და მაცივარში შევინახოთ.

ნინი: კაი მაშინ მე, შენ, ანკა და ნიტა წავიდეთ ცოტა ხანში და მოვიტანოთ.

ანდრო: რომ იყიდით დამირეკეთ და მოგაკითხავთ.

ანკა: ხალხო და წყნეთამდე რით მივდივართ?

საბა: ჩვენი მანქანებით.

მე: კაი. საბა მანქანა შეამოწმე და კარვები გაამზადე. შენც ანდრო.

საბა: არის უფროსო. ანდრო მაშინ ჯერ ავტომობილები გადავამოწმო და მერე ჩემს მანქანასაც აქ დავტოვებ.

ანდრო: ანუ ხცალ დილით აქ ვიკრიბეით.

მე: წავედით გოგოებო, ქარიმ შენ სასტუმრში წახვალ?

საბა: ქარიმი ჩვენთან ერთად წამოვა, მარტო ლამაზი ადგილები არაა თბილისი. ხო წამოხვალ?

ქარიმი: სიმაოვნებით?

ნინი: კაი მასინ ისევ აქ შევგროვდეთ.

ბევრი ვიარეთ და როგორც იქნა ვიყიდეთ ყველაფერი. ბოსტნეული, ხილი, მზა საკვები, წასახემსებლები, წვენები. ამან მინიმუმ სამი საათი წაგვართვა. ამასობაში ბიჭებმაც მოგვაკიტხეს წყალი ვიყიდეთ და ისევ ნინისთან წავედით. ყველაფერი შევინახეთ და დაღლილები ტელევიზორთან დავსხედით.

ნინი: ყველაფერი მოგვარებულია, ახლა რაღაცეები ჩავალაგოთ და ხვალ დილის რვის ნახევარზე ჩემთან.

ყველანი დავიშალეთ და მე და ალ ქარიმი ერთა წამოვედით.

მე: რა კარგი იქნება არა?

ის: კი ნამდვილად.

სასტუმრომდე მივედით და მერე მე მარტო გავაგრძელე გზა. კი დაიჟინა ქარიმმა მიგაცილებო, მაგრამ თვითონაც დაღლილი იყო და შემეცოდა. გზად ყველი, კარტოფილი, ლობიო და ფქვილი ვიყიდე და გვიანობამდე ვამზადებდი გემრიელობებს. დაღლა გამიქრა , რომ წარმოვიდგინე ხვალ ამ ყველაფრის დანახვა როგორ გაახარებს ყველას. დაახლოებით ოთხი საათი გამოვიძინე კიდეც და დილით მაინც ხალისიანად ავდექი. იმედია ეს განწყობა არ გამიფუჭდება.



№1 სტუმარი daldonidaldoni

ძალიან \ძაკიან საინტერესო და კარგი ისტორიააა....

 


№2  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

daldonidaldoni
ძალიან \ძაკიან საინტერესო და კარგი ისტორიააა....

მადლობა

 


№3 სტუმარი Ani

Rodis gaagrdzelebb velodebii

 


№4 სტუმარი ნასწია

ვაინეეე მეტი აღარდევს არადა რა საინტერესო იყო გული დამწყდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent