შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 13 )


21-05-2024, 02:45
ავტორი რუსანა
ნანახია 4 215

თავი 13

ღამე . იმ ღამეს მთვარე ატმისფრად ანათებდა და გარდა იმისა რომ ლამაზი და განსაკუთრებული იყო ,კიდევ ერთი გრძნობა გაიცნო ირაკლიმ . შიში . შიში იმისა რომ ის რაც მის თავს ხდებოდა , მისი ყოველდღიურობა არ იყო და უკვე ნუცას გვერდით დაღლილობიგან მისვენებული, ენერგიით რომელიც შემორჩა საკუთარ თავს ებრძვოდა და მაინც სურვილით კვდებოდა. კვდებოდა რომ კიდევ თვალდახუჭული ნუცა , რომელიც საკუთარი სუნთქვის დამორჩილებას ცდილობდა, ისევ მკლავებში არ მოექცია და ყველაფერი თავიდან დაეწყო .რაღაც იყო ნუცაში , რაც აიძულებდა საკუთარი წესები დაერღვია . ერთი ღამისთვის ბევრი იყო . დაუცველი ურთიერთობა როდის ჰქონდა ბოლოს ? უნივერსტეტში, მაგრამ მაშინ თავზეხელაღებული ბიჭი იყო რომელსაც ბაბუის ფული თავში უქროდა . ახლა ? ახლა კაცია რომელმაც ყველაფრის ფასი იცის , მათ შორის დისციპლინის და წესების . . სახეზე ღიმილმა გადაურბინა და კარგად გაიაზრა , იმ ჭინკას გამო რომელიც თვალის გახელას ვერ ბედავდა და ვერც განძრევას , ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ისე დაარღვია , კიდევ ერთის დარღვევა არაფერს უზამდა . თანაც ეს ჭინკა არ გავს სხვა ჭინკებს და ისე ვერ მოექცევა როგორც სხვებს .შეიძლება დროთაგანმავლობაში სხვანაირი რუტინა ჩამოუყალიბდეს მასთან მიმართებაში , მაგრამ არა დღეს . განსაკუთრებულად განსხვავებული იყო მისთვის ეს ღამე და აპირებს ასე დატოვოს მეხსიერებაში . იქამდე სანამ ძირს გადავარდნილ თხელი საბანს თითებით ამოითრევდა, წამოდგა , საწოლს შემოუარა და სანამ დააფარებდა , კარგად შეავლო თვალი თხელ სხეულს . ცივი მატეერიის შეეხებისას გაკრთა . ჯერ თვალები გააჭყიტა და თავზე წამომდგარ ირაკლის რომელსაც დიდად არ ადარდებდა საკუთარი სიშიშვლე თვალი შეავლო . ოდნავ აეწვა ლოყები , თითქოს პირველად ხედავდა და თვალები აარიდა .კარგად შემოიხვია საბანი და გაჭირვებით გადმოჩოჩდა საწოლიდან. სცადა საწოლსა და ირაკლის სხეულს შორის გამძვრალიყო ,რომ ფეხი იმ საბნის ბოლოს დაადგა რომელშიც ტოლმასავით იყო გახვეული და ძირს გაგორდა . საკუთარ თავზე გაეცინებოდა რომ არ გახსენებოდა რომ უნდა წასულიყო . ხო, გაახსენდა რეალობაში დაბრუნებულს , რომ ის გახდა ირაკლისთვის, რაც კიკი და კიდევ უამრავი სხვა ქალი, რომ ატმისფერი ზღაპარი დასრულდა და მალე იგივე სტატუსით გაიღვიძებდა როგორც სხვები თუ რათქმაუნდა სურვილის მოკვლის შემდეგ კიდევ გაუჩნდებოდა მასთან ყოფნის სურვილი . რა მნიშვნელობა ჰქონდა მერეს , ან იმას რომ მისთვის ყველაფერი იყო ეს ღამე , მაგრამ მამაკაცისთვის ახლა
და ამ წამს ის ერთი ღამის გამრთობი იყო და მასზეც იგივე წესები მოქმედებდა რაც სხვებზე . ანუ ყველაფერი სექსამდე და არაფერი მერე . ამდგარი ირაკლი სწორედ ის ნიშანი იყო კიკიმ რომ უთხრა , უნდა გასცლოდა .
-მიზიდულობის კანონი , ესე რატომ მოქმედებს შენზე ? _ღიმილით წამოადგა თავზე და წამოაყენა .კარგად გამოყო ფეხები უზარმაზარი საბნიდან და მზერის არიდება კარისკენ გახედვით სცადა . -ნუცა , რა ხდება ?
-არაფერი _ძლივს გასაგონად თქვა და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით . -სააბაზანო სადაა? _მხოლოდ მაშინ გაანალიზა სად იყო და ერთიანად აღიქვა საძინებლის სიდიდე და დიდებულება .
-დერეფნის ბოლოს .
-კარგი ._იქვე საწოლის ბოლოს მიგდებულ ტანსაცმელს ხელი წამოავლო და თითქმის სირბილით გაუჩინარდა კარში .
-სად მიდიხარ ? _კაბის დანახვისას, მიხვდა რომ უბრალოდ საბაზანოში კი არ მიდიოდა, წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და სირბილმაც კი მოუწია გრძელ ჰოლში რომ სააბაზანოში არ შეესწრო . ნახევრად მოხურულ კარს ხელი დაუხვედრა და ძლიერად მიაწვა . -ნუცა რას აკეთებ .
-წყალს გადავივლებ და წავალ . _ოქროსფერ ნიჟარას აეკრო და ისევ მზერა აარიდა.
-რატომ ?
-იმიტომ რომ , როომ შენ..
-ხო რა მე . _მისი დაბნეულობით გართული ირაკლი რომლის სიახლოვეც უფრო აბნევდა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხელებით ჩამოეყრდნო ნიჟარას .
-არ შეიძლება რამე ჩაიცვა ? _არ იცოდა სად წაეღო თვალები . ისე მოიმწყვდია განძრევაც აღარ შეეძლო და სულაც არ უფიქრია მისი სიშიშვლით გამოწვეულ უხერხულობაზე .
-ვიცი რომ უნდა წავიდე .
-რატომ ?
-კიკიმ მითხრა რომ არ გიყვარს როცა რჩებიან და
- ვინ რომ რჩებიან? _ თვალებს მის თვალებს აყოლებდა რომ როგორმე დაეჭირა.
-სხვეები ._ კიდევ ერთხელ სცადაა მზერა აერიდებინა და ამჯერად თავის მიტრიალება დააპირა ,როცა ნიკაპი დაუჭირა და სახე გაასწორებინა .
-სხვები კი . სხვები და არა ნუცა . . _ბგერები დამოუკიდებლად ამოდიოდნენ ყელიდან და ვერც გული და ტვინი ვერ ხედავდნენ რაიმე სააწინააღმდეგოს . სიმართლე იყო , ნუცა , უბრალოდ ნუცა იყო და არა სხვა ქალი.
-ირაკლი , აუცილებელი არ არის განსაკუთრებულად მომექცე. საკმარისად დიდი ვარ ._ხმა , ძალა და ტონი იპოვა და გარკვევით დაიწყო ლაპარაკი . -გააზრებული ნაბიჯი იყო , კარგად ვიცოდი რას ვაკეთებდი და რისი მოლოდინი უნდა მქონდეს ამიტომ საჭირო არაა . _სუნთქვა ირაკლის ტუჩებმა შეუუკრა , ჩვეული კატეგორიულობით იკმაყოფილებდა სურვილს. საბნიანად შემოსვა სარკის წინ და მაცდურად გახედა . -ამასაც ელოდებოდი ? არა ჩემო ატმისფერო , განსაკუთრებულად არ ვაპირებ მოქცევას მიუხედავად იმისა რომ იმსახურებ. განსაკუთრებულად რომ მოგექცე ახლა ხელში აყვანილი უნდა მიმყავდე საძინებლისკენ და ტკბილად ვიძინებდეთ , მაგრამ ვერავინ მათქმევინებს უარს შენთან ერთად შხაპის მიღებაზე და შენით ტკბობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გემრიელად დაიძინება და დილით გემრიელად ვისაუზმებთ ან ჯერ .. არა ჯერ საუზმე , როცა მშია სექსის ხასიათზე დიდად არ ვარხოლმე . მერე იქამდე ვინებივრებ შენთან ერთად სანამ არ დავიღლებით და ასე გავა რამოდენიმე დღე . _პირდაპირ საშხაპეს მიაშურა და თითი დაუქნია , -მოდიხარ ? _წყლის იდიალური ტემპერატურა იპოვა და მორცხვად შეპარულ ნუცას ერთი ხელი მოხვია . მის მხარზე ჩამოსულ წყლის წვეთები მეორე ხელის თითებით გაფანტა და ბოლოს სველ კანს ენა აუსვა . კარგახანა უშვერდნენ შიშველ სხეულებს წყალს . საოცარი გრძნობა იყო ცხელ წყალი და მის კანთან შეერთებული ირაკლის კანი . სუნთქვა უჭირდა უკვე ორთქლისგან და გველივით შემოხვეული მამაკაცის სხეულისგან , ნატიფად რომ
დაასრიალებდნენ მის სხეულზე და თითეული მილიმეტრს იმახსოვრებდა . პირველად შეავლო თვალი შუქზე ნუცამ ორთქლით შემოსილ ირაკლის და რატომღაც გაბედა იგივე გაეკეთებინა . საჩვენებელი თითებით დაიწყო და ბოლოს გაბედულად შეახო ხელის გულებიც . ფეხის წვერებზე აწეულსაც გაუჭირდა მისწვდომოდა თუმცა არ დაბნეულა , ყელში დაუტოვა პატარა კოცნები და ტკიპივით მიეკრო გახურებულ სხეულს. ისევ თავიდან დაიკარგნენ რაღაც ახალ გიჟურ თავგადასავალში რომელსაც თან ვნების და კიდევ ამოუცნობი ელფერი დაჰკრავდა. ირაკლის სურვილები მიყოლებით ხდებოდნენ არადა 10 წუთის წინ სურვილი კლავდა რომ კიდევ ერთხელ ეგრძნო , მოესმინა სიამოვნებისგან გამოწვეული
ყრუ კვნესა და მაშინვე აუხდა . მხოლოდ კი არ მოისმინა
იგრძნო კიდეც თან იმ დოზით რომ ზურგის კანი ეწვოდა ქალის ფრჩხილებისგან.
სანამ თმას იმშრალებდა ლამაზ ღუნღულა ლურჯ ხალათში შეხვეული, ლამაზად დაკეცილი თეთრი მაისური გაუწოდა .
-აქ ტანსაცმელიც გაქვს . _ინტერესით გაშალა მაისური და სწრაფად მოირგო ,ისე ეშინოდა შიშველი არ დაენახათ, თითქოს ცოტახნისწინ რუკასავით არ დაისწავლეს ერთმანეთი .
-აქ , 5 თვე ვიცხოვრე , სანამ სახლს ააშენებდნენ. დღემდე მიყვარს აქაურობა, ამიტომ იშვიათად მაგრამ მაინც მოვდივარ .
- მაგალითად როდის? _თვალები მოჭუტა ღიმილით და ბუმბულივით გაფუებული თმის ხელისგულებით დამშვიდება სცადა .
-მომწონს შენი ბუმბულები . _თითი ჩამოუსვა დამუხტულ თმას .
-არ მიპასუხე . _ პირველი გავიდა სააბაზანოდან და მხოლოდ მაშინ მიხვდა როგორი მოთენთილი იყო და როგორ უნდოდა მის სხეულს დასვენება .-ღმერთო რა კარგია . _ დაწოლისას სიამოვნებისგან აღმოხდა .
-აქ მაშინ მოვდივარ , როცა მარტო დარჩენა , ბევრი ფიქრი და ლამაზი ხედები მჭირდება. ღმერთო მართლა რა კარგია. _მთელი სიმძიმით დაეშვა საწოლზე და თვალები დახუჭა. ვერც კი შეამჩნია როგორ იცვალა გვერდი ნუცამ მისკენ და ინტერესეით ათვალიერებდა მშვიდ სახეს. -რაო ნუცა ?
-არაფერი . _სწრაფად დახუჭა თვალები მანაც .
-უამრავი კითხვა გიტრიალებს თავში ვიცი , აუცილებლად ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა
უნდა დავიძინოთ .
-მზად ხარ ლაპარაკისთვის ? მე არა._ჩვეული გულწრფელობით გაანდო შიში .
-საუბრისთვის კი ._ირაკლიმაც გვერდი იცვალა და ერთამანეთს შეხვდნენ ისევ მათი ერთ პოზაში მყოფი სხეულები .-შენთვის არ ვარ მზად ნუცა , მაგრამ არც იმისთვის რომ ამ ერთ ღამეს დავჯერდე . იცი ყველას და ყველაფერს აქვს ინსტრუქცია. შენს გარდა . არ ვიცი რანაირად მუშაობ და როგორ უნდა გამოგიყენო ისე რომ არ დაგაზიანო. საშიში ვინმე ხარ და … _ ღიმილმა გადაჰკრა სახეზე , მშვიდად იწვა , ღრმა ძილში წასული ნუცა , ერთი სიტყვაც ვერ გაიგო ალბათ . უდარდელად ელაგა ბალიშის ქვეშ ხელის გულები და ისე რიტმულად სუნთქავდა დამამშვიდებელივით მოქმედებდა ირაკლიზე . თითქმის ზეპირად იცის მისი სახე და წამითაც არ უფიქრია მზერის მოშორება . ყოველი თვალის დახუჭვა ნუცათი ტკბობას მოკლებული წამი იყო და ისე აწუხებდა დროის დაკარგვა თითქოს საგანძურს აკლდებოდა რაღაც . ვერაფრით იგიბეს რა ემართება , არავის უთხოვია მისი ესეთი რეაქცია . ნუცასაც კი გააზრებული აქვს რა ადგილი უკავია მათ ურთიერთობას , მაგრამ .. არის ერთი მაგრამ და ეს ერთი მაგრამ ისე არ აშინებს როგორც საკუთარი თავის ასე არ ცნობა , რომ ვერაფრით გაუგო
რას გრძნობს. სხვისი გრძნობების გამოცნობა სპორტია და რას იფიქრებდა რომ სხვების ამოცნობაში გაწაფულს საკუთარი თავი სულ გაადაავიწყდა . ახსოვს როგორია ნამდვილი და წრფელი სიყვარული . სკოლაში ისე უყვარდა მათ გვერძე კლასში მყოფი თეონა, ენაც კი ებმეოდა . უანგაროდ ემეტებოდა ყველაფერი მისთვის და დაუღალავად შეეძლო შეეარულებინა მისი სურვილები , ისინიც კი რომელსაც არ ეუბნებოდ და მისი დაქალებისგან იგებდა, ხან ისე უჩქარდებოდა გული ეგონა გონებას დაკარგავდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა , მაგრამ იმ ზაფხულს თეონა ბებიასთან გაგზავნეს და ისე გაადავიწყდა ოქროს თმიანი მზეთუნახავი გამარჯობის თქმაც კი დაეზარა. ამ ყველაფერს აგერ უკვე მესამე წელია კიკისთვისაც აკეთებს . ლამაზად ჩაცმული კიკის დანახვაზეც ეკვრის სუნთქვა , მაგრამ დღეს ისე გაცვალა ნუცაში არც კი დაფიქრებულა . პრობლემა ისაა რომ ალბათ ნუცასაც იგივე ბედი ელის და ყველაზე ნაკლებად უნდა რომ ასე ცუდად მოექცეს . რა მწარედ ცდებოდა როცა ეგონა რომ აკვიატება გადაუვლიდა. ახლა ორჯერ მეტად უნდა რომ სულ ასე გვერდით ჰყავდეს ,რანაირად და როგორ არ იფიქრა, მას შემდეგ რაც გემოს გაუგებდა უფრო მეტად მოსწყურდებოდა. ალბათ იმდენად ურწმუნოა ვერაფრით დაიჯერა რომ ეს ჯადონსური ქმნილება რეალურია , რომ ეს ღამეც რეალურია. ახლა
და ამ წამს უდარდელად ძინავს მის გვერდით , საკუთარ ხელისგულებზე. მშვიდად ძინავს , კი დამაჯერებელი იყო ირაკლი თავიდან არ მოუშორებია. უფროსწორად ვერ გაბედა თუ არ უნდა არ იცის. არც ის იცის ხვალ რა ელოდება , მაგრამ ახლა და ამ წამს ძილს მიანდო თავი ისე როგორც ცოტახნისწინ ირაკლის გადაჰყვა დაუფიქრებლად ვნების მორევში. როგორი მიმნდობია , გულუბრყვილო და წყაროს წყალივით გამჭვირვალე . ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და თავი ვერ შეიკავა საჩვენებელი თითის ზურგი მაინც ჩამოუსვა უკვე კარგად ნაცნობ კანს და სასიამოვნო ტალღებმა ააღელვა . და რა იცოდა რომ ბევრს არაფერს საჭიროებდა მისი სასურველი ახალი გოგო. არც ძვირფასეულობა და ფუფუნება , მხოლოდ ის უნდა რომ არ ეშინოდეს გათენების და იმის რომ ღამეს გაჰყვება ჯადოსნური წუთები . არაუშავს, სანერვიული არ აქვს ირაკლის . ისიც კარგად იცის ნუცამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა რომ ხვალაზე არ ეფიქრა. ნუცას ყურებაში დაათენდა ირაკლის, უკვე მერამდენე ღამე იყო მის გამო გათენებული რაც გაიცნო არ ახსოვს , მაგრამ ასეთი პირველი და ვინ იცის იქნებ უკანასკნელიც ?! წელი ისე ეტკინა გაუნძრევლად წოლისას სცადა ფრთხილად ამდგარიყო , მაგრამ გაინძრა თუ არა ნუცაც შეირხა . დაბრუნდებოდა ისევ საწოლში ძილი რომ არ გაეფრთხო , მაგრამ უკვე გვიანი იყო .გააღვიძა და ისღა დარჩენოდა საყვარელი პროცესი გაეგრძელებინა . ეყურებინა ,დამტკბარიყო და ესწავალა. მისთვისაც რაღაც ახალი იყო ამ დილაში .სწრაფად დაამთავრა ხალათის შეკვრა რომ დრო არ დაეკარგა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ . ისეთივე მშვიდი სახე ჰქინდა გაღვიძებისას , როგორც მძინარეს. ნაზად შეირხა და ფრთხილად წამოჯდა მძიმე საბანთან ერთად . მინებიდან შემოსულ გამთეენის სინათლეს თვალები მოარიდა და მერე ორივე ხელით მოიფშვნიტა . ჯერ კიდევ გუშინ ბუმბულივით გაფუებული თმას ბუნებრივი ხვეულები გაეკეთებინა და უსწორმასწოროდ ეყარა შიშველ მხრებზე . აი თურმე როგორია დილით ქალთან გაღვიძება .როგორი ლამაზია , ისეთივე ნაზი და მიუხედავად იმისა რომ თითქმის აღარ დარჩა სირცხვილისთვის ადგილი მათ შორის , იმის მაგივრად მისკენ მიწეულიყო , საწოლის თავისკენ გაიწია უფრო უკან და დაუკითხავად ჩამოჩოჩებული საბან თითქმის ყელამდე აიფარა .
დიდხანს ეძებდა ნუცა რა უნდა ეთქვა . ან კი უნდა თქვას რამე? საერთოდ რას ამბობენ ქალები ? დილამშვიდობისა? გამარჯობა ? ისე ეწვის მთელი სახე სირცხვილისგან და ჯერ კიდევ თვალწინ უტრიალებს ყველა განვლილი კადრი თვალები როგორ აარიდოს არ იცის . დღის გაგრძელებას ვინ დარდობს? მხოლოდ ის უნდა აქედან როგორმე წავიდეს და მერე სამუდამოდ გაქრება . ისე მოეწინა გუშინდელი ირაკლი , მასთან დარჩენის და ახვა ირაკლის გაცნობის ეშინია. უნდა სამუდამოდ დარჩეს მის მეხსიერებაში როგორიც გუშინ იყო და არა იმ ირაკლად , ისევ თვალებამღვრეული, მომღიმარ მზერაში რომ ატევს მთელ თავის აღვირახსნილ ფიქრებს . რამოდენიმეჯერ აარიდა მზერა , თითქმის თვალებით მოძებნა გასაქცევი გზა , მთელი სხეულით ამბობს რომ სიკვდილივით ეშინია ამ წამს და დგომასაც ვერ ბედავს . ის კი თავხედურად სიმპატიური , იდიალური სხეულით და მთელი თავისი შარმით ზუს და უყურებს ისე თითქოს…
-უსაშველოდ საყვარელი ხარ იცი? _ფიქრი ირაკლის ხმამ შეაწყვეტინა .
-მე?
-შენ . _თავი დაუქნია მამაკაცმა და საწოლიდან წამოდგა . ნელი ნაბიჯებით დაიწყო ამ უკანასკნელის გარშემო შემოვლა და პირდაპირ მის თავთან გაჩერდა . ნელა წარგო ცხვირი მის თმაში .-და ტკბილი ხარ .
-ირაკლი ის რაც გუშინ ..
-ჰო . _უკვე კარგად ჩამოჯდა მის გვერდით და ხელებში მოიქცია .- ის რაც გუშინ იყო გუშინ დარჩა? ეს გინდა? მე არა , ის რაც გუშინ იყო მინდა რომ დღესაც იყოს და ხვალეც . ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ?
-არ შემიძლია , ირაკლი , ისეთი ძლიერი არ ვარ რომ ისეთი ქალი ვიყო ვინც შენ გინდა . ვერ მოვერგები შენს კრიტერიუმებს .
-და რა იცი , როგორი ქალი მინდა ?_ოდნავ მოშორდა რომ სახე გაესწორებინა.-რომელ კრიტერიუმებზე მელაპარაკები ნუცა .
-მაგრამ
-ნუთუ გითხარი რომ რამე კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო?
-არა , მაგრამ ვიცი შენ როგორ ურთიერთობებს ეძებ და არ შემიძლია, გესმის ? მეშინია..
-რისი გეშინია ? _ღიმილი ვერ დაფარა ირაკლიმ და მალევე შეაშრა .
-იმის რომ შემიყვარდები ._ გაუბედავად , თუმცა მაინც თქვა .მიხვდა როგორ გაიელვა ირაკლის თვალებში სიცივემ, როგორ მოაშორა ხელები და თვალები დახუჭა .
-ვერ შეგიყვარდები ნუცა . შეუძლებელია ჩემნაირი კაცი გიყვარდეს შენ . დამიჯერე მალე ისწავლი განსხვავებას ვნებასა და სიყვარულს შორის. _მუჭებში მოიქცია მისი ხელები .
-სწორედ ამიტომ გაქვს შენი პირობები არა? რომ არავის შეუყვარდე.
-იმიტომ რომ შემდეგ უპრობლემოდ დავასრულო ურთიერთობა , ვინმეს თუ შევუყვარდი მისი პრობლემაა. _ჩვეული პირდაპირობით მიახალა.-მაგრამ შენ ? შენნაირ ადამიანებს ირაკლისნაირები არ უყვარდებათ და ძალიან მალე მიხვდები რომ ძალიან შორს ვარ იმ კაცისგან რომელიც შეგიყვარდება . ადრე თუ გვიან ყველაფერს გავაფუჭებ , როცა ეს ეიფორიაც გაივლის და ისევ იმ ირაკლის დაინახავ რომელსაც არაფრის სწამს დედამიწაზე და მიხვდები რომ სწორედ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს როგორც სხვებთან .იმ განსხვავებით რომ გენდობი და შენთან ფურცლების განხილვა არ მჭირდება , ერთადერთი რაც გევალება ისაა რომ არ მჭირდება შვილები და ხანდახან ჩემთან ერთად მოგიწევს თავშეყრის ადგილებში სიარული .
-ჩემი აზრი ვის ადარდებს არა? _სიმწრისგან წამოიყვირა ნუცამ .
-სიმართლე გითხრა მაღელვებს , მაგრამ სხვა გზა არც გაქვს . ნახევარმა ქვეყნამ მინიმუმ იცის რომ ჩემი ხარ და ერთი მნიშვნელოვანი მისია გვაქვს . შენი რეპუტააცის გადარჩენა .ვფიქრობ ხმის გავრცელება რომ დაინიშნე საკმარისი იქნება . _ყალბად გაუღიმა და სინანულით დახედა ცარიელ მუჭებს , როცა ხელები გამოგლიჯა ნუცამ. -ნახე ? უკვე ყველაფერი გავაფუჭე. _ხმა ჩაუქრა ირაკლის . -უკვე უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისთანაც შეიძლება რამე გაკავშირებდეს ნუცა და მაინც ჩემი ხარ . ირაკლის შეყვარება შეუძლებელია. _შუბლზე მიადო ტუჩები .
-რატომ ხარ ასეთი , ირაკლი რატომ? _უღონოდ ჩაქინდრა თავი ნუცამ.-მინდა რომ შორს გავიქცე და მაინც …
-გზის ბოლოსაც მე დაგხვდები ნუცა . ყველგან ვიქნები . იქამდე სანამ არ დავრწმუნდები რომ შენთვის ხელის გაშვება შემიძლია და რომ ამ
სამყაროს სიბინძურე არ დაგახრჩობს . არ ჯობია ეს გზა ერთმანეთით კმაყოფილებმა გავიაროთ ?მე შენთან მინდა . _ჯერ მხრებზე ჩამოყრილ თმას წაეთამაშა და მერე გაბედულად დაადო თითები და წრეების ხატვა დაიწყო თეთრ კანზე . -ახლა , რომ გაკოცებ მითხარი რომ არ გინდა , რომ არ მოგწონს არ შეგიძლია და გპირდები აღარასდროს შეგეხები . _გაბედულად დადო პირობა , რომელსაც ყველაფრის ფასად შეასრულებდა , მაგრამ არ დაჭირდება . ისედაც ნათელია რას უშვება მისი სიახლოვე. -ვერ შეგელევი ნუცა , ასე მალე და ასე უბრალოდ ვერა . _მარტო ნუცაზე არ მოქმედებდა ირაკლი , თვითონაც ვერაფერს აკონტროლებს .ტუჩის კუთხემდე მიაღწია და ნელ ნელა დაიწყო მთელი მისი სახის კოცნებით დაფარვა . - მშია . _ჩვეული სახე მიიღო და იქვე საწოლის გვერდით დადებულ ტელეფონს წაწვდა , სანამ საუზმეს უკვეთავდა ნუცამ ადგომა და შორს ვერა , მაგრამ ოთახიდან გაქცევა ნამდვილად მოასწრო . ცოტახანში ოთახში ჩაცმული დაბრუნდა და ირაკლის რომელიც ისევ საწოლში ნებივრობდა და გამოტოვებულ ზარებს და სმესებს თვალს ავლებდა საკუთარ ტელეფონზე გაუბედავად შეავლო თვალი . აი როგორია დილით მამაკაცთან გაღვიძება. არა ირაკლისნაირთან გაღვიძება. არც საწოლში მორთმეული საუზმე და ყურში ნათქვამი მიყვარხარ. მხოლოდ უცნაური სითბო და გულის ამაფორიაქებლად ვნებიანი ტუჩები . სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა და იქვე კუთხებში მიგდებულ ჩანთას მოჰკრა თვალი . ტელეფონი მოჩხრიკა და გასაოცარი ის იყო რომ არავის დაურეკავს . -კარგი სიმარტოვეში ისააა რომ არავინ გიბრაზდება ღამე სახლში რომ არ მიდიხარ . _გულდაწყვეტა იყო თუ ირონია ვერ გაიგო ირაკლიმ და დუმილი არჩია , იქამდე იდგა გამაყრუებელი დუმილი სანამ მაგიდა არ გაუწყვეს და მარტო დატოვეს. ჯერ კიდევ ცხელი ყავის ფინჯანს თითები გამოსდო ნუცამ და სკამზე ფეხმოკეცილი მოკალათდა . -ასე რომ ვიჯდე შეგაწუხებს ? თავად ნუცამ დაარღვია სიჩუმე სულელური კითხვით .
-მთავარია გხედავდე . _გაუღიმა მამაკაცმა.-ნუცა სულ არავინ გყავს ?
-ალბათ . _მხრები აიჩეჩა გოგომ .
-საერთოდ საერთოდ ?
-არ ვიცი, არასდროს არავინ გამოჩენილა . ალბათ მყავს ვინმე , მაგრამ არავის ვჭირდები . _ხმაში უცნაური ჟღერადობა შეერია და ირაკლი მიხვდა ტირილი გარდაუვალი იყო თუ ცოტას კიდევ გააგრძელებდა. პასუხად ღიმილი აირჩია თუმცა თავად ნუცამ გააგრძელა .- როცა მამა გარდაიცვალა მამიდამ წამიყვანა ,ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი უფროსწორად არ მინდა მახსოვდეს . მამიდას ქმარი გამუდმებით სვამდა და მერე სანადირო თოფით ყველას და ყველაფერს ესვროდა. _ ახლა უკვე ნათელი იყო მისი ფობიების წარმოშობის ამბავი . -ვიცი რომ რამდენიმე თვე დავრჩი მათთან და მერე სოციალურმა აგენტებმა მიმიყვანს ბავშვთასახლში . მას შემდეგ მამიდა რამდენჯერმე მოვიდა სანახავად , მერე აღარასოდეს. იმ სოფელში არასდროს ჩავსულვარ სადაც ვცხოვრობდით.
-ანუ ქალაქში არ მომხდარა შენი ოჯახის ამბავი ?
-არა . ქალაქში მამა წამოვიდა ჩემთან ერთად .
-იცი თუ შენ გინდა შემიძლია დაგეხმარო რომ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში .
-არა . _წამიკივლა.-არ მინდა . მამამ ამიკრძალა კითხვების დასმა. არასდროს გამოუძიებია ეგ ამბავი და არც მე ვაპირებ.
-რატომ?
-იმიტომ რომ სიმართლე იცოდა. იმიტიმ რომ ამ ქვეყანაში სამართალი ტალახში იხრჩობა , იმიტომ რომ ვისაც ფული აქვს ისა მოსამართლე.
-ანუ ვიღაც ძალიან გავლენიანი იყო გარეული?
-არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა გოგომ .-ვისაც ფული აქვს მამას ოქრო
რად უნდოდა , მაგრამ 20 წლის წინანდელი ამბავია და რაც წარსულია წარსულში უნდა იყოს. მამას არასდროს სდომებია ამაზე ლაპარაკი .
-რატომ?
-ეშინოდა, რომ ჩვენც რამეს გვიზამდნენ . ერთხელ მოვისმინე როგორ უთხრა პოლიციამ რომ ის ხალხი წყვეტს ყველაფერს და ჩემი გადარჩენა იმის დამსახურებაა რომ 2 წლის ვიყავი და ვერავის ამოვიცნობდი .
-ის ხალხი ალბათ აღარცაა ცოცხალი ნუცა და თუ ცოცხალია დამიჯერე ისეთი ვერავინ იქნება რომ მე ვერ მივწვდე.
- და რას მომიტანს ცოდნა ირაკლი ტკივილის გარდა ? განა საკმარისი არაა სულ მარტო ყოფნა ?
- სულ მარტო არ ხარ . _დაუფიქრებლად დააგდო ჩანგალი მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა . სკამიანად მიატრიალა თავისკენ და მის წინ ჩაიმუხლა . -მე გყავარ და რაც არ უნდა მოხდეს მინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს.
-სულ რომ ერთმანეთი შეგვძულდეს ?
- ნახე მუხლებზეც კი ვდგავარ შენს წინ . _საკუთარ თავზე გაეცინა და იატაკს დახედა . - მაქსიმუმ ფეხზე წამოვდგე ან წინ დაგიჯდე თუ შეგვძულდა ერთმანეთი .
-მინდა რომ დრო ვიციდე ირაკლი . რამდენი ? რამდენი ხანი
გაგრძელდება ეს ურთიერთობა ? როგორ უნდა მოვიქცე . აქ დარჩენა არ შემიძლია უნდა დავბრუნდე როცა ლიკუნა გადაწყვეტს . უამრავი კითხვა მაქვს.
-კითხვა არ გაქვს ნუცა . გინდა რომ იგივე კონტრაქტი გქონდეს როგორც სხვებს , მიზეზი გინდა რომ გაძლო ჩემთან, რომ თავი დაცულად იგრძნო რომ როცა რაღაც ისე არ იქნება სახეზე ამაფარო რაღაც რაც გიცავს ?! არა თვალს ნუ მარიდებ . _დახრილი თავი ცერით ააწევინა .
-არ მინდა რომ
- მესმის, შენ იმას მაძლევ რაც მე მინდა . მე კი ყველაფერს ვიზამ რომ თავი კომფორტულად იგრძნო . ამიტომ იდიალურ პირობებს ვიპოვით რომ ორივეს ინტერესები დაკმაყოფილებული იყოს . შევთანხმდით ? _ ცხირი გაუხახუნა ცხვირზე და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა . საუზმეს გემრიელად შეექცა და ნუცას რომელიც მომღიმარი შეჰყურებდა თვითონაც თვალს ვერ აშორებდა .
-იცი რომ როცა იღიმი ლოყა გეჩვრიტება . მიყვარს როცა იღიმი . _გულწრფელობა აირჩია ნუცამ და პირველად ამ ხნის განმავლობაში , პირველდ მაგრამ თავისებურად აღიარა რომ მოწონს .
-ეს კომპლიმენტია?
-ხო . _თავი მტკიცედ დააუქნია .
-კიდევ ? კიდევ მითხარი რამე .
-კიდევ , ლამაზი სირული გაქვს . _ლუკმა გადასცდა ირაკლის და ხველა და სიცილი ერთდროულად აუტყდა .-რა ვთქვი სასაცილო ? _შეშინებული წამოხტა და წყლის ჭიქა შეუვსო .
-არაფერი . _ სული მოითქვა თუ არა ხელი წაავლო და კალთაში მოიქცია .-საყვარელი ხარ . შენი კომპლიმენტებიანად._ორივე ხელია გულში მოიქცია ყელი და დაუფიქრებლად დაეწაფა ტუჩებს . -უნდა წავიდეთ 2 -ზე შეხვედრა მაქვა , სამწუხაროდ ამ მაგიდის გამოყენებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ წინ მთელი დღეები გვაქვს . ისაუზმე და წავედით .
-უკვე ვისაუზმე.
-ნუცა , არაფერი გიჭამია დროზე . მიმღებში დარეკა რომ გაეფრთხილებინა 15 წუთში გავიდოდა და სასტუმროს წინ დალოდებოდნენ თავად კი ნუცას
დაელოდა და სანამ კარგად არ დარწმუნდა რომ გემრიელად მიირთვა ადგილიდან არ განძრეულა. კარში გასვლისას უკან გამოიხედა გოგომ და ნომრის მისაღებიდან გაშლილ ხედს გახედა.
-აქ კიდევ მოვალთ . _დაამშვიდა მამაკაცმა და კარისკენ უბიძგა . ნუცამაც ჰაეროვნად გაუღიმა და კარის სახელური ჩამოწია.-ტელეფონი დამრჩა , ჯანდაბა . _საძინებლისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა , სანამ ნუცა კარში დაუფიქრებლად გავიდა ირაკლი უკვე ოთახში იყო და ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ გაბედა როცა მის ყურებს პატარა შეკივლება მოესმა ,ცოტახანს შედგა ხომ არ მომესმაო და მეორედ უკვე გარკვევით გაიგონა , ნუცას კივილი . ინსტიქტურად შებრუნდა და ვერც კი გაიგო რატომ შეანელა სვლაა კარამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქინდა დარჩენილი . შეეშინდა , ჰო , ცხოვრებაში პირველად შეეშინდა დაენახა რა ელოდებოდა კარს იქით მიუხედავად იმისა რომ ნახევრად ღია კარში ჩანდა თხელი ხელი იატაკზე . შეეშინდა დქ ნაბიჯები დაუმძიმდა . შეეშინდა და თან ისე რომ გული და ხმა ერთიანად გაქრა და დაიკარგა მის სხეულში. კარი გამოწია და უკვე კარგად გაარჩია წითელ ხალიჩასთან შერწყმული სისხლის გუბე და მასში მცურავი ნუცა . ლამაზი წითელში არეული ატმისფერ კაბა. ყველაფერი პირველი იყო ნუცას რაც უკავშირდებოდა მისთვის, სიამოვნებაც და ტკივილიც და კი პირველად მოეკვეთა ფეხი . არა არ დახრილა, არც უფიქრია დახმარება ასე გაჭირვებით რომ იდებდა ხელს იმ
ადგილას საიდანაც სისხლად იღვრრბოდა, რომ ჯერ კიდევ სხეულში დარჩენილი დანის დაჭერაში მიხმარებოდა . ფეხები მოეკვეთა , უღონოდ დაეშვა იატაკზე და მხილოდ მაშინ გამოერკვა , ნუცას ყრუ კვნესა რომ გაიგო. სასოწარკვეთილი თვალებით რაღაცას ეუბნებოდა , სთხოვდა კი შველას სთხოვდა ის კიდევ საკუთარ გრძნიბებსა და სხეულთან დუელში იყო ჩართული . გამოერკვა . ერთდროულად დაუბრუნა რეალობის შეგრძნება ნუცას გაყინულმა ხელის გულმა ,გაბედულად რომ მიადო სახეზე და თვალი გაუსწორა .
-მე ვკვდები ?! _დაბალი ბგერებით მაგრამ გარკვევით გამოთქვა და ლამაზად აციმციმრბულ ჭერს ახედა.
-არა , არ კვდები ნუცა . არააა . _ერთიანად დაუბრუნდა ცივი გონება და წამში გადავიდა მოქმედებაზე . -ნუ გეშინია აქ ვარ. აქ ვარ . _უკან სირბილით შევიდა , აბაზანაში პირველი პირსახოცი რაც მოხვდა აიღო და ჭრილობაზე დაადო . მერე ტელეფონი ამოიღო და გიორგისთან დარეკა, როცა დარწმუნდა რომ ყვრლაფერი გააკეთა რაც უნდა ექნა და მარტოც არ იყო , წამში გაჩნდა რამოდენიმე ბიჭი მასთან ნყცაზე კონცენტრირდა . მხრებზე მოკიდე ხელი და მკერდზე მიიყუდა . გაფითრებული სახე , ხელის გულში მოიქცია და ნაზად მოეფერა. -აქ ვარ , არაფერი მოგივა გესმის , თვალები არ დახუჭო . მელაპარაკე . რამე მითხარი .
-პერსონალი ირაკლი . ფორმა ეცვა . _უკვე გახშირებული სუნთქვისა მთელი სხეული სტკიოდა. -მტკივა.
-ნუ გეშინია ჩემო…
-არ მეშინია. _გალურჯებულმა ტუჩებმა მაინც გაუღიმა ირაკლის .
-სასწრაფო აქაა, გესმის ცოტქც მოითმინე , ნუცა. არაა თვალები არ დახუჭო გთხოოვ , გთხოოვ. _დაუფიქრებლად კოცნიდა მის თმას და ისევ დაკარგა თავზე კინტროლი. არადამიანურად ღრიალებდა , მთელს სასტუმროს ესმოდა , მაგრამ ნუცას არა . წელიწადად მოეჩვენა წამი , სანამ ექიმები არ დალანდა.რაღაცნაირად გამოაცალეს ხელიდან სანუკვარი სხეული და მერე გიორგიც გამოჩნდა რომელმაც კედლისკენ უბიძგა რომ ხელი არ შეეშალა. მის თვალწინ ამოაძრეს დანა და იმ წამს ის დანა საკუთარ სხეულში იგრძნო . მის თვალწინვე შემოაჭრეს უკვე წითელი კაბა ალაგალაგ რომ შერჩენოდა ნუცას ფერი და ისე წაიყვანეს გააზრებაც ვერ მოასწრო . ვერც გიორგის ხმა ესმოდა , ვერც დროს გრძნობდა . სამაგიეროდ მხეხველობით აღიქვამდა საკუთარ უძლურობას. ვერაფრით აშორებდა თვალს იატაკზე სისხლს და მისი სხეული უკანასკნელი ძალის წვეთებს ითვლიდა.
-რა მოხდა. _გაურკვევლობაში იყო თავად გიორგიც და ყურებს ვერ დაუჯერა ირაკლის წამში ჩახლეჩილი ხმა .
-ასიათსობით ვხარჯავ , აი იმაში რომ უსაფრთხოდ შემეძლოს გარეთ გასვლა . მე კი საყვარელ ქალს ჩემივე სასტუმროს ნომერში მიკლავენ . აი რა მოხდა გიორგი . _სისხლის გუბეს გაადაბიჯა და ნომერში შეტრიალდა . ჯერ კიდევ ლამაზად გაწყობილ მაგიდიდან წყლის ბოთლი აიღო და მოიყუდა . სიმწრისგან წყალიც ძლივს გადაუშვა ყელში .
-კამერის ჩანაწერებს მოიტანენ . _ გიორგი იმ ადგილას ჩამოჯდა ზუსტად სადაც ნუცა იჯდა ცოტახნისწინ და ირაკლის მზერით გაიგო რომ დაჯდომის დრო არ იყო .
-სად იყავი?
-დაბლა .
-დანარჩენები ?
-ერთი ლიფტთან მეორე კიბესთან . არავინ შემოსულა და გასულა თანამშრომლების გარდა . ღამე ორჯერ შევამოწმეთ სართული დილით თვითონ მოვედი ყავა ამოვუტანე ბიჭებს .
- ანუ შინაურის ამბავია.
-დამლაგებლის._კარში გიორგის მარჯვენა ხელი იდგა ლეპტოპით ხელში და ეკრანი პირდაპირ ირაკლის წინ დადო და ჩართო . როგორ უნდოდა თვალი დაეხუჭა, გვერდით გაეხედა ან სულაც ეყვირა რომ არ უნდოდა და არ შეეძლო ეყურებინა როგორ შეეუშვირა პატარა სხეული ნუცამ ირაკლისთვის განკუთვნილ დანას . ორმაგი სიბრაზე და ტკივილი იგრძნო , ვიდეოს პარალელურად რომ გაახსენდა როგორ იმალებოდა კიბის ქვეშ . ნყცას ხომ სიკვდილივით ეშინია ტკივილის და სიკვდილის და იქ სადღაც ნაცრისფერ კედლებში სწორედ ასე სანატრელი სიცოცხლისთვის იბრძვის .
მარტო..
დედამიწაზე ერთცალად დარჩენილი ნუცა, ისევ ერთია და ისევ მარტო. დერეფანშიც კი არ ელოდება არავინ , ვინც მის ამბავს იკითხავს , სასწრაფოს კარამდეც კი არ მიაცილა არავინ და აი ასე წასვლის წინაც კი ბედნიერებას ასხივებს . ხო, მან ხომ ირაკლის დაბადებისდღე ჯადოსნურ ღამედ აქცია . საკუთარ თავთან ერთად საკუთარი სიცოცხლეც მის გამო უნდა დათმოს ? ვერასდროს
დაიმსახურებს ირაკლი ნუცას ვერასდროს და მაინც მას ერგო. ბედის საჩუქრად ჩათვლიდა ფიქრი რომ არ შეეძლოს , მაგრამ მან ხომ იცის რომ ნუცასნაირი ჯადოსნური არსების ყოლა ტვირთია . სასიამოვნო , მაგრამ მძიმე . იმდენად მძიმე რომ მთელი თავისი არსების შეცვლა დასჭირდება და მაინც არაფერი უთხოვია . დახმარებაც კი .
სტკიოდა , სციოდა და მაინც ღიმილი
დაუტოვა და ისე გაუყვა საკუთარ ტკივილთან ერთად გზას საოოერაციოსკენ როგორც აქამდე მიუყვებოდა თავის გზებს , მარტო .
-ნუცაა მარტოა . _ერთი ხელისმოსმით მოისროლა იატაკზე ლეპტოპი და მაგიდას ჩამოეყრდნო . - არასდროს იქნება მარტო, შევპირდი ._უფრი თავისთვის ბუტბუტებდა .-არაფერი მოგივათქო მაგასაც შევპირდი . ის კი კვდება , კვდება და მარტოა , უნდა წავიდეთ გიორგი . _არც დალოდებია თითქმის სირბილით მივიდა ლიფტთან და კარი მაშინვე რომ არ გაიღო , ბოლო წვეთი იყო. ჯერ ნერვიულად მიაჭირა სენსორს თითი რამოდენიმეჯერ და ბოლოს მუშტის რტყმაზე გადავიდა .
-დამშვიდდი ირაკლი . არაფერი მოუვა .
-დავმშვიდდე ? _გაავებული მოუბრუნდა გიორგის და ხელი მიჰკრა . -როგორ ? რანაირად ? ნახე ? ხომ ნახე როგორ დაიცალა სისხლისგან? _თვალებიდან ვერაფრით მოიშორა ნუცას სისხლში მწოლიარე სხეული .
-გეფიცები , ვიპოვი ვინც არ უნდა იყოს . _ირაკლის მდგომარეობით ფაოცებულ გიორგის , მეგობრის სასოწარკვეთა გადაედო და მთლიანად დაიკარგა ემოციებში . -მოვკლავ იმ ნაბი** .
-იპოვი ? ისედაც ხომ ვიცით ვინცაა ? გუშინ შვილის გპარება უნდოდა იმ ყ** . მაგრამ გოგამ აიყვანა .
-და ეხლა მეუბნები ? _ლიფტში შესულმა გიორგიმ თავი ვერ შეიკავა და ყვირილზე გადავიდა .
- არ მეცალა შენთან საჭორაოდ, დაბადებისდღე მქონდა .
-ვინმეს საქმის კურსში რომ ჩავეყენებინე და პიჟონი ყლ***თ ბოლოს არ ვიგებდე ამბავს , ახლა სავადმყოფოსკენ არ გვექნებოდა გეზი. _უკვე სიბრაზე აშკარააა იყო გიორგის სახეზე .-იმ დედა მოტ*** მა ტყებუჩავამ ეგრევე დარტყმა მოაყოლა . მოსალოდნელიც იყო , რომ გეთქვა რომ შვილი გყავადა ხომ ასმაგად გავფრთხილდებოდით.
-ხო .
-პროფესიონალი ვერ იპოვა თორემ პირველივე ვინც კარში გავიდა იმას არ დაარტყამდნენ დანას თან დანა ცოტა ისეთია , შენი გაბარიტებისთვის იარაღი უფრო სწრაფია . დრო
არ ეყო და ცხელგულზე შეცდომებს უშვებს, პრობლემა ისაა რომ ვერ ვიმოქმედებთ .
-ხო , ზუსტად 3 საათში ყველას ეცოდინება რომ თავს დამესხნენ , საპასუხო
დარტყმა და ყველა მიხვდება რომ საქმეს სისხლით ვარჩევთ.
-ხო და ეგ უნდოდა მაგასაც დრო მოიგო .
-ვისთვის ? თავისთვის ? როცა მაგის შვილთან დავამთავრებ დამიჯერე საკუთარი ხელით მოიკლავს თავს .
-საწყობში მივაყვაინებ გოგას დაჩისთან . დ
ყურადღება არ მიუქცევია , განუწყვეტლად შემოსული ზარებისთვის , მანქანის მინას იყო მიშტერებული და პირველად შეამჩნია საახალწლოდ მორთული ქალაქი. შუქნიშანზე გაჩერებულს საკმარისი დრო ჰქონდა დაკვირვებოდა საგულდაგულოდ მოწყობილ პატარა სკვერში მოსეირნე მამას და პატარა გოგონას რომელიც მამას გაექცა . ღიმილი მოადგა სახეზე , პატარა ფეხებით რომ ცდილობდა გაესწრო ორ მეტრიანი მამისთვის და მამაც სპეციალურად უტოვებდა ადგილს . ალბათ ესაა ნამდვილი სიყვარული . მშობელს ხომ შვილი უანგაროდ უყვარს ან საერთოდ არ უყვარს. შუალედი არ არსებობს. სამწუხაროა რომ ის არასდროს არავის ყვარებია , უანგაროდ არავის . უანგარო მის ცხოვრებაში ნუცაა და ღმერთი მასაც ართმევს თან როდის ? როცა საკუთარად დაიგულა. როცა ეგონა რომ ყველაფერი იდიალურადაა , როცა … ღმერთმა გაიღვიძა და ალბათ მისთვისაც მოიცალა , მაგრამ ნუცამ რა დაუშავა ამ უგულო არსებას თუ მართლა არსებობს? როგორ შეიძლება ისეთი შურისმაძიებელი და მსაჯული იყოს რომ მის დასასჯელად ნუცა გაწირა? სძულს , სძულს ხალხის მიერ შეთხზული ზღაპრები . არაფერს არ ერგება ღმერთის არსებობა მის ცხოვრებაში .
-მოვედით. _პირველი გიორგი გადავიდა მანქანიდან და სავადმყოფოს კიბეზე ჩამომჯდარ დაჩის რომელიც მათზე სწრაფად მოვიდა გაკვირვებულმა
ახედა.
-ირაკლი. _სიგარეტი მოისროლა და სისხლში ამოსვრილ მეგობარს თვალი შეავლო .
-ვნმეს გავგზავნი ტანსაცმელზე.სავადმყოფოზე არ ინერვიულე გავაფრთხილე გურამი და მთლიანად იზოლირებულები იქნებით . _მაშინ გაახსენდა ირაკლის რომ სავადმყოფოს წილი დაჩის იყო და ლინას მშობლები უკვე წლები მართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას. -ლინაც აქაა ალბათ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ. წამო ._ხელით ანიშნა წინ წასულიყო . პირდაპირ ადმინისტრაციის სართულზე აიყვანა და დაცარიელებულ სართულზე მხოლოდ სიდედრი დალანდა რომელიც მათ ელოდებოდათ .-ლინამ არ იკადრა ამობრძანება? _ირონია ვერ დაფარა დაჩიმ და მეგობარს ფართო მოსაცდელისკენ გაუძღვა.
-პაციენტები ჰყავს . მაღალმა წითელთმიანმა ქალმა არ შეიმჩნია დაჩის რეპლიკა და ირაკლის გაუღიმა . -თუ რამე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ. ყავას და ჩაის ახლავე მოვატანინებ. საშხაპე და მოსასვენებელი ოთახი იქითაა. -ნიშნის მოგებით გადახედა სისხლში ამოსვრილ პერანგს ქალმა . -ოპერაციას თვითონ გურამი ატარებს და და კიდევ კლინიკის 2 წამყვანი ქირურგი. კარგად იქნება . _სცადა დამმამშვიდებელი ხმა ჰქინდა ქალს .
-რათქმაუნდა კარგად იქნება . _ქუსლების კაკუნით გამოჩნდა ლინა და თეთრი ხალათის ღილები ყელამდე შეიკრა-გამარჯობათ . ირაკლი , არ ინერვიულო. _ფეხზე წამომდგარ მამაკაცს კარგად მოეხვია და გაუღიმა . -ღრმა ჭრილობა არაა. ბევრი სისხლი დაკარგა მაგრამ ახალგაზრდაა გამოძვრება კიდევ ერთი საათი გასტანს და საბოოლო ამბებსაც გეტყვი . _წამში გადასდო პოზიტიურობა ირაკლისაც და ცოტა სიმსუბუქეც კი იგრძნო ლინას დანახვისას . უძალოდ დაეშვა ტყავის სავარძლიდან ერთერთში და შუბლზე გაისვა ხელი .- დედა , რამე მოუტანე თავისთვის . კიდევ ვის რა სტკივა ? _გაუღიმა ბიჭებს .
- მე მტკივა თვალები . _ცოლს გაუღიმა დაჩიმ . -ამაზე მეტ მწვანედ ვერ შეღებეთ ეს ადგილი ?
-დაიწყო . _ამოიგმინა ლინამ და ზურგი აქცია ქმარს .-შენი წუწუნის ნერვები არ მაქვს . შემოვლა უნდა გავაკეთო . _ლიფტისკენ დაიძრა .
-ეგ მეც შემიძლია .
-არა არ შეგიძლია .
-ხომ არ დაგავიწყდა მეც ექიმი რომ ვარ ?
-რისი ექიმი გამახსენე ერთი ?_ გაეცინა ლინას .
-არ ვიცი ,მამაჩემმა დიპლომი 25000 ათასად იყიდა სხვათაშორის მამაშენისგან . _სირბილით შეჰყვა ლიფტში . -ვკითხავ თუ გინდა.
-გაიწიე . _დაჩის სიახლოვით გაღიზიანებულმა ლინამ ქმარს ხელი მიჰკრა.
-რატომ ? _ლიფტის მეორე კედელს აეყრდნო დაჩი . -ჩემს სუნზეც გული გერევა ?
-არა, გული რატომ მერევა , საიდან მოიტანე ?
-იქნებ იქიდან რომ ორსულად ხარ? _ამღვრეული მწვანეში ალეური ლურჯი თვალები ცოლის სახეზე დააფიქსირა რომ კარგად დაკვირვებოდა გამომეტყველებას და არც შემცდარა . მთელი მისი სხეული და სახე ადასტურებდა მის ეჭვებს . -ლინა დებილი არ ვარ . _სერიოზული გამომეტყველება მიიღო მამაკაცმა .
-რას იგონებ ? _უკანასკნელად გაიბრძოლა ლინამ .
-ლინა , ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი . _სცადა მკაცრი ყოფილიყო , მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა დასჯილი ბავშვივით დახრილ
სახეზე . - მამაშენმა მითხრა . _ახლოს მიიწია ცოლისკენ . -ეგეც რომ არა მართლა გგონია რომ ეგ ხალათი რამეს ფარავს ? _ხელები აუსვა მკლავებზე და მკერდზე მიიხუტა . -შვილი გვეყოლება ლინა . შვილი ჩვენი საკუთარი , იმდენი ხანი ვცდილობდით შენ კი მიმალავ ? საერთოდ არ გეცოდები ?
-არ გიმალავ , მინდოდა მეთქვა მაგრამ არ ვიცოდი როგორ. ჩვენ ხომ ერთად აღარ ვართ.
-ლინა მიყვარხარ , მიყვარდი , ამის მერეც მეყვარები და შემდეგ ცხოვრებაშიც იგივეს გავიმეოერებდი იცი ?
-შეშლილი ხარ , გაბედულად გაეხვა მის მკლავებში და ბედნიერი წუთების სიმშვიდე ლიფტის კარის გაღებამ დაარღვია . მერე ლინას ტელეფონიც აწკრიალდა , ის პასუხობდა და დაჩის რომსლიც შეპარვით ცდილობდა მის მუცელს დაკვირვებოდა თავი უკმაყოფილომ გაუქნია. -ოპერაცია მორჩა . ადი ._გასცა ბრძანება ჩვეული ტონით .-წავალ მამას დაველაპარაკები და მოვალ.
დრო უსასრულოდ გაიწელა .. თუმცა ლინა
მხოლოდ არ დალაპარაკებია , თავად ავიდა ბატონი გურამი , მის მისაღებში ხომ თავად ირაკლი ელოდებოდა და გურამისთვის გავლენიან ნაცნობობაზე დიდი ძალაუფლება არ არსებობდა . ჩვეული მედიდურობით ჩამოუდგა წინ ირაკლის , რომელმაც მძიმედ გაუწოდა ხელი და მოლოდინით სავსე თვალებით ეუბნებოდა დროზე ამოეღერღა სათქმელი .
-ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ სასიცოცზლოდ საშიში დაზიანებ არ აქვს . რამდენიმე შიდა სისხლდენა იყო რომელიც დროულად შევაჩერეთ. გართულებები არ გვქონია, ძლიერი გოგოა . _გაუღიმა მამაკაცმა და ირაკლის რომელიც უემოციიოდ ისმენდა მის გამოსვლას გაურკვეველი მზერით მიაჩერდა . ასეთ დროს როგორც წესი , ხმამაღლა ისუნთქავენ, სახეზე ღიმილი და იმედი ჩნდება . ირაკლის მზერა კი არაფერს ამბობდა , ალბათ ცუდი ამბავიც რომ ეთქვა იგივე სახე ექნებოდა. ნუცას მსუბუქი ჭრილობა იმას არ ცვლიდა რომ ისინი ჰქონდა, რომ საავადმყოფოში გაიღვიძებდა და რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო . ერთადერთი ის შეიცვალა რომ ახლა მშვიდად შეეძლო ცივი გინების ჩართვა . პირველი სანერვიულო რომელიც გინებას უბინდავდა და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა მოეხსნა . -ხვალამდე არაფერი იქნება , რეანიმაციაში დარჩება , მაგრამ თუ ნახვა გინდა არაა პრობლემა ._მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე .
-არა . _მტკიცე იყო ირაკლის არა , ისეთივე მტკიცე როგორც საკუთარ თავში იყო დარწმუნებული . არ უნდოდა ენახა. საკმარისად იყო გაბრაზებული სამყაროზე იმით რაც ნახა. ახლა ნუცას იმ მდგომარეობაში ნახვა ცივი გონების დაკარგვას უდრიდა , მას კი ისე სჭირდებოდა საკუთარი ტვინი და გაყინული გული როგორც არასდროს . -ლინა გთხოვ როცა გაიღვიძებს შემატყობინე .
-აუცილებლად .
- წვედით . _დაჩის მზერით უთხრა სად წასვლას გულისხმობდა და ყველამ უსიტყვიდ გაიგო. ლინამაც კი .
-ნუ გეშინია . _ცოლს შუბლზე აკოცა . -როცა სამუშაო საათებს მორჩები გამოგივლი . _უხმოდ მიყვა მეგობარს და მხოლოდ საკუთარ ღამის კლუბის შესასვლელთან ამოიღო ხმა . -დიდი ხანია ამ ნაბ*** ს ტყავი მინდა .
-შენც ?
-მეც ირაკლი , მაგარი შერეკილები არიან . არაფერს და არავის ერიდებიან . პრობლემა ისაა რომ ვიღაც კრიშავს და ისეთი სერიოზული რო გამიჭირდა მიწვდომა .
-ვინ ?
-არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა დაჩიმ . - მაგრამ ვიღაც დიდია რა , ისეთი რომ შევეშევი მარტო ვერ შევეჭიდებოდი .
-მერე გაგიჭირდა მეგობრისთვის გეთქვა რამე ? _ ნაწყენი მოუბრუნდა დაჩის და მერე კლუბის შუაში ბარს შემიუარა . ბარმენს რომელიც სასმლებს ალაგებდა გაუღიმა და პირველივე ბოთლი რაც ხელში მოხვდა მოიყუდა .
- შენი პრიბლემები გქონდა , ძველ ამბავს გებაზრები . იცი ირაკლი სანამ რამეს იზამ მგონია რომ ინფორმაციის მოძიება არ გვაწყენს .
-და რა აზრი აქვს ? თავად ღმერრთი რომ “კრიშავდეს “ აღარ ვიზამ იმას რაააც ვაპირებ? აღარ დავცლი სისხლისგან ისე როგორც ნუცას ატკინეს ? . _ რამოდენიმე მოყუდებაზე ჩაცალა არყის ბოთლი და იქვე ბარზე დადებულ ყინულის სამტვრევს გაუღიმა . ჯერ თითი გადაუსვა ბოლოს
კარგად წამოავლო ხელის მტევანი და შეათამაშა . -დაჩი უთხარი რომ ხმამაღლა დაუკრან, ისე ხმამაღლა როგორც ამ კლუბს ჯერ არ ახსოვს. გართობას ვაპირებ.
იქამდე იჯერა გული სანამ მისმა გონებამ სადღაც არ გადამალა ნუცას სურათი . იქამდე სანამ მისმა მსხვერპლმა ხრიალი არ დაიწყო და გიორგიმ მისი გონებაზე მოყვანა რაღაც სასწულად შეძლო . იქამდე სანამ მისმა გულმა მგრძნობელობა არ დაიბრუნა , იქამდე სანამ ლინამ არ დარეკა და ამცნო
რომ ნუცამ გაიღვიძა. მაშინ მოეგო გონს . ფიზიკურად იმდენად იყო
დაღლილი ლუდის კასრზე ჩამოჯდა და სისხლში გასვრილ ხელებს დახედა. უნდა წასულიყო …
უნდა მისულიყო ..
უნდა სიცარიელე შეევსო…
უნდა ნუცას იმედი ყოფილიყო…
უნდა მისი მარტობააა შეეჭამა …
უნდა ყველაფერი ყოფილიყო გოგოსთვის რომელიც მის გამო უნებურად დანას შეეფარა. გოგოსთვის რომელიც ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს იმსახურებდა დანის გარდა . გოგოს რომელსაც არასდროს
ინანებდა და მაინც ცხოვრებაში პირველად თავი იმდენად უსუსური კაცი ეგონა რომ იმ ქალთან რომელთანაც ერთხელ
იწვა, სავადმყოფოში მისვლის ეშინოდა. ეშინოდა მის სიცარიელესთან შეჭიდების . იმის რომ მნიშვნელოვანი გახდებოდა ვინმეს ცხოვრებაში , რომ შეიძლება იმ ვიღაცას ვინც ყველაფერს იმსახურებდა ირაკლი
აერჩია ამ ყველაფრის მიმცემად . ის კი მზად იყო მთელს სამყაროს შესჭიდებოდა მზად იყო ყოფილიყო მებრძოლი, შურისმაძიებელი , ცივსისხლიანი , სასტიკი და საშიში , მაგრამ ის კაცი არა ვინც მის სიფრიფანა გოგოს უნდოდა. შეეძლო მიეცა ყველაფერი . კი შეეძლო, მაგრამ მისი ყველაფერი ნუცასთვის არაფერი იყო … და მაინც მზად იყი ამდგარიყო და წასულიყო, მისულიყო და ხელი ჩაეკიდა . მზად იყო კი არა ჯანდაბას ერთი სული
ჰქინდა საყვარელი ატმისფერი
გოგო ენახა . გაერისკა
და ამას ხვდებოდა , მთელი არსებით ჰქინდა გააზრებული. კი ადარდებდა, სტკიოდა და მზად იყო . იყო
და თან არ იყო… არაფრისთვის იყო მზად .
არც მისი ყოფნისთვის .
არც მისგარეშე ყოფნისთვის .
-სიყვარულისთვის … _ხმამაღლა წამოსცდა. სიყვარულისთვის არ იყო მზად და ყინულის აბაზანას გავდა მისი ეს ნააზრევი . სუნთქვა შეეკრაა.
სიყვარული.
და აი ისიც , საძულველი, მისი გონებიდან და გულიდან განდევლილი
და საკუთარი თავისთვის აკრძალული კიდევ ერთი გრძნობა .
შეხვდა .
გაიცნო .
გაუღიმა კიდეც . სიმწრის ღიმილი სახიდან არ შორდებოდა.
თვალი გაუსწორა . ან კი
სხვა რა გზა ჰქონდა ის ხომ უკვე იქ იყო , თავში , გულში , ძარღვებში და ადუღებულ
ნერვებში .
აღიარა, კი . ქედი მოუხარა , ის ხომ ერთადერთი გრძნობა იყო რომელიც ვერ გააკონტროლა .
აღიარა და გადაწყვიტა კი რომ უყვარს.
ჯერ კიდევ ცოტახნის წინ თავად უმტკიცებდა ნუცას რომ მისნაირი ადამიანის შეყვარება შეუძლებელია რომ მისნაირებს არ შეუძლიათ . ის კი ახლა სადღაც სარდაფში , სრულიად უძლური ზის გრძნობის წინ , რომელსაც სიყვარული ჰქვია. არ მოუტყუებია როცა უთხრა რომ მისნაირი ადამიანის სიყვარული შეუძლებელია , ღრმად სწამს ამის . სისხლიან ხელებს კიდევ ერთხელ დახედა , მაგრამ ის ვერ გათვალა
რომ ნუცასნაირი ადამიანის შეყვარება ყველაზე ადვილია, რომ ისიც ჩვეულებრივი კაცია როგორც სხვა დანარჩენი და კი , არაფერი სხვააა არაა ამ სამყაროში ადამიანის გარდა თავის სისუსტეებიანად . როგორ იფიქრა რომ არ მოუვიდოდა , მას არ დაემართებოდა ?!
ის ხომ მამამისის შვილია ? მემკვიდრეობით ერგო გამორჩეული ქალებისადმი ლტოლვა . ეს სისხლიანი ხელებიც მემკვიდრეობით ერგო . ვერა ვერ აცდება სისხლს და გენებს . დამთავრებულია .. შეუყვარდა ზუსტად ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა . ის ვისაც ვერ გაუფრთხილდება. მის გენებში არაა სიყვარულის ნიჭი და მაინც ისე უნდა და სწყურია ის გოგო , ვიდრე აქამდე . ალბათ მამამისიც იგივეს გრძნობდა როცა დედამისი შეუყვარდა , მაგრამ სხვაობა ის იყო რომ მან დაიფიცა , მამამისის ნაირი არ იქნებოდა მამამისმა ერთადერთ ღირსებაზე გვარზე თქვა უარი , ლამაზი ქალისთვის და მაინც ჭაობში დაამთავრა და აგერ უკვე წლებია მოყვება მშიბლების უთავბოლო შეცდომა მას და ლიკას . არა მამამისივით ვერ მისცემს თავისუფლებას საკუთარ გულს . იმიტომ არა რომ საკუთარი თავს აარიდოს რამე . ნუცასთვისვე აჯობებს ასე. ვინ იცის როგორია შეყვარებული ირაკლი ? ალბათ უკონტროლო, შეპყრობილი და დაჩიზე მეტად ტოქსიკური .სახელდახელოდ გამოიცვალა , კვდება ისე უნდა შეეუშვიროს ცხელ წყალს და მას გაატანოს სისხლთან ერთად ყველა ჭუჭყი . იქამდე იბანა ხელები სანამ კანი არ აეწვა კარგად ჩანდა სუფთა კანი და მაინც საკამრისად სუფთა ვერასდროს იქნებოდა ნუცასთვის .
დაიღალა , კუნთები სტკივა , მთელი სხეული ებრძვის . გაჭირვებით აყვა ლინას იმ სართულზე სადაც ნუცა იყო და ერთი სიტყვა ვერ გაიგო რას ეტიტინებოდა გზად . ეუბნებოდა რომ ადრე გაიღვიძა , ყური მოჰკრა თავიდან და რაც უფრო უახლოვდებოდა პალატის კარს მით უფრო კარგავდა სმენის , სუნთქვის და გრძნობის უნარს . კარამდე მიაცილეს და მარტო მიატოვეს . კარი ისე შეაღო არ მოელოდებოდა რომ ასე პირდაპირ და სწრაფად შეხვდებოდა მის ჩამქრალ თვალებს . ტკივილისგან დაღლილ სახეს და ავადმყოფურად თეთრ ფერს .დამუნჯდა , გაშეშდა მისი სხეული სისხლისგან დაიცალა და მერე ერთიანად ამოხეთქა და შეევსო ძარღვები . არ მოეჩვენა , უღიმის . მის გამოა ამ დღეში და ეს სულელი გოგო მაინც უღიმის .
-ირაკლი ._ათას სამედიცინო სისტემაში ახლართული და შეხვეული ხელი ჰაერში აწია და მისალმების ნიშნად გაუღიმა .
-გამარჯობა . _თავადაც იპოვა ღიმილის ძალა და მიუახლოვდა .
-ჯობდა ისევ იმ სასტუმროს საძინებელში დავბრუნებულიყავით არა?
-ჯობდა იქ საერთოდ არ დავრჩენილიყავით._დაუფიქრებლად წამოისროლა ირაკლიმ და ვერ იფიქრა რომ სინანულად აღიქვამდა ნუცა .
-ალბათ . _მზერაა არიდა და თვალები დახუჭა .
-არ მეგონა რომ
-შენი ბრალი არაა. _თვითგვემა ნუცას ხმამ შეაწყვეტინა .- ან მე ვიქნებოდი აქ ან შენ . ჯობდა კიდეც რომ მე ვარ არა? ვიღაცამ საკუთარი გეგმა ვერ შეასრულა . შენ ?
-რა მე ? _ არ მოელოდებოდა ნუცას ასე უცბად გაციებას და დაბნეული საწოლის კუთხეში ჩამოჯდა .
-უკვე იძიე შური ? უკვე გადაუხადე სამაგიერო?
-მე პრობლემის მოგვარებას ვეძახი მაგას და არ მინდა მაგაზე იფიქრო.
-მე არ მინდა რომ ვინმეს სისხლში გაისვარო ხელი . არ მინდა რომ ისეთი იყო როგორც ის ხალხი ვინც ეს ქნა .
-სხვა გზა არ მაქვს ნუცა . ამ
ამბავს ესე ვერ დავტოვებ.
-რატომ ? პოლიცია ხომ არსებობს? რატომ
უნდა აღასრულო სამართალი შენ ? ისევ ძველი დრო ხომ არაა ? ახლა ხომ მაინც სჯიან ისეთ ადამიანებს ვინც ასე იქცევა?
-სამართალი 30 ვერცხლად გაიყიდა ნუცა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ .სამართალი სამართალი იყიდებოდა იყიდება და ვერასდროს ვერავინ გახდის მას უფასოს. არ მინდა რომ ინერვიულო . მინდა რომ საკუთარ თავზე იფიქრო. გამოჯანმრთელებაზე და იმაზე რომ არ შეგეშინდეს. გეფიცები ვეღარასდროს ვერავინ შეძლებს რამე დაგიშავოს. სხვა რამეზე იფიქრე , მაგალითად იმაზე რა გინდა ახლა ?
-შოკოლადი მინდა ისინი კი ამბობენ რომ ჭამა არ შემიძლია ._წუწუნზე გადავიდა ნუცა .
-ისინი ექიმები არიან ._გაუღიმა მამაკაცმა და უფრო ახლოს მიიწია . უკვე კარგად სწვდებოდა ხელით მის სახეს და თითი ჩამოუსვა ცხვირზე . -ხვალ იმდენ შოკოლადს მოგიტან რომ ვერასდროს დაამთავრებ . მანამდე კი უნდა დაიძინო და დაისვენო .
-არ მინდა . _წამოიკივლა გოგომ .-როცა მძინავს გაუთავებლად ვხედავ ცუდ სიზმრებს არ მინდა დაძინება . _თავი ჯიუტად გააქნია ნუცამ . - შენ წასვლა გინდა არა ? წადი .
-დამშვიდდი და არ დაიძინო თუ არ გინდა . _ყურადღება არ მიაქცია ნუცას ბოლოს ბასრად ნასროლ რეპლიკას. იმ მდგომარეობაში არაა ახლა მასთან ურთიერთობები არკვიოს. ერთადერთი რაც ევალება ისაა რომ თავი მარტო არ აგრძნობინოს და როცა მოძლიერდება ისედაც გარდაუვალია მათი საქმის გადაწყვეტა. დიდხანს ვერ იქნება ასე გზა არეულ ურთიერთობაში . ნუცას პასუხები ჭირდება რას უნდა ელოდოს და ვალდებულია აუხსნას . ხაზები გაავლოს და საზღვრები დაუწესოს ურთიერთობას რომ საკუთარ გრძნობებში გზა არ აერიოთ . ნუცას კი მოცდა არ შეუძლია . ახლა და აქვე უნდა იცოდეს რას უნდა ელოდოს ხვალ , ზეგ ან საერთოდ მერე როცა სავადმყოფოდან გაწერენ . დაიტანჯა . კვდება კი ისე უნდა და მოწონს ირაკლი მაგრამ ისე ვერ დაკარგავს თავს რომ ასე დაიკიდოს ფეხე*** საკუთარი გული . ასე ვერ დაეცემა ვერ გაუფასურდება . განა მერე რამე განასხვავებს იმ ჭორებისგან რასაც მასზე ამბობენ ? არ ნანობს არაფერს მაგრამ უნდა რომ მერეც არ ინანოს . მას კინკრეტული პასუხი ჭირდება ვინაა ის . რა როლი აქვს . რა ელოდება . მთელი თავისი ჯიუტი სახით და გამომეტყველებით ითხოვს პასუხს და მიიღო კიდეც .
-წასვლა რომ მინდოდეს შენს დაძინებას არ დაველოდებოდი ნუცა . აი ასე ავდგებოდი და კარს გავიხურავდი . _ფეხზე წამოდგა და ფანჯარას ზურგით მიეყრდნო .-ის რომ ავად ხარ , ხელს არ შემიშლიდა რომ აქ მიმეტოვებინე . ჩემი მინდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და საკუთარ სურვილებს პატივს ვცემ . _ვერ , ვერ ეტყვის რომ მის სურვილებზე მნიშვნელოვანია ნუცა მისთვის. უკვე ჰაერზე მნიშვნელივანიც . სასმელზეც და საჭმელზეც. ვერ ეტყვის რომ მისი სულისთვის ტკუვილგამაყუჩებელია. ვერ მისცემს იმედს რომ შეიძლება კიკისავით ან სხვა ქალივით არ დაამთავრებს მის ცხოვრებაში და მერე ვერ წაართმევს ამ იმედს.
-ხო ეგ უკვე გავიგე . _გაღიზიანებას ვეღარც ნუცა ფარავდა. რა სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას ირაკლი . როგორ უცბად ტრანსფორმირდა მშვიდი და თბილი კაციდან იმად რაც სინამდვილეშია. რას ელოდებოდა ან რატომ? რახან ერთ ღამეს დაიცადა დილამდე მასთან ასე გაგრძელდებოდა? ის ერთი დილაც ხომ საკუთარი სურვილების შეურაწყოფა იყო ირაკლისნაირი კაცისთვის ალბათ მადლობა უნდა გადაუხადოს?! რომ პატივი დასდო და მეძავივით არ მოექცა ერთ დღეს მაინც.
-რატომ მიბრაზდები ნუცა ვერ გავიგე.
-არ გიბრაზდები ._თვალები დახუჭა რომ ტყუილი არ შემჩნეოდა . -რა უფლება მაქვს .
-მართალია უფლება არ გაქვს . არასდროს მომიტყუებია რომ
-რომ მე და შენ როდესმე რამე გამოგვივიდოდა? მართალია . მადლობაც კი უნდა გითხრა ალბათ სიმართლისთვის.
-არ გინდა , დაისვენე ნუცა . მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, როცა გამოგწერენ და
-არა ახლა . კონკრეტული პასუხი მინდა რა იქნება მერე . როცა აქედან გამოვალ თავს დამანებებ ?
-რა ?
-თავს დამანებებ? ხომ მიიღე რაც გინდოდა . თავს დამანებებ? გადაიხადა ჩვენმა ერთმა ღამემ ყველაფრის საფასური რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთე ? ეს შემთხვევაც მიიამატე იქნებ გადაწონოს.
-არ გინდა . შეგიძლია მე მითხრა რაც გინდა მაგრამ შენს თავსაც ხომ ეუბნები ? არ იმსახურებ ნუცა .
-გეყოფა , ეს ღირსეული საყვარლის როლის თამაში. _ ხმას აუწია ქალმა. - მითხარი რა გინდა ირაკლი . რა მიზეზი ჰქონდა სხვა შენს საქციელს ჩემთან მიმართებაში?
-არანაირი . _გულწრფელი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ნუცას სისასტიკე დააეიგნორებინა . -მე შენ მინდოდი . ახლაც მინდიხარ და ალბათ კიდევ ცოტახანს მენდომები , მაგრამ არანაირი მიზეზი არ მქონია რომ განსაკუთრებულად მოგქცეოდი . ეს შენ გგონია რომ რაღაც ვქენი შენს მისაღებად. არ გიფიქრია რომ მე უბრალოდ კაცი ვარ რომელიც ქალის შებმას ცდილობდა? რატო გგონია რომ კიკისთან იგივე არ ვქენი ? ან იმის წინასთან რა ერქვა ? _წამით დაფიქრდა.- ვიკა . .ხო გამახსენდა .
-არა არ მგონია . ეჭვიც არ მეპარება . _იმ დანასავით ეტკინა ირაკლის სიტყვები . -ისიც ვიცი რომ იგივე ვიქნები რაც სხვები.
-და რაშია პრობლემა ?
-იმაში რომ არ მინდა .
-სხვა გზა არ გაქვს ნუცა . მთავარი ისაა რომ მე მინდა და რომც არ მინდოდეს გვჭირდება ორივეს.
-არა .
-კი .
-არააააა._წამოიკივლა და წამოჯდომა სცადა. ისეთი კვნესა აღმოხდა უღონოდ მიადო თავი ქვემოთ ჩამოცურებულ ბალიშს და ტკივილისგან თვალები დახუჭა .ნუცასთან ერთად ეტკინა მასაც .
-მორჩი ისტერიკას და მომისმინე. _გარკვევით გამოსცრა კბილებში და მისაახლოვებად მიზეზი იპოვა .ხელები შეუცურა ზურგს უკან და კარგად შეუსწორა ბალიში და საფარიც .აიძულა თვალები გაესწორებინა მისთვის და რამდენჯერაც სახის მიტრიალება სცადა იმდენჯერ მოატრიალებინა თავისკენ .- 6 თვე . ხო სულ რაღაც ნახევარი წელი იქნები ჩემთან და მერე ჯანდაბაში წასულხარ , დაგივიწყებ . მოგიბეზრებ გაგიშვებ და მერე ხალხიც დაგივიწყებს .
-რაა?
-ხო , პასუხი ხომ გინდოდა . ხომ გინდა რომ იცოდე რა გელის , რა ურთიერთობა გვექნება იგივე იყო შენს წინამორბედებთან და იგივე იქნება შემდეგთანაც, მანამდე კი აქ შენ ხარ . _თავზე მიიდო თითი .-შემომხედე . _მსუბუქად მოიქცია თითებში მისი ნიკაპი და მაღლაა ააწევინა .-მოგცემ რაც გინდა , იმიტომ რომ ადამიანის ბუნებააა ასეთია , ვიღაცამ უნდა მართოს. შენი ბუნებაა ასეთი გზამკვლევი გჭირდება , წესები გჭირდება რომელსაც მიჰყვები , რადგან არავინ გყავს იმიტომ მიეწებე რელიგიას ეკლესიიას , მათ წესებს . იმიტომ ემორჩილები მაგ შენს ღმერთს რომ ვიღაც გჭირდება ვინც მიგითითებს რა უნდა აკეთო. _ყელზე დაკიდებულ ჯვარზე მიჰკრა თითი .- ერთი დაკარგული გოგო ხარ , რომელმაც არ იცის რა ქნას და ეს მაგიჟებს ნუცა . _შუბლზე მიაწება ტუჩები . -შეგეძლო გამოგეყენებინა სიტყუაცია , ჯანდაბა უბრალოდ შეგიძლია შენს მარიონეტად მაქციო , მზად ვარ ის ვაკეთო რაც შენ გინდა ოღონდ შენი შეხების საშუალება მქონდეს. შენ კიდევ გინდა რომ მე გმართო , ჩარჩოებში მოგაქციო . იცი როგორი სუსტი ვარ შენთან და მაინც აი ასეთი ხარ, თავს უკანასკნელ ნაძირალად მაგრძნობინებ , შენი სიწმინდის გამო. რა დაგიშავე ნუცა , რა ? რატომ ხარ ასეთი კარგი . _ ისე ახლოს იყო მის სახესთან და ტუჩებთან თავს როგორ იმაგრებდა ან ერთი ან მეორე ვერ იგებდნენ.
-არ მინდა ირაკლი , არ მინდა , არაფერი მინდა გესმის ? არ მჭირდება არც ფული , არც ძალაუფლება, არც სახელი და რეპუტაცია . უბრალოდ წავალ და მორჩა .
-მორჩა ?_სახეზე მოისვა ხელები ირაკლიმ .-არაფერი არ მორჩა ნუცა . არაფეერი . ვერსად ვერ წახვალ, იქამდე სანამ მე მჭირდები .
-რაში ირაკლი , რაში? დაილია სხვა გოგოები? რა გინდა ჩემგან რა. _ასლუკუნდა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა , შენ მინდიხარ. სხვების ყოლა ადვილია , მე კი შენ მინდა მყავდე და ნუ მაიძულებ იქ დავბრუნდეთ როგორც დავიწყეთ .
-ანუ მუქარით? _წამში გაახსენდა პირველი უხამსი შეთავაზება და მუქარა. -მემუქრები ?
-არაფერი მითქვამს .
-მიმახვედრე.
-კარგია. _გაუღიმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში მდგარ სკამზე დაეშვა . თავი უკან გადაწია და ამოიგმინა. ნუცამ ვერ გაიგო რას აკეთებდა ირაკლი მაგრამ თვალი არ მოუშორებია . ერთი შეხედვითაც ნათელი იყო როგორი დაღლილი იყო. სიბრაზე , ჭარბობდა მის თავში ამ წამს , მაგრამ მაინც არ შეეძლო თვალი მოეშორებინა , სხვა რამეზე ეფიქრა. კმაყოფილიც კი იყო , შერცხვა საკუთარი კმაყოფილების მაგრამ იყო და რა ექნა? თავისებურად მაგრამ მაინც ხომ უთხრა რომ ისევ სურს? რაც არ უნდა ემტკიცებინა საკუთარი თავისთვის საკუთარი ღირსება გულს ვერაფერს მოუხერხებდა . უხაროდა კი , ირაკლის ის ისევ უნდოდა, უნდოდა მისი სხეული და არაფერი სხვა მაგრამ მაინც ხომ შანსი იყო კიდევ ერთხელ ეგრძნო მისი ხელები საკუთარ სხეულზე . როგორ გაუფასურდა ? როგორ დაეცა , განა არ იმსახურებს რასაც ამბობენ მასზე ? იმსახურებს იაფასიან ქალად იქცა და მაინც რაღაც უხარია . იცის რომ კიდევ ნახავს . როდის გახდა ასეთი დამოკიდებული მასზე ? როდის შემოეჭრა ასე გულში ? რატომ არ შეუძლია უბრალოდ დაივიწყოს და საკუთარ გზას გაუყვეს ? რა აკავებს ?ემუქრება , აშკარად ეუბნება რომ მისი გამოყენება უნდა და მაინც ვერაფრით შეიძულა . კი ეშინია მაგრამ ხელს რა უშლის რომ სძულდეს ?ისე უნდა რომ ახლა ადგეს , მასთან მოვიდეს და უბრალოდ ჩაეხუტოს , აკოცოს და ჯანდაბას მერე თუ შეურაწყოფას მიაყენებს , სულში ჩააფურთხებს , თუ ხალხი ტალახს ესვრის? რითია უკეთესი მასზე ? ირაკლიმ მისი სხეულისთვის იბრძოლა ,ნუცა კი მზადაა ერთი კოცნისთვის დათმოს ყველაფერი , ხო
და აუხდა . არ მოაკლებს ნახევარი წელი არც კოცნას და არც ალერსს და მერე ისე მოისვრის სანაგვეზე როგორც არაფერი . ღრმად ამოისუნთქა და ტკივილისგან ყრუ კვნესა ამოაყოლა .
-გტკივა ? _თავი გაარხია ირაკლიმ და უკვე დამშვიდებული მზერა მიაპყრო . -გინდა ექიმს დავუძახო ?
-არა .
-რამე გჭირდება ?
-არაფერი . _მხრები აიჩეჩა ნუცამ .- ლინა მომიტანს წიგნებს უკვე ვთხოვე ._ირაკლისთან ერთად მოავლო თვალი ჭაობის ფერ ოთახს . უზარმაზარი იყო მისი პალატა , ლამაზი ხედით და დიდი სააბაზანოთი. სამეულიც კი ეტეოდა და პრიალებდა ყველაფერი მაგრამ მაინც ცარიელი და ცივი იყო იქაურობა .
-მძულს სავადმყოფოები. _ამოიოხრა მამაკაცმა .
-ვინმეს უყვარს ? ყველაფერი ცივი უფერული და ულამაზოა .
-გავალამაზოთ მერე რა პრობლემაა. _ფეხზე წამოდგა ირაკლი და გაუღიმა .-ყვავილები , ბევრი ყვავილები ჭირდება აქაურობას .
-შენ ყვავილები არ გიყვარს.
-მაგრამ შენ გიყვარს და ეს შენი საძინებელია უახლოესი რამდენიმე დღე . ახლავე დავბრუნდები .

ნახევარ საათში დიდი ყვავილებით ხელში დაბრუნდა და კარში გაჭირვებით შეეატია უზარმაზარი თაიგული . მალე უკან მიყვნენ მისი ბიჭებიც , რამოდენიმე ექთანიც და ოთახის ყველა კუთხეში გაჩნდა ფერადი თაიგულები .
-გაგიჟდი ? _წამოიყვირა ნუცამ .
- ქვემოთ ის ქალი ძალიან ბედნიერი იყო ყვავილების გამყიდველი როცა ვუთხარი რომ ყველაფერის ყველა ვარდს ვიყიდიდი . მას კი ძალიან ბევრი ჰქონდა . ერთიცალი თეთრი ვარდი ამოაძვრინა თაიგულიდან და ხელში ჩაუდო .
-მამა ამბობდა რომ დედას ვარდები უყვარდა და ვარდივით ლამაზი იყო . მე ყველანაირი ყვავილი მიყვარს.
-თუ დედას გავხარ , კი ნამდვილად ლამაზი უნდა ყოფილიყო .
-არ ვიცი ვის ვგავარ. მხოლოდ ერთი ფოტო დამრჩა . იცი ირაკლი , მეგონა რომ სიკვდილის მეშინოდა არ მეშინია . თუ მოვკვდები იქ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი მელოდება .
- ნუ ლაპარაკობ ხოლმე ესე . _სიბრალული ვერ დამალა მამაკაცმა და წინ ჩამოუჯდა .
- საშიში ისაა რომ ისინი მიცნობენ ,მხედავენ მე კი მათ არ ვიცნობ .
-იცი ნუცა , ხანდახან არ ცნობა უფრო კარგია და მათზე მოგონებების არ ქონა .
- მამაშენზე ამბობ? _გაუბედავად შეეაპარა .-ლიკუნასგან ვიცი რაღააცები .
-მაშინ ისიც გეცოდინება მე ვის ვგავარ. _სინანულით გაუღიმა . -არა თვითმკვლელი ნაბი** არ ვარ, მაგრამ მაინც მისი სისხლის ვარ.
- ადამიანები თავს ასე უბრალოდ არ იკლავენ ირაკლი .
-თავს სუსტები და მხდლები იკლავენ.
-არა , შენ არ იცი რამხელა
ძალა და გამბედაობა უნდა სიცოცხლესთან გამომშვიდობებას. თავს ასე უბრალოდ არ იკლავენ. როდესმე დაინტერესებულხარ რატომ?
-არა , მან სიკვდილი არჩია ჩვენს თავს . _მშრალი იყო ირაკლის პასუხი , მაგრამ ღრმა , თუმცა არც ნუცას ნათქვამი იყო
უაზრო. გამბედაობა ჭირდებოდა ალბათ იმ თოკში თავის გაყოფას . გამბედაობა ჭირდებოდა სიკვდილის არჩევას როცა ზემოთ სახლში ორი შვილი გელოდება . არასდროს დაინტერესებულა რატომ ? მარტო იმიტომ რომ ცოლმა მიატოვა ? იქნებ იმიტომ რომ წამლისგან შეიშალა ან იქნებ იმიტომ რომ .. რატომ?! არ იცის რატომ. ისე დაივიწყა და ამოშალა მამაზე ფიქრები , ბებიის და მამიდის ამბავითაც არ დაინტერესებულა და დიდად არავის დაუძალებია . ჯანდიერებს სასურველი ჯანდიერი ჰყავდათ სახლში და ისე გაზარდეს ერთხელაც არ გახსენებია მამის მშობლები. მშობლები რა ბებია თორემ მამამისიც არ იცნობდა მგონი საკუთარ მამას.ამაშიც ჰგავდნენ. -იცი რომ ჯანდიერი ვარ ? _მოულოდნელდ წმოისროლა.
-ჰო , ლიკუნამ მითხრა .
-ბებიაჩემს მამაჩემი ვინმე ჯანდიერისგან ჰყავდა , რომელმაც ჯერ კიდევ ორსული მიატოვა .
-რა სისასტიკეა რამდენი ადამიანი ნატრობს შვილს , მას კი ჰყავდა და… _მომუჭულ ხელზე ხელი დაადო მამაკაცს და იმ წამს მიხვდა ირაკლი როგორი უსუსური იყო საკუთარი წარმომავლობის წინ . კარგად მოიქცია თხელ მტევანში მძიმე თითები ნუცამ და თავისკენ მოქაჩა . -მოდი . _გასაკვირი იყო და მზერაზეც შეეტყო ირაკლის მაგრამ ერთი წამი აღარ შეეძლო ნუცას ასე მის წინ მჯდომი ირაკლის ყურება . აიძულა მძიმე სხეული ისე მოეთავსებინა საკუთარის გვერდით რომ არაფერი სტკენოდა თავად. გაჭირვებით , მაგრამ მაინც დაეტია მის გვერდით და სიამოვნებისგან გმინვაც აღმოხდა, ირაკლის როცა მის თმაში წარგო თავი . -მერე დედაშენი გაიცნო ?
-ხო , ყველაზე ლამაზი და მდიდარი გოგო მთელს ქალაქში. ის კი ყველაზე სიმპათიური ბიჭი იყო და როგორც ხდებახოლმე უმამოდ გაზრდილი ცუდ წრეში არეული . კლასიკაა. _გაეცინა ირაკლის . -ცუდ ბიჭს კარგი გოგო შეუყვარდა . მერე საქმეში ლილი ჩაერთო , მერე ბაბუ და მაინც ვერაფერი უშველეს არასასურველ და თანაც მოგვარე სიძეს .
-და გვარი შეიცვალა , იმიტომ ატარებ სხვა გვარს ?
-აჰამ . მერე გავჩნდი მე . ბიჭი , პირველი და ჯანდიერების საოცნებო გვარის. წესით ლამაზი ზღაპარი უნდა ყოფილიყო არა ? შეერგოთ , მაგრამ არა . ვერ გაჩერდა , ვერც დედა იყო ის ქალი ვინც მას შეცვლიდა . იქ სადღაც კი ჩვენი რაიონის ერთ სოფელში კი წყვილი ცხოვრობდა რომელმაც ნამდვილ ბედნიერებას გაუგო გემო , პატარა ნუცაც ეყოლათ , მაგრამ მათი ზღაპარიც მაშინ დამთავრდა როცა ჩემების . იმის თქმას ვცდილობ რომ ყლ*** ა სიყვარული. შეუყვარებ ყველაფერს მისცემ , ააშენებ და ჰოპ თავზე გენგრევა. _კიდევ რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ ვერ მოასწრო კარი დაუკითხავად შემოაღო გიორგიმ და ლიკუნას დაეხმარა შემოსვლაში მალე მათ უკან კიკიც მოჰყვათ.როგორი სანახავია ერთ ოთახში ყოფილი საყვარლის და ახალის ერთად დანახვა ? მაგრამ მას მაინც ლიკუნა აშინებდა . ძმას გაურკვეველ მზერას ავლებდა და ნუცასთვის შეხედვა არც კი უფიქრია . ემზადებოდა , იგრძნო ირაკლიმ როგორ აპირებდა ლიკუნა მთელი თავისი სიბრაზის ამონთხევას და გაასწრო . გაექცა . ისე გაექცა დას როგორც ადრე , როცა ავარიაში მოყვა . ისე გაექცა ლიკუნას მზერას როგორც ოჯახზე ფიქრებს გაურბოდა და იქვე კოლიდორში ჩამოჯდა.მეტი ძალა არ ეყო რომ გაეარა.
-რას ვაპირებთ? _გვერდით მოუჯდა გიორგი.
-შვილი გაუგზავნე ?
-ხო .
-ცოცხალი ?
-რავი ალბათ. _მხრები აიჩეჩა გიორგიმ . -თუ გადარჩა ხო კაი თუ არადა მაგის დედაც *** .
-ეხლა მამას მივხედოთ .
-ირაკლი ვერა ხმაური არ გვაწყობს .
-ხმაური არ დაგვჭირდება , ავარიები ყოველდღე ხდება . პირველი არ იქნება ვინც რესტორნიდან გამოსული მთვრალი ავარიაში მოყვა .
-გასაგებია .
-დაჩიმ გაარკვია ვინ მფარველობს ?
-მე მოვაგვარებო და დაჩის მოგვარება კი ვიცით .
-ხო ანუ პრობლემა არ გვექნება ისე გააქრობს .
-იცის რომ ზურგს უმაგრებ.
-მინდა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს ამბავი .
-სანამ ნუცა აქედან გამოვა უკვე დამთავარებული იქნება . ისე რას არ ვიფიქრებდი მარა შენ თუ ვინმე ქალთან გნახავდი სავადმყოფოს საწოლში ვერა.
-ვინმე არაა . ის ნუცაა , ჩემი წყევლა . _გაეცინა ირაკლის და თავი კედელს მიადო.-შენი აზრით რატომ იკლავენ თავს ადამიანები გიორგი?
-იმიტომ რომ სინამდვილეში სიკვდილი არ უნდათ, მაგრამ ხსნა მხოლოდ მასში ჰგონიათ. _უცნაურად ჟღერდა გიორგის პასუხი ირაკლისთვის .
-შენი აზრით მემკვიდრეობითია? შეიძლება რომ მამისგან ერგოს შვილს?
-არ ვიცი . რა უცნაურ კითხვებს სვამ შეჩემ*** ნუ შემჭამე .
-ბაბუაჩემის პოვნა მინდა . როგორცვე ტყებუჩავების ამბავს მოვრჩებით მინდა რომ მაგ ამბავს მიხედო.
-მამშენის მამის? _ყბა ჩამიუვარდა გიორგის.
-ხო . მაინტერესებს რა ნაბიჭ*** ი იყო ისეთი და რა ჰქონდა სისხლში რომ შვილს მხოლოდ ცუდი გენი გადასცა .
- ირაკლი , წამო რამე შევჭამოთ რა , მთელი დღე ესე ხარ. აგერ ნუცაც კარგადაა , მალე იმ ნაბოზ** სც გავაგორებ და იმასაც ვიპოვით ვინც ნუცა დაჭრა .
- რა მშვენიერია ცხოვრება არა ? _წამოიყვირა ირაკლიმ გიორგის ენთუზიაზმით და მეგობრის ნაწყენ სახეს გაუცინა. -არ მშია გიორგი , მარტო ყავა მინდა .
-მოგიტანო?
-ხო. გამომიყოლე .
-ირაკლი. _ კიკიმ დაიკავა გიორგის ადგილი და მამაკაცს მუხლზე დაადო ხელი . -კარგად ხარ?
-ხო კიკი კარგად ვარ . _მის მუხლიდან ხელი ააღებინა და ხელზე აკოცა. -მადლობა რომ მოხვედი . მაინც..
დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი იცოდა და მაინც აქ იყო .
-მეგობრები ტყუილად არ ვართ, თანაც შეუცვლელი კი არ ხარ დაბერდი.
-გარყვნილო ქალო .
-აბა , როგორია?
- საოცარი და გამოუცდელი.
- სიყვარული ირაკლი , სიყვარული.
-რას ბოდავ. _წამში შეაშრა ღიმილი სახეზე. ნუთი ასეთი აშკარაა? ნუთუ ასე მარტივად გასცა თავი ასე ხომ ნუცაც მიხვდება . ისე შეეშინდა , პატარა ბიჭივით .
-დაგინახე , მას ეხუტები .
-ის ცუდადაა.
- ყვავილები უყიდე.
-სავადმყოფოშია და ჩემს გამო დაჭრეს.
-ხვდები რომ თავს იმართლებ და შენთვითონაც არ გჯერა? _გაეცინა კიკის.
-არც დრო , არც ენერგია და არც სურვილი მაქვს წყეული სიყვარულისთვის. როგორცვე აქედან გავალთ..
-გახვალთ , “თ” ? _სიცილის უმატა კიკიმ. -რას უზამ ? კონტრაქტს გაუფორმებ? უფლებას მისცემ რომ მხოლოდ იმ დღეებში მოვიდეს როცა შენ გაწყობს? გაძლებ და გაწყობს როცა სხვა ვიღაცეებთან ერთად გაატარებს დროს და შენთან მხოლოდ რამდენიმე საათს დარჩება დაგაკმაყოფილებს და წავა?
-ეგრე არ შვებოდი შენ , ერთმანეთს ვერ ვერგებოდით?
-მე ნუცა არ ვარ , კიდევ კარგი . შენაირი კაცის აკიდებას სიკვდილის გადაკიდება მირჩევნია .თუ გიყვარს უთხარი . მოკიდე ხელი და დაქორწინდით, გააჩინე შვილები და იცხოვრე ირაკლი . იცხოვრე . ცხოვრება მოკლეა და იმსახურებ ბედნიერებას და ის დებილიც იმსახურებს ნამდვილ ირაკლის მეუღლედ და არა მეკონტრაქტეთ. _ლოყაზე მსუბუქდ აკოცა და პომადისგან დატოვებულ კვალს ხელი გაუსვა.-მომენატრება შენს ბაღში გატარებული თავაწყვეტილი საათები , ვინმე ისეთი უნდა ვნახო ბაღი რომ ჰქინდეს . _ჩაფიქრებული წამოდგა კიკი .
-არანორმალური ხარ. _გაუცინა მამაკაცმა .
- ჩვეულებრივობა მოსაწყენია .


შემდეგი დღეები ისე სწრაფად გავიდა , თვალის დახამხამებაში გაეპარათ დრო . ყოველდღე აკითხავდა ირაკლი და ყოველდღე შოკოლადის დიდი ყუთით. ბოლოს იმდენი დაუგროვდა , ყველა შემოსულ მედდას და ექიმს უმასპინძლდებოდა. ყოველდღე აკითხავდა კი რომ ენახა , დალაპარაკებოდა და მაშინაც აკითხავდა როცა ეძინა . ღამე უყვარდა მისვლა , ფეხაკრებით ჩამოუჯდებოდა წინ და იქამდე უყურებდა სანამ თვალები არ გაუშრებოდა . ფიქრობდა , ათას რამეზე და ერთი ფიქრიც არ იყო ნუცას გარეშე. ღამე ყალბი მკაცრი ირაკლის ნიღაბი არ ჭირდებოდა. ღამე ვერავინ ხედავდა, არც ნუცას თვალები აკვირდებოდნენ . შეეძლო საათებით ეყურებინა სიყვარულით სავსე თვალებით. მთელმა საავადმყოფომ გაიგო , როგორ აკითხავდა ღამე ჩუმად. კარგად იზრუნეს რომ არავის გაეგო თავდასხმის შესახებ , მაგრამ მალე მთელი თბილისიც აზუზუნდა ღამღამობით მოსიარულე ირაკლიზე , რომელიც საყვარელ ქალს აკითხავდა თურმე საავადმყოფოში . რომ სასურველი სასიძო დაიკავეს. დიდად არ უდარდია ჭორებზე ასეთი მილიონი ჰქონდა მოსმენილი საკუთარ თავზე . არც ნუცას უცნაური სიმშვიდე აშინებდა. აღარ ჭირვეულობდა და ეუბნებოდა უარს მათ ურთიერთობაზე , მაგრამ იცოდა რომ წყნარ ზღვას ყოველთვის ტალღები მოაქვს და მზად იყო . 5 დღე დატოვეს საავადმყოფოში . 5 საკმარისი
და დიდი დღე იმისთვის რომ პრობლემები მოეგვარებინა. წესრიგი დაემყარებინა . ხალხი თუ მის სასიყვარულო ამბავზე ლაპარაკობდა , მაღალ წრეებში იმაზე ჩურჩულებდნენ რომ ფესვებს ღრმად იდგამდა ძალაუფლების წრეში და ხელწამოსაკრავი კაცი არ იყო . მალე მისი რეპუტაცია ახალმა ამბავმა გაამყარა . ერთ დილას მთელი ქალაქი ბიზნესმენი ტყებუჩავას გარდაცვალებაზე ალაპარაკდა და აქამდე თუ მდიდარ თავზეხელაღებულად მიაჩნდათ რომელსაც ფულით უყვარდა ყველაფრის ყიდვა , სხვანაირი თვალებით დაუწყეს ყურება . ეშინოდათ. ეშინოდათ..
იმ დილას როცა ნუცა უნდა დაბრუნებულიყო , პატარა ბიჭივით იყო აფორიაქებული. არ იცოდა რა ელოდა , მაგრამ მზად იყო . რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში და სიახლეები და გამოწვევები მისი მთავარი მოტივაცია იყო.
კართან ელოდა ..
გადმოსვლაც არ აცადა ისე აიტაცა ხელში და ასე შეიყვანა მისაღებამდე .კომფორტულად მოათავსა და გაუღიმა .
-როდის ვბრუნდებით? _ ირაკლის ღიმილის პასუხი ნუცას კითხვა იყო. მისთვის დასმული არა , ლიკუნას გახედა.
-მე მოვრჩი . შენ თუ ნება დაგრთეს შეგვიძლია დავბრუნდეთ . იცი ნუცა შემდეგ კვირას ყავარჯნებს მომცემენ? ვცდით .
-როგორ მიხარია. _ფეხზე წამოდგა და ნელა მაგრამ მაინც მოეხვია მეგობარს . -ყველაფერი გამოვა , აი ნახავ . როცა ადამიანს უნდა შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი ყველაფერი შეუძლია.
რატომღაც ირაკლიმ საკუთარი მისმართით ნასროლ რეპლიკად აღიქვა ნუცას სიტყვები . რას ითხოვს ? რა უნდა ? ეგონა რომ უკვე დაითანხმა მაგრამ მას წასვლა უნდა. როგორ წარმოუდგენია ამ სულელ გოგოს ასე ადგება და წავა და ირაკლი ირბენს წინ და უკან ყოველდღე ? თუ იმ წყეულ ქალაქში გადაბარგდება ? დათმობს საკუთარ კომფორტს და იქ წავა სადაც ასე ძალიან სძულს ყოფნა? ცდება და მალე გააგებინებს. ირაკლი წყვიტავს ყველაფერს . ან
იქნებ წასვლა წასვლას ნიშნავს და იქ ირაკლი არ განიხილება ? განგაში ჩართო მისმა ტვინმა. .
-ნუცა , უნდა ვილაპარაკოთ. _ გაისმა ბრძანება და კაბინეტში ისეთი განერვიულებული შევიდა სანამ ნუცა მობაჯბაჯდა ტკივილისგან შეწუხებული , ნერვული სისტემა ჩამოეშალა .-დაჯექი . _მაგიდის წინ მდგარი სკამისკენ უბიძგა და თავად საკუთარ სავარძელში ჩაეხეთქა. -სად მიდიხარ?
-ჩემს მშობლიურ მხარეში . _სრულიად ჩვეულებრივად მიუგო .
-ჰოო?
-ხო .
-და ასე უცბად დაგავიწყდა ჩვენი შეთანხმება ?
-რამეზე შევთანხმდით? ეს შენ გადაწყვიტე ის რაც შენ გინდოდა .
- ნუცა ნერვებს მიშლი და .. _მცირე პაუზა გააკეთა . მერე კედელში ჩატანებულ ერთერთ კარადას ეცა და რაღაცას ძებნა დაუწყო . სქელკანიანი საქაღალდე ხელში აიღო და წინ დაუხეთქა. -ვერაფერი გაიგე არა? ვერაფერი . _ბოროტად უმარცვლიდა .-აი ხო გინდა , აქააა შენი შეთანხმება. _კალამი მიუგდო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. არა ნუცაზე არ იყო გაბრაზებული. მისი ბრალი არ იყო რომ ნორმალური ურთიერთობა და კაცი სურდა გვერდით. საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული რომ არ შეეძლი ის ყოფილიყო ვინც მას სურდა .
-ეს რა არის ?
-ხომ გაინტერესებდა რა კრიტერიუმებს ერგება ჩემი ქალები? ხომ ეგ გინდა ? კონკრეტული პასუხი . ხო და შეგიძლია ხელი მოაწერო მომავალი ნახევარი წელი ჩემი ხარ , მაგ პირობებით.
-შეიშალე? _ საქაღალდეს ხელი მიჰკრა ნუცამ. -არ მინდა. შენი მონა არ ვიქნები არ ვიყიდები გესმის? ფეხებზე მკი** რას იტყვის ხალხი . მომწონხარ კი , ვგიჟდები ისე მინდა შენთან , მაგრამ არაა შენი სათამაშო არ ვიქნები.
-მე კიდევ ის კაცი ვერ ვიქნები ვინც გინდა ნუცა. _უკანასკნელი ნერვი ამოაყოლა მშვიდ ხმას .
-ხო და მე ჩემი გზით წავალ ._ გულნატკენმა გაუღიმა.
-იცი რომ არ შემიძლია , იცი რომ ყოველი თვალის დახუჭვისას შენს სხეულზე ვფიქრობ და ამიტომ ცდილობ რომ მაიძულო არა? არც ისეთი სულელი ხარ როგორც მეგონა.
-თავად არ მითხარი , რომ შემეძლო მარიონეტად მექციე ? ხო
და შანს ვიყენებ. _წარბი აწია გოგომ. რატომღაც მის პატარა ტვინშვი რომელიღაცა სულელმა ნეირონმა გადაწყვიტა რომ თუ თავს შეაძულებდა ხელს კრავს და გაუშვებს.
-ნუ მეთამაშები , წააგებ.
-ან ის კაცი იქნები ვინც მე მინდა აი ამ კონტრაქტს თუ რაც ქვია ჩაამატებ რომ შვილები და ჯვრისწერა გინდა და კვირაში ერთხელ ჩემთან რიმანტიული ვახშამი , კინოში სიარული , სეირნობა ან მივდივარ. _ისეთი დამცინავი იყო ნუც ხმა და ბასრი . პირდაპირ მის აქამდე ნაშენებ პრინციპებს მოხვდა . -ასეც ვიცოდი . იცი მართალი იყო ის უნდა ამერჩია ვინც ოჯახი , ბევრი პრობლემა და შვილი შემომთავაზა . კომფორტი და ფული ისედაც იშოვება. ყალბი მზერა აიკრა და წამოდგა . უკანმოუხედავად და სირბილით უნდოდა აქედან გაქცევა რომ მერე სადმე ცარიელ ოთახში ხმამაღლა ეტირა მაგრამ ყოველი სწრაფი ნაბიჯი მთელ სხეულს სტკენდა . თითქმის კართან იყო გაჭირვებით მისული რომ მიხვდა როგო აცდა იატაკს . როგორ აიწია ისევ ჰაერში და სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდა. რამდენიმე ნივთ ხმაურით გადავარდა იატაკზე.
-მოვკლავ. კახასაც მოვკლავ . მერე იმასაც ვინც გამოჩნდება და იქამდე გავაგრძელებ სანამ მარტო არ დაბერდები . ვერასდროს იქნები ვინმესთან ვერასდროს თუ ამ კარიდან გახვალ. მერე იმათაც მივადგები ვინც დაგრჩა , ქეთო , ბავშვები , ყველას და ყველაფერს გავაქრობ იქამდე სანამ მე არ დაგრჩები _თავს ვეღარ აკონტროლებდა და გამეტებით უჭერდა მკლავზე . თითსაც ვერ გაანძრევს მართლა რომ ადგეს და გავიდეს. ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებს . მას ხომ უყვარს .
-მტკივა.
-წარმოიდგინე რისი გაკეთება შემიძლია სხვებისთვის , თუ შემიძლია შენ გატკინო. _ხელი მაინც შეუშვა და სინანული გულში მიმალა. -ერთი 6 თვე მჭირდება , რომ გული ვიჯერო
, გავერთო , მოგიბეზრო . ვინ იცის იქნებ უფრო ნაკლებიც?_ერთი სიტყვა არ უთქვამს მართალი და იცის , ვერასდროს დაივიწყებს . უყვარს , მაგრამ გულს იჯერებს ამ კვირების განმავლობაში . ბევრ სასიამოვნო მოგინებას შეინახავს რომ მერე მთელი ცხოვრება ეყოს.
-თავი დამანებე. _სახეზე აიფარა ხელები ნუცამ
და ცრემლები
დამალა.
-არ შემიძლია . _ხმა მოულბა ირაკლის და მაგიდას ხელებით ჩამოეყრდნო. -გთხოვ ნუცა , ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა. _შუბლი მიადო
შუბლზე და ბოლოს ტუჩები ტუჩზე . -გთხოვ. შენც ხომ გინდა ჩემთან , ჯანდაბას შეხედე უკვე გეხვეწები . საკმარისი არაა?! 6 თვე . ექვსი წყეული თვე მჭირდება შენით ტკობის. მაჩუქე და მერე შენს გზაზე წახვალ ._მეტი ლაპარაკის გაგრძელება ვერ შეძლო , ისე იწვევდნენ , ეძახდნენ ნუცას ტუჩები . ერთი ხელი გამოსდო კისერზე რომ თავი გაეკავენინა იმ შემთხვევაში თუ გაჯიუტდებოდა და მეორე წელზე მოხვია რომ კარგად მოხელთებინა ხელში და ისე სწრაფად უბიძგა თავის სხეულისკენ რომ კიდევ რაღაც გადავარდა იატაკზე და ხმაურით დაეცა . სცადა ფრთხილი ყოფილიყო მაგრამ მოზღვვავებულ სურვილს და მონატრება ვერაფრით დაიოკა . ორივე ხელი მოხვია წელზე და ისე უჭერდა სუნთქვა ეკვროდა
გოგოს . ერთი ხელის მოსმით მოაშორა ზედა და მზად იყო კი არა ერთი სული ჰქონდა სურვილი მოეკლა და წყევლაა აბა რა . გამუდმებით რაღაც უშლის ხელს რომ სურვილი დაიკმაყოფილოს. ჭრილობას მოჰკრა თვალი . უკან დაიხია , ხელები შეუშვა და მაგიდის წინ მდგარ სკამში ჩაეშვა . გამშრალი ტუჩები ენით გაისველა და ნერწყვი გადააგორა . -არ მინდა რამე გატკინო .
-ვითომ? შენ არ დამემუქრე ცოტახნის წინ?_მკერდზე აიფარა ხელები .
-ხო მე ვიყავი . _ იატაკზე მიგდებულ სვიტრს წაწვდა და საკუთარი ხელით ჩააცვა . მაგიდიდან ჩამოსვა და იმ ადგილისკენ უბიძგა , სადაც ცოტახნისწინ თვითონ იჯდა . მაგიდასთან მიწია დ საქაღალდე წინ დაუდო .
-გთხოოვ . _უკანასკნელად სცადა და გაგრძელება არც უფიქრია დაუფიქრებლად გადაშალა
და მოაწერა. განა არ უნდოდა? ვის ატყუებს . ვითომ დაიტანჯება ამ 6 თვეში ? არა , ცოტახნის წინ ცეცხლი ეკიდა სურვილისგან.
-წაგეკითხა მაინც .
-რა აზრი აქვს რამეს შევცვლი რომ მინდოდეს ?
-შეცვლი. ჩემი პარტნიორის კომფორტი მნიშვნელივანია ჩემთვის .
-შეიძლება წავიღო? _ცოტაღა უკლდა ცრემლების აფეთქებამდე.
-შეგიძლია ჩაასწორო. _გაუღიმა მამაკაცმა .
-რა მოწყალე ხარ.
-ნუცა კარგი რა .
- ლიკუნასთან ერთად დაბრუნების უფლებას მომცემ ?
-ნუცააა წინ და უკან ვერ ვივლით . მთელი ჩემი სამუშაო აქაა.
-იქ კი ჩემი ცხოვრებაა. შენთვის კი სულ ერთია
იქიდანაც შეგიძლია გასცე ბრძანებები. კარგი დაივიწყე . შენთვის სულ ერთია საკუთარი თავის გარდა ყველაფერი. _და აი ისიც მათი პირველი პრობლემა როგორც წყვილის. სახეზე ღიმილი მოადგა ირაკლის, იმის გააზრებისას რომ მართლაც შეყვარებულივით ევაჭრებოდა .
-შეგიძლია დაბრუნდე ხო . _კართან დააწია. - როცა მომინდები მე ჩამოვალ . _ყურებს არ დაუჯერა არც საკუთარ ენას . ახლახანს გზას ისე მიეწება არც კი დაფიქრდა. როგორ სძულს ნაადრევი
გადაწყვეტილებები, ოჰ როგორ და მაინც ენამ გაასწრო გონებას . როგორ აპირებს კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ 3 საათიანი გზის გავლას ? რას უშვება რას ? . გაბრაზდა მაგრამ გვიანი იყო . ან კი რა აზრი აქვს სინანულს უკვე ისე ღრმადაა დაკავშირებული მასთან ვერაფერს იზამს და არც უნდა რომ ქნას . აწი ყოველიდღე მისი იქნება , იმას გააკეთებს რაც უნდა და იმდენ ხანს ეყოლება სულს ამოხდის ფერებით.

დასაწყისი და დასასრულია რთული . მათი დასაწყისი კი სრული სიგიჟეა. საწოლზე იჯდა ნუცა და მთელი ინტერესით ფურცლავდა საქაღალდეს. თავიდან ვერაფერი გაიგო . დაჯერებაც უჭირდა . ნუთუ მართლა არსებობს ირაკლისნაირი ადამიანი? ალბათ ყველა მისნაირი წუნდახედული რომ იყოს საყვარლების მიერ დანფრეული ოჯახი აღარ იარსებდა .
- მკაცრად ეკრძალება , საუბარი .
- ეკრძალება სხვა მამაკეცბთან სექსუალური ურთიერთობა .
აბა რა , სხვა ურთიერთობა რაში აინტერესებს ის ხომ ირაკლია.
- ეკრძალება მასთან დარეკვა .
- ირაკლი ირჩევს შეხვედრის ადგილს , თუმცა უარის თქმის უფლება მაინც დაუტოვეს რაღა უჭირს ? გაუმართლა მოძლაადე რომ არაა.
- ეკრძალება , ნებისმიერი ნარკოტიკის და მედიკამენტის მიღება გარდა ..
ახლა ადარდებს კონტრაცეფცია ვაჟბატონს . ნერვები ტვინში ჰქონდა ასული. საიდან მოხვდა ამ გაურკვევლობაში ? რა უნდოდა აქ. რას აკეთებს . როგორ უნდა დაიხსნას თავი ამ განსაცდელისგან .
-კაააკ კუკ ._დაუკითხავად შემოუღო
კარი კიკიმ. -ავადმყოფის სანახავად მოვედიიი. როგორ ხარ? _წინ ლამაზად შეფუთული ყუთი დაუდო და საწოლზე შემოსკუბდა მის წინ. -ოჰჰ , ეს საქაღალდე . _გაეცინა კიკის .
-რა იდიოტობაა , რა საზიზღრობააა. კიკი რას გავს ეს რას მითხარი? როგორ შეძელი ? როგორ არ იგრძენი თავი დამცირებულად.
-მე, შენფან განსხვავებით შეყვარებულს არ ვეძებდი . ნუცა უბრალოდ შენთან ყოფნა უნდა , შენც ხომ მოგწონს ? ხო და მიუშვი რა , მიეცი რაც უნდა , ბოლოს მობეზრდება და შეგეშვება .
-მერე გვიანი რომ იყოს ?
-კონტრაცეფციაზე რამე გსმენია? იმიტომ შექმნეს მერე გვიანი რომ არ იყოს.
-მაგას არ ვგულისხმობ . იცი რა შენ და ირაკლის ერთნაირი ტვინი გაქვთ , სექსის გარდა ვერაფერზე ფიქრობთ.
-კი ვფიქრობ , ჭამაზე . _ცხვირი აიბზუა კიკიმ .
- საშინელებაა , არა , არ გამომივაა . აი ასე ჰოპ როცა მოუნდება და დარეკავს მის სურვილებზე ცეკვა .
-საერთოდ შენთან პირიქით აკეთებს . _გაუღიმა კიკიმ .- პატივს გცემს , აქამდე მაინც უნდა მიმხვდარიყავი . არ მოგიწევს არაფერი ზედმეტის გაკეთება.
-ამაზე მეტი რაღა უნდა გავაკეთო ? _იატაკზე მოისროლა ფურცლები .
-აზვიადებ . არაფერი წერია მანდ ისეთი ასე რომ ბრაზობ .ეგ კი არაა შენთვისაც კარგია . ადამიანს არაფერი არ უნდა სხვა გარდა მოფერებისა და იმის რომ ერთი ორი აბი გადაყლაპო რა . შენც მშვიდად იქნები და ეგეც .
-რა აბი ? არასდროს მიმიღია მსგავსი არაფერი .
არ შეიძლება რომ თვითონ დაიცვას თავი?
-შენნ გგონია შენს იმედზე იქნება ? მაგრამ ხანდახან ავიწყდება ჯიბით ატაროს და ნახავ სად და რა დროს რა წამოუვლის ვერ გაიგებ.
-კიკი დამეხმარე , რომ თავიდან მოვიშორო. დამეხმარე , შენ ხომ იცნობ კარგად . რა უნდა გავაკეთო რომ აღარ ვუნდოდე , აღარ ამომიჩემოს .
-შენც მოგწონს ნუცა , ნუ ატრა***ბთ რა უფ . _ხელი აუქნია ქალმა . წავედი პედიკურზე ვარ ჩაწერილი . ისე კარგი გინეკოლოგი მყავს თუ გინდა._გასვლისას ჯერ დასცინა მერე ენა გამოუყო .
მთელი საღამო უმოძრაოდ იწვა და ჭერს იყო მიშტერებული . ცოტაც კი წასთვლიმა და მალევე გამოეღვიძა . უფროსწორად იგრძნო როგორ მოეკიდა ვიღაც მთელს ტანზე . მთელმა სხეულმა
გადაფარა და სიმხურვალე იგრძნო მერე , ცხელი ჰაერი ყურთან.
-ვახშმის დროა . აქ მოგიტანონ ?
-არა . არ მშია . _ძილბურანი და ირაკლის ჩახუტება ჰიპნოზური კომბინაციაა იყო .
- უნდა ჭამო .
-მერე , ეხლა არა , დავიძინოოთ რა ? _ ხმა მისი იყო , უკვე ძილს ჰყავდა დასაკუთრებული .პირველად იგრძნო საწოლის სირბილე და საოცარი სიწყნარე , საავადმყოფოს შემდეგ .
-ჯერ ადრეა ნუცა .
-გთხოოვ .
-იცი რომ შენთვის უარის თქმაა არ შემიძლია ? დავიძინოთ . _ბოლო თ ისე მოხვდა ყურში , თითქოს ერთიანად ცივი შხაპი გადაევლოს . სწრაფად გააჭყიტა თვალები და გაჭირვებით გადმოტრიალდა. არც კი განძრეულა , მხოლოდ მძიმე ხელები მოუშვა ოდნავ რო გადმოტრიალების საშუალება მიეცა და ისევ მოუჭირა.
-მე არ მითქვამს რომ აქ უნდა დაიძინო და ჩემთან .
-მე კი ვთქვი , ასე რთულია ჩემთან დაძინება? ჩემთან ერთად ძილიც აღარ გინდა ?
-შენ გინდა ? _კითხვა გაბედულად შეუტრიალა ნუცამ .
-სხვა გზა მააქვს ? ერთადერთი რაც მაგ ჭრილობით შეგიძლია ძილია . _გაუღიმა მამაკაცმა.
-გაქვს , აი იმ კარში გახვიდე და აკეთო
ის რაც გინდა .
-ამ წამს იმას ვაკეთებ რაც მინდა.
-ხო და…
-ჩშშშ. ბევრს თუ ილაპარაკებ ჭამის მეტზე ვერაფერზე ვიფიქრებ . მე კიდე შენთანაც მინდა და ჭამაც.
-მეწუწუნები? _გაეღიმა ნუცას . -არ მეცოდები .
-ვიცი .

რამოდენიმე დღე თვალწინ ისე გეპარათ ვერც გაიგეს, აღარც სიარული უჭირდა და აღარც ისე წუწუნებდა როგორც თავიდან . ირაკლის გაწონასწორებულობა და საკუთარი მოქმედებებია სიაწორეში დარწმუნებულობა ნუცაზეც , მოქმედებდა. თითქმის დააჯერა რომ ყველაფერს შეძლებდა , რომ ზურგს უკან ედგა , რომ ის მიწა იყო რომელზეც დადიოდა და ფეხქვეშ არასდროს გამოეცლებოდა. ასეც რომ არა ერთმანეთი სურდათ და ახვა გზაც არ ჰქონდა რამით უნდა გააემართლებინა ირაკლისთან ყოფნა . ხო , რაც არ უნდა ბევრი ემტკიცებინა თავისთვის სურდა და თან როგორ? ყოველი ირაკლისთან გატარებული ღამე თუ დღე დასტური იყო , ყოველი მათი თავაშვებული და ბობოქარი სხეულების შეხვედრა ქარიშხალს გავდა , უცბად დაუბერავდა და თან ყველაფერი მიჰქინდა . ბოლოს ასეთი თავაწყვეტის გამო 1 დღე დასჭირდა ირაკლის რომ ერთმანეთში არეული საქაღალდები და იატაკზე მიმოფანტული ფურცლები დაელაგებინა ირაკლის მსახურებს კი რამდენი დრო რომ სარდაფში გატეხილი ღვინის ბოთლები მოეხვეტათ. ყოველი ასეთი გიჟური ღამის მერე სირცხვილით კვდებოდა და თან ქალურ გამარჯვებას ვერაფერს უხერხებდა,ხვდებოდა , სწავლობდა და იცოდა მთლიანად მისი იყო ირაკლი. ძნელად დასაჯერებელი
იყო , მაგრამ კიკისგან ნასწავლი
ხრიკები ყველგან ადგებოდა . საკმარისი იყო ოდნავი ნიშანიი მიეცა , მის ხელებში იყოო და საყვარელი ქალის მიალერსებას ცდილობდა . ყველაფრით ეუბნებოდა რომ ბედნიერი იყო , რომ მზად იყო ყველაფრისთვის მის გამო , რომ საკუთარ ხორცს მისცემდა ოღონდ ნუცას კანის შეხების უფლება ჰქონოდა და ასე ცვლიდნენ სიყვარულის ღამეებში გართულნი საკუთარ სულს. ისე გაილია
2 კვირა თითქოს აღარც ახსოვდა ცოტაცნის წინანდელი ამბავი . ძილში თუ შეკრთებოდა და ყვირილით გაიღვიძებდა ირაკლი კი
საიდანღაც წამებში ჩნდებოდა , დაამშვიდებდა და მერე დილამდე მასთან ერთად რჩებოდა. ხანდახან უნდოდა სპეციალურად ეყვირა ყოველ ღამე რომ მასთან ყოფილიყო , მაგრამ ვერ ბედავდა. ირაკლი მართალი იყოო ურთიერთობაში და ნუცა ვერ შეიტანდა სიყალბეს. მორჩილად ელოდებოდა , როდის გაახსენდებოდა და ვერ მოიტყყუება 10 წუთს მაინც პოულობდა რაც არ უნდა დაკავებული ყოფილიყო . მალე ქალაქში მათი ნიშნობის ამბავი გავრცელდა , ვერავინ გაიგო როგორ მაგრამ ქეთომ
დეტალებში მოახსენა როგორ იყო ყველა კმაყოფილი მისი ბედით . მერე თითქმის მთელს ქვეყნას გადაედო ჭორი და სანამ სოციალურ ქსელში ნახავდა სტატიას როგორ გამოიჭირა ვიღაცამ სასურველი სასიძო, პირადში შემოსული უარყოფითო მესიჯებით მიხვდა რომ ირაკლიმ სიტყვა შეასრულა. ის ხომ ირაკლი იყო ? ყოველთვის აკეთებდა იმას რაც უნდა ექნა და ყველაფერს ასწრებდა . იყო დღეები როცა გადარბენაზე იყო და მაინც ელვის სისწრაფით გამოიკითხავდა ყოველდღე რა უნდოდა მიუხედავად იმისა რომ პასუხი არაფერი იყო აკოცებდა და გარბოდა, მესამე კვირას კითხვას მოუკლო და ბოლოს ისე გავიდა ორი დღე სრული სიჩუმე იყო , უხმოდ მოიქცია ხელებში , სწრაფად შეუხსნა ხალათი და საყვარელ სხეულს თვალებით მოეფერა იქამდე სანამ ხელებით იგრძნობდა და მერე თითებით და ტუჩებით დაიწყო მისი სწავლა . უთანბროდ დაატარებდა ხელებს და ერთობოდა. როგორ აღმოჩნდა მუცელზე , როცა ზურგზე იწვა ვერ მიხვდა ისე სწრაფად უცვალა მამაკაცმა პოზა და ხელი კისერზე წაავლო , მაგრად მოუჭირა მერე საკუთარ სხეულზე მიიკრა და ვნება მორეულ
ხმაში ღიმილო
გაურია იმის გამო რო მოურიდებლად კვნესავდა და ერთი სული
ჰქონდა ექსტაზსს მისცემოდა . - ახლა რომ გავჩერდე რას იზამ ? _აღიარებას მოითხოვდა მისგან ირაკლი და გარდაუვალი იყო . სურვილი ამ წამს სიამაყეზე მეტი იყი და თავი გაუქნია.
-არ გაჩერდე .
-რომ გავჩერდე რას იზამ ?
-ორმაგად მოგიწევს პასუხის გება . _საკუთარ მკერდზე ჩაჭერილ ხელებს ხელები დაადო და თავი უკან გადაწია . -განანებ . _გაეცინა და ღიმილი
სახეზე შეაშრა როცა ცივად შეუშვა ხელები . უფრო მეტიც საწოლიდან გადავიდა და ჩაცმა დაიწყო , მერე უბრძანა გაჰყოლოდა ისე აჩქარებდა ძლივს მოასწრო აბურდული თმის დავარცხნა .
-სად მივდივართ? _გაუბედავად კითხა მანქანაში როცა გვერდით მოუჯდა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა როცა საჭესთან გიორგის მაგივრად სხვა ვინმე ნახა.
-იქ სადაც უარს ვერაფერზე ვერ იტყვი და მერე მე ვერ გეტყვი უარს შენ ვერაფერზე.
-ვერ გავიგე .
-ნუცა დავიღალე ,მინდა რომ რაღაც გაგიკეთოო , რომ მითხრა , მომთხოვო ამის დედაც ბოლოსდაბოლოს კონტრაქტი გვაქვს .
-ყველაფერი მაქვს ირაკლი.
-ნუცა მაკვირვებ არ გითხოვია . ღმერთო ჩემო
ერთი ლარიც კი .
-გიკვირს .
-შენ წარმოიდგინე კი .
-არ მჭირდება , არასდროს მქონია ბევრ ტანსაცმელზე პრეტენზია და რა ხელფასაც მიხდი ლიკუნას დამხმარეობაში საკმარისია ჩემი ხარჯებისთვის.
-კი მაგრამ ..
-კი მაგრამ შენ ჩემი რეპუტაციის გადარჩენა სცადე . მეტი რა უნდა მინდოდეს? ბრილიანტები ? არსად დავდივარ . მანქანა? მეშინია. ტანსაცმელი ? ვფიქრობ საკმარისად კარგად მაცვია მაგრამ თუ შენ არ ფიქრობ ასე შემიძლია ..
-როცა საერთოდ არ გაცვია ის მირჩევნია . _მუჭში მოიქცია მისი ხელი .-ჯერ იქ წავალთ სადაც მე მომწონს და მერე იქ სადაც შენ ოქეი? _გაუღიმა ირაკლიმ.-პირიქითაც ვიზავდი მარა მერე მე რაც მომწონს შენ არ მოგწონს და სიტყუაციაზე ნერვები უნდა მომე**** ს .
-ირაკლი მართლა არაფერი მჭირდება .
-ვიცი , შენ ხომ ჯადოსნური ხარ . მე , ნუცა მე მჭირდება .
ცოტახანში სამკაულების ბრენდული
მაღაზიის წინ იდგნენ და კართან პირდაპირ შამპანიურის ფუჟერებით შეხვდნენ.მთელი სხეულით უთხრა ნუცამ არ მინდაო იქვე , მაგრამ ხელი მაგრად ჩაჭიდა და მაგიდასთან დასვა. უხმოდ გაუღიმა . უამრავი ბეჭდების ლამაზი ნაკეთობა დაულაგეს წინ , თვალები აუჭრელდა ერთმანეთზე მბზინავი სილამაზეებისგან . სათითაოდ უხსნიდნენ იუვილერწბი თითოეული ბეჭდის ღირსებებს და უწვდიდნენ რომ მოეზომა.
-ნუცა , ნიშნობის ბეჭედი გვჭირდება ._გაუღიმა მამაკაცმა . -აირჩიე ერთი და მერე კიდევ რაც გინდა და რამდენიც .
-ყველა ძალიან ლამაზია .
-მაშინ ყველას ვიყიდი და იცოდე სახლში დაგილაგებ._სცადა ხმაში არასერუოზულობა არ შეპარვოდა .
-კარგი . აი ეს ._სრულიად სხვა მხარეს გაიშვირა ხელი , კუთხის ვიტრინაში ძლივს მოსჩანდა ბეჭდის თხელი ღერო და პატარა თვალი და იმდენად შეუმჩნეველი იყო ბრდღვილა შუქზე რომ ვერც კი მიხვდა რომ ბეჭედს წინ საქორწინო რგოლიც მოჰყვებოდა .
-იცით ეს ბეჭედი ორია . _ფრთხილად გადმოუღო იუველირმა და წინ დაუდო .-ვერ გავაცალკევებთ. ნიშნობისთვის არ გამოდგება . _ხელზე მოარგო მთელს მაღაზიაში ერთადერთი ბეჭედი რომელიც მისი ზომის აღმოჩნდა და მოწონდა .
- ვყიდულობთ . _გადაჭრით თქვა ირაკლიმ .
-ირაკლი იყოს სხვას ავირჩევ.
-არა .
-კი მაგრამ აქ ორია .
-ვინ იცის იქნებ მეორეც გამოგვადგეს ? _უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ვინმეს გასაგონად და ულამაზესი ყელსაბამის წინ გაჩერდა . საყვარელი ფერი დაჰკრავდა ყელსაბამს შუქზე და იმდენად უცნაურ გრძნობებს იწვევდა გაშეშდა .
-ეს დაუმუშავებელი ვარდისფერი და თეთრი კვარცის ნაზავია . _იუველირი წამოადგა თავზე .
-უცნაური ფერია .
-დიახ იშვიათი ყელსაბამია კვარცს ფასი არ აქვს წესით მაგრამ თავისი ფორმებითაა გამორჩეული. უბრალო ქვაა , მაგრამ ბრილიანტებზე მეტად ლამაზი.
-ატმისფერია. _გაეღიმა ირაკლის . ნუცას ფერი იყო ყელსაბამი უსწორმასწორო ქვებისგან შეკრული. ზუსტად მას ჰგავდა მასავით უცხო და პირვანდელ სახე შენარჩუნებული, უბრალო
მაგრამ ძვირფასი ..დაუფიქრებლად გადაწყვიტა მისი ყიდვაც და ყველაფერის რისი წარმოდგენაც ნუცასნაირ სიფრიფანა გოგოზე არ უჭირდა .
-რათ მინდოდა ამდენი სამკაული?_საყვედურებით აავსო .
-შეგიძლი მერე გაყიდო .
-კარგი რა ირაკლი .
-ვხუმრობ . ბეჭედი გჭირდებოდა დანარჩენებიც გჭირდება წინ ერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედი საღამო გველოდება და ვაპირებ შენთან ერთად დავესწრო .სწორედ ამიტომ მოვედით აქ სადაც მოვედით. მძულს მააღაზიები, მაგრამ შენთან ერთად მომეწონება როგორც მივხვდი ჩემზე უარესად გძულს.
უხალისოდ გაიზომა რამდენიმე კაბა და ბოლო ლურჯ კაბაზეც რომ უარი უთხრა , გაბუტული ჩამოჯდა იქვე .
-აღარ გავიზომავ არაფერს .
-იცი რა ? მე ავარჩევ . _საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სათითაოდ დაიწყო ყველა კაბის შემოწმება . ბოლოს საიდანღაც წითელი კაბა გამოაძვრინა და უბრძანა ჩაეცვა . გაჭირვებით შეიკრა ელვა ზურგთან და სცადა მომაწონებლად გამოსულიყო თორემ კიდევ რომ დაეწუნებინა ისტერიკას მოაწყობდა და ირაკლის მზერით მიხვდა რომ დაწუნებისგან ძალიან შორს იყო . ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა და კაბას შეავლო თვალი . ტანზე მჭიდროდ მორგებულ კაბას მხოლოდ მკერდი ჰქინდა მოღებული და ისედაც მოკლე ნაჭერი თითქმის თეძოებამდე იყო შეხსნილი. -გასახდელი საკმარისად დიდია? _გამშრალ
ყელს ბგერები გამოსტაცა ირაკლიმ .და უკან გასახდელში გაქცეულს სიცილი დააწია. -მშიშარა.
სწრაფად გამოიცვალა იმის შიშით რომ მართლა შეჰყვებოდა . -კიდევ რამე დამრჩა საყიდელი?
-რავიცი ქალი შენ ხარ.
-მაგრამ შენ წყვიტავ._ჩანთას წამოავლო ხელი და კაბა დახლზე დადო. -შეიძლება გადავიხადო ? _ მიუხვდა , კი გაიგო ნუცას ხასიათი და მიხვდა როგორ ჭირდებოდა იმ მომენტში თავისუფლების წმიერი შეფრძნება, რომ ნივთი არ იყო , არც სათამაშო და არც მონა მითუმეტეს ირაკლის დაქირავებული ესკორტი. მიუხვდა ,კი შეეძლო იმ წამს საკუთარი სიამაყე დააეკმაყოფილებინა , ეგრძნობინებინა რომ ის წყვეტს და ერთხელდასამუდამოდ გაეგებინებინა რა ურთიერთობა ჰქონდათ , მაგრამ თავი ვერ გაუშვა. ვერ გაბედა. მზად არ იყო ნუცას ტკივილით სავსე თვალებისთვის ჯერ კიდევ წყევლად დასდევს სასტუმროში ნუცას ტკივილისგან და სისხლისგან გათანგული თვალები და ასეც რომ არაა არაფერი დააკლდებოდა მას , ეს ნუცას სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის დამტკიცება რამის .
-რათქმაუნდა. _ხელები ჰაერში აწია და განზე გადგა. იქვე სალაროს გვერდით ლამაზად დალაგებულ ყველაზე დიდი ზიმის ხელთათმანები აიღო და კაბას ზემოდან დააადო. არ იცოდა ქალის იყო
თუ კაცის თუმცა სულ ერთი იყო მისთვის . -ესეც რა , ხელები მეყინება და კანი მიშრება . _გულწრფელად გაუღიმა . ნუცამ ვერ გაიგო დასცინოდა თუ რა მიზანი ჰქონდა მაგრამ
გაკვირვებულ სახეს ვერაფერი მოუხერხა როცა მოლარეს დასკანერების შემდეგ ხელიდანვე გამოჰგლიჯა და მოირგო. -ნახე როგორ მიხდება. _ხელები ჰაერში აწია და კმაყოფილმა დახედა შენაძენს. -მემგონი იმდენი ფული გაქვს შენ რომ რესტორანშიც დამპატიჟებ . ხაჭაპური მინდა , აჭარული და ბევრი კარაქით. _ლოყაზე აკოცა და მის წინ გავიდა. გაიგო ნუცამ რა თამაშს ეთამაშებოდა , მაგრამ იმდენად ართობდა ირაკლის როლებში შეჭრა , გაბერილ ნერვებს რაღაცნაირად თავი მოუკრა და გაეღიმა კიდეც. იმდენად უნიჭო მსახიობი აღმოჩნდა ირაკლი რომ ისიც კი ვერ დააჯერა რომ ნუცა წყვეტს რამეს მათ ურთიერთობაში . წესით უნდა ეყვირა, ეტირა , საკუთარი ბედი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა სხვას გარდა სიცილისა. მანქანებთან მისულმა
ირაკლიმ ყველას აჩვენა ახალი ხელთათმანები და ამაყააად დაუანონსა მძღოლს რომ ნუცამ უყიდა . -იცი პირვუ ქალი ხარ ვინც რაღაც იყიდა თავის ფულით ჩემს გვერდით. არ ვიცი რა შეცვალა ამან შენში , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც ამ დღემ მომცა ?
-რაა ახალი ხელთათმანები?
-კი ეგეც , დათმობა ნუცა , დათმობა მასწავლე. _ხელში მოიქცია მისი მტევანი და აკოცა.
-ახლა სად მივდივართ? _ ერთი წუთითაც არ მისცა უფლება არც ირაკლის და არც საკუთარ თავს უფლება რომ თავი განსაკუთრებულად ეგრძნო.
-ახლა იქ სადაც შენ მოგეწონება?
-და რა იცი მე რა მომწონს ?
-საკმარისად გაგიცანი .
მალე ძველი ორნამენტებიანი ორსართულიანი შენობოს წინ გაჩერდნენ დედაქალაქიდან 2 საათის სავალი მაინც იყო და სიტყვაც არ დასცდენია ირაკლისნუცას ინტერესით სავსე თვალებს მხოლოდ მაშინ უპასუხა როცა ადგილზე მივიდნენ . . ეს სახლი ერთ ძველ მეგობარს ეკუთვნის ძალიან დიდი
საგვარეულო
ისტოორით და ბიბლიოთეკით. არავინ ცხოვროს _დაამშვიდა. - მაგრამ ეს სახლი მუზეუმიაა, უამრავი რელიქვიით და უდიდესი პირვანდელი გამომცებლობებით. საკმარისი დრო მქონდა რომ მენახა როგორ გიყვარს და როგორ იკარგები ფურცლებში , ამიტომ ვფიქრობ რომ აქ მოგეწონება .
-ძალიან ლამაზია. _ზღაპრულ სახლს ახედა და კიბეზე პირველი ნაბიჯი ადგა .- მადლობა . აქაურობა ზღაპარს გავს . კიბის სახელურს ლამაზი
თითები ააყოლა და შენობას
რიმელიც ზღღაპრების გმირებიზ სახლს გავდა გაუღიმა . -ირაკლი მოგწონს ზღაპრები ?
-ისინი რეალურები არ არიან . ზღაპრებში ცხოველები და ხეები ლაპარაკობენ .
-მაგრამ სწორედ ესაა ზღაპრების ხიბლი, მათ ხომ თერაპევტული ფუნქცია ააქვთ. განა მაგია არ არაფერ შუაშუა უამრავი ბავშვს რომ ზღაპრების სწამს? ზღაპრები სიკეთეა.
- არ ვიცი ნუცა , ჩემთან არავინ ყოფილა მსგავსი კეთილი.
- და მაინც ცოტათი მაინც ხომ გწამს რო მოყოლი ისტორიებში სიმართლეა ?
-მე იმის მწამს რასაც ვხედავ._გულდაწყვწტილმა გაუღიმა.- და იმას ვხედავ რომ მოგწონს . სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.სანამ სახლის კარს შეაღებდნენ კიდევ ერთხელ მოიქცია საკუთარი სურვილის ქვეშ. აკოცა და მაინც სცადა რომ
გარშემო დამკვიდრებული სიმყუდროვე და ნუცას შთაბეჭდილებები
არ დაერღვია. აკოცა , აკოცა ზუსტდ ისე როგორც ურჩხული კოცნიდა ბელლს , როგორც არიელი ერიკს ან პრინცი ალი
იყო იდიალური თავის ავლა დიდებასთან ერთად . რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ნუცასთან ერთად დაკარგულიყო ნუცას სამყაროში , გამუდმებით ერთი სიტყვა უშლიდა ხელს .” მომავალი” მომავალი რომელიც არსად არ ჩანდა . აღფრთოვანებული მიუყვებოდა ოთახებს , სათითაო ნივთს ეხებოდა თითებით და აკვირდებოდა . ბოლოს სახლის მთავარ ღირსებასაც მიადგნენ , უზარმაზარ ბიბლიოთეკას და იქ ნამდვილად დაკარგა კი , სადღაც გადაეშვა . ყველასთვის ნაცნობი წიგნების ულამაზეს ყდებს მოეალერსა და სათითაოდ დაუწყო თვალიერება . ძველი ქაღალდის სუნი ცხვირს უწვავდა ირაკლის და მაინც არ უნდოდა ერთი წამით მოშორებოდა . ყველა მის მოძრაობას აკვირდებოდა და ვერაფრით ხსნიდა რა უცნაურობა სჭირდა მის გულს ასე რომ რეაგირებდა მასზე . ერთი ხის სკამი იპოვა და დაჯდომისას ისეთი ჭრიალის ხმა გამოსცა უხერხულადაც კი იგრძნო თავი. ნუცამაც შეწყვიტა საყვარელი მოგზაურობა და მამაკაცს გახედა . -ირაკლი.
-რაო?
-არაფერი. _რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მოიფიქრა , სირბილით მივიდა და კალთაში ჩაუჯდა . ორივე ხელი მოხვია კისერზე და ცხვირი ცხვირზე მიადო. თვალი კარგად გაუსწორა მის თვალებს და გააზრებაც ვერ მოასწრო ირაკლიმ რა ხდებოდა ნუცას თავში , აკოცა და ფიქრის უნარიც დააკარგვინა .თხელი ხელებით ჩაუყვა პერანგის ღილებს და განძრევის საშუალებაც არ მისცა. აქამდე თუ ირაკლი იჩენდა სულ ინიციატივას და მხოლოდ შეფარულ ნიშანს აძლევდა , თამამად აიღო ხელში მართვის საადავეები . არ დაუმალავს რომ სურს პირიქით თვალებში უყურებს და ეს სულაც არ უშლის ხელებს პარალელურად რომ მოეალერსოს მის სხეულს . ძლივს გაინძრა სუნთქვა შეკრული ირაკლი რომ მიხმარებოდა და მის ყელიან სვიტრს მისწვდა როცა უხეშად გაუყარა მის თითებს საკუთარი და გვერდით გააწევინა. ფეხზე წამოდგა და თვითონვე გაიხადა , ნელა და ლამაზად და სრულიად შიშველმა რამოდენიმე წამით მისცა უფლება რომ ეთვალიერებინა . ირაკლისთან იზიარებდა , თიმცა მისი სხეული მისი საკუთარი იყო და ისე ლამაზად ეუბნებოდა უხმოდ რომ უკვე თავბრუდახვეულ ირაკლის იმის თავიც არ ჰქონდა შებრძოლებოდა. ოღონდ ისევ ეგრძნო და მზად იყო თანაბრები ყოფილიყვნენ. იმდენად უცხო და ლამაზი იყო ასეთი ნუცა , კაცს შეეძლო ძალით ეჯობნა, მაგრამ არ უნდოდა. ისევ დაუთმო აცადა ბედნიერი ყოფილიყო , ნუცას ასე სჭირდებოდა . ყველაფერი თავად გააკეთა ირაკლის ტანსაცმლის მოშორებაც საკუთარ თავზე აიღო. იცის რომ მოინდომოს წამში აიღებს კონტროლს მამაკაცი , მაგრამ აცდის და ის უფრო ახარებს რომ მიხვდა ირაკლისთვის მხოლოდ სათამაშო არაა თუ მისი სიამოვნებისგან აჩქარებული სუნთქვა ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ნუცასთვის. სინამდვილეში ერთადერთი სიამოვნება რომელსაც იღებდა ის იყო რომ ნუცას სახეზე ხედავდა კმაყოფილებას და უკვე სულ ერთი იყო იმ წამს ის რომ ნელი მოძრაობებით აწვალებდა მის ზემოდან მოქცეული ნუცა და ყოველ მოძრაობას სკამის ჭრიალი ფონად გასდევდა , არ ჩქარობდა რატომღაც ქალი და სიამოვნების ტალღებში დაკარგული ბოლომდე ცდილობდა ყოველი წამის გემო ეგრძნო .
-ახლა რომ გავჩერდე რას იზამ ?
-ისევ თავიდან დავიწყებ .
-ისევ რომ გავჩერდე?
-შენს გადაწყვეტილებაზე შენ აგებ პასუხს თუ გაჩერდები გაჩერდი და მერე ინანე რომ ვერ იგრძნობ , _ყელზე წაავლო ხელი და მოუჭირა . -აი ამას . თავისკენ მოქაჩა და რანირად მოახერხა მისი ენის დაჭერა ვერ გაიგო. -ვერც ამას ._ორივე ხელი წელზე მოხვია და საკუთარი ხელებით დაეხმარა რიტმში ემოძრავა. ნუცას კვნესით ხვდებოდა რომ იდიალური ტემპი იპოვა ორივესთვის და საბოლოო შედეგიც ორივესთვის ერთი და ერთდროულად იყო. მათი სიამოვნებისგან მწვერვალში ასულ ხმებს სკამის გულისშემაწუხებელი ჭრიალიც არ ჩამორჩებოდა და ერთადერთი რის გამოც პროცესის დასრულება გაუხარდა ირაკლის ისაა რომ მის კალთაში დამძიმებული ნუცას სხეულთან ერთად სკამიც დამშვიდდა. მხარსა და კისერს შორის ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი ნუცას და თავის აწევას ვერ ბედავდა .
-ნუცა ? _თმაში შეუცურა ხელი და მერე ბოლოები მოიქცია მუჭში . -ყველანაირი ნუცა მომწონს იცი? კიდევ რამდენს მალავ ?
- ერთი ვარ .
-და ჩემი .

კიდევ რამოდენიმე საათი ინებივრეს შიშვლებმა იატაკზე და სანამ ნუცა ხავერდის ყდიან წიგნს ფურცლავდა ირაკლი უხმოდ დაატარებდა თითებს მის ზურგზე სუნთქვითაც კი მშვიდად სუნთქავდა რომ სიმყუდროვე არ დააერღვია ნუცასთვის. ბედნიერი იყო . ცხოვრებაში პირველად თავს სავსედ გრძნობდა და ერთი ცარიელი ადგილი არ იყო დარჩენილი მის სულში . ბედნიერი იყო კი მაგრამ რამდენი ხნით? ისევ არ ჩანდა მომავალი მისთვის . აწმყოთი ტკბობა უნდა ისწავლოს ირაკლიმ რადგან ნუცას მომავალში მას ადგილი არ აქვს . მანამდე კი შეუძლია იდიალური აწყმო მისცეს , რომ როცა წარსულად იქცევაა , და ეს ტუტუცი გოგო საკუთარ წარსულზე ფიქრს დაიწყებს მხოლოდ შავი ბავშვობა არ გაახსენდეეს.
კიდევ ერთი კვირა დარჩნენ , ლიკუნას ყოველი პატარა წარმატება საკუთარივით უხაროდა ნუცას , დიდად არ ჩქარობდა ლიკუნა დაბრუნებას , თვითონაც ისე არ აწუხებდა ირაკლისთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის და ფასდაუდებელი იყო ირაკლისთვის მასთან ურთიერთობა . უფრთხილდებოდა , ხალხს ერიდებოდა , მითუმეტეს მას შემდეგ რაც ერთი კარგი სტატია
გამოაცხვეს მათ ურთიერთობაზე და იმდენი იტირა ყოველ კომენტარზე მთელი ღამე ცდილობდა მის დამშვიდებას . მალე სრულიად სულ ერთი იყო რას იფიქრებდა ხალხი მასზე , აღარც ის ადარდებდა რომ სრულ ჩრდილში მოექცა . მთავარი მათი სიმშვიდე იყო , როგორცვე სახლის ზღურბლს გაადაბიჯებდა სხვა ირაკლი ხდებოდა , ყველა ტვირთს კართან ტოვებდა და სიმშვიდეში იძირებოდა. მისი კომფორტი ნუცა იყო . ორნი იყვნენ , ერთმანეთისთვის და ახვა არავინ სჭირდებოდა . თავიდან გიორგიმ დასცინა რომ უთხრა დარბილდიო ,თვითონაც გაეცინა , მერე მეგობრებმაც წამოაძახეს ცვლილებები და ბოლოს რეალობას თვალი მაშინ გაუსწორა როცა სახლში დაბრუნებულს კიბეზე პატარა ბავშვი დახვდა . ხელში ხის კუბიკები ეჭირა და სქელ კურტკაში შეფუთულს მარტო თვალები უჩანდა . ჯერ კიბის ბოლოში შედგა , ბოლოს აქეთ იქით გაიხედა და მალე ნუცაც დალანდა , წყლით სავსე ყურებიანი ბოთლი მოჰქონდა . კიბეზე ჩამოჯდა ბავშვს გაუწოდა და მერე ირაკლის გაუცინა . -გამარჯობა ირაკლი .
-ეს ვინაა ? _ხმაში უცნაური ელფერი შეერია . თითქოს ვიღაცამ მისი რგოლი გაარღვია და ყველაზე ძვირფასი წაართვა ნუცა .
-ეს ნიაა , ბაღიდან დარეკეს რომ წაიქცა და მაკა იძულებული იყო აქ მოეყვანა.
-მაკა ვინაა . _ვერაფრით გაიხსენა ვინ იყო მაკა . კი იცის რომ მათთან მომუშავე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ აღიდგინა სახე .
-ლიკუნას თერაპევტი . .
-აჰჰ, ხოო. _ უინტერესოდ აუყვა კიბეს და სანამ ბავშვს გვერდს აუვლიდა კარგად დააკვირდა .-ეს წაქცეული არაა , ვიღაცამ სცემა . _გზის გაგრძელება გადაწყვიტა როცა ბავშვის ხმა დაეწია .
-დედას არ უთხრა რა . _ ისევ გაჩერდა . -რატომ უნდა ვუთხრა , შენი საქმე შენ გეხება. _6 წლის ბავშვს ისე გასცა პასუხი თითქოს თანატოლს ელაპარაკებოდესო
და ნუცას და გიორგის სახეს რომ მოჰკრა თვალი მიხვდა საკმარისად კარგად ვერ გააგებინა ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება.
-რა გჭირს? _სირბილით მიჰყვებოდა ნუცა და არც მაშინ გაჩერებულა როცა ოთახში შევდნენ . -ირაკლი , რამე მოხდა ?
-არა .
-დაღლილი ხარ .
- არა .
-აბა ?
-არაფერი . _ნუცასთვის კარგახანს მივიწყებული ირაკლი გამოაჩინა და წამში გაახსენდა ირაკლი რომელიც სულ თავიდან გაიცნო . იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა რაიმე ეთქვა .:
-კარგი. _ზურგი აქცია ნუცამ .
-ვერ ვიტან ბავშვებს . _საწოლის ბოლოს ჩამოჯდა .
-მეგონა მხოლოდ საკუთარი არ გინდოდა . _უცნაირად მოხვდა გულზე ნუცას ირაკლის სიტყვები .
-არც სხვების . შენთვის ეს პრობლემააა?
- ჰოო, ვფიქრობ არის , მაგრამ არ მგონია იმ სიტყუაციაში ვიყო რომ რამის გაპროტესტების და მოთხოვნის უფლება მქონდეს .
-კარგი რა ნუცა , ხომ იცი რომ არ მადარდებს ეგ კონტრაქტი. ჩემთვის მნიშვნელივანია შენი სურვილები.
-და მაინც პირველი პუნქტის შესრულებას ითხოვ .
-ხოო .
-არ ინერვიულო ირაკლი. ყოველდღე ვსვამ აბებს . უსიამოვნო სიურპრიზი არ გელოდება . _თითქოს არაფერი იყო საწყენი , რეალობაზე საუბრობდნენ მაგრამ მაინც ისე სწყინდა ნუცას მომავლის არ არსებობა , ცრემლები აჯანყებას უწყობდნენ და რაღაცნაირად აჩერებდა.
-ნუცა .კარგი დედა იქნებოდი.
-ვიქნებოდი? _ ისე მოუნდა ეტკინა , ისე როგორც მას სტკენდა ირაკლის კანონები და წესები ენამ გაასწრო. -ვიქნები ირაკლი . ვიქნები აუცილებლად როგორცვე ამ 6 თვეს გავლევთ. აუცილებლად მექნება ის რაც მე მინდა .შენ კი ის გექნება რაც გინდა . სიმარტოვე სიმშვიდე შენი პრინციპები და ეგოიზმი .
-ნუცა , არ გინდა.
- მართალია არა მინდა . აზრი არ აქვს . დაისვენე . ალბათ დაამთვარებს მალე ლიკუნა და ბავშვიც წავა . _სცადა კარი უხმოდ გაეხურა და დახურა თუ არა სირბილით გაიქცა საკუთარ უკვე მივიწყებულ ოთახში . მათი ყოველი ღამე ხომ საერთო იყო უკვე . ეგონა უკვე აღარაფერი აშორებდათ , რომ მხოლოდ ფარატინა ფურცლად დარჩებოდა ირაკლის მიერ შექმნილი კონტრაქტი. არაფერი არ გაუკეთებია ირაკლის იმის მიხედვით. ყველა წესი დაარღვია და ეგონა უკვე აღარც ადარდებდა . თავი რანაირად იგრძნო განსაკუთრებულად მაგრამ სილის გაწვნასავით იყო ირაკლის რეაქცია . ისე მწარედ მოხვდა სახეში წამში გამოერკვა და გაიაზრა . ირაკლის საცოლის როლში ისე ღრმად შეიჭრა ბოლოს სინამდვილე ეგონა. სინამდვილე კი ის იყო რომ არაფერი არ იყო . ეგონა რომ შეცვალა , რომ სიმშვიდე და ბედნიერება ოპოვა რომ უკვე ერთნი იყვნენ თუმცა მას ირაკლის მომავალში ადგილი არ ჰქონდა , რადგან არც არასდროს უფიქრია ირაკლის მომავალზე . იმას აძლევდა რაც მას სულელს ჭირდებოდა რომ თავი კომფორტულად ეგრძნო და დიდხანს დარჩენილიყო მასთან. ბევრი არც არაფერი უქნი მისი კომფორტისთვის საძინებლის გაზიარება დიდი მსხვერპლი არ უნდა ყოფილიყო , მასზე გვიან წვებოდა და ადრე დგებოდა , ვინ იცის იქნებ ისე ღრმა ძილი აქვს ღამეც არ ეძინაა მასთან. მწარე იყო რეალობაში დაბრუნება , მწარე . ისეთი მწარე რომ ერთიანად აღიქვა მისმა გონებამ რომ ის აქ უცხო იყო . ყველაფერი უცხო და ისე ძალიან ნაცნობი . ცრემლიც გაუშრა და ერთ წერტილს მიშტერებულს ზუსტად იმ პოზაში ჩაეძინა როგორც იწვა . არავის გახსენებია , ძილში გაყინულმა ხელებმა შეაწუხა , უნდოდა ვინმე მოსულიყო და დაეფარებინა მაგრამ არსაიდან არ გაჩნდა ირაკლი . მოუწევს გაიღვიძოს და თავს მიხედოს . ალბათ მაკამაც დაამთავრა ლიკუნას ვარჯიში და ასე რომ მიატოვა ბაშვი გიორგის ანაბარაა ვინ იცის რა იფიქრა? იქნებ ჯერ არ წასულა და მოუბოდიშებს უეცარ გაქრობას . ჯერ გაირხა და მერე სწრაფად გაახილა თვალები . ლამაზ შავ ნაქსოვ კაბაზე ხელი ჩამოისვა და თმა გადაივარცხნა . ჯერ ლიკუნას ოთახში შეიხედა და იმედი გაუჩნდა რადგან იქ ჯერ კიდევ არ იყო . კიბისკენ გაემართა და ისე დაიძაბა ხელისგულები გაუოფლიანდა . კიბიდანვე არჩევდა ირაკლის და ვიღაც ქალს რომელიც ისე ახლოს იჯდა მასთან თითქმის ეკვროდა . მეგობრულად ედო ხელი მის მუხლზე და იცინოდა. მათ წინ გიორგი და ლიკუნა იყო და აშკარად რაღაცას ჰყვებოდა გიორგი რადგან ხელებსაც აყოლებდა ხმას და დრო
და დრო ყველას ღიმილი მოსდევდა მის თითოეულ ასეთ მოძრაობას . უკან გატრიალდებოდა , ლიკუნას რომ არ წამოეკივლა .-ნუცაა , გაიღვიძეე მოდიიი .
შეუმჩნევლად გაუღიმა და ნელა ჩავიდა კიბეზე. რაც მეტად უახლოვდებოდა უფრო კარგად არჩევდა ქალის გარეგნობას და უფრო მეტად იძაბებოდა . ირაკლის გვერდით ულამაზესი ათენა იჯდა. რაღაც კომიქსი ნახა ინტერნეტში წითური ქალღმერთ ათენაზე და პირველი რაც გაიფიქრა ის იყო რომ ასეთი ქალების გვერდით რა იზიდავდა ნუცაში. ფერი იქამდე დაკარგა სანამ მიუახლოვდა და გულიც იქამდე აუჩქარდა . ხელი კი მაშინ აუკანკალდა ქალმა ირაკლის მუხლიდან ხელი გააცურა და ფეხზე წამოდგა . თეთრი კბილები გამოაჩინა წითელ ბაგეში და გრძელი წითელი თმა ჰაერში გაიშალა . -გამარჯობა ნუცა . _რამოდენიმე ძვირფას ბეჭდიანი მტევანი გაუწოდა და სანამ ნუცა აკანკალებულ კუნთებს გაჭიმავდა არ დაელოდა მეგობრულად გადაკოცნა .
-ეს თათაა . _ლიკუნამ სააბოლო ძაფი რომელიც მის სხეულს იჭერდა გამოაცალა ნუცას სხეულს მისი წარდგენით. მეტი რაღა უნდა დამართნოდა ირაკლის პირველი სიყვარულის ნახვის გარდა ?
-სასიამოვნოა . _სცადა არ დაბნეულიყო , მაგრამ მაინც დაიბნა და თითები ახლართა ერთმანეთში . უკან გაიხედა , ისედაც ნათელი იყო რომ იქ მათ გარდა არაავინ იყო.
-დალევ ნუცა? _გიორგიმ წითელი ღვინით შეუვსო ბოკალი და ადგილი გაუნთავისუფლა დივანზე სწორად ირაკლის წინ. ახლა წინა პლანიდანაც უნდა უყუროს ერთმანეთზე მიწეპებულ სხეულებს თითქოს მათ მხარეს მდგარ დივანზე ადგილი აღარ იყოს. ირაკლის თვალებს წააწყდა და საკუთარი სახე უზარმაზარ ღვინის ჭიქით დამალა. რატომღაც სიჩუმე ჩამოვარდა. მის მოსვლამდე ყველა იცინოდა , ასეთი უსიამოვნოააა ვიღაც უცხოს ჩამოჯდომა რომ სიჩუმე აიირჩიეს? სინამდვილეში გიორგი და ლიკუნა ისტორიამ დააბნია , ისტორიამ რომელიც ნუცამდე იყო მაგრამ უნებურად ისიც მონაწილე იყო და თავი უხერხულად იგრძნეს. ირაკლისთვის სულ ერთი იყო რა ხდებოდა მის გარშემო. ისტორიაც სულ ერთი იყო და იმ წამს სტუმარიც ურცხვად ცდილობდა ნუცას თვალები გამოეჭირა და თვალს არ აშორებდა ფერდაკარგულ სახეს.ბოღმით და ნერვებით გაიჟღინთა მისი ფილტვები თავიდან ვერაფრით ამოიგდო რომ მის წინ კახას ორო
დიდი სიყვარული იჯდა , ოროვე საოცარი და შესანიშნავი. კახას ის შეიძლება ქონოდა რაც მას არ შეუძლია . შეუძლია ჰყავდეს ოჯახი , ჰყავს კიდეც თუ გაიგო რომ თათასთან შვილი ჰყავს . შეუძლია ნუცასთვის იბრძოლოს თუ მოინდომა და სწორედ ის იქნება ის კაცი ვინც იმ მომავალს მისცემ მას რომელიც ასე სურს ნუცას . ალბათ როგორ ნანობს რომ ირაკლი აირჩია , ალბათ რამდენჯერ იფიქრა რომ ნებისმიერი კაცი შეძლებდა მისთვის შვილის მიცემას და ოჯახის რომელიც ასე უნდა და არასდროს ჰყოლია. მან კი მაინცდამაინც უარესი აირჩია . აირჩია? არა აიძულა . სიბრაზე თვალებში მოაწვა ირაკლის და აეწვა . არასდროს ყოფილა
თავის ნებით მასთან ? ნუთი ისე დააბრმავა სურვილმა რომ ვერ გაიგო როგორ სურდა ნუცას გაქცევა? წყეული 6 თვეო? მხოლოდ ეს აკავშირებთ?
-ნუცა რამდენი წლის ხარ? _ხმაც ისეთივე წკრიალა ქონდა როგორც გარეგნობა .
-22-ის .
-ხდება . _შეუსწორ ირაკლიმ. -და სანამ პედოფილობას დამაბრალებ გეტყვი რომ ჯერ სულ რაღაც 31 წლის ვარ .
-არაფერი მითქვამს . ასეთი ცუდი ბიჭიც არ მგონიხარ . _გაეცინა ქალს . ლოყაზე მოჩმიტა ირაკლის . უხერხულობისგან სახე გაუხურდა ნუცას და უკვე ღვინოც არ შველოდა. მასზე და ირაკლიზე იცის სავარაუდოდ კახაზეც უნდა იცოდეს რაღაც. ისე შეეკრა სუნთქვა , იმხელა
ოთახში ჰაერის ჩასუნთქვაც კი გაუჭირდა. ფილმს გავდა ეს სცენა , საერთოდ ირაკლის ურთიერთობა ქალებთან და ქალების ურთიერთობა ჰგავდა ფანტასტიკური ჟანრის ფილმს. ე მაგალითად კიკი და თვითონ. კიკი , კიკი გაუთავებლად იმეორებდა მისი
ტვინი და იმ წამს გადამრჩენლად მოევლინა კიკი მის ტვინს.
-სასიამოვნო იყო . _გაუღიმა ნუცამ და დამაჯერებელი სცადა ყოფილიყო. - სამწუხაროდ მე ვერ ვივახშმებ . კიკის უნდა შევხვდე .
-კიკი აქ მოდის . _ გაკვირვება ვერ დამალა თათამ . -წეღან დავურეკე და თქვა რომ..
-გადაიფიქრა ._საკუთარი თავის გაუკვირდა წონასწორობა რომ არ დაკარგა . ანუ კიკის მეგობარიცაა. თუმცა ზურგზე არ დაეცა . ახლა კიკის იმედი ჰქონდა რომ აქ მოსული მის მხარს დაიჭერდა და მატყუარას არ გამოიყვანდა . ცოტახანში კიკიც გამოჩნდა ჩვეული ქუსლიანი ფეხსაცმელებით და ტანის რხევით .
-თათულიკოოო, ეს მოულოდნელეი ჩამოსვლები რატო იცი ? _გადაეხვია .
-მიყვარს გაკვირვებულებს რომ გხედავთ .
-წავედით? _ხელმკლავი გამოსდო ნუცამ კიკის . -ვერ ავარჩიე რა უნდა ჩამეცვა არც კი ვიცი სად მიგყავარ . წამოდი განახებ . _თრევით აიყვანა ოთახამდე და კარი გადაკეტა . -კიკი მიშველე . გთხოვ აქედან წამიყვანე . მოვიტყუე რომ ერთად უნდა გვევახშმა . არ დამტოვო აქ მათთან ირაკლისთან გთხოოვ.
- არ იტირო. შეგატყობენ. _სწრაფად მოეგო კიკი გონს და კარადას ეცა . - ყველაზე მოკლე კაბა რაც იპივა ის მიაგდო და უბრძანა ჩაეცვა. -იჩხუბეთ? _ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო . მალე იპოვა და ისინიც მისკენ გადაყარა .
-ხო , არა არ ვიცი . _ცრემლებს იკავებდა . -მერე ჩამეძინა და ისინი ვნახე .
-თათა? _გაეცინა კიკის.
-ჰო . ის ის ირაკლის და კახას შეყვარებული იყო მე კი
-შენ კი მისი თანამედროვე ვერსია ხარ . _გულიანი სიცილი აუტყდა კიკის იმის გააზრებისას რა წრე შეიკრა . თმას თავი დაანებე პომადა წაისვი და წავედით.
-სად? მართლა კი არ მინდა სადმე წასვლა უბრალოდ აქედან წამიყვანე გთხოვ. თუ გინდა შენთან წავიდეთ. მაპატიე რა კიკი . არ მინდოდა .
- არ გინდოდა ჩემი შემოთრევა მაგრამ უკვე აქ ვარ მაცადე ბოლომდე გავა*** ო. ეშმაკურად მოჭუტა თვალები და ხელით წინ უბიძგა . წელზე ხელი მიჰკრა რომ კარგად გაშლილიყო მხრებში და ღიმილით მიჰყვა .
-რაო საითო? _ლიკუნამ აღფრთოვანება ვერ დამალა ნუცას დანახვისას . რა ცოტა რამე ჭირდებოდა ნუცას სილამაზეს ადამიანის მოსახიბლად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მას . ყბის კანი მოიკვნიტა შიგნიდან ირაკლიმ და გვერდით გაიხედა.
-სად მივდივარ და ოოოო , ვერ ვიტყვი . _თვალით ანიშნა ირაკლისკენ ისე რომ ყველას შეემჩნია და გადაიკისკისა. გპირდებით მთელს და ჯანმრთელს დაგიბრუნებთ. -თათული , შევხმიანდეთ რა სანამ აქეთ ხარ.
-ნუც ძალიან ლამაზი ხარ . არ მიკვირს რომ.. _გაგრძელება უნდოდა მაგრამ ღვინით დაადუმაა ენა . ქალურ ეჭვს გასაქანი არ მისცა და ირაკლის გახედა. -შენს ადგილზე არსად გავუშვებდი .
-რატო შეყვარებულები ხო არ არიან ? _ნავთს ასხავდა კიკი იმ ცეცხლს რომელიც უკვე ენთო . -წავედით . სასიამოვნო
საღამოს გისურვებთ. _ჰაეროვანი კოცნები გაუგზავნა ყველას და გარეთ გასულ ნუცას რომელიც ასთმა დავადებულივით ქშინავდა რო
ესუნთქა ხელები მოხვია. -ისუნთქე, ერთი , ორი , სამიიი . ნუ გეშინია აქ ვარ . მე შენი მეგობარი ვარ ვერავინ ვერაფერს გიზამს ნუცა . საკუთარ მანქანაში ხელით ჩასვა და გაუღიმა როცა საჭეს მიუჯდა.
-რატომ ხარ ასეთი კეთილი ჩემთან?
-იმიტომ რომ შენ კიკი ხარ 22 წლის ასაკში და მინდა რომ იმ კიკიდ არ იქცე რომელიც ახლა შენს გვერდით ზის . მაშინ გამოცდილი და კარგი მეგოვარი მჭირდებოდა მაგრამ სულ მარტო ვიყავი უამრავ ხალხში რომელიც ჩემს ოჯახს ეძახდა თავს .
-მე კი ოჯახიც არ მყავს არა, ნახე რა საცოდავი ვარ კიკი ? ისიც კი არ შემიძლია ცხოვრრბა მოვიწყო. მიყენებენ , ყოველღამე მისი გასართობი ვარ და იმის გამბედაობაც არ მყოფნის რომ საკუთარი სახლი ვიყიდო მისი ფულით. მე ხომ
დავიმსახურე ეს ფული? მე ხომ
საკუთარი სხეულით გამოვიმუშავე? _გულის რევის შეგრძნე დაეუფლა და პირზე აიფარა ხელი . -ნახე უკვე გული მერევა საკუთარ თავზე .
-მეძავი არ ხარ. ისაა უცნაური და შენი ბრალი არაა რომ არ შეუძლია ის იყოს ვინც შენ გჭირდება .
-აბა ვინ ვარ კიკი ვინ? მეგონა რომ , რომ ის კი მხოლოდ იმას იმეტებდა ჩემთვის რაც მჭირდებოდა რომ დავბრმავებულიყავი . მე კი დავიჯერე რომ რაღაც გამოგვიდოდა.
- ნუცა , ირაკლი ის კაცი არაა ვინც ცოლს და შვილებს იყოლიებს . არ უნდა . და ნდომა არ შემიძლიაზე ძლიერია რადგან როცა რამე არ შეუძლია მოკვდება და შეძლებს . მას კი არ უნდა . არ უნდა მისცე თავს უფლება რომ გულში შემოგეჭრას. _ნუცას სახის დანახვისას უცბად დაამუხრუჭა და მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ . - გიყვარს? _მცირე პაუზის შემდეგ წამოიკივლა.- რათქმაუნდა გიყვარს. რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო რა ? _საჭეს ხელებით ჩააფრინდა და წინ გაიხედა.-ორსულად ხარ?
-არაა . _დაიკივლა ნუცამ .
-ანუ დალევა შეგიძლია . _ეშმაკები აცეკვდნენ კიკის თვალებში და მანქანა ისე მოატრიალა რომ ნუცა რომელსაც საერთოდ არასდროს უსწავლია ტარება მიხვდა რა უხეშად დაარღვია მოძრაობის წესები .
-არ მინდა კიკი.
-კი გინდა. ამდენი ხნის დაგროვილი ემოციების გამოშვება გჭირდება . მერე შეგვიძლია ჩემთან დარჩე . ერთი შენს გარეშე გატარებული ღამე იმ კრეტინსაც მიახვედრებს იმედია რამეს .
-თათა ყავს .
-ყველა სიკეთესთან ერთად ეჭვიანობ კიდეც.
-არ ვეჭვიანობ რა უფლება მაქვს.
-იცი ცხოვრებაში ორი კაცი ჰყავდა წესიერი თათას როგორც ვიცი და ორივეს შენზე უდ**ბა ასე რომ დაო წინ გაიხედე. _ვერასდროს იგებდა როგორ შეეძლო
კიკის ერთ დროულად ყოფილიყო ვულგარული, იუმორით აღსავსე თავზე ხელაღებული და მაინც სასურველი . რა უცნაურია ცხოვრება , ყოველთვის ისეთად უნდა ადამიანს ყოფნა როგორიც სხვაა . ერთ მანქანაში ორი. ქალი იჯდა. ერთი რომელსაც სურდა რომ მეორესავით ძლიერი ყოფილიყო და მეორე რომელსაც სურდა სამუდამოდ იმ გოგოდ დარჩენილიყო და არასდროს ენა ცხოვრების რეალური სახე . -ისეთ ადგილზე მიმყავხარ მალე შენი ირაკლი სულ გადაგავიწყდება . თან მანახე ერთი დედუ შენი ასაკის ბიჭებს ეხლა რა მოწონთ?
-თათა როგორ გაიცანი? ვერაფრით იშორებდა ფიქრებს იმ ქალზე .
-ისე როგორც შენ გაიცანი. ირაკლის მეგობარია.
-მეგობარი ? როგორი მეგობარი როგორც მე და შენ იყავი?
- ალბათ როდესღაც რაღაც ჰქონდა არ ვიცი , მაგრამ არასდროს შემიმჩნევია რაიმე სხვა . _მანქანა პარკინგზე გააჩერა ორი მანქანის ადგილზე და ამაყი გადავიდა . -პროსტა შენ სხვა ხარ რა . აი კახა , ირაკლი ერთად სხვაა გრძნობა აქვს ალბათ ქალური შურიც რომ ვიღაც სხვა გამოჩნდა მისნაირი , მარაა არა ცუდი ტიპი. რამდენჯერმე ერთად გავედით . გისწორებს როცა გჭირდება . ჩბეულებრივ დედებივით არაა.
-შვილი ჰყავს ?
-ხო
-ვისგან?
-მე რავიცი . ირაკლისგან რომ არა ალბათ მაგას მიხვდი. _ღამის კლუბის წინ მდგარ რიგს გვერდი აუარა და დაცვას გაუღიმა . მათაც უხმოდ დაუკრეს თავი და ისე შეატარეს თითქოს მისი ჯერი ყოფილიყოს. შიდა კართან კიდევ ერთი დაცვა იდგა , მასაც სასიამოვნოდ გაუღიმა და კაცმაც ისე სწრაფად გაიკვალა მათ წინ გზა მუსიკას აყოლილი ხალხის შუაში რომ სირბილით მიჰყვებოდა კიკის. კედელთან მდგარ ცარიელ მაგიდასთან მიაცილეს . სანამ პიჯაკის გახსნას ცდილობდა , მაგიდაზე შამპანიურით სავსე ჭიქები გაჩნდა და კიკიმ ვიღაცას დაუწყო ხელის ქნევა . მაშინვე გააყოლა კიკის მზერას თვალი და კლუბის კიბესთან დაჩი დალანადა. მათკენ მოიწევდა და გზადაგზა ხალხს უღიმოდა.
-დღეს იმდენი ხალხია გეგონება სხვა კლუბი არ არსებობს. გამარჯობათ გოგოებო . კიკი შენ კი , მაგრამ ნუცა?
-ჰაერის ჩაყლაპვა ჭირდებოდა . იმ ჰაერის რომელიც თან ავიწყებს .
-ეგეთი ჰაერი აქ ძალიან ბევრი გვაქვს და თქვენთვის არაფერია მიუწვდომელი .
- ლინა როგორაა? _ პირველად ამოიღო ხმა ნუცამ.
-იცი რა ისიც სულ გკითხულობს . მოდი ნომერს მოგცემ .
-კარგი იქნება ._საკუთარი ტელეფონი გაუწოდა ნუცამ.
-თუ რამე დაგჭირდებათ იქ ზემოთ ვიქნები . ჩემებიც აქვე არიან დაბლა .
-კარგი დაჩიკო გავიგეთ რო ყველა ჭიქას დაგვითვლიან , გვაცადე ცხოვრება რა .
-კრისტი აუტანელი ქალი ხარ იცი ?
-ვიცი .
-დროებით .
-აქედან გავა თუ არა პირველი ირაკლის დაურეკავს. ყოველი შენი მოძრაობა ეცოდინება . ისიც კი რა დალიე და რამდენი, მაგრამ არ შეეძლება რომ მოვიდეს აგიკრძალოს , გისაყვედუროს . იეჭვიანოს . საკუთარ თავს არ გაადაბიჯებს .
-აქ რატომ მოვედით?
-იმიტომ რომ აქ დაცული ხარ შენ და მეც . შენი სადმე სი**ბა ადგილზე წაყვანის გამო არ მომკლავს .
-მომწონს . _ჩანთიდან აბი ამოაძვრინა და დაუფიქრებლად გადაყლაპა .- ირაკლის პუნქტი ნომერი
პირველი კონტრაცეფცია . ჭიქას ხელი წამოავლო და ბოლომდე ჩაცალა . -მომწონს ის იდია რომ შეიძლება რაღაცა შედეგი ჰქონდეს ჩემს აქ ყოფნას , მაგრამ ვერ ექნება კიკი . არანაირი გრძნობა არ გააჩნია გარდა ეგოიზმისა. იმიტომ არ გავერთობი რომ კიდევ რაიმეს იმედი მქონდეს არამედ იმიტომ რომ არაფრის იმედი არ მაქვს .
ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და ბოლოს აღარც უყურებდა რა მოჰქონდათ. მენიუში თანმიმდევრობით ირჩევდა სასმელებს. მალე ყველა კუნთი მოეშვა , აღარც ტვინი ფიქრობდა რამეზე . სხეული ავტიმატურად აჰყვა მუსიკას და კიკის ხელი გაუწოდა .-მოდი ვიცეკვოთ .
-არა , მე არ ვცეკვავ .
-ჩემს ტოლ ბიჭებს ლამაზად მოცეკვავე დეიდები მოწონთ.
-დეიდა არ ვარ ._იწყინა კიკიმ .
-მოდი რა. _ფეხები და ტანი ააყოლა, მუსიკას ბოლოს თვალები დახუჭა და მთელი სხეულით გრძნობდა და გამიხატავდა ამ გრძნობას . კიკიც აიყოლია და ძალლიან მალე მიიქციეს ყურადღება . თეძოებს ლამაზად ატრიალებდნენ , ნუცა უკვე კარგად დაღლილი და სიცხისგან შეწუხებული თმის მაღლა აწევას ცდილობდა . უფრო და უფრო ღრმად მიიწევდა ხალხით სავსე საცეკვაო სცენის შუაგულში გაუაზრებლად და ხალხში იკარგებოდა . წამით სულ წამით შეწყდა მუსიკა და თვალი გაახილა . დარბაზი ჩაბნელდა და მერე უამრავ სწრაფ განათებას სწრაფი მუსიკა მოყვა . მუსიკას კი მისი გულის ბაგიბუგი და საოცარმა შიშმა აიტანა . კიკი არსად ჩანდა და გარშემო უამრავი ხალხი ტრიალებდა ,ერთიორი ისე ახლოს მიეკრო ტვინმა განგაში ჩართო და სახეზე ხელები აიფარა . -კიკი ? _მთელი ხმით ცდილობდა ხმა ამოეშვა ყელიდან , მაგრამ მაინც არ შორდებოდნენ გარშემო შემოხვეული ადამიანები . ვერც არკვევდა გოგო თუ ბიჭი , ვინ ტრიალებდა მის გარშემო . ბოლოს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ისეე მიიკრა ზურგით თითქოს ნაცნობები ყოფილიყვნენ . სახეზე აიფარა ხელები დაბინდული მხედველიბის გასასწორებლად და ხელები რომ მოიშორა უარესი იყო. ორად ხედავდა და ეს ორი მხედველობის ხაზიც ერთმანეთთან აცდენილი იყო . -ცუდად ვარ . _ნერვიულობისგან და სასმლისგან დახვეულ თავბრუს გულის რევის შეგრძნებაც დაემატა .-ცუდად ვარ , ჰაერი არ მყოფნის . _ხელით განიავებ დაიწყო და მუხლებზე დადგა იმ იმედით რომ ვინმე ღვთისნიერი ყურადღებას გამოიჩენდა . არავინ არ ჩანდა მას კი სულ უფრო ნაკლებად შეეძლო სუნთქვა და ჟანგბადს მოკლებული ტვინი გათიშვას ლამობდა . უკანასკნელად სცადა თვალის გახელა და თავიც ვერ მოაბა . დაბნელდა …

სასწრაფოს ხმამ გამოაღვიძა და შიშით წამოხტა საწოლში . სრულიად შიშველმა თვალი შეავლო ოთახს და მიხვდა ფანჯრიდან შემოდიოდა სირენების შემაწუხებელი ხმა და ისეთი თავის ტკივილი იგრძნო და გულის რევა , ინსტიქტურად გავარდა ოთახიდან , სწრაფდ გაერკვა რომ უკვე ნამყოფი იყო. კიკის სახლი ეცნო და სააბაზანოც მარტივად იპოვა . უკანასკნელი კუჭში დარჩენილი წვეთი ამოიღო და იქვე კარზე დაკიდებულ აბაზანის ხალათს დასწვდა . დერეფნის ბოლოდან ლასლასით გაუყვა მისაღებისკენ მიმავალ კარს და ყავის სუნიც ეცა ცხვირში . სამზარეულოში მოფუსფუსე კიკის გახედა და სირცხვილისგან სახე აეწვა .
-კიკი ძალიან მცხვენია . _ბარის მაგიდაზე შემისკუპდა და წინ დადებულ ყავას გაუღიმა .
- რისი ? პირველი ღამე იყო ესეთი ? მალე ჩემი მეასე იქნება და ავღნიშნოთ . _გვერდით მოუჯდა და ნამცხვარს ჩანგალი დაუსვა. -იცი რა გემრიელია .
-ვერა ისევ გული მერევა .
-ალბათ სასმელმა მოგწამლა , იმდენი რაღაც ავურიეთ.
-შენ რატომ ხარ ესე ?
-ხიმ გითხარი მეასეათქო? _გაეცინა კიკის და სინანულით გააყოლა თვალი ყავის პირველი ყლუპისგან ისევ საბაზანოში გაქცეულ ნუცას . -მემგონი გადასხმა უნდა გაიკეთო ინტოქსიკაცია მასე მარტივად არ გადის .
-კიკი რა მოხდა ? _შუბლზე ხელაფარებული გამოვიდა და ადგილზე დაბრუნდა .
-არაფერი დათვერი , მერე ორჯერ მეჭირა შენი შუბლი. ნარწყევის დაქალები ვართ , ანუ საუკეთესო. მერე გიპოვე და ჩემთან მოვედით .
-კიდე კაი შენ არ დალიე .
-მე ? მე ტრაგიკული ჯულიეტა არ ვარ და ეგეც რომ არა დაჩის კლუბია . იქამდე მოამტვრიეს ხელები ვიღაცას სანამ მე მოვედი .
-არა რა . _ამოიკვნრსა ნუცამ. -ირაკლიმაც იცის . აუუუუ..
- ირაკლიმ? გახსოვს რომ გითხარი დაიკიდე არ მოვათქო. ხო და თვითონ ჩაგსვა მანქანაში ოღონდ არ უთხრა რომ გითხარი . მანქანის შეცვლა მინდა , წითელი კაიაა მარაა ეხლა ვარდისფერი მინდა. _ყურებამდე გაეღრიჭა ნუცას , ხო არ გწყინს ისევ ირაკლისთან რომ ვინარჩუნებ ურთიერთობას ?
-არა .
-და თუ იქ იყო სახლში რატომ არ ვარ? _ნუცას გადაღლილ ტვინს ფიქრი უჭირდა.
-იმიტომ რომ იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო და თან ვიღაც ტიპი შემოელახა . _ამიტომ დაივიწყე რომც მოკვდეს მაინც გეტყვის რომ იგონებ.
- ვინმესთან მნახა ? _პირზე აიფარაა ხელები.
-არა ის ვიღაც ნახა შენთან .
-ალბათ რას ფიქრობს . _მაგიდაზე ჩამოდო თავი.- ამ გულის რევას რა მოვუფიქრო?
-გადასხმაა.
-არა თავი გააქნია ნუცამ.
-ხო და მოკვდი მაშინ მასე .
-ტანსაცმელი სადაა ?
-აჰჰ გახსოვს ალბათ რომ გითხარი ორჯერ აგერია გული . გადავყარე აბა ჩემს ჭკვიან სარეცხ მანქანაში მაგას ვერ შევდებდი .
-ხო , რათქმაუნდა და რადგან უკე საუკეთესო მეგობრები ვართ ჩემი შუბლის ჭერის გამო
რამე შენი შემიძლია ავიღო არა ?
-რამე არაა , რასაც მე მოგცემ დაო, იმიტომ რომ შენ სპაგეტი ხარ მე ხორცი და ჩემი გარდერობიდან თითქმის არაფერი მოგერგება.
-კიკი , იცი რა კარგი ხარ? _ხელები მოხვია ნუცამ.
-თავი დამანებე ვერ ვიტან ამ იდიტორ მოფერებებს.
-არა არ დაგანებებ. ლამაზი ხარ, კეთილი ძლიერი და კარგი .
-გეყოფაა ._გაიბრძოლა მის მოსაშორებლად.
-კიკი . უამრავ სითბოს იმსახურებ .
-თავი დამანებე ნუცა.
-არა არ დაგანებებ . ირაკლის მადლიბაც კი უნდა ვუთხრა შენნაირი ადამიანი რომ მაპოვნინა.
-მე კი ვხვდები რატომ უყვარხარ ყველას. სიყვარულის ულევი წყარო ხარ . _რაღაცამ დაახლოვა კიკი მასთან . რაღაც ძალამ და ენერგიებმა რომლებისაც ასე სწამდა აგრძნობინა რომ ის უნდა ყოფილიყო ირაკლისთვის და ნუცასთვის ვინც ახლაა და არ უნანია . საოცარი იყო კიკისთვის თვალწინ ეყურებინა ისტორიისთვის რომელიც ახლა იწერებოდა და იმ გრძნობას გავდა რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გამოსცადა როცა 19 წლის იყო. არ მოუტყუებია ნყცასთვის . საკუთარ თავს , ახალგაზრდა კიკის ხედავდა მასში და საკუთარი მე არ აძლევდა საშუალებას ზურგი ექცია გოგოსთვის რომელიც მასზე ორმაგად მძიმე ტვირთს ატარებდა და მისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ახსოვდა რა არის სხვების სიყვარული , უანგარო
სითბოს გაზიარება. როცა არაფერი არ გაქვს ამის გარდა და მაინც არ გენანება .

სახლამდე კიკიმ მიიყვანა, შეუმჩნევლად შეეივიდა და თავი სამშვიდობოს ეგონა ოთახში , ფარდები კარგად გადაწია ბოლომდე ისე რომ დაბნელებულიყო ბალიშები ისე გაასწორა რომ კომფორტულად ყოფილიყო და თვალების დახუჭვა ვერ მოასწრო
რომ კარში ირაკლი გამოჩნდა . ხმაურით მიკეტა და თავზე წამოადგა.
-ვიცი რომ არ გძინავს .
-მძინავს თავი დამანებე .
-ნუცა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი ხომ იცი.
-რა გინდა ? _წამოჯდა და საწოლს მიეყრდნო .
-უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ უნდა გავარკვიოთ
-არა , ყველაფერი გარკვეული გვაქვს ირაკლი . ბოდიში გუშინდელი დღისთვის ჩემი ბრალია რამოდენიმეჯერ რაღაც რომ დამითმე ჩავთვალე რომ რამის უფლება მქონდა .
-ნუცა
-მისმინე ყველაფერი ზეპირად ვიცი , რა მევალება, რისი უფლება მაქვს და რას მთავაზობ . კიდევ ერთხელ გადავიკითხე კონტრაქტი და მეორედ იგივე აღარ განმეორედება .
-ფეხებზე მკ*** და ნუცა ეგ კონტრაქტი . რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ჩემთვის იგივე არ ხარ როგორც სხვა ქალები
-მაგრამ იმის მოცემა არ შეგიძლია რაც მე მინდა გავიგე კი . არაა პრობლემა . განსხვავებული ვარ კი , ეგეც გავიგე მაგრამ იმდენად განსხვავებულიც არა რომ როდესმე ბავშვის აყვანა განიხილო ან რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო რაც მომავალს უკავშირდება , გავიგე კი ჩემთან ერთად ცხოვრობ ნუ სხვა გზა არ გაქვს ლიკუნას და იმის გამო რომ საკუთარი სახლი
არ გამაჩნია.
-ირონია?! _გაეღიმა ირაკლის .-მომისმინე გთხოვ ..
-ახლა მე მომისმინე . შენც განსხვავებული ხარ , უფროსწორად ერთადერთი კაცი , ჯერჯერობით და თუ ფიქრობ რომ მერე იგივე გავხდები რაც კიკი და ის ქალი ._ხელი გაიშვირა უმისამართოდ .
-თათა?
-ხო ეგ . მე შენი მეგობარი არ ვიქნები . როცა ეს დრო გავა მე წავალ. ჩემს გზას გავაგრძელებ და შენ შენსას . გასაგებია?
-რომ დარჩე ნუცა?
-და რა , სამუდამოდ შენი საყვარელი ვიყო?უმომავლოდ უოჯახოდ. არა ირაკლი . არა.
-წრეზე ვტრიალებთ , მომავალი არ გაქვს ჩემთან მართალი ხარ . _ხელი გაიქნია რომ შუქი აენთო
და სიბნელეში ვერც შეამჩნია რომ ტუმბოზე ნუცას ვარდისფერი ბრჭყვიალა ჭიქა იდგა. შუქი აანთო მაგრამ ფინჯანი იატაკზე გადავარდა და ნუცას აწყლიანებულ თვალებს მზერაა არიდა. პირმოტეხილ ფინჯანს ხელი წამოავლო და სინანულით დახედა. -მაპატიე ვერ დავინახე , არ მინდოდა.
-არაუშავს . _ხელებიდან გამოსტაცა და მკერდზე მიიხუტა . -ძალიან არაა გატეხილი კიდევ გამოდგება .
-ნუცა , როგორც გუშინ მოიქეცი ასე აღარ მოიქცე . უბრალოდ მითხარი რომ მარტო
და შორს გინდა და საერთოდ არ მოვალ სახლში . გახსოვს მაინც რა ცუდად იყავი?
-კონტრაქტს კიდევ ერთი პუნქტი უნდა ჩაამატო , ალკოლის აკრძალვა .
-ისევ თავიდან იწყებ .
-რა ვქნა ირაკლი? იცი მაინც სხვა ვინმე ვინც ასე ერთად არიან და წინასწარ იციან რომ ყველაფერი დასრულდება ? უცნაურია , სიგიჟეა . ვერ ვერაფრით ვიგებ ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდი . რატომ არ გავიქეცი? რატომ არ შეეგეწინაღმდეგე ? სულაც კახას რატომ არ გავყევი? _ბოლომდე მოხსნა დარდის ტომარას თავი და ვეღარ ჩერდებოდა. -ხომ ვიცოდი , ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და მაინც არფერი გავაკეთე თავის გადასარჩენად , არაფერი ვქენი პირიქით საკუთარი თავი მოგართვი. შენი ბრალი არაა , არაა შენზე არ ვარ გაბრაზებული ჩემი სულელი
თავის ბრალია. _თავში ხელი ჩაირტყა და ბალიში დაიფარა სახეზე. -გიყურებდი , არ გეწინააღმდეგობოდი , გაცდიდი ხო , ჩემი ბრალია გაცადე რომ შემყვარებოდი . _მოგუდული ხმა ისმოდა ბალიშის მიღმა თუმცა მაინც ისმოდა . გაიგონა ირაკლიმ გაიგონა და თვალები დახუჭა.სუნთქვაც შეწყვიტა. აწუხებდა საკუთარი სუნთქვის ხმა . ერთი რამ ევალებოდა ამ გოგოს , ერთი რამ რომ არ შეყვარებოდა და ისიც ვერ შეძლო. მისმა პატარა გულმა ირაკლისნაირი კაციც დაიტია , ადგილი დაუთმო .ამაყი იყო ნუცათი იმ წამს რომ ასე შეეძლო ადამიანებისთვის გულის მიცემა , მაგრამ რითი რით დაიმსახურა მისი სიყვარული.რატომაა მისი ღმერთი ისეთი სასტიკი რომ საკუთარი შექმნილი არსება რომელის სულიც ვინ იცის შეიძლება უკანასკნელი წმინდა სულია ,ასე გაიმეტა და დაამუნჯდა , უხმოდ ყვიროდა ირაკლი შიგნიდან . უხმოდ ყვიროდა მისი სახე რომ თვითონაც შეყვარებულია რომ უხარია , ნუცასნირი გოგოს გულში აქვს ადგილი , მაგრამ იქ არაფერი ესაქმება .
-არ გიყვარ ნუცა . არა . _მტკიცედ გადაწყვიტა ნუცას მაგივრად და ეს პასუხი იყო წერტილი.
-შენ რა იცი რა. _ისევ ტირილი წასკდა გოგოს .
-გამუდმებით ჩემს გამო
ტირი ნუცა . იტანჯები . როგორ შეიძლება გიყვარდე სულელო ბავშვო? _თავთან ჩამოუჯდა და ხელები მოხვია . -მოდი ჩემთან . არ იტირო. _ყელში იგრძნო მისი ცრემლები.
-მართალია . არ მიყვარხარ. არ უნდა მიყვარდე . იცი რა კახაც მეგონა მიყვარდა , მაგრამ არ მიყვარდა . _საკუთარი თავის გამხნევებას შეუდგა ნუცა და ყოველი სიტყვა ისარივით ერჭობოდა გულში ირაკლის. -დავიძინებ გავიღვიძებ და ყველაფერი
კარგად იქნება . ძველებურად . სხვანაირად არ შეიძლება . _მკლავებიდან გამოეცალა
და ისევ ბალიშს ჩაეხუტა .
-ხო , ასე იქნება . _საყვარელ თმას თითები ჩამოუსვა და ზურგთან კარგად დააფარა.
“რა არის სიყვარული?” საძიებო
ველში აკრიფა და პირველივე ფრაზა წაიკითხა რაც ვიკიპედიაში იყო .
სიყვარული -ძლიერი ერთგულების და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ანუ სიყვარული ერთგულება და მიჩვეევაა? -ანუ გაგვივლის . _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ. ვერავიზე დამოკიდებული ვერ იქნება . კარგად იცის სადამდე მიიყვანა მამამისი დამოკიდებულების გრძნობამ .
გამოსავალი უნდა არსებობდეს.
გამოსავალი არსებობს .
გამოსავალი , უნდა იპოვოს . სამუდამოდ დაწყევლილი ხომ არაა?
ან ვინ გადაწყვიტა რომ დაწყევლილია? ვინ უთხრა ? რა დააშავა მამამისმა ისეთი ასე რომ სძულს საკუთარი თავი და თავს ოჯახის ყოლა აუკრძალა ? განა მისი ბრალია რომ ცუდ წრეში მოხვდა ? რომ ნაძირალა მამა ჰყავდა მის მამასაც და არავინ მისცა მაგალითი იმისა როგპრ ყოფილიყო კარგი მამა? განა მხოლოდ ცუდი უანდერძა? რაღაც ხომ უნდა ჰქონოდა მამამისს კარგი? უნდა გაიხსენოს. არაფრით არ გავს მამამის თავად და მაინც ისე ეშინია ძრწის. რაღაც გამოსავალი
უნდა არსებობდეს , რაღაც უნდა იყოს . ცხოვრებაში პირველად უყვარს და საპასუხოდ უანგაროდ სთავაზობენ გულს . თუ შეუძლია რომ უყვარდეს , ესეგი ამის უნარი აქვს და საკუთარი სისხლი და გენიც უნდა შეიყვაროს .
დაბრუნების დროა , კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ ქალაქს იმიტომ არაა რომ სთხოვეს , იმიტომ რომ უნდა. წარსულში ხელის ფათური სასიკვდილო განაჩენია ადამიანისთვის, მაგრამ უკვე დიდიხანია წარსული თავად უფათურებს სულში ხელებს და დროა , დროოო თვალი გაუსწოროს. საკუთარი წარმომავლობა ისე უნდა შეიყვაროს როგორც ნუცას უყვარს გარშემო ყველაფერი. მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა არაფერს არგებს , მეტი უნდა …
მას სულიერი ევოლუციის გეგმები აქვს ..
ნუცას პრობლემებისგან გაქცევის , მათ ორივეს გეგმები აქვთ სამყაროში რომელსაც საკუთარი ამოუცნობი და კარგად დაწერილი აქვს საკუთარი მიზნები .



პირველ რიგში უდიდესი მადლობა , უამრავი თბილი სიტყვებისთვის და ლოდინისთვის . თავის გამართლებასაც აღარ ვაპირებ , თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან კიდევ რამოდენიმე ასეთი მოზრდილი თავი იქნება 3 შეიძლება და დავასრულებ თქვენს ტანჯვასაც და ჩემსასაც . მიყვარხართ



№1 სტუმარი მე

ხშირადა ნახსენები დანაშაული
და დანაშაული იცით რა არის თქვენ რომ ხშირად არ წერთ. ასეთ ნიქს მუდმივი ვარჯიში უნდა თქვენ არც ცდილობთ ასე მგონია აი ხო
საოცრება მოგაქვთ ემოციით და წარმომიდგენიაა რა უნდა იყოს თუ კონცეტრირდებით .

 


№2  offline წევრი რუსანა

მე
ხშირადა ნახსენები დანაშაული
და დანაშაული იცით რა არის თქვენ რომ ხშირად არ წერთ. ასეთ ნიქს მუდმივი ვარჯიში უნდა თქვენ არც ცდილობთ ასე მგონია აი ხო
საოცრება მოგაქვთ ემოციით და წარმომიდგენიაა რა უნდა იყოს თუ კონცეტრირდებით .

პრობლემაც ეგაა რომ
მარტივად ვერ ვკონცენტრირდები და ხშირად არ მაქვს დრო
წერის :(

 


№3 სტუმარი მე

რუსანა
მე
ხშირადა ნახსენები დანაშაული
და დანაშაული იცით რა არის თქვენ რომ ხშირად არ წერთ. ასეთ ნიქს მუდმივი ვარჯიში უნდა თქვენ არც ცდილობთ ასე მგონია აი ხო
საოცრება მოგაქვთ ემოციით და წარმომიდგენიაა რა უნდა იყოს თუ კონცეტრირდებით .

პრობლემაც ეგაა რომ
მარტივად ვერ ვკონცენტრირდები და ხშირად არ მაქვს დრო
წერის :(

???????? დარწმუნებული ვარ გამოგივათ

 


№4  offline წევრი მე♥უცნაურე

ანუუ,მთელი ამ ვეებერთელა თავის კითხვისას, ცრემლები მდის ღაპა-ღუპით.
სასწაულად წერ!
მადლობა,ამ უსაოცრესი ემოციებისთვის.
ვგიჟდები ამ წყვილზე, მაგრამ ძალიან მაბრაზებს ირაკლი.იმდენს აძახებს ნუცას, არ გიყვარვარო, ბოლოს სახვეწარი გაუხდება მისგან აღიარება,რომ უყვარს.
როგორ გვიმახინჯებენ მშობლები მომავალს,ნეტავ ეს გააზრებული ჰქონდეთ...
იქნებ, ირაკლი ასეთი კატეგორიული არ ყოფილიყო ოჯახის შექმნისა და შვილების საკითხისადმი, მამის ასეთი მაგალითი რომ არ ჰქონოდა. არადა, ნუცას გვერდით შეუძლია იდეალური მამაც კი იყოს, მაგრამ ეშინია, რომ მამამისივით წყევლა იქნება მისი შვილისთვის და როგორ მთელი ძალით გაურბის ამ ყველაფერს.
გაიღვიძე ირაკლი, თორემ ეს იდეალური გოგო, რომელსაც გულწრფელად და უანგაროდ უყვარხარ, შეგიძულებს! მე კი, სამწუხაროდ, ზუსტად ვიცი, დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე მართლაც 1 ნაბიჯია...

პ.ს. კიკი როგორ მომწონს ❤️

რუსანა, სულ უნდა წერდე!

 


№5 სტუმარი სტუმარი ანნა

ერთი სული მაქვს როდის დადებთ და ამდენი აღარ მალოდინოთ რაა ???? სხვების არ ვიცი მაგრამ მე ყოველ დღე ვამოწმებ დევს თუ არა ახალი თავი????

 


№6 სტუმარი სტუმარი ლელა

აუ დქ 3 თავის მერეც რომ მოგვენატრება?????????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

წარმატებებს გისურვებთ. საოცრად წერთ

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

საოცრად გადმოსცემთ ემოციებს ,სასწაულად წერთ,არასდროს შეწყვიტოთ წერა ,მე გელოდებით❤️❤️????????????

 


№9  offline წევრი დარინა

ნუცას ეუბნება კომპლექსები გაგაჩნიაო და თვითონ ირაკლო ერთი კომპლექსებით სავსე კაცია რომელიც მე არასოდეს შემიყვარდებოდა, ქალები ზოგადად ეგრე ვართ დავბრმავდებით და მერე ვეღარ ვხედავყ კაცის ნაკლს, მინდა ტომ
ირაკლი ზუსტადაც საკუთარ ცრრმლებში ჩაახრჩოს ნუცამ, ღირსია შორიდან უყუროს ნუცას ბედნიერებას ხომ ამბობს რომ არ შეუძლია ნუცასთვის იმის მიცემა რა
ც ნუცას უნდა ეგოისტიც არის ტიპი დარწმუნებული ვარ ტომც გაუშვას მაინც არავის მიაკარებს. ცოტა მეტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ნუცამ და უფრო მეტად უნდა დაანახოს რომ ძლიერია და მის გარეშე შეძლებს ცხოვრების ბედნიერად გაგრძელებას.

 


№10 სტუმარი და ვინი

მადლობა ასე საოცრად რომ წერთ ❤️

 


№11  offline წევრი Tatutatu

აუ რუსაა როგოორ ველოდებოდიიი!!<3 ვერ მოვითმინე და ცოტა აურზაურში წავიკითხე… მაგრამ ისეთი კარგია,ისეთი როოომ არვიციი !!!! 3 ჯერ მინიმუმ ვამოწმებ დღეშიი ხომ არ გვეშველა :დდ საღამოს სიჩუმეში დავტკბები თავიდან<3 შენ კი გისურვებ ჩემო ძვირფასოო ისეთი მუზა შემოგიჩნდეს რომ ვეერ მოწყდე წერაას!!! მალმალე რომ გაგვახარო იქნებოდეს იქნება :დდ

 


№12 სტუმარი სტუმარი maco maco

მადლობა რომ ხარ ჩვენთვის, მეტს ვერაფერს ვერ ვამბობ ეხლა, ისევ რომ დავუბრუნდები და ვიცი რომ ბევრჯერ მოხდება მერე ემოციები ????

 


№13 სტუმარი სტუმარი Wero

რანირად გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ.სააოცრად დამმუხტე ემოციებით. ვახ ეს რაიყოოო. სადამდე
აქვთ შეტოპილი ამოხრებს და ვერ ხვდებიან..სიგიჟე სიყვარული სტრიალებს ამათ თავს. იცოდე გელიი გააასაააოცარი ხარ ადამიანო
იცოდეეეეე***

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან გთხოვთ თვე აღარ დაიკარგოთ. საოცრად წერთ. დაუმორჩილებელს რომ წერდით 2017 წელს დაიწყეთ ამ ისტორიის ატვირთვა შემდეგ შუა გზაზე შეწყვიტეთ და 2022 წელს დააბოლოვეთ თუმცა აღარ იყო ის ისტორია რაც თავიდან წერდით. ეს იყო ემოციებისგან დაცლილი და გზადაგზა დაწერილი , არ მინდა რომ ახლაც ესე მოხდეს. წარმატებებს გოსურვებთ

 


№15 სტუმარი ნია

როგორ გამიხარდააა ;))) აღარ გადაიკარგო ყველას სახელით გთხოვ

 


№16 სტუმარი ნია

მადლობა ნამდვილად არ გამტყუნებ დაგვიანებისთვის შეუძლებელია ასეთი რამეების სწრაფათ დაუფიქრებლად წერა მესმის მიჭირს ძალიან გელოდები მაგრამ მესმის რამოდენა დაფიქრება რამოდენა ფანტაზია ჭირდება ამ ყველაფერს მთავარია ვგრძნობ კარგად დასრულდება ირაკლის და ნუცას ისტორია ასეთ ძლიერ სიყვარულს ვერაფრით გაანადგურებს ირაკლის მძიმე ხასიათი მთავარია ნუცამ გაუძლოს ძალიან რთულია ნუცას სიტუაციაში ყოფნა

 


№17  offline წევრი რუსანა

ყველას უღრმესი მადლობა მეგობრებო????????????

 


№18 სტუმარი სტუმარი სოფო

ზღვა ემოცია!.... ბევრ შემდგარ მწერალს უჭირს, ასეთი ემოცია დაუტოვოს მკითხველს, თქვენ ამის ნიჭი გაქვათ, ეს დასაფასებელია... მიკვირს მათი, ვინც ამდენ ,,ემოციაში", გრამატიკულ შეცდომებს ხედავენ! მადლობა თქვენ, შეგრძნებისთვის რასაც კითხვის დროს ვიღებ, სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს!

 


№19  offline წევრი Mmarriamkk

აუუუ ძააან კაი იყოოოოო❤️❤️❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ნიტა

როგორ მინდა ნუცა სადმე წავიდეს ცოტა ხნით და ირაკლი დაიტანჯოს და მიხვდეს, რომ ძალიან უყვარს :))))

 


№21 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სიყვარულის ანატომიას ვუწოდებდი მე ამ ისტორიას, სიყვარულის ანატომიას, რომელიც პათოლოგიურ ანატომიასაც მოიცავს. ასეა, ივლის კაცი სისხლიანი გარჩევების და სიძვის ქალებთან გართობის გზებზე, ძალაუფლების ნებისმიერი გზებით მოხვეჭისა და წრეგადასული სიამოვნებით სიამოვნების გზებზე და ბოლოს მაინც ისეთს წაეტანება სულის გადასარჩენად, ვინც პირველი თოვლივით სუფთაა, წმინდაა და სპეტაკი. ასეთია ირაკლის და ნუცას ურთიერთობა. მადლობა ავტორს. იმედია ,1 თვეს კიდევ არ გვალოდინებს

 


№22 სტუმარი სტუმარი თამუნა

საოცარია იმდენი ხანი ველოდი რომ ღირდა ლოდინად.შემდეგს როდის ველოდო.მალე მინდა????????

 


№23 სტუმარი ნესტან

საოცარი თავი იყო ძალიან მომეწონა მეც ამეტირა ნუცა შემეცოდა ძალიან...არა ირაკლი ღურსი ნუცას უყვარდეს როგორც ტანჯავს ისე უნდა დაიტანჯოს თვითონაც...უნდა იგძნოს გამოუსადეგარ ნივთად ისედაც მარტოსულია ნუცა კიკის მიეკედლა...ისე კი მაინტერესებს ნუცას წარსულში რა მოხდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№24 სტუმარი სტუმარი გვანცა

მეშინია კომენტარის დაწერის ვაითუ ისევ 1 თვე უნდა ვილოდოთ

 


№25 სტუმარი სტუმარი ლიკა

რამხელა მოთმინება მქონია, რომ მხოლოდ კომენტარების კითხვით შემოვიფარგლები და არ ვიწყებ კითხვას დამთავრებამდე... ❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი მარი

ახლა ალბათ ივნისის 21 მდე უნდა ვილოდოთ, იცით ამ ლოდინმა გული ამიცრუა ამ ისტორიაზე ეს თავი უკვე ყოველგვარი ემოციის გარეშე ზერელედ გადავიკითხე. ამდენმა ლოდინმა დამღალა და ინტერესიც გამინელა. ჯობია ერთნაირად დადოთ და არა ასე გზაფაგზა წეროთ ნაწილნაწილ

თუ საერთოდაც აღარ დადებთ აღარც ეგ არაა პრობლემა.თქვენგან არაფერი მიკვირს. დაუმორჩილებლის წერა 2017 წელს დაიწყეთ და 2022 წელს დაამთავრეთ

უკვე მივეჩვიეთ უატმისფერობასაც

 


№27 სტუმარი სტუმარი ხატია

13 თავი წავიკითხე ერთად და შოკი მქონდა. საოცრადაა თითოეული ემოცია და ფიქრი გადმოცემული. ვკითხულობდი და ისე აღვიქვამდი ყველა ემოციას თითქოს საჯუთარი თვალით მენახა. ასე გააგრძელე რა და ახალი თავი მალე მოგვაწოდე გთხოვ. ერთი სული მაქვს გაგრძელება როდის ექნება.

 


№28 სტუმარი სტუმარი დიანა

დილით დავიწყე, შიგა და შიგ პაუზები მქონდა… ეხლა დავამთავრე კითხვა!! უზომოდ გაბრაზებული ვარ, უზომოდ იმედ გაცრუებული, გულ გატეხილი და ზუსტად ისე ვითვლიდი კითხვის ხროს, მომენტებში როგორც ნუციკო-ცუციკო ???? ერთი, ორი, სამიიი დააა …. მრავალ წერტილი! რატომ არ უნდა დაიტანჯოს ირაკლი!?? რატმ არ შეიძლება ირაკლიმ იმდენი ცრემლი დაღვაროს რამდენიც ნუციკომ? დაჟე უფრო მეტიც!! არ მომწომს, ვერ მოვიწონებ და ვერც შენიშვნას მივიღებ.. ხომ იცოდა რაც ელოდა ნუციკოს!?? ნურას უკაცარავდ, აშანტაჟებდა, შეაშინა და ზუსტად იქ დაარტყა სადაც ყველაზე მეტად სტიკვა ნუციკოს..

მწერალო, ისტორიის შემქმნელოო.. დატანჯე რა, ცოტაცნით ირაკლი!?? ნუ გაააამინადგურებ ციციკოს, ნუ მიატოვებინეეებ 6-ი თვის მერე! და თუ ეგ გაქვს ჩაფიქრებული მაშინ ფეხძიმე გაუშვი და ისე დატანაჯე ირაკლი!! ხალხნოოო, ყველა ქალი მძულს მის გერდით მყოფი! მითუმეტეს ირაკლი უფრო მეტად მძულს!! საკუთარ თავზე შეყვარებული, ფულზე გაგიჟებული და ერთი მშიშარა ტიპი!! ნუციკო მისთვის ძალიან ბევრია ძაალიან!! ???? უფ, ძაან შევცდი რო კითხვა დავიწყე აიი, ძაან! პაუზა მქონდა აღებული კაი ხანია.. არც მუზა მქონდა კითხვის და არც თავი! სულში არ მქონდა კარგად საქმე :( მაგრამ… ამ ისტორიამ
უარესი მიყო!! ჩემი პატარა ცუციკო, ჩემი სათუთი გოგო ????????

არა და უყვარს, აღიარებს კიდეც რომ უყვარს, ამას არც აკვიატება ჰქვია, არც სხვა რამ. :((( ძალია მეშინია, გული მიგრძნობს ნუციკოს ოჯახის განადგურებაში ირაკლის მამის ხელი არ იყოს გახვეული… მეშინი იმისიც რომ ირაკლი ვერ აიტანს ნუციკოს გარშე ყოფნას, :( იგვეს იზავს რაც მამამისმა თქო, გამეფიქრა ბევრჯელ.. თითქოს მეცოდება მაგრამ.. არა, ღირსიც იქნებააააა ????

თუ ნუციკო მიატოვებს, ზუსტად ისე უნდა წავიდეს როგორც ნუციკო იმსახურებს.. ამაყად და თავ აწეული. უნდა იმწვნისო სხვის გვერდში ბედნიერი ნუცუკოს ყურება რა იქნება მისთვის. უნდა დაიტანჯოს ღირსიაააააა… და ყველაზე მეტად მეცოდება ჩემი პატარა გოგო, რომელსაც ირაკლის მერე კაცი არ ენდომება გვერდში!! ფუუ, რაა. ესააა სიყვარული? ესააა ტანჯვა??? თუმცა ტანჯვის გარეშე ხომ არაფერი მოდის ზოგადადდ ????????

 


№29 სტუმარი miumiu

გამარჯობა, როდის ველოდოთ ახალ თავს?

 


№30 სტუმარი ნია

1 თვე თუ არ გავა ისე არ დადებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent