შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (6)


22-05-2024, 08:04
ავტორი La dolce vita
ნანახია 2 073

თავი მეექვსე
– შენ?.- თვალებს ვერ ვუჯერებდი ჩემს წინ სარა იდგა.
– ვიცი, ჩემი დანახვა არ გიჰიხარდა,მაგრამ მე მაინც მოვედი შენს სანახავად.- ჩემკენ წამოვიდა და უტიფრად მომეხვია.- როგორ არის სოფია დეიდა.
– თავიდან მომწყდი. - უხეშად მოვიცილე მისი ხელები ჩემი კისრიდან.
– რა გინდა ვერ გავიგე თავს რატომ არ მანებებ ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს!- მოქუფრული სახით ვეუბნები.
– კარგი რა დანიიი…- უაზტოდ წარმოთქვა ჩემი სახელი.
– ჯერ ერთი დანიი არა, დანიელ და მეორე თავი დამანებე.- ცივად მივუგე და გავეცალე.
– დანიელ იცოდე ადრე თუ გვიან მაინც დამიბრუნდები!- დამიყვირა. ეს ვინ ყოფილა, საკუთარ თავს პატივს საერთოდ არ სცემს ეს გოგო,ფუ! სულ დავკარგე წარმოდგენა. ახლა ვხვდები რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე,რიდესაც დავშორდი ან რა მომეწონდა საერთოდ ამ გოგოში.
პალატაში, რომ შევედი დედას უკვე ეძინა იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე ყველაფერზე. მგონი აჯობებს თბილისში გადავიდე საცხოვრებლად ასე ჩამოვიშორებ სარას თავიდან კი გამიჭირდება აქედან წასვლა, მაგრამ ასე აჯობებს. ფიქრებში გართულს ჩამეძინა
და უცნაური სიზმარიც დამესიზმრა.


****


– ანუ წასვლას აპირებ?- დანაღვლიანებულმა მომიგო საბამ.
– ჰო,ასე გადავწყვიტე ძალიან კი გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ასეა საჭირო.
– და ჩვენს ბენდს რა ბედი ეწევა?
– მაგაზეც ვიფიქრე და ასე მოვიფიქრე ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და რეპეტიციებს კონცერტისთვის ჩამოხვალთ ხოლმე ან მე ჩამოვალ და ვივარჯიშებთ.
– მოვიფიქრებთ ხან ისე იქნება ხან ასე.- მითხრა საბამ შემდეგ ყველას გადავეხვიე გამოვემშვიდობე და წამოვედი.
პულტით განვბლოკე მანქანა შ საჭეს მივუჯექი ძრავი ავამუშავე და გზას დავადექი. სახლში დედას მივაკითხე მანქანაში ჩავსვი,შემდეგ ბარგი გამოვიტანე საბარგულში ვათავსებ საჭეს მივუჯექი სახეზე შავი სათვალები მოვირგე ძრავი ჩავრთე და გავეშურე თბილისისკენ.
რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს თითქოს გული იქით მიიწევდა, აჟიტირებული ვიყავი უცნაური კი ის იყო , რომ ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა ახალი გარემო და ახალი გამოწვევები მელოდა წინ ყოველთვის მიზიდავდა გამოწვევები და სიახლები.
– შვილო, იქ სად ვიცხოვრებთ?
– დროებით ლაშასთან და შემდეგ ბინას ვიქრავებთ და გადავალთ.
– თბილისში რა უნდა ვაკეთო, შვილო? არავის ვიცნობ…
– დედა იქ ლაშას ოჯახი ცხოვრობს ლაშას დედას გაიცნობ და ნელ-ნელა მიეჩვევი ახალ გარემოსაც.- მივუგე დედას. მთელი დღე მოვუნდით მგზავრობას და გვიან ღამით ჩავედით თბილისში იქვე სავაჭრო ცენტრთან გავაჩერე მანქანა და გადავედი.
– დედა, მე მაღაზიაში შევალ რამეს ვიყიდი და მალე მოვალ.- გავაფრთხილე და წავედი. შენობაში შევედი და ტკბილეულის სენქციებს ჩამოვუარე ხელცარიელი არ მინდოდა იმ ოჯახში მისვლა, ამიტომ გადავწყვიტე ტკბილეული მეყიდა. ერთი შეკვრა როშენის ავიღე და გამაგრილებელი სასმელები სალაროსთან მივიტანე შემდეგ გადავიხადე ფული წამოვედი, თუმცა დავინახე მოშორებით გოგონას როგორ გაუვარდა ხელიდან პაკეტი, შემდეგ ხელჯოხი გაუვარდა და ცდილობდა წონასწორების შენარჩუნებას არც დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი დასახმარებლად ის იყო მივუსწარი და ისიც უმალვე ჩემს მკლავებში ჩაესვენა ისე საყვარლად და სასაცილოდ ქონდა თვალები დახუჭული ტუჩები კი წინ სასაცილოდ გამოეწინა. ჩამეცინა, შემდეგ ნელ-ნელა გაახილა თვალები და თავი წინ წამოწია.
– შენ ვინ ხარ?- მკითხა გაოცებით და თავის დაბნეული ხაკისფერი თვალები შემომანათა. მოიცა, მოიცა ეს თვალები საიდან მეცნობა არა შეუძლებელია გავიფიქრე გულში ნუთი ის არის.
– დიდხანს აპირებ ასე გამოშტერებული სახით დგომას?- წამოიძახა ნერვიულად.
– უკაცრავად.- მივუგე ხელი შევუშვი და მაშინვე წასვლა დააპირა.
– და მადლობა სად დაკარგე!- გავძახე.
– გეტყოდი, მაგრამ გადავიფიქრე.- მომაძახა და გზა, განატგრძო მის ამ ქცევაზე მეცინება, შემდეგ ჩემს პაკეტს ვიღებ მანქანასთან მივდივარ და საჭესთან ვჯდები.
– სად ხარ შვილო აქამდე?- წამოიძახა სოფიამ, როდესაც დამინახა.
– მოვედი ქალბატონო სოფია,ნუ გეშინია, უბრალოდ გზად ერთ გოგონას დავეხმარე და.
– გოგონას?
– კი.
– ლამაზი იყო?- მკითხა ინტერესით.
– დედა,.კარგი რა რა დროს ეგ არის ახლა.- ავწუწუნდი თუმცა გულში კი ავღნიშნე ის ფაქტი რომ დეა, ძალიან ლამაზი გოგონა იყო.
როგორც იქნა ჩავაღწიეთ ლაშას სახლამდე ძალიან ლამაზი სახლი ჰქონდა ლაშას პატარა, თუმცა კომფორტული .კარებთან მივედი და ზარი დავრეკე კარები ლაშამ გაგვიღო.
– როგორც იქნა ჩამოაღწიეთ ჩვენამდე ბატონო დანიელ.- მითხრა სიცილით.- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში.
– მადლობა, შვილო.- თბილი ღიმილით მიუგო დედამ
– ლაშა, ვინ არის შვილო?- დაუძახა დედამისმა და შემდეგ შემოსასვლელში გამოვიდა.
– დანიელი, მოვიდა დედა.
– რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ შვილო, აქეთ.- მითხრა ლაშას დედამ.
– დიახ ასე იცის,როდესაც სხვა სა სხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა ხშირად გნახავთ.
– ძალიან კარგი, შემოდით რა კარებში დგახართ
შეგვიპატიჟა ქალბატონმა ლიამ.



*******

ოპერაციის შემდეგ ექიმმა ნება დამრთო ყავარჯნებით მევლო, მართალია მე ვერ ვატარებ ჯერ მანქანას, მაგრამ საჭესთან სესილი დავსვი. სავაჭრო ცენტრში შევედი რათა სასუნავები მეყიდა სესილისთან ერთად ფილმის ყურებას ვაპირებდი. მაღაზიიდან გამოსვლისას უეცრად თავბრუ დამეხვა ჯერ პაკეტები გამივარდა ხელიდან შემდეგ კი, ყავარჯნები წაქცევისგან კი ვიღაც უცნობმა მიხსნა, როდესაც თვალები გავახილე უცნაურად მომზირალი ბიჭის სახეს წავაწყდი. არ ვიცი რა დაემართა და რატომ ჰქონდა ასეთი გაოცებული სახე ჩემს დანახვისას. ნერვები მომეშალა ამ საქციელზე და დავუყვირე მანაც ხელი გამიშვა ჩემი ნავაჭრი და ყავარჯნები ავიღე და წასვლა დავაპირე, როდესაც უკნიდან მომაძახა( მადლობა სად დაკარგეო) მე კი მივახახე მის გასაბრაზებლად რომ ვაპირებდი და გადავიფიქრე. ფხუკუნით მივედი და ჩავჯექი მანქანაში.
_ სად ხარ გოგო, ამდენ ხანს?!- წამოიძახა სესილიმ.
– რაიყო, მოვედი ხომ ხედავ.
_ ვინ იყო ის ბიჭი?- მომახალა მაშინვე.
–უიმე,მოკლედ ამას ხომ არაფერი გამოეპარება რა.. მე საიდან უნდა ვიცოდე ვინ იყო.
– აბა,შენთან რა უნდოდა რას მიმალავ ქალბატონო?- წარბების აზიდვით მითხრა.
– არ ხარ შენ ნორმალური, რას უნდა გიმალავდე პირველად ვნახე გზაში ცუდად გავხდი და დამეხმარა უბრალოდ სულ ეს არის.-ბუზღუნით ვეუბნები.
– კარგი, მჯერა. - მითხრა სესილიმ მასთან ბინაში ავედით.ფილმისთვის სასუნავები გავამზადეთ სესილიმ ბატი ბუტი გააკეთა და შემდეგ დიდი პლაზმურ ტელევიზორში ფილმების არჩევა დაიწყო რაღაც კომედია ჩართო სახელწოდებით ,, თაღლითები “ ისეთი სასაცილო იყო რომ მოვკვდით სიცილით.
– ვაიმე, ეს რა იყო მეტი აღარ შემიძლია.- მუცელზე ვიდებ ხელს იმდენი ვიცინე,რომ მუცელი ამტკივდა.
ამდენი ცხოვრებაში პირველად ვიცინე ალბათ. სადღაც ღამის ორი საათი იყო დავწექით დასაძინებლად. დილით კი ტაძარში წავედი ჩემს მოძღვართან შესახვედრად. ტაძრის ეზოში იქვე ნაძვნართან ჩამოვჯექი დღეს კარგი ამინდი იყო,მზიანი. ფიქრებში გართული ვიყავი,როდესაც ვიღაც მომიჯდა გვერდით.
– ოო, რა დამთხვევაა,ისევ შევხვდით ერთმანეთს.- გაისმა მამაკაცის ხმა მისკენ შემოვტრიალდი და ის უცნობი ბიჭი იყო ვინც დამეხმარა გუშინ.
– აქ რას აკეთებ?- წარბ აწევით ვეუბნები.- მითვალთვალებ?!
– რა? რატომ უნდა გითვალთვალებდე არც კი გიცნობ?- ჩაეცინა.
– აბა, აქ რა გინდა, როგორ დავიჯერო ის რომ ამხელა ქალაქაში ამდენი ეკლესიებია და მაინც და მაინც აქ მოხვედი.
– უბრალოდ ასე დაემთხვა..-.მხრები აიჩეჩა.
– დამთხვევითობის არ მჯერა.
– შენ რა არ გაგიგია,რომ უფლას დამთხვევითობა უყვარსო და ყველაფერს თავის ახსნა აქვს.- მომიგო დავინახე მამა გიორგი, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა მეც მასთან მივედი. ვერ აგიღწერთ ისე მაბედნიერებს ის რომ ეს საოცარი ადამიანი ჩემი მოძღვარი იყო.
– დეა.- თბილი ხმით მომიგო- ვხედავ წინ სვლა გაქვს უკვე.
– დიახ მამაო, ექიმმა ნება დამრთო, რომ ყავარჯნებით მევლო.
– ძალიან მიხარებს ის რომ უფრო დამშვიდებული და ენერგიული ჩანხარ.
– მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის.
– ეს ჩემი მოვალეობაა შვილო.
– კიდევ რაღაც მინდა გითხრათ მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე მგალობელი ვიყო ტაძარში ბავავობაში მუსიკაზე დავდიოდი და კარგად მღერი.
– მთავარია, შენ გსურდეს ეს თორემ უფლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, შეგიძლია შაბათიდან უკვე შეუდგე. უი დანიელ მოხვედი უკვე.- წამოიძახა მოულოდნელად მამაომ ესეიგი დანიელი ქვია. ისიც წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა.
– გამარჯობა, მამაო როგორ ბრძანდებით.
– მადლობა კარგად. აბა გისმენ აქ რამ მოგიყვანა?
– იცით მინდა აქ გავაგრძელო მოღვაწეობა, როგორც სტიქაროსანმა.
– ხო შემატყობინეს წიმასწარ, რომ წამოხვედი იქიდან, რა თქმა უნდა შეგიძლია აქ იარო ხოლმე.- ნება დართო მამაომ ესღა მაკლდა გავიფიქრე. ვერ ვიჯერებდი ნუთუ ეს ბიჭი სტიქაროსანია და მამაოსთან სალაპარაკოდ მოვიდა აქ. მამაოსთან საუბარს მორჩა და ჩემკენ შემობრუნდა.
– რა იყო, ასეთი სახე რატომ გაქვს?- სიცილით მეუბნება.- აა, მივხვდი არ მოელოდი რომ აქ მამაოსთან შესახვედრად მოვედი და სულაც დაგყვებოდი უკან, მაგრამ პატარა ქალბატონო სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს.ამას მეუნება და თვალს მიკრავს. ამას უყურეთ ერთი თავი ვინ ჰგონია, რამდენს ბედავს,ნერვები მომეშალა ამის ქცევებზე. უფ არანორმალური.
– ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ შენ თავს?
– კარგი, ნუ ბრაზობ პატარა ქალბატონო, კიდევ შევხვდებით.- სიცილით მითხრა და წასვლა დააპირა.
– კი,როგორ არა ერთი სული მაქვს ისევ როდის გნახავ.- სარკასტულად ვპასუხობ.
– მაგრამ მაინც მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა ყოველ შაბათ-კვირას. მომიგო სიცილით და წავიდა.

რატომ მაინც და მინც ამ ეკლესიაში და სადმე სხვაგან არ წავიდა.
ცოტახანს გავჩერდი კიდევ მამაოს ვესაუბრე და შინ დავბრუნდი.

სიმართლე გითხრათ მომბეზრდა ასე ცხოვრება, ვერსად ვერ გავდივარ სწავლასაც ჩამოვრჩი და გულიც ავიცრუე სწავლაზე, თითქოს ყველაფერს რაზეც აქამდე მიოცნებია აზრი დაეკარგა ახლა სულ სხვა თვალით დავინახე სამყარო. რა არის ცხოვრება ანდა რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე იმისთვის ,რომ ვიტანჯოთ ხანდახან ფიქრს ვიწყებ ამ ყველაფერზე, ბევრი კითხვები დამიგროვდა რაზეც პასუხი არ მაქვს, როდესაც ხატების წინ ვდგები სანთელს ვანთებ და ლოცვას ვიწყებ უფალს შევთხოვ დახმარებას და გზის გაკვლევას.
ზოგჯერ ყველაფერზე ხელის აღება მინდება და დანებება, მაგრამ ყოველჯერზე მამა გიორგის სიტყვები მახსენდება და ისევ თავიდან ვიწყებ ბრძოლას იმედს არ ვკარგავ.
სახლში მარტო ვიყავი ყველა თავის საქმეზე იყო წასული. ყავა გავიკეთე და იქვე კრესლოზე ჩამოვჯექი მოულოდნელად ტელეფონზე დაფარული ნომრიდან შეტყობინება მომდის იქ კი ასე ეწერა:

“ ამ ჯერად გაგიმართლა და გადარჩი, მაგრამ არ გეგონოს,რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ადრე თუ გვიან მაინც დადგება შენი აღსასრულის დღე.- ამის წაკითხვისას ხელები ნერვიულად ამილანკალდა და ცრემლები მომეძალა, ვერ ვხვდებოდი ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან. გამოდის ვიღაც ფარულად მემტერება და ჩემი თავიდან მოშორება უნდა.

........

ესეც ახალი თავი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ ველი თქვენს რეაქციებს და კომენტარებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent