შენი სული მსურს (თავი 3)
- როდის აქეთაა ჩემზე ზრუნვა დაიწყე ? - დაინტერესდა ნიკოლოზი და გაეცინა , საკმარისად კარგად იცნობდა მარინას , ერთი წელიწადი სრულებით ეყო იმისათვის რომ მის გვერდით მცხოვრები მეუღლე ათი თითივით შეესწავლა. ზეპირად იცოდა , როდის იძინებდა და იღვიძებდა , რა უყვარდა სადილად და რა ვახშმად , რომელ შამპუნს იყენებდა და სუნამოებს , რა აღიზიანებდა და რის ეშინოდა. ნიკოლოზის ძლიერი მხარე დაკვირვებულობა იყო, სწორედ ამის გამო მუდამ უდრეკი და დაუმარცხებელი გახლდათ, იცოდა მოწინააღმდეგის სამომავლო ნაბიჯები ყოველთვის, თითქოს ნათელმხილველი იყო . მის წინ მდგარი მარინა ერთ ხანს მიაშტერდა, მერე ტუჩები დაბრიცა და უდარდელად აქცია ზურგი “ მე შენ გასწავლი ჭკუას” ჩაილალაპარაკა ნიკოლოზმა და ფეხსაცმელები გაიძრო. “ განანებ რომ გადამეყარე” ჩაილაპარაკა კიბეებზე ჩასვლისას მარინამ . იქამდე სანამ გიორგი ლევანის ადგილსამყოფელს არკვევდა თუ სად იყო, მარინა გონებაში გეგმებსა და მიზნებს სახავდა. შიში ხშირად უშლიდა ხელს, კარგად იცოდა ნიკოლოზის ნაირ მამაკაცს რამდენის გაკეთება შეეძლო, ამაში დარწმუნდა კიდეც და ფიქრობდა,რომ თუ შიშს მისცემდა ნებას გაემარჯვებინა , გაიმარჯვებდა მისი საყვარლის მკვლელი, მაგრამ თუ შეძლებდა რომ ყოფილიყო საკმარისად ძლიერი, აღზევდებოდა სამართლიანობა. გულის სიღრმეში ზოგჯერ ებრალებოდა კიდეც, ხშირად იხსენებდა უკანასკნელ მკვახედ მიძახებულ სიტყვებს დედასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინვე ახსენდებოდა როგორი პირუტყვიც იყო და საწყის სიძულვილს უბრუნდებოდა . არ ჰქონია აქამდე ამხელა დანაკარგის განცდა როგორც ახლა , სულ იცოდა რომ ლევანი იყო ერთადერთი ვისაც სჭირდებოდა, ვისაც უყვარდა და შეეძლო მისი შეფარება . დედა და მამა? მხოლოდ სახელი იყო , მარინას მამამ უარი მაშინათვე თქვა მამობაზე როგორც გაჩნდა, ეს არ იყო სახლიდან წასვლა ან კარის ზურგს უკან მოჯახუნება , უფრო ემოციურ მიტოვებას ჰგავდა. არცერთი მოგონება, არცერთი ღიმილი არ ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი სამახსოვროდ,რადგან ხან არ ეცალა, ხან დაღლილი იყო,უმეტესწილად კი ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა. არც მეუღლის სიყვარულით იკლავდა დიდად თავს მამაკაცი, ქორწინება გარიგებით მოხდა როდესაც მარინას დედა ჩვიდმეტი წლის გახდა , ზღაპარივით იყო, თუმცა რეალური შედეგებითა და სავალალო დასასრულით . ასეა თუ ისე , დედის სითბო მეტად ახსენდებოდა ხოლმე , მაგრამ ვერ იტყოდა რომ სიცარიელე არ ჰქონდა ხინჯად გულში . მათმა გარდაცვალებამ გული ატკინა , მამაა და დედა, ადამიანები რომელთა წყალობითაც აღიზარდა და შედგა , მაგრამ იაზრებდა რომ მაშინდელი გლოვა პატარა ბავშვის ტირილს ჰგავდა . გასვენებაში , ზრდასრული მარინა კი არა , ათი წლის გოგონა იდგა , რომელმაც დაკარგა შანსი რომ ეგრძნო სითბო და სინაზე , ადამიანებზე მეტად თავის სულში დარჩენილ შეუვსებელ დირეს დასტიროდა, ჰქონდა ბრაზი და წყენა, ჰქონდა რიდი და სევდა, მაგრამ მარტოსულობამ როცა გადაუსვა თავზე ხელი გაანალიზა რომ ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი გადარჩენის . სწორედ მაშინ მოეგო საბოლოოდ გონს , სწორედ მაშინ გადაწყვიტა ეცადა ბედნიერად ცხოვრება ლევანთან ერთად , მაგრამ მის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა ნიკოლოზი და არ დასცალდა . სულით-ხორცამდე ეჯავრებოდა მამაკაცი, მაგრამ ესმოდა რომ ქორწინება ადრე თუ გვიან დასრულდებოდა , და თუ დასასრული ზედმეტად შორს აღმოჩნდებოდა შეეძლო ლევანის სახით მოეკრიბა ძალები რომ წერტილი დაესვა . დედ-მამის გასვენებიდან ერთ კვირაში მარინას სახლის კართან ნიკოლოზი იდგა , მისთვის უცნობი მაგრამ სხვებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი და საშიში. ბევრი ვერაფერი მოისმინა, გიორგიმ “ძალიან პირადული და დელიკატური” სასაუბრო თემა არისო და გარიყეს ქალი, ნაგრამ ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე . სწორედ ამ შეგრძნებებმა შეძლეს მისი გაკაჟება, რადგან კიდევ ერთი კვირის გასვლის შემდგომ მარინას ძმამ განაცხადა რომ ერთ თვეში მარინას ქორწილი იქნებოდა . ჯერ ეცინებოდა, მერე კი ტიროდა, საკუთარ ქორწილში დაპატიჟეს პატარძალი,უსიყვარულოდ უნდა გაჰყოლოდა გადამთიელ კაცს და უნდა დაეტოვებინა ერთადერთი სიყვარული. არცერთ პასუხს არ იძლეოდა გიორგი, მაგრამ კმაყოფილება დასთამაშებდა ხოლმე სახეზე ხშირად , ძალიან კარგად აღიბეჭდა მარინას გონებამ ძმის ნებიერა სახე. უკანასკნელად კი ლევანის ნახვა ქორწილის წინა დღეს შესძლო, მაგრამ არავინ იცოდა რომ ის შეხვედრა მართლაც საბედისწეროდ უკანასკნელი გამოდგებოდა. წლების მანძილზე ნაგროვები სისათუთე და სიყვარული ერთიანად დაეფანტა გულ-ხორციდან , ლევანის ცრემლიან თვალებში ტკივილს და უსუსურობას ამჩნევდა მაგრამ ვერაფერით ეხმარებოდა. მამაკაცის ღაწვებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ხელის გულებით წმენდდა და მერე სახეს უკოცნიდა, მაშინ ზედმეტინიყო საუბარი, ის ღამე მოგონებებისა და ნოსტალგიების კინოფირად გარდაიქმნა . ცაში აჭდობილი მზერით იხსენებდნენ გაცნობის დღეს , ბავშვობაში ახსნილ სიყვარულს და პირველ კოცნებს, ვაი რომ არავინ იცოდა როგორ ეფლითებოდა ოცნებები მამაკაცს, როგორ ტიროდა მარინასთვის იმ ღამით გიორგი, როგორ ნანობდა ვოვა რომ ვერ მოასწრო ხელის შეშლა …… -სულ გეყვარები? - ბოლო დასმული შეკითხვა მარინას ბაგეებიდან, მთელი არსებით სურდა მოესმინა “კი” “კი” ნაგრამ ლევანმა ვერ შესძლო ხმის ამოღება… ქორწილის დღე კი ტრაორს ჰგავდა . წვიმდა, ბუნებაც გრძნობდა თითქოს რომ შეცდომა იყო, რომ ეს ქორწინება განწირული იყო სამუდამოდ . იდგნენ ნეფე და პატარძალი, იდგნენ და თან უემოციოდ, ზეიმობდა ყველა ამ ორის გარდა, სვამდა ყველა ამ ორის გარდა, და სწორედ იმ დღისით ჩახედა მარინამ აწ უკვე მეუღლეს თვალებში , თუმცა დაინახა სიბნელე და სიმძიმე, ვერაფრით იგებდა ვინ იყო და რა უნდოდა მისგან , რატომ უნდოდა მარინა, რატომ მარინა… მაგრამ, ნიკოლოზს ესმოდა, რომ მარინას მზერა ცნობისმოყვარეობით სავსე ეკუთვნოდა სხვა კაცს, ჯერ კიდევ ხელის თხოვნადე გაიკითხ-გამოიკითხა ქალის ამბები, კარგად იცოდა რომ მისი გული სხვისი იყო, რომ მარინას ლამაზ და სათუთ სულს მხოლოდ ერთადერთი უნდოდა სამუდამოდ, ლევან ჯალაღონია … და გახდა ლევანი სამუდამოდ ნიკოლოზის უჩინარი მტერი, მტერი რომელიც არასდროს ჩანდა,მტერი რომელიც არ აწუხებდა მაგრამ ჩრდილად ჰყავდა ქცეულო, მის სახეს ცოლის თვალებში ხედავდა, მის არსებას გრძნობდა საწოლში როცა მარინა განდეგილი მისგან იწვა, სადღაც უსასრულობაში იყურებოდა და მეოცნებე მზერით იღიმოდა.. ოცნებობდა სხვაზე . არა…მაშინ არ ჰყვარებია ნიკოლოზს, მაშინ სიძულვილი ჰკლავდა, მაგრამ საერთო .. ის საერთო რამაც მიიჯაჭვა ქალზე ასე ძლიერ არ ანებებდა თავს არცერთი საათითა და წამით . ყოველ ღამე ძილის წინ იხსენებდა გარიგებას … -შენი და გამატანე და ხელს არ გახლებთ - წარბებაზიდული ნიკოლოზი დაჟინებით ითხოვდა -მარინა ცხოვრელი არ არის მე რომ ვმართო -მარინა ერთადერთია რის გამოც არ მოკვდებით - უჭრიდა მოკლედ გიორგის -არ შემიძლია ასე … -გადაწყვიტე, დრო ხვალ თორმეტ საათამდე გაქვს , როცა დაღამდება შენთან გამოვუშვებ დავითს , ამბავს ეტყვი მას , რას გადაწყვეტ უამბობ … შენ გამატან მარინას, მე კი დავივიწყებ თუ როგორ მაიძულეთ აქ დაბრუნება წლების შემდეგ - მომღიმარი სახით დაასრულა საუბარი და გაერიდა ოჯახს . სამზარეულოში მჯდარი ნიკოლოზი გონებაში ატრიალებდა ერთსა და იმავეს, დილა უჟმური და წვიმიანი იყო, ნისლს ჰქონდა დაფარული მთელი ქალაქი და გაჭირვებით მოჩანდნენ ეზოს მეორე მხარეს მდგარი აყლაყუდა ხეები. მის წინ მდგარ ფინჯანს უგემურად დააშტერდა, მოსვა ყავა და ამოიხვნეშა , საფიქრალი ბევრი ჰქონდა, გასაკეთებელი ორჯერ მეტი. -დილამშვიდობის-მოესმა გელას ჩახლეჩილი ხმა , მის წინ დაჯდა და ხელი გადასწია უკან მაგჯდაზე მდგარ მადუღარისკენ -რა ადრე გაგიღვიძია -მთელი ღამე ვოვაზე ვფიქრობდი ნიკა - თვალები მოისრისა გელამ -რატომ? შეგიყვარდა ? -ნუ ლაზღანდარაობ თუ კაცი ხარ რა ! რატომ უნდა ჩამოსულიყო ვითომ ჰა ? -ალბად ბიძაშვილები მოენატრა - გაეცინა ნიკოლოზს -იმიტომაც გამოგატანა ორი ხელით მარინა ? -აყვა გელაც -მარინა მისმა ძმამ გამომაყოლა ცოლად, ვოვა სად იყო მაშინ - სკამის საზურგეს მიეყრდნო და გემრიელად გაიზმორა -ხო .. ეგეც არის , სადაა შენი ცოლი? -ბოროტ გეგმევს სახავს - რა გეგმებს სახავს - ფიქრობს რომ ვერ შევნიშნავ მის თამაშს -რა უნდა ? - ფინჯანში დაასხა წყალი გელამ -ლევანის გლოვობს კიდე, რა ენდომება გამწარებულ ქალს სხვა ? -ოდესმე მოყვები იმედია რატომაც მოატყუე - ნაწყენი ხმით მიუგო ძმიშვილს მამაკაცმა და ჩაი მოსვა . თორმეტის ნახევარი ის დრო იყო როცა მარინა იღვიძებდა ხოლმე , მაგრამ იმ დილით ბევრად ადრე გაახილა თვალები, იგრძნო ნიკოლოზის გამოღვიძება და გაიგო კიდეც როგორ გაერიდა ოთახს . ადგომა ეზარებოდა სიცივის გამო და საწოლში გაატარა სამი საათი უსაქმურად, ხან ცარიელ და ხანაც ძალიან ბრძნულ ფიქრებში. ეს-ეს იყო მაღვიძარას უნდა დაერეკა, რომ მისი ხმა და მარინას ქვითინი ერთმანეთს შეერწყნენ, მოულოდნელად ლევანის არ ყოფნა იგრძნო და გონებაში მრავალი მოგონება ამოუტივტივდა .. ნიკოლოზთან ქორწინების შემდეგ,ერთი თვის თავზე პირველად გადაეყარა მამაკაცს გათხოვილი ქალის ამპლუაში. პარკის შემოსასვლელში მდგარმა ლევანიმ თვალი-თვალში გაუყარა დაკარგულ ქალს , მარინამ კი ძვრა ვერ ჰყო და სკამს მიელურსმნა. ცოტა ხნიანი გაშეშების შემდეგ მაშინ შედგა მათ შორის დიდი ხნის ნანატრი დიალოგი, დიალოგის შემდეგ კი შედგა სიყვარულის აღზევება, აღზევების შემდეგ კი მონატრება… მათი ურთიერთობა თან ჰგავდა რაღავას მაგრამ თან უიმედოობის სურნელი დაჰკრავდა, არც ერთს უნდოდა მოღალატე ცოლის სახელის შეძენა, არც მეორეს ოჯახის დამანგრევლის, ხოდა სწორედ მაშინ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ექნათ .. გადაწყვიტეს, რომ ჯერ ასე შეხვდებოდნენ კიდევ ერთმანეთს, მერე კი რომელიღაცა დღეს , უფრო სწორად კი იანვარში თხუთმეტ რიცხვში მარინა გაიპარებოდა სახლიდან, დატოვებდა წერილს და გაიქცეოდა ლევანთან.. მამაკაცს იდეა არ მოწონდა, ეშინოდა ? თითქოს არა.. მაგრამ იცოდა, იდეაკურად იცოდა რომ რეალურად მუხლები ეკვეთებოდა ნიკოლოზის გამო. და მოხდა ის, რაც მოხდა . ფიქრებიდან დამხმარე ქალმა გამოარკვია -შემოდი-ხმამაღლა გასძახა მარინამ და საწოლიდან წამოდგა, გვერდით გადაკიდებულ ხალათს დაავლო ხელი და მოახლის შემოსვლამდე მოასწრო მოსხმა -შუადღემშვიდობისა - მომღიმარი სახით შეანათა ოთახში ბებიის ტოლა ქალმა -გამარჯობა ჩემო ტკბილო და თბილო ნათელა - ამ ქალის დანახვა ყველაზე ნათელი რამ იყო უზარმაზარ სახლში, ერთადერთი იყო ვინც ყველაფერს ხედავდა და ერთადერთი ვინც ეფერებოდა ხოლმე -ჩამოდი, გეშიება - მზრუნველად სთხოვა ნათელამ -სიმართლე რომ გითხრა არც ისე -ყველა ქვემოთ არის უკვე - თქვა ქალმა და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში დიდ მაგიდასთან შემომსხდარიყო უკვე , სუფრის თავში ყველაზე უფროსი გელა იჯდა, მისგან მარცხჯივ მისი მეუღლე ნატალი, მარჯვნივ მისი ქალიშვილი-ანა. ხოლო შუა გულში იჯდა ნიკოლოზი, მის განსწვრივ კი მუდამ მარინა . ყოველი კვებისას აწყდებოდნენ ამ ორის თვალები ერთმანეთს, მაგრამ მალევე ბეზრდებოდათ ერთმანეთი, არც ის დილა ყოფილა გამონაკლისი. მაგიდასთან ფრთხილად მოთავსდა მარინა და წვენი მწყურვალივით მოსვა -დღეს ვის რა გეგმები აქვს ? / კეკლუცად იკითხა ნატალიმ, მთელს ოჯახში ყველაზე ცანცარა, ხალისიანი ის იყო, მაგრამ ყველაზე ხშირად აბეზრებდა მარინას და სხვებს თავს . -სამუშაო-მოკლედ მოუჭრა გელამ -მე წავალ-წამოდგა ანა და მის პირისპირ მჯდარ მარინას გაუღიმა -ეს რა ჭამა იყო? -რაცაა ეგაა- მხრები აიჩეჩა გოგომ და წამის მეასედში გაქრა. ჩამოწვა უხერხული დუმილი -ნიკოლოზ შენ რა გეგმები გაქვს ? - საუბარი ისევ ნატამ დაიწყო -ბიცოლა, როდის აქეთაა რაც ჩემი საქმეებით ინტერესდები? -ნუ მოაბეზრებ ხოლმე ადამიანს თავს რა -წაიწუწუნა გელამაც -ამ სახლში არანაირი სიმსუბუქე არაა! აურას ამძიმებთ თქვენ ორი ! ა უ რ ა ს -იოგა დაგეხმარება -დამცინავად უპასუხა ნიკამ და სკამიდან წამოდგა . აღარცერთი წამით აღარ სურდა ბიცოლამისის ტიტინის მოსმენა . -გელა მე გავდივარ, ლაშთან ერთად - მინიშნებასავით მიაძახა გელას -აჰა, მერე მეც მოვალ-დააწია პასუხი კაცმაც . მყუდრო კაბინეტში მჯდარი ნიკოლოზი სიგარეტს ეწეოდა და თან რაღაც ჟურნალს კითხულობდა როცა მის ტელეფონზე გაისმა ხმა -ნიკა სად ხარ ?- მისდაგასაკვირად მარინა იყო -სადაც ვარ ხოლმე -მერავიცი სად ხარ ხოლმე -ვმუშაობ -სად ხოდა , მისამართი არ აქვს მაგ ადგილს ? -მარინა, რატომ რეკავ? -შენთვის საჭმელი მომაქვს -რატომ? -უნდა ვისაუბროთ ! - სერიოზული ტონით გააჟღერა -დათოს უთხარი და მოგიყვანს - მიუთიშა ტელეფონი ქალს და გვერდზე გადადო. ამ ქალის სისულელის გამო ეცინებოდა, არც კი იცოდა აწი რა უნდა ექნა … მაგრამ … ______________ -შეიძლება ? - ნახევრად შეხსნილ კარებში შეჰყო თავი მარინამ -ფაქტიურად შემოსული ხარ -ხო- უხერხულად გაიცინა ქალმა და კაბინეტში შევიდა. პაკეტი მაგიდაზე დადო და ნიკოლოზის წინ დაჯდა -მისმინე - დაიწყო ნიკამ- მესმის რომ ლევანის გლოვობ ! მაგრამ მოდი ეს თემა დავივიწყოთ - სიგარეტი ჩაწვა -სწორედ მაგის გამო ვარ აქ -ეჭვიც არ მეპარება -მოდი წარსულს ჩავაბაროთ რაც იყო- ნიკოლოზს გაეცინა -რატომ? -შენც ეს არ გინდოდა? -მე კი, შენ არ გინდოდა -რამით მოგერევი თუ? - მხრები აიჩეჩა ქალმა - რა აზრი აქ რო? -რეალური მიზეზი ამის რა არის ? -ჩაეკითხა კაცი -ნიყვარხარ თქო რომ ვთქვა დაიჯერებ? -არა -აბა რას მეკითხები? მიზეზი არ ჭირდება, უბრალოდ ვიცი რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს -ხო? -ტუჩები მოებრიცა ნიკას-რა საინტერესოა ჰა ? სახეს იხოკავდი არადა , შუა იატაკზე გართხმული იყავი -ეგ ჩემი პირადი ტკივილია -რომლის ნაწილიც ვარ მე -მოკლედ…. გინდა თუ არა შერიგება ? - გაანეიტრალა სიტუაცია მარინამ -ფეხებზე ჩემო ლამაზო.. შენ როგორც გინდა -მშვენიერია - წამოდგა სკამიდან - პაკეტში ღვეზელებია - გაუღიმა კაცს - როცა მოგშივდება ჭამე -აუცილებლად-მარინას კაპინეტიდან გასვლისთანავე სანაგვე ურნაში უყო თავი ღვეზელებიან პაკეტს და დაძაბულმა ამოიხვნეშა. ის დღე ყველაზე მარტივი იყო ნიკოლოზის ცხოვრებაში, საკუთარი თავისთვის მოდუნების უფლება არ ნიუცლია, მაგრამ წამით იგრძნო სიმსუბუქე ზარმაცი დღის დამსახურებით . ჩვევად ჰქონდა თავის კაბინეტში ჯდომა საათობით და ყველაფერზე ფიქრი, როგორც წესი ეს პროცესი მოსწონდა ხოლმე , როგორც იძახდა ამ დრომ ბევრი შთამბეჭდავი და გენიალური გასხივოსნება მოსდიოდა ხოლმე ტვინში, ყველას არ ესმოდა ამ სიტყვების, მაგრამ ბიძამისმა იდეალურად იცოდა რაშიც იყო ხოლმე მთავარი აზრი. თუ არ ფიქრობდა მაშინ წერდა ხოლმე , გიჟდებოდა ლექსების მკფიქრებაზე, მართალია ამის შესახებ არავინ იცოდა მაგრამ საკითარი ნიჭის აღმოჩენა მხოლოდ მისთვისაც საკმარი მიზეზი იყო, იმისათვის რომ ასეთ დღეებში მხრებიდან მოეხსნა ტვირთი. თითქოს მის თავზე დიდი გუმბათი იდგა ხოლმე , დაძაბულობას მთელი სხეულით გრძნობდა და მერე ტანში ტაოდ აყრიდა ხოლმე . სტრესი იყო თუ დაღლა წლების ნაგროვები არ ადარდება, უკვე დიდი ხანი იყო შეჩვეული იმ აზრს რომ კაცის საქმე ფიქრი და მუშაობაა, მაგრამ მისდაგასაკვირად ოჯახის შექმნის შემდეგ მოდუნდა და მოტყდა . რაზე ფიქრობდა ? მარინას ვიწრო წელსა და ხელებზე , ლანდივით დაიარებოდა ხოლმე ქალი ოთახიდან ოთახში, დიდი სილამაზე და ფორმები არ გამოარჩევდა მაგრამ ნიკოლოზის გონებაში ყველაზე დაუცველი და სათუთი არსება იყო, მერე სადღაც წაიკითხა რომ ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, კაცს მეტად იზიდავს უსუსური ქალი რადგან მისი დაცვა უნდაო, ისევ იყო მეორე მაგრამ, ნიკოლოზს დაცვა არ სურდა, მისი მიზანი შურისძიება იყო. რომ გეკითხა რას გრძნობ მარინას მიმართო, პასუხს ვერ გაგცემდა და იმოტომ, რომ არ ჰქონდა, გრძნობდა სიბრალურს და მოწიწებას, უნდოდა ხოლმე რომ გამხდარი და პატარა მიეკრა გულმკერდზე, ეთქვა “იტირეო” და შეეგრძნო ქალის ცხელ-ცხელი ცრემლები თავის გულზე, დამშვიდება სურდა მისი მაგრამ რაც ხანი გადიოდა მით მეტად აწამებდა , გეგმა გეგმას ჰგავდა, ნიკოლოზის ცვალებადი ემოციები კი ღმერთის დაცინვას. მარინაზე ფიქრებს გამოეთიშა. თითქოს სამყაროსაც მოსწყდა დაუკუნოობით. -ეშნაკმაც დამწყევლოს მე თუ მართალი არ ვიყო ! - მთელს სახლში ისმოდა ვოვას მჭახე და ძლიერი ხმა , ნერვიულობას სცემდა ბოლთას კედლიდან კედლამდე და სიგარეტს სწრაფ-სწრაფადნურტყამდა ნაფასს -ესეიგი შენ ამბობ, რომ საჭიროა უფრო მოსიყვარულე ვიყო? -ფეხი გადაიდო ფეხზე მარინამ -არა,არა .. სულელი კაცი კი არაა ! უკვე ხვდება ალბათ რასაც აკეთებ -საიდან უნდა ხვდებოდეს , მითამდღეში ასე ვიქცეოდი -საჭიროა უფრო საეჭვო მაგრამ ეშმაკივით მაცდური იყო- სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა კაცმა -ეგ როგორ -კაცებს მოწონთ გაურკვევლობები- წარბები აზიდა- შენ ძალიან აშკარა ხარ მისთვის -და რა უნდა ვქნა -ბლინჩიკები და ხინკალები კი არ უნდა უზიდო-კბილებიდან გამოცრა ვოვამ- იყავი ისეთივე უკარება - მაგრამ.. -რა მაგრამ ? -ერთობლიდავ იკითხა და-ძმამ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ შენობაში გზად მიიკვლევდნენ ნინო და მარინა, ესტორნის ბოლოში მდგარ ბართან მიღწევისთანავე ამოისუნთქეს და სკამებზე შემოსკუპდნენ. მარინამ თვალი მოავლო იქაურობას, ხმამაღალი მუსიკა ყურებში ნერვულად ფეთქავდა, გარეშემო წყვილ-წყვილად ირეოდნენ ახალგაზრდები, ზოგი ერთმანეთს აბოლებდა სიგარას პირში, ზოგი ერთმანეთს ეტმასნებოდა ვნებიანად, ყველაფერი ერთმანეთში აზელილი და არეული იყო, მაგრამ ყველაზე მთავარს ცოტა თუ ამჩნდევდა : ბინძურ თავისუფლებას . ეღიმებოდა ქალს , მართალია თვითონნიგივეს არ იზამდა, მაგრამ ყურებაც არ აღიზიანებდა, ერთადერთი რაც უღონებდა გულდ მწველი სურნელი იყო, უჰაერობა რომელიც შენობაში ვეღარ იტევდა თავს . -რა ხანია ასე არ გამოვსულვართ არსად - მოიყუდა სასმლით სავსე ჭიქა ნინომ -ის ახმახები სად არიან? -გარეთ მანქანაში- გაიცინა მარინამ - დამღალეს უკვე , კუდში დამყვებიან -შენ იმათ კითხე აბა -მხარი გაკრა დაქალს - ო ნახე - თავით ანიშნა მათკენ მომავალი მამაკაცისკენ -ქალბატონებო? - ზრდილობიანად დაუკრა თავი უცხო მამაკაცმა ქალებს . ერთმანეთს გადახედეს მეგობრებმა -ბატონო-ღიმილით მიუგო ნინომ -რამეს ხომ არ დალევდით? -უკვე - აჩვენა ჭიქა მარინამ და ნიშნის მოგებით გაუღიმა , კაცი შეიშმუშნა მაგრამ არ უხერხულობა არ შეიმჩნია , ტუჩები მობრიცა და მარინას გვერდით მდგარ სკამზე დაჯდა -თქვენი სახელი? -მარინა -მარინა… ძალიან ძველი სახელია -კომპლიმენტია თუ დაცინვა ? -კომპლიმენტი-გაეცინა კაცს-მე ლევანი - სახელის გაგონებისთანავე მარინა გაშეშდა, თავი ფრთხილად მიატრიალა კაცისკენ, მერე მთელი სხეულით მისკენ შეტრიალდა და გაოცებული სახე მიიღო -ნაცნობი სახელია - აღნიშნა და სევდასავით გადაჰკრა მწარე ღიმილმა სახეზე -ვინმე გყავს სახელად ლევამი ალბათ -იყო -დაშორდი? -ამაყად იკითხა კაცმა -არა გარდაიცვალა- შეიქმნა მეტად უხერხული სიტუაცია ამ ორს შორის, თუმცა ნინომ მაშინვე შენიშნა . წამის მეასედში მამაკაცსა და ქალს შორის ჩადგა და ცეკვა-ცეკვით დაადებინა ჭიქა ქალს მაგიდაზე , მიიზიდა თავისკენ და ისიც აღარ შეწინააღმდეგებია. ლევანი მაშინათვე აჰყვა , თავს უკვე ცუდათ გრძნობდა მაგრამ არ უნდოდა ახალი ნაცნობის დაკარგვა , იშვიათად თუ იპოვნი კაცი ასეთ ადგილებში ფხიზელ და თან ლამაზ ქალსო გაიფიქრა კიდეც . ხალხში გაერივნენ, ნინო ჯერ თვითონ იყოლიებდა მარინას მერე კი პალტოსავით გადაულოცა ლევანს , მანაც ხელები ჩასჭიდა ახალგაზრდა ქალს , ღიმილი მიიმაგრა სახეზე და უხერხული მოძრაობები დაიწყო. ორივე უბედური მოცეკვავე იყო, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა ამას, იქ არც არავის ანაღვლებდა სხვების ცეკვები. თვალებ დახუჭულმა მარინამ თითქოს მუსიკის არსი შეისისხლხორცაო, თავი ასწია ზევით და ჩაეღიმა რცხვენოდა რომ კარგად იყო, რცხვენოდა რომ არ გლოვობდა იმ ღამით, მაგრამ რა ექნა ? მეტი რაღა უნდა ექნა ამ ქვეყნად თავის გადასარჩენად ეს-ეს იყო ლევანს წელზე უნდა მოეხვია ხელი, რომ მუსიკა გაჩერდა, მარინამ გვიან გაიაზრა მაგრამ ზუსტად იქანდე სანამ მათკენ მომავალ ქმარს დაინახავდა. გაშეშებულიყვნენ ორივე , თვალებ გახელილმა ჯერ ძლივს გაარჩია სილუეტი, მერე შენიდნა რომ ბრბო აქა -იქ გადიოდა , სილუეტი კი მისკენ სწრაფი ნაბიჯებით ახლოვდებოდა.. თვალები მოჭუტა თუთქოს უკეთ დაინახავდა ასე და მხოლოდ მაშინღა გაარჩია ჩრდილის სახე როცა ზედმეტად ახლოს იდგა მასთან. -რა ხდება, მარინა ? - ნიკოლოზი თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა. ჯერ მარინას, მერე მასზე მიტმასნილ ლევანს გახედა, კაცი ვერ მიხვდა ნიკოლოზის არსებობას, ჯიუტად ჩაკიდა ხელი მარინას და აღარ უშვებდა -ვცეკვავ-მოკლედ მოუჭრა ქმარს -მეც ვხედავ რომ ცეკვავ .. ვისთან ცეკვავ? -ეს ? -გადაიხარხარა - ლევანია -რა სასიამოვნოა - ირონიულად გაუყარა თვალი თვალში ნიკოლოზმა მის წინ მდგარ კაცს და მოუოლოდნელად გააქანა მისკენ მუშტი. პირდაპირ ცხვირ-პირში დაუმიზნა და ისიც მაშინათვე გაიშხლართა იატაკზე , მოულოდნელობისგან შეხტა მარინა , ჯერ ლევანს დახედა მერე ნიკოლოზისკენ ააჭდო მზერა და პირზე აიფარა ხელები - გაგიჟდი? - აგრესიულად იკითხა ნინომ და მარინას და ნიკას შორის ჩადგა - რეებს აკეთებ ? ხალხია -შენ რაღა გინდა - უხეშად მოკიდა გოგოს ხელი მხარზე და ნივთივით მიწია გვერდზე- მორჩა კინო, დავაი გასწორდუ წავედით -დავაი? -დროზე მევთქვი- წელზებუხეშად მოხვია ხელი და მეორე მამაკაცს მოაშორა, იქვე განთხეულ ლევანს ბოლოჯერ დახედა , მარინა ინერციით წინ გასწია და მაშინვე ხელი მოაშორა სხეულიდან. ქალს ხმა აღარ ამოუღია, განაწყენებული და გაბრაზებული გაუდგა გზად სწრაფი ნაბიჯებით და ნიკოლოზიც უკან გაყვა, მერე გაჩერდა , უკან მიატრა თავი და იქვე მდგარ თვალებცრემლიან ნინოს გაუსწორა თვალი -აი შენ მერე დაგელაპარაკები- სისინით გადაძახა -რეგვენი ხარ - ბუტბუტებდა მარინა -შენ უტაქტო, უზრდელი და შემარცხვენელი-დაუღრიალა ნიკოლზომა და ხელი დატაცა ხელზე , მისკენ შეატრიალა და გაჩერება აიძულა . მანქანასთან მდგარი ლევანი მაშვე მიხვდა რომ ზედმეტი იყო, გამოხსნა კარი და შეიყუშა შიგნით -ნე ვარ უტაქტო? -გათხოვილი ქალი სხვა კაცს ეტმასნები -ვეტმასნები? -შეურაცხყოფად აღიქვა მარინამ -ხო , რამე სხვაც ხომ არ გიქნია - მოუჭირა უფრო ძლიერად ხელი, მარინამ გკივილი იგრძნო მაგრამ არ დაუწუწუნია -შეეეენ - ბრაზი უფრო და უფრო ეტყობოდა სახეზე -რამდენს ბედავ ვითომ ქმრობია კვალობაზე ? -იტონია გაურია სიტყვებში და კაცის ხელი მოიშორა -რა თქვი? - წვერზე მოისვა ხელი კაცმა -რაც გაიგონე ის , შენ თავს ჩემს მეუღლედ თვლი? რა სასაცილოა - თავი გააქნია და დოინჯი შემოირტყა- სატირალი რომ არ იყოს -მადლობის მაგიერია -რაო, რაო? მადლობას მე უნდა გიხდიდე ? -ხმას აუწია მარინამ -ძალით რომ მომიყვანე ცოლად იმისათვის, თუ ქმრად რომ არ ვარგიხარ იმისთვის -მე არ ვვარგივარ ქმრად ? -შუბლი მოიფხანა ნიკოლოზმა - ეს ალბათ იმიტომ რომ შენ წინააღმდეგ არ წავედი და ცხოველივით არ დავიწყე რაღაცეების კეთება, ხომ? -რაო? -ქმრის მოვალეობაო, ჩემო მარინა… და შენ ვარგიხარ ცოლად? -ნიშნის მოგებით იკითხა- არ მგონია საყვარლიანი კაცის კვალობაზე რომ უნდა საუბრობდე ამდენს ოქრო, ქმრის ზურგს უკან ლევანისთან გატარებულ ცეცხლოვან ღამეებს გაგახსენებ - შოკისაგან ენა ჩაუვარდა მარინას , ეს საიდა ღა იცისო გაიფიქრა - აააა მოდი დავიწყოთ პირველი დღიდან -რომელი დღიდან -როცა პირველად შეხვდი ქორწინების შემდეგ , მგონი სადტუმრო იყო ხო? ა.. კი , მეძავივით რომ დაგატარებდა - სიმწრისგან თვალები აენთო მარინას, დაუფიქრებლად გააწნა სილა და მაშინვე ინანა . ხმის ამოუღებლად ხელი დატაცა ნიკოლოზმა, მანქანის კარი გამოხსნა და შიდ ძალით ჩატენა, მერე მიუხურა და მანქანაზე სამჯერ დააკაკუნა .. დავითმა ავტომობილი ადგილიდან დაძრა და მაშინვე მოსწყდა იქაურობას . ქუჩაში მდგარუ ბიკოლოზი სახეზე ჯერ კიდევ გრძნობდა სიმყურვალეს, ლოყაზე მოისვა ხელი , წარვები აზიდა და ბარისკენ შეტრიალდა. კარებში მდგარი ნინო როგორც კი დაინახა ღრმად ამოისუნთქა და ხელით ანიშნა რომ მისულიყო, ისიც უხმოდ დაემორჩილა -შენ ვინმემ დაგიქირავა რომ კუდში მზდიო? -რეებს იძახი ნიკა? -საბრალო სახე მიიღო ქალმა- ხომ იცი როგორი ძვირფასი ხარ ? -მხრებზე გაუსვა თითები და თავი დახარა -აქ რას დაეძებდით? -ვიფიქრე რომ გაიგებდი, იეჭვიანებდი და მოხვიდოდი, მაგრამ ამ შენ მარინას მიაფრინდი- თვალი-თვალში გაუყარა მის წინ მდგარ ნიკას- რა იყო ხო არ შეგიყვარდა კიდეც -რა სისულელეებს ამბობ- იუარა კაცმა -აბა ეს რა იყო? -შენი საქციელი რა იყო? - კითხვა შეუტრიალა - კარგად იცი რომ მსგავს პროვოკაციებზე არ წამოვეგები -კარგი… წამოხვალ ჩემთან? - იკითხა ქალმა და გაიღიმა , ნიკოლოზი ერთხანს დაფიქრდა, მერე თავი კის ნიშნად დაუქნია . ვერაფერს იტყვი.. ნინო მეგობრების სიაში პირველი იყო, ისევე როგორც მოღალატეების . ჯერ კიდევ პირველი დანახვისთანავე ვაუვარდა ნიკოლოზი გულში. ხმას არ იღებდა, თვეების მანძილზე დაიარებოდა თავის სახლიდან მარინას სახლამდე რომ ენახა ხოლმე , სტუმრობის მიზეზი რათქმა უნდა მარინა იყო მაინც, აბა ხომ არ იტყოდა შენი ქმრის ნახვა მინდაო? ნიკოლოზი ჯერ ვერ ან არ ამჩნევდა , მერე კი რატომღაც მანაც შენიშნა ნინოს არსებობა. - დიდი ხანია ემეგობრები? -იკითხა ნიკამ -კი -აჰა …. პირველი დიალოგი უხერხულობას შეიცავდა .. პირველი ნახვა ღალატის სუნად ყარდა .. ბოლო სახლში მიპატიჟება კი მეგობრის ზურგში დანის განზრახ ჩარტყმა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.