უსასრულობაში დაკარგული (თავი 2)
შავ მაისურიან მამაკაცთან ერთად , კიდევ რამდენიმე მსგავსი აღნაგობის მამაკაცის სილუეტი მოლანდა, ახედვა არც დასჭირვებია რომ მიმხვდარიყო რომ ის იყო. მიმტანს ანიშნა მოსულიყო , ანგარიში სთხოვა, რაღაცნაირი მოუსვენრობა დაეუდლა სხეულს როცა მამაკაცების დაჟინებული მზერა იგრძნო. ტაქსის აპლიკაცია გახსნა , სწრაფად გამოიძახა , ორი წუთი დაეწერა , ანგარიში გაასწორა , ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა კიბეებამდე დარჩენილი მონაკვეთი , კიბე ჩაირბინა , მოუსვენრად დააცქერდა ტაქსის მოძრაობის მაშრუტს, მის ფეხებთან მანქანა შეჩერდა , კარი დაუფიქრებლად გამოაღო , ისე რომ მანქანის ნომერს არც დაკვირვებია , ღიმილით მიესალმა მძღოლს , რაღაც უბიძგებდა გვერდით გაეპარებინა თვალები , მოუსვენრობა არ აძლევდა საშუალებას არ გაეგო მამაკაცები კვლავ უყურებდნენ თუ არა, ვერც წარმოიდგენთ რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა რომ არ გაეხედა , მანქანა ნელა მოაბრუნა მძღოლმა და გეზი საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ აიღო. გოგონამ ყურსასმენები გაიკეთა და ღრმა ფიქრებით ისევ იმ კაფეში , ქაშუაეთის გვერდით დარჩა , სადაც რამდენიმე მამაკაცის მწველ მზერას გრძნობდა. რაღაცნაირად განცდა ქონდა , რომ გოგონას დაკვირვებით აზარტში შესულებს ხისტად ტოვებდა , და ცდილობდა გაქცეოდა მათ, თუმცა ისიც არ იცოდა ვის ან რატომ გაურბოდა. ან იქნებ არც უყურებდნენ მამაკაცები და მას ეჩვენებოდა. რატომ ის როცა ქალაქში , ამდენი ლამაზი , ჭკვიანი , სექსუალური გოგო დადიოდა. ის ხომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. სოციალური ქსელებიც გაეუქმებინა და არსაიდან არავის გამოჩენას არ ელოდა. ზოგჯერ ფიქრობდა რომ იდუმალი და ამოუცნობი იყო და ეს იდუმალება სიამოვნებასაც კი ანიჭებდა. წარმოიდგენდა როგორ ეძებდნენ მასზე მონადირე მამაკაცები მის პროფაილს დასასტალკად თუმცა უშედეგოდ. არადა ალბათ რა სიამოვნება იქნებოდა, მისი მოგზაურობის ფოტოებით აჭრელებული ფოტოების თვალიერება . რომ ნახავდნენ როგორი ფერადი და საინტერესო იყო მისი ცხოვრება. თუმცა მხოლოდ მან იცოდა რომ ფოტოები მხოლოდ კონკრეტული მოგონებები იყო , რომელიც წარსულში დარჩა , ახლა კი , მის ცხოვრებაში აღარაფერი იყო ფერადი და საინტერესო. თვალებზე მოულოდნელად , ცრემლის პატარა რგოლები შეევსებოდა ხოლმე და ცდილობდა , ლოყის დაუსველებლად გაექრო ეს ცრემლები, სხვებისგან შეუმჩნევლად. განა ბევრს ითხოვდა ცხოვრებისგან , არც ისე ბევრს თუმცა მისდა უნებურად და მისივე გასაკვირვად, იმას სთხოვდა ღმერთს , რაც მთელი განვლილი ცხოვრება , უაზრობად მიაჩნდა. უნდოდა ყვარებოდათ , ეზრუნათ , უნდოდა ვინმე მასზე ძლიერი ყოფილიყო მის გვერდით , და ეგრძნო რომ გოგო იყო , სუსტი , ოდნავ უსუსური გოგო , რომელზეც ზრუნავენ , უყვართ , აფასებენ და აღმერთებენ. უნდოდა ვინმესთვის სასიცოხლო ძალა ყოფილიყო. უნდოდა მასში სხვას რაიმე ისეთი დაენახა რაც სხვებს არ ქონდა და რის გამოც უნდა ყვარებოდათ , თუმცა თავად , საკუთარ თავში ამ რაღაც სხვას და ღირებულს ვერ ხედავდა. და როგორი რთული იყო სხვას დაენახა მასში ის , რაც თვითონაც ვერ ეპოვა. თითქოს სრულიად აბსურდული ჟინი ქონდა , ჟინი რომელსაც არ უჩანდა დასასრული. სურდა ამ ყველაფერზე საფიქრალი დრო არ ქონოდა და ცხოვრების ყველა წამი ისე დაეტვირთა რომ არაფერზე ეფიქრა. *** მოსაღამოვებულს ხშირად დაჰყურებდა საათს, უკვე რვის ნახევარი იყო და გოგონა წესით წუთი წუთზე გამოჩნდებოდა, აუცილებლად ემთხვეოდა ეკლესიიის კედლებს და საყვარელ კაფეს მიაშურებდა. მამაკაცი ოლიმპირი სიმშვიდიდით იჯდა და არაფერს იმჩნევდა მაშინ როცა , შინაგანად აფორიაქებული ელოდა, უკვე კარგად ნაცნობი უცნობის გამოჩენას. ან რისთვის ელოდა, ისევ შორიდან შეავლებდა ერთი ორჯერ თვალს და გოგონა მალევე გაქრებოდა თვალსაწიერიდან თუმცა ელოდა. ელოდა რომ ისევ ჩაივლიდა. ისევ შეავლებდა მის კულულებს , ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელს , ლამაზ კაბასა და პიჯაკს ან მოხდენილ კლასიკურ შარვალს თვალს. თითქოს ყოველ დღე აინტერესებდა რა ეცმეოდა გოგოს, დღეს როგორ იქნებოდა გამოპრანჭული, ან იქნებ სულაც ბოტასებით გამოჩენილიყო. ელოდა გოგოს, და თავადაც ვერ ხვდებოდა რისთვის. არაფერი იცოდა მასზე და კითხვისაც ეშინოდა. და რომ ეკითხა ვისთვის ეკითხა. თუმცა იცოდა , არაფერი იყო ისეთი რაც მის ძალებს აღემატებოდა და ვერ გაარკვევდა. შეეძლო ერთ საათში გოგონას შესახებ მთელი დოსიე ქონოდა თუმცა რაღაც აფერხებდა. ისიც კი არ იცოდა რისთვის ელოდა გოგოს . მოსწონდა ? არა ამ სტილის გოგონები არასდროს იქცევდნენ მის ყურადღებას , ალბათ ზედმეტად თავდაჯერებული და წარმატებისაგან გაყოყოჩებული გოგო იყო. ან იქნებ უბრალოდ ასე ჩანდა , არც გრძელი ფეხები ქონდა და არც 90-60-90 ზე პარამეტრები , არც ქერა იყო , არც ცისფერთვალება , არც გახდილი და ვულგარული , და არც სექსუალური... თუმცა მოიცა , სადღაც საკუთარ თავში შეეპარა ეჭვი, და იქნებ ეს გოგო ესექსუალურებოდა, თავისი არაფრით გამორჩეული სხეულითა და გამორჩეული სტილით , კლასიკური დახვეწილი სამოსით და ერუდირებული გოგოს ჰაბიტუსით? ... სადღაც საკუთარ თავში შეეპარა ეჭვი თუმცა იდეა, რომ ასე უბრალოდ გამვლელი გოგო მოსწონებოდა არც თუ ისე მომხიბვლელი ჩანდა. ათობით და ასობით ლამაზ გოგოს ხედავდა ყოველ დღე , მოხდენილად რომ ისხდნენ ძვირადღირებულ მანქანებზე, სხეულის ყველა დეტალი რომ მოხდენილად გამოეკვეთათ და მამაკაცებს საკუთარი არსებობითაც რომ აგიჟებდნენ, ახლა კი სრულიად უბრალო, არაფრით გამორჩეული გოგოს სექსუალურობაში დაფიქრებული საკუთარი თავი არ მოეწონა, გამოფხიზლდა, წამოდგა და მანქანისკენ გაეშურა. სავარძელი ოდნავ გადაწია და მიეყრდნო, გონება მოადუნა და გოგონა ისევ გამოჩნდა. ამჯერად არც მაკიაჟი ქონდა, არც ტუჩის საცხი ესვა, არც კულულები უმშვენებდა მხრებს, თმები აეკეცა , სახე დაღლილობისგან ჩავარდნოდა. ოდნავ ქუსლებზე შავ პიჯაკში გამოწყობილი , ეკლესიისკენ გაეშურა, კედლებს ემთხვია , რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ეკლესიიის ჩარაზულ კარებს მიაშტერდა, შემდეგ თავი დახარა , ხელები შეაერთა და მათ დააცქერდა, საკუთარ სულში ისევ უფლის ხელების ძიება დაიწყო. ფიქრებით დაეხეტებოდა მის სულში არსებულ სიცარიელეში. კვლავ კიბეებზე დაეშვა , ამჯერად კაფისკენ არ გაემართ, იქვე მოშორებით მდგარ ტაქსში ჩაჯდა და ტაქსმა კვლავ ნაცნობი ტრაექტორიით დატოვა მიმდებარე ტერიტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.