შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (7)


25-05-2024, 23:03
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 677

ხელები ნერვიულობისგან მიცახცახებდა და ვეღარ ვსუნთქავდი მას შემდეგ, რაც ავარიაში მოვყევი პანიკური შეტევები დამეწყო და ახლაც კვალავ შეტევა განმიმიეორდა ვგძნობდი,რომ ნელ-ნელა ძალა მეცლეოდა სადაცაა გონება უდა დამეკარგა, მაგრამ ჩემმა ძმამ მომისწრო.
– დეა, დეა,შემომხედე! გესმის ჩემი არ დახუჭო თვალები. მეუბნეოდა და თან სახეზე სველ ხელებს მისმევდა.
– ერეკლე….- ამოვილაპარაკე
– რა მოხდა რა, დაგემართა? დიდი ხანია შეტევა აღარ გქონია მეტი.- ნერვიულად მითხრა მე კი ტელეფონი გავუწოდე.
– ეს რა არის?
– წაიკითხე.- მივუგე.
– ეს რას ნიშნავს?! - ბრაზმორეულმა წამოიძახა.
– არ ვიცი, დაფარული ნომრიდან შემომივიდა შეტყობინება. სავარაუდოდ იმან გამოგზავნა ვინც დამეჯახა მაშინ.
– არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვინც არ უნდა ოყოს ვიპოვი და ცემაში ამოვხდი სულს.- წამოიძახა გამწარებულმა.- დეა, მისმინე აშკარაა, იმ ადამინმა შენს შესახებ ყველაფერი იცის შენი ნომერიც კი აქვს ამიტომ დროებით შენი ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, რაც არ უნდა შემოგივიდეს უცხო ნომრიდან არ გახნდა და არ უპსუხო ახლა წავიდეთ განყოფილებაში შენი ტელეფონი წავიღოთ თან გვეტყვის კომისარი, ამ სიტვაციაში, როგორ უნდა მოვიქცეთ.
განყოფილებაში მივედით და კომისარს დაველაპარაკეთ.
– გამარჯობა, გავიგე ჩემთან შეხვედრა გინდოდათ.- კაბინეტში საშვალოზე მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი შემოვიდა,რომელსაც კოხტად მოერგო პოლიციის ფორმა.- მე ლაშა კვიციანი ვარ ამ განყოფილების კომისარი აბა გისმენთ რამ შეგაწუხათ?
_ მოგესალმებით ბატონო ლაშა, იცით დაახლოებით ასე ორი თვის წინ ჩემს დას მანქანა დაეჯახა. ეს რა თქმა უნდა არ იყო უბედური შემთხვევა ,რადგან ის არამზადა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სჩივარავიც ვერ დავწერეთ იმის გამო, რომ მტკიცებულება არ გაგვაჩნდა, თუმცა იმ პოტენციურმა მკვლელმა დღეს ჩემს დას მუქარის სახით შეტყობინება გამოუგზავნა,რითაც ემუქრებოდა მისი მოკვლით.
_ საინტერესოა, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ იმ ადამინმა შეტყობინება გამოუგზავნა სავარაუდოდ იმ ადამიანს თქვენი ტელეფონის ნომერი უნდა ჰქონდეს. ან შეიძლება რაიმე ჰაკერული მეთოდით აკონტროლებს თქვენს ტელეფონს. შესაძლოა ვინმე ნაცნობი აღმოჩნდეს თქვენი მუქარის პატრონი გაიხსენეთ აბა? შეიძლებ თქვენს ცხოვრებაში იყო ისეთი ადამიანი,რომელიც გაღიზიანებდათ?
– ასეთს ვერავის ვიხსენებ, თუმცა იყო ერთი წლების წინ მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი ერთი ბიჭი იყო ჩემზე გადაკიდებული მიმტკიცებდა, რომ მოვწონდი და უნდოდა ერთად ვყოფილიყავით შემდეგ გაირკვა,რომ ის ფსიქიკურად ვერ იყო. მაშინ თავიდან რომ ვერ მოვიცილე ჩემმა ძმამ დააშინა და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. არამგონია ის იყოს ეს იმდენად დიდიხნის ამბავია…
– ასე მარტივადაც ნუ უყურებთ თქვენთვის შეიძლება მივიწყებილია,მაგრამ როცა საქმე გვაქვს ფსიქიკურად არა ჯანსაღ ადამიანთან ყველაფრისთვის მობილიზირებული უნდა ვიყოთ.
_ ხო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა და ახლა გავახსენდი?- შევიცხადე მე.
_ ჩვენ ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ იმისათვის,რომ სწორ დასკვანმდე მივოდეთ.ახლა ტელეფონი ჩართული გაქვთ?
– არა, კომისარო, გავათიშინე.
–აჯობებს თუ ტელეფონს მე დამიტოვებთ თქვენ კი ახალ ტელეფონს შეიძენთ.
– კარგი. -მივუგე მე და ტელეფონი გავუწოდე.
– კარგი ახლა თქვენი სახელები მითხარით, რომ აქტი შევავსო.
– დეა ანჩიბაია და ერეკლე ანჩიბაია.- მივუგე მე.
– კარგი, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, თუ რაიმე მსგავსი კიდევ განმეორდა შემატყობინეთ. ტელეფონი ხომ გამორთულია ახლა დავაკვირდეთ რას მოიმოქმედებს.


განყოფილებიდან წამოსვლის, შემდეგ ტელეფონების მაღაზიაში გავიარეთ და ერეკლემ ახალი მობილური მიყიდა მანქანაში ვიჯექი და უაზროდ გავყურებდი ფანჯრიდან წვიმიან ქუჩებს. რამდენიც არ უნდა ვეცადო,რომ ფეხზე მყარად ვიდგე და მგონია უკვე ყველაფერმა ჩაიარა თქო, მაშინვე ახალი პრობლემა იჩენს თავს. ალბათ ასე სურს უფალს,მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მაინც გავიხარო და ვიყო ბედნიერი. ნუთუ ასეთი ძნელია ეს ხან და ხან გავუწყრები ხოლმე უფალს და ვსაყვედურობ ასე რომ მტანჯავს. სახლში, რომ მივედით არაფრის თავი არ მქონდა მშობლებს არც შევხედე ისე, შევედი ოთახში. საწოლზე პირქვე ვეშვები და ჩუმად ავტირდი. არ ვიცი, არ ვიცი როგორ მოვიქცე ზოგჯერ რწმენას ვკარგავ უბრალოდ ვეღარ ვიგებ როგორ მოვიქცე ძალიან დავიღალე ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. აღარაფრის გაგება აღარ მინდა და დანახვა არც ეკლესიის ვიცი, რომ მამაოს ვთხოვე ტაძარში მგალობელი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ყველაფრის სურვილს ვკარგავ.


******
ექიმთან მივედი, რადგან დღეს ბოლო ვიზიტი მქონდა სავარაუდოდ დღეს მომხსნიდნენ კიდურებიდან პლატას.
ისევ იგივე მეორდება ისევ ვუბრუნდები საოპერაციო მაგიდას ოღონდ ამჯერად სხვა სიტვაციაა.
_ დეა, არ ინერვიულო გჯეროდეს, რომ ამის შემდეგ შეძლებ ფეხზე დგომას და სიარულს. ახლა კი სამამდე დაითვალე.- მომიგო ექიმმა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გავითიშე,
როდესაც გავიღვიძე უკვე პალატაში ვიყავი სადაც ჩემები დამხვდნენ.
_ დასრულდა?- ვკითხე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
– დასრულდა ჩემო პატარავ, კი დროა დაბრუნდეს ძველუ დეა.- გამიცინა ჩემმა ძმამ
– ჯერ მაგაზე საუბარი ადრეა.
პალატაში ექიმი შემოდის.
– აბა, თავს როგორ გრძნობ?
– მადლობა, კარგად.
_ კარგია, მოკლედ კიდურებიდან პლატა ამოგიღეთ ახლა ტომოგრაფია უნდა გაფაგიღონ რომ გავიგოთ შეხორცების პროცესი, როგორ მიმდინარეობდა.
მანამდე კი მოდი გავიგოთ კიდურებში ძალა დაგიბრუნდა თუ არა? მიდი აბა თითები გაამოძრავე?- იმედიანად მითხრა. თავს ძალა დავატანე და მაქსიმალურად ვეცადე თითები ამემოძრავებინა. და მე ეს შევძელი თითებს ვგრძნობ. სიხარულისგან თვალები ამიცრემლიანდა ვერ ვიჯერებდი მომხდარს.
– ექიმო, მე ეს შემიძლია ვგრძნობ ძალას კიდურებში.- ვლუღლუღებდი.
– ძალიან კარგი, ესეიგი მკურნალობამ შედეგი გამოიღო.- წარმოთქვა კმაყოფილმა.
– და უკვე შევძლებ თავისუფლად სიარულს?
_ რა თქმა უნდა შეგიძლია,ოღონდ ჯერ ნუ დაატან ძალას ეცადე მსუბუქი ნაბიჯები გადადგა, დიდიხანია ფეხით არ მდგარხარ ამიტომ ნელ-ნელა შეაჩვიე ორგანიზმი დგომას და სიარულს.- ამიხსნა ექიმმა.
-მადლობა ექიმო.
ტომოგრაფიის პასუხებიც დადებითი იყო და უკვე შეხორცებულიყო კიდურები.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მე კი უფალს ვენდუროდი მან კი პასუხად სიხარული მომანიჭა. ხომ ამბობენ როცა ნაკლებად მოელი რაღაცას სწორედ მაშინ გივლენს სამყარო სასწაულებს.
აქედან პირდაპირ ტაძარში წავედი თვალცრემლიანი შევედი უფალს მადლობა გადავუხადე ამ სააწაულისთვის ასევე მოვინანიე ჩემი საქციელიც. იქვე ჩამოვჯექი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.
გასასვლელთან ვიყავი უკვე მისული,რომ უკნიდან ვიღაცამ დამიძახა მოულოდნელობისგან შევხტი უკან მივბრუნდი და ხელში ის დანიელი შემრჩა.

– შენ?!- წამოვიძახე.
– ხო, მე ვარ, როგორც ხედავ განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს.- ჩაეცინა.
– მოდი და თქვი რომ არ დამყვები უკან.- მოჭუტული თვალებით ვეუბნები.
– უკვე გითხარი, რომ ეს სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს ქალბატონო. თანაც ძალიან კარგად იცი რომ სტიქაროსანი ვარ.
– ოჰ,მერე რა ახლა არ არის წირვა ლოცვა.- მაინც არ ვანებებდი თავს
მერე რა…- მითხრა ეშმაკური ღიმილით და ჩემსკენ დაიწყო სვლა.
_ რას აკეთებ?! არ მომიახლოვდე იცოდე.- დავიყვირე
_ ჩშ, ნუ ყვირი ხომ არ დაგავიწყდა ეს ეკლესიაა და აქ ხმაური არ შეიძლება.- ცერა თითი ტუჩებზე დამადო, შემდეგ კი, გამჭოლი მზერით გამომხედა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ხმაც ვერ ამოვიღე უცნაური იყო, ეს ყოველივე მიყურებდა თავის მუქი ყავისფერი თვალებით და თვალს არ მაშორებდა თითქოს, თითქოს თვალების მეშვეობით ჩემს სულში უნდოდა შემოღწევა, მაგრამ მოულოდნელად ჩემმა გონებამ სიგნალიზაციის ღილაკი ჩართო, უეცრად გამოვერკვიე და გაბრაზებულმა ვკარი ხელი.
– აბა, აბა რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს!- შევუბღვირე გაბრაზებულმა და მისგან მოშორებით დავდექი.
– ბოდიში, არ ვიცი რა დამემართა. - მომიგო, დაბნეულმა.
_ შემდეგში გაითვალისწინე, რომ სადაც არ უნდა მნახო ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ვიცი ახლა ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა, მაგრამ შენი ადგილი იცოდე.- მთელი სერიოზულობით ვუთხარი შემდეგ კი, გავეცალე იქაურობას.










***

რა უცნაურია ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთი და ჩვენი გზები ისევ გადაკვეთა მისთვის შეიძლებ მესამე შეხვედრა იყოს,მაგრამ მე ბევრჯერ მყავს ნანახი. უცნაურია ტაძარში ვიყავი მისული დედასთვის სანთლები და სარკმეველი ვიყიდე შემდეგ ტაძარშიც ვაპირებდი შესვლას, როდესაც დავინახე როგორ გამოდიოდა დეა მას მივუახლოვდი და დავუძახე ის მოულოდნელობისგან შეხტა და ჩემკენ შემობრუნდა, როგორც ყოველთვის ახლაც ჩხუბი დამიწყო თუ რატომ დავყვები უკან გაცხარებული მელაპარაკებოდა და არ ჩუმდებოდა გაუაზრებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯები და შევამჩნიე, როგორ ანერვიულდა, თუმცა ადგილიდან ჯიუტად არ იძვროდა ამან უფრო გამათამამა ძალიან ახლოს მივედი მასთან საჩვენებელი თითი ტუჩზე მივადე და გავაჩუმე შემდეგ თვალებში ჩავხედე მისი თვალები სავსე იყო სევდით. უფრო ღრმად დავუწყე ყურება დიახ, ვცდილობდი მის სულში შემეღწია ასე ვიყავით რამდენიმე წამი შემდეგ გამოერკვია და გაბრაზებულმა მკრა ხელი.
– აბა, აბა რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს.- ბღვერით მომიგო. გავიაზრე რომ არასწორად მოვიქეცი ბოდიში მოვუხადე.

– შემდეგში გაითვალისწინე, რომ სადაც არ უნდა მნახო ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ვიცი ახლა ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა, მაგრამ შენი ადგილი იცოდე.- მის სიტყვებზე მეცინება, როგორი ამაყია მანქანაში ჩავჯექი და გავისეირნე თბილისის ქუჩებში. როგორი ამაყი და უდრეკი ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ ასე ცდილობს თავის სისუსტე დაფაროს მის თვალებში სხვა რამ ამოვიკითხე.
ლაშამ მიამბო,მისი ამბავი ნეტა გამაგებინა, ვინ აშანტაჟებს.
საღამოს ლაშასთან ერთად აივანზე ლუდს ვსვამდით და თან ვსაუბრობდი.
– დღეს დეა ვნახე ტაძარში.- მივუგე მას.
_ მერე…
– წარმოგიდგენია ჰგონია, რომ უკან დავყვები.- გამეცინა.
– სერილზულად.
– ჰო…
– და იქნებ ასეც არის.- ეშმაკურად გადმომხედა .
– ლაშა, ახლა თავიდან ნუ დამიწყებ რა..- მობეზრებით ჩავილაპარაკე.
– კარგი, არაფერს ვამბობობ დრო,მოვა და გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.- სიცილით გააქნია თავი.
ლუდს ვსვამდი და თან ჩაფიქრებული გავყურებდი იქაურობას მართლაც რა ხდება ჩემ თავს ვერ გამეგო, მაგრამ ფაქტია ეს გოგო რაღაცნაირად მიზიდავდა.

კვირის ბოლოც დადგა და დღეს წირვა გვქონდა ტაძარში, მამაოსთან ერთად ვიყავით შეგროვილი და ვემზადებოდით შაბათის ლოცვისთვის შესასრულებლად ნელ-ნელა ხალხმა მოსვლა მალე სამი გოგო შემოვიდა და რა თქმა უნდა მესამე დეა იყო, ღიმილიანი სახით შემოვიდა გრძელი მთლიანი კაბა ეცვა ზემოდან თეთრი მოსასხამით და თავზე თავშალი ემოსა, თმები შეკრული ჰქონდა და წინ ოდნავ ჰქონდა თმები ჩამოყრილი. თავის ადგილზე მივიდა. ვნახოთ როგორი ხმა აქვს ქალბატონს. როდესაც ყველა შეიკრიბა ჩვენც ლოცვა აღვავლინეთ მამაო ლოცულობდა და ყოველი სიტყვის დასასრულს გალობდნენ.

“ უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალეენ.,
გალობდნენ გოგოები მართლაც საოცარი ხმა ქონია დეას, ზროდესაც ლოცვები დასრულდა ყველამ ნელ-ნელა დაშლა დაიწყო დავინახე როგორ ესაუბრებოდა დანარჩენსბს მომღიმარი სახით შემდეგ მამაოც მივიდა მათთან მეც იქვე ვტრიალებდი.
– დეა, როგორ გამახარე, რომ მოხვედი მეგონა აღარ მოხვიდოდი.
– დიახ, ვიცი ჩემი ბრალია ბოლო პერიოდში ძალიან არეული ვიყავი, მაგრამ ახლა აქ ვარ.
– ვხედავ ფეხზეც მყარად დგახარ უკვე და აღარ კოჭლობ?- კითხა მამაომ
– დიახ, მამო კიდურებში მგრძნობელობა და ძალა დამიბრუნდა ახლა უკვე შემიძლია სიარული.- გაბრწყინებული თვალებით მიუგო.
– ხომ გეუბნებოდი უფალი არ გაგწირავს- თქო.
– დიახ, მე კიდევ უძღები შვილივით ვიქცეოდი.- თავი ჩამოქინდრა.
– არა,შვილო ასე ნუ ფიქრობ რა თქმა უნდა ამ განსაცდელების ფონზე ყველას შეეპარება ეჭვი შენ ჯერ დამწყები ხარ ამიტომ ბევრჯერ შეგეპარება რწმენაში ეჭვი მთავარია მიხვდე ამას, რადგან აქ ხარ ესეიგი რწმენა არ დაგიკარგავს.- თბილად გაუღიმა მეტი აღარ გავჩერებულვარ იქ არ მინდოდა დავენახე მათ ჩემს საქმეს მივუბრუნდი საღამოს,როდესაც სახლში მივედი კვლავ ჩემს გიტარას მივუბრუნდი და დავიწყე ახალ სიმღერაზე მუშაობა, ყოველ ახალ ნოტზე ვწერდი, ახალ სტრიქონებს. როდესაც ამ სიმღერას სისრულეში მოვიყვან,შემდეგ ამას
კონცერტზე გავიტან.

*******

ვიდექი ჩემი ბიჭის წინ და მღელვარებისგან ხელები მიცახცახებდა ვერ ვიჯერებდი, რომ ისევ შემეძლო საჭე მემართა. საჭეს მივუჯექი მოტორი ავამუშავე შემდეგ გაზის პედალს მივაჭირე და აღმუილდა ჩემი ბიჭიც მოგნიტოფონში ჩაირთო. ,, loudspeakers world in my eyes,” თავზე კეპი მქონდა მოეგებული და მხიარულად მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს, თურმე როგორ მომნატრებია მანქანით სეირნობა. სესილის მივაკითხე და ვსეირნობდით მთელს თბილისში.
– რა მაგარია დეა ისევ ატარებ შენს bmw- ს.- მხიარულად წამოიძახა სესილიმ.
– შენ მე მკითხე, ისე მომნატრებია საჭის მართვა.
– ესეიგი ძველი დეა გვიბრუნდება?
– კი…- წამოვიძახე და სიჩქარეს ვუმატე. შუქ ნიშანთან შევჩერდი და ველზოდებოდი, როდის აინთებოდა მწვანე, რომ გზა გამეგრძელებინა ერთიც ვხედავ ჩემს გვერდიფ შავი bmw ამომიდგა. გავიხედე და რას ვხედავ საჭეზე ვაჟბატონი იჯდა ანუ ეგრედ წოდებული დანიელი რა სწრაფად შემოვტრიალდი.
– რა იყო, დეა ასეთი სახე რატომ გაქვს ვინ დაინახე ?- სიცილით მკითხა სესილიმ.
– არაფერია მერე მოგიყვები.- მივუგე მერე მწვანეც აინთო და გზა განვაგრძე.
– არა რა მერე თქვი რომ არ დამყვება. - გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა მივხვდი ხმამაღლა მომივიდა.
– და ვინ დაგყვება?- გაოცებული მეკითხება.
– მერე მოგიყვები ახლა არ მინდა ამაზე ნერვრბის აშლა.- მივუგე
– კარგი, ისე რას აპირებ აღარ დაუბრუნდები სწავლას?
– არა, არამგონია, რადგან ინტერესი დავკარგე ჯერ არ ვიცი რას ვიზამ არ მომიფიქრებია ვნახოთ დრო გვიჩვენებს.



მეგონა ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა,მაგრამ ამ საღამოს ისევ მომივიდა ახალი შეტყობინება.


,, გეგონა თუ ტელეფონს გამოცვლიდი თავიდან მომიცილებდი}⁠:⁠‑⁠)”
,, რამდენიც არ უნდა გამოცვალო მაინც მოგაგნებ” - ამაზე უკვე ნერვები მომეშალა ვინ იყო და რა უნდოდა, ჩემგან ვეღარ მოვითმინე და მეც მივწერე.

,, ვინ ხარ და რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ,რას გადამეკიდე?!”- მალევე პასუხიც მომივიდა.

,, რაიყო ასე ძალიან გინდა გაიგო, ჩემი ვინაობა?”- თან სიცილი მოაყოლა.

,,იტყვი თუ არა?”- მოთმინებას ვკარგავდი უკვე.
,, რა საკვირველია, არა ჯერ ადრეა შენთვის ამის გაგება და კიდევ გირჩევ მორჩე გამოძიებას, რადგან არაფერი გამოგივა მაინც ვერ მომაგნებ ტელეფონის გათიშვა არც იფიქრო!

ეს რა იყო, ვინ უნდა იყოს მოსვენება დავკარგე ღმერთო დამეხმარე! აზრი არ აქვს მაშინ ტელეფინის გამოცვლას მაინც მომაგნო, გამოდის მითვალთვალთვალებს.მშვიდად დეა ყველაფერი კარგად იქნება! არ ვიცი შეტყობინების მერე როგორ ჩემეძინა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent