ოიზისი(V თავი)
2 წლისა და 9 თვის უკან მაისის თბილი შუადღე იყო, 2-ს 5 წუთი აკლდა და უნივესიტეტის კიბეებზე მაღალი , ზაფხულიდან ჯერ ისევ რუჯშემორჩენილი ბიჭი ჩქარი ნაბიჯებით ადიოდა. უნივერსიტეტის კარი თითქმის შეგლიჯა და მეორე სართულზე ლამის სირბილით ავიდა. ლურჯი beggy ჯინსი , ღია ვარდისფერი მაისური და კონვენსები ეცვა. აუდიტორია როგორც იქნა რომ იპოვა ყურსასმენები მოიხსნა და კისერზე გაიჩერა. აუდიტორიაში შესვლისა პირველი რაც შეამჩნია ის იყო რომ მხოლოდ ორი თავისუფალი ადგილი იყო , მისი მეგობარი კი არსად ჩანდა. წითური გოგოს გვერდით მოკალათდა . ლექტორი შემოვიდა და ბავშვებს გაუღიმა. -როგორ ხართ ჩემო საყვარლებო? მათაც ერთხმად უპასუხეს. -კარგად თქვენ. -რას ვიზავთ, მოკლედ ამ თემას არ ვხსნით მაგრამ აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, სადღაც 20 წუთს წაგართმევთ და მერე ლექცია დავიწყოთ კარგი? კაცმა ბიჭის გვერდით მჯდომ წითურ გოგოს თვალი თვალში გაუყარა და გაუღიმა, გოგომაც ღიმილით დაუქნია თავი. ბიჭი ელოდებოდა, ელოდებოდა და ისევ ელოდებოდა როდის მოვიდოდა მეგობარი , მაგრამ 10 წუთის შემდეგ ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. :სად ხარ ამდენ ხანს? :აუდიტორიაში , ლექტორიც მოვიდა ,შენ სად ხარ! :მეც აუდიტორიაში ვარ. სად ზიხარ? :მეორე რიგში პირდაპირ იმ კაცის წინ. :ვiნ კაცის წინ? :ლექტორის რა გჭირს?! :ლექტორი ქალია ირაკლი. სად ჯანდაბაში გდიხარ!!! :აუ მგონი აუდიტორია შემეშალა. :დაგლეწავ. -თუ რაიმე უფრო საინტერესო ხდება იქნებ გაგვიზიაროთ. კაცი დოინჯშემორტყმული უყურებდა და მეტიც მთელი აუდიტორია კაცის სიტყვების შემდეგ მისკენ შემობრუნდა. მხოლოდ წითური იჯდა უკლებლივ უცვლელ პოზაში და ლექტორს ხელზეჩამოდებული თავით უყურებდა. -მე.. ბოდიშით. -სახელი მითხარი შენი. ახალი ხარ ეტყობა ,არ მეცნობი სახეზე, ამდენხანს სად იყავი რომ არ დადიოდი? -მე-დაიბნა და გონებაში საკუთარი თავი გამოლანძღა.-თქვენი სტუდენტი არ ვარ. კაცმა აათვალიერ ჩაათვალიერა, წითურმა კი თავი მისკენ მიაბრუნა და ანერვიულებული ბიჭი შეათვალიერა. ირაკლის მზერა გოგოსკენ გაიქცა. ლექტორმა რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ გოგოს წკრიალა ხმამ აავსო მთელი აუდიტორია. ირაკლი მის ხმაზე გაქვავდა, გონება აერია და მოეჩვენა რომ სასიამოვნო თავბრუსხვევა იგრძნო. -ჩემთან ერთად არის. შევთანხმდით რომ შევხვდებოდით, ლექცია გაუცდა და მარტო მოცდა არ უნდოდა. -ანუ მისი მეგობარი ხარ? ბიჭს შეხედა და გამომცდელად დააკვირდა. ირაკლის ტყუილში აყოლა დიდად არ უნდოდა, ნიკუშა სწერდა და მოკლავდა ახლა ამ აუდიტორიიდან რომ არ გასულიყო, ამიტომ სიმართლისთვის გაიბრძოლა. -არა მე.. -ჩემი შეყვარებულია. გოგომ ისევ დაასწრო და ისე შეხედა ლექტორს რომ არ დაენახა მისი სახე. წარბებს უქაჩავდა და ტუჩებით ეუბნებოდა ამყევიო. კაცმა გოგოს ისევ გაუღიმა, აშკარა იყო მისთვის წითური ფავორიტი სტუდენტი იყო. - კარგი. განვაგრძოთ. -მაგრამ მოულოდნელად ირაკლის თვალი თვალში გაუყარა და საჩვენებლით წითურზე მიანიშნა- სხვათაშორის იდეალური გოგოს გულის მოგება მოგიხერხებია ასე რომ არ დაკარგო. ასეთ ვეღარავის შეხვდები. -დიახ სერ. ლექტორი მართალი გამოდგა, წითურის ნაირს ვეღარასდროს ვერავის შეხვა. ლექციას ბოლომდე დაესწრო, ვერ იტყოდა რომ არ დააინტერესა, გულში იმასაც კი ფიქრობდა რომ ფაკულტეტი შეეცვალა, უნივერსიტეტიც და აქ ახლა ამ გოგოს გვერდით ყოფილიყო. წითური დრო და დრო მისკენ იხედებოდა და უღიმოდა, ისიც ანალოგიურად, მაგრამ გოგოს გვერდით მჯდომი ბიჭი აფერხებდა რადგან შეამჩნია როგორ უბრწკინა მხარზე როცა გოგომ თავი ირაკლის შეყვარებულად გაასაღა. ლექცია რომ დასრულდა გოგო და მის გვერდით მჯდომი ბიჭი პირველები გავიდნენ აუდიტორიიდან. ბიჭი გოგოს ეუბნებოდა. -სულ გააფრინე შენ? -კარგი რა არც ეგეთი დებილობა მიქნია რო ლექცია მიკითხო. რამე ვჭამოთ რა. გოგონა ბიჭს მკლავზე ეხვეოდა და ქვემოდან უყურებდა ირაკლი უკან მიჰყვათ და სანამ კიბეებზე ჩავიდოდნენ მოასწრო რომ გაეჩერებინა. -ორი წუთი შეიძლება. გოგო მისკენ მიტრიალდა და ინტერესით შეხედა. -მადლობა მინდოდა რომ მეთქვა . -ეს შენთვის არ გამიკეთებია. კიდევ დიდხანს წაგიკითხავდა ლექციას მობილურსა და უპატივცემულობაზე. გეტყოდა , მისი სტუდენტი რომ არ ხარ არ ნიშნავს რომ უპატივცემულობა გეპატიება. -არ აქვს მნიშვნელობა რატომ ქენი. მადლობა. -ისე შემდეგში როცა ვინმეს ლექციაზე დასწრებას გადაწყვეტ ან შეუთანხმდი ან პატივი ეცი და ცხვირწინ ვიღაცათან მესიჯობას ნუ გააბავ. -ნუ ხარ უხეში . ბიჭმა უჩურჩულა მაგრამ ირაკლიმ მაინც გაიგო. -მე აუდიტორია ამერია უბრალოდ. ირაკლი თავის გამართლებას ცდილობდა, გოგოგო ეჭვისთვალით უმზერდა და ცდილობდა გამოეცნო ასე ძალიან რატომ ადარდებდა მომხდარის სწორად ახსნა. რაღაც მომენტში ბიჭის სახემ გააოცა, სიმპატიური იყო და საოცრად ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ასეთი თვალის ხალები გოგოს იქამდე არ ენახა. გაეღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. მის გვერდით მდგომი ბიჭი ინტერესით უყურებდა სიტუაციას და ზურგით კედელს ეყრდნობოდა. გოგო უღიმოდა. -მარიტა გალდავა. -რა ოფიციალურობაა. სიცილით უთხრა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ზუსტად იმ წამს კიბეებიდან ხმა მოესმა. -ირაკლი ჯანჯღავა ვერ გადამირჩები. ირაკლიმ ხმისკენ გაიხედა. კიბის თავში ნიკუშა იდგა და როგორცკი გაოცებული მეგოაბრი დაიგულა მისკენ გაბრაზებული სახით წამოვიდა. -როგორ შეგეშალა! -შენი უნივერსიტეტი ცუდად იყოს მოწყობილი რა ჩემი ბრალია. -ანუ უნივერსიტეტის ბრალია 3 და 2 რო აგერია? -ნიკუშა? აქამდე ჩუმად მდგომი ბიჭი ირაკლის მეგობარს მიაშტერდა. ნიკუშა მისკენ მიტრიალდა და სახე სიხარულისგან გაუნათდა მარიტასა და ბესოს დანახვაზე. -ღმერთოოო მარიტა, ბესო. ის მესამე სად გყავთ? - სახლში არ აქვს დღეს ლექცია. აუ როგორ მომენატრე. ბესო ბიჭს გადაეხვია და მარიტა ადგილზე მომლოდინედ აცმუკდა. ნიკუშამ ახლა გოგოს შეხედა რომელსაც ერთი სული ჰქონდა ჩახუტებოდა. -ჩემი პატარა ქალბატონო როგორ ძალიან მომენატრე იცი? -მეც შე გადარეულო. -აჰ სად დაიაკრგე? მაშინღა ჰკითხა როცა ბიჭს მოშორდა. -რავი დედაჩემთან ვიყავი წასული. როდის გნახეთ ბოლოს კი მარა? -მაისში -მაისში. ერთდროულად თქვეს ორივემ. - შენი ტყუპი რას შვება , მაგანაც აქ ჩააბარა? -არა რა გინდა მომკლა?-მარიტამ გაიცინა- ჟურნალისტიკაზეა თესეუში. -ვოუ ანუ ცნობილი სახე გახდები? -გაეთრიე. -მოიცა ამათ საიდან იცნობ? ჩუმად მდგომმა ირაკლიმ როგორციქნა ხმა ამოიღო და მეგობარს მომლოდინე, თან მომთხოვნი მზერა ესროლა. ნიკუშამ თვალები აატრიალა და მეგობარს წამოარყა. -გრძელი ისტორიაა, რომელიც 15 წლის ასაკში დავიწყეთ. შენ რა გინდოდა მარიტა და ბესოსთან? -მარიტა ჩემი შეყვარებულია. ბიჭმა სიცილით თქვა და გოგოს ეშმაკურად გაუღიმა. მარიტა საკუთარი თმის ფერი გახდა და თავი ხელებში ჩარგო. ბესომ ჩაიფხუკუნა , ნიკუშა კი გაოცებული უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს. -რა? ჰა? როდის?! -არ ვარ. -ეგ შენს ლექტორს უთხარი. -რა გამოვტოვე? -შენს მეგობარს აუდიტორია რომ აერია ჩემთან შემოვიდა სალექციო დროის ამასთან ჩხუბში გაყვანა არ მინდოდა და ლექტორის დასამშვიდებლად ვთქვი ჩემი შეყვარებულია და უბრალოდ გვესწრება თქო. -ღმერთო ისევ ისეთი არანორმალური ხარ. -ხომ იცი ადამიანები არ იცვლებიან. -Thats my girl. ნიკუშამ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა მარიტა. -არ გინდა სადმე საჭმელად გავიდეთ? თუ რამე არ გაქვთ, ქეთისაც შევეხმიანოთ და. -ოქეი , შენც წამოხვალ? მარიტამ ირაკლის შეხედა, ბიჭი ორწამს ჩაფიქრდა, გოგოსთან დროის გატარება უნდოდა, მისი გაცნობა და საუბარი ამიტომ დასთანხმდა. იმ დღეს გვიანობამდე ბარში ისხდნენ, ირაკლი , მარიტა, ბესო ,ქეთი და ნიკუშა. ….……. აი ასე გაიცნეს ერთმანეთი. იმ ღამეს ირაკლიმ მარიტას ინსტაგრამი თხოვა მეგობარს, რის გამოც დაცინვაც მიიღო და ექაუნთიც. მეორე დღეს ნაშუადღევს ირაკლი ტელევიზორის წინ დივანზე გაწვა, ტელეფონი თავსზევით დაიჭირა და მარიტას ექაუნთზე შევიდა. ერთხანს სტაკლავდა და გოგოს ხასიათს სწავლობდა. ეტყობოდა ექსტროვერტი იყო, მუდამ მოგზაურობდა(მართალია ქვეყნის შიგნით ,მაგრამ მაინც მრავალფეროვანი პროფილის გვერდი ჰქონდა). ძირითადად იმ ორ მეგობართან იყო ვისთანაც ბარში წავიდნენ. ნიკუშაც გამოერია ერთ ორ ფოტოში. კიდევ რაღაც უცნაურს წააწყდა, მარიტას ოღონდ მარიტა არ იყო. თავიდან ტყუპები რომ ერთად დაინახა ხელი აუკანკალდა და ტელეფონი სახეზე დაეცა. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონს მოსასვლელად. მერე კიდევ დიდხანს უყურებდა მარიტას გვერდზე გამოჩენილ სულ რაღაც სამ ძმასთან გადაღებულ ფოტოს. ისინი ერთმანეთს ერთი ორგანიზმივით ჰგავდნენ. გოგოს პროფილი რომ მთლიანად შეისწავლა მერე მისი ჩათი გახსნა და სწრაფად აკრიფა ტექსტი. : გახსოვარ? შენი შეყვარებული ვარ. ტელეფონი სიცილით დაბლოკა და დივნის მეორე ბოლოში მიაგდო. თვალები დახუჭა, ხელები გულზე დაიკრიფა და თვალწინ მარიტა დაუდგა, როგორ უხმოდ იჯდა 2 საათი და ლექტორს უყურებდა, როგორ უნათებდა თვალები როცა კაცი ბოტიჩელის მისტიურ შობას ხსნიდა. ერთი შეხედვითაც მიხვდა რომ ეს წითური ლექტორის ფავორიტი იყო, ლექტორი კი გოგოსთვის იყო რჩეული. მერე იმ კაცის სიტყვები მოაგონდა “სხვათაშორის იდეალური გოგოს გულის მოგება მოგიხერხებია ასე რომ არ დაკარგო. ასეთ ვეღარავის შეხვდები.” კაცის სიტყვებზე გაეცინა. მარიტასგან შეტყობინება მხოლოდ მეორე დღეს მიიღო. :უფს მეგონა დავშორდით. :ღმერთო მაგას როგორ ვიკადრებდი ხომ გაიგე შენმა ლექტორმა რაც თქვა შენნაირს ვეღარ შევხვდები. :დიახაც, მაგრამ შენ რითი დაიკვეხნი? ციფრებიც კი გერევა. :აჰ შენ მე გული გამიტეხე. :უი გული იყო? მე რაღაც წითელი ბურთი მეგონა. :არ გინდა სადმე გავიდეთ? :სერიოზულად? ასე პირდაპირ ცოტა მოგეცადა მაინც. :რა საჭირო იყო. მართლა არ გინდა სადმე ყავა დავლიოთ? : არა მადლობა, მირჩევნია ჩემი სული ბოტიჩელის მივყიდო. შუალედური მაქვს შემდეგ კვირას და რეფერატი უნდა დავწერო სხვადროს იყოს. :კარგი მაშინ შემდეგ კვირას შეგხვდები. ზაფხული, მარტვილში. მარიტა ჰამაკში იყო გაწოლილი და ფეხებშორის მოქცეულ ქეთის, რომელიც მის სხეულზე ერთიანად გაწოლილიყო, თმაზე ეფერებოდა. ფეხები მუცელზე შემოხვია და ქეთის გაეცინა. -საბოლოოდ გამომკეტე? -რა თქმა უნდა. არ არ გინდა მდინარეზე გავიდეთ. ქეთიმ თვალები გაახილა და გოგოს პირდაპირ ცისფერ სფეროებში შეაჩერდა. -მხოლოდ მე და შენ? -რა იყო გეშინია ? -რისი უნდა მეშინოდეს სადმე ჩემს შეცდენას აპირებ? -ჰმ-მარიტამ მარცხენა ხელი კისერზე გველივით შეუსრიალა და მის მარჯვენა ლოყაზეს თითებით წაეთამაშა, მზერას გოგოს თვალებს არ აცილებდა თან ხელს ჯერ ისევ მის ყელზე ასრიალებდა მერე მკერდზე, ზუსტად შუაგულში მიუყვებოდა, შიშველ მუცელზე ეხებოდა და თეძოებისკენ მიასრიალებდა-რატომ არ უნდა ვცადო ისეთი სილამაზის შეცდენა როგორიც შენ ხარ? -მორჩი უკვე თორემ გაკოცებ. -მიდი მარიტამ ტუჩები დაბრიცა და მისი სახისკენ სუ ოდნავ დაიხარა, ქეთი გოგოსკენ წაიწია და ორივეს ისტერიული სიცილი აუვარდათ. იმდენი იფართხალეს რომ ჰამაკიდან მწვანე ბალახზე გადმოენარცხნენ, მარიტა გოგოს ქვეშ მოყვა და სიცილით მიაწვა ქეთის მხრებს რომ ერთიანად დაწოლილი მძიმე სხეული მოეშორებინა. ქეთი მარიტას გვერდით ბალახზე გადაწვა და ხელები თავსზემოთ გაასწორა, თან მარიტას გახედა. -მიყვარს შენთან ერთად დროის გატარება. მარიტა გვერდზე დაწვა და ხელები ლოყის ქვეშ შეიცურა. ქეთის თვალს თავლში უყრიდა. -მეც. შენთან ერთად რომ ვარ მგონია რომ სამუდამოდ ბედნეირი ვიქნები. -და როცა არ ვარ? -ნუ მაშინაც ბედნიერი ვარ. -ჩემი მზის სხივი ხარ. -იდიოტო. წამოხვალ მდინარეზე, ძალიან ცხელა. -წამო. გოგოგბი სახლში შევიდნენ, გამოიცვალეს და მდინარეზე მანამ მოასწრეს ჩასვლა, სანამ ბესო , მათე ან ცოტნე აეკიდებოდნენ. მარიტა უკვე პატარ შემაღლებულ გორაზე იდგა და გადახტომას აპირებდა როცა დაინახა როგორ იხდიდა მოკლე სარაფანს ქეთა, მთელი ტანი დაეკლაკნა და მარიტამ მზერა წყალზე გადაიტანა. -იცოდე შენც ხტები. -რა თქმა უნდა, თუ გინდა დამელოდე და ერთად გადმოვხტეთ. მარიტა მიწაზე ჩამოჯდა და იგრძნო როგორ მიეწება სველ კანზე მიწის ნაწილაკები.იმ შემაღლებულ ბორცვამდე თუ კლდემდე მისასვლელად მდიანრე უნდა გადაგეკვეთა, სწორედ ამიტომ მარიტა თითქმის მკერდამდე სველი იყო. ხელებით მიწას ეყრდნობოდა და თვალდახუწულ სახეს მზეს უშვერდა. როგორცკი იგრძნო რომ ქეთი უახლოვდებოდა გაიღიმა. -იმედი მაქვს შემდეგ ცხოვრებაში რამე საინტერესო არსება ვიქნები. -რატომ ადამიანობა უკვე მოგბეზრდა? -შენ არა? ღმერთო ქეთი ისე მიყვარს ადამიანები და თან ისეთი აუტანლები არიან. -არაუშავს მარიტა, მათ ატანაში მოგეხმარები. -იდიოტო. სიცილით გაჰკრა მხარზე ხელი და თავი საკუთარ მხარს ჩამოადო. ცოტახანს ასე ისხდნენ, ხეებსქვეშ სადაც მზის სხივები მოურიდებლად ეთამაშებოდნენ სახესა და სხეულზე, ჩიტები ჟღურტულებდნენ და სუსტი ნიავი ფოთლებს არხევდა. ქვევიდან მდინარის ჩხრიალი ისმოდა. მარიტას თავი ედემის ბაღში ეგონა, მაგრამ გველი ჯერ არსად ჩანდა. ქეთის მიწაზე დაყრდნობილი თითები მისას არცკი ეხებოდა, მაგრამ მარიტა მაინც გრძნობდა თითებსშორის დავლილ ელექტრულ ტალღებს. მარიტა ფიქრობდა როგორ უყვარდა თავის ცხოვრება და ხალხი რომელიც გარს ეხვია. იმ ზაფხულს მარიტამ იცოდა რომ არცისე კარგი ბავშვობა ჰქონია ,მაგრამ ამისთვის ნება არასოდეს მიუცია რომ მისი ცხოვრება კოშმარისთვის დაემსგავსებინა ან სევდას შეეპყრო. მარიტა ფეხზე წამოდგა და ჯერ ისევ მჯდომარე ქეთის ხელი გაუწოდა. მომაჯადოვებლად უღიმოდა, ქეთი კი ცალთვალგახელილი , სახეშეჭმუხნილი უყურებდა ქვემოდან. - არ ადგები? გადავხტეთ თორემ ან დავიწვებით ან მზის დარტყმას მივიღებთ. -მე უკვე მივიღე. ქეთი სიცილით უყურებდა, უკვე ორივე თვალი გაეხილა. -რა? -შენ მე წეღან დამარტყი. -შეშლილო ბავშვო. -შენ რა პედოფილი ხარ? ქეთიმ ხელი პირზე იტაცა და გაოგნებულმა შეხედა, მარიტას სახეზე გაურკვევლობა გამოესახა, ქეთი ფეხზე წამოდგა და შუბლში წკლიპურტი გაარტყა. -2 წლის წინ როგორ აკოცე ბავშვს. -მოკეტე რა. შენ მოხუცები მოგწონს მაშინ, რადგან როგორც მახსოვს არც შენ ყოფილხარ მთლად ქანდაკებასავით გახევებული. -ოჰ. ერთად იღიმოდნენ, მერე ქეთიმ მარიტას ხელი მოკიდა და მდინარეს გადახედა, მდიანრეს რომელიც საკმაოდ ღრმა იყო, მაგრამ არცერთი დაიხრჩობოდა. -ერთად? -ხო შენთან ერთად არაფრის მეშინია. -შენ არც უჩემოდ გეშინია მარიტა. -მაგრამ შენთან ერთად ყველაფერი უფრო მშვიდია. -ვიცი თავს მეც ზუსტად ეგრე ვგრძნობ. ორივენი მომწვანო მოცისფრო წყალში ჩაიძირნენ. მარიტამ რომ იქიდან ამოყვინთა წრეზე დატრიალდა ქეთის საპოვნელად, მაგრამ გოგომ მაინც მოახერხა უკნიდან მიპარვა, ხელების ნეკნებზე შემოხვევა და წითურის შეშინება. -იდიოტი ხარ, გული გამისკდა. -რატო გეგონა რომელიმე მითიური არსება მოგეპარა, ან იქნებ წყლის ნიმფა, ფერია თუ იქნებ მდინარის ქალღმერთი. მარიტამ თვალები მოჭუტა და გოგოს წყალი შეასხა. -ასე მოგიხდება. -ესეც შენ-არც ქეთი დარჩა გოგოს ვალში- მე კი არ მჯერა რომ ოდესღაც ყველა ქალღმერთი და ქმნილება არსებობდა. -ყველას ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს. -არ არსებობს ბევრი სიმართლე. -ჩემთვის არსებობს, თუმდაც სხვისთვის ბოდვა იყოს. ყველა აზრი იმსახურებს არსებობის უფლებას, ისე როგორც ყველა დაბადებული ადამიანი. -დაბადებულს ხაზი იმიტომ გაუსვი რომ აბორტზე არ შეგედავო? -აჰა.”ყმაწვილო თქვენ სწორად ჩაწვდით საქმის არსს” -არც ვაპირებდი,იგივეს ვფიქრობ ხომ იცი არა? თუ მზად არ ხარ დედა გახდე და ვალდებულებები აიღო ჯობს კიდევ ერთი ადამიანი არ გასწირო უბედურებისთვის. -ზუსტადაც. ახლა ვიცურაოთ და მოვრჩეთ რა ამ მსოფლმხედველობებზე საუბარს. დასვენება მინდა და არა ფიქრი. მარიტა ზურგზე გადაწვა და მდინარის დინებას ცოტახნით გაჰყვა. ქეთიმ გოგოს სხეულს თვალი გააყოლა, გაიცინა და მდინარეში ჩაყვინთა. ცოტახნის შემდეგ როცა სრულ სიცარიელეში მხოლოდ ამ ორმა იცურავეს, ხმის ამოუღებლად, ჩიტების ჭიკჭიკისა და ბუნების ხმის ფონზე, როცა იგრძნეს რომ სიმშვიდე მათში ჩაბუდდა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. მარიტამ ქეთის თვალი ჩააყოლა. -გიხდება ეგ კოსტუმი შენ ფორმებს იდეალურად გამოყოფს. -ფორმებს თუ მკერდს? -რატო? საჯდომსაც, წელსაც... -ღმერთო ნუ ხარ აცუნდრუკებული. მარიტა გოგოსთან მიცურდა და სველი თმები გაუსწორა. მერე მის ყურთან ხუმრობით გადაიხარა. -და რა თუ ვარ, აქ არავინარაა... -ფსიქოპატი ხარ გეფიცები. -კარგი რა თითქოს შენ არ იყო.. .......... საღამოს, როცა სახლში დაბრუნდნენ აღმოაჩინეს რომ მათე, ბესო და ცოტნე ეზოში ქვის მაგიდასთან ისხდენენ და ჯოკერს სამში თამაშობდნენ. მარიტამ სკამზე ცალი ფეხი გადადო და ბესოს გვერდით ისე დაჯდა რომ ცალი ფეხი სკამის ერთმხარეს ჰქონდა მოქცეული, მეორე სკამზე გევრდულად აკეცილი და მთელი ტანით ბესოსკენ იყო შეტრიალებული -ბესო რამდენი? -5 -არა რას აკეთებ, 7ის თქმაც შეგიძლია, ეს ორი რისთვის გიჭირავს. -მარიტა დაანებე ბესოს თავი. -აუუუ რატო ეხმარები. ცოტნე და მათე აწუწუნდნენ და გაბრაზებულებმა შეხედეს, ბესო ჩაფიქრდა, ბანქოს ორ წუთს უყურა, მერე მარიტას შეხედა და ისე რომ გოგოსთვის ღიმილიანი მზერა არ მოუშორებია მათეს , რომელიც უკვე პასტას მაგიდაზე აკაკუნებდა, უთხრა. -7. -კარგი რა მარიტა. წადი აქედან უკვე. -ვირო! მიაძახა და სახლში გამოსაცვლელად შევიდა. ოთახის კარი რომ შეაღო ქეთი ზუსტად იმ წამს რჩებოდა ჩაცმას. დრამატულად აიფარა სახეზე ხელები და მუხლებზე დაემხო. -ოოოო ღმერთო ჩემო ეს რა იხილა თვალმა ჩემმა, ახლა როგორღა ვიმეგობრო ამ ქალთამ რომელიც თვით ხელოვნების მუზას გაუჩენია(არ ყავდა მარა ვითომ ვითომ ყავდა რა) -ვერ ხარ შვილო შენ ადექი და გამოიცვალე თორემ გაცივდები. -დედაჩემი ხარ? -დიახაც. -mommy. -ვაიმეეე გავედი მე აქედან თორე მართლა რამეს მიზავ უკვე. -mommy ამაღამ ჩემთან არ იძინებ. -შორ... მარიტა სწრაფად მიავრდა გოგოს, ცალი ხელი წელზე შემოხვაი მეორე პირზე ააფარა და ჩუმად დაუცაცხანა. -რას აკეთებ გოგო!გინდა ერთხელ და სამუდამოდ მომკლას? ქეთიმ თავი სიცილთ დაუქნია. -უხ შენი ქეთი.... -მაშინ მოეშვი ჩემთან არშიყს და ვინმე სხვა მონახე. -კარგი ცოტნეს დავუწყებ ლაქუცს. თვალები აატრიალა, ქეთის მოშორდა, ხელი რომელიც ქეთის ლაპარაკის დროს ჯერ ისევ მის პირზე ჰქონდა აფარებული გოგოს შარვალზე შეაწმინდა და დაეტლატა. მერე კარადიდან შორტი და ოვერსაიზ მაისური გამოიღო მინიონების გამოსახულებით. ქეთი აწუწუნდა რა ქენიო და ასე წუწუნ-წუწუნით გავიდა ოთახიდან. ჭრიჭინების ხმა ისმოდა, შორიდან ბუს კივილიც კი მოჰქონდა ქარს. ხის ოთახში მარიტა სარკის წინ იდგა, სრულიად შიშველი და ჩაცმამდე რამდენიმე წამით ადრე თავს ათვალიერებდა. ცუდად არ გამოიყურებოდა, გამხდარი და გამოყვანილი სხეული ჰქონდა. მკერდზე ვერ იტყოდი დიდი აქვსო ,მაგრამ გოგოს სრულიად აკმაყოფილებდა. -მშვენიერი ცხოვრება გაქვს გოგონი. არც ჭკუა გაკლია არც გარეგნობა. ბედნეირებაც იამზე მეტი გაქვს ვიდრე ნორმალურ ადამაინებს. არაფერია რასაც დაიწუნებ. და რა იცოდა რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა... ზაფხულის იმ ცხელ საღამოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რამდენ რამეს ინანებდა, რამდენ რამეზე დაიჩივლებდა და ბედნიერების ქალღმერთი ზურგს როგორ სასტიკად შეაქცევდა. ეზოში ბავშვებთან ჩავიდა. შორენას უკვე მოესწრო მათთვის სასუსნავებისა და სასმლის გატანა და ახლა ტელევიზორთან მოკალათებული საყვარელ სერიალს უყურებდა. მათემ და დაინახა თუ არა მაშინვე ჩამოუსხა ხილის არაყი ჭიქაში. გოგომ ჯერ ისევ სველი თმა ხელზე დაიხვია და მაგიდის კუთხეში დადებული კალმით თავზე დაიმაგრა. -აბა? გაუმარჯოს ჩვენს მზის სხივივით ლამაზ ცხოვრებას. -გაუმარჯოს. ყველამ ერთად შესძახა, მარიტას ჭიქას თავიანთი მიუჭახუნეს და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალეს პაწაწინა ჭიქები. ყველა დაიჭყანა და თავ თავიანთ წინ დადებული პირველივე სასუსნავი მიაყოლეს. გათენებამდე ეზოში ისხდნენ და ახალ ახალ მიზეზებს იფიქრებდნენ დასალევად. მარიტა ხან ქეთის გამოელაქუცებოდა ხანაც ცოტნეს, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა რომ გოგო უბრალოდ კარგ ხასიათზე იყო და არა ის რომ მოეწონა. ბესო და მათე ერთმანეთში შემთვრალ ,უცნაურ მზერებს ცვლიდნენ. ბესომ აიჩემა დურაკა ვითამაშოთო, ასე რომ ხუთივე ბანქოთი ხელში ხან მაგიდაზე დებდნენ კარტებს ხანაც სასმელს გადაჰკრავდნენ. რომ ირიჟრაჟა გაეღიმათ , რა დრო გასულაო თქვეს და ოთახებში გამოსაძინებლად აბარგდნენ. მარიტამ ქეთი სიცხის მიუხედავად მკლავებში მოიქცია და მთელი სახე დაუკოცნა, ქეთი ჩუმად კისკისებდა და გოგოს სხეულს თავისით ეკვროდა. ნახევარი საათი მაინც იწვნენ საწოლზე , ერთმანეთის მხარეს გადაბრუნებულები,ერთმანეთს უყურებდნენ და ჩუმ ხმაზე საუბრობდნენ. წარმოიდგენდნენ როგრორი ლამაზი ცხოვრება ექნებოდათ 10 წლის შემდეგ , რგორო ჩამოვიდოდნენ დასასვენებლად ისევ აქ და ერთმანეთის პირისპირ დაწოლილები ისევ ათიწლის შემდეგ მოსალოდნელ სცენარზე ილაპარაკებდნენ. -შენ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს გვერდით უნდა იყო მარიტა. -ვიქნები კიდეც. მჭირდები ისე როგორც შენ გჭირდები. მაგრამ ეს ასე არ იყო... თბილისი. აწმყო. მარიტა აივანის იატაკზე იჯდა, ფეხები რიკულებსშორის ჰქონდა გაყოფილი, ხელებიც და შუბლით ერთ ერთ რიკულას ეყრდნობოდა. გვერდით მინის მაღალ ჭიქაში ცივი ყავა ესხა, ძირს ძლივს ფარავდა ორიოდე პაწაწინა ყინული. ოთახიდან ბიჭი გამოვიდა და მხრებზე იასამნისფერი პლედი მოახურა, მარიტას გაეცინა. ბიჭი გოგოს უკან, მდგომ ზურგიან, ტყავგადაკრულ ხის სკამში ჩაჯდა ფეხები ლოტოსის პოზაში აიკეცა და ცხელი ყავით სავსე ჭიქას ორივე ხელი შემოხვია. -აქ არ მოიწყინე? -კი, მაგრამ ქეთი სანდროსთან პაემანზეა, ირაკლის დედამისმა რამდენიმე დღით თავის და დაუტოვა ასე რომ სხვა გზა არ მაქვს აქ ჯდომის გარდა. -სხვა მეგობრებს რა მოუვიდათ? -არ მინდა მათთან ბესო. ისე ნიკუშას ხოარ შევეხმიანო გამოვიდეს და სახლში რამე ვქნათ, 5ზე შორენა საავადმყოფოში მიდის და მხოლოდ ჩვენ ოთხი ვიქნებით.-მისკენ შეაბრუნა თავი და ახლაღა დაიანხა მის ხელში თეთრი ყავის ჭიქა-ყავა როდის გაიკეთე? -შორენამ გამიღო კარი და აივანზეაო, მერე მითხრა მოდი ჯერ ყავას გაგიკეთებ და თან იმ შეშლილს პლედი გაუტანე გაცივდებაო. ბესომ მხრები აიჩეჩა და ყავა მოწრუპა. -ბესო. -ხო ჩემო სიყვარულო. -არავინ მოგწონს? - არ ვიცი. სევდიანად ამოიდუდღუნა და მოპირდაპირე კორპუსს გახედა. რამდენიმე წამს ორივენი გაჩუმდნენ. მარიტა ფეხებს აქანავებდა, გვერდით ხელი გაიწვდინა და ჭიქა აიღო, ყავა წითელი საწრუპით მოსვა და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნა. მერე თავი ბესოსკენ შეატრიალა და ისევ რიკულს მიაყრდნო. ბესო მოპირდაპირე კორპუსში აივანზე მდგომ გოგოს უყურებდა, რომელიც შიგადაშიგ ბესოს გამოხედავდა ხოლმე. -რანაირად არ იცი. -აი ეგრე არ ვიცი რას ვგრძნობ. -ანუ არის ვიღაც ვისზეც ფიქრობ? -კი...მაგრამ უცნაურადაა ყველაფერი და მეზარება ახსნა, თუ რამე შეიცვლება გპირდები პირველს შენ გეტყვი. -სიტყვაზე გიჭერ. ანუ მივწერო ნიკუსას? -კი. -ტელეფონს მომცემ გოგომ ხელი გაუწვდინა, ბესო დაიბნა, მარიტამ თავით მის ზურგს უკან ფანჯრის რაფაზე ანიშნა, ბესო ნახევრად მიტრიალდა, მობილური აიღო და გოგოს მიაწოდა. მარიტა რამდენიმეხანს ტელეფონში იყო ჩამძვრალი, მერე ღიმილით ამოხედა. -მალე გამოვა, თან უკვე 5-ის ნახევარია და აწი შორენაც წავა. -რას დამალევინებ? -ჰმმ, მე მაქვს ორი ბოთლი წითელი საფერავი, კიდევ არაყი, შორენას გაკეთებული ლეღვის კონიაკი და კიდევ ვარდის ლიქიორი. -უჰუუ რა მდიდარი არჩევანია. -და შენ უნდა აირჩიო ჩემო დედოფალო. -გეი რომ ვარ არ ნიშნავს რომ ქალიც ვარ. ბესმ ცხვირი აიბზუა. ცოტახანს ისევ ისხდნენ აივანზე ,სრულიად უხმოდ, თებერვლის სიცივეში გახვეულები, თავ თავიანთი საფიქრალით თუმცა მაინც ერთმანეთისთვის გაზიარებულით. ნიკუშა რომ გამოვიდა ,მარიტამ ხალისით გაუღო ძველ მეგობარს კარი. მისი გაცნობა ყველაზე მეტად უყვარდათ მარიტას ბესოსა და ქეთის. ნიკუშა რომ გაიცვნეს 15 წლისები იყვნენ, მათმა კლასელმა აიჩემა კარგი წვეულებაა ჩემი ემგობრის სახლშიო, ბავშვები მართლაც უხვად იყვნენ მოგროვილნი, მაგრამ არც სიმღერები ვარგოდა და სასმელმაც 1-ივე ჭიქაში გააბრუათ. სწორედ მაშინ გამოჩნდა მხსნელი ნიკუშა ,რომელმაც მარიტას და მის მეგობრებს ანგელოზივით უჩურჩულათ ესენი შეშლილები არიან და აწი ჩხუბს ატეხავენო. გვაინი არ იყო ,8 ხდებოდა და ნიკუსასთან ერთად სკვერში გაზონზე დამსხდარები მსჯელოდბენნ რა ხდებოდა იმ წვეულებაზე რომლიდანაც მასთან ერთად დატყდნენ. საღამოს ბესომ და ნიკუშამ გოგოები სახლში მიაცილეს და მერე ერთად წავიდნენ სახლებში. სულე ეს იყო, მაგრამ მარიტას მაინც განსაკუთრებით უყვარდა ნიკუშა. -ჩემო სიხარულო, როგორ მომენატრე რომ იცოდე. -ღმერთო მეც შენი დაბადებისდღის მერე არც მინახიხარ. -და იმის მერე არ მოგიწერია ირაკლი რომ მომთხოვე.გაგიკეთა? თან სამზარეულოში გადიოდნენ, თან საუბრობდნენ. მარიტამ ღიმილით დაუქნია თავი მეგობარს. ბიჭებმა ერთმანეთი მოიკითხეს. მაგიდასთან დასხდნენ და მარიტამ ლეღვის ლიქიორი ჭიქებში ჩამოასხა. ნიკუშა მათეს უყურებდა. -ფეხზე რა მოგივიდა? -დიდველიდან დაეშვა და მოიტეხა, იმიტომ რომ სრიალი არ იცის. ბესომ წარბები მაღლა აზიდა და ამოუსუნთქავად ჩაცალა ჭიქა.მერე მარიტას გაუჩოჩა და ანიშნა კიდევ დამისხიო. -შენ სულ გარეკე გალდავა? -ტვინი წაიღეთ ყველამ-მათემაც ერთ ყლუპში გამოცალა სასმელი. ნიკუშამ მარიტას გახედა, გოგომ მხრები აიჩეჩა და ისევ ჩამოასხა. მერე ნიკუსას ახალი ამბები მოაყოლეს, აღმოჩნდა რომ შეყვარებულს დაშორდა და ახლა სრულიად თავისუფალი მთელი სამყაროს მოღალატე ქალებს ფეხზე იკიდებდა და სრულიად სწავლას უძღვნიდა თავს. -მოკლედ ასე, თამთას სხვასთან შევუსწარი. -ღმერთო. -ძმაო მაგრად ტეხავს. -ანუ ახლა რა? -რა რა მათე? არც არაფერი, უნივერსიტეტის გარდა ჯერ არსად გავდივარ. ვფიქრობ გაცვლითი ხომ არ ვცადო. -რატომაც არა?! შენთვის მშვენიერი შესაძლებლობა იქნებოდა. მარიტამ კიდევ ერთხელ ჩამოასხა სასმელი. უკვე შემთვრალები იყვნენ, ქეთის და სანდროს თემაც ამოწურული ჰქონდათ, მათეს ფეხის სრული ისტორიაც( თავის ბესოს მიერ მათეს ხელის თრევის ამბით), კიდევ რამდენიმე საერთო ნაცნობიც გაჭორილი ჰაყვდათ და უკვე იუთუბში სიმღერის ასარჩევად იყო შემძვრალი ნიკუშა როცა მაგიდაზე დადებული მარიტას ტელეფონი აზუზუნდა და ეკრანზე “იკა” გამოჩნდა. ნიკუშამ გაოცებულმა შეხედა, მერე ბიწებს გადახედა. -ხო ირაკლი? -რას შვები ტკბილო? -მე ჩემი ძმა,ბესიკა და ნიკუშა ჩემთან სახლში ვზივართ და ვსვავთ, თან სრულიადნ კაცობრიობას ვჭორავთ. -ჩემი ნიკუშა? -არაფერიც, ნიკუშა ჩემია. ნიკ ხო ჩემი ხარ? ბიჭს შეხედა და მომაჯადოვებლად გაუღიმა. -დიახაც, აბა რომელი ჰომოსექსუალი მე მნახე მაგისი რომ ვიყო. -გაიგე? ჩემია, მათეც ჩემია ბესოც, ქეთიც და შენც. -ანუ მეც? -დიახაც შენც. -აჰა და როდის უნდა ნახო შენი ბიჭი? -ჰმ როდის გინდა რომ გნახო? -ახლა -ნწ ახლა არა, ვსვავ -მეთქი თან შენ ბავშვის ძიძა არ ხარ? -ოოოო მომბეზრდა. -მიდი მიხედე მაგ ბავშვს და... -და მერე მეორე ბავშვს? -იუუუუ მოკეტე. ვსო გითიშავ თორე თუ ეგეთ სისულელეებს გააგრძელებ მეორედაც შევძლებ დაშორებას. -გაკოცე. -მეც. -სად? -მე გაგაფრთხილე. -კარგი კარგი ძილინებისა. ყურმილი დაკიდა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. ბესო გოგოს აჯავრებდა და თვალებს წამდაუწუმ ატრიალებდა. გაოცებული ნიკუშა თავით მაგიდაზე ჩამოდებულ ხელს ეყრდნობოდა. -ეს რა იყო გალდავა? -ირაკლი შენი ძმაკაცი და ჩემი ექს, აწ უკვე ახალი ბოიფრენდი. -შერიგდით? ისტერიულად იკივლა და პირი ღია დარჩა, მარიტამ თავი დაუქნია და სიცილით დალია უკანასკნელი ჭიქა. -ხო არ ღადაობ, მაგარია. -არაა მაგარი ეგ ვირი კიდე გულს ატკენს. -არ ატკენს ბესო, ირაკლის მარიტა მართლა უყვარს. -მეშინია რომ თავად ვატკენ. სამივე მარიტას უყურებდნენ, ის კი ჩუმად იჯდა, საზურგეს მიყრდნობილი და ცარიელ ჭიქას ჩაჩერებული, რომელსაც ხელში წრიულად ატრიალებდა. მერე ამთ ახედა. მათეს თვალებში საკუთარ გრძნობებს ხედავდა, ნიკუსასაში გაოცებას, მოულოდნელობასა და გაურკვევლობას ბესო კი როგორც ყოველთვის მის გასაგებად, მის მოსასმენად მზადყოფნაში იყო. -სხვაც მიყვარს- ეს ნიკუსას გასაგონად თქვა-მეშინია რომ ირაკლის იმ სხვის გამო გულს ვატკენ. ნიკუშამ თავი დაუქნია და ტუჩები ენით დაისველა, რამდენიმე წამს მარიტას ნათქვამს იაზრებდა. -იცის? -კი. -და რაო? -მაშინ მასთან ერთად რატომ არ ხარო. -და რატომ არ ხარ. -სხვა უყვარს. მე კი მათშორის ვერ ჩავდგები. -და ირაკლი. -ირაკლის მიყვარს. -მაგრამ ისე არა როგორც ის მეორე არა? -ხო, ადამიანები ერთნაირად ვერ გეყვარება, ამ სამყაროში ერთნაირი არაფერია. მაგრამ ვიცი რომ მე ირაკლი მჭირდება და მას მე ვუყვარვარ. უბრალოდ არ მინდა თავს ისე გრძნობდეს როგორც მე როცა ვიაზრებ რომ მას(ირაკლის კი არა იმ მეორეს) კიდევ სხვა უყვარს. -რაღაცნაირად მესმის. მაგრამ ერთად ხართ არა? -ხო ერთად ვართ. მიბრაზდები ნიკ? ნიკუშამ გაიცინა და ბესოსა და მათეს გადახედა, რომლებიც ინტერესით უსმენდნენ მარიტას. გოგო დამნაშავე გამომეტყველებით უყურებდა და ეს საკმარისი იყო იმის გასაგებად თავს როგორც ცუდად გრძნობდა თავისი საქციელისა თუ გრძნობების გამო. -რა უფლებით? ირაკლიმ იცის და არ ადარდებს, მე კი შენც და ირაკლის მეძვირფასებით ბლუმ. მარიტას გაეცინა და ნიკუშასკენ გადაიხარა. ბჭს ხმაურიანი კოცნა დაუტოვა და ისეკ ადგილს დაუბრუნდა. ყველაფერი ნორმალურად იყო,ის თავის ძმასა და მეგობრებთან ერთად სვავდა ,იცოდა ვის უყვარდა,ვის სჭირდებოდა და ვინ ცდილობდა რომ მისგან თავი დაეღწია. იცოდა რომ საშინლად იქცეოდა, მაგრამ მაინც თებერვლის იმ საღამოს თავს ცხოვრებაში დაბრუნებულად გრძნობდა, მაგრამ მხოლოდ იმ საღამოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.