შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 24 თავი


27-05-2024, 02:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 108

-რას იტყვის ხალხი?-მკითხა დედამ როცა პირველად დავბრუნდი სახლში ღამე ნათევი
-კარგას არაფერს-ჩემს მაცვლად უპასუხა თინა ბებომ და წნევის აპარატი მოიმარჯვა- მიდი ერთი წნევა გამიზომე ბებო-მიას მიმართა რომელიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა
-მე გაგიზომავ-ბებოსთან მივედი და წნევის აპარატი გავუკეთე
-დაღლილი ჩანხარ შევილო
-აბა რა იქნება- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული დედაჩემი-ალბათ მთელი ღამე სიგარეტების და ლუდების გაყიდვაში გაათენა
-რა შუაშია?- გავღიზიანდი
-ვერ ხვდები?-კიდევ უფრო გაბრაზდა დედა- ხალხი ჭორაობას დაიწყებს შენზე! სახელი გაგიტყდება! თან...გეგა თუ გაიგებს ამ ყველაფერის შესახებ შეიძლება ნიცას ნახვის უფლება საერთოდ აღარ მოგცეს
-ისედაც არ მაძლევს უფლებას რომ ნიცა ვნახო
-იცი ასე რატომაც იქცევა! უნდა რომ მასთან დაბრუნდე!
-აცადე ბავშვს წნევა გამიზომოს!-ჩაერია ბებო და ყველა გაგვაჩუმა. ისევ 160 ჰქონდა 90-ზე. წამლები დალია თუ არა მაშინვე საძინებელში შევიდა და წამოწვა რადგან თავს ცუდად გრძნობდა.
-არასწორად იქცევი შვილო!- დანანებით მითხრა დედამ როცა ტანსაცმლიანი დავწექი დივანზე დასაძინებლად- ჩემთან დაპირისპირებით შორე ვერ წახვალ! აი ნახავ შენი სიჯიუტის გამო ყველაფერს დაკარგავ! მათ შორის ნიცასაც! ადრე ყველაფერს მიჯერებდი...ვერ ვხვდები რა შეიცვალა- ხმა დაეძაბა-გამუდმებით რატომ მეწინააღმდეგები?
-იქნებ იმიტომ რომ უკვე 28 წლის ვარ და მივხვდი რომ დამოუკიდებლადაც შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება?!
-არასწორ და სულელურ გადაწყვეტილებებს იღებ!- ხმას აუწია- რამდენი ხანია ნიცა არ გინახავს! ჩემთვის რომ დაგეჯერებინა ახლა შენი შვილის გვერდით იქნებოდი
-ვიცი გინდა რომ გეგასთან დავბრუნდე და ცხოვრება ისე განვაგრძო თითქოს არაფერი არ მომხდარა... გკიდ*ა მე რას ვგრძნობ და განვიცდი-თვალები ცრემლწბით ამევსო
-დიახ მინდა! მას შემდეგ რაც გეგას სახლიდან წამოხვედი ათასისი სისულელე გააკეთე! ხალხიუკვე ჭორაობენ შენზე და იმ ლევანზე- მისი სახელი ზიზღით თქვა-
-იცი რა მოხდება გეგა შენი და ლევანის ურთიერთობის შესახებ თუ გაიგებს?
-ჩემსა და ლევანს შორის არაფერი არ ხდება!-უმისამართოდ ვთქვი და დივანზე მონგრეული სახით წამოვჯექი
-ნიცაზე მეურვეობას მოითხოვს და მიიღებს კიდეც! შენ კი ვერაფერს გააკეთებ!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და ნელა მომიხალოვდა ნიკაპზე უხეშად წამავლო ხელი და თავი ამაწევინა- იმიტომ რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად არც ძალა გეყოფა და არც ფული
-დედა!-წამოენთო მია
-რა გინდა რომ გავაკეთო? გინდა რომ ბარგი ჩავალაგო და გეგასთან დავბრუნდე?-გულწრფელი ინტერესით ვკითხე და მზერა გავუსწორე
-რა ხდება? რა ამბავია? რა გაჩხუბებთ ამ დილა ადრიან?-ბუზღუნით გამოვიდა ბებო ოთახიდან და მაშინვე წნევის აპარატი მოიმარჯვა-მგონი იმ წამლების დალევის მერე წნევამ უფრო ამიწია!- ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა და მიას წამოადგა თავზე-ბებო მიდი ერთი წნევა გამიზომე.
-ნახავ, შენი სიჯიუტის გამო რამდენი სირთულის გადატანა მოგიწევს- მუქარით მითხრა დედამ როცა მიამ ბებოსთვის წნევის გაზომვა დაიწყო და ხელი უხეშად მომაშორა სახიდან.
დედასთან ჩხუბის შემდეგ მიას ოთახში შევიკეტე ატირებული, მაგრამ ისეთი დაღლი ვიყავი ბალიშზე თავი დავდე თუ არა მაშინვე ჩამეძინა. შუადღისით გამეღვიძა. დედა ისევ უხასიათოდ იყო, ამიტომ დაღამებამდე საძინებლიდან ფეხი არ გამიდგამს.
-არ გშია?-საღამოს ოთახში შემომაკითხა
-არა-ნაწყენი ტონით ვუპასუხე, თან ისე რომ მისთვის არ შემიხედია
-მთელი დღე არაფერი გიჭამია
-ნუ გეშინია არ მოვკვდები
-ნუ ჯიუტობ!-ხმა გაიმკაცრა- ადექი! მოწესრიგდი და მაგიდასთან ჩვენთან ერთად დაჯექი!- მიბრძანა და ოთახიდან აღელვებული გავიდა.
იმ დღის მერე დედას წესიერად აღარ ველაპარაკებოდი. გამუდმებით გავურბოდი და თავს ვარიდებდი, რადგან მასთან ჩხუბი და კამათი აღარ მინდოდა.
-ნინი-გამოცდების წინა ღამეს თვალცრემლიანი მია მოვიდა და ჩამეხუტა
-იქნებ არ ღირს? რა აზრი აქვს ეროვნულებზე გასვლას? მაინც ვერ შევძლებ უნივერსიტეტში სიარულს და სწავლას
-მია ნუ სულელობ!
-შეხედე რა მდგომარეობაში ვართ- ბრაზნარევი ტონით მითხრა და ფეხზე წამოდგა აღელვებული
-გავუმკლავდებით
-როგორ? ჯობია სამსახური ვნახო და მუშაობა დავიწყო...
-მია გრთხოვ! მორჩი სისულელეების ლაპარაკს!
-რა აზრი აქვს რომ ჩავაბრო? უნივერსიტეტში მაინც ვერ ვივლი... ჩვენი მდგომარეობა ხომ იცი არა?!-თვალები ცრემლებით აევსო
-რამეს მოვიფიქრებ
-ნინი!
-მია! გამოცდებზე გახვალ და მორჩა!- ხმა დამეძაბა
-ნინი! 4 წელი სწავლის საფასურის გადახდას ვერ შევძლებთ!- თვალები ცრემლებით აევსო-ვერც გზის ფულს მომცემთ შენ და დედა ყოველდღე! ჯობია მუშაობა დავიწყო...
-მია!
-ამ პირობებში-ზიზღით მიმოიხედა გარშემო- 4 წელი უნივერსიტეტში სიარულს და სწავლას ვერ შევძლებ! გული ნაკლებად მეტკინება გამოცდებზე თუ არ გავალ!
-ჩემო პატარა-მაშინვე გულში ჩავიკარი ატირებული
-მუშაობა რომ დავიწყო სწავლისთვის დრო არ დამრჩება! თან... ის ფული მაინც არაფერში მეყოფა!
-იქნებ რომელიმე უფასო ფაკულტეტზე მოხვდე-იმედს არ ვკარგავდი
-გამორიცხულია! უფასოზე, მე ვერ მოვხვდები, საკმარისი ცოდნა არ მაქვს! დაფინანსებაზე და სტიპენდიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია
-უბრალოდ გადი და დაწერე!- მომღიმარი სახით ვუთხარი- დამიჯერე ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება აღარ მოგეცეს! მე შემომხედე, 28 წლის ვარ, მაგრამ დღემდე არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებისგან. გზააბნეული დავდივარ ქუჩებში და საკუთარ გზას ვერ ვპოულობ
თუ ახლა უარს იტყვი შენს ოცნებებზე იცოდე რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებ!
მიას დარწმუნება ძალიან გამიჭირდა მაგრამ როგორღაც მოვახერხე მისი დათანხმება რომ ეროვნულ გამოცდებზე გასულიყო. შედეგებს ურეაქციოდ ელოდა. იცოდა რომელ უნივერსიტეტშიც არ უნდა მოხვდერილიყო და რა ფაკულტეტზეც მისი სწავლის საფასურის გადახდას ვერ შევძლებდით, ამიტომ გამოცდების დასრულებისთანავე დიდ სავაჭრო ცენტრში დაიწყო მუშაობა. გული მიკვდებოდა როცა ვხედავდი როგორ წვალობდა სწავლის ფულის შესაგროვებლად. მეც ვეხმარებოდო შეძლებისდაგვარად მაგრამ ეს ძალიან მცირედი იყო. დედას ხელფასი ბებოს წამლებში არ გვყოფნიდა ამიტომ მისგან დახმარების მოლოდინი არცერთს არ გვქონდა.
იმ ღამის შემდეგ მე და ლევანის ერთმანეთი აღარ გვინახავს. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა აღარ უცდია. ერთმანეთს მხოლოდ შეტყობინებებს ვუგზავნიდით მოსაკითხად, მაგრამ იშვიათად. რამდენჯერმე დამირეკა მომხდარზე საუბრის წამოწყება სცადა, მაგრამ სულელური მიზეზების გამო ამ თემაზე საუბარს თავი ავარიდე, შესაბამისად ჩემს მიმართ ინტერესი დაკარგა და ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ისე მარტივად და უმტკივნეულოდ მოხდა ეს ყველაფერი რომ გულის ტკენა არ მიგვრძვნია. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რაც ღამის 2 საათზე დამირეკა და ნიცას დაბადების დღე მომილოცა.
-შენს ზარ არ ველოდი- უემოციო ტონით ვუთხარი და აღელვებული ფეხზე წამოვდექი.
-ვიცი
-მადლობა მოლოცვისთვის- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი და ფეხაკრეფით დედას და ბებოს საძინებელში შევედი, რომ დავრწმუნდი ორივეს მშვიდად ეძინა შვებით ამოვისუნთქე. მაშინვე მისაღებ ოთახში გამოვბრუნდი და აჭრიალებული, ძველი კარი ფრთხილად გამოვიხურე.
-რამდენი წლის გახდა?
-რვის
-იოზე 3 წლით პატარაა
-ლუკა რამდენი წლისაა?
-ხუთის
-წელს მიდის სკოლაში?
-კი
-საყვარელი-გამეღიმა
-შეგიძლია ცოტა ხნით გარეთ რომ გამოხვიდე?-მკითხა მოულოდნელად და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს.
-იცი რომელი საათია?- აღფრთოვანება ვერ დავმალე ხმაში
-ვიცი-უემოციო ტონით მითხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქვს დროს?! როცა მე აქ ვარ... შენთან ძალიან ახლოს?
-მე... ახლავე გამოვა- ვუთხარი აღელვებული ხმით და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი გამითიშა. უცბათ გამოვიცვალე ტანსაცმელი და სახლიდან გასვლამდე სარკეში ჩავიხედე. ზიზღით შევავლე თვალი ჩემს უსახურ ანარეკლს რომელიც მბჟუტავი სინათლის ფონზე კიდევ უფრო უსახური ჩანდა და გაწეწილ თმას,
რომელიც ვერფრით დავიმორჩილე.
აღელვებული გავედი ქუჩაში და პირდაპირ იმ მანქანისაკენ წავედი რომელმაც ფარები ამინთო წამიერად. ძალიან ბნელოდა იმდენად რომ ლევანის სილუეტის აღქმა, მხოლოდ ანთებული სიგარეტის ღერით შევძელი, რომელიც აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული.
-როგორ ხარ?- ჩვეული სიდინჯით მკითხა როცა მისგან ოდნავ მოშორებით გავჩერდი
-რატომ მოხვედი?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და სიბნელეს მიჩვეული თვალით მზერა გავუსწორე
-მინდოდა პირადად მომელოცა შენთვის ყველაზე ბედნიერი დღე
-მხოლოდ ამიტომ?- ხმა დამეძაბა
-გინდა რომ სხვა მიზეზიც არსებობდეს?- გამომწვევი ტონით მკითხა და წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი
-ლევან
-კითხვაზე მიპასუხე-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და თვალებში ჩამაცქერდა
-მგონი ჯობია რომ წახვიდე
-ჩემს კითხვას არ უპასუხებ?
-არა!-მკაცრი ტონით ვუთხარი და ზურგი ვაქციე
-ნინი!- მისმა გამყინავმა ხმამ ადგილზე გამაშეშა-უნდა ვილაპარაკოთ!
-რაზე?-მომაბეზრებლად ვკითხე და მისკენ მივტრიალდი
-ჩვენზე!
-ლევან ძალიან გთხოვ არ გინდა!
-ის რაც ჩვენ შორის მოხდა...
-ის რაც ჩვენს შორის მოხდა შეცდომა იყო!
-მართლა ასე ფიქრობ?!-დაიძაბა
-უნდა წავიდე-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და მისთვის გვერდის აქცევა ვცადე, მაგრამ ისევ წინ ამესვეტა და წასვლის უფლება არ მომცა
-ნინი
-ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის
-ნინი იმ ღამეს მე შენ იმიტომ გაკოცე რომ...- რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ წინადადების დამთავრების უფლება არ მივეცი, მაშინვე ტუჩებზე მივადე აკანკალებული თითები და გავაჩუმე. გაეღიმა. ანთებული თვალები სახეში შემომანათა და მთრთოლარე თითებზე ნაზად მაკოცა
-ლევან- ძლივს გასაგონად დავიჩურჩულე მისი სახელი და მაშინვე მზერა ავარიდე-გთხოვ წასვლის უფლება მომეცი
-არ შემიძლია-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სახეზე ჩამოყრილი თმა, ყურს უკან ნაზად გადამიწია.
კარგა ხანს ჩუმად ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ხმას არცერთი არ ვიღებდით, ბოლოს როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და სწრაფად ვუთხარი
-არ უნდა მოსულიყავი- და ოდნავ უკან დავიხიე, რადგან ვეღარ ვუძლებდი მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს. უეცრად ლევანის სილუეტი გაიდღაბნა. ვერ მივხვდი რატომ. მხოლოდ მაშინ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს როცა ლევანმა ხელი მომხვია და ატირებული გულზე მიმიკრო.
ლევანის წასვლის მერე სახლში ფეხაკრეფით შევიპარე, არ მინდოდა დედა ან ბებო გამეღვიძებინა რადგან მათთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მქონდა.
-ნინი-სიბნელეში მიას ხმამ შემაკრთო
-რატომ არ გძინავს?-დავუჩურჩულე და საძინებელში სწრაფად შევიყვანე
-სად იყავი?-თვალები აუციმციმდა
-გარეთ
-არ მითხრა რომ...
-ხოო
-მერე?
-მერე არაფერი-მხრები ავიჩეჩე-ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წავიდა
-რატომ მოვიდა?
-ნიცას დაბადებისდღე მომილოცა
-ამ შუაღამისას?-დაეჭვებით მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ნახევრად მძინარე საწოლზე წამოვწექი
-მოდი დავიძინოთ რა, ხვალ ყველაფერს დაწვრულებით მოგიყვები- შევეხვეწე და მაშინვე ზურგი ვაქციე საუბრის დასრულების ნიშნად.
დილით ადრე ავდექი, ტაქსი გამოვიძახე და თბილისში წავედი. არავისთვის არაფერი მითქვამს ისე მივედი გეგასთან სახლში. კარგა ხნის ბრახუნის, ტირილის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ ეზოს კარი გეგამ გამიღო და აგდებული ტონით მითხრა
-შემოდი
-ნიცა სადაა?-აგრესიული ტონით ვკითხე და ოდნავ უკან დავიხიე
-სახლშია- უდარდელად მითხრა და მზერა გამისწორა
-უთხარი რომ მოვედი
-აქ მხოლოდ დაბადების დღის მისალოცად მოხვედი?-გაღიზიანდა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა
-გეგა გთხოვ კარი გააღე-შევეხვეწე
-ნიცას მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავ თუ სახლში დაბრუნდები- გადაჭრით მითხრა და მოულოდნელად კარი გააღო
-არ დავბრუნდები!-ხმა დამეძაბა-და შენ ეს იცი
-მაშინ წეითრიე იქ საიდანაც მოხვედი!- აგრესიული ტონით მითხრა და კარი ისეთი ძალით მოაჯახუნა რომ ადგილზე შევხტი შიშისგან
-სულ 5 წუთით მაჩვენე გთხოვ-შევეხვეწე და კარზე გამეტებით დავარტი ხელი- ძალიან გთხოვ- ამოვიტირე და როცა დავმშვიდდი
ბოლო ხმაზე ვიყვირე-ნიცა დე მე მოვედი, დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა-
-რა ჯანდაბას აკეთებ-ქუჩაში გამომივარდა და ხელები დამიჭირა
-ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ უყვარხარ დედიკოს ჩემო პატარა-ცრემლები მახრჩობდა მაგრამ მაინც არ ვჩუმდებოდი- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ისევ ერთად ვიყოთ, მამაშენს და ბებოს არ დაუჯერო არ მიმიტოვებიხარ, ერთმანეთს ძალით დაგვაშორეს
-რა ჯანდაბას აკეთებ?-დამიღრინა გეგამ და კიდევ უფრო მტკივნეულად მომიჭორა ყინულივით ცივი თითები მაჯებზე
-გამიშვი
-თუ ჭკვიანად არ იქნები კიდევ უფრო გეტკინება-ორაზროვნად მითხრა და ისეთი ძალით მომიჭირა თითები რომ სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა.
-ხელი გამიშვი-ბოლო ხამზე ვუყვირე გაგიჟებულმა და მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელებიდან გასხლტომა ვცადე
-შენს დედას შევ*ცი-დამიღრიალა როცა ცნობისმოყვარე მეზობლები ქუჩაში გამოვიდნენ და გამწარებულმა ხელი უხეშად გამიშვა.
პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ ნიცას ნახვა მაინც ვერ შევძელი, ამიტომ სახლში იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დავბრუნდი. განადგურებული ვიყავი როგორც მორალურად და სულიერად ისე ფიზიკურად.
,,ზოგი ადამიანი იმიტომ იბადება რომ უბედური იყოს" რატომღაც ეს ფრაზა ამეკვიატა. არ მახსოვს სად წავიკითხე ან სად მოვისმინე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარია, რომ ის ლოგიკურ პასუხს სცემდა ჩემს ცხოვრებისეულ მთავარ შეკითხვას- ბედიეწერის ბრალი იყო ეს ყველაფერი თუ ჩემს მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების.



№1 სტუმარი ნია

საოცრად წერთ. უფრო და უფრო საინტერესო ხდება . სამწუხაროა რომ დიდხანს გვიწევს ლოდინი და ასე გვტანჯავთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ მალე დადეთ გაგრძელება რააა

ყოველთვის საინტერესო და ცხოვრებისეულია თქვენი ისტორიები. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ ნეაკო

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ნეაკო ძალიან საინტერესოა თქვენი ყველა ისტორია. ყოველთვის ვკითხულობ და მაინტეტესებს. არც ეზ ისტორიაა გამონაკლისი. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ და გააგრძელებთ. ბევრი ადამიანი გელოდებათ

 


№4 სტუმარი ელა1

ნეაკო როგორც ყოველთვის კარგი იყო.დავიწყებ შეფასებას.პირადად მე არ მესმის ნინის დედის რატო უნდა ასე რომ ნინი გეგას შეურიგდეს ალბათ ამის მიზეზი აქვს და მაგას გავიგებთ,რაც შეეხება ნინის მე ასე მგონია სწორედ იქცევა რო 1)მიას აიძულებს გამოცდების ჩაბარებას და უნივერსიტეტში სწავლას იტომ რო ყველა უნდა ისწავლოს და განათლება მიიღოს და მითუმეტეს ასე მგონია რომ ნინის არ მიუღია განათლება და ამიტომ ცდილობს რომ მისმა დამ მიიღოს განათლება რო მომავალი ქონდეს.არ უნდა მისი ბედი გაიზიაროს .2)ნინიმ უნდა გააგრძელოს ბრძოლა და მიაღწევს იმას რომ ნიას დაიბრუნოს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ღმერთო რა კარგად წერთ

 


№6 სტუმარი ნია

მალე დადეთ რაა გაგრძელება

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

გააგრძელეთ ნიაკო ისტორია

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ნია
საოცრად წერთ. უფრო და უფრო საინტერესო ხდება . სამწუხაროა რომ დიდხანს გვიწევს ლოდინი და ასე გვტანჯავთ

ვიცი და ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო❤️

სტუმარი ნინა
აუ მალე დადეთ გაგრძელება რააა

ყოველთვის საინტერესო და ცხოვრებისეულია თქვენი ისტორიები. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ ნეაკო

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️

სტუმარი მარი
ნეაკო ძალიან საინტერესოა თქვენი ყველა ისტორია. ყოველთვის ვკითხულობ და მაინტეტესებს. არც ეზ ისტორიაა გამონაკლისი. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ და გააგრძელებთ. ბევრი ადამიანი გელოდებათ

მადლობა ასეთი თვილი სიტუვებისთვის❤️❤️❤️ძალიან ვეცდები უსასრულოდ არ დავიგვიანო :(

ელა1
ნეაკო როგორც ყოველთვის კარგი იყო.დავიწყებ შეფასებას.პირადად მე არ მესმის ნინის დედის რატო უნდა ასე რომ ნინი გეგას შეურიგდეს ალბათ ამის მიზეზი აქვს და მაგას გავიგებთ,რაც შეეხება ნინის მე ასე მგონია სწორედ იქცევა რო 1)მიას აიძულებს გამოცდების ჩაბარებას და უნივერსიტეტში სწავლას იტომ რო ყველა უნდა ისწავლოს და განათლება მიიღოს და მითუმეტეს ასე მგონია რომ ნინის არ მიუღია განათლება და ამიტომ ცდილობს რომ მისმა დამ მიიღოს განათლება რო მომავალი ქონდეს.არ უნდა მისი ბედი გაიზიაროს .2)ნინიმ უნდა გააგრძელოს ბრძოლა და მიაღწევს იმას რომ ნიას დაიბრუნოს.

ელა ჩვენი აზრები ყოველთვოს ერთმანეთს ემთხვევა ❤️❤️❤️ რა თქმა უნდა ნინის არ უნდა რომ მიამ მისი ბედი გაიზიაროს და მომავალში დაიტანჯოს, სწორედ ამიტომ დააძალა ეროვნული გამოცდების ჩაბარება. რაც შეეხება ნიცას, მისი ამბავი მალე გაირკვევა

სტუმარი ნინა
ღმერთო რა კარგად წერთ

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინა
გააგრძელეთ ნიაკო ისტორია

აუცილებლად❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent