შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული (თავი 3)


28-05-2024, 11:27
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 490

თითქმის ყოველ დღე სტუმრობდა გოგონა კაფესა და ეკლესიას, და მაშინ როცა ეს არ ხდებოდა მამაკაცს გული გამალებით უცემდა, ისე რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ვის ელოდა ან რისთვის ?
მოსწონდა გოგო ? არა არ მოსწონდა , თუმცა ინტერესს იწვევდა, მუდმივად სერიოზული, დინჯი , თითქოს გარესამყარო არც აინტერესებდა და მისი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომელიც არც ისე კარჩაკეტილი ჩანდა თუმცა უცხო ადამიანებს მასში შეღწევა ალბათ უჭირდათ.
ირაკლი საკუთარ თავს გამოუტყდა რომ მოსვენებას კარგავდა როცა საღამოვდებოდა.
ყველა შეჩერებულ ტაქსსა და მანქანას მისცქერებოდა იმ იმედით რომ დღესაც მოვიდოდა.
- დღეს არ მოვა… ღიმილით ჩაიცინა დიმამ , რომელიც მამაკაცების გაფაციცებულ მზერას წააწყდა. აზარტში შესულიყვნენ. _ თითქოს ყოველდღე ელოდნენ, დინჯი ნაბიჯებით მომავალ , კლასიკურ სტილში გამოწყობილ , მშვიდ გოგონას.
- ვინ არ მოვა
- ის გოგო
- რომელი გოგო
- აი ის… _ უფრთო ანგელოზი__ გაიცინა დიმამ
- ამან რა იცის ?_ საუბარში ჩაერია ირაკლი
- დილით იყო, სამსახურში წასვლამე_ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა დიმამ და ბიჭებს თვალი ჩაუკრა
- ალბათ აქ სადმე ახლოს მუშაობს _ საუბარში ჩაერია დავით
- ხო ან ცხოვრობს
- მე უფრო მგონია რომ აქვე ცხოვრობს
- ყველა მაგ გოგოს მოსვლას ელოდებით თუ რა ხდება_ ირონიულად გამოსცრა ირაკლის
- ისე ტიპშას რამდენი ზმანი აქვს, ყოველ დღე სხვადასხვა ზმანი რომ აცვია_ გაეცინა დიმას
- მეტი რა აქვთ მაგათ საქმე_ აყვა ირაკლიც.
- იმ დღეს მისი და მისი დაქალის საუბარი გავიგე _ მგონი ძმა ყავს გარდაცვლილი_ წამოიწყო დიმამ
- ის ვარდებიანი გოგო რომ იყო ? _ სიცილით იკითხა ოთომ
- ხო ნუ რავი მაგ გოგოს არ დავკვირვებივარ... იმ დღეს საუბრობდნენ რა მალე გავიდა დროო. _ და საფლავზე ამბობდა რაღაცას.
- მამენტ მართლა რაღაცნაირი სევდიანი ტიპშა ჩანს_ ჩაილუღლუღა ოთომ
ირაკლის ხმა არ ამოუღია , გოგონას ხსენებამ კიდევ რაღაც ახალი ემოციები აღძრა მასში. ამ ემოციებს კი სახელს ვერ არქმევდა.
ბევრი რამის გადახარშვა მიჭირს, საკუთარ შეცდომებზეწ ვაგებ პასუხს. იმ ყველაფერს ვიმკი რაც წლების განმავლობაში ვნერგე. არ ვარ ბედნიერი და ამ ბედნიერებას თავადვე ვუშლიდი ხელს. ყველაფერი როგორც გავრისკე და დავალაგე ისე მიბრუნდება. ცხოვრება კარმაა. სხვას როგორც მოვექეცი ისე მომექცნენ მეც. ბედნიერი რომ არ ვარ სხვაში ვეძებ ახსნას მაგრამ ყველაფრის პასუხი მეთვითონ ვიცი. რატომ ? იმიტომ რომ ვაშავებდი ... ძალიან ბევრი დავაშავე და ბევრი შემრჩა... ეტაპობრივად კი ყველაფრისთვის მომმეკითხა და ყველაფრის გადახდა მომიხდა პირდაპირი მნიშვნელობით. რაც არ მეკუთვნოდა არ შემერგო. რასაც არ ვიმსახურებდი და ისე ვიღებდი ისიც გადამახდევინა ცხოვრებამ. ყველაფერში დავჯექი და ცხოვრებას , უიღბლობას ან უბედობას ვადანაშაულებ , სიმართლე კი გულის სიღრმეში ყველამ იცის. მათ შორის მეც ვიცი ეს სიმართლე და გავურბივარ რომ თვალებში არ ჩავხედო. ცხოვრებაა კარმაა დავინც რაღაცას დაუმსახურებლაად იღებს , ის აუცილებლად იხდის ცხოვრებაშ მის საფასურს.
ფიქრებში გართული იჯდა გოგონა ნაცნობ კაფეში და საკუთარ შეცდომებს საკუთარ თავშივე იაზრებდა. მიატოვეს , იმიტომ რომ იმსახურებდა, თვალწინ ქონდა ბედნიერება რომელიც არ შეირგო , რომელიც ვერ დააფასა. თვალწინ ქონდა ბედნიერება და სხვაგან ეძებდა. მხოლოდ მაშინ შეძლო დაფასება როცა დაკარგა.
ტკივილნარევი სახით მიმოიხედა ირგვლივ , თითქოს თვალებით ნაცნობ სილუეტებს ეძებდა და ვერ პოულობდა აღარსად იყვნენ. და რა იცოდა რომ ეს სილუეტები ყოველ საღამოს ელოდებოდნენ მას.
სულის ტკივილი ტანჯავდა. აღარ იცოდა ეს შეცდომები როგორ გამოესწორებინა.
რას არ გაიღებდა დროის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა, რამდენ შეცდომას აღარ დაუშვებდა, როგორ მიიღებდა ცხოვრებისგან სიამოვნებას, რომელიც საკუთარი საქციელებით წაართვა საკუთარ თავს. ირგვლივ ყველა ეუბნებოდა რომ დამნაშავე სწორედ ის იყო, ეს კი ტკივილს უფრო უმძაფრებდა. როგორ შეიძლებოდა ყვარებოდათ და ეს სიყვარული ერთ ან ორ კვირაში გამქრალიყო. ამაზე ფიქრი ტანჯავდა და ვერაფერს შველოდა საკუთარ თავს. ბევრს იფიქრებდა თუ ცოტას მაინც , არსად მიდიოდა ეს ფიქრები , უნდოდა გონება გაენიავებინა და აღარაფერზე ეფიქრა, ან დაეძინა და დიდ ხანს ძალიან დიდ ხანს არ გაეღვიძა. თუმცა რაოდენ რთული იყოო , რომ ასე მოკლე დროში ეს ტკივილი გადაელახა,
საკუთარი თავი ყველაზე ძლიერი ადამიანი ეგონა თუმცა ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.
რასაც საკუთარი თავისგან არ ელოდა , სწორედ ეგ ყველაფერი გააკეთა , საკუთარ ცხოვრებას გადახედა და ვერცერთ კუნჭულში ღირსება რომელსაც ამდენი წელი აკოწიწებდა ვერ დაინახა. ტკივილიმა და ტანჯვამ იმატა, გაქცევა სურდა, და ვის გაურბოდა ? პირველ რიგში საკუთარ თავს. საკუთარ თავს რომელსაც იმდენად უღალატა რომ ახლა მისი წარსული მესგან არაფერი დარჩენილიყო. როგორ სურდა ახალი ცხოვრების დაწყება ახალი სუფთა ფურც;ლიდან. და რამდენად რთულად ეჩვენებოდა რომ ამდგარიყო და ერთ დღეშ უბრალოდ ყველაფერი ახლიდან სუფთან დაეწყო. დაწყება იყო ახლა ყველაზე და ყველაფერზე რთული თუ ძველის დავიწყება ამ ფიქრებს შორის გაჩხერილი საკუთარ არსებობას ნანობდა. როგორ სურდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო და , უბრალოდ არსებობა აღარ გაეგრძელებინა. თუმცა ეს ვერ გამოდიდოდა. ამ სამყაროში არსებობა დედის მამის, ძმისა და დეიდასათვის უწევდა , მათ იმედებს ვერ გაუცრუებდა. იცოდა რომ მისი სიკვდილი ყველას გაანადგურებდა და მხოლოდ ეს აჩერებდა თვითმკვლელობისკენ. და განა მხოლოდ ეს , არამედ ისიც რას იტყოდა ხალხი.
ამ ყველაფერზე ფიქრები არ ასვენებდა და მოსვენებას საუკუნოდ უკლავდა.

ცხოვრება გადიოდა დარდში და ვარამში თუმცა გამოსავალი სად და რაში უნდა ეპოვა ამას ნამდვილად ვერსაიდან ვერ ხედავდა.

ამ ფიქრებში გართული , ყველაფერს მოწყვეტილი იჯდა და ირგვლივ არავის არსებობა არ ადარდებდა. უბრალოდ აღარ იცოდა ცხოვრებას როგორ ან სად გააგრძელებდა.

___________________________________



№1 სტუმარი ნია

ძალიან კარგად წერთ, ემოციურია თქვენი ისტპრია და ჩამთრევი. თქვენი ისტორიები მაქვს წკითხული და მომწონს. პატივს ვცემ თქვენ ნიჭს. იმედია ეს ისტორიაც არ იქნება გამონაკლისი. ველით გაგრძელებას. დიდხანს არ გვალოდინოთ
. დიდი პატივისცემით

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

ნია
ძალიან კარგად წერთ, ემოციურია თქვენი ისტპრია და ჩამთრევი. თქვენი ისტორიები მაქვს წკითხული და მომწონს. პატივს ვცემ თქვენ ნიჭს. იმედია ეს ისტორიაც არ იქნება გამონაკლისი. ველით გაგრძელებას. დიდხანს არ გვალოდინოთ
. დიდი პატივისცემით

ძალიან დიდი მადლობა , თქვენ არ იცით როგორ მავსებს ასეთი კომენტარის წაკითხვა <3 სულს მითბობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent