შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული ( თავი 4)


29-05-2024, 18:34
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 495

ძალიან გაუჭირდა დილით ლოგინიდან თავის აწევა და წამოდგომა, ყველაფერი სტკიოდა , ფიზიკურ ტკივილზე მეტად სულიერი ტანჯავდა, ხალისს ვეღარსად და ვერაფერში ხედავდა, ახლა ცხოვრება მისთვის ერთ შაურადაც კი არ ღირდა.
წამოდგა , უაზროდ ჩაიცვა რაც ხელში მოხვდა, თუმცა მისი ტანსაცმელი იმდენად კლასიკური იყო , რომ რაც არ უნდა ჩაეცვა , ყოველთვის საგულდაგულოდ შერჩეულს გავდა.
ტაქსის აპლიკაცია გახსნა და სამსახურის მისამართი მონიშნა , შემდეგ წამიერად დაფიქრდა და კიდევ ერთი საყვარელი მისამართი დაამატა. არაფერი მოხდებოდა დღესაც ნახევარი საათით გვიან მისულიყო სამსახურში.
ახლა ყველაზე მეტად ეკლესიაში მისვლა და ძალების მოკრებვა სჭირდებოდა.
პარკინგის პირველივე თავისუფალ ადგილას შეაჩერა მძღოლმა მანქნა. გოგონამ წყნარი დინჯი მოძრაობებით, ჩანთიდან ხურდა ამოხიკა, შემდეგ ყურსასმენი მანქანის სალონშივე მოათავსა, კარი ფრთხილად გამოაღო და ჩვეული თავდაჯერებული ნაბიჯებით მიაშურა ეკლესიას.
დიმას ინტუიციამ რაღაც უკარნახა და მისდაუნებურად მოიხედა უკან, სადაც კვლავ
უცნობის სილუეტი მოლანდა. გოგონას მიხვრა მოხვრას აკვირდებოდა, მისკენ შემოტრიალდა, კიდევ ერთ ღერ სიგარეტს დააკვირდა და მთელს ამ ცერემონიას დააკვირდა. გოგონა ჯერ ტაძრის კედლებს ემთხვია , პირჯვარი გადაიწერა, და კარებს მიღმა გაუჩინარდა. მამაკაცმა მოძრაობა დაიწყომ, სულ ერთ მეტრიან დისტანციაზე დააბიჯებდა და კარის ყოველ გაღებაზე, ნაცნობი სილუეტის გამოსვლას ელოდა. საათს დახედა, გოგონა უკვე ათი წუთის განმავლობაში ტაძარში იყო , თუმცა ეს ათი წუთი საათად ექცა დიმას.
ახლა ყურადღება იქვე ახლადშეჩერებულ ირაკლის მანქანაზე გადაიტანა , და კვლავ რაღაცნაირი უცნაური რეჩხი უყო. რატომღაც არ გაუხარდა ირაკლის მოსვლა თუმცა რატომ ვერ მიმხვდარიყო. ირაკლი ზლანტი მოძრაობებით გადმოვიდა მანქანიდან და დიმას ხელი ჩამოართვა. ეძინებოდა. ყავა ხომ არ დაგველია ? კითხა დიმას და კაფისკენ დააპირა გეზის აღება.
- მიდი და მოვალ _ წაკიდებულ თამბაქოზე ანიშნა დიმამ
- იყოს დაგელოდები, რა ხდება ისე ? სიმშვიდეა ხო დღეს_ იკითხა ირაკლიმ და მზერა დიმას მზერის მიმართულებას გააყოლა რომელმაც კვლავ უცნობი გოგოს სილუეტამდე მიიყვანა.
- კი მშვიდობაა_ ჩაილაპარაკა დიმამ და კვლავ ღრმა ნაპასი ჩაისუნთქა.
- ქაშუეთის ანგელოზი გამოჩენილა _გაიღიმა ირაკლიმ და რაღაცნაირად დააკვირდა დიმას. _ საკუთარ თავს გამოუტყდა რომ არ მოეწონა მზერა , რომელშიც თითქოს რაღაც ბუნდოვნად იკითხებოდა. რატომ აკვირდებოდა დიმა ასე უცნობი გოგოს სილუეტს? და მერე რა ?ამ გოგოს ხომ ყველა აკვირდებოდა უკვე კვირების განმავლობაში.
- დღეს მგონი არ არის ხასიათზე _ ჩაიღიმა დიმამ
- და როდის ნახე ხასიათზე
- ზოგჯერ იცინის
- ღიმილი უხდება ისე ხომ იცი შენ
- კიი, ბავშვივით გულიანი კისკისი რომ აქვს განსაკუთრებით_ თვალები აუციმციმდა დიმას
არ მოეწონა ირაკლის , ასე აციმციმებული დიმას დანახვა. რაღაცნაირად გაღიზიანა , გოგოსგან ყურადღება გადმოიტანა და ვითომც არაფერი ისე გაემართა კაფისკენ
- ამერიკანო თუ კაპუჩინო
- ამერიკანო
- ოკ გავაკეთებინე , შენ მანამდე დატკბი ანგელოზის ყურებით_ სარკაზმულად გახედა ირაკლიმ დიმას.
ორივე მამაკაცი რაღაც უცნაურს გრძნობდა ერთმანეთის მიმართ. თითქოს ორივე გრძნობდა ერთმანეთის ინტერესს გოგოს მიმართ და ეს გაღიზიანებაში გადასდიოდათ.
ბავშვობის მეგობრბეი იყვნენ და ყველა საუკეთესო მოგონება ერთად ქონდათ.
არცერთის გემოვნებაში არ ჯდებოდა გოგო. და მაინც როგორ შეიძლებოდა კატო ვინმეს გემოვნებაში ვერ ჩამჯდარიყო ?
და მაინც ორივე მამაკაც , მათი გემოვნების მიუხედავად, გოოგოს გამოჩენისას გულიც და სულიც რაღაცნაირად უკრთოდათ.
ჟრუანტელი უვლიდათ , ინტერესი კლავდათ.
თან სურდათ გოგონა ხელშესახები გამხდარიყო მათთვის და თან გაურბოდნენ ამ კონტაქტს , რადგან იმედგაცრუების ეშინოდათ.
ორივემ თავის გონებაში უცნობი გოგოს ნაცნობი პროტოტიპი შექმნეს , იდეალი ქალის პროტოტიპად აქციეს და ამ გოგოს ეთაყვანებოდნენ. არცერთს სურდა იმედგაცრუება რადგან იცოდენენ , წიგნი ყდით არ უნდა შეეფასებინათ.
და მაინც ვერცერთი წარმოიდგენდა რომ გოგო იმაზე ღრმა იყო , ვიდრე ეს მათი შექმნილი პროტოტიპი უნდა ყოფილიყო.
გოგონამ , სწრაფად დატოვა ტაძრის ტერიტორია და კაფისკენ მიაშურა. ორი ამერიკანო აიღო და ისევ თითქოს მამაკაცების ნების საწინააღმდეგოდ ისევ აისახა მათ თვალსაწიერს უცნობის ნაცნობი სილუეტი.
ნელა ჩაყარა ყავაში ორი ორი შაქარი, თითქოს არსად ეჩქარებოდა, ჩაფიქრებული ნელი ნაბიჯებით გამოიხურა კარი და ტაქსს მიაშურა. ერთი ჭიქა მძღოლს გაუწოდა, მეორე კი მანქანის სალონის არსებულ მინი ბარის ჩასადებში მოათავსა.
კარგად მოკალათდა მანქანაში. პიჯაკი შეისწორა და წავედითო მძღოლს წყნარად უთხრა.
კიდევ ერთხელ ჩვეული მანევრით დატოვა მამაკაცები და მათ ფიქრებში გაუჩინარდა.
ყურსასმენი გაიკეთა და საყვარელი , ბოლო დროის ამოჩენემებული how times fails სიმღერა ჩართო. ფანჯარა ბოლომდე ჩამოსწია და ქარმა თმები აუფრიალა. სახე ფანჯრისკენ მიაშურა და მის სახეზე მოფრიალე თმების და ქარის ნაკადების მოძრაობისგან მიღებული სიამოვნება , თვალებში აღებეჭდა. სურდა ღრმად ესუნთქა და ცხოვრებისგან სიამოვნება იმით მიეღო , რომ ახლა ამ წამს , თავის საყვარელ ყავას სვამდა, საყვარელი ადგილიდან მოდიოდა და ამ წამს, სუნთქავდა. ცოცხლობდა , არსებობდა.
მამაკაცებზე დაფიქრდა. რაღაცნაირად სულ უხაროდა მათი დანახვა. ორივე მამაკაცი ესიმპათიურებოდა. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა რომ ახლა კვლავ მათ ფიქრებში დაეხეტებოდა. ვერ წარმოიდგენდა რომ ორივე მამაკაცი, თითქმის ყოველ დილასა და საღამოს მისი სილუეტის მოლოდინში იყო.



№1 სტუმარი ნია

როგორც ყოველთვის საუკეთესოდ წერთ. ველით გაგრძელებას

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

ნია
როგორც ყოველთვის საუკეთესოდ წერთ. ველით გაგრძელებას

უდიდესი მადლობა <3 სიცოცხლეს მიხალისებს თქვენი კომენტარები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent