შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული ( თავი 5)


30-05-2024, 12:16
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 607

დილით გაბრუებული თავით მივიდა , ისევ თავის ადგილას. ერთი სული ქონდა აქციები დასრულებულიყო , აღარ შეეძლო ამდენი არეულობის ყურება.
- რა გჭირს რა გამოუძინებელი სახე გაქვს_ კითხა იქვე მდგაარმა რიგითმა პოლკოვნიკმა
- ჩემი გვერდითა ბინა გაიყიდა და ვიღაცეები გადმოდიან. რემონტს აკეთებს ის კაცი და დილის 6 სააათიდან ტვინის ბურღია
- ვაჰ ეგ ბინა გაიყიდა ხოო ? ალბათ ვინმე მაყუთა გადმოდის
- რავიცი ზაზას ამბავი ხომ იცი, ყველას როგორ იცნობს არ ვიცი, ვიღაც პორვინციელები გადმოდიან , ადრე ბევრი ფული ქონდაო ამ კაცს და ახლა გოგსთვის უყიდია ბინა, თან ცუდი გოგო არ ეყოლევა მაგასო, ზაზა მიჩითავს_ახარხარდა მამამისის გახსენებაზე ირაკლი
- იქნება ახლა ვიღაც პელენწუკა ფულიანი მამიკოს გოგო_ გაიცინა დიმამ
- ეგ ვუთხარი დილით ზაზას - და ნიძლავს დაგიდებ ნუგზარის გოგო ეგეთი არ იქნებაო- ნუგზარი ქვია იმ კაცს- ისევ გაიცინა ირაკლიმ
- აუ შენთან გოგო მაინც გადმოდის და გაუთხოვარი , აბა მე ბებია ბაბუებს , ან პათოლოგქმრიან ქალებს ვერ ავცდი _ გადაიხარხარა დიმამ.
- ნოვოსელიაზე დაგპატიჟებენ და მოყევი მერე , იქნებ ბედს პოულობ_ საუბარში ჩაერთო ლაშა.
- ნოვოსელიაზე არ ვიცი , მაგრამ ახლა სადღაც ნაქირავებ ბინაში არიან ,და საღამოს დაპატიჟებულები ვართო ზაზამ . და მაგრად მეზარება ხომ იცი , თან ახლა იქნება ალბათ გაწევ გამოწევა და ეგრე დალევა.
- ნუ დალევ შენც , საჭესთან ხარ_ ჩაილაპარაკა დიმამ
- მოიცა აქ ტიპები ნორმ გოგოს ვნატრობთ , და შენ გაცნობაც არ გინდა , იქნებ ტუზი გეცემა და შენს ჭკუაზე ზრდი.
- მამენტ ახლა ბავშვს თუ მოიყვან ცოლად და მართლა შენს ჭკუაზე გამოზრდი თორემ ვინმემ ცოტა რამე თუ ნახა ... მერე დარხეული გაქვს ...საუბარს აგრძელებდა ლაშა
- ჩვენი ანგელოზი როგორ უცბად ყველას დაგავიწყდათ_ კისკისი დაიწყო დიმამ , და თავით მამაკაცებს კატოსკენ ანიშნა. რომელიც ტაძრის კედელთან მიყრდნობილი იდგა ჩაფიქრებული და ლოცულობდა.
- აი ერთი მაცოდინა, ამდენს რაზე ლოცულობს და ცხვარს შევწირავ... სიცილით წამოიწყო ლაშამ
- მგონი მაგარი დეპრესიული ტიპშაა_ ჩაფიქრებულმა წამოიწყო დავითმა
- ძმა ყავსო გარდაცვლილი დიმა არ ამბობდა ? ნუ არ შეიძლება ყველაფერზე ღადაობა, რა იცი რა უჭირს.
- ისე ადამიანი თუ არ გაიცანი ვინ რას გაიგებს ? ასე რომ შეხედავ , კაი ზმანი, მეგობრებო, წასვლა მოსვლა, ყავა სვეწკად, ალბათ სერიოზულ ადგილასაც მუშაობს , მაგრამ აი ვინ რა იცის რა უჭირს ამას რეალურად.
- ცვეტში ეგრეა_ დაეთანხმა დიმა ლაშას და მზერა მისდაუნებურად კატოდან ირაკლიზე გადაიტანა,, რომელიც ღრმად ურტყმადა თამბაქოს ნაპასს, და სადღაც ძირს ერთ წერტილს მიჩერებოდა.
უცბად ირაკლის ტელეფონი აწრიალდა, ეკრანს დახედა , ზაზა იყო.
- მა შენ რომელზე მოხვალ დღეს ?
- არ ვიცი , რატომ , გინდოდა რამე ?
- არ გამიტეხო რა მა , ავიდეთ დღეს ნუგზართან , გაგისწორდება , მაგარი კაცია.
- ნუგზართან ერთი პირობით გამოვალ , მისი შვილით თუ ტვინს არ გაბურღავ.
- ტვინს არ ვბურღავ მაგრამ დღეს გავიცანი, და შენ თვითონ ნახავ რა კარგი გოგოა. მაგრამ რა შუაშია ეგ, ნუგზარა მინდა გაგაცნო, იმას ისედაც ეყოლება ვინმე , ისეთი გოგოა მარტო ვინ გააჩერებს... სწრაფად თქვა სათქმელი ნუგზარმა
- კარგი კარგი, რვისკენ რომ გამოგიარო.
- იყოს რვისკენ.

მალე მოსაღამოვდა, ირაკლი ბიჭებს დაემშვიდობა , ერთი საათით გავძვრები და მოვალო.
ზუსტად ცხრის ნახევარზე ნუგზართან იყვნენ. არც ისეთი გაზულუქებული ფულიანი ქართველი აღმოჩნდა ნუგზარი. პირიქით , რაღაცნაირი სანდომიანი სახე ქონდა. მწვანე თვალები უნათებდა სახეს. მეუღლე კიდევ უფრო სანდომიანი, ლამაზი ქალი იყო.
სუფრა გემოვნებიანად იყო გაშლილი. რაც კი გასინჯა , ყველაფერი იმდენად მოეწონა , პირველად აღმოჩნდა ასეთ სუფრაზე.
- ყველაფერი თქვენ მოამზადეთ ?_ ინტერესით კითხა ქალბატონს ირაკლიმ
- კიი კიი, ჩვენ ნაყიდ კერძებს არ ვიკარებთ ამოიხითხითა ნუგზარმა ...
- ეგ კი არა , ჩვენი შვილი კატო , ისეთი უჯიშოა, ოდნავ რამე რომ არ მოეწონოს , აღარაფერს იკარებს... და გვიწევს მთელს ოჯახს მის ჭკუაზე სიარული
- ეგ რა არის, ჯერ არ მოსულა თორემ ყველაფერი მისი გაკეთებულია...
- მისი ტყუილების თვითონვე სჯერა ხოლმე, და მერე ატყუებს ხალხს ამის გაკეთება ვიცი იმისოოო_ ჩაიცინა ლელამ.
- ზუსტადაც კატომ გააკეთა ყველაფერი, ლელა იჯდა და უყურებდა
- ასეთები არიან გოგონები_ ამოილაპარაკა ზაზამ.
- ყველაფრის კეთებას ისწავლის და მოასწრებსს... მისი საქმე რაც არის ის აკეთოს მთაავარია_ განაგრძო ნუგზარმა
- მოდი ახლა შევსვათ_ ნუგზარმა ჭიქები წამოწია_ მე და ზაზა წლების წინ გადავეკვეთეთ.... და ბევრი მოგონება გვაქვს ერთად... დღემდე მიყვარს და სიცოცხლეს მიხალისებს ჩვენი მოგონებები... მერე ცხოვრება შეიცვალა... სხვა რეალობის წინაშე დავდექით და ცხოვრებამ მოიტანა ეს სიშორეც... ახლა ჩვენმა შვილებმა უნდა გააგრძელონ მეგობრობა... ჩემი ბიჭი ჩამოვა, ირაკლის გაიცნობს... კატოც დიდი გოგოა... გააგრძეელებენ მეგობრობას ნაცნობობას და გზად და ხიდად ეყოლებათ ერთმანეთი... ამაზე კარგი რა უნდა იყოს. _ მოდი ამ მოგონებებსს და ამ ურთიერთობებს გაუმარჯოს...
ირაკლიმ სასმისი მოსვა , და მაჯის საათზე , მოსულ შეტყობინებას დააკვირდა
- ძაან ხომ არ გაგიგრძელდა ... გევასა მეზობლებთან ? _წერდა დიმა
ბიჭებთან ***
- მგონი ირაკლი ჩაგვისიძდა_ წამოიწყო ლაშამ
- ხოო სად დაიკარგა , ჯერ წასვლა არ უნდოდა , ახლა მოსვლა აღარ უნდა
- ვიღაც კაი ტიპშა ააგდო ალბათ_ გაიცინა დიმამ და ტელეფონი აიღო რომ მიეწერა...

- ერთ საათში მოვალ_ უპასუხა ირაკლიმ ... და კარზე ზარის ხმამაც არ დააყოვნა.

- კატო იქნება_ წამოდგა ლელა და კარისკენ გაეშურა.

- სად ხარ დე ამდენ ხანს...

- რავი , ეკლესიაში გავიარე ... მერე თაკოსთან ავედით ყავის დასალევად...

- მიდი ხელები გადაიბანე და სტუმრები გვყავს...

- კარგი დე მოვალ

კატო აბაზანაში შევიდა... ირაკლის ტელეფონი აწრიალდა... დრო იხელთა და გოგონას გაცნობის უხერხული სიტოაციიდან თავის ასარიდებლად აივანზე გავიდა.
კატო სტუმრებს შეურთდა... ნუგზარის გაცნობა დილითვე მოესწრო... ახლა ნათია გაიცნო ნუგზარის მეუღლე... ძალიან უშუალოდ, მეგობრულად და კეთილხმოვნად მიესალმა მომავალ მეზობლებს და ღიმილიანად მიუჯდა მაგიდას.
აივნიდან შემობრუნებული ირაკლი რომ რაღაცნაირმა ჟრუანტელმა აიტანა... ის იყო... ქაშუეთის ნაცნობი სილუეტის დანახვამ დააბნია... დინჯი ნაბიჯებით შევიდა ოთახში და გოგონას ხელი ჩამოართვა
- ირაკლი
- კატო _ ხელი გაუწოდა გოგონამ და ღიმილიანად გააგრძელა _ სასიამოვნოა...
ჩამოწოლილი უხერხულობა ისევ კატომ განმუხტა და საუბარი ზაზაზე გადაიტანა...
- აი ძალიან დიდ ხანს ვინახავდი თქვენს ნაჩუქარ თეთრ მელიას, და ყვითელ წიწილას, სანამ დედამ არ გააჩუქა.. მელიას ძალიან ვფრთხილდებოდი, აი ბაჭიაზე კი რაც ექსპერიმენტები და ცდები მაქვს ჩატარებული... რაღაც კრემებს ავურევდი და მერე ვითომ ნემსებს ვუკეთებდი... იცინოდა გოგო.
ირაკლი ხარბად აკვირდებოდა გოგონას ნაკვთებს ... მის უშუალოობას , ღიმილს, სილაღეს ...
დეპრესიულიო ? არაფერი ეტყობოდა გოგონას დეპრესიული ადამიანის , პირიქით სიცოცხლით სავსე იყო თუმცა ამოუცნობი, ცდილობდა მისი მზერა, ყველა ნაკვთი შეესწავლა... ცდილობდა მასში რაღაც სხვა წაეკითხა... უფრო ღრმად და რაც უფრო ღრმად მიდიოდა... მით უფრო იკარგებოდა რადგან უფრო და უფრო ამოუცნობი ხდებოდა გოგო.
- კარგი იქნებოდა ერთად გაზრდილიყავით, მაგრამ მეგობრობისთვის არც ახლაა გვიან _ ღიმილით უთხრა ზაზამ ...
- სხვათაშორის... ძალიან , ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ_ ღიმილით გულწრფელად შეხედა კატომ ირაკლის_ შეიძლება მეშლება მაგრამ... ხშირად დავდივარ ხოლმე ქაშუეთში... და თითქოს მანდედან მახსოვხართ.
- არ გეშლება_ გაეცინა გოგონას გულწრფელობაზე ირაკლის
- აი ხოო, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს ... გაიცინა კატომ. - როდის მთავრდება აქციები
- ეგ ვინმემ იცის ? _ გაიცინა ირაკლიმ
ირაკლის ტელეფონი არ გაჩერდა...
- მამა მე რომ დაგტოვოთ, სამსახურიდან მირეკავენ ...
- კი მამა და ტაქსით დავბრუნდებით ჩვენ
- კარგი იქნებოდა კიდევ გაჩერებულიყავი...მაგრამ ზაზას და ნათიას აგერ კატო გაიყვანს...
- არა რატომ ... ტაქსების მეტი რა დადის
- კარგად ვმართავ მანქანას, არ შეგეშინდეთ _ გაიცინა კატომ და მამაკაცს თბილად გაუღიმა.
ირაკლიმ დატოვა ჩხეიძეების ოჯახი ... რაღაცნაირი აღელვებული ჩაჯდა მანქანაში...
კიდევ უფრო გაუღრმავა სხვა თვალით დანახულმა კატომ ფიქრები. როგორი უკარება, დისტანციური, ცივი და სხვანაირი იყო გარეთ დანახული კატო , იმ კატოსგან რომელიც საახლში, შინაურულ გარემოში დაიგულა.
თბილი, უშუალო, კონტაქტური, ჭკვიანი, ხალისით სავსე.
რაღაცნაირად აავსო მამაკაცი მისმა ენერგიამ. დამუხტა, სითბო დაანახა და ეს სითბო თითქოს ირაკლის მთელს სხეულსა და სულს მოეფინა. არ სურდა მუშაობა , ახლა იქ ნუგზარის ოჯახში სურდა ყოფნა. არ მობეზრდებოდა მთელი საღამო მათთან ჯდომა და საუბარი.
პატარა ბიჭივით აცეტდა... შემდეგ მისი საყვარელი მელოდია ჩართო და how times fails ფონზე სწრაფად გაიარა დარჩენილი გზა სამსახურამდე.

______________________________
მოგწონთ ? განვაგრძო ? გთხოვ მომეცით მიმართულება ? თუ შევეშვა



№1 სტუმარი ნია

არაჩვეულებრივია როგორც ყოველთვის. მიხარია თქვენი ისტორიების წაკითხვა. ძალიან სასიამოვნოა

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

სასიამოვნო ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თანაც განსხვავებული წერის სტილი გაქვთ. ველით გაგრძელებას

არ შეეშვათ ამ ისტორიის წერას და განაგრძეთ აუცილებლად და მიიყვანეთ ბოლომდე როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, აბა მაშ რისთვის დაიწყეთ წერა. ეს თქვენი მკითხველის უპატივცემულობა იქნება შუა გზაზე რომ შეწყვიტოთ ისტორია, განაგრძეთ. თქვენ ეს შეგიძლიათ და გამოგივათ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

Gaagrzele damainteresa imedoa shua gzasbi ar miagoveb warmateba❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვთ გააგრძელეთ ისტორია, საკმაოდ აზრიანია და მკითხველიც დაინტერესდა. იმედია არ მიატოვებთ შუა გზაზე

თქვენი ისტორიები წამითხული მაქვს მომწონს და ყოველთვის სასიამოვნოდ იკითხება. პატივისცემით

 


№5  offline წევრი Tako_elizbarashvili

ნია
არაჩვეულებრივია როგორც ყოველთვის. მიხარია თქვენი ისტორიების წაკითხვა. ძალიან სასიამოვნოა

უდიდესი მადლობა <3 დღეს დავდებ შემდეგ თავს.

სტუმარი გვანცა
სასიამოვნო ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თანაც განსხვავებული წერის სტილი გაქვთ. ველით გაგრძელებას

არ შეეშვათ ამ ისტორიის წერას და განაგრძეთ აუცილებლად და მიიყვანეთ ბოლომდე როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, აბა მაშ რისთვის დაიწყეთ წერა. ეს თქვენი მკითხველის უპატივცემულობა იქნება შუა გზაზე რომ შეწყვიტოთ ისტორია, განაგრძეთ. თქვენ ეს შეგიძლიათ და გამოგივათ

უდიდესი მადლობა <3 დღეს დავდებ შემდეგ თავს.

სტუმარი ნინო
Gaagrzele damainteresa imedoa shua gzasbi ar miagoveb warmateba❤❤❤

უდიდესი მადლობა <3 დღეს დავდებ შემდეგ თავს.

სტუმარი მარი
გთხოვთ გააგრძელეთ ისტორია, საკმაოდ აზრიანია და მკითხველიც დაინტერესდა. იმედია არ მიატოვებთ შუა გზაზე

თქვენი ისტორიები წამითხული მაქვს მომწონს და ყოველთვის სასიამოვნოდ იკითხება. პატივისცემით

უდიდესი მადლობა <3 დღეს დავდებ შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent