შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული (თავი 6)


5-06-2024, 14:05
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 549

- გაიცანი სატრფო ?_ღიმილით კითხა დიმამ
- სატრფო ისეთი ვინმე აღმოჩნდა , თავი ფილმის გმირი მგონია
- დაგევასა?
- ნუგზარას გოოგო ჩვენი ანგელოზი აღმოჩნდა
დიმას ყავა გადასცდა და ხველა დაიწყო, ლაშამ ზურგზე ხელი ორჯერ მაგრად დაარტყა
- არ დაიხრჩო
- ის გოგო , ანუ აქ რომ დადის ?_ამას რა ბედი აქვს ტო
- რა იყო დაიბოღმე ?_ ღადაობით გახედა ლაშამ
- აუ არა, ძაან მაგარი ტიპშაა დედას გეფიცები. უშუალო, მხიარული, თავაზიანი, კარგი ბავშვია რა
- კი კი ბავშვია… ბავშვი ვიცი მე აკვანში_ ჩაილაპარაკა დიმამ
- რა იყო გევასება ? _ სერიოზულად კითხა ირაკლიმ
- კაი ახლა , ვითომ თქვენ არ გევასებოდეთ რა _ ახედა დიმამ
- იცი რა , მოდი ვაღიაროთ რომ მხოლოდ მაღალი აიქუს მქონე ხალხს შეიძლება ასეთი დახვეწილი გოგო მოსწონდეს_სიცილით თქვა ლაშამ და ყავა მოსვა
- მიდი მოყევი რა _ რაო მერე ანგელოზმა , რა ქვია ისე ?
- კატო ქვია , რავი ჯერ ხომ მისვლა არ მინდოდა, ბოლოს წამოსვლა აღარ მინდოდა , რომ შემე*ით, თორემ კიდევ დავრჩებოდი ცოტა ხანს.
- ვააჰ , კარგი ოჯახი ყავს ?
- აუ დედამისი საჭმელებს აკეთებს ? აი ეგრე გემრიელად , გეფიცები სადმე რამე ბოლოს თუ მეჭამოს. წამოსვლა არ მინდოდა
- ანუ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ , კატო მოგეწონა შენ , კატოს დედა , თუ კატოს დედის საჭმელები, რომელს ვერ თმობდი.
- ნუ საერთოდაც ერთად კარგი კომპლექტია_ გაიცინა ირაკლიმ_ არა სერიოზულად, მართლა კარგი ოჯახია რა , და კატოც კარგი გოგოა, თან ძალიან კარგი. _ თქვა ირაკლიმ და სიგარეტს წაუკიდა.
ლაშამ დიმას მზერას შეავლო თვალი, გაეცინა , მერე მხრებზე ხელი მოითათურა და სიცილით დაიწყო, რამე უნდა მოვიფიქროთ რა ?
- რა ხდება , შემოუერთდა დავითი ბიჭების საუბარს
- აგერ ,დიმას და ირაკლას, მგონი ერთი გოგო ევასებათ , და ვფიქრობ როგორ გაიყოფენ ისე რომ , ერთმანეთი არ დახოცონ_ ხარხარი დაიწყო ლაშამ
- აუ თქვენ უეჭველი ისევ იმ ანგელოზზე ბაზრობთ ხოო? იყო დღესაც პოდიუმზე ? _ გაეცინა დავითს
- დღესაც იყო კი, და მეტიც ირაკლა სახლში დაპატიჟა და დედამისის კერძები დააგემოვნებინა
- რა მოწია ამან _ გახედა ბიჭებს დავითმა და ლაშაზე ანიშნა
- არაფერი, მართლა ვიყავი კატოსთან სახლში ?
- კატო ქვია ? რა ხდება_ მართლა რას ეწევით თქვენ _ სიცილი აუვარდა დავითს
- ოო ამის ნერვი არ მაქვს _ ირაკლი ბიჭებს გაერიდა და კაფეში განაპირას მდგომ მაგიდასთან ჩამოჯდა.
სიგარეტს წაუკიდა და ფეხები აათამაშა. დიმას დააკვირდა და რაღაცაზე დიდ ხანს ფიქრობდა. დიმამ კიბეები ჩაირბინა , მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. შემდეგ ოდნავ ჩაწეული მანქანა ბოლომდე აწია. სავარძელი ოდნავ გადაწია და ხელებით საზურგეს შემოეხვია. ღრმად ამოისუნთქა. ხელში ტელეფონი აათამაშა და ისევ დადო. მერე ისევ აიღო , კლავიატურაზე დაზეპირებული ნომერი სწრაფად აკრიფა და ზარის გასვლის ხმას დაელოდა.
- ალოო, გისმენთ_ მოისმა ოდნავ დაბოხებული ხმა
- თათა , როგორ ხარ ? _ ღიმილით მოიკითხა დიმამ
- ვა დიმა, კარგად შენ რაფერ ხარ_ „რაფერ ხარ“ ს გაგონებაზე დიმას ტანში გასცრა, რაღაც უსიამოვნო დაეუფლა და ფიქრებით ისევ კატოსკენ გაიქცა, მალევე დაუბრუნდა რეალობას
- მეც არამიშავს , რას შვები გცალია ?
- კი როგორ არა
- სახლში ხარ ?
- კი
- ამოვალ
- ოკ
- რა წამოვიღო ?
- შამპანურს დალევდა კაცი
- კარგი
- და რამე ტკბილიც
- ოკ მოვდივარ.
დიმამ სწრაფად დაძრა მანქანა, ნაცნობ სადარბაზოს მიუახლოვდა, სწრაფად აირბინა კიბეები და ნაცნობ კართან კარის გაღების მოლოდინში ზარმა გაიჟღარუნა.
გოგომ კარი გაუღო და გვერდით გადგა, ხალათი ოდნავ შეხსნილი ქონდა, გამომწვევი მზერით უყურებდა მამაკაცს და თან სიგარეტს აბოლებდა
- „სკოლკა ლეტ , სკოლკა ზიმ“ _ გამომწვევად გამოელაპარაკა მამაკაც
- ხომ იცი ჩემი სამსახურის ამბავი
- ეგ შენს ჰორმონებს მოუყევი_ ჩაიცინა ქალმა_ შემოდი, რას დგახარ
დიმა შევიდა, ცელოფნის ჩანთა მაგიდაზე დადო, თვითონ სავარძელზე ჩამოჯდა, ფეხები ფართოდ გაშალა და თავი გადაწია.
გოგონამ ორი შამპანურის ჭიქა და ხილით სავსე ლარნაკი მოიტანა.
მამაკაცმა შამპანური გახსნა და მშვიდად ჩამოასხა.
შემდეგ ჭიქა ხელში აათამაშა, გოგონას გამომწვევად შეავლო მზერა და ჩვენ გაგვიმარჯოსო თქვა.
სწრაფად მოსვა შამპანური, ჭიქა დადო, ქალი მისკენ მიიზიდა, ჭიქა გამოართვა და ისიც საკუთარი ბაკლის გვერდით ჩამოდგა, შემდეგ კი ქალს მისი აჩქარებული სუნთქვა აცხო გულმკერდზე.
ქალიც ვნებიანად აყვა და მალე გადაინაცვლეს საძინებელში.
მალე გაირბინა საათნახევარმა, კაცმა რომ ალერსით გული იჯერა, წამოდგა, მოწესრიგდა. უნდა წავიდეო თქვა და ასე უბრალოდ დატოვა ქალის სახლი.
თათამ სიგარეტს წაუკიდა და სადღაც შორს ფიქრებში გაეშურა...
დიმა საჭეს მიუჯდა... სავარძელი გაისწორა. მერე ღრმად ჩაისუნთქა და გზას გაუყვა.
ფიქრებით ისევ კატოსთან იყო. თავისი საქციელის გამო საკუთარ სინდისს ვერ უსწორებდა თვალს.
და მაინც , როგორ ცხოველურ ინსტიქტზე ვართ კაცები აგებული, მომწონს გოგო,მასზე ვფიქრობ , მის ყურებაში სადღაც ვიძირები, ამ დროს მოვდივარ სხვა , აბსოლიტურად განსხვავებულ ქალთან და რა ? ჩემს ცხოველურ ჟინს ვიკმაყოფილებ და მივდივარ და თათა ? თათაც ყოველ ჯერზე ასე უხმოდ მიღებს. და ნეტავ ამ ქალს , სულ არ აქვს თავ,ოყვარეობა თუ მართლა ასე ვუყვარვარ. ფიქრობდა მამაკაცი.

მალევე მიუახლოვდა , თავის ბოლოდ დროს ჩვეულ ადგილს. მანქანა გააჩერა და აღარც გადმოსულა. ფიქრები ორ ფრონტზე იბრძოდნენ , ცალკე იყო მასზე უზომოდ შეყვარებული თათა... მეორე ფონზე კი კატო, და როგორ სურდა კატოს გაცნობა უფრო ღრმად, მის თვალებში ჩახედვა და გაღიმება...



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საინტერესოა. ველი შემდეგ თავს. მომწონს ესეთი გოგონები- ღირსებით რომ დააბიჯებენ თბილისის ქუჩებში.
ძალიან კარგადაა დაჭერილი ის მომენტი თათამ " რაფერ ხარ" რომ უთხრა და დიმასაც უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
ლეველი - ზერო. ეგეთი ქალი ღირსეულ და დახვეწილ მამაკაცს როგორ უნდა შეგიყვარდეს. ნაშად- კი ბატონო.
მოკლედ, ველოდები შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent