არა'ჩვეულებრივი{სრულად}
სიმაღლიდან ვარდნა,ფეხქვეშ სიცარიელე . ნაცნობი ,საყვარელი თითქმის დავიწყებული ხმები, მშობლები . სითბო, რომელიც ჰაერში გაიფანტა ,სამუდამოდ გაუჩინარდა .სიცივე, რომელიც მოვიდა და სიზმრიდან გამოფხიზლებულსაც თან გაჰყვა . ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ჭერს მზერა გაუსწორა და კარზე ატეხილი კაკუნის ხმაზე ზანტად წამოდგა _მოვდივარ ნატო ,ნუ ჩამოიღე კარი _ ხალათი გზაში ჩაიცვა ,კიბე ჩაირბინა და შემოსასვლელ ,ხის მასიურ კართან მივიდა. ფანჯარაში ჩანდა ქალი , ეზოში დაუკითხავად რომ შესულიყო და ძილიც არ ადროვა _რა დროს ძილია , სამსახურში წასვლის დროს ხუთზე დგები შე ქალო და ახლა რა გჭირს ? _წვიმს,საქმე არ მაქვს და ერთი დღე ვისვენებ . შენ საწოლიდან ვინ გადმოგაგდო გელა წასული არ არის ? _შენი ამბავი რომ ვიცი მერე ვეღარ გნახავდი და მოვედი. რა სიცივეა რა ჯანდაბაა რა არის. შეშა არ გგაქვს შემოტანილი? _შენ ისეთ ენერგიაზე ხარ ფეჩსაც დაანთებ სანამ მე ჩავიცვამ და მოვწესრიგდები _ეს ხალათი როდის იყიდე ... ებრაელებთან იყავი გასული? _დედასია ... არ იცვამდა შენახული ჰქონდა _ ჩუმად თქვა და ნაჭერს ხელი ჩამოუსვა _ღმერთმა აცხონოს ... იმდენი რამე ჰქონდა ჩაცმას ვერ აუდიოდა. ზოგჯერ ბრაზის გამო არ იცვამდა ეგეც ალბათ მამაშენის ნაჩუქარი იყო _ქალის ხმა ესმოდა. უკანა კარი გაეღო და დაჩეხილ შეშას ყუთში ალაგებდა. ხმა მიიკარგა , ხის კარადის კარი გამოაღო ტანსაცმელი აიღო და იქვე გამოიცვალა. დედის ნივთები ერთ თაროზე დაელაგებინა, ხუთი წელი იყო გასული მისი გარდაცვალებიდან და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე დაბრუნდებოდა,ოთახში ჩვეული ნარნარი ნაბიჯებით შევიდოდა ,მოეფერებოდა ,თავზე ხელს გადაუსვამდა,ლოყაზე აკოცებდა და შავი თვალებიდან სითბო გადმოეღვრებოდა „დღეს არ ისვენებ დე? რა გინდა რომ მოგიმზადო ,რომელ საათზე დაბრუნდები ? ცოტა დაისვენე“ და არასდროს ისვენებდა,სახლში არ რჩებოდა , სულ მარტო იყო წიგნებით გარშემორტყმული შემდეგ კი სამუშაოზე გადართული ,დამღლელი მორიგეობიდან მოსულს ისე ეძინებოდა ქალს ნორმალურად ვერც ელაპარაკებოდა . დაკარგულ დროს ნანობდა ,დროს რომელიც ნამდვილად არ ჰქონდა არც მაშინ და არც ახლა. _შაქარი არც შენ გაქვს?მეთქი დავესესხები_თქო ... სახლში რომ მივალ პეროგს გამოვაცხობ. რძე კი მაქვს და კვერცხიც _ქალს ღუმელი უკვე დაენთო, კოპლებიანი ჩაიდანიც დაედგა და საამზარეულოში ისე ფუსფუსებდა თითქოს საკუთარ სახლში იყო. _მაქვს ,საშაქრეში არ ჩამიყრია პარკშია ქვედა თაროზე . ემალის კოპლებიან ქვაბში დევს _ვიპოვე ... რამდენი კოვზი ჩაგიყარო? _3 კოვზი,მაგრამ ჩაი სად იპოვნე _ტყის ჩაი მოგიტანე ... ჩემებმა ჩამოიტანეს_თქო არ გითხარი? რა ყველაფერი გავიწყდება ამ ბოლო დროს იმ შენი პაციენტების გარდა _ გამოვიდა,ცხელი წყალი გაიტანა და უკან წითელკოპლიანი დიდი ჭიქებით დაბრუნდა _შეყვარებული ხომ არ ხარ გოგონი_დივანზე ჩამოჯდა, შალის თავშალი მოიშორა და ფეხი ფეხზე გადაიდო _ ხომ არ გაალღო ვინმემ შენი ყინულად გადაქცეული გული _რა ჭორი გაიგე ამჯერად _არაფერი ,არ ამოვგლეჯ ენას ყველას ? _კარგი დამშვიდდი _ჩემთან ვინ გაბედავს რამის თქმას... თავის ბავშვებს და დებილ ქმრებს მიხედონ . რაღაცას გეტყვი ახლა ,მაგრამ არ გაგიჟდე _ამ დილაადრიან იმიტომ წამომაგდე ლოგინიდან რომ გამაგიჟო? _არ გაგიჟდე_თქო ხომ გეუბნები... ყურადღებით მომისმინე ახლა და მორჩი რქებით მოწოლას _კარგი გისმენ _ დანებდა,ჩაის სურნელმა გააბრუა . უყვარდა და სიამოვნებით შეექცეოდა. _ მე შენთვის მყავს ერთი კარგი ბიჭი ,შენ რომ შეგეფერება ზუსტად ისეთია. ჩემი მეზობლის, ლიას დის ქმრის ძმაკაცია. ადრე გავიცანი,მაგრამ მაშინ ბავშვი იყო და ახლა გაზრდილი,დაკაცებული ისე მომეწონა ,ისეე გამოვიძიე ყველაფერი , ცოლი არ ჰყავს არც ჰყოლია. საქმიანი ,ჭკვიანი, მაღალი ,მხარბეჭიანი _მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი... ასეთები ხომ ვიცით მე და შენ _სერიოზულად გეუბნები . მე ხომ იცი სხვებს ვაჩუმებ ,მაგრამ ის მართლა არაა დასაკარგი ბიჭი. შენზე ველაპარაკე, კი გაიცინა გარიგებას მიპირებ თუ რა ხდებაო ,მაგრამ მოვაგვარებ. არაა ის ბიჭი დედა რომ ურჩევს ქალს და მის არჩეულს თანხმდება . ისეთია შენი ბედია ზუსტად. ისიც შენნაირი სხვანაირია ,განსხვავებული და კარგი . დროა უკვე გათხოვდე და ჩააგდებინო ამათ ენები რომ იძახიან დარჩა შინაბერაო . პირველ ბავშვს მე მოვნათლავ სამაშვლო არაფერი მინდა სხვა _აჰაა,ანუ უკვე საჩუქარზეც მელაპარაკები... ყველაფერი სხვა მოგვარდა _რომ შეხვდები დარწმუნდები ... მამიდაშენმა კი იცის _მამიდას ელაპარაკე? _იქ იყო ისიც... ხომ იცი ნათესავები არიან. რა გჭირს გოგო ეს ჩემი მეზობელი იმ შტერს მამიდაშენმა არ გაურიგა?მერე ეს რომ ახტა დახტა და გაყვა ორ კვირაში? _დამავიწყდა ,მაპატიე _ა ხო ხედავ უკვე დაგეწყო გულმავიწყობა. სანამ მთლად დაგავიწყდა ყველაფერი მოშორდი ამ ნერვიულობას გაიხალისე გული გაიფურჩქნე და აყვავდი ქალო ანგელოზივით ხარ . ახლა ცოტა კი გახდი და დარჩი ძვალი და კანი ,მაგრამ რომ გათხოვდები მოფერიანდები,შეივსები დაემსგავსები ქალს . ბავშვს გააჩენ,დედობაზე დიდი სასწაული არაფერია. შტერმა_შტერმა ხალხმა გააჩინეს ამდენი ბოვშები და შენ არ უნდა გყავდეს? შენნაირ ჭკვიანს,ლამაზს,ზრდილობიანს და გამოსადექ გოგო_ბიჭებს გაუზრდი ქვეყანას . აცხონოს ღმერთმა ანდროს სული ,როგორ უნდოდა ამ ეზო_კარში მომრავლებული და მოშენებული ენახე _მეზობელ ოთახში კაბინეტი იყო , ანდრო ექიმს მისაღები რომელიც ისევ ისე ხელუხლებლად გამოიყურებოდა . კვლავ იგრძნობდით იქ შესვლისას კლინიკის სუნს . ცარიელი ტყავის სავარძელი არავის დაუკავებია ევას გარდა და ისიც ისე ეხებოდა თითქმის არ ტოვებდა კვალს . კაცის ფოტო კედელზე იყო ჩამოკიდებული ,თეთრი ხაალათით, სათვალით მაგიდასთან მჯდომი,პირადი და პროფესიული დარდებით გადაღლილი მზერით _კარგი ვნახავ _ საკუთარი ხმა რომ გაიგო შემდეგ გაიაზრა ნათქვამი. უარს აზრი აღარ ჰქონდა ნატო უკვე დახტოდა _დაიცადე და ის ბიჭი თანახმაა? _თანახმაა ,აბა ჯერ შენ ხო არ დაგითანხმებდი ... როგორი ბიჭია რომ ნახააავ გონებას დაკარგავ აღარ უსმენდა. ფიქრობდა როგორმე დავიძვრენ თავსო ,მაგრამ არ გამოვიდა. არამიწიერი ძალებისა და მიწიერი დეიდა ნატოს დამსახურებით დათქმული ადგილზე აღმოჩნდა. ...................... _მამიდა ... რა ხდება შენ და ნატო გაერთიანდით? _არანაირი გაერთიანება ,ვიცოდით დაგავიწყდებოდა ან რაღაცას მოიმიზეზებდი ამიტომ პირდაპირ მოგიყვანეთ . წაისვი ახლა ეს წითელი პომადა , მოიხვიე ეს შარფი გულზე რა იცი ეს მოხდილი სიარული_ ხელში მიაჩეჩა წითელი ტუჩსაცხი,ჭრელი აბრეშუმის კაშნე ყელზე ლამაზად შემოახვია _ბიჭი გელოდება ალბათ უკვე _ქალი ასე იმართლებდე თავს... მოხვედით მითვალთვალებთ _აბა მარტოს ხომ არ გამოგიშვებდით ბიჭთან შესახვედრად. ვინმე ნაცნობი რო გამოჩნდეს ვეტყვით ჩვენც იქვე ვიყავით_თქო სულ აღარ ფიქრობ ამ ბოლოს მართლა კაცის გაგიხდა აზროვნება რაა _უკანასკნელია იცოდეთ _ ნატო გასუსული იჯდა ფაქტზე წასწრებულს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა მეორე დამნაშავისგან განსხვავებით _კი კი აბა?ამაზე უკეთესს ვერ ვნახავთ. ქორწილი გადავიხადოთ ივლისში . ჩემი და რომ გხედავდეს უბედნიერესი იქნებოდა,მისი ხათრით არ გადარიო ის ბიჭი გთხოვ. იქამდე მიდი,დაენახე _მივდივარ ... ცხელოდა,გაზაფხულის მიწურულისთვის ზედმეტად თბილი დღე იყო. მთელი ქალაქი გამოფხიზლდა,აფუსფუსდდა . გზად ისე იყიდა იების კონა თითქოს თავად მიდიოდა შეყვარებული გოგოს სანახავად. ეზოში შესულს უკან გაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაინც განაგრძო გზა უცნობისკენ ,რომელიც არც იცოდა როგორ გამოიყურებოდა. თვალი რომ მოავლო მაგიდებს ერთადერთი მარტო მჯდომი ახალგაზრდა დაინახა და რატომღაც გადაწყვიტა ,რომ ის იყო მისი სამიზნე. მისვლამდე უყურებდა , გულისცემა აუჩქარდა , უცნაური დაძაბულობა და აღელვება იგრძნო. უამრავი ემოციური მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში გადატანილი და ამჯერადაც შეინარჩუნებდა სიმშვიდეს,მაგრამ განცდილი გრძნობა კვალს დატოვებდა. _გამარჯობა , სულ რამდენიმე წუთი მაქვს მეტს ვერ დაგითმობთ . ყველაფერს მოკლედ გეტყვით და წავალ _ ბიჭმა ქვემოდან ამოხედა,თავის დაკვრით მიესალმა მან კი სწრაფად განაგრძო საუბარი_არ ვიცი თქვენ როგორ დაგიყოლიათ ნატომ და ელისომ,მაგრამ წარმომიდგენია როგორ წარმადგინა. სიმართლეს გეტყვით რას უნდა ელოდოთ ჩემგან _სათვალე მოიხსნა,იების კონის გვერდით დადო და ბიჭს მზერა გაუსწორა _ დედისერთა განებივრებული გოგო ვარ, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა . პროფესია მაქვს ისეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. მე არ ვიქნები ოჯახის ქალი, რომელიც თქვენს ნებაზე ივლის , სახლში იფუსფუსებს, დაალაგებს,მოამზადებს,ბავშვებს აღზრდის და ისე განაგრძობს არსებობას როგორც ტიპიური დიასახლისები იქცევიან. თქვენ თუ მეტყვით იმუშავე, პრობლემა არ მაქვსო მე ფიზიკურად არ მინდა სურვილი არ მაქვს დაღლილ_დაქანცულს კიდევ ვინმე დამემატოს საზრუნავი თუ ანგარიშგასაწევი. ცუდად არ გაიგოთ,მაგრამ არც ისეთი კაცი მჭირდება ჩემს სახლში რომ იცხოვრებს. თავადაც მშვენივრად ვუმკლავდები საგვარეულო ქონებას და არ მჭირდება დამხმარე, რომელსაც ქმრის სტატუსი ექნება. საკმაოდ არიან მუშები ვისაც ვაგვარებინებ იმ საქმეებს რასაც მე ვერ ვერევი. არც ხასიათი მაქვს სათნო ქალური , გარეგნულადაც ხედავთ როგორიც ვარ . ნუთუ გინდათ კაცის ბუნების მქონე ქალთან თანაცხოვრება. რაღაც არ მგონია ასეთი მორჩილი კაცის იერი გქონეთ,არა თუ დამითმობთ სადავეებს და თავად გადმოეწყობით ჩემ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ... მოკლედ მე არც ცხრა შვილის გაჩენას და მოვლას ვაპირებ,არც ქმრის ღრეობების ატანა შემიძლია,ფქვილიანი ხელებით სირბილი და წუთების განმავლობაში ცხელ_ცხელი კერძებით სუფრის დატვირთვისთვის შევიწუხებ თავს. მე ახლა უბრალოდ შევუკვეთავ ,ვისადილებ იმიტომ რომ 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ დაქანცული და დამშეეული ვარ. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ,ან დარჩეთ დამეწვიოთ,მე გეპატიჟებით . შემდეგ იტყვით,რომ ვერ შევთანხმდებით, არ შევეფერებით ერთმანეთს. თუ ამას არ გააკეთებთ თავად მოვიგონებ თქვენს ისეთ თვისებებს რაც უარს ახსნის და არ მგონია გაწყობდეთ ქორწინებისთვის მოწადინებულ სასიძოს სხვა გოგონების დაფრთხობა _ ბიჭი მანამ უსმენდა სანამ საუბრობდა. ჩქარა ამბობდა სიტყვებს,თმას სიო ურევდა და ხელით ისწორებდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ნელა არხევდა მაგიდის ქვეშ , ბოლოს ყელსახვევიც მოიშორა და ყულფისგან გათავისუფლებულივით ამოისუნთქა _არ ვიცი ვისში აგერიეთ , მაგრამ ვწუხვარ მის გამო . რაც არ უნდა ეპასუხა თქვენს მონოლოგზე ,რომელიც მუქარით დაასრულეთ შანსი ყველა შემთხვევაში დაკარგა _ ძლივსშესამჩნევად ჩაიცინა,მხოლოდ თვალები უნათებდნენ მკვეთრად, ქალისკენ სულ ოდნავ მიიწია , პოზა შეიცვალა და თავისი ხავერდოვანი ხმით გაჟღერებული წინადადებით ნამდვილად აურია გონება _ვერ მიგიხვდით ... თქვენ გიორგი არ _ვერც დაასრულა საუბარი _ შეუძლებელია _ ირგვლივ მიმოიხედა ისევ ვერავინ დაინახა_ ქარმა შარფი აართვა ,მაგრამ ყურადღებაც არ მიუქცევია ბიჭმა როგორ დაიჭირა და თავისთან დაიტოვა _თადა მერლანი, თქვენ? _ხელი გაუწოდა და დაელოდა. მზერას არ აშორებდა ქალის არეულ სახეს _ევა , ევა ფხაკაძე_ხელი ინსტიქტურად შეაგება _სასიამოვნოა ,ევა _ თავი დახარა და ხელზე აკოცა .თითებს არ უშვებდა,ქალის დაბნეულობით სარგებლობდა _ მე უკვე შევუკვეთე სადილი, დამეწვიეთ ,გთხოვთ _არა,ღმერთო ჩემო როგორ წაგართვით დრო ... უკაცრავად _ამ გაუგებრობას ხომ სჭირდება გამოსყიდვა ნუთუ თქვენ ხართ ის ქალი , რომელიც ვალს დაიტოვებს ... დარჩით , ვისადილოთ შემდეგ კი დაუბრინდით თქვენს ძვირფას საქმიანობას _ხელი ისე გაშალა რომ სკამი გააჩერა და ადგომის საშუალება არ მისცა _ვინ ხართ პროფესიით,მეხანძრე _მაშველი თუ ასეთი არაქალური რა არის კაცს რომ უარს ათქმევინებდით თქვენისთანა ქალის ქმრობაზე_ისე განაგრძო საუბარი ევაც შეიტყუა და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება წაართვა _ექიმი ვარ _პირველად მწყინს რომ ჯანმრთელი ვარ ... მშურს თქვენი პაციენტების ყველაფერზე წინ მათ თუ აყენებთ _ მიმტანი უკვე ალაგებდა მაგიდაზე კერძებს _ გთხოვთ ,მიირთვით თუ სხვა რაიმე გგნებავთ შეუკვეთეთ _ვინმეს ელოდით ? _არა, დიდი ხანია ქართული კერძები არ მიჭამია და მადასაც არ ვუჩივი _საზღვარგარეთ იმყოფებოდით?_ რატომ განაგრძო საუბარი ვერ გეტყვით. უბრალოდ მოდუნდა, სადილობა დაიწყო .ჭიქა წყლით აავსო და ნახევრამდე დაცალა _სამწუხაროდ . აქ თითქოს არაფერი შეცვლილა _იქ სადაც მე ვარ ნამდვილად არაფერი იცვლება ... _რომ შეეჩვევი მაშინ მარცხდები და ანადგურებ ყველაფერს. არ უნდა შეეგუო მოცემულობას და რაღაც აუცილებლად შეიცვლება პირად სამყაროშიც და ქვეყანაშიც _ ჭიქა ღვინით გაავსო და ევასაც შესთავაზა _დალევთ ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს ? _სიამოვნებით ეგ ღვინო რომ ნამდვილი ქართული იყოს და არა რაღაც უბედურება _სპირტის სუნი ნამდვილად იგრძნობა ... მეც გადამაფიქრებინეთ დალევა . არადა მომენატრა _ოჯახში თუ იპოვნით ნორმალურ ღვინოს თორემ ისე ყველგან ყველაფერი გადაგვარებული და სახეშეცვლილია _ხაჭაპური ხომ არის ნამდვილად იმერული _აქ არის . სხვაგან მაკარონით შემოგთავაზებენ _სამწუხაროდ სოფლის სახლი დავკარგეთ თორემ აშკარად იქ უფრო მოვიკლავდი ნოსტალგიას ... ქუთაისი ძველებურად ურყევი ჩანს ,რიონიც ისევ ისე ბობოქრობდა წვიმის დროს . ჰაერში დატრიალებულ სუნსაც ვერავინ შეცვლის _ ხედს გახედა ,მერე ღრმად ჩაისუნთქა _ დაბრუნებამდე ვფიქრობდი იქ აღარავინ მყავს და რატომ მივდივარ_თქო, ახლა ზუსტად ვიცი რატომაც დავბრუნდი . აქაურობა მახსენებს ყველაფერს _მშობლიური ადგილები ადამინივით დგანან შენს გვერდით ...რაც უფრო მეტი მოგონება გაკავშირებს მით უფრო მეტად ახლოა ყველა ვინც დაკარგე. გილოცავთ დაბრუნებას _წასვლას აპირებდა და ისევ გადაიფიქრა,ბიჭი ყველა ჯერზე აჟღერებდა რაღაც ისეთს რაც დარჩენას აიძულებდა. ამჯერად კი იყო სიტყვები, ევასთვის ნაცნობი „აღარავინ მყავს“ _საბაგიროთი გაისეირნე უკვე ? _მარტო ვერ შევალ ... შუქი ისეთი სიხშირით ითიშება არ დავრჩე ჰაერში . არა ,არ გეგონოს მეშინია ...კარგი მეშინია ,ტეხავს ხომ? მარტო მართლა ვერ შევალ . თუ ვინმე ისეთი იქნება ჩემ გვერდით მასთან ცუდად გახდომის რომ არ შემეშინდება. ვინც ჩემ მოსულიერებას შეძლებს _სჯობს ჯერ მიწაზე იარო და შემდეგ ახვიდე ცაში გამოკიდებულ საბაგიროში _წამსვე შეგეცვალა ხასიათი...გამოდის ყველა შემთხვევაში ეცდებოდი უცნობი ბიჭის მოშორებას და პრობლემა ჩემში არ არის . დავმშვიდდი,ვიფიქრე რომ დამინახა იმდენად არ მოვეწონე უცებ მოიფიქრა ყველაფერი_თქო _არაფერი მომიფიქრებია ის ვთქვი რაც სიმართლეა... როგორც სჩანს მან თავიც არ შეიწუხა და რადგან არ მოვიდა ე.ი ეს ამბავიც დასრულდა. მგონი უკვე გადავიხადე იმ რამდენიმე წუთიანი გაუგებრობისთვის . დროა დაგემშვიდობო _ჩანთიდან ფული ამოიღო და იქამდე მშვიდად მჯდომი ბიჭიც წამოდგა _არ გინდა, ნუ მაწყენინებ და ამ ჩვენს მხიარულ გაცნობის ისტორიას ასე ნუ დაასრულებ _კარგი, გმადლობ სადილისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბრუნებას და გისურვებ არ გაგჩენოდეს სინანულის შეგრძნება _ქვემოდან უყურებდა თავისზე მაღალს და მშვიდად აპირებდა წასვლას ყველაფერი კიდევ ერთხელ რომ წავიდა გეგმის საწინააღმდეგოდ. _ევა _ ელისო და ნატო გამოჩნდნენ ბიჭთან ერთად. დაბნეული იყურებოდა, ქალებს მიჰყვებოდა და იმდენად სასაცილო სანახაობა იყო ვერცერთმა შეიკავა თავი _ეს თუ ის არის არ მისცე უფლება შენ გამოგიყვანოს დაწუნებულად. ჩემთან ნათქვამი ტექსტი მასთან არ გაიმეორო _თავი ოდნავ დახარა და ჩუმად ელაპარაკებიდა _მგონი თქვენი წასვლის დროა ,თადა _ უფლება არ მისცა ჩარევის. გარდაიქმნა, გამომეტყველებაც შეეცვალა და იქცა ყინულის ქანდაკებად _დააგვიანეთ , ჩემი თავისუფალი დრო ამოიწურა. შეგიძლიათ თქვენ სამმა გაატაროთ დრო ერთად _ვერ გავიგე რას ნიშნავს დავაგვიანე ... მე დროულად მოვედი შენ შეხვდი ვიღაც სხვას . ესაა წესიერი გოგოა თავმოყვარე და ზრდილობიანიო? _უკვე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ქალებსაც ტოვებდა და მიდიოდა ბიჭის ხმა რომ გაჟღერდა. _რაღაც გაუგებრობაა... ჩემი ევა ამ ბიჭს არ იცნობს _არ იცნობს და ისე იჯდნენ ერთად ათი წლის ცოლ_ქმარივით?რაც დავინახე იმას ვამბობ. დედაჩემი ისე გენდობოდათ ... სირცხვილია . _სირცხვილი გაგაჩინა დედაშენმა _ თადას ხმა ,მისი სახე ,ანთებული თვალები და დაძაბულობა, რომელმაც მისი ბრაზიც კი გადაფარა. _რა მითხარი ბიჭო? რა იყო შენ ქალთან ერთად დადიხარ პაემნებზე? შენიანად ათხოვებ თუ რა ხდება _წამომყევი და გიპასუხებ _ ქალებს გადახედა , ირგვლივ მყოფ ადამიანებს და მერე კბილებსშორის გამოსცრა _სად უნდა გამოგყვე ბიჭო ... სამარცხვინოები ხართ ყველანი. შენ კიდე კაი ხარ ასე უპატრონოდ დარჩენილი ქალი კაცივით რო იცხოვრებს რას უნდა ელოდო . მე ვარ სულელი რომ მოვედი,დედაჩემმა შემჭამა თორემ არ ვიცოდი რაც იქნებოდი ?თბილისიდან ჩამოვედი, ამხელა გზაზე ამ შეურაწყოფის მისაღებად? _მე რომ ახლა ენა მოგაჭრა და უკან ორგანიზმში დაგიბრუნო ყველა არსებული ხვრელიდან რა იქნები მერე... ისევ კაცის ვიზუალით არაკაცი თუ რამე სხვა. მიყურე ,მე შემომხედე სხვასთან საქმე არ გაქვს ,ჩემზე საუბრობ და იცოდე დღეს დრო არ მაქვს შენთვის, მაგრამ სადმე ვინმესთან რომ გაიმეორო ამ შინაარსის წინადადება ახლა რასაც ბოდავდი მამაჩემის სულს გეფიცები ყველა ბგერას სათითაოდ გაზღვევინებ _ თადას წინ დადგა ,ბიჭს თვალებში უყურებდა და ყველა სიტყვას შესაშური სიმშვიდით ეუბნებოდა. ისეთი მზერა ჰქონდა, იმ წამს ნამდვილად არაფრით ჰგავდა სუსტ ქალს _ წახვალ თუ გამომცდი_ ახვეული თმიდან სამაგრი ამოიძრო, ნაზი მოძრაობით თითქოს უბრალოდ თმა გაისწორა . ისე მოიქცია თითებსშორის ბასრი წვერით მისკენ მიმართული თითქოს უვნებელი ქალური ნივთი როგორც გამოცდილმა მკვლელმა _მივდივარ _ბოდიში დაგრჩა _არასწორად გავიგე და ემოციებს ავყევი ... ვწუხვარ _ევა... ევა რა იყო ეს_ ნატო და ელისო ორივე ერთად ალაპარაკდა ბიჭი რომ წავიდა _თქვენ ორი რამდენიმე თვე არ დამენახოთ ! _ევა ,დეიდა ... _იქნებ სამუდამოდ გაქრეთ და თავი დამანებოთ მეც და ჩემ მარტოობასაც ! _ კბილებსშორის გამოსცრა,თმა ისევ აიხვია დაიმაგრა და თადასკენ ისე შებრუნდა თითქოს ქალებს ვეღარ ხედავდა _ ალბათ ესეც ნოსტალგიურია ,არსაიდან მოსული გაუგებრობა,შარი და ჩხუბის მიზეზი. ნახვამდის ,თადა გმადლობ ჩემი დაცვის მზადყოფნისთვის _ის ნამდვილად გაჩუმდება ? _აუცილებლად და თუ არ , მიიღებს დამსახურებულ სასჯელს _მოიცადე _ უკვე შორს იყო ქალებისგან თადა რომ დაეწია და წინ გადაეღობა ,ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ,მაგრამ მანძილის გაზრდა არცერთს უცდია _ ის ყველაფერი ჩემთვის რომ გეთქვა, იმ არგუმენტებს ყველას პლიუსად ჩაგითვლიდი და საუბრის დასასრულს ქორწილის თარიღს დავთქვამდით _როგორც აღმოჩნდა შენთვის არ იყო განკუთვნილი _ მე რომ ვიყო ჩემი თავის ხანუმა და როგორც სამყაროში მარტოდ დარჩენილმა თავად გავაკეთო შემოთავაზება ერთ პაემანს ვერ დავიმსახურებ? როგორ გგონია _გამომიგზავნე მაშვალი და ვნახოთ როგორი პროფესიონალი იქნება ,როგორ წარმიდგენს შენს თავს სასურველ სასიძოდ _ გაიცინა,იების კონა ცხვირთან მიიტანა ,თვალი თითქმის შეუმჩნევლად ჩაუკრა და წავიდა იმ იმედით რომ ბიჭი ვერ იპოვნიდა . კლინიკაში დაბრუნდა. ფორმა მოირგო და მუშაობა განაგრძო. საღამოს მანქანაში ჩაჯდა და სოფელში წავიდა. მთელი კვირა მუშაობდა,მორიგეობები ისე ჰქონდა გადაბმული მერე დასვენება რომ შესძლებოდა. იმ თვის ბოლო მორიგეობის შემდეგ პროდუქტები იყიდა, მოემზადა სოფლის საქმეების მოსაგვარებლად და გზას გაუდგა. დამღლელ გზაზე მგზავრობას შეჩვეული იყო, ორმოებს როგორღაც უმკლავდებოდა თეთრი ნივით. სულ მარტო იყო ,უზარმაზარი სახლის სიცარიელეში . კარის საკეტი რამდენჯერმე გადაატრიალა , გასაღებების აცმა იქვე დატოვა და ფანრით განაგრძო გზა ლამფამდე. შემდეგ გაზის ქურა აანთო და ჩაიდანი დადგა. გვიანი იყო მაგრამ სულ ამ დროს უხდებოდა ვახშმობა. აუტანელი სიჩუმის ჩასახშობად რადიო ჩართო, მუსიკის ხმამ გამოაფხიზლა. მაგიდასთან იჯდა ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა ხელში . გარედან შემოსულ ძაღლებისა და ტურების ხმას მანქანაც რომ დაემატა. ჩიხის ბოლოში ცხოვრობდა, მანქანა არავის ჰყავდა და აშკარად მასთან მიდიოდნენ. კარაქი ჩამოჭრა, პურის ნაჭერზე დაადო და მშვიდად ჩაკბიჩა საბამ კარი რომ გაიღო და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში რამდენიმე უცნობი კაცი შევიდა . დანაზე ხელი ედო და მშვიდად უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. _ხელები ასწიე _საღამომშვიდობის ... სტუმარი ღვთისაა . მობრძაბდით ,დამეწვიეთ _დაგვცინი? შენ გინეკოლოგი არახარ? _გინდა გაგსინჯო?_დარჩენილი ლუკმაც ჩაიდო და სკამს მიეყრდნო _ძალიან დაღლილი ვარ . თუ გშიათ გაჭმევთ და პროდუქტსაც გაგატანთ, ავად თუ ხართ ან ვინმე ოჯახისწევრი გყავთ ავად დაგეხმარებით . იარაღს თუ არ დაწევთ და რამე დამიშავდება ცოცხლად ჩამოგატყავებენ . ისიც არ იცით ვის სახლში შემოხვედით,ნაკოლი ვინ მოგცათ აშკარად გიჩალიჩათ . მითხარით რით დაგეხმაროთ და წადით . _გიჟი ხარ ქალო? ფული მოიტანე _არ მომიახლოვდე ... _ დანა ყურადღების გასაფანტად ჰქონდა ,იარაღი აიღო და დაუმიზნა_დანებით ხართ თუ მე ვერ ვხედავ... თუ იცით სად მოხვედით საერთოდ ან გვარი თუ გითხრათ იმ ვიღაც ბოროტმა აქ რომ მოგაგზავნათ . მითხარით რა გითხრათ და ვინ მოგაგზავნათ მე მოგცემთ ფულს ან ვერ მიიღებთ ვერაფერს _ წამოდგა კარადიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო _ დააგდე ეგ დაანა თორემ გავბრაზდები და გესვრი. ისედაც ყველანაირად ჩაიჭერით კაცურ,ქურდულ,ადამიანურ საქმეში და სულ ნუ გაიფუჭებთ თავს. _დატენილი არ იქნება, გვეთამაშება რაღაცას _ნუ გამომაცდევინებ რომ ვისროლო ხუთ წუთში სახლი გაივსება და მერე თავს ვეღარ გამოყოფთ გარეთ ისეთ დღეში ჩავარდებით _არავის უთქვამს. მანქანას გამოვყევით მარტო იყავი და სახლშიც არავინ დაგხვდა _მატყუებთ _არ გატყუებთ ... გეფიცები . ფული გვინდოდა მხოლოდ სხვას არაფერს ვაპირებდით. რაღააც ვალი გვქონდა, დაგვაწერეს ,გვცემეს და აქვე ჩამოგვყარეს. შენ რომ გამოიარე ვიფიქრეთ გვეშველა_თქო _მოიხსენით ეგ ქუდები და დაჯექით ... რამდენი წლისები ხართ _16 _ტყუპები ხართ?_ სახეები რომ დაინახა გაუკვირდა _სად ცხოვრობთ _ვანში ... _იქედან აქამდე ადგილი არ იყო სხვაგან რომ ეცემეთ? რა დააშავეთ რისთვის გთხოვდნენ ფულს... მამა არ გყავთ რომ დაგხმარებიდათ? _ბებია გვყავს მხოლოდ. მამა ციხეშია არც გვინახავს ,დედა წავიდა გათხოვდა. ბებია ავად იყო, ვალი გვქონდა და ორმაგი მოგვთხოვა. ვიღაცები ჩარია მერე და იმ ვიღაცამ გვცემა . გრძელი ამბავია... შენ პოლიციელი ხარ? _მე ახლოსაც არ ვარ პოლიციელთან ... გურამ გაგუას იცნობთ? _გაგვიგია...თქვენ იცნობთ? _ეს წერილი მიუტანეთ და დაგეხმარებათ. თუ მატყუებთ ეგეც გამჟღავნდება და პასუხს აგებთ _ რვეულიდან ფურცელი ამოხია,წერა დაიწყო და მერე მაგიდის ბოლოში დადო ფულთან ერთად _წადით და რომ ნახავთ უთხარით ევამ გამოგვგზავნა_თქო. მარტო დარჩა, გაურკვევლობაში მყოფი ხელში იარაღით ,რომლის ჭერაც ჯერ კიდევ პატარამ ისწავლა. იძულებული იყო გაესროლა კიდეც. ყოველ ჯერზე ახსენდებოდა როგორ გამოჰკრა სასხლეტს და გასროლილი ტყვია ცოცხალ მიზანს მოარტყა. ღმერთმა დაიფარა მაშინ მსხვეროლისგან. ახსოვდა სისხლმა როგორ იწყო დენა კაცის სხეულიდან, მაგრამ არ მომკვდარა. დედა დაიცვა , სულ პატარამ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგიდა ისე აალაგა თითქოს მშვიდი ვახშამი ჰქონდა . ცივ წყალშიც ურეაქციოდ დარეცხა თეფშები . მოაწესრიგა ყველაფერი ,იარაღიც დააბრუნა კუთვნილ ადგილას და ზანტად გაუყვა დერეფანს . რადიოდან ისევ ისმოდა არა’ჩვეულებრივი ჩარკვიანის ხმა „ მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს, მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს. ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს, მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს. ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს, შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს. მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს, მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს. მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ, მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს, ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას, მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას, მე აღარ გადმოვცურევ ზღვას! ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს, და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს. დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა, თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა! და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს, ჩვენ მოვიგებთ ომს! სა ქა რთვე ლო პატარა გოგო დამეკარგა ცისფერ პერანგა ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ სა ქა რთვე ლო „ ისმოდა ხმა და უჭირდა სუნთქვა იდგა სარკის წინ და ტიროდა _დავიღალე ,ღმერთო ... დავიკარგე ღმერთო ............................... _ვიღაც ორი ბავშვი იყო მოსული ჩემ დასაყაჩაღებლად. მოვიდნენ შენთან?-დეიდაშვილი ვახშმად ესტუმრა, ჯერ კიდევ მშვიდად მიირთმევდა საუბარი რომ დაიწყო და ღვინის ჭიქიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა _ახლა მეუბნები მაგას? გადაირიე გოგო? _რაღაცები მობოდეს... აშკარად არ იყვნენ არც ფულისთვის და არც რაიმეს დაშავების მიზნით. ვერ ვხვდები რა უნდოდათ , ისეთი პასუხები ჰქონდათ . თითქოს დალაგებული ,მაგრამ აფსურდული. ტყუპები იყვნენ,რიჟები...სახელები აღარ მიკითხავს _არ ვიცნობ, არ ვიცი _იცი ... მატყუებ_ კაცს შეხედა და გაეცინა _ ტყუილი არ იცი,შენ ვის უგვარებ საქმეებს _კაცი არ ხარ თორემ შენ უკეთ შეგიძლია მოტყუებაც,თავის გასულელებაც და სხვების დაბოლებაც,სიმართლის ბოლომდე გატანაც და სამართლიანობის დაცვაც _რომ ვიყო ახლა ციხეში ვიქნებოდი... _ცუდად ხარ? _საიდან მოიტანე _არ ვიცი,რაღაც უცნაური ხარ... დედაჩემს რატომ არ ელაპარაკები _ეგ და ელისო ვიღაც გამოთაყვანებულს მირიგებდნენ _გავაფრთხილე რამდენჯერ და არ ისვენებს _ბოლო იყო, დიდხაანს არ მომეკარებიან და მერე რომ შევურიგდები კარგახანს არაფერს ეცდებიან . დროს მაინც მოვიგებ და მერე კი მივუკაკუნებ 40 წელსაც _შენ მართლა შინაბერობას აპირებ? _არ ვარ უკვე? _ატრ.კებ ბ.ზის შვილი ვიყო . ერთი კარგი ბიჭი რა გახდა... ვერავინ როგორ ვერ დაგკერა _გურამ , შენც არ დაგიფრთხო ანგელოზები ... _მორიგე იყავი ვინმე დაიღუპა თუ რა ხდება ასეთი სახე რომ გაქვს მაშინებ _წელს არამგონია კარგი მოსავალი იყოს. რაღაც არ მომწონს ,ამინდებიც ურევს. უკვე კვირტი ჰქონდა ვენახს რომ დაათოვა და მოყინა. კი დავუნთე ცეცხლი ყველა მწკრივის ბოლოს ,მაგრამ მაინც მეეჭვება რამე გამოვიდეს არადა წელს სხვა გეგმები მქონდა. მარანს სახურავი უნდა გამოვუცვალო,ვფიქრობ კრამიტით გადავხურო ისევ თუ შევეშვა ძველ იერს _ ეზოს მოავლო თვალი , ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა _შევცვალოთ მთლიანად,მაგრამ მე მივდივარ ორ კვირაში _შენ რაში მჭირდები... ხელოსნები ვიცი ვიყიდი მასალას . გელას მანქანით წამოვიღებ და ეგაა. ფული მაქვს გადადებული ,სავარაუდოდ მეყოფა . რომ გადავდო გამიფუჭდება ყველაფერი _ბიჭებს გავაფრთხილებ მოგეხმარებიან _ისედაც მეხმარებიან შენი გაფრთხილების გარეშე... კარგი ბავშვები არიან . გამოცოცხლდა ქუჩა , იმედი მაქვს მაგათი . იცი რა კარგად სწავლობს ლაშა ? მაგარი ვინმეა _შენი დამსახურებაა თორემ ძროხების მწყემსად დატოვებდა მამამისი _ორივეც შესაძლებელია_თქო ვუთხარი და დაიჯერა. რა ჩემი დამსახურებაა ბავშვია ნიჭიერი . მთელი კვირა არ ვიყავი ,ორჯერ მოვედი და ყველაფერი ხელუხლებელი დამხვდა. _ვინ გაბედავს შენთან შემოსვლას _იმ ორმა გაბედა ... _არ იცოდნენ ვინ იყავი _კიდევ რომ გამოჩნდეს ვინმე ვისაც არ ეცოდინება ან ეცოდინება და დაიკიდებს? რა გავაკეთო _ყველა ოთახში გაქვს თითო იარაღი ... ჩემზე უკეთ ისვრი და შიშით არაფრის გეშინია მოვიდნენ და ჩემ ყ.ეს წაიღებენ _ვიფიქრებდი ესეც ჩემი გაზრდილია და უძლეველი ვგონივარ_თქო შენ რაღა გჭირს არ ვიცი _შენნაირს მეორეს არ ვიცნობ ... არც ასაკი განაპირობებს შენს ძალას და არც სქესი . ანდროსაც სულ სჯეროდა შენი ,მართალიც იყო ... ყველაფერს უმკლავდები. მხოლოდ ის არ მოგვწონს მარტოობა რომ გადაწყვიტე _დავხუროთ თემა ... _წამო ცხენებით გავიაროთ ცოტა ,მშვიდი საღამოა _შენ რით ვერ მოხიბლე ვინმე ამ თეთრი რაშით _მე ვერ შევიყვარე ვერავინ თორემ ერთი ხელის დავლება და ჩემი იქნება _და მე აღარასდროს დაგელაპარაკები _კარგიი რაა _რა კარგი,ქალი მოიტაცო იძალადო და მე მერე კაცად ჩაგთვლი? თუ მაგარი ხარ შეაყვარე თავი ,სურვილი გაუჩინე შენთან ყოფნის და მერე მოიყვანე . შენ უნარი არ გაქვს ქალი შეაბა ძალა გაქვს ,ერევი და მერე იყენებ ამ სულელურ სიტუაციას ეგეთ კაცობის რა ვთქვი _ყველა შენნაირად ვერ მოიქცევა და შუა გზიდან არ გადახტება _ნუ მახსენებ _რა დღე იყო სიმონ ... ვიფიქრე მორჩა გადავიდნენ აფხაზეთში_თქო და დაგვადექი მანქანით . _მინდოდა მომეკლა ,კიდევ კარგი ღმერთმა გონება გამინათა და მკვლელად არ მაქცია _დანა ჩაარტყი და მეტი რაღა უნდა გექნა _მემუქრებოდა ... როგორ წავართვი ახლაც არ ვიცი. ვარჯიში არ უნდა შემეწყვიტა,მოვდუნდი ბოლო დროს. თითქოს ძალა აღარ მაქვს,ან დავბერდი და იმიტომ მტკივა ხოლმე ყველა ძვალი . ოპერაციის მერე ძლივს ვდგავარ ხოლმე ფეხზე,ფეხებიც მიშუპდება. თქვენ კიდევ მეუბნებით გათხოვდიო _ამდენ ქალს ამშობიარებ და შენ მაგიტომ არ გინდა მგონი ... _იმდენ უბედურებას ვუყურებ და ვისმენ რისი შემოქმედიც კაცები არიან . არ მგონია ოდესმე ვინმეს ვენდო... კაცები არ ხართ სანდო ქმნილებები ,როცა ქალს ხედავთ და გინდათ გონება გებინდებათ . კიდევ კარგი ლამაზი არ ვარ თორემ ერთი მოტაცება არ მექნებოდა გასახსენებლად _სისულელეს ნუ ამბობ... ნდობაც შეიძლება ვინც ნამდვილი კაცია და შენ კიდევ ყველაზე ლამაზი ხარ . თვალებს რომ აბრიალებ მაშინ განსაკუთრებით _ გაიცინა და გოგოს ხელი მოხვია. ბრილიანტი ხარ _თავზე აკოცა და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა _იცი ვინ იყვნენ ის ტყუპები ხომ? _დაივიწყე . ვერ დაივიწყებდა, მაგრამ ზედმეტადაც არ ჩაძიებია. დაელოდა მოლვენების განვითარებას. გზას რომელიც სიმართლეს ყოველთვის ააშკარავებს ხოლმე. .................................... კაბინეტში იჯდა და პაციენტის ისტორიას ავსებდა კარზე რომ დააკაკუნეს და პასუხის მიღებამდე შევიდნენ. ბიჭი გაამოჩნდა ჯერ შავი სამოსით , სათვალითა და სიარულის დამახასიათებელი მანერით. ხელზე ტატუ ჰქონდა ,ატირებულ გოგოს ხელი ჩაავლო და ოთახში ისე შეიყვანა . დაჯექიო თავად ანიშნა თითქოდ საკუთარ ტერიტორიაზე იყო _გისმენთ _ექიმო აბორტი უნდა გაუკეთოთ ამ გოგოს ,დღესვე ! _ ფული მაგიდაზე დაუდო და ბრძანებაც გასცა _მე აბორტს არ ვაკეთებ თუ ნაყოფი უკვე მკვდარი არ არის ! _არ აკეთებთ ... ახლა გააკეთებთ . ყველაფერი პირველია _ ქამარში გაჩრილ იარაღზე მიიდო ხელი თუმცა ევას რეაქცია არ ჰქონია. გოგონას უყურებდა მხოლოდ _რმდენი კვირისაა ნაყოფი _უპასუხე ... როდის ჩაიგორდი იმ გამ.სირებულს _ თავდახრილ,ატირებულ გოგოს მხარზე ჰკრა ხელი და შეანჯღრია _ამოღერღე გოგო _4 თვისაა _ოხ მე შენი ... უნდა ჩამეძაღლებინეთ ორივე . დაბრუნდება და მე კაცი არ ვიყო შენ წინ თუ არ დავკლა ღორივით _ხელი გაუშვით ! _ ყელში ამოუვიდა და ტონიც შეიცვალა _ ოთახი დატოვეთ და ეს ფულიც თან წაიღეთ. გოგონას აბორტს არ გავუკეთებ ! _სხვები ყველანი კაცები არიან შენ ხარ მხოლოდ ქალი თორემ შენთან რატომ მოვიყვანდი. ამდენი ლაპარაკი რად მინდა მეტი ფული გინდა?მითხარი და მოგიტან როგორც კი დაასრულებ _ვინ არის შენი _და _გინდა მოკვდეს? ამ ვადაზე აბორტი რომ გავუკეთო შეიძლება მოკვდეს ან სამუდამოდ უშვილო დარჩეს. თუ ეგ გინდა წაიყვანე და მოკალი. მე არ ვაპირებ ამ ამბავში მონწილეობას და ხელს თუ არ გაუშვებ გეფიცები ახლოს ვერ გაეკარები სანამ თვითონ არ მოინდომებს _ნუ მაცინებ ... ახლავე ადგები დააწვენ და მოაშორებ ბავშვს. მერე მოვიყვან და ამოკერავთ ისე თითქოს კაცი არ შეხებია _საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები. რაც გითხარით ვერ გაიგონეთ თუ ვერ გაიაზრეთ ... ეგ იარაღი მომაშორე თუ არ გინდა რომ შენკენ იყოს მომართული _ დაიცა მემუქრები ? ჩემო დაიკო შენ არ იცი ვინ ვარ _ვინ ხარ ... _ჩემი დედა მოვტყ.ნ ეს ვისთან მოვხვდი . ქალი ხარ არ მინდა ახლა შენთან ჩხუბი ფულს გაძლევ გააკეთე რასაც გეუბნები და წავყვან _პაციენტთან დამტოვეთ რამდენიმე წუთით. ოპერაციამდე მომზადება სჭირდება და იმედია საოპერაციიშიც არ შემომყვებით _ანუ გაუკეთებ... გავდივარ . კართან ვიდგები როგორც კი გაიხურა კარი მაშინვე წაამოდგა და გოგონასთან მივიდა . _დამშვიდდი, ნუ ტირი ... ყველაფერი კარგადაა. აი წყალი მოსვი და ცრემლები შეიმშრალე _ ჭიქა მიაწოდა და თავი ააწევინა_ შეგიძლია სიმართლე მითხრა... იძალადეს და ბავშვის მოშორება გინდა თუ შენი ძმისთვისაა არასასურველი და მისი გადაწყვეტილებაა _არა ... მე მიყვარს გიგა და მასაც ვუყვარვარ. არავის არაფერი დაუძალებია,ახლა რუსეთშია წასული საქმე აქვს და ორ კვირაში რომ ჩამოვა ყველაფერს ვეტყვი. დარწმუნებული ვარ გაუხარდება და ერთად ვიქნებით. ჩემი ძმა ვერ იტანს , ვერ დავმალე ორსულობა არადა სულ ცოტა დროა დარჩენილი. არ მინდა ბავშვის მოკვლა,გთხოვთ _კარგი დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება . გამხდარი ხარ ისედაც, სახეზე ფერი არ გადევს არაფერს ჭამ? _გული მერეოდა სულ და ვერაფერს ვჭამდი. ვნერვიულობდი , თან ლექციებზე დავდიოდი _მოვაგვარებთ ... არაფერი მოხდება თუ შენ არ გინდა. თუნდაც გინდოდეს მე მაინც არ გავაკეთებდი აბორტს ,მაგრამ როცა არ გინდა არავის აქვს უფლება შენ გარდა . ამ ბიჭს მშობლები,ნათესავები ვინმეს არ იცნობ ? რომ დაელაპარაკო და დაგეხმარონ. ან დედაშენი რას ამბობს... ვინმე არ არის ვინც შენ ძმას შეაჩერბს და შენ დაგიცავს? _არ ვიცი... სოფელში ცხოვრობენ ნათესავები . მე ჩემი კურსელის დაბადების დღეზე გავიცანი მის ოჯახს არ ვიცნობ... დედაჩემი გაგიჟდა,მცემა . არ დამეხმარება,მამაჩემმა არ იცის თორემ მომკლავდა ნამდვილად. რა უნდა ვქნა ახლა ,რა უნდა ვქნა ღმერთო _შემომხედე , შენ მთავარია მოინდომო სულ რომ მარტო იყო ამ სამყაროში ის შენთან არის უკვე. ცოცხალი არსება შექმენი და არასდროს დაგტოვებს შენ თუ მასზე არ იტყვი უარს. მთავარი არის ახლა ის და მასზე ზრუნვა . სხვა ყველა და ყველაფერი უმნიშვნელოა. უარს ამბობენ შენზე? მარტო შეძლებ . მე აქ ვარ და სანამ მე ვარ არაფერი გემუქრება . დერეფანში გასვლას აპირებდა ხმაური რომ შემოესმა და კარის გაღებისას ის დაინახა ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. თადა ,რომელსაც უკვე მოესწრო რამდენიმე დარტყმა და ახლა კითხეში მიმწყვდეულს ისე უჭერდა ყელში ხელს ცოტაც და დაახრჩობდა _ბავშვი თუ მოკალი ... გეფიცები შენც ზედ მიგაყოლებ . მითხარი სად არის ზუსტად რომელ ოთახშია _თადა ... აქ ვარ _ გოგონა მისკენ გაიქცა და მოეხვა _როგორ მიპოვე. ღმერთო რა კარგია _ყველაფერი რიგზეა ? - თავზე გადაუსვა ხელი და ზემოდან დახედა _კი ... ექიმი დამეხმარა _ჩემ დასთან შენ რა გესაქმება . გოგო არ შემშალო ამისგან ელოდები ბავშვს თუ გიგასგან _ხმა ჩაიგდე ! აქედან გაქრი სანამ მრთელი ხარ ... _ჩემ დასთან შენ რა გესაქმება ბიჭო... ჩემი დაა შენ ვინ გეკითხება _დღეიდან ჩემია და ახლოს რომ გაეკარო ,ნერვები შენ გამო რომ მოეშალოს ყველა თითს სათითაოდ დაგამტვრევ იცოდე _ ზურგით იდგა , ევა მის სახეს ვერ ხედავდა ,მაგრამ წარმოედგინა როგორ უყურებდა მსხვეროლად გადაქცდულ მოძალადეს. სიტყვა არ უთქვამს,იდგა და თვალს ადევნებდა მიმდინარე პროცესს. გოგონა დამშვიდდა, აშკარად ენდობოდა თადას. საერთოდ შეეცვალა გამომეტყველებაც და დგომის მანერაც კი. _არ შეგარჩენ ... _დაგელოდები მუქარისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გოგოს დახედა და შემდეგ ევას გაუსწორა მზერა-ექიმო თქვენ ასე მარტივად კლავთ სხვის ბავშვებს? _არა , თადა ის დახმარებას აპირებდა. შენ რომ არ მოსულიყავი ის მაინც არ გამიკეთებდა ოპერაციას ... _თქვენ იზრუნებთ მასზე ,მიხარია ... უკაცრავად შემოვლაზე უნდა წავიდე _კონსულტაცია გვინდა ჯერ ,ექიმო _მასთან ვინც ასე მარტივად კლავს სხვის ბავშვებს?_ ქვემოდან უყურებდა, მკლავზე შემოხვეულ მის თითებს დახედა და ხელი გაითავისუფლა_ სხვა ნებისმიერ ექიმთან შეგიძლიათ მიბრძანდეთ _გთხოვთ ექიმო მე სხვასთან ვერ მივალ... ჯერ საერთოდ არავისთან ვყოფილვარ რომ ვმალავდი . თანაც მეშინია ყველამ არ გაიგოს_გოგონას მავედრებელი ხმა ჰქონდა _გთხოვთ _კაბინეტში შემობრძანდით მარტო ან თუ ის არის ბავშვის მამა მასაც შეუძლია შემოგყვეთ _ ბოლო სიტყვები ისე თქვა უკან არ მიუხედავს. გაეღიმა ზღურბლს მიღმა რომ დარჩა თადა და თავად მოხურა კარი. _თადა ჩემი გიგას მეგობარია ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს ... გიგა იქ მის სახლშია და უთქვამს ჩემზე . _რადგან ყველაფერი დალაგდა გადავიდეთ ბავშვზე _ ზედმეტი საუბარი აღარ უნდოდა. კონსულტაცია გააგრძო და ბოლოს რეკომენდაციებიც გასცა. _ყველაფერი კარგადაა? _ანალიზებს გაუკეთებენ ქვემოთ ... ხვალ დილით მეცოდინება პასუხები და თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება მობრძანდით და დამატებით დანიშნულებას მოგცემთ. _გასაგებია ,გმადლობთ _ეს გრჩებათ _ გოგონას ძმის მიერ დატოვებული ფული მაგიდიდან აიღო და გზაში დააწია გოგოს . _კონსულტაცია _საჭირო არ არის ... ხვალ შევხვდებით _თადას ისევ არ უყურებდა ასე ძალიან რატომ გაუბრაზდა თავადაც არ იცოდა ............................. მორიგე იყო იმ ღამით. რამდენიმე მშობიარე ჰყავდა ერთდროულად და მათგან ორი რთულად მიმდინარეობდა. გამთენიისას მიიღო ბოლო ახალშობილი და დაქანცული შევიდა კაბინეტში. დივანზე იწვა ,თვალებზე ფერადი ქუდი ეფარა და ეძინა კარის გაღების ხმა რომ ჩაესმა. ექთანი დააუკაკუნებლად არ შევიდოდა, ახალი პაციენტი თუ ჰყავდათ შორიდანვე გაიგებდა ხმას . მძიმე ნაბიჯებით უახლოვდებოდა ვიღაც , იქვე დაიხარა და ის იყო უნდა შეხებოდა ხელზე რომ წაავლო _ხელს ნუ მომტეხ ექიმო,მჭირდება _თადა? _ ჯერ კიდევ უჭერდა ,ჯიბიდან ამოღებული სკალპელი ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და ისე უყურებდა _ვერ მოვისვენე ,ბოდიშის მოსახდელად მოვედი ... რამდენიმე საათი გელოდი . სულ თან გაქვს ბასრი საგნები?_ თვალი გააყოლა ქალის ხელს უკან ჯიბეში რომ დააბრუნა სკალპელი და პოზა შეიცვალა _ქურდივით არ იპარებიან უცნობი ადამიანების კაბინეტში თანაც ამ დროს ... უკვე ორი ბოდიში გაქვს მოსახდელი ერთი არაპროფესიონალ ჯალათად რომ გამომიყვანე და პროფესიული შეურაცხყოფა მომაყენე და ერთიც ძილის დარღვევისთვის ... _ ფეხსაცმელი ჩაიცვა,მანძილი გაზარდა და სავარძელში მოკალათებულს კუშტი მზერა მიაპყრო _როგორ გამოვისყიდო დანაშაული... _შეეშვი ზედმეტ მცდელობებს ... თვალში ნუ მეჩხირები _საშიში ქალი ხარ თუ ყველა გაშინებს და თავს იცავ _ შვიდი ბავშვი გაჩნდა ჩემ ხელში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში და გგონია მაქვს დრო ან ენერგია ახლა შენთან ჩემი სულიერი სამყაროს განსახილველად ან შენ ხარ ის ვისაც ვესაუბრები? _გეშინია ... და შენი უნდა ეშინოდეს ყველას ჩემ გარდა _მეკაჩავები თუ მკერავ _თვალებში უყურებდა,მზერა წამითაც არ მოუშორებია ბოლოს დივანს მიეყრდნო ,ფეხი ფეხზე გადაიდო და გაუღიმა _ისევ შევხვდით _და? _გამომყვები საბაგიროთი გორაზე? _შენ შიშებთან ბრძოლას არ ვაპირებ _მე კი ძალიან მინდა ერთად ვიბრძოლოთ _თავადაც არ იცი რა გინდა ... გამოიძინე . მგონი ვერ შეეჩვიე ქუთაისურ რეჟიმს . აქ ყველას სძინავს 10 საათზე . ფრთხილად იყავი ეგ ტყავის პლაში არავინ გაგხადოს _ საყელო გაუსწორა,იღიმოდა და ღელვას ფარავდა ,მაგრამ მისი გულისცემა ესმოდა თადას. გრძნობდა გაღრმავებულ სუნთქვას _ამას ვითხოვებ და თავდაცვისთვის გამოვიყენებ _ ჯიბიდან ისე ამოაცალა სკალპელი ევამ ვერც იგრძნო _რას ვსაქმიანობო რა მითხარი? _მასწავლებელი ვარ _ქართული ენისა და ლიტერატურის? _საბაგიროდან რომ გადავხედავთ ქუთაისს შემდეგ მოგიყვები ჩემ ცხოვრებაზე ევას მზერა თან გაიყოლა და წავიდა. იცინიდა, არც გაბრაზებულა, უცნაური იყო,უჩვეულო და არა’ჩვეულებრივი ყოველი შეხვედრა მერლანთან .................................................. ორი დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნებულს მაგიდაზე დაუხვდა შეხვეული ნახატი რიონის თავზე წითელი და ყვითელი საბაგიროები იყო დახატული . ზემოდან კი ფურცელი იდო წარწერით „ დედამიწაზე თუ არავის ენდობი ცაში ავიდეთ ერთად და იქ დავსვათ ნდობის ათვლის წერტილი“ წასვლას არ აპირებდა ,მაგრამ გადაიფიქრა. მძიმე მშობიარე ჰყავდა, 16 წლის გოგონა მაღალი არტერიული წნევითა და პრეეკლამფსიით. იბრძოლა ,მაგრამ დამარცხდა . ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ეზიზღებოდა სიცოცხლის სიკვდილთან დამარცხების ყველა მომენტი. სუნთქვა ეკვროდა ყურებში ესმოდა დედობის სურვილის მქონე ბავშვის ტირილის ხმა. მორიგეს გადააბარა დარჩენილი პაციენტები და შენობა დატოვა . სუნთქვა უჭირდა , ჰაერივით სჭირდებოდა განტვირთვა. მანქანასაც რაღაც დაემართა, ვერ დაძრა და საჭეზე იყო შუბლით მიყრდნობილი კარი რომ გაიღო _ევა _ შიში დაინახა კაცის ხმაში ,სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად რომ გადაუწია და ქალმაც მისკენ გაიხედა ამოისუნთქა _ წამომყვები თუ გეშინია უცხო კაცთან ერთად მგზავრობა ,მიწაზეც _საბაგირო ამ დროს იმუშავებს? _ ჩანთა აიღო ,გასაღები გამოაძრო და ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი ჩაკიდა. სუნთქვა აღარ უჭირდა,გაეღიმა კიდეც თადამ ხელზე რომ დახედა _ მზის ჩასვლისას კიდევ უფრო ლამაზია ჩემი ქუთაისი _მანქანა აქეთ მყავს _არ მახსოვს ბოლოს როდის გავისეირნე ... მანქანითაც სულ ღამე დავდივარ ,თან ჩქარა და ვეღარაფერს აღვიქვამ _მანქანიდან რაღაცას ავიღებ და გავიდეთ _ მოშორებით მდგომ შავ გაზ24თან მივიდა , ჯინსის ქურთუკი და სიგარეტის შეკვრა აიღო. _მომაწევინებ ? _უკვე მოპირდაპირე ქუჩას მიუყვებოდნენ რომ გახედა და დაელოდა _თავი გინდა გადამაწონო ?_ჩაიცინა და შარვლის უკანა ჯიბიდან მარლბოროს შეკვრა ამოაცურა წინიდან კი რკინის სანთებელა _პაზორია ქალი რომ ეწევა და თავი მოგეჭრება სანაცნობოში შენი ქალი რომ გააბოლებს ? _კბილებს აფუჭებს და სტომატოლოგების ისე მეშინია მენანები შენც _ ღერი თავად ამოიღო მიაწოდა და მოუკიდა კიდეც. ევას არ გამორჩენია ყუთში კოხტად ჩალაგებული გადახვეული სხვა მოსაწევი ,მაგრამ არაფერი უთქვამს. _სისულელეა , საერთოდ არ ამშვიდებს _პირველად რომ არ ეწეოდა და თადას გაღიზიანება არ ჰქონდა მიზნად ფაქტი იყო ,მაგრამ აქტიური მწეველიც არ გახლდათ _ გახსოვს პირველად როდის გასინჯე? მე მახსოვს და მაშინაც უბრალოდ ინტერესი მქონდა ,თორემ ზუსტად ვიცოდი 5 წუთითაც ვერ მიშველიდა. _ჩვენ ოჯახს თამბაქოს პლანტაცია ჰქონდა ... სიგარეტს თვითონ რომ ამზადებ სინჯავ კიდეც . მე ჯერ ვყიდდი და მერე დავიწყე მოწევა , რეალიზაცია უფრო მარტივია როცა თვითონ ხარ მომხმარებელი . ძერსკი ტიპი იჩითები სიგარეტით ხელში,შავი სათვალით და ტყავის კურტკით 15_16 წლის ასაკში შენი შემოსავალი რომ გაქვს _კანონდამრღვევი პედაგოგი ხარ, რომელიც კუსტარულად დამზადებულ სიგარეტს ყიდის? _ვაჭრობა რომ არა ცივილიზაცია არ იარსებებდა ... მომავლის საქმიანობაც ეგაა _ ხალხს უყურებდა, რომელთა მზერაც ევასკენ იყო მომართული. ქალისკენ ქართული იერით ,რომელსაც ეცვა გრძელი ერთიანი კაბა აბოლებდა სიგარეტს და მშვიდად განაგრძობდა სიარულს _რუსეთში რას აკეთებდი , ბებოს მოყვანილი თამბაქოთი დამზადებულ სიგარეტებს ყიდდი იქაც? _ბებო აღარ მყავს , სახლიც გაყიდა დედაჩემმა და სიგარეტსაც აღარ ვეწევი იმდენს რამდენსაც ადრე _მართლა მასწავლებელი მგონიხარ უკვე ... _ჩემი ნახევრად რუსი ქართულის მასწავლებელი უფრო მეტ ბარბარიზმს იყენებდა საუბრისას ვიდრე მე ... რუსული სკოლა დავამთავრე _ თეთრ ხიდზე შეჩერდა და ზემოდან დახედა რიონს _შენც ხტებოდი აქედან რიონში? _ პირველად რომ გადავხტი ერთი გოგო მომწონდა ძალიან და ჩემი ძალის დამტკიცების მცდელობაში ვიყავი... სულ დამავიწყდა ცურვა რომ არ ვიცოდი . ძმაკაცი გადმომყვა და მიშველა თორემ თავის მოჩვენებას დიდხანს ვერ შევძლებდი _და გოგომ რაო _გოგო იმ ძმაკაცის ცოლია დღეს , სამი შვილი ჰყავთ . უფროსმა შვილმა ცოტა ხნის წინ მოიტაცა გოგო და იმდენი ხანია დაკარგულები არიან შვილიშვილიც რომ ეყოლოთ წლის ბოლოს არც ეგაა გამორიცხული _ძმაკაცმა გოგო აგახია და ასე მშვიდად ყვები? _ ქარი თმას ურევდა. კოსად შეიკრა და თადას მზერაც მის ყელზე განლაგებულ პაწაწინა ხალებზე გადავიდა. პირველი შეხვედრისას რომ შეამჩნია და ახლაც ვერ წყვეტდდა თვალს _ყველას მოგვწონდა ისეთი ლამაზი იყო ,მაგრამ მას მხოლოდ ჩემი ძმაკაცი უყვარდა და მასაც ჩვენგან განსხვავებით სიყვარული ამოძრავებდა მხოლოდ. რომ მივხვდი რაც ხდებოდა იმ წამსვე შევწყვიტე _თვითმკვლელობის მცდელობებით თუ კერავდი გოგონებს საბაგიროდან ფრენაზე ნუ იფიქრებ ... შენ გადასარჩენად რიონში არ გადმოვეშვები იცოდე _მას მერე იმდენი წელი გავიდა ყველაფერი შეიცვალა _ახლა შენ გამო ხტებიან გოგონები წყალში? _როგორი ირონიული ხარ ,დასცინი ჩემ ყმაწვილკაცობის პერიოდს. არადა როგორი გულწრფელი ვარ _ცრემლები გაკლია და დავრწმუნდები რომ შენ გულს შევეხე _ჩემ გულს შეეხე _ იდგა,უყურებდა ხიდის მოაჯირს მიყრდნობილს , მზის ჩამავალი სხივები რომ ეხებოდა სახეზე და ყელზე . სიგარეტის კვამლს მაღლა ცისკენ რომ უშვებდა და სევდის თან გაყოლებას რომ ცდილობდა . თითქოს დაიღალა ისე შეწყვიტა მოწევა და თეთრ ქვებს დახედა _გგონია შენი გული გაუძლებს? მე არ მგონია გაუძლოს ჩემთან მაკავშირებელ გრძნობებს ამიტომ გირჩევ გაჩერდე _რა დროს გაჩერებაა იმ საბაგიროში უნდა მოვხვდეთ იქამდე კი სიყვარულის ბაღში უნდა შევიდეთ_ ხელი ისე ბუნებრივად ჩაკიდა თითქოს სულ ასე დადიოდნენ _აქ არ ეპატიჟებოდი გოგონებს ?-ბაღში იყვნენ უკვე _ბიჭები დავდიოდით ,შემოვჯდებოდით ამ ბეტონის გალავანზე და შუაღამემდე ვრჩებოდით _ყომარობდით,სვამდით,ეწეოდით ... არადა კულტურულ ცენტრში იყავით _ნუ მტუქსავ ბავშვობის ცელქობებისთვის ... _როგორ გეკადრებათ დატუქსვა ბატონო თადა . მე ვინ ვარ რაიმე მიგითითოთ _წავედით? _დანიშნულების ადგილას იყვნენ . სულ რამდენიმე საფეხური და ნაბიჯი აშორებდათ მიზანს . ევას შეეძლო უკან გაბრუნება, შიშის აღიარების გარეშე სულ სხვა არგუმენტის მოფიქრება და მაინც მას სურდა განეცადა ეს შეგრძნება. საკუთარ თავს ცდიდა,სჯიდა თუ თადასთან ერთად სურდა დაბრკოლების გადალახვა ვერ გეტყვით . რამდენიმე წამი და ცაში დაკიდებულ წითელ საბაგიროში იდგნენ. თადამ მისი თითები იპოვნა ,ხელზე აკოცა _ყველა შიში შეიძლება მართო უბრალოდ უნდა მოინდომო და საჭირო ადაამიანი იპოვნო თანმხლებად _ისე შეარჩია სიტყვები თითქოს საკუთარ შიშზე საუბრობდა _შენ არ იცი შიში რა არის _ ხელი გაითავისუფლა, ყველა მხარეს საოცარი ხედი იშლებოდა და დრო არ ჰქოფნიდა დაკვირვებისთვის _ მაგრამ იცი როგორ მოატყუო... ვიცნობდი ერთ შენნაირ კაცს _შენ მე არ მიცნობ _საკმარისად მარტივი ხარ ... გადასვლა არ მინდა უკან რომ გავბრუნდეთ ხომ შეიძლება _ გორაზე ფეხის დადგმაც არ უცდია , არადა ულამაზესი იყო იქაურობა. ლამაზი და საშიში . არ ენდობოდა იმდენად რომ იქ მასთან ერთად დარჩენილიყო. ძალას როგორ ინარჩუნებდა ესეც არ იცოდა, წამითაც არ გაუხედავს კარისკენ,მხოლოდ ხედს უყურებდა თორემ სიმაღლიდან ვარდნის შიში პანიკამდე მიიყვანდა . _აქაურობა რატომაა ასეთი მშობლიური და ლამაზი ვერ ვხვვდები. სულ რამდენიმე წელი ვიცხოვრე და ასე როგორ შემიყვარდა _სიყვარულს დიდი დრო არ სჭირდება ... _გულში ითვლიდა უკვე, ბოლომდე ეგონა ,რომ თადამ ვერაფერი შეამჩნია _აღიარებას სჭირდება _ გადავიდა და ევას დაელოდა .ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა,წამით წარმოიდგინა რომ წინ არაფერი ხვდებოდა . თვალები რომ დახუჭა და თითები სახეზე აიფარა გულის წასვლის შეგრძნება გაუჩნდა და მერე საყრდენი გაუჩნდა თადას სახით. როგორ მივიდნენ სკამთან არ ახსოვდა,ქუთუთოებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და სუნთქვას ცილობდა თავბრუსხვევის გასაქრობას ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებდა და მაინც მოხრჩობის შეგრძნება არ ნელდებოდა. ფეხებში ძალა გამოეცალა ,ერთიანად დაბუჟდა _მიწაზე ვართ...შენთან ვარ. არაფერი ხდება . სახლში დაგაბრუნებ _ თადას ხმა ესმოდა, მხოლოდ ხელებზე ეხებოდა . მის წინ იყო ჩამუხლული და თითებზე თითებს უჭერდა _მე წავალ და შენ აღარ ეცდები ჩემთან შეხვედრას _ერთად წავალთ... სახლამდე მიგაცილებ და გნახავ რომ მოგენატრები _სახლის მისამართსაც გავაგებინებ კაცს , რომელმაც სამსახურში მოსვენება დამიკარგა და ისეთი სიხშირით მოდის როგორც ბოლო ტრიმესტრში მყოფი მშობიარე? ბოლოს რა თქვი?მე მომენატრები და არა შენ მოგენატრები? ... იქნებ არცერთი _შენ თორემ მე ახლაც მენატრები ... _მონატრება ხომ არ გერევა სხვა სიტყვაში და საერთოდ გრძნობაში _წამოდგა,ეგონა კამათმა გამოაფხიზლა ,მაგრამ ფეხზე მყარად დგომა მაინც ვერ შეძლო. ისევ თადა იქცა მის საყრდენად _რაც არ უნდა დავარქვათ შენც იგივეს გრძნობ და რასაც ჯერ არ იაზრებ იმის გააზრებაში დაგეხმარები _ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და იჭერდა_ხელში აგიყვანდი და ისე მივიდოდით მანქანამდე ,მაგრამ იფიქრებენ მოიტაცაო და ასე უცებ ჯერ კიდევ მოუთვინიერებელი ცოლად საშიში ხარ_სიტყვა არ უთქვამს მის მდგომარეობზე,ერთხელაც არ გაუმახვილებია ყურადღება ევას შიშზე . _ხელს თუ არ გამიშვებ შემიძლია გავნო _ვიცი,რომ შეგიძლია _ თავზე აკოცა ,პატარა ბავშვს რომ დასამშვიდებლად კოცნიან ისე _ სახლში რომ მიგიყვან მერე იტირე ,ახლა შენი ცრემლები რომ დავინახო სინდისის ქენჯნა გამაგიჟებს _გულწრფელი იყო, მხოლოდ ევამ არ იცოდა ზუსტად რას გულისხმობდა. ჯერ ტაქსით იმგზავრეს , მძღოლი უცნაურად უყურებდათ. თადამ საჭიროზე მეტი მისცა და პირველი გადავიდა. ევა ხმას არ იღებდა ,დანებდა ,დამორჩილდა,ზრუნვის საშუალება მისცა და მიენდო თორემ ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში ყოფილა მარტო და ფეხზე მყარად მდგომი. _შენ მანქანას გავაკეთებინებ და ხვალ რომ არ დაგხვდება იცოდე მე მეყოლება ... საღამომდე დაგიბრუნებ _ხვალ არ ვმუშაობ _სახლში მოგიყვან _და კიდევ ერთხელ შევხვდებით _არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მნახავ, ერთიც სააკმარისია _საწამლავივით ხარ , ერთი წვეთი რომ კლავს ? _ თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი. მისკენ გაიხედა და დააინახა როგორ გაეღიმა _ყველა გზით მებრძვი ,როგორი ქალი ხარ _ჩვეულებრივი_თქო ვერ გეტყვი _არ მეტყვი საით უნდა წავიდე , არა’ჩვეულებრივო ევა? _არ იცი ? _რომ ვიცოდე სახლში გამოგიგზავნიდი წერილს _საინტერესოა როგორ _ბავშვები არ გყავს სოფელში? _მყავს ... მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და უდროო დროს მოსულ სტუმარს თანაც ახალგაზრდა კაცს ასეთი მანქანით მარტივად შეამჩნევენ _მაფრთხილებ რომ ვერაფერს დაგიშავებ თუ გინდა გავითვალისწინო ხალხი რომ არ ავალაპარაკო _ხალხმა რაც არ უნდა თქვას მე ვიცი ჩემი სიმართლე. ბრბოს თავის გადასარჩენად როგორც აწყობს ისე ხედავს _ჩემი არ უნდა გეშინოდეს _მხოლოდ საკუთარი თავი მაშინებს ... ზღვარი რომ ვერ დავიცვა,ბრაზი ვერ ვაკონტროლო და ვინმეს თავად დავსაჯო დანაშაულისთვის. _ნამდვილად საშიშია, როდესაც ძალა გაქვს და ფეთქდები . ლამის ყელი გამომჭერი _უნდა დააკაკუნო ოთახში შესვლისას... მე იმდენი გიჟისგან დამიცავს თავი მუშაობის დროს. იმდენი არანორმალური შემომვარდნია და დამსხმია თავს . სხვას რომ დაველოდო როდის მომეშველება ახლა დიდი ხნის მოკლული ვეყოლებოდი რომელიმე იარაღიან გიჟს,ნარკომანს ლომკის მოსახსნელად ან კიდევ პაციენტის შეშლილ ოჯახისწევრს რომელსაც 9 თვე არ მიუყვანია ექიმთან ორსული და უკვე ლამის ნამშობიარები გაჭედილი მოგუდული ბავშვით რომ მოჰყავთ ითხოვენ გადაარჩინო თუ ვერ გადაარჩენ შენც ზედ უნდა მიგაყოლონ . თავიანთ დანაშაულს და სიბეცეს არავინ აღიარებს ძალას ავლენენ და მეც იგივე იარაღით ვხვდები. თავს არ მოვაკვლევინებ მას ვისთანაც მართალი ვარ თუ ოდესმე დამნაშაავე ვიქნები საკუთარ თავს მე გამოვუტან განაჩენს და მევე აღვასრულებ _საკუთარი თავის მიმართ უფრო შეუწყნარებელი ხარ დარწმუნებული ვარ ... _რაც უფრო ახლობელია ადამიანი მით უფრო რთულია პატიება _პირიქით არ უნდა იყოს? როცა გიყვარს პატიობ _და ხდები სულელი ქალი ,რომელსაც სულ შეგიძლია მოატყუო,ატკინო,დაამცირო _ნორმალურ ადამიანს ვგულისხმობდი და არა ნაბიჭვრებს ... ახლა საით ? _მარჯვნივ შეუხვიე და პირდაპირ _ამ გზას ყოველდღე გადიხარ ? _მორიგე როცა არ ვარ მაშინ... შევეჩვიე და თან ნივა ყველგანმავალი მყავს. მთაშიც მაქვს ერთი სახლი , იქ ზამთარში საერთოდ ვერ ავდივარ და ამ წვიმების დროსაც გზა ისეთ მდგომარეობაში იყო იმედია სახურავი არ ჩამოინგრა. იმდენი საქმეა რომ მძინავს სინდისის ქენჯნა მიჩნდება ... _ხომ გეხმარებიან _სულ , სახლში რომ არ ვარ მეზობლები მყავს არაჩვეულებრივი . არაფრის დაკარგვის და გაფუჭების მეშინია ... როცა ვარ და საქმეა მაშინაც გვერდით არიან ისინიც და ნათესავებიც . ობოლი ვარ,მაგრამ მარტოდ_მარტო არ დავუტოვებივარ ჩემ მშობლებს _მე დამტოვეს ... _რამდენი წლის იყავი რომ გარდაიცვალნენ _არ ვიცი გარდაიცვალა თუ არა ,არც მაინტერესებს. მე რომ დამტოვეს ჩვილი ვიყავი. მამა არც ვიცი სად იყო და დედა მშობიარობის შემდეგ სამშობიაროდან გაიპარა ... გყოლია ალბათ ჩემნაირი ბავშვები ,ცივსისხლიანი დედები რომ ჰყავთ გააჩენენ და მიაგდებენ თითქოს მისი არაა _მყოლია, მრავლად ... და ვფიქრობ მადლიერები უნდა იყვნენ ის ბავშვები ასეთ არაადამიანებთან რომ არ იზრდებიან . ბავშვთა სახლში გაიზარდე? _მერე მიშვილეს ... უფრო სწორად მიყიდეს 1500 მანეთად . თქვენს სამშობიაროში რა ღირს ახლა ჯანმრთელი ბიჭები ? _ჩემთან ბავშვები არ იყიდებიან _დარწმუნებული ვარ შენ არ ყიდი ,მაგრამ სხვებზეც ნუ დადებ თავს _ორი დღეა დაბრუნდი და რა ინფორმაციები გაქვს _წასვლამდე ვიცოდი ბევრი _ვინ ხარ _ხომ გითხარი აღმზრდელმა მშობლებმა რაც დამარქვეს , მამობილის გვარიც _ქუთაისში ცხოვრობდით სუულ? _არა ,დედობილი ხულოდან იყო და ხშირად იქ ვიყავით . მამა რუსეთში რომ მიდიოდა ბებია მყავდა ანჩხლი და დედაჩემი რომ არ გაგიჟებულიყო ჩემთან ერთად მიდიოდა მთაში. ბევრგან მიცხოვრია ,ბევრი მინახავს და ბევრი ვიცი _აღმზრდელი მშობლები სად არიან ახლა _ორი წლის წინ გარდაიცვალნენ ... მძიმე გახდა ჩვენი დიალოგი _გამოდის შენ ორმაგად ობოლი ხარ... ნამდვილი მშობლების ვინაობა არ გაარკვიე? _ვიცი ვინც არიან , სადაც არიან და როგორ ცხოვრობენ ... იმათ არ იციან მე ვინ ვარ . არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი ,ცოცხლებს შორის სამმა ადაამიანმა იცის ნაყიდი რომ ვარ და მეოთხე გახდი . _ნება შენია... მე მეტად ამ თემას არ შევეხებით _მოვედით ... _ქუჩა სავსე იყო ბავშვებითა და მოხუცებით. ჭიშკართან მუხის ძირში დიდი ხის მაგიდა და სკამები იყო სულ იკრიბებოდნენ ხოლმე . ევამაც იქ გააჩერებინა _გმადლობ . იმედი მაქვს ამ მისამართს დაივიწყებ და მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევისას გამოიყენებ. _ შენი ნახვა რომ მომინდება კლინიკაში გიპოვნი ... არ ამიკრძალო, ხომ გითხარი ვერ გავითვალისწინებ _მეგობრობა .... _მეგობრობა არ მინდა! მხოლოდ მეგობრობა არ _ მაშინვე შეაწყვეტინა ,ისევ ხელზე აკოცა და ევა რომ გადავიდა წამსვე დაძრა მანქანა. _ევა ბებია შენახარ? შენ მანქანას რა დეემართა კი მარა... ხო გაქ მშვიდობა _ მე ვარ თალიკო ... როგორ ხართ ძვირფასებო?_ქალებს მოეხვია და ცარიელ ადგილას ჩამოჯდა _ ჩემ მანქანას რაღაც დაემართა და მეგობარმა მომიყვანა. თქვენთან რა ხდებოდა ეს ორი დღე? _არაფერი ბებიკო . ამ ჩვენმა ლადოიამ ქალი მეიყვანა საცხეიდან... იწეწავდა ნუნუ ყველაფერს თმა არ დეიტოვა თავზეც და იქინეც. ასე გარეგნულად არაფერი ჭირს ბრმაი არაა,ყრუი და კოჭლი რა ვიცი რამ გადარია ე ქალი. შეწუხდა მერე,ძლივს მოვაბრუნეთ _საწყალი ის გოგო მაგის ხელში...რა ქვიაო რა თქვეს? _ლია ,ასე არ თქვა გოგო?_ ბავშვს გახედა _არ ვიცი მე _აბა რა იცი გოგო ... დედაშენივით ლენჩი რავა გამოდი,არაფერი თქვენ არ გაინტერესებთ _სხვისი რძალი ეცოდება და თავისი შეჭამა ცოცხლად _აკისკისდნენ ერთხმად ქალები . მათთან ყველაფერი ავიწყდებოდა,უსმენდა და გონებაც განტვირთვას ახერხებდა. არავინ და არაფერი რჩებოდა მხოლოდ პრიმიტიული ყოველდღიურობა . _მიდი დედა დეისვენე ახლა შენ. ცხელი ჭადები და კაი ამოსული ხველი მაქ ,დამწდარი შენ რო გიყვარს ისეთია. გადმოგირბენიებს ბოვში იგი ჭამე. მერე რო მეიკეთებ საქმეებს ხვალ გადადი შენც და ნახე ერთი შენი დაკვირებული თვალით რაი უჭირს იმ ხალხს. დააწყნარე ორივე და რო იცი ისე მიეშველე თვარა მაგენის თხელი ჭკუა ხო იცი ააგდებს ქვას და შეუშვერს თავს _გადავალ ეთო, გადავაალ _ნადუღი მაქ ახალდაწურული პიტნაში გადავზელ ,გიყვარს შენ _ ხელზე აკოცა ,თან წელზე ჰქონდა მკლავი მოხვეული და ეხუტებოდა _ ბევრი ქალი კიოდა წუხელის ? _ბევრი ბიჭი და გოგო დაიბადა მაგ კივილის მერე _ყიდიენ ბოვშებსო და მართალია?_ამ მცირე დროში უკვე მეორედ ესმოდა მსგავსი შინნაარსის კითხვა _ჩვენთან არ _პასუხი ჰქონდა ისევ იგივე,მაგრამ უკვე ეჭვი დაებადა. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ბავშვებს მოეფერა ეზოში შესვლამდე და შემდეგ ჭიშკარი გააღო. ისე ხმაურობდა თითქოს ეუბნებოდა დიდხანს დამტოვეო. სახლი უდრეკად უმზერდა,ელოდა თავისი მარტოობითა და სოცარიელით. ტანსაცმლის გამოცვლაც ვერ მოასწრო მეზობლის გოგონამ ლანგარზე დალაგებული საჭმელები რომ მოუტანა. ზემოდან გადაფარებული თეთრი ტილოთი . მჭადებს ჯერ კიდევ ეკრო ზემოდან ნეშოს ფოთლები და ისეთი ცხელი იყო თითებს დაგწვავდა. _ბებიამ მითხრა დასვი მაგიდასთან დაიწყოს ჭამა და ისე წამოდიო _დაიცა რაღაცას გაგატან შენს მსუნაგ ბებიკოსთან . ეს ჩუმად დაუდე ოთახში ესენი დანარჩენებს მიუტანე ... ტკბილად იჭორაონ უფრო _შოკოლადები გაატანა გოგონას და მერე დაჯდა მაგიდასთან. თავი ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე არ იცოდა რომლით დაეწყო . საწოლამდე რომ მივიდა ქუჩიდან ისევ ისმოდა ხმები, მთვარის შუქზე განაგრძობდნენ საუბარს ქალები სანამ ქმრებს არ გაახსენდათ და მერე ყველანი თავიანთ სახლებში მიმოიფანტნენ. საავადმყოფოში მისულს მანქანა არ დაუხვდა . თადასთვის გასაღების მიცემის მომენტი არ ახსოვდა ,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო რომ მას ჰყავდა შესაკეთებლად წაყვანილი. სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს მაგიდაზე დაუხვდა წერილი ,გასაღები და მინდვრის ყვავილების პატარა კონა იებით,ყოჩივარდებითა და ფურუსულებით . ისე გამოიყურებოდა თითქოს საკუთარი ხელით ჰქონდა დაკრეფილი და ძაფით შეკრული. „მხოლოდ პაციენტებზე ნუ ზრუნავ მიხედე საკუთარ თავს ან მე მომეცი ნება ახლოს ყოფნის და შენზე ზრუნვის „ ფურცელი ბლოკნოტში ჩადო ,ყვავილები მაღალ ჭიქაში და იქვე მაგიდაზე დატოვა . მანქანის გასაღები ქურთუკის ჯიბეში ჩააგდო და ამბულატორიული პაციენტების მიღებაზე გადავიდა. თადა მომდევნო რამდენიმე კვირა გაუჩინარდა. ევას ყველა წამს ეგონა რომ ოთახის კარს შეაღებდა და შევიდოდა,სახლში მის დახვედრასაც კი ელოდა ის კი არსად იყო. ბოლოს საკუთარ თავზე გაბრაზდა, უპატიებელ დანაშაულად თვლიდა იმ ემოციას რაც კაცის მიმართ გაუჩნდა. ........... დაგეგმილ ვიზიტზე მისული ნაცნობი ორსული რომ დაინახა გვერდით მდგომ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად თადა ისევ გაახსენდა და იგრძნო გულის გახშირებული დარტყმების სერია. _გამარჯობა ექიმო ... როგორც დამიბარეთ მოვედი. გაიცანით გიგა -გოგონა იყო მაგალითი იმისა თუ როგორ ცვლის ადამიანის სახეს ბედნიერება, თითქოს ანათებდა საყვარელი ადამიანის გვერდით _სასიამოვნოა... ყველაფერი მომიყვა თაკომ და მადლობა მინდა გითხრათ იმ გიჟს რომ არ დაუჯერეთ. თადამაც მომიყვა,მითხრა შეგიძლიათ ენდოთო და გადავწყვიტეთ სანამ რუსეთში წავალთ იქამდე თქვენი პაციენტი იყოს _დაბრძანდით ,მომიყევი როგორ ხარ... რა ჩივილები და შეგრძნებები გაქვს _ ჯერ უსნენდა შემდეგ კვლევებზე გადაავიდა. რეკომენდაციები მისცა და განმეორებითი კონსულტაციის თარიღიც დაამატა. წყვილს რომ დაემშვიდობა აივანზე გასასსვლელი კარი გააღო, რომელიც ეზოს უკანა ნაწილს უყურებდა და რამდენიმე წუთიანი შესვენების გამოყენება სცადა . ჩაის ჭიქით ხელში იდგა ,ღრუბლიან ცას უყურებდა ,გრილი ჰაერი შედიოდა ოთახში და მძიმე ნესტიან სუნს აქრობდა. ეზოს შეხედა და დაინახა ნაცნობი სილუეტი რომლის დანახვისთანავე სირბილით დატოვა ოთახი. ეზოში გასვლამდე უნდოდა წყვილი გაეჩერებინა,მაგრამ ვერ მოახერხა . გოგოს არანორმალური ძმა უკვე მათთან იყო ,ჩხუბის დაწყებაც მოესწრო და იარაღიც თან ჰქონდა. _საავადმყოფოს ეზოში ხარ, ხმაურზე ყველა ფანჯარასთან მოვა ათასი ვინმე დაგინახავს და დაგიჭერენ. რა აე გასვენებს,შენი სისხლი და ხორცია . ბედნიერია, უყვარს და უყვართ ,ბავშვი ჰყავს ნახე რამხელა მუცელი აქვს უკვე ... _ გოგოს წინ დადგა .მთელი ტანით ეფარებოდა _მაინცადამაინც ჩემი წერა უნდა გახდე ? რაც მოგხვდა საკმარისი არ იყო? შეგვეშვი მე და ჩემ ცოლ_შვილს თავი დაგვანებე _რა დაგანებო ბიჭო ,თავი რომ მომჭერით ახლა დაგანებო? მოგეყვანა ცოლად აქამდე ახლაც რომელი ცოლი ეგაა ქორწილი სად იყო. ჯერ იმ შენმა თადამ დაისვა სახლში და ისე იცავდა როგორც ინგლისის დედოფალს... შენ გგონია ვაპატიებ? ჯერ შენ მოგხედაავ და მერე იმას. ჩამოენძრ.ეს ჯერ შენ საფლავზე თუ არ დავაკლა ღორივით კაცი არ ვიყო. შენ კიდევ ქალო რა არ გაყენებს , მიგეხედა იმ შენი პაციენტებისთვის და გაგეკეთებია რაც გითხარი . გაიწიე თუ არ გინდა პირველს შენ გესროლო _იარაღი გიჭირავს და მაგარი ბიჭი გგონია თავი? ვინ ხარ საერთოდ...რას წარმოადგენ. გგონია ციხეში რომ ჩაგაყუდებენ ორსული ქალის მკვლელობისთვის იქ მყოფები ნაწლავებს არ დაგაჭერინებენ ხელში? საკუთარი ორსული და რომ მოკლა ვინმე იტყვის ნამუსი ჩამოირეცხაო?იმას იტყვიან არიფი იყო ჯერ პატარა დას ვერ მიხედა მერე კიდე ორსული მოკლაო. მე რომ რამე დამიშავდეს ხომ ყელგამოჭრილს გამოგიყვანენ ციხიდან საერთოდ ციხემდე თუ შეხვალ. რა კოდექსით ხელმძღვანელობ მითხარი და თუ კაცივით იქცევი გვერდზე გავდგები,წავალ და რაც გინდა ის გააკეთე მერე _შენ რა იცი კაცური ვიღაც ნაბოზარკა მიდგახარ აქ და მეტლიკინები . თავი ვერ გამიყვია გარეთ ამის სიშტერის შემდეგ . ყველამ იცის უკვე ორსულად რომაა და სახლიდან გაიქცა ... _ ირგვლივ არავინ ჩანდა. გოგო უკვე იმდენად ცუდად იყო ბიჭი ხელსაც ვერ უშვებდა . მერე უცებ მანქანა გამოჩნდა ,თადამ ხმაურიანად დაამუხრუჭა მანქანიდან გადავიდა და თვალი არ დაუხამხამებია ისე გაისროლა . სროლას კივილის ხმა მოჰყვა,გოგომ გონება დაკარგა მის წინ მდგომს ხელში მოხვდა დავარდნილ იარაღს სანამ მისწვდებოდა იქამდე ჰკრა ფეხი ევამ . უყურებდა სულ სხვა თადას მისკენ ზურგით მდგომს. ვერ დაინახა დარტყმა ,მაგრამ ხედავდა ჰაერში აღმართულ მის ხელს. გონდაკარგულს როგორ ჩაავლო ხელი საყელოში და ისე მიიტანა მანქანამდე უკან არ მოუხედავს. ერთი ხელი არ გაუტოკებია,დაბლა ჰქონდა დაშვებული , არ გამოჰპარვია ევას თვალს მისი ფერმკრთალი სახე, ჩაშავებული თვალები და უცნაური გამოფიტული მზერა. ევას ერთხელ შეხედა ,ბიჭს უთხრა მიხედეო და წავიდა. მანქანას სანამ გაიყვანდა ევა მანამ უყურებდა , ისიც არ აშორებდა მზერას. ათასი კითხვა ჰქონდა ,უამრავი სიტყვა და ერთი არ უთქვამს . ბიჭს ძლივს მოსულიერებული გოგონა ხელში ჰყავდა აყვანილი და არაფერი ედარდა სხვა იმ ორის გარდა გულწრფელად რომ უყვარდა . გოგონა სტრესის ფონზე თავს სუსტად გრძნობდა. პალატაში შეაყვანინა და ორივე ერთად დატოვა. მთელი ღამე ელოდა თადას გამოჩენას,მაგრამ არსად იყო. წყვილს დაემშვიდობა,გაცილებაც კი შესთავაზა იმედით რომ თადას სახლში იქნებოდნენ ისევ და მის მისამართს გაიგებდა. მისი შავი მანქანა გამოჩნდა ისევ,მაგრამ საჭესთან სხვა იჯდა. ვინ იყო თადა სინამდვილეში... იმ დღეს კიდევ ერთხელ მოკვდა როდესაც გაქვავებული სახით იჯდა და უსმენდა გოგონას ,რომელიც უყვებოდა როგორ მოიტაცა სრულიად უცნობმა კაცმა,როგორ დატოვეს მასთან მშობლებმა,როგორ უწოდეს მისი ცოლი და ახლა ორსულს როგორ უნდოდა ბავშვის მოკვლა . ტირილის სურვილი ჰქონდა, გოგონასთან ჩახუტების და ხმით ტირილის ,მაგრამ ამას არ აკეთებდა. სიტყვები იპოვნა მის დასამშვიდებლად, სამყარო კიდევ ერთხელ შეიძულა და დაემშვიდობა გოგოს რომელიც სულ რამდენიმე დღით იყო მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული,რომელიც მალე დატოვებდა სახლს და ისევ დაუბრუნდებოდა უცხო ადგილს რომლის დიასახლისი დაარქვეს . გააჩენდა ბავშვს რომელიც არ უყვარდა, იცხოვრებდა კაცთან, რომელსაც ვერ იტანდა და ამ ყველაფრის გასაჩერებლად არაფრის გაკეთება შეეძლო. დაშორდიო რომ უთხრა ისეთი რეაქცია მიიღო აზრი აღარ ჰქონდა სააურბრის გაგრძელებას,უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა ერთი ევა რომ გამხდარიყო ყველას თავშესაფარი ,მათიც ვისაც ეშინოდა და ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნიდა. _ამ ქალაქში ღია კარს რომ დატოვებ და დაიძინებ ან გიჟი ხარ,ან ღატაკი ,ანდაც ვიღაც ისეთი ვინც შიშის ზარს სცემს ყველას_ როგორ იპოვნა ? ტყუილები მოიგონა და შემდეგ გაიარა გზა ზასტავის კორპუსებს შორის სანამ მისი სადარბაზო არ იპოვნა. ბინაში დაუკითხავად შევიდა, შესვლისთანავე მიხვდა რომ მისამართი არ შეშლია ,მაგრამ თადას საკმაოდ დიდი ბინა აღმოაჩნდა ,მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს აუყვა და მალევე დაინახა საძინებელში მძინარე. ოთახს სანამ მოავლებდა თვალს მზერა ნემსზე გაუშეშდა და მერე ბიჭის სახეს რომ შეხედა ლამის იქვე ჩაიკეცა წამიერი იმედგაცრუებისგან. _შენც გქონია იარაღი და თითქოს ჩემი გაგიკვირდა _ მოულოდნელად რომ გამოსწია ხელი ბალიშიდან ,საბანი მოიშორა და ნახევრად გათიშული ქალის წინ დარჩა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა . შემდეგ ემოცია ვეღარ დამალა , სხეულზე შემჩნეული სილურჯეები ,გადახვეული მხარი სისხლიანი ბინტი და თადას კანის ფერი ყველაფერს ხსნიდა _დაგჭრეს და კარი ისევ ღია გაქვს დატოვებული? შენ ,შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ. რატომ არ მითხარი _არ მოხვიდე ჩემთანო ერთმა ქალმა ასე გამაფრთხილა თუ სწორად მახსოვს ... _გადაუდებელი არ იყო ეს მდგომარეობა? _გინეკოლოგი ხარ _ქირურგი არ გგონია მეან_გინეკოლოგი? მე რომ ვჭრი და ვკერავ ისე ვინ _ ბრაზი უნდოდა გამოეხატა ნერვიულობის ნაცვლად ,თადა კი ყველაფერს ამჩნევდა და კმაყოფილს ეღიმებოდა _კარგად ვარ ... გაუგებრობაში მოვყევი უბრალოდ _ქართულის მასწავლებელი თუ ხარ ,ვინ დაგჭრა მოსწავლეს 5 არ დაუწერე და გააბრაზე?_ცინიკური გაუხდა ტონი. რატომ არ ეშინოდა ისევ მისი, გაურკვეველი წამლით გაბრუებული,იარაღით ბალიშის ქვეშ,ჭრილობით მის ტერიტორიაზე ,რომელიც არ ჰგავდა ჩვეულებრივი მოკვდავის ბინას. _რომ ვიმეგობრებთ შემდეგ მოგიყვები ყველაფერს, ცალმხრივი არაფერი მომწონს ... _ასეთ დროსაც კი მახსენებ ჩემ სიტყვებს _პროსტა ავღნიშნავ როგორ მწყინს რომ არ მენდობი _მეგობრობა არ მინდაო შენ არ მითხარი? _მხოლოდ მეგობრობა არ ,თორემ მე რაც მინდა ის აუცილებლად მოითხოვს რომ მე და შენ ვიყოთ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები ვინც კი გვყოლია და გვყავს იმათ შორის ყველაზე მეტად რომ ვენდობით და დავეყრდნობით _ ჩამოჯდა ,იქამდე შეძლებისდაგვარად გაასწორა საწოლი და ქვემოდან ახედა ქალს. უმკლაო მაისური და სპორტული შარვალი ეცვა, მაგრამ იქვე დადებული მოსაცმელი მაინც აიღო _არ ჩაიცვა... სააბაზაანო სად გაქვს . ხელებს დავიბან და გადაგიხვევ. არ მომწონს შენი ფერი ,სეფსისი არ მიდიოდეს _ოთახიდან გავიდა და ხმაც დაეწია _წინ არის ... არ მინდა გადახვევა. ნაკაწრია _როგორმე უკეთ ვიცი ჭრილობის შეფასება _ხმა ისმოდა ,შემდეგ გამოვიდა და იქვე დადებულ პარკს ჩახედა _ხელთათმანი არ გაქვს ? _კლინიკაში ხომ არ გგონია თავი _კარგი _ სპირტით დაიმუშავა ხელები ,მაკრატელი გაწმინდა ,ნახვევი გაჭრა და ჭრილობას რომ შეხედა კიდევ უფრო მეტად ანერვიულდა _ დანა იყო თუ მაჩეტე ... ასეთი ღრმა პირი რომ აქვს _შეშუპებულია და იმიტომ ჩანს ასე _ვის ეჩხუბე სამურაის ? _არ გეტყვი_თქო ხომ გითხარი ... მომიყევი ერთი ამბავი და მოგიყვები მეც . გავცვალოთ _რამდენი დღის წინ დაგჭრეს _ნაკაწრია დაჭრას ნუ ეძახი რა... _დაჩირქებულია ... წითელია ,შეშუპებული და რბილია ქსოვილები ირგვლივ პირი კიდევ ღიააქვს ,არ ხორცდება ... ერთ კვირაზე დიდი ხნისაა . სისხლი რამდენი დაკარგე,სიცხე ახლაც გაქვს, გტკივა და მეუბნები ნაკაწრიაო. ღირსი კი ხარ სეფსისმა მოგიღოს ბოლო _ვიკეთებ ანტიბიოტიკს _საკმარისი არ არის... ახლა რომ გავკერო უკვე ანთებადია . უშნო შრამი დაგრჩება თუ საერთოდ შეხორცდა და ძვლამდე არ დავიდა ინფექცია . რა უპასუხისმგებლობაა ... ვის გამოც დაგჭრეს იმან რაო ,დაგიკიდა ? _იმედია არ გგონია რომ ქალის გამო დამჭრეს _გაეცინა _სასაცილოს რას ხედავ,თუ ქალის გამო თავი არ უნდა შეიწუხო. _გააჩნია ქალს და გააჩნია მდგომარეობას ... _ძლივს ლაპარაკობ ,გამომშრალი ხარ და ძალაგამოცლილი. საჭმელს ჭამდი საერთოდ? _კი _რა გაცინებს ... კაიფში არ უნდა იყო ,თვალი თუ არ მატყუებს _გავკარი შენზე მაგარ გამაყუჩებელს...მეჩხუბები ,გაბრაზებული მიყურებ არწივივით დამტრიალებ თავს და მალამოდ გაიჩითე მაინც _ დაღლილი იყო ,კულტურული ბიჭი ტვინში გამოერთო _გამოყოლას შეძლებ? _სად ,სამშობიაროში? _ხო ,გაგჭრი და ამოვიყვან ბავშვს _გადამიხვიე ხელი და ისე გავიდეთ სადმე ,საღამოა ვივახშმოთ . უმაგრესი ადგილი ვიცი შენ რომ გიყვარს ისეთ ხაჭაპურს აცხობენ _არაფერი გაქვს აქ ... მორიგე უნდა ვიყო ამ ღამით . ჩემთან კაბინეტში გაგიკეთებ გადასხმებს. სითხით შეგავსებ, ანტიბიოტიკს გავუშვებ. გამაყუჩებელსაც და ჭრილობასაც ნორმალურად დავამუშავებ. სიცხეც მაღალი გაქვს აშკარად,თერმომეტრს ვერ ვხედავ _პარაცეტამოლი მაქვს მანდ _კანკალებ,ნუ ცდილობ დამიმალო რაღაცები სულელი ქალი არ დგას შენ წინ და ნუ იჭერ თავს რკინის კაცივით _სიმართლე გჭირდება ? ყველაფერი მტკივა, თვალები და თაცი მეწვის,ხელის მოძრაობა ისე მიჭირს მაგიჟებს. ნემსი მე დავირჭე და ეგეც მტკივა დაჟე ეს რა უბედურება ნემსებია სიმონ გამაგიჟა და ყველაზე მთავარი ,აქ რომ ხარ ე.ი რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მიპოვნე და მე ნერვები მეშლება რომ იქეთ მოსავლელი გავხდი . ისე მინდა ჩაგეხუტო მზად ვარ მეორე ხელი მომტეხო _ ევას წინ იდგა , იწვოდა სიცხისგან,პირი უშრებოდა და თვალებიც ამღვრეული ჰქონდა _ ბოლო ქალი ვინც გულწრფელად დარდობდა ჩემზე დედა ეკა იყო...გუშინ საფლავზე ვიჯექი მთელი დღე და უფრო მეტად მომენატრა ორივე. კლინიკაში კი უფსკრულში ჩამოგყვები ,შენ უბრალოდ მითხარი აქ რატომ ხარ, რა გჭირდებოდა ჯერ მაგას მივხედოთ და მერე ჩემზე ვიფიქროთ _ისევ ხელი ჩაკიდა, ამჯერად მაჯაზე და ხელისგულზე აკოცა . ევამ წამში რომ გადაკვეთა დარჩენილი მანძილი და მოეხვია. თავი გულზე მიადო,ესმოდა არასტაბილური გულისცემა და გრძნობდა როგორ შეეკრა სუნთქვა . _ჩახუტება გვინდა ორივეს _ კაცის ხელები ისევ ისე ჰაერში რომ დარჩნენ თავად გამოაფხიზლა და მალევე შემოეხვია თადას მკლავი.ლოყაზე მისი წვერიანი ლოყის შეხება იგრძნო და ჩუმად ნათქვამი სიტყვებიც გაიგო _რაც არ უნდა ხდებოდეს შენ ყველაფერს შეძლებ , შენ აუცილებლად იქნები იმაზე კარგად ვიდრე აქამდე, უფრო ბედნიერი და ძლიერი ვიდრე ჩემამდე _ სულ წამით აკოცა ლოყაზე და შემდეგ ისევ მოულოდნელად იგრძნო სიცარიელე _ ქვემოთ დაგელოდები ევას კაბინეტში მის დივანზე იჯდა და უყურებდა როგორ მიმოდიოდა მის წინ ჩქარი ნაბიჯებით. რამდენიმე წუთის შემდეგ პალატას დაამსგავსა ოთახი . _იმედია ამ ნაწილის ამოჭრა არ დამჭირდება და განახლდება კანი ბუნებრივად _ ხელი თავიდან გადაახვია. შემდეგ ჟგუტი აიღო და მეორე ხელზე ჩაკიდა ხელი_გაშალე დაგიდგამ წვეთოვანს _აუცილებელია ნემსის ვენაში გაკეთება? _აბა გამაგრებული საჯდომი გირჩევნია? _მოუჭირა და ვენაზე ხელი გადაუსვა _ არ გატკენ ,დამშვიდდი _რამდენ საათს უნდა ვიწვე _დილამდე და მერე სახლში გავაგრძელებთ... კარგია _წვეთები ნელა მიდიოდნენ, პრობლემა არ იყო. დაამაგრა და ანიშნა დაწექიო _რომ ვიჯდე არ შეიძლება ? _რა იყო გიტყდება ? _უზრდელობაა ქალი რომ დგას შენ არ უნდა იჯდეო და შენ აქ იყო და მე ვიწვე ვაფშე რა პონტია... _თვალებს ძლივს ახელ 40 გაქვს სიცხე. გეძინება ,დაწექი დაიძინე მე შემოვლაზე გავალ და მოვალ მალევე. ეს თუ ჩამოიცლება უბრალოდ გადაკეტე. _არის უფროსო ... მიხედეთ საქმეებს _არსად წახვიდე უჩემოდ... _მე თანახმა ვარ სულ შენთან ვიყო შენ ხარ უარზე _ბოდავ სიცხისგან ,გაჩუმდი სჯობს დერეფანში მიაბიჯებდა და იაზრებდა ყველაფერს რაც ბოლო საათის განმავლობაში ჩაიდინა. საკუთარ თავს არ ჰგავდა. აიგორებდა ყველა ფაქტს რომელზეც ყურადღება უნდა გაემახვილებინა . უნდა მოშორებოდა,დისტანცია დაეცვა ,შიში გასჩენოდა ის კი უახლოვდებოდა,მასზე ზრუნავდა,დარდობდა და ჩაეხუტა. ჩახუტებისას იგრძნო სიმშვიდე, რომლის განცდაც დავიწყებული ჰქონდა. პირველად გაუჩნდა სურვილი კაცთან მსგავსი სიახლოვის ყოველგვარი გაღიზიანების, წუხილისა და დისკომფორტის გარეშე. უამრავი კითხვა ჰქონდა, ყველაფერს გაარკვევდა ,გაიგებდა ,მაგრამ მისგან შორს დარჩენას რამდენად მოახერხებდა არ იცოდა. მშვიდი ღამე იყო, პალატები შემოიარა ,ბავშვების მდგომარეობაც გაიგო ახალი მიღებული ორი ქალიც გასინჯა და ბებიაქალებს გადააბარა. უკან დაბრუნებულს თადა ჩაძინებული დაუხვდა. კანკალებდა და სიცხეზეც არაფერი მოქმედებდა. ანალგინ_დიმედროლის შედეგს ვერ დაელოდა. პატარა პირსახოცი დაასველა და შუბლზე დაადო. _მეთვითონ _გააჩერე ხელი... ვენას გაიფუჭებ _ისევ არ დამთავრდა?_თვალებს ძლივს ახელდა. ევას ხელი ლოყასთან მიიტანა და სიგრილის შეგრძნება ესიამოვნა _ თვალები მეწვის ექიმო ,მიშველი? _გაგიკეთე წამალი და დაგიწევს _ერთს რომ მაკოცებდე ყველაფერი გაივლიდა პასუხის გაცემას აპირებსა კარზე რომ დააკაკუნეს და ევაც წამსვე წამოდგა. პლედი ხელზე გადააფარა და კარისკენ დაიძრა _გისმენთ ბატონო მიშა _ერთი გოგო მოიყვანეს ... ვერაფერი ვათქმევინე. ვერც გასასინჯად მივედი. ოცი კაცი ახლავს თან, ქალიგინეკოლოგი უნდათ. არანორმალურები არიან... გეგონება მაინტერესებს ახლა მაგის დანახვა. მიხედე ერთი შენი ჭირიმე და მე მივიღებ იმ შენ მშობიარეებს ათს თუ გინდა ოღონდ მაგ გიჟები ჩამომაცილე _ოთახში რომ არ შეიოატიჟა და კარიც მალევე გამოხურა კაცს აშკარად არ მოეწონა,მაგრამ ევამ ყურადღება არ მიაქცია ისე გადაკეტა გასაღებით ოთახი თითქოს შიგნით არავინ რჩებოდა. გვიან გაიაზრა რომ მახეში გაება. ხშირად ხდებოდა მსგავსი რამ მას შემდეგ რაც ექიმი გახდა სრულ პატრიარქატში ,კაცებს შორის ერთადერთი ქალი იყო თანაც ახალგაზრდა ხშირად გაუშვიათ რთულ პაციენტებთან . არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით,მთავარი პრობლემა იყო თანმხლები პირები და გარემო რომელსაც ისინი ქმნიდნენ,დაძაბულობა რომელიც ვრცელდებოდა ,უარყოფითი მუხტი დანაღმულს სივრცეს რომ ამსგავსებდა ტერიტორიას. _მიქაძე თქვენ ხართ? _ამდენხანს სად ხართ ... ესაა საავადმყოფო? მშობიარე რომ იყოს ხომ გააჩენდა უკვე ბავშვს და მერე შენი მოსვლა რაღათ უნდოდა _თქვენ ბრძანდებით პაციენტი? _მეკაიფები გოგო? _გინეკოლოგის პაციენტი კაციც შესაძლოა იყოს მე მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და პაციენტებიც მყავს ... თუ თქვენ არ ხართ ავადმყოფი მიმიშვით იქამდე _ გოგონა საწოლზე დაეწვინა ექთანს. მოკეცილი იწვა და ტიროდა . _გამარჯობა ... მე ევა მქვია . შენ? _ლალი _მუცელი რამდენი ხანია რაც გტკივა ლალი? _დილიდან_ გაასწორა ,ზედა აუკეცა და გასინჯვა დაიწყო. თან ელაპარაკებოდა _დილიდანვე ასე ძალიან გტკიოდა? _არა ... ცოტათი ახლა უფრო _შეწუხდა და წამოვიყვანეთ _შეგიძლიათ გარეთ დამელოდოთ?ან ქალბატონი მოუშვათ ახლოს ... თუ თქვენ გაქვთ ყველა კითხვაზე პასუხი ბატონო _მამა ვარ მე სად მიშვებ ... ყველაფერი უნდა ვიცოდე _აქ წესით არც უნდა იყოთ მაგრამ ხართ და გთხოვთ დამაცადეთ გავიგო რა ხდება . ქალბატონო თქვენ ვინ ხართ ბავშვის? _დედა ვარ ... დილიდან ტკიოდა თურმე მარა არ უთქვია. მე სამსახურში ვიყავი და ახალი მოსული ვარ _შევ.ცი იმ შენ სამსახურს დააგდე ბოვშები და დაწოწიალობ დილიდაან საღამომდე _კარგით ... რამდენი წლის ხარ რა მითხარი? _15 ... _თვიური გაქვს უკვე თუ ჯერ არ _აქვს...ოთხი წელია თუ სამი _რამდენ დღიანი ციკლია,რამდენ დღე გრძელდება ხოლმე ,ყველა თვე გაქვს თუ ტოვებ ხოლმე. მომიყევი აბა _4_5 არ ვტოვებდი ... ახლა არ მქონდა ეს ორი თვე და ახლა მომივიდა, მაგრამ ბევრი _ახლა მე ამას ჩამოვაფარებ ... შენ დედიკო დაგეხმარება ,წელს ქვემოთ გახდაში და გაგსინჯავ ხომ? _მაქსიმალურად ცდილობდა ბავშვი არ შეეშინებინა ,მაგრამ არ გამოდიოდა _რას გასინჯავ ... _ხო როგორ გასინჯავთ ჯერ შეიძლება? _რაც შეიძლება იმას გავაკეთებ ... დამშვიდდით . შენ არ ინერვიულო არაფერს გატკენ . თუ გახვალთ მგონი უკეთესი იქნება. ასე ნერვიულობთ ან იქეთ დადექით _ ქალს უთხრა ,უკვე ხედავდა გოგოს შეცვლილ სახეს _არ მინდა გასინჯვა ... _უნდა ვნახო ანთება ხომ არ არის... ეხოსკოპიის აპარატს სანამ მომიტანენ იქამდე ყველაფერ სხვას გამოვრიცხავ მერე გადავიღებთ და გეტყვი რა შეიძლება ხდებოდეს. შეიძლება უბრალოდ მტკივნეული მენსტრუაცია გაქვს. არსებობს ასეთიც ... ხომ არ შეგცივდა. ცივ მდინარეში ხომ არ გიბანავია. შარდვა ხომ არ გიჭირს ან გეწვის შარდვის დროს _ კითხვებს უსვამდა რომ როგორმე გადაეტანა ყურადღება. ეხოსკოპიის აპარატიც ხმაურით შეაგორეს ექთნებმა და როგორც იქნა ჩართეს _არაა ნორმალური დენი და იმედია არ გადეიწვა მთლად _ნუ ღელავთ თინა ... შეგიძლიათ ნინოს დაუძახოთ რომ ჩამოვიდეს? _მშობიარე ყავს _დაუტოვოს ხათუნას და ჩამოვიდეს... ჯერ ადრეა ორივესთან. იჯდა ,უყურებდა ორსულ 15 წლის გოგოს ,რომელიც აშკარად არ იყო დაქორწინებული და საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს. ბოლო 24 საათისთვის უკვე ზედმეტი იყო მსგავსი შემთხვევა. ამჯერად მშობლებს ხედავდა მოძალადე კაცის ნაცვლად და საერთოდ არ იცოდა როგორ დარჩენილიყო მარტო გოგონასთან. _ეს წამალი დამჭირდება აუცილებლად... აფთიაქში უნდა წახვიდეთ და მომიტანოთ_ ფურცელზე დაწერა და კაცს გადასცა _რა ხდება? ცუდადაა ძალიან? _ამ წამალს თუ მომიტანთ მალე მოგვარდება თუ სხვას გამოვიყენებ დრო დაჭირდება მეტი_იტყუებოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა _წავალ და მოვიტან ახლავე ... ამათ ექნებათ აქ თუ რა ვქნა ებრაელებთან გავიდე ? _ექნებათ _კარგი _რა ხდება ექიმო ... _შეყვარებული გყავს ლალი? _რაის შეყვარებული ხუთოსანია... _იქნებ თან სწავლობ და თან გიყვარს. თუ არ გყავს ,ვინმემ რამე დაგიშავა ლალი ?რამე მოხდა ისეთი ამ ბოლო ორ თვეში რაც შენ არ გესიამოვნა,რამაც გატკინა ან ცუდად გაგხადა? _რას ეკითხები ექიმო გადაირიე ? რას კადრულობ საერთოდ _ლალი შენ იცი რაზეც ვლაპარაკობ...მამას დაბრუნებამდე მოგვიყევი და მერე ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ შენი ბავშვის შესანარჩუნებლად _ბავშვი მყავს? _ აღტაცება დაეტყო ხმაში ბავშვს ქალმა კი უფრო ხმამაღლა წამოიკივლა _რაიო? რომელი ბავშვი გოგოო არ გაგგლიჯო ახლა შუაზე. იმ დებილ შაკოიას არ დაშორდი?ახლოს არ მოგეკაროს_თქვა მე არ გითხარი? იმის დედა არ გავაფრთხილე ჩამოცილდეს ჩემ გოგოს მაგისნაირი დებილები არ მჭირდება_თქვა? ამოიღე ხმა თორემ მოგახრჩვე ახლა მამაშენის მოსვლამდე _მიყვაარს დედაა ... შენ მეჩხუბებოდდი და რა მექნა? _რა გექნა? იმ ტუტუცს შეაცდენიე გოგო თავი? იმ დებილს გოგო?ორჯერ ორი არ იცის შე სულელო თხა... იმ შტერს ჩაუგორდი გოგო? მოგკლავ ვერ გადამირჩები მამაშენი მე მომკლავს ცოცხლად დამმარხაავს გოგო _უცებ აღმოჩნდა რომ ყველაფერი იცოდა შვილის ურთიერთობაზე ერთი დეტალის გარდა. წამში დაუწია ხმას და მიუბრუნდა ევას რომელიც იქამდე ამშვიდებდა _მუცელი მოუშალე... ხოაქ დენა ხოდა მოშორდეს. არაფერი გაუკეთო იცოდე . დანარჩენს მე მივხედავ. რამდენიც გინდა იმდენს მოგცემ ოღონდ არავის უთხრა. ვითომ ციკლიაქ ბევრი და მორჩა . ანთებააქ საკვერცხისთქვა ვიტყვი და დამთავრდება ყველაფერი. _არ მინდაა ... მინდა მე ბავშვი. შაკოსნაირი იქნება . ლამაზი _შენ და შენი სილამაზე არ ამოგაცალო ახლა ენა შე სულელო გომბიო _არ შეეხოთ ბავშვს ! _ბავშვსო? ბავშვი ბავშვს აჩენს? ვინ გაუზრდის ერთი კითხე დედამთილი? რა ოჯახია ნეტა დაგანახა... უზნეო ხალხი. პაპიროსგარჭობილი დედამთილი უნდა ყავდეს ჩემ გოგოს? იმ ბიჭს კიდე რომ უყვარდე შე სულელო კი არ შეგაცდენდა დაგიცდიდა და მოგიყვანდა ცოლად. სად ჯანდაბაში დაეთრეოდით ვინმემ იცის ? სადმე თუ წამოაყრანტალა იმ დებილმა ხომ გაიგებს ყველა ყველაფერს. შე სულელო _არავინ იცის... ვუყვარვარ და რომ გაიგებს ბავშვზე ძალიან გაუხარდება _დამშვიდდით ნუ ანერვიულებთ. ისედაც მძიმე მდგომარეობაა _ ექთანს უკვე დაწყებული ჰქონდა წამლების მომზადება. სავარძელიც შემოაგორა პალატაში რომ გადაეყვანათ . _მე უფლებას არ გაძლევ...დაგიჭერთ სუყველას. _რის უფლებას არ მაძლევთ თქვენი შვილი სისხლდენით რომ არ მოკვდეს და თან გაჰყვეს თავის განუვითარებელ ნაყოფს? მე უნდა გავაკეთო ყველაფერი და ბავშვი თუ გადარჩება ვერავითარი ძალა მაიძულებს მის მოკვლას . თუ შვილს არ ამშვიდებთ და გვერდით არ უდგებით დატოვეთ აქაურობა . _15 წლისაა ჯერ მე მაქ უფლება ყველაფრის. მაგას ვინ ეკითხება _კანონებს ნუ მასწავლით ... მე ვიცი ჩემი უფლებაც მისიც და ჯერ არ დაბადებული ბავშვისაც . გამატარეთ პალატაში დარჩა გოგონასთან ერთად რომელიც ტიროდა და შველას თხოვდა. შაკო მოიყვანონ ,გააგებინეთო იძახდა. ოთახიდან გასვლა მოუხდა მშობიარე რომ შეიყვანეს და ბავშვის მიღებამდე უკან ვერ დაბრუნდა. მერე კი ხმაური გაიგო და ლამის მშობიარესთან შეუვარდა კაცი. ესმოდა გინება,ყვირილი, ხედავდა როგორ დაარტყა ქმარმა ცოლს,როგორ იმუქრებოდა და მერე ეს ტალღა უცებ მისკენ წამოვიდა. ყველაფრით გადაღლილი ჯერ კიდევ ქალის მომშობიარების პროცესში ჩარჩენილს გონების გამოფხიზლება გაუჭირდა,თავდაცვაზე გადასვლა ვერ მოახერხა ისე უცებ მივარდა კაცი და ყელში წვდა. თვალები რომ ებინდებოდა და ძალაც ეცლებოდა თადა გაახსენდა ,იქ მყოფი კაცი ,რომელიც ოთახში გარედან ჩაკეტა და მაშინვე იგრძნო უიმედობა . სადღაც ბურუსში ჩაკარგულს ჩაესმოდა ხმა , ექთნების კივილთან ერთად ნაცნობი კაცის ნაცნობი ხმა და შეხება. სიმსუბუქე ,სიმშვიდე. საყრდენი,ფეხქვეშ მიწაგამოცლილი უეცრად რომ დაიჭირა . _ევა ,ევა გამოფხიზლდი ... ევა შემომხედე _ხელი გეტკინება არ ამიყვანო _ თავით მხარზე ეყრდნობოდა,ერთი ხელი წელზე ეხვეოდა მეორეს შეხებას სახეზე გრძნობდა. აუტანელი სუნი ,ნიშადურით შეფხიზლებული გონება და მარტო მასთან დარჩენის სურვილი. ყველასგან დამალვის _დაიშალეთ და ეს ხალხი აქედან გაყარეთ. პაციენტი მკირნალობას განაგრძობს თუ თვითონ არ იტყვის მივდივარო შემდეგ ის ხელწერილი მიუტანე ნინო გთხოვ _ დამხმარე ქალს გახედა და შებრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხედავდა სულელ ბავშვს როგორ მიჰყვებოდა მშობლებს თან ,საკუთარი ფეხით ჯოჯოხეთში. უნდოდა შებრუნებულიყო და ებრძოლა,მაგრამ ბევრჯერ იყო დამარცხებული ასეთ ომში და გაჩერება გადაწყვიტა . თადა მოშორდა,მათკენ დაიძრა და გოგონას წინ გაჩერდა. არ ესმოდა რას ეუბნებოდა ,ხელი გაუწოდა უბრალოდ და ელოდა . თან კაცს ემუქრებოდა , აშკარა იყო. სიტყვები ისევ არ ესმოდა ხედავდა მხოლოდ ბავშვს რომელიც პალატაში დააბრუნა. ექთნებს დაუძახა და უთხრა ევა ექიმის დანიშნულება განაგრძეთო. _როდის მეტყვი ვინ ხარ ? _კარი გაგიფუჭე ... მაპატიე _ვინ ხარ ... ზღაპრის გმირი ? _შენც სიცხე გაქვს ექიმო? _წყალი დაუსხა და ჭიქა მიაწოდა _დალიე, წინ კიდე ორი მშობიარეა და ის მეორე ექიმი რას აკეთებს? _ის მიიღებს მშობიარეებს _რომელიც აწყობს იმათ ? _რა შუაშია _შენ აქ სიკვდილთან იბრძვი ყოველ დღე და სხვები სიკვდილს ავრცელებენ ... _ვერ ვხვდები რას გულისხმობ _არაფერს იმის გარდა რომ შენ ხარ ერთადერთი ექიმი ვინც მომწონს _სხვა პროფესიის ქალებშიც გყავს გამორჩეული ქალი? _არა, ამჯერად პროფესიული კომპლიმენტი გითხარი თორემ მთელ სამყაროში ერთი ხარ შენ ... _ყველა ჩვენზე ილაპარაკებს _უთხარი ვინც ვარ და გაუხარდებათ _ვინ ხარ ,დაჭრილი კაცი სიცხით _ნწ, მე ვარ შენი ბედისწერა _ასეთია ბედისწერა? მაღალი,ყვავივით შავი და თავზეხელაღებული? _აი უკვე დაბრუნდი,თვალები გიცინის _ თავადაც გაუღიმა და ყელზე შეახო თითები _ გაგიწითლდა, რამე ცივი უნდა დაიდო _გადამივლის ,არც მე ვარ თოვლივით თეთრი ფიფქია _რომელ საათზე სრულდება თქვენი მორიგეობა? _10 საათზე ... _ჩაის რამდენი კოვზი შაქრით დალევთ? _იქნებ არ მინდა _გინდა როგორ არ ... ოთახში დგას ჩაის სუნი იმდენად გიყვარს _ გვერდით ედგა, უყურებდა მის სახეს და ისევ ჩახუტების სურვილი უჩნდებოდა სხვა გეგმა,აზრი ,ფიქრი არაფერი ჰქონდა იმ წამს. ქალის დარდებისა და დაღლილობის გაქრობის გარდა. _ბაბუას ტყეში დავყვებოდი , მცენარეებს აგროვებდა. ბოტანიკა უყვარდა , წამლებს ამზადებდა და ჩვენი სახლი სულ სავსე იყო პაციენტებით. არასდროს ისვენებდა, მეც მეუბნებოდა ენერგია რომ გქონდეს ჩაი უნდა დალიოო ,მეც მაგის გამო ვარ ასე ჩიტივით ამ ასაკშიცო . სინამდვილეში თავის მოტყუებაა მთელი ჩვენი ცხოვრება,თუ კარგი მატყუარები ვართ და გვჯერა ჩვენი ძალის,ყოვისშემძლე ბუნების,ჭკუის,სილამაზის, ცოდნისა და გამოცდილების. თუ დავიჯერებთ ჩვენ მოფიქრებულ ამბავს თავს წარმოვიდგენთ შემდგარ ადამიანად. კმაყოფილების განცდაც გვექნება და ბედნიერებისაც _ხედს უყურებდა,მზე ამოდიოდა და ნელ _ნელა ანათებდა ქალაქს. ხალხიც იღვიძებდა და მთელი ქალაქიც მალე დადგებოდა ფეხზე _ შენი მინდა დავიჯერო, შენი ტყუილები ბოროტი რომ არ აღმოჩნდეს და სულ ცოტა სიმართლე მაინც იყოს მათში. _ყველაფერი მიწერია რა როდის უნდა დალიო . ჩემთან რომ მოხვალ გადახვევას და გადასხმას გაგიკეთებ . სერიოზულად შეხედე რა , მართლა დიდი პრობლემა შეიძლება შექმნას თუ სწორად არ შეხორცდება _ მანქანა კორპუსთან გააჩერა და გადასვლამდე მიაწოდა პარკი _ანუ ცუდად უნდა ვიყო რომ შევხვდეთ...თუ ექიმი არ გერთვება ისე ვერ გიახლოვდები _ ხედავდა ეზოში შეკრებილებს,იცოდა ელოდნენ და მაინც მშვიდად ელაპარაკებოდა . _არ ვიცი რატომ დაგჭრეს,ვინ ხარ და მერამდენე იარა იქნება შენ სხეულზე და მაინც ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ. გგონია ცოტაა ჩემგან როგორც ქალისგან და ფიქრობ მხოლოდ ექიმი ევაა საქმეში? ექიმი ევა მხოლოდ გინეკოლოგიურ ჭრილში მოქმედებს გაკიცხვის გარეშე თორემ დამნაშავეებს არ მკურნალობს _ისევ წარბებშეკრული ხარ ... გახსენი წარბები ,მაკოცე ერთი და წავედი _ თავი მისკენ მისწია და დაელოდა _გადადი სანამ დაგიმატე ერთი ჭრილობა ... _კარგი ,როგორც გინდა _ ღიმილიანი სახე შეცვალა და გადავიდა. ბიჭებს ხელით ანიშნა გაჩერდითო და სანამ მანქანა არ წავიდა მანამ არცერთს გამოუხატავს ემოცია. _სადახარ ,გელოდებით ს.რებივით გავიყინეთ _რაღა ვით... ის ვინა . შენ შ.გ ხო არ გაქ დღისით მზისით ჩემთან შეუთანხმებლად ,ჩემ სახლთან რა დვიჟენიას მიწყობ _დროულად გვინდა მოგვარება თორემ არ შეგაწუხებდით. ისეთი დაძაბულები არიან ბიჭები რომ სისხლი უდუღთ და სანამ რამე მოხდება გვინდოდა თქვენთან გვესაუბრა _შენი სახელი ? _ლაშა _ლაშა , შვილო შენ არ გასწავლეს უფროსებს რომ ადროვო საუბარი ? ასე თუ გისწრებს ენა წინ ბევრი პრობლემა გექნება იასნია . _კაი ნუ დაგრუზე ბავშვები... მაგარ პატივს გცემენ და იმიტო არიან შენთან და არა სხვასთან . გოგრიჭიანის დისშვილია თან _დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ,მადლობა ღმერთს ბავშვები რომ მცემენ პატივს ჩემთან მოვიდნენ და არა ვინმე სხვასთან . შენ შვილო ავად ხო არ ხარ . არ გითხარი არავის და არაფრის თავი არ მაქ საქმე მაქ ჩემი და ხელს ნუ შემიშლი_თქო? _ ბიჭები სადარბაზოსთან იყვნენ უკვე ,შემდეგ შებრუნდა და ბავშვს დაააკვირდა _ ნანას შვილი ხარ თუ თეონასი ... _ნანას, იცნობთ? _კლასელი იყო ჩემი ,ერთ დროს ... რომ იცოდეს მისი შვილი შარშია გაგიჟდებოდა _გაგიჟებულია უკვე და სულ რომ არ გაგიჟდეს უნდა დალაგდეს ყველაფერი ... მე მართალი ვარ _რაში ხარ მართალი ლაპარაკის დროს რომ დაარტყი თუ გოგოს გამო რომ დაერიე მთელ უბანს ისე რომ არც იცოდი რა მოხდა _ვიცოდი...უბრალოდ გოგო არაა,მეგობარია _მეგობარია თუ შეყვარებული _მეგობარია , ისე ვენდობი როგორც სააკუთარ თავს და ზუსტად ვიცი მისგან წამოსული ინიციატივა არ იქნებოდა და ის ს.რი იგონებს სისულელეებს. თავი რომ იმართლოს და თავისი პრ.ჭული საქციელი გაამართლოს _გოგომ იცის მის გამო რა თემებში ხარ? _მე არ მითქვამს, ჭორები თუ მივიდა არ ვიცი. მისიანებმა რომ გაიგონ არ მინდა , არაფერ შუაშია და სახელი არ უნდა გაუტყდეს _შენ მაგის გეშინია თუ იმის რომ გიჟი მამამისი ეგრევე გაათხოვებს _ყველაფერი იცით? მე მეგონა _ზედმეტი ხალხი გაუშვი მე თუ არ მიწყობ რაზბორკას და უბრალოდ ლაპარაკი გინდა. ამოგიყვანს თორნა ჩემთან _ უცებ შეწყვიტა საუბარი და სადარბაზოში შევიდა . იცოდა ევა არ წავიდოდა ასე მარტივად და არც შემცდარა. მალევე დაინახა როგორ მოაბრუნა მანქანა . _ სტუმარი რომ წავა შემდეგ ამოიყვანე _ მეგობარს ჩუმად უთხრა და სწრაფად მიიმალა სადარბაზოში. კიბე აირბინა და ბინაში შეასწრო. სამზარეულოში შევიდა და ისე გამოალაგა პროდუქტი თითქოს მხოლოდ ეგ ადარდებდა _ეს დაგრჩა ... თუ მე დამიტოვე _ ბიჭის კაშნე ეჭირა ხელში _დამრჩა ,მაგრამ თუ ძალიან მოგწონს დაიტოვე _ხომ გაგაფრთხილე ხელი არ დატვირთო_თქო _ერთი ხელით ვერ ვამზადებ ,მშია და რა ვქნა? შენ საერთოდ შიმშილის შეგრძნება გაგაჩნია? _ღამე ვჭამ და იმიტომ მაქვს ეს წონა. ხელები დაიბანა ,თმა შეიკრა და წამში აითვისა სამზარეულო _ასე არ შეიძლება, ჩემ სამზარეულოში მე ვარ ბატონი ან ჩემი ქალი... არა შენ თუ გინდა მე _მე მინდა ენა გააჩუმო და ხუთი წუთი დამაცადო. ასანთი სად გაქვს _შენ ხარ მწეველი არ გაქვს თაან? _შესანიშნავად იცი წელიწადში ორჯერ რომ ვაბოლებ და ნუ მაბოლებ ახლა მართლა. სახლში პლანის სუნი დგას, გამჯდარია კედლებში და ანგელოზივით ნუ იქცევი _შარია ექიმი ქალის შეყვარება _ ვითომ ჩუმად თქვა,ასანთი უჯრიდან ამოიღო და მიაწოდა _გაზის ბალონი დატენილი არ გაქვს თუ რა ჭირს _გადაკეტილი იქნება მანდ ... ეგ გახსენი და წამოვა ოღონდ ცოტა ადროვე ტაფაზე დაასხა გამზადებული კვერცხი ზემოდან მწვანილები დააჭრა,ხახვი,პომიდორი და თავსახური დააფარა. თეფშიც იქვე გარეცხა. გაამშრალა ,ახალი თეფში გამოიღო და მერე შებრუნდა _იმედია მოგეწონება ... ენერგია გჭირდება და ეს ხორცი მოიხარშე. _მიდიხარ? _ დრო არ მაქვს ,სახლი და საგაზაფხულო საქმეები მელოდება _ასე როგორ შეიძლება სტუმარს მოგამზადებინე და არც დამეწვევი? _კი არ მომამზადებინე ჩემი ნებით მოვამზადე და ნუ მიიწერ საკუთარ თავზე რაღაცებს ... წარბების შეკვრა და გაბუტვა არ გიხდება ამხელა კაცს _ მოულოდნელად დაიხარა,ლოყაზე აკოცა და ამჯერად საბოლოოდ დაემშვიდობა _გინდა შემისრულო ,გამაგიჟო ხომ?_მზერა გააყოლა სწრაფი ნააბიჯებით მიმავალს და მერე სახეზე ჩამოისვა ხელები _მართლა გამაგიჟებ ბოლოს და თვითონ გავებმები ტაფა გათიშა,ჭამაზე არც უფიქრია მალევე გამოჩნდნენ ბიჭები ეზოში დაწყებული დიალოგის გასაგრძელებლად. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გზაში იყო , საქმის მოსაგვარებლად მიდიოდა. რამდენიმე კვირა დასჭირდა თადას ჭრილობის განკურნებას. სისტემატიურად ხვდებოდა ევას და მის კაბინეტამდე მისასვლელი გზაც უკვე დაზეპირებული ჰქონდა _ტემპერატურა ნორმალურია, ჭრილობა ღია აღარ არის ,ფერიც ნორმალურია უკვე . დამუშავება ისევ სჭირდება , მაგრამ შენც მოახერხებ _ახლოს იჯდა და ისევ ჭრილობაზე იყო კონცენტრირებული სანამ თადამ თავი დახარა და მის სახეს მიუახლოვდა _ გასწორდი თორემ უფრო მძიმედ დაგჭრი _ სუნთქვა გაუძნელდა კოცნის მოლოდინში,ცხვირის წვერით ეხებოდა ლოყაზე და მაინც წინააღმდეგობა გაუწია _ბავშვობიდან მეზიზღება კლინიკები, ეს საზიზღარი სუნი, გარემო , ექიმები ... შენ ყველაფერი გადაფარე ჩემი ნებით დავდივარ ამდენი ხანია სულ ორი წუთი რომ დაგინახო მაინც. თან სამშობიაროში საიდანაც დაიწყო ჩემი არეული ცხოვრების გზა . სადღაც აქვე აიღო ფული ექიმმა და ჩემი თავი ძროხასავით მიყიდა მერლანებს _წამსვე შეცვალა საუბრის მიმართულება, გონება აურია და ბოლოს მაინც აკოცა ლოყაზე_ ნახვამდის ექიმო , გმადლობთ თითოეული წამისთვის, რომლითაც კლავ ჩემ ყველა ბნელ ფიქრს . ევასთან ახლოს ყოფნა გეგმაში ჰქონდა ,მაგრამ იმ წამს კარი რომ გაიღო და ექიმი შევიდა თავად იგრძნო დანაშაული. ოთახიდან რომ გავიდა უკვე იცოდა ვეღარაფერი შეაჩერებდა იქამდე აგორებულ ჭორს ,ისედაც ყველამ იცოდა რა სიხშირით სტუმრობდა ევას კაბინეტს ეს კი ბოლო გასროლა იყო ნამდვილად. დერეფანში მშვიდად მიაბიჯებდა ,უკან კი დანაღმული ველი რჩებოდა ,რომელსაც ევა მარტო უნდა გამკლავებოდა. _ამდენხანს ქე იყო პტიოსნად . დემეფიცება საქმის მეტი არაფერი უკეთებია. ახლა ის კაცი აკითხავს ამდენი ხანია,ჯერ იყო და ის სულელი პაციენტის მამა მოაშორა ვიფიქრეთ ისე გამვლელია,პაციენტიათქვა მარა ამდენი ხანი დადიოდა ჩაიკეტებოდნენ ოთახში... _არა კაცო რაღა აქანა მოყავდა მაგი ვერ გევიგე ... სახლების მეტი რა აქ _არ რცხვენია და იმიტო. დროს არ კარგავს ათასი საქმე აქ და აქედან რო გავა კიდე რას შობა რა იცი _აქანაა კაი თუარა გარეთ ქე ისვენებს ისედაც _არა ბიჭი კარგია ნამდვილად ფიზიკურობა არ დაეწუნება ... მასეთს ვინ ეტყვია უარს მარა რაღა ისე დადის წაყვეს ცოლად ვინ ყავს დამშლელი _რას გაიგებ ... გიამ რა უთხრა თუ იცით _რა ვიცი რას ეტყოდა ... გიას საყვარელი უკვირს თუ რა. აქ ისეთები ხდება,ალბათ უსაყვესურებდა რა ვიცი ერთი დამაცადე ათასი საქმე მაქ. ეს ბოვშები კიდე სულ რავა ჭყავიენ . _წადი მიდი ხო რა აზრი აქ ჩვენ ლაპარაკს ... ყველამ ეიღო ხელი პატიოსნებაზე მალე წესიერი ქალი აღარ დარჩება ამოტრიალდა ქვეყანა _ხშირად არაა ყველაფერი ისე როგორც თვალით ჩანს და ბინძური გონება ფიქრობს ქალბატონებო. არც მაშინ იყავი ქურდი მშობიარეს ოქროები რომ გაქრა და მერე უცებ გაჩნდა ,არც შენ ყიდდი ბავშვს , რომელიც წესით ბავშვთა სახლში უნდა წაეყვანათ ... აი მე კი ნამდვილად არ ამიღია ხელი ჩემ პრინციპებზე და თავმოყვარეობაზე. საყვარელიც რომ მყავდეს მშვიდად ვაღიარებდი იმიტომ რომ ზოგ_ზოგიერთებისგან განსხვავებით ქმარი არ მყავს და არც მას ჰყავს ცოლი. არც ვინმეს აზრზე ვარ დამოკიდებული და არც ვინმეს ენის ამოგლეჯვა დამენანება თუ გადამეკეტა ... _კარში დაუხვდა ქალებს და მშვიდად თქვა სათქმელი _ ჩაისთვის წყალი მჭირდება ჩემი მადუღარა გაფუჭდა და თქვენსას გამოვიყენებ, ხო? მდუღარე წყლით გამორეცხონ პირები ჩემი სახელის ხსენებამდე გთხოვ ასე გადაეცი ყველას ვინც ჩემზე დაიწყებს საუბარს _ვინ რა უნდა ილაპარაკოს თქვენზე... თქვენნაირი ექიმი მეორე არ მეგულება _გეყოფა ახლა შეძრომის მცდელობა... წადით და ყველას უთხარით ჩემი პოზიცია . ყელში ამოსდის უკვე და სანამ ფიალა აევსება მოთმენის, სხვა ვინმეზე ილაპარაკეთ_თქო ჭორი იმდენად სწრაფად გავრცელდა მხოლოდ კლინიკას კი არა ქალაქს მოედო და მათ შორის ევას ნაცნობ_ნათესავებამდეც მივიდა . _შენთან რა ხდება ევაკო? ქორწილში როდის გვაქეიფებ? _გავიგეთ ყავს შეყვარებულიო და რამდენხანს უნდა იაროთ ახლა ასაკი კი გაქ და რა გიშლის ხელს რო გათხოვდე კიდე რამე გაქ სასწავლი? _არა უკვე მინდა ლექციები ჩავატარო როგორ არ ჩაერიონ ადამიანები ჩემ ცხოცრებაში რომელიც საერთიდ არ ეხებათ და მიხედონ თავიანთ საქმეებს რიმლებიც ოხრად აქვთ _ხარ იმ ბიჭთან თუ არ ხარ ბოლო ბოლო _არ ვარ დეიდა _ის ბიჭია მაშინ რომ შეხვდი ხომ? მაგასაც დაუძმაკაცდი თუ რა ხდება ხო მომკალი შენ მე არადა როგორი ახოვანი ,ლამაზი ,მოხდენილი ბიჭია . ისეთი ლამაზები იყავით ერთად,სასწაული ბავშვები გეყოლებათ . ბერდები გოგო უკვე შენ ასაკში რომ ვიყავი 12 წლის იყო გუგა _ისე ნუ მიჩიჩინებ გათხოვება გამოვტოვო და პირდაპირ ბავშვზე გადავიდე. უარს არ მეტყვის არავინ . მოდი შენ აარჩიე ვისთან მეყოლება ლამაზი ბავშვი და მეც თუ მომეწონება დავიწყებ მზადებას _ნუ მაგიჟებთქვა გეუბნები ... დაბადების დღე მაინც არ მქონდეს _ხომ მოგიტანე საჩუქარი წავედი ახლა სუფრასთან ჯდომის და შენი მეზობელი ქალების მოსმენის ენერგია არ მაქვს _დარჩი რა მოხდება ... _საქმე მაქვს . ხვალ დილიდან ვენახში უნდა ვიყო დავამთავრო ამ ორ დღეში აკვრა _მარტო რას მორჩები ორ დღეში _ყველას თავისი საქმე აქვს და ისეთი რამისთვის ვერ მოვაცდენ რასაც მეც ვაკეთებ . მთავარია ამინდი იყოს ნორმალური _მოგიკვდეს დეიდა შენ ყველაფერს მარტო აკეთებ ... მეც შორს ვარ . გათხოვებით მაინც გათხოვილიყავი მოგეხმარებოდა ქმარი რა იქნებოდა. _ვინმე უსახლკარო სხვის ქონებაზე დახამებული უსაქმური მჭირდება ხო? მუშადაც ვერ გამოვიყენებ და მთელი ცხოვრება ჩემ კისერზე უნდა იყოს იმიტომ რომ იმის სურვილიც არ ექნება რამე საკუთარი ჰქონდეს. არ მჭირდება არავინ ! ტყუილად შეგირიგდი,ისევ შენსას აგრძელებ _რა ვქნა აღარ ვიცი _არაფერი,უბრალოდ გიყვარდე გაგიხარდეს ჩემი დანახვა . მელაპარაკე რამე სხვაზე ჩემი შეცოდება შეწყვიტე და ისინი შეიცოდე უსაქმურები და სხვის კისერზე მსხდომები რომ არიან მთელი ცხოვრება ,ისინი შეიცოდე ქმრები დილა საღამოს რომ ურტყამენ და ნორმა ჰგონიათ -გახარებული მინდა იყო, მეტი არაფერი მინდა მე -არ იტირო ,გთხოვ -ჩაეხუტა. ქალმა მაინც იტირა და გული ისევ შეეკუმშა ტკივილისგან, მისიც ესმოდა ბოლოს ყველას უგებდა ვის გრძნობებისაც სჯეროდა. ნატოს კი გარდაცვლილი დის ერთადერთი შვილი სიგიჟემდე რომ უყვარდა ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ყველგან ომი უწევდა უყვარდათ თუ არა მაინც ვერავისთან პოულობდა სიმშვიდეს,არავისთან ჰქონდა დიალოგი, რომელიც სასიამოვნოდ დასრულდებოდა. მარტოობა არჩია ისევ ყველაფრით გადაღლილმა თავშესაფრად ............................. მზე, გრილი ნიავი . ბუნების სასიამოვმო ხმაური ვენახის მწკრივში მდგომ ევას მუშაობას უადვილებდა სიმშვიდე რომელიც ირგვლივ იყო გამეფებული.შავი ტანთ მორგებული შარვალი,ზოლიანი პერანგი ,კალოშები ,თავზე ჭილის ქუდი , მუშაობაში ხელს არაფერი უშლიდა. დაღლილი ხეების ჩრდილში ჩამოჯდა,სპეციალურად მოწყობილ ხის ზელსკამზე მაგიდასთან . ეკლის ხისგან აცლილ ტყავს ანაწევრებდა ასახვევად ახალი მასალა რომ დაეგროვებინა. _ევა დეიდაა .... აიი იქ არის _ მეზობლის ბავშვის ხმა გაიგო და დაინახა კიდეც მაღალი სილუეტი . _როგორც იქნა გიპოვნე _რა ხდება _თაკოა ცუდად ... უნდა წამომყვე _რა სჭირს _არ ვიცი ,მუცელი ასტკივდა . სხვას არავის ვენდობი ,შენთან მივიყვანეთ და რომ მითხრეს არ არისო ეგრევე გამოვქანდი აქეთ _კარგი ,დამშვიდდი ... ორი წუთი დამჭირდება სახლში რომ შევიდე და გამოვიცვალო სახლში მართლაც ხუთი წუთის შესული იყო უკან რომ გამობრუნდა. წავედითო თადას უთხრა და თავისი მანქანისკენ დაიძრა _მე წაგიყვან და წამოგიყვან ... ჩემ გამო უნდა იმუშაო არასამუშაო დროს ,გთხოვ _ჩემი მანქანით მირჩევნია. გასაღებით გადაკეტა რკინის კარი და მერე ჭიშკარი გააღო . თადას გადაასწრო კიდეც ისეთი სიჩქარით იარა. ბიჭი აღარც გახსენებია კლინიკაში შესვლის შემდეგ. რამდენიმე საათი იყო უკვე გასული კაბინეტში რომ ჩავიდა _რა ხდება არ მეტყვი? _ველაპარაკე უკვე გიგას ... წოლითი რეჟიმი, ნაკლები ნერვიულობა და ღმერთის იმედი უნდა გქონდეს_თქო მოკლედ რომ გითხრა _აბა ყველაფერი კარგადააო? _ყოველთვის შეიძლება მოხდეს რაღაც რაც არ ვიცით... ორგანიზმი ვითარდება რომელსაც სჭირდება მილიონი რამ და თითოეულ ეტაპზე შეიძლება შეექმნას პრობლემა. ახლა სტაბილურადაა... მშვიდად იყავი _რამდენად დიდია შანსი რომ ისევ განმეორდეს _მეორე ტრიმესტრი უნდა გადალახოს _და თუ ისევ განმეორდება? _ისევ თუ განმეორდება ნაყოფს დაკარგავს ... ე.ი მიმაგრება ვერ ხდება და იცილებს . ყველლაფერი იმ ორზეა დამოკიდებული დედაზე და შვილზე _ცივი ხარ _მიმოიხედე ირგვლივ... ქალები შვილებს ტოვებენ და თვეების ნაყოფის მოშორება მილიარდობით ქალს მილიარდჯერ გაუკეთებია. ცხოვრება ყველა შემთხვევაში გრძელდება და რაღაცებს უბრალოდ ვერ შეცვლი. ნუ იქნები პესიმისტურად განწყობილი ,ძლიერები არიან და გაუძლებენ სამივე ერთად . ზოგჯერ ისეთ დროს მოგივლენს ღმერთი სასწაულს რომ არ ელოდები _როგორ უძლებ აქაურობას და ამ ნერვიულობას ... _შევეჩვიე _ყველაზე სევდიანი სიტყვაა , მენატრების შემდეგ _ რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა შემდეგ წამოდგა და ხელი გაუწოდა _გამომყვები? _გვიანია უკვე ... სახლში უნდა დავბრუნდე და საქმეებს მივხედო. ხვალ დილით ადრე შემოვივლი,მდგომარეობას გავიგებ დანარჩენს მიხედავენ ,ყველა გაფრთხილებული მყავს _ ისტორიაში ჩანაწერს აკეთებდა თადა რომ მიუახლოვდა _ მართლა არ შემიძლია ახლა, უნდა დავასრულო დაწყებული საქმე _ქვემოდან ახედა,სიტყვებს სწრაფად ამბობდა მერე კი მეტყველლების უნარი წაერთვა გაოცებისგან _ გადაეჩვიე ყველაფერს რაც ცუდად გხდის ,შენ ყველაფერი გამოგივა ,უბრალოდ გინდოდეს შენი მინდათი ცხოვრება _ თავზე მოეფერა,მერე დაიხარა და ლოყაზე აკოცა _ მე სულ შენთან ვიქნები , ახლოს თუ შორს შენ აირჩიე _ ისე უყურებდა ,ისეთი მზერა ჰქონდა იდეალური მატყუარის ან გულწრფელად მზრუნველი შეყვარებული იყო. ევას გონებას მეორე ვარიანტი უნდოდა აერჩია. დაბინდებამდე მუშაობდა, ღამე სახლის საქმეებზე გადაერთო. დილით ადრე თაკოს მოსანახულებლად წავიდა და გაწერის წინ რეკომენდაციებიც დაუტოვა შემდეგ ბაზარში გაიარა და ბოლოს ისევ ვენახში აღმოჩნდა. დაღლილობასთან ერთად შიმშილს გრძნობდა ,თავბრუსხვევამ რომ შეაწუხა მაგიდასთან დაჯდა . წახემსების დროს თავზე მოულოდნელი სტუმარი დაადგა. _დილამშვიდობისა ქალბატონო ევა,მზად ვარ გემსახუროთ და დროულად დაგამთავრებინოთ სამუშაო, რომელსაც არ ვიცი რა ქვია,არც თვითონ სამუშაო ვიცი ,მაგრამ ჭკვიანი ბიჭი ვარ, მასწავლეთ და ვისწავლი _ღმერთო შენ მიშველე ... _ პირჯვარი გადაიწერა და ბიჭი შეათვალიერა _პირველ რიგში ეს რა დაუპატიჟებელი შემოვარდნაა მერე მეორეც უცოდინარი სად მოდიოდი თან ამ ფორმაში _რანაირი ქალი ხარ რა ,ყველაფრით უკმაყოფილო ... _გასასვლელი იცი საითაცაა _დღეს აშკარად ცუდ ხასიათზე ხარ ... ბევრი დაგრჩა სამუშაო?_ ქილიდან კოვზით ჯემი ამოიღო და პურის ნაჭერზე გადაუსვა _ ვაშლია თუ მსხალი _მსხალი _შენი გაკეთებულია? რა გემრიელია... _გაგატან ერთ ბანკას ... მომწყდი ახლა თავიდან შენი ნერვები არ მაქ _სერიოზულად მოსახმარებლად მოვედი...სინდისის ქენჯნა მაწუხებდა რომ წაგიყვანე და მთელი დღის გეგმა აგირიე. თან ვისწავლი _ჭამდა და ლააპარაკობდა . ევას გვერდით ჩამოჯდა და კიდევ მოტეხა პურს _ ესეც შენ გამოაცხვე?რა ფუმფულაა _დიახ ,სახლში დამზადებულია შეშის ფეჩში ცხვება ,გასწავლო გინდა? _არა,ხელებს დავიწვავ და არ მაწყობს _პიანისტი ხარ და თითებს უფრთხილდები? _არა სკრიპაჩი ... საიდან დავიწყოთ? _ესენი გაამზადე ამ ზომის რომ იყოს არც სქელი არც წვრილი_წყლით სავსე ვედროდან ეკლის ხეებისგან დამზადებული მასალა ამოიღო და მაგიდის თავისუფალ ნაწილზე დადო _კარგი , უფროსი შენ ხარ _ სუნი დიდად არ მოეწონა , ისე მოკიდა ხელი ევამ ხმით გაიცინა _ ასეთი სუნი რატომააქ _წყალში რომ იდო იმიტომ ... მშრალს სხვანაირი სუნი აქვს ,მაგრამ ხმელს ვერ დაანაწევრებ _სხვა რამით მოხვევა არ შეიძლება? _კი ,ტირიფის წვრილი ტოტებით ,მაგრამ მე ამით უფრო მეადვილება და ტირიფის ხეც პატარაა ჯერ არ მეყოფოდა _სერიოზულად უხსნიდა და ისიც უსმენდა_ მე ასე უფრო მელამაზება ,უხდება ვენახს _არ ვიცოდი ამდენი რამე თუ იყო გასათვალისწინებელი _ჯერ კიდევ იმდენი რამე სჭირდება მოსავლის მიღებამდე ... რომ დადგებით და სვამთ იმ სპირტიან ღვინოს სულ ზარმაცი ხალხის გამო იქნება კუჭებს რომ დაიხეთქავთ და ღვიძლებს გაიდიდებთ _ბევრ ღვინოს ამზადებ? _გააჩნია მოსავალს... _ყურძენს ყიდი თუ ღვინოს _ღვინოს და არაყს _ანუ დამზადებაც იცი? _მე ბევრი რამ ვიცი _ქუდი დააფარა და გაიცინა_გიხდება _მე ყველაფერს ვიხდენ _წამოდი ვნახოთ შენი თვითშეფასება თუ არ დავარდება მიწაზე ... ყველაფერს მარტივად თუ სწავლობ _ნუ მაშინებ _იცოდე რომ მოგიტყდეს _შეიძლება მოტყდეს? _არასწორი მიმართულებით თუ წაიღებ და სწორად არ დაამაგრებ კი ... ფრთხილად იყავი შეიძლება უცებ გაიშალოს და თვალში მოგხვდეს . არ მინდა ჩემ ვენახს შეეწიროს შენი სილამაზე და მერე შემრჩე ბრმა _რა ცუდი გოგო ხარ,ბიჭი მოვედი მოსახმარებლად და მეღადავები სიმონ? _არ გეღადავები სიმონ _კისკისებდა და იმ მწკრივს მიჰყვებოდა რომელშიც გაჩერდა _ნახე ჯერ ასწორებ ვენახს,ამაგრებ წელს შემდეგ გადადიხარ ტოტებზე... თუ დააკვირდები ჩანს ისედაც მიმართულება რომელი საით უნდა დამაგრდეს _ბოლოს სერიოზული სახით უხსნიდა და თან იცინოდა თადას მცდელობებზე. ერთი მოუტყდა და ისე ამოხედა აღარ იცოდა თავი როგორ შეეკავებინა ხარხარისგან _მორჩა გავაფუჭე? გახმება ? _ერთი ძირი ვენახის მოსავალი მაზარალე უკვე ... ხუთი კილოთი ნაკლები მოსავალი მექნება _რა ხუთი ... ამდენი მოდის ამაზე? _არასწორად ახვევ,თვალში მოგხვდება _უცებ დაიჭირა თორემ მართლა მოხვდებოდა_ფრთხილად ცოტა _უნიჭო აღმოვჩნდი ... შევრცხვი _არც ისეთი მოქნილი თითები გქონია როგორც გეგონა _გინეკოლოგის თითებს ვერ შევედრები თან მე დიდი ხელები მაქვს და არაა მარტივი _თავის მართლება გამოგივიდა ახლა საქმესაც მიხედე _ბრიგადირი გახდა უცებ ... მგონი კარგია _ქარი დაუბერავს და მოძვრება ...ნელა უნდა გადასწიო, მაგრამ დამაგრებისას მჭიდროდ უნდა იყოს რომ არ იმოძრაოს და მითუმეტეს არ მოძვრეს . თუ მოშორდა სინას წარმოიდგინე ამწვანებული ვენახი თავისი მტევნებით როგორ იმოძრავებს თავის ნებაზე ,გადატყდეს შეიძლება _გამოდის ვიჭერთ და ვაბავთ. რა ძალადობრივ საქმეს მაკეთებინებ _თადა ან გაჩუმდი და ნორმალურად გააკეთე ან დამაცადე თორემ დრო გადის ხვალიდან სამსახურში ვარ _მუშები არ არიან რომ გადავუხადოთ და გააკეთონ? _თან გადავუხადოთო და არა გადაუხადოო თან ჩემ სამეზობლოს შეურაცხყოფს. ყველას თავისი ვენახი აქვს და ათასი საქმე ვისაც არ აქვს იმან არც იცის . ეს კიდევ ისეთი საქმეა უგულოდ გაკეთებული არ მინდა. ვაზი არის ჩემი კულტურული ადამიანი თავისი უამრავი სარგებელით. ზრუნავ მასზე და ისიც შესაბამისად ზრუნავს შენზე. უგულობას ვერ იტანს და ცუდად აკეთებ _ ლაპარაკობდა და თან სწრაფ სწრაფად აკეთებდა საქმეს თადა კი ისევ ერთ ადგილას იდგა მოულოდნელად რომ შეცვალა ტონი და ხელზე დაარტყა _მეტკინააა... ეს მოსწონს ვაზს? _დანადასმული ღია ჭრილობით იწექი სიცხე გწვავდა და ნაკაწრიაო გაიძახდი _გული მომიკალი... ამ დარტყმას არ დავივიწყებ,სულ მემახსოვრება _მსახიობი ხომ არ ხაარ შემთხვევით... ტყუილად გაბრალებდი პედაგოგობას ? რომელი დასის წევრი ხარ,მესხიშვილში გაქვს სპექტაკლები? დიდი ხანია არ ვყოფილვარ _როდის გექნება თავისუფალი დრო ,წავიდეთ _აღარ ხარ ნაცემი და გაბრაზებული? _გამიარა ,დიდი ბიჭი ვარ უკვე _კლოუნი ხარ ...ისევ მოტეხე ხო ? სად დამალავ აი სად დამალავ _ესენი მწვადისთვისაა ,არ იცოდი? _ვიცოდი და ზედმეტი ნაწილები რაც მოვაჭერი ისინი მაქვს დალაგებული უნდა გავამზადო წვიმიან ამინდში მოვიცლი მაგისთვის....სხვათაშორის გასხვლა ჰქვია ამ პროცესს მარსიდან ჩამოფრენილო უცხოპლანეტელო _ეგეც იცი? _რატომ არ უნდა ვიცოდე ... რაა მანდ ასეთი გასაოცარი . ტვირთის ზიდვას რაც არ მოითხოვს ყველაფერი ვიცი რა თქმა უნდა ის საქმეები რაც მჭირდება ყოველდღიურობაში. _მგონი უკვე კარგია _ყოჩაღ ... აჰა შენ კოწახურის კამფეტი _ სერიოზული სახე ჰქონდა კამფეტი მართლა რომ ამოიღო ჯიბიდან და გააუწოდა . თადას გამომეტყველების დანახვისას დაიწყო ხმამმაღალი სიცილი _როგორ დამცინის მამასხარავებს _არ გიყვარს ? აბა ნუგა კამფეტები გიყვარს თუ ირისი ... შოკოლადებიც მაქვს შენ მომეხმარე და ჯიბეებს გაგივსებ ტკბილეულით _კარგი ევა ბებო მოგეხმმარები _ ბავშვივით დაილაპარაკა და თან საკუთარ ნამუშევარს აკვირდებოდა _კარგიაა ,კარგიი არ უნდა ამდენი დაკვირვება . ახლა ტემპს გააუმჯობესებ და ეგ არის. ჩაგეთვლება შესრულებულ სამუშაოში _ევაა ბებია სით ხარ ?_ ზემოდან გაიგეს ხმა და მალევე გამოჩნდა რამდენიმე ქალი _ მივხედე ყველაფერს და მევედით . წაგიკრავთ ხელს და ქე დაამთავრებ შენც . თუარა ხვალ მერე მე და თალიკო ჩამოვალთ შენ რო არ იქნები არ იჯავრო _ ზემოდანვე ლაპარაკობდა თითქოს ვერ დაინახა უცნობი კაცი. თვალები დააწვრილა და ისე დააკვირდა _ შენ რომელი ხარ ბებია? ვერ გიცანი _ეთოო ბებო ... თალიკოო მართლა გაქვთ დრო თუ ჩემთვის გადადეთ საქმეები _ ორივეს მოეხვია _დროის მეტი რა მაქ შე ქალო ... ძროხები გავდენე , ქათმებს და ინდოურებს ვაჭამე ,მე თვითონ ვჭამე და პატარა ბოვშები მე არ მყავს ძუძუ რო მოუნდეს და ატირდეს უჩემოთ _გოგოებიც ჩამოვლიენ მალე ... სკოლიდაან მოვა ქეთინო და გადმოვა . დავყვებით ახლა თითო წკაპს ,მარა ბიჭი მაინც არ გაგვაცანი ისიც გელოდება რო ჩაგიყენებია ამ შენ ვენახში და მოუტეხია აგერ ამდენი _ არ გამორჩენია თალიკოს თვალს არცერთი დეტალი. ევამ კარგად იცოდა გადმოსვლამდეც ჰყავდათ შემჩნეული . _ თადა მერლანი _ე მერლანი სადოური გვარია ... სვანური არაა? აქ რა ქარმა გისროლა სა ნახე ბებია ე კაი ბიჭი? _სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...ევა ისე მაშინებდა მგონი აღარც დამელაპარაკებოდა რომ ვერ დაესრულებინა დღეს საქმე. სვანური გვარი მაქვს მხოლოდ ისე ქუთაისში გაზრდილ_ დაბადებული ვარ _ჩასიძებული იყო მამაშენი თუ რამ გადმოგიყვანათ კი მარა ... _ჩემი ბაბუა მუშაობდა ქუთაისში , გადმოსახლდა ოჯახით . ზედსიძე არცერთი ყოფილან მე ვინც ვიცი _სად მუშაობდა ბაბუა? _მოსამართლე იყო _მალადეც ... ჭკვიანი კაცი ყოფილა. _შენც მის გზას გაყევი ბებია? _თალიკო და ეთერი საოცარ დუეტს ქმნიდნენ . ევა ჩუმად უსმენდა და ეღიმებოდა თადას სერიოზულ პასუხებზე თან საქმის გაკეთებას რომ ცდილობდა და თან პასუხებს არ აგვიანებდა. ერთ ძირთან შეჩერდა,აშკარად ვერ გაიგო რომელი როგორ გაეკეთებინა და ევაც მასთან მივიდა _არა მე ეკონომისტი ვარ ... მათემატიკა მიყვარდა ძალიან და სხვისი საქმეების გარჩევა ნაკლებად . რომ ვუყურებდი როგორ ნერვიულობდა დედა და ბებია მათი რთული სამუშაოს გამო გადავწყვიტე სხვა საქმე ამერჩია _გამოდის ბუღალტერი ხარ ... მერე ახლა სამსახურში არ უნდა იყო? _არ ვმუშაობ .... ჩემი პირადი საქმეები მაქვს და ყოველდღე საამსახურში გამოცხადება არ მჭირდება. _გამოდია ბიზნესმენი ყოფილხარ ბებია შენ ... _ჩემ შემოსავლებს თვითონ ვითვლი... ასე რომ ბუღალტერიც ვარ ოღონდ ჩემი შედგენილი გრაფიკით ... მათემატიკის მასწავლებლობაც შემიძლია შენ თუ პედაგოგი ქმარი გინდა _ ჩუმად უთხრა ევას _ქმარი არ მინდა და საყვარელს პროფესიას არ ვეკითხები ხოლმე _ჩურჩულითვე უპასუხა და გააგიჟა _რა სისულელეა _რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას... შენ რა ყურადღებას სხვა რამეებს არ აქცევ? არ მითხრა არ მყავსო _სხვა დროს ვილაპარაკოთ ! ............................ საღამომდე შეასრულეს ევას გეგმა . ჭორაობა საქმეს ამარტივებს,დრო სწრაფად გადის და დაღლილობაც არ იგრძნობა. _ახვევის დროსაც გელოდებით იცოდე ... _ესეც საკმარისი იყო მეტად არ სჭირდება ჩემ ვენახს _ჩემთან ვეპატიჟები შენ რა გინდა დია? _კარგი რა თალიკო , შენ მაინც რა დაგემართა ? სამყაროში არაფერი მოგწონს და მითუმეტეს სულიერი არავინ _შენ ხომ მომწონხარ და ახლა ისიც მომწონს ... შენ ნუ მასწავლი ერთი ამხნის ქალს მე ვინ მომეწონოს. მომასწარი აწი ქორწილს შე კაცო... პირველად რომ ვნახე ევა იმდენი ვიტირე ,იმდენი . ჩუმად შევიპარე საავადმყოფოში. მოვიტყუე დედა ვარ მშობიარესითქვა და შემიშვეს. ისეთი ლამაზი იყო , ვარდისფერლოყება ,მრგვალი , შავი თმებით . ფიფქიას ზღაპარი ამაზე დაწერენთქვა ვიტყოდი მარა ადრე დოუწერიათ თურმე უფრო . _ბოროტი დედინაცვალი არ მომიყვანა მამამ თორემ სხვა არაფერი მაკლია _რავა შვიდი კაცი გყავს შე ქალო? _შვიდი კი არა ოცი ყავს და იმ ოციდან ეს რომელს ყავს ეგია მთავარი ეთერი _მე რა ვიცი ერთი კაცი მყავს ნანახი მარტვა იგიც რო გამხსნა და მომაშორა ნაბადი მაშინ დევინახე თვარა იქამდე თავდახრილი დევიარებოდი ... _ დავბერდი,მოვკვდები მალე და კუბოსთან რო დადგება მაშინაც გეიხსენებს იმ ჩემ ერთ შეყვარებულს _რომელ ერთს ქალო ... ნუგზარას გარდა გყავდა კიდო სხვა? _სამჯერ შევხვდი სულ და ამომადინე კისერში და სხვა რო ყოფილიყო ბ.ზების სიაში არ გეყოლებოდი მიწერილი ? _სამეზობლოში სახლი არ იყიდება ან მიწა?თქვენთან მინდა გადმოცხოვრება _ სიცილისგან სუნთქვა რომ შეეკრა მერე თქვა და ევას რეაქციამდე ისევ ქალებმა უპასუხეს _ევა გვყავს მარტო და გადმოდი ამასთან _სტუმრად ვარ,ვეხმარები დილიდან ,სიტყვას არ ვუბრუნებ ,მჩაგრავს და ვიტან და ამის სახლში რომ გადმოვიდე ხომ დავიღუპე. ჩავიცვა კაბა და ისე ვიარო უფრო კაცური ვიქნები ვიდრე მის საკუთრებაში მცხოვრები. სხვა ვინმე უფრო თბილი და ტკბილი შინაბერა არავინ გეგულებათ? სანამ მეც გავჭაღარავდი _ა რა უნდა უქნა ახლა ამას ... გოგო გასალახი ხარ ახლა მარა ამხელა ექიმ ქალს რაფრა გაკადრო. კაცს ასე უნდა აშინებდე? კაცს უნდა მოფერება,ტკბილი სიტყვა , წყნარი და მშვიდი ქალი . _ხო ხო თალიკო სულ მაგნაირია... მაინც განსაკუთრებით წყნარი ,მშვიდი ,ჩუმი კიდო და უენო _ქალო შენ ჩემკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ ... _ჩემი დასტური რას გიშველის არ იცი რაცხაა? თვითონ თუ არ გადუტრიალდა ტვინში ისე არ იზამს არაფერს და თუ გადოუტრიალდა კი მოვესწრებით ქორწილს. საწყალ ანდროს სხვისი ბოვშები უყვარდა და ისე წევიდა შვილთაშვილი ვერ დეიკავა ხელში _ე.ი უკვე გვიანია .... ნახევარ საათში გადმოდით ჩემთან ვივახშმოთ . გოგოებო გესმით?_რძლებს გასძახა და ისინიც შეეხმიანნენ_ნამცხვარი მაქვს და ყავაა _ე ყავა რაცხა თავს მატკიებს ... ნამეტანი მაგარი იყო. _მერე ჩეგეყარა შაქარი შიგნით მარა შენ ენას რა დაატკბობდა მაგდენი ფული სად გაქ ამდენი შაქარი იყარო ყავაში _შენ ხო გაქ და ვისესხებ რა უჭირს _სესხებაზე გამახსენდა ჩემ კასრულს როდის გადმეიტან ..... პავიდლო მაქ გასაკეთებელი _რა დროის პავიდლოა ქალო რას მატყუებ _მიზეზი თუ არ გითხარი ისე აბა არ აბრუნებ და _სულ არ მინდა შენი არაფერი _ო გაბრაზდება ახლა და მომიგდებს ორი თვის გოურეცხავ ამომწვარ კასრულს... _ორი თვის დოუბანელი ხარ ქალო რაის კასრულის რეცხვაზე მელაპარიკები... _წყალს ჩემამდე არ უშობ გაწექი ზედ გველეშაპივით და საერთოდ დასალევათ აღარ გვექნება მალე _დღეს ნუ იჩხუბებთ ... ვახშამზე გადმოსვლა დაგავიწყდებათ მერე _არ დამავიწყდება არ იჯავრო შენ. ძროხას მოვუარ და გადმოვალთ მერე ორივე... ერთად მოვლიენ ალბათ ხო? _მაგენი ქე დაქალობენ ,შენი ძროხა შენზე მეტად ჭკვიერია _შენი ურქენს სულ _ ჭიშკარი გაიარეს და უკვე გზიდან ისმოდა ლაპარაკის ხმა. განა ჩხუბობდნენ,ასეთი საუბრის მანერა ჰქონდათ ერთმანეთთან თორემ სხვას რომ გაებედა რამე მსგავსი არ აპატიებდნენ _თალიკოს მიპატიჟება რომ მივიღო და სტუმრად მივიდე გაბრაზდები? _არა ,გულწრფელად დაგპატიჟა ... _როდის შევხვდებით ,ისევ განგებას უნდა ველოდოთ? _სად მიდიხარ ... ჩემი ეზოდან ვერავინ გავა უპურმარილოდ მითუმეტეს ის ვინც ჩემ მიწაზე იმუშავებს _სერიოზული იყო ცოტა ბრაზიც კი ეტყობოდა ხმაში _მეც მეპატიჟები ვახშამზე? _შენ უბრალოდ მეტ დროს გაატარებ ლოდინში . პირსახოცს გამოგიტან ,ვანას გაჩვენებ მოწესრიგდი მერე დაისვენე,ძალიან თუ გშია და ვერ მოითმენ უცებ ჭამე რამე _ ფეხსაცმელი დატოვა, სხვა ჩუსტები ჩაიცვა და სახლის უკანა კარისკენ დაიძრა. ერთ მხარეს კუთხეში დაჯეხილი შეშა ელაგა მის მოპირდაპირედ კი ოთახი იყო რომელიც სააბაზანო აღმოჩნდა. _ცხელი წყალი არ მაქვს გაითვალისწინე . ცივი მოდის მხოლოდ _მე სამზარეულოში ვიქნები_სახლში შესასვლელი კარი ღია დატოვა . თადა ნამდვილად არ ელოდა სოფლის სახლში სააბაზანოს და მითუმეტეს უნიტაზს . საკუთარ ფიქრებზე გაეცინა . არადა როგორ კარგად იცოდა ვის სახლშიც იმყოფებოდა. სახლში მორიდებით შევიდა, სივრცე მოათვალიერა და სამზარეულოც მალევე იპოვნა. ევას საერთოდ არ ემჩნეოდა დილიდან რომ მუშაობდა. ბუხარი დაენთო, კეცებიც დაედგა ცეცხლზე გასახურებლად . მჭადის ცომიც მზად ჰქონდა და ნეშოს ფოთლებს წმენდდა. _თუ ძალიან გადაიღალე საძინებელს გაჩვენებ... არ მოგერიდოს _ასეთი სუსტი ვარ რომ მე წამოვწვები დავიძინებ და შენ აქ ვახშამს მოამზადებ? _კაცებს მარტივად გღლით მსგავსი საქმეები ... ქალი ასეა მოწყობილი, საკვების მომზადება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია _ეს დიდი კეცი რისთვისაა _თემა შეუცვალა _ხაჭაპურისთვის _კეცზე ხაჭაპურს აცხობ ? ხელებზე არ გეტყობა დამწვრობის კვალი თუ მე ვერ შეცნიშნე _კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ და იშვიათად ვიწვავ ხელებს ... _იქაურობა დატოვა და კარადასთან გადაინაცვლა. ერთ თაროზე მინი სათავსო ჰქონდა წინ პაწაწინა ყვავილებით ფარდა იყო ჩამოფარებული მის მიღმა კი მწნილი აღმოჩნდა . კიტრი, კომბოსტო და ბოლოს ჯონჯოლი გაჩნდა თეფშებზე. მაგიდის მზადებაც დაიწყო. უკვე მზა კერძებს ალაგებდა. ყველი და სურგუნი არ დაენანა დაჭრისას . წითელკოპლიანი ქვაბებიდან ეკალა და წითელი ფხალი ნიგვზით იმზირებოდა _ამ ყველაფრით ვინ გამარაგებს _ბუნება _ბუნება კი ,მაგრამ ვისი ნახელავია _ჩემი ,ვისი უნდა იყოს _როდის მოასწარი _წუხელ ,ღამე ... _მოხარშული დედლის უკვე დაჭრილი ნაჭრები მინის ჭურჭელში ჩასხმულ ბაჟეში ნელა გადაალაგა . _სულ უფრო მეტად მარწმუნებ რომ ქორწილის თარიღი უნდა გადმოვწიოთ _უკვე გადაწყდა და თარიღს ვათანხმებთ? _არა თუ მოტაცებაზე ოცნებობდი ეგეც შემიძლია დავგეგმო,მოულოდნელობის ეფექტით თუ გინდა ნაბადშიც გაგახვევ და თეთრი ცხენით გაგიტაცებ სადმე მთებში _სვანური გვარი კი გაქვს ... იქ არ ჰქონდათ შენებს სახლი? _მინიშნებად მივიღო? სვანეთამდე ცხენით რამდენად კომფორტულად ვივლით არ ვიცი ,გზაში მანქანაში გადაგაჯენ ... პრობლემა არ იქნება _მე რომ ბევრი ისეთი ადამიანი მყავს ვინც დაგვედევნება და მე რომ არაფერი გავაკეთო მაინც ყელს გამოგჭრის? მზად ხარ ფიზიკურად თავდაცვისთვის? _ ამოსული ცომისგან გუნდა გააკეთა და ხაჭაპურის მზადება დაიწყო _თუ მოგიტეხავს რამე გეცოდინება როგორი მტკივნეულია და ვიღაც განზრახ რომ მოგტეხს კიდურებს ხომ საერთოდ _ვერ გვიპოვნიან ... _გვიპოვნიან დამიჯერე _შენ არ იტყვი მიყვარს,ვრჩები და არაფერი ატკინოთ ჩემ საყვარელ კაცსო? _არცერთ სიტყვას მაგ წინადადებიდან _თადა დიალოგს გააგრძელებდა ქალები რომ არ შესულიყვნენ. _ამას ქე გოუწყვია სუფრა უკვე ... _მჭადებს ამოვიღებ და დავჯდეთ _ცეცხლი ხარ მოკლედ ცეცხლი ... _კეცები გადმოალაგა და კიდევ რამდენიმე მჭადი დააჯინა ,ლამაზად ალაგებდა ნეშოს ფოთლებს მერე კი კეცზე კეცს მოხერხებულად ათავსებდა _ხაჭაპური მზადაა უკვე ... ფეჩი აღარ დავანთე გაცხელდა ისედაც სახლი _ხვალ მუშაობ ? _კი ,რა ხდება? _ახალი რძლის გადმოპატიჟება გვინდა და უშენოდ არ მინდოდა _თალიკოს რძალმა უთხრა .ყველანი ისე გრძნობდნენ თავს როგორც საკუთარ სახლში _აჩმა უნდა რომ გუკეთო... მოგეხმარები მეც და ორი პორცია გააკეთე რა იქნება. _ზეგ გავაკეთებ ,შაბათს რომ დაპატიჟო? _შენც სახლში იქნები? _კი ,საღამოს მოვალ _მასე ამბობ შენ და მოიყვანენ აკივლებულ ქალს ,დარჩები დილამდე _სხვა ვარიანტი მე არ მაქვს ისე გავანაწილე მორიგეობები საღამოს სახლში ვიქნები .... _კარგი _აჩმას აუცილებლდ გავაკეთებ _შენ მინდა რო იყო თუარა აჩმა თუ არ ვაჭამე ახლა ნაზიკიას რძალს ისე კი ვერ ვიზამ. თვითონ გადეიპატიჟა მარინა და გია თუარა არ მევიკლავდი თავს _ღვინოს მოვიტან და მოვალ ... დაჯექით _მოდი ბებია მოდი ევა გვითამადებს ახლა და იცოდე არ გადეირიო ლოთი კი არაა ამნაირი ცხოვრება მისცა ღმერთმა იმფერი ძალა უნდა გქონდეს კაცის ნიჭიც გქონდესო და ქალისიცო თუარა კაცივით კი არაა , ამასაც უნდა ჩახუტება,მოფერება და იმის თქმა ნუ გეშინია აგერ ვარ მეო . თქმა უნდა თუარა ისე ?ისე საქმე არაა ჩემი ევა რომ ვერ მეერევა და ვერ გააკეთებს ეს ისეთი ჭკვიანია ამის გვერდით არაფრის უნდა შეგეშინდეს _ ეზოში იყო უკვე და მაინც ესმოდა თალიკოს ხმა . გული რომ აუჩუყა და ცრემლებთან ბრძოლა აიძულა. უკან გრაფინით ხელში დაბრუნდა ,სუფრის თავში დაჯდა და მზერა მოავლო მაგიდას . _შეიძლება ? _გრაფინი აიღო თადამ და ჭიქები აუვსო ქალბატონებს _ღმერთმა შექმნა ადამიანი ქალად და კაცად ,მათ მისცა საერთო შესაძლებლობები და ისინი თავიათ ცხოვრების გზაზე დააყენა. დასაწყისიდან დასასრულამდე როგორ გავივლით ამ გზას ჩვენი გადასაწწყვეტია,ყველა განსაცდელისას არსებობს სხვადასხვა საშუალება , ჩვენზეა დაამოკიდებული რომელ მათგანს ავირჩევთ . ჩვენს თავისუფლებას და პასუხისმგებლობას ღმერთის წინაშე გაუმარჯოს ... ჩიხში შესულებს გზას რომ გვიჩვენებს იმ ძალისთვის მადლობა მას ,დაცემულს რომ წამოდგომის ძალას მოგვცემს და ჩვენგან მხოლოდ ადამიანობა უნდა _ჭიქა ეჭირა ხელში ევას ,მაგრამ სიტყვებს თადა ამბობდა და ეს იყო პასუხი თალიკოს სიტყვებზეც _ ადამიანი შექმნა ღმერთმა თავის სახედ და ყველას უნდა გვყავდეს ჩვენი ადამიანი , რომ გააღმერთებ,ეთაყვანები და მიენდობი_მშვიდი იყო, იცოდა რასაც ამბობდა და ისიც იცოდა ვისთვის ამბობდა. ყველანი გარინდულები უსმენდნენ _მე ჩემი პატარა ჭკუით ვერ გევიგე ბებია შენ ახლა ღმერთი ადღიგრძელე თუ ევას ოუხსენი სიყვარული მარა ორივეს სადღეგრძელოს დავლევ მე ... დიდება უფალს და იმის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ ორს ერთად თუ ცალ ცალკე _ ევამ რომ გახედა მერე გადააკეთა და მაინც დაუბრუნდა თავის აზრს _მარა მაინც ერთად ჯობია ბებია _ღმერთს ჩემი დღეგრძელობა რას უზამს ... ქეა თავისთვის მარა შენ ნამდვილად ბუღალტერი ხარ ბებია თუ გვატყუებ რაცხას?_თალიკომ ჭიქა რომ ჩაცალა მერე ჰკითხა თქდას რომელიც გემრიელად მიირთმევდა ევას ნახელავ კერძებს და ლამის დაიხრჩო ისეთი ხველა აუტყდა _დეიხჩვეთქვა კი არ მითქვია შე კაცო ... აბა ამნაირად მოლაპარაკე მათემატიკოსი მე არ მინახია ჯერ დავბერდი ქალი...ეტყობა მე ვიცნობ მარტვა იმნაირ მათემატიკოსებს მათემათიკის გარდა არაფერი რო არ იციენ _კარგი დედა ახლა დააცადე ... ნუ გადარევ ევას ხომ იცი გითმენს უყვარხარ,მაგრამ ვერ იტანს რომ აწვები ხოლმე ასე _ოჰ შენ ჩეიგდე ხელში ჩემი ბიჭი და რა გენაღვლება გეინაღდე კაცი ამას არ უნდა ? ანგელოზივითაა ასე უნდა დაჭკნეს და ჩამოხმეს უკაცოდ? _რას ლაპარიკობ ქალო სუფრასთან სულ გადეირიე ამ სიბერეში _ჩუმად უთხრა ეთომ და ხელი მიარტყა ხელზე _კაი ბატონო ჩუმად ვარ მარა ის გაჩუმდეს იქ ... რო შეიკეტებოდენ მაგი და ჩემი ბელთაყვა ბიჭი არ გახსოვს ? გარეთ რო დაქცეულიყო ქვეყანა ვერ გააშორებდი ერთმანეთს და სხვას რას დეეძებს _დედაა _ღმერთო მიშველე _ ევას ბრაზს არა მაგრამ სიცილის სურვილს ვერ მოერია და ხმამაღლა გადაიკისკისა_ დამისხი თორემ თალიკო იმდენს იზამს ბოლოს რძალიც გამოექცევა და დარჩება მერე ეთო რომელიც ყველაფერს პატიობს _ ჭიქა მისწია თადასკენ და დაელოდა _ იმ კეთილ მიზეზებს გაუმარჯოს თქვენ რამაც ჩემ მიწაზე საამუშაოდ მოგიყვანათ,ჩემ გვერდით დგომისთვის და დახმარების სურვილისთვის . და თუ ღმერთია ყველა ადამიანში ,სიკეთით გამოავლენს თავის თავს . უანგაროდ გაწვდილი ხელით _თადას არ უყურებდა,მაგრამ ყველა სიტყვა მისკენ იყო მიმართული _რა სალაპარიკოა ბებია ... ჩვენ რამე შეგვეძლოს და უკან არ დევიხევთ არაფერზე . გაგვიმარჯოს ყველას ერთად და საერთოდ მთელ ჩვენ ქუჩას... ამნაირი ერთმანეთის გვერდით მდგომელი ხალხი სხვაგან კი არაა . მეზობლები ხოცავენ ერთმანეთს ქათმის გულიზა და ჩვენთან რო იცოდე მაგნაირი არაფერი მომხდარა და არც მოხდება _გაგვიმარჯოს ყველას ერთად რამდენიმე ჭიქა ჰქონდათ უკვე დაცლილი. თალიკომ და ეთომ სიმღერა რომ დაიწყეს ევამ ზეპირად იცოდა მათი რეპერტუარი და სიმღერის ნიჭიც ,მაგრამ თადა გაოცებული უსმენდა „ ჩემისთანა დაჩარგრული თურმე ქე ხართ ბეჩა ყველა. საყვარელმა მიღალატა დამაქცია დამანელა. სანამდისი მქონდა რამე მციცქნა მციცქნა ნელა ნელა. მერე ქე ამიპანღურა დამაქცია და დამანელა. ერთ საათსაც ვერ ვიცოცხლებ რომარ მყავდე კესარია. ჩემი აქანა დამბორკი და მალამოც ის არია. ჩემო ჩაფუნთრუშებულო ჩემო სულის კვარახჭინა. ნეტავ შენი უნახავი ამდენ ხანს რამ დამარჩინა...“ _ მოღალატე ჩემ ქმარს გოუმარჯოს იქ ყავს ალბათ თავისი საყვარლები და ეფეროს რამდენსაც უნდა _ ჭიქა დაცალა ეთომ და მერე თალიკოს აჰყვა სიცილში _გიტარა არ უნდა მომიტანო ამ დროს ევა ბებია? _მომაქვს ... _ჩვენმა კესარიამ და ლიანამ გადმოვალთო და რა ვერ მოწველენ ის 4 ძროხა ახლა გოუხდა ფერმა? _ხო არ წააქცია ნეტა იმ სულელმა კვინტრიშამ _კვინტრიშა ვინაა? _ძროხას ქვია ასე _ გიტარა გადასცა ევამ თალიკოს და მანაც მეზობელ სკამზე კაცივით დასვა _შენ ამათ ნუ აჰყვები ,დაგათრობენ იცოდე და სახლში ჩემი წასაყვანი გახდები _ ჩუმად უთხრა თადას და კიდევ ერთი ცხელი ხაჭაპური დაჭრა _ ჭამე სანამ ცხელია _ ნაჭერი დაუდო თეფშზე და შემდეგ კარისკენ დაიძრა _სიმღერა დეიწყე ქალო უკვე? დათრობამდე ვერ მოგისტარით?_ კესარია და ლიანა მასწავლებლები იყვნენ და დღისით მუშაობდნენ თორემ ისინიც აუცილებლად იქნებოდნენ მათთან ერთად „დელი დელი დელიაა აბა დელი დელიაა მასპინძელსა მხიარულსა ღვინო გამოლევია“ _ სიმღერითვე შევიდა ლიანა და თითქმის დაცლილი გრაფინი ხელისგულზე დაიდო თალიკომ კი გიტარა დაიჭირა და დაკვრა დაიწყო „ ჭირვეული მეზობლები ლალიკო და დალიკო დაობენ ვერ გაუყვიათ პრასის კვალის რიგებიი რატომ დაობ დალიკო რატომ რატომ ლალიკო იმიტომ რომ იმიტომ იმიტომ რომ ამიტომ გამიცინე ლიანა გახსენი ეგ ტუჩები ერთი უნდა გაკოცო მაგრად ნუ მეურჩები დელი დელი დელია ო დელია დელიაა მასპინძელსა მხიარულსა ღვინო გამოლევიაა „ მეზობლებზე მორგებული ტექსტი, მაგიდაზე დაკვრა , ახალი სტუმრების ცეკვით შემოსვლა და სავსე სუფრა. ევას წაცეკვება ,მოხდენილი სხეულის მელოდიური მოძრაობა,ფართო ღიმილი,დარდგაფანტული მზერა . თადა ინტიქტურად გაჰყვა ეზოში გასულს ,მარნისკენ მიმავალ გზაზე _მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო ... ამათ გამო ითქვა _მგონი უკვე დაგათვრეს _ასე კარგად ბოლოს როდის ვიმხიარულე არ მახსოვს _ყველა ვახშამი ასეა ხოლმე... მთავარია ერთად შეიკრიბონ _თალიკოს და ეთოს დუეტმა მომხიბლა _გუნდში მღეროდნენ ერთად ... თალიკომ გაურიგა ეთო მეზობლის ბიჭს და კი კბენენ ერთმანეთს მაგრამ უფროსი დასავით ჰყავს _მინის ბოციდან გაავსო ორი გრაფინი _აქაურობა შენ მოაწყვე? _თაროებზე განლაგებულ თიხის დოქებს და სასმისებს შეავლო მზერა.უცხო იყო ყველაფერი _დიახ _ყველა საათის შემდეგ უფრო მეტად რომ მომწონხარ როგორ დაგაჯერო_ახლოს იყო,ხელში ღვინით სავსე გრაფინით და სასმელისგან არეული მზერით . თითები ლოყაზე შეახო,თავი დახარა რომ ეკოცნა და ევას სიტყვებმა შეაჩერა _სახლში რიჟა ტყუპები რომ შემომიგზავნე ... მაშინ რა ხდებოდა შენ პატარა თავში _ ქვემოდან უყურებდა და მის მიმიკებს აკვირდებოდა _სახლში ვინ შემოგიგზავნე? _ჩამოყალიბდი რა გინდა ,იყავი ნამდვილი ,იქონიე სიმართლის თქმისთვის ერთი ადგილი და მერე ვნახოთ _რაღაც არასწორად გგონია... არ წახვიდე _არ მოგეწონა თამაში? გგონია მართლა სულელი ქალი ვარ რომელსაც დახმარების ხელს გაუწვდი,სულ მის გვერდით გაჩნდები და ისიც პატარა ბავშვივით შენზე დაამოკიდებული გახდება?მე არ მჭირდები ... შენ გჭირდები,მაგრამ რისთვის _ტყუილია! _ყველაფერი რასაც შენ აკეთებ და ამბობ . ხომ გითხარი ისეთი რამ არ მომატყუო რაც მატკენს _თქო. მე თუ სისუსტეს ვიგრძნობ კაცის ძებნას არ დავიწყებ ... საკუთარ თავს მოვერევი და არ მინდა შენ გახდე ჩემი მსხვერპლი _გეფიცები აზრზე არ ვარ რას ამბობ... ვიღაცამ მოგატყუა _ვის მეფიცები ... საკუთარი თავის გარდა ვინმე გყავს ან გაინტერესებს? _ასე ნუ მექცევი ... მე შენ გარდა არავისთვის მითქვამს ჩემი ოჯახის ამბავი _გულნატკენი კაცი ბრაზობს ამ დროს შენ სხვა გამომეტყველება მიიღე... ნიღბებს არასწორად იცვლი. _როგორ დაგიმტკიცო რომ შეცდომაში ხარ ... _რიჟა ტყუპები მომიყვანე ... ერთად ვილაპარაკოთ და მერე ვნახოთ რა უნდოდათ იმათ ჩემ სახლში . ახლა წადი და ეს დღე გაკვეთილად დაიმახსოვრე. როგორ უნდა ეთამაშო ადამიანს , რომლის მოშორებაც გინდა და აჩვენებ რომ მის გვერდით მშვიდად გრძნობ თავს. ჩემ სუფრაზე ჯდომის უფლება მიიღე, ჩემი დაწურული ღვინო დალიე,ჩემი სახლის კარი გაგიღე და ჩემ წმინდა ვაზთან შეხების უფლება მოგეცი. ამის იქეთ შენ ბინძურ სულს ჩემი სივრცის წაბილწვის უფლებას არ მივცემ _ ღვინის გრაფინები დაიჭირა ,ზურგი აქცია და კარისკენ წავიდა. არც დაუშვია რომ თადა უკან არ დაიხევდა. რეაგირება ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა კაცის მკლავებში მოქცეული . ბრაზის ფიალა რომ აევსო,კოცნიდა კაცი რომელმაც გონება აურია. რომელსაც ერთი ნაწილი იშორებდა მეორე კი იზიდავდა. ვერ გაიაზრა როგორ ასწია მაღლა გრაფინიანი ხელი და თავზე გადაატეხა თავისზე მაღალ თადას. ხედავდა მის მზერას, წონასწორობადაკარგულ სხეულს. თავზე შემოწყობილ ხელებს და სისხლს რომელიც ღვინოს შეერია _თავი გამიტეხე ...-ხელი თავზე მოისვა და სისხლიან თითებს დაჰყურებდა _ჩემი სურვილის წინააღმდეგ ვერავინ შემეხება ! _ამიტომ არ დაგირტყამს... დამნაშავე გგონივარ და იმიტომ _ ზედა გაიხადა და სისხლმდენ ჭრილობაზე მიიჭირა. სახე შეცვლილი ჰქონდა, ტკივილის პირველი ეფექტისგან იყვირა კიდეც ,მაგრამ სახლიდან გამოსულ სიმღერებს ვერ გადაფარავდა _არ ვარ დამნაშავე ,შენ სახლში არავინ შემომიგზავნია,არ ვიცი საერთოდ რაზე ლაპარაკობ . თავბრუმეხვევა _ ხის სკამზე დაჯდა . თავიდან თქრიალით სდიოდა სისხლი ,ხელებიც შეეღება წითლად. _არ მჯერა... მე არ ვცდები ! _შეგეშალა , მე არ ვიცი რაზე ლაპარაკობ ! _მათთან ერთად დაგინახე გუშინ საღამოს _ძმაკაცმა გამაცნო ... მუშაობა დააწყებინეო და მეც მტვირთავებად ავიყვანე საწყობში _აქამდე რატომ არ მითხარი _ხომ გითხარი არ შემომიშვია შენთან სახლში არავინ_თქო _არ ვიცნობო ასე მეუბნებოდი _არც ვიცნობ ... _ვინ მეგობარმა გაგაცნო... რა ქვია იმ მეგობარს _ გარინჩას ეძახიან . არ მითხრა ვიცნობ მაგასაცო თორემ შევიშლები _თავი დახრილი ჰქონდა,ხელს იჭერდა ,მაგრამ ცუდად იყო _ თავი როგორ გამიტეხე გოგო ... მართლა არ მოგწონვარ? ასე დამაშტერე ,მომატყუე,მეთამაშე რომ ვერ მივხვდი ? ყველაფერი მოიტყუე? _საიდან იცნობ გარინჩას _ ხის კარი გააღო და ტილოები გადმოალაგა. უცებ დაკეცა, ცივი წყლით დაასველა და წამში შეცვლილი ხასიათით დაიწყო მასზე ზრუნვა. სისხლიანი მაისური იატაკზე ეგდო, ნაკაწრებიდან ნამსხვრევები ამოაცალა, იმდენად ახლოს იყო როგორც არასდროს. წელს ზემოთ შიშველს,მის ფეხებსშორის მდგომს ჭრილობას უმოწმებდა. შუბლით მუცელზე მიყრდნობილს თავად დაეყრდნო ,როდესაც გაიაზრა რომ ზედაპირული კაპილარები იყო გამსკდარი და გაუხარდა დიდი გრაფინის ნაცვლად პატარა რომ ჩაარტყა _მიპასუხე ... საიდან იცნობ _მეთქი _საშინლად მომექეცი. ასეთი უნდობლობა და ასეთი ბრალდება არ დამიმსახურებია შენგან. შენ იმდენად ხარ გაგიჟებული ისე გაქვს ჩაბეჭდილი გონებაში რომ არავის უნდა ენდო ,ყველა გატყუებს ,ყველა საშიშია მეც ვიღაც ს.რების რიცხვში გამიყვანე _მიპასუხე საიდან იცნობ და მერე ვიფიქრებ დანაშაული მაქვს გამოსასყიდი თუ არა _შენც იცნობ აშკარად...ნახე და თვითონ ჰკითხე საიდან მიცნობს. ღვინით სავსე ბოთლი აიღო,თავსახური მოაძრო და მიიყუდა _ ყველაფერი მტკივა _ეგ ღვინო ... ბოლო ბოთლი იყო _არ მაინტერესებს ... ჩემი თავი სავსეა ნატეხებით _ნუ დგამ დრამას ... არაფერი მოგივა. ასე ძლიერადაც არ ჩამირტყამს _ასე დაუმშვიდობებლად როგორ წავიდე ... -სახლისკენ გაიხედა,ფანჯრიდან ჩანდნენ მოცეკვავე ქალები _იჯექი მანდ ...სად უნდა წახვიდე დამელოდე ორი წუთი _უფრო მძიმე უნდა ჩამარტყა რამე ? _ წავლენ და მოგხედავ _არ მჭირდება ,გმადლობთ . მივდივარ მანქანაში მექნება რამე ზედა _თადა გეყოფა ბავშვივით გაბრაზება ... დამელოდე რამდენიმე წუთი _დამცინის სიმონ _თადა _ მაინც ვერ მივდივარ სახლში შევიდა და ქალებთან ჩამოჯდომისთანავე დაცალა ერთი ჭიქა. _სად წავიდა ის ბიჭი _დაათვრე და მოითიშა. გვიანია უკვე წავედით ახლა ხვალ უნდა იმუშაოს გოგომ -თალიკომ თქვა და პირველი წამოდგა _წავედით ხო... ის ბიჭი არ დამიკარგო იცოდე . არაა ხელიდან გასაშობი _კარგი ქალო წამოდი ახლა და მერე ასწავლე რაფერ გამეიჭიროს კაცი _რათ უნდა გამოჭერა ანგელოზივითაა სახლიდან ყველანი ერთად გავიდნენ. ის კი თადასთან შევიდა და თვალებდახუჭული რომ დაინახა გული ლამის გაუსკდა _თადა ... თადა შემომხედე _გიყურებდი და არ გინდოდა ,შენი ვერაფერი გავიგე _შენი დაძინება არ შეიძლება ... წამომყევი _ ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის დაეყრდნობოდა _სახლებში იქნებიან უკვე თალიკო და ეთო? _კი ,ქვემოთ ცხოვრობენ _მაშინ წავალ ... თავგაპობილს რომ მნახავენ იფიქრებენ მოძალადეაო და არ მინდა იმ საყვარელ ბებოებს ასეთად დავამახსოვრდე _ სისხლით დასვრილი მაისური აიღო და გარეთ ისე გავიდა ევას არ შეხებია. _სად მიდიხარ _სახლში ... არ იდარდო არ გიჩივლებ _გეყოფა ! _ნამდვილად მეყოფა ... იმ ქალთან ვერ ვიქნები ვინც სულ ოდნავადაც არ მენდობა ,არ მიცნობს და არც ცდილობს გამიცნოს,არ სჯერა ჩემი და არც დამიჯერებს. _მე და შენ არ გვეხება ახლა ეს ამბავი... ცუდად გახდები გზაში _ახლა უარესად ვარ _აუცილებლად ბოდიში უნდა მოგიხადო? _არ მჭირდება. პირიქით ,მე მაპატიე აქამდე რომ მივიყვანე ყველაფერი. _ჭიშკრამდე ძლივს მივიდა. მიაბიჯებდა,არ წაქცეულა მაგრამ თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. წელს ზემოთ შიშველს სისხლის წვეთები მხრებზეც ჰქონდა _მაპატიე ... მე ასეთი ვარ . ყოველთვის ყველაფერი უნდა ვიცოდე იმ ადამიანზე ვინც ახლოს მყავს. კაცი საერთოდ არ მომიშვია შენამდე ასე ახლოს. იმათთან რომ დაგინახე გავგიჟდი. დღეს რომ მოხვედი მეგონა თამაშს აგრძელებდი და მეც აგყევი. არავის ვაძლევ მოახლოების ,შეხების საშუალებას ... ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფრის ნებას და შენ მაკოცე მას მერე რაც გითხარი. თავი ვერ გავაკონტროლე ,არასდროს ყოფილხარ ამ მდგომარეობაში? ბრაზი ძალადობით არ გამოგიხატავს? _კოცნაზე სახეში გარტყმით პასუხობენ ქალები _მე არ ვარ ჩვეულებრივი ქალი ... ჩვეულებრივი ცხოვრებით და წარსულით _ასე ვინ გატკინა...ვინ გიღალატა _ცხოვრებამ მიღალატა ... სხვამ არავინ . შენ ნუ იქნები პირველი. მაპატიე და ნება მომეცი შენზე ვიზრუნო . ახლა თუ წახვალ უკან გამოგყვები,მაინც არ დაგტოვებ უბრალოდ მდგომარეობას გაირთულებ. _აქ რომ დავრჩე ხვალ ყველას ეცოდინება რომ შენთან გავატარე ღამე ... ჭორებს ვერ გააჩერებ _არაუშავს ... ეგ იქნება ჩემი სასჯელი შენი თავის გატეხვისთვის _კოცნაზე ასე არავის უპასუხია ... არასდროს დასრულებულა ჩემი კოცნები დარტყმებით _სახლში იჯდა უკვე ევა თავიდან ამუშავებდა ჭრილობებს . ხელები იქვე დააბანინა და მხრებიდანაც მოაშორა სისხლის წვეთები. შემდეგ სუფთა პერაანგი მიაწოდა _არ ვიცი მოგერგება თუ არა ... ის გადასაგდებია . არ ამოშორდება ლაქები ალბათ. ახალს გიყიდი როგორც კი შევძლებ _რატო მეღადავები სიმონ, რას მიყიდი... _კარგი არ გიყიდი ... გულისრევის შეგრძნება გაქვს? _მაქვს,მაგრამ მთვრალიც ვარ. _გეუბნებოდი დაგათრობენ_თქო _შერყევა მაქ ? _არამგონია,მაგრამ სასურველია დაწვე ... ოთახი მზად მაქვს უკვე . მეორე სართულზე ავიდეთ _არ მინდა აქ ვიჯდები _ნუ გეშინია არაფერს გატკენ _არ ვარ დარწმუნებული _ისევ ბრაზობ _ისევ მტკივა _გაკოცო და მოგირჩება? _არ მინდა დარტყმა და მერე კოცნა,გმადლობ . დივანზე ჩაეძინა, გონს რომ მოვიდა საწოლში იწვა და საბანი ეფარა. თადა არსად ჩანდა. არც წერილი დაუტოვებია ,უბრალოდ გაქრა. სამსახურის შემდეგ სტუმრობა გადაწყვიტა,მაგრამ ბინაშიც არ იყო. ბევრი სიარულის შემდეგ გუგასთან აღმოჩნდა _თადა მერლანს იცნობ? _გამარჯობა დეიდაშვილო... _იცნობ თუ არა _ვიცნობ _ვინ არის _თავისი მაღაზიები აქვს და მგონი კიდევ რაღაც ბიზნესი რუსეთში. ზუსტად არ ვიცი რა ,მაგრამ ის ბიჭები მივუყვანე და ამუშავებს. ტყუპები _შენ გააცანი? _ხო და მითხრეს სახლს გადაუხურავს ხელოსნები მიუყვანაო ... ხელფასის იქეთაც დახმარებია რა. კაი ვინმეა ,შენ საიდან იცნობ _მე ჯერ არ ვიცნობ,მაგრამ გავიცნობ _თუ არ იცნობ რატო მოიკითხე _უბრალოდ ნაცნობობა არ მეყოფა. შენ როგორ გაიცანი, ვინმე საერთო მეგობარი გვყავს? _საერთო არავინ ... რაღაც გაუგებრობა მოხდა და მომაგვარებინა. _ვინ მოგაგვარებინა თადამ? ასეთი რა მოხდა შენ რომ ვერ აგვარებდი და მისმა სიტყვამ იმოქმედა. ან რატომ დაგეხმარა თუ არ გიცნობდა _რამდენი კითხვა გაქვს რა იყო...ჩხუბის დაწყება მომიწია ,მარტო ვიყავი და ისიც იქვე ყოფილა. დამეხმარა ,დაჟე დანა მოხვდა ,ხელი ჰქონდა გაჭრილი ... კარგი კაცია რა . ამ ჩხუბის მერეც მოვიდა ილაპარაკა იმათთან და თქვა ზუსტად რა როგორ იყო. მომაგვარებინა მოკლედ ბოლომდე _ქურდია? _არა ,უბრალოდ თავის პონტშია ჭკვიანი კაცია. არაა მშიშარა ს.რი , რომელიც დაიმალება ლოგინიის ქვეშ და უკან დაიხევს ვინმეს წინაშე. _დარწმუნებული ხარ რო არ არის? _მე რა ვიცი ეგრე არ გამიგია მაგის სახელი და გვარი... არც თვითონ უთქვამს იმათთან შეხვედრის დროს რამე . ხო მეცოდინებოდა ან ჩემები იტყოდნენ ვინმე ახალი რომ გამოჩენილიყო _იქნებ არაა ახალი და ჩვენ არ ვიცნობთ _რა ხდება ევა? მე ყველაფერი დამაფრქვევინე და თვითონ არ მეუბნები რა კავშირი გაქვს _სად აქვს მაღაზია მითხარი ... _საღორიაზე ,ბოლოში ტყისკენ საწყობის ტიპის მაღაზია ჰქონდა. ყველაფერი სავსე იყო ხალხითაც და სხვადასხვა პროდუქტითაც. როგორც აღმოჩნდა საბითუმო ფასებში ყიდულობდნენ მისგან სხვები და ყუთებით გაჰქონდათ იქედან. ტყუპები დაინახა,გამყიდველი სულ სხვა ვინმე იყო თავად კი არც იქ დაუხვდა. ყველა თავისუფალ დღეს რომ დაეძებდა უკვე ფაქტი იყო . ანერვიულდა კიდეც იქნებ სახლშია ცუდად გახდა და იმიტომ ვერ გამომხედაო. ისევ კორპუსს მიაშურა ,სახლის კარი დაკეტილი იყო მაგრამ სადარბაზოდან გამოსულმა მისი მანქანა დაინახა. იმ წამს შეიყვანა ავტოფარეხში და მალევე გამოვიდა. რკინის კარს კეტავდა ,ხელში პარკები ეჭირა და საკუთარი კორპუსის ნაცვლად მეზობელი შენობის სადარბაზოს მიაშურა. ევა რატომ არ მივიდა ვერ გეტყვით,მოგვიანებით გაჰყვა უკან და ქვემოდანვე გაიგო ბავშვების ხმა _დედაა,დეე თადა ძიამ საჭმლები მოგვიტანა ... დედაა _იყავი არ გამოხვიდე ... დავდებ აქვე და შეიტანს მერე ლაზარე ხო? _მადლობა დიდი... როგორ შეგაწუხეთ. არ ვიცი ლაზარემ რა გითხრათ ძალიან მრცხვენია _ლაზარეს არაფერი უთქვამს . ჭკვიანი ბიჭია და ამაყი. მოდი ჩავთვალოთ რომ შენი ქმრის ძმაკაცი ვიყავი და ისე გეხმარები როგორც მისი ძმა . დახმარებასაც ნუ დავარქმევთ ,მეზობლები ვართ . სიცხე შენც ხო არ გაქ შემთქვევით _ სახლში არ შესულა, ზღურბლს მიღმა იდგა და შავებით შემოსილ ახალგაზრდა ქალს ელაპარაკებოდა, რომელსაც ერთ ხელში ჩვილი ეჭირა, მეორე ბიჭუნასთვის ჰქონდა ჩაკიდებული _არა ,უბრალოდ ღამე არ მეძინა ორივეს სიცხე ჰქონდა. მადლობა ყველაფრისთვის,ჩვენ თუ ვერ ღმერთი გადაგიხდის ამ სიკეთისთვის. _წამლებიც არის რომელიღაც პარკში და წიგნები და რვეულებიც შენთვის. ხომ დამპირდი ვიმეცადინებო...რამეს თუ ვერ გაიგებ მიპოვნე და მე გასწავლი. ხომ მაძლევ კაცურ სიტყვას _ დაიხარა და ბიჭს ხელი გაუწოდა მანაც თავისი პატარა ხელი შეაგება და ღონივრად ჩამოართვა _პირობა პირობაა _ბურთიც არის ... მაგრამ ეზოში სათამაშოდ . სახლში არ შეიძლება _შენც გვეთამაშები?ამ საღამოს სტადიონზე ვიკრიბებით ბიჭები თუ არ იწვიმებს _ვნახოთ ... დრო თუ მექნება მოვალ . კარგად იყავით _ ქალს თავის მსუბუქი დაკვრით დაემშვიდობა და შემდეგ გამობრუნდა. ევა კი ჩავიდა დაბლა,მაგრამ თადას შემჩნეული ჰყავდა უკვე _მითვალთვალებთ კიდეც ქალბატონო ევა? _ წარბებშეკრული დაჰყურებდა ზემოდან _ ცოლ_შვილი მეზობელ სადარბაზოში თუ საყვარელი ბავშვებით ... რომელი იფიქრე _როგორც სჩანს კარგად ხარ ... _შესანიშნავად , დარტყმა გქონიათ უვნებელი . კიდევ ხომ არ გაიმეორებდით _თუ დარტყმის მიზეზს გაიმეორებ ვნახოთ _არა ,თავს შევიკავებ. ძალადობის მომხრე არ ვარ,მითუმეტეს ქალზე ძალადობის . გასაგები იყო რომ არ გინდივართ და მე შეცდომებს არ ვიმეორებ ,არასდროს ! _დავმშვიდდი რადგან ჩემი მიზეზით არ შეექმნა საფრთხე შენს სიცოცხლეს _შესანიშნავად ვარ ,გმადლობთ მოკითხვისთვის. აღარ წაგართმევთ მეტ დროს ,თავს ნუ შეიწუხებთ იმ ადამიანთან კონტაქტით ვისთან ყოფნაც არ გსურთ _ჭირვეული ბუტია ქალივით ნუ მელაპარაკები _სწორია, საერთოდ აღარაა საჭირო საუბრის გაგრძელება. გემშვიდობები_წავიდა. სადარბაზოში შევიდა და უკან არც მოუხედავს. წავიდა და ევას გონებაში ფესვები გაიდგა. სხვაზე არავისზე და არაფერზე ფიქრობდა თავისუფალ ყოველ წამს თადა მერლანი ჩნდებოდა.. .......................... _რა ხდება დეიდა -სახლში ფერწასული ქალი რომ დაუხვდა მიხვდა საქმე სერიოზულად იყო _ვიღაცა მოიყვანა ... შენმა სულელმა დეიდაშვილმა ვიღაცა გოგო მოიტაცა და დილიდან ამიწიოკეს სახლკარი. ვიღაცა უჯიშოები არიან ჩემ სახლში შემოსვლას ვინ გაბედავდა აბა სხვა. ეს გიჟი ,ეს გიჟი ვინ წაიყვანა ან სად წაიყვანა _დამშვიდდი . ბიჭები სად არიან _ვინ ბიჭები გოგო ომი იყო აქ. დაიჭირეს ნახევარი . ჩახოცეს ლამის ერთმანეთი ეს არანორმალურები ვინ არიან _გოგო მოსტაცეს და აბა რა რეაქციას ელოდი. ვინ არის სახელი და გვარი არ იცი? _ანა გიგაურიო ... საიდან მოიყვანა საერთოდ სად გაიცნო. სულ არ არიან ქუთაისლები . დედუუ მომიკლავენ ბავშვს მომიკლავენ თუ იპოვეს . სად წაიყვანა ახლა რა გავიგო. რომელ ნათესავთან ვეძებოო შენ თუ მიშველი თორემ დავიქეცი და დავიმხე .ბიძაშენი ახლა წავიდა მაინცადამაინც ჯანდაბაში თავის ძმაკაცებთან ერთად ეგ და მაგის საქმეები მიშველის ახლა მეე? _დამშვიდდი არაფერი მოხდება. მოვაგვარებ _აქ ყოლია მამიდა გათხოვილი და იმასთან ჩამოსულა ამ სულელმა დაავლო ხელი და სად წაიყვანა. მამამისზე გიჟია _მოიყვანე ცოლიო შენ არ ეჩიჩინებოდი? _მერე ვიღაცა უცნობი მომიყვანეთქვა იმას ვეუბნებოდი თუ აგერ მარინას ყავს გადასარევი ძმისშვილი და ის მოიყვანეთქო. უპატიოსნესი,უწესიერესი გოგო _შენი ბიჭიც მასეთია უწესიერესი,უპატიოსნესი _დიახაც რომ _შენი სამართლის საზომი მოშლილია... წავედი მე ვიპოვნო იქნებ და დავალაგო სიტუაცია. ჯერ გუგას ძმაკაცს შეხვდა. ერთადერთს, რომელიც შედარებით საღად მოაზროვნე იყო შემდეგ მამის მეგობარს დაუკავშირდა და ერთად წავიდნენ სახლში სადაც გოგოს მამიდა ცხოვრობდა. _აპასნი ხალხია... რამე რომ მოხდეს ჩვენ ვართ მისულები _არაფერი მოხდება თუ გინდა მარტო შევალ _შევიდეთ მოვუსმინოთ და მშვიდად წაამოვიდეთ ... მიდი ძია ნუ გეშინია სროლას არევის ოვუტეხავ . ეზოსთან მანქანები იყო გაჩერებული,სახლშიც ქაოსი ტრიალებდა. ევა პირველი შევიდა და სახლისკენ დაიძრა . _გამარჯობა ... მე ევა შენგელია ვარ გუგას დეიდაშვილი და თქვენთან საუბარი მსურს _მასპინძელს უთხრა და დააიგნორა ყველას მზერა _შეიძლება ? _ჩემი შვილი მომიყვანეთ ... ჩემი გოგო მომიყვანეთ _კიოდა თმაარეული სახეწაშლილი ქალი _იცით სად არიან? ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი ოჯახი და საერთოდ ვინ ხართ და რა ხართ. გოგო მოგვტაცეთ , პასუხს მიიღებს _მესმის თქვენი ,მეც ქალი ვარ და წარმომიდგენია თქვენი ,ყველას მდგომარეობა. მხოლოდ იმის სათქმელად ვარ აქ ,რომ გუგა ანას არაფერს დაუშავებს . თუ ანა უარზე იქნება პირადად მე გაძლევთ პირობას რომ სახლში დავაბრუნებ . თუ ისიც იქნება თანახმა მაშინ დავმოყვრდებით და ცუდი იქნება ჩვენ საერთო შთამომავლებს სისხლით თუ დავხვდებით _კაცი თუ იყო მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. თუ უყვარდათ ერთმანეთი ეთქვათ და გავატანდი... ახლა მე რა ვიცი ამდენი ხანი სად ყავს ჩემი და _დამშვიდდი ,ქალი გელაპარაკება დააცადე და ნუ იქნევ ხელებს _ ევას უკან მდგომმა კაცმა იმ წამს თქვა სიტყვა რა წამსაც ახალგაზრდა მისკენ დაიძრა _შენ ვინახარ ვაფშე...ჯერ რა ქალს ალაპარაკებთ . ორი კაცი მოყევით გეშინიათ და დამიყენეთ აქ ვიღაც _გეყოფა ... თადა მოდის დაელოდე. _ ასაკით უფროსმა კაცმა გააჩერა ბიჭი. ევა კი წამსვე უკან შებრუნდა. ფანჯრიდან ხედავდა ეზოში მომავალს,როგორ შეხვდა იქ მყოფებს და მალევე ოთახში აღმოჩნდა. ქალი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა _შენ თუ მიშველი თადა... ჩემი გოგო მომიყვანე შენი ჭირიმე. ამათ არ იციან აქაურობა. გემუდარები ჩემი გოგო მომიყვანე . ვერ დავუტოვებ ბავშვს ვერავის . შენ ხო იცი თადა მე როგორ სიმწრით გავზარდე ბავშვები. გემუდარები თადა ბავშვი მომიყვანე არ მაინტერესებს რა იყო და რა არა რას იტყვიან და რას არა ჩემი გოგო მომიყვანე ყველაზე წმინდას გაფიცებ თადა . დედაშენის სულს გაფიცებ თადა _დამშვიდდი მაია...არაფერი მომხდარა და არაფერი ყოფილა. საღამოს მოგიყვან ანას და იქამდე გული თუ გაგისკდა რა ვუთხრა მერე გოგოს. _ქალს ცრემლები შეუმშრალა. ხელზე აკოცა და მერე თავსაფარი გაუსწორა _ გეფიცები მოგიყვან ... ოღონდ მორჩით ყველანი ისტერიკებს . ეს ზედმეტი ხალხიც მოაშორეთ . დარჩით ოჯახისწევრები სახლში და მორჩა _ევა ჩუმად იდგა ,უყურებდა როგორ ჩამოართვა ხელი მის თანმხლებებს. ორივეს იცნობდა ,თანაც კარგად. _გავიდეთ მაშინ, აღარ შევაწუხოთ ეს ხალხი. ევა ისე დააიგნორა თითქოს ვერც ხედავდა. _სად შეიძლება ყავდეს _ყველგან მოვიკითხეთ და არსადაა... რა გადაუტრიალდა არ ვიცი. გუშინ ველაპარაკე არაფერი უთქვამს _მე ვიცი სადაც იქნება ... მოვიყვან ანას უბრალოდ მჭირდება გარანტია რომ ეს ხალხი დეიდაჩემის სახლში აღარ შევარდება _ ჯერ კიდევ იდგნენ ეზოში ბიჭები რომელთაც სახეზე ეტყობოდათ ცემის კვალი _ და გუგას ყველა ნაცნობს არ დაუწყებენ დევნას. შენ იქნები პასუხისმგებელი ,თადა ? _მე პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ ,ევა _ზემოდან დახედა და მშვიდად განუცხადა _კარგი მაშინ პირადად შენ არ მიიღებ იმას რასაც ვიტყვი ... _შებრუნდა და ბიჭებს გახედა _ ქვრივი ქალის სახლში შევარდნა ,მაშინ როცა სახლში ორ დაუცველ ქალს სძინავს არაკაცობაა და ის რაც გუგას ძმაკაცებისგან პასუხად მიიღეთ იყო დამსახურებული. გუგას და ანას ამბავს მაშინ გავარჩევთ როცა ანა იტყვის თავის სათქმელს. იყავით კაცები და მორჩით იარაღების ტრიალს დაუცველი ქალების წინ _საკმარისია ... ყველამ ყველაფერი გაიგო .გვიცნობენ უკვე და იციან სიტყვა აღარ უთქვამს. თავაწეულმა განაგრძო გზა მანქანისკენ. _სად მიდიხარ _ კარს ხელი მიაბჯინა თადამ და გვერდით დაუდგა _ნამდვილად იცი სადაც ჰყავს ანა? _ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? _ანა ჩემთვის მნიშვნელოვანი გოგოა, გუგა ჩემგან გაიცნო და პასუხისმგებელი ვარ მასზე. დროს ნუ დამაკარგვინებ ტყუილად თუ იცი სად არის მეც წამოვალ _თუ არ გეშინია ჩემი ,გამომყევი თადამ პასუხად კარი გააღო და გვერდით მიუჯდა. ................................. _თუ გინდა შეგცვლი... არ დაიღალე? _შენ ის არ ხარ ჩემი რომ გეშინია ? გგონია მანქანის ტარება დამღლის? _შიში არმომხდარი ამბის წინ არსებობს და მე ფაქტი მაქვს ... სხვათაშორის შრამი დამრჩა _ხელზე შრამი ჩემი დეიდაშვილის გამო გაქვს... რატომ არ მითხარი ვის გამო დაგჭრეს _არ ვიცოდი გარინჩა თუ შენი ნათესავი იყო... მის გამო გიფრთხიან? მისი გავლენით გაქვს ძალა? _მასზე უფროსი ვარ ... მე ჩემი გავლენა მაქვს და ჩემი სიტყვა ყველგან და ყოველთვის ისე კი მამაჩემის სახელი ტრიალებს ისევ... მისი მეგობრების გავლენა _მამაშენი ვინ იყო ... ბაბუა რომ ექიმი იყო ვიცი _მამა ქურდი იყო , ციხეში გაატარა ნახევარი ცხოვრება. ბაბუას ერთადერთი შვილი ,რომელსაც მხოლოდ მე დავრჩი იმიტომ რომ დედა მასზე ნერვიულობას შეეწირა. იყო ამბები ჩემ ცხოვრებაში რის გამოც მეზიზღება ეგ შავბნელი სამყარო და მაინც მის გარეშე ვერ ვცხოვრობ,სისხლივითაა რომელსაც ვერ გამოიცვლი .ყველგან არის ფესვებგადგმული... _გოგო ,რომელსაც არავის და არაფრის ეშინია. ყველაფერს იღებს და არაფრის წინაშე იხევს უკან იმიტომ რომ იმედი აქვს მთელი ქურდული სამყაროს? კიდევ კარგი არ მოგიტაცე თორემ რა ბედი მეწეოდა წარმოდგენა არ მინდა _მომიტაცეს ორჯერ ... ერთხელ ფულის გამო ერთხელაც ცოლად შერთვის მიზნით,მაგრამ დღეს ყველანი ცოცხლები არიან _ისეთი მშვიდი იყო თითქოს გასეირნების ამბავს უყვებოდა _როგორ ... ნამდვილ გატაცებას გულისხმობ თუ ისეთს შენ რომ შეუბღვირე და უბრალოდ გასეირნება გამოგივიდა მცირე მანძილზე _პირველად 13 წლის ვიყავი. უცნობმა ხალხმა მანქანა რომ გააჩერა , ჩემ წინ გადმოლაგდნენ და უსწრაფესად გამაქრეს გზიდან. გაქცევა მაშინაც არ მიყვარდა. ვუთხარი არ გინდათ გიპოვნიან და დაგასახიჩრებენ_თქო _ანუ თავიდანვე ასეთი იყავი,არავის წინაშე ხრიდი თავს ... ძალიან შეგეშინდა? _ვიცოდი მიპოვნიდა. მაშინ თავისუფლებაზე იყო უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდით სად ცხოვრობდა. მოდიოდა და მალევე მიდიოდა. სახლში ზუსტ დროს რომ არ დავბრუნდებოდი ძებნას დამიწყებდნენ. ვიჯექი და ველოდი როდის გაიღებოდა რკინის კარი და შემოვიდოდა მამა _რამდენი ხნის შემდეგ გიპოვა _ერთი კვირის ... _რას მეუბნები ევა ... ერთი კვირა გამომწყვდეული იყავი ? _და შემდეგ მამა მოვიდა. ყველაზე მეტად დედას გამო ვდარდობდი. მისმა გულმა ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას ,დაძაბულობას და მარტოობას . მამა სიგიჟემდე უყვარდა,მამასაც მხოლოდ დედა უყვარდა და სხვა არავინ. შვილიც არ ჰყოლია სხვა ქალისგან , ერთადერთი ვარ _ერთი, რომელმაც გაიარა ათის ცხოვრება _ თადას ხმა გაჟღერდა და იგრძნო კიდეც თავზე შეხება. მოეფერა,თანაგრძნობის,დამშვიდების თუ შებრალების ნიშნად არ ვიცი. _მეორე შემთხვევა არ გაინტერესებს? იქნებ ღირდა დარჩენა ,ახლა დედა ვიქნებოდი და გამოცდილი მეუღლე ... ვინც არ უნდა იყო ერთი გიჟი სულ გამოჩნდება, რომელიც ყველასა და ყველაფერს დაიკიდებს . მანაც ხელი დამავლო და მანქანაში ჩამტენა _როგორ დასრულდა ეგ ამბავი ... ამჯერად ვის ელოდი მხსნელად . _მამა ციხეში იყო. დასასრულს კი კადრი ასეთი იყო დალურჯებული ,ნაომარი გადმოვედი მანქანიდან ის კი გადმოიყვანეს და პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. ქალაქმა გაიგო ევას იტაცებდნენ ,ბიჭი დაჭრა,სიკვდილის პირას მიიყვანაო და მას შემდეგ არავის უცდია ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასვლა. _მე გამოვჩნდი ერთი სულელი, რომელმაც არ იცოდა ვინ იყავი _მამაშენი მოსამართლე იყო ,მამაჩემი კანონიერი ქურდი ვისზეც წლები ნადირობდნენ _თითქოს იმ წამს გაიაზრა და გაეცინა _ახლა ვხვდები რატომ ხარ ასეთი ... _ასეთი როგორი _ძლიერი...შენ სააკუთარი თავი შექმენი ასეთად. თავი რომ გადაგერჩინა _შენ ნამდვილად ბუღალტერი ხარ? _არ შეიძლება? _არ მეგულება სხვა ბუღალტერი რომლის სიტყვასაც ასეთი წონა აქვს _მე არ გავრბივარ არავისგან _მხოლოდ ჩემგან გაიქეცი ? გამოდის პირველი ვარ _პირველი ვინც ტვინი ამირია ... ვერ ამოგხსენი ,არავის და არაფერს გავხარ და ჩიხში შეგყავარ . ვერც გშორდები და ვერც გიახლოვდები. ბოლოს ჭკუიდან შემშლი და ეგ იქნება _როგორც სჩანს იმდენად უპრობლემოა შენი ცხოვრება რომ გადაწყვიტე ქალით გაირთულო ,ერთი კონკრეტულით. იქნებ უბრალოდ გადაიფიქრო და დაუბრუნდე ცხოვრების იმ რიტმს, რომელიც ჩემ გაცნობამდე გქონდა _შენ თუ გგონია,რომ ასე მარტივად ამოსაშლელი ხარ ტვინიდან და გულიდან კარგი _როგორ მარტივადაც მომახვედრე ისე მარტივად უნდა წამშალო ... სიყვარული საერთოდ შეპყრობილობაა,ვიღაცას ან რაღაცას ამოიჩემებ გადაწყვეტ რომ გჭირდება და მორჩა. დავიჯერო შენ ტვინს არ აქვს იმის ძალა ,რომ სხვაგან გადართო? _სხვა რით ან ვით უნდა ჩანაცვლდე მითხარი _განა რა ადგილი მაქვს ასეთი შენ ცხოვრებაში ან რა გვაკავშირებს _საშინელ გზას გადიოდნენ, ქვებს ისხლიტავდა მანქანა და მტვრის სქელი ფენა ფარავდა გზას. შემხვედრი მანქანა როგორც კი გამოჩნდებოდა სიჩქარის შენელება უწევდა ,ვიწრო სავალი იყო . წინ დიდი ორმო აღმოჩნდა და გადავლისას ევას თავის შეკავება გაუჭირდა _ფრთხილად _ მთელი სხეულით მისკენ გადმოიწია რომ არ დაშავებულიყო _კარგად ხარ ? _მე კი ,მაგრამ შენ რამე რომ მოხდეს საკუთარ თავზე უნდა იფიქრო და არა გმირობაზე _რომ არ ვიცოდე ეგოისტი ადამიანი არ ხარ ვიფიქრებდი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ეს ქალი გულქვა და უსიყვარულოა_თქო ,მაგრამ ხომ გიცნობ _რა ხმამაღალი განცხადებაა ... გგონია მიცნობ _ ხმამაღლა გაიცინა და მანქანა გზად შემხვედრ წყაროსთან გააჩერა. უკანა სავარძელზე ჩანთა ედო საიდანაც თერმოსი ამოიღო _მომეცი აგივსებ... ცივა გარეთ _შენი ჯენტლმენობა მღლის ... ყველა ნაბიჯზე რაღაც შემოთავაზება გაქვს ყველაფერზე რომ დაგთანხმდე ხელის კატოკება არ დამჭირდება ბოლოს და უმაქნისად გადააქცევ ადამიანს. _ქალს ყურადღებას რომ აქცევ და ფეხებზე არ გკიდია მისი უმაქნისად გადაქცევის მცდელობა არაა უბრალოდ გინდა არ დაიღალოს და შეწუხდეს ზედმეტად _ბოლოს კაცები ქალებს შვიდ ბავშვს რომ აჩენინებენ,მარტო აზრდევინებენ ,ბავშვი ერთხელ არ ყავთ ხელში აყვანილი და არც ცოცხი დაუჭერიათ სულ რომ ნაგვით იყოს სავსე ყველაფერი ... სამაგიეროდ ქალს კარგად შეფუთავენ რომ არ დასიცხოს ან რომ არ შესცივდდეს _შვიდი შვილი რომ მოვასწროთ დღეს თუ არა ხვალ უნდა ვიწყებდეთ... არც ისე პატარა ვარ კი კარგად გამოვიყურები ,მაგრამ ორმოცის გავხდები რამდენიმე თვეში _და დარწმუნებული ხარ რომ აქამდე შვილი არ გყავს? არც ქალს გაუგიჟებიხარ და ქუთაისში დაბრუნებულს მე აგირიე ტვინი ამდენად რომ ამ ასაკის კაცი დარდმა და კაეშანმა შეგიპყრო? _ირონიული იყო , ცივი წყლით ჯერ ჭიქა აავსო და თადას მიაწოდა _დალევ ? _არ მინდა ,გმადლობ . არც ბავშვებს ვაკეთებდი ისე როგორც მოტრაბახე ქართველებს ჩვევიათ ... რომ ჰკითხო ყველგან ჰყავთ თითო ბავშვი დატოვებული და ვერ ითვლიან,თან ეამაყებათ და კაი კაცობას მიაწერენ არაკკაცობას. გთხოვ ნუ მამსგავსებ ვიღაც ს.რებს ,შეურაცხყოფას მაყენებ _შეურაცხყოფას რომ გაყენებ და არა შეურაწყოფას ეგ უკვე არის რაღაც _ გაიცინა და სავსე თერმოსით ხელში მანქანისკენ გაბრუნდა _ რატომ არ გყავს აქამდე ცოლი ... _არ გიცნობდი აქამდე და იმიტომ . ჩვეულებრივი ქალები ,ყალბი სიმშვიდითა და სინაზით ვერ მაინტერესებდნენ იმდენად რომ მათ გვერდით გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება . ზედმეტად ბევრი საქმე და ფიქრიც მქონდა უცოლ_შვილობაზე არ მედარდა . _იქნებ არ ხარ ის კაცი ვისაც ოჯახი სჭირდება და უბრალოდ მარტოხელობისთვის ხარ _საკმაოდ არეული ცხოვრება მაქვს გავლილი, ზუსტად ვიცი ოჯახს თუ შევქმნი ის უნდა იყოს სრულყოფილი _ან ყველაფერი ან არაფერი _საკუთარი ფიქრები ამოიცნო მის ხედვაში ,ერთნაირები იყვნენ თითქოს _ზუსტად ... მე ჯერ საკუთარი ცხოვრება მქონდა შესაქმნელი. ისეთ ოჯახში მოვხვდი კი არაფერი მაკლდა და ის ყველაფერი რომ გამომეყენებინა კარგახანს მეყოფოდა,მაგრამ ჩემი შვილები ჩემით უნდა ამაყობდნენ და არა სხვისი საქმეებით . მე უნდა ვიყო მათ თვალში გმირი,ისე როგორც შენთვის მამაშენი _მამაჩემი გმირი არ იყო,მამაჩემი დამნაშავე იყო ! მე მისი იმედი მქონდა მაშინ,13 წლის ასაკში გამომწყვდეულს .ისე უპირობო სიყვარული რომ მაკავშირებდა მასთან თორემ სიამაყე არასდროს. მე ვამაყობდი ერთადერთი კაცით , ანდროსთან კავშირი იყო მაგალითი და ძალა ჩემთვის. ის იყო წესიერების,ადამიანობის, სიკეთის, განათლებულობის,საკუთარი საქმის ცოდნისა და სიყვარულის მაგალითი. ბაბუა იყო ერთადერთი კაცი ვისიც მჯეროდა,ვისითაც ვამაყობდი და ვინც მეიმედებოდა მის ბოლო ამოსუნთქვამდე. მამა რომ გარდაიცვალა მეტკინა, მარტოობის და ობლობის განცდა არ გამჩენია . ბაბუამ რომ დალია ჩემ ხელებში სული და მისი მზერა გახდა ცარიელი ,სულგამოცლილი ... იმ წამს ვიგრძენი რომ სამყაროს წინაშე სულ მარტო დავრჩი _ გაჩერდა. სულის კარი ჰქონდა თითქოს ღია და გულშიდაგროვებულ ყველა სიტყვას ამბობდა თუ დროულად არ გაჩუმდებოდა თადასთან იმაზე მეტად დაახლოვდებოდა ვიდრე ვინმე სხვა სულიერთან. მიმართულება შეიცვალა , მგზავრის სავარძელზე დაჯდა და ადგილი უსიტყვოდ დაუთმო თადას. შეეძლო გზის გაგრძელება,მაგრამ უბრალოდ მოუნდა დასვენება. _აი კიდევ ერთი განსხვავება შენსა და სხვებს შორის... ყველას იზიდავს ბიჭები რომლებიც ცხოვრობენ სხვა ცხოვრებით _ ჩაიცინა და მანქანა დაძრა. თითქოს უფრო მსუბუქად ატარებდა არადა გზა ისევ ისეთი რთული იყო _ გადაპარსული თავი,იარები,შავი სამოსი და შავი ცხოვრება _გადაპარსული თავი და იარები შენც გაქვს და ძირითადად შავი გაცვია _მიხდება და იმიტომ _თუ შენც ცდილობ მათ გემოვნებაში ჩაჯდე _სულ ირიბ შეურაცხყოფას მაყენებ...სულ და მეც როდემდე გითმენ ნახე _კარგი,არ გამებუტო _მას უყურებდა,გზას არა . თადაც ხშირად გადმოხედავდა თავისი თბილი მნათობი მზერით _შენ ირგვლივ მაინც სულ ასეთი ხალხი იყო ,მათი შვილები ... ალბათ ბევრთან აკავშირებდნენ შენ ცხოვრებას. წარმომიდგენია რამდენს გირიგებდნენ და რამდენს უყვარდი გაგიჟებით _ბევრს მირიგებდნენ, მარტო დარჩენის შემდეგ განსაკუთრებით შემიცოდეს და პოულობდნენ ყველანაირ კაცს ,რომელიც შემიფარებდა ... სიყვარულით არ ვუყვარვარ არცერთს,გააგიჟებით კი გიჟდებიან. ძირითადად ძალის გამომჟღავნება უნდათ,ჩემი რქების მოტეხვის სურვილი აქვთ და დიასახლისად გადაქცევის მერე რომ იტრაბახონ მოვიყვანე ცოლად,ჩემი დავარქვი და აი როგორ მოვარჯულეო. ეს იმდენად აშკარაა მეცინება ხოლმე ამ უინტელექტო ხალხს როგორ წარმოუდგენია ჩემთან პაექრობა საერთოდ ... _იქნებ უყვარდი და შენი წარმოდგენაა ეგ ისეთივე მცდარი როგორიც ჩემი თავის გატეხვის დროს გქონდა _სულ უნდა შემახსენო ხომ? _სანამ ცოცხალი ვარ რა დამავიწყებს... კიდევ კარგი მეორე არ ჩამარტყი _კოცნამ გიშველა თორემ მეორეს ჩარტყმა მინდოდა მთელი დღის განმავლობაში ,რომ ვფიქრობდი როგორ მეთამაშებოდი ტვინში სისხლი მექცეოდა _ახლა რა გავიგო ამ წინადადებიდან... _გააშინაარსე და აზრს გამოიტან_ გაიცინა და სულ ოდნავ შეეფერა ლოყები _კოცნა მოგეწონა ,რაც ავტომატურად იმას გულისხმობს რომ მე მოგწონვარ და გინდივარ _ხო და თავში გრაფინი ჩაგარტყი _ისევ შენი ნათქვამიდან გავიმეორებ... გეგონა გატყუებდი და იმიტომ ჩამარტყი და არა იმიტომ რომ კოცნის სურვილი ვერ გაგიჩინე _ორმოცი წლის კაცს როგორმე გეცოდინება ისეთი კოცნა თავი რომ არ გაგიტეხონ ამის გამო თავისუფალმა ქალებმა რომლებსაც არც გულში ჰყავთ სხვა ვინმე და არც ცხოვრებაში _და არც არასდროს ჰყოლიათ _ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობ და გგონია გიპასუხებ _უკვე მიპასუხე ... შენც მოგწონვარ ,შეიძლება ისე გაგიჟებით არ როგორც მე შენ ,მაგრამ სულ ცოტათი მაინც გავალღვე შენი ყინულის გული და იმიტომ გაბრაზდი ასე ძალიან იმ სულელური გაურკვევლობის გამო . _დუმილის უფლებას ვიყენებ _სულ დამნაშავეები დუმან _თავად ამბობ ,შენი მოწონება დანაშაულია , სიყვარული სასჯელი იქნება დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. თადამ მანქანა გააჩერა და ევასაც გონება წამსვე აუმუშავდა _შენ იცოდი სადაც იყვნენ ... სახლისკენ ისე გადაუხვიე მე არ მითქვამს რომელი იყო. _შენმა დეიდაშვილმა მოგიყვეს ჩემ სიტყვას მაინც არ ენდობი. არც გელაპარაკები _მთელი გზა აბა რას აკეთებდი... როცა გინდა მელაპარაკები როცა გინდა გაბუტული ხარ _ანა მოიტაცე_თქო მე არ მითქვამს. აქ რომ ამოვედით უბრალოდ ვუთხარი ისეთი ადგილია ვერავინ გიპოვნის ,ქალის გადასამალად იდეალური_თქო. სასაცილო კი იქნებოდა შენ სახლში რომ მომეყვანე ... _ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა და წინ წავიდა _ჩემ მოტაცებას აპირებდი? _თავი რომ გამიტეხე გადავიფიქრე ... არ იმსახურებ მსგავს რომანტიკას. შენ გარიგებით უნდა გათხოვდე ვინმე უღიმღამო კაცმაცუნაზე. მის ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ გათვლი და მშვიდად იცხოვრებ. _შენ სერიოზულად ფიქრობდი _ეს ადგილი მომეწონა უბრალოდ... გასაღებს თუ დამიტოვებ ქალს სხვას ვიპოვნი _გვერდულად გახედა და თავად ვერ შეიკავა ღიმილი _შენ მართლა არ გიგირკვევია ვინ ვარ ? _ფაქტია აბა იდიოტი ვარ ასე გავხვეულიყავი ამდენ სასაცილო ამბავში? ღმერთმა დამიფარა რომ არ წამოგიყვანე... ან მომკლავდი ან თავი მომეჭრებოდა საქვეყნოდ. მოტაცებულ ქალს თავისივე სახლში რომ წავიყვანდი _ჩემი არ არის... გარინჩასია _რა მნიშვნელობა აქვს ვის სახელზეა გაფორმებული. ბაბუაჩვენის იყოო და საერთო ბაბუა არ უგულისხმია? _კი ,მაგრამ მაინც ძალიანაც არ დაგცინებდი _ანუ აქამდე ისე ამოვიდოდით რომ ყელს არ გამომჭრიდი? _მაგას ვერ გავიგებთ რადგან გადაიფიქრე და აღარ განახორციელებ ჩემ რეაქციასაც ვერ იხილავ ... _ კარი პირველმა გააღო და ნაბიჯი არ გადაუდგამს ისე დაიძახა _ გურამ ხელი მოგტეხო თუ კასტრაცია გაგიკეთო _ ევა... ბავშვს ნუ გადამირევ რას მემუქრები _ რომელიღაც ოთახიდან გამოვიდა ანა კი სულ სხვა მხარეს იყო . მალევე გამოჩნდა და მორცხვად დადგა გუგას გვერდით _ ორივე ერთად აქ როგორ აღმოჩნდით? _ბავშვი ბავშვად გრძნობს ისევ თავს თუ ქალად და შევასრულო ერთ დროს ნათქვამი ჩემი სიტყვა _ყველა გაგიჟებულია ... ანა უკან უნდა დავაბრუნო და შენ ან ხელს ითხოვ ან თუ ანა თანახმა არ არის ახლოს არ გაეკარები _უკაცრავად ? რა ეტყობა დატყვევებულის?თქვენ ჩემი დეიდაშვილი ვინ გგონიათ მართლა და მართლა _ ორ წუთში გაუარა ბრაზმა . ანა გუგას რომ შემოეხვია მკლავზე და თითები ჩაკიდა ,პოზიცია შეიცვალა _ჯერ კიდევ პატარაა ქორწინებისთვის... უამრავი გეგმა და მიზანი აქვს იქამდე სანამ ცოლი ,დედა და დიასახლისი გახდება . _შეათავსებს როგორმე თუ სურვილი აქვს... გუგა არც სწავლას აუკრძალავს და არც ბავშვურ სილაღეს წაართმევს _დაელოდოს რამდენიმე წელი თუ ასე ძალიან უყვარს და შემდეგ დაქორწინდნენ თუ არ გადაუყვარდება და გადაუვლის ეს ეიფორია _არაფერი გადაუვლის ,რომ გადაევლო გაუვლიდა აქამდე _ნუ იჩხუბებთ რა... თადა _არ ვჩხუბობთ პატარავ ,არ ინერვიულო შენ. არაფერი მოხდება,არავინ არაფერს იტყვის. მშვიდად წავალთ სახლში და შემდეგ ამის სიყვარულსაც არავინ დაგიშლის თუ შენ ეს გინდა იქნებით შეყვარებულები როგორც შენ ასაკს შეეფერება . მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ძალიან შეეშალა ,მე რომ აზრზე არ ვიყავი ისე დაგავლო ხელი და შექმნა საგიჟეთი მაინც ... შენ თუ გინდა _რომ დავჯდეთ არ გინდა? ასე უნდა ვილაპარაკოთ? _შენ არ გელაპარაკები ჯერ _შენ არ გელაპარაკება ქალის მოსატაცებელი ადგილი წაართვი _რა წავართვი? _არაფერი ,ევა აღელვებულია უბრალოდ ... წავედით ანა. საღამომდე ქალაქში უნდა ვიყოთ, დედაშენს დავპირდი _ნეტავ ფეხით რომ წახვალ რომელ საღამოს ჩახვალ ხვალინდელი დღის თუ ზეგინდელი დღის _ ევამ ნიშნისმოგებით უთხრა და სამზარეულოსკენ დაიძრა _ გურამ მანქანაში საჭმელი მაქვს ვიცი აქ შიმშილით მომკლავდით და წამოვიღე ... მომიტანე აქამდე მოვამზადებ რამეს . გონს დაკარგავს გოგო მალე უჭმელობისგან _რას აკეთებ ... -თადა მიჰყვა თან და თავზე დაადგა გაკვირვებული მზერით _რას ვაკეთებ. მშია ,შენც გაჭმევ ნუ ღელავ _წინააღმდეგი არ ხარ ბავშვი რომ თხოვდება? _თვითონ არ არის წინააღმდეგი და მე რა უფლება მაქვს გადავუწყვიტო? _გურამი რომ არ იყოს შენი დეიდაშვილი და ანა იყოს ? _იგივე რეაქცია მექნებოდა _იმ ცხოვრებისთვის იმეტებ რაც დედაშენს ჰქონდა? თვითონ არ გინდა ასეთი კაცი გვერდით და სხვა არ გადარდებს? _გუგა მამაჩემს არ ჰგავს _უარესია ალბათ ... _არა ,ის კანონიერი ქურდი არასდროს გახდება. ხასიათი შეეცვლება სულ მალე და საუკეთესო ქმარი იქნება. ვიცნობ ,ვიცი რასაც ვამბობ _არ მჯერა რომ შენი დეიდაშვილის გამოსასწორებლად ბავშვს იყენებ _ბავშვი არ არის ... 19 წლისაა . _სწავლობს ,სხვანაირია ვიცი როგორც ცხოვრობდა _ხომ იცი შენი გადასაწყვეტი არ არის ეს ამბავი ... _ანას ჯერ არაფერი უთქვამს ... _როგორ არ უთქვამს, გუგას რომ მიეტმასნა აღარ მოშორებია ახლაც უკან გაჰყვა გეგონება ის მარტო ვერ გადმოიტანს ორ პარკს . მეტი რა უნდა გითხრას. შენ კი არ მოგვარდა და გთხოვა წამიყვანეო ,გუგას ჩაკიდა ხელი _რადგან არ ეშინია და მოსწონს იმას არ ნიშნავს რომ მისი ცოლობა უკვე უნდა _დროის უაზრო კარგვა იქნება გაჭიანურება . დავბრუნდებით და ქორწილიც იქნება _კარადებში ეძებდა პროდუქტს _ მართლა იშიმშილეთ იდიოტო? _ევა _ბოდიში დამავიწყდა დიდი კაცი ხარ უკვე ... საჭმლის მომზადება ორიდან ერთმა რომ იცოდეთ კარგი იქნება _მე ვიცი -ანამ თქვა და უხერხულად გაიცინა _აბა არ ვიციო? _მაინტერესებდა რას იტყოდი და იმიტომ გითხარი _ღმერთო რა საყვარლები ხართ ... შეხედე ამათი დაშორება იქნება?გული არ გაქვს ? _მე მეუბნები მაგას? ქალს გულის მაგივრად ქვა გიდევს _და შენ რა თუ ქვა უდევს ?_ გუგა ჩაეკითხა და წარბებშეკრულმა გახედა მერლანს_ საიდან იცნობ ევას? _ასეა დამნაშავეს რომ არ გაუსწორებ თავ ყბას ... აბა ჩხუბით შემოვსულიყავი თუ ასე მეჭიკჭიკებოდი _თადაა _ ანა ისე უცებ გადაეფარა თითქოს მართლა ჩხუბს აპირებდა _დედას რომ უთხრა ვერ ვიპოვნეო? _აი გოგო ,გაზრდი ,მოუვლი,ზედ გადაყვები გაიცნობს მერე ვიღაც ბიჭს და გაყვები ქვეყნის დასასრულში ... შენ რატომ არ გაქვს ასეთი ხასიათი ? _ევას რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხასიათი... რა ხდება თქვენს შორის ევა? შენ ასეთი ლაპარაკი არ იცი კაცებთან არც უცნობთან და მითუმეტეს არც ნაცნობთან _რა უნდა ხდებოდეს ლაწირაკო შენ შენ საქმეს მიხედე. თუ გგონია რომ დავბრუნდებით ვინმე დაგიცავთ ან ერთს ან მეორეს ძალიან ცდებით. ქორწილამდე თვითონ უნდა მიიყვანოთ საუბარი ისე რომ ორივე მხარე იჯდეს იქ . მერე ერთ კარგ ბრილიანტის ტროიკას ვუყიდი ანას და შენ რა გინდა შემახსენე _არაფერი მინდა მე ... შენ უნდა იდგე ჩემ მხარეს ! ახლა მტოვებ? _ხელი რომ დაავლე და წამოიყვანე მკითხე? _უცებ გადავწყვიტეთ და რა ეკითხა _გადაწყვიტეთ ? მომესმა ალბათ ხომ?_ანას წამოცდენილი სიტყვა დაიჭირა თადამ . გოგო ისევ გუგას მიეკრო ამჯერად მის უკან დადგა და დამრგვალებული თვალებით უყურებდა _ გაპარვა მოტაცებად გაასაღეთ ? რას ერჩოდი ამ კაცს მითხარი ერთი ... იქ რა ხდება იცი?შეიძლება შენმა სულელმა ძმამ ომი დამახვედროს დროზე მინდა დავბრუნდე რომ გავაჩერო და გოგო თურმე თვითონ გაჰყვა _ნუ ეჩხუბები ეშინია _ჩემ ხელში გაზრდილ ბავშვს ნუ მასწავლი ... არ ეშინია მაგას ჩემი . მე ნამდვილად მივდივარ და არ ვერევი არაფერში. კაი ამას ვიცნობდი და ვიცოდი არაფერს გავნებდა ,სხვას რომ გაყოლოდი ვინც არ ვიცოდი ხომ გავგიჟდებოდი შენ პოვნამდე. ესაა შენი ჩემ მიმართ პატივისცემა? _ბავშვს ნუ აწვები _რომელი ბავშვი , ცოლია უკვე ვერ ხედავ ? _მაგას არ ვამბობდი წეხან? აგეხილა თვალები ... დალიე და მოგეშვება _ ბოთლს მოხსნა თავი,ჭიქა გაავსო და მიაწოდა. იმათი ლაპარაკის დროს სუფრაც გაეშალა _მოდით დასხედით... დაგლოცოთ _გასაღები მომეცი _ჭიქა დაცალა და ევას ხელი გაუწოდა _გგონია მანქანას გათხოვებს?თავის მანქანას ეგ ... _აჰა,თუ გარბიხარ გაიქეცი ბუტია ბავშვივით და აქციე ზურგი გოგოს ,რომელიც თითქოს ასე გადარდებს _ გასაღები მისცა მანამ სანამ გუგა წინადადებას დაასრულებდა და ჭიქა ასწია _ ეს სახლი ჩვენი დედების მშობლებმა ააშენეს ერთად. სულ არაფერი გააჩნდა იმ ორს ერთმანეთის გარდა და ერთად ჰქონდათ ყველაფერი. ააშენეს სახლი და ამ სახლში შექმნეს ოჯახი . ორი ადამიანი შექმნა მათმა სიყვარულმა,გაზარდა სწორ ადამიანებად და მათი მომავალი ვართ ჩვენ . თქვენ გყავთ ერთმანეთი და მე მანამ ვიქნები თქვენს ზურგს უკან დამცველად სანამ თქვენ ამ თვალებით შეხედავთ ერთმანეთს . არაფერს გისურვებთ სხვას, ერთმანეთს და უაერთმანეთობას არასდროს _ თადასკენ არ გაუხედავს ,იცოდა არ წავიდოდა. წყვილი დალოცა , ღვინო დალია და შემდეგ დაჯდა _თადააა_ ანა კნუტის თვალებით უყურებდა ცოტაც და იტირებდა _ შენც თუ გამიბრაზდი რა მეშველება _სულელო ბავშვო რა დროს შენი გათხოვება იყო _ ჩაეხუტა ,თავზე თავი დაადო და ისე მოეფერა ევას გულში სითბო ჩაეღვარა _ შენ როგორც გინდა ისე იქნება შენი ცხოვრება_თქო ხომ გითხარი ლადო რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. _ისიც მითხარი მე სულ შენ მხარეს ვიქნები და მე თუ ვიქნები ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაო _ისიც გითხარი არაფერი დამიმალოთქო _ჯერ ჩემთვისაც არ უთქვამს რომ ვუყვარვარ და ჩემზე გიჟდება შენთვის რა უნდა ეთქვა. არ უნდა ამდენი ჩახუტება , ცოლია ჩემი და მე არ მეხუტება ამდენხანს _სიძე შენ ცოტას ხო არ ახურებ? _ცოტა მოსულა _ორი ასეთი დამცველი გყავს და იცი თავი ქუდში გაქ ... ნეტავ მე როგორ დავიმსახურებ ქალბატონი ევა რომ მიმაგრებდეს ზურგს _ მაგიდასთან დაჯდა,გასაღები დაუბრუნა და ჭიქა გაავსო _სადღეგრძელოს ველით ბატონო თადა _ჭიქა მიაწოდა და მისი კითხვა ასე დატოვა უპასუხოდ _“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს,შენთან არს ღმერთი „ _ციტირებდა ბატონი თადა და უყურებდა არა წყვილს არამედ სუფრის თავში მჯდომ ევას _ ღმერთი დარჩეს მუდამ თქვენს გვერდით და ისე გაგევლოთ ცხოვრების დარჩენილ,გრძელ და საინტერესო გზაზე ,რომ ღმერთს თქვენთვის ზურგი არ შეექციოს _ორი დღე ითხოვე ,იცოდი რომ დარჩებოდი _ მთვრალი იყო თადა, ეზოში მჯდომ ევას გვერდით მიუჯდა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია _ მე კი არ მეგონა ანას თუ ასე მარტივად შეუყვარდებოდა... შენ სხვების სიყვარულის გჯერა და შენსას ვერ ხედავ _სხვებს ჰყოფნით ის სიყვარული რაც აქვთ ... მე ცოტა არაფერი მკმარა _ცოტაც ვარ თურმე ... თვითშეფასებას მიკლავთ ქალბატონო ევა _შენ ბევრს აღმატებული ხარ , შენი გრძნობები არ ვიცი ... შენ საკუთარი თავისთვის იდეალური ხარ, ჩემთვის არ მგონია იყო _და თუ გავხდებით ერთნი ... _ კვამლი მთვარისკენ გაუშვა ,თავი ევასკენ დახარა . თითები ლოყაზე შეახო,მოეფერა ,ახლოს იყო ,მაგრამ არ კოცნიდა_ მე და შენ ,საოცრებად გადავიქცევით ,ევაანგელინა _მელოდიასავით გააჟღერა ქალის სახელი და გაეღიმა მისი ნეტარი სახის დაკვირვებისას _ შენი სურვილები ვერ ასრულდება თუ არ განაცხადებ, მე რომ წაგიკითხე კრახით დავასრულე _ თითი ნაზად გადაატარა ტუჩებზე , იქვე ახლოს აკოცა წამით და კმაყოფილებისგან აუფეთქდა სულში ათასი ფერი ევამ მკლავები რომ შემოჰხვია და კოცნის ინიციატორი გახდა .............................. წყვილის დაბრუნების შემდეგ ანას ოჯახში იყვნენ ყველანი ერთად შეკრებილები. დაძაბულებობა სუფევდა ირგვლივ, ორივე მხარე თავს იკავებდა ზედმეტი საუბრისგან . ნიშნობის სახე ჰქონდა თითქოს იმ ვახშამს , დედები ორივე მხარეს აპროტესტებდნენ ქორწინების ამბავს,მაგრამ ბოლოს ორივე დამშვიდდა,ნიშნები გაცვალეს. ოქროს სამკაულები მოარგეს პატარძალს . ნატოს შემდეგ ევა წამოდგა და დაპირებული ბრილიანტის საყურეები ბეჭდითურთ გადასცა ანას. _ბევრი დრო არ მქონდა და იმედი მაქვს მოგეწონება _შენ არ ხუმრობდი ტროიკაზე? _მე არასდროს ვხუმრობ როცა საქმე პირობას ეხება... _ ანას გაუღიმა და შემდეგ ოჯახისწევრებს გადახედა. თადა საპატიო ადგილს იკავებდა მასპინძლებს შორის. ჩუმი იყო,ზედმეტად არაფერში ერეოდა. ევას შორიდან ადევნებდა თვალს ,ერთხელაც არ მისულა ახლოს. _მგონი დროა ქორწილის დრო დავთქვათ... _მაისი დამთავრდება ბარემ და ივნისში იყოს _რა გვიშლის ხელს _არა ,მაისში ქორწილი არ შეიძლება და მორჩა. _კარგი , იყოს ქორწილი ივნისის პირველივე შაბათს. ანა დღეიდან ჩემთან იცხოვრებს, ქორწილიც ქუთაისში იქნება _ჩვენც ვაპირებთ ქორწილის გადახდას _კი ბატონო,როგორც გინდათ... ჯერ თქვენთან იყოს და შემდეგ წავალთ ჩვენთან _ერთ დღეში ამხელა გზაზე როგორ ვივლით _მაშინ ჩემთან ,ქუთაისში ჩამოიყვანეთ თქვენი სტუმრები _ორასი კაცი ? _მე პრობლემა არ მაქვს ... _ჩვენ მათხოვრები ვართ თუ რა ხდება რას გვემარიაჟები _შენ რომ დაყენდე და უფროსებს არ ჩაეჩრა ლაპარაკში არა?_ცოლისძმას წარბებშეკრულმა გახედა და მერე ისევ განაგრძო_მოკლედ რამდენი კაციც გინდათ რომ დაპატიჟოთ დათვალეთ და ერთად გადავიხადოთ აქეთ იქით ორ სუფრაზე ქეიფს მთვრალი ხალხით სიარულს ... ანა გადაიღლება და მუღამიც დაეკარგება ყველაფერს. _ჩვენი სტუმრების სუფრის ფულს ჩვენ გადავიხდით _ბიჭი არ ისვენებდა _მოდი ორივე მხარე რომ დამშვიდდეს იყოს ქორწილი ქუთაისში, თქვენი სტუმრები დილიდანვე წამოვლენ და ჩვენ მზად დაგხვდებით. ჩემ რესტორანში გადავიხადოთ და ასე დაბალანსდება ყველაფერი . ჩემ საქორწილო საჩუქარზე იმედია უარს არ იტყვი _ ბიჭს გადახედა თორემ გუგა რომ წინააღმდეგი არ იყო იცოდა _ღვინო ჩემი იქნება ,სუფას ბატონი თადა მიხედავს. სიძე დედოფალი მზადაა ... სტუმრების სია დაწერეთ ,დაპატიჟეთ. ჩამოყვანა მოახერხეთ და ორ კვირაში ვიქეიფებთ სრულყოფილად _ ევამ წერტილი დასვა და ფეხზე წამოდგა_ არის ვინმე წინააღმდეგი თუ დავასრულეთ სჯა_ბაასი _დავასრულეთ,დავასრულეთ ... _კარგით,მაშინ მე დაგემშვიდობებით. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის ,სუფრასთან ვერ შემოგიერთდდებით . მორიგე ვარ და აუცილებლად უნდა წავიდე _მარტო წახვალ ამხელა გზაზე ? ვერ გადაუცვალე ვინმეს? _გადავუცვალე უკვე ეს ორი დღე დეიდა... დამშვიდდი _რა დამამშვიდებს... იმდენხანს ვიყავით გზაში მეგონა დავიკარგეთთქვა საერთოდ გააგნებ გზას? _გეყოფა ... ნუ დაიწყე დედამთილური. მიეხმარე ჩალაგებაში,ნუ გააგიჟებ გუგას თორემ წავა საერთოდ და იყავი მერე მარტო . მოეფერე ამ გოგოს , დატკბი და დაიშაქრე _ჩუმად ელაპარაკებოდა დანარჩენებთან დამშვიდობების შემდეგ _ტკბილი კი არა უნდა მოვკლა ეს ჩემი ბედოვლათი... გამოიდო აქ თავი. არა იმ თადაა თუ ვიღაცა ამდენი ფული აქვს ამხელა ქორწილს რომ იღებს საკუთარ თავზე?ნათლიამირონები გამიგია,მაგრამ ასეთი ხელგაშლილი ნამეტანია _დეიდა მორჩი სხვების განხილვას მიხედე შენს თავს _მიხედილი მაქვს მე ჩემი თავისთვის _ არ მაქვს ამდენი დრო. წავედი _თადა დაინახა ,მანქანასთან ელოდა და მისკენ დაიძრა _ ბატონო თადა არ მითხრათ რომ თქვენც გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდათ თქვენი უთვალავი საქმიანობებიდან რიმელიმე სასწრაფო საუფროსოა?_თვალები უციმციმებდა ,ქვემოდან შეჰყურებდა და მანძილს ძლივს ინარჩუნდებდა _გგონიათ მოგყვებით?როგორ გეკადრებათ... ვიცი რა ძლიერი ქალიც ხარ. უბრალოდ ეს დაგრჩა და გამოგიტანე _უცებ გამოირბინე ხომ?გავიწყდება ასაკი და პატარა ბავშვი გგონია თავი _ყელსახვევი გამოართვა და ჩანთაში ჩააგდო _მაინცადამაინც ჩემ გვერდით რომ დაგივარდათ ვიფიქრე გინდოდათ მე მომეტანა თორემ გამოვაგზავნიდი ბავშვს,სწრაფი მუხლით _თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება და მითხარით მაისში ქორწილზე რა აზრის ხართ _ვარდს უთქვამს მაისში დედოფალი მე ვარო _ვინც დაბადებიდან დედოფლები ვართ და ქორწინებამდე გვადგას გვირგვინი იმათ არ ეხებათ ვარდის წყევლა _რაზე მიმანიშნებ,რომ მაისში შეგვიძლია ვიქორწინოთ ? _მომავალი წლის მაისზე დავფიქრდები _ჭაღარა კაცები მოგწონს? _ახლაც ჭაღარ ხარ მგონი _ეს უბრალოდ სიბრძნისა და ჭკუაგონიერების ნიშანია _მაგის ნიშანი თუა მაშინ ცოტაა ძალიან _დამცინი და არ გრცხვენია _მივდივარ... რაკი არ მომყვები ნუ მაცდენ _მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ. ქუთაისში შევხვდებით ................................. _დღემშვიდობისა... _ ლოყაზე აკოცა და მერე შეავლო დაკვირვებული მზერა მის სახეს _ რთული დღე იყო ? _სამსახურში არ ... სოფელში უნდა წავიდე. _ დღესაც არ გაქვს დრო ჩემთვის ? _მე ხომ გითხარი დრო არ მაქვს არავისთვის,საკუთარი თავისთვისაც არ მცალია _რა მოხდა სოფელში ,საქმეა რამე? _მიწები მაქვს სახლისგან მოშორებით . ძველი ღობე მქონდა და ძროხებს მთლიანად გაუნადგურებიათ. სიმინდის მოსავალი წელს არ მექნება . მაგით არ ვცხოვრობ ,მაგრამ რაღაცას თვეების განმავლობაში რომ უვლი და ბოლოს განადგურებული გხვდება სიგიჟეა. ამის გამო რომ ჩხუბი გიწევს და დამნაშავე თვითონ გდებს ბრალს , თავი მისკდება დილიდან. უნდა მოვაგვარო... მუშები ვიპოვო. ათას დეტალზე მაქვს საზრუნავი და დრო არ მაქვს . კიდევ ჩემი მეზობელია ავად და სახლში მაინც უნდა ვუმკურნალო ,სააავადმყოფოში არ მომყვება ცოცხალი თავით. რამდენიმე მოხუცს პროდუქტები უნდა მივუტანო თვე გავიდა უკვე და მეშინია მერე არ დამავიწყდეს . სიის დაწერა უნდა დავიწყო უკვე თორემ ბოლო დროს მგონი ასაკმა შემომიტია და მავიწყდება ყველაფერი. _იცი ვისმა საქონელმა გააფუჩა იქაურობა? _ისიც ვიცი განგებ რომ გადაუშვა ... იქამდე გვქონდა კონფლიქტი. ჩემი ლაპარაკი არ ჭრის და ბოლოს მაიძულებს მართლა საქმეები ვურჩიო და მაგ გამოშტერებულის ნერვები არ მაქვს ახლა. რაც დარჩა იმისგან გავასუფთავებ მიწას ,რომელიმე მეზობელს მივცემ დარჩენილ ჩალას და ეგ იქნება. ისეთი ლამაზი მზესუმზირები მქონდა მწკრივებად _ სახე პატარა ბავშვივით მოექუფრა _არ შეიძლება ერთადაც რომ ვიყოთ და საქმეც რომ გააკეთო ? _ თავზე აკოცა , მოეხვია და უკითხავად გადალახა მანძილი ,მაგრამ ევა არ დარჩა მის მკლავებში . _ჩემი პრობლემები ჩემია და მე უნდა მოვაგვარო. თანმხლები არ მჭირდება _შენ მოაგვარე ,მე უბრალოდ შენთან მინდა ყოფნა . მარტო მე მენატრები რომ ვერ გხედავ? _ვერცერთ შემთხვევაში დამინახავ ვინც არ უნდა იყო მაინც ... უბრალოდ გითხარი რატომ არ მცალია _არ გინდა ჩემთან ყოფნა თორემ შეიძლება იყო _შენ სადღაც მიგყავდი სასეირნოდ და მე გაჩანაგებულ ყანაში წაგიყვანო თუ მეზობელთან გადასხმის გაკეთების დროს _ნებისმიერ ადგილას შემიძლია გამოგყვე თუ იქ იქნები _ჩემ კუდად აპირებ გადაქცევას? _ვერ ეშვებოდა უხეშობას. წამსვე ინანა თადას სახე რომ დაინახა ,მაგრამ თითქოს არ შეუმჩნევია _ არ მგონია უსაქმური იყო. მიხედე შენ საქმეებს . არ გამოვა ჩემგან პაემნებზე მოსიარულე ქალი ,ვერც შენ ცხოვრებას მოვერგები ფიზიკურად უკვე იმდენი საქმე მაქვს კიდევ ვერ დავიმატებ . ამდენიც არ შემიძლია _თუ გადაწყვეტ რომ ჩემი ნახვა გინდა მიპოვნი _ არც დამშვიდობებია ისე გაბრუნდა და წავიდა. ევას გაასწრო გასვლა ეზოდან ისე ჩქარა გაიყვანა მანქანა. უკან გაყოლაც შეეძლო მისი შეჩერებაც და როგორმე მობოდიშებაც ,მაგრამ არაფერი გაუკეთებია. გულდამძიმებულმა შეასრულა გეგმის ნახევარი. მეორე დღისთვის უნდა გასულიყო და დაეწყო მიწის გაწმენდაც და ღობის კეთებაც . მეზობელთან იყო სახლში,წამლები მიუტანა და ნემსი თავად გაუკეთა. _პატარა სადილი გავაკეთე ... დარჩი რა იქნება უარს ნუ გვეტყვი . _დავრჩები . შენ გაკეთებულ ეკალას თურმე არაფერი ჯობია . ასე მითხრეს მე _ მოხუცს არ აწყენინა. სევდა მოაწვა გულზე დამტვრეულ სკამებს შორის ერთი ყველაზე გამძლე რომ აარჩიეს და მასზე დასვეს. პატარა ხის სახლში იჯდა,კედლები ქარს რომ ვერ აკავებდნენ და სახურავი წვიმას , ჭამდა სუფრასთან საიდანაც მიღებული თითოეული ლუკმა გულით იყო მოწოდებული და წამლად შეერგებოდა ადამიანს . მადა არ ჰქონდა დაღლილი იყო და წინ უამრავი საქმე ელოდა. მანქანაში ჰქონდა მომარაგებული პროდუქტი რომელიც მათზე მეტად გაჭირვებული მოხუცისთვის უნდა მიეტანა. მალევე დაემშვიდობა მასპინძლებს და მიმართულება შეიცვალა. გვიანი იყო უკვე სახლში რომ მივიდა ,გაუკვირდა ჭიშკართან მჯდომი კაცის დანახვა. ბეტონზე იყო ჩამომჯდარი ჯოხით ხელში _გამარჯობა _გამარჯობა ... ზედმეტი მომივიდა გუშინ . ველური ძროხები მყავს ქე იცი. ვერ აკვებს ვერაფერი რაღა შენ ყანაში გადევიდენ არ ვიცი. ახლა რაღა უნდა ვქნა მითხარი რით აგინაზღაურო . სიმინდი მოგიტანო ჩალა თუ რა ვქნა დავკლავ ყველაზე სულელ ძროხას და იმას მოგცემ თლა . ღობის შეკარების თავი არ მაქ ქე იცი მარა თუ დამავალებ ვიზამ რაცხას აბა რა ვქნა _არაფერი მინდა ... ისეთ ადგილას გაუშვი ეგ შენი საქონელი რომ არ მიეკარონ ჩემ ადგილს. მეზობლები გამოვდივართ ,თანასოფლელები ხომ მაინც და სულ ხომ არ ვიჩხუბებთ _აღარ ჰქონდა კამათის არც დრო და არც ენერგია. ჭიშკარი გააღო მანქანა ეზოში შეიყვანა და მეორე დილამდე დასვენებას აპირებდა . უცებ რომ შებრუნდა და ჩიხში მიმავალ კაცს დაუძახა _მოიცადე ... დამელოდე _რა იყო _იმ ბიჭმა არ გითხრა რაც უნდა გაგეკეთებინა? ჩემთან რისთვისღა მოხვედი_ეუბნებოდა სიტყვებს და არ იცოდა რა უფრო გაუხარდებოდა პასუხად _ევა გადაწყვიტავს თვითონ რაც უნდა შენც იმას გააკეთებო ... ხო მითხარი არაფერი მინდაო გადეიფიქრე ახლა? _კიდე რა გითხრა იმ ბიჭმა _თუ არაფერი გინდა მივდივარ...არ გამოვდენი საქონელს შენი მიწებისკენ _ცემის კვალი არ ეტყობოდა შიშის კი _ევაა რა კაი გიქნია დღესვე რო დეიწყე ღობის გაკარება. შენ არ იჯავრო მაგი მე მოგცემ ფქვილს. ჭადს მოგანატრებ შე ქალო? ისეა საცოდაობა რაფერ არ გახეთქა მუცელზე ამდენმა მაინც _ თალიკო მივიდა დასამშვიდებლად ის კი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა. _სა მიდიხარ ქალო ამ შუაღამეს _საქმე მაქ სამსახურში... პაციენტი დავტოვე მძიმე და უნდა ვნახო _ის ლოთი ექიმია მორიგე ისევე?აბა ქე უნდა წახვიდე ცოდვაა ყველა . რაცა სუყველა ან გალოთდა ან განარკომანდა . გადაგვარდა ქვეყანა . კაი დედა წევედი აბა მე და იცოდე არ იჯავრო ,შენ იყავი კარგად და დანარჩენს რა უჭირს . მჭადსაც გაჭმევ ღომსაც და ელარჯსაც გავაწელინებ ამ ჩემ მეგრელ რძალს რისთვის მყავს რას მიკეთებს მეტს _მიყვარხარ თალიკო _მეც მიყვარხარ ჩემო ცქრიალა გოგო _ ხელზე აკოცა ქალმა და მერე ჯოხსდაყრდნობილმა დატოვა ეზო. მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა და სწრაფად აირბინა კიბე. სანამ ბრაზი გადაუვლიდა მანამ უნდოდა ქორივით დაცხრომოდა თავს თადას. ბინის კარი ისევ ღია იყო ,მაგრამ ბინაში შესულმა ქალის ხმა გაიგო . ცარიელ სივრცეში კარგად ისმოდა საძინებლიდან გამოსული მოალერსე წყვილის ყველა ამოსუნთქვა . შებრუნდა და წონასწორობადაკარგულმა გამოხურა ზურგს უკან კარი. ტირილი მოუნდა ასე ძალიან სუსტად და უმოქმედოდ როდის იგრძნო ბოლოს თავი არ ახსოვდა. რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა ან მოეთხოვა მისგან ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. ქმრები ცოლებს ღალატობენ და მათ შეყვარებულებიც კი არ ერქვათ . კიბე ენერგიულად თუ აირბინა და ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ჩემი პრობლემების მოგვარებას გიკრძალავო ახლა ძალა ერთიანად გამოეცალა,ჩაქრა. ჯერ გამოუცდელ გაურკვევლობას გრძნობდა,მჩხვლეტავ ტკივილს გულის არეში _ერთმა ქალმა მითხრა დღეს შენთვის დრო არ მექნებაო იმდენი საქმე ჩამომითვალა ვიფიქრე დღეს კი არა საერთოდ ვერ მოიცლის ჩემთვის-თქო. ისე მელაპარაკა სრულიად უინტერესო, ერთუჯრედიან ორგანიზმად მაგრძნობინა თავი და ახლა სადარბაზოსთან მომლოდინე მხვდება ... დღეში რამდენჯერ იცვლით ხასიათს ქალბატონო ევა?იქნებ როგორმე წინასწარ ვიწინასწარმეტყველო... მარტის ამინდივით ცვალებადი გაქვთ ხასიათი და _შენ სად დადიხარ _მე სად დავდივარ თუ შენ ... აბა ღობე უნდა გავაკეთებინო და იქ ვიყო ვიმუშაო ისე რომ შენ ახლოს არ მჭირდებიო?აქ რა გინდა. აბა არ მომენატრებიო? _მანამ ლაპარაკობდა სანამ ევამ არ გაიაზრა ბინაში რომ სულ სხვა ვინმე იყო და სავსე პარკებით მდგომს მთელი ძალით მოეხვია _ევა ... ცუდად ხარ ? _ ყველაფერი მანქანაზე შემოალაგა და ქალს ხელები შემოხვია _ რაც არ უნდა იყოს მოუგვარებელი არაფერია. არ გთავაზობ დახმარებას, თუ გინდა ნუ მომიყვები უბრალოდ ვიცი შენ გაუმკლავდები _დღეს ჩემთან სოფელში იყავი ? იმ კაცს ელაპარაკე ვისაც ვეჩხუბე და მაინც მოაგვარე საქმე? _მეჩხუბები თუ არა ვერ გავიგე ,ცოტა გონებას მირევს შენთან ახლოს ყოფნა _რატომ ელაპარაკე და დააშინე _მეე? ვინ დავაშინე ... მოიცა იმიტომ მოხვედი რომ მეჩხუბო? მე კი ვიფიქრე დრო გამოუჩნდა და მაინც მოვიდა სადმე რომ გავისეირნოთ_თქო შენ კიდევ თურმე ვიღაცის დაშინებას მაბრალებ ... მე არაფერი გამიკეთებია . ვიღაც სხვა ბედავს და გეხმარება საქმის მოგვარებაში. ის იპოვნე ვინც შენ სიტყვას გადააბიჯა და სამაგალითოდ გაუსწორდი. მე მადროვე ჩემთვის მშვიდად ცხოვრება ძლივს დავუბრუნდი სამშობლოს და მშობლიურ ქალაქს ... _გეხუტები და გარბიხარ რა გავიგო _მეჩხუბები , ჩხუბი და ფერება ერთად არ შემიძლია. ავადმყოფობაა ეგ და ის რომ იციან კიდევ ჯერ დახოცავენ ერთმანეთს და მერე ტყ. მერე ერთმანეთს ეფერებიან _უცებ გადააკეთა და თვალები აატრიალა _შენ ბინაში ვინ არის თადა?_ თავი გაყიდა,მაგრამ რომ არ ეკითხა გაგიჟდებოდა _ასული იყავი ? ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ,დროებით ჩემთან იცხოვრებს _რა ქვია შენს მეგობარს? _ლაშა... რა არ გაგეცნო? ხომ ვუთხარი საღამოს მოვალ_თქო ვერ გითხრა დაელოდეო? იდიოტია _დაკავებულია ნუ შეაწუხებ _რით არის დაკავებული _ ისევ პარკებით იდგა და სადარბაზოსკენ მიდიოდა რომ შებრუნდა _ კარი არ დაუკეტავს ხომ ? ვიღაც ბ.ზი ეყოლება აყვანილი ხო ვიცი... ჩემი ხელით უნდა მოკვდეს. ზედ დავაკლავ იმ ქალზე _ ჩუმად ლაპარაკობდა,თითქმის გაუგებრად და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა სანამ გონება არ გაუნათდდა _მოიცა ,მოიცა ნუ ჩქარობ წასვლას. შენ ასეთი სახით იმიტომ იდექი და მერე იმიტომ განათდდი ჩემი დანახვისას ,რომ გეგონა იქ მე ვიყავი? _რა სისულელეა... მე იმიტომ მოვედი რომ მეთქვა ჩემ სიტყვას პატივი ეცი და ნუ ერევი იქ სადაც არ უნდა ჩაერიო_თქო . _როგორც აღმოჩნდა ჩხუბისთვის მოხვედი,ისევ უსამართლოდ უნდა ჩაგერტყა გრაფინი თავში და იქ ბრაზის კი არა ეჭვიანობის მიზეზი შეგეფეთა. შენ უკან გამობრუნდი თუ შეუვარდი ოთახში. კარგი რაა , მე ვიფიქრე მოკლავდი იმ ქალსაც და მეც ... ანუ არ მომკლავ ,ტყუილად ვიკავებდი თავს და ვცხოვრობდი ბერმონაზონივით _ეჭვიანობა შენზე? რა უნდა ვიეჭვიანო განა რა არის აქ საეჭვიანო ... ეჭვიც შიშივითაა წინასწარ ფიქრობ და იქ კიდევ ფაქტს წავესწარი,უფრო სწორად მოვისმინე _სულ ისეთ რამეში მადანაშაულებ რაშიც დაამნაშავე არ ვარ. რა უცნაურია,თავი ასე ჩაგრულად არასდროს მიგრძვნია _შენ ნამდვილად არ ყოფილხარ სოფელში ? სიმართლე მითხარი უკვე გადამიარა გაბრაზებამ _არ ვყოფილვარ _თქო ,გეფიცები მე დღეს სოფელში ფეხი არ დამიდგამს _აბა ვინ იყო _აი ეგ უკვე საინტერესოა. ვინ გგონია? ხისთავიანი პაკლონიკი გყავს ,რომელსაც უნდა ხელისგულზე გატაროს ფაიფურის თოჯინასავით დაგსვას და ყველაფერი თვითონ მოაგვაროს? ვინ არის?ჩემ გარდა ვინ ბედავს შენ საქმეში ცხვირის ჩაყოფას _გუგა იქნებოდა , მხოლოდ ეგ არ მისმენს ... სხვა არავინ _დარწმუნებული ხარ? ვინ იცის რამდენ ჩემნაირს ესროლე გულში ისარი _ისარს ვერ ვისვრი სხვათაშორის... ეს სროლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე _გინდა მშვილდიდან სროლა გასწავლო? _მხედველობა დამიქვეითდდა ამ ბოლო დროს... ლამფის შუქზე ვსწავლობდი სამედიცინოს დამთავრებამდე და სკოლაშიც . კიდევ როგორ ვხედავთ საკვირველია. _ავიტან ამათ და წავიდეთ სადმე... ან მანქანაში დავტოვებ და ისე წავიდეთ. ჩემი მანქანით თუ არ გინდა შენით გავიდეთ. _ნაწყენმა რომ დამტოვე დილით , გაგიარა? _ეჭვიანობისგან გულმოკლული რომ გნახე და რომ ჩამეხუტე ყველაფერი დამავიწყდა . კიდევ ერთს თუ ჩამეხუტები შენ გარდა არავინ და არაფერი მემახსოვრება _არ მიეჭვიანია _კარგი ,გავიგე ... უფლებას მაძლევ სხვადასხვა ქალთან ვიგულაო მთავარი ჩემი გული იყოს შენი _შენ უნდა გადაწყვიტო... ცხოვრება შენია. მე ვინ ვარ გავლენა რომ ვიქონიო ზრდასრული კაცის სექსუალურ ცხოვრებაზე _იცი რაც უნდა თქვა ,მაგრამ ტყუილი მაინც არ გამოგდის . თვალები გყიდიან და შენი ლამაზი სახე რომელზეც აწერია დიიიდი ასოებით „ჩემ გარდა თითი არავის დააკარო“ _თითის დაკარების გარეშეც შეიძლება ,დარწმუნებული ვარ იცი _ სანამ ორმოცი წლის გავხდებოდი დიდი ცხოვრება გავიარე ... ჩემ ცოდნაზე საუბარი არ გვინდა . _გვიანია უკვე ... ხვალ დილიდან მაქვს საქმე _უბრალოდ გარბიხარ ჩემგან აღიარე მაინც _არ გავრბივარ _გარბიხარ,გეშინია უფრო მეტად არ შეგიყვარდე ისე არ შეგიყვარდე ჭკუა დაკარგო _ჭკუას რომ გაკარგვინებს რაღაც როგორ შეიძლება კარგი იყოს _აი ხომ ხედავ ... ამას ეწინააღმდეგები თორემ რომ გინდოდეს დროს იპოვნიდი ,ენერგიასაც და მეც გამომიყენებდი . მე რომ ხვალ მოგეხმარო ორი კურდღლის დაჭერა იქნება ერთად...თან საქმე გაკეთდდება თან ერთად ვიქნებით _ის დღეც საკმარისი იყო... ჩემი მუშა თუ გინდა გახდე როგორც აზნაურის გლეხი მაშინ ხელფასიც უნდა დაგინიშნო _კოცნებით და ჩახუტებებით რომ გადამიხადო ? _თავხედობ ! _აი ისევ ბრაზი და ცეცხლი _მაფერხებ უკვე ... სახლში უნდა წავიდე _მიბრძანდით ქალბატონო ევა...განაგრძეთ ომი საკუთარ სურვილებთან . მე როგორმე გადავიტან გულის ტკენას,მოვიშუშებ იარებს შენი გრძნობების გამონათებამდე _დარწმუნებული ხარ რომ მიყვარხარ? _მე დარწმუნებული ვარ მხოლოდ საკუთარ გრძნობაში და შენ გრძნობებში ეჭვი რომ არ მეპარებოდეს გგონია მართლა შენი სახლის იმედად ვარ და სხვაგან ვერ წავიყვან მოტაცებულ ქალს? ანდაც ისე არ მაქვს საკმარისი ძალა დაგითანხმო ქორწინებაზე? ასეთი არეულობით მეც მრევ...გადამიყვანე კაცი ჭკუიდან _ჭკუიდან გადასულის არაფერი გეტყობა _როგორ უნდა დამეტყოს _არ ვიცი ,მაგრამ როგორმე გავიგებ...შენი თვალები ჯერ არ მეუბნებიან იმას რასაც სიტყვებით ამბობ. სიტყვების მოფიქრებას კი გონება სჭირდება მხოლოდ , მოტყუების უნარი და არა გული . თვალები ,თვალებზე იმუშავე რომ დაგინახავ და მივხვდები შენი სულის ანარეკლი მე ვარ შემდეგ შეიძლება მე წაგიყვანო სადღაც შორს ყველაფრისგან სადღაც სადაც მარტო ჩვენ ორნი ვიქნებით არავინ და არაფერი სხვა _ სერიოზული იყო ამჯერად,გულწრფელი და ნამდვილი. _ასეთი რომ ხარ კიდევ უფრო მეტად მინდები ... _სიტყვები ვერ გააკონტროლა ,წამით გაეთიშა გონება და გაექცა მიმართულება _აი ეგ ნამდვილად ჩანს შენს მზერაში _რა ჩანს _კაცური ჟინი ქალის დაპატრონების... _ნუ დამაბრალებ ახლა რაღაც ახალს _ეს ბრალი არ არის... არც მჭირდება კაცი, რომელსაც ჩემთან ყოფნის სურვილი არ აქვს და მხოლოდ გონებით ვუნდივარ ,ანდაც ვუყვარვარ, მაგრამ ისე როგორც მეგობარი და არ ვაინტერესებ როგორც ქალი. ვნება შენს თვალებში პირველად რომ შემომხედე მაშინაც იკითხებოდა ,მას მერე არ ჩამქრალა და მისი კონტროლი რომ შეგიძლია ჩემი სურვილების გათვალისწინებით ესეც დიდი პლიუსია,მაგრამ საკმარისი ვერ იქნება. ჩაუქრობელი ცეცხლი არ არსებობს,ნებისმიერ ხანძარს მოერევა ბოლოს ბუნება _მართლა 40 წლის კი არ ვარ ,ჯერ დიდი დროა მაგ ამბამდე _ განმუხტა სიტუაცია, ევასაც გაეღიმა _ვიცი მე შენი ორივე დაბადების დღე _ სხვა აღარაფერი უთქვამს , უღიმოდა და თვალებში უყურებდა _ იყავი ნამდვილი შენ და მერე დაინახავ იმას რასაც ახლა ვერ ხედავ ჩემში . სულის სარკეში ყალბ ადამიანებს არ ჩავახედებ წავიდა. დარჩენა შეეძლო,მაგრამ მაინც. იმ დღისთვის ემოციები ზედმეტი იყო. ბევრი გრძნობა ჰქონდა უკვე დაგროვებული , დანაშაული ასაღიარებლად. ……………………… ჩიხში ნელა მიჰყავდა მანქანა. თან ქუჩაში გამოსულ ხალხს აკვირდებოდა და მორბენალ ბავშვებსაც ერიდებოდა. ცხენის ხმა რომ გაისმა , პატარების ოვაციები გამოიწვია და ყველანი წინ გაიქცნენ. მხედარი პირსაპირ მანქანის წინ რომ გაჩერდა მერე დაინახა ევას სახე და გაოგნებული გადავიდა _ქალბატონო ექიმო _ბატონო თადა , რა ქარმა გადმოგაგდოთ სოფლად? _ღობე ... ღობე მინდოდა მენახა როგორი გამოვიდა _ქვემოდან უყურებდა მზისგან ახურებულ სახეზე. თმა ჩამოეშალა და იქვე შეიკრა. მერე უცებ ჩამოხტა , ბიჭს გადასცა აღვირი და მათრახიც _წაიყვანე ,ოღონდ სხვებიც დასვი და ფრთხილად იცოდე. გაფრთხილებთ ,თუ ზღვარს დაკარგავთ და გათამამდებით გაიტეხავთ ცხვირებს და ევა დეიდა აღარ გაჭმევთ შოკოლადებს _ვაშააა... _არ გავაჭენებთ გეფიცები . საუკეთესო ხარ _მე არ მინდა ცხენი ... ის მინდა _ერთი გაჩერდა. პატარა იყო,ხუჭუჭა ქერა თმით ,გარუჯული ლოყებით და ჭრელი თვალებით . ხელი მანქანისკენ გაიშვირა და მერე თადას ახედა _ მაჩუქებ? _ტარება იცი?_ თავზე ხელი გადაუსვა,გაუცინა და ჩაიმუხლა _ევა მე მიყვარს... დიდი რომ გავიზრდები ცოლად მოვიყვან _მეზობელი რომ არის? _ჩემი არ არის ... ბებიაცემის მეზობელია _ევა თანახმაა? _არ არის,მოვიტაცებ _დედაშენმა რომ გაიგოს ჩემნაირი გოგოები მოგწონს გაგიჟდება ... _არ ვეტყვი _ევას სხვა უყვარს ,ორს ვერ შეგვიყვარებს _ისეთი სერიოზული იყო თითქოს ბავშვს არ ელაპარაკენოდა _წავედით სანამ ბავშვს ეჩხუბე _ვინ არის ასეთი თამამი _ჩემი კლასელის შვილია ... რიგით მეხუთე _და რომ უყურებ არ ფიქრობ,რომ შენც შეგეძლო მსგავსი არჩევანი გაგეკეთებინა? მე ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა დიდი წლამდე შვილი რომ მყავდეს ... _არაფერს ვნანობ და არაფერს მივსტირი რაც მაქვს ყველაფერი ასე იყო საჭირო, ეს გადაწყვეტილებები სჭირდებოდა ჩემთვის შემითავაზებულ ცხოვრების გზას . სხვა არავის უცხოვრია ზუსტად ჩემ მსგავსად ... მანქანა ჭიშკართან გააჩერე და მოვალ მეც _ასე მალე ართმევ ცხენს? ჯერ ვერ მოასწრებდნენ გავლას _მჭირდება ცხენი აუცილებლად _ბავშვებთან მივიდა , ყველაზე პატარა თვითონ დაისვა და მინდორზე გააჭენა . შემდეგ ისიც ჩამოსვა და ყველას დაემშვიდობა _სადმე მიდიოდი? _მის ჩაცმულობას დააკვირდა ,ცხენის უნაგირზე დამაგრებულ ფერად ტომარას და შემდეგ ჰკითხა _ტყეში ვაპირებ _რატომ? _ბალახები მჭირდება წამლის დასამzადებლად _ექიმბაშიც ხართ ქალნატონო ევა? _დიახ ... მალამოების განახლების ეტაპი მაქვს _ცხენს ეფერებოდა და იისიც მშვიდად იდგა _აღარ შეგაყოვნებ მაშინ _გამომყევი თუ გინდა ... ცხენზე ჯდომა იცი ? თუ ჩემთან ერთად დაჯდები _შენთან ერთად მირჩევნია,ჩაგეხუტები ,მაგრამ ტყუილი არ მინდა გითხრა ... დედაჩემს ცხენოსნობაზეც დავყავდი . შენია ეს ცხენი? _ჩემი არაა ... მეზობელს ჰყავს . მე ვერ მოვუვლი დრო არ მაქვს . ანუ მოდიხარ . შეიძლება დაგვაგვიანდეს _დრო მაქვს ,შენ გვერდით ყოფნისთვის უთვალავი რამდენიმე წუთის შემდეგ ორი ცხენით მიიყვებოდნენ გზას. ევა სიჩქარეს ერიდებოდა ,აშკარა იყო სიფრთხილეს იჩენდა თადა კი რამდენჯერმე მოსწყდა ადგილს ,მაგრამ შენგელია ვერ აიყოლია _მგონი მონატრებული გქონა ჯირითი და აი სად მოგიყვანა განგებამ _მშვენიერი ცხენია ... აშკარად უყვარს პატრონს მისი მოვლაც და ჭენებაც _ძალიან უყვარს , სხვა მხარეს გადაცხოვრებას აპირებს უფრო მეტი რომ ჰყავდეს . ბავშვობიდან ცხენებთან იყო . უუნაგიროზე აბობღდებოდა და ზედ ეძინა ხოლმე. აგიჟებდა დედას ,დღეს უკვე დიდი ბიჭია და თავად ზრუნავს ყველა მათგანზე . ეგ მე ვაჩუქე დაბადების დღეზე და სხვათაშორის ევა ჰქვია _მართლა ? კარგი არჩევანი გაგიკეთებია _კახეთში ვიყავი მაგ ცხენის გამო წასული _როგორ შეგიძლია სხვის გასახარებლად ამდენი დროისა და ენერგიის ხარჯვა _შენ უნდა გენახა მისი გაბრწყინებული თვალები ... მთელი დაღლილობა მომშორდა მისი სიხარულის გამოწვევა რომ შევძელი. სმენადაქვეითებულია , ადამიანებთან კონტაქტი უჭირს. ბავშვობიდან ალბათ ამიტომ მიეჯაჭვა ასე ამ ცხოველს . ყველაზე დიდი გული აქვს და ყველაზე კარგი კაცია 16 წლის ასაკშიც კი _საოცარი ხარ _ ჯერ მდუმარედ უსმენდა და უყურებდა შემდეგ გაუაზრებლად დასცდა სიტყვა და მიიღო კიდეც ევას მზერა _ შენ ... არ გინდა შევეჯიბროთ? _შენგან განსხვავებით მე არ ვარ კარგი ცხენოსანი და ვერ გავრისკავ. მირჩევნია მშვიდად ვიარო და არ გადავღალო ცხენებიც . საკმაოდ გრძელი გზა მაქვს გასავლელი _ამ მხარეს რატომ მივდივართ ... ტყე შენთანაც ხომ არის _მთაში სხვა მცენარეებია იქ სხვა . _აქ მცხოვრებ ოჯახებსაც იცნობ? _ყველა გვიცნობს და მე გვარები მაინც ვიცი თუ პირადად არ მაქვს შეხება . _სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ვცხოვრობდი ისიც ერთი ან ორი კვირა თუ რაღაც რთული საქმე ჰქონდათ ჩემებს და ბებოსთან მიშვებდა დედა. აჭარის მთებში ყოფილხარ? _არა ... ზღვაზე მივდიოდით ხოლმე ცოტა ხნით დიდი დროით არ ტოვებდა სოფელს ანდრო ბაბუ. _აუცილებლად წავიდეთ , მეც მომენატრა იქაურობა და შენც უნდა ნახო. სამოთხეა დედამიწაზე _სახლი გაგიყიდიათ ,სად მეპატიჟები _სახლი დედამ იმიტომ გაყიდა ,რომ იმ კონკრეტულ ადგილას დარჩენა არ უნდოდა. ნათესავები მყავს , ბავშვობის მეგობრებსაც გავახსენებ თავს. ნებისმიერს ვესტუმრები _შორი მოგზაურობა იქნება... ახლო მომავალში ნამდვილად არ გამოვა _მაგრამ ზოგადად არ გამორიცხავ _პატაარა ბავშვივით ნუ იცი ხოლმე აჟიტირება _შენ კიდევ ასეთი დარდიანი ნუ ხარ ან მითხარი რა მოხდა _ვფიქრობ _მძიმე პაციენტი გყავს _მყავდა,არ დამიჯერა და თბილისში წავიდა... ვფიქრობ მგზავრობის დროს როგორ იქნება. დანაშაულს განვიცდი რომ ვერ დავარწმუნე ჩემ სიმართლეში. ყველას აქვს გონებაში რომ იქ სჯობს წაყვანა,მიუხედავად იმისა რომ არ იციან ექიმი ვინ იქნება . არ ვეცადე,მეტად რომ მომენდომებინა შევაჩერებდი _მართლა ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ამდენ ადამიანზე ფიქრი იმდენ რამეზე რაც შენზე არ არის დამოკიდებული და რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ . შენ რა შუაში ხარ _ექიმი ვარ , ვდარდობ შედეგზე და არა დანაშაულზე თორემ დანაშაული და სასჯელი იმდენად ხშირად არ შეესაბამებიან ერთმანეთს არც კი მეშინია უკანონო საქმიანობების . სასჯელის არიდებაში ბადალი არ გვყავს _გული დაგიზიანდება ამდენი დარდით მე კიდევ ეგოისტი ვარ ,მინდა მარტო ჩემი სიყვარულისგან გეკუმშებოდეს გული ... ადრე რომ გამეცანი პროფესიას შეგაცვლევინებდი ,ვეცდებოდი ყოველ შემთხვევაში . არ შეიძლება თერაპევტი ყოფილიყავი ? ან არ ვიცი ვისთან არის ყველაზე მსუბუქი პაციენტები _ექიმი არ ვიქნებოდი თუ მეანი არ ... მინდოდა ბევრი ბავშვის დაბადების პროცესში მიმეღო მონაწილეობა ,მენახა ათასფერი ემოცია და ამბავი. მემკურნალა და შემდეგ სასწაულის მომსწრე გავმხდარიყავი. მე ალბათ არასდროს გავხდები დედა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი სულ და მინდოდა დავხმარებოდი ყველას ვისაც შეეძლო _ასეთ რაღაცებს ნუ მეუბნები ... რას ნიშნავს დედა ვერ გახდები _ახლა რომ გითხრა რომელიმე დაავადების სახელი და დავაყოლო შვილი არასდროს მეყოლება_თქო რას გააკეთებ თადა? _ჯერ ვილოცებ და ღმერთს ვთხოვ არ დაუშვას შენნაირი ქალის უშვილობა და მერე ვიმოქმედებ , მსოფლიოს ნებისმიერ კუთეხში წაგიყვან კვლევებისთვის ... შენ ახლა უბრალოდ კითხვა დამისვი,ფაქტი არ აღგინიშნავს ხომ? ღმერთი არ არის ასეთი უსამართლო ,დედაჩემს არ გააჩენინებდა ჩემნაირ ბავშვს და შენ არ იქნები ის ქალი ვინც რამდენიმე არაჩვეულებრივ ადამიანს არ აჩუქებს სამყაროს..._სვლაც კი შეწყვიტა,ცხენი ისე გააჩერა ევასთვის რომ ეყურებინა სახე მთლიანად შეეცვალა _ევა _სულ რომ არარეალური იყო მაინც საკმარისზე მეტი ხარ _ უთხრა,გაუღიმა და ცხენი გააჭენა_თუ დამეწევი მთხოვე რაც გინდა _ უკვე წინ გაჭრილმა გასძახა და ქარივით გაიჭრა გზაზე . თადას შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა, არ დაუჯერა ცხენოსნობაზე ამბავს და შეცდომაც დაუშვა. მერლანს ნამდვილად აღმოაჩნდა მხედრის უნარები .გადაასწრო ,ჩამოქვეითდდა და მის ცხენსაც წინ დაუხვდა ,გააჩერა და ევაც ძირს ჩამოსვა _გიკრძალავ ჩემი ემოციებით თამაშს ,ჩემ გამოცდას და ჩემ გაგიჟებას ... _ ტყეში იყვნენ უკვე. ირგვლივ არავინ იყო თადა კი ევას მთელი ძალით ეხვეოდა _ კონტროლს მაკარგვინებ, შევიშალე _ ქალის სახე ხელებსშორის მოიქცია,შუბლით შუბლზე მიეყრდნო და მერე ტუჩენზე შეეხო _ მიყვარხარ სიტყვა არ მყოფნის _დაღამებამდე უნდა ვიპოვო მცენარეები და მერე რამდენიმე მალამოთი დაგასაჩუქრებ. სიყვარულისგან დადაგულ გულზეც წაისვი ყველა ერთად და თუ გიშველა ცალმხრივად შეყვარებულ ხალხს დავურიგებ _ჯერ კიდევ გრნობდა თადას სხეულიდან წამოსულ სიმხურვალეს, ისევ ისე ახლოს იყო _მე გრძნობებს არ ვიცვლი თუ მტერია მტრად რჩება თუ გულში მყავს გულში ვტოვებ _ ნაზად შეეხო ტუჩებზე და მერე ჩაიცინა_სულ მგონია ,რომ ისევ დამარტყამ ... ყველა კოცნის წინ თანხმობა სად გავიხსენო ,მებინდება გონება რომ გიახლოვდები _გინდა გითხრა , როცა მოგინდები მაშინ მაკოცე _ გაიცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა _შენ გონებაზე ვგიჟდები ,სულ რაღაცას ხლართავ ხომ ვიცი ,მაგრამ საბოლოოდ რა გინდა ეგაა მთავარი _შენ ,შენ ხარ საბოლოო მიზანი და არაფერს ვხლართავ .სულ რაღაცას როგორ მაბრალებ . კიდე მინდა გაკოცო ,სეიძლება? _კლოუნად რომ გადაიქცევი ხოლმე _აკისკისდდა და თვითონ აკოცა ლოყაზე _ დროს მაკარგვინებ,იცი? _არ ვიცი რას ვეძებთ თორემ გაპოვნინებდი _ნატვრის თვალს -აქ ვარ... -ღმერთო ჩემო -არა,ღმერთს ვერ გავუტოლებ თავს... ნატვრის თვალი კი ბატონო. შენ ოღონდ ისურვე -ვენახი ვერ ამაკვრევინა, დამიტეხა ტოტები და ნატვრებს აგისრულებო - ცხენი თან გაიყოლა და ფეხით განაგრძო გზა ტყის სიღრმისკენ. -ნეტავ იცოდე რამდენი რამ შემიძლია -ჩუმად თქვა და უკან მიჰყვა. გვიანი იყო სოფელში რომ დაბრუნდნენ. ევას დაღლილობა სულ არ ეტყობოდა , თადას კი მობილურმა შეახსენა თავი,როგორც კი სოფელში ჩამოვიდნენ მაშინვე ახმაურდა . რამდენიმე წამს ისაუბრა მხოლოდ, ევას ვახშმად დარჩენაზე უარი უთხრა და წავიდა. .......................... _ევაა ბებია სახლში ხარ? _მოდი თალიკო ... _კუხნაში ყოფილხარ...რას აკეთებ . ამ გაზის ბალონის დატენვა კაი მოგაფიქრდა მარა ხო უნდა თრევა აქეთ იქით ქე არ აგიფეთქდეს გზაში მეშინია . _ხო გაქ კიდე თუ დაიცალა _არა რავა დეიცალა ... ფეჩზე ვაკეთებიებ ყველაფერს იმაში ისეთ რაცხეებს ვაცხობიებ ფეჩში რაც არ ვარგა ... _დაჯექი და ქადებსაც გაგასინჯებ _რის კომპოტს დალევ _თეთრი ბალი რაფერ გიყვარს ... ნერგს მოგცემ კიდო ლევანიას ვეტყვი დავამყნობიებ შენთან. _ხო სულ მავიწყდება ეგ თორემ იმდენი წლისაა ეს ჩემი ხე მალე აღარ ექნება ნაყოფი ... _ისევ ყველაფერზე შენ უნდა იფიქრო? ის ჩვენი ბიჭი არ გამოჩენილა რამდენი ხანია... ხო არ გიჩხუბიათ _ვინ ბიჭი ,გუგა? _არა , კაცო ჩვენი გურამია კი არა უცნაური სახელიაქ კაცო... ვენახში რო მოგვეხმარა იმ დღეს _თადა? _ხო ,მაგი ... _არ გვიჩხუბია , ჩემი ნაცნობია ... ჩხუბი რატომ უნდა მოგვსლოდა _ნაცნობები ქე გყავს შენ ბევრი,იმდენ ხალხს იცნობ და იმდენი გცემს პატივს მარა აქანა მოსული არ მინახია არცერთი. სხვაგანაც უნახიხართ ერთად . მე ხო იცი შენზე ზედმეტს არაფერს ვიფიქრებ,მაგრამ რომ არ გითხრა არაფრით გამოვა. ხალხის ენა ხო იცი,ყველას უყურებენ და ყველაფერს ლაპარაკობენ. მე და შენ კი ვიცით შენ რომ უკადრებელს არაფერს იკადრებ და არც ამ სახლს აკადრებ მარა სხვებმა მარტო გლახას ფიქრი იციენ. _რას ამბობენ ბიჭი აკითხავსო? _სააყვარლები არიენო ... თუარა აქამდე მეიყვანდა ცოლადო _მერე შენ რა უთხარი ეგ ვინც გითხრა იმას _ერთს არ უთქვია მარტო ... თუარა იმას ვინცამ მე მითხრა ქე ვუთხარი საყვარელი ქმართან ერთად გყავდა ბოვშიც გოუჩინე მარა შენ დოყლაპიასთან ერთად წობი ყველა ღამე მაინცთქვა ... სხვაზე რო დეიწყებენ ლაპარაკს ბ.ზები ვსულელდები ხო იცი . მარა შენ რისთვის ალაპარაკებ ამ ხალხს ბებია? ქე ვიცი ამნაირი გოუნათლებელი შტერი ხალხის ლაპარიკს არ მიიტან შენ გულთან მარა. ვინმე სხვა უკეთესი ბიჭი გამოჩდეს,კაი ოჯახი ხო მიუტანენ ამბავს ასე იყო და ასეო და ხო გაფუჭდება საქმე? ტყვილა რატო უნდა გაგიფუჭდეს სახელი ან თუ გიყვარს და მართლა ხვდებით ერთმანეთს წაყევი ბარეღამ ცოლად. გეყლლება ბოვშები,დედობა იცი რა კაია? შენ იქანა საავადმყოფოში მარტო კივილ წივილს უყურებ მარა მერე რო ჩეიხუტებ გულში სულ პატარას ,ღუღუნს რომ დაგიწყებს ,სუნი რო აქ ყველაზე ტკბილი და ყველაზე თბილი ჩახუტება რო იცის ... ხო არცერთი ჩემი შვილი უქნია ღმერთს მარა მაგენზე კაი მაინც არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში _რომ არ მინდა დაქორწინება და საყვარელებიც რომ არ ვართ რა ვქნა? _რატო არ ხართ მერე...იმნაირ ბიჭს უარს რავა ეუბნები . ისე შემოგციცინებს თვალებში ,რანაირი კაია მერე მაინც . რამ გაგაცივა ქალო ასე ... _მაინც ალაპარაკებული თუა ხალხი ბარემ ჩავუწვე ხო? _ აკისკისდდა და თალიკოც აჰყვა _მაგი არ მითქვია მე _მაგრამ ასე გამოვიდა... _ჯინიანობ ახლა შენ ხო ვიცი მე თუარა გულში გყავს ჩავარდნილი უკვე ის ბიჭი . ნუ კარგავ დროს ბებია თუარა რო მეიხედავ ცხოვრება წასული იქნება უკვე. ნუ აწყენიებ ღმერთსაც . გამეიკვლიე ვინაა,რა ოჯახის შვილია ... ნარკომაანი და უბედური თუ არაა და მაგას ქე შეატყობდი შენ კარგად რაღას უცდი _იქნებ თვითონ არ მთხოვს ცოლობას მე ხო არ ვეტყვი მომიყვანე ცოლად_თქო _ტყვილიი...რას არ გთხოვს გოგო. აგერ აგვიტანა შენი გულიზა ამდენი ბებრები. იჯდა პატიოსნად და გვისმენდა. ისე გიყურებდა , ისე უბრწყინავდა თვალები ჩახუტება მინდოდა მარა მევთქვი ე ბებერი ქალი რო მივახტე ამ უცნობ კაცს ხო იფიქრებს გასულელებულა ე საწყალიო _შენ არ იცოდი სხვა ბიჭებზე ამდენი ლაპარაკი _იმიტო რო არ ვარგოდენ არცერთი შენთვის უკეთესი მემეტებოდა და ეს მომეწონა _მერე რომ იტყვიან შეეტენაო ? ორსულობას დამაბრალებენ და კიდე იჭორავებენ ... მაგათ ხმას ხომ არ ავყვები _მაგი გითხარი ახლა მე თუ ის გითხარი გაყევი კააი ბიჭიათქვა. იმ ღამესაც არ დარჩა , წევიდა ... ხო შეეძლო დარჩენილიყო და მერე მართლა ვის დააჯერებდი არაფერი მომხდარაო. თავი გოუტეხე კაცს კოცნის გულობიზა და ამნაირ ქალს რო დააბრალებ ვინმეს საყვარლობას დებილია ე ხალხი _სხვებმაც იციან? _ თალიკოს წამოსცდა ინფორმაცია,მაგრამ ევამ არ შეიმჩნია _არა ... მე დაგინახეთ . გავბრუნდი მერე და უცებ გავყარე ყველა თუარა დავრჩებოდით დილამდე . _და მაინც გინდა ცოლად გავყვე? _კაცს თავს რო გოუტეხავ ტყვილა და ის არ გარბის გამოდის უყვარხარ ძალიან . ყველაფერს გპატიობს და ყველანაირს აგიტანს მეტი რაა სიყვარული. -არ ვიცი რა არის სიყვარული... მე ვიცი როგორ დაბრმავდა დედაჩემი სიყვარული რომ დაარქვა მამაჩემზე დამოკიდებულებას და გაინადგურა ცხოვრება. ვიცი უამრავი ქალი, რომელმაც არასწორი კაცი აარჩია, ვიცი სიყვარული არ მეყოფა -შიში გააგდე , იყავი ქალური ქალი ... აცადე ჩაგიხუტოს, მოგეფეროს, მოგიაროს . კაია ვინცხა რო გეგულება შენზე მაგარი , ვისი იმედითაც ყველაფერს გააკეთებ . შიშს ნუ მოაგებინებ იცოდე, ჩაივლის ცხოვრება და მერე ინანებ. -სა ხარ ქალო გეძებ დილიდან... - ეთო გამოჩნდა, ხელში ჯამი ეჭირა მარწყვით სავსე - შემოვატყავე ქუჩა და აგერ არ ყოფილა? -შენ ახლა წანწალი გინდოდა და საქმე არ გქონდეს დამაბრალე ... პამიდვრის ნერგს როდის მომცემ მევიდა ზაფხული -პარნიკი გაქ ქალო რაის პამიდორი გინდა -შენ რო გაქ ი ჯიში არ მაქ-თქვა არ გითხარი? ხუთ ცალ ნერგს ეჟმოტები ქალო? -თლა წეიღე თუ გინდა... ევა ბებია , ე მარწყვი გადაყარე რამეში და გობი გამატანე -არ დარჩებით? კექსი მაქ, შოკოლადები და ყავა -ჩვენ ქე დავრჩებით მარა შენ გაქ ორი პრუტუნა ბებრის ლაპარაკის მოსმენის თავი? -პრუტუნაც ქე ხარ და ბებერიც მე არც ბებერი ვარ და არც პრუტუნა - ეთომ თქვა და მერე გადაიკისკისა - დალის გოგო რო გამოუგდია ქმარს თუ იცი -კი არ გამოუგდია ავადმყოფი იყო ტვინით ის შეჩვენებული და გამოექცა. დებილმა მამამისმა თუ არ მიუბრუნა ისევ უკან... ამოტეხა მის გამზრდელ დედას ტვინში ამნაირი სულელი რო გაზარდა. ურტყამდა თურმე რამდენი წამოუვლიდა და ის შტერი ბოთე გოგოც არ ამბობდა თურმე. -ვაიი გოუხმეს ის ხელები...არ ვიცოდე მაინც რანაირი პატიოსანი ბოთე გოგოა გასალახი რა ჭირდა. იმნაირ დებილს რო წაყვა მეტის ღირსია იმას ხელს რავა დავარტმევიებდი არ გავუპობდი თავს? შტერი -რავარია ახლა ქმარს გამოშორებული გოგოს სახლში ყოლა მარა ხო არ მოაკლევიებს ახლა იმ სულელს. -იმედი მაქვს არ შეურიგდება და ლელას მსგავსად არ დაუბრუნდება...ხომ გახსოვთ ბოლოს მე გამოვედი დამნაშავე რომ ვუშველე -ვაი მაგი ყველაფრის ღირსია... შენ რ არ ყოფილიყავი მოკლავდა და მერე შენ ვინ გეკითხებოდა ცოლ-ქმრის ამბავსო მაგ შტერი ქალი მაგ . საცხა წეეთრა მაგის ქმარი და ქე დეისვენებდა აღარ იქნება რუსის ბარაბანივით . -ახალი მოსახლე რო გადმევიდა ფერაძეებში იცით? ცხრა ბოვში ყოლიათ გადევირიე -რამ გადაგრია , რავა შენ არ გეყოლებოდა რო გეგეჩინა ყველა? -მერე რით მერჩინა ამდენი ბოვში...ანგელოზებივით ქე არიენ უფროსი სკოლას ამთავრებს თურმე , კოშკა მოწონებია რძლად ვითომ მარა თან ფიქრობს თურმე ამდენ ბოვშიანი ოჯახიდან . ისე წესიერი ხალხია, მორწმუნე... მშრომელი. -ერთი წუთით კოშკა ვინაა -მარიკას უძახის -მაგარი იქნება ისე ამას კატა ყავს ცხრა იმას ბოვში...შენ რო ჩეერიო არ გინდა? ა ხო იცი რა კაი ბიჭი ყავს -მე არც ერთს ვიცნობ ნორმალურად და არც მეორეს გააცანით ერთმანეთს და თუ მოეწონებათ თვითონ მოგვარდებიან. -რა მოაგვარებთ ის ბიჭი მუნჯია თლა ...დედამისი ლაპარიკობს მაგის მაგიერსაც -საწყალი შვილო არ აცდის ალბათ ლაპარაკს დედამისი და არი ჩუმი და წყნარი ისიც -ვგიჟდები თქვენზე- მართლა არ სწყინდებოდა მათი მოსმენა. ერთმანეთს რომყვებოდნენ ხანაც კამათობდნენ, სხვადასხვა აზრები ჰქონდათ და ბავშვებივით კინკლაობდნენ. ....................... დილიდანვე ჩაერთო ქორწილის აურზაურში იმიტომ რომ გუგას სჭირდებოდა და მის გამო ყველაფერს აიტანდა. არ მოსწონდა ის რაც ქორწილში ხდებოდა . უყურებდა ასობით ადამიანს, გზაში არანორმალურად მიმავალ მანქანების კოლონას. ელოდნენ ადამიანებს რომლებიც არავინ იცოდა როდის ,რამდენი ხნით და რა გზით მივიდოდნენ ან ვინ მიჰყვებოდათ უკან. აგიჟებდა გუგას სამეგობრო , არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდობა რომელთაც რესტორანში მისვლამდეც კი დაკარგული ჰქონდათ კონტროლი. ნათესავები საქართველოს ორი მხრიდან , აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთ ტერიტორიაზე გადანაწილდნენ . დაქანცული იყო უკვე დარბაზში შესვლისას და მაინც არ კარგავდა წონასწორობას. მისგან განსხვავებით სიძე_პატარძალი ოდნავადაც არ ღელავდა. ერთობოდნენ,ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. თადა მთელი დღის განმავლობაში სულ რამდენჯერმე დაინახა და ისიც ცოტა ხნით. მასთან კონტაქტის საშუალება თითქმის არ ჰქონდა . სამაგიეროდ ყველა მასზე საუბრობდა,კლასიკური სამოსი საოცრად გამოხატავდა მის ფიგურას. გულგრილს ვერავის დატოვებდა,ინტერესის ეპიცენტრში იყო. რამდენიმე საათი გავიდა სანამ სტუმრები სიძე-პატარძალს განიხილავდნენ, ულოცავდნენ , სადღეგრძელოებს ამბობდნენ, ჭამდნენ და საკვებსაც აფასებდნენ. ქორწილი ერთი დიდი კონკურსია მასპინძელი ოჯახი კონკურსანტია ,სტუმრები ჟიურის წევრები და მასპინძელი ოჯახიც მაქსიმალურად ცდილობს სტუმრის პატივისცემას. თადას დარბაზი კი იდეალური იყო, კერძებსაც ნაკლს ვერ უპოვნიდა ყველაზე კრიტიკული იმერელი დიასახლისიც კი . წყვილიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, ორივე მხარე კმაყოფილებას გამოხატავდა. ...................... ქალები თადას ირგვლივ ყოველთვის მშვიდად გრძნობდნენ თავს. ყველა ენდობოდა და არავის ჰქონდა მასთან დისკომფორტი. ასაკის მიუხედავად ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ევას დაკვირვებით არავინ იყო ისეთი ვინც თადასთან დისტანციას იცავდა. მასთან მეგობრობდნენ და მისი სჯეროდათ ეს იყო ღია ურთიერთობა და ამას არ ეწინააღმდეგებოდნენ არც მამები,არც ქმრები და არც ძმები. ეს კი იშვიათად ხდებოდა , ეგოისტი კაცის ბუნებაა არ იურთიერთოს შენმა ქალმა სხვა კაცთან ვისთანაც სისხლი არ აკავშირებს. ქორწილში კი შეამჩნია ქალი,რომელიც არ უყურებდა თადას როგორც მეგობარს . ამის აღქმა პირველივე წამს შეძლო და ვერ ხვდებოდა მისთვის თუ ასეთი აშკარა იყო მისი ქმარი როგორ ვერ ხვდებოდა . თადას პოზიცია დაზუსტებით ვერ გაარკვია, მისი მიმიკებით ვერ იმსჯელებდა,საუბრითაც ბევრს არ ესაუბრებოდა და იმ ვითარებაში რთული იყო სიმართლის დადგენა. მანამ არ მოისვენა სანამ ერთად არ ნახა ორივე . კაბინეტში ასულ თადას ქალიც უკან რომ მიჰყვა ევას გული შეეკუმშა,რამდენიმე წაამიანი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა ოთახთან _მშვენიერია...კარგად მოგიწყვია აქაც ყველაფერი. რუსეთში რომ გნახე ბოლოს იქ უფრო დიდი სივრცე გქონდა თუმცა ამ ქალაქში მეტი საჭირო არც არის _არ ვიცოდი ბიზნეს თუ შეისწავლიდი და აკვირდებოდი. ნოდარი სად დატოვე _სვამს ,მეტს რას იზამს...სუფრას რომ ხედავს ეგრევე ყანწს ეძებს . სულ სტუმარია ჩემ სახლში, ახლაც მგონია საჭმლის სუნი ამდის _შენ გადაწყვიტე მისი ცოლობა და ზუსტად ისეთია ახლაც როგორიც მაშინ _მაშინ ამხელა ღიპი არ ჰქონდა და არც მელოტი იყო...არც ლოთივით სულ არ სვამდა თუმცა რას ვიზამთ არჩევანი მართლაც ჩემია. შენ აბა არც მაშინ ცდილობდი ცოლის შერთვას და არც ახლა აპირებ . მგონი ცოლების ბრალია კაცები რომ იცვლებიან შენ სულ ერთ ვიდზე ხარ და სულ ყველა გიჟდება შენზე . არ გინდა შენი მომხიბვლელობის საიდუმლო გამიმხილო? _შენნაირი ცოლი არ მყავს და ეგაა მთელი ამბავი. _რა უხეში ხარ ამ ბოლო დროს _რა გინდა მარიკა? რას ემსახურება შენი აქ ყოფნა ... გზა რომ არ აგრევია და უმიზნოდ არსად დადიხარ ვიცით ორივემ . ტუალეტი რომ სხვა მხარესაა ესეც ვიცით და კიდევ რა ვიცით იცი ორივემ? შენ თუ ს თამაშს არ მორჩები მე არ ვარ ის კაცი ნამუსს რომ შეგინახავს და ნერვიულობას ააცილებს ნოდარს. ბ.ზებს ხელს რომ არ ვაფარებ იცი შენ. ყველაფრის თქმა რომ შემიძლია რაც საიდუმლო გგონია ისიც იცი , რატომ არ გასვენებს ეშმაკი? მაინცადაამაინც უნდა გამოგიჭიროს ერთ დღეს მთვრალმა შენმა ქმარმა და მკვლელი გახდეს?ან შენი თავი არ გეცოდება , ან ბავშვები ... რასაც სხვებს უკეთებ იგივე ჩაუტარე შენს ნოდარას და იქნებ დაკმაყოფილდე ბოლოს და ბოლოს _შენ _ახლა არ აწიკვინდე თუ ღმერთი გწამს ... დილიდან გადავიღალე. ისედაც ბევრი დრო დამაკარგვინე . მგონი გაიგე რაც გითხარი ,კარს ხედავ გააღე და გადი _თავხედი იყავი და თავხედად დარჩი გაბრწყინებული სახით რომ მიაბიჯებდა მხოლოდ შემდეგ გაიაზრა ნათესავმა ქალმა კომპლიმენტი რომ უთხრა და კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა. თადა რამდენიმე წუთს არ გამოჩენილა ,ცოლ_ქმარმა კი ქორწილიდან ადრე წასვლა გადაწყვიტა. .............. _მგონი გადავრჩით... ჰა?ხო ყველაფერი იყო ნორმალურად _დამშვიდდი დეიდა, სუფრას არ აკლდა ჩიტის რძე და ყველაზე კრიტიკული შემფასებელი მულიც კი ვერაფერა დაგიწუნებს ერთადერთი ბიჭის ქორწილში _ვერც რძალს... არა კი მომიშალეს ნერვები მაგისმა ძმამ და დედამ ,მაგრამ ცოდვას ვერ ვიტყვი კარგი გოგოა. რა ლამაზები არიან ,ენაცვალოთ დედა _არ იტირო ახლა ძალიან გთხოვ _შენ ქორწილს მოვესწრები? _გოგო გყავს ჯერ გასათხოვარი _რა დროს მისი გათხოვებაა ჯერ 18 წლისაა _ვაიმე დეიდა ხომ უნდა უპოვნო შესაფერისი საქმრო და დრო არ გჭირდება? _არ ვათხოვებ იმას მე... _უკაცრავად? მე რატომ მათხოვებ ბოლო 10 წელია _ ის ბავშვია ჯერ,არაფერი იცის ... ხომ უნდა მწყევლოს მისმა დედამთილმა . ჯერ დავამსგავსო ქალს და მერე გავათხოვებ აბა სახლში რათ მინდა . შენ კიდევ რა არ იცი. საჭმელს ვერ გააკეთებ,ვერ დაალაგებ, შვილს ვერ ასწავლი,ვერ მოუვლი. ეზოს ვერ მიხედავ თუ ძროხას... არ გჭირდება თუ გჭირდება ყველაფერი იცი და ეს ხომ იცი წამლის წვეთი მყავს,ძლივს დაემსგავსა ადამიანს . კაცი რო მიეკაროს შეწუხდება ალბათ _გააჩნია ვინ იქნება ის კაცი... _შეყვარებული ყავს? იმიტო მაპარებ ხო ... შენ გეცოდინება . ცხრა თვალი და ცხრა ყური მაქ მე ვერ გავიგე დამიმალა მაინც ხო ? _არ ჰყავს არავინ დეიდა... გეფიცები. დამშვიდდი ჯერ მეორე ქორწილი არ იქნება. გეთანხმები სრულიად, ჩვენი გვანცა ჯერ პატარა გოგოა და კარგია რომ მასც არ შეჭამ ჩემსავით . _სულ აღარ ვიღებ ხმას ... _თადას ადევნებ თვალს _შენ ადგილას რო ვიყო ტყავიდან ამოვძვრებოდი და ცოლად წავყვებოდი _აფსუსია 10 წლით პატარა რომ არ ხარ _რანაირი ლაპარაკი იცი ... _არ გამიბრაზდე. დღეს ბედნიერი დღეა, ჩვენი ბავშვის ქორწილია _დაჭკვიანდება ვითომ აწი? _ცოლი უშველისო ყველაზე იძახი და გუგასაც უშველის ... _ნუ დამცინი ყველაფერზე მე შენ _მიყვარხარ მე შენ _ ქალს მოეხვია და დედის სუნის ძიებაში გაირინდა. სამწუხაროდ ისევ უიმედოდ, ნატო სრულებითაც არ ჰგავდა სოფიოს. ............................ _ეს კაცი ვაფშე ვინაა ვერ გავიგე... _რა ვერ გაიგე გუგა ... _თადა ფულს არ მართმევს ... ვფიქრობდი ანას სტუმრების ხარჯს იღებდა საკუთარ თავზე და დღეს ფული რომ დავუდე მაგიდაზე უკან დამიბრუნა. ანას მამა ჩემი ძმა იყო ჩათვალეო , რამე რომ მოხდეს პასუხსაც მე მოგთხოვ და ყველაფერ მატერიალურს რაც მამამისს უნდა გაეკეთებინა მისთვის მე ვიღებ საკუთარ თავზეო. გავიგე,ვაფასებ გარდაცვლილი ძმაკაცის ოჯახზე რომ ზრუნავ ,მაგრამ მამამისი მთელ ქორწილის ხარჯს არ აიღებდა საკუთარ თავზე. ჩემ სტუმრებს მე უნდა ვუმასპინძლო_თქო . ქორწილის საჩუქარია,უარის თქმა საჩუქარზე არასწორი საქციელიაო ... ხო არ ვიჩხუბებ სიმონ _კარგი, ასე თუ უნდა აქვს ალბათ ამის საშუალება და აკეთებს. ქორწილი გაქვს დღეს და სჯობს ამდენ ხალხს მიხედო. დათვრნენ უკვე, ისინი საერთოდ გათიშულები არიან. რა მოაწევინეთ ასეთი ... არ დაუშვა ჩხუბი რომ დაიწყოს და ყველაფერი აირიოს თორემ ჩვენზე გადავლა იქნება . შენ ქორწილში სისხლი არ უნდა დაიღვაროს . _ იქამდეც ყველაფერს თვალს ადევნებდა ,მაგრამ უკვე გადამთვრალ ახალგაზრდებს განსაკუთრებით. _მივხედავ _ფხიზელი როგორ არ დაიტოვე ვინმე შენ გარდა... _შენ ხომ ხარ ფხიზელი _და გგონია მე დავდგები და ვიკაჩავებ ახლა ამ ცინგლიაან ბავშვებთან? _ამიტოა სიგიჟე ასობით უცნობი ადამიანის ერთად შეკრება და გადასარევია გოგოს ქორწილი ცალკე ,ბიჭის ცალკე _მერე მოგეყვანა იმერელი ცოლი ,ახლო სოფლიდან რომ ჩახვიდოდი და ჩამოხვიდოდი უცებ . მოჭიდავეებით რომ გაავსე ქალაქი ... აქ რო ჩხუბი დაიწყოს შენ ვერ გააჩერებ ვერცერთს _ნუ მაფურთხებ სულში _შენც იცი რომ ამათთან შენი სახელი არ გაჭრის ისე აქვთ გაბრუებული თავები _რა მწარე ხარ ევა , დაძაბულიც ... ქორწილი გართობისთვისაა _თადა ისევ მოულოდნელად გამოჩნდა,დიალოგში ჩაერთო _ის ბიჭი ვინ არის _მაიას ნათესავია... ზუსტად არ ვიცი _მარტოა ? _არა ,ოჯახით არიან ყველანი და ალბათ ისიც . დამშვიდდი დიდი ჩანს თორემ ცუდი ბიჭი არ არის _მე ვარ მშვიდად,მაგრამ გიორგაძის გოგოს უყურებს ზედმეტად დიდი ხანია, საცეკვაოდაც გამოიწვია რამდენჯერმე ის არ გაყვა და იცოდეს ყველამ აქედან ქალი რომ მოიტაცოს ვინმემ ომი დაიწყება . მითუმეტეს იმ გოგოს რომ შეეხოს ვინმე. ვერავინ და ვერაფერი მოაგვარებს საქმეს. თუ იცნობ უთხარი აკონტროლოს თავი და დააყენოს შარვალში ის რაც ამოძრავებს ,ტვინი ჩართოს _რა მოიგონე ახლა... უბრალოდ ცეკვა უნდოდა. თალიკო ხარ შენც? თუ ვინმემ ვინმე გამოიცეკვა ყველა ერთმანეთზე შეყვარებული გონია _გურამ მე ჩემი ვთქვი და თალიკოს პროგნოზები იშვიათად ცდება კიდევ... _ საერთოდ გაეცალა გუგას. სხეულის ნარნარი მოძრაობით მიაბიჯებდა მაგიდებს შორის გრძელ სივრცეში,კაბის ბოლოები ირხეოდა , მხრებზე ჩამოშლილ თმის ტალღებსაც ვერ აშორებდა მზერას უკან ადევნებული თადა. უცებ გაჩერდა,შებრუნდა და მის წინ აღმოჩნდა _ რატომ მომყვები ? _მთელი დღეა ცეკვა მინდა შემოგთავაზო,მაგრამ არ მინდა უარყოფილი დავრჩე ... _წინასწარ გინდა შეათანხმო? _ყველაფერი ხომ თქვენს სურვილებზეა აგებული... გსურთ ჩემთან ცეკვა ქალბატონო ევა? _რისკი გაშინებს ? გეცადა და გაიგებდი _ცუდი დრო ავარჩიე,ბრაზობ და დაძაბული ხარ . ახლა ჩემზე იყრი ჯავრს _სხვის ნაცვლად შენ არასდროს მოგთხოვ პასუხს...საკუთარ ქმედებებს გადახედე მხოლოდ _ჩემზეც ბრაზობ?რა დავაშავე ... ზედმეტად შორს ვიყავი თუ ზედმეტად ახლოს გამოვიდა ისევ. ხალხის ხმას ვერ ვაკონტროლებ,არ ვიცი . ახლაც რომ გესაუბრები ალბათ ზედმეტია ... ცეკვაზეც უარს მეტყვი თორემ ყველა ილაპარაკებს _დაფიქრდი,იქნებ ამოიცნო ჩემი ხასიათი და მოქმედებაც წინასწარ განსაზღვრო _რთულ დავალებებს მაძლევ _მარტივი არაფერია ... _დამშვიდდი,მე აქ ვარ . არ დავუშვებ რამე ისეთი მოხდეს რაც ამ დღის ბედნიერებას ჩაგვაშხამებს _ისე გასწია ხელი მისკენ ევაც მიხვდა მოფერებას რომ აპირებდა,მაგრამ გაიაზრა სად იყვნენ და უკან დაიხია. ............... ევას წინასწარმეტყველება ახდა. ჩხუბი ნამდვილად მოხდა სწორედ იმ მიზეზით რა მიზეზზეც ეჭვობდა. გიორგაძეების გოგოს შეწუხება უსიტყვოდ არ დასრულდებოდა, მოტაცება კი ვერ გამოვიდა რადგანაც მუშტების წინააღმდეგ იარაღით ხელში იდგა უფროსი ძმა . ყველაფერი წამებში აირია. ეზოში აღმოჩნდა ათობით ბიჭი ორივე მხარეს მდგომი. გონს მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გამოჩნდა თადა, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ბრბოსკენ და მალევე აღმოჩნდა ეპიცენტრში. ახლოს არ მისულა,მაგრამ ხმები ესმოდა,ისიც გაიგო როგორ დალაგდა წამში ყველა. იქამდე სანამ გუგა მოსწყდებოდა სტუმრებთან ჟღურტულს და სერიოზულად მიიღებდა სიტუაციას. _ჩემ დასთან რა გინდოდა ბიჭო... აქ ჩამონძ.რეულს პატივისცემა არ გაგაჩნია? შენი სათამაშო ქალი ვინ არი _არაფერი მიკადრებია ცუდი და ნუ ხიპიშობ ბიჭო უაზროდ _ვინ ხიპიშობს უაზროდ შე ს.რო მე მეუბნები მაგას? ტვინს გაგასხმევინებ წუთში შენი თავცარიელი _არ შეიგინო იცოდე თორემ მაგ პისტალეტს ნაწილ ნაწილ გაგთხრი ყველა დირკაში _სულ უფრო მეტი კომენტარი ისმოდა შეკრებილებისგან,ხმაური და დაძაბულობა იმატებდა _რა ხდება სად ხართ დაგავიწყდათ? ერთმანეთის მიმართ მიქარულს ჩემი და გარინჩას გადავლასაც ამატებთ ორივე თუ რა ხდება ? რა თემა გაქვთ აქ . ან თქვენ რას შეიკრიბეთ ... ქორწილში ,ჩემ ტერიტორიაზე ატრიალებთ აქ ამ ამბავს? _ გოგოს შეწუხება შევარჩინო? _გოგო შეწუხდა და ბოდიშსაც მიიღებს , შენი იარაღის ტრიალი გოგოს რას უცვლის. ინერვიულებს და ქორწილიც დაამახსოვრდება ცუდად. შენ კიდევ რა გჭირს? მე ასე არ გიცნობდი, არ მეგონა მტერი ,მოყვარე,სტუმრობა და მასპინძლის პატივისცემა თუ არ იცოდი _ არც ერთს გადაუსვა თავზე ხელი და არც მეორეს. მხარე არ აურჩევია. ცარიელი ხელებით იდგა მათ შორის და მაინც უხილავი ,მძლავრი იარაღი მის ხელთ იყო._დაიშალეთ, ან ქეიფი განაგრძეთ ან გაუყევით სახლის გზას ვისაც ქორწილის შერგება არ შეუძლია . თორემ გათენდება ხვალინდელი დღეც ,ქორწილი აღარ იქნება და გაირჩევა ყველაფერი რა როგორ იყო და ვინ ვისთანაა მტყუან მართალი _უნდა ვაპატიო თავზე გად.ჯმა ? _ნუ აპატიებ , საერთო არაფერი გაქვთ. გახვალთ აქედან და დაშორდებით ,მორჩა _ცეკვა მინდოდა უბრალოდ რა იყოთ ქუთაისელი გოგოები არ ცეკვავენ ბიჭებთან ? რა ხალხი ხართ _დავბრიდაავ ბ.ზი ვიყო _გაჩერდი _ მკერდზე მიაწვა და მერე მეორე მხარს გაბრუნდა _ ქუთაისელი გოგო არ გეცეკვება იმიტომ რომ შენ მიხვედი და შენ გინდა გამოჭიმვა სცენაზე. არ უნდა ,ზნაჩიტ არ უნდა და შენც თუ თავში ტვინი გაქ იმასაც უნდა გაეშვა და საერთოდ სჯობს აქედანაც გაქრე მას მერე რაც მიხვალ მარისთან ,მოუბოდიშებ და ეტყვი შეგაწუხე ,ვერ გავიგე რომ არ გინდოდა ცეკვა და მაპატიე_თქო ვერ მიხვდა ასეთი რა გავლენა ჰქონდა თადას. არ იცოდა მისმა მზერამ კიდევ რა უთხრა ბიჭს . ერთი რომ ამოიგმინა და შებრუნდა. გუგას კართან შეეფეთა . ყველანი მიმოიფანტნენ,თადამ გიორგაძეს კიდევ რა უთხრა ვერ გაიგო . ბიჭს უყურებდა მარისთან რომ მივიდა , მოუბოდიშა და მერე საერთოდ წავიდა. _რა მოხდა? _თადა გაიგე ვინ არის... ვისაც გინდა იმას ჰკითხე,როგორც გინდა ისე გამოარკვიე _ ისევ მერლანს უყურებდა , საერთოდ რომ გაეცალა იქაურობას და ტელეფონზე საუბარი შენობის მეორე სართულისკენ მიმავალმა განაგრძო. მის გონებაზე არაფერი მოქმედებდა,ზღვარს იდეალურად იცავდა. ................ _თაიგულის დასაჭერად მე გინდა რომ დავდგე?_ აივნზე იდგა თადა რომ მიუახლოვდა . მოაჯირს მიეყრდნო და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია. პირველად აღიქვა როგორ მოსწონდა ამ პროცესის დროსაც კი. გულსიცემაც კი აუჩქარდა ,პასუხიც დაუგვიანდა მისი ცქერით გართულს _სპეციალურად არ ვეცილები მათ ვისაც გათხოვება ჰგონია ცხოვრების მთავარი მიზანი. რომ მივიდე აუცილებლად უნდა დავიჭირო , მარცხს ვერ ვიტან _ჩემი აზრით ის ბიჭი დაიჭერს... ლურჯი მაიკით _მე კი მგონია,რომ ჩხუბი დააიწყება და ვინც გამოგლეჯს ის დაიტოვებს. ისე კი ყველაზე მეტად დეიდაჩემს უნდა ეგ თაიგული მე რომ მომიტანოს მერე... სანათესაოში ერთადერთი ვარ რომელიც 35 წლამდე გაუთხოვარია. ვინც ახსოვთ შინაბერა არავინ ჰყოლიათ. ყველანი გამოირჩეოდნენ სილამაზით და თუ მოტაცებამდე დანიშვნას მოასწრებდათ მალევე ათხოვებდნენ. მამაჩემის მხარეს კი ბიჭები არიან სულ,მხოლოდ სამია გოგო და ყველაზე გვიან 25 წლის ასაკში დაქორწინდა. არა’ჩვეულებრივი ვარ უკვე _უკვე ხარ განსხვავებული და თაიგულის დაჭერის გარეშეც გყავარ საბედო ,ჭკვიანი ქალი ხარ არ ხარჯავ ფუჭად ენერგიას _შენც ნასვამი ხარ ... კაცი არ დარჩა ფხიზელი _შენი ღვინოა ისეთი ნამდვილი , გაუბედურებული სპირტიანი ღვინისა და არყის შემდეგ მონატრებულ ხალხს ... არ ფიქრობ ოფიციალურად გააკეთო მარანი,ბოთლებში ჩამოასხა და გაყიდო? _ვყიდი ქართველებზე, ერთროულად ასობით ლიტრს და არ მჭირდება თავის შეწუხება რუსები რომ გამოთვრნენ ჩემ მიწაზე მოსული მოსავლით . აქაც სულ ვარკვევ რეალურად ნამდვილად სუფრისთვის ყიდულობენ თუ ყიდვას და გაყიდვას აპირებენ. გადამყიდველს არასდროს მივყიდი ჩემ ღვინოს . საერთოდ არ მინდა ყველას ქონდეს საშუალება მისი დალევის ... _იდგა და ხედს უყურებდა რიონის პირს _ეს ადგილი როგორ აღმოაჩინე _თავიდან ვიფიქრე რიონს არ გაატანონ მთვრალებმა ერთმანეთი_თქო ,მაგრამ მერე გისოსები დავაყენე ამ მხარეს . მხოლოდ ეს აივანია ღია და აქაც მაღალი მოაჯირია . ყველაფერი თავიდან გავარემონტე _როდის მოასწარი...ადრეც ჩამოდიოდი? _რამდენიმე დღით ჩამოვდიოდი ,მაგრამ მონატრების გასაქრობად არ კმაროდა. სასაფლაოზე გავდიოდი,აან ვინმეს ქორწილი იყო აანდაც დაკრძალვა ან უმნიშვნელოცანესი ადამიანის დაბადების დღე. მერე უკან ვბრუნდებოდი და აქაურ საქმეებს ჩემი ძმაკაცები იბარებდნენ. ეს ადგილი ლაშამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე _მეორე ღერს ეწევი უკვე... ღვინის დოზას ურთავ სიგარეტსაც თუ რა ხდება _მომინდა და ვეწევი, სურვილს ზღვარს არ ვუწესებ _დაბოლების დროს სიძე უნდა გაგემხნევებინა თუ ეგეც შენი სურვილის თემა იყო_ბოლოს მაინც უთხრა რომ ყველაფერს ამჩნევდა და თადას ჩაცინებამ გააღიზიანა _ შენი ნებაა,უბრალოდ მასისგან არაფრით გამოირჩევი _როგორ არ გამოვირჩევი...შენ მათგან მხოლოდ ჩემზე ღელავ _ქარი ურევდა თმას ,ყურს უკან გადაუწია და თან მოეფერა .ზედმეტად ახლოს იყო უკვე _ სუნი რადგან იგრძენი არ ნიშნავს რომ მეც მოვწიე ,უბრალოდ იქ ვიყავი ოღონდ სიგარეტით ხელში. შენი ღვინის ეფექტია თუ არაფხიზელი ვარ ,სხვა არაფრის _მიმტკიცებ ,რომ არ ხარ მწეველი? _ბრბოსთან ერთად არ ვეწევი ... გარკვეულ განწყობისა და მდგომარეობის დროს მინდება და ყველა შემთხვევაში მარტო ვარ . მე ზოგადად მარტო მიყვარს თამაში ,ჯგუფური მოთამაშე არ ვარ . არც სიამოვნებას ვუნაწილებ ვინმეს და არც პრობლემას _ზედმეტად ახლოს რომ ხარ ,იაზრებ? _უბრალოდ უყურებდა და მზერით იშორებდა _გული დარტყმებს რომ გიხშირებს ამასაც ვიაზრებ და ვხედავ კიდეც... ეს კაბა იდეალურია . ყურადღების ცენტრს არ კარგავ ,არცერთ შემთხვევაში _არც შენ გამოირჩევი ყურადღების ნაკლებობით... ყველა შენზე საუბრობს. გასათხოვარი გოგონების დედებს ყველაფერი აინტერესებთ ,გამომძიებლებად გადაიქცნენ. გოგონები თვალს არ გაშორებენ და შესაფერის მომენტს ელოდებიან შენთან დასაჯახებლად. ვნახოთ ვინ გამოდგება ყველაზე გაბედული და მოხერხებული ვინმე გასათხოვარი თუ ვინმე ქმრიანი _ ტყუილად არაფერს ამბობდა და ამჯერადაც მივიდა მიზნამდე. თადა მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა და ფართოდ გაეღიმა _ეჭვიანობას არ ვახსენებ,მაგრამ ეგოისტობა გიხდება და თან მხოლოდ ჩემთვის არსებული _შენ როგორი კაცი ხარ ყველა ქალს იღებს ვინც სთავაზობს თუ გაქვს შენი თავმოყვარეობა _დააიგნორა მისი თემის შეცვლის მცდელობა და იმ მიმართულებით განაგრძო საუბარი საითაც უნდოდა. _როგორი ნ.ბიჭვარიც არ უნდა იყოს კაცი და როგორი უღირსი არ უნდა ჰყავდეს ცოლი , სხვის ქალებთან საქმეს არ ვიჭერ. მიუხედავად იმისა ეს ქალი მისი ერთადერთი სუსტი წერტილია თუ არა , თუ არ მინდა მხოლოდ მის მინდას არ დავაკმაყოფილებ და იქეთ არ გავხდები ვიღაცის სურვილის შესრულების იარაღი _ თვალებში უყურებდა, აივნის იმ ნაწილში იდგნენ რომელშიც ვერავინ დაინახავდათ თუ სახურავიდან არ გადმოხედავდნენ ან რიონში არ შეცურავდნენ მათ დასაკვირვებლად _ ბ.ზი კაცი ,რომ არ ვარ აქამდე უნდა გცოდნოდათ თქვენი გონების პატრონსა და ადამიანების ამოცნობის უნარის მქონე ქალს ,მიკვირს ქალბატონო ევა _კიდევრა გიკვირთ _თავს როგორ ვიკავებ , რამდენად დიდ პატივს ვცემ შენ გავლებულ ზღვარს და როგორ არ ვისრულებ სურვილს, რომელიც სულს მიხუთავს და ძარღვებში სისხლს მიდუღებს _რა სურვილია ასეთი დაუცხრომელი _ შესანიშნავად იცოდა რასაც გულისხმობდა და ჩაეცინა კიდეც _ბოლო დროს ყველა ჩემი ხორციელ_სულიერ სურვილები შენ გიკავშირდება და თან ჩემი მოთმინების გამოცდაა _ხელში არაფერი ბლაგვი ან მსხვრევადი არ მაქვს _თითები აჩვენა და გაიცინა _ მაგრამ არც მთვრალი, კვამლის სუნით გაჟღენთილი კაცის შეხების სურვილი მაქვს _ აჭარბებდა,თანაც ძალიან და თანაც განზრახ , თადას ბავშვური პროტესტი უნდოდა ენახა მან კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა. ხელები მაღლა ასწია და ზღვრის საბოლოოდ გადაბიჯების ნაცვლად მანძილი გაზარდა _იყოს ნება შენი ,ქალღმერთო ... იმ წამს შეწყვიტოს ჩემმა გულმა ფეთქვა რა წამსაც შეგაწუხოს ჩემმა არსებობამ. .............. მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრების გარემოცვაში საცეკვაო სივრცე რომ დაცარიელდა და მელოდია გაჟღერდა. ხედავდა თადას , ქართულის ცეკვის სვლებით მისკენ მიმავალს , შეჩერდა,გულზე ხელი მიიდო თავი დახარა და დაელოდა . სიჩუმე იყო თუ თავად აღარ ესმოდა არაფერი ვერ გაიაზრა. არასდროს თანხმდებოდა ცეკვას ისეთ ადამიანს ვისთანაც მთელი ცხოვრება არ აკავშირებდა,ერთეულები იყვნენ ასეთებიც თადას კი ისე გაჰყვა არც შეყოვნებულა მისი გონება. საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა ჯერ და შემდეგ ცეკვა ქართულის შესანიშნავი მელოდია. თადას თვალებს უყურებდა,მის მზერას, რომელშიც სურვილის გარდა კიდევ იყო რაღაც სხვა,დიდი მნათობი სხივი რომელიც მხოლოდ ევას ეკუთვნოდა. ფართოდ გაუღიმა ცეკვის დასასრულს ისევ რომ დაუკრა თავი და ხელზე ეამბორა. ტაშის ხმა ესმოდა,გრძნობდა უამრავ დაჟინებულ მზერას და წინასწარ იცოდა ყველა კომენტარი, რომელიც იქამდე არ გაუჟღერებიათ და იმ წამებში იტყოდნენ. მერე კი ყველა სიტყვა ისევ თადას ერთმა გადაფარა_გაღმერთებ ! ................................. _ევა _ მაგიდაზე ჰქონდა თავი დადებული თადა რომ მიუახლოვდა და ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა _შენი მორიგეობა აღარ დასრულდა? სახლში წასვლას არ პირებ? _ვერ წავალ _რატომ _საკეისრო გავაკეთეთ მე და გელამ. სისხლდენა დაიწყო და პაციენტი დამძიმდა. ვერ დავტოვებ ... რამე რომ მოხდეს ვიცი გელა მე შემაწმენდს ხელებს. არადა მთვრალი იყო ვიცი,ზუსტად ვიცი დალიეს და შემოსვლამდე გადაისხა რინგერი ... თითქოს გამოფხიზლდებოდა. მარტოს უნდა გამეკეთებინა,შევცდი . მისი პაციენტი იყო ,ნაცნობი თუ არც ვიცი ვინ ... ფული აქვს აღებული და არ შეიწერს დანაშაულს . _მძიმეა ? _გადავარჩენ ,აუცილებლად ! სულ რომ ჩემი ხარჯებით წავიყვანო აქედან მაინც გადავარჩენ ... სისხლის დონორები მჭირდება . დღეს გადავუსხი ,მაგრამ ხვალისთვისაც დამჭირდება . _პირველი უარყოფითი მაქვს ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგები დონორად ... ხვალინდელი დოზა გექნება და მერე მოგიყვან კიდევ რამდენიმე დონორს. შენ თუ ვერ გამოდიხარ და კიდევ რამე გჭირდება . ნებისმიერი წამალი , უბრალოდ მითხარი და ვიშოვი. ვიცი არავის მისცემ უფლებას რამე დაგაბრალოს _სასწაულივით გამოჩნდები ხოლმე იმ დროს როცა არ გელოდები და საშუალებით რომელიც არ მაქვს _ მოეხვია. თავი მკერდზე მიადო და მასზე დაყრდნობილი იდგა . თადამ ლოყაზე აკოცა და მერე თავზე მოეფერება განაგრძო _თუ საჭირო იქნება თბილისში გადავიყვანოთ...ან სულაც მოსკოვში გადავაფრინოთ. _ვიცი როგორც უნდა მივხედო ... კლინიკაა ცარიელი ყველა რესურსისგან . წამალი და სისხლი გამიხდა მოსაძებნი თორემ _რა წამალი გინდა დამიწერე უბრლოდ სახელი,დოზა და რაოდენობა _ჯადოსნური ჯინი ხარ? თუ ნატვრის თვალი ...ორივე ხომ არა _აქამდე არ იცოდი?მე არ გითხარი ? შენ ამბობ უარს თორემ ... მე ამოუწურავ სურვილებს აგისრულებ _ ნაზად ეხებოდა თმაზე,ფრთხილად უკოცნიდა სახეზს და მთელი გულით უნდოდა მისი დაღლილობა გაექრო . სისხლი დოზაზე მეტი ჩააბარა . ევა წინააღმდეგი იყო,მაგრამ დაიჟინა . _მადლობა , დაყოვნების გარეშე რომ მიწვდი ხელს ნებისმიერ დროს ,ნებისმიერ შემთხვევაში _შენ არ მაგებებ საპასუხოდ ხელს თორემ მე სულ მზად ვარ ,სულ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქო ამ ლამაზ მხრებზე აკიდებული ტვირთი _თავბრუსხვევა გაქვს უკვე? _ცოტა ,მაგრამ აქედან გასულს თუ მაკოცებ ავიტან _ჩუმად უთხრა და გაუღიმა. საერთოდ არ ელოდა ევა თუ მანძილს შეამცირებდა და იქვე აკოცებდა . ექთანი ოთახში იყო,ახლოს არ ,მაგრამ თვალ_ყურს ისედაც ადევნებდა ექიმს და ყველაფერი დაინახა _ევა _აქედან რომ გავალთ ჩემთან ადი,ოთახში დამელოდე. ჯერ ვერ გაგიშვებ. წნევა რომ დაგივარდეს ან ცუდად გახდე არ შეიძლება _შენი კოცნის შემდეგ რა წამაქცევს ... თუ გინდა ყოველთვეში ვიქნები დონორი . სისხლიც როგორი მაქვს,საჭირო და უნიკალური _შენი თვითკმაყოფილება და თავდაჯერებულობა შესაშურია _ გაეღიმა , სახეზე მოეფერა ამჯერად _ ნამდვილად კარგად ხარ? გულისცემა გაქვს აჩქარებული ... _წამის წინ მაკოცე ევა ... გული როგორ მექნება მშვიდად ...................................... კაბინეტში შესულს თადა ოთახში დაუხვდა,მაგრამ დივანზე ჯდომის ნაცვლად მის მაგიდასთან იყო და აშკარად რაღაცის დატოვებას აპირებდა _ვიცი საჩუქრებს არ იღებ ... ვიცი ყველაფერი რაც გინდა ისედაც გაქვს და თუ არ გაქვს თვითონ იყიდი ,მაგრამ -დანაშაულზე წასწრებულივით დაიწყო ახსნა _ახლა საიდანღაც ყვავილები არ გააჩინო არ გამაგიჟო _ შეაწყვეტინა თადას მიუახლოვდა და ყუთი რომ დაინახა თვალები დააწვრილა ,ინტერესმა სძლია_თაიგული აშკარად არ არის _ტელეფონია ... სოფელში საერთოდ ვერ გიკავშირდები და გასვლა რომ მომიწევს ხოლმე ქალაქიდან დაგირეკავ . ვიცი შენ არ გენატრები ხოლმე ,მაგრამ მე მენატრები და თუ ვერ გნახავ ხმას მაინც გავიგებ ,სხვა დროს ვაპირებდი მოცემას, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია გაქვს ვატყობ კლინიკიდან მარტივად ვერ გამოხვალ _გმადლობ _ ტელეფონი გამოართვა. ყუთი გახსნა და ღილაკს დააჭირა _ნომერიც დევს თუ დღის გეგმებში ეგეც არის _დევს _იფიქრე რომ გამომართვას, მაგრამ ნომერი არ გამიმხილოს კიდევ უფრო გავირთულებ საქმესო? _ანუ დაგირეკო ხოლმე _თავს ნუ მომაბეზრებ ... _არადა ქალები პირიქით არიან ,სულ უნდათ საყვარელ კაცთან ყოფნა _და ვინ თქვა რომ შენ ხარ ჩემი საყვარელი კაცი ? ვინ იცის იქნებ თუ შემიყვარდება მეც მომაბეზრებელი ქალი გაავხდე ,ტკიპასავით რომ მიეკრობა და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მისცემს _როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, ცდილობ გამაბრაზო და გული მატკინო ... _ ამოიოხრა და შებრუნდა -წავედი , რამე თუ დაგჭირდება დამირეკე _მადლობა , საჩუქრისთვის არ , ჩემთამ დაკავშირების ყველა შესაძლო საშუალებას, რომ ეძებ ამიტომ_სიტყვები ტკბილი,მშვიდი ხმით უთხრა და ისევ აკოცა წვერიან ლოყაზე -ხომ წამოწვები და დაისვენებ, წნევა რომ დაგივარდეს საჭესთან ყოფნის დროს . სახლში იყავი და შენც არ მანერვიულო გთხოვ -მე ყოველთვის ვზრუნავ საკუთარ თავზე, შენ არ იდარდო... აუცილებლად დავისვენებ... რა მოხდა შემოვლის დროს -ზემოდან დახედა და მერე მზერა მიადევნა აივნისკენ დაძრულს. სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჯერებული ჰაერი _ბავშვი დაიღუპაო...რა სისულელეა. შეიძლება გავგიჟდე,ქალი ძლივს დავაბრუნე ამ ქვეყანას ბავშვთან კონტაქტი რომ შეძლებოდა დედა_შვილი ერთად შეძლებდნენ სიკვდილის დამარცხებას და ნეონატოლოგი მეუბნება სეფსისი ჰქონდაო. რა სიგიჟეა... _იქნებ საკეისროც იმიტომ გართულდა რომ ორსულობაც არ მიდიოდა ნორმალურად. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ საკეისრო _მე მაკეთებინებენ ოპერაციებს... როცა ვარ ყოველთვის. მისი პაციენტი იყო, მაგრამ სულ სამჯერ იყო ამ ცხრა თვის განმავლობაშიო. ნორმალურად არც იცის ანამნეზიც. ბავშვის სიკვდილით გამოწვეულ სტრესს არ ვიცი როგორ გადაიტანს. ყველაფერი აირია... ყველაფერი ჩაიხლართა. გავგიჟდები _კლინიკაში რჩები ისევ _სად წავალ ,ახლა უფრო დამძიმდება. სეფსისი თუ წავიდა აქაც , ამათ რომ დავუტოვო არ ვიცი რას იზამენ. წამალი შეიძლება სხვას მიყიდონ და საერთოდ არ გაუკეთონ ,სისხლსაც არ ვიცი გადაუსხამენ თუ არა. ჩასაფრებულები არიაან ყველაფერზე _ბოლოს როდის ჭამე არც გახსოვს ვიცი...შენ - ევა თავის ფიქრებში იყო. სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო, თმა შეიკრა და უკან შებრუნდა _ბავშვი უნდა ვნახო _გარდაცვლილი ბავშვი? _ხო, უნდა გავარკვიო რა გახდა სიკვდილის მიზეზი _ დაკრძალული არ ეყოლებათ უკვე? _ჯერ არ მოსულან ოჯახისწევრები. სოფლიდან დადიან _ოთახში დადიოდა,შემდეგ ფანჯარასთან გაჩერდა და ხის რაფაზე დაარტყა ხელები _ ქალი არ ვიყო ყველას სული თუ არ ამოვხადო ვინც ამ საქმეშია გარეული _ ჩუმად თქვა,მაგრამ თადამ იცოდა რასაც ამბობდა და თემის გავრცობა აიძულა _ვერ უმკურნალეს სწორად ბავშვს? _არა ,როცა უნდათ შესანიშნავად გამოსდით ... _არაფერი თქვა სხვა. საკმარისად არ ენდობოდა _უნდა წავიდე , მაპატიე . რომ გავთავისუფლდები გეფიცები მთელი დღე შენს გვერდით ვიქნები _ უცებ გაჩერდა,გამომეტყველებაც კი შეეცვალა თადას წინ რომ აღმოჩნდა. მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა _ მადლობა _რაღაც ხდება და არ მეუბნები ... მე კი შეიძლება დახმარება შევძლო_ თავზე აკოცა და წასვლის საშუალება არ მისცა _არაფერი ხდება ისეთი რაშიც სხვა დამეხმარება _ ისევ აკოცა და ამჯერად ნამდვილად დაემშვიდობა. ..................................... ცოტა დრო დასჭირდა ყველაფრის გასააზრებლად, გასარკვევად და გონებაში დასალაგებლად, მაგრამ ბრაზმა ისე აანთო გონებაში გეგმის დახაზვა ვერ მოახერხა პირდაპირ სამიზნემდე მიაღწია _ოჰ ქალბატონი ევა გვეახლა... პაციენტი მყავს ვერ ხედავ? თქვენ კი ქურდული სამყაროს დედოფალი ხართ ,მაგრამ აქ ჩვენი წესები გვაქ რით ვერ ისწავლე? _დაგვტოვეთ თუ შეიძლება ... -პაციენტს უთხრა და მისი გასვლისთანავე მიხურა კარი _რა ხდება _ქურდული სამყარო კი არა მთელ სამყაროს თავზე დაგამხობ ბავშვს თუ არ გააჩენ ისე როგორც გააქრე _ ბავშვების გაჩენა კაცებს არ შეგვიძლია. კი შენ მამაშენის ძმაკაცებმა გიყიდეს დიპლომი ანდაც ვიღაც დააშინეს და ისე მოგცეს, მაგრამ ჩვენ ასე ვისწავლეთ. ბავშვებს ქალები აჩენენ და ისე შენთვისაც არ იქნება ურიგო უკვე გაქვს ასაკი და იპოვნე ერთი კაცი _ თავხედი იყო,ევას აგიჟებდა თავისი საუბრის მანერით სავარძელში გადაწოლილი რომ უყურებდა თითქოს მშვიდი იყო და ორივემ იცოდა როგორც კანკალებდა შიშისგან _ხურციძეების ბიჭი ვისაც გაატანე უკან დააბრუნებ... 3 საათს გაძლევ დროს. დილით ბავშვი რომ არ მივუყვანო დედას,გეფიცები ცოცხლად დაგმარხავ ! _გაგიჟდი კიდეც? დამშვიდება გჭირდება_თქო გეუბნებოდი ... უკაცობამ ასე იცის. შემოთავაზება ძალაშია,შემიძლია დაგეხმარო _შე ნაბ.ჭვარო ... შენ ცოლს რომ მოპაროს შენნაირმა ღორმა შვილი ხომ ხარ ღირსი. რამდენად გაყიდე შე არაკაცო . სად წაიაყვანეს _ვის უყვირი შე თავხედო ლაწირაკო... შენ მე ვინ გგონივარ. ციხეში არ ჩაგალპო შე ქურდების შთამომავალო. ვის გაუკვირდება შენი ოჯახისგან რამე. იტყვიან მამის გზა გააგრძელაო თუ გაპაზორდები ბავშვის მოპარვა რომ შეგტენო. _საიდანაც ჩამოეთრიე იქ დაბრუნდი... შენნაირებს ამ ქალაქში არ ვასუნთქებ. მე ქალი არ ვიყო ყველაფერი თუ არ გამოვიკვლიო და ცოცხლად არ გავატყავებინო შენი თავი . ქალს არ უთხრან ბავშვი მოგიკვდაო, ბავშვი მიუყვანონ თორემ ან მე მოვკვდები ან შენ გაგანადგურებ _მაშინ დროა შენი პანაშვიდისთვის შავები ვიყიდო. რა ცუდი იქნება მამაშენს მხოლოდ შენ ჰყავდი თანაც შინაბერა მოკვდები ... ბევრს ვიტირებ . იქნებ ჯერ მოგეფერო ცოტა და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ ორივეს რომ გვაწყობდეს ისე _მთვრალი იყო,არყის სუნი ასდიოდა და ევასთან იმდენად ახლოს იყო ქალს მოთმინება ამოეწურა და მთელი ძალით მოუქნია ხელი _სამ საათში ბავშვი დედასთან თუ არ იქნება ცხვირის გატეხვას ინატრებ _ოხ მე შენი... რა დამარტყი შე ალქაჯო _სამი საათი...დროს ვინიშნავ_ უნდოდა მოეკლა,ასე ძალიან არავის დახრჩობა სდომებია,მაგრამ თავს იკავებდა _მკვდარი ბავშვი რანაირად გავაცოცხლო... გაუჩერდა გული. სხვას წავართვა და ამას მივუყვანო შენ რადგან ოპერაცია ვერ გააკეთე? რა იყო სინდისმა შეგაწუხა? ნუ გეშინია არ ვიტყვი რომ შენ აურიე მთავარია ქალი გადარჩა_კართან იდგა უკვე მისი გამაღიზიანებელი სიტყვები რომ დაეწია და როგორ გადაკვეთა ზღვარი არ იცოდა . _ციხეში ამოლპობას ინატრებ ბავშვს თუ არ დააბრუნებ. ყველა საქმეს ამოვძებნი რაც კი რამ ჩაგიდენია რუსეთში და აქ არ გაგატანინებ. აქ დაბადებულ ბავშვებს არ გაგაყიდინებ. შე დამპალო ნაბიჭვ.რო . ჩემი ხელით გგონია მოგკლავ და დანაშაულს ჩავიდენ? შენ გამო გამწარებულ ხალხს მივუგდებ შენ თავს საჯიჯგნად. შენ თუ ცოცხლად არ დაგმარხონ ქალი არ ვიყო... ჩემი გეშონოდეს და ენა ჩაყლაპე მე რომ მელაპარაკები _შენ გოგო მართლა ხოარ გად.იჯვი თავზე ... მე იცი რამდენი წელია ვმუშაობ? შენ შეშინებულმა ხალხმა დაგსვა აქ კაბინეტში ისე ნუ გგონივარ. მართლა ყელი არ გამოგჭრა და არ დაგაგდო სადმე ტყეში. იტყვიან რომელიმე საყვარელმა იხმარა და მერე შემოაკვდაო. შენნაირ ბ.ზებს მასეთი სიკვდილი ელოდებათ ბოლოს...ენას კბილს რომ ვერ აჭერენ. თუ არ იცი პირი რაში უნდა გამოიყენო გასწავლი და იქ მიკბინე თუ გინდა _ისედაც გიჟს გავდა და საერთოდ დაებინდა გონება. სახეში ისე შეაფურთხა აღარც ის ახსოვდა სად იყო და არც ის ვინ იყო. მერე მომენტალურად იგრძნო ლოყის წვა და ტუჩის ტკივილი. ხელის გარტყმის შემდეგ თავბრუსხვევა , გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლის წვეთები თეთრ ხალათზე და წამში დაკარგული სადავეები. სიტუაციას ვერ მართავდა,საკუთარმა ბრაზმა დაასუსტა. კუთხეში მიმწყვდეულს მთელი სხეულით აწვებოდა,პირზე ხელს უჭერდა და წითელი,შეშლილი თვალებით უყურებდა _ენას ჩაიგდებ და მუშაობას გააგრძელებ... ბავშვების გაყიდვა კიდევ სადმე რომ ახსენო იცოდე მერე ვერაფერი გიშველის. როგორ გამაგიჟე გოგო ჰა? მოფერება მინდოდა და თავი მაცემინე . დამშვიდდი ახლა ,მოდუნდი ... პირბადეს გაგიკეთებ და სახლში წახვალ. ეს ამბავი დავივიწყოთ _ჩუმად ელაპარაკებოდა , დიდი იყო და ძალის გამოყენებას მასთან აზრი არ ჰქონდა. ცარიელი ხელებით ვერაფერს გახდებოდა. ბრაზს უნდა მორეოდა და მის თამაშს აჰყოლოდა. შეშინებული გამომეტყველებით ასწია ხელები მაღლა,დანებებისა და შეთანხმების ნიშნად. კაბინეტამდე ძლივს მივიდა. კარის დაკეტვა დაავიწყდა ,საპირფარეშოში იდგა ცივი წყლით ასველებდა პირსახოცს სახე მეტად რომ არ გაწითლებოდა და გასიებოდა. ტუჩი უკვე გადიდებული იყო,შიგნითა მხრიდან სისხლმდენი. საკუთარი მარცხისგან უფრო ტკიოდა თავი ვიდრე ფიზიკური მდგომარეობის გამო. ნიჟარას რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაგროვებული ემოციები სხვაგვარად რომ ვერ გაფანტა ცრემლებმაც იწყეს სვლა. _საჭმელი მოგიტანე ... სანამ რამე მოხდება და მშობიარობაზე შეხვალ იქამდე ვჭამოთ. მეც შემოგიერთდდები და მერე პირობას გაძლევ არ დაგენახები სანამ შენ არ მოხვალ_ თადას ხმა რომ გაიგო კარის დახურვა ვერ მოასწრო. ბიჭმა თვალი მოჰკრა თუ არა მაშინვე შეეცვალა მომღიმარი გამომეტყველება _არ გინდა...თვითონ მოვაგვარებ. არაფერია. გეფიცები ,გთხოვ არ შემომხედო _ ზურგით დადგა თადამ კარი ხელით რომ გააჩერა და იმ პატარა სივრცეში მის გვერდით აღმოჩნდა _ევა შემომხედე და მომიყევი ყველაფერი ! _ გაგიჟებული იყო , ხელი ფრთხილად შეახო სახეზე ,მერე აკოცა და მაქსიმალურად ეცადა სიმშვიდის შენარჩუნებას _არ იტირო... დედას გაფიცებ არ იტირო. ვერავინ გაიგებს,არაფერი მომხდარა. შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ სამყაროში _ ზუსტად იცოდა ევას საკუთარი სისუსტე რომ აგიჟებდა . ისე ფაქიზად ეხებოდა როგორც არასდროს. დასვრილი ხალათი მოაშორა, ტუჩიდან სისხლი მოწმინდა და ფრთხილად აკოცა _მოვაგვარებ _ვიცი ,რომ მოაგვარებ _ თავზე გადაისვა ხელი და კიდევ აკოცა გაწითლებულ ლოყაზე _ ახლა მე მომცემ 10 წუთს . მანქანაში დამელოდე და მერე ერთად წავალთ აქედან. სამსახურიდან დაისვენებ ჩემთან ერთად იქამდე სანამ საჭირო იქნება . _შენ არ იცი ... ჩხუბით ვერ მოგვარდება. პრობლემას შეიქმნი. მე უნდა დავფიქრდე ყველაფერი გავარკვიო , რომ შევუტიე იმიტომ მივედი აქამდე და ეს არაფერია. ის ისეთ საქმეშია ისეთ ხალხთან ერთად ... გთხოვ,შევიშლები ჩემ გამო რომ რამე დაგემართოს. გეფიცები მოვაგვარებ. მოვწესრიგდები და ერთად გავიდეთ. შენთან ვიქნები , არ გაგექცევი და დაგემალები _ჩემი თანდასწრებით ტირილს რომ შეძლებ მერე მეცოდინება რომ მენდობი ... სანამ ცრემლებს მიმალავ და კანკალის მიუხედავად თავს მაჩვენებ რომ კარგად ხარ მეც არ დაგიჯერებ. _თადა _გეფიცები ჩარევას არ ვაპირებდი...შენ საქმეში არ ვერევი. ჩემი საყვარელი ქალისთვის ტკენას არ ვპატიობ შებრუნდა და წავიდა. ევას არ გაუაზრებია მისთვის რომ არ ჰქონდა კაცის სახელი ნათქვამი. მხოლოდ უყურებდა როგორ აიღო მიმართულება პირდაპირ კაბინეტისკენ . კარი ლამის თავზე დაამტვრია კაცს და მერე ყველა კარგად ხედავდა მეორე სართულის ფანჯრიდან გადაკიდებულ ექიმს ხალათი რომ გააძრო ძლიერმა ქარმა და ცოტა აკლდა გადავარდნამდე _თქვი შე ახვარო ... ყველაფერი დაფრქვი თორემ გადაგაგდე და მერე ღმერთთან არჩიე შენი საქმეები. თქვიი ხმაური იყო დერეფანში,პაციენტები,ექიმები და ექთნები ერთმანეთში ირეოდნენ. ნახევრად ჩამოვარდნილ კარს მიღმა შესვლას ვერავინ ბედავდა. _მივდივარ ... მივდივარ სამსახურიდან . მაპატიე ,მაპატიე ევა გთხოვ ,გთხოვ მაპატიე _განწირული ყვიროდა ,მაგრამ ევა არ ჩანდა. გაქვავებული იდგა საკუთარ კაბინეტში და ზღურბლზე გადაბიჯებას ვერ ახერხებდა. არ მისულა,არ შეუჩერებია ,სიტყვა არ უთქვამს მის დასამშვიდებლად. იდგა და ელოდა . საშუალებას აძლევდა მის ნაცვლად მოქმედების. _ვინ ხარ ის თქვი ... თქვი თორემ გადაგაგდე და ციხის ნაცვლად გაგიშვი ჯოჯოხეთში _მე გავყიდე... გავყიდე ბავშვი და მოვუყვან . მოვუყვან გეფიცები მოვუყვან. არ გადამაგდო ,ოღონდ არ გადამაგდო ხმა აღარ ესმოდა . ოთახიდან გავიდა,კარი გადაკეტა და კიბეს ნელა ჩაუყვა. სახე არ დაუმალავს, არც მზერა აურიდებია ვინმესთვის. ეზოში გასვლისას აივანს გახედა და იქ უკვე აღარ ჩანდა კაცი. ბეტონზე არ დაუხედავს,დარწმუნებული იყო რომ არ გადააგდებდა. მანქანები ორ სხვადასხვა მხარეს იყო გაჩერებული, მან კი თადას შავი ვოლგა არჩია საკუთარ თეთრ ნივას. კარი გააღო,დაჯდა ,სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ელოდა ხმას ,მისი მოსვლის მაუწყებელ ნიშანს და მალევე მიიღო კიდეც სიცარიელის შევსების განცდა. იმ წამს ვერ გაიაზრა როგორი მშვიდი იყო თადა,ცივსისხლიანი , სადისტური სიმშვიდით დაბრუნდა . ხელზე ჯერ კიდევ ეცხო კაცის ცემის შემდეგ შერჩენილი სისხლი . თვალებშიც ვერ დაუნახა სიამოვნების კვალი, სხვა შეგრძნებები უბინდავდა გონებას ევას. სულ სხვა ეიფორია ჰქონდა და ვერ ამჩმევდა კაცის სულში ჩაბუდებულ ეშმაკს. _დაგიჭერენ , მკვლელობის მცდელობისთვის _ქალაქის მთავარი მილიციელი ნათლიაა ჩემი... მოსამართლე ჩვენთან ხშირად ქეიფობდა და მისგან ბევრი საჩუქარი მიმიღია ბავშვობაში. ამ ქალაქში ყველას რომ დაიჭერენ მერეც არ დადგება ჩემი ჯერი ... ძალიან გტკივა? _ვერაფერს ვგრძნობ...სიმშვიდის გარდა ...................... მდუმარედ მიუყვებოდა გზას ,რომელიც მისი სახლისკენ არ მიდიოდა ,მაგრამ გვერდით მიჰყვებოდა სიმშვიდე. არ წაიქცეოდა, მარტოც გადაუტანია კიდევ უფრო მძიმე დარტყმები და მაინც თადას ხელს არ იშორებდა,საყრდენად გადაქცეულს ხელს არ ჰკრავდა. მოსწონდა მისი არეული სუნთქვა და გულისცემის ხმა რომ ესმოდა, ეგოისტურად სიამოვნებდა მისი აღელვების მიზეზი რომ იყო. ბინის კარი ამჯერად შიგნიდან ჩაკეტა თადამ. ევა ისე მოეწყო როგორც საკუთარ სახლში. დივანზე იჯდა და თავი უკან ჰქონდა გადაწეული გვერდით რომ მიუჯდა და ტუჩზე ფრთხილად წაუსვა მალამო _მალე აღარ გეტკინება ... სიწითლე ხვალვე გაივლის _ცივი საფენი დაადო და მერე თავზე აკოცა . ევა თავისი ინიციატივით ჩაეხუტა,თავი მხარზე დაადო და სახეზე მოეფერა _არ მტკივა , შეცდომა იყო . პირდაპირ არ უნდა შეუტიო არაკაცს არასდროს. სხვაგვარად უნდა მომეგვარებინა ... ემოციებს ავყევი. გადავიღალე _ყველაფერი დასრულდა , მორჩა დღეიდან ისვენებ ჩემთან ერთად . მიზეზის მოფიქრებას ნუ ეცდები ,უფლებას არ გაძლევ _მაგ სამ სიტყვას ერთად ნუ მეტყვი ხოლმე თორემ ვჭედავ_ არ მოშორებია,ცხვირის წვერით ყელზე ეხებოდა. იმის ნაცვლად რომ გაბრაზებულიყო აკოცა . საკუთარ თავს არ ჰგავდა. საბოლოოდ დაკარგა კონტროლი . _კარგი ,დავიმახსოვრებ _ თმა გაუშალა , შუბლზე აკოცა და მერე სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე _თმაზე რომ მეხებიან არ მიყვარს _კარგი _ მაშინვე მოაშორა ხელი _შენ რომ მეფერები ისე ვმშვიდდები ძილი მინდება _ეს ახლა უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს ვერ გავიგე...რა დღეში ვარ ქალს ვეფერები და ეძინება _უნდა გაგხარებოდა , კაცები საერთოდ არ მიახლოვდებიან არათუ მოფერების უფლებას ვაძლევ და მითუმეტეს მათ გვერდით იმდენად მშვიდი და მოდუნებული არ ვარ რომ ძილი მოუნდეს ჩემ გონებას ,არაფერს ვამბობ ახლოს ყოფნის სიამოვნებაზე _ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, იგივე პოზიციაში იწვა და ამ ყველაფერს ჩუმად ამბობდა _ძილი ჯერ არ შეიძლება, მშიერი ხარ ... საჭმელს გავაკეთებ უცებ რამეს და მერე დაიძინე _არ მინდა . ცოტახანს დარჩი და მერე მე თვითონ მივხედავ ყველაფერს_ არ გაუშვა ,თავის ტკივილი აწუხებდა და გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა . თითქოს ერთიანად გამოეცალა ენერგია და მთელი თვის დაღლილობა იგრძნო. _მე კი სიამოვნებით მიგიღებ ამ სახლის წევრად ,მაგრამ ამ ეტაპზე მასპინძელი მე ვარ . შენ კი დასვენება გჭირდება და უფლება უნდა მომცე ცოტახანს დაგასვენო,შენზე მე ვიზრუნო _თავი უფრო სუსტად უნდა მოგაჩვენო მაშინ ... ასეც არ ვარ _ქალს მოფერება,ზრუნვა,დასვენება და მოვლა არ უნდოდეს ... შენ საჩუქრებიც არ გიყვარს ხომ? _ნწ _აბა რა გიყვარს _შემწვარი კარტოფილი ტყემალთან და ყველთან ერთად _მინიშნება მიღებულია. გმადლობ რამე ისეთი რომ არ მითხარი რისი გაკეთებაც არ გამომივიდოდა თადას ადევნებდა თვალს და ყველაფერი ავტომატურად ქრებოდა მის გარდა. ეღიმებოდა ყველა დაუდევარ ქმედებაზე,ხმაურით დავარდნილ კოვზებსა და დანებზე. ტაფის თავსახურიც ორჯერ გადმოუვარდა და ხელის დაწვასაც ძლივს გადაურჩა. სხვა მზა საჭმელებიც ჰქონდა ბატონ თადას , მხოლოდ კარტოფილისა და ტყემლის იმედად არ ყოფილა. პირნათლად შეასრულა მასპინძლის როლი და ევას თითის გატოკების საშუალება არ მისცა. _გთხოვთ ქალბატონო _სკამი გამოსწია და ელოდა _მადლობა _ ლოყაზე აკოცა დაჯდომამდე და შემდეგ ვახშმობას შეუდგა. მზე უკვე კარგახნის ჩასული იყო , იშვიათად ისმოდა ადამიანის ან მანქანის ხმა. _თუ მეტყვი რომ ტყემალიც შენ მოამზადე აქ გადმოვდივარ საცხოვრებლად _ყველიც ჩემი ამოყვანილია... გუშინ წინ დილით მოვწველე ძროხები . ხო კარგია? თუ ჭყინტია ისევ. ხომ ზომიერად აწვს მარილი,ზოგჯერ მეტი მომდის და _შესანიშნავია _ გაეცინა და ტუჩის ტკივილი დააიგნორა_ჩემ სახლში არ წამიყვან? _ბევრი მარილი აქვს ყველს ხო? _თადა ,ვერ დავრჩები ... ისედაც ბევრი გააკეთე _კაცურ სიტყვას გაძლევ ქვემოთ დავიძინებ და ზემოთ არც ამოვაბიჯებ _ვგიჟდები ისე რომ მექცევი როგორც ვიღაც სუსტ ქალს ,რომელსაც კაცთა მოდგმის ეშინია და მასთან სიახლოვის. გგონია ის სულელი ქალი ვარ ღამით მომხდარი ძალადობის რომ სჯერა და დღისით მშვიდად მოვდივარ შენთან? ან რა გგონია რომ მგონია ქალზე ძალადობა შეგიძლია და ამდენად ახლოს მოგიშვი ჩემთან? _მაშინ არ წახვიდე და იყავი ჩემი სტუმარი ... ხედიც არაჩვეულებრივია საძინებლიდან. ხმაურიანი ბინა არ არის _ზედმეტად გამოვიყენებ შენს სტუმართმოყვარეობას _სული ელეოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა. იმდენად საყვარელი ეჩვენებოდა,ისეთი ნამდვილი და ბუნებრივი ეგონა მისი ემოციები ,ყველა სიტყვის სჯეროდა რასაც თადა ეუბნებოდა. _გთხოვთ ქალბატონო ექიმო ისარგებლეთ ჩემი სტუმართმოყვარეობით,ნებას გაძლევთ გამომიყენოთ . სრულად თქვენს განკარგულებაში ვარ,ვფიცავ ირგვლივ ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყო. თადამ საკუთარი ხელით გაამზადა საწოლი ,ახალი თეთრეულის სუნს გრძნობდა და გონება თადასთან სიახლოვეს ახსენებდა. მის გვერდით უნდოდა ყოფნა , ახლოს რომ ჰყოლოდა და მისი სურნელით სავსე ყოფილიყო მთელი ოთახი. ბევრჯერ შეიცვალა მხარე, ყველაფერი რიგზე იყო და მაინც ვერ იძინებდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო თვალები დახუჭა და დაელოდა. ერთხანს კართან ახლოს იყო , შემდეგ ოთახში მოჩვენებასავით შევიდა. სიფხიზლე რომ არა ნამდვილად ვერ მიხვდებოდა მის მოახლოებას. ჯერ უყურებდა,შემდეგ საწოლთან ჩაიმუხლა და ფრთხილად შეახო თითები ლოყაზე , კანს ბუნებრივი ფერი ჰქონდა დაბრუნებული მხოლოდ ტუჩს ეტყობოდა გარტყმის კვალი. _მშვიდად იძინე,დღეს ბოლოჯერ გატკინეს _ თმაზე ფრთხილად შეახო თითები და შემდეგ ნაზად აკოცა ლოყაზე ,რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი გარტყმისგან დარჩენილი სიმხურვალე. უნდა გაეშვა . არ უნდა გაემჟღავნებინა სიფხიზლე, მაგრამ სიტყვებმა სიჩუმე დაარღვიეს და კარისკენ წასულ თადას მიმართულება შეუცვალეს _დარჩი ,ჩამეხუტე,დავიძინოთ _სიბნელე იყო , მაგრამ მის ანარეკლს ხედავდა . ხელიც გაშალა ბოლოს და დაელოდა თადას ნაბიჯს კარისკენ რომ შებრუნდა ისევ იფიქრა მტოვებსო, რომ მიხურა და შემდეგ საწოლისკენ დაიძრა ღიმილი ვერ შეიკავა. არაფერი უთქვამს სანამ საწოლის ცარიელი მხარე არ შეავსო და ევას არ მოეხვია _მშვიდად დაიძინე ,ევანგელინა ... _შენი გული ხმაურობს _ მხოლოდ შენთვის ...................... ახალგაზრდა დედის ემოციებს უყურებდა,სიკვდილს რომ ებრძოდა და მაინც საკუთარ თავზე მეტად ახალშობილის დანახვამ გააბედნიერა. დედობის პირველ საათებს რომ ითვლიდა და გონს მოსვლის შემდეგ ბავშვის ხელში აყვანას სწავლობდა. _თქვენ რომ არ ყოფილიყავით არ ვიცი რა მეშველებოდა...შემოსული იყო და ისეთი მწუხარებით მითხრა ვიზიარებო ,ახალგაზრდა ხარ მალე გააჩენ მეორე ბავშვსო . რომ გაგცერთ მოდიო და გიმკურნალებო მეუბნებოდა. მეგონა მოვკვდებოდი ,სულ მარტო ვიყავი და ვერავინ იფიქრებდა თუ ასეთი რამ ხდებოდა. მე უბრალო მასწავლებელი ვარ, ჩემი ოჯახიც ვერაფრით წარმოიდგენდა თუ ასეთი უგულო არაკაცი იქნებოდა _ ტიროდა ისევ,ბავშვი მკერდზე ჰყავდა დაწვენილი და ხელს არ უშვებდა. _ბავშვი ჯანმრთელია, ცოცხალია,შენ გვერდითაა და ახლა შენ უნდა იყოჩაღო . უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო მის გამო. ბევრს თუ იტირებ და ინერვიულებ ცუდად გახდები. აზრი აღარ აქვს წარსულზე ფიქრს,დასრულდა უკვე. ბავშვს სულ შენთან დავატოვებინებ,მოვლენ ექთნები და მოგეხმარებიან . შეიმშრალე ახლა ცრემლები და ბავშვს აჭამე თორემ ხომ ხედავ როგორ ომახიანად ტირის _ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თქვენ მეტყვით... ღმერთმა დაგლოცოთ იმ სიკეთისთვის _დავასრულეთ მადლობები,მეორე ბავშვზე ორსულს მიგიღებ... კიდევ გავიმეორებ ყველაფერს ,გადაგაბარებ ბატონ ზვიადს ,რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია ,რომელმაც იცის ყველაფერი,რომლისაც არ უნდა შეგეშინდეთ. მე შემოვივლი საღამოს საათებში _გაიხარეთ ... ღმერთი გფარავდეთ . ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მითხარით ექიმს კიდევ ერთხელ გაესაუბრა. შვებულება დაწერა და ქალაქიდან გავიდა. ეზოში იჯდა მანქანის ხმა რომ გაიგო, ელოდა და გამოჩნდა კიდეც შავი ვოლგა . _შენ გადასამოწმებლად არ მოვსულვარ , ყვავილი მოგიტანე _ ნერგებით სავსე ყუთი ეჭირა . ევას აკვირდებოდა _თაიგული არ არის, მცენარეებია . ზოგს ყვავილი კარგახანს არ ექნება და ქოთნისაა ძირითადად. ქოთნებიც ვიყიდე ,მანქანიდან გადმოვიღებ ... დაგიტოვებ და წავალ. არ შემოგეჭრები,ვიცი მარტო დასვენება გინდა _ წინააღმდეგობის გაწევისთვის მცირედ კამათს ელოდა,მაგრამ შენგელიამ გააოცა _საქმეს რომ იწყებ ბოლომდე უნდა მიიყვანო. მოიტან ქოთნებს და კი არ წახვალ შენვე დამარგვევინებ. მე უკვე დაწყებულიც მაქვს ეზოს მოწესრიგება,ახლა შესვენების წუთებს ვიყენებ _ თავი უკან გადასწია და მზის სხივებს შეუშვირა სახე. _კარგიი _ უკან გაბრუნდა და ორ წუთში სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქოთნებით ხელში დაბრუნდა. როგორღაც ხელთათმანებიც აღმოაჩნდა _ არ ვიცოდი როგორები გინდოდა და ყველა წამოვიღე . სახეზე თითქმის არ გეტყობა ,ტუჩი გტკივა შიგნიდან?_ყველლაფერი რომ დაალაგა ევას თითები ლოყაზე შეახო და მერე ტუჩზე _ბავშვი და დედა ერთად რომ დავინახე ყველაფერი დამავიწყდა. ის ნაბ.ჭვარიც ციხეში იქნება კიდევ დიდხანს თავის ძვირფას ექთნებთან ერთად . უკვე დასვენებულის ენერგია მაქვს _გახსოვს ხომ,რომ დამპირდი ,რამდენიმე დღე დავისვენებო _პირობას შევასრულებ ... შენ სჯობს დროულად დაიწყო მებაღეობა თორემ დრო გადის . მერე ვახშამი უნდა მოვამზადო . ჩემ გაკეთებულ აჯაფსანდალს ვერ დააგემოვნებ თუ დრო არ მქენება მოსამზადებლად ევას დასვენების დღეების დარაჯად უნდოდა გადაქცევა. წარმოდგენა არ ჰქონდა დასვენების დროს თუ მეტ საქმეს აკეთებდა _შენი დასვენება ნამდვილად ეს არის? _ ბაღში მდგომ ლურჯ ძელსკამზე იჯდა ,დაღლილი საქმით ,რომელიც ევას აშკარად არ ბეზრდებოდა . წინ ქოთანი ედგა ,მიწას ცვლიდა და ყვავილის ჩასარგავად ამზადებდა _მომბეზრდება ერთი კვირა დასვენება... ორ დღეში დავბრუნდები. მარწყვის მწკრივებს გავწმენდ ბარემ _ეზოს მოავლო მზერა და მზის სხივებს სახე მიუშვირა _ თავიდან ვიბადები ყოველ გაზაფხულს... მზესთან და სინათლესთან ერთად. წელს ზედმეტად წვიმიანი გაზაფხული იყო _ თვალები დახუჭა და გაეღიმა _ ყველაფერი რომ აყვავდება , მინდება იქ დავჯდე და იმ სკამს არ მოვშორდე _აქაურობა ნამდვილად სამოთხეს ჰგავს... ნაბუქოდონოსორმა ცოლს აუგო ის საოცრება ბაბილონის ბაღები და შენ ესეც საკუთარ თავს მოუწყვე. მგონი ამაშია საქმე, იმიტომ არ გყავდა აქამდე გვერდით კაცი , საკუთარ თავზე ხარ შეყვარებული _მარტო ვარ ,არავინ მყავს სხვა და შესაბამისად საკუთარი თავის სიყვარული აუცილებლობაა ,სიცოცხლესთან შეუთავსებელი იქნება სხვაგვარად ჩემი არსებობა _საკუთარ თავზე მეტად უნდა შეგიყვარდე _ ჩუმად თქვა,ამ დროს უყურებდა და ევამაც გახედა_ხმამაღლა ვთქვი? _გინდა ძალიან,მაგრამ იქამდე შორია _უკვე მომწონს შენი პასუხები ... _რა მოგწონს _რომ დაშვებას აკეთებ,მე არსად მეჩქარება ...იყოს შორი,დროს მოგცემ _შენ ასაკში კაცებს შვილიშვილები ჰყავთ _შეიძლება მეც მყავს,მაგრამ არ ვიცი და პირველი შვილი სხვა ქალისგან არ მინდა თუ ჩემ ნებაზეა დამოკიდებული შენ გირჩევ ჩემი შვილების დედად _ისე უყურებდა ,როგორ შეიძლებოდა არ დაგეჯერებინა . სიტყვებს არ ენდობოდა,თვალებს და რა იცოდა თადა თუ ტყუილის დიდოსტატი იყო. _ისეთი ქალი აირჩიე ვინც არჩევანს ყოველთვის თავად აკეთებდა , ამიტომ ჩემი გადასაწყვეტია რამდენი ბავშვი გვეყოლება _ განგებ აწყობდა წინადადებებს ასე და თადაც ყველა სიტყვას იჭერდა. _ისევ მეთანხმები ,ნაწილობრივ... ამხელა წინსვლა გაგვივლია ჩვენ _ გაღიმებული უყურებდა შემდეგ მივიდა და ქოთანი თავად გადასწია ევასთვის სასურველ ადგილას_ ამ ეკლიან რაღაცას არ უნდა ამოთხრა და გადარგვა? _ეგ ეკლიანი რაღაც აგავაა და უნდა კი ,მაგრამ მეტი აღარ მინდა. მეზობელს დავპირდი და მისთვის გადავდებ ცალკე . ისე ამოიღე რომ არ გადაჭრა _დიდი ფესვი ექნება? _მე შენ ყოვლისმცოდნე მგონიხარ და ბოტანიკას არ გასწავლიდნენ? _ბოტანიკას კი მასწავლიდნენ მაგრამ მებაღეობას არა... დედაჩემს ჰქონდა ყვავილები სახლში ,რუსეთში რომ ვცხოვრობდით მაშინ _უზარმაზარი აგავის ძირში თავდახრილი ასრულებდა დავალებას , მაქსიმალური სიფრთხილით ამოთხარა და ვედროში ჩადო _მერე ვერ მივხედე და ყველა გადავყარე _ჩემთვის ასეთი საქმეები ტვინის განტვირთვაა. შედეგით ტკბობა ცალკე სიამოვნებაა ... აქაურობას რომ შევხედავ დილით ან მზის ჩასვლისას , ანდაც საუზმეზე დავჯდები უკვე იცვლება განწყობა _კიდევ რა გინათებს მზერას ... _ბავშვი რომ იბადება და ძლიერად ტირის მაშინ მგონია რომ თავიდან დავიბადე . ადამიანი საოცრებაა და ცხოვრებაც არ უნდა იყოს ერთი სწორი ხაზით მიმავალი . _ეგ პროფესიაა და ისედაც აშკარაა როგორც გიყვარს _კერძების მზადების პროცესიც ეხმარება ჩემ ტვინს ... ხალხმრავლობაში ყოფნა მღლის . ადამიანების ნამდვილ სახეს რომ ვხედავ ანდაც ვისმენ მათ აზრებს ბრაზი მაგიჟებს . ამიტომ მარტო მირჩევნია ვიყო _და მე _რა შენ _შენ და მე ვიქნებით მარტონი . მე პრობლემა არ მაქვს ,პირიქით ჩემი ნება რომ იყოს გვერდიდან არ მოგშორდებოდი _და იმაზე მალე მოგბეზრდებოდი ვიდრე სტანდარტულ კაცს ქალი _შენ გგონია შესაძლებელია ვინმეს მობეზრდე? _მე არავარ ქალი, რომელიც კაცის სიამოვნებისთვის იცხოვრებს _არ ვიცი ვინ შეგხვდა ცხოვრებაში ასეთი ,მაგრამ მე რაც მინდა შენ ხარ და ისეთი არაფერი მინდა რაც შენ არ. ვგავართ კიდეც ძალიან ,უბრალოდ შენ არ იცი ჯერ . სიამოვნების ერთ საშუალებას, რომელიც ჯერ არ განგიცდია როგორმე მივიყვანთ საერთო სურვილებამდე _ოცნება კაცს არ კლავს ,მაგრამ დროს კი კლავს და გართმევს რომ ელოდები როდის აგიხდება _ანუ არ უნდა ველოდო და მოქმედებაზე გადავიდე _როგორ გიყვარს ყველაფრის საშენოდ შემოტრიალება _ვგავართ _და როგორ გამოვა ჩვენგან წყვილი _მე შენ პირობას გაძლევ ,რომ იდეალურად შევეწყობით ერთმანეთს ... მე შემიძლია დათმობაზე წასვლა და შენთვის მითუმეტეს ,ტყუილად არაფერი გინდა და არაფერს ითხოვ _მომავალზე საუბარს აზრი არ აქვს, არავინ იცის რა გველოდება და სიტყვები სიტყვებად რჩება ბოლოს _შენი მომავალი მე ვარ ,სხვა ვერავინ დაგხვდება წინ და მე მხოლოდ შენ მჭირდები რომ იყო ჩემ გვერდით დანარჩენი ისე იქნება როგორც შენ გენდომება . არაფერი მაკლია ცხოვრებაში,ყველაფერი მომცა ღმერთმა ან მივიღე და შენ ნამდვილად ის ხარ ვინც ღმერთმა გამომიგზავნა სრულყოფილი სრულყოფილებისთვის _ იასამნის ხესთან იდგნენ , მისი სურნელი მოჰქონდა ნიავს . თადას სიტყვები უფრო მოქმედებდა გონებაზე ვიდრე ნებისმიერი დამამშვიდებელი. მისი მნათობი მზერა, თითების ხელებზე შეხება ,ნაზი კოცნა და ვნება, რომელიც წამში ფეთქდებოდა ტვინში ათასფრად . _გონების გათიშვის იმ საშუალებად იქეცი რომლის მისაღებადაც დრო არაა საჭირო,მხოლოდ შენ უნდა იყო ახლოს და შედეგიც ჩნდება _ თვალები დახუჭული ჰქონდა, ცხვირის წვერი შეახო წვერიან ლოყაზე და თავად აკოცა _ შენზე დამოკიდებული რომ გავხდე,წამლად რომ გადამექცე იცოდე ვერაფერი გიხსნის ჩემგან. უკან დახევის საშუალება არ გექნება და სამუდამოდ ჩემ გვერდით იქნები _თითები ყელიდან თავზე გადაიტანა ,ყურთან ახლოს აკოცა და თან გამაბრუებელი ხმით ელაპარააკებოდა. თადას გულისცემის ხმა ესმოდა,მისი არეული რიტმი და სუნთქვა . თითები ყელი რომ დაფარეს და ტუჩებმა ტუჩები იპოვნეს . _პირველად რომ შევხვდით იმ დღესვე მომაჯადოვე და შენ კიდევ ვერ ხვდები ,როგორ მოგეჯაჭვე. ისევ ელოდები ,ელოდები არ ვიცი რას... გამოცდას მაბარებინებ და ამ გამოცდის პასუხი თვითონაც არ იცი. მე კი ვარ უკვე შენი და შენთვის. შენ არ გინდივარ საკმარისად _ კოცნის შემდეგ მზერაარეულს თვალებში უყურებდა და მერე ისევ აკოცა _ჭკუიდან გადავდივარ და შენ ისევ მშვიდი ხარ ... გულს გამიხეთქავ იქამდე სანამ გადაწყვეტ რომ ჩემთან იყო ,ჩემთან და ჩემთვის ..................... ბნელოდა უკვე , სავახშმოდ ემზადებოდნენ. ევას დღის განმავლობაში ერთხელაც არ უჭამია და მზადების დროსაც თითი არაფერს დააკარა . ის იყო სკამებზე დასხდნენ ხმაური რომ გაიგეს, ვიღაც უწყვეტად ასიგნალებდა -ჭამე სანამ ცხელია და მოვალ მეც _სად მიდიხარ დაიცადე ... იქნებ ვინაა. მე გავიხედავ _ექიმი ვარ თადა. ამ დროს არავინ მოვიდოდა ჩემთან რომ არ უჭირდეს-გავიდა და თადაც თან მიჰყვა _ევა ექიმო ... სახლში ხარ ? ღმერთო დეილოცოს შენი სახელი. მევიფიქრე საავადმყოფოშია დევიღუპე-თქვა _რა ხდება ... დამშვიდდით _ჯონი ვარ მე გოგსაძე . მდინარესთან ვცხოვრობ -შუახნის კაცი სახეარეული ელაპარაკებოდა _ვიცი _ჩემი რძალი მშობიარობს . საავადმყოფომდე იმშობიარებს იქნება მომეშველოსთქვა ვიფიქრე. მე და ჩემი ქალი ვართ სახლში. მეზობლები კი გადმევიდენ . არ ვიცი იქნება აქამდე სანამ მევედი ქე იმშობიარა. _დაჯექი წავიდეთ ... ნუ გეშინია _ სახლში შევიდა ჩანთა აიღო და მალევე გამობრუნდა _მეც მოვდივარ _ბებიაქალობასაც შეითავსებ? _არ წამოვიდე? _წამოდი თუ გინდა... სოფელს ნახავ. ლამაზ ადგილას ცხოვრობენ,მზის ამოსვლისას საოცრებაა _ საჭესთან დაჯდა და ჩქარა წავიდა. ზუსტად არ იცოდა სახლი სად იყო, აღმართს მიუყვებოდნენ. პირველი გადავიდა მანქანიდან და სირბილით გაიქცა სახლისკენ. _მშობიარობას შესწრებიხარ?_ ქალი რომ გასინჯა და ყველაფერი შეაფასა შემდეგ ჰკითხა თადას _ჯერ არა ... _გინდა შემოხვიდე? _არ მგონია მაგ ქალს უნდოდეს ვიღაც კაცმა უყუროს _მაგ ქალს ისე ტკივა ახლა თუნდაც მთელმა სოფელმა უყუროს _ ჩუმად ელაპარაკებოდა... ოთახიდან ზედმეტი ხალხი გაუშვა მას შემდეგ რაც ყველაფერი მოაწესრიგა . ქალს საავადმყოფოში წაყვანა შესთავაზა ,მაგრამ უარზე იყო. _დამპირდი,გული რომ წამივიდეს არ დამშორდები _გპირდები _ გაეღიმა და ხელზე წყალი დაუსხა .ჩემი რეზიდენტიაო მოიტყუა. ერთი სახლიდან რომ გავიდნენ შუაღამეს ეს ფაქტი იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო განხილული. ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას _ახლა უნდა ველოდოთ? ამდენ ხანში ხო მივიყვანდით საავადმყოფოში _მეორე მშობიარობაა 1 წლის შემდეგ... 10 წუთში თავი გამოჩნდება. შეგიძლია დრო დაინიშნო _სიგიჟეა _ჩურჩულით ლაპარაკობდა _ეს ასე დაიჭირე ბავშვს ზედ დავაწვენ და შენ შეახვევ _რომ დამივარდეს? _შენი მკლავის სიგრძეც არ იქნება... ხელისგულებზე დაგეტევა _მითუმეტეს... მაშინებ უკვე _ბავშვები რომ გინდა გგონია მარტო გავზრდი? _მე ხო არ უნდა გამშობიარო ... ექიმთან მივალთ _მერეც პატარა იქნება... გამოსვლისთანავე არ იზრდება _ნუ დამცინი სულ _არ გამებუტო ახლა _ ხელებზე გადააფარა ბავშვის გასახვევვად ზეწარი და საწოლთან დადგა. მუცელი პალპაციით გასინჯა შემდეგ დაჯდა და ფეხზე ხელი ოდნავ მიარტყა _გამიშალე ფეხები თორემ ასე ვერაფერს გავიგებ _მტკივაა _ვიცი და შეგიძლია იყვირო ... თავს რომ იკავებ უფრო გტკივა. რომ იყვირებ მოგეშვება _მეტს აღარ გავაჩეენ ... ახლა ბიჭი იყოს და მორჩააა ,გავგიჟდებიი _კარგი ,კარგი გოგო ხარ . გაიჭინთე ახლა და მოდის უკვე _ ხელით გასინჯა მერე კი დასკვნით ფაზაში გადავიდნენ. თადა ადგილზე გაქვავებული იდგა წინ გამოწეულ ხელებზე ნაჭერგადაფარებული და ბავშვს ელოდა. ასეთი შეშინებული ალბათ ცხოვრებაში არ ყფილა . ბავშვი რომ დაიბადა,ევამ წამებში გადაჭრა ჭიპლარი. ბავშვი ხელებში ჩაუწვინა და შეახვია კიდეც _ბიჭია , ოპერის მომღერალია თან _ შავ თმაზე გადაუსვა თითები მერე ზურგზე დაუსვა . კიდურები და თითები დაუთვალიერა. უყურებდა და სახე უნათებდა _ კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში. _ცუდად ვარ _კარგად ხარ. ახალი სიცოცხლე გყავს ხელში. სრულიად უდანაშაულო,სუფთა და უცოდველი. უსურვე სწორ ადამიანად ჩამოყალიბდეს და მიუყვანე დედას _ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული. ბავშვი დედის გვერდით იწვა უკვე. დედამთილმა მახარობლის როლი მოირგო და სანამ ქალთან აგრძელებდა მანამ უკვე ისმოდა თოფის გასროლის ხმა _წვეთოვანი გახსენი ... _ უცებ დაიყვირა ,თადა კი შებრუნდა,მაგრამ ქალმა გონება დაკარგა _ ნანაა... ნანა _გავუშვა? _მიდი ხო... წნევა დაუვარდა უბრალოდ. არაფერია ,პანიკა არ ატყდეს. სახეში შემოარტყი ცოტა და ბალიში გამოაცალე თავი დაბლა რომ ჰქონდეს _გონზე არ არის ევა _ვიცი ,მაგრამ ნაკერის დადება უნდა დავასრულო ... _ მშვიდი იყო. უგულო და ურეაქციო. ქალი მალევე მოფხიზლდა. ევამ დაასრულა საქმე და კიდევ რამდენიმე წამალი გაუშვა წვეთოვანში . _კარგად იქნება? _კი ,დამშვიდდი _გული რომ გაჩერებოდა ამდენი სისხლის დაკარგვის მერე? _მაგდენ სისხლს ყველა კარგავს და მეტსაც თადა... ჯერ დევ იკუმშება საშვილოსნო და იცილებს ზედმეტს ყველაფერს. თვითწმენდის რეჟიმზეა. მე ახლა წამლებს დავუტოვებ ... ხვალ ვნახავ. ხომ ხართ სახლში და მიხედავთ. საქმეები რომ არ აკეთოს და არ დაიღალოს _მივხედავ დედა აბა რას ვიზამ. დედამისიც მოვა და ქმარიც დაბრუნდება _ინფექცია არ უნდა წავიდეს და ეს წამლები დაალევინეთ . მე რომ მოვალ ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება. _ ისევ ბავშვს დაუბრუნდა , გულისყურით გასინჯა. თავიდან შეახვია და დედასთან მიიყვანა _ახლავე აჭამე სჯობს... მკერდსაც მივხდდავ ხვალ თუ პრობლემა იქნება თუ არადა კი იცით როგორც უნდა მოიქცეთ. პირველი ბავშვი არ არის ... ბავშვი შენთან გყავდეს ახლოს და რაც შეიძლება მალ_მალე აჭამე _ყველაფერი მტკივა _გამაყუჩებელიც გაგიკეთე. ცოტას გაგიყუჩებს _კიდევ მისცა დარიგებები. მშვიდად საუბრობდა,თითქოს საერთოდ არ დაიღალა და პირიქით ენერგიით აივსო. წამოსვლამდე ბავშვს ისევ მოეფერა და შემდეგ გავიდა ოთახიდან. მამაც ადგილზე დახვდა უკვე . ბიჭის გაჩენით გახარებულმა ფულის ჯიბეში ჩატენვა სცადა,თუმცა ევამ უარი უთხრა _გილოცავთ... მე ფულს არ ვიღებ. ნუ დამიწყებთ ჭიდაობას , ბიჭის მამა ხარ უკვე რომ მოგერიო სირცხვილია _ გაიცინა და გვერდზე გადგა მაგრამ კაცი მაინც არ გაჩერდა _რას ამბობ ... ისე რანაირად გამოვა. ცოტაა ალბათ ?ბოდიში სულ გავითიშე ისე მიხარია _უკვე ვბრაზდები და ჯობია დროზე წავიდე. მე კიდე ვფიქრობდი ერთ ჭიქას დავლევ ბავშვს დავლოცავ_თქო და შენ მაბრაზებ. პატარა ხარ ჯერ , არაუშავს. დამშვიდდი ახლა,ეგ ფული ჩაიდე ჯიბეში. შედი ნახე ბავშვი და ცოლი . მაგ ფეხსაცმელი გაიხადე ოღონდ _ უცებ დახედა ფეხზე და მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა ახალგაზრდა ბიჭს. _უფასოდაც მუშაობ? _თუ განსაკუთრებით მდიდარი პაციენტი არ მყავს რომლის პრეტენზიებსაც ვიტან ,ჯიბეში ფულს არასდროს ვიტენი. თუ მე უფრო მდიდარი ვარ ვიდრე პაციენტი მაშინ არასდროს _ჯერ კიდევ ეზოში იყვნენ ამჯერად ისევ ბაბუა გადაეღობათ წინ . სუფრასთან მიიპატიჟა ორივე. რაზეც უარი არ უთქვამს. რამდენიმე ბიჭი მიესალმა ,იცნობდნენ . პატივისცემას იჩენდნენ ,თადას ყველა აკვირდებოდა უკვე და გონებაში ალაგებდნენ აზრებს მერე სალაპარაკოდ. _ღირსეული კაცი გაიზარდოს, საამაყო ყველა ჩვენგანისთვის_რამდენიმე ყლუპი მისვა. მთელი ჭიქა არ დაუცლია. თადას დაელოდა ,სანამ სადღეგრძელოს ამბობდა კაცი იქამდე კიდევ ერთი სტუმარი შეუერთდდათ _ქალბატონ ევას ვახლავარ... თქვენი დამსახურებით გვყავს საძმაკაცოს კიდევ ერთი ბიჭი? _ლევან...არ ვიცოდი თქვენი სამეგობროს ნაწილი თუ იყო ახლადგამოჩეკილი ბიჭის მამიკო _შენ სადაც ხარ იქ მშვიდად ვარ... ვიცი ყველაფერს ხუთიანზე მოაყომარებდი _ უყურებდა და თვალებს უჟუჟუნებდა. ევა კი რეაქციას არ ამჟღავნებდა _ გარინჩა როგორ გვყავს გაიზარდა თუ ისევ ბავშვად დარჩა. გავიგე ცოლი მოიყვანაო _შენ ჭკუაზე რომ არ არის სხვებივით გაზრდის ნაკლებობაზე არ მიუთითებს,ლევან. ნახვამდის _ისევ ისე შენ ნებაზე ატრ.კებ ხო? _სიმართლეს ვამბობ მხოლოდ. სხვა არაფერი _ის ტიპი ვინ არის გათხოვდი და თან ქმარი დაგყავს? _შენ ისევ მე მელოდები ? _მომენტალურად გახდა ცინიკური .ლევანს რეაქცია არ ჰქონია, ჩაიცინა და მიახლოებულ თადას გახედა . ევამაც მასზე გადაიტანა ყურადღება _ წავედით? -წავედით... ხვალ შემოვივლი . დროებით ეზოდან გამოვიდნენ. საჭესთან თადა დაჯდა და ნელა გაუყვა დანგრეულ, ვიწრო გზას. -საავადმყოფოში არ უნდა იყოს? იქნებ რა მოუვიდეს -მშობიარობდნენ ქალები სახლებში...მისი გადაწყვეტილებაა. ზედმეტი ცოდა, დარდი და ემოცია ყველაფერს ართულებს. იცი ნაკლები,ღელავ ნაკლებს და იქმნება ცოტა პრობლემა -როგორი მშვიდი იყავი ... თავიდანვე არ ნერვიულობდი? -სულ ვნერვიულობ, მაგრამ არაფერი მეტყობა. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს შენში, შენ თუ გეშინია ის ცუდად ხდება -გაკვირდები და ვხვდები როგორ უხდებით შენ და შენი პროფესია ერთმანეთს. -აი შენ კი ბუღალტერობა საერთოდ არ გამშვენებს -რატომ, არასერიოზული ვარ ამისთვის? -უფრო სერიოზული ხარ და მეტად საშიშიც -საშიში? შენ ჩემი გეშინია? -მე არა, მაგრამ შენ ხარ ის კაცი ვისიც უნდა ეშინოდეთ ... -ძნელად ვბრაზდები , მაგრამ თუ გავბრაზდი, ხო ნამდვილად უნდა ეშინოდეს მას ვინც ამის მიზეზია -ხაჭაპური გაცივდებოდა -შენ როგორ უძლებ შიმშილს -არ მახსოვს... თუ არ ფიქრობ საჭმელზე არც გშია. ყველაფერი ასეა, თუ არ ფიქრობ არც გახსოვს რომ გჭირდება _და ის ვინ იყო ,ვინც არ გჭირდება თუ ვინც არ გახსოვს- გადახედა და გონებაში ჩარჩენილი კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა _ვინ _აი ის კაცი ბოლოს რომ შემოვიდა ეზოში და ელაპარაკებოდი _ნაცნობი _რატომ გეღიმება _ბევრი კაცია ჩემს ირგვლივ ... _და მათ შორის ბევრი ვისაც მოსწონხარ როგორც ქალი _გეგონა მხოლოდ შენ აღმომაჩინე ? კოშკში გამოკეტილი პრინცესა რომელიც შენამდე არავის უნახავს _ისე ეკონტაქტები ყველას როგორც მე? _მე და შენ არ გავიარეთ ის ფაქტი რომ შენ სხვა ხარ? _მაგრამ მაინც არ გვაქვს არც სტატუსი და არც აღიარება შენგან ჩემი სიყვარულის _ჭირვეული შეყვარებული გოგოსავით მაწვები ,რომელიც მექალთანე ბიჭს სთხოვს ჩემ გარდა არავის გახედოო _ისევ დამცინი... საამყაროში ერთადერთი ხარ ჩემთვის ნამდვილად თორემ სხვა ახსნა არ მაქვს როგორ ბუნერივდ ამტანი აღმოვჩნდი _ეჭვიანობისგან ნუ გაგიჟდები. ვერ ვიტან კაცებს, რომლებსაც საკუთარი თავის არ სჯერათ და მითუმეტეს იმ ქალის ვის სიყვარულსაც იფიცებიან _ფიცამდე მიმიყვანე? ეკლესიასთან ახლოსაც არ გაგვივლია ჯერ ,მიმართულება შევიცვალოთ ? _მაშინ წავიდეთ მეც რომ შევძლებ შემოგფიცო სამუდამო სიყვარული _შეყვარებული როდის გყავდა ბოლოს _ დუმილის შემდეგ ჰკითხა და გახედა კიდეც_ მაინტერესებს ასეთი სულიერი თუ არსებობს ვისაც ენდობოდი...შორიდან დავაკვირდები ,რა აქვს ასეთი განსაკუთრებული _რას იპოვნი ვინც არ ყოფილა...ჭორიც კი არ არსებობს ისე ვაგვარებდი ყველასთან და შენ მაინც უკმაყოფილო ხარ _მე საერთოდ მაქსიმუმს ველი ყველაფრისგან . შენ ხარ ზუსტად ეგ მაქსიმუმი და მე თავიდან ნამდვილად ვერ მომიშორებ. ისე კი ,ჭორები თუ გინდა გააჩერო დააუჯერე ხალხს _სულ სხვისი პირით უნდა მთხოვო ცოლობა? თვითონაც არ ხარ დარწმუნებული რომ ამდენი წლის მერე ცოლს თუ შეირთავ მე უნდა ვიყო ის ქალი _ჩემი მანქანით არ ვართ თორემ დაგიმტკიცებდი რომ დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება ,შენ მჭირდები ... _ვინ ეუბნება ქალს მჭირდების, ქალს ეუბნებიან მიყვარხარს -მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ რაც გადის დრო და ხანი- სიტყვები ხმამ შეაწყვეტინა, თადას მობილური ამღერდა. ნომერს დახედა,მაგრამ არ უპასუხია, წითელ ღილაკს დააწვა და გათიშა - ხშირად გირეკავენ -შენ სად დატოვე ტელეფონი -რად მინდოდა, შენ აქ ხარ . რეკვას არ წყვეტს, აშკარად სჭირდები ვიღაცას -უნდა წავიდე - არ უსაუბრია მობილურზე,მაგრამ აშკარა იყო ზარის გამო აჩქარდა. ევა სახლში დატოვა, დაემშვიდობა და წავიდა - ხვალ გესტუმრები -ჩემი სახლის კარი შენთვის ღიაა უყურებდა მიმავალს და რჩებოდა საკუთარ მარტოობასთან მარტო. მიხვდა, თადას გაშვება ყველა ჯერზე მეტად უძნელდებოდა. ......................... მეორე დღესაც ესტუმრა. ჩიხში შეხვდნენ ერთმანეთს . ევამ ახალნამშობიარები ქალი მოინახულა და უკან ბრუნდებოდა თადა კი დასვენებული სახით მიაბიჯებდა ეზოში. -გამარჯობა...სად იყავი? -ბავშვი და დედიკო მოვინახულე -მაინც ვერ ისვენებ -თაფლობის თვეში დავისვენებ-გაუღიმა და ჭიშკრისკენ დაიძრა. თადამ მოგვიანებით დაინახა ბიჭი _როგორ ხართ _მე კარგად ლაშა ,შენთან რა ხდება? სკოლიდან სახლში რატომ არ წახვედი? _მარიამის ნახვა მინდოდა ,სკოლაში არ იყო და _რატომ არ იყო? არაფერი ვიცი _ მამამისმა გაიგო თურმე ჩვენზე . უკითხია ვინ არისო და გაგიჟებულა. ბიძაჩემის გამო ... რა ჯადაბა ვქნა არ ვიცი. შენ რომ გადმოიყვანო სახლიდან ვითომ რამე საქმე გაქ ? უნდა ვნახო რომ კარგადაა , მე რა ვიცი რას უზამს მამამისი _მამამისი გიჟი არ არის და მარიამს არაფერს დაუშავებს . ბიძაშენმა როგორც ჩანს ამ ბოლო დროს გამოიდო თავი . მირიანთან ხდებოდა რაღაც ,ზუსტად არ გამირკვევია დალაგდნენო და აღარ ჩავეძიე . _მე რა შუაში ვარ მერე... მაგათ ქუჩურ გარჩევებში. ბიძაჩემმა რომ გაიგოს დღეს რაც მოხდა გაგიჟდება _რა მოხდა _ის გიჟი გამომივარდა დამიწყო კაჩავი ,მუქარა და როგორც იცის ბლატავი. მე მაგრად არ მაინტერესებს,მაგრაამ მარიამს თუ ვერ ვნახავ მერე ბიძაჩემის ჩარევა მომიწევს. როგორმე მაჩვენეთ რაა რომ ვიცოდე რა ხდება და რა უნდა ვქნა . თუ არ დალაგდებიან ცოლად მოვიყვან და მდიოს მერე _ხომ იცი მე რომ ხელს არ შეგიწყობ მასეთ დაუფიქრებელ ქცევაში _მაგრამ სხვა რა გზა მრჩება . ხომ იცი მიყვარს , ისიც იცი ჯერ რომ არ ვაპირებდით დაქორწინებას . ვსწავლობთ ორივე და მერე უფრო გაგვიჭირდება ,მაგრამ არაუშავს. ყველაფერს გავაკეთებთ ერთად მაგ გიჟებისგან შორს. _აჯანყებული ბავშვივით ნუ მოიქცევი ახლა. როგორმე ისე მოვაგვაროთ რომ მარიამსაც არ მოუხდეს ორად გახლეჩვა. _ბიძაჩემი თქვენს გარდა არავის მოუსმენს ხომ იცით თქვენც _მარიამს მოვიყვან ჯერ და მერე ვნახოთ. შენ რომ გიჟდები იქნებ იმ გოგოს სულაც არ უნდა შენთან ყოფნა - ბიჭი ეზოში შეიყვანა და მერლანს მიუბრუნდა-თადა ,სტუმარს გიტოვებ ,მოვალ მალე ენერგიას ყველასთვის პოულობდა, ბავშვების პრობლემებისთვისაც კი ჰქონდა დრო და გულწრფელი ინიციატივა. მალევე გამოჩნდა ,მარიამთან ერთად მიდიოდა , ისიც აშკარად გზაში ეწუწუნებოდა,მაგრამ ლაშაზე არაფერი იცოდა, რომ დაინახა სირბილით გაიქცა მისკენ _კარგი არ იტირო _მეგონა გცემა იმ ველურმა... იმდენი ვიტირე _ჩემო ლამაზო, არ ინერვიულო _ ცრემლები შეუმშრალა და თავზე აკოცა _ვისთან უნდა მოგვარდეს ამ ბავშვების ამბავი _თადა ჯერ წყვილს უყურებდა მერე ევას შეხედა _მოვაგვარებ ... _ბიძამისი ვინ არის... _ლევანი _და იმ ტიპს უნდა შეხვდე ? _პაემანზე კი არ მივდივარ . მოვაგვარებ და დაავბრუნდები _სად შეხვდები _სახლში წავიყვან ლაშას და ლევანსაც ვნახაც _ჯერ გოგოს მამა გენახა იქნებ აძლევს შეხვედრის უფლებას _ სანამ ლევანი არ მივა და არ დაილაპარაკებენ არაფერი გამოვა. ლევანს კიდევ უკან არ დაუხევია არასდროს _აღფრთოვანებული ხომ არ ხარ შემთხვევით _ჩემი როგორც ქალის დაინტერესებას ვერ იწვევენ მოძველბიჭო ელემენტები , ხულიგნები და მითუმეტეს დამნაშავეები ... შენს წარსულსაც გადახედე კარგად _კრიმინალური წარსული არ მაქვს,ნასამართლეობის ისტორიაც არ გამაჩნია და იმედია ისე არ მოხდება ლევანთან ჩხუბის გამო მომიხდეს კაპეზეში მოხვედრა _ლევანმა იცის ვისთან როგორ უნდა მოიქცეს ... მე კი იმედი მაქვს ამ ბავშვების ამბის მოგვარებაში ხელს არაფერი შემიშლის . მალე მოვალ ........................ ლევანის ცოლი არ ჰყავდა და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად ცხოვრობდა. ეზოში იჯდა და ეწეოდა მოულოდნელი სტუმარი რომ დაინახა და წამსვე ფეხზე წამოდგა _მშვიდობაა ? რა გჭირს ... რა დაგემართა სიმონ _ ძმისშვილი შეათვალიერა,თავიც კი გადაუწია გვერდზე და სახეზე დააკვირდა _გზად შემხვდა და ამოვიყვანე . დამპატიჟა ,მეც ვიფიქრე შევალ_თქო _შენ ტყუილად არ მოხვიდოდი ... მობრძანდი,დაბრძანდი _ბავშვს ნუ უყურებ ასეთი სახით ... არაფერი დაუშავებია _რომელი ბავშვი , შეყვარებული ყავს თან არასწორი კაცის შვილი . სერიოზული ურთიერთობა გვაქვსო ამასწინათ მეუბნება . გეგონება ქალები დაილია და მეტს ვერ ნახავს ცხოვრებაში იმის შვილს არ აეკიდოს და შეწიროს თავი _თუ უნდა დაშორდნენ თავად დაშორდებიან და ამაში გარე ძალები არ უნდა ერეოდნენ _მამამისი მკლავდა ისეთი გიჟია... რას გიხსნი ახლა არ იცნობ?საწყალი მისი შვილი ,თან გოგო _მე შენზე უკეთ ვიცნობ ,წლებია ვურთიერთობ და ვიცი რისი გამკეთებელიცაა. თქვენს შორის გაუგებრობა მოხდა _არ გინდა ახლა ... _არ ინანებ შენ გამო რომ დაკარგოს ლაშამ ცხოვრების სიყვარული? _გადაიტანს როგორმე...მისთვის სჯობს მარტო იყოს და დატკბეს ცხოვრებით . ექიმობა რომ უნდა იცი? ექიმობა და ცოლი ერთად გამოუვა? მე გგონია ვარჩენ? თან იმ გოგოს თუ მოიყვანს და იმასთან დამამოყვრებს? გამორიცხე ევა,გამორიცხე _გამოდის ტყუილად მოვედი , შენი გულის იმედი რომ მქონდა და მეგონა იცოდი რას ნიშნავს როცა საყვარელ ქალს გაშორებენ _თუ უნდა ვერავინ გააჩერებს _დაელოდე მაშინ რა სისულელეს გააკეთებს და რა შარში გაეხვევა იმის გამო რომ შენ გვერდით არ დაუდექი _მოვკვდები მისთვის ! _მოკვდები და ბედნიერებას არ უყურებ? არ ჭირდება შენი სიკვდილი ,ჭირდება უკან დახევა _რა გინდა ევა _მე შეგახვედრებთ... დაილაპარაკებთ, მოგვარდებით _მარტო მე არ მეხება _ვიცი ,მოვაგვარებ . გოგოსთან შეხვდრის უფლებას მიიღებს ლაშა და დანარჩენი თავისთავად გაგრძელდება ან დასრულდება _და ასე შეყვარებულობანას უფლებას მისცემს? _ზრდილობის და პატვისცემის ფარგლებში _ეგ არ ეშლება ლაშას ... მე მოვიდე როგორც დამნაშავე და ის არ მოვიდეს მერე? _გგონია შენ დაგამცირებ ვინმეს თვალში და თავს დაგახრევინებ თუნდაც მართალი არ იყო? _ეგ არ მითქვამს _აბა თუ შეხვედრას მოვაწყობ როგორც შენი იმედი მექნება ისე მისი ნორმალური ქცევის _შენ ბიძია ვის დაემგვანე ვერ მოდი და ვერ მელაპარაკე? შუამავალი რო მომიყვანე და დააკარგინე ქაალს დრო. შენი დამწუნებლის დედა ვატირე კიდე შენზე უკეთეს სიძეს სად ნახავს ამ დაქცეულ ქვეყანაში-ბიჭს მიუბრუნდა ბოლოს _გოგოს მამაა ,რომელიც ბიძაჩემს ეჩხუბა რას იზამდი მის ადგილას. მე რო მივიდე მარტო მე დამიჯერებს? შენ რომ ეტყვი ჩემი ძმისშვილი არაკაცი არაა, შენ გოგოს პატივს სცემს და უკადრებელს არ აკადრებსო ხომ უფრო დაიჯერებს და უფლებას მოგვცემს შეხვედრის _ან მოგცემთ უფლებას ან არა _შენ მე სიტყვა შემაწიე და დანარჩენი მერე ვნახოთ _ახლავე წავიდეთ თუ ევას ჰგონია რომ იქ ის არ ამჭრის და ყელს არ გამოვჭრი თავისივე სახლში _წავიდეთ , გადადებული საქმეები არ მიყვარს მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა ნაღმი აფეთქდებოდა თუ განეიტეალებას შეძლებდა. ეზოში თადა რომ დაინახა გაუკვირდა. კაცი ნასვამი იყო, ერთად დაელიათ რამდენიმე ჭიქა . სუფრა ვაშლის ხის ძირში ჰქონდათ გაწყობილი,ქვის მრგვალ მაგიდაზე გამოეტანათ სახელდახელოდ დამცხვარი ხაჭაპური , ლობიო ,ფხალი . წითელი ღვინის ნახევრამდე დაცლილი გრაფინიც ამშვენებდა სუფრას. _აი ქალბატონი ევაც მოვიდა... ევა ექიმო შენ შეყვარებულების მკურნალობაც დეიწყე ამ ბოლოს? _ნწ,შეყვარებულების ურჩი ოჯახისწევრების ... შეყვარებულებს არაფერი სჭირთ სამკურნალო _ვნახავ ხვალ იმ ბიჭს და მივცემ ერთ შანსს შენი და ამ კაი კაცის ხათრით. თავდებში უდგება და ისეთი სიტყვა მითხრა მეც არ გადავალ _ სუფრით თუ მხვდებოდა ვერ გამაფრთხილე ევა? მეც წამოვიღებდი რამეს ... საღამომშვიდობისა _ მარიამს გაუღიმა ეზოში შესულმა ლევანმა. დაიხარა და ხელზე აკოცა _ სულ ასე ყვავილივით ნაზი და ფაქიზი იყავი ,მთელი ცხოვრება _ბიჭს მალავ ლევან თუ რა ხდება... შენი მოსვლა რათ მინდოდა ,შენ მიპირებ სიძეობას? _ჯერ ჩემი და გავატანე შენ ძმაკაცს. არასწორად იქცევა და შენც აპრავებ ... ახლა ჩემ ბიჭს უყვარს შენი გოგო და გამოკეტვას უპირებ , თუ მოგვცემ ნებას შეხვედრების. ზრდილობისა და ნორმის ფარგლებში ქმედებების _რომ არ მივცე ნება ? _მაშინ ნების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ და ეს უკვე არ იქნება კარგი ამ ბავშვებისთვის თორემ მე ჩემი ერთადერთი ძმისშვილის ქორწილის გადასახდელად სულ მზად ვარ _ახლა გოგოს მოტაცემით მემუქრები შე ჩემა? _მოტაცებით რატომ ,ცალმხრივად უყვარს ლაშას? მაშინ დავიშალეთ ,რას იტყვის ძვრფასი მარიამი ? ცალმხრივია ლაშას გრძნობები და ტყუილად აგვყარა ამხელა ხალხი ? შენ უბრალოდ თქვი კი ან არა ,არავის და არაფრის არც შეგეშინდეს არც მოგერიდოს. კაროჩე მთავარი ხარ შენ -ცალმხრივი არ არის -მარიამმაც თქვა და მამას ქვემოდან ახედა - მა -დაჯექით, დავლიოთ ... შენ ხო ვერ მოგიშორე სანათესაოდან - ლევანს მიმართა კაცმა და ცარიელი ჭიქა შეავსო - შენ სვამ ბიძიკო? -- ბიჭს გახედა დაწვრილებული თვალებით -თქვენ ღვინოს აქებენ , დავლევ -ჭიქა გამოართვა,მაგრამ დალევისგან თავი შეიკავა -დალიე ,რას უყურებ _ ძმისშვილს მიკრა ხელი ჭიქა რომ დაცალა მას მერე და შეუღრინა _ნუ აფიქრებინებ კაცს სტიანია ეს ჩემისაო _დალევის დროს ხო არ აფრენ შემთხვევით _შარზე ნუ ხარ ახლა თუ დათანხმდი ნუღა ატრაკ.ბ . პროსტა არ სვამს ბევრს,ჯანმრთელობას აწვება. ჭიდაობს თან და თან გაკვეთილს არ აცდენს. პახმელია იცის მამამისივით ორ დღიანი მაინცადამაინც მაგაში დაემსგავსა_ლევანმა მაშინვე დაიცვა ძმისშვილი და თან შეღონებულმა ამოთქვა -შენ სამეზობლოში ყველას ასეთი რთული და თან ჯიგრული ხასიათი აქვს?-ლევანის გვერდით მდგომს დიდხანს ვერ უყურა მივიდა ,ხელი ჩაკიდა და ახლოს მიიზიდა _რა უთხარი _დაქორწინდებიან თუ შენ არ მისცემ უბრალო შეხვედრების უფლებას ,რომელიც სულ გეცოდინება როდის და სად იქნება_თქო. მარიამმაც ცოტა იტირა და ყველა მამა იკერება გოგოს ცრემლებზე _ თავზე აკოცა და თან ლოყაზე ეფერებოდა. ისე იდგა ზურგიდან თუ დანახავდი იფიქრებდი ტუჩებს უკოცნისო. ლევანსაც მსგავსი ფიქრები ჰქონდა და ზუსტად ეგ იყო თადას მიზანიც . _დღეს მეც დავლევ... მიშას კარგი წითელი ღვინო აქვს . _კიდევ რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე ქალბატონო ევა ... _დიდხანს თუ იქნები ჩემ გვერდით ნახავ მშვიდად განაგრძეს საუბარი, მალე რამდენიმე მეზობელიც შეუერთდდათ. ქუჩაში დანახულ გამვლელებს ეძახდა მიშა და ისინიც უარს არ ეუბნებოდნენ. ლაშა ბოლოს მაინც დაათრო სასიმამრომ და დარწმუნდა მისი გონება მთვრალზეც მუშაობდა _არ წავიდეთ ? _წავიდეთ ... დაგტოვებთ დამოყვრებულებს . _მადლობა ევა ბიცოლა _ ლაშა სიმთვრალემ არია თუ ლევანმა ვერ გეტყვით ,მაგრამ გვერდებში მოხვდა წამსვე გაშლილი ხელი _დაჯექი , არ წაიქცე _ ისე დაქაჩა და დასვა ადგომას მარტივად ვერ შეძლებდა _ დაგემშვიდობები მეც, დიდი ხნით გავდივარ და კიდევ როდის შევხვდებით არ ვიცი. იქნებ შემდეგი შენი ქორწილი იყოს-წამოდგა, გადაკოცნა და ხელზე ხელი ჩაკიდა _დაპატიჟებულთა სიაში თუ აღმოჩნდები , კი _ აშკარა ეჭვიანობა გამოსდიოდა უკვე ისე შეუშალა კაცს ხელი და ჩახუტების უფლება არ მიაცა. ჩაეცინა ლევანს და ოდნავ ასწია ხელები -სიძე შენ თუ იქნები მის ქორწილში , აშკარად ვერ _კარგად ლევან -ნახვამდის, ევა ეზოდან ერთად გავიდნენ. თადას უკვე ზომაზე მეტი ჰქონდა დალეული და სწორ ხაზზე კი მიდიოდა,მაგრამ ეტყობოდა სასმელიც მის თვალებს . _ბიცოლაო... მის ცოლად ყავხართ ოჯახში გაიგივებული? შეყვარებულები იყავით თუ რა. იმიტო გამოვარდა შენ როგორც კი ელაპარაკე _არ ვუყვარვარ ,დამშვიდდი _სიყვარულით მე მიყვარხარ იმას მოსწონხარ და უნდიხარ. ისე გიყურებს ავიწყდება შენ გარდა სხვებიც რომ არიან ირგვლივ . ყველაზე მაგარი ისაა, რომ მე უნდა მოვითმინო იმიტომ რომ შენ არ გაჭედო. .. გავკარი ეგეთ მოთმინებას _ჩუმად დუდღუნებდა. სიბნელეში მიდიოდნენ ,საკმაო გზა ჰქონდათ გასავლელი მთვარის შუქზე _გეჩვენება _მე? ზუსტად გეტყვი თუ გინდა როდის რას ფიქრობდა და მე შენ რომ გცემ პატივს თორემ აქამდე მეყოლებოდა ნაცემი _არც კი იფიქრო ,სიამოვნებით მოგკლავს ... მაინც იცის მე რომ მასთან არასდროს ვიქნები და დასაკარგიც არაფერი აქვს შენგან განსხვავებით _ანუ გგონია რომ მომერევა _კი არ მოგერევა ,მოგკლავს_მეთქი ადამიანო _არავის გადაუღუნოს-ისევ ჩუმად თქვა და თვალები აატრიალა _რომ სვამ ცუდ სიტყვებს ამბობ ხოლმე? _თუ საჭიროა ფხიზელზეც ვამბობ ... ახლა ბევრს ვლაპარაკობ უბრალოდ და ბავშვივით გეწუწუნები. დამაშინე, არ მინდა მეჩხუბო და დავშორდეთ _მთვრალსაც ,რომ გიტან მგონი აქ არის საქმე ცუდად_ამოიოხრა და მერე გაეღიმა თადას შეკრული წარბების დანახვისას _ცუდად თუ კარგად _გააჩნია ვისთვის _სულ მეუბნებოდნენ საყვარელი ხარ მთვრალიო და შენ არ გესაყვარლები ? _ეზოში რომ შევიდნენ ხელზე აკოცა და ლოყა დადო ხელისგულზე _მე მგონია რომ შენი ძილის დროა _უშენოდ ძილიც აღარ მინდა -ისე მოეფერა ,ისე უყურებდა თვალები უბრჭყვიალებდა. თავი დახარა და ხელები დაუკოცნა _ შენზე დამოკიდებული გავხდი-თვალებში უყურებდა, რომ უთხრა და სასურველ ტუჩებს კიდევ ერთხელ შეეხო -ერთად დავიძინოთ, ორივე მოვერევით უძილობას - კოცნის დასასრულს ჩურჩულით უთხრა , ხელი ჩაკიდა და სახლისკენ გაუძღვა. ზღვარი გადალახა, სამუდამოდ გააქრო უკან დასახევი გზაც. იცოდა და მაინც აგრძელებდა გზას, მასზე მინდობილი, მისით ბედნიერი. ................... დილის სიჩუმე და სოფლის სიმშვიდე კივილის ხმამ დაარღვია . ევას სულში ყველა’ფერი ერთიანად გაქრა ხმა რომ იცნო და მეზობელი სახლისკენ სირბილით გაიქცა. სასაზღვრო ღობეში არსებული პატარა ჭიშკარი გაიარა, წამში გაჩნდა ეთოს ეზოში ,მაგრამ უკვე გვიანი იყო . შეკრებილ ოჯახისწევრებს შორის აღმოჩნდა, შვილიც კი მოაშორა ქალს ,მუხლებზე დაეშვა სამზარეულოს იატაკზე უსულოდ დაცემული ქალის გვერდით და უშედეგოდ სცადა პულსის პოვნა. დაყოვნების გარეშე ,ცივი სახით დაიწყო პირველადი დახმარების გაწევა,ბოლომდე არ გატყდა _მიდი ეთო რა ... გთხოვ ერთი ,სულ ერთი დარტყმა .დამეხმარე ნუ ნებდები ასე მარტივად ნუ მიდიხარ _ მკერდზე აწვებოდა და ხმადაკარგული გაყინული სახით დაჰყურებდა უსულო ქალს . ბოლოს შუბლი გაჩერებულ გულზე დაადო და გულიდან წამოსული ტკივილიანი ხმა ამოუშვა. თადას შეხებას გრძნობდა , მაგრამ არ გაუხედავს .იატაკზე მუხლებით მდგომი, მუშტებით ხის იატაკს დაყრდნობილი ისევ ეთერის უყურებდა , ცარიელი უმეტყველო მზერა მიეპყრო ჭერისკენ. საკუთარი ხელით დაუხუჭა თვალები . მოხრილი ფეხი გაუსწორა. გვერდზე დავარდნილ ცალად დარჩენილ წითელ ქოშს მეორეც მიუდო გვერდით . ღრმად ჩაისუნთქა გულიდან ტკივილის გასაქრობად ,მაგრამ არ გამოვიდა ისევ ისე ძლიერ აწვებოდა სევდის ლოდი მკერდზე _რაიყო ქალო ისევე გიმტყუნა მაგ ფეხმა და დეებერტყე ძირს ხო ... დაბერდი გეუბნები და არ იგონებ ადამიანის ნათქვამს _ გულამოვარდნილი იდგა კარში თალიკო . ჯოხიც დავიწყებოდა ევას ხმის გაგონებისას გზაში სიმწრისგან გაქცეულს. მეგობრის დანახვამდე არ აღიარებდა მომხდარს - ევა , ბებია შენ ტიროდი ამხელას?-ევას ცრემლების ეჯერა მხოლოდ , მისი გულამოსკვნილი ტირილი ნისნავდა სიკვდილთან წაგებულ ომს თალიკოსთვის-ვაიი შენს თალიკოოს- კივილი და ტირილი ერთროულად დაიწყო წონასწორობადაკარგულმა, ევა,რომ ექცა საყრდენად. სახლი ივსებოდა ხალხით,მეზობელი ქუჩებიდან მოდიოდნენ პანაშვიდზე. ეზოში შეკრებილები უსამძიმრებდნენ ჭირისუფლებს. მეზობლები კი ისე აწესრიგებდნენ ირგვლივ ყველაფერს თითქოს საკუთარ სახლში იყვნენ. ჭიშკარი გაიღო , ეთერი კი ზალაში გადაასვენეს. საბოლოოდ დატოვა ოთახი რომელიც ინახავდა უამრავ მოგონებას, ტკივილსა და სიხარულს. მარტოობას და ერთობას. გაჩნდა სიცარიელე ,რომელიც არ ივსება. თალიკო არ გარყეულა ადგილიდან. პირველი დაჯდა ჭირისუფლის სკამზე და შემდეგ მიუსხდნენ დანარჩენები. ერთი ასაკის ყველა ქალი იქ იყო , ეთოს ირგვლივ შეკრებილები ,მაგრამ ხელთ დიდხანს აღარ ექნებოდათ გიტარა და სიმღერაც აღარ იქნებოდა ეთოს ხმის გარეშე. ------------- ევა ჭირისულფებს შორის არ გაჩერებულა. დაიწყო გონს მოსვლა და ყველაფრის მოგვარება. -თინასთან წადი ოთიკო... უთხარი ძროხამ წააქცია , რამე მოიტეხა და გამომგზავნეს რომ ნახო-თქო. შოთას უთხარი სიმართლე და მიხედავს ყველაფერს. მანქანაში მაქვს გასაღები, ბენზინის ბალონი გარაჟშია და ჩაიდე , ნელა იარე იცოდე -მე წავალ -შენ არა შალვა, შენ ტყუილის თქმა არ შეგიძლია და ნახე რას გავხარ ტირილისგან თვალები გაქვს დასიებული, დაგინახავს და ყველაფერს მიხვდება - ბიჭებს შორის ის აარჩია ვინც ნაკლებად გამოხატავდა ემოციებს. ყველას საკუთარი მისია რომ დააკისრა შემდეგ დაიძრა საკუთარი ეზოსკენ . პატარა ჭიშკარს რომ მიუახლოვდა თვალწინ დაუდგა ერთმანეთის გვერდი-გვერდ მიმავალი თალიკო და ეთერი , ევასთან მისვლამდე რაღაც ამბავს გაცხარებით რომ განიხილავდნენ. ეთო ბოლოს მაინც უთმობდა და თავი დამანებეო ეუბნებოდა. ხედავდა გაღიმებულს და ესმოდა ხმა „ ევა ბებია მომენატრე, ძლივს არ დაგინახე სახლში? „ მიდიოდა და ყველა ნაბიჯის გადადგმისას ეტყობოდა სიმძიმე . სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯა შემდეგ აიფარა სახეზე ხელები და აქვითინდა თადა იქამდე იცავდა მის დაწესებულ უხილავ ზღვარს,შემდეგ უსიტყვოდ ანუგეშა. საყრდენად გადაიქცა, მდუმარედ მოეხვია ,გულში ჩაიკრა და იქამდე არ უშვებდა სანამ ევამ არ გაზარდა მანძილი -გამოვიცვალო უნდა -საძინებელში შევიდა და კარადის სიღრმეში შენახული შავი სამოსი იპოვნა.ყოველ ჯერზე როცა საყვარელ ადამიანს კარგავ ყველა ტკივილი ერთად გტკივა, თითქოს თავიდან გტოვებს ყველა და ერთად იხსება ყველა ჭრილობა _არის რამე რისი გაკეთებაც შემიძლია? _ ოთახიდან გამოსულს მზერა შეავლო . ვერ აიტანა შავებით შემოსილი,თავზეც კი შავი თავსაფარი ჰქონდა შემოხვეული . იმ წამს დარწმუნდა რომ ეს ფერი გამოხატავდა სულის მდგომარეობას _ყველაფერს მიხედავენ ... უბრალოდ დარჩი თუ შეგიძლია _შენ თუ არ გინდა რომ წავიდე მე სულ დავრჩები იქ სადაც შენ მეგულები _ვერ გაუშვა ისე რომ არ ჩახუტებოდა. წამით მოხვია მკლავი, ლოყაზე შერჩენილი ცრემლი მოაშორა და თვალთან ახლოს აკოცა_ შენ იცი,რომ ვერაფერს შეცვლი . მოგონებები უნდა შეაგროვო და თავს არ მისცე უფლება დაგავიწყდეს _ ქალის სახე ხელებსშორის მოიქცია,შუბლზე აკოცა და გული უცნაურად შეეკუმშა ევამ ხელი რომ ჩაკიდა,მისი ტკივილი ტკიოდა . სიჩუმემ დაისადგურა ისევ , თითქოს ყველა ელოდა დედის დასატირებლად მიმავალ შვილს. ღია ჭიშკრის დანახვისას რომ მიხვდა ყველაფერს, იქამდე ეჭვებს რომ არ იჯერებდა და შემდეგ რეალობის წინაშე დარჩა. ირგვლივ მხოლოდ მისი ხმა ისოდა, გლოვის ახალი ტალღა დატრიალდა ჰაერში, დაობლებული თინა ტიროდა დედას ევა მეორე სართულზე ამავალ კიბეს მიუყვებოდა , თინა უნდა ენახა. ქალი,რომელიც საბოლოოდ გაიზარდა, რომელიც ვეღარასდროს იგრძნობდა თავს ბავშვად, ვეღარასდროს იქნებოდა დედის მკერდზე მიხუტებული პატარა გოგო . ეთოს ცხედართან დამხობილი ქალის დანახვა ვერ შეძლო,თავი ჰქონდა დახრილი ზალაში შესვლისას . ადგილზე გაყინა მისმა ხმამ _ევა ... ევაა მიშველისო დედააა სულ ამას მეუბნებოდი ევა აქ არ არისო?დავუძახებ და გაჩნდებაო. მაგაზე უკეთესად ვინ მომხედავსო მისი იმედი მაქ თქვენი არაოო დედააა. რატო ვერ უშველე ევა ... რატო ვერ უშველე დედაჩემს ევა . შენთვის დაძახებაც ვერ მოასწრო ხომ? ვერ მოასწარი დედაა გტკიოდა და არ თქვი?გული გისკდებოდა და არ თქვი საქმე გაფუჭდებაო დედა?ახლა ვინ მიხედავს შენ საქმეს დედააა... ერთად გიტირებთ დედა სუყველა და მერე დედა?მერე რა გვეშველება მე და შენ . რომ ვწუწუნებდი და მეტყოდი ნუ გეშინია აგერ ვარო რაცხა იქნება გვიშველის ღმერთიო დედაა შენ რატო ვერ გიშველა დე...ევა ვერ მოგაშორეს თურმე დედა მარა ვერ აგიმუშავა გული დე _ყველგან ისმოდა ქალის სიტყვები. ეზოში მდგომ თადასაც ესმოდა. გუგას გვერდით რომ იდგა და მხოლოდ ევაზე ფიქრობდა. მის გრძნობებზე და განცდებზე. ............................ თადა ევას გვერდით იყო, წამითაც არ უნდოდა მოშორებოდა და ირგვლივ ყველას ყურადღებასაც იქცევდა. ადამიანს არაფერი აჩერებს, ტრაგედიების დროსაც აღიქვამს ირგვლივ არსებულ პაწაწინა პრობლემასაც კი. გუგაც არ იყო გამონაკლისი _აქ რა უნდოდა ... ან ახლა რა უნდა_ თადას უყურებდა და ევას კითხვებს უსვამდა _ ვახშამზეც რჩება , საჭმელს უკეთებ თან იქ გაკეთებულ ფლავს და ლობიოს ვერ შეჭამს? ხარჯის საჭმელი არ კმაროდა? მე მეკითხებოდი გაიგე ვინააო და სახლში შემოუშვი? _სახლი ჩემია თუ მინდა გადავწვავ და მეც დავიწვები_ თვალები ტირილისგან ჰქონდა დაშუპებული. აჯაფსანდალს აკეთებდა, გუგას არ ესმოდა იმ დროს რატომ დაიწყო კერძის მზადება, რომელსაც ამდენი დრო სჭირდებოდა. თადამ იცოდა რომ დამშვიდების საშუალება იყო. ისიც იცოდა ყველა რომ გამონახავდა დროს მათზე საუბრისთვის და გუგაც ეჭვიანი ბავშვივით მოიქცეოდა. _ჩემი წასვლის დროა ... _საწოლი მზად მაქვს უკვე , თუ წასვლა გინდა შენი გადასაწყვეტია_ არ გაუხედავს . ბოსტნეულს ჭრიდა და თითქოს არავის აქცევდა ყურადღებას. _მე რომელ ოთახში დავწვე _შენ შენს სახლში,ცოლის გვერდით და დედაშენს დაამშვიდებ. ეტყვი ევას თუ უნდა გ.ბოზდება კიდეც შენ ნუ გასცემ სხვებს პასუხს. მისი აღმზრდელი არ ხარ,არც მასზე პასუხისმგებელი და ნუ აწუხებ მის ქალად გადაქცევის და ამ სულელური ქალური პრობლემებით სულს ნუ შეუხუთავ_თქო . მადლიერების გრძნობა გამოიჩინე და მომაშორე დედაშენი , რომელიც ახლა ზის და ჭორებს უსმენს ჩემზე . მოემართება სახლიაკენ და ამაფეთქებს მაშინ როცა ვგლოვობ ქალს ,რომელიც ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა _ დანა ისე უცებ ჩაარჭო ხის დაფაში გუგას თვალები გაუფართოვდა _ გასაგებად ვთქვი თუ გავიმეორო _არასწორად იქცევი ... უნდა ამიხსნათ თქვენ ორმა _დავილააპარაკოთ, მე ახლავე შემიძლია გითხრა რასაც -თადამ დაიწყო,მაგრამ ევა აშკარად არ აპირებდა მოთმენას _არაფერს გეტყვის იმიტომ რომ მე თავად ვწყვეტ ყველაფერს და სამყაროში არ არსებობს ცოცხალი კაცი ვინც ჩემ გამო პასუხს მოსთხოვს ვინმეს. შენი მოცემული უფლება არ მჭირდება კაცის შესაყვარებლად _მაგრად მამცირებ ახლა მის თვალში _შენ მამცირებ ისე რომ იქცევი თითქოს ჩემზე უპირატესი ხარ და შენ მიწყვიტავ ცხოვრებას . ახსნა განმარტებას მამაჩემსაც რომ არ ვაბარებდი ხომ იცი... ბაბუა იყო ერთადერთი ვისაც ვუყვებოდი ყველაფერს და ისიც არ ერეოდა გადაწყვეტილებაში და შენ რას ითხოვ . გინდა თადას ეჩხუბო ? მიდი ,ახლა ამ დროს ჩემ სახლში საქმის გარჩევა სცადე და მერე მიიღე ჩემგან რეაქცია _ნუ იჩხუბებთ ამ მარტივი ამბის გამო... არაფერი ხდება . მე მიყვარს,ევას არ ვაინტერესებ ... ამ ჩვენებას აწვება ამ წამამდე და შენ თუ ახლა გააცოფებ შეიძლება იქამდე მივიდეთ რომ დამთანხმდეს ყველა შეთავაზებაზე. ასახსნელი არაფერია ,სულ ეს არის _შენ გოგო გინდა მე მომკლა? დადგები მერე და მიტირებ ... _ ნატოც გამოჩნდა. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე ჩხუბი დაიწყო ოღონდ ტონს აკონტროლებდა სახლიდან რომ არ გასულიყო ხმა _ შენ შვილო მე არ ვიცი ვინ ხარ სად იყავი სადაური ხარ რა კულტურა და ზნეობა გაქ, მაგრამ აქ ასე არ ხდება. ქალიშვილ გოგოსთან სახლში ვერ ჩასახლდები და კუდში ვერ აედევნები ყველგან ყველა კუთხეში თუ დაანიშნული არ გყავს და სახლში მოკითხვა ხომ საერთოდ ცოლი თუ არაა არ შეიძლება. რა კაცობაა გოგოს სახელის გატეხვა , არ გრცხვენია? _ნატო ,გეყოფა _შენ გაჩუმდი...შენც თუ კაცი ხარ. ვიღაცებს ურჩევ საქმეებს და შენი დეიდაშვილის ამბავი ვერ მოგიგვარებია _ შვილს არც მოუსმინა პირდაპირ თადას მიეჭრა . ევას ისევ დანა ეჭირა და ხმაურით ჭრიდა ბადრიჯანს _ შენ ეს უპატრონო ხომ არ გგონია. მოდი ხელი ითხოვე,ქორწილი გადაიხადეთ და მერე სულ აქ იცხოვრე სახლი თუ არ გაქვს _ქალბატონო ნატალია , მე დიდი სიამოვნებით შევირთავ ცოლად თქვენ თუ დაარწმუნებთ თქვენს დისშვილს ... _ნატალია ვახშმად დარჩენას თუ არ აპირებ შეგიძლია ახლავე დატოვო ჩემი სახლი . ვფიქრობ ვიჩქარე შენთან შერიგება _სულ გაგიჟდი ხომ?სულ გადაირიე ... ამიტომ არ შეიძლება ქალი ასე კაცივით ცხოვრობდე შენ ჭკუაზე. ვეუბნებოდი ანდროს გავათხოვოთ ,მოხუცი ხარ შენ რომ აღარ ეყოლები სულ გადავა ყირაზეთქო,მაგრამ ის ცხონებულიც უცნაური კაცი იყო. შვილს არ ენდობოდა ისე შენ რომ გენდობოდა და ახლა რას აკეთებ. ნეტავ რას იტყოდა მის შვილიშვილზე რომ გაიგებდა ვიღაც კაცი აკითხავს სახლში და იქ რჩებაო. _დამიჯერეთ ისე არ _ თადას არეულ სახეს ხედავდა,მშვიდ ტონს მაქსიმალურად რომ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და ისე იდგა თითქოს ევას ფარს წარმოადგენდა. თავი უსკდებოდა, გადაიწვა. უცებ დაეხშო სმენაც,თადასკენ შებრუნდა,ხელები ყელზე მოხვია და აკოცა. ნატალიას კივილის ხმა ესმოდა ზურგს უკან , მაგრამ არ აინტერესებდა. ისე უნდოდა გაეგიჟებინა როგორც თავად აგიჟებდა. _წახვალ თუ აივანზეც ვაკოცო ყველას დასანახად _ ნატოსკენ შებრუბდა და მშვიდად განუცხადა. _მორჩა ,მე შენ აღარ გელაპარაკები _ბუტე ბუტე გაგებუტე ... _სახლიდან გაქცეულს მიაძახა _შეიშალე ... ნამდვილად შეიშალე _ გუგა ნატოს მიჰყვა და წყვილს ბოლოჯერ შეავლო მზერა. _მომეხმარები ? _შებრუნდა დანა აიღო და თადას მიაწოდა _რატომ ვგრძნობ თავს სიძვის დიაცად ,რომელსაც როცა უნდათ და როგორც უბდად მაშინ იხმარენ _მაპატიე ... ძალიან მომინდა კოცნა და არ ვიცოდი შენ თუ გბოჭავდა ხალხმრავლობა _ნუ მელაპარაკები ასე გთხოვ ... ვიცი დაიღალე ,მაგრამ მე _ვიცი,შენ არაფერ შუაში ხარ . შენ ჩემ გვერდით ხარ ამ ქაოსში და მე ბოროტად ვსარგებლობ იმით რომ აქ ხარ. არ მიდიხარ,არადა უნდა გარბოდე ჩემგან _თან რომ მებრძვი და თან რომ მიახლოვდები ვირევი ... აღარ ვიცი რას უნდა ველოდო. _მაპატიე _ ისევ გაუმეორა,ახლოს იყო ,თვალებში უყურებდა და მთელი არსებით თხოვდა პატიებას . _არაფერია , უბრალოდ გაიხსენე ხოლმე რომ მორჩი ჩემ მოშორებას და ხელი ჩამკიდე _ აკოცა, არეული თმა გაუსწორა და სახეზე მოეფერა _ შენ მთავარია გინდოდე ,მე აქ ვარ -შენ აქ ხარ ... _შეეშვი ამათ ... მე გავაკეთებ რამეს სხვას _ დანა გამოართვა და ხელზე აკოცა _ დაჯექი ,კარგი? _შავი თავსაფარი ყელიდან ფრთხილად მოაშორა და ევას მზერა რომ აერია თვალთან ახლოს აკოცა _ თუ გინდა იტირე ,მე აქ ვარ _ვერ ვიტან სიკვდილს ! არაფერს მივცემ უფლებას გადამიწყვიტოს როდის მოვკვდები _ არ უტირია, შებრუნდა და ყველაფერი წამებში მიალაგა _არ შეგვიძლია განვსაზღვროთ სიკვდილის დრო _მე რომ დავასრულებ აქაურ საქმეებს , ანდაც მოხდება რამე რაც აზრს დაუკარგავს ჩემ არსებობას ,ანდაც იმაზე მეტად მტკივნეულს გახდის ვიდრე ახლაა თავად დავასრულებ _შენ არ ხარ ის ქალი თავს რომ მოიკლავს ! _ზუსტად მე ვარ , ოღონდ არა დანებების გამო , დასრულებისთვის _აქამდე მარტო იყავი , შეგეძლო ეგოისტურად მოქცევა ... ახლა აღარ ხარ მარტო და შენ სიცოცხლეზე სხვაც არის დამოკიდებული _შვილები ცხოვრობენ მშობლების გარეშე და უარესი,მშობლები შვილების შემდეგ ... _ისევ უყურებდა,რა თქმა უნდა თვითმკვლელობას არ აპირებდა და ეს უბრალოდ ზოგადი დამოკიდებულება იყო სიკვდილ_სიცოცხლის მიმართ ,მაგრამ თადას სულში დატრიალებულ არეულობას ეგოისტური სიხარულით უყურებდა _ისევ შემიწვავ კარტოფილს? გათლილი კი არის უკვე ... _რა დროს კარტოფილია რას მეუბნები ,გინდა გამაგიჟო ხომ ? ისედაც სულ მეშინია ამ საგიჟეთში არავინ არაფერი დაგიშაოს და ახლა ისიც უნდა ვიდარდო შენ არ გაიღვიძო ხასიათზე და თავს რამე არ დამართო ... გიკრძალავ _რას ,სიკვდილს?_გაეღიმა _ზუსტად _კიდევ რას ამიკრძალავ ,როგორც კაცი _ნუ დამცინი ,ცეცხლზე ნავთს ნუ მისხამ _არ დაგცინი ,მაიტერესებს კიდევ რას ამიკრძალავ _რა უნდა აგიკრძალო 2 წლის ბავშვი ხარ და სახლიდან მარტო არ გახვიდე_თქო გეტყვი თუ ძირს დაგდებული შოკოლადი აღარ აიღო_თქო _ვგიჟდები _შენ კი არა მე ვგიჟდები ... არადა როგორი მშვიდი ნერვების მქონე კაცი ვიყავი . ეს რა დღეში ჩავვარდი _ამოიოხრა და სახეზე ჩამოისვა ხელები _მამა მეუბნებოდა შენ გაქვს ძალა ადამიანს ცხოვრება დაულაგოო... სიმშვიდის მომტანი ვარ ყველასთვის . ნუ გეშინია , შენ ცხოვრებაში თუ შემოვალ ჩემი ცხოვრებით ,არეულ აზრებსაც კი დაგილაგებ _გგონია უკვე არ ხარ ჩემ ცხოვრებაში შემოსული? _შენ მე არ მიცნობ არ იცი რამდენად შეიცვლება შენი ცხოვრება ჩემთან _უკვე შეიცვალა _და მე ჯერ კიდევ არავინ ვარ შენთვის _არა, ეს მე არ ვარ შენთვის არავინ თორემ ჩემთვის ამ მოცემულობით უკვე ყველაფერი შენ ხარ _შეუძლებელია იმ დროში რაც ჩვენ ნაცნობობას ითვლის მე ვიყო შენთვის ყველაფერი. შენ უბრალოდ გიზიდავს განსხვავებული ,ბავშვი ხარ რომელსაც ყველაფერი უცხო უნდოდა ყოველთვის და ჰქონდა კიდეც . ახლა ქალის ჯერი დადგა და ვის ნახავდი სხვას ჩემზე უცნაურს ... ჩვენი პირველი შეხვედრაც არ ჰგავდა არაფერს . შენ ჩემი გავლენის ქვეშ ხარ , მაშინ გაივლის ეს აღმაფრენა როცა მე მოვინდომებ _ახლა მეუბნები რომ მე კი არ ვცდილობ შენ ასრულებ შენ გეგმას და ისე მახვევ ქსელში როგორც ობობა საწყალ ბუზს _ცუდი შედარებაა ... მე არასდროს გავნებ _არადა ეს სიჯიუტე უკვე მაზიანებს. ისეთი ფორიაქი მაქ უშენოდ _უშენოდო მეუბმება კაცი, რომელიც ამ ღამით ჩემ სახლში რჩება . მაინც ყველა ჭორაობს და რას ველოდები? _ ისევ აურია თავგზა თადას. ზედმეტად ახლოს იყო. ხელისგულებით მკერდზე მიეყრდნო,შემდეგ ყელზე გადაავიდა და თავად მიეკრო _ შემახსენე რა გვიშლის ხელს თუ სურვილი ორმხრივია ? _ თვალებში უყურებდა სუნთქვაშეკრულს, ტუჩები ნაზად შეახო ტუჩებზე . თადას ხელები ქალის სხეულთან ახლოს ჰქონდა ის იყო უნდა შეხებოდა უცებ რომ ასწია მაღლა და თავის უკან გადასწია _ხომ ვამბობ შენ მე ბოლოს მომიღებ _ვინ ეუბნება ამას ქალს, რომელიც ასეთი შეთავაზებითაა _მგონი სჯობს წავიდე ... ხვალ დილით. ხო ხვალ დილით მოვალ _ქალიშვილი გოგისავით რატო გამირბიხარ _ ნაბიჯები არეულად რომ გადადგა და სკამსაც ძლივს აუარა გვერდი მერე ჰკითხა _ნუ გეშინია არაფერს გატკენ _გეყოს ! _ჯერ როგორ მეყოფა, უნდა გავიხადოთ ,მომეფერო ... მინიმუმ წელს ქვემოთ მაინც თუ მთლიანად არ და შემდეგ გააჩნია რა შეგიძლია ან მეყოფა ან არა _შენ შესანიშნავად იცი ,რომ არაფერი მოხდება ჩვენს შორის ამაღამ კი არა საერთოდ აქ ... იქამდე სანამ არ გაირკვევა ყველაფერი. არ გატყდები კი არადა გამოტყდები რომ გიყვარვარ და მენდობი და ცხოვრებას მიკავშირებ . _მე რომ არ მაქვს ბარიერები და არ მჭირდება ცოლი მერქვას ? თავისუფალი ვარ საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას? ნუ თუ არ გინდა რას ვიზამთ , ხომ არ ვიძალადებ _სურვილი ... სურვილი არ მაქვს მე ,ხო ჩვენ შორის ხომ შენ გიჟდები ჩემზე ,შენ გეფიქრება სულ შენ დამდევ ყველგან შენ არ გახსოვს ჩემ გარდა არაფერი და არავინ _მაშინ რა გვიშლის ხელს ,თადა _პატივისცემა ჩემი შენდამი ! ეგეც რომ არა , შენ ახლა უბრალოდ ცუდად ხარ , გადაღლილი, გადამწვარი დასვენებაც ვერ მოახერხე საავადმყოფოს არეულობის შემდეგ საყვარელი ადამიანი რომ დაკარგე . დაკარგული ბავშვივით ხარ ,რომელმაც არ იცის თავი როგორ ინუგეშოს . შენ მე ისევ არ მენდობი,აქ მხოლოდ იმიტომ მტოვებ,ზოგადად ახლოს ყოფნის საშუალებასაც იმიტომ მაძლევ _სად მიდიხარ _შენ გამოცდაში ქულების აღებას არ ვაპირებ ... უარს ვამბობ _თუ გამოცდაზე გაუსვლელად გიწერ ქულას? _მითუმეტეს არ მინდა _ასე ვერ დამტოვებ _მარტოც მოერევი ტკივილს... შენ ყველაფერი შეგიძლია. _მორჩა , შევეშვები შენი გრძნობებით თამაშს . დარჩი _სერიოზული იყო , თადას ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის გადმოდგამდა ნაბიჯს . ჯერ უყურებდა,შემდეგ თავისკენ მიიზიდა და მოეხვია _დავიძინით _ერთად _კითხვა არ იყო , შეთავაზება და ევას უარი არ უთქვამს .......................... _ ლადოც ჩამოსულა -ქალაქიდან ერთად ბრუნდებოდნენ მანქანა რომ გააჩერა და ერთ-ერთ მეზობელთან შევიდა _ეს ლადო ვინღაა _ ამოიბუზღუნა და მზერა გააყოლა. კარგად ჩანდა მთელი ეზო და ისიც როგორ მოეხვია ვიღაც ბიჭი ევას. _სულ წუწუნებდა მოდის და ჩემთან არ უშვებო ... რავა ვეჩხუბებოდი მაგი მცოდნოდა გული ასე ტკიოდა _ქალი თავწაკრული იჯდა და თავის დარდს უყვებოდა ახალგაზრდებს _კარგი ბიცოლა ,ახლა რას შეცვლი . იცოდა შენი ამბაავი ეთომ. წელიწადში 4_ჯერ ჩხუბობდით ,ყველა სეზონზე ერთს მაინც და მერე მალევე რიგდებოდით. შერიგებაც მორიგეობით გქონდათ _იმას უწევდა ახლა ... წინაზე მე შევურიგდი და ახლა რა მიქნა ეს. სპეციალურად მქონდა გადადებული ის ლეღვის მურაბა მაგას რო უყვარდა მეთქვი როგორც კი მოვა მაშინ გავუხსნითქვა . დედა ეს რა დემემართა ეს რა მოხდა _ღმერთო შენ მიშველე ... ხედავ ? ტყუილად რომ იცი ქალბატონო ხანდახან გაბრაზება _ ჯერ თავი მაღლა ასწია და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მერე ევას დახედა. რა იცოდა დამდენჯერაც გაუღიმებდა და შეხედავდა თადას იმდენჯერ თუ უნდებოდა მანქანიდან გადახტომა _შენ როდის გეჩხუბები და სხვას რატომ დარდობ _მე სულ უკან ვიხევ თორემ რომ შეგეწინააღმდეგო საშიში ხარ ... ვინ გადმოიცხოვრე სახლში , მარტოობის შიშს აქარვებინებ ვინმეს? _არა უსიყვარულობის ჩანაცვლებაზე ვფიქრობ ,ვმუშაობ და იქნებ გამოვიდეს კიდეც _ის არის ლოდების მტეხველი?მასწავლოს ერთი როგორ უნდა თორემ გავხდი ყვავის ასაკის და კიდე ვერ დავითანხმე ქორწილზე _ქალი რო ქორწილს არ თანხმდება ის ოჯახში შესაშობია?დედაშენი გადავა ჭკუიდან იცოდე საყვარელი რო მიუყვანო სახლში ბიცოლა და რა ეიტანს მაგას მერე. შეჭამს ცოცხლად საწყალ მამაშენს _ბიცოლა შენ და დედაჩემს როდის გიწევთ შერიგება? _დედაშენს არ ვურიგდები მე... ისეთი რამე მაკადრა. მაგას მე არ დავივიწყებ _რაო რა გითხრა _ჩვენ რომ არ ვყლფილიყავით და ჩვენ არ დაგვეძალებინა მასწავლებელი კი არა საჭმლის კეთებაც არ იცოდი ისე აეკიდე შენ ქმარსო. ყველაფერი ბებიაშენს უსწავლებია თურმე ჩემზე და დედაშენია ის ვინც თავიდანვე ყოვლისმცოდნე იყო . მე 17 წლის ვიყავი და მაგი 26 წლის ქალი იყო არაფერი რო არ ცოდნოდა დებილი იქნებოდა მაშინ და ჩემ დედამთილს ნასწავლი შვილები ყავდა და რძლები რატო უნდა ყოლოდა უწიგნური. _ხო სანამ ვეფხისტყაოსანი არ ნახა მზითვშიო იქამდე არ მიშვებდა სახლშიო დედაჩემმა _მატყუარა ქალი... შენ გამოუხვედი ერთი კაი, შენ დასაც რას ვერჩი მამათქვენს გავხართ და იმიტო ხართ კარგები,გენაცვალეთ მე თქვენ . ბიცოლა შენ ვინც გინდა ის მოიყვანე და დედაშენი თუ გაგიჟდება ჩემთან იცხოვრე სულ. ხო იცი მე ბრილიანტის ტროიკა შენი ცოლისთვის ნაყიდი მაქ რამდენი ხანია. ის თუ არ მოგცემს ოქროს ქალის დასანიშნად ერთ ცეფსაც გიყიდი , შენ მაგაზე არ იჯავრო . მე სანამ ცოცხალი ვარ ჩემი იმედი გქონდეს მარა მართლა ბ.ზს ნუ მეიყვან რა იქნება _საიდან მოგაქვთ შენ და დედაჩემს ეს ამბები არ ვიცი. იმან გითხრა ახლა რაღაცა თავისი ფანტაზიით მოგონილი ამბები და დაუჯერე შენც ხო? _ვინ არის ... მე რატო არ ვიცი. გავბრაზდი _არც შენ გითქვია სახლში გადმოვიცხოვრე კაციო _ოხ ლადო შენი ენერგია არ მაქვს ახლა. წავედი ცოტას დავისვენებ და მერე ხარჯის საჭმლის კეთებას დავიწყებ _შენ გიწევს დღეს? _მირჩევნია დღეს გავაკეთო მერე შეიძლება სამსახურში გავიდე _მე რო მოვკდები შვებულება აიღე იცოდე ... გოგო მე არ მყავს და ამ რძლების აფორისტულ ტირილს ნუ ჩამაყოლებ შენი ჭირიმე. _ბიცოლა შენ ჩემ გარდა მართლა არავინ მოგწონს მემგონი _ეს მომწონდა აქამდე მარა ახლა რა ვიცი ეს ბიჭი რაც გამოჩნდა აურია ამანაც _წავედი სანამ მითხრა სულ ნუ შემოხვალ ჩემ პანაშვიიდზეო _ქორწილს მომასწარი იქამდე _ჩემი ქმრისთვის არ გაქ ოქრო?_შებრუნდა და გაუღიმა _შენ ქალო ექვთიმე თაყაიშვილს არ ქონია იმდენი ოქრო გატანილი ქვეყნიდან შენ რო გაქ და მე რაღა მოგცე _კარგი ხო კარგი ნუ გააგებინებ ქვეყნიერებას _ ლადომ გააჩუმა ევას კი მთელი გზა ეცინებოდა მერე თადას სახის დანახვისას გაეღიმა ,მაგრამ არცერთს არაფერი უთქვია. _მივდივარ მე ... ის ბიჭი შეგიძლია დაპატიჟო და კიდე ჩაგეხუტოს რამდენჯერმე . ყველა წუთში თავზე მოფერება რათ გინდოდა,ორი წლის ბავშვი ხარ?-გაბრაზებული შევიდა ეზოში ,მაგრამ ევამ დაამშვიდა _ორი წლის ვიყავი ზუსტად რომ დაიბადა ჩემ დაბადების დღეზე ... 15 წლის ვიყავი რომ მოვნათლე . ჩემი პირველი ნათლული იყო _რას აკეთებ ... მოგეხმარები _მეგონა მიდიოდი _ასე ნუ მიყურებ ზოგადად ეჭვიანი არ ვარ , მაგრამ შენ არავის იკარებ და ვიღაც ამდენჯერ რომ ჩაიხუტე თან მანქანიდან გადახტი მის სანახავად... _არ არსებობს არანათესავი კაცი ვინც ასე ჩამეხუტება და მაკოცებს _მხოლოდ მე გეხუტები და გკოცნი _მხოლოდ შენ გაძლევ უფლებას ჩამეხუტო და მაკოცო _ უკვე ახლოს მყოფს თავადაც მოხვია მკლავები და კოცნაზე კოცნით უპასუხა _ცოტას არ დაისვენებ? უარსად გადაიღლები... არადა დასასვენებლად წამოგიყვანე _დასვენება არ არსებობს სანამ ცოცხალი ვარ _თვალები დახუჭა კაცის შეხება სიამოვნებდა,მისი თითოეული ნაზი კოცნა _არსებობს , ზოგჯერ თუ დამიჯერებ და უბრალოდ გამომყვები გაჩვენებ როგორ შეიძლება დაისვენო და შემდეგ ასმაგი ძალით შეუტიო საქმეებს_ ვერ ელეოდა ,ვერ უშვებდა და ეს ფაქტი თავადაც აკარგვინებდა წონასწორობას. _მომეხმარები ? _კი ,ოღონდ დაჭრა ,დარჩევა , დარეცხვაში გაკეთება არ ვიცი არაფრის. ა ხო ,თევზს შევწვავ _სულ სხვაგან ჭამ ხოლმე ? _რესტორანი მაქვს იქ და აქ დარბაზია , მაგრამ საჭმელს როგორღაც ვშოულობ _კარგი,შენ კუჭზე არ ვინერვიულებ მაშინ _ჩემზე საერთოდ ნუ ინერვიულებ...მე საკუთარ თავზე ვზრუნავდი ყოველთვის ,მიყვარს და ვაფასებ საიმისოდ რომ დიდი პრობლემა შევუქმნა _ჩემზე რომ ნერვიულობ მე არ მიყვარს და არ ვაფასებ საკუთარ თავს? _შენ სხვანაირი ხარ , შენ შეგიძლია უცებ აფეთქდე ,იარაღიან კაცს წინ გადაუდგე, პროფესიაც ისეთი გაქვს თვითონაა უკვე პრობლემა . კიდევ ისეთი ნაცნობები გყავს ვისაც დახმარება სჭირდება,ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავ _და შენ ჩემზე იზრუნებ იმით რომ საქმეებს შემიმცირებ,ხშირად დამასვენებ და ბოლოს გამაზარმაცებ? _ყველაფერს როგორ უკუღმა უყურებ _კარგი ნუ მოიქუფრები, მესმის რასაც მეუბნები და არ ვბრაზობ . დავიწყოთ თორემ დავაგვიანებ. თადა ფორმალურად ეხმარებოდა თორემ ფაქტობრივად არაფერი გააკეთებინა. მიჩვეული იყო და ეკომფორტულებოდა კიდეც მარტო ყველაფრის მზადება . ბოლოს დიდ დაწნულ კალათში ჩაალაგა მზა კერძები,ზემოდან თეთრი ტილო გადააფარა და ღვინით სავსე ჭურჭელს გვერდით მიუდგა . ოთახში იყო რომ გამოეცვალა,ტელეფონის ხმა გაიგო ,თადა ეზოში გავიდა სასაუბროდ. არ იცოდა ვინ იყო ან რა ხდებოდა. ბევრს არაფერს ამბობდა აშკარად უსმენდა . მერეც და იქამდეც ტელეფონი ჩართული არ ჰქონია . რატომღაც ელოდა მის წასვლას, არ გაჰკვირვებია პანაშვიდზე დაჯდომის შემდეგ ეზოში რომ აღარ დაუნახავს. ეტკინა , დაუმშვიდობებლად მისი გაქრობა . გვიან ღამემდე დარჩა მეზობლებთან ერთად. სუფრაც აალაგებინა და ეთოსთან დაკავშირებული უთვალავი მოგონებაც გაიხსენა . ალბათ პანაშვიდებიც ერთ დროს ნუგეშისთვის მოიგონეს, ყველა მოგონების ერთად შესაგროვებლად და გამოსამშვიდობებლად. სახლში ახალი გადასული იყო მანქანა რომ გაჩერდა ჭიშკართან და თადაც გამოჩნდა პატარა ჩანთით ხელში ,სხვა ტანსაცმელი ეცვა და აშკარა იყო სახლშიც შეიარა. _ვფიქრობდი დაძინებული არ დამხვდეს_თქო ... ზღაპარი მოგიტანე. ერთი ქალი აღმოვაჩინე უგემრიელესს აცხობს . ხომ გიყვარს _თუ ფიქრობდი არ გამიბრაზდეს გაუფრთხილებლად რომ დავტოვეო და ასე აპირებდი შემორიგებას _ტანსაცმელი რომ არ მქონდა თან გვიან გავიაზრე. დაკრძალვაზე ჯინსებით ხომ არ ვიქნებოდი ... არ შეჭამ?თუ გვიანია ჭამისთვის _გვიანი არასდროსაა ,როცა გებრიელი საჭმელი გელოდება _ კარადიდან თეფშები და ჩანგლები გამოიღო. დანა უკვე აეღო თადას . არაფერი უკითხავს ,არაფერი უთქვამს. თადასთან ერთად გაიარა ეთოსთან გამომშვიდობების ბოლო მძიმე დღეები. ეზოში გაშლილი სეფის ქვეშ ქელეხის სუფრაზე დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ წინა დღეს ეხმარებოდა კერძების მზადებაშიც, სუფრის გაშლაზეც და შემდეგ ალაგებაზეც ჩაერთვებოდა,ყველაფერს გააკეთებდა,მაგრამ ეთოს ხელი დააკლდებოდა მისი მომზადებული იყო ხოლმე ყველა სუფრაზე კერძების უმრავლესობა,პირველად იყვნენ მის გარეშე და უმისობა აღარასდროს დასრულდებოდა. _კარგად ხარ ? _ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონა ადამიანმა რომ ჭირისუფალს საქმე გამოუჩნდეს, არ გაგიჟდეს და ჩაერთოს დაპატიჟებული თუ დაუპატიჯებელი ხალხის გამასპინძლებაში. ბოლოს იქამდე დადიხარ რომ ფიქრობ სუფრაზე ყველგანაა თევზის ნაჭრები და ლობიო თუ აღარ. საკურთხის სუფრაზე დათვლილი კოკორი აქაურობის გარდა კიდევ თუა ნეტავ სადმე მთელს მსოფლიოში . ყველაფერი ადამიანის მოფიქრებულია თან ისეთის რომ ბრბოს აეტაცებინა და ტრადიციის სახელი დაერქვა . ანდერძი უნდა დავტოვო რომ მოვკვდები მეორე დღესვე დამმარხონ . _იქამდე შორია ... _ღვინო დალიე? _ხო , ოთხი თუ ხუთი ჭიქა. მთვრალს ვგავარ ? _არა _სუნი მაქვს ღვინის ალბათ ... შენი ღვინო იქნება ხვალაც ხომ? _ხო ,იმ ძმრით ვერ გავასვენებინებ ეთოს. ჩემი ღვინო უყვარდა _როდის გადაიტანეს _შენ რომ სადღაც გაყევი თომას მაშინ ... _სამსახურში როდის ბრუნდები _ზეგ _სხვანაირად წარმომედგინა შენი დასვენება . შემდეგ ჯერზე აქედან შორს წაგიყვან _წელს შემდეგი აღარ იქნება. ჩემ პაციენტებს უნდა მივხედო. _ვინმეს ელოდები? _შეამჩნია გზას რომ უყურებდა. არადა უკვე აღარავინ იყო გარეთ. _არ ვიცი ... ამ დროს მოდიოდა ხოლმე ეთოს ზარმაცა ,ძროხა და ისიც იქ იდგა და ელოდა . სულ ლანძღავდა შენი გულისთვის შუაღამეს ამომყავს ყველიო . იქ დგას ახლა და ეთოს ელოდება _ ძროხა მართლაც იდგა იმ ჭიშკართან, რომელშიც უნდა შესულიყო ,მაგრამ დიდხანს არ გახსენებია არავის. -სადღა მიდიხარ...შუაღამეა -მიცვალებულის გაპატიოსნება ,ასეთი უცნაური სიტყვათა წყობა ვინ მოიგონა არ ვიცი ,მაგრამ ეგ დარჩა. -შენ უნდა მოაწესრიგო? ვინმე რომ მოვიყვანოთ არა? -მე და ეთო უნდა გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს... სახლში რომ მომიყვანეს, ის ეხმარებოდა დედას ჩემ დაბანაში ,მიყვებოდა ხოლმე როგორ არ ვიტირე და როგორი გასუსული ვიყავი მის ხელებში პირველი ბანაობისას. ეთოს საყვარელ ტანსაცმელს ჩავაცმევ და მოვალ ბოლო ღამეს ატარებდა ქალი სახლში. მის გაყინულ სხეულს სასახლეში გადაასვენებდნენ . შუაღამემდე განათებული იყო სახლი, ევას ეხმარებოდნენ ისინი ვისაც მიცვალებულთან შეხება შეეძლო და შემდეგ უკვე მოწესრიგებულს იქ მყოფები დასტიროდნენ. თინას ტირილის ხმა გაისმა ღამის სიჩუმეში , დედის სახეს ხედავდა უკვე და მოიფერებას ვერ ბედავდა, იცოდა გაყინული დაუხვდებოდა მისი მუდამ თბილი ხელები. ვიღაც უგულოს მოეფიქრებინა სასტიკი ცრურწმენა, თუ აკოცებ სიზმარში აღარ მოვაო და თინას არ უნდოდა დედა სიზმრებიდან გამქრალიყო. ევას არ ეჯერა ამ ამბის, სახლიდან გამოსვლისას თავზე ხელი გადაუსვა, დაიხარა და შუბლზე აკოცა -შენ არ იდარდო ეთო, მე ვიზრუნებ მათზე სახლიდან გასულს თადა კედელზე მიკრდნობილი დაუხვდა. მზერა ჰქონდა ამღვრეული ,ხელი გაუწოდა და დაელოდა -წავიდეთ სახლში , ხვალისთვის ძალები უნდა დავიბრუნო. ევა ყველგან იყო, მღვდლის მოსვლისას საკურთხის სუფრაზეც, ეზოში გაშლილი სუფრის თავშიც ,თეფშით ხელშიც შეიძლება დაგენახათ და გარკვეული დროის განმავლობაში ჭირისუფლებს შორისაც. გონის კარგვამდე მისულ თინას ასულიერებდა , ეზოში დასვენებულ სასახლეს რომ დაემხო და უკანასკნელი ძალაც გამოეცალა. ბოლოს სასაფლაოსკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა მძიმე ნაბიჯებით, თალიკოს ხელი ეჭირა და უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ეთოსთან ერთად. ............................ _სოფლის სასაფლაოს დავაკვკრდი ერთხელ ... აქ დედა რომ დაკრძალეს უცებ გადაითვლიდი ყველა საფლავს. ზეპირად ვიცოდი ვინ სად განისვენენდა. ეს ადგილი გადაჰყურებს ჩვენ სოფელს . აქაურობა ხეებითაა სავსე. ისეთი ადგილი აარჩიეს თითქოს მიცვალებულიც უნდა დატკბეს ხედით. მერეც განსაკუთრებულად ზრუნავს ყველა თავის საფლავზე ... რა უცნაურად ისმის ,მაგრამ ათასჯერ გამიგონია ცოცხალი ადამიანისგან „ჩემი საფლავი მოვლილი მაქ „ „ჩემ საფლავთან ყვავილი დავრგე“ ისიც კი მინახავს სასაფლაოზე რომ მეტად ზრუნავდა ვიდრე სიცოცხლეში ცოცხალ ადამიანზე. გვიან რომ იაზრებენ დაკარგულს და მერე ცდილობენ აანაზღაურონ. საკურთხის სუფრაზე ყველა კერძს ალაგებენ ,საქეიფო სუფრა იშლება ლამის . მერე ხუმრობითაც გამიგია თალიკოს ჩუმი ჩალაპარაკება „ამდენი ცოცხალიზა რო გეჭმიათ თქვე ოხრებო კი არ მოკვდებოდა ჯერე“ , სულ იძახის სანთელი ამინთეთ მარტო და კოკორო გამიკეთეთ ვიმყოფინებ იქინა მეო ,მაგრამ მერე ის ახსენდება სამეზობლო როგორ განიხილავს სუფრას და რძალს არიგებს ნუ აალაპარაკებ ქვეყანასო ... ეთოც მის აზრზე იყო სულ _იასამანი ყვაოდა შემოღობილი საფლაფის თავთან. ისეთი დიდი და ლამაზი ხე იყო თითქოს განსაკუთრებულად მოინდომა სიცოცხლე. მისი სუნი მოჰქონდა სიოს ,ცივ ქვებს შოროს სიცოცხლის სხივად ანათებდნენ ცამდე აჭრილი ხეები . ტყე იყო ახლოს , ცხოველების ხმა ისმოდა და ვინ იცის მალე იქნებ ტურებიც გამოსულიყვნენ სტუმრად _ ისიც ტრაგი_კომედია ცოლ _ქმარს გვერდი_გვერდ რომ კრძალავენ იქაც ერთად იქნებიანო. ჩემი მშობლები აქ ნაამდვილად ვერ ატარებდნენ ერთ სასთუმალქვეშ დიდ დროს. ძალიან ცოტა მოგონება მაქვს მათი ერთად ყოფნის. რაც არ იცვლებოდა ჩახუტება და კოცნა იყო, ზოგჯერ სრულიად უსიტყვოდ მამა მივიდოდა დედას მოეხვეოდა ,ფრთხილად და თან ყველაზე დიდი ძალით ჩაიკრავდა გულში და ისიც მკერდზე თავმიყრდნობილი გაირინდებოდა. შემთხვევით დავინახე როგორ უვარცხნიდა ერთ დილას დედას მამა თმას , თავისი ნაყიდი თმისსამაგრით ლამაზად შეუკრა და მერე მხარზე აკოცა. კართან ვიდექი და აღარ მახსოვდა რატომ მივედი. სულ მეგონა ჩემზე მეტად უყვარს_თქო... არადა შვილი ყველაზე მეტად უყვარს სტანდარტულ ადამიანს. განა მე არ ვუყვარდი, მისთვის მთელი სამყარო ვიყავი ,მაგრამ დედას აღმერთებდა. მაინცადამაინც მაშინ იყო მამა სახლში ,ციხიდან გამოსული ცოლის სანახავად გამოქცეულს დედა საწოლში დაუხვდა. ისიც თითქოს მის მოსვლას ელოდა ,ბოლოჯერ რომ ენახა ,ჩახუტებოდა და ისე დაეტოვებინა ეს სამყარო. ბაბუას გვერდით ვიჯექი,მასთან ჩახუტებული ვცდილობდი თავის მოტყუებას,დარდის გაქრობას მამაჩემის ღრიალის ხმა გავიგე ,ყველამ გაიგო . ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ ისე ჰყავდა ჩახუტებული, ისე ძლიერად არასდროს მოუხვევია ხელები ,უჭერდა ისე თითქოს უნდოდა ტკივილი ეგრძნო და თან იცოდა რომ დედა ვეღარასდროს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს... იქამდეც ხომ შავები ეცვა სულ ,მაგრამ უკვე ქვრივად გადაქცეული რომ იდგა პანაშვიდებზე მთლიანად წყვდიადში ჩაკარგულს გავდა. უფსკრულში გადაეშვა თავით და მე მქონდა განცდა ,რომ საკმარისი არ ვიყავი მის ცხოვრებაში სინათლის შესატანად. დედა უნათებდა სულს, მერე ჩაქრა და მერე ყველაფერზე წამსვლელიც გახდა. იქამდე სულ სხვანაირი იყო , ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი და ვხედავდი. სხვებისთვის არასდროს შეცვლილა,ესეც ხომ წესია. ჩამოყალიბებულ კაცს ცხოვრების გზისა და ხასიათის ცვლილებები არ ეკადრება. მამაჩემი მარტო იყო რომ გარდაიცვალა, არ ჰყოლია ახლოს ადამიანი ვისთანაც აკავშირებდა ბედნიერება. სახლში ისეც ხომ არ იყო და ცხედრის გადმოსვენებასაც დრო დასჭირდა მიუხედავად იმისა რომ უამრავი ვინმე ჩაერია. ბოლოს მეგონა აქ ,დედას გვერდით ვერ მოხვდებოდა მისი უსულო სხეული. მერე არ ვიცი ვინ ჩაერია ,რა მოხდა . ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი არაფერი გამიკეთებია. ვიჯექი და ველოდი ... მის გამოგზავნილ წერილებს ვკითხულობდი. დედას ყველა ჰქონდა შენახული და იქამდე აზრადაც არ მომსვლია რომ წამეკითხა ისედაც მხოლოდ დედას ჰქონდა თავიდან ბოლომდე წაკითხული . დანარჩენებს მხოლოდ იმ ნაწილს გვიყვებოდა რაც ჩვენ გვეხებოდა . ორივეს პანაშვიდები განსხვავებული იყო , მამასთან გამოსამშვიდობებლად მოსულ ხალხს სიბნელე მოჰყვებოდა თან,შიში და რიდი. დედასთან კი გულწრფელი ცრემლებით მოდიოდნენ,სიყვარულით და სულ სხვა პატივისცემით. დედასი არავის ეშინოდა,სამყაროში არ არსებობდა ადამიანი ვისთანაც ხმას აიმაღლებდა. საერთოდ არ ვგავარ , ზოგჯერ ისე მინდა მეც მასავით ნაზი,ქალური და ფაქიზი ვიყო. ყვავილს ვგავდე, რომელზეც სხვამ უნდა იზრუნოს ,რომელიც მზის სხივებისკენ იშვერს სახეს და იჭერს ყველა სხივს. არ გამოდის,ამ სამყაროში არ მარგებს ,არ მაქვს უფლება თორემ ისე გადამთელავს ცხოვრება როგორც მინდორში ამოსულ გვირილას. დედა რომ გარდაიცვალა დიდხანს ვტიროდი ,მამას მარტო დარჩენისას დავტიროდი . მამა ისე ვიგლოვე როგორც შეეფერებოდა . მამას ცხოვრების დასასრული ჩემი ყველა სისუსტის დასასრულს ნიშნავდა და მაინც ბაბუას წასვლამდე კიდევ მქონდა რამდენიმე დაცემის მომენტი. მერე აღარ ,მერე უფლება არ მიმიცია საკუთარი თავისთვის დასვენების ზედმეტი წუთის. ვფიქრობ ერთ დღეს უბრალოდ საწოლში რომ დავრჩე იმაზე დიდხანს ვიდრე ახლა ,რომ არ ავდგე და საქმე არ ვიპოვნო მერე მორჩება, დაღლილობა ერთიანად დამაწვება ლოდად და საწოლს მიჯაჭვული გავხდები. მომეწონება დასვენება და აღარასდროს მომინდება მუშაობა. სხვას რომ გადავაბარო ჩემი საქმეები მომეწონება და მერე შევეჩვევი უსქმურობას. დავიჯერებ რომ რაღაც არ შემიძლია და სჯობს იმ სხვას მოვაგვარებინო. თუ გავჩერდები გავხდები სუსტი ქალი ,რომელსაც არ აქვს რწმენა საკუთარი თავის . მე კი თუ თვითშეფასებას დავკარგავ გავნადგურდები, მათ გვერდით აღმოვჩნდები აი აქ ,ზუსტად იმ მაგნოლიის ხის ქვეშ _ცარიელი ადგილი ჰქონდა დატოვებული და ის სიცარიელე კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურებოდა . მიწა ელოდა მორიგ უსულო სხეულს. _ჩემები ერთ დღეს გარდაიცვალნენ. არავინ იცის ზუსტად როგორ მოხდა,გაიაზრეს თუ არა რამე,იგრძნეს ტკივილი თუ ვერ . ჯერ დედას გულმა გააჩერა ფეთქვა თუ მამას . არ ვიცი ეს იყო სიყვარული თუ არა ,მაგრამ ერთმანეთზე ისე იყვნენ დამოკოდებულები ერთ ნაწილს ქმნიდნენ და ასევე დაასრულეს. ერთ დღეს _არ გითქვამს რა მოხდა... ავარია? _მამას ერთი მტერი ჰყავდა , არ ყოფილა მოსყიდული და ისე გამოჰქონდა განაჩენი როგორც საჭროდ თვლიდა. პრინციპებს შეეწირა ისიც და დედაც. გზაზე მიმავალ მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ მამამ აიჩემა შენ დარჩი მერე აღარ დაბრუნდები და გამოცდას ვერ ჩააბარებო . მოსკოვის კლინიკის მორგში რომ შევედი და ორივე ერთად დავინახე ნაავარიები ,შეცვლილი სახეებით... ზუსტად იმ წამს გავიაზრე როგორ მიყვარდა ორივე . ყველა უთქმელი სიტყვა მტკიოდა და მაწვებოდა გულზე. ორივე გაწონასწორებული, უემოციო ადამიანი იყო . აუღელვებლად აკეთებდნენ ყველაფერს,სიყვარულსაც სხვაგვარად გამოხატავდნენ. მეც ისეთი გავიზარდე როგორი ხასიათიც მათ ჰქონდათ , ერთი პერიოდი მეგონა მამას უკანონო შვილი ვიყავი უბრალოდ დედას ვერ უტყდებოდა. ვგავდი კიდეც ,არ ვიცი როგორ ,მაგრამ ორივეს ვგავდი . სამნი ერთად რომ ვიყავით მე თეთრი ყვავივით არ ვჩანდი ... ხშირად მინახავს ნაშვილები ბავშვები აღმზრდელ მშობლებს რომ ემსგავსებიან გარეგნულად. ვერ ვხვდები როგორ ხდება ეს... ახლა ადგილზე რომ ისაუბრე მეც გავიაზრე. სვანეთში გადმოვასვენე ორივეს ცხედარი . თითქოს იქ დავაბრუნე სადაც სულ უნდოდათ ყოფნა. ხომ აქ ცხოვრობდნენ , აქაურობა უყვარდათ ,იქ სახლი აღარ ჰქონდათ მაგრამ ბაბუაც და დიდი ბაბუაც იქ დაკრძალა. დედაც სვანი იყო,მამასგან განსხვავებით იქ გაზრდილ დაბადებული. საერთო საქმე ჰქონდათ და მაინც იქ, სვანეთში დაიწყო მათი ამბავი და მეც ვიფიქრე რომ ორივეს ენდომებოდა იქ დაბრუნება, საგვარეულო სასაფლაოზე . არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა. აქაურობას , რომ ვუყურებ ცუდი შვილი მგონია თავი,უმადური. მივატოვე ორივე და წავედი . _იცი ვინ მოკლა?-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ჰკითხა _ვიცი _დაიჭირეს? _დაიჭირეს _ცოცხალია? _ არ იცოდა რატომ ჰკითხა უამარავი კითხვიდან მხოლოდ ეს. რას ელოდა ეტყოდა შური ვიძიეო?მკვლელი ვარ,სისხლი ავიღეო თუ რა მოლოდინი ჰქონდა _არა,მოკლეს მათ ვისი სახელებიც დაასახელა სასამართლოზე. ........................................ მზიანი ამინდი იყო, დასვენებისთვის უნდა გამოეყენებინა. მძიმე დღეების შემდეგ მაქსიმალურად უნდა ეცადა რიტმს დაბრუნებოდა. მეზობელ საძინებელში გასულს თადა არ დაუხვდა, საწოლი ხელუხლებელს ჰგავდა ისე მოეწესრიგებინა ყველაფერი. ფანჯრიდან რომ გაიხედა ეზოში დაინახა, სახლისგან მოშორებით ბარში იჯდა და მობილურზე საუბრობდა, ისევ ისე სმენის რეჟიმზე იყო და რამდენიმე სიტყვა თქვა მხოლოდ . ევამ საუზმის მომზადებაც დაასრულა სანამ თადა სატელეფონო საუბარს მორჩებოდა და სახლში შევიდოდა. -დილა მშვიდობისა -გამარჯობა - ჩაი ფინჯანში დაუსხა და მაგიდასთან პირველი დაჯდა - როგორ ხარ გუშინდელი თრობისა და ქელეხის ქაოსის შემდეგ . ყველაფერი რიგზე გაქვს? _ ჩვენი დასვენების დღეები გამოვიდა უცნაური. მეც სტუმრობა გამიგრძელდა _სამსახურში დაბრუნების დრო მაქვს მე უკვე და შენ ამდენ ობიექტს ვის აბარებ ასეთ სანდოს _ბავშვობის მეგობრები მყავს ... გაგაცნობ აუცილებლად. ისე ვენდობი როგორც საკუთარ თავს _მეც მყავს ასეთი მეგობრები,მაგრამ ყველა გათხოვდა და ხშირად ვერ ვხვდებით. _ქუთაისში არ არიან? _არა , ორი თბილისშია ... ერთი ყაზბეგში. ერთი საერთოდ რუსეთში გადაცხოვრდა ქმართან და მთელ ოჯახთან ერთად თორემ ისე აქვე ცხოვრობდნენ _ვაშლის ჯემი გადაუსვა პურის ნაჭერზე და გაუწოდა _გინდა? _არა , ძალიან ტკბილია _მჟავე თუ გინდა კიტრის მწნილს გაგიხსნი... ოღონდ ქვემით მაქვს თაროზე . პომიდორი ხო არ გინდა _ყველაფერი გაქვს? _ცოტ_ცოტა კი ,რომ მომინდება უნდა მქონდეს . უგემრიელესი კეფირის მურაბა მაქვს _არ მინდა ,იჯექი გიყურო ცოტახანს... მერე რომ შეხვალ კლინიკაში როდისღა გნახავ _რას ვიზამ ... პაციენტები მივატოვე ეს ხუთი დღე. მართალია ჩემი ორსულები კონსულტაციაზე არ მყავდა დაბარებული ჯერ ,მაგრამ მაინც . იმდენი საქმე დამხვდება ექთნად თუ დაიწყებ მუშაობას თორემ ისე ვერ შევხვდებით _ნემსი გაკეთება კუნთში ვიცი,მაგრამ სხვა არაფერი გამომდის თორემ შევითავსებდი _რამდენი თავისუფაალი დრო გაქვს ,მშურს _სხვა პროფესია უნდა აგერჩია ... _მომბეზრდებოდა ყველაფერი და დავიღლებოდი ახლის ძიებაში _მე მთავაზობდა ბებია... თეთრი ხალათი მოგიხდებაო .ხალათს კი მოვიხდენდი, მაგრამ თავგანწირვა არ მიყვარს _არადა არ ჩანხარ ასეთი ეგოისტი _პროფესიად ვერ ვაქცევდი ღამეების გათენებას,მუდამ შეწუხებული პრობლემური მომაკვდავი ავადმყოფი ადამიანების ყურებას. დასვენების დროსაც რომ დაღლილი ვიქნებოდი. არაა ჩემი საქმე და შორს ვიყავი კიდეც. ახლა არ ვიცი რა მეშველება. შენ ნებისმიერ დროს თუ მოგაკითხავენ ვიღაც მშობიარობს უნდა გამოგვყვეო _ტელეფონს მაგიტომ არ ვყიდულობდი... მდიდრების პირადი ექიმი ვერ გავხდები. მხოლოდ იმათ ვემსახურები ვისაც ნამდვილად ვჭირდები _არადა ბევრად მდიდარი იქნებოდი სხვა შემთხვევაში _ფული საკმარისად მაქვს ,შენნაირი მდიდარი ვერ ვარ,მაგრამ ერთი ადამიანისთვის საკმარისია _ახლა მორიგე იქნები? _ტყუილად არ მომაკითხო. საქმეზე უნდა ვკონცენტრირდე _მე ხელს გიშლი? _დიახ _კარგი ,როგორც შენ იტყვი ... ზეგ დილას გნახავ და საუზმეზე დაგპატიჟებ _დავფიქრდები ზეგ დილას რომ გნახავ შემდეგ _შეხვედრამდე, ევა _ თავზე აკოცა, ხანგრძლივად ჰყავდა ჩახუტებული -ნახვამდის თადა- დამშვიდობებისას კოცნას კოცნით უპასუხა და გაეღიმა კაცი მანძილის გაზრდის შემდეგაც რომ უყურებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა თადა თუ დიდი ხნით მიდიოდა . ევა თადას მიმართ არსებულ გრძნობებს აღიარებდა საკუთარ თავთან, ცვლილებებისთვის ემზადებოდა, მომავლის გეგმებს ხედავდა და სწორედ ამ დროს თადა მერლანი გაქრა. ....................... რეალობის წინაშე აღმოჩნდა , დედამიწაზე დაეშვა და გაიაზრა,რომ თადა ყველას იცნობდა, თადას არავინ. ბევრს ვერ გააგებინებდა,რომ ეძებდა ამიტომ პირდაპირ მასთან მივიდა ვისაც პოვნაც შეეძლო და საიდუმლოს შენახვაც -თადა მერლანი, იცნობ ვინმეს ამ სახელითა და გვარით? -ვიცი მხოლოდ ის ,რომ შენ გვერდით იყო და შენ ამის უფლებას აძლევდი -დარწმუნებული ხარ რომ მისთვის ფული არავის უთხოვია? -არავინ კრიშავდა...ბიჭებთან ულაპარაკია , მის შემოსავალ გასავალს არავინ აკონტროლებდა. -რატომ , რა გარიგება ჰქონდა -მებონიას ბიჭს უკლავდნენ და გადაარჩინა. რაზბორკაზე მოვიდა, არ შეეშინდა და სიმართლე იბაზრა. ბევრს ეხმარება , ისედაც გასცემს იტოკში . ეკლესიის აშენებაზეც ნახევარი მაგის მაყუთი ჩადებულა . არავინ იცოდა რუსიას გარდა , მაგასთან მისულა პირდაპირ . იცის როგორ იბაზროს , კურდღელი არაა და არც კრისობაზე უმხელია ვინმეს. -მე და შენ ხომ ვართ ნათლია -ნათლული -მიქარა და მოვკლა? -გაიგე,რომ ცოცხალია და სხვა არაფერი მჭირდება -რუსეთში აქვს საქმეებიო, დავუკავშირდები ბიჭებს და გავარკვევ. რამე რომ მომხდარიყო გაბაზრდებოდა, გგონია მოკლეს? -მაინტერესებს აღარ სუნთქავს თუ ჩემთვის მოკვდა მხოლოდ -შენი საქმის შენ იცი, მაგრამ კაცი სანდო არასდროსაა მამაშენი -ვიცი მამაჩემის გაკვეთილები და წესები . მჭირდებოდა ყველაფერი რაც იყო და ხომ იცი მე არაფერს ვნანობ ,არასდროს. გაარკვიე ისე,რომ არავინ იცოდეს ვის გამო არკვევ -სხვა რამე გჭირდება? -არაფერი ... მხოლოდ გამაგებინე ცოცხალია თუ არ და რამდენიმე დღის შემდეგ იყო პასუხი „ცოცხალია“ ამით დაასრულა ძიებაც , კვლევაც , ლოდინიც და დარდიც. ადამიანების დაკარგვას მიჩვეული იყო, ცოცხლად დამარხვას არ. მიტოვებული ქალი არასდროს ყოფილა. ნაღალატები ქალის განცდები არასდროს ჰქონია.იმედგაცრუებული შეყვარებული ქალი როგორ უნდა მოქცეული არ იცოდა. არც ის იცოდა ამ ტკივილს როგორ გამკლავებოდა, მონატრება როგორ გაექრო და რაც მთავარია ბრაზი,რომელიც ევა შენგელიასთვის ცეცხლად გადაიქცეოდა. თადას ევა თუ ჭრილობებს იშუშებდა , სხვა ყველა დანარჩენი ქალი აქტიურ ცხოვრებას აგრძელებდა. გაორმაგებული საქმეებით, გეგმებით ,დასვენების გარეშე ნაკლები ფიქრებით თადაზე. ტელეფონი არ ჩაურთავს, მის ზარზე პასუხს არ აპირებდა. ორი კვირის შემდეგ წერილი დაუხვდა მაგიდაზე . ქოთნის იებიც დაეტოვებინათ და აშკარა იყო ვისი დავალებით მოიტანეს. არ გაუხსნია, უჯრაში ჩაკეტა ისიც და ყველა შემდეგი წერილიც. კაბინეტი კი ქოთნის ფერადი ყვავილებით გაევსო ორი თვის თავზე. ბოლოს თადას ევა მოლოდინის რეჟიმს დაუბრუნდა, მაგრამ პრინციპების დამცველი შენგელია პატიებას არ აპირებდა, უკომპრომისო იყო. მოულოდნელი იყო თანამდებობაც რომელიც ამ პერიოდში მიიღო. განყოფილების უფროსი გახდა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც დაეკისრა. მოსწონდა სტატუსი,ცვლილებები რომლის განხორციელებაც იმ დღესვე დაიწყო და მომავალიც ,რომელსაც ხედავდა საკუთარ კარიერული ზრდისას. უცნაური იყო ქალი ევას დაპაუზება და ექიმი ევას წინსვლა . ..................... სექტემბრის მიწურულს ჯერ კიდევ თბილი ამინდები ჰქონდათ. მეორე დღისთვის რთველი ჰქონდა დაგეგმილი და საღამოს მარანში ატარებდა. _არ მითხრა რომ ჭურშიც შენ იყავი ჩასული და შენ გარეცხე _ნაბიჯების ხმა გაიგო,მაგრამ ვერ იჯერებდა. საუბრის დაწყების შემდეგ შებრუნდა . თვალები მონატრებაზე უყვებოდნენ თადას, სახე კი არაფერს ამბობდა _ ჩაგეხუტები და მერე მეჩხუბე ,გთხოვ _ხელები მოხვია და მთლიანად დაფარა ქალის სხეული _სიგიჟემდე მომენატრე _ სიცხისგან შეწუხებულს, ყვავილებიან სარაფანში გამოწყობილს ეხვეოდა. თავზე აკოცა , კაბის მკლავი მხარზე გაასწორა და შემდეგ შუბლით დაეყრდნო _ ყველაფერი მოვაგვარე, ასე სასწრაფოდ წასვლა აღარ დამჭირდება და თუ დამჭირდება აუცილებლად გაგაფრთხილებ_ქალის სახე ხელებში მოიქცია ,თმაზე მოეფერა ,ლოყაზე აკოცა და ევა ისევ არაფერს რომ არ ამბობდა და აკეთებდა გაჩუმდა _ევა,წერილებიც არ წაგიკითხავს ხომ? _შენ როგორღაც ყველაფერს აკეთებ და აგვარებ თუ სურვილი გაქვს. შეძლებდი როგორმე ხმა მოგეწვდინა და გეთქვა ვინმეს პირით ან ორსიტყვიანი წერილით“ევა , სასწრაფო საქმე მაქვს არ ვიცი როდის გნახავ . არ ინერვიულო „ _არ მეგონა თუ ინერვიულებდი, შემდეგ ყოველ კვირას გწერდი. ტელეფონიც გამოგიგზავნე , მაგრამ _დროულად არ გაგახსენდი იმიტომ რომ მარტოობას ხარ შეჩვეული. საქმე გამოჩნდა და პირდაპირ წახვედი მოსაგვარებლად. შემდეგ უფრალოდ ფლირტის გასაგრძელებლად დაიწყე წერილების გამოგზავნა _იმიტომ ხომ არა რომ არასდროს გამოგიხატავს არც მონატრება,არც ნერვიულობა არც ინტერესი ჩემი მდგომარეობის მიმართ _შენ შესანიშნავად იცი ყველაფერი _მხოლოდ ჩემი წარმოდგენა მგონია და არა რეალურად შენი ჩემდამი გრძნობა _რისი მოსმენა გინდა _ თმა არეული ჰქონდა,კაბის ბოლოები დასველებული . ცხელოდა და თხელი ნაჭერიც ტანზე ეკვროდა . სამაგრი ნერვიულად მოიშორა და თმებში შეიცურა თითები _ სასაცილოა უკვე ჩემი მდგომარეობა. რისთვის გთხოვ პასუხს, მართალი ხარ. არაფერი მომხდარა,ვალდებული არ იყავი გეთქვა რომ ცოცხალი ხარ და ვიღაცამ არ მოგკლა ქონების დაწერის დროს ,ან კიდევ გიჟივით რომ შევარდები გარჩევაში ცარიელი ხელებით ვინმემ დანა არ გაგიყარა და მერე სადმე ტყეში არ ჩაგმარხა. საერთოდ არ უნდა გეფიქრა ჩემზე. მე ხომ ემოციები არ გამაჩნია,არც ვინმეს დაკარგვა მიჭირს და არც მარტო დარჩენა მაკვირვებს. არც ვიდარდებდი ვინმეს სადმე რომ მოეკალი. ის რამდენიმე დღე ჯოჯოხეთში რომ გავატარე, სანამ გავიგე რომ ცოცხალი იყავი სანამ შენ მოგაფქირდა და მომწერე. არც მომნატრებიხარ, არც მაკლდი შენი უპროგნოზო გამოჩენებით და საერთოდ არ მაინტერესებს როგორ ხარ . ღამეც მშვიდად მეძინა, შენზე არ ვფიქრობდი საერთოდ . ისე გაქრი ტვინიდან როგორც ნებისმიერი სხვა კაცი ვისაც მოვწონდი და მე მოვიშორე. ვერც კი გცნობ , შენი სახე სულ არ მეჩვენებოდა თვალების დახუჭვისას და არ მაინტერესებ საერთოდ _ხმა გაუტყდა, თვალებიც აემღვრა და ხელებიც უკანკალებდა_ღმერთო ჩემო , რისთვის მსჯი ასე ... _სასჯელი არ ვარ ,შენთვის არასდროს ... შენ წინააღმდეგ მე არასდროს ვიქნები. მოვკვდები და არ გატკენ _მატკინე უკვე ... ვერ ხედავ ? ეს ორი თვე იმის შიშში გავიდა რომ ვიღაც საუბრის დროს გახსენებდა და იტყოდა საწყალი ,ღმერთმა გაანათლოსო ... ისე მეშინოდა თითქოს ყველა ახლობელი არ მომიკვდა და თითქოს ის ქალი ვარ ვისაც შენზე მეტად ცხოვრებაში არავინ ყვარებია ,თითქოს შენ გამო ვსუნთქავ და შენ გამო ვცოცხლობ. არ ვიცოდი რას გავაკეთებდი უცებ რომ გამეგო აღარ იყავი და მთელი დრო დავკარგე შენგან გაქცევაში,შენგან შორს ყოფნაში . არ ვიცი მე როგორ გადავიტანდი ყველა დამალულ გრძნობას და უთქმელ მიყვარხარს. არც ის ვიცი შენ უფრო ვერ გიტან , თუ საკუთარ თავზე ვგიჟდები შენი შეყვარება რომ ვერ ავირიდე თავიდან _ევა , მე არ მიფიქრია ... მაშინვე ვერ დაგიკავშირდი . ფიზიკურად არ შემეძლო . მე არ დამიშვია. შენ ახლა თქვი რომ გიყვარვარ? -მე არაფერი მითქვამს... ხვალ რთველი მაქვს . ამ წლის ღვინო საუკეთესო უნდა გამოვიდეს - შებრუნდა,საწნახელიდან წყლის მილი ამოიღო და ონკანი გადაკეტა. -მე კი ბოლო წერილში მოგწერე გპირდები რთველს ჩამოვუსწრებ-თქო და გზაში მიხაროდა,რომ მოვასწარი -დააგვიანე ! -მაპატიე , ჩვენი სიყვარულის გამო -თავდაჯერებულმა დამტოვე, იცოდი დაბრუნებულს დაგხვდებოდი მონატრებისგან გაძლიერებული გრძნობებით -ყველაფერი დავასრულე...იმიტომ წავედი,რომ აქ საბოლოოდ გადმოვსახლდე ,შენ გამო ვბრუნდები და მზად ვარ შენი ცხოვრების რეჟიმს მოვერგო . ყველაფერი გავაჩერე , ყველა გეგმა შევცვალე , რამდენიმე ათასით ნაკლებად გავყიდე წილი ღვინის დაწურვის დროს აქ რომ ვმდგარიყავი და შენ არ შეგიძლია,რომ ხელი მკრა მხოლოდ იმიტომ რომ წასვლის წინ არ გაგაფრთხილე -ხმას უწევ თუ მომეჩვენა -ჭკუიდან გადამიყვანე უკვე და მეც არ ვიცი რას ვშვები... რა გავაკეთო კიდევ მითხარი და გავაკეთებ . წერილების გზავნა დავიწყე ტიპმა რომეოსავით და ახლა დგას ჩემ წინ სრულიად უგრძნობი. მე გავგიჟდი და შენ ? -მომენატრე - უყურებდა , უძლებდა და შემდეგ გატყდა. თავი ვეღარ შეიკავა თადა რომ კიდევ ერთხელ მოეხვია, კოცნაზე კოცნით უპასუხა. მკლავები ყელზე შემოხვია და მერე ლოყაზე აკოცა- გამხდარი ხარ , საერთოდ არ გეძინა? -შენი ხაჭაპურის მერე გემრიელი აღარაფერი მეჩვენება და ერთ ჭერ ქვეშ თუ არ ვართ ვეღარ ვიძინებ - მთელი სახე დაუკოცნა, ხელებს არ უშვებდა-მორჩა , აღარასდროს მოგშორდები რაც გინდა ის თქვი -არც მიყვარხარ ვთქვა? -თვალები უციმციმებდა,გაანათა -თქვი და სულ გახსოვდეს, მე უფრო - გულწრფელი იყო, ისე როგორც არასდროს არავისთან. …………………………… მეორე დღეს თადა რთველში ჩაერთო . იცოდა ევამ ,რომ აპატია და მიუხედავად მისი სიტყვაძუნწობისა მაინც მშვიდად იყო. ყურძნის კრეფა მთელ ჯაჭვს მოიცავდა, ერთობლივ მუშაობას ,შეთანხმებულ კარგად ორგანიზებულ საქმიანობას წარმოადგენდა. თადას ფიზიკური შრომა ცხოვრებაში არასდროს დასჭირვებია და არც სურვილი ჰქონია ახლა კი მალევე მოერგო სიტუაციას და სავსე სათლებით გადაადგილდებოდა ვენახის მწკრივებს შორის თანვე ატარებდა საწნახელზე მდგომ ყურძნის საწურში და გარკვეული დროის განმავლობაში ევას წინაც მიუყვებოდა მაკრატლით ხელში რიგს. ევა დღის მეორე ნახევარში მიღებული ბადაგისგან ფელამუშს ამზადებდა ,ჩურჩხელის ამოსავლებად ძაფზე აცმული თხილი მზად ჰქონდა . თალიკოც მიეხმარა და დარჩენილი ნაწილი თეფშებზე დაასხა. დროს არ კარგავდა,ერთად აკეთებდა რამდენიმე საქმეს და ენერგია ისე ჰქონდა გადანაწილებული კიდევ დიდხანს ეყოფოდა. _მთელი წლის შრომისა და მოვლის შედეგი ეს არის _ ბადაგი დააგემოვნა და ხის სკამზე ჩამოჯდა. _ბებია წევედი ახლა მე ... მოკრეფილი ქე გაქ უკვე . მივხდავ საქმეებს თვარა დავხოცე შიმშილით ქათმები . გაბარებ აგერ ამ ოქრო ბიჭს _მადლობა თალიკო ,კვირის ბოლოს შენს ვენახში ვიქნები დილის შვიდ საათზე _კაი შე ქალო მე რაცხა ორი პწკარი ვენახი მაქ იგი თუ ვერ მოკრიფენ ამდენმა ხალხმა არ ყოფილა საშველი. შენ რავა დაგღლი ბებია...ამის დაბინავებას ქე მოუნდება ერთი კვირე _გვიან გადმოდი ,ბიჭებს ვახშამს გავუწყობ _თუ შევიძელი გადმოვალ არ დამიძახო ტყვილა არ დეიღალო თავი ...თუ არ მევედი იცოდე დასაძინებლად დავწექი _ ონკანთან მივიდა და ხელები დაიბანა. თაროდან ჭიქა აიღო და ყურძნის ახლადდაწურული წვენით გაავსო _ ღმერთო ნუ გამოულევ მშრომელ კაცს მარანში ღვინოს და ძალას შრომისთვის . სიკეთის სუფრაზე დაგეცალოთ ამ მარანში დაწურული ღვინის ყველა წვეთი _გაიხარე _შენ ყმაწვილო,იცოდე მეტად რომ დაიკარგო და ანერვიულო ჩემი ბოვში მე წაგაცლი თავს ,ურჩი ყვინჩილასავით _ მთელი დღე ითმინა და წასვლამდე მაინც უთხრა _თალიკო _ვიცი ხო , ევა თვითონ გიტირებს ყოფას კიდო თუ გააბრაზებ _ თითქოს ბრაზობდა,მაგრამ მაინც ხალისიანად მიარტყა მხარზე ხელი _ აპა შენ იცი რაფერ დააფასებ და რაფერ შეიშნოფ ამფერ ქალს . ღმერთს ყვარებიხარ იცოდე და ნუ აწყენიებ მამაზეციერს შებრუნდა და ინსტიქტურად დაიძრა ეთოს ეზოზე გამავალი პატარა ჭიშკრისკენ. ჩვევად ჰქონდა მისი ეზოს გავლით სახლამდე მისვლა. გზაში კიდევ აგრძლებდნენ ლაპარაკს , მეგობრის გარეშე დარჩენილი ისევ ისე ჯიუტად არ იცვლიდა მიმართულებას. ყველა ნაწილ-ნაწილ მიდიოდა და ბოლოს რამდენიმე მეზობლის ახალგაზრდა დარჩა მხოლოდ ეზოში. ერთად მოგროვებულ დაკრეფილ ყურძენს მარნისკენ ეზიდებოდნენ. _ხომ გგონია ყველაფერი დასრულდა, ვაზის ფერებამ და მოვლამ შედეგი გამოიღო ,სინამდვილეში ახლა იწყება მთავარი . თუ ამ ტკბილ წვენს სწორად არ მოუვლი ღვინის ნაცვლად ძმარს მიიღებ . ადამიანის ცხოვრებაც ასეა , როცა გგონია დასრულდა და შედეგი მიიღე სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი _მე რომ დღეს შენ გვერდით ვარ არ ნიშნავს ,რომ მაპატიე . ერთად ,რომ ვართ ეს ნიშნავს,რომ ახლა იწყება ჩემი მთავარი გამოცდა _გამოცდის ჩაბარებაზე სანამ იფიქრებ ყოველთვის ყალბი იქნები . ეცდები არა ჩვენთვის,ეცდები ქულების მისაღებად მე კი სინამდვილეში არასდროს შემიფასებიხარ ნიშნით,თორემ ოროსანი იქნებოდი ნამდვილად _მე,ორიანი ... კაცს რომელსაც ოქროს მედალი და ორი წითელი დიპლომი მაქვს . საერთოდ ერთი ოთხიანი მივიღე ცხოვრებაში და ისიც წერაში ქალისგან, რომელიც დედაჩემს ვერ იტანდა და სიამოვნებით ჩამტოვებდა კურსზე მე რომ კომისიის წინ არ ჩამებარებინა გამოცდები და არ მეჩვენებინა მასზე მაგარი რომ ვიყავი ... _ქედმაღლობაში ხუთიანი ,ყოჩაღ _ფაქტი ავღნიშნე _მე არ ვყოფილვარ შენი პედაგოგი ,არც ვარ ... შენს გვერდითაა ქალი ,რომელსაც მხოლოდ ნამდვილი თადა სჭირდება თავისი სიმართლით,პრობლემებით, მინუსებით და არეულობით _შენ უკვე გყავს თადა _ბოლოა ... ხვალ გადმოვალ და მილაგებაში მოგეხმარები _ ბიჭებმა ყურძნით სავსე ბოლო ჭურჭელი დაცალეს და ევას მიუბრუნდნენ _მადლობა ბავშვებო ... როგორც ყოველთვის გადამარჩინეთ ერთ კვირიან შრომას. მოწესრიგდით ,დაისვენეთ ცოტა და გადმოდით ცხრისთვის _არ გვინდა რა ,სხვა დროს იყო _მოიცა ტყუილად გავაკეთე შენი საყვარელი აჩმა და შენი საყვარელი ხაშლამა? სამწვადე ხორციც მზად მაქვს და კიდევ ათასი რამ . ძველი ღვინოც არ დაგალევინოთ? მურადის ძმარს რომ სვამთ და აგიჟებთ მერე დედათქვენს. ჩემი ღვინო კი არ გაგხდის ცუდად _აუ მართლა გაქვს აჩმა? _აბა ტყუილად? მიდით ახლა ,გაიქეცით მოწესრიგდით და მოდით. სტუმარიც მეყოლება ერთი ლამაზი გოგო _ ბექას თვალი ჩაუკრა და სულ აურია გონება ბიჭს _ნინა მოვა? _ჩურჩულით უთხრა და გაწითლდა კიდეც _დედას გაფიცებ _დედას გეფიცები არაფერს ვიტყვი და შენც ვერ გაიგებ თუ არ მოხვალ _საუკეთესო ხარ ევა დეიდა _ვაიმე შვილო ამხელა ბიჭი ხარ რა გაგაფრთხილე დეიდა არ დამიძახო_თქო ... ქათმებს ვაჭმევ იმ აჩმას _ისეთი საყვარელი იყო თადას გული მისდიოდა ჩახუტების სურვილისგან. ბიჭები როგორც კი წავიდნენ მაშინვე მოხვია მკლავები და ტუჩებიც დაუკოცნა _საუკეთესო ხარ ჩემო ევა _ქალის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ისევ აკოცა _ არა'ჩვეულებრივი ევა ევა ისევ არაფერს ამბობდა ზედმეტს,სიტყვები არ იყო საჭირო როცა არსებობდა ქმედებები. სინათლის სხივი დაუბრუნდა და სიგიჟე იქნებოდა მასთან განშორება. სუფრაზე დაიცალა ძველი ღვინით სავსე ჭიქები ახალი მოსავლის დასალოცად. ევა ერთდროულად ახერხებდა მადლობის გადახდას უსიტყვოდ და პარალელურად დაპირისპირებულ მხარეებს არიგებდა. თადამ წასვლამდეც იცოდა იქ მყოფ ბიჭებს შორის ჩხუბი რომ მოხდა და მთელი დღე ელოდა დაძაბულობის გაღვივებას,მაგრამ სულ ტყუილად. ევას ორივე პატივს სცემდა და სუფრაზე ყოფნისას შეარიგა კიდეც _ადამიანები სხვა სულიერი არსებებისგან გრძნობებითა და გონებით გამოვირჩევით. ამით ვართ აღმატებულები,ვსაუბრობთ და ასე ვცდილობთ გონებაში არსებული ყველა ფიქრი გალოვხატოთ,გრძნობების გადმოცემა კი რთულია ძალიან. ზოგჯერ ისეთ რამეს ვიტყვით თავადაც რომ ვნანობთ იმ წამსვე,მაგრამ აღიარებისთვის დრო გვჭირდება. ყველა სხვა ცხოველს ვემსგავსებით უკან დახევა რომ არ შეგვიძლია , ქრისტიან კაცს პატიება თუ არ შეგიძლი ,შენდობა და თავის დახრა გულზე დაკიდებული ჯვარი უნდა მოიხსნა და იქამდე დადო თაროზე სანამ მოკვლით ემუქრები ადამიანს ვის დედასაც იცნობ , ვისი დაც გიყვარს და ვის გვერდითაც გაქვს გატარებული მთელი ცხოვრება _აქ არ გვინდა ევა დეიდა ,გთხოვ _დეიდას კიდევ დამიძახებ და იცოდე ყველასთან გამოვაჭენებ იმ ფოტოებს ბებიაშენს რომ დაუმალე. მერე არ თქვა ახლა დიდი ბიჭი ვარ და ასეთი აღარ ვარ შიშველიო და ასეც აღარ ვტირივარო _ევა დეიდაა _ღმერთო რა უცებ გადის დრო , სამივე თქვენგანის ბავშვობა მახსოვს... თქვენიც ,მაგრამ თქვენ უფრო შორს ცხოვრობდით და ისე ხშირად ვერ გხედავდით . ნინა სულ ავად იყო ხოლმე და ანდროს პაციენტი გახლდათ. ყველაფრის ეშინოდა ბაბუას გარდა, ნემსსაც ანდრო უკეთებდა ხოლმე და სხვა ვერავინ . ახლა კიდევ როგორი ლამაზი გოგო გაიზარდა... ევა დეიდას თუ დაუჯერებთ ბრაზი სულ კი არ უნდა გქონდეს ,განსაკუთრებული დროისთვის უნდა შემოინახო და მერე მიახარჯო მთელი ენერგია. თქვემ კიდევ მამლაყინწებივით ყოყლოჩინობთ. შენი და არის,შენი გულის აჩქარების მიზეზი და რა შუაში ხართ საერთოდ ერთმანეთთან? _მარტო გულის აჩქარება რომ იყოს რა მიჭირს _ თავი დახრილი ჰქონდა ,ნინასთვის დიდხანს რომ არ ეყურებინა. ჩუმად ჩაილაპარაკა და ჭიქიდან ისევ მოსვა ღვინო _გული გამისკდება მალე და დაისვენებს მერე _ჩემი დის გარდა ვერავინ ნახე ? _ვითომ არ იცი ვინ ვნახე და ვინ არა ... ნუ მალაპარაკებ ახლა . გაჩუმდი მანდ , თვითონ ართულებ ყველაფერს თორემ მე სულ არ ვიღებდი ხმას _ხმას რომ არ იღებდი და ჩემ მაგიერ ამას უთხარი მიყვარს შენი დაო იმიტომ გისკდება ახლა გული და ახია შენზე. წამოხვალ სახლში თუ მარტო წავიდე _ ნინამ ძმას დახედა და ფეხზე წამოდგა _ გვიანია უკვე. სტუმრობასაც აქვს თავისი დრო. მადლობა ევა ,ყველაფერი უგემრიელესი იყო . ალუბლის ნამცხვარი განსაკუთრებით ,რეცეპტს გამოგართმევ აუცილებლად ვინმეს ჩემი სიყვარულით გული თუ არ გაუსკდება და მეც თუ არ გამიყოლებს თან _გამეჩითნენ რომეო და ჯულიეტა... თქვენი თავი არ მაქვს ახლა. წამოდი გაგიყვან სახლში შე ჩემი ცოდვით სავსე. ტვინი არაგაქ თავში თორემ ამას რა შემაყვარებდა . და როა ჩემი თუარა ამას რა მაგუებიებდა სახლიდანაც გაგდებული მეყოლებოდა. კი ხარ ღირსი გაგიშროს სისხლი, დაგიხოციათ ერთმანეთი ასე გიქნიათ თქვენი თავი მე აღარ მაქ _ ამოიოხრა ბოლოს. ფეხზე წამოდგა და ჭიქა ასწია _ ყველაზე სწორ ქალს დედამიწაზე,აქაურობის სულს და გულს ,შენ გაგიმარჯოს ევა ... დეიდა _ ბოლოს მანაც დაამატა ჭიქა დაცალა და ევას ხელზე აკოცა. _მე გავიყვან _არავარ მთვრალი ... მორჩა ,აღარ ვეჩხუბები აწი ნინა მიხედავს _ ჩუმად თქვა და წყვილი თან გაიყოლა. თადამ გააცილა და უკან რომ დაბრუნდა ევა ისევ სუფრის თავში იჯდა. გადაღლილი, ნასვამი და უცნაურად მომხიბვლელი როგორ იყო ერთდროულად თადამ არ იცოდა,მაგრამ იმ წამს მის ყველა ამოსუნთქვაზე გიჟდებოდა. არეულად შეკრული თმა საუკეთესო ვარცხნილობად მიაჩნდა,ევას უხდებოდა და იმიტომ. ვარდისფერი ლოყების ბუნებრივი სილამაზე არაფერს ერჩივნა. _ყველას ასწავლი მიმტევებლობას და შენ არ პატიობ _აქ ხარ , ჩემ გვერდით და მე უკან დავიხიე ... პატიება სხვა არაფერია _და მაინც ელი მომენტს როცა მომიშორებ _ცდები, მე სულ ველოდები მომენტს როცა შემოგხედავ და მივხვდები შენს გონებაში არაფერია ჩემ გარდა _და შენთან ? შენთან რომ ყველაფერია _და ყველაზე მეტი შენ ხარ თადა ევასთან სახლში არ რჩებოდა და ჩვეულებრივ სტუმრად გადაქცევა აიძულებდა გარკვეული დისტანციის დაცვას . ისევ ჩნდებდა ბარიერი მათ შორის და ამ შემაფერხებელი ფაქტორის ზრდას თადა არ დაუშვებდა. გეგმა ჰქონდა, ევასგან შორს ყოფნა მეტად აღარ შეეძლო და მიზნისკენ მიმავალი უკან დახევას არ აპირებდა. ევა კი იმ ღამით წერილებს კითხულობდა , სასმელის დოზამ იმოქმედა თუ გრძნობებმა ვერ გეტყვით , მაგრამ მთელი ღამე გაათენა მონატრება თავიდან რომ იგრძნო . წერილებში დაწერილი სიტყვები გონებაში დარჩა“ აქაურობას როგორღაც ვიტანდი ადრე ახლა კი ყველაფერი ასმაგად მენატრება, ყველაფერი ქართული და ყველაფერზე მეტად შენ“ „ყველაფერზე მეტად შენ „ ხშირად მეორდებოდა წერილებში . „შენგან შორს მყოფმა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე , აქაურ საქმეებს ვტოვებ ყველაფერს ვასრულებ. შენთან თუ არ ვარ ვერაფერი მახარებს და მაბედნიერებს მე კი საკუთარ თავზე წინ არავის ვაყენებ, არავის შენ გარდა „ „ტელეფონს არ რთავ, წერილებსაც არ კითხულობ ალბათ . იმედი მაქვს დაბრუნებულს ტყვიას არ დამახლი . არ ვიცი კითხულობ თუ არ ,მაგრამ მაინც გეტყვი , მალე შენთან ვიქნები და აღარასდროს წავალ. „ “დაწყებულ საქმეს ბოლომდე ერთად მივიყვანთ, რთველის დროს შენთან ვიქნები . წელს დაწურულ ღვინოს ჩემი კვალიც ექნება. ჩვენი გრძნობების და იმედია მის ღვინოდ გადაქცევამდე გვექნება ქორწილი „ -გისმენ- ტელეფონი ,რომ ჩართო და დაურეკა მისი ხმის გაგებისას გაიგო -საღამოს ქალაქში ვიქნები, დამიკავშირდი რომ გავთავისუფლდები ვისაუბროთ -დარჩენილ საქმეებს -მივხედავ , საღამოს შევხვდეთ -ტიროდი? - პაუზის შემდეგ ჰკითხა და ევამ ცრემლებიც იმ წამს შეიმშრალა- რა მოხდა ,მოვიდე? -დაიძინე , სახლში ხარ -შენ ხარ შორს და შენც არ გძინავს უჩემოდ -დროებით - საუბარი დაასრულა. ტელეფონი გათიშა და უკან უჯრაში დააბრუნა. წერილებიც შეინახა და დაძინებას შეეცადა. დილიდან იმდენი გეგმა შეასრულა თადასთან დაგეგმილი შეხვედრა არც ახსოვდა. სამსახურიდან გამოსულს მანქანით რომ დაუხვდა შემდეგ შეიცვალა მიმართულება -გამარჯობა - ლოყაზე აკოცა და მერე მზერას არ აშორებდა- შეიძლება საუბრისთვის ადგილი მე რომ ავარჩიო? -შორს ვერ წამოვალ , დამღლელი დღე იყო - წავიდეთ, ერთი კარგი ადგილი ვიცი -წავიდეთ - უარი არ უთქვამს, მაგრამ თავისი მანქანით გაჰყვა და მასთან ჩაჯდომა არც დაუშვია. რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ახლოს მით უფრო მეტად ივიწყებდა მომხდარს და არ უნდოდა ასე იოლად დასრულებულიყო შერიგების პროცესი. ბოლოს რიონის პირას ისხდნენ, ქალაქის ერთ ნაწილს უყურებდნენ იმ ადგილიდან სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი. თადა ყველა ძალას იყენებდა ევას გონებაში შესაღწევად _როგორ გგონია წელს დაწურული ღვინო გამოვა?_მზერა გაუსწორა მან კი მაღლა,ცისკენ ყურება განაგრძო _ახალი მთვარეა , საუკეთესო იქნება_ვარსკვლავები ანათებდნენ ცას _და ჩვენი ამბავი როგორი გამოვა _მე ჯერ არ დამიწყია ჩვენი ამბის წერა და არც შენი ამბის კითხვა გამომივიდა _ისევ არ გაგიარა ბრაზმა _ვერ გაქრება , ფაქტი არ იცვლება და შესაბამისად მიზეზიც არ ქრება _ძალიან გინდა რომ ბრაზობდე _ძალიან მინდა მიზეზი არ მქონდეს ... წავიდეთ. გმადლობ ვახშმისთვის , ეცადე ძველებურად ყოველ დღე არ გაჩნდე ჩემს წინ. უპატივცემულობაა ჩემი აზრის _არცერთს გვინდა ერთმანეთისგან შორს ყოფნა და ერთად რომ ვიყოთ ხომ შეიძლება. რატომ აძლევ უფლებას შენს სიჯიუტეს დაგვაშოროს და დრო დაგვაკარგვინოს,როცა სხვა არაფერია ჩვენს შორის ხელის შემშლელი -უკან გაჰყვა და წინ გადაეღობა _თვეები დაიკარგე და მე იმ დღესვე შეგირიგდი მეტი რა უნდა გავაკეთო...გინდა ხელი მე გთხოვო? ბეჭედი არ მაქვს ,უნდა ვიყიდო _გახსოვს ის ტექსტი მაშინ რომ მითხარი? მე დამშვიდობებისას გითხარი ცოლობას გთხოვდი-თქო ... იმ დღიდან მზად ვარ, მაგრამ შენ გელოდი. მგონი დროა ლოდინი შევწყვიტო და პირდაპირ ქმედებზე გადავიდე თუ ბეჭედზეა საუბარი წუთი დამჭირდება გასაჩენად _ უღიმოდა, ევა ადგილზე დატოვა მანქანასთან მივიდა, რაღაც აიღო და ევას წინ დაბრუნდა _გახდები ჩემი ცოლი ? ჩამკიდებ ხელს და იქნები ჩემ გვერდით სამუდამოდ? უფლებას მომცემ ვიყო შენ ცხოვრებაში ჩემი ცხოვრებით? _ხელში ოქროს ბეჭედი ეჭირა და ევას უყურებდა _რამდენი ხანია რაც ბეჭედი მანქანით დაგაქვს _საბაგიროთი გასეირნების დღესაც მანქანაში მქონდა , აქამდე მეგონა უარს მეტყოდი ... მგონი ახლაც არ ხარ თანახმა _შენ თუ გგონია რომ მზად ხარ ჩემი ქმრობისთვის ,მე თანახმა ვარ . ვიქორწინოთ _ მარჯვენა ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის მოარგებდა ბეჭედს _ცოლად მომყვები? _შენ ცხოვრების სამუდამო ნაწილი ვხდები _შენ იქნები ჩემ გვერდით,სამუდამოდ _ ბეჭედი მოარგო არათითზე ,თავი დახარა და აკოცა _მიყვარხარ, ყველაზე მეტად ამ სამყაროში _უცნაური შეგრძნებაა ... თითქოს ამ რგოლმა უკვე შეცვალა რაღაც _დღესვე მივდივართ ტაძარში, ჩემი მამამო დაგვწერს ჯვარს _მზერა გაუსწორა და გეგმა გააცნო _დღესვე? _ქორწილი მერე გადავიხადოთ. თავისი თეთრი კაბით, სტუმრებით, ქეიფით ,ერთმანეთზე დალაგებული თეფშებით სუფრაზე_ხელი ჩაკიდა ბეჭდიან ხელზე და თავისი მანქანისკენ წაიყვანა _სად მიგყავარ _ჯერ ტაძარში და მერე საირმეში ავიდეთ _შენს ადგილას უფრო შორს წავიდოდი არ გადავიფიქრო საშიში ვარ _ეჭვი გეპარება ისევ ? _დამშვიდდი, ნუ გეშინია...არსად გავრბივარ შენ თუ არ დაიკარგები და თავს არ მაძებნინებ მსოფლიოს მასშტაბით . _აღარ ვაპირებ წასვლას. მაგ ქვეყნის ატანა აღარ მაქვს,მწამლავდნენ უკვე. ბინა დავიტოვე მხოლოდ დანარჩენი ყველაფერი გავყიდე ,სხვაგან გადამაქვს კაპიტალი. რისკია და ამდენი დრო იმიტომ დამჭირდა. არსად წავალ , არასდროს მიგატოვებ. თუ სადმე წავალთ ერთად წავალთ _მე აქაურობის დატოვებას არ ვაპირებ _არც სამოგზაუროდ გამომყვები?მე მიყვარს მოგზაურობა _როგორ ახერხებდი _მოვახერხებ ... ამერიკაშიც წავალ . მაგათ პოლიტიკას გავკ.რი _მეამბოხეც აღმოჩნდი ,არადა ზრდილი პედაგოგის იერი გქონდა _აქ მალე მოხდება ცვლილებები... ყველაფერი შეიცვლება . ხელისუფლების შეცვლასთან ერთად და ჩვენი ბავშვებიც უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ _პოლიტიკოსობას ხომ არ გეგმავ _არა , მაგრამ ვიცი სულ ასე არ იქნება... ჩვენი შვილები ჩვენ მსგავსად არ იცხოვრებენ _ჯერ ცოლიც არ ვარ და უკვე შვილების მომავალზე ფიქრობ ... _პირველად რომ მომიჯექი გვერდით და დაიწყე ლაპარაკი იმ წამიდან წარმოვიდგენ ჩვენ ბავშვებს... გოგო მინდა _გინეკოლოგი ვარ და შეკვეთებზე სქესის განსაზღვრა მეც კი არ ვიცი შენ თუ რამე ინფორმაცია გაქვს გამიმხილე . ბიჭი რომ იყოს რა მოხდება მერე _არა პირველი ბიჭი იქნება მე რომ მეორეზე დაგითანხმო გოგოს გამო და თუ მეორეც ბიჭი იქნება მთლად უკეთესი .... შეგვიძლია მინიმუმ კალათბურთის გუნდი გვყავდეს გოგომდე _ახლა რომ გითხრა ჯერ არ ვაპირებ ბავშვის გაჩენას სანამ არ შევეჩვევი შენთან თანაცხოვრებას_თქო რას მეტყვი _არაფერს , მე და შენ მალე გავივლით ყველა გზას _რატომ მოხდება ეგ _იმიტომ რომ ორივეს გვესმის ერთმანეთის ორივე გონიერები ვართ საამისოდ . როგორც კი ჩემი მოშორების გეგმა წაგეშლება ტვინიდან მაშინვე გადაშლილი წიგნი ვიქნები _სად მიგყავარ _ძველი ტაძარია... ჩემი ნაცნობი მამაო არის აქ . ბავშვობიდან ვიცნობ, ერთხელ ვუთხარი ცოლს რომ მოვიყვან შენ დაგვწერ ჯვარს_თქო _ქორწილით დაგვეწყო პირდაპირ ჯვარს რომ ვიწერთ...არ ვიცოდი ასეთი მორწმუნე თუ იყავი _ჯვრისწერა იმქვეყნადაც ერთად გვამყოფებს. ხელმოწერას არაფერი უნდა ,მხოლოდ კალამი და ფურცელია საჭირო ... ეკლესია გამოჩნდა. მანქანა გააჩერა და გადავიდა. ევას წინ დადგა, მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და შუბლზე აკოცა _მჯერა ,მწამს და ვიცი რაღაცები უბრალოდ არ მოხდებოდა რაღაც არამიწიერი რომ არ არსებობდეს. შენნაირ არაჩვეულებრივ ქალსაც ვერ გადავეყრებოდი და საკურთხევლისკენ გზაზე ზუსტად ვიცი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც შენთან მინდა ვიყო _რასაც სიტყვები ამბობენ სიმართლედ ნახევარიც მკმარა _უყურებდა , უსმენდა და ერთხანს არაფერს ამბობდა ,შემდეგ მოეხვია,თავი მკერდზე მიადო , უსმენდა გულისცემას და მთელი არსებით უნდოდა დაჯერება. სჯეროდა ,ენდობოდა და ღმერთს სთხოვდა სანანებლად არ გადაქცეოდა იმ დღსს გადადგმული ყველა ნაბიჯი _ სულ ცოტა რამე მჭირდება შენგან როგორც ქმრისგან _ ეკლესიის წინ იდგნენ უკვე , მღვდელს ხედავდა რომელიც მათკენ მოემართებოდა _არ მიღალატო , არ მომატყუო როგორი რთულიც არ უნდა იყოს სიმართლე. სხვა ყველაფერი ერთად გამოგვივა. შეუძლებელს შეგაძლებინებ ,მხოლოდ არ მიღალატო _ ორივემ იცოდა ევას ღალატი მხოლოდ ხორციელ ღალატს რომ არ მოიცავდა _მიყვარხარ _ სხვა არაფერი უთქვამს ,მხოლოდ ის რაც სიმართლე იყო და ეს იმ წამს გაიაზრა ყველაზე ნათლად. ............ _თადა ... _მამა ნიკოლოზ ,დამლოცეთ _ თავი დახარა და ხელზე აკოცა _რამდენი ხანია გელოდები ... ორი თვის მერე მოვალო წასვლამდე მითხარი და მეტი გავიდა მგონი. ვიფიქრე რამე შეგემთხვა _ყველაფერი რიგზეა უფლის წყალობით. გაიცანით ევა _ ესე იგი თქვენ ხართ ევა_ სიმშვიდე მოჰქონდა , თბილი მზერა ჰქონდა . ღმერთთან სიახლოვეს რომ გაგრძნობინებდა ისეთი. ევა კი თადასგან განსხვავებით ხშირად არ სტუმრობდა ტაძრებს _ჩემთან რადგან მოგიყვანათ ეს ნიშნავს რომ ქორწინდებით ,ხომ? _არავითარი ძალდატანება, გეფიცები ნიკუშ... მამა ნიკოლოზ _ წამსვე გადააკეთა ,აშკარა იყო საკუთარ ბავშვობის მეგობართან იყო და ევას ერთი სული ჰქონდა როდის მოისმენდა ამბავს. თადას გაცნობის,მისი შეცნობის სურვილი არ ტოვებდა ,იცოდა უამრავი საინტერესო დეტალი ელოდა . _ქორწინება ღვთის წინაშე ნიშნავს მთელი ცხოვრების დაკავშირებას სხვა ადამიანთან . მასზე ზრუნვა,მოფრთხილება მისი სიხარულის და ტკივილის გაზიარება. თადა თვეების წინ მესაუბრა თქვენზე და სიმართლე გითხრათ ჩვენი ნაცნობობის მრავალწლიან ისტორიას არ ახსოვს მისი მსგავსი აღფრთოვანება ვინმეს მიმართ. მითხრა ევაა ჩემი ნახევარიო... ახლა აქ რომ გხედავთ ბედნიერი ვარ _აქამდეც რომ მოვეყვანე თქვენთან მგონი ჯვრისწერის თარიღი გადმოიწევდა _ თადას უყურებდა და მთელს სხეულში სითბო ეღვრებოდა. ხელი ჩაკიდა და თადასთან ერთად შეაბიჯა ტაძარში . ჯვრისწერის ცერემონიის დასრულებამდე არაფერზე ფიქრობდა,მსგავსი სისუბუქე არასდროს განუცდია . მშვიდი იყო, თადას მინდობილი. თადა კი საკუთარ თავთან ომში იყო ჩაბმული ,სხვა ვერავაინ და ვერაფერი გადაეღიბებოდა წინ . ეკლესიაში მდგომმა,ხატების წინ სანთლით ხელში ლოცვის მოსმენისას ზუსტად იცოდა ,უყვარდა,აღმერთებდა და ეს უკვე იყო ახალი დიდი გამოწვევა.მამა ნიკოლოზმა გზა რომ დაულოცათ წამით შეყოვნდა _ნამდვილად უყვარხარ და არ დაუშვა გული ეტკინოს. საკუთარი თავისგანაც დაიცავი იცოდე _ილოცე სიმართლე ჯერ არ გაიგოს _ჩურჩულით უთხრა,ისევ დახრილი ჰქონდა თავი მის წინ . _გულს მიენდე ამ ერთხელ ,გონებას არ ... შენი სუფთა გულის მე სულ მჯეროდა . მიდი ახლა ნუ ალოდინებ ცოლს მე სულ აქავარ და ღმერთი ყველგანაა, გზას გაგინათებთ ………………….. _ცოლ_ქმარი ვართ _გაიმეორე რამდენჯერმე და გაიაზრებ _ იღიმოდა,აჩქარებული გულისცემით გულში იხუტებდა ,ეფერებოდა და ლოყაზე კოცნიდა _ ბედნიერები ვიქნებით,გეფიცები _ ისევ იმას ეუბნებოდა რაც მთელი არსებით გულითა და სულით სურდა. გრძნობდა როგორ შეეცვალა აზრები ,მიმართულება და მთელი გზა . არ იცოდა რას გააკეთებდა ახალი მიზნების მისაღწევად,მაგრამ მოსწონდა ცხოვრების ეს გამოწვევა _მიყვარხარ _ უკვე მერამდენედ უმეორებდა ევას არ,საკუთარ თავს _უამრავი რამ გვაქვს გადასაწყვეტი... ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ახალი წიგნის ,პირველ გვერდზე პირველ სიტყვებს ვწერთ ამ წამიდან _გავუმკლავდებით , ბავშვები აღარ ვართ _ ბავშვები რომ არ ვართ იმიტომ არის რთული ... სამი დღე მაქვს მაქსიმუმ. სამსახურიდან უფრო დიდხანს ვერ წამოვალ,მერე ხომ უნდა გადმოვლაგდე შენთან. ყველაფერი გავთვალო როდის როგორ _ახლა არ იფიქრო არაფერზე ჩემ გარდა...ძვირფასო ცოლო ,მეუღლევ _ თავზე გადაუსვა ხელები,ისე ნაზად ეფერებოდა ,ისეთი მოციმციმე მზერა ჰქონდა ყველაფერს დაუჯერებდი,ვერ შეეწინააღმდეგებოდი _სახლში გავიაროთ,ტანსაცმელს ავიღებ და სადაც გინდა იქ წავიდეთ ... რამდენი ხანიც გინდა იმდენხანს დავრჩეთ _შენ თუ სხვაგან გინდა სხვაგან წავიდეთ... უბრალოდ გრძელ გზაზე გადაიღლები და დროც დაიკარგება . იქ კი სიმშვიდეცაა,სილაამაზეც, დაისვენებ კიდეც და მაშინ დავბრუნდებით როცა ერთად გვენდომება. ოღონდ აუცილებელი პირობაა შენი გადაღლილი გონების დასვენება სხვა ადამიანებისგან და მასში მხოლოდ ჩემი,ჩემზე საამო ფიქრების და ჩემი სიყვარულის დაბუდება _ მთელი სახე დაუკოცნა, ნაზი ფრთხილი შეხებებით ტკბილი სიტყვებით,თბილი ტონით გამაბრუებლად მოქმედებდა. _კიდევ სად გაქვს სახლი ,რა მითხარი?_ სასტუმროს ნაცვლად ტყეში,ხის კოტეჯში რომ აღმოჩნდნენ ,ევამ კითხვა გააჟღერა _ შენ თუ რომელიმე კურორტი განსაკუთრებულად გიყვარს იქაც ვიყიდოთ , ან ისე წავიდეთ . ეს კოტეჯი ახლახანს ვიყიდე ,ანდერძით ბოძებული არაა... მარტო უფრო კომფორტულად ვარ ვიდრე სასტუმროში ,უცხო ადამიანების გარემოცვაში _ ფანჯრები გააღო, სუფთა ჰაერი შემოუშვა და ჩანთები საძინებელში შეიტანა _ მგონი მალე გაწვიმდება . _იცოდი აქ რომ მოვიდოდით ? _მარტო ვაპირებდი ამოსვლას... _ნუ მატყუებ _ქორწილზე არ მიფიქრია ,უბრალოდ ვიფიქრე თუ დავიყოლიე წამოვიყვან დავისვენებთ ცოტას ხალხისგან შორს_თქო და მოვაწესრიგე რაღაცები _როდის დაბრუნდი _გუშინ,გამთენიისას _შენ მგონი ყველას დაურიგე ტელეფონები ვისთანაც კონტაქტი გჭირდება და ისე აგვარებ ამ საქმეებს _ხო,აბა წერილები სად ვაგზავნო და ხაზის ტელეფონს სად ველოდო . ახალი მანქანაც ვიყიდე, ჩამოვა მალე ... გერმანულია. თუ მოგეწონება შენ ატარე _ფანჯარასთან მდგომს მიუახლოვდა და ჩაეხუტა _ გინდა გაწვიმებამდე გავისეირნოთ? _წყალი მინდა ... აქაურ წყალზე გიჟდებოდა მამა . რომ მოდიოდა სულ ამოვყავდით ხოლმე. პირველ სასტუმროში ვრჩებოდით. მას და დედას თავიანთი საყვარელი ოთახიც კი ჰქონდათ . აქ დაუნახავს დედა პირველად, წყაროსთან ... იმ დღეს ვერ გაიცნო ,მაგრამ გაიგო ვინც იყო და შემდეგ იპოვნა. ეს ამბავი მხოლოდ მე ვიცოდი ,დედამაც კი არ ,მხოლოდ მე და მამამ ვიცოდით საირმის ჯადოსნური სიყვარულის ამბავი _ თადას მკერდზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი,უყურებდა წინ გადაშლილ ხედს და ყვებოდა ამბავს ,რომელიც არავისთვის უთქვამს,მაგრამ თადასთვის უცნობი არ იყო . _მამაშენს აუცილებლად მოვაწონებდი თავს _გამორიცხულია... მამაჩემი ვერ იტანდა ფაქტს ,რომ მე შეიძლება ოდესმე ვინმე მყოლოდა. ერთადერთი იყო ვისაც ზუსტად ვიცი უნდოდა შინაბერა დავრჩენილიყავი. ზუსტად იცოდა კაცები როგორებიც ხართ ,მიუხედავად იმისა გიყვართ თუ არა . მეც ვიცი,უბრალოდ მზად ვარ ვიბრძოლო სულ ცოტა ბედნიერებისთვის და დავიჯერო, რომ შენ არ ხარ ის ვინც გამანადგურებს . დავიჯერებ ,რომ შენ არ ხარ ღვთის მოვლენილი მორიგი გამოცდა და ხარ სულის ნაწილი,რომელიც სიმშვიდეს მომიტანს _მე შენ არასდროს გატკენ , არასდროს დაგიშავებ ... მოვკვდები შენთვის _ თვალებში უყურებდა და გაუაზრებლად ამბობდა ყველა სიტყვას რაც გონებაში იმ წამს ჩნდებოდა _ შენ გამო სულს დავთმობ _ ქალის ტუჩებთან საერთო წერტილი იპოვნა,ენანებოდა დათმობა,მაგრამ უნდა გასულიყვნენ _წავიდეთ , გავისეირნოთ ... დავასწროთ წვიმას ან დაგვეწევა გზად და გამოვექცეთ ცაზე შავი ღრუბლები ჩნდებოდნენ ,მუქდებოდნენ ქუხილის ხმაც ისმოდა და აშინებდათ კიდეც წვიმის მოლოდინით ისინი კი მშვიდად მისეირნობდნენ დანიშნულების ადგილამდე. მჟავე წყალიც დალიეს და უკან წამოსასვლელ გზასაც დაადგნენ . ხალხი თითქმის არ იყო,იმ დროს დამსვენებლები აღარ სტუმრობდნენ საირმეში . ციოდა,მაგრამ თადა ხელს არ უშვებდა. _ყველა შეაშინა ქუხილმა ... არადა ამ დროს განსხვავებულად ლამაზია ყველაფერი _ მაღლა იყურებოდა,ხელისგული გაშალა და პირველი წვეთებიც დაეცა კანზე. ჯერ ნელა იწყეს სვლა შემდეგ კი სწრაფი ტემპით დიდი,მსხვილი წვეთებით დაიწყო წვიმა. შემოდგომისფერი ამინდი იყო ,ევა კი მონატრებული ბუნებასთან კონტაქტს. მუდამ კლინიკაში მყოფს არც ხედებით ტკბობის დრო ჰქონდა ,არც ამინდის ცვალებადობას შეიგრძნობდა. _გაიყინები _ცოლი რომ ვარ გუბეში ხტუნვა არ შემიძლია? _ გზად შემხვედრ პატარა გუბეს შეხედა ,იცინოდა უკვე _თუ გინდა ვირბინოთ კიდეც და ვიცეკვოთ თან _ არ დაუშვია,რომ მართლა ჩახტებოდა გუბეში და პატარა ბავშვივით დაიწყებდა ხტუნვას . ქურთუკი იცავდა, სველი არ ჰქონდა ტანსაცმელი ,მაგრამ ცხვირზე ეტყობოდა სიცივის კვალი. _გავიქცეთ _ ხელი გაუწოდა ,თადამაც წამსვე ჩაკიდა თითები და ერთად გაიქცნენ შენობისკენ . შეუძლებელია წვიმაში გარბოდე და სიცილი შეიკავო, ცრემლებს თუ არ ერევა წვიმის წვეთები აუცილებლად გაიცინებ , გვალვების შემდეგ წვიმის მოსვლით გახარებული მცენარესავით ბედნიერი შეეგებები ციდან წამოსულ წვეთებს. ევას სიცილი აბრუებდა თადას, ხშირად უნდოდა ენახა ასეთი ბედნიერი. _ თოვლიც ასე ძალიან გიყვარს? _ყველა სეზონი მიყვარს,ბუნების ყველა მოვლენა ,რომელსაც მსხვერპლი არ მოაქვს ... შენ არ გიყვარს? სოფელში რომ თოვს სხვანაირი სიჩუმეა,სულ სხვა ემოციები მოაქვს. ამაზე სააუბარიც კი არ შემიძლია...უბრალოდ უნდა დააკვირდე და მერე იგრძნობ ყველაფერს _სულ ასეა,როცა აკვირდები გონება იაზრებს იმას რაც ისედაც შენშია , დაწყებულ პროცესს აღმოაჩენ _მე კი აღმოვაჩინე რომ მზად იყავი ყველა საშუალებით ქალაქიდან გასასვლელად _ მომარაგებული პროდუქტების რაოდენობას გადახედა . უკვე დანთებულ ღუმელზე წყლით სავსე ჩაიდანი დადგა თადამ სანამ ევა სველ ტანსაცმელს იშორებდა მის თვალს კი არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი _ხომ შეიძლება უბრალოდ მოცემულობა მიიღო... ვივახშმოთ. ცხელი ჩაი დავლიოთ. ღვინოც მაქვს სხვათაშორის და _რას გეგმავდი დღეს თადა? _ მზა საჭმელებით სავსე ქვაბებს დახედა და ქმარს მკლავები შემოხვია ყელზე _ მეტყვით თუ გამოვიცნო? _გაბრაზდები და ცოლ_ქმრობის პირველივე დღეს ვიჩხუბებთ . ხვალამდე მაინც დავიცადოთ _არასდროს გეჩხუბები , ძაალიან ,ძალიან თუ არ გამაბრაზებ _ იღიმოდა, ლოყაზე ხანგრძლუვად შეახო ტუჩები და შემდეგ ისევ მზერა გაუსწორა _მომიყევი რატომ მოხვედი ჩემ სანახავად გადასახლებაში წამსვლელივით მომზადებული _მეგონა დიდხანს არ შემირიგდებოდი, არ მაპატიებდი და შეხვედრა იმიტომ დამითქვი,რომ საბოლოოდ დამშორებოდი. ..მოტაცების რამდენიმე გეგმა მქონდა. ყველა შემთხვევაში მზად ვიყავი რამდენიმე სახლით _და რეალურად როდის დაბრუნდი ? _ქუთაისში გუშინ ... საქართველოში 3 დღის წინ _ბევრჯერ უნდა გკითხო ხოლმე ერთი და იგივე ბოლოს სიმართლე რომ მითხრა ? _მართლა არ გამიბრაზდი მოტაცებას რომ გიბედავდი? _ვერ მომიტაცებდი ვერასდროს ... _გგონია არ გამომივიდოდა? _ნწ , მე ტყუილები არ მიყვარს... თუ მანქანას დაძრავდი გადახტომას არ ვეცდებოდი . ნებისმიერ ეტაპზე რომ გეთქვა ევა, მივდივართ ცოლად გირთავო მე შენგან გაქცევას არ ვეცდებოდი თუ ისე შემომხედავდი როგორც დღეს მიყურებდი და ახლა მიყურებ _სულ რანაირად ახერხებ ჩემ გაოგნებას... რომ მგონია მივხვდი ,გავთვალე და ამ დროს არაფერიც _ნუ ცდილობ მომიგო ... თორემ მე ქალი ვარ,ეშმაკზე ცხრა დღით ადრე დაბადებული და მე ევა მქვია _და მე დაგემონები ბოლოს _ ჩუმად თქვა ,ქალის ტუჩებს შეეხო თან ,მაგრამ მაინც ის სიტყვები გააჟღერა, რომელიც გონებაში უნდა დაეტოვებინა _დავლიოთ ? _ღვინის ბოთლს თავსახური მოაძრო და ჭიქები გაავსო_ თან ვივახშმოთ თორემ მთელი დღეა ვმუშაობ ,ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტული ნამდვილად ხელში ჩაგაკვდები საძინებელში თუ ამ მდგომარეობაში შემოგყვები მიუხედავად ჩემი დაუშრეტელი ლტოლვისა შენს მიმართ _ ჭიქა ტუჩთან ჰქონდა მიტანილი თვალი რომ ჩაუკრა და რამდენიმე ყლუპი მოსვა_საფერავია? _ თვალები დახუჭა და მერე დაჟინებული მზერა რომ არ მოშორდა ისევ თადას შეხედა _ რა _მე ისევ იმ პირობას ვასრულებ,არაფერი მოხდება შენი სურვილის წინააღმდეგ _მოტაცების გეგმა ჰქონდა ერთ კაცს დღეს _დაგარწმუნებდი გზაში ... არაკაცური ქმედებები არ მახასიათებს არასდროს არავისთან და ნული პროცენტით ქალთან, საერთოდ გამორიცხულია მასთან ვისზეც მთელი ცხოვრებით ვარ დამოკიდებული _ მისი ჭიქიდან დალია და მერე ბოთლის გვერდით დადო _შენ არ ხარ ის ქალი ვისაც ჩემი სურვილებით ვაცხოვრებ შენ ხარ ის ვისი სურვილების ასასრულებადაც შევცვლი მთელ ჩემ ცხოვრებას და მთლიანად შევიცვლები თუ საჭიროება მოითხოვს ... ეს არასდროს,არასდროს დაგავიწყდეს _ ევა ვერ იაზრებდა იმ წამს თადას სიტყვების მნიშვნელობას,მაგრამ გონებაში დაილექა მოსმენილი . _ასე არ მაწყობს ... მეორე ნახევარი ნიშნავს ნახევარს არც მეტს არც ნაკლებს შესაბამისაც არც მხოლოდ მე და არც მხოლოდ შენ არ ვარსებობთ. ორივე დავთმობთ როცა საჭირო იქნება,ორივე მივაღწევთ მიზანს,მივიღებთ სასურველს. მე შენ არაფრის დათმობას მოგთხოვ ,ხომ გითხარი არაფერი მჭირდება მხოლოდ შენ იყავი ნამდვილი შენ _არ იცოდა თუ ეს მოითხოვდა ყველაფრის დათმობას თადას კი გააზრებული ჰქონდა უკვე წინ რა დიდი სირთულე ელოდა,მაგრამ მაინც დინებას გაყოლა არჩია იქამდე სანამ მორევი ჩაითრევდა. _არა ,რომ მიტაცებდი და აქ მოყვანას მიპირებდი რა გეგონა ვერ მიპოვნიდნენ? _ ცოტა ხნის შემდეგ მაინც გაიხსენა მოტაცების გეგმა _ოთხი ადგილი მქონდა მზად და ვფიქრობდი როგორც განვითარდებოდა დიალოგი იმის მიხედვით ავირჩევდი ადგილს ... _პრეზიდენტის მოსატაცებლად გქონია მზადყოფნა მე კიდევ რა უცებ გამოგყევი _სულ მაკვირვებ და თვითშეფასებას მინგრევ ... _მე უნდა მომეტაცებინე ,ვერ გიპოვნე თორემ ისე მომენატრე სულ რომ ვიღაც რუს ტანიასთან მენახე მაინც წამოგათრევდი . ბოლოს თერგში ჩაგახრჩობდი ოღონდ _ეჭვიანობაც რომ მოასწარი შიშთან ერთად ... ძალიან დამიგვიანია. არადა ორი კვირის შემდეგ გამოგიგზავნე წერილი _მეტჯერ აღარ გაგიშვებ უჩემოდ არსად _ ჩაეხუტა,თადამ ხელი შემოხვია და მუხლებზე დაისვა _ ასე ჯდომა ცუდი აზრია _გულისცემა აჩარებული ჰქონდა,ღაწვები ვარდისფერი და მზერა დაბნეული _შესანიშნავი აზრი იყო და იქნება ყველაფერი რაც შენ ჩემთან ახლოს გამყოფებს ... _ ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე,ყელზე აკოცა და გაეღიმა ევას რეაქციების გააზრებისას _საყვარლების პროფესიები არ მაინტერესებსო თუ როგორ თქვი მაშინ? _სჯობს შენები არ გაიხსენო და მხოლოდ ჩემზე იფიქრო, შენს მერე რომ არ მყავდეს , აქამდე არ არსებული საყვარელი -არეულად დაალაგა მთელი წინადადება, მაგრამ თადამ მაინც გაიგო მთავარი სათქმელი. კოკისპირულად წვიმდა გარეთ. საირმის ტყეში მდგომ კოტეჯს ძლიერი ქარი უვლიდა გვერდს, წვიმის მსხვილ წვეთებს ფანჯარაზე ახეთქებდა . სიბნელეში სანთლის შუქი ანათებდა მხოლოდ , მაგრამ მათ არ სჭირდებოდათ მეტი არაფერი. ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ჰქონდათ გასაგები , ხორცილი სურვილების გაზიარებითა და შესწავლით დაიწყეს. ერთ სულ და ხორც გახდომამდე გრძელი გზა ჰქონდათ . .......... გვიანი ღამე იყო უკვე, აღარ წვიმდა მაგრამ ქარი ბობოქრობდა კვლავ. თადას მკლავებში მოქცეულს ძილი არ უნდებოდა. ვერ ისვენებდა, რაც შეიძლება მეტის გაგება სურდა _სად ვიცხოვრებთ ... _სადაც შენ გინდა _შენი ბინა არ მომწონს. საერთოდ ბინას ვერ ვეჩვევი ასე მგონია სამეზობლოსთან ერთად ვცხოვრობ _სახლი მაქვს ,უბრალოდ დიდია და მარტო ცხოვრება არ მინდოდა იქ . საფიჩხიაზეა , რომ დავბრუნდებით ვნახოთ ერთად . ყველაფერი ისე გამოიყურება როგორც მოსამართლის ოჯახს შეეფერებოდა. თუ ვერ შეეგუები რემონტი გავაკეთოთ და ყველაფერი გამოვცვალოთ _ანუ ჩემსავით არ გაქვს დამოკიდებულება ავეჯის,კედლების ,ოთახების,ნივთების და საერთოდ ათასი დეტალის მიმართ ... მე სულ მგონია რომ მოგონებები გამიქრება თუ ყველაფერს შევცვლი _თადას მხარზე ედო თავი, მშვიდად საუბრობდა და სიამოვნებდა მისი ყველა შეხება _ჩვენ იმდენ ადგილას ვცხოვრობდით ,იმდენი სახლი გამოვიცვალეთ ასეთი განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა არაფრის მიმართ მაქვს . _მხოლოდ ქუთაისს ვერ შეელიე? დაუჯერებელია _აქაურობა ყველაზე მშვიდია ,ურთიერთობებია სხვანაირი _თავს თუ ისე არ გრძნობ როგორც ვეშაპი აკვარიუმში ... მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობდით? _ცხოვრებით ხო ,მაგრამ მოგზაურობით ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე მშობლებთან ერთადაც და მერეც. არ უყვარდათ გაჩერება,როგორც კი დრო გამოუჩნდებოდათ სულ სადღაც მიდიოდნენ,გაურბოდნენ მოსაწყენ ყოველდღიურობას. უჩემოდ არასდროს მიდიოდნენ _ანუ ჩემებისგან განსხვავებით ხშირად იყვნენ ერთად _სულ ერთად იყვნენ...ისეთი შეწყობილები იყვნენ გეგონებოდა ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს არადა უკვე ზრდასრულები,ჩამოყალიბებულები იყვნენ რომ დაქორწინდნენ. დედა 37 წლის იყო ,მამა 40 და მაინც ისე უგებდნენ ერთმანეთს ზოგჯერ ლაპარაკიც არ სჭირდებოდათ. არ მახსოვს რომ ეჩხუბათ,პრინციპში მაგათ ყოფითი ცოლ_ქმრული პრობლემები არ ჰქონდათ. ჩვენთან არასდროს იყო ეკონომიური კრიზისი,არასდროს ვითვლიდით ფულს. გვინდა არ გვინდა ბევრ პრობლემას და საკამათო თემას ცვლის სიმდიდრე. მამა მივლინებაში რომ მიდიოდა დედაც მიჰყვებოდა _მამა და ბაბუა რომ მოსამართლეები იყვნენ ვიცი და დედა? _დედა უცხო ენების სპეციალისტი იყო... ოჯახში ჰყავდა მრავალენოვანი ხალხი და თურქული,რუსული , აზერბაიჯანული ისედაც იცოდა. მერე ინგლისური და გერმანული ისწავლა რუსეთში. სულ ჰყავდა მოსწავლეები, ოღონდ გამორჩეულ ბავშვებს ასწავლიდა . არა სიმდიდრით ,უფასოდ ამზადებდა ყველა ნიჭიერ მოსწავლეს თუ სტუდენტს . გიჟდებოდა ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე. ლექციების კითხვას მალევე დაანება თავი, არ მოსწონდა საუნივერსიტეტო სისტემა. მაგათ მე ვერ მოვერგები და ისინი შეცვლას არ აპირებენო. ეზიზღებოდა ქრთამის აღება, არასდროს წერდა უცოდინარ სტუდენტს ქულას არავის და არაფრის გამო. ჩემ გამო დაწერა მხოლოდ ერთ გოგოს _ ბოლოს დააყოლა და ევამაც შეიცვალა პოზა _ასე ნუ მიყურებ... ჭკვიანი გოგო იყო უბრალოდ მეცადინეობა ვერ მოასწრო საგამოცდოდ _ანუ შენ მოაცდინე და შემდეგ დანაშაული გამოასწორე _დანაშაულს ვერ ვუწოდებ,მაგრაამ რომ ვერ იმეცადინა ბრალი ნამდვილად მქონდა მაგ ამბავში. _ჩემთან ყოფნისას ... არა საერთოდ გიკრძალავ შენი ყოფილი ქაალების გახსენებას და მათზე ფიქრს. _ფიქრები როგორ უნდა ამიკრძალო არ ვიცი. აკრძალვა ფიქრებზე მოქმედებს ექიმო? _რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებს თუ არ,მთავარია რომ ვბრაზობ არ უნდა შემეწინააღმდეგო ,თადა _ კარგი , არ გავიხსენებ არცერთს -იცინოდა და ბავშვივით უმიზეზოდ გაბუტულს სახეს უკოცნიდა -მხოლოდ შენ ხარ ჩემ გონებაში _ბედნიერი ბავშვი ყოფილხარ...მე სულ ვნატრობდი ერთად ხშირად ყოფილიყვნენ. მამა როცა საქართველოში იყო მაინც სულ სადღაც მიდიოდა. დედა ბრაზდებოდა, არ ჩხუბობდნენ ,მაგრამ დედა რომ იბუტებოდა არ ელაპარაკებოდა ნორმალურად . სულ შემორიგების მცდელობებს ვუყურებდი . სასაცილო იყო მიშა გაბუნია ცოლთან რომ ვერ აგვარებდა . დედაჩემი ყველაზე ქალური ქალი იყო ამ სამყაროში და ყველაზე ძლიერი . არასდროს ეშინოდა, არასდროს იხევდა უკან და მამასთვის არც ერთხელ უთქვამს მივდივარ ,გშორდებიო. იცოდა შეცდომა დაუშვა მას რომ დაუკავშირა ცხოვრება და მაინც არასდროს უნანია ასე მგონია,ყოველ შემთხვევაში არასდროს უთქვამს . მას და ბაბუს ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ თითქოს ის იყო მისი ქალიშვილი. ანდროს სიკვდილის მეტი რა ჰქონდა ნანახი , შვილიც დაკარგა და რძალიც. ვნახე ორივე როგორ იგლოვა და არ ყოფილა განსხვავება. ზოგჯერ მეგონა დედაჩემი უფრო იდარდა ,ან იქნებ ჩემ გამო დარდობდა და იმიტომ. ადამიანისთვის შვილი ხდება მომავლის გზა. როგორიც იქნება ის ისეთი ხდება შენი ცხოვრებაც აან გაგაბედნიერებს ან გაგაუბედურებს. ანდროს ისედაც რთული ყოფა ჰქონდა,მაგრამ მამაჩემის არჩეულმა გზამ ბედნიერება წაართვა. ანდრო იყო უწესიერესი კაცი , მორწმუნე ,მართალი ... უბრალოდ ათასი ამბავიც რომ მოგიყვე საკმარისი არ იქნება და ასეთი კაცისთვის დამნაშავე შვილის ყოლა რომელიც აზიანებს სხვებსაც და საკუთარ თავსაც ,სასჯელი იყო ალბათ. საკუთარ თავს იდანაშაულებდა, ისეთი ჭკვიანი იყო ვიცოდი ეს ცხოვრება ვერ დააკმაყოფილებდა ჩვეულებრივი საქმოსანი ვერ იქნებოდაო _სიყვარულს მაინც ვერ ცვლის ადამიანის დანაშაული,არა? _ცვლის , მე არ შემიძლია პატიება _მამაშენი ხომ გიყვარდა... არ მოგწონდა მისი ცხოვრება ,მაგრამ ხომ გიყვარდა _ეგ სიყვარული სისხლში მქონდა გამჯდარი ,თორემ სხვას მისი მსგავსი ცხოვრებით ვერ შევიყვარებ _გუგა არ გიყვარს? _გუგასთანაც სისხლი მაკავშირებს და გუგა დანაშაულებს არ ჩადის. უბრალოდ რაღაც საქმეებში ერევა. გუგა არავის პარავს,არავის ართმევს და მითუმეტეს არ აწამებს .... მე შენ გარდა სხვა კაცის შეყვარებას არ ვაპირებ და რა მნიშვნელობა აქვს შემიძლია თუ არა ბნელი სულის მქონე ადამიანის მიღება _არანაირი ... მთავარია მე გიყვარდე სულ _ იცოდა ერთ დღეს ყველაფერი თავზე ჩამოექცეოდა და დროს იყენებდა ,ყველა წუთს როცა ევა გვერდით ჰყავდა -მე მშვიდად ვარ და ამინდია გიჟვით - ჩუმად თქვა, თადას ბეღურასავით მიეკრო და ჰაერში დატრიალებული სითბოს შეგრძნებისას გაეღიმა . ............ ევასა და თადას დაქორწინების ამბავი მალე გავრცელდა. როგორც კი დაუბრუნდნენ ყოველდღიურობას მაშინვე გასკდა ამბავი და მოედო სანაცნობოს. _ასე ამდენი ხნის მერე უნდა ვგებულობდე მე ამ ამბავს? _გინდოდა და გავთხოვდი ...მაინც მსაყვედურობ დეიდა? _გილოცავ , გაძლებას ვუსურვებ ამ ანგელოზივით ბიჭს შენ ხელში... არც ნიშნობა ყოფილა და არაფერი. ქორწილს საერთოდ არ გადაიხდით? _ხომ იცი არ მიყვარს ეს აურზაური. უნდა გადავიღალო _აბა ნათლობა გაააკეთე დიდი ქემაინც თუარა სანათესაო გადაირევა. იქეთ ელისოა გადარეული,საბიძაშვილო ყველა ელოდება ქორწილსო. _ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად არ ვაპირებ _ისე რა პრობლემაა ... კაბის ყიდვა გჭირდება მხოლოდ. ამ კვირის ბოლოსაც შეგვიძლია გავაკეთოთ ... სიას დეიდა დაგაწერინებს ,მეც ჩემ ნათესავებს მივაწვდენ ხმას. საქართველოში არც მამიდაშვილია,არც ბიძაშვილი ,მაგრამ ჩამოვლენ . სამეგობროს შევკრებ , გაგაცნობ თან. ხელიც მოვაწეროთ და ქორწილი იქნება _იცი რამდენი ადამიანი უნდა დავპატიჟო ? გაკოტრდე გინდა? ტყუილად ფულის ფლანგვას ვერ ვიტან _ჩემი ერთი კვირის შემოსავალია ისიც მხოლოდ იმ საქორწილო დარბაზის და როგორმე საკუთარი ქორწილისთვის დავხარჯავ _მე ჩემი ხარჯებით არ ვაპირებ იმ 500 კაცის შეკრებას და შენ თუ გინდა კი ბატონო _ეს გოგო გადამრევს ... შვილო შენ ყურადღება არ მიაქციო ამას სულ ასეთი კრიჟანი ხასიათი ჰქონდა. თავისთვის ვერ გაამეტებინებ თუ არა სოფელში თუ ვინმე გაჭირვებულია ყველას ეს აჭმევს და ასმევს. ამის ხასიათი ამდენი წელია მე ვერ გავუგე და მოუთმინო იქნება რამენაირად _მოსათმენი არაფერი მჭირს დეიდა და არც თადას აქვს რეაქცია თუ ხედავ _მშვიდად იდგა ხილს რეცხავდა ,მერე თეფშზე დაალაგა და ყურძნის ჭამა გზაშივე დაიწყო _ფელამუში მინდა ... გააკეთებ? _გავაკეთებ აბა რას ვიზამ ... შენ რომ გიყვარს კარალიოკის ჩირი ,გააკეთე უკვე? _ჯერ არა,რომ მოვიცლი მერე გავამზადებ ქორწილი შემომაჩეჩე ახლა და ერთი ევა რამდენს გააკეთებს? _ თან ჭამდა და თან ელაპარაკებოდა _კიდე რაღაც მინდა და ვერ ვიხსენებ რა...ტანსაცმელი მაქვს ჩასალაგებელი . ჩემოდნები სად მაქვს შენახული არ მახსოვს და ღვინო უნდა ჩამოვასხა ვახშამზე რომ მომინდეს შენი ნაყიდი სპირტიანი ვაიღვინოები არ შემიძლია _ღვინოს სვამ გოგო? ამხელა ექიმ ქალს ტვინი არ გაქ თავში? ორსულად რო იყო? თან რაღაცა ისე გაქ ხასიათი შეცვლილი ,ამ ხუთ წუთში რაც ჭამე არ გიჭამია ასე ბედნიერი სახით ბავშვობის მერე _ორსულობის გარეშეც შეიძლება დეიდა ... არა შენ კი გგონია რომ მე თვეებია თადას საყვარელი ვარ და იქნებ ისიც იფიქრე ორსულადაა და იმიტომ გათხოვდაო,მაგრამ არ ყოფილა ასე და ამ რამდენიმე დღეში არ ვარ კურდღელი და ზუსტადაც რომ ექიმ გინეკოლოგი ვარ ვიცი ზუსტად როდის შემიძლია დაორსულება და როდის არ. ახლა მაძლევთ უფლებას დავლიო და ჩემ ქმარს დაუნიავებთ თუ რა ვქნა? კაცი ცუდად გახდა ჯერ უბრალოდ ევასთვის ვერ მომივლია ახლა კიდევ ასე უცებ ორსული ევაა ნამეტანია ჩემთვისო _რაღაცებს ნუ მაბრალებ ... მე ბავშვი მინდა ბავშვები რაც შეიძლება მალე და ბევრი . თორემ შენგან განსხვავებით ვხდები 40 წლის და შვილთაშვილსაც მინდა მოვესწრო. _შვილთაშვილებზე თუ ფიქრობდი 40 წლამდე გეპოვნა ქალი და გეყოლებოდა ახლა უკვე შვილიშვილი ... _დარეჯანს მასე არ ყავს? ჩემ მულს ... გათხოვდა 17 წლის , მაგის ბიჭმაც ,ჭკვიანმა მოუყვანა ცოლი სახლში 19 წლის რო იყო და კი ყავს ახლა ერთი კი არა ორი შვილიშვილი უკვე ... ისე რუსეთიდან ჩამოსული კაცი მე არ მინახია ერთო წყება ცოლ_შვილი რომ არ ყავდეს და რა ვიცი. იქნებ კი გყავს და ჩვენამდე არ მოსულა ამბავი ჯერ _ ევამ სიცილი დაიწყო თადა კი გაოგნებული უყურებდა_ რა გაცინებს გოგო ... _თადაა შვილიშვილები თუ გყავს ძალიან გთხოვ ქორწილში დაპატიჟე, ამ ასაკში ბებიას რომ დამიძახებენ გავგიჟდები სიხარულისგან . შენ წასული რომ იყავი შემთხვევით რუს ცოლთაან ხომ არ გავარდი? _ევაა ,ძალიან გთხოვ ხუმრობას შეეშვი არაა სასაცილო თემა _მერედა ვინ ხუმრობს? ხომ უნდა ვიცნობდე შენ ცოლს მეორე ქვეყანაში? გამაცანი ყველანი,დაპატიჟე ჩვენს უზარმაზარ ქორწილში იქ მაინც იმდენი ვინმე იქნება და ისეთი ამბავი შეიძლება დატრიალდეს დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში... _ევა, უთხარი დეიდას რომ არ მყავს სხვა ქალი შენ გარდა და _ვაჟიშვილი ჩამბარდა,ასე გადაეცი სანათესაოს. ევას გარდა ქალი არაყავდა შიშველი ნანახითქვა _ევა ! _კარგი მორჩა,ვსო ... ხომ ხვდები დეიდაჩემს რომ ვხედავ ავტომატურად ვხდები ასეთი. ყველა სავარაუდო კითხვაზე პასუხი მინდა მქონდეს _ ზურგიდან მოეხვია სავარძელში მჯდომს და ლოყაზე აკოცა _მორჩა,ვსერიოზულდები _ჯერ ცუდი ამინდებია... მერე მარხვაა. იანვარში იყოს თან ხალხი მოემზადება_ უკვე იჯდა და ნათესავების სიას წერდა_ ხომ უნდა გავაგებინოთ ყველას . ასე უცებ რა არი,მართლა ორსულად ეგონები _შენ როგორც იტყვი ნატო დეიდა... რამდენი ადამიანი ეტევა სულ იმ შენ დიდ დარბაზში? _გვერდით დარბაზის კარს თუ გავხსნი ყველა ნაცნობი რომ დაპატო ეგეც არ იქნება პრობლემა _ესენი ყველანი ოჯახებით უნდა დავპატიჟოთ. თორემ ეწყინებათ და კი წამოვლენ დედა გოჭიანად . ესენი ნათლულები ,ესენი ნათლიები. ესენი ჩვენები,ესენი მამაშენის ხალხი... ელისოს გადავახედინებ არავინ გამოგვრჩეს. სამეგობრო და კოლექტივი შენ მიამატე . სამეზობლო თავისთავად ყველა ... მეორე ქუჩასაც დაპატიჟებ? _სოფელს,მთელ სოფელს დეიდა _გოგო ნუ გამაგიჟე,ტრადიციაა ეს ტრადიცია . აქ ამ კაცს თავისი ყველაფერი და კაბის ჩაცმა და ცეკვა გეზარება შე ქალო? კვირას არსად წახვიდეთ მე ვაკეთებ სუფრას. _50 კაცს ნუ შეყრი _ვიცი მე ვისაც შევყრი ... თქვენ მოდით _გამილოთებენ ახლა და დამიავადმყოფებენ ქმარს ამ გადაპატიჟებებით _ე.ი ერთ კვირაში რაფერ დატკბი და დაიშაქრე და დეიდაშენი რომ გეუბნებოდა გათხოვდი ,შენთვის იქნება კარგი_თქვა მეჩხუბებოდი ,მკლავდი _არასწორ ხალხს ურიგებდით დეიდა ნატო თორემ _ახლა ხომ გიპოვა სწორი და კიდე კაი არ გაჯიუტდდა ვირივით და გამოგყვა . ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს მე მეტი არაფერი მინდა. სოფიას საფლავზე უნდა წავიდე,ყვავილებს წავუღებ. მოვუყვები შენ ამბავს _ ტიროდა თითქმის, ხმაზე ეტყობოდა თორემ კარებთან იყო უკვე მისული. _მიდი ,ჩაეხუტე ხომ შეურიგდი უკვე_ ჩუმად უთხრა თადამ და მიმართულება მისცა. უკვე ეზოში მიმავალს დაეწია ევა და მოეხვია. ქალსაც მეტი რა უნდოდა აქვითინდა და ყველაფერი ერთად იტირა ტკივილიც და სიხარულიც. ..................... _არ მჯერა რომ ქორწილს დავთანხმდი... უამრავი საქმე მაქვს. კლინიკაში უნდა დავბრუნდე , განყოფილების უფროსი ვარ და მე ახლა დავიწყე აქეთ_იქით სიარული _რაღაც გამოვტოვე? _წაბრძანდი და აღარ მომიკითხე ... იმ ამბების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბოლომდე მივიყვანე საქმე და ბოლოს მე დამნიშნეს განყოფილების უფროსად. იმდენი ხალხი გავუშვი და მივიღე , საგიჟეთი დამხვდება კიდევ ერთი დღეც რომ არ მივიდე. ამ საღამოსვე შევივლი _ბოლო ჩემოდანი მიაწოდა თადას და ჭიშკარსაც დაადო ბოქლომი. უცნაური შეგრძნება ჰქონდა,იცოდა იქაურობას არ ტოვებდა ,მაგრამ სხვა სახლში უნდა გადაცხოვრებულიყო. სრულიად უცხო გარემოსთან შეგუება მოუხდებოდა ,ახალი ცხოვრება დაიწყო ,ახალი გამოწვევებით ... _ანუ კიდევ უფრო დიდი მოწიწებით უნდა გესაუბროთ ქალბატონო ევა _თავი დაუკრა და მერე ხელი მოხვია_ წავიდეთ,მოვერგოთ სახლს. მეც თავიდან უნდა შევეჩვიო იქაურობას. _თუ გინდა ბინაში დავრჩეთ _არა სჯობს დიდ სახლში გადავიდეთ. უფრო მყუდროდ ვიქნებით ... ბავშვებისთვისაც ოთახები მეტია და სტუმრებისთვისაც. ნელ_ნელა შევცვალოთ _მაქანას რატომ მატოვებინებ ვერ გავიგე ... შენ გელოდო _ახალი მანქანა ხვალ ან ზეგ იქნება ჩვენს ეზოში და ამდენს ვერ დაიტევს ის ეზო . _ამ გერმანული მანქანების არაფერი გამეგება _მე გასწავლი... ჩამოიყვანოს ჯერ აქამდე. ის ისეთი ხათაბალაა არ გამიკვირდება სადმე რომ დარჩენილიყო _ის ძმაკაცია ბინაში რომ იყო მაშინ? _ხო _აბა ჩამოიყვანს ვინმე ქალთან ერთად _გაფრთხილებული მყავს _კაზანოვაა თუ რა სჭირს... _ბავშვობიდან არ შეცვლილა,კაბიანის დანახვისას ყველაფერი ავიწყდება. ეგ ერთი მინუსი აქვს თორემ ისე ცხოვრებას ვანდობ _ცხოვრებას ანდობ თუ ლამაზმა ქალმა არ დაავიწყა შენი თავი _არა მასეც არაა საქმე _რამდენი წლისაა _საუბარზე გადაერთო. ბოლო დროს კარგად მოქმედებდა სტრესის გასაფანტად და დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად თანაც ბევრი რამ ჰქონდათ ერთმანეთზე გასარკვევი _37 წლისაა და ჰყავს ერთი ყოფილი ცოლი, ქუთაისში რომლის სახელს რომ იგებს აფოთლავს,მაგრამ მე თუ მკითხავ მის გარდა ცხოვრებაში არავინ ყვარებია . საიდუმლო თუ გინდა გითხრა , ზუსტად ვიცი ყოველი ჩამოსვლის დროს ხვდებიან ,მაგრამ ორივე ისეთი არანორმალურია არ აღაირებენ. ის მოღალატეს არ ურიგდება ეს კიდევ იმას არ ამბობს დავასრულებ მექალთანეობასო . საოცარი შვილი ჰყავთ , ულამაზესი გოგონა რომელიც ჩემი ნათლულია და რომელსაც უკვე ჰყავს შეყვარებული,ერთად ვუმლავთ მამამისს და იმედია ქორწილამდე არ გაიგებს მეც რომ ვიცი თორემ პირველს მე მომკლავს და დაგაქვრივებს _რატომ არ ეუბნება მამამისს _იმას ყველა თავისნაირი ჰგონია და საკუთარი ქალიშვილისთვის არ უნდა თავისნაირი კაცი თანაც 17 წლისაა ჯერ ,კარგად სწავლობს, მუსიკალურია,კლავიშზე უკრავს, ვიოლინოზეც. ისეთი ლამაზია ,ისეთი საყვარელი ,მაგრამ ის ბიჭიც კარგი ბიჭია თორემ მამამისის ჩამოსვლამდე მე მოვაშორებდი როგორმე. _შენ არ გაქვს პრობლემა ფარულ შეყვარებულზე? _გააჩნია შეყვარებულს ... _ახალგაზრდები არიან, არავინ იცის რა მოხდება. _არაფერი მოხდება, ისე ვალაპარაკე ჩემი შიშით მგონი ქალს სულ არ გაეკარება . _შენი შიშით კი არა გოგოს სიყვარულისა და პატოვისცემის გამო უნდა შეიკავოს თავი _რამდენი ვინმე უნდა გაგაცნო...ქორწილი არ გვეყოფა _ამბობდი მარტო ვარო შენ კი იმდენი ვინმე გყავს _არავინაა ისეთი ვისზეც დამოკიდებული ვიყავი და ვინც სახლს წარმოადგენდა ჩემთვის. უსახლკაროსაავით დაავეხეტებოდი და ახლა ვიცი ზუსტად სად უნდა მივიდე , ვინ მელოდება და რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე რაც არ უნდა მოხდეს _ ევას ხელზე აკოცა და მერე სიჩქარეს უმატა_ სახლი თუ არ მოგეწონება და ვერ შეეგუები ავირჩიოთ სად ვიცხოვრებთ და დავიწყოთ რემონტი _მეზარება ... შენ თუ აარჩევ ყველაფერს კი ბატონო _რომელ ქალს არ უყვარს რემონტი _მე დრო არ მაქვს ... თან აქ ნორმალურს რას ვიყიდი და შპალერის საყიდლად სადღაც წასვლა ხომ საერთოდ არ შემიძლია. _ხომ თითქოს შრომისმოყვარე ხარ და სინამდვილეში როგორი ზარმაცი ქალი აღმოჩნდი _რას იზამ ,უკვე ღვთის წინაშე ერთი ვართ ...ჩემგან ვერ დაიხსნი თავს _მე არასდროს წავალ ,მთავარია შენ არ მოგინდეს გაქცევა ან ჩემი გაგდება _ასეთ რაღაცებს რომ მეუბნები მგონია შენში იმალება ბიპოლარული აშლილობის მქონე კაცი, რომელშიც ცხოვრობს მეორე,უკონტროლო,მოძალადე ,მანიაკი რომელსაც შეუძლია მავნოს _არ ვიცი ეგ რა აშლილობაა ,მაგრამ ნამდვილად არ მაქვს. ეგ პრობლემა არ გვექნება არასდროს. შენ ისეთ უარზე იყავი იქნებ ერთ დღესაც მოგბეზრდე და მითხრა ნახვამდის თადა,ცოლი აღარ მინდა ვიყო თავისუფლება მწყურიაო _შენ მგონი ჩემი გადაწყვეტილება მართლა ორ წუთში მიღებული გგონია. მხოლოდ შენ ლამაზ თვალებს კი არ გავუგიჟებივარ. ეს თვეები საკმარისი იყო ყველაფრის შესაფასებლად , მთელ ჩემ ცხოვრებას განდობ და გიკავშირებ გააზრებულად. არასდროს მომინდება შენგან შორს ყოფნა ჩემი სურვილით და მორჩა ამ თემას აღარ შევეხოთ იცოდე _რამდენ რამეს მიკრძალავ...ყოფილებზე არ იფიქროოო _თადა ! _მაშინებ ... _კანკალებ კიდეც _ იცინოდა რომ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა _ რეალობაა ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება და მე ეს გააზრებული მაქვს. არავარ ფაიფურის თოჯინა,მალე შევეჩვევი ჩვენს ერთობას,სახლს და ყველაფერს რასაც ჩემი და შენი ცოლ_ქმრობა მოიტანს .................... სახლს ნამდვილად ეტყობოდა მფლობელების კვალი. თუმცა ისეთი არაფერი იყო რაც ევას იქ ცხოვრებაში ხელს შეუშლიდა. _ჯერ კლინიკაში გავალ და გვიან ამოვალაგებ . ასე მირჩევნია , თუ მოიტან პროდუქტს მოვამზადებ რაც გინდა . აი მანქანა რომ არ წამომაყვანინე რას შვები ახლა _წაიყვანე ჩემი ... იმ ონკანსაც გამოვცვლი. არ მუშაობს კარგად _ნათურებიც მოიტანე და სანთლებიც. ყველაფერი დასალაგებელია. მღრღნელები და ტარაკნები არ იყვნენ , ამდენი წელი არავის უცხოვრია. იქნებ ნორმალური ამინდი გვეღირსოს ახლო მომავალში და ეს რაღაცნაირი სუნიც მალე გავა _ თმას ივარცხნიდა და თან ლაპარაკობდა _ანუ მნიშვნელოვანს არაფერს ვცლით? _ჯერ არ და მერე ვნახოთ ... ეზო უნდა მოვაწესრიგო. ასეთი უფერული ეზო არ მინდა . გვერდით ცარიელი მიწა რომ არის ვისია იცი? არ გაყიდის ? _ ფანჯრიდან იყურებოდა _არ შემიძლია ეს პატარა ეზოები ... სივრცე მჭირდება სული რომ არ შემეხუთოს _მიწაზე მუშაობის მოთხოვნილებას სოფელში ვერ დაიკმაყოფილებ? _გაიგე ვისია ის მიწა და ვიყიდოთ თუ ყიდის _მიწები და სახლები თუ მაკლია... შვიდი შვილი რომ მყავდეს ყველას ეყოფა,კარგი გავარკვევ მაგ ამბავს. _კიდე დარჩა ჩანთები მანქანაში? _არა ჩემებიც გადმოვიტანე და შენებიც _თუ გინდა დამელოდე შევივლი გავიგებ რა ხდება და მერე ერთად გავიდეთ _შენი შევლა ვიცი მე რამდენ ხანსაც გაგრძელდება შეიძლება მშობიარეც მიიღო და არ მოხვიდე შუაღამემდე _მოვალ , ახალგათხოვილი ქალი ვარ ქმარს ხომ არ მოვანატრებ თავს _ ახლოს მივიდა მკლავები ყელზე შემოხვია,უღიმოდა და მთელი სახე უნათებდა _ეს სახლი მაინც არ მინდა ... არ მიყვარს სხვის ნაცხოვრებზე ცხოვრება . _შენ არ ცხოვრობდი?რაღა სხვა _ყველაფერი ბაბუაჩემის და ბებიაჩემის დროინდელია... მერე რაღაცები დედამ შეცვალა შენსავით ეზარებოდა რემონტი . მოკლედ როგორც კი დროს გამოვნახავ უკეთეს ადგილს ვიპოვნი და ახალ სახლს ავაშენებ ყველაფერს ისე როგორც ჩვენ გვინდა უბრალოდ დიდი დრო დასჭირდება. არაუშავს, ბავშვებამდე მოესწრება და მერე ის სახლი მხოლოდ ჩვენ ამბებს შეინახავს _ ლოყაზე აკოცა მერე ყელში და ბოლოს ტუჩებამდე მივიდა _ მართლა მალე მოხვალ? _მოვალ ... ვახშამსაც მოვამზადებ _გინდა კარტოფილი შეგიწვა? _ვგიჟდები შენ შესაძლებლობებზე სამზარეულოში _ნუ დამცინი _თვითონ იცინი _ კისკისებდა უკვე და თან თადას ხმაურით კოცნიდა ლოყაზე _ გასწავლი გინდა? _ნწ,მეზარება თორემ აქამდეც ხომ ვისწავლიდი _წავედი , მერე ვიმსჯელოთ გჭირდება თუ არა გემრიელობების მომზადება...კომფორტის მოყვარულო ბიჭო _ხუთი დღეც არ გასულა ... არადა ერთ კვირიანი შვებულება გქონდა _მე შენთან სულ ვისვენებ სამსახურში ცოტა ხნით გავლა არ გამოუვიდა. სანამ ყველა პაციენტი განიხილა,ექიმებს ელაპარაკა. ისტორიებს გადახედა. ექთნებს შეხვდა და მთელი განყოფილება მოიარა საათები გავიდა. ჯერ კიდევ არ იყო მისი გონება მიჩვეული ფაქტს ,რომ სახლში ვიღაც ელოდა. უკვე ბნელოდა შენობიდან რომ გავიდა, რამდენიმე წუთი დასჭირდა გზაში ,მაგრამ მაინც ვახშმის დრო უკვე აღარ იყო ეზოში რომ შევიდა. თადა სააბაზანოში დაუხვდა. ახალ დამონტაჟებულ ონკანს ამოწმებდა, სანათებიც გამოეცვალა დერეფანში .ევას დაბრუნებამდე უქმად ნამდვილად არ ყოფილა, ცვლილებები სახეზე იყო _მოვედი _მზა საჭმელები მოვიტანე ... სამზარეულოშია _ძალიან დავაგვიანე ხომ ? არ გიჭამია? მე თუ დამელოდე ხოლმე შენც აგერევა კვების რეჟიმი. _შენ იქ არაფერს ჭამ ხო? რა გავაკეთებინო პოვარს რომ მოგიტანო ან დილიდანვე გაუარო და წაიღო. კუჭი რომ აგტკივდეს მერე რას იზამ _არ იდარდო ,მივხედავ ყველაფერს _ყველაფერს და საკუთარ თავს როდის _ საკუთარ თავსაც ... თუ რამე სხვა გინდა მოვამზადებ მე არც მეზარება და ენერგიაც მაქვს უბრალოდ დრო დასჭირდება და მერე ძალიან დაგვიანდება _შენ თუ არ გინდა მე ყველაფერი წამოვიღე და ვახშმობა უპრობლემოდ შეგვიძლია. _სანტექნიკოსიც ყოფილხარ _ მის ხელსაწყოების ყუთს შეხედა უცებ რომ ჩააწყო ყველაფერი და წაიღო _შენ არ იცი მე რომ ყოველმხრივ ნიჭიერი ვარ?მეგონა მაგიტო გამომყევი _ გაჩერდა და შორიდაან უყურებდა _კი ,ზუსტად მაგიტომ ივახშმეს. ყველაფერი უცებ აალაგა ევამ შემდეგ საწოლი გაამზადა. უამრავი საქმე ელოდა მეორე დღისთვის,მაგრამ ენერგიის ნაკლებობას არ განიცდიდა. ეძინათ უკვე სიგნალის გაბმული ხმა რომ გაისმა. _ვინ არის _ლაშაა ... დაიძინე _ შარვალი ამოიცვა ,ზედა დერეფანში გადაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სიჩუმეში კარგად ესმოდა მათი ხმები _ორი მანქანა რა ჯანდაბად მინდოდა შე ჩემა _ერთი ჩემი საჩუქარია ... გზაში დამაწიე ამბავი ცოლი მოვიყვანეო . კაცი მაყლ.ვებ რა. რაგეცოლებოდა რაგეშარებოდა ამას გარიგებდი?ცოლი არ მოიყვანო_თქო სხვა რა მისწავლებია შენთვის _შენი ნასწავლები არ გაიშვას ... მძღოლი სად გაუშვი _წავიდა სახლში . მაგარი დაღლილი ვარ რამეს შევჭამ და დავიძინებ . ხვალამდე არ გავინძრევი იმენნა ჯდომისგან ტრ.კი გამიბრტყელდა ბ.ზის შვილი ვიყო _ჩემი დატოვებული ფულით რომელი იყიდე და შენ რომელს მჩუქნი _შე თ.სლო მადლობას ისე არ მეუბნები? მერსედესი ხო მითხარი ხოდა ვიყიდე და ბეემვე ჩემგან _ბეემვე კი არა მი ემ დაბლიუ ...ოქროს ყიდვას აცდები გგონია?_იცინოდა და სულ არ აქცევდა ძმაკაცის დაღლილობას ყურადღებას _ქორწილს მართლა აკეთებ? რამდენი ხანია საქართველოში ქორწილში არ ვყოფილვარ ... გაასწორებს . _ნუ ყაყანებ . ჩუმად ჭამე და დაიძინე _აუ იზვინი ბრატ . ძინავს შენ გოგოს ? _ასე არ დაუძახო თორემ ორივეს თავებს წაგვაცლის _ასეთი საშიშიც არ ვარ,თუმცა ევას თუ დამიძახებ და ვინმეს კუთვნილებაში არ გადამიყვან კარგი იქნება. გმადლობ საჩუქრისთვის ლაშა,სამეგობრო აშკარად მფლანგველობა გაერთიანებთ. შემდეგ მომიყევით აუცილებლად თქვენ ბიზნესზე . ასეთს რას ყიდით და ყიდულობთ. 12 წელი ვისწავლე მერე 10 ვიმუშავე და ამხელა შემოსავალი არ მაქვს _ ევა ქვემოთ დახვდა , ლაშას ხელი გაუწოდა და დაელოდა _ სასიამოვნოა შენი გაცნობა ... _ჩემთვისაც მშვენიერო ... არ უთქვამს ასეთი ლამაზი თუ იყავი სულ იმას აბოდებდა ასეთი ხასიათის ქალი ასეთი არაჩვეულებრივი არავინ მინახავსო თურმე სილამაზეს დაუბინდია გონება _ ხელი ჩამოართვა და თან აკოცა _ არა გემოვნება სულ ჰქონდა ,სულ წუნია იყო ქალს არ მოტ... უფრო სწორად არავის ეტრფოდა თუ განსაკუთრებული არ იყო და ცოლსაც სხვანაირს ვერ მოიყვანდა _დაღლილი ხარ შენ .ჭამე და წადი ბინაში დაიძინე _რა ბინაში შე ჩემა აქ დავრჩები. რა გამიყვანს ახლა კიდე სადღაც _მანქანაში ჩაჯდები და გახვალ. აჰა გასაღები. შეგიძლია წასვლამდე იქ დარჩე შენი ტანსაცმელიც იქაა . _კარგი ხო ,მომე ეს ხაჭაპური გზაში შევჭამ თორე ჩამომეძინა ფეხზე _პარკში ჩადო გადაკეცილი ხაჭაპური და გასასვლელისკენ წავიდა _ გავკარი შენ სტუმართმოყვარეობას ბატონო მერლანო ... რძალო იმ მანქანას იმენნა შენ გჩუქნი . ოქროს მერე ქორწილში გაჩუქებთ სადღაც დედისტყვ.ნაში ჩავტენე ახლა ვერ ვიპოვი ფიზიკურად _მზად მაქვს მე უკვე საძინებელი ,ჩამოსვლამდე გავამზადე საწოლი და მგონი ამ დროს წასვლა არ არის საჭირო შემდეგ გადაწყვიტეთ ძმაკაცებმა . ხორცი გავაცხელო გინდა? _ნწ , ქათმის ხორცს შევჭამ ექნება სადმე ამას მელიასავით უყვარს ქათამი _იცოდე ერთხელ რომ დაიტოვებ მერე მიუსაფარი ბავშვივით ხდება ... დედას დაგიძახებს ბოლოს. ამის ასაკმა არ მოგატყუოს ჭკუით 17 წლისაა _შურით სკდები ხო შე ს.რო მე რო არ ვბერდები და შენ ჩამოგეკიდა _კიდე ერთ უწმაწურ სიტყვას იტყვი ევას თანდასწრებით და იცი რასაც გიზამ _ევასთან იზვინი ... აუ არ მინდა ამდენი რამე ნუ წუხდები რა ახლა მაგრად გამიტყდება _არ ვწუხდები ,გემრიელად მიირთვი და საუბრის დროსაც თავს ნუ შეიზღუდავ . კიდევ ერთხელ მადლობა საჩუქრისთვის , ხვალამდე_ ლაშას დაემშვიდობა და წყლის ჭიქით ხელში გაემართა მეორე სართულისკენ. _წავიდოდა რა პრობლემა იყო. თავისუფლად იქნება იქ უფრო_თადა მალევე დაეწია _ხვალ წავიდეს ,დღეს დაღლილია მე არ მაქ პრობლემა დამშვიდდი _ შუქი ჩააქრო ,წყალი დალია,ხალათი გაიხადა და საწოლში დაბრუნდა. _ყველა ჩემი ძმაკაცი აქ რომ დატოვო ხოლმე გადაიღლები _არ გადავიღლები მე ასეთი ელემენტარული რაღაცებით ... ვინც მნიშვნელოვანია შენთვის იმათთვის არაფერზე დავიხევ უკან. საწოლზე ზეწრის გადაფარება და საჭმლის გაცხელება რა მოსატანია. მხოლოდ ექიმი არ ვარ თადა,შემიძლია ტიპიური იმერელი დიასახლისიც ვიყო _ვიცი ,მაგრამ _გმადლობ ჩემზე რომ ფიქრობ,მაგრამ დამიჯერე არ მაწუხენს მსგავსი რაღაცები. თუ ვინმე კონკრეტული არ მომეწონება და მისი გამასპინძლება არ მენდომება მიხვდები შენც _უკვე გვერდით მწოლიარეს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _დავიძინოთ ახლა,ხვალ გენერალური უბორკა მექნება ამ უზარმაზარი სახლის _სადმე წავიდეთ ... რა უბედურებაა ახალ დაქორწინებული ქალი ამხელა სახლს ალაგებდე _მერე ვინ დამილაგებს _ვინმეს ვიპოვი _მე მაინც თავიდან უნდა დავალაგო ... მირჩევნია გავიცნო ეს სახლი დეტალურად დალაგება კი ამისთვის ზედგამოჭრილია _კარგი მაშინ მეც მოგეხმარები ... _მიყვარს შენი მზრუნველობის ყველა მომენტი _და მე _მიყვარხარ შენ ............. _გვიან ნუ დამაწყებინებ სახლის მოწესრიგებასაც _მაინც ვერ მოისვენა ჯერ ისევ თადას შიშველ სხეულთან იყო ჩახუტებული და მის არეულ გულისცემას უსმენდა _რატომ გაქვს ამდენი ენერგია _შენ ხარ 40 წლის მე ხომ არა _ჯერ ეს ერთი პირადობაში ასაკი მაქვს შეცვლილი და ეს შენ გაარკვიე ვიცი _სინამდვილეში რამდენი წლის ხარ შემახსენე? _38 წლის ვარ მე და შესანიშნავად ვგრძნობ თავს _კი როგორ არა, ერთი საათია ქოშინებ _ექიმს რომ ცოლად მოიყვან და შეუსრულებ საკუთარ თავს _ექიმი თვლის,რომ დროა ხელი გამიშვა და საწოლს მოვშორდე _ მკლავზე ეფერებოდა,აკოცა კიდეც მხარზე და მერე ლოყაზე გადავიდა ისევ _არადა ამ დროს სულ საქმეს ვაკეთებ... ყველაფერი შენი ბრალია. რა დღეში ჩამაგდე კაცი . ვეღარ გშორდები თადა არ იმჩნევდა ცხოვრებაში პირველად რომ იღებდა სახლის ლაგებაში მონაწილეობას . ევამ პირველი სართულიდან დაიწყო და არცერთი დეტალი დატოვა უყურადღებოდ. _ამ ყველაფრის გარეცხვას აპირებ? _სამზარეულოს კარადებიდან გამოლაგებულ ჭურჭელზე მიუთითა _უნდა დავწერო რა მჭირდება _დამიწერე და დღეს გამოვიტან საწყობიდან...უფარდო სახლი უცნაურია _ ყველაფერი განათებული იყო . არცერთ ფანჯარაზე დატოვა ფარდები და სარეცხ მანქანაში სათითაოდ რეცხავდა _ ისინი ახლა როდის გაშრება ან საერთოდ რეცხვას როდის დაასრულებს _ცოტა ეტევა სამწუხაროდ _შუქი არ ჩაქრეს და კი გაირეცხება _სადმე თოკი უნდა გააბა რომ გაშრეს ყველაფერი _დღეს უფარდო სახლში ვიძინებთ ფაქტია _ საძინებლის ფარდები არ მომწონს... უნდა გამოვცვალო . _ახლა რას აპირებ _ვისვენებ სანამ დაირეცხება ... გაფენაზე იმედია დამეხმარები _პრინციპში გარეთ ისეთი ქარია მალე გაშრება. კარგად თუ არ დავამაგრებთ შეიძლება თეატრთან გადააფრინოს _კიბე გვექნება სადმე? _არ მითხრა რომ ფანჯრების ჩამოწმენდას აპირებ... მაღალია ვერ მიწვდები _ჯოხს გავაკეთებ ისე რომ გაიწმინდება ... მტვრის ბუდეა ეს სახლი და სანამ არ დავალაგებ ვერ დავისვენებ _რა სიხშირით აპირებ დალაგებას... ვფიქრობ ბინაში ხომ არ გადავიდეთ,დროულად სანამ ქორწილამდე სახლის ლაგებამ შეგვიწირა ორივე _წელიწადში ერთხელ ვატარებ სოფელში ამ მასშტაბის დასუფთავებას . ასეთი სუფთაც არ ვარ ყველა თვე ვხეხო რაღაცები... არ აურევ არ ისვრება . აურევ და დაალაგებ ,მარტივი ფორმულაა ძვირფასო მეუღლევ... მეხმარები თუ მე მოვიტანო კიბე _დღეს დავასრულებთ? ვიპოვნი დამლაგებელს სულ ყავდა დედას ვიღაც ქალი რომელიც მოდიოდა ალაგებდა და მიდიოდა . არ დამემტვრე ძლივს გვერდით მყავხარ _ერთი საათი ამისთვის მჭირდება. მერე იატაკებს მოვწმენდ ... თეთრეული უნდა გადავყარო და არ გავრეცხავ. სამზარეულოში შევალ და ბოლოს დავიწყებ კარადების დალაგებას სად რა ალაგია რომ გავიგო და რაც საჭირო არაა გადავყარო. კაბინეტია თუ ბიბლიოთეკა აი იმ ოთახში არ ვიცი რა ვქნა მტვერს გადავწმენდ ამ ეტაპისთვის უბრალოდ. ჭაღებიი... ჭაღები როგორ გავწმინდო ვფიქრობ. ვერ მივწვდები . შენ რომ ახვიდე კიბეზე არ გინდა? _ ჭერს ახედა და თვალები დააწვრილა _ ბროლია... ეს ჭაღები იმდენად ძვირი ღირს ეჭვი მაქვს მართლა გადაბრუნდება დედაშენი საფლავში რამე რომ დაემართოს _არ დაიღალე? _ჯერ არ ...მე ასეთი საქმეებით ვისვენებ. გონებას ვასვენებ და მერე მშვიდად მძინავს _ხო აი 2 დღის დაქორწინებული ქალი იმაზე უნდა ზრუნავდე გათიშულს როგორ დაგეძინოს_ჩუმად თქვა და კიბის მოსატანად გავიდა. მალევე დაბრუნდა უკან დადგა და თვითონ ავიდა _ მომაწოდე ეგ ტილო მე გავწმენდ . _არ გადავარდე ... _მე რომ შემეშინდა დამცინე _შენ მოუხერხებელი ხარ მე კატას მეძახდა ბავშვობაში თალიკო ... ყველგან ვძვრებოდი _გეუბნებოდი არ გინდა ცოლი არ გინდა ცოლი აუ ფოტოაპარატი სად არ მაქ ჩემი დედა ვატირე სიმონ რა კადრებია ... თადა მერლანი ფანჯრებს აპრიალებს _ლაშას ხმის გაგონებამდე ორივე იცინოდა მერე თადამ ტილო ესროლა და პირდაპირ თავზე გადააფარა_რა ჩემი ყლ.ა რა მესროლე ბიჭო შენ ხო არ გაუბერე _დამთავრებული არ მაქ ჯერ მომეცი უკან ეგ ტილო და მერე გაჩვენებ როგორ უნდა იყროყინო ... მოდი იატაკიაქ მოსაწმენდი ევას და დაიღლება აიღე ეგ ჯოხი და ტილო . ლელუკა ამბობდა იდეალურად წმენდს იატაკსო და გვაჩვენე ერთი რა უნარები შემოგრჩა _აუ კაი რაა ... ერთხელ მოვუწმინდე ორსულად რო იყო და იმის მერე მთელმა საძმაკაცომ ტვინი მოტ.ნა შენ არ ამბობდი არაფერს და შენც გამიხსენე შე ჩემა? _თუ ნამდვილად დამეხმარებით მე სადილს მოვამზადებ ... კარგი წითელი ტყემალი მაქვს ,ოჯახურს მოუხდება _ეს არ გადმოვარდეს აქედან ოქროს უფლისწული . ფანჯრის გაწმენდა კი არა მთელი ცხოვრებაა მოსამსახურე ყავს _ნუ ბოდავ რაღაცას ბიჭო _კაი ხო დედამისს ჰყავდა მერე თვითონ აღარ . ისე მოდიოდნენ ხოლმე დასალაგებლად. ჭედავს არეულობაზე ყველას მურთხებს გვეძახის მთელ საძმაკაცოს. პრინცესას გაყევი ცოლად რო იცოდე რა _ზედმეტს რატო ტლიკინებ მაღლა რომ ვარ გგონია აქედან არ ჩამოვალ? _მე შენზე ვდარდობ მე შენკენ ვარ ძმაო _მოკეტე და ის გააკეთე რაც გითხრეს... შემომხედე ლაშა _ ბიჭს თვალი რომ გაუსწორა იმის მერე ხმა აღარ ამოუღია _რა ანიშნე ასეთი _ სამზარეულოდან გამოვიდა და ჩუმად უთხრა _მოგწონს? თუ კიდე უნდა რამე _არაფერი... _ლაშა რას შვები? _აქ დავამთავრე ყველგან ... რამდენი მტვერი ყოფილა და რა ძალა უნდა რა არი . რაღაცა უფრო მარტივი საწმენდი ჯოხი არ არსებობს შე ჩემა?ასე ამხელა სახლის დალაგებაზე მოკვდება გოგო . მეორე სართულსაც მე ვიზამ დაიკო შენ საჭმელი გააკეთე ოღონდ თუ რამე იცი _რაც იცის ყველაფერი რო გააკეთოს მოკვდები ჭამის დროს _ვა დაჟე საკაიფოდაც ამზადებს?ო შენ რა შენძრ.ული ხაარ ე.ი ქალიც უნაკლო ნახე უფლისწულო ხო? _მეორე სართულზე ახვიდე დროა...უცებ დაამთავრე _შენ ფარდების გაფენაში დამეხმარე... თორემ აივსო კალათა უკვე _დავიღალე ევა _კიდევ კარგი ქალად არ დაიბადე თორემ გამოგაგდებდა სახლიდან ქართველი კაცი _შენნაირი საოცნებო ქმარი თუ შემხვდებოდა არ გვექნებოდა კონფლიქტი _ლაშამ თქვა სუფთაა და არ აიტანს არაფერს არეულსოო _სხვას დავალაგებინებ ... შენ ხელები გეტკინენა _ხელთათმანები მაქვს _მაინც _ თითებზე აკოცა და მერე ლოყაზე _ ლაშა პატარა ბავშვივითაა,ლელას რომ ხვდება მერე არის ხოლმე ეგრე. ნერვიულობის დროს აღარ ჩუმდება. სხვა დროს ეგეთი მასხარა არაა . დააველაპარაკები და მოვალ ხო? _ჩუმად უთხრა და თანხმობა რომ მიიღო მეორე სართულის კიბეს აუყვა. ლაშა ერთ_ერთ საძინებელში იყო კარი რომ მიხურა და შეუტია _შენ სულ გ.მო....ვდი? რამდენს ტლიკინებ . არ გაგაფრთხილე ზედმეტი არაფერი თქვა_ თქო? _ხომ მითხარი მიყვარს და არ დავშორდები არასდროსო ... არ უნდა მიცნობდეს ისეთს როგორიც ვარ?ანერვიულებული ვარ თან და ნუ მოტყნ.ვ ახლა ტვინს შენც _ჯერ ადრეა ყველას და ყველაფრის ერთად მიღება. გააკონტროლე ენა ან წადი_თქო გითხარი _არ მინდა მარტო ყოფნა ... ლელა და სალომე სკოლაში არიან ჯერ. საღამოს მასწავლებელთანაა სალო და მერე გავალ. ახლა ასე ყველაფერს აკეთებ ჩვეულებრივი ბიჭივით? _არაჩვეულებრივი რა არის ფანჯრის გაწმენდაში _თადა ხარ მერლანი რა წმენდა და სახლის ლაგება _რაც საჭიროა იმას ვაკეთებ და ახლა ეს არის საჭირო და ამას ვაკეთებ _კარგი _რაო ლელამ _თხოვდება _რას ბოდავ... აქ არ ვარ?ვერ გავიგებდი ვინმე რომ ყავდეს? _გამოგრჩა ეტყობა _რა გამომრჩა ბიჭო ლელას საყვარელი? _საყვარელი არ არის ! _რანაირად ხარ ამდენი წელი ჩემ გვერდით და როგორ ვერ ისწავლე ერთი შენზე უგონოდ შეყვარებული ქალი როგორ დაკერო რო შეგირიგდეს და არ აწვალოთ ის ბავშვიც . ვაფშე დაბრუნდი რა , გადმოცხოვრდი მოგცემ რამე საქმეს და იყავი აქ. გეყოს ამდენი ხეტიალი _თხოვდება ბიჭო რაღა დროს დაბრუნებაა _რაღაცას გატყუებს ნუ ხარ იდიოტი... მომეცი ეგ აქ და წადი დაელაპარაკე. არ დამენახო ლელას გარეშე ,შეურიგდი იცოდე ყელში ხართ უკვე ამოსულები ორივე . _მაგდებ შე ჩემა? _დროზე წადი და რამე გააკეთე თორემ მე გავუმზადებ მზითვს ბ.ზი ვიყო _რა ვუქნა არ იცი რა გიჟია? _რაც პირველად ის _მოვიტაცო? _როგორც გინდა ... სალომეს მე მივხედავ. ლაშა ისევ გაუშვა სახლიდან . ევა რომ გავიდა ოთახიდან მზად არის სადილიო უკვე წასული იყო _საქმე გამოუჩნდა ... მეორე სართული მზადაა. კარადების გარდა ყველაფერი დალაგებულია. ფარდები უკვე გარეთაა და მგონი ისე დავამაგრე ქარი ვერ მოერევა. მაჭამე და სამზარეულოსაც მივხედოთ _სად გაუშვი კაცი მშიერი იყო... არ იფიქროს ევაა სტუმრების წინააღმდეგიო _არ იფიქრებს დამიჯერე... იცის როგორი კარგიც ხარ. ...................... _არ მჯერა რომ მთელი დღე სახლის დალაგებისთვის დავხარჯეთ _შენ ალაგებდი და მე გავიცანი ,დავიმახსოვრე,მოვუარე. დღეიდან მეცოდინება სად რა მიდევს ,უცებ ვიპოვნი და სტუმარივით არ ვიქნები. _დაიღალე ხომ? მხრები და ხელები არ გტკივა?_ აკოცა და მერე სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა _ გინდა მასაჟი გაგიკეთოო ? _ესეც არაჩვეულლებრივი კაცის შესაძლებლობებში შედის? _შენ ისეთი ქმარი გყავს შეუძლებელს შეძლებს შენთვის _ზურგი მტკივა ,მაგრამ იმედია უფრო მეტად არ მეტკინება ხვალ დილით _პირობას გაძლევ მშვიდად დაგეძინება _უკვე მეძინება მაგრამ შენ რომ ხელებს შემახებ თანაც შიშველ ზურგზე არ ვიცი _ მუცელზე იწვა,თადამ საბანიც მოაშორა და პერანგიც . ევა ჩუმად ლაპარაკობდა და განაბული ელოდა _ვის უკეთებდი მასაჟს რა საინტერესოა _ყოფილები არ გაიხსენოო და მეც არ ვიხსენებ _იცინოდა ევას მხარზე რომ აკოცა და ბეჭზე თითი შეახო _აქ ხალი რომ გაქვს იცი? _არ ვიცი ... _ლამაზია - არ ვიცი ბოლოს მასაჟმა იმოქმედა თუ თადას კოცნებმა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაღლილობა არცერთს ახსოვდა და დილაც ორივემ ენერგიულად დაიწყო. ........ _სამსახურში მივდივარ ... საუზმე მზად არის. _ახალი მანქანით ?_ წამსვე გამოფხიზლდა და ხელი მოხვია _ მეც ხომ არ გამოგყვე _ნუ გეშინია , გავუმკლავდები . მიყვარხარ _ ანათებდა . რამდენჯერმე აკოცა და თადაამ საწოლისკენ რომ მიიზიდა აქაც ვერ შეეწინააღმდეგა _ უნდა წავიდე ხომ გახსოვს _მახსოვს ... სამსახურში მეც უნდა გავიდე. მერე საერთოდ ფოთში უნდა წავიდე ,კონტეინერები ჩამოდის და უნდა შევამოწმო,ჩავიბარო და წამოვაღებინო. მერე გადმოტვირთვა , დათვლა ,აღრიცხვა ,ფასები... თორნიკე ხო არ გავუშვა . _ჩემ გამო ნუ შეცვლი გეგმას. მიხედე საქმეებს მე სამსახურში ვიქნები და საღამოს შევხვდებით . _რა გვაქვს საუზმეზე _ ყელს უკოცნიდა და ახაალგაღვიძებული,შეცვლილი ხმით ჩურჩულებდა _კვერცხი ყველთან და ძეხვთან ერთად. ხილი, ჯემი,კარაქი არ ვიცი კიდევ რას ჭამ დილით. მითხარი და მოვამზადებ რამე უფრო მსუყე თუ გინდა _ჩემ დილის მინდაზე თუ ააწყობ დილას მოდი საუზმის ჩემ ნაწილს საწოლში გადმოვიტან _დედისერთა ბავშვის ჩვევაა საწოლში ჭამა თუ _არა ჩემო ძვირფასო, საჭმელი არ მჭირდება. შენ დარჩი იმ პერანგით ან მის გარეშე და მერე მე მოგიმზადებ შენ საუზმეს _ზემოდან მოექცა,ნახევრად შიშველი იყო და ზღვარგადასულად მიმზიდველი _მე მართლა უნდა წაავიდე,დილით შეხვედრას ვაწყობ . ვერ დავიგვიანებ _თუ წინააღმდეგი ხარ ,იყოს ნება შენი _ პერანგის რამდენიმე ღილი უკვე გახსნილი ჰქონდა და მკერდზე კოცნიდა . ხელების მოაშორა და საწოლს დაყრდნობილი ზემოდან უყურებდა _ საღამოს შევხვდებით _საუზმისთვის განკუთვნილ დროში თუ ჩავეტევით მგონი ყველაფერს მოვასწრებ ... დროის განაწილებას გადავხედავ ,აუცილებლად _ პერანგის დარჩენილი ღილები გახსნა და ფეხები წელზე შემოხვია _მანქანის ჩქარა ტარებაც დროს გვიმატებს _თადამ მაცდური ღიმილით დაამატა ბოლო წინადადება და ზედმეტი სამოსისგან გაათავისუფლა. ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი დეტალის ცვლილება დასჭირდა. დრო ისე გადიოდა ჩვეულებრივ ყველაფერს ვერ ატევდა და თადასთან ყოფნას არჩევდა . მოდუნდა, გეგმებიც ნაკლები ჰქონდა მხოლოდ სამსახურში შესვლისას ხდებოდა ისევ ის ვინც იქამდე იყო და იქაც უკვე საათს უყურებდა. ადრე თუ მორიგეობის დღეებს გადაბმულად სვამდა ახლა თვის გრაფიკი სრულიად შეცვალა. გვიანი ღამე იყო სასწრაფო საკეისრო კვეთა რომ დაასრულა. დედა და ახალშობილი მორიგე გუნდს გადააბარა ,შემოვლა გააკეთა და კაბინეტამდე მიაღწია. ტელეფონი იპოვნა საათის დანახვისთანავე და თადასთან დარეკა _ჩამოხვედი ? _კი ,ქუთაისში ვარ _დაასრულე საქმეები თუ ჯერ არ _საწყობში გადატვირთეს ყველაფერი და დანარჩენს ხვალიდან მივხედავთ . სახლშიც წამოვიღებ რაღაცებს . შენ სად ხარ _კლინიკაში ვარ ისევ ... მოვალ მეც ნახევარ საათში _ რა წამოვიღო _არაფერი მინდა, ჩახუტების და ძილის გაედა მერე არ ვიცი _ სავვარძელს იყო მიყრდნობილი ,თვალები დახუჭული ჰქონდა სა დგომისგან ატკიებული ზურგი ყველლა წერტილში ტეხდა _ჩახუტება,კოცნა და მოფერება ჩემზე იყოს . ვახშმისთვისაც წამოვიღებ საჭმელს შენი ამბავი რომ ვიცი მშიერი ხარ დილის მერე _შუადღეს ვჭამე, შენ რომ მოატანინე სადილი _სულ მოგიტანენ ... გავაფრთხილე _ლამაზი გოგო იყო _ხო? ახალ დამლაგებელს გამოატანეს ალბათ. გოგო სხვა არავინაა . ვთიშავ,გკოცნი ...სახლში შევხვდებით _ ხმა გაიგო,ვიღაც ეძახდა და საუბარიც მაშინვე დაასრულა _მიყვარხარ _ევას საპასუხოდ გაწყვეტილი ზარის ხმა ესმოდა. ზანტად წამოდგა და ფორმის გახდა დააპირა ,მაგრამ სასწრაფოს მანქანის ხმა გაიგო და მას მიყოლილი ხმაური მიმღებიდან. მიმართულება შეიცვალა და პირველი სართულისკენ დაიძრა. უნდოდა მორიგე ექიმისთვის დაეტოვებინა პაციენტი,მაგრამ ვერ წავიდა . მდგომარეობის შეფასების შემდეგ არ შეეძლო სხვისთვის ახალგაზრდა გოგონას დატოვება. დერეფნიდან მიბრუნდა და ბებიაქალის ნაცვლად დაჯდა ქალის წინ . სწორიც აღმოჩნდა, დროულად რომ არ მისულიყო ყველაფერი გართულდებოდა . ბავშვს ყელზე ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული და ასფიქსიით დაკარგავდნენ დროის გასვლის შემდეგ. გალურჯებული გადააბადა ნეონატოლოგს და ტირილის ხმის გაგების შემდეგ გული გაუთბა. სიკვდილზე გამარჯვებული გავიდა სამშობიარო ოთახიდან სადაც კიდევ იყო რამდენიმე ახალი მშობიარე. მათთანაც მივიდა,ექიმებისგან მოსმენილი გადაამოწმა. ისევ თავიდან გაიარა და როცა მიხვდა თავს გაართმევდნენ შემდეგ დაიძრა კაბინეტისკენ. _ქალბატონო ევა ... _გისმენ ნოე _შეჩერდა და მისკენ მიმავალ ახალგაზრდა კაცს დაელოდა _არ ვიცი როგორ გამომრჩა... ნაყოფის გულისცემას ვამოწმებდი პერიოდულად. როგორც წესია _დერეფანში ნუ მელაპარაკები,კაბინეტში შემოდი_თქო გითხარი არა? _ მკაცრი იყო,შეუვალი და თან არ უნდოდა სხვების თანდასწრებით კოლეგის გაკიცხვა. _უკაცრავად ... _ ბიჭი მორჩილად გაჰყვა უკან . არ იცოდა კაბინეტში თადა თუ ელოდა და ისმენდა კიდეც მათ დიალოგს _აქაურობა სვავებითაა სავსე. შენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდე ,მშობიარესთან გაქვს საქმე და ჩათვალე გამნაღმველი ხარ . ერთი დეტალი გამოგრჩება და აფეთქდები შენც და ყველაფერი ირგვლივ. მესმის,ბებიაქალს უნდა გადააბარო ყველანი გამოცდილები არიან მაგრაამ შენ რომ ექიმი ხარ სხვა კუთხით უნდა აზროვნებდე მაან კი იცის მექანიკურად როგორ მიიღოს ახალშობილი . რა განსხვავებაა შენსა და მას შორის? მან თუ იცის შენზე მეტი და ის თუ მეუბნება რაღაც ვერ არის რიგზეო. მაშინ გაგიშვებ შენ და დავნიშნავ მას. როცა რაღაც არ იცი,ეჭვი გეპარება ან უბრალოდ რთულადაა მეტად უნდა იყო ჩართული. ახალი დაწყებული გაქვს მუშაობა, მე მიგიღე ,ნდობა გამოგიცხადე როგორც დამწყებ ექიმს და შენ პაციენტის მიმართ ყურადღებით ,ქცევით და დაუზარებლობით უნდა მიმტკიცებდე რომ ღირს შენი დატოვება ამ ადგილას _ კართან იყვნენ უკვე რომ უთხრა ეს ყველაფერი . ოთახში შესვლისას თადა დაინახა და შეყოვნდა _მობილურზე არ მპასუხობდი..._ლოყაზე აკოცა და თან ბიჭს უყურებდა _ წამოხვალ თუ წავიდე _დამელოდე და გამოვალ _თქვენ ახალი ექიმი ხართ? _დიახ... ნოე ხალვაში _სასიამოვნოა... გამძლეობას გისურვებთ ამ პროფესიის და მკაცრი უფროსის პირობებში _ ხელი ჩამოართვა და მერე გავიდა. დიდად არ მოსწონდა ახალგაზრდა სიმპათიური კაცი ევას გარემოცვაში,რომელიც აშკარა აღფრთოვანებით უყურებდა ,მაგრამ ვერ შეიმჩნევდა ამ ეჭვიანობის ტალღას. საუბარი საკმაოდ გაუგრძელდათ ან თადას ეჩვენებოდა ასე. ბიჭი რომ გამოვიდა თადასაც დაემშვიდობა და მაშინვე შევიდა. კარი ზურგს უკან გადაკეტა და ფანჯარასთან მდგომი ქალისკენ დააიძრა _ეს როდის აიყვანე ... ასაკით დიდი ჩანს და გამოცდილება არ აქვს? _გვიან ჩააბარა და დაასრულა. სამი წელია რაც მუშაობს ,ჭკვიანია ,მაგრამ აქაურ გველთა ბუდეს უნდა შეეჩვიოს. ჩემი კადრები მჭირდება რომ მშვიდად ვიყო ,ვნახოთ რა გამოვა _ისე შემოგციცინებდა საყვედურის თქმის მიუხედავად არ მგონია გიღალატოს და ზურგში დანა ჩაგარტყას _ თმა გაუშალა,მოეფერა და მერე ლოყაზე აკოცა _ ძალიან გადაიღალე? _რამდენიმე წუთი და გაივლის _შემიძლია დაგეხმარო _ ყელზე უტოვებდა ნაზი კოცნების კვალს,თითები შარვლის ქვეშ ჩააცურა და ევას სხეული წამსვე რომ დაეჭიმა გაეცინა _არა ,აქ არ _მომენატრე...მთელი დღე გზაში ვიყავი ,რაღაცები აირია ,საქმეების დალაგება მომიხდა. შენც ნუ დამიძაბავ _ თითები დაისველა,სახეარეულ ქალს მზერას არ აშორებდა . მის წესებს ხაზს უსვამდა და ეს იყო უკვე განცხადება. ევას მართვა შეეძლო, მას ბრძოლა ჰქონდა შეწყვეტილი და შეეძლო უფსკრულშიც გადაშვებულიყო თავით თუ თადა გადადგამდა ნაბიჯს_ საუცხოო ხარ, ერთადერთი _ ტუჩებს უკოცნიდა ,კვნესას ახშობდა. კულმინაციამდე ევას გონს მოსვლის საშუალებას არ აძლევდა . _რჩები თუ მივდივართ _ პერანგი ჩააცვა და ღილების შეკვრა დაიწყო . რამდენჯერმე აკოცა და მერე კაბა მიაწოდა _ევა _აქ მოსვლას გიკრძალავ ... _ მშვიდი იყო, წყნარად ჩაიცვა კაბა და ფეხსაცმელიც. ხალათი და სავადმყოფოს ფორმა ერთად ჩაყარა . მანტო მოიცვა და დივანზე მჯდომს აკოცა _ დღევანდელი იქნება მილიონში ერთი გამონაკლისი გადაღლილი ქმრისთვის _მიბრაზდები ? _ თითები თმაში შეუცურა და ლოყაზე აკოცა _ ძალიან? _გაბრაზებული ვჩანდი? წინააღმდეგობა გაგიწიე და არ მახსოვს ? გაბრაზებული რომ ვიქნები შენ ბოლოს სიამოვნების განცდა ვერ გექნება მე კი არ მგონია ამ მდგომარეობით დეფიციტი გქონდეს _ჭკუიდან შემშლი ბოლოს _ უკან მიჰყვა ოთახიდან გასულს. სახლამდე სხვადასხვა მანქანებით მივიდნენ . შავი ვოლგა ეზოში აღარ დაუხვდა და არც ჭიშკართან იდგა _მანქანა სად წაიყვანე? _ერთ ნაცნობს მივეცი ... _რა გასაოცარი ქმარი მყავს, მილიარდერივით ასე უბრალოდ აძლევს მანქანას ნაცნობს _ადამიანს რომ ახარებ ისე რომ შენ არაფერი გიშავდება ცუდია? _შესანიშნავია მე მხოლოდ ის მიკვირს როგორ უწოდებ ხოლმე თავს ეგოისტს რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს როცა შეგიძლია ნებისმიერ უცხოადამიანს დაეხმარო და გულთან მიიტანო მისი პრობლემა. დარწმუნებული ვარ ბევრი ქმედება არც გაგიაზრებია და ბუნებრივად აკეთებ ყველაფერს _მე არაფერს მავნებს და იმიტომ . რაც მაქვს ფულია ,აქამდე მითუმეტეს მარტო ვიყავი და ახლაც ძალიან ბევრი შვილი უნდა მყავდეს განაწილება რომ ვერ შევძლო ქონების. არიან ადამიანები რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება . აქ რა არის გასაკვირი . დედა მეუბნებოდა ღმერთია ყველა ადამიანში რომელიც გზად შეგხვდება ხელგამოწვდილი და შენ რომ მის დასახმარებლად გაჩერდები ეგაა ყველაზე დიდი საქმეო. ცხოვრებაში თუ ვინმეს აზრი გამითვალისწინებია და მომწონებია დედაჩემი იყო _ სახლში იყვნენ უკვე. თადას გამზადებულუ სუფრა დაეტოვებინა ევას მოლოდინში უკვე შუაღამე იყო და აზრიც არ ჰქონდა ვახშმობას. პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრნენ _ხვალაც მუშაობ ხომ? _შენც ხომ მუშაობ _მე გრაფიკი მაქვს შენ არა არადა პირიქით უნდა იყოს _შაბათ კვირას სახლში ვიქნები. შაბათს შემოვლაზე მივალ და კვირას ... კვირასაც გადაავხედავ პაციენტებს მხოლოდ. სამშაბათს მორიგე ვიქნები და ოთხშაბათ დილამდე ვერ მოვალ. კვირაში ერთ მორიგეობაზე მეტს არ ავიღებ _შენთვის რამხელა გამონაკლისია და ჩემთვის მაინც რამხელა დროა ის ერთი დღე უშენოდ . _შესვენების დროს მნახე ან საღამოს შემოიარე ოღონდ მინიმალური სიშიშვლით _ ტანსაცმელს იცვლიდა თადას რომ გახედა და გაეცინა _ ვინ წარმოიდგენდა ,არადა როგორ თავშეკავებულ ქალად მიმაჩნდა თავი _ ჩუმად თქვა და საწოლისკენ დაიძრა _გეძინება ნამდვილად თუ დაწყებულის გაგრძელება შეიძლება _ გადაღლილი უნდა იყო წესით _გონებრივად ნამდვილად _და შენი გონების განსატვირთი საშუალება ესაა ? _აღმოვაჩინე რომ კი ... შენთან ყოფნა დასვენებაა და თუ გეფერები სხვა ვერაფერზე ვფიქრობ შესაბამისად გონების სრული გათიშვა მემართება _ფრიად საინტერესო აღმოჩენაა და მე ცოლი ვარ ,რომელიც უარს არასდროს გეტყვის ? _ამის გამო? _ წამსვე გაჩერდა და წარბშეკრული დააჩერდა _ იმიტომ რომ ცოლი ხარ თუ იმიტომ რომ გინდა _შენ თუ ვერ გრძნობ როგორ მინდა ვერ ყოფილა კარგად საქმე ... მე ვარ ის ქალი რომელიც სურვილის წინააღმდეგ იმოქმედებს? შენ ხარ მთლიანად ჩემი სურვილი _ ისეთი ნამდვილი იყო,იმდენად გულწრფელი და ბუნებრივი. ყველა ზღვარი გააქრო თადას წინ და ეს კიდევ უფრო მეტად მოსწონდა მერლანს . .......... პირველი შემთხვევა იყო თავად რომ ელოდა თადას . არ უნდოდა კონტროლის მოყვარული ცოლივით მოქცევა,ტელეფონი გვერდით ედო მაგრამ არ ურეკავდა. საწოლშიც კი დაწვა და მაინც ძილი არ ეკარებოდა მის გარეშე. წამით ისიც კი გაიფიქრა ისევ გაუფრთხილებლად წავიდაო ,მაგრამ წამსვე უკუაგდო ყველა ფიქრი. გარეთ წვიმდა და წვიმის წვეთებს თოვლიც ერეოდა,ქუთაისური ქარიც ქროდა და ამინდის გამო ავარიის საშიშროებასაც ხედავდა უკვე. თადა უგონოდ მთვრალი ნანახი არ ჰყავდა და მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. მანქანის ხმის გაგებისას წამსვე წამოდგა, უკვე პირველ სართულზე იყო თადას ხმა რომ გაიგო და მასთან ერთად ის დაინახა ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა _გამომყევი და ნუ ატრ.კებ თორე მე დაგჭრი ბ.ზის შვილი ვიყო . ჯერ ხმა გაიგო,ოთახში შესვლისას მხოლოდ თადა დაინახა. მანტოს იხდიდა და სისხლიან ზედას ზედ აყოლებდა . ისე გაიქცა თითქოს იქამდე სისხლი არ ენახა. _დაჭრილი ხარ? რა დაგემართა... თადა რა ჯანდაბა ხდება _ცემის კვალს ხედავდა . მოეხვია და კაცმა რომ გაუღიმა მეტად გაცეცხლდა _არაფერია ,კარგად ვარ ... შენი მეგობარია დაჭრილი _ ხელით ანიშნა დივანზე მიწოლილ ლევანზე _გიჟია ,მე არ მინდოდა შენთან მოსვლა. ისიც ვუთხარი შენი ცოლი ბავშვობიდან მიყვარს და სად მიგყავარ_თქო და შენი გრძნობები მაგრად ო . სიკვდილს არ იმსახურებო _ ცუდად იყო , ძლივს ლაპარაკობდა ევა რომ მივიდა და ზედა ტანზე შეაჭრა _გესროლეს? შენ როგორ მოხვდი მის გვერდით ბატონო მერლანო _რა მოვიტანო კიდევ _რამე მაღალი ნატრი რომ დავკიდო და გადასხმის სისტემა ავაწყო- ხელთათმანებს იკეთებდა უკვე . რეაქცია არ ჰქონია ისე მიხედა ლევანს და თადას უბრალო ნაკაწრის დამუშავებისას ლამის თავადაც იტირა _ძალიან გტკივა ? _მაკოცე და მომირჩება _შენ წამებით გინდა დავიბრიდო თუ რა ხდება _ლევანს თვალები კი დახუჭული ჰქონდა მაგრამ ყველაფერი ესმოდა _საძინებელში გადაგიყვან მალე და არ მოკვდები ნუ აბუქებ _ჩემ ბედს შ.ვეცი ...ტიპმა გადამარჩინა ვინაც ცხოვრების სიყვარული ამახია _რომ აგახიონ შენი უნდა იყოს . ასე არ არის ლევან?ქურდული შენ გაგეგება ,მე უბრალო ეკონომისტი ვარ მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა _ერთად როგორ მოხვდით... _მე უბრალოდ დავინახე და მივედი . წარმოდგენა არ მაქვს ვისთან ჰქონდა სპორი _ საავარძელში იყო მიწოლილი. ბუხარი ათბობდა ოთახს ,მაგრამ მაინც ციოდა. _მე არაფერი მაქ სათქმელი. ეს რაღაც წამალი დასრულდეს ბარემ და მერე წავალ . _ანტიბიოტიკი დაგჭირდება... ჭრილობის დამუშავება. ნაკერების ამოღება და მოკლედ თავს უნდა მიხედო. _დღეს ვერ გაგიშვებ და ხვალ მოგაკითხონ ძმაკაცებმა გადაგაბარებ მათ და გაგიშვებ _კუთხის საძინებელს გავამზადებ,ახლოა უფრო _პრობლემა შეგექმნება ჩემ გამო ,რომ გაიგონ ვინც ჩაერია ..._ ევა უკვე გასული იყო ოთახიდან ლევანის სიტყვები რომ გაიგო _გაიგონ და ყლ. არავინ მომჭამოს _ თადა ზედმეტად მშვიდი იყო. _ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ... ვისი ტრ.კით ბლატაობ ეს ეკონომისტი კაცი. გაავიგე მოსამართლის შვილიაო და იმედია ძაღლობას არ ჩართავ _ქურდის სიძეც ვარ ეგრე ,მაგრამ ბალიც არ მომიპარია მეზობლის ხიდან ლევანი საბოლოოდ დააბინავეს და ორივე ერთად ავიდა საძინებელში. თადას თავისი ხელით მოაშორა სისხლის წვეთები , მთელ სხეულზე აკვირდებოდა ბანაობის დროს _არ შეიძლება ასე ჩარევა გარჩევაში რომლის არც თავი იცი და არც ბოლო _რა მექნა დამეტოვებინა? _არა _აბა როგორ უნდა მოვქცეულიყავი ... აქ არ უნდა მომეყვანა? _მეგონა იეჭვიანე მაშინ _ჩემი ცოლი არ იყავი და არც გარკვეული გვქონდა ჩვენი გრძნობები . ახლა ვიცი რასაც გრძნობ და ჩემ გვერდითაც ხარ . შენ იქამდეც გარკვევით მითხარი რომ არაფერი ხდებოდა თქვენს შორის ,მე კიდევ პატარა კაცი არ ვარ უაზრო ბოღმით . ლევანი არასწორი ტიპია და მე არ ვიცი? არ არის ასე რომ არაფერ შუაშია მისი ამოკვიატება შენ მიმართ. სულ არ უყვარხარ ,უბრაალოდ ჯერ არ იცნობს ქალს ვინც მისია და მისთვისაა _ ჩაიცვა,შუქი ჩააქრო და საწოლში დაწვა. ევას მკლავები შემოხვია, თავზე აკოცა და ძილისპირული საუბარიც დაასრულა _არა’ჩვეულებრივი ხარ ,თადა მერლანო _მხოლოდ შენი და შენთვის ,სამუდამოდ .... ევასთვისაც კი უცნაური იყო დაჭრილი ლევანი სახლში . არ ელოდა იმას რაც შემდეგ მოხდა და ახსოვდა მხოლოდ თადა, რომელიც მთელი სხეულით ფარავდა. „ავტომატის კაკანი“ ცნობილი ხმა გახხლდათ და მაინც უკვე მივიწყებისკენ წასული. ნახევრად მძინარემ ვერ გაარჩია სახლს ესროდნენ თუ ჰაერში ისროდნენ. არც ის გაუაზრებია თადას უკვე რომ ეცვა ტანსაცმელი და საწოლიდან ისე გადაიყვანა ხალიჩაზე საბნიანად ევას გამოძრავების საშუალება არ მისცა. შიში მის თვალებში არ იყო ,მხოლოდ ბრაზისგან ანთებული ცეცხლი გიზგიზებდა ------------- _ევა , თუ გიყვარვარ ... პატივს თუ მცემ აქედან არ გამოხვიდე _ სროლის ხმა რომ შეწყდა წამოჯდომაში დაეხმარა , მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა- რამდენიმე წუთი მომეცი _სად მიდიხარ ... თადა იარაღის გარეშე სად მიდიხარ ნუ მაგიჟებ _გთხოვ უბრალოდ დამელოდე ,გთხოვ ევა _ არ უბრძანებდა არასდროს და ეს აიძულებდა დამორჩილებას. ერთხელ მაინც რომ გაეგო მბრძანებლური ტონი მაშინვე შეეწინააღმდეგებოდა. თავად იყო საკუთარი საყვარელი იარაღით გადაბარგებული მერლანის სახლში . არც პოვნა გასჭირვებია და არც გასროლისთვის მზადყოფნა. წამითაც არ დაუშვია რომ ეს ყველაფერი თადას გამო ხდებოდა ,დაჭრილი ლევანი ჰყავდა სახლში და საკუთარი ხმაც კი გაახსენდა წლების წინ რომ უთხრა კაცს, შენი ცოლი მშვიდად ვერ დაიძინებს ვერასდროს, მე კი არ მინდა სახლში მისულს ძილი იარაღიანმა ხალხმა დამირღვიოსო. ევა შენგელია იყო,ბოლომდე მაინც ვერავის დაუჯერებდა. სროლის ხმა აღარ განმეორებულა, ქუჩაში იყვნენ და შესაბამისად თადაც იქ ეგულებოდა. თადა ისევ უიარაღოდ იდგა, ლევანთან ახლოს თითქმის მის წინ მდგომი და რამდენიმე გავეშებულ კაცს რაღაცას მთელი მონდომებით უხსნიდა. სახეზე ატყობდა ბრაზს,მისი ხელების მოძრაობით ხვდებოდა როგორ უნდოდა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყო და როგორ იკავებდა თავს,ლევანის კონტროლიც უწევდა და მაინც ჰქონდა გავლენა ,რომელსაც როგორ ამყარებდა ევას ამაზე პასუხი არ გააჩნდა. ისე გაიქცა სახლისკენ დაძრული თადასკენ პერანგზე ხალათის მოცმაც კი დაავიწყდა. _რა ჯანდაბა ხდება გამაგებინეთ...ასეთი რა პრობლემაა შენი დაჭრით რომ არ დასრულდა _ლევანს შეუტია სანამ თადა ჩაერეოდა _დამშვიდდი ,ზემოთ ადი ... გაიყინები _ ლევანს ევას დანახვის წამიდან თავი ჰქონდა დახრილი და მისი მიმართულებით არ იყურებოდა,მაგრამ ქალი დაშვებულზე მეტად შიშველი იყო _ ევა . გავარკვიე და დასრულდა! _ჩემ სახლში მამაჩემის მტრებსაც კი მოვუშალე მოვარდნა და შენ იცი ,ორივემ იცით რა აზრიც მაქვს ამ ამბავზე _მივდივარ , მაპატიე . შენთან დამნაშავე ვარ და ვალში ვიქნები ორივესთან მთელი ცხოვრება _ლევანის ხმა ესმოდა ,მაგრამ ვერ ხედავდა თადა ეფარებოდა და მის შეცვლილ მზერას იაზრებდა _ევა ! _არ მჭირდება ბოდიში და არც ვალი გაქვს. სახლის კარი ჩემმა ქმარმა საკუთარი ხელით გაგიღო შესაბამისად მზად იყო ყველაფრისთვის, ჩემი ქმრის სტუმარი, ჩემი სტუმარია _ თადას უყურებდა სიტყვებს რომ ცრიდა კბილებსშორის . შებრუნდა და სწრაფად აირბინა კიბე. _წავიდა ... ვერ გავაკავე . იმ სიტყვებს რომ იაზრებდე და ასრულებდე კიდეც რაც წეხან თქვი იდალური იქნებოდა. უბრალოდ რჩებოდე ნეიტრალურად არის საუკეთესო გამოსავალი ,ევა _ რამდენიმე წამის შემდეგ თადაც ავიდა _სად მიდიხარ ... _სახლში ტყუილად არავინ მომყავს მითუმეტეს იმ სახლში სადაც ჩემი ცოლია და მითუმეტეს კაცს არ მოვიყვანდი , რომელსაც ჩემ ცოლზე აბოდებს. ეს უნდა გაგეაზრებინა და ისიც უნდა იცოდე ჩემ სიტყვას ფასი რის გამო აქვს. მე რომ შუა გზაში ვტოვებდე ვინმეს ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე ანდაც ვის მხარესაც დავდექი აქამდე ასე ვერ მოვიდოდი _თადა , შენი სახლის წინ შეიარაღებული ხალხი მოვარდა _მოვარდა და დავხვდი,მერე ? ლევანი უნდა გამეგდო და აჰაა წაიყვანეთ_თქო მეთქვა? _შენ თქვი არ ვიცი რა ხდებოდაო... შესანიშნავად იცი რის გამოც მოხდა ჩხუბი და იმიტომ იცავ კბილებით. _შენთან შემხებლობა რომ ჰქონოდა ამ ამბავს აუცილებლად მოგიყვებოდი,მაგრამ კავშირში არ არის და დროა მგონი ცხოვრების ამ ეტაპიდან გადახვიდე შენთვის არასაჭირო ინფორმაციების არიდებაზე . ასე უფრო მშვიდი იქნება შენი ცხოვრება ,დამიჯერე _არ მჯერა რომ ამ ტონით მელაპარაკები ლევანის გამო _ლევანის გამო არ, შენი დამოკიდებულების ,ქცევის და ჩემ მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობის გამო. გთხოვე არ გამოხვიდე_თქო და პერანგით გამოვარდი ,ნახევრად შიშველი. უბრალოდ გაჩერდი და დაფიქრდი ,გთხოვ უბრალოდ დაფიქრდი _უნდა ვიცოდე სად მიდიხარ,თადა _საქმის ბოლომდე მისაყვანად. სხვათაშორის შენი საქმეც წყალში ჩაიყრება ნაოპერაციები კაცი რომ გაივლის ფეხით კილომეტრებს ამ ყინვაში . ისეთი ხისთავიანია როგორ ვერაფერი მოგიხერხა მიკვირს,იცის გულის სიღრმეში რომ მისი ბედისწერა არ ხარ ,ჩემი ხარ _ისე დანანებით ამბობ , ასე უცებ გავხდი სანანებელი ? _ კარში გასული გააჩერა თავისი სიტყვებით , გამტყდარი ხმით გაჟრებული მუდმივი შიშით . სულ ერთ წამში შეიცვალა ბრაზიანი თადა , ზღურბლზე რომ გადმოაბიჯა და ევას მოეხვია უკვე სითბოდ იღვრებოდა _მე შენთან არცერთ წუთს ვინანებ ,მხოლოდ შორს ყოფნისას გასულს და საწინააღმდეგო არასდროს გაიფიქრო. შენ არ ხარ ის ქალი ვის გვერდით ყოფნაც შეიძლება ინანო . მაპატიე , უბრალოდ ძალიან მეწყინა რომ არ დამიჯერე . რამე რომ ჩაგეცვა და შენი გათოშილ მკერდს არ ეყვირა ამ თხელი ნაჭრის მიღმა შეიძლება ასე არც გავბრაზებულიყავი ... მეც ვეჩვევი სახლში ცოლს და მეორე ნახევრის არსებობას გვერდით ... მეც არ მყოლია ქალი, რომელსაც ანგარიშს გავუწევდი და არც მე ვარ შეჩვეული მეუღლეობას ,ჩემთვისაც პირველი ქორწინებაა ევა ... მეც ადამიანი ვარ და მეც მიჭირს ყველაფრის ერთად გააზრება როცა ზუსტად ვიცი მართალი კაცის დაჩაგვრას ცდილობენ მითუმეტეს. მე და შენ ვგავართ ერთმანეთს ,მოდი მარტო ამაზე იფიქრე ხოლმე და მიხვდები რამ შეიძლება გამაბრაზოს,მაწყენინოს და მატკინოს _ გულში იკრავდა, თავზე ეფერებოდა,ლოყაზე კოცნიდა გასუსულს და თან ეღიმებოდა ჩხუბის გაგრძელების ნაცვლად გულაჩუყებული რომ არ შორდებოდა _ გულის გასკდომამდე მიმიყვან ისეთი საყვარელი ხარ _ ბოლოს უთხრა და ტუჩები დაუკოცნა _ დაიძინე ,მალე მოვალ . _მაპატიე ,მართალი ხარ ... უბრალოდ მეშინია და რომ მეშინია ვცეცხლდები _შიშიც არა’ჩვეულებრივი გამოხატულებით რომ იცი... _მალე დაბრუნდები ხომ? _იმ გიჟს დანიშნულების ადგილას დავაბრუნებ და მერე ჩაგეხუტები ბევრს _ ისევ აკოცა და წავიდა. მშვიდი ცხოვრება უნდოდა , საქმეებით გადაღლილს ძილს რომ შიში და ფორიაქი არ გაუტეხდა ისეთი ,მაგრამ ეს აღმოჩნდა ყველაზე რთულად მისაღწევი მიზანი. ლევანზე ჯიუტი კაცი ცხოვრებაში არ ჰყავდა ნანახი. დარწმუნებული რომ ყოფილიყო წინ უფსკრულია თუ იტყოდა იქეთ მივდივარო აზრს არ შეიცვლიდა მაინც თადამ კი უკან დააბრუნა. თავიდან გადაუხვია ჭრილობა , გაათბო და მაინც დაიტოვა . ევას გვერდით უსიტყვოდ დაწვა,დაპირებისამებრ მოეხვია, ბევრჯერ აკოცა დაძინებამდე და მერე დილამდე ორივეს მშვიდად ეძინა. _ევა ... სამსახურში დაგაგვიანდება_თმა გადაუწია,ლოყაზე აკოცა და მერე ყელზე _ ევაა _ჩამეხუტე _ხელი გაშალა და დაელოდა _საუზმეს ვასწრებ?_ საათს გახედა და წამოჯდა _მომზადებული მაქ მე უკვე ... ლევანს გადაუხვიე ჭრილობა . ძმაკაცი მოაკითხავს მოგვიანებით და გავუშვებ _ვინ იფიქრებდა ლევანზე თუ იზრუნებდი პირველჯ შეხვედრისას ისე უყურებდი თქვენ ჩხუბსაც კი ველოდი... _ვიცოდი რომ ელოდი და იმიტომ არ ვეჩხუბე _ ჩუმად უთხრა ,თვალი ჩაუკრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. ლევანთან რომ შევიდა უკვე გამოფხილებული და მოწესრიგებული იყო . საერთოდ არ ჰქონდა რეაქცია არც მის წუხილზე და არც უხერხულობის განცდაზე. სიტყვა არ ათქმევინა ჭრილობის დამუშავებამდე. _წამალს ბარემ გაგიკეთებ და მერე დანარჩენი თავად განაგრძე. ნემსის გაკეთება ყველა შენმა ძმაკაცმა იცის ანდაც თავად სცადე თუმცა ვენები აღარ გივარგა უკვე _ მართლა გაუჭირდა პოვნა _ოთარაანთ ქვრივი რატო იჩითები სულ? სიკეთეს მარილს აყრი იმენნა რა _შენი ისტორიკოსი მამა ბედნიერი იქნება ზეცაში წიგნიც რომ წაგიკითხავს და გახსოვს რაღაც. თუ ილია გიყვარდა გამორჩეულად _ ღმერთმა გაძლება მოგცეს ძმაო ... გადარჩენილი ვარ მე რომ არ ვუყვარვარ _შეგიძლია ასე ინუგეშო თავი... წინააღმდეგი არ ვარ _თადა მშვიდი იყო ,ურეაქციო _მოვიდა მგონი ... გავალ . მადლობა ყველაფრისთვის. ვალში ვარ სიცოცხლით. ბოდიში ყველაფრისთვის _ ჯერ თადას ჩამოართვა ხელი,გასვლამდე ევას კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სახლი დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად შემთხვევით გაიგო ევამ თადასა და ლევანის ერთ მხარეს დგომის მიზეზი და კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა მერლანი. _თადა ... როგორ ხართ _ გაუკვირდა საკუთარმა კოლეგამ პირველი თადა რომ მოიკითხა და შემდეგ ევა ,მაგრამ არაფერი უთქვამს . _კარგად ლანა ,თავად ? _შენი და ლევანის დამსახურებით კარგად. გადამარჩინეთ _მე არ , ლევანმა ... სასაუბროც არ არის. სჯობს დაივიწყო ის დღე ,შენც თუ ამოშლი მეხსიერებიდაან ნამდვილად ვერავინ გაიგებს _არ შემიძლია,ვერასდროს დავივიწყებ ლევანის ,თითქმის უცნობი კაცის თავგანწირვას ჩემ გამო. რამდენი ძველი ნაცნობი ვერ გაბედავდა ჩარევას ახლა კი იმ ველურის ცოლი მერქმეოდა ,ვერც კი მიპოვნიდნენ . თქვენ კი ,თქვენ ისე მოაგვარეთ ... მამაჩემი არც კი ვიცი რას გააკეთებდა ან ჩემი ძმა. მას ისეთი ხასიათი აქვს ნამდვილად დამტოვებდა . ასე ცხოვრებაში არაფერს შევუშინებივარ. მე ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა... სირბილით წამოვედი რომ მომესწრო. ევას ვერ ვხვდები ხშირად,სხვა კლინიკაში მაქვს მორიგეობები _ლაპარაკობდა და ევას კითხვის დასმაც არ სჭირდებოდა ისე იგებდა ყველაფერს_ ლევანს ნორმალურად ვერც ვესაუბრე. სახლში დამტოვეთ და მერე აღარ მინახავს. ამბობდნენ ჩხუბი იყოო, ესროლესო ... იმდენი ჭორი დადის და თან ისე რომ ჩემი სახელი არ ისმის . მე ლევანის ნახვა მინდა , სოფელშია ? _არა , ქალაქშია ... მეგობართან სახლში _მაგრამ არ მგონია მასთაან შენი მისვლა ნორმალური იყოს. დარწმუნებული ვარ იცის როგორი მადლიერიც ხარ _მართლა დაჭრილია? _ცოტაც და იტირებდა _კარგად არის ... საკუთარ საქმეებს დაუბრუნდი ლანა. ლევანს არც პირველი ჩხუბი ჰქონია და არც ბოლო. სადმე შეხვდებით ,მადლობის გადახდის საშუალებას მოგცემს ღმერთი _ასე არ შემიძლია,უხერხულად ვგრძნობ თავს _ბალახვანშია _ მისაამართი დაუწერა სანამ ევა ელაპარაკებოდა და მიაწოდა _მადლობა ... ყველაფრისთვის. საუკეთესოები ხართ _ ორივეს მოეხვია და კმაყოფილი წავიდა _რა გააკეთე ? _მე არაფერი, ლევანმა გადაარჩინა. მერე იყო ჩხუბი და მე უბრალოდ ჩავერიე . შენ ხომ არ გიყვარს რაღაცების მოყოლა და მეც არ შემიძლია დეტალები მოგიყვე. მოხდა რაც მოხდა ,ყველაფერი დალაგდა. _ლევანი მოსწონს _და შენ რატომ აჩერებდი ასე გულმოდგინედ _თვალებს ნუ მიბრიალებ _ გაეღიმა , მაგრამ მაინც სულ ცოტა ნაწყენი იყო _ არ უნდა მიგეცა მისამართი . ეს ახლა აჟიტირებულია , გადაარჩინა მაგარმა ტიპმა და ლევანი გმირი ჰგონია. ცხოვრება ახლა აერევა თუ ლევანს მოუნდა მასთან რაიმე სახის ურთიერთობა . წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩათვალე არ შესწევს და აი მერე რა იქნება კაცმა არ იცის. ასეთ ურთიერთობებში საერთოდ არ უნდა ჩაერიო _არც ვერევი _ერევი თადა _იქნებ ლევანსაც მოსწონს _ლევანს ცუდი გემოვნება ნამდვილად არ აქვს ... არც ლამაზ ქალებზე ამბობს უარს . _იქნებ სიყვარული სჭირდება რომ დალაგდეს მისი ცხოვრება _ვისი ცხოვრება დალაგდება , ლევანის? თუ გაბრაზდა შეუძლია ადამიანი მოკლას. რამდენჯერ დაჭრა ,სცემა და კიდევ რა გააკეთა კაცმა არ იცის . ჩვეულებრივი გიჟია და როგორ წარმოგიდგენია პედიატრ ლანასთან რომელსაც ჰყავს უწესიერესი მშობლები და მათემატიკოსი ძმა. არაფერი აქვთ საერთო . განსახილველიც კი არ არის და იმედია ლევანი არ იეგოისტებს _ვნახოთ _ღმერთმა ნუ მანახოს ეგ ორი ერთად _აბა როგორი ქალი შეეფერება შენი აზრით ლევანს. თუ საერთოდ არ იმსახურებს სიყვარულს _არიან ქალები რომლებიც პირველ რიგში იცნობენ და იციან ვინც არის და მეორე რიგში სულ მცირე წინააღმდეგობას მაინც გაუწევენ , მენტალურად ძლიერები იქნებიან . ლანას ასაკი აქვს თორემ ბავშვივითაა , გაჭ....ტილ მინდვრის ყვავილზე შეუძლია იტიროს და ყველა მიუსაფარ ლეკვზე . ასეთ ქალს შეუძლია ბედნიერების და სიმშვიდის პოვნა კაცის გვერდით რომელიც ნარკომანია, სრულიად არასტაბილური და რომელიც ციხეშია უმეტესად? ახლა რაღაც დიდხანსაა გარეთ,უცნაურიც კია . მე ლევანი ძალიან მიყვარს როგორც ადამიანს პატივსაც კი ვცემ იმიტომ რომ მეგობრისთვის საჭირო თვისებები ნამდვილად აქვს,არ გიღალატებს და ზურგს არ გაქცევს , შეეწირება შენ დაცვას თუ იცის რომ მართალი ხარ ,მაგრამ ლევანი როგორც ქმარი ან უბრალოდ შეყვარებული ლანასთვის ვერ იქნება. _მე კი მგონია რომ ლანას თუ შეუყვარდება და შეძლებს მისი ბნელი მხარეებით ცუდი და კარგი თვისებებით მიიღოს ლევანი სულ სხვა კაცი გახდება რამდენიმე წლის შემდეგ _მხოლოდ ლევანზე აღარ არის დამოკიდებული ... გარემოზეა ,რომელიც სულ ჭაობისკენ მიგათრევს. შენ არ იცი როგორია როცა შენი ოჯახის წევრის გამო გემუქრებიან,ნერვიულობ,ღამეს ათენებ. შენი მშობლები არ იყვნენ დამნაშავეები და არ გინახავს ქალი როგორი ხდება როცა მისი საყვარელი ადამიანი დაამნაშავეა. _მე ჩემ აზრს შევინარჩუნებ ... შენ შენი პირადი გამოცდილებით მსჯელობ,მაგრამ გავიწყდება რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და გამოსწორებისთვის ბრძოლა თუ უნდა აუცილებლად გამოუვა იმიტომ რომ სააკმარისად ძლიერია ,მთავარია გზა შეიცვალოს,მიზანი გაუჩნდეს . მარტივი არაფერია ცხოვრებაში და სიყვარული განსაკუთრებით რთულია თუ საყვარელ ადამიანთან სიმშვიდეში ყოფნა გინდა მითუმეტეს . _მუდმივი სიმშვიდე და ბედნიერება არ არსებობს ეგ მხოლოდ მომენტებია ,რომლებიც მე შენთან უკვე ზედოზირებით მაქვს განცდილი_ მიუხედავად განსხვავებული აზრისა კამათს არ აპირებდა. ორივე მხარეს ჰქონდა თავისი შეხედულება და სავარაუდო მომავლის ხედვა, რეალობას მომავალი აჩვენებდა. _ნამდვილად მოგვარდა მათთან თუ მხოლოდ დროებით შეჩერდნენ _ უკვე სახლში იყვნენ. თადას გვერდით იწვა და გონებიდან ვერ იშორებდა გასულ დღეებს. _თუ ვერ მოგვარდება შენ არ მყავხარ? ფარად გადამეფარები იარაღების კოლექციით ,რომელიც აქაც გადმოგიტანია. კაბა,ფეხსაცმელი და ნაგანი ერთად ჩაგილაგებია ჩემოდანში. ნეტავ ჩემი გეშინოდა თუ რად გინდოდა _შენი არასდროს ,შენგან თაავდასაცავად სროლა თუ დამჭირდა მეც მოვკვდები _ ჩუმად უთხრა და ტუჩებზე ნაზად შეეხო _ შენ უბრალოდ არ მომატყუო თუნდაც სიმართლე სხვა მხარეს იყოს და მე შენს გასამართლებლად ყველაფერს გავაკეთებ _ეგ სწორია მერე? დამნაშავესაც დამიცავ _ეგ არის ჩემი სიყვარული ... როცა შემიძლია ნებისმიერ შემთხვევაში შენ გვერდით დავრჩე ,მაგრამ თუ არასდროს იქნება მსგავსი მდგომარეობა მადლიერი ვიქნები ... მიყვარხარ _შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ _ თავი უსკდებოდა ფიქრებით ,მხოლოდ ეს იცოდა დანამდვილებით და ამ სიყვარულის დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა. ........................ _ბაბუას გამორჩეული სამეგობრო ჰყავდა. ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიები ჰქონდათ და მხოლოდ პატიოსნება აერთიანებდათ . უღმერთობაგაბატონებულ ქვეყანაში ღმერთის მოშიში ხალხი იყვნენ. ყველა მათგანის ოჯახთან შევინარჩუნე კონტაქტი. ზოგთან ნათლია_მირონობა გვაკავშირებს ,ზოგი დამოყვრდა კიდეც . მხოლოდ ქურდების ოჯახები არ მეყოლებიან ქორწილში,ისინიც მოვლენ ... ერთ_ერთი ოქრომჭედელია. ანდროზე უმცროსი იყო , ისევ მუშაობს. ხშირად მეხუმრებიან სახლში ოქროთი სავსე სკივრი გაქვსო , მართლა მაქვს საკმაოდ ბევრი სამკაული ,არცერთია მოპარული ნუ დედას რაც აჩუქა მამამ თავს ვერ დავდებ იმათზე ,მაგრამ დანარჩენი სულ ბაბუას თხოვნით აქვს დამზადებული შაქროს. ბებოს უყვარდა თურმე ოქრო,მე პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა და არ მახსოვს კარგად _ დიდხანს საუბრობდა სანამ მთავარ ამბავთაან მივიდა _ ნიშნობის დროს სამკაულების გაცვლა ტრადიცია , რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ. შენ მხოლოდ ჯვარი გიკეთია და ვივარაუდე რომ ახლით ძველს არ ჩაანაცვლებდი ამიტომ საათი დავამზადებინე. ნამდვილ დაბადების დღეს გილოცავ _რატომღაც სულ სხვა მხარეს გადაწყვიტა მისი ფიქრების წაყვანა ისე გადასცა საჩუქარი _ბეჭდით ჯვრისწერაზე შენ იყავი მზად მე არ ,ამიტომ ამაზეც ვიფიქრე . არ გაიძულებ რომ სულ ატარო , თუ გეხამუშება ,მაგრამ თუ გეკეთება მესიამოვნება შენ თითზე მისი დანახვა _ საათი უბრალოდ მის წინ მაგიდაზე დადო ბეჭედი კი ყუთიდან ამოიღო და თითზე გაუკეთა _ ვინც არ უნდა იყვნენ შენი მშობლები ჩემგან მადლობა მათ უშენოდ რომ არ ვასრულებ ცხოვრებას. _თადა საერთოდ არ ელოდა იმ დღეს მილოცვას. თითქმის არავინ იცოდა ეს დღე და ვინაც იცოდა ისიც არ აღნიშნავდა . საჩუქარმაც გააკვირვა და სიტყვები საერთოდ დაკარგა თითზე ბეჭდის მორგების შემდეგ ევას სიტყვებს ხელზე კოცნაც რომ დაემატა _ სულ გახსოვდეს ,რომ სამყაროში არაფერი მყავს შენზე მნიშვნელოვანი . გილოცავ დაბადების დღეს _ თორმეტს სულ რამდენიმე წუთით გადასცდა ისარი. შუაღამის სიჩუმეში ორის გულისცემის ხმა ისმოდა ერთი რიტმით . _არა'ჩვეულებრივი ხარ _ მხოლოდ ეს თქვა და დანარჩენი სიტყვებგაუფერულებულმა კოცნით გამოხატა _მადლობა ღმერთს შენ რომ მოგავლინა ამქვეყნად ,შენი არსებობა ჩემ ცხოვრებაშია შეუფასებელი საჩუქარი .ყველა წამი და წუთი _ კოცნებს შორის ამბობდა სიტყვებს. ბეჭედი თითიდან აღარ მოუშორებია და მეორე დილიდან საათის გამოყენებაზეც გადავიდა. ................. სოფელში იყვნენ გუგა რომ მივიდა ანასთან ერთად . თითქოს მისი ინიციატივით ესტუმრნენ და თავად საერთოდ არ უნდოდა დეიდაშვილის ნახვა -როგორ ხარ -მე კარგად ვარ, მხოლოდ შენ არ მელაპარაკები და გელოდები როდის გაგივლის წყენა -უნდა გეთქვა -შენსავით მეც არ ვიცოდი თუ ქორინებას ვაპირებდი -სამაგიერო გადამიხადე? -არც მაგაზე მიფიქრია... ცოლობა მთხოვა და მეც გავყევი -შეყვარებული სულელი ქალის წინადადებით ხარ ევა შენგელია? -შეყვარებული ჭკვიანი ქალი ვარ, სიგიჟემდე სანამ მივიდოდი იქამდე შევწყვიტე წინააღმდეგობის გაწევა და დავთანხმდი -ანა ორსულადაა - თადასთან საუბარში გართულ ცოლს უყურებდა ევას რომ უთხრა და მერე გაოგნებული უყურებდა სიხარულისგან თვალებამღვრეულს -მამა გახდები... ჩემი პატარა გუგა მამა გახდება - მთელი ძალით ეხვეოდა ტირილამდე მისული -მორჩა ბავშვური სისულელეები ...მამა ვხდები , ჩემით უნდა იამაყოს - ჩუმად თქვა და ევაც ატირდა- შენც ორსულად ხარ თუ რა გჭირს -ნწ, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ -ბედნიერი ხარ ,ხომ? -უბედნიერესი -რომ არ იყო მეტყოდი თუ არ, არ ვიცი... მეშინია შენ გამო -მე ცხოვრებაში პირველად არ მეშინია არავის და არაფრის ... მისი მჯერა , ვენდობი -ნატომ ჯერ არ იცის...იცოდე არ უთხრა .პირდაპირ შენთან მოვიყვანთ საავადმყოფოში -საზიზღარი ბიჭია, უნდა ნატოს მოატყუოს ისე მიმყავს ექიმთან რაღაც აწუხებსო . ნატო გაგიჟდება სიხარულისგან და ჯობია საავადმყოფოში ვიყოთო -არ გაინტერესებს ნატო რას გეტყვის რომ იფიქროს შვილი არ ეყოლებაო? -თქვენ ნუ უშლით ნერვებს ჩემ დედამთილს, ძალიანაც ტკბილი და თბილია. -შენ ვერ გიპოვნა მიზეზი თორემ აბა იდეალური არ იყო , სისხლს გაგიშრობდა -ნუ აბრალებ ... აი ნახავ პირიქით დამამშვიდებს და ბევრს მომეფერება -გადამრიეს გეფიცები, ჩემზე მეტს ეხუტება დედაჩემს. რძალ-დედამთილს ერთმანეთი უყვარდეს გაგიგიათ? -მაიაც რომ გაიყოლოთ არ გინდათ? -აი სიდედრსა და სიძეს ნამდვილად ვერ გვაქ შაქარლამა ურთიერთობა - თვალები აატრიალა და მაიკოს გადასწვდა -ოქროს სასახლეში რომ ჩავსვა უკმაყოფილო იქნება. -გოგო მოსტაცე , ასე მალე ვერ დაივიწყებს. აი ბავშვი შეაყვარებს შენ თავს , მაიას თუ დაარქმევ -რას დავარქმევ? - თადას ხუმრობას ვერ მიუხვდა სანამ ევა არ აკისკიდდა -მეღადავება ხო? -მე თუ ვარქმევ გოგოს სოფიას შენ რომ დაარქვა სიდედრის სახელი რა მოხდება? -მე არ ვიცი შენ ევა რა გაკვეთილებს გიტარებს და რა შთაგონებებში ყავხარ ,მაგრამ მე ბიჭი მეყოლება და გოგო როცა იქნება ჯერ ნატალია თუ არ დავარქვი დედაჩემი ტყავს გამაძრობს და პლაშს შეიკერავს -შენ ძმაკაცებში საბლატაოდ გინდა გააჩენინო ანას ბავშვები თუ იმიტომ რომ მამა გინდა გახდე საყვარელი ქალისგან შვილების -თადა ამჯერად სერიოზული იყო ევა კი სიტყვებდაკარგული უყურებდა. -რა იყო შენ 7 გოგო გინდა გყავდეს? -ევა თუ გააჩენს რვაც იყოს , მე პრობლემა არ მაქვს . ჩემი კაცობის საზომი სხვა ერთეულებში მაქვს -რა გინდა ჩემი ძმა? -ანას მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცი და მეტი არ მინდა მართლა რამეზე გაუჭედო ახლა მითუმეტეს, ინერვიულებს შენ გამო და ბავშვი გაიზრდება მამის გარეშე -შენ ძაან ხო არ ატრ.კებ? -მე ? არასდროს ! შენ გადახედე სჯობს შენ ქმედებებს, შენ საძმაკაცოს და საერთოდ ცხოვრებას- მშვიდად ლაპარაკობდა ,რაღაც მიზანს ურტყამდა და გუგას აგიჟებდა - კაცად თუ გინდა ჩამოყალიბება სჯობს შეიცვალო საძმაკაცო . ჭაობში ჩაძირულებთან სუფთად ვერ დადგები, ვერასდროს -ჩემი საქმეა -კი ბატონო, შენი საქმეა ... მე ჩემი გითხარი აწი შენ იცი . თქვენ ბავშვს გაუმარჯოს, ჩემო ანიკო - გოგოს თვალი ჩაუკრა და ჭიქა დაცალა. გუგა და ანა ისე წავიდნენ ამ დიალოგს გაგრეძელება არ ჰქონია. მაგრამ ევას არ დავიწყებია. იმ ღამით სოფელში რჩებოდნენ, კოკისპირულად წვიმდა და ბუხრის წინ დივანზე მჯდომები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. თადა თმაზე ეფერებოდა , შეშის ტკაცუნის ხმაც მოქმედებდა და ცოტა აკლდა დაძინებამდე -გუგას რაც უთხარი მე არასდროს მითქვამს -რა ვუთხარი შტერი ძმაკაცები რომ ჰყავს? -დედაჩემის სახელს რომ დავარქმევთ გოგოს -დედაჩემი ცოცხალი რომ იყოს არ გაბრაზდებოდა, პირიქით ის მოგვაწოდებდა ამ იდეას თანაც სოფია ლამაზი სახელია, მოუხდება ჩვენს გოგოს -გაღმერთებ თადა მერლანო- თვალებში უყურებდა რომ უთხრა და მის ტუჩებს საკუთარი შეახო . ................. _რამდენი ხანია ხორცით არაფერი მომიმზადებია ... ქაბაბი გავაკეთო? უგემრიელესი საწებელი ვიცი _ შაბათ საღამოს სახლში იყო,კვირასაც ისვენებდა _შენ, რომელიც გინდა... მე მარხვას ვიცავ ამ დროს ყოველთვის. შობის ღამესაც ტაძარში ვიქნები _მამა ნიკოლოზთან ადიხარ ზიარებაზე თუ სხვა მაამაოც გყავს _ზიარებაზე ნიკოლოზთან ისე სხვაგან დავდივარ. იქ სახლთან ახლოს რომელი ტაძარიც იყო იქ მივდიოდი სალოცავად და აქ იმ მამაოსთან რომელიც ვიცი რომ ღმერთთან უფრო ახლოსაა ვიდრე ეშმაკთან . _და მეც კი არ ვიქნები მაცდუნებელი მარხვის დროს? _ამიტომ გეუბნები თორემ სამარხო კერძების მომზადებას არ გთხოვ ... მთავარია სახლში იყო და ნორმალურად იკვებო. ბოლო დროს საერთოდ გამხდარი მეჩვენები თუ მე მეჩვენება არ ვიცი. შენთვის უჩვეულო რეჟიმში ხარ, ამდენ ცვლილებას ეჩვევი _მორწმუნე ქმარი მყავს,ეკლესიური და აქამდე არ ვიცოდი _ეს არ ცვლის ჩვენ შორის არაფერს ... _მე რომ ტაძარში ბოლოს ნათლობის დროს ვიყავი და მერე ჯვრისწერისას? მხოლოდ ღმერთი მწამს და მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ცოდვის ჩადენას ,მაგრამ სალოცავად წირვებზე არ დავდივარ და არც მიმარხულია ოდესმე. ზიარებაც არ ჩამიბარებია,მე ისეთ ხალხს ვიცნობ მღვდლების ანაფორებით იმათ ჩემზე მეტი ცოდვა აქვთ და მე ვერ ჩამოვუთვლი ზიარებისას ჩემებს. არც ვენდობი , მღვდლები კი არა აგენტები არიან . _მე ჩემი სიმშვიდისთვის ვაკეთებ ყველაფერს...ადრეც მითქვამს საკუთარ თავს ფიქრსა და ზრუნვას არ ვაკლებ. ჩემთვის სიმშვიდეა ტაძარში დგომა და ლოცვის მოსმენა. გონებას ვწმენდ თითქოს ზიარების შემდეგ და სხვა შემართებით გამოვდივარ, თავისუფალი მძიმე ფიქრებისგან. თუ არ გაქვს ეს სიმშვიდის განცდა მაშინ ყველაფერი ხელოვნური და მოგონილია. შენი ჩემ ცხოვრებაში ყოფნა მადლიერებით უნდა გადავუხადო ღმერთს,მისი საჩუქარი ხარ შენ ჩემთვის მფეთქავი გულით _ მოეხვია ,რამდენჯერმე აკოცა და მერე თავზე თავით დაეყრდნო _ჩემი ცოლობა არ გთხოვს რაიმე შეცვალო შენი ცხოვრების სტილში. თუმცა ნიკოლოზის რამდენიმე წირვას თუ დაესწრები ვფიქრობ მიხვდები რომელ სიმშვიდეზე ვსაუბრობ _ნიკოლოზი როგორ გაიცანი _უბანში გავიცანი ბავშვობისას... ერთმანეთს დავეხმარეთ პატარა ჩხუბში და მერე დავმეგობრდით. მისი ცხოვრების გზა ანაფორამდე მივიდა ,სტიქაროსნები ვიყავით ერთხანს ერთ ტაძარში. რაღაცები აირია მის ცხოვრებაში და დალაგება ყველა გაგებით ცხოვრების ამ გზამ მოახერხა. ახლა უკვე ჩემი საიდუმლოებების მცველია _აჰაა,ანუ რაც ვერ გავიგე შენ შესახებ ყველაფერი მან იცის _მე მკითხე ყველაფერი რაც გაინტერესებს,ნიკოლოზის წამებაზე ნუ ფიქრობ _გაიცინა და მთელი სახე დაუკოცნა _ როგორ მიყვარხარ ასეთი საყვარელი რომ ხდები _საყვარელი მე _ხო, უსაყვარლესი შენ მხოლოდ ჩემთან და ჩემთვის ......................... -ვიცი ძალიან არ გიყვარს, მაგრამ სტუმრად ვართ მიპატიჟებულები მამას მეგობრის ოჯახში. ჩვენი ხელისმომკიდე ჩამოვიდა , დახვედრის სუფრას აწყობენ და რომ არ მივიდეთ უხერხული იქნება. ერეკლე კი მოვა ჩვენთან, მაგრამ იქ ბევრი ისეთი ადამიანი იქნება ვინც მინდა გაგაცნო - მე მთელი სანათესაო შემოგატარე იმდენმა დაგვპატიჟა და შენ მეგობრებს სიამოვნებით გავიცნობ. -ძალიან გავერთე ყველა ჯერზე -უბრალო ვახშამი იქნება თუ ოფიციალურად მოვემზადო- გულმა უგრძნო იქ რაც დავხდებოდა და შესაბამისადაც გამოიყურებოდა თადას პასუხის შემდეგ -უბრალო იმ ოჯახში კოვზიც არ აქვთ ... დანარჩენს საკუთარი თვალით ნახავ. ყველა სახლი დიასახლისის ხასიათს გამოხატავსო ევა ხშირად ამბობდა და ახვლედიანებთან მისვლისას მოსაზრება განამტკიცა. ქალბატონი ლეილა ლორთქიფანიძე ბატონყმობის შემდეგაც თავადად მიიჩნევდა თავს და არისტოკრატიული ხასიათის გამოვლინება იყო მისი ყველა მოქმედება. ევასთვის გამაღიზიანებელი, მომაბეზრებელი სიყალბე და მეტი არაფერი ,მაგრამ რა თქმა უნდა პატივს სცემდა თადას გარემოცვას და მთელი სტუმრობის განმავლობაში თავს იკავებდა. ვაჟა ახვლედიანი პროკურორი გალხდათ , კვლავ განაგრძობდა მოღვაწეობას ,მაგრამ საქართველოში არ , რუსეთში ცხოვრობდა უმეტესად. შვებულება სპეციალურად თადას ქორწილის წინ ჰქონდა აღებული ,როგორც დიალოგიდან გაირკვა. ლეილასა და ვაჟას ორი შვილი ჰყავდათ, ერეკლე და ნინო. მთავარი გმირი იგვიანებდა, სუფრასთან ისხდნენ უკვე. ყველა გააცნო თადამ და სხვადასხვა თემას განიხილავდნენ ოთახში რომ გამოჩნდა . ევა უყურებდა და გონებაში ერთადერთი აზრი უტრიალებდა, თადას ჰგავს. ფიზიკურად იმდენ მსგავსებას ვერ ხედავდა რამდენადაც განწყობით, ხასიათით. ერთმანეთს რომ მოეხვივდნენ ზუსტად ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდათ . ერეკლესაც არ უყვარდა ემოციების გამოხატვა, ბევრი საუბარი და საკუთარი აზრების ყველასთვის გაზიარება. -გაიცანი, ევა შენგელია -სასიამოვნოა ქალბატონო ევა თქვენი პირადად ხილვა-ხელზე აკოცა და მსუბუქად გაუღიმა- თქვენ სასწაულმოქმედი ხართ , თადას რომ გადააწყვეტინეთ ცხოვრების ქალთან დაკავშირება.- ბოხი ხმა ჰქონდა, ლამაზი შავი თვალები და დახვეწილი ,კლასიკური ჩაცმის სტილი. ყოველდღიურ სამოსსაც კი ეტყობოდა როგორი მოწესრიგებული იყო . -ჩემთვისაც სასიამოვნოა თადას კიდევ ერთი მეგობრის ხილვა -ის შეურაცხადი ლაშა გააცანი და მაინც არ გაგექცა? ჩვეულებრივი ხიხო -იცის რომ მოგენატრა, ლელას შეურიგდა და ჯერ თაფლობის თვე აქვს ,შემოგივლის მოგვიანებით -სერიოზულად? რა ჩააწყვე -არაფერი, ღმერთია მოწმე -არ მჯერა, შენი ჩარევის გარეშე ეგ ორი ერთმანეთთან აღმოჩენილიყო... რომ იცოდე , მის გარეშე არაფერი ხდება. ყველგან ეძებე მისი ხელი ,იქაც კი სადაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ,მისი გონება სხვა სამყაროდანაა -არ მჭირდება რეკლამა, ცოლია უკვე ერეკლე -ქორწილი როდისაა? იქამდე ვაჟა ქეიფს არ შეწყვეტს- პიანინოსთან იჯდა იკვე სტუმრებიდან ერთ-ერთი - ვინ იქნება თამადა? -მიშა ნათლია -საერთო ნათლია გვყავს -ერეკლემ აღნიშნა , ევა კი ისევ ფიქრობდა რომ საერთო კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ ............................................ _სად გაატარე წინა ახალი წელი? _მე ბარსელონაში ვიყავი ერეკლესთან ერთად ... _შენ მართლა მოგზაური ხარ . როგორღაც გადავანაწილოთ ჩემი შვებულებები ისე რომ ერთად შევძლოთ წასვლა ოღონდ ერთ კვირაზე დიდხანს ვერ გავეთავისუფლები თორემ ქაოსი დამხვდება განყოფილებაში _მოწყენილობას ვებრძოდი. მოგზაურობით და შენთან ერთად წასვლა თუ მომინდება თორემ ისე ყველგან კარგად ვიგრძნობ თავს. ხომ გითხარი ნებისმიერ ადგილს შემიძლია შევეჩვიო და კომფორტულად ვიყო . შენ სად გაატარე შარშანდელი ახალი წელი _მე ანდროს გარდაცვალების შემდეგ ყველა წელს მორიგე ვარ და დანარჩენებს ვაძლევ საშუალებას ოჯახებთან ერთად გაატარონ დრო. წლის პირველი ახაალშობილები ჩემ ხელში იბადებიან... შარშან ტყუპები გაჩნდნენ ერთი თორმეტს რომ აკლდა 10 წუთი მაშინ და მეორე უკვე ახალ წელს ,პირველის 15 წუთზე დაიბადა _წელს რა ვქნათ ... ერთად _კლინიკაში არ ვიქნები ,წელს ოჯახი მყავს _ თადას მხარზე ედო თავი,თვალები დახუჭული ჰქონდა და ტკბებოდი მისი შეხებით _სადმე წავიდეთ სადაც თოვლია და შობას შევხვდეთ სოფელში ,ალილოზე ხომ მოვლენ ბავშვები _ცალკე ბავშვები და ცალკე მოზარდები ... ბექა და ნინაც მოვლენ _კიდევ რამდენი ოჯახის შექმნაა შენს ანგარიშზე ძვირფასო მეუღლევ? _ბევრი და იმედი მაქვს ლევანი და ლანაც ჩვენი დამსახურებით არ იქნებიან ერთად _ან იქნებიან და ბედნიერად ... შენ როგორი მაჩვენებელი გაქვს ყველამ გაამართლა? _ყველამ ,არცერთხელ შევმცდარვარ იმიტომ რომ არანორმალურ კაცებს არ ვეხმარები მხოლოდ ნორმალურს _ნუ ბრაზობ ,დამშვიდდი _ თმაზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა _ ლევანი არ არის . ლანასნაირ გოგოს არ გამოიყენებს თუ დარწმუნებული არ იქნება საკუთარ თავში _შეიძლება უყვარდეს ,მაგრამ ეგ არ ნიშნავს სიმშვიდეს და ოჯახის სიმყარეს _ანას ბიჭი ეყოლება მართლა თუ გუგა დაამშვიდეთ მშობიარობამდე _ეხოსკოპიაზე ასე ჩანს და შეიძლება ცდება არ ვიცი... ახლა რატომ გაგახსენდა გუგა _არ ვიცი,შემთხვევით _რა იცი მის ძმაკაცებზე . ამჯერად რა დააშავეს _არ ვიცი ,მაგრამ ნორმალურები არ არიან . ახალ წელს გიგა და თაკოც ჩამოვლენ ,ბავშვთან ერთად. _ბავშვი უკვე მონათლე? _კი ,რუსეთში ყოფნის დროს . ევა დაარქვეს ,გითხარი? _არ გითქვამს ... _სად წავიდეთ ახალ წელს? სადმე სადაც თოვს არ გინდა? _წავიდეთ ,მაგრამ შენ არ ჭამ არაფერს და მარტო მე გავსუქდები. ვერაფერი გაცდუნებს მარხვის დროს ხომ? _ცდუნება გამოგონებაა . ადაამიანს უნდა ან არ უნდა _ნაძვის ხე მოვრთოთ _ჯერ ჩახუტებულები იყვნენ. უცებ რომ წამოდგა და ხელი ჩაკიდა_წამოო _სოფელში ხომ მოვრთეთ.. აქაც გვინდა? _არ გინახავს რამხელა ნაძვის ხე ვიყიდე? _როდის იყიდე _დღეს დილით ... უნდა ავაწყო . სათამაშოებიც ვიყიდე და წვიმებიც_სხვადასხვა ფორმისა და ფერის მინის სათამაშოები ჰქონდა ყუთში _ამხელა ყუთი როგორ შემოიტანე მანქანაში დაგეტოვებინა ყველაფერი შენ უნდა გაგაკეთებინო? მწვანე ფუმფულა წვიმა ყელზე შემოახვია და თან მოეხვია _ სად გინდა წასვლა შობამდე? _შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ ... _მალევე ააწყო ,ტოტები გაუსწორა და მერე მაღალ ტოტებზე სათამაშოების დაკიდება დაიწყო _სხვენზე უნდა მქონდეს ძველი სათამაშოები. დედას უყვარდა ძალიან,საფრანგეთში ვიყავით ერთხელ საახალწლო პერიოდში და იქ იყიდა. ანგელოზებია _ უცებ გაახსენდა და კიბისკენ დაიძრა _თუ ვიპოვე ჩამოვიტან . კიბეზე მიდიოდა ტელეფონზე საუბარი რომ დაიწყო ,ევამ მხოლოდ მისი ნათქვამი "გისმენთ" გაიგო . თითქმის დასრულებული ჰქონდა თადა ბალერინა და ანგელოზი იდო ,კიდევ სხვა სათაამაშოებიც მაგრამ თადას აშკარად ისინი მოსწონდა, რომლებიც სხვებისგან გამოირჩეოდნენ . _მაინც არ მეუბნები სად წავიდეთ ხომ უნდა ვიცოდე _თხილამურებით სრიალი იცი? _არა _მაშინ გუდაურში წავიდეთ და გასწავლი _ვერ დავიმტვრევი ... მშობიარეებს ფეხმოტეხილი ვერ მივიღებ _ქორწილი რომ გაქვს 3 კვირაში _ქორწილი ჩვენ გვქონდა უკვე და ჩემთვის შენთან ყოფნაა მნიშვნელოვანი ,რაც ფეხმოტეხილ მდგომარეობაშიც არ შეიცვლება და მშობიარეს ფიზიკურად ვერ მივიღებ ვერც ორსულთან მივგორდები ეტლით . _ასეთი განწყობა თუ გექნება ნამდვილად დაიმტვრევი ... მე შენ უშიშარი ქალი მგონიხარ თან თოვლი მიყვარსო. _გუდაურშიც გაქვს სახლი? _ნუ დასცინი შენ ჩემ სახლებს ... შენახულ ფულს არ ჯობს უძეავი ქონება იყიდო? _ეკონომისტი შენ ხარ ფულის ჩადება რაში ღირს უნდა იცოდე _ფულის შენახვა ისევ არ არის მომგებიანი ამიტომ უნდა დახარჯო დროულად და ისე რომ ახალი შემოსავლის საშუალება გქონდეს. _ახალ წელს რა გეგმები გაქვს _გვერდით უნდა მყავდე და სააუკეთესო ქმარი ვიყო . სხვა ყველაფერი მაქვს ... ბავშვის გარდა _პაუზის შემდეგ დაამატა და ევას მკლავები შემოხვია _როგორ გგონია,მომდევნო ახალ წელს ორსულად იქნები ? _ბავშვითაც მოესწრებოდა ,მაგრამ შენ ყველა მარხვას თუ იცავ წეროს იმედზე ვერ ვიქნები გინეკოლოგი ქალი _ნუ მკრეხელობ _ წარბები შეკრა წამსვე _ მარხვა ცოდვებისგან სულის შესვენებაა ჩემთვის და სიამოვნების მოკლება მსხვერპლია რომელსაც შენ სთავაზობ . გასცემ და იღებ ... არ მითხრა რომ თავად არ შეგიძლიათ დარჩენილი ათი დღე უჩემოდ ყოფნა ქალბატონო ექიმო _უშენოდ არ ვარ , ცხოვრებაში არ მქონია ასეთი მშვიდი ძილი. ღრმა ბავშვობაშიც არ გეძინაო დედა მეუბნებოდა. შენთან კი ჩვილი ბავშვივით უშფოთველი ვარ _თავი მკერდზე მიადო და იქვე აკოცა. თადა თითებს უკოცნიდა მერე თავზე გადავიდა და იქედან ლოყაზე _მოიცა ახლა ამერია გონება და თემას ავცდი _ ევა ყუთებს ალაგებდა ყველაფერი რომ გამოართვა ხელიდან და მათი მოშორების შემდეგ კიბეზე მიმავალს დაეწია _რომელ თემას _მომავალ ამ დროს ბავშვი შენც გინდა რომ გვყავდეს თუ ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებს გააჩენ _მომდევნო ახალ წელს ან ორსული ვიქნები ან ბავშვით ხელში , უფლის წყალობით თუ ისეთი რამ არ ხდება ჩვენს ორგანიზმში რაც არ ვიცი და ჩემი პროფესია არ დამჭირდება დაორსულებისთვის. წლის დასაწყისში არც დავუშვებდი ,რომ ამ დროს ქმარი მეყოლებოდა და სააკუთარ შვილზე ვიფიქრებდი. ვერასდროს განსაზღვრავ წინ რა გველოდება _მაგრამ სურვილი შენც ჩემსავით გაქვს _თადა რა გემართება ხოლმე , შეიძლება შვილი არ მინდოდეს მე?თან შენგან ? ისეთი ასაკი მაქვს ბევრი ჩემ ასაკშიც ხდება ბებია ,მე კი პირველზე კი არა მეორეზეც მეფიქრება ხანდახან. მიუხედავად იმისა,რომ მილიონი დაბრკოლება შეიძლება იყოს . მე არ მინდა ცუდზე ვიფიქრო და რაც არ უნდა იყოს მაინც ვიბრძოლებ იმისთვის რომ დედა გავხდე , შენი შვილების _მიყვარხარ _და მაინც ,ჩახუტებით ბავშვი არ გამოდის _ნუ ცდილობ ჩემ ცდუნებას _როგორ შეიძლება რაღაც გინდოდეს და მერე პერიოდულად აღარ. _მიყვარხარ მე შენ და დაუცხრომელი ცხოველური ჟინი მარტო უინტელექტო პირველყოფილებს აქვთ . ჩემი გონებრივი და სულიერი მდგომარეობა ყმაწვილკაცობის დროსაც სხვა საფეხურზე იდგა . _ყოველ მხრივ არაჩვეულებრივი როგორ ხარ ,ვერ ვიჯერებ ზოგჯერ რომ ნამდვილი ხარ და არა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი _წარმოსახვას რაც შეეხება შენ არ მარხულობ ... ყველაფერი შეგიძლია _მაცდუნებელი რომ იყო შეიძლება? _როგორ გეკადრებათ ,მე მხოლოდ იდეა გაგიჩინეთ ფრიად სარგებლიანი თქვენთვის _ კლინიკაში ვაგვიანებ _ამ დროს? _დიახ...მოულოდნელი შემოვლა უფრო ხარისხიანია . _ხვალ კვირაა _მახსოვს _ჩაიცვა და წავიდა,მაგრამ როგორც ჩვეოდა შუაღამემდე არ დაბრუნებულა. თადა სახლში რომ არ დაუხვდა გაუკვირდა, უკვე საწოლში იყო რომ დაბრუბდა და გვერდით მიუწვა. _აქ ვარ _მშვიდობაა? _ლაშამ გაიგო მარიამის შეყვარებულზე და გაჭედა . მეც აღარ დამელაპარაკება ახლა გაურკვეველი დროით. _მართლა არ დაგელაპარაკება,? _ჩემთვის ტყვიას გადაეფარება ,მაგრამ სიტყვას არ მეტყვის . ბავშვია ხომ გეუბნები _ნერვიულობ? _მარიამის გამო კი,მაგის გაბუტვებს შეჩვეული ვარ _ის ბიჭი გამაცანი და მე დავალაგებ _ახალ წელს სახლში რომ შევხვდეთ ,ჩემებთან ერთად ? _რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა _საუკეთესო არჩევანია. თადას გვერდით მყოფს უნდოდა დიდი ოჯახის საფუძველი გამხდარიყო და ერთხელაც შვილიშვილების გარემოცვაში შეხვედროდა ახალ წელს. განვლილ ცხოვრებაზე სინანულის გარეშე,შთამომავლების გარემოცვაში,თადა მერლანის გვერდით ჭაღარა თმით. ...................... სოფელში იყვნენ,შობის წინ სამზადისი ერთად გაიარეს და ალილოზე რამდენიმე ჯგუფად მოსულ ბავშვებს დახვდნენ. "– ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო ანგელოზები გალობენ დიდება მაღალთა შინა ეს რომ მწყემსებმა გაიგეს მივიდნენ და თაყვანი სცეს მას ჩიტი ღობეზე შემოჯდა იძახოდა ქრისტეშობას ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა შობის მახარობელიო ალათასა ბალათასა ხელი ჩავკარ კალათასა შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა ღმერთი მოგცემს ბარაქასა ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო" სხვადასხვა მხრიდან ისმოდა ხმები. ბავშვები ტკბილეულის,ხილისა და ხურდების მოლოდინში გაბრწყინებული სახეებით დადიოდნენ ზამთრის სუსხიან ღამეში . ერთ_ერთი მათგანი ხურჯინით ხელში მიაბიჯებდა . მათი დიდი ნაწილი ვერც იგებდა ამ ტრადიციის მთავარ მნიშვნელობას. ბავშვების გართობის საშუალება იყო , მხიარული ჟრიამული ისმოდა ყველა ქუჩაში და სახლის კარი იღებოდა მათთვის. თადა ყველას სათითაოდ აძლევდა ქაღალდის კუპიურებს , ბევრს უკვე იცნობდა კიდეც . იყვნენ მეზობელი ქუჩებიდან ბავშვებიც . _ალილო რამდენი ხანია არ გინახავს _ახალ წელს საქართველოში ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს _თვითონ ყოფილხარ ბავშვობაში? _არა , არასდროს _გინდა გავყვეთ მოზრდილების ჯგუფს? _კიდევ ველოდებით ვინმეს? _ბიჭები და გოგონები მოვლენ... ჩემი ბავშვები . იცნობ ყველას _შენ აპირებ ალილოზე მათთან ერთად წასვლას? _არ გაინტერესებს როგორია გაყინული ცხვირით რომ დგახარ ჭიშკართან მასპინძლის მოლოდინში ქრისტეშობის მისახარებელი სიმღერით? მერე გზაში მანდარინს რომ ჭამ და თალიკო სულ ცხელ ხაჭაპურის ნაჭრებს ურიგებს ბავშვებს _წავიდეთ თორმეტამდე ხომ მოვასწრებთ . მე ნიკოლოზთან ტაძარში მივალ,თორმეტის შემდეგ ლოცვა რომ დასრულდება მაშინვე წამოვალ _ეს ფული წინასწარ გქონდა მომზადებული? _ხო , რაც უფრო მეტს გასცემ მით უფრო მეტს იღებ ... ამის მჯერა და რაც არ მენანება ფულია. შენი ეზოს მანდარინები კი არ ვიცი,მგონი აღარ დაგრჩება _შენთვის დიდები მაქვს გადადებული არ იდარდო ... ორი კილო ჭამე მგონი დღეს და მეშინია არ გაყვითლდე გაზაფხულამდე _მიყვარს და რა ვქნა _იქამდე აკოცა სანამ ახალგაზრდების ხმებს გაიგონებდა. უკვე მათ ჭიშკართან იყვნენ. სახლშიც შემოიპატიჟა და ჭიქები ღვინით აუვსო . ყველას იცნობდა,ბექა და ნინაც იყვნენ მათ შორის ,მაგრამ გეგაც არ ტოვებდა დას. მურმანის ეკალივით ჩადგებოდა ხოლმე მათ შორის. _ჩვენც მოვდივართ ,თუ მიგვიღებთ _ ევამ რომ უთხრა მხოლოდ შემდეგ დაიჯერა რომ ნამდვილად აპირებდა ამ ყველაფერს _თქვენ? ორივე ? _ნუ გეშინია მანდარინის წილი არ მინდა და თქვენგან განსხვავებით ბოლომდე ვმღერი კიდეც . უარს ვერ იტყოდა და ასე ჩაერთო ალილოს მსვლელობაში ,ცხოვრებაში პირველად . ევას დანახვა ყველას აოცებდა ,კიდევ ერთხელ დარწმუნდა მის დამოკიდებულებებში ადამიანების მიმართ . ბავშვივით აჟიტირებულს ,გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა სიტყვები დააავიწყდებოდა. მხიარული იყო სოფლის ტალახიან ორღობეში სიარული ,ბოლოს დასვრილი ფეხსაცმლის წმენდა და ევასთან ერთად ტაძარში წასვლა. არ ელოდა მოულოდნელად რომ განუცხადა მეც მოვდივარ ეკლესიაშიო . ბევრი ხალხი არ დაუხვდათ , მრევლი იყო შეკრებილი. სიტყვა არ დაუძრავს,სანთლით ხელში იდგა ხატების წინ,მხოლოდ თადას გახედავდა პერიოდულად და გულში სითბო ეღვრებოდა. გონებაში კი ტრიალებდა სიტყვები "მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის და მისთვის ". თადა კი დაგროვილ ცოდვებს კიდევ ერთხელ ინანიებდა და შემდეგ უხდიდა ღმერთს მადლობას ყველა წუთისთვის. რაღაც მომენტში ევას თითები ჩაკიდა ,თავი დახარა და ხელზე აკოცა . მამა ნიკოლოზმა დამშვიდობებისას დალოცა წყვილი. _ევა, გამახარა თქვენმა დანახვამ და მეუღლის გვერდით ყოფნამ . უფალი იყოს თქვენი მფარველი _. _არ გამოვრიცხავ თქვენი მრევლის წევრობას,მამა ნიკოლოზ _გელოდებით ნებისმიერ დროს _ევა მანქანაში ჩაჯდა,ციოდა და იქედან უყურებდა მოსაუბრეებს. ხმაც. კარგად ესმოდა, ახლოს იყვნენ და ყველაფერი გაიგო. _ქორწილში გელოდებით ,მამა ნიკოლოზ _თვის ბოლოს არ არის?იქამდე არ აპირებ ჩემთან ამოსვლას თადა? _ამოვალ,აუცილებლად _გელაშვილების ბავშვი კარგადაა... გაუკეთეს ოპერაცია. მადლობას გიხდიან და გლოცავენ დაუსრულებლად. ნახვა გვინდაო მითხრეს ,მაგრამ ვუთხარი შენი დამოკიდებულება _ არ გვინდა მაგაზე,მთავარია კარგადაა. ის ტელეფონი სულ გათიშული როგორ გაქვს , ლაპარაკი რომ მინდა ხო შეიძლება მიპასუხო? ჩართე რა გთხოვ _კარგი , ჩავრთავ შენი ხათრით ... _დროებით _ საბოლოოდ დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა_გაიყინე? _ ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა _ ჩქარა ვივლი და სახლში რომ მივალ გაგათბობ _ცუდი ამინდია ხომ ხედავ , ჩქარა ნუ წახვალ _შენ რომ უძილობა პრობლემას არ გიქმნის ეგ სულ მავიწყდება... _მალე თოვა დაიწყება _ ისეთი მშვიდი იყო ამინდი ევას პროგნოზი გამართლდდა. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ციდან ფანტელები რომ წამოვიდა . თადამ მანქანა გზაში გააჩერა, ტყესთან ახლოს იყვნენ კასეტაზე ჩაწერილი ხმა ისმოდა , ციდან ფიფქები ცვიოდნენ, შობის ღამეს ვალსს ცეკვავდნენ თადა და ევა. ................ დრო იმდენად სწრაფად გავიდა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. ყველაფერთან შეჩვევა, ცხოვრების განსხვავებული რიტმი და უამრავი საქმე ქორწილის ამბებს ავიწყებდა. სტუმრების საბოლოო სიას კითხულობდნენ და დეტალებს განიხილავდნენ ევამ რომ ამოიოხრა _შენ მართლა წარმოგიდგენია ქორწილი სადაც იქნებიან დამნაშავეები და მოსამართლეები ერთად? მთელი სასამართლო მოგყავს _უმრავლესობა პენსიაშია უკვე ... _მამას მეგობრებიც პენსიაში არიან უკვე ... ვინ რომელი ქვეყნიდან ჩამოვა ან როდის ჩამოვა ეგეც არ ვიცი. ცირკულარით ძებნილ ხალხზე ვსაუბრობ -თვალები აატრიალა და თადას მკერდზე მიადო თავი - სიგიჟეა _დარწმუნებული ხარ რომ მოვლენ? _ჩემ ქორწილში ? ციხიდან გამოიპარებოდნენ და მაინც მოვიდოდნენ _იქნებ მოგილოცონ და წავიდნენ _არავის დამალვას ვაპირებ. ყველას ვუყვარვარ და კლასიკური მამის ძმაკაცები არიან. სასეირნოდ რომ დაჰყავხარ,თოჯინებს გჩუქნიან და შოკოლადებს ჩუმად გაჭმევენ . ომი დაიწყება . ისე გამოვა თითქოს მახეში გავაბი ყველანი _ამ სიას ვერ შევცვლი, ყველანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან . ქორწილში რომ არ დავპატიჟო ჩემი მშობლები საფლავში ამოტრიალდებიან. _ასეთი მშვიდი როგორ ხარ _მოვაგვარებ _პროკურორებსა და ქურდებს შორის? _ზუსტად მაგათ შორის მიდის მოლაპარაკებები ... სად ხარ გავიწყდება ? _მე ექიმი ვარ , შეხება არ მაქვს სასამართლოსთან. მამა ქართულ ციხეში არასდროს ყოფილა და რუსეთში მე არ მივდიოდი ,პატარა ვიყავი. ბოლოს რომ დაიჭირეს მაშინ ვნახე ისიც იმიტომ რომ თვითონ მთხოვა .რაღაც გასაღები დამიტოვა, რომელიც არც ვიცი რისია. დაგჭირდება შეინახეო და მეც ვინახავ. ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი საქართველოში,რომ დამირეკეს და მითხრეს ციხეში გარდაიცვალაო. ორ დღეში ჩამოასვენეს და ის ადამიანები როგორ არ დავპატიჟო ჩემ ქორწილში ვინც სულ გვერდით მყავდა. მთელი ოჯახებით იდგნენ ჩემ გვერდით და არიან ახლაც. მე არ მაქვს დრო სტუმრობისთვის და საქართველოშიც ცოტახანს არიან. მოედნენ მთელს მსოფლიოს _ სიას უყურებდა და არაფერს ცვლიდა _ ყველაფერი გარკვეულია. სია არსებობს და ყველანი იქ იქნებიან _ ქორწილი კი არა ომი იქნება... _ნუ ნერვიულობ . შენ იქნები პატარძალი თეთრი კაბით ,რომელიც ცეკვაზე იდარდებს ,კორსეტი მოუჭერს და ერთი სული ექნება როდის დარჩება ჩემთან მარტო,რომ გავათავისუფლო მისი სხეული შემაწუხებელი ნაჭრისგან _ ხელები მოხვია და პენუარის თხელი ნაჭერი მაღლა ასწია . ნაზად შეეხო ტუჩებზე და საწოლისკენ წაიყვანა _ იფიქრებს ნეტავ ამ ღამით რით გამაკვირვებს ჩემი საოცარი ქმარიო და სხვა ყველაფერს დაივიწყებს ჩემ გარდა _ იხდიდა და ევას მაცდურ მზერას არ აშორებდა _ცეკვაზე არ ვიდარდებ...კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შესრულებული ქართული _ასეა,როცა გყავს ქმარი ,რომელმაც ყველაფერი იცის რაც უნდა იცოდეს ერთმა არა’ჩვეულებრივმა კაცმა -კაბას შენც ნახავ? _ვნახო თუ ქორწილის დღეს გამოვშტერდე შენი დანახვისას ვერ გადავწყვიტე ჯერ ახლა მაფიქრებს ეს თეთრეული სად იყიდე ან რატომ იყიდე გაუთხოვარმა ქალმა , რომელიც არ აპირებდი გათხოვებას._ გიპიურის საცვლის ქვეშ ჩააცურა ორი თითი და ევას რეაქციაზე გაეღიმა _ ფრანგული გიპიურია ? _ასე მითხრეს რომ ვიყიდე ... _საკუთარი თავით ტკბებოდა ჩემი ცოლი ? _ყელზე უტოვებდა ნაზ კოცნებს, შემდეგ მხარზე გადავიდა ,შიშველი სხეულის შესწავლა განაგრძო _ ქორწილის დღეს რას ჩაიცვამ...კაბას მკლავები აქვს ? თუ შენ ყელ_კისერს უნდა უყუროს ასობით კაცმა _თითებით ეხებოდა სავსე მკერდზე, უყურებდა და არ კოცნიდა _აქვს,მაგრამ შენ თუ პრობლემა გაქვს რაც შეიძლება დიდი იქნება დეკოლტე _ვჭედავ შენ გონებაზე ახლაც რომ არ გერთვება და მებრძვი _ტუჩები დაუკოცნა და შიშველ გულ_მკერდზე მეიკრო _ რაც უფრო ლამაზი და სასურველი იქნები მით უფრო გაასწორებს მე რომ გიყვარვარ და გინდივარ ,ჩემი რომ ხარ _ოცნების კაცის საუბარი გაქვს _მოქმედებები არ?_ წარბშეკრულმა გაუსწორა მზერა _ბავშვივით ხარ ,რომელიც სულ ელოდება როდის შევაქებ _აკისკისდდა და მერე კიდევ უფრო ხმამაღლა სიცილი დაიწყო თადა გვერდით რომ გადაწვა და საბანი ყელამდე დაიფარა _ვგიჟდები შენზე _ისევ იცინოდა ზემოდან რომ მოექცა და მთელი სახე დაუკოცნა _ ჩემი ქმარი ხარ ,ეს უკვე ნიშნავს რომ საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის და ჩემ მოფერებას თუ არ გააგრძელებ ქორწილში პირველები მე და შენ ვიჩხუბებთ _ ყურთან ახლოს ყბაზე აკოცა და ყელზე გადავიდა. თადას მკლავები უკვე ეხვეოდნენ სხეულზე . გონებაში ერთს შიში ნამდვილად ჰქონდა და კიდევ უფრო მეტად ცდილობდა სიახლოვეს მეორე კი უბრალოდ ბედნიერი იყო და ყველა წამით ტკბებოდა ,წარმოდგენა არ ჰქონდა მოახლოებულ ქარიშხალზე. -აქამდე როგორ არ გაგიცანი _ გონებაში არსებული სიტყვები გაუაზრებლად გააჟღერა _ქუთაისში რომ დარჩენილიყავი შანსი მეტი იქნებოდა... შენ კი წახვედი და მოიარე მსოფლიო აქ დაბრუნებამდე _სჯობს გვიან ვიდრე არასდროს , გვიან მაგრამ სამუდამოდ . ............................ გამოვიდა. ქორწილი შედგა,სტუმრებისთვის. ევასა და თადას წყვილი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა . მათ მიმართ არსებული პატივისცემა ინარჩუნებდა სიმშვიდეს, უკონფლიქტოდ მიმდინარეობდა ქეიფი. შესანიშნავი წვეულება გამოვიდა, ევას გვერდს ლანა უმშვენებდა , ის კი მეტ ცეკვას ლევანთან ასრულებდა და არა თადას ხელისმომკიდე, ერეკლესთან. ცხოვრებაში პირველად იყო მშვიდად. თადას ენდობოდა და ბიჭებს ,რომლებიც აშკარად ფხიზლად იყვნენ. ქორწილი წარმოადგენდა ნათესავებისა და მეგობრების შეკრების დღეს მათ შემთხვევაში კი განშორება წლებს მოიცავდა. შემაღლებულ ადგილას მსხდომებს ერთ წუთში ლექტორი ,პროფესორი, პროკურორი, ადვოკატი, გამომძიებელი, მოსამართლე მიდიოდა საჩუქრით. ფოტოს გადასაღებლად, ევას გასაცნობად შემდეგ კი ისინი ვისაც ევა შენგელია მამის მეგობრებად მოიხსენიებდა. მუქარანარევ მილოცვებს იღებდა თადა, ეცნობოდა მშვიდად , აღელვებისა და შფოთვის გარეშე არადა ნებისმიერი სხვა მის ადგილას შიშისგან ფერწასული დარჩებოდა. უამრავი ცეკვის კადრი შემოინახა ქორწილის ვიდეომ. ევასა და თადას ქართული, ვალსი და უბრალოდ ერთმანეთის მზერა, სიყვარულით სავსე. ევას არ ეშინოდა, მაგრამ თადას ევას დაკარგვის შიში გაუჩნდა იმ წამს რა წამსაც დაინახა დემნა ბერიძე, კაცი რომელმაც მისი საიდუმლო იცოდა და რომელიც იქ მისი ცხოვრების დასანგრევად იყო მისული. ვერ მოახერხა მისი შეჩერება, უყურბდა როგორ შეხვდა ევას და მასთან ერთად განაგრძო გზა კაბინეტისკენ. მანძილი წამებში დაფარა, მარტო დარჩენის უფლება არ მისცა, მაგრამ მისი გაჩუმება უკვე შეუძლებელი იყო . ამოქმედებული ნაღმის წინ დარჩა თადა მერლანი _ვერ ვიჯერებ , რომ პატარძალს გხედავ და თან ამის ცოლის სტატუსით ... ვერ ჩამოგისწარი. რას ვიფიქრებდი თუ მე მეტყოდი უარს და ეს დაგითანხმებდა . არა სულ ვიცოდი შენი ტვინის შესაძლებლობები,მანიპულაციის უნარი, ნიღბების მორგების და ტყუილების დიდოსტატი ხარ ,ვაღიარებ შენს ძალას-დემნამ თადა დაინახა თუ არა მისკენ შებრუნდა , ტაში დაუკრა - თვით უჭკვიანესი ქალი, ევა შენგელია _დემნა , იქნებ პატივი დამდო და ქორწილის დღეს ამ გაურკვეველი საუბრით,შეურაცხმყოფელი სიტყვებით ჩემი ქმრის გაჭორვა არ განაგრძო- ევა ჯერ კიდევ გონს არ იყო, ბრაზობდა და თადას კბილებით დაცვას აპირებდა _არა მართლა რა ჩაგიტარა ასეთი ცოლად რომ გაჰყევი და თან გიყვარს ... იმაზე მეტად ვიდრე მე _ვინ შენ , რა სიყვარულზე საუბრობ საერთოდ. 16 წლის ბავშვს მოსწონდი ,ამდენი უვიცის ფონზე ჭკვიანი ჩანდი არ იცოდა მე რომ ჩაგიბარე ორი გამოცდა და ორიც დედაჩემის გავლენით ჩაგაბარებინეს თორემ დიპლომიც არ გექნებოდა დღეს. თავის მოჩვენება ჭკვიან ბიჭად სულ შეგეძლო - თადა მღელვარებამ არია, თავს ყიდდა და ვერც იაზრებდა _ მე ურთიერთობაზეც კი უარი მითხარი დამნაშავეების ადვოკატი ხარ ,შენც მათთნაირი ცოდვილიო და წარმოდგენა თუ გაქვს ცოლად ვის გაჰყევი. თვითონ არის მაგ დამნაშავეების თავი და თავი. ბოლო დროს რაც კი დიდი დანაშაული მოხდა რუსეთში ყველაფერი მისი დაორგანიზებული იყო. გემოვნება აქვს ბიჭს,მაინც უფლისწული იყო სულ და მისი ზედმეტსახელიც ეგაა. გსმენია დარწმუნებული ვარ, პრინცია შენს წინაშე ... მოსამართლეების შვილობილი,რომელსაც ვიღაცის დამპალმა სისხლმა უყივლა მაინც, გართობა მოუნდა და ასე იქცა სათავეში მყოფ ტიპად . წარგიდგენ თადა მერლანს, ავტორიტეტების ავტორიტეტს -დემნას დემონსტრაციული გამოსვლა ჰქონდა, ევა რომ ადგილზე მოკლა მისმა გასროლილმა სიტყვებმა .ვერ დაინახა, მას არ შეეძლო ევას წაკითხვა, მხოლოდ თადას და თადამ სრულიად დაკარგა წონასწორობა - მამაშენი რომ დაიჭირეს ის საქმეც მისი დაგეგმილი იყო ... თავად არასდროს ყოფილა ბრალდებულიც კი. იცის როგორ გამოძვრეს,იცის ვისთან გამოჩნდეს _აქედან თუ არ გაქრები გეფიცები შენი მკვლელობის ბრალდებას წამიყენებენ, მაგრამ მაგაზეც არ დამიჭერენ იმიტომ რომ შენ გვამსაც არ დავტოვებ მიწაში . შენ ხომ იცი გავაკეთებ -თადა შეტევაზე გადადიოდა, თავდაცვის იარაღად იყენებდა თავდასხმას ევა კი ურყევი სახით იდგა უყურებდა თადას ,რომელიც უდანაშააულოს არ ჰგავდა და ეს უკვე ნიშნავდა დასასრულის დასაწყისს _შენ არ იცი მე რომ ვერ შემაშინებ? ვინმე სხვასთან სცადე _ჩაიცინა და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო _ მე ვარ ალბათ დამნაშავე შენს წინაშე მამაშენთან დადებული პირობა რომ არ გავტეხე და არ გითხარი რაც ეწერა ანდერძში. ამ არსებამ როგორ გაიგო არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია გაიგო _არ მოუსმინო,წავედით ... დღეს ჩვენი დღეა. ბილეთები ვიყიდე ჯერ თურქეთში მერე პარიზში წავალთ . ერთი კვირა გვექნება, მხოლოდ მე და შენ ევა _ ეშინოდა,გატყდა ,მაგრამ მისი თვალები მაინც არ ეჩვენებოდა ევას ყალბი. ხელი გაუწოდა და ელოდა ევა კი დემნასკენ შებრუნდა _წერილი მომეცი და განაგრძე. რისი თქმა გსურს კიდევ დაასრულე _მამაშენმა საქმე შეასრულა,პირობის მიხედვით მისი სახელიც არ უხსენებია ისე ჩაჯდა ,მაგრამ სად წაიღო საიუველიროდან მოპარული ძვირფასეულობა არავინ იცოდა. მოკლედ ბატონი თადა გადააგდეს და ეს ამბავი ყველამ გაიგო. პირველი იყო მამაშენი და დღემდე უკანასკნელიც ვინც ისე მოუტეხა ფული რომ ვერაფერი გააწყო. გიჟივით დაეძებდა ყველგან, ვინ იცის რა ხერხს მიმართაავდა მამაშენის ასალაპარაკებლად ცხონებულს გული რომ არ გაჩერებოდა საკანში. ან იქნებ ამაშიც შენი ხელი ურევია და ისე სუფთად იმოქმედე ვერავინ გაიგო _მოკლავ _თქო ხომ გითხარი შე ... არარაობად გადაგაქცევ და იმ სოროში დაგაბრუნებ საიდანაც წამოხვედი _ წამში დაკარგა სახე,გადაიქცა იმ ცხოველად რომლის ბოროტებაც ევას იქამდე არ უნახავს. დემნას იმდენად ძლიერად დაარტყა ტუჩიდან სისხლი სდიოდა ,კედელთან მიმწყვდეულს ყელში უჭერდა ის კი იდგა და იცინოდა _მიდი ბოლომდე დაიხარჯე აჩვენე ევას როგორიც ხარ და მერე განქორწინების საბუთებსაც მოგიტანთ. ქორწილს ვერ ჩამოვუსწარი მაგრამ თქვენს დაშორებას ვუყურებ სიამოვნებით _თადა დაახრჩობ და დაამტკიცებ რომ ყველაფერი მართალია რასაც ამბობს _ ნაბიჯი არ გადაუდგამს, რეაქცია არ ჰქონდა და ეს იყო ყველაზე დიდი რეაქცია _ განაგრძე მოკლედ და კონკრეტულად კიდევ რა გინდა რომ მითხრა იმ ნაბოდვარის გარდა რასაც ჩემ ქმარზე ამბობ _მამაშენმა ანდერძი დატოვა , ციხეში მოხვედრამდე და ალბათ ამასაც უთხრა იმიტომ რომ სულ გვერდით ჰყავდა. წლების განმავლობაში შვილივით ექცეოდა, ჩემზე მეტად ახლოსაც კი იყვნენ ... მამაშენი მთელ თავის ქონებას შენ გიტოვებს ქორწინების შემდეგ და ყველაზე მთავარი,ქონების ნახევარს შენ ქმარს _გასაგებია... ბოლომდე მოგისმინე შენი და მამას ურთიერთობის გათვალისწინებით . ახლა შეგიძლია წახვიდე _სად წავიდე ... მასთან განქორწინებას არ აპირებ? ევა, იცოდა ანდერძში რაც ეწერა და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. მამაშენს სჯეროდა შენზე ვერასდროს იქორწინებდა და ეგ სურვილი ჰქონდა ამას ,ეგეთია,აფრენს როცა ვიღაცას უფრო უჭრის გონება. ახლა კმაყოფილია იცის მამაშენს ყველაზე საყვარელი ,ყველაზე მნიშვნელოვანი წაართვა ... ევა _ახლოს იყო ,ხელიც რომ ასწია და შეხება სცადა თადას სისხლი აუდუღდა ძარღვებში ,მაგრამ ევამ შეაჩერა იქამდე სანამ თავად იმოქმედებდა -დემნა, ძვირფასო შენი პრობლემა იცი რაში მდგომარეობდა ყოველთვის? შენ მხოლოდ საკუთარი დაგეგმილისა და ნააზრების კონტროლი შეგიძლია . ბეჯითი ბიჭი იყავი,რომელმაც იცოდა სწორი წესებით თამაშით მოგებული ვერასდროს დარჩებოდა და არასწორ მხარეს გადავიდა. შენ აქ რომ მოდიოდი გინდოდა ჩემთვის გეჩვენებინა როგორ შევცდი შენთვის უარის თქმის დროს და როგორ მოვტყუვდი თადას შეყვარებისას. ორი კურდღლის დაჭერის გეგმით და ხელში შეგრჩა ორი ლომი,რომელიც ძვლებიანად შეგჭამს თუ კიდევ განაგრძობ შენი დაწერილი ტექსტით საუბარს- ისე უყურებდა თითქოს მისი მთავარი მტერი იყო, თითქოს დემნამ ესროლა ყველა ტყვია და ნაფლეთებად უქცია გული- ახალი არაფერი გითქვამს, ბოლომდე მოგისმინე და მხოლოდ წერილი მივიღე,რომელიც თადამ სიტყვა-სიტყვით მომიყვა. შენ რას მეუბნები,რომ მე ვარ ქალი,რომელსაც შურისძიების გამო შეაყვარებენ თავს ? მე სულელი ქალი და თადა საცოდავი კაცი, მკვდარზე შურს ქალის გავლით რომ იძიებს? სასაცილო ხარ , ცოტათი მეცოდები კიდეც . ჩანთაში გაქვს განქორწინების საბუთები უკვე ,ხომ? ნახე რა მარტივი გასაშიფრი ხარ . მე ილო შენგელიას შვილი ვარ, მასზე ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცს ზედაც არ შევხედავდი, ველოდი და ჩემამდეც მოვიდა. ქორწილში არ დამიპატიჯებიხარ , შემოსასვლელი კარი იპოვნე , გასასვლელსაც მიაგნებ და ქვეყნიდან წამსვლელ პირველ თვითმფრინავსაც ,ხომ? - გაოგნებულს გაუღიმა და თადასკენ შებრუნდა . ჯერ უბრალოდ ანიშნა გამომყევიო. ეშინოდა არ წაქცეულიყო, იქამდე უძლებდა ვიდრე მარტო არ დარჩნენ -ევა ... -მივდივართ ... -წერილი ხელში ეჭირა ,თადასკენ არ გაუხედავს ისე გავიდა შენობიდან _ევა გეფიცები ... _არაფერი მითხრა .სახლში მისვლამდე სიტყვა არ დაძრა _ სტუმრები ჯერ კიდევ აგრძელებდნენ მოლხენას . ეზოშიც ისმოდა მუსიკის ხმა, ვერაფერს აღიქვამდა დემნას ნათქვამის გარდა და ბოლომდე ისევ ვერ იაზრებდა_არ დაჯდე_მანქანასთან მისულს უთხრა,საჭესთან ადგილი დაიკავა და ეზოდან სწრაფად გავიდა. თადაც უკან მიჰყვებოდა მეორე მანქანით , ეზოსთან თითქმის ერთდროულად მივიდნენ _აგიხსნი ყველაფერს... მომისმინე მხოლოდ_ სირბილით მიჰყვა უკან . სახლში შესულს დაეწია და წინ გადაეღო _ ევა, მიყვარხარ ... გეფიცები _ხელი არ მახლო _ კიბე აირბინა,ოთახში შესვლისთანავე უჯრებში ქექვა დაიწყო და იპოვნა კიდეც გასაღები _ევა უნდა დამიჯერო ... _ გამომართვი _ ხელისგულზე დაუდო გასაღები და მეტად აღარ შეხებია _ სავარაუდოდ ეს არის იმ საცავის გასაღები. აქ უწერია ადგილი სადაც შენი ბრილიანტები აქვს ოქრო თუ რაც მოგწონდა და მოაპარინე . ორი ვარიანტი გაქვს _არ მჭირდება... არ დაგშორდები. არ განვქორწინდებით იცოდე არც მითხრა მე არასდროს,არასდროს წავალ შენი ცხოვრებიდან _არც მე ვაპირებ განქორწინებას. ვერავინ ვერასდროს გაიგებს როგორ გამასულელე. ორი ვარიანტი გაქვს _ შებრუნდა და ღრმად ჩაისუნთქა. ყელში ბურთი უჭერდა ,ახრჩობდა და ტირილის სურვილი კლავდა ,მაგრამ ბრაზი უგებდა ტკივილს _ პირველი,მთელ ქონებას აიღებ , არაფერი მჭირდება მისი ქონებიდან მე მაქვს ბაბუას ღირსეული შრომით მოპოვებული ყველაფერი . მისგან ერთი თეთრიც არ მჭირდება,შენ გქონდეს და როგორც გეგმავდი აქედან აორთქლდი. განქორწინებას ვერ მიიღებ. როგორც ბევრი ,ჩემი ქმარიც ქვეყანაში არ იქნება და მორჩა _არ ვარ თანახმა ! არ მჭირდება ფული ... რაში მჭირდება მამაშენის ქონება როცა ჩემი ვერ დამიხარჯავს და გამომიყენებია. მართლა დაიჯერე რომ ყველაფერი რაც ჩვენს შორის იყო ამის გამო გავაკეთე?თვითონ იყო და დარჩა მათხოვრად ჰგონია ყველა ყველაფერს ამის გამო აკეთებს . გიჟდება შენ რომ უარი უთხარი და მე გიყვარვარ _მეორე ვარიანტიცაა ,თადა _რა არის მეორე _შენ კვდები და მე დარჩენილი ცხოვრება გგლოვობ ჩვენ შვილთან ერთად _ იარაღი აიღო,გადატენა და დაუმიზნა _ ვერავინ გაიგებს ვინ იძია შური ,ვინ დაგამარცხა მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება . სიკვდილზე სიკვდილით გპასუხობ _ორსულად ხარ ... ევა . ორსულად ხარ, ორსულად ხარ ,ევა? მე შენზე ვგიჟდები,გაღმერთებ . იქამდეც ვიცოდი შენზე სანამ იქ შევხვვდებოდით და ჭკუიდან შემშლიდი იმ გიჟური საუბრის დროს. ილია სულ ლაპარაკობდა შენზე,მისგან ვიცოდი და საქართველოში ჩამოსვლის დროს ყოველთვის შორიდან გადევნებდი თვალს. ყოველთვის მომწონდი,მიზიდავდი ,მაგრამ მამაშენთან დამეძაბებოდა რამე რომ მეცადა ,დროც არ მქონდა ამისთვის. მერე ყველაფერი ისე წავიდა საერთოდ დამავიწყდა ანდერძიც,მამაშენთან ჩხუბით დასრულებული ამბავი და ყველაფერი სხვა. მე შენ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაფერ ფარსში შენ ხარ ერთადერთი ნამდვილი ჩემ ცხოვრებაში . შენზე გულწრფელი არაფერი ყოფილა და შენ თუ ახლა ორსულად ხარ,შენ თუ ჩემ ნაწილს ატარებ ... დაუშვი ეგ იარაღი ევა. შენ ვერ გადაიტან მე რომ რამე დამემართოს და ნუ გაგვიკეთებ ამას. _შენ მე მომკალი და გადავიტანე ... უშენობა უკვე დაიწყო . ჩემგან ყველა შემთხვევაში წახვალ _მიყვარხარ _ საკმარისი არაა ერთი სიმართლე ,როცა ყველაფერი ყალბია _საკმარისზე მეტია ჩემი და შენი სიყვარული _ვიცი ბიჭი იქნება, ანდროს დავარქმევ _მიყვარხართ ! თეთრი კაბა ეცვა,რამდენიმე წუთით ადრე ბედნიერებისგან ანათებდა ახლა კი იარაღს უმიზნებდა კაცს, რომელიც უყვარდა ,ვისგანაც შვილს ელოდა და ვის გამოც კიდევ ერთხელ უნდა დაეწყო ნანგრევებზე ახალი ცხოვრების შენება. _მომატყუე და მიღალატე _მესროლე ,ანგარიში გავასწოროთ ტყუილისთვის და მერე ნულიდან დავიწყოთ _ნულიდან მარტო დავიწყებთ მე და ჩვენი, შენ არა ! _ ცრემლები სდიოდა ისე გამოჰკრა სასხლეტს . გასროლის ხმა და ტყვია ,რომელიც მიზანს მოხვდა. ევას წინ მუხლებზე დაცემული იდგა. მკერდზე მიჭერილი ხელი ვერც ტკივილს აჩერებდა და ვერც ჭრილობიდან გამოჟონილ სისხლს,თეთრი პერანგი წითლად შეიღება . _უშენოდ...არ მინდა . შენ ჩემი ხარ, ჩემთვის ხარ და არასდროს წავალ შენგან. შენ ხარ ყველაფერი, შენ ხარ ერთადერთი ნამდვილი გრძნობა ჩემ ცხოვრებაში ,დამიჯერე _ქვემოდან უყურებდა , სახე ტკივილისგან ჰქონდა შეცვლილი. მზერა დაბინდული უყურებდა ევას რომელსაც ჯერ ისევ ხელში ეჭირა იარაღი . ზუსტად იმ თითებით რომელზეც ქორწინებისა და ნიშნობის ბეჭდები მოერგო. მზერა მოაშორა,მაღლა ასწია თავი ,თვალები დახუჭა და ყველა ემოციის გათავისიფლება სცადა ხმით რომელიც სადღაც შიგნიდან მოდიოდა და თან მოჰქონდა განუსაზღვრელი ტკივილი. იატაკზე იჯდა თადამ თავი მუხლებზე რომ დაადო _ყველაფერი დალაგდება...სულ ცოტა დრო მომეცი. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ,არაფერზე იფიქრო ბავშვის გარდა. _დასრულდა თადა, ყველაფერი დასრულდა ... შენვე გაანადგურე შენი შექმნილი ევა . აქედან გავალ მარტო და იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი, მე არ ვპატიობ არავის ვინც მიყვარს შენ კი ასწლეულის მერეც ვერ გამოისყიდი შენ დანაშაულს ჩვენს მიმართ_ იარაღი იატაკზე დადო . ბეჭდები მოიშორა და ისინიც მის გვერდით დატოვა _ საკუთარი თავი გაინადგურე ,არადა შეგეძლო უბრალოდ ყველაფერი გეთქვა . შენ გეთქვა და არა სხვას _ევა ... ევა _იმ წამიდან ეძახდა რა წამსაც წამოდგა ,მაგრამ არ გაჩერებულა. დატოვა ადგილი რომელიც მისი ბუდე ვერ გახდა, წავიდა სახლში ,რომელიც მუდამ ელოდა ,ყოველთვის მიიღებდა ... ................ პატარძლის თეთრი კაბა არ იყო მოუხერხებელი ,მაქსიმალურად კომფორტული და დახვეწილი მოდელი აარჩია ევამ ,მაგრამ მის ბოლოზე დაცემულ სისხლის წვეთებს სულისშემხუთველი შესახედაობა ჰქონდა. ხელებგაყინული,ცრემლებისგან მზერადააბინდული მისგან სხეულის გათაავისუფლებას ვერ ახერხებდა . ბოლოს მაკრატელი აიღო და მთელ სიგრძეზე ჩაჭრა. დაფლეთილ ნაჭერთან ერთად დაეცა იატაკზე და სულის ტკივილისგან დაჭრილი ცხოველივით აღმუვლდა. სახლიდან ხმას ვერ გაუშვებდა,არავის უნდა გაეგო იმ ღამით იქ რომ იყო თანაც სრულიად მარტო. თავს მაღლა ვერ სწევდა,საწოლში მოკეცილი იწვა და ფიქრებისგან დამძიმებულ გონებას მძიმე ლოდისგან ვერ ათაავისუფლებდა. ფიქრი არ შეეძლო,ხედავდა იარაღს საკუთარ ხელებში და ტყვიას ,რომელიც თადას მოხვდა. _როგორაა _ ერეკლეს რატომ დაურეკა თავადაც არ იცოდა. მისი ხმა რომ გაიგო შემდეგ გაიაზრა თორემ მობილურის აღების მომენტიც არ გაუაზრებია მის გონებას _ტყვიამ ხორცში გაიარა ... დამამშვიდებელი გავუკეთე და გათიშულია . სიცხე აქვს , შენ სახელს ბოდავს გაუჩერებლად _კიდევ ვინ არის მანდ _მხოლოდ მე და ლაშა . მოხვალ? _არასდროს ! _ეს იყო ის არასდროს რომელიც არასდროს უნდა ეთქვა და რომელიც იყო ყველაზე მერყევი . საუბარი დაასრულა , თვალები დახუჭა და მუცელზე შემოიხვია ხელები _ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით,დედა ყველაფერს გაუმკლავდება. ერთი დღე სახლში იყო,ეზოშიც არ გასულა . მხოლოდ საჭმლის ჭამას აიძულებდა თავს და ძილს,როგორმე რომ მოეკრიბა ენერგია რომელიც თითქოს ერთიანად გამოაცალეს. სისხლისგან დაცალეს და ახლა წვეთ_წვეთად უნდა დაებრუნებინა უკან . მეორე დღეს კი ისე წამოდგა საწოლიდან თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე დაიწყო. სარკის წინ იდგა, საკუთარ თავს უყურებდა და შემდეგ ირგებდა სიმშვიდის ნიღაბს . წონასწორობის და უპრობლემობის ფარქვეშ დამალული მიდიოდა მეორე თავშესაფრის გზაზე, პირადი ფიქრებისგან გასაქცევად ,კლინიკაში პაციენტებთან. ................... _ყველაფერი გაიგო _საწოლში იჯდა თავდახრილი.გადახვეულ მხარზე სისხლის კვალი ეტყობოდა. ფერი არ ედო სახეზე . ასეთი თადა ნიკოლოზს არასდროს ენახა _ევამ გესროლა? _მხარში და არა გულში ... _და ეგ შვებას გგვრის? _შეეძლო გულში მოერტყა ,შუბლშიც შეეძლო და შერცხვენილს მომკლავდა . იცი შენც ,იცი რომ შეეძლო და ბრაზს მაინც მოერია არადა როცა ტკივა დაჭრილი ლომივითაა ,ყველაფერს ანადგურებს . მე კი ისე ვატკინე ჯერ რომ არ ტკენია ... _უთხარი მოვინანიე ცოდვები და სწორ გზაზე ვდგავარ_თქო? რომ დაასრულე ყველაფერი არ უთხარი? _არ მადროვა ... იმ ნაბიჭვარმა დემნამ ჭკუიდან გადაიყვანა . ნეტავ გენახა როგორ ელაპარაკა ,ერთი ფიქრი ვიფიქრე ნამდვილად იცოდა ყველაფერი_თქო ,მაგრამ ...ნეტავ მეთქვა ,მაგრამ ხომ იცი როგორ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო. დღეები საუკუნეს გავდა ისე მინდოდა და სიმართლე რომ მეთქვა გაბრაზებულზე კიდევ ვინ იცის რამდენხანს არ დამელაპარაკებოდა. _ახლა იცი რამდენი დრო დაგჭირდება შესარიგებლად? _ჯერ უნდა დამშვიდდეს, მერე დაველაპარაკო... ორსულადაა და მე მის გვერდით ყოფნის ნაცვლად რას ვაკეთებ. შვილი მეყოლება _თვალები აემღვრა _წარმოგიდგენია ახლა რა ბედნიერი უნდა ვიყოთ ორივე და ჩემ გამო რა ხდება? ვერ გავთვალე,ის რომ ჩამოენძრ.და , ვერ გავთვალე. ასე ძალიან არავის მოკვლა მდომებია და მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს რომ არ მინდა ჩემ შვილს მკვლელი მამა ყავდეს. იმაზე მეტად მინდა მისი მოკვლა ვიდრე ჩსმი მშობლების მკვლელების მინდოდა...ასე არასდროს ვყოფილვარ და იმიტომ ვთხოვე ერეკლეს შენი მოყვანა _შენ დანაშაულს მისი მკვლელობა კი არ გააქრობს ,პირიქით უპატიებელს ჩაიდენ და ახლა არაფერი გაქვს ისეთი ჩადენილი რასაც შეყვარებული შენგან ორსული ქალი ვერ გაპატიებს. შენც გჭირსება ფიქრი,სიმშვიდე და მასაც. ორივემ ცალ_ცალკე უნდა მიიღოთ რეალობა და შემდეგ ერთად გადალახოთ ყველაფერი. შენ ჭკვიანი კაცი ხარ, არ გაწყობს დემნას სიკვდილი . ეს იქნება მხოლოდ ბრაზის გამოხატვა და შემდეგ საკუთაარ თავზე უფრო გაბრაზდები . ეს იქნება სისუსტე ,შენნაირ კაცს არ სჭირდება მკვლელობა მიზნის მისაღწევად. შენ გჭირდება იყო ის ვინც ხარ , შენ უნდა იფიქრო ევაზე და ბავშვზე . მამა ხდები თადა _მამა ვხდები , წარმოგიდგენია ? ევა მარტოა და ტკივა, ორსულს . მენდო და ახლა მაგ ნდობას როგორ დავიბრუნებ . არ მინდა ლოდინი,უნდა წავიდე და ვნახო როგორაა _ერეკლე ხომ იყო _ერეკლემ არ იცის... არავინ იცის ევას ახლა რა სჭირს. სამსახურშიაო დღეს მითხრეს . ერთი დღე გავიდა და ასე მგონია საუკუნეა არ მინახავს. კლინიკაში ყოფნა ჩემ თავს აღარ გაახსენებს,მაგრამ ბრაზს ვერ გაუქრობს. გავგიჟდები,ვერ ვფიქრობ .... არ ვიცი რა ვქნა . გამოსავალს ვერ ვპოულობ. საზიზღრობაა როცა დამნაშავე თვითონ ხარ და ეს არასდროს ხდება ჩემ ცხოვრებაში ხომ იცი... მაინცადამაინც მასთან ვარ დამნაშავე ვინ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და ვინც ჩემ შვილს ატარებს მუცლით . რომ მესროლა შვება ვიგრძენი , ოღონდ არ წასულიყო და კიდევ ესროლა თანახმა ვიყავი _ილოცე თადა ,ღმერთი ხედავს შენს ყველა ქმედებას და აუცილებლად გადმოგხედავს,გაპოვნინებს გზას რომელიც სამივესთვის იქნება _უდანაშაულოს მიმართ ჩადენილი დანაშაული პირველად მაქვს მოსანანიებელი _ტყუილზე მძიმე ცოდვებიც მიუტევებია ღმერთს მისთვის ვინაც მოინანია , მე ხომ გიცნობ თადა. ახლა უბრალოდ სასოწარკვეთაში ხარ , ბრაზობ სააკუთარ თავზე და ამიტომ ვერ მუშაობს შენი გონება . თავს ნუ გაიმართლებ,სიმართლე მოუყევი. უთხარი თუნდაც ყველაფერი მოუყევი,სულ ყველაფერი სკოლაში რომ ჩემთან ერთად ბიჭები სცემე თუნდაც ისიც . მოუყევი და თვითონ მიხვდება ვინ ხარ . მას ახლა ეშინია შენი,მამამისის მსგავსი კაცის ანდაც მასზე უარესის თორემ სიყვარულს გულიდან ასე მალე ვერ გააქრობდა. მისი მსგავსი ძლიერი ქალი ასე რომ შეგიყვარებს , ვერც გადაგიყვარებს თადა. მისი თვალები არ გაქვს ნანახი? როგორ გიყურებდა , სულის ნაწილივით შემოგციცინებდა . შენ უბრალოდ დაუბრუნე ის ნაწილი რაც ახლა დაკარგული ჰქონია. იყავი შენ ,თავიდანვე გეუბნებოდი არ გჭირდება გეგმა ,ისეც შეგიყვარებს_თქო შენ კი გეჩქარებოდა _ყველაფერი უინტერესო იყო ის თუ არ იყო და ახლა ხომ მითუმეტეს. ორი დღეა არ მიძინია , ვხედავ როგორ მიყურებდა,როგორ ჩაქრა მისი თვალები და მთლიანად თვითონ. მისთვის ტკენას ვერ ვპატიობ თავს . არასდროს მაპატიებს _გაპატიებს...გონიერი ქალია . არ მიგატოვებს ამ განსაცდელში. ვილოცებ ორივესთვის შენ კი რწმენა არ დაკარგო არც უფლის არც შენი და არც მისი... ................ მხარი ტკიოდა ,სრულიად გამოფიტული იყო სახეზეც ეტყობოდა ფიზიკური და სულიერი ტკივილი ერთად. მისი კაბინეტის ფანჯრებთან გააჩერა მანქანა . შესვლას ვერ ბედავდა , არ უნდოდა მისი გავლებული ზღვარი გადაელახა,მაგრამ შემდეგ გონების ის ნაწილი გაუნათდდა , რომელიც გამოსავალს სულ პოულობდა და ისევ ხერხი იხმარა. ევა ხალხის თანდასწრებით ვერაფერს ეტყოდა და ზუსტად ისეთ დროს შეხვდა დერეფანში ექიმებთან ერთად რომ იდგა . შემოვლის შემდეგ მითითებებს აძლევდა. ფორმაში იყო,თადასგან განსხვავებით არაფერი ეტყობოდა . სიტყვებდაკარგული მოეხვია,იქამდე სანამ ევა მოქმედებას მოასწრებდა და გაიაზრებდა მის იქ ყოფნას. გულმა მუშაობა განაახლა მისი შეხებისას. როგორ არ უნდოდა მოშორებოდა,სულ ახლოს ჰყოლოდა _ძვირფასო, წარმატებულ დღეს გისურვებ _აი მეუღლემაც მოგაკითხათ... დაგტოვებთ. ბედნიერებას გისურვებთ კიდევ ერთხელ _ნახვამდის _ყველანი მიმოიფანტნენ,მაგრამ ახლოს იყვნენ და თვალს ადევნებდნენ. თადა დაემშვიდობა ისე რომ ევასთვის ხელი არ მოუშორებია _ხელს თუ არ გაწევ და არ წახვალ მოგკლავენ ! ჩემი ხელით არ ,სხვისით . ისე როგორც შენ კლავ _ყველაფერი რაც "პრინცზე" გაგიგია ან ახლა მოისმინე სიმართლე არ არის. გავლენის შექმნისთვის მოგონილი ამბებია... მხოლოდ მომისმინე . სახლში წავიდეთ და ვილაპარაკოთ ,ყველაფერს მოგიყვები _არ მჭირდება! მკვდრებს არ ვესაუბრები,შენ გვამი ხარ ,უსულო ,უსისხლო და უხორცო . ბევრი მკვდარი უფრო ცოცხალია ჩემთვის ვიდრე შენ დღეს! _სიტყვებს ცრიდა კბილებიდან ,მერე უცებ გაუღიმა მათკენ მიმავალი ექთნის დანახვისას გამომეტყველება შეიცვალა და ქალისკენ თავად დაიძრა _ მოვდივარ გულიკო ,სანიტრები შეკრიბე და ერთად შემოვიაროთ . გეტყვით რა არის პრობლემა და როგორ უნდა იმუშაოთ დღეიდან _თადას ზურგი აქცია,ქალისკენ დაიძრა და მასთან ერთად განაგრძო გზა არ წასულა . მისი ფანჯრების წინ იდგა და ელოდა აივანზე როდის გავიდოდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა , თავიდან ქუდი მოიშორა მოაჯირს იყო დაყრდნობილი ისე თითქოს სუნთქვა უჭირდა . თავი დაბლა ჰქონდა დახრილი მერე კი მაღლა ცისკენ იყურებოდა და ღრმად სუნთქავდა. თადასკენ არ გაუხედავს ,აივანზე მდგომ სკამზე დაჯდა ,რამდენიმე წუთის შემდეგ კი თადას მობილური ამღერდა. ურეკავდა ,მაგრამ არ უყურებდა _ჩემ ტერიტორიაზე თუ კიდევ გამოჩნდები ყველა გაიგებს ვინ ხარ სინამდვილეში . შენი სანათესაო,ოჯახი და მეგობრები , ისინი ვისაც ეშინიათ და ისინი ვინც პატივს გცემენ. ყველას ეცოდინება შენი ნამდვილი სახელი და გვარი . გაგანადგურებ ,თუ არ მომშორდები ! _საჭმელს ჭაამ?გძინავს ნორმალურად? ყინავს და ასეთ სიცივეში სოფელში გაცივდები. მანქანით ამხელა გზაზე თანაც იმ ორმოებიან გზაზე რომ ივლი როგორ იქნები . კვლევები გაიკეთე? ბავშვის გულისცემას უკვე მოუსმინე? მომენატრე , დამიბრუნდი _თადა სიტყვებს ამბობდა და მზერას არ აშორებდა მის სილუეტს. თავი ისევ უკან ჰქონდა გადაწეული,ცისკენ იყურებოდა. ერთხანს ჩუმად იყო შენდეგ კი გონებაში დამწყვდეული ამბავი გააჟღერა _უშენოდ მოვისმინე პირველი გულისცემა ... ახალი დეტალიც დავინახეთ _რა დეტალი ... რამე ხდება? _ მთელი არსებით იგრძნო თადას შეცვლილი ხმა,გამომეტყველება,სუნთქვა და გულისცემა. არ უყურებდა და მაინც ხედავდა ,გული ისე ეტკინა ყელში გაჩენილ ცრემლების ბურთს ვერაფერი მოუხერხა _ჯერ ბევრი არაფერი ჩანს ... მხოლოდ ის დავინახეთ,წინასგან განსხვავებით რომ ერთის ნაცვლად ორი წერტილია _რა ორი წერტილი... ორნი არიან ? ევა ,ტყუპები არიან ? გთხოვ ,ევა გავგიჟდები _ჩემი ბრალი არაფერია ... შენ ხარ იმ უბედურების შემოქმედი რაც შენს თავს ტრიალებს. მე შესანიშნავად ვარ და ჩვენ, სამნი არა’ჩვეულებრივად ვიქნებით უშენოდ _თავს ვერ ერეოდა,ბავშვების შესახებ თქმას არ აპირებდა და მაინც ვერ დაუმალა. _გთხოვ ამოვალ ,გემუდარები _სულ ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს, ბავშვების გამო მაინც ნუ მაიძულებ მუქარა შევასრულო და საკუთაარ თავსაც შევუქმნა საფრთხე შენი გამოაშკარავებით. ხომ იცი რომ გადამეკეტება ყველაფერს გავაკეთებ. ნუ იჭრები ჩემ ტერიტორიაზე ,ბოლოჯერ გაფრთხილებ ... ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთო ისიც მშობიარობის შემდეგ ,ბავშვების ნახვის უფლება მოგცე ისიც თუ იქამდე არ გადმოკვეთ ზღვარს და არ მაიძულებ შენ მტრად გადავიქცე. შენ ახლა არეული ხარ ,მე ასეთი ძლიერი და მიზანდასახული არასდროს ვყოფილვარ. მომავლის გეგმა არასდროს მქონია,ცხოვრების ასეთი სურვილიც არასდროს გამჩენია და წარმოდგენაც არ შეგიძლია რას გავაკეთებ თუ ეს არ იქნება უკანასკნელი შემთხვევა... შენიანების დანახვაც არ მინდა,ყველა გააფრთხილე ვინაც სიმართლე იცის _მიყვარხართ,არსად მივდივარ. რაც არ უნდა მოხდეს ,ნებისმიერ წამს როცა გენდომები და ჩემ მოსმენას შეძლებ უბრალოდ დამირეკე. საუკუნე ლოდინი რომ დამჭირდეს მაინც არ დაგთმობ ,ვერ ვცოცხლობ უშენოდ _შექმენი ახალი ტყუილი და იმ ტყუილით იცხოვრე... მშვიდად ესაუბრებოდა ,სინამდვილეში კი გული მისდიოდა. ძლივს მივიდა ნიშადურამდე,ხალიჩაზე იჯდა ,ზურგით კედელს მიყრდნობილი და ნელ _ნელა ფხიზლდებოდა . ბოლო დროს ხშირად ეტირებოდა და თავის შეკავება კიდევ უფრო ცუდად მოქმედებდა ,ბოლოს ხელებში სახეჩარგული ქვითინებდა . მუცელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული და ცრემლებს ვერ აჩერებდა,არადა ყველაზე ნაკლებად ტირილი უყვარდა ევა შენგელიას. მეორე ევა ,მერლანებით იყო უპროგნოზო ............. თადა არ ჩანდა ,მაგრამ სიახლოვის კვალს ტოვებდა. კაბინეტში ყოველ დღე ხვდებოდა სხვადასხვა კერძები მცირე ულუფებით . დღეში სამჯერ ჩნდებოდა ყველაფერი რაც ევას უყვარდა. პირველი დღე ტირილით დაასრულა,შემდეგ არაფერი უთქვამს. შეეძლო უარი ეთქვა და არ ამბობდა. ხმით იტირა ერთ დღეს სახლში მისულს საწოლზე ტანსაცმელები რომ დაუხვდა, ერთიციდა უსაყვარლესი სამოსი ორივე სქესისთვის და პატარა ბარათი "გვაჩუქე ნახვის 10 წუთი მე და ბავშვებს ,ევა " "სულ ორი წუთი ჩაგეხუტები და წავალ,გეფიცები " "გაზაფხულის ამინდებია უკვე ... ჩვენთან როდის გაზაფხულდება ევა " " მანქანას გიტოვებ ,ამით უფრო მსუბუქად ივლი ,გთხოვ " "მუცელი უკვე გეტყობა , ბავშვები დიდები არიან თუ ორნი რომ არიან იმიტო " " სულ ერთხელ მოვალ და გნახავ " "დამირეკე გთხოვ , სულ ორი წუთი გავიგებ შენ ხმას თორემ ვგიჟდები უკვე " "სხვა საჭმელს ჭამ თუ მადა არ გაქვს" "60 დღეა ახლოდან არ დამინახავს შენი სახე,არ ჩაგხუტებივარ და არ მიკოცნია. მომენატრე" კიდევ იყო რამდენიმე წერილი ,ევა რომ უფლებას აძლევდა ამ წერილების გაგზავნის ესეც რაღაცას ნიშნავდა თადასთვის. სულ ახლოს იყო ,მაგრამ ევა თითქოს ვერ ხვდებოდა. სოფელში ყველა საქმე მოგვარებული ხვდებოდა ,მეზობლები ისე ხვდებოდნენ მერლანს ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მხოლოდ თალიკოს აღმოაჩნდა დაკვირვებული თვალი ან მან გააჟღერა სათქმელი -ე შენი ქმარი გახთა ნამეტანი... ავათ ხო არაა გოუკეთე ანალიზები ? _ ერთად სადილობდნენ. კვირა დღე იყო და ისვენებდა დილიდან- სულ არ აჭმევ და არ აძინებ შე ქალო? ამდენი წელი კაცი არ გყავდა გაგებული რაფერია მარა კი არ უნდა დაადნო შე ქალო... _რა სჭირს ... მოგეჩვენა ეტყობა _რაი მომეჩვენა თვალში ვერ იყურები ქალო? გამობნელებულიაქ თვალები,გამხთარია გეუბნები . ხაჭაპური გადმოვუტანე ბიჭები რო მუშაობდნენ იმგენიზა ქე ქონდა საჭმელი მოტანილი ქვეყანის მარა თვითონ თითი არ დოუკარებია არაფრიზა. ღვინო დალია იგიც ორი ჭიქა და მორჩა . ერთი ნაჭერი ხაჭაპური ძლივს ვაჭამე იგიც ჩემი ხათრით. კუჭი ხო არ ტკივა ან ნაღველი ... ვჯავრობ რამდენი ხანია მარა შენ რო არ მოდიოდი აქით ვერ დეგელაპარიკე წესიერად. _ნუ დარდობ თალიკო... კარგად არის. არაფერი აწუხებს _შენ კი მოპუტკუნდი ამ ბოლო დროს და თან იმდენს აღარ მუშაობ გონია. საჭმელსაც გაქცევით აღარ ჭამ ... ახალი ხო არაფერია _არის კი ,ოღონდ არავის უთხრა არამაქ ხალხის თავი. მშვიდად მინდა ვიყო ... როდის მომასწრებ შენ ბოვშებსო და აჰაა ორი მეყოლება ერთად _შენ გეხუტუნოს თალიკო ... შენ შემოგევლოს თალიკო. ღვთის წყალობა და დღეგრძელობა არ მოკლებოდეს შენ შთამომავალს ... მოშენდი და მომრავლდი _ ხელებს უკოცნიდა თვალებამღვრეული ქალი,გულწრფელი სიხარულით და უდიდესი სიყვარულით . ევას კი ისევ გული აუჩუყდა და ცოტა იტირა კიდეც _ძალიან მიყვარხარ თალიკო _ ქალის მხარზე ედო თავი და ისიც ეფერებოდა _თალიკოსაც უყვარხარ ჩემო გოგოო ... ორსულობაში მეც სულ ვიბლაზებოდი. მეცინოდენ ქალები... _ თავზე კოცნიდა,ცრემლები შეუმშრალა და მერე გამხიარულება სცადა_ორი ბოვში თუ გააკეთებიე კაცს გახთებოდა აპა რა იქნებოდა ... მეიცა შე ქაალო იმიზაც არ გითქვია?იმნაირი მგლოვიარე სახით დადის ,მოთიშული იგიც ქე ვიფიქრე რაცხა გლახას ხო არ ეწევათქვა მარა მაგნაირი გამობლენცებულიც არ ჩანდა . ის შოთიკია როა ბელთაყვა ოუბიბინებია ი დასაწვავი ბალახი ჟუჟუნიეს ბოსტანში და ჟუჟუნიეს არევია ამ სიბერეში ქე არ ოურევია ოხრახუშში? ჩაუყრია კარქა ბლომათ ლობიოში . გამოპრუტუნდა ე ქალითავა ვიძახდი და არ ეყურებოდათ . ი ბოვში იმას ჯავრობდა მოსავალი გამიოხრაო გეგონება სიმინდი იყო _თალიკო ლაპარაკობდა ევა კი უკვე კისკისებდა _შენ გენაცვალოს თალიკო ... რაფერ გამახარე გახარებულმა იარე კიდო ათას წელიწადს .................. ბოლო დროს ბინაში უფრო ხშირად რჩებოდა. ერიდებოდა სოფლის გზის გავლას . კარის გაღებისას უკვე იცოდა იქ რომ ვიღაც იყო ,მაგრამ შიში არ გასჩენია. სანათი ჩართო და თადას წინ აღმოჩნდა. კაცი წამსვე ფეხზე წამოდგა მან კი გვერდი აუარა და სავარძელში მოთავსდდა _სულ ესაა შენი ძალა? აჰ თუმცა ჩემ წინააღმდეგ არაფერი გაქვს სხვა , შენ იყავი ერთადერთი ჩემი სუსტი წერტილი,ჩემი შეცდომა და სხვა არაფერია რითაც მაიძულებ დაგიბრუნდე _ დივანს კომფორტულად მიეყრდნო, თავი უკან გადასწია _ არ შემეხო _ევა ... როდის გადაგივლის ეს ბრაზი. ორ თვეზე მეტი გავიდა უკვე ,გთხოვ _მართლა ისე გამოიყურებოდა როგორც თალიკო აღწერდა. თვალები ჩაშავებული,გამხდარი, არეული _ბრაზმა გაიარა,ტკენამ არ ,ჭრილობები არ მიხორცდება _თითებით მუცელს ეხებოდა, თადაც უყურებდა და ცდილობდა მცირე დროში ყველაფერი აღექვა რასაც შორიდან ვერ ამჩმევდა _გთხოვ , მომისმინე _მილიონების ქონება გადმოგაბარე... შენი პრინცობა არ ვიცი და მე კი ვყოფილვარ პრინცესა . შენ ყველაფერი გინდა , გამიცანი ,მიხვდი ფულთან ერთად ილიას უძვირფასესი განძი მისი ქალიშვილიაო და ახალი გასართობი გამოგიჩნდა _ მშვიდად საუბრობდა,შემდეგ სახეზე აიფარა ხელები . იცინოდა და თან თვალები ემღვრეოდა _ თადას გასართობები. არ გინდა ოჯახობანა დაასრულო ,სადმე წახვიდე და შენ ბანდიტებთან ერთად რამე მოიპარო? არ მოგბეზრდა ლოდინი?დარწმუნებული ვარ მამაჩემის მსგავსი არავინაა,ვერავინ გაგიბედავს გადაგდებას _ყველაფერი ისე რომ არ გამეკეთებინა როგორც გავაკეთე ერთად არ ვიქნებოდით ... არც ბავშვები იქნებოდნენ _სული მისდიოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა _ტყუპები ჯერ ჩემ სახლში შემოუშვი, გეგონა სისუსტეს ვიგრძნობდი და მომინდებოდი გვერდით ,არ გამოვიდა და შემდეგ გარინჩა გაიცანი. ის ჩხუბიც დაგეგმე, ტყუპებს ისე შეხვდი თითქოს მართლა პირველად ხედავდი ან სხვა ვინმეს საშუალებით მიეცი დავალება თავიდანვე... ხო რა თქმა უნდა შენ ხომ არ გამოჩნდებოდი. სულ რამდენიმე ადამიანმა იცის ვინც ხარ სინამდვილეში... როგორი საამაყოა მამაჩემზე დიდი დამნაშავე ჩემი ქმარია. მამა პაიკი აღმოჩნდა შენთან შედარებით . რა ირონიულია ცხოვრება ... ჩემი მანქანა შენ გააფუჭე ,ხომ? კიდევ რა დაგეგმე. რა მაბრაზებს იცი? მივხვდი და მაინც დაგიჯერე ,იმის ნაცვლად რომ მომეშორებინე ან გამომერკვია სინამდვილე მე იმ მეორე სულელ ნაწილს დავუჯერე ,რომელიც მეუბნებოდა რომ უნდა შემეწყვიტა ეჭვიანობა და მოგენდე. _გასწორდა,თადასთან ისე ახლოს აღმოჩნდა მზერა აერია. კაცმა თითები ნაზად შეახო ცრემლიან ლოყაზე _ კიდევ რა გააკეთე _არაფერი... ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. მე უბრალოდ ფეხს ვუწყობდი ყველა მნიშვნელოვან მომენტს. სიგიჟემდე შემიყვარდი ,მე არ ვიცოდი როდის უნდა მეთქვა სიმართლე... ტყუილი აღარ არსებობდა მხოლოდ ის ფაქტი,რომ შენთვის თავის შესაყვარებლად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და ეგ ისედაც იცოდი . მე შენ გვერდით ფულის გამო არ ვყოფილვარ ! _მატყუებ და მეორედ გესვრი,ამჯერად მხრის ნაცვლად გულს დავუმიზნებ _ ჭრილობის ადგილას მიადო ხელი და მოუჭირა,რეალურად კვალს ამოწმებდა. მისი ცუდად ყოფნის მიზეზად ესახებოდა გართულებული ნატყვიარი _ გიკრძალავ ჩემთან მოახლოებას_თქო ხომ გაგაფრთხილე -აზრი არ აქვს ... _ ლოყაზე აკოცა და თან მუცელზე შეახო თითები ,ზღვარი უკვე გადალახული ჰქონდა და მეტს ვერ მოითმენდა,მოკვდებოდა- სამყარო რომ დაემხოს მე თქვენ არ დაგთმობთ. თუ ვისუნთქებ თქვენთან და თქვენთვის _კიდევ რა მომატყუე ... _ მამაჩემი ვაჟა ახვლედიანია, ცოლთან ერთად ჰყავდა საყვარლები , მათ შორის დედაჩემი, სტუდენტი ,რომელსაც შვილი არ უნდოდა. არცერთს უნდოდათ , კი არ გამყიდეს სინამდვილეში ვაჟამ თავის ძმაკაცს მისცა ბავშვი . მე ის ზღაპარი მომიყვა მამამ რაც შენ გითხარი და წლები მჯეროდა . მერე გავარკვიე სიმართლე რაც არავინ იცის ,ვაჟამაც კი არ იცის რომ ვიცი. ჩემი მშობლების მკვლელობისას გავლენა არ მქონდა, ვერაფერს გავაკეთებდი მათ დასაცავად. არც მეგონა თუ გაბედავდნენ მათ ასე სასტიკად მოკვლას. მერე დაიწყო ყველაფერი, შურისძიების გზაზე მივედი აქამდე და არა მხოლოდ გართობისთვის . მათი მკვლელები ნამდვილად ციხეში მოკლეს ,მაგრამ მათ მკვლელობას მე შევუწყვე ხელი. სინამდვილეში მტრებს ვიშორებდი ,არც ბრილიანტებს ვაგროვებ და არც ძვირადღირებულ ნახატებს. ყველაფერი ისე გავაკეთე რომ ადგილი ორივე მხარეს მქონოდა. არავინ იცის ,არცერთმა ჩემმა ნაცნობმა მე თუ ჩემი საქმის იქეთ რამეში ვერევი. მეგობრებმაც კი არ იციან . ეს ნაბიჭვ.რიც მამაშენმა გამაცნო ,მხოლოდ მამაშენმა იცოდა ვინ ვიყავი სინამდვილეში . არაფერია გასაოცარი ,უბრალოდ მოვახერხე და საჭირო ამბები საჭირო ხალხამდე მივიდა ... მჭირდებოდა ქურდის იმიჯი რომ დამეფარა რეალური მიზანი _დემნა როდის გაიცანი _ჩემი კურსელი იყო _რა თქმა უნდა იურისტი ხარ... _გაიცინა და ნაბიჯი უკან გადადგა _ეკონომისტიც ვარ , 5 ენაზე ვსაუბრობ და პედაგოგიც შემიძლია ვიყო. ბიზნესი არასდროს არავისთვის დამიწერია , მე უბრალოდ გონებას ვტვირთავდი რომ არ მოვდუნებულიყავი და ჩემ მტრებს ძირს ვუთხრიდი. არასდროს გამომიყენებია ფული პირადი მიზნებისთვის. ყველაფერს ვურიგებდი მათ ვისაც სჭირდებოდა . მე რაც მაქვს ან მემკვიდრეობაა ან ჩემი საქმეებიდან მოგებული პროცენტია. მამაშენს დიდ პატივს ვცემდი, ვიცოდი როგორიც იყო და მაინც ჩავაბარე საქმე. მომატყუა,მაჯობა ... _შენ მოაწყვე ისე რომ მომკვდარიყო? _არა ,გეფიცები ... ჩვენს ბავშვებს გეფიცები არაფერი გამიკეთებია. მე მინდოდა გამერკვია სად ჰქონდა გადამალული ყველაფერი და გარდაცვალებამდე ვიპოვე.ერთით ნოლი იყო ,მაგრამ სანამ გარდაიცვლებოდა იქამდე ვიპოვნე მისი სამალავი და დავაცარიელე. უბრალოდ შენთვის გასაღები უკვე გადმოცემული ჰქონდავდა. ერთით ერთი დავასრულეთ მე და მან. მისთვის ანგარიში გასწორებული მქონდა . არ მჭირდებოდა შენთან გეგმა და არც მისი მოკვლა. ერთადერთი იყო ვისაც შეეძლო ჩემთვის გონებრივად წინააღმდეგობა გაეწია. ნუ ბრაზობ მასზე ,ეს ბრაზი გტკენს ევა. კარგი მამა ნამდვილად არ იყო შენთვის ,მაგრამ შენ ყველაზე მეტად უყვარდი ,შენით ამაყობდა . ყველა შენი ნაბიჯით ბედნიერი იყო . ბოლოს ყველაფერს ნანობდა და ყველაზე მეტად შენთან და დედაშენთან რომ ვერ ატარებდა დროს ეგ აწუხებდა . _რა სასაცილოა შენ რომ მეტ დროს ატარებდი მასთან ვიდრე მე _ისინი მტრობდნენ ვისაც მე ვმტრობდი და ასე ვიპოვნე. ის ქურდობა არ ყოფილა უბრალოდ ძარცვა ჩემთვის გეგმის შესრულება იყო . მამაშენს და მე უბრალოდ გონების გამჭრიახობაში შეჯიბრი გვქონდა , ჩემი მტერი არასდროს ყოფილა და მე მის მოკვლაზე არც კი მიფიქრია. მართალია დემნაზე ცოტახანს მიცნობდა, მაგრამ ზუსტად ვიცი მეტად მოვწონდი ვიდრე დემნა, ტყუილად არ მიყვებოდა შენზე ამბებს, შენზე ფიქრს მაიძულებდა _რას მიხსნი ახლა რომ შენ და მამაჩემს ერთმანეთი მოგწონდათ და მართლა მოეწონებოდი სიძედ? გგონია ამით პლიუსს იწერ და მამშვიდებ? საერთოდ არ მქონდა გეგმაში მამაჩემის სასურველი სიძე მყოლოდა ქმრად -დარწმუნებული ვარ თუ ვინმე ენდომებოდა შენს ქმრად ეს ვიღაც მე ვიქნებოდი -მამა ვერ გვიპასუხებს,ვერც უარყოფს და ვერც დაამტკიცებს. არ ვიცი რომელი რა გეგმებით იყავით, შენ უფრო ჰგავხარ ვიდრე მე . ახვლედიანზე მეტად მას დაემსგავსე , ფაქტია დიდ დროს ატარებდით ერთად . ადამიანების მართვა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა და შენც კი გაგასულელა _ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა _შენი წასვლის დროს. საკეტს ნუ გამიფუჭებ , კონფლიქტებს ვერიდები მშობიარობამდე და მერეც... _ არ შეიმჩნია გამზადებული კერძები რომ დაუხვდა მაგიდაზე,შეჩვეული იყო უკვე . თეფში აიღო ,მაგრამ ქათმის ხორცის სუნი როგორც კი იგრძნო მაშინვე ღებინების შეგრძნება გაუჩნდა . ფანჯარა გააღო , თავი მიაყრდნო და ღრმად სუნთქავდა _რა გჭირს ,თავბრუგეხვევა? _ხელი მომაშორე _ პირით სუნთქავდა, მაქსიმალურად ცდილობდა ღებნების შეგრძნების გაქრობას ,მაგრამ არ გამოსდიოდა. თადას ხელი წელიდან მოიშორა და სირბილით წავიდა სააბაზანოსკენ . _ევა _ ისევ მის ზურგს უკან იდგა,თავს უჭერდა . მის არეულ გულისცემას გრძნობდა ქალი,მაგრამ ყველა შეგრძნებას აიგნორებდა_მორჩა , შემომხედე ... ფერი არ გადევს. ხომ აღარ უნდა გქონდეს ახლა ღებინებები _შენ რომ მიახლოვდები ნეტავ მაგიტომ ხომ არ ვარ ცუდად _გთხოვ ასე ნუ მეუბნები _რამდენჯერ დავიხიე უკან ,რამდენჯერ ვიფიქრე რომ ცუდად მოგექეცი,უსამართლო ვიყავი და ბოდიშები გიხადე _ თავი გაითავისუფლა. წყალი მოიშვა და სახეზე შეისხა _მინდა რომ წახვიდე და თუ ბავშვები მაინც გაღელვებს შეეშვი ჩემს გაღიზიანებას ,არ მინდა ნერვიულობა და უარყოფითი ემოციები. დასვენება მჭირდება ,ნუ მაიძულებ ქალაქიდან საერთოდ წავიდე და თავი გაძებნონო . მამაჩემი არ მიცნობდა ,წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემზე და ის რომ ჩემ შიშებზე და რამდენიმე საყვარელ კერძზე მოგიყვა იმას არ ნიშნავს რომ ინფორმაცია გაქვს. ნუ მაიძულებ გავხდე ის ქალი ვინც გაგანადგურებს. წაიღე შენი მონაპოვარი ქონება და წადი იქ საიდანაც ჩამოხვედი ან სადმე სხვავან _შენ გარეშე არსად წავალ ... _ეს მზერა, როგორი ნამდვილი მეგონა. აუცილებლად უნდა მასწავლო ამას როგორ აყალბებ _არ ვაყალბებ ,ნამდვილია _შენ მართლა გგონია რომ ოდესმე გაპატიებ და დაგიბრუნდები?გენდობი, შენთან ერთად ბავშვებს ვაცხოვრებ და შენნაირს გავზრდი? _ჩვენი შვილები ჩვენზე უკეთესები იქნებიან ... ორივეს ერთად დაგვემსგავსებიან და საოცარი მოვლენაა უკვე _შენი წასვლის დროა _ქალაქიდან გავდივარ ,მინდოდა მეთქვა და წასვლამდე მენახე _კიდევ დაგრჩათ საქმეები მოსაგვარებელი ? ახალია რამე ? _ მთელი ტანით შებრუნდა მისკენ და ტონსაც აუწია _ მე რატომ მაბარებ ანგარიშს ,ზუსტად ეგ გითხარი . წადი რაც შეიძლება შორს ჩვენგან . იყავი კლასიკური ავტორიტეტი . წელიწადში ერთხელ ნახე ბავშვები , არ შევქმნი პრობლემას , იქამდე სანამ შენი მტერი არ მომადგება კარზე და მისგან თავდაცვასთან ერთად ბავშვების დაცვა არ მომიწევს _სვანეთში მივდივარ ევა , დედაჩემის დაბადების დღეა და დიდი ხანია არ ვყოფილვარ მათ საფლავზე. შენ თუ არ იტყვი გაბრაზებულზე ვინც ვარ არავინ იცის და მერეც მე არ მყავს მტრები უბრალოდ ისინი მიპოვნიან ვისაც ჩემი ჩარევა მოუნდება სხვადასხვა საქმეში _ ისევ შეამცირა გაზრდილი მანძილი. მის შიშს ცხადად ხედავდა _ შენ ჩემ გამო საფრთხე არასდროს დაგემუქრება,გეფიცები _არ მჯერა შენი ფიცის ... ესახართ ეკლესიას შეფარებული ცოდვილები. ქურდები,მკვლელები,ყაჩაღები და ბ.ზები . ეს ქმნის მრევლს ,იცავს მარხვას და მიკითხავს მორალს _ასე არ ფიქრობ ევა და ნუ ამბობ ისეთ რამეს რაც თავადაც არ გჯერა. _ვინ აშენებს შენთან ერთად იმ ეკლესიას ... არც გაგუას ჰყავს ყაჩაღობის დროს მოკლული კაცი და ახლა ეკლესიის აშენებით არ ცდილობს ცოდვის ჩამორეცხვას? იმ კაცის ცოლ_შვილი ნანახი ჰყავს? ის კაცი გააცოცხლა მუხლის ჩოქებზე რომ იდგა და ლოცულობდა ?რომ იმარხულა და ერთი თვე ხორცი არ ჭამა ,მაგრამ რაზბორკებზე ირბინა იარაღით ხელში და კონდახით გაუტეხა სახის ძვლები ბიჭებს მერე მაინც აბარებს აღსარებებს?კითხე ერთი შენ სანაცნობოს . შენ რით განსხვავდები ,ფიცებ? ვის, მე? მე თუ ღმერთს. ხომ გიყვარვარ, ვიცი ,გიჟდები და ეგ შენი პლიუსი კი არაა მე ვარ იმ ქალებისგან განსხვავებული ვინც გინახავს აქამდე . შენი სიყვარული არ მჭირდება,არც შენი ფიცი მჭირდება,არც საჭმელი ,არც სასმელი ,არც წერილები და არც შენ! არავის სიტყვას უსმენდი ხომ?მიჩვეული ხარ შენ ნებაზე საქმის წარმართვას . რას ვიზამთ მე მამაჩემის შვილი ვარ , ჩემზე შენ გავლენას მეტად ვერ მოახდენ. უბრალოდ მინდოდი და ამ სურვილის გამო მოხდა ყველაფერი. მე მაქვს შედეგი,იდეალური ... ერთად გავაჩენ ორ ბავშვს და შენ კარგად დაფიქრდი ვის რა დაუშავე ,ხვალ დილიდან მოგადგებიან სახლის კარზე _ ერთიანად დაკარგა კონტროლი. კანკალებდა,ბრაზობდა,ტიროდა. სამზარეულოს მაგიდაზე დალაგებული საჭმლით საავსე ქვაბები ერთიანად გადაყარა იატაკზე. თადას ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა ისე გავიდა ოთახიდან _ მეორედ სროლას ნუ მაიძულებ . მირჩევნია მკვდარი იყო და ჩემ შვილებს საფრთხე არ ემუქრებოდეთ ვიდრე ცოცხალი და სხვებისგან ვიცავდე თავს . _როგორ დაგიმტკიცო ,რომ ჩემ გამო არავინ მოგაკითხავს. მე არ ვარ მამაშენი , არავისთან ვყოფილვარ დამნაშავე ! არ დამიმსახურებია ორსული ცოლისგან შორს ყოფნა , მე მხოლოდ ჩემი მშობლების მკვლელებს გავუსწორდი , მათთან ერთად რამდენიმე სხვაც იყო ჯაჭვში და ერთმანეთი გაანადგურეს. მე პირველად აღსარება რომ ჩავაბარე დედას მოვატყუე და დამალული შოკოლადები ვჭამე_თქო ეგ ვუთხარი მღვდელს ყველაზე დიდ ცოდვად. იმ დროიდან დავდივარ ტაძარში,ვიცავ მარხვას და ვაბარებ აღსარებას. ჩემ სიტყვას სულ ოდნავადაც აღარ ენდობი? მითხარი რა გავაკეთო... სია ჩამოვწერო ,გეგმა გავაცოცხლო ვის როგორ და რანაირად გამოვუთხარე ძირი და ის ვიღაც ვინ იყო ისიც მოგიყვე? თუ გჭირდება გავაკეთოთ . შენ არ გყავდა ისეთი მამა მისი დაკარგვის გამო უსამართლობის შეგრძნება რომ გაგჩენოდა,მამაშენს გული გაუჩერდა კაიფში იყო და გული გაუჩერდა ჩემები კი მოკლეს, ნაბ.ჭვრებმა რომლებსაც ვერ შევარჩენდი მათ სისხლს. ღმერთს არ დავაცადე დამნაშავეებთან გასწორება და მე ჩავერიე იმიტომ რომ ჩემი მშობლები სიკვდილს არ იმსახურებდნენ,იმათი ხელიდან არცერთ შემთხვევაში. იმათ სიკეთის და სიყვარულის გარდა ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ. სიმართლის მხარეს იყვნენ ყოველთვის და მეც სამართალი აღვადგინე. 24 წლის ვიყავი მაშინ და იცი რა რთული იყო პირდაპირ რომ არ მომეკლა ყველა? მაგ დღეებში განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებდი ლოცვაში რომ ეშმაკს მოვრეოდი , თავი გამეკონტროლებინა და ჩემი გონების გამოყენება შემაძლებინა ღმერთმა. რა გინდა რომ მოგიყვე როდის ვის დავხმარებივარ ? შენ კარზე მადლიერი ადამიანი თუ მოვა სხვა არავინ. ჩემ შვილებს მლოცველები ეყოლება მხოლოდ და მე ეს რომ არ ვიცოდე აქ არ ვიდგებოდი. ვინ ვინ და მე ვიცი როგორ შეიძლება ბავშვი გაიზარდოს ბიოლოგიური მშობლის გარეშე და შენ ნამდვილად არ ხარ ის ქალი ვინც დედაჩემის მსგავსად ზედმეტ ტვირთად ჩათვლის შვილს და თავიდან მოიშორებს. კაცი ვარ, რომელიც მთელი ცხოვრებაა იცნობს ბიოლოგიურ მამას,მის ოჯახში მივდივარ ,ვუყურებ როგორი სამაგალითო მამის როლშია ,მის შვილებს ვხედავ და აქამდე არ მითქვამს რა არაკაციცაა. იმ ქალსაც ვიცნობ ვინაც გამაჩინა, სპეციალურად მოვაწყვე ისე რომ გამეცნო. უნდა მცოდნოდა ყველაფერი და ვიცი კიდეც. მის ქმრებს , შვილებს ,შვილიშვილებს ვიცნობ. რა გავაკეთო მითხარი, ვერ მოვკვდები იმიტომ რომ ეს არ დაგიცავთ . მე არ ვიქნები ცუდი მამა და ჩემ შვილებს უჩემოდ ვერ დავტოვებ .იმიტომ რომ თვითმკვლელობა დანებებაა და მე არასდროს ვნებდები. იმიტომ რომ შენ არ გინდა ჩემი მოკვლა . შენ გეშინია,სულ გეშინოდა და ყველაფერს შიშის გამო აკეთებდი. მთელი ცხოვრება გაირთულე ამ შიშებთაბ ბრძოლის გამო. მე კი უფლის გარდა არაფრის და არავის მეშინია. ჩემ სურვილებს სულ თავად ვასრულებ ,არასდროს მივსულვარ ტაძარში და არ მილოცია სურვილის ასასრულებლად. მხოლოდ ახლა ვლოცულობ რომ დამიბრუნდე, ერთადერთი რაც მინდა შენ ხარ , შენ და ბავშვები _ არ წავიდა. ევას მდგომარეობის მიუხედავად დარჩა,მისი მუქარის მოსმენაც არ უნდოდა . იქამდე თავს მხოლოდ იმიტომ იკავებდა,რომ დრო მისცა ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ლოდინს და მეტის მოთმენა აღარც შეეძლო _ნუ მიახლოვდები _გეყოფა ! იცი მართალს რომ გეუბნები და სიჯიუტის გამო ნუ მიშორებ _სიჯიუტის გამო არ ,ბრაზის ,წყენის,შეურახყოფის და იმ ფაქტის გამო რომ ჩემი გასულელება შეძელი _ვერ გაარკვევდი იმ სიმართლეს რომელიც არავინ იცის. ნიკოლოზის გარდა ,მამაშენმა იცოდა იმ არარაობას შემახვედრა და მერე იმ პატარა კაცმა ეჭვიანობის გამო ყველაფერი გამოქექა. სულ ეგ არის, ვერასდროს ექნება საკმარისი თვითშეფასება რომ მორჩეს ამ საცოდავ თამაშებს. შენ როგორ მოგწონდა მიკვირს . ხვდებოდი ხოლმე? _უცებ გაახსენდა წლების წინ ბერიძის ნათქვამი სიტყვები და საერთოდ შეეცვალა თითქოს სასაუბრო თემა _შენ ხომ ყველაფერი იცი , უფლისწული ტყუილად ხარ ? არ მითხრა საშიშია ,მისი ნდობა არ შეიძლებოდა როგორ ხვდებოდი თანაც წლების წინო _მაგას ვერ გეტყვი, რაც არასდროს გაუკეთებია ვინმეს ღალატია,მაგრამ ჩემი ატანა არ აქვს შენზე ჭკუას კარგავს და მაღიზიანებს ... ხვდებოდი რას ნიშნავს, ვერ დავიჯერებ რომ შენ პაემანზე დაპატიჟებას ბედავდა როცა თვითონ ზრდასრული იყო და შენ ჯერ კიდევ ბავშვი. ახლაც ძალიან უნდა შენთან ყოფნა და იმედი მაქვს ისე არ ხარ გაბრაზებული , შეხვდე ოდესმე _ეჭვიანობის ტალღამ ისე აურია გონება თავიც ვერ შეიკავა _მასთან ახლოს ყოფნა მაშინაც კი არ მიფიქრია გულს რომ მიჩქარებდა მისი დანახვა _ ქვემოდან უყურებდა გაგიჟებულს და ცეცხლზე ნავთს ასხამდა_ისე ძალიან მომწონდა ,რომ ვუყურებდი გონება მებინდებოდა . მახსოვს მისი მონაწილეობით სველ სიზმრებსაც კი ვხედავდი ერთ დროს,მაგრამ იმათი დაცვა რომ დაიწყო ვისაც დღემდე იცავს მომენტალურად გადამწონდა. რისი შანსი უფრო დიდია შენ რომ შეეშვა ბნელ საქმეებს თუ ის რომ გადავიდეს უდანაშაულოების დაცვაზე _თადას შეცვლილი მიმიკები ართობდა იმ წამს და სულ გადაავიწყდა ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქება _მატყუებ! _შენ იცოდი დემნა რომ ჩემი პირველი სიყვარული იყო . მიუხედავად იმისა რომ შეყვარებულები არ ვყოფილვართ და მას რომ მოვწონდი მე უკვე აღარ მაინტერესებდა ფაქტი ფაქტად რჩება _უბრალოდ მოგწონდა და პაემნებიც არ გექნებოდათ. სასამართლოშია მაგარი,დაზეპირებული სიტყვებით თორემ მთავარ კრიშას,მამაშენს არასდროს გააგიჟებდა ისე მის შვილს მალულად რომ შეხვედროდა მაგის ტრ.კი არ ჰქონდა თორემ შენ 16 წლისაც მოეწონებოდი და 36 წლისაც. გგონია ოდესმე არ მოსწონდი ?უბრალოდ მამაშენის შეეშინდა . ყველაფერი რაც თქვი უბრალოდ ჩემ გასაგიჟებლადაა. _რატომ ამ ასაკამდე შენ გარდა სხვა კაცი ვერ მომინდებოდა? ან მის შიშზე რომ საუბრობ შენ რატომ არ გამიცანი აქამდე,ხომ იცოდი ჩემზე,ხომ მითხარი მამაშენი მიყვებოდაო და შორიდან გხედავდიო _ნებისმიერი კაცი გეყოლებოდა, რომ გდომოდა გეყოლებოდა ! რაც შეეხება ჩემ შიშს,მე მამაშენის არასდროს შემშინებია ,მის დაქვემდებარებაში არასდროს ვყოფილვარ და რომ მომენდომებინა თვითონ დაგეგმავდა ქორწილს. შორიდან ვერ შეგიყვარებდი, ერთი დანახვით სიყვარული ახლაც არ მქონია მაშინ მითუმეტეს ჩემ თავში იმდენი გეგმა და ფიქრი იყო ... ნუ მადარებ იმ ჭიაყელას და ნუ მახსნევინებ ფაქტს რომელიც ისედაც იცი _ორსულობა ლიბიდოზეც მოქმედებს შენ თუ იცი? დემნა რომ ვნახო იქნებ განმიახლდეს კიდეც ძველი შეგრძნებები _გამომრიცხავ წინადადებებს მეუბნები... შენ ,ევა შენგელია რომელმაც იქ , იმ ყველაფრის შემდეგ დემნას გადაუარე და ყველაფერი უთხარი რასაც მეც ვფიქრობდი ... დემნას მიმართ შენ ვერასდროს ვერაფერს იგრძნობ. ჩემ გარდა შენთვის კაცი არ არსებობს და არც იარსებებს სანამ ვსუნთქავ _ მაინც გადაკბეთა ევას გავლებული ზღვარი _შენ იცი ,რომ დრო ერთმანეთისგან შორს არ უნდა გავატაროთ ,რომ მე გჭირდებით შენც და ბავშვებსაც, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ _ სახე მიუახლოვა, ჯერ ლოყაზე აკოცა ,თითებით სულ ოდნავ გაზრდილ მუცელზე ეხებოდა _რაც შეეხება ლიბიდოს, მე ნებისმიერი თქვენი სურვილის ასრულება შემიძლია და ეჭვი მაქვს ყველა თქვენი სურვილი ჩემს ირგვლივ ტრიალებს ,მე ვარ მთავარი მონაწილე შენი ყველა ვნებიანი ფიქრისაც . მე და შენ უერთმანეთოდ ვერ ვიქნებით _გგონია ასე მარტივად შეგირიგდები?ახლა სულ რომ ვნებას ავყვე და სიამოვნება მივიღო,სავარაუდოდ გამიჭირდება იმიტომ რომ ტვინს ვერ დავავიწყებ შენ პიროვნებას და მე არ მიზიდავენ დამნაშავეები ... ისე გაგიშვებ როგორც ხორციელი სიამოვნების დამაკმაყოფილებელ საშუალებას . გაწყობს? _როგორ გინდა გამაგიჟო და გაცოფებული მნახო ,მაგრამ სამყარო რომ ამოტრიალდეს ჩემ ტვინში არსებულ ცხოველს შენ წინააღმდეგ მაინც არ მოვუშვებ _ გაეღიმა, მაინც აკოცა და თვითონ წავიდა . გაუჭირდა ,ფეხები უკან რჩებოდა და მაინც მიდიოდა. ასე ვერ დარჩებოდა,ყველა წუთს ომში ვერ გაატარებდნენ ევა კი ჯერ არ აპირებდა შერიგებას,მაგრამ თადა სულ სხვა ენერგიით განაგრძობდა მოქმედებას. პირდაპირ ნიკოლოზთან წავიდა და პატარა ბავშვივით გახარებულმა უთხრა _ტყუპები არიან ... ორი ბავშვის მშობლები ვიქნებით მე და ჩემი ევა. _უფალი იყოს თქვენი მფარველი ... შერიგდით? _ჯერ არ _თქვა,მაგრამ ეს "ჯერ " ნიშნავდა უდიდეს იმედს მომავლის. .................... _ევა ... ევა _ოთახებს შორის დადიოდა სანამ საძინებელში იპოვნიდა და მერე კიდევ უფრო დამფრთხალი მიუახლოვდა. იმ დროს დაწოლილი არასდროს უნახავს,შეეშინდა _რა გჭირს... რამე გტკივა? ცუდად ხარ ? _არაფერი ... _ხელი მოიშორა და წამოჯდა ,საწოლის თავს მიეყრდნო მაგრამ ადგომა არც უცდია _ ყოველ დღე უნდა იარო? _ვერ ვიძინებ,ვერ ვისვენებ და ვერაფერს ვაკეთებ შენ რომ ვერ გხედავ . მარტო ხარ თან ორსული და ახლა კიდევ რაღაც მოხდა ვიცი. რაღაც განერვიულებს _ეხოსკოპია გავიკეთე ... ორნი არიან ერთი პლაცენტით _ვერ მივხვდი ,მე მთელი ეს დროა მიხარია ორნი რომ არიან ,ორი ბავშვის მამა ვიქნები ერთდროულად და _შენ საერთოდ არ იქნები მამა და მეც რამდენად შევძლებ ამ ორსულობის ბოლომდე მშვიდად მიყვანას უკვე არ ვიცი _თადას მზერა მოარიდა და იმ დღეს უკვე მერამდენედ ატირდა აღარც იცოდა. ზურგი აქცია,საწოლში მოიკეცა და ცრემლებს გასაქანი მისცა _უფრო რთული იქნება მშობიარობა ,მესმის მაგრამ ხომ შესაძლებელია . ნუ ნერვიულობ გთხოვ , შენ ყველაფერი გამოგივა არ ვიცი რა გჭირდება ...თუ სადმე უნდა წავიდეთ თუ აქ ვერ ანდობ თავს ექიმებს. მითხარი გთხოვ. უბრალოდ დამელაპარაკე . გემუდარები ნუ ტირიხარ _ საწოლზე დაჯდა,მისკენ გადაიხარა და მოეხვია. თავზე ეფერებოდა,სახეზე ჩამოყრილი თმა მოაშორა ,ლოყაზე აკოცა ,ხელი მუცელზე შემოხვია და მერე თავისკენ შეაბრუნა _ დამელაპარაკე ევა _ერთი პლაცენტა აქვთ ... ერთი პლაცენტა . ვერაფერს გავაკეთებ მათ დასახმარებლად _ცრემლებს სიტყვები მიაყოლა და აკანკალებულმა კიდევ უფრო უმატა ტირილს _ერთი პლაცენტა ანუ სისხლი ერთი წყაროდან მიდის ორივესთან. შეიძლება ერთთან მეტი წავიდეს და მეორესთან ნაკლები და ორივე დავკარგო . წინასწარ ვერაფერს გავაკეთებ. არ არსებობს წამალი ,რომელიც ამას შეცვლის . უბრალოდ უნდა ველოდო ,გესმის? მშობიარობაც სარისკოა, ყველაფერი სარისკოა ... მთელი ჩემი ცხოვრება ასეა ,სიხარულის განცდას ბოლომდე ვერ ვასწრებ რაღაც ისეთი რომ ხდება რაც მანადგურებს. _იქნებ არასწორად ჩანს ამ აპარატზე ანდაც ხომ შეიძლება ორივემ სწორად მიიღონ ის რაც სჭირდებათ და ყველაფერი ბედნიერად დასრულდეს _ ფერიც კი შეეცვალა გამომეტყველებასთან ერთად,თვალებიც ჩაუქრა და მაინც ევას დამშვიდებას მაქსიმალურად ცდილობდა _ყველაფერი კარგად იქნება. მე არასდროს ვმარცხდები, არაფერია დედამიწაზე საიდანაც გამოსავალს ვერ ვიპოვნი. ახლა ზუსტად ვერ ვიაზრებ რა მითხარი მხოლოდ ის ვიცი რომ ორნი არიან,ორი სიცოცხლე ,რომელიც აუცილებლად დაიბადება და შენ საოცარ ადამიანებად გაზრდი . კიდევ ის ვიცი,რომ ტირილი არ შეიძლება ,არც ამდენი ნერვიულობა _მეშინია ,თადა _უნდოდა მოეშორებინა,ძალა ეპოვნა მასთან ომის გასაგრძელებლად, შურისძიებისთვის,ტკივილის საზღაურად ,მაგრამ არ შეეძლო . იმ დროს პრიორიტეტული იყო ორსულობის ბოლომდე მიყვანა და ორი ბავშვის ჯანმრთელობა არა ევას პრინციპები. გრძნობდა ნამდვილ თადას ,იმ დროს ვინც იყო მის გვერდით და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ევასგან შორს რად იქცეოდა . _ეს უბრალოდ განსაცდელია ... სხვა არაფერი _ყოველთვის ყველაფერი შენს ხელშია ?არასდროს გქონია მდგომარეობა როცა ვერაფერს ცვლი ? მეც ყოველთვის ვიმარჯვებ და ვიღებ იმას რაც მინდა ,სულ ვიბრძვი და ვეძებ საშუალებას ,მაგრამ აქ არ არსებობს საშუალება. მეორე პლაცენტას ვერ გავაჩენ და ვერც ვინმეს წავართმევ ,ვერც ვითხოვებ ,ვერც ვიყიდი ... არ არსებობს გამოსავალი _როცა ხელთ არ გაქვს საშუალება ყველაფერი ღმერთის ხელშია და მე როცა გულწრფელად მინდოდა რაღაც,რაღაც რაც არავის ავნებდა ყოველთვის მაძლევდა ღმერთი. რწმენა გაქვს მაშინაც ,როცა სხვა არაფერია და ესაა ყველაფერი _ მკერდზე იკრავდა ევას ათრთოლებულ სხეულს, გულისცემა და ხმა შეცვლილი ჰქონდა. ეფერებოდა , ყელში გაჩხერილი ბურთი რომ ვერ გადააგორა და საუბარი შეწყვიტა _ არ მაქვს ისეთი ცოდვა ღმერთმა რომ მიმატოვოს , კარგად იცის ყველა ჩემი ნაბიჯი,ისიც რაც თავში მაქვს ისიც რაც გულში და მეც ზუსტად ვიცი ასე არ დამსჯის . ჩემ გამო თქვენ მითუმეტეს _უამრავი ორსული მინახავს უთვალავი გართულებით , არ ვიცი ღმერთი რას გვიპირებს მე და ჩვენებს _ თავი ისევ მის მკერდზე ედო ,არ უყურებდა მხოლოდ გრძნობდა. თითებიც ბრმად შეახო სახეზე და წვერში ჩაკარგული ცრემლებიც იგრძნო _ სახელებზე ვიფიქროთ ,არაფერი მოხდება _ ცრემლები შეუმშრალა და სულ უდნავ შეეხო ტუჩებზე _ ბიჭი თუ იქნება ანდროს რომ არქმევ გასაგებია _რაც მომინდება იმას დავარქმევ და შენგელიები იქნებიან ,აუცილებლად _ორივე გვარი რომ ჰქონდეთ არ შეიძლება ? ანდრო შენგელია_მერლანი _არა ,მხოლოდ შენგელია იქნება ორივე _და მხოლოდ შენ დაგემსგავსებიან ჩემი არ ექნებათ არაფერი ... კარგი _თუ გგონია ,რომ ახლა არ მანერვიულებ და იმიტომ არ მეწინააღმდეგები და მერე შენ ნებაზე მოიქცევი ძალიან ცდები. ანდერძს დავტოვებ ! გვარზეც დავწერ, სახელებზეც, შენგან შორს რომ იცხოვრონ ამაზეც _რას ცდილობ? გაინტერესებს გაბრაზებული როგორი ვარ? _ვიცი, მეორე სართულიდან გადაკიდე კაცი ,რომლის ამბავიც ისე დასრულდა მე არც ჩავრეულვარ. შემდეგ განყოფილების უფროსი გავხდი . მისი მთელი ქსელი ჩაიშალა ისე რომ არავინ მოსულა დღემდე ჩემამდე და ნეტავ ვინ არის ამ ამბავში გარეული? _ წამოიწია და თადას გაუსწორა მზერა _ თადა ! _რა უნდა მექნა , ერთი ბავშვი გადარჩენილიყო და დანარჩენები ისე გაეყიდათ ლეკიანობა მოაწყვეს ლამის და გადააქცევდნენ აქაურობას სტამბოლის ბაზრად... შენ რა ისე აპირებდი ყველაფრის დატოვებას? _არა ,რა თქმა უნდა _მაშინ ნუ მიბრაზდები...ნაბიჭვრები რომ ბლატაობენ ვერ ვეგუები . ყველა ვირთხა თავის სოროში უნდა იყოს. _ჩემი თანამდებობის ამბავი ვისთან მოაგვარე _მე არ მომიგვარებია _თადა _უბრალოდ მამუკასთან ერთად მოვხვდი, შემთხვევით ... იცნობდა ჩემებს და მეც . საუბრის დროს ვაღიარე რომ შეყვარებული ვიყავი და იმიტომ ვრჩებოდი , დაინტერესდდა ვინ არის ის ბედნიერიო და სხვათაშორის ავღნიშნე თქვენ იცნობთ მგონი,ევა შენგელია_თქო . დედას გეფიცები მე მეტი არაფერი მითქვამს ,საერთოდ არ მიხსენებია განყოფილება და შენი თანამდებობა _შესანიშნავია _ საწოლიდან წამოდგა საერთოდ . მოსაცმელი იპოვა. თმა დაივარცხნა და წამში მოემზადა _სად მიდიხარ რა არის შესანიშნავი ... ევა _მაინც დამღლელი იყო განყოფილების უფროსის პასუხისმგებლობა. დავტოვებ ადგილს და ნაკლები საქმე დამრჩება. ახლა ნამდვილად ვერ მივიღებ მშობიარეებს ,მხოლოდ გინეკოლოგიურ პაციენტებზე გადავერთვები . _ზუსტად ისე იყო როგორც გითხარი,მე არ დამინიშნიხარ _პირდაპირ არ გითქვამს,მაგრამ შენ გამო დამნიშნა და არა იმიტომ რომ მე გავახსებდი პირველი. უნდა დავისვენო , ამ თანამდებობით კი დასვენება შეუძლებელია. ანდერძზე არ ვხუმრობდი ... შენ ვერ გენდობი. არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ მე ამირჩევ მე კიდევ არ მინდა არცერთი წუთი თუ ისინი არ იქნებიან _რაც არ უნდა დაწერო მე მაინც ისე მოვიქცევი შენ რომ იცოცხლო _შენ გიხარია,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა ხდება. შენ მაშინ გახდები მამა ამათ ხელში რომ აიყვან ,დაინახავ და შეეხები მე კი უკვე ვგრძნობ,უკვე დედა ვარ და უკვე მიყვარს ყველაზე მეტად. მე შენზე მეტად ისინი მიყვარს და შენ ჯერ მე გიყვარვარ ,მერე ისინი _როგორ შეიძლება იყო იმ კაცისგან შორს რომელსაც ასე უყვარხარ. რაც შორს ხარ მივხვდი ,საკუთარი თავი საერთოდ აღარ მაინტერესებს. შენ და ბავშვები დგახართ ყველაფერზე წინ ... ავიღებ შენ ნივთებს და წავიდეთ სახლში. ოთახი ერთი ბავშვისთვის მოვამზადე მე ,მაგრამ არაუშავს გადავაკეთებ ორ ბავშვზე _თავი მოვიტყუო ვითომ არაფერი მოხმხდარა ხომ? _არაფერი მომხდარა ჩემსა და შენს შორის. მე ვარ 38 წლის კაცი რომელსაც შენ გაცნობამდე ჰქონდა ცხოვრება ,წარსული ,სხვათაშორის ქალებთანაც მქონდა შენამდე ურთიერთობა და არ ვარ ბავშვი ,რომელიც შენთან ერთად აიდგამდა პირველ ნაბიჯებს. არ გიცნობდი 2 წლის ასაკში თორემ პირველ წინადადებასაც ამას ვიტყოდი "ევა მიყვარხარ ,იყავი ჩემთან ,არასდროს მიმატოვო" _სიყვარული არ მყოფნის,სიმშვიდე მჭირდება . ორსულად რომ არ ვიყო შეიძლება არც წამოვსულიყავი და გაცოფებულზე სროლით შემოვფარგლულიყავი,მაგრამ ახლა ანგარიშწორება და ბრაზი უკანა ხაზზეა თადა. უსაფრთხოება მჭირდება, მე უნდა ვიყო დარწმუნებული ,რომ შენ გამო ჩვენი შვილები არ იქნებიან იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი ილიას გამო. მე რომ მეხსიერებაში 5 წლიდან მაქვს ყველა უბედურება იცი? მოგიყვა როგორ ვუყურე კაიფში მყოფს ანდრო რომ აცოცხლებდა? შვილი ხელებში აკვდებოდა ,წამალს პარავდა მამას ხომ კარგია. მგონი ანდროს სეიფის გახსნით დაიწყო ქურდობა. მინახავს მისი აქაური ხულიგანი ნაცნობები ჩვენ კარზე. უამრავი მუქარა, მილიონჯერ განცდილი შიში და დედაჩემის წინ მდგომი პაწაწინა მე. ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი,ისეთო გამხდარი რომ იარაღის ხელში ჭერის ძალა საერთოდ არ უნდა მქონოდა . მე კი ჩვეულებრივ ნივთად აღვიქვამდი უკვე. მე რომ პირველად სასხლეტს გამოვკარი თითი იმ ასაკში ზოგიერთ ბავშვს დანა არ აქვს დანაჭერი და წვეტიან მაკრატელს არ ანდობენ რამე რომ არ იტკინოს. გგონია გიჟი ვარ და მართლა მჯერა რომ ყველაფერი ჩვენ შორის ყალბი იყო? ეს დრო მეყო შეფასებისთვის , შენი ნათქვამი ყველა სიტყვა მახსოვს. ვბრაზობ იმის გამო რა ხერხებითაც ცდილობდი ჩემთან ურთიერთობას და ჩემთვის თავის შეყვარებას ,უბრალოდ თვითშეფასება იმაზე დაბალი გქონია ვიდრე გგონია ან მე გეგონე იმდენად შეუვალი,რომ არც ეცადე ჩვეულებრივი მოკვდავის წესებით თამაშს. მართალიცაა რაღაც მხრივ,ყვავილებითა და შოკოლადებით მე ვერ გამაკვირვებდი. მხოლოდ მე რომ ვიყო ამას დავივიწყებდი,მხოლოდ დღევანდელ მოცემულობას მივიღებდი იმ თადას, რომელიც ჩემზეა შეყვარებული და მე მასზე. ვისთან ერთად თანაცხოვრებაც შემეძლო,ვისიც მესსმის და ვისაც ესმის ჩემი . შენზე შურისმაძიებლის საფრთხის ქვეშ თუ არ იქნებიან ბავშვები , ორსულობის დროსაც იარაღით ხელში დგომა თუ არ მარგუნა ღმერთმა ,შენს დასაცავადაც თუ არ მომიწევს კაცისთვის სროლა _როგორ გაარკვევ ამბავს რომელზეც ინფორმაცია არავის აქვს... დემნამაც არ იცის ჩემ საქმეებზე. მხოლოდ ის იცის ვინ ვარ და დანარჩენი ამბები რომლებიც ყველამ იცის და რომლებიც ისე იციაან როგორც მათმა პრიმიტიულმა ტვინებმა აღიქვეს _არ ვიცი , მაგრამ დრო რომ მოვა ბრაზის გამო არ გავჩერდები . ყველაფერი თუ ისეა როგორც ამბობ თვითონ დავბრუნდები სახლში . _მაინც მიდიხარ კლინიკაში ? _ბავშვებზე წინ არაფერი დგას,არც ჩემი პროფესია. უკვე ძალიან ვიღლები და არ მინდა საფრთხე შევუქმნა მათ . ჩემი საქმე კი მარტივი უბრალოდ ვერ იქნება ... დეკრეტულ შვებულებას ავიღებ და თანამდებობასაც სხვას გადავაბარებ. თუ ჩემი მშობიარობა ორი ცოცხალშობილი ნაყოფით დასრულდება შემდეგ ვიფიქრებ სხვა ორსულებზე და სხვა ბავშვების დაბადებაზე _მე გაგიყვან _არ მინდა _არავარ ცირკულარით ძებნილი რეციდივისტი რომელზეც ნადირობენ ევა,ჩემ გვერდით გავლა საშიში არ არის . ჩემ გამო არ _უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა და ფიქრი ყველაფერზე ,გთხოვ ... თავს მიხედე ,ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა გაგეკეთებინა შორს თუ ახლოს ,ჩვენ გვიყვარხარ და გვეყვარები _გასვლამდე თავად გაჩერდა, კიდევ ერთხელ რომ გაუსწორა მზერა შემდეგ უთხრა ყველაფერი , ლოყაზე მოეფერა და ტუჩებზე შეეხო _ რამდენიმე დღე მჭირდება და ამ რამდენიმე დღეში ავადმყოფი კაცის იერი მოშორებული გქონდეს _სოფელში იქნები? _არ ვიცი ...კლინიკიდან რომ გამოვალ ჩემი პროფესიისგან შორს მყოფი მერე გადავწყვეტ . დიდი ალბათობით იქ ვიქნები ,სხვაგან არ არის სახლი ,მხოლოდ იმ სახლს აქვს სახლის სურნელი და სიმშვიდე _იმ სახლში ჰქონდა ნანახი ყველა უბედურება პატარა ევას ,სიკვდილი,შიში,მარტოობა და მაინც ის სახლი იყო მისთვის შეუვალი ციხესიმაგრე. ............... თადა იყო ყველგან და ყოველთვის სადაც შეიძლება ქმარი გვერდით ჰყოლოდა . მოულოდნელი იყო თავიდან ყველა მისი გამოჩენა შემდეგ კი უკვე ელოდა . მეზობლის დაბადების დღეზეც კი იცოდა მივიდოდა და სუფრაზე მის გვერდით დაიკავებდა ადგილს. ისე უწყობდა ფეხს ყველა ახალ ნაცნობს თითქოს იქ ,იმ სოფელში დაიბადა და გაიზარდა . ევას მთელ სანათესაოს ეკონტაქტებოდა, ფეხმოტეხილ ბიძაშვილის შვილს სახლში რომ მიაკითხა საჩუქრებით ბავშვის მშობლებმა მადლობები გადაუხადეს, თადამ კლინიკაში ყოფნის დროს გვნახაო და ძლივს დამალა გაკვირვება. ბოლო შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ეს ყველაფერი გაიაზრა ,ისევ თავიდან გაიარა მისი ქმედებები,ნათქვამი სიტყვები და მთლიანად თადა. გონებაც კი გულის ხმას მიჰყვებოდა უკვე , დარჩენილი თვეების თადასთან დისტანციის შენარჩუნებით ყოფნას არ აპირენდა,მაგრამ სახლში დაბრუნება ვერ მოასწრო. ჩალაგებული ჩანთები მანქანაში ჰქონდა უკვე ,მეორე დილა მერლანის სახლში უნდა დაეწყო ,მაგრამ იმ საღამოს გეგმები მისგანდამოუკიდებლად შეეცვალა. გაზაფხულის მშვიდ საღამოს ცენტრალური გზიდან მომავალი მანქანების ხმა გაიგო და რატომღაც იგრძნო მათი ბოლო გაჩერება მისი სახლი რომ იყო . ღამე იყო უკვე და ქუჩაშიც აღარ იყო ხალხი, ყველას ეძინა ალბათ . ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთს უკავშირდებოდა მისი ბავშვობის ყველა მძიმე მოგონება. იარაღი ეჭირა უკვე ხელში და გონების ერთი ნაწილი ჩასძახოდა "ხომ გეუბნებოდი არ იჩქარო ,თადას გამოც მოგაკითხავენ_თქო" მერლანის მანქანამ რომ გადაუსწრო ყველას და ჭიშკრამდე მისასვლელი გზა გადაკეტა ფანჯრიდან დაინახა . ისე დაიძრა არაფერი ახსოვდა გარდა ერთი კადრისა შეიარაღებული ბიჭები და მათ წინ შიშველი ხელებით მდგომი თადა. დაიცავდა მიუხედავად იმისა დამნაშავე იყო თუ არა ,მისთვის უყოყმანოდ გამოჰკრავდა სასხლეტს თითს. გულისცემის ხმა ესმოდა და ბავშვების მოძრაობას გრძნობდა ,ტალღას ,რომელიც მუცლიდან მთელ სხეულში ვრცელდებოდა ,ძალას მატებდა . შიში გაუქრა იმ წამს რა წამსაც დიალოგის მოსმენა დაიწყო. თადას ხმა ესმოდა და თავს დაცულად გრძნობდა , შიშველი ხელებით შეეძლო მერლანს მისთვის ფარი გამხდარიყო. _შენ ვინ ხარ გზას რო მიკეტავ ... გინდა აქვე დაგბრიდო და ღრივით დაგმარხო ამ ტყეში? _თადა ვარ მერლანი , ხუთ წუთს გაძლევთ ზუსტად გიბრუნებ შენგელიას ვალს ,სამჯერ მეტია აქ და ვივიწყებ ოთხი კაცით და ყელამდე შეიარაღებით რომ მოდიოდი ქალთან სახლში _ის მერლანი ხარ ძნელაძესთან რომ მოგვაგვარებინა? ფული არ მჭირდება ჩემი ძმა ის ნაბ.ზარი უნდა ამოვთხარო საფლავიდან და ზედ დავაკლა ყველა ვინც ცოცხალი დარჩა _ვითვალისწინებ გუშინ რომ გამოხვედი ციხიდან და გპატიობ არ იცი ვისთან ხარ,ვინ ვარ ,რა შემიძლია და რა ხდება იმის გარდა რომ შური გინდა იძიო. ამათ შენ მოსთხოვ ალბათ პასუხს ,რომ არ გაგაჩერეს და თან გამოგყვნენ. მე არ მინდა გავარჩიო და მერე ფულით კი არა მუხლზე დგომებით და ბოდიშებით არ მოგვარდება ეგ საქმე იმიტომ რომ ამ სახლში რომ ქალია ის ბოდიშს საერთოდ არ იღებს და მე რომ ახლა აქ არ მომესწრო და თქვენ ამ ეზოში შეგებიჯებინათ არც დაგესიზმრება რას გავაკეთებდი. ხუთი წუთი გადის ,აქაა ფული მე თუ მეშლება და მეტი ჰქონდა ვალი მაშინ დათვალე _ ტონს არ ცვლიდა. კაპოტზე დადებული ჩანთა გახსნა .რაღაცას ჩურჩულებდნენ, მერე მანქანაში ჩასხდნენ,კარების დახურვის ხმა ესმიდა ევას. _შეცდომაა რაღაც ... ფული ზედმეტია აქ და მე არ ვიცოდი შენ ვინ იყავი . _ანგარიში გასწორებულია თუ არა _გასწორებული ვერ იქნება დაბრედილია ეგ ნაბ.ზარი ,მაგრამ ხო დანარჩენი თუ ვნახავ ჯოჯიხეთში იქ გავარკვევ -ხელი გაუწოდა ,მაგრამ თადა არ გატოკებულა _ხელს არ ვართმევ კაცებს, რომლებიც უდანაშაულო ქალებთან მიდიან საქმის გასარჩევად. შენი ბიჭი მომიკითხე , სწორი კაცია და მისი პატივისცემის გამო ვდგავარ მარტო და ხელცარიელი ,მოკლე მეხსიერებით. გახვალთ ჩიხიდან და დავივიწყებთ ორივე მხარე ამ ამბავს_დაასრულა. მალევე გაიგო მანქანის ხმა და შუა გზაში გახერგილ ბი ემ დაბლიუსთან მდგომი თადას მობილურიც ამღერდა _არ წამოხვიდე_თქო ლაშა...მოვაგვარე. რა უნდა ქნა,წადი მიუწექი ცოლს გვერდით და დაიძინე. არაფერს გავაკეთებ , სულ შიშში იქნება და თვითონაც არაფერს გააკეთებს . მორჩა რას მახსნევინებ . ხვალ გნახავ ,თავი მისკდება ახლა _ მანქანა მოაბრუნა და ევამ იფიქრა წასვლას აპირებსო ,მაგრამ სწორად დააყენა და შემდეგ შევიდა ეზოში. ჩასახუტებლად გაქცეული ევა წინ რომ დაუხვდა თვალები გაუფართოვდა _გიკრძალავ მამაჩემის საქმეების მოგვარებას. აქედან წავიდეთ,სულ წავიდეთ ,სადაც გინდა იქ წავიდეთ... -მკლავები ყელზე შემოხვია, გულზე მიადო თავი და იქვე აკოცა _აქ იყავი?გვისმენდი ევა? რომელიმეს რომ ესროლა ,ეზოში რა გინდოდა ამ დროს _ თავზე ეფერებოდა ჩახუტებულს, მერე კი მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ლოყაზე აკოცა _რა გატირებს ,ყველაფერი კარგადაა _წავიდეთ თადა,სადაც გინდა იქ გადავცხოვრდეთ. რომელ ქვეყანაშიც გინდა იქ ვიცხოვროთ. ყველაფერს დავტოვებ და წავიდეთ _გაქცევა ჩემ ცოლს არასდროს დასჭირდება! ყველაფერი მოგვარებულია... _ვიცნობ ხომერიკებს. ილიას ძმაკაცი მოუკლეს და ეზიზღებოდა ყველანი.რამეს დაგიშავებენ,მაგათთან მორიგება არ გამოვა. გემუდქრები დამიჯერე თადა _ საუბარი რომ დაეწყო დაგროვებული შიშიც გამომჟღავნდა. ხელები ჩაკიდა და რამდენჯერმე აკოცა _გთხოვ,თუ გიყვარვარ თადა არ წახვიდე. ვიცი ხომერიკების მთელი ოჯახი და ასე არ გაჩერდებიან. ილიამ ჩაუშვა,ნამდვილად ილიამ დააჭერინა ისე ეზიზღებოდა ყველა და შურს იძიებენ _ არაფერი მოხდება , ვერაფერს მოიფიქრებენ ისეთს რაც გათვლილი არ მექნება . დაუსრულებელს ვერ დავტოვებ ,მერე უფრო საშიშები იქნებიან ვიდრე ახლა და მე მიძინებულ მტერს არ ვტოვებ,არასდროს ევა _შენი დასამთავრებელი არ არის ,ილიას შეცდომების გამო ხდება ისევ ყველაფერი . მისი ცოდვები არ მტოვებენ და ჩვენზეც გადმოდის. მამაჩემს არ მივცემ უფლებას მკვდარი იყოს და მაინც მინადგურებდეს ცხოვრებას. მის მტრებს მტრებად არ გადაეკიდები, აქ ყველა ყველას იცნობს, გაიგებენ ვინც ხარ და ვეღარასდროს გათავისუფლდები ამ ჭაობიდან. გემუდარები თადა ,შენ ხომ გაასწორე ანგარიში შენი მშობლების მკვლელებთან, ხომ დაასრულე ყველაფერი თავიდან არ დაიწყო, ილიაზე გამწარებულ ადამიანებს ვერ გამოლევ -ნუ გეშინია, არაფერი მოხდება აქედან თუ წავალთ მხოლოდ უკეთესი ცხოვრებისა და პირობების გამო ანდაც სამოგზაუროდ. შენ და ბავშვებს მშვიდი ცხოვრება გექნებათ, გეფიცები . სიცივეა სახლში შევიდეთ თორემ გამიცივდები. ამდენხანს გარეთ როგორ დარჩი გაყინული თითები დაუკოცნა _რატომ არ დაიძინე _უიარაღოდ იყავი თანაც მარტო _ჩემ დასაცავად იდექი იარაღით ხელში ევა? _ გონება აერია მერლანს იქვე დადებული იარაღი რომ დაინახა . არ იცოდა უხაროდა თუ ბრაზობდა იმ წამს გააზრებული ფაქტის გამო _შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ_თქო ხომ გითხარი _თუ არ მომატყუებო ,მე რომ მოგატყუე? _ ლოყაზე მოეფერა, აკოცა და თან იღიმოდა _ვგიჟდები შენზე ,გონს ვკარგავ ისე მიყვარხარ _ნაზად კოცნიდა და ჩურჩულებდა _ან ჩემი ხელიდან მოკვდები ან ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს ! არ ვაპირებ ბავშვების უშენოდ გაზრდას. უბრალოდ არ შემყვარებიხარ,ხელი რომ ჩაგკიდე და გამოგყევი ვიცოდი შენთან ერთად ოჯახს ვქმნიდი , მე კი ჩემი შვილების მამას არავის წინაშე დავტოვებ მარტოს . მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი დაკარგვის შეეშინდა და სიმართლე დროულად არ მითხრა. შენ მხოლოდ ჩემთან შეგეშალა და მე უკვე გადაგიხადე ამ შეცდომისთვის -ჩუმად ლაპარაკობდა, ისევ ჩახუტებული იყო და მის გულისცემას უსმენდა. -მაინცადამაინც ამ დიალოგისთვის უნდა მოგესმინა და ჩემი დაკარგვის შეგშინებოდა რომ შემრიგებოდი?ახლა მე გავბრაზდები, ჯერ ამ ჭიაყელასთან ორწუთიანი საუბრის განმავლობაში როგორ შეგეშინდა, მთელ მის ჯიშ-ჯილაგს მარიონეტებად ვაქცევ იმდენ ინფორმაცის ვფლობ მაგათზე. დღეს თუ აქ მოვიდოდა არ ვიცოდი აქამდე თორემ მისთვის ვალის დაბრუნებას ისედაც ვაპირებდი. ილიას ყველა მოუგვარებელი თემა დალაგებული მაქვს . ახლა მე ვბრაზობ ,ამდენხანს უჩემოდ როგორ იყავი მე თვითგვემაში ვიყავი, ცხოვრებაში რა არ გადამიტანია და მაინც ვზრუნავდი საკუთარ თავზე შენ რაც წახვედი არც ვჭამ, არც ვსვამ და არც მძინავს ნორმალური ადამიანივით შენ კი მარტოც შესანიშნავად ხარ, უჩემობა სულ არ გაწუხებდა -ბავშვები მოძრაობენ როგორც კი მიახლოვდები, დარტყმას ვგრძნობ უკვე - თადას დიალოგი დააიგნორა , ხელი მუცელზე მიიდო და წამსვე გააჩუმა- დაელოდე ისევ გამოძრავდება ...რომელი უფრო აქტიურია არ ვიცი . ერთი ბიჭიაო და მეორე გვემალება ჯერ. ერთნაირად ვითარდებიან, ზომით არცერთი ჩამორჩება თუ არაფერი შეიცვლება საკეისრომდე მშვიდად მივალთ -ბავშვები მერლანები იქნებიან, ესენიც და სხვებიც - მუცელზე ეფერებოდა უკვე ,რამდენჯერმე აკოცა და მერე ხელები მოხვია- ხომ ასე იქნება ევა? -შენგელია-მერლანი, კარგი იდეა იყო სამი ხმა ჩვენგან -სად მიდიხარ -ჩვენთან, სახლში ... დროა შევეშვა მოგონებებთან ჩაბღაუჭებას . დავიწყოთ ცვლილებები, ახალი სახლი ავაშენოთ მშობიარობამდე - სახლის კარი გამოკეტა , სამუდამოდ გამოამწყვდია წარსული, ბნელი ფიქრები, შიშები , ტკივილი და იარები. ეზოში ხშირად შევიდოდა, მაგრამ ამ უხილავ კარს აღარასდროს გახსნიდა. თადას მიუბრუნდა და გაუღიმა- მოესწრება? -დავიწყეთ უკვე . სახლი ვართ , კედლებს მალე ააშენებენ -მიყვარხარ თადა მერლანო- თვალებში უყურებდა , მკლავები შემოხვია და სიტყვების ნაცვლად კოცნით აუხსნა ყველა სხვა გრძნობა. -არა’ჩვეულებრივი ხარ შენ -არა’ჩვეულებრივი შენ , მე და ჩვენები -ხელი ჩაკიდა და წაიყვანა სახლიდან სახლში სადაც არ იარსებებდა ტყუილი ,შიში და ომი სდაც იქნებოდა ნდობა , სიმშვიდე და ბედნიერება. ............ -დედაა ,საბაგიროდან ჩვენ სახლს დავინახავთ? -დავინახავთ, ანდრო -დედაა, შენ ისევ გეშინია სიმაღლის? -აღარ მეშინია, დათა -დედაა, მამამ პაემანზე მართლა საბაგიროთი გაგასეირნა? -სოფიო, მამა ყოველთვის სიმართლეს გეუბნება -დედაა ცოლობაც აქ გთხოვა და პირველადაც აქ ნახე? -კი მა, ხუთი წლის წინ ზუსტად ამ დროს ,აქვე ახლოს იჯდა და მარწმუნებდა ცოლად არ უნდა შემირთოო -სვანეთის სახლში მინდა მე , როდის წამიყვანთ? -ახლა დედას ჩავკიდოთ ყველამ ხელები და სანამ არ ჩამოვალთ ჩავეხუტოთ კარგი?- ბავშვები დახტოდნენ, ხედებს უყურებდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, საკუთარი სახლი იპოვნეს გახარებულები კისკისებდნენ. თადა კი ევას ეხვეოდა და წლების შემდეგაც ისევ ფანტავდა მის ყველა შიშს -შვებულებას სვანეთში ვატარებთ?- ჩუმად უთხრა და ყვრიმალები აუწითლდა კაცმა ტუჩთან ახლოს რომ აკოცა-მიყვარხარ ყველგან და ყოველთვის, მიწაზეც და ცაშიც, უსასრულოდ . დასასრული 09.06.2024 წ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.