შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი VI


10-06-2024, 01:35
ავტორი ნაამა
ნანახია 593

წითური გარბოდა, ქუჩაში არცერთი ლამპიონი არ ანათებდა, ის კი უგზოუკვლოდ სრულიად უცხო ადგილზე გარბოდა და შიშისგან გულამოვარდნილი უკან გახედვას ვერ ბედავდა. მოულოდნელად მარიტამ თმაში ძლიერად ჩაფრენილი ხელები იგრძნო და კიდევ ცივი ბასრი ნივთი მის ნეკნებს შორის.
გაოფლილი წამოხტა საწოლიდან, ჯერ ისევ აგონიაში იყო, გული გამალებით უცემდა და ქშენით სუნთქავდა. ოთახში შეშინებული მათე კოჭლობით შემოვარდა და შუქი აანთო. მარიტა საწოლზე იყო წამოჯდარი, ფეხებისკენ როგორც შეეძლო გადახრილი და ხელი გულზე ედო.
-კარგად ხარ?
მარიტამ ძმას გახედა . შეშინებული ერთიანად ოფლში ცურავდა. კოშმარს დიდიხანია აღარ შეეწუხებინა. უარის ნიშნად თავი გააქნია და თავი ხელებში ჩარგო. მათეს გოგოს ქვითინის ხმა მოესმა და კოჭლობით, როგორც შეეძლო სწრაფად გაჩნდა მის გვერდით. დის საწოლზე ჩამომჯდარმა თავზე ორივე ხელი მოხვია და მკერდზე აიკრა უმცროსი და. მარიტა ჯერ ისევ ცახცახებდა და დაეფიცებოდა გრძნობდა როგორ სდიოდა სისხლი ხერხემლიდან, როგორ უყრიდნენ ცივ მეტალს ხორცში. მათემ საფეთქელზე აკოცა.
-ისევ ის დაგესიზმრა?
მარიტამ რაღაც ხავილის მსგავსი ხმა ამოუშვა და მათეს აცახცახებული ხელები წელზე მოკიდა. ცოტახნის შემდეგ, ჯერ ისევ ძმას ჩახუტებულმა, ამოიდუდღუნა.
-ჩემთან დაიძინებ? გთხოვ...
-მოდი.
მათემ საწოლში ჩააწვინდა და მერე თავადაც მიუწვა გვერდზე დას.
-მომიყვები?
-ვიღაცას გავურბოდი და მერე...მერე დამიჭირა და დანა გამიყარა.
-ანუ ისევ ის სიზმარი.
-ხო ისევ.
-ხომ იცი რომ არასოდეს მომხდარა და არც მერე მოხდება, შენ ჩემთან ხარ და არაფერი გემუქრება. მე ქეთი ბესო , დედა , ნიკუშა და ირაკლი ყველაფრისგან დაგიცავთ დაიკო.
-მიყვარხარ. მართლა მიყვარხარ.
-მიდი დაიძინე. ხვალ საგნები უნდა აირჩიო.
-არ წახვალ ხო?
-არა პატარავ. მიდი დახუჭე ახლა თვალები, მეც აქ შენთან ერთად დავიძინებ.
____________________________
ყოველთვის როცა მარიტა თავს ცუდად გრძნობდა ერთი და იგივე კოშმარები ესიზმრებოდა, სულ სამი იყო, თითოეული სხვადასხვა შემთხვევისას უხმობდა. მეორე დილას თვალები რომ გაახილა მათე მის გვერდით ზურგზე იწვა, თავად მხარ-თეძოზე და ხელი ლოყისქვეშ ამოედო. ძმას კულულები სასაცილოდ ეყარა სახესა და ბალიშზე. მარიტას გაეცინა, ბალიშის ქვეშიდან მობილური გამოაცურა, მაღვიძარა რომელსაც 20 წუთში უნდა დაერეკა გამორთო და ბესოს ჩათი გახსნა.
:ნახე რა საყვარლად ძინავს კურუპირას.
ფოტო გაუგზავნა, მობილურის ეკრანი ჩააქრო და ძმას ღიმილით ჩაუსრიალა ხელი შუბლიდან ცხვირზე და ცხვირიდნა ნიკაპისკენ. მასაც ზუსტად ასეთი პროფილი ჰქონდა.
-მორჩი ჩემს წვალებას.
-მაპატიე.
სიცილით უთხრა და მხარზე აეკრო. ტელეფონი აზუზუნდა და მარიტამ ეკრანს დახედა, მერე კოდი მოხსნა და ინსტაგრამის აპი ხელახლა გახსნა.
:თითქოს უცოდველი და მართლა საყავრელი იყოს.
:დიახაც არის.
:კარგი რა შენ მაინც უნდა იცოდე რა გველიცაა.
-ბესოს ჩემი ფოტო გაუგზავნე?!
მარიტას გაოცებულმა შეხედა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა დას.მერე თვალებმოჭუტულმა შეხედა გოგოს რომელიც უცოდველი სახით იყურებდა და თვალები კატასავით გასდიდებოდა.
-ეგ მზერა არ გიშველის, რატო გაუგზვანე?!
-რატომაც არა იქნებ მოიგო ჩემი მეგობრის გული.
-ასე? აღარ ცადო დახმარება თუ შეიძლება.
-გაეთრიე რა მე შენთვის ვცდილობ.
ორივე გაჩუმდნენ.
-უკეთ ხარ?
-კი. მადლობა.
.............................…
-გამაგებინე ამ ზამთარში ცივ ყავას რა გასმევს.
-რამემ ხომ უნდა გამაგრილოს შენ რომ იყურებ?
მარიტამ მის წინ მჯდომ ადამიანს თვალი ჩაუკრა, ორივე ხელის იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და სახელ ხელებზე ჩამოდო. მონუსხულივით უღიმოდა და თვალები უცნაურად უციმციმებდა. მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და გოგოს უცნაურად გაუღიმა მანაც ახალგაზრდა ბიჭს თვალი გააყოლა , მერე ისევ წინ მჯდომს დაუბრუნდა.
-არა შენი ტანი უფრო მომწონს. აჰ -ამოიოხრა და ყავა მოსვა, თან სკამის საზურგეზე გადაწვა.
-მორჩი უკვე.
წკრიალა ,ნაზი ხმა გაისმა რომელსაც ტონში სიცილიც შერეოდა.
-რატო სანდრო საკმარისად გეფლირტავება?
-ეგ რა შუაშია?
ქეთიმ სეიცხადა და ხელი გულზე დრამატულად მიიდო.წითურმა მხრები აიჩეჩა და ჭიქაში საწრუპი წრეზე აათამაშა. გოგოები ერთხანს ჩუმად ისხდნენ, მერე მარიტა წელში გაიმართა ჩაახველა და უკანასკნელი ენერგია მოიკრიბა იმის სათქმელად რისთვისაც ქეთის შეხვედრაზე ნახევარი საათი იყოლიებდა.
-მოკლედ, არ მინდა ეგ დანა ან ჩანგალი თვალში მომხვდეს, ამიტომ აქ გადმოვდებ
ჯერ ხელით მიანიშნა დანა-ჩანგალზე, ემრე ფრთხილად აიღო და თავის გვერდით დადო,თან თავის ქმედებას მთელს თავს აყოლებდა, მერე ისევ მეგობარს შეხედა, რომელიც გაოცებული უყურებდა და ვერ გაეგო ასეთს რის თქმას აპირებდა.
-ირაკლის შევურიგდი.
ქეთი ერთხანს გაშტერებული უყურებდა, მერე სახის კუნთები მოეღრიცა , კოპები შეკრა, შუბლზე ოთხი ნაოჭის ხაზი გაუჩნდა, პირი შეაღო და ცალ მხარეს ქვემოთ ჩაუტყდა. მერე როცა გოენბაში გაატარა წითურის ნათქვამი ბოლო ხმაზე იკივლა
-რააა? შენ..შენ რა გააკეთე.
-ირაკლი და მე ერთად ვართ, ნიკუშამ ბესომ და მათემ იციან უკვე.
ქეთი ჯერ ისევ ვერ იღებდა ხმას, ცისფერ თვალებში მრისხანება და გაოცება ერთმანეთს ენაცვლებოდნენ , მარიტა კი უფრო და უფრო პატარავდებოდა გოგოს წინაშე. თავიდან ქეთის ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ მარიტა რეალურად სკამზე უფრო და უფრო ქვევით იჩოჩებდა და ცდილობდა მაქსიმალურად ჩამალუულიყო მის მიერ ირგვლივ შექმნილ სამყაროში.
-რა...რო..როდიდან? მე ახლა რატომ ვიგებ?ან საერთოდ რატომ?
-იმიტომ რომ ჯერ ისევ მომწონს, შეიძლება მიყვარს კიდეც, არასოდეს ვიქნები მის მიმართ გულგრილი და ეს ყველამ ვიცით. ბაკურიანიდან რომ ჩამოვედით რამდენიმე დღის შემდეგ, თითქმის სამი კვირაა.
- არ ვიცი რას გიზავ, მაგ ადამიანმა პატივი ოდნავადაც არ გცა, შენთან იყო თავს შენს შეყავრებულს ეძახდა და სხვებს ეფლირტავებოდა.
-მაგ ერთი ამბის გახსენებას მოეშვი რა უკვე.
ქეთი გრძნობდა სუნთქვა როგორ უხშირდებოდა, როგორ ერეოდა გული და მუცელში რაღაც მტკივნეულად ესკვენბოდა, მერ ეგულისკენ მიდიდოა და ყელშიც კი უჭერდა. თავს ისე გრძნობდა თიტქოს ახრჩობდნენ. ბრაზობდა და თავადაც ვერ გაეგო რა აბრაზებდა ის რომ მარიტას ირაკლი უყვარდა თუ ის რომ ირაკლის უყვარდა გოგო, ორწელიწად ნახევრის შემდეგაც კი მათ ისევჰქონდათ ერთმანეთის მიმართ სიმპატიები. სინამდვილეში კარგად იცოდა რა და რატომ აღიზიანებდა, რატომ არ უნდოდა მარიტა ბიჭს შერიგდებოდა, მაგრამ თავს ამაში არასოდეს გამოუტყდებოდა. ვერასოდეს აღიარებდა რეალობას საკუთარ თავთან.
ხშირად უმეორებდა ხოლმე წითურს კარგი იქნებოდა ვინმე გყოლოდაო, ხან ილიას ურიგებდა, ხან ვის და ხან ვის ,მაგრამ თან გულში იმეორებდა “ნეტავ არა თქვას, ნეტავ არა თქვას”, რადგან მარიტასთვის არცერთი ბიჭი საკმარისად კარგად არ ეჩვენებოდა. ვერავის წარმოიგდენდა წითურის გვერდით და თან იმას ვერ იტყოდა რომ ისინი იდეალურად შეეფერებოდნენ, მარიტა ყველასთვის ზედემტად ლამაზად, ჭკვიანად, მხიარულად და არამიწიერ არსებად მიაჩნდა. ქეთისთვის რომ გეკითხათ ქვეყნად ვერცერთი კაცი შეძლებდა რომ მარიტა დაემსახურებინა, ისინი ამისთვის ვერაფერს გააკეთებდნენ. არც დრაკონის დამარცხება, არც ჰიდრასთვის გულის განგმირვა, არც მედუზასთვის თავის წაცლა, არც სამყაროების გადარჩენა , არაფერი იქნებოდა მარიტას მოსაპოვებლად საკამრისი.
-შენ თვითონ გინდოდა რომ ვინმე მყოლოდა.
-მაგრამ არა ირაკლი!
-რატო წაჭამეთ ყველამ ტვინი, არასოდეს არცერთი თქვენგანისთვის არ მითქვამს ეს რატომ მოგწონს გამოს... ბოდიში გამოშტერებულია-თქო! არასოდეს! პირიქით მუდამ გვერდში გიდგავართ როგორი იდიოტიცა რ უნდა მოგეწონოთ. ასეთი ძნელია რომ ირაკლი მყავდეს?
- ის შენთვის საკმარისად კარგი არ არის.
-მაგრამ ის ვინც არის არასოდეს იქნება ჩემი, ასე რომ იმასთან ვარ ვინც ნაკლებად შესაფერისი ან საყვარელია მაგრამ მაინც მიყვარს და მაინც ვუყვარვარ..
ქეთი ინტერესით, თვალებმოჭუტული უმზერდა.
-რას გულისხმობ.
-სხვაც მიყვარს, არა არ გეტყვი ვინ, მაგრამ კიდევ არის ვიღაც და ის ვიღაც სხვისი შეყვარებულია ასე რომ მე ჩემს ცხოვრებას ვაგრძელებ ,იმიტომ რომ არავინ იცის როდის შეწყვეტს ჩემი გული ფეთქვას და როდის გავხდები სამყაროს სხვა ნაწილი.
მხრები როგორც სჩვეოდა ისე აიჩეჩა, გაიცინა და წინდადებული საჭმლის ჭამას შეუდგა. ქეთი უყურებდა, უყურებდა და ბოლოს მიხვდა ,გოგო მართლაც არ აპირებდა ხმის ამოღებას. ასეთი რამეები მარიტას არ სჩვეოდა, მაგრამ ბოლო დროს ისედაც ყველაფერი შეიცვალა, მითუმეტეს მათი ურთიერთობა, თითქოს გაცივდნენ და ერთმანეთის ნდობა დაკარგეს. ასე ცოტა არასოდეს უსაუბრიათ, არა და ადრე ხელოვნებას, მეტ ნაკლებად პოლიტიკას და თავიანთ შეხედულებებს განიხილავდნენ ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ. ყველაფერს უცნაურად უყურებდნენ.
-ბოდიში.
- არაუშავს, თუ არაფერი გამოვა ჩემით მოვაგვარებ ,მაგრამ შემეშვი ნუღარ მიმეორებ რომ ირაკლი კარგი არ არის.
-მართლა ფიქრობ რომ მე და ის ორი იდიიტოკა გვერდში არ გიდგავართ?
-რომ არ ვფიქრობდე არც ვიტყოდი. არ მინდა რაღაცეებზე საუაბრი ასე რომ შენ ის მომიყევი რა ხდება ახალი.
გაიცინა და სახე ცალ ხელს ჩამოაყრდნო. ქეთი ხასიათზე მოვიდა და ორი კვირის უანხავ მეგობარს წინა დღეებში მომხდარი ყველა მისი და სანდროს ამბავის მოყოლა დაუწყო. მარიტა უცინოდა, უღიმოდა, ლამაზ კომპლიმენტებს და ხუმრობებს ეუბნებოდა(რომელთა ნაწილიც კარგად შეფუთული სარკაზმი იყო) ,მაგრამ შინაგანად ერთი სული ჰქონდა ქეთისთვის გაჩუმება ეთხოვა. ფეხი უკანკალებდა და როგორცკი, იგრძნო რომ ხელიც კანკალს უწყებდა მაშინვე მაგიდის ქვეშ შემალა.
-მოკლედ მეორე დღეს სანდროს სახლში ვიყავით დივანზე იჯდა და მე მის კლთაში, ნუ ჯერ არაფერი იყო მომხდარი იმის გარდა რომ მკოცნიდა, მაგრამ მაიცნსამარცხვინოა.
-მოცია რატო?
-მისი ძმა შემოვიდა.
-ღმერთოოო.
მარიტას ხელის კანკალი დაავიწყდა და გაოცებულმა ორივე ხელი პირზე აიფარა, ძალიან ეცინებოდა და თან სანდროს უფროსი ძმაც ეცოდებოდა, მაგრამ მადლიერიც კი იყო. როგორ ვერ იტანდა საკუთარ თავს იმის გამო რომ უხაროდა ქეთის და სანდროს ხელი რომ შეუშალათ, მაგრამ ადამიანს ყველასგან გაქცევა შეუძლია საკუთარივე მეს გარდა. აწითლებულმა ქეთიმ თავი დაუქნია და თავის თავზევე გაეცინა,მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ სახე დაუსერიოზულდა და ხელი წინ გასწია რომ მარიტასას შეხებოდა, მერე გოგოს ხელი თავისაში აიღო და სახესთან შედარებით ახლოს მიიტანა.
-რა მოგივიდა? მარიტა ხელები გიკანკალებს...
-არაფერია, გამივლის.
-რამდენი ყავა დალიე?
მკაცრად შეხედა, თან რაღაცნაირად მზრუნველი მზერით.მარიტამ აღარ იცოდა სად წასულიყო.
-მხოლოდ ეს.
-მაშინ რატომ?
-იცის ხოლმე დაიკიდე რა.
ხელი გამოგლიჯა და დარჩენილი საკვები ერთ ამოსუნთქვაში შთანთქა. ქეთი ეჭვნარევი მზერით უყურებდა. სკამის საზურგეზე გადაწვა და ხელები გუზლე დაიკრიფა.
-შორენას ვეტყვი.
მოულოდნელობისგან მარიტას ხევლა აუტყდა, დაქალს შეხედა და წარბები შეკრა.
-არაფერსაც არ ეტყვი.
-მიდი და გამაჩერე, თავს ყურადღებას რატომ არ აქცევ?!
-ვაიმეეე შემეშვი უკვე ადამიანო , ვაქცევ.
-არ არქცევ!
-ქეთი რა გინდა?
დაღლილმა კითხა და ჩანგალი თეფშზე დადო. მაგიდაზე დადებული ტელეფონის ეკრანი განათდა და რამდენიმე შეტყობინება ზედიზედ მოუვიდა.
-ექიმთან მიდი.
-არ მინდა რა. ხო იცი არ მიყვარს საავადმყოფოები.
-არც მე მიყვარს მკვდარი მეგობრები.
ნიშნისმოგებით შეხედა და ტუჩები მოკუმა. მარიტამ თვალები აატრიალა და ტელეფონი ხელში აიღო. ინსტაგრამი რომ გახნსა ირაკლისგან მოსული მესიჯები დახვდა. ბიჭი ტიკტოკის სასაცილო ვიდეოს უგდებდა და თან სწერდა.
: შენ და ქეთი ხართ, როცა მე მჭორავთ.
მარიტამ ვიდეო გახსნა და მაშინვე სიცილი აუტყდა
:ვაიმე ზუსტად
აკრიფა , მაგრამ გაგზავნა ვერ მოასწორ ,რადგან ქეთიმ ტელეფონი გამოგლიჯა და როგორც შეეძლო უკან გასწია ხელი. მარიტამ ისე ახედა რომ თავიარც კი აუწევია.
-რომ გელაპარაკები ტელეფონში ნუ ძვრები. ვის ემესიჯები ასეთს?
-ირაკლის.
-არსად დაგეკარგოს.
-შენ სანდრო არ დაგეკარგოს.
გველივით წაისისინა და ხელი გაუწოდა.
-დამიბრუნე.
-ჯერ დამპირდი რომ ექიმთან წახვალ.
-ხომ იცი რომ ტელეფონის გამო მაგაზე არ დაგთანხმდები.
-მაშინ ირაკლსი ვეტყვი რომ სხვა გიყვარს და მას შორდები.
-იცის რომ სხვაც მომწონს და ფეხებზე კიდია.
-მაინც ვეტყვი რომ შორდები.
-იცის რომ ასე ორ დღეში არ დავშორდები, და თან სანამ არ შემხვდება ბოლომდე არ დაიჯერებს.
ხელები გულზე დაიკრიფა და ქეთის გამომწვევი მზერით შეხედა. ქეთიმ თვალები მოჭუტა და ცოტახანს ასე ჩაფიქრბეული უყურებდა.
-და თუ ვეტყვი რომ ლესბოსელი ხარ და მას მხოლოდ ექსპერიმენტისთვის იყენებ.
-ქეთი მოეშვი უკვე ბოდიალს ვერაფრით დამიყოლიებ წასვლაზე, და დამიბრუნე ეს.... დამიბრუნე ტელეფონი.
მარიტამ კიდევ ერთხე, წარმატებით, შეიკავა თავი გინება რომ არ წამოსცდენოდა და თავის თვაით ამაყი მაგიდაზე ქეთისკენ გადაიხარა.
-დამიბრუნე!
- რო არა?
- არც არაფერი, გქონდეს წავალ მაშინ მე სახლში.
ირაკლისგან კიდევ რამდენიმე ესემესი მოვიდა. ზურგსუკან და ზევით ხელგაწვდენილი, ტელეფონით ხელში ქეთი საზურგეს ეყრდნობოდა და მის წინ მაგიდაზე ხელებდაყრდნობილ, სკამიდან წამოწეულ მარიტას უყურებდა რომელიც თვალებიდან თვალს არ აშორებდა, და ისიც მონუსხული უყურებდა, წამები და სულ მცირედი მანძილი აშორებდათ კოცნამდე, მაგრამ ისინი წყვილი არ იყვნენ, არც არასდროს ყოფილან და არც იქნებოდნენ. ასეთი მომენტები ხშირად ჰქონდათ და ამაზე ბევრსაც იცინოდნენ, ზუსტად ისეთი სიტუაციები ჰქონდათ ფილმებში მომავალ წყვილებს რომ აქვთ. ქეთის ხელი მოუდუნდა და მარიტამ უცბად გამოგლიჯა საკუთარი ნივთი ხელიდან.
-ესეც ასე.
კმაყოფილი ღიმილით სკამზე დაბრუნდა და დაქალს თვალი ჩაუკრა. ქეთიმ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. მარიტამ ირაკლის მესიჯები გახსნა.
:გაბრაზდი?
:ახლა უკვე აღარც ნახულობ ესემესებ?
:კარგად ხარ?
:სერიოზულად რამე გაწყენინე თუ ვიდეოზე გაბრაზდი?
:არაფერია, ქეთიმ ტელეფონი წამართვა რომ ექიმთან წასვლაზე დავეყოლიებინე.
:გამოუვიდა?
:მოიცა რა ექიმთან?
:ხელი მიკანკალებდა, მაგრამ არაფერია სერიოზული.
:არა არ გამოუვიდა, რა თქმა უნდა.
:სხვათაშორის შენით მაშანტაჟებდა.
:ჩემით? როგორ?
ირაკლის ეტყობოდა რომ ახალისებდა ეს სიტუაცია.
:ვეტუვი სხვა რომ გიყავრსო
:ეგ ხო ვიცი...
:რა თქმა უნდა იცი. თან დაამატა ვეტყვი შორებდიო. მეთქი მიდი
:რა მამაცი ხარ.
:მერე მარტო იამს ვეტყვი რომ შორდებიო.
:მოიცა შენიდან უნდოდა მოწერა.
:ხო სულელო.
:კიდევ რამე ცადა?
:კიიი!!!!! მივწერ რომ ლესბოსელი ხარ და ექსპერიმენტისთვის გამოიყენეო.
:სუნ ვიცოდი რომ ქეთის კარგი ფანტაზია ჰქონდა.
-მეც მომაქციო იქნებ ყურადღება.
-არ გინდა გავიაროთ?მოვიწყინე აქ.
-არ შეგცივდება?
ქეთიმი აათვალიე-ჩაათვალიერა, მუხლსქვემოთ კაბა ეცვა და პულოვერი.
-ჩამეხუტები და ეგაა.
-კარგი.
-ანუ წავედით?
-ყველაფერი წითური მეფის ასულითვის.
ქეთი ფეხზე წამოდგა და რევერანსი გააკეთა, მარიტა სიცილისგან ლამის ჩაჟირდა, შავგრემანის გამოწვდილ ხელს თავისი დაადო, ფეხზე წმაოდგა და თითქმის შეუმჩნეველი რევერანსითვე უპასუხა.
-არ გინდათ ცხენით გავისეირნოთ?
-ოჰ მისტერ ლედი სპეციალური უნაგირის გარეშე ცხენზე ვერ დაჯდება.
-მე უკან მოგიჯდებით, ხელებს შემოგხვევთ და გევრდულად დაგიჯენთ.
ქეთიმ ხელები შემოხვია და ორივენი გასასვლელისკენ წავიდნენ, ფული უკვე გადახდილი იყო. გასვილსთანავე მარიტამ გოგოს შეხედა და უთხრა.
-ქორწილამდე ასეთი სიახლოვე დაუშვებელია ქალბატონსა და ჯელტმენს შორის.
-მაშინ მოდი ვიქორწინოთ რადგან თქვენთან ყოფნა ისე მინდა წამსაც ვერ მოვიცდი.
-აჰ ასე საუაბრს როგორ კადრულობთ.
ორივეს სიცილი აუტყდათ, ასე სიცილ -კისკისით გააგრძელეს გზა თავისუფლების მოედნისკენ, მერე მარჯანიშვილისკენ ჩაუხვიეს და ძალიან დიდხანს საუბარ-საუბარით სეირნობდნენ. ქეთი მარიტას ეხვეოდა, ისიც ხელებს გოგოს წელის გარშემო კრავდა და თავს მის მხარსა და მკერდს შორის დებდა. ქეთი შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა და მხარზე ხელს ზემოთ-ქვემოთ უსრიალებდა. მარიტას წამით არ დაუწუწუნია დავირალეო, ან მცივა და წავიდეთო, უკვე 10 საათი იყო სახლისკენ რომ წავიდნენ და ჯერ ისევ საუბარში იყვნენ გართულნი.
................…
მარიტა კომფორტულად თავსდება საწლში და ჩუმად , ბუმბულივით ნაზი ხმით ჩურჩულებს.
-ჩამეხუტე.
გოგო მაშინვე გრძნობს როგორ ეხვევა უკნიდან მუცელზე ხელები და ნიკაპით მის თავს ეყრდნობიან, ერთიანად უკან მწოლის სხეულშია მოქცეული, პატარა და მთელი სამყაროსგან დაცული. მის ხელს თავისას ძლიერად ხვევს და უფრო მეტად ეკვრება.
-ისე მეხუტები თითქოს უკანასკნელი იყოს.
-ნუ ბოდავ.უბრალოდ მიყვარს როცა თავს ყველასგან იზოლირებულად და მთელი სამყაროსგან დაცულად მაგრძნობინებენ.
მოულოდნელად, ისე რომ წამით არ მოშორებია მისკენ გადაბრუნდა, ხელი სახეზე აუსრიალა და თვალებში ჩახედა. ბიჭს ტუჩები სულ ოდნავ აქვს შეხსნილი, მარიტა ნაზ კოცნაში ითრევს, ხელით სახეზე ეფერება და ფეხებს მის ფეხებში ხლართავს. მოგვიანებით გოგო ირკალის წელს შემოხვეული წევს და თავი მის მკლავზე უდევს, ირაკლი უკვე ისეა გაწოლილი რომ პირდაპირ თვალებში უყუროს ახალგაზრდა ქალს. გვიანი ღამეა, ცა მთლიანად ღრუბლით არის დაფარული, ირაკლის ბინაში მისივე ოთახში არიან. მარიტა უღიმის.
-შორენა ამბობს ხოლმე იდეალური ურთიერთობა ჯერ საუკეთესო მეგობრად სემდეგ კი საყვარლად ყოფნააო.
-იმის თქმა გინდა რომ იდეალური ურთიერთობა გვაქვს?
-არა?
-რა თქმა უნდა. შენ სხვებზეც კი მიყვები.
-ააა რატომ ცდილობ თავი ცუდ ადამიანად მაგრძნობინო?!
კოპები შეკრა და მხარზე უბრწკინა, ირაკლიმ სუსტი ტკივილისგან წამოიყვირა და სიცილით აკოცა შუბლზე.
-იმიტომ რომ წითლდები და ძალიან ლამაზი ხარ.
ირაკლი წელზე ეფერება, იქვე სადაც ხელი უდევს. იმ ღამის შემდეგ კონცერტზე რომ იყვნენ სექსი არ ჰქონიათ ,მაგრამ პატარ-პატარა კოცნებით და მოფერებით აგრძელებენ ურთიერთობას.
-რა ხდებოდა დღეს?
-არფერი განსაკუთრებული, ერთი ლექცია გამიცდა და საათნახევარი მომიწია უაზროდ ყოფნა. შენთან.
- ლექტორს ვეჩხუბე.
-რა? რატო?
-ორი დღე მოგვცა ძალაიან რთული პროგრამის დასაწერად და გადასაგზავნად.
-ვამაყობ. უი ხვალ ადრე უნდა ავდგე.
-რატომ?
-ლექცია მაქვს და წასვლამდე სახლში გავივლი გამოსაცვლელად.
-აქედან წადი, მცალია და მე გაგიყვან.
-მართლა?
-ხო მართლა.
მარიტა უღიმოდა და გრძნობდა სხეულში სიმშვიდე როგორ ბუდდებოდა. ირაკლისთან ყოფნა თითქოს სამყაროსა და ყველა ტკივილს ავიწყებდა. მერე უცბად მარიტას რაღაც ახსენდება, საწოლზე ჯდება და ირაკლის რომელიც ზურგზე წვება, ზემოდან დაჰყურებს.
-გინდა ლექციაზეც შემოხვიდე?
-საიდნა მოიგონე?
-იმ კაცის ლექცია მაქვს ხვალ.
წარბები მაღლა ასწია და ტუჩზე გამეტებით იკბინა. ირაკლი თავიდან იბნევა, მერე როცა იაზრებს ვისაც გულისხმობს სიცილი უტყდება, გოგოს უყურებს და ორივე ხელს სახეზე იფარებს.
-რანაირად დაამთხვიე.
-არ ვიცი, თან პირველი ლექციაა. წამოხვალ.
-სიამოვნებით.
-მაგარია.
ირაკლიმ ხელები წელზე მოხვია და თავისკენ უბიძგა, მარიტა ზემოდან დაეხმო და სიცილი აუტყდა. ირაკლისთან სიახლოვეს ჭკუიდან გადაყავდა, ერთადერთი ბიჭი იყო რომლის დანახვაზეც რაიმეს გრძნობდა. მარიტამ კიდევ ერთხელ აიღო კონცის ინიციატივა საკუტარ თავზე. ირაკლიმ ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა და გოგოსაც კოცნის დროს ჩაეღიმა.
.......
აუდიტორიაში ჯერ მარიტა სედის, უკან კი ფეხდაფეხ ირაკლი მიჰყვება, რამდენიმე წამს ორივე ჩერდება და ადგილებს ათვალიერებენ. მარიტა წინ ზუსტად იმ ადგილზე ჯდება სადაც ორი წლის წინ იჯდა, ირაკლი კი გვერდზე უჯდება. ოთახის კარი იღება და ბესო შემოდის მათესთან ერთად, ბიჭები წყვილს გაოცებული სახეებით უყურებენ ,წყვილი კი მათ.
-აქ რა გინდა?
-და ამას რა უნდა?
-ჩვენი შეხვედრის გახსენება გადავწყვიტეთ.
-მე კურუპირა წამოვიყვანე მეგონა არ იქნებოდი და მარტო მოწყენა მეზარებოდა, ქეთი კიდე საწოლიდან ვერ ავფხიკე.
-და ეს რო წამოგყვა თავის გამოცდას ხვალ რას უშვება?
მათე მხრებში მოიხარა, ბესომ მათეს მოწუტული თვალებით გახედა და თავში ძლიერად წამაორტყა, რაზეც ამრიტას და ირაკლის გაეცინათ მათეს კი სახე მოეღუშა, ხელი კეფაზე იტაცა და ბესოს გაბრაზებულმა შეხედა.
-რა ჯანდაბა გინდა ბავშვო!
-როდის უნდა ისწავლო დე... არას თქმა ! ვინმემ რომ გითხრას მომეციო მოგერიდება და მისემ.
-ვაიმე ახლა არ გადამიყავნო ბესიკა ჭკუიდან.
-შენი ბესიკა არ ავრ მე!
-მე კურუპირა მაგრამ მაინც მეძახი!
მარიტა და ირაკლი ერთმანეთს სიცილით აკვდებიან, ის-ის არის მათე ხელს მოსაქნევად ამზადებს ოთახში გოგო შემოდის და იზახის ლექტორი მოდისო. მათე მხოლოდ გაბრაზებით უყურებს, მერხს უვლის და დის გვერდით ჯდება. მარიტა ირაკლის მხარზეა აკრული და ამსთან ერთად ჩუმათ ხითხითებს. ბესო მათეს გვერდით ჯდება და ახალღა ესალმებიან ერთმანეთს ირაკლი და ბიჭები. ლექტორი შემოდის და თავის კუთვნილ ადგილს იკავებს. ოთახს თვალს ავლებს ნაცნობი სახეების ძიებაში და რამდენიმეს ამჩნევს სანამ მარიტამდე მივა. მერე ფართოდ ეღიმება, მაგრამ მის გვერდით მჯდომ მისივე თავს მოკლედ შეჭრილ თმებში რომ ხედავს ცოტა იბნევა.
-მახსოვდა რომ ერთი იყავი.
მარიტას ეცინება.
-აჰ არა, ორნი ვართ ამ მშვენიერი სახით ბატონო გოგი.
-ჩემს ლექციებზე სულ უფრო მეი და მეტი ხალხი მოგყავს, აი შენც მახსოვხარ.
-დიახ თქვენი სხვა საგებიც გავლილი ამქვს, ამ ქალბატონთან ერთად.
კაცი თავს ღიმილით აქნევს.
-ხო ხო , რა თქმა უნდა, თქვენ ხომ განუყრელი მეგობრები ხართ. სიბრძნის კბილი როგორ გაქვს?
ბესოს სიცილი უტყდება , ლექტორსა და მარიტასაც, დანარჩენი აუდიტორია, ორი შემოპარული სტუდენტის ჩათვლით გაურკვევლობაშია. მარიტას წინ დგება კაცი და თვალებში უყურებს.
-კიდევ ერთი წელი დაგრჩა არა?
-დიახ და შემდეგ მაგისტრატურა.
-სხვათაშორის მახსოვს რომ კარგად ხატავ.
-არცისე.
-არ დაუჯეროთ თავს იმნინებს.
მათემ ხმა ამოიღო და კაცს ლამის ენა ჩაუვარდა ,ხმაც კი მსგავსი ჰქონდათ. კაცმა გაიცინა და ორივეს გაუღიმა , მერე ირკალისკენ სემთხვევით გაიხედა და ეცნო.
-შენც მეცნობი მაგრამა რ ამხსოვს საიდან. სხვა საგნებიც გაიარე ჩემთან?
-მხოლოდ ერთი ლექციას დავესწარი.
ირაკლიმ ეშმაკურად გადახედა ამრიტას და მისგანაც იგივე მზერა დაიჭირა, ბესომ იგრძნო როგორ დაადგა მათემ ფეხზე ფეხი და ბარძაყზე უბრწკინა, მოკლედ მერხის ქვეშ მესამე მსოფლიო ომი გააჩაღეს.
-მეტს რატომ არა?
-ხელოვნების სტუდენტი არ ვარ სამწუხაროდ.
-გამახსენდი, შენ მარიტას შეყვარებული ხარ!
-დიახ.
-ანუ გაითვალისწინე ჩემი რჩევა.
-სამწუხაროდ არა, დავშორდით და სულ ცოტახნის წინ შევროგდით.
-ეგეც რაღაც არის. მოკლედ ახლა რაც შეეხება მე-15 საუკუნის მხატვრობას...
..........
სინამდვილეში წინა ღამეს ბესო მათესთან გალეწილი მთვრალი მივიდა და კარი ლამის ჩამოიღო. შორენა ისევ საავადმყოფოში იყო, ბოლო დროს ცოტა გაუჭირდათ და ქალიც რამდნეიმე ცვლაში ღამით რჩებოდა რომ დამატებითი საათებით ანაზრაურება გამოემუშავებინა. მათე და მარიტა სახლში რომ დაიგულებდნენ სულ იამზე ესაუბრებოდნენ საჭირო არ არისო, ჩვენ ვიმუშავებთ და დაგეხმარებითო ,მაგრამ შორენას ერჩივნა თავად ყოფილიყო უენერგიო და გადაღლილი ვიდრე შვილებს სწავლისთვის სულ მცირე ყურადღება მაინც მოეკლოთ და დღეები და ღამეები სხვების მომსახურებაში გაეტარებინათ.
მოკლედ მათემ თვალების ფშვნეტითა და შიშველი ტერფების ფრატუნით გაუღო კარი. ბესო ჩარჩოს ეყრდნობოდა და მთვრალი იყო.
-რა მოგივიდა.
-შემომიშვებ?
-მოდი.
ხელი შეაშველა და მისაღებამდე გაიყვანა.დივანზე რომ ჩამოაჯინა , მათემ კითხვა ისევ გაუმეორა, მან ხელი ჩაიქნია და თავი გააქნია.
-მარიტა სახლშია?
-ირაკლისთან რჩება. აღარ იტყვი რატომ ხარ ასეთ დღეში?!
-არაფერი უბრალოდ მამინაცვალს ვეჩხუბე და სახლიდან წამოვედი.
მათემ ბიჭის ხელზე სისცხლის კვალი შეამჩნია. თვალები გაუფართოვდა, ბესოს ხელი თავისაში მოიქცია და ძალიან ნაზად შეეხო გადატყავებულ ნაწილებზე, მერე ისევ ბიჭს ახედა.
-შენ ის სცემე?
-და მერე როგორ.- ბესომ სხვა მხარეს გაიხედა- ახლა არც ვიცი სადაა ისიც წავიდა.
-რა მოხდა ამიხსენი!
მათე მის გვერდით ჩამოჯდა. ბეოს ცრემლი წამოუვიდა მომხდარის გახსენებისა და ხელახლა გააზრებისგან. ხელი , რომელიც ჯერ ისევ მათეს ხელზე ჰქონდა დასვენებული უკანკალებდა. გული გამალებით უცემდა და ვერ ხვდებოდა როგორ უნდა ეთქვა ბიჭისთვის მომხდარი. მერე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ხმა დაიმშვიდა. მათეს შეხედა, საცოდავი და უიმედო თვალებით, ტკივილისა და ბრაზისგან ჩასისხლიანებოდა, მაგრამ მათეს ისევ მშვენიერი ეჩვენებოდა.
-სახლში მალე მივედი, დედაჩემი სამსახურში იყო, ის ლოთი როგორც ყოველთვის დათვრა და ისე მოვიდა. არ ვიცი თამთა სალში რატომ იყო შეიძლება გაკვეთილები გაუცდა , მაგრამ...
-არ გაააგრძელო.
მათემ ყურებზე ხელი აიფარა და შოკისგან სხვა მხარეს გაიხედა. მშვეივრად მიხვდა რატომაც იყო ბესო ასეთ დღეში. მერე ისევ ბესოს შეხედა, ბიჭს მომხდარის შემდეგ მოსმენა სჭირდებოდა , რა თქმა უნდა, თამთას მეტი რამის გადატანა მოუწია, მაგრამ ბესო სახლიდან ისე არ წამოვიდოდა რომ გოგო მარტო დაეტოვებინა. ხელები გაშალა, თავით ანიშნა მოდიო, ერთხანს შავგრემანი გაოცებული უყურებდა , მერე მათემ სუსტად რომ გაუღიმა ბიჭი მოწყვეტით ჩავარდა მის მკლავებში.როგორცკი მათეს ხელები მხრებზე შემოეხვია მაშინვე მოეშვა, მიხვდა რომ მარტო არ იყო , მარრტო არ მოუწევდა ამის გადატანა.
-ურჩევნია არ დაბრუნდეს თორემ სულს ცემაში ამოვხდი მაგ...
-დამშვიდდი, შენ იქ დროზე მიხვედი, ხომ დროზე მიხვედი ბესო?!
-კი...
ამოიდუდღუნა და ხელები ძლიერად შემოხვია მათეს. მათემ მუდამ იცოდა რომ ყველაზე მხაირული ადამიანების უკან ტკივილი და სევდა იმალებოდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოედგინა თუ ბესოს მსგავსი რამის გამოვლა მოუწევდა, მისი პატარა და და მამინაცვალი, ამაზე ამაზრზენი არასოდეს არაფერი გაეგო. ძლიერად ეხვეოდა და ემოციები ერთამნეთში ერეოდა, თან მის გრძნობებს გრძნობდა, თან ბედნიერებას რომ ბიჭი რომელიც მოსწონდა ასე ახლოს აღმოჩნდა, თან თავის სიძულვილს რომ ასეთ დროს მსგავს რამეს გრძნობდა და ფიქრობდა.
-მაგრამ.. რომ ვერ მიმესწრო მათე...
-იამზე ნუ იფიქრებ რაც არ მომხდარა, ასე მხოლოდ უარესად გახდები. ახლა როგორაა თამთა.
-დედასთან დავტოვე,მას უფრო დაელაპარაკება, თუ არა და ფსიქოლოგთან წავიყვან ხვალ.
მათე წამით გაჩუმდა და რამდენჯერმე დასამშვიდებლად ასურიალ-ჩაუსრიალა ხელი ზურგზე.
-ჯობს რომ მიიყვანოთ. უფრო დაეხმარება.
-ვიცი. მადლობა.
-რისთვის სულელო?
ბესო მოშორდა და წყლიფერი თვალებით მათეს ლურჯ თვალებს მიაშტერდა. სუსტად უღიმოდა.
-რომ შემომისვი, რომ მისმენ, რომ მესაუბრები...
მათემ თავში წამოარყა და მის დაბღვერილ სახეზე გაეცინა.
-რამდენჯერ გითხრა ნუ აკეთებ მაგას.
-შენ კი მორჩი მადლობებს სისულელეებისთვის. წამოდი ტანსაცმელს მოგცემ და დაიძინე.
-სად დავიძინო?
-ჩემს საწოლში.
-ვოუ ასე პირდაპირ მეპატიჟები? არ ველოდი ასეთ სითამამეს.
ბესო ხასიათზე ასე თუ ისე მოვიდა, მათე ხვდებდოა რომ ამას ტკივილის დასაფარად და ყურადღების გადასატანად აკეთებდა, მაგრამ მაინც აყვა. მის სიტყვებზე კი წითური თავისივე თმის ფერი გახდა სახეზე, ბესოს სიცილი აუტყდა და თითი მისკენ გაიშვირა.
-რა იყო მართლა კი არ ვამბობდი. მორცხვო...
-ვიცი.
ჩაიდუდღუნა და ფეხზე წამოდგა. ბესო უკან ჩუმი ხითხითით აედევნა. ტანსაცმელი რომ მისცა მათემ სააბაზანოში გავიდა და გამოიცვალა. მერე ისევ მატეს ოთახში დაბრუნდა და მის საწოლში ჩაწვა. მათე კარადაში პლედის ძებნაში იყო გართული. ვერ სწვდებოდა, ამიტომ იქვე მდგომი სკამი მიაჩოჩა და ზედ შედგა.
-რას აკეთებ?
ბესოს ხელები თავქვეშ ჰქონდა შეცურებული და მათეს ინტერესით აკვირდებოდა.
-პლედს ვეძებ.
-ეგრე გცივა ღამე?
-არა დივანზე ვიძინებ.
-ვერ ხარ შენ ამხელა ადგილია- საწოლზე წამოჯდა და ხელი მის გვერდით თავისუფალ ადგილზე დაატყაპუნა. უცბად დაიანხა სკამი როგორ შეყანყალდა და შიშისგან გუგები გაუფართოვდა- ჩამოდი მაგ სკამიდან არ ჩამოვარდე და ხელახლა არ მოიტეხო ძლივს მორჩენილი ფეხი.
-არ ჩამოვვარდები, თან დაღლილი ხარ და მარტო ძილი უკეთესი იქნება შენთვის.
უფრო მისთვის, რადგან იცოდა თუ ბესოს გვერდით დაწვებოდა მთელიღამე თვალს ვერ მოხუჭავდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ბესოს გახედა, რომელიც კვლავ საწოლზე იყო წამომჯდარიდა ცალი ხელი საწოლის ცარიელ მხარეს ედო.
-არ შემაწუხებ, თან შენი ოთახიდან ვერ გაგაგდებ, ჩამოდი გემუდარები მაგ სკამიდან.
სკამი ისევ შეირხა და ბესო ფეხზე მტელი სისწრაფით წამოხტა. მათეს უკან იდგა და ხედავდა ბიჭის ყველა მოძრაოაბაზე როგორ ირყეოდა ხისგან დამზადებული სკამი. მათე ხელით მხარზე დაეყრდნო და დანებების გამო თავი გადააქნია. მერე ჩამოვიდ და სკამი მაგიდასთან მიაჩოჩა.
-კარგი ბიჭი.
მათე სახეზე ახურდა და შუქი მანამ ჩააქრო სანამ ბესო მისი სიწითლის დანახვას მოასწრებდა.
..........
-არ გინდა მელ წავიდეთ?
-ირაკლი გაჩუმდი უკვე და მოუსმინე თორე გაგლახავ.
-ნუ ხარ მოძალადე.
ბესო წინ გადაიხარა და ირაკლისკენ როგორცშეეძლო გაიჩოჩა.
-ტყუპისცალს გავს მომაძრო ფეხი.
და მათემ ისევ უბრწკინა ბარძაყზე.
-ვერ გადამირჩები.
გაბრაზებულმა უთხრა და ტერფზე ფეხი დაადგა.
-მორჩით უკვე.
ჩუამდ დაუცაცხანა ძმასა და მეგოაბრს მარიტამ.
-შენ კიდე მოისვენე.
ირაკლის თვალები დაუქაჩა და მობილლურს დახედა. კიდევ 5 წუთიც და სამივე მოისვენებდნენ.
....
:რას შვები?
:დავალებას ვწერ და ლამისაა თავი მოვიკლა შენ?
: ახლა გამოვედი სახლიდან. წამო გავისეირნოთ თან დაისვენებ.
:რა იყო მოგენატრე?
:რა თქმა უნდა!
:კარგი მომწერე აქ რომ იქნები.
მარიტა სკამიდან დგება. კარადიდან ჯინსს და მაისურს იღებს, იცმევს და სუსტ მაკიაჟს იკეთებს. ტელეფონზე მესიჯი მოსდის და ისიც მაშინევ ხსნის.
:რას აკეთებ? დღეს გეგმები გაქვს?
:ქეთისთან ერთად სასეირნოდ გავდივარ, მას ველოდები ახლა. ბოდიში , ხვალ შევხვდეთ კარგი?
:გინდა კინოში წავიდეთ?
:რატომაც არა, მაშინ ხვალამდე?
:რატომ ამაღამ მოგწერ, უბრალოდ გამაგებინე სახლში რომ იქნები.
:კარგი, დროებით იკა.
მარიტას ქეთისგან შეტყობინება მოსდის და ეზოში ჩადის. გოგოს დაანხვაზე ეღიმება და მისკენ გარბის. კისერზე ხელებს ხვევს და ქეთიც წელზე ხლეებს ხვევს. ერთმანეთს ძალიან ძლიერად ეხუტებიან. მარიტა სახეს უკოცნის და წელზე ხელშემოხვეული აგრძელებს მასთან ერთად გზას.
- გითხრაი რომ ისევ გოგის ლექციებს ვესწრები?
-მართლა, გაუხარდა შენი დანახვა?
-რა თქმა უნდა მე მისი ფავორიტი სტუდენტი ვარ.
სიამაყით განაცხადა წითურმა და დაქალს ეშმაკურად შეხედა. ქეთიმ წარბები მაღლა ასწია და სიცილით აკოცა შუბლზე.
-მე ახალი ნახატი დავიწყე.
-როდის გამოვიდე სანახავად?
-როცა გინდა, მაგრამ მეზარება დამთავრება ასე რომ დიდხანს მოგიწევს ლოდინი სანამ სრულად ნახავ.
-არაუშავს ყოველთვის ვიცდი. აუ მეც მინდა რამის დაწყება, მაგრამ ტილოს საყიდლად გასვლა მესიკვდილება.
-გინდა ახლა გავიდეთ?
-არ გეზარება?
-არა, წამო.
სიცილით უთხრა და გაჩერებისკენ წავიდნენ. ავტობუსს ათ წუთს ელოდნენ, მარიტამ ყურსასმენები ამოიღო და ქეთის გაუზიარა. ტრანსპორტში ერთმანეთის გევრდით ისხდნენ. მარიტას ტელეფონში fletcher- if I hated you ჰქონდა ჩართული. ქეთის მუხლზე დადებულ ხელში წითურის ხელი ჰქონდა მოქცეული და თავი მის ხმარზე ჩამოედო.შიგადაშიგ ერთმანეთისკენ აპარებდნენ მზერას და მერე ისევ გარემოს ათვალიერებდნენ. მათ წინ მჯდომი ქალი ზიზღით უყურებდათ და ამის გამო ქეთი და ამრიტა ერთმანეთს ირონიით სავსე მზერებს უცვლიდნენ. ავტობუსიდან რომ ჩამოვიდნენ მარიტა სიცილით კვდებოდა და ქეთიც კისკისებდა.
-მეგონა იმ ჩანთას ჩაგვარტყავდა.
-არა მხოლოდ შენ. ღმერთო რა სახე ჰქონდა.
წითუმრ ამისი გამოჯავრება სცადა და ქეთი ლამის სიცილისგან ჩაბჟირდა ამის დანახვაზე. მარიტასკენ სრულაიდ მიტრიალდა და უკან უკან სვლით ეაუბრებოდა.
-ზუსტად ეგრე გვიყურებდა.
ვიღაცას კინაღამ დაეჯახა ,მარიტამ დროუალდ მოასწრო მკლავში ხელის წავლება და გვერდზე გამოწევა. ამაზე უფრო მეტად გაეცინათ და საბოლოოდ ტილოებამდეც მიაღწიეს.
-აბა ? რომელი გინდა?
-აი ეს , გრძელი და წვრილი.
-რის დახატვას აპირებ?
-ლურჯ ფონზე ძლაიან მკაფიო სახლის კონტურების და ღამის განათების ბოძების, მაგრამ შუქების რვაკუთხა ვარკსვლავებად.თეთრად და ყვითლად.
-ღმერთო ერთისული მაქვს როდის ვნახავ.
-გისმენთ.
-აი ეს ტილო მინდა.
ხელით ანიშნა გამყიდველს და კაცმაც მიაწოდა.
-15.
ქეთიმ საფულიდან ფული ამოიღო და გაუწოდა, მანამ სანამ მარიტა ჩანთაში იქექებოდა.
-საღებავებიც ხომ არ გინდათ.
-არა. რას აკეთებ?
-ჩათვალე შენი ნახატი ვიყიდე.
-კარგი რა ქეთი.
-საჩუქარი ჩემგან, წამო სახლში გავიტანოთ ეგ და მერე მარჯანიშვილის მაკში წავიდეთ გინდა?
-მმმ კი. იმედია ამჯერად ავტობუსში ვინმე მართლა არ გვცემს.
-კიდევ რამე უნდა მომასმენინო?
-კი მაქვს რამდნეიმე , რომ იცოდეს ხალხმა რომ ეგ მომღერალი მთლად სთრეითიც არაა ალბათ უფრო მეტი მიზეზი ექნებოდათ ჩენთვის ჩანთის ჩასარტყმელად.
გაიცინა და გაჩერებამდე მოკლე მანძილი მალე დაფარეს. ქეთის მისი ხელი თავისაში ეჭირა და ძალიან თბილად უღიმოდა. მარტის გრილი დღე იყო, ცა მოქუფრული იყო, მაგრამ წვიმას ჯერ არ აპირებდა, რომც ეწვიმა არ ადარდებდათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent