ბიჭი წარსულიდან (3თავი)
დილას ადრე გამეღვიძაა საბაზანოში შევედი, ცოტა სახლი მივალაგე და ყავა დავლიე. როდესაც უკვე მოვემზადე და კაფეში მივდიოდი კარებთაან ერთი წითელი ვარდი დამხვდა. გამიხარდა,მაგრამ თაან ცოტა შემეშინდა. ვფიქრობდი ვის შეიძლებოდა დაეტოვებინა. სახლში შევიტანე, ჭიქაში ჩავდე და გამოვედი. სამახურში მივედი არავინ არ იყო ჯერ მარტო მე და ნინა ვიყავით, ჭორაობა დავიწყეთ. -ნინ დილას კარებთაან ერთი ცალი ვარდი დამხვდაა ვინ შეიძლება იყოს? ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ ხოლო უცხო ნომრიდან შეტყობინება მომდის.- ბოლოს მაინც ყველაფერი ვუთხარი ნინაჩკას. -გოგო შენ მერე მაგას ახლა მეუბნები. რას გწერს მერე? ვინ არის? ვერ გაიგე?-ცოტა გამიბრაზდა თავიდანვე, რომ არ ვუთხარი შეტყობინებებზე. - ძირითადად ტკბილძილს მისურვებს, უკვე მანიაკი მგონია ეგ ადამიანი.- თან ჩავიცინე. - ანამარიაა, არ გამიბრაზდე, მაგრამ რატომღაც ეგ ბიჭი მაქსიმე მგონია. თან რა გამახსენდა გუშინ სად გაქრი? კლუბიდან რო დატყდი. - რა მაქსიმე , გოგო არამგონია..-ცოტა ჩავფიქრდი მეორე " მემ" გამომძახა ნეტა მართლა მაქსიმე იყოს- ვიღაც ბიჭი კოცნას მიპირებდა ამდროს მაქსიმე გამოვარდა ცემა და წამომათრია რასაც ქვია რა. პროსტაა ამ ბიჭს ვერ გავიგე რაუნდა რა, გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან რატო მახსენებს თავს.-თვალებზე ცრემლები მომადგა. - კაი მარრ არ იტირო ახლა არღირს მაგის გამო ცრემლების ღვრა.-ჩემს დამშვიდებას ცდილობა ნინა. კაფეში მომხმარებელი შემოვიდა ცრმლები მოვიწმინდე და მოვემსახურე. ვცდილობდი ჩემი გრძნობები მომეთოკაა და არ ავყოლოდი ამ გრძნობას რაც მაქსიმეს მიმართ გამაჩნდა, ყველაზე არასწორი საქციელი იქნებოდა. საღამოს ისევ ლექცია მქონდა ამჯერად ნინა არ წამოვიდა. ლექციაზე სულ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი დინებას უნდა მივყოლოდი. ტელეფონზე ისევ შეტყობინება მომივიდა, ამოვიოხრე რადგაან ისევ ის უცნობდი მეგონა. -"რას შვები ანამარია? სადხარ?-მაქსიმე ყოფილა გავიფიქრე და პასუხი დავუბრუნე. -" არაფერს ლექციაზე ვარ, შენ რას შვები?- აი ესეც შენი დინების მიყოლა გამომძახა მეორე "მემ". -" კაროჩე სამსახურიდან გამოვედივარ ახლა გამოგივლი და სადმე წავიდეეთ კარგი?"- ცოტა ხანი ვიყოყმანე არვიცოდი რაუნდა გამეკეთებინდა წასულიყავი თუ არა. -"კარგი წავიდეთ"-ბოლოს მაინც დავთანხმდი. მონატრებული მქონდა მისი საუბარი, გაბრაზება , კამათი, რაღაცას რომ არასწორად გაკეთებ იმას რომ გიხსნის თუ რატომ არუნდა გაკეთო და საერთოდ ყველაფერი. მაქსიმეს თაფლისფერი თვალები მომენატრა სადააც ვიძირებოდი, სადაც ვხვდებოდი რომ ჩემს მიმართ თბილად იყო განწყობილი. დრო მალე გავიდა, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი შესასვლელთაან მაქსიმე დამხვდა სიგარეტით ხელში და მანაქანაზე მიყრდნობილი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, იმ წამს მინდოდა მივსულიყავი და ძლიერ ჩავხუტებოდი. თავი შევიკავე და წყნარად მივუახლოვდი გადამკოცნდა და მანქანაში ჩამაჯინდა. -სად მივდივარ მაქს? - კოტეჯში მივდივარ პატარავ-ეს რომ მითხრა გაკვირვებულმა შევხედე. -მანდ რა გვინდა ბიჭო არ გამაგიჟო? არსადაც არ წამოვაალ გააღე დროზე კარები.- ყვირილი ავტეხე ნამდვილად არ მინდოდა მასთაან ერთად მარტო კოტეჯში ყოფნა. - რა გვინდა და რამდინმე დღე დავრჩებით.- ძალიან მშვიდი ხმით მესაუბრებოდა. - შენ ხომ არ გაგიჟდი მაქსიმეე , დროზე გაჩერე მანქანა თუ არა გადავხტები.- ვნერვიულობიდან ტირილი დავიწყე. -ახლა კარგად მომისმინეე ცოტახანი დავრჩებით იქ და შენი ხმა არ გავიგო გასაგებიაა?!- მკაცრად მითხრა და მიხვდი უკვე აზრი აღარ ქონდა ამიტომააც თავი დავუქნია მხოლოდ. მთელი გზა ორივე ჩუმად ვიჯექით მე მას ვუყურებდი ის კი გზას. იცით იმ მომენტში რაზე ვფიქრობდი? როგორი მკაცრი იყო და ამავდროულად ყველაზე თბილი ადამიანი. მისი ყველა თვისება მიყვარდა და მიყვარსს, ჩემთვის ეს ადამიანი იდეალურიაა მაგრამ არ შემიძლიაა მასთაან ყოფნა არა. დაახლოებით 1 საათში მივედით , ყველაფერზე უზრუნია საკვებზეც და ტანსაცმელებზეც. მაგრაამ ჩემა ტანსაცმელებმა დამაეჭვა საიდან ქონდა. -მაქსიმე ჩემი ტანსაცმელები საიდან გაქვს შენ?-უკაან მივიხედე და ვუთხარი. -ნინამ ჩალაგა და გამომატანა რაიყო პატარავ? -ანუუ ნინამაც იცოდა ხო? საზიზრებო-ენა გამოვუყავი და კოტეჯში შევედი, მყუდროა ადგილი იყო ძალიაან მომეწონა. -ანამარიაა ისევ ისეთ გემრიელ კერძებს აკეთებ?-ეჭვის თვალით შემომხედა, გულში გავიფიქრე მონატრებია ჩემი გაკეთებული კერძები. -რათქმაუნდა, როგორც ყოველთვისს შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთო?-ისევ მახსოვდა მისი საყვარელი შემწვარი კარტოფილი. -კი აბა როგორ? ხოიცი ვგიჟდები შენს გაკეთებულ შემწვარ კარტოფილზე დიდი ხანია არ მიჭამია ეგეთი კარტოფილი..-აფირისტი გავიფიქრე. სამზარეულოში შევედი და კარტოფილის მომზადება დავიწყდე. მაქსიმემ მუსიკები ჩართო ,სამზარეულში შემოვიდა და წითელი ღვინო აიღო, და მინის ჭიქებში ჩამოასხა. -ჩვენ გაგვიმარჯოს მარია- მეც მომაწოდა, ისე საყვრლად მითხრა მინდოდა ჩავხუტებოდი. -გაგვიმარჯოს.-ცოტა დავლიე და ისევ გავაგრძელე კარტოფილის შეწვა. როდესაც სუფრის გაწყობა დავუწყე მაქსიმეც მეხმარებოდა. დავსხედით ვსვამდით და ვსაუბრობდით წარსულზე. -მარია ვიცი რომ ამ თემაზე არავის ესაუბრები და გთხოვ მითხარი რატომ წახვედი და დატოვე ყველაფერი?- ისევ იმ თემას მიუბრუნდა მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი. -თუ არგინდა ავდგე და წავიდე მაშინ შეწყვიტე ამ თემაზე საუბარი. გპირდები ერთ დღეს ძალას მოვიკრებ და მოგიყვები.-თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი არ იყო ის ჩემს მიმართ გულგრილი ან თავს მაჩვენებდა. -კარგი როგორც შენ იტყვი. ახლა კი მოდი პოპკორნი გავკეთოთ შემდეგ კი საინტერესო ფილს ვუყუროთ. ერთად დავიწყეთ მომზადება, მაგრამ თავსახურის დახურვა დაგვავიწყდა. დავზდევდით ამ პოპკორნებს და თაან ვცდილობდით დაგვეხურებინდა თავსახური. ბოლოს ძალიან ვიცინეთ და ძლივს გამზადებული პოპკორნი ჯამში ჩავყარეთ, დივანზე დავსხედით და ფილმის ყურება დავიწყეთ. ფილმის ყურებაში ჩამეძინა ხოლო დილას რომ გავიღვიძე საწოლში ვიწექი და უკდინაად სითბოს ვგრძნობდი. მისკენ გავიხედე და ჩემს თმებში ქონდა ახლართული ხელი. -მოისვენე მარია.- როცა ადგომა დავაპირე მაშინ მითხრა ისე რომ თვალებიც არ გაუხელია. -კარგი რა, რომელი საათია უკვე?-ამოვიწუწუნე. -არმაინტერესებს დაწექი და დაიძინე.-მისი ბოხი ხმა უფრო დაბოხებული იყო, მის ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა. -არ მეძინება.- ძალით დამაწვინა და ჩემს თმებში ჩარგო თავი. - მე მეძინება და მაცადე რა.- ეს თქვა და ძილი განაგრძო, მეც სხვა გზა არმქონდა მას ვუყურებდი და ყველა წერტილსს ვაკვირდებოდი და ჩემს მახსიერებაში ვინახავდი ბოლოს მეც ჩამეძინა. როცა გავიღვიძე მაქსიმე არ დამხვდა საწოლში ავდექი, საბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი. მაქსიმე სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადება (ამას თუ საუზმე ერქვა უკვე 4 იყო დაწყებული). -კულინარის ნიჭი რო გქონდა ვიცოდი მაგრამ ბილებს თუ გაკეთებდი ეგ არ ვიცოდი.- ჩავიცინე. -ბევრს ნუ ატრიალებ მაგ ენას დაჯექი ჯერ შემწვარი კვერცხი და სალათი მირთვი შემდეგ ბილნები.-მკაცრი ხმით მითხრა, იცოდა რომ ბლინებს შევჭამდი მარტო. -რას მიბღვერ ერთი, შევჭამ ჯანდაბათ ჯერ ამათ მერე ჩემს ბლინებს.-თვალები დავიწვრილე და ტუჩებზე გავისვი ენა. შემიძლია ვთქვა რომ მაქსიმე უგემრიელეს საჭმელებს აკეთებდა და ვგიჟდებოდი მის გაკეთებულ ყვეალფერზე. გემრიელად მივრითვით საჭმელი , ცოტა თბილად ჩავიცვით და გარეთ გავედით სასეირნოდ. -მაქსს, სიგარეტი მომეცი რა იცოდე არ მაწუწუნო ახლა- შრეკის კატის თვალებით ვუყურებდი მართლა რომ მოეცაა ვერასდროს ვერ იტანდა რომ ვეწეოდი და სულ მიკრძალავდა. -ხომ იცი ძალიან ტყუილად მეზვერწები მაინც არ მოგაწევინებ.-დაემჭყანა და თვითონ ამოიღო სიგარეტი მეორე ხელი კი მე გადამხვია. -მაქსიმეე გთხოვვ რაა მომაწევინეე.- აზრი არქონდა ჩემს ხვერწნას მაგრამ მე რის ანამარია ვარ თუ არ გავჯიუტდი. -არათქო, გაჩუმდი ახლა და დატკბი ამ ბუნებით.- როგორვ ყოველთვის მკაცრად მითხრა, მის ნებას დავყევი ამჯერადაც და ჩუმად დავიწყეთ სეიორნობა. ბოლოს ეს სიჩუმეც მობეზრდა მაქსიმეს შემომიბრუნდა და მითხრა: -მარია...-ცოტა ხანი გაჩუმდა ყოყმანობდა ეთქვა თუ არა- ყველაზე მწარე განაჩენი იყო ეს 4 წელი შენს გარეშე ყველაფერს ფერი დაეკარგა ყველფაან გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვე.-ბოლოს მაინც გამოტყდა. -რასქვია უფერული გახდა მაქს?-გაკვირვებული ვუსმენდი მის სიტყვებს. -მეტი ჯერ ადრეა რომ გამიგო პატარა ქალბატონო.-ეს მითხრა და გაჩუმდა. სახლში რომ დავბრუნდით მაშინვე ოთახში შევედი დავიღალე თაან დაფიქრება მჭირდებოდა თუ რას ნიშნავდა მაქსიმეს ყოველი სიტყვა. ფიქრებში ჩამეძინაა. აღარ მოგაწყენთ თავს თუ რას ვაკეთებდით მაინც ყოველი დღე ერთი და იგივე იყო, საინტერესო არაფერი მომხდარა. როდესააც ბათუმში დავბრუნდით სახლთაან მიმიყვანა ჩანთა ამატანინა და სამსახურში წავიდა. მე კი სახლში დავრჩი და ძილი ვარჩიე, მეორე დღეს სამსახურში მივდიოდი. დილას როდესაც გავიღვიძე ტელეფონზე შეტყობინება მხვდება. -"დილამშვიდობისა მარია,როგორ ხარ?"-ჩავფიქრდი არვიცოდი გამეცა თუ არა პასუხი. -"დილამშვიდობისა, რომელიხარ?"-უკვე მომბეზრდა საიდუმლოებები აღარ შემეძლო. -"მაგას მალე გაიგებ მარია, რასშვები სახლში ხარ?"-ისევ მიგრძლებდა დაილოგს. -"ჯერჯერობით კი , მალე სამსახურში წავალ შენ რასშვები?"- მეორე "მე" მეუბნებოდა გაუგრძელე საუბარი შეიძლება რამე დააცდენინოვო. -"სამსახურში ვარ. მარია ახლა უნდა წავიდე საღამოს მოგწერ." -"კარგი"-მხოლოდ რს მივწერე და მომზადება დავიწყე უკვე, სახლიდან გავდიოდი კარები გავაღე და ერთი ცალაი წითელი ვარდი დამხვდა. ისევ ისეთი წითელი ვარდი, შემოვრბდი და ჭიქაში ჩავდევი. სამსახურში მივედი ნინა ჯერ არ იყო მოსული, დასუფთავება დავიწყე მალევე ჩემი ნინაჩკაც მოვიდა ყავა გავიკეთეთ და ჭორაობა დავიწყეთ. ყველაფერი მოვუყევი საერთოდ დილას რაც მოხდა ეგეც . - ანუ გწერს და მარტო ყვავილებს გიტოვებს? მაგრამ ყვავილებს შეიძლება მაქსიმეც ტოვებდეს.-ჩაფიქრებული საუბრობდა. -არა გოგო მაქსიმე რომ იყოს მკითხავდა ყვავილების შესახებ რაიმეს მაინც მაგრამ არაფერი უკითხავთ. ასე საუბარში ვიყავით გართული როდესაც კაფის კარები გაიღო და მაქსიმე შემოვიდა. ჩვენთაან მოვიდა ორივე გადაგვკოცნა და მოგვიკითხა. შემდეგბკი ნინას თხოვდა ცოტა ხნით თუ შეგიძლია რომ დაგვტოვო, ნინაც ადგა და გავიდა. -ანამარია ,-ცოტა ხანი გაჩუმდა.-მოკლედ რამდენიმე დღით ისევ თბილისში მიწევს დაბრუნდება, მე კიდევ შენი დატოვება მიწევს. -არაუშავს მაქს, რამდენიმე დღეში დაბრუნდები ჩემზე არ ინერვიულო რა,-ვიცოდი უჭირდა საუბრის გაგრძელება და გავაწყვეტინე. -გპირდები მარია რომ მალე დავბრუნდები. ჩემი გოგო ხარ დაიმახსოვრე-მოვიდა შუბლზე მაკოცა და კაფედან გავიდა. ბოდიშით დაგვიანებისთვის, რაღაც მიზეზების გამო ვეღარ მოვახერხე დასრულება. შემდეგში აღარ გალოდინებით, ხოლო რაც შეხება 3თავს იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.