ბიჭი წარსულიდან (2თავი)
დილას როდესაც გავიღვიძე ნინა არ დამხვდა სახლში. ავდექი ყავის გაკეთება დავიწყე როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა უცხო ნომრიდან. -"დილამშვიდობისა მარია"- უცებ ვერ გავიაზრე ვინ იყო. -"რომელი ხარ?"-პასუხი დავუბრუნე -"მალე გაიგებ"- გაოცებული შევჰყურებდი ამ sms-ს აღარ მიმიქცევია ქურადღება არც პასუხი დამიბრუნდებია, ჩემს ყავას მივუბრუნდი. მალევე მოვემზადე და კაფეში წავედი, ნინას უკვე მუშაობდა. ჩემი გოგო გადავკოცნე და მუშაობა დავიწყე. თაან ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ ამაზე უფრო დიდი სადარდებელი მქონდა სახელად "მაქსიმე". მეორემ "მემ" გადმომძახა მოგენატრა ანამარია შენი მაქსიმე. თავი გავაქნიე ჩემი ფიქრები გავფანტე და გარეთ ჰაერზე გამოვედი, გარეთ მანქანა დავინახე რომელზე მიყრდნობილი მაქსიმე დავინახე, გაოცებული ვუყურებდი და ვფიქრობდი აქ რა უნდოდა. -როგორ ხარ მარიაა?- მალევე მომიახლოვდა. -მაქს რაგინდა?-არ მინდოდა ისევ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნებული და ყველაზე დიდი შეცდომა დამეშვა. - რატო მეუხეში გოგო სულ.- გამიბრაზდა მისი თაფლიფერი თვალები გამუქდა და ვხვდებოდი როგორ მომნატრებია მისი თვალები , მისი გაბრაზება , მისი სურნელი რომელიც განსხვავებული იყო . -კარგი ხო , შემოდი დასვხდეთ- მართლააც ძალიან ვეუხეშებოდი ამიტომ კაფეში შევიპატიჟე. როდესაც შევედით ნინა გაოცებული გვიყურებდა თვალი ჩავუკარი რადგაან ისეთი არაფერი არ ეთქვა. მაგიდასთაან დავჯექით ნინამ ყავა მოგვიტანა. ორივე ვდუმდით არცერთი ვიწყებდით საუბარს, ბოლოს ისევ მე დავიწყე საუბარი. -მაქსიმე ბათუმში რას აკეთებ მეტყვი?-ცოტა უხეშად ვუთხარი. -საქმე მაქვს და ამიტომ ჩამოვედი და ასე ძალიან რატო ინტერესდები ქალბატონო ანამარია?-ისეთი მომნუსხველი თვალებით მიყურებდა უბრალოდ არ შემეძლო ყურება, არ შემეძლო მისთვის მეთქვა ყველაფერი. -უბრალოდ მაქს, უნდა ვიმუშაო.-არც დავმშიდობებივარ ისე ავდექი და გავაგრძელე მუშაობა. მაქსი წავიდა თუ არა ნინამ კითხვებით შემომიტია. -მარ რა უნდოდა ? რა გითხრა? ხომ კარგარ ხარ ჩემო სიყვარულო?-ცოტა შეშინებული მიყურებდა რადგაან ვიდექი და გაშტერებული ვუყურები იმ კარებს რომელშიც რამდენიმე წუთის წინ ჩემი ცხოვრების სიყვარული წავიდა. -ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მომიკითხა ნინ არ ინერვიულო ყველაფერი რიგზე იქნება.-ჩემ თავსაც ვამხნევებდი და ნინასაც ვამშვიდებდი. თავზე მაკოცა ნინამ და ყავის გაკეთება გაგრძელა. საღამოს უკვე ლექციებზე წავედით, გაფანტული ვიყავი საერთოდ არ ვუსმენდი ლექციას. გვიან დავამთავრეთ ლექცია როდესაც უნივერსიტეტიდან გამოვედით მაქსიმე დავინახეთ, მე და ნინამ ერთმანეთს გადავხედეთ. - მაქსიმე?!- ცოტაა მორიდებით ვუთხარი არვიცოდი რა მეთქვა. - ჩაჯექით სახლში გაგიყვანთ გვიანია უკვე. - არა საჭირო ჩვენით წავალთ , არშეგაწუხებთ.- უპასუხა ჩემს მაგივრად ნინამ, გულში მადლობას ვუხდიდი რომ ეს გაკეთა ნამდვილად არმინდოდა მასთან ერთად მგზავრობა. - არა რა შეწუხება მიდი ჩასხედით.-ბოლოს უუარი ვერღარ ვუთხარით და მანქანაში ჩავსხედით. მე უკან მოვთავსდი და ჩუმად ვუყურებდი და ვფიქრობდი თუ როგორი მამაკაცური გახდა უფრო. ჯერ ნინა დატოვა სახლში ნინასთაან ახლოს ვცხოვრობდი მაგრამ არ გამიშვა ფეხით სახლამდე მიმიყვანა, მანქანიდან გადმოვედი და ისიც გადმომყვა ჩემს წინ დადგა და მიყურებდა. -მადლობა მაქსიმე რომ მომიყვანე. -არაფრისს მარიაა, მიდი ახლა ადი-შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჯადა მელოდებოდა როდის ავიდოდი ვიცოდი ისე არ წავიდოდა როდესაც ავედი ფანჯარაში გავიხედე, სინათლები აციმციმა და წავიდა. ვხდებოდი ისევ იღვრებოდა ჩემში ის სიყვარული რომელიც მინდოდა დამევიწყებინა მაგრამ არ გამომდიოდა. აივანზე დავჯექი მუსიკებს ვუსმენდი როდესაც შეტყობინება მომივიდა -"ძილის დროა მარია, ტკბილი ძილი პრინცესა" არ გამიცია პასუხი ცოტათი შევშინდი, მანიაკი ავიკიდე ვფიქრობდი. სახლში შევედი დავწექი და დავიძინე დილას ადე უნდა ავმდგარიყავი. დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნინაჩკა რეკავდა. -ხო ნინ. -უკაცრავად რომელიხარ? ანამარია მინდოდა.-სიცილი დაიწყო- გოგო რა დაბოხებული ხმა გაქ ვიღაც კაცი მეგონე- კისკისებდა ჩემი ნინაჩკა თან ჩემს გაბრაზებას ცდილობდა. -კაი რა ნინა რომელი საათია რატო მაღვიძებ უფ- ვითომ საერთოდ არმიწევდა ახლა გაღვიძება. -მოკლედ მორჩი წუწუნს დღეს ცოტა ადრე დავკეტოტ კაფე და სადმე კლუბში წავიდეთ გავერთოთ- ცოტა შეპარვით მეუბნებოდა იცოდა არ მიყვარდა კლუბებში სიარული მაგრამ ახლა ისე ვიყავი უარს ნამდვილად არ ვეტყოდი. - კაი ავდგები ახლა მე მოვაალ სამსახურში და მერე წავიდეთ კლუბში რაპრობლემა. -ჩემი გოგო ხარ.-გახარებულმა ჩამძახა ტელეფონში და გამითიშა. საბაზანოში შევედი, როდესაც გამოვედი რა დრო გასულათქო და მომზადება დავიწყე, სამსახურში მალევე მივედი. ნინაა გახარებული დამხვდაა, დაფრიალებდა მაგიდებს შორის ასე თუ გაუხარდებოდა კლუბში წასვლა რას ვიფიქრებდი. მალევე დავკეტეთ კაფე და სახლში წავედით მოსამზადებლად, 1საათი ვიდექი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა. ბოლოს ლამაზი შავი მოკლე კაბა ჩავიცვი თმა გავიშალე, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. ნინასთან გავედი და კარები რომ გამიღო ყბა ჩამომივარდა ისე ლამაზად იყო. თეთრი მოკლე კაბა, უზურგო ეცვაა მსუბუქი მაკიაჟი და თმა მაღლა აეწია. -ოუუ რა ლამაზიხარ- გაოგნებული ვუყურებდი ჩემს დაქალს. -ამ საღამოს შენი ვარ ბეიბი-ისე მითხრა ორივეე სიცილი დავიწყეთ. ტაქსი გამოვიძახეთ და კლუბში წავედით. რომ შევედით მალევე შევუკვეთეთ სასმელი. ნინა ტეკილას სვამდა მე კიდე კოკტეილს. ნელ-ნელა ხალხს შევუერთდით და ცეკვა დავუწყეთ დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი მაგრამ რამდენჯერაც უკან მივიხედე ვერავინ დავინახე. ბოლოს შევეშვი და ცეკვა გავაგრძელე, ნინა ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდა მე კი მარტო დამტოვა. უკნიდაან ხელები ვიგრძენი მენჯებზე უკაან რო მივიხიდე უცნობი ბიჭი შემრჩა ხელშიი. ნასვამი ვიყავი გავთამამდი და კისერზე მოვხვიე ხელები და ცეკვა გავაგრძელეთ ერთად. კოცნას აპირებდა როდესააც მე უკაან დავიხიე და დავინახე ამ ბიჭს როგორ მოხვდა ხელი სახეში და ძირს გაწვა. გაოცებული შევჰყურებდი ჯერ ამ უცნობ ბიჭს და შემდეგ მაქსიმეს, აი თურმე ვისი მზერაა მწვავდა. ხელი ჩამკიდა და კლუბიდან გამიყვანა ხელს მიჭერდა უფრო და უფრო . -მაქსს მტკივა გამიშვი.- ამოვიტირე -დროზე მანქანაში ჩაჯექი ანამარია.-გაბრაზებული ხმით მითხრა, ჩემი საყვარელი თვამები ამჟამად შავი იყო. ხმა არ ამომიღია ისე ჩავჯექი ვიცოდი აზრი არ ქონდა მაინც ძალით ჩამსვავდა მაანქანაში. სანაპიროზე მივედით მანქანიდან გადავიდა ცოტა ხანი დაველოდე და გადავედი. - შენ გოგო სულ გააფრინე, ვისს ეცეკვებოდი გოგო ვისს ?? თავში ჭკუა არ გაქ?- მიყვიროდა პირველად ცხოვრებაში მაქსი მიყვიროდა. -შენ ვინ გეკითხება მე ვის ვეცეკვები და ვის არა? ვინ ხარ საერთოდ ჩემს ცხოვრებაში რომ ერევი ვინ ხარ ?? ვინნ მაქსიმე?- ვუყვიროდი თან კიდე ვტიროდი. - ანამარიაა ვინ ვარ ვინ? მაგას შენ მეუბნები? 4 წლის წინ ყველაფერი მიაგდე დაიკიდე და სადღააც ჯანდაბაში წამოხვედი! ყველა და ყველაფერი მიატოვე არავის არ ეუბნები მიზეზს. ყველაა შენ ძებნაში იყო მათ შორის მეცც. ვერავი ვერ გიპოვაა თქვიი მიზეზიი თქვი. - არ ვაპირებ შენ გიხსნაა მე რატო წავედი და რატო არა შემეშვი მაქსიმე შემეშვი, გთხოვ წადი. - კარგი ჩაჯექი მანქანაში სახლში წაგიყვან.- გაბრაზებული იყო ვიცოდი მაგრამ ახსნის თავი არ მქონდა. სახლში მიმიყვანა შუბლზე მაკოცა და წავიდა. ისევ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა ამანაც ხო დამღალა რა ვინ არის ვინნ მიძახორა მეორე "მე" -"ტკბილიძილი პრინცესა" რათმაუნდა ისევ არ ვუპასუხე და დავიძინე. 2 თავიც დაიდო იმედია მოგეწონებათ.. იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.