განთიადი (მეათე თავი)
მირბოდა გოგონა, ფეხ და ფეხ მისდევდა მდევარი. დაქაჩა თმიდან, შემობრუნებულს დაუხვდა, ორი წლის წინათ დასაფლავებული. იგუდებოდა, ყელში წაევლო ბოროტი ხელი, სუნთქვას უკრძალავდა, თითქოს. ცახცახებდა მთელი სხეულით, ოფლში გახვეული. კიოდა განწირული ხმით. ვერ მოიყვანა გონს, მასთან მყოფმა. კვლავ ცხადად ხედავდა, ტანზე შემოფლეთილ ტანსაცმელს. გრძნობდა საძულველ ხელებს სხეულზე, გრძნობდა გულის რევას. -გამიშვი, ნუ მეკარები! -გამოფხიზლდი დეკა, მოდი გონს გთხოვ. -გაიწიე, გამიშვი, მიშველეეთ. მხრებში ჩაფრენოდა მამაკაცი, გამოღვიძებას ცდილობდა ქალისას. -გამიშვი. არაადამიანური ხმა ჰქონდა გოგონას. -დეკა, გთხოვ გაახილე თვალები, მე ვარ, შენთან ვარ, გთხოვ შემომხედე. გაახილა მჭიდროდ დახუჭული თვალები ქალმა. შეხედა მისთვის საყვარელს. გული აეწვა ლუკას, შიშს და ტკივილებს მოეცვათ ქალის მზერა. -ცუდი სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი, მოდი ჩემთან. თმაზე ჩამოატარა ხელი, შეუმშრალა ლოყაზე ღვარად დადენილი ცრემლები. მთელი ძალით მოეხვია ქალს, მანაც მოჰხვია აცახცახებული მკლავები. -დამშვიდდი, წყალი ხომ არ გინდა?! -არა, კარგად ვარ, კარგად ვიქნები. -შემაშინე ძალიან. -საშინელება იყო, თითქოს მართლა ხდებაო, ისე ცხადი იყო ყველაფერი. -დამშვიდდი, ვერავინ შეგეხება, ვერავინ მოვა ახლოს შენთან. -ვერ ვივიწყებ, ვერაფერს ვივიწყებ, აღარ შემიძლია უკვე, ყველგან დამყვება წარსული. ყურებზე მიიჭირა ხელი, კვლავ მოიცვა ისტერიკამ. -შემომხედე მე, არ მოგცემ უფლებას გეშინოდეს, ხომ ხედავ აქ ვარ, ჩემთან ხარ, ნუ გეშინია, ყველაფერს დავალაგებთ, შეძლებ ბედნიერ ცხოვრებას აი ნახავ. -შევძლებ, აუცილებლად შევძლებ. აქნევდა თავს და ვერნიმორჩილებდა სხეულის ცახცახს. -აი ესე, აღარ იფიქრო არაფერზე, ჩემთან მოდი. კვლავ მიიხუტა გოგონას სხეული, ძილი არ მიჰკარებია თვალზე არც ერთს. ისე ამოვიდა შემოდგომის მზე, კვლავ ფხიზლად მყოფნი შეეგებნენ მის ნათებას. განთიადი იყო უჩვეულო. -რა გეგმები გაქვს დღეს? მზრუნველობა იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. -ჯერ ნიკოს დავტოვებ,ბაღში. სამსახურში ვიქნები ხუთამდე, მერე წამოვიყვან და საღამოს მეორე სამსახურში ვარ, ნიკოლასთან ერთად წავალ იქ. -მე მეყოლება ნიკო, გამოვიყვან ბაღიდან და ჩემთან იქნება. -არა, ნუ იწვალებ ასე. -დეკა, თავიდან აგიხსნა, რომ ნიკოლა არაა ის ვინც მეზედმეტება? -არ მითქვამს ეგ, სამსახურში არ გაქვს საქმე? -მივხედავ მაგ საქმესაც. -კარგი, ვკითხავ თუ მოისურვა, იყოს მასე. მობილურის ზარმა გააწყვეტინა საუბარი. -გისმენ დოდო დეიდა. -როგორ ხარ დედი? რამე ხომ არ დაგიშავეს?! ვნერვიულობ წუხანდელს მერე. -კარგად ვარ, მადლობა. თქვენ როგორ ხართ? -ჩვენ რა საკითხავები ვართ შვილო, ჩვენ რა გვიჭირს?! -კარგად ვარ მეც, არ ინერვიულოთ თქვენ. -დეკა, მამინაცვალი დაგეღუპა, დღეს თქვეს ნახირს რომ მივდენიდით, იქ ლაპარაკობდნენ. -რას ამბობთ? როგორ? -მთვრალი გაპარულა ძილში, უწია ცოდვებმა მაგ უდღეურსაც. -არ თქვათ მასე, ცოდოა სიკვდილისთვის ყველა. -ჩამოდი შვილო, დაასაფლავე, დაიბრუნე შენი სახლი, მამაშენის დანატოვარი. -ახლა, იმდენი პრობლემა მაქვს აქაც, მივიფიქრებ რამეს. -შენი ნებაა, გაქვს უფლება არ ჩააგდო არაფრად, მაგრამ ნუ დაკარგავ კარ-მიდამოს, მამაშენმა თავისი ხელებით შექმნა ყველაფერი, ხომ იცი?! გვერდში დაგიდგებით ყველაფერში ჩვენც. -კარგი დოდო დეიდა, წავალ ახლა, გავემზადო დავაგვიანებ სამსახურში, მადლობა რომ გამაგებინე. მომიკითხე ძია ნუგზარი. -მშვიდად იყავი შვილო, იცოდე გეიმედებოდეთ ყველაფერში. -არ ვიცი ამ სიკეთეს თუ გადაგიხდით როდესმე. -შენ რომ ბედნიერს გნახავთ, ესეც გბეყოფა ჩემო გოგო. -მადლობა, დროებით. -დროებით. გათიშა მობილური. ფეხები ააწყო დივანზე, მოიკეცა და მუხლებს დააყრდნო შუბლი. ეტკინა, მაინც ეწყინა, გარდაცვალება, იმ ადამიანის, ვისაც იცნობდა წლები. -მოხდა რამე? -ჩემი მამინაცვალი დაღუპულა. -სამწუხაროა, რა შემიძლია გავაკეთო? -არ ვიცი, მეც არ ვიცი რას ვაპირებ, ასე ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო, მალე ავფეთქდები. -დამშვიდდი და მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება. -დასვენება მინდა, ციტა ხნით მინდა დავისვენო. არაფერი აღარ უთქვამს ლუკას, აივანზე გავიდა. აკრიფა ნაცნობი ნომერი და ძილისგან დაბოხებული ხმაც გაისმა ყურმილიდან. -ახლა რამე მნიშვნელოვანს თუ არ მეტყვი, გეფიცები მოგკლავ. -აუ შე ძილის მონა, მნიშვნელოვანია თანაც ძალიან. -იტყვი თუ გავშალო ტარო? -ახალ გაღვიძებულზეც იუმორის ზევსი ხარ. -ანუ გავშალო? -ნიკოს მიხედავ დღეეს?დეკას წავიყვან სადმე, საღამოს დავბრუნდებით, ცუდადაა, დაისვენოს ცოტა. -რა სჭირს? -გუშინდელი ამბავი, მერე ამ დილით გაიგო, მამინაცვალი დაეღუპა. მინდა ერთი დღით მოვწყვიტო ყველა ფიქრს. -ლილუშაც სახლშია დღეს, ვეტყვი და მივხედავთ ნიკოს, შენ დეკაზე იზრუნე კარგი? -ძმა ხარ დემე. -ძმაც ვარ და ცოტა მეტიც, ჯერ ვერ იაზრებთ უბრალოდ. -ბაღში დავტოვებთ ნიკოლას, იქიდან გამოიყვანე და გყავდეს მერე ხო? -კარგი. შებრუნდა ოთახში, კვლავ იმ ფორმაში დაუხვდა ქალი, როგორც დატოვა. ჩაიმუხლა მის წინ. აკოცა მაჯაზე, შემდეგ თითებზე. -დღეს მინდა ჩემთან იყო, შეძლებ? -ერთ საათში სამსახურში უნდა ვიყო. -დარეკე ორივეგან, აიღე შვებულება, უთხარი მამინაცვლის დაღუპვაზე. -კი მაგრამ… -ხომ არ ატყუებ? მართლა ესეა და , გაგათავისულებენ, დაისვენებ ცოტას. -ნიკო მყავს წასაყვანი ბაღში. -მოვამზადოთ ნიკოლა, მე წავიყვან, მანამდე შენ გაემზადე, სადღაც მინდა წაგიყვანო. -საად? -სიურპრიზია. -ჯერ დავრეკო, თუ გამანთავისუფლებენ სამსახურიდან. -მიდი, მე ნიკოს გავაღვიძებ. მოაწესრიგეს ნიკოლა. მზად იყო ბაღში წასასვლელად. -დე, დღეს დემე ბიძია მოგაკითხავს, ლილესთან და დემესთან დარჩები? -შენ? -მე ცოტახნით არ ვიქნრბი, მაგრამ საღამოს დავბრუნდები. -კარგი, მიყვარს მე დემეტრესთან. -ჭკვიანად ხო? არ გააბრაზო ლილე. ლუკამ წაიყვანა ბაღში. -ნიკო, გპირდები მერე ერთადაც წავალთ სადმე, ახლა დეკას წავიყვან ხო? -კარგი. -ხომარ ბრაზობ? -არა, დემეტრესთან კარგად ვერთობი, ვიქნები მასთან. უდარდელად აიჩეჩა მხრები ბიჭუნამ. -მაგარი ბიჭი ხარ შენ. -დედას ძალიან ატკინეს გუშინ. -ვინ? -ბებიამ, უთხრა ამ ბავშვს არ დაგიტოვებო, არ მინდა მე იმათთან, ცუდები არიან. -სულ დეკასთან იქნები და კიდევ ჩემთან, არ მოიწყინო მაგის გამო, კარგი? -დედას რომ დაარტყეს წაიქცა, არ მინდა მე ასე, სულ ასე აკეთებენ ეგენი. -შენ არ ინერვიულო,ვერავინ მიეკარება დეკას, ამის მერე სულ თქვენთან ვიქნები. -მადლობა ლუკა, დედა იღიმის შენ რომ ხარ ხოლმე. -შენ ნიკო? არ გიყვარს მე რომ შენთან ვარ? -მიყვარს, შენნაირი მინდა ვიყო. -არა, შენ იქნები ჩემზე მაგარი. -მართლა? სიხარულის სხივები აუკიაფდა პატარა თვალებში. -მართლა. გადმოსვა მანქანიდან, ჩააბარა ბაღის აღმზრდელს და მიბრუნდა უკან. მზად დახვდა დეკა, სპორტულ სამოსში გამოწყობილი. -ულამაზესი ხარ. ღიმილით უთხრა მამაკაცმა კარში მდგომს. -უბრალოდ მაცვია. -უბრალოდ ხარ ძალიან ლამაზი, ყველა ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე. -მადლობა. გაეღიმა გოგონასაც. ემოციებით დაღლილი სახე, გაუნათა ლამაზმა ღიმილმა. თბილისთან ახლოს, ტბის პირას იდგა პატარა ხის სახლი. უკან ტყე ჰქონდა, წინ ულამაზესი ტბა. სამოთხეს გავდა იქ დანახული. -რა სილამაზეა ლუკა, რა სიმშვიდეა?! -მოგწონს? -ძალიან. -მეც მიყვარს აქაურობა, სიმშვიდეში ყოფნა რომ მინდა, მაშინ მოვდივარ ხოლმე. კარი შეაღო ლუკამ, სიმყუდროვეს იტევდა მომცრო ხის სახლი, მისაღები და სამზარეულო იყო მთლიანად, კარით კი პატარა საძინებელში შეხვიდოდი, გვერდით სააბაზანო იყო. ძალიან გემოვნებით იყო ავეჯი შერჩეული. -ეს შენია? -მე ავაშენე, ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული. -ძალიან კარგია, აქედან არასდროს წავიდოდი. -როცა მოგინდება, მაშინ მოდი. მკლავებზე პერანგი აიკაპიწა ლუკამ, გზად ნაყიდ პროდუქტებს სამზარეულოს მაგიდაზე მოუყარა თავი. საუზმის მომზადება დაიწყო, იქვე ჩამოჯდა დეკა, იდაყვი ჩამოაყრდნო მაგიდას და ხელის გულს დაეყრდნო ლოყით. უყურებდა მის წინ მყოფ მამაკაცს, სხეულში უცნაური ტალღა უვლიდა, თითქოს დაავიწყდა ყველაფერი, აქამდე მომხდარი. -რას ამზადებ? დაგეხმარები. -მოდი დღეს სტუმარი იყავი, მე მოგემსახურები. -როგორ პატივში ვარ?! -შესაშურია პირდაპირ. კიტრს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა და მიაწოდა გოგონას, თავისივე ხელით აჭამა, მიწოდებული ლუკმა. -იცი?! არასდროს ვყოფილვა ასეთ ლამაზ ადგილას. -გუდამაყარზე გამიგია, ულამაზესიაო. -კი, მაგრამ სილამაზე მხოლოდ ადგილი ხომ არაა? ბუნება შეიძლება ყველგან იყოს, შენი სული სად გრძნობს თავს კომფორტულად, რა გელამაზება ყველაზე მეტად, მთავარი ეგაა. -ანუ მე გელამაზები? ეშმაკური ღიმილით დააჩერდა მამაკაცი. -შენ მიქმნი ისეთ პირობებს, რომ შეუძლებელია, ეს სილამაზე ვერ აღვიქვა. -უკვე კარგია. -ერთ დღეს, მეც გავხდები ის, ვინც გაგილამაზებს გარემოს. -და რატომ გადაწყვიტე, რომ ახლა ასე არაა?! -ახლა, მხოლოდ საზრუნავი და სადარდებელი ვარ შენი. -ახლა, ყველაზე ლამაზ ქალთან, ყველაზე ლამაზ ადგილას ვარ, ლამაზი მიზნებით. მეტი რა უნდა მინდოდეს?! წამოდგა დეკა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქურასთან მდგომს. მოხვია მკლავები კისერზე და ყბის ძვალზე მიაკრო ცხელი ტუჩები. -ჩემს ცდუნებას აპირებ? -ეს მჭირდება? -სარგებლობ ხო?! -თითქოს არ მოგწონდეს. კვლავ გაამეორა კოცნა გოგონამ. ოსტატურად გათიშა ქურა მამაკაცმა. მოჰხვია მკლავები სუსტ სხეულს. -რაო აბა, რას ამბობდი? -გამიშვი, ვჭამოთ. -ახლა გაგიშვა ანუ?! ელაპარაკებოდა და უკოცნიდა სახეზე ყველა წერტილს. -კი ახლა. -რომ მიწვევდი მაშინ გეფიქრა. -რომ მეფიქრა არ გამოგიწვევდი. -მაშინ არ იფიქრო ხოლმე, ასე უფრო მაწყობს. -ცუდი კაცი ხარ. -ჯერ არ იცი როგორი ცუდი. ბაგეებს მისწვდა, ქალისას. ღელვამ დაუარა უცნაურმა დეკას. აუფორიაქდა გული. არ აპირებდა ლუკა ამაზე მეტს, იცოდა ქალის მდგომარეობა, არ ააღელვებდა მეტად. მალევე მოწყდა გოგონას, თმაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი და ახლა მან აკოცა კისერში. -მოდი ვჭამოთ. ამოისუნთქა გოგონამ, თითქოს ყველა მარწუხი შემოხსნეს, რაც აქამდე სხეულს უბოჭავდა. ძველი შიშები, ძველი განცდები არ ანებებდნენ თავს. სულს უხუთავდა სიახლოვე, თუნდაც საყვარელი კაცის. მაგრამ ცდილობდა დაეძლია, გაემარჯვა საკუთარ შინაგან შფითვაზე. -ძალიან გემრიელია. სტეიკის ნაჭერს კვლავ დაარჭო ჩანგალი. საპასუხოდ ღიმილი მიიღო კაცისგან. -ჭამე და გავისეირნოთ. -კარგი. მალევე მორჩნენ საუზმეს. ახლა არ ადროვა დეკამ, თვითონ მიალაგა სამზარეულო. ტბის ნაპირს მიუყვებოდნენ ფეხით, მხრებზე მოეხვია ლუკას ხელები, მის გულზე ედო თავი გოგონას. -რა იქნებოდა, აქამდე მენახე? -მთავარია ახლა ჩემთან ხარ. თავზე აკოცა მამაკაცმა. -ახლა უფრო მეშინია, ახლა უფრო განვიცდი. -რისი დეკა? -აქამდე მხოლოდ ნიკოლასთან, ჩემს ღირსებასთან ვიყავი ვალდებული, ახლა შენ. თან ისეთი ხარ, მგონია ვერ გავწვდები შენს მორალს, ვერ გეყოფი და გატკენ. -სულელი ბავშვი ხარ ჯერ ისევ, ასე რომ ფიქრობ, უკვე პასუხია დეკა. იმდენად სხვანაირად აზროვნებ, იმდენად სხვა განცდები გაქვს, ჩემზე რომ ფიქრობ, ჩემს გრძნობებზე, ჩემს კარგად ყოფნაზე, ცხოვრებაში ქალისგან ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს? შენ რომ მე გაღელვებ, ესაა უკვე პსუხი ყველაფერზე. -რანაირად შეგიძლია, კარგი დაინახო, ამდენ ცუდში?! -და ცუდის თვალიერებას რატომ შევალიო ორი დღის სიცოცხლე?! მირჩევნია ხუთი წუთით ვიყო ბედნიერი, ვიდრე მთელი დღით უბედური. -ამდენი პრობლემის მიუხედავად?! -არსებობს მოუგვარებელი პრობლემა? სანამ ვცოცხლობთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია, სანამ ძალა გვაქვს და აზროვნების უნარი, პრობლემებს დარდი და ცრემლის ღვრა არ სჭირდება, ფიქრი სჭირდება, როგორ მოაგვარებ მას. როცა უნარს გაძლევს უფალი, როცა რესურსი გაქვს დაძლიო, რატომ უნდა დახარჯო დღეები უბრალოდ დარდში?! -დავიღალე მე, იმდენად დამღალა ყველაფერმა, ასეთად ვიქეცი. -შენ რაც გადატანილი გაქვს, იმის ფონზე, არც შენ ხარ დანებებული დეკა, შენც იბრძვი, აგვარებ პრობლემებს. დაღლა ბუნებრივია, მეც ვიღლები, ყველა იღლება, მაგრამ ბოლო წერტილს მაინც უფალი სვამს, თუ რამე ისე არ დამთავრდა, რომ შენს სულს სიმშვიდე მოუტანა, გულს ბედნიერება, ესეიგი არ დაუსვია უფალს წერტილი, უნდა გააგრძელო სვლა. -როგორი ხარ შენ?! როგორ გამიმართლა. -ნუ ეხლა, იღბალი კი დაგყოლია, ვაღიარებ. -ახლა შეიფერე? თავში აგივარდა?! -მასე შემეტყო? ძირითადად ვმალავ ხოლმე. მათი სიცილი ისმოდა ტბის ნაპირზე. შემოდგომის მზე დაჰყურებდა მაღლიდან. იმ მზეში ჩანდა, ღვთის ღიმილი, თავის შვილებს უღიმოდა, უქადდა ახალს, ბედნიერს, ნათელს. დაბრუნდნენ სახლში, დივანზე დაჯდა დეკა, სიმშვიდით მოცულმა, დივნის საზურგეს მიადო თავი, დახუჭა თვალები. -გეძინება? ლუკას მზრუნველმა ტონმა, ჟრუანტელად დაუარა, ქალის სხეულს. -კი. -დავიძინოთ. -დაბრუნება, რომ დავაგვიანოთ?! -მაღვიძარას დავაყენებ. საძინებლის კარი შეაღო ლუკამ, მიჰყვა ფეხ და ფეხ გოგონაც. მიიხუტა სუსტი სხეული, ქალმაც საყვარელ სურნელს მიანდო თავი. ნაზად ეფერებოდა სახეზე მამაკაცი, თმაზე უსვამდა ნატიფ თითებს. მალევე ჩაკარგა ძილმა, მის წყვდიადში, გადაღლილი. უყურებდა ლუკა, მშვიდი ძილი ეხატა სახეზე გოგონას. ტკბებოდა იმ სიახლოვით, რაც ქალთან ჰქონდა. მალევე დაეძინა მასაც. ერთ ოთახში, ორი გულის ფეთქვა ისმოდა. ერთ ოთახში, ერთიანდებოდა ეს გულები. ერთ ოთახში ორი სუნთქავდა, საერთო ჰაერს. სიმშვიდის ნოტებს უკრავდა, ტბიდან მონაბერი, სუსხიანი სიო. სითბოს უნაწილებდნენ ერთმანეთს, შემოდგომის გრილ დღეში, მძინარედ მყოფნი. რამდენიმე საათში, მაღვიძარის ხმამ დაარღვია მათი ძილი. თვალების ფშვნეტით წამოდგა ქალი. თვალს არ ახელდა ლუკა. -ლუკა, ხომ გღვიძავს?! -არა. -ანუ მე უნდა გაგაღვიძო ახლა?! -არვიცი. დაიხარა გოგონა, შუბლზე გადაუტარა წვრილი თითები, მომძინარებულს. ჩამოატარა ლოყაზე ხელი. ხელის კვალს გაუყენა ტუჩები. -ასე თუ გააგრძელებ, არ გავიღვიძებ. -ნუ მაიმუნობ, დაგვაგვიანდება. -მოდი რა ჩემთან. მკლავებში დაქაჩა გოგონა, კვლავ დააბრუნა საწყის ადგილას. მოხვია მანაც მკლავები, თუმცა ბუზღუნს არ წყვეტდა მაინც. -ავდგეთ რა, ნახე ღამეა გარეთ უკვე. -კარგი ხო, მაინც არ მომეშვები შენ. წამოიწია მამაკაცი, წელზე მოხვეული ხელით, წამოიყოლა დეკაც. გადაიჯინა მუხლებზე. -ყველაზე სასურველი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში, არასდროს დაიყვანო შენი თავი, იმ სიდაბლეზე, სადაც მე ვერ გამწვდები, კაი?! -რა კარგია, რომ ხარ. ნათელი წერტილივით გამოუჩნდი ჩემს ცხოვრებას. აციმციმებული, ცრემლებ ჩამდგარი თვალები შეანათა, კაცის თაფლისფერ სფეროებს. სიყვარული ეკითხებოდათ მზერაში. კვლავ თბილისის გზას დაადგნენ,დემეტრესა და ლილესკენ აიღეს გეზი, პატარა ნიკოს მიაკითხავდნენ. მეორე დილით გადაწყვიტა ჩოხში წასვლა. დაკრძალავდა მამინაცვალს, დაიბრუნებდა მამისეულ სახლს. მასთან ერთად, ლილე და დემეტრეც მიდიოდნენ. ჩოხში შესულ დემეტრეს მანქანას, ინტერესით ათვალიერებდნენ, საჭორაოდ გამოსული სამეზობლო. ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა მანქანა, გადმოსულებს მზადყოფნაში დაუხვდათ მიცვალებული, დასაკრძალად გაემზადებინათ მეზობლებს. დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა. საღამო ხანს დასრულებული ჰქონდათ დალაგება, შავმა როლს როისმა რომ მოანათა ფარები ეზოს. -შეენ? -არ მელოდი, დიდი სახლის პატარა დიასახლისო? -არ გელოდი. ჩაეცინა დეკას ლუკას სიტყვებზე. შუბლზე აკოცა მამაკაცმა და ხელში აიტაცა იმ წამს გამოსული ნიკოლა. ივახშმეს მშვიდად, სახლის სურნელი მონატრებოდა დეკას. თავს გრძნობდა თავისთან. დილით აცილებნენ დემეტრეს და ლილეს. გოგონას სამსახურის გამო უწევდა წასვლა, დემეტრეს მიჰყავდა მანქანით. დემეტრეს მანქანა გავიდა თუ არა, გუდამაყრიდან ჩამომავალი დოდო და ნუგზარი შემოვიდნენ დეკას სახლის ეზოში. -როგორ ხარ ჩემო ლამაზო? თბილად მოეხვია დოდო. -როგორ გამიხარდა თქვენი მოსვლა, თქვენ როგორ ხართ?! სათითაოდ მოიკითხა მშობლების ალერს მოკლებულმა, დედ-მამის სიყვარულით მომზირალი ცოლ-ქმარი. ყავას და ტკბილეულს აწყობდა მაგიდაზე დეკა, ნიკოსთან თამაშს ვერ სწყდებოდა დოდო. სახლის უკან, სიგარეტმომარჯვებული ნუგზარი, ლუკასთან საუბრით იყო დაკავებული. -გიორგი იყო ჩემთვის ძმაკაცზე, მეგობარზე მეტი. ვერ ვუპატრონე დეკას, რომ მოიყვანა იმ არაკაცმა, წამოყვანა მინდოდა, ტყვიამ შემაშინა, დამიზნებულ თოფს შევუშინდი და ვერ ვპატიობ ჩემს თავს დღემდე. რომ ვხედავ ეხლა რა კარგადაა, ასე მგონია თავიდან დავიწყე არსებობა. -საოცარი ადამიანია, მასსავით ძლიერს არ ვიცნობ ბევრს. -ნატანჯია ძალიან, მის ტკივილებს ბევრი ვერ გაუძლებდა. -მესმის. -გიყვარს შენ ჩემი გოგონა? -მიყვარს. -როგორც მამამისს, ასე ამაყად მიცხადებ, რომ გიყვარს? -როგორც მამამისს, ასე გულღიად, გეჩემებით მის სიყვარულს. -არ გამიწვალო, არ ამიტირო, ცრემლში და ოფლში გაზრდილი. -მისი ღიმილის, მისი კარგად ყოფნის მეტი, არაფერი მინდა მე. პირობასავით გაჟღერდა ლუკას სიტყვები, არ იყო პირობა. არასდროს დებდა დემეტრაძე პირობას, არ სჭირდებოდა ფიცი მის სიტყვას. ყავა მიირთვეს, ისაუბრეს ლაღად. -წავიყვანთ ნიკოს დღეს, მოვესიყვარულებით ჩვენს ბიჭს. -საშიში არაა იქ მისი მიყვანა? -არაა, არ ბრძანდებიან სოფელში. -გინდა დე ნუგზარი პაპსთან წასვლა? -ასე მითხრა ცხენზე დაგაჯენო, მართლა დამაჯენთ? -კი პაპი. -წავალ რა დედა. -არ გააბრაზო დოდო ბებო ხომ? -რას გამაბრაზებს დედიკო ეს? -კარგი, თუ არ მოისვენებს, დამირეკეთ და წამოვიყვანთ. -ჯავრი ნუ გექნება, დაისვენე ცოტახნით მაინც. გააცილეს. შუაში ჩაეყენებინათ პატარა ნიკოლა. ხელჩაკიდებულებს მიჰყავდათ, მამის სოფელში, მაგრამ არა მამის სახლში. დეკას ეხმარებოდა სახლის მოწესრიგებაში ლუკა, იხსენებდა გოგონა, ამ კედლებს შიგნით მომხდარს. გარედან ხმა იყო საზარელი, გელას და ლევანს, სანადირო თოფები ჰქონდათ შემართული. -გამოეთერი გარეთ, შენს ავხორცობას უნდა მოვუღო ბოლო. ყვიროდა გელა, ეშმაკს შეეპყრო მისი არსება. -არ გაბედო, კარის გაღება არ გაბედო დეკა. გამაფრთხილებლად გადმოხედა გოგონას ლუკამ. -რას მეუბნები? შენ იქ გახვალ და ასე გელოდო? -მოგიწევს. ტუმბოდმზე დადებულ გასაღებს დასწვდა ლუკა. სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და გადაკეტა კარი გარედან. ფანჯრებს მივარდა გოგონა, დროს ჩამოელპო აქამდე გაუღებელი ფანჯრის რაფები, მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა იღებოდა, იქაც შეუძლებელი იყო, ადამიანის გადასვლა. ვერ გადავიდოდა მეორე სართულიდან, ვერ გარისკავდა ასე. -ოჰ, საყვარელთან ერთად დაიდო ბინა, ჩვენმა რძალმა, გელა ბიძია? -ფრთხილად, დეკაზე საუბრისას! ავად გამოსცრა ლუკამ კბილებში. -თორემ? -თორემ, და შემდეგ, რაც მოხდება მერე განვიხილოთ. -გამოათრიე შიგნით რომ გყავს, მაგასთან გვაქვს ჩვენ საქმე. -ფრთხილადთქო. მისი საქმე ჩემი საქმეა, პატარა გოგოს თოფებით რომ მოსდგომიხართ, ტერორისტს ებრძვით ვაჟკაცებო? -მოსაკლავია ეგ ქალი, მივხედავთ მაგას. -და თქვენ წყვეტთ, მის სიცოცხლეს, ან სიკვდილს? -კი. -არაკაცობა გამიგონია, უღმერთობაც, მაგრამ ასე ლაჩრული, მშიშრული და არარაობა საქციელი ჯერ არ მინახავს. -მე მთხოვდა საყვარლობას ეგ გოგო, ჩემზე ეჭირა თვალი, უკეთესი დაგითრია, ვერ დაუწუნებ გემოვნებას. -უკეთესი ნამდვილად ვარ კი. -როგორ მთხოვდა მასთან ყოფნას, როგორ ცდილობდა ვეცდუნებინე, სანახავად ღირს მისი ალერსი… ვერ დაამთავრა ლევანმა. მთელი ძალით მოქნეული ხელი რომ მოხვდა სახეში. -ნაბ…ვარო, რომ გაგიგონო, მისი სახელი, კარგად ახსენე თუნდაც, მაგ ენას ამოგიღებ, სულს ამოგაცლი! -შენ ვის დაარტყი? ვის გამო ბიჭო?! შებარბაცებული ლევანი წამოიმართა, მხარზე გადაკიდებული იარაღის ლულა, მიადო მხარზე, მყარად მდგარ ლუკას. -იმხელა კაცობა მაქვს, არც დამენანები აქვე დაგამთავრებ. -მაგას კაცობა არ სჭირდება, არაკაცების საქმეა. -ეს თავის გადარჩენის უმწეო მცდელობა იყო? -არა, სიმართლე. -რამდენს ელაპარაკები ამ ახ…რს? ესღა თქვა გელამ, გაისმა თოფის ხმა. მოწყვეტით დაეცა ლუკა მიწაზე. წითელ მდინარედ გადმოუდინდა, ნატყვიარიდან მეწამული სითხე. როგორ წავიდნენ, როგორ დატოვეს, სიკვდილთან მეომარი მამაკაცი. ზუსტადაც, რომ არაკაცის საქმე შეასრულეს, ისე როგორც ეკადრებოდათ, მათ სინდისს. ვერ შეაჩერა ჩარაზულმა კარმა, ფანჯარას შემოუქნია სკამი, თავის თავს არ ჰგავდა. მთლიანად ჩამოიფშვნა მინა, ავიდა რაფაზე და გადმოხტა გამწარებული, ვერ გრძნობდა ფეხის გულების წვას, შუშებზე დამხტარს, სისხლი ღვარად მოსდიოდა, თუმცა სულ ერთი იყო. დაემხო წაქცეულს გულზე, ნატყვიარზე დააჭირა, იმ წამს გახდილი მოსაცმელი. -არ მოკვდე გთხოვ, არ დამტოვო. -რა უნდა მოვკვდე გოგო? ახლა ვიწყებ სიცოცხლეს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა მამაკაცმა. -ჩემთან იყავი, მელაპარაკე, გემუდარები არ დახუჭო თვალები. ღვარად სდიოდა დეკას ცრემლები, მთელი ძალით აჭერდა ჭრილობაზე, ნაჭერს. -გაუძელი, გთხოვ გაუძელი, ჩემთვის. -არაფერი მომივა, შენს ღიმილში უნდა დავბერდე, შენს თვალებში უნდა ვიცოცხლო, მრავალი წელი. -მიყვარხარ ლუკა, მიყვარხარ ძალიან. -ღირდა ეს ტყვია, ამად… -ხუმრობის დროა? მოვა სასწრაფო მალე, გაუძელი, ჩემთან იყავი. -მაკოცე რა. დასწვდა მამაკაცის ტუჩებს, ყველა ნაკვთი დაუკოცნა სახეზე. თვალები მიენაბა ლუკას. კარგავდა გონებას. არსაიდან გამოჩნდა ნაცნობი მერსედესი, პირველად რომ მტრობას უქადდა გასაჭირში მყოფთ. იმედი იყო, თუ უიმედობა, ვერ მიხვდა დეკა, თედოს დანახვისას. იმედი შობს, ბედნიერებას. რწმენა შეიქმს ახდენას, სუფთად ნანატრის. უფალი არ ივიწყებს, ადამიანებისგან მივიწყებულს. ტკივილს არ უშინდება, ის ვისაც ეკუთვნის, უმტკივნეულო არსებობა. გოლგოთისკენ მიმავალს, ეკლის გვირგვინით დაკაწრულს, მხრებზე იმისთვის არ მოუკიდებია, ჯვარი, რომ ადამიანებმა დავივიწყოთ მისი ამაგი. გოლგოთის გზაზე, წაბარბაცებული, იმისთვის არ წამომდგარა, რომ ადამიანში ჩასახლებულ იუდას, კვლავ გაეყიდა ოცდაათ ვერცხლად. მაგრამ ჰყიდიდნენ, უხვევდნენ უფლის გზიდან. ის არ იცოდნენ, რომ ყველა გზა, უფალთან მიდის, ბოლო ხილვა, მისი თვალები იქნება. გასროლილ ტყვიას, უფლის გზაზე მდგომის მკერდი დაუხვდა წინ. მკერდში ფეთქავდა გული, სიკეთის ფეთქვით, სიყვარულის ძგერით. ასეთ ადამიანებს არ ივიწყებს ღმერთი, ასეთ ადამიანებს გულში იხუტებს, იმ მართლით, აქამდე რომ უვლია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.