ცოდვის ქალაქი (სრულად)
ნოემბრის ცივი,უგულო ღამის შუა პირი იდგა.. მოქუფრულ ცას მჭიდროდ შეეკრა კამარა და საავდროდ ამზადებდა საიდუმლოებებით სავსე ქუჩებს.. ჯერკიდევ რბილი,სუსტი წვეთები ალაგ-ალაგ ასკდებოდნენ ასფალტის სახეს და, მოკლე სიცოცხლეს ასრულებდნენ. ერთიანდებოდნენ და, სანიაღვრეში ჭუჭყს ერეოდნენ.. მოსველებული ქვაფენილი მის მწარე სუნს უშვებდა და,ჩადენილ ცოდვებს ირეცხავდა გამალებით.. სიცოცხლეშეწყვეტილ ხეებს ამაოდ აეტოტვათ ხელები ცისკენ, ბედის მწერალს დღეს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.. ღამის უიმედო სიჩუმეს ჩიხიდან მომავალი ქალის კივილი არღვევდა,მაგრამ, მისი მცდელობაც ისეთივე უშედეგო იყო, როგორც ღმერთის, ცოდვის ქალაქს გამკლავებოდა.. თითქოს, დღის უკანასკნელი შუქის ჩაქრობისთნავე იწყებდა ყველა მანკიერ ცხოვრებას.. მხოლოდ მაშინ,როცა,აღარავისთან სჭირდებოდათ სახეცვლილება, ჩამოიტყავებდნენ ლეშს და, ძვლებიღა რბებოდნენ.. ლპობადაწყებული კანი და, გასაცოდაებული არსებობა.. თითზე ჩამოსათვლელ დარჩენილ დღეებს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას სწირავდნენ და, კუნჭულში გადაკარგულ შვიდ სათნოებას ზიზღიან საბურველში ხვევდნენ.. ცოცხლად კვდებოდნენ.. სხეულის საამოდ სულს ყიდნენ და, ღამის გაცრეცისთანავე, გაუწყვეტელ ჯაჭვს უთავბოლოდ ერგებოდნენ.. ამღვრეულ ამინდს, ჩამოქცეულ ღამეს მხოლოდ ქალის სასოწარკვეთა არ კვეთდა.. ლამპიონების მჭახე განათებას,ქარივით შლიდა სწრაფად მომავალი ტოიოტას ყველგანმავალი. ოცდაათს გადაშორებული, სახე ხმელი, წვერმოსილი საჭეს ძლიერად ჩაფრენოდა და სიშმაგისგან,ყელზე ყველა ძარღვი დახეთქვოდა.. თამბაქოს გრძელი,მუქი ყავისფერი ღერი ტუჩებშორის მტკიცედ მოექცია და, არ ანაღვლებდა, ფერფლი რომ სუროსფერ ლაბადაზე ეყრებოდა.. ნაფაზს მოწყურებულივით უშვებდა ჰაერისგან დაცლილ ფილტვებში და, სალონში ზიზღით ფანტავდა.. ხელზე დამაგრებული ძვირადღირებული საათი ოთხის მოახლოებას ამცნობდა.. სწორედ,უკანასკნელ წამებს ითვლიდა დროება, ავტომობილი ერთ სართულიანი შენობის წინ რომ გააჩერა და, მაღალი სხეული გადმომართა. ციოდა.. ძვალ-რბილში ატანდა კოკის პირი.. თქეშად წამოსული წვიმა ერთიანად დაეტაკა ძლიერ ანფასზე და, შეამცივნა.. აღარ დაუყოვნებია, როგორც კი ხუთმა შემოხსნა ღამის კარი, ხის დარაბას მხრით მიებჯინა და, უსახო დერეფანს უშინაარსოდ აუარა გვერდი.. კარგად შეფუთულ, საბჭოეთის ხელდატყობილ კედლებს მიღმა, ცოდვის ქალაქს მისი, ბნელი ბუნაგი მოეწყო.. რკინის კანი სამყაროს, დღევანდელობისგან ისე მიჯნავდა,თითქოს,მასში ყველა ავს არ მოეყარა თავი.. სარდაფში,თითქმის მთელი ქუჩის მიწის ქვეშ მოწყობილ სამორინეში, ქალაქის ელიტას თავი აზარტული თამაშისთვის შეექცია.. მარგალიტის ყელი მზესავით მოეღარათ ქალბატონებს და,ასობით ლარს,ქარს ატანდნენ.. გაქსუებული ბობოლები თვალის ავი კვესებით აკვირდებოდნენ მსვლელობას და,მათ რიგს მოუთმენლად ელოდნენ.. არც კი გაუხედავს ახალმოსულს შეკრებილი საზოგადოებისკენ,რომლებთაც შესანიშნავად იცნობდა,დღის შუქზე.. მისი მიზნები კიდევ ერთი კარის მიღმა იყო.. ტყავით შეფუთულ კარზე გაკრული ბრძანება მარტივად იკითხებოდა.. მხოლოდ გამორჩეულ სტატუსს შეეძლო მისი შეღება.. მაღალი,ძლიერი აღნაგობის სხეულისთვის კი,რთული არ ყოფილა სახელურის ჩამოწევა და სხვა ჯოჯოხეთში გადასვლა.. განვლილისგან განსხვავებით, ადგილი,სადაც ის მიაბიჯებდა, კიდევ უფრო მუქი და, სისხლისფერი იყო.. დერეფანს ერთმანეთის მიჯრით მიწყობილი ოთახები გასდევდა.. კარის ღრმულიდან გამოსული კვნესა და,მამაკაცების გმინმა ცეცხლოვან,ვნებით სავსე ღამეს ამცნობდა.. ქალაქის საუკეთესო,ნარჩევი,წყაროს წყალივით კრიალა ესკორტები მათ სამუშაოში ჩართულიყვნენ და, უკანასკნელ კაპიკებამდე ყვლიფავდნენ თანამდებობის პირების ჯერკიდევ რძეშეუმშრალ ვაჟკაცებს.. ზიზღით მოეღრიცა სახე მოსულს.. ირონიულად ჩაეცინა და, უკანასკნელი კარიც მოიტოვა ზურგსუკან.. დამსწრე საზოგადოება ფეხზე ადგომით შეეგება ახლადმოსულს.. ხუთ მამაკაცს თავი მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოეყარათ და,მეექვსეს მოლოდინში, შოტლანდიური ვისკით ისველებდნენ ყელს. -პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.-მოკლედ მოუჭრა სიტყვის თაოსნობით ყელმოღერებულ ჭაღარა,თეთრი პირისახის კაცს.. სიტყვის გაწყვეტა არ ესიამოვნა უკანასკნელს,თუმცა, ვერც მის ავტორიტეტს გადაეღობა, ხმა ჩაიწმინდა და,თეატრალური ღიმილით მოავლო ყველას თვალი.. -კოკა-ფართოდ გაშალა დაკოჟრილი ხელები და ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო..-უმაღლესი ხარისხის,ჩვენი ქალაქის მომავალი!-აღფრთოვანებული შეძახილების მოლოდინში გაირინდა,თუმცა,ამაოდ. უკმაყოფილო გმინვამ გადაურბინა ყველას სახეზე. მხოლოდ,მეექვსესთვის არ იყო წინადადება სიურპრიზი.. მისთვის უკვე ცნობილი იყო, ჭყონიას განზრახვა და, მწარედ ჩაეღიმა,მისი ირიბი გაფრთხილება რომ არაფრად ჩააგდო და,წინადადება მაინც გამოიტანა განსახილველად.. ხმა ისევ არავის დაუძრავს, ინსტიქტურად ყველამ მისკენ მიიხედა და, დაპირისპირების მოლოდინში,გაირიდნენ.. სახეს არ ცვლიდა ახალმოსულიც.. მანამ,სანამ წინადადებას გაშლიდა, ჭყონიას წინ დადებულ კოლოფს დაწვდა, გახსნა და, ბაჯაღლოს წვრილი,მოკლე მილით თეთრი ფხვნილი ძლიერად შეისუნთქაა.. სულ რამოდენიმე გრძელი წუთი დასჭირდა,მის ფიქრებში რომ დარწმუნებულიყო.. -მალხაზ,შემახსენე,რამდენი წლისაა შენი ქალიშვილი?!-ქორის მზერა მიაბჯინა და, პასუხის მოლოდინში,გაირინდა.. -17!-ძლივს გამოსცრა ჭაღარამ. ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ავად დამუხტული გარემოსგან სულშეხუთულმა,საკინძე შეიხსნა.. -ანნა რა შუაშია?!-ხმაში იმდენი სიმტკიცე აღარ გაუკრთა.. -შუაში არა,ნაბი*ვარო,თავშია!-დინჯი საუბარი ვეღარ განაგრძო. გაცოფებული და, ზიზღით სავსე გადაევლო მასიურ მაგიდას და, ირიბი გაფრთხილება,პირდაპირი მუქარით ჩაანაცვლა.. სინათლეზე ავად გაკვესებული ვერცხლისფერი იარაღის ლულა გაფითრებულ ჭყონიას შულზე მიაბჯინა და ავად გამოსცრა. -დღეიდან უახლოესი ასი წელიწადი,ეს სინთეთიკური ნაგავი გაჩნდება ქუჩებში და,კაცობას ვფიცავ,პირველი,ვინც მას გაიყნოსავს,შენი 17 წლის ანნა იქნება და ამაზე,პირადად მე ვიზრუნებ... გასაგებია სი*ო?!-სახეში ყინულივით ცივი მზერით ჩასძახა და მანამ,სანაც მის თვალებში საკმარისი თანხმობა და შიში არ დაინახა, იარაღი არ მოაშორა.. მხოლოდ მას შემდეგ გადახედა სხვებს, როცა მალხაზმა სახე აარიდა და, ზიზღისგან აკიაფებული თვალები კედელს მიაყინა.. -აქვს ვინმეს ამ თემაზე სხვა აზრი?! -ფორმალობისთვის იკითხა.. მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ მაღალჩინოსნებსა და,ავტორიტეტებით დახუნძლულ პერსონებს არაფერში აწყობდათ ქუჩებში ახალი საწამლავის გავრცელება. კანონიერი შემოსავლები გაცილებით მყარად უმაგრებდათ ჯიბეს, ვიდრე, სისხლიანი გარე გზები,რომელთა გასუფთავებასაც ენერგიასთან ერთად დიდძალი ფინანსები სჭირდებოდა. ამასთან,მხოლოდ მალხაზ ჭყონია იყო იმ გაქანების ნაძირალა,რომლისთვისაც მთავარი მხოლოდ მწვანე და ოქროსფერი იყო. შედეგები,რომელიც წამოწყებულ საქმეს მოჰყვებოდა,ისეთივე უმნიშვნელო იყო მისთვის,როგორც ქუჩაში მოსიარულე წვრილფეხობა.. აღარ ჩარეულა შემდეგ საკითხებში მეექვსე.. მხოლოდ მშვიდი,თუმცა,ბობოქარი მზერით ისმენდა და კარგად იმახსოვრებდა ყველა იმ რეპლიკას,რომელსაც თითოეული მათგანი საუბრისას იყენებდა.. კარგად ჰქონდა მათი ფსიქოტიპი შესწავლილი. მიუხედავად მტკიცე ხასიათისა, თითოეულ მათგანს ჰქონდა თითო უზარმაზარი სუსტი მხარე,რომელსაც,სიცოცხლის ფასად მალავდნენ,თუმცა, არწივის თვალისთვის,რთული დასაჭერი არ იყო.. წამალზე დამოკიდებული ჭყონია მოუსვენრობისგან დიდხანს ვერ ძლებდა ერთ ადგილას.. გადაჭარბებული ენერგია და,რიგ შემთხვევაში,დაქვეითებული რეაქცია მარტივად მეტყველებდა მის ამობურცულ,დახეთქვამდე მისულ ვენებზე.. ახალმოსულს არ გაკვირვებია მისი მარჯვენა ფეხის გაზარმაცებაც.. სიარულისას წინ იხრებოდა, მარცხენა ფეხს დიდხანს ეყრდნობოდა და, სკამს იხმარდა,გასამაგრებლად.. მისი ორგანიზმი ლპობას იწყებდა.. დახვრეტილი ქუსლიდან შესული სითხე სისხლძარღვებს მიუყვებოდა და, ნელნელა ჭამდა.. მისით იკვებებოდა.. სახე ააარიდა მეექვსემ.. საზიზღარი შესახედი იყო მალხაზის დაღარული სახე და,ავხორცი მზერა. ხასიათწამხდარმა,სმენა სვიმონისკენ გადაიტანა. 60 წელს მიტანებული,მოხდენილად ჩაცმული მოხუცი დათაფლული ხმით განიხილავდა სიახლეებს.. მისი მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო იყო.. მრავალ ჭირგამოვლილ მოხუცს უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა,ახალი ბიჭებისთვის გასაზიარებელი,თუმცა, კარგ მსმენელს ყველა ისტორიის მიღმა კლდესავით აღმართული,უდრეკი სვიმონის ამოცნობაც შეეძლო.. მხოლოდ ძალიან ვიწრო,გათითოკაცებულმა არეალმა იცოდა,მისი ეტლს მიჯაჭვული,ანგელოზის სახიანი გოგონას ამბავი,რომელსაც,უკანასკნელი 10 წელი ოთახის ზღურბლი არ დაუტოვებია.. მის მორიგ ამბავზე გულიანად მოცინარ ახალგაზრდას,მეექვსეს რომ უმშვენებდა გვერდს, ლექსო მენაბდეთ იცნობდა მთელი ქალაქი და მისი მთავარი მინუსიც ეს იყო.. სადაც არ უნდა ყოფილიყო,ნებით თუ უნებლიეთ,ყურადღების ცენტრში ექცეოდა და,იფანტებოდა.. თუმცა მცირე ასაკი და,თავის ქალის მიღმა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აძლევდა იმის ძალაუფლებას,აქ,ამ მაგიდას მოჯდომოდა და ქალაქის ის შავბნელი მხარეები გაეცნო, მოსი ასაკის ბევრ ახალგაზრდას,წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა.. -ივერი,დავასრულოდ?!-ღრმა ფიქრებიდან სვიმონმა გამოიყვანა ბოლოსმოსული. ჭყონიასთან დაჯახებას მასზე ემოქმედა და,საწამლავი,რომელსაც მალხაზი მაღალი ხარისხის კოკად ასაღებდა,მხოლოდ ახლა იწყებდა მის ორგანიზმში გახსნას.. ეს არ გავდა სტანდარტულ კაიფს.. ბურუსი,რომელიც წამალს ახლდა,ახლოსაც არ მიდიოდა ნამდვილ ნეტარებასთან.. შვება,რომელიც მისი სხეულისთვის უნდა მოეტანა, წვამ ჩაანაცვლა.. თუმცა,საკუთარ თავს მართავდა.. დინჯად დაემშვიდობა ყველას და, მარტოდ დარჩენილმა,ღრმად შეისუნთქა თამბაქოს ძლიერი ნაფაზი.. გონება მთლიანად გამოთავისუფლებულიყო.. აღარაფერზე ეფიქრებოდა მუდამ ფიქრებში ჩაძირულს.. ტყავის სავარძელში კომფორტულად ჩაფლულიყო და ფილტვებს ნიკოტინით ავსებდა. მხოლოდ ერთხელ გაიხსნა კარი.. ბროლის ლანგარზე წერილთან ერთად ერთი ბოთლი ძვირადღირებული ვისკი,უმაღლესი ხარისხის სიგარა და,მრგვალმუცლიანი ბოკალი შემოიტანა მიმტანმა.. "საჩუქრით დატკბი,სანამ რეალობას ბრძოლის ველზე დაუბრუნებიხარ"-გაკრული ხელით გამოეყვანა ასოები სვიმონს. ჩაეცინა. რთული მისახვედრი არ იყო რას გულისხმობდა მოხუცი.. ჭყონიასთან დაპირისპირება კარგს არ მოასწავებდა.. ის არ მოისვენებდა,სანამ მისას არ მიაღწევდა, მაგრამ,მხოლოდ მალხაზს არ დაუდიოდა ძარღვებში სისხლის მაგივრად პრინციპები. მხოლოდ ის განცდა ესიამოვნა,რომ ამ ბრძოლაში მხარს უმაგრებდნენ და, თუნდაც მგელივით მარტო გაძღოლოდა ხროვას, მაინც მიიყვანდა მის სიტყვას ბოლომდე.. ძლიერად მოქაჩა ივერი უთურანმა სიგარას.. ჩამობნელებულ ოთახში ერთადერთი წერტილი ანათებდა სუსტად და, ის ადგილიც შეივსო.. ჭერიდან იატაკამდე ჩამოშვებულ,ვერცხლისფერ სვეტს სუროსავით შემოეხვია ქალის სუსტი, ფორმებსავსე სხეული.. ძელივით სწორი,ალვის ხესავით აშოლტილი ფეხები ოსტატურად იხლართებოდა და, სასიამოვნო სანახაობას ქმნიდა. ნაზ,ინტიმურ,ვნებიან მუსიკას აყოლილი მოქნილი სხეული მთელი სიდიადით ირხეოდა და, ჰარმონიულად ერწყმოდა გარემოს.. მუქი,ყორნისფერი თმები ტალღებად დაყროდა ქალურ მხრებზე და, ცისკრისფერ,კამკამა,ლაჟვარდოვან ჭროღა თვალებს ვარსკვლავებივით გამოკვეთდა კოხტა სახეზე. არ იყო მისი მზერა მორცხვი. ვნებიანი ან, სანდომი.. ქალი ირისებიდან ცეცხლის ენებს ისვრიდა და, მასში წვავდა უთურანს.. წამლის თუ,ეშხის ზემოქმედება იყო, ვერ გაერკვია მამაკაცს.. არასდროს მოუნუსხავს ქალს ამაზე მეტად და, არც ,განცდილთან შედარებით,სუსტად.. არც არასდროს გაუსწორებია მზერა სტუმრისთვის,მოცეკვავესაც.. ანდამატივით მიიზიდა მისმა ყორნისფერმა თვალებმა და, სუსხმა,რომელიც,ლაბადაში გახვეული სხეულიდანაც კი,ეკლებად აყრიდა.. კაცი მასში გადაკარგული იქამდე დასცქეტოდა ქალის მხურვალე თვალებს,სანამ,სრულად არ ჩამოწვა ბნელი და, მხოლოდ ჭროღა მზერამ არ გაკვეთა სივრცე.. ხელები აეწვა,ისე შემოუძვრა კანში სურვილი შეხებოდა და, მისი გაეგო.. მაგრამ,საკუთარ სურვილებს არ დაჰყვა.. სანამ სიგარა ნახევრამდე ჩაიწვებოდა მის თითებში, ქალმაც დატოვა ჩამალული კარიდან ოთახი და, ცეცხლისგან გავარვარებული ოოთხი კედელი გულაჩქარებით დატოვა.. -ოჰო!-გულიანად გაეცინა მის მღელვარებაზე ივერის. ჩავლილისგან და, განცდილისგან განთავისუფლებული, მტკიცე ნაბიჯით გაიარა იგივე გზა და, თვალები მკვახედ მოიჩრდილა,გარეთ შუადღის შუქი რომ მოაწვა. რამდენი საათი იყო ჩაფლული ცისფერ თვალებში?! არწივისთვალას საუკუნედ მოეჩვენა.. საჭეს უკვე სრულად გამოფხიზლებული მოუჯდა და, ცოდვების ქუჩას საბურავებისგან ავარდნილი მტვრის ბუღი დაუტოვა.. სანამ მის ცალკე, პიროვნებასთან შესისხლხორცებულ გარემოს დაუბრუნდებოდა, "სარდაფი"-ს მფლობელს მხოლოდ ორი შეტყობინება გაუცვალა. "სახელი,იოსებ!" "დონკა ტკაჩენკო" "დღეიდან ბოშა მხოლოდ ჩემთვის იცეკვებს". ___ სიცივისგან გატანჯული დღე ძლივსძლივს იხსნიდა მხრებიდან გათოშილ სინათლეს და ღამის მისაღებად ფერებს ხურჯინიდან ფრთხილად ალაგებდა. ბაცი ნაცრისფერი ხასხასა სახეზე მჭიდროდ აიკრა და შავის მოლოდინში, კიდევ უფრო მძლავრად გამოუშვა მოკუმული ბაგეებიდან სუსხიანი ქარი.. ღამის თორმეტისკენ მომართა საათი განგებამ. მჭახედ შემოჰკრა საყვირს და შუაღამის ძილში ჩაითრია ბნელი ქალაქი. ტყავის გრძელ პალტოში გამოტკეცილი ქალური ნაკვთები სიცივისგან აბუზულიყვნენ და ერთი სული ჰქონდათ,როდის დაფარავდნენ დარჩენილ მანძილს და, თავს სითბოს შეაფარავდნენ. ცახცახებდა. სახემოღუშული კვეთავდა ქუჩიდან-ქუჩას და,საკუთარ თავს წყევლიდა, ისევ ფეხით სიარული რომ გადაწყვიტა "სარდაფამდე". არ ეშინოდა, მარტოობას ყრმა ბავშვობიდან შეაჩვიეს და, ახლაც, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ ქვაფენილს. ჭროღა თვალებს ყოველ კუთხეში სიფრთხილით აცეცებდა,სჩვეოდა ამ მონაკვეთს მისი მანკიერებების გამომზეურება გვიან ღამით. წვივსაკრავზე საიმედოდ დამაგრებული ჯიბის რევოლვერს ბარძაყის კანით გრძნობდა და მეტ სიმშვიდეს მატებდა. მთავარ შესასვლელს აერიდა, როგორც ყოველთვის, სათადარიგო გასასვლელით,პირდაპირ მის მომცრო ოთახში შევიდა და,როგორც იქნა,გალღვა. პერსონალს ეზრუნა მის ტანისამოსზე. საკიდზე ცეცხლოვანი ქალის თეთრეული მის პატრონს ელოდა და, მზად იყო,მისი ხილვით აეძგერებინა საპირისპირო სქესის გულები. მძიმე მაკიაჟმა კამკამა თვალები კიდევ უფრო გამოუკვეთა და,ქალღმერთის სხივი შესძინა. უკვე ორი სრულდებოდა, კარზე ნიშანი რომ მისცეს და, ფოცხვერის ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯით ისევ იმ,გუშინდელი ღამის ოთახში შევიდა.. ჩამობნელებულ ოთხ კედელში, მხოლოდ ძელზე იყო მკვეთრი შუქი დაცემული.. გრძნობდა,მარტო არ იყო.. სტუმრის გრილი,ციტრუსის არომატი მთელ ოთახში გაბნეულიყო და, შესანიშნავ გარემოს ჰქმნიდა,მუსიკა მთლიანად შეეგრძნო.. აჰყვა.. აცეკვდა.. ამორძალი ქალი მთლიანად დაეუფლა რიტმს.. ფლობმა მის თითოეულ ნერვსა და კუნთს.. ალბათ,არც არასდროს მიაქცევდა ყურადღებას სტუმარს, თამბაქოს ალში ის, უცხო, არწივის მზერა რომ არ დაეჭირა.. დაიძაბა.. გული გაუტოკდა.. მამაკაცს მხოლოდ ერთხელ შეხედა და ვეღარ მოაცილა მისი ზვირთების ფერი, ცეცხლის ალით სავსე მზერა.. ინატრა,მეტი განათება ყოფილიყო, მაგრამ,თითქოს,განზრახ ჩამოებნელებინათ ოთახი.. მოუნდა,მასაც მოექაჩა ძლიერი ნაფაზი და აფორიაქებული სული დაემშვიდებინა,მაგრამ, მხოლოდ ის შეეძლო, მთელი მისი ქალური სიშმაგე ცეკვაში ჩაედო და,უკანასკნელ ნერვამდე აეღელვა მამაკაცი.. მუსიკა კი, არ სრულდებოდა.. წუთითაც კი არ უნდოდა გაწყვეტილიყო ის ძაფი,მათ მზერებს რომ შეეკრათ და ჩუმი დუელი გაემართათ.. გრძნობდა მამაკაცის მხურვალე მზერას და ცეცხლი ედებოდა კანზე.. ხედავდა,როგორ კუნჭულ-კუნჭულ აკვირდებოდა მის თითო მოძრაობას და, ღელვარებისგან,გული კისერში უცემდა.. ეს არ იყო სტანდარტები.. ეს არ იყო ჩვეული რუტინა.. ის,რაც უცხოსგან მოდიოდა, ერთადერთი იყო და,გამორჩეული, რაც მხოლოდ მის მზერას დაჰყვებოდა.. სუნთქვა შეეკრა, სესია რომ დასრულდა და, სუსტად განათდა ოთახი.. ადგილიდან ვერ დაიძრა.. ტრავის სავარძელში ჩაფლული მაღალი, ძლიერი სხეული ენერგიასა და, ძალაუფლებას ისე ასხივებდა, ჰაერსაც შთანთქავდა ოთახში.. მიუხედავად შეუდრეკელი ანფასისა,კანით იგრძნო,გრძელი დღე გადაეტანა .. არ ცდებოდა.. ენერგია დაცლილი, ზურგში დანადარტყმული ივერი უთურანი მხოლოდ ახლა განთავისუფლებულიყო ჭაობიდან.. ორი საათიც არ იყო გასული შეხვედრიდან, საზღვრიდან არასასიამოვნო ცნობებმა რომ განარისხეს.. გაქნილი მალხაზის ლეში შემოვლითი გზით ცდილობდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ქალაქში შემოტანას.. გუშინდელი ფარსი იყო.. დადგმული სცენარი გაათამაშა,ფონის შესაქმნელად და,მაონც მის გზას მიყვა. ფულით ნაყიდმა მესაზღვრეებმა კი გახეთქეს ამბავი და, არც ივერის ყურამდე დაუყოვნებია სიახლეს. -არ ისვენებს ნაბი*ვარი-გიგი ალასანიას ავარმარებულმა გახედა და მანქანის საჭე მკვეთრად მოატრიალა. -დაწამლავს ყველას ნაბო*არი და ჯიბეს მკვდრების სისხლით გაისქელებს.-სიგარეტს ძლიერად მოქაჩა და, კვამლი სალონში გამოუშვა. -ღმერთი სამობითაა არა,გიგი?!-პასუხს არ დალოდებია,ისე გადაუხვია ჭყონიას ოქროს ჩარდახისკენ და,პარალელურად,თურქეთ-საქართველოს კვეთასთან კლდესავით ამართულებს მიმართულება მისცა. -ცხელი ზამთარი იქნება არა?!-ირონიისგან სახე გაუქვავდა გიგის. მუდამ მის გვერდით, ბავშვობიდან-დღემდე, არცერთი წამით დაუხევია უკან, სამართლისთვის და, არც ახლა აპირებდა ბრძოლაში მარტოდ გაეშვა უთურანი.. -სულ ტყუილად გვქონდა მშვიდი ახალი წლის იმედი.-დაძაბული სიცილით გახედა და, სადგომზე შეჩერდა. მზიანი,თუმცა,მაინც ცივი დღე იყო.. მასიური რკინის,ჭედური კარის მიღმა ხმაური გამოდიოდა. -დროზე ადრე ხომარ აღნიშნავს გამარჯვებას სი*ი?!-სახე მოეღრუბლა ალასანიას,თუმცა, შიგნით დამხვდურმა ფერადმა მოსართავებმა,სხვა რეალობაში გადაისროლეს. სტუმრების სიუხვით გახარებული სილამაზით გამორჩეული ანნა მის იუბილეს აღნიშნავდა,როცა, ახლადმოსულებს შეავლო თავი და, გახარებული,თბილი სალმით მიეგება. მოულოდნელი რეალობით ხასიათწახდენილმა უთურანმა სამაჯე შეიხსნა და იუბილარს საჩუქრად უსახსოვრა. მარტივად მოექცნენ ყურადღების ცენტრში უცხო შესახედაობის მამაკაცები. სტუმრების მოსვლა არც ოჯახის უფროოს გამორჩენია მხედველობიდან. ყალბი ღიმილითა და ფართოდ გაშლილი ხელებით გამოეგება და მყუდრო მხარისკენ გაუძღვა მათ. არ ესიამოვნა, უსიამოდ გასცრა, მაგრამ,მისი გამჭრიახობით დაიმედებულს, სულარ უფიქრია,რომ ივერის სტუმრობას სულ სხვა სარჩული ედო. -საკუთარი შვილის ასაკი მაინც რანაირად არ იცი,მალხაზ,არ გრცხვენია?!-სარკასტულმა უთურანმა მხარზე ძლიერად მოხვია ხელი და,თითქოს ტკბილად ესაუბრებაო, ღიმილით ჩახედა მახინჯ,დაღარულ სახეში. გაკრული ციფრები 19 წელს აჩვენებდნენ და არა,17ს. -კაი,სხვა ფეხებზე გკიდია,მესმის!-იმდენად ირონიული იყო მისი ხმა,ცივად გააჟრჟოლა ჭყონიას.კანით მიხვდა,უკვე ყველაფერი იცოდა ივერიმ და,სიმწრის ოფლი მოასკდა სახეზე.. -ვის სიამოვნებს დღედაღამ სხვის ყოფაზე ფიქრი-მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა და მათ წინ,ხალხში გარეულ გოგონას გახედა.-მაგრამ,განა საცოდაობა არ იქნება,ეს სილამაზე ხელებში ლომკისგან რომ ჩაგაკვდეს?! -დანანებით გადააქნია თავი და გახევებულ ჭყონიას რისხვისგან სავსე მზერა მიანათა. თავს ძლივს იკავებდა.. ეზიზღებოდა თავზეხელაღებული ნაბი*ვრები და, ბედის ირონიაზე სიცოცხლით ჩამოკიდებული მკვდარი სულები.. -ბოლოა მალხაზ და ამით ვამთავრებ!-ყინულივით ცივმა ხმამ ყველა ბგერა ჰაერში წვიმის წვეთებივით ჩამოკიდა.. -შენი ტვირთი საზღვარზე იწვის! ზედმეტი ერთი ნაბიჯი ამ თემის ირგვლივ და, საკუთარ დარჩენილი სიცოცხლის დღეებს შენს თითებზე დაითვლი. ათიდან-ერთამდე! იცი,სიტყვებს ასე ჰაერში ტყუილად არ ვფანტავ! სათქმელი დაუტოვა და, ისე დატოვა, აღარც შეუხედავს გაფითრებული კაცისთვის.. მხოლოდ სახლის დატოვებისას დაინახა ხალხის მასაში გარეული ლექსო მენაბდე,ივერიმ.. არ ესიამოვნა.. მისი მცდელობა,შეუმჩნეველი ყოფილიყო,ცუდად მოხვდა გულზე,მაგრამ, საქმეში მრავალჯერ გამოცდილ ბიჭზე ეჭვის მიტანა ვეღარ გაბედა.. მხარი აუქცია, მანქანაში ჩასხდნენ და, დანაღმული ველი ელვის სისწრაფით დატოვეს.. ფიქრებში ჩაძირულ უთურანს, რთული დღის შემდეგ,ერთადერთი წერტილისკენ მიუწევდა გულიდა , სწორედ იქ გაათავისუფლა გონება საბოლოოდ.. მოწამლულ ხასიათზე მალამოდ მოედო ლივლივა ტალღების ციალი.. დაღლილი იყო.. გამოფიტული და,მთლიანად მოშვებული.. არ იყო წმიდა წყლის დამლევი, არც სპეტაკი და ხელშეუხები, მაგრამ, ის,რაც მის პრინციპებს ორად ხლეჩდა, რაც მის პასუხისმგებლობას აწვებოდა, რაც მის წარსულ ჭრილობებს უახლებდა- სინდისს უწრიალებდა და, მოსვენებას უკარგავდა.. სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა,მაინც გადაეღობებოდა ჭყონიას.. შანსს,რომელიც ცხოვრებამ დიდი დაშვებული შეცდომის შემდეგ მისცა, კაცობის ფასად გამოიყენებდა.. მის წინ ასვეტილი ქალღმერთი კი, თითქოს სწორი განსჯის საშუალებას აძლევდა.. ენერგია,რომელიც მისგან მოდიოდა, ვენებში უძვრებოდა და აცოცხლებდა.. გრძნობდა წარმოუდგენელ ძალას და, დახეთქვაზე ჰქონდა ძარღვები, იმდენად დაუთვლელი გრძნობით ავსებდა მისი ალით მოციალე დაბნეულობა შეპარული მზერა.. მეწამულისფერი თეთრეული ისე კვეთდა მის ფიგურას,ნერწყვი მოადგა გამშრალ ყელში. კანი განცდილისგან ისე უხურდა,ეგონა ცეცხლის პირას იდგა და, ჯოჯოხეთის ალში იწვებოდა.. ჯადოქარს მკერდი რიტმულზე,ორჯერ სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და მის სუნთქვას,კიდევ უფრო შლიდა.. დამუხტული ჰაერისგან ჟანგბადი ელეოდა ხელებში ივერი უთურანს.. ნაბიჯ-ნაბიჯ ნაფიქრი,გათვლილი,გათვალისწინებული ქმედებების საწინააღმდეგოდ, ისე მიუახლოვდა გაუაზრებლად, მისი კანის ცხელი სურნელი რომ შეისუნთქა და ფილტვები გაევსო სასიამოვნო არომატით, მერე მიხვდა,ყველა ლითონზე მყარ წესებს რომ გადაუხვია.. მანამ არ შეხებია, სანამ ქალისგან თანხმობა არ იგრძნო.. ისე აატარა თეძოზე ყინულივით ცივი ხელისგული, ქალს ჟრუანტელმა დაუარა.. გამოყვანილ წელს აჰყვა და, მრგვალ,ხორცსავსე მკერდს ვნებით სავსე მზერა მხოლოდ წამით მოავლო, სანამ თვალებს არ მოაწყდა.. ლაჟვარდისფერს.. ტალღებით სავსე, ზოგან ჭროღა, მწვანე სხივებით.. -რა გინდა?!-იმდენი სურვილი იკითხებოდა მის თვალებში.. იმდენი უნდოდა თვითონაც, მაგრამ, ტკაჩენკოს სურვილის საწინააღმდეგოდ არ წავიდოდა.. -ეშმაკმაც დასწყევლოს! მაკოცე!-ისე ამოთქვა, მთელი ვნება ამოაყოლა ქალმა.. წამით ჩაეღიმა ივერის.. თვალებს მოსწყდა, სისხლით სავსე ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა და მანამ, სანამ სულ მთლად არ მინელდა ქალის გულისცემა მის მკერდთან, ვერ მოსწყდა.. უღმერთო სიამოვნებისგან მთლიანად დასჭიმვოდა სხეული.. თითო კუნთი სხეულში მეტს სთხოვდა, ხელები აეწვა,ისე მოუნდა კანიდან შემოეძარცვა ქალისთვის საცვლები და მთლიანად დაუფლებოდა, მაგრამ, ისე გაეპარა ხელებიდან, ჰაერში მხოლოდ მისი სურნელიღა დარჩა.. -ამის დედაც!-აღარც ახსოვდა ასე გულღიად ბოლოს როდის გაეცინა.. წამოზრდილ წვერზე ხელის გულები გაღიმებულმა ჩამოისვა და აღარც მოუხედავს,ისე დატოვა მათი ოთახი.. საკუთარ თავს ვერ ცნობდა.. თითქოს, ორ ერთმანეთისგან ცალკე ცხოვრებას იწყებდა.. იქ,სადც იყო დონკა და, ჭყონია,მისი თეთრი ფხვნილით.. გონება არეულმა დაძრა მანქანა.. ზუსტად ამწამს იწვერებოდა ცის კაბადონზე მზე და, ცაც ის ფერი ხდებოდა, დონკას თვალებს რომ დაკრავდა.. ჩაეღიმა.. მისი სურნელის განსადევნად მინები ჩამოწია, მაგრამ, ბაგებზე დატოვებულ გემოს თამბაქომაც ვერ უშველა.. სრულიად უცხო, სრულიად სხვა ისე დაისაკუთრა, ისე დაიჩემა, ვერ მიხვდა.. ჰქონდა ამას შანსი,გაგრძელების?! მომავლის ცქერით არც არასდროს უცხოვრია, დღეს, ამ დროს და ამ წანს კი, მხოლოდ მას ხედავდა.. ___ გაქსუებული,პირზე დუჟმომდგარი მალხაზი ტყავის სავარძელში ჩაფლული მოუხერხებლად მჯდარიყო და,ინსულინის შპრიცში მოცეკვავე თეთრ კრისტალებს ქუსლიდან უშვებდა დამპალ სხეულში. სოროში შემძვრალი,შიშით აცახცახებული დღენიადაგ დადარაჯებოდა უვერი უთურანის ყოველ ნაბიჯს,ოღონდ რამე მაინც დავარდნოდა შემთხვევით და,მის სხეულს მიღმა არსებული სხვა სამყარო შეეცნო. ქუდზე კაცს გასწირავდა მხოლოდ იმის ცოდნისთვის,რა ჰქონდა მთასავით კაცს ისეთი,მუხლზე რომ დასცემდა და,მის სარჩულს გამოაკერებდა.. დრო ხელებში თეთრი ფხვნილივით ელეოდა.. თუ გზას არ იპოვნიდა,არც მისი მომავლის განჭვრეტა გაუჭირდებოდა.. -აი,მერე კი დადგება განკითხვის დღე..-აფორიაქებულმა გახედა ჰორიზონტს და ფიქრებს გამოეპასუხა უნებურად.გავეშებული მანამ ჭამდა მას,სანამ საბოლოოდ არ გამოელია ძალა და,არ მიესვენა ტყავის სავარძელს.. -რაღაც უნდა არსებობდეს!!ვგრძნობ!-უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ამოილაპარაკა და,გამყიდველს,რომელსაც პირველი გზავნილიდან შემოტანილი საქონლის გასაღება შეწყვეტილი ჰქონდა, განკარგულება მოკლეტექსტური შეტყობინებით გაუგზავნა და,მინის ზედაპირიდან მისთვის განკუთვნილი,100% სუფთა კოკაინი შთანთქა. სრულ სიცარიელესა და ათასფრად აციალებულ თვალთახედს მანამ უცქერდა,სანამ საბოლოოდ არ გაეთიშა გონება და, არ მიესვენა.. მის მშვიდ სუნთქვას დადარაჯებული ივერი უთურანის ბობოქარი სული კი გამოსავლის ძიებაში ახლართულიყო.. მუდამ ერთი მიზნისკენ მიმართული მისი ყოველი ნაბიჯი,ნელნელა ირეოდა და,სიზუსტისა და,იდელიზმს მოყვარული მისი ხასიათი,ვეღარ ისვენებდა.. ბნელით მოცულ ქუჩებს მანამ უყურებდა, სანამ საბოლოოდ არ გახვრიტა მისი საბურველი და, გამთენიისხანი არ მოიყვანა.. ახალ ტანისამოსს ირგებდა ცა.. მუქი ცარცისფერი მოსასხამი შემოეხსნა დამძიმებული მხრებიდან და, ღია კამკალა ლაჟვარდები გამოეფინა თვალის საამოდ. სკამის საზურგეზე ეულად გადაკიდებული ლაბადა დაღლილ მხრებზე შემოისხა ივერიმ და, ჯერკიდევ სუსხით სავსე ჰაერს შეერია.. მიაქროლებდა და, არ იცოდა,სად მიუწევდა გული. აწრიალებული სულის დამშვიდება ისე უნდოდა, ვეღარც თამბაქო ულაგებდა აზრებს.. დაკისრებული უამრავი ვალდებულება მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევდა.. და,არც არასდროს გაურბოდა.. კარგად ესმოდა და იაზრებდა მის სახელსა და უკან ,ფარივით შემართულ ავტორიტეტს. მუდამ ხიფათში გახლართულმა წლებმა თავისდაუნებურად მოუტანა ხალხი პატივისცემა და რიდი,რომელიც მუდამ უკან დასდევდა.. ყოველთვის ფრთხილად მოსიარულეს, მხოლოდ ახლა შემოუძვრა გულში ძალიან დიდი ჭია.. ჰაერში გრძნობდა ჩამალულ საფრთხეს და, კანი ეწვოდა, ისე უნდოდა, მანამ ეპოვნა ის,სანამ ადრესატამდე მიაღწევდა.. უკვე ქალაქიდან გადიოდა, სვიმონის ზარმა რომ მოსწყვიტა ფიქრებს.. მოხუცის სარჩულამოკერებული მოკითხვიდან იგრძნო,მეტი რომ ჰქონდა მასთან სასაუბრო და, გაუთიშა თუარა, შემოვლითი გზით ორსართულია, განცალკევებით მდგომ დაჩას მიადგა.. მოხუცს ოაზისი მოეწყო კარიბჭის მიღმა.. მარადმწვანე ნარგავებს ყელი მზისთვის მიეშვირათ და სითბოს კრებდნენ ჰაერიდან.. მზრუნველ ხელს სათითაოდ ჩამოევარცხნა ხეებისთვის შევერცხლილი ფოთლები და, მათ ირგვლივ, ხის ფანჩატური მოეწყო. სწორედ იქ მიეგება ახალმისულს მასპინძელი.. კვირა იყო საერთო კრებიდან გასული და,კიდევ უფრო დაბერებული მოეჩვენა ივერის სვიმონი.. მუდამ პირდაპირ მოსაუბრეს,არც ახლა დაუწყია მოვლითი საუბარი.. მის წინ წელშიგამართულ,საბრძოლოდ შეყენებული მშვილდივით მოჭიმულ ივერის გახედა და, მანამ აკვირდებოდა,სანამ მასში ის ძალა არ დაინახა,რასაც ყოველთვის ასხივებდა.. -მაგდა უნდა გამაყვანინო ქალაქიდან ისე,ცაში ჩიტმა და ძირს ჭიამ რომ ვერ დაინახოს..-რბილი,სისუსტე შეპარული ხმით მიუგო და დრო მისცა, ყველაფერი ზუსტად გაეგო.. ივერსთვის რთული მისახვედრი არ იყო, რატომ სურდა მისი ერთადერთი შვილის ქალაქიდან ჩუმად მოკვეთა მოხუცს, მხოლოდ იმან ჩააფიქრა, აქამდე უამრავ დაბრკოლებაგადატანილს,რატომ ახლა იგრძნო იმაზე მეტი,ვიდრე აქამდე.. სვიმონმა რაღაც უფრო მეტი იცოდა,ვიდრე მან, და სწორედ ეს აძლევდა გადაჭარბებული სიფრთხილის საფუძველს.. გაეღიმა.. მასპინძელმაც სახემოღიმარმა ჩაქინდა თავი,თუმცა მხოლოდ წამით.. -როდის?!-ერთადერთი ჰკითხა. არა მიზეზი.. არა მიზანი.. არა ის,რაც მხოლოდ მოხუცმა იცოდა.. დროის საკითხი იყო,მის ყურამდეც მოვიდოდა ის,რამაც მასპინძლის სიტყვები არ ამბობდნენ.. -უახლოესი წითებიდან,დღის დასრულებამდე.-პასუხიც კომკრეტული იყო.. აღარ დაუყოვნებია.. მთლიანად ჩაეფლო ბიუროკრატიულ საკითხებში და, იქამდე არ ამოუსუნთქავს თავისუფლად, სანამ გიგის ავტომობილში ეტლის სავარძელო არ ჩაკეცა და, ხელშიაყვანილ სუსტ,კაფანდარა,ფერმკრთან,თვალებცწრიალა გოგოს არ დახედა თბილი ღიმილით.. 22 წლისაც არ იყო და ისე შეეჭამა დარდს, მოხუცს ჰგავდა.. გული მოეწურა ივერის.. შეეცოდა და არა იმიტომ,რომ მასზე ერთით ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა.. არა.. განა რას ნახავდა გასაცოდავებულ მიწაზე იმაზე მეტს,ვიდრე ახლა შეეძლო?! მხოლოდ გული მოუკვდა, სუფთა სულის ადამიანებს რომ უსამართლოდ ექცეოდა განგება.. -წარმოგიდგენია რის ფასად დაუჯდა მამას,სახლიდან გამოვეყვანე?!-დაიმარტოხელა თუარა უთურანი, სახემოქუფრულმა ახედა.. მთლიანად აწყლიანებოდა თვალები.. სატირლად მოეწყო ნაკვთები და თავს იკავებდა, მისი ბავშვობის ჩუმი სიყვარულის წინ.. უხმოდ დაუკრა ივერიმ თავი.. წარმოუდგენელმა სირცხვილის გრძნობამ დაუარა მოულოდნელად და ისე დაიბუდრა მასში,თითქოს,აღარც აპირებდა წასვლას.. -შეეცადე,რომ დავბრუნდები,ცოცხალი იყოს! -მისი სუნთქვა ჩააბარა გოგომ და, იქამდე დაემშვიდობა,სანამ სულ მთლად დაიშლებოდა მის წინ კაცი... დიდხანს გასცქეროდა ორი სხეული მანქანის საბურავებისგან დატოვებულ კვამლში ჰორიზონტს.. თითო ცდილობდა,თითო მომავლის ხილვას და, ბურუსის მიღმა,გამოსავლის პოვნას.. -მე ჩაგითრიე ამ ტალახში სვიმონ..-დანანებით ჩახარა თავი ბოლოს უთურანმა.. იგრძნო,როგორ დააწვა უზარმაზარი ლოდი მხრებზე.. ვეღარ ამოისუნთქა სუფთად.. -ეს ქალაქი მხოლოდ შენი არაა ივერი!წყრომით,თუმცა,მამაშვილური შეგონებით გაუთბა ხმა მოხუცს..-შენ პირადი წყენა გაქვს,მე კიდევ,თითო ადამიანი ვალი.. -მხარზე სუსტად დაჰკრა ხელისგული და სახლისკენ გაბრუნდა.. აღარ დალოდებია ახალგაზრდას პასუხს.. სარკმლიდან უყურებდა,როგორ მოწყვიტა ადგილს მისი მანქანა ივერიმ და,გაეცალა ოაზისს.. ადრენალინის მიუხედავად, ორმაგად არეული ფიქრები ოდნავადაც ვერ დაალაგა უთურანმა. გზას გასცქეროდა,თუმცა,ფიქრებით სულ სხვაგან იყო.. ბოლომდე ჩაწოლილ გაზის პედალს ოდნავადაც არ აგდებდა.. თითქოს დაფრინავდა, სული ელეოდა,ისე უნდოდა დრო ხელებში გასცლოდა.. თუმცა,დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდა.. მის ტელეფონზე შემოსული ზარი იმაზე მეტი იყო,ვიდრე ახალი ინფორმაცია.. შეტყობინებაში ჩაგდებულ ახალგაზრდას არცერთი მისხალი არ ჰქონდა საერთო სიცოცხლით სავსე ლექსო მენაბდესთან.. წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ზემდეტი დოზისგან სახე გადაფითრებოდა და, თვალები ჩაცვენოდა.. კანზე ტალები გასჩენოდა და,თითქოს,ერთიანად მომატებოდა ასაკი.. ზუსტად ახსოვდა უხარისხო ნარკოტიკისთვის დამახასიატებელი ჩვენებები ივერის.. ზიზღისგან სალონში მოისროლა ტელეფონი და , მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,აზრზე მოსასვლელად.. -იცოდი?!-მხოლოდ ერთი ჩასძახა გააფთრებულმა მას,ვისი სახლიც წუთების წინ დატოვა.. -ვინაობა არა..-მოპასუხემ გულისწყვეტით ამოისუნთქა. გაირინდა.. გაყინული ხელის გულები სახეზე აიფარადა მანამ სუნთქავდა როგით,სანამ სრულად არ დამშვიდდა და საღი აზრი არ დაუბრუნდა.. თითქოს დაწყნარებულიყო, მაგრამ,თვალებიდან უწყვეტ რისხვას ისროდა საქარე მინისკენ და, იმის შეჭმა სურდა,ვინც ამ ეტაპამდე მიიყვანა ლექსო.. აქამდეც კარგად ესმოდა, ჭყონია გაჩერებას არ აპირებდა, მაგრამ, არ ელოდა თუ მხოლოდ ექვსი დღე გასტანდა სიწყნარე. ივერიმ პირობა დაუდო.. უთურანი სისხლის ფასად ასრულებდა მის სიტყვას..ეს მალხაზმაც კარგად იცოდა და უკვირდა,რატომ არაფრად უღირდა მისი ერთადერთი შვილი.. გაეღიმა.. მწარედ.. ქაღალდის დანომრილი დასტა ცოდვის ქალაქს ისეთი სიკაშკაშით ანათებდა, უნიათოსაც კი ძარღვებში ძალას უსხამდა და გაუბედავს,აბედინებდა.. თუ მას ფონზე გასვლა სისხლით და,შეწყვეტილი სიცოცხლით სურდა, არც ივერი იყო უკან დამხევი.. თუნდაც საკუთარ ხელებში გალეოდა მალხაზს სული.. უფიქრელად დაფარა მანძილი ახალგაზრდამდე მისასვლელი.. უთქმელად შეატარეს პალატაში ისიც.. საწოლზე უმოქმედოდ მწოლიარე მენაბდე კედელს მისცქეროდა და, აცახცახებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა.. გაუჭირდა მასში იმ ადამიანის ცნობა,ყველას რომ პირველივე დანახვისთანავე ხიბლავდა.. არ გაკვირვებია სტუმრის გამოჩენა ლექსოს.. იცოდა,მივიდოდა და, ბევრი კითხვები ექნებოდა მასთან,მაგრამ, საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღიდა,მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის ელოდა მას.. ეკრანზე გამოსახულ არასასიამოვნო მაჩვენებელს წყრომით გახედა ივერიმ და უზურგო სკამი მიაგორა საწოლთან.. თავჩაქინდრული იჯდა მანამდე,სანამ საბოლოოდ არ წაიშალა მის თვალწინ მწარე მოგონებები და, ამოისუნთქა.. -რატომ?!-კონკრეტული პასუხი აინტერესებდა.. -სხვაგვარად მას ვერ მივუახლოვდებოდი,ივერი..-ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ღრმად ჩახედა მის ყორნისფერ თვალებს.. ახალგაზრდა ბიჭის ირისებს პატარა გოგოს სახე გამოესახათ და მასში,მარტივად დაინახა ნაცნობი ნაკვთები უთურანმა.. გაუკვირდა.. ამ წამს ზუსტად გაშალა მისი უცნაური სტუმრობა ანნას იუბილეზე და, გული ძალიან სუსტად აუძგერდა.. -ის ნაბი*ვარი ნაგავს ყიდის ქუჩაშიც და,საახლობლოშიც ივერი.. არ მეგონა,მეც თუ გამაცურებდა და,სიკვდილამდე მიმიყვანდა..-დანანებით ჩაილაპარაკა,თუმცა,თავის მართლება აღარაფრად გაჭრიდა.. უთურანი მასში უკვე მხოლოდ დამოკიდებულს ხედავდა და კაცს,რომლის ნდობაც ვეღარ შეეძლო.. კარგად ხვდებოდა ლექსო ამასაც და, მდგომარეობა უფრო უმძიმდებოდა.. -მათ სახელებს გეტყვი..-გაბრძოლება სცადა..ბოლო იმედს მოეჭიდა.. ირონიულად მოღიმარ ივერის წარბიც არ შეხრია.. -ხუთი თითივით ვიცი მისი სქემა. სად,რომელ სარდაფში ასაწყობებს და რა გზებით ყიდის. ყველაფერს გეტყვი.-უკვე წამომდგარს მისუსტებულმა გასძახა.. აქ კი,საკუთარი თავი ვეღარ გააკონტროლა უთურანმა. გავეშებული მიუბრუნდა და, გაფითრებულ სახეზე არწივის მზერა აატარა. -სულ მთლად ნუ გაყიდი სულს,ლექსო! პატარა ხარ ჯერ მაგისთვის! კაცს,ქვეშძრომა არუნდა სჭირდებოდეს ქალის დასასაკუთრებლად. მითუმეტეს,სოდის გაყნოსვა დამპალ ნესტოში. გგონია მალხაზს აჭამე?!-სარკაზმისგან სახე მოეღრიცა ივერის. -საკუთარ მდგომარეობას შეხედე.. ერთი სატვირთო გაგაშვებინა ფილტვებში და, სანამ შენ ფიქრობდი, როგორ შეძრომოდი მის ქალიშვილს კაბის ქვეშ, მანამ ძირს გითხრიდა და, ერთით ნაკლებ მეტოქედ აღგიქვამდა.. რა გგონია?!არ დაგიწვავდა?! მალხაზი როგითი პაიკი ნუ გგონია,ლექსო! დიდი გაქნილი ნაბო*არია და, ერთადერთი შანსი დაგრჩა.. ან გონს ეგები და, საკუთარ ჩასვრილს ხეხავ, ან არადა, ჭყონიას ჩრდილს ვეღარ მოიშორებ.. მერე , როცა იარაღს მოგცემს და, მიმართულებას, ივერი უთურანს შუბლი გაუხვრიტეო, ძალიან გვიანი იქნება და არ მინდა, მარტო იმიტომ გამოგივიდეს ჩემი სამ ასოზე გაშვება,რომ საკუთარ ხელებში გაზრდილს ტყვია ვერ დავახალე და, ვერ შეგიზიზღე..- ხმაურით გადაუშვა ბოღმით სავსე ნერწყვი უთურანმა და, მანამ დატოვა პალატა, სანამ დაპატარავებული, მიტკლის ფერი ლექსო მენაბდე საპასუხოდ ძალას მოიკრებდა.. არ ესიამოვნა დამხვდური სიმართლე.. ერჩივნა, გადამყიდველისგან ყოფილიყო სიკვდილის ზღვარზე, და არა,გამიზნულად,პირდაპირ მალხაზისგან.. იცოდა ივერიმ, სიტყვები აღარაფერს გახდებოდა უკვე დაწყებულ საქმეში.. არც მისი გრძნობები იყო ანნას მიმართ მხოლოდ ვნება.. ბიჭის გულწრფელმა თვალებმა ზუსტად მიახვედრეს და,ამან უფრო დაამძიმა რეალობა.. მიზნისკენ მისაღწევი გზა ლექსოს გრძნობებმა ერთიანად მოუჭრეს... საწამლავისგან აღგზნებული გონება სათანადოდ უნდა გაეთვალისწინებინა ივერის და,სხვა გზა უნდა მოეძებნა.. ჩიხში შესულმა ჩამობნელებულ ქალაქს შემაღლებულიდან მძიმედ გადმოხედა.. შუა ღამეს კარი კარგა ხნის წინ შემოეღო და, თითქოს ემზადებოდა კიდეც, გაეთენებინა.. მონაცრისფერებულ, თითქოს,მოთეთრო ცას სახე უთურანისკენ შემოეტრიალებინა და, მისკენ უშვებდა პატარა, ციცქნა, უფერულ მრავალწახნაგა ფიფქებს.. სხვა განზომილებაში გადაწყვეტილიყო ღამე.. წლის პირველი ფიფქები ხელისგულზე ჩამოუდნა მამაკაცს.. იქამდე ითვლიდა მისგან დანატოვარ წვეთებს,სანამ სულ არ დაენამა კანი და, არ შეამცივნა.. ლამაზად თოვდა ცოდვების ქალაქში.. ცას თავი გადაედო უკანასკნელ ადგილას,ოღონდ კი სულ ციცქნა სხივი შემატოდა ქუჩებს და,ის ნაგავი ჩამოებერტყა,წვიმაც რომ ვეღარაფერს შველოდა.. მაგრამ, ყოველი მისი მცდელობა უშედეგო იყო, ყოველ წელს.. ერთადერთი,რაც თითქოს ანეიტრალებდა ყველაფერს, ის სხივი იყო, უთურანის სულს რომ ქარცეცხლში ახვევდა.. ყველა გრძმობისგან დაცლილი, გამოფიტული, "სადრაფი"ს ზღურბლს ისე მიადგა, ბევრი არ უფიქრია.. სათადარიგო გასასვლელს იქამდე უდარაჯებდა, სანამ მისი კარები არ გაიღო და იქიდან ტანკერანი არ გამოვიდა.. ჩაეღიმა.. გამთეენიის შუქზე,მანქანის ცხაურაზე მიყრდნობილი ნაცნობი სხეულის ხილვისას, გული ამოუჯდა მოულოდნელად ქალს.. ელოდა.. მთელი კვირა.. შვიდი დღე.. საათები იჯდა გასახდელში და, იმ წამს ელოდა,როცა მის მოსვლას შეატყობინებდნენ და, ისიც,მთელ მის ენერგიას ჩადებდა მოძრაობებში.. უკვირდა და თან შიში სჭამდა,რომ აღარ გამოჩნდა და, ერთიანად მოვარდნილი აღფრთოვანება ვეღარ შეიკავა, მოულოდნელად რომ იხილა.. არაფერი უთქვამს და, არც თვითონ დაუძრავს ხმა.. გარემო იმდენად მშვიდი, ცივი, ფიფქებიანი და, ვნებით სავსე იყო, აღარაფრად უღირდა თითო სიტყვა.. ბუნებრივზე დაბალი სიჩქარით გაჰყავდა მანქანა ქალაქიდან ივერი უთურანსაც.. თამბაქოს ღერი ტუჩებშორის მოექცია და გრძნობდა,არასდროს ყოფილა ნიკოტინი ამაზე მეტად გემრიელი.. ნება-ნება,სურვილით,წყურვილით უშვებდა კვამლს ფილტვებში და ყველა გრძნობით ფანტავდა მას სალონში.. კანი აეწვა ტკაჩენკოს,ისე მოუნდა მისი ტუჩების გემო შეეგრძნო.. საჩვენებელსა და შუათითს შორის დატუსაღებული ყავისფერი ღერი მამაკაცს აართვა და, ისე შეისუნთქა მწარე კვამლი, თითქოს,უკანასკნელი ყოფილიყოს.. არასდროს ყოფილა წამი, ქალი ამაზე მეტი სანდომი ყოფილიყოს ივერისთვის, როგორც ახლა.. მისივე თამბაქოთი.. ისე გადააყენა მანქანა გზიდან, აღარ უფიქრია შედეგებზე.. ქალის სუსტი სხეული ერთიხელისმოსმით გადმოისვა მუხლებზე და, მის მოღერებულ კისერს ცივი ხელის გულები ვნებით ჩამოატარა.. თითქოს ცეცხლი შემოუნთესო, დავლილი ჟრუანტელისგან ცხლად დაუარა ვნებამ ქალს.. უღმერთოდ იზიდავდა მისი ძლიერი მკლავები და, მზერა,რომელიც მუდამ თანხმობას ელოდა.. ვნების ალში ხვევდა მისი არწივის გამოხედვა და სხივი,რომელიც კანის ქვეშ უძვრებოდა და სულს უშიშვლებდა.. მიიღო თუარა მისგან უსიტყვო პასუხი, წამი არ დააყოვნა, ისე შემოხსნა ქამარი და, ხელის გულებში მოიქცია მისი წვრილი წელი.. თოვლივით თეთრ თეთრეულში გამოტკეცილი მისი მკერდი წვავდა უთურანს და მისკენ იზიდავდა.. წამში შეუხსნა აზღუდი და მოეშვა თუარა მის ტუჩებს, მკერდს დაუყვა ცხელი,ვნებიანი ამბორით.. კბილებსშორის მოქცეული კერტები ქვასავით დაუმაგრდა აღგზნებულ ქალს და მთლიანად მიენდო შემოქმედს.. მუქი პერანგის ღილები გადაუხსნა და მამაკაცის ძლიერი მხრების შეგრძნებისას, გონება სრულად გაეთიშა.. სული ელეოდა, სანამ ალერსში გახლართული მამაკაცი ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდებოდა.. ბაგებზე დარჩენილ ნიკოტინის გემოს ჭკუიდან გადაყავდა და, საკუთარ თავს აკარგვინებდა.. -ივერი,მაკოცე!-თხოვნად დაიღვარა დონკა.. ქალის სიშმაგისგან ირონიულად მოღიმარმა უთურანმა მწარედ მოიქცია ხელებში მისი სავსე თეძოები და მხოლოდ წამით წამოსწია.. მიზანს მიხვედრილმა ქალმა საქამრე შეუხსნა მამაკაცს და ნეტარების უჰორიზონტო წამების მოლოდინში ივერის ყელს ცხელი კოცნები დაუტოვა.. გული გაუწყდა, მამაკაცის თითები რომ იგრძნო,საცვალი რომ უმოწყალოდ მოგლიჯეს მის ტანს და, მიმართულება მისცა, ასოს დაუფლებოდა.. სიამოვნებისგან ამოხეთქილმა კვნესამ სალონში ჰაერი ერთიანად შთანთქა.. მამაკაცის გმინვა ჰარმონიულად ერწყმოდა ქალის, ასოზე აცეკვებულ სხეულს და, ტემბრში ყვებოდა, სანამ ერთიანად არ მოსწყდა მრგვალ,სავსე ტუჩებს ხმამაღალი კვნესა და, ორგაზმისგან მოდუნებული სხეული, გულზე არ მიაყრდნო ერთიანად გათანგულს.. -ღმერთო,ივერი!-სუნთქვა არეოდა და ხმა ნაწილებად დაშლოდა ვნებაში აშლილ ქალს.. გული საგულედან ამოვარდნოდა.. სუნთქვის დარეგულირებას სცდილობდა, მაგრამ, უთურანის მის შიშველ ხერხემალზე მოთამაშე თითები კიდევ უფრო რევდა.. ვეღარ დაითვალა კაცმა წუთები, სანამ სრულად დამშვიდდებოდა და, ჩაცხრებოდა მის სხეულში დატრიალებული ქარიშხალი. მანამ,სანამ ბოლომდე არ ჩაუდგა პულსი მწყობრში, მანამ ჰყავდა გულზე აკრული და, არ გაუშვა.. თამბაქოს მომწყდარ წყურვილს რომ ვეღარ გაუმკლავდნენ,მხოლოდ მაშინ დასცილდნენ სხეულები ერთმანეთს და, დაბარებულივით, საქარე მინიდან შემოთენებულ დღეს გახედეს.. ქალის ქურდობას აღარ დაელოდა ივერი, მესამე ნაფასზე ღერი გაუწოდა და, უკვე მისგან გაფანტულლ ნიკოტინს უშვებდა ნახშირორჟანგით სავსე ფილტვებში.. -ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა დონკა,ჩვენ სხვა დროს,სხვა ვითარებაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და არა ახლა,როცა ცხელი ტყვია დამყვება ჩრდილად.-მხოლოდ წამით გახედა.. ეგოისტურად ესიამოვნა,ქალს რომ შიში ვერ შეატყო.. თითქოს,ზედმიწევნით სცოდნოდა ტკაჩენკოს უთურანი, იმდენად მშვიდი ჰქონდა მზერა და, ხმა. -ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა,ივერი,მე ოჯახს არ გამიწყვეტდა და ძელზე მოცეკვავედ არ მაქცევდა.-ირონიისგან გაუფითრდა ლამაზი სახე,მაგრამ,მის ხმაში სინანული არ გარეულა.. -ჩვენ ერთმანეთს ვგავართ.-იდუმალი,ფიქრით სავსე მზერა მიაბყრო მისი სიმტკიცით ნასიამოვნებ კაცს.. -არცერთისთვის დახარჯულა განგება დიდად,ია-ვარდით მოეფინა გზა და,მარტივი ცხოვრება მოეცა.. აქამდე, მხოლოდ ეკლიან,ცოდვით სავსე,ჩირქიან გზაზე ვიარე და თუ დღეიდან მას ტყვიაც შეემატება, დამიჯერე,თავად დარჩება წაგებული,რადგან,არ გამოჩარხულა დედამიწაზე არცერთი ტყვია ბოშას და,განსაკუთრებით,მის რჩეულს რომ გაუკაწროს კანი.-ალმაცერად გაუღიმა მსმენელს და,ბოლო ნაფაზი ვალად დაუბრუნა. პირველივე წამიდან გრძნობდა ივერი ქალის სხეულში დაბუდებული ამორძალის ძალას, მაგრამ,მაინც სიამოვნებისგან გაეღიმა, ქალის მყარ სიტყვებზე. ერთი ხელიც საკმარისი იყო,ჩამოეთვალა სულ რამდენჯერ ჰყავდა ნანახი და მაინც, არ არსებობდა მეორე,ვინც მასზე მეტად ესურვებოდა.. იყო ქალში რაღაც,რამაც მასზე მიაჯაჭვა და ასე უცხოს,მთელი მისი სული გადმოულაგა.. ერთადერთი,რაც სრულად მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, შიში იყო.. შიში იმის,რომ ქალი მის სისუსტედ იქცეოდა.. ___ თავგამოდებით ბარდნიდა ცოდვით სავსე ქალაქში.. სამყაროს კანი ფიფქისფერი საბურველისთვის გამოემზიურებინა და, ისე გაეშალა ხელები, თითქოს,სხვისთვის არ ემეტებოდა სითეთრე. რძისფერ განთიადი ქალაქს მთელ სიგრძეზე გადაფენოდა და,ახალი სიბინძურისთვის ამზადებდა მის მრავალჭირგამოვლილ ქვაფენილებს.. თენდებოდა.. ახალ ფურცელს შლიდა ბედის ირონიული მწერალი და, მის ძაფებქვეშ გამობმულ ადამიანებს ცირკისთვის ამზადებდა.. კუთხეში მოხითხითე ავხორცს საზარლად დაღარვოდა სახე და,ერთი სული ჰქონდა,როდის ჩამოჰკრავდა საათი კონკრეტულ დროს და,კანქვეშ შეუძვრებოდა მისით მოცულ სულს. ხარობდა ზნეწამხდარი ბოროტება. ვენები ერთიანად გადაეხსნა და სისხლის მაგივრად,ცოდვებით ასაზრდოებდა ყოველ უჯრედს.. თითქოს,ახალი სიცოცხლე შესძენოდა მალხაზ ჭყონიასაც. მხოოლოდ ერთი მიზნისკენ მიცეცებული თვალებით ყოველ თხრილს დარაჯობდა. საქმეში გამოცდილი ყნოსვით გრძნობდა ყოველ კუთხეში ჩამალულ საფრთხეს და უკიდურესს აკეთებდა,მის მკვლელ ფხვნის ზიანი რომარ მიდგომოდა. სისხლით ცდილობდა დაეცვა სტატუსი, მაგრამ, მუდამ ნახევარი ნაბიჯით წინმსწრები უთურანისთვის რთული არიყო, ჭყონიას შემდეგი ნაბიჯების გათვლა.. ყოველი ფიქრი,მალხაზის გონებაში დახაზული გეგმა თითქოს პირველად ივერის გონებაში მწიფდებოდა.. მოპაექრის ტყავში გახვეული არწივისთვალა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ფულით შებყრობილს.. ქუჩის ბნელ კუთხეებში დატრიალებული არეულობა არც ქალაქის მაღალ,ეშელონებში მსხდომ ზემდგომ ორგანოებს გამორჩენიათ.. ნაწილი,რომლითაც სკამს ითბობდა ჭყონია, ღია უკმაყოფილებას გამოხატავდა და, საქმის ჩაფარცხვისკენ ანიშნებდა მალხაზს. უმცირესობა კი, პირდაპირ უთურანისკენ იშვერდა ხელს და, მასში ხედავდნენ დასასრულს. მის ოთახში, ფიქრებში ჩაძირულ ივერის არ გაჰკვირვებია, აწკრიალებულ ტელეფონზე გამოსახული სახელის ხილვა, მას შემდეგ,რაც ქალაქში საავადმყოფოში წამლის ზემოქმედებისქვეშ მყოფი მენაბდის ამბავი გავარდა. უკმაყოფილო სახით მანამ დასცქეროდა ეკრანს,სანამ ქალაქის მეორე მხარეს მჯდომ მთავარ პროკურორს ნერვებმა არ უმტყუნა და, უპასუხო ტელეფონი კედელს მიანარცხა. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა სასურველი ზარი დამსხვრეულ ეკრანზე.. -დიდი ბოდიშის მოხდით,იოსებ,შენი გასაკეთებელი საქმის კეთებაში ისე ვიყავი გართული,ზარს ვერ ვუპასეხე.-დაგესლილმა სიტყვებმა ბრაზი მოგვარა პროკურორს,თუმცა, თავი შეიკავა გამოხატული აგრესიისგან. -ჩემს ადგილს ხომარ დაიკავებდი,ივერი,რაღაც ისე ჩაგითრია იარაღითა და ხელბორკილებით სირბილმა,მგონი,პოტენციალს არუნდა კარგავდე სოროების თხრაში.-ვალში არც თვითონ დარჩა.. თვალი ჩაუკრა მის წინ მოკუნტულ სიბნელეში ჩაფლულ სტუმრად წვეულ მალხაზს... ირონიისგან სახემოღრუბლულ უთურანს ჩაეღიმა.. -მე მხოლოდ ნაძირლებს ვუშვებ ჩემო იოსებ სამ ასოზე,მაგალითად ისეთებს,როგორიც წინ გიზის და არა პატიოსან ხალხს.ამიტომ,გადავდოთ თანამდებობების გაცვლა და პირდაპირ საქმეზე გადადი. რა უნდა მაგ სი*ს?!-სიტყვებით თამაშში გართულ პროკურორს მტკიცედ მოუსხიპა ივერიმ და თამბაქოს ღერს ცეცხლის ალი წაუკიდა. -შენთან შეხვედრა უნდა "სარდაფში" გვიან ღამით და გარანტიებს ითხოვს.-აღარც მას გაუმახვილებია ყურადღება აშკარა მუქარაზე. თხოვნა,რომლითაც მალხაზ ჭყონიამ იოსებ მარუაშვილს მიმართა,გადასცა და, პასუხის მოლოდინში ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე დააყენა. ივერის ყინულივით ცივი ხმა მალხაზსაც კარგად ესმოდა. -მე სავაჭრო ცენტრი არ ვარ,*ლეო,გარანტიები ვარიგო ქუჩა-ქუჩა. თუ საკუთარი ტყავის იმედი არ გაქვს,ტყვიის წინ ნუ დამიდგები!-იგრძნო თუარა,ადრესატამდე ხმა მივიდა,გათიშა და ღრუბლებს მიღმა ამოწვერილ დღის სუსტ სხივებს ფიქრიანი მზერა მოავლო.. მსხვილ, ქათქათა, ცრემლებისხელა ფიფქებს ისროდა ცის კაბადონი დედამიწაზე.. მთელი დღის თავგანწირვისგან, დღის ბოლოს, ხის მწვანე შეფერილობა აღარც კი ჩანდა ნაძვებზე, იმდენად გადაპენტილიყო გარემო. სვიმონის აგარაკიდან მომავალი ივერი უთურანი ფარების მჭახე განათებით მიაპობდა ტოიოტას ყველგანმავალს ცოდვის ქალაქში და ასფალტს თვალს არ აცილებდა.. შედეგები,რომლებიც მათ მიეღოთ უცოტავესი დღეების განმავლობაში, თვალსაჩინო იყო და ამას აწერდნენ მალხაზის დათქმულ შეხვედრას.. მალევე მიადგა ვერცხლისფერი ავტომობილი ხის ორფა კარებს.. კარგად ნაცნობი დერეფნები მამაკაცმა მხრებშიგაშლილმა გაიარა. მისი მძიმე,მტკიცე ნაბიჯები ოთახში მდუმარედ მსხდომთ არ გამოპარვიათ. -მოდის!-ხმაში მაინც გაეპარა მღელვარება მალხაზ ჭყონიას,მიუხედავად იმისა,დარწმუნებული იყო,უთურანთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნებოდა. ოთახში შესულმა ივერიმ უსალმოდ დაიკავა მისი ადგილი და იქ მსხდომებს მტრული,ზიზღით სავსე მზერა მიაბყრო. კანით იგრძნო ჭყონიას შენიღბული მღელვარება ხელოვნური გამბედაობით და მწარედ ჩაეღიმა. -იმ დღეს ცუდად დავიწყეთ ივერი..-მსუქან კისერზე პერანგის ღილი შეიხსნა მალხაზმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ჰაერი არ ყოფნიდა,თუმცა,არ დაიტყო. გრძელ,კუბურ სიგარას ბოლო მოაკვნიტა და,სქელი,მძიმე კვამლიი გამოუშვა ფილტვებიდან. იგრძნო,მამაკაცი მხოლოდ მოსასმენად რომ იყო მოსული და,აღარ დალოდებია მისგან რეპლიკას. -მაშინ კარგად ვერ გაგაცანი გეგმა.-ცბიერად ჩაიცინა და დაგრეხილი წარბები აწკიპა.-ზედმეტი დამსწრეები გვყავდა.-ივერის სახეზე გამოხატულმა აშკარა უკმაყოფილებამ ხმაში სიმტკიცე გაუქრო,მაგრამ,აღარ შეჩერდა. ვა ბანკზე სიმწრის ოფლდასხმული წავიდა. -ცოტა ფიცხი ხარ,არ მიკვირს,ჯერ სისხლი გიდუღს ვენებში!-ძლივს გახსნა მოწურული ტუჩები მალხაზმა. ირონია აკრულ სახეზე ყველა მიმიკა ჩამოერეცხა ივერის. ყოველი განვლილი წუთის ხარჯზე შეიკავა თავი,დენთივით არ აფეთქებულიყო და მალხაზის დამპალი სული მაგიდაზე არ დაელია.. მტრული,არწივის ავი მზერით გახედა და, ფერდაკარგულ მალხაზს მწველი მზერა აააყოლა.. აღარ ხედავდა მასში ადამიანს.. წინ პოტენციური გვამი საუბრობდა, რომელიც,ღატაკი იუმორით სცდილობდა მისი ლეში გამოეგლიჯა ბედისთვის. -40% წილს გთავაზობ,პირადად შენ! თითოეული გაყიდული გრამის თითქმის ნახევარს და ჩემს კავშირებს,რომ შენი ბიზნესიც გააფართოო,მშვიდობის სანაცვლოდ!-თეატრალურად გაშალა ხელები,ისევ,იმ დღის მსგავსად,თითქოს,ტაშის კვრით უნდა შეხვედროდა შეთავაზებას ივერი.. გაეცინა. უფრო სარკასტულად ვიდრე გულით. ცივი ხელისგულები მოცინარ სახეზე ჩამოისვა უთურანმა და, სულ წუთით გადაწყვიტა თამაშში აყოლოდა. -მერე და,სვიმონს რას ეუბნები?! ლექსოს?!იურის?!-ინტერესით დაეკითხა და სიგარეტს მოუკიდა. ცირკს გავდა მალხაზის ყოველი მიმიკა და მოქმედება.. -ერთი მაგათი დედაც,ივერი! სვიმონი უკვე სამარის კარს უკაკუნებს.-ხელი ჩაიქნია და თავი ისე გააკანტურა,თითქოს,მართლაც ჩალის ფასი ჰქონოდეს მოხუცს.-ლექსოს ამბავს კი გაიგებდი,წამალზე დაჯდა ეგ სი*ი და,თვეები დარჩა,თუარ გადააგდო.-ამრეზით აბზიკა გრძელი ცხვირი და მხრებში გადაიშალა. ტყავის სავარძელზე კომფორტულად გადაწვა და გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევად დაიწყო, სანამ წინადადებას დაასრულებდა,ღილაკით ბარიდან მიმტანი იხმო და ბავარიული გაუფილტრავი შავი ლუდი შეუკვეთა სამი პირისთვის. -გვერდით შენნაირი ბიჭი მჭირდება. სისხლის,ტყვიის,სიცივისა და ფხვნილის რომარ ეშინია!გამომყევი და,ვალში არ დაგრჩები.. დავივიწყოთ ის ძველები, კარგ საქმეს გთავაზობ,დიდი წონის მოგებით.-ხელები გაასავსავა და,გამშრალ ყელში ცივი,ქაფქაფა ლუდი გადაუშვა. წამხდარს გულით სჯეროდა,რომ ივერი უთურანის ჯინში ჩამდგარი ქმედებები მხოლოდ ფულით იყო გამოწვეული და, საკუთარი თავით ამაყობდა,რომ მიუგნო ზრახვას. ალბათ,მთელი ღამე მოანდომებმა ივერი სპექტაკლის თამაშს, დეტალებზე აჭიჭკიბებულ მალხაზს სიურპრიზი რომ არ მოეწყო.. მეხუთე ბაკალს სცლიდა,უთურანი, გონებაში ყოველი მისი წამომცდარი დეტალი ჰქონდა ჩაბეჭდილი, დარბაზში სიმყუდროვე რომ ჩამოწვა და, მხოლოდ მისთვის კარგად ნაცნობი ძელი განათდა.. ადგილზე გაიყინა. გული თითქოს გაუჩერდა. წამით შეევედრა ღმერთს, დონკა არ გამოსულიყო, მაგრამ, სულ ტყუილად.. სიბრაზისგან ყელში იმდენად დიდი ზიზღი მოაწვა,ვეღარ ამოისუნთქა.. ცოდვის ქალაქის დაუწერელი კანონი სიტყვა-სიტყვით შეასრულა "სარდაფის" მფლობელმა.. ჭყონიას ტომრით ფულზე გაყიდა მისი სიტყვა,ტკაჩენკოს ერთადერთი სტუმარისთვის ეცეკვა... მთელი სიცოცხლის ფასად დაუჯდა ივერის,მიმიკა არ შეცვლოდა და, წამითაც არ დატყობოდა მღელვარება. ფეხებგაშლილ,თრობამორეულ მალხაზს ვნება კუნთებში მოაწვა, შავ თეთრეულში გამოკვეთილი ქალღმერთის სხეულმა სურვილი აღუძრა და დუჟმომდგარმა დასცხო გვერდიდმჯდომ უთურანს ტორი ფეხზე. -ქალი კიარა,წყევლაა!წარმომიდგენია,ზემოდან რა სასწაულებს ჩაატარებს!-თვალი ვერც კი მოაშორა უძრავად მდგომ,გაძეგლებულ დონკას,ისე გადასძახა სახეშემშრალს. ოთახში შესვლისთანავე იგრძნო ნაცნობი არომატი ტკაჩენკომ და მხოლოდ წამით ამოუხტა გული საგულედან უცაბედი აღტაცებით,სანამ მასთან ერთად შეკრებილ,უცხო,არასანდო პიროვნებებს არ დალანდავდა. გაიყინა.. ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა სურვილი გამქრალიყო, ძელთან არ მდგარიყო და, ორ ცეცხლშუა არ დამწვარიყო.. სურვილისგან წამონთებული გაქსუებული კაცის თვალები ისე წვავდა კანს, კიდურები ატკივდა და, ძლიერად მოეჭიდა საყრდენს.. მის სანდომს, ერთსა და განსაკუთრებულს მზერა ისე გაჰყინვოდა, თითქოს,დროის გაჩერებას სცდილობდა.. ოთახში დაძაბული გარემოსგან სუნთქვაც კი გაუჭირდა,მითუფრო ამწამს, ივერიმ მხოლოდ ერთი მითითება რომ მისცა თვალით და, წამის მეასედში, სრულიად ამოყირავდა მის თვალწინ გადაშლილი სურათი.. იგრძნო.. ძლიერი, ყოვლისშემძლე, ყინულივით ცივი ხელი, რომელმაც მის ზურგს გააკრა და, წამებში შემოახურა ბალოტისფერი ბალადა მხრებზე. -გასახდელში დამელოდე!-მტკიცე ხმით გადაულაპარაკა უთურანმა ტკაჩენკოს და მომხდარით წამით დაბნეული ჭყონიას მდგომარეობით უსწრაფესად ისარგებლა.. ხის მასიურ მაგიდას წიხლი მთელი ძალით დაჰკრა და ვერცხლისფერი,სასროლად შემართული იარაღის ლულა გაღეღილი მკერდის შუა მონაკვეთზე მიუბჯინა. -ჩვენი შემდეგი შეხვედრა ტყვიით დასრულდება,ნაბი*ვარო და თუ ეს სიტყვა არ ავასრულო, სახით მიწისკენ მახოხე მთელი ქალაქის დამპალ ალფალტზე! ეს ერთი! -გააფთრებულმა პროკურორის გაფრთხილებაც არ გაიგონა,ხელებში რომ ჩაფრენოდა და,საპასუხოდ,მასაც საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა იარაღი. -ეგ შენი პროცენტები და,სასიკვდილო განაჩენი *რაკში კარგად გაირჭე და,ზედ შენივე საწამლავი დაიყარე,კარგად რომ შეგალპეს! ეს ორი!-შოკისგან თვალებდაქაჩულ მალხაზს ზიზღით ჩასძახა და ლითონის ნაჭერი დაზაფრულს მოაშორა.. წამიერი უმოქმედობით გონსმოგებულმა ჭყონიამ გაბრძოლება სცადა, თუმცა, ძლიერმა ხელმა ისევ ადგილს მიაყინა. გარტყმისგან გამსკდარი ღაწვიდან წამოსულმა სისხლმა ივერის მუჭსაც დაატყო კვალი. ცხოველივით აღრიალებულ აფთარს ვეღარაფერი აკავებდა.. გონება მხოლოდ მალხაზის ზნედაცემულ სიტყვებს და ვნებამორეულ მზერას უტრიალებდა უთურანს და მხოლოდ ის უნდოდა, მის ხელებში დაელია სული ჭყონიას. მხოლოდ წუთების შემდეგ გამოაფხიზლა იოსების ბრმად ნასროლი მაყუჩიანი იარაღის ხმამ. -"სარდაფი"ალყაშია,ივერი,თუ მალხაზს ოთხით გავიყვან კარიდან,მთელი უშიშროება ქალაქს ჩაკეტავს და მაინც აგიყვანენ! პასუხი გაიგო,დანარჩენი მაშინ გაარკვიეთ,როცა მე არ ვეყოლები გარანტად.-მტკიცედ მოუსხიპა და ხელებიდან გამოსტაცა დაოთხილი ჭყონია,გაავეშებულ მამაკაცს. -თუ ოდესმე კიდევ აგიდგება დონკაზე,სანამ დაან*რევ,მანამ დაგმარხავ! ეს სამი!-კარებში გასულს მიაძახა ბოლო სიტყვები ძალისაგან ვენებგადამსკდარმა ივერიმ და, სუნთქვაარეული ჩაეფლო ტყავის სავარძელში.. გული ამოვარდნოდა ადრენალინისგან.. ხელები უკანკალებდა დაუკმაყოფილებელი სურვილისგან.. სახეს ვერ ალაგებდა.. სისხლი წყუროდა.. კბილებში ჟანგის გემო დარჩენოდა მალხაზის საპასუხოდ მოქნეული მუშტისგან.. ზიზღით გადმოაფურთხა სისხლი... ბრძოლის ველს გავდა ოთახი.. ათი სრული წუთი დასჭირდა გონს მოსაგებად არწივისთვალას. ჩაუდგა თუარა გული მწყობრში, სანამ დონკას სამყოფელს გაივლიდა, "სარდაფის" უფროსის კაბინეტი უკითხავად შეაღო. ფერი დაჰკარგვოდა სახეზე 60 წელს გადასულ მამაკაცს. რამოდენიმე ეკრანზე გადაშლილ ბრძოლის ველს გაფითრებული დაჰყურებდა და,ალბათ ნანობდა წუთს ,ტკაჩენკო რომ გამოუყო ჭყონიას.. უთქმელად ჩამოჯდა მის წინ მამაკაცი.. ფრთაგაშლილ არწივს ჰგავდა.. რისხვისგან თვალებიდან ცეცხლებს აკვესებდა და თავს იკავებდა, იგივე არ გაემეორებინა მასპინძელისთვის.. -რამდენი გადაგიხადა მალხაზმა ბოშაში?!-ღრმად ამოისუნთქა ივერიმ და,ტყავის საფულე მაგიდაზე დადო.. -ორი ათასი მთელი ღამით..-სუსტად უპასუხა.. -აქ მაგაზე ოთხჯერ მეტია,იმისთვის,რომ ცოტა ხანი სული და სახელი არ გაყიდო და კაცის სახე შეინარჩუნო!-მშვიდად მიუთითა ფულზე და კომპიუტერს გახედა. -კიდევ ხუთს მიიღებ უახლოეს წუთებში ანგარიშზე იმ შემთხვევაში,თუ შენი ნებით მომცემ ჩანაწერს.-აუღელვებლად შესთავაზა და წუთითაც არ მოუწია ლოდინი,ისე გადასცა მიკრო მეხსიერების ბარათი მასპინძელმა. უემოციოდ ჩამოართვა ივერიმ. -ამ წუთიდან ახალი მოცეკვავე ეძებე! დონკა ბოლოჯერაა "სარდაფში"! -ბოლო სიტყვები დაუტოვა და როგორც იქნა, მასთან მივიდა.. დამფრთხალი, და არა შეშინებული ქალი მოთმინებით იჯდა საგრიმიორო სკამზე და,ელოდა, როდის გაიღებოდა კარი.. გუმანით ხვდებოდა ოთახში დატრიალებულ ამბავს და ერთადერთი,რისიც თითქოს ეშინოდა, მისი შესაძლო არდაბრუნება იყო.. უსიტყვოდ ჩასჭიდა სუსტ მტევანზე ივერიმ ხელი და მხოლოდ წამით მისცა ორგანიზს უფლება,სრულად შეეგრძნო მისი სხეულის მხურვალება. ავტომობილი სასწრაფოდ მოსწყვიტა დანაღმულ ველს და "სარდაფს" სულისმოუთქმელად გასცდა. მიაქროლებდა ფაფარაშლილი ცხენივით ტოიოტას ჯიპს და პარალელურად,გიგისთან მოკლე შეტყობინებებს აგზავნიდა. რამოდენიმე ზარი შემოვიდა სვიმონიდანაც. -დაიწყო! -მოკლედ აცნობა და ქალაქიდან,მკვეთრად გადაუხვია გზას დასავლეთისკენ. სრული საათის გაუჩერებელი სიარულის შემდეგ, ავტომობილი ქვითნაშენ ღობესთან შეაჩერა ივერიმ.. დახურული რკინის კარი წვალებით გააღო და, წინ შეატარა ქალის მხრებშიგადაშლილი სხეული.. მიუხედავად იმისა,სახლს სიძველე ეტყობოდა, მაინც იგრძნობოდა მზრუნველი ხელის ფუსფუსი ეზოსა და ხის ერთსართულიანი ბელეტაჟის ოთახებში. სანამ მასპინძელი პარმაღზე გაცხარებით საუბრობდა, დღევანდელი საღამოს სრულად გადახარშვა მოახერხა ქალმა.. არასდროს ყოფილა მიჩვეული,წყნარ,დაწყობილ ცხოვრებას. მუდამ მძაფრი შეგრძნებებისკენ მიდრეკილი სული თითქოს ანდამანტივით იზიდავდა ივერი უთურანის აშლილ ცხოვრებას. სპონტანურ გადაწყვეტილებებს არასდროს გაუცრუებია მისთვის იმედი! ის,რაც ვენებში სისხლად დაუდიოდა, ადრენალინი და უცხო კაცისადმ უკიდეგანო ნდობა იყო, რასაც ვერ გაურბოდა და, არც კი უნდოდა.. იზიდავდა, თუნდაც სისხლიანი, ხელებგადაყვლეფილი, ბრაზისგან შეშლილი, მაგრამ, ამავდროს, მისთვის თავდადებული.. მისი სიმშვიდისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი პირადი სივრცისთვის მებრძოლი ივერი უთურანი დონკა ტკაჩენკოს სიცოცხლეზე მეტად სურდა და, არ აინტერესებდა არცერთი შედეგი, თუ დღეს და ამწამს, მასთან იქნებოდა.. მალევე დაბრუნდა მამაკაცი ქალთან.. სახე დალაგებოდა.. ემოციები დაბრუნებოდა.. საღ აზრს მისი გონება მთლიანად გაეწმინდა და, რიგებად აწყობდა ყოველწამს გეგმებს. ტყავის რბილ დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა ყველაფრისგან დაღლილი და, მის წინ დამჯდარ ქალღმერთს შეფარული მზერით გახედა.. დრო იყო იმაზე მეტი ესაუბრათ,ვიდრე სხეულის ენა იყო.. -ან ყველაფერი უნდა ვიცოდე,ან არაფერი რომ გამოგვივიდეს..-ხურჯინის მოხსნა დონკამ დაიწყო.. ხმაში იმდენი სითბო,ნდობა და თანაგრძნობა იყო,სიმტკიცესთან ერთად, გულწრფელად გაეღიმა ივერის.. -რა გაინტერესებს?!-მოკლე იყო მისი პასუხი.. თვალებში ამოიკითხა უთურანმა ქალის მზადყოფნა,სრულად გაცნობოდა მის ბნელ მხარეს.. თითქოს თვითონაც სჭირდებოდა ყველაფრის ამოლაგება სულიდან.. წლობით ნაგროვები განვლილი დღეების გახსენება მარტივი არ იყო, თუმცა,გრძნობდა როგორ უმარტივდებოდა დროდადრო სუნთქვა და ეს ამხნევებდა, ბოლომდე დაცლილიყო.. სმენად გადაქცეულ ქალს გონება მთლიანად ისტორიული წიგნის ფურცლებისთვის დაეთმო და ზედმიწევნით იმახსოვრებდა ყველა სახწლსა თუ სახეს.. ყოველი თავის შემდეგ ემატებოდა უღმერთო ნდობა მის მიმართს და მოწოლილი ემოციისგან როგორ განეთავისუფლებინა თავი აღარ იცოდა.. მის თვალწინ იცლებოდა, ივსებოდა და ისევ, წრეზე, ათასი ემოციისგან იწურებოდა ივერი უთურანი. მთელი გამთენიისხანი დასჭირდა ხურჯინს,ბოლომდე ჩამთავრებულიყო და, დაჩუტულიყო.. -შენი "სარდაფში" ყოფნა უკვე შეუძლებელია,დონკა.. მალხაზმა იყნოსა და არ გაჩერდება,სანამ მუხლებზე არ დამაყენებს.. რაღაც პერიოდი უნდა გაყვე ჩემს ნაბიჯებს.. როგორც კი სიტუაცია ჩაცხრება,კალაპოტს დავუბრუნდებით. მანამდე დიდი ომია გადასატანი და არ მინდა მედარდებოდე.. -სითბოშეპარული მზერა მოატარა მის შემცივნებულ, აბუზულ სხეულს.. როგორც კი იგრძნო,თანახმა იყო ქალი განდეგილი ყოფნისთვის, ხელით იხმო და მივიდა თუარა, მუხლებზე დაისვა სასურველი. ჯერკიდევ მისი ლაბადა ჰქონდა მხრწბზე მოსხმული.. მშვიდი,თუმცა,ბევრი დამალული ემოციებით სავსე თვალებით დაჰყურებდა ენერგიაგამოცლილს.. -ერთ რამეს ვერ ვგებულობ ივერი..-ეჭვი,გულს რომ უღრღნიდა,აღარ ასვენებდა დონკას.-ბევრი უკანონო ბიზნესია მიწისქვეშ,რატომ მაინცდამაინც ნარკოტიკი?!-ჰკითხა და მოსასმენად მოემზადა.. გრძნობდა,გული მთავარს მალავდა და, მარტივი მოსასმენი არ იქნებოდა სიმართლე.. ღრმად ამოისუნთქვა მამაკაცმა.. თითქოს,მთელი დღის დაღლილობა ამოაყოლა ნახშირორჟანგს.. -7 წლის წინ,18 წლის ბიჭი ჩამაკვდა ხელებში გადაჭარბებული დოზისგან.. დედამისს უკანასკნელ დღეს შევპირდი,მასზე სიცოცხლის ელექვით ვიზრუნებდი და, არ გამომივიდა.. ათასი კაცისთვის გამიწვდენია დახმარების ხელი და მხოლოდ მას, იმ ერთადერთს ვერ გავუფრთხილდი,საკუთარ სიცოცხლეზე მეტად რომ მიღირდა.. -სიტყვა გაუწყდა მღელვარებისგან ივერის.. თვალები ჩასისხლოდა.. სულ აღარაფერი სჩანდა მასში,გარდა უკიდეგანო სევდისა და სინდისის უმოწყალო კივილისა.. ზუსტად ამ წამს მიხვდა დონკა, უთურანი ვიღაც,სხვა,უცხოზე არ საუბრობდა.. ადამიანი,რომელიც მის ხელებში დარჩა, მისი სისხლი და ხორცის ნაწილი იყო.. გული მოეწურა.. დაპატარავდა.. ისე ჩაეკრა გულს,უნდოდა შეზრდოდა და მისი ტკივილი გაეყო ორად.. -მე ვიცი რას ნიშნავს თეთრი სიკვდილი.. არ მინდა სხვა დედამ,სხვა ძმამ,სხვა ადამიანმა მხოლოდ იმიტომ დამარხოს მისიანი,რომ ჭყონიას სხვისი სიცოცხლის ხარჯზე მოუნდა მუცლის ამოვსება.. ყველაფრის თავიც და ბოლოც ესაა.. იქნებ,ასე მაინც დავიმშვიდო სინდისი.. ჩემის თუარა,სხვისი მაინც გადავარჩინო სიკვდილს.. გაჩერდა.. მეტი აღარც შეეძლო.. თითქოს,განთიადს შემოყვა ოდნავი სიმშვიდე და სანატრელი იდილია.. ისევ ბარდნიდა ცოდვის ქალაქში.. ისევ თავაწყვეტილი ცდილობდა კედელზემიმხმარი სიკვდილის ჩამოფხეკას თოვლი, მაგრამ,ისევ ვერ გამოდიოდა მის სპეტაკ ფიფქებს.. კალთაში ჩაძინებულ მისი გულის მოზიარეს მანამ დაჰყურებდა ივერი, სანამ, საბოლოოდ არ გათენდა და, ახალი თავი არ დაიწყო განგებამ.. გაეღიმა მის მშვიდ სახეზე.. ამორძალის ველური გამოხედვა გამქრალიყო დროებით და მისი ადგილი მშვიდ,თბილ მზერს დაესადგურებინა.. ზანტად წამოიმართა თბილი გულიდან დონკა,ესიკვდილებოდა მასთან დაცილება,იმდენად წყნარი იყო ორი საათის მშვიდი ძილი.. -დონკა ტკაჩენკო.-ალმაცერი ღიმილით გაუწოდა ხელი მოღიმარ ივერის ქალმა და თვალი კეკლუცურად ჩაუკრა..-გუშინ ღამემდე ძელზე მოცეკვავე. დღეს დილიდან კრიმინალის ტუსაღი. გულწრფელად არ ახსოვდა უთურანს,ბოლოს როდის დაიწყო დილა ასეთი სილაღით. გამოწვდილ მტევანს მისი შეაგება და წინ ასვეტილი კედელთან ორი ნაბიჯით მიიმწყვდია. სიამოვნებისგან ხელებში ჩაადნა სავსე სხეული.. მოქარგულ ტუჩებს წამიერად ეამბორა და დიდ ვნებაში გახვევამდე, თამაშში აჰყვა. -ივერი უთურანი.. მოკლედ მოუჭრა.. სურდა,გაეგრძელებინა,მაგრამ, მის ცხოვრებაში, ერთ ღამეს არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა,რომ ჭყონია მალხაზს შავზე თეთრით დაანახა მისი სუსტი მხარე. ეშინოდა? ეშმაკმაც დასწყევლოს მალხაზ ჭყონიას დამპალი სული, შიში ახლოსაც არ იყო ივერის გრხნობებთან! ერთადერთი,რაც ამწამს სისხლად დაუდიოდა ვენებში, ეს უკიდეგანო, წამლეკავი ბრძოლის სურვილი და ჟინი იყო, ისე დაეცვა სასურველი, რომ მალხაზს მეტი განზრახვები გულში აღარ ჩასახვოდა. როგორ მოწყვეტდა მის გონებას მზაკვრულ ფიქრებს?! პასუხი ცასავით კამკამა იყო: გავარვარებული ცხელი ტყვიით,რომელზეც უთურანს უკვე ამოეტვიფრა ჭყონიას სახელი. __ არც ახსოვდა ცოდვის ქალაქს თოვა და თან,ასეთი შმაგი. ბილიკებზე გაკვალულ ნაბიჯებს წუთები სჭირდებოდა,სისხლის კვალი დაეფარა და, ხელახლა აეთვალა მორიგი ცოდვის ნიშანი. ლღობასაც ვერ ასწრებდა უძალო მზე, ისე იჩრდილებოდა ღრუბლის მიღმა და მის თავგანწირვას ამაოდ წყვეტდა. წვიმას პირი თითქოს სამუდამოდ შეეკრა და,აკლდამაში ამოეკეტა მისი დაუღალავი სურვილი, ერთიანად ჩამოერეცხა ბნელი მხარე. თეთრ საბურველს ოხრად გადმოეყარა მისი პატარა შვილები და,მიზნადაც კიარ ჰქონდა,შორეულ ფიქრებში,სხვა,უფრო სარგო ამინფისთვის დაეთმო ასპარეზი. ზუსტად ასეთი იყო დეკემბერი, როგორც მისი უძღები შვილი-თოვა! დაუმარცხები და მიზანსწრაფული-მოეყინა ირგვლივ ყველა,ვინც კი გაივლებდა ფიქრად ტელპერატურის შეუფერებლად გამოსულიყო ცოდვით სავსე ქალაქში. ბალოტისფერ ლაბადაში თავდაცულ ივერი უთურანს არ აშინებდა სიცივე, მისი მუდამ ცეცხლში გახვეული სხეული ალღობდა ყოველ ფიფქს და ძირს მხოლოდ სუფთა ნაბიჯებს ტოვებდა. ალბათ,მხოლოდ მისი განზრახვების დამალვა გაუჭირდებოდა შემოქმედს,რომ არა სურვილი,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი ფრთხილი ნაბიჯები. მუდამ ამაყად მოარულს,ჭირივით ეზიზღებოდა ჩრდილს ამოფარება,თუმცა,სანამ მის განახლებულ გეგმას ფრთებს არ შეასხამდა, თავს უფლებას არ აძლევდა,მზის შუქზე გამოელვებულიყო.. ერთადერთი ტყვია,ვერცხლისფერ ცეცხლსასროლში გამიზნულად რომ დაეტოვებინა,მის პატრონს დათმინებით ელოდა და ერთი სული ჰქონდა, კიდევ უფრო ჩუმად,შიშით სოროში შემძვრალ მალხაზს როდის დაედევნებოდა.. დღეების მსვლელობა მხოლოდ მოშვებულ წვერზე დატყობოდა უთურანს. გრძელი თმა უხეშად გაეკრა და პირი ისე მოეკუმა,ჰაერსაც კი იშვიათად უშვებდა ფილტვებში.. სვიმონის სახლიდან მომავალს,მხოლოდ ის ადარდებდა ამწამს,სახლამდე რაც შეიძლება მალე მისულიყო,რომ შინ დატოვებულ დონკას ზღვირთრბისფერ თვალებში ის იმედი ამოეკითხა, ძარღვებში ამხელა ძალას რომ უსხამდა.. შებინდებული იყო. საქარე მინის საწმენდი ვერ ასწრებდა ფიფქების მოგერიებას, ისე გამეტებით ეხეთქებოდა მის ზედაპირს.. მძიმე ატმოსფეროში ტელეფონის ზარი რომ გაისმა, წამებში უპასუხა ივერიმ. ელოდა ამ ზარს. და თან მთელი მოთმინებით. იცოდა,დიდხანს არ დააყოვნებდა. გულის სიღრმეში კი,იმის იმედი ჰქონდა,რომ მისი ფიქრების საპასუხო დასტურს მოისმენდა.. -ალექს.-ძალიან მხიმედ დაეკიდა ხმა ჰაერს.. იყო მასში წყენის,იმედგაცრუების,მაგრამ,მაინც პატარა იმედის ნოტები.. ქალაქის სართოდ სხვა მხარეს ,ოთახში გამომწყვდეულ ახალგაზრდა,ფერმკრთალ სხეულს მჭიდროთ მოექცია ფარატინა გოგონას მტევანი ხელებში და, ერთადერთ იმედს ჩაბღაუჭებოდა. -ივერი..-მხოლოდ ერთ წამოძახილში ჩანდა ყველა ის უთქმელი სიტყვა,ყელში რომ გაჩხრროდა ბიჭს.. პირწინ რომ ჰყოლოდა,ალბათ თვალებში შუქივით გაკვესებულ შიშსაც ამოიკითხავდა ივერი,ასე რომ მოეცვა მენაბდის სხეული. გაჭირვებით გადაყლაპა ყველა ბოდიში და მაპატიე ალექსმა.. მასზე უკეთ არც არავინ იცოდა,რა შესცოდა და,როგორ უმძიმდა, მაგრამ, არც მის სიტყვას ჰქონდა ნაკლები წონა, რომ არ მოესმინა უთურანს.. თითქოს კანით იგრძნო,მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და, თუ აქამდე, მთელი ორი კვირა შორიდან უცქერდა მის ბრძოლას მწველ ნარკოტიკთან, ახლა,მის ხმასაც დაელოდა.. -მჭირდები..-იყო პასუხი და ყველაზე მყარიც. გაბედული და კაცის ფასი.. არ უჭოჭმანია ბევრი, როგორც კი გაუთიშა, მხოლოდ მისთვის გასაგები მინიშნებებით ადგილმდებარეობა ჩაუგდო და მანქანა ასფალტს მოუთმენლად მოსწყვიტა.. ბარდნიდა ციდან გაშმაგებით და, თან მიჰქონდა ქარბუქს ივერის ფიქრები, თუ რა მოხდა.. აარავის შეუმჩნევია გზად მისი აღელვება. ცოდვებში მოლივლივე სხეულებს ძაღვები დაეხსნათ და მათ იქით ცეცხლში გახვეულ ქალაქს არაფრად აგდებდნენ,ოღონდ ავის მსურველი სულისთვის ლუკმა ეჭმიათ. შუქებჩამქრალმა შეაყენა მანქანა ივერიმ. გაკვალულ ბილიკს ჩაფიქრებული მიყვა და, მის მოლოდინში,სარკმელთან აწურულ სხეულს მანამ არ მოსცილდა,სანამ ის დრო არ გამოელია ხელებში, რაც ალექსის მასთან მოსასვლლად სჭირდებოდა. -დაღლილხარ..-მხრებიდან სამყაროს წონა ტვირთს შეეჭიდა დონკა მოსახსნელად,თუმცა,ძვრაც ვერ უყო.. გაცრეცილ სახეზე თხელი თითები ჩამოატარა და ფიფქისგან დასველებული თმები გადაუწია.. უყვარდა მისი სახე. მის სახეზე აღბეჭდილი ყველა ემოცია და ის ისტორია, თითო ნაოჭში რომ იმალებოდა.. ყორნისფერი თვალები მხოლოდ წუთით კვეთდა გრძნობებს, შემდეგ კი,ისევ ქვესკნელში კეტავდა მათ. წელზე ძლიერად შემოეხვია საპასუხოდ ივერი. სხეულში ცეცხლივით დავლილი ჟრუანტელი ახსენებდა,რომ ჯერკიდევ ცოცხალი იყო,ადამიანი და უფლება ჰქონდა,წამით მაინც მოდუნებულიყო მის კანქვეშ. ხერხემალზე საჩვენებელი თითი სურვილისგან გაშმაგებულმა ჩამოატარა და ყველა ნეკნი დაუთვალა,მიმზიდველად შეფარული მაისურის ქვეშ. ქალი ,ტანკერანი,რომ ხელებში ჩაადნა,ჩაეღიმა მის კისერში თავჩარგულს.. გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ფრთებმოკეცილი დონკა მხოლოდ მასთან თუ იხარებდა ისევ ისე.. ეძნელებოდა მის გარეშე და,არ ეთმობოდა არცერთი წამი,მასთან.. კისერზე სუროსავით შემოხვეოდა და იმ ძალას უნაწილებდა,ასე ჭარბად რომ ჰქონდა მასაც.. წელიდან ხელები კაცმა ქალის მიმზიდველი,გამოკვეთილი ნაწილისკენ წაიღო და წამებში აიტაცა ჰაერში.. ზრახვით აღტკინებულმა ბოშამ წამში შემოაწყო გრძელი ფეხები წელზე და, მის ქარცეცხლში გახვია მამაკაცის უსაშველოდ დაღლილი გონება და სხეული.. მიუყვებოდა მის რბილ კანს კოცნით უთურანი და, ყოვრლ ამბორზე ხვდებოდა,როგორი ძვირფასი იყო თითო წამი და თავად შემოქმედი მისთვის.. დონკას სიამოვნებისგან დაწითლებული ტუჩები სამყაროდ უღირდა და იმ შემართებით ავსებდა, ყველაფერზე გასამარჯვებლად რომ კმაროდა.. -ივერი,გთხოვ!-მეტისკენ ილტვოდა სხეული და სადავეების ხელში აღებისკენ იწევდა,მაგრამ,კაცს აღარ ჰქონდა მეტის დრო.. დამაშვრალივით დაეწაფა მის ტუჩებს და, მანამ არ მოსცილდა,სანამ სუნთქვა არ გამოელია.. დამშვიდებულ გულისცემას თან ფანჯარაში არეკლილი მანქანის შუქიც მოჰყვა. კითხვით გახედა ქალმა,თუმცა, ივერიში ცვლილებები რომ ვერ დაინახა, მოდუნდა. უყურებდა როგორ გააღო რკინის მასიური ჭიშკარი უთურანმა და სახლში მანქანა მხოლოდ მას შემდეგ შემოატარა,რაც სალონში ჩაიხედა. დონკას მახვილ თვალს არ გამორჩენია ივერის უცებ შეცვლილი სახე და ფერი,რომელიც საერთოდ დაეკარგა მას შემდეგ,რაც ალექსის მხლებელი დალანდა. გახევდა. თუმცა მხოლოდ წამით.. მის ხელში გაზრდილის მიმართ ჯერ უზღვავი სიამაყე იგრძნო, შემდეგ კი, იმ უკუნითში გახვეული მომავლის სისასტიკე,რომელიც მის გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვებოდა.. აღარ დაელოდა მენაბდეს.. სანამ ბიჭი მანქანას ჩააქრობდა, მანამ გააღო მეგზურის კარი და იქიდან პატარა,სუსტ სხეულს გადმოსვლაში დაეხმარა.. მიტკლის ფერი ჰქონდა ანნა ჭყონიას.. მალხაზის ხელის გულზე ნაზრდელ გოგონას. ჯავრისგან მთლიანად გამოლეულიყო და მიწას აღარ აჩნდა.. -მამა მომკლავს..-მხოლოდ ესღა თქვა და მის ხელს მოეჭიდა.. სულ ერთი წამით ინანა ის ფიქრები ივერიმ,და გადაჭრილი გზა,მალხაზს რომ დაემუქრა.. სხვა თუარაფერი,ალექსის მადლიერი იყო,რომ იმ ცოდვას აარიდა,რაც მის ყოველ ქმედებას მოყვებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ჭყონიას დამპალი სული ყველა უკიდურესის ღირსი იყო. -შენ თანახმა ხარ?!-ლექსოსთვის არც კი გაუხედავს,ისე ჰკითხა გოგონას.. დარცხვენილმა მხოლოდ თავი დაუკრა და, სისუსტისგან გამოპარული ცრემლი ხელისგულებით შეიშრო.. -ჰოდა,სანამ შენამდე მოვა,მანამდე ჩემს გვამზე მოუწევს გადმოვლა,ანნა.-წამიერად გაუღიმა და ლექსოს გახედა.-ეს ბიჭი კიდევ, თავს ისე არ შეაკლავს არავის,რომ შენ მარტო დაგტოვოს.-მისი სათქმელი უთხრა და თვალებში იქამდე უყურა, იქამდე გახვრიტა მისი ფსკერი, სანამ ზუსტად, ანალოგიური ზრახვები არ ამოიკითხე მენაბდის თვალებში. დონკას ძლიერ მკლავებს გადააბარა ივერიმ ანნას სუსტი სხეული.. ეზოში, ძელსკამზე ჩამომჯდარ ლექსოს მიუახლოვდა და, წინ ჩაიმუხლა. იქამდე ჩაქინდრა თავი ,სანამ ძალა არ ეყო,მისთვის შეეხედა.. არ იყო უბრალო კაცი უთურანი,რომ თავი მოეღერა და მისი დაშვებული დეცდომის შემდეგ, მზერა ჯიქურ გაესწორებინა.. ხვდებოდა ივერიც. ზუსტად ამიტომ ელოდა აქამდე და უყოყმანოდ შემოუშვა.. -ერთ წამში შემიყვარდა ივერი!არ დამიგეგმავს და არც ხორცისთვის სარგოდ შემიხედავს.. კაცობას გეფიცები,მე რომ დარწმუნებული არ ვიყო იმ გრძნობაში,რაც გულში მაქვს,ხელს არ დავაკარებდი.. არ წამოვიყვანდი.. მაგრამ.. -ლექსო!-აღარ დაასრულებინა ივერიმ. -სიყვარულს ახსნა-განმარტება როცა დაჭირდება,მაშინაა ის უკვე ლპობაშეპარული და,გამოუსადეგარი. მე არ დამიყენებია ეჭქვეშ შენი გრძნობები.. შენმა სავალმა გზებმა დამაეჭვა,მაგ სიყვარულამდე მისასვლელად.. ამ წამამდე არაფერი მაინტერესებს, თუ თავი გიყვარს, მანამ არ შეეხო,სანამ საბოლოოდ არ გამოდევნი სისხლიდან საწამლავს.. თუ დავინახე,გავიგე და გამაგონეს,რომ შემოუბრუნდი მალხაზის მკვლელ წამალს, აი მერე, ღირსებას გეფიცები, საკუთარი ხელით გაგიკეთებ სასიკვდილო დოზას,ჯერ ამ გოგოს გაუბედურებუსთვის და მერე,ჩემი უპატივცემულობისთვის. სხეული შენია,შენ ხარ უფალი, მაგრამ,ზნეობის წრთობაში ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის ..-ხმა ჩაიწმინდა და ყელში მოწოლილ დიდ სევდას გაჭირვებით გადაახდა-და პირველ რიგში ,არ მინდა მეორე ძმა დავკარგო..-მტკიცედ გაუმხილა მისი გულის ყველაზე დიდი ნადები და საბოლოოდ დაარწმუნა ლექსო,რომ არ ღირდა გზიდან გადაცდენა.. ყველაზე მეტად ივერის ალბათ მალხაზის ჩაქნეული ხელი ენანებოდა ლექსოზე. ის პატივისცემა,რასაც ხალხში დაატარებდა ჯერკიდევ ახალგაზრდა ბიჭი,არუნდოდა ხელში შემოცლოდა და,დაეკარგა მისი თავი.. არ უნდოდა და მაინც,როგორ არაფერი შეეძლო ამის შესაჩერებლად,გარდა მცდელობისა,ჭაობიდან ამოეყვანა. კიდევ უფრო დამძიმებული მისი ბედი ფიქრებს ერთიანად უწამლავდა ივერის. ცხოვრებაში ალბათ პირველად შეეპარა უთურანის სხეულს მცირე შიში.. უფრო ზუსტად,ეს შიში არა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც გარშემომყოფების უსაფრთხოებით ისაზღვრებოდა.. როგორ დაეხსნა მალხაზის რისხვისგან ალექსი ივერის? ცხელ ტყვიას გადაუდგებოდა, თავს შეაკლავდა, მაგრამ,შემდეგ?! იცოდა, ზუსტად იცოდა გათენება რა ჯოჯოხეთსაც მოიტანდა და, მთელი სხეულითაც მზად იყო, მაგრამ, ისიც ცალსახა იყო,არ ღირდა ანნასი და დონკას მის სიახლივეს ყოფნა.. ზემდეტი აღარ უყოყმანია.. ღამის 4 სრულდებოდა, კიდევ ერთხელ რომ აბრწყინდა თოვლი უთურანის ეზოში.. გიგიმ მტკიცედ გადმოჭრა ბილიკი და პარმაღზე თავჩაქინდრულ ივერის ამოუდგა გვერდით.. რამოდენიმე კვირის უნახავი ჰყავდა გიგის და, იმდენი ცვლილება დეამჩნია მასში, დიდხანს ვერ მოაცილა თვალი.. ბევრი ვარამი გამოუვლიათ, ბევრ ტყვიას გაეკაწრა მათი ფოლადის კანი, მაგრამ, არასდროს უნახავს ამაზე მეტად ჩაფიქრებული ივერი მას. -ივა!-მხარზე ძმურად დაჰკრა ხელი,აზრებიდან მოწყვიტა. მზერით ის უთქმელი სიტყვები გაუცვალა,რასაც ასე ვერ ამბობენ ხოლმე და, მხრებში გაიშალა.. მზადყოფნა აგრძნობინა.. სანამ საქმეზე გადავიდოდა,ჯერ დიანას ამბავი გამოჰკითხა დაწვრილებით.. მას შემდეგ,რაც სვიმონს გაეხიზმა მისი ერთი გოგო, აღარ უნახავს ივერის და,იმდენად იკავებდნენ თავს ზარებისგან,რომარა გამოუვალი სიტუაცია,არც ახლა ჩამოიყვანდა გიგის.. -მარტო მოდი,მაგრამ,სამი თანამგზავრი უნდა გაგაყოლო გიგი.-პირდაპირ გადავიდა სათქმელზე..-აღარ ჩათვალა საჭიროდ,დაეყოლებინა,ტომ თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა მათ,რადგან ზუატად იცოდა,გიგი ასეც იქცეოდა.-ოთხივე ერთად გყავდეს ოღონდ იქ,მეც რომ არ მინდა ვიცოდე.-მრავლისმთქმელი მზერა გაუცვალა და უთქმელად მიიღო მისი სიტყვები მსმენელმაც.-რაცარუნდა მოხდეს გიგი, თუნდაც ხვალ ტყვია დახლილი მიპოვონ, აქ არცერთს მოახედო.. -კლდესავით მტკიცე,ყინულივით ცივი მზერა მიაბყრო სიტყვების გასამყარებლად ივერიმ და,ძირს დაყრილ თოვს ძლიერი წიხლი გაჰკრა. გიგიმ ჯერკიდევ არ იცოდა ბოლო სიახლე და, სანამ წარუდგენდა, მანამ ახედა დამძიმებულ ყრმობის ძმადნაფიცს.. -ლექსომ ანნა მოსტაცა მალხაზს გიგი.-განაჩენივით ჟღერმა მისი ხმა. სახეც კი ირონიით ჰქონდა სავსე.. ბედის მწარე ირონიით. სიახლისგან თავზარდაცემულ გიგისაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. იქვე ჩაიმუხლა და ხელებში ჩარგო აფეთქებული თავი.. -ერთმანეთზე დაგვადუღებს-სიცილით ახედა ქვემოდან გიგიმ. შექმნილი რეალობით იმდენად გამხიარულდა,მთელი ხმით ახარხარდა და ივერიც აიყოლა. -ფეხებსაც ვერ მოგვ*ამს გიგი,ეჭვი გეპარება ძმურად?!-მის გვერდით ჩაიმუხლა და გადათეთრებულ ეზოს მზერა ფიფქებივით შეაყინა. უცებ ჩამოაწვათ კაცებს ღრუბელი.. დიდხანს ფიქრობდნენ და, მხოლოდ ერთს.. არცერთს არ ჰქონდა ნაცხოვრები იმდენი და ისე,მალხაზის ხელიდან რომ დაელიათ სიცოცხლე. -ღმერთს ჯერ არ ჩამოუსხამს ჩვენთვის ტყვია ივა.. -სახლში შესვლამდე გახედა გიგიმ უთურანს.. ჩაეცინა ივერის.. სახეზე სარკაზმი აუთამაშდა და ბეჭებზე გადახვია ხელი. -ღმერთს ჩვენთან რა დარჩენია გიგი?!-იმდენად გაუცივდა ხმა, ჰაერსაც კი გამოეყო და ცალკე თავებად დაეკიდა გარემოს. -ტყვიას შაითანი ასხამს და სახედაღრეცილი აწერს მასზე დამპალ სახელებს.. საჩვენო ლულა ჯერკიდევ მაშინ გამოჩარხა,ამ დამპალი ცხოვრების ფერხულში რო ჩავებით. წყნარად,მხართეძოზე წამოწოლილი მხოლოდ იმას ელოდება ჩვენგან,როდის შევუხვევთ ცოდვით სავსე ქალაქის ერთ ბნელ მოსახვევში,შუბლზე დიდი ნატყვიარი რომ დაგვამჩნიოს. არ ჩამოუსხამს კიარა გიგი,აგერ,ყოველ ერთ ნაბიჯზე მოგვდევს ორივეს ცხლად ტყვია, უბრალოდ,ჩვენ გამოგვდის რაღაცები კარგად,მაგალითად,კვალის არევა..-თვალი თვალში მძიმედ გაუყარა და,ჩაეღიმა.. ორი ერთმანეთზე მაღალი, სიმტკიციდან ვენებდახეთქილი გამბედაობით,სიძლიერითა და სახელით სავსე რომ სახლში შევიდა, დონკას მუხლებზე ეძინა ანნას და, ლექსო ნერვულად ეწეოდა ღერს,ღერზე. გაუხარდა ივერის გვერდით გიგის ხილვა. თითქოს უფრო მოემატა ის მცირე იმედიც,უთურანის გვერდში ყოფნას რომ მოჰყვა.. მტკიცედ ჩამოართვა ხელი. -კაცად გაგიცანი და კაცი ყოფილხარ!-მხარზე ძლიერად დაჰკრა ახლადმოსულმა მენაბდეს და ანნასკენ ანიშნა.-მაგრამ,უფრო მეტი კაცობა მის შენარჩუნებას სჭირსება..-ახლოს დაუდგა და მხოლოდ მის გასაგონად განაგრძო გიგიმ.-მალხაზი იქამდე არ მოისვენებს სანამ ანნას არ დაიბრუნებს.. მზად ხარ,ბოლომდე გაყვე შენს გზას?!-იცოდა პასუხი,თუმცა,პირით თქმული ერჩივნა გიგის.. -ისე,როგორც არასდროს!-ქვაზე მტკივედ დაუბრუნა მენაბდემაც.. ერთადერთი მოსახურით გამოქცეული ანნასთვუს არ ყოფილა რთული ისევ ჩაბარგება და ამჯერად,გიგის მანქანაში მოთავსება. ერთადერთი,ვინც გაჯიუტებულიყო, ბოშა იყო,რომლის გადარწმუნებაც ომს უდრიდა. -მე შენ გითხარი ივერი,ტყვია კიარა,ტანკი არ მაშინებს,ჩემკენ წამოსული! ნუ შემომხედავ როგორც ფაიფურს! თუ ჩემი წასვლა სხვა მიზნისთვის გჭირდება,გაგიგებ,მაგრამ მხოლოდ იმისთვის გავერიდო,რომ რამე არ დამიშავდეს,ჩემთვის ძილის წინ მოსაყოლი ხღაპარია.-მშვილდივით მოჭიმული გულმკერდი უშიშარივით გამოაჩინა და მამაკაცს მხნედ წარუდგა, მაგრამ,საერთოდ სხვა სარჩული ჰქონდა უთურანის გადაწყვეტილებებს.. უკმაყოფილოდ გააქნია თავი,მზერა გაუსწორა და დიდხანს აცქერდებოდა თვალებში. -არ მინდა მალხაზმა ჩემი მანიპულირრება შეძლოს შენით!-მოკლედ მოუჭრა,თუმცა,მზერა უფრო მეტს უყვებოდა ჯეირანივით შემართულ ქალს. -ვერ მოახერხებს,რა ზღაპარია,ივერი!-გაცხარდა,თუმცა,როგორც კი მის თვალებში ამ სიტყვების სრული სერიოზულობა ამოიკითხა,გაქვავდა.. თვალი ვერ მოაცილა,არადა,შერცხვა.. იგრძნო,როგორ აუხურდა ღაწვები და, საერთოდ მიკარგული ნაზი ხასიათი ყვავილივით აღმოცენდა მეორედ.. გაირინდა მისდაუნებურად. ვერაფერი ვერ უთხრა.. არადა,როგორ იცოდა ყოველი მისი ქმედების მეორე მხარე,მაგრამ,პირით წარმოთქმულს საერთოდ სხვა ხიბლი ჰქონდა.. თან ისე თქმულს,რომ პირველი მნიშვნელობა ერთი შეხედვით ამოუცნობი ყოფილიყო. -იქნებ..-გაბრძოლება დააპირა,მაგრამ, შეაჩერა უთურანის სიტყვებმა. -დონკა!-მოსწონდა მისი სახელი და ის ემოცია,სახეზე რომ აესახებოდა ხოლმე მომენტალურად ქალს.. მისი ლამაზი,თუმცა წარბშეყრილი სახე ხელებში მოიქცია და მოეფერა,როგორც შეეძლო.. ალბათ,პირველი შემთხვევა იყო,როცა სული ასე მოეშიშვლებიბათ და,ორივე იმას ხედავდა,რაც იყო. არა ვნება და არა ცხოველური ჟინი. მხოლოდ დონკა და ივერი უთურანი. -თუ ახლოს მეყოლები და მუდამ საჯავრო,ბოლომდე ვერ მივიყვან საქმეს.-მაინც შეინიღბა თავი,თუმცა,თუ ივერის დონკას სიშორე სჭირდებოდა ფინალისთვის,ტკაჩენკო საეერთოდ არ იყო მზად,მის დასატოვებლად. მზადყოფნაც რთული საათქმელი იყო, უბრალოდ,გრძნობდა,ამ საქმეში მის წინ პასუზიამგებლობას და არ აპირებდა დანებებას. მტკიცედ გააქნია თავი.. ამჯერად,დონკა შემოეჭდო თხელი თითებით მის სახეს.. შევერცხლილი გრძელი თმა გადაუწია და ძქლიან ფრთხილად აკოცა ტუჩებზე.. ყველაზე ქალური სინაზით. მარტივი გასაგები უყო ივერისთვის მისი ჟესტი, გულის ძალიან ღრმა,მივიწყებულ კუნჭულში გამოკეტილ სულ სხვა ივერის ესიამოვნა ქალის მხარდაჭერა,მაგრამ, მაინც ვერ დაიმშვიდა გული სათანადოდ.. როფორც კი გზას გაუყენა ანნა,გიგა და ლექსო, მის ფიქრებს კიდევ უფრო მეტი ჯავრი შემოესხა.. უყურებდა ეზოს, გადაპენტილს, თეთრსა და ბრწყინვალეს და, საერთოდ ვერ ხვდებოდა,როგორ შეეძლო ბუნებას,კარის იქით ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყო, უსეთი ცეცხლი შემოეკიდა შემოგარენისთვის, ზამთრის სუსხი მუხლებზე დაეჩოქებინა. ხომ მოჰქონდა თავი კაბადონს, ხომ ჩამოემხო დედამიწისთვის მთელი უბედურება, მაგრამ, ჯოჯოხეთის ცეცხლს ვერაფერს უშვებოდა. ვერ იმორჩილებდა მეორე სტიქიას.. -ივერი!-ფიქრებში გართულს ტელეფონმა გამოაფხიზლა.. წარმოდგენა არ ჰქონდა,როდის გაიგო სვიმონმა ახალი ამბავი,თუმცა,როგორც კი წყვილიი მოკლედ მოიკითხა და დარწმუნდა მათ სამშვიდობოს ყოფნაში, მთავარ საქმეზე გადავიდა. ჯერ კიდევ გამთენიისხანი იყო და უკვე მოესწრო ქალაქის მთავარ პროკურორს გაღვიძება,მალხაზთან მძიმე საუბრის გადატანა და,სვიმონთან შეთანხმებაც კი. მოხუცს აზიდებდა იმის წარმოდგენაზეც , რა მდგომარეობაში იქნებოდა ახალგაღვიძებული ჭყონია იმის გააზრებისას,რომ მისი შვილი წასულიყო. -პროკურატურას მისი ძალების აღარ სჯერა და ამჯერად, ჩემგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები,რომ მალხაზს შევხვდეთ. თან უნდა გვახლდეს თურმე ანნა,წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენი ბოლო დღეების ათვლას დაიწყებს -ზიზღისგან სახე დაეღარა სვიმონს და, კილომეტრების მოშორებითაც კარგად მიხვდა ივერი,რა განწყობით ითვლიდა ხელზე დაკიდებულ ფსალმუნზე გიშრებს. მათი კაკუნი ქალაქის სხვა მხრიდანაც კი ესმოდა უთურანს. ჩაეცინა. -ჰოო?!-რიტორიკულად უპასუხა. იცოდა,ვალში არ დარჩებოდა სვიმონი მის ბრძანებას.-და რა უპასუხე? -განსაკუთრებული არაფერი ივერი,იმ მიწის მისამართი ჩავანიშნინე შეხვედრის ადგილად,სადაც მათთვის საფლავია გათხრილი.-ირონიულად ჩაიცინა და, გაუღიმა შორს მყოფს. -როდისთვის? -ხვალ,ღამის 12 ზე.-მოკლედ მოუჭრა და გაუთიშა. დარწმუმებული იყო მოხუცი ახალგაზრდის შეუპოვრობაში. მის მიზანსა და სწრაფვაში. საკუთარი შვილივით გაზრდილში ისე იყო დარწმუნებული, მისი სახელის წინაც კი დააყენებდა. უყურებდა მის დაუღალავ ბრძოლას,ბოლომდე აღმოეფხვრა ცოდვის ქალაქიდან თეთრი სიკვდილი და, უძილო ღამეების თენებებს,რომ ერთდროულად მოეგვარებინა წინ აღმართული პრობლემები. მანამ,სანამ შინ ალაგებდა , გარეთ ყველა თხრილი ამოეგმანა მალხაზისთვის ეს კვირები. სანამ ანნას მიმალავდა,მანამ დაერეკა სვიმონისთვის ივერის და,ბოლო ცნობები გაუზიარებია. მისი ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯი სვიმონის მორიგი გამარჯვება იყო, რადგან არ ყავდა სხვა არავინ, ვინც ასე აამაყებდა,დიანას შემდეგ. სწორედ შუა ღამე აპირებდა შემოსვლას, ორი გალავანი რომ გაიღო და რამოდენუმე საათით ადრე დაიძრნენ ავტომობილებით შეხვედრის ადგილზე ივერი და სვიმონი. მთელი დღე და,გასავლელი გზა გული ძალიან ცუდს უგრძნობდა უთურანს. მისი დღის განწყობა არც ყურადღებიან დონკას გამორჩენია. წარბშეხრილი არწივისთვალა ცდილობდა განეჭვრიტა მალხაზის ფიქრები,მაგრამ,იმდენად შეურაცხადი იყო,მძიმედ შეიძლებოდა მისი წაკითხვა. გზის მხოლოდ ნახევარი ჰქონდა ჯერ გავლილი,გზაში სწორედ ის ცნობები რომ მიწვდა მის ყურს, თურმე ასე რომ მალავდა ჭყონია.. -ამწამს გადმოაქვთ საწყობებიდან დიდი საწვავის ავზები ჭყონიას დამქაშებს,ივერი.-ქალაქის გასასვლელიდან ცნობებს აწვდიდნენ უთურანს. მანქანა გზიდან გადაიყვანა და სიბრაზისგან მძიმედ ამოიოხრა. კარგად იცოდა ნაბი*ვარმა,მათი ყურადღება მთლიანად შეხვედრაზე რომ იქნებოდა მიმართული და, ამოქმედდა მთელი კვირის უმოქმედობისგან გაწუხებული. მწარედ დასცხო ხელის გული საჭეს. სახე ტკივილისგან ერთიანად გაუქვავდა. სანამ დრო ხელიდან გამოეცლებოდა, მანამ მოასწრო და თითქმის დათქმულ ადგილზე მისულ სვიმონს დაურეკა. -მოტრიალდი , გვაჭამა იმ ნაბო*არმა!-აღარ დაუწყია განმარტება, საჭე სახლისკენ მომართა და გაზს მთელი ძალით დააწვა.. ცხოველის ღმუილით გაიჭრა უთურანის ყველგანმავალი გზადკეცილზე და უკან ყინულის ნატეხებივით მოიტოვა გაუგებარი აზრები. -ასეთი ცივსისხლიანი როგორაა,შვილი რომ *ირზე კიდია?!-ნაკლები რეაქცია არც სვიმონს ჰქონია, გეზი პირდაპირ უთურანისკენ აიღო და სულ მალე წამოეწია. ტელეფონი გათიშა და ჩაწეული მინიდან გასძახა ივერიმ. -ბიჭები სატვირთოს აედევნენ და იცი სად ამოყვეს თავი?!-სარკაზმისგან სახე და ყველა მიმიკა ისე გაქვავებოდა ივერის, სვიმონს ეჭვიც კი შეეპარა წამით, იყო თუარა საღ აზრზე. კბილები ერთმანეთისთვის მწარედ დაეჭირა და ცრიდა ზიზღისგან. მიხვდა სვიმონი,ზუსტად იქ,სადაც მათ უნდა შეხვედროდნენ. -იცი,ავზებში რა ჰქონდათ?!-კიდევ უფრო მეტი ზიზღით აუელვარდა თვალებში უთურანს მწველი ცეცხლი. ყველაფრის მშთანთქმელი. ისევ მიუხვდა სვიმონი. -ასაფეთქებელი მასალები. მწარედ გამოსცრა. გზა უკან მოიტივა და ხეში ჩაფლულ ბილიკს გაუყვნენ ამჯერად რიგში. აღარ ესმოდა ივერის უკვე მოხუცის, მაგრამ, მის გაააფთრებას კი გრძნობდა, ზუსტად მისი შესაფერილი აღელვებით. საათზე მეტი გასულიყო მათი წასვლიდან და,ამიტომ გაუკვირდა ივერის ჭიშკართან ახალგაკვალული მანქანის საბურავების კვალი. იქვე მიავდო ავტომობილი. ჩქარი ნაბიჯით, გულაჩქარებით შევარდა ეზოში და სიკვდიკებივით დამჩნეული უცხო ნაფეხურებისგან გაბინძურებული თოვლი თავზარდამცემად შემოასკდა სახეში. ცარიელი იყო სახლი.. გაცარიელდა მისი სულიც. ბრძოლის კვალისგან დამსხვრეული ჭურჭელი ივერის ენიშნა,რამდენად გაუჭირდათ დონკას წაყვანა.. ზიზღისგან შეეცვალა სახე. სიძულვილისგან ენერგია ერთიანად გამოეცალა და, იმ ძალით შეევსო მომენტალურად,მთების გადადგმასაც რომ ეყოფოდა. ჰქონდა მალხაზს ამის შემდეგ უკან დასახევი გზა?! გამორიცხულია. იბრძოლებდა ივერი უთურანი დონკას დასაბრუნებლად?! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. დაიბრუნებდა მას საღსალამათს?! უსიკვდილოდ. ყველა კითხვაზე პასუზი წყაროს წყალივით სუფთა იყო, გარდა ერთისა, საიდან იცოდა ჭყონიამ უთურანის ეს მისამართი?! პირში დატრიალებული სისხლის მჟავე გემოსგან გულარეული თავს ძლივს იკავებდა,იქვე არ შეეჭამა ყველაფერი,რაც წინ გადაეღობებოდა. არ უგრძვნია ერთდროულად ამდენი ზიზღი და ძალა აქამდე ივერის. დახეთქვამდე მისული ძარღვებში სისხლის მაგივრად შურისძიების მწარე სურვილი უტრიალებდა. ვერცხლისფერ ცეცხლსასროლში დატოვებული ერთადერთი ტყვია გაგიჟებით მოითხოვდა მის წილ სისხლს. -კარებთან ეს ბარათი იყო,ივერი..-შექმნილი ვითარებით დამძიმებული სვიმონი თანაგრძნობით მიუახლივდა,მაგრამ,შეხება ვეღარ შებედა გამძვინვარებულს. “საყვარელი- შვილის წილ”-პატარა,დაკუჭულ ფურცელზე ჭყონიას ომის დამწყვები სიტყვები დაეწერა.. სისასტიკისგან იმდენად ვეღარ მოთოკა თავი ივერიმ,გაეცინა და თან ისე მწარედ,მასში სვიმონიც აიყოლა. -აი,ასეთი თავზეხელაღებული ჯერ არ მინახავს მე კაცი და თან თავი ისე სძულდეს,რომ ბოშას მართმევდეს.-შუბლზე მომდგარი ცივი სიმწრის ოფლი შეიწმინდა და , კარებისკენ დაიძრა. მის ნაბიჯებს მიყვა ხანშიშესულიც. მიდიოდნენ და ღმერთმა უწყიდა,სად. მტკიცე,ყინვის გალმღობი ნაბიჯებისგან შეძრული დედამიწა ბოლო ამოსუნთქვას ასრულებდა თითქოს, ისე შეეკრა საავდროდ პირი. შემოქმედს სულ სხვა ბედი გადაეწეერა მათთვის. მამა-შვილივით მოსიარულეებს მხოლოდ ის ადარდებდათ,დაებრუნებინათ ბოშა და,მის თავს დაბრუნებოდა ივერი უთურანიც. გონებიდან მთლიანად ამცდარ მამაკაცს მზოლოდ ვიზუალი მიუგავდა პატრონისას.. საერთოდ სხვა,რადიკალური ცვლილებელი მომხდარიყო მასში ზუსტად ხუთ წუთში. ალბათ,რა ძვირფასი იყო უკვე მისთვის დონკა,რომ მზად იყო, ამწამსვე დაეთმო ყველაფერი,ოღონდ ის ეხილა.. ცოცხალი და საღსალამათი. __ დეკემბრის ცივ,ყინულიან გამთენიისხანს ქალაქი ზანტად ეგებებოდა. არ ემეტებოდა მზის სხივისთვის ჭუჭყით სავსე ქუჩები და ცოდვებით დახუნძლული მივარდნილი,უპატრონო ჩიხები. ავის შემოქმედნი ნელნელა მიიწევდნენ მალული ბუდისკენ და, სახეზე სხვა ნიღაბს ირგებდნენ. სისხლში მოარული სიბოროტისგან გამძღარ სულს საფარველში ახვევდნენ და,ლპობადაწყებულ კანზე ძვირადღირებულ მოსასხამებს ივლებდნენ. საზოგადოებაში გასასვლელად ემზადებოდნენ. პირს ღიმილისთვის ავარჯიშებდნენ და, მლიქვნელ ხასიათს სულში აბრუნებდნენ. ცოდვის ქალაქში მორიგი ცოდვისთვის ახალი დილა იწყებოდა და, ერთი სული ჰქონდათ,როდის გადმოუშვებდა კაბადონი ისევ დაუშვრელად თოვლს,რომ სისხლის კვალი წაეშალა მათ ნაბიჯებზე. სულ სხვა, რისხვისგან დაგლეჯილი ვენებით, გაშმაგებული სახითა და არწივივით მოელვარე თვალებით ალღობდა არემარეს ივერი უთურანი. საათიც კიარ იყო გასული,რაც დონკას გაუჩინარებას შეესწრო და უკვე მუხლებით მოევლო ყველა ის შესაძლო ადგილი,სადაც ტკაჩენკო ეგულებოდა. მანქანის სალონში ჩამოწოლილ ბურუსში გაეხვია მისი გვერდით მჯდონი და უკან ადევნებულ მანქანებს ხელით ანიშნებდა მიმართულებებს. -ცხვირწინ არ დაგვიდებდა ფაქტივით ივერი,იქ უნდა ვეძებოთ,სადაც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდით მის ყოფნას.-უთურანის ფიქრებს ახმაურებს სვიმონი. აღარ ჰყოფნიდა მსმენელს ნერვები. მანქანა სრული სიჩქარით მიჰქროდა,თუმცა,კანი ეწვოდა,ისე უნდოდა უფრო ჩქარა გასულიყო ფონს. სრული დატვირთვითაც მუშაობდა გონება. გზის მაგივრად თვალწინ ივერრის დონკას სახე უდგებოდა და მთლიანად კარგავდა მცირე მოთმინებასაც. გულგახეთქილი ჩაუქრობლად ეწეოდა და, ჰაერში მონაბერ სასოწარკვეთად უშვებდა ფილტვებიდან. რომ მიხვდა,სრულიად არაადეკვატური ხდებოდა უთურანი, სვიმონმა მხოლოდ ერთი გახედა და, მამაშვილურად, როგორც ყველაზე ძვირფასზე იდარდებ, დაჭიმულ მკლავზე ხელი დაადო . -ივა,გადააყენე. მე დავჯდები!-მშვიდი,გაწონასწორებული ხმით მისი ყურადღება მიიბყრო და ძალითნ გამოიყვანა თვითგვემის იმ სოროდან,ასე ღრმად რომ შესულიყო.. გონებას მალამოდ მოედო ზამთრის სუსხი. მაგრამ,აალებულ ივერის არცერთი ყინულივით ცივი ჟანგბადი არ უღირდა არაფრად, იმდენად ეწვოდა კანი. მთელ ქალაქს გააგონა ყელიდან წამოსული დაჭრილი ლომის ღრიალი.. შუა გზაში, თოვლში ჩაფლული უმისამართოდ ბრაზობდა ყველა სულიერზე და, ჯოჯოხეთის ცეცხლს პირდებოდა მალხაზ ჭყონიას. გულზე გადახსნილი ახალი ჭრილობა ფარფატა ფიფქებისთვის მიეშვირა და, ამაოდ ელოდა დაამებას. ყოველი ახალი წამი ახალი ზარით სრულდებოდა. ცას არღვევდა მისი სიშმაგისგან გახეთქილი ყელი. მთასავით ედგა დარაჯად სვიმონი.. იარაღი რომ იშიშვლა ივერიმ და ვერ გაიმეტა მალხახისთვის შენახული ერთადერთი ტყვია, ოთხამდე ნაბიჯმოშორებულმა მისი ესროლა . ცის კამარას დააცალა უთურანმა მთელი მჭიდი.. ახალი წინ გადაჭრილ ჰორიხონტს გაუშვიდა და მანამ აპობდა ჰაერს ტყვიის წვერი, სანამ მთლიანად არ დაიცალა გულში დახვეული შემჭმელი სიბრაზისკენ.. არ შემცდარა მის გადაწყვეტილებაში სვიმონი, მისკენ გამობრუნებული ივერი სრულიად სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო და, თუ აქამდე მის თვალებში სიშმაგე იკითხებოდა, ამწამს, არწივისთვალას ყინულივით ცივი,მშვიდი,ზარივით საშიში სიჩუმე ჩადგომოდა. არ უქადდა ეს თვალები მიზანში ამოღებულს კარგს. ის ენერგია,რაც მისგან მოდიოდა, ცოდვებით სავსე ქალაქს დიდ განსაცდელს პირდებოდა. -“სარდაფისკენ” სვიმონ!-მოკლედ მისცა მიმართულება მის მომლოდინეს და, სალონში სრულიად სხვა დაბრუნდა.. მიაქროლებდა მოყინულ ასფალტს ასაკოვანი და, ფიქრებში ცურვას აცდიდა გვერდით მჯდომს. ამალა,რომელიც უკან ადევნებოდა, ხელის ერთი ჟესტით დაშალა ივერიმ და თითქოს გეგმას ხაზავდა, ჰორიზონტს დაუწყო მოუცილებელი ჭვრეტა. -არ შემომყვე სვიმონ!-მიუახლოვდნენ თუარა ნაცნობ ცოდვის ქუჩას, ცივი,ყინულივით ცივი ხმით უთხრა. არ ესიამოვნა მოხუცს ივერის ნათქვამი, კარგად არ ენიშნა ,თუმცა,ვერც მის ნებას გადააბიჯებდა. დადუმებული, დილის რიჟრაჟში გახვეული დამპალი ქუჩა სისხლის წყურვილით გამოეგება ნაცნობ სხეულს.. გაახვია მასში მონატრებული და თავისდაკვრით მიესალმა. ზიზღით დააფურთხა მის გულს უთურანმა. გუმანი,რომელმაც აქამდე მოიყვანა,გონებაში ზარს სცემდა. არეული ფიქრებისას გავლილი კილომეტრებკ ინანა, მაგრამ, არც ის იყო მარტივი, მალხაზის მწარე ტყავში გახვეულიყო და მისებურად დაეწყო ფიქრი. როგორც კი გათავისუფლებულ გონებაში წამით დაუშვა მისი თავი, სულმა იმწამსვე ხის ძველ,ორფრთიან კართან მოიყვანა. სწორ მისამართზე რომ მოვიდა,ამას იმწამსვე მიხვდა,როგორც კი შევიდა და მთლიანი დატბაზი ცარიელი დახვდა.. არცერთი ხმა არ გამოდიოდა ესკორტების სამფლობელოსგან.. ის ერთი,ნაზი ხავერდით შეფუთული კარი კი ღია იყო და, მას ელოდა.. ჩაეცინა ივერის. თან ისე მწარედ, წინ შემოგებებულ ორ ახმახს სახეზე ფერი დაეკარგათ. მის გასაჩხრეკად მოსულები უკან წავიდნენ ხელშეუხებლად და, დერეფანში გაატარეს ახალმოსული. ვინ გაბედავდა გამძვინვარებული ცხოველის შეხებას?! ცოფიანი ძაღლივით თვალებაგიზგიზებული უთურანი მზერით იგერიებდა მათ და ანიშნებდა,არ ღირდა მასთან მიახლოება. მაიმც, არსაიდან მოსული სიმშვიდით შევიდა ოთახში.. იმ ოთახში,დონკა ტკაჩენკო რომ გაიცნო და თან, შეიცნო. იმ ოთახშიც,სადაც ქალაქის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა და , იკრიბებოდნენ რთულ ჟამს. ამწამს,ბოლო ჟამი ზუსტად მის წინ მჯდომს დადგომოდა.. მალხაზ ჭყონიას ტყავის სავარძელზე ფეხები გულისამრევად გადაეშალა და ვისკის ნება-ნება სვამდა. -ძლივს არ მომაგენი ივერი?!-მასპინძელმა ხელები სარკასტულად გადაშალა და ხმითაც კი გამოიწვია. ალბათ,მთელი მისი ცხოვრება დასჭირდა უთურანს,სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ცივი გონებით გაჰყოლოდა. კანის შიგნით,ყველა მისხალი ეგლიჯებოდა მწარე სიბრაზისგან,ისე უნდოდა ნაწილებად დაეშალა მისი სხეული, მაგრამ,მის მოლოდინს არ გაამართლებდა. მალხაზს საქმეს არ გაუადვილებდა. -მერე და,მისამართი დაგეწერა პირდაპირ,მხატვრულად რომ მოგინდა სცენიდან გასვლა-ირონიულად ჩაიცინა ივერიმ და,ოთახს მოავლო მზერა. არიყვნენ მარტო. მესამე და მთავარი სხეული ძელზე ბორკილებით მიება მხეცს და, მისთვის პირი აეკრა. მხოლოდ წამით გაცვალეს ორმა სხეულმა მზერა და საკმარისი იყო, დონკას ის მცირე შიშიც კი შემოძარცვოდა მხრებიდან. გამბედაობა,რომელმაც არ მისცა დანებების უფლება,ამწამს გაუასმაგდა და დამცინავად დაასო მზერა მალხაზს. ფსიქიკას ურყევდა ორი სარკასტული მზერა ჭყონიას,მაგრამ,მაინც არ იხევდა უკან. -ბო*ი იქ უნდა მოგეძებნა,საიდანაც წაიყვანე!-ცეცხლზე ნავთი მოასზა მალხაზმა, წამით სისხლი ააწვა ტვინში ივერის, მაგრამ,მაინც მოახერხა თავის დაჭერა. ისევ ჩაიცინა. ისევ სარკასტულად. -მე შენ არსად წამიყვანიხარ,ღმერთია მოწმე მალხაზ!-მხრები აიჩეჩა უთურანმა და მის შეცვლილ სახეზე ერჩივნა მთელი გულით გადაეხარხარა. დადუმდა ჭყონია. მასაც მთელი მოთმინება სჭირდებოდა მიზნის მისაღწევას. მასაც მისი ჰქონდა სათქმელი. მძიმედ გადაყლაპა არწივისთვალას სიტყვები. მზერა,რომელიც არ შორდებოდა,უკვე აეჭვებდა.. უკვე აღარ იყო მყარად დარწმუნებული,რომ დონკა ივერის სუსტი მხარე იყო.. მამაკაცი საერთოდ არ აქცევდა ქალს ყურადღებას. საერთოდ არ იმჩნევდა ოთახში მის არსებობას. ნერვებმა აიტანა. ხელებში მოქცეული ოქროს წკირიდან ნერვიულად გაიყნოსა წინ გაშლილი ერთი ჰორიზონტი და თვალებდასისხლულმა გახედა ისევ ივერის. უთურანს კიდევ უფრო აუციალდა მზერა. ყორნისფერი თვალები სულ დაუმუქდა.. -ჩემი შვილი სადაა ივერი?-სკამზე ერთ წუთში უკვე მეათედ შესწორდა მალხაზი,იმდენად ვეღარ ინარჩუნებდა წონასწორობას. სახეზე გადაფითრდა და თვალის გუგები საცრისხელა გაუხდა. -სადაც შენ ვერ მიაგნებ,იქ!-ნიშნისმოგებით აზიდა შეყრილი წარბი და კომფორტულად მოთავსდა სკამზე. მის წინ დადებული სინიდან სასმელიც კი ჩამოისხა. -ახლა შენ ადგილს მეტყვი და მეც დონკას ვუშვებ.-მისი სიტყვის სერიოზულობის ხაზგასასმელად კარებთან მდგარ ბიჭებს მოუხმო და ქალისკენ ანიშნა. -დავლურსააც ხოარ ჩამოვუარო,შენ გახარებას?!-მაინც ქვასავის მტკიცედ დაუხვდა მორიგ შეტევას. როდემდე შეივსებოდა ფიალა? როდის იფეთქავდა უთურანი?! ღმერთმაც უწყოდა, ნაგრამ, მისი სიმშვიდე ისე რევდა მალხაზს,მზად იყო უთურანი მთელი ცხოვრებაც კი ეთმინა ეს სპექტაკლი. -დავლურს არა,მაგრამ,მინიმუმ კუბოს შემოუვლი თუ გონს არ მოეგები!-უჯვე ყელზე ებჯინებოდა დახეთქვამდე მისული ძაღვები მალხაზს. -შენსას?!დიდი სიამოვნებით!-ხელოვნურად გაიხარა ივერიმ და ფეხზეც კი წამოდგა. გახევებული უყურებდა ჭყონია როგორ უვლიდა ირგვლივ უთურანის მხრებშიგადაალილი სხეული. ისე,როფორც სამძიმარზე მისული ჭირისუფალი,თავი დანანებით გადააქნია ივერიმ და წინ აესვეტა. -გვამები არ ლაპარაკობენ მალხაზ!-თვალები მოულოდნელად ისეთი რისხვისგან აევსო უთურანს,ცივმა ეკალმა დააყარა დონკასაც კი. გააცივა. ადგილზე გაყინა ჭყონიაც. -ამიტომ ყურადღებით მომისმინე მხოლოდ! -ხმა ყინულივით ცივი გაუხდა, სასტიკი და შეუბრალებელი. -ახლა მე და შენ დონკას მის გზაზე გავუშვებთ და როგორც ცივილურ ადამიანს შემეფერრბა,შევეცდები შენს დონემდე დაცემას და,გაგესაუბრები,მიუხედავარ იმისა,რომ ამის სურვილით არ ვკვდები.-მისკენ იხრება და სახეში იმ მზერით დაცქერის,დედამიწის ზურგზე ვერავინ რომ უძლებდა. მიუხედავად იმისა,სხეულში სისუსტე იგრძნო ჭყონიამ, მაინც ჩაეცინა მწარედ. -ხელს შეახებ და შენს თვალწინ გავაფორმებ!-მრავლისმთქმელი მზერა გაუცვალა მალხაზმა სახეგაყინულ ივერის და ის დღე გაახსენა, “სარდაფი”დან უკანმოუხედავად რომ წაიყვანა დონკა. მხრებში გასწორდა ივერი. სხეულში აბსოლუტურად ყველა ძარღვი თითქოს გაქვავებოდა,იმდენად მტკიცე იყო მისი ანფასი.. სავარძელში ჩაფლულ მალხაზს დამცინავად დახედა და, მოულოდნელად ისე იფეთქა, ირგვლივ თავმოყრილმა საზოგადოებამ გონზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. ჭყონიას დაცვამ რომ მოიხედა, უკვე უთურანს მთლიანად გადაევლო მისთვის და, ძირს გაერთხა. მთელი სხეულით უწევდა მისკენ დონკაც,მაგრამ,ხელებზე დამაგრებული ხელბორკილი განძრევის საშუალებას არ აძლევდა. მთლიანად დაეკაწრა მაჯები. -ჰოდა,მეც დაგპირდი ნაბო*არო,შემდეგი შეხვედრა ტყვიით დასრულდებათქო! -გააფთრებულმა იარაღი იმარჯვა და, გაცეცხლებულს სასხლეტი უნდა დაეშვა, გადამწყვეტ წამს სვიმონის ღრიალმა რომ გააჩერა წუთი. დონკას მთელი სხეული ივერისკენ მიემართა, თვალები წარმოუდგენელი რისხვისგან კოცონივით უელავდა. უთურანს სასროლად შეყენებული იარაღი ხელში ჩახმობოდა,მოულოდნელი ხმისგან. მალხაზი,რომელიც აქამდე შეშინებული,ფერწასული ძირს ეგდო, დრო ეხელთა და წამომდგარიყო. როგორც ჩანს,მისი გეგმა ზედმიწევნით განხორციელდა. სახეზე დაუთვლელი კმაყოფილება ეხატა. -სასხლეტი დაუშვი ივა,ცოცხალი უნდა გავიდეს ეგ ნაბი*ვარი.-სახე მთლიანად შეშლილი ჰქონდა სვიმონს. არასდროს ეხილა აქამდე ივერის მწყობილებიდან გამოსული და თან, ამდენად ინერტული მოხუცი. სახე მთლიანად მოეშალა, მამაკაცი მალხაზის წინ რომ დაჯდა და,ხელები მაგიდაზე დააწყო. -რაგინდა *ირო?!-სახეში ველურის მზერით დააჩერდა. მისი ნაწილებად შეჭმა უნდოდა ამწამს სვიმონს,მაგრამ,წლების გამოცდილება მოთმინებას კარნახობდა. ის არ იყო ივერი, ახალგაზრდა,სისხლმოწოლილი,წამებში რომ დაელია მისთვის სიცოცხლე და,შედეგებზე არ ეფიქრა. ცნობები,რომელიც ბოლო წუთს მიიღო,საკმარისი იყო,ყველა მტკიცე გადაწყვეტილება დროებით გადაედო და მცირე დათმობაზე წასულიყო. არ ჯეროდა მომხდარის ივერის,თვალებს არ უჯერებდა,მაგრამ, ისიც ზუსტად იცოდა, სვიმონი ასე არ მოიქცეოდა,თუ გარეთ შესაბამის ფონს არ შეამჩნევდა. რაღაცისთვის,ან იქნებ,კონკრეტულად ვიღაცისთვის სციმონი უკან იხევდა,ეს კი პირველად ხდებოდა. მალხაზის კმაყოფილებით სავსე სახე უთურანს ძარღვებს უხეთქავდა. -გზიდან ჩამომეცილებით! არანაირი აფეთქებები, არანაირი საზღვარზე დამწვარი ტვირთი! გზას მისცენთ ჩემს მხარდამჭერებს და, დამაცფით სულის მოთქმას!-ისე,თითქოს უმარტივესი დავალება გაეცა,ხელები კმაყოფილმა გადააჯვარედინა და, ივერის დამცინავად ახედა. სისხლი გაეყინა. ისედაც ყორნისფერი თვალები სულ მთლად ჩაუმუქდა და, წამი აკლდა,ერთიანად ფეთქვამდე. მაგრამ,სვიმონის უცნაური,ნამსხვრევებად ქცეული და თან,არწივის მზერა ადგილზე აკავებდა. -ჩათვალე გაკეთებულია!-უმოკლესად დაუკრა კვერი მოხუცმა და მაგიდაზე დადებულ გასაღებს დაწვდა. ძელზე თითქოს შეყინულ ბოშას ხელები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა. სახე თბილი ჰქონდა, მამაშვილური, პირზე აკრული ნაჭერი მოაშორა და ივერისკენ უბიძგა. -მას შენ გაბარებ,დონკა! ისე გაავდება,ვერავინ შეაკავებს..გაიყვანე აქედან და ხუთი წუთი დამელოდეთ. მასთან კიდევ ერთი საკითხი მაქვს გასავლელი.-მხოლოდ მისთვის გასაგებად უთხრა და ივერის ხელებში გადასცა ბრძოლისგან დასუსტებული სხეული. არ უნდოდა ოთახის დატოვება,მაგრამ,როგორც სვიმონმა გაითვალისწინა, ისე გახდა თვითონაც იძულებული. ქალს,რომელსაც ფეხებში ყველანაირი ძალა ელეოდა,ხელი ძლიერად ჩაეჭიდა ივერისთვის და მხოლოდ ის უნდოდა,დაწყევლილი ადგილი როგორმე უფრო სწრაფად დაეტოვებინა. უთურანი არ ჰგავდა ადამიანს. თუკირამ სიბრაზე ჰქონსა სხეულში,ყველა სახეზე მოწოლოდა და ცეცხლის ალს გავდა. ჭირივით სძულდა გაუგებრობა,ამწამს კი,ყველაზე დიდ ორმოში იყო. არ ამოუღია ხმა,სანამ ორფრთიანი ხის კაცი უკან არ მოიტოვა.. შუადღე დახვდა გარეთ და თან ისეთი ჩამუქებული, ისეთი ღრუბლიანი და თოვლიანი, სულიერის ჭაჭანება არ იყო. სარდაფებში გახიზნულიყვნენ ცოდვის მქმნელები. დღის შუქი ხომ კანს უწვავდათ. დღის შუქი ხომ აბრმავებდათ. მანქანისკენ დაიძრა ივერი, თუმცა,დონკამ რომ შეაჩერა,უკვე გაწყვეტილი ჰქონდა მოთმინების ძაფი. -მანქანა დანაღმულია ივა..-სადღაც,ჰაერში გაეპარა ხმა დონკას და, ის პირველი,ყველაზე ახლოს წარმოთქმული მისი სახელი ფიფქებივით შემოადნა კანზე უთურანს.. თქმულის გააზრებაც კი გაუჭირდა,დამძახებლისკენ რომ გაიხედა და , გახევებულ გონებაში დონკას სახე შემოუშვა. ქალი, ამორძალი მაგრამ,ფრთამოტეხილი ფეხზე ძლივს იდგა.. მთლიანად გალღვა ივერი.. სახე ოდნავ შეუთბა და, თითქოდ ახლა ამოესუნთქა ჯეროვნად, გულზე მიიკრა მისი სხეული.. არ იყო მიჩვეული, არც კი არასდროს ჰქონია მის გულს ერთდროულად ამდენი ემოციისგან დატვირთული ცემა და, უჭირდა გაემიჯნა ერთმანეთისგან სიბრაზე,სიმხეცე და,სინაზე,დონკასთან რომ სჭირდებოდა. -ნუ გეშინია,დონკა,ჩაიარა..-სულ მთლიანად უნებურად,გულიდან წამოსული სიტყვები შემოაფარა მხრებზე,გასათბობად. გული შეეკრა ქალს,მის სულს სულ სხვა რამე სწვავდა.. სულ სხვა ჯავრი.. -ის შენს აფეთქებაას აპირებდა ივა..-სახე მის მკწრდში ჩარგო და ალბათ,ბავშვობის შემდეგ,პირველად ატირდა გულამომჯდარი.. მთლიანად განიარაღდა ივერი. საერთოდ შემოეძარცვა ირგვლივ დაუტეველი სიბრაზე.. ხელები ძლიერად შემოახვია მის მხრებს და იქამდე ყავდა გულში გამოკრული, სანამ ცრემლებმა მკერდი არ დაუსველა.. გრძნობა,რომელიც სულში უძვრებოდა, სიხარული იყო.. სიხარული,რომ ვიღაცას ისე არ ემეტებოდა სასიკვდილოდ, ცრემლებს უღვრიდა.. მარტოდ,ხროვის გარეშე მოარულ ივერის,უცხოდ მიაჩნდა ყველა ის ფრძნობა,რაც სითბოს მოუტანდა, მაგრამ, ახლა, ამწამს, ეს აბედნიერებდა. მიუხედავად იმისა,გვერდით ცხოვრება და,ირგვლივ ქალაქი ემხობოდა თავზე. ალბათ,საუკუნოდ ვერ შეელეოდა მის სხეულს, სვიმონი რომ არ გამოსულიყო და, ჰაერი მძიმე ამოსუნთქვით უფრო არ გაეყინა.. -ჩემთან წავიდეთ,ივერი,დიანას ოთახი დონკას ძალიან მოეწონება,დარწმუნებული ვარ..-ქალს მკრთალად გაუღიმა და იმწამის მოსულ მათ ბიჭებს მანქანაში ჩაუსხდნენ. “სადრაფთანვე” დატოვეს ივერის დანაღმული მანქანა. სადღაც,ქალაქის ბოლოში,მისივე სახლი უკვე ფერფლად ქცეულიყო.. სწორედ ეს ცნობა იყო, სვიმონს გზიდან რომ გადაახვევია და,ნაბიჯებით უკან დახევა აიძულა.. მალხაზი პირდაპირ დაემუქრა ყველას,ივერი უთურანის გაქრობით.. კაცი,რომელიც არსად,არასდროს იმალებოდა,რთული დასაცავი იქნებოდა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული სიკვდილისგან. უკან დახევა კი, მალხაზს ცოტა ხანში ისე მოადუნებდა,რომ მისი გაბმა უფრო მარტივი იქნებოდა. სწორედ ამას განიხილავდნენ სვიმონი და ივერი, ბუხრის წინ, ხის სავარძლებში ჩამსხდრები. დონკას თავი მეორე სართულზე გაეხიზნა,რბილ საბანში,ვარდისფერ ოთახში,თავს იმ ბავშვად გრძნობდა,რომელიც არასდროს ყოფილა.. იმ პატარა,გულის ფორმის ბალიშს ეხუტებოდა,არასდროს რომარ ჰქონია და, ეგოისტურ იმ გულის ტკივილს იამებდა,მთელი ცხოვრება რომ ტანჯავდა. -ველოდი მალხაზისგან ამ ნაბიჯს ივა,ყოველ დღე!-ცეცხლს თვალი მოაშორა სვიმონმა და, თავჩაქინდრულ ივერის გახედა. თვითგვემა,რომელიც ყოველ წამს უფრო უორკეცდებოდა,სჭამდა შიგნიდან უთურანს. მისი სიცოცხლე არ იყო მისთვის იმდენად ფასეული,ქალაქი გადაყოლოდა.. ერჩივნა ნაწილებად დაშლილიყო,ვიდრე მალხაზს მცირე გამარჯვებით ეზეიმა. იჯდა მის წინ, თვალებში უყურებდა, მაგრამ,მამის ტოლას ვერ პატიობდა . -დიანა კიარა,შენ უნდა გამერიდრბინე ამ ქაოსს.-ცალყბად ჩაიღიმა მოხუცმა და მის აელვებულ თვალებზე უკვე გულიანად გაეცინა.-არა ივა, არასწორად იგლეჯ ახლა გულს. ყველაფერი რომ ისე მომხდარიყო, როგორც აპირებდი, რა დააკავებდა გიგის?! რა დააკავებდა ლექსოს? -გზა უფრო ფართოდ ანახა უთურანს სვიმონმა და,ნელნელა დაუწყო მომავალი. -ხელჩართულ,ცივსისხლიან ომში გადაიზრდებოდა ყველაფერი.. შენს სისხლს არავინ შეარჩენდა მალხაზს, მისხალმისხალ ავაქნიდი ტანზე ყველა ხორცს და, იგივეს იმოქმედებდა ყველა,ვისთვისაც ძვირფასი ხარ. -ხელი რომარ შეგეშალა,მალხაზი ახლა გასტუმრებული იქნებოდა..-შეაწყვეტინა უთურანმა. გაეღიმა სვიმონს. -გასტუმრებული იქნებოდი შენც! ივერი!-ხმა ოდნავ გაუცივდა,თუმცა,ის სითბო,რომლითაც მხოლოდ უთურავს უყურებდა სვიმონი,მაინც ჰქონდა თვალებში. -არ შემიძლია ეს საქმე მხოლოდ იმიტომ დავაპაუზო,რომ საფრთხე მემუქრება,სვიმონ! პასუხისმგებლობა მაქვს, თან იმ წონის,წელში მწყვიტავს, მაგრამ,ვზიდავ! პასუხს ვაგებ ორ საფლავთან და, საკუთარ სინდისთან . კაცურად,მარტო იმიტომ,რომ შენს ავტორიტეტს და სიტყვას პატივს ვცემ,ნუღა მომაბრუნებ გზიდან. მე ჩემი გასაკეთებელი მაქვს, მესმის და მადლობა,რომ როგორც შვილს,ცხოველიდან მგლიჯავ, მაგრამ, მას შემდეგ,რაც პირველად მნახე, 15 წელია გასული და იმდენი გავიარე,რომ საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება შემეძლოს.-ფეხზე დამდგარი დინჯად,აუღელვებლად საუბრობს მაგრამ,მოხუცს არც მისი აღელვებული მზერა რჩება უყურადღებოდ. გულში დაუტეველი სიამაყის გრძნობისგან სახე ღიმილით ექცევა. წარბშეხრილი ხვდება ივერი. -და მერე დონკა?!-მწარე,წვეტიანი,ავტომატის ტყვიასავით იმოქმედა მისმა სიტყვას მსმენელზე. დონკა. ოთახში ძალიან მძიმედ დაეკიდა მისი სახელი და გაყინა ივერი.. არასდროს იტოვებდა უკან დასახევს.. ყოველ მოსახვევს იხერგავდა და, მძიმედ აჭედებდა ლურსმანს ფუძეზე. აქამდე მხოლოდ წინ, ჰორიზონტისკენ იყო სავალი გზა.. ახლა და ამწამს კი, არ ელოდა,თუ დააფიქრებდა ერთი სახელი სამომავლო გეგმებზე. სვიმონმა მიზანში მოარტყა. სიტყვის მხოლოდ ერთი გათქმით მთლიანად მოატრიალა ივერის საჭე და, გადაწყვეტილების იმ სისწორეში დარწმუნდა, წეღან რომ მიიღო. როცა დაინახა,როგორ ხდებოდა მკვლელი ნახევრად მისი გაზრდილი ივერი. აღარ უთქვამს არაფერი. დაღლილ მუხლებს მძიმედ დაეყრდნო,გაიმართა, ბუხრისაკენ პირით შებრუნებულ ივერის მხარზე ხელი მამაშვილურად დაჰკრა და, სარდაფისკენ დაიძრა. -დონკა კლდეა-პირისპირ,მაგრამ,ზურგსუკან დამფრთხალი კოლიბრი. მიდი მასთან ივერი! ქალი არაა კაცის სისუსტე.. სიყვარული ვერასდროს იქნება სუსტი! შეიფარე და მიიღე ის.. უშფოთველად და სინდისის ქენჯვნის გარეშე. ხვალიდან კი, იმ გზას მივყვეთ,რომელიც დაწყებული გაქვს! დიდ ბალახამდე,ჯერ სარეველები მოვსხიპოთ მალხაზის ირგვლივ. მანამდე კი ჯეროდეს,რომ გაგვაბა. მოთმინებით იგებს კაცი,ეს მე წლებმა მასწავლა ივერი და, მამაშვილურად,დამიჯერე! არააა აუცილებელი,საკუთარ ტყავზე იწვნიო ყველა გადაწყვეტილება. აღარ ხარ მარტო..-შეგონება დიდ ფიქრად დაუტოვა ღამის ქალაქში სვიმონმა,ივერი უთურანს.. არასდროს ყოფილა გაორებული ფიქრებისგან ამდრნად დახუნძლული. მხრებზე თითქოს სამყაროს წონა ჯავრი დააწვა. შუა ღამის პირველი იყო ცოდვების ქალაქში, დონკასთან რომ მივიდა ივერი. ქალი ოთხად მოკეცილიყო,თავს დაუცვრლად გრძნობდა მისი სხეული. ძინავდა,ალბათ,გადატანილი ესიზმრებოდა,სახე ჯერკიდევ სველი ჰქონდა.. შესცივდა სხეულზე ივერის. იმდენად შესცივდა, კანკალმა აიტანა.. ერთიანად დაიღალა. ერთიანად მოწყდა.. ფრთხილად მიუწვა გვერდით.. მის ზურგს როგორც რიგში მწყობი,აეკრა და ხარბად შეისუნთქა ქალის უცხო სურნელი.. სითბო,რომელიც კანიდან კანზე შემოუძვრა, სასიამოვნო და უცხო იყო.. -ივა..-მძინარე ხმა ოთახში სასიამოვნოდ გაისმა.. ეკლად დაუარა მამაკაცის ცივმა,ძლიერმა ხელებმა დონკას.. მისი უხილვობა ვეღარ აიტანა, გადმობრუნდა და გულში ჩაეკრა.. გაეხვა სიმშვიდეში. მონატრებულ უსაფრთხო ხელებში.. -არ გაბედო სიკვდილი,ივერი,თორემ გეფიცები,რომ გადარჩე,საკუთარი ხელებით მოგიღებ ბოლოს. მძიმე დღის შემდეგ,როგორც იქნა მშვიდად გაეცინა უთურანს. გამკეთებელიც იყო,ესეც იცოდა და ამან უფრო გაულღო მხიმე ჯავრი. რომ შემოათენდა და ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული,ეუცხოვა მისი თავი. მშვიდად სუნთქავდა და საერთოდ სხვაგვარად უყურებდა დღის დასაწყისს. მზად იყო, უკან ერთი ნაბიჯით დაეხია , ოღონდ ხვალინდელი დღე ჰქონოდა. ამას მხოლოდ ახლა მიხვდა, საყვარელი ქალი რომ გულზე ეწვა. __ ციოდა. ძვალ-რბილში ატანდა სუსხი. ცოდვის მქმნელებს ხელები გადაეყვლიფათ ავის თესვისგან. ყველა თხრილი გამოექექათ და ვეღარ მალავდნენ სიშმაგეს. გავეშებული ივერი უთურანი ნაბიჯ-ნაბიჯ,მისხალ-მისხალ მიყვებოდა სისხლიან ნაფეხურებს. არწივისთვალა ქურციკის სიფრთხილით გმანავდა დიდ გამოქვაბულს და, უკან მოსაბრუნებელ გზას არ უტოვებდა შემოქმედს.. რთული იყო, უსაშველოდ რთული მისი ყოველი ფიქრი. სახეშეყრილი,პირმოკუმული დადიოდა და, უკან,შლეიფად მოყვებოდა მტრების შიში. წვტილფეხობას სახეზე ადამიანობა ჩამორეცხოდა, უკანასკნელ ძალას გაისროდნენ მისკენ და, უშედეგოდ, ნიადაგს მიწად უბრუნდებოდნენ. სვიმონის გამოცდილ თვალს არ გამორჩენია ივერის უკუქმნა. რჩევებს,ხურჯინში რომ დაეხვავებინა მრავლად,თავი მოუკრა და სადავეები მოუშვა.. მისი ზრდილი, მისი ქმნილი, მისი გამოწრთობილი გზას ნელი,თუმცა,ზუსტი მეტტრობით მიუყვებოდა.. ისე,რომ მალხაზ ჭყონიას მისხალით არ შეპარვია ეჭვი მის გამარჯვებაში. ევრიკაში რწმუნებულს დახეთქილი ვენები საწამლავით გაევსო და ნებივრობდა.. ლპობა დაწყებული ფეხი დაბალ სკამზე შემოედო და ამაყად უყურებდა მთავარ პროკურორს.. -კვალი საზღვართან წყდება მალხაზ,გაქნილ ნაბი*ვარს ანნა ჰაერში ჰყავს გადამალული..ვერსად ვპოულობთ..-ხელები ჭრელ ბლანჟეზე ჩამოისვა და ბოკალში ჩამოსხმული ირლანდიური ვისკი ნებად მოსვა. ეშინოდა. მხრებზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები არ აძლევდა გარანტიას, ცოცხლად გასულიყო ფონს, მაგრამ,ვერც ფულის შიმშილს იკლავდა. უყურებდა მას, ფხვნილის მაგნატს და, უკან,კვალდაკვალ ადევნებული უთურანისაც ეშინოდა.. არ გაკვირვებია ჭყონიას. არც უკმაყოფილება გამოუხატავს. მის სახეზე აღბეედილი სიმშვიდე საგონებელში აგდებდა მსმენელს. -იცი,ყველაზე კარგი რა გააკეთა ლექსომ?!-სარკაზმისგან სახე მთლიანად წაეშალა. არ ყოფილა მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ამაზე უფრო მდორე. გაკვირვებით გახედა იოსებმა. ენაგადმოგდებული სირბილისგან,ძებნისგან დაღლილი თავი ათასი ფიქრისგან გაევსო. მაგრამ,მაინც ვერ დავიდა მის დონემდე. -მხრებიდან ყველაზე დიდი ვალდებულება, ყველაზე დიდი სისუსტე და თან, ყველაზე დიდი ფიქრი მომაშორა.-წინ დადებული სარკიდან ერთი მწკრივი მისკენ გაწია და ოქროს წკირი გაუგორა. -უთურანმა ტყვია გამოჩარხა ჩემთვის, დამაჭედებს კიდეც,კაცია მოწმე, მაგრამ, თითსაც ვეღარ დააკარებს ანნას.-თვალები მთლიანად ჩაუქრა და იმ მამად იქცა სულ ერთი წამით,არასდროს რომ არ ყოფილა შვილისთვის. -ფული ჭუჭყია იოსებ, თან ისეთი მლაშე, თუ მოგედოს,გწვავს, გშანთავს, მასში გახვევს და აღარ გიშვებს.. ფული ჯოჯოხეთია ამ ცოდვის ქალაქში, მაგრამ,თან ისეთიც, უმისოდ რომ ფონს ვერ გახვალ. ფონი რა სალაპარაკო კია, ნაბიჯს ვერ დგამ საერთოდ.. -ხმა ჩაიწმინდა და ფანჯრიდან გადაშლილ ჰორიზონტს მზეერა დაასო. იქ იყურებოდა,სადაც სხვა ვერ და,არც.. -შეჩვევა იცის ნაგავმა.. ყველაფერს გადაააგდებ , მაგრამ, თუ ფული შეგიყვარდა, იქ კარგავ მთავარს და, მამოძრავებელს.. -დადუმებულ პროკურორს მზერა მხოლოდ წამით გაუცვალა და ჩაუღიმა.. -ადამიანობას..-წამუთ დაასწრო იოსებმა. მცოდნს არ ესწავლებოდა სხვისგან. მაასაც აღარ ჰქონდა სულში არცერთი მისხალი მეობა შერჩენილი.. თავი ჩაქინდრა. სახეში შეყრილი სიმართლე არ ესიამოვნა.. -იცი,რას ვერ ჩაბნის ვერაფერი?! ვერცერთი მიწიერი საზრდო და,სარგები?! -აღარ დაელოდა ჭყონია, როდის გაუნათდებოდა ისევ პროკურორს. გულის ჯიბიდან ანნას ფოტო ამოაძვრინა და მაგიდაზე ფრთხილად დადო. ჯავრიანი, სევდიანი მზერა დაანათა.. არ გავსა ეს მალხაზი არცერთ მის სახეს. თითქოს ეერთიანად ჩამოირეცხა ყველა ცოდვა და, მხოლოდ მამა დარჩა.. რომელსაც შვილი უსაფრთხოდ ეგულებოდა. -შვილს, ძირს, სულს და გულს ვერაფერი გიცვლის დედამიწის ზურგზე.. ცერც კოკა და ვერც,კოკით წყალი! ივერიმ კი, ზუსტად ეს ჩამომხსნა მხრებიდან..-თვალი შემყურეს ირონიულად ჩაუკრა და, თვლემის მორევში ჩაეშვა.. ვერ გაიგო და ვერ შეიცნო იოსებმა.. კაბინეტი არეულმა დატოვა და ტყეში ჩაფლული სახლი უკან მოიტოვა.. თოვდა თავგამეტებით და თოვლს ერთვოდა მისი დამძიმებული სულიც. სახლთან აჩერებდა უკვე, სწორედ იმის ზარი რომ შემოუვიდა ტელეფონში, ვისზეც საათის წინ საუბრობდნენ. -ივერის ვახლავართ.-სახეზე მისდაუნებურად აეფარა ღიმილი. მანქანა გადააყენა და, უკანახედვის სარკეში ინსტიქტურად გაიხედა.. თეთრად ირეკლავდა მიწის სარკე ფიფქებს. ცარიელი იყო გზა. -ასე თუ გაგიხარდებოდა ჩემი ზარი,აქამდე გეთქვა და ,დაგირეკავდი დღეში სამჯერ,ჭამის შემდეგ.-ქალაქის ბოლოდან უთურანს ჩაეღიმა სარკასტულად. მაჯაზე მოწიკწიკე საათს წამით დახედა და, წინ დაჩოქილ მალხაზის ორ ,პირზე ბენდენა აკრულ ლაქიას ცივი მზერა მოატარა. ერთერთი დიალოგში ჩაბმულის დის შვილი, გიორგი სირაძე იყო. ახალგაზრდა, უწვერული, პირზე რძეშეუმშრალი.. 16 წელს ძლივს გადაცილებული ბიჭი. -ჩემს მოსაკითხად არ დარეკავდი.პირდაპირ საქმეზე გადადი ძმურად.-სავარძელზე მოუსვენრად შესწორდა იოსები. ყელი გაუშრა უცებ. არ ენიშნა კარგად მისი ირონია.. არც მისი მშვიდი ტონი. -შენთან ძმობა გასაყოფი ღმერთმა ნუ გამიხადოს იოსებ,მაგრამ,გიორგისთან ტყვიას თუარ შემეცილები,ვახშმის დროს ვეღარ დაგირეკავ და მოგიკითხავ.არ გეცლება,ფიზიკურად. სასახლე გექნება სათრევი მაგ დამპალი მხრებით.-ზიზღისგან პირზე მომდგარი ნერწყვი გადააფირთხა და გულიდან სამყაროს წონა ბოღმა ამოიღო ივერიმ. გაშრა მოპასუხე. მშვიდი კვირები, ერთმანეთს რომ მიჯრით მიწყობილიყო, ერთ ზარში დაუსრულა უთურანმა და იმ კვარცხლბეგიდან ჩამოაგდო, ნელნელა რომ მიიწევდა. სული აეწვა. თუ საკუთარი არა, მისივით შემოზრდილი შვილობილი ვერ შეიმეტა.. ჰაერი აღარ ეყო. გზაზე დამაშვრალი გადმოვიდა და გავარვარებული ხელისგულები თოვლში გაისრისა. -ივერი!-ხმა ველურის გაუხდა, მაგრამ, თან იმდენი სისუსტე გაერია შიგნით, ვეღარ გააკონტროლა. როგორ დაიჯერა მისი უმოქმედობა. როგორ მოადუნა ჩამდგარმა ქარიშხალმა.. ვერ აპატია მის თავს განვლილი სამი კვირა და ხარბი გული. მუშტად შეკრული ხელი ძლიერად დაარტყა ძრავის ხუფს. აწითლებულ მუჭს სიმწრისგან უკბინა. -კანის ათლას მოეშვი და იქ მოდი,სადაც გეტყვი. შენთან სავაჭრო მაქვს. თუ სიცოცხლე გიღირს,ჭკუით მიყევი საქმეს.-არც კი დააცალა გონს მოსვლა, გაუთიშა,მისამართი ჩაუგდო და სკამზე ჩამოჯდა. დაღლილი იყო. უსაშველოდ გადაქანცული. კვირეების უძილობისგან თვალებზე ცის წონა ბალიშები დადებოდა. გრძელ, ხშირ თმაში დაუთვლელი ვერცხლი გარეოდა და, წვერი საგრძნობლად ჩამოზრდოდა. აღარ ჰგავდა ადამიანს და,მითუმეტეს,მის ძველ თავს.. ყელში ამოსული ჩუმი ნაბიჯებისგან ვენები უკვე დახეთქვას ჰქონდა და, წვრილფეხობის ზდევნაში გადაღლილს, მშვიდი ძილი მონატრებოდა.. გრძნობდა. სადაცაა ფონს გავიდოდა, მაგრამ, ისიც იცოდა, ასე ლანგარზე დადებული რომ არ მოვიდოდა გამარჯვება.. სულში დატრიალებული თვითგვემა საერთოდ რევდა, მაგრამ, უკან მთის სიმსხო ძალა აძლებინებდა.. სვიმონის ღმერთის ტოლა ნდობა და, დონკა ტკაჩენკოს მომლოდინე თვალები არ აძლევდა სხვა გასაქანს.. სხვა საშუალებას. შეცმობის უფლებაჩამორთმეული, ფრთხილი ნაბიჯებისგან, ასჯერ გაზომვისგან უღმერთოდ დაღლილიყო. -რამდენი წლის ხარ გიო?-წინ დაჩოქილს მიუახლოვდა და ნაჭრისგან გაანთავისუფლა. თვალებში გაუზომელი შიში ჰქონდა ბიჭს. წარკვეთილი უსუსურობა. -ჩვიდმეტის..-გაპარული ხმით უპასუხა.. კანკალებდა. გულით შეეცოდა ივერის და, მწარედ ჩაიქნია თავი.. მალხაზი ყველა ზღვარს გადადიოდა.. ყველა საზღვარი შემოეძარცვა. გაუფიქრებელს კადრულობდა.. სადარბაზოებში დანაწილები ბავშვები ივერის სათითაოდ მოეკრიბა მთელი კვირები და თითოდ ამოეღო ყველა პარკი.. დიდ საქონელზე გასულ ჭყონიას მხედველობიდან მარტივად გამორჩა უბნის მშრალად დარჩენილი კლიენტები. -რა შემიძლია მოგცე,რომ აღარასდროს გააკეთო მსგავსი?!-თვალებში მამაშვილურად, სუფთად, ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე ჩახედა და მზად იყო, მწვანეთი გაევსო ჩანთა და მიეცა, ოღონდ ცოდვისგან დაეხსნა ორი. -არ მინდა სიკვდილი..-თვალებში რომ ზღვასავით სითხე ჩაუდგა, მანდ მიხვდა ივერი, რაღაცებს სწორად რომ ვერ აკეთებდა მაინც. -მოსაკლავი ბიძაშენია , სწორ გზაზე რომ ვერ დაგაყენა და წამალს გაყიდიებს შვილის ტოლას.-ჯიქურ დაასო მწყრალი მზერა, მაგრამ, მაინც შეუხსნა ხელები. მასზე ორი წლით დიდს ხელებში საკუთარი მანქანის გასაღები ჩაუგდო და ისევ სირაძეს მიუბრუნდა. -ივერი უთურანი!-სახელი ანბანივით დაუმარცვლა. -მეორედ,როცა წამალს ხელს მოკიდებ და ბინაში ფაქტის დასადებად შეხვალ, სახელი კარგად გაიხსენე, რადგან, ეს ბოლო იქნება,რასაც წარმოთქვამ.-თითო ბგერა თითო სიცოცხლის მძივად ჩამოეკიდა ახალგაზრდის ყელს. მძიმედ გადაუშვა ყელსმომდგარი ცრემლები გიორგიმ. სახეს,რომელიც გონებაში მწარედ ჩაამახსოვრებინა იოსებმა, თვალი აარიდა და თავდახრილი,უკანსვლით გაერიდა. სანამ გავიდოდა, ისევ იქუხა ივერის ხმამ. საკონტროლო ტყვიასავით.. იმ იმედივით, გზასაბნეულს რომ გაგინათებს ბილიკს. -როცა იფიქრებ,რომ კაცური ცხოვრება გინდა, მაშინ მახსენო,ის მირჩევნია გიო.. ბიძაშენმა უფსკრულში გადაგჩეხა,მე ჭაობიდან ამოსვლაში დაგეხმარები, ოღონდ, მადროვე.. არ მინდა ქალაქს სალაპარაკოდ ექცეს, ივერი უთურანს შეეცოდა და, პროკურორის დის შვილი მარტო იმიტომ გაუშვა, თვალები რომ წყაროს წყალივით სუფთა ჰქონდაო. სადისტი არ ვარ, მაგრამ, თუ რამეს სანანებელს მიხდიან, მერე ორმაგად ვაგებინებ ხოლმე პასუხს. მამა აბრამის ბატკანი არც მე ვარ და ნურც შენ გაიხდი თავს ჩემს სამიზნოდ.-მიზანს ზუსტად მოარტყა უთურანის გულიდან წამოსულმა სიტყვებმა. გულწრფელობა,რომელიც სულიდან მოდიოდა, მომნუსხველად იმოქმედა მსმენელზე. დარწმუნდა რა, ადგილს მოშორდნენ ახალგაზრდები, სვიმონს დაურეკა და , იოსების ლოდინში, სკამზე ჩამოჯდა. -გაუშვი?!-ხმაში იმედი ჰქონდა მოხუცს. -ორივე!-დაუტეველი,ჩუმი სიამაყით უპასუხა. ხელებში მოქცეულ თამბაქოს გრძელი ნაპასი დაარტყა და გადააფერფლა. -დარწმუნდი,რომ სწორ გზაზე დგანან სვიმონ. თუ დასჭირდათ,წაეხმარე, მაგრამ,არც ისე, შეეჩვიონ. მათ შენ განდობ, ვიცი,სწორ გზას უჩვენებ..-ისე,როგორც მას ეტყოდა, პირიქით გაუცვალა დარიგებები. მოხუცმა მხოლოდ თავი დაუკრა და გაუთიშა. უსმენდა,მაგრამ წარმოდგენა შეეძლო,როგორი კმაყოფილებით ჩამოისვამდა წვერზე ხელის გულებს სვიმონი. სკამზე მჯდომი შეეგებაგრძელი გზიდან მოსულ იოსებსაც ივერი. აჭრილი სახით მოარულს ყველა ფერი დაკარგვოდა კანზე. არ გავდ ადამიანს. -დაგაგვიანდა იოსებ!-ირონიისგან სისხლი გაუქვავა ვენებში უთურანმა. მის გვერდით მდგომი სკამი პირისპირ გაუჩოჩა და, ანიშნა,დამჯდარიყო.. მძიმედ დაეშვა სხეული, თვალებს უშედეგოდ აცეცებდა, უთურანის ხელებში მოქცეულ,გიორგის ვეტცხლის ყელსაბამს თვალს ვერ აშორებდა, მან უსახსოვრა 17 წლის იუბილეზე. -ბავშვი სადაა,ივერი?!-მიუხედავად სტრესისა, პროკურორის სიტყვები მაინც მძიმედ დაეკიდა კედლებს. რა პასუხსაც მიიღებდა, ესეც იცოდა და აღარ დაუყოვნებია მასაც. -სადაც შენ ვერ მიაგნებ იოსებ,აი იქ!-მჭახედ მოუჭრა და სკამზე შესწორდა. მუხლებზე ხელები დააყრდნო და ჯიქურ ჩახედა გაველურებულ თვალებში. ცეცხლს აკვესებდა და თან, მზადყოფნას, დათმობაზე წასულიყო. -თქვენსავით ზღვარგადასული სადიზმისგან ღმერთმა დამიფაროს,როგორღაც ვუყვარვარ შემოქმედს და რაციონალურ აზროვნებას მიმაჩვია. არ მიყვარს იოსებ,შემატყობდი აქამდეც, ტყუილად მჭიდის დაცლა და,სისხლის აკიდება. ეგ კიარა, საქმეს ვერ მომიძებნი,კი გექნება გაქექილიც, სადაც გვამით დამიმთავრებია და მიმალვაში დრო დამეხარჯოს. მე სხვა კალიბრში ნაწრთობი ვარ, აი თქვენ კი, შაითნის გამოზრდილებს, ისე მოგიღერებიათ კისრები, ხანდახან ხელებს ვიჭამ სიმწრისგან,ისე მომაწვება ხოლმე სისხლის წყურვილი და მომინდება,კიარ მოგაჭრათ ეგ ეშმაკზე მიყიდული კისრები, გამოგღადროთ საკუთარი ხელებით და ღორებს მივუგდო თქვენი ტანი საჯიჯგნად.-მწარედ გადააფურთხა, სისხლის გემო რომ მოაწვა ყელში და, გადაფითრებულს მზერა ისევ შეაყინა. თუმცა,სიტყვა გააწყვეტინა. -ვის ემუქრები ხოარ გავიწყდება ნაბო*არო?ერთი ზარი და შენს სხეულს მამაზეციერიც ვერ იპოვნის,ფეხზე მკო*ია შენო დემაგოგია, მითხარი ბავშვი სადაა, თუ სიცოცხლე გიყვარს!-ყელზე ლამის ვენები შემოასკდა , იარაღი საქამრიდან ამოიღო და სასროლად შეაყენა. ჩაეცინა უთურანს. ხელები ფართოდ გადაშალა და გული ლულას მიუბჯინა. -რომ ვიცოდე,შენი ტყვია მკლავს, თავს წამით არ ვიცოცხლებდი,იოსებ!-ირონიულად გაუღიმა და, შავი გლოკი ჩამოართვა, ხელი ჰაერში გამოწეული დარჩა პროკურორს, ივერი სწორ გზაზე იდგა, ყველაფერი მხოლოდ შენიღბული წინააღმდეგობა იყო, იოსებს მობეზრებული ჰქონდა მალხაზის ლაქიობა,მაგრამ,არც იმფენი გამბედაობა ჰქონდა,პირისპირ ჩამოშორებოდა. გამარჯვებულის ღიმილი მხოლოდ წამუთ გამონათდა უთურანის სახეზე, სიბრალული,რომელიც მაინც ჰქონდა მის მიმართ, არ აძლევდა უფლებას ბოლომდე გაესწორებინა მიწასთან. -გიო სადაა ივერი?!-თავდახრილმა ისევ გაუმეორა.. მოტეხილი ფრთები მწარედ შემოეკეცა იოსებს, ქვის არიყო, არც ეშმაკის, საკუთარ ხელებში გამოზრდილ ბავშვს გადაეყოლებინა მისი ქაღალდის სიყვარული.. სული ეგლიჯებოდა სიმწრისგან.. მასაც ჰქონდა ღირებულებები.. -მე შენთან გიოს სიცოცხლით ვაჭრობას არ ვაპირებ, იოსებ! ბავშვი იქ იქნება,სადაც კაცობის გზაზე დააყენებენ და არა ბარიგის.-მწარედ გაუსვა ხაზი ბიძის შეცდომას და დაანახა,მისი სიტყვები მხოლოდ ლიტონი არ იყო. -მაგრამ,არც მაშინ დავიხევ უკან,როცა დავინახავ,მისი სიცოცხლე არაფრად გიღირს და, ისევ მიუბრუნდი მალხაზის კანტორას.-ყველა სიტყვა ნელა, დამარცვლით,ფრთხილი,მოზომილი ხმით უთხრა. ბეწვის ხიდზე გადიოდა უთურანი. ზემოთ ქუდად აღარ იყო ცა და, ფეხქვეშ ცეცხლი გიზგიზებდა. თუ სწორად არ გამოთვალა მისი ხასიათის ცვლილება, იოსები აქვე დაუმთავრებდა სიცოცხლეს ივერის,რომელსაც საპასუხოდ ერთადერთი ტყვია ჰქონდა მჭიდში,ისიც,მალხახისთვის განკუთვნილი. დიდხანს დასჭირდა ნაბიჯის გადადგმა პროკურორს. საათი იდგა და სიტყვას ვერ ძრავდა. გონებაში ათასად დატრიალებული ერთი გადაწყვეტილება თითქოს ქრებოდა და, ჩნდებოდა. აქ საქმე მხოლოდ გიოს არ ეხებოდა, ესეც იცოდა, ვერ ასწავლიდა ვერავინ ივერის ორაზროვან,მაგრამ,ამავდროულად, მხოლოდ მიზნისკენ მიმავალ ლაპარაკს. ჭყონიას გზა დასასრულს უახლოვდებოდა. მხოლოდ ამას მიანიშნებდა უთურანის დარწმუნებული მზერა. ან მასთან ერთად განადგურდებოდა, ან ჰქონდა შანსი,გაცლოდა და, როგორმე გადარჩენილიყო.. -არ მაცოცხლებს მალხაზი,ივერი..-ზუსტად ორი მძიმე ,მდუმარე,მწარე საათის შემდეგ გამოეპასუხა უთურანს პროკურორი.. -ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა,პროკურორი წამალს რომ ყიდდი და დახოცე ნახევარი ქალაქი ნაგვის გასაღებით. -მისი მოსაცოდავებული სახე ვეღარ აიტანა მოულოდნელად ივერიმ და დენთივით იფეთქა. -კაცი რომ იყო,თავს უნდა იკლავდე ამხელა ცოდვის ტარება რომ გიწევს,ღირსეულად მაინც წახვიდოდი და მალხაზის ტყვიის მოლოდინში კუთხეში არ იქნებოდი მიგდებული,ნაგავივით.-ხვდებოდა,რომ გადაამლაშა,მაგრამ,არც უკან დაიხევდა და თავზე ხელს გადაუსმევდა.. -მე შენ გვერდში დგომას არ გთავაზობ,მალხაზის ბოგინობა ისედაც დროის საკითხია. ჩამოცილდი მას,თუ სიცოცხლე გინდა,თუარადა,ჩემს მჭიდში ერთი ტყვია დაგინებული კიარ მაქვს, ისე გაჩნდება მასში ათი და ოცი,თვალისდახამხამებასაც ვერ მოასწრებთ ოლიგარქები. გეყოთ რაც ჭამეთ, რაც შეგერგოთ და რაც არა. მეც მაქ მოთმინება და, მეც მევსება ფიალა. -თვალწინ ვერცხლისფერი იარაღი საჩინოდ დაუტრიალა და გასასვლელისკენ დაიძრა. მასთან მეტი გასარკვევი აღარ ჰქონდა. იქნებ შეცფომასაც კი უშვებდა,რომ აძლევდა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, მაგრამ, არც უკან დასახევ გზას იჭრიდა თვითონ. ჰორიზონტს რომ გახედა ფიქრებში წასულმა, წინ ერთადერთი სხეულიღა ჰყავდა დარჩენილი. ერთი და დიდი კალიბრის. თავად მალხაზ ჭყონია. როგორ მიუდგებოდა მას? როგორ ჩამოიცილებდა გზიდან? კავშირები,რომელიც უკვე შესუსტებოდა მალხაზს, სასიკეთო წყალს ასხამდა ივერის წისქვილზე. მოლაპარაკებები,რომელშიც ღამეები გაეთენებინა, სანახევროდ დასრულებულიყო და მხოლოდ ის რჩებოდა, ჭყონია ტახტიდან ჩამოეგდო და ცოდვის ქალაქი თეთრი ფხვნილის გარეშე დაეტოვებინა. ელოდა ქალაქის გახელებულ დევნას, მაგრამ, არაფერი აღარ აინტერესებდა, გარდა ერთისა, სამუდამოდ ჩაეხსნა ის დიდი,მსხვილი სადინარი, საიდანაც ქალაქი სასიკვდილოდ იწამლებოდა. სვიმონის ოქროს ჩარდახს მიუყენა მანქანა. მაშინ,როცა კარს აღებდა, ქალაქის სხვა მხარებს მთავარ პროკურორს შუბლზე იარაღი დაედო, მაგრამ, ვერ გაებედა სასხლეტის დაშვება. მისი სიკვდილი,ისე,როგორც მალხაზის ბოგინი,დროის საკითხი იყო. მხოლოდ ვერ წყვეტდა, რა უღირდა, ტყვია-მალხახისგან. ტყვია-მისი ხელიდან თუ, დაჩოქილი შევედრებოდა ივერის უსაფრთხოებას. თბილოდა სახლში. სიცივიდან შემოსულს ღაწვები ერთიანად აეწვა. ლაბადა საკიდზე ჩამოკიდა და, სამყოფელში გავიდა. ბუხართან ჩამომჯდარიყო სასურველი.. გრძელი ,ყორნისფერი თმა მხრებზე ჩამოეყარა და ჭროღა თვალები ცეცხლისკენ შეეყინა.. სვიმონი გრძელ,დამღლელ გზას დადგომოდა ორ ახალგახრდასთან ერთად.. ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა.. მის უკან,ხის სავარძელზე ჩამოჯდა და ერთი მარტიცი მოძრაობით ჩაისვა ქალი კალთაში.. კისერზე სუროსავით შემოეხვია დონკას ხელები მამაკაცს და, აუჯანყა ყველა კვირების დაგროვილი ვნება . -გინდა მომიყვე?-იცოდა ქალმა,დაცლა სჭირდებოდა და მისცა ამის საშუალება. თუმცა, ამწამს,მხოლოდ მისი ალერსიღა უშველიდა აშლილ ფიქრებს.. ტუჩებს რომ დაეწაფა,სხეულში უკვე ნაცნობი სითბო შემოვიდა.. უწონო, უფორმო გრძნობამ მთელი სხეული მოიცვა და თავი გულის პირთან მოიყარა. ტკბილი იყო დონკას ტუჩები და ყველაზე სასურველი,ივერის. ტკაჩენკოს სხეულში დატრიალებული მფეთქავი,ცოცხალი და გაშლილი გრძნობა ჭრილობაზე სულს უბერავდა უთურანს. ხვევდა მის წვრილ წელს ხელს და არ შეეძლო წარმოედგინა იმაზე მეტად სასიამოვნო რამ,რაც ქალის ელვა დავლილი კანი იყო.. -ივა..-თბილად ამოთქვა სავსე ტუჩებმა და მისი სახე ხელებში მოიქცია.. როგორი სანდობი იყო მისი ცხელი მზერა და გრძნობით სავსე თვალები.. თავი ვეღარ აყავდა ხელში, როგორც კი მამაკაცისგან წამოსული უწყვეტი ვნება დაიჭირა, მაისური გადაიძრო და კომფოეტულად მოთავსდა მის კალთაში.. ცეცხლივით დაწვა კანი დონკას ივერის მზერამ, თვალებით რომ სჭამდა მის სხეულს. ხელები მკერდისკენ წაიღო და ძლიერ გულებში მოიქცია ქალის სავსე ფორმები. კანიდან კანზე გადმოვიდა გავარვარებული ვნება და ორი სული ერთამენთს შეაერთა. ქალის სხეული ინტიმურ ცეკვას ასრულებდა მამაკაცის ა*ოზე, მასზე მოქცეული ტანს რიტმულად აყოლებდა შემშლელ ვნებას და გული უჩერდებოდა, ივერის აფეთქებულ სახეს რომ უყურებდა. სახეს,რომელიც თვალს არ აშორებდა ამორძალ ქალს. მის სე*სუალურ სხეულსა და სავსე ტუჩებს.. -ივა!-ვნებიანად წარმოთქმული მისი სახელი სულ სხვანაირად ჟღერდა უთურანისთვის,თან როცა მას გრძნობაც ერთვოდა.. წელზე დაწყობილი ხელები წამში მჭიდროდ მოზიდა და გულზე აიკრა სუსტი ტანი. არც კი განაცალკავა სხეულები, ისე გადააწვინა დივანზე და, მის ზემოთ მოექცა.. კოცნით დაუყვა თხელ, ფიფქივით თეთრ კანს ივერი. ქალი,რომელიც ხელებში ადნებოდა,მის ყოველ შეხებაზე ვარაკვლავს წყვეტდა ციდან. ისე,როგორც ის. ქალის შეხებისგან აჩქარებული გული ვერც მაშინ დაიმშვიდა,გულზე რომ დაიწვინა სუნთქვა არეული და სიჩუმეს დაუგდო ყური.. ხმელი შეშის ტკაცუნს თან სუნთქვა და ფეთქვა ერთვოდა.. ერთდოულად სახლში სიყვარულის,ვნების და, ერთმანეთზე გადაჭდობილი გრძნობების სუნი იდგა.. ეფერებოდა მის ზურგზე დაფენილ შავ თმას და, ვერ უძლებდა ამდენ განცდას.. -მაპატიე,რომ შენით მანიპულირება სცადა მალხაზმა..-ის,რაც აღარ ასვენებდა იმ ავბედითი დღის შემდეგ,როგორც იქნა შეძლო,ეთქვა.. ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა ბოდიშს იხდიდა და, ვერ წარმოედგინა,ამდენი შვების მოტანა თუ შეეძლო ერთ სიტყვას.. თავი მისი გულიდან წამოწია დონკამ. მკერდზე,ძველ,მოშუშებულ ნატყვიარზე წამით აკოცა და ახედა.. მის გულზე დაწყობილ ხელებს დაეყრდნო და თბილ თვალებს დააკვირდა. მასში დაგროვილი გულწრფელობა ცის ტოლფასი იყო.. ყველა წმინდა და,ყველაზე ძვირფასი.. -ივა..-ხმა ვეღარ დაიმორჩილა.. სულ ნამსხვრევებად ექცა. თვალიდან უკითხავად გამოპარული ცრემლი ზუსტად ივერის ნატყვიარს დაეცა,ხმაურიანად.. ელოდა და, გული გაუჩერდა, უთურანს.. მხოლოდ ერთმა სიტყვამ თავზარი დასცა და თან, სიცოცხლე ისე,როგორც არაადროს,გაგიჟებით მოანდომა.. -მიყვარხარ!-მტკიცე იყო ხმა და ყველაფრის მქმნელი.. ყველაფრის მცველი. ყველაფრის შემ-ცვლელი.. მტკიცე იყო თვალებიდან წამოსული პასუხი და კოცნა,რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე მეტად ინტიმური… -მეც!-ხმამ მხოლოდ შუა ღამით გათქვა ,როცა ტკაჩენკო ღრმა ძილში გადაშვებულიყო. ფრთხილად აკოცა ლამაზ ტუჩებზე.. არ ეთმობოდა და, ვერც ტოვებდა.. საუკუნოდ უნდოდა მასში გახვევა და იქამდე ყოფნა,სანამ ცოდვის სავსე ქალაქი თავისით არ ჩამოირეცხავდა ყველა სისხლს. უნდოდა, მაგრამ, ანთებული ტელეფონი საერთოდ სხვა რეალობაში აგდებდა.. ქვეყნის დასალიერიდან გიგი რეკავდა. სწრაფად უპასიხა.. ვერ ალოდინა. -ჰო მშვიდობაა გიგი?-ყოველთვის ცუდზე კონცეტრირებულს, სანამ მის ხმას გაიგებდა,თავში ათასი ფიქრი დაუტრიალდა და ყველაზე ცუდისთვის მოემზადა. თუმცა,მისმა ჩაცინებამ განაიარაღა. გარეთ გამოვიდა. ისევ თოვდა. ისევ ჭირივით ეზიზღებოდა ზამთარი ივერის. -ივა,გამედო..-პირდაპირ საქმეზე გადავიდა , გარედან მოსული ხმით მიხვდა უთურანი,ისიც გარეთ რომ იდგა და თან,რომ ეცინებოდა,ვერ ხვდებოდა,ამ აურზაურში რა ახარებდა. მაგრამ, მის გულშიც რომ შემოიჭღა ეს უცაბედი ეიფორია, გაეღიმა. -რა მიქარე,ძმობას გაფიცებ?-საერთოდ არ ელოდა მოსმენილს და სანამ ხარშავდა,მანამ იმეორებდა ქალაქის ბოლოდან გიგი.. -სვიმონი დამმარხავს ივა,დიანა შემიყვარდა..-ამბობდა და ისევ გულიანად ეცინებოდა. ხომ წამით გაშრა,მაგრამ,ისე აყვა,მთელი ქალაქი გააღვიძა მათმა ხმამ. -ისედაც სათუოა ჩვენი ხვალინდელი დღე გიგი რას გაიშარე თავი,ა?!-სახეს რომ თავი მოუყარა,უკვე ხმაც დაუდგა. დასერიოზულდა მოსაუბრეც.. -შემიყვარდა ივა,დაგეგმილის დედას შევე*ი,ისე შემიყვარდა,საერთოდ რომ არ ველოდი.. -მე რატო მიხსნი გიგი,მეც ისე შევიყვარე,საერთოდ რომ არ ვიცოდი,რა გრძნობა იყო..-ხმამაღლა თქმა ისე ესიამოვნა,გაეღიმა ისევ ივერის. -დაგვერხა ძმობას გაფიცებ? -მე დამერხა , მაგრამ,შენ დან*რეული გაქ გიგი,ეგ რომ სვიმონმა დაგიწვას.-გამოაჯავრა და სანამ გაუთიშავდა,ის,უფროსძმისეული,მაინც გამოურია,მიუხედავად იმისა,საკუთარ თავს,მეობას არასდროს გადაახტებოდა გიგი. -გული არ ატკინო.. -მაგას ვერასდროს შევძლებ,ივა,ბროლისაა.. -მაშინ,ისე გაუფრთხილდი,რომ სვიმონთან რამე მქონდეს სათქმელი… და,გათიშა.. დილა იწყებდა შემოთენებას ცოდვის დამპალ ქალაქში. პარმაღზე ჩამომჯდარ ივერის მკლავებზე ისე დაათოვა, იზომებოდა კიდეც. ფიქრებში ჩაძირულს როდის შემოაკვდა ხელებში ცოდვილი ღამე ვერ გაიაზრა. გონებაში დასტებად დაწყობილი გასავლელი ნაბიჯები მეათედ გაიარა და, ის შედეგი,მაინც ვერ მიიღო რომ სურდა.. ბინძური ქუჩის ერთ ბნელ მხარეს, სადაც ცოდვებს დაესახლა, ფარდულის სიღრმეში უსულო სხეული გასროლის შემდეგ, დაცემულიყო და სიცოცხლე გამოეცალა საკუთარი ხელით სულიდან. მთავარი პროკურორის სიკვდილის ამბავი ზუატად მაშინ გასკდა, ამდენ ხნიანი თოვის შემდეგ, დღეს მზეც რომ მოყვა. სახლში შედიოდა უთურანი, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა და, მასზე მალხაზის სახელი რომ ამოიკითხა, თქმულს გულში გავლებულმა დაასწრო. -იოსები მკვდარია,ივერი,ისე როგორც შენ!-ხმა ყინულივით ცივი და ამავდროულად, ათას ნაწილად დაშლილი იყო.. -სადაც მე, იქაც შენ,გაბო*არო!-სხეულში თითქოს სიბრაზისგან მხეცი ჩაუსახლდა,იმდენად არ ჰგავდა მისი ხმა ადამიანისას. არ გაუთიშავს, ტელეფონი სიშმაგისგან პირდაპორ ბუხარში შეაგდო და, ალბათ ნახევარი საათი მაინც იდგა თავჩაქინდრული, ფიქრებისთვის თავი რომ მოეყარა.. დალაგდა. დადგა. დაიწმინდა. იარაღში ჩვევისამებრ შეამოწმა ერთად ერთი ტყვია და, სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. თითქოს არავინ ელოდა. თითქოს არავინ ყვარობდა. თითქოს არავინ ჯავრობდა.. თხუთმეტიოდე წუთს გასტანა მისმა სიგიჟემ. გონებაში რომ წინა ღამის კადრები წარმოუდგა, გზიდან რადიკალურად გადაუხვია და, შვიდ მტანჯვერ წუთში უკვე ოთახის კარებს უღებდა მძინარეს.. როგორ დატოვა უთქმელად.. როგორ ვერ გაბედა ხმამაღლა.. სულ მთლად დაიშალა, თვალები რომ გაახილა დონკამ და მასში, ალბათ სადღაც ძალიან შორს, იმედგაცრუება ამოიკითხა.. -მიყვარხარ..-მთელი სიცოცხლე დაატია ერთ ამოსუნთქვაში ივერიმ.. მთელი შიში და სასოწარკვეთა.. წასვლა რომ შეძლებოდა, მანამ გამოიქცა ,სანამ ტკაჩენკო გონს მოვიდოდა. გამოიქცა. გამოექცა. რადგან, ამ წამიდან, აღარ იცოდა, როდისღა შეძლებდა მის ნახვას.. როდის შეძლებდა ისევ ეთქვა მიყვარხარ. ___ “დამსახურებულ” პატივს მიაგებდა ქალაქი ახლადგანსვენებულ მთავარ პროკურორს. უძვირფასეს სასახლეს წინ ედემის ბაღი ამშვენებდა. სახლი,სადაც ჭირისუფალი ყალბ ცრემლებს ღვრიდა,ლუვრს გავდა. საგულდაგულოდ შერჩეულ ძვირფას ნივთებს შავი თხელი აბრეშუმი გადაფარრბოდა,მაგრამ,მაინც ყვიროდა გარემო სიმდიდრრეს. წლობით ნაგროვები მნახველს გაოცებულს ტოვებდა ისე,როგორც თვითმკვლელობა. ექსპერტიზას,რომელიც ცოფიანი ძაღლივით ეძებდა სხვა კვალს, ფარხმალდაყრილი გამოედო დასკვნა. რას არ მიაწერეს მისი ნაბიჯი,მაგრამ, კარგად შეფუთულ სახელს ჩირქი აღარ მოცხებია. ბოლომდე პატივი მიაგეს და, ცრემლების ზღვა გააყოლეს გზაზე. ვინ ვინ, მაგრამ,მის გულზე არცერთი პეშვი მიწა არ დაუყრია თავად უბედურების შემოქმედს. თვალებში ცეცხლ ჩამდგარი მალხაზი გამოსვენებას პირდაპირ ეთერში უყურებდა და, პირზე დუჟმომდგარი იფურთხებოდა. ბოლო დღეებში გაორმაგებული დოზისგან ვენები და კაპილარები დახეთწვას ჰქონდა, მაგრამ სხვაგვარად ვერ იმშვიდებდა უკიდეგანო აგრესიასა და ზიზღრს ივერი უთურანის მიმართ. სიტყვა,რომელიც მისთვის სვიმონს დაეტოვებინა,აღარ ახლევდა უსაფრთხოების გარანტს. მიჩარხული საქმეები,ბოლო სამ დღეში რომ ამოქექა ჭყონიამ,ავს მოასწავებდა. ირგვლივ შემოძარცვული ფულის საჩარხი გზები საგულდაგულოდ დაეგმანა მისთვის ავადსახსენებელ უთურანს და ეინ მხოლოდ ის დარჩრნოდა,ვისაც ფულს უხდიდა მასთან ყოფნის სანაცვლოდ. ძირგამოთხრილ,ჰაერში გამოკიდებულ მალხაზს ბოლო ამოსუნთქვისგან ყელი უშრებოდა. ხელის გულები ექავებოდა,ისე უნდოდა მისი სიცოცხლის მოსპობა. -ეს სპექტაკლი უნდა დასრულდეს!-წყობილებიდან გამოსულმა ხელი ძლიერად დაკრა მაგიდას და, გაცხოველებულმა ესროლა პულტი ეკრანს. არეული,აბნეული,ახლართული გამოსავალს მხოლოდ ტყვიადი ხედავდა და მზად იყო,სიცოცხლე დაეთმო,ოღინდ თან უთურანიც გაეყოლა. მისი გამჭრიახი,თუმცა მუდამ ავისკენ მისწრაფებული გონება ვერ საზღვრავდა ივერის ნაბიჯებს. ვერ ძვრებოდა მის კანში,რომ განემსჭვალა და დაესწრო ერთით. ერთადერთი,რაც მალხაზს მეტი შეეძლო ვიდრე უთურანს, სიბოროტის შეთითხვნა იყო. ზუსტად ხუთამდე საათი დასჭირდა ჭყონიას, ცოდვილი ღამის შემოსვლასთან ერთად, გადაწყვეტილება მიეღო და საბოლოოდ მოეხსნა იმ ხურჯინისთვის თავი, რომელსაც წლები ინახავდა. ერთადერთი მიზნისთვის! -ივერი უთურანი გამწარებული ენახა. ჰორიზონტს გამცდარი , ნირვანაში მოლიცლიცე ჭყონია ფანჯრიდან გადაშლილ ხედებს თვალს არ აცილებდა და მოგვრილი სიამოვნებისგან გაბადრულ სახეს ვერ მალავდა. კმაყოფილი იყო,იმწამინდელ გააფთრებას რომ არ აყვა და დრო მისცა საკუთარ თავს,უკეთ დაეგეგმა შენდეგი ნაბიჯი. ტყვიით ვერ შეაშინებდა ივერის, ერთადერთი,რაც საერთოდ ამოაგდებდა რელსებიდან ახალგაზრდას,ეს იმ სიწმინდეზე ფეხის დაბიჯება იყო,რასაც უთურანი სიცოცხლის ელექვით უფრთხილდებოდა. როგორც კი ცოდვის ქალაქში საკმარისი სიბბნელე ჩამოწვა, აფეთქების მომლოდინე ივერის შესაბამისი შეტყობინება მოუვიდა. სამი ბბნელი დღე,რაც ქვეყნის პარალიზებამ მოიტანა,სრულად საკმარისი აღმოჩნდა აბსოლუტურად ყველა მიგმანული არხი საბოლოოდ ამოევსო და, ზუსტად გასვენევის დღეს, მანქანაში რომ ჩაჯდა და, გორაკის თავიდაბ ქალაქს გადმოხედა, საკუთარი თავი ვეღარც იცნო. ციოდა. ძვალრბილში ატანდა და, სამი დღის თვალმოუხუჭავი დევნისგან თვალებშიც ვეღარ იყურებოდა.. ყველა სიმძიმე,რაც კი სამყაროს ამძიმებდა,მის მხრებზე გადმონაცვლებულიყო და, წელს წყვეტდა. დაღლილიყო. ენერგია საერთოდ გამოცლოდა და აღარ ჰგავდა არცერთი მისხალით მის თავს, იმდენი გამოევლო ბოლო 70 საათში. თმები კეფაზე შეეკრა და,საზურგეს მიყრდნობილიყო.. მესამე დღე იყო,რაც არცერთი ზარისთვის არ უპასუხია, რადგან,არცერთი არ იყო დონკასგან. მდუმარება,ასე რომ ჩამოწოლილიყო მათ შორის,გრძნობებს იტევდა და არცერთი წამით არ აჩენდა ნაპრალს.. სიტყვა რომელიც ითქვა,მოითხოვდა დროს და ეს არცერთი წამით არ იყო გაქცევა.. გაჰყურებდა გადაპენტილ ქალაქს და ერთადერთი,რაც ამწამს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ეს ისევ იმ ერთის სიახლოვე იყო.. მონატრებოდა.. თან ისე უსაშველოდ, საკუთარ აშენებულ ბარიკადებსაც კი გადაახტა.. ხომ რამდენი აწვა ზურგზე,მაგრამ, ღიმილი ვერ შეიკავა ეკრანზე დონკას სურათი რომ გამოჩნდა მისი ნომერის აკრეფისას. -ძალიან მინდა ჩვეულებტივი,სტანდარტული ქალი ვიყო და ისტერიკები ჩამოგიდგა, ავიდე სცენაზე და მანამ არ ჩამოვიდე,სანამ ბოლომდე არ გაგაცამტვერებ.-გამარჯობის მაგიერ,ისეთ ენერგიაზე მოიმართა ბოშა ქალი,ივერიმ ვეღარ შეიკავა სიცილი და, ცეცხლზე ნავთი დაასხა. უსმენდა არაჩვეულებრივი ქალის დაგროვილ,სალანძღავ სიტყვებს და საპირწონედ,ისეთ სითბოს გრძნობდა გულში,აღარ ეტეოდა და,მანქანიდან გადმოვიდა. ესიამოვნა გახურებულ სხეულზე სიცივე. -რომ გითხრა,შენი მონატრებისგან ისედაც ვერ ვგრძნობ თავს ადამიანადთქო,შემომიშვებ სახლში?-ტუჩებზე გაპარული ვბებიანი ღიმილი ძალიან შორიდან კანზე ელვასავით შემოეხვია დონკას. -ვერ მომთაფლავ-გაიბრძოლა,თუმცა,იგრძნო მის ხმაში დაუფარავი გულწრფელობა და გული შეეკუმშა. -მომენატრე დონკა.. სასწაულად მომენატრე და არ ვიცი, რა არის ამ გრძნობაზე უფრო დიდი.. ვერც კი წარმომედგინა,ასეთი მონატრება თუ შემეძლო.. კაცობას გეფიცები, შენი კანის სუნსაც კი ვგრძნობ ამ წამს, იმ დონეზე შემიძლია აი აქ,ჩემს გვერდით წარმოგიდგინო.. -ხმა საერთოდ შეეცვალა და ის სიბრაზე მთლიანად შემოაძარცვა დონკას,ასე რომ შეესრუტა.. ქალაქის სრულიად სხვა მხარეს ტკაჩენკოს გული საგულეს ვეღარ იტევდა და ამოხეთქვას ლამობდა.. ალბათ კლდეეებს გადალახავდა ოთონდ ეს სიტყვები უსასრულოდ გაეგო.. -ივა,მოდი რა, გელოდები..-ის სხვა,პატარა მოფრთხიალე კოლიბრად უქცა წამიერად,სვიმონი რომ აფრთხილებდა უთურანს.. -მაპატიე რომ სულ გტოვებ დონკა,კარგი? -მთელი გულით უნდოდა, მართლა ეპატიებიბა ქალს,. არ ყოფილა მათი წარსული მშვიდი, მაგრამ,მომავალი უნდოდა წყნარი.. ამ მომავლისთვის გადაათენა სამი დღე და,თუ საჭირო გახდებოდა,არც არასდტოს მოისვენებდა,ოღონდ გვერდით ყოლოდა.. ოღონდ იმედი ჰქონოდა მომავლის. მიაქროლებდა მოყინულ ასფალტზე მანქანას ივერი და თან იქარვებდა ჩამოწოლილ დარდს. სახლში ელოდნენ და ეს ფიქრი ყველა საფრთხეს ჯაბნიდა.. მხოლოდ ორი წუთი მოახერხა სვიმონთან საუბარი. მეორე ფრონტზე მებრძოლ მოხუცს მაღალჩინოსნებისთვის თავი მარტივად შეეხვია და, ისიც ივერის მსგავსად, სახლის გზას ადგა. მხოლოდ ორი სიტყვა გაცვალეს.. ორი დაფარული და, მიუხვედრელი. თუმცა,კარგი. ფინიშის ხაზთან მისულრბს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდათ მოსაგები. ერთი და სამყაროს ტოლა. გრძნობდა ძალას ივერი, თან იმდრნად ძლიერს,თავდაჯერებისგან ფრთები ესხმებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც არ ანებრვდა თავს სრულად მოდუნებას. ერთდროულად რომ მიაფგა სახლის კარს ორი მანქანა,ჩაეღიმა ივერის. კარებთან, პლედმოფარებული დონკა რომ დახვდა, ინატრა,არასდტოს დასრულებულიყო ეს წუთები. აღარ მორიდებია ივერი მამის ტოლას, ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა და ისე ჩაიკრა გულში, ფიფქებმაც კი შეწყვიტეს ციდან დენა.. გაჩერდა წამი. დამშვიდდა გული.. ჩადგა ქარიშხარი.. -ღმერთო..-გაუცნობიერებლად აღმოხდა კაცს,ქალის სითბოს შეგრძნებისას.. მოეჩვენა,თუთქოს საუკუნე არ ჰყავდა ნანახი,ისე ვერ იცილებდა გულიდან. სვიმონის ღიმილიანი სახეც კი ვერ დაინახა, გვერდი რომ აუარა და სახლში შევიდა.. -ივა..-არ ახსოვს როდის ჰქონდა დონკას ამაზე მეტად რბილი,ნაზი ხმა.. იყო მასში გახვეული და აღარც სიცივე ედარდებოდა,ოღონდ ბოლომდე დაელია მონატრება. -სამი დღე..-დაიწყო,მაგრამ ტკაჩენკომ დაასრულა.. -საუკუნეს ჰგავდა.. გული გულს და, სული სულს.. გალღვა და მთლიანად გათბა.. თითქოს უფრო მოერია კიდეც დაღლა.. მისი ტუჩებისკენ მიიწევდა,სწორედ მაშინ ტომ შემოვიდა ზარი და გაცოფებულმა დახედა ეკრანს. თუმცა,წამებში ისევ შეეცვალა სახე. -სვიმონ!-ხმამაღლა დაუძახა და ენიშნა დონკასაც,მთლიანად მოეეჭიმა სხეული ივერის მის კანქვეშ. ხელი არ შეუშვია. პირიქით, მთლიანად მიიკრა და იმწამის გამოსულ მოხუცს ერთადერთი მზერა გაუცვალა. მსგავსი რეაგირება ჰქონდა მასაც. ლარივით მოიჭიმა და გასაღები მოინიშნა ჯიბეში მოხუცმა. -სასაფლაოებზე ამოდი,შენი ნახვა მსურს,რაღაც მაქვს გადმოსაცემი!-პურდაპირ საქმეზე გადავიდა მალხაზი და, წამიც არ დაჭიტვებია ივერისაც,მანქანისკენ დაძრულიყო. სანამ გარემო გამოერკვეოდა,ერთდოულად,თითქოს გაყინულ წამზე,რამოდენიმე გადამწყვეტი მოქმედება მოხდა ივა მანქანისკენ დაძრულ დონკას გადაეფარა. სვიმონს სულ ერთი წამი დასჭირდა, ბოშასთვის ხელის გულებში ჩაედო მისი მანქანის გასაღები. ზუსტად ათი წუთის დისტანციით აედევნა წინ წასულებს და, პარალელურად, გიგის დაურეკა. ქალაქიდან მოშორებულ ალასანიას გაუკვირდა დონკას ზარი და, ცუდადაც ენიშნა. პირველივე ზარზე იქვვე მჯდარ ლექსოს მანიშნებლად გახედა და,აივანზე გავიდნენ. არ დაუკარგავთ დრო სალამზე. დონკას კონკრეტული პასუხი აინტერესებდა. მოკლედ მოუჭრა მომხდარი,რასაც მსმენელისგან სწრაფი რეაგირება მოყვა. -რამოდენიმე საათი გვჭირდება დონკა და მანდ ვართ! გულმა ერთიანად შეწყვიტა ცემა.. სული ამოუჯდა ბოშას.. თვალებზე მომდგარი ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა და ეკრანს დახედა. -გიგი მისამართი მჭირდება.. იქ უნდა ვიყო.. ივა ზღვარს გადავა და ვეღარ დავიბრუნებ.. მისმა მთლიანად დაშლილმა,მაგრამ,რკინის სიძლიერის ხმამ გადააფიქრებინა ალასანიას უარი. ხუთ წუთში უკვე ტკაჩენკო სასაფლაოს გზას ადგა. ივერი უთურანი და სვიმონი გახევებული უყურებდნრნ არ დამთავრებულ აღმართს და, ხმას ვერ იღებდბებ. ცუდად, ძალიან ცუდად ენიშნა მოხუცს ნაცნობი ადგილი და, კიდევ უფრო მწარედ, ივას შეყრილი წარბები. სისხლჩამდგარ ირისებში უთურანს ცეცხლი უგიზგიზებდა. გარემოს დამწველი და გამანადგურებელი. როგორც კი დაწყევლილი გზა გათავდა, უმალ გადმოვიდა და ჩაბნელებულ საუფლოს გახედა. არ დაააყოვნა ჭყონიას ზარმაც. -სწრაფი ხარ და თან როგორ! არადა,რომ ვუფიქრდები,მთების გადადგმა შეგვეძლო,მაგრამ,შენ რატომღაც არჩიე,მთის ძირში მოგექციე..-ირონიული ხმა ცას აპობდა თითქოს.. -მჭერმეტყველებას მორჩი და ის მითხარი,რომელ საფლავთან ,ან საფლავში გეძებო!-გააწყვეტინა მოსაუბრეს და ნანწვი გორაკიდან მოისროლა. მანქანის მკრთალი შუქი უახლოვდებოდათ და მას ჭვრეტდა პარალელურად. -მე იქ ვარ, სადაც ჩემი მოკლული წევს!-გველივით ასისინდა მალხაზი და, ჩაიცინა კიდეც. სისხლი ააწვა ივერის. გაქვავდა და კლდედ იქცა. მიუდგომ მთად.. -ამ სასაფლაოზე ნახევარი შენი წამლითაა მკვდარი ნაბიჭ*არო!-გაცხოველებულმა მწარედ შეიკურთხა და ეტილში შევიდა ჩქარი ნაბიჯით. გათიშვას აპირებდა, მაგრამ, ბოლო სიტყვები მაინც მიწვდა ყურს.. -ჰო,მაგრამ,მათ შორის უთურანი მხოლოდ ერთია! შენი ძმის საფლავზე გელოდები,ივიკო! დაასრულა და თან, იძრა ღრიალით ცა.. სახელი,რომლითაც მხოლოდ მისი ერთადერთი ძმა მიმართავდა,წლები არ ჰქონდა მონასმენი.. სიმწარე,რომელიც ამას მოჰყვა,იმაზე მეტი იყო,ვიდრე თავად მისი მკვდარი სხეულის გულში ბოლოჯერ ჩაკვრა.. გული ნაგლეჯებად ექცა და, თან, წარმოუდგენელი რისხვით გაევსო.. სვიმონი,რომლისთვისაც სიახლე არ ყოფილა მალხაზის ნათქვამი, ადგილზე გაქვავდა და, საბოლოოო განაჩრნი გამოუტანა ჭყონიას. იმ დღეს,სარდაფში დადებული პირობა მალხაზმა ერთიხელისმოსმით დაანგრია.. ფაქტი,რომლითაც დაჭერილი ჰყავდა მოხუცი ჭყონიას,და,თვითონ სვიმონს აიძულა ივერის შეჩერება,თავადვე გამოფინა ცას და, ახლა აღარ იცოდა, რაღა გადაარჩრნდა მის ეშმაკზე მიყიდულ სულს.. უკვე აღარ აკავებდა მისი სიტყვები.. ერთადერთი,რითიც მალხაზმა შეძლო, დაერწმუნებინა სვიმონი,ივერის დაშოშმინებაში, გაბათილდა და , ცალსახა გახდა, თვალწინ წარმოუდგა , როგორ თხრიდა მისთვის საფლავს. -“თუ ივერის არ შეაჩერებ,მის ხელში ეს კ ჩანაწერი მოხვდება და,მერე შენც იცი, რომ აღარაფერი მოაბრუნებს მას სააქაოს”.. ახსენდებოდა მოხუცს სულმკვდარის სიტყვები და კადრებად ხედავდა როგორ უკეთებდა წამალს 18 წლის ნოე უთურანს მალხაზ ჭყონია, ივერი უთურანის სახლის სარდაფში. გულის რევის შეგრძნებისგან ყურები დაებუგა. ახალგაზრდა,რომელიც საფლავებს შორის გაშმაგებით მირბოდა, სულს უკლავდა.. ენანებოდა მისი სხეული ამ ტკივილისთვის და გული, ჭრილობისთვის.. -ივა!-გასძახა,თუმცა,ამაოდ.. სისხლგაყინული, ცოცხალმკვდარი, სიძულვილისგან ვენებდახეთქილი უთურანი ნაბიჯებს ითვლიდა, ნაბიჯებს და იმ ერთ ტყვიას, იარაღში რომ ჩაეტოვებინა. გაყინული, გავეშებული, გასაცოდავებული, ადამიანობა წართმეული ვერ გრძნობდა ტკივილს, ვერ გრძნობდა ყვირილს, ვერ გრძნოვდა ვრრც ორეულს ადევნებულ მესამე სხეულსაც. მხოლოდ ერთი უნდოდა. მხოლოდ ერთისთვის სუნთქავდა ახლა. იმ საფლავის გულზე დაეგდო მალხაზის სხეული, სადაც მისი ძმა განისვენებდა. -როგორც იქნა.-ირონიულად შემოჰკრა ტაში ჭყონიამ და ხელებგაშლილი გამოეგება ახლადმოსულებს.. ავხორცად რომ გახედა ივერის მხარსუკან მალხაზმა ვიღაცას,მხოლოდ მაშინ შენიშნა ბოშა და, მოვარდნილი სიბრაზისგან სახე ერთიანად აელეწა. წამებში ამოიყენა ზურგსუკან. მთელი სხეულით გადაეფარა,მაგრამ, მის სხეულს სჭვრეტდა მაინც დამპალი სული. ორად გაიხლიჩა მომენტალურად ივერი.. ის მთასავით სიმტკიცე შეერყა და, დიდი ნაპრალი გაუჩინა გულში.. მის ზურგს უკან , მის ფრთებქვეშ, ხერხემალზე გრძნობდა დონკას გულის ფიცრიდან წამოსულ ძლიერ ფეთქვას.. ძლიერი თითები ზურგზე ებჯინებოდა და, იმ უხილავ, იმ უთქმელ, იმ გამოუცნობ ენერგიას უგზავნიდა, რისთვისაც სვიმონმა მისი აქ ყოფნა გადაჭრა. ამწამს,საერთოდ აღარ ჰქონდა სამყაროს წონა სიმტკიცე და, ზუსტად ამ ჭოჭმანით ისარგებლა ჭყონიამ. მისი ზუსტად ხუთ წამიანი გულგაჩერებით.. ზუსტად იმით,რასაც ის სისუსტეს ეძახდა და, სვიმონი სიძლიერეს.. გამაყრუებლად გაისმა ტელეფონიდან ნოეს ხმა.. ფეხებში ჰაერის წონა სისუსტე იგრძნო ივერიმ. მომაკვდინებლად გამოჩნდა ეკრანზე ინსულინის შპრიცით ჩამუხლული მალხაზი და თვალებში შიშჩამდგარი უნცროსი უთურანი. -რისი გეშინია ბიჭო? ამას ისეთი კაიფიაქ,ერთ საათში დამატებას მომთხოვ.-ხუთხითით უწევს მკლავს და, ვენას უსინჯავს შვილის ტოლას. -ივიკო მომკლავს!-ხმა ათას ნაწილადააქ დაშლილი ბავშვს.. -ეს საჩუქარი შენთვის ივერიმ გამომატანა ნოე,საუკეთესო შეარჩია.. და თვალი ააცილა სიმწრისგან.. აღარ დაუნახავს როგორ შევიდა ვენაში წამალი. როგორ ჩაეცინა მალხაზს სიცრუისგან ნასიამოვნებს და, როგორ გამოხედა სატანის სახით დამალულ კამერას. თითქოს სულში უყურებდა უთურანს.. წლებით წინ განემსჭვალა.. იცოდა ახალგაზრდა, სისხლსაცსე , საზოგადოებაში უკვე დამკვირდებული და პატივსაცემი ბიჭი პრობლემას შეუქმნიდა. სწორედ ეს იყო, ეს სიბოროტე,რაც გამოარჩევდა მალხაზს დანარჩენი ბობოლებისგან. მას იმაზე მეტი შეეძლო,ვიდრე სხვას გაფიქრება.. ეს უყინავდა სვიმონს ძარღვრბში სისხლს. გავეშებული ჯიქურ გაჰყყრებდა ივერის უძრავად მდგომ სხეულს და მის გარყევას გაფაციცებული ელოდა. იცოდა მოხუცმა, ივერი უტყვიოდ არ დატოვებდა და, სხეულის ენას ყურს სუნთქვაშეკრული უგდებდა.. იმედგაცრუება,რომელიც ასე მწარედ ეხატა ნაკვთებზე უთურანს, იმაზე მეტი იყო, ვიდრე სადმე თქმულა.. საწამლავივით სხეულში შემოჭრილი ზიზღი და სიძულვილი აბსოლუტურად ყველაფერს გადაევლო და, დასრულებულიც არ იყო ვიდეო, მისმა ძარღვმა ხელში ბრძანება რომ იგრძნო და, პასუხს მომლოდინე სვიმონმაც სწრაფად გახედა დონკას. მანამ,სანამ ერთმანეთში აირეოდა ოთხი სხეული, ჯოჯოხეთში ცეცხლივით აგიზგიზდა ბაალის სახე. შაითანმა ფართოდ გახსნა ქვესკნელის კარი. დედამიწამ საავდროდ შეხსნა ცხრაკლიტური და, დიდხნიანი თოვის შემდეგ, ცოდვის ქალაქს თავსხმა წვიმა ეწვია. -მოკვდი,ნაბო*არო!-ძლიერ გრუხუნს თან ივერი უთურანის ელვასავით მჭრელი ხმა დაერთო. სვიმონის არწივის მზერა დონკამ ქურციკის სისწრაფით დაიჭირა და სანამ ივერი ხელს წაიღებდა საქამრისკენ, მის ზურგსუკან მოქცეულმა ტკაჩენკომ იარაღის შემართვა დაასწრო და მიზნით გაისროლა სვიმონისკენ. წამებში დატტრიალდა წარმოუდგენელი სისასტიკე.. მალხაზმა,რომელმაც იცოდა,რა მოყვებოდა მის ჩანაწერს, გაქცევაც კი ვერ მოასწრო, არათუ შეტრიალება, ცხელმა და ზუსტად მის სახელზე ნაჭდობმა ტყვიამ გულის ფიცარი რომ გაუხვრიტა. უსულოდ დაეცა სისხლმჩქეფარე სხეული ნოე უთურანის საფლავის გულზე. სვიმონმა,გულიდან რომ დედამიწის წონა ტვირთი მოხსნოდა,იარაღი დაუშვა და,მხოლოდ ხუთ წუთიანი,ან იქნებ მთელ საუკუნოვანი სიჩუმის შემდეგ გახედა საფლავთან დაჩოქილ ივერის.. სიბნელეს შეზრდოდა დონკა ტკაჩენკოც. ღმერთმა უწყიდა,რას უქადდა თითოს,თითო გასული წუთი.. -შვილო..-ხმა არუგავდა ჩვეულს და,ივერიმ რომ ახედა, დონკას წვიმის ოქროს წვეთებივით დაცვივდა თვალებიდან ზეცის ხელა ცრემლები.. -მისი სული ჩემი იყო, სვიმონ!-მიწის ხელა წყენას იტევდა მისი ხმა და ამაზე გული მოუკდა მოხუცს.. -მისი სული სამაელისაა,ივა.. არ მოგცემდი იმის საშუალებას, ჯოჯოხეთის კარები მასთან ერთად შეგეხსნა.. მან სხვისი, მაგრამ, დასაკუთრებული შვილი გაგიმეტა ჩემ თვალწინ საავოდ. მაპატიე სხვა დანარჩენი და,ამისთვის ვერ დავხრი თავს.. მხოლოდ მერე მიხვდები რა როგორ და რატომ გავაკეთე, შვილი რომ გეყოლება და დაინახავ მტრის წინ,ფარხმალდაყრილს,მაგრამ,ხმალ ამართულს.. ახლა კი,-უფსკრულამდე ჩაფიქრებულ უთურანს ბეჭზე ხელი მამაშვილურად მოხვია და, წამოაყენა. -დონკა სახლში წაიყვანე და შეეცადე გამამართლო,რომ მეც შევძლო,ისევ გაგისწორო მზერა.. -თუ აქამდე როგორც შვილს უყურებდა, ამწამს თანასწორის მზერა გაუცვალა და მასში ყველა ის სიტყვა ჩაატია, რასაც ვერასდროს ეტყოდა სხვა დროს. მიარღვევდა აპრიალებულ ასფალტს ივერი უთურანი და, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ დაუდგებოდა ხვალინდელი დღე.. დონკა ტკაჩენკო, სხეული რომ ლარივით მოეჭიმა, ბეწვის ხიდზე , ტომარა მოკიფებული გადიოდა და, ამ ტომარას იმ გრძნობის სახელი ეწერა, გულს რომ უვსებდა.. ფინიშამდე მისვლა სიცოცხლესავით წყუროდა,მაგრამ, ის ჩახერგილი ქვესკნელი, ფეხქვეშ რომ ეგებოდა ყოველ ნაბიჯზე, შიშს გვრიდა.. -ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა დონკა,ჩვენ სხვა დროს,სხვა ვითარებაში უნდა შეგვყვარებოდა ერთმანეთი და არა ახლა,როცა შენს თვალწინ,კაცის ცოდვას ვიკიდევდი მხრებზე.-თვალებში ვეღარ გახედა ფიქრებში შორს გაჭრილ ქალს.. ჰორიზონტი,რომელიც გამთენიისხანს მიასწავებდა, თვალსადახელშუა ეცლებოდა ხელში ივერის.. ჩაეღიმა ბოშას.. ის პირველი გაქცევა გაახსენდა, ის პურველი “ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა”.. განა რითი იყო სხვაობა ? ერთით მეტი სხეულით? ერთით მეტი ბელზებაბით? ახლა,როცა ცხელი ტყვია აღარ მოსდევთად კვალად, მაინც არ იყო მშვიდად და ეს გარემოს არ ახლდა.. თვითონ ივერი უთურანის გვერდით ყოფნა ხდიდა სულს იმდენად ქაოტურს, რომ იმ ბეწვის ხიდსაც კი ერთ ფიქრში აცამტვერებდა დონკა.. ის გასავლელი საათი დასჭირდა ბოშას, სიტყვები სწორად რომ დაელაგებინა,თორემ, გადაწყვეტილება იმწამს მიიღო, ივერის თვალებში უზარმაზარი სინანული რომ ამოიკითხა.. გაუკვირდა,ამჯერად რომ უთურანის სახლს მიუახლოვდბენ.. აფეთქების შემდეგ, იქ მხოლოდ მიწაღა დარჩენილიყო.. ტრიალ მინდორზე კი ამწამს პატარა,ფინური კოტეჯი დახვდა.. -ჩვენ ერთმანეთს ვგავართ ივა..-სანამ გადავიდოდა,ივერი შეაჩერა ფონკამ და, ძლიერად,მყარად,თავდაჯერებულად ჩასჭიდა ხელი.. თითის ბალიშებიდან ნაგრძნობი ყველა ემოცია გულთან მოგროვდა უცებ და,დაკარგვის შიშით ნამსხცერევად ქცეული სული თითქოს შეადუღა.. შეაწება.. შეაერთა.. ყველა განცდა რომ დაუთვალა ბოშამ უთურანს,მიხვდა,სწორ გზას ადგა.. -არცერთისთვის დახარჯულა განგება,ია-ვარდით მოეფინა გზა და მარტივი ცხოვრება მოეცა.. აქამდე, მხოლოდ ეკლიან,ცოდვით სავსე,ჩირქიან გზაზე ვიარე და თუ დღეიდან მას შენზე უგზოუკვლო ჯავრი შეემატებაა, დამიჯერე,მზად ვარ ,რადგან,არ არსებობს ამქვეყნად არცერთი გარემოება,რომ მაიძულოს,მარტო დაგტოვო.. მე ბოშა ვარ,ივა, ვირჩევ გზას და მივყვრბი ბოლომდე. დანიდან-დანაზე. თოფიდან-თოფზე. ტყვიიდან-ტყვიაზე და, ასე უსასრულოდ.. ჩემიდან შენამდე ერთი დიდი ცოდვის ქალაქია ყველა ჭირვარამით, მაგრამ,თან პატარა სხივით,რომელსაც დაატარებ და, გთხოვ, არასდდროს მისცე უფლება გულში ჩახვეულ ზიზღს ,ხელში იარაღი ადამიანის საპირისპიროდ დაგაჭერინოს.. და თუ ისევ დადგა ეს წამი, გაიხსენე, რომ შენს ზურგს უკან მე ვარ.. დონკა ტკაჩენკო. შენი ბოშა და, ფრთებქვეშ შეხიზნული გამაგრებ.. მარტო აღარ ხარ ივა.. მე აქ ვარ და შენთან! -მონოლოგი დაასრულა თუარა, მისკენ გაიწია და ის ამბორი აჩუქა, ახალ დღეს ახალ საწყისად რომ მოყვა.. ახალ საწყისს თან მზის სხივები რომ გამოეგება, გაკვირვებულმა გაიხედა გარეთ ივერიმ. საათის მოსულები იყვნენ და, მზემ რომ თვალი მოჭრა, მისგან მონატრებული, გარეთ გამოვიდა.. ჰომ როგორ თავდაუზოგავად ცდილობდა და, გუშინ ღამის ცოდვა მაინც ვერ ჩამოერეცხა წვიმას.. სულში ჩაგროვილი დიდი ლაქა ივერი უთურანს გულს უგლეჯდა, მაგრამ, ის გრძნობა, ყველაფერი რომ გადაფარა, არ აძლევდა საშუალებას, სინდისის მწარე ქენჯნას ბოლომდე გაჰყოლოდა.. ხელები ფართოდ გაეშალა ივერის,თითქოს მზეს ეგებებაო, სახე მისთვის მოეღერა.. თვალები არც კი გაუხილავს, ისე დაურეკა მის გვერდით მყარად მდგომს და, ის ჯავრი შეუმსუბუქა, მისდაწილად რომ აეღო მოხუცს.. -მადლობა სვიმონ…-მხოლოდ ერთი და ყველაფრის მთქმელი.. სახეზე მოწოლილ ერთიან დაღლას, ჯავრს, წატმოუდგენელ სტრესსა და, აბსოლუტური უსუსუტობის იმ წამინდელ განცდას ერთიანად წოვდა სუსტი მზე.. -ივა! -საათის დგომისგან, ფიქრისგან და, განსჯისგან ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა.. ეტლში მჯდომი დიანა, უკან მოსიარულეებს რომ გამოყოფოდა, მისკენ მოიჩქაროდა.. თუ ამწამს რომელიმე უჯრედს სიხარულის განცდა შეეძლო, ის მაქსიმუმი იყო, რაც განიცადა მათი დანახვისას.. თუ სინდისი არასდროს მოასვენებდა ,რომ მისი ძმის მკვლელი თავად ვერ გაისტუმრა, ის მაინც იცოდა, რომ ესენი დარჩა.. საღსალამათი.. გიგი,ლექსო ანნა და, სვიმონის ბროლისფერი დიანა.. ამწამს, ეს ყველა განვლილზე მეტი იყო.. -დანაპირები ამისრულე?-მისალმების მაგიერ,როგორც კი გაუსწორდა,თვალებში ჩახედა.. ცოცხლად დაწვას ჰგავდა მის კამკამა თვალებში მზერის დაჭერა ისე,რომ ადამიანად ეგრძნო ისევ თავი ივერის.. მხოლოდ თავი დაუკრა და, იმწამს, როგორც კი მანქანა მოადგა სახლს, კარისკენ გაატრიალა და, მამას შეაგება შვილი.. -დღეს პირველი იანვარია ივა..-პარმაღიდან გადმოხედა ორმა სხეულმა წინ შეკრებილ ხალხს.. გიგის მზერა მხოლოდ დიანასთვის გაესწორებინა. სითბოთი სავსე და, ყველაფტის დამტევი.. ჩაეღიმა უთურანს.. -სვიმონის მთელი ცხოვრების ვალი მაქ გიგი და,რომ გაიგებს და მეტყვის, შენს ძმადნაფიცს შუბლი გაუხვრიტეო, იცი რას ვიზამ?-გვერდულად,წარბაწეულმა გახედა და ისევ ეტლისკენ გადაიტანა მზერა. სვიმონი ფრიალა ხელებს უკოცნიდა შვილს და იმ მონატრებას იკლებდა,ასე რომ მოჭარბებოდა გულში.. -ვაზნების ასარჩევად წახვალ და ყველაზე დიდ კალიბრს დამარჭობ ხო?!-სიცილისგან ოთხად მოიკეცა ირმეტტიანი. საერთო ყურადღება მიიბყრეს. ლექსო ალმაცერად უყურებდა ორ ერთნაირს და ეღიმებოდა. დონკამ შვებით ამოისუნთქა, ივერიში დიდ ჯავრს რომ აღარ ხედავდა, დროებით.. -ზუსტად! და მერე რომეოსავით თავზეც დაგაკვდები! -ოღონდ აივნიდან არ ამომღერო სერენადა და თუ გინდა,ამწამსვე მოახსენე სვიმონს!-თავს ვეღარ აკონტროლებდა გიგი,ჩამუხლულს სიცილისგან სახეზე სისხლი მოწოლოდა,მაგრამ,ერთბაშად გათეთრდა, ივერიმ რომ მოხუცი იხმო და უთხრა,გიგის შენთან რაღაც აქვს სათქმელიო.. წაიშალა და დაიშალა მთასავით კაცი ნაწილებად. თავი დაიძვრინა, თუმცა,მოხუცის თვალში რომ მკაცრი სხივი დაიჭირა, მთელი დღე და დარჩენილი საღამო უკიდეგანო ჯავრში გაატარა.. მის განწყობას ეხმიანებოდა ივერიც.. აივანზე,სიგარეტის მოსაწევად იყო გამოსული უთურანი, თან სვიმონიც რომ მიყვა.. ციოდა და ძვალ-რბილში ატანდა. წეღანდელი მზე მხოლოდ ფარსი იყო. ცოდვის ქალაქში ისევ ჩამოწოლილიყო უზარნაზარი ბურუსუ და თოვლს კვლავ შთაენთქა სისხლიანი ნაბიჯები.. ღამეს ნელნელა თან მოყვრბოდა მისი რიგი ცოდვების დიდი ჩრდილები.. -მალხაზის ჯიბეში წერილი ვიპოვე ივა.. -ლაბადის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და გადასცა. -აქ რაც წერია,მოგკლავს და თან სიცოცხლის სურვილს გაგიჩენს.. -გაფრთხილება დაუტოვა და, დაიძრა. ხელით შეაჩერა უთურანმა. არ ენიშნა კარგად სვიმონის ჩამქრალი მზერა.. -საით გაგიწევია მოხუცო ამ შუა ღამით?-ეჭვით ახედა მის არეულ მზერას.. მის სახეს,ყველა ემოციას რომ იტევდა. აღარ დაუყოვნებია სვიმონს. მხრებზე ძლიერად მოეჭიდა და, მთელი ძალით,კაცურად, ვაჟკაცურად და, მამის-შვილისმიეტი გრძნობით სულ ერთი წამით ჩაეხუტა ივერის.. -პირველზე უფალს შევპირდი, მაპატიე და, აღარ ვიზამთქო..-წამი დაჭირდა უთურანს გაეანალიზებინა,თუ რას გულისხმობდა.. გაიყინა.. -მეორედაც რომ დავუშვი სასხლეტი, სასჯელად დიანა მიმიჯაჭვა ეტლს..-ხმა ერთიანად ჩაუწყდა და, დაებზარა მოხუცს.. ამას არ ელოდა ივერიც.. -მესამეა და ბოლო ივა, მის გზაზე მივდივარ.. ჩემს ცოდვებს არცერთი ეკლესიის იატაკი არ ეყოფა ჩოქვით მოვლილი, მაგრამ, იქნებ,ბერის სამოსელმა უშველოს ჩემს სულს.. -თავჩახრილმა ქვემოდან ახედა შვილობილს და, მასში რომ აშკარა ცვლილებებს ჰკიდა თვალი, ჩათვალა, ეს ცხოვრევა ამად ღირდა.. გამოსცილდა. დარწმუნებული და, დამშვიდებული. მხოლოდ ერთხელ შემობრუნდა ისევ.. -მე შენი მჯერა,მწამს და , გიფიცებ ივა! როგორც დას, ისე მიხედე და,გიგი გააფრთხილე,ჩემგან,რომ ვერცერთი რჯულის კანონი ვერ გადამიდგება წინ,თუ ჩემს შვილს გულს ატკენს,კარგი?!-მის მზერაში თანხმობა გაცვალა და, წავიდა. დატოვა და თან მხრებზე უფრო დიდი ტვირთი დააწყო. მაგრამ,არცერთი წამით იყო ეს მძიმე.. გვერდს რომ უმაგრებდა დონკა და გიგი,ზუსტად მაგიტომ.. დიდხანს გაწელა დრო.. არ უნდოდა და თან, თავს ვერ იკავებდა.. იდგა და გაჰყურებდა სამყაროს წადილს, როგორმე გამოეწურა ძარღვებიდან ამდენი ცოდვა. “ივერის” ეწერა გაკრული ასოებით და, გახსნა.. გაიხსნა მისი გულიც.. და იმ დამპალი სულის ავხორცობა, რამაც განაჩენამდე მიიყვანა მალხაზი.. “დიდხანს არ გაიხარო,ივერი, თუ შენმა ტყვიამ ვადაზე ადრე მომკლა,იცოდე, ჩემი სიცოცხლე ისედაც დათვლილი იყო.. შენმა წადილმა,ცოდვის ქალაქი ბოროტებისგან დაგეცალა,მკვლელი გაგხადა და, ამაზე ფიქრით , მშვიდად განვისვენებ დარჩენილ ჟამს.. მხოლოდ ერთს გთხოვ და, გაგინულებ სისხლით სავსე ხელებს- ანნას არასდროს უთხრა, რომ ძაღლივით დამმარხე მიუსვლელ ტყეში, იცოდეს,რომ ცოცხალი ვარ და, გავქრი..” თუ აქამდე ნანობდა, ამწამს,მადლიერი იყო სვიმონის, რომ მის მაგივრად დაუშვა სასხლეტი.. არა იმიტომ,რომ ანნა უნდა გაეთვალისწინებინა, თუ ღმერთს მართლა ჰქონდა სამართალი, მალხაზ ჭყონიას ბოლო სიზმარი ზუსტად ის გასროლა უნდა ყოფილიყო, სვიმონის.. რომ არასდროს ეგრძნო მისი სიკვდილით კმაყოფილება. არათუ სიხარული, რომ მკვლელად აქცია. ამოისუნთქა.. ისე ღრმად და თავისუფლად, მთელი ჰაერი დაიტია მისმა სხეულმა. ფეხზე დამდგარი უკვე ვეღარც ძლებდა, მეხუთე დღის დამაგვირგვინებელი ,დამანგრეველი დაღლა ერთიანად მოაწვა და, მოტეხა.. ძლივს აზიდა სხეული საძინებლამდე.. ძლივს შემოიძრო ჯინსის შავი პერანგი და, ძლივს დაწვა ლოგინზე. გვერდით დონკა ეწვა.. გატრუნული, მომლოდინე და, ძლიერი ბოშა.. -დაიძინა ცოდვის ქალაქმა ივა?!-ნამძინარები სახე მისკენ მოატრიალა და გულზე დაადო თავი, ჩაეხუტა. შემცივნებული გაათბო და, სახლში შემოუშვა.. მასთან და მის გულში.. -დროებით კი,მაგრამ,როდემდე გასტანს ეს სიწყნარე,ღმერთმა უწყის..-ყორნისფერ თმებზე მოეფერა და,ძლიერად მიიკრა. მონატრებული განცდა სულში ღრმად შემოუშვა.. -როდესაც ისეც ახმაურდება ქუჩები, მე შენთან ვიქნევი.. შენს გვერდით,უკან და,წინ!-მტკიცეთ ამოიძახა და გულზე ზუსტად იქ აკოცა,სადაც ნატყვიარი აჩნდა.. -ჩემი კოლიბრი..-ეგონა ჩუმად ამოთქ ა, მაგრამ,ამორძალის სმენას არ გამორჩენია ბავშვობის მეტსახელი.. გული მოეწურა ტკაჩენკოს.. წამოიწია მკლავზე და თვალებში ღრმად ჩახედა.. -იმედის,სიცოცხლის,ბედნიერების,სიყვარულის სიმბოლოა.. ის,რაც შენ ხარ ჩემთვის! და, სიმბოლოა უშრეტი ენერგიის,გამარჯვების წადილის,დაუმარცხებლოვის და ამტანობის-რაც ხარ ცხოვრებით! -თვალებში ჩამდგარ კითხვაზე პასუხი უმალ მიიღო და უფრო გაალღო ქალი.. მისი ტუჩებისკენ დაძრულმა ტანკერანმა ჭრელი თვალები არწივისთვალას გაუსწორა.. ვნებიაბი,ცეცხლით და ჟინით სავსე. -იცი დონკა რას ნიშნავს აწინკნურ ენაზე?-სანამ სიამოვნების მირევში გადაეშვებოდა , გაუღიმა. ცოდვის ქალაქში დილა იბრძოდა გამარჯვებისთვის და, ავის მარცხისთვის.. -კოლიბრს! ___ დასასრული ____ საოცრად მომენატრეთ და საშინლად გამიგრძელდა.. ჯანმრთრლიბის ორიბლემებმა და ათადმა გართულებულმა წინაღობებმა ისე ჩამიყოლა ამ ბოლო ცანს,მართლა არ მეგონა, თუ მეწნებოდა ძალა,გაგრძელების და თან, დასრულების. ემოცურბი,რაც ისედაც ცოტაღა მქონდა დარჩენილი,მთლიანად ეაიღო და დაცრჩი სრულიად ცარიელი.. ისევ იმის მოლოდინში,როდის შევივსებ განცდებს.. ივა.. თავად სახელუც კი, ივერი უთურანი, არის და იქნრბა ადამიანობის საზომი და თუ არ მეთანხმებუთ,დამისაბუთეთ,სად შეცდა… იქნებ,არც კი უცხოვრია შეცდომის გარეშე,მაგრამ, ის, რაც იცხოვრა, და იცხოვრევს, იქნება ყვრლა იმ ღირსევაში მოქცეული,რასაც მისი ოერსონაჟი ატარრბს! ყვრლა მიყვარს! სათითაოდ და ერთად, როგორც გუნდი! მიყვარს სვიმონი/თავგანწირული შვილად მიღებულისთვის და მუყვარს დონკა,ყიველთვის ტომ იყო იქ, სადაც მას შეეძლი ემიქნედა! გელით! მუყვარხართ და მართლა მაპატიეთ! ხომ იცით როგორ გელით? თქვენი:ანასტასია (პ.ს- ვიცი, დიანა და მაგდა ერთმანეთში მაწვს არეული,მაგრამ, დრო არ მაქვს ამწანს დს, მერე ჩავასწორებ :დდ ისე, დიანააა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.