შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელი გრძნობა.(სრულად)


13-06-2024, 12:22
ავტორი zia-maria
ნანახია 10 388

-ანი დილა მშვიდობის, როგორ ხარ?
-კარგად გაგა.თავაზიანად მოიკითხა გოგონამ მის წინ მღგარი ახალგაზრდა ბიჭი.
-მეც ვარ რა.ანი ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა.
-გისმენ გაგა.ანის არ მოსწონდა გაგა მაგრამ ქაჯივით ვერ მოიქცა,დაელოდა რას ეტყოდა.
-მინდა გითხრა რომ..... რომ....
-რისი თქმას ცდილობ გაგა ასე რომ გიძნელდება თქმა,ისე დაიბენი,შენც ახლა სიყვარულს არ მიხსნიდე.გადაიკისკისა ანიმ.
-ანი შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიადვილე სიტყვის თქმა და შენ სწორად
მიმიხვდი, ანი მიყვარხარ.
-რას ამბობ, მეც ამ წუთში დაგიჯერე. უთხრა ანიმ ირონიულად.
-მართალს ვამბობ, მართლა ძალიან მიყვარხარ.
-ჩემგან რას ელოდები, ხომ არ გგონია სიხარულით შემოგეხვევი კისერზე, სამწუხაროდ მე არ მიყვარხარ.
-მე შენ დღემდე ჩუმად შეგტრფოდი, ცხოვრებაში დღემდე შენსავით არავინ მყვარებია. ვნანობ,რომ დღემდე არაფერი არ გითხარი რადგან ძალიან მიჭირდა აღიარება და თან მეშინოდა, როგორც მივხვდი ჩემმა შიშმა გაამართლა.
-ვიცი, ჩემს შეხედვაზე ყოველთვის გაკანკალებს შიშისგან. გაგა იცი რა ვქნათ,როცა კარგად
დარწმუნდები შენს გრძნობებში,მაშინ მოდი და ვისაუბროთ ვინ იცის, იქნებ მეც იგივე გრძნობით გიპასუხო, მაგრამ ახლა ეს ყალბი სიტყვებია ისე როგორც ჩემს წინაშე შენ ხარ ყალბი ამ წუთში. თვალი ჩაუკრა ანიმ ბიჭს და წავიდა
-გასაგებია. თქვა გაგამ და რამოდენიმე დღე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ,მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდნენ. ერთ დღეს კი გაგამ მოწყენილმა უთხრა ლილიანას.
-ლილიანა პრობლემები მაქვს, შეიძლება რაღაც გთხოვო ნუ მეტყვი უარს, მხოლოდ შენ
დამეხმარები, შენ შეგიძლია ჩემი გადარჩენა.
-რა მოხდა, რა პრობლემები გაქვს. კითხა გაკვირვებულმა.
-100$ მჭირდება სასწრაფოდ, მხოლოდ სამი დღით. ანიმ ჩაიცინა ჩანთა გახსნა და ორი თითით ამოიღო ერთი მწვანე, გაუწოდა და თან უთხრა.
-შეგიძლია არ დააბრუნო, მარტო შენ არა სამეგობროს გჩუქნით და გაერთეთ,მაგრამ კარგი იქნება თუ ცუდ ჩვევებს და თავის შეცოდების ჟესტებს მოიშლი, არ გიხდება გაგა.ეს მოძველებული ჩვევებია უკვე.
-რა გავაკეთე ანი ცუდად. გაიკვირვა გაგამ.
-თუნდაც ის რომ ახლა ტელეფონი გაქვს ჩართული და ჩვენს საუბარს ვიღაცას ასმენინებ და გგონია სწორად იქცევი. გაგა გაფითრდდა სახეზე და სიტყვის შეუბრუნებლად გადავიდა
მანქანიდან ანიმ კი თავაწეული შევიდა სასწავლებელში. იგრძნო, რომ ირონიულად
უყურებდნენ, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება არავის და მის ადგილზე დაჯდა.ცოტა ხანში ერთადერთი მეგობარი ლინდა მიუახლოვდა და უთხრა.
-ანი ვერაფერს ვერ მიხვდი?
-რაზე ამბობ, რას უნდა მივმხვდარიყავი ლინდა.
-გაგას სანაძლეო დაუდვია ბიჭებთან, რომ შენ მწვანეს აგართმევდა.თქვენი საუბარი კი მთელ სასწავლებელს მოასმენინა.
-მივხვდი ტელეფონი ჩართული რომ ჰქონდა, მაგრამ სანაძლეო ეს მეტისმეტია. ჯერ კიდევ არ იყო ლექცია დასრულებული,რომ წამოდგა და ყველაფრის აუხსნელად გავიდა ლექციიდან. გაგა მოიძია და დაინახა მეგობრებთან ერთად იდგა რომელიც სიცილით ამბობდა.
-ბიჭებო მუქთაა მაინც და დავლიოთ ლუდი, განა ყოველ დღე არის ასეთი მუქთა მწვანეები? სასწავლებლის წინ გზის მეორე მხარეს ერთი პატარა და მყუდრო ბარი იყო, საიდანაც სასწავლებლის ეზო კარგად ჩანდა და ერთ-ერთ განაპირა მაგიდასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და წყნარად საუბრობდნენ. ერთ-ერთ მათგანს თვალი გზისკენ ეჭირა და ინტერესით უყურებდა გოგო-ბიჭის კამათს.ჯერ ღიმილით უცქერდა წყვილს და შემდეგ, როცა გოგონამ ბიჭს უთავაზა სახეში გაშლილი ხელი, მაგრამ ბიჭმაც დაუბრუნა საპასუხო უკან, გამწარდა და ფეხზე წამოხტა ზემოდან გადაევლო მის წინ მდგარ მაგიდას და წუთში გაჩნდა გოგონას გვერდით, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ხელი ჯერ კიდევ გაწითლებულ ლოყაზე ჰქონდა მიდებული. ტირილნარევი ხმით კი ბიჭს
ეუბნებოდა.
-შენი ერთი სიტყვაც არ დამიჯერებია, შენს ნათქვამ სიტყვებს გულწრფელობა აკლდა. გეგონა მომატყუილე, მაგრამ შენ შენი თავი მოატყუილე და მაგ არამოსაწონი საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი არაკაცობა. უიღბლო მაჩო ხარ და სულ ასე უიღბლო იქბები.
-მადლობა მითხარი, მთელი ეს დრო ჩემს გვერდით ყოფნის შანსი რომ მოგეცი. ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ არავინი ზედ არ გიყურებს?
-უთავმოყვარეო ხარ და სხვისი ტკივილით გიხარია ცხოვრება, ერთ დღეს შენივე სინდისი
გაზღვევინებს შენს უმსგავსო საქციელს.
-ენას ნუ მიტლიკინებ გოგო, მეორე ლოყაში მიიღებ მისაღებს. ხელი ასწია დასარტყმელად და იმ წუთში მოსულმა უცნობმა ხელი ჰაერში დაუკავა.
-უსუსურ და სუსტ გოგოებთან გერჩის შენი ძალა, ქალს თუ ხელს დაარტყამ და ატკენ,მისი ცრემლები თავს ძლიერად გაგრძნობინებს?
-შენ ვინღა ხარ და აქ საიდან გაჩნდი ტო. გაკვირვებულმა უთხრა მის წინ მდგარ გაბრაზებულ უცნობს გაგამ.
-არ გაგიგია წუხელ რომ იწვიმა, ჰოდა ნაწვიმარზე მეც სოკოსავით ამოვედი ტო.ირონია არც უცნობმა დააკლო გაგას.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს, მე როგორ მიყვარს სოკოების გასრესვა.
-ხოდა მოდი მაგარო გამსრისე, რას უყურებ. ამ საუბარში ისე უცებ ამოუტრიალა ხელი გაგას უცნობმა განძრევაც ვერ მოასწრო.უცნობმა კი ის თავმოყვარე მეტიჩარა ბიჭი ანის წინაშე მუხლებზე დააყენა.
-ბოდიში მოუხადე მანდილოსანს.
-ხელი გამიშვი. სიბრაზისაგან აწითლებული გაგა კბილებს აკრაჭუნებდა.
-პატიება თხოვე მანდილოსანს.
-ხელი გამიშვი.
-თხოვე პატიება იმ ტკივილისთვის რაც მიაყენე, გეპაზორება? ის არ გეპაზორება ხელი რომ ასწიე ქალზე? ჩქარა, არ მესმის. უღრიალა ბოლო ხმაზე. გაგას სიმწრისგან და სიბრაზისგან ყელზე დააჩნდა ლურჯად ძარღვები, სხვა გზა არ ჰქონდა და ჩუმად ჩაიჩურჩულა.
-მაპატიე.
-ვერ გაიგონა რა თქვი, ხმას აუწიე.
-ბოდიში. უთხრა ხმამაღლა, უცნობმა ხელი უშვა და კბილებში გამოცრა.
-ახლა წადი და შენი ძალა მამაკაცბთან მოსინჯე.შემდეგ მოიქნია და ზედ მიწაზე გააკრა, ირგვლივ მიმოიხედა ისე რომ ვითომ არაფერიც არ მომხდარა, ხელები გაშალა და მის გარშემო თავმოყრილ ცნობისმოყვარე ხალხს უთხრა
-უფასო წარმოდგენას ყურობთ თუ რას ხედავთ აქ გასართობს, ცირკში წადით და იქ უფრო კარგად გაერთობით.უეცრად გოგონა გაახსენდა და იქვე მდგარ მეგობარს მივარდა რომელიც გაოცებული უცქერდა.
-რას აკეთებ, აქ რა გინდა.
-ჩქარა გადმოდი, მანქანა მჭირდება. გაოცებულმა მეგობარმა გადასცა გასაღები და ისიც გოგონას გაყვა უკან.გოგონა უკვე ქალაქიდან გადიოდა როცა დაეწია და უეცრად წინ მყოფმა მოულოდნელად გააჩერა, მანაც ძლივს მოსწრო დატორმუზება. გაცეცხლებული გადმოვიდა ანი მანქანიდან და უცნობის წინ დადგა.
-რატომ გამომყევი საქმე სხვა არაფერი არ გაქვს, იდიოტო.
-სხვაზე გაბრაზებული მე რატომ მიწოდებ იდიოტს.რატომ გამოგყევი, მაინტერესებს შენი გაბრაზება რას გაგაკეთებინებს. აქ რატომ მოხვედი, რა გინდა გააკეთო. უთხრა და თავადაც გადმოვიდა მანქანიდან.
-შენი საქმე არ არის. უცნობმა ხელზე მოკიდა ხელი და გაბრაზებულმა უთხრა.
-წამოდი. ანი გაუძალიანდა,მაგრამ უცნობმა იქვე გაიყვანა მდინარეზე გადებულ ხიდზე და უთხრა.
-გაიხედე აქედან ჯერ პირდაპირ და შემდეგ დაბლა ჩაიხედე,გინდა თავი მოიკლა? მიდი
გადახტი, არაფერს არ მოვიმოქმედებ შენს შესაჩერებლად.ეს შენი გადაწყვეტილებაა,შენი სურვილია და შენ ამბობ თავად სიცოცხლეზე უარს და არა მე.
-მე არ ვარ გიჟი,არაკაცების გამო თავი მოვიკლა.წადი და მარტო დამტოვე,მარტო მინდა ყოფნა.
-დარწმუნებული ხარ, რომ მარტო გინდა ყოფნა?
-დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე.
-მე დავითი ვარ ბიბიჩაძე და მივდივარ, გტოვებ. არ გაბედო და რამე სისულელე არ ჩაიდინო.მკაცრად უთხრა,შემდეგ უკან ხევით დატოვა და ხიდზე გადადიოდა თავისი სახელი რომ შემოესმა.
-დავით.დავითი მიბრუნდა და შეხედა.
-მე ანი ვარ ახობაძე.შემდეგ გაუღიმა და ხიდიდან გადახედა წყნარად და მშვიდად დამდგარ მდინარეს, მაღლა ცაში მათ თავზე კი ორი თეთრი მტრედი ერთმანეთს ეთამაშებოდა.მზე ღრუბლებს მოეფარა, მაგრამ მაინც მწველი იყო გარშემო მიდამო.მაინც არ დატოვა
მარტო დავითმა და შორი-ახლოდან უთვალთვალებდა ანის.როგორ გავიდა დრო და დილა ბინდმა შეცვალა გოგიმ ვერც კი შეამჩნია.არასოდეს უტკეპნია ასე დიდი ხნით ერთი ადგილი,მაგრამ დღეს არ გასჩენია სურვილი იმ ადგილს მოშორებოდა სადაც სულ ახლოში ანი იდგა ტკივილით სავსე. ტკივილზე ხუმრობს ის ვისაც არასოდეს ტკენია, ანი ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა დავითს და მის წინ დამნაშავესავით დადგა თავდახრილი. თავი ასწია და დავითის გულზე მოხვდა,მისი საოცრად ლამაზი თვალები ტირილისაგან დაწითლებული და დასიებული.ძლიერად მომუშტა ხელები და თანდათან მოეშვა, დაწყნარდა. ანიმ კი ჩუმი და ნაზი ხმით უთხრა დავითის.
-ადამიანის ხასიათში არის ოთხი ფასდაუდებელი თვისება.მოთმინება,ზომიერების გრძნობა და დუმილის უნარი.ხანდახან ცხოვრებაში ადამიანს ეს თვისებები უფრო ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში ვიდრე ჭკუა,ნიჭი და სილამაზე.მადლობა,რომ დღეს მთელი დღე ჩემს გვერდით გაატარე.მადლობა,რომ დღეს შენით არ შეწყდა ჩემი სიცოცხლის წუთები.მადლობა დავით ყველაფრისთვის.
-სამადლობელი არაფერია ანი მე უფრო დაგრჩები მადლობელი თუ დამშვიდდები და წყნარად წამოხვალ სახლში, უკან გამოგყვები ალბად მეც მეძებენ უკვე,მეგობარს წავართვი
მანქანაფაქტიურად ბიზნესმენი კაცი უმანქანოდ დავტოვე და თუ არ დამინახა რომ ცოცხალი და საღი ვარ,ალბად მსოფლიო ძებნა გამოცხადდება დავით ბიბიჩაძეზე. ანის გაეცინა და უთხრა.
-კარგი წავედით, ვინ იცის დღეს რა მნიშვნელოვან საქმეზე მოგწყვიტე.
-ანი ხომ გაგიგონია ძველი ანდაზა.უმადურ ადამიანს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო,ჩათვლის რომ ის ღირსი იყო ამ საჩუქრის.ამიტომ დაივიწყე დღევანდელი დღე და ცხოვრება გააგრძელე ჩვეულებრივად ისე, რომ თითქოს ეს ცუდი წუთები არც მომხდარა შენს გარშემო.დამპირდი,რომ ამას შეძლებ.
-მიუხედავად იმისა დღეს პირველად გხედავ,შენს თვალებში წმინდა და სუფთა ადამიანურ გრძნობებს ვხედავ.ვხედავ რომ შენი გრძნობები გულწრფელია და თითოეული სიტყვა გულიდან მოდის. გპირდები, რომ დღეიდან ყველაზე ძლიერი ვიქნები და ვერავინი ვერ დაინახას სუსტ და დაუცველ ანის.
-და კიდევ ერთი პირობა მჭირდებ, ვფიქრობ აქ არ უნდა დასრულდეს ეს ჩვენი უჩვეულო
გაცნობა და იმედია მომცემ საშუალებას უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.
-ნაცნობობა აუცილებლად გავაგრძელებთ,უკეთესადაც გავიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ არა ხვალ და არა ზეგ.დრო მჭირდება ამისათვის.
-ვიცი და არაფერს არ დაგაძალებ მე თავად შევარჩევ უკეთეს დროს, ახლა კი წავიდეთ ალბად სახლშიც გელოდებიან. წავიდნენ, ანი წინ მიდიოდა და დავითი უკან მიყვებოდა. სახლამდე მიაცილა და სიგნალით დაეშვიდობნენ ერთმანეთს, დავითმა გაიღიმა და ჩაილაპარაკა.
-საოცარი გოგონაა და თან უცნაურიც, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ქალად არ იბადებიან ქალები, ისინი ჩვენზეა დამოკიდებული მამაკაცებზე, როგორ ჩამოვაყალიბებ მათ ქალებად.
-კახა მოსკოვში გასამგზავრებად ყველაფერი მზად არის.
-მადლობა მაკუნა. სერიოზული საუბარი მაქვს უფროსთან და არავინ არ შემოუშვა კაბინეტში.
-არც გოჩა?
-არც გოჩა და ბიჭები დღეს არ მოვლიან.
-კარგი, მშვიდად იყავით. კახა კაბინეტში შევიდა თუ არა კომპიუტერი ჩართო, აციმციმდა თუ არა მონიტორი ბოხი და მკაცრი ხმა გაისმა ოთახში.



-გამარჯობა მეგობარო როგორ ხარ.
-გამარჯობა გაბრიელ თავად როგორ ხარ, რას შვრები.
-კახა ძალიან ცოტა დრო მაქვს და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-კარგი, გისმენ გაბრიელ.
-ადამიანის ცხოვრებაში, ყველაფერს ფასი აქვს კახაბერ მაგრამ მე შენთან და ბიჭებთან ერთად მუშაობას ფასს ვერ დავადებ მეგობარო, რადგან შეუფასებელია შენს ანუ თქვენს გვერდით მუშაობა, თქვენი გენიალური იდეებით. ადამიანი მე რომელიც წლების განმავლობაში ვეძებე, ეს შენ ხარ კახა.
-ოოოჰ,დიდი მადლობა გაბრიელ ასეთი ნდობისთვის,ეს ჩემთვის ძალიან დიდი და დადებითი შეფასებაა რომელიც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობისკენ მიბიძგებს.
-ძალიან გთხოვთ, უფროს არ სცალია ვერ შეგიშვებთ მას მნიშვნელოვანი საუბარი აქვს
უფროსთან, ამიტომ ვერ მიგიღებთ.
-შეუძლებელია, მე ვერ მიმიღებს?
-დიახ ვერ მიგიღებთ, ვერც თქვენ და ვერც სხვას.
-ვისთან საუბრობს კიდევ დიდი ხანი უნდა ველოდო?
-სამწუხაროდ ლოდინი მოგიწევთ, მოსკოვიდან არის სასწრაფო ზარი.
-ხოოოო? და რაო, რამე პრობლემები გვაქვს?
-ეს მე არ მეხება და არ ვიცი, ამიტომ ვერ გიპასუხებთ.
-საინტერესოა, რატომ არ ვიცით ამ ზარის შესახებ.
-ეს არც თავად ბ-ნმა კახამ იცოდა, მოულოდნელი იყო.
-მომისმინე მაკა რას იტყვი ამ საღამოს ერთად რომ ვივახშმოთ, მე და შენ?
-არ შემიძლია, სამწუხაროდ სხვა გეგმები მაქვს.
-სამწუხარო ის არის რომ დამასწრეს, ვინ არის ის ბედნიერი?
-სკოლის მეგობარი და ბავშვობის დაქალი.
-აააა, რადგან ასეა მეგობარს არ უნდა აწყენინო, მაგრამ თუ შენსავით ლამაზია შენი მეგობარი ორივეს გეპატიჟებით ვახშამზე.
-ბ-ნო გოჩა დიდი მადლობა, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტებში გადაგდით თქვენი ვითომდა თავაზიანობა.
-ვერ ვგებულობ რატომ ასე უხეშად და რატომ თქვენობით, რა გგონია მე გაბრიელზე და კახაბერზე ან ლევანზე და დავითზე უფრო დიდი ასაკის ვარ?
-არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ უნდა შეგახსენოთ ბ-ნო გოჩა რომ ასე მომემართა თქვენთვის ეს თავად თქვენ გამაფრთხილეთ როცა აქ ამიყვანეს სამსახურში ორი წლის წინ. ასე რომ,აწი აღარაფერი აღარ შეიცვლება.
-შენ, ძალიან ბრაზიანი გოგონა ხარ და ეს თავად შენთვის არ ვარგა მაკუნა დამიჯერე. უთხრა გაბრაზებულმა ფეხზე დამდგარ გოგოს,რომელიც უფროსის კაბინეტის კარს ქორივით აეფარა. ერთი ბრაზიანი მზერა შეავლო და ოფისიდან გავიდა,მაკამ თვალი გააყოლა და ზიზღით ჩაილაპარაკა.
-ღმერთო რა აუტანელია ეს ადამიანი. კაბინეტში დახურული კარს მიღმა კი სერიოზული საუბარი ჯერ კიდევ ისევ გრძელდებოდა.
-ამ საქმისთვის რაც გამიზნულია ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს,ეს კი
ორივესთვის საუკეთესო იქნება.
-მაინც რამდენ ხანში.
-ეს შენზე მომინდვია კახაბერ ველოდები ახალ იდეებს,ახალი წარმატებებით. ახლა კი დროებით შეხვედრაზე ვერ დავაგვიანებ.
-დროებით და მალე ჩამოდი, უშენოდ მკვდარი საათია საძმოში. გაეცინა ორივეს.
-მომიკითხე ბიჭები და გპირდები მალე დავბრუნდები.
-კი, კი როგორ არა დაგიჯერე მაგასაც ვნახავ, შენი მალე კიდევ რამდენ წელს დაითვლის
გაბრიელ. გაბრიელს გაეცინა ისევ და კომპიუტერიც გაითიშა. დავითი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას,რომ წინ ციგნის ლამაზი ეშხიანი გოგონა დაუდგა. გაუცინა, მაგრამ მერე სერიოზული ხმით უთხრა.
-ლამაზო, შენი გული მალე სიყვარულის მორევში გაეხვევა აბა მაჩვენე შენი ხელი, ნუ გეშინია მე შენს თვალებში ძალიან ბევრ რამეს ვხედავ შენი ხელი კი დამეხმარება და მეტყვის იქ რაც უნდა ამოვიკითხო. ხელზე მოკიდა მისი მზისაგან გაშავებული ხელი და სერიოზული ხმით უთხრა.
-სერიოზული პიროვნება ხარ, პერსპექტიულიც და წინ დიდი ბრძოლა გელოდება სიყვარულის გამო.
-არა უშავს, ბრძოლის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს თავად ლამაზო.
-დაიმახსოვრე,ცხოვრება დიდი მოთმენაა და შენ ამ მოთმენით ძალიან მოგებული დარჩები. წინ დიდი სიყვარული გელოდება, მაგრამ ფრთხილად ორი გველი დასრიალობს თქვენს შორის. იბრძოლებ, არ დათმობ და გაიმარჯვებ.ფრთხილად იყავით შენს სიახლოვეს მტერია და ის მტერი ისეთი ახლობელია ყოველნ დღეს თვალებში გიყურებს.
-არ მჯერა ეს ყველაფერი. უთხრა დავითმა გოგონას.
-დაიჯერებ სულ მალე, სიყვარულთან ბრძოლას კი ორი წელი დასჭირდება,ასევე მეგობარი ებრძვის სიკვდილს და ფრთხილად იყავი,მეგობარი უნდა იხსნა სიკვდილისგან და დიდი ნერვიულობა მოგიწევს.
-30 წელია ველოდები სასწაულს და არაფერია, ორი წელიც მალე გაივლის, ორი წელი ვეღარ მომითმენია? გაეცინა დავითს მაგრამ დააფიქრა ბოლო სიტყვებმა,რადგან ყური მართლა ჰქონდა მოკრული ჭორის დონეზე რაღაც უსიამოვნოს და ასე დაფიქრებულმა შეაღო კომპანიის კარები, მაგრამ სევდა უეცრად გააქრო მისი გონებიდან და როგორც ყოველთვის მისი ღიმილი ყველას გაუნაწილა. კახამ და ლევანიმ გაოცებულებმა ერთმანეთს შეხედეს ყურებამდე გაღიმებულ დავითს და ლევანიმ უთხრა.
-რა გაცინებს გიხარია ცოცხალი რომ ხარ, რომელი საათია ამ დროს უნდა მოხვიდე სამსახურში?
-მართალი ხარ, მიხარია ცხოვრება, მიხარია რომ ცოცხალი ვარ და მიხარია თვით სიცოცხლეც.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და კახამ უთხრა.
-რაღაც საინტერესო გაქვს სათქმელი, აბა მოყევი ჩქარა. დავითი კარგად მოემგვანა სავარძელში და თქვა.
-რაღაც მოვიფიქრე, მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ.
-გისმენთ დავით. დაინტერესდა ორივე და მოემზადნენ მოსასმენად.
-რამდენი წელია რაც გაბრიელი არ გვინახაბს, სადღაც ხუთი წელი ან უფრო მეტიც, ხომ არის ასე.
-კი ასე იქნება. დაემოწმა ორივე გოგის.
-მაშ ასე, მის დაბადების დღეს მოვუწყოთ სიურპრიზი და ჩამოვიტანოთ ჩვენ აქ თავად, ის თუ ვერ ჩამოდის ჩვენი დახმარება არ აწყენდა.
-როგორ ჩამოვიტანოთ, რას ბოდავ გაგიჟდი?
-თქვენ მომეხმარეთ და სხვას ყველაფერს მე გავაკეთებ.
-რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და ისე ნუ იზამ, რომ ყველა დაგვწყვიტოს ერთად.
-ვიცი ძალიან გაბრაზდება, მაგრამ ეს სიურპრიზი დიდი ხნით არა მარტო მას,არცერთს არ
დაგავიწყდებათ. ერთი სიტყვით, მოსკოვში მივდივარ და ეს მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით, რომ დარეკოს და მომიკითხოს არ იცით სად ვარ, არ იცით რას ვაკეთებ და საერთოდ ავუშვი აფრები, არ მაინტერესებს არაფერი,საერთოდ ვეღარ მხედავთ და ერთი სიტყვით მლანძღეთ და მაგინეთ.
-გაგვაგებინე რას აპირებ, ზოგადად ჩვენც რომ ვიცოდეთ.
-მადლობა თქვით ეს მცირე ინფორმაციაც რომ გითხარით, ათი დღეა გაბრიელის დაბადების
დღემდე და გპირდებით, იმ დღეს გაბრიელს აქ ნახავთ, თბილიში. წავედი მე და უკვე ვიწყებ ჩემს გეგმაზე მუშაობას.
-რადგან არ გვეუბნები, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ და გელოდებით შენი გასაოცარი გეგმით. უთხრა ვაჟამ.
-დავით თუ რამეში დაგჭირდე რა დროც არ უნდა იყოს შემეხმიანე, წარმატებები.უთხრა ლევანიმ, დავითი გავიდა და ვაჟამ უთხრა ლევანის.
-ლევან რამდენი ხანია არ გაგვივლია,გავიაროთ ხვალ დიდი ხანია არ გვისიამოვნებია აკრძალული ხილით. ჰე რას იტყვი, არ გავინავარდოთ?
-გავინავარდოთ და რატომ ხვალ, დღეს რა გვიშლის ხელს? ლევანი წამოდგა და ვაჟას უთხრა. 12 სთ-ზე ჩვენს ადგილზე გელოდები ან მელოდები. იმისათვის, რომ ზღვის ზედაპირზე მზე დავინახოთ, იგი მშვიდი უნდა იყოს. ნუ დაემსგავსებით ცხოვრების ქარიშხლიან ღამეს, სადაც მხოლოდ კოშმარები მეფობენ. გულში, მხოლოდ მთვარესავით
უნდა ენთოს სული და თვით გული მზესავით უნდა ბრწყინავდეს. ამ წყნარ ღამის სიმყუდროვეში დანავარდობდა ორი მეგობარი და უსაზღვრო იყო მათი ხალისი და მხიარულება. ისინი იმ წუთებში სკოლიდან გამოპარულ პატარა ბიჭები იყვნენ.
-ლევან არ დაინტერესებულხარ რა ჩაიფიქრა დავითმა? მოულოდნელად სიჩუმე ვაჟას ხმამ დაარღვია.
-რაც წავიდა მის მერე ვფიქრობ თავი გამისკდა ფიქრით,მაგრამ ვერ ამოვხსენი რას ფიქრობს თან მარტო, არ მინდა დახმარებაო.
-მეც მასე ვარ მოდი როგორც ძველად გავეჯიბროთ ერთმანეთს,ისე როგორც ბავშვობაში.
-არა, არ მინდა.
-რატომ? გაუკვირდა ვაჟას.
-ნიძლავის გარეშე მუღამი არააქვს.
-მოდი ამ ერთხელ ასე იყოს. ხო მართლა, ხვალ გაბრიელს ჩვენთან უნდა სამივესთან საუბარი და რა უთხრათ, ის თავღია ბავშვი სად არისო რომ იკითხავს. დასერიოზულდა ისევ ვაჟა.
-რაღაცას მოვიფიქრებთ, ნეტა მის თავში ჩამახედა რას ფიქრობს და მერე თუ გინდა მოვკვდე. თქვა ლევანიმ.
-ან სტარტზე დავდგეთ ან წავიდეთ, უკვე გვიანია.
-წავიდეთ. გაეჯიბრნენ ბიჭები ერთმანეთს და სიცილით შეხვდნენ ბავშვობის ადგილს.
-უფ, უფ, უფ იცი რა კარგ დროში ვიყავი დაბრუნებული?
-ვიცი, განა იგივეს არ ვგრძნობ მეც?
-რა პატარები ვიყავით, არ გვეკითხებოდა არაფერი.
-ეეჰ, დასრულდა ბავშვობა და ახლა მართლა უნდა წავიდეთ თორემ დარწმუნებული ვარ გურამის არ ძინავს და მელოდება, აბა ხვალამდე. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთი ბაიკების ბღუილით გაუდგნენ გზას. ლევანი სახლში ისე ჩუმად შევიპარა, შუქიც კი არ აუნთია. ფრთხილად და ჩუმად მოძრაობდა და ასე ჩუმად მიიპარა მაცივართან, გააღო კარი და თითქოს სიცილით შემოანათა წითლად დაბრაწულმა კატლეტებმა. აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა, ახლა უფრო იგრძნო შიმშილი და სიბნელეში შეუდგა კუჭის დანაყრებას,ნახევრად მაცივარში შემძვრალი.
-ხელები მაინც დაგებანა შვილო და უკეთესი იქნება ჯერ აბაზანა მიიღო. ლევანიმ გულზე მიიდო ხელი შიშისგან და მის წინ მდგარ მამას უთხრა.
-მამაააა, იცი როგორ შემაშინე? რატომ არ გძინავს, მე ვიფიქრე ამ საღამოს გადავურჩი სასამართლოს სხდომასთქო.
-ნეტავ შენს თავში ჩამახედა რა გიდევს ან ის ვიცოდე, სად დადიხარ ამ დრომდე.
-მამა შემომხედე კარგად, ვგავარ მკვლელს ან ყაჩაღს?
-არ გავხარ, ვერ მიგამსგავსე მაგ ორიდნ ვერცერთს, მაგრამ ხარ და არ იმჩნევ? მე განა ვიცი სად დადიხარ ამ დრომდე,მხოლოდ იმას ვხედავ,ადვილი ცხოვრება გინდა.იცოდე შვილო, ადვილად ნაშოვნი ფული,ძალიან ადვილად იხარჯება,ქრება ისე როგორც საპნის ბუშტი. სწავლა, განათლება, ცოდნა და ადამიანობა ამ ყველაფერთან ერთად რჩება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. სიკვდილის შემდეგ კი ადამიანს რჩება სახელი და კეთილად გაკეთებული საქმეები. მხოლოდ ამ ყველაფერს ბრძოლა უნდა, დიდი ბრძოლა. ბიზნესსაც
გაძღოლა უნდა და შენარჩუნება. ლევანი მამასთან მივიდა ახლოს და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-მამა დღეს მე და ვაჟა ვიყავით ერთად და ბავშვობა გავიხსენეთ, უბრალოდ გავერთეთ.ასე
ვაკეთებთ,როცა ძალიან დაღლილები ვართ,რომ ცოტა განვიტვირთოთ.ნუ ნერვიულობ გთხოვ, მე ჩემსას მივაღწევ და გპირდები იამაყებ ჩემით.ჩვენ უკვე ვფართოვდებით ჩვენს საქმეში და მჯერა მალე დიდი და წარმატებული ბიზნესი გვექნება.
-ფრთხილად იყავით ყველა ბიზნეს შიგა მტერი ჰყავს,ყველა ბიზნესი ბინძურია შვილო რაცარუნდა სუფთად იმუშაოვო,მტრებითაა ეს სამყარო სავსე.ფრთხილად იყავით,თქვენს ირგვლივ,თქვენს სიახლოვეს ყველას მეგობრად ნუ ჩათვლით.ბიზნესს მტრები შიგნით ჰყავს,ცხვირის წინ.
-შენ დაწყნარდი და გულს გაუფრთხილდი და კიდევ გიმეორებ,შენ ჩემით არასოდეს არ
გაწითლდები.მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე ეს გავაკეთო.
-ვიმახსოვრებ შენს სიტყვებს და ეს დაფასება,რასაც ჩემს მიმართ გამოხატავ,იგივეს მიიღებ
ჩემგან, გასაგებია? ხო, ლინდას მიეხმარე მეცადინეობაში. ლევანიმ თავი დაუქნია და ჭამა
გაარძერელა. შემდეგ წამოდგა და ფრთხილად დააკაკუნა ერთ-ერთ კარზე, კარი შეაღო და ღიმილით თქვა.
-შეიძლება შემოვიდე?
-უუუფ, შემაშინე მამა მეგონა. შემოდი, შემოდში.
-ნუ გეშინია, აქ ყველა შენიანები ვართ რატომ არ ძინავს ამ დროს ჩემს პრინცესას? ლინდამ ძმას შეხედა და ტირილნარვი ხმით უთხრა.
-მიჭირს ძალიან ფიზიკა.
-მანახე რა ვერ გაიგე.
-მამამ გითხრა?
-ხო მითხრა მიეხმარე მეცადინეობაშიო,ასე გვიან რატომ მეცადინეობ.
-ზეგ გამოცდა მაქვს.
-ეს ტანისამოსი რატომ გაქვს გადმოწყობილი? წარბს აწევით შეეკითხა დას და ტანისამოსზე ანიშნა.
-გამოცდის შემდეგ კლუბში მიდიან გოგოები, ლევან უთხარი რა მამას გამიშვას.
-ლინდა არ მომისმენს, ხომ იცი ,,კლუბი'' ცუდად ესმის ეს სიტყვა და რატომ არ ვიცი.
-მიდი რა გთხოვ. ცრემლიანი თვალებით შეხედა ლინდამ ძმას.
-კარგი ნუ ტირიხარ მე შევეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები. შეინახე ფიზიკა გამოყვანილია და ეს შენ უნდა იწვალო და გამოიყვანო,გამოცდაზე მე არ შემოგყვები. გესმის,დაწექი ახლა და დილით მოვეაფირისტებით ორივე ერთად მამიკოს.გავიდა და დასაძინებლად მიდიოდა, რომ შეხედა მამა იჯდა და გაზეთს კითხულობდა.
-მამააა, რატომ არ წვები გვიანია უკვე, გათენდება სადაცაა.
-რა მოხდა, დაეხმარე? არც შეუხედია მამას ლევანისთვის ისე შეეკითხა.
-კი ლინდას დავეხმარე და რადგან აქ ხარ გეტყვი, ხვალ რა გეგმები გვაქვს.
-ხვალინდელ გეგმებს შეეშვი ლევან და მითხარი რაც გინდა, რა გაწუხევს. ლევანს გაეცინა და უთხრა.
-როგორ ხვდები ხოლმე ყველაფერს მოციქულად ვარ გამოგზავნილი,ლინდას უნდა ზეგ გამოცდის შემდეგ ამხანაგებთან ერთად წავიდეს.
-არ დაასრულო ლევან უმჯობესია იმეცადინოს.
-მე ვამეცადინებ და ანახავ რა კარგი შედეგები ჰქონდეს,გაუშვი ამ ერთხელ,განა ყოველ დღე გთხოვს სახლიდან გასვლას?
-შენც იქნები მასთან ერთად?
-მამა მე რა მინდა ლინდას ამხანაგებთან.
-სად მიდიან.
-ალბად კლუბში წავლენ.
-არა, კლუბში არ გაუშვებ იქ ალკოგოლური სასმელებია და არ მინდა ჩემმა შვილმა არასრულწლოვან ასაკში დაიწყოს დალევა, შენ რა გეგმები გაქვს ხვალისთვის.შეეკითხა ლევანს.
-მე ხვალ არ მცალია, შესაძლებელია დამაგვიანდეს არ ვიცი რა დროს მოვალ სახლში და ისევ არ ინერვიულო.
-რა ხდება, რამე პრობლემაა ჩემი დახმარება გჭირდებათ?
-არა, ხვალ გაბრიელს უნდა ჩვენთან საუბარი სამივესთან,რაღაც სერიოზული საკითხია გადასაჭრელი.
-ოჰ, მძიმე დღეა კომპიუტერით უნდა ისაუბროთ?
-ხო კომპიუტერით და დაძაბული ვარ, რადგან არცერთმა არ ვიცით რა თემაზეა საუბარი.
-როდის ბრუნდება ეს ბიჭი, აღარ უნდა საქართველოში ცხოვრება?
-ათ დღეში გაბრიელის დაბადების დღეა ვერ ჩამოდის,მაგრამ კომპანია ავღნიშნავთ მაინც და ისიც ჩაგვერთვება კომპიუტერით.
-ჰოდა იქ წაიყვანე ლინდა, შენს გვერდით იქნება და მეც არ ვინერვიულებ,მშვიდად ვიქნები.
-მე არავარ წინააღმდეგი თავად თუ მოისურვებს, წამოვიდეს.ლინდა გამოსულიყო თავის ოთახიდან და უსმენდა მათ საუბარს.ღიმილით შეხედა ძმას და მამას,მამამაც შეხედა საყვარელ ქალიშვილს და უთხრა.
-არასოდეს არ დაგიშლი იქ წასვლას,სადაც შენი ყოფნის არ შემეშინდება. ფულს მოგცემ ხვალ და იყიდე კარგი კაბა,როგორც ჩემს შვილს შეეფერება ისე წახვალ ძმასთან ერთად.
გურამ ჭრელაშვილი ბიზნესმენი აქვს თავისი მანქანების სერვისი,უცხოეთიდან ჩამოდის მანქანის ნაწილები და აქვს მაღაზიების ქსელი,მეუღლე ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.ლევანი უფროსი ვაჟი 25 წლისაა, ლინდა მამას პრინცესა და ასევე ძმის დიდი სიამაყე 19 წლისაა, სტუდენტი. ამ ორი ანგელოზისთვის ცხოვრობდა გურამ ჭრელაშვილი. დილით ადრე ადგა, თავი მოიწესრიგა და დაფიქრებული სახით კომპანიაში წავიდა. დილით, იმდენად სუფთა იყო ქალაქი, ღრმად შეისუნთქა სისუფთავის სუნი და ესიამოვნა ირგვლივ არსებული
სიმშვიდე, მანქანა გამოიყვანა წყნარი მუსიკა ჩართო და გზას გაუყვა მუსიკის თანხლებით. ბიზნესმენი ადამიანი ცხოვრების იმ ეტაპზეა როდესაც ან იმას აკეთებს რაც უნდა ან დაუღალავად მუშაობს მისი მიზნის მისაღწევად. დილა დიდი მუშაობის სურვილით და სტიმულით დაიწყო,ვაჟას კაბინეტში ლევანი და თვით ვაჟა მოუთმენლად ელოდნენ გაბრიელის ზარს და როგორც იქნა გაისმა მისი ზარი კომპიუტერში..
-როგორ ხართ ბიჭებო მესამეს ვერ ვხედავ და სად არის? იკითხა გაბრიელმა.
-შენ ჯერ ის გვითხარი, ხომ მშვიდობაა.
-მშვიდობაა და მინდა მოგილოცოთ ჩემო ლომებო, თქვენმა შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა, ყველაზე დიდი რეიტინგი აიღო და პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის.
-გაბრიელ ეს მართალი სასიხარულოა, ეს ერთობლივი მუშაობა იყო და ყველას გამარჯვებაა.
-მინდოდა დავითიც ყოფილიყო თქვენთან ერთად, სად არის.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, გაბრიელს არ მოეწონა მათი სიჩუმე და ცოტა ხმამაღალი ხმით იკითხა.
-რა ხდება, რატომ ხართ ჩუმად დავითის რამე უჭირს?
-არაფერი არ უჭირს კარგადაა, მაგრამ ჩვენც არ ვიცით სად არის რამდენი ხანია არ მოსულა
სულ გაუბერა და თავის ჭკუაზე დადის თუ ასე გააგრძელა გადავწყვიტე სულ ჩამოვაშორო კომპანიის საქმეებს.
-რას ნიშნავს ჩამოაშოროთ კომპანიის საქმეებს, დავითმა ასე იცის ზოგჯერ თავის თავში ჩაკეტვა, მაგრამ სამსახურში საქმით ყოველთვის ყველას ჯობდა. რას შვრებით თქვენ, ნორმალურები ხართ? იქნებ რა უჭირს, იქნებ რამე შეემთხვა,იქნებ რამე შარშია გახვეული ეს თავღია ბავშვი არ უნდა კითხოთ? გაბრაზდა გაბრიელი.ამ დროს კარები გაიღო და დავითაც შემოვიდა. შვებით ამოისუნთქა სამივემ მისი მხიარული ხმა რომ გაიგონეს.
-სად იყავი, ამ დროს უნდა მოხვიდე სამსახურში. სად უნდა გეძებოთ, სად დადიხარ. გაუბრაზდა ვაჟა და დავითმა წარი აუწია და ღიმილ შეპარული ხმით უთხრა.
-ნუ გაჯეჯილდები ახლა, მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. მე არავინი მეძებს და მე კი ვეძებ
ძებნილებს. თქვა თავითმა და კომპიუტერთან მივიდა ახლოს.
-ახლა დავრწმუნდი, რომ ზოგიერთი ადამიანის თავიდან ჩალის შრიალი ისმის და ეს ადამიანი შენ ხარ დავითა.
-გაბრო შე ძველო, აღარ ჩამოდიხარ?
-მეგონა ცოტა დაჭკვიანებული დამხვდებოდი.
-დათა მიდი წადი ლუდი ამოიტანე და ავღნიშნოთ,ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა.უთხრა ლევანიმ დავითს და თვალი ჩაუკრა.
-შენ თავად რატომ არ წახვალ, მე სად მაქვს ფული,ვინ მომცემდა ფულს.დედაჩემს საღამოს პური რომ მოაქვს ოვაციებით ვხვდები წინ მთელი ოჯახი.
-დავით მართლა ვერაა შენი საქმე კარგად, ტვინზე გაქვს სასწრაფო გამოკვლევა გასაკეთებელი. უთხრა გაბრიელმა სიცილით, წავედი მე და მალე შეგეხმიანებით.
-დაიცა რომ მიდიხარ სად მიდიხარ ვინ გაგიშვა ჯერ მეგობარო, სულ მალე შენი დაბადების დღე არის, 30 წლის ხდები ძმაო და რას ვშვრებით, ჩამოხვალ? ეს ისეთი თარიღია უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად.
-ძალიან მინდა ბიჭებო თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ ვერ დაგპირდებით. ერთი დღის გამო,აქ ძალიან ბევრი საქმე გამიფუჭდება და ასე რომ, ვერაფერს ვერ დაგპირდებით საიმედოს.
-კარგი შენი საქმეა, ჩვენ მაინც ავღნიშნავთ და ალბად ვირტუალურად მაინც ჩაგვერთვები. გაბრომ დიდი სიყვარულით დაემშვიდობა მეგობრებს და სამივე უცქერდა ჩამქვრალ მონიტორს. შემდეგ ლევანი მიუბრუნდა დავითს და უთხრა.
-აბა მივდივარ და არ მეძებოთო?
-ხოდა ახლა მივდივარ. აგარი პონტი მაქვს მოფიქრებული და გპირდებით, გაბრიელს აქ ნახავთ იმ დღეს. მასთან სახლში იციან რასაც ვაკეთებ, ასე რომ წინ მაგარი სიურპრიზი ელის. არავინმა იცის სად ვარ, მათ შორის თქვენც და იმ დღეს აქ შევხვდებით ერთმანეთს.
-არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ თუ რამე გაგიჭირდეს შეგვეხმიანე.
-ეს რა თქმა უნდა ასე იქნება, მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრათ მნიშვნელოვანი.სწორედ ამის გამო გადავდე წასვლა ამ დილით,ჯერ თქვენი ნახვა მინდოდა.ამ დროს კაბინეტში გოჩა შემოვიდა და დავითა გაჩუმდა.
-რა ხდება როგორ ხართ, რამე ახალ საქმეს ეჭიდებით უჩემოდ?
-ხო ვსაუბრობთ დღეს ქვეყნის სარეკლამო ბაზარი გადაჯერებულია სხვადასხვა
კომპანიით, რომელთაგან ხარისხიანი მარკეტინგული მომსახურეობის გაწევა მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. ჩვენც დღეს გავიგეთ ამ უძლიერეს კომპანიებს შორის ერთ-ერთი ჩვენც ვართ, ეს უნდა ავღნიშნოთ. ვაჟამ ამაყად და თავაწეულად შეხედა ბიჭებს.
-მართლა როგორ გაიზარდა,მახსოვს გაბრიელი რომ ჩამოვიდა მოსკოვიდან,სულ არაფლის
მცოდნეებმა შევუდექით ბიზნეს 19-20 წლის ბიჭები ყველას დახმარების გარეშე და 10 წელიწადში რამდენს მივაღწიეთ. ოთხი თანამშრომელი გვყავდა თავიდან და მთელი ორი წელი ასე ვიმუშავეთ.გაიხსენა განვლილი წლები ლევანიმ.
-ხომ გაგიგონიათ ,,კარგი საუკეთესო მტერია''-ო, ჩვენს დაარსებულ კომპანიას დღეს 40-მდე თანამშრომელი ყავს. წინსვლა ჩვენს ბიზნესში შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. ამ 10 წელიწადში გვეგონა ნელა-ნელა მივიწევდით წინ, მაგრამ დღეს გავიგეთ,რომ ერთ-ერთი ძლიერი კომპანია ვართ. დავითი წამოდგა და თავისი უჩვეულოდ მტკიცე ხმით თქვა.
-იცით რატომ ვართ დღეს ასეთი გახარებულები? თავიდან 19 წლის ბიჭებმა გამოუცდელებმა
ერთმანეთის სწავლით ვისწავლეთ საქმის კეთება, სწორედ მივუდექით ერთმანეთს და რაც
მთავარია, ერთმანეთში იყო ერთგულება. რისკზე წავედით შიშველი ხელებით და ცარიელი ჯიბით და არც თუ ზედმეტად მცოდნეები. ბევრი რამ გადავლახეთ, ბევრი რისკი გავიარეთ. ვიყავით არაცნობადი პირები და სულ მთლად ბავშვები. გაბრიელი მოეკიდა ამ საქმეს ჩვენს შორის ზედმეტად სერიოზულად, მაგრამ ცოტა ავარდნილი ჭკუაც საჭიროა ხანდახან. არ შეიძლება სულ დაძაბული იყო და სულ შიში გქონდეს. ამ სამ სერიოზულობას მე ვახალისებდი, ამიტომ შემომრჩა სახელი ,,თავღია''.ვხალისობდით,მაგრამ მეც ვცდილობდი ზედმეტად წინ გამეხედა. ვფიქრობდი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და ასე მივიწევდით წინ ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველაზე მთავარი ჩვენმა ბიზნესმა დამანახა ის რომ უნდა ვიყოთ პრინციპულები და ინტეგრირებული ჩვენს საქმეში, დღეს კი სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი,რომ ჩვენმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და აღარაფერი გვემუქრება თუ არ შემოგვერია შიგნიდან მტერი. გაოცებული უსმენდნენ დავითს და გაუკვირდა ვაჟას
და ლევანის რატომ ახსენა დავითმა მტერი, რატომ გაჩუმდა გოჩას კაბინეტში შემოსვლისას. დავითი კი აგრძელებდა საუბარს.
-ბიჭებო, მოდით დღევანდელი ჩვენმა წარმატებამ გაგვახედოს ახალი მიზნებისაკენ და ახალი იდეებისაკენ. ჩვენ შეგვიძლია ეს და ჩვენი დონე, ჩვენი ცოდნა და ჩვენი ერთგულება იყოს ჩვენი მტერი მხოლოდ. დავითი აცნობიერებდა რას ამბობდა და კარგად მიხვდა, გოჩამ
თითქმის რომ მიუხვდა სათქმელს, სიტყვა ,,მტერი''-ის გაგონებისას,მარტივ-მამრავლებად დაიშალა და გააცნობიერა,როცა ასეთი მტერი გყავს ახლოს და თან ასეთი ახლობელი,ჭკუაც გაცილებით მეტი უნდა გქონდეს,რომ არ უნდა ჩაება მის მიერ წამოწყებულ ომში და ვერასოდეს ვეღარ მიაღწევ დასახულ გეგმას თუ ყველა ძაღლს, რომელიც ყეფს ქვებს ესვრი. ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ სჩადის, ის შანსს სხვასაც უტოვებს.საუბრისას გოჩას მიჩერებოდა დრო და დრო და მისი მზერით ბურღავდა და თან გულში ფიქრობდა. -,,ომი გინდა? ვიომოთ, მაგრამ არ მოგცემ ამ ომში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის უფლებას''. ბოლოს კი ხმამაღლა დასძინა.
-როცა არწივები ჩუმად არიან, თუთიყუშები ლაპარაკობენ. აქ ამ კომპანიაში კი არწივი არასოდეს არ იქნება ჩუმად, ჩვენ არ ვიცით მომავლის შესახებ თუ რა იქნება ერთი საათის, ერთი თვის თუ ერთი წლის შემდეგ, მაგრამ სანამ აქ ვართ ამ კედლებში შეგვიძლია ზრუნვა მასზე, რომ ეს კედლები მყარი იყოს. ამიტომ გარკვეულ წილად ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი მომავალი, ისე ამ კომპანიის მომავალიც და აქ მომუშავე ხალხის ბედიც.ჩვენ ხუთეულმა უნდა დავიცვათ ჩვენი კუს ნაბიჯებით შექმნილი კომპანია და ეს სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს უნდა გავაკეთოთ.
-უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მეც მახსოვს ის თეთრად გათენებული ღამეები, მახსოვს თუ როგორი ცარიელი იყო ეს კედლები და ექოდ
ისმოდა ჩუმად ნათქვამი სიტყვები ირგვლივ. მიხარია და ვამაყობ რომ უყურებ როგორები ვართ ახლა. ვამაყობ, რომ ჩვენი მეგობრობა დღემდე ერთგულებითაა სავსე და ვამაყობ რომ ჩვენ შევქმენით ეს სასიამოვნო სამყარო და უნდა ჩავუჯდეთ,ეს უნდა ავღნოშნოთ დღეს.
-მე ვერ წამოვალ, საქმეები მაქვს უჩემოდ გაერთეთ.ახლაც შემორბენით შემოგიარეთ, მოგინახულეთ.
-ხომ მშვიდობა გაქვს გოჩა. უთხრა ლევანიმ.
-კი, კი რაღაც პირადულია და მალე მოვაგვარებ ჩემით. გოჩა წავიდა და ორივემ დავითს შეხედა.
-რისი თქმა გინდოდა ამხელა ლექცია რომ მოაყოლე, მაგრამ უნდა ვაღიარო,იდეალური მოსაუბრენ ხარ,მხოლოდ მაშინ, როცა შენს გულს უნდა. უთხრა ლევანიმ დავითს.
-რას ეძებ, რა გინდა, რა გარშემო მივლი მიცვალებულივით არ ჯობია პირდაპირ შემეკითხო?
-რა გაქვს ჩაფიქრებული, რატომ არ გვეუბნები.
-მაგას ვერ გეტყვით.
-სად არის შენი გონება დავითა შენს სხეულში თუ მის გარეთ.
-რომ ვიცოდე, გეფიცები იქ მისვლას ვერავინი მიმასწრებდა.სამივეს გაეცინა, მაგრამ დავითი უეცრად დასერიოზულდა და მეგობრებს უთხრა.
-ერთ სერიოზულ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ და იმედი მაქვს,ახლა რასაც გეტყვით ჩვენს სამში დარჩება.
-რა ხდება თქვი. მოთმინებიდან გამოსვლას ცოტა უკლდა ვაჟას.
-ინფორმაცია სანდო წყაროებიდან არის. თქვა ჩურჩულით და შემდეგ ფეხზე წამოდგა, კარები გააღო და ღიმილით უთხრა აჟას მდივანს,რომელსაც გოჩა ჯერ კიდევ იქ იყო და საუბრობდა.
-მაკუნა გთხოვ რა სამი ყავა შემოგვიტანე.
-ახლავეს დავით. ღიმილით წამოდგა მაკა ყავის მოსადუღებლად.
-შენ მეჩქარება თქვენთნ ერთად ვერ გავჩერდებიო და რა ხდება, გოჩა ჩვენ გაგვირბიხარ?
უთხრა გოჩას და საინტერესოდ შეათვალიერა.
-უკვე მივდივარ, დროებით შენ და ხვალამდე მაკა. როცა დარწმუნდა გოჩა წავიდა,ისევ ბიჭებს მიუბრუნდა.
-ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით, გოჩასთან მოერიდეთ საუბარს კომპანიის საიდუმლო
საქმეებზე. ამის თქმა მინდოდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს მიერ აშენებულ ოჯახში მტერი გვყავს და ეს მტერი ისევ ჩვენიანია. ამიტომ მინდა გაბრიელი ჩამოვიდეს აქ და უფრო ძლიერები ვიქნებით.
-მოიცა,ვინ გითხრა ეს ყველაფერი დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ ისე, როგორც მე ახლა შენს წინ ვზივარ და ვარ ნამდვილი.
-არ შეიძლება, ვერ დავიჯერებ ამ ყველაფერს გამიზნულად აკეთებდეს.
-ან აგვიხსნის რატომ გადაგვიდგა თუ არანაირი მიზეზი არააქვს და ჩვენი განადგურება უნდა, მაშინ რად გვინდა მასეთი მეგობარი გვერდით.აღშფოთებული საუბრობდა ლევანი და ვაჟა.
-მოიცადეთ, დააკვირდით შეცდომისგან არავინი არაა დაძღვეული. მართალია სიტყვა
,,მეგობარი''ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ მე ვფიქრობ ჯერ გავარკვიოთ რა ხდება, იქნებ ტყუილია, იქნებ ვინმე აშინებს ან აშანტაჟებს.ამდენი წლის მეგობრობას სხვისი მოტანილი ენით ნუ შევაფასებთ უარყოფითად,დავაკვირდეთ მის ქცევებს,მის საქციელს და მერე უთხრათ გაბროს.თქვა ლევანიმ.
-მე ერთსაც გეტყვით და წავალ, მასთან ერთად იყავით ჩემს მოსვლამდე აკონტროლეთ, კიდეც გაერთეთ, დრო ატარეთ, მაგრამ კომპანიის საქმეებთან ახლოს ნუ მიუშვებთ. იცოდეთ, ძალიან ძნელია როდესაც ენდობი და უცებ, მოულოდნელად იგებ, რომ სანდო სულაც არ ყოფილა. ძალიან ძნელი მოსასმენია როცა გეტყვიან ,,შენი მეგობარი გღალატობს, ფრთხილად იყავი''. იმ წუთებში თითქოს ჩემთვის სიცოცხლე შეწყდა,ჩემს ირგვლივ უფერო სივრცე გადაიშალა და უეცრად შიგნით ჩავიძირე,ჩვენი ფერების ძიებაში,მაგრამ ვერ ვიპოვე ნათელი ფერები. ჩემზე უკეთ იცით თუ რა დიდი სიამაყეა როცა ერთმანეთს ვენდობით და გვჯერა ერთმანეთის. ვთვლი, რომ ბევრმა არ იცის ნდობის ფასი,ნდობის დაკარგვის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა ვემეგობრო მას და როგორ გავაგრძელო მასთან ყოფნა ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ღმერთმაც ქნას ვცდებოდეთ, გეფიცებით სიხარულით მოვალ თქვენთან და ამ ნერვიულობისთვის ბოდიშს მოგიხდით. გითხარით იმიტომ რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ მასთან ყოფნის დროს,ინფორმაცია გადის ამ კედლებიდან და აწვდის სხვას, ის სხვაა მოსაძებნი.დავბრუნდები და ამ საქმესაც მივხედავ და გეფიცებით თავს დავახრევინებ ზუსტად აქ ამ კედლებში ყველას წინაშე სადაც მე მშიერი და ფეხშიშველა დავრბოდი დღე და ღამ ამ კედლების ასაღორინებლად,სახლშიც არ მივდიოდი დასაძინებლად. ახლა წავედი და შეხვედრით ისევ აქ შევხვდებით ერთმანეთს.დავითმა ორივეს დაემშვიდობა და ისე გავიდა ვაჟას კაბინეტიდან ორივე გაოცებული დატოვა კაბინეტში
-ლევან ნუთუ დღეს გავიცანი მე დავითი?
-იგივე მინდა გითხრა მეც ძმაო.არ მჯერა, მაგრამ დავითა რასაც ამბობს ხომ იცი სულ მართალი რომ არის და ყოველთვის როცა არ დაუჯერეთ წინ დაგვხვდა მისი სიტყვები.
-ვიცი, თითქოს წინასწარ გრძნობს საფრთხის მოახლოვებას.
-რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ.
-ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც თავღიამ დაგვიბარა.ლევანს გაეცინა და ვაჟას უთხრა.
-თავღიას ვეძახით, მაგრამ ყველაზე ჭკვანია.

-კატინკა მანქანა იყოს მზად, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ.
-უკვე გელოდებათ ბ-ნო გაბრიელ. გაბრიელი მისი მკაცრი სახით და მოზომილი ნაბიჯებით გამოვიდა კომპანიიდან და იქვე მასზე მომლოდინე მერსედესში ჩაჯდა.
-ძალიან სიცივეა დღეს, მიუხედავად აპრილისა, მოსკოვს არ ეტყობა ჯერ გაზაფხულის სითბო.
-ასეა უფროსო, აქ მაისის ბოლოდან იწყება გაზაფხული და პირდაპირ ზაფხულში გადავდივართ.
-შაბათ-კვირას რას საქმიანობ ვადიმ.
-არაფერს უფროსო, ვისვენებ. მთელი კვირა ცოლს ვერ ვნახულობ ნორმალურად და იმ ორ დღეს ოჯახის სიყვარულში ვატარებ.სად უნდა წავიდე,როცა უგემრიელესი ჩაის მომზადება იცის ჩემმა ანგელოზმა ცოლმა.გაბრიელმა ჩაიღიმა მძღოლის გულწრფელ აღიარებაზე.
-არ გინდათ გაგასინჯოთ ჩაი უფროსო?
-არა, მადლობა.
-არა უნდა გაგასინჯო და ერთ დღეს ოჯახშიდაც უნდა მეწვიოთ. მძღოლმა თერმოსი მიაწოდა გაბრიელს და გაბრიელმა მოწონების ნიშნად წარბი აწია და თერმოსიც უკან დაუბრინა ვადიმს.
-ააა, მოგეწონა? ხომ გითხარი ვერ დამიწუნებთქო.მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა და ძალიან ლამაზი ბოშა მიუახლოვდა მანქანას,თითით დააკაკუნა სარკმელზე და გაბრიელმა ფანჯარა ჩაწია.
-ლამაზო კაცო, გინდა ყველაფერი სიმართლე გაიგო შენს თავზე?
-არა, მადლობა არ მინდა.არ მიყვარს მოულოდნელობები და არც მჯერა მკითხაობის. უთხრა გაბრიელმა.
-მეგობარი გიღალატებს და ძალიან გეტკინება ეს მოულოდნელი ღალატი, მაგრამ მოულოდნელად გეწვევა სიყვარული.
-თუ მეწვევა უკვე დროც არის, მეძებდა ალბად აქამდე. გაეცინა გაბრიელს და უკვე მწვანეც აინთო.სულ მალე გაბრიელს ჩაეძინა, მძღოლმა კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა, მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
-მზად არის. რამოდენიმე საათში გაბრიელმა თვალი გაახილა და ვერ იცნო ოთახი სადაც იყო, მის ახლო-მახლო კი არავინ იყო.
-რა ხდება ჩემს თავს, სად ჯანდაბაში ვარ.ვერ გარკვეულიყო სად იმყოფებოდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი ტელეფონს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. გაჩერდა, მაგრამ მოთმინების ფიალა დაეცალა და რამოდენიმე საათის შემდეგ კედელი ნელანელა გაიხსნა გაბრიელი თვალებგაფართოვებული იდგა და უცქერდა მის სამეგობროს, თანამშრომლებს
რომლებიც მის წინ ხელში უზრმაზარი ტორტით იდგა და იღიმოდნენ. გაბრაზდა, სასწაულად გაბრაზდა და დაიქუხა მისი მტკიცე ხმით.
-რა ხდება, ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი. ვინ არის ამ თეატრის რეჟისორი. მის წინ ღიმილით წარსდგა დავითი და თქვა.
-მე რად მინდა სიმდიდრე და ქონებააა თუ ჩემი გაბრო გვერდით არ მეყოლებაააა,ჩემო მონატრებულო მეგობარო, შენზე ფიქრებს გულიდან ვერ ვიშორებ და რადგან დაგაგვიანდა საკუთარი ადგილის მონახულება, დაგეხმარე. შემდეგ თანამშრომლებს მიუბრუნდა და ხმამაღლა განაცხადა.
-ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძმებო, დებო და მეგობრებო. მე დაგპირდით ჩვენი გაბრო აქ იქნება მისი დაბადების დღეზეთქო და კიარ ჩამოგიყვანეთ,მე ის ჩამოგიტანეთ დიდი ყუთით. გილოცავ ძმაო დაბადების დღეს.
-არ მომეკარო თორემ გეფიცები დაგასახიჩრებ, ასეთი უაზრო როგორ ხარ, როგორ. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა გაბრიელი.
-ახლა ნუ იღრინები, დამშვიდდი და დაწყნარდი.შენს ქალაქში ხარ,შენს კომპანიაში და საღამოს სახლში გავაგრძელოთ.ნუ გრცხვენია,ეს ხალხი ყველა ჩვენიანია და ნუ დაიმორცხვე ბუჩქებში ამოსული იასავით.
-გააჩუმეთ ვინმემ თორემ მოვკლავ და მკვლელი გავხდები დღეს,ეს რა გამიკეთა,ამ თავღიამ. შეუღრინა და ხელები მომუშტა, მზად იყო ძვლებში დაემტვრია, მაგრამ გაბრიელი ის კაცი არ იყო მეგობარზე აეწია ხელი და დავითა კი არა და არ ჩერდებოდა.
-ნუ დაკარგავ ღირსებას ეს ღირსეული კაცი და ხელები ჯიბეში ჩაიწყვე,ნუ გექავება თორემ მიგამტრევ იცოდე.
-მე უნდა დავლეწო და აქეთ მემუქრება, ეს ახლა ნორმალურია ხალხო? ყველა იცინოდა და ყველას უხაროდა გაბრიელის ნახვა.
-იცი, რომ მართლა გამაოცე? შენ ხარ ყველაზე თბილი, ყველაზე სათნო, ყველაზე
კეთილშობილი, ყველაზე სანდო, ყველაზე გულკეთილი, ყველაზე ღვთიური, ყველაზე
გულთბილი, ყველაზე ყურადღებიანი მეგობარი. უთხრა ვაჟამ დავითს და გადაეხვია.
-გავრისკე მაგრად, მაგრამ ხომ შევასრულე დანაპირები. შეახსენა ვაჟას თავისი სიტყვა და ორივეს გაეცინა გულიანად.
-ხომ გაგიგონიათ მეგობრებო,იყავი ისეთი მეგობარი,როგორსაც შენი თავისთვის ინატრებო. ხოდა მე თქვენთვის მემეტება ყველაფერი საუკეთესო,მე გულში მიზიხართ ყველა,იმ გულში რომელმა გულმაც შეგისისხლხორცათ ბავშვობიდან. ომახიანად თქვა დავითმა სწორედ დავითაზე იყო ნათქვამი ,,ატირე მეგობარი სიხარულისგანო''.სიხარულს ვერც ლევანი ფარავდა, არც შეეძლო და არც უცდია დაეფარა.სიხარულით ანთებულმა სავსე ბოკალი აიღო ხელში და ხმამაღალი ხმით თქვა.
-უაზროდ ბედნიერი ვარ დღეს მეგობრებო, მეგობრობის ორი წრე არსებობს,მერცხლები და
ბეღურები. მერცხლები, რომლებიც ჭირშიდაც კი გვტოვებენ მარტო და ბეღურები,რომლებიც სულ ჩვენთან არიან, ჭირშიც და ლხინშიც. მოდით ჩვენს ოჯახში დაბრუნებულ დიდ ბეღურას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოოოოს. შესძახა ყველამ ერთადდა ყველა ადრე გავიდა კომპანიიდან და ყველა ცდილობდა განსაკუთრებულად ლამაზები ყოფილიყვნენ.როგორც ყველა ლევანიც ემზადებოდა საღამოსთვის და ასევე ლინდაც.უკვე რამდენი ხანია ელოდება და უკვე მოთმინების ფიალაც კი ამოეწურა. როგორც იქნა გაიღო კარი და ლინდაც გამოვიდა ოთახიდან და მამასა და ძამიკოს წინაშე წარსდგა. ორივე ღიმილით უცქერდა მათ ფერიას და ბოლოს გურამმა უთხრა ლევანს.
-ლევან დღეს სიფრთხილე გმართებს, ჩემი ფერია სახლში უნდა მომიყვანო არავინ მოგტაცოს. ლევანიმ გახედა ლინდას და მის გასაჯავრებლად თქვა.
-ამიტომ არ მიმყავხარ ხოლმე არსად,დღეს შენ უნდა გითვალთვალო თუ გავერთო.ლინდას ცრემლი მოერია და ჩუმად უთხრა.
-შენ თუ იმას ფიქრობ, რომ მე მხოლოდ ხელს გიშლი და გაწუხებ მე მაშინ სახლში დავრჩები. ლევანს გაეცინა და დამთბარი ხმით უთხრა.
-არაფერი არ მოგაქვს? საღამოს სიცივეა ჯერ ისევ აპრილია და რომ შეგცივდება მე ჩემს საოცნებო პიჯაკს არ გათხოვებ.
-ოხ ლევან, ოხ ლევან როდის უნდა გაიზარდო შენ. ღიმილით გადახედა შვილებს გურამმა.
-კარგი რა მამა ვხუმრობ, ვეღარ გამიცანი შენ რა 30წელია. შემდეგ ისევ ლინდას მიუბრუნდა.მე ბაიკით მივდივარ და ასე დაჯდები?
-კარგი რა იქ დალევ და დღეს ჩემი სიკვდილი გაქვს განზრახული, მანქანით წავიდეთ და იქედან მე წამოგიყვან.
-კარგი წამოდი. ლევანიმ მანქანა გამოიყვანა და სულ მალე გაბრიელის სახლთან იყვნენ. საჩუქარი გადმოიღო და ლინდასთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული შეუერთდა ხალხის ნაკადს. ყველამ თვალი გამოაყოლა ლინდას და გაბრიელმაც შორიდან შეამჩნია საოცარი სილამაზის მქონე გოგონა და თვალს არ აშორებდა.იქვე მდგარ დავითს მიუახლოვდა და უთხრა.
-დათკა გაიხედე პირდაპირ რომ გოგონა დგას შავი ზურგ მოხდილი კაბით, ხედავ?
-ვხედავ, მერე რა. ეშმაკურად შეხედა დათომ.
-ვინ არის ის გოგო. უთხრა დათოს მაგრამ გოგონას თვალს არ აშორებდა.
-ჯერ ერთი ამ საოცრად ლამაზი გოგონას არ გესიამოვნება, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა ძია გაბრიელით შეეფერები. მეორე უნდა გითხრა, ის რომ თავღია მე არა და შენ ნამდვილად ხარ.
-ნუ ამომხადე სული და თქვი დღეს, დამაღირსე ვინ არის. შეუღრინა გაბრიელმა.
-ნუ იღრინები, არ დამცოფო და ჩვენი ლინდაა ვერ იცანი ლევანის და. შეუყვირა დათომ გაბრაზებულმა.
-რომელი ლინდა და რომელი ლევანი. სულ დაიბნა გაბრიელი მას ლინდა ჯერ კიდევ ისევ ის პატარა კიკინებიანი გოგონა ეგონა დახვდებოდა, ძამიკო თავზე ორ კიკინას რომ უკეთებდა ერთი ზემოთ ჰქონდა გაკეთებული სასაცილოდ და მეორე ქვემოთ, მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა ის ორი კიკინა ლინდას.
-გაბრო გამოფხიზლდი, ჩვენს ლევანიზე გეუბნები. უუუუუ, აქ ხარ?
-ვერ ვიჯერებ, რომ ეს გოგონა ის პატარა ლინდაა. არ მატყულებ დათკა მართლა ლინდაა?ღმერთო ჩემო ეს ხომ უკვე ქალია,მამაკაცის სასურველი ქალი.
-მართალია, ეს ის ქალია, რომელმაც მე ვფიქრობ მატორი რომ დაგისტუკა უკვე.
-დათკა ნუ მეთამაშები. გაბროს ოფლით შუბლი დაეცვარა და მალ-მალე იწმენდდა,მაგრამ არც უფიქრია სხვისთვის შეეხედა ისე,როგორც შეხედა ლინდას.ამ საუბარში როგორც იქნა მიაღწია იუბილართან ხელი-ხელ ჩაკიდებულმა და-ძმამ და ლინდას სილამაზით გამოშტერებულ გაბროს დაბადების დღე მიულოცეს.
-როგორც იქნა მოვაღწიე შენამდე, რამდენი ხალხია. თქვა ლევანიმ.
-შენს თავღია მეგობარს უნდა ვუმადლოდე ამ აურზაურს, რომელიც არასდროს არ მიყვარდა. თქვა გაბრომ და დავითს დაუბრიალა თვალები.
-ნუ მიბრიალებ თვალებს საჩუქრებს კარგად იღებ. ლევანს გაეცინა და თავისი საჩუქარიც გადასცა გაბროს.
-გილოცავთ ძმაო, ძალიან მიხარია ამდენი წლის შემდეგ ისევ აქ ხარ და ესეც ჩვენი დავითას მოხერხებით.გაბროს გაეცინა და თვალს ლინდასკენ აპარებდა.
-გილოცავ გაბრიელ. მორცხვად მიულოცა ლინდამ და მისი ნაზი ხელი გაბროს ხელში ჩაიმალა.
-მადლობა, ძალიან გამიხარდა რომ მოდი გზაში რომ შემხვედროდი მარტო,ნამდვილად ვერ
გიცნობდი.უთხრა გაბრიელმა.
-სამაგიეროდ მე გაგაჩერებდი და მოგესალმებოდი, გვერდს ნამდვილად ვერ აგივლიდი. ღიმილით დაუბრუნა პასუხი ლინდამ.
-ხოდა კიც შევრცხვებოდი. გაეცინა გაბროს.
-გაბრო 30 წლის ვირი გახდი დღეს და დროა იფიქრო შენს მეორე ნაწილზე,თორემ ბერდები ნელანელა.
-იგივე რომ უნდა გითხრა შენც, შენ მართლა ვირო?არც გაბრიელი ჩამორჩა იუმორში ლევანს და თან შიგადა შიგ ლინდას აკვირდებოდა. ლევანიმ შეამჩნია გაბროს უცნაური ქცევები ლინდას მიმართ და ჩაეღიმა,უეცრად ხალხისგან და მუსიკისგან მოშორებით საუცხოოდ ლამაზი გოგონა შეამჩნია,რომელსაც ღვინიანი ბოკალი ეჭირა ხელში და ხალხს შორიდან ათვალიერებდა.ლევანიმ ნელა-ნელა დაიძრა გოგონასკენ და ახლოს მისვლისას პირდაპირ უთხრა.
-როგორც შეგატყვე არც შენ გიყვარს ხალხმრავალი ადგილები თუ ნებას დამრთავ გაგასეირნებ და ისევ აქ მოგიყვან.
-დიდ მადლობად ჩაგითვლი აქაურობას თუ გამარიდებ.
-ლევანი მქვია,გავალ და მალე მოვალ.
-ჩემი სახელი ნატალი, ნატა. ლევანიმ გაუღიმა ნატას და ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდა უკან. გაბროსთან მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა,გაბრიელმა ჯერ გაოცებულმა შეხედა და შემდეგ ღიმილით გახედა,იქვე მორცხვად მდგარ ლინდას.მიუახლოვდა,ხელი გადახვია და ყურში უჩურჩულა.
-ლინდა გაუშვი ლევანი მგონი ნატა მოეწონა, იქნებ და კი გამონახონ საერთო ენა. ლინდას გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თან უთხრა.
-მხოლოდ ერთი პირობით. მეგობრებმა გაკვირვებულმა შეხედეს ერთმანეთს და შემდეგ ლინდას მიუბრუნდნენ,ლინდამ ისე ლამაზად შეანათა სამივეს ეშმაკურად აციმციმებული თვალები,ბიჭებს გაეცინათ.
-რა პირობებს მიყენებ,აბა ვუსმენ ჩემს პრინცესას.
-გვერდიდან არ მომშორდეს დათო და გაბრო აქ ყველა უცნობია ჩემთვის და შემდეგ სახლშიდაც წამიყვანს.
-უუუუუ, დამშვიდდა გული. გაბრიელმა გულზე მიიდო ხელი და შემდეგ თქვა.
-თანახმა ვარ მის შენს გვერდით ვიყო,არა მარტო ამ საღამოს,არამედ მუდამ. ლევანიმ წარბები შეკრა და გაბროს უთხრა.
-შენ რაღაც სხვანაირ ენაზე აბულბულდი და ახლა არ მცალია, შემდეგ დაგელაპარაკები და აგაჭიკჭიკებ უფრო კარგად.
-წადი, წადი საქმეს მიხედე. ღიმილით უთხრა გაბრომ და თვალი ჩაუკრა. ლევანიმ ერთი
შეუბღვირა, თითი დაუქნია და შებრუნდა, ჩქარი ნაბიჯით გაეცალა უკვე სიმთვრალით არეულ ბრბოს,ნატას მიუახლოვდა და ხელი ჩაკიდა,ასე ხელჩაკიდებული შეიყვანა გაბრიელის გარაჟში და მისი დიდი ხნის დაყენებული მერანი გამოიყვანა.ნატას მოეხმარა ბაიკზე დაჯდომაში და თავადაც შემოჯდა,შემდეგ თავი მიაბრუნა და უთხრა.
-მზად ხარ ჩემთან ერთად ფრენისთვის? ნატამ თავი ასწია და ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებოდნენ ათრთოლებული ბაგეებით.
-მზად ხარ დიდი გასეირნებისთვის? ზედ ბაგეებზე უჩურჩულა ლევანიმ.
-მზად ვარ, მაგრამ გაბრიელმა რომ გვიყვირის?
-თუ იყვირებს, ისევ მოვაკეტინებ. არც გაბრიელის და არც ჩემი არასოდეს არ შეგეშინდეს, ახლა წავედით. ნელა ნელა წავიდა და თანდათან სიჩქარეს უმატებდა და ნატას გაშლილი თმები სახეში ედებოდა და მისი სუნი აბრუებდა.ლევანს მთელი მისი შინაგანი სამყარო ამოუტრიალა ნატას გამოჩენამ. უცნაურმა გრძნობამ დაუკითხავად მოაკითხა და ეს იყო გრძნობა სიყვარულის,გრძნობა შეუფასებელი.დააქროლებდა ცარიელ ტრასაზე და სულ სხვანაირი იყო, უფრო ძლიერი და ამოუცნობი ენერგიით შევსებული.რამოდენიმე საათის ხეტიალის შემდეგ ნატას უთხრა.
-როგორ გრძნობ თავს, გინდა დავბრუნდეთ?
-დავბრუნდეთ, უკვე ძალიან გვიანი არის ლევან.
-წავედით, ჩემი პრინცესა ინერვიულებს. გაუცნობიერებლად თქვა ლევანიმ და ნატას სახე
შეეცვალა ,გულმა კი ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო. არ შეიმჩნია და გულნატკენი წავიდა ლევანთან ერთად,სახლში დაბრუნებულებს ლინდა მართლა ნანერვიულები დახვდა ლევანს და გაბრაზებულმა უთხრა.
-სად ხარ ლევან, იცი რამდენი ვინერვიულე?
-რად ინერვიულა ჩემმა პატარამ, არ მოგაქცია ყურადღება ამ ვირებმა? უთხრა ღიმილით და გულში ჩაიკრა ცრემლებამდე მისული ლინდა.
-მამას ტყუილი ვუთხარი და ვიცი, რომ მიმიხვდა.თან შემეშინდა ტელეფონი გათიშული რომ გქონდა,მამამ დარეკა და ვუთხარი დალია და ძინავს,ვერ წამოვალთთქო.შემდეგ გაბრომ ელაპარაკა.
-ვაააა, გამეზარდე პატარავ? რამოდენიმე საათი დაგტოვე ორ ვირთან და უკვე ტყუილებიც ისწავლე? იცინოდა ლევანი და ნატა მათ შორიახლოს იდგა და საუბარს უსმენდა.
-ლევან გურამი ძიას ველაპარაკე და დღეს აქ დარჩებით,არ წამოვიდესო ასე თქვა.ლინდამ უთხრა ისეთი მთვრალია,ჯერ რომ არ მინახავსო.
-როგორ დაგიჯერათ, მე ხომ არ ვსვამ?
-მეგობრის დაბრუნების სიყვარულმა დაგალევინა ჟუჟუნ.მოსაუბრეებს დათო შეუერთდა. ლევანიმ გაბრაზებულმა მიუტრიალდა დათოს და წელში შეუხტა,ლამპიონებით განათებულ ეზოს მეგობრების სიცილი და ხარხარი ახმიანებდა.
-რამდენჯერ გითხარი ეგ სახელი არ დამიძახოთქო, შენ მართლა ჟუჟუნა.ლინდა და გაბრიელი გულიანად იცინოდა და ნატას ვერ გაეგო რა ხდებოდა. ვაამ შეატყო ნატას ინტერესით სავსე თვალები,რაღაცის ახსნას რომ მოითხოვდნენ მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა.
-გინდა შენი ინტერესი გავაქრო?
-რა ინტერესი.დაბნეულმა შეხედა კახას.
-ის ინტერესი, რომ მართალია არ გვანან ერთმანეთს,მაგრამ ლევანი და ლინდა და-ძმა არის. ნატამ გაოცებულმა შეხედა ვაჟას და არეულად უთხრა.
-მე, მე,არ ვეჭვიანობ, ან რატომ უნდა ვიეჭვიანო, მაქვს ამის მიზეზი?
-შეიძლება ახლა ამ წუთში არ გაქვს, მაგრამ სულ მალე გექნება რძალუკა. ნატას ტანში გააცხელა რძალუკას გაგონებაზე და უნებურად ლინდას გახედა, რომელიც წარბებშეკრული იჯდა და ნატას უცქერდა.
-მე წავალ თორემ ვატყობ აქ კარგი არ მოხდება და ნამდვილად არ ვარ ძიძგილაობის
ხასიათზე, აბა წარმატებები რძალუკა.ის ღამე ძალიან ბედნიერი ღამე იყო ყველასთვის. დაღლილებს გამთენიისას მიეძინათ სად-სად. დილით ყველაზე ადრე ნატას გაეღვიძა, ყავა მოიდუღა და ეზოში განმარტოვებით იჯდა ბუნების წიაღში.ფიქრობდა წინა ღამის მიერ მოტანილ გრძნობებზე, აფიქრებდა რა იქნებოდა ხვალ,რა იქნებოდა ზეგ და რა იქნებოდა მომავალში. დათო ვერანდაზე გავიდა, სიგარეტს მოუკიდა და შეხედა ღრმა ფიქრებში ჩაძირულ ნატას და უნებურად გაეღიმა. ოთახში შებრუნდა და ლევანის დაადგა თავზე.
-რა გინდა, რას დამადექი თავზე.
-ადექი.
-რატო ავდგე შენს სიტყვაზე.
-მიტომ უნდა ადგე, ნუ მისცემ შენს გრძნობებს სულერთიას მნიშვნელობას. შენთვის არ მემეტება, მაგრამ მომწონს მე ეს გოგო. მიხვდა ლევანი დათო რაზე და ვისზე ამბობდა და დაბოხებული ხმით უთხრა.
-ვიცი დათო და წუხელს შემდეგ რაღაცნაირად ვგრძნობ თავს, ვხვდები რომ ჩემში რაღაც ახალი იწყება და არ ვიცი,ვარ თუ არა ამ გრძნობის საპასუხოდ მზად.
-ლევან მის თვალებს შეხედე,თვალებს არ შეუძლია ისაუბრონ ენის მსგავსად,მაგრამ ისინი ენაზე მეტს ამბობენ და თან უხმოდ.გუშინ რომ შევხედე,როგორ გიცქეროდათ შენ და ლინდას,გავიფიქრე,რომ ვსიო ლევანს უკვე მისებურად დაერხათქო.წარმატებებს გისურვებ, ადექი და სანამ სხვები ადგებიან მწვადები გავამზადოთ.ცოტა ხანში თვალებდაწითლებული გაბრიელიც გამოვიდა გარეთ და ცას ახედა, ცას რომელმაც ბავშვობაში დააბრუნა და უნებურად გაიფიქრა ,,ჩემი ბავშვობის ცა'',ხან ღრუბლიანი და ხან კაშკაშა.ირგვლივ კი გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი მიდამობ სადაც არ უნდა ვიყო,მდიდარ უზრუნველ ქვეყანაში,ერთი სული მაქვს როდის გავიარ ჩემს ქუჩაზე,ჩემს უბანში და გაზაფხულის ფერებით შეღებილ ცას შევხედო,რომ სიმშვიდე ვიპოვო.ასეთია განუმეორებელი სიყვარული დედა-სამშობლოსი, დედა-ქალაქის და მონატრებული ახლობლების. სხვა ქვეყნის ბუჩქებს და მიწას არააქვს ის უნიკალური სურნელი,რომელიც აქვს ჩვენს სამშობლოს,ჩვენს
საქართველოს,მაგრამ დღეს ქართველები უკიდურესი სიდუხჭირის გამო იძულებულები არიან
დატოვოს ეს სილამაზე და სხვისი ცას და მიწას მოეფეროს.კარგად ვხვდები,თუ რას გრძნობს სამშობლოს და ოჯახს მოწყვეტილი ადამიანი.ღრმად შეისუნთქა მონატრებული ჰაერი და ნელი ნაბიჯით დაიძრა მეგობრებისაკენ,სადაც უნებურად მოკრა ყური მათ საუბარს.
-როგორ ფიქრობ, ლევან ისევ წავა გაბრიელი უკან?
-ვერ დავაკევებთ, მაგრამ ვფიქრობ რომ არ წავიდეს უნდა ვიზრუნოთ და დავაქორწინოთ.
-ვინ დაქორწინდება გაბრიელი? ვარიანტი არ არის, ეს ასე გამოშტერებული დაბერდება და მთელ მის ახალგაზრდობას მის ბიზნეს შესწირავს და ამხელა სახლ-კარი საძირკველის გარეშე დარჩება.ლევანს გაეცინა დათოს სიტყვებზე და უთხრა.
-დაქორწინდება და ვფიქრობ ძალიან მალე.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული.
-ვარ და შეწყვიტე ეს დაკითხვა დილაუთენია.
-ჩემს საუკეთესო მეგორებად გთვლიდით, რას ჭორაობთ ან თქვენ უნდა შეგეკითხოთ როდის მომივა დაქორწინების სურვილი? დათომ შეხედა გაბრიელს და თქვა.
-აი, გაუღვიძია და მოვიდა ჩვენს შორის უფროსი თავღია.
-ნუ ტლიკინებ ჭორიკანა დედაკაცივით შე მართლა თავღია.
-იცი ყველას რა გვაკვირვებს, რატომ არ გინდა დაქორწინდე.
-ცოტა ხნის წინ ვიღაც ამბობდა, გაბრიელი არასდროს არ დაქორწინდებაო? ახლა მე
გეკითხებით,რატომ ხართ ასე დარწმუნებული რომ არ დავქორწინდები?
-არ მიყვარს როცა ზეპირად ამბობ რამეს,რაც არ გინდა გააკეთო და თითქოს ძალისძალად
გაკეთებინებენ.
-ნუ ხტუნავხარ და გეკითხები,რას იკისრებ რომ დავქორწინდე?შენ გეკითხები დათო როგორც ამ საუბრის წამომწყები.
-შენ დაქორწინდი და ქორწილზე მე ვარ პასუხისმგებელი.
-სერიოზული თემა წამოიჭრა,მე არ ვერევი თქვენს საუბარში შორიდან გიყურებთ.ღიმილით თქვა ლევანიმ და ჯერ დათოს და შემდეგ გაბრიელს შეხედა.
-შენ სულ ნუ მაიმუნობ,წამოიწყებ საკამათო თემას და მერე გარბიხარ,შენი ბრალია ეს
ყველაფერი.შეუღრინა დათომ ლევანს.
-ნუ იღრინებით თქვენ და შენ დაიმახსოვრე ყმაწვილო,შენი დაქორწინება ერთ წელიწადში უნდა მოხდეს. ოოოოხ, როგორ მიყვარს მე მოგება და უფრო მიყვარს წაგებულის შეშლილი სახის ყურება. წაუმღერა ვაჟამ.
-და მე როგორ მიყვარს მოულოდნელი და დაუგეგმავი ქეიფიიიი. საზარლად ჩაიქირქილა
დათომ და ასე მაიმუნობაში მწვადი გაამზადეს, სულ მალე გოგოებიც შემოუერთდა ბიჭებს.ნატა და ლინდა გვერდიგვერდ დასხდნენ,ნატას მეორე მხარეს კი მისი და ნანა იჯდა და წინა ღამის გამოყოლილი ნაბახუსევზე ვერაფერი ვერ შეჭამა.დათომ უცქირა მის ჩიტივით კიკნას და ვითომ გულისტკივილით უთხრა.
-ეს რაა ნანა ასე იკვებები შენ და ასე ცოტა საჭმელით კმაყოფილდები?
-ცოტა-ცოტას ვჭამ რადგან დიეტაზე ვარ.
-კუჭი დაგიავადდება გოგო.
-ნუ ნერვიულობ უკვე მიჩვეულია.ერთ კვირაში სამი კილო მოვიკელი,არ მეტყობა?
-ვერაფერს ვერ ვხედავ განსხვავებულს, ადექი და დატრიალდი.გაკვირვებულები უსმენდნენ
დათოს, ნანაც წამოდგა და გოგის წინ დატრიალდა.
-შემხედე, არ მეტყობა?
-კი გეტყობა და ახლა რადგან ადექი და ფეხზე ხარ,იქ სალათა რომ დევს ის მომაწოდე. ყველას გაეცინა და ნანას სიბრაზისაგან ცეცხლი ეკიდა. უკვე მოსაღამოვდა, სახლებში წასასვლელად მოემზადნენ და ახალმა დამეგობრებულებმა ტელეფონებიც გაცვალეს. განსაკუთრებული დამშვიდობება გამოუვიდა გაბრიელს ლინდასთან.დათო ყველას აკვირდებოდა და ჰოპ, უცებ მისმა მახვილმა თვალმა ძალიან საინტერესო კადრი დააფიქსირა.
-ვახ, ვახ, ვახ გულის ფიცარი შეგინგრია ლინდას სილამაზემ უკვე ვიცი ერთი წელიწადი არ დააგვიანდება შენს ქორწილს და მომიწევს შენთვის ქორწილის გადახდა. რას ვერჩოდი ჩემს თავს, რა მატლიკინებდა.ჩაიცინა დათომ და სიგნალით დაემშვიდობა სამეგობროს. ძალიან კმაყოფილები და მხიარულები დაბრუნდნენ სახლში ლევანი და ლინდა მაგრამ, სახლში მათ მოულოდნელი სიურპრიზი დახვდათ.ისინი უჩვეულო და ჯერ არ გაგონილი საუბრის მომსმენი გახდნენ, ლევანიმ კარები თავისი გასაღებით გააღო ფრთხილად,რადგან ეგონა მამას ეძინა და ორივე და-ძმა გაოცებულებმა შეხედეს ერთმანეთს,რადგან მკვეთრად და გარკვევით ესმოდათ მამის ხმა მათთვის უცნობ ქალბატონს გაბრაზებული რომ ესაუბრებოდა.
-რისთვის დაბრუნდი, რისთვის მოხვედი ან რა სინდისით დაბრუნდი. რა დაგრჩა, რას ეძებ. გაგიარა ყველაფერმა და ეძებ ახალი ტკივილი როგორ მოგვაყენო? გურამს საუბარზე ეტყობოდა, რომ ქალბატონი ახალი მოსული იყო რადგან,თავად გურამიც გაოცებული და გაკვირვებული იყო ამ მოულოდნელი სტუმრობით.
-მე მხოლოდ ჩემი შვილების გამო მოვედი, მათი ნახვა მინდა.
-შვილები? რომელი შვილების გინდა ნახო ლევანი რომელიც ძიძასთან ერთად მიატოვე სახლში თუ ლინდა რომელიც საავადმყოფოში დატოვე სულ პატარა,უსუსური და დაუცველი დღეების დაბადებული და შენს საყვარელთან ერთად გაიქეცი.
-მხოლოდ ჩემს შვილებს ვნახავ გურამ.
-შენ შვილები დიდი ხანია დაკარგე.მე გელოდი, ის დღეები გელოდი, კვირეებიც გელოდი, თვეები გელოდი და მზად ვიყავი შენთვის მეპატიებინა ყველა შენი შეცდომა სიყვარულის გამო ლინდა და ბავშვს შენი სახელი დავარქვი,რადგან სიგიჟემდე მიყვარდი.შენს გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი,შენს გამო ყველას გადავუდექი,მაგრამ ახლა გიყურებ და გულში ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ.ისეთი დიდია ეს ზიზღი,შენი დანახვაც არ მინდა.
-გეტყობა რომ გეზიზღები,დღემდე მარტო ხარ და შენი პირადი ცხოვრება ვერ აგიწყვია.მე ლინდას წასაყვანად მოვედი.
-შენ ალბად დაგავიწყდა რამდენი წლის არიან ჩემი შვილები და იძულებული ვარ შეგახსენო, ლევანი მალე 30 წლის გახდება და ლინდა უკვე სრულწლოვანია 19 წლის.მათმა იციან მათი დედა აღარაა ცოცხალი,დედა მათ მკვდარი ჰყავთ და ასეცაა.მე არცერთს არ დავუდგები წინ და არც დავაკებ,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ორივე სწორ არჩევანს გააკეთებს. რაც შეეხება ჩემს მარტო ცხოვრებას, ამ სახლში ჩემს შვილებს სხვა დედა არასოდეს არ ეყოლებათ, რადგან შენ შემაზიზღე ქალთა მოდგმა. ყველა კაბიანში შენი სახით მოღალატეს ვხედავ, ყველა ქალი ჩემთვის მხოლოდ ერთჯერადი შპრიცივითაა და ეს შენი დამსახურებაა. წადი და ამ სახლის კარს აღარ მოადგე,აქ შენი ადგილი 19 წელია აღარ არის,ეს
ადგილი შენ წლების წინ დაკარგე.ის დრო აღარ დაბრუნდება,იმ წლებს შენ ვეღარ ამოავსებ ყოველ დღე სიკეთე რომ აკეთო,მაინც ზიზღი იქნება შენს სიახლოვეს.შენ ჩემი შვილებისთვის მხოლოდ წარსულის მწარე ტკივილი ხარ და ჩემთვის სამარცხვინო წარსულის ლაქა.ლევანი და ლინდა გაოცებული შევიდა სახლში და იქვე მდგარ თვალცრემლიან ქალს შეავლო თვალი,მაგრამ არ უგრძვნია არცერთს არაფერი,გვერდი აუარა და მამას შეეკითხა.
-მამა რა ხდება,ვინ არის ეს უცხო ქალბატონი.
-ჰმ, ქალბატონი?თავად გეტყვით ვინც არის და სად იყო აქამდე ეს ქალბატონი,როგორც შენ უწოდებ შვილო.ირონიულად თქვა გურამიმ,ლევანიმ კითხვით სავსე თვალები შეანათა მისთვის უცხო ქალბატონს და პასუხს დაელოდა.
-მე თქვენი დედა ვარ. თქვა აკანკალებული ხმით და თავი დახარა,რადგან ვერ გაუძლო ლევანის თვალებს.
-დედაააა? თქვა ხმამაღლა ლინდამ.
-დედაააა? იგივე გაიმეორა გაოცებულმა ლევანიმ.
-მე დედა არ მყავს,მე მხოლოდ მამა მყავს,რომელიც დედაც იყო ჩემთვის და მამაც.მამა რომელიც დილამდე იჯდა ჩემს საწოლთან, როცა სიცხე მქონდა. მამა რომელიც ლინდასთან ერთად ტიროდა, როცა კბილები ამსოდიოდა. მამა რომელიც ჩემთან ერთად ბურთს თამაშობდა და დილით ლინდას თმებს უვარცხნიდა და უბწნიდა ლამაზად.შენ დედა სად
იყავი ამ დროს? შენ დედა სად იყავი იმ დროს როცა ლინდა ფეხზე გავლას ცდილობდა,სად იყავი მაშინ როცა დაეცა და თავზე კოპი ჰქონდა,ის კოპი მამამ კოცნით მოურჩინა.მამამ ასწავლა სიარულიც,მამამ ათია ღამეები მის საწოლთან.მე მახსოვს ეს ყველაფერი,მაგრამ არ მახსოვხარ შენ დედა.სწორი გითხრა მამამ,თქვენი ადგილი ამ სახლში 19 წლის წინ დაკარგეთ, როცა მე 11 წლის ვიყავი. მე დედა დავიტირე გულით როცა ჩვენ ძიძა მოგვიკვდა და დღემდე მის საფლავზე დავდივართ, რადგან მან მოგვცა ის სითბო და სიყვარული,რაც უნდა მოგეცა შენ.მან მოგვცა დედობრივი სიყვარული,რაც ვერ გაიმეტე შენ
საკუთარი შვილებისთვის.ლევანის წინ იდგა ქალი და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.არც უცდია ცრემლების შეჩერება და მოწმენდა
-მაპატიეთ, დამაბრმავა ტყუილმა დაპირებებმა.
-ქალბატონო, კარები იქით არის. უთხრა ლინდამ ატირებულ ქალს და ლევანის გვერდით
დადგა. ლინდამ ცრემლიანი თვალები შეანათა შვილებს და მხრებში მოხრილი წავიდა
კარებისკენ, მაგრამ გარეთ გასვლამდე გაიგონა ლინდას ხმა.
-მე 19 წლის ვარ და მთელი ეს წლები ვიცოდი დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა და მე ჩემთვის უცნობ დედას დღემდე ვგლოვობდი, ძიძას საფლავზე ავდივარ ხშირად როცა დედის მოფერების სურვილი მაქვს. კარგი იყო საერთოდ არ გამოჩენილიყავით,დაე ისე მცოდნოდა ბოლომდე როგორც ვიცოდი. თქვენი აქ მოსვლით ეს ტკივილი ძალიან გააუფასურეთ. მე არ მყავს დედა, არასოდეს არ მყოლია და ვერც შევძლებ ამ სიტყვის დაძახებას. მშვიდობით ბრძანდებოდეთ ქალბატონო. ლინდას სიტყვებმა უფრო მოხარა მხრებში და ხმამაღალი ხმით ატირებულმა დატოვა სახლი და სახლში სამი გაოცებული ადამიანი,რომლებიც იმ წუთებში გათიშულები იყვნენ. სახლში არსებული სიწყნარე
გურამიმ დაარღვია და შვილებს მწარე ღიმილით გადახედა,ჩუმი და ჩამწყდარი ხმით თქვა.
-დაჯექით, აღარ შემიძლია ამ ტვირთის ზიდვა. 19 წელია ვატარებ ამ ტკივილს და დროა უკვე თქვენც იცოდეთ სიმართლე. ლინდა და ლევანი მამის წინ დასხდნენ და მოემზადნენ მათთვის არასასიამოვნო და ძალიან ტკივილიანი ისტორიის მოსასმენად.
-ვიცი, რომ ხანდახან უხეშად გექცევით, მაგრამ მთელი 19 წელია ვერ შევძელი ჩემი შეურაცხოფის დავიწყება. ლინდა ძალიან მიყვარდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.26 წლის ასაკში დავქორწინდი, ის კი 18 წლის იყო, ჩვენს შორის 8 წელი იყო სხვაობა.თავიდან ძალიან კარგად იყო ყველაფერი, მიყვარდა და ვუყვარდი. ლევანი 4 წლის იყო რომ
შეიცვალა ჩემს მიმართ და სულ გარეთ იყო გასული. ვითმენდი რადგან მე დაძაბული სამუშაოს გამო ვერ გამყავდა გარეთ,სამსახური არ ჰქონდა და მოსაწყენი იყო სულ სახლში ყოფნა.გადიოდა დრო და ერთხელაც ანონიმური წერილი მივიღე სადაც მწერდნენ, ,,ცოლს მიხედე ნუ მისცემ უფლებას სხვისი ოჯახი დაანგრიოს''-ო, გამეღიმა და ვთქვი გულში, როგორ შურთ ჩემი ლამაზი ცოლი რომ მყავსთქო. ერთ დღეს მოულოდნელად დავბრუნდი სახლში არ გამიფრთხილებია, უნდა გამომეცვალა რადგან აუცილებელ შეხვედრაზე ვიყავი წასასვლელი, კიბეებზე ავდიოდი და თან ჩემს მძღოლს ვურეკავდი, არ მპასუხობდა
ჩემს საძინებლთან რომ მივედი გავიგონე უცნაური საუბარი, რამაც ძალიან გამაკვირვა.
-შეეშვი, უთხარი რომ არ გაგიგონია ხმა.
-იქნებ რამე აუცილებელია.
-არა უშავს მე დაგიცავ,არ დავუშვებ რომ აქედან წახვიდე.გაოცებული ვიდექი და მათ საუბარს ვუსმენდი.მაშინ აღმიდგა ყველაფერი ტვინში,კარები შევაღე და ჩემი საყვარელი ცოლი ჩემს მძღოლთან ერთად ჩემივე საწოლში ნებივრობდა.მძღოლი გავანთავისუფლე და ლინდა იმ დონემდე მიყვარდა არ გავუშვი,ვერ გავუშვი და ერთმანეთს ვტანჯავდით,ჩვენი სიახლოვით და ერთად ყოფნით.ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა,რომ ორსულად იყო და უნდა მოვიშორო.სასტიკად გავბრაზდი და მთელი ცხრა თვე გვერდიდან არ მოვცილდი, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ბავშვი მოეშორებინა,კიბიდანაც დაგორდა განგებ,წამლებიც დალია,მაგრამ ყველა სიბრაზე დამავიწყდა როცა პირველად ავიყვანე პატარა ლინდა ხელში. ოთხი დღე იყო საავადმყოფოში და როცა მის წამოსაყვანად მივედი ლინდა იქ აღარ დამხვდა და საწოლზე კი წერილი დაეტოვებინა.
-გურამ რადგან არ მომეცი საშუალება ეს ბავშვი მომეშორებინა,სიმართლე უნდა იცოდე.ნებას გაძლევ რაც გინდა ის დაარქვი,რაც შენ გაგიხარდეს მაგრამ უნდა იცოდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ,ის შენი შვილი არ არის.მე მივდივარ შენგან,რადგან აღარ მიყვარხარ. ხელი უკვე მოვაწერე განქორწინების საბუთებს და კარგს იზამ თუ საქმეს დიდი ხნით არ გადადებ.მე არაფერს არ ვითხოვ,გიტოვებ ბავშვებს,რადგან მე ისინი არაფერში არ მჭირდება, ჩემთვის ისინი ზედმეტი ტვირთი არიან. ვინ იცის იქნებ ოდესმე დავბრუნდე. ვიდექი წერილით ხელში და რა მექნა არ ვიცოდი, როგორ შემექცია ზურგი იმ პატარა ანგელოზისთვის და დამეტოვა იქ საწოლზე უგულოდ. დაბნეული ვიყავი,მაგრამ ლინდა
ხელში ავიყვანე,გულში ჩავიხუტე და სახლში წამოვიყვანე.ჩემო გოგო ვერ გეტყვი იმას,რომ შენ ჩემიდიდი სიყვარულის სასიამოვნო ნაყოფი ხარ,მაგრამ ჩემი შვილი ხარ,ლევანის და და ჩემიგაზრდილი.ლინდამ შეხედა გურამს და უთხრა.
-პატიება ითხოვა, თუ ჯერ კიდევ გიყვარს აპატიებ?
-არა, არ შემიძლია ვაპატიო. ამდენი წლის შემდეგ, უფრო გაიზარდა ზიზღი. მე ჩემმა სიყვარულმა დამაბრმავა და მე ვიმკი ამ შეცდომის შედეგებს მარტოობით უკვე წლებია. მთელი ეს დრო მე თქვენით ვიცოცხლე,თქვენზე ზრუნვით და თქვენი სიყვარულით.აი ეს იყო სულ, განაჩენი თქვენ გამოიტანეთ. მე არ გიშლით მასთან სიახლოვეს,ის დედაა თქვენი და ეს თქვენი გადასაწყვეტია ნახავთ თუ არ ნახავთ.გურამი ადგა და თავის საძინებელში გავიდა,უკან დაბრუნებულს კი ხელში წლებისაგან ფერდაკარგული რაღაც შეკვრა ჰქონდა. ლევანს გადასცა შეკვრა სადაც სიძველისაგან და დროისგან გაყვითლებული ქაღალდები იყო.წაიკითხე და იმაზე მეტს ეს ქაღალდები გეტყვის რაც მე გითხარით.მე წავალ,დავიძინებ როგორც იქნა დარდისგან დაცარიელებული გულით დავიძინებ დღეს.ლინდა ადგა გურამს მოეხვია და მთელი სახე კოცნით დაუფარა.
-არ მაინტერესებს არავინ, შენ ხარ ჩემი მამაც და დედაც. არ შემედავო და არაფერი არ მითხრა,მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო.გურამმა შემოხვია ხელები და ასე იდგნენ დიდხანს.ლევანი ადგა და მანაც შემოხვია ორივეს მისი ძლიერი ხელები.
-ყოველთვის ვამაყობდი შენით მამა,მაგრამ ახლა უნდა გითხრა,რომ შენ ჩემი კერპი ხარ.ლინდა რომ დღეს ჩემს გვერდითაა,ამას სიცოცხლის ბოლომდე დაგიფასებ.მიყვარხარ მამა და ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით,რაც შეეხება ამ წერილებს მე მათ დავწვავ,რადგან არ გვინდა ამ ნაწერებით გავიხსენოთ არასასიამოვნო ტკივილი.
-თქვენზე მეტი სიმდიდრე მე არაფერი არ გამაჩნია,თქვენ ხართ ჩემი ძალაც და სიმდიდრეც.რაც გინდა ის ქენი,მე აღარ ვაპირებ ტკივილით ცხოვრებას.უთხრა ლევანს თვალცრემლიანმა და პირველად გაიღიმა გულით ამ წლების მანძილზე,ლევანიმ კი მტკიცედ თქვა ორივეს გასაგონად.
-დღეს არაფერი არ მომხდარა მნიშვნელოვანი და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ისე,როგორიც იყო აქამდე,მაგრამ შენთვის ტკივილის გარეშე.წყლის გარეშე კვდება ბუნება,სულის გარეშე კვდება გული,მომავლის გარეშე კი მომავალი არ არსებობს.ერთმანეთის სიყვარული არ შევწყვიტოთ და ერთგულება,მომავალს კი ჩვენვე შევქმნით,მხოლოდ ბედნიერ მომავალს. აქამდე ჩუმად მყოფი ლინდა გურამის გვერდით ჩამოჯდა,მისი ხელები ხელში აიღო და უთხრა.
-მამიკო ყველა ადამიანს აქვს,თავისი საიდუმლო.არ არის აუცილებელი ეს ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს.მე მესმის და უფრო კარგად ლევანსაც ესმის,თუ რა მძიმე წუთები იყო შენთვის ცოტა ხნის წინ ამ სახლში.არაფერიც რომ არ მოგეყოლა,ჩვენ არასოდეს არ დაგატანდით ძალას. ჩვენთვის საკმარისი იყო ის,რაც მოვისმინეთ.ეს შენ გადაწყვიტე ასე და შენ თავად მოინდომე ჩვენ ყველაფერი გვცოდნოდა.არ ინერვიულო,შენ საუკეთესო მამა ხარ.აქ დასრულდა ჩვენი დღევანდელი საუბარი და ეს თემა აღარასოდეს აღარ განმეორდება. არცერთი ჩვენთაგანი არ არის წმინდანი, ხვალ შეიძლება ისეთი დღე გაგვითენდეს, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ,მთავარია ერთმანეთის გვჯეროდეს და ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს დავძლევთ.შენ ჩემი და ლევანის საამაყო ადამიანი ხარ, მე სხვა მამა არ მყავს და არც მჭირდება. შენ ხარ ჩემი ბუზთუნა, მაგრამ ტკბილი მამიკო.
-ხვალ,თუ ცოცხალი აღარ ვიყო ლევან იცოდე,რომ მე ბედნიერებისაგან მოვკვდი. მიხარია, რომ ჩემი შვილები ხართ და ასეთი კარგები ხართ.
-დავისვენოთ უკვე სადაცაა გათენდება.გურამმა შვილებს გაუღიმა და თავის საძინებელში
შევიდა. ლევანიმ ღიმილით გახედა ლინდას, ხელი დაავლო და მდივანზე დააგდო და
მკაცრად, წარბაწეულმა უთხრა.
-მეტყვი თუ არა, რა მოხდა ან რა ხდება შენსა და გაბრიელს შორის თუ გცემო ისე ჯერ რომ არ მიცემიხარ. ლევანი ისეთი სერიოზული იყო ლინდას ჯერ შეეშინდა, მაგრამ მის სახეზე შეკავებული ღიმილი რომ დააფიქსირა,თავადაც გულიანად გაიცინა,ისე რომ გურამიც კი გამოვიდა საცვლებით საძინებლიდან.
-მამააა, ჩემი ცემა უნდა ლევანის. უჩივლა მამასთან ლევანს და გურამმა ხელი ჩაიქნია, აქაოდა გიჟები ხართო.
-ლევან ძალიან სწორი შეფასება გააკეთა ამ წუთში მამამ,შენ ჩამოყალიბებული გიჟი ხარ.
-თქვი თორემ მართლა გცემ, რაო გაბრომ მომწონხარ ფისუნიაო?
-კარგი რა ლევან მეძინება და ხვალ ვილაპარაკოთ.
-ერთი პირობით მხოლოდ.
-რას მთავაზობ? ლინდამაც მასავით აწია წარბი, რაზედაც ლევანს გაეცინა.
-ისე, როგორც ბავშვობაში ერთად დავიძინოთ.
-დავიძინოთ რა პრობლემაა, მხოლოდ არ იხვრინო თორემ გადმოგაგდებ ძირს. დაემუქრა თითის ქნევით.
-თითი გოგო თვალი არ წამომიგდო და კიდევ, მე არ ვხვრინავარ. გემრიელად მოეწყო ორივე და ლევანი თითქმის ჩაძინებული იყო ტელეფონის ხმამ რომ გამოაფხიზლა,არ შეიმჩნია და რომ აღარ გათიშა ტელეფონი ლინდამ ჩაახველა და ხმამაღლა თქვა.
-ნორმალურ და ჭკვიან ხალხს ამ დროს სძინავთ და შენ მაინდამაინც უტვინო და არანორმალური მოძებნე?ლინდა იცინოდა და იქედან გაბრიელი ყვიროდა.
-ვინაა არა-ნორმალური შენ მართლა არა-ნორმალურო. მართლა, მოიცა შენ მანდ რა გინდა, შენი ოთახი და შენი საწოლი არ გაქვს?
-ესღა მაკლია, რამდენი ავადმყოფი იქნება იმათ შევეკითხო, მე სად დავწვები ჩემს სახლში.
-ძვლებში დაგამტვრევ, ლინდა ჩაარტყი მაგ ავადმყოფს იქნებ გაეხსნას ტვინის უჯრედები.
-ტვინის უჯრედები მე გახსნილი მაქვს და შენი კი ახლა იკეტება შე უტვინო, ვერ ხვდები შენი ცხოვრების ვარდიანი გზები ეკლიანი რომ ხდება.
-ენაზე გაქვს შენ ეკლები და ნუ იწყევლები კუდიანი დედაბერივით.
-გათიშე გოგო დამაძინეთ, რას აყეფებ მაგ ხისთავიანს ამ შუაღამეს.
-ვაიმე, რატომ არა ვარ ახლოში რომ გადმოგიღო ძირს მაგ საწოლიდან.
-კი გინდა ახლა აქ რომ იყო ჩემს მაგივრად გაგორებული, მაგრამ ვერ მოგართვი.
-დაწყნარდით რა მოგივიდათ,შენ რა გემართება ტკბილი სიზმრები ნახეო რომ ატეხე ერთი
ორომტრიალი.ლევანიმ თავი წამოწია მაღლა და ლინდას შეხედა,შემდეგ კი უთხრა.
-ლინდა ნუ იჭიმები იმხელაზე,რამხელაც არ ხარ თორემ რომ გიყურებ ახლა რა პოზაშიც ხარ,ჭიაყელა მგონიხარ.
-ლევან ძალიან ნაზი ვარ, მაგრამ ერთს ისეთს გლეწავ ერთი კვირა აზრზე ვერ მოხვალ. ლევანიმ ჯერ უყურა ლინდას და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
-ლინდა ეს შენ ხარ, მართლა შენ ხარ?ყოჩაღ გაბრიელ რამდენიმე საათით დაგიტოვე და ასე
როგორ შემიცვალე ჩემი და და კი შენ ნამდვილად შეცვლილი ხარ.ახლა მეძინება და ორივეს ხვალ მოგივლით,შეხედე ამ უტვინო ხისთავიანს ჩემი სიმწრით გამოზრდილი დაიკო როგორ უცებ გადაიბირა,რა უცებ განაწყო ჩემს წინააღმდეგ თან ცუდად ამ ვირთხამ.დაითანგა გოგო
სიყვარულში.ბურდღუნებდა და თან ჩუმად იცინოდა.
-მე რატომ ვარ დათანგული.
-რატომ?ბრმაც კი შეხედავს,რომ გაბრიელს გული ერთი ნახვით გადაუქანე და ყრუც კი გაიგონებს თქვენი გულების ძგერას და როცა ლაპარაკობთ ისე ქშინავხართ მატარებლის
ორთქმავალივით,მშვიდად მაინც ისუნთქეთ.
-ოხ ლევან, ოხ ლევან როგორ უმიზეზოდ იღრინები? ლევანმა ლინდას ტელეფონი აიღო და გაბროს გადაურეკა.
-გისმენ ჩემო პატარავ, დაეძინა იმ ხისთავიანს?
-ისეთი ლამაზია ეს შენი პატარა ფერია, დაკარგე იპოვნი, იპოვნი რადგანაც შენია, შენია. ხისთავიანი თავად ხარ.
-როდის უნდა დაჭკვიანდე ბიზნესმენი კაცი ხარ ლევან. მეძინება,შაირობის დრო არ მაქვს,რა გინდა.
-მომენატრე შე ჩ...ა და დაგირეკე.
-შენი ნომრით რატომ არ დარეკე.
-არ აიღებდი.არადა არ დამეძინა,რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ დილამდე.
-თქვი რა ჭირი გეტაკა, რა გინდა.
-იცი რა მაგარი გასექსუალურებული ხარ?
-ლევან კარგად ხარ? გაკვირვებულმა შეეკითხა გაბრიელმა, ლინდას კი ბალიშში ჩაერგო თავი და ისე ხარხარებდა.
-ძალიან კარგად ვარ გაბრო.მე ვიყო სიძვის დიაცი,რომ დაგინახე სხეული ამიკანკალდა შენი ძუძუმკერდი რომ დავინახე.
-ფუ შენი პი...ი დედას შ...ი ლევან.მომშორდი ახლა სანამ მოგიხტი სახლში და ძვლებში
დაგამტვრიე, ყველა ასე გაგიჟებული როგორ დამხვდით.გაუთიშა გაბრომ და ოთახში გულიანი ხარხარი გაისმა,რამაც გურამიც კი გააღვიძა.
-ოხ რა კარგია ცხოვრება, ძალიან კარგი. იცინოდა ლევანი.
-ხვალ გაჩვენებს კარგ ცხოვრებას შენ გაბრიელი. უთხრა ლინდამ სიცილით.
-დღეს უკვე სიამოვნებით დამეძინება, ხვალ მოვიფიქრებ რამეს თავის გადასარჩენად.
აპრილის მზიანი დილა გათენდა, ლინდამ გაიღვიძა და ლევანის ადგილი ცარიელი დახვდა მის გვერდით,ბალიშზე კი რევეულის ფურცელს შეხედა და აიღო რომელზედაც გაკრული ხელით ეწერა რამოდენიმე წინადადება.
-ვგრძნობ,რომ მალე გამიფრინდები ჩემო ტკბილო. მინდა ყოველთვის გახსოვდეს,რომ სიგიჟემდ მიყვარხარ.გაეღიმა და ძამიკოს ნაწერს თბილად აკოცა,შემდეგ ტელეფონს დახედა და იქაც შეტყობინება დახვდა.
-დილა მშვიდობის ყველაზე ლამაზს და ყველაზე საყვარელ გოგონას, ჩემს გულის სიტკბოს და სითბოს გჩუქნი ამ ლამაზ დილას და საღამოს გეპატიჟები რესტორანში,რომ გაიღვიძებ შემეხმიანე ლინდა.გაბადრული წამოდგა და ფარდები გასწია,მის სარკმელთან მზის სითბოზე ბუმბულებ აბურძგნული ჩიტები დამსხდარიყო და თბებოდნენ.ლინდას შეხედა და თითქოს
გამოფხიზლდნენ,პატარა ნისკარტებით სარკმელზე მიუკაკუნეს.უყურებდა ლინდა ამ საოცრად
საყვარელ პატარა არსებებს ნიავი ბუმბულს რომ უწეწავდა და გაეცინა.გავიდა პურის ნაჭერი მოიტანა ხელში დაიფშხვნა,სარკმელი გამოაღო და ნამცეცები იქვე დაუყარა ჩიტუნებს.დილის საამო ნიავი შემოიჭრა ოთახში,მზემ თავისი ოქროსფერი სხივები შემოხვია და მის თბილ გულში ჩაიკრა ეს ერთი ციდა გოგო.ჩიტუნებმაც ოთახში შემოფრინდნენ და მადლობის გამოსახატად ჭიკჭიკით შემოირბინეს ოთახი კიდიდან კიდემდე.ჭიკჭიკებდა თითქოს მიყვარხარო,ეს ყველაზე ლამაზი დილა იყო ლინდას 19 წლის მანძილზე.
-ეს ყველაზე ლამაზი დილაა ამ მოწყენილ და ცივ სამყაროში,სადაც მხოლოდ აუტანელი სიყალბეა ყოველი ფეხის ნაბიჯზე,სადაც კი ბოღმა და შურია ჩასაფრებული.მე კი მინდა ყველა დილა ასეთი მხიარული,მშვენიერი და ლამაზი გქონდეს.გურამი ღიმილით უყურებდა ლინდას და მასაც უხაროდა ლინდას სიხარული.
-მამიკო,მართლა რა ლამაზი დილაა.დღეს ნათლად იგრძნობა გაზაფხულის სურნელი,ოთახი მზის სხივებით გაჯერებული და დილის საამური ნიავი.რა სასიამოვნო ხალისი შემომიტანა ამ პატარა ჩიტუნებმა და დილა უფრო გამილამაზეს.
-მიხარია,რომ ასეთ ბედნიერს გხედავ.ლევანი წავიდა?
-წასულა,რომ გავიღვიძე აქ აღარ იყო.მაგრამ წერილი დამხვდა,ძალიან მიყვარხარო.
-მიხარია,ასეთი კარგები რომ ხართ.შუბლზე აკოცა ლინდას და მარტო დატოვა სახლში.
შეყვარებული მამაკაცი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა,მაგრამ დგება მომენტი როცა
ნებიემიერი მამაკაცი გულის სიღრმეში სასურველი მეორე ნახევრის პოვნაზე ოცნებობს.ის მეტად თავდაჯერებულია და თავს ამაყად გრძნობს.გაბრიელის ცხოვრება შეიცვალა,სამუშაო დღის დასრულების შემდგ,გული სულ გარეთ მიუწევს და მოუთმენლად ელოდება მისი საყვარელი ადამიანის ნახვას და მასთან შეხვედრას.ის წუთები როცა ერთად არიან,მისი სიცოცხლის გარკვეული ნაწილი,მხოლოდ იმ ერთისთვის აქვს დათმობილი.ლინდას ღიმილიანი სახის დანახვა,მისთვის დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დიდი ჯილდოა. ბედნიერება, რომელიც მის თვალებში აისახება რა თქმა უნდა შეუდარებელი და განსხვავებულია. ყველამ შეამჩნია გაბრიელის ცვლილება, უფრო ხალისიანი გახდა და უფრო თავისუფალი. არ იყო ჩაკეტილი, მხოლოდ ლევანთან ერთად იყო დაძაბული.ერთ დღეს მოულოდნელად მის საუბარს შეესწრო ლევანი რომელიც ტელეფონზე საუბრობდა ძალიან თბილად, არ უნდოდა მაგრამ მისდა უნებურად მოუსმინა და მოსმენით გაოცებული იყო.
-უშენოდ ძალიან ცუდად ვარ და უკვე გადავწყვიტე არცერთი დღე არ გავატარო უშენოდ,შენ ჩემი ცხოვრების ანკარა წყარო ხარ,რომელსაც შეგისრუტავ და შენით შევივსები.ლევანმა თვალები დაჭყიტა და ტელეფონზე ლინდას ნომერი აკრიბა,რა თქმა უნდა ლინდას ნომერი დაკავებული იყო,გაბრაზებულმა კარები შეაღო და გაბრიელს უთხრა.
-ვის იხუტებ გულში ამ შუადღისით და ვინ არის ის უბედური შენი თბილი ნათქვამი სიტყვები რომ სჯერა. გაბრიელი მოულოდნელად გაჩუმდა და ლევანს შეუღრინა.
-რომ შემოდიხარ, არ უნდა იკითხო შეიძლება თუ არა?
-ბა, ეს როდის მერე დავიწყეთ შენს კარებზე მოკაკუნება. ბოდიში ბედნიერი წუთები ჩაგიშალე. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და თავისებური პატარა სცენა გაითამაშა.
-ვის ელაპარაკებოდი ამდნი ხნით,ვინ იდიოტისთვის გცალია სალაპარაკოდ,გამოცდები კარზე გაქვს მომდგარი.მოვალ მე სახლში და ტელეფონს ჩამოგართმევ,რატომ?იმიტომ რომ როცა მე მჭირდები ვერ გიკავშირდები. გათიშა ტელეფონი და გაბრიელს შეხედა და გაბრაზებულმაუთხრა.
-მაგ ქაღალდებს ხელი მოაწერე,თუ გცალია რა თქმა უნდა.რას მიყურებ,რამე გაქვს სათქმელი?გაბრიელი დაიძაბა და უთხრა.
-ლევან ყველა ადამიანს თავისებური ბუნება აქვს,თავისი ხასიათები,თავისი ჩვევები.დღემდე
ვცდილობდი როგორმე გამომენახა გზა შენთან სასაუბროდ,ზოგიერთს შეუძლია ლამაზად
საუბარი,ზოგიერთი სერენადებსაც იოლად მღერის,ზოგს კი ორი სიტყვის თქმაც კი უჭირს.
-შენ რომელს მიეკუთნები მაგ სამიდან.
-უნდა ვაღიარო,რომ ბოლო ნათქვამს მივედრები,მაგრამ დღეს გადავწყვიტე ბოლომდე დავიცალო შენთან და პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმელი,გულში რაც კი მაქვს.ახლა თუ არა,ხვალ და ზეგ ვერ გეტყვი და საერთოდ წავალ აქედან,თან ისე რომ აღარასოდს აღარ დავბრუნდები.ლევან ჩვენ მეგობრები ვართ,ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ ერთად და დღემდე ერთად ვართ.ძალიან მიჭირს ამის თქმა,მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს.
-ამდენ შესავალს თავისუფლად რომ თქვა სათქმელი არ შეიძლება? მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული და დაბნეული.ჯერ არავინი არ მომიკლია ჩემი რომ გეშინოდეს, გისმენ.
-უკვე ერთი წელია რაც საქართველოში დავბრუნდი და ეს კარგად იცი როგორც მოხდა, დავითას გეგმის მიხედვით. მინდოდა უკან მალე დავბრუნებულიყავი,მაგრამ ვეღარ შევძელი. სიყვარულმა დამაკავა, შემიყვარდა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან შემიყვარდა. ლევანს გაეღიმა, წამოდგა ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ გაბრიელთან მივიდა, ახლოს დადგა მის წინ და თვალებში ჩახედა და სერიოზული ცივი და მკაცრი ხმით უთხრა.
-გაბრიელ ვაფასებ შენს გულახდილობას,შენ ასე ძლიერ შეგიყვარდა და ვინ,ლინდა? ჩემი პატარა ლინდა მართლა ასე ძალიან შეგიყვარდა, რომ უკან ვეღარ გაბედე წასვლა?
-გამლანძღე, ლევან დამარტყი რაც გინდა მიყავი, მაგრამ რაც არ უნდა მითხრა, რაც არ უნდა მიყო, მაინც იმას გეტყვი,რომ შემიყვარდა.ვიცი,რომ დავაშავე ძმაკაცის და ჩემი დაც უნდა ყოფილიყო და ასეც იქნებოდა აქ რომ ვყოფილიყავი,მაგრამ ვერ შევხედე ისე როგორც უყურებს ვაჟა და დავითა.პირველი შეხედვისთანავე აღვიქვი ქალად და ჩემს სასურველ ქალად. რომც გამრიყო შენი მეგობრობიდან ლევან მაინც ვერ შევძლებ ამ გრძნობას გვერდი ავუარო, ეს ხომ შეუფასებელი გრძნობაა.ღრმად ამოისუნთქა,თითქოს დაიცალა რაც კი ქონდა გულში სათქმელი და განაჩენის მოლოდინში კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და უთხრა ჩუმი და დაღლილი ხმით.
-მიყვარს, ლევან მე ლინდა მიყვარს.
-მასაც ასე ძლიერ უყვარხარ? შეეკითხა, თუმცა ძალიან კარგად იცოდა ლევანმა რომ ლინდასაც ძალიან უყვარდა გაბრიელი ისეთივე ძლიერი გრძნობით,როგორც გაბრიელს.
-ვუყვარვარ, მაგრამ თქვენი ერიდება.
-მთელი გულით გისმენდი გაბრიელ და არ ვიცი რა უნდა გითხრა, გარდა იმისა,რომ ეს გრძნობა ძალიან ძლიერი გრძნობაა და წინ ვერ აღუდგება ვერავინი.ვერც ძმა,ვერც მშობელი ვერ გააცივებს აძგერებულ და ალმოდებულ გულს,იმ გულში მხოლოდ ერთი ადამიანია.მე გაბარებ ჩემს პატარა პრინცესას,ძალიან გამიჭირდება მისი ჩემგან შორს ყოფნა,მაგრამ შევეგუები რადგან კარგ ხელს ვაბარებ.მე თანახმა ვარ პატივი ვცე თქვენს გრძნობებს, ვიცი, რომ ლინდა შენთან ერთად ბედნიერი იქნება.
-მადლობა,რომ გამიგე ლევან.
-რატომ იფიქრე,რომ ვერ გაგიგებდი.მართლი ხარ,ვერ გაგიგებდი ლინდა შენს წინ რომ გაზრდილიყო და მაინც შეგყვარებოდა,ამას მართლა არ გაპატიებდი,მაგრამ შენ მართალი ხარ,ის უცხოა შენთვის და თვალმა მალე შეამჩნია მისთვის სასურველი.ისე უნდა ვაღირო,მე უფრო ადრე ველოდი შენგან აღიარებას,ერთი წელი რამ გაგაჩერა ჩუმად.
-დიახ,ერთი წელი და უკვე აღარ შემეძლო.ეს სიჩუმე ჩემთვის უკვე ძალიან აუტანელი გახდა.
-მაშ,ბიჭებმა ნიძლავი წააგეს?გაეღიმა ლევანს.
-არა,არ იფიქრო ეს მე ჩემს გასამარჯვებლად ლინდა გამოვიყენე,მართლა შემიყვარდა და ჯერ არ გავამხელ.დაე იფიქრონ,რომ მე წავაგე.გაეღიმა გაბრიელს.
-თვალები,თვალები უსიტყვოდ მღერიან....ეს სიმღერა შენ არ იცი? თქვენ ორივეს თვალებით დაგეწყოთ ცვლილება.ლინდა ბრწყინავს როცა შენ გესაუბრება ან შენს სახელს რომ ვახსენებ სახლში,ერთიანად უნათდება სახეც და თვალებიც.უნდა გითხრა,მამამაც შეამჩნია ეს ცვლილება და წუხელ თვალებით შემეკითხა ,,რა ხდებაო''.არ ვიცი მეთქი, შემდეგ ჩუმად შევამოწმე მისი ტელეფონი და გული დამიმშვიდდა მხოლოდ შენი ზარებია ტელეფონში. არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ მე მაინტერესებს რომელ საფეხურზე ხართ,რამე სერიოზული არის უკვე თქვენს ჩანაფიქრში?
-მე ვფიქრობ უკვე სერიოზულ ნაბიჯს ჩემებსაც ველაპარაკე და ძალიან გაეხარდათ,მაგრამ არ ვიცი რას მიპასუხებს ლინდა.ბავშვი აღარ ვარ ლევან ოჯახი მინდა და შვილები მინდა მყავდეს.მინდა სამსახურიდან დაღლილს,ჩემი საყვარელი ქალი სახლში მელოდებოდეს.
-მართალი ხარ ძმაო.მარტო შენ კი არა უკვე დროა ყველამ ვიფიქროთ მომავალზე,აბა გაბარებ ჩემს ძვირფას განძს და კარგად გაუფრთხილდი,თორემ ჩემზე მეტი მტერი შენ არ გეყოლება.შენი დაუძინებელი მტერი გავხდები,ლინდას თვალზე რომ ცრემლი ვნახო გაბრიელ.
-ლევან რაღაც უნდა გკითხო, უკვე რამდენი ხანია გაკვირდები და მოდი გულახდილები ვიყოთ.ვინ არის ის გოგო,რომელმაც შეგცვალა თუ არ ვცდები ეს ის ნატაა ჩემთან რომ გაიცანი.
-მართალია,ის გოგონაა გაბრო და მას შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ,ვერ ამოვიგდე თავიდან მასზე ფიქრი.
-მერე გავიგოთ სად სწავლობს,როგორც მახსოვს ნანას და არის,არ გაგვიჭირდება მისი პოვნა.
-სწავლა დამთავრებული აქვს,უკვე მუშაობს.მინდა ვნახოო,მაგრამ უბრალოდ რაღაც მაკავებს,ვერ მივდივარ მასთან.
-ოოო, სიყვარულის მთავარი ,,სიპტომი'' სურვილია ძმაო.
-ის არა მარტო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა,ის ჩემს სულშია.მეშინია გაბრო.
-რისი გეშინია,რაა შენი შიშის მიზეზი.
-ალბად თავისუფლებასთან გამოთხოვება არ მინდა, არ ვიცი რა გითხრა.
-ლევან სიყვარულს იდეალური სმენა აქვს, ამისათვის მხოლოდ გულია საჭირო და სურვილი. შენს ინსტიქტებს დაუჯერე,ირწმუნე საკუთარი თავის და ყველაფერს შეძლებ.ასე რომ, წინ მეგობარო ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრებისაკენ.

-ორი სული ერთ სხეულში,ხომ გაგიგონია?გაგიგონიათ,მაგრამ არ გინდათ ამხილოთ.
-რა გინდა,დილიდან აღრენილი რომ ხარ.თქვი რატომ იკბინები დღეს,რომ გავიგოთ რა გინდა.უთხრა გაბრაზებულმა ვაჟამ დათოს.
-დაგვცოფა დღეს ყველა, ერთი ადამიანი არ გაუშვია ისე რომ არ ეკბინა.არადა რას გეტყვის, თავადაც არ იცის რა უნდა. თქვა ლევანიმ.
-არც იცის რა უნდა და ტყუილად აფრქვევს დღეს ამ შხამს.
-მართალია,მე არ ვიცი რა მინდა და თქვენ იცით ყველაფერი.
-თქვი რა გინდა და დაგვასვენე.
-თანამდებობისთვის შეუფერებელო ადამიანებო,ამ ბოლო დროს თქვენ ორი სირთულეებს
მიქმნით.გაბრიელის და ლევანის მიმართულებით გაიშვირა ხელი დათომ.
-არც მე არ მომწონს შენი არეული საუბარი, ამ ბოლო დროს.წადი წაუძინე,ძალა მოიკრიბე და შემდეგ მოდი სამსახურში.უთხრა წყნარად ლევანიმ მაგრამ დათო მაინც აგრძელებდა წუწუნს.
-რა გინდა დათო რა. უყვირა ბოლოს მოთმინებიდან გამოსულმა გაბრიელმა.
-რა მინდა და დავიღალე, დავიღალეეე. ტვინის უჯრეები გადამეღალა,ამიტომ წინადადებით
შემოვდივარ.
-შენი ტვინი დაღლილი თუ არის ბრძნულ აზრებზე ფიქრი შეუძლია? გისმენთ, რა წინადადება გაქვს ბ-ნო დავით.თქვა ვაჟამ და ლევანს თვალი ჩაუკრა.
-პირველი თქვენ ორივეს დაგთხრით თვალებს და ხელში დაგაჭერინებთ, მეორე ის რომ, შაბათი და კვირა ისედაც ხომ ვისვენებთ? ვისვენებთ. თავად გასცა პასუხი მის დასმულ კითხვას.
-ორი დღე მოვიპაროთ ხუთშაბათი და პარასკევი და გავიდეთ,დავისვენოთ ცოტა ამ ქაღალდების შრიალისგან.მძინავს და ეს ციფრები მესიზმრება, მღიძავს და მაინც ამ ციფრებს ვხედავ. რა გინდათ,გინდათ ჭკუიდან შევიშალო? დავისვენოთ რა ცოტა. ბოლოს თხოვნაზე გადავიდა დათო.
-მარცხენა მხარეს გეძინა წუხელ თუ არ გიძინია საერთოდ.შეეკითხა გაკვირვებულმა გაბრიელმა დათოს.
-ჯერ ერთი,ისეთი უნამუსო კაცი ხარ და უკვე გადაჯიშებული ხარ აქამდე რომ ჩამოგიტანე, მარტო იმ გეგმის მოფიქრებაში უნდა მომცე დასვენების დღეები. მეორე, მადლობაც არ დაგცდენია შენს მიწაზე რომ დადიხარ ამხელა განათლებული კაცი არ უნდა მიმადლოდე ამ ყველაფერს? განათლებული კი არა გაუნათლებელი ხარ შენ, უმადურო.ლევანს გულიანად გაეცინა და გაბრიელს უთხრა.
-გაუშვი, არ მოგვასვენებს და არც შემოძალებული საქმეები გვაქვს.
-მართლა გაუშვი, თორემ არც ჩვენ დაგვაცლის და არც თავად გააკეთებს არაფერს,ნერვებს დაგვთხრის ყველას.ლევანს ვაჟა დაემოწმა.
-წადი გიშვებ, დღეს ოთხშაბათია. ორშაბათს არ მოხვალ სამსახურში და გეფიცები პოლიციაში გავაცხადებ, მაინც მოგძებნი სადაც არ უნდა იყო.ვიტყვი,რომ ჭკუაზე ვერ ხარ კარგად და დაიკარგე.ლევანიმ და ვაჟამ გულიანად გაიცინა და დათომ ორივეს შეუბღვირა, შემდე გაბრიელს შეხედა და სიცილით უთხრა.
-შენ ახლა ნორმალური ხარ? მომძებნე შენ მე პოლიციით და მე ვიტყვი,ორი დღე დამაგვიანდა და უჩემოდ ორი დღეც ვერ ძლებს ჩემი განუყრელი მეგობარითქო.
-შეეშვი გაბრო ეს ახლა ისეთ ხასიათზეა,სანამ მის სურვილს არ აისრულებს ასე იწუწუნებს და ტვინს შეგიჭამს,არ იცნობ შენ ჯერ კიდევ კარგად მას.გაუშვი,ჯობია თუ გინდა მშვიდად იმუშავო.
-დავით ვინმე ააგდე და ერთად მიდიხართ და არ გინდა გაგვიმხილო.
-რადგან დაცდა ჩემს უჟმურ ბოსს წადიო, წავედი მეც და ორშაბათამდე დავისვენებ თქვენგან. დათო წავიდა და თავადაც აუცრუვდათ გული მუშაობაზე და ადრე გავიდნენ კომპანიიდან, ჯერ ბარში დასხდნენ. ლევანი არ გაჩერდა დიდი ხნით და სახლში ადრე დაბრუნდა. სახლში სასიამოვნოდ შემოეფეთა მშვიდი გარემო, ლინდა სამზარეულოში ტრიალებდა და გემრიელ ვახშამს ამზადებდა. ჩუმად მიეპარა სალათის კეთებაში გართულ ლინდას და უთხრა.
-როგორაა ჩემი პრინცესა?
-ვაიმეეეე, ლევან როგორ შემაშინეეე ასე ადრე რატომ მოხვედი, მამაც მოვიდა? ცოტა ხანი და ყველაფერი მზად იქნება.
-და მაინც რამდენია შენი ცოტა ხანი?
-სულ ცოტა,რაღაც 15 წუთი.
-არც მეტი, არც ნაკლები?
-ნწუ, არც მეტი და არც ნაკლები. გურამიც დაბრუნდა სამსახურიდან და გაუხარდა შვილები სახლში რომ დახვდა.
-რა ბედნიერებაა სახლში მოსვლა, როცა ასეთი გარემო გხვდება. თქვა ღიმილით,ლინდამ გააწყო მაგიდა და სამივე შემოუსხდა მაგიდას.რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ჩანგლის წკრიალი ისმოდა.გურამმა ღიმილით შეხედა ლინდას და მადლობაც მოუხადა და ასადგომად მოემზადა,მაგრამ ლევანის ხმამ უკან დააბრუნა მის ადგილზე.
-მადლობა პრინცესა, ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი იხვეწები ნელა-ნელა.
-მეც ძალიან მომეწონა დღევანდელი სადილი, ახლა კი დაგტოვებთ უნდა დავისვენო.
-სად მიდიხარ, დაჯექი მამა ლინდასთან მაქვს რაღაც სათქმელი და მინდა შენც იყო და მოისმინო.
-იქნებ ჯობდეს მარტოებმა დაილაპარაკოთ შვილო.
-არა მამა ეს შენც გეხება, რომ არ მდომოდა გაგეგო ლინდას გარეთ გავიყვანდი და იქ ვეტყოდი ჩემს სათქმელს.
-კარგი, რადგან ასე გინდა გისმენთ.
-როცა ერთი წლის წინ გაბრიელს შევხვდით, მისივე დაბადების დღეზე არავინი არ ელოდა ამ ცვლილებებს მასში, რომელსაც უნდა ეს ცვლილება ქორწინებით დააგვირგვინოს.ნუ მიყურებ გაკვირვებული, მე ყველაფერი ვიცი. ახლა რასაც გეტყვი, მინდა კარგად დაიმახსოვრო. ვიცი პატარა ხარ,მაგრამ მინდა ოჯახისა და ქორწინების შეუდარებელი როლის შემსრულებელი იყო, მე კი სანამ სული მიდგას და ვსუნთქავ,არ შევწყვეტ შენზე ფიქრს და შენზე სიყვარული ოდნავადაც არ გამინელდება.ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი დღეს გამომიტყდა ჩემი დაიკოს სიყვარულში. გამეხარდა, ძალიან გამეხარდა ლინდა და იცი რატომ? დღეს რთული ცხოვრებაა და მიხარია ის რომ ვიცი ვის ხელში ხარ. შენ ხარ სიმშვიდის მაგალითი და ხარ ჩვენი ოჯახის ანგელოზი, მშვიდობის მტრედი ამ სახლში. აქამდე ჩემი და მამას პრინცესა იყავი ,ახლა კი გაბრიელის პრინცესა გახდები. დარწმუნებული ვარ, გაბრო არასოდეს არ ჩაიდენს ისეთ რამეს რომ გატკინოს და აგატიროს. ის არასოდეს გამოგიყენებს,არასოდეს მოგატყუილებს.შენ მთელი ცხოვრება გვერდით ძალიან ძლიერი მამაკაცი გეყოლება,რომელიც იქნება შენი საყრდენი,შენ ,,ის''იპოვნე და მან ,,შენ''გიპოვნა.რაცარუნდა მოხდეს,გახსოვდეს შენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. ბედნიერებას გისურვებ ჩემო პატარავ.გურამს გაუხარდა ლინდას და გაბრიელის ამბავი და არჩევანიც მოუწონა ლინდას და იმ ღამით ლინდას ძალიან მშვიდი ძილით იძინა, რადგან უკვე ყველაფერი იცოდა ლევანიმ და გურამიმ აღარ
მოუწევდა ტყუილების თქმა.

ღიღინით სახლს უახლოვდება დათო და მთელი გზა ფიქრობდა სად წასულიყო,სად ჯობდა წასვლა ზღვა თუ მთა თუ სოფელში წასულიყო,ბოლოს ზღვა აირჩია ჩანთა მოიგდო მხარზე და წავიდა ბათუმისკენ.ხშირად ამოწმებდა ტელეფონს,აინტერესებდა თუ მოიკითხავდა მეგობრები, მაგრამ მთელი დღე ისე გავიდა არც შეტყობინება მიუღია არც დაურეკეს და არც სოციალურ ქსელში მიწერა არცერთმა.
-დავიჯერო არ დააინტერესდათ სად წავედი, ვინ დაგეძებს დათო რა ჭამე დღეს ან სად გაათიე ღამე,ამიტომ ისიამოვნე ამ რამოდენიმე ძალით გამოწირული დღეებით.სანაპიროზე იყო და ბუზღუნებდა დათო. მაისის თვე არც თუ ისე მზიანი იყო ბათუმში,წვიმდა და შავი ღრუბლით იყო ცა დაფარული. მაინც გავიდა მეორე დღეს სანაპიროზე და უცქერდა გაბრაზებულ ზღვას, როგორ ჩქარა ეხეთქებოდა ტალღები ერთმანეთს. იქვე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა, შორიდან მყოფი იფიქრებდა ზღვის ღმუილს უსმენსო.მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა და გაუბედავად მიესალმა.
-გამარჯობათ. დათომ შეხედა უცნობს,სათვალე ჩამოიწია და თავადაც ზრდილობიანად მიესალმა.
-გამარჯობათ.
-მარტო ხართ?
-კი მარტო ვარ.
-მე ლაშა ვარ, თბილისიდან.
-დავითი მეც თბილისიდან. ლაშა დაჟინებით უცქერდა დათოს და უფრო ახლოს მიიწია და უთხრა.
-იქნებ ბედი იყო დღეს ჩვენი შეხვედრა? დათომ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ვერ გავიგე, რას გულისხმობ?
-უკეთესი იქნება ჩემს ნომერში თუ ავალთ და იქ აგიხსნი გარკვეულად ყველაფერს. გაოცებული უსმენდა მის წინ მდგარ მამაკაცს და არ სჯეროდა იქ არც ნახულის და არც გაგონილის.რაღაც უნდა ეთქვა,რომ ტელეფონმა დაურეკა და გადაარჩინა გაურკვევლობისგან. გაეღიმა და ბედნიერებით გაბრწყინებულმა უპასუხა ამ მოულოდნელ ზარს.
-გისმენ საყვარელო.
-რა საყვარელო, გაგიჟდი? დათო მამაკაცისგან მოშორებით დადგა და შეწუხებული ხმით უთხრა.
-ლევან ვიღაც ამეკიდა და ნომერში მეპატიჟება.ლევანმა თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.
-ნუ იცინი, ლევან გავაფრენ სადაცაა.მოვდივარ,აქ ვერ გავჩერდები.ლევანი უსმენდა და სიცილს ვერ იკავებდა.
-ნუ გეშინია არ გიკბენს, რა უნდა გიქნას განსხვავებული რასაც შენ უშვები,ქალთა სუსტი სქესის წარმომადგენლებს
-ლევან შემომაკვდები იცოდე ხელში.
-როგორ ფისო ფერებაში? არ მიგიღებ ისე თუ ახალ-ახალი პოზებს არ ისწავლი.
-სულელი ვარ შენ რომ გითხარი რა გინდა, რატომ დამირეკე.
-ნუ იღრენი თორემ, შენთან მოშორებით რომ დგას ერთი მამაკაცი მივალ და ვეტყვი,რომ შენ გეი ხარ და გრცხვენია აღიარების მერე ნახე შენ შენი წამება.
-სად ხარ ლევან. დათოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მოულოდნელად შებრუნდა და დაინახა მასთან ცოტა მოშორებით სამივე გაღიმებული იდგა.დათომ სიხარულით სავსემ გახედა მეგობრებს,მათთან მივიდა და ღიმილით თქვა.
-აკი შენს საძებრად პოლიციას დავუძახებო, ვერ გაძელით უჩემოდ.
-ნუ დადექი დიდ გულზე,ხედავ ის ისევ იქ დგას და მის ფისოს ელოდება.
-როგორ იცი ყველაფრის ჩაშხამება ლევან.
-ხოოოო? ღიმილით უპასუხა ლევანიმ.
-არ დააცდი ადამიანს, მეგობრის ნახვით მიიღოს სიამოვნება. მხიარული განწყობით წავიდნენ სასტუმროში და იმ ღამით ოთხივემ კარგად მოულხინა.ვაჟას და ლევანს დავიწყებული ჰქონდათ გოჩაზე ბრაზი,მაგრამ დათო ვერ ივიწყებდა და სულ მარტო შეება არც თუ ისე შორს მყოფ მტერს. ჩუმად დაიქირავა დეტექტივი და ყველაფერი მოუყვა, ამიტომ ყოველ დღე ელოდა გამომძიებლის ზარს. არ იმჩნევდა მეგობრებთან დაძაბულობას და სულ მხიარულობდა, მაგრამ ყოველი ტელეფონის ზარზე ფერები გადაუვლიდა.მეორე დღეს შედარებით კარგი ამინდი იყო და გავიდნენ ზღვაზე, ვაჟა განმარტოვებით დაჯდა, რადგან ნაბახუსევზე თავი სტკიოდა. ძირს, სილაში რაღაცას დაჯინებულად დასჩერებოდა და თავისთვის იცინოდა, შემდეგ კი დათოს დაუძახა.
-დათო მოდი რა ერთი წუთით.
-რა ხდება.მიუახლოვდა დათო გაკვირვებული.
-ტელეფონი თანვე გაქვს?
-კი,რად გინდა.
-გადაუღე რა ფოტო ამ ორ ჭიანჭველას,ძალიან მაგარი ფოტო გამოვა. შეხედა ორ ერთმანეთზე გადაბმულ შავ ჭიანჭველას,რომლებსაც გრძნობები მოძალებიათ და ჰორმონებს იწყნარებდნენ,შემდეგ კი ვაჟას უთხრა სიცილით.
-წამოდი და დაანებე თავი მაგ საწ....ბს რას ერჩი, რა გინდა დაიკმაყოფილონ ბუნების
მოთხოვნილებები. საინტერესოა შენ რომ ვინმემ მაგ დროს ფოტო გადაგიღოს კარგი იქნება?ვაჟამ ჯერ შეხედა დათოს და შემდეგ ორივემ გულიანად გაიცინა,ლევანი მიუახლოვდა ბიჭებს და შეეკითხა.
-რა გაცინებთ,ერთმანეთს დასცინით? დათომ თითით აჩვენა რაზედაც იცინოდნენ.ლევანიმ დაიხედა დაბლა და მასაც გაეცინა,სულ მალე კი ორი ნასიამოვნები ჭიანჭველა თავ-თავის გზაზე წავიდნენ.
-აი ხედავთ, ეს პატარა არსებებიც კი ფიქრობენ გამრავლებაზე და ჩვენ კი არცერთი არ ვფიქრობთ ამ თემაზე.კარგად იხალისეს,მოულოდნელად კი სერიოზულად შეეკითხა გაბრიელი ლევანს.
-შენ რა ქენი, ლევან იფიქრე იმ საკითხზე?
-ვიფიქრე, მაგრამ არ ვიცი რატომ ვერ ვწყვიტავ ვერაფერს. ვგრძნობ, რომ მეშინია.
-რა ხდება, რისი გეშინია ლევან. შეეკითხა დათომ და გაბრიელმა აუხსნა მეგობრებს სიმართლე.
-რა ტუტუცი ხარ, ამდენი ხანი არ უნდა გეთქვა? რამეს მოვიფიქრებდით, მაგრამ კარგი რაც იყო იყო,ახლა მითხარი შენ რისი გეშინია.
-მე მომწონს, მაგრამ იქნებ მას არ მოვწონვარ. იქნებ უკვე დამაგვიანდა და დაკავებულია.
-ლევან შენ ჯერ ნახე, დაელაპარაკე და შედეგებზე მერე ვისაუბროთ. უთხრა გაბრიელმა. დათომ როგორც ყველაზე ხუმარამ სიცილით უთხრა.
-ვხედავ ცუნამი დიდდება შენში თანდათან და მოვარდება მალე, თითქმის მზადაა ჯებირზე
გადმოსასვლელად.
-მოვარდა უკვე და გულამდეც ჩააღწია,მონატრების სევდა ტრიალებს ჩემში.სევდიანად თქვა
ლევანიმ.არ მინდა ეს გრძნობა გაუმხელელი დარჩეს და სიბნელეში ვიცხოვრო,მხოლოდ მასზე მოგონებებით.სანამ გავცდები სიცოცხლის ზღვარს,უმჯობესია მანამდე ვიმოქმედო. აქედან რომ დავბრუნდებით თბილიში მივალ და ვნახავ.მივყვები გზას და ის თავად მიმითითებს ღირს თუ არ ღირს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.
-მომისმინე ლევან მე არ მიყვარს ბრძოლა და ომობანა, საქმეს პირდაპირი გაგებით ვეკიდები. არ გინდა ნაძალადევი გამარჯვება ძმაო, სასიყვარულო მოვლენები თავისთავად უნდა განვითარდეს, დაძალება აქ არ გამოვა. გქონდათ რამე ერთმანეთში, რომ ბრძოლას იწყებ? მაშინ, რამ გააჩინა ბზარი თქვენს შორის? რატომ მოხდა თქვენს შორის მიწისძვრა და თავზე ჩამოგენგრა ხუხულასავით ნაშენები სიყვარულის კოშკი? ბრძოლაზე რომ ფიქრობ, გაიცანი კარგად პირდაპირ ომს რომ უცხადებ.
-მართალს გეუბნება ეს თავღია ლევან. უთხრა ვაჟამ.
-თავღია თქვენ სამივე ხართ, იქნებ არ არიან ერთმანეთისთვის დაბადებულები და ეს უბრალოდ წუთიერი გაელვება იყო შენს ცხოვრებაში და ჩაიარა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავივით ლამაზად,ამიტომ უნდა ჯერ ნახო და მიუდგე ადამიანს.გული არ გაიტეხო ლევან და ბოდიში ასე პირდაპირ რომ გეუბნები,ასე ჯობია გითხრა სათქმელი.მე ჩემს ვარაუდს გეუბნები,მაგრამ ისიც უნდა იცოდე კარგად,რომ ზამთრის შემდეგ გაზაფხული დგება,ღამის მერე ახალი დილა,ახალი იმედებით.დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს და აქ ჯდომას და ვიშ-ვიშს,ჯობია იმოქმედო.
-მე იქამდე განთავისუფლებ სამსახურიდან,სანამ არ გაერკვევი შენს გრძნობებში და არ აისრულებ შენი გულის ჩანაფიქრს.სანამ შენი სულის ვაკუმს არ ამოავსებ,ადექით და წავედით,თორემ ვატყობ ეს ნერვიულობით შეიძლება ქარისაგან აწეწილი საფრთხობელასავით დარჩეს ჰაერში გამოკიდებული.თქვა გაბრიელმა და გაიცინა,ყველა წამოდგა და დაძაბული რთული დღეებისგან განტვრთულები თბილისისაკენ დაადგნენ გზას.მთელი გზა ლევანი თავის ფიქრებში და ოცნებებში დაფრინავდა, ვაჟამ ბინასთან მიიყვანა და უთხრა.
-ლევან დაბრუნდი შენს პლანეტაზე დაფრინავხარ და მეც მინდა გითხრა რაღაც,მართალია მე ეს გრძნობა არ გამომიცდია და ჩემთვის უცხო ხილია ჯერ-ჯერობით,მაგრამ მაინც გეტყვი. ყველაფერს უყვარს ნიადაგის მოსინჯვა და როგორც ვიცი, შანსი მინუსებშიც არსებობს.მოდი რა გაერკვიე კარგად და ბოლომდე დაიცალე ამ გრძნობაში.
-მადლობა ვაჟა სამივემ ისეთი სიტყვები მითხარით,ხვალიდანვე უნდა დავიწყო სიყვარულისთვის ბრძოლა და ვნახოთ რას მივაღწევ ამ ,,შეუფასებელ გრძნობა''-ში.აბა შეხვდრამდე.
-შეხვედრამდე და ველოდები შენგან,მხოლოდ კარგ ამბებს.ღიმილით დაემშვოდობნენ ერთმანეთს მეგობრები,ლევანიმ კი მთელი ღამე ფიქრებში გაათენა და გადაწყვიტა მეორე დღესვე ენახა ნატა.ზანტად გაახილა მთელი ღამის ფიქრებში გათენებული უძილო თვალები, წამოდგა და ფარდები გადაწია.მოეჩვენა,რომ ცა ძალიან კრიალა იყო,ცისფერ ფერებში აქა-იქ დასრიალებდა გუნდებად შეკრული თეთრი ღრუბლები და ამ ცისაფერ ფონზე ლამაზი ფრთა-ფარფატა ჩიტები დაინახა.ულამაზესი დილა იყო და გულში ღვივოდა მისი ჩუმი ლამაზი გრძნობა,რომელიც დღითიდღე ძლიერდებოდა.ღიღინით მოემზადა,კარგი ხასიათის შენარჩუნებისთვის სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიმზადა,ფანჯარასთან დადგა და გემრიელად მოსვა ცხელი სითხე.ფინჯანი გარეცხა და ღიმილით წავიდა,ფრთხილად შეაღო ლინდას საძინებლის კარები და იქ მისთვის უჩვეულო დილის გარემოს წააწყდა. დიდ, უზარმაზარ ვაზაში კეკლუცად იწონებდნენ თავს დილის ნამით ნამტირალევი წითელი ვარდები,რომლებიც სამოთხის სურნელს აფრქვევდნენ მთელ სახლში.ჩაეღიმა თავისთვის და
მძინარე ლინდას შუბლზე აკოცა ფრთხილად.ასევე ფრთხილად გამოიხურა კარები და ღიმილით წარმოიდგინა,თუ როგორი ყურადღებით ყიდულობდა ნატასთვის წითელ-სისხლისფერ ვარდებს.სახეზე ხელი მოისვა,თითქოს უნდოდა გამოფხიზლებულიყო და ამ სიზმრიდან თავი დაეღწია,მაგრამ თავი გააქნია და ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა.,,რაც მოგივა ალიაო,ყველა შენი ბრალიაო''.სახლის კარები გამოიხურა და გადაწყვიტა ფეხით გაევლო.რამდენი დრო იყო გასული ფეხით არ გაევლო,მიდიოდა და აკვირდებოდა ხალხს. ზოგი როგორი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,ზოგი თითქოს მექანიკურად მოძრაობდა დაპროგრამებულივით. ქუჩის კუთხეში მოხუცი ქალი დაინახა ცრემლიანი თვალებით რომ ათვალიერებდა ხალხს. იქვე საფუნთუშეში შევიდა, რამოდენიმე ცალი ფუნთუშა იყიდა
და მოხუცის წინ ჩაიჩოქა. ცრემლი თავისივე ხელით მოწმინდა და ფუნთუშებიანი პატარა ჩანთა მისცა, რამოდენიმე ლარი ამოიღო და ხელში ჩაუდო. წამოდგა და გზა გააგრძელა, უკან კი მოხუცი ქალის ლოცვა მიყვებოდა,ასევე უამრავი გაოცებული თვალი უწვავდა ბეჭებს. ფიქრებში გართულმა ვერც კი გააცნობიერა როგორ მივიდა თავისთავად საავადმყოფოსთან. უეცრად ნაცნობმა ხმამ გამოარკვია და გზის მეორე მხარეს გაიხედა,სადაც ნატა იდგა და მეგობარ გოგონასთან ერთად გულიანად იცინოდა.უსმენდა მის კისკის და შიგ გულში ხვდებოდა სასიამოვნოდ მისი ხმა,უცქერდა ნატას და გულში ფიქრობდა თუ როგორი მიმზიდველი იყო ეს ქალი მისთვის.რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მის სწორ გადაწყვეტილებაში.
-მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ იქნები ჩემს გვერდით. უშენოდ ჩემი მომავალი,მომავალი არ არის ნატა.ან შენ,ან არავინ.სიყვარული სიამაყეზე და პრინციპებზე მაღლა დგას, სიყვარულისთვის იქამდე ვიბრძოლებ,სანამ არ გავიმარჯვებ.ვიბრძოლებ ბოლომდე,რომ ჩვენ ერთად ვიყოთ.მწამს,რომ გავიმარჯვებთ,ჩვენ ერთად ვიქნებით.ლევანისთვის თითქოს დრო გაჩერდა,როცა ნატალი გაკვირვებული მის წინ დადგა და მისი ხმა გაიგონა.
-ლევან აქ რა გინდა,ვინმე შენიანი წევს? თავადაც გაუკვირდა,რომ იცნო და თითქოს არ იცოდა,იქით შეეკითხა ნატას..
-ნატა? არა, არავინი არ წევს, ფეხით ვსეირნობდი და ჩაფიქრებული აქამდე მოვედი. არ დაუმალავს სიმართლე.
-მე კიდევ შემეშინდა, რომ შეგხედე რამე ხომ არ სჭირსთქო.
-შეგეშინდა? წარბაწეულმა შეეკითხა.
-ხო რავი, ასაკი გაქვს უკვე და არცაა გასაკვირი ექიმის ყურადღება დაგჭირდეს. ლევანი მიუხვდა ნატას გადაკრულ სიტყვებს და არც თავად ჩამორჩა იუმორში.
-ხოდა შიში რომ გაგიფანტოთ ექიმო, იქნებ თქვენმა ნატიფმა თითებმა გამსინჯოს?
-არაა საჭირო შიგნით შესვლა თქვენი გულის მოსმენა აქაც შემიძლია. ლევანის ხელი ხელში აიღო და გულისყურით უსმენდა მაჯაზე მის აჩქარებულ გულისცემას, რომლის პულსმაც პიკს მიაღწია.
-რაო ექიმო, დროზე მოვედი თუ უკვე მოახლოვებულია ჩემი დასასრული.ალბად იმასაც მეტყვი თუ რამდენი დამრჩა სიცოცხლისთვის,ერთი თვე თუ ერთი წელი? ნატამ სერიოზულად შეხედა და უთხრა.
-ვერაფერს ვერ გეტყვი ჯერ მანამ, სანამ სერიოზულ დაკვირვება არ მოხდება თქვენზე სხვა ექიმებთან ერთად.
-მითხარი,რომ მეხუმრები.უთხრა ლევანიმ რომელსაც შუბლი ოფლისაგან დაცვაროდა და სადაც იყო,გული მართლა ცუდად გაუხდებოდა.ნატამ გვერძე მიაბრუნა თავი და შეამჩნია ლევანიმ მისი ჩაცინება,უცქირა და უთხრა.
-რა სასჯელი გეკუთნის თავად მითხარი, გული ლამის წამივიდა, მაგრამ გული მართლა ცუდად მაქვს ნატა.
-ხოოო, რა ავადმყოფობა შეგეყარათ ბა-ნო ლევან?
-ჩემს გულს ის ავადმყოფობა შეეყარა,რომელსაც სიყვარული ჰქვია და მისი შეშინებისთვის, რომ გაპატიოს ვახშამზე გეპატიჟება.
-არ შემიძლია .............
-არა, არანაირი უარს არ მივიღებ, რადგან შენი ბრალია ჩემი გულის დაავადება.
-მე რა შუაში ვარ? გაუკვირდა ნატას.
-შენ ხარ შუაშიც, თავშიც და ბოლოშიც. ნატას გაეცინა და სიმართლე უთხრა ლევანს რომელმაც ძალიან გაახარა.
-ლევან ვიცი.....
-რა იცი ნატა.
-ვიცი რომ მე ვარ დამნაშავე და რადგან ასე მოხდა, ხუთშაბათს 6 საათზე შევხვდებით ერთმანეთს.
-მაშ, შეხვედრამდე. დაემშვიდობა კმაყოფილი ღიმილით.
-შეხვედრამდე ლევან. ნატას მოშორებით იდგა ღიმილით მისი ახლო მეგობარი და
ელოდა, მიუახლოვდა თუ არა ლევანის სიმპატიურობით მოხიბლულმა შეეკითხა.
-ნატა ვინ არის ეს მამაკაცი. ნატამ კი ღიმილით წავიდა ნელი ნაბიჯით და თავიანთი კაბინეტში მისვლამდე მოკლედ მოუყვა ლევანის გაცნობის დღე.
-მაგრამ უნდა ვაღიარო, ძალიან შეცვლილია. არ მეგონა ადამიანი ერთ წელიწადში ასე თუ იცვლებოდა.
-ეს როგორ, რას გულისხმობ მის შეცვლაში, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
-რა უარესობისაკენ, უკეთესობისკენ მაკა უკეთესობისკენ. თავიდანვე მაბნევდა მასთან ახლოს დგომა და ახლაც წამიერად ვიგრძენი მისი სურნელის შესუნთქვისას გონება გამეთიშა და დამავიწყდა ვინ ვარ,სად ვარ და რას ვაკეთებ. მაკააა რა ვქნააა, თავს ვერ ვერევი.
-ნატ ასეთი მამაკაცები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოჩნდეს ქალის ცხოვრებაში და დაბნევა და გათიშვა კი არა, მადლობა უთხარი უფალს, რომ ამ იშვიათი მამაკაცის ეგზემპლიარმა შენამდე მოაღწია.
-ასე ფიქრობ?
-დიახაც ასე ვფიქრობ და კიდე ვფიქრობ, მაგ მამაკაცს კარგი მეგობრები ეყოლება,გამაცნობ?არაა დაფიქრება საჭირო,ხომ იცი უარს არ ვიტყვი.
-გიჟი ხარ შენ? რაზე ფიქრობ, მე ხუთშაბათამდე მოვკვდები.
-რატო, ორი დღეა ხუთშაბათამდე რა გკლავს.გაუკვირდა მაკას ნატას ნათქვამი.
-ეს ჩემთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისია, იცი როგორ ვარ? გაფუჭებულ საათს რომ აამუშავებ და თითქოს მკვდარს აცოცხლებ, სწორედ ასე ვარ. მაკა ახლოს მივიდა,მხრებზე ხელი მოხვია,თმებზე მოეფერა და დაუყვავა.
-გიყვარს? თუ გიყვარს იბრძოლე ნატა.
-როცა ჩაფლული ვარ ჩემს საქმეში, ვერ ვამჩნევ დროს ისე გადის, ვერც კი ვგრძნობ მის
მოახლოვებას, მაგრამ არსებობს სამსახურის გარეთ ცხოვრება, რომელზედაც დამეფიცება ბევრი არაფერი არ ვიცი.ეს კი ადამიანის ორგანიზმივითაა,ის ძალიან სათუთი,ნაზი განცდაა და ამავე დროს შეუფასებელია ეს გრძნობა,რომელიც ნელა-ნელა იკიდებს ფეხს და ფესვების გართხმას ცდილობს.ეს უცნაური გრძნობა რომ გაჩნდა ჩემში,მას მერე ერთი წელი გავიდა და აი დღეს კი თავად შემახსენა თავი და გამიღვიძა,უკვე მიძინებული გრძნობა.
-რა იგრენი,რომ დაინახე.
-მეკითხები რა ვიგრძენი, გული ლამის გამიჩერდა.
-ნეტა თავად რა იგრძნო? თქვა ინტერესით მაკამ.
-რა იგრძნო? მისი გული, ისე როგორ ჩემი გარეთ გამოსვლას ცდილობდა.მე ხომ ადამიანის გულის მესაიდუმლე ვარ.მოვატყუილე პირველად ცუდად გაქვს გულითქო და მიმიხვდა, ამიტომ ვახშამზე დამპატიჟა.
-აააა, მანამდე ორი დღეა ნატა და იქნებ დედაშენს დაელაპარაკო, ქალია და გაგიგებს.არ შეიძლება,რომ არ გაგიგოს.ძალიან გასაკვირია რა მოსწონს დედაშენს გოდერძის და რატომ ითხოვს ხოლმე ასე დაჯინებით შეხვდე ამ პიროვნებას.ვერ დაგიმალავ,მაგრამ არ მომწონს მე ეს ყველაფერი და თან ძალიან მაკვირვებს.
-არ შემიძლია, ვერ ვიტან. მის გვერდით რომ მომიწიოს ცხოვრება, იცოდე ჩემს ცხოვრებას თვითმკვლელობით დავასრულებ.
-დაშორდი, ნუ ხვდები საერთოდ მას ნატა.
-რა უთხრა, რომ დავშორდე.
-ნატა სიმართლე, სიმართლეეეე რომ უკვე წელიწადია შენი გული სხვას ეკუთნის, ეს შენი პირადია და შენი ცხოვრებაა.
-არ შემიძლია, რამეს მომწევს.
-შენ ხვდები, რომ დაშინებული ყავხარ. არ შეიძლება გააკეთო ის სრულწლოვანმა ადამიანმა რაც მხოლოდ დედაშენს უნდა,ლევანი კარგი ადამიანი ჩანს და ნუ კრავ ხელს,გიყვარს და ამიტომ დაიცავი შენი სიყვარული.
-როგორ,როგორ დავიცვა.
-თუნდაც შენი სიცოცხლის ფასად .მტკიცე იყო მაკას სიტყვები და ძალიან დამაჯერებელი. ნატამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მეგობარს და აკანკალებული ხმით უთხრა.
-დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად დედაჩემი ვერ გამიგებს მაკა.
-გოგო ნუ გამაგიჟე დღეს, რომელ საუკუნეში ცხოვრობ გამაგებინე გაიხედ-გამოიხედე რა ხდება ქვეყანაში და დროა გაიღვიძო,შენი ცხოვრება შენ თავად მართო და არა შენ გმართოს სხვამ,გესმის? საღამომდე დაფიქრებული მუშაობდა და საღამოს მაკას უთხრა.
-მე მივდივარ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ თუ ვერ შეგეხმიანე და თუ ვერ დამიკავშირდი იცოდე რომ მიჭირს და მჭირდები,არ მიმატოვო მარტო მაკა ვერ გავუძლებ მარტო ამ ყველაფერს.
-წადი და წარმატებები მეგობარო. ლევანი გახარებული დაბრუნდა სახლში,ღიღინით შეაღო კარები და მოულოდნელობისაგან კარებშივე გაშეშდა,რადგან არ ელოდა იმ მოულოდნელ სიურპრიზს,რამაც მისი სიხარული ორმაგად გაზარდა და გულში ვერ ატევდა,რომელსაც ერთადერთი დის ბედნიერება ჰქვიოდა.თავისი სიხარული ჩახუტებით და მოფერებით გამოსახა,შემდეგ კანკალი დააწყებინა და იქ მყოფთ ეგონათ შესცივდაო,მაგრამ არა, ეს ყველაფერი ზედმეტი სიხარულისგან იყო გამოწვეული. თითქოს დამშვიდდა, მაგრამ
მოულოდნელად ნერვიული სიცილი აუტყდა, რამაც სერიოზულად შეაშინა გურამი.
-ლევან რა გჭირს. მიუახლოვდა შვილს და გაოცებული უცქერდა,ლევანიმ სული მოითქვა და სიცილისგან თვალებში წამოსული ცრემლი მოიწმინდა,შემდეგ გურამს შეხედა და უთხრა.
-რა უნდა მჭირდეს მამა, ბედნიერებაა ჩვენს სახლში. სახლში მოვდივარ, კარებს ვაღებ და სახლში ჩემი საუკეთესო მეგობარი მხვდება.არადა კითხვაც არ უნდა რატომ მოვიდა, რისთვისაა ან ვისთვისაა მოსული. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ უნდა ვცემო, ისე რომ ეს დღე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს.ბოლო სიტყვები გაბრაზებულმა წარმოთქვა და გაბრიელისაკენ წაიწია, გურამი წინ გადაუდგა თითქმის ჭკუიდან შეშლილ შვილს და მისივე ძლიერი და მკაცრი ხმით შეუყვირა.
-რას აკეთებ, ხვდები თუ გაგიჟდი და ჯერ არაფერი არ ვიცი. მართლა შეეშინდა გურამს რადგან, არ ელოდა ასეთ რეაქციას ლევანისგან.
-არა, არ გავგიჟებულვარ, ძალიან კარგად ვარ.შემდეგ გაბრიელს მიუბრუნდა და შეუღრინა. გაბრიელმა კი თავი მოისაწყლა და დაასწრო.
-კარგი რა, ლევან ხომ იცოდი ერთ დღეს ეს რომ მოხდებოდა.
-რა კარგი, რა ლევან გაბრიელ. სამი დღე,მთელი სამი დღე ერთად ვიყავით არ შეგეძლო რამე გეთქვა თუ რამეს აპირებდით?
-გეფიცები ეს დღეს გადავწყვიტეთ,მეც თავად შოკში ვარ.ლევანმა ლინდას გახედა რომელიც
გაბრიელის უკან იმალებოდა,რცხვენოდა ძმის და თვალს ვერ უსწორებდა.გაბრიელმა ხელი მოხვია და დაამშვიდა,შემდეგ კი ისევ ლევანს მიუბრუნდა.
-მე მიყვირე, მე მეჩხუბე და რაც გინდა ის მითხარი ავიტან, მხოლოდ ლინდას ნუ წაეჩხუბები ისედაც ერიდება თქვენი და თან შენი ეშინია შე ცხოველო. ბოლო სიტყვები შეუღრინა ლევანს.
-შენ დააშინე უკვე და იმიტომ ეშინია.
-აი შარო საიდან მოდიხარო. თქვა გაბრიელმა და ლევანს თვალები დაუბრიალა,არ მიაქცია ყურადღება მის თვალების ბრიალს და ლინდას შეეკითხა.
-მართლა გეშინია ჩემი? ლინდამ კი უარის ნიშნად თავი გააქნია, ლევანს კი ჩაეღიმა.შემდეგ გაბრიელს მიუბრუნდა.
-არ დაგიწყებ ჭკუის სწავლებას,ისედაც ვიცი რა ჭკუის კოლოფიც ხარ.მხოლოდ რაღაც
მინდა გითხრა არა თხოვნით,არამედ მოთხოვნით.დღეიდან შენს გვერდით ძალიან იდუმალი
ადამიანი დგას გაბრიელ და შენ მოვალე ხარ დაიცვა ის.შეხედავ ნაზი არსებაა,მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ძალიან რთულია და შენ უნდა შეძლო მისი შეცნობა.ის არც არასოდეს გეტყვის ზედმეტს და არც არასოდეს მოგთხოვს ზედმეტს,მან იცის რომ ბედნიერია.მას ესმის შენი და შენ გესმის მისი.მას ძლიერი ადამიანი ჭირდება გვერდით,ისეთი როგორიც შენ ხარ. იცოდე, მის თვალზე ცრემლს შევხედავ და მოგკლავ ისე,არც კი დავფიქრდები.შენ კი ჩემი ნუ შეგეშინდება,მე მახარებს შენი ბედნიერება.მიყვარხარ ჩემო პატარავ.ლინდას თავზე აკოცა და გულში ჩაიხუტა.
-კიდევ ერთი რაღაც გვინდა გითხრათ,მაგრამ არ ვიცით როგორ გაიგებთ,ან როგორ მიიღებთ.ლევანმა წარბაწეულმა შეხედა გაბრიელს და ანიშნა,თქვი რატომ გიჭირს თქმაო.
-ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ.ლინდა ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად.ჯერ ლევანს შეხედა და შემდეგ გურამს.
-ქორწილი არ იქნება? ქორწილის გარეშე როგორ გავუშვა ჩემი გოგო სახლიდან გაბრიელ. ლევან შენ რატომ ხარ ჩუმად.ლევანს გაეცინა და გურამს უთხრა.
-ქორწილსაც გადავიხდით მამა. წავიდეს, ლინდა გაიზარდა და იქ უნდა, სადაც მისი სიყვარულია, სადაც მისი ადგილია.შეხედე მის თვალებს,ბედნიერებას რომ ასხივებს როგორ შევძლო და ავუკრძალო სიყვარული.ჩვენ ხომ გვინდა ის ბედნიერი იყოს,ხოდა მისი ბედნიერება ამ ჩემი ხისთავიანი მეგობრის გვერდით ყოფილა და ეს მინდა არ მინდა უნდა ავიტანო. იცინოდნენ და ყველა ბედნიერი იყო, იმ ღამით ლევანი მთელი ოჯახის სიხარულით ხარობდა და ნატა კი ცხარე ცრემლით ტიროდა.

გუნება-განწყობა შეცვლილი და უსიამოვნო ფიქრებით დატვირთული მიაბიჯებს სახლისკენ და იცის,რომ თავს ვერ დააღწევს იმ ჯოჯოხეთიდან სადაც არის ჩაძირული.თითქოს ეშმაკი იბრძვის მის გარშემო და მის შთანთქმას ცდილობს.მისთვის მეტისმეტი სიმშვიდით შევიდა სახლში, რომელმაც ეჭვი დაბადა მოულოდნელად სითბო ჩამდგარ დედაში და ღიმილით უთხრა.
-მოხვედი შვილო?
-მოვედი. უთხრა ჩუმად, ღონე წართმეული დადგა დედის წინ და ცრემლი მოერია.
-რა მოხდა, მოკვდა ვინმე?
-დედა, შეგიძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც,მხოლოდ ერთხელ რომ ვილაპარაკოთ არა როგორც დედა-შვილმა, არამედ როგორც ქალმა ქალს?
-რა ხდება, ნუ მაშინებ ნატა. უჭირდა, ძალიან უჭირდა საუბარი, მაგრამ რადგან დაიწყო ბოლომდე უნდა ეთქვა მისი სათქმელი.
-დედა, მე არ ვარ თანახმა ამ ქორწილის.
-ეს, ეს როგორ გავიგო? რას ჰქვია არ ხარ თანახმა, ვინ აგირია ტვინი, ვინ გადაგეყარა გზაზე. გაოცებული და გაკვირვებული უცქერდა შვილს თამილა.
-დედა როდისმე გყვარებია? იცი საერთოს სიტყვა ,,სიყვარული'' რას ნიშნავს? გაიგე არ მიყვარს, ვერ ვიქნები მასთან ბედნიერი,ჩვენ არ ვართ ერთი სულის ადამიანები.ვერ ვუგებ ამ ადამიანს, რომ ვხედავ მეშინია მისი, რატომ არ გინდა გამიგო ადამიანო.
-დღეს გაგახსენდა რომ არ გიყვარს? დღეს გაგახსენდა რომ ვერ ავსებთ ერთმანეთს და ვერ
აბედნიერებთ? ვინ ხარ შენ, შენს მინდა არ მინდაზე რომ ვიარო?
-მესმის, რომ ყველასთვის ვერ ვიქნები საუკეთესო, მაგრამ ვიზე დავქორწინდე ეს მე უნდა გადავწყვიტო და არა შენ.მე უნდა გადავწყვიტო, ვისთან ვიცხოვრებ მთელი ჩემი ცხოვრება, ვფიქრომ ამის უფლებას ვერც შენ და ვერც სხვა ვერ წამართმევთ.
-არა, ასე არ დასრულდება როგორც შენ გინდა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა გესმის? წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ჯერ მე გადამაბიჯო და მერე აისრულო შენი სურვილი. ნატამ შეხედა თამილას რისხვით ანთებულ თვალებს და მიხვდა,რომ მასთან საუბრით ვერაფერს ვერ გააწყობდა,მშვიდად წამოდგა ფეხზე და უთხრა.
-მე მოვედი დღეს ამ სახლში არა ისე, როგორც აქ ვცხოვრობ, მე მოვედი და გითხარი ჩემი
სათქმელი და რადგან შენ ჩემი გაგება არ გინდა ვერ ვხვდები შენი მოთხოვნა რატომ უნდა შევასრულო მე მივდივარ სახლიდან, შენ როცა კარგად დაფიქრდები და მიხვდები, რომ შეცდომას შენ უშვებ და არა მე, დამირეკე. თამილას თეთრი ფერი დაედო სახეზე, მაგრამ სიამაყეს არ გადააბიჯა და შეუვალი, მტკიცე ხმით უთხრა.
-აქ დაჯდები და არსადაც არ წახვალ. ჩვენზე იფიქრე? შენს დაზე ან შენს ძმაზე იფიქრე?
-შენზე უკეთესად ვფიქრობ მათზე, შენ ნუ ღელავ, მათ მე დაველაპარაკები. 18 წლამდე შეგეძლო გემართე, ისე როგორც გინდოდა, დღეს კი მე 24 წლის ვარ და მეც შემიძლია ჩემი ცხოვრება ვმართო ძვირფასო დედა და კიდევ ერთი, დარწმუნებული ვარ ჩემი ძმა ისე არ გამოშტერდება, რომ შენი არჩეულ კუკლაზე დაქორწინდეს უსიყვარულოდ,მას კი შენზე უკეთესი გემოვნება აქვს, ვერც სიძე და ვერც რძალი ვერ შეუფარდე შვილებს,არ ვიცი რამ დაგაბრმავა ან რა გაბრმავებს.
-ღმერთო რა სირცხვილია, რას იტყვის ხალხი.
-აი ეს ფრაზა რას იტყვის ხალხი ჩემთვის მეორეხარისხოვანია დედიკო, ეს შენი პრობლემაა, სულ მალე გაგივლის ეს წუხილი,ისე როგორც სხვა შენს ცხოვრებაში შექმნილი პრობლემები.
-ყველაფერი დაივიწყე,რაც თქვი ან ვთქვით ამ სახლში დარჩება.მე მივდივარ,დღეს ღამის სმენა ვარ.მაგრამ იცოდე ისე არ იქნება ყველაფერი და ჩაშლი ქორწილს,იცოდე შენი სურვილის გარეშე ძალით გათხოვდები. ხალხის ქილიკს მირჩევნია ასე გავაკეთო. იცოდე, დაიმახსოვრე მე გაგაჩინე და მევე მოგიღებ ბოლოს,ჩემივე ხელებით.არ გაბედო და სახლიდან არ წახვიდე, ყველგან მოგაგნებ და ქორწილი მაინც შედგება.წავიდა თამილა და უძრავად მდგარ ნატას ცრემლები წასკდა. ხომ გაგიგონიათ, ,,შეხედე ნიანგის ცრემლებს აფრქვევსო''.მაგრამ ეს არ იყო ნიანგის ცრემლები, ეს იყო გულიდან წამოსული,გულის ცხელი ცრემლები. დიდი პრობლემის წინაშე დადგა, ჯერ მის ოთახში გაანადგურა ყველაფერი რაც კი ხელში მოყვა,შემდეგ კი დაღლამდე იტირა.
-როგორი საცოდავი ხარ,შენი ცხოვრების მართვაც კი არ შეგიძლია და სხვას შეეწინააღმდეგო არც ეს შეგიძლია''.თავის თავს ეჩურჩულებოდა,უეცრად ჩანთა აიღო ტანსაცმელი რაც მოყვა ხელში შიგ ჩაყარა და თან ტელეფონით მაკას დაურეკა.
-ვერ გამიგო, მაკა საკუთარმა დედამ ვერ გამიგო და გამწირა უბედობისთვის.მაკას გულზე მოხვდა მეგობრის აკანკალებული ხმა და მკაცრად უთხრა.
-რას ელოდები მანდ, ახლა ტირილის დრო არ არის ჩაალაგე შენი ნივთები და სასწრაფოდ დატოვე სახლი.
-უკვე მზად მაქვს ყველაფერი და შენთან მოვდივარ.ტელეფონზე საუბრობდა და თან უკვე კარებს კეტავდა,რომ მოულოდნელად მის წინ გოდერძი გაჩნდა. შიში, მოულოდნელი შიში, მწვავე ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა. გრძნობდა მრისხანებისგან სისხლძარღვების შევიწროვებას, მღელვარებისგან ტკივილი იგრძნო ასევე მკერდის არეში რადგან საერთოდ არ ელოდა ახლა იმ ადამიანის ვიზიტს, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად სძულდა. უცქერდა მისი ცივი თვალებით ნატას და მზერა მის ხელში არსებულ ჩემოდანზე გადაიტანა.
-სად მიდიხარ ნატა ან ეს ჩემოდანი რას ნიშნავს. ნატამ თავი ასწია და გაბედულად უთხრა.
-მივდივარ.
-გავიგე ,რომ მიდიხარ და გეკითხები სად მიდიხართქო.
-მივდივარ შორს, რადგან ეს ქორწინება არ შედგება ეს არ უნდა მოხდეს.
-რატომ, რამე არასწორად გავაკეთე.რა გემართება,ქორწინებამ ასე შეგაშინა და აგანერვიულა?პატარავ სულ მალე მიეჩვევი ოჯახურ ცხოვრებას, გპირდები ბედნიერი ოჯახი ვიქნებით.
-გოდერძი არც თუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ, მე არ შემიძლია მთელი ცხოვრება გავატარო უცხო ადამიანთან.ეს ქორწინება არცერთისთვის არ არის ბედნიერების მომტანი, რატომ უნდა დავტანჯოთ ერთმანეთი.დავივიწყოთ ერთმანეთი და ჩვენ-ჩვენი გზებით ვიცხოვროთ.
-მოიცადე, აქ კარებში ვიდგეთ და აქ ვისაუბროთ? შევიდეთ სახლში, ვფიქრობ ეს ჩვენი გასარკვევია მხოლოდ და არა მეზობლებთან საუბრით გადავწყვტოთ.გოდერძი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ნატამ მკრთალი ღიმილით შემოიფარგლა იქვე მდგარი მოხუცი მეზობლებთან და სახლის კარები გააღო, ჩანთა იქვე დადო და დაელოდა გოდერძი რას ეტყოდა.
-რატომ მიდიხარ სახლიდან.
-იმიტომ,რომ არ მიყვარხარ და ჩემს ცხოვრებაში სხვა არსებობს,სხვა ვონც მართლა მიყვარს.
-სხვა გიყვარს,შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი არსებობს და შენ ფიქრობ მე ასე ადვილად გაგიშვებ? გგონია ასე ადვილად,ადგები და შენი წასვლით,მე მომაფურთხებ?იყვირა ბოლო სიტყვა გოდერძიმ.ნატამ კარებისკენ გაიწია,მაგრამ ხელი წაავლო და კარებიდან ისროლა, რომელიც მაგიდასთან დაეცა და თავი მიარტყა მაგიდის ფეხს.შ ემდეგ ხელი მოკიდა, წამოაყენა და იქვე მდგარ დივანზე მოისროლა.
-არ მომეკარო, მხეცი ხარ შენთან როგორ ვიცხოვრო. უკივლა ნატამ.
-აქ დაეგდე და მომისმინე. გინდა არ გინდა სულ ფეხებზე მ...ა, ეს ქორწინება შედგება და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ.
-გამიშვი, თავს მოვიკლავ და შენთან არ ვიცხოვრებ, არააა. ნატამ ტელეფონი აიღო და გოდერძიმ კი ხელიდან გამოგლიჯა და კედელს მიაფერთხა რომელიც ნაწილებად დაიშალა.
-ვის ურეკავ, შენს სიყვარულს? გინდა მოვიდეს და გიშველოს?
-გამიშვი, შემეშვი არა ადამიანო ვერ გიტან, მეზიზღები.
-შეგეშვები, რა თქმა უნდა შეგეშვები. შენ გგონია მე მეხატები გულზე და ვგიჟდები შენი
სიყვარულით, ეს ქორწინება დედაშენს უნდა, რომ მე ვიყო მისი სიძე და გულს არ ვატკენ ვიქნები კიდეც. შენ ჩემი ცოლი გახდები ნებით თუ არა ძალით მოხდება ეს და ჩემგან არ გაგიშვებ, მარტო იმის გამო, ხალხი გააცინო ჩემზე. ვერ გიტან, მეზიზღები ეს დაიმახსოვრე კარგად. გაოგნებული უსმენდა ნატა და შიშმა აიტანა, მის წინ ორ ფეხზე იდგა ადამიანი, მაგრამ მას არ ჰქონდა იმ წუთში ადამიანის სახე, ის იყო ადამიანის ტყავში გადამცმული ცხოველი. ნატამ მის თავში გადახედა ტვინის უჯრედებს და ორი სიტყვა წაიკითხა, ,,უბედობა'' და ,,უიღბლობა'. ერთადერთი ახსნა რაც ამ თემას ჰქონდა იყო ის, რომ
დედამ შვილი გაიმეტა სამუდამო უბედურებისთვის. სიბრაზისგან უნდოდა საკუთარი თავი
შეეჭამა, რადგან დღეს აღმოაჩინა და დაინახა, რომ გოდერძის აქამდე კეთილი სახე რამოდენა ზიზღს ინახავდა მის მიმართ, მაგრამ ვერ გაიგო რატომ. გოდერძი მის წინ იდგა ცინიკური სახით და უთხრა.
-ამ ქაღალდზე აქ და ახლავეს მომიწერ ხელს, რომ ქორწილის შემდეგ არანაირ სურვილს არ გამოთქვამ ჩემს ქონებაზე. დაჯერდები იმ სამსახურს და ხელფასს რაც გაქვს, არ გექნება არანაირი პრეტენზია ჩემთან და ჩემს ოჯახთან. შე საცოდავო უმჯობესია ახლავე მითხრა თუ რამე გაქვს მიქარული შენს საყვარელთან, ორივეს ჩემი ხელით გამოგღადრავთ ყელს.
-შენ არ ხარ ნორმალური, შენ არა ნორმალური ხარ. როგორ ვერ გიტან, ვერც კი ხვდები რა საოცრად დიდია შენს მიმართ ჩემში არსებული ზიზღი. უთხრა ძალა გამოცლილმა.
-მოაწერე ხელი. ორი წელი, მხოლოდ ორი წელი ვიქნებით ქორწინებაში. ნატამ ხელები წაიღო უკან და გოდერძიმ ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი. შიშისაგან შეხტა, მაგრამ უკან არ დაიხია და არ მოაწერა ხელი.გოდერძიმ სიბრაზისაგან თმებში მოკიდა ხელი და ძალით ააწევინა თავი და აკანკალებული ხელით მოაწერა ხელი სადაც უთითებდა.
-ახლა კი წამობრძანდი შენს ოთახში და მაშინ გამოხვალ ოთახიდან,როცა მე ვიქნები აქ. ხელი მოკიდა და ნატა ტირილით შეიყვანა მის ოთახში,გარედან კი ჩაკეტა კარები და სახლი დატოვა.
-არ ჩამკეტო, გთხოვ არ ჩამკეტო, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა,მხოლოდ არ ჩამკეტო.
-შაბათს ქორწილი გვაქვს, მანამდე აქ იქნები კაბაზე მე ვიზრუნებ. ტიროდა ნატა, ჭამითაც აღარ ჭამდა.რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაკამ სახლში მიაკითხა ნატალის და მეგობარი ისეთი განადგურებული რომ დახვდა,ლამის გული წაუვიდა. დიდი მოლოდინით გათენდა ხუთშაბათი დღე, ლევანი დროზე ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე,მაგრამ რამოდენიმე საათის შემდეგ მიხვდა, რომ ნატა იქ მიმსვლელი არ იყო. გაუცრუვდა
მოლოდინი, მაგრამ არ უფიქრია რომ ნატას არ მისვლას ახსნა არ ექნებოდა.რამოდენიმეჯერ
დაურეკა,მაგრამ ვერ დაუკავშირდა.ჯერ სპაზმებმა მოუჭირა ყელში,შუბლი კი ცივი ოფლით
დაეცვარა.ნერვიულობდა, არა, ნატა არ არის ასეთი უპასუხისმგებლო, ექიმია ალბად რაღაც
გადაუდებელი და დაუგეგმავი რამ მოხდა. ამიტომ პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა და ნატა ექიმი იკითხა,მაგრამ შიშმა უფრო შეიპყრო როცა უთხრეს,რომ ნატალი სამშაბათის შემდეგ არ ყოფილა სამსახურში.უკან გამობრუნებას აპირებდა,რომ მისი სახელი მოესმა.
-ბ-ნო ლევან? გაოცებულმა შეხედა მის წინ, თეთრ ხალათში ჩაცმულ მომღიმარ ექიმს.
-უკაცრავად, თქვენ მე მიცნობთ?
-დიახ,მართალია შორიდან და გადმოცემით,მაგრამ ახლა უფრო დავრწმუნდი ჩემი მეგობრის
გემოვნებაში.
-ვერ გავიგე?
-მაკა ვარ,ნატას მეგობარი.თქვენთან სალაპარაკო მაქვს და თუ არ დაგაყოვნებთ ჩემს კაბინეტში ვისაუბრიოთ ან კაფეში ჩავიდეთ,უკვე მეც დავასრულე მუშაობის საათები.
-დიახ,დიახ გარეთ დაგელოდებით.მოულოდნელად იმედი მიეცა ლევანს და წუთები მაკას ცდაში ეგონა საათებად გადაიქცა.იქვე მდგარ კაფე ,,სამეფო კარი''შევიდნენ და მაკამ პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო საუბარი.
-არ მჭირდება იმის თხოვნა რომ,უნდა გენდოთ.ამ ყველაფერს,ნატას ბედნიერებისთვის ვაკეთებ.
-გისმენ მაკა და გქონდეს ჩემი იმედი,რაც არ უნდა იყოს ჩვენ ერთად გაუმკლავდებით ყველაფერს.
-ლევან ადამიანთა რაობა,ყოფითი სარგებლობით განისაზღვრება.მე ვიცი თქვენ ვინ ხართ და რატომ აგანერვიულათ ნატას არ გამოჩენამ.ის ჩემი უახლოესი მეგობარია,უფრო მეტიც,ჩემი არა ბიოლოგიური და არის.წლებია ერთმანეთს რომ ვიცნობთ,მტკივა მისი ახლანდელი ყოფა. ლევან ნატას ახლა და ამ წუთში ძალიან უჭირს, მეც ძალიან განვიცდი და ვცდილობ მის დახსნას ამ გაჭირვებიდან,მაგრამ მარტო უძლური ვარ,არ შემიძლია.
-რა ხდება, მაკა ნატას ჯამრთელობის პრობლემები აქვს?
-არა, არა ნატა ჯამრთელობით კარგად არის, მაგრამ სულიერად რა გითხრა, ვერ არის კარგად.მოუყვა ლევანის ნატას მდგომარეობა და გაოგნებული უსმენდა.ლევანის გაბრაზება განრისხებული სტიქიასავით არის,დაუნდობელი გზა და გზა ყველაფერს რომ ანადგურებს. ყოველთვის გაწონასწორებულია,მაგრამ არსებობს ზღვარი,რომლის იქით უკვე თავს ვეღარ აკონტროლებს.მაკას შეეშინდა ლევანის განრისხებას რომ შეხედა,ფეხზე წამოდგა და ხელი მოკიდა.
-გთხოვ დამშვიდდი, ლევან ასე ვერაფერს ვერ დავეხმარებით.მე დღეს უნდა წავიდე ნატასთან და თუ მოვახერხე დაგალაპარაკებ. გეფიცები, მეც ძალიან მაწუხებს მისი მდგომარეობა.ლევანი გაჩერდა, თავზე გადაისვა აკანკალებული ხელი და ვედრებით სავსე ხმით უთხრა.
-მაკა დამპირდი, რომ ნატალის ხმას გამაგონებ.
-აუცილებლად, დღეს მასთან დავრჩები და ღამით დაგირეკავ.
-ვინ არის ეს პიროვნება,რას წარმოადგენს და რატომ უნდა ასე ძალიან დედამისს მასზე რომ
დააქორწინოს.
-არაფერი არ ვიცი და არც ნატამ არ იცის, ვერ იტანს იმ მამაკაცს.
-ნამდვილად იცი, რომ ნატალის არანაირი გრძნობა არ აქვს იმ პიროვნებასთან.
-დარწმუნებული ვარ, შემიძლია დავიფიცო რომ ნატალი ვერ იტანს გოდერძის.
-კარგი, მაკა მე წავალ ახლა და საღამოს შენს ზარს ველოდები.
-კარგი, წადი არ მინდა ვინმემ დაგვინახოს ერთად, მაინც ფრთხილად ვიყოთ.
-გასაგებია, რომ ძალიან სერიოზულად არის საქმე, მივდივარ და გელოდები. ნომრები გაცვალეს და მაკას ნაამბობიდან მოსმენილით გაოგნებულმა სიბრაზე ახრჩობდა,ვერ გაიგო ვინ იყო გოდერძი ტაბიძე და რას საქმიანობდა.თბილიში ხომ ყველა,ყველას იცნობს მაგრამ ეს სახელი და გვარი არ ეცნობოდა ან არის საერთოდ ცნობილი პიროვნება? არის მომენტი ცხოვრებაში, როცა რაღაც გტკივა, რაღაც გაწუხებს და როცა ყველაფერს გადალახავ, გგონია უკვე სწორ გზაზე წახვალ, უცებ გიწევს გაჩერდე და ფიქრობ უკან დაიხიო თუ გააგრძელო. შეიძლება გიჟად შემრაცხონ, მაგრამ მე გავაგრძელებ და მიზეზებს არ ვეძებ,ვეძებ მხოლოდ იმას, გავიგო ვინ არის ეს პიროვნება. კომპანიაში წავიდა და გაბრიელის კაბინეტში შევიდა, ისე დაეხეთქა იქვე სავარძელში რომ გაბრიელმა გაოცებულმა შეხედა.
-რა გჭირს, რა ხდება ან ამ დროს აქ რატომ მოხვედი.
-დათო და ვაჟა აქ არის? გაბრიელმა მდივან გოგონას დაუძახა.
-გისმენ გაბრიელ.
-მაკუშ უკვე მიდიხარ?
-გჭირდებით? თუ რამე აუცილებელია არ წავალ გაბრიელ.
-არა, არა წადი, მხოლოდ ჯერ დაუძახე სასწრაფოდ დათოს და ვაჟას შემოვიდნენ ჩემთან. გოჩა არ გამოჩენილა დღეს საერთოდ ხომ?
-არა, გოჩა არც გუშინ არ ყოფილა და არც დღეს და სხვებს დავუძახებ. ცოტა ხანში დათო და ვაჟა შემობარგდა კაბინეტში და რაღაცაზე იცინოდნენ.
-რა მოხდა, ბოს მოგენატრეთ? უთხრა სიცილით დათომ გაბრიელს და შეხედა იქვე ლევანი იჯდა მოწყენილი და გულში ცუდად გაკრა,მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.
-რაო რომეო მოიპოვე ჯულიეტას გული?
-გული კი მოვიგე, მაგრამ მას უსიყვარულოდ აქორწინებენ. თქვა ჩუმად ლევანიმ.
-რააააა? როგორ აქორწინებენ, მისი სურვილის გარეშე? გაუკვირდა ვაჟას.
-შენ მოგიკვდი მე,ეს რა დღეში ყოფილხარ რომეო.
-დათო არავარ დღეს შენს ხასიათზე და ამომშალე ხუმრობების სიიდან. შეუბღვირა ლევანიმ.
-ვერაააა, ამას ვერ გავაკეთებ,რადგან ჩემს გულს ძალიან უხდები ასე სევდიანიც კი.მოიცა კაცო მე ქორწილისთვის ვემზადებოდი და შენ რა სახე ჩამოგტირის,რა ხდება თქვი
სერიოზულად.დასერიოზულდა დათო და ლევანს მიაჩერდა.
-ვინ არის გოდერძი ტაბიძე ან თუ გაგიგონიათ საერთოდ ეს პიროვნება სადმე ჩვენს სიახლოვეს იყო როდისმე.
-უცხო სახელი და გვარი არ არის, მაგრამ ჩვენთვის უცხოა. არა, არ მეცნობა. თქვა ვაჟამ დარწმუნებით.
-არც მე, მაგრამ გავიგებთ.თქვა დათომ და ტელეფონზე დარეკა,ცოტა ხნით ილაპარაკა და შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა.
-მე ცოტა ხნით გავდივარ და მალე მოვალ,გავიგებთ ყველაფერს და თუ გოგო მასზე
დაქორწინების წინააღმდეგია მაგ საქმეც მოგვარდება.მალე დავბრუნდები თქვა და სასწრაფოდ
დატოვა ბიჭები, გასვლამდე კი ნანას ახედ-დახედა,რომელიც გაბრიელის კაბინეტში შევიდა რაღაც ქაღალდებით და ფეხი შეიჩერა.
-მზადაა უკვე ანგარიშები ნანა? შეეკითხა გაბრიელმა.
-კი მზადაა, ყველაფერი გადამოწმებულია და რაღაც მინდა გითხრათ.
-რა ხდება,რამე პრობლემაა?შეეკითხა კახამ.
-არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მე ერთი კვირის წინ ყველაფერი გადავამოწმე და ჩემი გადამოწმნებულის ამონაწერებიც აქ მაქვს,შევინახე ყოველ-შემთხვევისთვის,მაგრამ დღეს ისევ გადამოწმების დროს ცვლილებებია,არ არის დიდი ციფრებით,მაგრამ შესამჩნევია ჩემს ამონაწერს და ახლანდელ ამონაწერს შორის საგრძნობლად არის სხვაობა.მიკვირს როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი,გთხოვთ რამე იღონეთ.გადამოწმებას ყოველი თვის ბოლოს ვადგენდით, მაგრამ ეს ერთი თვეა მე გადამოწმებას ყოველი კვირის ბოლოს ვადგენ ისე რომ არავის არ ვუთანხმდები, რადგან ციფრები თამაშობს და ეკონომიკური მდგომარეობა კლებადობისკენ მიდის.
-ეს ვინ იცის კიდევ შენს გარდა, ვინმეს უთხარი? შეეკითხა დათომ.
-არა, არავინმა არ იცის. ვის ვეტყოდი, ჯერ აქ მოვედი თქვენთან.
-კარგია, შენ წახვალ ახლა და გააგრძელებ ჩვეულებრივად მუშაობას. მოერიდე კაბინეტიდან გასვლას და ყოველ დღე გადაამოწმე ანგარიშები, შეინახე შენი გადამოწმებული ყველა ანგარიში, მაგრამ აქ არ დატოვო თანვე ატარე,ან მე მომეცი ყოველდღიური გადამოწმებული ანგარიშები.ნანა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ შენთვის,რადგან მხოლოდ შენ მიგიწვდება ხელი კომპანიის თანხაზე და ალბად ხვდები რამხელა შარში გაეხვევი ეს რომ გამჟღავნდება. ამიტომ ისე უნდა მოაჩვენო თავი ვინც დგას ამ ყველაფრის უკან,რომ შენ ვერაფერს ვერ ხვდები.
-გეფიცები დათო მე არაფერს შუაში არ ვარ.
-ვიცი გასაგებია, ვიღაცას უნდა ჩვენი გაკოტრება. ჩვენ ერთად ვითანამშრომლოთ და ყველაფერს გავარკვევთ, გასაგებია?
-გასაგებია ყველაფერი, გთხოვთ ეგებ გავიგოთ ვინ შედის ჩემს კაბინეტში, მე ხომ ვკეტავ
კაბინეტს, გასაღები მხოლოდ მე მაქვს იქ დამლაგებელიც არ შედის უჩემოდ, დილით რომ მოვდივარ ჩემთან ერთად ასუფთავებს მანანა დეიდა იქ ყველაფერს. ერთიც უნდა გითხრათ, მინდა იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ.დიდი ხანია უკვე თვალს ვადევნებ ჩემს საწერ მაგიდას როგორ ვტოვებ და დილით რომ მოვდივარ ყველაფერი არეულ-დარეული მხვდება. დღეს კი ყავის ჭიქის ნადების გადაწმენდა დავიწყებიათ.დავრწმუნდი,რომ ჩემი წასვლის შემდეგ იქ ვიღაც შედის, ის ვიღაც ვისაც გასაღები აქვს და აქაც თავისუფლად შეუძლია შემოსვლა.
-ეს რაც ახლა თქვი, დიდი ხანია რაც შეამჩნიე? შეეკითხა მოსმენილით დაბნეულმა გაბრიელმა.
-ვიღაც რომ შედის ჩემს ოთახში ეს უკვე თვეებია შევამჩნიე, მაგრამ ეს ციფრების თამაში და
ანგარიშების გადასხვაფერება სულ მეორედ შევამჩნიე ან არ დავკვირებივარ აქამდე, ვერ გეტყვით დარწმუნებით როდიდან ხდება ეს ყველაფერი.დღევანდელმა ანგარიშებმა კი შემაშინა წინანდელთან შედარებით სულ სხვა ციფრთა სხვაობაა.არც შემიძლია ხელი დავადო ვინმეს, რადგან იქ მხოლოდ მე ვარ.
-რა თქმა უნდა მართალია,ასე ზეპირად ხელს ვერავის ვერ დავადებთ.თქვა დათომ ჩაფიქრებულმა.
-ისე შენ ცოტა გრძელი ენა გაქვს და ეს საუბარი ამ კაბინეტიდან არსად არ უნდა გავიდეს.წაკბინა დათომ ნანას რომელიც ძალიან გაბრაზდა.
-კიდევ ერთი რამ, მაგ კაბა ძალიან მოკლეა ცოტა სიგრძე მიეცი.თვალი ჩაუკრა აწითლებულ ნანას და კაბინეტიდან გავარდა.
-ეს რა იყო ახლა, საერთოდ ნორმალურია ეს პიროვნება? სიბრაზისაგან ანთებულმა სათითაოდ მოავლო თვალი ბიჭებს.
-ხანდახან უბერავს გულთან არ მიიტანო,განა ტყუილად ჰქვია თავღია?უთხრა ვაჟამ ღიმილით.
-მაგას მე ვაჩვენებ დაცინვა როგორ უნდა. ჩაილაპარაკა ნანამ და კაბინეტი დატოვა,დათომ კი დეტექტივის კარები შეაღო და ღიმილით მიესალმა ჭაღარა შერეულ მამაკაცს.
-გამარჯობა ბ-ნო ზაზულ როგორ ხართ, სიახლე გვაქვს რამე?
-ოოოო, კარგ დროს მოხვედი სიახლე გვაქვს დავით და ის მტერი რომელსაც ასე გულდასმით ვეძებთ უკვე თითქმის ერთი წელია და მეტიც,ძალიან ახლოსაა თქვენთან. მომისმინე შვილო,შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს და ეს ბიზნესს დააბრალონ,მაგრამ მნიშვნელოვანი ზარი არის ის სულ ახლოს და ახლოს დგება თქვენთან.იცის თქვენი თითოეული ნაბიჯი, იცის კომპანიის საიდუმლო ნუ ყველაფერი არა,მაგრამ რაღაც ნაწილი და ის თავისუფლად დადის თქვენს მეგობრულ ოჯახში. დათო დაფიქრდა და დღევანდელი ნანას უცნაური ანგარიშების გადაადგილების შესახებაც უთხრა.
-რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ რა, როგორ ჯობია გავაკეთოთ.
-შეგიძლია თვალი თვით კაბინეტში დააყენო, შეძლებ ამას?
-როგორ არ შევძლებ, მაგას დღესვე გავაკეთებ.
-მოიცადე შენ არა, იმ ნანას უთხარი რომ თითქოს თაგვი დაინახა და დეზ-ინფენქციის სახით შეწამვლის მიზნით გამოიძახეთ მუშაკები და ზარი ჩემთან შემოვა.ბიჭები ისე დააყენებენ თვალს, რომ ვერავინი ვერ შეამჩნევს.ბიჭებისთვის ისევ არ გითქვამს არაფერი?
-ახლა ვეტყვი ძია ზაზა უკვე აღარ შეიძლება ამის დამალვა.
-რა თქმა უნდა, უნდა იცოდნენ და ისე უნდა მოვაწყოთ, რომ უნდა გამოვიჭიროთ.
-ვფიქრომ ამ კვირაში მოგვარდება, წავედი ახლა და დაელოდე ზარს. მზად გყავდეს ბიჭები.
-კარგი, ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა დავით. ისე ჩვენც ვადევნებთ თვალს რამოდენიმე პიროვნებას თქვენი კომპანიიდან,ჯერ არ შემიძლია არაფლის თქმა,მაგრამ არიან ეჭვმიტანილებიც და ვცდილობთ,უფრო მეტი ფაქტების მოგროვებას.
-კარგია მომწონს ეს შემართება და კიდევ ერთი, ძია ზაზა გთხოვ გამიგო ვინ არის გოდერძი ტაბიძე.
-გოდერძი ტაბიძე რომ მითხარი ხომ?ნაცნობი სახელი და გვარია,ვიცი ვინც არის,მაგრამ მაინც გადავხედავ და დავადგენ ყველაფერს.ჯობია კარგად გავარკვიო და დაზუსტებული ინფორმაცია გითხრა.
-დღეს ხუთშაბათია,შაბათამდე ინფორმაცია ხელთ უნდა მქონდეს.
-კარგი, არ დამჭირდება მაგდენი დრო. დათო დაემშვიდობა დეტექტივს და ისევ კომპანიაში
დაბრუნდა. ნანამ გულში ჩაიხვია დათოსგან მისი გამასხარავება და გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა მისთვის.ამიტომ დროებით დაეთხოვა გაბრიელს და მაღაზიაში ჩავიდა, დაკვირვებით დაათვალიერა სექციები და პატარა წრუწუნების საჭერი ხაფანგები იყიდა რამოდენიმე ცალი. ჩუმად შეიპარა დათოს კაბინეტში და მისი მაგიდის უჯრაში აწყობილი ორი ცალი ხაფანგი ჩააწყო ფრთხილად.სასიამოვნოდ გაიღიმა როცა წარმოიდგინა დათოს ტკივილისაგან დამანჭული სახე,საოცრად კმაყოფილმა გამოვიდა კაბინეტიდან და დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს, გართული იყო მუშაობაში და თავში ათასობით მათემატიკური ციფრები ირეოდა, რომ გოგის ღრიალი ექოსავით მოედო კომპანის კედლებს. ბიჭები
გაბრიელის კაბინეტში იყვნენ ისევ, რომ ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ კისრისტეხვით გავარდნენ კაბინეტიდან და დათოს კაბინეტში ერთმანეთის მიყოლებით შეშინებულები შევიდნენ. დათოს ტკივილისაგან მოღრეცილ სახეს რომ შეხედეს, ჯერ გაუკვირდათ და შემდეგ მათი ხარხარი მოედო მთელ შენობას, მათ გულიან ხარხარზე კი იცინოდა იქ მომუშავე პერსონალი.
-რა სიკვდილი გაცინებთ,მომეხმარეთ და მომაშორეთ ეს დასამტროვი ხაფანგები დამტყდა
თითები. ყვიროდა დათო და ხელებს ჰაერში აქნევდა.
-საოცრებაა, ასეთ მწვავე შედეგსაც არ ველოდი და როგორ მომწონს შენი მონღრეული სახის
დანახვა,შენ ვერც კი წარმოიდგენ დავითა.მოესმა ნანას ხმა და ტკივილისაგან აწითლებულმა შეხედა ნანას ცინიკურ სახეს, რომელიც გაბრიელს ამოფარებოდა.
-შენ გააკეთე? უთხრა გაჭირვებით წყნარად და აუღელვებლად.
-დიახ, ეს მე გავაკეთე და კმაყოფილიც ვარ. ასევე წყნარად და აუღელვებლად უპასუხა ნანამ.
-მოგკლავ, გეფიცები შემომაკვდები ხელში. ვაჟამ დააკავა და არ გაუშვა,მაგრამ გაბრიელს და ლევანის უკვე სიცილისგან ძალაც კი გამოლეოდათ და ცალი ხელით კედელზე იმაგრებდნენ თავს. ვაჟა იცინოდა,მაგრამ სიცილში ცდილობდა ჰაერში მოქანავე ხელი დაეკავებინა და საცოდავად დატეტკვილი თითები ხაფანგისგან გაენთავისუფლებინა.ამ სიცილ-ხარხარში სამუშაო დღეც დასრულდა და ნანამ დაემშვიდობა ტკივილისაგან გამწარებულ დათოს და უთხრა.
-აბა, წავედი მე და ხვალამდე დათუნო.
-დამაცა გამიაროს ამ ხელის ტკივილმა, გაჩვენებ სეირს მე შენ.დაემუქრა ნანას დათომ.
-დათო მოდი დღეს, შენი ფიქრთა მეფეს დავლოცავ წითელი ღვინით.დათომ გახედა ნანას და გაბრიელმა ჩუმად ანიშნა წასულიყო,რადგან არ მოწონდა დათოს სიწყნარე,ამიტომ ნანაც კმაყოფილი და ნასიამოვნები სახით წავიდა სახლში. დათომ თვალი გააყოლა,მაგრამ ფიქრები მისმა ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა და შეწუხებული ხმით უპასუხა.
-გისმენ ზაზული.
-დათო უნდა გნახო, სად ხარ. მოესმა ზაზას შეშფოთებული ხმა.
-რა მოხდა, კომპანიაში ვართ ჯერ კიდევ.
-მანდ მოვალ და უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და ოთხივე უნდა იყოთ.
-კარგი გელოდები მაგრამ აქ არა, არ შეიძლება აქ ჩვენი შეხვედრა.
-მე მოგწერ მისამართს და იქ მოდით. უთხრა ზაზამ. მისამართი მიიღო და შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა სერიოზული სახით.
-მაშ ასე, მომისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ და არ შემაწყვეტინოთ.არ ვიცი გახსოვთ თუ არა,მაგრამ მე თქვენ ერთხელ გითხარით,რომ ჩვენს ოჯახში მტერი გვყავდა.თქვა და ლევანს და ვაჟას გადახედა.
-მაშინ არ დაიჯერეთ და გეგონათ ეს საქმე თქვენთან ერთდ მეც მივივიწყე,მაგრამ არა მეგობრებო, მე დავიქირავე ნაცნობი დეტექტივი და ეს საქმე დღემდე ძიებაშია.დღეს კი მან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვითხრას,გამიმხილა რომ მტერი აქ არის,ჩვენს სიახლოვეს ეს თქვენც დარწმუნდით ნანას ბურუსით მოცული ნაამბობზე თუ რა ხდება მის კაბინეტში
მისი წასვლის შემდეგ.
-რას ამბობ დათო და მე რატომ არაფერი არ ვიცოდი ამის შესახებ.
-არ გითხარით მანამ, სანამ არ დავრწმუნდი ჩემს სწორ აზროვნებაში.
-დღეს ნანამ რომ გველაპარაკა, სწორედ იმ დღევანდელი საუბარი გამახსენდა და პირველად
ვინანე, რომ არ დაგიჯერე მაშინ. უთხრა დათოს ლევანიმ.
-შენ ამდენი ხანი ჩუმად ხარ და მხოლოდ შენთვის მოქმედებ? ამიტომ ხარ ხოლმე გამქრალი რომ გეძებ და ვერ გპოულობ? რომ რამე მოგსვლოდა,მერე რა უნდა გვექნა დათო.უთხრა გაბრიელმა გაბრაზებულმა.
-კარგი რა, რა უნდა მომსვლოდა გაბრიელ. ამათ რომ ვუთხარი და არ დამიჯერეს,ვიფიქრე შენც არ დაიჯერებდი,ამიტომ ჯობდა ჯერ ასე მემოქმედა და ყურადღებით ვიყავი იმ ადამიანის მიმართ ვიზედაც ვეჭვობდი და დღეს კი თუ ჩემი ეჭვი დამიდასტურა ბიძაჩემმა გეფიცებით, მას ჩემი ხელით მოვკლავ.
-დათო ცოდო იყავი მთელი ეს დრო ამოდენა ტვირთვისთვის.უთხრა გაბრიელმა და მეგობარს გადაეხვია.
-ხო მართლა იმ გოდერძიზე უთხარი და გაარკვევს ვინ არის და კიდევ ერთი ნანას კაბინეტში ვიდეო თვალი უნდა დავამონტაჟოთ.
-ნანა რომ წავიდა?
-ეს ხვალ მოხდება.აუხსნა ბიჭებს როგორც გააკეთებდნენ და კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი.
-კიდევ რა ხდება.
-ნანამ უნდა გაიგოს, რომ მისი სასიძო არ არის სუფთა ადამიანი, სწორად არ ვიცი, მაგრამ ყურმოკრულს გეტყვით,რომ ის ფულს ბინძური გზებით შოულობს,ის ნარკო-დილერი არის. ზუსტად კი ბიძაჩემი გვეტყვის ახლოს რომ ვნახავთ საღამოს.
-დავაბრუნოთ მაშინ ნანა და დაველაპარაკოთ.
-ჩვენ არა, თვით დეტექტივი დაელაპარაკება,უნდა წავიდეთ გველოდება.ვაჟამ ნანას დაურეკა და ისიც სირბილისგან აქლოშინებული შევარდა გაბრიელის კაბინეტში.
-რა მოხდა, რამე გაარკვიეთ?
-დღეს უნდა მომეკალი, მაგრამ ჯერ საჭირო ხარ და გადავდებ დროებით შენს მოკვლას. ახლა ჩვენ წამოგვყვები,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგო შენს სასიძოზე.
-მე რაში გჭირდები შენ. შეუბღვირა დათოს.
-მე კი არა, კომპანიას ჭირდები და იმიტომ ვერ გიმეტებ ჯერ მოსაკლავად და გითხარი,შენს სასიძოზე უნდა გაიგო ძალიან მნიშვნელოვანითქო.
-საგლახაოდ მომაბრუნე? შეუღრინა და კარებისკენ შებრუნდა წასასვლელად,დათომ მკლავში წაავლო ხელი და იქვე მდგარ სავარძელში ძალით ჩასვა.
-იმიტომ მოგაბრუნეთ, რომ ალბად აუცილებელი იყო ბატო და ნუ ჭყიტავ მაგ ლურჯ თვალებს შეშინებული კურდღელივით.
-რა ხდება წესიერად არ შეგიძლიათ მითხრათ?
-მოკლედ, ხვალ შენს ოთახში კამერას დავაყენებთ,ახლა კი ჩვენთან ერთად წამოხვალ ნუ გეშინია არ შეგჭამთ.შენ ჩემთან ერთად წამოხვალ,თქვენ კი აი ამ მისამართზე მიდით,იქ უკვე გველოდებიან. დათოს ისევ დაურეკა ტელეფონმა და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ უთხრა ნანას.
-ახლა ადგები და შენს ოთახში შეხვალ, დარწმუნდი რომ იქ არავინი არ არის, ვაჟა შენც წაყევი და დაიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა.ცოტა ხანში დათო შევიდა მათთან და დააყენა ვიდეო თვალი ისე, რომ მაგიდას და კომპიუტერს ხედავდა მხოლოდ, გარეთ კართან კი გაბრიელი და ლევანი საუბრობდნენ დაზვერვის მიზნით.
-მორჩა, ჩვენ წავალთ ცოტა ხანში და ჩამოდი, მე ქვემოთ დაგელოდები. წავიდნენ ბიჭები და გაბრიელმა მიაძახა სიცილით დათოს.
-არაფერი არ მოწიო გოგოს, გესმის?
-წადი, წადი შენ მე მართლა გიჟი გგონივარ? ცოტა ხანში ნანაც გამოკაკუნდა გარეთ და თვალებით ეძებდა დათოს რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.,,გამოდი გზაზე და მარჯვნივ დაუყევი ქუჩას,20 მეტრი გაიარე ფეხით არ მოკვდები და ცოტა ჩქარა ნუ გძინავს ფეხზე,გელოდები''.წაიკითხა და ჯერ გაეცინა და თან გაბრაზებულმა თქვა.
-ეს მომაკვლევინებს დღეს თავს. ნელა-ნელა დაუყვა მითითებულ გზას და ცოტა ხანში დათოს სიბრაზისგან ანთებულ თვალებს წააწყდა.
-რა გეჩქარებოდა, სიჩქარისგან ძლივს ითქვამ სულს ნელა ვერ წამოდი?
-მე არსად მეჩქარება და ეს სიგრილე მესიამოვნა.მშვიდად დაუბრუნა პასუხი ნანამ.
-ხოოო, ახურებულ სხეულს სიგრილე უხდება, მაგრამ შენ რამ აგახურა.ეშმაკუნები აუთამაშდა თვალებში დათოს და ოოო, როგორ მოსწონდა ნანას აწითლებული ლოყები და სიბრაზისგან ანთებული თვალები.
-დათო რა გინდა,არ ჯობია პირდაპირ მითხრა სათქმელი?
-მოდი,მეც მინდა პირდაპირ გელაპარაკო და ერთმანეთს გულახდილად ვესაუბროთ მხოლოდ ჩხუბის გარეშე.
-ერთი პირობით.
-ჰმ, პირობებსაც რომ მიყენებს, თქვი რა მოიფიქრე ამჯერად. გაეცინა დათოს.
-ცინიზმის და ირონიის გარეშე.
-კარგი, გეთანხმები.ხელები ასწია დათომ და მანქანაში ჩაჯდა ორივე.
-მომისმინე,შენ რა გგონია,შენი თამამი ქცევებით მიიქცევ მამაკაცის ყურადღებას?
-რატომ ფიქრობ ასე?
-ნანა, ნანა, ნანუჩი რამდენი წელია რაც ჩვენთან მუშაობ?
-თუ არ ვცდები, უკვე მესანე წელია.
-მერე? არასდროს შეგიმჩნევია ვაჟას უცნაური შემოხედვა?
-მართლა არასდროს არ დავკვირვებივარ, არ მითხრა რომ....... ვაიიმეეეეე, ეს პირველად მესმის.
-არ გეტყვი არაფერს, ეს შენ თავად უნდა მიხვდე. მე ერთს გეტყვი მხოლოდ პირდაპირ და
მოურიდებლად. პირველ რიგში ასეთი ჩაცმულობა დაივიწყე და სტილი შეიცვალე. მაპატიე, მაგრამ უკანასკნელ ბო...ს გავხარ ამ კაბაში. ნანუჩი ქალი უნდა ანათებდეს და მისი სინათლის სხივი თვალს ჭრიდეს ყველას.მხოლოდ მისი სისუფთავით იპოვის ის მის ბედნიერებას, გასაგებია? მამაკაცისთვის ქალი ამოუცნობი უნდა იყოს, ნუ ჩქარობ და შენი მოძიებით, შეცდომით ადამიანს არ დაუკავშირო შენი ცხოვრება.შენი ბედის მამაკაცი,თავად მოგაგნებს შენ, შენი სუფთა სუნით.
-23 წლის ვარ და არაფერი არ მცოდნია, მამაკაცებზე. მაოცებ.
-მამაკაცსაც გამოცნობა და გაგება უნდა ნანუჩი. ზოგს ხისტი ხასიათი აქვს,ზოგი დამთმობია, ზოგი გამორჩენაზეა.100%-ში კი 30-40 %-ი შეიძლება იყოს გულწრფელი და სუფთა გრძნობით შექმნილი ძლიერი სიყვარული აჩერებდეს შენთან.ნანა ქალი ამორძალი უნდა იყოს მამაკაცისთვის,ქალი ამორძალი და ვნებიანი.ბოლო სიტყვები ეშმაკური სიცილით უთხრა დათომ და გულიანად გაიცინა ორივემ.
-დაუჯერებელია,ვერ ვიჯერებ რომ ახლა შენ გესაუბრები.
-რატომ, რა არის ასეთი დაუჯერებელი.
-იმიტომ რომ ყველა თავღიას გეძახის და შენ რა საოცარი და საინტერესო ადამიანი ყოფილხარ.
-მე ვინც მეძახის თავღიას,ის თავადაა თავღია ჩემო ნანა.ორივე იცინოდა და დათომ უეცრად მოიწყინა.
-ვფიქრობ,დღეს რაც მოხდა უნდა დავივიწყოთ და რაც გითხარი,იმედია არ გეწყინა.
-არა დათო რას ამბობ, პირიქით ძალიან გამაოცე.
-ერთიც მინდა გითხრა. ნანა ძალიან კარგი გოგო ხარ და მოდი რა,ძ ალიან გთხოვ არ გინდა რა არავისზე მიმსგავსებული ცხოვრება,იყავი ყოველთვოს ის,რაც ხარ სინამდვილეში. ქალი სამოთხის უმაღლესი მწვერვალებიდან გადმომსკდარი ჩანჩქერია,რომელიც გრანდიოზულად მიიკლაკნება ჯოჯოხეთის სიღრმეებისაკენ.იყავი მამაკაცის სასიამოვნო ჯოჯოხეთი ნანა და არ წააგებ ცხოვრებაში.აი ამ საუბარში კიდეც მოვედით.
-დათო დღეს არ ვთქვი,მაგრამ იმდენი საინტერესო რა ვისაუბრეთ ერთი საიდუმლო მინდა გითხრა.
-უკვე ცუდად ვარ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ შენ გინდა მითხრა შენ მომწონხარო.არ გაბედო ამის თქმა,თორემ აქვე გავაფრთხობ სულს.უთხრა გაოცებულმა და ნანამაც გაოცებულმა შეხედა და თან პირდაფჩენილმა.
-გოგოოო, რა გემართება დამუწე პირი. ხარხარებდა დათო.
-რა იდიოტი ხარ დათო და მართლა მომისმინე სანამ ავალთ მაღლა უნდა გითხრა,რომ გოჩა არ მომწონს.
-ოოო, ეს საინტერესოა. როგორ არ მოგწონს როგორც ადამიანი,როგორც მამაკაცი თუ როგორც პიროვნება.გკადრა რამე?
-რომ გითხრა არცერთი ვარიანტი არაა მოსაწონითქო გეწყინება?ის ხომ თქვენი მეგობარია -არა,არ მეწყინება ნანა რადგან, უკვე აღარც მე არ მომწონს.
-რაღაც ცუდად დაწრიალებს თქვენს გარშემო.
-შენ უკვე ჩვენი მესაიდუმლე ხარ და სწორედ მაგაზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ დღეს აქ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგო.
-კიდევ მნიშვნელოვანი რა,ისევ კომპანიას ეხება?
-არა,ეს შენს ოჯახს ეხება.
-ჩემს ოჯახს, დარწმუნებული ხარ?
-კი სავსებით და შენი და გიყვარს?
-ჩემი და რა შუაშია ჩვენს კომპანიასთან დათო.
-შენ მიპასუხე გიყვარს?
-რა თქმა უნდა მიყვარს,ეს რა კითხვაა.
-ხოდა იბრძოლე შენი დის გადარჩენისათვის და მისი ბედნიერებისათვის.იცოდი ლევანს რომ უყვარს ნატა?
-აააააააააააა? ღმერთო, მე ჭურში მძინავს?
-ხოდა ხომ ხედავ გამოგაღვიძე და ჭურიდანაც ამოგიყვანე.
-დათო იქ კაბინეტში მითხარი რაღაც,მაგრამ მეგონა ხუმრობდი.სად იყო აქამდე,რატომ არ უთხრა თუ უყვარდა.მტკივნეულად თქვა და ცრემლი მოერია.
-გატყობ სასიძო არც შენ მოგწონს.
-არც არასდროს არ მომწონდა.
-კარგი, ყველაფერი მოგვარდება. გადავიდეთ, ძალიან დავაგვიანეთ გველოდებიან. ყველას მოეყარა თავი და მხოლოდ დათოს ელოდნენ, დათო ნანასთან ერთად შევიდა სახლში და მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა,შემდეგ კი გაკვირვებულმა თქვა.
-ღმერთო ნუთუ ეს ცხადია, ეს რა სიურპრიზია ზაზული. შენ, შენ ცოცხალი ხარ? მე ვფიქრობდი, რომ აღარ არსებობდი.
-როგორც ხედავ,შენთვის სასიხარულოდ და ვისთვის სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვარსებობ და ვცოცხლობ.
-მახსოვს გაზეთები შენს გარდაცვალებას წერდნენ.
-ცოტა ნაადრევი მოუვიდათ, ჩემს სიკვდილზე განცხადების გაკეთება.
-ძია შოთა. ჩაეხუტა გოგი და ცრემლიც კი მოერია შოთა ზაზას ძმაა და განსაკუთრებით უყვარდა დათოს. შემდეგ სახეზე ჩამოუსვა ხელი და სევდიანად უთხრა.
-სახეზე ძალიან გეტყობა განვლილი სევდიანი წლების კვალი.
-მართალია, ცხოვრებამ მძიმე გამოცდა მომიწყო შვილო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ. თქვა სევდიანად.
-მთელი 20 წელი. მაშინ 10 წლის ვიყავი, ბევრი არაფერი არ მესმოდა.დღეს 30 წლის ვარ და როგორ ჩქარა გასულა დრო,წლები გარბიან განა ჩვენ გველოდება?გარბიან ტკბილ მოგონენენთან ერთად. დათოს ცრემლი მოერია,შემდეგ გაახსენდა რომ მარტო არ იყო და ყველას მოავლო თვალი.
-ბიჭებო ზაზა და შოთა ძმები არიან ასევე მამაჩემის უახლოესი მეგობრები.ძია შოთა ესენი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან,ჩემი ძმები აი ეს კი ჩვენი ულამაზესი დაიკოც აქ გვყავს.ესენი არიან ხალხი, რომლებისთვისაც შემიძლია სიცოცხლეც კი დავთმო.
-არ მიკვირს დათო შენგან ამ სიტყვების მოსმენა.განა მამაშენი მე არ გადამეფარა, განა უჩამ მე არ შემომწირა თავისი სიცოცხლე?გაოცებული უსმენდნენ ბიჭები და დაეფიცებათ,რომ დათო პირველად ნახა ოთხივემ ასეთი სერიოზული და თან ატირებული. თურმე რამხელა გული ქონია ამ ადამიანს და გაუხარდათ რომ ამ ხალხმა იცოდნენ ერთმანეთის ფასი.
-დათო ჩვენ ვისაუბრეთ შვილო და ახლა საქმეს მივხედოთ, დაბრძანდით. ყველა შემოუსხდა მაგიდას და ყველას სერიოზული სახე ჰქონდა,დღეს ისინი გაიგებენ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს თუ ვინ არის მათი მტერი და ვინ ცდილობს მათ ერთმანეთთან დაშორებას. ლევანთან საუბრის შემდეგ, რამოდენიმეჯერ სცადა მაკამ დაერეკა ნატასთან მაგრამ ვერაფერს გააწყო და მოუსვენრობამ შეიპყრო.გადაწყვიტა წასულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.მეორე დღეს კი სამსახურის შემდეგ პირდაპირ ნატასთან წავიდა და ბინის კარებზე აკანკალებული ხელით დარეკა ზარი.კარები თამილამ გააღო და მხიარული სახით შეიპატიჟა სტუმარი სახლში.ნატას არავის დანახვა არ გახარებია ისე,როგორც მაკას დანახვამ გაახარა. თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და როგორც კი მოახერხა
საუბარი, ჩუმად უთხრა.
-მიშველე მაკა. ამ დროს მისაღებში თამილა გამოვიდა ლანგრით ხელში და სტუმარს მისი
მოდუღებული ყავა მიართვა, სულ მალე კი ყავას ნამცხვარიც მოაყოლა და თავადაც მხიარული სახით დაჯდა გოგოებთან.
-როგორ ხარ მაკა დიდი დრო გავიდა რაც არ მოსულხარ,ხომ იცი ხვალ ქორწილია და როგორც ვიცი მეჯვარე შენ ხარ მგონი.
-რაააააა? ხვალ ქორწილი არის? მე მეჯვარე ვარ და ახლა უნდა ვგებულობდე ნატა ამას? შენ
მომზადებული ხარ? შეეკითხა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ნატას და გაოცებულმა შეხედა.
-სულ არ მაინტერესებს რას ჩავიცმევ, მაქვს ერთი შავი კაბა და იმით წავალ ეკლესიაში.
-რადგან ასე გადაწყვიტეთ ,დღეს ადრე უნდა დაწვე და კარგად გამოიძინო, რას გავხარ სარკეში ჩაიხედე ამ დღეებში?მაკამ არ მიაქცია ყურადღება ნატას ნათქვამს კაბაზე და მისებურად შეუტია.მე ახლა წავალ და კაბას ვიყიდი,პირდაპირ აქ მოვალ და დღეს შენთან ერთად ვრჩები, მომენატრე ნატ და დღეს უნდა ვიჭორავოთ,მერე არ გექნება საჭორაოდ დრო.ეშმაკურად ჩაუჟუჟუნა თვალები და მაკას ხუმრობას თამილაც გემრიელი ღიმილით შეხვდა.
-დღეს საღამოს არ მუშაობ?
-არა, წუხელ ვიყავი მორიგე. ჩემებიც არ არიან სახლში და ამიტომ შენთან წამოვედი. ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული,ვრეკავ ეს დღეებია და ვერ დაგიკავშირდი.შენი ტელეფონის გამორთვა როგორ შეიძლება ექიმი ქალი ხარ,შენი პაციენტები მე მირეკავენ და შენს ამბავს კითხულობენ,მართლა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-ტელეფონი იმ დღეს დავკარგე სახლში რომ წამოვედი. ტყუილი უთხრა მაკას და გვერძე
გაიხედა, მიხვდა მაკა რომ ნატას გულში დიდი ქარიშხალი ტრიალებდა და სადაც იყო ის ქარიშხალი ქარბორბალად გადაიქცეოდა.მაგრამ ვერაფერს ვერც ეკითხებოდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა,აუცილებლად ლევანი უნდა ენახა,ლევანს უნდა დალაპარაკებოდა და ერთად უნდა ემოქმედათ.
-სად დაკარგე რა ბატი ხარ.გადაიკისკისა მაკამ მაგრამ მისი სიცილი მარტო თვით მაკამ და ნატამ იცოდა,რა სიმწრის სიცილით იცინოდა. ფეხზე წამოდგა და თვალი ჩაუკრა ნატას ისე კი უთხრა.
-მე წავალ ახლა და შენ არ მოიწყინო, ჩემს მოსვლამდე კი აბანოში შედი და თავი მოიწესრიგე, ახლავეს ჩაწექი და დაისვენე თვალები დაასვენე არ მომწონხარ და ხვალისთვის არ იქნები ლამაზად.ვითომ კმაყოფილი სახით გადააბიჯა სახლის ზღურბლს,გამოცდა თუ არა ბინას საკმაოდ ლევანს დაურეკა.
-გისმენ მაკა ასე ადრე არ გელოდი.მოესმა მამაკაცის სევდით სავსე ხმა და უცებ უთხრა.
-ლევან აუცილებლად უნდა გნახო ნატასთან ვიყავი,ახლა იქედან მოვდივარ ამ წუთში და სავაჭრო ცენტრში მოდი.
-ყველა აქ ვართ და მისამართს გამოგიგზავნი და უკეთესია შენ თუ მოხვალ აქ.უთხრა ლევანიმ და არც დაფიქრებულა მისამართი მიიღო თუ არა ტაქსი გააჩერა და წავიდა.20 წუთში ადგილზე იყო მათთან ერთად და განიხილავდნენ გეგმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ზუსტად იმ წუთებში რამდენიმე მეტრის მოშორებით კი გაბრიელის მკვლელობის გეგმა იგეგმებოდა.
-მოდი,მოდი შემოდი. რა ხდება, ასე რამ აგაფორიაქა. მაკამ ლევანს შეხედა და უცებ მიაყარა მისი სათქმელი.
-ლევან უნდა ვუშველოთ, ხვალ ქორწილი აქვთ მერე გვიანი იქნება შველაც და ყველაფერი. იღუპება გესმის,ნატა იღუპება და ვერ გავიმეტებ ამ უბედურებისთვის.შემდეგ მოავლო თვალები იქ მყოფთ და ნანას შეხედვისას პირზე იტაცა ხელი.
-ნანა? შენ, შენ აქ რა გინდა, აქ რას აკეთებ. კითხა გაკვირვებულმა.
-იგივეს საყვარელო რასაც შენ, შენ შენი მეგობრისთვის ბრძოლობ და მე ჩემი დისთვის. ჩვეულებრივად მივალ სახლში და მე მამას დაველაპარაკები,დარწმუნებული ვარ მამიკომ არაფერი არ იცის და ეს ყველაფერი მისი თანხმობის გარეშე ხდება.
-როგორ გამახარე ნან.ძალიან მიხარია,რომ ლევანის გაუგე და ყველა ერთად შევძლებთ დავიხსნათ ნატა ამ უსიამოვნო ქორწინებიდან და იმ ურჩხულიდანაც.
-მოკლედ ბიჭებო, რომ იცოდეთ გოდერძი ტაბიძე არის ნარკოტიკის მომხმარებელიც და
გამსაღებელიც. ნუ დაღუპავთ იმ გოგოს, არ ვიცით ხვალ რა მოხდება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.ინფორმაცია მაქვს თქვენი მეგობარი გოჩა და გოდერძი ერთად მუშაობენ და ერთი მიზანი აქვთ, მათი მიზანი კი თქვენი ორივეს განადგურება უნდათ. თქვა დეტექტივმა და სათითოდ ყველას შეხედა. ამ საღამოს რამე მოიფიქრეთ და ყველამ ერთად გაატარეთ დრო, ერთად იყავით ხალხმრავალ ადგილზე და ერთმანეთს შეხედეთ. ჩვენ, ვერც
მე და ვერც შოთა ვერ გამოვჩნდები თქვენთან ერთად, დავიწვებით.ზაზას ტელეფონმა დარეკა და უპასუხა,ცოტა ხანი უსმინსა და შემდეგ დათოს უთხრა.
-შენ მართალი ხარ დათო,ვიზედაც ეჭვიანობდი თავიდანვე ის ახლა კაბინეტშია და კომპიუტერთან ზის.მას თქვენი გაკოტრება აქვს განზრახული. დაიძაბა ყველა და გაბრიელმა იკითხა დაძაბული ხმით.
-ვინ, ვინ არის ის ადამიანი ასე ახლოს რომ გვყავს.
-რაც არ უნდა გეტკინოთ და გაგიკვირდეთ, ეს ადამიანი გოჩა არის. თქვა ნანამ.
-შენ როგორ მიხვდი, რომ ის იყო. გაოცებულმა შეეკითხა ვაჟამ.
-მე დათოსაც ეს უთხარი,დიდი ხანია უკვე არ მომწონს ეს პიროვნება.ისეთ კიხთვებს მისვამდა,რაც მხოლოდ კომპანიას ეხებოდა.
-წავიდეთ. ფეხზე წამოდგა ლევანი.
-წადით, მაგრამ დღეს არ დაშორდეთ ერთმანეთს ცუდი წინათგრძნობა მაქვს. უთხრა ზაზამ
ბიჭებს და გარეთ გამოსულებმა კი გაბრიელმა თქვა.
-ნამდვილად ვერ მივიტანდი გოჩაზე ეჭვს,ვერ ვიფიქრებდი თუ იმ წლებს რაც ერთად გაგვიტარებია ფულზე გაცვლიდა.რადგან დღეს ერთად უნდა ვიყოთ ჩემთან წავიდეთ, დღეიდან ბუდეს ვათბობ და მინდა ჩემი მეუღლე გაგაცნოთ.თქვა და ღიმილით შეხედა მის წინ გაოცებულ მდგარ დათოს და ვაჟას
-მეუღლეს?ერთხმად შეეკითხა ვაჟამ და დათომ.ლევანი კი გვერძე იდგა და იღიმოდა.
-ხო მეუღლეს,რამე უცხო სიტყვა გითხარით და ვერ გაიგეთ. ასე რომ ჩემთან წადით პირდაპირ და მეც მალე მოვალ.
-მოიცა რას გვეღადავები, რაღაც მოვიფიქრე და ერთად ვიმოქმედოთ სად მიდიხართ.დათომ კი ნანას შეხედა და უთხრა.
-შენ წადი სახლში და ჩვეულებრივად მოიქეცი.უთხარი ნატას რომ დათანხმდეს ამ
ქორწინებაზე, რადგან მეტი გამოსავალი არ აქვს, აგრძნობინოს სიძეს რომ თითქოს დანებდა. მე წავალ და სხვა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. შენ იმდენი გააკეთე, რომ მამამ წაიყვანოს ეკლესიაში ნატალი სხვას კი ჩვენ მოვაგვარებთ. შენ კი მაკა იყიდე რისთვისაც წამოდი, ეს ასე და ახლა მითხარი სარძლოს რა ვუყიდოთ? მოიცადე, ვინ მოიყვანა ამ ხისთავიანმა, ჩვენ ვიცნობთ? შეეკითხა ლევანის რომელიც მთელი მისი საუბრის დროს ჩუმად იყო და მხოლოდ მათ საუბარს უსმენდა.შემდეგ გაეცინა და დათოს უთხრა.
-იცნობთ,იცნობთ და თან ძალიან კარგად.ამ ხისთავიანმა როგორც შენ უწოდებ და სწორადაც შეურჩიე სახელი ჩემი სულის ნაწილი წამართვა,ჩემი ნაზი და ჩუმი დაიკო.
-ვაიმეეეეე, ეს როდის მოხდა. გვეცლები ხელიდან მეგობარო? რა უსინდისო ადამიანი ხარ, სოციალურ ქსელში 264 მეგობარი მყავს და არასდროს მიფიქრია ის ვირტუალურად გაცნობილი სამეგობრო შენზე წინ დამეყენებინა, მაგრამ ვხედავ, რომ ისინი უფრო სანდო და გულახდილები არიან ვინემ შენ შე მართლა ხისთავიანო.ახლა უნდა ვიგებდე მე ამ ამბავს?რამ გამოგაშტერათ, ან ერთი და ან მეორე.
-სიურპრიზი მინდოდა მომეწყო და ნუ ბუზღუნებ, წავედით. უთხრა გოგოებს და დათოს თვალი ჩაუკრა და ღიმილით წავიდა, თან მაკა და ნანაც მას წაყვა. ნანა გზაზე ჩამოსვა და მაკა სავაჭრო ცენტრში მიიყვანა.
-მეც მასე მოგიწყობთ სიურპრიზს, ჯერ ამიფართხალდეს გული,ისე რომ გარეთ გამოვარდეს. დათოს ბუზღუნი ახალისებდა გაბრიელს სარკეში უცქრდა და ხალისობდა,მაინც ერთმანეთს დაედარა ნანა და მაკა და სიცილით შევიდნენ სახლში,ნასიარულები და მთელი დღის ნანერვიულები ორივე დივანზე მიეგდო,საუბრობდნენ და თან იცინოდნენ.გოგოებს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცი და თბილი ღიმილით გადახედა მოსაუბრე გოგონებს. მამაკაცს ძალიან თბილი თვალები ჰქონდა და ნატა ერთი შეხედვით ჰგავდა მამას, დიდი ხანი იყო გასული რაც მაკა არ ენახა და ძალიან გაუხარდა მისი იქ ყოფნა.
-ოოოჰ, ამ დაკარგულს გავახსენდით? როგორ მოხდა ექიმო რომ გვიკადრე, ვინმე ავად არის თუ რა ხდება,როგორ მოგიცდა აქ მოსასვლელად ფეხი. მაკა ღიმილით წამოდგა და მამაკაცს
გადაეხვია,მამაკაცმაც შემოხვია ხელები და ძლიერად ჩაიხუტა გულში მის შვილებთან ერთად
გაზრდილი მაკა.
-კარგად ვარ მიშა ძია, თავად როგორ ხართ. მიშამ უხასიათოდ მჯდარ ნატას შეხედა და გვერდით დაუჯდა.
-რატომ არის ჩემი გოგო მოწყენილი, რამე გაწუხებს? რამე ხომ არ გტკივა შვილო. ნატამ დედას გახედა და თამილამ თვალებით ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო.
-კარგად ვარ მამიკო, უბრალოდ დავიღალე ძალიან.
-ხვალ ქორწილია და ნერვიულობს. თქვა თამილამ ჩუმად და ნატას გვერდით მდგარ მეუღლეს გაუბედავად შეხედა.
-ვინ თხოვდება,ვისი ქორწილია. იკითხა მიშამ გაკვირვებულმა.
-ძია მიშა როგორ თუ ვისი ქორწილია, დაგავიწყდათ ალბად ხვალ ხომ ნატას ქორწილია. მიშამ თამილას გახედა და უთხრა.
-მაინც შენსას აკეთებ და არ ფიქრობ შვილის ბედნიერებაზე თუ როგორ იქნება ის? მე ვინ ვარ ამ სახლში თამილა ან რა ვარ შენთვის.იმდენად უმნიშვნელო ადამიანი გავხდი,უკვე მარტო წყვიტავ ოჯახის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებ და არც მეკითხები არაფერს?მაშ,რა მინდა მე ამ სახლში,რას ვაკეთებ აქ რომ ვარ.
-მამიკო შეიძლება დაგელაპარაკო? თხოვნით მიმართა მამას ნანამ.
-რა უნდა მითხრა შვილო, რომ დედაშენი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მე ხელს ვუშლი?
-წამოდი გთხოვ, ჩემს პირადულზე მინდა დაგელაპარაკო.რჩევა მინდა გკითხო, შეიძლება?მამას ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა.იქვე ბინასთან ერთ-ერთ სკვერში შევიდნენ და ნანამ ყველაფერი მოუყვა მამას.
-ღმერთო ეს ვინ მყოლია სახლში, იცის ვინ არის ეს ბიჭი და მაინც აქორწინებს?
-ეს არ ვიცი მამა, მაგრამ ის კი ძალიან მიკვირს, რატომ არის ასე ძალიან მონდომებული ამ
ქორწილისთვის. არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ მე ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის.
-უკვე მეც მეშინია შვილო. ის ვინ არის, შენ იცნობ ვისაც მართლა უყვარს ნატა?
-კი ვიცნობ მამა ის ჩემი უფროსია და უნდა დამშვიდდე, მასზე არაფერი არ გაქვს სანერვიულო. ნატაზე ძალიან ნერვიულობს, რადგან მართლა ძალიან უყვარს.
-მადლობა უფალს, ვიღაც ცოტას მაინც დამამშვიდებს. ნანამ ტელეფონზე დარეკა და ცოტა ხანი ესაუბრა,შემდეგ მამას გაუღიმა და უთხრა.
-მინდა გაგაცნო და შენს დასამშვიდებლად, მინდა თავად დაელაპარაკო და დარწმუნდე მამა მის კარგ ადამიანობაში, რომ მშვიდად იყო. 10 წუთში სკვერთან მანქანა გაჩერდა და ნანას სიგნალი მისცა. ნანამ წამოდგა,მამა მანქანასთან მიიყვანა და ცოტა ხანში მანქანა ერთ-ერთ ლამაზი სახლთან გაჩერდა.მძღოლმა მოემსახურა სტუმრებს და სახლამდეც კი მიაცილა. კარებში ნანას დათო შემოხვდა ღიმილით და სახლის სიღრმეში მიიწვია სტუმრები.მიშამ გაიცნო ყველა და ბოლოს ნანამ ლევანი გააცნო, ისაუბრეს, დათომ აუხსნა მათი გეგმების შესახებ. მიშა ყურადღებით უსმენდა და თქვა.
-მე ჩუმად ვარ, იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. მე თქვენთან ვარ და მადლობა რომ ნატაზე ზრუნავთ.ხვალინდელი დღე ჩემს შვილის გვერდით უნდა ვიყო, მას ვჭირდები, ამიტომ მე თანახმა ვარ თქვენს გეგმაზე. კმაყოფილი დაემშვიდობა ყველას და მხიარული სახით დაბრუნდა მამაშვილი სახლში, რაც ძალიან გასაკვირი იყო თამილასთვის. არ შეუხედია მეუღლისთვის და ნატასთან მივიდა, მის გვერდით მოკალათდა, ხელი მოხვია და უთხრა.
-ნუ კანკალებ და ნუ ცახცახებ, ვიცი რომ შენ სუსტი არ ხარ შენ ძლიერი ხარ.მე თვალებს ვხუჭავ, რადგან მინდა ბედნიერი იყო,ყველაფერზე თანახმა ვარ.აბა ვისთვის ან რისთვის ვწვალობ და ვბრძოლობ ამდენი წლებია.დაისვენე შენ და არაფერზე არ იფიქრო.იმედია ისე გააკეთე ყველაფერი,რომ ხვალ ქორწილი იდეალური იქნება,თუმცა შენს გემოვნებაში არც არასდროს არ შევმცდარვარ თამილა.ალბად ყველაფერი კარგად გათვალე და კარგად აწონ-დაწონე და იმედია ხვალინდელ დღეს არასოდეს არ ინანებ შენს ცხოვრებაში,თუმცა რა იცი რა ხდება ყოველი ახალი დღე ხომ ჩვენთვის სიურპრიზია. კარებზე ზარი გაისმა და კარი ნანამ გააღო, სახლში გოდერძი შემოვიდა ძალიან გამართული და ამაყი ნაბიჯებით.
-გამარჯობათ,როგორ ხართ.მიესალმა იქ მყოფთ.
-მობრძანდი, დაბრძანდი სიძევ. ირონია ნარევი ღიმილით უთხრა ნანამ რაც გოდერძის ძალიან არ მოეწონა.
-ხვალისთვის, რაღაც დეტალების დასადგენად მოვედი ბ-ნო მიშა.
-ჩემთან უნდა დაადგინო რამე დეტალი და მე რატომ?
-თქვენ ხართ ოჯახის უფროსი და......
-ვისთანაც ქორწილი შეათანხმე, დეტალებზეც მას შეეკითხე.უთხრა მკაცრად მიშამ და თვალი-თვალში გაუყარა სასიძოს.გოდერძის მიშას სიმკაცრეზე ფერებმა გადაუარა სახეზე და ადგილზე გაშეშდა.
-ნუ დაკარგე ფერი,ნუ გეშინია ქორწილის ჩაშლას არ ვაპირებ და ქორწილი შედგება.იმედი მაქვს ამ ქორწილს არასოდეს არ ვინანებ,არც მე და არც თქვენ.უეცრად თამილას მიუბრუნდა და მთელი სიბრაზით უთხრა.
-შენზე კი არაფერს არ ვამბობ რადგან შენ სინანულის გრძნობა წლებია უკვე რაც აღარ გაგაჩნია.დაე იყოს ისე, როგორც თქვენ ორს გსურს,მე აღარაფერი არ ვყოფილვარ ამ სახლში და არც ვიღებ მონაწილეობას საქორწილო სამზადისში.ხვალ ქორწილს დავესწრები და შემდეგ ეს სახლი შენთვის მიჩუქნია რადგან არაფერი არ მეკითხება,არც ისაა საჭირო აქ ვცხოვრობდე. მაკა გაოცებული უსმენდა შოთას და მოულოდნელად წააწყდა ნანას ბედნიერებით სავსე სახეს და თვალებს. ცოტა დამშვიდდა,რადგან მიუხვდა ნანას ეშმაკობას. ნანამ კი შეხედა და თვალი ჩაუკრა მაკას,კარზე ისევ ზარი იყო და ისევ ნანა გაიწია კარის
გასაღებად, რომ გოდერძიმ შეაჩერა და თავად წავიდა.
-ვააააა, უკვე მზადააა არ ველოდი თქვენგან საქმის ასეთ ერთგულებას,დილით შემოგივლით და ატელიაში გავსწორდებით.კარები მიხურა და საკმაოდ დიდი ყუთით დაბრუნდა მისაღებში.ნატალის კალთაში ჩაუდო და ღიმილით უთხრა.
-ეს შენია,ჩემი პირველი სიურპრიზია და იმედია მოგეწონება.ხვალ ამ კაბას ჩაიცმევ.მიშას გაუკვირდა და გოდერძის უთხრა.
-ეს ერთადერთი უფლება აქვს ჩემს შვილს,რომ თავის ქორწილში კაბა თავად აირჩიოს,მისი
გემოვნებით და შენ ეს უფლება უკვე ჩამოართვი,შეიძლება გავიგო რატომ ან რა უფლებით მიეცი ამდენის უფლება შენს თავს,შეგიძლია ამიხსნა?კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდო,იქნებ სასიძოც სხვა არის და შენ გვეთამაშები?
-ბოდიში ბ-ნო მიშა მაგრამ სიხარულისგან გავაკეთე ეს ყველაფერი და მეგონა სწორად
ვაკეთებდი,მეგონა ამ ჩემი სიურპრიზით კიც გაგაოცებდით და კიც გაგახარებდით.
-გამიხარდათქო ვერ გეტყვი,მაგრამ გაოცებით კი გამაოცე.უნდა ვაღიარო,რაღაც ვერ გატყობთ ვერცერთს ბედნიერებისგან გამოწვეულ ღიმილს,ეს როგორც ქორწილის მოლოდინს მოსდევს,აქ არაფერი არ ეტყობა ამ სახლს სიხარულის და ბედნიერების,ეს სახლი უფრო დამგლოვიარებულ სახლს გავს ჭირისუფლებით მიცვალებულის გარეშე მხოლოდ.უფალს მივენდობი ხვალინდელ დღეზე,რადგან სხვა არაფლის თქმა არ შემიძლია.
-ყველაფერი კარგად იქნება,არ ინერვიულოთ არაფერზე.უთხრა მიშას და კიდევ ერთხელ ბოდიში მოიხადა.
-რაც არის,არის წადი შვილო დაისვენე.ხვალ დიდი დღე არის და უნდა გამოიძინო დაღლილი ჩანხარ.უთხრა თბილად ნატას.
-მაკუ ჩემთან დაწვები?ნატამ მუდარის თვალით შეხედა მაკას.
-აბა სად მაწვენ გოგო,შენს მეზობელ ჯემალასთან ხომ არა?თქვა მაკამ და მისებურად გემრიელად გადაიკისკისა,მისმა იუმორმა კი ყველა გააცინა.
-შენ გაიხარე,მაკუნა რა გემრიელად გამაცინე.მურთაზი ჰქვია ჩვენს სექსუალურ მეზობელს და არა ჯემალა,მაგრამ ის მისი ცოლისთვის აღარ ვარგა და შენთვის ივარგებს?ასე მოჩვენებითი სიცილით და სიხარულით დააღწია თავი მაკამ გოდერძის თვალების ბრიალს და როგორც იქნა განმარტოვდნენ და ნატამ კარები მიხურა თუ არა მაკას უთხრა.
-მიშველე,რამე მოიფიქრე რომ თავი დავიხსნა ამ ქორწინებიდან,რამე გამოსავალი უნდა
ვიპოვო,თორემ არ ვიცი დილით რას ვიზამ.
-გამოსავალი ჩემო დაო,შენი თავის სწორად მართვაშია.გულწრფელად გითანაგრძნობ,მაგრამ ნუ ნერვიულობ გეგმა შედგენილია.რა გგონია ასე დაგტოვებდი და არაფერს არ ვიღონებდი?ჩემში ეჭვი შეგეპარა და იფიქრე მე მოხარული ვარ ეს უიღბლო ქორწინება შედგეს?შენ მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებ,საწყენია ისაა,რომ შენი დედა ვერ ხედავს შვილის სევდიან თვალებს და ვერ აღიქვამს იმას თუ როგორი ბედნიერი უნდა იყოს ასეთი კარგი შვილების დედა რომ არის.
-ვერაფერს ვიტყვი.ვერ გეტყვი იმას, რომ სცდები მეგობაროთქო.
-კარგი,ყველაფერი კარგად იქნება.ლევანს შევპირდი,რომ შენს ხმას გავაგონებდი და ცოტა ხანში დავურეკოთ.ნუ კანკალებ,ნანა ჩვენთან ერთად არის და ისიც ბრძოლობს შენს ბედნიერებაზე და შენი ძვირფასი საქმროს განადგურებაზე.
-ნანა? საიდან და როგორ.
-იცოდი,ნანას უფროსი რომ ყოფილა ლევანი? აუუუ, აუუუუ, რა სამეგობრო ჰყავს, ნატა დავიშოკეეეე.
-არ მითხრა, რომ ყველა გაიცანი. მაკამ თვალი ჩაუკრა და გულიანად გაიცინა.
-ნუ მიყურებ ასე თორემ შემეშინდება.
-არა, არ მჯერა. როგორ გაიცანი, მაკა გამოუსწორებელი ადამიანი ხარ. გაოცებას ვერ ფარავდა ნატა.
-საიდან და როგორ, ამას მალე გაიგებ. შენ იმაზე იფიქრე რომ ბედნიერებას იმსახურებ. გიყვარდეს შენი თავი და ნუ გაანადგურებ უფლისგან ბოძებულ ბედნიერების დანიშნულებას. ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ.მაკამ ფეხის ხმა გაიგონა და საწოლზე გაწვა,ნატალის ხელით ანიშნა კარებზე და ორივემ მხიარული სახეები მიიღო-ისე რატომ არ წამოიღე ყუთი არ გაინტერესებს კაბის ნახვა?მე ძალიან მაინტერესებს,როგორც თავადაა სიმპატიური, ვნახიოთ გემოვნება თუ აქვს ისეთივე კარგი სიძე ბატონს.
-სულ დამავიწყდა კაბის წამოღება,წავალ მოვიტან ახლავეს.ნატალი წამოდგა ფეხზე და კარებიც გაიღო,ოთახში თამილა და გოდერძი შემოვიდნენ.
-არაა საჭირო არსად წასვლა, მოვიტანეთ და აქ ვნახოთ ერთად.
-გოგოებო, მე უნდა წავიდე და ხომ არაფერი გინდათ? იკითხა გოდერძიმ მოვალეობის მოხდის მიზნით.
-არა სიძევ ბატონო. დაგვტოვე მხოლოდ, რადგან არ შეიძლება კაბა სიძემაც ნახოს პატარძალთან ერთად.მაკა ისე რეალურად და თავისუფლად თამაშობდა,გოდერძიმ ეჭვიც კი ვერ შეიტანა მის ყალბღიმილში.გოდერძი დაემშვიდობათ და გაიხურა თუ არა კარი თამილამ გახსნა ყუთი და კაბა ამოიღო.
-შეხედეთ რა სილამაზეა,რა შესანიშნავი კაბაა.აღფრთოვანებული იდგა ყველა და კაბას შესცქეროდნენ.
-ეს რა ზვაროვსკის თვლებითაა გაწყობილი?მაკამ ხელი შეავლო კაბას და თვალებგაფართოებული აკვირდებოდა.თამილამ ჯერ გაოცებით უცქირა მაკას და მის რეაქციას და შემდეგ შეეკითხა.
-მაკა შენ იცოდი ნატალის რომ სხვა უყვარდა, იცნობ იმ პიროვნებას?
-რაააააა? მაკამ ისე შეიცხადა, თამილამ ინანა ეს რა ვთქვიო. მაკამ კი თვალი ჩაუკრა ნატას თამილას შეუმჩნევლად და გაკვირვებულმა შეხედა ჯერ თამილას და შემდეგ ნატას.თამილამ კი აღარ მოინდომა ამ თემის გარშემო საუბრის გაგრძელება და მაკას უთხრა.
-კარგი,კარგი არაფერია და დაივიწყე რაც გითხარი.ნატა ჩაიცვი რა შვილო,დაგინახო კაბა როგორ მოგიხდება.
-დედააა,ხვალ მნახე მაგ არაჩვეულებრივ კაბაში.ახლა უნდა დავისვენო,რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს მაგ კაბა ჩავიცვა.
-დაგინახო მინდა,რომ გული დავიკმაყოფილო.
-რითინ ხარ უკმაყოფილო რით, გამაგებინე. რაც გინდოდა და როგორც გინდოდა ის ხომ გააკეთე, რით ვერ დაკმაყოფილდი.ერთი სული გაქვს როდის მომისვრი ამ სახლის კედლებიდან, მაგრამ ვილოცებ რომ ბედი შემოტრიალდეს და შენ გაგისროლონ აქედან, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ინანო ეს საქციელი რასაც მე მიკეთებ.
-იცი რა საინტერესოა.....
-არ ვიცი რაა შენთვის საინტერესო,მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი მამამ რომ
გაიგოს,როგორ მაიძულე,როგორ ჩამკეტეთ სახლში და როგორ მომწყვიტეთ გარე სამყაროს,ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ეს წყნარი კაცი რას მოიმოქმედებს?
-არ გაბედო და მიშას არაფერი არ უთხრა,თორემ დაბადების დღეს გაწყევლინებ იცოდე. თამილა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და მაკა შეშინებული უცქერდა ხან ერთს და ხან მეორეს.
-ნუ ჯავრობ დედიკო,შენი შვილი ისედაც ნანობს იმას,რომ საერთოც გაჩნდა და თუ გაჩნდა,რატომ სხვა დედა არ არგუნა უფალმა უფრო თბილი და უფრო გამგები. გეფიცები, ქორწილი ხვალ შედგება, მაგრამ მე შენთვის აღარ ვიარსებებ ხვალიდან.მიკვირს საერთოდ თუ დაფიქრებულხარ შენს საქციელზე,თუნდაც ერთხელ მაინც.
-ოდესმე გაიგებ ყველაფერს და ასე მწარედ აღარ განსჯი შენს დედას.უთხრა ჩუმი და ჩავარდნილი ხმით ნატას და მის თვალზე ცრემლი აციმციმდა.
-წადი და დამტოვე, არ მაინტერესბს შენი თეატრალურად მორგებული როლის ცქერა. მეძინება, უნდა დავწვე.უთხრა ნატამ და ცრემლებს გზა მისცა.შუა ოთახში იდგა თამილა რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა და თან განრისხებული უცქერდა შვილს,რომელიც უსუსური,დაუცველი და მხრებჩამოყრილი იდგა დედისგან რამოდენიმე ნაბიჯში.მაკას ხომ ეცოდებოდა ნატა მაგრამ ახლა არც ნანობდა არცერთ მის ნამოქმედარს თუ რა მოყვებოდა ხვალინდელ დღეზე,მისი მიზანი იყო დაეხსნა ამ ქალის კლანჭებიდან მისი საუკეთესო მეგობარი.უფრო მეტი ძალა მიეცა,რადგან მიხვდა რომ სწორად იქცეოდა.თამილას გასვლისთანავე ტელეფონი აიღო და ლევანის ნომერზე გადარეკა.უჭირდა ნატას საუბარი, მაგრამ ლევანის ხმის გაგონებამ ძალა მისცა და უფრო ძლიერი გახდა.
-ნატა როგორ ხარ,თუმცა ვიცი იდიოტური კითხვაა.
-შენი ხმა გავიგონე და კარგად ვარ ლევან. მკრთალად გაიღიმა ნატამ.
-ყველაფერი მოგვარდება,არ ინერვიულო,დაწყნარდი.ჩემთვის მთავარი ის გრძნობაა,რაც ჩემს მიმართ გაქვს გულში.შენი სურვილი და ხვალ ერთად ვიქნებით,არავის არ მივცემ უფლებას ხელი შეგვიშალოს ერთად ყოფნაში და ერთმანეთს დაგვაშოროს.
-არ გჭირდება განმეორება იმისა,თუ რა დიდია სურვილი შენთან ყოფნის და აქედან გაღწევის.
-ცოტაც მოითმინე და მალე,სულ მალე დასრულდება ეს ტანჯვაც.
-სიცოცხლის იქითაც თუ შემეძლება ლოდინი,მე იქაც დაგელოდები და უსასრულო ლოდინისთვისაც მზად ვარ ლევან.უთხრა ნატამ აკანკალებული ხმით.მიხვდა ლევანიმ თუ რა დონეზე უჭირდა ნატას იქ გაჩერება.
-უფრო ძლიერი და უფრო ამაყი ვარ,რომ შენ ხარ მზად ამ ბრძოლისთვის.მაშ ხვალ გაგანთავისუფლებ და ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას.აღარ გავაგრძელებ საუბარს ფრთხილად ვიყოთ,ჩვენი მოუთმენლობით ნუ გავაფუჭებთ საქმეს.აბა ხვალამდე,ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.
-დროებით ლევან.დაემშვიდობა ნატა და ამ დღეების მანძილზე პირველად გაიღიმა.
-ლევან რა ვერ მორჩი ტელეფონზე ჭორიკნობას,წავიდეთ გაბროსთან ისე მშია ჩემი შინაგანი სამყარო მაგინებს უკვე ძალიან უშვერი სიტყვებით.თქვა დათომ და ვაშლი ჩაკბიჩა გემრიელად.იმ ღამით კარგად მოილხინეს და ბევრი ხვეწნის შედეგად ყველას დაემშვიდობა და ლევანიმ მამასთან ერთად დატოვა ლინდას ახალი ბუდე.წასვლამდე კი დამრომ უთხრა.
-ლევან ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება.რადგან არ რჩები და მაინც მიდიხარ, დილით ისევ აქ მოდი.
-აქ რატომ უნდა მოვიდე.გაოცებულმა შეხედა გამროს ლევანიმ.
-ლინდას სიურპრიზს ვუკეთებ,მინდა რამოდენიმე დღით გავიყვანო ქალაქიდან.უთხრა გაბრიელმა.
-კარგი,როგორც შენ იტყვი სიძევ ბატონო.წაკბინა მაინც გაბრიელს და დათომ გამოეპასუხა.
-კარგი რა, რა სახე ჩამოგტირის ყველაფერი კარგად იქნება. გინდა მეც წამოვიდე შენთან?
-შენ რად მინდებხარ, ნერვების მოსაშლელად წამომყვები და იქნებ გადმოგაგდო მეშვიდე
სართულიდან, უმჯობესია აქ დარჩე?
-რა უჟმური გახდი ამ ბოლო დღეებში,იმას კი ვერ ხვდები რომ მე მიყვარხარ ლევანიკო.
-დათო მოგხვდება.
-არა, რა გითხარი ცუდი მე შენ მიყვარხართქო და შენ მეღრინები.
-შენ ახლა ნორმალურად თუ აზროვნებ საერთოდ. გაბრაზებულმა შეხედა დათოს და მათ უკან მდგარი გურამი უყურებდა ორივეს და იცინოდა.
-დათო, დათო ასაკი გემატება და ჭკუა არა.
-რა ჭკუა უნდა მოემატოს თავღია და ხისთავიანია.თქვა ლევანიმ გაბრაზებულმა და მოიშორა დათოს შემოხვეული ხელი მხრებიდან.იმ ღამით ლევანს არ ეძინა, ჯერ უჭირდა შეგუება ლინდას ცარიელ ოთახთან,შემდეგ მომდევნო დღეზე ფიქრით თავი უსკდებოდა.ბოლოს ადგა და ლინდას საძინებელში შევიდა,ლინდას ბალიში აიღო გულში ჩაიხუტა და შეეცადა დაძინა. 8 საათზე გაეღვიძა,ადგა თავი მოიწესრიგა და 10 საათი იყო დაწყებული სახლიდან რომ გავიდა, ტაქსი დაიჭირა და გაბრიელის სახლისკენ წავიდა. რადგან დიდი საცობი იყო, საკმაო მოშორებით ჩამოვიდა ტაქსიდან და ფეხით გაუყვა ქუჩას. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, თითქმის მიუახლოვდა სახლს, მაგრამ ფეხი შეიჩერა კარგად დააკვირდა და გარკვევით შეხედა გაბრიელის მანქანასთან ვიღაც ტრიალებდა და საეჭვოდ მოეჩვენა. შორიდან უყურებდა დაკვირვებით,უცნობი დაიხარა და რამოდენიმე წუთი იყო
დახრილი, ლევანი ფრთხილად მიუახლოვდა და გაოცებულმა დაუყვირა.
-ჰეი, რას აკეთებ მანდ. უცნობმა შეშინებულმა შეხედა ლევანს და ფერდაკარგულმა მაინც ამაყად უთხრა.
-არაფერს, ტელეფინი დამივარდა.
-რაღაც არ გეხერხება მეგობარო ტყუილის თქმა, ახლოს მივიდა და ყბაში უთავაზა. უცნობი
წაიქცა, ლევანიმ დაიხარა და მანქანის ქვეშ შეიხედა და შეხედა ასაფეთქებელი ჰქონდა მანქანას ქვემოდან მიკრული. ხელი წაიღო უნდა მოეხსნა, რომ უკნიდან თავში ძლიერი ჩარტყმა იგრძნო, ცოტა ხანი ყველაფერი დატრიალდა,თავზე მოიკიდა ხელი და ნელა-ნელა წამოდგა, მოახერხა და მის უკან მდგარ უცნობს ერთი ძლიერად დაარტყა, მაგრამ უცნობი სწრაფად წამოდგა და დანა ჩაარტყა მუცელში. ლევანმა ჭრილობაზე მიიდო ხელი და ჩაიკეცა, ამ დროს გოჩა მივიდა ლევანთან წამოაყენა და მანქანას გაარიდა.
-ლევან რა მოგივიდა, ეს ვინ გააკეთა. ლევანიმ გოჩას შეხედა და მავედრებელი ხმით უთხრა.
-გააფრთხილე, გაბრიელი გააფრთხილე არ ჩაჯდეს მანქანაში მის გვერდით ლინდა არის გოჩა. იქ ყველა ერთადაა და ყველას უთხარი გოჩა ერთხელ მაინც იყავი ნამდვილი კაცი. თქვა და გონება დაკარგა.
-დაწყნარდი, სასწრაფოს დაურეკავ. ამ დროს ხმაურით გამოვიდნენ ბიჭები და მოულოდნელად ლინდამ შეხედა მათ მანქანასთან ახლოში ძირს დაგდებულ და გათიშულ ლევანს.
-ღმერთო, გაბრიელ იქ ლევანი წევს და ის სისხლშია დასვრილი, რა ხდება. ლინდამ ტირილით წავიდა ლევანთან და მისი თავი ხელში აიღო და გულზე მიიხუტა.სასწრაფო მოვიდა და გოჩამ გაოცებულმა მიმოიხედა ვინ გამოიძახა სასწრაფო ვერ გაიგო.
-ლინდა შენ ლევანს გაყევი, ჩვენ მანქანებით გამოგყვებით. უთხრა გაბრიელმა ატირებულ ლინდას და შუბლზე აკოცა.
-გაბრიელ მამას დაურეკე და არ მიმატოვო მარტო.
-მალე მოვალთ ჩვენც საყვარელო. ლინდა სასწრაფოს გააყოლა და იქვე მდგარ დათოს უთხრა.
-რა მოხდა დათო სიზმარში ვარ თუ ცხადია და ყველაფერი ან სასწრაფო ვინ გამოიძახა.
-სასწრაფო მე გამოვიძახე. თქვა მათთან უკვე ახლოში მოსულმა ზაზამ ხელში კი ეჭირა ის
ასაფეთქებელი, რომელიც მანქანაზე მიაკრა უცნობმა.
-ერთი ზარი ბატონო გაბრიელ და თქვენ,თქვენს მეუღლესთან ერთად ჰაერში იქნებოდით აფრენილი, რომ არ გამოჩენილიყო ლევანი. მე გუშინაც გითხარით, რომ ძალიან სერიოზული რამ მოხდებათქო და დღეს მოხდა ის რომ ლევანიმ არ დაიხია უკან თქვენს გადასარჩენად.
-ვერ ვიჯერებ, უბრალოდ მიჭირს ამის დაჯერება. აქ რაღაც შეცდომაა, იქნებ სხვას უთვალთვალებდნენ და შეცდომა მოუვიდათ.
-სამწუხაროდ არანაირი შეცდომა არაა, თქვენ ვერ ამჩნევდით თქვენს გვერდით მდგარ მტერს. მადლობა უთხარით ლევანს რომ ის წუხელ არ დარჩა თქვენთან ერთად და მან დროზე ადრე შეამჩნია უცნობი და შედეგიც კი თავად ნახეთ.
-და რა გამოდის, ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო?
-რა თქმა უნდა. ეს ვინც დაგეგმა თქვენი დიდი ხნის მტერია. თქვენგან დაფარულად ჩვენ
დავამონტაჟეთ თქვენს მანქანაში ვიდეო თვალი და აქედან გავიგეთ ყველაფერი.
-დამნაშავე, ლევანი ვინც დაჭრა დაკავებულია?
-რა თქმა უნდა ყველა დაკავებულია, ვინც ამ საქმეშია გარეული.
-ვინ არის ეს ადამიანი. იღრიალა დათომ და დეტექტივმა ტელეფონი მოხსნა შეკრულ ნივთს, მაგრამ დათომ იყვირა.
-რას შვრები,არ მოხსნა.
-ნუ გეშინია, ეს ჩართული არ არის. აი აიღეთ და გადარეკეთ, აქ მხოლოდ ერთი ნომერია
-ეს დაქირავებული მკვლელის ტელეფონია?
-არა, დათო ეს არის პირადად საქმის დამკვეთის ტელეფონი,ვინც მკვლელობა შეუკვეთა.
-შეგვიძლია გავიგოთ ახლავეს ვინ არის?
-ეს თქვენ გააკეთეთ. გაბრიელს მისცა ტელეფონი და გაბრიელმა ჯერ აპარატს დახედა,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ზარი გაუშვა და თვალები დახუჭა ტელეფონი კი გოჩას ჯიბეში აზუზუნდა. დათომ და გაბრიელმა გაკვირვებულმა გადახედეს ერთმანეთს და შემდეგ გოჩას მიუბრუნდა დათო.
-ეს ნომრის დამთხვევაა, ეს მე არ ვარ. აყვირდა გოჩა მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო დათოს დაკავება და ფეხქვეშ გაიდო გოჩა და სანამ სისხლი არ ადინა ვერ გამოარიდეს გოჩას. პატრულის ბიჭებმა ხელბორკილები დაადეს გოჩას და გაბრიელმა უთხრა.
-წლებია ჩვენს გვერდით ხარ და შეგიძლია ამიხსნა რა არ გეყო, რა გინდოდა გოჩა უფროსობა გინდოდა და ჩემი მოკვლით გინდოდა ჩემს სკამზე დამჯდარიყავი?
-რა უნდოდა თუ არა ჩვენი შექმნილი კომპანიის გაკოტრება,ნანას კომპიუტერით აყალბებდა
შემოსავლის რაოდენობას,ეგონა ნანა ვერ ხვდებოდა, მაგრამ ის კი არ იცოდი,ნანა ყოველი დღის ანგარიშებს რომ ჩემთან ინახავდა.ერთი კიდევ ძლიერი დარტყმა აგემა ცხვირში და სისხლმა შადრევანივით გადმოასხა გოჩას ცხვირიდან.
-არ გინდათ ბიჭებო, სასამართლო გაასამართლებს მას. ზაზა გოჩასთან მივიდა და უთხრა. -ილოცე, რომ ლევანი გადარჩეს, თორემ ამათ ის რკინის გისოსებიც ვერ დააკავებს განსაკუთრებით დათოს. გოჩა პატრულმა წაიყვანა და ბიჭებმა ჯერ გურამთან წავიდნენ და იქედან საავადმყოფოში, მანამდე კი დათომ ვაჟას დაურეკა.
-მოვდივარ დავითა.
-აქ არა, აღარ მოხვიდე ლინდას დაურეკე და გეტყვის სად უნდა მიხვდე ვაჟა რომელ
საავადმყოფოში,ლევანია მძიმედ დაჭრილი.
-ოხ მაგათი. ერთი გემრიელი კურთხება გაუგზავნა მტერს ვაჟამ.
-კარგი,მე ლინდასთან წავალ და რაც შეიძლება მალე მოდით.უთხრა დათოს და ტელეფონი გათიშა. გაბრიელმა პატრულის წასვლის შემდეგ ლინდას დაურეკა.
-როგორ ხართ.
-არ ვიცი,ისევ უგონოდაა გაბრო მალე მოდი.
-ვაჟა მოვა,მე და დათო მამაშენთან მივდივართ, წამოვიყვანთ და ერთად მოვალთ.
-კარგი გელოდებით. სასწრაფო მიჰქროდა და ლინდა ტირილით დასჩერებოდა საყვარელ ადამიანს.
-პულსი რამდენია-90-ი.
-წნევა? 50-30-ზე
-გადასხმა დაუდგით ახლავეს. ბუნდოვნად ჩაესმოდა ექიმის სიტყვები.
-წნევა გააკონტროლე.
-წნევა თამაშობს, ამ წუთში 80-50-ზეა.
-კარგია რომ თამაშობს, ორგანიზმი ბრძოლას იწყებს სიცოცხლისთვის. ძლიერია და გამოძვრება სისხლი აქვს ბევრი დაკარგული.
-ნუ ნერვიულობთქო რომ გითხრა არ ვიქნები სწორი, მაგრამ დამშვიდდი თუ გინდა მე დავჯდები შენს ადგილზე.
-ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ არ მჯერა. ხომ ვიცოდით, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგომა ძალიან რთული ყოფილა.თქვა გაბრიელმა და დაუფარავად უთხრეს გურამს ყველაფერი. სამივე გაფითრებული სახეებით მივიდნენ საავადმყოფოში. ლევანი სიცოცხლისთვის ბრძოლობდა და ნატა სადედოფლოდ ემზადებოდა. აღარ იყო ისე დაძაბული,როგრც წინა დღეებში. ლევანისთან საუბარმა ძალა შეჰმატა, ნანა მაკა და ნატალი იყვნენ ოთახში მარტოები,რომ ნატალის ძმამ შემოაღო კარები.სევდიანად შეხედა უფროს დას და ასევე
სევდანარევი ხმით უთხრა.
-როგორ მინდა ახლა ბედნიერმა შემომანათო მაგ შავი თვალები. ახლს მივიდა,თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა. იცოდე ან შენ ან ნანუჩის რომ რამე შეგემთხვევთ მე არც დავფიქრდები ისე გამოვუტან ჩემს თავს განაჩენს. უთქვენოდ ჩემს ცხოვრებას ფასი არ აქვს ნატა. ყველაფერი ვიცი,ნანამ ყველაფერი მომიყვა და მეც მათ მხარეს ვარ. იბრძოლე შენი სიყვარულისთვის. ლერის ტელეფონმა დარეკა და აცნობეს, რომ სიძე გამოვიდა უკვე სახლიდან, გავიდა და თამილას უთხრა.
-შენი სიძე უკვე გამოვიდა სახლიდან.არანაირი სიხარული არ იგრძნობოდა მის სიტყვებში, მხოლოდ თამილა იყო ბედნიერი ამ ქორწინებით და ასხივებდა ყველას მის ბედნიერებას.
-კარგია ნატაც მალე მზად იქნება და ჩვენც გავალთ.
-გოგოებო რა დაგვრჩა? იკითხა მაკამ.
-ფატა, ფატა მომაწოდეთ უკან დავიმაგრო თმაში და აი ესეც მზად არის. თქვა ნატამ.
-ვიღაცის ტელეფონი გასკდა, რამდენი ხანია რომ რეკავს. თქვა ნანამ.
-ვაიმე, ჩემი ტელეფონია. თქვა მაკამ დახედა ტელეფონს და ნატას შეხედა სარკეში.
-ვინ არის.
-არ ვიცი, უცხო ნომერია. უთხრა მაკამ და ტელეფონი მიაწოდა. დაელაპარაკე, იქნებ რამე
მნიშვნელოვანია. ნატამ ტელეფონს უპასუხა და უეცრად თვალებში დაუბნელდა.
-რაააააა? ღმერთო სად არის, წმინდანებო ძალა მომეცით. კაბა აიკეცა, ოთახიდან გავარდა თან ფატა მოიგლიჯა თავიდან და იქვე დააგდო. ყველა უკან მიყვა ნატას ძახილით, მაგრამ ნატამ არავის მოუხედა. გარბოდა გზაზე თეთრ კაბაში ჩაცმული და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თან მთელი ხმით ტიროდა.
-მოვდივააარ, გთხოვ გაუძელი ჩემს მოსვლამდე, უჩემოდ არ გაგიშვებ.დამელოდე საყვარელო და ერთად წავიდეთ, შენ ხომ მთელი ჩემი სამყარო ხარ. გარბოდა შეუსვენებლივ და ლევანი ამ დროს საოპერაციოში იყო, კედელთან კი თავმიდებული ლინდა იდგა და ტიროდა. ყველამ მიაქცია ყურადღება თეთრ სადედოფლო კაბაში საავადმყოფოში სირბილით შემოსულ გოგონას.გაკვირვებულმა შეხედა ლინდამ ნატას და შემდეგ ბიჭებს გახედა, გაბრიელმა თქვა ხმამაღლა.
-ნატა მოვიდა, დათო იმოქმედე რამე სასწრაფოდ.უთხრა დათოს და თავად ნატასთან მივიდა.
-მითხარი, რომ კარგად არის. გაბრიელ მითხარი,რომ გადარჩება.
-ყველაფერი კარგად იქნება ნატა ცოტა მოთმინება გვმართებს, მჯერა და დარწმუნებული ვარ უფალი არ გაგვწირავს.ლინდა გაოცებული იდგა და უცქერდა ნატას.
-ღმერთო ჩემო, ჩემს ძმას შეყვარებული ყავდა და მე არაფერი არ ვიცოდი? შემდეგ ახლოს მივიდა და ნატას მოეფერა.
-ნუ სტირი საყვარელო, შენ იცი რომ ის უნებური ცრემლი ხარ,რომელიც იმედის თვალით
ციმციმებენ ჩემს წამწამებზე. მადლობა რომ მოხვედი,მე მჯერა ლევანი კარგად იქნება,მას ხომ აქ შენ ელოდები. ის დაამარცხებს სიკვდილს და ჩვენამდე მაინც მოვა, შენთან მოვა, ჩვენთან მოვა და ყველას დაგვიბრუნდება.
-საუკუნო ლოდინი რომ დამჭირდეს დაველოდები,მხოლოდ ვიცოდე რომ დამიბრუნდება, მაგრამ თუკი ჩემს დასამშვიდებლად მეუბნებით რომ კარგად არის და ის იცოცხლებს და წინ დიდი განსაცდელი ელის და ჩემი სიყვარულის დასასრულს სიკვდილია, მინდა ჩვენს სიკვდილს სილამაზე ერქვას. მომეხმარეთ, რომ დღესვე და აქვე ხელი მოვაწეროთ. ნუ გიკვირთ, მინდა მხოლოდ ლევანის ქალი მერქვას ბოლომდე, სანამ ვიცოცხლებ.
-ნატა გაოცებული ვართ ყველა შენი სიძლიერით, ჩვენ უკვე ვიფიქრეთ ამაზე და ყველაფერი
მოგვარებულია. მხოლოდ ლევანს დაველოდოთ. ექიმიც გამოვიდა საოპერაციოდან და ნატასთან მივიდა. დაღლილი თვალები შეანათა და გაოცებულს სულ დაავიწყდა დაღლა, ჯერ უცქირა ნატას და შემდეგ გაკვირვებულმა უთხრა ხმამაღლა.
-ნატა, ნატა ეს შენ ხარ და დღეს შენი ქორწილი იყო?
-იყო და იქნება კიდეც ნიკოლოზ ახლა მითხარი რა ხდება, გთხოვ გადაარჩინე ლევანი.
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა, ძლიერია შენი საქმრო.დანა ძლიერადაა მოქნეული,მაგრამ
გადარჩა. რაღაც მილიმეტრებით არის გულთან აცილებული დანის წვერი თავად გულზე არ არის ზიანი, მაგრამ ღრმა ჭრილობაა. ახლა უნდა დაველოდოთ ის ერთ საათში გაიღვიძებს. ნატალიმ შეხედა და პირი დაღო რაღაც უნდა ეთქვა,რომ ექიმმა შეაჩერა.
-ნუ მიყურებ მასეთი თვალებით,ვიცი რომ არ მოისვენებ და ჭრილობას თავად ნახავ,ამიტომ
ყველაფერი სიმართლე გითხარი.მართლაც ერთ საათში ლევანი გონს მოვიდა და ნატას დანახვაზე მის საწოლთან ჯერ გაუკვირდა და შემდეგ თვალები გაუფართოვდა.
-ნატა? შენ აქ საიდან ან როგორ მოხვედი. უთხრა სუსტად და არ შეეძლო, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმ წუთებში.
-გაიღვიძა, გაიღვიძა, თვალი გაახილა. გასძახა ყველას და დათო მივიდა ლევანთან აუხსნა ყველაფერი და რა წუთში ლევანისგან თანხმობა მიიღო სულ რაღაც ნახევარ საათში ლევანი და ნატა უკვე კანონიერი ცოლი და ქმარი გახდნენ.არავის არ შეეძლო ნატალის იმ კედლებოდან გაყვანა ძალის გამოყენებით. ყველა თავთავიანთ ფიქრებში იყო, რომ ვაჟას ხმამ ყველა ააფორიაქა.
-ოჰოჰოოოო, ეს საქმე იოლად არ ჩაივლის. ყველამ გაიხედა შემოსასვლელში და დათომ თქვა.
-მზად იყავით დიდი ნახტომისთვის, შტორმი გვიახლოვდება. ლინდა შენ პალატაში შედი მიდი. ხელით უბიძგა გაბრიელმა ლინდას და იქაურობას გაარიდა, ჯგუფად შემოსული ხალხის წინ დადგა დათო, ვაჟა, გურამი და გაბრიელი.
-რა ხდება, მშვიდობა გაქვთ? იკითხა დათომ.
-ჩვენ კი მშვიდობა გვაქვს და თქვენსკენ მშვიდობაა? იკითხა გოდერძიმ.
-ჩვენსკენაც მშვიდობაა, დღეს მეგობარი სიკვდილს გადარჩა და ახლახანს კი დაქორწინდა. ჯერ აქ ვართ,მაგრამ მალე გავალთ და მის დაქორწინებას და გადარჩენას ერთად ვიზეიმებთ.
-თუ გახვედით აქედან კარგ ხასიათზე კი იზეიმეთ, სად არის ნატალი.
-ვინ არის ნატალი. გაუკვირდა ვაჟას.
-ჩემი საცოლე.
-საქმრო საცოლეს საავადმყოფოში არ უნდა ეძებდეს, ახლა ამ დროს ეკლესიაში უნდა იყოთ და უფალის წინაშე ფიცს დებდეთ. აქ თუ მოხვედი და იცი აქაა, ისიც გეცოდინება რატომ არის აქ.
-დაუძახეთ ნატალის ის ჩემი საცოლეა. კბილებში გამოცრა გოდერძიმ ბრაზიანად.
-იმედი უნდა გაგიცრუოთ და უნდა გითხრა, რომ ნატალი ახლა მის მეუღლესთან ერთად არის. რამე პრობლემა გაქვს? ნანა გილოცავ დაიკოს გაბედნიერებას, ახლა არ გაბლატავდე ჩემი უფროსი ჩემი სიძე არისო, ჩემზე წინ მაინც ვერ დადგები. არ ჩერდებოდა დათო და ნანას გაეცინა დათოს სიტყვებზე, მაგრამ მას თვალებში შიში ჰქონდა, დათოს კი მადლობას უხდიდა თვალებით.ეს მისი უხმო მადლობა, მხოლოდ დათომ შეამჩნია და თვალი ჩაუკრა.
-დაუძახე ნატალის სანამ ავწიე ეს სავადმყოფო ჰაერში. დაიღრიალა გოდერძიმ.
-ნელა ასწიე, ჰაერში არ აგვაგდო ყველა თუ შენი საცოლეა, რატომ არის ის ჩემი მეგობრის მეუღლე? მისამართი შეგეშალათ და მიბრძანდით.უღრიალა დათომაც გოდერძის,მაგრამ გარეთ შექმნილ ხმაურზე ნატა გამოვიდა და თამილას მიუახლოვდა.
-ხომ დაგპირდი გუშინ, არ ინერვიულო ხვალ ქორწილი აუცილებლად შედგებათქო.
-მერე? იკითხა გაოცებულმა თამილამ.
-მერე ის რომ ქორწილი შედგა, შენ ჩემი გაუბედურება გინდოდა დედიკო,მაგრამ მე ახლა ვარ არა ბედნიერი,არამედ უბედნიერესი და შენ კი გაუბედურებული. მამას აუხსენი რატომ დაიჩემე ეს ქორწილი და ილოცე, რომ გაპატიოს.
-არ არის საჭირო შვილო, მე ყველაფერი ვიცი. მართალია შესაფერისი ადგილი არ არის აქ
მოსალოცად, მაგრამ გილოცავ საყვარელო და მინდა გითხრა,რომ მე მომწონს შენი არჩევანი. თამილა და გოდერძი გაოგნებულები იდგნენ და უსმენდნენ მიშას.და არა მარტო მიშას, ნატას მიუახლოვდა ნანაც და ლერიც და მაკაც რომელმაც გულში ჩაიხუტა ნატა. ლერი გოდერძის წინ დადგა და ზიზღით უთხრა.
-იმას რასაც შენ უპირებდი ჩვენს ოჯახს მადლობა მაკას და ამ ხალხს, რომ დროზე ადრე აგვიხილეს თვალები და მიგვახვედრეს თუ რა ადამიანი ხარ შენ და რა პიროვნება.სხვას ჩემზე უკეთ იქ აგიხსნიან სადაც საჭიროა შენი საუბარი და იმედია აღარასოდეს აღარ ვნახავ შენს სიფათს.
-მავიწყდებოდა მეთქვა, გოჩამ მოგიკითხათ და სამწუხაროა, რომ გეგმა ჩაგეშალათ,მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა.გინდოდათ მსხვერპლი,მაგრამ არ გვყავს მსხვეპლი. უთხრა გაბრიელმა გოდერძის
-წადი, გოდერძი შენი ადგილი აქ არ არის შენ არ იცი რა არის სიყვარული,რადგან შენში ეს გრძნობა არ არსებობს და არა მგონია ოდესმე გაიგო რა სასიამოვნო გრძნობაა როცა არსებობს ადამიანი,ვისაც მთელი გრძნობით უყვარხარ და გიყვარს.
-სულ ფეხებზე მკ...ა რასაც ამბობ, ამ წუთში წამომყვები და ხელს მოვაწერთ.ღრიალებდა გოდერძი.
-უკაცრავად, ვწუხვარ რომ უკვე დაგაგვიანდათ სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მე უკვე მოვაწერე ხელი იმ ადამიანთან ვინც მიყვარს, ვისაც მე ვუყვარვარ და ვინც იცის რა არის ,,შეუფასებელი გრძნობა''. მშვიდობით და მიბრძანდით აქ თქვენ ზედმეტი ხართ,აქ შენი ადგილი არ არის, არა მარტო აქ ჩვენს სიახლოვეს.
-განანებ დღევანდელ დღეს, მწარედ განანებ.
-მე კი მეცოდები და ძალიან მეცოდები. გირჩევ ბოროტი გული გაისუფთავო და შეიყვარო, რადგან სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა, რომლის გამო სულ ომში გიწევს ყოფნა. როგორც ხედავ მე ვიომე, ვიბრძოლე ჩემი სიყვარულისთვის და ბედნიერებაც მოვიპოვე. შეეცადე, მაგრამ არაფერი გამოგვიდა, ვერ ჩაკალი ეს სიყვარული ჩემში. ამ გრძნობის გამო ბრძოლა არასოდეს არ დამღლის, მითუმეტეს ახლა ის ჩემია, ჩემთანაა რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ მაინც მენატრება. რადგან ესაა ნამდვილი სიყვარული,ესაა ,,შეუფასებელი გრძნობი''-ს ძალა. გურამიმ მივიდა ნატას ხელი მოხვია თავზე აკოცა და ლევანის პალატაში შეუშვა. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, გოდერძი და მისი თანხმლები პირები კი ხელებზე ბორკილებ დადებული გაიყვანეს საავადმყოფოს შენობიდან.


ბუნებას თუ გადახედავთ და მახვილი თვალით დააკვირდებით აშკარად მიხვდებით,რომ
შემოდგომა ათასჯერ სჯობს გაზაფხულს. შემოდგომა, წელიწადის ოთხივე დროში ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული დროა და ეს განსაკუთრებული დრო ოქტომბერში ალამაზებს გარემოს. ეს არის დრო,როდესაც არის ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, ზოგჯერ დაწყნარებული თბილი დღეებიც რომ გამოერევა ამინდებს და ზოგჯერ არეული.ტყით შემოსილი ბორცვებზე თანდათან იწყება ფოთოლცვენა,ირგვლივ ყვითელი,ნარინჯისფერი და წითელი ელფერი ამკობს ყოველდღიურობას.მარადმწვანე ნაძვებს,ფიჭვების მწვანე ფერებს, თავიანთი მონათესავე ფოთოლცვენიანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩაანაცვლებს ალაგ-ალაგ. შემოდგომა ცოტა ცივია,რადგან ის გვამზადებს ზამთრისთვის მისი ხშირი წვიმებით.მაინც ლამაზია რადგან შემოდგომას აქვს თავისი ხიბლი,თავისი სილამაზე, რომელიც ფერადია,ჩაფიქრებულია და ოდნავ სევდიანიც.ლევანი გამოჯამრთელდა,ლინდამ დაიწყო სასწავლებელში სიარული,ნატალიც დაუბრუნდა სამსახურს და ერთი სიტყვით,ყველა და ყველაფერი მის ადგილზე დადგა. ვერავინმა შეძლო დაეშალა მჭიროდ შეკრული სამეგობრო,რომლებიც უკვე მყარად იდგა ფეხზე ერთმანეთის სიძლიერით და ერთგულებით. ვერავინ შეძლო დაენაკუწებინათ და გაენადგურებინათ ეს მჭიდო ოთხეული, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო ნანამ, დათოს ყველა ნათქვამი სიტყვა გაანალიზა და სტილი, იმიჯი. ჩაცმულობა შეიცვალა.უფრო საინტერესო გახდა და ვაჟამ უფრო ახლოს დაიწყო მასთან მეგობრობა, ისინი დღითი-დღე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ყველა დაკავდა თავიანთი პირადი საქმეებით, მაგრამ დათო არ ჩქარობდა პირადის აწყობას.ტკივილით სავსე დღეებმა
კიდევ უფრო მჭიდრო გახადა სამეგობრო,ბედნიერი იყო ლინდა უხაროდა მეგობრებში ყოფნა და გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლა.უფრო ბედნიერი გახდა,როცა ერთ საღამოს სიურპრიზი დაახვედრა სახლში საყვარელ მეუღლეს.საღამოს სახლში დაღლილი გაბრიელის დაბრუნება და ლინდას ღიმილის შეხედვა სულ ავიწყებდა მთელი დღის პრობლემებს და უსიამოვნოდ გავლილ საათებს.
-ლინდა მოვედი, სად ხარ? გაუკვირდა რომ არ შეხვდა კარებში და პირდაპირ საძინებელში
შევიდა. ლინდას ეძინა და მათი საწოლის გვერდით პატარა საბავშვო ეტლი იდგა, შიგ კი ულამაზესი თოჯინა იწვა.ეტლში კი წერილი იყო გაკრული ხელით ნაწერი, ,,გამარჯობა მამიკო''.გაბრიელს ქაღალდი ხელიდან გაუვარდა და ლინდას ღიმილით შეხედა.ფრხილად მიუწვა უკნიდან და მის სხეულზე აიკრა საყვარელი სხეული.ლინდამ შეიღვიძა,გადაბრუნდა და გაბრიელის ყელში ჩადო თავი,გაეღიმა მის სხეულზე სარტყელივით შემოხვეული ხელები რომ შეიგრძნო და მშვიდად გააგრძელა ძილი.გაბრიელი არ ინძრეოდა,დარაჯობდა ლინდას სუნთქვას და თმებზე ეფერებოდა.უკვე დაღამებული იყო რომ გაიღვიძა და გაბრიელს საყვარლად გაუღიმა.
-როდის გაიგე, რომ დედიკო გახდები ლამაზო დედიკო?
-დღეს დილით. უთხრა ღიმილით.
-ამიტომ იყავი ძილად მიგდებული ეს დღეები,გინდა სასწავლებლიდან გაგანთავისუფლო,ეს
პირველი პერიოდი?
-არა,არა გავივლი ხოლმე ეს უკეთესიც არის.
-ამათი ყიდვა რამ მოგაფიქრა.გაუღიმა გაბრიელმა.
-მინდოდა სიურპრიზი მომეწყო.
-და კიდევაც გამოგივიდა. ისეთი დაღლილი ვიყავი ერთიანად მომიხსენი დაღლილობა,ხომ არაფერი არ გინდა?
-არა, არაფერი არ მინდა, ჯერ-ჯერობით.
-მაშინ დაურეკავ ყველას და აქ ამოვიყვან.
-კარგია დათოს დაურეკე რა პირველი.
-რატომ? გაუკვირდა გაბრიელს.
-რა რატომ, გაგვახალისებს.
-ხოოო, ის ხომ ჩვენი კლოუნია. გაბრომ ჯერ ლევანს დაურეკა. ტელევიზორს ყურობდნენ ლევანის ტელეფონი რომ ახმაურდა,დახედა და მაშინვე უპასუხა.
-გისმენ გაბრო. დაღლილი ხმა ჰქონდა ლევანს.
-ყველანი სახლში ხართ?
-კი რაა, ხო მშვიდობაა.
-კი, კი მშვიდობაა. მოემზადე ლევან 8 თვეში დიშვილი შეგეძინება, ძია გახდები.
-მეხუმრები ხომ? აღელდა ლევანი.
-არა, რა გეხუმრები მეც თავად შოკი მივიღე ცოტა ხნის წინ, ბიჭებს დავურეკავ და გამოდით, მაგრამ შენ არავის არაფერი არ უთხრა,აქ ვეტყვით.
-წამოვალთ, რა წამოვუღო ჩემს პატარებს, რას ინებებენ?
-ჯერ არაფერი, მხოლოდ თქვენ მოდით. მოესმა ლინდას ხმა ლევანს და გაეცინა,ტელეფონი გათიშა და გურამს შეხედა ღიმილით.
-გილოცავ მამა,შვილიშვილი შეგეძინება 8 თვეში.
-ოოოჰოოო, ჰოოოო ეს რა სასიხარულო ამბავია, ახლა კი წავედი სიბერისკენ და ყოჩაღად უნდა იყო გურამ არ დაბერდე ბიჭო.შემოუძახა თავის თავს მხიარულად და ლევანს გადაეხვია.
-არ წამოხვალ? შეეკითხა ლევანიმ როცა წამოდგა ნატაც ფეხზე.
-არა, თქვენ წადით მე ხვალ ვნახავ ლინდას.
-კარგი მამა, შეიძლება არ მოვიდეთ და დაწექი ადრე ნუ დაგველოდები.გურამიმ გაუღიმა შვილს და თბილი მზერით გააცილა კარებში ორივე.მალე მივიდნენ გაბრიელთან და ჯერ ცრემლი მოერია ლინდას რომ შეხედა და შემდეგ ფრთხილად,ძალიან ფრთხილად ჩაიხუტა გულში და მთელი სახე დაუკოცნა.როგორც იყო ყველამ მოიყარა თავი და დათომ ვერ გაიგო რატომ დაურეკეს და რატომ არ მისცეს საშუალება დაწოლილიყო და დაეძინა.ჯერ ჩუმად იყო გაბუსული და მოთმინება რომ დაელია, გაბრაზებულმა უთხრა გაბრიელს.
-რა ხდება აღარ იტყვით, ვატრიალებ სოჩიკივით თვალებს და სადაცაა გადმომცვივდება ძირს. გიყურებთ დებილივით ხან ერთს, ხან მეორეს და ხან მესამეს. გაბრიელს გაეღიმა და ლინდა გვერდით დაიყენა, დათოს შეხედა და ღიმილით თქვა.
-როგორც იცით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა წყვილს შორის, მაგრამ ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო.ვიცი რომ ძალიან გაგახარებთ,აგრეთვე მკაცრად გაფრთხილებთ აქედანვე, რომ მასთან მარტოებს არ დაგტოვებთ,რადგან გამიგიჟებთ და გამიველურებთ შვილს. ასე რომ, სულ მალე გოგო ან ბიჭი ძმიშვილი გეყოლებათ. დათო უსმენდა და გაბრიელის ბოლო სიტყვებზე გაოცებულმა წარმოთქვა.
-რა თქვა ახლა ამან, როგორც გავიგე ამ ხისთავიანმა რამეს მოაბა თავი და მამა გახდება?უეცრად წამოდგა და ვერანდის კარები ფართოდ გააღო, მაღლა ცას ახედა,ხელები აღაპყრო და ხმამაღალი ხმით იყვირა. ,,მშვიდობით თავისუფლებავ და გამარჯობა პამპერსებო''. გაბრიელის სახლიდან გულიანი სიცილის ხმა დიდი ხნით არ შეწყვეტილა.
-შემოეთრიე სახლში, შე მართლა თავღია.
-ჩემო პატარა, რომ რამე მოგინდეს მარტო მე დამირეკე და სადაც არ უნდა ვიყო მოგირბებინებ.
-მოგეცა შენ საქმე, ოღონდ კომპანიაში ნუ გაგაჩერებს მთელი დღით ვინმე და ირბინე ახლა. უთხრა სიცილით ლევანიმ.
-გაბრიელ გოგოებს დაურეკავ იქნებ გამოვიდნენ.
-დაურეკე ლინდა და მაკას და ნანასაც დაურეკავს ნატა.
-დათო შენ დაურეკე რა?
-ვის, ვის დაურეკო? ვერ გაიგონა დათომ ნატას ნათქვამი.
-მაკას და ნანას. გაუმეორა ნატამ.
-მაკას დაურეკავ და ნანას შენ დაურეკე ხისთავიანო. უთხრა ვაჟას და თვალი ჩაუკრა.ვაჟას გაეცინა და სიცილით თქვა.
-მე მოვკვდე კომპანიის ბაბაიაკა თუ არ იყოს, ყველაფერს როგორ ხვდები ასე უთქმელად.
-ხოდა მე მეძახით თავღიას,თქვე მართლა თავღიებო თქვენ. ასევე სიცილით თქვა დათომ. მალე მოვიდნენ მაკა და ნანა და ვახშმის კეთება დაიწყეს. დააგვიანებით ლინდას მეგობარი შემოუერთდა სამეგობროს მაგრამ ეტყობოდა უხასიათოდ იყო.
-რა დაგემართა ანი.შეეკითხა შეშინებულმა ლინდამ მეგობარს.დათომ გაიგონა ანის ხმა და დენდარტყმულივით შემობრუნდა,შეხედა მის წინ ტირილამდე მისულ გოგონასას და გაოცებული მიაჩერდა, ბოლოს კი გაუბედავად დაუძახა.
-ანი? გოგონა შებრუნდა და მასაც გაოცებული სახე ჰქონდა და ცრემლით სავსე თვალები.
-დათო? ასევე გაოცებული იყო ანი.
-სადაურსა სად წაიყვან ღმერთო, აქ ნამდვილად არ ველოდი შენს ნახვას.
-იგივეს გეტყვი მეც დათო და რას შვრები, როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ.
-ანი ყავას დალევ?
-არა ლინდა არ მინდა, დღეს არ ვიცი რამდენი დავლიე და ნერვების დამშვიდების მაგიერ უფრო ამიწეწა და ჭკუაზე გადავალ სადაცაა.
-რა ხდება, რამე გიჭირს მითხარი იქნებ შევძლო შენი დახმარება. უთხრა დათომ.
-ჩემი ლეპტოპი მომპარეს სასწავლებელში,არადა ძალიან მჭირდება,შიგ ძალიან მნიშვნელოვანი მასალები მაქვს შენახული იქ ვწერდი ყველაფერს.
-ოპაააა, გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-კიც და არაც, მაგრამ ვიცი დაახლოებით ვინც დგას მის უკან.
-მივხვდი უკვე ვიზედაც ამბობ, ეს ის პიროვნებაა მაშინ რომ მოხვდა.
-კი ისაა, დარწმუნებული ვარ.
-კარგი, მომეცი შენი ტელეფონის ნომერი და არავის არ უპასუხო არც მესიჯზე და არც უცხო ზარზე,შესაძლებელია ფულის ართმევის მიზნით წაიღეს, ჩემი ნომერი ეს არის.თავად ჩაუწერა ტელეფონში თავის ნომერი და ვერანდაზე გავიდა.ცოტა ხნით იყო განმარტოებული და ყველა მის საახლობლოში გადარეკა, ყველა გააფრთხილა და სახლში იმ დროს შევიდა მაგიდა უკვე გაწყობილი იყო.კარგად მოულხინეს და მოულოდნელად ლინდამ წამოდგა.
-ერთი რაღაც მინდა ვთქვა.
-ლინდა სვამ? კითხა გაოცებულმა გაბრიელმა მაგრამ ღიმილიც შეეპარა ღაწვებზე.
-მხოლოდ ერთი ჭიქა, მინდა ძალიან დავლიო.
-არ გაწყინოს თორემ, მე რა, კი არ გიშლი.
-უეჭველი ბიჭია და გეფიცები მამამისზე უკეთესი თამადა გაიზრდება.
-თავღია არ უშლი, მაგრამ არ აწყინოს. სიცილით უთხრა გაბრიელმა დათოს.
-თუ უნდა და სურვილი აქვს, დალიოს. თქვა ნატამ.
-ის ექიმია არ დაგავიწყდეს და ახლა მომისმინე. ყველას გადახედა სათითაოდ და თქვა.
-მიჭირს თქმა, რადგან ის რაც ახლა უნდა ვთქვა ეს თქვენ გეხებათ.ლევანის და ვაჟას გვერდით როცა ვარ მეც მათსავით სერიოზული ვარ. გაბრიელის გვერდით როცა ვრჩები ეშმაკი და ხალისიანი, მაგრამ როცა დათუნას გვერდით ვარ მე მავიწყდება ვინ ვარ, სად ვარ და რამდენი წლის ვარ, რადგან მასავით გიჟი ვარ მეც. თქვენ მთელი ჩემი სამყარო ხართ, მთელი ჩემი 22 წლის ცხოვრებით რომ ვარ შევსებული. თქვენ თავად არ იცნობთ თქვენს თავებს თუ ვინ ხართ თქვენ, თქვენ ხართ ადამიანები ძალიან თბილები, ძალიან
მეგობრულები და ძალიან ერთგულები, ასევე ძალიან მზრუნველები. სიკეთით რომ გაქვთ გულები სავსე და როგორ უზომოდ მიხარია, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ მეც და უზომოდ მიყვარს თითოეული თქვენთაგანი. დუმილი, სიჩუმე, არაფრის თქმა, ხმის ამოუღებლობა და მდუმარება გამეფდა რამოდენიმე წუთით.ლევანიმ აცრემლიანებული თვალებით მიუახლოვდა ლინდას და უთხრა.
-ასე როდის გაიზარდე, რომ ვერ შევამჩნიე ლინდა. ნუთუ ასე ძალიან ვიყავი დაკავებული, რომ არ მეცალა შენთვის?
-გენათალა შენი თავღია ძამიკო. უთხრა დათომ სიცილით და ჩაიხუტა ლინდა გულში,ის ხომ მათ ხელში გაიზარდა, მათ სიახლოვეს. ლევანიმ მოულოდნელად დათოს შეამჩნია როგორ დაჯინებით უყურებდა ანის და მიხვდა, რომ დათოც სულ მალე დაავადდებოდა სიყვარულის განუკურნებელი სენით,ხმამღლა კი უთხრა.
-დავითა მე სიზმარი ვნახე წუხელ, რომ შენი აპოკალიფსი იწყება დღეიდან და უკვე ჩემი დროც დგება.
-რა აპოკალიფზე ამბობ ლექსო? შეეკითხა გაბრიელმა ღიმილით, ლევანიმ გაბრიელს შეხედა და უთხრა.
-ის აპოკალიფსი იწყებს მოახლოებას რაც შენც და მეც გვეწვია.
-სიზმრებში ბოდიალის დრო გაქვს ანგელოზივით ქალი გიწევს გვერდით,ნუთუ გრჩება სიზმრებისთვის დრო? სიცილით უთხრა დათომ და ლევანიმ გულიანად გაიცინა.
-შენ წამოიდგინე და მრჩება. იმ ღამით გვიან დაიშალნენ და არცერთი არ გაწეულა წასასვლელად, ყველა იქვე დარჩა. დილით ადრე დათოს ტელეფონი ახმაურდა და ყველას შეუმჩნევლად გავიდა სახლიდან და სამი საათის შემდეგ კი დაურეკა ანის.
-გისმენ დათო. მოწყენილი ხმა ჰქონდა ანის.
-ტირიხარ,ვინმემ დაგირეკა?
-რეკავდა უცხო ნომერი და არ უპასუხე, შემდეგ კი შეტყობინება მომივიდა იმავე ნომრიდან. ფული მოიტანე,შენი კომპიუტერი მე მაქვსო.
-ანი არავის დაუჯერო, მოვდივარ და მომაქვს კომპიუტერი მე მაქვს ხელთ.დილით დამირეკეს ადრე და ახლა მომიტანეს.
-მართლა? სიხარულისგან იყვირა ანიმ და ლინდამაც გაიგონა მისი სიხარულით სავსე ხმა.
-სად ხარ, წახვედი თუ ისევ ლინდასან ხარ. გაუხარდა დათოს ლანას მოწყენილობის გაქრობა რომ შეძლო და გული აუფრთხიალდა თავადაც.
-არა არ წავსულვარ, ჯერ ისევ აქ ვარ.
-კარგი მოვდივარ, 20 წუთში მანდ ვარ. დათომ გულზე მიიდო ხელი და ღიმილით თქვა.
-დაგერხა დავითა მართალი თქვა იმ ხესთავიანმა ლევანიმ მგონი და მართლა აპოკალიფსი იწყება ჩემში.ანი ადგა თავი მოიწესრიგა და მოუთმენლად დაელოდა დათოს მოსვლას. დათოს ნაქვამი 20 წუთი ერთი საათი გაგრძელდა, მაგრამ კარები გააღო თუ არა ლინდამ, ანი ღიმილით გაცისკროვნებული შეხვდა დათოს.
-როგორ მიხარია, რომ ღიმილიანს გხედავ. უთხრა დათომ და ანის კომპიუტერი მიაწოდა.
-მართლა კარგად ვარ, რომ დამირეკე მის შემდეგ.
-შენი ღიმილიანი სახის შეხედვის მერე, უნდა გითხრა რომ მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უთხრა ანის და თვალი ჩაუკრა.
-რა მეკუთნის საჩუქრად?
-ერთი გემრიელი მადლობა. უთხრა ანიმ.
-მარტო მადლობა, კოცნას არ ვიმსახურებ? თითი მიიდო ლოყაზე ლექსომ და დაელოდა როდის აკოცებდა ანი. ანი დაიბნა და დაბნეულად წაიწია დათოსკენ საკოცნელად, ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე უნდა ეკოცნა, რომ გოგიმ თავი მოაბრუნა და ანის საკოცნელად გამობურცულ ტუჩებს შეეხო ნაზად, თან წელზე ხელი შემოხვია და მისკენ მიიზიდა. აცახცახებული ანი არ ელოდა პირველი კოცნას ასე უეცრად თუ მოპარავდა და დაბნეულობისაგან წინააღმდეგობაც ვერ გაუწია და თავადაც აყვა კოცნაში დათოს.ზედ ტუჩებზე კი დათომ დასჩურჩულა.
-არ მეგონა ასეთი გემრიელი თუ იქნებოდი, კარგი მადლობის გადახდა იყო.ანის შერცხვა და დათოს ხელებიდან თავის დახსნის შემდეგ,კომპიუტერის თემას შეეხო.
-ფული როდის უნდა მივუტანო, სახლში გავალ და გამოვიტან.
-ფული? რა ფული, მე ფული გითხარი მომეცითქო? მოიცადე, შენ რა იფიქრე მე იმიათვის დაგეხმარე, რომ შენგან ფული ავიღო? დაიბნა ანი და გაოცებულმა უთხრა.
-არა, შენზე არც მიფიქრია გეფიცები უბრალოდ გამიკვირდა, ფულის გარეშე როგორ გამოგატანეს.ამ დროს ლანას ტელეფონმა ისევ დარეკა და ლანას უსიამოვნოდ შეკრულ წარბებზე მიხვდა დათომ ვინც რეკავდა გამოართვა ტელეფონი,ჯერ მოუსმინა და შემდეგ უთხრა.
-მომისმინე მეგობარო ახლავეს და ამ წუთას ქონიან ნიჩაბზე დაჯექი და დაღმართში გასრიალდი, გესმის? კომპიუტერი ჩემს ხელთ არის,ასე რომ ტყუილად ცდილობთ გამოსტყუოთ ფული ანის.
-შენ ვინ ხარ საერთოდ. მოესმა ნაცნობი ხმა დათოს და ჩაეღიმა.
-მე ანის საქმრო ვარ და თქვენთვის ჯობია, რომ ეს თემა აქვე და ახლავეს დაიხუროს.ანი და ლინდა გაოცებული უსმენდა დათოს.გათიშა თუ არა ტელეფონი გოგოებს შეხედა და მათი გაოცებისაგან ღიად დარჩენილ პირზე გაეცინა.
-რა მოგივიდათ, რამ გაგაშეშათ დამუწეთ პირი და შენ ასე რომ მიყურებ შენი ტუჩები ისევ მიწვევს საკოცნელად. უთხრა ლანას და მოულოდნელად დააცხრა მის ტუჩებს.
-მოიცადე რა, რა, რა უთხარი?
-რა, წინააღმდეგი ხარ? გაშტერებულ ლინდას შეხედა და უთხრა.
-ლინდა შენ აქ მოჩერებას ყავა მომიმზადე ჯობია.თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ უბიძგა,შემდეგ ისევ ლანას მიუბრუნდა და უთხრა.
-მომისმინე, ერთი საჩუქარი ხომ მეკუთნის შენგან.
-ხომ მიიღე? წარბი აუწია ანიმ.
-ის კომპიუტერისთვის და ეს ხალხი რომ ჩამოგაშორე?
-კი, მაგრამ დღეს არა.
-კარგი, ხვალ იყოს. უთხრა და ამჯერად ლოყაზე აკოცა, ლინდას მოდუღებული ყავა მოსვა თვალი ჩაუკრა მის წინ მომღიმარ ლინდას რომელმაც ცერა თითით მოუწონა არჩევანი.ცოტა ხანში კი მასაც დაემშვოდობა ლოყაზე კოცნით, კარებში გასვლისას კი სათვალეები ჩამოიწია ანის კიდევ ერთხელ შეხედა თვალი ჩაუკრა და წავიდა. დათოს გასვლისთანავე ლანა იქვე სავარძელში ჩაესვენა.
-ანი რა მოგივიდა ცუდად ხარ? შეეკითხა ლინდა ღიმილით.
-ყველა წასულია, მარტო ჩვენ ვართ სახლში?
-კი ყველა წავიდა და მარტო ჩვენ ვართ სახლში, რაშია საქმე?
-რაღაც რომ გთხოვო მომიყევითქო, მომიყვები?
-იმედია, პირველი ღამის დეტალებს არ გულისხმობ. გადაიკისკისა ლინდამ.
-ნუ იცინი ლინდა და ძალიან გთხოვ მითხრა, როგორია მამაკაცთან ერთად ცხოვრება. იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდა.
-ეეეხ, საყვარელო ამის აღწერა არ შეიძლება და ასე უბრალოდ ვერ აღწერ როგორია შენი საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა.ეს სულ სხვა რამაა, მისი სუნის შეგრძნება და მისი სხეულის შეხებას რომ ჭკუიდან გადაყავხარ.
-არ შეიძლება,ამ ყველაფერს რაღაც ახსნა ექნება. როგორმე უნდა შეძლო და უნდა ამიხსნა ლინდა.
-როგორმე? როგორმე გეტყვი, ნუ ზოგადად. მაგ დროს,მისი შეხებისას იკარგები, გიჟდები, თითქოს სუნთქვა გეკვრება. სისხლი გაწვება და სადღაც მიყავხარ სასიამოვნო წუთებს. დაფრინავ, დაფრინავ ისეითქოს ფრთები გაქვს გამოსხმული.
-როგორ, ისე როგორც ბალერინა?
-ანი არ იცი სად ხარ, აქ ხარ იქ ხარ. მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და ეს გზა არ გინდა დასრულდეს.
-და სად მიდიხარ. შეეკითხა ანიმ გულუბრყვილოდ.
-გგონია კვდები და ეს შენი დასასრულია. არის წუთები, რომ არ ფიქრობ არავისზე და არაფერზე. იმ წუთში არ გინდა სხვა არაფერიგარდა იმისა მოგეფეროს მისი ლამაზი თითებით და ყურში ჩაგჩურჩულოს ლამაზი სიტყვები, სახეზე მისი ცხელი სუნთქვა გეფრქვეოდეს.
-ვერაფერი ვერ გავიგე ლინდა. იკარგები, გიჟდები, დებილდები, გგონია კვდები და არ კვდები. შეგიძლია ამიხსნა წესიერად ეს რაც მითხარი, ჩემთვის თითქოს მიწისძვრაა.
-ვაიმეეეე, ცუდად ვარ. სხვსაგვარად, სხვა ენაზე მე ვერ აგიხსნი ანი და ისე იცოდე,ეს ყველაფერი პრაქტიკულად რომ გამოსცადო ამისათვის მამაკაცი გჭირდება საყვარელო,მარტო ამ ყველაფერთან უძლური ხარ და ვერ გაიგებ სიამოვნების ფასს.
-იცი, რომ ხანდახან აუტანელი ხარ?
-ხანდახან არა უშავს, ამიტან როგორმე. უთხრა კისკისით და ენაც კი გამოუყო საყვარელ მეგობარს.
-კარგი იყო საყვარელო შენთან საუბარი, მაგრამ უნდა წავიდე. გუშინს მერე გამოსული ვარ სახლიდან და ხომ იცი მამაჩემის ამბავი.
-წადი და იცოდე გაფრთხილებ, ჩემს დავითას არ აწყენინო.ლან ის მართლა კარგი ადამიანია, ძალიან გამიხარდება თუ მართლა გამონახავთ საერთო ენას. თვალი ჩაუკრა და გააცილა მეგობარი.
-შენ არ გამოგეპაროს არაფერი. ღიმილით უთხრა ანიმდა წავედი, მაგრამ მობრუნდა და უთხრა.
-თუ ჩემს პაწიას რამე მოუნდეს ნათლიას დაურეკე, რომ მოუცუნცულოს, კარგი?
-კარგი,აუცილებლად შეგაწუხებთ.ღიმილით დაემშვიდობა ლინდა,ლანა წავიდა გახარებული და სახლში ყვირილ-ყვირილით შევარდა.
-დედააააა, მამაააა მოვედიიი და მოვიტანე ჩემი კომპიუტერიც.
-კომპიუტერი იპოვე,ვინ მოგიტანა შვილო.თბილად შეეკითხა მამამ.
-ლინდას ძმის მეგობარმა, ასევე გაბრიელის მეგობარიცაა.
-მერე ფული რომ არ წაგიღია?
-მას ბევრი ნაცნობები ყავს მამიკო და იპოვა ვისაც ჰქონდა და დაიბრუნა მისი ნაცნობებით.
-წაშლილი ხომ არ არის რამე შიგნით.
-არა, კოდი მიდევს და ალბად ვერ გახსნეს ან ვერ მოასწრეს პროგრამის წაშლა.
-კარგია, მიხარია და მადლობა ეკუთნის იმ ბიჭს. ანის უეცრად ტანში გაცრა,მადლობის გახსენებაზე და ის დაუვიწყარი უტკბილესი წუთები გაახსენდა.
-ერთ დღეს ყავაზე დავპატიჟებ და მადლობასაც გადავუხდი, კიდევ ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
-ლანა რა ხდება, ცუდი ამბაბი უნდა მითხრა?
-არა, პირიქით კარგი ამბაია და 8 თვეში ჩემი ნათლული დაიბადებააა, ლინდა ფრეხმძიმედაა.
-ოოო, ეს მართლა სასიხარულოა. დავურეკავ და მივულოცავ, დაიზარდეთ ბავშვები დედას
სიხარულო, ლინდა მალე დედა გახდება და შენ,შენ არაფერს არ ფიქრობ? შეეკითხა დედამ ლანას და სახეზე დააკვირდა შვილს,უეცრად რომ გადაუარა ფერებმა.
-სიმართლე გითხრა დედა, ჯერ ამ საკითხზე არც მიფიქრია თუ დადგება ის წუითი,რომ ვინმე ჩემს გულში შემოაღწევს ისე როგორც ლინდას გულის კარი გაბრიელმა შეაღო, ნამდვილად არ ვიტყოდი ასეთ სიყვარულზე უარს. კარგი, მე ჩემს ოთახში ვიქნები სამეცადინო მაქვს. ავიდა, მაგრამ ვერ იმეცადინა,თავში არაფერი არ შედიოდა,მის წინ დათო იდგა მისი ჯადოსნური ღიმილით. თავზე დაათენდა ფიქრებში გაღიმებულს და ასე გაღიმეგულს ჩაეძინა. დილით სასიამოვნოდ გაიზმორა და სიამოვნება უფრო დიდხანს გამყოლი გახდა მისთვის, როცა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და ღიმილით ჩაიკითხა.
-დილა მშვიდობის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ გოგონას და ჩემი გულის მომპარავს. ბრალი უნდა წაგიყენო ჩემი გულის დასაკუთრებისთვის და დღეს გელოდები იმ ხიდზე, საიდანაც მე გადახტომას გადაგარჩინე და შუადღეა უკვე გაიღვიძე ძილის-გუდა, მე დავიღალე უკვე მუშაობით. გაეცინა,11-სთ-ზე ლექცია ჰქონდა და სასწრაფოდ მოემზადა, პრაქტიკულად ჩაიცვა და სასწავლებელში წავიდა. მთელი დღე მოუსვენრად იყო,როგორც იქნა დასრულდა ლექციები და უკვე ეზოში გამოსულს იქ დათო დახვდა მოტოციკლეტით. შემოუჯდა უკან და ჯერ იმ ხიდზე მივიდნენ, შემდეგ კი დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში. უბედნიერესები იყვნენ და უჭირდათ ერთმანეთთან შორი-შორს ყოფნა, მათმა ყოველდღიურმა დაგვიანებებმა ლანას მშობლები დააეჭვა და პრობლემებიც შეექმნა და ერთ
დღეს მოწყენილმა უთხრა დათოს.
-დათო დროებით უნდა შევწყვიტოთ შეხვედრები.
-რატომ? გაუკვირდა დათოს.
-სახლში ვაგვიანებ, ბევრი გაცდენები დამიგროვდა და არ მინდა პრობლემები ჩემს მშობლებთან.
-გინდა მე მივიდე და დაველაპარაკო?
-არა,არა სულ აღარ გამომიშვებენ გარეთ.
-ვაუუუ, ასეთი მკაცრია შენი მშობლები რომელ საუკუნეში ცხოვრობენ თუ აქვთ ეს
გათვალისწინებული, თუმცა ვერც ვერაფერს ვერ იტყვი,ისეთი დრო მოვიდა საჭიროა სიმკაცრე.
-ბავშვობიდან მკაცრი რეჟიმით ვიზრდბი, რომ იცოდე როგორი დამღლელია ეს ყველაფერი.
-ანი სადაცაა 30 წლის გავხდები,ბავშვი აღარ ვარ რომ არ ვიცოდე რა მინდა და რას ვაკეთებ.
-ვიცი,მესმის დათო მაგრამ ეს დროებით ასე უნდა გავაკეთოთ.
-კარგი, როგორც შენ იტყვი, მაგრამ ძალიან რომ მომენატრები, ისე გაუსაძლისად ხომ შემხვდები? ზედმეტს ხომ არ ვითხოვ რამეს.ანის გაეცინა და უთხრა.
-კარგი შეგხვდები, მაგრამ ახლა უნდა წავიდე შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე ჩემო ფერიავ.ძალიან ძნელად გაიარა მათთვის ზამთარმა,უჭირდათ ერთმანეთის გარეშე,მაგრამ უძლებდნენ.ხან ტელეფონით საუბრობდნენ და ხან კომპიუტერით. ასე წვალებით გავიდა ზამთარი და ნანატრი, ლამაზი გაზაფხულიც დადგა. ლინდა იბერება და ძალიან ლამაზი ორსული გახდა,მაგრამ ყოველი ახალი დღის დადგომასთან ერთად ახალი ჭირვეულობა ეწყება. ეცოდება ღამენათევი გაბრიელი და მორიგეობით ურეკავს ბიჭებს თან თხოვს რომ გაბრიელმა არ გაიგოს, ხან რას მოატანინებს მათ და ხან რას. ყველაზე მეტად დათოს უხაროდა ლინდას ნომერის დანახვა მის ტელეფონზე, თქმაც არ უნდოდა მანქანის გასაღებს ხელს დაავლებდა და გარბოდა, გულამოვარნილი მივიდოდა მიუტანდა რასაც ეტყოდა და რომ შეხედავდა აღარ
უნდოდა, გულის რევის შეგრძნება ქონდა, ამის გამო კი ტიროდა,მის ტირილს კი ვერცერთი ვერ იტანს, ყველაზე მეტად გაბრიელს აგიჟებს მის თვალზე ცრემლს რომ შეხედავს.ერთ დილით,ლინდას მორიგი ჭირვეულობის შემდეგ გაბრიელმა უთხრა ლევანის.
-ლევან სადაცაა გავაფრენ, როდის გავა დარჩენილი სამი თვეც.
-რა დღეში გაქვს ნერვები, რა გემართება კიდევ გაგაფრენია?
-სულ ცოტა დამაკლდა ამ დილით და ფანჯრიდან ვისროდ,.რომ დაიწყებს ტირილს,არც მოფერება შველის და არც გაბრაზება.აღარ ვიცი რა მოვუხერხო,უკვე ხმამაღლა დალაპარაკების მეშინია სახლში ისევ არ ატირდეს.
-სულ სამი თვეც და დასრულდება ორივეს წამება,რაღაც ვატყობ ნატაც შეიცვალა ამ ბოლო
დროს და მგონი მეც შენს დღეში მომიწევს ყოფნა სულ მალე, არ მიმხელს და ველოდები
როდის მეტყვის.გაეცინა ლევანს და გაუკვირდა მის ამღერებულ ტელეფონს რომ დახედა და მაკას ზარი ამოიცნო.
-გისმენ მაკა რა ხდება. კითხა შეშფოთებულმა.
-ლევან არ მინდოდა შენთვის დამერეკა და გენერვიულებია, მაგრამ ნატას გული წაუვიდა.
-მოვდივარ, ხლა როგორაა.
-დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და ჯერ ისევ წევს, არ იცის რომ დაგირეკე.
-ანალიზი აუღეთ სისხლის?
-კი და პასუხიც მოვიდა, მაგრამ არ მინახავს.
-ნახე მე უკვე ვიცი რაც არის, შენი ნათლული მოევლინება სამყაროს.
-შენ იცოდი? გაუკვირდა მაკას.
-მივხვდი, ამ ბოლო დროინდელმა მისმა უცნაურმა ქცევებმა მიმახვედრა. უთხრა გაღიმებულმა და გაბრიელს გადახედა ღიმილით და უთხრა.,,ერთ ბედ ქვეშა ვართ გაბრო მე და შენ''.
-ვააა, მაგარია გილოცავ. იზრდება ოჯახი და პატარა ეშმაკუნები გვემატება. დათო გაკვირვებული იდგა კარებში და თითი გაიშვირა ლევანისკენ და გაოცებულმა უთხრა გაბრიელს.
-არ მითხრათ ახლა, რომ ეს ხისთავიანიც ემზადება მამობისთვის თორემ მეც მკაცრად დავსჯი ჩემს თავს.
-მე წავედი, ნატას ვჭირდები.
-რას ჰქვია შენ წახვედი, ჩვენც მოვდივართ.უთხრა გაბრიელმა და ყველა წავიდა ერთად.დათომ მაღაზიაში გაიარა და დიდი დათუნია იყიდა ბუშტებთან ერთად და ხელდამშვენებული შევიდა ნატასთან ასე ემზადებოდა სამეგობრო კიდევ ერთი პატარას შემომატებას ჭირვეულ ორსულთან ერთად.ამ სიცილ-მხიარულებაში ზაფხულიც დადგა ივლისის უსაშველო სიცხეში ლინდა ღამით საშინელმა ტკივილმა გააღვიძა.გაბრიელმა გაიგო ლინდას წრიალი და ადგა, ჩაიცვა და ლინდას შეხედა. ლინდას შუბლი ოფლით დაცვაროდა, ნელა-ნელა გაახილა თვალები, ხელი გადაწია გაბრიელის მხარეზე და სიცარიელე რომ შეიგრძნო სუსტი ხმით წამოიტირა.
-გაბრიელ სად ხარ.
-აქ ვარ ლინდა.
-მტკივა, გაბრიელ ძალიან მტკივა.
-ნუ გეშინია, სასწრაფო უკვე გამოვიძახე, შეგატყვე რომ წრიალობდი საყვარელო.
-წამომაყენე რა. გაბრიელმა დაავლო მისი ძლიერი ხელები და წამოაყენა,ამ დროს ლინდამ წ....ბიც დაღვარა და ამან პანიკაში ჩააგდო.
-მეშინია, გაბრიელ ბავშვს არაფერი არ დაემართოს.
-ნუ გეშინია, ცუდზე ნუ ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. სასწრაფოც მოვიდა და ლინდა
წაიყვანეს, გაბრიელმა ყველა დააღვიძა და ყველა მის გვერდით დადგა.ბედნიერი წუთები
იდგა,სამეგობროს დიდ ოჯახში პირველი პატარა იბადებოდა,არცერთმა არ იცოდნენ ვის ელოდნენ,ვინ გაჩნდებოდა.ეს თავად ლინდამაც არ მოინდომა გაეგო და სულ მალე დედასავით ლამაზი კულულებიანი გოგონა მოევლინა სამყაროს.
-დასრულდა ერთის ჭირვეულობა, ზოგჯერ როგორ ჭედავდა ტვინს,მინდოდა მეტკუცა, მაგრამ ვდგებოდი და უხმოდ ვტოვებდი.თქვა სიცილით დათომ და როგორ უნდოდა ანიც მის გვერდით ყოფილიყო იმ დროს და შეტყობინება გაუგზავმნა. არ ეძინა ანის და შეტყობინება რომ წაიკითხა ყვირილით წამოხტა ფეხზე და მშობლები დააღვიძა.
-დედაააა, მამაააა მე მივდივააარ.
-სად მიდიხარ ამ შუაღამით გოგო.
-მამა ლინდა მშობიარობს, ჩემი ნათლული იბადება.
-მერე მარტო სად მიდიხარ, მე წაგიყვან შვილო. წამოდგნენ ნამძინარევი ხალხი და რაც მოყვათ ხელში ის ჩაიცვეს. უკვე გამოყვანილი ყავდათ ბავში ექთნებს და სპეციალურ ბავშვთა ოთახში ყავდათ,ფანჯრიდან უცქერდნენ და ეფერებოდნენ პატარა საოცრებას ანი რომ მივიდა მათთან.
-გაბრიელ გილოცავ, ვინ გვყავს?
-პატარა, საოცარად ლამაზი ქალი გვყავს ანი. უთხრა გაბრიელმა და ანის მოეხვია.
-ვიცოდი, ვიცოდიიიი, ჩემი ციცქნა გოგო. გილოცავთ ლევანს და გურამს მოეხვია ანი
-გილოცავთ გაბრიელ ჯამრთელი გოგო გაიზარდოს.
-მადლობა, თქვენ რატომ შეწუხდით. უთხრა მორიდებით ანის მშობლებს.
-ისე კიოდა და ყვიროდა სახლში, დააღვიძა მეზობლები და ეს დილამდე გაჩერდებოდა აქ
მოუსვლელი? ამ შუაღამეს კი მარტო ნამდვილად ვერ გამოვუშვებდი.ღიმილით თქვა ანის მამამ ამირანმა. ცოტა ხანი გაჩერდნენ და წავიდნენ.
-რომ გეხვეწო სახლში წამოდითქო მაინც არ წამოხვალ და დღეს მოხვალ სახლში? შეეკითხა ღიმილით ანის დედამ.
-არ ვიცი,ვერ შეგპირდები დღეს ლინდასთან ვიქნები რა. თხოვა დედას.
-რომ დაგირეკო მიპასუხე. შეახსენა მამამ მისი სიმკაცრე
-აუცილებლად, მაგრამ სად მიდიხართ ფული მინდა რაღაცეები ვუყიდო პატარას.ამირანმა ფული მისცა ანის და შუბლზე აკოცა,ყველას დაემშვიდობა და წავიდნენ. დათო სუნთქვა შეკრული იდგა და რომ შეხედა წავიდნენ ანის მშობლები თავისუფლად ამოისუნთქა, ანის ხელი დაავლო და სირბილით ჩაარბენინა კიბეებზე, გარეთ დაზვერა წასულები თუ იყვნენ და მისი მანქნაში ჩასვა.
-სად მიგყავარ,შენ გაგიჟდი?
-ჩუმად იყავი, თორემ შენზე ამოვიღებ იმ სიბრაზეს რაც ამ ერთ საათში დამიგროვდა. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდნენ, მომენატრე, ძალიან მომენატრე რა ეს დანაშაულია თუ მომენატრე?ცოტა გავისეირნოთ,დავმშვიდდები და მოვიდეთ ისევ.
-შენ რა გგონია, მე არ მომენატრე, რომ მოვდიოდი პატარა ხომ გამიხარდა,მაგრამ შენ რომ გნახავდი ის უფრო მახარებდა. დათოს ჩეცინა ანის ბავშვურობაზე და ღიმილით უთხრა.
-მაშინ წავიდეთ და ცოტა ხანი ვიყოთ ერთად, მონატრება ამოვივსოთ. უთხრა ეშმაკურად.
-არა, ჯერ არა. შუადღისით წავიდეთ სადაც გინდა, საღამომდე შენთან ვარ.
-დღეს რომ იყო დილამდ ჩემთან? ლანა ცუდად ვარ, მოფერება მინდა შენი, შენი კოცნა მინდა.
-წავიდეთ, გავიაროთ მაგრამ აქ მოვალთ.
-მართლა? არ შეცვლი იცოდე სიტყვას არ გამაგიჟო.
-არა, არ შევცვლი. უთხრა ბედნიერებისგან გაბადრულმა. უნდა წასულიყვნენ,რომ ვიღაცამ ძლიერად დააკაკუნა მინაზე. დათომ ფანჯარა ჩასწია და ვაჟას ღიმილიანი სახე შერჩა ხელში.
-იდიოტო და ხისთავიანო შემაშინე, მეგონა ანის მამა დაბრუნდათქო.
-ოჰოჰოოოო, ბეღურებო საჟღურტულოდ გამოდით გარეთ?
-წადი მაღლა და მალე მოვალთ ჩვენც. უთხრა და ნელი სვლით დატოვა საავადმყოფოს ეზო, ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ მანქანას ვაჟამ და ასევე ღიმილით შებრუნდა ისევ ბიჭებთან.
-ლევან მეჩვენება თუ დავითას დაეწყო უკვე ელეთ-მელეთი?
-ახლა შეამჩნიე და აქამდე გეძინა?
-მართლა?
-დავითა უკვე ჩაძირულია სიყვარულის ჭაობში.უთხრა ლევანიმ ღიმილით გაბროს.
-ეს რაც დაოჯახდა, მის მერე ფეხზე ძინავს. თქვა სიცილით ვაჟამ და ორივემ გულიანად აროხროხდა.
-რა გახარხარებთ, დაიღვიძა ბავშვებმა.მიუახლოვდა მოხარხარე მეგობრებს დათო ანისთან ერთად.
-ოჰ, ასე უცებ მოხვედი? შეეკითხა ვაჟამ.
-რა გაცინებდათ. თვალი მოავლო სამივეს სათითაოდ.
-შენზე ვიცინით რომეო. ჰა, აგიფართხალდა თუ არა გულის პარკუჭები.
-მეტი სასაცილო ვერაფერი ნახეთ? შეუბღვირა ბიჭებს დათომ.
-რატო მობრუნდი, რამე დაგრჩა? სერიოზულად კითხა ვაჟამ.
-არა, ლინდას ვნახავთ და მერე წავალთ. უთხრა ანიმ მაგრამ დათომ ხელი ჩაავლო და ისევ მისი მანქანისკენ წაიყვანა. ჩქარა მიდიოდა და თბილისის ზღვაზე გავიდნენ, ჯერ კიდევ ადრე იყო და ცა იყო ულაამზესი, ადგილი? ადგილი რაღაც საოცარი და განსაკუთრებული. მანქანა ისეთ ადგილზე დააყენა სადაც მარადმწვანე კორპიანი მუხები იდგა და უფრო მოშორებით, არყისა და ძეწნის ნარგავებიიყო.ჯერ კიდევ ღამეში მუქად მოჩანდა მწვანე სერები და ფერდობები, შესანიშნავი ადგილი შეარჩია დათომ დასასვენებლად და ისეთი საოცრად კარგი აურა იდგა გარშემო შეეძლო დილამდე იქ მსხდარიყვნენ და დამტკბარიყვნენ ამ ჯადოსნური სილამაზით.
-შეხედე რა წყნარი და რა მშვიდია ზღვა.
-გინდა გავცუროთ? რაღაც ეშმაკურმა აზრმა გაუელვა თავში გოგის და ჭინკები აციმციმდა მის თვალებში.
-ბაააა, არა. ასე ვერ ჩავალ წყალში. უეცრად დათომ ხელი დაავლო და მასთან ერთად წყლის ფსკერისკენ წავიდა. ანი ჯერ გაოცებული იყო და წყლიდან ამოყვინთა თუ არა სიჩუმეში მისმა ხმამ შორს გაიჭრა და ექოდ მოედო გარემოს.
-ყოჩაღ, ყოჩაღ ეს რომ შეძელი. უყურებდა ანის და დათოს გულიანი ხარხარიც შეერწყმა ამ სიმშვიდეს.
-ვერ ვიჯერებ რომ ეს გააკეთე, დათო შენ ნორმალური ხარ?
-კარგი, კარგი დამშვიდდი ნახევარი საათის საქმეა და მალე გაშრები.
-ნუ მესმის ახლა შენი ხმა. შეუბღვირა ლანამ.
-გინდა რომ წავიდე?
-მე რომ მინდოდეს შენი წასვლა შენც ადგები და წახვალ და ასე დამტოვებ აქ ასეთ მდგომარეობაში?
-არა რა გტოვებ, მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთოთ.
-არა, არ მინდა შენ გისმენდე.
-კარგი. დათომ მაისური გაიხადა და იქვე ხის ტოტზე გადააფინა.ანიმ შეხედა და თავადაც
გაიხადა, დარჩა საცვლების ამარა, იქვე ჩაჯდა და დათოსკენ არც იხედებოდა რდგან რცხვენოდა.
-თავიდანვე მოფიქრებული გქონდა ეს გეგმა და იმიტომ მომიყვანე აქ ხომ?
-არა, არა შენს თავს გეფიცები. მულოდნელად თვალებში შეხედეს ერთმანეთს და ორივემ ჩაიძირა ერთმანეთის თვალთა სიღრმეში. ვერ შეძლო,ვერ დაიხია უკან ვერცერთმა და პირველი დათო მიიწია ახლოს, ჯერ მხარზე აკოცა ანი შეცბა მის შიშველ სხეულზე რომ გოგის ხელი ასრიალდა. მოდუნდა, მოითენთა და რადგან დათომ წინააღმდგობა ვერ იგრძნო უფრო გათამამდა, ყელში აკოცა.არ შეეძლო შეჩერება დათოს ხელებს მას ანი სწყუროდა,მისი სხეული ეძახდა, მისი ტუჩები იწვევდა, ამას ორივე კარგად ხვდებოდა და არიდებდნენ თავს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა ვერა, ახლა ვერ შეძლეს,ახლა ორივეს სხეული ერთმანეთის შევსებას ითხოვდა. დაჰყურებდა ზემოდან უმანკო და ნატიფ,მაგრამ დიდი ენერგიით სავსე სხეულს და ცდილობდა მისი გულის დარეგულირებას და კონტროლს.მაგრამ არა,უნდოდა რაც შეიძლებოდა უფრო მალე გაერთიანებულიყვნენ სხეულებით და მიეღოთ ორივეს ის სიამოვნება, რომელსაც სხეულის მჭიდრო ერთიანობა ჰქვია, ეს ხომ ყველაფერი,სურვილსა და განწყობაზეა დამოკიდებული. მთელი სახე დაუკოცნა ვნებით, მის გემრიელ ტუჩებს დააკვდა და უეცრად თვალებში ჩახედა, რადგან პასუხი იქ უნდოდა ენახა.პირველი შეხება, პირველი სექსი ორივესთვის ისეთი რამ უნდა ყოფილიყო,რაც სამყაროში ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მათი გრძნობები ბევრად ძლიერი აღმოჩნდა,აქ იყო უნატიფსეი ენერგია, რომელმაც ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ანი და ბევრად ღრმად შეაღწიეს ერთმანეთში.ორმა გავარვარებულმა შიშველმა სხეულმა რაღაც ამოუცნობ ენაზე ალაპარაკდა,მოხდა ერთმანეთის შერწყმა და ანიმ ირველივე ჯერზე იგრძნო ძლიერი ორ.....მი. დაიღალნენ,მაგრამ დაიმუხტნენ და შეივსნენ ერთმანეთით.ნელა-ნელა დამშვიდდა ორივე, ვნება ჩაცხრა.გოგიმ შეხედა თვალებ მინაბულ ლანას კიდევ ერთხელ აკოცა ვნებიანად და უთხრა.
-გამოფხიზლდი, დამიბრუნდი. ანიმ თვალი გაახილა და დათოს შეხედა.
-იცი რომ დაკარგული იყავი? შენ მე ბედნიერება მაჩუქე დღეს, შენ მე შენი თავი მაჩუქე. არასოდეს, არასოდეს ეს დღე დავიწყებას არ მიეცემა. მხოლოდ და მხოლოდ ვართ ჩვენ,მე და შენ.მე ამიერიდან მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ,რომც მოვკვდე სიკვდილის წინ შენ გინატრებ და ჩვენს ,,შეუფასებელ გრძნობას''შენში ჩავდებ.
-ამიერიდან უშენოდ სუნთქვაც კი გამიჭირდება.დილამდე ერთმანეთის ფერებაში იყვნენ
დაკავებულები, როცა მტრედისფრად შეიფერა ცა და უკვე საგნების გარჩევაც შეეძლოთ დათო წამოდგა და ჩაიცვა. ანიც წამოიწია ასადგომად,მაგრამ მუცლის ტკივილმა არ მისცა საშუალება ადგომის დასცოტა ხანი ისევ ისე დარჩა ადგილზე.სგოგის შეეშინდა მის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა და ხელშისსაიყვანა,გულზე მიიკრა და მოეფერა.
-კარგად ხარ,სისევ გტკივა?
-არა,სგამიარა უკვე.
-ჩემი ხელის შევლებამ უშველა?სუთხრა ღიმილით.
-ნუ ხარ საზიზღარი,სარ წავიდეთ?
-წავიდეთ,სნუ გეშინიასსეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა,სპირველ ჯერზე იცის ასე.
-ბევრთან ხარ პირველ ჯერზე ნამყოფი? დათოს გახედა და წარბი აუწია, დათოს გაეცინა, უკვე ანი ეჭვიანობდა მასზე და გულს გაუხარდა ქალური ეჭვიანობა.
-ნუ ბუზღუნებ ,საავადმყოფოში წავიდეთ. საავადმყოფოში მისულებმა ლინდაც ნახეს, პატარასაც მოეფერა ანიმ და სურათებიც ბევრი გადაიღეს.წასვლისას კი ძალიან გაუჭირდათ ერთმანეთის დათმობა. დათო და ანი ყოველ დღე ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ბედნიერ წუთებს და წამებს.ერთ საღამოს,სახლში რომ მიაცილა დათოს მახვილ თვალს არ გამოპარვია როგორ უთვალთვალებდა სამი პიროვნება.უკვე ყოველ დღე მის ახლოს ხედავდა ამ სამ უცნობს და ანის უთხრა.
-ლანა გადადი მანქანიდან, არ წამოიწიო ჩემსკენ და ისე წადი უკან არ მოიხედო. მე დაგირეკავ საღამოს.
-რა ხდება. შეეშინდა ანის.
-დაგირეკავ და გეტყვი არ მაკოცო, წადი. ანიმ კარები გააღო და შორიდან დაემშვიდობა დათოს და წავიდა ისე, როგორც დათომ უთხრა, უკან არც კი მოუხედია.დაიმალა თუ არა ლანა დათო გადავიდა მანქანიდან და იმ სამი უცნობთან მივიდა.ერთ-ერთი წინ დაუდგა და სიგარეტის კვამლი სახეში მიაბოლა,თან ირონიულად უთხრა.
-მართალია დაგვიგვიანდა შეხვედრა,მაგრამ სჯობს გვიან ვინემ არასდროს.იმ დღეს ძლიერი იყავი დათუნა ახლა ვნახოთ რა სიძლიერის ხარ. დათოს ჩაეცინა და უთხრა.
-ერთი-ერთში ვერ მომერიე და ახლა შენი ლეკვებით მისაფრდები? დათომ ამ საუბარში ისე უცებ წაავლო ხელი მის წინ მდგომს, რომ არავინი არ ელოდა და ვერცერთი ვერ მოვიდა აზრზე რამოდენიმე წუთი. ერთმა დანა იშიშვლა, დათომ კი ბრაზიანად უთხრა.
-ძირს დააგდე ეს დანა თორემ ძვლებში დაგამტვრევ და უნდა იცოდეთ ვის უნდა დახვდეთ ქუჩაში ცივი იარაღით. დათო ანის ვითომ თაყვანისმცემლებს ჭკუას ასწავლიდა, რომ ანი მამასთან მორიგ ჩხუბს ვერ ასცდა.
-სად იყავი, რა დროა. რამდენჯერ მყავხარ გაფრთხილებული,რომ დაგირეკო მიპასუხეთქო. გირეკავ და არ მპასუხობ, გინდა ჭკუაზე შემშალო? რა ხდება შენს თავს, ეს ბოლო თვეებია ვეღარ გცნობ. შენ ანი არ ხარ,არ ვიცი ვინ ხარ.
-რა დავაშავე, ხომ იცი სადაც ვიყავი მამა.
-ნუ მეუბნები ტყუილს, არ გეხერხება ტყუილის თქმა. არ იყო მიჩვეული მამისგან ყვირილს და ვერ აიტანა მისგან ხმამაღალი ნათქვამი სიტყვა.ჯერ ბევრი იტირა, შემდეგ აბაზანაში შევიდა.ანის საძინებელში შესულმა ჩუმად ნახა მისი ტელეფონი და თვალები გაუფართოვდა, როცა დათოსთან ერთად გადაღებული ფოტოები ნახა და მეუღლეს დაუძახა.
-მარინააა მოდი ჩქარა, შეხედე ამას და კარგად დააკვირდი სად დადის და ვისთან ერთობა შენი შვილი, კიდევ დაუსვი თავზე ხელი. მიდი, მიდი დაიცავი შენი სათაყვანებელი დედისერთა. მოკლედ, მე ყველაფერი მოგვარებული მაქვს, უკვე ყელში ამოვიდა მაგის მოფერება და სანამ სწორი გზიდან არ გადაუხვევია,მანამ უნდა ვუშველოთ.რამდენიმე წუთი დაწყნარებას მოუნდა და შემდეგ ანისთან შევიდა და უთხრა.
-ხმა არ გამაგონო შენი, არცერთი სიტყვა არ თქვა.ყველაფერი მოგვარებულია და შენ
ინგლისში მიდიხარ. ეს იყო უეცარი და მოულოდნელი განაჩენი ანისთვის ჯერ გაოცებულმა შეხედა მამას და შემდეგ მთელი ხმით იყვირა.
-აააარააააა, არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. შენ რა, სახლიდან მაგდებ?
-ნუ ყვირიხარ, ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი ანი.სახლიდან კი არ გაგდებ,უნდა გიშველო და დროზე მოგიყვანო ჭკუაზე.
-დაივიწყე შენი პრინციპები მამა, ეს ჩემი ცხოვრებაა და მე დავგეგმავ მას. მე არ ვაკეთებ არაფერს ცუდს.
-შენ ცხოვრებას შენ მაშინ დაგეგმავ, როცა შენი სამსახური გექნება, შენი ხელფასი და შენით შეგეძლება საქმის მოგვარება. მანამდე კი, კეთილი ინებე და ნუ დაგავიწყდება ვინ ვარ მე შენი.
-მამაააა, რატომ მიკეთებ ამას, რატომ.
-ეს იმიტომ, რომ არ მინდა გზიდან გადაუხვიო. აი ეს ბილეთი, ეს კი შენი საბუთები. ყველაფერი დაგეგმილია, იქ ჩახვალ და დაგხვდებიან.
-არ შეგიძლიათ გამიშვათ იქ, სადაც მე არ მინდა წასვლა, სადაც ყველაფერი უცხოა ჩემთვის.
-წახვალ და ყველაფერს შეეჩვევი.
-არ წავალ.
-მე გითხარი წახვალთქო და წახვალ, თან ხვალვე. ჯინში ნუ მიდგები ანი. იმ ღამესვე დაურეკა დათოს და ტირილით უთხრა ყველაფერი.დათო ცოფებს ყრიდა და გიჟივით გადი-გამოდიოდა.
-ანი არ დავუშვებ, რომ ჩემგან კილომეტრების მოცილებული სუნთქავდე თუ მაინც ვერაფერს გავაკეთებთ არ ინერვიულო, მე იქ ჩამოვალ სადაც იქნები და გეფიცები ვერავინ, ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას. დათოსთან საუბრის შემდეგ იმედიანად იყო,მაგრამ მაინც ტიროდა მთელი ღამე. იცოდა, დარწმუნებული იყო დათო მას ყველგან მოძებნიდა. დილით უხასიათოდ ადგა თვალებდასიებული და ჩაშავებული თვალის უპეებით. უხმოდ ისაუზმა, ამირანმა გამზადებული ჩემოდანი გაიტანა, დედა ტირილით დაყვებოდა უკან ერთადერთ შვილს, თავად კი უხმოდ მოძრაობდა და მამას არც კი უყურებდა.
-ბილეთი, პასპორტი, საბუთები ხომ გაქვს ჩანთაში. ლანამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ნუ ხარმამაზე ნაწყენი, ჯერ კიდევ პატარა ხარ ანი გაიზრდები და გაიგებ,რომ მართალი ვარ და სწორად გავთვალე ყველაფერი.ცრემლიანი თვალებით შეათვალიერა აეროპორტში კუთხიდან-კუთხე,უკვე ჩასხდომის დრო იყო,თითქოს იმედი ჰქონდა რომ საბოლოოდ ნახავდა დათოს და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარშემო და ჩურჩულით ნათქვამი მისი სახელიც გაიგონა. მოელანდა? არა, მართლა გაიგონა.
-ანი. ანი უნდა შებრუნებულიყო, მაგრამ იმავე ხმამ გააჩერა.
-არ შემობრუნდე, არ შემომხედო, გზა გააგრძელე ასე ჩვეულებრივად. მე შენს უკან ვდგევარ, მამაშენი გვიყურებს და ეს არცერთს არ გვაწყობს ახლა აქ რომ დამინახოს და უკან დაგაბრუნოს. ანიმ მამას გაუღიმა და ხელი დაუქნია, დაემშვიდობა მამამაც და დათოს თავადაც ჩრჩულით უთხრა.
-აქ რას აკეთებ დათო.
-არ მინდა შორს ვიცხოვრო ჩემი საყვარელი ქალისგან და უძილობამ დამტანჯოს, მირჩევნია, მასთან ერთად მეძინოს, მშვიდად და გემრიელად. რა იყო, კარგად ხარ?
-კარგად ვარ,მაგრამ.............
-მაგრამ არ ელოდი, აქ თუ მნახავდი მეც და რა თქმა უნდა დღესვე. ველოდი, შენს ასეთ რეაქციას. რას იზამ,როცა საუკეთესო და ცნობილი მეგობრები გყავს ასე აგვარებენ კარგ საქმეებს მოულოდნელი სიურპრიზებით.ხომ გინდოდა სულ ახლოდან მოგესმინა ჩემი ხმა, ჩემგან ნათქვამი მიყვარხარ და ხოდა მეც შენს სიახლოვეს ვარ.შენ ჩემი სუნთქვა ხარ ანი და უშენოდ, როგორ გამეძლო, როგორ მესუნთქა.თვალცრემლიანი უცქერდა ანი მშობლები, მაგრამ ნელა ნელა მათი სახე გაოცებამ შეცვალა,როცა ანის წელზე ხელი შემოხვია დათომ. ორივემ ერთდროულად შემობრუნდა და ბედნიერებით სავსეებმა დაუქნია ხელი მშობლებს და მეგობრებს. დათო სიხარულისგან ფრთებშესხმული იყო და კიდევ ერთხელ დააგემოვნა საყვარელი ქალის ბაგეები. მარინა ტიროდა, ამირანი ბრაზობდა, მაგრამ გაბრიელმა და ლევანიმ ღიმილით მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქდ და გამრომ უთხრა.
-,,შეუფასებელი გრძნობ''-ის შეჩერება არავის ძალუძს, თვით უმკაცრეს მშობელ მამასაც კი. დამშვიდდი ჩვენი დათო უმაგრესი ბიჭია.

შემსვი,როგორც თასი
ღვინით ავსებული,
როცა სადღეგრძელოს
სვავენ სიყვარულზე.
შემსვი, შეერიოს
სისხლში ჩემი სისხლი,
შემსვი რომ ვიჩქეფო,
ძარღვებში ავდუღდე.
შემსვი, რომ ვენები
უფრო გაფართოვდეს
და გულმა შეიგრძნოს
ჩემი გულის ფეთქვა.
რომ ჩემს სიყვარულში
ბოლომდე დაითვრე
და მოგზაურობა
დაიწყონ ხელებმა.
ვნებით შემომძარცვე
სამოსი სხეულზე,
ტუჩებით დანამე
სხეული მწყურვალი,
აღმიღზნე ვნებები,
ზეცაში მათთან არ მომაცილო
თვალებზე თვალები.
შემსვი, სწრაფად შემსვი
ორივე დავითვრეთ,
აუშვათ ვნებები და
უფრთებოდ გავფრინდეთ.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი საინტერესო საოცარი სასიამოვნო წასაკითხი ნაწარმოებია მომეწონა ძალიან ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent