ჩაკეტილი სივრცე 25 თავი
25/1ჩასწორებული იმ ღამეს ისე ვიჩხუბეთ მე და დედამ რომ წნევამ აუწია. მიამ ბებოს წნევის დამწევი წამლები მიუტანა მაგრამ არ დალია -კარგად ვარ!- მკაცრი ტონით უთხრა და ოთახში შეიკეტა. ძალიან განვიცადე მომხდარი, ამიტომ დაძინებამდე ოთახში შევაკითხე და ბოდიში მოვუხადე. ყურადღება არ მომაქცია, ამიტომ მისაღებ ოთახში გამოვედი და ტანსაცმლიანი დავწექი დივანზე დასაძინებლად. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ამიტომ დამაშვიდებლების მაქსიმალური დოზა დავლიე და დაძინება ვცადე -რატომ წახვედი?-დედას ხმა შემაკრთო -უკვე ხომ აგიხსენი?-ნაწყენი ტონით ვკითხე და სიბნელეს მიჩვეული თვალით მზერა გავუსწორე -კარები ხომ გაგიღო გეგამ? სახლში რატომ არ შეხვედი? -შენ საიდან იცი? -სოფომ დამირეკა ახლახანს, მითხრა შენს შვილს ყურადღება მიაქციეო -შენ რა უპასუხე? -არაფერი -გასაგებია- უემოციო ტონით ვუთხარი და მზერა ავარიდე- დამამშვიდებლები დავლიე და... -ისევ?-წინადადების დასრულება არ მაცადა -ისევ!- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -რატომ? -მოდი ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ- მომაბეზრებლად ვუპასუხე და შაუბრის დასრულების ნიშნად თვალები დავხუჭე -აუცილებლად ვისაუბრებთ!-დამემუქრა და ოთახში შეიკეტა. დაძინება ვცადე, მაგრამ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული და დაძაბული რომ წამლების მოქმედების მიუხედავ ,,როგორ ხარ?"-ლევანის გამოგზავნილმა შეტყობინებამ საბოლოოდ გამიმრთო ძილი ,,კარგად შენ?" ანგარიშმიუცემლად მივწერე ,,კარგად" ,,დღეს ნიცას ნახვა მოახერხე?" ,,არა ვერ შევძელი" ,,გასაგებია" ,,სხვა" ,,როგორ ხარ" ,,რომ გითხრა კარგად-მეთქი დამიჯერებ?" ,,არა, რა თქმა უნდა" -მომწერა და სანამ მის შეტყობინებას გავხსნიდი ნომერზე დამირეკა -ლევან-აღელვებულმა ვუპასუხე და მაშინვე აივანზე გავედი რადგან არ მინდოდა დედას ჩვენი საუბარი მოესმინა -ნინი -გისმენ -ცოტა ხნით გარეთ გამოდი-უცნაური ტონით მითხრა და მაშინვე გამითიშა. ისე დავიბენი რომ კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შევძელი, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა მომწერა ,,გელოდები" . აღელვებული გავედი ქუჩაში. ღრუბლებიდან გამოპარულმა მთვარემ გზა გამინათა, ამიტომ მარტივად შევძელი ლევანის მანქანის და სილუეტის აღქმა. თვითონაც მალევე შემამჩნია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ჩემსკენ წამოსულიყო მაქანის უკანა კართან მივიდა. დავიბენი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ამიტომ დაბნეულობისგან ერთ ადგილს მივეყინე. თვალები ცრემლებით ამევსო როცა მოტრიალდა და დიდი, წითელი ვარდების თაიგულით ხელში პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. მადლობა გადავუხადე როცა მომიახლოვდა და გამოწვდილი ყვავილები მოკრძალებით გამოვართვი. -ნინი ვიცი ეს ღამე შენთვის ყველაზე რთულად გადასატანია, რადგან ცხოვრებაში პირველად აღნიშნა დაბადებისდღე ნიცამ შენს გარეშე მაგრამ- თანაგრძნობით მითხრა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა- დარწმუნებული ვარ რომ ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა თქვენს ცხოვრებაში- კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა და ატირებული გულზე მიმიკრო -მე აეც კი ვიცი რა გითხრა- ცრემლიანი თვალებით ავხედე -მალე ისევ ერთად იქნებით-დარწმუნებით მითხრა და ტუჩებში მაკოცა -ლევან-აღმომხდა ხმა აკნკალებულს -ნინი -მე...უნდა წავიდე-ხმა დაბალი ტონით, უმისამართოდ ვთქი და ოდნავ უკან დავიხიე რადგან ვეღარ ვუმკლავდებოდი მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს -ცოტა ხანს კიდევ დარჩი-აღელვებით მითხრა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -არ შემიძლია-გაუბედავად ვუთხარი და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა -გთხოვ...სულ რამდენიმე წუთით-გამომწვევი ტონით მითხრა და ნელა მომიახლოვდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ჩემი აწყლიანებული თვალებისთვის -ლევან-უმისამართოდ დავიჩურჩულე მისი სახელი და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი წელზე ძლიერად მომხვია ხელი და თავისკენ სწრაფად მიმიზიდა. -დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გინდა?- მომღიმარი სახით მკითხა და ცხვირის წვერით ოდნავ, სულ ოდნავ შემეხო საფეთქელზე. -ლევან გთხოვ არ გინდა-შევეხვეწე და თავი დავხარე -ნინი-ისეთი ემოციით დაიჩურჩულა ჩემი სახელი რომ მაიძულა სახეშე შემეხედა მისთვის. -რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით ვკითხე კარგა ხნის სიჩუმის მერე და სიბნელეს მიჩვეული თვალით მზერა გავუსწორე. არაფერი მიპასუხა. სახე კიდევ უფრო მეტად მომიახლოვა და და სუნქვა აჩქარებულმა ყურს უკან ნაზად ჩამჩურჩულა -ძილი ნებისა- და ისე აორთქლდა თავის მანქანიანად რომ არა ვარდების თაიგული ვიფიქრებდი რომ ეს ყველაფერი მომელანდა. დილით დედას ყვირილის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე მიას ოთახში შევედი და უმისამართოდ ვიკითხე -რა ხდება? -არ ჩაერიო!-მიბრძანა დედამ და ნახევრად მძინარე მიასთან ჩხუბი განაგრძო-ამ დილით თამრიკო შემხვდა ქუჩაში და იცი რა მითხრა? შენს გოგოს ყოველ საღამოს ვიღაც ბიჭი აკითხავს მაღაზიაში და მერე აქეთ-იქით ერთად დადიანო -ამ დილაადრიან რა გაყვირებთ?-წვალებით შემოვიდა ბებო ოთახში -რა? გინდა რომ სახელი გაგიტყდეს?- ყვირილს განაგრძობდა დედა-მაღაზიაში მუშაობა რატომ დაიწყე? იმიტომ რომ სწავლის ფული შეგეგროვებინა! თუ იმიტომ რომ იმ ბიჭს შეხვედროდი მალულად?! -სახელი რატომ უნდა გაუტყდეს?- გავღიზიანდი- მერე რა თუ შეყვარებულთან ერთად... -შენ ნუ ერევი!-ბოლო ხმაზე მიღრიალა დედამ და ისევ მიას მიუბრუნდა-შენც შენი დასავით უთავმოყვარეო ხარ! -უთავმოყვარეო რატომ ვარ?- ხმა დამეძაბა -გგონია ვერ ხედავენ მეზობლები შუაღამისას ვიღაც ბიჭი რომ გაკითხავს მანქანით? იცი რა მოხდება ამის შესახებ გეგა თუ გაიგებს? -ჩემსა და ლევანს შორის არაფერი არ ხდება -ნიცას ნახვას არ გაღირსებს -უკვე წნევამ მიწია- აღელდა ბებო-შვილო მიდი ერთი წნევა გამიზომე- ხელი მომკიდა და ოთახიდან გამიყვანა. სამსახურის ისე წავიდა დედა რომ მისთვის ხმა არცერთს გაგვიცია. მთელი დღე ტიროდა მია, ძლივს დავაწყნარე. საღამოს ჩაეძინა. მომხდარის გამო თავს ძალიან ციდად ვგრძნობდი მაგრამ როგორც კი ლევანმა მომწერა ,, საღამოს გამოგივლი და სამსახუში მე წაგიყვან" ,,რომელ საათზე მოგაკითხო?" მაშინვე გამომიკეთდა ხასიათი. ნაჩქარევად მოვემზადე და სახლიდან გავედი რადგან არ მინდოდა დედას რომ შევხვედროდი. გამეღიმა როცა მანქანის წინა კარი გავაღე, რადგან ზედ ერთი ცალი წითელი ვარდი იდო. -მადლობა-ვუთხარი როცა მანქანაში ჩავჯექი და ვარდის სურნელი შევიგრძენი -მოგწონს?-უცნაური ტონით მკითხა და ჩემსკენ გადმოიხარა -ძალიან-გავუღიმე დავბეული მზერით მივაჩერდი სახეში -წავიდეთ?-ისე მკითხა თითქოს განსაკუთრებული არ ხდებოდა და მანქანა დაქოქა. კარგა ხანს უხმოდ ვიარეთ, ხმას არცერთი არ ვიღებდით. მე ლევანის ყურებით და სურნელით ვტკბებოდი, ის კი გადაჭარბებული სიჩქარით და ხმამაღალი მუსიკის მოსმენით. ეს სასიამოვნო წუთები ლევანის ტელეფონის ხმამ დაარღვია -ხო მა. ისევ სიცხე აქვს? დედა სადაა? დამალეპარაკე! რამდენი აქვს სიცხე? 39? დამწავი როდის დაალევინე? კარგი ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი. თუ რამე მოვალ... და საავადმყოფოში წავიყვანოთ. წამლები გააქვთ? რამე ხომ არ გჭირდებათ? თუ რამე დაგჭირდება ნებისმიერ დროს დამირეკე არ მოგერიდოს კარგი? -ლუკას აქვს სიცხე? -ავღელდი -უკვე მესამე დღეა, ვეუბნებოდი ლიკას არ დაარეგისტრირო საზაფხულო ბაღში-მეთქი მაგრამ არ მომისმინა -არაუშავს იმუნიტეტს გამოიმუშავებს, მთავარია ანთებითი პროცესი არ წავიდეს -ლიკაც ეგრე იმშვიდებს ხოლმე- თავს გაეცინა ლევანს -რა კარგი ურთიერთობა გაქვთ შენ და ლიკას -ჰო მაგრამ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ აქამდე მისასვლელად -რას გულისხმობ? -ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად ლიკამ ბარგი ჩაალაგა და ბავშვებთან ერთად სახლიდან წავიდა. -ისე რომ შენთვის არაფერი უთქვამს?-დავიბენი -არა! ისიც კი არ ვიცოდი რომ განქორწინება უნდოდა. ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია, იმის მიუხედავად რომ ჩვენი დაშორება გარდაუვალი იყო... -ბევრს საუბრობდნენ სკოლაში თქვენს ზღაპრულ სიყვარულზე -ჩვენი ქორწინება თავიდანვე შეცდომა იყო... იმის მიუხედავად რომ კლასელები ვიყავით და წლების განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი ქორწინების შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთს თურმე საერთოდ არ ვიცნობდით. -ძალიან ლამაზი წყვილი იყავით, ყველა თქვენზე საუბრობდა რომ დაქორწინდით-გატაცებით ვუთხრი და არეული მზერა მის პროფილს მივაყინე -ძალიან კარგი დედა და მეუღლე იყო ლიკა, მაგრამ რატომღაც ურთიერთობა ვერ ავაწყეთ. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა და ალბათ ამიტომ. ნელ-ნელა უცხო ადამიანებად ვიქეცით ერთმანეთისთვის, მაგრამ განქორწინება აზრადაც არ მომსვლია, მითუმეტეს ლიკა არ დამლაპარაკებია ამ თემაზე, ამიტომ როცა პირველად წავიდა სახლიდან ბავშვებთან ერთად და შეტყობინება გამომიგზავნა შენთან ყოფნა აღარ მინდაო იმავე ღამეს მივაკითხე მშობლების სახლში გაგიჟებულმა და უკან წამოვიყვანე სამივე. -ვერ ვიჯერებ რომ ასე მოიქეცი- გაოცება ვერ დავმალე -ვერ ვაპატიებდი...სახლიდან სიტყვის უთქმელად წავიდა, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ჩვენს ერთად ყოფნას აზრი არ ჰქონდა მაგრამ განქორწინება მაინც არ მინდოდა. -ლიკას რეაქცია არ ჰქონდა ამ ყველაფერზე? -არა, მოთმინებით და უხმოდ იტანდა ჩემს ყველა სისულელეს -განქორწინება რატომ არ გინდოდა? -განქორწინება მინდოდა, მაგრამ...ლიკასთვის თავისუფლების მინიჭება არა! - ბოროტულად გაეღიმა- რადგან არ მინდოდა მის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩენილიყო...მაგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა ჩემს ცოლს ვიღაც სხვა შეხებოდა... ათას სისულელეზე ვფიქრობდი... -როგორი მესაკუთრე ყოფილხარ-ცინიკურად გამეღიმა -უაზრო ეჭვიანობა დავიწყე... -სერიოზულად?- წამში შემეცვალა სახის გამომეტყველება -მალევე მივხვდი რომ ზღვარს გადავდიოდი, ამიტომ ლიკას სახლიდან წასვლის უფლება მივეცი -ბავშვები?- ხმა დამეძაბა -ლუკა გაყვა, იო ჩემთან დარჩა მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო დედიკოს გარეშე... -როგორი რთულია-თვალები ცრემლებით ამევსო -ყოველ ღამე ბავშვების ოთახში ვიძინებდი... მათი სურნელი რომ მეგრძნო...ამის დედაც-აღმოხდა ხმა აკანკალებულს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა- სულის ტკივილამდე მენატრებოდა სამივე... ყოველდღე მივდიოდი ლიკას მშობლების სახლში მათ სანახავად მაგრამ ეს საკმარისი არ იყო -შენი კარგად მესმის -დროთა განმავლობაში მივხვდი რომ არასწორად ვიქცეოდი, ყოველდღე იქ სიარულით ლიკას სახელს ჩრდილს ვაყენებდი, ამიტომ მათთან სახლში სიარული შევწყვიტე. ბავშვებს მხოლოდ სკოლაში ვნახულობდი. ყოველ შაბათ-კვირას და დასვენებებზე ჩემთან სახლში მომყავდა მაგრამ მაინც არ მყოფნიდნენ... -დასაფასებელია შენი საქციელი -თავიდან ლიკა ჩემგან თავს შორის იჭერდა. წესიერად არ კი მელაპარაკებოდა. მანქანაში არ მინჯდებოდა და არსად არ მომყვებოდა-წამიერად ჩაფიქრდა- ალბათ ჩემი ეშინოდა... მაგრამ როგოც კი დარწმუნდა რომ ჩემი ინტერესის სფერო მხოლოდ ჩვენი შვილების სწავლა-განათლება და მომავალი წარმოადგენდნენ მაშინვე დამშვიდდა და ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. -ძალიან გაუმართლა სამივეს -შენც გაგიმართლა-გამომწვევი ტონით მითხრა და მომღიმარი სახით გამომხედა. ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. სამსახურიდან ისეთი დაღლილი დავბრუნდი სახლში რომ მთელი დღე მეძინა. -არ გშია?- საღამო ხანს დედამ გამაღვიძა -არა მეძინება-ბრაზნარევი ტონით ვუთხარი და თავზე საბანი გადავიფარე. -ღამე ვეღარ დაიძინებ- უემოციო ტონით მითხრა დედამ და ოთახიდან ბურტყუნით გავიდა. დაძინება ვცადე მაგრამ ვერ შევძელი, ამოტომ საწოლზე უკმაყოფილო სახით წამოვჯექი-სუფრა გაშლილია- დანახვისთანავე კმაყოფილი ტონით გამომძახა დედამ -არ მშია!-აგრესიული ტონით გავძახე და თავი ბალიშებში ჩავრგე. იმის მიუხედავად რომ მთელი დღე მეძინა მაინც დაღლილობას ვგრძნობდი ამიტომ საწოლიდან ადგომა მეზარებოდა. დედას და ბებოს წუწუნის მოსმენით გავბეზრდი ამიტომ ტელეფონი ავიღე ხელში და სოც ქსელების თვალიერება დავიწყე. ტიკტოკის სქროვა მალევე მომწყინდა ამიტომ ფეისბუქზე შევედი. უინტერესოდ გადავავლე თვალი სიახლეების ზოლს და სწორედ მაშინ როცა ინსტაგრამზე გადასვლას ვაპირებდი იმ წამს ატვირთული იოანეს ვიდეო შემხვდა რომელიც სთორიზეც განათავსა. ძალიან ლამაზი ხელისთხოვნის ვიდეო იყო მაგრამ შორიდან გადაღებული. თავიდან უინტერესოდ, მაგრამ ღიმილით დავიწყე ვიდეოს ყურება მაგრამ ნელ-ნელა სახის გამომეტყველება შემეცვალა რადგან ცალ მუხლზე დაჩოქილი ბეჭდიანი ბიჭი ანდრია აღმოჩნდა ხოლო მის წინ მდგომი დაბნეული, შეშინებული და თვალებგაბრწყინებული გოგონა ჩემი დაა. საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი და აქეთ-იქით უაზრო სიარული დავიწყე. ვერ ვხვდებოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა ამ ყველაფერზე უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა. საშინლად დაბნეული და გაღიზიანებული ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.