შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 26 თავი


17-06-2024, 07:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 187

როგორც კი გაოცების პირველმა ტალღამ გადამიარა და ოდნავ დავმშვიდდი მიას დავურეკე
-ნინი-ტირილისნოტებ შეპარული ხმით მიპასუხა
-მია-თვალები ცრემლებით ამევსო- არც კი ვიცი რა გითხრა- აღმომხდა ხმა აკანკალებულს
-ნინი...
-მარტო ხარ?
-არა ანდრიასთან ერთად ვარ
-კარგი მაშინ სახლში რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ
-კარგი
-დედას დაველაპარაკო?
-არ ვიცი
-ანდრია რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით?
-წარმოდგენა არ მაქვს
-რადგან ყველაფერი წინასწარ დაგეგმა მაგ საკითხზეც ექნება ნაფიქრი
-დაგალაპარაკო?- დაბნეულმა მკითხა
-დამალაპარაკე- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხრი და მოთმინებით დაველოდე ანდრიას ხმის გაგონებას
-ნინი
-გილოცავთ- მკაცრი ტონით ვუთხარი აღელვებულ ბიჭს და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დავამატე- რას ფიქრობ დედაჩემთან დაკავშირებით?
-როცა მოვალთ ყველაფერს ერთად ავუხსნით მე და მია
-მშვენიერი- მისმა გამბედაობამ გამაოცა-კარგი მაშინ გელოდებით- ცივად ვუთხარი და გავუთიშე. ანდრიასთან და მიასთან საუბრის შემდეგ ოდნავ დავმშვიდდი მაგრამ თავს მაინც ძალიან უცნაურად ვგრძნობდივერაფრით ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. ტელეფონის ხმამ შემაკრთო, მეგონა მია მირეკავდა, ამიტომ ნაჩქარევად ვუპასუხე
-გილოცავ დაიკოს გაბედნიერებას-ვაჩეს მხიარულმა ხმა გამაღიზიანა
-იცოდი არააა?
-რა თქმა უნდა ვიცოდი! მეტიც, ყველაფერი ერთად დავგეგმეთ ბიჭებმა
-აუტანელო! რატომ არ მითხარი საქმე ასე სერიოზულად თუ იყო?
-დიდი ხნის დაგეგმილი არ გვქონია ნაჩქარევად მიიღო ანდრიამ გადაწყვეტილება
-სერიოზულად? რატო?
-აზრზე არ ვარ... ხო იცი რა უჟმურია
-სახლში რომ მოვლენ სერიოზულად უნდა დაველაპარაკო ორივეს
-აუ შენებურად არ გაუჭედო რაა... ისედაც დასტრესილია ორივე...
-დედაჩემის გამო?
-შენ გამოც!
-ხოოო?-გამეღიმა- რატო?
-ნერვიულობენ რადგან არ იციან რა რეაქცია გექნებათ თქვენ ორს ამ ყველაფერზე...
-ანდრიას ოჯახის წევრებმაც არაფერი იცოდნენ?
-ხელის თხოვნას რომ აპირებდა? არა! მაგრამ ისე კი იციან მია რომ უყვარს...
-გასაგებია მაგრამ მაინც გული მწყდება თავისი ოჯახი რომ არ გააცნო მიას და ისე რომ სთხოვა ხელი
-არაფერზე ინერვიულო!- მტკიცედ მითხრა- ანდრიასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მიას აზრს ჰქონდა ამიტომაც მოიქცა ასე! ჩამოყალიბებული და შემდგარი ბიჭია შესაბამისად მშობლების ნებართა არ სჭირდებოდა ასეთი მნიშვნწლოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ... ხომ ხვდები არა?
-არაფერს აქვს მნიშვნელობა მთავარია მია იყოს ბედნიერი
-ანდრიას სიგიჟემდე უყვარს მია... ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი მის გრძნობებში მიასთან მიახლოების კი არა ხმის გაცემის უფლებასაც კი არ მივცემდი
-იცოდე მიას თუ აწყენინებს პასუხს შენ მოგთხოვ!
-კარგი- გაეცინა
-გერმანიაში როდის მიფრინავ?
-ხვალ საღამოს
-ასე მალე?
-აქ დარჩენის აზრს ვერ ვხედავ
-გამოდის რომ ანდრიას და მიას გამო ჩამოფრინდი საქართველოში
-შეიძლება ასეც ითქვას- ეშმაკურად გაეცინა
-მომენატრები
-მეც, ძალიან!
-როდის დაბრუნდები?
-ჯერ არ ვიცი-ნაღვლიანად მითხრა და ცოტა ხნით გაჩუმდა- ნინი... მაპატიე რომ შენი დახმარება ვერ შევძელი
-მომხდართან შენ არაფერი გაკავშირებს ასე რომ...
-ნიცას ნახვა მინდოდა მაგრამ იმ არანორმალურმა უფლება არ მომცა
-ჩემს გამო ძმას ნუ დაუპირისპირდები. ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის
-როცა განქორწინდებითროცა განქორწინდებით, ყველაფერს გავაკეთბ იმის რომ ნიცა დაიბრუნო
-არ ჩაერიო! ყველაფრის მიუხედავად თქვენ ძმები ხართ! ერთი სისხლი გაქვთ! მე და გეგა როგორმე მოვგვარდებით, თუ შეთანხმებას ვერ მოვახერხებთ მაშინ მეურვეობის მოსაპოვებლად სასამართლოში ვიბრძოლებ
-შერჩეული გყავს უკვე ადვოკატი?
-ჯერ არა
-თუ ჩემი დახმარება რამეში დაგჭირდება იცოდე რომ მე ყოველთვის...
-არ დამჭირდება!- ხმა გავიმკაცრე- შენი ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უფლებას არ მოგცემ
-ნინი
-ვაჩე!
-კარგი ისე იყოს როგორც შენ გინდა... მაგრამ თუ რამე, იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ... განცხადების შეტანას როდის აპირებ სასამართლოში?
-განქორწინების პროცესის დასრულებასთანავე!
-მიხარია ასეთი შემართებით რომ ხარ! დარწმუნებული ვარ მოსამართლე ნიცაზე მეურვეობას შენ მოგანიჭებს და არა იმ გამოს*რებულს
-ვაჩე!-გამეცინა
-კაი მიდი გაკოცე-ნაჩქარევად მითხრა და ცოტახნიანი პაუზის მერე მშვიდად დაამატა-ნინი, ხვალ დილით უეჭველი გნახავ.
-მოუთმენლად დაგელოდები-უემოციო ტონით ვუთხარი და სიცილით დავამატე- კაი მიდი ძილინებისა გადარეულო და გავუთიშე.

მოუთმენლად ველოდი ანდრიას და მიას სახლში მოსვლას. დედამ შემატყო აფორიაქებული რომ ვიყავი, ამიტომ რამდენჯერმე მკითხა რამე ისეთი ხომ არ ხდებოდა ჩემს თავს რაც უნდა სცოდნოდა. ძალიან გაღიზიანებული და დაძაბული ვიყავი ამიტომ მისო ყველა კითხვა უპასუხოდ დავტოვე. ჩემი მღელვარება დედასაც გადაედო, ამიტომ მოსვენება დაკარგა. უარესი დაემართა როცა მიამ დაურეკა და უთხრა ანდრიასთან ერთად მოვდივარ სახლში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო.
-ნინი რა ხდება?
-არ ვიცი დედა
-დავიჯერო არ იცი რატომ მოყავს ის ბიჭი სახლში ამ შუაღამისას?
-ჯერ მხოლოდ 10 საათია-გამეცინა
-მათ შორის რამე ხდება?
-ყველაფერს აგოხსნის მია სახლში რომ მოვა
-ესე იგი იცი რაც უნდა მითხრას
-მგონი მოვიდნენ- წამოვიყვირე როცა ჩემს დაძაბულ სმენას მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მიწვდა. არ შევმცდარვარ. რამდენიმე წამში ოთახში თვალებგაბრწყინებული მია შემოვიდა ანდრიასთან ერთად დიდი წითელი ვარდების თაიგულით ხელში. ისეთი აღელვებულები იყვნენ ორივე, ისეთი აჟიტირებულები, ისეთი ბედნიერები რომ ხმის ამოღება ვერავინ გავბედეთ.
-გილოცავთ-ვეღარ მოვითმინე და მიას ჩავეხუტე, თან ყურში ჩავჩურჩულე-იცოდე ტირილი არ გაბედო! ეს შენი ცხოვრებოს ერთერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დღეა ამიტომ ბედნიერი უნდა იყო
-მადლობა-თვალები ცრემლებით აევსო მიას და თვითონაც ჩამეხუტა. მალევე მიხვდა დედა, მიას თავს რაც ხდებოდა, ამიტომ უემოციო სახით დივანზე ჩამოჯდა.
-ქალბატონო მარინა მე და მიას ერთმანეთი გვიყვარს- მაქსიმალურად მშვიდი ტონით, უმისამართოდ თქვა ანდრიამ და დაბნეულ მიას ხელი ჩაკიდა- დღეს თქვენს ქალიშვილს ხელი ვთხოვე
-როგორც ვხედავ ყველაფერი უკვე გადაგიწყვეტიათ- დედამ ბრილიანტისთვლიან ბეჭედზე მიანიშნა ანდრიას, რომელიც მიას მარჯვენა ხელის არათითზე ეკეთა
-ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო, არ იფიქროთ რომ თქვენს აზრს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს...
-რაღაც არა მგონია
-დედა გთხოვ-ასლუკუნდა მია
-გილოცავთ შვილო ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ-თინა ბებომ გულთბილად მოულოცა ორივეს მერე კი წნების აპარატი მომაჩეჩა ხელებში და წნევა გამაზომინა ზედიზედ რამდენჯერმე. ვერ იჯერებდა რომ 130/80-ზე ჰქონდა. ანდრიას წასვლის შემდეგ დედა მიას საშინლად ეჩხუბა.
-ასე მოულოდნელად ხელი რატომ გთხოვა? თქვენ შორის რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?-ვერ მიუხვდა სათქმელს მია
-ვერ ხვდები?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული დედაჩემი
-შენ რა?- ხმა გაებზარა მიას-ჩემზე მართლა ასე ფიქრობ? გგონია რომ... მე... მასთან...- ამოიტირა და გაჩუმდა
-თქვენს შორის თუ არაფერი არ მომხდარა უარი რატომ არ უთხარი?
-ვერ ვეტყოდი
-რატომ?!
-იმიტომ რომ მიყვარს! გესმის? ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს
-ესე იგი გათხოვება გადაწყვიტე- ირონია გაერია ხმაში დედას
-არა! უბრალოდ დავინიშნეთ!
-მართლა? ანდრიამ იცის რომ უბრალოდ დანიშნულები ხართ და მეტი არაფერი?!-ირონია გაერია ხმაში დედას
-იცის! უკვე ავუხსენი რომ უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქორწინება ჩემს გეგმებში არ შედის, რადგან სწავლა მინდა! ბეჭედი კი მხოლოდ სიმბოლურად გავიკეთე თითზე
-სულელო!- ბოლო ხმაზე უღრიალ დედამ -შენ რა? მართლა გგონია რომ 4 წელი დაგელოდება? პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცდება დაგარწმუნოს რომ ცოლად გაჰყვე! ან უარესი გაიძულებს რომ მისი ცოლი გახდე
-ანდრია ასეთი ადამიანი არაა! შენ მას საერთოდ არ იცნობ და ასე იმიტომ ლაპარაკო -ატირდა მია და ოთახში შეიკეტა.
ცოტა ხანს მარტო ყოფნა ვაცადე მერე კი მეც შევედი ოთახში და მისი დამშვიდება ვცადე
-შენც ფიქრობ რომ ჩვენს შორის რაღაც იყო?- სლუკინით მკითხა
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-გამეღიმა და გულში ჩავიკარი- ხომ იცი დედა როგორია?! მისთვის ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი გრძნობები, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები- ცრემლიან თვალებში ჩავაცქერდი- ანდრია 4 წელი არ დაგელოდება
-ფიქრობ რომ მიმატოვებს?-ხმა გაებზარა
-ვფიქრობ სხვა გეგმები აქვს-ეშმაკურად გამეღიმა
-რას გულისხმობ?- დაიბნა
-ვერ ხვდები?-გამეცინა
-კარგი რაა ნინი!- გაბრაზდა
-შენ რა მართლა გგონია რომ 4 წელი დაგელოდება?- მიას გულუბრყვილობაზე მეცინებოდა- შენი აზრით ასე მოულოდნელად ხელი რატომ გთხოვა? თან ამდენი ადამიანის წინაშე? იმიტომ რომ ზუსტად იცოდა თანხმობას ეტყოდი და თითზე ბეჭედს გაიკეთებდი
-ნინი
-ასე განზრახ იქცევიან ბიჭები! უნდათ რომ გოგონებს მოულოდნელობის ეფექტით გონება აუმღვრიონ და უკან დასახევი გზა მოუჭრან!
-ასე არაა
-ასეა! ერთადერთი რაც ახლა შემიძლია გირჩიო ისაა რომ თუ მოხდა ისე რომ გონება აგიმღვრია და ცოლობაზე დაგითანხმა ზუსტად 9 თვის მერე ბავშვი არ გააჩინო!
-ნინი ხვდები ახლა რა სისულელეებს მეუბნები?
-ვხვდები! შენ გგონია რომ 4 წლის მანძილზე მისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას შეძლებ, მაგრამ ვერ შეძლებ! ოდესმე გონება აგემღვრევა და...
-აუ თავი დამანებე-სიტყვა გამაწყვეტინა გაბუტული ოთახიდან გავიდა.

ჩემი და გეგას ბოლო სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს ჩაინიშნა. ლევანის გარდა არავისთვის არაფერი არ მითქვამს.
-მე წაგიყვან-შემომთავაზა როცა შუაღამისას სახლთან მომაკითხა მანქანით
-მირჩევნია მარტო წავიდე
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-ნინი, რაღაც უხასიათოდ მეჩვენები მოხდა რამე?
-არა, უბრალოდ ხვალინდელ პროცესზე ვღელავ
-არ მინდა რომ მარტო წახვიდე
-ლევან გთხოვ- შევეხვეწე და აკანკალებული ცივი თითები ნაზად ჩავაყოლე მის უგრძნობ სახეს. გაეღიმა.
-როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება მაშინვე დამირეკე-გამაგრთხილებელი ტონით მითხრა და ვნებიანი ცხელი ტუჩები მაჯაზე მომაწება
-უნდა წავიდე-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და მაშინვე ზურგი ვაქციე
-არ დამემშვიდობები?- ირონიული ტონით მკითხა და როცა მისკენ მივტრიალდი გაბრაზებული სახით გამიღიმა. დიდხანს ვიდექი ერთ ადგილზე მიყინულივით და ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მისი გამოწვევა. გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ როგორც კი მის სახეზე თვითკმაყოფილების ღიმილი შევნიშნე მაშინვე მივუახლოვდი და თითისწვერებზე აწეულმა ტუჩის კუთხეში ნაზად ვაკოცე
-ძილი ნებისა -ყურს უკან ჩავჩურჩულე და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა ზურგი ვაქციე.

ძალიან მძიმე ატმოსფერო სუფევდა მუდმივად ჩვენს პატარა, ცივ, ნესტიან და ბნელ სახლში



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საუკეთესოდ წერთ როგორც ყოველთვის, საოცარ ატმოსფეროს ქმნით. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება

 


№2 სტუმარი ეკა

ველოდებით ყოველდღე ძალიან კარგად წერთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

თქვენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. საუკეთესოდ წერთ. ველით გაგრძელებას

 


№4 სტუმარი ნია

დიდხანს არ გვალოდინოთ, მომწონს თქვენი ისტორიები, ლევანი მომწონს ძალიან, გთხოვთ უფრო გახსენით მისი გმირი და მეტი დაწერეთ მასზე

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
საუკეთესოდ წერთ როგორც ყოველთვის, საოცარ ატმოსფეროს ქმნით. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️

ეკა
ველოდებით ყოველდღე ძალიან კარგად წერთ

მადლობა ❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინა
თქვენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. საუკეთესოდ წერთ. ველით გაგრძელებას

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

ნია
დიდხანს არ გვალოდინოთ, მომწონს თქვენი ისტორიები, ლევანი მომწონს ძალიან, გთხოვთ უფრო გახსენით მისი გმირი და მეტი დაწერეთ მასზე

ძალიან ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤️❤️❤️❤️❤️ მიხარია ლევანის პერსონაჟმა თქვენი კეთილგანწყობა რომ დაიმსახურა

 


№6 სტუმარი სტუმარი მაია

რა ხდება აღარაფერი დასებულა უკვე რამდენი დღეა

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

კარგია რომ არსებობთ. ძალიან მიყვარს თქ ვენი ისტორიები. ველით გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent