შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მავნე (სულ)


20-06-2024, 09:16
ავტორი ვე რა
ნანახია 7 736

მავნე 1

ახალ წლამდე დარჩა 15 დღე.მამცნობს ეს უცნაური ახლ წლამდე დარჩენილი დღეების მთვლელი კალენდარი. კედელზე გაკრული საახალწლო დეკორაცია უკვე თვალს მჭრის, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, მომხმარებელი აღფრთოვანებულია და მერე რა, რომ მე ახალი წელი არ მიყვარს?! ბიზნესს ასე სჭირდება. ბიზნესი უპირველეს ყოვლისა, დანარჩენი მოიცდის!

თხუთმეტი დღე დარჩა ამ საერთო, სახალხო სიგიჟემდე. რომელიც 15 დღის შემდეგ ზუსტად 12:00 წუთზე დასრულდება ქალაქის თავზე უზარმაზარი ფეიერვერკით, პიროტექნიკის მავნე ბოლით და შეშინებულ_ დასტრესილი ცხოველთა სამყაროთი. თუმცა მერე რა?! ეს ხომ ტარადიციაა, ყოვლად უაზრო, მაგრამ მაინც?!

ქალაქში უკვე ეიფორიაა, ვაკვირდები და ყველა ჩქარობს. გეგონება თუ ასთი ზე საქმიანი სახეებითარ იფუცფუცებენ ისე არ დადგება ახალი წელი. ქუჩაში წითელი და მწვანე ფერები გამეფებულა. ყველაფერი განათებებშია ჩაფლული და თვალისმომჭრელად ბრდღვიალებს. ყველას სურს შობის ჯადოსნურობის ნაპერწკალს თან დაატარებდეს. ამ საუკუნეში ჯადოსნობის როგორ უნდა სჯეროდეს ადამიანს?! ერთადერთი სარგებელი რაც ამ დროს მოაქვს, კლიენტთა გახშირებული ვიზიტებია ჩემს პატარა კაფეში. ხოდა, რას ვერჩი, დაე სულ ახალი წელი იყოს.

_ ბატონო სანდრო, უკაცრავად?_ პანორამული ფანჯრიდან აჭრელებულ აბრდღვიალებულ ქუჩას თვალს ვწყვეტ და ნიაკოს ვუყურებ.

_ გისმენ ნია!

_ თქვენები აგვიანებენ. საცობში ვართო დარეკეს. რა იზამთ?_ ნია ჩემი კაფის მენეჯერია. სანამ ვიყიდიდი და ჩემებურად გადავაკეთებდი, მანამდე მეპატრონის ქალიშვილი იყო. ამიტომ სახლივით უყვარს ეს ადგილი. ნება რომ მივცეთ, ღამეც აქ დარჩება. მეღიმება.

_ რა უნდა ვქნათ, უნდა დაველოდოთ!

_ მანამდე ყავას მოვიტან, ხომ?_ რომც არ მინდოდეს, ისეთი გულითადი შემოთავაზება იცის, რომ სხვა გზა არა მაქვს და ამიტომ "დიახ, ვინებებ!" თავს ვუქნევ.
სწრაფად მიდის, მაგრამ წასვლამდე ვამჩნევ ფანჯრიდან ვიღაცას უღიმის. მის მზერას თვალს ვაყოლებ და მას პირველად ვხედავ.

არ ვიცი, რა ძალით ვახერხებ, რომ სიცილს ვიკავებ, მაგრამ რასაც ვხედავ, ეს უკვე მეტისმეტია. არა სასწაულია პირდაპირ. გამხდარ პატარა ტანის გოგონას ელფის ფორმა აცვია, მოკლე შავი თმები სასაცილოდ აქვს გაფშეკილი ქუდის აქეთ_ იქით. მაღალი წვრილი წითელ_მწვანე ზოლებიანი ქუდი ერთ გვერდზე აქვს გადახრილი და ბოლოში ზანზალაკი ჰკიდია. კაბაც მომლე, გაბუჩქული და მწვანე ფერის აცვია და მაღალი იგივე ფერთა თამაშით ნაქსოვი წინდები. აშკარაა ელფად მუშაობს სადმე. მაგრამ ასეთი ხარისხიანი ფორმა აქამდე არასდროს მინახავს. ალბათ ელფები რომ არსებობდნენ, სწორედ ასეთი სამოსი ეცმეოდათ. წითელ სკუტერზე ზის გვერდულად და ფეხებს პატარა ბავშვივით აქანავებს ჰაერში. ხელში ქაღალდის ჭიქა უჭირავს, ალბათ ყავა, რომელსაც ყოველი ყლუპის წინ ჯერ ყნოსავს და შემდეგ სვამს ნეტარი სახით. ვუყურებ და ვხვდები, რომ უცნაური განწყობა მეუფლება. აი ისეთი, თოვლს რომ ხედავ და გუნდაობის სურვილს რომ ვერაფერს უხერხებ, მასთან გასვლა მინდა. სულ წამით თვალს ვაშორებ. ნიას მადლობას ვუხდი ყავისთვის და როცა ისევ მისკენ ვიხედები, ის იქ აღარ დგას. წამიერად მეუფლება სევდიანი განწყობა. თითქოს წავიდა და სიხარულის განწყობაც თან გაიყოლა. დაახლოებით მაშინ, როცა მოთმინების ფიალა მევსება ჩემი "ძვირფასი" სტუმრებიც მოდიან.

_ საან რა მაგარი ადგილია!_ ოდნავ წელავს ასოებს ჩემი დეიდაშვილი ესმა. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ უნდა გავუღიმო. სულ რაღაც ნახევარი საათით ავიტანო ეს ორი აუტანელი ტყუპი, ისე როგორც მოყვარულ დეიდაშვილს შეჰფერის. ესმა ბავშვობიდან მართლაც აუტანელი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად ბაბუაჩემის ერთ_ერთი მთავარი მემკვიდრეა. ისევე, როგორც მისი ძმა დემნა და ჩემდა სამწუხაროდ მეც.

_ როგორ ხარ "ბრატ"!_ ხელს ძველბიჭურად მიწვდის. აი ისე, თითქოს მძიმედ და უდარდელად ერთდროულად.

_ მაგრად მოგიხოდია აქაურობა!_ინტერესით ათვალიერებს და მიქებს კაფეს.
კაფე "ნესი", სულ რაღაც ორი წლის წინ ვიყიდე წინა მეპატრონისგან. რომელმაც ვერ გაუძლო სხვა უფრო დიდი ობიექტების კონკურენციას და თავი ბანკროტად გამოაცხადა. შემდეგ კი დეპრესიის ფონზე თავისმოკვლა სცადა. ხო, ნიას მამაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ეს მე უკვე აღარ მეხება. ეს მათი პირადი ამბავია.

_ ნახე რამზო? რა ხოდზეა ტოო, მაგი კაკ მინიმუმ ათ წელს კიდევ გაქაჩავს!_ რამზო ანუ ბაბუაჩვენი. ან უფრო სწორედ ბაბუაამათი. მე დიდად არ ვთვლი მას ჩემს ოჯახად. თუმცა თავად სხვაგვარად ფიქრობს. იმდენად რომ თურმე ანდეძშიც კი მახსენა. რამზო ხომასურიძე. ძველი დროის გაცვეთილი მობიზნესმენო კაცია. თავისი წესებით და კანონებით. ოცდარვა წლის წინ კი დედაჩემი სახლიდან გამოაგდო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემზე იყო ორსულად. ანუ უკანონო, სამარცხვინო ბავშვს, ანუ მე, ოჯახში არ გააჭაჭანებდა. ახლა კი თურმე მისი მემკვიდრე ვარ... ერთი სიტყვით ოჯახი გვაქვს რომ არ ინატრებ ისეთი.

_ გოგონი ყავას დავლევ რაა!_ იტყლარჭება ესმა. ბებიას საპატივცემულოდ დაარქვა აფერისტმა დეიდაჩემმა. რა მაოცებს იცით? ყველაფრის მიუხედავად მე მართლა მიყვარს ეს ორი და მათაც გულწეფელად ვუყვარვარ.

_ სანიი, აბა რას ფიქრობ იმაზე, რაზეც ვისაუბრეთ?_ თვალს მიკრავს დემნა.

ანუ მოკლედ გეტყვით: გაგიკვირდებათ და ამათ უნდათ, რომ ბაბუაჩემის მემკვიდრეობაზე თანხმობა განვაცხადო, ანუ ბაბუაჩემის ერთგულ მონად ვიქცე. მთელი მისი საქმე მე დამაწვეს მხრებზე და თავად უბრალოდ ძველებურად უდარდელად იცხოვრონ. აბა როგორი ამბავია? საერთოდ ხომ პირიქით ხდება არა? ბოროტ ნათესავებს მემკვიდრეობის წასართმევად ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებაც კი არ უჭირთ. ამათ კი იმდენად ვუყვარვარ, ან საკუთარი თავისუფლება უღირთ ასე, რომ ჩემი უარის მიუხედავად, პირდაპირ მეფედ დასმას მიპირებენ. აი ასე!

_ დემნა ხომ ვისაუბრეთ უკვე? მე არ მინდა ეგ. ჩემიც მყოფნის ყველაფერი!

_ აუუ კარგი რაა საან? _ ესმა ხელზე მეჭიდება. _ შენ ხომ პირველი შვილიშვილი ხარ არაა? ანუ შენ გეკუთვნის!

_ კიი პირველი შვილიშვილი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე სახლიდან გააგდო ბაბუათქვენმა!_ ვიღიმი მე.

_ ბაბუა ხომ იცი არა, როგორი ჩაციკლული იყო ამ სარფიან ქორწინებებზე? ახლა კიდე..._ მოულოდნელად ესმა ქალისთვის სრულებით შეუფერებლად ხარხარებს.
_ ახლა რა მოიფიქრა იცი? დემნას პეტრე ახვლედიანის ქაჯზე აქორწინებს.

აზრზე არა ვარ, ვინაა პეტრე ახვლედიანი და მით უფრო მისი მისი "ქაჯი". მაგრამ დემნას სახეზე ეტყობა, რომ აშკარად არაა აღფრთოვანებული ამ ამბით.

_ უნდა მიშველო ტო!_ ეს მისი "ტოები" თავში უროებივით მხვდება._ შენს მეტი ვერავინ მიშველის! არ მინდა ძმაო ცოლი!
ვუყურებ და მეცინება, ისეთი სახე აქვს, როგორც იმ ბავშვს, ძალად რომ ასმევენ მწარე წამალს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ უარს მეფედ კურთხევის ამ ყოვლადსაპატიო ცერემონიალზე და იმაზე ვფიქრობ, ნეტავ დემნას რა უფრო არ უნდა, ცოლი თუ პახუსისმგებლობის მხრებზე აკიდება?!

სახლში ფეხით ვბრუნდები და ისევ ესმასა და დემნაზე ვფიქრობ. ისე მგონი ბაბუაჩემისთვის მადლობაც მაქვს სათქმელი, რომ თავის დროზე მე და დედათაბიაი სასახლიდან გამოგვყარა წარმომიდგენია, ამ ორს რა საშინელი ბავშვობა ჰქონდა. იმდენად, რომ ამხელა მემკვიდრეობაზეც კი უარს ამბობენ. ტყუილად არაა ნათქვამი:
_მდიდარი ნათესავები და მაღალი სიციალური სტატუსი ოქროს გალიაა ზოგჯერო!

ამ ფიქრებში ჩაფლული ზებრაზე გადავდიოდი, რომ თვალი მკვეთრმა სინათლემ მომჭრა. დავინახე უზარმაზარი ჯიპი ჩემკენ მოქროდა. თვალწინ გამიელვა ჩემმა ცხოვრებამ, ოღონდ იმან, რომელიც არასდროს მქონია. დავინახე, როგორ ვიჯექი ნაძვის ხის წინ ანთებულ ღუმელთან და მესმოდა ვიღაცის ძალიან სასიამოვნო სიცილი. ეს ხმა მაბედნიერებდა და სმყუდროვით მავსებდა. სიცილი უცნაურ ზარების წკრიალად ჩამესმოდა.

და ზუსტად ბოლო წამს, როცა გადახტომის ნაცვლად თვალები დავხუჭე. ვიღაცამ ქურთუკში ძლიერად მომქაჩა, ჩემდა მოულოდნელად უცნობის კალთაში აღმოვჩნდი. წამის მეასედში მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ჩემთვის თითქოს კადრი შენელდა. მის კალთაში ჩამჯდარი დავჩერებოდი წითელ და მწვანე ფერებით დაზოლილ ქუდს და მის ქვეშ კი გეფიცებით ჯადოსნურად ბრწყინავდა ორი ზურმუხტის ნატეხი. პატარა წითელი ტუჩები და შავი ყორნისფერი თმები.

_ ჰა ეხლა, არ ადგები?_ ამომხედა ანცი ღიმილით.
გამოსაფხიზლებლად თავი გავაქნიე. გზის მეორე მხარეს ვიყავით გაჩერებული. წითელი სკუტერის პატრონ, პატარა ელფ გოგონას ვეჯექი ამხელა კაცი ბედნიერად კალთაში და დასაკლავად გამზადებული ინდაურივით ვაკვარკვალებდი თვალებს. შეცბუნებული და შერცხვენილი მაშინვე წამოვხტი ფეხზე. მადლობის თქმაც ვერ მოვიაზრე. ორი წამით მიყურა იმ თავისი ბრჭყვიალა ზურმუხტებით. მერე გაეღიმა. "ბედნიერადო!" მომაძახა და სკუტერი დაქოქა.

_ აი ძმაო ქალი!_ მომესმა გვერდიდან და ხალხის მქუხარე ტაშმა გააცილა წითელი სკუტერი. რომლის პატრონსაც რატომღაც ჩაფხუტი არ ეკეთა. მის ნაცვლად გვერდზე გადახრილ დაზოლილ ქუდს მიაწკრიალებდა.

_ ქალი კი არა სანტას ჯადოსნური ელფია!_ დავინახე, როგორ ახედა გაოცებულმა გოგონამ ალბათ მამამისს.

_ ალბათ მართლა ჯადოსნურია. ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა!
თითქოს მე იქ არც ვიდექი და არც ვიყავი ამ ამბის გმირი. არავის გავხსენებივარ. ყველა გზაზე მიმავალ წითელ სკუტერს გაჰყურებდა აღფრთოვანებული და ბედნიერი სახით.

სახლში არეული დავბრუნდი. სარკესთან მივედი და საკუთარ თავს დავაკვირდი. სარკიდან მაღალი, საკმაოდ ბრგე, თაფლიფერთვალება კაცი გაოცებული შემომყურებდა.

_ მან რა კალთაში ჩაგისვა?_ ვკითხე საკუთარ ანარეკლს.

_ სიცოცხლე გადაგირჩინა,სჯობს ამაზე იფიქრო!_მიპასუხა მან.

......

2

რამდენიმე დღის შემდეგ იმ გოგოს, ისევ კაფეს ფანჯრიდან მოვკარი თვალი. აშკარად ისევ ნიაკოს უცდიდა. იგივე წითელ სკუტერზე იჯდა და ისევ ყავას სვამდა, მხოლოდ ის სასაცილო ფორმა გაეხადა და ახლა უცნაური ბრჭყვიალა კაბა ეცვა. სრულებით შეუფერებელი თავისი სკუტერისთვის. ვუყურებდი რამდენიმე წუთის განმავლობაში და მივხვდი, ძალიან მომინდა მისი ახლოს გაცნობა. მომინდა ისევ ახლოდან მენახა მისი თვალის ჯადოსნური ფერი. ბოლო_ბოლო მადლობა მაინც ხომ უნდა გადამეხადა გადარჩენისთვის?!

_ ნიაკო!_ გავძახე დარბაზში მოტრიალე ჩემს მენეჯერს.

_ გისმენთ ბატონო სანდრო?_ მაშინვე ღიმილით მოირბინა.

_ ამ ბატონოს რას გადაეკიდე, სახელი დამიძახე, ისე, როგორც სხვებს! რამდენჯერ გითხრა?_ ნია რატომღაც ცოცხალი თავით არ მეძახდა მხოლოდ სახელს და ეს ცოტა არ იყოს უხერხულად მაგრძნობინებდა ხოლმე თავს. ჩემზე მხოლოდ ხუთი წლით იყო პატარა და მისგან ასეთი ოფიციალურობა თავს როგორღაც ბაბუაჩემის ადგილას მაგრძნობინებდა ხოლმე.

_ ნია, ვინაა ის გოგო?_ ვკითხე და ფანჯრიდან გავახედე.

_ ვინ, მავნე?_ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა._ რამის გაფუჭება მოასწრო უკვე?
უცნაურად შეშფოთდა გოგონა.

_ არა, სულაც პირიქით! მისთვის მადლობა მაქვს გადასახდელი! _ ნიას გაოცებული სახე არ შევიმჩნიე და გავაგრძელე._ შეგიძლია გამაცნო?

_ გაგაცნოთ?_ სულ დაიბნა ნია._ მავნე მასეთი გოგო არაა!

_როგორი მასეთი ნია?_ ვერც ახლა მივხვდი, რას ამბობდა. რას ნიშნავდა მასეთი? ნიამ ტუჩი მოიკვნიტა უხერხულად. აშკარად ყოყმანობდა და ორჭოფობდა.

_ ნუ გეშინა, მეგობარს არ შეგიჭამ!_ გამამხნევებლად კი გავუღიმე, მაგრამ გულში მეწყინა მისი უნდობლობა. რა, რა ეგონა? რას ვუპირებდი მის ძვირფას დაქალს?!

_ მე იმის არ მეშინია, რომ თქვენ აწყენინებთ მას რამეს! სულაც პირიქით, არ მინდა... არ მინდა, რომ მან ... თანაც ის ხომ...._ ცოტა ხანს დაფიქრდა. ინტერესით შემათვალიერა. მერე უდარდელად მჯდარ მეგობარს გახედა და ხელი ჩაიქნია.

_ ცხოვრება ბედია ბატონო სანდრო! ალბათ ასეცაა საჭირო!_ მიბრუნდა და კაფიდან გავიდა. რა ბედი? რა საჭიროება? მე მართლაც მხოლოდ მადლობის თქმა მსურდა, მეტი არაფერი. მხრები ავიჩეჩე. ნია ცოტა ხანს ესაუბრა დაქალს, კაფეზე მიანიშნა მზერით. მანაც რაღაც ჰკითხა. ნიამ თავი დაუქნია და ისევ მხრები აიჩეჩა. შემდეგ იმ საძაგელმა ელფმა ჩემკენ გამოიხედა და გულიანად გაეცინა, მერე ჩაფხუტი აიღო, თავზე დაიმხო. სკუტერი დაქოქა და აშკარად მე დამიქნია ხელი. დამშვიდობების ნიშნად კი არა, რაღაცნაირად დამცინავად.

_ ესეც ასე ბატონო სანდროო!_ ჩამეცინა გაბრაზებულს. ეს მავნე, ასე დაუძახა მგონი ნიამ არა? პირველი გოგო იყო, რომელიც სრულებით არ დაინტერესდა ჩემით. თითები მაგიდაზე ნერვიულად ავაკაკუნე. არადა მართლა მხოლოდ მადლობის თქმა მსურდა! უყურეთ ერთი ამ ამპარტავანს, რა წამოდგენა ჰქონია თავის გაჩხიკულ თავზე?!

_ ბატონო სანდრო,_ მომიახლვდა ნიაკო_ მავნემ თქვა, ნაკლები იოცნებე და მადლობის თქმაც აღარავისთვის დაგჭირდებაო! რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შეგიძლიათ მითხრათ, საიდან იცნობთ მას?
აშკარად სწუხდა დაქლის გამო, მაგრამ ზედმეტი კითხვების დასმის უფლებას ვერ აძლევდა საკუთარ თავს.

_ არაფერია ნიაკო, უბრალოდ შემთხვევა იყო და მეტი არაფერი!_ გავუღიმე დაბნეულ და შეწუხებულ გოგოს. წასასვლელად მოვზადე. დღეს საღამოს დემნას საცოლე უნდა გაგვეცნო. აი ის, ბაბუამ ვინც აურჩია. შეხვედრა ერთ კლუბში დათქვეს. ვიცოდი, რომ დემნა ყველანაირად ეცდებოდა ამ არასასურველი ქორწინების თავიდან არიდებას. ისიც კი გამიკვირდა, უბრალო ღამის კლუბის ნაცვლად საცოლის გაცნობა სტრიპტიზკლუბში რომ არ მოაწყო. წარმომიდგენია რა თეატრს დადგამდა, ოღონდ იმ საწყალ გოგოს თავად ეთქვა მასთან ქორწინებაზე უარი. ლამაზი, მაცდუნებელი გარეგნობის მიღმა, რა დემონებს მალავდა დემნა, ჩემზე უკეთ ვის ეცოდინებოდა აბა?! წინასწარ სულიერად მოვემზადე მისი ფოკუსებისთვის. აშკარად კარგი სანახაობა მელოდა წინ.

უკვე კარგად ბნელოდა კლუბს რომ მივუახლოვდი, მანქანა სადგომზე გავაჩერე და თვალში მაშინვე ნაცნობი სკუტერი მომხვდა. მესიამოვნა მისი დანახვა. ახლა სადღა გამექცეოდა ის ამპარტავანი გოგო?

მანქანიდან გადავედი და ტერიტორია მოვათვალიერე. თავად ჯერ არსად ჩანდა. წავედი და თავხედურად პირდაპირ მისი ზომის მოცუცქნულ სკუტერზე ჩამოვჯექი.
ყურადღება ზედ დაკრულმა სასაცილო, საახალწლო კოსტუმებში გამოწყობილმა, კატებიანმა სტიკერებმა მიიქციეს. გამეცინა. ალბათ ძალიან ბავშვური ბუნება ჰქონდა ამ უცნაურ, იდუმალ გოგოს.

_ საღამო მშვიდობისა ბატონო სანდრო!_ აშკარად მძაფრი ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. თავი ავწიე და გული კინაღამ გამიჩერდა. როგორი თვალები ჰქონდა ამ ჯადოქარს? სულ მეგონა, რომ შავი თვალები ყველაზე ძალიან მომწონდა ქალში, მაგრამ აშკარა იყო, ახლა აზრს ვიცვლიდი და მწვანე ზურმუხტების მოტრფიალე ვხდებოდი.

_ საღამო მშვიდობისა!_ კინაღამ წამომცდა მავნემეთქი. დროზე დავაჭირე ენას კბილი. შევათვალიერე და ლამის დავუსტვინე გაოცებისგან. შავ ბრჭყვიალა, მარცხენა ფეხზე საგრძნობლად დიდზე შეჭრილ, საღამოს კაბაზე ტყავის მოკლე ქურთუკი მოეცვა. მაღალქუსლანის ნაცვლად თეთრი კონვერსები ჩაეცვა. მხრებამდე ყორნისფერი თმა გაეშალა, უბრალოზე უბრალო მაკაჟი ჰქონდა და ხელში წითელი ჩაფხუტი ეჭირა. ღიმილი ვერაფრით შევიკავე. აშკარად ძალიან არაორდინალური ადამიანი იყო ეს ჩემი მავნე. "ჩემი?!" გამკრა გულში და კიდევ ერთხელ დავაკვირდი სახეზე. წითელი ტუჩსაცხით ლამაზად გამოეკვეთა უამისოდაც ლამაზი ტუჩები. თვალი მის ტუჩებზე გამიშტერდა. სულ დამავიწყდა რა მსურდა და რის თქმას ვაპირებდი. უცებ გაეცინა და ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა.

_ მხოლოდ ყურებას სჯერდებით ბატონო სანდრო, თუ დააგემოვნებთ კიდეც?_ მკითხა იდუმალი ხმით.

_ ანუ?_ რატომღაც მეგონა, რომ მისი ნათქვამი სხვანაირად გავიგე. კლუბისკენ გაიხედა და წარბები შეკრა.

_ თვალი თავლის წილ და სხვა დანარჩენებიც სულ ერთმანეთის წილ!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებული ხმით. შემდეგ კი ჩაფხუტიანი ხელი კისერზე მომხვია, ფეხის წვერებზე აიწია და ჩემდა გასაოცრად და გასაგიჟებლად ტუჩებში მაკოცა. ინსტიქტურად ავიკარი გულზე. ხელი ფუმფულა თმაში შევუცურე და კოცნასთან ერთად მთლიანად ჩავისუნთქე მისი სასიამოვნო რბილი სხეული. გავიაზრე, რომ ასე წამიერად არასდროს არავინ მომდომებია. ასე სუნთქვა ალბათ არავის კოცნაზე არ ამჩქარებია. იყო ამ კოცნაში რაღაც სულ სხვანაირი. ცდილობდა ვნებიანი და გამომწვევი ყოფილიყო, მაგრამ აშკარად არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება.

კოცნის დროსვე აღიქვა ეს ჩემმა გონებამ და ჩამეცინა. მაშინვე მომწყდა, ოდნავ ხელიც მკრა მკერდზე. მძიმედ სუნთქავდა და თვალები მართლაც ძვირფასი ქვებივით უბრწყინავდა. წითელი ტუჩსაცხი კი კოცნისგან ოდნავ გადღაბვნოდა ქვედა ტუჩზე. ინსტიქტურად ისევ წავიწიე მისკენ, მაგრამ თავი ამარიდა.

_ ახლა მადლობა საკმარისად გადამიხადე მგონი!_ თითქოს თავი დაიცვა ისე დაიფარა ჩაფხუტი, მაგრამ მაინც მოვასწარი მისი შეფაკლული ღაწვების დანახვა. მორცხვიც ყოფილა?! გავიფიქრე წამიერად.

_ ახლა უკვე ჩემით გიპოვნი! მგონი ხვდები არა ამას?_ მკლავში ხელი წავავალე და გავაჩერე.

_ მომძებნი და ძალიან ინანებ ამას!_ მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით. ჩაფხუტის შუშა გაისწორა. გრძელი კაბა თამამად აიწია მაღლა, სკუტერზე დაჯდა და გააქროლა.

_ გიჟია!_ ჩავილაპარაკე და ტუჩი მოვილოკე. ჯერ კიდევ მის სუნთქვას და გემოს ვგრძნობდი. რამდენიმე ხანი გავცქეროდი მიმავალს და ბოლოს კლუბისკენ შევბრუნდი.

_ დემნას გაუმარჯოს! დავაგვიანე კიდეც მგონი!_ მივუახლოვდი დეიდაშვილების მაგიდას. სადაც საეჭვო სიჩუმე იდგა. კლუბს ხმაურიანი მუსიკა ანგრევდა, ისინი კი ცეკვის და გართობის ნაცვლად მოღუშული სახეებით ისხდნენ.

_ რემე მოხდა აქ?_ ვიკითხე ყასიდად და დავჯექი. ფიქრებით ისევ წამის წინანდელ კოცნას ვატრიალებდი გონებაში და მავნეს პოვნის გზებს ვაწყობდი. მის ძებნას კი უეჭველად ნიაკოდან დავიწყებდი. წინასწარ განვიცდიდი სიამოვნებას, იმ წამზე რომ ვფიქრობდი, როცა ჩემთვის სასურველ ქალს მივაგნებდი და "სამაგიეროს" გადავუხდიდი.

_ ნეტავ განახა იმ ქაჯმა რა აყალ_მაყალი მოაწყო!_ ჩაილაპარაკა ესმამ.

_ რას ამბობ, ვერ ვხვდები!

_ დემნას შეხედე და მიხვდები!_ მართლაც ახლაღა დავაკვირდი ჩემს ნირწამხდარ დეიდაშვილს. სახის მარჯვენა მხარე უცნაურად შესიებოდა და ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა.

_ იჩხუბე ბიჭო?_ ეჭვით მოვათვალიერე დარბაზი.

_ იმ ქაჯმა სცემა!_ განმანათლა ისევ ესმამ. დემნა აშკარად არ იყო ახსნა _განმარტების ხასიათზე.

_ საცოლემ?_ გამეცინა კი არადა გადავიხარხარე._ რატომ, რა გმირობა ჩაიდინე ასეთი?

_ ვაკოცე ტოო! უბრალოდ საცოლეს ვაკოცე! _ ხელები გაშალა გაცოფებულმა დემნამ._ მან კი არ აცია, არც აცხელა და ჩაფხუტი ჩამცხო! სიცილი რასაც ჰქვია პირზე შემახმა.

_ რა გიქნა?_ ძლივს ამოვილაპარაკე გაოგნებულმა._ რა ჩაგცხო?

_ რა და ის აუტანელი წითელი ჩაფხუტი, სულ თან რომ დაათრევს!_ დამიზუსტა ესმამ და თხელ თავსაფარში გახვეული ყინული დაადო ტყუპისცალ ძმას გასიებულ ღაწვზე.
" წითელი ჩაფხუტი! წთელი ჩაფხუტი!" გახმიანდა ჩემს გონებაში.

_ ანუ თვალი თვალის წილ არა!_ ჩავიჩურჩულე მასზე დაბოღმილმა. ესეც პირველად მოხდა, რომ ქალმა შურის საძიებლად გამომიყენა და მერე უბრალოდ მიმაგდო. სიცოცხლეში პირველად მომინდა ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდა, მით უფრო ქალისთვის. მაგრამ, იყო ერთი მაგრამ...
სად წაუვიდოდი იმ ფაქტს, რომ ეს მართლაც მავნე ქალი დემნას საცოლე იყო. სერიოზულად დავფიქრდი ამაზე, როგორ უნდა მომეხერხებინა და ის საძაგელი ხელში როგორ ჩამეგდო, თანაც სრულიად კანონიერი გზით, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაკარებოდა ახლოს. დემნას დალურჯებულ ლოყას გავხედე და საშინალად მესიამოვნა. სწორედ იმ წამს გავაცნობიერე, თუ რამდენად ტოქსიკური და ეჭვიანი კაცი ვიყავი სინამდვილეში.



3

სახლში დაბრუნებული დიდხანს ვცდილობდი არეული აზრების დალაგებას. იმაზე არ ვფიქრობდი, რომ მავნე, ანუ
პეტრე ახვლედიანის ქალიშვილი, დადუ, ასე უცნაურად მყავდა აკვიატებული, არც იმაზე ვდარობდი, რომ ჩემი დეიდაშვილის ნიშნობის ჩაშლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. სინდისის ქენჯნას არ გაბვიცდიდი, აქ ხომ სიყვარულზე საუბარიც არ იყო. თანაც ეს ჩაშლა ალბათ დემნას ხსნად უფრო მოეჩვენებოდა. მე იმას ვდარდობდი, ბაბუაჩემი, ეს ჯიუტი და ჯიქი მოხუცი, როგორ მეიძულებინა, რომ ქალბატონი დადუ დემნას ნაცვლად ჩემზე დაენიშნა.
არ ვიცი, ვის რა წარმოდგენა დაგრჩებათ ჩემზე, მაგრამ ფაქტი ერთი იყო. მე
დადუ მსურდა. ცხოვრებაში არასდროს არაფერი მდომებია ასე სულწასულად, სხვისი მით უფრო. სხვისი კი არა, კუთვნილიც კი არ მინდოდა, როგორც მიხვდით, ზოგჯერ. არაფერი არ მაინტერესებდა ჩემი საქმის გარდა. პირადშიც არასდროს არავინ მყოლია ხანგრძლივად და სერიოზულად. ყველა ერთმანეთს ჰგავდა ჩემთვის, ყველა ერთნაირი იყო, სანამ ამ უცნაურ გოგოს არ გადავეყარე და ახლა ტვინში მხოლოდ ის აუტანელი მყავდა და მისი კოცნის გახსენება ცეცხლს მიკიდებდა გულზე. წამით არ მიფიქრია, რომ მიყვარდა. არა, ეს სიყვარული კი არა მხოლოდ აკვიატება იყო. იმ ქალის აკვიატება, ვინც ჩემი გამოყენება სცადა. იმ ქალის აკვიატება, ვისთვისაც სამაგიეროს გადახდის სურვილი ტკბილი შხამივით მდიოდა ვენებში. მან ხომ თავიდანვე კარგად იცოდა ვინ ვიყავი და მაინც თავხედურად ითამაშა თავისი მავნებლური თამაში. ახლა ჩემი ჯერი იყო.

ხოდა გადავწყვიტე, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ბაბუაჩემი "დიადი" რამაზ ხომასურიძე მომენახულებინა და "დახმარება" მისთვის მეთხოვა. სანაცვლოდ ისიც ალბათ რაღაც მნიშვნელოვანს მომთხოვდა. ვიცოდი, ბაბუაჩემი იმ ეშმაკს ჰგავდა ასრულებული სურვილის სანაცვლოდ ადამიანისგან სულს რომ ითხოვს, მაგრამ ჯანდაბას, ეს მწვანეთვალება ველური ქალი ამად ნამდვილად ღირდა.

ბაბუაჩემითან შეხვედრა საღამოსთვის დავგეგმე, მანამდე კი ნიაკოს მივაკითხე. დავუძახე და მისი დანახვისთანავე მივხვდი, დეტალებში იცოდა ჩემი წინა ღამის თავგადსავალი. თვალს მარიდებდა და ცდილობდა ჩვეული ღიმილით შეენიღბა უხერხულობის მომენტი.

_ დაჯექი ნიაკო!_ მივუთითე ჩემს პირისპირ სკამზე. _ ვატყობ ყველაფერი იცი, უკვე მოუსწრია და მოუყოლია იმ ქალბატონს!
დაბნეულმა გოგომ აღარ იცოდა თვალები სად დაემალა.

_ ბატონო სანდრო.._ მაშინვე გავაწყვეტინე, სიტყვის თქმა არ ვაცადე.

_ ნია, მისმინე! მეორედ არ დამიძახო ეგ ოხერი ბატონო! კატეგორიულად გაფრთხილებ და იცოდე არ ვხუმრობ! ახლა კი რამე მომიყევი შენს ძვირფას დაქალზე!

_ ის უბრალოდ ასეთია, ნუ გაუბრაზდებით! ყოველთვის ასე გულისკარნახით იქცევა და ხშირად აქვს ამის გამო პრობლემები. ჯიუტია და მავნებელი. მაგრამ ძალიან კეთილი გოგოა!_ იმედით შემომანათა მართლაც რომ კეთილი თვალები ნიამ.

_ ანუ ისეთი კეთილია, რომ უცხო კაცებს კოცნის არა? თანაც საქმროს დეიდაშვილებს ხომ?! _ ხმა გავიმკაცრე მე.

_ უბრალოდ იმ თავხედმა.... უფრო სწორედ თქვენმა დეიდაშვილმა, ძალიან გააბრაზა! _ ისევ ამარიდა თვალები.

_ რა უქნა ასეთი?_ ვითომ არ ვიცოდი, უბრალოდ მისი თვალით მინდოდა დამენახა მომხდარი.

_ დადუს, დადუ ჰქვია სინამდვილეში, შეყვარებულიც კი არ ჰყოლია ჯერ! ნამდვილი შეყვარებული, ასეთი კი არა! არც უნდა! დადუს სხვა ოცნებები აქვს!_ გაამართლა დაქალი.

_ შენ საიდან იცნობ ჯერ ეს მითხარი და მერე მის ოცნებებზე მომიყევი!_ ხმა შევარბილე.

_ ჩვენ კლასელები ვიყავით. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. როცა დადუს დედა დაეღუპა სულ ჩვენთან იყო. _ გული მეტკინა, არც კი ვიცოდი, რომ დედა არ ჰყავდა.

_მამამისი ცივი და მბრძანებლობისმოყვარე კაცია. უნდა, რომ დადუ მის სიტყვას არ გადავიდეს, მაგრამ ეს გოგო მეამბოხეა. ახლა აიძულებენ იმ სულელ და გაბღნძილ დემნას გაჰყვეს ცოლად! მას კი დედამისვით წერა უნდა. რა თქმა უნდა, მამამისი ამის უფლებას არ მისცემს, დადუ მისი ერთადერთი მემკვიდრეა და ხომ ხვდებით? გოგო რახანაა მამამისს არ სჯერა, რომ მისი საქმის მართვას შეძლებს, მაგრამ დადუ ჭკვიანია, ერთ შანსს იმსახურებს! ამიტომ პეტრე აძალებს დემნაზე გათხოვებას ჰგონია, ორი ძლიერი ოჯახის გაერთიანებით ბიზნესს გადაარჩენს. ის კი არ იცის, რა ბედოვლათია სინამდვილეში ეგ თქვენი დემნა!_ მიხვდა გაბრაზებულ გულზე ისევ ზედმეტი რომ წამოცდა და გაჩუმდა. დავფიქრდი. ალბათ დიდხანს ვერ შეძლებდა მამისთვის და ბაბუაჩემისთვის წინააღმდეგობის გაწევას. იქნებ დრო იყო ბაბუაჩემის მემკვიდრეობაზე მართლა სერიოზულად მეფიქრა? თუ რამაზს სასურველს მივცემდი, ისიც შემისრულებდა სურვილს და ზურმუხტისთვალება დადუ მხოლოდ ჩემი გახდებოდა. ამის წარმოდგენისას სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. საკუთარ თავს და სურვილებს ვეღარ ვცნობდი. მაგრამ ამაზეც აღარ ვდარდობდი. მქონდა მიზანი და როგორც მიზანდასახული ადამიანი, ჯიუტად მივიწევდი ამ მიზნისკენ. ხვალისაზე კი ხვალეს ედარდა!

ბაბუაჩემის სახლში სულ რამდნჯერმე ვიყავი ნამყოფი. ისიც დედაჩემის ხათრით და ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაგრამ სიყვარულის ნასახიც კი არასდროს მიგრძვნია ამ უხიაგი მოხუცისგან. დიდად არც დეიდაჩემს, ანიტას ვეხატებოდი გულზე. ზედმეტი მემკვიდრე არაფერში სჭირდებოდა ალბათ. ბავშვობაში ვერასდროს ვიგებდი დეიდას რატომ არ ვუყვარდი. სურვილი რომ სურვილია, აქამდე ეს სურვილი კი არ მქონია, რომ დემნას და ესმას რამეში გავჯიბრებოდი. და თუნდაც მემკვიდრეობაზე უარი არ მეთქვა, ბაბუაჩემის ქონება სრულებით ეყოფოდა კიდევ რამდნიმე თაობას, მაგრამ დეიდაჩემისთვის სამყოფი და საკმარისი არასდროს არაფერი იყო. სწორედ მას მიუძღვოდა ბრალი დედაჩემის და რამაზის გაუგებრობის ამბავში. სწორედ მან გაამხილა დის საიდუმლო და მამა_შვილი ერთმანეთს წაჰკიდა. თუმცა ეს ძველი ამბავი იყო და აღარც დედაჩემს და მით უმეტეს, აღარც მე სულს აღარ გვიმძიმებდა. სულაც პირიქით, ბედნიერებიც კი ვიყავით, რომ ეს წლები თავისუფლად სუნთქვის საშუალება გვქონდა და დეიდაჩემისა და ტყუპებივით ბაბუაჩემის შორსმჭვრეტელი და ყოვლისმომცველი თვალის სხივქვეშ არ გვიწევდა ცხოვრება.

_ გამარჯობა ანიტა დეიდა!_ თითქოს შეხტა ჩემი ხმა რომ გაიგონა.

_ ოჰ, მეამბოხე უფლისწული გვეახლა!_ გამეცინა მის დაუფარავ უსიამოვნო გამომეტყველებაზე.

_ რაო, რამ შგვაწუხაო, რომ ამდენი წლის შემდეგ შენი ხილვის პატივი დაგვდე?_ სავარძელს დომინანტის პოზაში მიეყრდნო და უგულოდ გამიღიმა.

_ დემნას თხოვნით მოვედი!_ დემნას ხსენებაზე დაიძაბა._ მისი კუთვნილი სამეფო ტახტი უნდა გადავიბარო!
თვალი ჩავუკარი. უბრალოდ მისი გაბრაზება მსურდა და მეტი არაფერი. გამომივიდა, ფერი დაკარგა.

_ რაო? დემნამ რა გთხოვა?
_ არა მარტო დემნამ, ესმამაც! მე კი, როგორც ხედავ, ძალიან კეთილი ვარ!_ სულ გამოვიდა წყობიდან.

_ სულელი, სულელი ბავშვები!_ ბურდღუნებდა, როცა ოთახში დავტოვე და ბაბუაჩემის კაბინეტს მივაშურე.

რამაზ ხომასურიძე დიდ შავ სავარძელში იჯდა და მართლაც ადამიანების საწამებლად და სამართავად მოვლენილ დემონს ჰგავდა. ასაკის მიუხედავად ჯერაც მხნე, ზორბა და სიმპატიური. შეხედვისთანავე მოწიწების გრძნობას უჩენდა მნახველს. ინტერესით მიყურებდა. თავიდან ფეხებამდე მსწავლობდა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ისედაც დეტალებში იცოდა ჩემზე ყველაფერი. ტყუილად არ მოისურვებდა იმ ოხერ მემკვიდრეობაში ჩემს მოხსენებას.
თავისი გამჭოლი თაფლისფერი თვალებით პირდაპირ სულში მიყურებდა.

_ გამარჯობა ალექსანდრე!_ სრული სახელით მომმართა, როგორც სჩვეოდა._ დაბრუნდი ვითომ?

გამეცინა.
_ დაბრუნდიო, იმას ეუბნებიან, ვინც ოდესღაც მაინც ახლოს იყო! მე არ დავბრუნდი ბატონო რამაზ. მე მხოლოდ ახლა მოვედი!

_ხასიათით აშკარად დედას ჰგავხარ! ჯიუტი და პრინციპული! ნეტავ დემნა ცოტათი მაინც გგავდეს!_ ჩაიქნია ხელი.

_ ხო დემნა რომ მგავდეს, მე არც გაგახსენდებოდი არა?_ ისევ გამეცინა, არ მეყენია, არც გავბრაზებულვარ. ახლა საკუთარ უპირატესობის შეგრძნებას კარგად ვიაზრებდი. რამაზს ძალიან ვჭირდებოდი და ჩემს დასაბრუნებლად უკან მგონი არაფერზე დაიხევდა.

_ ვხვდები, რაღაც პირობა გაქვს! რა დღე დაგიდგა რამაზ!_ შეუძახა საკუთარ თავს_ მთელი ცხოვრება ამათთვის იშრომე, ამხელა იმპერია წამოჭიმე და ახლა თურმე არავის სჭირდება! იძულებული ხარ, იძულებას მიმართო და ისე დაითანხმო!

_ არ ცდები, შენი იმპერია საერთოდ არ მაინტერესებს! ერთადერთი პირობა მაქვს! დავბრუნდები და შენს შვილსაც დავაბრუნებ, როგორც შენ ეს გინდოდა! სანაცვლოდ კი დადუ ახვლედიანი მინდა!_ ხელები გულზე დავიკრიფე და თვალებში შევხედე.

_ რაო?_ დასჭექა ბაბუაჩემმა._ პეტრეს ქალიშვილზე ამბობ? კი მაგრამ...

_ ვიცი, დემნას საცოლეა, მაგრამ დემნას ის არ უყვარს! არ მგონია, დადუც იწვოდეს დემნას სურვილით!

_ მე მამამისს სიტყვა მივეცი! რევაზ ხომასურიძის სიტყვას კი ფასი აქვს!_ მუჭი დაჰკრა მუხის სქელ მაგიდას.

_ არც ჩემი სიტყვაა ფარატინა ქაღალდი! გინდა ვინმემ ღირსეულიად განაგოს შენი ბიზნესი? კი ბატონო! მაგრამ სანაცვლოდ დადუ ჩემი იქნება!_ მიხვდა, არ ვხუმრობდი.

_ გიყვარს?

_ არა! მაგრამ შემიყვარდება!

_ და თავად გოგომ იცის, ახლა რას აკეთებ?_ ჩაეცინა ეშმაკურად._ ის ისეთი ქვა და კლდე სჩანს, ასე ადვილად რომ ვერ გატეხავ!

_ არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს! ეს ამბავი ჩვენს შორის დარჩება! ისე გააკეთებ, რომ ყველას ეგონოს, ძალით მრთავ ცოლად! მით უმეტეს დადუმ და დემნამ უნდა დაგიჯერონ! პეტრეს კი არ მგონია, პრობლემა ჰქონდეს! პირიქით, თუ დაფიქრდება, გაუხარდება კიდეც!_ წარბი ასწია და ისე შემომხედა.

_ შენ ძალიან საშიში კაცი ყოფილხარ ალექსანდრე! ვერ შეგაფასე სწორად! მაგრამ კარგი! იყოს, როგორც შენ იტყვი! _ საჩვენებელ თითს აკაკუნებდა მაგიდაზე და სამომავლო გეგმებს აწყობდა.

_ ახალი წლის შემდეგ მე და ბელა შენს ოქროს გალიაში დავბრუნდებით! მანამდე კი საკუთარი გეგმები მაქვს!_ ავდექი და დაუმშვიდობებლად წამოვედი. ეზოში დემნას გადავეყარე. გაზონის უზარმაზარ დეკორატიულ ქოთანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ტუჩი ისევ დასიებული ჰქონდა. გამეცინა, გაცოფებული ზურმუხტიფერთვალება მავნე რომ გამახსენდა. დღეიდან ვერც დემნა და ვერც ვერავინ თითს ვეღარ დააკარებდა მას. ახლა მხოლოდ მე მქონდა უფლება, ის ქაჯი წყობილებიდან გამომეყვანა.

_ რაო დემნა, რად მოგიწყენია?_ მხარზე ხელი დავკარი. შემომხედა და გაუხარდა.

_ სანდრი ძმაო! რაო ბებერმა ჰიტლერმა, გადმოგაბარა რაიხი?

_ ჯერ მოლაპარაკების სტადიაში ვართ, მაგრამ შენ არ იდარდო, ტყვეობიდან შენს დახსნას უეჭველად მოვახერხებ!

_ ჩემი გმირი ხარ ძმა!_ ყურებამდე გაეპო პირი. კარიდან მომზირალ დეიდაჩემის მოღუშულ სახეს მოვკარი თვალი.

_ აი დედაშენს დიდად არ გაუხარდა ეს ამბავი!_ დემნამ დედამისს გახედა და ამოიოხრა.

_ ყველას ვერ ასიამოვნებ ძმაო!_ დადუზე სიტყვა არ დამიძრავს. ყველაფერი ბაბუაჩემის გამჭრიახ გონებას მივანდე.

იმ საღამოს დედაჩემს ბევრი ველაპარაკე.
არაფერი დამიმალავს. მან, როგორც ყოველთვის, ახლაც ჩემი პოზიცია დაიჭირა.

_ დროც იყო შვილო! ისედაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს უაზრო უბრობა! მამაჩემი მიხუცდა, რაც არ უნდა იჯიუტოს მაინც მამაა. ისე ეგ დადუნა, როგორია ეგ გოგო, ასე რომ გადაგრია?_ გვერდით მომიჯდა. არასდროს უთქვამს სხვა დედებივით არიქა ცოლის მოყვანის დროაო, ყოველთვის ამბობდა, რომ სიყვარულს თავისი გზა აქვს და ადრე თუ გვიან თავისითაც მოვიდოდა. მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მასაც სურდა, ოჯახი მქონოდა და ბედნიერი ვყოფილიყავი.

_ როგორია? არ ვიცი დედა, მაგრამ მავნეა! ძალიან თავისუფალი და ცოტა არ იყოს თავხედიც! ადვილად ასაღები ციხე_სიმაგრე არ იქნება!_ მასზე ფიქრისას სულ მეღიმებოდა. და ინტერესი მკლავდა, სად იყო, რას აკეთებდა, რას ფიქრობდა, ახლა რას აფუჭებდა?!

რამდენიმე დღე ვამჩნევდი, რომ ნიაკო თავს მარიდებდა. თითქოს ბრაზობდა ჩემზე, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი, რა დავუშავე. ამასობაში ბაბუაჩემისგან ველოდებოდი სიახლეებს. ვიცოდი, პეტრე ნახა და ახალი სასიძოს კადიდატურა შესთავაზა. მაგრამ თავად პეტრე როგორ შეხვდა ამ ცვლილებას, ეს კი აღარ ვიცოდი. წარმომედგინა თავად მავნე როგორ გააფთრდებოდა, როცა ამას ეტყოდნენ. ალბათ იმაზე მეტად გადამემტერებოდა, ვიდრე დემნას. ნიაკოს გავხედე. მოღუშული მითვალთვალებდა და როგორც კი შევხედე, გაქრა.

_ ნიააა! ნიაკოოო!_ მოვიხმე ჩემს ამოჩემებულ მაგიდაზთან.

_ გისმენთ ბატონო სანდრო!_ აშკარად არ სიამოვნებდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.

_ ისევ ეს ბატონო?! ნიაკო მოხდა რამე? ასე მგონია მიბრაზდები კიდეც!

_ გიბრაზდებით?_ თავის შეკავბას ცდილობდა, მაგრამ ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა აქამდე._ არა, რას ამბობთ!

_ ნიააა! დაჯექი და მომიყევი, რა მოხდა!_ ქვეცნობიერად მივხვდი, მისი უხასიათობა მის მავნე დაქალს ეხებოდა. კი არ დაჯდა დაეხეთქა სკამზე. მუჭები მაგიდაზე დააწყო და პირადპირ მომახალა.

_ თქვენ რა ბაბუასაც და შვილიშვილებსაც დადუ თქვენი სათამაშო გგონიათ? იცი მაინც როგორი ჩხუბი მოუვიდა პეტრესთან? ის არ ყოფნიდა იმ სულელ, ყეყეჩ და გაბღენძილ დემნაზე რომ ათხოვებდა? ახლა ... ახლა. .. თქვენღა აკლდით_ გაჩუმდა და ჰაერი ჩაისუნთქა.

მის ზურგს უკან თვალებდაჭყეტილი დემნა იდგა. გამეცინა. ალბათ ასე ხმამაღლა ჯერ არავის გაულანძღავს ხომასურიძეების უმცროსი უფლისწული.

_ რაო, რა თქვა ამ ქაჯმა? ყეყეჩი და სულელიო?_ მაგიდას მოუახლოვდა და საავდრო ღრუბელივით მოქუფრული სახით დააჩერდა საომრად მომართულ ნიაკოს.

_ არც მიკვირს, იმ არანორმალურის დაქალი ნორმალური ვინ იქნებოდა!_დემნას აშკარად გულზე მოხვდა საკუთარ თავზე გაგონილი სიმართლე.

_ რომელი უარესი ხართ ნეტავი!_ გულზე დაიკრიფა ნიამ და ფანჯარას ისე გახედა, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა დემნას.

_ ეს ვინაა, ამდენს რომ ბედავს სანდრი?_ ახლა მე მომაჩერდა გაცოფებული ჩემი დეიდაშვილი. თითქოს პასუხს ჩემგან მოელოდა.

_ გაიცანი ნიაკო ჩემი "ნესის" მმართველი და ჩემი მომავალი ცოლის გადაბმული დაქალი!_ წარვუდგინე მისი თავი დემნას. რომელსაც უეცრად სახე გაებადრა.

_ ჯადოქარი ხარ ძმაო! ამას არადროს დაგივიწყებ! იმ ქაჯისგან შენ თუ მიხსნიდი მარტო! შენი იმედი მქონდა. რა უთხარი ბაბუას ასეთი, ტოო?

_ ტოოო, ტოოო! ვაი შენს პატრონს!_ სახე დაჯღანა ნიაკომ და ხმაც დაიბოხა დემნასავით.

_ ეს მე დამცინის ახლა?_ ისევ მე მომაჩერდა გააფთრებული დემნა.

_თქვენ ხალხი არ ხართ! იცით მაინც, რომ თქვენ გამო დადუ სახლიდან გაიქცა?

_ რა ქნა? _ გულმა ცუდის მოლოდინში გამკენწლა.

_ რა ქნა და სახლიდან გაიქცა. მოვკვდები და მაგ საშინელ კაცს ცოლად არ გავყვებიო! ხოდა გაიქცა!

_ ჩემზე თქვა საშინელიო? მერე ახლა უნდა ამობდე ამას ნიაკო? ყოჩაღ შენ! _ ფეხზე წამოვხტი._ სად გაიქცა, სადაა?

_ არ გეტყვი!_ გაჯიუტდა ნია და წასვლა სცადა, მაგრამ დემნა წინ გადაუდგა.

_ გაიწიე, თორემ მაგ თვალებს ამოგკაწრავ!_ ისე დაემუქრა, აშკარად იყო გამკეთებელი. აქამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ სიბრაზისას არანაკლები იყო თავის კუდიან დაქალზე.

_ახლა უაზრო სიჯიუტის დროა? მაგ შენი პრონციპულობის გამო რამეშარში რომ გაეხვეს შენი საძაგელი მეგობარი, სად მიდიხარ მერე?_ ჩემს სიტყვებზე შედგა. დაფიქრდა. ნიაკო არასდროს ყოფილა დაუფიქრებელი და ახლაც გაანალიზა, რომ სიმართლეს ვამბობდი.

_ ამოღერღე ახლა!_ შეუღრინა დემნამ და მანაც სანაცვლო ბრაზიან თვალთა ისრები არ დააკლო.

_ სად და ჩემს სოფელში წვიდა.
_ სადაა შენი სოფელი?_ ვკითხე მოუთმენლად. რაჭის ერთ_ერთი მაღალმთიანი სოფელი დამისახელა. სადაც ახლა ალბათ წელამდე თოვლი იდო და მოსახლეობა თითებზე ჩამოსათვლელ რაოდენობას არ აღემატებოდა.

_ თქვენ ნორმალურები თუ ხართ? ახლა მანდ წასვლა შეიძლებოდა? ალბათ რამხელა თოვლი იქნება უკვე! _ შევიცხადე გაოცებულმა. ჩემი შეშფოთება ნიასაც გადაედო.

_ ისე იყო გაბრაზებული, გაქცევა რომ ახსენა, უნებურად ჩემი ბაბუის ძველი სახლი გამახსენდა მთაში. ერთხელ უკვე ვიყავით იქ წინა ზაფხულს. ტელეფონი ამოიღო და რეკვა დაიწყო.

_ არ ირეკება! იქ კარგი მიღება არაა! ვაიმე, რა ვქნა, რა გავაკეთო? რამე რომ მოუვიდეს იმ გადარეულს, მართლა ჩემი ბრალი იქნება!_ შეიცხადა და ხელი ლოყაში შემოირტყა მოტირალი დედაკაცივით.

_ ადრე უნდა გეფიქრა მაგაზე!_ ცეცხლს ნავთი მოასხა დემნამ.

_ მისმინეთ! თქვენ აქ დარჩებით და კაფეს მიხედავთ! მე კი მის მოსაძებნად წავალ! ეცადეთ, ერთმანეთი არ დახოცოთ აქ და არც "ნედიკო" გადამიბუგოთ! გასაგებია?!_ თითი მუქარით დავუქნიე ორივეს, ყვინჩილა მამლებივით რომ უბღვერდნენ ერთმანეთს და ჩემი მომავალი, გაგიჟებული საცოლის
საძებნელად გზას მაშინვე გავუდექი. დემნამ და ნიამ ერთმანეთს ისე მტრულად გადახედეს, ვინატრე, მართლაც სულ ცოტა "ნესი" არ გადაეწვათ ერთმანეთან ომში. ათი წუთით სახლში ავირბინე, ორი ხელი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავყარე და რაჭის რომელიღაც, ჩემთვის უცნობი, სოფლისკენ გზას დავადექი. დადუ რამდენიმე საათით მისწრებდა. იქნებ ჩასულიც იყო უკვე?!

გზად არც სანოვაგის ყიდვა დამვიწყებია, მავნეს იმედად ვერ ვიქნებოდი. თერმოსი ცხელი ყავით მქონდა სავსე. ვინიცობაა გაყინული დამხვედროდა სადმე. თავში რამდენიმე არცთუ სასიამოვნო შინაარსის სურათი მიტრიალებდა. რომ არა ზამთარი და თოვლი საერთოდ არ ვიდარდებდი, მაგრამ ნიაკოს თქმის არ იყოს, მის სოფელს ახლა თოვლის სქელ საბნის ქვეშ მშვიდად ეძინა. ვაითუ ვერც კი გაეგო დაუპატიჟებელი სტუმრის მისვლა და სათანადოდ არ შეგებებოდა.

როდის როდის ნიაკოს სოფლის გზასაც დავადექი. ინტუიციით მივიწევდი წინ და ვინც კი შემხვდებოდა გზაზე ყველას ვეკითხებოდი მის ამბავს.
ბოლოს ერთმა გლეხმა ხელით მთის კალთაზე შეფენილი კანტიკუნტი სახლებისკენ მიმითითა და წლების წინ დანგრეული, აშკარად სარესტავრაციო გზისკენ მანიშნა.

_ აი შვილო ამ შარას გაჰყები და ასე ოთხ კილომეტრში მიხვალ. ბედმა გაგიღიმა, რომ ამ მაღალი მანქანით ხარ, თორემ შენს წინ რომ ქალმა გაიარა, ამ დილით, ალბათ სადმე იქნება თოვლში გახირული.

_ მართლა ძია კაცო? შენი თვალით ნახე? მწვანეთვალება გოგოა! მას ვეძებ სწორედ.

_ თვალისფერს არ დავკვირვებივარ შვილო! მაგრამ ძალიან ჯიუტი და გაუგონარი კი არის ეგ შენი გოგო!_ გაეცინა გლეხს. _თუ დაგჭირდეთ, ცოტა ქვემოთ, სამსონი იკითხე და ყველა მიცნობს, მოგასწავლიან.

გულისხმიერ მოხუცს გამოვემშვიდობე და ისევ დადუს გზას დავადექი. მოულოდნელად გზის პირზე წითელი ფერის, ირმის რქებით მორთული მანქანა შევნიშნე და გულმა რეჩხი მიყო. აშკარად ის იყო. ალბათ წითელი ფერი ძალიან უყვარდა ამ გადარეულს. მანქანა მივაყენე და სწრაფად გადავედი.
გარშემო მოვუარე, შიგნით არ იყო. უკვე ბნელდებოდა კიდეც. მანქანა თოვლში სანახევროდ ჩაფლულიყო. აქიდან ალბათ ფეხით გაუყვა გზას. გავიფიქრე და ისევ გზას გავუდექი და ბოლოს მასაც მოვკარი თვალი..

ნელ_ნელა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა წინ. თოვლში ჩაფლულს თავზედაც გამეტებით ათოვდა. მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. მანქანის ხმაზე უკან მოიხედა და ბედნიერმა დამიქნია ხელი.
ალბათ იფიქრა, მშველელი გამომიჩნდაო. მანქანა გავაჩერე. კარი გააღო და კბილების კაწკაწით ისე შემოხტა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის.

_ მადლობა!_ ამოილაპარაკა და სუნთქვას ჯერ კიდევ სიცივის ორთქლი ამოატანა.
გათოშილი ხელები გამათბობელს მიუშვირა.

_ გაგიმარჯოს დადუ!_ საკუთარი სახელის გაგონებებაზე შეკრთა და ინტერესით შემომხედა.

_ შეენ?_ ისე გულწრფელად გაუკვირდა, რომ გამეღიმა კიდეც.

_ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_ შემომიღრინა ავად.

_ შენს გადასარჩენად მოვედი!_ ასეც იყო.

_ არ მჭირდება შენი გადარჩენა!_ მითხრა და ჩემდა გასაოცრად ისევ მანქანიდან გადასვლა დააპირა. კარი ჩავუკეტე სასწრაფოდ.

_ გააღე კარები!_ გამომხედა ავად.

_ არა!_ უცნაურად მსიამოვნებდა მისი სიბრაზე. მანქანა დავქოქე. ცხელი თერმოსი გავუწოდე და ნიაკოს სახლისკენ გავემართე.
მისი პატარა მანქანა კი არა, ჩემი გემივით უზარმაზარი ჯიპიც კი ვერ მიდიოდა გამართულად. ისევ გავბრაზდი მის გაუაზრებელ და აფექტურ საქციელზე. არა, ხომ შეიძლება ნიას არაფერი ეთქვა. ხომ გაიყინებოდა ამ ტყეში? რამდენი საათი იჯდა ნეტავ მარტო მანქანაში? ცერად გავხედე. გულხელდაკრეფილი ჯიუტად დუმდა, თერმოსი გულში ჩაეკრა და ფანჯრიდან იყურებოდა.

_ აბა სადაა შენი დაქალის სახლი?_ ვკთხე, როცა პირველი სახლი გამოჩნდა. ხელით მიმანიშნა, ხმა არ ამოუღია. მეც ვცდილობდი არაფერი მეთქვა ჯერჯერობით. ისედაც ცეცხლს აფრქვევდა ლამაზი თვალებიდან. პატარა სახლი იყო. მყუდრო და თოვლში ჩაფლული. მაგრამ შიგნით ისე ციოდა, როგორც გარეთ.

_ აქ იყავი, რამე შეშას მოვიტან და მოვალ._ ხმაც არ გაუცია. ისე ჩამოჯდა პატარა დივანზე.
სახლს წრე დავარტყი და ალბათ ზამთრისთვის მომარაგებული შეშაც მივაგენი. პატარა ღუმელში ცეცხლი მალევე ავაგუგუნე. შემდეგ სანოვაგე შემოვზიდე და დავაბინავე. დრო და დრო მისკენ ვიხედებოდი. თავიდან უბრალოდ იჯდა, ყავას სვამდა და ღუმელში ანთებულ ცეცხლს მიშტერებოდა თვალმოუშორებლად. მერე კი რომ შევხედე გამიკვირდა. უცხო სახლში სრულებით უცხო კაცის სიახლოვის მიუხედავად, მიწოლილიყო და მშვიდად ეძინა. გაგონილი მქონდა, ადამიანი მხოლოდ მაშინ იძინებს სხვა ადამიანის სიახლოვეს, თუ ქვეცნობიერად მას ენდობაო. მივედი და კარადაში ნაპოვნი თბილი პლედი მივაფარე.
არაუშავს სალაპარაკოდ და ერთამანეთის გასაცნობად დრო ბევრი გვექნებოდა. მე არსად მეჩქარებოდა.

გამხდარი პატარა თითები ლოყის ქვეშ ამოედო და ღუმელის სითბოზე საყვარელი მრგვალი ლოყები ბავშვივით წითლად უღვიოდა. მისი ცქერა მსიამოვნებდა.

ოთახი მოვათვალიერე და მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში პირველად ვიყავი, დეჟავიუს შეგრძნება დამეუფლა. თითქოს სადღაც უკვე მენახა, თუ მეგრძნო ეს უცნაური მშვიდი გარემო და მყუდრო, ბედნიერებით სავსე განწყობა.


4

კარგა ხანს ვიჯექი და მძინარეს ვუყურებდი. ისეთი მშვიდი და ლამაზი იყო. გულში ვფიქრობდი, რომ ამ სახის, ამ ფახულა შავი წამწამების დანახვა, ყოველ დილით, ნამდვილი ბედნიერება იქნებოდა ნებისმიერი კაცისთვის. დიდხანს არ სძინებია, ცოტა ძალები აღიდგინა და სწორედ მაშინ წამოჯდა, მაგიდას რომ ვშლიდი. გაკვირვებული ადგა ფეხზე. მოშორებით დადგა და კისერწაგრძელებულმა გადახედა სუფრას.

_ გშია?_ ვკითხე და სკამი გამოვუწიე.

_ მშია!_ შემომიბღვირა და მოპირდაპირე ადგილზე დაჯდა. გამეცინა. ვიცოდი, ასე მოიქცეოდა.

_ რა ადვილად ამოსაცნობი გოგო ხარ!_ მის გასაგონად ჩავილაპარაკე.

_ ეგ მადარდე ახლა!_ აიბზუა ტუჩი და ცხელი ჩაი მიიჩოჩა. უცნაური ჩვევა ჰქონდა, კი აშკარად ჩვევაში ჰქონდა გამჯდარი, რომ სანამ პირთან მიიტანდა, ჯერ სასმელის სურნელს იყნოსავდა. ახლაც სწორედ ასე მოიქცა. ჩაის სურნელი შეისუნთქა და თვალები განაბა.

_ მიყვარს კენკრის ჩაი! დედას მახსენებს!_ განა საკუთარ თავს მაცნობდა, უბრალოდ განწყობას გამოხატავდა.

უსიტყვოდ ვახშმობდა, დაფიქრებული, ოდნავ სევდიანიც. მოულოდნელად ჩანგალი თეფშზე დადო და ჯიქურ შემომხედა.

_ მოდი ჩავშალოთ ეს სულელური შეთანხმება, ჰა? თუ ორივე ვიტყვით, რომ არ გვსურს დაქორწინება, თავს დაგვანებებენ!_ აშკარად ფიქრობდა, რომ არც მე მსურდა მასზე ქორწინება. ეგონა ჩემთან საერთოს იპოვნიდა და საკუთარ თანამოაზრედ გამიხდიდა.

_სამწუხაროდ, არ შემიძლია!_ ვუპასუხე თავის აუწევლად.

_ რატომ?

_ თუ შენ არ მოგიყვან ცოლად, ბაბუაჩემი მემკვიდრეობას წამართმევს!_ შევხედე და თვალი ჩავუკარი.

_ ანუ.. ანუ ფულის გულისთვის მზად ხარ უსიყვარულოდ დაქორწინდე და იმ ქალის გვერდით გაატარო დარჩენილი სიცოცხლე, ვინც საერთოდ არც კი მოგწონს?!_ გაოცებას და სიბრაზეს ერთმანენეთში ურევდა.

_ ფულის გულისთვის ხალხი ერთმანეთს ხოცავს ჩემო კარგო! თანაც ვინ თქვა, რომ არ მომწონხარ?_ შემფასებლურად შევათვალიერე_ არა გიშავს რა! ცოლად ივარგებ!

_ რაოო?_ წარბები მაღლა აწკიპა გაოგნებულმა. ამას აშკარად არ ელოდა._ შენ... შენ ვინ ყოფილხარ, ჰა? გგონია ზედ შემოგხედავ ოდესმე? გგონია ... ფუუ!_ აღელვებისგან სიტყვებს ვეღარ აბამდა ერთმანეთს.

_რა ვიცი, შენ არ იყავი, ვნებიანად რომ მკოცნიდი იმ საღამოს? არ მგონია, მასე გულგრილი იყო, როგორც თავს მაჩვენებ. თუმცა, თუ არ გენდომება, არც ეგ იქნება პრობლემა! ნუ ნერვიულობ! ხვეწნას არ დაგიწყებ! შენ სახლში იჯდები და ერთგული ცოლის როლს ითამაშებ! მე კიდევ ძველებურად თავისუფლად ვიცხოვრებ! ასე გაწყობს?_ აი აქ კი ამოეწურა მოთმინების მაქსიმუმი.

_ სახლში ვიჯდები?_ ნერვიულად გაეცინა._ ერთგული ცოლის როლს ვითამაშებ, მეე? და იმაზე რას იტყვი საერთოდაც დაქორწინებამდე თუ დავქვრივდები?

ხელში პურის საჭრელი დანა აიღო და ნაბიჯი გადმოდგა. მეც ავდექი და უკან დავიხიე. შუაში პატარა მაგიდა ბარიერად გვედგა.

_ აქვე მოგკლავ და აქვე დაგმარხავ!_ ისე მემუქრებოდა და თვალები ისე უელავდა, მგონი კი იყო ამის გამკეთებელი.

_ რა ვიცი, იქნება დემნა გერჩივნა? და თქვენ ორს შორის ჩავდექი, ჰა? _ ენა წინ მისწრებდა. აღფრთოვანებული შევყურებდი, შურისძიების თუ ომის ქალღმერთს ჰგავდა. არა, ამ მომენტშიც კი სულწასულად მსურდა. აშკარად ცუდად იყო ჩემი საქმე.

_ როგორ მეზიზღები ნეტა იცოდე! ო, როგორ მეზიზღები!_ მოახლოებას ცდილობდა გააფთრებული.

_ არც მე ვგიჟდები შენზე, ვერ ვიტან აფექტურ ქალებს! გიჟო!_ არ ვუთმობდი ცოცხალი თავით. უცებ ერთი საოცარი იდეა დამებადა. გადავწყვიტე ისე შემეშინებინა, რომ აღარასდროს მოსვლოდა თავში დანის აღების და დამუქრების იდეა.

_ მაგრამ გაგიჟდი როგორც გინდა, ცოლად რომ მოგიყვან შეგიყვარდები და თავად შემეხვეწები, რომ შენთან ვიყო! _ ამის თქმა იყო და გაგიჟებული გამოექანა. დანა სწრაფად ავართვი და სანამ გონზე მოვიდოდა იღლიაში გავირჭვე. შემდეგ კვნესით ჩავიკეცე და იატაკზე გავიშხლართე. ადრე ბავშვობაში, მსახიობობაზე ვოცნებობდი და აი დამიდგა ოცნების ასრულების წამი. უცებ ვერ გაიაზრა, მაგრამ ძირს წაქცეული რომ დამინახა, შეშინებულმა იკივლა
ორივე ხელი თავზე შემოიჭირა.

_ მიშველეეთ! _ ისე იკივლა, თითქოს დათვების გარდა ვინმე სულიერი ბინადრობდა იმ მთას შეხიზნულ სოფელში. სიცილი ძლივს შევიკავე. წამის წინ იქვე მიპირებდა დამარხვას.
ცოტა ხანს იდგა გაგიჟებული, შეშლილი თვალებით დამჩერებოდა და მერე სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. ზუსტად ჩემს გვერდით წაიქცა გულწასული.

_ მგონი ვერ გამომივიდა კარგი ხუმრობა!_ ჩავილაპარაკე შეცბუნებულმა და წამოვჯექი. მის უწონო სხეულს ხელი მოვხვიე და გულში ჩავიკარი.

_ დადუუუ! გამოფხიზლდი დადუუ!_ ფრთხილად შემოვულაწუნე ლოყაში. არაფერი შეცვლილა. ავიყვანე და ისევ ტახტზე დავაწვინე. ჭიქით წყალი მოვიტანე და სველი ხელით ვცადე მისი გონზე მოყვანა.

_ დადუუ, პატარაა, გამოფხიზლდი! გაიღვიძე გთხოვ და გეფიცები, თუ ოდესმე ასე სულელურად გეხუმრო!_ თვალები ოდნავ გაახილა და როგორც კი გონზე მოვიდა მაშინვე იატაკს დააცქერდა. ვერც კი გაიაზრა, რომ მის გვერდით ცოცხალი და საღ_სალამათი ვიჯექი.

_ დადუუ!_ ლოყებზე ხელი მოვკიდე და შეშინებულ თვალებში ჩავხედე.

_ რა მოხდა ახლა დადუ? ასე რატომ შგეშინდა? მე ხომ უბრალოდ გეხუმრე?!_ ნელა გაიაზრა ჩემი სიტყვები.

_ მეხუმრე?_ მკითხა და ქურთუკი გადამიწია, დანას ან ჭრილობას ეძებდა.

_ არაფერი არ მჭირს, უბრალოდ გაგეხუმრე!_ მის დასამშვიდებლად სულ გავიხადე მოსაცმელი. _ აი, არაფერი მჭირს!

_ მეხუმრე?_ ისევ ბრაზმა გაიელვა მის თვალებში.

_ მეხუმრე ხომ? ესაა ხუმრობა? ასე ვინ იქცევა?_ტირილი დაიწყო. თან პატარა მუჭებს მირტყამდა მკერდზე.

_ მეგონა ისევ სიკვდილს ვნახე. მეგონა მართლა მოგკალი.

_ რა მოხდა დადუ? რატომ შეგეშინდა?_ მივხვდი, რაღაც წარსული გამოცდილების გამო ეშინოდა. თორემ ხომ ვნახე, რომ აფექტურ და გამოუვალ სიტუაციაში არც კი დაბნეულა.

_ მე უბრალოდ მკვდრების მეშინია! ბავშვობიდან მეშინია! _ გულში ჩავიხუტე, რომ დამშვიდებულიყო.

_ მე აქ ვარ, მომიყევი თუ გინდა! მე მოგისმენ!_ ვუთხარი ჩურჩულით. ისე მოქმედებდა ჩემზე მისი სურნელი, მხოლოდ ის მსურდა, რაც შეიძლება დიდხანს მყოლოდა ასე გულში ჩაკრული.

_ მე შენ არ გიცნობ!_ აცრემლებული მიყურებდა იმ თავისი ზურმუხტებით.

_ გამიცანი მერე, მგონი ამისთვის ბევრი დრო გვექნება!_ გავუღიმე და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკოცნა.

_ უთხარი რა ბაბუაშენს, სხვა გოგო გიპოვნოს!_ აი აქ კი გადამასხა ცივი წყალი._ შენთვის რა აზრი აქვს ვის მოიყვან ცოლად? ან მისთვის?

_ ბაბუაჩემს შენ მოსწონხარ! _ ვუთხარი, რაც შემეძლო სერიოზულად.

_ არ გადამრიო! ანუ იმიტომ უნდა გავთხოვდე ამ საუკუნეში უსიყვარულოდ, რომ ვიღაც განუვითარებელი ღორჯო კაცის ბაბუას მოვწონვარ?!

_ აჰა, აშკარად უკეთ ხარ!_ ვუთხარი, მაგრამ ხელი არ გამიშვია.

_ მომწყდი თავიდან იდიოტო!_ ხელი მკრა და დივნის ბოლოსკენ გაცოცდა._ კარგად დაიმახსოვრე! მე შენ ცოლად არ გამოგყვები!

ამოვიოხრე და მაგიდის ასალაგებლად ავდექი. თვალს არ მაშორებდა და ისე მიბღვერდა, თითქოს უკვე მართლა ჩემი ცოლი იყო და არნაყიდი კაბის გამო მეჩხუბებოდა. ამის გაფიქრებაზე მხიარულად ჩამეცინა. როგორც მივხვდი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გასაბრაზებლად დაიბადნენ, იმიტომ რომ ძალიან უხდებათ ეს მდგომარეობა. სწორედ ასეთი ადამიანი იყო დადუც.

_ როდის მიდიხარ?_ მკითხა დაბღვერილმა.

_სად?_ გამიკვირდა, არსად წასვლას არ ვაპირებდი. ყოველ შემთხვევაში უახლოესი რამდენიმე დღე. გარეთ გადაუღებლად თოვდა. საჭმელ_სასმელი, გათბობა და მყუდრო სახლი მქონდა, თან ეს მწვანეთვალება მავნეც ახლოს მყავდა. სულ რომ გავეგდე, არასად წამსვლელი მე არ ვიყავი.

_ სად და სახლში! ხომ დარწმუნდი, რომ უშენოდაც კარგად ვარ! ახლა წადი!

_ მაგდებ დადუნა?_ მოვისაწ.... თავი._ არ გეშინია, რომ შენი ლამაზი საქმრო დათვებმა შეგიჭამონ?
მაინც გაეპარა ტუჩებზე ღიმილი.

_ ლამაზი არა? უყურე შენ რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?!_ ისევ ამიბზუა ცხვირი.

_ აბა კარგად შემომხედე!_ ინტერესით ამომხედა._ არა მასე არა, ახლოდან!
ვუთხარი და დივანზე ჩამოვუჯექი.

_ დამაკვირდი აბა! ცხვირი ხომ ლამაზი მაქვს?

_ არაუშავს!_ გაეღიმა და ცხვირზე დამაკვირდა. უფრო ახლოს მივიწიე მასთან.

_ თვალები? მთლად შენსავით არა, მაგრამ მგონი არა უშავთ არა?_ თვალებში შემომხედა. მზერა შეეცვალა. რამდენიც არ უნდა ეძახა, რომ სულ არ მოვწონდი ვგრძნობდი, ტყუოდა.

_ მოგწონს?_ არაფერი უთქვამს, თავი დამიქნია.

_ მგონი ღიმილიც ლამაზი მაქვს, არა?_ ჩემი თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა.
იმდენად ახლოს იყო, მისი გულის ცემაც კი მესმოდა. "ჯანდაბას, ახლა თუ არ ვაკოცებ მოვკვდები!" გავიფიქრე და სურვილი ავისრულე. რამდენიმე წამი თავადაც ამყვა, შემდეგ მიხვდა, რომ მოვატყუე და ხელი მკრა.

_ რას აკეთებ? აფერისტი და მატყუარა ხომ ხარ და თავხედიც ყოფილხარ!_ მითხრა გაბრაზებულმა. ქურთუკი მოიცვა და ეზოში გაიქცა.

დივნის საზურგეს მივეყრდენი დაბნეული. ისე მართლა რა ჯანდაბას ვაკეთებდი? რატომ და რისთვის ვირთულებდი დაწყობილ ცხოვრებას? ამის გაფიქრება იყო და მოულოდნელად საკუთარი მანქანის ხმა მომესმა. მაგიდას გავხედე. გასაღები მოეპარა იმ მართლა მავნეს. წამოვხტი ფეხზე და სანამ გარეთ გავვარდებოდი, დაჯახების ხმაც გავიგონე.

_ ჯანდაბას შენი თავი მავნე!!!_ დავიღრიალე და ეზოში გამოვედი.
ლამის წელამდე თოვლში გაქცევას ცდილობდა ეს არანორმალური. მანქანა კი ჭიშკართან მდგარი ხისთვის შეეჯახებინა. გახსნილი აირბაგისგან წარბგახეთქილი ავად ჭყიტავდა თვალებს.

_ შენი ბრალია! სულ შენი ბრალია ყველაფერი!_ იქით აკივლდა, როცა მისი დახმარება ვცადე.

_ ტიპიური ქალი!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. და ღვედი შევუხსენი. წვრილ ზოლად მოყვებოდა ლოყაზე სისხლის წვეთი.

_ მძულხარ, მძულხარ და არც შენი დახმარება არ მინდა!_ მანქანიდან გადმოძვრა. თოვლი მუჭში მოიქცია, მოსრისა და წარბზე დაიდო.

_ არ მომეკარო! არც კი მომიახლოვდე!_ საჩვენებელი თითი მუქარით გამიბზიკა და ბოდიშიც კი არ მოუხდია ჩემი ახალთახალი მანქანა რომ გამინადგურა.

_მე აქ მტოვებდი? ისე წახვიდოდი, რომ აქ მარტოს დამტოვებდი?_ ავედევნე უკან თოვლში საწყლად მობანცალეს.

_ არავის დაუპატიჟიხარ აქ!_ მომაძახა და წაბორძიკდა.

_ მართლა მავნე, აუტანელი ქალი ყოფილხარ! ასე რომ მცოდნოდა, მართლა უარს ვიტყოდი შენზე და რომ გაგათხოვებდნენ დემნაზე ღირსიც იქნებოდი!_ ვუთხარი და ხელში ავიყვანე.

_ დამსვი! _ ჩხუბობდა და თან დასველებული და აკანკალებული მეხუტებოდა.

_ ხომ ხედავ გჭირდები!_ გავუღიმე მედიდურად და თბილ სახლში დავაბრუნე.

სველი შარვალი აიკეცა და ღუმელს მიუჯდა.

_ გაიხადე და გააშრე!_ ვუთხარი და ჩემი სპორტული შარვლის ამოსაღებად მივბრუნდი, რომ ზურგში ვაშლი მომხვდა.

_ მანიაკო! ავადმყოფო! რა გეგმები გაქვს შენს ავადმყოფ თავში!_ უკვე ჩვეულად აყვირდა.

_ ვიღაცას აწუხებს ავადმყოფური აზრები ახლა ვნახეთ!_ დაკეცილი შარვალი ვესროლე._ აჰა, ჩაიცვი სიცხემ არ მოგცეს ამ მთებში! წამლების წამოღება კი მართლა არ გამხსენებია.

ჯერ ეჭვით მიყურა. მერე შარვალი აიღო და შეათვალიერა.

_ იმედია არ მოგიჭრეს!_ დავცინე სიმაღლის გამო.

_ მიბრუნდი!_დამეჯღანა და თვალები დამიქაჩა.

_ მივბრუნდი!_ ვუთხარი და ფანჯრისკენ შევტრიალდი.

_ არა! გადი!_ მის ჭირვეულობას საზღვარი არ ჰქონდა.

_სად გავიდე, სულ ერთი ოთახია!

_ გარეთ გადი!_ მიბრძანა ამ პატარა დესპოტმა.

_ გარეთ ცივა!_ ვიუარე მე._ მენდე, არ მოვიხედები, თან არ მგონია დიდად დასანახი იყოს რამე!

თან ენას არ ვაჩერებდი, მსიამოვნებდა მისი გაბრაზება.

_ გენდო არა? კი როგორ არა! მაშინ მე გავალ!_ შარვალს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა.

_ ღმერთო ჩემო!_ ამოვიოხრე და სახლი დავტოვე.

ეზოში ვიდექი და დათოვლილ მთებს გავყურებდი. თან მავნეზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ბედნიერად ვიღიმებოდი. რაღაც პირველყოფილი კმაყოფილება მეღვრებოდა გულში. სიმშვიდის შეგრძნება. სამყაროსგან შორს, მთებში გახიზნულს, ხის ქოხში სითბო და სიმყუდროვე მელოდა და ის ერთადერთი მეგულებოდა, ვის გამოც ამ მიყრუებული მთების ხიზანი ნებაყოფლობით გავხდი.

_ შემოდი!_ მომესმა ქოხოდან და სანამ კარს შევაღებდი საკუთარ თავს დავპირდები. აქედან მანამ არ დავბრუნდებოდი ქალაქში, სანამ ეს საოცრად აუტანელი, ჩხუბისთავი და მავნე ქალი ჩემი საკუთრება არ გახდებოდა. და თან ბაბუაჩემის მემკვიდრეობაზე დემნას სასარგებლოდ მაინც უარს ვიტყოდი. მე მხოლოდ მავნე მსურდა, მეტი არაფერი.



5

_ მობილური არ იჭერს! არადა მაშინ რომ ვიყავით, მახსოვს პრობლემა არ ჰქონდა!_ ბუტბუტებდა თავისთვის და თავისზე ორჯერ გრძელ შარვალს სასაცილოდ დააფართხუნებდა. წარბი შესიებოდა, მაგრამ ჭრილობის დამუშავება აზრადაც არ მოსდიოდა.

_ ალბათ დიდთოვლობის გამო ანძა გაფუჭდა! ხდება ხოლმე მაღალმთიან სოფლებში!_ ჩემს ნათქვამზე ტუჩაბზუებულმა გამომხდა.

_ ძალიან იცი შენ, რა ხდება სოფლებში! ალბათ შენს ქალაქურ კომფორტს სამ დღეზე მეტხანს არც დაშორებიხარ!_ რატომ ჰქონდა ჩემზე ასეთი შეხედულება? საკუთარი თავი შევათვალიერე. არადა მიყვარდა განმარტოება და ხშირადაც გავურბოდი ქალაქის ღრიანცელს.

_ მართლა ასე ფიქრობ?_ ვკითხე ინტერესით.

_ ჰოო!_ ახლა სახლის მეორე კუთხეში ეძებდა არარსებულ კავშირს.

_ იქნებ ჯერ ჩემი გაცნობა გეცადა? ცოტა დრო მომეცი, დამაკვირდი და იქნებ არც ისე ცუდი ვარ, შენ რომ გგონია?_ ჩაეცინა, მაგრამ არც კი მობრუნდა. ვითომ სულ არ ვადარდებდი.

_რატომ ხარ ჩემს მიმართ ასეთი აგრესიული, არ მესმის?!_ მინდოდა მიზეზი ეთქვა.

_ იმიტომ ხომ არა, რომ მყიდულობ? თავი შუასაუკუნეების გლეხის გოგო მგონია!

_ გლეხის გოგო რატომ?_ გამეცინა მე,_ უფრო თავადის ქალს ჰგავხარ! მამა რომ უფლისწულის ცოლობას უპირებს!

_ ერთი და იგივეა რომ იცოდე! ორივე შემთხვევაში აზრს არავინ მეკითხება!

_ შენ რა გინდა დადუ? რაზე ოცნებობ? რისი გაკეთება გინდა?_ დივანზე ჩამოვჯექი დაინტერესებული.

_ მე..._ დაფიქრდა_ სინამდვილეში კულინარია მიყვარს, ნიაკოსთან ერთად პატარა რესტორნის გახსნაზე ვოცნებობდი. მას მერე რაც "ნესი" წაგვართვი, ეს ოცნებაც მოკვდა წერასთან ერთად! ეჰ, ის ფინანსებს მიხედავდა, მე სამზარეულოს. საფირმო კერძს შევქმნიდი, ისეთს, რისთვისაც ქალაქის ბოლოდანაც ივლიდნენ კლიენტები. მაგრამ ჯერ მინდოდა ეს საქმე უკეთ მესწავლა, საფრანგეთში წასვლა მინდოდა, თან ბლოგს გავაკეთებდი და ამაზე დავწერდი რამეს. მაგრამ...მაგრამ თურმე გასასხვისებელ პრინცესად დავიბადე! ოცნებები არ აგვიხდა ბატონო სანდრო! მე დედა მომიკვდა, ნიაკოს მამა კი გაკოტრდა და კაფე დაკარგა.

_ და ეგ ჩემი ბრალია? მაგის გამო არ მენდობი, რომ ბოლომდე გაკოტრებული კაფე შევისყიდე?_ ამას კი არ ველოდი. ნიაკოსაც კი არასდროს გამოუხატავს საყვედური ამის გამო.

_მე არა, ვიღაც სხვა იქნებოდა. ბიზნესი ხომ ერთგვარი თამაშია არა? ხან მოიგებ, ხან წააგებ!_ თითქოს თავის დაცვა ვცადე.

_ კარგი თამაშია კი, ხან ბავშვობის მეგობრის მამის ლამის უსულო სხეულს ასწევ საკუთარი მხრებით დახმარების მოსვლამდე!_ გავშრი. რას ამბობდა? ნუთუ ამას გულისხმობდა?

_ გაგიკვირდა არა? მეც გამიკვირდა საკუთარი თავის, როცა გავიაზრე, რაც გავაკეთე! იცი რა განვიცადე მაშინ? _ თითქოს რომ თქვა ამოისუნთქა. თითქოს ოდნავ მოეშვა. დივნის მეორე ბოლოში დაჯდა.

_ ბინძური რამაა ეგ თქვენი ბიზნესი! მე კარგად ვიცი და კარგად მესმის ეს. ვიღაც ვიღაცის გაკოტრებით სარგებლობს უცოდველი სახით, ვიღაც შვილს ჰყიდის სარფიან ფასად, ვიღაცას ცოლი მოჰყავს მემკვიდრეობის გამო! თქვენ_ ხელით თითქოს ერთ დიდ ქვაბს ამოურია._ თქვენ ყველანი ერთნაირები ხართ! დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ! აუცილებლად გასწირავთ ვიღაც თქვენზე სუსტს! როგორც შენ ნიაკოს მამა გასწირე, თუნდაც შენდაუნებურად! როგორც მამაჩემმა დედაჩემი და ახლა მეც იგივეს მიპირებთ, მაგრამ მე დადუ ახვლედიანი ვარ! ვინმეში არ შეგეშალოთ, არც შენ, არც მამაჩემს და არც ბაბუაშენს! გასაგებია ახლა?_ გამომხდა და თვალებში უცნაური ტკივილნარევი ბრაზი გაუკრთა. მაშინ მივხვდი, ამ ქალის გულს ასე უბრალოდ ვერ მოვიგებდი. მას თავს მხოლოდ გულწრფელობით თუ მოვაწონებდი. სხვა შემთხვევაში, მიუხედავად ჩემდამი აშკარა სიმპათიისა, აუცილებლად გამექცეოდა.

ქურთუკი ჩავიცვი და გარეთ გავედი. დადუს სიტყვებამდე არც მიფიქრია, თუ ჩემი, ერთი შეხედვით სწორი, ნაბიჯით ბიზნესში ვინმე ასე დავაზარალე. არ მიფიქრია, თუ ნიაკოს მამის დეპრესიის ბოლო წერტილი კაფის დაკარგვა იყო სწორედ. ალბათ ამის გარეშეც ზღვარზე დადიოდა, მაგრამ ....
სადღაც წავიკითხე ერთხელ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ჯაჭვივით არის ერთმანეთზე გადაბმული და ჩვენი ერთი უმნიშვნელო ნაბიჯი ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი ხდება და აჰა, ამ სიტყვების ჭეშმარიტი მტკიცებულებაც ჩემს წინ იყო.

პატარა გუნდა გავაკეთე და ფუმფულა თოვლში გავაგორე. წამში გაიზარდა, გაბევრდა და უზარმაზარ გუნდად იქცა. ბავშვობა გამახსენდა. დრო, როცა მე და დედა მარტოობაში ვცდილობდით თავის გადარჩენას. როცა ეზოში საგუნდაოდ გასულს ხელთათმანების ნაცვლად წინდები მეცვა, რადგან უბრალოდ მათი ყიდვის თავიც არ გვქონდა. ზუსტად იმ წამს ბაბუაჩემი ფუფუნების ყველა სიკეთით სარგებლობდა და საკუთარი შვილი და შვილიშვილი "ხალხი რას იტყვის" მიზეზით მოძულებული ჰყავდა. არა! რა დამავიწყებდა იმ წლებს? ახლა კი რამაზს მე კი არა, ჩემი უნარების ხელში ჩაგდება სურდა. რათა მოსამართი სათამაშოსავით გამოვეყენებინე, ოდესღაც კეთროვანივით მოძულებული, არასასურველი ბავშვი. გამეცინა.

_ დადუუუ! დადუ გამოდი გარეთ!_ დავუძახე ხმამაღლა. უცბად გამოიხედა შეშფოთებულმა. ეზო მოათვალიერა და საფრთხე რომ ვერ დაინახა აბუზღუნდა.

_ ნეტა რა გაღრიალებს?
გუნდა გავაკეთე და ვესროლე. ჯერ გაბრაზდა, მაგრამ მეორეც ვესროლე. თითქოს საომრად ვიწვევდი.

_ ასე არა?! _ მოწკურა თვალები.

_ რაო მავნე, ხომ არ გეშინია ჩემი?_ გავძახე და ახალი გუნდა მოვიმზადე.

_ მხოლოდ შენს ოცნებებში!_ დაიხარა და სწრაფად დაიწყო თოვლის დამრგვალება.
გამეტებით მსვრიდა გუნდებს და მე ამის უფლებას ვაძლევდი, ვერ ხვდებოდა ამ უცნაურ ომში პოზიციებს რომ კაგავდა და ნაბიჯ_ნაბიჯ რომ მიახლოვდებოდა. ბოლოს ისე ახლოს აღმოჩნდა, წამით გაუკვირდა კიდეც. დავიჭირე და ხელები ძლიერად მოვხვიე.

_ დადუ ყველაფერი დავივიწყოთ და ეს რამდენიმე დღე უბრალოდ თავისუფლად ვიცხოვროთ, არ გინდა?_ ვკითხე გულში ჩახუტებულს.

_ თავისუფლად? რამდენად თავისუფლად?_ მკითხა ინტერესით.

_ რამდენადაც გაბედავ?_ თვალი ჩავუკარი. იმ მავნემ კი ხელში შერჩენილი გუნდა პირდაპირ ცხვირ_პირში შემაზილა.

_ იოცნებე სანდრო, იოცნებე!_ იცინოდა და თავისდაუნებურად სრულებით თავისუფალი იყო იმ დარდისგან და კომპლექსებისგან, ასე უჩუმრად გამუდმებით თან რომ დაატარებდა თურმე.

ახალ წლამდე დარჩენილი სამი დღე მშვიდად და მხიარულად გავატარეთ, შიგადაშიგ ჩხუბში და ბუზღუნში. მაგრამ იმაზე ბევრად მშვიდად, ვიდრე წარმომედგინა.

_ რა ცუდია, რომ ინტერნეტი არ გვაქვს, ფილმებს ვუყურებდით!_ ისურვა ერთ საღამოს დადუმ. _არ მეგონა ასე თუ ვიყავი ინტენეტზე დამოკიდებული!

_ რა ფილმი გინდა?_ ვკითხე და გამახსენდა, რომ მანქანაში მეხიერების ბარათი მქონდა წინა დასვენების დღეებიდან შემორჩენილი. სადაც რამდენიმე მელოდრამა მქონდა ყოველი შემთხვევისთვის ჩაწერილი.

_ რამე სასაცილო მინდა! არ მიყვარს მტირალა ფილმები!

ავდექი და ბარათი ამოვუტანე.

_ აჰა დადუნა შენი ფილმები!_ გავუწოდე სიცილით. გამორთმევა რომ დააპირა უკან გავწიე.

_ უფასოდ გინდა?_ ახლა თავად გაეცინა.

_ ბაბუას ჰგავხარ, შენც სულ სარგებელს ეძებ!_ დამცინა და მიზანშიც მოარტყა ამ საძაგელმა.

_ ფული რად მინდა, მაგას არ ვგულისხმობ ქალბატონო!_ ვუთხარი მიამიტი თვალებით
.
_ აბა რა გნებავს?_ უკან დაიხია ერთი ნაბიჯით.

_ კოცნაში გიცვლი!_ ბარათიანი ხელი მაღლა ავწიე.

_ ვაითუ სულელური ფილმებია და სულაც არ ღირს კოცნად?_ ეშმაკურად გაეღიმა დადუს.

_ არჩევანი გააქვს როომ? თუ არ გინდა, ნუ გინდა!_ ავიჩეჩე მხრები.

_ კააარგიი!_ ჩაილაპარაკა და იმ უკან გადადგმული ნაბიჯით ისევ ჩემს წინ დაბრუნდა. მწვანე თვალები მინახავს, როგორ არა, მაგრამ ასეთი უცნაური მწვანე, ალბათ არასდროს. ხან თბილი თაფლისფერი დაჰკრავდა, როგორც ზურმუხტს, როცა ხასიათზე იყო. როცა ბრაზობდა ნაცრისფერ_ ნეფრიტისფრად უელავდა. ხოლო როცა ტიროდა ჭაობებივით უმუქდებოდა, ნაპირებთან მუქი მწვანე მახრჩობელა რგოლით.
ახლა სწორედ მოთაფლისფერო ციმციმი ახლდა მის მზერას და სხეულში აღტაცების ჟრუანტელად მივლიდა

ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და თვალი მის ტუჩებს გავუშტერე. ხელები მხრებზე დამაწყო და ფეხის წვერებზე ნელა აიწია
.
_ ჯანდაბა დადუ!_ ჩავილაპარაკე, ხელი მოვხვიე წელზე და ტუჩებში ვაკოცე. მანამ ვერ მოვედი გონს, სანამ ისევ თავად არ შეეცადა ჩემს თავიდან მოშორებას.

_ მაპატიე!_ ვუთხარი და გავუშვი. წამით მიყურა უცნაურად და მერე თვალი ამარიდა. კუთხეში მდგარ საწოლზე ჩამოჯდა, სადაც ეს დღეები თავად ეძინა.
არ ვიცოდი რა მექნა. ვერ მივხვდი ბრაზობდა თუ არა ჩემზე.

_ მოდი!_ ხელი საწოლზე დადო თავის გვერდით._ მოდი ფილმს ვუყუროთ! მომეცი ბარათი!
ბედნიერს გამეღიმა. ასე გაუაზრებლად ვეხვეოდი მისი სურვილის მახეში. ბარათი? სული რომ ეთხოვა, ალბათ იმასაც მივცემდი.

ვინმე მოგწონებიათ იმდენად, რომ მისდამი დაუძლეველი სულისშემხუთველი სურვილის მიუხედავად, მისი ერთი ცრემლის შიში გამხდარა ბარიერი და საზღვარი თქვენთვის?! თუ არა, ვერ გაიგებთ რა მახეზე ვსაუბრობ ახლა. თუმცა მაშინ მეც არაფერი ვიცოდი, ამის შესახებ. მავნემ თავის თავივით მავნე "გაქცეული პატარძალი" ამოარჩია და ჩართო.

_ რა იყო ინსტრუქტაჟს გადიხარ?_ ვკითხე და მის გვერდით მოხერხებულად წამოვწექი საწოლზე. შუაში გაშლილი ნოუთბუქი გვედო.

_ ხოო, ზუსტად ქორწილიდან გავიქცევი ჯულიასავით და დაგტოვებ გაღიმებულს!_ გაეცინა მხიარულად.

_ გაიქცვი და სხვას მოვიყვან ცოლად იმ წამსვე!_ დავეჯღანე მე.

_ გულს ნუ მიკლავ ბიჭოო!_ დამცინა და ფილმის სიუჟეტში ჩაიძირა. თუმცა დადუ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნოდა ფილმებს რომ ვერასდროს უყურებენ ბოლომდე. ოცი წუთი არ იყო გასული უკვე მშვიდად ფშვინავდა მკლავზე თავჩამოდებული. ავდექი და საწოლში ჩავაწვინე. მერე გვერდით მივუჯექი და ფილმის ყურება გავაგრძელე. ფილმი კი არა განწყობა იყო საოცარი და ვერაფრით დავთმე. დადუ ჩემ გვერდით , თბილი საბნის ქვეშ, მხიარული მელოდრამა, ღუმელში ცეცხლი და ფანჯრისმიღმა თოვლი.
იყო ამ სიმშვიდეში და სიჩუმეში საოცარი ხმაური, რაც ასე მამშვიდებდა, დადუნას სუნთქვის ხმა, ჩემი გულისცემის და ღუმელში შეშის ტკაცუნის.

რაღაც რახუნმა გამაღვიძა დილით. დადუნას სურნელში გახვეულს ჩამძინებოდა მის საწოლში.

_ დღეს ახალი წელია! ჩვენ კიდე არაფერი აღარ გვაქვს!_ პროდუქტებს ათვალიერებდა მავნე და თავისთვის ბურტყუნებდა. გამეღიმა. უახლოეს პერიოდში ჩემი ოჯახური დილის იდილია ალბათ ზუსტად ასეთი იქნებოდა.

_ არც ნამცხვარი, არც ჩურჩხელა, არც გოზინაყი! ეს რანაირი ახალი წელია?_ ქოთქოთებდა პატარა ხის კარადაში შემძვრალი. გულაღმა გადავბრუნდი და დაბალ ჭერს ავხედე.

_ხედავ? ახალი წელია და შენ არაფერი არ გჭირდება მის გარდა!_ ვუთხარი საკუთარ თავს.

_ რაო გაიღვიძე უფლისწულო!_ თავზე დამადგა დოინჯებშემორტყმული.
_ ახლა რა ვქნათ?!

_ რა უნდა ვქნათ?_ ისე გავიოცე, ვითომ არ მესმოდა მისი წუწუნი

_ გოზინაყი არ გვექნება!

_ მერე რა?_ გავუღიმე.

_ არც ნამცხვარი!

_ მერე?_ წამოვჯექი საწოლში.

_ არც ნაძვის ხე! მერე? რაღა მერე! არაფერი არ გვექნება!

_ ერთმანეთის მეტი!_ მის წინ ჩამოვჯექი საწოლზე.

_ ერთმანეთის?_ ახლაღა მიხვდა სიტუაციის ინტიმურობას. უკან დახევა სცადა, მაგრამ არ გავუშვი.

_ ერთმანეთის გარდა!_ გავუმეორე ჩურჩულით.

_ არც საჩუქრები გვექნება!_ ისევ წუწუნებდა.

_ მე ჩემს თავს გაჩუქებ, გინდა?_ ვკითხე ეშმაკური ღიმილით.

_ სანაცვლოდ მე რა გაჩუქო?_ მკითხა წამიერი დუმილის შემდეგ.

_ კოცნა!_ ისე ძალიან მსურდა, ისე მსურდა, ჭკუიდან მშლიდა მისი პატარა ლამაზი ტუჩები. ამის მეტი იმ წამს მართლა არაფერი არ მინდოდა.
მაგრამ მინდოდა თავად სურვებოდა ეს. მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი საჩუქარი თავად იყო და მე იმ წამს მართლა არაფერს ვნატრობდი მის გარდა.

6

_ შენ ხუმრობ, მაგრამ მართლა ასე უნდა შვხვდეთ ჩვენს პირველ ახალ წელს?_ ამიციმციმა თავისი გონისამრევი ზურმუხტები. "ჩვენს პირველ ახალ წელს" ამაზე კარგი რა უნდა გამეგონა იმ დილით?
თუმცა დადუ მართალი იყო. დრო იყო იქაურობა დაგვეტოვებინა.

_ თუ ცოტა ხნით თოვლში სიარული არ შეგაშინებს, აქ ერთი მეგობარი მყავს._ მხოლოდ ახლაღა გამახსენდა ის მოხუცი კაცი, პირველად რომ გზა მომასწავლა. რა ერქვა? სამსონი! ვიფქრობ მოულოდნელი სტუმარი არა თუ შეაშინებდა მოხუცს, არამედ გაახარებდა კიდეც.

_ მეგობარი?_ გაუკვირდა დადუს._ და ამას ახლა მეუბნები?

_მეც ახლა გამახსენდა._ გაოცებულმა შემომხედა_ მიდი გავემზადოთ! ისედაც პრიდუქტი გვითავდება. მანქანაც მოსპე და და ამინდი შესაძლოა სულაც გაუარესდეს. ასე რომ ჩვენთვის აუცილებელიც კია სამსონამდე მივიდეთ._ არაფერი აღარ უთქვამს. სწრაფად მოვაგროვეთ ნივთები და წასასვლად მოვემზადეთ. ჩემს თავზე არ ვდარდობდი, მაგრამ დადუ რამდენად შესძლებდა ლამის წელამდე თოვლში სიარულს, ეს კი ნამდვილად მაღელვებდა. თუმცა ეს გოგო ნამდვილი კერკეტი კაკალი იყო. იმაზე ბევრად ამტანი მე რომ მეგონა. წინ მე მივდიოდი და გზას ვუკვალავდი. დადუ უხმოდ და უსაყვედუროდ მომყვებოდა უკან. ისედაც დამრეც გზას თოვლი კიდევ უფრო ართულებდა და თოვლზე მეტად სველი ტანსაცმელი მაღიზიანებდა. მის მანქანამდე რომ მივაღწიეთ, ისე გაუხადა, თითქოს დაქოქავდა და ამ თოვლის სამეფოს თავს ასე დავაღწევდით.

_ დაიღალე დადუ? ხომ არ დავისვენოთ?_ ვკითხე გამამხნევებელი ღიმილით. იდგა დაფიქრებული და თოვლიან მთებს გაჰყურებდა.

_ მადლობა სანდრო!_ მითხრა მოულოდნელად_ მადლობა, რომ უკან გამომყევი და ახლა აქ მარტო არ ვარ, მშიერი და გაყინული.
სულაც არ იყო ისეთი ქვა და კლდე, როგორადაც თავის მოჩვენებას ცდილობდა.

_ წამოდი წავიდეთ! _ხელი გავუწოდე და თითები ნდობით ჩამჭიდა.
მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ ის მართლა მენდობოდა და თუ დადუ ჩემს და ბაბუჩემის შეთანხმებას გაიგებდა ამ ტყუილს არასდროს მაპატიებდა. მივხვდი, სიმართლის თქმის წამი იდგა. თუმცა ვერ ვხვდებოდი , როგორ ამეხსნა ჩემი მისით ეს აკვიატებული ინტერესი.

_ დადუ, რაღაც უნდა გითხრა!

_ ახლა?_ გაეცინა. სიცივისგან ცხვირის წვერი გასწითლებოდა.

_ ახლა ხო! ახლა უნდა გაიგო ეს! მერე გვიანი იქნება!_ გაჩერდა და წინ დამიდგა.

_ გისმენ!
_ დადუ, როცა იქ კლუბის წინ მაკოცე... გადავწყვიტე, რომ ...

_ რა გადაწყვიტე?

_ რომ ამის მერე შენი კოცნის უფლება მხოლოდ მე უნდა მქონოდა და როცა გავიგე, რომ... დემნას საცოლე იყავი...

_ როცა გაიგე , რომ შენი დეიდაშვილის საცოლე ვიყავი, ეს ნიშნობა ჩაშალე არა?_ მხიარულად გაეღიმა.

_ შენ რა იცი?_ გამიკვირდა რომელია? თვალები შუბლზე ამასხდნენ.

_ მამაჩემის და ბაბუაშენი საუბარს მივაყურადე!_ ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს სულ არაფერი.

_ ზუსტად ამიტომ გავბრაზდი შენზე და აქ გამოვიქეცი! თორემ რა აზრი ჰქონდა მაშინ, შენ იქნებოდი თუ დემნა? მე შენმა თავხედობამ გამაბრაზა. მეგონა ერთი ფულს დახარბებული ამპარტავანი და თავხედი კაცი იყავი. მაგრამ ახლა შენი მჯერა სანდრო. _ ხელი მომკიდა და თითები მომიჭირა._ იმედს ნუ გამიცრუებ!

_ რას ელოდები ჩემგან დადუნა?_ ვკითხე გულმოწურულმა.

_ სწორ და ღირსეულ ნაბიჯს !_ მიპასუხა და გამიღიმა. თვალებში ჩავხედე და სისუფთავის და სილამაზის მეტი ვერაფერი დავინახე.

_ მაგრამ მე მიყვარხარ დადუ!_ ჩემდაუნებურად წამომცდა მისით მონუსხულს. ოდნავ გაეღიმა.

_მით უმეტეს ალექსანდრე! _ მიპასუხა რაღაცნაირი თბილი ხმით.

სამსონის სახლს ადვილად მივაგენით. რომ დამინახა, მაშინვე მიცნო. გაუხარდა.

_ ვიცოდი, აქეთ გამოგდენიდათ ეს ოხერი თოვლი ბავშვებო! სიყვარული კარგია, მაგრამ მშიერ კუჭს მაინც ვერ აძღობს!_ მის ნათქვამზე დადუსკენ გავაპარე თვალი, თბილ ღუმელს რომ მიკვროდა.

_ასე გვეტყობა ძია სიყვარული?_ ვკითხე დაეჭვებულმა მასპინძელს.

_ ლამის საუკუნე გამოვძალე ამ ძუნწ სიცოცხლეს შვილო! მე თუ სიყვარული ვერ შვამჩნიე, გამოდის არ მიცხოვრია! თორემ თუ სიყვარულმა არა, მაშ რამ მოგიყვანა მის საძებნელად ამ მიყრუებულ მთებში?_ მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა. რა იყო ეს? ერთი ნახვით სიყვარული? ნუთუ ასეთი რამ მართლა ხდება? და ნუთუ ეს მე შემემთხვა?

ის ახალი წლის ღამე იმ თბილ და სტუმართმოყვარე ქოხში გავათენეთ, უფრო სწორედ მე და ჩემმა მასპინძელმა ვათიეთ, თორემ დადუს იქვე ღუმელთან მიდგმულ საწოლზე მიწოლილს მშვიდად ეძინა. ჩემი ბრძენკაცი მასპინძელი კი, ათასი დარდის და ორი ამდენი სიხარულის მნახველი, მიამბობდა ამბებს საკუთარი წარსულიდან. მიამბობდა იმ ადამიანის ცხოველი მონდომებით, ვისაც საკუთარი მარტოობა ერთდროულად მობეზრებულიც ჰქონდა და მიჩვეულიც იყო მას.

_ზაფხულში რა გვიჭირს, სოფელში ცოტა ხნით მაინც მოდის ბადიში, მაგრამ ზამთარი მარტოობის ასი წელიწადიაო!_ მიყვებოდა გაუტეხელიამ ხმით, მაგრამ უძირო სევდით და ნაღველით.

_ მე კი და რამდენიმე ჩემისთანა ჯიუტი ბერიკაცი ფუძეს ვერ ვღალატობთ, რადგან სანამ ჩვენ აქ სიცოცხლის მცველებად ვდგავართ, სოფელს ნასოფლარი ვერ დაერქმვა! მერე კი... მერე რაც მოსახედენია მაინც ის მოხდება. თუმცა დამიჯერე, დრო მოვა და ყველა დაუბრუნდება საკუთარ ნასოფლარს. მე ვეღარ, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ერთ დღეს ეს ბებერი მთები მაგ სასწაული დაბრუნების ამბავსაც მოესწრებიან._ ისეთი რწმენით ჩაილაპარაკა მასპინძელმა, თითქოს რაღაც წინასწარმეტყველება იცოდა და წინასწარ მოყოლის უფლება კი არა ჰქონდა. მეორე დღეს ცხენები შეგვიკაზმა.

_ ამათ ვინღა დააბრუნებს ძია?_ ვკითხე გაოცებულმა. ეშმაკურად ჩაეცინა.

_ თქვენ უთხარით: პატრონთან სახლში დაბრუნდითო და ნახავთ ამათ ჭკუას და გონებას!
და მართალიც აღმოჩნდა. სახლი და პატრონი როცა ვუხსენეთ, ერთი დაიჭიხვინს და სულ ჭენებით გაბრუნდნენ უკან.

_ ამ კაცთან აუცილებლად დავბრუნდები ერთ დღეს, მადლობის სათქმელად!_ ჩაილაპარაკა მადლიერმა დადუმ.

ქალაქში დავბრუნდით და ახლაღა გამახსნდა ის ორი შეშლილი, მარტო რომ მყავდა კაფეში მიტოვებული და ცუდი წინათგრძნობით გამაკანკალა.

_ იმდია ცოცხლები მაინც დამხვდებიან და აღარაფერს ვჩივი!_ ვუთხარი დადუს და ტაქსის მძღოლს კაფის მისამართი ვუკრნახე.
და თქვენ უნდა გენახთ ჩემი გაოცება , როცა დემნა ბარისტას ადგილზე დამხვდა გამოჭიმული, მთელი სერიოზულიბით უმზადებდა კლიენტს ყავას.

_ ნია? დროზე სასწრაფოს გამოუძახე!_ ვუჩურჩულე ღიმილით მომიზრალს გოგოს_ მგონი ცუდადაა დემნა.

_ რაც თქვენ აქ არ ხართ, დემიკო ამ საქმეს ასრულებს და ჯერ ცუდი არაფერი მომხდარა!_ გაოგნებული მთელი ტანით შვბრუნდი მისკენ.

_ ვინო, რა თქვი?_ ჩავეკითხე და ჩემზე არანაკლებ გაოგნებულ დადუს გავხედე.

_ დემნა! დემნა ვთქვი!_ ისე სერიოზულად მიპასუხა ნიამ, რომ ეჭვიც კი შემეპარა გაგონილში.

_ რა ხდება აქ ნია?_ იკითხა მოულოდნელად დადუნამ სწორედ ის, რაც მეც ასე ძალიან მაინტერესებდა.

_ ჩემი მოწოდება ვიპოვნე ძმაო!_ მითხრა დემნამ და ფინჯანი ყავა მომიჩოჩა. უნდობლად ავიღე ფინჯანი და დადუნასავით ჯერ დავყნოსე ცხელ სითხეს, შემდეგ ოდნავ მოვსვი და ჰოი საოცრებავ! ყავა კი არა, შედევრი აღმოჩნდა.

_შანსი არაა!_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა.
_ ძალიანაც კარგადაა!_ უცებ გადაეფოფრა ნია ჩემს უსაქმურ და ქარაფშუტა დეიდაშვილს.

_ იცი, რომ უკვე თავისი კლიენტურაც კი ჰავს? სპეციალურად მისი ყავისთვის რომ მოდიან ისეთები!
_ ნია? კარგად ხარ? შენ რა ამ შერეკილს იცავ?_დადუს არ დავიწყებოდა დემნს აუტნელი ქცევები.
_ უბრალოდ იმას ვამბობ, რომ..._ უცნაურად დაიბნა ნაი_რომ ადამიანს რაც კარგი აქვს ის არ უნდა დავუკარგოთ! რა არის აქ ასეთი?

_ დაა ანიტამ იცის ეს ამბავი?_ სიმწრით ჩამეცინა, როცა წარმოვიდგინე რა დღეში ჩამაგდებდა დეიდაჩემი, თუ გაიგებდა, რომ მისი უფლისწული ჩემს კაფეში უბრალო ბარისტად მუშაობდა.

_ არა! _ მხრები აიჩეჩა დემნამ._ მარტო ესმამ იცის ჯერ.

_ ხოდა ჯობია ხმამაღლა ნურავის ეტყვი ამ ამბავს, თორემ ეჭვი მაქვს დედაშენი ინფარქტს მიიღებს და დაობლდები! _ გავაფრთხილე დემნა. შკარად ვიცოდი, ეს ამბავი ზვავივით აგორდებოდა და გზად ყველაფერს წალეკავდა. მათ შორის ჩემს გეგმასაც, რომ ბაბუაჩემის ანდეძზე უარი მეთქვა ჩემი ფავქარიანი, მაგრამ საოცრად ჯიუტი დეიდაშვილის სასარგებლოდ. რადგან თუ დემნა რაიმეს აიკვიატებდა კაცუშვილი ვერ გადააფიქრებინებდა. ახლა ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ დემნა ხომასურიძემ არა მარტო მისთვის საინტერესო ჰობი იპოვნა, ცხოვრებაში პირველად, არამედ ისიც, რომ სრულებით უბრალო გოგოს, უჟუჟუნებდა თვალებს. ეს კი არა მარტო დეიდაჩემის, უკვე ბაბუჩემის წინააღმდეგ წასვლასაც ნიშნავდა. რადგან თუ პეტრეს ქალიშვილის ბედი საჩემოდ გადაწყდა, ეჭვი მქონდა, რომ დემნასთვის ვინმე სხვა ბიზნესმენის, მათივე წრის, გოგო უკვე შერჩეული ეყოლებოდა ჩვენს მზრუნველ ბაბუას. მაგრამ არა ნიასმსგავსი უბრალო გოგონა გაკოტრებული მამის მზითვებით ხელში.
მოკლედ წინ დიდი ქარიშხალი გველოდა და ამ ქარიშხლის სუსტ, მაგრამ გამყინავ სუსხს უკვე საკუთარ სახეზე ვგძნობდი.





7

_ შენმა ბედოვლათმა ვაჟკაცმა გამიგიჟა ბავშვი ბელა!_ დაგვჩხაოდა თავზე დეიდაჩემი. თვალებს შეშლილივით ატრიალებდა და უცნაურად ფერმიხდილ მწუხარე სახის ბიძაჩემს მკლავში ჩაფრენილი მთელი ძალით აჯანჯღარებდა. სულ რამდენმე წლით უფროსი ვიყავი დემნაზე და ის მაინც ბავშვი იყო დეიდაჩემისთვის. ბავშვი, რომელსაც აზრს არავინ ეკითხება, რადგან თავად უუნაროა და საკუთარი სურვილების არა მოეკითხება რა.

_ გესმის რაულ? გესმის რას ამბობს ბავშვი? ნებით ვთმობო ყველაფერსო! ჯერ იყო და საცოლე ააცალა ფუკასავით! ახლა გამოაშტერა თავისი დათაფლული ენით და მემკვიდრეობასაც ართმევს! მე ქალი არ ვიყო შენ, თუ შენი გაგატანინო!_ გამეხებული მიქნევდა გრძელ ლამაზ თითს ცხვირწინ.

_ დამშვიდდი ანეტა! ამოისუნთქე! მეშინია ერთ დღეს შენმა გესლმა და ბოღმამ არ დაგახრჩოს!_ დედა გულითადად სწუხდა თავისი გაუმაძღარი, სვავი, უმცროსი დის გამო. ბელას მართლა სჯეროდა, რომ ცხოვრებაში რაც ხდება კარგიც და ცუდიც ორივე ჩვენს გამოსაცდელად და გასაძლიერებლად ხდება. რომ ყველაფრიდან შეიძლება ადამიანმა გამოცდილება მიიღოს და რაც მთავარია, გასაჭირი დამოუკიდებლობას გვასწავლის. ამ რწმენით და შეგნებით გამზარდა მეც, რომ მთავარი არა თავად წარმატება, არამედ ის გზაა, რომელიც ამ წარმატებასთან მიგიყვანს.

_ დედა! შეწყვიტე ეგ დრამა და სანდროს თავი დაანებე!_ თავმობეზრებული ხმა უფრო ჰქონდა დემნას, ვიდრე მკაცრი. _ერთხელ მაინც იყავი ჩემ მხარეს! ერთხელ მაინც მკითხე: რა მინდა სინამდვილეში! ან მე, ან ჩემ დას!

_ ესმას თავი დაანებე, იცოდე!_ ხმა აერია დეიდაჩემს. _მაგას ნუ გარევ ამ უაზრობაში! ესმა მალე ადვოკატი გახდება და ბაბუამისთან იმუშავებს...

_ ვინ? ესმა?_ ლამის იყო ახარხარდა დემნა. თავისი დის გამაფრთხილებელი მინიშნებები არაფრად ჩააგდო და დედამისს წინ გადაუდგა._ უკვე ორი წელია ესმამ სამხატვროზე ჩააბარა და არასდროს აზრადაც კი არ გაუვლია იურისტობა!
ამ სიტყვების გაგონებისას წამიერად დამუნჯდა ანეტა. თვალები დამფრთხალმა მოაცეცა. ესმამ ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია და სავარძელში ჩაეხეთქა.

_ რაო, რა თქვი?_ ამოიხავლა ანეტამ. თვალებით ისევ საცოდავად ატუზული ბიძაჩემი მონახა. აშკარა იყო ახალი ამბავი მას არ გაჰკვირვებია და მისდა სამწუხაროდ საკუთარმა თვალებმა მაშინვე გაყიდეს.

_ რაულ, შენ რა იცოდი?_ ნაბიჯით კიდევ უკან დაიხია საწყალმა კაცმა. ისეთი არაადეკვატური სახე ჰქონდა ანეტას მართლა სახიფათო იყო მის სიახლოვეს ყოფნა.

_ ბავშვს არ უნდა იურისტობა ანე! რომელი საუკუნეა გარეთ საყვარელო? თანაც ის ხომ ხელოვანია...

_ სიკვდილიიი! სიკვდილი სანატრელი გამოხადეთ მთელმა ოჯახმა! ცოცხლად დამმარხეთ ბარემ და მომაყარეთ მიწაა!_ აკივლდა დეიდაჩემი სამსხვერპლოდ განწირული თხასავით.

_ დედა! მორჩი კივილს!_ მტკიცე ხმა ჰქონდა ესმას და გამაოცა იმ ფაქტმა, რომ საუბრის მისეული უცნაური მანერაც აღარ ემჩნეოდა. ახლა უბრალოდ დაღლილი და სევდიანი იყო._ ყელში ამოვიდა შენი და ბაბუაჩემის მბრძანებლობა იცი?! ყელში ამოვიდა თქვენი დამადლებული მდიდრული ცხოვრება! რომ გეკითხა, ადრევე გეტყოდით, ჩვენ არაფერი გვინდა თქვენი! მომბეზრდა ეს დედისთვის მოპარული მცირე ბედნიერება! დამალული ცხოვრება და თაცის მოჩვენება იმად, რაც არც ვარ და არც არასდროს ვიქნები!

_ რას ამბობ გესმის?_ ისტერიულ კივილს არ წყვეტდა ანიტა._ ამ ყველაფერზე უარს როგორ იტყვი? ვერ იტყვი, ვერა! მამა დევდარიანებს ელაპარაკა და დღე დღეზე ირაკლი უნდა მოსულიყო შენს გასაცნობად. გესმის შენ? დევდარიანებს რძლად მოსწონხარ... ირაკლი დევდარიანი ქმრობას გიპირებს...

სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ არანორმალურად ახარხარდა ესმა. სკამზე გადავარდა და სიცილისგან ქანცგაწყვეტილი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და მანამდე იცინა, სანამ სიცილი ტირილში არ გადაეზარდა. ყველა გაოცებული შესცქეროდა, ანეტაც კი. ვერავინ გაიაზრა, რომ ეს ბედნიერების სიცილი კი არა ნერვიული შეტევა იყო. მივუახლოვდი და მის წინ დავიმუხლე.

_ ესმა, გონს მოდი !_ ვუთხარი ხმამაღლა და ჭიქით წყალი გავუწოდე. რეაქცია არ ჰქონდა. ლოყაში სილა გავარტყი. დეიდაჩემი ადგილზე შეხტა. ესმამ როგორც წამიერად დაიწყო სიცილი, ისე წამიერად მოსხიპა.

_ ბარში მიმტანის ვაკანსია არ გაქვს სანდრი?_ მკითხა სრულებით სერიოზულად. არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავუღიმე და იმ ლოყაზე მოვეფერე, რომელზეც ჯერ ისევ ემჩნეოდა ჩემი თითების ანაბეჭდი. მხარზე ხელი დამადო და ფეხზე წამოდგა.

_ ჩვენ მივდივართ ამ სახლიდან!_ ხელი თავის ძმას ჩაკიდა და კარისკენ მიტრიალდა.

_ მერე ირაკლი?_ ისე საცოდავად ამოიკნავლა დეიდაჩემმა, თითქოს ვიღაც ირაკლი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე საკუთარი შვილები.

_ იცი რას გეტყვი დედა?_მოუბრუნდა მოულოდნელად ესმა ანეტას._ მამას მაინც არაფრად აგდებ, ყველაფერი გამოსწოვე და გამოფიტე კაცი. ხოდა გაშორდი და თავად გაყევი იმ ირაკლის! მამა როცა მიხვდები, რომ თავისუფლება ამ ქალად არ ღირს, სანდროსთან მოგვძებნე.

ყველას ზურგი შეგვაქციეს და წავიდნენ. ვიდექი და სახიდან ბედნიერი ღიმილი არ მშორდებოდა. ვინ იცის, იმიტომ არ მიდიოდნენ ამდენ ხანს, რომ გამბედაობა არ ჰქონდათ?!

_ დედა!_ მივუბრუნდი დედაჩემს._ შენ თუ დარჩენა გინდა დარჩი, მაგრამ მე მათ უნდა გავყვე.
დედამ თავი დამიქნია. რაული სავარძელში მისვენებულ ცოლს უზელდა საფეთქლებს. თავი უიმეფოდ გავაქნიე. ზოგჯერ მონობა ისე გაუჟივდება ადამიანს სხეულში , რომ საკუთარი მბრძანებლის გარეშე თავს უკვე არასრულფასოვან არსებად გრძნობს.

ბაბუაჩემის სახლი სინანულის გარეშე დავტოვე და ეზოში გამოვედი. საცოდავად აწურულები იდგნენ ჩემი დეიდაშვილები. აქამდე უზრუნველ ცხოვრებას მიჩვეულებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ აწი რა უნდა ექნათ.

_ წავედით სახლში!_ ვუთხარი მხნედ ორივეს და მანქანა დავქოქე. სევდიანად გახედეს სახლს და სიტყვისუთქმელად გამომყვნენ უკან.

_ თუ გული გეთანაღრებათ, ან დარწმუნებული არ ხართ, უკან მივბრუნდეთ!_ ვუთხარი დემნას, როცა მის სახეზე უიმედო, დაბნეული ემოცია დავიჭირე, _მაგრამ თუ გგონიათ რომ მარტო დარჩით და ეს გაშინებთ, იციდეთ ცდებით. თქვენ მარტო არ ხართ!

_ არა, არ მეშინია!_ სევდიანად გაეღიმა დემნას_ უბრალოდ გული მტკივა.

_ ესღა მაკლდა, რომ ვიღაც ფულის ტომარას გარიგებით გავყოლოდი ცოლად!_ ისევ სიბრაზე შეერია ესმას ხმაში_ ახლა უკეთ მესმის დადუნას სიბრაზე! მგონი ბოდიშიც გვაქვს მასთან მოსახდელი! ქაჯს და რას აღარ ვეძახდით!

გამეცინა, ასეა. ადამიანი სანამ სხვის ტკივილს საკუთარ ტყავზე არ გამოცდის, ვერ ხვდება იმ სხვის განცდებს.

_ მისმინეთ! სალაპარაკო მაქვს თქვენთან! არის რაღაც, რაც არ მითქვამს!_ ვუთხარი მათ და ორივემ იმტერესით შემომხედა.

_ სახლში რომ მივალთ გეტყვით ყველაფერს!_ვიცოდი არ გაუხარდებოდათ ჩემი სიტყვები, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებაც უცვლელი იყო.

_ ანუ გინდა თქვა, რომ რამაზი დადუს გამო მოატყუე?_ ნერვიულად გაეცინა დემნას_ ანუ გამოდის ახლა ისევ მე მომადგება?

_ არა! ახლა როცა თქვენც ჩემს მხარეზე ხართ, შეგვიძლია გავერთიანდეთ და ბატონ არმაზს საკუთარი წესებით თამაში შვთავაზოთ! მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა დადუს ცოლად მოვიყვან! არ მინდა აჩქარებამ საქმე გააფუჭოს და სასიმამრომ ხელი შიშალოს რამეში!_ ჩემი საიდუმლოს შენახვა ვთხოვე მათ. ორივე მაშინვე დამთანხმდა.

_ დედაჩემს უფრთხილდი სანდრი! ეგ ასე მარტივად არ დაყრის ფარ_ხმალს! ეჰ, ნეტავ არაფერი მეთქვა! ახლა ორმაგად გაგიჟებული იქნება!_ ამოიოხრა ესმამ.

_ რას ამბობ! თქვენი წამოსვლა ამად ღირდა ესმა! არ იდარდო, ყველაფერი გამოგვივა! არმაზი არ ელოდება ჩვენგან ერთიანობას! სტრატეგია, დაყავი და იბატონე რომ აღარ გამოუვა, დათმობაზეც წამოვა!_ გავამხნევე ორივე. ის საღამო მხიარულად და მშვიდად გავატარეთ. სულ სხვანაირი თვალით შევხედე საკუთარ თავს. აქამდე მარტო მე და დედა ვიყავით, ახლა დემნა და ესმაც მყავდა. და კიდევ ის მავნეზე მავნე დადუნა, რომელიც უკვე სიგიჟემდე მენატრებოდა.

_ შენი ნახვა მინდა დადუ!_ მივწერე გვიან საღამოს.

_ ახლა?_ მიპასუხა მაშინვე.

_ ახლა! მოვალ და გამოდი!

_ კარგი!_ მიპასუხა და სიცილის სმაილი მოაყოლა. სახლიდან სწრაფად გამოირბინა. გამოსვლისას პატარა ლამაზ ჭიშკარს წიხლიც მიაყოლა. ალბათ ისევ პეტრესთან ჰქონდა რამე კამათი. გრძელი იისფერი დუტის ქურთუკი და ნაქსოვი ქუდი ეფარა.
გამეცინა, ჩემ გამო გაპრანჭვა არც კი უცდია.

_მშვიდობაა?_ ჩაჯდა თუ არა მანქანაში, მაშინვე ეს მკითხა._ დღეს ხომ შენები უნდა გენახა? რა მოხდა იქ?

_ არ ვიცი მშვიდობა რა ხილია, იჭმვა?!_ გამეღიმა მე_ ტყუპები სახლიდან წამოვიდნენ. დეიდაჩემმა სულ გააფრინა და დამემუქრა, რომ ნიშნობას ჩაგვიშლის!

_ მართლა?_ მაშინვე დაინტერესდა მავნე.

_ არ მგონია სასიხარულოდ გქონდეს საქმე ქალბატონო! დღის სინათლეზე ახალი სასიძო გამოვიდა. _ გაკვირვებულმა შემომხედა_ ირაკლი დევდარიანზე რამე გსმენია?

_ ოჰოო, ირაკლი დაბრუნდა?_ საკუთარ თავს უფრო ჰკითხა, ვიდრე მე. ისეთი თბილი ხმა ჰქონდა მისი სახელის წარმოთქმისას, რომ გულში ეჭვმა გამკრა.

_ ანუ იცნობ?!

_ კიი, ბავშვობიდან თან! ირაკლი მაგარი ბიჭია! რაღა ბიჭი, კაცია! ათ წელზე მეტია არ მინახავს. საფრანგეთში ცხოვრობდა. მიხარია, თუ ბრუნდება!

_ ისიც გაგიხარდება მამაშენი მე მის თავს თუ მამჯობინებს სასიძოდ?_ ცერად გავხედე. ვცადე ეჭვიანობა არ დამტყობოდა.

_ სინართლე გითხრა, ირაკლისთან გარიგებას უფრო ადვილად მოვახერხებ! მსმენია, რომ მას წლებია ვიღაც სხვა უყვარს! ასე რომ ირაკლი დაფიქრებად ღირს!_ ისე საქმიანად განიხილავდა ჩემთან იმ ვიღაც ბედოვლათს, რომ თავშეკავებამ მიმტყუნა.

_ დადუნა, ჩემზე რას ფიქრობ?_ ვკითხე გულწრფელად.

_ გენდობი სანდრო!_ არ ვიცი ამაზე კარგი რა შეიძლება დადუს ეთქვა, რა თქმა უნდა იმის გარდა, რომ ვუყვარდი.

_ სულ ესაა?_ თითები ნერვიულად ავათამაშე საჭეზე. ხმა არ გაუცია, ფანჯრიდან იყურებოდა დაფიქრებული.

_ დადუ..._ იქნებ ჯობდა არაფერი მეთქვა? ნამდვილად საორჭოფოდ ჟღერდა ასე მოკლე ხანში ჩემგან მისი სიყვარული. მაგრამ თუ სიყვარული არა, აბა რა ერქვა იმას, რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი?
თუ ახლოს იყო სიხარული მავსებდა, მისი სიახლოვე კმაროდა ჩემი სიმშვიდისთვის. თუ შორს იყო, მასზე ვფიქრობდი, მისი ნახვა მსურდა და თან ვიღაც თვალითუხილავ კაცზე გაგიჟებით ვეჭვიანობდი.

_ გისმენ სანდრო!_ ისე მშვიდად მითხრა, თითქოს სათმელად საჭირო გამბედაობა შემმატა.

_ რას იფიქრებდი, თუ გეტყოდი, რომ მიყვარხარ?

_ ვიფიქრებდი, რომ სიყვარული სურვილში აგერია!_ გული მატკინა ეს რომ მითხრა. გავბრაზდი მასზე.

_ დადუნა, მე ვარჩევს სიყვარულს და სურვილს ერთმანეთისგან!_ თვალებში ჯიუტად შევხედე. ისევ ისე, როგორც პირველად, მომნუსხეს მისმა ზურმუხტის ბრჭყვიალა ნამსხვრევებმა.

_ ჰოო?_ გაეღიმა ეშმაკურად._ და რა განსხვავებაა მაგ ორს შორის?
თითქოს ჩემგან რაღაც კონკრეტულ პასუხს ელოდა. არაფერი მითქვამს. დაე ჯერ თავად ამოეთქვა, რა სათქმელი ჰქონდა.

_ ორივე ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი გრძნობაა სანდრო. ორივე მათგანი უბიძგებს ადამიანს სიმამაცისა და უგნურებისკენ! მხოლოდ ისაა, რომ ვნება ხანმოკლეა. თან მუდმივად სჭირდება ხელშესახები და თვალშესავლები ობიექტი. მის გარეშე თანდათან პატარავდება, უფერულდება და ბოლოს მიმართულებას იცვლის. ახალ ობიექტს მონახავს და როგორც აბსოლუტური პარაზიტი, ახლა მას მიეკედლება.
მაგრამ სიყვარულს მანძილი ვერაფერს აკლებს სანდრო. ვერც მანძილი, ვერც ტკივილი, ვერც დრო სიყვარულს ვერცერთი ერევა. რაც უფრო დიდი და გადაულახავია ბარიერი, მით უფრო თავგანწირული და მედგარია ეს უცნაური გრძნობა და პარაზიტი ვნებისგან განსხვავებით მასპინძელი ორგანიზმის ნაცვლად მას საკუთარი დარდი , ტკივილი და ბედნიერება კვებავს. სიყვარული იმ გველს ჰგავს საკუთარ თავს რომ ჭამს. რომ ტკივა, წამობს, მაგრამ რომ არაფრით კვდება. _ ვუსმენდი და არ მჯეროდა. დადუს სიყვარულის ეშინოდა. ეშინოდა, რომ საკუთარ თავს სიყვარულით დაიზიანებდა. არ ვიცი დედამისის ცუდი გამოცდილება ალაპარაკებდა, თუ პირადი ვითომ კარგად მივიწყებული ტკივილი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, დადუ სიყვარულს ისე გაურბოდა, როგორც მომაკვდინებელ ვირუსს.

_ შენ გეშინია დადუ! ამდენს ამიტომ ლაპარაკობ. თავის გასამართლებელ საუთებს ეძებ. _ გაჩუმდა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.

_ დადუ მიყვარხარ!_ ან ახლა უნდა მეთქვა, ან არასდროს.

_ თავდავიწყებით და უანგაროდ?_ მკითხა და ტუჩები ღიმილისმაგვარმა, ღიმილში გამომწყვდეულმა ტკივილმა დაუმანჭა.

_ კი უანგაროდ და თავდავიწყებით! გაგიჟებით! სამუდამოდ!_ ვხედავდი, ყოველი ჩემი სიტყვა სხეულში ქარიშხალივით უძვრებოდა და მის შინაგან სამყაროს თავდაყირა აყენებდა. უცნაურად შემომხედა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

_ მაშინ... მაშინ გამიშვი სანდრო! დამეხმარე ამ ჯალათებს თავი დავაღწიო და ბედნიერი ვიყო. შენც განაჩენივით ნუ მომისჯი შენს სიყვარულს. გამანთავისუფლე ალექსანდრე.

სევდა ვერ მოვიშორე თვალებიდან. გადავწყვიტე, რომ თუ წასვლა მისი სურვილი იყო, ის უნდა წასულიყო კიდეც.

_ გპირდები დადუ!_ ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი. ვიღაც სხვა საუბრობდა ჩემი პირით. ვიღაც სხვა, ვინც შეუბრალებლად აყრიდა მიწას ჩემს გულს და ამავდროულად სათუთად აკოწიწებდა დადუსთვის დაჭრილ ფრთებს, რათა მას კვლავ შესძლებოდა ცაში თავისუფლად ფრენა.

იმ ღამეს დიდხანს ვსაუბრობდით და გეგმას აგურ_აგურ ვაშენებდით. როდის_ როდის დაიღალა ჩემი მავნე დადუნა და ჩემს დივანზე მუეძინა. პლედი მოვიტანე და ფრთხილად მივაფარე ბეჭებზე. ხომ მცირედი იყო, ან სულაც არაფერი, მაგრამ მაბედნიერებდა მასზე მზრუნველობის ეს, თუნდაც სულ ერთი ციდა, მარცვალი.



8

_ პეტრე ახვლედიანი ვაზშამზე გვეპატიჟება!_ დედაჩემი ღიმილით მიყვებოდა მამამისის დანაბარებს, უფრო სწორედ ბრძანებას. ესეც პირველი ოფიციალური ბრძანებულება მისი აღმატებულებისგან. აი რატომ არ ვაპირებდი მასთან დათმობაზე წასვლას. ბაბუაჩემის მიერ შემოთავაზებულ თაფლს ზედმეტად ბევრი სიმწარე ერია შიგ.._ დრო დადგა, სასიმამროს ოფიციალურად წარუდგესო.

დადუს სახე რომ წარმოვიდგინე, ყვავილებით და ნიშნობის ბეჭდით ხელში რომ დამინახავდა, ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა. კაცმა არ იცის რას იზამდა ეს არანორმალური ქალი და რა ჯოჯოხეთად აქცევდა საკუთარ ნიშნობას. ხო კარგით, ჩვენს ნიშნობას!

_ ჯობია ჯერ დადუს ველაპარაკო!_ ვუთხარი დედაჩემს. მობილური ავიღე და საძინებელში გავედი. ვიდეო _ზარით დავურეკე. მისი ხმის გაგონება მსიამოვნებდა, მაგრამ არაფერი დაშავდებოდა თუ რამდენიმე წამით მაინც მოვკრავდი თვალს. რამდენიმე კვირის უკან ვინმეს რომ ეთქვა, ერთი გაჩხინკული მწვანეთვალება მავნე გოგო ისე შეგაყვარებს თავს, რომ პატარა ბიჭივით ვიდეო_ზარებს გამოიყენებ მის ცოტა ხნით დასანახადო, ალბათ ხმამაღლა ვიხარხარებდი. თუმცა ახლა ფაქტი ეს იყო, როცა მავნეს ვხედავდი სამყარო ბევრად ლამაზ ფერებში მეხატებოდა. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.

_ ხო, სანდრო! _ აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა._ უყურე რა განახო!
ხმის ამოღება არ დამაცადა წამოხტა და კადრს მიღმა გაუჩინარდა. ცოტახანში ისევ გამოჩნდა. შავი, მოკლე და ბავშვური კაბა ეცვა, გრძელი მკლავებით და უცნაურად აპრეხილი ბოლოებით. დაახლოებით იმის მსგავსი პატარა ბალერინებს რომ აცმევენ ხოლმე, მაგრამ თავად აშკარად აღფრთოვანებული იყო ახალი შენაძენით.
_ მიხდება სანდრი?_ისე მკითხა ბავშვურიამეთქი რომ მეთქვა, ალბათ ხმას არასდროს გამცემდა. გამეღიმა.

_ მგონი შენ ყველაფერი გიხდება!_ ვუპასუხე ასე ღიმილით.

_ ოჰ!_ მიჭუტა თვალები ეშმაკურად_ ტყუილად კი არ ამბობენ, შეყვარებულ კაცს ასეთი რამეები არ უნდა კითხოო!

_ დადუ, რაღაც უნდა გითხრა და იცოდე შენებურად არ გადაირიო!_ რაც შემეძლო სერიოზულად ვუთხარი. თვალებში შემომხედა. მოკლე თმა კეფაზე დაიკოსა და დასერიოზულდა.

_ რაო აბა, ახლა რაღა მოიგონეს!_ მაშინვე მიხვდა, დაახლოებით რაზეც მსურდა საუბარი.

_ მამაშენს ჩვენი ნიშნობის გამართვა უნდა დადუ, ბაბუაჩემიც თანახმაა!_ ვუთხარი და გულში სულ მცირე იმედმა გამიელვა, რომ დადუნა მამამისის გადაწყვეტილებას დათანხმდებოდა.

_ უკვე?_ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა, და ამ ერთმა სიტყვამ სამყარო დააცარიელა ჩემ გარშემო.

_ ვწუხვარ დადუ!_მისი სევდიანი სახის დანახვისას ინსტიქტურად მივუსამძიმრე.

_ არაუშავს! _ გაეღიმა სევდიანად. _ შენ რომ უარი თქვა ამ გარიგებაზე, მამა სხვას მონახავს! აბა თავის იმპერიას სამართავად ქალს ხომ არ გადასცემს? ტახტზე მეფე სჭირდება! თითქოს რამით მაჯობებს ჩემი მომავალი ქმარი! თითქოს რამით მეტი იქნება ჩემზე!_ ისე გაგულისებით საუბრობდა, სულ აღარ ახსოვდა ის მომავალი უნიათო ქმარი იდეაში მე რომ ვიყავი. გვიან მიხვდა და გაჩუმდა. შემომხედა.

_ ბოდიში!_ მითხრა და ზურმუხტები ეშმაკურად აუციალდა. საკუთარ დაუფიქრებლობაზე ხალისობდა. ვუყურე, ვუყურე და სიცილი ამიტყდა. პატარა გატრუნულ ზღარბს გავდა. მთელი ძალით იკავებდა სიცილს და ტუჩის კუთხეები სასაცილოდ ჰქონდა აპრეხილი. პატარა აბზეკილი ცხვირი და... არა, მართლა პატარა ზღარბი იყო იმ წამს. არ ვიცი რა ფენომენია სიყვარული რომ ასე უცნაურ ასოციაციებს იწვევს და ადამიანს სრულებით მოულოდნელად ზღარბი დედამიწის ზურგზე უმშვენიერესი არსება ჰგონია.

ერთი სიტყვით კვირის ბოლოს ბატონ სასიმამროს ვესტუმრეთ,მის, სასახლეს რომ მხოლოდ ერთი მისხალი უკლია სწორედ ისეთ, სახლში.
მე თავისთავად, ბელა, მისი უდიდებულესობა ბაბუაჩემი რამაზი, ბიძაჩემი_ მისი უგალანტურესობა რაული და ყოფილი სასიძო და აწ უკვე სასიძოს მთავარი კანდიდატის დეიდაშვილი დემნა. დეიდაჩემმა ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა და არ წამობრძანდა, მადლობა ღმერთს! ესმამ კი მოგვწერა, რომ ოდნავ დააგვიანდებოდა, ასე ერთი საათით. რას ვიზამდი? ასეთი არასრული მხლებელთა ამალა უნდა მეკმარა.
სახლში რომ შევდიოდი, ჰოლში უზარმაზარ ოქროსფრად მოვარაყებულ სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი და კიდევ ერთხელ გამეცინა მთელ ამ უცნაურ სიტუაციაზე, საიდანაც ყველას რაღაც გამორჩენა გვქონდა, დადუნას გადა.

რაც მთავარი იყო უზარმაზარი ვარდების თაიგული მეკავა ხელში და ერთი სული მქონდა როდის გადავულოცავდი მომავალ პატრონს.

_ პეტრეს ვახლავარ!_ ისეთი რიხით მიესალმა რამაზი მასპინძელს, რატომღაც თავადაზნაურზე ნაკლები გარეგნობის კაცს არ მოველოდი და რამხელა იყო ჩემი გაოცება, როცა ჩვენს შესახვედრად არც მეტი, არ ნაკლები თვით ნაპოლეონ ბონაპარტე გამოემართა.
გაოცებამ რომ გადამიარა, სხეულში კრუნჩხვასავით დამიარა სიცილის ტალღამ.
აშკარა იყო მავნე დედას ჰგავდა, თუმცა დედამისის სურათი არასდროს მენახა. მახსოვს ისიც კი გავიფიქრე: ნეტავ რამ შეაყვარა ეს კაცი დადუს დედასმეთქი?! მაგრამ რას გაუგებ ამ უცნაურ ზღარბთთაყვანისმცემელ სატირულ გრძნობას.

_ გაიცანი ჩემი საქმის მომავალი გამგრძელებელი, ჩემი შვილიშვილი ალექსანდრე ხომასურიძე!_ მეც არანაკლები რიხით წარმადგინა ბაბუაჩემმა და ბონაპარტეს მოძრავი მოელვარე თვალები ღრმად ჩამესო სხეულში. გეფიცებით მისი შემფასებლური მზერა მეტკინა კიდეც. ერთობ უსიამოვნო კაცი იყო ეს ჩემი სასიმამრო. რამდენიმე წუთს ინტერესით ამხედ დამხედა, როგორც მხედარმა სადოღე ცხენი, ისე გამზომა და გამისიგრძეგანა. მხოლოდ ამის შემდეგ მაღირსა ხელის ჩამორთმევა. მომინდა იმ მოკლე ხელით მეთრია იმ ოქროსცურვილ, კრიალა იატაკზე, მაგრამ მხოლოდ ზრდილობიანად და სიტუაციისდა შესაფერისად გავუღიმე. გულში საკუთარ თავს შევახსენე ჩემი იქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი და თავშეკავებისკენ მოვუწოდე. "ჯერ დადუ და მერე სხვა დანარჩენი!" გავიფიქრე გულში.

_ სასიამოვნოა ბატონო ალექსანდრე!_ მომესალმა და მისმა ხმამ გამაოცა. თითქოს ამ მინიატურული, სასაცილო სხეულიდან სულ სხვა ადამიანი მესაუბრებოდა. ხმა ჰქონდა საოცრად ხავერდოვანი, დინჯი და ოდნავ მკვეთრი. თითქოს ერთდროულად ყველა მხრიდან გესმოდა და თანაც სმენას სიამოვნებდა. "აი, " გამიელვა გულში " სწორედ ეს ბარიტონი იქნებოდა მახე დადუს დედისთვის!"

_ კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს მოკრძალებულ სახლში._ მოკრძალებულ? გავიფიქრე მე. ამ ფარისევლური თავმდაბლობითაც კი ხაზს უსვამდა საკუთარ სტატუსს.._ მეც სტუმრები დაგახვედრეთ! გაიცანით ლევან და ირაკლი დევდარიანები!
ირაკლი დევდარიანის სახელმა გულში ისარივით გამიარა. მაშინვე გამახსენდა დადუს ხმის თბილი ტონი მისი სახელის ხსენებისას და მაშინ პირველად ვიგრძენი, თუ რა ნიშნავს რეალური ეჭვიანობა.
თვალებმა თავისით მონახეს სავარაუდო მეტოქე და წარბებიც პატრონის დაუკითხავად შეიყარნენ საავდრო ღრუბლებივით. მაღალი ქერათმიანი ნათელი სახის ახალგაზრდა, სიმპათიური კაცი ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
გვერდით კი დადუნა მოჰყვებოდა გაცისკროვნებული სახით. აქამდე ასეთი ბედნიერი ეს გოგო მგონი არც მენახა. რაც უფრო მეტს იღიმოდა დადუნა, მით უფრო მეწურებოდა გული. ნუთუ ამდენად უხაროდა მისი დაბრუნება.

_ გამარჯობა!_ მომესალმა ძალდაუტანებლად და ხელიც გულღიად გამომიწოდა, მაგრამ მე ძლივს ვაიძულე საკუთარი თავი საპასუხოდ მივსალმებოდი. დადუნამ მაშინვე შეამჩნია ჩემი მიმიკა და თვალები ავად დამიბრიალა.
ირაკლიმ ყველა მოგვათვალიერა და თვალებით ჩვენს მიღმა დაუწყო კიდევ ვიღაცას ძებნა. თითქოს კიდევ ვიღაცას ელოდა და ის მოინაკლისა.

_ ესმა სადაა?_ მკითხა ღიმილით მავნემ.

_ ესმა ალბათ არ მოვა._ ვუპასუხე მე და თვალით ვანიშნე, გავიდეთ, სალაპარაკო მაქვსმეთქი. დადუმ ჩემი თხოვნა დააიგნორა და ისევ თავის ძველ ნაცნობს მიუბრუნდა.
არ ვიცი, ბევრ ნიშნობებს არ დავსწრებივარ, მაგრამ რატომღაც მეგონა საქმრო საცოლის გვერდით უნდა მჯდარიყო და ყველასგან ფარულად მისი ხელი სჭეროდა, მაგრამ მაგიდასთან დადუ ზუსტად ჩემ პირისპირ დაბრძანდა და გვერდი ჩემ ნაცვლად რატომღაც დევდარიანების პრინცს დაუმშვენა.
თითქმის არ ვისმენდი რაზე საუბრობდნენ. ეჭვიანი შეყვარებული თინეიჯერივით მხოლოდ ტკბილად მოჭუკჭუკე დადუს და ირაკლის მივჩერებოდი.

_ საამაყო ვაჟი გაგიზრდია ლევან!_ შეაქო რამაზმა ირაკლი. კი ვხვდებოდი რამაზს სინამდვილეში რა გულის ჭიაც ხრავდა, მაგრამ მაინც პატარა გაბუტული ბავშვივით არ მესიამოვნა მისი ქება. თავადაც არ ვიცოდი, რატომ ავითვალწუნე ასე ერთი ნახვით ადამიანი. დადუნას სიყვარული მცვლიდა და მგონი მთლად კარგი მიმართულებით არა. ნეტავ ეს იმის ბრალი ხომ არ იყო, რომ ჩემი სიყვარული ცალმხრივი გრძნობა იყო?!

_ დროა მანაც იპოვნოს მეორე ნახევარი!_ ისევ თავისის აგრძელებდა ბაბუაჩემი და ასე გადატანითი მნიშვნელობით გასაყიდი საქონელივით სთავაზობდა მათ ესმას.

_ საკუთარი ვაჟის ქება დიდი სანაქებო საქციელი არ არის, მაგრამ ვფიქრობ ირაკლი საკმაოდ დამოუკიდებელი და გააზრებული კაცია საიმისოდ, რომ გულისსწორი თავად შეირჩიოს, ის ვინც ეყვარება და ვისაც გააბედნიერებს!_ ისე გავხედე ლევან დევდარიანს, თითქოს მაგიდას მისი სახით მწვანე უცხოპლანეტელი უჯდა. რატომღაც მეგონა ისიც ბაბუაჩემს და ჩემს სასიმამროს ჰგავდა თავისი მსოფ.ხედვით.

_ რა თქმა უნდა სიყვარული თავისთავად ლამაზი ზღაპარია, როცა ახალგაზრდა ხარ, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სიყვარული ზედმეტად არასტაბილური გრძნობაა, განსხვავებით ამ ყველაფრისგან!_ საჩვენებელი თითი მოავლო სახლს პეტრემ. ვინ უფრო აუტანელი იყო იმ წამს პეტრე თუ რამაზი არც კი ვიცი, მაგრამ ლევანმა სიმშვიდე შეინარჩუნა, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა საპასუხოდ და ბროლის ჭიქიდან წყალი მოსვა. წამით სიჩუმე ჩამოწვა სუფრაზე. ყველა საკუთარმა საფიქრალმა წაიღო თითქოს.
სავსებით მოულოდნელად ოთახში ესმამ რომ შემოაბიჯა, ცხადად დავინახე მის შემოსვლაზე როგორ შეკრთა ირაკლი და შემდეგ როგორ ნელ_ნელა შეეპარა სახეზე შეუმჩნეველი კმაყოფილების ღიმილი.
ესმამ საერთო სალამი თქვა, თუმცა იმდენად დააიგნორა ირაკლი, რომ მზერაც კი არ უღირსებია. არადა ის მოსვლის წამიდან თვალს არ აცილებდა და უშედეგოდ ეძებდა მის სულ უმცირეს რეაქციასაც კი. ესმამ ხმაურით გამოსწია სკამი ჩემსა და თავის ძმას შორის და მოურიდებლად ჩაეკვეხა. ახლაღა დავაკვირდი, რომ არც ჩაცმულობის შერჩევით არ შეუწუხებია თავი ხომასურიძეების ერთადერთ პრინცესას. მგონი ჯინაზეც კი სრულებით შეუფერებლად ეცვა. მუდამ უემოციო სახეზე ზიზღით აპრეხილი ტუჩიც მოწმენდილ ცაზე გამჩდარი საავდრო ღრუბელივით მოუჩანდა.

_ მოდით დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლის მიზეზსაც გავაჟღერებ!_ისე თქვა ბაბუაჩემმა, თითქოს ყველამ ყველაფერი წინასწარ არ იცოდა._პეტრე, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემი შვილიშვილი ალექსანდრესთვის ვითხოვ შენი ქალიშვილის ხელს! მე აღფრთოვანებული ვარ შენი გოგონათი და თუ შენი თანხმობაც იქნება...

_ მე არ ვარ თანახმა!_ სრულებით მოულოდნელად გამოაცხადა დადუნამ. რაღაც ასეთს ველოდი კიდეც. ამოვიოხრე და ზუსტად იმ გრძელი და ოქროსფერი ჭურჭლით სერვირებული მაგიდის თავზე მოციმციმე ბროლის უზარმაზარ ჭაღს ავხედე. ვინატრე კიდეც, ეს ჭაღი მომწყდარიყო და პირდაპირ მაგიდაზე დალეწილიყო. იქნება ის ყველაფერი აგვერიდებინა თავიდან, რაც მის ამ გულწრფელ სიტყვებს მოჰყვა. ჯერ ყველა გაჩუმდა. რამაზმა თვალები ისე დააჭყიტა, კინაღამ გადმოუცვივდა. პეტრე კი ნელა წამოდგა ფეხზე, თუმცა დამჯდარიც და ამდგარიც ერთი სიმაღლის იყო.

_ რა თქვი გოგო?_ ეს გოგო ისე გაისმა, როგორც დედის გინება.

_ რა ვთქვი და სანდროს ცოლად არ გავყვები. არც სანდროს და არც არავის! უსიყვარულოდ არ გავთხოვდები! სანდრო მაპატიე, ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ამის მეტი სათქმელი მე არ მაქვს!_ ფეხზე წამოდგა დადუნაც.

_ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ხვდები?_ ისეთი ხმა ჰქონდა მამამისს , იქ რომ არ ვყოფილიყავით აშკარად რაღაც გამოუსწორებელს ჩაიდენდა.

_ მამა, ერთხელ მაინც მკითხე მინდოდა თუ არა მე ეს ყველაფერი? გაიხსენე რამდენჯერ ვთქვი, რომ გათხოვებას არ ვაპირებ!_ მშვიდი იყო დადუნა, მაგრამ ხმაში ტირილის ნოტები მაინც ეპარებოდა.

_ იმას გააკეთებ, რაც საჭიროა! _ ქალიშვილს მიუახლოვდა პეტრე და თვალებში მუქარით ჩააჩერდა. ნაბიჯი მათკენ გადავდი. მივხვდი პეტრეს მოთმინება ღალატობდა და ხელები ქეციანივით ექავებოდა.

_ არა!_ უკან არ დაიხია დადუნამ._ თუ ეცდები მაიძულო, სახლიდან წავალ!

_შე უმადურო გომბიო!_ შეუღრინა პეტრემ და ხელი მოუქნია. მაშინვე მისკენ გავიწიე. სისხლი და სიბრაზე ერთდროულად მომაწვა მკერდში. მზად ვიყავი ის მინიატურული არაკაცი შუაზე გამეგლიჯა. როგორ გაბედა და ჩემს დადუზე ხელი ასწია. მაგრამ წამით დამასწო ირაკლიმ და დადუნას და პეტრეს შორის ჩადგა. მისთვის მოქნეული ხელი მშვიდად მიიღო საკუთარ თავზე. თვალიც არ დაუხამხამებია.

_ ბატონო პეტრე თუ შეიძლება კეთიგონიერებას მაუხმეთ! _ ცივი და მკაცრი ხმა ჰქონდა მას.

_ რატომ მამა?_ მეტი ვეღარ მოითმინა დადუმ და ტირილი დაიწყო_ რა აუცილებელია ეს ყველაფერი? რატომ მაიძულებ?

_რატოომ?_ ისე გაიოცა პეტრემ, ლამის მეც კი გამიკვირდა, თუ როგორ გაბედა დადუმ ამ კითხვის დასმა_ შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ გოგო ხარ? არც შენ და არც ის უმადური დედაშენი არაფერში გამომადექით! ჩემთვის ვაჟის გაჩენაც კი ვერ შეძლო!

_ რას ამბობ მამა?_ თვალები გაუფართოვდა დადუს. ისეთი ტკივილი მოუჩანდა თვალებში, რომ ახლა ამის გადმოცემაც კი გამიჭირდება.

_ რა შუაშია აქ ბიჭი და გოგო?

_ რა შუაშია? ამხელა იმპერია ვის ჩავაბარო ხომ ვერ მეტყვით ქალბატონო?_ ირონიულად ჩაეცინა პეტრეს_ თქვეენ?

_ ჯერ ერთი არაფერში მჭირდება შენი იმპერია!_ იმპერიაზე მძიმე მახვილი გააკეთა მავნემ._ მერე მეორე, თუ არაფრად მთვლიდი და თუ ადრევე იცოდი, რომ რადგან გოგო ვარ მემკვიდრედ არ მიმიჩნევდი, რადგან სხვისი სისხლი და ხორცი მხოლოდ სქესის გამო გირჩევნია საკუთარს, რატომ არ მომეცი უფლება სამხატვროზე ან ფილოლოგიურზე მესწავლა. რატომ მაიძულე ბიზნსის სწავლა? ან ოდესმე მაინც შანსი მომეცი? ოდესმე მაინც სცადე გენახა რა შემიძლია და რა არა?
_ რა შეგიძლია? ერთი დედაშენს შეეძლო, ერთი შენ შეძლებ! ქალი როგორ უნდა მიუშვა მართვის სადავეებთან, არა! ასე ჯერ არ გავსულელებულვარ! მაგრამ მართალი ხარ, ვერც უცხოს გადავაბარებ ჩემს ნაოფლარს და ნაწვალებს, ამიტომ აუცილებლად გათხოვდები ვინმე შესაფერზე და ზედმეტი არ იტლიკინო, თორემ ოთახიდან ვერ გამოყოფ ცხვირს, ნებართვის გარეშე!
მთელ ამ სცნას ისე ვუყურებდი, როგორც რაღაც სხვა არარეალურ ამბავს. გაოგნებისგან ვერ ვაზროვნებდი. დადუს, ამ ქვეყნად ყველაზე ჭკვიანს, გონიერს, რისკიანს და გაბედულს სახალხოდ მხოლოდ იმიტომ ამცირებდა საკუთარი ღვიძლი მშობელი, რომ სხეულზე ხორცის რამდენიმე გრამიანი ნაგლეჯი არ ება, რაც, როგორც ჩანდა პეტრე ახვლედიანისთვის მთელი მისი ქონების გასაღები იყო.

_ ოჰ როგორ მეზიზღება მთელი ეს ქალთმოძულე საკაცუნეთი! ისე რომ იცოდეთ სოლიდარობას ვუცხადებ დადუნას და მეც უარს ვამბობ გათხოვებაზე!_ მეხივით გავარდა ესმას ხმა და ახლა რამაზის აღშფოთების ჯერი დადგა.

_ ხმა გაიჩუმე ესმა!_ დაუქაჩა თვალები, მეგობართან შერცხვენილმა.

_ სრული საგიჟეთია ეს ყველაფერი!_ გამეცინა მე._ დადუ შემომხედე ერთ წამს!
ვუთხარი მას და დავინახე, როგორ მოიწმინდა მალულად ცრემლი.

_ მენდობი დადუნა?_ ვკითხე მე. ცოტა ხანს მიყურა და მერე თავი დამიქნია.

_ მაშინ წამომყევი!_ გავუწოდე ხელი. _ და ჰო, ბარემ მეც ვაღიარებ სიმართლეს!მეც არანაირი სურვილი არ მაქვს რამაზ ხომასურიძის უაზრო მემკვიდრეობა გადმოვიბარო და მისი მორიგი მარიონეტი გავხდე. მე მხოლოდ დადუნა მინდოდა და მისთვის დავთანხმდი ამ ფარსს ისიც დროებით, რადგან ის უარს ამბობს, ამ თამაშის გაგრძელებას აზრიც აღარ აქვს.

_ რას ამბობს შენი შვილი?_ მთლად გააფთრდა ბაბუაჩემი.

_ ამბობს, რომ ის არ იყიდება მამა!_ გაუღიმა ბელამ მამამისს ნიშნისმოგებით.

_ წამომყევი დადუნა!_ ხელი გავუწოდე მას და მაშინვე ჩამებღაუჭა. თითქოს მდინარეს დასახრჩობად მიჰქონდა და მე ის პაწაწინა ხავსის ნაგლეჯი ვიყავი, გადასარჩენად რომ ეკიდება წყალწაღებული ადამიანი. დადუნამ ხელი ჩამკიდა, ყველას ზურგი ვაქციეთ და მამამისის ციხე_ სასახლე სიანულის გარეშე დავტოვეთ. იმ წამს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მხრებიდან ტონა ტვირთი მომეხსნა.


9

_ გეფიცები არ მესმის მამაჩემის! _ ჩაილაპარაკა დადუნამ და შუბლი წვიმისგან დასველებულ ფანჯრის შუშას მიაყრდნო._ ხანდახან ვნანობ, რომ ბიჭად არ დავიბადე, თითქოს ეს ჩემი არჩევანი იყო. იქნება, ბიჭად რომ გავმჩდარიყავი დედაჩემსაც არ ჰქონოდა ასეთი ტრაგიკული ბედი?

_ გინდა დედაზე საუბარი?_ ვკითხე მე.

_ არა!_ თავი გააქნია მან._ მასზე საუბარი ყოველთვის მისი აღსასრულით მთავრდება! მე კი არ მინდა ამის გახსენება! ძალიან რთულია ჩემთვის! ხომ გესმის?_
თავი დავუქნიე, როცა დრო მოვიდოდა ალბათ თავად მომიყვებოდა ყველაფერს.

_ მამაჩემმა ჩემს ბავშვობასთან ერთად ჩემი ყველა ოცნება დაასამარა, ან ისე დაამახინჯა, რომ თავად შევიძულე და უარვყავი ისინი. ლიტერატურის შესწავლა მსურდა და მისი ბრძანებით ბიზნესზე ჩავაბარე. წერა მსურდა და ანგარიშების მეტი არასდროს არაფერი მიწერია. ახლა კულიანარია მაინტერესებს და ვატყობ, ამის ნაცვლად შენი ცოლობა მომიწევს, შენი თუ არა ვინმე სხვისი. იცი რა მინდა სანდრო მე?_ მკითხა ხმაჩაკლულმა.

_ რა გინდა დადუ?

_ გაფრენა მინდა! მინდა ჩიტად ვიქცე და გავფრინდე!

_ სად გინდა გაფრენა დადუნა?

_ თბილ მხარეში! იქ, სადაც ბედნიერი ვიქნები!_ თვალებიც, ხმაც და მთელი არსებაც ცრემლით ჰქონდა სავსე. სულის ტკივილამდე მომინდა მისი გაღიმება.

_ მიფრინავენ ,მიფრინავენ დადუნები შორს!_ მეც კი გამაოცა საკუთარმა თავმა.

გაოცებულმა შემომხედა, ვერ მიხვდა დავცინოდი, თუ ვხუმრობდი.
_ აღარ დაბრუნდებიანო ავრცელებენ ჭორს!_ გავაგრძელე ღიღინი. სულ ოდნავ გაეღიმა.

_ გავფრინდები, გავფრინდები! _
მეუბნები შენ.
ეშმაკობ და გულში ფიქრობ: " სევდას გაგიჩენ!"_ ცალი თვალით გავხედე. ცრემლიანი სახე შეიწმინდა და მზესავით გამოანათა.
_ ლა ლა ლა ლა!_ აღიღინდა უცებ თავადაც...
ახლა მე გამეცინა, მე საკუთარ ხმას და სმენას ვჩიოდი, მაგრამ მავნეს სწორედ საკუთარი მეტსახელის შესაფერისი ხმა ჰქონდა.ვუყურებდი მის მხიარულ სახეს და იმ წამს ერთი ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რასაც ალბათ სულ მალე ძალიან ვინანებდი, ამიტომ ეს წამი უნდა დამემახსოვრებინა. ლამაზი და ბედნიერი მომენტი იყო .
მანქანით მივდიოდით, სადღაც უმისამართოდ, თავსხმად წვიმდა. შესაძლოა უნიჭოდ, მაგრამ მხიარულად ვმღეროდით და მე მხოლოდ ერთადერთი სურვილი მქონდა, იმაზე ბევრად ძლიერი და მძაფრი, ვიდრე დადუნას ეგოისტური დასაკუთრება. იმ წამს მინდოდა, ის უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო.

იმ საღამოს, როცა ტყუპები და ბელა სახლში დაბრუნდნენ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი, რაღაც მთელის და მნიშვნელოვანის ნაწილი. მანამდე ამაზე არასდროს მიფიქრია. არ მიფიქრია, რას ნიშნავს ნამდვილი ხალხმრავალი და ხმაურიანი ოჯახი. ახლა კი ამ ადამიანებს ერთად თავმოყრილს, ერთ ჭერქვეშ, ერთ მაგიდასთან ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ცხოვრება ძალიან უაზრობაა ახლობელი, ხალხის გარეშე. მოულოდნელად თვალში დადუნას სახე მომხვდა და გეფიცებით დარწმუნებუთ შემიძლია ვთქვა, რომ ისიც ზუსტად იგივეს ფიქრობდა. და ახლა თუ არა, ოდესმე მაინც მიხვდებოდა, რომ თავისუფლება სწორედ ეს ბედნიერების, სიმშვიდის და მყუდროების შეგრძნება იყო. შეგრძნება, როცა გარეთ ღამეა, წვიმს და ამ დროს ყველა სახლშია.

მეორე დღეს ჩემი ფეხით ვეახლე ბატონ ბონაპარტეს. გულში ასე შევარქვი და ისე მოვუხდინე, ვფრთხილობდი, საუბრისას არსად წამომცდენოდა.

_ ოჰ, სიძევ ბატონო!_ ირონია გაურია პეტრემ ხმაში. _ არ მეგონა ასე მალე თუ გიხილავდით!
ძველებურ, უზარმაზარ, შინდისფერ სავარძელში იჯდა და მთელ თავის უპირატესობის შეგრძნებას, რომელიღაც ძვირფასი სიგარეტის ბოლით თვალწინ მიფრიალებდა.

_ ბატონო პეტრე თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი!
_ მგონი ვხვდები, ვიზეც გვექნება საუბარი! რაო ჩემმა ქალიშვილმა? შეგაცოდა თავი?_
უცნაური წარმოდგენა ჰქონდა დადუნაზე. საერთოდ არ იცნობდა საკუთარ შვილს. თორემ სად დადუნა და სად თავისშეცოდება?!

_ ბატონო პეტრე, ისე არ გაიგოთ, რომ მე უარს ვამბობ თქვენსა და რამაზს შორის დადებულ შეთანხმებაზე, მაგრამ მეც მაქვს ერთი პირობა, თუ თქვენც დათმობაზე წამოხვალთ ...
_ ქორწილის გაუქმებაზე სიტყვას არ მოვისმენ!_ ხმა ჩაეხლიჩა ბონაპარტეს. ახლა პირველად დავფიქრდი, რა ჯანდაბას ჰპირდებოდნენ რამაზი და ეს უცნაური კაცუნა ერთმანეთს ასეთს, რომ ასე არაფრად უღირდათ საკუთარი ოჯახის სურვილები?!
_ და თუ მაინც უარს ვიტყვით?_ ვკითხე მე. რადგან მაინტერესებდა რაზე იყო წამსვლელი. რამდენად უღირდა ქალიშვილი.

_ ჩვენი ძვირფასი ირაკლი კარგ დროს დაბრუნდა!_ მოჭუტა თვალები ამ ავაზაკმა და ნიშნისმოგებით მომაჩერდა. ვფიქრობ, ის არ იტყვის გარიგებაზე უარს, ბოლო_ბოლო, ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს ის და დადუნა!
ერთი სიტყვით, ამ უცნაურ კაცს, რაღაც მიზეზით, გადაწყვეტილად ჰქონდა დადუნას გათხოვება აკვიატებული. და სავარაუდო სასიძოების სიაში ვეჭვობდი ჩემსა და იმ "ძვირფასი" ირაკლის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატი მაინც ეყოლებოდა. სიის სათავეში ალბათ მხოლოდ იმიტომ ვიდექი, რომ რამაზს ყველაზე უკეთესი გარიგების დადება შეეძლო. ხელი ჩავიქნიე,
ამ კაცთან კაცურად საუბარს აზრი არ ჰქონდა. როგორც კი გარიგებას ჩავშლიდი, მაშინვე ახალ სასიძოს ამოაძვრენდა სახელოდან. დიდად არც ის ადარდებდა, მივიღებდი თუ არა ბაბუაჩემის მემკვიდრეობას, ალბათ ექნებოდა რაიმე ბერკეტი ჩემს სამართავად, თუ არ ჰქონდა, ამასობაში მონახავდა. ცბიერი და ფლიდი კაცი ჩანდა. ყველაფერზე წამსვლელი და ასჯერ საშიში, ვიდრე ბაბუაჩემი.
თუმცა ჩემი მარტივი გეგმა რომ ცოდნოდა, ალბათ ახლა ასე დამცინავად ყურებას არ დამიწყებდა. ყველაზე კარგი მონადირე ისაა, ვინც ყველაზე უსაფრთხოდ და უწყინრად გამოიყურება ხოლმე.

ერთი სიტყვით, ჩვენთან ერთად, თუ ჩვენ გარეშე, გრანდიოზული საქორწილო სამზადისი დაიწყო.
ბელა ხშირად მიდიოდა ბაბუაჩემთან. ამბობდა, რომ ამ ბოლოს რამაზი ცოტა მოტეხილად გამოიყურებოდა. არაფერს ჩიოდა, მაგრამ მალე იღლებოდა და დიდხანს იჯდა ხოლმე გარინდული და სამყაროსგან მოწყვეტილიო. რად უღირდა ამ "იმპერიის" მართვა, როგორც თავად ეძახდა. ან რაში სჭირდებოდა?! დეიდაჩემი ანეტას გარდა მაინც არავის ადარდებდა მისი მილიონები.

ესმა დაუფარავად დადიოდა აკადემიაში. და უკვე ღიად გეგმავდა გამოფენას. დემნა ნიაკოს აღარ შორდებოდა და მასთან ერთად ატარებდა ექსპერიმენტებს ყავაზე, არ ვიცი რას ეძებდა, ან რის მიგნებას ცდილობდა ეს ორი, მაგრამ მათი თვალთვალი ძალიან მართობდა. ჯერ გაფაციცებულები ხარშავდნენ ყავას მხოლოდ მათთვის ცნობილი მეთოდით, შემდეგ ფინჯანში გაანაწილებდნენ , თითებს გადაგრიხავდნენ და თვალმოჭუტული აგემოვნებდნენ, მერე ერთი სასწაულად დაიჯღანებოდნენ და გადასაფურთხებლად გარბოდნენ.

_ ესენი სანამ თავს არ დაიწამლავენ, არ შეაჩერებ?_ მკთხა შეშფოთებული სახით ერთ დღეს დადუნამ და გვერდით მომიჯდა.

_ დემნას პირველად ვხედავ რამით ასე გატაცებულს!_ გამეცინა მე. არასდროს არაფერი ადარდებდა ჩემს დეიდაშვილს. არასდროს არაფრის მიმართ გამოხატავდა აღტაცებას და მისი მუდმივი მდგომარეობა ინერტულობა იყო, შიგადაშიგ სიბრაზის ჩანართებით. ახლა რომ ვუყურებდი, ვერ ვცნობდი. ესმას უფრო ჰქონდა ანეტასთან მისვლის სურვილი მგონი, ვიდრე დემნას. დემნა უბრალოდ ბედნიერებას ასხივებდა. და ეჭვი მქონდა ეს მხოლოდ ყავით მისი გატაცების ბრალი არ იყო.

_ რას აკეთებენ ეგ თუ მაინც იცი? _ თავით ჩუმად მოპუტუნე წყვილზე ვანიშნე დადუს.

_ ბარისტების რაღაც შეჯიბრიაო მსოფლიო მაშტაბის, წელს პირველად საქართველო მასპინძლობს თურმე, ხოდა იქ იღებენ მონაწილეობას. ახლა თუ გაიმარჯვებენ მერე ტურინში გაემგზავრებიან! საერთო ყავის სახლის გახსნაზე ოცნებობენ!_ თავადაც ისე გამიღიმა, მგონი მე კი არა სინამდვილეში საკუთარ ოცნებას უღიმოდა,

_ მენდობი დადუ?_ ვკითხე მე სერიოზულად. დაფიქრებით შემათვალიერა.
_ უცნაურია, მაგრამ გენდობი!

_ მაშინ ცოლად გამომყევი!

_ მაქვს კი სხვა გზა? _ ამოიოხრა მან. რას არ მივცემდი, ოღონდაც მის თვალებში სიხარული შემემჩნია, მაგრამ არა! მე მის ოცნებებში სამწუხაროდ ადგილი არ მქონდა. მოწყენილმა გავიხედე ფანჯრიდან. სწორედ იმ ფანჯრიდან და იმ ადგილას დავინახე პირველად დადუნა.

_ რას უყურებ სანდრო?_ მკითხა დაფიქრებულმა.

_ გოგონა ელფს, ფერადი ქუდით._ ვუპასუხე მე და ფანჯრისთვის თვალი არ მომიცილებია.
_ ვის?_ გაიოცა მან და თავადაც ფანჯარას გახედა. ქუჩაში არავინ იდგა. მაგრამ მე მას საკუთარ მოგონებებში მაინც ცხადად ვხედავდი.

_ ჩემს მავნეს ვუყურებ!

_ მე აქ ვარ! შენს წინ!_ ხმა გაებზარა. მიხვდა, რაც ვთქვი.

_აქ ხარ, მაგრამ ჩემი არა ხარ!_ გავუსწორე მზერა. ეწყინასავით, ტუჩი მოიკვნიტა .

_ ის კი ჩემია!_ ისევ ფანჯრიდან გავიხედე. სასაცილო ელფმა ხელი დამიქნია, თვალი ჩამიკრა და წითელი სკუტერი გააქროლა.

წარმოსახვითი მავნე სწორედ ისე წავიდა ჩემგან, როგორც ნამდვილი დადუნა აპირებდა წასვლას, ანუ უკანმოუხედავად.


10

რა სჭირდება ადამიანს კარგად ყოფნისთვისო, რომ იკითხოს ვინმემ, მავანნი დაუფიქრებლად წამოიძახებენ: საყვარელი ადამიანი! სხვები ეჭვით გახედავენ და დაამატებენ, მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა! ამაზე
პირველები წარბებს შეიკრავენ:
_ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი!_ იტყვიან ნიშნისმოგებით.

_ უფულოდ პრობლემებს ვერ მოაგვარებ!_ ჩაიქირქილებენ სხვები და არცერთი მხარე არასდროს არ შეიცვლის საკუთარ აზრს. თუმცა ერთ რამეში ყველა შეთანხმდება, რომ ჯობია ორივე ერთად ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე მხოლოდ ერთი, ან მხოლოდ მეორე.
მე კიდევ მგონია ადამიანს კარგად ყოფნისთვის საკუთარი თავის პოვნა სჭირდება. საკუთარი თავისგან შემდგარი და რეალიზებული ადამიანის გამოძერწვა, ისეთი ადამიანის , რომელიც პირველ რიგში თავადვე ეყვარება. თორემ თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ის ვერასდროს შეიყვარებს სხვას ისე, როგორც ეს სწორი იქნება.
სწორედ შეუმდგარი, კომპლექსებით სავსე და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანიები აყენებენ საყვარელ ადამიანებს ზიანს. იჩემებენ, როგორც უსულო საგნებს და კლავენ მათში არსებულ მთელ სინათლეს. როგორც სისხლისმწოველი წურბელები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწოვენ პარტნიორს სასიცოცხლო ენერგიას, უჩამიჩებენ ჯერ სულს, შემდეგ სხეულს, ასახიჩრებენ და ბოლოს საკუთარი ცხოვრებიდან ისე მოისვრიან მობეზრებულს და სახიჩარს, როგორც ნაგავს. ეს კიდევ უკეთეს შემთხვევაში, თორემ უარესში? უარესში მერეც არ ემეტებათ მათთვის თავისუფლება, დანით ჩეხენ, იარაღით კლავენ... აწამებენ და მათი წამებით ხარობენ და თან შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს სიყვარულის სახელით სჩადიან. მითხარით აბა? ასეთ ადამიანებს საკუთარი თავი როგორ შეიძლება უყვარდეთ და მოსწონდეთ? პირიქით ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სარკეში დანახული საკუთარი ანარეკლი ეზიზღებათ და ყოველი სიმხეცის შემდეგ უარესად და უარესად ბოროტდებიან.

საქორწილო სამზადისი ჩვენ ფაქტობრივად არ შეგვხებია. მხოლოდ რამდენჯერმე გავყევი დადუს მკერავთან. აღარ აპროტესტებდა, უბრალოდ ვხედავდი, რომ სარკეში ყოველი ჩახედვისას, კაბის ნაცვლად, საკუთარ ჩამქრალ თვალებს აკვირდებოდა და გული მეწურებოდა, რომ იმ წამს არაფრის თქმა არ შემეძლო მისთვის.

_ საღამოს ირაკლის უნდა რესტორანში დაგვპატიჟოს, ყველა!_ მითხრა დადუმ და მაღალი სადგომიდან ჩამოაბიჯა. დიდად არ გამხარებია ეს მოპატიჟება.

_ არ მოგწონს ირაკლი არა?_ გაეღიმა მას.
_ ვეჭვიანობ!_ მიზეზი არ დამიმალავს.
_ ჩემზე?_ გაეცინა გულიანად
_ შენზე და მასზე!_ გავუწოდე ხელი, როცა გრძელ კაბაზე წაიფორხილა.
_ რა სულელი ხარ! საკუთარ ცხვირს იქით ვერაფერს ხედავ! კარგი, მეყო შენი წვალება და ახლა სიმართლეს გაგიმხელ!_ თეთრ ფუმფულა დივანზე დაჯდა და გვერდით მომისვა.
_ ირაკლის მთელი ბავშვობაა ერთი გოგო უყვარს!
_ ნუ გადამრიე!_ უარესად მოვიქუფრე მე.
_ ოღონდ გაოცდები, რომ გითხრა მისი ვინაობა!
_ აბა გამაკვირვე!_ ეჭვი არ მეპარებოდა, ეს გოგო ჩემი დადუნა იყო.
_ესმა!_ უცებ ვერც გავიაზრე რა თქვა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევხედე გაოგნებულმა.
_ რაოო? ვიინო? ჩემი ესმა?_ ესმას დაბღვერილი სახე გამახსენდა და გულიანი სიცილი ამიტყდა._ მაზოხისტი თუ არაა ეგ ბიჭი, ესმა რამ შეაყვარა? როგორ? როდის? რანაირად?
ყველაფერი მაინტერესებდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო ამ გაწონასწორებულ, მშვიდ და თავდაჯერებულ კაცს ესმა ჰყვარებოდა. როგორც კი დავრწმუნდი, რომ ირაკლის დადუნასთან არავითარი რკმანტიკული გრძნობები არ აკავშირებდა, მაშინვე ობიექტური გახდა ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ის კი არა და ახლა სიმპატიურადაც კი მომეჩვენა.

_ირაკლი სულ ასეთი კი არ იყო? სკოლის პერიოდში ცუდი ბიჭის იმიჯი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გოგოების უმეტესობას ის ესიზმრებოდა და ელანდებოდა. ხომ იცი, გვიყვარს ჩვენ ქალებს ცუდი ბიჭები. ირაკლის კი პოპულარობა თავში ჰქონდა ავარდნილი, რომ იტყვიან. მაგრამ ერთ დღეს ირაკლი შეხვდა ესმას! და ესმამ ეს ჩვენი პრინცი ვერ შეამჩნია! აი აქ დაიწყო თავდავიწყება. გადაეკიდა, სიცოცხლეს უმწარებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ესმამ ირაკლი სახალხოდ სცემა! აი ასე, პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი სკოლის წინ სცემა და უნდა გენახა ყველას გაოცება, როცა ირაკლის თავის დასაცავად ხელიც კი არ გაუნძრევია!

_ რას ამბობ? ანუ ამ შემოქმედებითმა პერსონამ თავი დაკარგა და ბიჭი გალახა? შანსი არაა! რა ქნა ასეთი იმ ბედოვლათმა?_ ამბავი დადუნას რომ არ მოეყოლა, ერთ სიტყვას არ დავიჯერებდი.

_ სიმართლე გითხრა, არ ვიცი ასეთი რა გააკეთა ირაკლიმ? ერთი ის ვიცი, მორიგი იგნორის შემდეგ ესმასთან ერთად კლასში ჩაიკეტა. ათი წუთი ყური ჰქონდა მთელ სკოლას კლასის კარებზე მიდებული, მაგრამ ჩამიჩუმი არავის გაუგია. მერე ირაკლი ბედნიერი სახით გამოვიდა გარეთ და ეზოში გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ესმაც გამოვარდა, შეშლილი სახით. ასეთი ესმა მანამდე არავის ენახა. ხოდა ასე პირდაპირ ყველას თვალწინ შუა ეზოში დააცხრა საწყალ ირაკლის თავს. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე იმ სკოლიდან ნიაკოს სკოლაში გადავედი და მათ ელიტურ გარჩევებზე აღარაფერი მსმენია. იმ წელს ირაკლიმ სკოლა დაამთავრა და საზღვარგარეთ წავიდა. მაგრამ როგორც ჩანს ესმა მთელი ეს დრო თან წაიყვანა და გულით ატარა.

_ ესმა ნახეთ რაა!_ ჩამეცინა მხიარულად_ რა საბედისწერო ქალი ყოფილა ხედავ?

მთელი დღე ესმაზე ვფიქრობდი. ასე მგონია, როცა ყველაფერი რეალურად დასრულებულია, იქ სიბრაზისთვის ადგილი აღარ რჩება. რადგან ესმას საქციელი საპირისპიროზე მეტყველებდა, იქნება ჯობდა ამ ორს შორის ყველაფერი გარკვეულიყო? მაგრამ ესმას ხისთავიანობის და დამოუკიდებელი გოგოს იმიჯის გამო მეეჭვებოდა ეს ამბავი ოდესმე გარკვეულ დასასრულამდე მისულიყო.

_ უთხარი ირაკლის, რომ მის მიპატიჟებას ვიღებთ!_ ვუთხარი ბოლოს დადუს.

იმ საღამოს, როცა დათქმულ რესტორანში მივედით, უცნაურ აღელვებას ვამჩნევდი ესმას. რომელიც ცდილობდა, რაც შეიძლება უემოციო სახე ჰქონოდა. მაგიდას რომ მივუახლოოვდით ირაკლი ფეხზე წამოდგა, საერთო სალამი გვითხრა, მაგრამ მგონი მხოლოდ ესმას მიშტერებოდა. თავის გვერდით სკამი გამოუწია, ალბათ ფიქრობდა ზრდილობის გამო მაინც მოლბებოდა ჩემი ყინულის დედოფალი დეიდაშვილი, მაგრამ შეცდა. ესმა გამოწეული სკამის საპირისპიროდ დაჯდა. ირაკლიმ ამოიოხრა და საკუთარ ადგილზე დაეშვა იმედგაცრუებული.
თავიდან ნაძალადევი საუბარი ძლივს ავაწყვეთ. რადგან ყველა ვგრძნობდით მათ შორის არსებულ უცნაურ დაძაბულობას. რამდენჯერაც ირაკლიმ ყურადღების გამოჩენა სცადა, იმდენჯერ დააიგნორა ესმამ.
მერე სასმელმა თავისი ქნა და დაძაბულობა ყველას მოეხსნა. დემნა და ნიაკო ჩვეულად საკუთარი თავით გაერთნენ, მაგიდიდან ბარისკენ გადაინაცვლეს და ჩვენი არსებობა მალევე დაივიწყეს.

_ დემნა არ შეცვლილა, ისევ ისეთი უდარდელაა!_ გაეცინა ირაკლის.

_ რამდენი დრო გავიდა არა ირაკლი? გახსოვს სკოლის ამბები?_ აშკარად
გარკვეული მიზნით ეკითხებოდა დადუნა.

_ყველაფერი არა, მაგრამ მთავარი რაც იყო მახსოვს და არასდროს დამვიწყებია!_ მზერა ესმასკენ გაექცა._ თუმცა ზოგიერთივით არ ვინახავ საუკუნის წინანდელ წყენებს!
თვალები ავად დააკვესა ესმამ.

_ ზოგიერთებს სკლეროზი არ აქვთ! და არ ავიწყდებათ ის საძაგლილობები, სიცოცხლეს რომ უმწარებდნენ!_ცივი და წვრილი ხმით ამოლაპარაკა. აშკარად სიბრაზის ზღვარზე იყო.

_ სკოლაში ათას სისულელეს ვაკეთებდით! თანაც ბოდიში მილიონჯერ მოგიხადე! მაგრამ შენ ხომ ესმა ხარ!

_ მერე?_ ისეთმა მუქარამ გაიჟღერა ესმას ხმაში, აშკარად ჯობდა ირაკლის სიფრთხილისთვის მოეხმო. მაგრამ მასაც ორი ჭიქით მეტი ქონდა დალეული და წლების მანძილზე გულში დატეულ სიყვარულს, წყენას თუ დარდს საკუთარ თავში ვეღარ იტევდა.

_მერე? თავმოყვარეობა ხომ ყველაფერზე უპირატესი იყო შენთვის! ახლა ბედნიერი ხარ? არაფერს ნანობ?

_ თუ იმას გულისხმობ, რომ მოძალადე თავხედ ბიჭს საკუთარი ადგილი მივუჩინე, არა! არაფერს ვნანობ!_ ჩანგალი ხმაურით დააგდო ესმამ თეფშზე.

_ ხელი მარტო იმიტომ არ შემოგიბრუნე იმ დღეს, რომ გოგო იყავი! თორემ...

_ რა თორემ? რა თორემ?

_ თორემ ნახავდი ვინ ვის გალახავდა!_ თვალს ვერ აშორებდა ირაკლი და მის თვალებში სიბრაზის ნაცვლად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სიყვარულს და უსაზღვრო ვნებას ვხედავდი. ამ კაცს ეს ქალი უყვარდა. და თუ ესმას სიბრაზე სინამდვილეში სიყვარული იყო, ჯობდა გონს მოგებულიყო და ურთიერთობა ცივილურად გაერკვია, სანამ მართლა დაკარგავდა, რაღაც ძალიან ძვირფასს.

_ ღირსი იყავი! უარესის ღირსიც იყავი! _ თავისას არ თმობდა ესმა.

_ და რა გავაკეთე ასეთი? უბრალოდ სიყვარული აგიხსენი და... და გაკოცე!_ რას აღარ ვფიქრობდი მას შემდეგ რაც დადუნამ ეს ამბავი მომიყვა, რა სცენარი აღარ წარმოვიდგინე იმ დახურულ საკლასო ოთახის კარს მიღმა, მაგრამ სიყვარულის ახსნა და ბავშვური კოცნა? ნუთუ ეს იყო ამ გაუგებრობის მიზეზი? გამეცინა და აი აქ გადაიხარა ჩემი ბედის სასწორი სიკვდილის მხარეს.
_ შენც იცნი არა? ამის მხარეზე ხარ ხომ? ნეტავ რატომ არ მიკვირს?!_ ფეხზე წამოხტა სახეშეშლილი ესმა_ თქვენ ყველა ერთნაირები ხართ! მოდიხართ და იღებთ სასურველს! ჩვენ რა გვინდა ამას არ აქვს აზრი არა? ცოტას ვიტირებთ, ცოტა ღირსება შეგველახება და მორჩა არა? ქალები ვართ ბოლო_ბოლო და სად გაგვაჩნია არა არჩევანის და ფიქრის უფლება და უნარი ხო? და ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ მათ, ვინც გვიყვარს, არა? სახალხო დამცირების, შეურაცხყოფის! ხოდა ვინ დარჩა ჩვენ შორის გულნატკენი ბატონო სკოლის გულთამპყრობელო?!_ საკუთარ ჩანთას ხელი დაავლო და გაცოფებული გავარდა გარეთ. ირაკლის შვხედე და სულელივით იღიმოდა.

_ რაო რა თქვა? მათ, ვინც გვიყვარსო? თქვენც გაიგონეთ არა?_ დადუნამ თავი დაუქნია. მე ვცადე სერიოზული სახე შემენარჩუნებინა.

_ უკავრავად, მაგრამ უნდა დაგტოვოთ!_ ფეხზე წამოდგა ისიც.

_ ირაკლი!_ დავუძახე და უკან მოვახედე წასული.

_ სახლამდე მიიყვანე იცოდე ეგ არანორმალური!_ ვუთხარი მკაცრი ხმით. გაეცინა თვალი ჩამიკრა და რესტორნიდან სწრაფად გავიდა.

_ ესეც ასეე!_ მოვიფშვნიტე ხელები. დარბაზი მოვათვალიერე და ვეღარც დემნას და ნიას მოვკარი თვალი.

_ არადა მართალია ესმა!_ ამოიოხრა დადუმ. _ უბრალოდ უნდა გვკითხოთ.

_ რა უნდა გკითხო დადუ?_ მთელი ტანით მისკენ მივბრუნდი. მის საოცარ თვალებში საკუთარ თავს ვხედავდი. მისი კოცნა მსურდა. მისი სიახლოვე. სულ მალე ყველაფერი დასრულდებოდა და უბრალოდ რაც შეიძლება ბევრი ლამაზი მომენტის მოგროვება მსურდა, რათა შემდეგ მისი მონატრებისას, როგორც წყალი უდაბნოში, ისე გამომეზოგა.

_ რა და სანამ გვაკოცებთ, მაგალითად, უნდა გვკითხოთ გვინდა თუ არა ეს ჩვენ!_ მიპასუხა მან და თვალი არ აურიდებია.

_ გინდა რომ გაკოცო დადუ?_ ვკითხე და მისკენ დავიხარე. ის დუმდა.

_ შენი დუმილი თანხმობის ნიშანია დადუ?_ ვკითხე ისევ მოთმინებით. თავი დამიქნია. ხელი მოვხვიე და ტუჩებზე დავეწაფე. ასეთი იყო ჩემი მავნე დადუნა, ჯიუტი და თან საოცრად ტკბილი.

რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის თარიღი, მით უფრო გონებაგაფანტული ხდებოდა დადუნა. მოცემულ პირობას არ არღვევდა, ის დამპირდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს ნდობას არ დაკარგავდა, მაგრამ შინაგან მღელვარებს თავს ვერ ართმევდა. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლიდან წამოვიდა, ჩემს სახლში ცხოვრობდა. ისევე, როგორც დემნა და ესმა. არც პეტრეს და არც რამაზს მათთვის დაბრუნება არ უთხოვიათ. თითქოს არც აინტერესებდათ რა ხდებოდა მათ თავს. დედაჩემი პერიოდულად ნახულობდა მამამისს. აი ანეტას კი ჩემი სახლის ზღურბლზე ფეხის გადმობიჯება კატეგორიულად ჰქონდა საკუთარი თავისთვის აკრძალული და მისი შვილების ყველა "უბედურებას'" მე მაბრალებდა.

_ დედა, ვერ ვხვდები, ნუთუ ქორწილის გარდა სხვა გზა არ არსებობს?_ მკითხა ბელამ ერთ დღეს და ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში ჩვეულად გარინდულ დადუს გახედა._ არ უნდა ამ გოგოს გათხოვება! პრობლემა შენში კი არაა, უბრალოდ არ არის ამ ნაბიჯისთვის მზად! ვერ ვიგებ რა ახირებაა ეს ქორწილი!

_ დადუმ არ იცის დედა, მაგრამ პეტრე ვნახე. მინდოდა გამეგო, რას ფიქრობდა ამ საკითხზე, და ერთ რამეს მივხვდი, აზრი არ აქვს არაფერს! დადუნას რომ თავი დავანებო და თავად ვთქვა ამ გარიგებაზე უარი, პეტრე ვინმე სხვას მონახავს და დამიჯერე, მერე მართლა გაპრობლემდება დადუნას ცხოვრება!

_ ამ საუკუნეში როგორ უნდა აიძულოს სრულწლოვან ადამიანს გათხოვება?_ ამოიოხრა ბელამ_ არა მესმის მისი, ყველა მამა მამა კი არაა! რაღა ეგ უგულო კაცი და რაღა მამაჩემი!

_ მე მაინც არ მესმის დედა, რატომ დადიხარ მის ხანახავად?_ ვკითხე ბელას, რა ხანია ამის კითხვა მინდოდა.

_ რაც არ უნდა იყოს, მეც შვილი ვარ და პასუხისმგებლობა მეც მაკისრია. ანე პილატესიდან იოგაზე გადადის და მერე საყიდლებზე, რამაზი მიტოვებულია,არადა აშკარად ვერაა ამ ბოლოს ჯანზე. სულ ასეთი კი არ ყოფილა შვილო! ძველი კარგი დროც მახსოვს და იმის ხათრი მაქვს!_ სევდიანად გაეღიმა დედაჩემს.

_ არა! შენ ქალი კი არ ხარ, ან დედა! შენ პირდაპირ ციდან გადმოვარდნილი ანგელოზი ხარ ბელა!_ ჩავეხუტე ჩემი ცხოვრების ერთ_ერთ მთავარ ქალს._ ქალღმერთი რომ მყავხარ ,მითქვამს ეს შენთვის!

_ ოხ, რა ბანალური ხარ!_ მხიარულად გაეცინა ბელას. თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა ხვდებოდა და იცოდა, რომ გულწრფელად ვიყავი მისი მადლიერი სიცოცხლე და მთელი ცხოვრება რომ მაჩუქა.

ქორწილი, რა თქმა უნდა ისეთი პომპეზური იყო, როგორიც სიტუაციას შეეფერებოდა. პეტრე და რამაზი ამაყი სახეებით დაიფხორებიდნენ სტუმრებს შორის და თავს იწონებდნენ იმ კავშირით, რაც ამ ქორწინებას უეჭველად მოჰყვებოდა.

როცა დადუნას ხელი ჩავკიდე და საკურთხევლისკენ წავედით, რაღაც მომენტში ისევ ამოფორიაქდა გული, თითქოს ეს მართლაც ის რეალობა იყო, რომელიც მე ასე მსურდა. არავინ ჩემ გარდა არ იცოდა, თუ რას ვაპირებდი სინამდვილეში და ალბათ ამის ბრალი იყო, რომ ამ ცერემონიალს ფარსისა არა ეტყობოდა რა. ერთხელ დადუნამ მითხრა, რომ ფარატინა ქაღალდს არანაირი ფასი და წონა არ ჰქონდა, თუ ის ფაქტი, რასაც ეს ქაღალდი ამოწმებდა გულისფეთქვითაც არ იყო გამყარებული. თვალებში ჩავხედე ჩემს ცოლს და შევკრთი, მის თვალებში კვლავ მე ვჩანდი. იქნებ, ჯერ კიდევ იყო დრო, საკუთარ ეგოისტურ სურვილს ავყოლოდი და დადუნა არასდროს არსად გამეშვა. რადგან ახლა აქ იდგა, იქნებ მასაც ჰქონდა აქ ყოფნის სულ მცირე სურვილი? იქნებ თანაცხოვრება და ჩემი სიყვარული მის ოცნებებსაც შეცვლიდა და დადუნა რეალურად გახდებოდა ჩემი. გამჭვირვალე ჰაეროვანი მანდილი გადავუწიე სახიდან და სწორედ მაშინ, როცა ჩვენი ქორწინება ოფიციალურად შედგა და პირველი კანონიერი კოცნის უფლება მოგვცეს, მე ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე. რომლის შიგთავსიც მთელი ამ ცერემონიალის მანძილზე მიშხამავდა განწყობას.

_ დადუნა, ბოდიშს გიხდი, რადგან ეს ყველაფერი თავიდან ვერ აგარიდე!_ ვუთხარი ყველას გასაგონად და წამში გაისუსა დარბაზი._მიყვარხარ დადუნა, მაგრამ მე ვერ დავიწყებ ახალ ცხოვრებას იმ ქალთან, ვინც ჩემზე ისე არ ოცნებობს, როგორც მე მასზე!
დადუნას სახე შეეცვალა. ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი. ხალხი მოათვალიერა. პასუხი არავის ჰქონდა.

_ მე მსურდა შენი ნავსაყუდელი ვყოფილიყავი ქარიშხლების დროს, მაგრამ თანახმა არ ვარ, რომ ამის ნაცვლად ოქროს გალიად ვიქცე შენთვის! ახლა შენ და მე ცოლ_ქმარი ვართ! და მეტად ვერასდროს ვერავინ გაბედავს მიგითითოს, როგორ იცხოვრო. მე კი გათავისუფლებ ჩემგან! გახსოვს დაგპირდი?_ კონვერტი გავუწოდე. დაბნეულმა გამომართვა.

_ ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს სანდრო?_ მკითხა ხმადაბლა. თითქოს ეშინოდა და ვერ ბედავდა ენახა, რა იდო კონვერტში.

_ ჩემი საქორწილო საჩუქარია!_ გავუღიმე გამამხნევებლად. კონვერტი გახია და როცა თვითმფრინავის ბილეთი ამოიღო, გაოცებით ამომხედა.

_ საქორწილო მოგზაურობა?_ მკითხა გაკვირვებულმა.

უარის ნიშნად თავი გავაქნია.
_ მაგრამ აქ მარტო ერთი ბილეთია, ერთი გზის!_ თვალებში შემხედა. რაღაცას ეძებდა ჩემს თვალებში. მე კი ვნატრობდი, რომ მას ეს ბილეთი გადაეხია და გადაეგდო. ისე ვნატრობდი ამას, მეგონა ჩემი ფიქრი ხამამაღლაც კი ისმოდა.

_ რა ხდება აქ?_მოგვიახლოვდა წარბშეკრული პეტრე. რამაზი უბრალოდ იდგა და ხმას არ იღებდა. მგონი მხოლოდ მან გაიაზრა, რასაც ნიშნავდა ერთი ცალი ბილეთი.

_ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ ბატონო სიმამრო!_ გავუღიმე ბონაპარტეს და დადუს ხელი გავუწოდე. _წამოდი რეისზე გაგვიანდება.
ინსტიქტურად ჩამკიდა ხელი. ღრუბელივით კაბა ხელში მოიგროვა და გამომყვა.

ჩემი ოცნების ქალი ჩემი ხელით მივიყვანე აეროპორტში, ჩემივე ხელით ჩალაგებული ჩემოდანი მანქანიდან გადმოვიღე და მოსაცდელში შევედით.

_ რას აკეთებ სანდრო?_ მკითხა უკვე ექსკალატორთან მისულმა.

_ მგონი არაუშავს, თუ საქორწილო კაბით გაემგზავრები არა?_ გამეცინა მის ჩაცმულობაზე.

_ სანდო რას ნიშნავს ეს ყველაფერი?_ მკითხა ისევ ხმადაბლა.

_ ჩემს საყვარელ ქალს სურვილს ვუსრულებ დადუ! _ ყელში მომიჭირა ცრემლებმა. თავი ხელში ავიყვანე. ესღა მაკლდა ამხელა კაცს მეტირა, თანაც მის წინ.

_ შენ გაფრენა ინატრე, ხოდა გაფრინდი!_ ცოტა ხანს უცნაურად მიყურა. მის თვალებში ჩანდა, როგორ გრიგალივით ერეოდა თავში აზრები და ფიქრები. ისევ მომიარა აუტანელმა სურვილმა გულში ჩამეკრა და არასდროს გამეშვა.

_ მადლობა სადრო!_ მითხრა უცნაური ხმით
სიხარული არ ემჩნეოდა ამ ხმას. უცებ მაკოცა, ზურგი მაქცია და წავიდა. ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მტოვებდა. საკუთარ თავს ვლანძღავდი გულში და უკვე ვნანობდი, რომ საკუთარ თავზე წინ დადუნა დავაყენე.

დადუნა ჩვენი ქორწილის დღეს მარტო გაფრინდა საფრანგეთში. იქ, სადაც ფიქრობდა, რომ საკუთარ ოცნებას აიხდენდა. მე სახლში დავბრუნდი. წაშლილი და ემოციურად მკვდარი. დემნა და ირაკლი დამხვდნენ ეზოში. ანერვიულებულები, გაუგებრობაში იყვნენ, მარტო რომ დამინახეს უარესად დაიბნენ.

_ რა მოხდა ძმაო? სადაა მავნე?_ გაბედა ბოლოს დემნამ.

_ საფრანგეთში მიფრინავს!_ ავიჩეჩე მხრები. მათ მივუჯექი. მარტოობა არ მსურდა.

_ დალევ ხო?_ მკითხა დემნამ და პასუხს არ დალოდებია ისე დამისხა რომელიღაც სასმელი. პერანგიც კი მახრჩობდა. ყელზე ღილები შევიხსენი და ირაკლის გავხედე.

_ ძალიან ძნელია?_ ვკითხე და ჭიქა გავუწოდე.

_ საკმაოდ!_ მიმიხვდა, თავი დამიქნია და ჭიქა მომიჭახუნა.

_ჯანდაბას ქალების თავი, და მაინც მათ გაუმარჯოთ!_ ჩაილაპარაკა დემნამ და სასმელი დაცალა.



11

სამი თვის შემდეგ, როცა მივხვდი მისი მონატრების უკიდურეს საზღვარს მივაღწიე და ეს მონატრება უკვე საბოლოოდ მიღებდა ბოლოს, გულში ჩამისახლდა ერთი გაუსაძლისი სურვილი, წავსულიყავი და მენახა ჩემი მავნე. თუნდაც შორიდან მეგრძნო მისი სიახლოვე. შორიდან დამენახა როგორ ცხოვრობდა. ყოველ ღამ ამ სურვილს ვებრძოდი და ყოველი გათენების შემდეგ ვრწმუნდებოდი, რომ დიდხანს ვეღარ გავუძლებდი უმისობას. და მხოლოდ ერთი მიზეზი მაკავებდა, არ ვიცოდი, სურდა თუ არა მას ჩემი ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ დადუნა ახვლედიანი ქაღალდზე ჩემი ოფილიალური მეუღლე იყო. ვიაზრებდი, რომ ჩემგან ნებით მიცემული თავისუფლება მას ყველაფრის უფლებას აძლვდა. სიმართლე რომ ვთქვა, მეშინოდა იმ რეალობის აღიარების, რაც მასთან დამხვდებოდა. ამიტომ უკანასკნელი ლაჩარივით ხან რა მიზეზით და ხან რით, ვებრძოდი საკუთარ სანუკვარ სურვილებს. მას ხომ წასვლის შემდეგ ერთხელაც კი არ დაურეკავს. ერთი პატარა იმედიც კი არ მოუცია, რომ ამ იმედს ხავსივით ჩავჭიდებოდი. მე კი არ მსურდა საკუთარი გრძნობები მისთვის ბორკილად თავს მომეხვია.

_ რას ელოდები? რატომ არ მიდიხარ მასთან?_ ისე სხვათაშორის მკითხა ერთხელ ნიამ. ვიცოდი თავად მუდმივ რეჟიმში კონტაქტობდა თავის დაქალთან. მაგრამ არაფერს ყვებოდა მასზე. მაშინ ვიეჭვე რომ ამას ასე უბრალოდ არ მეკითხებოდა.

_ იმიტომ რომ მას არ სურს ეს!_ ვუპასუხე გაბრაზებით.

_ რატომ გგონია მასე?
_ რატომ მგონია? _ ჩამეცინა მწარედ._ იმიტომ ხომ არა რომ უბრალოდ წავიდა და დამივიწყა?

_ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დემნა შენზე ბევრად გამგებიანი იქნებოდა! გაკვირდები და ვხედავ, ასე გაგრძელბა აღარ შეიძლება! სულ გაველურდი ამასობაში! კაცებს სიჯიუტე არ უხდებათ ბატონო ალექსანდრე!

_ ჩემზე ამბობ მაგას?_ ახლა უკვე მართლა გულიანად გამეცინა.
_ უბრალოდ საკუთარ თავს ებრძვი სანდრო! განა დადუნას, ან ბაბუაშენს, არა! ახლა უკვე საკუთარ თავთან გაქვს გამუდმებული ომი! ისიც სწორედ შენსავით გაჯიქდა! აქეთ შენ, იქით ის! ფერი ფერსაო თქვენზეა ნათქვამი!

_ მაგით რისი თქმა გინდა? რა გავაკეთო? რას ელოდებით ჩემგან? როგორ ვთხოვე ჩვენთვის შანსი მოეცა! ის კი უკან მოუხედავად გაფრინდა! _ პირველად, დაგორებული ქვასავით, მოზვავდა გულიდან სათქმელი.

_ არადა იქნება სულაც არ სურდა გაფრენა! ჰკითხე? შუა ქორწილში რომ შეაჩეჩე ის ოხერი ბილეთი, ერთხელ მაინც ჰკითხე რა სურდა სინამდვილეში? _ ნიას კითხვამ გამაშეშა. დადუს სახე გამახსენდა აეროპორტში_ სევდიანი, დაბნეული.

_ რას ნიშნავს არ სურდა? ეს ხომ მისი სანუკვარი ოცნება იყო?! სულ ამაზე საუბრობდა!
_ ოცნება?_ გაეღიმა ნაის._ ხანდახან ოცნებები ოცნებებად გვჭირდება სანდრო. მუდმივად აუხდენელ ოცნებებად, რათა ცოტა წავიწუწუნოთ გაბრაზებისას. რათა სათქმელად გვქონდეს, აი მე რომ ასე მექნა! რაღაც ისეთი გვინდა, მძიმე მომენტებში განტევების ვაცად რომ ვაქცევთ. ჩვენს უიღბლობას რომ დავაბრალებთ! მაგრამ რეალურად რაც გვსურს, ეს სულ სხვა რამეა! თქვენთან რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ქალები იმაზე, რაზეც გულით ვოცნებობთ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ ხოლმე.

იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე ნიას სიტყვებზე. და პირველად დავუშვი აზრი, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე. რომ დადუნას ფიქრებს ვერ მივუხვდი და რომ მისი დუმილი არასწორად გავიგე.

_ ესმა ირაკლი სადაა?_ გამიკვირდა კარში მხოლოდ ესმამ რომ შემოაბიჯა. სახეზე რომ შევხედე მივხვდი, მორიგი კამათიდან მოდიოდა.

_ თქვენსავით ტოქსიკური წყვილის მნახველი არ ვარ!_ ჩავიქნიე ხელი.

_ ოჰ კარგი ერთი! ამას ვინ ამბობს? ცოლი საფრანგეთში რომ გააგდო ის კაცი ხომ არა?_ შემომიღრინა ესმამ და ჩემს გვერდით ჩაჯდა სავარძელში. მობილური ამოიღო და ისეთი წკაპაწკუპი აუტეხა პირდაპირ ბოლო გაადინა.

_ კარგი დაინდე ეგ კაცი! ნუ შეჭამე! კაცია და არა ძაღლი, რომ გაიწვრთნას შენს გემოზე!_ მაღიზიანებდა ესმას პრინციპულობა. სხვებთან მკაცრი შეუვალი და მტკიცე ირაკლი ამ ალქაჯთან თვინიერი ლეკვი ხდებოდა და მაინც არ კმაროდა ეს ესმასთვის.

_ შენ შენ გაქცეულ ცოლს მიხედე რა!_ გამომხედა ცერად.
_ დადუს დაანებე თავი!
_ მე დავანებებ, მაგრამ ერთ დღესაც განქორწინების საბუთებს რომ გამოგიგზავნის და ვინმე ფრანგ ჟიულს გაჰყვება ცოლად შენი ხმა არ გავიგონო მერე!

_ ნუ სულელობ რა!_ ავუქნიე ხელი მობეზრებულად.
_ ხოო, აბა რა! შენ აქ იჯექი და იოცნებე და გეგონოს, რომ იქაური კაცები ბრმები არიან!_ გაეცინა ჩემს მწარე დეიდაშვილს. თავის ფერად ჩანთას ხელი დაავლო და საძინებელში შეიძურწა.
ესმას სიტყვებმა საბოლოოდ გამიფუჭა ხასიათი. ვიჯექი სიბნელეში და ფანჯრის მიღმა წვიმის წვეთებს ვითვლიდი. თან ფიქრებში ათას არეულ სურათს წარმოვიდგენდი, სადაც ყველგან იყო დადუ, მაგრამ არსად მე. ფეხზე ავდექი. ოთახში შევედი და ჩემი პატარა ნაცრისფერი სამგზავრო ჩანთა გადმოვიღე.

_ მოხდეს, რაც მოსახდენია!_ ვუთხარი საკუთარ თავს. ჩანთაში ტანსაცმელი დაუდევრად ჩავყარე და საწოლზე დავაგდე. დრო იყო ეს კატათაგვობანა დამემთავრებინა, მაგრამ "კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!"სწორედ ისე იყო ჩემი საქმე. მაშინ როცა საფრანგეთში გასამგზავრებელ ბილეთს ვუკვეთავდი ბელამ დარეკა. ხმა უკანკალებდა. ტიროდა.

_ რა ხდება დედა?_ ვკითხე შეშფოთებულმა.
_ რევაზი გახდა ცუდად სანდრო. გულმა დაარტყაო, ანიტამ დამირეკა. საავადმყოფოში მივდივარ დე, მოდით მალე._ ტელეფონი გავთიშე. დემნას და ესმას გავძახე. ოთახიდან გასვლისას მომხვდა თვალში ჩემი ჩანთა და ახლაღა გამახსენდა, რომ კიდევ ერთხელ მომიწია საკუთარ სურვილებზე უარის თქმა. ამივიოხრე და ოთახის კარი გამოვიხურე.

ის წამი დადგა, რამაზ ხომასურიძეს რომ ეგონა არასოდეს დაუდგებოდა. იწვა საწოლში და გაფითრებული მისჩერებოდა ჭერს. ხმას არ იღებდა, უჩვეულოდ დუმდა.სიბრალული ვიგრძენი მის მიმართ. ალბათ რთულია მთელი ცხოვრება ლომად ყოფნა. უამრავი პასუხისმგებლობის მხრებით თრევა და გვირგვინის სიმძიმის ქვეშ სამყაროსთვის თავისმოსაჩვენებლად მუდამ წელგამართულად ჯდომა.
პალატის წინ მთელი ოჯახი იყო შეკრებილი. ოჯახი, რომელსაც რევაზი რკინის ხელით წლები მართავდა.

_ ახლა რა უნდა ვქნათ?_ მკითხა ბელამ და ვიგრძნი, როგორ მომაჩერდა რამდენიმე წყვილი თვალი. ისე რომ ამის სურვილიც კი არ მქონია, მთელმა ოჯახმა უსიტყვოდ გადმომაბარა ოჯახის ახალი მეთაურის სკიპტრა და არგანი.
იმ დღის შემდეგ მეც საკუთარ ბეჭებზე ვიწვნიე ამ ტვირთის სიმძიმე ოჯახის და ბიზნესის მართვა რომ ერქვა. და მას საერთო არაფერი ჰქონდა "ნესის" მართვასგან. დილა უთენია იწყებოდა დამღლელი რუტინა, მთელი დღე უამრავ შეხვედრას ვესწრებოდი. და რომ არა ჩემი მცირე გამოცდილება მართვის სფეროში, ამ სიახლეს თავს ვერაფრით გავართმევდი ალბათ. დღეები ისე გადიოდა დაფიქრებისთვისაც აღარ მრჩებოდა დრო. დილით ადრე გასული გვიან ღამით ვბრუნდებიდი სახლში. დემნა აქტიურად მიჭერდა მხარს. არავინ ელოდა მისგან ასეთ ენთუზიაზმს. ჩემი "ძვირფასი" სიმამრი მუდმივად გვადევნებდა თვალს. და ტყუილი რომ არ ვთქვა, ისეთი რჩევებით გვეხმარებოდა მხოლოდ მასსავით გამოცდილი ბიზნესმენისგან რომ იყო მოსალოდნელი. მაგრამ მის კონტროლს მაჯებზე დადებულ მარწუხებად განვიცდიდით. ერთი სიტყვით ძლიერი გუნდი გამოგვივიდა მე, დემნა და ირაკლი. ერთად საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით. უცნაური ის იყო, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ რამაზი აქტიურ საქმეებს ჩამოშორდა და ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს ამ მომენტს დიდხანს ელოდა. მთელი დღე დროს სიმშვიდეში და ბელას კამპანიაში ატარებდა. ანეტა ძველებურად ეჭვით და უნდოდ გვიყურებდა მე და დედას. ვერაფრით იჯერებდა, რომ არაფრის მითვისებას "აწაპვნას" და დასაკუთრებას არ ვაპირებდით და მით უფრო იმას ვერ ხვდებოდა, როგორ ვახერხებდით მე და დემნა ასეთ ჰარმონიულ ურთიერთობას. ამასობაში დრო გავიდა და როგორც დროს და რუტინას სჩვევიათ ყველა მძაფრი გრძნობა მიაძინეს.

როცა ერთ_ერთი შხვედრისას ირაკლიმ ეკა ქეცბაია გამაცნო, არ მიფიქრია რომ ეს ვახშამი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა და მოვლენებს ასეთი ტემპით დააჩქარებდა.. ეკა გონიერი, ჭკვიანი და ალღოიანი საქმოსანი იყო. ამას გარდა მისი ეფექტური გარეგნობა, სტილი და ელეგანტურობა იმდენად თვალშისაცემი იყო, შეუძლებელი იყო გაგეცნო და თვალში არ მოგხვედროდა. ეს ქალი მიზანდასახული ადამიანი გახლდათ. ბავშვური თამაშებისთვის არც დრო ჰქონდა და პრინციპში არც თავს შეიწუხებდა ამისთვის.
გაცნობიდან ძალიან მალე გამოხატა ინტერესი ჩემ მიმართ და საკმაოდ დიდ დროსაც ვატარებდით ერთად.
ზუსტად ერთი წელი სრულდებოდა დადუნას გაცნობის დღიდან. სულ მალე ახალი წელი მოდიოდა. ქალაქი ისევ აივსო ფერების იმ კორიანტელით ჩემს დადუს ასე რომ უყვარდა. რატომღაც ბოლო დროს უფრო ხშირად ვფიქრობდი მასზე. დადუნას არც სოციალური ქსელი ჰქონდა, ხანდახან მაინც რომ მომეკრა თვალი მისი სურათისთვის. ან მცოდნოდა რას საქმიანობდა. როდის აპირებდა დაბრუნებას. არც ვინმესთვის კითხვა მსურდა. თუმცა ვიცოდი ნიაც და ესმაც აქტიურად ურთიერთობდნენ მასთან. უნდა ითქვას რომ ნიამაც და ესმამაც ერთნაირად ამოითვალწუნეს ეკა. დიდად არ სწყალობდნენ. ეკას კი სულ არ ანაღვლებდა მათი განწყობა და დამოკიდებულება.

_ სანდრო, ამ ახალ წელს რა გეგმები გაქვს?_ მკითხა ერთ საღამოს ნესიში რომ შევიკრიბეთ ჩვეულად და იმაზე ახლოს დამიჯდა, ვიდრე სჩვეოდა.

_ახალ წელს ოჯახთან ვხვდებით! როგორც ნორმალურ ხალხს სჩვევია! მით უფრო ცოლიანი კაცი რას გააკეთებს ახალ წელს?! _ გაკენწლა ესმამ ეკა, თან ოსტატურად შემახსენა ჩემი სტატუსი. ეკას მხოლოდ გაეღიმა.

_ ვფიქრობ, ამ ახალ წელს ტრადიციას დაგირღვევთ!_ თავდაჯერებული ხმა ჰქონდა მას._ და ამ სიმპატიურ ბიჭს მოგტაცებთ!
შემომხედა და ორაზროვნად გამიღიმა. გამეცინა, აშკარად საინტერესო ახალი წელი მელოდა წინ. მობილურზე მესიჯი მოვიდა. გავხსენი და ეკრანზე ელფის ანიმაცია აციმციმდა. გულმა ისე შეიფართხალა, ხელი მივიჭირე მკერდზე. ინსტიქტურად ქუჩას გავხედე ფანჯრიდან და გავშრი. ფანჯრის მიღმა სწორედ იმ ადგილას, სადაც სულ პირველად დავინახე, წითელი სკუტერი იდგა. ზედ პატარა ელფი იჯდა უდარდელად და ყავას სვამდა. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული. გიჟივით წამოვხტი ფეხზე და გარეთ გავვარდი. ქუჩა ცარიელი იყო. სირბილით გავიარე რამდენიმე ათეული მეტრი. იქაურობა ყურადღებით მოვათვალიერე, მაგრამ ვერავინ დავინახე. გავჩერდი და აქოშინებული საკუთარ მუხლებს დავეყრდენი. ნუთუ დადუ იყო? შეუძლებელია! კაფეს გავხედე გაცოფებულმა. თუ ის იყო, იმ ორ ალქაჯს აუცილებლად ეცოდინებოდა ყველაფერი. სწრაფად დავბრუნდი უკან.

_ რა მოხდა სანდრო?_ შემომეგება ეკა. მკლავზე ხელი გამომდო და თვალებში ჩამაჩერდა.

_ რაღაც დავინახე!_ თვალი მაგიდას მოვავლე. ყველა მე მიყურებდა გაოცებული. მათ სახეებზე საეჭვო ვერაფერი ამოვიკითხე.

_ ეტყობა მომეჩვენა!_ ჩავილაპარაკე ნერვებმოშლილმა. მაგრამ ტელეფონში მოციმციმე ანიმაცია სულ სხვა რამეს ამტკიცებდა.

მეორედ მანქანით სამსახურში მიმავალს, უფრო სწორედ საცობში მდგარს, ამომიდგა გვერდით ის ჩემი მტანჯველი, ნაცნობი მოჩვენება. თავზე წითელი შლემით, წითელ_ მწვანე წინდებით, გაბუჩქული მწვანე კაბით. ის იყო კარები გამოვაღე და გადმოვედი, მოპედი დაქოქა და მანქანების გრძელ ნაკადს სწრაფად შეერია. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ წინაზეც ის იყო.
ტელეფონი ამოვიღე და ნიას დავურეკე.

_ გისმენ სანდრი!_ მიპასუხა მხიარულად.
_ ნია! სიმართლე მითხარი! დადუ დაბრუნდა?_ ვკითხე რაც შემეძლო სერიოზულად.
_ დადუ რამ გაგახსენა?_ მკითხა რაღაცნაირი გაბრაზებით.
_ ნია! მიპასუხე! დადუ საქართველოშია?
_ აქამდე ერთხელაც კი არ გიკითხია! ახლა რამ მოგიარა? ვისაც აინტერესებს, ის იპოვნის კიდეც!_ მიპასუხა და მობილური გამითიშა. ვიცოდი ნია ეკასთან ჩემი ურთიერთობის გამო ბრაზობდა. ახლა ესმასთან ვცადე რამის გაგება, მაგრამ დადუ ვახსენე თუ არა, გამითიშა იმ საძაგელმა და როცა ისევ ვცადე დარეკვა სულაც დამბლოკა. აი ასე დეიდაშვილმა ჩემგან გაქცეული ცოლის გამო დამბლოკა.

_ დადუ!_ გავახრჭიალე კბილები სიმწრით. იმ წამს ხელში რომ მომყოლოდა არც კი ვიცი რას დავმართებდი. სწორედ მაშინ, როცა ოდნავ მომიშვა სულზე მოჭერილი მისი მარწუხები_ ის ისევ დაბრუნდა. ალბათ გაიგო თავისი კუდებისგან, რომ ეკა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ხოდა ისევ ჩემს გასაგიჟებლად დაბრუნდა.
გულს ვეღარაფერს ვუდებდი. სულ გაფაციცებული ვიყავი, სულ მეგონა ახლა, ამ წამს გამოჩნდებოდა. მისმა არსებამ ძველებურად შემიპყრო. წარმოიდგინეთ, ჯერ არც კი მენახა და უკვე მთელი ჩემი გონება დაისაკუთრა.

_ დადუ!_ ვჩურჩულებდი მის სახელს. და რაც უფრო მეტად ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, მით უფრო მაგიჟებდა მისი არარსებობა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ეკამ შემომიარა ბაბუაჩემის ოფისში.

_ სანდრო, მე ბავშვი არ ვარ და არც შენთან თამაშს ვაპირებ. ვხვდები, რომ ეგ შენი ქორწინება ფიქტიური და ფარსია. მე კი სერიოზულად მომწონხარ! მინდა ვცადოთ და სერიოზული ურთიერთობა დავიწყოთ. მაგრამ თუ შენი გული სხვას ეკუთვნის, ვიმსახურებ მგონი, რომ სიმართლე თავშივე მითხრა, სანამ ყველაფერი გართულდება!_ მის ხმაში სურვილი ისმოდა. ლამაზი კი არა და ულამაზესი ქალი იყო. ნამდვილი ქალი და არა დადუნასავით მავნე და ჩამოუყალიბებელი ბავშვი. მის გვერდით სტაბილურობა, ჰარმონია და სიცხადე იყო. მაგრამ მაშინაც კი, როცა მას ვუყურებდი, როცა მის შემოთავაზებას ვუსმენდი, ჩემი გონებაც, გულიც და სხეულიც დადუს სურნელს იხსენებდა. ვითომ მიძინებული გრძნობები მთელი სიცხადით ისევ ბობოქრობდნენ. და იმის წარმოდგენა, რომ ის მავნე გოგო სადღაც ახლოს იყო, მეთამაშებოდა და მე ვერ ვეხებოდი, ჭკუიდან მშლიდა.

_ ეკა, მე მიყვარს ჩემი ცოლი. შეიძლება ეს გაუგებარი და უცნაურია შენთვის, მაგრამ მე მიყვარს ის ქალი. მიყვარს ჩემთან ერთად, თუ უჩემოდ. მე ვერ მოგცემ სიმშვიდეს ეკა. და ვერ დაგპირდები, რომ ამ აუტანელ ქალს ჩემი გულიდან ამოვშლი! ერთდროულად მძულს და მიყვარს, მიყვარს და მძულს! ისე გამოვიდა, რომ ჩემი ორივე უკიდურესი გრძნობა მას ეკუთვნის! _ ვცადე გულწრფელი ვყოფილიყავი. სევდიანად გამიღიმა.

_ გაუმართლა იმ გოგოს! იმედია დააფასებს შენს სიყვარულს!_ ადგა და წავიდა. ისე ამაყად გავიდა ოთახიდან, როგორც მხოლოდ ნამდვილ ქალბატონებს სჩვევიათ. მე კი გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა.

სავარძელში დავჯექი და დავფიქრდი. სად იმალებოდა ის არანორმალური? ან რას აპირებდა?!

იმ საღამოს სამსახურიდან ჩვეულად დაღლილი გამოვედი და როცა ჩემი მანქანის ცხვირზე უდარდელად ჩამომჯდარი ელფი დავინახე ადგილზე გავჩერდი. იჯდა და ფეხებს მხიარულად აქანავებდა, თან რომელიღაც საახალწლო სიმღერას ღიღინებდა. თმა კიდევ უფრო მოკლედ შეეჭრა, ლამის ბიჭივით. ნელა მივუახლოვდი. თვალს ვერ ვაშორებდი, მეგონა თვალს თუ დავახამხამებდი ის ისევ გაქრებოდა. მის წინ გავჩერდი. ეშმაკური ღიმილით ამომხედა.

_გამარჯობა ძვირფასო მეუღლევ!_ შემომცინა ისე თითქოს სრულებით არაფერი._ გავიგე მოგენატრე და დავბრუნდი!

_ შენ რა დამცინი კიდეც?_ მოულოდნელად მასზე საშინლად გავბრაზდი. გამხდარ მხრებში ჩავავლე ხელი. ისე დავიჭირე, როგორც გასაფრენად მომართული პეპელა. მყიფე და ჰაეროვანი ფრთებით რომ სურს ხელიდან დაგისხლტეს. მომინდა მისთვის ის საძაგელი ფრთები მომეგლიჯა. რამდენი ტკივილი მომაყანა ამ უცოდველი უძლური, ფრთებით. მაგრამ მის ზურმუხტისფერ თვალებს ჩემზე მაგიური ძალა ჰქონდათ. და ერთ რამეს მივხვდი, ახლაც კი, ამ წამს რომ ეთხოვა: გამიშვიო! ისევ გავუშვებდი. მიუხედავად ჩემი გაუსაძლისი სურვილისა, რომ გულში ჩამეკრა და დამესაკუთრებინა, მისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი დამეკოცნა და ჩემი ცარიელი არსება მისი მონატრებული არსებობით ამევსო, ერთი სიტყვა რომ ეთქვა: "გამიშვი!" ისევ გავუშვებდი და საკუთარ თავს ისევ ტკივილისთვის გავიმეტებდი.

_ ოღონდ წასვლა აღარ მთხოვო დადუნა!_ შევეხვეწე და მოკლე აპრეხელი თმები თვალებიდან გადავუწიე.

_ და მაინც, უნდა გთხოვო!_ მიპასუხა მან და მე შემცივნულივით გამაკანკალა.

_ რა უნდა მთხოვო?
_ მთაში უნდა წავიდე. წამოხვალ ჩვენს ქოხში? შეხვდები ჩემთან ერთად ამ ახალ წელს? გახსოვს, სამსონს დაბრუნებას რომ დავპირდით. გველოდება მოხუცი, პირობა კი პირობაა!_ მისკენ კი არ დავხრილვარ ის მოვწიე ჩემკენ. მისი სახე ხელისგულებში მოვიქციე.

_ მორჩი ოცნებას დადუნა?_ ვკითხე და თვალებში ჩავხედე. გაეღიმა.
_ სინამდვილეში ახლაღა ვიწყებ ოცნებას!
_ რაზე ოცნებობ დადუ?
_ შენზე, მხოლოდღა შენზე!

ძველ, ხის აივანზე ვიდექი. ზედ დაწოლილი თოვლისგან ხის სახლს ყრუ ჭრიალი გაუდიოდა. ისევ თოვდა, და ეს თოვლი სამყაროსგან სულ უფრო და უფრო მაშორებდა. შემაცია და უკან სახლში შევბრუნდი. ღუმელს გამშრალი შეშა შევუკეთე. უზარმაზარ ნაძვის ხეს გვერდი ავუარე და ოთახის კუთხეში მდგარ საწოლს გადავხედე. ჭრელ პლედში ჩაფუთნულს ეძინა დადუნას. როგორც პატარა ბავშვი ისე გახვეულიყო და მხოლოდ გამხდარი მხრები მოუჩანდა. ყველაზე საძაგელი, ჯიუტი, აუტანელი, მავნე ქალი იყო ამ ქვეყნად. ქალი, რომელსაც თან დაჰქონდა ჩემი სიმშვიდე და ბედნიერება. ქალი, რომელსაც შეეძლო ამდგარიყო და ერთ წამში გამქრალიყო. ანდაც პირიქით, ზვავივით დამცემიდა თავს სწორედ მაშინ, როცა სულ არ ველოდი. მე შემეძლო მისთვის ეს თავისუფლება, თავქარიანობა და სიგიჟე წამერთმია. შემეძლო საზღვრებში მომექცია, როგორც გიჟი მდინარე კალაპოტში. შემეძლო ამ კალაპოტისთვის სიყვარული დამერქმია სახელად და ამაში მთელი სამყარო დამეჯერებინა, მაგრამ მე დადუნა ასეთი მიყვარდა, როგორიც იყო. ასეთი მაღელვებდა, ასეთი მიჩქარებდა გულს. და თუ მასში იმას მოვკლავდი, რის გამოც შემიყვარდა, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. მივედი და თავის პლედიანად ავიყვანე ხელში, გულში ჩავიკარი. ბოლომდე შევიგრძენი მისი მსხვრევადი, სუსტი სხეული.
_ თუ ისევ წახვალ, წასვლას არ დაგიშლი, მხოლოდ მეც გამოგყვები უკან დადუნა! _ ვუთხარი ჩურჩულით.
_ მთელი წელი გელოდე! და ხომ ხედავ, მაინც თავად მოვედი შენთან! _ წამოიწია და ყელში მაკოცა. _ მე ბევრს ვფიქრობდი შენზე! მივხვდი რომ მხოლოდ შენზე ვოცნებობდი სინამდვილეში!
ისევ მაკოცა, და ისევ, და ისევ და ყოველი კოცნისას თანდათან იხსნიდა ბავშვურ საფარველს... ეს ქალი ჩემი სამყაროს ზენიტი იყო.... და უცებ დეჟავიუს საოცარი გრძნობა დამეუფლა, ეს მომენტი ხომ ერთხელ უკვე ვნახე და განვიცადე. ყველაფერი გამახსენდა. მაშინ როცა დადუნამ უეჭველ სიკვდილს გადამარჩინა. მაშინ როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მე ამ მომენტებს ვხედავდი. არ ვიცი როგორ, სად, რომელ პარალელურ სამყაროში, მე და მავნე ყველაგან ერთად ვიყავით, სწორედ ისე, როგორც აქ, ახლა და ამ წამს.
დადუ ჩემი იყო, მხოლოდ მე მეკუთვნიდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, საითაც არ უნდა ეფრინა, ეს ქალი მკლავებში რომ მყავდა და გახელებული მკოცნიდა მხოლოდ ჩემი იყო.

_ სინამდვილეში შენ ხარ ჩემი თავისუფლება!_ კოცნასა და კოცნას შორის, თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა მან....

დასასრული


ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

არ მეყო კიდევ მინდოდა რომ არ დასრულებულიყო მომწონს თქვენი წერის სტილი მადლობა თქვენ და ბევრი შეგექმნათ❤️❤️❤️თქვენი ერთგული მკითხველი❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მაკა
არ მეყო კიდევ მინდოდა რომ არ დასრულებულიყო მომწონს თქვენი წერის სტილი მადლობა თქვენ და ბევრი შეგექმნათ❤️❤️❤️თქვენი ერთგული მკითხველი❤️❤️❤️

მადლობა, პატარა უბრალო ამბავია, მაგრამ მინდოდა მკითხველამდე მომეტანა. მიხარია რომ მოგეონთ))))

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის კარგიაა

 


№4 სტუმარი გიული

როგორ მომეწონაა,მადლობა ძალიან ვისიამოვნე❤

 


№5  offline წევრი ნივთი.

ფფწდბგსცვბფს

 


№6  offline წევრი GMG

როგორ მიყვარს შენი გამოჩენები♥️როგორც ყოველთვის კარგია♥️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

GMG
როგორ მიყვარს შენი გამოჩენები♥️როგორც ყოველთვის კარგია♥️

მადლობა დიდი)))

Daldoni Daldoni
როგორც ყოველთვის კარგიაა

მადლობა დიდი.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატალია

როგორც ყოველთვის საოცარი ხარ. დიდი მადლობა

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

გიული
როგორ მომეწონაა,მადლობა ძალიან ვისიამოვნე❤

მადლობაა))

 


№10  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგია♥️გამიხარდება ესნას და ირაკლის ამბავსაც თუ გვაჩუქებ♥️♥️????

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

TamoTi
ძალიან კარგია♥️გამიხარდება ესნას და ირაკლის ამბავსაც თუ გვაჩუქებ♥️♥️????

მადლობა. არ ვიცი, დიდად არ მიყვარს ხოლმე ისტორიების ქვე ისტორიებით გაგრძელება, თუმცა ესმა და ირაკლი საინტერესო პერსონაჟები კი ნამდვილად არიან.

 


№12 სტუმარი სტუმარი რუსკა

სულ კარგი და საყვარელი ისტორიები როგორ გაქვს

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი რუსკა
სულ კარგი და საყვარელი ისტორიები როგორ გაქვს

სულ კარგი და საყვარელი მკითხველი როგორ მყავს ის უფრო მიკვირს )))) მადლობა))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent