შენი უღელი (6)
-დღეს რატომ არა ?- მოცილდა თინათე, თუმცა მამაკაცმა ისევ მიიზიდა მისკენ -ალბათ იმიტომ რომ დღეს სხვა გეგმები გვაქვს. -ჩემი გეგმები რატომღაც შენ არ მოგიაზრებს. -ნუ მეუხეშები პატარა, შენთვისვე აჯობებს. -უხეშობა და სიმართლე ერთმენეთს წააგავს, ორივე მწარეა. -მეგობარი მყავს ლექტორი , შემიძლია ფილოსოფიის კურსებზე ჩაგწერო. -მასეთ კურსებს მე ჩაგიტარებ როცა მოიცლი. -მგონი როცა ჩუმად ხარ მაშინ უფრო მომწონხარ.-გაუცინა კაცმა. -წინადადებები მგონის გარეშე უფრო ჭეშმარიტად ჟღერს.-ხელები გაუშვა თინათემ.-გოგოებთან უნდა გავიდე. -ცოტახანში თქვი რომ საქმე გაქვს , დატოვე შენი მეგობრები სადაც უნდა დატოვო და დაგირეკავ ამასობაში. -რამხელა თავდაჯრება გაქვს დავით?-გაოცდა თინათე. -რამხელაც საჭიროა ლამაზი ქალის დასაბყრობად. -ანუ ჩემს დაბყრობას აპირებ-გაეცინა თინათეს. -ალბათ უფრო შტურმით აგიღებ-სიცილში აყვა დავითი. გოგოებს თინათე მალევე დაუბრუნდა , თავი ისე ეჭირა თითქოს არაფერი მომხდარიყოს და დავითთან 15 წუთიანი ფლირტი მას არ ჰქონოდა. მშვიდად დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ჯერ ანანოს დატოვებდა სახლში, შემდეგ დადუნას . -მგონი მხოლოდ მე არ შევნიშნე რომ დავითთან განმარტოვდი და უკან სახე აჭრილი დაბრუნდი-სასხვათაშორისოდ დაიწყო დადუნამ. -და ისიც არ დაგავიწყდეს რომ უკან შავი ასტონ მარტინი მოგვყვება, კარგად ვიცით ვისი მანქანაცაა-წარბები აათამაშა ანანომ. თინათემ დაძაბული ღიმილი აიკრა სახეზე და სარკე გაისწორა, მართლაც დავითის მანქანა იყო. -ნუ ამძაფრებთ რა, ცენტრალურ გზას ვადგავართ. გასაკვირი არც არის რომ მოგვყვება.-თავის დაძვრენა სცადა თინათემ. -გაჩუმდი რა, ჯობია ამოშაქრო რას ჭუკჭუკებდით ბაღში-გაიკრიჭა დადუნა. -თქვენ ხო თვალების ნაცვლად პროჟექტორები გისვიათ ბუდეში რა-ამოიბუზღუნა გოგონამ. -ვისაუბრეთ და ეგ იყო მეტი არაფერი. -არ მეგონა საუბრის დროს ტუჩსაცხი თუ ავტომატურად ორთქლდებოდა ტუჩიდან-ანუკი არ ნებდებოდა. -ანუკი ნუ ხარ გველაძუა, არ ხდება არაფერი ჯერ რომ მოხდება გეტყვიით-ამოიბუზღუნა თინათემ და მანქანა გოგონების კორპუსთან გააჩერა. -ჭკვიანად იყავი თინათე არ იმაიმუნოთ-გაეკრიჭა დადუნა და ანანოსთან ერთად დატოვა ავტომობილი. დავითი ნამდვილად მოყვებოდა უკან თავისი ასტონ მარტინით, თინათეს მინი კუპერს.არ იცოდა რატომ მოუნდა ამ გაწრეპილ გოგოს ადევნებოდა უკან, ბოლო დღეებში არც აკლდა მასზე აკვიატებული ფიქრები. მის ცხოვრებაში ახლა ნამდვილად არ იყო ახალი თავგადასავლების დაწყების ეტაპი, ისედაც საკმაოდ იყო ახლართული მისი ცხოვრება. თინათე კი ჩვეულებრივი გოგო იყო, სრულიად განსხავებული იმ ქალებისგან ვინც მას ჰყოლია აქამდე. ნაზი იყო უზომოდ, ზედმეტად ბუნებრივი და ულამაზესი . მას არ ჰქონია იდეალურად ჩამოქნილი სხეული რომელზეც ნებისმიერი კაცი დაკარგავდა თავს მაგრამ ჰქონდა პატარა ლამაზი ფორმები, დახვეწილი მიხრა-მოხვრა და საოცრად დამამშვიდებელი ხმის ტემბრი. ერთი სიტყვით დავითი სერიოზულად იყო გაბრუებული გოგონას გამოჩენით მის ცხოვრებაში , თუმცაღა არ იცოდა აპირებდა თუ არა მომავალს მასთან. *** -შვილო ჩემს ყურს მოსწვდა რაღაც ამბები შენთან მიმართებაში და სულ არ მეპიტნავა მაგ კაცის გვერდით შენი გამოჩენა. -მამა მაგ ოჯახმა ქორწილი ჩვენს დარბაზში შეგვიკვეთა და რამდენჯერმე მოგვიწია შეხვედრა, არაფერი არ ხდება.-თავის გამართლება სადა თინათემ . -და სახლამდე ყველა ნაცნობს აცილებს ბატონი დავითი?-წარბი ასწია ერეკლემ. -ხომ იცი ყველგან თვალები მაქვს! -კარგი რა მა...-გაეცინა გოგოს -25 წლის ვარ მაცადე რა გავინავარდო. არ ხდება არაფერი საერთოდ და ტყუილად რატომ მაწვალებ? -ერე შეეშვი ბავშვს ნუ გიყვარს ჩაკირკიტება- გამოექომაგა დედა თინათეს. -აცადე ახალგაზრდობა, ოდესმე ხომ უნდა გაიცნოს ამანაც ვინმე. -კარგი რა დედააა-ამოიგმინა თინათემ -წავედი მე , დავისვებებ არ მაქვს ნერვები. -წადი ,წადი მერე გნახავ-თვალი ჩაუკრა მადომ ქალიშვილს. *** დილას თინათემ ადრიანად გაიღვიძა, ისაუზმა,ლამაზად გამოეწყო და ადრიანადვე გავიდა სახლიდან. ქორწილი ახლოვდებოდა და გოგოებს უფრო მეტი საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი. თან სალომეს დაპირდა ღვინის დეგუსტაციაზე გაყვებოდა ახლობლის მამულში. ეს იდეა დიდად არ ხიბლავდა გოგოს მაგრამ რადგანაც დაპირდა ვერაფერს იზამდა. ლილატში შეიარა , დადუნა და ანანოც ნახა და დაელოდა როდის გამოუვლიდა სალომე. თორმეტი ხდებოდა როცა დაადგნენ კახეთის გზას, სალომე და ბექა მთელი გზა ლაპარაკობდნენ მომავალ ქორწილზე. -8 წელი ვიყავით შეყვარებულები, უკვე აღარც მეგონა ოდესმე თუ მთხოვდა ცოლობას. -რას ამბობ-თვალები გაუფართოვდა თინათეს -კი ასე იყო , უკვე მამაჩემიც გიჟს გავდა -იღიმოდა სალომე. -ყველაფერს თავისი დრო აქვს-გამოხედა ბექამ. -არ ვიყავი მზად ოჯახისთვის, ჩემი სიმამრი კი იცი რა კაცია და რა სიტყვა ეთქმის-გამოხედა თინათეს. -მართალი ხარ, მესმის ნამდვილად. -ბევრი რამ გავაკეთე რომ დღეს ამ ეტაპამდე მოვსულიყავით-ხელზე აკოცა ბექამ საცოლეს. -მაგრამ ამად ღირდა. თინათე მონუსხული უყურებდა პატარა და კოხტა მამულს. ულამაზესი მოვლილი სახლი იდგა უზარმაზარ ეზოში, სახლის მარცხენა მხარეს უზარმაზარი ვაზის ტალავერი იყო გაშენებული, მომხიბვლელ ზოლებად ხოლო, მარჯვნივ მარანი იდგა. ირგვლივ გასაოცარი ატმოსფერო სუფევდა და გოგონა ძალიან კმაყოფილი იყო რომ აზრი არ შეიცვალა და წამოვიდა აქ. -ეს სახლი ჩვენი დეიდაშვილის ბაბუისაა, იშვიათად მოვდივართ მაგრამ ძალიან გვიყვარს, ოთარი პაპა თავისი ხელით უვლის ყველაფერს და ამასთან, გასაოცარ ღვინოს აყენებს.-სახლისკენ გაუძღვა სალომე თინათეს. -ულამაზესია ყველაფერი, თითქოს ზღაპარიაო!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგონა. -სანამ ღვინოზე გადავალთ წამოდი გავისეირნოთ, ნახე ვინ გაგაცნო... დავითი გვიან გამოვიდა შეხვედრიდან, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გაეშურა სიღნაღისკენ. შანს ხომ არ გაუშვებდა თინათე ენახა. შუადღე იდგა როცა ბაბუამისის მამულს მიადგა, ეზოში უკვე იდგა ბექას ავტომობილი. ყურადღებით მოათვალიერა არამარე და შორიდანაც კარგად დაინახა როგორ სეირნობდნენ სალომე და თინათე ცხენით. კრგად გაარჩია რომ მის საყვარელ ბუცეფალზე თინათე არხეინად მოკალათებულიყო და თამამ ნაბიჯებს არ უშინდებოდა. გაუკვირდა რადგან ბუცეფალი ნამდვილად არ იყო ის ცხენი რომ მის გარდა სხვა ვინმეზე მიეცა ნება მიახლოვებოდა. თინათე კი ბერძნული ღვთაებასავით იჯდა მის საამაყო ულაყზე და პროფესიონალი მხედარივით მისეირნობდა ვაზის ტალავერებს შორის. დავითმა მონუსხულივით შეხედა მის გაშლილ , თაფლისფერ თმებს რიმლებიც ისე ბზინავდა გეგონება თაფლის შადრევანი მოედინებაო. უალამაზესი სანახავი იყო და მამაკაცმა დაუფიქრებლად გადადგა ნაბიჯები რომ უფრო ახლოს ენახა იგი. ამასობაში გოგონა უდიდესი სიამოვნებით ეგებობოდა ნაზ ნიავს, ნელ-ნელა ბუცეფალი გადაეშვა თავისუფლების უდიდეს ნავარდში, თინათემ აღვირს მაგრად მოუჭირა ხელები და უდიდესი ადრენალინით სავსემ კისკისი ამოუშვა. ასეთი ბედნიერება დიდი ხანი იყო არ განეცადა. მორჩილად მიენდო ცხენის ნებას და ბედნიერი არღვევდა მასთან ერთად საზღვრებს, გაიარეს ულამაზესი ვენახები , პატარა რაკ-რაკა რუები და დაღლილები დაბრუნდნენ უკან. თავლასთან უკვე კარგა ხანი იყო დავითი ელოდებოდა, რომელიც შორიდან მთელი პერიოდი ადევნებდა თვალ ყურს. -ჩემს ცხენს აქამდე არცერთი ქალისთვის მიუცია ნება მიახლოვებოდა-თავზე ხელი გადაუსვა დავითმა ბუცეფალს. -მე ის მომეწონა, მას კი-მე-გაეცინა გოგონას. -ვხედავ რომ კარგად გაუგეთ-ჩამოქვეითებაში დაეხმარა მამაკაცი -დიახაც-გაეკეკლუცა გოგონა და მოულოდნელად კისერზე მოხვია ხელი ცუდად დადგმული ფეხის გამო.დავითმა სწრაფად მოიქცია მისი გამხდარი სხსული ხელებში და ახლოს მიიკრა. -მთელი დღე ველოდი ამ დროს-ცხვირის წვერით ცხვირზე მოეფერა კაცი. -საღამოს დადგომას-უხუმრა გოგომ. -არა შენს ნახვას ბავშვო-მობეზრებით აატრიალა თვალები დავითმა. -რამდენჯერ გითხრა რომ ბავშვი არა ვარ?! -რამდენჯერაც სისულელეს მეტყვი იმდენჯერ.-მოულოდნელად კოცნიით გააჩუმა გოგონა და ხელჩაკიდებულმა წაიყვანა მარნისკენ. -ტუჩებს მოუფრთხილდი დავით ნამდვილად არ მინდა მოგაჭრა-გაკაპასდა გოგო -შემიძლია კბენით ჩანაცვლება მოვითხოვო? -გცემ!-აღშფოთებული სახე მიიღო თინათემ, რაზეც დავითს ხმამაღლა გაეცინა. -ბავშვო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.