შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი2)


21-06-2024, 16:56
ავტორი MmariiamM))
ნანახია 897

დილით ესემესის ხმამ გამაღვიძა. ხმოვანი შეტყობინება იყო ლიზასგან.
მატყობინებდა რომ ქალაქში უჩემოდ დაბრუნდნენ. მაშინვე გადავურეკე
-ასე ადრე რატომ გღვიძავს ელენა?
-აქ რატომ მიმაგდეთ გოგო?-ცოტათი ნაწყენი ვიყავი მეგობრებზე
-ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ, სხვა გზა არ მქონდა. შენ კი მოგიხდება მაქაურობა, დატკბი მესტიის ხედებით და დასვენებული დაგვიბრუნდი.
-ორივე საშინლები ხართ...-პატარა ბავშვივით გავიბუტე
-ჩვენც გვიყვარხარ ელენა.
მიუხედავად იმისა რომ მეგობრებზე ნაწყენი ვიყავი, მაინც მომწონდა სვანეთში დარჩენის იდეა.
თბილი ტანსაცმელი ჩავიცვი და სასტუმროდნ გასვლა გადავწყვიტე მინდოდა კოშკები მენახა, ჩემს თავს კარგად ვიცნობდი ამიტომ შეიძლება ეს ჩემი ბოლო შვებულება ყოფილიყო დიდი ხნის მანძილზე.
კიბეები აჩქარებული გულით ჩავირბინე, ფოტო აპარატი მოვიმარჯვე და ნამდვილი ტურისტვით დავიწყე გარემოს დათვალიერება.
იმდენად გამიტაცა მესტიის ბუნებამ რომ დროის გასვლაც კი ვერ შევამჩნიე, უკვე კილომეტრები მქონდა გავლილი დათას ზარმა რომ მომიყვანა გონს
-სად ხარ გოგო მთელი დღეა გირეკავ?-ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში
-ვსეირნობდი დათა, აქ ტელეფონი ცუდად იჭერს
-ასეთს რას სეირნობდი გოგო უკვე საღამოს რვა საათია
-აქაურ ბუნებას ჩათრევა სცოდნია ჩემო დათა. შენ რა ქენი შეხვდი ლიზის მშობლებს?
-ჯერ არა ახლა მივდივართ რესტორანში გასაცნობად
-იმედია არ მოეწონები და გოგოს არ მოგათხოვებენ
-შენ მართლა რა მწარე ენა გაქ გოგო, მე კიდე ეგეთების თქმა მინდა მოვკვდი კაცი ნერვიულობით
-ეს რა დღეს მომასწრო ღმერთმა თავად დათა აბაშიძე თრთის ნერვიულობისგან
-ეგ ენა დაგღუპავს შენ ქალბატონო და დარჩები გაუთხოვრი, მერე არ დამიწყო წუწუნი არ გაგიფრთხილებივარო
-მოდი ჯერ შენ დაოჯახდი და ჩემზე მერე ინერვიულე გაიძვერა
-კარგი კარგი. მიდი ახლა დაბრუნდი სასტუმროში, ჩვენც უნდა შევიდეთ უკვე
-თავი არ მომჭრა აბაშიძე მედგრად დადექი, გურულების სიძობა ნუ გგონია ხუმრობა
-თუ არ დამთანხმდებიან მოვიტაცებ ამ შენს დაქალს და მსდიეთ მერე გურულებმა
-ჭკუით იყავი შენ სად ყავს გურულებს აჭარლების მოსატაცებელი გოგო
-კარგი ენა მწარევ წავედი ახლა, გკოცნი და მიყვარხარ
-წარმატებები დათა დაგჭირდება.
ტელეფნი გავთიშე და სახიდან ღიმილს მაინც ვერ ვიშორებდი. იმის წარმოდგენა თუ როგორ ნერვიულობდა დათა ძალიან მახალისებდა. გარემო მოვათვალიერე და უეცრად დავეშვი ციდან, გავაცნობიერე რომ იმდენად შორს ვიყავი სასტუმროდან წამოსული უკან დაბრუნება გამიჭირდებოდა თან უკვე კარგად შებინდებულიყო. რამდენიმე მეტრში მაღაზია შევნიშნე და იქვე მდგარ ბიჭებს მივესალმე
-გამარჯობა
-გამარჯობა მშვენიერო -ერთმანეთს ისე გადახედეს შეუძლებელი იყო იმ მზერის ვერ შემჩნევა
-თუ არ შეწუხდებით იქნებ სასტუმრომდე გზა მიმასწავლოთ
-რა შეწუხებაა, შეგვიძლია მიგაცილოთ
-არა ასეც ვერ შეგაწუხებთ, უბრალოდ მითხარით საით წავიდე
-არ შეიძლება შენნაირი ლამაზმანი მარტო დადიოდეს ასეთ დროს ქუჩაში
-გთხოვთ უბრალოდ გზა მიმასწავლეთ -საუბარში ვიყავი გართული როდესაც ზედ ჩემ ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა
-გოგო შენ აქ რა გინდა ამ დროს?-მანქანიდან გაცოფებული დევდარიანი გადმოვიდა
-ვსეირნობ და საერთოდ რა ტონით მელაპარაკები
-ენა გააჩერე და მანქანაში ჩაჯექი
-დევდარიანო ასე უნდა ესაუბრო სტუმარს? რა შთაბეჭდილება დარჩება სვანებზე-საუბარი უცხოთაგან ერთ-ერთმა გაგავაწყვეტინა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა
-მე კარგად ვიცი როგორ უნდა ვესაუბრო სტუმარს შენ ნუ ჩაერევი მათე, აჯობებს შენს გზაზე წაახვიდე-ვიგრძენი როგორ დაეძაბა მთელი სხეული ლევანს
-უბრალოდ სტუმრისთვის დახმარების გაწევას ვცდილობდი ...-კიდევ აპირებდა ბიჭი რაღაცის თქმას
-ჩემი სტუმარია და თავად მივხედავ-მაქანის კარი გამომიღო და მეც უსიტყვოდ დავემორჩილე, მის მრისხანებას კილომეტრიდანაც იგრძნობდა კაცი. რამდენიმე წუთი სიჩუმეში საუკუნედ მომეჩვენა და მეტი ვეღარ მოვითმინე
-როგორ იქცევი დევდარიანო, მე რა შენი პატარა ბავშვი ვარ
-ქუჩაში მარტო უტვინო ბავშვივით ბოდიალობ და კიდევ მაგ კითხვას მისვამ
-წესიერად მელაპარაკე და ჩემთან ტონს ნუ უწევ
-წესიერად მოიქეცი და მერე დაგელაპარაკები მეც წესიერად
-არა წესიერი რა დაინახე, უბრალოოდ ადამიანს გზის ჩვენება ვთხოვე
-გოგო ნუ მაგიჟებ-ისევ აუწია ტონს-უცხო ადგიალს შუა ღამისას მარტო ბოდიალი შენ ნორმალური გგონია?
-ზედმეტად ღელავ დევდარიანო, შენ არ გეხება ჩემი ასავალ დასავალი
-რამე რომ დაგმართნოდა დათასთვის თვალებში როგორ ჩამეხედა-ეს სიტყვები ეკალივით ჩამესო გულში, მეც არ ვიცოდი რატომ თუმცა ფაქტი იყო რომ ძალიან მეწყინა
-მანქანა გააჩერე
-რა?-დაბნეულმა გამომხედა
-მაქანა გააჩერე ლევან, თოორემ გადავხტები-ბოლო ხმაზე დავუყვვირე და კარის სახელურს დავეჯაჯგურე. როგორც კი დაამუხურუჭა მანქანიდან გადავხტი და ჩქარი ნაბიჯით გავუდექი გზას
-გოგო ტვინი სულ არ გაქ სად მიდიხარ-დამედევნა და მკლავში მაგრად ჩამავლო თავისი უხეში ხელები
-გამიშვი. ჩემს თავს თავად მივხედავ
-ღმერთო რა მოვუხერხო ამ გიჟ გურულს?!-ზევით ისე აიხედა თითქოს მართლაც გასცემდა ვინმე შეკითხვაზე პასუხს
-ეს გიჟი გურული შენი საპატრონო არაა და გამიშვი ახლავე-ხელზე დავეჯაჯგურე, თუმცა უშედეგოდ
-ახლავე დაწყნარდი-მკლავზე ძლიერად მომქაჩა, წონასწორობა დავკარგე და ერთ წამში მის სხეულზე ვიყავი აკრული. მისი სუნელი ცხვირში სასიამოვნოდ მიღუტუნებდა, მისი ცხელი სუნთქვა მიწვავდა კანს და მის უძირო შავ თვალებში ვიძირებოდი.ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა თუმცა მე საუკუნედ მომეჩვენა-მანქანაში ჩაჯექი შეგვიძლაი ჩხუბი სასტუმროში გავაგრრძელოდ
-არავითარი ჩხუბი, შენი ხმის გაგონებაც არ მინდა, მეტიც მინდა რომ არასდროს გნახო-ამის გაგონება და მაშინვე ცივად გამიშვა ხელი. მთელი გზა უსიტყვოდ გავიარეთ, მხოლოდ სასტუმროსთან მისვლის მერე ამოიღო ხმა
-რამდენიმე დღეში წახვალ სვანეთიდან და ვეღარასოდეს მნახავ. სურვილი მალე აგიხდება
-ძალიანაც კარგი. არ მინდა შენნაირთა რაიმე საერთოს ქონა
-ჩემნაირთან მაინც როგორთან?
-ხისთავინ სვანთან.
სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახის კარი ხმაურით მივაჯახუნე. ადგილს ვერ ვპულობდი სიბრაზე ყელში მტკივნეულად მიჭერდა მარწუხებს.
ვბრზობდი ლევანზე, თან მინდოდა მისი საქციელის ახსნა მომესმინა, ჩემი სიტყვები ერთმანეთის საპირისპირო ოყო, მინდოდა არასდროს მენახა ლევანი, ამასთან კი მინდოდა მომესმინა მისი მიზეზები.
ოთახში წინ და უკან სიარულისგან დაღლილმა აივანს მივაშურე და ფიქრისგან დაღლილი გონების განტვირთვა ვცადე, თუმცა უშედეგოდ უპასუხო შეკითხვები თავს მატკიებდა.
დილით როგორც კი თვალები გავახილე მაშინვე ჩემი ნივთები შევაგროვე და პირველივე სამარშუტო ტაქსით დავბრუნდი თბილისში. არც ერთი წუთის გატარება არ მინდოდა მის გარემოცვაში. ვგრძნობდი თუ დავრჩებოდი დევდარიანი დიდი დოზით შემოიჭრებოდა ჩემს გულსა და ცხოვრებაში.მე კი მზად არ ვიყავი, წარსულმა წამიჭირა ყელში მარწუხები და უკან მოუხედავად გაქცევა მაიძულა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგია, ასე გააგრძელე, ძალიან მომწონს . ცოტა დაძაბე სიტოაცია. წარმატებები. როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№2  offline წევრი MmariiamM))

სტუმარი ნანა
რა კარგია, ასე გააგრძელე, ძალიან მომწონს . ცოტა დაძაბე სიტოაცია. წარმატებები. როდის დადებ შემდეგ თავს?

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის
ხვალ დილით დაიდება შემდეგი თავი
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent