შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწამლავი ( სრულად )


22-06-2024, 14:43
ავტორი Edna
ნანახია 10 423

ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი. - ციტატის წყარო: „ქარავანი“



სულ რაღაც რამოდენიმე წამია თვალები გაახილა და ჯერ კიდევ ვერ ხვდება მის თავს რა ხდება. ცდილობს გამოერკვეს, მაგრამ არაფერი გამოსდის.. ნელ-ნელა მისი გონება პანიკას იპყრობს, სუნთქვა უხშირდება.. გონება კითხვებით აივსო.. “სად ვარ.? რა ხდება..? რა დამემართა..?” იხსენებს ბოლოს რას აკეთებდა, ცდილობს გაიხსენოს.. გაახსენდა ამერიკიდან სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა ახლობლების გარემოცვაში.
ახლაღა გრძნობს მისი ხელი ვიღაცას უჭირავს და ეფერება, თავი დახრილი აქვს და რაღაცას ბუტბუტებს.. მთელი ძალისხმევა ჩადო იმაში ხელი გაემოძრავებინა, როგორც ჩანს გაამართლა რადგან უცნობმა ამოხედა.. დაინახა შვება კაცის თვალებში, ამოისუნთქა.. წამოდგომა დააპირა კარი, გაიხსნა და ექთანი შემოვიდა..
-ხომ გითხარით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენი საცოლე მალე გამოჯანმრთელდება..- მოესმა..? მას ახლა ვიღაცის საცოლე უწოდეს..? ეს ხომ შეუძლებელია, მას ხომ შეყვარებულიც კი არ ჰყავს.. მეტად დაიბნა..
-საქმრო..?- ძლივს წარმოთქმული სიტყვის შემდეგ იგრძნო რამდენად გამომშრალი აქვს ყელი.. ექთანი მიხვდა საქმის ვითარებას და წყალი დაალევინა..
-დიახ, აქ თქვენმა საქმრომ მოგიყვანათ, არც კი იცით რამდენი ინერვიულა.. თქვენს ახლობლებს ძლივს დავუკავშირდით, ამ გაუარესებული ამინდების გამო, მალე აქ იქნებიან.. ახლავე დავბრუნდები..
-ხელი გამიშვი..
-ანჟელიკა..
-ვინ ხარ..?
-რას ნიშნავს ვინ ვარ, ვერ მიცანი..?
-გამეცალე, მე საქმრო არ მყავს..
-კარგი საკმარისია ორივემ ვიცით სიმართლე, უბრალოდ სხვა შემთხვევაში..-უნდოდა ეთქვა არ შემომიშვებდნენო, მაგრამ ანჟელიკა მეტად და მეტად აღელდა, მისთვის უცნობმა პალატა დატოვა და ექთანს დაუძახა დამამშვიდებლისთვის.. მასთან ერთად დაბრუნებას აპირებდა, როცა გააჩერეს.. როგორც ჩანს ანჟელიკას ოჯახმა.. დაამშვიდა ყველაფერი კარგად არისო, წესიერად ვერც ლაპარაკობდა თავადაც დაბნეული. ექთანი გამოვიდა თუ არა ოჯახმა ყურადღება მასზე გადაიტანა.. უცნობი მათ სიახლოვეს მოშორდა, ჯერ კიდევ ვერ გადახარშა მომხდარი..
ეს კედლები უკვე სულს უხუთავს.. ახლა როცა იცის ანჟელიკა კარგადაა, ოჯახი გვერდით ჰყავს და მარტო აღარაა, წასვლა დააპირა.. თუმცა ნაადრევად, კაცის ხმა შემოესმა, გაჩერდა და ისევ პალატის შესასვლელში დააბრუნა..
-საით გაგიწევია..?
-მომიტევეთ მე..
-ჰაერზე უნდა გასულიყავი არაა, რა არ გადაიტანე, მესმის..
-შვილო ვიცით ჯერ ადრეა, მაგრამ მოგვიანებით უნდა მოგვიყვე რა მოხდა..-ქალი ჩაერთო საუბარში, მიხვდა ანჟელიკას დედა უნდა ყოფილიყო, ჰგავდა ნაკვთებით..
-ანჟელიკა მოგიყვებათ ყველაფერს, მე მოსაყოლი დიდად არაფერი მაქვს..
-იქ არ იყავი..?
-შევესწარი, გამიმართლა მის სიახლოვეს აღმოვჩნდი..
-საქმრო ხარ, როგორც ჩანს.. ეგ გამართლება აღარაა..
-რა იცით მე..
-ექთანმა ყველაფერი გვითხრა, ახსნა საჭირო არაა..
-არ გესმით..
-ახლა ტყუილად ნუ აღელდები, საცოლის ოჯახს არასასურველ გარემოში შეხვდი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს..
-სამწუხაროა თქვენი არსებობის შესახებ არაფერი, არ ვიცოდით, თუმცა ანჟელიკას ექნება ამის მიზეზი..- უცნობმა ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ ის გაიფიქრა სიტუაცია როცა დალაგდება ყველაფრის ახსნის საშუალება მომეცემაო..
ოჯახი პალატაში შევიდა ყველა არ შეუშვეს.. ექთანი გამოვიდა, დაეწია და კიდევ ერთხელ გამოჰკითხა ანჟელიკას ამბები..
-ხომ გითხარით, რთული ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურადაა..
-ამ ეტაპზე რას ნიშნავს..?
-შეიძლება კიდევ დასჭირდეს სხვა სახის ოპერაცია..
-კარგით მადლობა..- იქვე ჩამოჯდა და ისევ გააგრძელა რასაც დილიდან მოყოლებული აკეთებს, ელოდება.. უკვე აღარც იცის რას ელოდება, მაგრამ ელოდება.. ცოტახანში გვერდით მამაკაცი უჯდება, ანჟელიკას მამა..
-რაღაც უნდა იცოდე..
-გისმენთ..
-მას არ ახსოვხარ..
-როცა გაიღვიძა ვერ მიცნო..
-ეს უბრალოდ ანესთეზიიდან გამოსვლის, წინა პერიოდი არ გეგონოს..
-რა ხდება..?
-ანჟელიკამ მეხსიერება დაკარგა..
-რას ამბობთ.. კი მაგრამ რატომ თქვით რომ მე ვერ მიცნო და არა..
-ჩვენ ვახსოვართ.. როგორც თავად თქვა ახსოვს სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ბრუნდებოდა.. ეს კი 3 წლის წინ იყო..
-ყველაფერი გასაგებია..
-რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ..
-2 წელი 10 თვე 9 დღე..-აქამდე არც თავად გაუაზრებია ამდენად დეტალურად თუ ახსოვდა ანჟელიკას გაცნობის დრო..
-კარგი, სხვა სიტუაციაში სხვანაირად მოვიქცეოდი, მინდა ეს გაიგო, მაგრამ ახლა.. ახლა შენი გასაჭირიც გეყოფა.. სახელი ვერ შეგეკითხე..
-არც გამხსენებია ჩემი თავი წარმედგინა.. მაქსიმე ანდრონიკაშვილი..
-შალვა..
-სასიამოვნოა..
-იმედია ჩემთვისაც..-როდის დატოვა შენობა აღარც ახსოვს.. მოტოციკლეტით ქუჩაში დაშვებულ სიჩქარეს რომ კარგა ხანია გადააცილა გვიანღა იაზრებს და სვლას ანელებს.. კადრები გაფუჭებული ფირივით მეორდება.. გზის ერთ მხარეს თავად დგას, მოპირდაპირე მხარეს ანჟელიკა.. სისხამ დილით არ იყო გადატვირთული მოძრაობა, არსაიდან სასწაულად მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა და.. თვალები მაგრად დახუჭა, საშინლად მოუნდა ამ კადრის დავიწყება.. არაფერი გამოსდის..
მძღოლი მიიმალა, ეძებენ, რომც არ იპოვოს მაქსიმე საქმეს ასე არ დატოვებს, ყველამ იცის მისი ხასიათის ამბავი.. ალბათ ამიტომაცაა წარმატებული ადვოკატი..
იცის სინანულსაც არ აქვს აზრი, რაც მოხდა ვერ შეიცვლება მაგრამ მაინც.. არც აქამდე ასვენებდა ქალბატონი ანჟელიკა მაქსიმეს, ახლა უკვე სულს უხუთავს მასზე ფიქრები.. განა გასაკვირია ადამიანი სხვის გასაჭირს განიცდიდე..?
. . .
დრო გავიდა.. მის ამბავს კითხულობდა, მიდიოდა მაგრამ ახლოს აღარ მისულა.. შორიდან დაინახავდა, სხვებს მოიკითხავდა და სულ ეგ იყო.. თუმცა ამჯერად არა..
-აქ რას აკეთებ..?
-შენი შეშინება არ მინდოდა, უბრალოდ უნდა დავრწმუნებულიყავი კარგად ხარ..
-კარგად ვარ.. მაქსიმე.. მითხრეს ასე გქვია..-მის მიერ წარმოთქმული საკუთარი სახელი გაიგონა თუ ეგონა ახსოვდა, წამიერად ეგონა ყველაფერი ძველებურად იყო..
-გასაგებია.. მინდოდა გვესაუბრა ..
-ზედმეტი მომივიდა, ალბათ...ალბათ კი არა მჯერა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, სხვა შემთხვევაში ჩემი საქმრო არ იქნებოდი.. უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელია..
-ანჟელიკა არ..-კარები იღება.. ანჟელიკას დედა ლალი შემოდის, მკრთალად იღიმის.. დილიდან ანალიზების გამო არავის არ უშვებდნენ და ახლა მაქსიმეს დანახვამ გააკვირვა.. ვიმედოვნოთ სასიამოვნოდ..
-დეე.. მალე გამწერენ..?
-ხომ იცი ადრეა ამაზე საუბარი.. მოტეხილობები გაქვს, თავის ტვინის დაზიანება.. სანამ ექიმები არ გვეტყვიან შენი აქედან გასვლა უსაფრთხოა, აქ ვიქნებით..
-კარგით რაა, ვერ..ვერ გავძლებ..
-მალე იღლები და ბევრს ტყუილად ლაპარაკობ.. რამე ხომ არ გინდა..?
-წასვლა.. კარგი ხმას არ ვიღებ მასეთი სახით ნუ მიყურებ..
-მამაშენი საქმეზე გაიქცა, მოვაგვარებ და მოვალო..
-რას შეცვლის აქ ყოფნით, კარგად ვარ.. ამ თაბაშირში კი არც ვჩანვარ მაგრამ არაფერი მიჭირს.. უთხარი მშვიდად მიხედოს საქმეს..
-დავბრუნდები..-ოთახი დატოვა.. ისევ ერთმანეთს გადახედეს.. ანჟელიკა ახლა უკვე სხვანაირად უყურებდა, აკვირდებოდა აბსოლუტურად ყველაფერს.. რაღაცას ეძებდა მასში, ოღონდ ჯერ თავადაც არ იცოდა რას..
-უსამართლობაა..
-არ უნდა დაგმართ..
-შენ რომ არ მახსოვხარ..
-იქნები კარგიცაა..
-ჩემი საქმრო უნდა მახსოვდეს.. მოიცადე კარგი რატომაა, ცუდი ადამიანი ხარ..? ცუდი შეყვარებული..
-ვცდილობ კარგი ვიყო..
-როგორც ადამიანი თუ შეყვარებული..
-ანჟელიკა..-რამდენჯერ სცადა სიმართლე ეთქვა, ახლა მარტოები არიან, თუმცა ვერ ეუბნება.. ხმას ვერ იღებს.. საკუთარ თავს აძალებს და პირიდან სიტყვა არ ამოსდის.. მიდი მაქსიმე უთხარი.. უნდა იცოდეს, რეალურად შენი მისი საქმრო არ ხარ.. უნდა იცოდეს ეს მხოლოდ იმიტომ თქვი, ექიმებს პალატაში შეეშვი.. უთხარი უთხარი..
-ხომ მომეცემა შესაძლებლობა ხელახლა გაგიცნო..-კარები იღება.. გულის სიღრმეში, გაუხარდა ხელი რომ შეუშალეს.. რატომ..? თავადაც არ იცის.. ადვოკატია, სამართლიანობისთვის იბრძვის რაც თავი ახსოვს.. ახლა კი რა ემართება ვერ ხვდება.. სასწრაფოდ უნდა დატოვოს აქაურობა.. ვეღარ უძლებს. არ უნდა დაბრუნებულიყო..ამას მე არ ვამბობ, თავად მაქსიმე ფიქრობს..
-უნდა წავიდე..-ანჟელიკას ხმა არ ამოუღია, მკრთალი ღიმილით გააცილა "საქმრო".. ამასობაში მაქსიმე ექიმებს გაუშინაურდა.. ისევ მისი ამბის საკითხავად მივიდა.. ლაპარაკში გაერთო..
-ექიმო შეიძლება რაღაც გკითხოთ..?
-რა თქმა უნდა..
-ახლა ანჟელიკამ რაღაც ისეთ ინფორმაცია რომ გაიგოს, რაც სიმართლე ეგონა მაგრამ..
-მაქსიმე მისმინე, ვიცი მისი საქმრო ხარ, გეგონა რაღაც დაემართებოდა და შეიძლება არის ისეთი რამ რაც გინდა გაუზიარო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავე..
-რატომ..?
-უკვე მეორე ოპერაცია გადაიტანა მოკლე პერიოდში.. ამ მოტეხილობებს, დაჟეჟილობებს და მსუბუქ დაზიანებებს თუ არ ჩავთვლით.. მის გონებას უნდა მოვუფრთხილდეთ..არაფრით მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება .. სხეულიც და გონებაც გამოფიტული აქვს..
-მადლობა, ახლა დაგტოვებთ..
. . .
-ძმაო რას მეუბნები.. ეს ყველაფერი ხუმრობა..? არ მჯერა..
-ვაჩე, შენი აზრით მეხუმრება..?-ძმაკაცისგან მსგავს მონოლოგს ნამდვილად არ მოელოდა, თანაც ასეთი აღელვებული ტონით.. მაქსიმე ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს, იცოდა შეეძლო გამოსავალი ეპოვა, ახლა კი განსჯის უნარი წაერთვა.. ასეთი მაქსიმე ბოლოს როდის ნახა არც ახსოვს, მალევე გაიაზრა საქმის სიმძიმე და ზუსტი ვითარება..
-რას აპირებ..?
-საშუალება არ მეძლევა ანჟელიკას ოჯახს ყველაფერი მოვუყვე, მათ ნერვიულობას ჩემი გაუაზრებელი ტყუილი დავუმატო და კიდევ უფრო ავანერვიულო..? არ გამოდის.. თავად ანჟელიკას რაც შეეხება, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება..
-გამოდის ანჟელიკას საქმროს როლი უნდა მოირგო..? არ ფიქრობ ეს შეიძლება უარესი იყოს..?
-უარესია ნამდვილად, თუმცა სხვა გზა არ მაქვს, თანაც ეს დიდხანს არ გაგრძელდება.. ალბათ ერთი თვე და ყველას ყველაფერს ავუხსნი..
-საკუთარ თავს საფლავი თავად გაუთხარე..როგორც დანარჩენმა ყველამ გაუაზრებლად..
-ვიცი..
-ახლად დამცხვარი მჭადები გინდა..? მე მაგრად მშია..- ასე სჩვეოდა ვაჩეს, ერთდროულად მხიარული გახლდათ, პირდაპირიც.. ოღონდ ყველანაირი ფილტრის გარეშე.. ახლა მაქსიმეს გამხნევებას არ აპირებს, რადგან იცის მისი ხასიათი, იცის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მისი მონოლოგი უბრალოდ დაცლა და გულის გადაშლა იყო..
-დანარჩენები სად არიან..?
-ამ დილაადრიან დამადექი და გგონია ვინმე დაგხვდებოდა..? ვის სცალია ჯერ.. საღამოს შეიძლება შევიკრიბოთ, იქნებ შენ..?
-ვნახოთ სიტუაციას შევხედავ, ფირმაში ვარ გასასვლელი..
-რამის თქმას აპირებ ანჟელიკაზე..?
-არაფერი თქვა..
-მე არც ვაპირებ და შენ გეკითხები..
-ანჟელიკას არსებობის შესახებ არაფერი იციან..
-იციან მისი არსებობის შესახებ, ანჟელიკა რომ ჰქვია ეგ არ იციან.. იციან ვიღაც ნელ-ნელა ჭკუიდან გშლიდა და ახლა საბოლოო კულმინაციის დროა..
-როგორ გიყვარს დრამატული შედარებები..
-მჭადი ნამდვილად არ გინდა..?-მიღებული გამომეტყველებიდან გამომდინარე, პასუხი ნათელია..
. . .
წარმოიდგინეთ საყვარელი ადამიანები დიდი ხანია არ გინახავთ, ბარგის ჩალაგების პროცესში ხართ, ყველასთვის ყველაფერი მიგაქვთ და სიხარულს ვეღარც იტევთ.. ჯდებით თვითმფრინავში, წამალს სვამთ, იძინებთ და საავადმყოფოში იღვიძებთ, თაბაშირში შეხვეული აღარც ჩანხართ, თავს ფაქტობრივად ვერ ატოკებთ, დაფიქსირებული გაქვთ და სახიფათოა.. ყველაფერი გტკივათ, ცრემლების შეკავება გიჭირთ, მაგრამ არ გინდათ თქვენებმა ინერვიულონ.. ეს თითქოს საკმარისი არ ყოფილიყოს, იგებთ საქმრო გყავთ.. თვითმფრინავიდან დაღლილი და ბედნიერი კი არ გადმოდიხართ, ამ რეალობაში იღვიძებთ.. რას იგრძნობდით, ახლა რომ დაიძინოთ და სამი წლის შემდეგ გაიღვიძოთ..?
დოქტორანტურა, მესამე საფეხურიც დაასრულა, ბედნიერი აწყობდა გეგმებს შემდეგ რას გააკეთებდა და ახლა ცხოვრების 3 წელი არ ახსოვს.. საკუთარი თავის შესახებ არაფერი იცის.. ადრე არც ისე დიდ დიდ დროდ ეჩვენებოდა.. 365 დღე.. კიდევ 365 დღე და 365.. ახლა დღეები, რომლებსაც ვერ იხსენებს ოკეანის მიღმა ეჩვენება.. როცა იცი არსებობს ნაპირი მაგრამ იმ ნაპირზე ფეხს ვერ დააბიჯებ, მანამ არა, სანამ უსასრულოდ გაწელილ საათებს არ გადაიფრენ..
თითქოს არაფერი შეიცვალაო ისე იქცეოდა ყველა, იმის გამო მაინც იყო მადლობელი მთლიანად არ დაუკარგავს მეხსიერება.. ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები ხომ ახსოვს.. ესეც ხომ რამეა.. ბოლოს თავი დაიიმედა, მოვძლიერდები და ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებო.. თითქოს არც სჯეროდა საკუთარი თავის, თუმცა მაინც გამუდმებით იმეორებდა ამ სიტყვებს..
გავიდა დღეები, ყოველი დღე იღვიძებდა და მას ელოდა, მისთვის სრულიად უცნობს ოღონდ ზუსტად არ იცოდა რატომ.. თვალების გახელისას გამოფხიზლების პირველი კადრები უტრიალებდა და თითქოს მის ჩაკიდულ ხელს გრძნობდა კიდეც..
დედამისთან გადაკვრით იკითხა მის შესახებ.. პასუხად ასეთი რამ მიიღო "თითქმის ყოველდღე მოდის, ჩვენ არც გვენახება მაგრამ ექიმებისგან გავიგეთ.. არ ვიცი შვილო ჩვენ არ ვიცნობთ, ჩვენთვის არ გაგიცნია და ალბათ უჭირს შენი ამ მდგომარეობაში დანახვა და ჩვენიც ერიდებაო"
ამან მეტად დააბნია, ეს მის თავს არ ჰგავდა.. რა შეიცვალა ამ სამ წელში მასში ისეთი, სერიოზული ურთიერთობის შესახებ ოჯახისთვის არაფერი უთქვამს.. ამას არასდროს გავაკეთებდიო.. ცდილობდა პასუხების მოძებნას და ეს ფიქრები ბნელ ჩიხამდე თუ მიდიოდნენ ბოლოს..
პასუხები ისევ იმ ერთ ადამიანშია, რომელიც თავს არიდებს.. აუცილებლად გაიგებს ყველაფერს.. მოთმინებაა საჭირო..
. . .
ხანდახან მაქსიმე დაფიქრდება ხოლმე, როგორ შეიძლება ამდენად განსხვავებულ ადამიანებს ამდენად მჭიდრო და კარგი მეგობრობა გაეწიათ ერთმანეთისთვის.. შეიძლება ერთმანეთს ავსებდნენ, სიყვარული არ უშვებდათ ერთმანეთისგან.. ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ თუმცა მთავარი იყო ჰყავდა ადამიანები, რომლებზე დაყრდნობაც შეეძლო..
ამრიგად როცა შენი ადამიანები ამდენად კარგად გიცნობენ, პატარა ცვლილებას და გადასხვაფერებას მარტივად ხვდებიან.. შეატყვეს მაქსიმეს უხასიათობა.. ვერ გეტყვით გამორჩეულად ჩაფიქრებული გახლდათ, რის გამოც ადვილი მისახვედრი იყოო მაგრამ მარტივად ყველამ იგრძნო მეგობრის ტკივილი, მიზეზის ცოდნის გარეშე..
მაქსიმე არ გახლდათ ზედმეტად სერიოზული, საზოგადოებას და გარემოს გააჩნდა რამდენად დაანახებდა ადამიანს რეალურ სახეს.. არც სულ გართობაზე და ხუმრობაზე იყო გადასული.. გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი დრო გაატაროს სწორი ადამიანების გარემოცვაში..
ამინდების გამო, როგორც იცით გაზაფხულს სტაბილურობა არ ახასიათებს, სახლში გადაწყვიტეს ყოფნა.. ვაჩეს სახლში მიმოფანტულიყვნენ და ყველა თავის სტიქიაში გახლდათ.. დიდი ალბათობით გემრიელი საჭმელები სუფრასთან, მოახერხებს ყველას შეკრებას.. მალევე დასხდნენ..
-მგონი ვიღაც გვაკლია..
-ჭოლა, სისულელეებს ნუ ამბობ ყველა აქ ვართ..-შეეპასუხა ვაჩე
-მაქსიმე დაფრინავს ღრუბლებში და ის ვიგულისხმე..
-ბოდიალობ რაა..-ახლაღა ამოყო მაქსიმემ თავი, მანამდე ისეთი ინტერესით უცქერდა საჭმელს, თითქოს პასუხებს იქ იპოვიდა..
-ყველა ვთანხმდებით, რაღაცას გვიმალავ..
-გაიანე შენც აჰყევი..? არაფერია..- აუცილებლად მივუბრუნდებით ერთადერთ გოგოს სამეგობროში.. ჯერ-ჯერობით ერთადერთს..
-გეტყობა.. ვიცი რაც გჭირს..
-ძალიან გთხოვ ჩვენც გაგვანდო..
-ახალგაზრდა გოგოს ავარიის შესახებ მოვკარი თვალი ინფორმაციას, სხვა დროს მეწყინებოდა და გავატარებდი მაგრამ ეგ გოგო მეცნო.. ვნახე ვინ იყო და შემდეგ გამახსენდა კორპრატიულების დროს და სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენ ორი ერთ ფოტოში მოხვედრილხართ.. დასკვნა, მის ცუდად ყოფნას განიცდი..
-ამის საგამომძიებლო თვალთვალის უნარები როდემდე უნდა გვაკვირვებდეს..?-ვაჩე
-პენტაგონის ნებისმიერ თანამშრომელზე უკეთესი გვყავხარ..-ჭოლა
-ნაწილობრივ მართალი ხარ..
-ნაწილობრივ..? ეგ უკვე ახალი ინფორმაცია..? დანარჩენიც ჩემით გავარკვიო თუ ბარემ იტყვი ყველაფერს..
-თუ შეძლებ რამის გარკვევას გაარკვიე, გაგრძელება სხვა დროს იყოს..
-კარგი, გარკვეულ დროს მოგცემ..
-აქეთ აძლევს დროს..
-ვაჩე შენ რაღა გინდა..?
-შენი კარგად ყოფნა, სხვა რა უნდა მინდოდეს..?
-ჰოდა ვარ თუ დამაცდი, ამ საშინელ დღეს შენი რეპლიკები და ტონიღა მაკლდა..
-რა გჭირს გოგო, აფოფრდა უცებ, ვითომ რამე სასწაული მეთქვას..
-რაც თავი მახსოვს ესე ხართ, სიბერეშიც ესე უნდა ეჯუჯღუნოთ ერთმანეთს../?-არაფრის მთქმელი სახით გადახედა მაქსიმემ ორივეს..
-კი..
-არა, გეყოლება ცოლი და იმედია, მაშინ მაინც მომცემ მოსვენების საშუალებას..
-ცოლი ვერ შემიშლის ხელს, ნერვები მოგიშალო..
-ოფიციალურად გეყოლება პიროვნება, რომელიც ავტომატურად მოიაზრებს იმას, რომ ჩემი პრობლემა აღარ იქნები..
-დამღალეთ უკვე..-ჭოლას უკმაყოფილება ნიშნავს რამდენად გაეწელათ ჩვეული კინკლაობა.. ერთ წამს ასე იქნებოდნენ და მეორე წუთს აღარც იმჩნევდნენ, თითქოს არაფერი მომხდარიყო..
მეგობრებმა მოიყვანეს ხასიათზე თუმცა გაიაზრა ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.. ანჟელიკა უკვე გამოწერეს, უნდა მოინახულოს და ყველაფერი აუხსნას..
. . .
ჩამციებიან, გინდა თუ არა, აგვიხსენი, ვინ ხარო. ჯერ არაფერი, ჯერ არავინ.
-ალბერ კამიუ


-როგორც კი შევძელი შენთან გავჩნდი, მაპატიე რაა, ძლივს ჩამოვაღწიე..
-როზაა, გეყოფა მოთქმა, კი არ ვკვდები.. მშვენივრად ვარ.. რაო რა ხდებოდა იქეთ..
-ძველებურად..
-არ ვიცი იცი თუ არა, მე ეგ ძველებურიც აღარ მახსოვს..
-არაფერი გაგხსენებია..?
-ჩემი ტვინი გაყინულია და უკვე მივედი იმ აზრამდე თავს ძალა არ დავატანო, მაინც არაფერი გამოდის..
-შენებმა არაფერი გითხრეს..? ფოტოები ვიდეოები.. არაფერი მოუყოლიათ..?
-მე ვთქვი უარი..
-რატომ..?
-ვერ აღგიწერ როგორ ვგრძნობდი თავს, იმის ძალაც არ მქონია საკუთარი თავისთვის შემომეძახა, გამემხნევებინა და წინსვლა დამეწყო..
-იმის მიღებისთვის დაგჭირდა დრო, რომ 3 წელი შენი გონებიდან ამოვარდა..?
-ზუსტად..
-შენი თავის ამბავი არ იცი..? ლეპტოპში ფაილებად გაქვს დახარისხებული ფოტოები, იმის მიხედვით, რომელ წელშია გადაღებული.. როცა მზად იქნები მანდედან დავიწყოთ.. შენ ოღონდ მითხარი და მე მოგიყვები..
-სულ რაღაც სამი ფაილის ნახვა გამოდის.. და პაროლი..
- 10 წლისამ რა პაროლიც დააყენე იმის მერე არ შეგიცვლია გოგო, 3 წელი აღარ გახსოვს მთელი ცხოვრება ხომ არა.. თან ისეთი არაფერი მომხდარა..
-საქმრო..
-საქმრო.. მოიცა რომელი საქმრო..
-ჩემი საქმრო..
-რაზე ლაპარაკობ..?
-არ გითხრეს..?
-წესიერად ამიხსენი, ესე სიტყვებს მიგდებ საკენკივით..
-ამჟამად ვფლობ ინფორმაციას, რომ მყავს საქმრო.. მასზე არაფერი ვიცი, რადგან ამ სამი წლის შავ ხვრელში მოხვდა.. ოჯახმა არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ, როგორც ჩანს არც შენ..
-დავიჯერო მე დამიმალე..? სახელი და გვარი მითხარი შენ..
-მაქსიმე ანდრონიკაშვილი..
-რაა.. მაქსიმე შენი საქმროა..?
-მას იცნობ..?
-ვინ არ იცნობს, საუკეთესო ადვოკატია და ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქართველოში.. ისეთი საქმეები აქვს მოგებული..
-პირადად იცნობ, მასზე არაფერი მითქვამს..?
-ვიცნობ აბა არ ვიცნობ..? უბრალოდ არ მეგონა თქვენი ურთიერთობა აქამდე თუ იყო მისული..
-ერთად ვიყავით..?
-არ დაგიკონკრეტებია, სახელი არ დაგირქმევიათ.. ვხედავდი ყველაფერს და არც ჩაგძიებივარ... მხოლოდ ის ვიცი, ერთმანეთი ჭკუიდან გადაგყავდათ და მისი ატანა არ გქონდა.. მაქსიმალურად რომანტიკული გაგებით..
-ეგ რას ნიშნავს როუზ..?
-ერთს ამბობდი და მასთან სიახლოვისას ყველაფერი სხვანაირად იყო.. რამდენჯერმე მომიწია ნახვა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, ხომ იცი მე ძირითადად ცაში ვარ გამოკიდებული, აქაურობასაც ვერ ვწყდები და მოკლედ..
-ვამბობდი რომ ვერ ვიტანდი..? საინტერესოა..
-მითქვია კიდეც თქვენს შორის მაღალი ქიმიური რეაქციის არსებობის შესახებ.. თუმცა ჩემო ლიკუ.. ყველაფერი ჩახლართული იყო.. თითქოს გადაშლილი წიგნი ხარ და ამავდროულად შენს პირადზე საუბარი არასდროს გიყვარდა.. ხომ იცი იშვიათად მიყვებოდი რამეს, ამბობდი მოყოლით მომენტი ფუჭდებაო..
-არა ეგ კიი მაგრამ ჩემი საქმროა და არა მითქვამს..?
-შეიძლება ახლახანს მოხდა და ვერ მოასწარი.. მაქსიმე რას ამბობს..?
-ჩემზე ყველაფერს იგებს და მაინც არ მნახულობს..
-რატომ..?
-არ ვიცი..
-რადგან არ გახსოვს, არ უნდა ძალა დაატანო თავს, მასე რთულია.. ახლა არ გახსოვდე..? გული გადამიქანდებოდა..
-პირველი ის ვნახე.. როცა გამომეღვიძა.. ვგონებ ყველაფერი ისევ ჩახლართულია..
-მიუხედავად ასეთი გაოფიციალურებისა..?
-ადამიანები ოჯახდებიან, შორდებიან.. საქმე ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა გადარქმევაში არაა.. მაქსიმემდეც მივალ, წამოდი ჩემი ლეპტოპი ჩავრთოთ..
-მზად ხარ..?
-შენი აქ ყოფნით გული მომეცა..
-მშვენიერი.. მანამდე რაღაც მაინტერესებს, როგორ მოგცეს შენებმა უფლება შენს სახლში მარტო იყო.. მიკვირს თავისთან არ გაგამწესეს..
-თავიდან მასეც იყო, მერე ისეთი ამბები დავატრიალე მოუწიათ.. უფრო ცუდად არ გახდესო..
-დარწმუნებული ვარ დედაშენი ყოველდღე აქაა, რა აზრი აქვს, ყოფილიყავი იმათთან გული დაუმშვიდდებოდა..
-მაკითხავს , მე კი ვარწმუნებ კარგად ვარ და ჩემი მეხსიერების დაკარგვა ფუნქციონირებაში ხელს არ მიშლის..
-სამაგიეროდ მოტეხილობები იცოცხლე..
-ჩემხელა ხელჯოხებს ვერ ხედავ..?
-რეაბილიტაციას არ გადიხარ..?
-ჯერ გატოკებაც არ შემეძლო, რომელ რეაბილიტაციაზეა საუბარი.. დიდად არც ვმოძრაობ ჯერ, მალე დავიწყებ..
-მე ჩამოვედი და დედაშენი თუ მოიცილე, მე ვერ მომიცილებ..
-გამოდის დიდი ხნით ხარ..?
-როგორ გინდა მომიშრო და არ გეღირსება..
-მიდი შენ ლეპტოპი მომაწოდე.. მაგაზე მერე გავაგრძელებთ..- ზუსტად იქიდან გაგრძელდა ფოტოები საიდანაც არაფერი ახსოვდა.. ნახა დახვედრის ვიდეო.. ფოტოები ოჯახთან ერთად.. ზაფხულის თავგადასავლები.. ისეთი ლაღი ფოტოები იყო ბედნიერების ნაპერწკალი გადაედო კიდეც.. როზა თან განუმარტავდა ხოლმე ფოტოებზე რა სიტუაცია იყო, იმდენად კარგად იცნობდა ოჯახს თავადაც ხვდებოდა მაგრამ მაინც.. ბევრი იცინეს.. ამ ეტაპისთვის საკმარისი აღმოჩნდა..
მეგობრის გვერდით ყოფნა რამდენს აკეთებს არაა.. მარტივი ფორმულაა, იცი მარტო არ ხარ, ყველაფრის მიუხედავად და ყველაფერი იმდენად საშინლად აღარ გეჩვენება..
. . .
-როზა..
-მაქსიმე..? არ გელოდი..
-შემომიშვებ..?
-სანაცვლოდ რას მთავაზობ..?
-შოკოლადის ტორტზე რას იტყვი..?
-კარგი მომისყიდე.. შემოდი.. გაინტერესებს სადაა..?
-პირველ რიგში როგორ გრძნობს თავს.. ჩემი ნახვა თუ უნდა..
-ისე არ გაგიშვებთ, ნუ ღელავ..
-როზალინნ ყავა მზადაა...?- ყავარჯენზე დაყრდნობილი ანჟელიკა გაჭირვებით გამოვიდა, ჯერ კიდევ ეჩვევა დახმარება რომ სჭირდება გადასაადგილებლად.. გაუკვირდა მისი დანახვა..
-გამარჯობა..- მაქსიმეს გამზადებული მონოლოგი, სიტყვები, რომლებსაც თავი ძლივს მოუყარა ჰაერში გაეფანტა და დაჭერა ვეღარ მოახერხა.. გამარჯობის მეტი ვერაფერი თქვა.
-გამარჯობა..
-ყავას ხომ დალევ.. თუ ჩაი გირჩევნია..-მიუგო როზამ, სწრაფად უნდოდა მოესმინა პასუხი რათა გვრიტები მარტო დაეტოვებინა.. ისინი კი იმდენად გართულნი იყვნენ ერთმანეთის ყურებაში, ვერ მოიცალეს..-მაქსიმეე..
-ყავა თუ შეიძლება..
-არამგონია მალე იყოს..-უფრო თავისთვის ჩაიბუტბუტა და ოთახი დატოვა..
-დავსხდეთ..? ასე დიდხანს ვერ გავჩერდები..-ყავარჯენზე მიუთითა ანჟელიკამ..
-მოგეხმარო..?
-არა შევძლებ..-ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.. თითქოს სალაპარაკოდ ყველაფერი და არაფერი აქვთ შეთავსებით..
-ანჟელიკა..-მისი სახელი კი ესმოდა მაგრამ თითქოს მას არ ეძახდნენ..- არ მინდოდა შენი საფიქრალი გავმხდარიყავი ასეთ მდგმარეობაში და ამიტომაც..
-გასაგებია, თუმცა უარესი გააკეთე.. მეტი კითხვა გამიჩინე..-ამდენად პირდაპირ..? არანაირი შეფარვითი კითხვები../? ასე გრძნობს თავს ფილტრი საჭირო არაა.. ეგონა თავს მეტად უცხოდ იგრძნობდა..მგონი შეცდა..
-მესმის, ნელ-ნელა პასუხებს მიიღებ, ყველაფერზე.. არ შეიძლება გადაიტვირთო, ინერვიულო..
-გამოდის სიმართლეს არ მეტყვი და ზღაპარს მომიყვები..?
-შენ გიყვარს ზღაპრები..
-მასე არ მინდა..
-აბა როგორ გინდა..?
-სიმართლეს თუ არ მეტყვი საერთოდ არაფერი არ მითხრა..
-კითხვებზე პასუხებია საჭირო..
-ერთმანეთი ახლიდან გავიცნოთ, არ შეიძლება..?
-მე რომ მახსოვხარ მაგას რა ვუყოთ.. თითოეული დეტალი შენს შესახებ ამოტვიფრულია ჩემს გონებაში.. როდესაც ნერვიულობ ორივე ყურზე გადაიწევ ხოლმე თმებს, შემდეგ გახსენდება შენი თავი ასეთი არ მოგწონს და მალევე ჩამოიყრი ხოლმე უკან, გაქვს საყვარელი წიგნი რომელსაც წელიწადში მინიმუმ ერთხელ კითხულობ, გაზაფხული საკუთარ თავს გაგონებს, სახლზე ოცნებობ უზარმაზარი ბიბლიოთეკით.. ყავას შაქრით ვერ იტან, ფიქრობ ნამდვილ გემოს უკარგავს..როდესაც..
-შეგიძლია ჩემს.. ჩემს გვერდით გადმოჯდე…? -მაქსიმე ამას არ მოელოდა, დაპროგრამებულივით წამოდგა და ანჟელიკას გვერდით დაჯდა, რამდენიმე წამის შემდეგ გახედა.. რატომ არ გაურბის..? წესით ანჟელიკა მისგან უნდა გარბოდეს..- მე ყველაფერი ახლავე მინდა მაგრამ ვიცი ასე არ გამოვა.. მოდი თანდათანობით კარგი..?
-..არც ვიცი ზღვარი სადამდეა.. რამე ისე არ..
-ნუ მიფრთხილდები.. საკმარისია..
-თავადაც თუ ხვდები რას მთხოვ..
-მეგობრებო ესეც თქვენი ყავა, მე გავრბივარ, მეჩქარება..
-შეხვედრისთვის ჯერ ხომ ადრეა..
-არ მიკვირს დროის შეგრძნება დაგიკარგავს ჩემო ძვირფასო.. საათს თუ შეხედავ მიხვდები ახლა თუ არ დავტოვე აქაურობა ჩემი საქმე ცუდადაა.. ჰოო მაქსიმე იქნებ შენ მაინც დაარწმუნო დროა უკვე რეაბილიტაციაზე იფიქროს, არაფრით მომყვება.. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი არ დაგვიანდესთქო.. მოკლედ ყავას დავლევთ ერთად მომავალში, სირცხვილია სიძეს წესიერად არ ვიცნობდე.. წავედიი..- აქეთ-იქით სირბილში თან თვალს აყოლებდნენ თან ცდილობდნენ მისი აჩქარებული საუბრიდან მოესწროთ აზრის გამოტანა.. ბოლოს კარი გაიხურა და წავიდა..
-რეაბილიტაციის თავის დროზე დაწყება როგორ არ გინდა..?
-სახლში მირჩევნია, ჯერ კიდევ დროა თან..
-მეტის გაგონება აღარ მინდა, ჩემს ახლობელთან ჩაგწერ, სანდო ადამიანია..
-არა არ მინდა მე თვითონ..
-დაგაცადე არაფერი გამიკეთებია და სადამდეც მოვედით ხომ ხედავ.. მართალი ხარ აღარსად ვაპირებ გაქრობას.. დღესვე მივდივართ, რომელზე გაწყობს..? თუმცა თავისუფალი ხარ.. -ანჟელიკამ შეწინააღმდეგება ვეღარც მოასწრო, მაქსიმე უკვე რეკავდა.. ანჟელიკას მდგომარეობა მოახსენა უცებ, თან შიგადაშიგ ანჟელიკასაც ეკითხებოდა რამდენად აწუხებდა ფეხი.. აი ისე შვილის მაგივრად დედა როცა სცემს ექიმს პასუხს ისე გამოუვიდა.. საბოლოოდ სამ დღეში დაიბარა..
-ასე არ შეიძლება, ჯერ მზად არ ვარ..
-რაც უფრო მეტად გადადებ უარესი იქნება.. მანამდე კი მოემზადე ფსიქოლოგიურად, დავიჯერო ვერ მოასწრებ..?
-ხუმრობის დროა..?
-არაფრის დროა გარდა ხუმრობისა.. სათანადო განწყობა გვესაჭიროება.. ყავა გაცივდება რატომ არ სვამ..?
-დამაცადე..?
-უკაცრავად მე ვარ დამნაშავე..? უბრალოდ ლავაზე უფრო მდუღარე თუ არაა პირს აღარ აკარებ ხოლმე და შენთვის გითხარი, სულ ნუ დაგილევია..
-გაციებულს რა გემო აქვს..
-საზოგადოება კი გაგიჟებულია ცივ ყავაზე..
-ცივი ყავა სხვაა და უგემრიელესი ცხელი ყავა რომ გაგიცივდება., ცივიც არ ჰქვია ნელთბილი.. ეგ სხვაა.. - ანჟელიკამ ჭიქა მოიმარჯვა და ყავა დააგემოვნა.. თან მაქსიმეს ახედა.. წარმოდგენითი ბარიერები ერთმანეთზე და არსებულ სიტუაციაზე იცვლება.. არცერთი გრძნობს თავს ისე როგორც ეგონათ და არცერთი ამბობს იმას რასაც უნდა ამბობდნენ.. გაურკვევლობიდან გამომდინარე მცირედ უხერხულობას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი რიგზეა.. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს..-მაქსიმე
-გისმენ..
-ჩემი ბეჭედი სადაა..? - აქამდე არც გახსენებია.. ბეჭედი ბეჭედი ბეჭედი.. არც ფიქრობს ტყუილზე.. მშვენიერი შანსია სიმართლის სათქმელად არაა.. მაგრამ ხომ უთხრეს მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო.. იქნებ არცაა დიდად სანერვიულო და საფიქრალი..
-ბეჭედი..ანჟელიკა, ხომ იცი ავარიის დღეს..- ავარიის დღეს მომიწია თქმა რომ შენი საქმრო ვარო უნდა გაეგრძელებინა თუმცა არ დასცალდა..
-როგორი სულელი ვარ, ავარიაში მოვყევი, რა თქმა უნდა, დამეკარგებოდა.. იმედია ახლის ყიდვას არ ფიქრობ..
-რატომ..?
-ჯერ უნდა გაგიცნო და გამახსენდე.. იქნებ საერთოდ გადავიფიქრო..
. . .
-თუ გვინდა ჩვენი რესტორანი წარმატებული იყოს, შენი ჩართულობა აუცილებელია ვაჩე..
-განო ჩვენ ხომ შევთანხმდით, მე სამზარეულოში ვარ, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ მაგრამ ეს ხალხთან კომუნიკაცია..
-არ აპირებ ჩემი რჩევის გათვალისწინებას ხომ..? კარგი..-წარბები შეჭმუხნა..
-რატომ მიბრაზდები..?
-ჩემზე კარგად ვინ გიცნობს ვაჩე, ისეთ რამეს ხომ არ გთხოვდი გაგეკეთებინა, რაც ვიცი დიდად არ გინდა, თუ ამის აუცილებლობა არაა..
-კარგი, წავალთ იმ შენს შეხვედრაზე, ოღონდ..
-ასე არ ჯობია..?- გაიანემ კმაყოფილმა ჩაიცინა.. ვაჩეს ხასიათის მიუხედავად, მაინც ახერხებდა მის დაყოლიებას..
-თუმცა მანამდე არ მთხოვო სამზარეულოს დატოვება და სტუმრებთან მისალმება..
-ვეცდები..
-გაიანე..
-კარგი რამეს მოვახერხებ.. ისე კარგიცაა შენი მისტიკურობა, როგორც შეფის..
-ხასიათს ზედმეტად ხშირად ხომ არ იცვლი, თან გინდა გამოვჩნდე თან არა..
-ვითომ ჩემი ხასიათი ზეპირად არ იცოდე.. დავიჯერო ამდენი წელი ვერ გამიცანი..?
-ერთია რას ფიქრობ, მეორეა რას გეგმავ და მესამე რას აკეთებ.. მარტივი ამოცანა არასდროს ყოფილხარ..
-სამზარეულოს უნდა დაუბრუნდე..
-დამატებით 5 წუთი გაძლებენ ჩემს გარეშე..
-საუბარი დავასრულეთ.. პრობლემა მოგვარებულია..
-ერთი პატარა კვანძი თუ გავხსენით, არ ნიშნავს რომ ამ ძაფის ჩახლართულ გორგალს რამე ეშველა..
-ვინმე რომ გვისმენდეს სხვანაირად გაიგებს.. სამსახურში ვართ..
-კარგი მე წავედი.. ერთად გავიდეთ..?
-არ მცალია..
-ხვალ ვერ გააგრძელებ..?
-საქმეს არ ეხება.. პაემანი მაქვს..
. . .
-პირველი ვიზიტი იყო, ახლა ვიწყებთ..
-ჭოლა, ანჟელიკას ნუ შეაშინებ..
-პირიქით, რაც მალე შევძლებ გავლას და დავიბრუნებ დამოუკიდებლობას, უკეთესი..
-აღდგენა მარტივი პროცესი არაა, მითუმეტეს შენს მდგომარეობაში.. ფეხზე ორი ოპერაცია დაგჭირდა ხომ..?-თავი დაუქნია..
-ჰოდა, თავს ზედმეტს თუ არ მოსთხოვ, საჭირო ვარჯიშებით მიზანს მიაღწევ..
-ვეცდები..-არც ისე დამაჯერებლად გაიჟღერა ანჟელიკას ნათქვამმა.
-სხვა შემთხვევაში, საქმე გართულდება და ჩემთან ვიზიტები, იმაზე დიდხანს მოგიწევს ვიდრე გინდა..
-სახლში არაფერი არ უნდა გავაკეთო..?
-უნდა დაისვენო, ნელ-ნელა აქ გავართულებთ ვარჯიშებს..
-გასაგებია, მადლობა..
-ჩვენ წავალთ.. -ხელი ჩამოართვა..- ძმა ხარ..
-უბრალო თანამშრომელი არ ყოფილა..-ჭოლამ ჩუმად გადაულაპარაკა..
-სხვა დროს ვილაპარაკოთ..-შენობა დატოვეს, ცალი ხელით კიბეს ეყრდნობოდა, მეორით მაქსიმეს..
-ეს ყავარჯნები ისე რანაირად გიჭირავს თითქოს ბამბისგან იყოს დამზადებული..
-შენ წინ იყურე, თითქმის მივედით მანქანამდე..-ყავარჯნები დააწყო და ანჟელიკას მიეხმარა დაჯდომაში..
-რას ვიფიქრებდი, ელემენტარულიც კი ამდენად რთული გასაკეთებელი აღმოჩნდებოდა..
-ისევ გამარტივდება.. ამდენს ნუ იფიქრებ..
-ჭოლა შენი მეგობარია..?
-ახლო მეგობარი..
-კარგი ადამიანი ჩანს, მხიარული..
-არის კიდეც..
-ჩემს საქმროს ცუდი მეგობრები ხომ არ ეყოლება..-თავიდან იმდენად სერიოზულად თქვა მაქსიმემ გახედა და ბოლოს მაინც გაეცინა.. თავადაც ვერ იაზრებდა ეს ყველაფერი რამდენად ბუნებრივად ხდებოდა.. მაქსიმეს ჩაეცინა, ვერ წარმოედგინა ოდესმე მათ შორის მსგავსი დიალოგი თუ გაიმართებოდა..
-როზა სახლშია..?
-წესით კი..
-გამოდის შენთან ცხოვრობს..?
-როცა საქართველოშია, ყოველთვის ჩემთან რჩება.. ახლა მითუმეტეს არ აპირებს წასვლას..
-მაწყობს..
-რატომ..?
-მარტო შენი დატოვება არ შეიძლება, აუცილებელია ვინმე გყავდეს გვერდით..- სახლამდე მიაღწიეს როგორღაც, ანჟელიკას ისეთი არაფერი გაუკეთებია მაგრამ დაღლა მაინც შეეტყო.. 2 კვირის განმავლობაში ასეთი დატვირთვა არ ჰქონია.. კარები შეაღო თუ არა მიხვდა რა ამბავიც ტრიალებდა სამზარეულოში.. დედამისი გამოვიდა და დიდად აღარც გაჰკვირვებია, ცოტა დაბნეულობა მაქსიმეს შეეტყო..
-დეე როდის მოხვედი..?
-თითქმის ორი საათია.. სუპიც გაგიკეთე.. მაქსიმე შენ როგორ ხარ.?
-მე კარგად თავად როგორ გიკითხოთ ქალბატონო ლალი..
-თ-ს და ქალბატონოს გარეშე ძალიან გთხოვ.. როზამ მითხრა რეაბილიტაცია დაიწყოო, ყველაფერი რიგზეა..? დეტალურად მითხარი..
-სრულ აღდგენას დრო სჭირდებაო, ყველაფერი რიგზეა.. ჩაცმული რატომ ხარ..?
-გავდივარ დეე, მიხარია მოგისწარით..
-ერთად დავმსხდარიყავით, სად მიდიხარ..?
-დარჩენილიყავი ჩემთან და ასე სირბილი არ მომიწევდა გენაცვალე.. იქაც საჭირო ვარ, საღამოს დაგირეკავ და ხვალ შემოგივლი..
-კარგად ვარ, ტყუილად ნერვიულობ..
-შენს საუბარს აზრი არ აქვს, ჩემი თვალით თუ არ გნახე არ გამოვა..
-კარგი როგორც იტყვი..
-მაქსიმე, აბა შენ იცი, დარწმუნდი რომ სუპის გარეშე არ დარჩება.. სადაც რეაბილიტაციაზე დაითანხმე, არც სუპზე დაყოლიება უნდა გაგიჭირდეს..
-როზას ყველაფერი უთქვამს..
-დედაშენის ჯაშუში ვარ, არ იცოდი..?
-შეხვედრამდე ბავშვებო..-კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ყველას და წავიდა..
-სუპთან როგორი ურთიერთობა გაქვს..?- ინტერესიანი მზერით გადახედა ანჟელიკამ მაქსიმეს..
-ვერ გეტყვი ვგიჟდები მეთქი, თუმცა პრეტენზიული არ ვარ..
-მე რომ ვარ მაგას რა ვუყოთ..?
-მოგიწევს სუპი ჭამო..
-არ მინდა..ჩემთვის ამჟამად უცნობი ადამიანი კიდევ ერთხელ ვერ დამაძალებს რაღაცის გაკეთებას..
-როცა გაწყობს უცნობი ვარ როცა გაწყობს საქმრო. საინტერესოა.. შენი ხრიკები ჩემზე არ ჭრის..
-მალე მოიფიქრეთ ვინ რას აპირებს, მე მაგრად მშია და რომ არ ვჭამო მოვკვდები..-როზა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა..
-წამოდი სამზარეულოში გავიდეთ-ხელები გაუწოდა დასახმარებლად..-მარტო წამოდგომაში დაგეხმარები..
-პატარა ბავშვი მგონია თავი..-დაეხმარა წამოდგმაში, ანჟელიკას ორივე ხელი უჭირავს, ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორით ყავარჯენი აიღო.. -საჭირო აღარაა..
-რა..რაზე ამბობ..?
-შენი ხელი..-თვალებით ანიშნა.. დაბლა დაიხედა, ანჟელიკას ყავარჯენი მიაწოდა და როცა დარწმუნდა დამოუკიდებლად დგომას მოახერხებდა ნელ-ნელა გაუშვა.. ჯერ აბაზანაში, შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლეს.. როზა უკვე გემრიელად შეექცეოდა სუპს..
-მაინც დაიყოლიე..? მშვენიერი..
-მე არაფერი გამიკეთებია..- დასხდნენ..
-ძალიან ცოტას შევჭამ..
-ჩვენ გვეუბნები თუ შენს თავს არწმუნებ..?
-ორივე..
. . .
ამჯერად ლეპტოპი საბოლოოდ გადაატრიალა ანჟელიკამ, თითოეული წლის ყველა ფოტო დაათვალიერა.. როგორი უცნაური შეგრძნებაა უყურებდე ადამიანს, რომელიც იცი შენ ხარ, თუმცა მხოლოდ ფოტოები იყოს და არანაირი მოგონებები.. არადა მას ყოველთვის სჯეროდა ფოტოები უბრალოდ ფოტოები კი არაა, წამი შემორჩენილი მოგონებებიდან ..
მისი თავის სულ სხვა ვერსიას უყურებს, უფრო გაზრდილს შეცვლილს.. ასეთი გახდა.? ეუცნაურა..
მას და მაქსიმეს ესე სპეციალურად გადაღებული ფოტოები არ აქვთ, ხანდახან თუ გადააწყდა მათ ერთ ფოტოში. კამერისკენ არ იყურებიან.. აშკარაა მოულოდნელი ფოტოებია.. ცალკე ფაილში გადაიტანა და ახლიდან დაიწყო დათვალიერება..
ერთ-ერთ ფოტომ მიიქცია ყურადღება, ერთმანეთის გვერდით სხედან, ერთმანეთს უყურებენ.. თავად იცინის, მაქსიმე არა, მაგრამ ეს ფოტოს განწყობას არ ცვლის.. ისე უყურებს მოცინარ ანჟელიკას, თვალებიდან იკითხება ყველაფერი..
თითქოს ამ წამს გაიაზრა ფაქტი..საქმრო ჰყავს, ეს რამდენჯერმე გაიმეორა კიდეც.. უნდა ეს მომენტები ახსოვდეს, საკუთარი თავი მაქსიმესთან.. რომ არ გაახსენდეს მერე რა მოხდება.. იქნებ სამი წელი დაკარგა.. თავი გააქნია, არსაიდან მოსული პანიკა ჯანდაბაში გაუშვა და ამოისუნთქა.. ამ დროს შევიდა ოთახში როზა..
-მშვიდობა გაქვს..?
-კიი რა იყო..
-არაფერი შემოგხედე, დადუმებულხარ ორი საათია.. მარტო ცხოვრება მინდოდეს მოვძებნიდი რამეს, გამაგონე გოგო შენი ხმა..
-რამეს ვუყუროთ..?
-თუ გინდა რატომაც არა.. ცოტახნით მაინც თუ არ გადავრთე გონება სხვა რამეზე, ჩემი ტვინი გადაიწვება..
-მაინც არ მესმის რატომ არ ისვენებ, ბოლომდე შეირგე აქ ყოფნა.. თუ სადაზღვევო აგენტები არ ისვენებთ..
-ამდენი ხანი ვინ დამასვენებს, შენ რა გინდა, დასვენების პერიოდი გაქვს..
-მოიცადე ამაზე არ მიფიქრია..
-რაზე..?
-დასვენება როცა მორჩება, რას გავაკეთებ.. ?
-საქმეს დაუბრუნდები, რა უნდა გააკეთო..
-იქნებ ვერ შევძლო.. ამ სამ წელში მივეჩვეოდი, განვვითარდებოდი.. ახლა, იქნებ შვებულება ავიღო..
-ნუ პანიკიორობ, ყველაფერი გამოგივა, დაგეხმარებიან..
-შენ რა ლექტორობა მარტივი გგონია..? სხვის ცოდნაზე ხარ პასუხისმგებელი..
-იგივე შემართება კი გაქვს..
-ამაზე უნდა დავფიქრდე.. უნდა გავაანალიზო შევძლებ თუ არა..
-გაქვს დრო ყველაფრის გასახსენებლად.. გადაავლებ მასალას თვალს და გააგრძელებ.. ამდენად ადრიანად პანიკიორობა ნამეტანია.. გადადე შენი ნერვიულობა მომავლისთვის..
-კალენდარში ხომ არ ჩავინიშნო, საათიც ხომ არ მივუწერო საიდან სადამდე შემიძლია ნერვიულობა..
-ცუდი აზრი არაა, რამდენი დრო დაიზოგება არ იცი..
-მასხარა ხარ რაა..
-წამოდი, შენ უფრო ფართო არჩევანი გაქვს, სამ წლის გამოსული ფილმები არ გახსოვს..
-ყველას ნუ მაყურებინებ..
-რამეს ამოვარჩევთ..
. . .
სხივებქვეშ მოქცეული ოთახის მიუხედავად, ძილს აგრძელებს ანჟელიკა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სიზმარი ჰგონია.. იქნებ თვითმფრინავში ჩაეძინა და რეალური არაფერია.. თუ გაიღვიძებს ყველაფერი კალაპოტში ჩადგება..? თან უნდა თან არა.. ამ არეულობაშიც აკავებს რაღაც.. თუ ვიღაც..
დიდი ზარზეიმით შემოდის როზა და აღვიძებს..
-დრო არ იცდის, თერაპევტთან გვაგვიანდება..
-რომელი საათია..?
-გუშინ შენ გადაათენე და გამოიცანი ახლა რა დროა.. შუადღეა უკვე..-ამასობაში მაქსიმეც მოვიდა და წავიდნენ.. ვინაიდან მაქსიმეს ეჩქარებოდა უბრალოდ მიიყვანა და თავის საქმეზე წავიდა.. სანამ ანჟელიკას დაემშვიდობებოდა უთხრა, როცა გამოხვალთ აქ დაგხვდებითო და წავიდა..
-ხელმოწერები სულ ეს იყო..?- შევიდნენ თუ არა დაინახეს ჭოლა, სერიოზული სახით თანამშრომელს როგორ ელაპარაკება.. ანჟელიკას მოკრა თუ არა თვალი გაიღიმა და მისკენ წამოვიდა, მას შემდეგ რაც თანამშრომელს რაღაც საბუთები გადააწოდა..
-დროულად მოხვედი.. შემოდით რას უცდით..
-შემიძლია დავიცადო..
-არა არაფერია მაგაზე ნუ იფიქრებ, პარტნიორი შეგიცვლია დღეს, გამარჯობა..
-როზა შეუცვლელია..
-გამარჯობა..
-ჭოლა..-ხელი გაუწოდა, ჩამოართვეს..-სასიამოვნოა..
-ასევე..-ამჟამად ანჟელიკა მთავარი ფიგურა არ გახლდათ, მოტეხილი ფეხით და ყავარჯნებითაც კი.. ეცდებოდა თუ ვერ წავიდოდა, შეუმჩნეველი მაინც ყოფილიყო.. წამსვე დაინახა უხილავი ძაფები ორი ადამიანს შორის.. რა უცნაურია არაა, სხვისთვის უხილავი ძაფებიც ხილული ხდება და როდესაც საქმე შენ გეხება, ამ ძაფების იქით არაფერი რომც ჩანდეს ჰორიზონტზე, მაინც ვერ დაინახავ..
-მეჩვენება თუ ნერვიულობ..?
-ცოტას ვღელავ, მინდა ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს..
-რომც არ წავიდეს სიტუაციის ადაპტირებას მოვახდენთ.. სანერვიულო არაფერია.. დავიწყოთ..?
-დავიწყოთ..
-შევინარჩუნოთ რა ძალაც შეგვრჩა და ნელ-ნელა აღდგენაზეც ვიზრუნოთ.. -ახალგაზრდა ქალი უახლოვდებათ..
-ყველაფერი რიგზეა..?
-მოსვლის დრო აღნიშნე უბრალოდ, დანარჩენს მე მივხედავ..
-ორთოპედიული პაციენტი ხომ..?
-დიახ..- ცდილობს არ შეიმჩნიოს რამდენად უჭირს ..როზა სიტყვიერად აგულიანებს, მათ ძველ ისტორიებს იხსენებს და დრო გაყავს .. დიალოგი უფრო ჭოლასა და როზას შორის მიმდინარეობს.. მაგრამ ასე აწყობს, ლაპარაკის თავი დიდად არ აქვს..
-გამოდის ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ..
-რაც თავი მახსოვს..-უპასუხა როზამ
-ბაღში ერთად არ გვივლია..-დაამატა ანჟელიკამ და დაელოდა როზას რეაქციას..
-იმ ტრავმულ პერიოდს ნუ გამახსენებ..-დრამატულად გადაიქნია ხელები როზამ, რაზეც სამივეს გაეცინა..
-შენ და მაქსიმე დიდი ხანია მეგობრობთ..?
-მოიცადე, მაქსიმეს მეგობარია..?-გაუკვირდა როზას..
-გახლავარ.. სკოლიდან მოვდივართ სამეგობრო..
-როგორ მიყვარს ამდენ წლიანი დაუშლელი მეგობრების მეგობრობა..-ღიმილით გახედა როზამ და თითქოს მოგონებებში გადაეშვა წამიერად.. როზა არის ადამიანი, რომელსაც დღევანდელობაში გააზრებული აქვს, ფასი ნამდვილი ურთიერთობების .. არამარტო თავისი, სხვისიც უხარია.. სხვას მეგობარი ჰყავს ანუ ეს ადამიანი მარტო არაა და უკვე ბედნიერია..
-თქვენზე მეტი უნდა გავიგო..- მაქსიმეს მეგობრების გაცნობა, ნაწილობრივ მის გაცნობასაც მოიცავს..ამაზე უარს ვერ იტყვის..
-გამოძიების მაგივრად შეგვიძლია შევიკრიბოთ..
-ვნახოთ ვნახოთ..-ვარჯიში გაგრძელდა.. დროის გასვლა ვეღარც გაიგეს, მაქსიმეს როცა მოკრა თვალი მიხვდა წასვლის დრო იყო.. ჭოლას დაემშვიდობნენ და წავიდნენ..
-როგორ ჩაიარა..?
-მშვენივრად..-უპასუხა დაღლილმა, თუმცა ეს დაღლა უფრო ემოციური იყო ვიდრე ფიზიკური..
-აქ სადმე გაჩერებას ვერ შეძლებ..?-შეწუხებული სახით გახედა როზამ მაქსიმეს..
-აქვე ჩამოდიხარ..?
-ჩანთა დამრჩა.. ასეთი სისულელე როგორ დამემართა..
-კარგი მაგაზე ნუ იფიქრებ, შორს არ წავსულვართ..-მოაბრუნა, გაჩერებულიც არ იყო ისე გადმოვიდა მანქანიდან..
-ორ საათში შეხვედრა მაქვს, მაინცდამაინც ახლა ხდება ყველაფერი..
-შორს მიდიხარ..?
-არა აქვეა.. იცი რაა, თქვენ წადით, ჩანთას ავიღებ და ტაქსით გავალ..
-რატომ უნდა იწვალო..
-რა წვალებაა, მანამდე კოლეგას შევხვდები აქვე კაფეში.. მიდით თქვენ წადით, ტყუილად აღარ დამელოდოთ..
-დარწმუნებული ხარ..?
-სრულიად..
-რა გაეწყობა, შეხვედრამდე..-როზა ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას..
-რა გაცინებს..-მოტეხილი ფეხის გამო უკან უწევს ჯდომა ანჟელიკას, ამიტომაც მაქსიმე სარკეს თუ შეხედავს ხოლმე წამიერად მის დასანახად, ახლაც არ გამოჰპარვია მისი ჩაცინება..
-რა.. არა ისეთი არაფერია..
-ეგ ისეთი არაფერი ჭოლას და როზას ხომ არ ეხება..
-შენ საიდან იცი..
-როზას შეეტყო..
-ესე არსაიდან როგორ შეამჩნიე.. და მაინც მხოლოდ ვარაუდია..
-მაგის გაგრძელებას ვიხილავთ..
-მაქსიმე.. იქნებ სახლში მისვლამდე გაგვესეირნა.. დრო გაქვს..?
-ამინდიც ხელს გვიწყობს..
. . .
-სად მიდიხართ..?
-ჩანთა დამრჩა, მომიტევეთ, ახლავე გამოვალ..
-იჩქარეთ..-ისევ ჩქარი ნაბიჯებით შედის ოთახში, გარშემო იხედება.. ვერ პოულობს..
-სად დავდე..
-რამეს ეძებ..?-არსაიდან ჩნდება ჭოლა..
-ჩანთა დამრჩა, არადა აქვე დავდე..-არც თუ ისე ბევრი ადამიანი ტრიალებს, თუმცა მაინც ახერხებს უცნობს მხარი გაკრას..-არ მინდოდა ბოდიში..
-აი აქ დევს..
-არა ხომ ვიცოდი აქ იყო, თუმცა მაინც ისე ავნერვიულდი..
-მესმის..
-მადლობა, შეგაწუხე..
-რა შეწუხებაა.. -ტელეფონი ჩართო, თან გასვლას და ტაქსის გამოძახებას აპირებს..-მაქსიმე არ გელოდება..?
-წავიდნენ, მე აქვე მაქვს შეხვედრა და..
-ახლა..?
-ჯერ არა, კაფეში გავალ მანამდე და მოკლედ დროს გავიყვან.. კარგი დროს აღარ დაგაკარგვინებ, შეხვედრამდე..
-მოიცადე, თუ სურვილი გაქვს და სანამ გცალია, იქნებ ერთად დავმსხდარიყავით..
-ახლა არ მუშაობ..?
-შესვენების დროა..
-თუ გცალია, რატომაც არა..
-კარგი, 5 წუთით დამელოდე, მოვწესრიგდები და გამოვალ.. - როზა მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა, ჩვენგან განსხვავებით.. ამ ალიაქოთიდან მოულოდნელად აღმოჩნდა კაფეში, წყნარი მუსიკით და ისეთი განწყობით, ქალაქისთვის დამახასიათებელი დინამიკის შენელებაში რომ გეხმარება.. შეკვეთა მისცეს, როზა კი ადგილზე ვერ ისვენებს, ჯერ კიდევ მოჰყვება წეღანდელი სიტუაციის განწყობა..
-ყველაფერი რიგზეა..?
-სულ სადღაც მეჩქარება, ახლაც ეს შეგრძნება არ მტოვებს..
-ცოტახნით შეგიძლია შენს გეგმებზე აღარ იფიქრო.. დამღლელი არ არის..?
-ძალიან.. ზაფხულს ველოდები, იქნებ ამოვისუნთქო..
-აქ იქნები..?
-ანჟელიკას გამო იმაზე დიდ ხანს ვიდრე ჩვეულებრივ, ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია..
-ალბათ შენთვის როგორი რთულია..
-ჩემთვის..? ანჟელიკა მოყვა ავარიაში, მან დაკარგა მეხსიერება და შეხედე რა დღეშია..
-კი მას დაემართა თუმცა შენ მისი მეგობარი ხარ, შეგტკივა მასზე გული და ეს სიტუაცია არც შენთვისაა მარტივი.. ვცდები..? - არ ელოდა, არანაირად არ ელოდა ამაზე თუ გაამახვილებდა ვინმე ყურადღებას.. არადა სიმართლე არაა.. როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანი ქარიშხალში მოჰყვება, ისაა დაზარალებული მას უჭირს ყველაზე მეტად, თუმცა იმ ადამიანების ტკივილი ავიწყდებათ ვინც ამ ადამიანს უდგას გვერდში..
შეიძლება როზას ფიზიკურად არაფერი დამართნია, თუმცა შინაგანად ვინ იცის რა გადაიტანა ანჟელიკას გამო..
-რა თქმა უნდა, მადარდებს როგორ იქნება ჩემი მეგობარი.. უბრალოდ ჩემს ტკივილთან არც..
-მოიცადე, მაპატიე გაწყვეტინებ.. საერთოდ რატომ ვადარებთ ერთმანეთის ტკივილებს.. მან რაც გადაიტანა და გადააქვს სხვაა.. შენი სხვაა..
-ჩემს ტკივილზე..ჩემზე დიდი ხანია არ მიფიქრია სიმართლე გითხრა..-უხერხულად ჩაეცინა..-მარტივი არაა..
-ასე არ შეიძლება..
-ბოდიში დაგვიანებისთვის, თქვენი შეკვეთა..
-არაფერია ბევრი კლიენტი გყავთ..-როზამ მიმტანს გაუღიმა.. წამიერად თავი ჩახარა, თავის ყავას დახედა და მზერა ისევ ჭოლასკენ გადაინაცვლა.. რომელიც უღიმის..-რა მოხდა..?
-მიხარია ერთმანეთს რომ გადავეყარეთ..-ისევ მაგიდას დახედა.. გაეღიმა.. ჭოლა კი ვერ წყვეტდა თვალებს როზას ღიმილს და მის მკრთალად აწითლებულ ლოყებს..
. . .
-ამდენი წიგნი, საბუთები.. მშვიდობა გაქვთ..?
-მაქსიმე მგონი გავიწყდება ჩემი პროფესიის ამბები.. დაბრუნებისთვის ვემზადები.. გუშინ ისე შევყევი მილაგების თავიც არ მქონდა..
-დაბრუნებას აპირებ..? ახლა..
-ჯერ დასვენების დღეებია, როცა დასრულდება აუცილებლად..
-შენთვის შეიძლება..?
-რატომ არ უნდა შეიძლებოდეს..
-ასეთი დატვირთვა, დიდი ხანი არაა რაც..
-შეიძლება, არაფერი მომივა.. რეალურად ეს საკითხები ვიცი.. როგორც ლექტორმა გამოცდილება დავკარგე მხოლოდ..
-თავს უნდა გაუფრთხილდე..
-სახლში ვერ ვიჯდები და ვერ დაველოდები როდის გამახსენდება ყველაფერი..
-მესმის, უბრალოდ არ მინდა სიტუაცია გართულდეს..
-არაფერი მოხდება, ტყუილად არ ინერვიულო.. სულ მინდოდა იქ ვყოფილიყავი სადაც ახლა ვარ, სამწუხაროა ჩემი ოცნება ისე ავიხდინე არც კი მახსოვს..
-ლექტორობა სულ გინდოდა..?
- ერთ-ერთი მიზანი ყოველთვის იყო.. ახლა კი ისევ ლექტორი ვიქნები..
-ლექტორი სულ იყავი..-წიგნები მაგიდაზე გადადეს და ჩამოსხდნენ..
-ახლა შენ უფრო გავხარ ლექტორს, აბა მომეცი სათვალე..-თან ორივე ხელით სათვალე მოხსნა და თავად გაიკეთა..
-მიხდება..? ლექტორს ხომ ვგავარ.. ?
-გიხდება.. მაგრამ უნდა დამიბრუნო..-სათვალე გამოართვა..-შენი სილამაზის სრულად აღქმა უნდა შევძლო, ამისთვის მჭირდება..
-მეტი არაფრისთვის..? - გაეცინა..
-სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზი ამჟამად არ გამაჩნია.. -ანჟელიკა წინ გადაიწია და გაჭირვებით დაასხა წყალი.. დალია .. წამიერად გახედა მაქსიმეს და ჭიქა ისევ ადგილზე დააბრუნა.. რამდენადაც შეძლო უკან გაიწია და მაქსიმეს მიეყრდნო.. აღარაფერი უთქვამთ, მაქსიმემ ხელი შემოხვია..
სიმშვიდე მოვიდა თან, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას რომ გაძლევს ყველაფრის მიუხედავად..
ორივეს დამღლელი დღე ჰქონდათ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჰქონდათ სიმშვიდის რამდენიმე წუთი და ფიქრები, ყველაფერი კარგად იქნება.. თუმცა ბოლომდე გულწრფელები თუ ვიქნებით დიდად არცერთს ადარდებს, ქაოსი გაღებული ფანჯრიდან შემოპარვას თუ ისევ გადაწყვეტს..
. . .
-ანჟელიკაა, ახლა თუ არ გაიღვიძე ღამე აღარ დაგეძინება..
-არაუშავს..
-ანჟელიკაა..
-როზაა.. რომელი საათიაა..
-დღეს შენი მაღვიძარას როლი რატომ მერგო ვერ მეტყვი..? ისევ - სხვა გზა არ დაუტოვა, თვალები ნელ-ნელა გაახილა, თავი ბალიშზე უდევს და პლედი აფარია.. ვერც იხსენებს რომელ მომენტში ჩაეძინა, ანდაც მაქსიმე როდის წავიდა..-მაქსიმე ახლახან წავიდა, მას თუ ეძებ..
-შენ რა..
-როცა მოვედი გეძინათ ორივეს, მე გვრიტებს ძილს ხომ არ დავუფრთხობ თქო, თუმცა რად გინდა.. დაურეკეს და წავიდა..
-დიდი ხანია..?
-თითქმის ორი საათის წინ..
-უნდა გამოვფხიზლდე..
-ყავას დალევ..?
-მშიერზე ვერა..
-შეყვარებულს უკვე ჭამაც გავიწყდება..?
-შეყვარებული არ ვარ..ანდაც არ მახსოვს თუ ვარ.. რთული საკითხია..
-რთული არაფერია.. - როზა ჯერ ვერ ხედავს სრულ სურათს...
-მინი სუფრა გავშალო..?
-არაფერი მინდა..
-მე ვიცი შენ რაც გინდა.. მაგრამ სადაა მაქსიმე 24/7-ზე available..baby..
-მოგცლია რაა.. შეგიძლია ყავარჯნები მომაწოდო..?
-კი ბატონო..ინებე..
-მე ახლა ძალიან ცოტას შევჭამ მხოლოდ იმიტომ, რომ ყავა დავლიო და უკვე დაგვიანებულ საქმეს მივუბრუნდე..
-მაშინ მეც მინდა ყავა..
-შენი განწყობით თუ ვიმსჯელებთ შეხვედრამ კარგად ჩაიარა..
-ზოგადად დღემ ჩაიარა კარგად..
-ჭოლას ეფექტმა მოქმედება დაიწყო..
-ჭოლა..?
-ისე ნუ მოგაქვს თავი თითქოს მისი სახელი პირველად გესმის..
-დღეს გავიცანი ადამიანი, ტყუილად აბუქებ..
-ყავა დავლიოთ და მოყოლა გააგრძელე..
-რისი მოყოლა გოგო არ გადამრიო..
-რაც გამოვტოვე..
. . .
სევდას გაუღვიძებიხართ..? არა კოშმარს, არა მისგან გამოწვეული შიშს.. სევდას.. ანჟელიკა სევდამ გააღვიძა.. თვალების გახელის წამიდან მკრთალმა ლურჯმა ფერმა მოიცვა.. სიცარიელეს გრძნობს, ლოდად, რომ ქცეულა და გულს გიმძიმებს..
მიხვდა ასე გაჩერება არ შეუძლია და წამოდგა..
საათს შეხედა.. მალე გათენდება..
იმ ადამიანზე აპირებდნენ მოყოლას ვინც დაეჯახა.. არაფერმა გაახარა, დაისაჯა..? მერე რა, ანჟელიკას მეხსიერება დაუბრუნდება..? ჭრილობები შეუხორცდება..? ჰოდა აღარ აქვს მისთვის მნიშვნელობა, ის ადამიანი დაისაჯა თუ არა.. ამ ადამიანმა ცხოვრების სამი წელი გამოგლიჯა ხელებიდან.. ანჟელიკას ისეთი განცდა აქვს, თითქოს მის მაგივრად იცხოვრა ვიღაცამ, ვიღაც მის მაგივრად იყო ბედნიერი, სევდიანი.. მის მაგივრად მიაღწიეს მიზნებს.. თითქოს ნამუშევრის ბოლოს მისი სახელი მიაწერეს და მას ამ დროს არაფერი გაუკეთებია..
ახლა გაიაზრა უფრო მეტად, თურმე მთავარი ამ მიზნების მიღწევა კი არაა.. პროცესი, რომელსაც თან გადიხარ.. როცა განიცდი.. ცხოვრობ..
მეხსიერება თუ დაუბრუნდა, ეს დანაკლისის განცდა გაქრება..? განცდა იმის, რომ ვერ იცხოვრა..
გათენდა კიდეც.. ხანდახან ვიცით ყველაფერი კარგად იქნებ, თუმცა ზოგჯერ სიტყვები არ შველის, არ გვაქვს ძალა საკუთარი თავის გამხნევების.. ხანდახან საჭიროა ლოდი ვათრიოთ დანიშნულების ადგილამდე..
ჭიქა წყალი დალია და დაწვა, ოღონდ თვალი არ მოუხუჭია.. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გასულიყო როცა მისი ტელეფონი ამღერდა.. არც დაუხედა ისე უპასუხა და ახლოს მიიტანა..
-გისმენთ..
-გაგაღვიძე..? შენი ხმის გაგონება მინდოდა-მაქსიმეს ხმა მოესმა..-და მე..მოიცადე.. რა მოხდა..? რაღაც მოხდა არაა..
-არ იცი რა მოხდა.. მე არ მიცნობ..აღარ..
-ანჟე..
-მეხსიერება რომ არ დამიბრუნდეს რას აპირებ..? ბეჭედს ისევ მომცემ? ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას თითქოს არაფერი შეცვლილა..? მე ის ადამიანი აღარ ვარ ვინც შენ შეგიყვარდა.. იქნებ ვერც დავიბრუნო ჩემი თავი.. ნორმალურად ვერ გავაგრძელებთ.
-ნორმალურად..? ანჟე ჩვენს შორის ნორმალურად არაფერი ყოფილა.. არ აქვს მნიშვნელობა გახსოვარ თუ არა.. მთავარია ამის გამო არ დამკარგე.. ახლა რა ფიქრებითაც არ უნდა იყო გახსოვდეს მე და შენ ყველაფერს გავუმკლავდებით.. ერთად.. - ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გათიშა.. ტელეფონი თავის ადგილზე დადო..
ყავარჯნებს სიძულვილით გახედა და როგორც იქნა წამოდგა, ისევ, მათი დახმარებით.. წინსვლისთვის გვიწევს ხოლმე ასეთი არასასიამოვნო, მაგრამ საჭირო დახმარების მიღება, სხვისგან ან თუნდაც საკუთარი თავისგან.
ფრთხილობს არ უნდა როზა გააღვიძოს.. სამზარეულომდე აღწევს როგორღაც და ფანჯარას აღებს.. წყლის ადუღებას იწყებს დაბალ ცეცხლზე.. ჯდება და თავს ხელებში რგავს..
-რა მემართება..-ამ მოწოლილ გრძნობებს ვერაფერს უხერხებს.. კიდევ კარგი ცივი ნიავი უბერავს, შედარებით სუნთქვას უმარტივებს.. კარზე კაკუნი ისმის, ძლივს წამოდგა და კარებთან მივიდა.. გააღო თუ არა სახე შეეცვალა, სულ სხვა ფორმაში მყოფი მაქსიმეს დანახვისას ჩაფხუტში.. მაქსიმე მიხვდა რაშიც იყო საქმე და სწრაფად მოიხსნა..
-ამ სიჩქარეში.. არ შემომიშვებ..? -გვერდით გაიწია რათა შესულიყო და თან დააყოლა
-აქ რას აკეთებ..?
-როცა ვიცი ცუდად ხარ, შენი აზრით შევძლებ სახლში გაჩერებას..?
-ცუდად არ ვარ..
-შენს წინ ვდგავარ და კიდევ ცდილობ შენი კარგად ყოფნა დამაჯერო..? -უახლოვდება, ანჟელიკა კი მოტეხილი ფეხით და ყავარჯნებით შორს ვერ წავა.. თუმცა გაქცევის რამდენიმე ვარიანტს მაინც განიხილავს..
-ახლა საუბარი არ შემიძლია, ტყუილად მოხვედი..
-აუცილებელი არაა ვისაუბროთ.. ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო..-ანჟელიკა ვერ ხვდება თვალები რატომ უცრემლიანდება.. სამზარეულოსკენ მიდის, ადუღებულ წყალს თიშავს..
-რამეს დალევ..?- ისევ უახლოვდება, ოღონდ ამჯერად გასაქცევი გზები აღარ აქვს..
-დავლიოთ ჩაი, იქნებ შენი ცუდად დაწყებული დილა როგორმე გამოვასწოროთ..-ცრემლები შეუმშრალა და გაუღიმა..- მოდი დაჯდომაში დაგეხმარები..
-მეშინია მაქსიმე.. ძალიან მეშინია..-დაჯდა, მაქსიმე კი გვერდით მიუჯდა..
-შენს გვერდით ვარ ანჟე.. ყველაფერს გავუმკლავდებით.. საშიში არაფერია..
. . .
გაიანე ერისთავი უკვე დიდი ხანია ისეთ საიდუმლოს ინახავს, რომელიც არავინ იცის მის გარდა.. მისი საუკეთესო მეგობარი უყვარს წლებია.. წარმოიდგინეთ გიყვარდეს ადამიანი, რომელთან ერთადაც მუშაობ.. ამას გარდა სამუშაოს გარეთაც მასთან ერთად ხარ, რადგან მასთან მეგობრობ..
თავად ამბობს არაფერი გამოვაო, თუმცა როგორ გინდა ადამიანი დაივიწყო ასეთ სიტუაციაში.. არ ნებდება, შეუძლებელს შეძლებს და ვაჩე გელოვანს დაივიწყებს.. დრო მოვიდა, ამდენი წელი გაფლანგა, მეტს ვეღარ დაკარგავს.. ამიტომაც გადაწყვეტა ცხოვრება გააგრძელოს და ჰქონდეს მომავალი ვაჩეს გარეშე, უფრო სწორად ვაჩე ფიგურირებდეს როგორც მისი კარგი მეგობარი.. საკუთარ თავს ებრძვის, რა იცით იქნებ გაიმარჯვოს კიდეც..საზღვრების დაწესების დროა, ამჯერად მკაფიოდ..
კარგი მოდი მივბაძოთ გაიანეს და ჩვენც აღარ დავკარგოთ დრო.. ვისწავლოთ როგორ დავივიწყოთ ადამიანი.. შეიძლება კი საერთოდ ადამიანის დავიწყება..? არ ვიცი ერთად გავიგოთ..
-როგორც ჩანს მე მეძახდით, გისმენ..?
-უფროსი თქვენ ხართ...?-ალმაცერად ახედა კაცმა გაიანეს..
-დიახ, მითხარით რამ შეგაწუხათ, დარწმუნებული ვარ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, და სხვების მყუდროებასაც აღარ დავარღვევთ..
-ანუ მე ვარღვევ სხვების მყუდროებას..?
-თუ შეიძლება ტონი შეარჩიეთ როდესაც მე მესაუბრებით.. ან მითხარით რა პრობლემა გაქვთ ან კიდევ დაცვას მოუწევს გაგაცილოთ..
-აქ რანაირი მომსახურება გაქვთ ვერ გავიგე, ჩემთვის ვზივარ და სხვაგან გადაჯდომას მთხოვენ..
-ვუთხარი ეს ადგილი დაჯავშნილია მეთქი და არ მომისმინა მე არ..
-დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარებადია.. თუ იცოდით რომ ადგილი დაჯავშნილი იყო, აქ რატომ დასხედით..
-თავისუფალია, ვერავის ვხედავ..
-ეს ადგილი დაჯავშნილია, არ აქვს მნიშვნელობა ამჟამად თავისუფალია თუ არა.. შემიძლია შემოგთავაზოთ სხვა თავისუფალ ადგილზე გადაბრძანდეთ.. თუ სხვა ადგილზე არ გნებავთ, მომიწევს გთხოვოთ აქაურობა დატოვოთ..-სიტუაცია მოგვარდა, ინება გადასვლა.. ოფისში დაბრუნდა, სადაც კაკუნი მალევე გაისმა..-მობრძანდით..
-ქალბატონო გაიანე, მგონი ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა პრობლემა შემექმნა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა და..
-რატომ მებოდიშები, ცუდად არაფერი გაგიკეთებია, ხომ იცი კლიენტები ყოველთვის მართლები არ არიან.. შენ მაგაზე ნუ იდარდებ და საქმეს დაუბრუნდი..
-მადლობა, დაგტოვებთ..-კარი ისევ დაიკეტა..და დარჩა საკუთარ თავთან მარტო.. ამოისუნთქა და დაღლილი მიეყრდნო სავარძელს, თავი გადაწია.. ჯერ ძალიან ადრეა გამოსაფიტად, ამის დრო არ არის, უნდა გამოფხიზლდეს და საქმეს დაუბრუნდეს..
ისევ კაკუნის ხმა, რომელიც უკვე თავში ურტყამს.. აღარავის თავი არ აქვს..
-შემოდით..
-მომიტევეთ, ისევ გაწუხებთ მაგრამ თქვენთან კურიერია..
-კურიერი../?
-შეიძლება../?
-შემოუშვი, ადამიანმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს..-მისდა მოულოდნელად კურიერი დიდი თაიგულით შემოვიდა, იქვე მაგიდასთან დაუდო..
-შეგიძლიათ ხელი აქ მომიწეროთ..?
-რა თქმა უნდა..
-ბედნიერ დღეს გისურვებთ..
-მადლობა, თქვენც ასევე..-კურიერი ტოვებს..
-ლამაზია..-გაიანე მიმტანს უღიმის და ისიც მალევე ტოვებს ოთახს..
-მართლაც ლამაზია..- ვითომ გადაღლილობის ბრალია სიხარულს რომ ვერ გამოხატავს..? თუ არც განიცდის სიხარულს.. საკუთარ თავზე ნერვები ეშლება და ბარათს ხსნის..
"იმედი მაქვს მოგეწონება.. შენთან ერთად კარგი დრო გავატარე, აუცილებლად უნდა გავიმეოროთ.." ბარათს ადგილზე აბრუნებს და მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოზე კონცენტრირდეს..
როგორც იქნა შესვენების დრო დგება, გარეთ გამოდის და ბარს უახლოვდება..
-რას ინებებთ.?
-რამდენადაც შეიძლება ძლიერი ყავა უნდა გამიკეთო..
-ახლავე..
-მშვიდობა გაქვს..?-არსაიდან ვაჩე უახლოვდება, წამიერად შეკრთა კიდეც, არ შეიმჩნია..
-რატომ არ უნდა მქონდეს..?
-დაღლილი ჩანხარ..
-დაღლილი გახლავარ, მერე რა მოხდა, სამუშაოა.. აქ რამ გამოგიყვანა..
-გიჯერებ..-გაიანეს გაეცინა..
-კარგი ბიჭი გინდა გამოჩნდე..?
-რატომ უნდა გამოვჩნდე, როდესაც ვარ..
-კარგია შენ თუ მაინც გჯერა მაგის..
-ინებეთ..
-მადლობა..-დასაწყისისთვის დააგემოვნა..-გაიხარე, საუკეთესო ხარ..
-მასე მეც არ მაქებ ხოლმე..
-კომპლიმენტების ნაკლებობას განიცდი ვაჩე..? მიმოიხედე, არავინ არ დაიშურებს..
-მე შენგან მინდა..
-ცოტახნით გამოვედი და იქნებ შემარგო დასვენება..
-ჩემს შანსებს ხელიდან არ ვუშვებ..-ყავა დალია, კიდევ ერთხელ გადაუხადა გულითადი მადლობა და კაბინეტისკენ წავიდა.. კარები თითქმის დახურული გახლდათ, როცა შეაჩერეს..
-საქმე თუ არ გაქვს, წასვლა მოგიწევს..-ბოლოს ნათქვამი ნამდვილად არ გაუგია ვაჩეს, მზერა თაიგულისკენ ჰქონდა მიპყრობილი..
-როგორც ჩანს პაემანს კარგად ჩაუვლია..
-მშვენივრად..-ვაჩესთვის აღარც შეუხედია, მორიგი ფაილი გადმოიღო, რესტორანთან დაკავშირებით გახლდათ ანგარიშები..
-რაო გვაქვს ზრდა..?
-უკეთესადაც შეგვიძლია..
-ყოველთვის მაგას ამბობ..
-ასეცაა.. განვითარება ყველგან და ყოველთვის აუცილებელია, პიროვნულადაც და მაშასადამე საქმეშიც.. -ამჯერად იკადრა გაიანემ შეეხედა მეგობრისთვის .. თვალებით ეუბნებოდა თავის დროზე ეთქვა მის კაბინეტში რას აკეთებდა, რადგან უკვე მოთმინების ფიალა იცლებოდა და წვეთები იყო უკვე დარჩენილი.. არ შეეტყობოდა არაფერი, მაგრამ შინაგანი დისკომფორტი გარანტირებული გახლდათ..
-ვერ მეჩვენები განწყობაზე, ყველაფერი რიგზეა..?
-სამსახურის გარეთ ვერ შემეკითხებოდი..?
-იქნებ მიპასუხო..
-დაღლილი ვარ ვაჩე და ასეთი დიალოგების განწყობა საერთოდ არ მაქვს.. სხვა მხრივ კარგად ვარ, მადლობა დაინტერესებისთვის..-უცხო ადამიანის თვალით არაფერი მომხდარა.. არანაირი ხმამაღალი ტონი, კამათი მაგრამ.. ვაჩეს იმდენად კარგად ჰყავს შესწავლილი გაიანე, ყველაფერს ხვდება რამე ისე თუ ვერაა.. ხმის მცირედ ცვლილებაში, სხეულის ენაში და მიხვდა მის თავს რაღაც ხდება.. იმასაც მიხვდა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა..
-კარგი, როგორც იტყვი, თუმცა მე შენთან ყოველთვის ახლოს ვიქნები, თუ დაგჭირდი..-ყოველთვის ახლო მაგრამ არა მის გვერდით.. დიახ მეგობრებო ვაჩე ყველაფერს მარტივად ხვდება იმის გარდა, ახლა ამ წამს, მასზე შეყვარებული თვალები უყურებენ.. ცალმხრივი სიყვარულით დაღლილი თვალები, ლოდინით გამოფიტული ღიმილი, რომ ამშვენებს თან..
მოკლედ გადაუხადა მადლობა და ვაჩემ გაიანე დატოვა.. არა პირველად, არა უკანასკნელად... . .
სამეგობრო შეიკრიბა სერიოზული მიზეზით, მეგობრის "საცოლე" უნდა გაიცნონ.. თავიდან ვერ დაიჯერეს, ხუმრობა ეგონათ, მალევე გაიაზრეს მაქსიმე რამდენად სერიოზულია ამ თემასთან დაკავშირებით.. სიმართლე არ უთქვამს.. თავადაც არ იცის რატომ მაგრამ მეტჯერ ვეღარ შეძლო..
-თავი სერიალში მგონია, გჯერათ რა ხდება ჩვენს თავს..? - ყინულებს ზემოდან წვენი დაასხა გაიანემ და სანამ დალევდა კიდევ ერთხელ შეიცხადა ახალი ამბავი.. ჯერ ადრეა ყინულისთვის, თუმცა როგორც თავად გაიანე ამბობს, მას არ ეხება..
-ჩვენთან რა დასამალი ეგ ამბავი იყო, თორემ კი ბატონო.. მეგობრები ვართ, მტრები ხომ არა..-ჭოლა
-აქვს ალბათ მიზეზები და მოვრჩეთ განხილვას..- ზუსტად ამას უმეორებს თავს,. აქვს მიზეზები არამარტო ანჟელიკას, არამედ ორი საუკეთესო მეგობრის მოსატყუებლადაც..ო..
-სულ მაინტერესებდა შეყვარებული მაქსიმე..
-განო კარგი რაა.. აქამდე არ გინახავს ვითომ..?
-მინახავს მოწონება, გატაცება.. მაგრამ შეყვარებული არა..
-მის მაგივრად რატომ განსაზღვრავ..? რადგან შენთვის გატაცება იყო, არ ნიშნავს მას არ უყვარდა..
-შეყვარებული ადამიანი სხვანაირია, შენ არ გინახავს ეტყობა..
-როგორია მიდი მითხარი ბარემ..
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს..
-ნუ დაიწყეთ რაა.. თავი მისკდება არ მაქვს თქვენი თავი.. სადაცაა მოვლენ თან, როგორი შთაბეჭდილება უნდა დატოვოთ..
-მაქსიმე ისეთ გოგოს არ აარჩევდა, ხუმრობა არ ესმოდეს..
-მაგარი იუმორი გაქვთ თქვენ ორს.. რომელიმე აქ მყოფთაგან ვიცინით..?
-შენ თუ არ გესმის არც რაა..
-გაიანე თქვენ ორის არავის ესმის.. ეს თქვენ მაღალინტელექტუალურ იუმორზე კი არა, პირიქით მეტყველებს..
-რაღაც გაგვითამამდა ხო..? - ხმაური ისმის შემოსასვლელიდან და მიხვდნენ სტუმრები მოვიდნენ..
-აქეთ ყოფილხართ..
-გამარჯობაა..
-მოგესალმებით..
-მეგობრებო, გაიცანით ანჟელიკა შერვაშიძე ჩემი საცოლე და მისი უახლოესი მეგობარი როზალინა ამირეჯიბი..
-უბრალოდ როზა.. ასეთი დრამატულობა საჭირო არაა..-როზალინათი იშვიათად თუ მიმართავდნენ და არ იყო ჩვეული..
-სასიამოვნოა, გაიანე ერისთავი..
-ჭოლას უკვე იცნობთ და..
-მე დავრჩი, ვაჩე გელოვანი..-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და იქვე დივანზე ჩამოსხდნენ დასაწყისისთვის..
-თუ გეტყვი დიდი ხანია შენი გაცნობა მინდაო მოგატყუებ, ახლახან გავიგეთ შენი არსებობის შესახებ..-თქვა გაიანემ და ანჟელიკას გაეცინა
-რატომღაც ჩვენი ურთიერთობა გასაიდუმლოებული გახლდათ, თქვენი მესმის..-გულწრფელად გაუღიმა, ესმოდა არსებული სიტუაცია.. თავადაც ვერ გაეგო ასე რამ აანერვიულა.. დარწმუნებული იყო ჭოლასავით კარგი ადამიანები იქნებოდნენ გაიანე და ვაჩე, თუმცა უნდოდა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მათზე.. ბოლო-ბოლო მაქსიმეს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გახლდათ ახლა..
დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ანჟელიკას გონებაში იყო სადღაც გაქრა.. იმდენად თბილად და მისიანად მიიღეს პირველი წამიდანვე, გულზე მოეშვა..
-მომიყევით თქვენი დამეგობრების ისტორია რაა.. ძალიან მაინტერესებს..
-უცნაურია არაა რა გვინდა ჩვენ ოთხს ერთად.. ხასიათებით როგორ განვსხვავდებით ნეტა იცოდე..-გაეცინა გაიანეს..
-ღირებულებები და ფასეულობები ალბათ.. სკოლის ასაკიდან თუ ერთად ხართ, ბავშვობის ტკბილი მოგონებებიც ემატება.-თავისი მოგონებები გადაეშალაო თითქოს იმ მომენტში.. სევდა შერეული ღიმილით დაასაჩუქრა გარშემომყოფები, იმდენად დიდი გულწრფელობა იგრძნობოდა არავის ეხამუშა..
-არის სიმართლე შენს ნათქვამში..-გააგრძელა ვაჩემ- მე და მაქსიმე ერთ კლასში ვიყავით, არ გვქონია დიდად კონტაქტი.. შორიდან პატივს ვცემდი მისი პრინციპულობიდან გამომდინარე არავის აზრი არ ადარდებდა და მისი მიზნებისკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი.. სამაგიეროდ მე ვიყავი უმიზნოდ, სხვებს აყოლილი.. ლაშქრობაში ვიყავით წასულები, ბუნებაში ვიყავით ბავშვები და მეტი რა გვინდოდა.. გავაგიჟეთ მასწავლებელიც და გამოყოლილი მშობლებიც.. გადაწყდა დარჩენა, ნორმალური კარგი ადგილი ვნახეთ შორიახლოს მდინარესთან .. ვთამაშობდით და ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე ვინ უფრო მაგარიაო დაიწყეს, თუ შეგიძლია გადახტიო.. ცურვა არ ვიცოდი და მაინც გადავხტი..
-რას ამბობ..? არ მჯერა..
-სულელი ვიყავი მაგარი ტიპობა მომინდა იმ მომენტში და ვერ გავთვალე რა შედეგები მოჰყვებოდა.. არ ვიცი ესე მალე საიდან მიხვდა ჩემი გაჭირვების ამბავს, არ დაფიქრებულა ისე გადმოხტა და გადამარჩინა.. კინაღამ შევიწირე დამფრთხალმა მაგრამ გადავრჩით ბოლოს.. მაგის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, სხვა თუ ვერაფერს მივაღწევ ცხოვრებაში, ადამიანისთვის კარგი მეგობრობის გაწევა უნდა შემეძლოს მეთქი და იმ დღის შემდეგ მოვდივართ ასე..
-გამოდის ვალში არ დარჩენილხარ ვაჩე..- ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ანჟელიკა..-კარგი მეგობრობით გადაგიხდია გადარჩენა..
-ვინ არ მოიქცეოდა იმავენაირად..-დაამატა მაქსიმემ..
-შენს გარდა არც არავინ მოქცეულა მასე..
-კარგი რაც მოხდა მოხდა.. მთავარია სად ვართ ახლა..
-ჭოლა შენზე რას იტყვი..?
-მე დიდად არცერთი მეხატებოდა გულზე ოდითგანვე.. მაგრამ შემთხვევები ხდება, სახლიდან გამოვიქეცი და ვის გადავეყარე თუ გამოიცნობ.. არა ამათ ჯერ არა.. ჩემი ძვირფასი სკოლელები, რომლებიც ჩემს გაღიზიანებას ცდილობდნენ და გამოუვიდათ ისე ვიყავი მაშინ.. სამწუხროდ რამდენიმეს ერთად ვერ მოვერიე და გამალამაზეს.. ვინ იცის კიდე ცოცხალს დამტოვებდნენ თუ არა ეს ორი ახალგაზრდა, რომ არ გამოჩენილიყო.. ისინი წავიდნენ, ესენი დამრჩნენ და დარჩნენ.. ვგონებ უვადოდ..
-რა სასჯელივით ჟღერდა, მაცადე სიცოცხლე...-ვაჩე
-მოიცადე მერე რა მოხდა, სახლში წახვედი..?
-ასეთ მდგომარეობაში ვერ წავიდოდი, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაჩესთან წავედით სახლში.. არაფერს ვამბობდით და ბოლოს მოგვიწია თქმა უბრალო მეგობრული ვიზიტით არ გახლდით.. დედაჩემს დაურეკა ვაჩეს დედამ, ჩემთან არის, არ ინერვიულოო მე მოვიყვანო სახლში.. ჩურჩულით უთხრა და კი გავიგე მაინც, არ ეჩხუბოო ძალიან..
-მიხვდა დამატება აღარ გჭირდებოდა..
-ასე როგორ გაგიმეტეს..-მთელი ამ დროის განმავლობაში გაყურსული ისმენდა როზა და დასცდა სიტყვები გაუაზრებლად.. სხვების ყურადღება როცა მიიქცია მიხვდა ხმამაღლა უთქვამს.. იმდენად განიცადა თითქოს თავის დროზე იქ ყოფილიყოს და მოგონებები გადაეშალაო თვალწინ.. უფრო პატარა ჭოლა რომ წარმოიდგინა ასეთ მდგომარეობაში, ამან იმოქმედა..
-უარესებისთვის გაუმეტებია ადამიანს ადამიანი, ასაკისადა მიუხედავად..
-ისეთები გადაგიტანიათ გენაცვალე, აღარაფერი მიკვირს..
-მოიცადე და გაიანე..
-ძალიან მოკლედ რომ გითხრა ვაჩე გავიცანი პირველად, შემდეგ ეს ორი გამაცნო და შემოვრჩი ამათ.. ისეთი არაფერი მომხდარა..
-6 თვის მერე..-დაამატა ჭოლამ,..
-რა 6 თვის მერე..
-ძალიან გვიან გაგვაცნო ვაჩემ შენი თავი და ვერ ვაპატიებთ..-გაეცინა ჭოლას, გაიანემ ცოტა არ იყოს ფერი დაკარგა, არ უყვარდა ამის გახსენება..
-ჯერ მე გავიცანი კარგად და მერე გაგაცანით, რა არის გასაკვირი..-ჩაერია ვაჩე ღიმილით, ოღონდ ახლა შეცვალონო თემა იმას ფიქრობდა გაიანე..
-მოხერხებულად დაჯექი რაა, თითქოს ვერ ხარ კომფორტულად..
-რას ამბობ, კარგად ვარ.. მშვენივრად..
-გამოდის წინ მიიწევს შენი გამოჯანმრთელების ამბები..-გაიანე..
-ჩემი მაქსიმეს და ჭოლას დიდი დამსახურებით..-გაეცინა ანჟელიკას, მაქსიმეს კი "ჩემი" როცა მოესმა მისგან, რაღაცამ გაჰკრა გულში.. ესიამოვნა.. საკუთარი თავის გამოიჭერისას, შემოძახებისთვისაც გვიანი აღმოჩნდა უკვე..
-მე სად ვარ ამ დროს..-გაიჟღერა როზას ხმამ..-ამხელა ღვაწლს როგორ მიკარგავ გოგო..
-შენ ცალკე ხარ მოსახსენიებელი, ოქროს ასოებით..
-ამჟამად გავატარებ, მივიდეთ სახლში..-ხუმრობით მუქარაზე თავადვე გაეცინა..
-ყავა ჩაი წვენი.. ვის რა გნებავთ..-ჩაიწერა ყველას სურვილი და სამზარეულოში გავიდა.. მართალია ვაჩესთან ბრძანდებოდნენ, მაგრამ გაიანე იყო, უცხო ხომ არა.. თავისუფლად ჰქონდა უფლება, სურვილისამებრ ისე მოქცეულიყო როგორც უნდოდა.. უსიტყვოდ.. მიუხედავად იმისა შეიძლებოდა ჭურჭელი კი არა მთლიანად სახლი არ დაეტოვა საღ მდგომარეობაში, როცა მისი მოუხერხებლობა ახსენებდა თავს..
მალევე როზა მოუახლოვდა, მოგეხმარებიო და გაუცინა..
-რამ შეგაწუხა, ისეთი არაფერია..
-ისეთი არაფერი კია, სამაგიეროდ ორი კიდევ უფრო მარჯვეთ გავაკეთებთ და დროსაც დავზოგავთ..
-ისე ცუდად არ გამიგო, უბრალოდ მაინტერესებს ამათი ამბავი როდის გაიგე..? -გაიანემ კითხვის დასმისას ხმას დაუწია..
-ავარიის შემდეგ როცა ჩამოვედი და პირადად მოვინახულე..
-კარგი ჩემში არაა ანუ პრობლემა ხო..?
-რამდენჯერმე მყავს ნანახი, ოღონდ მხოლოდ ჩემი ეჭვები იყო მათ შორის რამე თუ ხდებოდა..
-ახლა უკვე თავადაც ვიხილავთ მოვლენების განვითარებას..
-ვფიქრობ ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ისეთი პირი უჩანს, ორივეს ერთ ქორწილში მოგვიწევს ხელის გაშლა..
-არამარტო..
-რაო..?
-თუ დავმეგობრდებით, ნახე რამდენი ვართ.. იქით ჭოლა, ვაჩე შენ.. არავის აქვს ოჯახი შექმნილი..-ვაიი როზალინა ამირეჯიბო.. ხომ არ გამოგიჭირეს შემთხვევით, სპეციალურად ახსენა ჭოლას სახელი, უნდა დარწმუნებულიყო, რაც ჭოლას მზერაში შენიშნა ორმხრივი იყო თუ არა.. არ იცის რა ხდება, თუმცა რაღაც რომ ხდება ფაქტია და უკვე დაინტრიგდა მომავალზე ფიქრით ერისთავი..
-მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მაინც სხვისი ბედნიერების გასაზიარებლად ყოველთვის მზად ვარ..
-ყოფილი შეყვარებული რომც იყოს ან უარესი, ადამიანი ვინც გიყვარს..?
-ჯერ არ ვყოფილვარ ისეთი ადამიანის ქორწილში პატარძლობა მე რომ მსურდეს, თუ აღმოვჩნდები გაგაგებინებ რა იქნება..-რამდენჯერ უფიქრია ამაზე გაიანეს და ყოველ ჯერზე ზარავდა.. შეყვარებული ერთი ასატანია და დღემდე არ იცის ვაჩეს ცოლის სტატუსის მქონეს როგორ აიტანს.. საკუთარ თავს ამზადებს და არწმუნებს ვაჩეს გამო ბედნიერი ვიქნებიო აუცილებლად თუ კი ეყვარება გვერდით მყოფი.. სიმართლეა..? არ განიხილავს სხვა არჩევანს, უფრო სწორედ ვერ..
-აქ დავაწყვე შენ რაც უნდა გაიტანო..
-აბა მეგობრებო შეკვეთები მოვიტანეთ.. ისიამოვნეთ.
-ყველაფერთან ერთად მიმტანობასაც ხომ არ შეითავსებდი განო..- ვაჩემ უთხრა სერიოზული სახით..
-ყველაფერი ისე მაქვს დალაგებული და გაწერილი, ყველა თავის საქმეს აკეთებს.. აი საჭიროებისამებრ არ გეგონოს მომერიდება.. ამას დამატებით შენც გამოგიყვან მაგ შენი სამზარეულოდან ყველაფერთან ერთად..
-მაგას როგორ მოახერხებ, მომერევი..?
-ხომ იცი გამკეთებელი ვარ ვაჩე.. რაღატომ სვავ ისეთ კითხვებს, რომელზე პასუხი, თავადაც იცი..
-ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო აბა, შენი დაორგანიზებული არაა..
-არა ეს მე გადამრევს, მოისმინეთ..? თავად მისმევ ამ პროვოკაციულ კითხვებს და პასუხები არ მოგწონს შესაბამისი..?
-ერთად მუშაობთ..?-გაუკვირდა ანჟელიკას..
-გვიწევს..
-ალბათ ის გაინტერესებს, როგორ დგას ის შენობა, სადაც ეს ორი ერთად არიან არაა.. ჩვენც არ ვიცით..-ჩვეული სიდინჯით შეაფასა ჭოლამ ეს ორი, მათი კინკლაობით დაღლილმა..
-ჩვენზე დგას იქაურობა, რომ იცოდე..
-თან ანგრევთ და თან აშენებთ..?
-დიახ..-მოსწონდა ვაჩეს გაწონასწორებული ჭოლასთვის ნერვების მოშლა.. რომელ წყენაზეა საუბარი..
-შენობას არა უფრო ერთმანეთს ვანგრევთ და თან ვაშენებთ მორალურად..-თითქოს ჩვეულებრივი რამე ეთქვას, ღიმილი დასვა წერტილად ბოლოში გაიანემ.. ხუმრობაშიც სიმართლე რომ გამოერევა ხოლმე მასე გამოუვიდა და ვაჩემაც ზუსტად დაიჭირა მისი ნათქვამი..
-ახლო მეგობრებს რა ჯობია, როზა და კიდევ ერთ-ორი ადამიანი რომ არ მყავდეს.. წარმოდგენაც არ მინდა..
-სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი.. როგორ გაუძელით ერთმანეთ რას გვეტყვით..-ინტერვიუს დასაწყის ჰგავდა მაქსიმეს ნათქვამი, რაზეც ყველას ჩაეცინა.. ანჟელიკამაც არარსებული მიკროფონი მოიმარჯვა და "ჟურნალისტსაც" აღარ ალოდინა..
-ბავშვობის მეგობარია ჩემი როზა.. იმის მერე მეგობრებიც შემიძენია, ძალიან ახლობლებიც გამხდარან, მაგრამ ბავშობად რომ გყავს ადამიანი წარმოდგენილი ვერაფერი ცვლის.. ყველა ეტაპი აქვს შენთან ერთად გამოვლილი, ყველანაირი ჰყავხარ ნანახი და მაინც ერთმანეთის გვერდით დგახართ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.. დასაწყისი საერთო მერხი გახლდათ, სულ ჩვენს დაშორებას ცდილობდნენ, მაინც ვიყოლებდით ოღონდ ისევ ერთად ვისხდეთ და ამჯერად ხმას აღარ ამოვიღებთო და ბოლოს დანებდნენ, ჩვენ არაფერი გვეშველებოდა.. შემოვრჩით ერთმანეთს განზრახულად..
-ერთხელ..-დაიწყო როზამ, ისეთივე თბილი საუბრების გაგრძელებას არ აპირებდა, ტონალობაში შეამჩნია ანჟელიკამ და ინტერესით გადახედა რის მოყოლას აპირებსო ქალბატონი.- პარალელიდან მოსწონდა ერთი ბიჭი შენს ანჟეს მაქსიმე, საჩუქარს უმზადებდა ორი დღე და ჭკუაზე არ იყო.. საგანგებოდ შეფუთა, საკვირველია ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა..
-არ არსებობს, რას ყვები გოგო არ გადამრიო..
-დამასრულებინე, საოცარი დასასრული აქვს მართლა.. მიაქვს ეს ყუთი და შემოხვდა გოგო, ამ შტერმა გოგოს შეკითხვაზე პირდაპირ უპასუხა ვისთანაც მიაცუნცულებდა საჩუქარს.. არ ვიცი უნდა მოვძებნო ეგ გოგო და უნდა ვკითხო მოსწონდა თუ რა მაფია იყო, ამ გოგომ უთხრა ანჟელიკას მე მივუტანო, მომეციო.. ამანაც არ დაფიქრებულა ისე გაუწოდა.. მე იქვე ვიდექი და ვერ ვიჯერებ რას აკეთებს.. აი ხედავთ..? შეიძლებოდა იმ ბიჭს საცოლე ყოფილიყო ახლა და აქ არ მჯდარიყო, იმ გოგოს მართლა რომ გადაეცა დანაბარები..-ეშხში შესულებს თან ეცინებოდათ
-რა იცი შენ მიუტანა თუ არა.. იქნებ იმ ბიჭმა დამაიგნორა უბრალოდ..
-მე დამდევდა ის ბიჭი რას ლაპარაკობ.. ეგ რომ გაეგო.. მოკლედ ცხოვრების ამოცანად დარჩა რა დაემართა ანჟელიკას საჩუქარს..
-დავიჯერო არ განიცადე არ შემდგარი სიყვარული..?-ღიმილით გადახედა მაქსიმემ..
-ვერშემდგარი უფრო ერქვა მაგას.. ბავშვები ვიყავით.. რა შეიძლებოდა მომხდარიყოს თქმას დიდი ხანია გადავეჩვიე.. საიდან გაგახსენდა..
-მე ყველაფერი მახსოვს..
-მოდი დღეისთვის საკმარისია თორემ შემოგიტრიალებ კომპრომატებს და ინანებ..
-ისეთი რა უნდა თქ..
-რაგბი..
-კარგი ამ ეტაპზე საკმარისია..-ერთ სიტყვას ისეთები მოყვებოდა, არაწყობდა ნამდვილად, ამიტომაც გაჩუმდა როზა..
-ბავშვობის ისტორიებს რა ჯობია..
-ანჟელიკა გავშინაურდეთ, ჯერ ყველაფერი წინაა და ისეთ ისტორიებს მოგიყვები მაქისმეზეე..
-ყავაზე ან ჩაიზე ცალკე გასავლელები ვართ ჩვენ..
-ნუ შეკარით ქალთა ალიანსი თავიდანვე, იქნებ მე რას ვუყვები, რატომ მტეხავთ ეე..
-მოგვცილდი რაა გელოვანო, ყველგან შენ ხარ და დამღალე უკვე.. სამსახური და იმის იქითაც..
-აა მე დაგღალეთ ქალბატონო ერისთავო..? ჩვენს მეგობრობას წყალში ყრი.. წყალში კი არა მგონი კრანს ატან..
-მტკვარს ვატან მტკვარს.. კრანის წყალს როგორ გაკადრებ.
-მასე იყოს გაიანე, გიმახსოვრებ..
-მახსოვრობაში გიჭირს შენ, ჩაიწერე..
-გემრიელად მარცხდები ვაჩე.. მოსაფიქრებელი გაქვს სერიოზული გეგმა..- ამ სიცილში განვლეს ერთად ყოფნის რამდენიმე საათი.. კარგად დაიწყეს და წესით კარგადაც უნდა გაგრძელდეს.. იშვიათად ხდება თავიდანვე ასე გაიხსნას ადამიანებთან ანჟელიკა, მაგრამ გარემო, ამ ადამიანებმა მისცეს საშუალება.. ყველა მოეწონა და კმაყოფილი იყო ბოლოს მაქისმეს მეგობრებით და მისი არჩევანით.. ბოლოს თითქოს დღის შეჯამება იყოო მაქსიმეს და ანჟელიკას საუბარი..
-კმაყოფილი ჩანხარ..
-ვარ კიდეც, მომეწონა მათთან ურთიერთობა..
-მიხარია.. -თითოეულზე ფიქრობდა და შეამჩნია მაქსიმემ ეს ფიქრი..-როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა კონკრეტულად..
-პირველ რიგში კარგი ადამიანები არიან..
-შემდეგ..
-მათ პიროვნულ თვისებას რომ გავცდე ვაჩე და გაიანე ცალკე მოვლენაა ერთ სივრცეში..
-მასეთი ურთიერთობაა აქვთ რაც თავი მახსოვს.. განა არ აფასებენ და..
-ბოდიში გაწყვეტინებ, ეგ არ მიგულისხმია.. ეჭვი არ შემპარვია მათ რეალურ დამოკიდებულებაში, მათი კამათისასაც იგრძნობა რეალური გრძნობები ერთმანეთის მიმართ..
-მოიცადე შენ რა გაიფიქრე, თითქოს მათ მეგობრობის გარდა სხვა რამე ხდება..?
-მე არ ვიცი მათი ურთიერთობის ზღვარი მაქსიმე, უბრალოდ ძლიერი კავშირი დავინახე..
-იმდენი წელი გავიდა, ვეღარაფერს ვფიქრობ..
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ეგ ზუსტად ვიცი..
. . .
უნივერსიტეტში მალევე დაირხა ამბავი ანჟელიკა შერვაშიძე გვიბრუნდებაო.. რა აღარ შეთხზეს მასზე, მის მეხსიერებას და ფეხს ეგღა უნდოდა..? თუმცა როდის იყო ადამიანებისთვის შენი ტკივილი საკმარისი, აუცილებლად ჩათვლიან საჭიროდ კიდევ დაგიმატონ ზევიდან.. არ ენანებათ არ იდარდოთ.
ახალი თემა მიეცათ განსახილველად, ვერ ვიტყვი მხოლოდ ჭორაობდნენო მასზე, ზოგს გულწრფელად უხაროდა საყვარელი ლექტორის დაბრუნება.. ერთხელ თუ დაესწრებოდა სტუდენტი მის ლექციას, იგივე საგნის სხვასთან გავლა წვალების ტოლფასი გახლდათ..
ჩანაწერების გაკეთება უყვარდა კიდევ კარგი, მხოლოდ წიგნები კი არა საკუთარი ნაშრომიც გაიზეპირა.. გრძნობდა შედარებით შემზადებული ბრუნდებოდა, მაგრამ რა დახვდებოდა აუდიტორიაში ვინ უწყის..
მანქანიდან გადმოსვლაშიც დაეხმარა მაქსიმე და ამდენი კიბე ხელში აყვანილმა წამში აატარა.. ვერაფრის თქმა მოახერხა ანჟელიკამ.. რექტორმა თავად მოინახულა და ანუგეშა, არ გაგიჭირდებაო თავის გართმევა.. გავსებული აუდიტორია დახვდა შესვლისას, არ ელოდა, თუმცა არ შეიმჩნია.. ხმის ამოუღებლად შევიდა და თავისი ადგილი დაიკავა.. იმდენი შეკითხვა ჰქონდა ყველას და ხმას ვერ იღებდნენ..
-მოგესალმებით..
-სალამი პატივცემულო..
-დაგიბრუნდით, იმედია ისეთი ლექტორი ვიყავი თქვენთვის, თავი მოგანატრეთ.. მოკლედ გაიგებდით ჩემს ამბებს, თუმცა დამატებით შეთხზული ზღაპრების არსებობა რომ გავაქროთ გეტყვით.. მეხსიერება დავკარგე ვითომ არც თუ ისე დიდი პერიოდის, მე საუკუნოდ კი მეჩვენება და თავადაც ხედავთ მოტეხილი ფეხის გამო როგორც მიწევს სიარული.. სხვა ისეთი არაფერია..
-გამოდის ჩვენც არ გახსოვართ..?
-სამწუხაროდ არა ჩემო კარგებო.. მჯერა ყველაფერი ისევ ისე დალაგდება, ამრიგად გამოიყენეთ პერიოდი როცა არაფერი მახსოვს და იმდენად მოინდომეთ მეხსიერების დაბრუნებისას გამაკვირვოს თქვენმა მონდომებამ სწავლის მიმართ..
-ანუ არაფერი მოგიყვეთ..
-თანდათანობით გავიგებ ყველაფერს არ იდარდოთ.. დავიწყოთ../? თუ კიდევ გაქვთ კითხვები..?-თვალი გადაავლო, დუმილი ნიშანი იყო ახალ საკითხზე უნდა გადასულიყო.. დაიწყო საუაბრი და მიხვდა ყველანაირი შიში აუდიტორიის გარეთ დაუტოვია.. კი არ იღლებოდა მეტი ენრგიით ივსებოდა ნელ-ნელა, ახლა გაიაზრა რამდენად სწორი არჩევანი გაუკეთებია თავის დროზე, ეშინოდა.. ეშინოდა, რომ შეცდომა დაუშვა.. საბედნიეროდ ცუდი ფიქრების გაქარწ....ბა ჩვენი მოქმედებებით შეგვიძლია.-აბსურდიზმი ამ კონტექსტში არ ნიშნავს „ლოგიკურად შეუძლებელს“, არამედ „ ადამიანურად შეუძლებელს“... ვინ გახსენდებათ ლიტერატურაში აბსურდული ფილოსოფიის ხაზს რომ ატარებდეს..?
-ალბერ კამიუ, რა თქმა უნდა..
-გეთანხმები, 1957 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში.. როგორც ვიცი დრო გქონდათ გაცნობოდით მის ცნობილ ნაწარმოებს “უცხოს”.. მოდი დავიწყოთ მისი განხილვა.. ვის აქვს სურვილი..თქვენ..
-მთხრობელი კოლონიალურ ალჟირში მცხოვრები 30 წლის ფრანგია. მისი სახელი უცნობია, თუმცა ნახსენებია გვარი — მერსო. აღწერილია მისი ცხოვრების სამი საკვანძო ეტაპი — დედის სიკვდილი, ადგილობრივი არაბის მკვლელობა და სასამართლო, ასევე მცირეხნიანი ურთიერთობა გოგოსთან, სახელად მარი.
-რამდენად განიცდის პერსონაჟი დედის სიკვდილს..
-ფიქრობს მხოლოდ დედამისის გარდაცვალების დღეს, თუ როგორ მისცა უფროსმა დაკრძალვისთვის ორი დღის დასვენება..
-არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი ამდენად უგულო იყო..
-აქ ჩვენი შეხედულებები გვერდით უნდა გადავდოთ და ყურადღება უნდა მივაქციოთ რისი თქმა სურს ავტორს.. ერთ-ერთი სტატიიდან წაგიკითხავთ ამონარიდს და მინდა შემდეგ სრულად გაეცნოთ.. “მთავარმა გმირმა არ იცის როდის გარდაიცვალა დედამისი – ეს ინდიფერენტულობა, რომელიც მას ნაწარმოების განმავლობაში თან სდევს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიცოცხლეს, ისევე როგორც სიკვდილს. მორსო ვერ ხედავს ვერანაირ რაციონალურ მიზანსა თუ მიზეზს კაცობრიობის არსებობაში და არც ცდილობს მათ მოძებნას, რადგან მისთვის ყველაფერი სრულ უაზრობამდე, აბსურდამდე დადის. მთავარი გმირი არის კამიუს ერთ–ერთი მაგალითი ისეთი ადამიანისა, რომელსაც არ სჭირდება ცხოვრების რაციონალურობა იმისთვის, რათა იარსებოს.”-მსჯელობა გაგრძელდა კიდევ დიდხანს, ვერც გაიგოს ისე დასრულდა სალექციო საათი..უთხრა რაზე იმსჯელებდნენ შემდეგ, მოგაწვდითო ყველა საჭირო ინფორმაციას დღესვე.. თემაც მისა დასაწერი.. ერთი გოგოს გარდა ყველა წავიდა..
-გვიხარია თქვენი დაბრუნება, გვაკლდით.. მართლა..-მადლობა გადაუხადა და გააცილა..
საბოლოოდ მისი როგორც ლექტორის დღე დასრულდა.. გასავლელამდე მოაღწია და დახვდა კიდეც მაქსიმე..
-ასე არ შეიძლება, უსამართლობაა..
-რაზე ლაპარაკობ..?
-შენ მიმიყვანო და შენ წამიყვანო.. სამსახურში ხელს არ გიშლი..? მივაღწევ სახლამდე როგორმე..
-ასე უფრო მშვიდად ვარ, რაც არ უნდა იყოს.. მაგაზე ნუ იფიქრებ..
-ვერ ავიტან ამას..
-მოგიწევს, არ გინდა შენი საქმრო მშვიდად იყოს, თუ გულის შეტევა გინდა დამემართოს..?
-საოცარი შედარება იყო.. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ..- მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა და თავადაც დაიკავა თავისი ადგილი..
-როგორ ჩაიარა მომიყევი..
-მგონი კარგად.. თურმე როგორ მაკლდა ეს ყველაფერი..
-დარწმუნებული ვარ შესანიშნავი იყავი..
-იქ არ ყოფილხარ..
-შენს ლექციას დავსწრებივარ..
-რას ამბობ მართლა..?
-რომელიღაც უნივერსიტეტში იყავი მიწვეული.. რაც შენია მოწოდებით იმას აკეთებ, ამრიგად, სხვანაირად ვერც იქნება..
-ფიქრობ ჩემი მოწოდება..?
-ზუსტად ვიცი..-გადახედა და გაუღიმა..-მოდი რადგან წინ დაჯექი მაქსიმალურად გავწიოთ უკან, ფეხი უფრო კომფორტულად გექნება..
-საჭირო არაა, კარგად ვარ..-მაინც გადმოიწია გაუსწორა და თავის ადგილას დაბრუნდა..-მადლობა..
. . .
-აკაკი მშვენიერი ადგილია..-კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარემოს..
-აქ ისეთი გემრიელი რაღაცები აქვთ ..
-დარწმუნებული ვარ, გამოდის შენ გამიწევ რეკომენდაციას..
-იმედია ზღვის პროდუქტები გიყვარს.. -თქვენ მაინც გაგიმხელთ საიდუმლოს, ვერ იტანს,.. ადამიანები დელიკატესად თვლიან და გაიანე ამ დროს ვერ ეკარება..
-რა გაქვს მხედველობაში..?-ღიმილით აარიდა შეკითხვას თავი..
-კრევეტების პასტა პარაფინის სოუსით..-იტირებს, სადაცაა ტირილს დაიწყებს ისეთ განწყობაზე დადგა..-თეთრი ღვინო მოუხდება//
-კარგად ჟღერს..-შეკვეთა მისცეს და უკვე იმას ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს..
-ყველაფერი რიგზეა..?
-კი.. რა თქმა უნდა..
-ბოლოს რა მითხარი..? მოგზაურობაზე ვსაუბრობდით ხომ../?
-დიდი ხანია არსად ვყოფილვარ.. გადატვირთული გრაფიკი მაქვს..
-ზაფხული მოდის, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ დასვენებაზე..
-შეიძლება..-ლაპარაკი გააგრძელეს და შეკვეთაც მოიტანეს, აკაკის თვალები გაუბრწყინდა.. გაიანეს შეხედვა არც უნდოდა.. ჩანგალი მოიმარჯვა და მაძიებელი გახდა..
-ხარისხიანად აკეთებენ ნურაფერზე იფიქრებ..-ნეტავ მხოლოდ ეგ ადარდებდეს..გაუღიმა რამდენადაც შეძლო, ძლივს გადაყლაპა ის ერთი ლუკმა.. ღვინო დააყოლა, ამას კიდევ არაუშავსო გაიფიქრა.. რამდენიმე ლუკმას ვეღარც გაუძლო.. კიდევ ერთი და ცუდად გახდება..-როგორც ჩანს ღვინო ძალიან მოგეწონა..
-იმედია ბევრი არ მომდის..
-არა რას ამბობ..-თეფში ნახევრად დააცარიელა და რის ფასად ნუ ჰკითხავთ, მეტი აღარ შემიძლია საკმარისიაო.. აკაკიმაც ისე მიიღო სტერეოტიპულად თითქოს ქალბატონებს გემრიელად ჭამა არ უყვარდეთ და სხვა რამეს არც დაუბრალებია. -არ გინდა წავიდეთ და ქუჩაში გემრიელი ნაყინი ვჭამოთ, თან გავისეირნებდით..
-ბარემ აქ ვართ, თან დარწმუნებული ვარ მეტად ხარისხიანიც იქნება.. -მიმტანს დაუძახა.. სანამ გაიანე რამის თქმას მოასწრებდა, აკაკიმ დაასწრო..-პანაკოტა თუ შეიძლება..
-ორისთვის ხომ..?
-დიახ..
-ახლავე..
-მოგეწონება დამიჯერე..-პაემანი დასრულდა, სახლამდე მიაცილა და წავიდა.. სახლშიც ვერ შევიდა, ნომერი აკრიფა..
-გისმენთ..
-როზა, გცალია ორი წუთი..?
-გაიანე შენ ხარ..? კი მოხდა რამე..? რა ხმა გაქვს..
-შევხვდეთ თუ გცალია, ანჟელიკა სახლშია..?
-კი სახლშია, აქ რომ მოხვიდე..თუ შეძლებ, თუ არადა მე გამოვალ..
-არა არა მოვალ, მისამართი მომწერე..-ტაქსი გამოიძახა და მათთან წავიდა.. არ იცის ასე რატომ გააკეთა, ადამიანებს არც იცნობს ფაქტობრივად.. ბიჭებთანაც არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი.. სხვა დროს პრობლემა არ ჰქონია, ახლა სხვანაირადაა.. მივიდა, დააკაკუნა და კარებიც გაიღო..
-ვაუუ ასე ჩვენთან შესახვედრად თუ გამოეწყე..
-მეც დამენახე.. შემოუშვი, როზა რას დააყენე კარებში ადამიანი..-გაიანე შევიდა და თან მოსაცმელი გაიხადა..
-მართლა კარგად გამოიყურები..
-პაემანზე ვიყავი..
-ასეთი მოღუშული მაგიტომ ხარ..? რამე ისე არ მოხდა..?
-კარგად ჩაიარა.. მგონი..
-არაა ამისთვის მეტი დეტალი გვჭირდება.. რას დალევ..?
-თეთრი ღვინის ზედოზირებით გახლავართ.. მგონი არაფერს..
-ძლიერ ყავას გაგიკეთებ..დალევის თემას მერე მივუბრუნდეთ..
-გაწუხებთ ხო..? არც კი ვიცი რატომ დაგირეკე, სახლში შესვლა არ მინდოდა და..
-ყველაფერი რიგზეა დამშვიდდი.. მე თავიდანვე განვსაზღვრე მალევე დავმეგობრდებოდით.. თუ თავს კომფორტულად თვლი, ყველაფერი შეიძლება მოგვიყვე..
-როზას ვეთანხმები..
-ხომ შეიძლება ვთქვა, რაღაც დააშავა მეთქი არა, ძალიან კარგ რესტორანში წამიყვანა..
-მაგრამ..
-ზღვის პროდუქტებს ვერ ვიტან, არ შემიძლია ის ნახევარი თეფშიც როგორ შევჭამე..
-რატომ არ უთხარი,..?
-უკვე იქ ვიყავით, ვერაფერი ვთქვი..
-რთული ამბავია..
-სხვადასხვა გემოვნების გამო ხომ არ დავშორდებით.. არა ჯერ არც ვართ ერთად მაგრამ, ხომ მიხვდით..
-არა მგონია მხოლოდ მაგაში იყოს საქმე, თორემ ასე ცუდად არ იქნებოდი..
-კარგი ადამიანია, იმდენი ხანია არავის შევხვედრილვარ..
-კარგი ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც პარტნიორი შენთვის არა..-საუბარი განაგრძეს და რატომღაც ყველაზე საშინელ პაემნების ისტორიის მოყოლა დაიწყეს.. თან იცინოდნენ და აფასებდნენ რამდენად საშინელი იყო ერთი-მეორე..
-კარგი ცოტა გავმხნევდი მადლობა.. როგორი ცუდი ადამიანი ვარ, რატომ მეცინება..
-ეს იმ მომენტში იყო საშინელი თორემ, ახლა უნდა ვიცინოთ, აბა რა უნდა ვქნათ..
-არ მომწონს მე შენი ფერი, იმ კრევეტებმა ხომ არ გაწყინა..-უკვე ყველაფერზე ეცინებოდათ, ისეთ განწყობაზე დადგნენ.
კარგი დრო გაატარეს, თუმცაღა უკვე სახლში წასვლის დრო იყო. შესთავაზეს დარჩენა არ მოგერიდოსო, უარი უთხრა და ისევ ტაქსით დაბრუნდა სახლში.. მადლობელი იყო დღის გადატანაში დაეხმარნენ, თუმცა ახლა ისევ მარტო დარჩა საკუთარ თავთან, ფიქრებთან ერთად, რომლებსაც ასე მონდომებით გაურბის..
ეშინია თანაც როგორ, ეშინია, რომ ვერავისთან ერთად შეძლებს ბედნიერი იყოს.. რაღაც არ გამოსდის ცხოვრების შეცვლა და ვაჩეს დავიწყება.. როგორ მოიქცეს ნეტავ..? რა არის გამოსავალი..?
. . .
შუაღამეა, ანჟელიკას წესით უნდა ეძინოს მაგრამ ძილი არ ეკარება და ადგომა გადაწყვიტა.. დივანზეა ჩამომჯდარი და ერთი სული აქვს გათენდეს.. სანათი აქვს ანთებული, რბილად ანათებს ოთახის კუთხეს. ფიქრებში ჩაკარგულს ხმაური რეალობაში აბრუნებს, კი გაიფიქრა ხომ არ მეჩვენებაო მაგრამ არა, ნელ-ნელა კარები იღება, შიშისგან სანათს დაწვდა.. ტელეფონის არ აქვს გვერდით და ამ მდგომარეობაში სად უნდა გაიქცეს..
-ანჟელიკა მე ვარ, მაგის სროლას აპირებ თუ..
-მაქსიმე.. გული გამისკდა კინაღამ, აქ რას აკეთებ..?
-მესიჯი არ გინახავს..?
-რა მესიჯი.. კარგი დაივიწყე.. მოიცადე შენ სახეზე რა დაგემართა..
-პატარა შემთხვევა იყო, ისეთი არაფერი..-ანჟელიკამ ჯერ მაქსიმეს სახეს, შემდეგ ჩაფხუტს შეხედა..
-შენ რა ავარიაში მოყევი..?
-ავარია არც შეიძლება უწოდო..
-საავადმყოფოში რატომ არ ხარ..? შუქი აანთე წესიერად დაგინახო..
-არაფერია..
-აანთე..-შუქი ინთება და მის სახეს თვალს ვერ აცილებს შეშინებული..-ავარიაში მოყევი თუ იჩხუბე..
-ხომ არ აბუქებ, მსუბუქი ნაკაწრებია, ისიც ჩემი მოუხელთებლობის გამო, შუა გზაში გამიწვიმდა და ხომ იცი ახალ ნაწვიმარზე..
-ამ დროს..? მოიცადე და გეგონა მეღვიძებოდა..? ახლა რომ მძინებოდა რას აპირებდი..
-გვიანობამდე ხარ ხოლმე, მაგაზე აღარ მიფიქრია..
-ეგ ჩაფხუტი დადე, აი იქ მეორე უჯრა გამოხსენი და შავი ყუთი ამოიღე, უნდა დაგიმუშაო..
-არ არის საჭირო..
-აზრი ვიკითხე საჭიროა თუ არა..? სანამ უარესად გავბრაზდები, გააკეთე რაც გითხარი..
-ჩემი ბრაზიანი გოგო დაბრუნდა..? არა კი ვიცოდი მთლად ასეთი დაშაქრული რომ არ იყავი..
-მაქსიმე..
-კარგი თუ დამშვიდდები.-ყუთი გადმოიღო, ანჟელიკას მიაწოდა და ჩაიმუხლა მის წინ..
-დაჯექი, რატომ წვალობ..?
-ესე უფრო გემარტივება.. უცებ გააკეთებ..
-პირიქით ნელა გავაკეთებ, რათა მეტად შეიგრძნო ტკივილი..
-რამ გაგაბრაზა ასე, არაფერი მომხდარა..
-მოხდა, ჩემთვის მოხდა..-ყუთი გახსნა საჭირო ნივთები გადმოალაგა და ყველაფერი გაამზადა.. ამ დროს წავიდა შუქი..-ესღა გვაკლდა..
-სანათი რატომ ანათებს..?
-დატენილია..-პასუხის გაცემაც არ უნდა, ისეთ განწყობაზე დააყენა არსებულმა სიტუაციამ.. თავადაც არ იცის ასე რამ აუჩუყა გული.. როგორღაც ახერხებს და მზერას არიდებს, ისე იწყებს საქმის კეთებას.. გრძნობს მის დაჟინებულ მზერს და თითქოს არაფრად აგდებსო, არადა უჭირს ამის გამო კონცენტრაციის შენარჩუნება.. ერთი ხელი ნიკაპთან მიუტანა და ანიშნა გვერდით გადაეხარა თავი..
მაქსიმეს არ უნდოდა შემჩნევა, არადა ემჩნევა წამიერად როგორ იგრძნო წვა ახლახან დადებული სპირტიანი ბამბის გამო.. უფრო ახლოს დაიხარა ანჟელიკა და სული შეუბერა.. ისევ მოშორდა და სახეზე დააკვირდა.. შეეტყობაო ისევ თუ აწუხებს..
-მორჩა..?
-დამაცადე.. -არ სჭირდებოდა ამდენი ხანი ამ ყველაფერს, გულდასმით მინდა გავაკეთოო გეტყოდათ ალბათ, მაგრამ გულის სიღრმეში ვინ იცის, იქნებ მაქსიმეს სიახლოვეს ვერ ელევა.. ოღონდ ეს უფრო ჩემი სიტყვებია და არა თავად ანჟელიკასი.. არა მგონია ეღიარებინა..
სულ ოდნავ შორდება, სახეზე უწყებს ფერებას, ისეთი განცდა აქვს თითქოს თავად იყოს დაშავებული, იმდენად განიცდის ერთი შეხედვით მცირედ ნაკაწრსაც..-როგორ გაუძელი..
-ხომ გითხარი არაფერი..
-ჩემს დანახვას იმ დღეს..-არ ელოდა მაქსიმე თემის ასეთ ცვლილებას..-ამიტომაც არ შემოდიოდი ჩემთან პალატაში იმის მერე..? ვერ უძლებდი ისე გენახე..?
-უბრალოდ ნაკაწრებია..
-მე შენს უბრალო ნაკაწრებზე რა მემართება და შენ როგორ გადაიტანე ჩემი დანახვა მაშინ, არ მესმის.. შენ არ წამიყვანე საავადმყოფოში..?
-მე წაგიყვანე.. უკვე ჩავლილი ამბავია, ნუღარ გავიხსენებთ.. -არ უნდოდა იმ მომენტის გახსენება ჯერ რომ შეესწრო, შემდეგ გაანალიზების საშუალებაც არ მიეცა და წამსვე მოუწია მოქმედება, ანჟელიკას გადასარჩენად.. მაქსიმე ოდნავ წამოიწია, ადგომა დააპირა, ანჟელიკამ კი არ დააცადა.. ხელები ჯერ ნელა შემოხვია, შემდეგ ძლიერად მიეკრა..
-მიხარია, რომ კარგად ხარ.. - თავადაც შემოხვია ხელები ანჟელიკას.. სიმშვიდე და ფორიაქი ერთდროულად მოვიდა მასთან..
-თუ გამიშვებ, არსად გავიქცევი..-თავი გააქნია ანჟელიკამ.. არ დაიჯერაო თითქოს ნათქვამი..-ანჟე..
-არ მინდა..გაგიშვა..-სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა, შემდეგ სულ ოდნავ წამოიწია, ისე სახეები ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ..
-შენთან ვარ ანჟე..შენთან და არსად წასვლას არ ვაპირებ.. - თავად სულ ოდნავ მიუახლოვდა მაქსიმე, მაგრამ დანაშაულის გრძნობამ უკან დახია.. არ უნდოდა რამე შეშლოდა დამატებით, ანჟელიკასთან.. ანჟელიკას არცერთი დეტალი გამოჰპარვია.. მაქსიმეს მიერ უკან დახეული მანძილი გადაფარა.. სასიამოვნო ლოდინის დროც დადგა.. პულსი მატულობს..
ვიცი თქვენც გახსოვთ ყველაზე ტკბილი 3 წამი კოცნამდე..
. . .
წესით გაიანეს დიდი ხნის დატოვებული უნდა ჰქონდეს პოსტი, დაუსრულებელი ფაილები..ფურცლები.. მაგრამ არა.. თითქოს დაღლილობასაც არ იმჩნევსო დიდად.. როგორც იქნა მიხვდა რასაც კითხულობდა გაუგებარი იყო, იმდენად გადაეღალა გონება.. წამოდგა, მოსაცმელი აიღო ხელში და ოთახი დატოვა.. ყველა წასულიყო და მისი ფეხსაცმლის ხმა იმაზე მკაფიოდ ისმოდა ვიდრე ჩვეულებრივ.. ამ დროს სხვანაირი იყო აქაურობა, ცარიელი..მარტოსული.. გაიფიქრებდა ხოლმე გაიანე, რა აზრი აქვსო შენობებს თუ მათში ადამიანები არ იცინიან.. თუ რეალურად არ არიანო ბედნიერები..
ბევრი ადგილი შეიძლება გეჩვენოთ მოწყენილი ადამიანების გარეშე, რესტორანი, კაფე, სტადიონი მოთამაშე ბავშვების გარეშე, მაგრამ ნუთუ თავად ამ ადგილებზე არ ფიქრობთ.. როგორ ენატრებათ ადამიანები როცა ყველა თავის სახლში მიდის.. შეიძლება დროის მონაკვეთს ყველა იქ ატარებდეს, თუმცა დღის ბოლოს ხომ არ ითვლებიან თავშეყრის ადგილები სახლად, სადაც ადამიანები მყუდროებას ეცემიან..
გაუგრძელდა ფიქრი გაიანეს, კიდევ ერთხელ მიმოიხედა გარშემო და თითქოს მოეჩვენაო.. სამზარეულოში ანთებული შუქი დაინახა.. რა თქმა უნდა, იქით წავიდა, უკვე წინასწარ გაბრაზდა რანაირად გამორჩათო.. ძირითადად ვაჩე იყო, ვინც ტოვებდა ბოლოს იქაურობას და მისი გონება ვაჩესადმი ბრაზმა მოიცვა..
კარები შეაღო და რას ხედავს, ვაჩე საქმეშია გართული, რაღაცას ჭრის.. არ გამოუხედავს ისე უთხრა..
-დღეს გადატვირთული დღე გქონია..
-მქონდა კიი.. რას აკეთებ..?
-ყველაფერს გემრიელს.. არ გშია..?
-ამ დროს..?
-დრო არ მიკითხავს განო, გშია თუ არა მეთქი..
-თავადაც იცი პასუხი..
-ყოველთვის..
-ყოველთვის..-ერთდროულად გაიმეორეს და გაეცინათ..-მოდი მერე..
-თავად შეფი მეპატიჟება..? რა პატივია..-რამოდენიმე ნაბიჯი ვაჩესკენ გადადგა, თითქოს მეტი სიმსუბუქით.. იქვე სკამი გამონახა და ვაჩესთან ახლოს დაჯდა..-თუ საშინლად გემირელი არ არის, აი ჭამის შემდგომ,გარეთ გასვლისას რამე დამემართოს და სინანულიც არ მქონდეს ისე მოვკვდი ყველაზე გემრიელი რამ გასინჯული მაქვს მეთქი.. ასე თუ არაა, არც გამასინჯო..
-ხვდები სადამდე აიწია თამასა./?
-როგორც შეფს, ამაზე ნაკლები თამასა არც უნდა გქონდეს..
-რა ვიცი შენს მოლოდინებს რამდენად გაამართლებს მაგრამ..-ღუმელიდან ახლად გამომცხვარი გემრიელი პიცა გადმოიღო..
-პიცა..?
-რა გიკვირს..?
-მარტივი რაღაც დიდი ხანია არ მოგიმზადებია.. შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ასე რატომ გაწვალდი..?
-სიმარტივემ როგორ უნდა გაგაწვალოს..?
-მათემატიკაზე დავდიოდი, ძალიან კარგი ქალი იყო.. იცი რას მეუბნებოდა ხოლმე..? არ იცი და გეუბნები მადროვე..-ვაჩეს ხმა არ ამოუღია ამ დროის განმავლობაში, არც რაიმეთი გამოუხატავს მოუთმენლობა, ამიტომაც გაეღიმა,.. სიცილისგან თავი შეიკავა.. ესეც მოუთმენლობაში რომ არ ჩასთვლოდა..-იმდენად რთული ამოცანების ამოხსნა შეგიძლია, ამ დროს კი მარტივი ფორმულები გავიწყდებაო.. მაშინ გამიხარდა მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მისი სიტყვები ხშირად მაგონდება.. იმდენად ვიკარგებით ადამიანები ამ სირთულეებში, როგორც ახლართული ძაფის გორგალი, თავსა და ბოლოს რომ ვერ გაუგებ, არადა ხომ შეიძლება მარტივად შეხედო ცხოვრებას.. პრობლემას, სიტუაციას.. ხშირად ჩვენ თავად ვიქმნით პრობლემას და ვართულებთ ყველაფერს..
-ანუ იმდენად მივეჩვიე სირთულეს, ისეთ მარტივ რაღაცას ვერ გავაკეთებდი როგორიც პიცა..?-თავადაც იცის რაც იგულისხმა რეალურად გაიანემ, არ იმჩნევს.. არა გატყუებთ ნაწილობრივ ვაჩეს მომზადებულ პიცას გულისხმობდა, საუკუნე იყო გასული ვაჩეს უგემრიელესი პიცის მერე..
-მარტივი მესიჯია, გამორთე თავდაცვის რეჟიმი და ცოტახნით შენი თავი დაასვენე შენგან..
-არ მეგონა, ჩემი პიცა ამდენად ფილოსოფიურ განწყობაზე თუ დაგაყენებდა..
-შეიძლება ცხოვრებისეულად, ანდაც მხოლოდ სამზარეულოში.. სირთულეებში იკარგები, არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაც გრანდიუზოული შექმნა, ხანდახან ეს უფრო მეტია ვიდრე, მენიუში ოქროს ასოებით ჩაწერილი მთავარი კერძები..-თავად მოიჭრა ერთი ნაჭერი გაიანემ.. დააგემოვნა.. კიდევ უკეთესი გახლდათ ვიდრე ახსოვდა.. არც მალავდა კმაყოფილებას.. -შევეჭიდე შენთვის სიმარტივეს განო, გამომივიდა..? - ”შენთვის”..მხოლოს ეს სიტყვა გამეორდა გაიანეს გონებაში.. იქნებ ამიტომაცაა ამდენად გემრიელი, სპეციალურად მისთვის რომ მოამზადა ვაჩემ..
-არ გერჩივნა სახლში წასულიყავი..? ნახე რა დროა..
-დღეს არაფერი გიჭამია..
-სამზარეულოდან რანაირად მაკვირდები..
-აგენტები მყავს..-გაეცინა, კიდევ ერთი ნაჭერი აიღო..
-თავად რატომ არ ჭამ..? აღარ შევჭამ შენც თუ არ შეჭამ..-ვაჩემაც აიღო ერთი ნაჭერი..
-კარგი გამოვიდა..-გაიანეს გვერდით ჩამოჯდა ვაჩე..
-ჩემთვის რომ აკეთებდი იმიტომ..-გაეცინა გაიანეს..
-საიდუმლო ინგრედიენტი გამოგიცნია.. ჩემი შენდამი სიყვარული..-გაეცინა ვაჩეს.. თითქოს ახლა გამოფხიზლდაო გაიანე, ისეთი უცნაური იყო ეს სიტყვები, რომლებიც სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.. ვიდრე გაიანეს უნდა.. ესეც კარგია არა..? მეგობრულ სიყვარულს და გაგებას რა ჯობია.. თუ რომელიმე ამ მეგობრობით არ იტანჯება..
-მგონი ცალკე პიცერიაც რომ გახსნა, ისიც კარგად იმუშავებს..
-აქაურობას როგორ დავთმობ.. ჩვენი დუეტი არ უნდა დაიშალოს.. საძირკველი შენ ხარ..
-შენ რომ წახვიდე შემდეგ დაიშლება, თორემ ჩემი შემცვლელი მარტივად მოსაძებნია..
-ნუ ბოდიალობ და კიდევ ერთი ნაჭერიც მიაყოლე..
-ბევრია..
-ეს ერთიც..-ასე გემრიელად ბოლოს როდის ჭამა არც ახსოვს.. მართალია სირთულე მოგვწონს და ის გვინდა მაინცდამაინც, ამ დროს იმ მარტივ სიამოვნებაზე უარს ვამბობთ, რაც ხელთ გვაქვს.. სამწუხაროა.. ნეტავ რამდენი ბედნიერება გაუშვია ადამიანს ხელიდან, თან ახლოს რომ იყო ისეთი..? დაკარგვის მერე ასეთი უფრო მტკივნეულია.. ეჰ, ვერ დაფასებული ბედნიერებების ტომარავ, ნეტავ სულ არ იყო სავსე..
. . .
როზალინა ამირეჯიბი როგორც იცით ორ ქვეყანას შორის მოგზაურობს.. მხოლოდ ერთში გაჩერებაზე ეფიქრება ხოლმე მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას.. როგორი დამღლელია არაა..? ფიქრი, ვერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შიგნიდან გჭამს .. ზოგჯერ ყველაზე ძლიერ ადამიანსაც არ შეუძლია იცუროს საწინააღმდეგო მიმართულებით, მიუხედავად სურვილის სიძლიერისა.. შეიძლება ბევრი არ ვიყოთ ვინც მარტივი გზა არ აირჩია, თუმცა იქნებ უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს, იქნებ საჭიროა არაა ყოველთვის მარტო გავუმკლავდეთ პრობლემას.. იქნებ სულ პატარ ბიძგია საჭირო.. ვინ იცის..
როზა გარეთ გამოსულს წყვილი რომ დახვდა მძინარე, არ გაჰკვირვებია..
-უკვე ტრადიცია.?-ჩაეცინა მოწესრიგდა და მანამდე დატოვა სახლი ვიდრე წყვილი გამოიღვიძებდა..
დღის პირველი ნახევარი დამღლელი გამოდგა.. არ იმჩნევდა რამდენად უხაროდა შესვენებაზე გასვლა.. კაფეში გავიდა, რიგში ჩადგა.. გარემო ძალიან მოეწონა, იქნებ დავრჩე კიდეცო გაიფიქრა.. ღიმილი მიყენაო თითქოს მისკენ მომავალი წყვილი როცა დაინახა... ჭოლა იყო მისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად.. ნეტავ არ დამინახონო ნატრობდა.. გვიანი აღმოჩნდა, მთელი გულით მიესალმა ჭოლა, როზამ ორივეს დაუბრუნა სალამი..
-შემოგვიერთდი თუ გცალია..-თითქოს არც გაუგიაო ჭოლას ხმა..
-რას ინებებთ..?-ყავა შეუკვეთა მხოლოდ, რაღაც მადა დაკარგა.. დაემშვიდობა და ჩქარა გაუყვა გზას..
უცებ დალია ყავა და მუშაობა გააგრძელა, გაბრაზებულა ვითომ გულის გადასაყოლებლად.. საერთოდაც ვერ ახდენდა სათანადო კონცენტრაციის მოკრებას.. თავადაც ვერ მიხვდა ასე რამ გააბრაზა.. ჯერ ხომ არაფერი დაწყებულა..? იქნებ სწორედ ამან..
. . .
მოაგონდა ანჟელიკას სპორტის გაკვეთილი.. განსაკუთრებით დაამახსოვრდა ის დღე მომხდარის გამო.. წრეში ბურთს თამაშობდნენ ბავშვები.. თავად წრეში იდგა.. ამდენი ბავშვიდან საგრძნობლად შეცოტავდნენ, გაუკვირდა და ახლაც ახსოვს მღელვარებამ როგორ აიტანა.. ის და მისი ბიჭი კლასელიღა იყვნენ დარჩენილები, რაღაცნაირად იმედიანად შეხედეს ერთ წამს ერთმანეთს.. ბურთის დაჭერა უნდოდა ამ ბიჭს და საბოლოოდ ამის გამო გავარდა.. მორჩა წავაგეთო გაიგო ხმა.. დიდად არც ჰქონია ვინმეს მისი იმედი .. ბოლოს თავადაც არ დაიჯერა საკუთარი გამარჯვება, იმ ბიჭმა მიულოცა გულით.. ისე ამაყობდა იმ დღეს, არცერთი ათიანი არ გახარებია ასე.. იმ დღის შემდეგ რამდენჯერაც ამ თამაშს ითამაშებდნენ, კიდევ უნდოდა გუნდის გადამრჩენელის სახელი დაეძახათ მისთვის, კიდევ უნდოდა ამ ბედნიერების გამეორება, სამწუხაროდ მსგავსი რამ არ განმეორებულმა.. მწარედ ისწავლა გაკვეთილი ანჟელიკა შერვაშიძემ, ასეთი მოგონებები არ მეორდებაო.. ამის გააზრების შემდეგ უბრალოდ ცდილობდა თამაშით ესიამოვნა და იმ კარგი მოგონების იმიტაციის შექმნას შეეშვა..
ამ მოგონების გახსენებისას გაიაზრა, მისი ცხოვრების იმიტაციის შექმნას ცდილობდა, როგორიც იყო მეხსიერების დაკარგვამდე.. მიხვდა დრო იყო ამ ჯაჭვისგან დაეხსნა თავი.. იქნებ შეძლოს უბრალოდ იცხოვროს, იმ ფიქრის გარეშე, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა ადრე, ნამდვილად მოსწონდა თუ არა ესა თუ ის რაღაც.. მოეშორებინა ზედმეტი ფიქრები და უბრალოდ ეცხოვრა..
ფიქრებიდან გამოერკვა,როცა შენობიდან გამოსულ ანჟელიკას მოშრებით მაქსიმე ხვდება.. როგორც კი ანჟელიკას ხედავს მისკენ მიდის.. ანჟელიკა ასევე ფიქრობს როგორ დაიჭიროს ფურცლებით სავსე ფაილი ისე, რომ არ დაუვარდეს.. მაქსიმეს ხმა ესმის და წამიერი ყურადღების გაფანტვაც საკმარისი აღმოჩნდა, ფურცლების მიმოსაფანტად..
-ახლა არ მითხრა თავად ვეცდებიო აღებას.. მანდ დამელოდე..
-შენი ბრალია..
-ჩემი..?
-ყურადღება გამიფანტე..
-ისეთი სახით რატომ ამბობ, თითქოს ცუდი რამე იყოს..-გაიღიმა..
-ოო გინდა მეორე ფეხიც მოვიტეხო..?
-ასეც არ მიგულისხმია.. ცოტა ყურადღება თუ გეფანტება კარგის ნიშანია..
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე..-მანქანაში ჩასხდნენ ამასობაში.-კარგი დავუშვათ სიმართლეს ამბობ.. ვთქვათ ახლა მოვინდომო და ყურადღება გაგაფანტინო..
-როცა მანქანას ვატარებ..? ნამდვილად შეიძლება მოიტეხო რამე.. შენ ხომ ეს არ გინდა
-ანუ შემიძლია ყურადღება გაგიფანტო..?
-მაგაში გასაკვირი არაფერია..
-კარგის ნიშანიაო, თავად არ თქვი..?
-ცუდად იღიმი, არ გვაწყობს.. როგორც ჩანს, დღეს კარგი დღე გქონდა..
-ნორმალური..
-კარგი რატომ არა..?
-ამდენი საათი უშენოდ..? ოო არა მომენატრე..-დრამატულობა ჩართო და წამიერი სიჩუმის შემდეგ ორივეს გაეცინა..-მართლა მომენატრე მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, სხვა ლექტორმა მომიშალა ნერვები.. ახლა ყველაფერი რიგზეა
-რაო რა გითხრა ასეთი..-თითქოს მონატრებასთან დაკავშირებით სიტყვები არ გაუგია, არადა ღიმილი კმაყოფილებისგან გამოწვეული, ზედმეტად შესამჩნევია..
-მეხსიერება თუ დაკარგე აქ რას აკეთებო.. რა უნდა ასწავლო ბავშვებსო.. და ხომ ხვდები..
-სათანადო პასუხს გასცემდი, დარწმუნებული ვარ..
-თქვენი შვილი ჩემი სტუდენტია და ჰკითხეთ მეთქი სახლში როცა მიხვალთ.. შვილი მაინცაა კარგი და ვინ ჩივის..-ანჟელიკას ის გოგო გაახსენდა, პირველი ლექციის დასასრულს უთხრა, გაგვიხარდაო თქვენი დაბრუნება ..
-ასეთ გაგრძელებას არ ველოდი..
-მოიცადე სად მივდივართ..სახლის გზიდან გადაუხვიე..
-მოითმინე და ნახავ..-ეგონა იცნობდა თბილისს, თურმე არ სცდონია სათანადოდ..ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით ატარა, სანამ მანქანა არ გაჩერდა, ბოლომდე ვერც მიხვდა სად იმყოფებოდნენ.. მაქსიმე დაეხმარა გადმოსვლაში, რამდენიმე ნაბიჯი და გაოცდა.. არ ეგონა ეს თუ ჰქონდა მის გვერდით მდგომს მხედველობაში..
-მთელი ქალაქი ჩანს თუ მეჩვენება..
-დიდი ნაწილი მაინც..
-მიყვარს ლამაზი ხედები, თუმცა ვის არ უყვარს არაა..
-ბევრს არ შეუძლია ნამდვილად დატკბეს თუნდაც ამით.. წამოდი აქვე ჩამოვსხდეთ თორემ დაიღლები მასე.
-ბავშვობაში დეიდაჩემთან მიყვარდა სტუმრობა.. მე და ჩემი დეიდაშვილი სახურავზე ავდიოდით ხოლმე და ისეთი ხედი იშლებოდა, საათები ვისხედით და ვლაპარაკობდით ათას სისულელეზე..
-გიშვებდნენ მერე სახურავზე..?
-ვიპარებოდით თავიდან, მერე უკვე ამოგვხედავდნენ ხოლმე.. კარგი დრო იყო..
-ისევ იქ ცხოვრობენ..?
-როცა ჩამოდიან კი, აქეთ არ ცხოვრობენ.. ხშირად ვსაუბრობთ მაგრამ მათი აქ ყოფნა სულ სხვაა.. დასავით მყავს ჩემი გოგო..-ხმაშიც იგრძნო და მის ღიმილშიც, ყველაფერი მეტად თბილი უხდებოდა საყვარელ ადამიანებზე საუბრისას.. ნეტავ უცხო თვალით დანახული როგორიაო ჩემზე საუბრისას გაეფიქრა მაქსიმეს.. მასაც გადაეშლა ბავშობის მოგონებები თვალწინ.
რა ცუდია გაზრდის სურვილი არ გტოვებს როცა ბავშვი ხარ, ამ უდარდელობას ვერ ირგებ. შემდეგ გაიზრდები და ისევ გინდა მოგონებები გაცოცხლდნენ.. დააფასო მაშინ რაც გქონდა.. რამდენად სამწუხაროა, არ შეგვიძლია დროში დაბრუნება.. სოფელში შენებთან ურთიერთობით ძველებურად გახარება, ბებიის გაკეთებული საჭმელებს დაგემოვნება.. მაშინ ურთიერთობაც სხვანაირი იყო და საჭმელსაც სხვა გემო ჰქონდა..
-აპირებს ჩამოსვლას..?
-ზაფხულში ჩამოვა ალბათ ცოტახნით.. იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად, თითქმის ყველა როცა ვართ შეკრებილნი და არ ივიწყებენ ვინც არ არის.. დაურეკავენ, მასზე რამეს გაიხსენებენ.. თითქოს ერთმანეთსაც ახსენებენ კიდევ გვყავსო ძვირფასი ადამიანი და იმ ადამიანსაც უხარია სხვებს რომ ახსოვთ.. კარგია სოფელი და საყვარელი ადამიანები..
-არ მყავს ბევრი ნათესავი სამწუხაროდ..
-ჩემებს გაგიზიარებ, არ მენანება..-გაეცინა მაქსიმეს ანჟელიკას გულწრფელ შეთავაზებაზე. ხვდებოდა არ იყო უბრალო სიტყვები.. თითქოს ერთგვარი შეთავაზება იყო მასთან დაახლოებისა.. ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენი ნაწილნი არიან, ამ შემოთავაზებას თითქოს თან სდევს სიტყვები " ჩემს რაღაც ნაწილს გაგიზიარებ, ძვირფას ნაწილს, თუ იქნებიო ჩემთან".. ყველა მნიშვნელობა ამოიკითხა, ერთი შეხედვით უბრალო ხუმრობაში..
-მიმიღებენ კი..?
-კარგ შთაბეჭდილებას თუ დატოვებ..-ანჟელიკასაც გაეცინა, წარმოიდგინა კიდევ ერთხელ როგორ შეხვდებოდა მაქსიმე სანათესაოს, რაც არ იყო სახუმარო ამბავი..
-პირველად როცა შევხვდი.. არა მგონია კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა..
-ეგ სხვა სიტუაცია იყო..
-ანუ გადაწყვიტე..?
-რა..?
-ხომ მითხარი უნდა გაგიცნოო და გადავწყვეტო დავრჩები თუ არა ჩემს საქმროდო..
-ისიც გითხარი უნდა გამახსენდე მეთქი.. არ არის ეგ მარტივი ამბავი..-ეცადა არ შეემჩნია ემოციები მაქსიმეს, გაფიქრებაც არ უნდოდა რა მოხდებოდა როცა გაახსენდებოდა ანჟელიკას ყველაფერი.. არ ელოდა კარგი დღე და იცოდა თავადაც..
-მე არ მეკითხები..?
-რას../?
-მინდა თუ არა ჩემი საცოლე იყო..-სახე შეეცვალა ანჟელიკას, ხუმრობადაც ვერ მიიღო გაჟღერებული აზრი..
-თუ არ გინდა აქ რას აკეთებ.. თითქოს გაკავებდეს ვინმე..
-ასე მარტივად გამიშვებ ვითომ..?- ისეთი საყვარელი ეჩვენა გაბრაზებულზე, ვერც მიიღო სერიოზულად.. როგორ სხვანაირს ხედავდა ახლა, იშვიათადღა ახლო წრიდან თუ ცნობდნენ ასეთ ანჟელიკას და არა ლექტორს, სხვა სტატუსით, მეტი ოფიციალურობით..თმები გვერდით გადაუწია.. მოეფერა სახეზე..
-გამანებე თავი..-თითქოს არ ესმოდა ანჟელიკას საუბარი, ისე გაერთო მის ყურებაში და მოფერებაში..
-კარგი..
-ამბობ და მაინც აგრძელებ..
-რას..
-მაქსიმე..
-რა მოხდა, ვაშავებ რამეს ..?- ამასობაში ისე მიუახლოვდა ვერც გაიგო ანჟელიკამ, მისკენ შეტრიალდა, ცალი ხელით სკამს ჩამოეყრდნო..
-კომფორტულად მოეწყე..? ხედის საყურებლად ხარ თუ ჩემი..
-შენი.. -რამდენადაც შეძლო მისკენ შეტრიალდა ანჟელიკა, ხელები გადაჯვარედინებული აქვს, ჯერ კიდევ ვერ შეძლო ბოლომდე შემორიგება ალბათ მაქსიმემ..-როგორი ლამაზი ხარ, ნეტავ იცოდე ანჟე..
. . .
-მეგობრებო, თქვენი აზრი მაინტერესებს..-ბიჭებს გადახედა გაიანემ.. ჯერ მათთან უნდოდა გაეჟღერებინა აზრი, სანამ მოსაწესრიგებლად გასული ანჟელიკა დაუბრუნდებოდა მაგიდას და როზა საერთოდ შეაბიჯებდა რესტორანში..
-გისმენთ..იმედია მშვიდობაა..-გააჟღერა ჭოლამ..
-მოკლედ, ვფიქრობ დროა ვიღაც გაგაცნოთ, გოგონებიც თუ იქნებიან უკეთესი..
-ვიღაც..?
-არის ადამიანი, რომელსაც ვფიქრობ დროა იცნობდეთ..
-ვისზეა ლაპარაკი..?
-აკაკი პაპაშვილი..-ცოტა არ იყოს გაოცებულები შეჰყურებდნენ ჯერ ერთმანეთს, შემდეგ გაიანეს.. არ ეგონა ვაჩეს ამდენად სერიოუზლად თუ იყო საქმე.. თუ გაცნობა მოინდომა მათთან, გამოდის ყველაფერი ისეა არაა როგორც ეგონა..
-თუ საჭიროდ თვლი, გავიცნობთ აბა რას ვიზამთ..-ღიმილით უთხრა მაქსიმემ, რაზეც ვაჩეზე ვერ ვიტყოდით, უფრო დაბნეული ჩანდა.. ხმა არ ამოუღია სანამ გაიანემ არ ჰკითხა..
-შენ რას იტყვი..?
-როგორც შენ გინდა ისე იყოს..- თითქოს უფრო თავისთვის თქვა, უნდოდა გაეღიმა მაგრამ თავს ვერ დაატანა ძალა..
-კარგი გოგონებსაც ვეტყვი მაშინ.. აი მოდის ანჟელიკა..
-რა სახეები გაქვთ, რა გამოვტოვე..?
-გაიანეს უნდა გაგვაცნოს..
-აკაკი..? ოჰოო, არ მეგონა მაგ ეტაპზე თუ გადახვედით უკვე ..-ანჟელიკამ იცოდა და ვაჩემ არა..? მას ხომ ყველაფერს უყვებოდა, ეს რატომ არ უხსენებია.. მეტად ჩაფიქრდა ვაჩე..
-როზა სად დაიკარგე..-მაქსიმემ გადაულაპარაკა ანჟელიკას..
-მოვა სადაცაა.-როზას ხმა როგორც კი გაიგო წამოიწია ჭოლა, აქამდე თუ ფიქრებით სადღაც დაფრინავდა, დაეშვა როგორც იქნა მიწაზე..-ვაჩეე ყველაფერი ისეთი გემრიელია, ახლა ვხვდები რატომაა საზოგადოება შენზე გაგიჟებული..
-კარგი რაა..-როზაც შემოვიდა შენობაში, ღიმილით გამოემართა მათკენ, მიესალმა და დაიკავა ადგილი.. რანაირად მოახერხა ასე ყურადღება არ მიექცია ჭოლასთვის ვერ გეტყვით.. აქამდე თუ მზერებს ცვლიდნენ, უჩუმრად ელაპარაკებოდნენ, ახლა მისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.. საუბარშიც ჩაერთო აქტიურად.. ჭოლა თუ რამეს იტყოდა თითქოს არც გაუგიაო სხვას ეხმიანებოდა..
-მოხიბლული ვარ- ვაჩეს ნახელავის დაგემოვნებისგან გამოწვეული, გულწრფელი ემოცია გააჟღერა როზამ..
-მე კი მოხარული, თუ მოგეწონა..
-როზა მგონი მოგვიწევს მალე სამსახური გაგვიწიო, გვჭირდება პროფესიონალი..-გადაულაპარაკა გაიანემ
-თქვენი კერძები ნამდვილად იმსახურებს დაზღვევას..-ღიმილის ტალღა გადაუარა ყველას..-მაგაზე თუ დაფიქრდებით სერიოზულად, მე აქ ვარ..
-ხედავ..? სულ აქ ვარო მაგასაც ვერ ამბობ.. როდის წახვალ კაცმა არ იცის..-ანჟელიკამ მაინც ჩააქსოვა მის ნათქვამში საყვედურის ტონები, როზას ცუდად არც მიუღია, იცის როგორ ენატრება ხოლმე ერთსაც და მეორესაც როცა წასულია..
-მაგას როდის შეუშლია ხელი, მე საქმე მეკეთებინოს..
-მართალია არ ხარ შენ გასაშვები ადამიანი, თუმცა რას ვიზამთ..-უთხრა გაიანემ ღიმილით.. მასაც გაეღიმა მის ნათქვამზე..
-როდის უნდა გავიცნოთ შენი აკაკი..?-იკითხა როზამ.. როგორი უცნაური კომბინაცია იყო შენი და მერე აკაკი.. ვაჩეს ეხამუშა როზას მიერ გაჟღერებული.. თავადაც ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი.. მეგობარში არავინ ეცილობა.. ისინი ხომ მხოლოდ მეგობრები არიან, რა აქვს საეჭვიანო.. მოიცადეთ მე რა ეჭვიანობა ვახსენე..? იმედია ვაჩე ამას არ გამიგებს, რადგან ამას ცოცხალი თავით არ აღიარებს და ტყუილში ჩამითვლის.. არადა არც მე ვარ ბრმა და მგონი არც თქვენ.. თქვენც ხომ ხედავთ რამდენად აშკარაა ყველაფერი.. ვაჩეს მდუმარება არაფერს გეუბნებათ..? იმდენად დაძაბულია, მისმა გვერდით მჯდომმა ვერ აიტანა..
-მშვიდობა გაქვს შენ..?- გადაუჩურჩულა ჭოლამ..
-რატომ არ უნდა მქონდეს..?
-რატომ არ ვიცი, მაგრამ კარგად ყოფნის არაფერი გეტყობა..
-შენ თავს მიხედე.. "შეყვარებული" არ ელაპარაკება და რა დიდ გულზეა..
-ნეტავ იყოს და ვინ ჩივის..
-ასეა საქმე..?
-უარესად..
-არ ვიცი ვკითხავ როდის ეცლება.. ისევ აქ რომ შევიკრიბოთ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი..?- გაიანეს არ შეუმჩნევია ვაჩე და ისევ მთავარ თემას დაუბრუნდა..
-ამ ადგილზე შეყვარებული ვარ, პირიქით..-ჩაილაპარაკა ანჟელიკამ, როზა თავის ქნევით დაეთანხმა მხოლოდ..
-დაკავებული ბიჭი გყავს..?-იმაზე მეტად უხეშად ჟღერდა ვიდრე მათი ჩვეული კამათისას გაჟღერებული. არც იცნობდა ვაჩე აკაკის და ვერ მიხვდა რა პრობლემა ჰქონდა მასთან..
-ბიჭი არ არის და დიახ დაკავებულია.. ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი..
-ვნახავთ და გამოჩნდება..
-ეგ მინდა ზუსტად..-მეორე სართულზე ისხდნენ.. ნელ-ნელა შედარებით განიმუხტა სიტუაცია, აკაკის არსებობა გადაავიწყდა თითქოს ყველას.. ცოტახნით გავალო ჰაერზე როზამ და ტერასაზე გავიდა მოშორებით.. არავინ შეიმჩნია წამსვე გაყოლილი ჭოლა..
ადამიანის დაიგნორებას ენერგია სჭირდება, იმ ადამიანის დაიგნორება, რომელიც ძალიან გინდა არ დააიგნორო მეტადაა რთული..
ამოისუნთქა როზამ, ამ ამოსუნთქვას შინაგანი სიმძიმე არ გაჰყოლია თან.. შედარებით უკეთ კი იგრძნო თავი..
-კარგად ხარ../?-მოესმა ნაცნობი ხმა, მისკენ არ შეტრიალებულა, ისე უპასუხა..
-ცუდად რომც ვიყო, არ ხარ შენი იმ სპეციალობის ჩემი დახმარება შეძლო..
-რა გაწუხებს ასეთი როზა..?
-არ გინდა დაბრუნდე..?
-მე ვარ მიზეზი..?-მისკენ შემოტრიალდა..
-ასეთი თავდაჯერება საიდან, შენ რატომ უნდა იყო ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი, ბოლოს როცა შევამოწმე არავინ ყოფილხარ ჩემს ცხოვრებაში..
-რა დავაშავე ასეთი ვერ ამიხსნი..?
-სერიოზულად გინდა ამაზე ლაპარაკი..? რა საჭიროა..
-საჭიროა თანაც ძალიან.. რაც აქ ვართ მაიგნორებ..მანამდეც და არ ვიმსახურებ ახსნას რატომ../? თუ თავი არაკომფორტულად გაგრძნობინე და მე ვიფიქრე რამე ეგ სულ სხვა თემაა, მაგრამ თავიდან ასე არ ჩანდა..
-წარმოდგენა არაფერზე გაქვს ჭოლა..?-პირველდ გაიგო მისი სახელი როზასგან..ჩაეღიმა მკრთალად, თუმცა ასეთ სიტუაციაში ზედმეტად შესამჩნევი აღმოჩნდა..
-გამოცნობანას თამაში მოვრჩეთ არ გინდა..?-დაუსერიოზულდა ხმა ჭოლას, არ უყვარდა არაფრის მომცემი თამაში..
-პაემანზე იყავი მაშინ გადამეყარე და კიდევ გგონია არაფერი მოხდა../? ერთმანეთს არ ვხდებით და არ ხარ ვალდებული სხვანაირად მოქცეულიყავი, მაგრამ არ ვარ მე ასეთი.. თუ ვინმეს ხვდები, ან სხვებთან დადიხარ პაემანზე..მე ამას..ამას ვერ..არ..
-მოიცადე, რომელ პაემანზე ლაპარაკობ..?
-კაფეში შევხდით, არ მითხრა არ მახსოვსო..-წამიერი სიჩუმე და ჭოლას სიცილი აუტყდა, უნდოდა სერიოზული ყოფილიყო, არ გამოუვიდა..
-რა არის სასცილო ნუ მაგიჟებ..
-სერიოზულად იფიქრე, პაემანზე ვიყავი..?
-არ იყავი..?
-ძველ მეგობარს გადავეყარე და დავსხდეთო, გავიხსენოთ ძველი ამბებიო.. რომელ პაემანზე ლაპარაკობ.. 15 წუთის შემდეგ უკვე პაციენტი მყავდა მიღებული..
-ძველ მეგობართან მეტი სალაპარაკო არ გქონია დავიჯერო..?
-არ მეცალა მასე გასაჩერებლად..
-დიდის ამბით კი მეპატიჟებოდი, იმ ქალბატონთან ერად..
-ეგ სხვა საქმე იქნებოდა..
-კარგი
-კარგი..? ამდენი ხანი ჩემზე გაბუტული ხარ და ახლა უბრალოდ კარგი..?
-სხვა რას ელოდები..? ადამიანი თუ დაკავებულია, ვერ დავიწყებ ურთიერთობს, ამიტომ გავბრაზდი..
-ჩემთან გინდა ურთიერთობის დაწყება და "წინაღობა" შეგხვდა..
-ნუ იყენებ ყველა ჩემს სიტყვას შენ სასარგებლოდ.. ჩვენთვის ჯერ ადრეა..
-უკვე "ჩვენ"..?
-გეყოფა..
-არ მეყოფა, ვერთობი მშვენივრად..
-შევედი მე..
-არ მიყვარს მე გაურკვევლობა როზა, ერთი ადგილის ტკეპნაც არ მიყვარს დიდი ხნით.. უნდა გავიგოთ ღირს თუ არა რამის დაწყება..
-რას აპირებ..?
-პაემანზე გეპატიჟები, რას უნდა ვაპირებდე.. ნაბიჯებს თუ არ გადავდგამთ, ჩვენ მაგივრად ამას სხვა ვერ გააკეთებს, შედი რა იყო მეგობრები გელოდებიან..
-ჩემს პასუხს არ დაელოდები..?
-ხვალ მოგაკითხავ სამსახურის მერე, თუ უარზე ხარ მონახავ შენ რამეს თავზე რომ გადმომასხა უარის ნიშნად..
-სუპი მომეპოვება..
-მშვენიერი..-კარგი დრო გაატარეს ერთად.. თავად გაიანემ და ვაჩემაც დაკეტეს რესტორანი და წავიდნენ.. ეგონა რამეს ეტყოდა ვაჩე, მას ხმა არ ამოუღია.. დაემშვიდობა და თითქოს არც შეიმჩნიაო.. აღარც გაიანე ჩასძიებია.. დაემშვიდობა და სახლში წავიდა.. ნერვები ეშლებოდა ვაჩესგან რომ ელოდა რეაქციას, რატომ უნდა ადარდებდესო ფიქრობდა.. მიხვდა იგივე ფიქრები ჰქონდა და წრეზე ტრიალებდა..
შემდეგი დღეების განმავლობაში დიდად არ შეუმჩნევიათ ერთმანეთი, ესალმებოდნენ დღის დასაწყისში, ემშვიდობებოდნენ დასარულს.. თუ საჭიროება არ იქმნებოდა, ინიციატივას არ იჩენდნენ.. ასე უკეთესიაო კი ფიქრობდა გაიანე, თუმცა ვერ ხვდებოდა ვაჩეს მოტივს.. გაიანეს არაფერი დაუშავებია, თუ პრობლემა აქვს, ახლო მეგობართან ვეღარ მისულა გელოვანი..?
ენიშნა ვაჩეს მაქსიმეს მოულოდნელი გამოჩენა ანჟელიკასთან ერთად.. როგორც კი დასხდნენ მიესალმა ორივეს და ორი წუთითო ანიშნა მაქსიმეს..
-რა ხდება, ჩემი დანახვა არ გაგიხარდა თუ რა სახე გაქვს..?-სიცილით უთხრა მაქსიმემ..
-მე უნდა დამესვა ეგ კითხვა.. რამე ხდება..?
-სხვებიც მოვლენ მალე..
-სხვები..?
-სულ დაგავიწყდა..? აკაკი უნდა გაგვაცნოს გაიანემ..
-დღეს..?
-არ უთქვამს..?-გაუკვირდა მაქსიმეს, ვერც ეტყოდა ალბათ გადაავიწყდაო.. ყველას უთხრა მის გარდა, ვაჩე რანაირად გამორჩა..-მოხდა ალბათ რაღაც..
-რა უნდა მომხდარიყო, არ ჩათვალა საჭიროდ ჩემთვის ეთქვა..
-არ მომწონხართ ამ ბოლო დროს თქვენ ორი.. დალაგდით თავის დროზე..
-რამდენ ხანში მოვა..?
-მალე..-ვეღარ მოითმინა და გაიანესთან შევიდა კაბინეტში..
-მშვიდობა გაქვს..?
-რომელ მშვიდობაზე მელაპარაკები.. შენს ახლო მეგობრად აღარ მთვლი..? შენი შეყვარებული უნდა გააცნო სამეგობროს, ყველა მოდის და მე არ ვიცი..
-ვაჩე მე..
-შენთვის თუ მნიშვნელობა არ აქვს იყოს მასე, ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი, მე რომ შეყვარებული მყავდეს და ყველაფერს ბოლოს იგებდე.. სწორი გგონია შენ ეს..? იმ დღესაც როზამ იცოდა ყველაფერი და ჩემთვის არ გითქვამს არაფერი..
-ასე მოხდა..
-ასე მოხდა..? მორჩა სათქმელი არაფერი გაქვს../?
-ცუდად გამოვიდა, არ მინდოდა..-კუთხეში ატუზულ ბავშვს ჰგავდა ახლა გაიანე..
-იცი ჩემთვის რამდენად ძვირფასი ადამიანი ხარ, რას ნიშნავს შენი ყოფნა ჩემს ცხოვრებაში.. უბრალოდ მინდა გამითვალისწინო.. ბევრს ვითხოვ../?-კაბინეტი დატოვა.. ვერ წარმოიდგენთ როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა გაიანეზე.. საათს დახედა, გასვლის დრო იყო.. არადა არ ჰქონდა უკვე ამის თავი, ეტირებოდა და როგორ გაძლებდა არ იცოდა ჯერ..
-ყველა აქ ვართ, შენი პრინცი გვაკლია მხოლოდ..
-დავურეკავ..
-საცობშია ალბათ, დააცადე.. -ვერ მოითმინა მაინც და დარეკა.. პირველად არ გააგონა, არც მეორედ, მალე გაითიშებოდა შემდეგზე უპასუხეს..
-სად ხარ..?
-მოვალ მალე, რა მოხდა..?
-ყველა აქაა და იქნებ ეცადო დიდხანს აღარ დააგვიანო..-გაიანე თავის ადგილს უბრუნდება.. დაგვიანებით მაგრამ მაინც მოდის აკაკი.. ყველა მოიკითხა, ხელი ჩამოართვა.. თავაზიანი გახლდათ და რა შეეშლებოდა, დაგვიანებას თუ არ ჩავთვლით.. გაიანეს გვერდით დაჯდა, ღიმილთ გადახედავდა ხოლმე და ისე პასუხობდა მეგობრების შეკითხვებს..
მოკლედ მოაყოლეს გაცნობის ისტორია, როგორ გაიცნო აკაკიმ ერთ-ერთ საღამოზე, რამდენად გაუჭირდა გაიანეს თანხმობის მიღება..
-მხოლოდ უარს კი არ დასჯერდა, იმ ქალბატონთან მიმიყვანა, ფაქტობრივად მთელი საღამო ვისაც თავს ვარიდებდი და წამოვიდა..-გაიხსენა საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონი როგორ დასდევდა და გაეცინა ყველას..
-ესე მარტივი ამბავი გეგონა შენ..მიიღე კიდეც პასუხი..
-გეთანხმები..-ერთი შეხედვით, შეხვედრამ იდეალურად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული.. შერეული განცდებით იყო დატვირთული ყველა გაუაზრებლად.. დიდი ბოდიშის მოხდით დატოვა სამეგობრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვსო და წავიდა..
არავინ არ იღებდა ხმას, ერთმანეთს ელოდნენ და ალბათ ტყუილად...
-აბა რას იტყვით..?
-კარგი ადამიანი ჩანს..
-კაი ტიპია..
-მაშინ რომ ვსაუბრობდით ხომ გახსოვს..-გადახედა როზამ და გაახსენდა კიდეც ერთი გემოვნება თუ არ გვაქვს საჭმელთან მიმართებით მე ვერ გავჩერდებიო ადამიანთან უთხრა მაშინ..-დაივიწყე, აკაკი არაა ხელიდან გასაშვები..
-უხდებით მოკლედ ერთმანეთს და არ გვინდა ზედმეტი ლაპარაკი..-დააყოლა ანჟელიკამ.. ყველამ ასე თუ ისე დადებითად შეაფასა.. ვაჩეს ხმა არ ამოუღია.. აღარც მიუქცევია ყურადღება გაიანეს, მხოლოდ მის რეაქციაზე ვეღარ იქნებოდა დამოკიდებული. კარგი იქნებოდა მოსწონებოდა აკაკი, თუ არა, აღარ იყო გადამწყვეტი.. ასე ფიქრობდა თუმცა შეესაბამება სიმართლეს..?
ვაჩე მეტად ვეღარ შეყოვნდებოდა, სამზარეულოს დაუბრუნდა.. გაიანემ მანამდე იყო მეგობრებთან სანამ ნელ-ნელა არ დაიშალნენ.. მაქსიმე დარჩა ცოტახნით..
-ყველაფერი რიგზეა..?
-რატომ არ უნდა იყოს..-გადახედა ღიმილით გაიანემ..
-არ ვიცი, ვერ მეჩვენები ხასიათზე.. დავაბრალო იმ ნერვიულობას აკაკი რომ უნდა გაგეცნო ჩვენთვის.. თუ იმისთვის..
-მაქსიმე..
-აკაკის გვერდით იჯექი ამდენი ხანი და მას უყურებდი..
-ყველას გიყურებდით, მაინტერესებდა მოგეწონათ თუ არა..
-ერისთავს ჰგონია რამეს გამომაპარებს..-თითქოს მის წინ მჯდომზე არ იყო საუბარი..-შენი საქმის შენი იცი, მაგრამ ვხედავ რაღაც გაწუხებს.. არ ვიცი თქვენ ორ შორის რა ხდება, თუმცა თუ აკაკისთან სერიოზულ ურთიერთობას აპირებ და ვფიქრობ ასეცაა.. ვაჩესთანაც მოგიწევს რაღაცებს გარკვევა..
-გასარკვევი არაფერია..
-შეგიძლია ამდენი წელი სიტყვა არ გითქვამს, იმ 6 თვეზე ილაპარაკოთ რომელიმემ..?
-რა გაიხსენე, როდის ეგ იყო..
-ზუსტად როდის ეგ იყო და მაინც არ შეგიძლია საუბარი..
-არ მესმის მაქსიმე ამაზე რატომ მელაპარაკები.. მოკლედ მე და ვაჩეს შორის გასარკვევი არაფერია.. არ მითქვამს აკაკის შესახებ, ზოგადად როდესაც უნდა მეთქვა და გაბრაზდა.. გადაუვლის არაუშავს.. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა..
-მე მომეჩვენა ალბათ რამე, როგორც გითხარი შენ უკეთ იცი როგორც მოიქცევი, არ მინდა ჩვენს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს..
-ჩვენი..? კარგი რაა, ამდენ წელია ერთად მოვდივართ..
-ისე მარტივად ინგრევა ურთიერთობები, ისე მარტივად.. ყველაფერს მოფრთხილება უნდა ხომ იცი..-მაქსიმე წავიდა, სამაგიეროდ გაიანე გაიტაცა ფიქრებმა.. ასეთი არეული ურთიერთობა კარგა ხანია არ ჰქონია ვაჩესთან, შეიძლება ერთმანეთს აბრაზებდნენ, მაგრამ ესე გასციებოდათ ურთიერთობა არ ახსოვს..
მაქსიმე თითქოს ნაწილობრივ ხვდება კიდეც ყველაფერს და თან არაფერი იცის, იქნებ იმის ბრალია ორივეს რამდენად კარგად იცნობს..
როგორ შეიძლება ვაჩესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, თან სხვასთან ააწყოს ურთიერთობა და თან ზღვარი დააწესოს.. წესრიგის მოყვარული გაიანესთვის, რომელსაც საქმეშიც ზუსტად ეს ევალება ყველაფერი მწყობრში იყოს, გამართულად იმუშაოს, თავად ვერ ახერხებს პირადი ცხოვრების დალაგებას..
სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა ვაჩეს დალაპარაკებოდა..
-არ მინდოდა ესე გამოსულიყო..
-განო საჭიროა არ არის..-მისი სახელის შემოკლებული ვერსია გაიგონა თუ არა მიეცა თითქოს სითამამე, გამოდის ძალიან გაბრაზებული აღარაა.
-არის, ახლო ადამიანი ხარ და უნდა მეთქვა, რაც არ უნდა ყოფილიყო წინაღობა.. იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება..-წასვლა დააპირა ვაჩეს სიტყვებმა გააჩერა კიდევ რამდენიმე წამით..
-აკაკი..კარგი ადამიანი ჩანს..-გაიანეს აღარაფერი უთქვამს, მსუბუქად გაუღიმა და დატოვა მარტო..
. . .
სანატრელი ზაფხულიც მოვიდა, თუმცა ჯერ ისევ არეული ამინდებია.. ანჟელიკა ამინდს არ უყურებს მისთვის ზაფხული დადგა და ნაყინს ყოველდღე მიირთმევს.. ახლახან დადგა ფეხი და თავადაც არ სჯეროდა ისეთი გახარებული იყო.. მაინც კოჭლობს, შედარება არაა რაც თავიდან იყო.. ყავარჯენზე უარი განაცხადა შეიძლება ცოტა ადრე, ამას არ იმჩნევს.. მეხსიერება არ დაბრუნებია, ამაზე ნაკლებად დარდობს.. ცდილობს უარყოფითზე არ იფიქროს..
გადადეს გადადეს იქნებ მანამდე ანჟელიკას გაახსენდესო, თუმცა აღარ იცდიდა დრო და შეხვდნენ კიდეც შედარებით ოფიციალურად მაქსიმეს ანჟელიკას ოჯახი. მოუყვა როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რა სიტუაციაში მოუწიათ ერთად ყოფნა.. ყველაფერი სიმართლე იყო.. მოიხიბლა ანჟელიკას ოჯახი მაქსიმეთი.. პატივისცემა თავაზიანობა სითბო, თითქოს უნებურად მჟღავნდებოდა კიდეც ასეთი თბილი ოჯახის მიმართ.. თავიდან ყველას მზერაში ეტყობოდა, არ იყო მათი მოწონების დამსახურება მარტივი ამბავი მაგრამ, პირველი შთაბეჭდილებისათვის საავადმყოფოს თუ არ ჩავთვლით, მაქსიმემ “აიძულა” ამ შეხვედრისას დაეწყოთ მაქსიმეს შეყვარება, როგორც ანჟელიკას საყვარელი ადამიანის..
არაფერი ჰგავდა მოჩვენებითს რადგან არც ყოფილა, ადრე მეხსიერების დაკარგვამდე ანჟელიკა თუ არც კი აღიარებდა მაქსიმეს მიმართ რაიმე გრძნობის არსებობას, ახლა პირიქით.. ამჟღავნებს კიდეც რასაც გრძნობს მაქსიმეს მიმართ და ბუნებრივიც ჰგონია ეს ყველაფერი, ის ხომ მისი "საქმროა"..
ყველა ყველაფერს ხედავდა, განსაკუთრებით შალვა აკვირდებოდა ამ ყველაფერს სხვა თვალით, ანჟელიკას მამა.. გაიგო შორიდან მაქსიმეს რეპუტაციის შესახებ, თუმცა არ იკმარა ეს ინფორმაცია, რასაც ამბობენ შენზე მხოლოდ ამით როდი ჩანს შენი ადამიანობა, რეალური სახე. შალვა უნდა დარწმუნებულიყო, თავის ქალიშვილს კარგი ადამიანი ჰყავდა გვერდით, ვისი ყოფნითაც პირველ რიგში ანჟელიკა შეძლებდა ეამაყა..
ყოველთვის სხვანაირი რიდი ჰქონდა მამის, არ ეგონა ამ სიტუაციაში თუ აღმოჩნდებოდა თავის ნებით, თუმცა მამასთან ეზოში განმარტოებულიყო . გარეთ ცოცხალი თავით არავინ გასულა, საუბარი დაიწყეს.. ანჟელიკას საკუთარი ხმაც აღარ ესმოდა, ისე ნერვიულობდა უნებურად.. საუბრობდნენ..საუბრობდნენ.. იქნებ ჩვენც მოვკრათ ყური მცირეოდენს მაინც..
-მე ეგ არ მიკითხავს შვილო..
-აბა რა მკითხე..
-იმას არ გეუბნები რა მოხდა მანამდე, სანამ მეხსიერებას დაკარგავდი, შენ ხომ არაფერი გახსოვს, თუმცა მე რომ მკითხო არც აქვს მნიშვნელობა..
-როგორ თუ არ აქვს.. ჩემი ადამიანი როგორ გავიცანი, როგორ შემიყვარდა არ არის მნიშვნელოვანი..? არ უნდა მახსოვდეს..? იქნებ სულაც არ..-ახლა გაიაზრა მაქსიმე როგორც მოიხსენია..გაჩერდა და მამისკენ გაიხედა, აქამდე ვერ შებედა, ახლა კი მზერა გაუსწორა..
-მთავარია ახლა რას გრძნობ მის მიმართ.. მოახერხა და ისევ შეგაყვარა თავი..? დაივიწყე აზრი თითქოს აქამდე რამეს უარსებია.. - კონკრეტული მოგონება კი არა, მასთან სიახლოვისას განცდილი გაახსენდა ანჟელიკას.. სიმშვიდე, რომელიც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს და ყველაფერს გავიწყებს.. თან მღელვარება მასთან სიახლოვისას გამოწვეული.. მასთან ყოფნა, ერთდროულად ყველა გრძნობა გახლდათ ერთად აღებული..
მოახერხა შალვამ შვილის თვალებში დაენახა პასუხი..-ყველაფერი ნათელია..
-რა არის ნათელი მამა..?
-კიდევ რომ დაკარგო მეხსიერება, ისევ მოახერხებს თავი შეგაყვაროს.
-საიდან..
-გგონია საერთოდ გყავს დავიწყებული../? შენ სულს არ დავიწყებია, როდესაც ადამიანი გიყვარს მეხსიერება ვერ წაგართმევს.. - არც იცოდა ანჟელიკამ ისე ულაპარაკია შალვას მაქსიმესთან მანამდე.. დაინახა ყველაფერი რაც უნდოდა დაენახა, შეიძლება მეტიც კი.. ვეღარ მოითმინა და ანჟელიკას დედა გამოვიდა ხელ დამშვენებული..
-ალუჩა დედი..? როგორ გამახარე..
-მორჩით თქვენ ბასს..? მთელი ეზო დაგიკავიათ, შესულიყავით სახლში, შენი კაბინეტი არ გამოდგა..?-ვითომ გაბრაზებულმა გადაულაპარაკა ქმარს..
-ხელი შეგიშალეთ მეუღლევ..? ბოდიშის მოხდით ხომ არ დაგტოვოთ..
-დამაცადე შვილს მაინც ვუყურო ცოტახნით.. როდისმე ვხედავ..?
-სულ ჩემთან არ ხარ..? ნუ მაგიჟებ..
-სულ შენთან ვარ რას ამბობ..
-შედარებით უკეთ გახლავარ და აწი მეც გინახულებთ ხოლმე..
-ტყუილი დაპირებები ნუ გჩვევია..
-არა მამა უსმენ შენს ცოლს..? როდის დაგპირდი რამეს და არ ავასრულე.. ვინმე უცხო გვისმენდეს, ვინ ვეგონები..
-ჭამე გირჩევნია..
-არგუმენტები გამოგელიათ ქალბატონო..?
-რა მხარი აუბით თქვენ ორმა ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ..-რა კარგია მშობლები გვერდით რომ გვყავს არაა.. გვგონია დრო სულ გვექნება, ხვალ ვნახავ სად მეჩქარებაო და ამასობაში დრო მიდის.. რა ვიცით კიდევ რამდენი დაგვრჩა საყვარელ ადამიანებთან ერთად საურთიერთოდ..?
ბავშვობაში..? ალბათ უფრო მერე შედარებით როგორც კი წამოიზარდა ანჟელიკა, დიდივით უყვარდა მოქცევა და უფროსებთან ერთად მაგიდასთან ყოფნა.. მათი საუბრის მოსმენა უყვარდა.. ოჯახი თბილი ამინდის დროს ეზოში როცა გამოვიდოდა, ყავა ხომ არ დაგველიაო, რომელ ოთახშიც არ უნდა ყოფილიყო ესმოდა და ვითომ არაფერი თავადაც გადიოდა გარეთ.. საუბრობდნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთით, მწარე ყავის ფონზე. არავის უყვარს ყავა შაქრით, ნამდვილი ყავის გემო თუ გინდა გაიგო დანამატების გარეშე არ უნდა დალიო..? უშაქროდ, რძის გარეშე.. ყველაფერი ნამდვილი უყვართ, მათ შორის, ურთიერთობები და ყავა..
ამიტომაც გაუჭირდა თავიდან სახლს კი არა ქვეყანას როცა მოწყდა.. ისეთი მარტოსული იყო, როგორც თავიდან ბოთლი ღვინით სავსე, ახლახან დაცარიელებული. რა გგონიათ ბოთლს ეგონა ღვინო ოდესმე დატოვებდა..? ეგონა სულ ასე უნდა ყოფილიყო.. ერთი ჭიქის დასხმას გაუძლო.. მეორესაც..მაგრამ შემდეგ ერთიანად კი არა ნელ-ნელა როცა დააცარიელეს და უარაფროდ დატოვეს, მაშინ მიხვდა ღვინის ფასს..
ერთმანეთის ფასი ვიცოდეთ, ადამიანები გვყავდეს პრიორიტეტებად და ამდენი უბედური ადამიანი ივლიდა დედამიწაზე..? რაღაც არა მგონია..
. . .
-შენებთან იყავი..?-მის წინ მდგომს, მაქსიმე თმებს ზურგისკენ უყრის..
-გახლდი..
-როგორ ჩაიარა..? შენი სიმშვიდით და განწყობით თუ ვიმსჯელებთ, კმაყოფილი ჩანხარ..
-არაფერს მკითხავ..?
-რამის თქმა თუ გინდა შეგიძლია პირდაპირ მითხრა.. თუ მათი შთაბეჭდილება გინდა გამიზიარო..
-რატომღაც ყველას მოეწონე..
-რატომღაც..?-ჩაეცინა მაქსიმეს.. ანჟელიკასაც..-სხვა რეაქციას ელოდი მათგან..? ვინც გაგიცნია მათთვის, როგორ მიდიოდა სიტუაცია..? ალბათ ცუდად, ახლა ხომ შენს გვერდით მე ვარ..
-არავინ ყოფილა ვინც მიმიყვანია გასაცნობად.. არც მისულა ურთიერთობა იქამდე..
-ამიტომ ღელავდი ასე..?
-ალბათ.. თუმცა მგონი ყოველთვის სანერვიულო იქნება..
-კიდევ აპირებ სხვის გაცნობას..? მე მაინც როგორ მეუბნები..?-გაეცინა მაქსიმეს..
-ზოგადად ვგულისხმობ და ნუ სულელობ..
-ვიცი ვიცი სულ ჩემთან ყოფნა რომ გინდა, აღარ არის თქმა საჭირო..
-ხალხში ვართ თორემ კარგი დღე არ დაგადგებოდა..
-ვსეირნობთ..კოჭლობით..
-მაქსიმეე..
-ყავარჯენი მართლა არ გინდა..? ერთი მაინც გამოიყენე..
-შენ ვერ დაგეყრდნობი..?
-არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ყოველ წამს ჩემს გვერდით არ ატარებ..
-მერე ეგ ვისი ბრალია..?
-აა გინდა ურჩხულივით გამოგკეტო სასახლეში..? გაწყობს ვითომ შენ ეგ..?
-ჩამოვსხდეთ თორემ დავიღალე..მანამდე.. მაქს არ გინდა ნაყინი მივირთვათ..?
-მაქს..?
-რა მოხდა..?
-ასე როდიდან მომმართავ..?
-არ შეიძლება..?
-რაც გინდა ის დამიძახე.. კარგად ჟღერს..-ოღონდ შენ მეძახდეო ასეთი ტონით და ასეთი თბილი თვალებითო გაიფიქრა, თუმცა აღარ უთქვამს..
. . .
შუაღამეს ზარის ხმამ გააღვიძა გაიანე.. ძლივს გამოფხიზლდა სათანადოდ იმისთვის მობილური აეღო.. არც დაუხედია უკვე ბრაზდებოდა, თუმცა ამის ენერგიაც არ ჰქონდა..
-ვთიშავ უკვე, რომელი ხარ..?
-დაგეხედა და გაიგებდი..
-ვაჩე..? ამ დროს რატომ მირეკავ, ღამის სამი საათია.. -წამოდგა..
-ვერ ვიძინებდი..
-ეგ ამართლებს იმას ახლა რატომ მღვიძავს..?
-ნაწილობრივ..
-ვთიშავ, როგორმე მოახერხებ საკუთარი თავი გაირთო.. ფილმს უყურე ან არ ვიცი..
-არ გამითიშო თორემ სახლში დაგადგები..
-აბა ასე გავათენოთ../?
-ცოტახნით დარჩი.. 10 წუთი..
-უკვე გამომაფხიზლე.. ვერ გიტან..-წამოდგა სამზარეულოში გავიდა ლაპარაკით წყალი დაადგა ჩაისთვის..-შენ რა თან ფილმს უყურებ და თან მელაპარაკები..? აუცილებელი იყო დაგერეკა ვითომ ფილმი არ იყოს საკმარისი..
-ჩართე შენც, ახლა გადის..-რაღა აზრი ჰქონდა ჩართო.. დივანზე ჩამოჯდა და ცოტა დაუწია ხმას.. შავ-თეთრი ფილმი გადის.. გაახსენდა ბავშობაში როგორ უყვარდა გვიანობამდე დარჩენა.. როცა საათს შეხედავდა მიხვდებოდა, წესით ამ დროს უკვე უნდა სძინებოდა და აღარც სუნთქავდა ოღონდ მის მშობლებს მისი არსებობა არ გახსენებოდათ და კიდევ ცოტახნით დარჩენილიყო.. დიდი ტელევიზორი ანათებს ჩაბნელებულ ოთახში, ყველა მას შესცქერის, თითქოს მნიშვნელობაც არ აქვს რა გადის.. ვის როგორი დღე ჰქონდა ვინ იცის და თითქოს ავიწყდებათ კიდეც.. ერთი პატარა ოთახი, რომელშიც მხოლოდ სითბოს გამო არიან და აიძულებთ კიდეც ერთმანეთთან ახლოს ყოფნას.. თურმე რა კარგი დრო იყო..
თავად გაიანემ არ იცის, ერთხელ როცა ძალიან გვიანი იყო და ასე უყურებდა ოჯახი ტელევიზორს, მშობლებმა დაინახეს გაიანე როგორი ინტერესით შესცქეროდა ფილმს.. ერთმანეთს გადახედეს და თითქოს თვალებით უთხრეს, ამ ერთხელ არაფერი დაშავდება ბავშვს გული არ დავწყვიტოთო..-მისმენ..?
-სამწუხაროდ გისმენ..
-დაინახე სად ჩავარდა..?-ჩაი დაასხა და დივანზე ჩამოჯდა.. თან ფილმს უყურებდნენ, თან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და იცინოდნენ.. ძილი ორივეს გადაავიწყდა.. როდესაც შენ ადამიანთან არ საუბრობ და ჩვეულებრივ სხვას ელაპარაკები, ხვდები თურმე რამხელა განსხვავება ყოფილა.. შენ ადამიანთან საუბრისას, ძალის დატანება საჭირო არაა, თავისუფლად ხარ, ერთმანეთის გესმით.. თითქოს მოგეცაო ამდენი ხნის მოკეცილი ფრთების გაშლის საშუალება.. -რას იტყვი, ხვალ სამუშაოს მერე..
-არ მცალია ვაჩე..
-რატომ შენ ხომ სამუშაოს ვერ მოგწყვეტს კაცი..
-სამუშო რა შუაშია..აკაკი..-იმედგაცრუება მძიმედ გადაყლაპა ვაჩემ,ისევ, ეს ერთი დღე რა მოხდა არაა..? თუმცა მშვენივრად იაზრებს უბრალოდ ერთ დღეზე არაა აქ საუბარი.. მალე მხოლოდ აკაკი იქნება, ნელ-ნელა ძალაუნებურად გაიანეს ცხოვრებაში ვაჩეს აკაკი ჩაანაცვლებს.. იმას მისცემს რაც ვაჩესგან უნდოდა.. იქნება კი ეს საკმარისი..?-სხვა დროს..
-სხვა დროს კიი..
-მარტივად მონახავ სხვას არ იდარდო.-ხუმრობადაც ვერ გაიჟღერა და ვერცერთმა მიიღო..
-ასეთი შთაბეჭდილება გაქვს საკუთარ თავზე..? ამდენი წელი ვერ მიხვდი ვითომ ჩემთვის შეუცვლელი რომ ხარ..?-წამიერი სიჩუმე.. ჭიქა დადო მაგიდაზე და თითქოს სუნთქვაც შეეკრა.. ტელევიზორს უყურებს და ვერაფერს ხედავს, ყოველ შემთხვევაში ვერ აღიქვამს..
-მეგობარი..
-რა..?
-შეუცვლელი მეგობარი ვარ არაა..?-დაათენდათ.. მერამდენედ მაგრამ ვინ იცის იქნებ ეს ბოლო იყო.. ნაცნობი, თუმცა ამჯერად სხვა მნიშნელობის ზარი გამოდგა ორივესთვის..
. . .
-ანჟე აქ სად მომიყვანე..? კიდე ზემოთ უნდა ავიდეთ..?
-მოითმინე თითქმის ავედით..-კიდევ აუყვნენ დარჩენილ კიბეებს და მიადგნენ კიდეც სახლს..
-ამჯერად ვისთან მომიყვანე..?
-წამოდი..-სახლის კარი გააღო, ისე ჩუმად შეიპარა თითქოს სახლში ვინმე ყოფილიყოს.. ხელი ჩასჭიდა გამომყევიო ანიშნა.. მაღლა ავიდნენ და ყველაფერი მაშინ გახდა ცხადი სახლის სახურავზე როცა აღმოჩნდნენ..-დეიდაჩემის სახლში ვართ და ახლა იმ სახურავზე ხარ, რომელზეც მოგიყევი..
-რა პატივია..-იქვე ჩამოსხდნენ..
-ხომ თქვი წასულები არიანო..
-მათი სახლის გასაღები სულ მაქვს, თან ჩემი..
-ჯერ კიდევ ღამეა..
-მაგრამ მალე გათენდება..-მშვენივრად მიხვდა მაქსიმე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ანჟელიკასთვის აქაურობა.. მხოლოდ ლამაზი ხედი როდი იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, თითქოს ამით კიდევ უფრო მეტად გამოუცხადა ნდობა ანჟელიკამ მაქსიმეს, მისი ბავშვობის მოგონების ნაწილად ყოფნის საშუალება მისცა.. ამ ყველაფრის გაზიარება მნიშვნელოვანი იყო, ორივესთვის..
ნელ-ნელა მზე ამოვიდა.. დიდი ხანია მაქსიმეს არ ჰქონია მიზეზი მზის ამოსვლა ასე გახარებოდა. მზემ მისთვის აღარ გაიმეტა მისი თბილი სხივები, თუმცა ანჟელიკა საკმარისზე მეტია ამ წამს მისთვის..-ნახე სახლები როგორ ჩანს.? სახლს ვუყურებდით და წარმოვიდგენდით ვინ ცხოვრობდა.. როგორი ოჯახი იყო.. ადამიანებს ვიგონებდით, მათი უცნაური ჩვევებით..
-იმ სახლზე რას იტყვი..?
-ცხოვრობენ ცოლ-ქმარი.. ქმარი მხატვარი, რომელიც სულ ერთი და იმავეს ხატავს, მაინც იყიდება და არ ადარდებს. ცოლი გიტარაზე დაკვრას ასწავლის.. იდეალურები ერთმანეთისთვის, ქმარმა თავის ჩვეულებას მხოლოდ ერთხელ გადაუხვია, როცა ცოლის პორტრეტი დახატა.. ცოლს ოთახში აქვს ჩამოკიდებული და არ არსებობს ოთახს ისე ჩაუაროს, ნახატს არ შეხედოს და არ გაეღიმოს..
-ასეთ სერიოზულ შეთხზულ ამბავსაც არ ველოდი..
-ფანტაზიას გასაქანი მისცე..ეჰ.. ისეთებს ვიგონებდით..ოღონდ ეს სიმართლეა, ყოველ შემთხვევაში ქალი მართლა ასწავლის გიტარაზე დაკვრას, კაცი მართლა მხატვარია.. რამდენად ხატავს მხოლოდ ერთი და იმავეს არ ვიცი, ეს ქალი მართლა იღიმება ამ ნახატს როცა უყურებს? დასაშვებია..
-საიდან იცი, აკი ვიგონებდითო..
-ვიგონებდით კი, უბრალოდ მაგ ქალთან დავდიოდი გიტარაზე..
-დაკვრა იცი..?
-მაგას ცოდნა არ ჰქვია, თან იმდენი ხანია შეხება არ მქონია..
-აუცილებლად უნდა დაუკრა, ერთხელ მაინც..
-მხოლოდ შენთვის გავმართო კონცერტი..? ამდენ ადამიანს ჩემი მუსიკის გარეშე ტოვებ..?-გაეცინა ანჟელიკას, როლში შევიდა..
-სხვებსაც მოასმენინე თუ გინდა, მაგრამ იქვე მეც მინდა ვიყო..
-ერთგული გულშემატკივარი არ დამტოვებს..?
-რა მაკადრე.. იმ დღიდან როდესაც მე შემხვდით, მარტო არ ყოფილხართ. აღსანიშნავი ფაქტია ქალბატონო ანჟელიკა..
-თქვენ ასე თვლით..?
-თქვენ ასე არ გრძნობთ..?-გაეცინა ორივეს..-ანჟე..
-გისმენ..
-ახლა სხვანაირია..?
-რას გულისხმობ..?
-ბავშვობაში ხომ მოდიოდი აქ, როგორც მაშინ გრძნობდი თავს, ახლანდელთან შედარებით სხვანაირია..?
-ხედი იგივეა და მაინც ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ყველაფერი შეცვლილია, ალბათ იმიტომ რომ მე ვუყურებ სხვანაირად ყველაფერს, თან რაც ვიზრდებით გვეცვლება აზროვნება..ყველაფერი იცვლება.. შემდეგ აქ თუ დიდხანს ვჩერდები შეგრძნება რაღაც ნაცნობის არ მტოვებს.. მგონი წარსულში ზედმეტს ვმოგზაურობ..
-საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროის გახსენებ ცუდი სულაც არაა..
-ამასაც გავიხსენებთ მერე.. ჩვენი ისტორიის კარგი დამატებაა..
-შვილებისთვის უკვე დაიწყე გონებში შეთხზვა როგორ შემხვდი..?
-იქნებ დავწერო კიდეც.. თუმცა მე არ ვარ მწერალი.. კარგი ხომ იცი როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე რომელ სახლში ვინ ცხოვრობდა..
-მერე..
-წარმოვიდგინოთ თითქოს ჩვენი ისტორიაც დაწერა ვიღაცამ..
-სრულად..? თავისი ყველაფრით..? ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება..
-ჰოდა წარმოვიდგინოთ მეთქი, ვიღაც ზის და ჩვენზე წერს, რა უცნაური იქნებოდა არა..?
-კი, მე მირჩევნია ამ ყველაფრის შენთან ერთად გავლა და განცდა.. შენთან ყოფნა მირჩევნია, მხოლოდ ფურცლებზე ყოფნას..
-უბრალოდ ფურცლებზე არ ვიქნებოდით.. ჩვენი ისტორია ადამიანების გონებაში გაცოცხლდებოდა.. მაგრამ რადგან არავინაც არ წერს და არ მექნება ამის იმედი, კიდევ კარგი ლექტორი მაინც ვარ და ამით დავრჩები ადამიანების მეხსიერებაში..
-მხოლოდ შენი ლექტორობით რატომ განსაზღვრავ..? შენი ცხოვრებითაც დაამახსოვრდები ადამიანებს, არ არის აუცილებელი წიგნის პერსონაჟი იყო. წარმოიდგინე გადიხარ ქუჩაში, იმ წამს ისე ეხმარები ადამიანს, მეორედ ვერც კი ნახავ, არადა როგორ სჭირდებოდა დახმარება.. შენ ეხმარები და ამ ადამიანის გონებაში რჩები.. ახსოვხარ როგორც კეთილი ადამიანი. ჩვენი ადამიანობითაც კარგა ხანი შეიძლება ვახსოვდეთ ადამიანებს.. და მაინც..
-მაინც რა..?
-შენთან თუ ვიქნები, ამ წამს შენს მეხსიერებაში ამჯერად მაინც თუ მექნება ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა მერე გამიხსენებენ თუ არა.. შენ უნდა გახსოვდე..
-ერთხელ დაგივიწყე, კიდევ რომ განმეორდე მსგავსი რამ მერე..
-აღარ განმეორდება..ჩემს მეორე შანსს სათანადოდ ვიყენებ..
-და მაინც თუ განმეორდა..
-ისევ იგივე, შენს გაშვებას არ ვაპირებ და ალბათ მოგვიწევს წრეზე წასვლა..
. . .
ეგონა როცა ყველაფერს მორჩა მარტო გამოვიდოდა მაგრამ არა გაიანე დახვდა გამოწყობილი.. აშკარა გახლდათ მოლოდინის რეჟიმზე.. მისკენ არ წასულა.. ჯერ კიდევ შენობაში იყვნენ.. მალევე აკაკი შემოვიდა, გაიანემ გაუღიმა და მისკენ წავიდა, წამიერად გადაეხვია და მიესალმა კიდევ ერთხელ.. სხვა გზა არ იყო, ამ ორს მიუახლოვდა..
-ვაჩე შენც აქ ყოფილხარ.. როგორ ხარ..?
-კარგად თავად..
-მშვენივრად..
-წასვლას არ აპირებ..?
-მალე წავალ.. საქმე მაქვს კიდევ დარჩენილი..
-კარგი რა გაეწყობა დაგემშვიდობებით..-ბედნიერ ნაბიჯებს გააყოლა თვალი ვაჩემ.. თავადაც ვერ ხვდება ასე რატომაა, გაიანეს გამო ხომ ბედნიერი უნდა იყოს.. რატომაა რთული საუკეთესო მეგობრის გამო ბედნიერად ყოფნა..? საბოლოოდ შენობაშიც ჩაქრა შუქი და გარეთ გამოვიდა.. ცივმა ნიავმა ცოტა გამოაფხიზლა, ახლა ეს ნამდვილად სჭირდებოდა.. მანქანაში როგორც კი ჩაჯდა, საზურგეს მიეყრდნო და ამოისუნთქა..
შემდეგი დღე ვითომ არაფერი, ყველაფერი ძველებურად გახლდათ, თუმცა ვერ გეტყვით რა მოხდა მომავალი დღეების განმავლობაში თითქოს არსაიდან ისევ კამათობდნენ..
-გგონია ურთიერთობები სამსახურში მიშლის ხელს..? არა არაფერი აღარ მითხრა ფაქტობრივად ამას მეუბნები.. თითქოს შენ რამე არ დაგვიწყებია..
-მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სულ ამაზე მელაპარაკებოდი და ახლა დაგავიწყდა../?
-დიახაც დამავიწყდა ადამიანი ვარ, არ ვიცი შენ ვინ გეგონე ამდენი ხნის განმავლობაში.. სულ შენზე და რესტორანზე ვერ ვიფიქრებ იცი.. ამის იქითაც მაქვს ცხოვრება, ჩემი საფიქრალი.. ახლა უკვე აკაკიც თუ ეს გაინტერესებს..
-ვინც გინდა ის გყავდეს, რამეს ვამბობ..?
-აკაკისთან გაქვს რამე პრობლემა..? შენ იცი რამე რაც მე არ ვიცი..? ჯობია ახლავე მითხრა..
-აკაკი დაივიწყე ორი წუთით, არაფერ შუაშია..
-მგონი თავშია.. რაც ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სხვანაირად იქცევი.. აქამდე რომელიმე ჩვენგანი ურთიერთობაში არ ყოფილა თუ რა.. ახლა რა გემართება..
-საიდან მოიტანე ეგ სისულელეები..
-მეჩვენება..? მაშინ კარგი, გავაგრძელოთ ტკბილად და ბედნიერად ცხოვრება.. თავი მოვაჩვენოთ თითქოს არაფერია..
-არაფერია საერთოდ არაფერია.. არ მაქვს შენს აკაკისთან არანაირი პრობლემა..
-მშვენიერია..მშვენიერიი..-თან გაკანკალა, აბა მაცივარში იყვნენ და ახლაღა იგრძნო ეს სიცივე გაიანემ.. ოო არ მითქვამს..? მიმავალ ვაჩეს რომელიც მაცივარს ეახლა, საკმაოდ დიდს, გაიანეც შეჰყვა.. იმ კამათის გასაგრძელებლად რომელიც წამოიწყეს.. თუმცა უკვე იმდენად დაიღალა გასვლა დააპირა და კარები არ გაიღო.. მომეცი მე გავაღებო და ვაჩემაც ვერ გააღო..
-რა ხდება..?
-ვერ ხვდები..? ჩავიკეტეთ..
-ახლა, ახლა რა იქნება..
-გავიყინებით და ასე გვიპოვიან.. რა უნდა მოხდეს, მიხვდებიან ჩვენს არ ყოფნას, რომელიღაც შემოვა და გავალთ..
-მანამდე ესე უნდა ვიყოთ..?
-სხვა იდეა გაქვს..? გისმენ ყურადღებით..-წინ და უკან დაიწყო სიარული გაიანემ, მგონი რაც გაიგო რომ ჯერ აქედან ვერ გავა უფრო მეტად შესცივდა..
-თავბრუ დამახვიე უკვე..
-მე მცივა, შენ თვალები დახუჭე და ნუ მიყურებ..
-კიდევ რა გინდა..?
-აქედან გასვლა და შენგან შორს ყოფნა..-მიუახლოვდა და გააჩერა..
-ჩემგან შორს ყოფნა ასე ძალიან გინდა..? ქ რას აკეთებ მაშინ..
-ჩემი ნებით არ ვარ გამოკეტილი ვაჩე..-თავისი მოსაცმელი გაიხადა, გაიანეს მოახურა და თავისკენ მიიზიდა..-რას აკეთებ..?
-გეხუტები...
-მირჩევნია გავიყინო..-მაინც ნელა მიიხუტა.. წელზე შემოხვია ხელები.. სიცივე საერთოდ გადაავიწყდა გაიანეს.. დათბაო თითქოს ერთიანად.. გულიც აღარ მუშაობდა მწყობრში.. შეეშინდა არ გაიგოსო ვაჩემ, საბედნიეროდ არც მას ჰქონდა კარგ დღეში.. თავი მიადო გაიანემ..-ვერ გიტან..
-მალე გავალთ..-მის ნათქვამს ყურდღება არ მიაქცია, ვითომ ვერ გაიგო.
ხმა გაისმა, ნელ-ნელა ერთმანეთს მოსცილდნენ, თან წამიერად თითქოს შეყოვნდნენ კიდეც..-კარგად ხარ..?
-ვიქნები..-კარებიც გაიღო..
-შეფ.. მე მეგონა..
-ჩავიკეტეთ უბრალოდ, დამშვიდდი..-აღარ აინტერესებდა კამათი გაიანეს , ეგონა გარეთ შეძლებდა თავისუფლად ესუნთქა და მაინც არ აძლევდა რაღაც მოსვენებას.. ამ სიჩქარეში გაჰყვა კიდეც ვაჩეს მოსაცმელი.. შეხვედრასაც ჩავლილი ჰქონდა..
-დღეს რამე ხომ არ მაქვს დაგეგმილი..?
-არა, შეხვედრის გამო დღე გათავისუფლებული გქონდათ..
-შეგიძლია ჩემს მაგივრად გაუგზავნო წერილები, მისვლა რადგან ვერ მოვახერხე, უთხარი აუცილებლად აანაზღაურებსო.. მე წავედი, დღეს ისედაც ხომ იცი გადატვირთული არ იქნები და მოკლედ ყველაფერს შენ გაბარებ..
-მე..?
-არ გინდა წინ წაიწიო პოზიციებით..? ჩათვალე შენი გამოცდაა.. მე წავედი, შენი იმედი მაქვს.-შენობა დატოვა ვაჩეს მოსაცმელთან ერთად.. ვაჩე შენობაში დატოვა და მისი სურნელი კი გაიყოლა თან.. თანაც გაუაზრებლად.. მანქანაში ჩაჯდა, ბოლო ხმაზე აუწია მუსიკას იქნებ როგორმე ჩაეხშო საკუთარი ფიქრები.. თითქოს ერთიანად გამოიფიტა, არაფრის და არავის თავი აქვს..
სახლში მივიდა და არც კი გამოუცვლია, დივანზე ჯერ ჩამოჯდა შემდეგ წამოწვა.. ისევ ჩართო ტელევიზორი და ამჯერადაც შავ-თეთრ ფილმს მოკრა თვალი და ხმას აუწია.. დიდად ფილმისთვისაც აღარ მიუქცევია ყურადღება, ჩაეძინა მალევე ვაჩეს იმ მომენტში, მძაფრი სურნელის ფონზე.. საკუთარ თავს არ უტყდებოდა რატომ არ დაუბრუნა მოსაცმელი, ახლა რატომ ეძინა ასე.. მის სურნელს სასიამოვნოდ უძლებს და მასთან ყოფნას ახლა ვერ აიტანს.
. . .
“არასოდეს ამოივსება უფსკრული, რომელიც არსებობს იმ რწმენას შორის, მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო”-ალბერ კამიუ


ისევ შეიკრიბა ყველა, ამჯერად მაქსიმეს ესტუმრნენ.. სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს თანაც ამჯერად კარგი ამინდიც დაემთხვათ და პროგნოზის მიხედვით შემდეგი რამდენიმე დღე გადაუღებლად იწვიმებს, არავის აინტერესებს.
-ნაყინი ჩემს გარდა არავის უნდა..? -იკითხა ანჟელიკამ
-სულ ნაყინს როგორ უნდა ჭამდე...?- ისე თქვა როზამ თითქოს ღამე მასთან ერთად არ მიირთმევდეს..
-ეს საკმარისი არაა, დათბეს წესიერად რა იქნება..?-გაიანე..
-აგვისტოში მე გავრბივარ დასალიერში..?
-ვაჩე თავი დამანებე რაა.. ზაფხულს ვერ ვირგებ წესიერად აშკარაა..
-ცივ ყავაზე ვინ იყო პასუხისმგებელი..? ჭოლააა..
-მაქსიმე რა გაყვირებს მოვდივარ.. ვერ ძლებთ ჩემს გარეშე..?
-ცივი ყავის გარეშე უფრო ვერა..
-მე ორივე მაწყობს ახლოს..-როზას ნათქვამს ჩაცინება მოყვა.. მათი გაურკვეველ ურთიერთობის ფონზე ამას ვჯერდებით..
-გეახელით ვერ ხედავ..?-მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა..
-სადმე წასვლა დაგვაკვდებოდა..
-მოიცა ანჟე და წავალთ კიდეც..-ამ დროს გადაისხა ყავა
-ახლავე დავბრუნდები..ბედნიერი მიაბიჯებს აბაზანისკენ..დიდად არც ადარდებს დასვრილი ზედა. სიმღერას ღიღინებს, რომელიც დიდი ხანია აეკვიატა.. წესრიგდება საკუთარ თავს სარკეში უყურებს.. გამოდის და მაქსიმეს ოთახს ეძებს.. ზედის გამოცვლა უნდა და ფიქრობს რა ჩაიცვას..
თავი ძლიერად ასტკივდა.. კადრივით ჩაიარა იგივე სცენამ მის თვალწინ.. რაღაც აქვს გადასხმული კაბაზე.. ამჯერად გამწარებული ცდილობს მოიშოროს, მოიცადეთ ეს კაბა ფოტოზე აქვს ნანახი.. ისევ ძლიერი ტკივილი.. როგორ ეჩხუბება გამწარებული მაქსიმეს.. ანჟელიკა ნელ-ნელა იკეცება, საფეთქლებთან მიაქვს ხელები, უნდა როგორმე შეაჩეროს ტკივილი..
კადრები ერთმანეთს ენაცვლება, საკუთარ თავს თითქოს შორიდან უყურებს.. ცრემლები მოსდის, ფიზიკურ ტკივილთან ერთად, ემოციური მწვავე ტკივილის გამო.. იატაკზე მოკეცილი წევს და ტირის.. უნდა ყველანაირი ტკივილი გაქრეს, ცრემლებმა დენა შეწყვიტონ და თავს ვერაფერს უხერხებს..
როგორღაც ახერხებს წამოდგეს.. ძალიან ნელა მაგრამ ბოლოს მაინც დება ძალა გამოცლილი.. თავადაც არ სჯერა ყველაფერი ერთიანად გაახსენდა.. ყველაფერს და არაფერს ერთდროულად განიცდის..
მთელი ეს დრო საქმროს გახსენებას ცდილობდა საქმროსი, რომელიც თურმე სინამდვილეში საქმრო კი არა მისი მტერი იყო.. ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მან კი თავი მის საქმროდ მოაჩვენა..მოატყუა თანაც მწარედ.. ეტკინა… ეს ტყუილი ეტკინა განსაკუთრებით. ყველა მოგონებაც გაახსენდა მეხსიერების დაკარგვის შემდეგ და ვერ დაიჯერა როგორ შეიძლებოდა ეს მოგონებები მაქსიმესთან ყალბი ყოფილიყო.. როგორ შეეძლო ასეთი მსახიობობა..
ხელებზე დაიხედა, უკანკალებს.. იმდენად დიდი რაოდენობით სიბრაზეს გრძნობს საკუთარ თავზე გული ერევა.. მუშტებს კრავს ძლიერად, სადაცაა ალბათ სისხლიც წამოუვიდოდა, შეკრულ მუშტებს ნელ-ნელა უშვებს..
გგონიათ ახლა წავა და სცენებს მოაწყობს..? არა, საერთოდ არ აპირებს იმის თქმას მეხსიერება დაუბრუნდა.. ოო მაქსიმე ანდრონიკაშვილს რა ვუთხარი, ანჟელიკა შერვაშიძის უარესად გადამტერებისთვის.. ბოლო წვეთი აღმოჩნდა.. ამას ასე არ დატოვებს..ღიმილით უახლოვდება მაქსიმე, ახლა თავი ხელში უნდა აიყვანოს.. რაც კი ძალა მოიკრიბა მანაც გაუღიმა..
-სად დამეკარგე.. ხომ კარგად ხარ, ფერი არ გადევს..
-კარგად ვარ.. რამე მომეცი დასვრილი მაისურით ხომ არ გავალ გარეთ..
-აიღე რაც გინდა, რას მეკითხები..-აბაზანაში ბრუნდება, მაქსიმეს ზედას იცვამს, რომელიც აშკარად დიდი აქვს, სახეზე წყალს ისხამს და თვალებს მაგრად ხუჭავს.. თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი იყო. შიგნეულობა ეწვის.. გულთან მიაქვს ხელი და ისე უჭერს თითქოს მართლა უჭირავსო.. იქნებ მისი ნაწილების გადარჩენა მაინც შეძლოს..
ისე გადის გარეთ თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა, მაქსიმე იქვე ჩამომჯდარიყო და ახლახან ამოიხედა.. მის ტანისამოსში კიდევ ერთხელ დაინახა და გაეღიმა.. ანჟელიკა მიუახლოვდა, მაქსიმემ ორივე ხელი წელზე შემოხვია და ახედა..
-სასაცილოდ გამოვიყურები, არ უნდა დამსვროდა ზედა..
-პირიქით მე მიხარია ჩემი ზედით რომ ჩაანაცვლე, ეს უფრო გიხდება..
-ვითომ..?-ანჟელიკა კი მაქსიმეს სახეს იქცევს ხელებში.. ეფერება, იხრება და ტუჩებთან ახლოს ოდნავ ქვემოთ კოცნის.. შორდება და არც ელოდება, ისე მიემართება გასავლელისკენ..
-ცუდად მოიქეცი..-უკან მიჰყვება მაქსიმე.. გარეთ გავიდნენ.. თავის ადგილს უბრუნდებიან, თითქოს არაფერი მომხდარა.. გარშემომყოფებს უყურებს და ახლაღა იაზრებს სიმართლეს. აი თურმე რატომ ყოფილა მათი ურთიერთობა გასაიდუმლოებული, თურმე არ არსებობდა.. მათ თურმე საშინელი კამათის იქით ურთიერთობა არ ჰქონიათ და ახლა ბედნიერ წყვილად ეჩვენებიან ყველას.. რატომ არ იცოდნენ მისმა მეგობრებმა არაფერი..? არაფერი არ იყო.. თურმე მაქსიმეს მიერ გამოგონილ ზღაპარში ცხოვრობდა და არ იცოდა..
რატომ ეგონა თავისი გრძნობები ნამდვილი მაქსიმეს მიმართ..? ნუთუ ნამდვილი იყო.. ამაზე ფიქრი არ უნდოდა და რომც ყოფილიყო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.. ასე დამცირებულად როდის იგრძნო ბოლოს თავი არც ახსოვს..
. . .
-გაიანეე კიდევ კარგი გადაგეყარე, ამ წვიმაში რა უნდა გამეკეთებინა..
-რა პრობლემაა რას ამბობ.. კიდევ გაქვს ლექციები..?
-კი, ჯერ-ჯერობით...
-სახლში მიდიხარ..?
-სამწუხაროდ..
-სამწუხაროდ რატომ..?
-არ ვარ სახლში ყოფნის ხასიათზე.. მარტო..
-წამოდი მერე ჩემთან, არც მე ვარ მარტო ყოფნის ხასიათზე.. რამე გემრიელობები ვჭამოთ და ეს დღეც გადავიტანოთ..-მკრთალად გაუღიმა ანჟელიკამ.. სჭირდებოდა სახლისგან შორს ყოფნა და გაიანეც სწორ დროს გამოჩნდა.. არცერთს უნდოდა მარტო დარჩენა, მიზეზი კი მარტივად მისახვედრია ორივეს შემთხვევაში.. ისინი ართულებენ სიტუაციას თუ სიტუაციაა რთული, ვერ გეტყვით..
-შენ რა ლამაზი სახლი გქონია..
-კი პატარაა, მაგრამ მყუდრო
-მთავარია შენ ხარ კომფორტულად..
-ძირითადად ვმუშაობ, დიდი სახლისთვის ვერც მოვიცლიდი..
-ზაფხული დაიწყო, დასვენებაც ახლოვდება..
-მართლა მჭირდება დასვენება.. ალბათ ყველაფრისგანაც.. ამ ამინდის შესაბამისად ცხელს დალევ რამეს..? ჩაი ხომ არ დავლიოთ..?
-დავლიოთ..-სამზარეულოში თან გაჰყვა, მიმავალ გაიანეს..-მარტო ხომ არ აპირებ სადმე წასვლას..?
-შეიძლება.. მეგობრებთან ერთად სიამოვნებით წავალ სადმე, თუმცა მარტო ყოფნაც მჭირდება.. ამ ქაოსში ფიქრს ვერ ვახერხებ და გულწრფელად თუ გეტყვი არც მინდა..
-დაფიქრება..? არც მკითხო.. თუ შეიძლება ვიკითხო, აკაკის ეხება..? რამე ისე არ მიდის..
-მშვენივრად მიდის..
-და ეგაა პრობლემა..?
-ყველაფერი ჩახლართულია..-აკაკისთან ურთიერთობა გრძელდებოდა, ფიქრებით კი იქ მაცივარში იყო ვაჩესთან ერთად გაყინული.. რატომ არ შეეძლო იქიდან თავის დაღწევა..? სწორედ ამაზე არ უნდა დაფიქრება, იმის შიშით რომ პასუხი არ მოეწონებოდა.
-ადამიანთან ან ხარ ბედნიერი ან არა.. სადაც მაგრამ იწყება იქ უკვე ურთიერთობის მართლება იწყება.. უმეტესად კარგად მექცევა მაგრამ..
-მინდა ბედნიერი ვიყო, რატომღაც ყოველთვის ვახერხებ ყველაფრის არევას.. რეალურად დიდი ხანია ასე სერიოზულად ურთიერთობაში არ ვყოფილვარ..
-ეს გაშინებს..?
-აკაკის ვერ ვეწევი.. მისთვის ყველაფერი მარტივადაა და ურთიერთობის გასერიოზულება პრობლემას არ წარმოადგენს..
-შენ ეს არ გინდა..?
-მეგონა მინდოდა.. მეგონა შევძლებდი.. თუ არ შევანელე არ მგონია გავაგრძელო ურთიერთობა..
-რაც არ უნდა შეანელო თავს მაინც გალიაში იგრძნობ თუ სწორი ადამიანი არ გყავს გვერდით
-ამას ჩაი აღარ შველის, ცოტა ღვინო ხომ არ დაგველია..?-ანჟელიკამ ღიმილით დაუქნია თავი..გაიანემ საუბარი გააგრძელა-რა იცი თავს გალიაში ვგრძნობ თუ არა..
-ვცდები..? შეიძლება ახლახან გავიცანით ერთმანეთი და წლების ახლობლობა არ გვქონია, მაინც ვფიქრობ შენი მესმის.. გარდა ამისა იმასაც ვხდები მარტო აკაკი არაა პრობლემა..
-საით გადაუხვიე..
-თავადაც მშვენივრად იცი..
-არა ანჟელიკა არა..
-თუ ერთ ადამიანს ბოლომდე ვერ გაუშვებ, მეორესთან ვერ იქნები..
-მართლა ვცდილობ..-თვალები მაგრად დახუჭა, ანჟელიკა პირველი აღმოჩნდა, რომელსაც იმას გაუზიარებს რასაც ვერავის ეუბნება..-მეგონა ყველაფერი წარსულში დავტოვე, მაგრამ მივხვდი თურმე თავს ვიტყუებდი ამდენი ხანი.. მითხარი როგორ შეიძლება ამდენი წელი ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყვარდეს..
-მან არ იცის..?
-რას ამბობ.. არა, არავითარ შემთხვევაში..
-როგორ არ უთხარი, იქნებ..
-იცი მაინც რამდენი სცენარი გამივლია გონებაში.? ასე მარტივად არ ხდება, ვერ მივალ, ვერ ვეტყვი, ვაჩე მიყვარხარ მეთქი, როდესაც ვიცი ამას რა მოჰყვება..
-შენ არ იცი ამას რა მოჰყვება.. იქნებ...დამაცადე იქნებ ისიც იმავეს გრძნობს.. ერთად იქნებოდით..
-არა ორი ადამიანი რომ ერთად იყოს თანაც ბედნიერი ორივეს უნდა უნდოდეს ურთიერთობა, რადგან მე მიყვარს, არ ნიშნავს რომ ისიც იმავეთი უნდა მპასუხობდეს და მაინცდამაინც ერთად უნდა ვიყოთ..
-აკაკისთან შეხვედრა, მის დასავიწყებლად დაიწყე..?
-სიმართლე გითხრა არა.. ამიტომაც გეუბნებოდი თურმე თავს ვიტყუებდი მეთქი.. დიდი ხნის წინათ გავაცნობიერე ჩემი გრძნობები და მივხვდი უნდა დამევიწყებინა.. დრო გავიდა მეგონა ვახერხებდი ჩემს გრძნობებთან გამკლავებას და თითქმის გამქრალი მეგონა.. თურმე მწარედ ვცდებოდი.. არავინ აღმოჩნდა ისეთი ვისთანაც ოდნავ მაინც ვიგრძნობდი იმავეს რასთანაც ვაჩესთან მიმართ.. შემდეგ აკაკი გამოჩნდა მისით მოვიხიბლე და მეგონა შევძლებდი ვაჩეს უკანა ფონზე გადაწევას, მის დავიწყებას ამჯერად საბოლოოდ და აი აქ ვარ.. უკვე ჩიხში და მეც ვეღარ ვიგებ როგორ მოვიქცე..იმედები მართლა არ მაქვს არანაირი უკვე დიდი ხანია.. ვხვდები დროა წინ წავიდე და ნაბიჯებს ვერ ვდგამ..-ცრემლები წამოუვიდა.. სწრაფად შეიმშრალა..-რა მატირებს ხომ ვერ მეტყვი..
-რატომ არ აძლევ შენს თავს ტირილის უფლებას..? მგონია რომ დიდი დამცავი კედელი გაქვს აღმართული, ყველას აჩვენებ რამდენად ძლიერი ხარ, ამ კედლის იქით მალავ ყველაფერს, მათ შორის შენს გრძნობებს ვაჩეს მიმართ.. ეს კედელი კი გიცავს, მაგრამ ამ გრძნობებს გარეთ არ უშვებს, შენ ვერ თავისუფლები და ამიტომაც გაქვს ასეთი განცდა.. კიდევ რამდენის დატევას შეძლებ ესაა საკითხავი..
-იმ პატარა კუთხის იქით, სადაც ეს გრძნობებია ვაჩესადმი.. მან ყველაფერი იცის.. ისე მიცნობს ხანდახან მგონია ასე მეც არ ვიცნობ საკუთარ თავს.. ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ არ შემიძლია ეს წლები სადღაც გადავისროლო და მეგობრობა შევწყვიტო.. ყოველთვის ექნება ადგილ ჩემს გულში ეს ვიცი ზუსტად და სწორედ ეს მაშინებს..
-ამის მიღებას შეძლებს აკაკი..? ან სხვა რომ გყავდეს არ აქვს მნიშვნელობა.. თუ სერიოზულ ურთიერთობაში შეხვალ, მხოლოდ შენი მიღება კი არა ვაჩეს და ყველა შენი ახლობლის მიღება მოუწევს ადამიანს.. ის ან შენ თუ ხარ ამისთვის მზად.. ადამიანები ხშირად არ არიან მზად საყვარელი ადამიანის გაზიარებისთვის..
-აკაკიმ არაფერი იცის ამის შესახებ.. ხანდახან მგონია ხვდება ან იცის, ისე შემომხედავს ხოლმე.. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ არა..?
-კარგი რაა ცუდი ადამიანი არ ხარ.. დამიჯერე გაერკვევი საკუთარ თავში და ყველაფერი დალაგდება..
-წავიდოდი რომ შემეძლოს, ამის გამო ყველაზე სუსტი ადამიანი მგონია სამყაროში.. წავიდოდი თუნდაც სხვა ქვეყანაში.. მაგრამ არ შემიძლია ჩემი საქმის, მეგობრების, ოჯახის მიტოვება.. მათთან ერთად მინდა ვიყო..
-გგონია შენი გრძნობები სადმე წავლენ ქვეყანა რომც დატოვო..? ასე არ ხდება-ანჟელიკამ გულთან ახლოს მიიტანა ხელი..-აქ მაინც დარჩება, შეიძლება შეგიმსუბუქდეს მდგომარეობა რადგან ხშირად არ დაინახავ, მაგრამ არ გეგონოს სადმე გაქრება.. მოგენატრება დაგესიზმრება.. არსად წავა, შეიძლება უფრო გაიზარდოს კიდეც შენი სიყვარული მისადმი.. ოდესღაც ხომ დაბრუნდები, დაინახავ და ისეთი განცდა გექნება თითქოს არც წასულხარ.. სიყვარულმა მანძილი რომ იცოდეს შეიძლება კარგიც ყოფილიყოს მაგრამ არ იცის..
-შენზე რას იტყვი..?-ეს სიტყვებიც ძლივს წარმოთქვა გაიანემ იმდენად შეეხო ანჟელიკას სიტყვები, აღარ შეეძლო მეტის მოსმენა.. არსაიდან მასზე ამდენი ილაპარაკა და ვეღარ უძლებდა გული.. დიდი ბურთი ვერ გადაყლაპა, ცრემლები მოსდის და აღარც იმშრალებს.. არ იმჩნევს..
. . .
ინანა როზამ ოჯახში სტუმრობა თანაც როგორ, ელოდა მშვიდად ჩაივლიდა თუმცა ასე არ მოხდა.. მაინცდამაინც ახლო მოხდა მორიგი კომპლიქტი.. მამის ყვირილი მისწვდა თუ არა მის ყურთასმენას ისევ 14 წლის გოგოდ იგრძნო თავი, გულიც ისევ ისე შეუკანკალდა და თვალები ცრემლებით აევსო.. ყვირილი უნდოდა თანაც როგორ, ხმა ვერ ამოიღო.. დედა უკვე ურეაქციოდ შეხვდა, მხოლოდ შვილების ნერვიულობაზე თუ ფიქრობდა..
ბოლო ხმაზე როცა ყვირის ადამიანი, ჰგონია უფრო კარგად გაიგებ ნათქვამს, უფრო შეემატება მის ნათქვამს ძალა..? ასე იყო მამამის ბავშვობიდან, ცოტახნით იყვნენ მშვიდად მამამისი სულ ხუმრობდა როგორც სჩვევიათ მამებს, შემდეგ რაღაც მოხდებოდა იჩხუბებდა დაიცლებოდა, ისევ მშვიდად იყვნენ და ასე წრეზე დაუსრულებლად.. ამიტომაც წამოვიდა როგორც კი შეძლო სახლიდან, ერთადერთი დანარჩენი ოჯახის წევრები ეცოდებოდა, ამ წრის გარღვევა რომ ვერ შეძლეს..
დედას უთქვამს ნეტა ისიც არ მენერვიულა რაც მინერვიულია, ვერ ხვდებოდა როზა როგორ ეგუებოდა დედამისი. თავისი თავი დაცლილი,, ნამტირალევი როცა იპოვა, ფიქრებიდან რომ გამოერკვა, საკუთარი თავი დაენანა ასეთი ოჯახისთვის.. ხომ შეიძლებოდა სხვანაირი ოჯახი ჰყოლოდა.. მშვიდი მამა / ბედნიერი დედა..
დედას დაემშვიდობა და წამოვიდა..თავი უსკდებოდა ნანერვიულებს.. ვერც იაზრებდა თავის ნაბიჯებს, ზარმა გააწყვეტინა.. უპასუხა ჭოლას მაქსიმალურად ჩვეულებრივ, ამას მიჩვეული იყო..მოჩვენებას..
ვეღარ შეგხვდებიო უთხრა ჭოლას, მან კი სასწრაფოოა დააწია და ვერ გადაათქმევინა გაურკვეველი მიზეზის გამო.. კაფეში შევიდა, ჩამორეცხილი მაკიაჟი შეისწორა, ცივმა წყალმა ცოტა გამოაფხიზლა.. არ უნდოდა ასე ენახა ჭოლა, ახლა საკუთარ თავთანაც არ უნდოდა ყოფნა.. ამიტომაც მიდიოდა ანჟელიკასთან, მან ყველაფერი იცოდა და ესმოდა.. ამიტომაც იყო ბავშვობიდან ანჟელიკას ოჯახს აფარებდა თავს.. მაქსიმალურად უნდოდა შეემსუბუქებინა ანჟელიკას როზას მდგომარეობა.. ხშირად რჩებოდა ანჟელიკასთან.. ოჯახები იცნობენ და არ იყო პრობლემა..
მამაში ხედავდა კარგს.. ნათელს, სწავლაში ხელს უწყობდა, შვილებს არაფერს აკლებდა და ამ ბრაზს ვერ ერეოდა თავადაც.. ხანდახან ნატრობდა როზა ნეტავ რობოტი ვიყო და არაფერი მეშლებოდესო..
ახლა კი ახლიდან გაკეთებული მაკიაჟით წარდგა ჭოლას წინაშე, ცდილობა არაფერი შეემჩნია.. ფიქრებით მაინც იქით იყო..
-როზაა, ყველაფერი რიგზეა..?
-ჩავფიქრდი უბრალოდ.. რას მეუბნებოდი..?
-ცრემლი მოგდის..-სწრაფად მოიწმინდა..-დარწმუნებული ხარ, ყველაფერი რიგზეა..?
-შეიძლება წავიდეთ, სახლში უნდა მივიდე, ძალიან დავიღალე..-ჯერ არ მოტანილი შეკვეთა გაუქმდა, კაფიდან გამოვიდნენ..
-მიგიყვან მაინც სახლამდე..-მანქანაში ჩასხდნენ, როზამ ფანჯრისკენ დაიწყო ყურება, არ უნდოდა შეეხედა.. მალე უნდოდა სახლში ასვლა, წოლა და ტირილი.. არაფერი შეიცვლებოდა თუმცა დაცლა სჭირდებოდა.. წასვლამდე ალბათ მხოლოდ დედასღა ნახავდა ცალკე და აღარც მივიდოდა სახლში, ამით იმშვიდებდა თავს.. თუმცა გულის სიღრმეში მამასთანაც მივიდოდა იცოდა..
-მადლობა და ბოდიში, დღეს არ ვარ განწყობაზე..-გადასვლაში ჭოლას ჩაჭიდებულმა ხელმა შეუშალა ხელი
-რატომ არ მიმხელ რა მოხდა..?
-რა..?
-ვხედავ რაღაც გაწუხებს, ტირილი გინდა და ჩემს გამო თავს იკავებ.. ძლივს ლაპარაკობ და კანკალებ.. თუ რამე მოხდა შეგიძლია მითხრა..
-არ მინდა საუბარი კარგი..? არ მინდა..-ჩაეხუტა ჭოლა როზას.. როზამაც ვეღარ შეიკავა ცრემლები.. თმებზე ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა..ცრემლიანი თვალებით ახედა და მთელი ძალით ჩაეხუტა.. მაშველ რგოლს რომ გადმოგიგდებენ შუა ოკეანეში, როგორც მას ჩაეჭიდებოდი ისე,.
არ იცოდა ჭოლამ რა აწუხებდა როზას და ფიქრობდა რითი შეემსუბუქებინა მდგომარეობა, ეს კი ყველაფერზე მეტი იყო როზასთვის.. გვერდით დგომა და მარტო არ დატოვება რამდენჯერაც არ უნდა ეთქვა, დახმარება არ სჭირდება.. ხანდახან რა კარგია ადამიანებს ჩვენი დახმარების საშუალებას, რომ ვაძლევთ არა..?
. . .
ნანატრი საღამოც დადგა.. აი საღამო დიდი ხნით ადრე, რომ შეიპირა გაიანემ ვაჩე, შენი დასწრება აუცილებელიაო.. მეგობრებისთვისაც იშოვა მოსაწვევები და ბედნიერმა დაურიგა ყველას..აკაკიც მოდიოდა, თუმცა გაიანეს მოსაწვევი არ სჭირდებოდა..
კარგ განწყობაზე გახლდათ დილიდან, გოგონებთან ერთად გაემზადა.. მისი ჩვეულებისამებრ გახლდათ დახვეწილი.. ელეგანტური..
არც შეიმჩნია ვაჩეს მზერა, ის ზედმეტი წამები მას რომ გამოსტყუა, თვითნებურად დათვლილი და მიხვდა ზედმეტი იყო, თუმცა იმაზე ზედმეტი არ ყოფილა ვიდრე გაიანეს მხრიდან ამაზე ყურადღების გამახვილება..
გადანაწილდნენ მანქანებში და დანიშნულების ადგილამდე როგორ მიაღწიეს არ იკითხოთ.. საშინელი გზა, დამატებთ საცობი და გზის აბნევა.. ამ ნაწილს ნუ ჩავეძიებით.. გადმოვიდნენ და ისეთ ადგილას მოხვდნენ თითქოს არსაიდან, ღირდა გამოვლილ წამებად.. უკვე შეკრებილიყო საკმაოდ დიდი ნაწილი და წამიერად ისიც იფიქრეს ხომ არ დავაგვიანეთო..
-გაიანეს ეკუთვნის მადლობა ასეთ ადგილას წამოყვანისთვის.. მშვენიერია..-ანჟელიკა
-მიხარია თუ მოგწონთ..-ცოტახნით გაჩერდნენ ერთად და გასაკვირიც არ იყო ნელ-ნელა, მათი მიმოფანტვა..
-მოგესალმებით, უნდა მოგტაცოთ..-სანამ ბოლო ათ ნაბიჯს გამოდგამდა აკაკი მათკენ, ვაჩეს უკვე წაუხდა განწყობა.. ცალკე როცა გაიწვია გაიანე აკაკიმ, ისე შეხედა თითქოს დანაშაულს ჩადიოდეს.. ღიმილით გადაინაცვლეს ცალკე მაგიდასთან და რაღაცაზე იცინოდა გაიანე.. მის მშვენიერ ღიმილს იფარავდა ხელით თვითნებურად, ბავშვობიდან არ მოსწონდა საკუთარი ღიმილი და ჩვევაში ჰქონდა უკვე .. იცოდა ვაჩემ, ახლა კი უნდოდა როგორც ყოველთვის მიახლოებოდა.. უკითხავად.. ნელა.. გაიანეს ხელი მისსაში მოექცია, ჩამოეწია და მისი ღიმილით დამტკბარიო, რომლის მიზეზის ის იქნებოდა და არა აკაკი..
-საერთოდ რაზე იცინიან..?-გაუაზრებლად ხმამაღლა გააჟღერა ფიქრი..
-ვაჩეე რამე თქვი..?
-არა, არაფერი..-დიდი დრო არ გასულა რაც ნაზი მელოდიები გაჟღერდნენ, წყვილებსაც უარი არ უთქვამთ სცენისკენ წასულიყვნენ.. ისინი ერთმანეთის მეტს ვერაფერს ხედავდნენ.. მარტოსულები და არა უბრალოდ მარტოები, რომლებიც შეიძლება ამავდროულად რომანტიკოსები ყოფილიყვნენ, ჰაერში ნოტებსაც კი ხედავდნენ, თანდათან როგორ ჩნდებოდნენ ჰაერში და ნელა როგორ მიიწევდნენ თითოეულ ადამიანამდე..
ვაჩემ როცა დაინახა მოცეკვავე წყვილი, თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა და უსიამოვნება დაეტყო კიდეც სახეზე.. მანამდე სცადა სხვებს გამოლაპარაკებოდა, არა ახლაც კი საუბრობენ მის გარშემო, მაგრამ მას არაფერი ესმის, თვალს აპარებს წყვილისკენ და მელოდიაც არ აღწევს მასთან.. თავადაც ვერ ხვდება რატომ უახლოვდება მათ, ასე მონდომებით რატომ მიიწევს მათკენ..
-მოხდა რამე..?
-შეიძლება..?-აკაკის უყურებს და საკუთარი თავი სძულს.. უფრო მეტად კი ეს სიტუაცია, გაიანესთან მიახლოებისთვის, მასთან ცეკვისთვის ასე რომ უწევს თხოვნა... აკაკი საეჭვო ღიმილით იხევს ერთი ნაბიჯით უკან და ვაჩეს უთმობს გზას.. გაიანე ჯერ კიდევ გაკვირვებულია.. ელოდება როდის წავა აკაკი და ეკითხება..
-რას აკეთებ, შეგიძლია ამიხსნა..?-გაბრაზება ეტყობა თვალებში, ვაჩეს კი ეღიმება მათ დანახვაზე ასე ახლოდან..
-არ შეიძლება გეცეკვო..?
-როდიდან ცეკვავ გამახსენე, ახლა რა გადაგიტრიალდა გონებაში.. აუცილებელი იყო ახლა მოსულიყავი..? ვერ ხედავდი..
-ყველაფერს მშვენივრად ვხედავდი..-გააწყვეტინა აზრის დასრულება..
-და სწორად ჩათვალე ამ დროს მოსვლა..?-თან ცეკვავდნენ, თვალები თუ გასცემდნენ თორემ საერთოდ არ ეტყობოდათ რაიმე კამათის ნასახისა..
-უბრალოდ მეცეკვე, ასეთი რთულია და არ შეგიძლია..?
-უბრალოდ, არაფერიც არ შემიძლია.. წესიერად ამიხსენი რა გინდა ვაჩე..
-შენთან ცეკვა მინდოდა და ვცეკვავ..-ნაზად დაატრიალა და უფრო ახლოს მიიზიდა მისკენ..
-ზედმეტი ხომ არ მოგდის..? იცი გარშემო რამდენი მანდილოსანია, ვისთანაც შეგიძლია იცეკვო..? გამოელაპარაკე მიდი..
-შენთან მინდა მე.. საუბარი..-სიჩუმით დაისაჯა ვაჩე გელოვანი, იმ მშვენიერი სფეროების გარეშეც დატოვეს.. მელოდია გაჩერდა თუ არა სასწრაფოდ მოსცილდა ვაჩეს.. აკაკის ეძებდა და ვეღარ იპოვა..ანჟელიკა შემოხვდა სამაგიეროდ..
-ვის ეძებ, ასე გამწარებული../?
-აკაკი არ გინახავს..?
-არაა.. შენთან ერთად არ იყო..?
-კი მაგრამ არსაიდან გაჩნდა ვაჩე და მოკლედ რაა..არა ანჟე მასე ნუ მიყურებ, არასწორად ფიქრობ..
-როგორც იტყვი, მიდი და მოძებნე შენი აკაკი მაშინ..-გარეთ გავიდა გაიანე, ანჟელიკა კი მაქსიმეს დაუბრუნდა..
-დავაგვიანე..?
-ყოველთვის დაგვიანებულად მეჩვენება, რამდენი ხნითაც არ უნდა იყო წასული..-გაეღიმა ანჟელიკას..
-ასე სწრაფად როგორ ასწრებ მონატრებას..?-კიდევ უფრო მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა..-წავიდეთ.. ვიცეკვოთ მაინც..
-რასაც ისურვებ..
-აბა ბოლოს როდის ვიცეკვეთ..?-ვითომ არ ახსოვს ის დღე.. ასე მოუწიათ მაშინაც საღამოს ერთად გატარება, სიმშვიდის ერთ წამსაც არ უტოვებდნენ მაშინ ერთმანეთს და ცეკვაც არ იყო გამონაკლისი..
-დიდი ხანი გავიდა..-ბუნდოვანი საზღვარი იყო უკვე რეალობასა და თამაშს შორის.. გაცრეცილი წიგნის ფურცლებზე ასოებს რომ ძლივს ამოიკითხავ ისეთი..
ცდილობდა ანჟელიკა ზუსტად აღედგინა როგორ უყურებდა მაშინ და ახლა.. იყო რაღაც შეცვლილი, ამას ვერ უარყოფდა, თუმცა არ უნდოდა აღიარება..
სიმართლე არ იცოდეს, იფიქრებდა როგორი თბილო თვალები მიყურებენო, სიყვარულით სავსე.. ახლა კი აღარაფერი ეგონა ნამდვილი, ისიც კი რაც აშკარა იყო..-უფრო ხშირად უნდა ვიცეკვოთ..
-ესე უცებ შეგიყვარდა ცეკვა..?
-კარგი რაა ანჟე, თავადაც ხვდები აქ მთავარი ცეკვა არაა..
-იქნებ დაკონკრეტდე..
-შენთან ერთად საათები შემიძლია ვიცეკვო თუ ამას ცეკვას ვეძახით..-ანჟელიკას გაეცინა..
-ფეხი ჯერ კიდევ არ არის ძველ მდგომარეობაში, არა მგონია საათები ცეკვა შევძლო..
-კოჭლსაც არ გიწუნებ ვერ ხედავ..? მაგაზე არ იდარდო..
-აა ასეა საქმე..? მადლობასაც ხომ არ ელი შემთხვევით..? კოჭლსაც გრძელი მომლოდინეთა სია მელის..
-ოჰ სია..? ჩემს ჩამნაცვლებელს ხომ არ ეძებ..?
-მჭირდება ვითომ..?
-ამდენი ხანი მეძებდი და ახლა სხვასთან მიდიხარ..? არ მომწონს მე ეგ ამბავი..-ხუმრობდნენ, თუმცა ესე სახუმაროდაც არ მოეწონა აზრი იმისა, რომ მის გარდა ახლა სხვა ვინმე შეიძლება იყოს ანჟელიკას სიახლოვეს.. იმ არარსებული სიის განადგურება უნდა სასწრაფოდ..
-მე გეძებდი..?
-იმ ერთადერთ ხომ ეძებენ ხოლმე, ჰოდა აქ ვარ და სხვებზე საუბარი აღარ არის საჭირო..
-ოჰ შენ ხარ ჩემი ერთადერთი..? ასე რატომ მიყურებ, სახელსაც კი ვერ მეტყვი ვისზე ეჭვიანობ...
-ვეჭვიანობ..?
-უარყავი თუ გინდა, ყველაფრის მშვენივრად ვხედავ..
-კარგი ვეჭვიანობ..
-ვისზე ჰოდა ვერ მეტყვი..?
-ყველაზე ვინც შეიძლება ჩემს მაგივრად აქ იდგეს.. ისე გიყუროს როგორც მე.. ისე გეხებოდეს როგორც მე..
-ზედმეტად საყვარელი ხარ, არარსებულ ადამიანებზე ეჭვიანობისას..
-დამცინი კიდეც..?
-ცოტა..
-კარგი, წარმოიდგინე რომ სხვა ქალს ვეცეკვები..თან ასე ახლოს.. ასე.. არა ჯერ არ დამიმთავრებია და რა სახე გაქვს..
-ძალიან თუ გინდა გაგრძელება, მე გავალ და მარტივად მოძებნი ვინმეს..
-მარტივად რატომ, გყავს ვინმე მხედველობაში..?
-ჩემთვის კი, შენ შეგიძლია შენთვის მონახო..-სიმღერა შეწყდა თუ არა სხვა მოცეკვავე წყვილები მალევე ჩამოიტოვეს და ნაცნობ ადგილს დაუბრუნდნენ.. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ერთდროულად გაეცინათ არსებულ სიტუაციაზე.. თან ასეთ "კამათს" ხომ არ ვეხუმრებით..
ღიმილით გაიხედა ანჟელიკა, დამთხვევით ზუსტად იმ მიმართულებით სადაც გაიანემ ჩაიარა.. აკაკის მიყვებოდა დაბნეული სახით.. ახლა მაქსიმემ შეამჩნია ანჟელიკას არსაიდან ანერვიულებული სახე და ანიშნა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.. თავი დაუქნია, რეალურად კი თავადაც არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები..
-აკაკი რამდენი ხანია გეძებ, შენ კი გარბიხარ მგონი, ვერც გეწევი..
-დარწმუნებული ხარ მე მეძებ და არა სხვას..?
-რას გულისხმობ, სხვას ვის უნდა ვეძებდე..?
-არ მითხრა ახლა გეჩვენებაო..-უკანა ეზოში გადაინაცვლეს, იშვიათად თუ ჩაივლის აქ ვინმე..
-აკაკი რაზე ლაპარაკობ..?
-ცეკვა..
-ჩემი და ვაჩეს ცეკვა..? გგონია რამეს ნიშნავდა..?
-არაა../?
-არაფერი იყო..
-თან ყველაფერი ხომ არა.. გაიანე იცი ჩემი გრძნობების შესახებ.. შენც თავიდანვე ამიხსენი რამდენად ახლო ხარ მეგობრებთან, თავიდან ამას ვაბრალებდი შენი და ვაჩეს ურთიერთობას, მაგრამ აი ახლაც როცა გიყურებდით.. თავს ვეღარ მოვიტყუებ.. არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება მაგრამ რაღაც ნამდვილად ხდება და ჩვენ დროს ტყუილად ვკარგავთ..
-იცი მაინც რამდენი წელია ვმეგობრობთ..? ამდენი წელი არაფერი მომხდარა და გგონია ახლა მოხდება..? ის ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს აკაკი, საერთოდ არაფერს..
-არ ვიცი შენ რა დაინახე, თუმცა შორიდან ყველაფერი მშვენივრად ჩანდა.. როგორ ფიქრობ, რატომ მოვიდა მაშინ როცა მოვიდა.. რატომ გაგვაწყვეტინა ცეკვა..? ვერ გაუძლო შენს დანახვას ჩემთან.. - თავად როგორ უძლებდა როდესაც ვაჩეს სხვა ქალთან ხედავდა, რისი გადატანა უწევდა გაიანეს და არაფერი გაუკეთებია ხელის შესაშლელად.. ისეთი განცდა ეუფლებოდა თითქოს შიგნეულობას უკაწრავდნენ, ისე როგორც ორმოში ჩავარდნილი ადამიანი კაწრავს კედლებს და იქიდან ამოსვლას ცდილობს..
-აკაკი შენ მას არ იცნობ..
-შენ არ იცნობ შეყვარებულ კაცს გაიანე.. ვიცი ცუდი განზრახვა არ გქონია, თუმცა ჩემთვის ეს ზღვარია.. ახლა უნდა წავიდე..-დიდი ხნის დაგუბებულმა მარილიანმა წყალმა თავისი გზა გაიკვალა.. უნდოდა გამოძრავებულიყო, ნაბიჯი გადაედგა და ვერ შეძლო.. იმ გზას გაჰყურებდა საითაც აკაკი წავიდა.. ელოდებოდა ოღონდ თავადაც ვერ გაეგო რას.. ამდენი ხნის გადაუწყვეტელმა გადაწყვეტილებამ თავად გააკეთა არჩევანი და ამას ვერ ეგუებოდა ალბათ.. "შენ არ იცნობ შეყვარებულ კაცს გაიანე" ეს სიტყვები ჩაესმოდა განუწყვეტლივ.. ვაჩეს გაცნობის დღეები გაახსენდა.. პირველი ექვსი თვე და ვეღარ იკავებდა ცრემლებს, სადაც ყველა ემოცია ჩაექსოვა უნებურად.. იგრძნო როგორ ეხსნებოდა ის ჭრილობები, რომლებიც ეგონა დიდი ხნის წინ მოუშუშდა.. უნდოდა საკუთარი თავისგან გაქცევდა, თითქოს საკუთარ თავთან ყოფნა სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა..იხრჩობა და საშველად არავინაა, უფრო მეტად არც უნდა დახმარება ვინმესგან..
ანჟელიკა გამოსულიყო, სიფრთხილით მიუახლოვდა.. ჩაეხუტა გაიანეს რამოდენიმე წამით..
-მე წავალ..
-მარტო არ წახვიდე რაა ჩვენ..
-არა .. მარტო უნდა წავიდე.. ასე მირჩევნია..
-დარწმუნებული ხარ..?-თავი დაუქნია.. ძლივს დაარწმუნა უკან დაბრუნებულიყო.. საბედნიეროდ ტაქსი მალევე გამოჩნდა, რამოდენიმე ნაბიჯი ჰქონდა ტაქსამდე დარჩენილი, ნაცნობი ხმა შემოესმა და ძლივს გადადგა დამატებით კიდევ ერთი ნაბიჯი..
-განო კარგად ხარ..?
-ახლა არა ვაჩე ახლა არა..
-მე წაგიყვან თუ წასვლა გინდა..
-გთხოვ დაბრუნდი, მე კი არც ხმა გამცე და იცი რა..? ნურც დამელაპარაკები გარკვეული პერიოდი..
-ასეთი რა დავაშავე, რატომ მიბრაზდები..
-რა დააშავე..? ვერ ხვდები..? მითხარი რატომ მეცეკვე როდესაც აკაკის ვეცეკვებოდი..
-მე.. უბრალოდ..
-შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ ვაჩე გელოვანო.. გახსენდება ოდესმე ჩავრეულიყავი შენს ურთიერთობებში..? როგორც არ უნდა ვყოფილიყავი მათდამი განწყობილი..? არა.. რატომ?? არ მაქვს ამის უფლება, მე შენი ახლო მეგობარი ვარ.. შენ კი მე პატივი არ მეცი.. არც ჩემს ურთიერთობას ეცი პატივი..
-ცეკვით..?
-კიდევ ვერ ხვდები..? თავი ისე ნუ მოგაქვს თითქოს არაფერში ხარ დამნაშავე.. აღარ მინდა შენთან საუბარი, არც ეცადო დამითანხმო.. ტაქსით მივდივარ და მორჩა..-აჩქარებული ნაბიჯებით ჩაჯდა ტაქსიში..-უბრალოდ წადით და გიკარნახებთ მისამართს..
-როგორც გენებოთ..-რამოდენიმე წამში მანქანა აღარ ჩანდა.. ვაჩე კი მანქანაში ჩაჯდა და მანაც დატოვა იქაურობა.. იცოდა ვერ წავიდოდა გაიანესთან, ამის გამო გრძნობდა "სახლი" აღარ ჟღერდა სახლად და თითქოს თავშესაფარი წაართვეს.. ნეტავ მაშინ სად მიდიან ადამიანები, როდესაც წასასვლელი არსად აქვთ..?
. . .
მთელი საღამო ერთად გაატარეს როზამ და ჭოლამ.. შუაღამე გახლდათ, დრო როცა წესით ორივე სიზმრებს უნდა ხედავდეს.. რა ვიცით იქნებ ერთმანეთის ახდენილი ტკბილი სიზმრები არიან კიდეც.. ამიტომაც ფეხით მიაბიჯებდნენ და დაღლილობას ვერც გრძნობდნენ..
-კარგი საღამო გამოვიდა არა..?
-დიდი ხანია ასე არ გამიტარებია დრო..
-ასე როგორ..
-უდარდელად, ზედმეტი ფიქრის და დაძაბულობის გარეშე..-გაუღიმა როზამ..
-მაშინ ჩემთან შეხვედრებს უნდა მოუხშირო.. მასე ნუ მიყურებ შენთვისვეა კარგი, თავად თქვი..
-მერე ეგ შენ რა სარგებელს მოგცემს..?
-შენი ღიმილი, ამდენი ხანი არ მოგიშორებია სახიდან, ნეტავ იცოდე ჩემთვის რამდენს ნიშნავს.. ეგ არის ჩემი"სარგებელი" თუ გინდა ასე უწოდო..
-არ არის დამღლელი..? შორიდან არ ვიცი როგორ ჩანს და საშინელი ხასიათები მაქვს..
-ტყუილად ცდილობ ჩემს მოშორებას, თუმცა გაფრთხილება მიღებულია..
-ცოტა ხანში დაგინახავ..
-ახლა რა გითხრი მე შენ.. სირთულეები მაშინებდეს..? ასე გამიცანი..?
-ის დღე გახსოვს..? კაფეში შეუძლოდ ვიყავი..
-მახსოვს..
-ახსნის თავიც არ მქონდა და ვეღარაფერი გითხარი..
-აუცილებელი არაა რამე მითხრა, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობ..
-უბრალოდ, ჩემი ოჯახი.. როგორ გითხრა, ჩვეულებრივი ოჯახისგან განსხვავდება.. არ ყოფილა მარტივი ამდენი წელი მათთან ერთად ცხოვრება და მორიგი სერია განმეორდება მათთან ვიზიტის დროს, სამწუხაროდ ვერაფრით შევეჩვიე არსებულს მოცემულობას და.. იმდენად ცუდად იმოქმედა.. თავადაც ნახე როგორ ვიყავი.. მოკლედ მაშინდელისთვის, მიხარია მარტო არ დამტოვე, მიუხედავად იმისა ვაღიარე თუ არა იმ მომენტში..-გაახსენდა ჭოლას როგორ იყო როზა მეგობრებთან, ყოველთვის პოზიტიური და მიმართული იმისკენ ყველას განწყობა დადებითისკენ შეეცვალა.. მეტად დააფასა მისი ხასიათი ყველაფრის მიუხედავად და მანამდეც თუმცა ახლა უფრო მეტად გაიფიქრა გონებაში, თუ როზა ყველაზე ზრუნავს და უნდა ცუდ განწყობაზე არავინ იყოს.. ის იქნება ვინც მასზე იზრუნებს.. ადამიანის ღიმილზე, პასუხისმგებლობის აღება, იმაზე სერიოზული გადაწყვეტილებაა ვიდრე გგონიათ..
-მადლობა..
-რისთვის..
-შენი ამ ნაწილს გაზიარებისთვის, ვიცი არაა მარტივი..-ჯერ უთქმელი ნდობის ძაფები გაება მათ შორის.. როზა წლებია ბევრს იცნობს და ასეთი შეგრძნება არ დაუფლებია, რომ მას უგებენ..მისი ესმით.. როგორ მოახერხა ეს ჭოლამ, ამდენად მოკლე დროში..? თურმე წლების ნაცნობობა არაფერ შუაშია, ასეთი კავშირი ისე შეიძლება ჩამოყალიბდეს ახლად გაცნობილ ადამიანთან, თავადაც გაკვირვებული დარჩები. თუ ადამიანს უნდა შეძლებს გაგიცნოს დაგინახოს ისეთი როგორიც ხარ..ასეთ ადამიანთან უნდა გარისკო და მისცე საშუალება მოგიახლოვდეს კიდეც.. დავიჯერო გარისკვად არ ღირს..?
სწორ ადამიანთან დრო რამდენად მალე გადის არა..? თითქოს შეგიძლია დაუსრულებლად ელაპარაკო..
კი სეირნობაში, საუბარში გათენდა.. თუმცა შინაგანი ბედნიერების ნაპერწკლების გამო, სულ სხვა მზერა და ღიმილი გამოისახა მათ სახეებზე.. ბედნიერებას ადამიანი როცა ვერ იტევს, თვალები ამბობენ დანარჩენს..
ბოლოსკენ სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ, სვლას აგრძელებდნენ და აღარაფერს ამბობდნენ, არა იმიტომ რომ სათქმელი აღარ ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ სიჩუმე უფრო მეტს ამბობდა იმ წამს, თითქოს უფრო ღრმადაც იბეჭდებოდა ეს მომენტი მათ მეხსიერებაში.. როგორ მიაბიჯებენ ხელჩაკიდებულნი ერთად, როგორ ცვლიან მზერას და როგორ დასთამაშებთ ღიმილი ერთმანეთის გამოჭერისას, ვითომ შეუმჩნევლად დაკვირვებაში.
. . .
-სად დაიკარგე ანჟე, ყველა შენ გეძებს..
-მე დაგირეკე და იქნებ მაცადო გითხრა..
-გისმენ..
-შენობა დატოვე საერთოდ და უკანა ეზოში გადი..
-რა ხდება..?
-სულ მარჯვნივ კუთხესთან მიდი..-ძლივს აუხსნა სადაც უნდა მისულიყო, იმის მიუხედავად არ ჰქონდა თავი..
-ეჰ კარგი და არ მეტყვი რა ხდება..? მოწვეული ლექტორი ბრძანდები, ყველა შენს ლექციას ელოდება..
-ჩემი გამჭირვებია, სად ხარ ამდენ ხანს..?
-აქ ვარ.. ვერ გხედავ..
-კიდევ წამოიწიე წინ.. მასე, ახლა კი მაღლა ამოიხედე..-ნელა აიხედა მაქსიმემ და ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, მალევე კი სიცილი ვერ შეიკავა..
-ფანჯარაში რანაირად მოახერხე გაჭედილიყავი..? - კიდევ ერთხელ შეავლო"საცოლეს" თვალი.. ფანჯარა ხმამაღალი ნათქვამია, სარკმელი უფრო შეიძლება ეწოდოს.. წელამდე ჩანს ანჟელიკა და იმასაც ვერ ხვდება აქამდე როგორ გამოეტია..
-ამ ოთახში ჩავიკეტე, მეთქი ფანჯრიდან გადავძვრებიი და..აქ ვარ.. არა მოიცადე ფოტოებს მიღებ..?
-აბა გაიღიმე, ახლა ერთად გადავიღოთ..
-მაქსიმე მოგკლავ იცოდე, ხალხი მელოდება, არც ისე მაღალია რომ ვერ ჩამომსვა.. დამეხმარები თუ არა..
-მოიცა დავფიქრდე..
-მაქსიმეე..
-თხოვნასავით არ ჟღერდა თუ მომეჩვენა..-იმდენად მოერია ბრაზი ანჟელიკას, კინაღამ ის ერთადერთი იმედი ესროლა ტელეფონის სახით.. ტელეფონს დახედა..
-რას აკეთებ..?
-შენ თუ ჩემი დახმარება არ გინდა და მაწვალებ, სხვა დამეხმარება..
-და შენც მიიღებ მაგ დახმარებას..?-ახლა მაქსიმეს დაეტყო უკმაყოფილება..
-ვისგანაც მინდოდა დახმარება, დავურეკე კიდეც მაგრამ იმდენად ნერვებს მიშლის ..-აღარ გაუგრძელებია, ჩამოყრილ თმებში დამალა სახე.. არ ელოდა მაქსიმეს სიახლოვეს, მისკენ გაიხედა.. წელზე შემოხვია ორივე ხელი და ნელი მოძრაობით ცდილობდა მის გამოყვანას.. შემდეგ წამიერად აღმოჩნდა ნანატრ მიწაზე, ფარულად ნანატრ ადამიანთან..
-ახლა კმაყოფილი ხარ..?-არც თვალს აცილებდა მაქსიმე და არც ხელებს.. ანჟელიკა კიდევ უფრო მიუახლოვდა, ოდნავ მაღლა აიწია, ლოყაზე აკოცა და შემოხვეული ხელები მოაშორებინა..
-მადლობა მაქს..-გაუღიმა ისე თითქოს წუთის წინ მასზე გაბრაზებული არ ყოფილიყოს.. შენობისკენ დაიძრა ანჟელიკა და დატოვა გაშეშებული მაქსიმე, რომელმაც გვიან გაიაზრა "საცოლეს" უნდა გაჰყოლოდა სასწრაფოდ..
წუთები დასჭირდა ანჟელიკას მოსაწესრიგებლად.. გრაციოზულად შევიდა ხალხით სავსე აუდიტორიაში.. მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა..მიესალმა ყველას, ბოდიშიც მოიხადა ძვირფასი დროის დაკარგვისთვის, თუმცა ეს გარშემომყოფებს დიდად არ ადარდებდათ..
დაიწყო საუბარი, საყვარელი ავტორების და მათი ნაშრომების მიმოხილვით.. ისე უსმენდნენ თითქოს პირველად იგებდნენ მათ შესახებ, თითქოს ისტორია არც წაუკითხავთ და არც მოუსმენიათ..
უყურებდა მაქსიმე და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.. ეტყობოდა როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა და ყველას გადედო გარშემო.
ოღონდ მაქსიმეს ნახევარი ესმოდა მხოლოდ, შენელებული კადრივით უყურებდა ანჟელიკას, მის ღიმილს, საუბრის მანერას, ჟესტიკულაციას.. როდესაც იმაზე საუბრობ რაც გიყვარს, სხვანაირი ხდები ამ დროს ადამიანი და სწორედ ამით ტკბებოდა მაქსიმე.. დროის გასვლა ვერც კი გაიგო..
-სულ ეს იყო რის თქმაც მინდოდა.. მგონი კითხვების დროა.. თუ შეკითხვები გაქვთ, შესაძლებლობიდან გამომდინარე ვეცდები გიპასუხოთ..-ეს ნაწილიც არანაკლებ უყვარდა ანჟელიკას, აქედან ხვდებოდა როგორი გამოსვლა ჰქონდა.. ხალხთან კომუნიკაციაში შესვლა და ლიტერატურის განხილვა.. საინტერესო პერსონაჟებით, რომლებსაც მკითხველი.. ამ შემთხვევაში მსმენელი საკუთარ თავთან აიგივებს და თითქოს მხოლოდ პერსონაჟებზე კი არა, არამედ საკუთარ თავზე უსმევენ შეკითხვას.. თითქოს რჩევის მოსმენა უნდათ ანჟელიკასგან.. ეს ამოცანა დიდი ხნის წინ ამოხსნა და ამიტომაც პასუხებს სულ სხვა გადმოსახედიდან..
-თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულის მიღებისთვისაც კი მზად უნდა იყოთ ადამიანი, მითუმეტეს იმ ყველაფრისთვის რაც მას მოსდევს.. თქვენ როგორ მოიქცეოდით პერსონაჟის ადგილზე, მიატოვებდით ადამიანს თუ დაელოდებოდით..?-გამომცდელად გადახედა ანჟელიკამ შეკითხვის ავტორს..-იქნებ მზად არასოდეს იყოს ..?
-ამიტომაც ორი ვარიანტი გვაქვს, ჩვენ არ ვიცით ადამიანის წარსული.. იქნებ არ უყვარდათ უანგაროდ და ადამიანის გამოვლენილი სიყვარულის არ სჯერა. იქნებ დრო და მოთმინებაა დასარწმუნებლად თუ ადამიანს აირჩევს, ეს ადამიანი არსად წავა და მისი გრძნობები ნამდვილია..
ანდაც მეორე შემთხვევაში სჯობდეს კიდეც დატოვო ასეთია ადამიანი, რადგან არ შეგიძლია გაურკვეველი დროით ლოდინი.. თავად პერსონაჟზეა დამოკიდებული და ვიცით ქალს არ დალოდებია..
-თქვენი აზრით სწორად მოიქცა..? ანდაც ამ დროს როგორ უნდა გადაწყვიტო..
-ინდივიდუალურია და ორი ადამიანის ურთიერთობაზეა დამოკიდებული.. -კიდევ გაგრძელდა გარკვეული დროით შეხვედრა.. თანდათან წავიდა ყველა, ახლოსაც მივიდნენ კიდევ, ესაუბრებოდნენ და ბოლოს მხოლოდ იქვე კედელს მიყუდებული მაქსიმე დარჩა მასთან..
-შეუდარებელი იყავი ანჟე..-ანჟელიკა წამოდგა, ჩანთა აიღო და ფურცელი დახვდა სკამზე.. არ ეცნო, ამიტომაც აიღო და კითხვა დაიწყო…
"მე აუცილებლად დაველოდები საყვარელ ადამიანს.. ქალს რომელიც ლოდინად ნამდვილად ღირს და აუცილებლად დავარწმუნებ ჩემი სიყვარულის სინამდვილეში.. მისი სიყვარულის სინამდვილეს მისი თვალებიდან ვხედავ.. მადლობა"-ასე რატომ იღიმი..?
-მიხარია აქ მოსვლაზე უარი არ მითქვამს..-მაქსიმეს მიაწოდა ფურცელი.. უცებ გადაიკითხა და მასაც გადედო ის კმაყოფილი ღიმილი, ანჟელიკას სახეზე რომ გამოისახა ორიოდე წუთის წინ..
ხელი ჩასჭიდა მაქსიმემ და ერთად დატვეს შენობა..
. . .
"ზოგადად ცალმხრივი არაფერი ვარგა
და მითუმეტეს სიყვარული.
გზებიც უინტერესოა ცალმხრივი...
შენ მიდიხარ და შენსკენ არავინ მოდის..."- ნიკოლოზ ნორიელი



მთელი ღამე ფიქრში გაათენა გაიანე ერისთავმა, არც შემდეგი დღეები გასულა გარეთ.. თითქოს აქამდე მისი გრძნობები არ ყოფილა რეალური, ახლა კი როცა თუნდაც ერთხელ ხმამაღლა გააჟღერა, ზედმეტად რეალური გახდა.. სულ თავიდან როცა შეამჩნია თავს სხვანაირად უყურებდა ვაჩეს, იფიქრა ვიმეგობრებ, გავიცნობ და გადამიყვარდებაო.. უნაკლო ხომ არაა ჩვეულებრივი ადამიანიაო.. სამწუხაროდ გაიანემ ვერ გათვლა ადამიანი თავისი ნაკლოვანებებითაც შეიძლება გიყვარდეს, რაც უფრო მეტად იცნობდა ვაჩეს, მეტად უყვარდებოდა თუნდაც გაუმხელელად..იმდენად.. საკუთარ თავსაც აღარ უტყდებოდა..
იმდენი რამ გადაიტანეს ერთად.. ყველანაირს იცნობდა დადებითით თუ უარყოფითით.. მისი კონკრეტული თვისება კი არა მთლიანად უყვარს ვაჩე ისეთი როგორიცაა.. იცის რა სწყინს, რა უხარია.. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანს ვერ დააძალებ უყვარდე.. ვერ დააძალებ ისე გიყურებდეს როგორც შენ უყურებ.. თითოეულ დეტალს იმდენ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს რამდენადაც შენ..
აკაკიზეც დაფიქრდა.. მათი ურთიერთობა ბოლომდე გადახარშა და მიხვდა გულის სიღრმეში ვაჩეს ადარებდა.. თავიდანვე განწირული ყოფილა მათი ურთიერთობა და არ იცოდა.. არ უნდოდა სცოდნოდა.. თითქოს აკაკი იყო შანსი ვაჩეს სიყვარულისგან გათავისუფლებულიყო, იმედი რომ ამას შეძლებდა და ეს გეგმაც ჩაიშალა..
გადაწყვიტა ამ ეტაპისთვის ვაჩეს ალტერნატივის ნაცვლად აღარავინ მოეძებნა.. რაც უფრო ძალდატანებით ხდება რამე, მეტად არ გამოდის.. შედარებით დამშვიდდა, ყველა ზედმეტი ფიქრისგან გათავისუფლდა.. მისი სიყვარული ოკეანის სიღრმესაც, რომ სწვდებოდეს, არაა საკმარისი და ამას არაუშავს.. ცხოვრება ამით ხომ არ მთავრდება..
-სამსახურიდან მივდივარ ვაჩე..
-რას ნიშნავს მიდიხარ..?
-წასვლა რას უნდა ნიშნავდეს..?
-შეგიძლია ამიხსნა რატომ..?
-აქ ამოვწურე ჩემი თავი და იმიტომ..
-აკაკის გამო..? გამოვასწორებ..
-საჭირო არაა, მასთან შერიგებას არ ვაპირებ..
-დაშორდით..?
-დავშორდით კი.. დაე იცოდე თუ გაგახარებს ამის ცოდნა, მაინც არ მოგწონდა..
-რანაირად მელაპარაკები.. წესიერად ამიხსენი.. მე და შენ.. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, როგორ შეგიძლია ადგე და წახვიდე..
-ორივესთვის უკეთესი იქნება.. ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ.. ჩემი შემცვლელი აქ დიდი ხანია მუშაობს, ჩემგან ყველაფერი ისწავლა, რის სწავლაც შეიძლებოდა..
-შენი შემცვლელი..? ამაზეც გიზრუნია.. შენ წილზე რას იტყვი..?
-შეგიძლია გადაიფორმო, მოვაგვარებთ მაგასაც არ იდარდო..
-არა..არა შენ არ.. არა ეს აბსურდია..
-მაპატიე ვაჩე..
-რას მებოდიშები.. თუ შვებულება გინდა დასვენება მესმის, მაგრამ საერთოდ წასვლა..? ხვდები რას მიკეთებ..?
-არ იქნება მარტივი, თუმცა შეეჩვევი..
-ჩემს მაგივრად იწყებ ფიქრს..? ზუსტად იცი რას ვიგრძნობ და რას არა..? გაიანე..
-ზოგადად ასე ხდება ხოლმე, ისეთ წარმოუდგენელ რამეს ვეჩვევით ხანდახან..საკუთარი თავის თავადვე გვიკვირს.. ნახვამდის ვაჩე..-თავადაც არ იცის როგორ იდგა მყარად მთელი ეს დრო, თითქოს მის მაგივრად სულ სხვა ადამიანი ლაპარაკობდა.. იმდენად იყო ფოკუსირებული იმაზე ვაჩეს წინაშე არ დამსხვრეულიყო ნაწილებად, წამოსვლისას ცრემლები ვერ შეამჩნია მის თვალებში..
წამიერად კი გაიფიქრა ქვეყანა დაეტოვებინა, სამწუხაროდ ამდენი ძალაც არ გააჩნია ახლა, რამოდენიმე დღე ქალაქიდან დაგეგმა წასვლა ბებიასთან.. ყველა საბუთი მოგვარებული და ბარგი ჩაბარგებული ჰქონდა..
დაემშვიდობა მეგობრებს და წავიდა..საათები იმგზავრა, საშინლად გახლდათ დაღლილი, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა იმ წამს.. როდესაც უზარმაზარ ეზოში შევიდა მანქანა, იქვე დაინახა ბებია.. ყვავილებს რწყავდა.. სანამ არ გადმოვიდა, მანამდე ვერ იცნო დიდი ხნის უნახავი შვილიშვილი.. ჩაეხუტა მოეფერა.. წამლად მოედო ბებიის სითბო გაიანეს.. დაღლილობა სულ გადაავიწყდა..
-ბებოს სიცოცხლე, არ რამ მოგიყვანა..?
-შენთან მოვედი ბეე.. არ მიმიღებ..?
-მიგიღებ აბა რას ვიზამ.. ეს რა ბარგია, დიდი ხნით რჩები..?
-ვნახოთ ვნახოთ, ყოველდღე გემრიელობებს თუ მომიმზადებ შეიძლება..
-არ იცვლები შენ..
-რაცა ვარ ესა ვარ..-გაეცინა ორივეს.. დაანება საქმინობას თავი და შვილიშვილთან ერთად სახლში შევიდა..


. . .
ჯერ კიდევ ვერ იაზრებს ვაჩე მის ცხოვრებაში გაიანეს არარსებობას.. თითქოს ნებისმიერ წამს შემოხვდება.. აი სადაცაა კარებს შემოაღებსო ასეთი განცდა აქვს, ანდაც აჯერებს თავს.. მუშაობას თითქმის არ წყვეტს, იქნებ ამ ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტოს.. თავს ვერაფერს უხერხებს.. არაფერი შველის..
თავად გაიანემ უთხრა თანდათან მიეჩვევიო, კი არ ეჩვევა უფრო და უფრო უარესად გრძნობს თავს..
ნელ-ნელა ყველგან მისი დანახვა დაიწყო.., თითქმის მთელი სიცხადით ხედავდა გაიანეს.. თან ძველი მოგონებები ახსენდებოდა.. სამსახურში, სახლში.. ქუჩაში.. სიზმარშიც კი ოღონდ გამოღვიძება უფრო ჰგავდა კოშმარს, ვიდრე სიზმრები..
ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა.. თითქოს დაპროგრამებული ყოფილიყოს.. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და ამის შემჩნევა მეგობრებს არ გასჭირვებიათ..
-მოიცადე, მე მეგონა ისე წავიდა ცოტახნით.. სამსახურიდან საერთოდ წამოვიდა..? ამის გამოა ვაჩე ცოცხალმკვდარი..?-გააჟღერა აზრი როზამ და დანარჩენებს გადახედა.. ამ დროს ანჟელიკა ფიქრებით იმ დღეს დაუბრუნდა გაიანე ვაჩეზე რომ ელაპარაკა.. ამბობდა წასვლა არ შემიძლიაო და წავიდა.. გამოდის ძალიან ცუდადაა რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო..-რატომ წავიდა ნეტა..?
-დაიღალა ალბათ როზა.. რატომ წავიდოდა..-ანჟელიკა
-ვაჩე გვყავს მოსასულიერებელი.. ამაზე ვიფიქროთ ჯობია..-დაამატა ჭოლამ
-საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე გგონიათ..-მაქსიმე..-თქვენ კიდევ არ იცით რამდენად ახლო არიან თუ იყვნენ.. აღარც ვიცი მათ შორის რა ხდება.. იმდენი წელია ერთად მუშაობენ, ჩვენთან ერთად ატარებენ დროს.. ჯერ ვერც ვიჯერებ გაიანეს გადაწყვეტილებას..
-იქნებ უკეთესიც იყოს, ცოტახნით მათი დაცილება..-ანჟელიკა..
-უკეთესი რანაირად, ვაჩეს შეხედე..-ჭოლა..
-ჯერ არა მგონია ჩარევა კარგი გადაწყვეტილება იყოს, საკუთარ თავში ჯობია გაერკვეს..-ანჟელიკას აზრი არ ჟღერდა ცუდად, უბრალოდ რთულია არ ჩაერიო, როცა ხედავ როგორაა შენი მეგობარი..
ამ დღემაც ჩაიარა და კიდევ ერთმა კვირამ.. ივნისის შუა რიცხვებია და გაიანე არ ჩანს.. ვაჩეს თითქოს არაფერი ეტყობა, თუმცა რეალურად უბრალოდ აღარ იმჩნევს შინაგანად რას განიცდის.. ახლაც დიდი ხანია ღვიძავს, ფაქტობრივად არ სძინებია და მხოლოდ მაშინ წამოდგა გამაყრუებელი ხმა როცა შემოესმა.. ვიღაც კართანაა.. ძლივს ადგა და კარები გააღო..
-ამ დროს აქ რა გინდა..?
-შენც გამარჯობა..
-მაქსიმეე არ მაქვს არაფრის თავი.. თუ სალაპარაკო გაქვს მოგვიანებით ოქეი..?
-შენ ამ ბოლო დროს არაფრის თავი არ გაქვს.. -ვაჩეს ნათქვამი არ შეიმჩნია და სახლში შევიდა..
-კარგი ასეთი საჩქარო თუა გისმენ.-დივანზე ჩამოსხდნენ, ვაჩე ისევ ელოდება როდის დაიწყებს მაქსიმე საუბარს..
-როდის მორჩები თამაშს ძმაო ჩემო..?
-როგორ..?
-ცუდად ხარ ვაჩე ცუდად.. შენ თუ არ გამოხატე, არ მივალთ კარგ დასასრულამდე..
-რაზეა საუბარი ვერ ამიხსნი..?
-ვაჩე..
-ცვლილებებს შევეგუე უკვე თუ მაგაზე ამბობ..
-ვის ატყუებ ერთი, აბა წესიერად შემომხედე.. შენი ვითომ კარგად ყოფნა და გაიანეს წასვლა არ მაინტერესებს აზრები, სხვას დააჯერე.. მე თვალებში ნაცარს ტყუილად მაყრი..
-და მერე რა.. რა აზრი აქვს რამის თქმას, ჩემს გრძნობებს.. გაიანე წასულია და ამას ვერაფერი შეცვლის.. ფაქტია და მორჩა, უნდა მივიღო..
-ხომ იცი სოფელში სამუდამოდ არ დარჩება..
-წილის გადაფორმებაც კი შემომთავაზა.. ჩემთან არანაირი კავშირი არ უნდა.. მე რა უნდა გავაკეთო, ხომ არ დავაძალებ..
-ხომ იცი ასე არაა.. დრო სჭირდება..
-ყველაფერი ასე მარტივად არაა..
-წილზე რას აპირებ..?
-მე ხელს არ მოვაწერ, სხვას თუ უნდა მიჰყიდოს.. მერე მეც გავყიდი იმ ჩემს წილს და დავასრულებთ ბედნიერად.. არადა ერთად ვიპოვეთ შენობა, ერთად მოვაწყვეთ.. ყველაფერი ერთად ავაშენეთ..
-ვიცი..
-ეს ყველაფერი აიღო და მოისროლა..
-არ გიფიქრია ასე რატომ მოიქცა..?
-ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ მაქსიმე.. ყოველდღე..
. . .
-აქ სიმშვიდეაა.. ისე არსად ბეე..-ეზოში მიირთმევდნენ ყავას, ღიმილით გადახედა გაიანემ ბებიას..
-ნამეტანი დაუღლიხარ ქალაქს..
-რამდენი წლის იყავი, სოფელში როცა წამოხვედი თბილისიდან..? გიკვირს ჩემი ამბავი..?
-მე რაღამ უნდა გამაკვირვოს ბებოს სიცოცხლე, უბრალოდ შენ აქ სხვა მიზეზით ხარ და მე თავის დროზე, სხვა მიზეზით ჩამოვედი..
-დროებით ყველაფრისგან მინდოდა შორს ყოფნა..
-ყველაფრისგან თუ ვაჩესგან..
-ბებო..
-შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ ამხელა ქალი.. რაც აქ ხარ არ გიხსენებია და რა მიხვედრა მაგას უნდა იჩხუბე..
-არ მიჩხუბია.. ვიკამათეთ..მაგისთვის არ ვარ აქ.. ყველაფერმა დამღალა, ვაჩემაც.. დასვენება მჭირდებოდა..
-კი დაისვენე და ჰე ისევ აქ ხარ..
-ჩემი გაგდება ხომ არ გინდა და ვერ მეუბნები..-ჩაეცინა გაიანეს.. ბებიასაც..
-სულ რომ აქ გადმოსახლდე, არ მაქვს პრობლემა, გიმეორებ.. საქმე სხვა რამეშია..
-მაინც რაში..?
-თავადაც იცი..-ისევ ანჟელიკას სიტყვები გაახსენდა.. თავიდან უკეთ იქნები და შემდეგ როცა შეხვდები, მიხვდები არაფერი შეცვლილაო.. რეალურად სოფელში ბებოსთან კარგადაა, თუმცა შინაგანი ბრძოლები არ დასრულებულა.. მასზე ფიქრები არ მოშორებია.. ენატრება ამაში მაინც გამოუტყდა საკუთარ თავს, არ უნდა ასე იყოს, რას იზამს.. ამიტომაც ამ ფაქტს აიგნორებს თითქოს რამე შეიცვლებოდეს..- გაიანე, ერთი ის მითხარი ყავას შაქრით როდიდან სვამ..? ცხოვრებაში არ დაგილევია და რაღა ახლა ჩაიყარე ორი კოვზი..
-რაა.?
-არ მისმენ..? -რაც აქაა შაქრით სვამს ყავას, ოღონდ ახლაღა გაიაზრა ეს, ბებიას არ ეთქვა, ვერც შენიშნავდა.. დაფიქრდა და გონება მალევე გაუნათდა.. ასე ხომ ვაჩე სვამს ყავას.. ძლიერს, ორი კოვზით..
-უშაქრო მირჩევნია..
-რაც არ არის შენი არ არის.. -ახლის დასხმა გადაწყვიტა, გაიანემ შეაჩერა..
-ამჯერად დავლევ ასე..
-როგორც გინდა.. ისე ბოსტანში ხომ არ ჩახვალ..? სალათისთვის მომიკრეფდი რაღაცებს..
-ჩავალ აბა რას ვიზამ.. მხოლოდ ის მითხარი რა გნებავს..-ყავა დალია და იქვე ახლოს გადავიდა დავალებულ ადგილას.. დაიხარა და დაიწყო კრეფა.. ჩაიმუხლა, ხელებით მიწას დაეყრდნო და წამიერად მაღლა აიხედა..ისევ გააგრძელა საქმიანობა და გაგიჟდებოდა ალბათ მალე ისე მოუნდა ტირილი.. ვეღარ შეიკავა თავი და ატირდა ოღონდ საქმე არ შეუწყვიტავს..
თავადაც არ იცის რა ატირებს.. ვაჩეს ყავას რომ სვამს ამდენი ხანი, ვაჩეს ხსენება..? ერთიანად მოაწვა ყველა შეკავებული ემოცია.. ყველა მოჩვენებითი კარგად ყოფნა..
ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა.. ასე დააგვიანდა ბებიას რომ დაერეკა..? არ დაურეკავდა.. აბა ვინაა..
-მაქსიმე.. რამ გაგახსენ ჩემი თავი..
-როდის დამვიწყებია მეგობარი..? როგორ ხარ..?
-კარგად, რა მიშავს.. შენ როგორ ხარ..? ჩვენები როგორ არიან..
-ყველა კარგადა..
-მაგრამ..
-არ გირეკავ კარგ ამბავზე..
-რა ხდება მეტყვი თუ არა..
-ვაჩე რესტორანს ყიდის..
-რაა..?
-მთლიანად, როგორც გავიგე ის ტიპი საერთოდ გადაკეთებას აპირებს და მოკლედ რაა.. ვერაფრით გადავარწმუნეთ ვაჩე..
-მე საბუთი დავუტოვე ჩემი ხელმოწერით, ჩემი აღარაა მთლიანად მისია.. იმას უზამს რაც უნდა..
-შენი აღარაა კარგი მაგრამ რესტორანი არ გენანება..? თანამშრომლები ასე დარჩებიან ჰაერში..-თოთოეული თანამშრომელი სახელით კი არა ოჯახის წევრებიანად იცის და მათი მდგომარეობა წარმოიდგინა უმუშევრობის შემთხვევაში..-ვიფიქრე უნდა გცოდნოდა, მეჩქარება მე წავედი..
ზარი გაწყდა, ვერ იჯერებ როგორ შეუძლია ვაჩეს ასე მოიქცეს..? მისი საქმე აღარა, არანაირად.. დავალებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და სახლში დაბრუნდა..
-რა კარგი გოგო ხარ..-უფრო და უფრო ბრაზდება და ვეღარც იკავებს.. საღამოს ამბობდა რა ჩემი საქმეაო, ბოლოს კი დილით უკვე გაბრაზებული აბარგებდა ნივთებს.. ბებიამ არ შეიმჩნია, ჩაეხუტა და დაემშვიდობა..
მთელი გზა ვაჩეზე ბრაზობდა..სახლისთვის თვალიც არ შეუვლია, ბარგი დადო და ისევ მანქანაში ჩაჯდა..სახლში მივიდა მასთან, გასაკვირი არაა მეგობრის სახლის გასაღები გქონდეს არა..? ეზოში კი არ შევიდა, შევარდა.. უკვე შესვლას აპირებდა, ვაჩე როცა გამოვიდა.. სამსახურში მიდიოდა ალბათ.. კიბეებზე ჩამოვიდა და მხოლოდ ახლა შენიშნა მის წინ მდგარი გაიანე.. ჯერ არ იყო დარწმუნებული მის რეალურობაში და მაინც, ძლივს შეიკავა არ გაღიმებოდა..
-ვინ დამდო პატივი და მესტუმრა.. არ გელოდი..
-თურმე არ მელოდა.. როგორ იქცევი გამაგებინე..
-როგორ ვიქცევი..?
-რატომ ყიდი რესტორანს, ვერ ამიხსნი..?
-ისე დეტალურად აგიხსნი, როგორც შენ შენი წასვლის დეტალები მომახსენე..
-მე მეგონა ყველაფერს კარგ ხელში ვტოვებდი, ვისაც ადარდებდა ხალხი, შენობა.. რაც კი ერთად გვიშენებია, შენ კი ამის განადგურება გინდა..?
-მგონი იმ წუთიდან აღარ გეხება რესტორნის საქმეები, როცა წასვლა გადაწყვიტე..
-არასწორად იქცევი.. შენი საქმე არ გიყვარს..? იქ ხომ ყველაფერი გიყვარს, რატომ ყიდი..?
-შენც გიყვარდა იქ ყველაფერი.. წახვედი ბოლოს..
-რადგან მე წავედი, შენც იგივე უნდა გააკეთო..?
-აღარ მცალია, ბოლო დღეები დამრჩა სამსახურში და ხომ არ დავაგვიანებ..
-არა..-წინ გადაეღობა..-არ შეგიძლია ასე მოიქცე.. არა..
-დამიშლი..? რა შეგიძლია გააკეთო საინტერესოა..
-ვაჩე ასე არ მოიქცე.. დაფიქრდი გთხოვ..
-წახვედი თუმცა რესტორნის გაყიდვა არ გინდა..?
-თანამშრომლებზე რას იტყვი..? ჯერ ხომ ახალი სამსახური მაინც უნდა იპოვონ..
-შენი სადარდებელი არაა.. ვალდებული არ ვარ აგიხსნა..
-ვაჩე.. გთხოვ თუ ყიდი და არაფერი გაინტერესებს.. გადადე მაინც..
-გადავდო..?
-სანამ ახალ სამსახურს დაიწყებენ.. კიდევ ექნებათ სხვებს საშუალება რესტორანს ესტუმრნენ.. ეს მაინც გააკეთე ძალიან გთხოვ..-ვაჩე გაჩერდა, გვერდით გაიხედა.. თითქოს ფიქრობდაო.. შემდეგ კიდევ უფრო გაუმკაცრდა სახე და გაიანეს გაუსწორა მზერა..
-ამისათვის პირობები მაქვს..
-გისმენ..
-უნდა დაბრუნდე..
-რა..? რას ნიშნავს დავბრუნდე..
-რესტორნის დაკეტვამდე, თუ გინდა საერთოდ გადაიდოს.. მანამდე დაბრუნდები..
-ამას მართლა მთავაზობ..?
-თუ არ გაწყობს ხვალვე შემიძლია ყველაფერი გადავუფორმო..
-არა.. ეს არ გააკეთო.. რესტორნის დახურვამდე დავბრუნდები..
. . .
-მოიცადე გაიანე.. სწორად მესმის შენი ნათქვამი..?-გაკვირვებით გადახედა როზამ..
-კი დროებით ვბრუნდები, სანამ გაყიდის ყველაფერს..
-დროს იგებ..-თავი დაუქნია გაიანემ..
-კიდევ ერთხელ უნდა განვმეორდე, რამდენად მოგვენატრე ყველას.. გვიხარია შენი დაბრუნება..-ანჟელიკა..
-იმედია წასვლას აღარ აპირებ..-ჭოლა..
-ჯერ ეს დღეები გადავაგორო სამსახურში, რომელშიც არ მეგონა თუ დავბრუნდებოდი და მერე ვნახოთ რას ვიზამ.
-კარგი რაა ზაფხულია, ერთად უნდა ვიყოთ, გავერთობით..-როზა
-იმ იდიოტთან ერთად მშვენიერი ზაფხული მელოდება.. ყველაფერს როცა გაყიდის მერე როგორ შემომხედავს საინტერესოა..
-არც იმისთვისაა მარტივი, იმედია ამას ხვდები..-მაქსიმე.
-ვინ აძალებს მერე, ყველაფერი იდეალურ მდგმარეობაში დავტოვე, არანაირი პრობლემა არ გვქონია.. საერთოდაც ახალი რესტორნის გახსნას ვფიქრობდით.. რამ აიძულა.. მასზე ფიქრით თავი ამტკივდა უკვე..
-ყველაფერი მოგვარდება, აი ნახავ..-მზემ შეწყვიტა დედამიწის განათება, სითბოს მიწოდება და შემდეგ გაუკვირდა, რატომ დაისადგურა სიბნელემ..ქაოსმა..
. . .
-პიკნიკი და ფოტოების დათვალიერება შესანიშნავი იდეა იყო..-გაუღიმა როზამ ჭოლას..
-მიხარია თუ მოგეწონა.. იმდენი რამ შეიძლება არასწორად წასულიყო..
-მერე რა.. ყველაფერი ყოველთვის არასწორად მიდის.. მაინც ვახერხებთ გზის გაკვლევას და კარგის დანახვას..
-მართალი ხარ, თუმცა დარწმუნებული ვარ აქ პიკნიკის მაგივრად, პარიზში გერჩივნა..
-ისევ შეცდი.. ადამიანს აქვს მნიშვნელობა და არა ქალაქს.. თანაც რაღაცით ვამსგავსებ პარიზს და თბილისს ერთმანეთს.. შეიძლება იმის ბრალია აქეთ-იქით რომ დავდივარ წარამარა..
-მაინც რით..
-ქუჩებში დიდი ხნით სიარულისას მომსვლია იცი რა..? გავჩერებულვარ ჩაფიქრებული და წამიერად დავფიქრებულვარ ახლა რომელ ქალაქში ვარ-თქო.. ძალიან გადაღლილი ვიყავი მაგრამ მართლა ჰგავს.. სანაპირო. ჭადრის ხეები..
-იქნებ აქაურობა გენატრება და პარიზში ნაცნობს.. ეძებ..
-შეიძლება..
-ამ ფოტოს რა ისტორია აქვს..?
-მეგობარი მაცილებს, ქვეყანა შევყარე თბილისში ვბრუნდებითქო და დრო ამრევია, დაგვიანებული იყო.. ამიტომ ვტიროდი და მეგობარი დამცინოდა..
-დაგცინოდა..? იმ მომენტში..?
-პირიქით მაგან უფრო გამახალისა.. ორ საათში ახალი რეისით გამომიშვა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.. -ისევ ფოტოს შეხედა როზამ, გაეღიმა მოგონებებზე.. ჩაფიქრდაო თითქოს წამიერად.. ჭოლა გადაიხარა მისკენ და მხარზე აკოცა.. როზამ გადახედა და გაუღიმა..
-რთულია ალბათ თუმცა საინტერესო..
-რა..?
-ორ ქალაქში ცხოვრობ.. აქ მოდიხარ, იქაურობა გენატრება, იქ ხარ აქაურობა.. მეგობრებიც დაგემატა და მე.. უკვე რამდენი ადამიანი უნდა მოგენატროს.
-მეგობრები და შენ..? როგორ ოსტატურად გამოყავი თავი მათგან..
-მე შენი მეგობარი არ ვარ.. იმედია არ ფიქრობ ეს მეგობრული პაემანიაო თორემ გავაფრენ..-გაეცინა..
-კარგი ჩემთვის უცხო ადამიანს როგორ გააცნობ ჩემს თავს.. -ხმის დაბოხება სცადა..-ჩემი მეგ.. არა ახლობელი.. იცით ჩახლართულია..
-კარგად გამოგდის ჩემი გაჯავრება, მაგრამ აქ ჩახლართული არაფერია..რას იტყვი, შეყვარებულად თუ წარგადგენ..?
-უკვე სტატუსებზე გადავედით..?
-წინააღმდეგი ხარ..? ამ ეტაპისთვის შემიძლია ამ სტატუსს დავჯერდე.
-მეტზე გაქვს პრეტენზია..?
-მექნება..
-მშვენივრად იცი ხშირად მიწევს წასვლა და დიდი ხნით.. რთული იქნება..
-მაგრამ არა შეუძლებელი..
-ძალიან ბევრი ადგილი უნდა გაჩვენო, მე უკვე ისე ვიცნობ იქაურობას..
-კარგი.. თანხმობად მივიღებ..
-როდის დაგთანხმდი..?
-როზალინა.. წვალებაცაა და წვალებაც..
-რა გგონია რადგან ჩემი შეყვარებულის სტატუსი მოგენიჭა, ყველაფერი კარგისკენ წაგივა..? ოფიციალურად გაქვს ვალდებულება ჩემს ხასიათს გაუმკლავდე..
-სიამოვნებით..
. . .
მარტო როცა დარჩა გაიანე და ამ ბრაზმა ოდნავ გადაუარა.. მერეღა გაიაზრა, ვაჩე ნახა ამდენი ხნის შემდეგ.. ერთი შეხედვით არ იყო დიდი დრო გასული, მაინცისეთი განცდა ჰქონდა ორივეს თითქოს საუკუნოდ გაიწელა ეს დრო..
მართალი იყო ანჟელიკა, მანძილს გაიანეს გრძნობებზე გავლენა არ ჰქონია.. თითქოს ქვიშის სიმშვიდისგან ააშენა სასახლე და ერთმა ტალღამ მთლიანად ჩამოანგრია ნაწვალები.. საბედნიეროდ ამ ნანგრევების მოლოდინი ჰქონდა .. ახლა როცა რეალურად აღმოჩნდა ნანგრევების ქვეშ არ იცის გამკლავებას თუ შეძლებს.. ერთია რას ფიქრობ რა შეგიძლია და მეორე რეალურად რა ხდება.. ამ ერთ ტალღას კი შეეჭიდა, თუმცა მოგვიანებით უფრო ძლიერ ტალღებს თუ გაუმკლავდება ესაა მისთვის სადარდებელი და ჩვენთვის საინტერესო..
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად მიდიოდა სამსახურში.. ყველას მიესალმა, გულთბილად მოიკითხა.. საქმეები მშვენივრად მიდიოდა და ვერ მიხვდა მისი იქ ყოფნის მიზეზს.. რაში სჭირდებოდა გაიანეს დაბრუნება.. მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა.. მისი არ ყოფნის დროს რაც კი რამ მოხდა, რამე საბუთი თუ გაფორმდა, ყველაფერს გადაავლო თვალი.. ეგონა დღის ბოლოს ნახავდა ვაჩეს, ის კი არ გამოჩენილა..
არც შემდეგი დღე უნახავს, არადა ყველაზე ადრე მივიდა და ყველაზე გვიან წამოვიდა.. სახლში მისულს საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები, მისი ნახვის სურვილი რომ ჰქონდა.. აი სკოლაში ბიჭი რომ მოგწონს და დერეფანში დაწოწიალობ იქნებ გადააწყდე.. მხოლოდ საქმეზე ვიქნებიო ფოკუსირებული, შეიპირა თავი..
შემდეგი დღე ფიქრისთვის არ ეცალა იმდენი საქმე გამოუჩნდა.. ძლივს მოძრაობდა ისეთი გადაღლილი იყო.. ყველგან იყო შუქი ჩამქრალი და კარებთან გაჩერდა.. თავადაც არ იცოდა რატომ მაგრამ შებრუნდა.. სამზარეულოს კარები შეაღო, შუქი აანთო და მიმოიხედა.. რამდენი უცინიათ აქ.. რამდენჯერ მოუმზადებია ვაჩეს მისთვის, თან როგორ უყვარს მისი ყურება მზადების პროცესში.. რაღაცნაირად სხვანაირი ხდებოდა იმ დროს..
შეფის მფლობელობაში ითვლება სამზარეულო ადამიანების გონებაში.. გაიანეს წესით აქ არაფერი ესაქმებოდა, არაფერი დარჩენოდა და მაინც აქაურობას ისე უყურებდა როგორც მიტოვებულ სახლს უყურებენ ხოლმე სადაც ოდესღაც უცხოვრიათ..


"და მერე ქარივით წამიღებს დარდი, უშენობამ თუ ჩამომაწვიმა" - ს.ჭიტაძე


შემდეგი დღე იმაზე მალე მოვიდა ვიდრე იფიქრებდა.. ძილი არ მიეკარა გაიანეს და როგორც კი შესაძლებელი იყო სახლი დატოვა..
-გამოჩნდი და გაწვიმდა კიდეც..
-სასაცილოა..-მობეზრებული სახით გადახედა გაიანემ ვაჩეს..-ჯერ ორი საათია გახსნამდე.. აქ რას აკეთებ..?
-არ მაქვს უფლება..?
-უბრალოდ ვიკითხე ვაჩე.. -ვერანდაზე აღმოჩნდნენ ერთად.. ვაჩე იდგა აივანს მიყრდნობილი, გაიანე იქვე ჩამოჯდა.. ისეთი პირი უჩანს კოკისპირულად იწვიმებს, მანამდე კი სიჩუმის რამდენიმე წამი აქვთ.. თუ ერთად ყოფნის.. -ნუთუ მართლა გეთმობა აქაურობა..
-შენ ხომ დათმე.. ჩემი გიკვირს..?
-რადგან წავედი არ ნიშნავს რომ დავთმე.. არ ნიშნავს რომ ასე მინდოდა მომხდარიყო..
-შენი აზრით წასვლა სხვა რამეს ნიშნავს..?
-ეს ადგილი ხომ მიყვარს.. აქედან წამოვედი თორემ ჩემს გულს არ დაუთმია თურმე..-მის წინ ჩამოჯდა ვაჩე და წვიმამაც უმატა..
-როგორც თავად თქვი, ასე უკეთესიაo.. შენი წასვლა ვისთვის უნდა ყოფილიყო უკეთესი..?
-ასე ნუ მელაპარაკები..
-როგორ..?
-შენი მტერი არ ვაჩე.. რადგან რაღაცები არ გესმის, რას რატომ და როგორ ვაკეთებ..
-რატომ არ შეგიძლია დამელაპარაკო..? ამიხსნა..?
-არ შეიძლება წასვლა მნდომოდა..?
-არ შეიძლებოდა..
-ვაჩე..
-კარგი თუ არ ხარ ბედნიერი.. თუ გაძლებაზე ხარ, რა თქმა უნდა, მირჩევნია შენ იყო კარგად.. მაგრამ აუხსნელად..? ამდენად ახლოს როცა არიან ადამიანები ერთმანეთთან, ასე არ მიდიან ერთმანეთისგან..
-მე შენგან არ წავსულვარ.. არის რაღაცები რაზე ლაპარაკიც არაფრის მომტანია.. აზრი არ აქვს და მარტივად თუ გეტყვი არ შემიძლია..
-ჩემთან..?
-განსაკუთრებით შენთან ვაჩე.. განსაკუთრებით შენთან..-იმდენად ძლიერად გაწვიმდა ერთმანეთის ძლივს ესმოდათ.. შვების მომტანი წვიმის წვეთები, გაიანე ერისთავისთვის..
. . .
ამჯერად სრული შემადგენლობით შემოიკრიბნენ.. ზაფხულის იმ ერთ ცხელ დღეს ჰგავდა ბავშვობიდან, ეზოში ჩასული მეგობრებთან ერთად რომ ერთობი და ფიქრობ კიდევ ერთი ნაყინის ჭამის უფლებას დედა მოგცემს თუ არა..
-ეზოს რა ჯობია, თან ამ ამინდში..-ანჟელიკა..
-ისეთი ლამაზი ბაღი აქვს ვაჩეს გაშენებული.. მოკლედ ვაჩე, ჩვენი სტუმრობა არ მოგაკლდება ამ ზაფხულს.. -ღიმილით გადახედა როზამ..
-მობრძანდით, არ მაქვს პრობლემა..
-ყვავილების მოყვარულს არ ჰგავხარ არადა..
-მოყვარული არც ვარ როზა..
-ასეთი ბაღი რამ გაგაშენებინა..?
-გაიანეს იდეა იყო..-მისკენ არ გაუხედია ვაჩეს.. ის დრო გაახსენდა, ერთად რომ არჩევდნენ სახლს..ზუსტად ისეთი სახლი იყიდა გაიანე რომ მოიხიბლა მაშინ.. ერთხელ ახსენა პატარა ბოტანიკურ ბაღს მოვაწყობო იცოდე შენს სახლში, როგორ შეიძლება ასეთი დიდი ეზო ცარიელი იყოსო.. მისი იდეა ვაჩემ განახორციელა, რადგან იცოდა როგორ უყვარდა ყვავილები და ზუსტად ის სილამაზე რასაც ახლა ყველა უყურებდა..
შეიძლება იმ ერთი მზის სხივის ბრალი ყოფილიყოს, ყვავილებს რომ ეცემოდა, თუმცა წამიერად დაინახეს ამ ყველაფერში ჩაქსოვილი სითბო..მზრუნველობა.. უთქმელად გაჟღერებული.
-ივლისში არაფერი დავგეგმოთ..? დრო სწრაფად გადის..-ჭოლა..
-მთაზე რას იტყვით..? -მაქსიმე..
-ზღვა დიდად არც მიყვარს.. ამრიგად მაქსიმეს ვეთანხმები- როზა..
-ზღვა არ გიყვარს..?-ჭოლამ გაკვირვებულმა გაიხედა გვერდით მჯდომისკენ..
-არ ვგიჟდები..
-თუ თავის დროზე გვინდა წასვლა დროულად უნდა დაიგეგმოს.. მოკლედ მივხედავთ მაგ საქმეს..-სავარაუდო იდეების განხილვის მიმდინარეობისას, გაიანე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.. ყინულები ჩაყარა ჭიქაში და წვენი დაასხა.. მოუწევს შეეგუოს ვაჩეს ნახვა ყველაფრის მიუხედავად ხშირად მოუწევს.. მეგობრებს ხომ ვერ დაკარგავს, ყველაფერზე უარს ხომ ვერ იტყვის..
არადა როდესაც ადამიანთან ყოფნა არ შეგიძლია ეს კლდის პირას დგომას ჰგავს.. წინ ნაბიჯის გადადგმა არ შეგიძლია, მაგრამ ვერც უკან იხევ, წინ წასვლის სურვილის გამო.. შეიძლება ნორმალური დისტანცია დაიცვა მაგრამ არა, იქამდე მაინც მიხვალ სადაც ზღვარია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის..
უკვე ტოვებდა ოთახს, შემომავალ ვაჩეს ამჯერად გადაასხა წვენი..
-არ..არ მინდოდა..-იქვე დადებული ხელსახოცი აიღო უცებ და მიაწოდა..თუმცა რა უნდა გამოსწორებულიყო.. ვაჩემ არაფერი უთხრა.. ელოდა გაიანე საყვედურს, ერჩივნა კიდეც, მას საერთოდ არაფერი უთქვამს.. ეს წვენი მაისურზე არ შეიმჩნია, ოთახში შევიდა.. წვენი მთლიანად გაიტანა გარეთ.. გაიანე დარჩა გაკვირვებული და მალევე გაჰყვა..
-ვაჩე რა დაგემართა..?
-ჭოლაა, წვენს მაისურზე ხომ ხედავ..
'-ვხედავ..
-ეგ დამემართა, სხვა რა უნდა დამმართოდა..- გაიანე დაემართა, მაგას არც აღიარებს, არც შეიმჩნევს..
-ეს შარზეა არაა..
-გახლავართ..ყველა ცდილობდა შეუმჩნევლად განემუხტა სიტუაცია და ამ ორის ჩახლართული ურთიერთობა არ შეემჩნიათ.. რაც ნაწილობრივ გამოდიოდა.. ნელ-ნელა ყველა წავიდა და გაიანეს არ წასვლაზე დიდად არ გაუმახვილებიათ ყურადღება..
-შენ რა დაგრჩენია..?
-მოიცადე ახლა ვლაპარაკობთ..? მანამდე არც მიმჩნევდი..
-და გინდოდა შემემჩნიე..? გატყობ არ გინდა ყველაფრის ისე გაგრძელება როგორც ადრე და ახლა მე დამიშავებია და მე ვარ ცუდი ტიპი..
-ადამიანურ ურთიერთობას ვითხოვ, მხოლოდ იმიტომ ერთად გვიწევს ხშირად ყოფნა ვაჩე//
-შეგიძლია აღმიწერო, როგორია შენი თვალიდან დანახული ადამიანური ურთიერთობა..?- მიუახლოვდა და მის წინ დადგა..-ჩვენ ორს შორის მითუმეტეს..
-ისე რატომ მესაუბრები, თითქოს შეუძლებელს ვითხოვდე..?
-შეუძლებელს ითხოვ..
-მისალმება და აუცილებლობის შემთხვევაში გამოლაპარაკება შეუძლებელია..? თუ ჩემი იგნორი გირჩევნია, სამსახურში რატომ მომთხოვე დაბრუნება.. მარტივად შეგეძლო ნაკლებად დაგენახა ჩემი სახე..
-ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა..
-მორჩა დაივიწყე.. მე ვცადე მაინც.. არ გინდა და ნუ გინდა.. ბავშვივით იქცევი უკვე, მეტისმეტია..
-მე ვიქცევი ბავშვივით..? შენს საქციელს..თუ ებიც უნდა დამემატებინა ბოლოში, რაიმე სხვა ჰქვია..?
-რას ვიფიქრებდი, ჩემი სამსახურიდან წასვლა ასე თუ გადაგრევდა..
-შენი არც წასვლით შეცვლილა რამე და არც დარჩენით..
-ამიტომ დამაბრუნე..? და ამიტომაც ყიდი..? არა საერთოდ არ უმოქმედია ჩემს წასვლას საერთოდ..-ხმას აუწია გაბრაზებულმა.. წასვლა დააპირა, ვაჩემ მოასწრო გაჩერება..
-იმის მოსმენა გინდა როგორ ვიყავი შენს არ ყოფნაში..? როგორი საცოდავი იყო ვაჩე.. ამის მოსმენა გინდა..?
-შენი მტერი არ ვარ მეთქი ადამიანო..არაა.. მე შენთვის ცუდი არასოდეს მდომებია.. ხელი გამიშვი.-.როგორი ეგოისტურია და მაინც სასიამოვნოდ მოსასმენი, როდესაც იგებ რამდენად ცუდად იყო ადამიანი შენს გარეშე.. შენი ყოფნა უნდოდა ახლოს და შენ სჭირდებოდი მხოლოდ.. ამას ახლა არავინ აჟღერებს ხმამაღლა..
-კარგი..
-კარგი..?
-აუცილებლობის შემთხვევაში დაგელაპარაკები.. მოგესალმები კიდეც და საერთოდ.. დაგემშვიდობები კიდეც აი ამ წამს..-ხელი დაუქნია.. გაიანეს კი ხმამაღლა გაეცინა..
-მშვენიერი..-სულ ოდნავ გადაიხარა მისკენ..-რთული იყო..?
. . .
-აბა მზად ხარ..?-მაქსიმესგან საეჭვო ჩაცინებამ ანჟელიკა ვერ შეაშინა და ჩაფხუტი გამოართვა.. პირველად არ ხდება და მაინც ღელავს.. მოგონებები ნელ-ნელა ამოტივტივდნენ.. უბრალოდ კი არ გაახსენდა, ამ რაოდენსამე წამში ახლიდან შეიგრძნო.. საკუთარ თავს შემოუძახა პირველი არაა და მარტივი იქნებაო..
-თანაც როგორ..-მოირგო თუმცა ვერ შეიკრა, უკან შეტრიალდა, ეწვალება და ვერ აკეთებს..
-მე გიფანტავ ყურადღებას..?
-დამაცადე..
-ასე მარტივად, ჩემთან ახლოს მოხვიდე და მე გავაკეთო შენს მაგივრად არ გინდა..? -თვალებში არ შეუხედავს ისე მივიდა მაქსიმესთან, რომელიც ამასობაში მოტოციკლეტს მიეყრდნო.. ანჟელიკას მოახლოებისას წამოდგა.. მიხვდა მაქსიმალურად ცდილობდა მზერის არიდებას და ჩაფხუტი ისე მიატრიალებინა თითქოს ასე უკეთ შეუკრავდა.. გაცვალეს მზერები, მაქსიმეს ჩაეცინა..-სულ ეს იყო, თუმცა თუ ჩემი ყურება გინდა, ვიდგეთ ასე არაა პრობლემა..
-იდიოტი ხარ..-მხარზე მსუბუქად დაარტყა.. შემდეგ მაქსიმემ, თითქოს არაფერი ყოფილიყოს, ისე შემოხვია ხელები წელზე, აიყვანა და დასვა..-თავადაც დავჯდებოდი როგორმე..
-რადგან შენ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, არ ნიშნავს მე არ შემიძლია დაგეხმარო..ან მარტივად სურვილი არ მქონდეს..
-ოჰ ჩემი ჯენტლმენი..-ვითომდა სარკასტულად ნათქვამზე, თავადაც ჩაეცინა.. ანჟელიკას ღიმილი და მაქსიმეს კოცნა ლოყაზე, ერთი იყო.. თავადაც მოირგო ჩაფხუტი.. დაჯდა და გასაღები გადაატრიალა..
-გინდა გადავარდე..?
-რატომ..?
-ხელები ან წინ აი აქ დადე ან შემომხვიე.. მე მეორე მაწყობს, თუმცა როგორც გენებოს..-უკან გადახედა.. -კარგი არჩევანია..
-წავედით თუ არა.. რას ელოდები..?
-მომიტევეთ შეფერხებისთვის..-პირველი არ არის და ყველაფერს გაორმაგებულად რატომ განიცდის..? მაშინ უთხრა საშინლად ატარებო, არ მომეწონაო და კიდევ შეამკო მრავალი ასეთი სიტყვებით.. სინამდვილეში მაშინაც და ახლაც საშინლად მოეწონა..
მაქსიმემ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე მოკლე მანძილი აარჩია.. არ უნდოდა რამე ისე არ წასულიყო.. იმდენ რამეზე ფიქრობდა ახლა, ეს ყველა ფიქრი კი როგორღაც ანჟელიკას უკავშირდებოდა..
შერეული გრძნობების ფონზე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. ისევ ლამაზ ხედთან აღმოჩნდნენ ახლოს, მაქსიმეს წყალობით.. მაქსიმემ გადმოსვლა დააპირა, თუმცა მიხვდა რამდენად ძლიერად ეჭიდებოდა ანჟელიკა და შეჩერდა.. ჩაფხუტი მოიხსნა..
-ყველაფერი რიგზეა..?
-რა..? კი კი..-თავადაც გაიაზრა რას აკეთებდა და წამსვე გაუშვა ხელები.. გადმოვიდნენ, ამჯერად უსიტყვოდ დაეხმარა ჩაფხუტის მოხსნაში..-ამჯერად სად ვართ..?
-მადამდეც მივალთ, მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ.. არაფერს მეტყვი..? როგორ მოგეწონა../?
-გული ისევ აჩქარებული მაქვს ვერ ხედავ..? არაჩვეულებრივი იყო..კარგი ჩემს სტუდენტებს არ უთხრა ამ სიტყვას რომ ვიყენებ ახლა მაგრამ-ახლოს მიიწია და უჩურჩულა თითქოს მართლა გაიგებდა ვინმე..-გასაშტერებელი იყო, ხშირად მოგიწევს ჩემი ტარება..
-მართლა მოგეწონა, თანაც ამდენად..?
-რატომ გიკვირს..? ადრე არ მომეწონა..?
-არა..თანაც სულ ცოტა გაკლდა ჩემთვის რამე დაგემართა..
-ნუთუ.. დააშავე ეტყობა რამე ყველა სიკეთესთან ერთად..
-გაგაბრაზე თანაც ძალიან..
-გამოასწორე მერე სიტუაცია..?
-გავაუარესე..
-და ამას ასე თამამად მეუბნები..?
-წარსული წარსულია.. მთავარია ახლა ჩემთან ხარ.. წამოდი..
-კიდევ რამდენი დამალული ადგილი იცი..?
-ბევრი და ყველას გაჩვენებ..-სამწუხაროდ არ იყო წარსული წარსულში დარჩენილი.. ძალიან უნდოდათ ორივეს მაგრამ სადაცაა თავს იჩენს და მერე რა მოხდება ვინ იცის..
-მეგონა ამ ქალაქს ჩემზე კარგად არავინ იცნობდა.. მეგონა აღარ იყო ადგილი დარჩენილი რომ არ მენახა.. ყოველი კუთხიდან როგორი ნაცნობი და სხვანაირია..
-ახლა მივხვდი შენს საყვარელ წიგნს რატომ უბრუნდები ხოლმე..
-ჩემს საყვარელ წიგნს..? ადრეც მითხარი.. რატომ მიკვრს იცი..? დამარწმუნე..
- "დიდოსტატის მარჯვენა".. ჩემთვის ვფიქრობდი, კარგი შეიძლება მეორედაც წაიკითხო, მერე უკვე ზედმეტია მეთქი.. ახლა კი შეიძლება, კარგად ნაცნობი იყოს, თუმცა როდესაც სხვა კუთხიდან უდგები, სხვა განწყობით, ხედი იცვლება.. მეტის გაგებაც შესაძლებელია, რამდენადაც არ უნდა გეგონოს სასწავლი აღარაფერი დარჩა..
-ახლიდან დავიწყოთ ნაცნობი ქალაქის შესწავლა.. ერთმანეთის..
-კარგი იდეაა..
-ჩემი წიგნის შესახებ საიდან იცი..? როდის გითხარი.-ზუსტად იცოდა არაფერი უთქვამს არც წიგნზე და არც იმაზე რამდენჯერ ჰქონდა გადაკითხული..
-შეგამჩნიე.. ისიც ვიცი რამდენად მალე კითხულობ წიგნს, თუმცა დროდადრო შენს ჩანთაში ეს წიგნი გედო ხოლმე.. მივხვდი ახლიდან იწყებდი კითხვას.. შენს გამო წავიკითხე ხელმეორედ..
-რაა..? ჩემს გამო რატომ..?
-შენი გადმოსახედიდან მინდოდა წამეკითხა.. თითოეულ სიტყვას ისე ვუყურებდი როგორც შენ შეხედავდი ჩემი წარმოდგენით.. მაინტერესებდა რა რატომ მოგწონდა კი არადა რატომ გიყვარდა, ასე ძალიან ეს წიგნი..
-მერე..
-მეც შემიყვარდა.. შენს თავს მახსენებს და უკვე მერამდენედ წავიკითხე ვერ გეტყვი..
-ბევრი გვაქვს სალაპარაკო.. ერთადაც უნდა წავიკითხოთ..
-შენგან ლექციას სიამოვნებით ვისმენ ყოველთვის, ხომ იცი..
-არა, ეს ლექცია არ იქნება.. მარტივად დიალოგი ჩვენ ორს შორის შემდგარი..-წამიერად მოეფერა სახეზე ანჟელიკა და შემდეგ ჩაეხუტა.. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩახუტება, თითქოს ემშვიდობებოდა.. უცებ მოიწმინდა მარილიანი სითხე სახიდან..
-კარგად ხარ..?
-ასე ვიყოთ ცოტა ხანს.. შეიძლება..?
-რა თქმა უნდა..-უნდოდა მაქსიმეზე გაბრაზებული ყოფილიყო, თანაც ძალიან, მაგრამ შემდეგ ისეთი კარგი იყო ბოლომდე ვერ რჩებოდა გაბრაზებული მასზე, ამის გამო საკუთარ თავს უბრაზდებოდა.. და მაინც აი ამ წამს ტვინი გათიშა და საერთოდ აღარ ფიქრობდა.. უნდოდა სიმშვიდე და რამდენიმე წამი მაქსიმესთან მარტოს..
. . .
როდესაც გაიანემ პირველად მიიღო რესტორნიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, რამდენიმე დღე არ უმუშავია.. ახლა კი როდესაც იცის ბოლო დღეებს ატარებს თავს სევდიანად და უცნაურად გრძნობს.. გარშემო არავის არაფერი ეტყობა.. თითქოს არაფერი იცვლებოდეს.. წარმოიდგინა როგორ ცვლიან აქაურობას და მისთვის მტკივნეულია .. ცდილობს და მაინც, სამუშაოზე ვერ ფოკუსირდება, ამ ყველაფერზე ფიქრს ვერ წყვეტს..
დრო მალე გადის, რა მოხდება როდესაც დრო ამოიწურება.. ვინ იცის რას დამართებენ აქაურობას, ეს არ უნდა.. არ უნდა რამე შეცვალონ, იმდენი იწვალეს ზუსტად ისეთი რომ გამოსულიყო როგორც მათ წარმოდგენაში..
დაიღალა არაფრის მომცემი კამათით, გადაწყვიტა ბოლო დღეები მაქსიმალურად მშვიდი იყოს მისთვის, ვაჩესთანაც კი.. თუმცა როგორღაც მოახერხა და ისევ იგივე სიტუაციაში ამოყო თავი..
-მორჩა უნდა დამელაპარაკო გაიანე, ასე არ გამოვა..
-სალაპარაკო არაფერია, რამოდენიმე დღეც გაგიძლებ და..
-გგონია შენი ცხოვრებიდან წავალ..? არ შეგიძლია ისევ დამაიგნორო..
-არ მინდა შენთან საუბარი და მორჩა..
-სულ თავიდან მოყოლებული მეგონა ჩემი გჯეროდა, დაფარულს მიღმაც კი მხედავდი, არსაიდან დისტანციას იჩენ და ისე იქცევი თითქოს ამდენი წელი ერთად არ მოვსულვართ, ამდენი რამ არ გადაგვიტანია..
-არაფერი შეცვლილა ვაჩე.. შენი ახლაც მჯერა და დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგად არავინ გიცნობს..
-რესტორანში საქმეებს აგვარებ, აკონტროლებ რამე ისე არ წავიდეს.. მარტოს შეგიძლია გაუმკლავდე, ამ საქმის პროფესიონალი ხარ, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება.. არსებობს პრობლემა რომელთან გამკლავებასაც მარტო ცდილობ და მე მივიწყებ.. შემიძლია შენს გვერდით ვიყო..
-არ შეგიძლია.. აღარ მინდა მეთქი საუბარი, აქედან წავალ როცა დაიხურება..
-არ იხურება..
-რას ნიშნავს, გადაიფიქრე..?
-საერთოდ არ მქონია გეგმაში აქაურობის დახურვა..
-ეგ რას ნიშნავს, მაქსიმემ მითხრა..
-მე ვუთხარი დახურვას ვაპირებ მეთქი, მერე შენთვის რომ ეთქვა..
-მე აქ ვნერვიულობ განვიცდი.. და შენ უბრალოდ მომატყუე..? ვერ გიტან.. ვერ.. გიტან.. ეს როგორ გამიკეთე, რა უფლება გქონდა.. არა არა რატომ მომატყუე ვაჩე.. რატომ..?
-მინდოდა დაბრუნებულიყავი.. მე და შენ, ყოველთვის ერთი გუნდის წევრები ვიყავით.. უშენობას ვერ გავუძელი.. ჩემი ნაწილის გარეშე..
-ასე არ ხდება.. არც კი მჯერა ასეთი რამ თუ გააკეთე..მთელი ამ დროის განმავლობაში.. ჩემი დაბრუნება გინდოდა..? ხომ დავბრუნდი.. აი ისევ წავალ და ამჯერად არასდროს დავბრუნდები.. მეგონა ურთიერთობის გამოსწორების გზაზე ვიყავით, შენ კი..
-ჩვენს ახლანდელ ურთიერთობას, გამოსწორების რამე ეტყობა..? მიდი მითხარი სადამდე გვაქვს პერსპექტივა.. როდესაც მეგობრები შევიკრიბებით ერთმანეთს თვალს ავარიდებთ..? გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში მივუგდებთ ერთმანეთს ორ სიტყვას..? ეს ჩვენ არ ვართ..
-ჩვენ საერთოდ არ ვართ და დიახ ასეა სწორი, იცი რატომ..? აქამდეც არ უნდა მოვსულიყავით.. გგონია ჩვენი ურთიერთობა ნორმალური იყო..? რა მოხდება როდესაც უბრალოდ შეყვარებული კი არ ცოლი გეყოლება.. მე მაინც მომიწევს უკან დახევა, რადგან არცერთ ნორმალურ თავმოყვარე ქალს არ მოეწონება ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ვინმეს თავის ქმართან.. შენი მთავარი არგუმენტის თემაც ეს იქნება შენს მეორე ნახევართან.. მერე მე... რა გგონია აკაკი ერთი ცეკვის გამო დამშორდა..? ჰგონია რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს.. ახლა მარტივად ჩაიარა, წავიდა და მორჩა.. გგონია მერე მარტივად ჩაივლის..? ამიტომაც დისტანციაა საჭირო ჩემსა და შენს შორის.. ნუ მიახლოვდები..
-და მერე რა ხდება აკაკი თუ მართალია..
-რა..?
-თუ მართლა მაქვს შენს მიმართ გრძნობები, დაწესებულ საზღვრებს თუ გადავიდა მერე რა ხდება გაიანე..?
-ახლა ხუმრობების დრო არ არის, ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ..
-ჩემს მაგივრად რატომ საუბრობ..? ჩვენს შორის დისტანცია დაივიწყე.. არ არის საკმარისი უბრალოდ გამარჯობა, აუცილებლობის შემთხვევაში საუბარი და დამშვიდობება.. ისევ ისე მინდა გელაპარაკო საათობით, დაუსრულებლად.. ისევ ისე მინდა ფილმების ყურებისას ვიცინოდეთ.. ისევ გიმზადებდე რამეს და ყოველ ჯერზე ისე მიირთმევდე, თითქოს ამაზე გემრიელი არაფერი გაგესინჯოს..
-ვაჩე..
-მხოლოდ მეგობრობაც აღარაა საკმარისი.. შენი აზრით რატომ შეგიშალეთ ხელი შენს და აკაკის ცეკვისას..? ვიეჭვიანე.. არ იყო ჩემგან სწორი რაც გავაკეთე, მაგრამ თავს ვერ მოვერიე იმ მომენტში.. რაც ის გამოჩნდა, მოსვენება დავკარგე, რადგან შენი დაკარგვის შიში გამიმძაფრდა.. ზუსტად ის დისტანცია წარმომიდგა თვალწინ ზემოთ, რომელიც ახსენე და ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ რეალობად არ იქცეს..მოიცადეთ ეს მეორედ ხდება..
-რა.. რა ხდება მეორედ..
-როდესაც არ იცი რა თქვა.. გაიანე ერისთავის დამუნჯება მოვახერხე.. ისევ..
-იცი მაინც რამდენი წელია ვცდილობ გრძნობები საზღვარს არ გადმოვიდნენ..? იცი მაინც რამდენი ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან გადატანილი..? მგონია დაგივიწყე და მალევე ვიაზრებ საკუთარ თავს ვატყუებ მხოლოდ..ისევ.. გაინტერესებს რატომ წავედი..? დავიღალე.. საკუთარ თავთან ბრძოლით დავიღალე.. საკუთარ თავთან აუღიარებელი ლოდინით დავიღალე..
-მთელი ამ დროის განმავლობაში..?-თავი დაუქნია აჩქარებით ცრემლმორეულმა..-მე..მე..
-ახლა ვინ დამუნჯდა.. ვის დაება ენა..?-გაეცინა ორივეს..-შენი ბრალი არაა, მართლა.. შენ არ დამიდანაშაულებიხარ..
-უკეთესი იქნებოდა უფრო ადრე დამენახე, ჩემს თვალწინ არსებული..
-იქნებ ახლა ყველაზე სწორი დროა..
-მოდი დრო აღარ დავკარგოთ..
. . .
ზაფხული რატომ გვიყვარს ასე ძალიან..? იქნებ იმიტომ რომ გვახსენებს დროს, როგორ გვიხაროდა სკოლის დამთავრება.. ვატარებდით დროს ეზოში მეგობრებთან ერთად, შემდეგ სოფელში.. წავიდოდით ალბათ დიდი ალბათობით ზღვაზეც.. ზაფხული საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარებას გულისხმობს.. ახლაც თითქოს ზრდასრულები კი არ მიდიოდნენ ერთად დასასვენებლად, არამედ ბავშვები..
მოაბეს თავი, კალენდარი გაათავისუფლეს სხვა ყველაფრისგან და გზას გაუდგნენ..
არ ვიცი რისი ბრალი იყო, დაღლილობას ვერ გრძნობდნენ თითქოს იქ ყოფნისას.. მესამე დღეა რაც მთას შეაფარეს თავი და მათდა გასაკვირად ყველაფერი იმაზე კარგად წავიდა ვიდრე ეგონათ..არა იდეალურად თუმცა წარმოდგენებს გადააჭარბა.. აი ახლაც კოცონის გარშემო შემოიკრიბნენ წესით დასაძინებლად უნდა წავიდნენ, მაგრამ ერთმანეთი არ ეთმობათ
-ჯერ მაინც არ მესმის, ამდენი ხანი რატომ არ იძახდით არაფერს..-გადახედა როზამ წყვილს..
-ჯერ თავად ხომ უნდა დავლაგებულიყავით, მეორე წუთას ხომ ვერ გამოვიქცეოდით..
-გაიანე ორ კვირაზე მეტი გავიდა..
-მერე რაა.. ორი კვირა დიდი დრო არაა..
-ვისთვის როგორ..
-დაივიწყეთ ყველაფერი და იქნებ ახლა მაინც გაცხადდეს სიმართლე..-მაქსიმეს სიტყვებმა ინტერესი ნამდვილად გამოიწვია და ყურადღებას მასზე გადავიდა..
-რაზე ამბობ..?
-რაზე გაიანე და იმ 6 თვეზე დღემდე ლაპარაკი რომ აკრძალულია..
-რით ვერ დაივიწყე..
-არც დავივიწყებ, სანამ არ იტყვით რა მოხდა 6 თვის განმავლობაში..
-ისეთი გრანდიოზული არაფერი, შენ როგორი შესავალიც გაუკეთე..-გაიანე..
-გვითხარი გვითხარი, ჩვენ გვაინტერესებს..-ღიმილით გადახედა ანჟელიკამ..
-ვაჩე უთხარი, დამშვიდდებიან ცოტა..
-ვხვდებოდით.. სულ ესაა..
-მოიცა მოიცა.. რას ნიშნავს ხვდებოდით..-ჭოლა..
-გავიცანით ერთმანეთი, გაიანეთი თავიდანვე მოვიხიბლე, მისი ნომერი როგორც კი დავიმსახურე, ღამეების თენების და პაემნების სერია დაიწყო..შეხვედრების განმავლობაში ერთად არ გავყოფილვართ, თუმცა ვწელავდით აქამდე არ მისულიყო.. შემდეგ კი ავირჩიეთ მეგობრებად დავრჩენილიყავით..
-და რატომ..?
-არ ვიყავით ჩამოყალიბებულნი, არასწორი დრო იყო, გაზრდა გვჭირდებოდა..
-ვიცოდი თუ დავიწყებდი უკან ვეღარ მივბრუნდებოდი, მაშინ კი ჩვენი ურთიერთობა განწირული იყო..
-კარგი რაც არ უნდა იყოს, მთავარია ზღაპრის ბოლო კეთილი აღმოჩნდა..-თქვა ანჟელიკამ.. ისეთი ბედნიერი იყო მათ გამო.. შეიძლება მაქსიმესგან და ჭოლასგან განსხვავებით არ უდევნებია მათთვის თვალი, თუმცა მათზე ნაკლებად არ იყო გახარებული..
დილით ადრე ადგომა და ლამაზი ადგილების დათვალიერება თუ უნდოდათ წასვლის დრო იყო.. ბოლოს მაქსიმე და ანჟელიკა დარჩნენ დამატებით, თუმცა სულ ბოლოს მხოლოდ მაქსიმე.. იცოდა რამდენად საშინლად იქცეოდა და ვერ ეუბნებოდა ვერაფერს.. არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება, ამაზე მეტად ვეღარ გაწელავს ეს იცის.. მანაც დაიძინა ბოლოს, ამჯერად გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა..
ასეთ ადგილას სხვანაირი სიხალისით გეღვიძება.. ზოგს იმაზე მეტად გაუტკბა ვიდრე დანარჩენებს, ბოლოს მაინც წავიდნენ დათქმულ ადგილას.. გარშემო გვირილების გარდა ვერაფერს ხედავდნენ.. რა თქმა უნდა, გვირგვინებიც დაწნეს და როდესაც ქალბატონებმა ფოტოების გადაღება დაასრულეს, მაქსიმეს ვაჩეს და ჭოლასაც მოუწია გვირგვინს დადგმა რამდენიმე წუთით სანამ ფოტოებს არ გადაუღებდნენ და გულიანად არ გაიცინეს..
-მოდი რაა მე და ანჟელიკას გადაგვიღე წესიერი ფოტო..
-ამას ნამდვილად მაქსიმე ამბობს..? მაკვირვებ იცი..?-როზამ ფოტოები გადუღო და ტელეფონი დაუბრუნა.. ღიმილით დახედა ფოტოებს მაქსიმემ.
-მეც მაკვირვებ..
-რატომ../? არ შეიძლება შენთან ერთად ერთხელ მაინც გამიზნულად მქონდეს ფოტოები../? მხოლოდ ის ფაილი საკმარისი არაა, სადაც ერთად, შემთხვევით ვართ კადრში მოხვედრილნი...
-არაა, საიდან იცი..?
-მაშინ ფილმის ყურებისას.. მოკლედ შემთხვევით ვნახე..
-შემთხვევით კი..
-ფაილს "მე და მაქსი" არ უნდა დააწერო, თუ გინდა მაქსმა არ ნახოს..
-ადვოკატი ხარ და არ იცი ჩემი უფლებები დაირღვა..?
-მერე ვერ გამოვასწორებთ..?
-მაგ წარბების თამაშს შეეშვი და წამოდი..-კიდევ გაჩერდნენ ცოტახანს და სახლში დაბრუნდნენ..
-აბა გარეთ დავსხდეთ და დავლიოთ რამე..?
-მითხარი რა გნებავთ და მე მოვამზადებ..-ანჟელიკამ სამზარეულოში გადაინაცვლა, მალევე მიჰყვა გაიანეც..
-მოგეხმარები...
-არ გინდა წვალება, უცებ გავაკეთებ..
-კარგი, რაა.. არაფერია..-რადგან გაიანეს მისი სიტყვებისთვის არ მიუქცევია ყურადღება, ანჟელიკასაც აღარ უთქვამს არაფერი..-როგორ გვჭირდებოდა დასვენება თურმე არაა..
-არ თქვა, რამდენადაც არ უნდა მიყვარდნენ ჩემი სტუდენტები, ახლა ისინი ისვენებენ ჩემგან და მე მათგან..
-კარგი იქნებოდა უფრო ადრე გაეცნო მაქსიმეს შენი თავი ჩვენთვის, დიდი ხნის წინ დავახლოვდებოდით..
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არაა..
-ზოგჯერ ამართლებს ეგ სიტყვები..
-რესტორანს დაუბრუნდებით..?
-ჩემი დატოვებული საბუთისთვის ხელი არ მოუწერია, საერთოდ რატომ ვიფიქრე მოაწერდა.. რესტორანი ორივეს მფლობელობაშია და რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ვერ მომიშორებს..
-შენ სცადე მისი მოშორება და არ გამოგივიდა საბედნიეროდ..
-ადრე ასეთი რამ წავიკითხე და ხშირად მაფიქრებდა.. თუ სწორი ადამიანია დროს მნიშვნელობა არ აქვსო.. არადა ვფიქრობ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურად დროს, გარშემო წინაპირობებს..
-იქნებ დრო ქმნის ორ ადამიანს სწორს ერთმანეთისთვის..
-ამიტომაც არ ვნანობ იმ წლებს.. სწორ დროს ვარ სწორ ადამიანთან.. ვფიქრობ ეს თქვენ ორზეც ვრცელდება.. სანამ თქვენ ორი ერთად გამოჩნდებოდით, ანუ თქვენ ორის ერთად ყოფნამდე.. არა მგონია შენ და მაქსიმეს ვერსიები ერთად ყოფილიყავით..
-ვინ იცის შეიძლება მართალი ხარ.. -მათი ძელი ვერსიები კი არ ახლანდელი ვერსიებიც არ უნდა ხვდებოდნენ.. ამან კი ჩააფიქრა ანჟელიკა, როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება რომ არა ავარია, რომ არა ტყუილი.. რა მოხდებოდა მაქსიმესა და მას შორის, ანდაც მოხდებოდა თუ რა რამე საერთოდ..
ყველაფერი გაიტანეს გარეთ, დასხდნენ..
-დღეს რაღაც ძალიან აგრილდა თუ მეჩვენება..?
-რაც არ უნდა იყოს როზასთვის ყოველთვის გრილა, აი დავბრუნდებით თბილისში და მერე რას იტყვი ვნახავთ..-მხიარულ ნოტაზე დაიწყო ყველამ ჩაის ან ყავის დალევა.. სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე, ახლა თითქოს ამ გარემოს ფონზე ყველაფერი სხვანაირად ჩანდა.. ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და საუბარი განაგრძეს..
როგორ გვაკლია ადამიანებს ერთმანეთი.. ასეთი უბრალო რამ როგორიცაა ჩაის ფონზე გულახდილი საუბრები, იუმორის დამატებით, რა თქმა უნდა..
. . .
არც ერთმანეთი, არც აქაურობა ეთმობათ, თუმცა უკვე დაბრუნების დრო იყო.. განსაკუთრებით დაიღალნენ მგზავრობისას.. საბოლოოდ კი მიაღწია ყველამ თავის სახლამდე.. მომიტევეთ თითქმის ყველამ..
-შეგიძლია ნივთები სახლამდე მიიტანო, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა უნივერსიტეტში და თუ არ წავალ..
-ახლა..?
-შეხვედრაა.. რექტორმა ისე მთხოვა ვერ ვეუბნები უარს.. მოკლედ მე ჩამოვალ და დაგირეკავ მერე..-ანჟელიკა საკუთარ თავს მადლობას ეუბნებოდა, ახლა შედარებით წესიერად რომ გამოიყურებოდა.. სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეები.. წყალი დალია და დათქმულ ოთახშიც შეაბიჯა.. შეხვედრა დაიწყო.. არ ეგონა ამდენი ხნით თუ გაიწელებოდა..
-ქალბატონო ანჟელიკა მადლობა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში რომ მოახერხეთ შეხვედრა..
-არ არის პრობლემა..
-რამოდენიმე თვის წინ, მგონი თქვენს შემთხვევამდე, პროექტის დაწყებაზე გვქონდა საუბარი..იმედია ამ ზაფხულისთვის ისევ ძალაშია..
-ძალაშია, კი..
-გადახედავთ..?
-რამე შეიცვალა..?
-არა..
-მაშინ იყოს. ახლა დაგტოვებთ..-შემოტრიალდა და მაქსიმეს დანახვამ გააკვირვა..-აქ რას აკეთებ..?
-გელოდებოდი..
-ხომ გითხარი//
-შენი ნივთები ადგილზეა და ახლა შენი მისვლის დროცაა სახლში..-ჩაეცინა ანჟელიკას.. გზას გაუდგნენ, ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და დაესვენა..მანქანაში ჩასხდნენ, დაღლილობისგან ანჟელიკა საზურგეს მიეყრდნო.. მუსიკა დაბალ ხმაზეა ჩართული და ფანჯარა ჩაწეული..
-შენი სახლისკენ რატომ მივდივართ..?
-ორი წუთით შევივლი და გამოვალ...
-კარგი..-მაქსიმესთან მივიდნენ, ანჟელიკა არ გადმოსულა.. ალბათ რაღაცას ეძებსო და თავიდან ყურადღება არ მიუქცევია.. 10 წუთია მაქსიმე არ ბრუნდება, მოცდაც აღარ უნდა, ამიტომ მანქანიდან გადმოდის და ეზოში შედის..
-მაქსიმეე, ყველაფერი რიგზეა..?-სახლში შესვლა დააპირა, ამ მომენტში გამოდის მაქსიმე წაშლილი სახით..-რა მოხდა..?
-მეხსიერება დაგიბრუნდა..?
-რა.. რა.. საიდან..
-პროექტზე გელაპარაკებოდა გამოსვლისას, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ისაუბრეთ..
-მერე..
-არ იყო შენთვის სიახლე, იცოდი რაზეც იყო საუბარი.. ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება.. სახლში შემოვედი, რაღაც ავიღე საძინებელში შევედი გამოვიცვლითთქო და იცი რომელი მაისური მხვდება თვალში..? სულ თავიდან რომ დაისვარე და ჩემი დახმარება დაგჭირდა.. შემდეგ ახლახან მომხდარი გამახსენდა იგივე განმეორდა.. ყველა აქ იყო ეზოში.. ზედმეტად დიდი ხანი დაგჭირდა და ამოვედი.. აშკარად ცუდად იყავი, თავს ვარწუმენებდი რომ მეჩვენებოდა და.. გამოდის შენ..
-მახსოვს რომ სინამდვილეში ჩემი "საქმრო" არ ხარ..
-რატომ.. რატომ არ მითხარი..
-ამდენი ხანი მატყუებდი, დამაჯერე.. ეს ზღაპარი დამაჯერე, შემდეგ რას ელოდები, გამახსენდება და ღიმილით შენთან მოვალ.. ყველაფერი გამახსენდა მეთქი.. სცენები დამედგა ეს გინდოდა არაა..
-არ შემეძლო შენთვის მეთქვა, არ შეიძლებაო ექიმმა..
-არ შეიძლება ახლა დატვირთვა და დასვენება სჭირდებაო..? ეგ კარგი 1.. 2 კვირა.. დანარჩენი დრო რას აკეთებდი..?
-ვცადე..
-სცადე..? როგორ მიყურებ ახლა ამ სახით თითქოს მე ვიყო დამნაშავე მხოლოდ..
-არ ვამბობ დამნაშავე არ ვარ, ჩემს საქციელს..
-რატომ არ მითხარი მაქსიმე.. სიმართლე რატომ დამიმალე.. ვიცი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, ხშირად ვკამათობდით მაგრამ ეს არ დამიმსახურებია.. რატომ..
-შენი დაკარგვის შემეშინდა..
-ჩემი..? ჩვენ საერთოდ რეალური ურთიერთობა გვქონდა..? იცი მაინც რას ვგრძნობდი სულ თავიდან, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანი არ მახსოვდეს მეთქი, იმის გახსენებას ვცდილობდი რაც არ ყოფილა თურმე.. შემდეგ, ჩემზე ზრუნვა დაიწყე, ისე მიყურებდი.. შენი სიყვარული დამაჯერე.. შემდეგ რა გააკეთე..? თავი შემაყვარე.. თითოელ უჯრედს მოედო, შენს მიერ გამოყენებული საწამლავი.. ყველაფერი კარგად მიდის და ზუსტად მაგ დღეს, ერთიანად მატყდება ქარიშხალი..მოგონებების ქარიშხალი და ვიგებ რომ ეს ყველაფერი რაც ვიცოდი, მტკნარი სიცრუეა..
-რატომ არ მითხარი..
-შენც იგივე რომ გამოგეცადა.. როგორი საშინელი ადამიანი ვარ.. არასოდეს მნდომებია ვინმესთვის ცუდი იცი..? მე თუ რამე კარგი მქონია თავს დამნაშავედ ვგრძნობდი სულ, სხვას რომ აკლდა იგივე.. შურისმაძიებელ ქალად გადამაქციე.. იმედია ახლა ბედნიერი ხარ..
-შენი აზრით შენი დაკარგვის რატომ შემეშინდა.. გავიაზრე ეს ყველაფერი რასაც სულ თავიდან ტყუილი იყო, მინდოდა სიმართლედ ქცეულიყო.. დიახ სულ თავიდან ვთამაშობდი, თუმცა მალევე გავიაზრე, დიდი ხანია აღარ მიწევდა თამაში.. ყველაფერი რეალური გახდა..
-ოდესმე აპირებდი სიმართლე გეთქვა..? მე რომ არ გამხსენებოდა აპირებდი მაინც..?
-ვაპირებდი..
-სისულელე იყო შენს თამაში აყოლა.. იქვე უნდა დამესვა ყველაფრისთვის წერტილი, როდესაც გავიგე, მაგრამ იქ მეგობრების თვალწინ, ადამიანების თვალწინ რომელთაც უხაროდათ ჩემი ყოფნა.. იმდენად დამცირებულად ვიგრძენი თავი ვერაფერი ვთქვი.. უნდა წავიდე..
-არ წახვიდე..ეს შენ ხარ ჩემი საწამლავი ანჟე, მთლიანად შენით ვარ მოცული, შენს გარდა ვეღარაფერზე ვფქირობ..არ წახვიდე..არ-მაქსიმე მიუახლოვდა..
-ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა..
-ვერ დაგკარგავ.. დღეს არა..
. . .
სიმართლის თქმისას წესით ხომ შვება უნდა იგრძნო, რატომ გრძნობს ანჟელიკა ერთ დიდ სიცარიელეს..? რადგან პროექტის გამო ცოტახნით ქვეყნის დატოვება უწევს, ცდილობს ამაზე ფოკუსირდეს, დიდად არ გამოსდის.. მას შემდეგ არ ულაპარაკიათ, მისი წასვლის ამბავი როცა გაიგეს, გაცილება მოუწყვეს.. იცოდნენ უკვე ყველაფერი და მაქსიმეს გარეშე, რა თქმა უნდა.. ამ თემაზე არავის უსაუბრია.. ერთმა თბილმა საღამომ ხასიათი შედარებით გამოუკეთა.. დილით მიფრინავდა და გააფრთხილა აქვე დამემშვიდობეთ გაცილება არ მიყვარსო.. ბოლოს ყველას გადაეხვია და წავიდნენ კიდეც.. როზას გარდა..
-ჯერ კიდევ მგონია ყველაფერი ზღაპარი იყო და ცუდად გვეხუმრეთ..
-ნეტავ როზა..ნეტავ.. ისე წამიერად არ შეგპარვია ეჭვი დავიჯერო..?
-გამიკვირდა, ოღონდ მაგაზე არ მიფიქრია.. ისე იქცეოდით ორივე, ისე უყურებდით ერთმანეთს, სად უნდა დამეშვა..
-კარგი ამაზე საუბარი აღარ მინდა.. ყველაფერი ჩავალაგე და წასვლაღა დამრჩა..
-ვფიქრობ ახლა ეს გჭირდება, ქაოსიდან გამოსვლა და ცოტახნით მარტო დარჩენა..
-მასე ნუ მიყურებ, არც შენ მაცილებ..
-კარგი რაა უსამართლობაა..-როზამ ვერ დაიყოლია გაყოლაზე და ბოლოს ეზომდე მაინც მიაცილა.. ტაქსი მოვიდა და ანჟელიკაც წავიდა.. უნდა ახლა არც კი ეფიქრებოდეს მასზე, უნდა მართლა შეეძლოს მარტო დარჩენა.. არ გამოსდის..
წამლის დახმარებით ისე იფრინა არაფერი გაუგია.. ზოგადად ამ ხერხს იშვიათად მიმართავდა და უყვარდა კიდეც ფრენა.. ყველა დისკომფორტს რაც კი აზრად მოგივათ, გვერდით გადავდებთ რა დარჩება..? მოლოდინი ახალი ადგილების აღმოჩენის, ადგილი ფანჯარასთან და ხედი.. მუსიკები ფრენისთვის სპეციალურად არჩეული, წიგნიც ასევე.. ამ კუთხით თუ შევხედავთ არც ისე ცუდია არაა.. სანამ წამალს მიიღებდა ბოლოჯერ გაიხედა ფანჯარაში, უკვე მოჩანდა ღრუბლები, რომლებსაც ამ წამს დიდად ვერ გაარჩევდით ზღვის ტალღებისგან..
ესეც ის ახდენილი ოცნება იყო ღრმა ბავშვობიდან, აქამდე ამოვსულიყავით და გვენახა რეალურად რა ხდება ღრუბლებს მაღლა.. ყველას სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდა მათ შორის ანჟელიკას, თუმცა ახლა ეს არაა მნიშვნელოვანი.. რა სამწუხაროა ჩვენ რომ ვიხდენთ ოცნებებს, ჩვენი იმ ვერსიის ნაცვლად, რომელსაც ნამდვილად გაუხარდებოდა ამ ოცნებაში ყოფნა.. იმ გოგონას გაუცვალა ადგილი ასე რომ უნდოდა ფანჯარასთან ჯდომა და წამალიც მიიღო.. ამ გოგოს მადლობაც ვერ მოისმინა ნორმალურად..
. . .
-როზალინა ხაზზეა, ვითხოვთ ანჟელიკა შერვაშიძეს..
-ახლა მაინც გესმის..?
-როგორც იქნა, გხედავ კიდეც.. ბოლოს 1 კვირის წინ შევხმიანდით და ისიც 5 წუთით.
-მაპატიე, ასე მერჩივნა..
-მესმის და დაე ისე იყოს როგორც გინდა.. მომიყევი როგორ ხარ, საქმეები როგორ მიდის..
-მთლიანად საქმეზე ვარ ფოკუსირებული..
-გარეთ არ გადიხარ..? გაიარე მაინც..?
-იშვიათად.. თანაც აქ პირველად არ ვარ..
-შენ ხომ იცვლები როგორც ადამიანი, ქალაქიც იცვლება და ხანდახან მისი შინაარსიც.. წესიერი ტურისტივით მოიქეცი, ძალიან გთხოვ..
-კარგი ვეცდები..
-ანჟელიკას ელაპარაკები..?-მოესმა გაიანეს ხმა..
-მოდი მოდი..
-მოგესალმებით გადაკარგულო.. მიხარია გხედავ მაინც..
-სალამს გიბრუნებ.. როგორ ხარ..?
-მშვენივრად..
-ვაჩე როგორაა..
-ორმაგად ვუშლი ნერვებს.. ისიც კარგადაა.-.ყველაფერი გამოჰკითხა, ის ადამიანი გამოტოვა, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს.. ესენი კი არაფერს ეუბნებიან თითქოსდა განზრახ.. არ შეიმჩნია და საუბარი დასრულდა კიდევაც.. სწორედ ამ დროს ოთახში მაქსიმე შევიდა..
-ასე რატომ მიყურებთ..?-მიხვდა რაშიც იყო საქმე და პასუხისთვის აღარც გაჩერებულა, მათ ჩაუარა და სამზარეულოში გავიდა..
-ქალბატონი როდის ჩამოდის..?- გაიანემ როზას ისე გადაულაპარაკა თითქოს დიდი საიდუმლო გააჟღერა..
-სამუშაოს წესით დღეს რჩება, თუმცა არამგონია მალე ჩამოვიდეს..
-ვერ გავიგე..
-რა ვერ გაიგე, ანჟელიკა სამუშაოს ხვალ ამთავრებს, მაგრამ როდის ჩამოვა არ..-სწორედ ამ დროს შენიშნა მაქსიმე და მიხვდა რატომ ვერ "გაიგონა" გაიანემ მისი ნათქვამი თავის დროზე.. მაქსიმე ეზოში გავიდა, გოგონებიც მიჰყვნენ..
-ახალი ამბავი სპეციალურად როზალინა ამირეჯიბისთვის..
-ვაჩე ცუდად იყურები, არ მომწონს შენი სატრფო გაიანეე..
-იტყვი თუ არა რა ხდება..?-გაიანე ვაჩეს მიუტრიალდა..
-რა შემოტევაა მაცდით რამის თქმას..? კარგი მოკლედ, როზაა ჭოლა გასწრებს ქვეყნიდან წასვლას..
-უკაცრავად..? მოიცადე ახსენე კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით რაღაც ხომ..? გერმანიაში.. კი მაგრამ ეგ ხომ თვეების შემდეგ უნდა ყოფილიყო..
-თარიღი გადმოწიეს.. ჯერ ბევრი რამაა გასარკვევი..
-რატომ უნდა გვაკლდეს ყოველთვის ვიღაც რა უბედურებაა..-როზას გულისტკივილით ნათქვამი ყველაზე მეტად ვისაც მოხვდა გულზე მარტივი მისახვედრია არაა..? რა რთულად გადასატანია რეალურად.. აი ხომ ძალიან მარტივია თქვა ერთი სიტყვა "მონატრება" რამდენის დატევას ახერხებს არადა.
.როზას მეგობრის სიშორეს ახალი სადარდებელი დაემატა.. 10 დღე იყო დაგეგმილი ჭოლას წასვლა და იმ წამიდან დაიწყო ღელვა როგორც კი გაჟღერდა წასვლის რეალურობა.. ჯერ არ წასულა როგორაა და ასე თვეობით დაშორებით როგორ უნდა გაძლოს..? უკვე შეიგრძნო მომავლის რთულად გადასატანი დღეები და ნატრობს ზაფხულში ჭოლასთან ერთად ჩარჩენას..
. . .
მოლოდინიც რა ტკბილი ყოფილა მაშინ როდესაც იცი შეიძლება გადაეყარო.. როდესაც ადამიანის ნახვის იმედი შემორჩენილი გაქვს.. მაქსიმესთვის ამჟამად ეს იმედი არ არსებობს, რაც ყველაფერს ართულებს.. მილიონჯერ იყო იმ ადგილებში სადაც ერთად ყოფილან და არ უნდა წასვლა იმ ადგილებში რომლის ანჟელიკასთვის ჩვენება ჰქონდა განზრახული..
ამ მოკლე პერიოდმა ისე გამოფიტა და ვერც კი წარმოიდგინა გაიანემ რა გადაიტანა და კიდევ უფრო დაფარულად ვაჩემ.. ისე უნდა ახლა თუნდაც წუთები ან წამები მაინც ანჟელიკასთან..ჰაერის მიწოდება აქვსო თითქოს შეზღუდული, თავს ისე გრძნობს თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლება სუნთქვა შეწყვიტოს..
იმდენად რთული პროცესი მოიგო ის ადამიანებიც გაკვირვებულნი იყვნენ, რომლებმაც კარგად იცოდნენ მაქსიმეს შესაძლებლობები და სხვა საქმეები ენახათ.. თავადაც დიდი ხანი მუშაობდა ამ საქმეზე და ახლა როდესაც მორჩა სიხარულს ვერ გრძნობს.. არ ჰყავს ის ადამიანი გვერდით ვინც აზრს შესძენდა ყველაფერს.. ვისთანაც მივიდოდა და გაუზიარებდა ამ გამარჯვებას, ის კი ისე აღნიშნავდა თითქოს თავად იყოს გამარჯვებული.. ანჟელიკას ხუმრობები მოენატრა მის ადვოკატობასთან დაკავშირებით და მისი ინტერესი სხვადასხვა საქმის შემთხვევაში.. ისე უსმენდა როდესაც მაქსიმე თავის საქმეზე ლაპარაკობდა, თითქოს გადარჩენის ინსტრუქციას ისმენდეს უკანასკნელად..
მილოცვები მიიღო და სახლში წავიდა.. უბრალოდ ჩართო ტელევიზორი და თავი მოაჩვენა ვითომ აინტერესებს ახლა რა გადის, ვითომ ისმენს, ვითომ უყურებს..
რამოდენიმე დღის შემდეგ, საკუთარ სიტყვებს გადააბიჯა და იმ ადგილას მივიდა ბოლოს ანჟელიკასთან ერთად რომ იყო მანამდე, რატომღაც ეგონა მის სიახლოვეს მაინც იგრძნობდა.. დიდი ხნით გაჩერდა, საკუთარ თავს აიძულა შემოტრიალებულიყო და სახლში დაბრუნებულიყო.. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ თითქოს მოეჩვენაო უკან გაიხედა.. მეჩვენებაო ალბათ ანჟელიკას დანახვისა, ეს იყო პირველი ფიქრი.. ზუსტად იმ წამს მოიხედა ანჟელიკამ, თავადაც გაკვირვებული უყურებდა მაქსიმეს, ახლად მოსული იმავე მიზეზით..
გამოიჭირეს ერთმანეთის მონატრებაში ერთი-მეორე.. ორივე გაიყინაო თითქოს ადგილზე.. ანჟელიკა აკვირდებოდა მაქსიმეს, ნეტავ თუ შეიცვალაო რამე მასში.. გარეგნულად იმდენად არაფერი ეტყობოდა, თუმცა შინაგანად იყო ყველაფერი ამოტრიალებული, ეს დაიანახა მის ამღვრული ცისფერ სფეროებში..
მაქსიმემ კიდევ ერთხელ გაიაზრა რას ნიშნავს როდესაც თავისუფლად სუნთქვა შეგიძლია, ახლა დაუბრუნდა ეს უნარი და აღარ სურს რამე შეიცვალოს..
მიუახლოვდა, თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა და იმდენი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა..
-ანჟეე, სალაპარაკო გვაქვს..
-იქნებ არ მინდა ლაპარაკი..
-შემდეგ რას გადაწყვეტ ვერ ჩავერევი, მაგრამ ამას მაინც ნუ წამართმევ.. რადგან აქ ხარ, ლაპარაკზე მაინც უნდა დამთანხმდე..
-კარგი ვილაპარაკოთ..-იქვე ჩამოსხდნენ.. ელოდნენ შესაფერის წამს და სიტყვას..
-როგორ ხარ, ჯერ ამას არ მეტყვი..?-დაიწყო მაქსიმემ..
-შენი აზრით როგორ უნდა ვიყო..? რამდენადაც შესაძლებელია კარგად..-არ დაუმალავს არაფერი, თავის მოჩვენებისთვისაც არ ჰქონდათ ენერგია..
-ცუდად დავიწყეთ.. ტყუილებით საიდუმლოებებით.. მაგრამ რადგან დასაწყისი ასეთი იყო, აუცილებელია გაგრძელებაც ასეთი იყოს..?
-საქმე იმაშია, რომ მხოლოდ დასაწყისი არ ყოფილა ასეთი, ჩვენი ურთიერთობას გასდევდა ეს დასაწყისი..
-მესმის რამდენად რთული შეიძლება იყოს, თუმცა დავიჯერო შეუძლებელია ყველაფრის თავიდან დაწყება..? რას იტყვი ყველაფერი სულ თავიდან რომ დავიწყოთ, სუფთა ფურცლიდან.. ტყუილების, საიდუმლოებების გარეშე..
-არ არის მარტივი, გვექნება კი ნდობა ერთმანეთის მიმართ ამ ყველაფრის შემდეგ..?
-პათოლოგიური მატყუარა არ ვარ და არც შენთვის შემიმჩნევია იცი..-ანჟელიკას გაეცინა..
-ხუმრობის გარეშე..
-იცი რის გამოც ვთქვი და რის გამოც შევინახე საიდუმლოდ.. აღარ ვაპირებ ისტორია განმეორდეს.. უწოდე მოჩვენებითი, ყალბი, თუმცა ამაზე ნამდვილი, გამომაცოცხლებელი ურთიერთობა არავისთან მქონია.. შენს ნდობასაც ხელახლა მოვიპოვებ ამის საშუალება თუ მექნება.. ახლავე არ მიპასუხო უარის თქმას თუ აპირებ..
-რატომ..?
-დღეისთვის ამოვწურე ლიმიტი..
-არ მჭირდება დამატებითი დრო, რა გგონია რას ვაკეთებდი როცა წასული ვიყავი..? მაქსიმე მომისმინე, რაც მე მაშინ გადავიტანე ამ ამბის გაგებისას, სიტყვებით ვერ გადმოსცემ საკმარისად რა ვიგრძენი.. ჩემი ტყუილის გამო ჩემივე თავი მძულდა, თუმცა რეალურად შურისძიება და შენთვის თავის შეყვარება კი არა, შენთან მინდოდა დარჩენა და ვწელავდი დროს.. ამიტომაც რაღაც კუთხით მესმის, რატომ მოიქეცი ისე როგორც მოიქეცი.. ჩვენ რეალურად ხელმეორედ ვერ ვცდით ურთიერთობას, რადგან პირველადაც არ გვქონია.. იმის დალაგება, გამოსწორება კი არ იქნება მარტივი... -უდაბნოში მიწოდებული თუნდაც ჭიქა წყალს ჰგავს იმედი, რომელიც აღარ არსებობდა ადამიანის თვალში..
-გამოდის გვაქვს შანსი..? ყველაფრის თავიდან დაწყების..?
-რამდენად თავიდან..?
-იქნებ საერთოდ არც დავიწყოთ თავიდან, ისევ ჩემი საცოლე იყო და უკვე ხელს ვაწერდეთ დღედღეზე..
-ზედმეტი ხომ არ მოინდომე...?
-ესეც უნდა მეცადა ყველაფერ სიკეთესთან ერთად.. რამდენად თავიდანო იკითხე არაა..? კარგი მაშინ რა გაეწყობა..- კიდევ უფრო მეტად მიტრიალდა ანჟელიკასკენ და ხელი გაუწოდა..- მაქსიმე ანდრონიკაშვილი
-ანჟელიკა შერვაშიძე..-გაეცინა ზუსტად ის სცენა რომ გადახდა, რომელიც არაერთხელ ჰქონდა ნანახი ფილმში და სულ დასცინოდა ასეთ წყვილებს.. ნეტავ თუ გამოვა ყველაფრის თავიდან დაწყება..? ძალიან ეშინია, თუმცა უკან დახევაზე საერთოდ არ ფიქრობს..
. . .
ყველაფრად ღირდა ვაჩეს გაიანეს და როზას სახეების დანახვა, ერთად რომ შეაბიჯა წყვილმა ეზოში.. ერთმანეთს გადახედეს იმაში დასარწმუნებლად, ხომ არ გეჩვენებაო..
-მშვიდობაა მეგობრებო..?
-როზა რატომ არ უნდა იყოს..?
-რა ვიცი, რა ვიცი.. ალოგიკური რაღაც ვიკითხე არაა..?
-აუხსნელად რომ დაბრძანდით რატომ გგონიათ არაფერს გკითხავთ..?-გაიანემ გადახედა სხვადასხვა ადგილზე მყოფებს..
-ასახსნელი არაფერია.. ვისაუბრეთ მხოლოდ..-ანჟელიკამ ღიმილით გადახედა ყველას და მეტად შეკითხვა აღარც დასმულა.. კარგად თუ დააკვირდებოდა ვინმე და მათ გაცვლილ მზერას შენიშნავდა ხანდახან, თორემ დიდად არც ახლოს მიდიოდნენ ერთმანეთთან, თითქოს აკრძალული ჰქონდეთ..
-ჭოლა ისევ წასულია არაა..?
-ანჟელიკა რა გინდა რას მიმატებ..?
-ჩემი თქმის გარეშე არ იცი თუ დავიწყებული გქონდა..? თან ჩამოვა მალე რა გინდა..
-ჩამოვა და მალევე მე მივდივარ სამაგიეროდ..- ანჟელიკამ დამატებით გაუფუჭა განწყობა და მანვე გამოუკეთა.. ჩაეხუტა თუ არა ორი ტკბილი სიტყვა დააწია..
-ანჟელიკა მართალია, ასე ადამიანის წასვლას გადაყოლა ვის გაუგონია, მითუმეტეს სულ რაღაც 10 დღითაა წასული.. კარგი შენ როცა წახვალ საფრანგეთში მერე რა ხდება..?
-გაიანეე, მაგაზე არ ვფიქრობ იციი.. არა თავიდანვე კი ვიცოდი ასე მოხდებოდა, თუმცა არ მეგონა ამდენად რთული თუ იქნებოდა.. შეგუება მომიწევს და ეგაა..-თავად მაინც სჯეროდეს სკუთარი სიტყვების, სხვებმაც დაიჯერონ..
მის გახსენებაზე ჭოლასაც დაურეკეს, საბედნიეროდ ეცალა.. როზას მონტრება ხუმრობით გაუმხილეს ჭოლას და ცოტა დასცინეს კიდეც.. რეალურად კარგად დაემთხვა ჭოლას წასვლა, პირველი დაშრება თვეებს რომ არ შეადგენს უკვე კარგია.. თანაც ორივემ გაიუგო გემო დისტანციას და ასეთ ურთიერთობას..
ხასიათი გამოუკეთდა როზას, წარმოიდგინა ახლა მარტო რომ იყოს პარიზში მათ გარეშე.. არავინ რომ ცდილობდეს მის კარგ ხასიათზე ყოფნას.. არავინ იყოს მის გვერდით და წარმოდგენაზეც ცუდად გახდა.. ჯერ მათთან ერთად როგორი რთული იყო და მათ გარეშე რა იქნებოდა.. როზას ეგონა უკვე საკმარისი გამოცდილება ჰქონდა, ხან პარიზში იყო ხან თბილისში და მისთვის მონატრება აღარაფერს წარმოადგენდა.. ახლა საერთოდ შეეცვალა ყველა წარმოდგენა.. მონატრებასთან, სიყვარულთან და მეგობრობასთან დაკავშირებით..
. . .
-როუზ მეტად წასვლას ვეღარ გადადებ..-ისეთი თვალებით გადახედა როზამ ჭოლას, თითქოს რამეს დამართებდა..-ისე ნუ მიყურებ თითქოს მინდოდეს შენი წასვლა.. უბრალოდ მერამდენე ბილეთი უნდა გადაცვალო, ასე თავადაც წვალობ..
-მორჩა ბოლოს რაც გადავცვალე აღარ შევცვლი..მართლა და ახლა ნუ მიყურებ მასე..
-როგორც იტყვი.. ამ გადაცვლა გადაცვლაში დარჩები ჩემთან და სულ აქ მეყოლები, მე კი არ მაქვს პრობლემა..
-კიი როგორ არა..-უკვე აღარ ეჩვენებოდა ცუდ იდეად ჭოლას ხუმრობა, ფარული სურვილით გაჟღერებული.. ამავდროულად წარმოუდგენელი იყო დარჩენა ..-სამუდამოდ ასე ხომ არ ვიქნებით..
-მე საერთოდ დავიწყებდი ფრანგულის სწავლას, საფრანგეთშიც გადმოვცხოვრდებოდი, ამას სრული სერიოზულობით გეუბნები, უბრალოდ შენ არ ხარ მზად გასაქცევი არ გქონდეს.
-უკაცრავად, ეგ რას ნიშნავს..?
-არც აქ გაქვს სახლი და არც პარიზში შენივე სურვილით.. რატომ..? არ გინდა მიეჩვიო სახლს, ადამიანებს.. არ გინდა ფესვები გაიდგა, რომელიმე ადგილას.. მე რომც წამოვიდე და ყველაფერზე უარი ვთქვა, გგონია ბედნიერი იქნები..? აქეთ მოგინდება წამოსვლა და გამოქცევა..
-თუ იცი სულ გაქცევა მომინდება, საერთოდ რატომ დაიწყე ჩემთან ურთიერთობა.. თუ განწირულია ის რაც ჩემსა და შენს შორის ხდება, რატომ წამოიწყე..?
-მაქვს იმედი.. იცი რა..? მიხვდები მე არ ვარ ის ადამიანი ვისგანაც უნდა გარბოდე.. დრო დაგიმტკიცებს ჩემს მაგივრად, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და მხარს დაგიჭერ.. არც შენს შეცვლას ვეცდები და არც უკან დაწევას.. პირიქით ვცედები ბედნიერი იყო არჩევანით, არ გაიქცე ჩემგან და დარჩე.. ან მე წამოვიდე შენთან, მაგას აღარ ექნება მნიშვნელობა თუ ერთად ვიქნებით..- ვეღარაფერი უთხრა, საბოლოოდ კი რეისი მეტად აღარ გადაუდია.. დაბრუნდა პარიზში.. ამჯერად სულ სხვანაირი განცდებით.. იცოდა რამდენად მტკინვეული იქნებოდა ეს მანძლი, თუმცა სჭირდებოდა დრო გადაეხარშა ჭოლას სიტყვები.. ნამდვილად სჭირდებოდა დრო ამ სიტყვებში ყოფილიყო დარწმუნებული..
კიდევ დიდხანს გაჰყვა მოგონებები.. ახლად შეძენილ ადამიანებზე.. ჭოლაზე.. ასეთი დასამახსოვრებელი ზაფხული დიდი ხანია არ ჰქონია.. ამის შემდეგ კი რა ვიცით, იქნებ უკეთესიც იყოს..
. . .
-როგორღაც გადავიტანეთ ცივი დღეები და ჩვენი ბაღი უფრო და უფრო გაფერადდება..
-ახლაც ფერადია..
-ისეთი ყვავილები ვნახე, აუცილებლად უნდა დავრგო აი იქ..
-როგორც გინდა..-როგორც ყოველთვის ვაჩეს მომზადებულს მირთმევდნენ, ამჯერად სახლში.. გარეთ ეზოში..
-თავის დროზე ხომ ფაქტობრივად ერთად დავგეგმეთ როგორი იქნებოდა ეს სახლი.. კარგი გათვლა გქონდა..
-რატომ..?
-რემონტის დიდი ნაწილი აირიდე თავიდან.. როგორც შენმა მომავალმა ცოლმა კი მოგიშლი ნერვებს და მაინც მოგიწყობ სანატრელი რემონტის დღეებს, თუმცა უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე..-ვაჩეს გაეცინა..
-გამოდის საკუთარი თავისთვის სიკეთე გამიკეთებია..
-გამოდის კი..
-არ გინდა ეგ სანატრელი დღეები, რაც შეიძლება მალე დადგეს.?
-რას გულისხმობ..?
-ამას წინათ ხომ ამბობდი, ყველა თავის საქმეშია გართული და ერთად შეკრება მომენატრაო..
-მერე..
-რას იტყვი ამის მიზეზს თუ მივცემთ..?
-ვაჩე..შენ რა..ახლა..ანუ შენ ახლა მე..-ვაჩე წამოდგა, გაიანეს მიუახლოვდა და ჩაიმუხლა..
-განო იცი როგორ მიყვარხარ არაა..? იმდენი დრო დავკარგეთ, აღარ მინდა დამატებით ის დრო დავკარგო, რომელიც შენთან ერთად შემიძლია გავატარო.. შემოგვხედე.. ჩვენ ორი სახლში..ჩვენს ბაღში, მინდა ეს იყოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.. ცოლად გამომყვები..?
-ეს..ეს როდის დაგეგმე..
-არ დამიგეგმავს, სწორ დროს ველოდებოდი..
-გამოდის ბეჭედი არ..-გულის ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო..-როდის მოასწარი..
-ის დღე გახსოვს გრძნობებში როცა გამოგიტყდი.. მეორე დღესვე ვიყიდე.. განო..
-რა..
-ამ დროს რაღაცას ამბობენ ხოლმე..-გაიანეს გაეცინა საკუთარ თავზე..
-კარგი..
-კარგი..?
-ცოლად გამოგყვები..
. . .
დრო გავიდა.. დღეები.. კვირები.. თვეები.. ყველას ხშირად ეხმიანებოდა როზა .. მათ შორის შეყვარებულსაც.. იმ დონეზე გრძნობდა მათ სიყვარულს რა დონეზეც შეიძლება მანძილიდან გამომდინარე ეგრძნო.. ხვდებოდა არ იყო საკმარისი, იმ მომენტისთვის ვერაფერს გააკეთებდა.. სადღაც ამ თვეებს შორის 5 დღით დაბრუნდა გაიანესა და ვაჩეს ქორწილისთვის..
მართალია ისევ მოუწია დაბრუნება საფრანგეთში, თუმცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა მარტივ სიმართლეში.. არ უნდოდა შორს ყოფნა, მეგობრებისგან.. ჭოლასგან.. ხშირად ფიქრობდა ჭოლას მაშინდელ სიტყვებზე.. გაიაზრა რომ ოჯახიდან გამომდინარე იმდენად ეშინოდა მასაც არ გადახდენოდა იგივე, სულ გარბოდა.. ეშინოდა ისე არ შეჰგუებოდა ასეთ სიტუაციას როგორც დედამისი შეეგუა.. მაგრამ როზა არ იყო დედამისი და არც ჭოლა იყო მამამისის მსგავსი..
ამიტომაც ზუსტად იცის ეს ზაფხული განსაკუთრებული იქნება, ამ დროის მანძილზე ნელ-ნელა ყველაფრის მოგვარება დაიწყო.. ბილეთი დაჯავშნა და ზაფხულის დასაწყისში უკვე თბილისში გახლდათ..
მეგობრები შეიკრიბნენ.. მონატრებულ როზას შეეგებნენ.. მოესიყვარულეს.. გამოჰკითხეს ამბები.. კარგი საღამო გამოვიდა..
რამოდენიმე დღეში.. დამატებით ბარგი ჩამოვიდა.. სახლში სრული ქაოსი გახლდათ.. სახლში მარტო იყო და ვერც ანჟელიკა დაეხმარებოდა.. თავადაც არ იცის რატომ გაუხარდა კარებთან ვიღაც რომ გახლდათ და კაკუნს არ წყვეტდა.. მგონი სჭირდებოდა ამ ბარგისგან შესვენების აღება..
-ჭოლა, აქ რას აკეთებ..?
-მონატრებული შეყვარებული რომ ჩამოვა, რას აკეთებს ნორმალური ადამიანი..?
-თუ შემოაღწევ შემოდი..
-აქ რა ამბავში ხარ..?
-დღეს ჩამომივიდა და როგორღაც უნდა დავახარისხო..
-წინაზე რამდენი ხნით იყავი, მაშინ არ გქონია ამდენი ბარგი და ახლა რა მოგეპრიანა..?
-გასაფრენი ბილეთი არ მიყიდია, მაშინდელი რომ არ დამემართოს და მილიონჯერ არ გადავდო ფრენა..
- რატომ უნდა იწვალო როცა მანამდე შეგეძლო დაგეჯავშნა.. იქნება კი ადგილები..?
-ეგ აღარ მაინტერესებს..
-რატომ..?
-წასვლას დიდი ხნით აღარ ვაპირებ.. არც ზაფხული, არც შემოდგომა.. ზამთრის არდადეგებზე შეიძლება ცოტახნით წავიდე სადმე..
-მითხარი რომ არ ხუმრობ.. გთხოვ არ მითხრა გეხუმრეო..
-შენი აზრით ამდენი ბარგით ჩამოვიდოდი..? ხომ გინდოდა ჩემი დარჩენა, მეც მინდა და ჯამი რას უდრის..? ვრჩები.. მასე ნუ მიყურებ, სენტიმენტების გარეშე თუ შეიძლება..
-კი როგორ არა.. მოდი ჩემთან..-ჩაეხუტა ჭოლა როზას და დიახ სენტიმენტებს ვერ გავექეცით..
. . .
-დედაა მოვედიი..-ანჟელიკამ სახლის კარი შეაღო თუ არა უკვე დაიწყო დედის ძებნა..
-რა გაყვირებს გოგო სამზარეულოში ვარ..-მოფუსფუსე დედის დანახვისას გაეღიმა ანჟელიკას..
-რა გემრიელობებს ამზადებ.. სტუმარს ელოდები..?
-ჩემი სტუმარი უკვე მოსულია.. გაბრძანდი და ნახე..-ინტერესმა სძლია ანჟელიკას და უკან ეზოში გავიდა..
-შეიძლება გავიგო ჩემი ქმარი აქ რას აკეთებს..?
-არ გითხარი ფეხბურთის საყურებლად მივდივარ მეთქი..?
-ის აღარ დაგიყოლებია ვისთან ერთად..
-დღეს საღამოს გვაცალე შვილო თუ შეიძლება.. მნიშვნელოვანი თამაშია..
-მე ბოდიში ხელი თუ შეგიშალეთ..-გაეცინა მათ შემხედვარე, ისევ საუბარი გააგრძელეს შემადგენლობასთან დაკავშირებით და რომელ მხარეს რა შანსები აქვს..
-რაო გამოგიშვეს..?
-წამოვედი.. სად სცალიათ ჩემთვის-გაეცინა მათ გახსენებაზე- შენი ნამცხვარი გამატანე რაა, გოგონებთან მივდივარ..
-სად გეჩქარება ასე, ისე შეიძლება მეც შემომიაროთ ხომ იცი..? მომენატრნენ..
-ვეტყვი და შემოგივლით..
-გავამზადებ და წაიღე..-ცოტახნით კიდევ გაჩერდა, დედას ეჭორავა ამბები გაცვალა და წავიდა.. დიდად არ უყვარს ტკბილეული მართალია, თუმცა დედის გაკეთებული მაინც სულ სხვაა, თანაც როზა გიჟდება კონკრეტულად ამ ნამცხვარზე.. სახლში მივიდა თუ არა 10 წუთში ერთად მოვიდნენ კიდეც..
-სად ხართ ამდენი ხანი..
-ძალიან დავაგვიანეთ..?
-გეხუმრებით მეც ახლა მოვედი..
-მოიცადეთ.. გაჩერდით.. დედაშენის ნამცხვრის სუნი მცემს თუ მეჩვენება..
-მასთან ვიყავი და გამოვაყოლე..
-გაიანეე ახლა ისეთი ნამცხვარი უნდა გასინჯო, მგონი მენიუში დამატება მოგინდება..
-დამაინტრიგე და ანჟელიკას ელოდები..? გაჭერი და დადე თეფშზე..-ღიმილით გადაინაცვლეს სამზარეულოში.. ანჟელიკამ ცივი ყავის მომზადება დაიწყო, როზამ ნამცხვრის გემრიელი ნაჭრები გადაანაწილა თეფშებზე..
-შენი ქმარი სად ბრძანდება..?
-მამაჩემთან ერთად ფეხბურთის საყურებლად.. ოჯახში მივედი, ცოტახნით შევუვლი მეთქი და ვის ეცალა ჩემთვის გენაცვალე.. თქვენები სად არიან..?
-ფეხბურთის ყურებას აპირებდა ვაჩე და რა გითხრა.. იქნებ მაქსიმესთან ერთად ამოყოს თავი..
-ერთად ვიხილავთ დღის საინტერესო დასასრულს..-როზამ ღიმილით გამოართვა კუთვნილი ჭიქა, გაიანე მართლაც მოიხიბლა როზას ნაქები ნამცხვრით.. საუბარი განაგრძეს და თან მისაღებში გადაინაცვლეს..
. . .
ზაფხულის ბოლო დღეებს ითვლიან.. თითქოს ყველაფრის დასასრული და დასაწყისია ერთდროულად.. ვინ იფიქრებდა ნელ-ნელა ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა მათი ცხოვრება..
გაიანე ხშირად ახსენებს რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორ დროს არა მხოლოდ იმის გამო ვაჩესთან ერთად იყო, არამედ იმის გამოც რამდენად დროულად შეიკრა სამეგობრო.. ერთი შეხედვით ამდენად განსხვავებული ადამიანები წესით ვერავინ იფიქრებდა მათ მეგობრობას და ახლა ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები არიან..
ზღაპარივით ისტორიას ზღაპარივით გაგრძელება აქვს.. ყველაფრის მიუხედავად არ შეწყვეტენ მეგობრობას.. ერთმანეთის კარგსაც გაიზიარებენ და ცუდსაც..
ერთი წამით წარსულს გადავხედოთ, სულ ერთი წამით დაფიქრდით რამდენი შეძელით.. ვინ შეგაძლებინათ.. განა ვერ ვიარსებებდით მარტოს, თუმცა რა კარგია ასე არაა და გვერდით გვყავს ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვაფასებენ..
პრობლემები იმდენად დიდი აღარ გვეჩვენება როდესაც გვახსენდება ვინ გვყავს გვერდით.. ოჯახი..მეგობრები..
. . .
-არა ანჟელიკა ყველაფერი შენი ბრალია..
-უკაცრავად..?
-საწამლავის მსგავსად ძალიან ცოტა დაგჭირდა მოგეწამლა ჩემი გული და გონება.. ამის გამო მთლიანად შენს განკარგულებაშია ორივე.. და შენი ბრალია ახლა აქ რომ ვართ.. აი ეს პატარა რომ დარბის ეზოში და მეგობრებს ელოდება..
-ჩვენც ველოდებით მეგობრებს და ჯერ მზად არ ვარ..
-შენ მაგაზე არ იდარდო, მივხედავ ყველაფერს..-მაქსიმე ეზოში გავიდა და პატარა გოგონა აიყვანა ხელში.. თავადაც გავიდა ანჟელიკა..-მაა ისევ დაისვარე..? მერამდენედ უნდა გამოვიცვალოთ დღეს..
-როგორც თქვი მეგობრები მოდიან მასთან და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.. და სხვათაშორის ჩემი ბრალი არაა..
-რა..?
-საწამლავს სახელი აქვს, სიყვარული ჰქვია.. თუ მოიწამლე სასიამოვნო დამთხვევების ბრალია.. და კიდევ ანტიდოტი არ გააჩნია..-ჩაეღიმა მაქსიმეს, სანამ სახლში შევიდოდა ლოყაზე აკოცა..
-მე ბავშვს მივხედავ, უბრალოდ არაფერი დაიწვას ყურადღება მიაქციე და ჩამოვალ მანამდე..-მეგობრებიც მოვიდნენ და დაიწყო სასიამოვნო საღამო..დარჩენილი დრო ანჟელიკას სიტყვები უტრიალებდა მაქსიმეს.. თითქოს აეკვიატა კიდეც..
"საწამლავი სახელად სიყვარული, რომელსაც ანტიდოტი არ გააჩნია"



№1 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა სასიამოვნო საინტერესო ნაწარმოებია საოცრად წყვილები უამრავი ემოციებით კარგი დასასრულით მადლობა წარტებები ????????????????????

 


№2  offline წევრი Edna

ნესტან
ძალიან მომეწონა სასიამოვნო საინტერესო ნაწარმოებია საოცრად წყვილები უამრავი ემოციებით კარგი დასასრულით მადლობა წარტებები ????????????????????

მადლობაა <3

 


№3  offline წევრი შარზენ

ანჟეს და მაქსიმეს უწინდელი ურთიერთობიდან მომენტები დამაკლდა, ცოტა სიმძაფრეც მოუხდებოდა ისტორიას...საერთო ჯამში კარგია,მადლობა

 


№4  offline წევრი Edna

შარზენ
ანჟეს და მაქსიმეს უწინდელი ურთიერთობიდან მომენტები დამაკლდა, ცოტა სიმძაფრეც მოუხდებოდა ისტორიას...საერთო ჯამში კარგია,მადლობა

მასეც შეიძლებოდა ნამდვილად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent